ტირანის მახეში #9 (+18)
კარს ფრთხილად ვაღებ და ჩემს წინ ალექსანდრე დგას ასვეტებული. - ალექსანდრე? ხმა აკანკალებული წარმოვთქვამ მის სახელს,ის კი დასჯილი ბავშვივით დგას. - შეიძლება,შემოვიდე? - მოდი. კარს ვხურავ და უკან მივყვები,მისაღებისკენ,იმის და მიუხედავად,რომ ნაწყენი ვარ დღევანდელის გამო,მისი დანახვა მაინც ყველაფერს მავიწყებს,რატომ ხდება ასე ყოველთვის,რატომ?! სავარძელში თავსდება,ფეხებს ფართოდ შლის და მიყურებს. თვალებს ჩემი ვარდისფერი,ყვავილებიანი პიჟამასკენ აპარებს,ტუჩის კუთხეში ეღიმება,მე კი ვცდილობ უფრო მეტად შემოვიხვიო პლედი და მზერა ავარიდო. - მოდი ჩემთან.. ჩახლეჩილი ხმით ამბობს და მისკენ თითით მანიშნებს მივიდე. - ისე წახვედი,არც გინახივარ.. მეწყინა იცი? - ვიცი და მაპატიე,არ მინდოდა შენზე ამომენთხია ბრაზი. - შეგვეძლო ამაზე გველაპარაკა,ალექსანდრე. - რაზე,ლილიან?! დამნაშავეს,რომელსაც დღეს პირისპირ ვესაუბრებოდი,სამხილების არქონის გამო რომ ვერ დავაკავე?! ამაზე? - გააჩნია,ვისი დაჭერა არ შეგვიძლია.. საქმე სერიოზულ დაჯგუფებასთან გვაქვს. - ამის დედაც,ვიცი ლილე! დემეტრემაც არაფერი თქვა ჩემდა გასაკვირად..საერთოდ არაფერი,გესმის?! მოკლედ,აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. თვალებს თითებით ისრესს და მზერას ქვევიდან მაყოლებს. - კარგი..მესმის შენი.. - სიმართლე გითხრა,არც კი ვიცი აქ რატომ მოვედი.. - რას გულისხმობ?! - თავს საშინლად ვგრძნობ,როცა ჩემთან არ ხარ. თავს მეც საშინლად ვგრძნობ შენს გარეშე,ალექს..ვერ წარმოიდგენ,ისე საშინლად,არსაიდან წამოსული ცეცხლი ჩემს სულს ეკიდება ყოველ წუთს,როცა ჩემთან არ ხარ,როცა ვერ გგრძნობ,ძარღვებში სისხლი მეყინება და პულსი სამუდამოდ ჩერდება,როგორ მინდა გითხრა რას ვგრძნობ შენს მიმართ,თავს ვიკავებ,რომ ჩემმა მოთმინებამ ვულკანივით არ იფეთქოს და გადმოანთხიოს კულის გუნჭულში მიკედლებული გრძნობები,ფიქრები,განცდები შენს მიმართ! ..პასუხად მხოლოდ თავს ვხრი და თითებს ერთმანეთში ვხლართავ,რადგან წარმოდგენა არ მაქვს,რა ვუპასუხო.. - მოდი ჩემთან თქო! ხმა უფრო მეტად უმკაცრდება,ფრთხილად და აუჩქარებლად ვუახლოვდები,ხელს მკიდებს და მისკენ მიზიდავს,კვლავ ღიმილი ეპარება სახეზე,ვხვდები როგორ ცდილობს არ ახარხარდეს. - რას მიყურებ? ბრაზს უკვე ვეღარ ვმალავ. - ჯანდაბა,ლილიან.. ქალები,ყოველთვის სექსუალურ პენუარებში გამოწყობილები მხვდებოდნენ,მაგრამ..ასეთ პიჟამაში ჯერ არასდროს,არავინ.. - ამიტომაც გეცინება,არა?! ხელს ვაშვებინებ და წარბებს ვკრავ. ქალები,სექსუალური პენუარები,ხო..არც დამალო,იმდენი გყავდა! იდიოტო.. - აქ იმიტომ მოხვედი,რომ ჩემს ვარდისფერ პიჟამაზე იცინო ბატონო ალექსანდრე? - აქ იმიტომ მოვედი,რომ მომენატრე..ახლა კი,იყავი დამჯერი და მოდი ჩემთან! მისკენ კვლავ ვიხრები,ნაბიჯს ვდგამ და მაჯებში ორივე ხელს მჭიდებს,მისკენ მიზიდავს და წამებში მის მუხლებზე ვზივარ,სხეულზე ვეკრობი და სახე ჩემს კისერში აქვს ჩაფლული. - რა ცივი ხარ,სულ კანკალებ..რა გჭირს ლილიან?! წითურ კულულას სახიდან მაშორებს,ყურზე მიწევს და თვალებში დაჟინებით მაკვირდება წარბშეკრული. ჯერ კიდევ სიზმრისგან მიღებული ემოციის ქვეშ ვარ,მის გვერდით კი იმასაც კი ვერ ვგრძნობ,ვიყინები თუ ვკანკალებ,მხოლოდ მისი სიტყვები მახსენებს კვლავ ბარბარეს,მის სიტყვებს..ახლა ვფიქრობ,ჯანდაბა...მხოლოდ ახლა ვფიქრობ რატომ დამესიზმრა ის..ის მე არ მიცნობს,მე..ზედმეტად პატარა ვიყავი მაშინ..ღმერთო ჩემო,რა უცნაურია..სხეულში შიშის ნაპერწკალი მიღვივდება,როგორც ცეცხლი ისე გიზგიზებს და ალექსანდრეს ვეკრობი. - კარგად ხარ? კვლავ მისი ჩახლეჩილი ბარიტონი ჩამესმის,თვალებს ვხუჭავ და მის მკლავებში ვმშვიდდები,საოცრად თბილ და სურნელოვან სხეულზე ვნეტარებ.. - ეხლა კი. ვპასუხობ და უკან ვწევ სახეს,ღმერთო,როგორ მომნატრებია ამ ლურჯი თვალების ასე ახლოდან ყურება..ბედნიერი ვარ,მიუხედავად იმისა,რომ მე მხოლოდ ამ კაცის საყვარლის სტატუსი მაქვს,ბედნიერი ვარ,რომ ახლა,ამ წუთას,მე,ლილიან რობაქიძე ალექსანდრე კანდელაკის თვალებს ვუყურებ და არა ვიღაც სხვა. ყვრიმალებზე თითის ბალიშებით ვეხები,სახის ყოველ ნაკვთს შევისწავლი და ჩემი თითებით ვგრძნობ..ვარდისფერ ტუჩებს ცერა თითით ვეხები.. მეღიმება. - ძალიან ლამაზი ხარ. იმასაც კი ვერ ვხვდები,ჩემი ბაგეებიდან როგორ ამოდის სიტყვები,სრუილად დაუფიქრებლად..ალბათ,სწორედ ამას ჰქვია გულის ძახილი,ის,რასაც გული ამბობს გონების ჩარევის გარეშე,შენი ბაგეები კი ამის თქმის საშუალებას გაძლევენ. - შენ კი წარმოდგენაც არ გაქვს,რამდენად ლამაზი ხარ.. - კარგი,რა..შემომხედე,მე მგონი მკერდიც კი არ მაქვს! მოწყენილი,ვბუტბუტებ,თავს ვხრი და ნიკაპზე ჩაფრენილი თითებით თავს მაწევინებს. ჩემს სიტყვებზე ეცინება, მაშინვე ჩემს ტუჩებს ეწებება მოწყურებული,ნესტოებით ხმაურიანად ისუნთქავს ჰაერს,თითქოს ტუჩების გემოს და ჩემი კანის სურნელს ერთიანად ისრუტავდეს. - გაიხადე ეს წყეული პიჟამა,ამის გარეშე უფრო მომწონხარ! მისი ხმა,ვნებისგან აშლილი,რომლის სიტყვებს ჩემი დაბინდული გონება ძლივს არჩევს,მის ნებას ვყვები.. ღილებს მიყოლებით ვიხსნი და პიჟამას უკან ვაგდებ.. მისი ცხელი ტუჩები ლავიწის ძვალზე მხვდება,კბილებით მაფრინდება ყელში,კბილებს კანზე მარჭობს,შემდეგ კი ნაზად მკოცნის.. - ოხ ლილიან..როგორ მაგიჟებ! მკერდს მუჭში აქცევს და *უძუსთავებს სველი ენის წვერით ეტანება.. მისი თითები გამაგიჟებელ წრიულ მოძრაობებს ქმნიან ბიკინის ქვეშ,სხეულში ცხელი ტალღები მივლის და სიამოვნების წვეთები ერთ წერტილში იღვრება. - ოჰ..ალექსანდრე.. - რა გინდა,ლილიან..მითხარი.. - შენ..შენ მინდიხარ ბატონო ალექსანდრე! ელვას სწრაფად ვუხსნი და მის ერეგირებულ ა*ოს ვიცურებ,სიამოვნების ტალღები უფრო მეტად ძლიერი და ბობოქარი ხდება,ვიდრე აქამდე. მის ტუჩებს ვეტანები და ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვუქცევ. - საძაგელო! საჯდომზე ხელს ძლიერად მარტყავს და საშინელი ტკივილისგან სახეს ვმანჭავ. - ბატონო ალექსანდრე,თქვენ უკვე ძალადობთ! - გამომძიებელო,ნუთუ ძალადობის განმარტება არ ისწავლეთ თავის დროზე?! - დიახ..ცოტა ვიზარმაცე.. მეცინება და სიამოვნებისგან თავს უკან ვწევ. - მაშინ მითუმეტეს,დასასჯელი ხარ! კიდევ ერთხელ ვგრძნობ საჯდომზე სიმწარეს,კანი საშინლად მიხურს და ზურგზე ფრჩხილებით ვაფრინდები. - მტკივა,ალექს! ნატკენ ადგილას ხელს ნაზად მისვამს,ბიძგებს ძალიან სწრაფად უმატებს და კულმინაციამდე ვაღწევთ ორივენი, ჩვენი ბაგეებიდან ამოსული ურცხვი ჰანგებით. სხეულს ვეღარ ვგრძნობ,ჩვარივით ვეცემი მის მკერდზე და ლაპარაკის თავიც აღარ მაქვს. - გემრიელო.. ჩემს ტუჩებს კიდევ ერთხელ ეწებება და გაპობილ ბაგეებში ენას ოსტატურად ასრიალებს. - ალექს.. - გისმენ.. აწეწილ თმას სახიდან ფრთხილად მიტანს ყურზე. - დარჩი ჩემთან,გთხოვ. - წასვლას არც ვაპირებდი,პატარავ. ოჰ,როგორ მიყვარს ეს მომენტი..ტკიპასავით რომ ვეკრობი მის ძლიერ სხეულს,სახე მის ყელში რომ მაქვს მოქცეული და მათრობელა სურნელს ხარბად ვისუნთქავ. ალექსი საწოლზე ფრთხილად მაწვენს,საბანს მაფარებს და ტანსაცმელს პატარა სავარძელზე აგდებს,რომელიც ჩემს გვერდით თავსდება წამებში. - ეს საწოლი ძალიან პატარაა,ქალბატონო. - მე მყოფნის. - ჩვენ არ გვყოფნის.. ძლიერ ხელს ჩემს წვრილ წელზე მხვევს და ორივენი გაჩუმებულები ვწევართ,საკუთარი გულისცემის სმენაში გართულები,ვხვდები,როგორ მიმართლებს,ან შეიძლება სულაც არ მიმართლებს,მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ის არის,დღეს რას გრძნობ? რა მნიშვნელობა აქვს ხვალ რა იქნება,წამია ცხოვრებაო,ასე ამბობენ,მე კი მინდა ყველა წამით დავტბე,ყველა წამიერი ბედნიერება შევისრუტო რომელსაც ცხოვრება ლანგარზე მართმევს,რომელმაც ეს კაცი მაჩუქა და პირდაპირ ჩემს საწოლში ჩააგდო. საკუთარ ფიქრებზე მეცინება,მაგრამ ისევ იმაზე ვფიქრობ,რატომ მოვეწონე მას,რატომ ამირჩია მე..მე ხომ სრულიად განვსხვავდები მისი ყოფილი თოჯინებისგან,რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით პოდიუმიდან გამოქცეულები არიან და მათი სხეულის პარამეტრები არც მეტი არც ნაკლები 90-60-90 ზეა! ჯანდაბას,იყოს ასე..ალექსანდრეს თითებში,ჩემს თითებს ვხლართავ და თვალებმინაბული ვეშვები სასიზმრეთში... გამთენიისას კვლავ ტელეფონის ბზუილი მაღვიძებს,მაღვიძარა დილის 6 საათს აჩვენებს,სენსორს სახემობრეცილი ძლივს ვუმკლავდები და ტუმბოზე ვდებ უკუღმა. ალექსანდრესკენ ვტრიალდები,თვალები მშვიდად აქვს დახუჭული და თვალსაც არ ახელს,ისე იწყებს საუბარს. - დილამშვიდობის,გამომძიებელო რობაქიძე. - დილამშიდობის,ალექს. ხელით ჩემს სახეს ეძებს,მისკენ ვიწევი და ტუჩებზე ვკოცნი. - წყალს გადავივლებ. - მეც მოვდივარ. საწოლზე ჯდება და ტანსაცმელს იძიებს. როცა ვიაზრებ,რას ნიშნავს ალექსანდრე კანდელაკთან ერთად ყოფნა საშხაპეში,მაშინვე ფეხს ვითრევ უკან და მისკენ ვტრიალდები. - არა,არააა! შენ,ცალკე შეხვალ! დაელოდე რიგს! თითს ვუქნევ გამაფრთხილებლად. - ლილიან,ხუმრობის ხასიათზე ხარ?! - ჰმმ,სულ ცოტათი..მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ..არა,არ მომიახლოვდე,გაფრთხილებ ალექსანდრე! გამიშვი! ფეხებზე ხელებს მჭიდებს და ზურგზე ისე მიკიდებს,ვითომც არაფერი,ყვირილის და გაწევ-გამოწევის მიუხედავად,მაინც არ მიშვებს,მგონი ფეხს სახეშიც კი ვარტყავ,ამ დროს კი საჯდომზე ძლიერ დარტყმას ვიღებ პასუხად და გუშინდელი ღამისგან აწითლებული კანი,უფრო მეტად მეწვის. - მოისვენე,თორემ უარესად დაგსჯი! - ჯანდაბა.. წყლის ტემპერატურას ხელით ამოწმებს,როცა რწმუნდება,რომ წყალი უკვე თბილია მაშინვე ძირს მსვამს და თავადაც უკან მიდგება,ღრუბელს იღებს და სწრაფად აქაფებს ხელში,სხეულზე ნელნელა დაატარებს,ლავიწის ძვალზე,მკერდის ირგვლივ,მუცლის გასწვრივ,ზურგზე.. საპონს დებს და წყალსაც ფრთხილად მასხავს. - შენი ჯერია! მისკენ ვტრიალდები,ვცდილობ მისი ლამაზი სხეულის შემხედვარემ გაოცება კიდევ ერთხელ დავმალო,ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ და ჩემზე ორი თავით მაღალს,ნავარჯიშებ სხეულზე ნაზად დავუცოცებ აქაფებულ ღრუბელს. - საკმარისია! წყლის წვეთები სხეულზე მარგალიტის მძივებივით უგორდება,გამშრალ ტუჩებს ენით ვისველებ,სხეული კი კვლავ მიხურს,მის შეხებას ითხოვს..ოჰ,ღმერთო! ალექსანდრე ჩემს უკან ხელს სწევს,თვალებს ვხუჭავ და ჩემდა საკვირველად საკიდიდან გრძელ პირსახოცს იღებს,სხეულზე მჭიდროდ მახვევს,თვალს მიკრავს და დუშკაბინიდან ორივენი ერთდროულად გადმოვდივართ. შარვლის ელვას სწრაფად ვიკრავ,კოფტის ღილებს მივუყვები და ალექსს ვუყურებ,რომელსაც ჩემი დაჟინებული მზერა არ გამორჩენია. - რამის თქმა გინდა?! ქამარს წელზე მჭიდროდ ვიკრავ,ალექსანდრესკენ მივდივარ და მის წინ ვდგები. - ალექს..რაღაც მაინტერესებს.. პიჟაკის გასწორებაში ვეხმარები და თვალებში ვუყურებ. - გისმენ. - არ ვიცი,თუ გახსოვს..ათი წლის წინ,გამომძიებელი ბარბარე ანდრიაძე რომ ემსხვერპლა ერთ-ერთ ოპერაციას,მკვლელი რატომ ვერ იპოვეს?ზუსტი მიზეზი მაინტერესებს. - ამბობენ ორმხრივი სროლისას შეეწირა ტყვიას და შემთვხვევით მოხვდაო. - ეს ყველაფერი რის საფუძველზე დაამტკიცეს? - სამხილები არ ჰქონდათ საკმარისი.. როგორც ყოველთვის. - შეიძლება ეს საქმე რომ გავხსნა? მინდა,გამოძიების დეტალებს გადავავლო თვალი. - ეს საქმე დახურულია ლილიან,ამასთან დაკავშირებით მოწმეც არ არსებობს,რომ ვინმე ითხოვდეს გამოძიების დაწყებას..ასე არ გამოვა,მით უმეტეს ახალი გარემოება არ გამოვლენილა იმ საქმის შემდეგ. - მოწმე არ არსებობს,რა თქმა უნდა... მაგრამ დაზარალებული მხოლოდ ბარბარე იყო,მას ოჯახი არ ჰყოლია,პასუხიც არავის მოუთხოვია ალექსანდრე,იქნებ ის მკვლელი ცოცხალია,ვინც ბარბარეს ესროლა? იქნებ საერთოდ არ ყოფილა შემთხვევით ეს ყველაფერი? - რამ გაგახსენა,ბარბარე ანდრიაძე,ლილიან? ჰმ,ახლა იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი,სიზმარში გამომეცხადა თქო! ეს კაცი,ნამდვილად იფიქრებს რომ შიზოფრენიის პირველი სტადია მეწყება. - ვიცნობდი,შორიდან.. მაშინ პატარა ვიყავი,მაგრამ.. - ლილე,მოდი ჩვენს საქმეებს მივხედოთ. სამსახურში გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს. წავედით! განყოფილებასთან ახლოს,ოდნავ მოშორებით,ალექსანდრე მანქანას აყენებს,ორივენი ერთდროულად გადმოვდივართ და თვალებს ნერვიულად ვაცეცებ. - არ უნდა წამოვსულიყავით ერთად.. - დამშვიდდი,კარგი?! ალექსანდრე ხელს მკიდებს და მაშინვე ვაშვებინებ. შენობას ვუახლოვდებით,კიბეებს ნელნელა ავყვებით,როცა მათე,გიორგი და მეგი ლაპარაკში გართულები თვალებს ხან ჩემკენ აპარებენ,ხან ალექსანდრესკენ. - გამარჯობა ბატონო ალექსანდრე.. სამივე ერთდროულად ესალმება,ალექსანდრე თავს უკრავს,მზერას ჩემკენ აპარებს და დერეფანს მიუყვება სწრაფი ნაბიჯებით. - ერთად მოხვედით? იკითხა მათემ და ფილტვებიდან გამოშვებული ნიკოტინი მეორე მხარეს გაუშვა. - საბურთალოზე შემხვდა შემთხვევით და შემომთავაზა წამოყვანა სამსახურადე. - შენ სანზონაში არ ცხოვრობ?! - ეხლა ეს..შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში?! გაკვირვებულ მეგის ვუბღვერ და შენობაში შევდივარ,რომელიც უკან ქუსლების კაკუნით მომსდევს. - რომ იცოდე,ვინ გელოდება.. - ვინ? - ნუცა..ლაღიძის ცოლი. * * * მზის სხივები არ შეგებებოდა თბილისს,შავი ღრუბლები ჯერ კიდევ თავიანთ გზას გაუყვებოდნენ და ასპარეზს უთმობდნენ ფირუზისფერ ცას,საათის ისრები 9-ს აჩვენებდა,მამაკაცის სმენა ტელეფონის გაუთავებელმა წკრიალმა რომ მოიცვა და დედის გინება არ დააკლო შემომავალ ზარს,ფეხზე წამოდგა და შარვლის ჯიბეებში დაიწყო ტელეფონის ქექვა. - შენი დედაც მოვტ*ან! რომელს გაგახსენდი ერთი ამ დილა ადრიან!!! თვალები მოისრისა და სენსორი სწრაფად გადასწია. - გისმენთ.. ნამძინარევი,ბოხი ხმით ჩაილაპარაკა დემეტრემ და პასუხს დაელოდა. - ბატონო დემეტრე,დილამშვიდობის. ტელეფონში ქალის ნაზმა ხმამ გაიღჟერა. - ორ საათში,ბატონი ლუკა გახარია გელოდებათ სამინისტროში,თუ გნებავთ მანქანა სახლთან მოგაკითხავთ. - იყოს,მოვალ მე თვითონ..და რა ხდება? მშვიდობაა? - სამწუხაროდ მე ინფრომაცია არ მაქვს,ბატონო დემეტრე. მშვიდობიან დღეს გისურვებთ,ნახვამდის. ტელეფონი ტუმბოზე მიაგდო და თმაში ხელები შეიცურა. - ტვინი მოტ*ნეს რაა.. ამას რაღა უნდა ეხლა..ფუ შენი! მძინარე ქალს შუბლზე აკოცა,საბანი მოშიშვლებულ წელზე გადააფარა და ფრთხილად დატოვა საძინებელი. ეზოში ჩასული,შავ ბეემვეში მოთავსდა,რომელმაც პედალს ფეხი დაადგა და ავტოსადგომიდან ნელი სვლით გამოიყვანა. საცობს თითქმის საათნახევარი მოუნდა,ზუსტად პიკის საათს რომ დამთხვეოდა მისი სახლიდან გასვლაც მიუხედავდ იმისა,რომ უნდოდა მოესწრო..დედის გინება არ დააკლო მის მოპირდაპირედ,გვერდი-გვერდ მდგომ და უკან მყოფ მანქანებსაც,მაჯას ყოველ წუთში აკვირდებოდა და უფრო მეტად იკურთხებოდა. შავი ბეემვე სწრაფად შემოუხვია სამინისტროს გზის მოპირდაპირედ,სადაც ბეემვეს რკალები ერთიანად დაეხაზა,დიდი ნაბიჯებით გადმოვიდა ავტომობილიდან,პულტის ღილაკს ხელი დააჭირა და გზა გადაჭრა. კარზე რამოდენიმეჯერ ფრთხილად დააკაკუნა,საიდანაც მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა არ დააყოვნა პასუხად. კარი შეაღო,ძვირფასი ტყავის სავარძელში რომ მოთავსებულიყო შსს-ს მინისტრის მოადგილე,ლუკა გახარია,ცხელ ყავას წრუპავდა და მდივანს თვალს უკრავდა,რომელიც საგულდაგულოდ მოკლე კაბით გავიდა კაბინეტიდან,გრძელი ფეხების თანხლებით. - კარგად მოწყობილხაარ.. მის მოპირდაპირედ სკამი გამოსწია ტვილდიანმა და სავარძელში მოთავსდა. კაბინეტში,კვლავ ქერა მდივანი შემოვიდა,ლანგარზე ერთი ჭიქა ყავით,რომელმაც დემეტრეს წინ ფრთხილად დადო ფინჯანი და მისთვის თვალები არ მოუშორებია,სახეზე ეშმაკური გამომეტყველებით აღსავსეს. - კიი..კარგად მოვეწყვე,ვერ ხედავ?! - რომ ვხედავ იმიტომ ვამბობ..დანანებით გააქნია დემეტრემ თავი.. კაი,რა ხდება აბა ამ დროს რომ გამომიყვანე შენთან? - ამ დროს? ეჰჰ,დემეტრე..დემეტრე..წარმოდგენა არ გაქვს რომელ საათზე მოგიწევს ამიერიდან ადგომა,ან დაძინება.. ორაზროვნად გაიღიმა კაცმა. - რა ხდებაა?! - აი რა ხდებაა,იოანე ყიფიანი შენს თავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსად ანიშნინებს.. დემეტრეს გაოცებული მზერა სახეზე შეახმა,ფინჯანი მაგიდაზე ხმაურიანად დადო და იდაყვებით დაეყრდნო გამჭვირვალე,ოვალურ მაგიდას. - ან*რევ ეხლა ბო*იშვილი ვიყო.. - ვაბშე არა.. ვახ,მე ხომ ვაპირებდი,მაგრამ ხომ ხედავ,ჩემი ხელებით უფრო რთული იქნებოდა დამენიშნე.. კაცმა თითები აათამაშა. - აი იოანემ კი,პატივისცემის ნიშნად გარგო ეს სკამი.. ხოდა შენც შეირგე რა! სავარძელს ზურგით მიეყრდნო გახარია და აქეთ იქით რწევა დაიწყო,გულზე არხენიად ხელებ დაყრდნობილმა. - ვაა.. მეც არ ვიცი რა ვთქვა ტო.. - ოფიციალურად,ხვალ დილით დამტკიცდები,მაგრამ ამ წუთიდან,უკვე ბატონი დემეტრე ტვილდიანი ხარ,შეჩემისა! - ასწორებს..იოანე ნახე რა..საღოლ.. - უნდა გავუფრთხილდეთ მაგ კაცს! თითი დააქნია გაფრთხილების ნიშნად. და რაც მთავარია,მისი სურვილი შევასრულოთ სიცოცხლის ბოლომდე. - ვ სმისლე? - ვ სმისლე,ის რომ მის საქმეში არ ჩავერიოთ და ყველა ჩამოვაშოროთ გზიდან,ვინც რაიმეს შეეცდება..ხომ იცი არა? - გასაგებია..კაი,წავალ მე.. - აბა შენ იცი,წარმატებები,ბატონო დემეტრე! წვერში ჩაიცინა კაცმა და ხელი აიქნია. დემეტრემაც კარი გაიხურა და სამინისტროს კიბეები ერთი ამოსუნთქვით ჩაირბინა,რომელსაც ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა ეხლახანს მოსმენილი და ანასტასიას ურეკავდა,გასახარებლად.. - ამის დედაც..გიმკურნალებ ანასტასია,გიმკურნალებ პატარავ! საჭეს ბედნიერმა ხელი დაარტყა და პედლებს მიაჭირა. * * * მუშაობისგან საშინლად დაღლილი,რომელიც საკუთარ თავს ვიწყევლი,რადგან საშველი ვერ დავაყენე,ასისტენტი ამეყვანა,ახლა უკვე თითქმის შუაღამისას,კიბეებზე ავდივარ სანამ ალექსანდრე მანქანას შეაყენებს, ჩემს კართან ვდგავარ სიბნელეში,კარში გასაღებს ვატრიალებ ნახევრად მძინარე და ნაბიჯის გადადგმისას,ქაღალდის ჭრაჭუნი მესმის. - ჯანდაბა..ამ სადარბაზოში ყოველთვის როგორ ფუჭდება ეს ნათურები! კარს ვაღებ,შესასვლელში შუქს ვანთებ და ჩემი კარის წინ დადებულ დასაფენზე,ვარდების თაიგულს ვხედავ,რომელსაც ცენტრში პატარა ფურცელი ერთვის თან. კარს ფეხით ვხურავ და ვარდების თვალიერებაში გართული,დაკეცილ ფურცელს ცალი ხელით ვხსნი. " შენს მშვენიერებას,ვერცერთი ვარდი ვერ შეედრება" ოჰო..სიცილი მივარდება და თაიგულს ფურცელთან ერთად,იქვე,მაგიდაზე ვაგდებ. იმდენად დაღლილი ვარ,არც კი ვფიქრობ იმაზე,ვინ შეიძლება იყოს საიდუმლო თაყვანისმცემელი..დიახ,საიდუმლო,რადგან ალექსანდრე ის ტიპი ნამდვილად არ არის,რომანტიკა ახასიათებდეს და პოეზია უყვარდეს. ტანსაცმელს ვიხდი და მაშინვე საწოლში,საბნის ქვეშ ვძვრები ალექსის მოლოდინში,სადაც თეთრეულს,ჯერ კიდევ მისი სურნელი დაერთვის. თითქოს დეჟავიუს ვგრძნობ,ჩემი თაროდან კვლავ ვიყურები ფანჯარაში..რა ბედნიერებაა,ჩემს სახლში ვარ..აქ ჯერ კიდევ ჩემი ბავშობის სურნელი ასდის კედლებს,ნეტავ დედა და მამა მალე დაბრუნდებოდნენ სახლში,ჩავეხუტო და მოვეფერო,ამდენი ხნის უნახავებს..როგორ მენატრებიან.. კვლავ ფერად ლამპიონებს ვუყურებ,ისეთი ლამაზია..კამკამა ცაში გადაწოლილ ცისარტყელაზეც ლამაზია,ნებისმიერი მხატვრების შედევრებში,არსებულ საღებავების ფერებზე ლამაზი! უბანს კვლავ შავი მანქანა უახლოვდება,ჩემი საყავრელი მანქანა,ჩემი გმირების მანქანა,უფრო მეტად ვაფართოვებ თვალებს,როცა მანქანა პირდაპირ ჩემი სახლის წინ ჩერდება. კარზე კვლავ კაკუნი ისმის და იმ მშვენიერების სანახავად ვემზადები,რომელმაც დათქმული პირობა შეასრულა. კარებში გაბრაზებულ ბარბარეს სახეს ვეჩეხები,ხშირ წარბებს შორის მოქცეულ,დიდ,ბრიალა თვალებს რომ აქეთ იქით აპარებს,თითქოს სახლს ამოწმებს,მარტო ვარ თუ არა.. - ბარბარე,დაჯექი,გთხოვ.. ის კი გაუთავებლად დადის,სიგარეტს კოლოფიდან აძრობს და ღრმა ნაფაზსს ურტყავს,კვამლს ჩემი სახის წინ აფრვევს და თვალები საშინლად მწევის,მგონია სადაცაა დავბრმავდები. - ბარბარე.. კვლავ ვეძახი მას და ჩემს სახესთან არსებული კვამლის მოშორებას ვცდილობ. - დამპირდი,შეასრულებდი ჩემს თხოვნას,თუმცა შენ მაინც არაფერს აკეთებ. განაწყენებული ამბობს და ჩემს კუთვნის თაროზე ჯდება. - ბარბარე..მაპატიე.. მე..მე...არ ვიცი,ვცდილობ რაიმე გამოსავალი ვიპოვნო.. - აი,ამას ხედავ? ტყავის ქურთუკს სწევს,სადაც გულში ნასროლი ტყვიის კვალი ჩანს და ჯერ კიდევ მოედინება სისხლი,მის დანახვაზე წამიერად ვკივი და პირზე ხელებს ვიფარებ. - ეს კი,მეორე.. აბრეშუმივით,შოკოლადისფერ თმას იწევს და მხოლოდ ახლა ვამჩნევ,საფეთქლიდან მჩქეფარე სისხლს..- შენი აზრით,ორმხირი სროლისას მომხვდა? - არა..არა..ღმერთო ჩემო..არა... სისხლი პირდაპირ ტვინში ამდის და ყელში სპაზმა მახრჩობს,ვეღარ ვსუნთქავ,ვეღარ ვინძრევი. - ჩემი საქმის ქექვას შეეშვი ლილიან,იქ ვერაფერს იპოვი..მოკლედ, მხოლოდ ერთ შანს გაძლევ,ლილიან..მხოლოდ ერთს.. გამოიყენე.. - გპირდები,ბარბარე,გპირდები ამჯერად ყველაფერს გავაკეთებ..გპირდები.. მხოლოდ ჩემს მკლავებში შაფრენილ ხელებს ვგრძნობ,რომელიც გაუჩერებლივ მაჯანჯღარებს და თითქოს ძალიან შორიდან მესმის ყვირილი,ბარბარე კი სახლს ტოვებს,მინდა მეც გავყვე,თუმცა ყველაფერი ბუნდოვანი ხდება,ნაცნობი ხმა ჩემს სმენას უფრო მკაფიოდ ჩაესმის.. - გაიღვიძე,ლილეე!!! ჯანდაბა ამის დედაც გაიღვიძე!! თვალებს ვახელ,სუნთქვა საშინლად მიჭირს,ჟანგბადს ერთიანად ვისუნქთავ,ალექსანდრე გაგიჟებული მიყურებს,ყვირის ბოლო ხმაზე,გული ამოვარდნას აქვს და სწრაფად წვდება წყალს,ტუჩებთან მოაქვს და მეხმარება,ნელნელა დავლიო. - ლილიან რა გჭირს?! კარგად ხარ?! მიპასუხე,მიპასუხე!!! - არ ვიცი,ალექსანრე.. ძალიან მეშინია.. ჭიქას ტუმბოზე დებს,ერთიანად აკანკალებული მთელი სხეულით ვეკრობი და პულსიც თანდათან მიმშვიდდება მის მკლავებში. ____ თბილებო,მოკლედ ეს სამი დღე გაწამაწიაში ვიყავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,დიდხანს არ მინდოდა დამლოდებოდით,არც კი ვიცი რა გამოვიდა,რადგან უკმაყოფილობის შეგრძნება მაქვს მაინც,სიჩქარეში რომ დავწერე და..მოკლედ,შეაფასეთ.. პ.ს იმ მკითხველებს მივმართავ,ვინც facebook-იდან მიწერთ კომენტარებს,ჩემო ტკბილებო,ყოველ თქვენს კომენტარს ვკითხულობ და დიდი მადლობა,რომ მოგწონთ და ჩემთან ხართ,უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო,ვერ გიკომენტარებთ პასუხს. მაპატიეთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.