შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილის ექსტრაქტით [ნაწილი პირველი სრულად]


2-10-2018, 22:44
ავტორი lemongiirl
ნანახია 3 167

 
‘დღეს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს’
დილაობით მზის სხივის ამონათებასთან ერთად ჩემი დის ტელეფონი ბზუილს იწყებს და არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ერთი კვირაა, უჩვეულოდ, რვის ნახევარზე მეღვიძება. მარიამის ხმამაღალ მაღვიძარასაც კი ვასწრებ. მთელი ცხოვრება დედაჩემი იმას მიყვირის დილაობით მე როგორ უნდა გაღვიძებდეო და ახლა მე მიწევს მისი გაღვიძება.  
საწოლიდან გადმოსვლა და სააბაზანოში შეკეტვა ერთია. თავის მოწესრიგების შემდეგ, რასაც დიდ დროს არ ვანდომებ, ჯინსს და თბილ, უსაყელო ჯემპრს ვიცვამ. სამზარეულოში ჩაიდანს ვადგამ და სანამ წყალი ადუღდება, მარიამს ვაღვიძებ. მხარზე ფრთხილად ვეხები და ნაზად ვანჯღრევ.
-მარიამ! -ვეძახი. ჩემი და გვერდს იცვლის.
-დამანებე რა თავი! -ღმუის თბილი საბნის ქვეშ და ძილს უბრუნდება, მაგრამ მეც არ ვნებდები.
-არა! მარიამ, ლექცია გაქვს ერთ საათში. მარიამ გაიღვიძე! -ყურს არ იბერტყავს, მე ვოხრავ და ვცდილობ მქსიმალურად უკან გავიწიო სანამ იმას გავაკეთებ რაც ჩავიფიქრე. მის თბილ საბანს ხელს ვკიდებ და საწოლოლიდან ვაგდებ.
-აუუუ!-მარიამი ხელს იქნევს. ვიღიმი. მისგან შორს ვდგავარ და ვერ მომახვედრებს.
როგორც იქნა, ჩემი და საწოლიდან დგება და სააბაზანოსკენ მიემართება. მე ზედაც არ მიყურებს. ვიცი, ცოტა ხანში დამშვიდდება. ჩაიდანი ‘კივილს’ იწყებს და სამზარეულოში შევდივარ, გაზს ვრთავ და ჩემთვის და მარიამისთვის ჩაის ვაკეთებ. იმედია წასვლამდე დალევას მოვასწრებთ.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩაცმულ-მოწესრიგებული, მარიამი მაგიდასთან ჩემს გვერდით ჯდება და თავის ჩაის ჭიქას ხელს ხვევს.
-რომელი საათია? -მეკითხება და ტუჩს იკვნეტს, მისი მოკლედ შეჭრილი თმა კიდეებზე ოდნავ სველია, სახის დაბანისას დაუსველდებოდა და გამშრალებისას ვერც შეამჩნია. დილის შუქზე მონაცრისფრო მწვანე თვალები უბზინავს და უფერული მოშავო, მონაცრისფრო დიდი მაისური მთლიან ტანს უფარავს.
-ნახევარია, მალე უნდა გავიდეთ -ვეუბნები მე და ვტკბები ცხელი ჩაით, უმალვე რომ მითბობს სხეულს.
-წასვლამდე დედა გავაღვიძოთ? -მეკითხება ის.
-არა, ცოდოა, ეძინოს. წუხელ მთელი ღამე მუშაობდა.
ჩემი და თავს მიქნევს და დგება, ცარიელ ჩაის ჭიქას მაგიდაზე ტოვებს. მეც ასე ვიქცევი. გასასვლელში ჩანთას და ქურთუკს ვიცვამ და გარეთ გავდივარ. დილის სუსხიანი ჰაერი მაშინვე სახეს მიჭიმავს და მიუხეშებს.
მარიამის მანქანაში წინ ვჯდები და ღვედს ვიკრავ. ჩემი და მანქანის ტარებას იწყებს და რადიოს რთავს. ორივენი ხმამაღლა ვყვებით Mellow-ის „Not your blood”-ს. ეს სიმღერა ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია რომელიც ორივეს მოგვწონს. მარიამს და მე გამორჩეულად განსხვავებული გემოვნება გვაქვს მაგრამ რაღაცეებში ჩვენც ვემთხვევით.  
მანქანიდან გადმოვდივარ თუ არა უცნაური შეგრძნება მეუფლება. დღეს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, ქალური ინტუიცია ამას მეუბნება და ყოველთვის როდესაც ასეთი შეგრძნება მაქვს მართლაც ხდება რაღაც ცუდი. ზამთრის სუსხი ჩემი უშველებელი ქურთუკის ქვეშაც აღწევს და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სიცივე ძვლებში გამიჯდა, არადა არ მიყვარს როდესაც მცივა, არ მიყვარს წვიმა, ზამთარი ან თუნდაც თოვლი. ჩემთვის ყველაზე სანატრელი ზაფხულის მზეა, აი ისეთი რომ გცხელა მაგრამ მაინც კომფორტულად რომ ხარ.
სკოლის დიდი შენობა ჩემს წინ  მთასავით არის აღმართული, შიგნიდან უფრო დაპატარავებული ჩანს, უამრავი ბავშვი ბრბოდდ მიაბიჯებს, მე კი ჩემი თავის ამარა ნელა მივუყვები დერეფანს.
ჩემი კლასის წინ ვჩერდები, არვიცი რატომ მაგრამ ხელები მიოფლიანდება.
დღეს აუცილებლად მოხდება რაღაც ცუდი. არ თმობს ჩემი გონება. ღრმად ვსუნთქაცს სანამ კლასის კარებს შევაღებ და ადგილზე ვშეშდები, იმიტომ რომ ჩემი თვალები ზუსტად იმ ერთადერთ სახეს ესვენება ვისი ნახვაც ყველაზე ნაკლებად მინდა.
ის ცალყბად იღიმის და თვალს მიკრავს. ყურებში სისხლი მიგუბდება და კბილს კბილზე მაგრად ვაჭერ, რომ არ ვიყვირო.
დღეს რაღაც ცუდი მოხდება.
ჩემი ინტუიცია მუდამ მართალია.
კლასს სწრაფი ნაბიჯით ვკვეთავ და მისგან რაცშეიძლება შორს ვჯდები, მზერას არ მარიდებს, უსირცხვილოდ მომჩერებია. საკუთარი გულისცემა ყელში მეჩხირება, როგორ შეუძლია ასე ურცხვად მიყუროს! როგორ?!
-კარგად ხარ? -მეკითხება ნინიკო და მისკენ დემონსტრაციულად ვბრუნდები, საკუთარი ბრაზი თვალს მიბნელებს.
-კარგად მყოფს ვგავარ?! -ვეკითხები მკაცრად.
-ღმერთო ლუ -ნინიკო თვალებს ატრიალებს, ნაწყენი მზერით მიყურებს. -რაჩემი ბრალია რომ აქ გადმოიყვანეს. ნერვები დაიმშვიდე რა! -მასწავლებლისკენ ბრუნდება, ისე რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ერთხელაც არ იხედება ჩემსკენ.
„ყოჩაღ!“ საკუთარ თავს ვუბრაზდები. საოცარი ადამიანი ვარ, შემიძლია ერთ წუთში წყობიდან გამოვიდე და ხალხი ისე გავაღიზიანო რომ მეორედ ჩემს მხარეს არც კი გადმოაფურთხონ. „ყოვლად ნიჭიერი და წარმოუდგენელი ლუ.“
მისკენ არცერთხელ არ ვბრუნდები, ამის გაკეთება კი ნამდვილად ძნელია, ხელისგულში ფრჩხილებს ვისობ და ამით საკუთარ თავს ვახსენებ რომ არ მიიხედოს. პირდაპირ დაფას მივჩერებივარ, თანაც ისე გეგონება თვალებით ვბურღავდე.
„უბრალოდ დამშვიდდი ლუ, უბრალოდ დამშვიდდი!“ ვუმეორებ ჩემს თავს. გაკვეთილი ისე გადის რომ მასწავლებლის ერთ სიტყვას ვერ ვიგებ, ყურებში თითქოს საცობი მიკეთია, საკუთარ გონებას ვერ ვიმორჩილებ და მოგონებები ძალადობრივად აღწევენ ჩემს თავში, თვალები მებინდება და წინ მხოლოდ წარსული მიდგება, ხელებს ხმაურიანად ვაკაკუნებ მაგიდაზე და ყველას ყურადღებას ვიქცევ. მასწავლებელი წარბაწეული მაკვირდება, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებს.
-ბაქრაძე, იქნებ მიხვდე და გაჩერდე? -უხეშად მომმართავს.
-შეიძლება გავიდე? -სიტყვას ვუბრუნებ და ამაზე თვალები უფართოვდება.
-მოხდა რამე? -მეკითხება სარკასტულად და მე თავს ძალით ვაქნევ, ერთი ეს ქალი დამათრევინა თმით და მეტი არაფერი მინდა! რაც ამას ხალხი გაუმწარებია, რაც ამას მე ვუწვალებივარ და გამოცდის ნიშნები დაუკლია! უხ, ერთი გემრიელად გავჩეჩავდი. -შეიძლება გავიდე თუ არა? -ვუმეორებ კვლავ, ის კი თავის წითელ თმებს ყურს უკან იწევს და ბოროტი თვალებით მომჩერებია.
-გადი ქალბატონო! შენ ხო ერთ გაკვეთილს არ გამოტოვებ, რაიყო პრობლემა გაქვს რამე?... -თავის მონოლოგს აგრძელებს მაგრამ მე უკვე კლასის კარებს ვხურავ და მძიმე ნაბიჯებით გავდივარ დერეფანს, საპირფარეშოში სახეზე წყალს ვისხამ რომ დავმშვიდდე, დედაჩემი ამბობს ცივი წყალი ყველაფერს შველისო და აჰა, იქნებ მეც მიშველოს. ერთი ამ საპირფარეშოებში სარკე ვერ დაკიდეს! ადამიანს რამე რომ დასჭირდეს არაფერს გაგიკეთებენ, დირექტორს რომ სთხოვო ბატონო სარკე დაგვიკიდეო გამოგლანძღავს ამ ღლაპებს სარკე რაში დასჭირდებათო და გამოგაგდებს კაბინეტიდან! ასე იცის ყველამ, განა აკვირდებიან რაში გჭირდება.
სანამ საკლასო ოთახში დავბრუნდები ზარი ირეკება. ჩემი კლასიდან ყველა გამოდის, მასწავლებელი კი ყვირის „რა გაზრდილები ხართ თქვენ! არ იცით რომ ჯერ მასწავლებელი უნდა გაუშვათ?“ თვალებს მტკივნეულად ვატრიალებ და ოთახში შევდივარ, ისიც იქ არის. ტელეფონს აკვირდება და რაღაცას წერს. არ მინდა ყურადღება მივაქციო ასე რომ უკან გამოვდივარ.
-ლუ, წამოდი გავიაროთ რა -ნინიკო მიდგება გვერდით, წარბს ვუწევ მარამ მაინც მივყვები.
ნინიკო ბარათელი, ჩემი კლასელი და რომ იტყვიან „ტრუსიკის მეგობარია.“ მემგონი ბავშობაში დედაჩემი ჩემზე მეტად მასზე ზრუნავდა. ერთად გავიზარდეთ და სულ ყოველთვის ერთად ვართ, განუყრელები. ნინიკო მაღალია და მოდელის ტანი აქვს მაგრამ როგორც თვითონ ამბობს ‘ექიმობას აწვება’ და თუ ამ საქმეში არ გაუმართლა მაშინ პატივცემული სულხან ბარათელი, ცნობილი როგორც ნინიკოს მამა, შვილს თავის კომპანიაში დაასაქმებს. ნინიკო ჭკვიანია და მემგონი ერთადერთი ვისაც ეროვნულების ჩაბარება უმაღლეს ქულებზე გარანტირებული აქვს. მეც მწინასწარმეტყველობს მაღალ ქულებს აიღებო მაგრამ მასავით მოწადინებულად არ ვსწავლობ მე.
-იცოდი რომ გადმოდიოდა? -ვეკითხები და ხელმკლავს ვხვევ. ნინიკო თავს აქნევს და ტუჩს იკვნეტს.
-საერთოდ არ ვიცოდი საქართველოში თუ დაბრუნდა.
-შენ ხო არ ეჩხუბები? -ამატებს ცოტა ხანში.
-მეტი საქმე არ მაქვს!
-აუ ლუ, მართლა არ ეჩხუბო რა, პროსტა დააიგნორე.
-ნინიკო, დედასგეფიცები არ ვეჩხუბები მეთქი, ეგღა მაკლია სკოლაში სცენები გავმართო!
-მართლა გეუბნები.
-აუ ნი, ნერვებს მიშლი და გაჩუმდი რა.
ნინიკოს დერეფანში მივათრევს და ვერც კი ვიაზრებ რომ გიორგი გეგუჩაძის კლასისკენ მივდივარ, ბოლო სამ თვეში ისე ‘ავითვისე’ ეგ კლასი რომ  ახლა გაუაზრებლად მივაბიჯებ მისკენ. მოდით მოგაწვდით ცნობებს გიორგი გეგუჩაძე, ცნობილი როგრც გიუშა უბნის სიამაყე და დედიკოზე და მამიკოზე საუბარი არ მაქვს, ჩემი ნინიკოს ბიძაშვილი და ჩემი ‘ქრაში’. გიუშა როგორც ასეთი ანგრევს ქართველი ‘მაგარი ბიჭების’ ტიპოლოგიას, არ ეწევა, კარგად სწავლობს და მარტო გიტარასაც არ იყენებს გოგონების მოსახიბლად. მაგრამ მთლად ‘ნერდიც’ არ გახლავთ, ისკიარა სულ არაა ნერდი, მთელს საძმაკაცოს და სკოლას ‘აზანზარებს’. ყველა გოგო ზედ ეკიდება და მისი პროფილის ფოტოზე შემდეგი კომენტარები „აუ გიუშ დამთაგე“ და „აუუ, როგორმიყვარსეს“ არ წყდება ეგრედწოდებული ‘გაჩითული’ გოგონებისაგან. გიუშა წინა წელს მომეწონა, ვიცოდი რომ ნინიკოს ბიძშვილი იყო მაგრამ ახლოდან არ ვიცნობდი, ერთი-ორჯერ მის სახლში მინდახავს, მაგრამ რამოდენიმე თვის წინ ჩვენს სკოლაშ რომ გადმოვიდა, თანაც ყოველდღე დადის და თავის ‘საფირმო’ ღიმილს მჩუქნის და ‘აუ შენ ჩემი ნინუცის დაქალი არ ხარო’ რომ მითხრა ერთხელ ლამის გული ნასკებში ჩამივარდა და გაშტერებულმა კი მეთქი მარტო ეგ ვუთხარი.
გიუშა კლასიდან გამოდის და ჩვენ რომ გვხედავს ჩვენკენ მოდის და ორივეს მხრებზე ხელს გვხვევს. არ ვიცი ჩემი გული ამდენს გაუძლებს თუ არა, სასწაულად მისწრაფდება, თვალები მიბინდდება, მთელი სხეული მიოფლიანდება.
-აი ჩემი გოგონები! -ჩაგვყვირის ყურში გიუშა -რასშვებით?
მე თავს ვარიდებ და ჩემს ფეხსამელებს ვუყურებ, რათქმაუნდა ძალიან მაგარია ჩემი ‘ქრაშის’ მკლავებ ქვეშ მოქცეული რომ მივაბიჯებ დერეფანში არა? მაგრამ აბა მე მკითხეთ. ერთ წამში მთელი სხეული გამიოფლიანდა და არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
-გიუშ! -მისი ხმაა, თავს წამში მაღლა ვწევ, ჩვენს წინ დგას და წარბაწეული მიყურებს, ან შეიძლება მეჩვენება იმიტომ რომ იმავე წამს გიუშას ‘ხელს ართმევს’ თავის ძმაკაცურ ნოტაზე და მე და ნინიკო გწგუჩაძის მკლავების გარეშე ვრჩებით.
-ვაა! შენ აქ რა გინდა? -გიუშა ბოხი მაგრამ სასიამოვნო ხმით ეკითხება მას.
-აბა რავიცი ძმაო, დღეს გადმოვედი.
-ვაა, როგორ გამახარე!
-კი ნამეტანი, ყველა გაახარე! -ვბუტბუტებ ჩემთვის,
-რამე მითხარი ლუ? -მეკითხება
-შენთვის რა უნდა მეთქვა? -სიტყვას ვუბრუნებ წარბებშეკრული.
-აუ ლუ, წავიდეთ რა -ნინიკო სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. ხელმკლავს მიყრის და ძალით მიმათრევს იქიდან, გიუშა ‘ვაა კარგად ნი, მერე გნახავ-ო’ ყვირის და მას უბრუნდება.
მეკიდე საკუთარი ბრაზით ხელში მივაბიჯებ დერეფანში.
ნინიკოს საპირფარეშოში შევყავარ და წყალს სახეზე მასხამს, წარბშეკრული ვუყურებ.
-რაიყო?
-რა რაიყო, კინაღამ იქვე თმებით ითრიე. ლუ, ხომ მითხარი არ ვეჩხუბებიო.
-არ მიჩხუბია!
-რაც გინდა ის თქვი, მე ხომ იქ ვიყავი! დაგინახე!
ნინიკოს თვალებს ვუტრიალებ და დერეფანში გავდივარ. დღევანდელი ამინდი! სულ მაგის ბრალია ყველაფერი, მაგიტომ არის რომ მაინცდამაინც ამ კლასში გადაწყვიტა გადმოსვლა. ამ სკოლაში, მაინცდამაინც იქ სადაც ყოველდღე ვნახავ.
საკლასო ოთახამდე საკუთხარ ფეხებს ის ემივყავარ არც ვაკვირდები, ზარი ირეკება.
დღეს არ მიწერია არცერთი გაკვეთილის მოსმენა, ვერცერთ კითხვაზე ვერ ვპასუხობ, ისეთი გაფანტული ვზივარ რომ მასწავლებლები თავისით მანებებენ თავს. რამდენჯერაც მისკენ გავიხედე დავიჭირე რომ მე მიყურებდა. მისი მზერა ზურგს მიწვავს. ადგილზე ვცქმუტავ სანამ საბოლოო ზარი დაირეკება რომ წავიდე აქედან, წავიდე შორს. მისგან.
-ლუ -ნინიკო მხარს მკრავს და მისკენ ვტრიალდები, გოგოს ხელში ტელეფონი უკავია და რაღაცას მაჩვენებს. სისხლიანი გულის სურათია, ნინიკო ყურებამდე გაბადრული სახით მომჩერებია. თვალებს ვატრიალებ და დაფისაკენ ვბრუნდები.
-ბაქრაძე! -უკანა რიგებიდან მეძახიან, ვბრუნდები, ნიკოლოზი მიყურებს, იცინის თან თვალს მიკრავს.
-რაიყო? -წარბს ვუწევ.
-აუ ბაქრაძე! -მის გვერდზე თინის ტელეფონი უჭირავს და იცინის, ხან ტელეფონის ეკრანს დაჰყურებს ხან კიდევ მე მიყურებს.
-რა იყო? -ვჩურჩულებ ხმამაღლა.
ბავშვები სიცილს აგრძელებენ, უკვე ნახევარი კლასი იცინის. უცნაური გრძნობა მეუფლება, ყველა ტელეფონს დაჰყურებს. ნუთუ ჩემი რაიმე ფოტოა გამოქვეყნებული? ვწითლდები და ხელები მიოფლიანდება, ერთდროულად მიპყრობს ბრაზი და ნერვიულობა.
-ლუ! -ნინიკო გაკვირვებული მიყურებს.
-რაიყო?
-ეს ნახე?
-რა?
ნინიკო მობილურის ეკრანს ჩემსკენ აბრუნებს. ჩემი Facebook-ის კედელზე პირველი ფოტო მხვდება თვალში, იქ შვიდი წლის ვარ, შუა ზამთარია და ოთხმოცდაათიანებში რომ იცოდნენ ისეთი ‘ფეჩია’ უკანა ფონზე, წინ მე ვდგავარ, ჩაფუთნული ვარ ტანსახმელებით და აწითლებული ლოყები მაქვს, კამერას ვუყურებ და თან მწვადს ვჭამ, ცხვირ-პირი სულ მოთუთხნული მაქვს. ლაიქების ზოლში „ჰა-ჰა“ ემოციას პირველი ადგილი უკავია და კომენტარები არ წყდება.
„დადებულია სანდრო ახვლედიანის მიერ.“ როგორც კი ამას ვკითხულობ უმალვე თავს მტკივნეულად ვაბრუნებ უკან. ის პირდაპირ მე მიყურებს და მიცინის. საკუთარ გულისცემას ყურებში ვგრძნობ, თვალებში ბინდი მიდგება ნინიკოს ტელეფონს ხელიდან ვგლიჯავ. სკამიდან სინათლის სისწრაფიდ ვდგები და მისი მერხისკენ მივდივარ. თვალს მადევნებს, მშვიდად და მომთმენად ზუსტად ისე როგორც ნადირი აკვირდება მსხვერპლს.  
-ეს რა არის? -ახვლედიანს ტელეფონს ცხვირწინ ვაფარებ.
-რა არის? -მისი ბოხი, ამავდროულად, ირონიული ხმა ზარების წკარუნივით მესმის ყურებში.
-წაშალე!
-რატომ?
-ჩემი ნებართვის გარეშე ჩემი პირადი ფოტოს გამოქვეყნება, დანაშაულია!
-ნუ თუ?
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, სანდრო ისევ ცალყბად მიღიმის, მისი მომაჯადოვებელი მწვანე თვალები ჩემს სახეს სწავლობს, მინდა რომ ვიჩხუბო, მინდა ყვირილი გავაგრძელო, სანამ არ წავაშლევინებ სურათს, სანამ ბოდიშს არ მოვახდევინებ, თუმცა რაღაც მკარნახობს რომ გავჩერდე. ასე რომ უბრალოდ წელში ვსწრდები, ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და საკლასო ოთახიდან გავდივარ. მასწავლებლის ყვირილს ყურადღებას არ ვაქცევ, ცარიელ დერეფანში მივაბიჯებ.
ჩემს უკან კარები იღება, არ ვბრუნდები, ისედაც ვხვდები ვინ არის. მძიმე ნაბიჯები მალე მეწევა და ჩემს გვერდით თავად ალექსანდრე ახვლედიანი დგება. ყურადღებას არ ვაქცევ სიარულს განვაგრძობ, ისიც ჩემს გვერდით მოდის, ჩუმად მივაბიჯებთ, სკოლაში ყრუდ ისმის მასწაავლებლების ხმა საკლასო ოთახებიდან, მოსწავლეების სიცილი.
-არვიცოდი ასე თუ გაბრაზდებოდი. -ხავერდოვანი ხმით წარმოთქვამს, არ ვუყურებ, ვაგრძნობინებ რომ არ მინდა ჩემს გვერდით იაროს, ვაგრძნობინებ რომ არ მინდა მელაპარაკოს.
-წავშლი თუ გინდა.
-რაც გინდა ის ქენი -ვეუბნები და გოგონების საპირფარეშოში შევდივარ, კარს ვკეტავ და მის უკან მდგარ სანდროს ოდნავ გაკვირვებულს თუმცა მაინც ცალყბად მომღიმარს ვტოვებ.
 
                                                                           ***
-სად წახვედი? ნათელამ კინაღამ დირექტორს დაურეკა.
-ხომ არ დაურეკია? -მხრებს ვიჩეჩავ უდარდელად, ნინიკო თავს აქნევს.
-სანდრო რომ გამოყგყვა რა გითხრა?
-წავშლიო.
-მერე შენ რა  უთხარი?
-რაც გინდა ის ქენი მეთქი.
ნინიკოს მის სახლთან ვემშვიდობები და გზას განვაგრძობ. ძალიან ცივა ამიტომ ხელებს ჯიბეებში ვიწყობ და თვალებს ვაწვრილებ. გარშემო ნისლია, მხოლოდ ათი მეტრის მანძილზე თუ არის გზა შესამჩნევი, იმის იქით არაფერი ჩანს. საკუთარი ამონასუნთქს ვაკვირდები ჰაერში რომ ქრება და ოდნავ მეღიმება.
კარებს გასაღებით ვაღებ და როდესაც შიგნით შევდივარ ჩემი სახლის სასიამოვნო სურნელი მეხვევა. თვალებს ვნაბავ და თამამად მივაბიჯებ შემოსასვლელში.
-ლუ შენ ხარ? -სამზარეულოდან დედაჩემი მეძახის.
-კი ლიკუ, მე ვარ.
დედაჩემს წინ ყავა და ფურცლები უდევს, ოქროსფერი თმები ცხენის კუდად აქვს შეკრული, როგორც კი მხედავს მიღიმის, თითქოს სხეულში სითბო მეღვრებაო ჩემდაუნებურად მეც ვუცინი.
-როგორ ხარ დე? -ნაზი თუმცა  დაღლილი ხმით მეკითხება.
-რავი კარგად, აუ ლიკო იცი რა არის, კი არ მშია მარა აი ჩაის დავლევდი რა. -ვეუბნები სანამ ოთახიდან გავალ. ახლავე გაგიკეთებო მეუბნება.
ჩემს ოთახში ყველაფერი მოწესრიგებულია. თითოეულ ნივთს თავისი ადგილი აქვს, ყველაფერი იდეალურად არის განლაგებული. ძველი კასეტებით დაწყებული, ტანსაცმელებით დამთავრებული.
ჩანთას ვიხსნი და საწოლის გვერდზე ვდებ, პარალელურად ლეპტოპში სიმღერას ვრთავ საწოლზე ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ჩუმად ვყვები ტექსტს.
სანდროზე ფიქრი არ მშორდება, როგორც კი მის სახეს წარმოვიდგენ ბრაზი მიპყრობს. ვიცოდი რომ საქართველოში დაბრუნდა მაგრამ რას წარმოვიდგენდი რომ ჩემს კლასში გადმოვიდოდა. უნამუსობაა ჩემს გარშემო ასე ურცხვად რომ დადის.
ალექსანდრე ასეთი ტიპია, ყოველშემთხვევაში სანამ წავიდოდა იყო, „ქართველი ვაჟკაცი“, გოგონები კისერზე რომ ეკიდებიან და ძმაკაცებით რომ არის გარშემორტყმული. თუარ ვცდები სანდრო და გიუშა ადრე განუყრელი ძმაკაცები იყვნენ, მანამდე სანამ წავიდოდა. სანდროს შეყვარებულიც ჰყავდა, არ მახსოვს რა ერქვა გოგოს, მისი წასვლის მერე ის გოგო არ გამოჩენილა, მაგრამ ყველამ იცოდა როგორ ახლოს იყვნენ და უყვარდათ ერთმანეთი, ერთმანეთის გარეშე წუთითაც ვერ ძლებდენენ. მაგრამ როგორც ჩანს ჩვეულებრივი ლავ სტორი ყოფილა.
-დე, ჩაი გაგიკეთე გამოდი. -კარის მეორე მხრიდან იძახის ლიკუ.
-მოვდივარ.
დედაჩემის წინ მაგიდასთან ვჯდები და მას ვუყურებ, ქალის ლამაზი ცისფერი თვალები ფურცლებს დასჩერებია, ნაოჭები ოდნავ თუმცა მაინც ეტყობა, სქელ ტუჩებს კბილებით იკვნეტს, ასე მაშინ იქცევა როდესაც რაღაცაზე ფიქრობს. დიდი მოწესრიგებული ფრჩჩხილებს მაგიდაზე აკაკუნებს.  
ლიკა ჯერ ახალგაზრდაა, ლამაზი და წარმოსადეგი ქალი თუმცა მას შემდეგ რაც მამაჩემი წავიდა არავინ ჰყოლია, არც გათხოვებაზე უფიქრია ოდესმე, თავისი თავი მთლიანად შვილებს და სამსახურს მიუძღვნა. ამისთვის პატივს ვცემ მას არ არის იოლი 20 წლის ასაკში ორი მცირეწლოვანი შვილი გაზარდო. მაგრამ ლიკა ამაყია, იმდენად ამაყი რომ არცერთხელ დახმარება არ უთხოვია, მისი მშობლები დიდი ხანი არ ელაპარაკებოდნენ ნაადრევად გათხოვების გამო. დედაჩემს მართალია ძალიან უყვარდა ისინი მაგრამ გაჭირვების დროს მათ კართან ჩემოდნებით ხელში მაინც არ მისულა. ჩვენც ეს გვასწავლა, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებ პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აიღო, მიუხედავად შედეგებისა.
ხუთი წლის ვიყავი პირველად ლიკა თავის მშობლებს რომ დაელაპარაკა, ისიც იმიტომ რომ დედამისი ჩვენთან მოვიდა სახლში და შვილს მუხლებში ჩაუვარდა ტირილით, ერთადერთი შვილი მყავხარო. ლიკა მათთან შერიგების მერე უფრო ბედნიერი იყო, მისმა ღიმილმა წონა დაიბრუნა. მაინც რა არის მშობლისა და შვილის კავშირი? ყველაფერი შეუძლია. მე ლიკაზე ისევე ვარ დამოკიდებული როგორც ჰაერზე, განა იმიტომ რომ ჯერ 17 წლის ვარ და უუფლებო ვარ? არამედ იმიტომ რომ ლიკა ჩემთვის ყველაფერია, დედა, და, მეგობარი, მრჩეველი. აბსოლიტურად ყველაფერი, ჩემი იდეალი, ქალი რომელიც არასოდეს არ ნებდება...
-რას კითხულობ ლიკუ?
-გადასახადებს ვათვალიერებ დე. -მპასუხობს თავაუწევლად და კალმის ბოლო ტუჩებთან მიაქვს.
-აუ დე დღესაც მორიგე ხარ?
-ხო დე რაიყო?
-არა, არაფერი... მაგრამ ამ კვირაში მერამდენედ ხარ მორიგე?
-მესამედ. -ჩუმად მპასუხობს და ისევ მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს უბრუნდება.
               ***
რუსთაველის გამზირს ფეხით მივუყვები. გაშიშვლებული ხეები მესალმებიან. სიცივისგან სახე აწითლებული ხალხი უემოციო სახით მიაბიჯებს, ყველა თავის საქმეზე მიდის, მიიჩქარიან სადღაც და უკან არც იხედებიან. ამ სირბილში კი ცხოვრება გადის, ყველაფრის გაკეთებას სწრაფად ვცდილობთ, ვაკოწიწებთ ნარჩენებს იმისათვის რომ კარგად ვიყოთ და საბოლოოდ არაფერი გვრჩება გავლილი დროის გარდა, ცხვირწინ გვეკარგება საუკეთესო მომენტები და უფრო უკეთესის ძიებაში აღარც მოგონებებს ვაკვირდებით.
შავთმიანი გოგო უხეშად მიიკვლევს ხალხში გზას და მოხუც ქალს მხარზე მტკივნეულად ეჯახება, გოგო თავს არ აბრუნებს, ბოდიშსაც არ იხდის ისე განაგრძობს სიარულს. (თუ ამასაც სიარული ჰქვია). მოხუცი იქვე სკამს ეყრდნობა და თვალებს ტკივილისაგან ხუჭავს.
მოხუცთან მივდივარ და ზურგზე ხელს ვადებ.
-ხომ კარგად ხართ?
-კი შვილო, მადლობა. -საყვარელი ხმით მპასუხობს და მიღიმის, კბილების უმეტესობა არ აქვს თუმცა მის ღიმილს მაინც სითბო ჰხვევია.
-უზრდელი იყო ის გოგო! -ვამბობ ჩემთვის, ქალი თავს აქნევს.
-ახლა უმეტესობა ასეთია, ქუჩაში ისე დადიან თითქოს მათ გარდა არავინ იყოს, პირველი არაა... ბევრს აუვლია გვერდი, ბევრს ტკივილზე თვალი დაუხუჭავს, ბევრი უბრალოდ არ დაინტერესებულა. -გაყვითლებულ სახეზე ხელს ისმევს და მიყურებს, ჩამქვრალი შავი თვალებით მაჩერდება და კარგად მათვალიერებს. თავს უხერხულად ვიგრძენობ. -ახლა ისე გამომყავს თითქოს ყველა მასეთია! არამც და არამც! უბრალოდ ყველა ადამიანი განსხვავებულია, არიან ხალხი რომელიც სიკეთით იღიმიან, სხვისი ტკივილი გულთან მიაქვთ. ისინი ვინც სხვის მაგივრად გამოგიწოდებს ხელს. ხომ გყავს მასეთი ხალხი გარშემო? ძალიან ლამაზი ხარ! ისეთივე ლამაზი სული გექნება შენ როგორიც ხარ გარეგნულად, დარწმუნებული ვარ მე! შენისთანა გოგოს გარშემო ისეთი ხალხი სჭირდება გულს რომ არ გაუცრუებენ, რომ არ გიღალატებენ. ხომ გყავს ასეთი ხალხი?
ფიქრები მაშინვე ნინიკოზე გამირბის, ჩემი საუკეთესო მეგობრის ლამაზი სახე წარმომიდგება თვალწინ. ჩემი და მარიამი, დედაჩემი. რაც არ უნდა იყოს ამ სამ ადამიანს სიცოცხლეს ვანდობ, ვიცი რომ არასოდეს მიღალატებენ. შეცდომები? ეს ადამიანის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ მათ ყოველთვის ვენდობი.
-კი ბებო, მყავს ასეთი ხალხი!
-კარგად გაუფრთხილდი შვილო, თორემ ზოგჯერ ისინი ვისაც ყველაზე მეტად ენდობი შემოდგომის ფოთლებივით მიქრიან. ისინი ვისიც გჯერა, სწორედ ისნი ჩაგცემენ ხოლმე ლახვარს გულში. ყველა არა, მაგრამ მაინც დაფიქრდი ვის უნდა ენდო და ვის არა, ასეთი ლამაზი გოგოს ჭკუის არევას ხომ ყველა მოინდომებს!
მოხუცს წამოსვლამდე კიდევ ერთხელ გავუღიმე და გზა გავაგრძელე.
უცანური ჩვევა მაქვს, ხალხს ვაშტერდები, თანაც ისე რომ ვერ ვხვდები. ქუჩაში სიარულისას გამუდმებით ვაკვერდები გამვლელებს, ვიმახსოვრებ წარწერებს მათ მაისურებზე, თმის, თვალების ფერს, მოქმედებებს, ჟესტიკულაციას, რეაქციებს. ეს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება, ყურადღება მეფანტება ხოლმე და ხალხის ზღვაში ვიკარგები. ახლაც ასე ვისრუტავ ინფორმაციებს სრულიად უცხო ადამიანებზე და ვერ ვიაზრებ რომ წინ ნინიკო დგას რომელიც ხელს მიქნევს.  როგორც კი მას ვამჩნევ მისკენ მივდივარ და მაგრად ვეხუტები, მოხუცი ბებოს სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.
-კარგად ხარ? -ნინიკო მხიარულად მეუბნება როდესაც ჩემგან თავს ითავისუფლებს.
-კი, კი.
-რამდენი ხანია გელოდები, სად იყავი?
-მოვდიოდი.
ნინიკო რაღაცას ჩუმად ბურტყუნებს და ხელმკლავს მხვევს. მისი მზისფერი თმები ნელა შრიალებს.  ნინიკოს პირველი შეხედვის თანავე დაინახავ მის ლამაზ ლურჯ თვალებს რომლებიც ანათებენ, ხანდახან რომ ვაკვირდები მათში ქალაქს ვხედავ, მოძრავს, ქაოსურს მაგრამ მაინც საოცრად ლამაზს, იმდენად ლამაზს რომ ვიკარგები, ჩემი საუკეთესო მეგობრის თვალებში გაშენებულ ქალაქში საკუთარ თავს ვკარგავ. ნინიკოს თვალებს თუ მზერას მოწყვიტავ მაშინ მისი ოდნავ დაჭორფლილი ლოყები მოგხვდება, ის ლოყები ბავშობიდან ‘ჩქმეტით’ რომ არის გაწვალებული. გოგოს სავსე დიდი ტუჩები, ღიმილის დროს გამოჩენილი ფოსოები, სწორი თეთრი კბილები. ნინიკო ულამაზესია და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს, მაგრამ თვითონ არავინ მოსწონს, ბიჭების გრძნობებზე თამაშით ერთობა, მაგრამ არასოდეს არავის არ სტკენს გულს, უბრალოდ მხიარულობს.
გოგო წინ მიმიძღვის, თან გზაში მელაპარაკება, მეც ჩვეულებრივ ვპასუხობ. ჩემი გონება მაინც ახვლედიანზე ფიქრით არის დაკავებული, ნინიკო ამჩნევს და კითხვისნიშნით სავსე თვალებს მტყორცნის.
-ისევ იმაზე ფიქრობ?
-რაზე?
-რაზე კი არა, ვისზე.
-კარგი... ვისზე?
-სანდროზე.
-არა.  -ურცხვად ვიტყუები და ნინიკოს არ ვუყურებ ისე ვაგრძელებ გზას, გოგო იცინის და უკან მომყვება.
სავაჭრო ცენტრში როდესაც შევდივართ ბარათელი გახარებული იწყებს ხტუნვას და ერთი სექციიდან მეორეში ელვისებური სისწრაფით გადადის, თითოეულ მაისსურს, ბოლოკაბას, ჟაკეტს, პერანგს, ათვალიერებს და ისე წყვეტს რომელი აირჩიოს.
-ეს მიხდება ლუ? -გასახდელიდან ახლად გამოსული მეკითხება. ვარდისფერი მაქმანებიანი კაბა აცვია რომელსაც ბოლოში ნაკეცები აქვს, მუხლს ზემოთ რამოდენიმე სანტიმეტრით აწეულია. ნინიკოს ნამდვილად ძალიან უხდება.
-კი, ძალიან!
-ვიყიდო?
-თუ მოგწონს იყიდე, შენებმაც ხომ გითხრეს რაც გინდა ის აარჩიეო?
-ხო მაგრამ, რავიცი კარგია?
-კი ნი, შენს ტანზეა შეკერილი.
გოგო სარკის წინ ერთიორჯერ კიდევ ტრიალებს და საბოლოდ კაბას ყიდულობს, თან ყურებამდე იღიმის. მოლარე წარბაწეული აკვირდება, მერე მე მიყურებს, მზერით მეკითხება ამას რამე ხომ არ უჭირსო? ვიცინი და ტუჩს ვიკვნეტ.
-გინდა გაგაცილო სახლამდე? -მეკითხება ნინიკო როდესაც ქუჩაში მივაბიჯებთ.
-არა იყოს, ადი შენ პირდაპირ, მე ცოტას გავივლი.
-კარგი, კარგად.
ნინიკოს ვემშვიდობები, ორივენი საპირისპირო გზებით მივდივართ, უკან ვბრუნდები, გოგოს პატარა სხეული ხალხის მასაში იკარგება, მაგრამ მაინც ჩანს მისი მზისფერი თმები რომელიც თითქოს ზამთარს ათბობს.
გზას კვლავ ჩაფიქრებული მივუყვები, იმ ადგილას სადაც მოხუც ბებოს ველაპარაკე კარგად ვაკვირდები ისევ ხომ არ არის ის ქალი, თუმცა წასულა. ტელეფონს და ყურსასმენებს ვიღებ და მუსიკის თანხლებით ვაგრძლებ სიარულს. ამდენი ხალხით გარშემორტყმული რატომღაც ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს.
 
***
მეორე დილით გაღვიძება კოშმარია, სახლში ცივა, წუხელ მარიამს გამათბობელი გამოურთავს და თბილი ლოგინიდან სიცივეში გადმოსვლა მესიკვდილება. თუმცა საბოლოოდ საკუთარ თავს მაინც ვერევი, ვდგები და თავს ვიწესრიგებ, მარიამი ჩემს გასაკვირად სამზარეულოში მხვდება ჩაის სვამს და ტელეფონში Facebookს სქროლავს. რომ შევდივარ თავს მაღლა სწევს.
-ეს რა არის? -სიცილით მეკითხება და ახვლედიანის მიერ დადებულ ფოტოს მაჩვენებს. როგორც კი მახსენდება ბრაზი მერევა, ხომ დამპირდა წავშლიო! სიტყვასიტყვით ასე მითხრა!
-აუ არ წაუშლია!
-ვინ დაგიდო? სანდრ... -სიტყვას არ ამთავრებს მაშინვე გაოცებული თვალებით მაშტერდება -ეს ის არ არის?
-კი.
-დაბრუნდა?
-როგორც ხედავ.
-და კომენტარებში რომ წერენ... მოიცა, შენს კლასშია?
-კი.
ცოტახანი მაკვირდება, მე ჩაის ყლუპებად ვსვამ და მაგიდას დავჩერებივარ. ყოველდღიურად მომიწევს მისი ნახვა, რატომ მაინც და მაინც ჩემი კლასი?!
-ლუ, იცოდე რამე სისულელე არ გააკეთო. -მაფრთხილებს მარიამი სერიოზული ტონით, ვიღიმი, ნინიკომაც ხომ იგივე მითხრა?! რატომ ჰგონიათ რომ რაიმეს გავაკეთებ, არვაპირებ არაფერს. უბრალოდ აუტანელია მისი, როგორც პიროვნების გამუდმებით დანახვა და ასეთი ფიზიკური სიახლოვე.
-არაფერს არ ვიზამ მარიამ, დაწყნარდი. -ჩემი და თავს მიკრავს და სკამიდან დგება, ოთახიდან გადის.
მარიამი მომხიბვლელი და ლამაზია, თვალწარმტაცი, ეს ყველაფერში იგრძნობა,არა მხოლოდ მისი განსხვავებული ფიზიკური მონაცემებში, მიხვრა-მოხვრა, საუბარში, განათლებაში, სტილში, თავდაჭერილობაში. შეუძია იგიჟოს მაგრამ მისი სიგიჟე არასოდეს სცდება ზღვარს, ფილოსოფიის წიგნებით გაჯერებულია და მასთან საუბარი ისეთი შემეცნებითი და სასიამოვნოა ვით საუბარი თვით ტოლსტოის გაცოცხლებულ, მხიარულ ანა კარენინასთან, ქალთან რომელიც იყო მანამდე სანამ ვრონსკის იხილავდა, გახსნილი, შთამბეჭდავი და მომაჯადოვებელი. მის გადმონაშთად შეიძლება ჩაითვალოს მარიამი, თუმცა მარიამი ოდნავ ზარმაცია და გაღვიძებას ვერ იტანს. სამაგიეროდ შეუძლია სრულიად უცხო ადამიანებთან თავისუფალი, გახსნილი და კომუნიკაბელური იყოს. ჩემს დაში ყველაზე მეტად იმას ვაფასებ რომ არასოდეს არ არის ის ვინც არ არის, ის ჩამოყალიბებული პიროვნებაა და საკუთარ თავს არ ცვლის სხვების გამო.
ჩაის ჭიქას მაგიდაზე ვტოვებ და შემოსასვლელში გავდივარ.  მარიამს გზაში წავედითქო ვუყვირი და კარებიდან გავდივარ.  ცუდია რომ დღეს მას ლექცია არ აქვს, ახლა მთელი მანძილის გავლა ფეხით მომიწევს.
გზაში იმაზე ვფიქრობ ღირს თუ არა ახვლედიანთან ჩხუბი, წავაშლევინო სურათი თუ უბრალოდ თავი დავანებო?! ვერგადამიწყვეტია. უჩუმრად მივაბიჯებ, ნინიკოს სადარბაზოსთან ვჩერდები და ტელეფონზე ვურეკავ მას.
-ალო?
-დაბლა ვარ ჩამოდი.
-მოვდივარ.
რამოდენიმე წუთში ნინიკო ჩამოდის და გზას ერთად განვაგრძობთ. ის კარნავალზე მიყვებოდა, ვინაიდან ორგანიზატორები ჩვენი კლასია, ნინიკომ უამრავი გეგმა დადო, რა და როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ დიდებულ კარნავალის დღეზე დეტალურად აწყობს რა უნდა გააკეთოს და როგორ.
-ნი, ხომიცი ჩვენი სკოლის დაბლა ახალი სავაჭრო ცენტრი რომ გაიხსნა?
-რომელი?... -დაბნეული მიყურებს გოგო
-რომელი და... აუ სახელი მეც დამავიწყდა... აი არ გახსოვს მე შენ და თინი რომ ვიყავით გახსნაზე?
-აა! კი კი, მახსოვს, მაგრამ სახელი არ მახსოვს, რაიყო რო?
-მანდ საკარნავალო კაბები არის და გამომყევი რა პარასკევს.
-კარგი, ეე ნეტა აქამდე გეთქვა მეც იქ ვიყიდიდი კაბას! -დანანებული ოხრავს ნინიკო. მეცინება.
-შენი კაბაც მშვენიერია ქალბატონო, რას უწუნებ?
-არა, განა რამეს ვუწუნებ, მაგრამ რავიცი... -იშმუშნება.
-ოოო, შენ ყველა კაბაზე მასე ამბობ.
გზას განვაგრძობთ და რამოდენიმე წუთში სკოლასში მივდივართ, ჩვენი საკლასო ოთახი სავსეა, ბიჭები მარცხენა მხარეს დამსხდარან და რაღაცაზე ბჭობენ, სანდროც მათთან ერთად არის, კლასში როგორც კი შევდივარ მზერას მტყორცნის, თითქოს ჩემი შესვლა იგრძნოო. მისი ანთებული მწვანე თვალები გამჭოლად მაკვირდება. თვალს ვარიდებ და ჩემს მერხთან მივდივარ, ნინიკო გვერდზე მიჯდება. ზარის დარეკვამდე კიდევ ხუთი წუთი არის დარჩენილი.
-თინ -ნინიკო ჩვენს კლასელს ეძახის.
თინი საოცრად საყვარელი გოგოა, დიდი დათუნია დრუნჩასავით თვალებით, წითური თმებით. ეს ის გოგოა უარს რომ ვერ გეტყვის, ყველაზე და ყველაფერზე ნერვიულობს, საკუთარ თავს მეორე პლანზე აყენებს თუ სხვებს ჭირდება რამე, შეუძლია თან გადაჰყვეს. ხშირად თვითონაც აღნიშნავს ძალიან დამჯერი ვარ, როგორმე უნდა შევიცვალოო, რაღაც პროგრესსაც მიაღწია მაგრამ მაინც უსაყვარლესია.
-რაიყო? -თინი მისი საფირმო ღიმილით, სახის ნაკვთებს რომ ულამაზებს, ჩვენს გვერდით ჯდება და ნინიკოს აკვირდება.
-გახსოვს ერთი თვის უკან სავაჭრო ცენტრში რომ ვიყავით, აქვე რომ გაიხსნა? რა ჰქვია გამახსენე რა?! -ნინიკო ეუბნება და გოგოს ზურგზე ხელს ურტყამს.
-ვაიმე... აი, ენისწვერზე მადგას მაგრამ არ მახსენდება!.. -თინი ფიქრს იწყებს თან შეწუხებული თვალებით იყურება. -აუ, მერე გამახსენდება ალბათ რა! -ამბობს ცოტახანში.
-კარგი -ნინიკო კვერს უკრავს და ამ დროს ზარიც ირეკება.
 
გაკვეთილები მკრთალად გადის, იმდენ დავალებას გვაძლევენ რომ დღეს სახლიდან ვერ გამოვაღწევ. ისე რა უბედურებაა ამ მეთორმეტე კლასელებს კიდე რომ არ დაგვიმატონ სანერვიულო ჩვენი არ გვეყოფა? თანაც რეპეტიტორთან სიარულის საშუალებას არ აძლევენ ბავშვებს, 10 გაცდენაზე ოქმებს გვიწერენ. ამიტომაც გვიწევს ყოველდღე სიარული, მადლობა ღმერთს რომ მხოლოდ ოთხი გაკვეთილი გვიტარდება.
სკოლის მიმდინარეობისას სულ ვამჩნევდი ახვლედიანი ჩემსკენ რომ იხედებოდა, მაგრამ არცერთხელ გამიხედავს მისკენ, არ მითხოვია სურათის წაშლა (თუ დავაპირებდი ალბათ უფრო მოვითხოვდი). ნინიკო გაკვირვებული იყო ჩემი ამ საქციელით მაგრამ მე ვიცი, თუ სააკუთარ თავს უფლებას მივცემ მისდამი ბრაზი გამოვავლინო მაშნ ვეღარ გავჩერდები, დავიწყებ მის განადგურებას, ისე როგორც თავად გააკეთა რამოდენიმე წლის წინ. ამიტომ ჯობია თავი შორს დაიჭირო იმ საფრთხისგან რომელმაც შესაძლოა შენც გიმსხვერპლოს. ეს ადამიანური კანონებია, ჯერ საკუთარი ტყავი უნდა გადაირჩინო და მერე იფიქრო დანარჩენებზე. ყოველშემთხვევაში დღეისათვის უმეტესობა ამ ხერხს მიმართავს.
 
                                             ***
ახვლედიანი ექსტრავენტთა კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ არ გამკვირვებია რამოდენიმე დღეში მთელი კლასი მისი ‘საუკეთესო მეგობარი’ რომ იყო, აბსოლიტურად  ყველას სანდრო ეკერა პირზე. ერთმა კვირამ ისე ჩაიარა რომ მან თავისი ‘მხარდამჭერები’ მთელს სკოლაში გაიჩინა, ვინც ადრე არ იცნობდა მას აღმერთებდა, ხოლო ისინი ვისაც მისი ცნობის ბედნიერება ჰქონდათ წარსულში ცდილობდნენ თავი გაეხსნებინათ მისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ ალექსანდრე ახვლედიანი გადმოსვლიდან ერთ კვირაში სკოლის ყველაზე პოპულარულ და სიმპატიურ ბიჭად ითვლებოდა. მაგრამ არ დავივიწყოთ გიუშა გეგუჩაძე, ასევე ცნობილი როგორც სკოლის ყველაზე ‘ცნობილი’ ბიჭი, სანდროს კონკურენციას კი არ უწევდა, ამ ორმა ისეთი ძმაკაცობა გააჩაღეს ბევრს შეშურდებოდა.
ყველაზე მეტად ნერვებს სწორედ ის ფაქტი მიშლის რომ გიუშა, ბიჭი რომელიც ამდენი ხანია მომწონს, იმ ბიჭს დაუძმაკაცდა რომელიც ამდენიხანია მთელი არსებით, სულითა და ხორცით მძულს. მაგრამ როგორც ჩანს გეგუჩაძეს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რამოდენიმეჯერ ნინიკოც იყო გიორგისთან და სანდროსთან ერთად. ნინიკო კი ამბობს ცივად ვექცეოდიო მაგრამ ვიცი რომ მას არ სძულს, ყოველშემთხვევაში ჩემსავით არა.
სკოლას რაც შეეხება, მეც ძალიან ცნობილი ვარ, უფროსწორად მე და ნინიკო, ცნობილი იმით რომ ორივენი მედალლის კანდიდატები ვართ და ქართულ რეალობაში წარმატებულებთან ყველა მეგობრობს, ასე რომ მეც მიწევს დერეფნებში სიარულისას უამრავი ადამიანის გადაკოცნა და მოკითხვა, ჩემი ნება რომ იყოს ჩამოვაცლიდი ‘გაჯიან’ სახეებს გოგონებს, მოჩვენებით რომ კარგა ‘გულიანად’ მომიკითხავენ და სინამდვილეში ჩემს ზურგს უკან ჭორაობენ. ყველაზე ცუდი ის არის რომ მათი ‘გადაკოცნა’-‘ტყლაშა-ტყლუშის’ დროს ტუჩებზე ყოველთვის რუმიანა მრჩება, აქამდე თუ არ გამოგიცდიათ დამიჯერეთ, ნამდვილი საზიზღრობაა. მე ჯუნგლებიდან გამოვარდნილი კი არ ვარ, რათქმაუნდა მეც ვიყენებ თავის გალამაზების საშუალებებს, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი არა?! ნეტა ღმერთმა გადმოგვხედოს და ქართველ გოგონებს მაკიაჟის გაკეთება ასწავლოს, მე კი ჩემი კუთვნილი მილიონები გადმომილოცოს რომ დედაჩემს აღარ მოუწიოს წელზე ფეხის შედგმა გადასახადების დასაფარად.
                                                                  ***
ნინიკოს როგორც ყოველთვის ვალოდინებ, სიარულისას აკვიატებულ სიმღერას ვღიღინებ, მართალია ხმადაბლა, თუმცა ზოგიერთ გამვლელს მაინც ესმის და უცნაურ მზერას მტყორცნის. ისინი ვინც მელოდიას ხვდებიან მიღიმიან, ასეთები ბევრი არ არიან მაგრამ ცოტაც მყოფნის, გული მითბება.
დანიშნულების ადგილას რომ მივდივარ ნახევრად გაყინული ნინიკო ადგილზე ცქმუტავს და მკვლელის თვალებით მიყურებს.
-რით ვერ ისწავლე დროზე მოსვლა?... -მეუბნება გაბრაზებული -შენი არაპუნქტუალორობა მვნებს!
-ბოდიში, -ვეუბნები გულწრფელად. -ისე როგორ ვერ დაამუღამე რომ სულ ვაგვიანებ და შენც გვიან მოხვიდე? -ვეკითხები ღიმილით. ნინიკო მომაკვდინებელ სიგნალებს გზავნის ჩემი მიმართულებით, ქუსლებზე ტრიალდება და გაბრაზებული შედის სავაჭრო ცენტრში. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები უკან, თან სახიდან სულელურ ღიმილს ვერ ვიშორებ, რაც მას ძალიან აღიზიანებს.
აქაურობა დიდი არაა, პარატა თუმცა საყვარლობაა, სულ სამი განყოფილებაა, ქალები, კაცები და ბავშვები, მაშინ როდესაც ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში 27 სექციაა და აწერია „ქალები, გამხდრები“ „ქალები, საშუალო ზომის“ „ქალები, პლუს ზომის“ „ქალები, ფერადი“ და ა.შ.
ახალგაზრდა კონსულტანტი, დიდი შავი თვალებით ჩვენსკენ მოდის და ნაძალადევი ღიმილით გვეკითხება რაში დაგეხმაროთო. ნინიკო მაშინვე პასუხობს, ჩემს მაგივრად.
-საღამოს კაბების დათვალიერება გვინდა.
-კარგით, გამომყევით. -კონსულტანტ გოგოს უკან მივყვებით და ქალების სექციის ბოლოს გავყავართ, სადაც უამრავი საღამოს კაბაა ჩამოკიდებული. ნინიკო მაშინვე მათ გადარჩევას იწყებს, მეც მის გვერდით ვდგები და ერთად ვარჩევთ კაბას ჩემთვის. რათქმაუნდა ნინიკო უფრო აქტიურობს.
წითელი, ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი... ყველანაირი ფერის კაბები გვხვდება, თუმცა მე მაინც რატომღაც სულ შავებისკენ მიმიწევს გული, აი, ხომ, გაგონილა, „სუ კაები, სუ შავებიო...“ ანდაც, უკვე გადაცვეთილი, მაგრამ, მაინც  ‘წონიანი’ ფრაზა: „Black is always elegant.”
კონსულტანტი გოგონა ორ კაბას მირჩევს, ნინიკო შვიდს, მე ერთი კაბა ავიღე. ამ კაბებთან ერთად გასახდელში შევდივარ. სარკეში საკუთარ სხეულს ვაკვირდები და გულში ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა ვივარჯიშო კარნავალამდე, თორემ, ზედმეტი წონა, მალე შესამჩენევი გახდება.
პირველ კაბაზე ნინიკოც და კონსულტანტიც თავს აქნევენ, არაა შენი სტილის კაბა დაიაო. არადა, ეს სწორედ ის კაბაა, მე რომ ავარჩიე. შავ კაბას ვიხდი და ნინიკოს კაბებიდან ერთ-ერთს ვიზომავ. გასახდელიდან რომ გამოვდივარ ორივე გოგო, უხერხულად, იშმუშნება.
-არა, კი კარგია, მაგრამ.... რავიცი, რავიცი… -წარბს წევს ნინიკო და თავს აქნევს.
გასახდელში ვბრუნდები, მომდევნო კაბას ვიცმევ. რატომღაც, სრულყოფილების შეგრძნება მეუფლება. სარკეში ოდნავ დიდ ხანს ვათვალიერებ საკუთარ თავს. „რა ლამაზია!“
 
-აუ, ეს არის რა! -მეუბნება ნინიკო როდესაც ოქროსფერი კაბით შემოსილი გამოვდივარ გასახდელიდან.
-მოგწონს?
-კი, ძალიან!
სარკეში ვუყურები, კაბა მართლა ძალიან ლამაზია, გრძელია კოჭებამდე დაშვებული, წელზე ოდნავ მოჭერილი და მაღლა მკერდის მხარეს მოშვებული. ზურგის მხარე მთლიანად ამოჭრილი აქვს და რამოდენიმე ნაკეცად ეცემა წელთან.
ე.წ „საზურგე სამკაულები“, მაღალი კოსა და ალბათ საღამოს ყველაზე ლამაზი გოგონები, მე და ნინიკო ვიქნებით.
-სხვაც ვნახოთ? -მეკითხება ნინიკო.
-რატომ ეს არ მოგწონს? -წარბს ვუწევ. ნინიკო თავს მიკრავს, მანიშნებს მომწონსო, ისეთი დაღლილი ვარ, სხვა კაბის მორგების თავი აღარ მაქვს, ასე რომ, ვეუბნები წავიდეთ თქო და კაბის გასახდელად უკან შევდივარ.
დანარჩენი კაბები კონსულტანტს გამოაქვს, უცნაურად მიღიმის, თითქოს ჩემი არჩევანი მოეწონა. კაბის ფასს რომ ვუყურებ ოდნავ ვიშმუშნები, მაგრამ, ლიკას, საკრედიტო ბარათს მაინც ვაძლევ მოლარეს. ისე გულში კი რაღაც მწყდება, დედა ამდენს მუშაობს და მე ერთი თვის ხელფასი ერთ კაბაში გავუფლანგე! მაინც რა ვართ ეს ქალები, შეგვიძლია ტანსაცმელში უამრავი ფული დავხარჯოთ, თავის მოწესრიგებაში უამრავი ფული ვფლანგოთ, იმიტომ რომ ეს თვითონ მოგვწონდეს.
მაღაზიიდან გამოსულს, ცივი, ჰაერი სახეში მეხლება. ფალთოს მჭიდროდ ვიკრავ და ვნანობ რომ დილით ხელთათმანები არ ჩავიცვი, ახლა, შიშველი, მტევნით მიწევს ‘ნადავლის’ ტარება. ნინიკო მხიარულად მოაბიჯებს, თან რაღაცეებს მიყვება, როგორი მაგარი იქნება კარნავალი. მერე ყველანაირ ჭორებს მეუბნება რაც სკოლაში მოისმინა. მაგ: ვისთან ერთად მოდის მანჩო, (ახალი შეყვარებული ყოლია, დედა!). ან როგორ უწინასწარმეტყველებს ყველა გიუშას და ელენეს შეყვარებულობას.
ამას ვიგებ თუ არა თავს მისკენ ვაბრუნებ, ნინიკო ხვდება რომ ზედმეტი წამოსცდა და ლოყები უწითლდება.  მე დაბნეული ვუყურებ. გოგო თვალს მარიდებს, ნინიკომ იცის გიუშა რომ მომწონს.
-გიუშა და ელენე შეყვარებულები არაიან?
-არა, არა! უბრალოდ ყველა ამბობს რომ.... -სიტყვას წყვეტს და მე მიყურებს -მაგრამ შენ არ დაიჯერო, ჩემი გიო ხო იცი... -საუბრისას ხელების ჟესტიკულაციას იყენებს, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს როდესაც ნერვიულობს და სიტყვებს თავს ვერ უყის. პირი მიშრება, როდესაც წარმოვიდგენ გიორგის და ელენეს ერთად.
ელენე ჩვენი სკოლელია, მეთერთმეტე კლასელია. მოდელია. სკოლაში ერთი გოგო არ მეგულება ვისაც, მისი ტანის არ შურს. დერეფანში, რომ დადის, ყველა თვალს აყოლებს. ისეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, აი, განსხვავებული ქარიზმა რომ აქვთ და ძალით თუ ნებით მისკენ იხედები, იცნობ და მისი მეგობრობა გინდა. ყველამ იცის რომ ის და გიუშა კარგი მეგობრები არიან, მეც ბევრჯერ დამინახავს დერეფანში ერთმანეთს ხელგადახვეულები რომ ელაპარაკებიან, თავები ახლს აქვთ ხოლმე მიწეული და რაღაცაზე იცინიან. არასოდეს ვაღიარებდი რომ ელენესი მშურდა, იმიტომ რომ ის გიორგისთან ძალიან ახლოს არის, ალბათ სამართლიანიც იქნება შეყვარებულები თუ გახდებიან.
-არა! ელენესთან უბრალოდ მეგობრობს რა... -ნინიკო ისევ მე მიბრუნდება.  -მე ხომ ვიცი, მასეთი გოგოები არ მოსწონს!
თავს ვუქნევ, მაგრამ მისკენ არ ვიხედები. ნინიკოც თემის გადატანას ცდილობს და გიუშას გარდა ყველაფერზე მელაპრაკება. მერე მოულოდნელად ჩერდება და მაბრუნებს.
-ეე! ჩემს დაბადების დღეზე გიუშა ხომ მოდის?!
-მერე? -ვეკითხები დაბნეული.
-რადა, შეგიძლია მანდ დაელაპარაკო... ანუ ხო ხვდები რა?! -მეკითხება თვალებგაბრწყინებული. დაბნეული თავს ვაქნევ.
-რას გულისხმობ ნი?
-გოგო ნუ იდებილებ თავს! -ბერიძე აქეთ-იქით გახარებული ხტუნვას იწყებს. -მარტო თუ იქნება, ისე მოვაწყობ სულ მარტო რომ დარჩეთ და ხომ ხვდები?... -ისევ დაბნეული ვუყურებ. -ახლოს გაიცნობ რა! -ნინიკო ჩერდება და მეხუტება. -გენიოსი ვარ! გენიოსი! -ამბობს და ხტუნვას განაგრძობს.
მარტო მე და გიორგი? ალბათ დაბნეულობისგან მოვკვდები, მასთან გული ყოველთვის ისე მიცემს!... არამგონია წინადადების გადაბმა მოვახერხო, ნინიკოს ამას არ ვეუბნები, პრინციპში, ვერც  ვეტყვი, ისეთი დახტუნავს ყურსაც არმათხოვებს ძაანაც რომ მინდოდეს.
 
***
-მოვედით! -კარებიდან ყვირის მარიამი. ჩემი ოთახიდან გავდივარ. კატო და მარიამი უკვე სამზარეულოში არიან.
-გამარჯობა! -კატოს ვეხვევი.
-როგორ ხარ ლუ? როგორ გაზრდილა ეს! მალე სიმაღლეშიც გაგასწრებს მარ!... -მე და კატო ვიცინით მაირიამი კიდევ, გაბუსხული, გვიყურებს და ჩაიდანს უბრუნდება.
-ყავას დალევ თუ ჩაის კატ? -ეკითხება.
-ყავა იყოს.
-მე ჩაი მინდა მარ! -ვეუბნები და მაცივრიდან შემონახულ ნამცხვარს ვიღებ, მერე შოკოლადებს, და მაგიდაზე ვაწყობ.
-მოდელობაზე ხო არ ფიქრობ ლუ? -მეკითხება კატო.
-არა, არა! -ხელებს ვაქნევ -მოდელობა არ მინდა...
-რატო კაცო მშვენიერი ტანი გაქვს! ლამაზიც ხარ, ასაკიც ხელს გიწყობს!...
-ეგეთი ლამაზი და მშვენიერია, მაგრამ მაინც არ მოსწონს გიუშას! -მარიამი დამცინის. მკვლელ მზერას ვტყორცნი მაგრამ ჩემი გულის მოგებას ცდილობს და ჩაის ჭიქას წინ მიდგამს.
-გიუშა ვინაა? მოგწონს?
-კი -ვაღიარებ თავდახრილი.
-მერე?
-რა მერე?
-იმას რატომ არ მოსწონხარ? ბრმაა?!
-არვიცი -თავს ვაქნევ და შოკოლადს კბილებს შორის ვიქცევ, მაშინვე დნება და ტკბილი სითხე პირში მეღვრება. სიამოვნებისაგან თვალებს ვნაბავ. ეს არის! შოკოლადს ვერცერთი კაცი ვერ შეედრება!... გულში ვიცინი.
-ეგ არაფერი! არ ყოფილა შენი ბედი! -კატო იცინის -ისე ჩემი ძმა ჩამოვიდა. ერთმანეთს მოუხდებოდით, თან მემგონი შენი ტოლია. რომელ კლასში ხარ შენ?...
-მეთორმეტე. -ვპასუხობ და ჩაის ყლუპ-ყლუპად ვსვამ.
-უიმე! წელს გაქვს ეროვნულები ხო?! -კატო მოულოდნელი ენთუზიაზმით ამბობს -მარიამ! გახსოვს ეროვნულებზე როგორ ვნერვიულობდით?
-კი, მთელი თვე არ მეძინა... -მარიამი პასუხობს და იმანჭება -ბოლოს კინაღამ გავაფრინე და წიგნების თავში რტყმა დავიწყე!.. მეთქი ასე შემივა თავში რამე თქო -სამივენი ვიცინით.
მახსოვს მარიამი როგორ ნერვიულობდა გამოცდების დროს, ღამეებს ათენებდა, არ ჭამდა არაფერი, უბრალოდ წიგნებს ეჯდა და კითხულობდა! ისიც მახსოვს, მაგ პერიოდში ფრჩხილების კვნეტას მიეჩვია და მერე ხელებში ვურტყავდით რომ გადაჩვეოდა. დედაჩემმა ნაცნობ ხერხსაც მიმართა და ფრჩხილებზე წიწაკა წაუსვა... მარიამმა ამ მწარე (ორივე მნიშვნელობით) გაკვეთილის შემდეგ ფრჩხილების კვნეტას თავი დაანება.
მემგონი ჩემი და ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო როდესაც ქულები გაიგო და დაფინანსება მოიპოვა, ზუსტად იმ უნივერსიტეტში, თვითონ რომ უნდოდა. იმდღეს მე, მარიამი და მისი დაქალები, რომელიღაც, კლუბში წავედით, მე, კი, მეათე კლასელი ვიყავი, მაგრამ, ჩემი დის, გრძელფეხება, დაქალებში ავირიე და მაინც შევედით. ისე დავთვერით, მე და მარიამმა სახლის გზას ძლივს მოვაგნეთ. ეს პირველი დღე იყო, ლიკას ჩვენ დალევაზე არ უჩხუბია, გაგვიბრაზდა მე რატომ არ წამიყვანეთო.
-მეც მასეთ დღეში არ ვიყავი... -კატო თავს აქნევს, ეტყობა უკვე მოგონებებშია გადაკარგული. -აუ, როგორ გამიხარდა, მე და შენ, ერთ უნიში რომ მოვხვდით. ბევრი კი არაა, კლასელები და მერე, კურსელები, რომ იყვნენ!  
-აბა! მაგ დღეს მემგონი ჩემზე ბედნიერი არავინ იყო! -მარიამი იცინის.
-შენ რაზე გინდა ჩაბარება, ლულუ? -მეკითხება კატო. ჩემს ზედმეტსახელზე („ლულუ“) მეღიმება.
-რაზე მინდა ჩაბარება? -კითხვას ვუფიქრდები.
-ჯერ არ აგირჩევია? -გაიკვირვა კატომ, მარიამმაც კითხვისნიშნით სავსე თვალები მომანათა.
-ვფოქრობ, ალბათ საერთაშორისოზე ჩავაბარებ, იმიტომ რომ ზუსტად ვერაფერი გადავწყვიტე. ესკიდე ისეთი პროფესიაა ყველგან გზას რომ გიხსნის.
-ხო, ეგ მართალია, -კატო კვერს მიკრავს. -მაგრამ, ეხლა ყველა ან საერთაშორისოზე აბარებს ან იურიდიულზე... მაინც, რა ჩარჩოებში ვართ მოქცეული, ეს, ქართველები რა!.. -თავს აქნევს.
-რას ერჩი ქართველებს კაცო?! ეგ პიროვნებაზეა დამოკიდებული!.. -მარიამი ჩვენს ერს ესარჩლება.
-არა, ყველაფერი მენტალიტეტზეა დამოკიდებული. ჩვენ კიდე, ქართველები ისეთი ხალხი ვართ, აი ყველაფერში, სულ, ყველაფერში, ჩარჩოში ვართ! სულ, იმაზე ვფიქრობთ ხალხი რას იტყვის! ამდროს კიდე, რა ხდება?!. ახალგაზრდების უმეტესობა ისეა დამოკიდებული მშობლობის, სადაქალო-საძმაკაცოს, აზრზე, რომ მთავარია, სადმე ჩააბარონ და რა პროფესისას აირჩევენ კიდიათ! -ხან მე, ხან კიდევ, მარიამს, გვიყურებს კატო და ხელების დახმარებით გვიხსნის სათქმელს. რაგინდა, კაცი ვერ შეეწინააღმდეგება, ყველაფერს სიმართლეს ამბობს. დღევანდელ ახალგაზრდობას ისე აქვს ‘ათვისებული’ და ‘ჩახვეული’ რამდენიმე პროფესია, სხვა თუ არსებობს არც კი იციან.
-თქვენ რომ ჟურნალისტიკაზე ჩააბარეთ, თორე, რა ხეირი?! -ვიცინი მე. დაქალები, ორივე, ისეთ მზერას მტყორცნიან, შოკოლადის ფილას ვიღებ და სამზარეულოდან გავდივარ.
-უი, დაიცა! -კატო მიყვირის და თითქმის ოთახში შესული უკან ვბრუნდები. -ჩემი ძმა!... კინაღამ დამავიწყდა... უნდა გაგაცნო!
-გოგო, ხო არ გადაირიე! რაღადროს გარიგებებია, კატუსი, დაწყნარდი! -ვეუბნები და სიცილით მივდივარ.
-შენი დანაკარგია, ლულუ! -მაყოლებს უკან.
 
 
***
დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს. თვალებს ვახელ. ადამიანს ყველაზე მეტად, დილით გაღვიძება ეზიზღება. ყველას თუ არა, მე მაინც! დილით უთენია ადგომაზე მეტად არაფერი მძაგს, თან ზამთრის ცივ დღეს! როგორია გაიღვიძო და გადმოძვრე თბილი საწოლიდან, იმისათვის რომ გალიგვებულ ქუცაში გახვიდე! და, ყოველივე ეს, სკოლაში წასვლისთვის. ეხლა კი ვწყევლი, სკოლის დილით დაწყების მომგონს, მაგრამ ვიცი პრაქტიკულია.
ტელეფონს ვამოწმებ. ნინიკო რეკავს.
-აეეე! -ყვირის როგორც კი ტელეფონს ვიღებ.
-აე, კი არა, ხმას დაუწიე! -ვეუბნები გაბრაზებული და ცალი ხელით თვალებს ვისრეს.
-გოგო! -აღფრთოვანებული ამბობს. -იცი ვინ მოგაკითხავს დღეს?!
-ვინ უნდა მომაკითხოს?! ხო კარგად ხარ?
-მოკლედ, -ჩემს კითხვას არ იმჩნევს, თავისთვის აგრძელებს. -წუხელ, გიუშამ დამირეკა! სკოლაში მე წაგიყვანო, რაღაც უნდა მოგცე თან მაიკოსთვისო... მე კიდე, ვუთხარი, ლუმ უნდა გამომიაროს და ვერ დავტოვებ თქო! ხოდა, გიუშამ რა პრობლემაა! მე გავუვლი და თან წამოვიყვან შენთან ერთადო!...
-რაა? -გაოცებული ვეკითხები.
-რა კი არა, ადექი დროზე და მოწესრიგდი! -მეუბნება და მითიშავს.
თვალის დახამხამებაში ვდგები და კარადას ვაღებ. დიდიხანი ვათვალიერებ რა უნდა ჩავიცვა, საბოლოოდ, წვრილ ჯინსს და ყვითელ ჯემპრს ვარჩევ, ტყავის ქურთუკთან ერთად. ფეხზე დაბალყელიან ჩექმებს ვიცმევ და სარკის წინ მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.  
ჩაის ვაკეთებ და ტელეფონს გვერდით ვიდებ, ნინიკომ რომ დარეკოს?!. ნერვიულად ვაკაკუნებ თითებს სამზარეულოს მაგიდაზე. თან ერთი სული მაქვს, თან კიდევ მეშინია. არა, განა რა არის შესაშინებელი?! უბრალოდ, მანქანაში ვისხდებით ერთად, ხუთი წუთი სანამ ნინიკოს სახლამდე მივალთ. მაგრამ, მე მაინც გულისცემა მიჩქარდება.
ტელეფონი რომ რეკავს, იმწამსვე ვიღებ.
-რა იყო ჩასაფრებული ხარ? -მეკითხება ნინიკო და გულიანადაც იცინის. თვალებს ვატრიალებ.
-რა გინდა?
-მოვიდა ლულაჩკა, ჩადი დაბლა გელოდება! -მეუბნება და სანამ გავთიშავ ამატებს -აბა შენ იცი, ძალიანაც არ გაწითლდე!
-მოგკლავ! -ვპირდები და ვთიშავ. ვდგები და ჩაის ჭიქას მაგიდაზე ვტოვებ.
ჩანთას ვიღებ და დაბლა ჩავდივარ. სიცივისგან მაშინვე მითეთრდება სახე, აქეთ-იქით ვიხედები. ვცდილობ გიუშას მანქანა დავლანდო. ისეთი ბიჭია დარწმუნებული ყავს შავი მანქანა ეყოლება. ნუ, მაგის მიხვედრას მთლად შერლოკობაც არ უნდა. საქართველოში თითქმის ყველას შავი მანქანა ყავს. ვიღიმი და გულში ისევ „black is always elegant” მახსენდება.
-ლუ! -გიუშას ხმა მესმის, მისკენ ვიხედები. მანქანიდან თავი გადმოუყვია და მიყურებს. კულულები უსწორმასწოროდ აყრია სახეზე, ცხვირი აწითლებული აქვს, თვალები კიდევ ოდნავ მოჭუტული. მანქანისკენ სწრაფად მივდივარ და უკანა კარს ვაღებ, უცებ ვთავსდები და წინ რომ ვუყურები სუნთქვა მეკვრის. სანდრო მიღიმის.
-როგორ ხარ? -სარკიდან მათვალიერებს და მეკითხება. არვიცი რა გავაკეთო, არ მიდნა გიორგის წინაშე დავაიგნორო, მაგრამ, არც ის მინდა რომ პასუხი გავცე.
-კარგად -ვპასუხობ. იღიმის. ლოყაზე ფოსოები უჩნდება, წამით ვაკვირდები და ვფიქრობ რომ მართლა ძალიან სიმპატიურია. არ მიკვირს, სკოლის ყველა გოგო რატომ ეკიდება. როდესაც ვიაზრებ რეებს ვფიქრობ, მაშინვე თავს ვაქნევ და გიუშას ვუყურებ. მანქანას ატარებს, თან ხანდახან სარკიდან ამომხედავს ხოლმე, ისეთი თვალები აქვს თითქოს რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ვერ ბედავს. ნერვიულობისგან ტუჩს ვიკვნეტ. მაინტერესებს რა უნდა.
-რატომ გაწითლდი, ხომ არ გცხელა? -ირონიულად ამბობს სანდრო. ამდროს გიორგი სარკიდან მიყურებს, მე სწრაფად ვარიდებ თვალს და უარესად ვწითლდები.
-მართლა გაწითლდი -სიცილით ამბობს გიუშა -გინდა გათბობა გამოვრთო?
-არა! -ვეუბნები -იყოს, მადლობა. გამივლის.
-კარგი. -გეგუჩაძე მანქანას აჩერებს და ჩემსკენ ბრუნდება. -ორი წუთით უნდა ავირბინო, მაიკოს რაღაცას მივცემ და ნინუცისაც ჩამოვიყვან! -ამას რომ ამბობს მანქანიდან გადადის.
ახვლედიანი ჩემსკენ ბოროტული ღიმილით ბრუნდება.
-იცი, როგორი ადამიანები წითლდებიან? -მეკითხება.
-როგორი?
-შეყვარებული -თვალს მიკრავს. მოულოდნელად შიში მიპყრობს, იქნებ მართლა შეამჩნია გიორგი რომ მომწონს.
-რა სისულელეებ ბოდიალობ!.. -ვეუბნები და ფანჯრიდან ვიყურები, ერთი სული მაქვს ნინიკო როდის ჩამოვა.  
-კარგი, მაშინ მითხარი შენი საყვარელი წიგნი რომელია? -გაოცებული ვუყურებ, რაში აინტერესებს ჩემი საყვარელი წიგნი?! ნერვებმოშლილი ვპასუხობ.
-რატომ უნდა გითხრა?
-იმიტომ რომ გკითხე! -მეუბენება ჩვეულებრივად. თითქოს ვალდებული ვარ კითხვაზე ვუპასუხო.
-მე რომ გკითხო ყველაფერზე მიპასუხებ? -ვეკითხები.
-კითხვას გააჩნია.
-რატომ გაიქეცი? -ვეკითხები პირველივე კითხვას რომელიც მაფიქრდება. ვხვდები, არასწორად მოვიქეცი. ღიმილი უქრება და სერიოზულდება. პირს აღებს, რომ რაღაც მითხრას. მეც, ერთი სული მაქვს, პასუხი მოვისმინო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რასაც იტყვის,  მაინც მჭირდება რომ ეს მისი პირიდან გავიგო. მაინტერესებს აღიარებს თუ არა.
სამწუხაროდ, ვერაფერიც ვერ მოვისმინე, იმიტომ რომ, ზუსტად ამ მომენტში ნინიკო და გიორგი მანქანაში სხდებიან. ნინიკო მეხვევა და ყურში რაღაცას მჩურჩულებს, რაც, არ მესმის, იმიტომ რომ, სანდროსთვის მაქვს თვალები მიპყრობილი და გაშტერებული ვუყურებ, ისევე როგორც თვითონ. თვალები უელავს, მწვანე ფერი ოდნავ ნაცრისფერში გადასდის. ტუჩები მაგრად აქვს მოკუმული და ისე მაკვირდება.
-ხო კარგად ხართ? -კითხულობს გიუშა და დაბნეული გვიყურებს.
„კი! მშვენივრად ვართ. კინაღამ ვათქმევინე როგორი საზიზღარია... კინაღამ ვაღიარებინე როგორი მხდალია!.. კარგად ვართ კაცო კარგად! თქვენ ხელი რომ არ შეგეშალათ უკეთესად ვიქნებოდით.“
ისე რომ ვფიქრობ, ნინიკო და გიუშა რომ არ მოსულიყვნენ, ალბათ ,თმებში ვეცემოდი და გრძელი ფრჩხლებით სახეს ჩამოვკაწრავდი.
ალექსანდრე უსიტყვოდ ბრუნდება წინ და ფანჯრიდან იყურება, მეც იგივეს ვაკეთებ. ბიძაშვილ-მამიდაშვილი დაბნეული გვიყურებენ.
-ლუ! -ჩუმად მჩურჩულებს ნინიკო. (ისე ჩუმად დარწმუნებული ვარ ორივე ბიჭს ესმის.)
-რაიყო? -ჩუმადვე ვეკითხები. (ოღონდ, მე მართლა ჩუმად.)
-რამე მოხდა?
-მერე მოგიყვები. -ვეუბნები და ვჩუმდები.
ფანჯრიდან ვიყურები. ხედები ერთმანეთს ენაცვლებიან. ზოგი იმდენად ლამაზი მხატვრობას მოგანდომებს კაცს. მე ბევრჯერ მდომებია, რაიმე, განსაკუთრებული, ნიჭით ვყოფილიყავი დაჯილდოებული, მეწერა ისე როგორც მარიამი წერს, ან, თუნდაც, მეხატა ისე კარგად, როგორც ნინიკო ხატავს. სიმღერის ნიჭი მაინც მქონოდა მეთქი, ვფიქრობ. მაგრამ, არა.
ბევრჯერ ამიღია სახატავები ხელში და ხატვა დამიწყია, მაგრამ, ხაზებიც კი ისეთი მახინჯი გამომივიდა ხელი ჩავიქნიე. წერაც ვცადე, მაგრამ, მომბეზრდა და თავი მივანებე. სიმღერა, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ ვცდი. მარიამი მაშინვე ბალიშს ჩამარტყავს თავში და მეტყვის სახლში ვირი არ გვჭირდება, რომ იყროყინოსო. (ერთხელ უკვე მოიქცა მასე!)
სკოლასთან ვჩერდებით და გადმოვდივართ. გაგიკვირდებათ, დღევანდელ რეალობაში სკოლასთან მანქანის დასაყენებელ ადგილს როგორ იპოვის კაცი არა?! მაგრამ გიუშა ისეთი ტიპია, დამერწმუნეთ ყველაფერს გააკეთებს! ნიჭია ასეთი, იღბლიანი რომ იბადები.
გიუშას ვემშვიდობებით და ჩვენ სამი (მე, ნინიკო და სანდრო) ერთად მივდივართ დერეფანში. ჩემი ნება რომ იყოს მასთან ასი მეტრის სიახლოვეზე არ გავივლიდი, მაგრამ რას ვიზამთ?! ერთ კლასში ვსწავლობთ. ასე რომ სამივენი უხერხულად მივაბიჯებთ როდესაც კლასიდან ელენე გამოდის და ახვლედიანს ეხვევა.
-როგორ ხარ სანდრუშ? -გამაღიზიანებელი წვრილი ხმით ეკითხება გოგო და მე და ნინიკოს სიცილი გვიტყდება, რომ არ შევიმჩნიოთ ერთმანეთს ვეხუტებით.
-რამე სასაცილო ვთქვი? -ჩვენ გვიბრუნდება ელენე. მე და ნინიკო თავს ვაქნევთ და სიცილს განვაგრძობთ, სანდრო ხან ჩვენ გვიყურებს ხან ელენეს და ვამჩნევ სახეზე ღიმილი უკრთება, ალბათ მასაც როგორ უნდა გაიცინოს ელენეს სასაცილო, გამაღიზიანებელ, წვრილ ხმაზე.
-წავედი მე! -გაბრაზებული ამბობს და ქუსლების ბაკუნით მიაბიჯებს დერეფანში.
როგორ კი ელენე გვშორდება ალექსანდრეც სიცილს იწყებს. არმინდა, მაგრამ თვალს მაინც ვადევნებ, როგორ იყოფა მისი ტუჩები და როგორ იდეალურად უჩნდება რამდენიმე ნაკეცი ლოყაზე, თან მწვანე თვალები დახუჭული აქვს, თავი ოდნავ უკან გადაგდებული და რამოდენიმე კულული შუბლზე ჩამოვარდნია. უნებურად მეც მეღიმება. მხოლოდ სურათებში მინახავს ადამიანი ასე გულიანად და ლამაზად იცინოდეს.
მუცელში უცანური შეგრძნება მიგუბდება, საკუთარ თავს ვუწყრები იმიტომ რომ სანდროს სიცილის ყურება მსმიამოვნებს, მაგრამ მაინც ვგრძნობ პეპლებს სიხარულით რომ მოიცვეს ჩემი შიგნეულობა, თითქოს წერტილებივით სისხლს შეუერთდნენ.
ახვლედიანი თვალებს რომ ახელს რატომღაც პირდაპირ მე მიყურებს, მისი მზერა ერთდროულად გაკვირვებასაც გამოხატავს და კიდევ რაღაც სხვას...  გული მეკუმშება და მზერას მაშინვე ვარიდებ, ნინიკოს ხელმკლავს ვხვევ და თითქმის ძალით მივათრევ კლასისკენ.  
-რაიყო მოხდა რამე?
-არაა, ზარი დაირეკება მალე და არ მინდა დავაგვიანოთ. -თავს ვიმართლებ და საკლასო ოთახში შევდივართ.
ჩვენს კუთვნილ ადგილს ვიკავებთ, აქედან სანდროს დანახვა იოლი არაა, რამოდენიმე მერხის მოშრებით ზის. კლასში რომ შემოდის თვალს არ ვუსწორებ... არ მინდა.
 
***
-ვააა! ლუ, როგორ ხარ? -მეკითხება ეკა დეიდა როგორც კი კარებს მიღებს. ეკა, ლიკას ასაკის არის, მაგრამ თმებში უკვე ჭაღარები შეპარვია და ლამაზ ნაკვთებს მაინც რაღაცნაირად უჩრდილავს. სწორი ცხვირი და ოდნავ უფერული ტუჩები, მოგრძო ნიკაპი და გაცრეცილი ცისფერი თვალები. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი იყო.
-კარგად ვარ ეკა დეიდა, თქვენ როგორ ხართ? -ვეკითხები და სახლში მასთან ერთად შევდივარ. პალტოს ვიხდი და საკიდზე ვკიდებ, გაწეწილ თმებს შემოსასვლელის სარკეში ვისწორებ.
-კარგად ვართ, კარგად. -მიღიმის. -ოთახშია, შეხვალ ხო?
-ხოო, კარგი ამბავი მაქვს და უნდა ვახარო დილაუთენია. -ვიღიმი.
-კარგი საყვარელო, შედი. მემგონი ღვიძავს უკვე. -თავს ვუკრავ და დერეფანში მივაბიჯებ -ლუ, რამე ხომ არ გინდა? -ეკა მაყოლებს.
-არა, ეკა დეიდა მადლობა -ვეუბნები და ოთახის კარებს ვაღებ.
თორნიკე საწოლში წევს და თვალები დახუჭული აქვს, ნაცრისფერი თმები უსწორმასწოროდ აყრია, ტუჩები ოდნავ გაღებული აქვს, თვალები კი მაგრად აქვს მოხუჭული. მეღიმება, ბავშობიდან ასე სძინავს, თვალები ისე აქვს დახუჭული თითქოს კოშმარს ხედავდეს.
-თორნიკე! -ვეძახი. რათქმაუნდა არ ესმის, ასე იოლად რომელი ადამიანი გაიღვიძებს არა?! -თორნიკე, გაიღვიძე! -ვეძახი კიდევ ერთხელ, ყურსაც არ იბერტყავს. დრამატულად ვსუნთქავ და მისი საწოლისკენ მივისწრაფი. მომენტალურად საბანს ვხდი და გულში მადლობას ვიხდი რომ გადაწყვიტა სპორტული შარვლით დაეძინა. პრინციპში, იმდენ ჯერ მყავს ტრუსის ამარა ნანახი რომ სირცხვილი არ იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ბავშობაში ერთად რამდენჯერ გვიბანავია! მოგონებებზე მეცინება.
თორნიკე საწოლში გვერდს იცვლის და ცალ თვალს უკმაყოფილოდ ახელს. მოჭუტული თვალით მაკვირდება და ღმუილით რგავს თავს ბალიშში.
-მე მეგონა დილის ფერია იყო და აქ ქაჯი არ დამიხვდა! -ბურტყუნებს ბალიშიდან თავამოუღებლად.
-ქაჯს გაჩვენებ შენ! -ვეუბნები და საწოლზე ვწვები, ხელებს თმებზე ვუჭერ და თავს ვაწევინებ.
-ააააუუ! მეტკინა!... -აპროტესტებს ხმამაღლა.
-მეტის ღირსიც ხარ! -ვეუბნები.  თორნიკე კიდევ რაღაცეებს ბუტბუტებს სანამ საწოლიზე წამოჯდება და ინტერესით მაკვირდება.
-ამ დილა უთენია რამ გამოგიყვანა აქეთ?
-რაღაც უნდა შემოგთავაზო. -ვეუბნები ღიმილით და ეშმაკური თვალებით.
-რა?
-რა და, ჩემი სკოლა ხომ იცი? -თავს მიქნევს. -კარნავალს მართავენ, ხოდა, მეც ვიფიქრე ჩემი თოკუშა ამდენი ხანია სახლშია, გამოვიყვან ცოტა ხანი თქო. -ვეუბნები სიცილით -თან მაინც არავინ მყავს მეწყვილეობა რომ ვთხოვო -ვამატებ ბოლოს.
-მწარე... -ჩურჩულებს. -გოგო, რანაირად გამოგყვები?!
-რატო რა გჭირს?
-ყავარჯნებით რომ ვარ ეხლა შეამჩნიე?!
-მერე რა კაცო! ეგ არაფერი, მთავარია სიარული შეგიძლია და ყავარჯნებიც წამოიღე, +2ზეც თქვეს რაღაც მგონი... მარა დაგიზუსტებ -სიცილით ვუჩეჩავ თმებს. უცნაურად საყვარლად მიყურებს, წამწამებს ქვემოდან ყავისფერი თვალებით. თეთრ სახეზე ღიმილი ესახება. თორნიკე უდაოდ უსაყვარლესია როცა იღიმის.
-წამოხვალ?
-ვიფიქრებ -მეუბნება. გახარებული საწოლიდან ვდგები და ხტუნვას ვიწყებ, მისი „დავფიქრდები“ თანახმა ვარ-ს ნიშნავს. თვითონაც იცინის, გრძელ ფეხებს საწილიდან წევს და გვერდზე დადებულ ყავარჯენს იღებს. მოულოდნელად სიცილს ვწყვეტ და სევდიანი ვადევნებ თვალს როგორ დგება ყავარჯენზე დაყრდნობით. მზერას მტყორცნის, მეც ვიღიმი, ვცდილობ ყველანაირად დავმალო ჩემი სინანული. ვიცი როგორ არ უყვარს.
-ანუ წამოხვალ! -ვეუბნები და ხტუნვას განვაგრძობ, მიცინის. ბუნებრივია ხტუნვაში ძალიანაც რომ უნდოდეს ვერ ამყვება.
-წამოვალ აბა, მარტო ხომ არ გაგიშვებ?! -გაჯგიმოლი მიდგება წინ.
-აი, ჩემი თორნიკე! -თმებს ისევ ვუჩეჩავ.
ჯიბეში ტელეფონი მირეკავს. ეკრანს ვაკვირდები, უცხო ნომერია. გაკვირვებული ვარ, ვფიქრობ ავიღო თუ არა, საბოლოოდ მაინც ვპასუხობ.
-გისმენთ?
-რაიყო გოგო რა ხმა გაქ! -ნინიკოს ხმას მაშინვე ვცნობ. მისი ხმის ტემბრი, (ასე რომ ჰგავს დილა უთენია მომკივან შაშვებს), ჩემთვის ფრიად ნაცნობია.
-ვისი ნომრით მირეკავ?
-გიუშასი, ანგარიშზე მე არ მაქვს და... -მრავლისთქმელად ამბობს. მეღიმება, მე ხომ ვიცი ერთმანეთთან კორპორაციული გვაქვს, უბრალოდ უნდოდა გიუშას ტელეფონში ჩემი ნომერი ყოფილიყო, ჩემსაში კიდევ გიოსი. მაინც, რა ჭკვიანი დაქალი მყავს! (ნინიკო რომ გნახავ კარგად უნდა ჩაგკოცნო!)
-ხოო? -ვიცინი, დარწმუნებული ვარ სულელურად გაბადრული სახით ზის და იცინის თავისთვის მარტო. -მოხდა რამე?
-კი, დღეს ჩემთან ამოდი, მაკუნა ამბობს რაღაც უნდა ვთხოვოო, მთელი დილაა ტვინი წაგვიღო მთელს ოჯახს და მაიკოც დაიღალა, უთხარი ლუს ამოვიდეს თორე შენი და არ გვაცოცხლებს-ო.
-რა პრობლემაა, მაგრამ რა უნდა?
-არ ვიცი არა. მარტო ლუ-ს ვეტყვიო გაიძახის.
-აჰა... და ისიც მანდ იქნება?
-არვიცი, შეიძლება. მალე თუ მოხვალ მოუსწრებ. -ყურმილის მეორე მხარეს იცინის და მითიშავს.
თორნიკე ისევ საწოლზე წამომჯდარა და თავის ტელეფონში ათვალიერებს რაღაცას. ტელეფონის შუქი ისედაც გაფითრებულ სახეს კიდევ უფრო თეთრის შესახედაობას აძლევს და ყავისფერ თვალებს უბრწყინავს.
-ნინაჩკა იყო? -მეკითხება თავის აუწევლად.
-სვა ვინ იქნებოდა!
-მაგას რონახავ გადაეცი, თორნიკე ნაწყენია შენზე თქო.
-რატო კაცო?
-რატო კი არა, რამდენი ხანია არც კი მოვუკითხივარ, ბოლოს აქ როდის იყო ეგეც კი დამავიწყდა!
-გადავცემ აუცილებლად -ვეუბნები.
უხერხულად ვდგავარ კარებში, ზუსტად ისე როგორც საავადმყოფოს კარებთან ვიდექი, უამრავი ხალხით თავშემორტყმული, ნინიკო ჩემს გვერდზე იდგა და მხარზე ხელს მისმევდა, მაშინ ეკა არეული თვალებით, სკამზე იჯდა გაუნძრევლად და რაღაცას ბუტბუტებდა. ისეთი უხერხული იყო, ყველანაირად ვცდილობდი ცრემლები დამემალა, მაგრამ არ გამომდიოდა. ნინიკოს ისტერიკული ტირილი აუვარდა ექიმი რომ გამოვიდა. მე უფრო ძლიერად ვიყავი. გვერდით დავუდექი და ვაწყნარებდი, ერთი სული მქონდა გამეგო როგორ იქნებოდა ჩემი საუკეთესო მეგობარი...
 
 
***
-იცოდე, შარვალ-კოსტუმის ჩაცმა არ დაგავიწყდეს, თორე შემომაკვდები! -ვეუბნები თორნიკეს და კიბეებზე ჩამოვრბივარ.
ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად მივიდე ნინიკოს სახლში რომ გიუშა იქ დამხვდეს. უცნაურია არა? გოგოებს ყოველთვის ისეთი ბიჭები უყვარდებათ, საპასუხოდ იგივე გრძნობა რომ არ აქვთ, რატომ?! ეს ალბათ იმის ბრალია რომ ჩვენ, ქალებს, დაუოკებელი წყურვილი გვაქვს ვუყვარდეთ და გვიყვარდეს! გვიყვარდეს ჩვენი საკუთარი, საოცარი, ძლიერი სიყვარულით და გვინდა პასუხადაც იგივე მივიღოთ. ალბათ ქალის ცნობიერებაშია ასე ჩადებული, თუ მას შეაყვარებ თავს ვისაც არ უყვარხარ, მუდამ ეყვარები! ეყვარები, ისეთი საოცარი, ძლიერი სიყვარულით შენ რომ გიყვარს!
ტაქსი გავაჩერე და ნინიკოს სახლის მისამართი ვუკარნახე, გზაში ფანჯარა ჩამოვწიე რომ ჩემი წინასწარი აღტაცება დამეცხრო. ცივმა ჰაერმა ჩემი ისედაც გაწეწილი თმები, უარესად ამიჩეჩა. ვინანე და ისევ ავწიე.
სადარბაზოში ავდივარ და გონებაში ვიმეორებ რას ვეტყვი გიუშას იქ თუ დამხვდება ალბათ... ალბათ კი არა გამარჯობათი დავიწყებ. მერე ის მკითხავს როგორ ხარო, მე ვეტყვი „კარგად შენ როგორ ხარ?“ .... დაიცა კაცო, მივიდე ჯერ იქამდე!
კარზე რომ დავაკაკუნე, ცივ ლითონთან შეხეიბისთანავე თითები გამეყინა და სიცივის გრძნობა მთელს სხეულში ჩამეღვარა. ხელები ჯიბეში ჩავიწყვე და ადგილზე მოძრაობა დავიწყე რომ გავმთბარიყავი.
ზუსტად იმ დროს მეორედ რომ უნდა დამეკაკუნებინა კარები გაიღო და გიუშა გამოვიდა, თან უკან იყურებოდა და თუ არ ვცდები მაიკოს რაღაცაზე ელაპარაკებოდა. მე ვერ შემამჩნია და ამიტომ დამეჯახა. ზუსტად იმ დროს როდესაც ჩვენი სხეულის კონტაქტი მოხდა დაბლა ჩამომხედა, მე კი წამწამებიდან ავცქეროდი. მოკაშკაშე ცისფერი თვალები ჩემთვის მოეპყრო და მაკვირდებოდა, თან სავსე ტუჩები ორად გაპობოდა. არვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ დავინახე რომ ლოყები ოდნავ, სულ ოდნავ მაგრამ მაინც შეეფაკლა.
გულის ცემა ამიჩქარდა და რომ მომშორდა სიცივის ტალღამ ელექტროობასავით დამიარა სხეულში.
-ბოდიში ლუ, ვერ დაგინახე -თავისი ჩვეული, ბოხი ხმით მომიბოდიშა გიუშამ და მხრებზე ხელები დამადო, თან ამოწმებდა კარგად ვიყავი თუ არა. ამოვისუნთქე, ვერც კი შევამჩნიე მთელი ამ დროის განმავლობაში სუნთქვას თუ ვიკავებდი. -ხო კარგად ხარ? -ლოყაზე ხელი დამადო. მეგონა გული წამივიდოდა, სხეულზე მოულოდნელად ცივმა ოფლმა დამასხა. მისი ხელი ჩემს ლოყაზე ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო წამიერად თვალები დავხუჭე, მინდოდა ეს გრძნობა დამემახსოვრებინა. თვალებს ვახელ, მომჩერებია. პირდაპირ თვალებში მიყურებს. მის გუგებში საკუთარ ხატებას ვხედავ, პატარა შეშინებულ, აწითლებულ გოგოს.
-კი, კარგად ვარ -ვეუბნები ხრიწიანი ხმით და ყელს ვიწმენდ. ჩემი ლოყიდან ხელს იღებს და მინდა ვთხოვო რომ დააბრუნოს მაგრამ ასე არ ვიქცევი, პირს მაგრად ვმუწავ.
-კარგი აბა წავედი მე -ამბობს და იხრება, თვალები მიფართოვდება, მგონია რომ უნდა მაკოცოს,სუნთქვას მაგრად ვიკავებ და თავისდა უნდებურად ტუჩები სულ პატარაზე ორად მეყოფა... ის კი ოდნავ სველ კოცნას მიტოვებს ლოყაზე.
გაოგნებული ვუყურებ როგორ ჩადის კიბეებზე და თვალები მიწყლიანდება.
„სულელო გოგო რატომ ტირი?!“
თვალებს ვიწმენდ და კარზე მაგრად ვაბრახუნებ. ვცდილობ ბოლო ხუთ წუთში მომხდარი გონებიდან ამოვიგდო, ვცდილობ არ ვიფიქრო გეგუჩაძის რბილ ტუჩებზე რომელიც ჩემს კანს შეეხო, ვცდილობ არ ვიფიქრო მის გამოხედვაზე... ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო.
რამოდენიმე წუთში ნინიკო კარებს მიღებს.
-სად იყავი აქამდე ერთი საათია ვაკაკუნებ! -ვეუბნები გაყინული და შიგნით შევდივარ, ტანში სითბო მივლის (მთლად ისეთი არა გიუშას შეხებისას რომ დამიარა!). პალტოს ვიხდი და ნინიკოს ვაძლევ.
-ბოდიში! არ მესმოდა, მაკოს კარაოკე აქვს ჩართული და სიმღერას ცდილობს. -იცინის ნინიკო.
ოთახში ოდნავ დაბნეული მივყვები, რატომღაც ჩემი ყველა  ფიქრი კვლავ გიორგის გარშემო ტრიალებს. (ნეტა რატომ?) თავიდან ვერ ვიგდებ მის კოცნას. ნეტავ რამ მაფიქრებინა, რაც გავიფიქრე?.. ისე მიყურებდა! შეიძლება მასაც მოვწონვარ?!
“გაჩერდი ლუ, გაჩერდი! “
-ლუ? -ნინიკო სახესთან ხელს მიფრიალებს რომ გამომაფხიზლოს. მოძრაობა შემიწყვეტია და ისევ კართან ვდგავარ. -კარგად ხარ?
-კი, კარგად ვარ.
ოთახში რომ შევდივარ სიცილი მიტყდება და გიორგის ამბავიც მაშინვე მავიწყდება. მაკო, ოთხი წლის ყველაზე საყვარელი ბავშვი, ნინიკოს ქუსლიანებში ჩამძვრალა, ხელში დიდი მიკროფონი უჭირავს და ცდილობს ეკრანზე გამოსახულ ტექსტს აყვეს, სინამდვილეში კი თავისი პატარა საყვარელი ხმით კნავის. თმები წინ ჩამოუშლია და ცალ თცალს უფარავს, მეორე კი საოცრად აქვს დაჭყეტილი. მაკო ნინიკოს ასლია.
-მაკუნა! -ვეძახი სიცილით. მაკო ჩემსკენ იხედება და ქუსლიანებიდან დაბლა ხტება. შიშველი ტერფების ტყაპუნით მორბის და ზედ მახტება.
-ლუ! -ყურში ჩამყვირის მაკო და თან პატარა თითებით ისე მეპოტინება თითქოს მისი საყრდენი ბოძი ვიყო. ხელს თუ გამიშვებს დავარდება...
მაკო ყოველთვის ძალიან მიყვარდა. დაბადების წუთიდან დღემდე და ალბათ ბოლომდე ძალიან მეყვარება. მახსოვს ნინიკოს ხელი როგორ მეჭირა როდესაც დედამისმა სამშობიაროდან გამოწერილი მაკუნა პირველად მოიყვანა სახლში. პატარა მაშინ პირველად ავიყვანე ხელში. ჩვილებს როგორც სჩვევიათ ისე მიჭერდა თავის ციცქნა ხელს, ცერა თითზე. მაშინ პატარა ქერა თმები აქა-იქ ჰქონდა ამოსული და დახუჭული თვალები ნაოჭებად დარჩენოდა. მას შემდეგ მაკოს გაზრდას ვუყურებ, ოთხი წლის არის. უკვე დიდი ქერა თმები წელამდე აქვს დაშვებული, დიდი ცისფერი თვალებში მუდამ ბედნიერების ნაპერწკლები უბრწყინავს. ახლა დედამისს გამუდმებით სთხოვს რომ მოვლილ გრძელ ფრჩხილებზე წითელი მანიკური წაუსვას. ხშირად შემოიპარება ხოლმე ოთახში დიდები რომ საუბრობენ, ყავას მოითხოვს, ფეხს ფეხზე გადაიდებს და გვისმენს. თითქოს მართლა ესმოდეს რამე. შემდეგ მიეძინება ხოლმე და დილამდე აღარ იღვიძებს.
მაკო ჯერ მე მიყურებს, შემდეგ ნინიკოს, მერე ისევ მე. დამნაშავესავით თვალებს აწვრილებს და ტუჩებს ბერავს და ყურში „ჩუმად“ მჩურჩულებს.
-აუ, დუ! გაბიდეთ მატლოები ცემს ოთაგში.
მეცინება და თავს ვუქნევ. ნინიკოც იცინის, მე ყავას გავიკეთებო ამბობს და სამზარეულოში გადის. მაკო დაბლა ხტება და თავის ოთახში მიიპარება. მეც უკან მივყვები.
-მაკუნა აბა მითხარი რა მოხდა? -ნაზად ვეუბნები და მის პატარა საწოლზე ფეხმოკეცილი ვჯდები, ისიც ჩემს წინ თავსდება.
-რამოთხდა და... -ქერა დალალებს აწვალებს. -მიდნა ლომ ნინიკოს დაბა... -ჩერდება, სიტყვას იხსენებს და მერე აგრძელებს -...დების დგის საცუქარი გავუკეთო. მაგლამ ალ ვიცი ლა ვაცუქო. -ამბობს და თან თავს ბალიშში მალავს.
-ბც დადა მე... მაგრნ შენჰდ -გაურკვეველ სიტყვებს ამბობს ბალიშიდან.
-მაკუნა არ მესმის. ამოყავი თავი და ისე თქვი -ვეუბნები წყნარად და ხელს მხარზე ვუსმევ.
-ლა და მე ბისი დაიკო ვალ, სენ კიდე მეგობალი. -მეუბნება და თვალებს ხრის რომ არ შემომხედოს. -მე უნდა ბიცოდე ლა ვუკიდო... -საწყლად ოხრავს და მიყურებს -მთელი გამე ვიფიქლე და ველაფელი მოვიფიქლე! ლავქნა პატალა ვალ ძელ!
გულიანად მეცინება, ამ დროს კი მაკო ნაწყენი მიყურებს. -ლატომ დამცინი?
-არ დაგცინი, ისეთი საყვარელი ხარ მეცინება.
-ანუ დამცინი!
-არა მაკუნა, არ დაგცინი.
-იცოდე გაგებუტები!
-არ გამებუტო რა! გეხვეწები! -მოჩვენებით ცრემლებს ვიწმენდ -თორემ ცუდ ხასიათზე ვიქნები მთელი დღე!
-მალთლა?
-კი, მართლა!
-კაგი, მასინ გაპატიებ. -საყვარლად იცინის და მეხუტება. გული მითბება და მაგრად ვიკრავ მკერდზე.
-კარგი, მაკუ, რაც შეეხება საჩუქარს... ჩემი აზრით ნინიკოს ყველაფერი გაუხარდება შენგან. არ აქვს მნიშვნელობა რას აჩუქებ. ყველანაირი საჩუქარი გულს გაუთბობს. წერილი რომ მიწერო და გაუფერადო იცი როგორ გაუხარდება?... ხომ იცი ყველაზე ძალიან უყვარხარ!
-მალთლა? წელილი გაუხალდება?
-კი მაკუნა! გაუხარდება ძალიან.
მაკო კიდევ ერთხელ მეხუტება და საწოლიდან ხტება. კარებთან ჩერდება და სახეს აბრუნებს. საჩვენებელი თითი პატარა ტუჩებთან მიაქვს და არ უთხრაო მანიშნებს. მერე ისევ სიცილით ებადრება სახე და ოთახიდან გარბის. ვარდისფერი ფრიალა კაბა კი უკან ლანდივით მიჰყვება.
საწოლიდან ვდგები და უკან მივყვები, მაინც რა არის არა ბავშობა?... უდარდელი და ტკბილი, ვარდისფერი ფერებით შელამაზბული...
 
 
***
დილით ადრე ვიღვიძებ. არ იფიქროთ რომ ისეთი ტიპი ვარ ყველაფერი იდეალურად მინდა იყოს და მაინც და მაინც კარნავალის დღეს მაგიტომ ვიღვიძებ დილა ადრიან. არა უბრალოდ ტელეფონის ხმის გამორთვა დამავიწყდა და ახლა ბოლოხმაზე „ბღავის“.
უკმაყოფილოდ  ვახელ თვალებს, ძილის დარღვევა დანაშაულია, უნდა ისჯებოდეს. თან ასეთ დღეს დასვენება მართლა მჭირდება! ტელეფონს უნახავად ვთიშავს და ჩემს კომფორტულ ბალიშს ვუბრუნდები. სამწუხაროდ სიამოვნება დიდხანს არ გრძელდება. ზარის ხმას ისევ გამოვყავარ ძილბურანიდან.
-მოვკლავ! ვინც არ უნდა იყოს, მოვკლავ! -ვიმუქრები ჩემთვის და ტელეფონს ვიღებ.
-ვინ ხარ? -ნამძინარევი, გაბრაზებული ხმა მაქვს.
-მე ვარ. რაიყო რა გჭირს?
-რამჭირს კი არა, სანამ რამე დაგმართე.... -ღრმად ვსუნთქავ. -დილა უთენია რატომ მირეკავ?
-რა დილა უთენია? თორმეტი თორმეტი საათია გოგო! ადექი არ უნდა მოემზადო?
-თორმეტი? -ხელს შუბლზე ვირტყავ
-ხო, ხო ადექი და წადი სალონში გალამაზდი -იცინის -თორე არ მიდნა მახინჯი პარტნიორი მყავდეს კარნავალზე.
-მოგკლავ! -ვემუქრები და სანამ კიდევ რამეს ვიტყოდე თორნიკე სიცილით მითიშავს ტელეფონს.
საწოლიდან ვდგები. (მესამე ცდაზე). სააბაზანოში თავს რომ ვიწესრიგებ გამოვდივარ და სარკის წინ საკუთარ თავს ვათვალიერებ. სალონში წასვლა არ მინდა, ნინიკოს დავურეკავ და თავისი მაკიაჟის ჩანთით გამოვა. მაინც ყველგან დაათრევს. თმებსაც ის გამიკეთებს და საქმე მოგვარებულია. სალონში ერთ საათიან ლოდინს კი ჯობია.
-ალო?
-მე ვარ ნი. გამოდი რა.
-ხოო გამოვდივარ ეხლა. -აქოშინებული მპასუხობს.
-ხო კარგად ხარ?
-კი, მაკოს უნდა ჩავაცვა და დავსდევ, თავზე გადავაცმევ და მაიკოს მივუყვან სამსახურში.
-კაი, კაი. -თავს ვაქნევ, თითქოს დაინახავს. -კაბა და მაკიაჟის ჩანთა წამოაყოლე და პირდაპირ აქედან წავიდეთ.
-აბა სალონი?
-მე გაგალამაზებ, ნუ ღელავ -ვეუბნები და სანამ რამეს იტყვის ვუთიშავ.
სანამ ნინიკო მოვა ოთახს ვალაგებ. არეული არ მაქვს ხოლმე მაგრამ როგორც ჩანს წუხელ ხელი არ გამინძრევია და ისე დავწექი. მარიამთან გვიანობამდე ვლაპარაკობდი და მაგის ბრალია.
ერთი შეხედვით პატარა თუმცა კომფპრტული ოთახი მაქვს, ხელნაკეთი ნივთებით და სურათებით აჭრელებული. კედელზე ბევრი პოსტერიც მაქვს გაკრული. ფანჯარიდან არც თუ ისე ლამაზი ხედი იშლება. დაბღვერილი ქუჩა და შიშველი ჭადრის ხეები. ზოგჯერ მანქანაც გაივლის ხოლმე, მიხარია რომ ხმა აქამდე არ აღწევს. ჩემი ფანჯრის წინ სკვერია, ბავშვები ხშირად ჩადიან ხოლმე და თამაშობენ. ამ ზამთარში ისიც მიტოვებულია... მთლიანი ქუჩა ზამთრის საბურველშია გახვეული, გადახედვისას, ძალიანაც რომ მცხელოდეს, მაინც ერთს გამაკანკალებს ხოლმე.
მისაღებში გავდივარ. მარიამი ლექციაზეა წასული, ლიკა სამსახურში. ჩაის ვიკეთებ და მაგიდასთან ვჯდები. წიგნებს ვიდებ წინ და მეცადინეობას ვიწყებ. მეთორმეტე კლასი ადვილი არაა. ორი გამოცდა უნდა ჩააბარო, თანაც ორივე ისეთი მთელს ცხოვრებას რომ გიწყვიტავს. აბა, დღევანდელ საქართველოში, სკოლა დაუმთავრებლები ხო დაბალ რანგად ითვლებიან?!
ლიკასთვის ფულის გამორთმევა მერიდება, ამიტომ პირობა მივეცი რეპეტიტორები არ მჭირდება, ჩემით მოვემზადებითქო. ყველა საგანს ჩემით ჩაბარება მიწევს. მაშინ როდესაც ჩემს კლასში ყველა ბავშვი ემზადება. ნინიკოს გარდა, მან იმდენი იცის, ვვეჭვობ მართლა დედის მუცლიდან ხომ არ დაჰყვა ფრიადოსნობა. კითხვისგან თვალებაჭრელებულს მაგიდაზე მეძინება. (თორნიკეს რომ ძილი დაეცდია დილით, ახლა ჩიტივით ვიქნებოდი!)
რამოდენიმე წუთხი კარებზე ბრახუნი მაღვიძებს. ხმაურზე ვხტები და სკამიდან იატაკზე მტკივანი ზურგით ვვარდები. გადმობრუნებული სკამი კი ფეხებზე  მეცემა.
-არა, აშკარად გათვალული ვარ! -ვამბობ უკმაყოფილოდ და ძლივს-ძლივობით ვდგები. კარებზე ბრახუნი არ წყდება. რკინის სახელურს ვატრიალებ და გაბრაზებული ნინიკოს სახეს ვაწყდები. პირს აღებს რომ რაღაც მითხრას, კოპები შეკრული აქვს. არაფრის თქმას არ ვაცდი და ვეხუტები.
-როგორ გამიხარდა შენი ნახვა! -ვეპირფერები და სახლში შემყავს -როგორ მიყვარხარ ნინიკო! -ლოყაზე ვკოცნი და ქურთუკის გახდაში ვეხმარები.
-იცი რამდენი ხანია აქ ვდგავარ და ვაკაკუნებ? -გაბრაზებულია. ხმის დაბოხებას ცდილობს რომ ცოტა მკაცრად გამოუვიდეს.
-ბოდიში -თმაზე ვეფერები და საყვარელ ლეკვის სახეს ვიღებ -ჩამეძინა.
-ვიცი ქალბატონო რომ ჩაგეძინებოდა! -ხელს იქნევს და სამზარეულოში შედის -შენი საყვარელი საქმიანობა ძილია. ჩემთან ან სკოლაში თუ არ ხარ ან გძინავს ან კიდევ ჩაის სვამ!
-ნუ, ჩაის მართლა ხშირად ვსვამ. ვერ შეგეკამათები. -ვუღიმი. თან მტკივანი ფეხების დაზელვას ვცდილობ.
-წამოდი, წამოდი გაგალამაზო თორე არ დაგვაგვიანდეს!
-სად უნდა დაგვაგვიანდეს! ჯერ თორმეტი საათია, კარნავალი რვაზე იწყება,
-ეე... რამდენი ხანი გეძინა შენ?
-რა?
-რადროს თორმეტია, ორი საათია! ორი დაიწყო! თან, აქ, ორი გოგო ვართ მოსამზადებლები და ჩვენგან მხოლოდ ერთმა იცის მაკიაჟის გაკეთება. ეს ერთი, კიდევ, შენ არ ხარ!
-კაი, კაი, ნუ ბუზღუნებ მოვდივარ.
 
 
***
სარკეში საკუთარ თავს შევყურებ და ვერ ვიჯერებ რომ მე ვარ! ნინიკომ კოსა ამიწია და დამიტალღა, თან ორი კულული სპეციალურად წინ გადმომიგდო. სახე იდნავ გამიმუქა, ტუჩებზე კი მბზინავი წითელი პომადა წამისვა. შავმა ლაინერმა ჩემი თვალების ფერი უფრო გამოკვეთა. ისეთი თვალები არ მაქვს, სადაც სულის ამოკითხვა შეიძლება. ჩემს თვალებს სხვებისგან ვერ გამოარჩევ... სხეული ოქროსფერი კაბით მაქვს შემოსილი, ზურგზე კი ნინიკოს ვერცხლისფერი სამკაული მიკეთია, მთელს სიგრძეზე რომ დაჰყვება გაშიშვლებულ ადგილს და ალამაზებს. ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, საზაფხულო, ოქროსფერია და ბზინავს, ისეთი საოცრებაა, დამაფიქრა. იქნებ მეც დავიწყო მაღალქუსლიანების ტარება.
-საოცრება ხარ! -მეუბნება ნინიკო და სარკეში ჩემს ანარეკლს აკვირდება. მეღიმება. მასაც ეღიმება.
ნინიკო საოცრად გამოიყურება, თმები მასაც დატალღული აქვს და მხრებზე იდეალურად აყრია. შესანიშნავად გამოიყურება, კაბაში სხეულის თითოეული ნაკვთი იდეალურად რომ უჩანს და მოვერცხლისფრო ფეხსაცმელში. სახეზე ვარდისფერი პომადა უსვია და მბზინავი ჩრდილები ლოყებამდე წაუსვამს. მის თვალის ფერს მაინც უხდება. ხელზე გრძელი ხელთათმანები უკეთია. ნინიკო ბრწყინავს, ისე გამოიყურება, ელეგანტურად, თვალს რომ ვერ მოაშორებ. სადმე რომ დაინახო ვეღარ ამოიგდებ.
-შენ უფრო ლამაზი ხარ!
-რას ამბობ ლუ!.. შენზე ლამაზი, მშვენიერი და დახვეწილი ქალი ჯერ არ შემხვედრია! -ამბობს და თან ქვედა ტუჩს კბენს, სიცილის დამალვას ცდილობს.
-ხო, ვიცი! -თამაშში ვყვები, ხმას ვაწვრილებ და წინ ჩამოგდებულ კულულს ხელის მტევნით უკან ვიგდებ.
-შენი ნომერი შეიძლება ლამაზო? -წარბებს ათამაშებს ნინიკო და ქუსლებზე იწევა რომ „გამითანაბრდეს.“ ვუცინი და თავს ვაქნევ.
-შეყვარებული მყავს -ვეუბნები და გვერდით ვიხედები.
-რას ამბობ, გადავირევი ახლა ნომერი რომ არ მომცეთ გოგონი! -მოჩვენებითი შეშფოთებით იტაცებს გულზე ხელს და თვალები უფართოვდება.
-უკაცრავად, გამატარეთ თუ შეიძლება!
-არა, არა! რას ამბობთ! მე თქვენ მიყვარხართ!
-ერთი ნახვით შეგიყვარდით?
-დიახ! აი ახლა, სარკეში რომ იყურებოდით, დაგაკვირდით და მივხვდი რომ ერთადერთი ქალი ხართ ჩემს ცხოვრებაში! სხვა მე არ მინდა მარტო თქვენ!... თუ უარს მეტყვით აქვე და ახლავე მოვკვდები!
სიცილით საწოლზე ვგორდები და ძლივს მორგებულ კაბას ვიჩეჩავ. ნინიკოც მომყვება. მალე ვიწმენდთ ცრემლებს ორივე და ჩვენს პატარა სპექტაკლზე ტაშს ვუკრავთ.
-ნეტავ მართლა შევუყვარდე ვინმეს ისე, რომ ჩემს გამო მზად იყოს ყველაფერზე წავიდეს. -დანანებით ვამბობ მე.
-შეუყვარდები, შენც და მეც. მერე, საქორწილო კაბაში გამოწყობილები ერთმანეთს შევხედავთ და ცრემლები წამოგვივა. ხომ იცი, როგორი სენსეტიურები ვართ?
-დარწმუნებული ვარ, საკურთხეველთან ავტირდები! -კვერს ვუკრავ მე და ვუღიმი.
ტელეფონის ზარზე საწოლიდან ვდგები და კაბას ვისწორებ. თორნიკეს არ ვალოდინებ და მაშინვე ვპასუხობ.
-ლულაჩკა! მოვედი, ჩამოდი.
-კაი, ქურთუკს ჩავიცვამ და ჩამოვალ.
ოთახიდან გამოვდივარ და გასასვლელში მივდივარ. ნინიკო უკან მომყვება.
-ნიკოლოზს არ დაურეკავს? -ვეკითხები.
-მომწერა 10 წუთში მანდ ვარო. -მხრებს იჩეჩს ნინიკო -თქვენ წადით, ჩვენც მოვალთ მერე.
-კაი ნი! წარმატებები მისურვე.
-არ გჭირდება!
ლოყაზე მკოცნის გამამხნევებლად და ჩემს უკან კარებს ხურავს. კიბეებზე ძლივს-ძლივობით ჩავდივარ. ლიტფით მგზავრობის მეშინია, მთლად კლაუსტროფობია არ მჭირს, თუმცა მეშინია რომ ჩავარდეს.
სადარბაზოდან რომ გავდივარ თორნიკეს მანქანა აბღავლებული მელის. კარებს ვაღებ და წინა სავარძელზე ვთავსდები. თორნიკეს შარვალ-კოსტუმზე შავი ელეგანტური ჰალსტუხი უკეთია.
-ეე! რა ლამაზი ხარ, ტო!
-მადლობა, შენც არაგიშავს.
-აუ, შენ რა მწარე ენა გაქვს. -თავს აქნევს და მანქანას ძრავს, ადგილიდან ვწყდებით.
საავადმყოფოდან გამოსვლის მერე, პირველად თორნიკეს მანქანაში რომ ჩავუჯექი მეშინოდა, ყავარჯნიანი ტიპი მანქანას როგორ უნდა ატარებდეს არა? მაგრამ, სინამდვილეში ის ბევრ ძალით მძღოლზე უკეთ ატარებს, არასოდეს არ ჯდება მთვრალი საჭესთან და ყველაზე პასუხისმგებლობიანი ადამინია ვინც კი მინახავს.
გზაში Small talk ით შემოვისაზღვრეთ და სკოლასთან რომ მოვედით თორნიკეს ოდნავ ნერვიულობა დაეტყო. ხელზე ხელი დავადე და გავხედე.
-ხომ არ ნერვიულობ?
-არა. პროსტა, ამ სკოლაში იმის მერე არ ვყოფილვარ...
-არაუშავს, დღეს ჩემს გამო ხარ თოკუშ, იცოდე არ შემარცხვინო!
-ღადაობ ხო? -მიცინის, როგორ უხდება სიცილი ამ ბიჭს! ხშირად უნდა იცინოდეს. -გოგო სუ რატომ მეღადავები?
-არ გეხუმრები თოკა-მოკა -სიცილისგან თავი უკან მივარდება და მანქანიდან გადმოვდივარ.
-რა თოკა-მოკა! შენ სუ გარეკე! -უკანა სავარძლიდან ყავარჯენს იღებს და დაუხმარებლად გადმოდის მანქანიდან. ცალი ხელით ყავარჯენს ეყრდნობა, მეორეზე კი პალტო აქვს გადაკეცილი და ისე უჭირავს. შარვალ-კოსტუმში და უკან გადავარცხნილ თმებში სიმპატიურია, ძალიან სიმპატიური! საუკეთესო მეგობრები რომ არ ვიყოთ, ვიფიქრებდი მასზე როგორც თვალწარმტაც მამაკაცზე და დარწმუნებული ვარ, სხვა გოგონების ნაირად, ჩემს გულსაც მოიპარავდა, მისი თვალის მომჭრელი სიცილით. ჩემს პირველ კოცნასაც ისევე წაიღებდა, სხვა გოგონების რომ მიაქვს. არცერთ მათგანს არ ივიწყებს, მაგრამ არ თვლის საჭიროს რომ მეორე დღეს დაურეკოს, მისწეროს ან საერთოდაც დაელაპარაკოს!...
გარეთ უკვე ბნელა. (მაინც რა არის ეს ზამთარი!) თორნიკე პალტოს ცალი ხელით იცვამს და ხელმკლავს მიყრის. თვალის კუთხით ვხედავ როგორ ადევნებენ კოჭლ ბიჭს თვალს ჩემი ჭორიკანა სკოლელები მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, ან რატომ მივაქცევ? თორნიკე მჭედლიშვილი უდავოდ ყველაზე სიმპატიური ბიჭია მათ შორის და დარწმუნებული ვარ უამრავს შურს. არ გამიკვირდება ამაღამ გოგო რომ აიყვანოს თავისთან.
მჭედლიშვილი ხელმკლავს მხვევს და დიდი კარებიდან შევყავარ. შესასვლელი დარბაზი სრულიად თავისუფალი და შეცვლილია. გახუნებული ფარდების ნაცვლად დიდი ოქროსფერი ფარდები კიდია და განათებაც ოქროსფერშია. ჩემი კაბა ამ გარემოში მთლიანად ბრწყინავს. მანათობელი პატარა ლამპები იატაკზეა მიმოფანტული, ლამაზ ელფერს ჰფენს მთლიან დარბაზს. საცეკვაო სცენა, სადაც უკვე ცეკვავენ წყვილები, ორი საფეხურით ამაღლებულია, დანარჩენი ადგილი კი წრეზე წითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. იქ სადაც ოდნავ უფრო მეტი განათებაა, შვედური მაგიდაა გაშლილი. დიჯეის კი კიბეებზე აქვს ატანილი მოწყობილობები და გაღიმებული სახით წერს ლეპტოპში.
-ვახ ბიჭო, დახვეწილა ეს სკოლა და ეგაა!
-აბა-აბა, თოკა! შენს აზრზე ვარ, მართლლა! -კვერს ვუკრავ მეგობარს და დარბაზის ცენტრისკენ მივყვები.
არვიცი როგორ დააშვებინეს, მაგრამ, უმეტესობას სასმელიც უჭირავს ხელში და ახლა უკვე მთვრალი მოსწავლეები აქეთ-იქით დაბოდიალობენ, ჩაკაიფებულებივით იცინიან. რამოდენიმეს ფანჯრის რაფაზეც მოვკარი თვალი. (ცეკვავდნენ!)
გოგონების ლამაზი საღამოს კაბები და ვაჟების შარვალ-კოსტუმები თვალს მიჭრელებს, ყველაფერი ელეგანტურია, რომ არა რამოდენიმე ‘უინტელექტო ანტილოპა’, რომლებიც სასმლით გაჭყეპილები მთელს საღამოს ვიდს უკარგავენ. აი, ისეთი ტიპები, თავის პონტში ბაზარს, რომ აწვებიან და არც ამოწმებენ უსმენს თუ არა ვინმე.
-ლუ! -თინი ჩემს გვერდით ჩნდება. საოცრად ლამაზად გამოიყურება. ვერცხლისფერი დაშვებული კაბა მუხლებამდე სწვდება, მაღლა აწეული და იდეალურად გადავარცხნილი თმები გამოყვანილ ყვრილმანებს უჩენს. თაფლისფერი თვალების გარშემო ჩრდილები ისე აქვს წასმული რომ მთლიან სახეს უნათებს. თვალები უბრწყინავს, თითქოს მთელი საღამოს განათებამ მის ირისებში გადაინაცვლა.
-ლუ, რა ლამაზი ხარ! -წკრიალა ხმით მეუბნება და მეხვევა.
-შენც თინი, შენც ძალიან ლამაზი ხარ! -წითლდება. ხელს ვკიდებ და ლოყაზე ვკოცნი. მართლაც ძალიან ლამაზია.
-გამარჯობა ქალბატონო. -თორნიკე ჯელტმენური ჟეშტით, თინის თავისუფალ მტევანს იღებს და ნაზად კოცნის, თან მის თვალებს არ აშორებს მზერას. ერთხანს გაშტერებული თინი დაბნეული მზერით მაჩერდება. -ნება მომეცით ჩემი თავი წარმოგიდგინოთ! -აგრძელებს თორნიკე როდესაც გოგოს ხელს ანთავისუფლებს. თინის აჩქარებული გულისცემა, მუსიკის ფონზეც კი მესმის, შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ახლოს დგას, ანდა იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ნერვიულობს. -მე თორნიკე ვარ. თორნიკე მჭედლიშვილი. -უღიმის. თინიც საპასუხოდ იცინის და თავს ოდნავ უკან სწევს.
-თინათინ ერიძე. -ამბობს გოგო და წარბებს საყვარლად ათამაშებს. თორნიკე ცალყბად უღიმის და თვალები უცნაურად უელავს. განათების ფონზე კიდევ უფრო ლამაზად ჩანან ორივენი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ამატებს გოგო.
-ვიცეკვოთ? -ეკითხება თორნიკე. მაშინვე მისი ყავარჯნისაკენ გამირბის თვალები და ამის გამო საკუთარ თავს გონებაში ვტუქსავ. ასე არ შეიძლება.
-მოღალატე! -გავძახი თორნიკეს, როდესაც ის და თინი ბედნიერად მიაბიჯებენ საცეკვაო მოედნისაკენ. თინის კაბა ჰაერში ფრიალებს, ბიჭის შარვალ-კოსრუმი კი ბზინავს, ნაზი სიმღერის ფონზე იწყებენ ცეკვას. მიხარია რომ მჭედლიშვილს არ უჭირს გოგოს მოძრაობებში აყოლა, ცალ ხელს ყავარჯენს აყრდნობს, მეორე კი თინის წელზე აქვს შემოხვეული, თანაბარ რიტმში მოძრაობენ.
მარტო დარჩენილი სასმელებისკენ მივდივარ და ერთ ჭიქა კონიანს ვიღებ. საცეკვაო მოედნის პირდაპირ ვდგები და მოცეკვავე წყვილებს თვალს ვადევნებ. მათში თორნიკეს და თინის გარჩევა არ მიჭირს.
-...კი, გავიგე ეგ და ახვლედიანი ერთად მოდიან. -ნაცნობი გვარის გაგონებისას თავს მოსაუბრე წყვილისკენ ვაბრუნებ. გოგონები არიან, სკოლიდან მეცნობიან, მაგრამ ვინ არიან ვერ ვიხსენებ. ერთს მწვანე კაბა აცვია, საერთოდ, რომ ვერ უფარავს ვერაფერს, მეორეს კი მჭახე წითელი. მაკიაჟიც ასეთივე განწყობის აქვთ.
-ახვლედნიანი? -კითხულობს წითელ კაბიანი გოგო და ენით ტუჩის კუთხეს ეხება. -ეგ მაგარი ტიპია გოგო! -იცინის. -წინა კვირას კლუბში არ მიშვებდნენ და დაცვას უთხრა ჩემთან ერთად არისო, მაგიტომ შემიშვეს. მერე ხალხში ჩაიკარგა თორემ, გადაწყვეტილი მქონდა იმ საღამოს მივყვებოდი.
ზიზღით თვალებს ვხუჭავ. ახვლედიანისგან სხვას რას უნდა მოელოდე? კლუბები, გოგონები, ‘შეყვარებულები’. ასეთი გოგონები კი, არვიცი, ძალიან სამარცხვინოები არიან. ერთი ღამის ნაშები. არაფრად, რომ არ აგდებენ საკუთარ თავს. არ მესმის, როგორ უნდა შეძლო გოგომ, საკუთარ თავს გადააბიჯო და ღირსება გადათელო, როდესაც ბიჭს ერთი ღამისთვის თანხმდები.
-გიუშა ახვლედიანს ჯობია! -გამოთქვა მოსაზრება მწვანე კაბიანმა. არ ვიცი, გოგოს წრიპინა ხმამ გამომიყვანა წყობიდან თუ იმ ფაქტმა, რომ გიუშაზე რამე თქვა, გვერდზე მივბრუნდი და ვითომ შემთხვევით ორივეს შამპანიური გადავასხი კაბაზე.
აკივლდნენ და ლანძღვა დამიწყეს.
-ბოდიშით, მართლა არ მინდოდა ძალით. -ვეუბნები და ორივეს ნაგლურად ვუცინი, შემდეგ ვბრუნდები და გრაციოზული ნაბიჯებით მივდივარ დარბაზის ცენტრისკენ.
ალკოჰოლის და სიგარეტის სუნს, სუნამოს და მაკიაჟის სუნიც ვერ ფარავს, ამ ყოველივეს შერწყმა კი უბრალოდ საშინელებაა. თავი მალევე მტკივდება. თინი და თორნიკე ისევ უდარდელად ცეკვავენ. ლამაზები არიან.
-ლუ! -ნინიკო უკნიდან მეხვევა. -მოვედით!
მისკენ ვბრუნდები, ვეხუტები და ყურში ვჩურჩულებ, რომ გადამარჩინა. მის გვერდით ნიკოლოზი არის აჭიმული, ჟელეთი გადატკეპნილი თმებით. უნდა ვაღიარო, მართლა სიმპათიურია გამოკვეთილი შავი თვალებით და ოდნავ გრძელი ყბით.
-რა ლამაზად გამოიყურები ბაქრაძე. -მეუბნება ის და თვალს მიკრავს. ნინიკოსკენ ვიხედები და წარბს ვუწევ.
-მადლობა ყიფინი, შენც კარგად გამოიყურები.
ნინიკოს ხელმკლავს ვუყრი და ბიჭისგან ორი ნაბიჯის მოშორებით გამყავს. ნიკოლოზი კი გვაძახებს, ხალხში ჭორაობა არ შეიძლებაო, მაგრამ არცერთი არ ვაქცევთ ყურადღებას.
-შენი მეწყვილე სად არის? -მეკითხება ნინი.
-თინისთან ცეკვავს. -ვეუბნები და თავს ვაქნევ. -ეგ კი არა, ნინაჩკა. ის ხომ მოდის?
-ვინ ის? -მეკითხება დაბნეული, მაგრამ იმავე წამს ხვდება ვისზე ვამბობ. -აა, კი როგორ არა, დილით დამირეკა და მითხრა შენ ხომ მიდიხარ, მე მოვდივარო.
სიხარულით ვივსები. მაინტერესებს გიუშა ასე მოკაზმულს, რომ დამინახავს რა რეაქცია ექნება. ისიც არ დამვიწყებია ჯერ, ლოყაზე, რომ მაკოცა. ვიღიმები და ნინიკო უკან ნიკოლოზთან მიმყავს.
-რაქენით, გაჭორეთ უკვე მთელი დარბაზი? -კითხულობს ყიფიანი.
-კი, ყველაფერი მოვასწარით. -ეუბნება ნინიკო.
-თქვენ რა შუსტრები ყოფილხართ ტო.
-ნამეტანი. -ვეუბნები მე და ჩვენსკენ მომავალ თინის და თორნიკეს ვუღიმი.
ხელები ერთმანეთში აქვთ გადაჭდობილი და ისე მოდიან ჩვენსკენ, გოგოს სახე უბრწყინავს. თორნიკე შიგა და შიგ მას უყურებს. ისე აკვირდება, სხვანაირად. თინი ამას ვერ ამჩნევს, თითქოს ის მხოლოდ ზედაპირს აკვირდება, თორნიკე კი უფრო შიგნით ეძებს, ეძებს რაღაცას. გოგოს თვალებში, მის სულს ეძებს.
გვერდით გვიდგებიან და სანამ რაიმეს თქმას მოასწრებენ დარბაზის კარები ხმაურით იღება და ყველა იქით იყურება.
ზოგიერთ ადამიანს, უბრალოდ ისეთი ქარიზმა აქვს, რომ გაიძულებენ მისკენ გაიხედო, ყურადღება მიაქციო. ზოგიერთი ადამიანის მოახლოებას, უბრალოდ მთელი სხეულით გრძნობ. ალბათ, გიუშას და სანდროს სწორედ ასეთი ქარიზმა აქვთ, რადგან როგორც კი შემოდიან, მაშინვე ყველას ყურადღებას იქცევენ.
გეგუჩაძეს ხელი ელენეს წელზე უდევს. გული მეწვება და თვალები ოდნავ მიწყლიანდება. არ მომწონს ის ფაქტი, რომ ამ ბიჭზე ასე დამოკიდებული გავხდი. ახვლედიანი ანკას გვერდით დგას, ელენეს საუკეთესო მეგობარი გოგოა. ძალიან მოკლე მოტკეცილი შავი კაბა აცვია და სანდროს კისერზე ეხვევა. არვიცი პირდაპირ მე რატომ მიყურებს ალექსანდრე, მაგრამ ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და ვამჩნევ, რომ ტუჩის კუთხე ოდნავ მაღლა ეწევა. ნუთუ დამცინის?
ჩემს გვერდით თორნიკეს დაძაბულობას ვგრძნობ,  ყველა ნერვი ეჭიმება, როდესაც ახვლედიანს აკვირდება. ხელებს მაგრად მუშტავს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ვიცი როგორ ნერვების ფასად უჯდება მას, ახლა, რომ არ მივარდეს და ამ დარბაზშივე ჩხუბი არ ატეხოს.
ხელს ხელზე ვუჭერ და ავყურებ. დიდიხანი მაკვირდება ცივი თვალებით, რომლებშიც ნელ-ნელა გაზაფხულზე ახლად გამოღვიძებული კვირტებივით, იწყებენ ნაპერწკლები კიაფს.
-გთხოვ... -ვჩურჩულებ ჩუმად და მუდარით სავსე თვალებით ავყურებ. იგებს, თავს მიქნევს და ჩემს ყურთან ჩურჩულებს.
-ლუ, შენს თავს ვფიცავარ, უბრალოდ შენი გულისთვის, თორე ამას.... -ჩუმად იკურთხება. ხელს უფრო მაგრად ვუჭერ.
-ვიცი, ვიცი თოკა. -თავს ვუქნევ. ტუჩებს ნერვიულად ვიკვნეტ. -დამპირდი რა, გეხვეწები.
-გოგო, ხომ გითხარი არაფერს ვიზამ თქო? -სიმკაცრე ერევა ხმაში.
-აუ, თოკო, ეკა დაიფიცე რა... -ვეუბნები მე.
-რას მეუბნები ლუ? -კრიჭას კრავს. -ჩემი სიტყვის არ გჯერა?
-ეგ რა შუაშია... -თავს ვიმართლებ.
-ეკას თავს ვფიცავარ ლუ, ამ საღამოს არ ჩაგიშხამებ. -მეუბნება ცოტა ხნის შემდეგ და მეც შვების ღიმილი მეფინება სახეზე.
-საუკეთესო ხარ. -ვეუბნები ჩუმად. დაძაბული მიღიმის.
გიუშა დარბაზში ყველაზე სიმპატიურია (რათქმაუნდა, ახვლედიანის შემდეგ, მაგრამ ამას არასოდეს ვაღიარებ.) შავი შარვალ-კოსტუმი და უკან გადაწეული დავარცხნილი თმები, რაღაც სხვანაირ შეფერილობას ჰფენს. კარებში, რომ შემოდის დარბაზს ერთიანად ავლებს თვალს. ჩვენი მზერა, რომ ხვდება გულის ცემა მიჩქარდება. მიღიმის. თვალებს მომენტალურად ვხუჭავ და თავიდან ვახელ, არ მეჩვენება მართლა მიღიმის. საცეკვაო მოედანს გრძელი, თუმცა მძიმე ნაბიჯებით ჰკვეთს და ჩემსკენ მოდის. საკუთარი სუნთქვა ყელში მეჩხირება, ვიბნევი.  
გეგუჩაძე თვალებით კონტაქტს არ წყვეტს, მეც სულელი ბავშვივით ვუღიმი. ასე მგონია მეცხრე ცაზე დავფრინავ. როდესაც მიახლოვდება, მუცელში ელექტროობა მივლის და გულში რაღაც მწყდება. მთელი ძალით ვცდილობ თვალზე მომდგარი ცრემლები შევიკავო. არ მინდა ვიტირო, იმის გამო, რომ გიორგი მე კი არა, ჩემს გვერდით მდგომს აკვირდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში.
-გამარჯობა გოგონებო -გვეუბნება ჩვენ, მაგრამ მას თვალს მაინც არ აშორებს. -ლამაზად გამოიყურებით. -ზრდილობისთვის ამბობს, გიუშა ხომ ასეთია, ძალიან ზრდილობიანი.
-ვიცეკვოთ? -მიმართავს შემდეგ თინის. დაბნეული გოგო ჯერ ნინიკოს უყურებს, შემდეგ მე.
-ლუ... -ჩურჩულებს ჩემი მიმართულებით.
-გაჰყევი, თინ... -ვუღიმი. არა ეს ღიმილი არ არის, მთელს სახეს უცნაურად ვმანჭავ. ლოყას შიგნიდან ძლიან მაგრად ვკბენ, რომ ცრემლები შევინარჩუნო.
თინი მორცხვი ღიმილით მიქნევს თავს და თავის პატარა ხელს გიუშას ძლიერ მტევანში ათავსებს.
ნინიკო ხელს მაგრად მიჭერს, რომ არ წავიქცე. თვალებ აწყლიანებული მაინც ვამჩნევ ოქროსფერი განათების ქვეშ მბზინავ თინის, რომელიც გეგუჩაძესთან ერთად საცეკვაო დ მიემართება.
ვხედავ გიუშა დიჯეის თვალს, რომ უკრავს და დარბაზი ბნელდება, შემდეგ საცეკვაო მოედანს ოქროსფერი განათება ანათებს. მოცეკვავე წყვილების შუაში, თინი და გიუშა, ექცევიან. საუბრობენ, გიუშა მისკენ იხრება და ყურში რაღაცას ჩურჩულებს. ისედაც აწითლებულ თინის უარესად ეფეკლება ლოყები და მორცხვად იღიმის.
დიჯეი სიმღერას ცვლის და დარბაზში ნაზი, მელოდიური სიმღერა ირთვება.
თინი და გიუშა რიტმულად აყოლებენ ფეხს. ბიჭს გოგოს წელზე ხელი აქვს შემოხვეული და მას ისე უყრუებს თითქოს მის გარშემო არავინაა. მხოლოდ ორნი არიან, მათ საკუთარ სამყაროში გამოკეტილი.
-სასმელი მჭირდება. -ვამბობ. ბედნიერ წყვილს ზურგს ვაქცევ და ალკოჰოლით სავსე მაგიდისკენ მივემართები.  
 
 
***
-რავიცი, მე კი მგონია, რომ საკმარისია. -მეუბნება თორნიკე. მკაცრი სახე და ოდნავ საშიში ხმა აქვს.
წარმოდგენა არ მაქვს, რითი ვიჭყიპები ბოლო ერთი საათია, მაგრამ რაც გიუშამ თინი გაიწვია, მას შემდეგ, უბრალოდ ყველაფერს ვსვამ, რაც თხევად მდგომარეობაშია.
-არააა, არააა... თოკი... -ვეხვეწები მე, როდესაც ბიჭი ურცხვად მაცლის ხელიდან დიდ შავ ბოთლს, ჩემი ხსნით სავსეს.
-ლუ, დედას ვფიცავარ, თუ არ გაჩერდები!.. -კბილებში ცრის თორნიკე, მკლავებში ხელს მავლებს და ძალდატანებით გავყავარ სასმელების მაგიდიდან.
-მაგრამ მე დარჩენა მინდა -ვეუბნები მას გაუაზრებლად.  
-არ გეყო რაც დალიე? -ძარღვები ეჭიმება. საპასუხოდ პირს ვაღებ, მაგრამ მისი ტელეფონი ბზუილს იწყებს.
ტელეფონს დაძაბული გამომეტყველებით თიშავს. უცებ მეც ვსერიოზულდები. თორნიკეს დამნაშავეს თვალებით ავყურებ.
-ბოდიში რა, -ვეუბნები არეული ხმით, -პროსტა, ძაან მთვრალი ვარ. არ უნდა დამელია...-ვბუტვუტებ ჩემთვის. თორნიკეს ეღიმება.
-არა, არ უნდა დაგელია. -კვერს მიკრავს სერიოზული ტონით.
-კაი, ახლა არ გამიბრაზდე! -ვეუბნები და ვიცინი.
-აუ! -ცალ ხელს შლის. მეორეს კი ყავარჯენს მძიმედ აყრდნობს. -გოგო, შე არა ნორმალურო! -იცინის.
-ვიცი, ვიცი, არ უნდა დამელია, მაგრამ არ გამიბრაზდე, უბრალოდ, ცოტა ნაწყენი ვარ.
-რაზე ხარ ნაწყენი? -მეკითხება და კოპებს კრავს.
-გიუშა ხომ იცი? -დაუფიქრებლად ვეკითები. თავს მიქნევს. -მომწონს მე ეგ ბიჭი, მაგან კიდე სხვა გაიწვია საცეკვაოდ. -გაბრაზებული ვბუშტავ ტუჩებს და ხელებს მკერდზე ვიჯვარედინებ. სადღაც გონების კუთხეში ვხვდები, რომ ძალიან ვინანებ ეს ამბავი თორნიკეს, რომ ჩავუკაკლე, მაგრამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, უბრალოდ არაფერი მადარდებს.
-რას ამბობ?! მართლა?... -სიცილით მეუბნება და ხარხარს იწყებს. გაბრაზებული წარბშეკრული ვუყურებ.
-რატომ დამცინი, შენ რა არ გიეჭვიანია? -ვეკითხები მკაცრად.
-ეჭვიანობ და დალიე?... -ხელს მუცელზე იფარებს სიცილის დროს. -აუ, ნეტა გადამეღო ახლა რაც მითხარი... აუ, დაგერხა ბაქრაძე! ოფიციალურად დაგერხა!...
-რაგინდა? -გაურკვევლად ვეკითხები.
-აუ, მთვრალი რა საყვარელი ხარ -ამბობს და სიცილისაგან მოგვრილ ცრემლებს იწმენდს. -ვერაფერს, რომ ვერ ხვდები. რა ხდება და, დღეის შემდეგ ჩემო კრასოტკა, იცოდე, რომ შანსი არაა, ამ ინფორმაციით გაშანტაჟებ. ვსო! -ხელს ჰაერში იქნევს -აუ, რეებს გაგაკეთებინებ!..
-არ უნდა დამელია რა, -ვამბობ მე და თავს ვაქნევ. -ამ ერთ სიმთვრალეს მთელი ცხოვრება ნუ მანანებ თოკა გეხვეწები.
-ვიცი, რომ არ უნდა დაგელია. -თავს აქნევს. -დამელოდე აქ წყალს მოგიტან და იქნებ გამოფხიზლდე.
-კაი, აქ გელოდები. -ვეუბნები. მოსწავლეებში უჩინარდება.
აქეთ-იქით ვიყურები, იქნებ ნინიკო დავლანდო სადმე. საცეკვაო სცენისკენ გახედვისგან თავს ვიკავებ, ყოველი შემთხვევისთვის, გიუშა და თინი კვლავ იქ, რომ იყონ, აღარ ვიცი რას ვიზამ. ხალხის უმეტესობა მთვრალია, ვინც არაა, ტელეფონი უკავია და ვიდეოებს და სელფებს იღებენ. გულში ვიცინი მათზე.
ნინიკოს ვერა, მაგრამ ნიკოლოზს ნამდვილად ვხედავ. აშკარად ჩემს ბედშია. მთვრალია, თვალები ამღვრეული აქვს. ღიმილზეც ეტყობა, რომ მალე გაითიშება.
-ლუ... რასშვები? -არული ნაბიჯით მიახლოვდება.
-შენი მეწყვილე სად არის? -კითხვას ვუბრუნებ მე.
-მემგონი, შენმა დაქალმა ჟღენტში გამცვალა.
-უი, ნინიკოს გემოვნება გამოსწორებია. -ვიცინი.
-მწარე!... წამოხვალ ვიცეკვოთ?
-შეძლებ რო? -წარბს ვუწევ.
-წამოხვალ თუ არა? -მეკითხება კიდე.
ფხიზელ გონებაზე არასოდეს გავყვებოდი, მაგრამ მთვრალ ლუს, უბრალოდ ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი, არც თორნიკეს ძებნას არ იწყებს ხალხში, რომ როგორმე დაეხმაროს ყიფიანის მოშორებაში და არც უარით ისტუმრებს. უბრალოდ თავს უქნევს.
-იმედია რამე იდეები არ გაგიჩნდება. -ვეუბნები მას.
-რამდენის საშუალებასასც მომცემ ლულაჩკა!... -იღრიჯება. თვალს ვარიდებ. კი სიმპათიურია, მაგრამ რავიცი.
ნიკოლოზს საცეკვაო მოედნისკენ მივყავარ.  ჩვენს ბედად წყნარი მუსიკა ირთვება და დარბაზის ნაწილი ბნელდება. განათებული საცეკვაო მოედანი ძალიან ლამაზია, ბრწყინავს.  
ბიჭი ზურგის მოშიშვლებულ ადგილზე ხელს მხვევს. უსიამოვნოდ ვიშმუშნები და ხელს ზემოთ ვაწევინებ (ჩემი რჩევა იქნება, არასოდეს იცეკვოთ მთვრალ ბიჭთან ერთად)
ნიკოს მხარს უკან ვიხედები. ახვლედიანი და გეგუჩაძე მოგვჩრებიან. გვერდიგვერ დგანან და თვალს არ მაშორებენ. გულში გამარჯვებული ვიცინი, როდესაც გიუშას სახეს ვხედავ. უეჭველია ოდნავ მაინც ეჭვიანობს. მერე მის ხელს ვაკვირდები, თინათინისთვის, რომ აქვს ჩაკიდებული და საკუთარ ნერწყვს ხმაურიანად ვყლაპავ. ყიფიანს უფრო მეტად ვუახლოვდები და გიუშას პირდაპირ თვალებში შევყურებ. ბიჭი ჯერ მე მიყურებ, მერე თინის, შემდეგ სანდროსკენ იხედება დარაღაცას ეუბნება ყურში.
ახვლედიანს მზერა ჩემი და ნიკოლოზის გადაჯვარედინებულ ხელს არ ტოვებს. თვალები გაფართოვებული აქვს, პირი კი ოდნავ ღია. მწვანე თვალები წამონთებული აქვს და ტუჩები დაძაბული. გიუშას სათქმელს, რომ ისმენს თავს მისკენ აბრუნებს, შემდეგ კი ჩემსკენ და პირდაპირ თვალებში მიყურებს. თვალს ვარიდებ.
ნიკოლოზი ცეკვის დროს თამამდება და ხელს ჩემი ზურგის მთელს არეალზე დაასრიალებს, თითქოს ქანდაკებას ძერწავდეს.
-ყიფიანი... -გამაფრთხილბელი ტონით ვეუბნები. -არ გგონია, რომ ზედმეტი მოგდის?
-მე ლუ? -თვალებ გადმოყრილი მიყურებს და იცინის.
-აუ, ნიკო, მთვრალი ხარ და მოდი გამიშვი რა... -მის ხელს ისევ ვიშორებ, მაგრამ ჯიუტად უკან აბრუნებს. -ყიფიანი! -ხმაში ავტორიტეტის ჩაქსოვას ვცდილობ.
მოულოდნელად ნიკო მთელი ძალით მშორდება და მტკივნეულად ეხეთქება იატაკს. შიშისგან და მოულოდნელობისგან პირიდან ხმამაღალი კივილი ამომდის და ორივე ხელს პირზე ვიტაცებ. ის კი არ მაოცებს ყიფიანი ძირს, რომ გდია და წამოდგომას უშედეგოდ ცდილობს, მაოცებს ის ფაქტი, რომ იგი არა თუ სხვან, თავად ალექსანდრე ახვლედიანმა მომაშორა.
-არ გითხრეს გაჩერდიო? -ახვლედიანის ბოხი, გაბრაზებული ხმა მთელს დარბაზს ავსებს. ახლაღა ვამჩნევ, რომ მუსიკა გამორთულია.
ნიკო წამოდგომას ცდილობს. სანდრო ფერს კრავს და ბიჭი პირვანდელ მდგომარეუბას უბრუნდება.
-შენი დედას შ**** ახვლედიანი! დაგასისხლიანებ იცოდე! -იფურთხება მთვრალი ყიფიანი და ძლივს ძლივობით ცალ ფეხს ეყრდნობა.
-შენ, ნიკოლოზ, მერე მოგივლი. -კბილებში ცრის ახვლდიანი. ხელს მტკივნეულად მკიდებს მაჯაზე. სიარულს, რომ იწყებს, შეშინებულს მიმათრევს.
-გაგიჟდი?! -ვუყვირი -სად მიგყავარ? ხელი გამიშვი!... -ყურს არ იბერტყავს, სწრაფი ნაბიჯით გავყავარ დარბაზიდან.
ჩვენს გადაჭდობილ ხელებს ვეჯაჯგურები და ვცდილობ გავაშვებინო. სახეზე ასახული გაბრაზებული გამომეტყველება მის მწვანე თვალებსაც ედება. ერთ-ერთ კარს აღებს და შიგნით შევყავარ. ოთახში გამეფებული სიბნელის და ახვლედიანის სიახლოვის გამო ტანზე ტაო მაყრის.
ფანჯრიდან შემოსული ლამპიონების შუქი მის აწითლებულ სახეს ანათებს, ბრაზისგან მოკუმულ ტუჩებს ფერი აქვთ დაკარგული. ხელს ისე ძლიერად მიჭერს, ტკივილის კვნესა ტოვებს ჩემს ბაგეებს.
-შენ სულ გადაირიე? -ყვირის ახვლედიანი მოულოდნელად. გაკვირვებული და გაბრაზებული ავყურებ.
-ხელი გამიშვი!...
-ხელი მე გაგიშვა?! ყიფიანმა რომ ჩაგავლო ტანზე ხელი, პრეტენზია არ გქონია!.. მაინც... -სიტყვას ვაწყვეტინებ.
-შენ ვინ გეკითხება? -ვყვირი ბოლო ხმაზე.
-რას ქვია ვინ მეკითხება? მთვრალი ბიჭი ხელებს გიფათურებდა!
-მერე შენ რა შუაში ხარ? -ყვირილით ვუტევ.
-რა შუაში ვარ?... -ერთდროულად გაკვირვებული, მრისხანე თვალებით მაკვირდება.
-დიახ! რა შუაში ხარ?
-მოიცა, ანუ გსიამოვნებდა ამდენი ხალხის წინ, რომ გეჩალიჩებოდა? -მხრებში ხელს მავლებს და ოდნავ მანჯღრევს, -სირცხვილი არ გაქვს გოგო?
-რას მეუბნები ახვლედიანი?! -საშინლად ბოროტული სიცილით ვავსებ ცარიელ სივრცეს. სანდრო გაკვირვებული მაჩერდება. -რას მეუბნები!... -გაუგებარი მიზეზის გამო, თვალები ცრემლებით მევსება. -შენ გგონია, რომ მსიამოვნებდა მთვრალი ყიფიანის ბინძური ხელები ტანზე?... შენ გგონია მე მინდოდა მასე, რომ ექნა? -ოდნავ ძალა გამოცლილი, უემოციო ხმით ვეკითხები. იბნევა. სახე უფითრდება და ისე მაშტერდება თითქოს მოჩვენება ვიყო.
-მაშინ...
-შენ რატომ გეწინააღმდეგები? -მის მაგივრად დავამთავრე.
-...
-შენ არ გაქვს უფლება!.. შენ არაფერის უფლება არ გაქვს! -ვუყვირი. -რატომ წამომათრიე აქ, რომ განვიხილოთ გაქვს თუ არა ჩემთან მიმართებაში ამ ყველაფრის უფლება ახვლედიანი?
-უფლება? -იცინის -რა უფლებაზე მელაპარაკები!...
-იმ უფლებაზე რომელიც არ გაქვს.
-რატომ?
-გინდა გითხრა რატომ? -ცივი თვალებით ვუყურებ. ხვდება რა თემაზეც ვესაუბრები. სახე ელეწება. ერთდროულად დანაშაულის გრძნობა და სიბრაზე ესახება თვალებში. გულის რაღაც ნაწილში ვნანობ კიდეც ეს თემა, რომ ვუხსენე.
-არ მინდა. -ამბობს.
-ხოდა, თავი დამანებე! -ვუყვირი და ხელის გაშვებას ვცდილობ.
-ნუ მიყვირი!... -არც ის მაკლებს და ყურში ჩამყვირის. -მთვრალი ტიპების ხელების ფათური თუ გსიამოვნებს შეგიძლია წახვიდე! -ერთდროულად წყენით და ბრაზით ვივსები. თვალებზე სიმწრის ცრემლები მადგება. ჩემი აცრემლებული თვალების დანახვისას სახე უფითრდება და გაბრაზებული თვალები უკიაფდება.
-ხელი გამიშვი ახვლედიანი! -ზიზღით და ბრაზით აცახცახებული წარმოვთქვამ ჩუმად.
წამონთებული თვალებით დამყურებს. ვფიქრობ, რომ გააპროტესტებს და ყვირილს გააგრძელებს, მაგრამ ხელს მიშვებს და ოთახიდან ჩუმად გადის. მე ჩაბნელებულ სივრცეში ცრემლმორეული ვრჩები.
 
 
 
***
-სად იყავი?
-აქვე.
-იმან რამე ხომ არ დაგიშავა?
-არა!
-რაგჭირს, იტირე?
-არა!
-ლუ, ეკას თავს ვფიცავარ!... მითხარი რამე თუ დაგიშავა!... -ნერვიულად ისვამს თმებზე ხელს და ამღვრეული თვალებით მიყურებს. მინდა ვიფიქრო, რომ წარსული არ ახსენდება, რომ ეხლა ზუსტად იმავეს არ ფიქრობს რასაც მაშინ ფიქრობდა, მაგრამ ვიცი, რომ ასე თავს მოვიტყუებ. ზუსტად მის ამღვრეულ თვალებში ჩანს, მიტოვებული დარბაზივით ცარიელი და ერთდროულად დიდი ემოციების მქონე მოგონებები. სახეზე ფერი ეკარგება, თვალები ოდნავ უფართოვდება. ახსენდება.
-თორნიკე, დაწყნარდი. -ხელს სახეზე ვადებ და თვალებში ვუყურებ. ცოტახნით მაკვირდება, შემდეგ თავს მიქნევს და თვალებიც უწყნარდება, აკიაფებული მოგონებები ქრება.
-მითხარი, -მეუბნება, ამჯერად წყნარად -რა გითხრა?
-რატომ ცეკვავდიო.
ხალხში ნინიკოს ძებნას ვიწყებ თვალებით. აქაურობის დატოვება მინდა. ცუდად მხდის ის ფაქტი, რომ სახე დამტვრეული ყიფიანი გინებით გავარდა აქედან. გიუშა და თინი ისევ ერთად, რომ დგანან და ჩურჩულებენ. ახვლედიანი ანკას გვერდით ძალიან მშვიდად, რომ დგას და თვალს არ მაშორებს. მთვრალი ბავშვები აქეთ-იქით, რომ დარბიან.
გულის რევის შეგრძნება სარეველასავით მედება სხეულში. თორნიკესკენ ვბრუნდები, ტელეფონში აქვს ცხვირი ჩარგული.
-თოკა, მემგონი ცუდად ვარ და ნინიკო მიპოვე რა! -სახეზე ფერი ეცვლება.
-ახლავე! -მეუბნება -იცოდე, ამჯერად არ გაქრე, აქ იყავი!
-კარგი, მიდი!
 
 
***
 
სკოლის საპირფარეშოები ძალიან არაკომფორტულია, მაგრამ თქვენ თუ ნინიკო ბარათელი გყავთ გვერდით, აუცილებლად გაგიღებთ მასწავლებლების ტუალეტის კარს და თმებს აგიწევთ სანამ უნიტაზში თავჩარგული საშინელ სითხეს ამოიღებთ მუცლიდან.
-უკეთ ხარ? -მეკითხება ნინიკო როდესაც სახე ცივი წყლით ვიბან.
-შენ, რომ არ მყავდე ნინიკო ბარათელი!
-დაიღუპებოდი!
-ნამდვილად! აბა, შენს გარდა ვის მოაფიქრდება, რომ წვეულებაზე კბილის პასტა წამოიღოს?!
-ხომ იცი, რომ ვთვრები შენს ბედში ვარ ხოლმე.
-დღეს არ დაგილევია?
-არა!
-გავიგე მთელი დღე ჟღენტს ეცეკვებოდი. -წარბისაწევით მივმართავ.
-კი! -თვალები უბრწყინდება. -აუ, ლულაჩკა, რა კარგად ცეკვავს იცი?!
-აი, ყიფიანი საერთოდ ვერ ცეკვავს კარგად... -ერთდროულად დანანებით და ბრაზით წამოვთქვი.
-ისე, მთვრალთან რამ გაცეკვა? -თავს აქნევს ნინიკო -ან საერთოდ რატომ დასთანხმდი? თორნიკე სად იყო?
-წყლის მოსატანად იყო გასული, მე კიდევ... მთვრალი ვიყავი.
-აა, გამოფხიზლდი უკვე? -მიცინის.
-თავისთავად!
-წავიდეთ?
-კი რა, არ მინდა აქ დარჩენა. აღარც ერთი წუთით!
-შე საწყალო... დღეს არ გაწვები, რომ მთხოვე თორემ, ხომ იცი, ხვალ ყველაფერი უნდა მომიყვე!
-რა მოგიყვე?
-ახვლედიანმა რაც გითხრა!
-არაფერი, ნი წავიდეთ რა!
-წამოდი, წამოდი.
ნინიკო ბარათელი იდეალური მეგობარია. ხელს მკიდებს და ისე გავყავარ საპირფარეშოდან, შენობას, რომ ვტოვებთ მაშინაც არ მიშვებს ხელს. თორნიკეს მანქანაშიც თავს მხარზე ვადებ და გაუაზრებლად მივარდება რამდენიმე ცრემლი. ნინიკო ლოყაზე მკოცნის და ცრემლებს ისე მაშორებს.
რა არის ქვეყანაზე მეგობარზე უკეთესი?
 
***
-ასეთი რა დალიე? -წარბის აწევით მეკითხება ლიკა. შუა კარებში დგას წამლებით და წყლის ჭიქით ხელში, ჩაწითლებულ თვალებზე ეტყობა, რომ მთელი ღამე არ უძინია.
-ნუ ყვირი რა ლიკა! -ვაპროტესტებ და თავს ბალიშში ვრგავ. თუ არ იცით მე გეტყვით, ნაბახუსევი საშინელი რამეა!
-არ ვყვირი დე, -ხმას ატკბობს დედაჩემი და გვერდით მიჯდება. -გამომართვი დალიე. -თმაზე ხელს მისვამს. წამალს ვართმევ და ვსვამ. უსიამოვნო გემოზე სახეს ვმანჭავ.
-აუ, ლიკო არ ავდგები მე დღეს საწოლიდან და გეხვეწები რა, რამე წვნიანი მომიმზადე და არ აყვირო ტელევიზორი რა!
-კაი დე, შემოგიტან ახლა.
-მიყვარხარ. -ვუღიმი და ისევ ბალიშშს ვაგებებ ჩემს ჩალისფერ თმებს.
-მეც მიყვარხარ!
თავის ტკივილი ლიკას მოტანილი წვნიანის შემდეგ ქრება, ბებიაჩემის რეცეფტით გაკეთებულია და!..
 
***
-შენც გაიგე?
-რა?
-რა და ნიკო არის მაგარი ნაცემი!
-რას მეუბნები?
-მართლა! დილით დამირეკა თეკლემ და მეუბნება: „ყიფიანი ვნახე დღეს, ამ შუა ზამთარში შავი სათვალე ეკეთა, მაგრამ მაინც უჩანდა დალურჯებები თვალის არეში და თან ტუჩიც გახეთქილი ჰქონდაო.“
-მერე?...
-მერე, ანუ თავიდან ვიფიქრე, რომ ვინმესთან იჩხუბა, პროსტა რა... ხომ ხვდები? -პაუზა -მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ... აი, წვეულებაზე ახვლედიანს, რომ დაპირდა დაგასისხლიანებო, მემგონი სულ სხვანაირად შემოუბრუნდა!
-ანუ?...
-რას ვერ მიხვდი გოგო! -პაუზა -მემგონი ახვლედიანმა შენს გამო სცემა ნიკო!
გულიანად ვიცინი. ნინიკო ნაწყენი მზერით მიყურებს და კოპებს კრავს. მუცელზე ხელს ვიჭერ, რომ სიცილისგან ტკივილი შევიკავო.
-ნინიკო! ხანდახან რა სასაცილო ხარ! -ცრემლებს ვიწმენდ.
-კაი, რას დამცინი! -ბრაზობს -უბრალოდ ვივარაუდე, ლოგიკურად მეჩვენა.
-რა გეჩვენა გოგო ლოგიკურად? -პაუზა -ახვლედიანი ჩემს გამო, რატომ სცემდა ვინმეს?
-რატომ არ სცემდა?
-იმიტომ. -ვსერიოზულდები. ნინიკო ხვდება და ლოყები უწითლდება. სინანულით სავსე თვალებით შემყურებს.
-ლუ, რომ იცოდე, შეეძლო ეჩხუბა.
-არ იჩხუბებდა.
-რომ ეჩხუბა?
-...
ოთახს სიჩუმე შთანთქავს, მე მოგონებებში ვარ, ისიც. ფიქრისგან თავი მიდუღდება, ცივ წყალს ვისხამ და ერთი სულის მოთქმით ვამთავრებ. ნინიკოც ასე იქცევა.
შუადღეა, კვირა დღე. არ მომწონს ის ფაქტი, რომ ხვალ სკოლაში უნდა წავიდე. მართალია „პახმელიაზე“  აღარ ვარ, მარგამ მაინც არ მინდა არც ყიფიანის, არც ახვლედიანის და მითუმეტეს არც თინის დანახვა.
ის, რომ წვეულებაზე თინი და გიუშა გამუდმებით ერთად იყვნენ, თავიდან არ ამომდის. არც ახვლედიანის ასეთი „დამცველობითი“ საქციელი. ისიც არ მესმის ნიკო რამ გააგიჯა, ჩვეულებრივ ძალიან წესიერი საყვარელი ბიჭია, კარგად სწავლობს და როგორც ასეთი, გოგოებთან „ურთიერთობა“ არ ეშლება.
მარიამი სამზარეულოში შოკოლადებით ხელში შემოდის და ორივეს გამარჯევბული სახით შემოგვყურებს.
-რაიყო, ოთახში მალავდი? -ეკითხება ნინიკო.
-აბა რას ვიზამდი, ბულდოზერი მყავს სახლში. -იცინის. მარტო თვითონ... ნუ, შეიძლება ნინიკოც იცინის.
-მოვკვდი სიცილით. -მწარედ ვეუბნები მე.
-ნეტა -თვალებს ატრიალებს. -აბა მზად ვარ! -აცხადებს და მისთვის გამზადებულ ჩაის ხელებში იქცევს, სკამზე ეშვება და ორივეს წარბაწეული შემოგვყურებს.
-რისთვის?
-წვეულების ამბები მაინტერესებს.
-აუუუ -ვღმუი მე სანამ ნინიკო თავიდან იწყებს ყველაფრის მოყოლას.
 
***
ორშაბათს მთელს სკოლას წვეულება აკერია პირზე, ყველა ერთმანეთს ჭორავს. ვის რა ეცვა, ვინ ვისთან იცეკვა, ვინ რამდენი დალია, ვინ ვის უყურებდა და ასეთი საინტერესო თემები.
გაკვეთილები არ გვიტარდება, რატომღაც მასწავლებლებიც იგივე თემით არიან დაინტერესებულნი და ყველასთან ერთი და იგივე მიდის. ისევ და ისევ ამ დაწყევლილი წვეულების ამბები.
ახვლედიანის და ნიკოს დანახვაზე გული მიჩქარდება. ყოფიანს ჩალურჯებული თვალები  და გახეთქილი ტუჩი აქვს, ახვლედიანს ოდნავი იასამნისფერი ლაქა თვალთან.
ნინიკოს ნათქვამზე ვფიქრდები, შესაძლებელია, რომ ახვლედიანს ნიკოლოზი მართლა ჩემი გულისთვის ეცემა?
„ოცნებას თავი დაანებე ლუ!“ -საკუთარ თავს ვაფრთხილებ და ტელეფონზე ვკონცენტრირდები. ქიმიის მასწავლებელი ისევ თავისას გაიძახის, როგორ შეიძლება, რომ ბაშვებს მარტოს გაამართინეს წვეულება? აი,  მის დროს ყველაფერი სულ სხვანაირად იყო!
ინსტაგრამის სქროლვა, რომ მბეზრდება ტელეფონს ვრთავ და კლასს ვათვალიერებ. თვალები მაშინვე სანდროსკენ გამირბის, ახვლედიანი მე მომჩერებია ან შეიძლება თვალები გაშტერებულიც აქვს, ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებს. მისი თვალები სავსეა მრისხანებით და ცეცხლით. ფანჯრიდან შემოსული სინათლე, მწვანე თვალებზე ერეკლება და მის თვალებში სინათლეს ვხედავ, სინათლეს რომელიც ადამიანებს არ გააჩნიათ. სინათლეს, რომელიც ბევრს ჩაუქრა. იმედის სინათლე.
-რატომ მიშტერებიხარ? -მეკითხება ნინიკო და მაშინვე თვალს ვარიდებ ალექსანდრეს.
-რა სისულელეა. -ვფხუკუნებ და თვალებს ვატრიალებ.
ქვეცნობიერი უცნაური, საშიში რამეა, არ უნდა შეეჯახო, თორემ ცხოვრებას გაგინადგურებს. ჩემი ქვეცნობიერი კი ამას უკვე იწყებს, არ ვიცი გამუდმებით ახვლედიანზე რატომ მაფიქრებს. შეიძლება ეს წარსულის ბრალია. შეიძლება უბრალოდ თავზე დამტყდარი მოვლენების.
ადამიანი რეალისტიც უნდა იყოს და იდეალისტიც. კეთილიც და ბოროტიც, ყველაფერი რაც ჩვენშია საკუთარი პიროვნებაა. ადამიანთა მიზანი არ არის საკუთარი თავის შეცნობა, არამედ საკუთარი პიროვნების შექმნა.
სიყვარული და სიძულვილი გადამკვეთი გრძნობები არიან. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, სიძულვილიდან სიყვარულამდე კი ორი.
მე რა მეცოდინება? ჯერ არასოდეს შემყვარებია ადამიანი რომელიც მძულდა, ადამიანი რომლის დანახვისასაც ბრაზის ტალღები იწყებდნენ სხეულში მოქმედებას.
დარწმუნებული ვარ, ეს უცნაური მიქსაციის მქონე გრძნობები მის მიმართაც კვლავ სიძულვილია და არაფერი სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გული მის მიმართ დათბობას არ იწყებს.
მინდა, რომ ეს მჯეროდეს.
 
***
მოვლენების განვითარება უცნაური რამაა. თითქოს ყველაფერი დაგეგმილია. მეცხრე კლასში მომივიდა ერთხელ, დედაჩემმა მთელი ღამე გამითენა და ჩემი რწმენის გამყარებისთვის, შუშანიკის წამების მთელი ისტორია თავიდან ბოლომდე მომიყვა. მეორე დღეს მასწავლებელმა სწორედ ამ თემაზე დაიწყო ლაპარაკი. მეც ავყევი და მაშინ მაღალი ნიშანი დამიწერა, კარგია კლასგარეშე ასეთ შემეცნებით წიგნებს, რომ კითხულობო.
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს ის გემართება რაზეც ყველაზე მეტად ფიქრობ. ალბათ სწორედ ამიტომ მომიწია იმ დღეს ახვლედიანთან შეხვედრა პატარა კაფეში სადაც მარტო მივედი, ფანჯარასთან ჩამოვჯექი და ცხელი ჩაი შევუკვეთე. ახვლედიანიც სწორედ მაშინ შემოვიდა ცრემლები, რომ წამომივიდა. უცებ შევიმშრალე და სახე თმებით დავმალე. გვიანი იყო, მაინც შეამჩნია. წინ მომიჯდა, მისი მეგობარი სხვა მაგიდისკენ გაემართა და ჩვენ მოგვაშტერდა.
-რა გატირებს? -მკითხა და მის ხმაში მღელვარება დავიჭირე. გამიკვირდა, ახვლედიანი რატომ იჩენდა ინტერესს და ბოლო დღეში გონებაში ჩაგუბებული ფიქრები ამომიტივტივდა.
სიძულვილიდან სიყვარულამდე.
თავი გავაქნიე და ჩემს წინ მჯდომ ბიჭს შევაცქერდი, მის მიმართ ჩემი სიძულვილი დიდი იყო, იმდენად დიდი, რომ მინდოდა ავმდგარიყავი სახეში გამერტყა, მელანძღა, მინდოდა თავი დამნაშავედ ეგრძნო, იმაზე მეტად ვიდრე ახლა გრძნობდა, მინდოდა ცუდად გამხდარიყო!
-ვერ გეტყვი... -ამოვიჩურჩულე და სახე ხელებში ჩავრგე.
-ლუ, -ჩემი სახელი უცნაურად წარმოთქვა, თითქოს ზღვარზე ყოფილიყო. -ნუ მაშინებ, მითხარი რა მოხდა.
მისი სიტყვები გულზე შემომეხვია, ჰაერის უკმარისობა დამეტყო და ხელები წინ დავინიავე, თითქოს ასე ნებას მივცემდი საკუთარ თავს ჯანმრთელობისთვის პრობლემა არ შეექმნა.
-მართლა ვერ გეტყვი ახვლედიანი... -ხმის ტონალობაზე იგრძნო რა თემასაც ვეხებოდი. სახეზე უცნაურმა ფერმა გადაუარა, თვალები ნერვიულად მოავლო ოთახს. თითქოს ამოწმებდა ვინმე უსმენდა თუ არა. ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მათ კარგა ხანი აშტერდებოდა. მეც ჩუმად ვიჯექი და ჩაის ჭიქას თითებს ვუსმევდი. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მთავარი იყო ემოციებს არ ავყოლოდი, სწორედ ეს მითხრა ნინიკომ. სწორედ ეს მითხრა მან.
-რა მოხდა? -კატეგორიული ტონალობით წარმოთქვა ბოლოს და თვალებში შემომხედა. მისი ზაფხულისფერი თვალები უცნაურად გამოიყურებოდნენ, თითქოს ძველებური ხალასი ჰქონდათ დაკარგული.
-მეზიზღები სანდრო, მეზიზღები!... -შევძახე და სკამიდან წამოვდექი. თვალი გამომაყოლა სანამ კარებთან მივდიოდი. ცივი ჰაერი, რომ შევისუნთქე ოდნავ დავწყნარდი. თავი მაინც მისკდებოდა, გამშრალი პირი კი დამუწული მქონდა.
თავბრუს ხვევა ვიგრძენი და ყველაფერი ერთმანეთში ამერია. ჰაერის დიდი პორცია ხმაურიანად შევისუნთქე.
სიარული დავიწყე და მისი ხმაც გავიგე.
-გაჩერდი! -არ ვუსმინე და გზა გავაგრძელე. მკლავში ხელი წამავლო და ძალით მომაბრუნა.
-თქვი! -მიბრძანა.
-გითხრა? -ვუყვირე მე -გითხრა?... -ხელი ვკარი და დავეჯაჯგურე -ნუ მათქმევინებ,  ორივემ ვიცით, რომ ინანებ. -ცრემლები წამომივიდა და ამჯერად არ შემიკავებია. ხელი გამოვტაცე და გაქვავებულ ახვლედიანს გავცილდი.
უმისამართოდ დავეხეტებოდი ქუჩაში და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი, მაშინდელ დღეზეც ვფიქრობდი. ყველაფერი მერეოდა თავში. ცრემლებიც არ მაძლევდა გასაქანს და სასუნთქ გზებს მიბლოკავდა.
სახლში, რომ მივედი მარიამმა გულში ჩამიკრა და ჩემი დამშვიდება სცადა. თმაზე მეფერებოდა და ყურში ტკბილ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა.
-ლიკას დაურეკე რა, მოვიდეს... -შევეხვეწე და დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს შევაწებე.
 
***
-როგორ ხართ?
-კარგად ლუ. გმადლობ, რომ მოხვედი.
-არა რა მადლობა ეკა დეიდა!... -პაუზა -როგორ არის?
-კარგად არის!
-შეიძლება შესვლა?
-არა, უნდა დაისვენოსო.
-გასაგებია. თქვენ ხომ არ გჭირდებათ რამე?
-არა ლუ, მადლობა. წადი შენ სახლში დაისვენე. ვეტყვი, რომ მოსული იყავი.
-მართლა არაფერი გჭირდებათ?  
-არა შვილო! წადი დაისვენე!...
-კარგი, ნახვამდის!...
 
***
სკოლაში წასვლა არ მინდა, მაგრამ ნინიკო გასაქანს არ მაძლევს. რაც არ უნდა იყოს ვერ გააცდენ, შენს ცხოვრებაზეც ხომ უნდა იფიქროო?! რაღაც მხრივ, რომ დაუფიქრდე მართალია, მაგრამ სკოლაში წასვლის გარდა ყველაფერი მინდა.
ნინიკო იმარჯვებს. როგორც ყოველთვის.
მის შერჩეულ ტანსაცმელს ვიცმევ და დერეფანში მივყვები. მარიამი გვემშვიდობება და ტელეფონზე საუბარს აგრძელებს. ამ დღეებში შევატყვე, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს ტელეფონზე, მაგრამ ვის ელაპარაკება არ ვიცი. კატო, რომ არ იქნება ვიცი, ის, რომ აქარის მაშინაც ტელეფონზეა ჩამოკიდებული ჩემი და.
-მოვიდა. -გამარჯვებული ამბობს ნინიკო და მობილურს ჯიბეში იდებს.
-ვინ მოვიდა?
-გიუშა. -სიცილით ამბობს.
უცნაური გრძნობებით ვივსები, წესით უნდა მიხაროდეს, მაგრამ არ მიხარია. პირიქით, არ მინდა, რომ მასთან ერთად მანქანაში ვიყო. ამ ბოლო დღეებში გიორგი სულ თინისთან ერთად არის, ჩვენ კლასთან დგას და ესაუბრება. ხანდახან ახვლედიანს იმიზეზებს, ვითომ მის სანახავად არის მოსული და თინის ხვევს მკლავებს. გოგოც ძალიან ბედნიერია, რამდენჯერაც ერთად ვხედავთ, თინი მუდამ შეფაკლული ლოყებით არის და მორცხვად უღიმის ბიჭს. სულელი არ ვარ, ვიცი ეს რასაც ნიშნავს. ასე, რომ არ მინდა გეგუჩაძის გარშემო ყოფნა. მინდა, რომ ჩემი ეს „სიყვარული“ თავიდან ამოვიგდო.
-მოდი, დღეს ფეხით წავიდეთ რა! -ვეხვეწები ნინიკოს და ქურთუკის საყელოში ვმალავ სახეს.
-რატომ?
-აუ, ნი...
-უკვე მოსულია, ლუ რავუთხრა, ბაქრაძეს ფეხით გასეირნება ურჩევნია და ამხელა გზა ტყვილად გამოიარე თქო? -თავს ვუქნევ.
-უთხარი.
-ლუ... -წარბებს წევს ნინიკო და სადარბაზოდან გადის. მე ვრჩები. გიუშას მანქანას აქედანაც ვხედავ. უკან დასახევ გზა აღარ არის, გარეთ გავდივარ და  მანქანის საპირისპირო მიმართულებით ვიწყებ მოძრაობას.
მანქანის კარები იღება და ნინიკო გადმორბის.
-რატომ ჯიუტობ? -მეკითხება როდესაც მეწევა.
-არ მინდა და იმიტომ!
-მისმინე, ორივე გველოდება, გადაწყვიტე წამოხვალ თუ არა?
-მე უკვე გითხარი ჩემი პასუხი. -ნინიკოს სახეზე წყენა და სირცხვილი ეხატება. ტუჩებს ბუშტავს და უკან მანქანისკენ მიემართება. იმედგაცრუებული ვადევნებ თვალს. მართლა მეგონა, რომ ჩემთან ერთად წამოვიდოდა.
მანქანის კარები მეორედ იღება და იქიდან ამჯერად ახვლედიანი გადმოდის. თვალებს ვატრიალებ და დემონსტრაციულად ვბრუნდები სადარბაზოსკენ, სახლში ავალ. ისედაც ნინიკოს გამო მივდიოდი სკოლაში.
-ლუ! -ახვლედიანი მანამდე მიჭერს სანამ შესვლას მოვასწრებ და მისკენ მაბრუნებს.
-რა გინდა?
-სკოლას რატომ აცდენ?
-შენთან ერთად მანქანაში ჯდომა არ მინდა და იმიტომ! -ნაწილობრივ სიმართლესაც ვამბობ.
-ჰოო? -მეკითხება და მიღიმის. შემდეგ მანქანისკენ ბრუნდება და ჩამოწეულ შუშაში მომზირალ გიუშას გასძახის. -გიუშ, წადით თქვენ, ჩვენ ფეხით წამოვალთ.
-შენთან ერთად არსად წამოსვლას არ ვაპირებ! -ვაპროტესტებ მე და მისი ხელის გაშვებას ვცდილობ. გიუშას თვალები ჯერ ჩემს სახეზე ესვენება, შემდეგ ახვლედიანისაზე. მერე მხრებს იჩეჩს და მანქანას ძრავს.
იდიოტი. ასეთი პიროვნება, რატომ შემიყვარდა საერთოდ?
-წავედით -ახვლედიანი ხელმკლავს მხვევს და გზისკენ მიმათრევს.
-არა! დამანებე თავი! -ვეჯაჯგურები, მაგრამ ვერაფერს ვხდები.
-თუ წამოხვალ რაღაცას მოგიყვები. -მთავაზობს ახვლედიანი და ჩერდება. მეც ვჩერდები და მის აღაჟღაჟებულ სახეს ავყურებ.
-არ მაინტერესებს.
-დარწმუნებული ხარ? -წარბს წევს -იქნებ, ამ რაღაცამ, ყველა შენს კითხვას უპასუხოს.
იძაბება. მეც ვიძაბები. ვხვდები რასაც გულისხმობს და გულის სიღრმეში გაქცევის სურვილი მიჩნდება, ვხვდები, რომ ჯერ მზად არ ვარ, მაგრამ სიმხდალეს არ ვიჩენ. ტუჩებს ერთმანეთს ვაკრავ და თავს ვუქნევ.
ახვლედიანი სიარულს იწყებს, მეც მივყვები. გზას ვუყურებ. მის სითბოს ვგრძნობ. რიტმულად მივდივართ, ცოტა ხანი ერთმანეთის გულის ცემის გარდა არაფერი გვესმის, შემდეგ საუბარს იწყებს.
-მამაჩემმა მომიხერხა, რომ წავედი.
-ვიცი.
-არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ დავრჩებოდი.
-რატომ?
-მამაჩემის და ჩემი დის გამო.
-დის?
-ხო, და მყავს, ეკატერინე ჰქვია.
-გააგრძელე.
-იქიდან გავიგე ყველაფერი, მანამდე არ ვიცოდი რაც მოხდა.
ვიცინი. ძალიან ცივი გამყინევი სიცილით. ახვლედიანი ჩერდება და მაშტერდება.
-არ იცოდი? -უკან ვიხევ და თვალებში ვუყრებ. -იცოდი! მატყუარა ხარ! ძალიან კარგად იცოდი, იცოდი რაც ჩაიდინე! იცოდი, რომ დამნაშავე იყავი და მაინც გაიქეცი! იმის მაგივრად, რომ მოგენანიებინა, მოვალეობას გაექეცი! ლაჩარი ხარ, მხდალი არარაობა!...
-მართლა არ ვიცოდი! -ყვირის.
-რომ გაიგე რატომ არ დაბრუნდი?
-ვერ დავბრუნდებოდი.
-იმიტომ, რომ გეშინოდა! იმიტომ, რომ მშიშარა ხარ! საზიზღარი ადამიანი, თუ ხარ საერთოდ ადამიანი!
-ყველაფერს მე რატომ მაბრალებ? -მოულოდნელად ნაწყენი ხმით დამიყვირა და ხელი მაგრად ჩამჭიდა. ოდნავ შემანჯღრია. გაავებული მიყურებდა, მტაცებელივით. -მარტო ჩემი ბრალი არ არის! მე რატომ გადამეკიდე?
-შენი ბრალი არ არის?
-არის, მაგრამ მარტო მე რატომ მდებ ბრალს?!
-იმიტომ, რომ შემიძლია, იმიტომ, რომ მძულხარ!
-ლუ... -ხელებს თმებში აცურებს -ცეცხლს ეთამაშები. ვიცი, გავიგე, რომ გძულვარ, მაგრამ საჭირო არ არის...
-საჭიროა -ვაწყვეტინებ -საჭიროა, ყოველ წამს, ყოველ წუთს გიმეორო.
-მე არ მძულხარ. -ამბობს მოულოდნელად. სუნთქვა მეყინება. გაბრუებული ავყურებ.
-რა?
-მე არ მძულხარ მეთქი!
-რატომ?
-რატომ უნდა მძულდე?
-იმიტომ, რომ მე მძულხარ.
-შენ მიზეზი მაინც გაქვს.
-შენც გაქვს! -არ ვეპუები. მერე მახსენდება, რომ ახვლედიანს არავითარი მიზეზი არ აქვს ჩემი სიძულვილის. გაკვირვებული ავყურებ და ვიღიმი.
-მიზეზს მოგცემ. -ვეუბნები ბოროტულად და თვალები ჭინკებით მევსება.
-რა?
-მიზეზს მოგცემ, რომ გძულდე!
იცინის. შემდეგ ჩერდება და თვალებში მიყურებს.
-მოდი ჩვენი საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ, დღეს უბრალოდ სკოლაში მიგიყვან.
-მოსულა!
მე და ჩემი მტერი გვერდი-გვერდ მივდივართ. მას მაცდური ღიმილი დასთამაშებს ტუჩებზე. მე სხვანაირი, ცოტა უფრო ბოროტული.
ორივე იმაზე ვფიქრობთ, რა იქნება შემდეგ და იმაზე რა მოხდა მაშინ.
 
 
***
-ვა, ლულაჩკა, როგორ ხარ?
-კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
-ჩემი კრასოტკა ვნახე და ცუდად რატომ ვიქნები?
-იმედია მე მგულისხმობ მჭედლიშვილი.
-შენ, აბა სხვა ვინ?
-მშვენიერია! -გამარჯვებული სახით ვიღიმები და საწოლის გვერდით დადგმულ სავარძელში დემონსტრაციულად ვეშვები. -ძაან ცუდი დღე მაქვს დღეს! -ვჩივი და თავს ხელებში ვრგავ.
-რა ხდება ლამაზო?
-რა ლამაზო, შე სულელო! -კოპებს ვკრავ და ისე შევყურებ -სკოლაში ისედაც დაძაბული სიტუაციაა, ყველა მასწავლებელი თავისას მეჩხუბება, მარიამმაც გამომიცხადა მანქანით ვეღარ გატარებ, ისიც გეყოფა ნინიკოს დაბადების დღეზე, რომ უნდა გათხოვოო. შენი ამბავი, რომ გავიგე საერთოდ გადავირიე. დებილი ხარ ბიჭო შენ?
-რატომ?
-რა რატომ, ამ კოჭლ ადამიანს გზაზე რა გინდოდა?
-ზებრაზე გადავდიოდი ვა!
-მართლა, რომ დაგტაკებოდა მანქანა მერე სად მიდიოდი?
-ხო არ დაურტყავს, რა შემჭამეთ ვა!
-ვა კი არა, შე სულელო! მანქანა რისთვის გყავს, მარტო რატომ დადიხარ?
-ო, გოგოს მივსდევდი. -წარბებს ათამაშებს და ისე მეუბნება.
-დარწმუნებული ვარ მისდევდი! ცალი ფეხით...
-აბა ახლა, ბაქრაძე! -ნაწყენი ხმით მაფრთხილებს, -მართლა მივდევდი! აუ ჭკუიდან გადამიყვანა ტო!.. თან მომწონხარ, თან არაო! -თავს აქნევს -რა ხართ რა ეს გოგოები.
-შენ რას გაეკიდე მერე?
-მე მართლა მომწონს და იმიტომ! -გაჯგიმული ამბობს.
-ვაი, შე უბედურო. -შუბლზე ხელს ვადებ და „სიცხეს ვუმოწმებ“
-მართლა, აი არ ვიცი რა, პირველად რაც ვნახე მაგის მერე, ძაან გავჭედე მაგ გოგოზე. -ტუჩს იკვნეტს.
-ვინ არის? ვიცნობ? -წითლდება, დაბნეული იწყებს აქეთ იქით თვალების ცეცებას.
-იცნობ, მაგრამ არ გეტყვი ვინ არის!
-რაო, რაო? -ვიცინი. -რას ქვია არ მეუბნები! მჭედლიშვილი, იმ მანქანამ რაც ვერ დაგაკლო ახლავე წაგართმევ, სიცოცხლე თუ გინდა მითხარი ვინ იყო!
-არ გეტყვი! -საბნის ქვეშ იმალება. საწოლზე ვხტები და მის ამოთრევას ვცდილობ.
-მოგკლავ! -ვიმუქრები ბოლო ხმაზე და თმაში ვწვდები.
კარები იღება.
-ლუ? -პაუზა -რას აკეთებ?
სირცხვილით ვიწვი. მაშინვე ვუშვებ თორნიკეს ხელს და საწოლიდან დაბლა ვხტები. აჩეჩილ ტანსაცმელს ვისწორებ და ვნატრობ მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს. (რათქმაუნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არა!)
-ისა, -პაუზა -არაფერს ეკა დეიდა, ვთამაშობდით! -პაუზა. დაბნეული მზერა. -წავედი მე, შემოგივლით კიდევ!
 
***
-დეპრესიაში ხარ ლუ? -გაკვირვებული მიყურებს ნინიკო. ბარათელის შემორიგებას, მხოლოდ შოკოლადები და მარწყვის იოგურტი დასჭირდა, მაშინვე დაივიწყა უსიამოვნება და მიზეზი რის გამოც გაბრაზებული იყო.
-მემგონი! -ვასკვნი და ახლახანს მიჯღაბნილ ტექსტს ნაგვის ურნაში ვაგდებ, რომელიც ჩვენი მერხიდან შორს არის.
-რატომ, მოხდა რამე?
-ყველაფერი ერთად ხდება ნინიკო, ყველაფერი ერთად! -თავს მაგიდაზე ვდებ და ხელებს წინ ვიწყობ.
-არ გეძინა ხო წუხელ?
-არა! ლიკა ისევ სამსახურში იყო, მარიამიც კატოსთან და გოგოებთან ერთად ბაკურიანში წავიდა. მარტოს პირველად შემეშინდა, ასე მეგონა ვინმე შემომივარდებოდა.
-გინდა დავრჩე დღეს შენთან?
-არა, ლიკა იქნება დღეს.
-ვა, ლულაჩკა. მართლა არ ვიცი რა გიყო... -დაბუშტულ ტუჩებს ხელებით იწვალებს ბარათელი და დაკვირვებულ მზერას მტყორცნის.
-გინდა დავადოთ სკოლას ერთი კვირით?
-რა?
-ვაფშე, თბილისი დავტოვოთ!
-სად წავიდეთ?
-სადაც გინდა! ჩემთან ავიდეთ თუ გინდა სოფელში.
-ვაფასებ ნი, შენს მონდომებას, მაგრამ მე თუ არა შენ მაინც გჭირდება სწავლა, 100 პროცენტიანი გინდა ჯავახიშვილში გახსოვს?
-აა, ეგ ხო. -დაფიქრებულ სახეს ფანჯრისკენ აბრუნებს. -აბა რა გავაკეთოთ?
-არაფერი ნი, ისიც გვეყოფა მალე შენი დაბადების დღისთვის მზადება, რომ უნდა დავიწყოთ, თან არამიშავს მე, დალაგდება ყველაფერი მალე. -ვხვნეში და თვალებს ვხუჭავ.
წინა ღამით შიშის გამო არ დამიძინია, ასე მეგონა ვიღაც წინა კარებს ეჯაჯგურებოდა, მოვიდოდა, წამიყვანდა და მაწამებდა. ყველა ცოდვა რაც კი ჩამიდენია მაშინ გამახსენდა და არ ვიცი, რატომ, მაგრამ სისწრაფეში ვერცერთი ლოცვა ვერ გავიხსენე, რომ მეთქვა.
შუქის ასანთებად ადგომა მეშინოდა, ტელეფონიც შორს მედო. მთელი ღამე უცნაური ჩრდილები მეჩვენებოდა, თავი მისკდებოდა და ერთიანად ოფლიანი საბნის ქვეშ ვიმალებოდი. მხოლოდ დილით ამოვძერი ჩემი დაცული თავშესაფარიდან, მარიამი, რომ მირეკავდა. (რატომღაც მაღიძარის დაყენება ყოველთვის მავიწყდება)
-ლუ გძინავს? -მეკითხება ნინიკო ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც ისტორიის მასწავლებელი გაკვეთილის გამოკითვას ასრულებს.
-ჰმმ... -ვჩურჩულებ ისე, რომ თვალებს არ ვახელ.
-ლუ, ახვლედიანი თვალს არ გაშორებს.
თვალებს ძალიან სწრაფად ვახელ და მისკენ ვიყურები. ალექსანდრე მე მიყურებს. ურცხვად, მოურიდებლად მაკივირდება სახეზე. შემდეგ ტუჩის კუთხეები ოდნავ მაღლა ეწევა და ცინიკურად იცინის.
ასე მგონია მთელ შიგნეულობას ლავა მიწვავს. ერთდროულად სიბრაზისგან და სირცხვილისგან ვწითლდები.
მძულს ის ფაქტი, რომ შეუძლია ასე მიყუროს.
მძულს ის ფაქტი, რომ მის მზერაზე ასე ვრეაგირებ.
გონება მერევა და რატომღაც ჩვენი ბოლო შეხვედრა მიდგება თვალწინ, რას ვფიქრობდი მაშინ? მემგონი აღარ მძლსთქო?! სისულელე! მძულს! ამ ემოციას ყველაგან ვგრძნობ, მთელი სხეულით შევიგრძნობ, როგორ მიჩქარდება გული მის მწვანე თვალებზე, როგორ ერთიანად მიოფლიანდება სხეული, როგორ მიწითლდება სახე, როგორ მეღვრება უცნაური შეგრძნება თხემიდან ტერფამდე. ეს ხომ ნამდვილად სიძულვილია?
მაშინ შემიძლია ვაღიარო, რომ ახვლედიანი მძულს. ძალიან მძულს!..
მისი სარკასტული ღიმილი, სახეზე რომ დასთამაშებს, ნერვულ სისტემას მიშლის.
რატომ მოქმედებს ჩემზე ასე ძალიან? რა შეიცვალა?... უცანურია არა ადამიანი? შეუძლია ერთ გრძნობას იმდენად ჩაეციკლოს, იმდენად ჩააფრინდეს, რომ ცხოვრება დაინგრიოს. ეს მოხდა ახვლედიანის შემთხვევაშიც, გრძნობებმა, რომელსაც ასე ვესწრაფვით ყველა მისი ცხოვრება დაანგრია.
ყველაფრის ახლიდან დაწყება, რომ შემეძლოს, იმ დღეს ჩემი მეხსიერებიდან ამოვშლიდი. არც საავადმყოფოს მძაფრი სუნი დამრჩებოდა გონებაში და არც ყოველი ზარის დარეკვისას გამაკანკალებდა. არ შემეშინდებოდა, რომ გავიგებდი რაიმეს ისეთს, რაიმეს რაც ჩემს შიშს გაამართლებდა. პარანოიკი არ გავხდებოდი და ლიკას ყოველ ნათქვამში მის სახელს არ მოვძებნიდი. პოლიციის ოფიცრების დანახვისას ცრემლები არ მომადგებოდა, არ გამახსენდებოდა ღამით განათებული; ლურჯი და წითელი.
შესაძლებელი, რომ იყოს, იმ დილით ადრე ავდგებოდი, ნინიკოს ყველა ზარს არ დავაიგნორებდი და მარიამსაც არ ჩავუკეტავდი ოთახის კარებს.
შესაძლებელი, რომ იყოს ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი და შედეგებსაც სხვანაირს მივიღებდი.
შესაძლებელი, რომ იყოს ყველაფერს შევცვლიდი და არ მომიწევდა საკუთარი გრძნობების გადაკეთება; საკუთარი თავის მოტყუება.
***
-კრასოტკა! -ტელეფონში თორნიკეს მხიარული ხმა ისმის, სახე ღიმილით მებადრება და წარბებს ვათამაშებ.
-სადხარ, ერთი საათია გელოდებით!
-გამოვდივართ უკვე, ორ წუთში მანდ ვართ!.. -იცინის -დამელოდე ბაქრაძე, მალე მოგიფრინდება შენი ჩიტუნა!
-რა ჩიტუნა? -ვიცინი -კარგად ხარ?... შენ მემგონი თავი დაარტყი მჭედლიშვილი და ფეხზე გაგიკეთეს ოპერაცია!
ჩემს გვერდით მდგარი ნინიკო იცინის და ვიდეო კამერას რთავს. ტელეფონს ვთიშავ და ნინიკოსკენ ვბრუნდები, რომელსაც თვალები პატარა ეკრანისთვის აქვს მიპყრობილი.
-ჩაირთო, დაიწყე! -მაგულიანებს და ქერა თმებს ცალი ხელით ყურს უკან იწევს.
-მოგესალმებით -სიცილით ვამბობ და ვტრიალებ. ჩემი გვირილებიანი სარაფანიც, ასე, რომ არის აცდენილი მუხლებს, ჩემთან ერთად იწევა ჰაერში.  -დღეს ჩვენ, თორნიკე მჭედლიშვილის საავადმყოფოდან გამოწერის მომენტებს დავაფიქსირებთ ვიდეოში. ზემოთ ხსენებული ბედოვლათი, აქ შეკრებილთ ასე ძალიან, რომ გვიყვარს, მოულოდნელ ავტოავარიაში მოყვა და ფეხი დაიშავა, უარესად! -ვიცინი. ნინიკო და ბავშვებიც მყვებიან.
ნინიკო კამერას მაძლევს და მის წინ თვითონ იწყებს ლაპარაკს, შემდეგ ერეკლეს ვუღებთ, თორნიკეს ბავშობის მეგობარს, როგორ ლაპარაკობს მის უიღბლობაზე და იღრიჭება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერეკლე ძალიან საყვარელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცინოდა, ჩემს მოსაზრებას ნინიკოც ყოველთვის იზიარებდა, ალბათ სწორედ ამიტომ შესცქერის ბიჭს გაბრწყინებული თვალებით.
ერეკლე ქეთას უღებს, თორნიკეს და ქეთას ოდნავ უცნაური ურთიერთობა აქვთ, ადრე შეყვარებულები იყვნენ, სამი თვის მერე, როდესაც მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ დაშორდნენ და მეგობრებად დარჩნენ, ძალიან კარგ მეგობრებად. ქეთა მის მეგობრებს უღებს, თორნიკეს ასე თუ ისე, რომ იცნობენ და საბოლოოდ საბას ჯერიც დგება, სიგარეტით ხელში, რომ დგას კამერის წინ და უცნაური მოძრაობებით ცდილობს ყველას გაცინებას. მიუხედავად იმისა, რომ „სასტავის“ ყველაზე „დასტოინი“ ტიპი საბა ონიანია, მაინც ყველაზე მეტს ის გვაცინებს და საბოლოოდ ყველაზე ცანცარაც გამოდის ხოლმე.
ბიჭს თავისი შეყვარებულისთვის აქვს ხელი გადახვეული და თორნიკეზე ისტორიას ყვება. მაიკო, ლამაზი გოგოა, ძალიან ლამაზი და საყვარელი. საბას სამი წელია ხვდება და დანიშნულებიც არიან, თუმცა ჯერ მშობლებს არ ეუბნებიან, პირველ კურსელი გოგო ორი წელი დანიშნულია ისე, რომ მშობლებმა არ იციან! მათი ურთიერთობა მოძრავია, ბევრჯერ ჩხუბობენ და რიგდებიან, ჩხუბობენ და რიგდებიან, საბოლოოდ არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის საბა ასრულებს ხოლმე მისი სახლის წინ ყვავილებით და აწითლებული სახით, ბოდიშის სათხოვნელად. რამდენჯერმე მე და ნინიკოც გაგვიყოლა, დამეხმარებითო. აღმოჩნდა, რომ მაიკოს ჩვენი დარწმუნება საერთოდ არ სჭირდებოდა, როგორც კი დავურეკეთ, სადარბაზოსთან გელოდებითო, ჩამოვიდა და საბას ჩაეხუტა. მერე ტირილი დაიწყო და ბიჭი დააფიცა, რომ აღარ იჩხუბებდნენ. რათქმაუბდა ამ ფიცმა დიდი ხანი არ გაძლო. მიხარია ახლა, ისევ ერთად, რომ არიან.
-ხალხობავ! -ყველანი საავადმყოფოს კართან მდგარი თორნიკესკენ ვიყურებით, ეკასთვის, რომ აქვს ხელი ჩაკიდებული, მეორეთი ყავარჯენს ეყრდნობა და გვიცინის. იქით მივდივართ. მე კამერა მომაქვს, ნინიკო უკან მომყვება, დანარჩენები კი ბიჭისკენ მირბიან.
-ეეე! -გახარებული თორნიკე იღრიჯება და სათითაოდ ყველას ეხუტება, ვრწმუნდები, რომ მისი გახარებული სახე და ღიმილი დაფიქსირდება ვიდეოში. -კრასოტკა! -მეძახის მჭედლიშვილი -მოდი, რას დგახარ მანდ! -ვიდეოკამერას ნინიკოს ვაძლევ და თორნიკეს ვეხუტები. საავადმყოფოს სუნი ცუდად მხდის მაგრამ არ ვიმჩნევ, ბიჭის მკლავ ქვეშ მოქცეული სულელივით ვიცინი.
-მომენატრე. -ვბუტბუტებ და არ ვშორდები.
-მეც მომენატრე ბაქრაძე! ძაან მომენატრე! -ხელს უფრო მაგრად მიჭერს. მერე უკან მწევს და ლოყაზე მკოცნის. -მთელი ორი კვირა ჩემი გიჟის გარეშე!...
-აბა!
თხუთმეტ წუთში ყველას, რომ გვკითხულობს ოჯახებიანად მანქანებში ვნაწილდებით და ერეკლესთან მივდიავრთ. მე ნინიკო თორნიკე საბა და მაიკო ერთ მანქანაში ვსხდებით. მაიკო და ნინიკო საუბარში ყველას გვიყოლიებენ. მარტივი თემა, უფრო მარტივი პასუხებით. უცნაურია არა? სად გაქრა ჯეინ ოსტინის ყოვლის მომცველი საუბრები? რატომ ჩაანაცვლა თანამედროვეობამ აზრიანი, გულიანად მოსასმენი დიალოგები, წამიერი სისულელით, რომლითაც იღლები; ყველაფერი თითქოს ერთნაირია, საუბრები მობილურზე, საჭმელზე, მეზობელ გოგოზე; სად გაქრა არისტორკრატია, რომელიც ყველა კლასიკაში იკითხება? რატომ გავხდით ასე, წამიერების, უაზრობის მჭამელი ხალხი? რა დაემართა დიალოგების დატვირთვას;
ერეკლეს სახლი დიდია და მზიანი. მისი ოჯახიც ასეთია, პირმომცინარი და მეგობრული. ალბათ, პირველივე დღეს ამ სახლში, რომ შევაბიჯე სწორედ ამ ხალხის, ასეთი კარგი გარემოს გამო ვიგრძენი თითქოს სახლში ვიყავი, არა ერეკლე თაბაგარის, საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში. აურა, უცნაური რამაა, თუ გამუდმებით სიყვარულის ემოციებს გამოასხივებ, შენი სახლიც ამ გრძნობით იქნება სავსე და ხალხიც, მოსვლისას ამას იგრძნობს. თუ სიძულვილით-უბედურებას, არამგონია ვინმე გესტუმროს.
სუფრის გარშემო ნინიკოსა და თორნიკეს შუაში ვჯდები, დალევა არ მინდა, მაგრამ თავს ვერ ვერევი. ყოველ ჯერზე, როდესაც ვამბობ, რომ აღარ დავლებ, რატომღაც სასმელით სავსე ჭიქა მიჩნდება წინ და ვინ ვარ, რომ წინააღმდეგობა გავუწიო მას; თუმცა ამჯერად ვახერხებ იმას, რომ ცოტა დავლიო.
ჩვენი სამეგობრო დიდი არაა, მაგრამ ოჯახი ვართ. ეს ყველაფერში იგრძნობა. მზრუნველობა, ინტერესი, სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ის, რომ ყველა ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს.
„მეგობარი“ არ არის ის სიტყვა, რომელიც ყველას უნდა დაუძახო, თუმცა დღევანდელობაში მისი წონაც გაუფასურდა, ახლა ყველა ერთმანეთის „მეგობრები“ არიან. მე ძველმოდურობას მივყვები, ამოფარებული ვარ ამ ცნების უკან და მის ღირებულებებს ვუფრთხილდები. ჩემი მეგობრები ჩემთვის ჩემი სახლია, სახლი სავსე დადებითი ემოციებით, ჩემი მეგობრები ჩემი ადამიანები არიან, ისინი რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგებიან, მამშვიდებენ და ცდილობენ უკეთესობისკენ შემცვლონ, დადებით, პიოვნებად მაქციონ და არ მაკრიტიკებენ, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ვამართლებ. ჩემს იმედგაცრუებებს ღიმილით ხვდებიან. თბილი ჩახუტებით და ყოვლისმომცველი რჩევებით მავსებენ.
თორნიკეს და საბას ხელში გიტარა ხვდება. ზუსტად ისე როგორც ადრე, ახლაც სიმღერები იფრქვევა სახლში და თითოეული ჩვენგანი გიტარის სიმებზე აწყობილ მელოდიას სიტყვებს ვაყოლებთ. ყველა სიმღერა გულამდე ჩადის, თითოეული წინადადება, ჰანგი, ყველაფერი ღიმილს გვგვრის.
საღამოს სიტყვებით არ ვტვირთავთ, სიმღერები ჩვენს მაგივრად ამბობენ სათქმელს. სასმელი, სიყვარული, მეგობრობა, სიხარული... მეჩვენება, რომ ეს სახლი უფრო და უფრო მყუდრო ხდება. დატვირთული ჩვენით, ჩვენ კი ამ მომენტში, ყველანი დატვირთული დადებითი ემოციებით.
 
***
მზე როდესაც იწურება, ყოველთვის მგონია, რომ ადამიანში ერთი, მეტად რომანტიკული „მე“ იღვიძებს და ყველაფერი, გრძნობებთან დაკავშირებით უფრო მძაფრდება. საღამო-რომანტიკისთვისაა. სანთლები ამ ყველაფერს განსხვავებულ ელფერს სძენს. საღამო კარგია, მაგრამ დილა-მკრთალი.
დილაობით, ყველაფერი ყოველთვის ხიბლს კარგავს. რათქმაუნდა ეს სუბსტანციური არაა, დილა შეიძლება ახლის, საუკეთესოს დასაწყისი იყოს. თუნდაც, ზამთრის, მოშავო ღრუბლებით შეფერებული დილა. საწოლიდან ადგომის თავი, რომ არ გაქვს.
ჩემთვის ეს ერთი ჩვეულებრივი დილაა. არაფერი იწყება, უბრალოდ დაწყებული, რომლის აღიარებაც არ მინდა, გრძელდება. სკოლა.
დღეს ისევ გიუშამ უნდა გამომიაროს. დარწმუნებული ვარ ახვლედიანი მასთან ერთად იქნება. ის დიდი, მოულოდნელი ჩრდილივით იქცა, პატარა ბავშვს, რომ აშინებს. გამუდმებით ჩემს გარშემოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდა.
ახვლედიანის ამოცნობა ჩემს მიზნად იქცა. მაინტერესებს, რატომ იცვლება ყოველთვის. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, ყოველთვის ახალი წარმომიდგება თვალწინ. დიდი, უცნაური დარბაზივით არის, პირველი ნახვისას-ლამაზია, მეორე ნახვისას-საშიში, მესამედ კი უკვე ამოუცნობი.
-ალო? -უცხო ზარს პირველივე წამს ვიღებ და გონებაში საკუთარ თავს ვუწყრები.
-ლუ, შენ ხარ ხო? -პაუზა -ლუ?
-კი, მე ვარ.
-სანდრო ვარ, დაბლა გელოდებით, ჩამოდი.
ტელეფონს ვთიშავ და ქურთუკს ვიცმევ. მექანიკურად მივუყვები კიბეებს და ვიქენდზე გატარებულ სასიამოვნო დროზე ვფიქრობ. თორნიკე კარგად არის, ერთი სადარდებელი მომშორდა. ჩვენი ერთად შეყრა მოულოდნელი სურპრიზი იყო, ზოგადად, მე და ნინიკო ჩვენს სამეგობროში ყველაზე პატარები ვართ, ჯერ კიდევ სკოლაში, დანარჩენები ან უნივერსიტეტში არიან, ან სამსახურში. ერთმანეთისთვის ისე ხშირად ვეღარ ვიცლით როგორც ადრე, მაგრამ მაინც ვიყრებით ხოლმე ერთად და ჩვენი საღამოები ისეთივე დასამახსოვრეელი, თავგადასავლებით სავსეა როგორიც წინა ღამე.
გიუშას მანქანას ვერსად ვხედავ. ცივი ჰაერისგან თავდასაცავად კაპიშონს ვიფარებ და თმებს შიგნით ვმალავ. ქურთუკის ჯიბეებში ხელებს ვიწყობ და აქეთ-იქით ვიყურები. მანქანის სიგნალის ხმაზე შავი „შევროლესკენ“ ვიყურები. კლიშე!
უკანა სავარძელზე როდესაც ვთავსდები მაშინ ვამჩნევ, რომ საჭესთან ახვლედიანი ზის, გიუშა კი მის გვერდით. მშრალად ვესალმები ორივეს და ფანჯრისკენ ვაბრუნებ თავს.  მანქანა მოძრაობას იწყებს და ხედებიც ერთმანეთს ენაცვლება. აკვიატებული სიმღერის ტექსტი გონებაში მიტრიალებს და ტუჩევბს ვაყოლებ.
ახვლედიანის მზერას სარკიდან ვგრძნობ და უხერხულად ვიშმუშნები. მაქსიმალურად კიდისკენ ვიწევი; თითქოს ასე ვერ დამინახავს.
-რას შვრები ლუ? -გიუშა მხიარულად მიცინის. გულაცრუებული ვუყრუებ მის ღიმილს. რატომ აღარ მიჩნდება ემოციები მისი სახის დანახვისას, რატომ აღარ ვწითლდები? ნუთუ ყველა ემოცია ასე უფერულდება და საბოლოოდ ისე ქრება თითქოს არც ყოფილაო? რა უცნაურია, თითქოს ადრე შეპყრობილი ვიყავი იმ იდეით, რომ გეგუჩაძე მომწონდა; როგორც კი საკუთარ თავს ვუთხარი, შეიძლება არც მოგწონს თქო, ყველანაირი გრძნობა დამიცხრა მის მიმართ. ანუ, რეალურად ყველაფერი საკუთარ თავშია, თუ დააჯერებ-იქნება, თუ გადააჯერებ-გაქრება.
-არაფერს -უხერხულად ვუღიმი და საუბარს თავს ვარიდებ. მიხვედრილი პიროვნებაა, პირს მუწავს და მთელი გზა ხმას აღარ იღებს.
ნინიკოს ჩასასმელად, რომ ვჩერდებით მასთან ერთად თინიც გვიხტება მანქანაში. გოგო გახარებული იხედება აქეთ-იქით და ყველას კითხულობს. გიორგის მზერას არ ვტოვებ, ისევე როგორც თინი არ ალოდინებს და თავის თაფლისფერ თვალებს ბიჭისას აგებებს. თითქოს ასტრალში არიან.
სკოლამდე სანამ მივალთ თინი ჩემსკენ ბრუნდება.
-თორნიკე როგორ არის, გამოსწერეს?
ვიძაბები. ვხედავ როგორ ეჭიმება საჭეზე მიყინული ხელები ახვლედიანს და ღრმად სუნთქვას. შემდეგ წინა ხედვის სარკიდან პირდაპირ მე მიყურებს და თვალებში ჭინკები უჩნდება.
-ანუ, იმ დღეს, კაფეში... -ძალიან დაბალი, საშიში ხმით იწყებს, მაგრამ ვაწყვეტინებ.
-გაჩუმდი! -ზედმეტად ხმამაღლა მომდის. ყველა მე მომჩერებია. თინისკენ ვბრუნდები და ძალიან ცუდი ინტონაციით მივმართავ: -თუ ასე გაინტერესებს, იქნებ ამჯერად გაქცევის მაგივრად დაგერეკა?
გოგოს სახე ელეწება და ქვედა ტუჩი უკრთის. ტირილის პირას არის, ვიცი რადგან მეც ასეთი სახე მაქვს როდესაც ცრემლების შეკავებას ვცდილობ. გიუშა ხან მე მიყურებს ხან თინის. ახვლედიანი კი საკუთარი ბრაზის მოთოკვას ცდილობს.
მანქანა ჩერდება თუ არა გადმოვდივარ და კარებს მაგრად ვიჯახუნებ. სკოლის შენობისკენ მივდივარ და მისი ხმაც მესმის. თითქოს ჩვევად ექცა ჩემი შეჩერება.
-ლუ!
არ ვჩერდები. წინ მივდივარ.
-ბაქრაძე!
ყურს კვლავ არ ვუგდებ.
-ლუ ბაქრაძე, თუ არ გაჩერდები ყველას ვეტყვი!... -ადგილზე ვშეშდები და შიშის გრძნობა მიპყრობს.
„ამას არ იზამს“ მეუბნება შინაგანი ხმა, მაგრამ არ ვუსმენ. დარწმუნებული არ ვარ, სიფრთხილეს კი თავი არ სტკივა.
მიახლოვდება, ხელს მტკივნეულად მკიდებს მკლავზე და ძალიან ნელა, კბილებს შორის ამბობს.
-ახლა კი, მემგონი საუბრის დროა!
 
***
-სახე რატომ ჩამოგტირის?
-სახე კი არ ჩამომტირის, გაბრაზებული ვარ! -ვუსწორებ -შენს გამო სკოლას ვაცდენ, თან შენს გამო!...
-ჩემს გამო არ აცდენ, შენს გამო აცდენ. -წარბებს კრავს -იმ დღეს, როდესაც გკითხე, გეთქვა წესიერი პასუხი და არ მომიწევდა მანქანაში გაგება! -გაბრაზებულ თვალებს მანქანაში აცეცებს.
-რატომ? -ხმას ვუწევ და მთელი სიბრაზის ჩაქსოვას ვცდილობ. -რატომ უნდა მეთქვა შენთვის რაიმე? ის არ გეყო რაც მართლა შენ გამოიწვიე?... ახლა გინდა სხვის ჩადენილზეც ინფორმირებული იყო?
-ლუ!.. -გაფრთხილების ტონით ჩურჩულებს. -რომ გკითხე, უნდა გეთქვა.
-რატომ უნდა მეთქვა?
-იმიტომ, რომ გკითხე.
მეცინება, ადრეც, მანქანაში ზუსტად ასე თქვა. „იმიტომ, რომ გკითხე.“ ნუთუ ყველაფერი ასეთი მარტივია? რაიმე მხოლოდ იმიტომ უნდა გააკეთო, რადგან გეტყვიან? შეიძლება ოდეზღაც იყო კიდეც მასე, სიტყვის, თხოვნის ფასი იცოდა ხალხმა და მათთვის ეს ძვირფასი ღირებულება იყო, დროთა განმავლობაში ესეც ისევე გაიცრიცა როგორც სხვა დანარჩენი. ახლა, თხოვნა არ ჭრის, ხელში ბარათი უნდა გეჭიროს, გარანტია იმისა, რომ შენს თხოვნას პასუხგაუცემელს არ დატოვებენ, სიტყვებზე ახლა არავინ დადის.
-მერე რა, რომ მკითხე?
-...
დაფიქრებული მიყურებს, მწვანე თვალები არაბუნებრივად უელავს, მისი თვალები რაღაცას მაგონებენ, თუმცა ამ მომენტში ვერ ვიხსენებ რას. უცნაურია.
-ყველაფერი ასე მარტივად არის? -ვიცინი და მკვლელ მზერას ვაგებებ. -უნდა გითხრა, რომ თორნიკე საავადმყოფოში იყო, ოპერაციას უკეთებდნენ და ამის გამო ვტიროდი, იცი ექიმმა რა თქვა? -თვალები ცრემლებით მევსება. -ასე თქვა, ადრე რომ არ ჰქონოდა ფეხი დაშავებული ამ ოპერაციის შემდეგ გავლას თავისუფლად შეძლებდაო, მაგრამ ახლა ყავარჯენს ვერ მოიშორებს. მთელი ცხოვრება.
სულ იმაზე ვფიქრობდი, რა იქნებოდა, რომ იმ დღეს მისი ზარისთვის მეპასუხა, რა მოხდებოდა, ერეკლეს დანარეკზე მაინც მეპასუხა, რა მოხდებოდა მე, რომ იქ ვყოფილიყავი. ჭკუიდან გადავყავარ ასეთ ფიქრებს, იცი? ყველაზე ბოლომ მე გავიგე! ყველაზე ბოლო ვიყავი!... მაგის მერე ის გავიგე შენ რომ წახვედი, მაშინ შეგიძულე. მის მერე მძულხარ, მაგრამ ამ დღეებში შენთან მეტ დროს ვატარებ, სულ ჩემს გარშემო ხარ და ჩემი სიძულვილიც ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ ამ ჯერად შენთან ერთად საკუთარი თავის სიძულვილსაც ვსწავლობ.
მძულს როგორ იცინი, ის, რომ ეს ყველაფერი შენთვის უკვე დავიწყებას მიეცა, სანდრო... -ვჩურჩულებ -არ მომწონს ის, რომ გამუდმებით ჩემს გარშემო ხარ, იცი რას ვგრძნობ? თითქოს შენთან ყოფნით მას ვღალატობ, მისი ღალატით კი საკუთარ თავს!... -ცრემლებს ყელში ვიჩერებ და თავის ტკივილიც ერთიანად მეწყება. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ტკივილი შევიჩერო.
ახვლედიანი ჩუმად ზის, მისი სუნთქვის ხმა აჩქარებული გულისცემის ჰანგებს ვერ ფარავს. ხელებით საჭეს არის ჩაფრენილი და ლურჯი ვენები მოუჩანს.
არ მიყურებს, სახეზე ფეერი არ ადევს. თვალები წინ აქვს გაშტერებული. ვნატრობ, რომ შემეძლოს მისი ფიქრების წაკითხვა. მაინტერესებს რას განიცდის ახლა. უხარია? სტკივა? სძულს? უყვარს?
ადამიანში უამრავი გრძნობა ბობოქრობს ყოველთვის, ეს კარგია, შენ ხომ შენი ემოციები ხარ. საშიში ის არის, ვერაფერს, რომ ვერ გრძნობ.
სახეს ხელებით იზელს და ჩემსკენ იყურება. სუნთქვა მეყინება. მისი თვალები... ჩამქვრალია, გაყინული და მხოლოდ სიბრალულის მბჟუტავი სხივიღა ბობოქრობს ამოვლინებას.
საოცარია არა, თვალები ყველაფერია ადამიანისთვის, არა თუ ბიოლოგიური თვალსაზრისით, პიროვნულად, სულიერად. თვალები, ეს ის ადგილია სადაც შენს სულს, გრძნობებს, იმედებს, მოლოდინებს, ოცნებებს კითხულობს ადამიანი. თუ თვალები ჩაქრა, მაშინ იმედიც აღარ არსებობს.
„სანამ სუნთქავ, იმედი ყოველთვის არსებობს.“
-ლუ... -ხრიწიანი ხმით ამბობს და მზერას მისწორებს. მიყურებს მისი ჩანაცრებული, ახლა უკვე მუქი მწვანე თვალები და თითქოს რაღაცის თქმას ლამობენ. სურთ გამაგებინონ რა ხდება მის სულში და მეც ვნატრობ, რომ გავიგო, აღმოვაჩინო მისი დამალული გრძნობები, მიზნები. გავიგო კითავზე პასუხი - რატომ? -შენ გგონია, არ ვიცი რა ხდება? ყოველდღე, ყოველწუთს ვფიქრობ იმ დღეზე, რა მოხდებოდა... ეს მწარე აკვიატებული აზრი, რა მოხდებოდა -ისე, რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა -ასე, რომ ყოფილიყო... მაგრამ იცი, ამან ცუდის მეტი არაფერი მომიტანა. ყოველ წამს ვნანობ, ყოველ წუთს. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ და შენ, როგორ გთხოვო მაპატიეთქო?
დამუშტოლ ხელებს საჭეს ურტყავს და ფანჯარაში იხედება. ვხედავ როგორ დასძარღვია კისერი და როგორი გახშირებული აქვს სუნთქვა. სინანული თუ სიბრაზე?
თვალებს ვხუჭავ და დამშვიდებას ვცდილობ, ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება ადამიანს ცხოვრებას უნგრევს.
კითხვის ნიშანი მწარე რამეა, საკუთარ თავს თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ კარგს არაფერს მიიღებ ამით, გამუდმებით პასუხების ძებნაში იქნები. ეს კი ნელ-ნელა, მშვიდად და შეუმჩნევლად გინგრევს ფსიქიკას, ჭკუიდან იშლები და გრძნობ როგორ იმსხვრევა ყველაფერი ღირებული შენს გარშემო. ადამიანი ადამიანობას უნდა ელტვოდეს, ადამიანისთვის კი დამახასიათებელია შეცდომის დაშვება.
ხელოვნება, ეს პატიებაა.
„სიძულვილი მხოლდ იმათ სძალულთ ვისაც არ უყვართ.“
-წავედი მე. -უემოციოდ ვამბობ და კარების გაღებას ვცდილობ უცებ, რომ აჭერს ღილაკს და კეტავს.
-დაიცა... -უცნაური ხმით მეუბნება. ვკრთები და სავარძელს ვეწებები. -როგორ არის?
-კარგად... უკეთესად.
-რაღაც მინდა გკითხო -ახვლედიანი გაუაზრებლად შუა თითის ფრჩხილს იკვნეტს და მწვანე თვალებით ამომცქერის. ვერ ვაანალიზებ რისი მაჩვენებელია ეს მზერა. რა შეიძლება იყოს ჩემი აშლილი, აბურდული გრძნობები? -ბოდიში, რომ მოვუხადო მაპატიებს?
თავიდან ვერ ვხვდები ვიცინი თუ ვტირი. მერე ლოყების სისველეს ვგრძნობ და ვაანალიზებ, რომ ცრემლები შეუჩერებლად მომდის. ახვლედიანი თავიდან დაბნეული მიყურებს, შემდეგ თითქოს წამიერად გამოფხიზლდაო, იწევა და მეხუტება. უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ამავდროულად გულის ცემა საოცრად მიჩქარდება.
ადამიანი უცნაური რამეა არა? ყოველთვის არასასიამოვნოსკენ მიისწრაფვის და სასიამოვნოს გაურბის, ამის გამო არ იყო ადამი და ევა მაინც და მაინც იმ ერთ, აკრძალულ ხილს, რომ დაეწაფნენ და ჩვენც მხრებზე აგვკიდეს მათი სატარებელი სიმძიმე.
იარა, იარა ადამიანის ბუნებამ და რა არ გამოიარა; მაგრამ ვერა და ვერ მოხდა მისი შეცვლა, დაიხვეწა, სხვაგვარი წარმოგვიდგა მაგრამ მაინც ძველებური ელემენტებით.
ადამიანი, ეს უცნაური არსებაა, ამბობს რასაც არ ფიქრობს, გრძნობს რასაც არ ამბობს და აკეთებს იმას რაც არ უნდა;
ერთობაა, იდეალურობის დაკნინებისა.
ახვლედიანის მკლავებ ქვეშ მოქცეული ცრემლების გაკონტროლებას ვცდილობ, წარმოიდგინეთ რას იფიქრებს ჩემზე?...
-ლუ, დაწყნარდი... -ჩურჩულებს და თმაზე მეფერება. ცეცხლის ალი მეკიდება მთელს სხეულზე და ტირილს ვუმატებ.
თუ ბოდიშს მოუხდის, მე რას ჩავებღაუჭო? რა იქნება ჩემი მიზეზი?
მწარე სიმართლესთან შეჯახება ყველას უჭირს, მეც მიჭირს წარმოვიდგინო როგორ დავმალავ ჩემს გრძნობებს მომავალში, აქამდე ხომ სიძულვილს ვარქმევდი მათ? თუ თორნიკე აპატიებს ახვლედიანს, მე რა დამრჩება? რა სახელის უკან დავიმალო, რა დავარქვა იმას რასაც ვგრძნობ.
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, სიძულვილიდან სიყვარულამდე ორი...
-ლუ, სერიოზულად, რა გჭირს? -ახვლედიანი უკან იწევს და სახეზე ხელებს მადებს. -კარგი დაწყნარდი, რაიყო!... -თბილი ხმით მეუბნება და მზერას არ მარიდებს.
ლოყები მიწითლდება და ვცდილობ აცრემლებული სახე დავმალო. ფანჯრისკენ ვბრუნდები და ცრემლებს სწრაფად ვიწმენდ. თვალს არ მაშორებს.
-წყალი გინდა? -ჩვეულებრივად მეკითხება.
-არა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-რა დაგემართა ასე უცებ?
-თორნიკეზე ვფიქრობდი და... -ვიტყუები, არც ისე კარგად. ცოტა ხანი დაჭვრეტილი თვალებით მიყურებს, შემდეგ თავს მიქნევს და სარკისკენ იყურება. არ დამიჯერა.
-ერთი ჩემი და მყავს ნანახი ნამტირალები და მეორე შენ. -სხვათაშორის ამბობს. არაკომფორტულობის შეგრძნება შიგნიდან მჭამს. ყველზე ნაკლებად ის მინდოდა ვინმეს აცრემლებული ვენახე, მით უმეტეს სანდროს. -მართლა, კარგად ხარ? -ჩემსკენ ბრუნდება და თვალს თვალში მიყრის. ახლა მისი ჯერია, ის ცდილობს ჩემს წაკითხვას, მას აინტერესებს ჩემი ფარული გრძნობები. ისინი სადღაც შორს, რომ ვმალავ.
-კი, კი კარგად ვარ. -თვალებს წამიერად ვხუჭავ. -გამიღე რა კარი, ფეხით მინდა გავლა... -მუდარის ტონით ვეუბნები -მესამე გაკვეთილს მაინც მივუსწრებ.
-მე წაგიყვან.
-შენ არა რა...
-რატომ?
-ფეხით მირჩევნია.
-შენთვის უთქვამთ, რომ ჯიუტი ხარ?
-კი.
-არ დაუჯერო. -იცინის და ყველა კბილს აჩენს, ლოყებზე გაჩენილი ფოსოები კი ასაკს აკლებენ. ასეთი ძალიან საყვარელია, ნეტავ ხშირად იცინოდეს.
-მართლა, სანდრო წავალ რა მე სკოლაში...
-მეც მანდ მივდივარ, წაგიყვან. -იცინის და მანქანას ძრავს.
აღარ ვეწინააღმდეგები.
ზამთრის ბოლო თვეა თებერვალი, გარშემო გამყინავი ქარი უბერავს. მისკენ აღარც ვიყურები, ფანჯარაში ცვლად ხედებს ვაკვირდები და ვგრძნობ, რომ ახვლედიანის მზერა მათბობს.
 
 
***
კიბეებზე გვერდი-გვერდ ავდივართ. ახვლედიანი მე მიყურებს, მე-კიბეებს. კრინტს არ ძრავს. მესამე გაკვეთილი დაწყებულია, დერეფნები ცარიელია. ჩვენი ნაბიჯები ოდნავ საშიშად გაისმის ცარიელ სივრცეში.
ახვლედიანი კლასის კარზე აკაკუნებს და აღებს. პირველი ნინიკოს მზერას ვამჩნევ. აშკარად ძალიან ნერვიულობდა, ტუჩებს იკვნეტს და გაფართოებული თვალებით მიყურებს.
-უკაცრავად, შეიძლება შემოვიდეთ? -მასწავლებელს ეკითხება სანდრო.
მასწავლებელი რაღაცას ლაპარაკობს. არ, ან უფრო ვერ, მესმის. ყურები თითქოს დაგუბებული მაქვს. ნინიკოს გვერდით სკამი დაკავებულია, ამიტომ ახვლედიანთან ერთად ბოლო მერხთან მივდივარ.
მხრებით ერთმანეთს ვეხებით. სუნთქვა მიჩქარდება, მისკენ ვიყურები და ვამჩნევ, რომ თვალები ისევ წამონთებია.
უცნაური პიროვნებაა, მისი თვალები თითქოს მისი ყველაზე დიდი მესაიდუმლეა, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ისინი გასცემენ, მაგრამ მეორე წუთს უბრალოდ დიდი საიდუმლო სურვილი იხატება მის თვალებში, ისეთი, რომ ვერ გამოიცნო.
თითქოს ხვდება რასაც ვფიქრობ, ალექსანდრე ახვლედიანი ოდნავ იღიმის და ჩემს ყურთან იხრება.
„მე შემიძულე, შენი თავი არა...“
ძალიან ხმადაბლა ჩურჩულებს. წამით იმას ვფიქრობ მომეჩვენა თქო, მაგრამ შემდეგ მის სუნთქვას კისერზე ვგრძნობ და ვიძაბები.
ახვლედიანი, ოდნავ სველ კოცნას მიტოვებს ახურებულ ყელზე და მასწავლებლისკენ ბრუნდება.
„სიძულვილი მხოლოდ მათი ხვედრია, ვინც არ უყვართ...“
 
***
ნინიკო უჩვეულოდ ჩუმად არის გზაში, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ ითმენს და მეუბნება.
-გიუშამ მითხრა თინი მომწონსო.
რატომღაც ეს ფაქტი ჩემს ყურადღებას სათანადოდ ვერ იქცევს. მოსწონს და მოსწონდეს. ნუთუ ასე მალე დავივიწყე  ის ბიჭი რომელიც მომწონდა?! ეჭვიანობის წვეთები მაინც დარბიან ჩემს სისხლში, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო.
მხრებს ვიჩეჩ. ნინიკო გაკვირვებული მიყურებს, მერე თავს აქნევს და ისევ წინ იყურება.
-ლუ, ამ დღეებში ვერ გცნობ, თითქოს რაღაც გჭირს და არ მეუბნები!
-არაფერი არ მჭირს, უბრალოდ ხომ იცი, თორნიკეზე ვნერვიულობდი ძალიან და თიინის ნახვაც ნერვებს მიშლის უკვე! -ნაწილობრივ სიმართლეს ვეუბნები საუკეთესო მეგობარს.
მთელი გზა ხმას არ ვიღებ, გამუდმებით სანდროზე ვფიქრობ, ნინიკოც აღარ ცდილობს ჩემს ლაპარაკში აყოლიებას და სახლთან ნაწყენი სახით მემშვიდობება.
***
დილით ისევ თვალებ ჩაწითლებული ვიღვიძებ, ეს დღეებია დამჩემდა, ღამით გვიანობამდე ძილი არ მეკარება, განთიადისას, მზე, რომ ნელნელა იწვერება ცაზე მაშინ თუ მომერევა რული და ნახევარ საათში ისევ მეღვიძება.
ნინიკოსთვის ისევ არაფერი მითქვამს ჩემი და ახვლედიანის საუბრებზე, ვიცი, რომ სწყინს, მაგრამ არ ვიმჩნევ, არც ის იმჩნევს და ჩვენს შორის თითქოს უხილავი კედელი იმართება ნელ-ნელა.
მარიამმა გარეთ ყოფნას მოუხშირა, მისი კურსელის დამ მითხრა, მემგონი შეყვარებული ყავს, ზემო ვერელი ბიჭი რომაა, სულ მასთან ერთად არისო! ვცადე ჩემს დასთან ამ თემაზე მელაპარაკა, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში ვერცერთხელ ვერ გამოვიჭირე, ან სულ „ლექციაზე აგვიანდება” ან „გოგოებთან“ არის.
ლიკაც ამ კვირების განმავლობაში სახლში იშვიათად მოდის, დილა უთენია, სკოლის გზაზე მხვდება ხოლმე, სამსახურიდან მომავალი, თვალებ ქვეშ პარკებივით ჩამოჰბერვია ქვედა ქუთუთოები, მაგრამ მაინც მიცინის და მეუბნება მიყვარხარო.
თორნიკე რატომღაც ნელ-ნელა ქრება ჩემი თვალთახედვიდან, გამუდმებით სახლში ზის, ეკა დეიდას ველაპარაკე და მემგონი ვიღაც გოგოს ეჩხუბა და მაგიტომ არის მასეო, მის სანახავად მისული ვიყავი და ასე მითხრა, ბოდიში, ლულაჩკა საქმე მაქ არ მცალიაო. იმ დღეს თვალცრემლიანი დავბრუნდი სახლში, პირველად ხდებოდა თორნიკემ, რომ ასე გამომისტუმრა. საშინლად მეწყინა.
ახვლედიანი ცალკე თემაა, რამდენჯერაც არ უნდა დავინახო, ის მახსენდება, სულელივით, რომ დავპირდი, მიზეზს მოგცემ, რომ შემიძულო-თქო!.. მართლა არ მესმის ასეთი სისულელე რამ გამაკეთებინა.
პირველ კვირაში მეგონა, რომ თორნიკესთან მივიდოდა და ბოდიშს მოუხდიდა, მეორე კვირაშიც მქონდა იმედი, მაგრამ ბოლო დღეებში გავაანალიზე, რომ ეს არ მოხდებოდა. ორივეს საკუთარი გასაჭირი აქვს; ერთს სიამაყეზე გადაბიჯება არ უნდა, მეორეს კი უარყოფის ეშინია. მე მათ შორის ისე ვიჭყლიტები, ვერცერთი ამჩნევს.
ამ ბოლო დღეებში, თითქოს ზაფხულის სურნელი ტრიალებს ჰაერში და სამყაროც, მდორე, უგრძნობი ფერების მაგივრად, ცოცხალი აბსტრაქტით იმოსება.
ვამჩნევ, რომ ჩემი ცხოვრება ნაწილ-ნაწილ იშლება...
 
***
თინი დერეფანში მარტო დგას, ხელში ერთჯერად სალფეტკი უჭირავს და აცრემლებულ თვალებს იწმენდს. თავიდან, თორნიკეს საქციელის გამო, ვფიქრობ ხომ არ დავაიგნორო და გავიარო მეთქი, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ თინი თორნიკემდეც არსებობდა, მანამდე სანამ გიუშა და მჭედლიშვილი თვალს დაადგამდნენ და სანამ ამ სამკუთხედში გაეხვეოდა.
მასთან მივდივარ და წინ ვუდგები. მამჩნევს, მაგრამ იატაკს დასჩერებია.
-კარგად ხარ? -ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ფრიად სულელური კითხვა იყო, მაგრამ ყველა რუტინასავით ყოველთვის მას, რომ იმეორებდა მეც მივეჩვიე და სწორედ ამიტომ არის, მტირალ გოგოს, რომ ვეკითხები კარგად არის თუ არა; აი თქვენ მითხარით, კარგად მყოფი ადამიანი იტირებდა?... არა! ამიტომ არ დაუშვათ ჩემსავით შეცდომა და არ აიკვიატოთ ეს ფრაზა, რადგან შემდეგ უჩვეულო ადგილებში გამოამზეუროთ.
-კი. -მეორე სისულელე. რათქმაუნდა კარგად არის, სწორედ ამიტომ ტირის, დილის ათის ნახევარზე, სკოლის ცარიელ დერეფანში. სხვა რა მიზეზით?! (სარკაზმი)
-რამე მოხდა?
-არა!... ალერგია მაქვს.
-რაზე?
-მტვერზე.
-...
-შედი შენ.
-ჩამიწერეს უკვე არა, რა მნიშვნელობა აქვს.
უხერხულად ვდგავარ მის წინ და ვუყურებ ცრემლები როგორ უკონტროლოდ მოსდის. სახეს ხელებში მალავს და ხმამაღლა ტირილს იწყებს. თავიდან არ ვიცი რა გავაკეთო, მერე უბრალოდ ვეხუტები, ზუსტად ისე როგორც ახვლედიანი ჩამეხუტა მანქანაში ტირილის დროს. თინიც ჩემს მხარზე აგრძელებს ტირილს. არ ვიცი როგორ ვახერხებ მის საპირფარეშოში შეყვანას. სახეს წყლით ვბან და გამამხნევებელი ფრაზებით ვაგულიანებ.
ცოტა, რომ მშვიდდება მადლობას მიხდის. არ მინდა ზეწოლა გამომივიდეს ამიტომ არ ვეკითხები რის გამო ტიროდა. მადლობას მიხდის და საპირფარეშოდან გადის. მე ცოტახნით იქ ვრჩები და საკუთარ თავს ვუბრაზდები, შეიძლება, მაშინ მანქანაში ზედმეტიც კი მომივიდა როდესაც ვუყვირე. მისი ბრალი ხომ არ არის, ორივე ბიჭს, რომ შეუყვარდა?!
ტელეფონს ვუყურებ და გული სევდით მეკუმშება, ნინიკოს მესიჯი, რომ არ მხვდება. ყოველთვის მწერს ხოლმე სად ვარ და რატომ ვაგვიანებ, ბოლო დღეებში არაფერი მოუწერია.
საკუთარ თავს ვერ ვაბიჯებ და ვერ ვხვდები რატომ არ შემიძლია მასთან ყველაფრის მოყოლა, აქამდე თუ ყველაფერი ძალიან კარგად იყო და ორივენი გახსნილები ვიყავით, ახლა თითქოს ჩვენც ის უფერული ღრუბელი გადაგვეფარა და საკუთარი სამყაროები ავიშენეთ სადაც ერთმანეთი ნაკლებად გვჭირდება.
გარეთ, რომ გამოვდივარ დერეფანი სავსეა ბავშვებით, ჩემი კლასისკენ მუჯლუგუნებით მივიკვლევ გზას. შიგნით მხოლოდ ორი ადამიანი მხვდება, ახვლედიანი და გიუშა. რაღაცაზე ლაპარაკობენ, მე ვერ მამჩნევენ.
მინდა ჩანთა ნინიკოს მერხის გვერდით დავდო, მაგრამ ის უკვე დაკავებულია ამიტომ უკანა მერხზე ვდებ. პირველი გიუშა მამჩნევს და ახვლედიანს მუჯლუგუნს კრავს. ბიჭიც ტელეფონიდან ჩემსკენ იხედება.
-პრივეტ ლუ, როგორ ხარ? -მეუბნება გიუშა. ახვლედიანი თვალს არ მაცილებს.
-კარგად შენ? -უემოციოდ ვეკითხები და სკამზე ვჯდები.
-რავი აბა, თინის ვეძებდი და ვერ ვიპოვე.
-ხუთი წუთის წინ წამოვიდა, მემგონა აქ მოდიოდა. -მხრებს ვიჩეჩ. არ ვეუბნები, რომ ტიროდა.
-მართლა? -გიუშა მერხიდან დაბლა ხტება. -საიდან წამოვიდა?
-გოგონების საპირფარეშოდან.
-გმალობ ლუ!... -ყვირის და კლასიდან გადის.
ოდნავ უხერხულ სიჩუმეს ახვლედიანი არღვევს.
-მოიფიქრე?
-რა?
-როგორ უნდა შემაძულო თავი?
-...
-გელოდები, ხომ იცი?
-მელოდე. -სწერვულად ვეუბნები და თვალს ვუკრავ. იცინის და თავს უკან აგდებს, შუბლზე ჩამოყრილი კულულები გვერდებზე ეხემა, ტუჩებს ხსნის და ქათქათა კბილებს აჩენს. სახეზე ფოსოები და რამოდენიმე სიმეტრიული ნაკეცი უჩნდება.
-დაგელოდები, აბა რას ვიზავ!... -ისევ იცინის და ტელეფონს უბრუნდება.
მეც ზარის დარეკვამდე ინსტაგრამს ვსქროლავ. ოთახი მოსწავლეებით, რომ ივსება ნინიკოს ხელს ვუქნევ, ისიცი მშრალად მიღიმის და წინ ჯდება. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჩემსკენ არ ბრუნდება, დასვენებაზე კი ყველაზე პირველი გადის კლასიდან.
დანაშაულის გრძნობასთან ერთად წყენასაც ვგრძნობ, გვერდით, რომ ვიყურები ახვლედიანი ისეთი თვალებით მიყურებს, თითქოს მე კი არა, ჩემს გრძნობებს უცქერს.
ჩანთას ვიღებ და მეოთხე გაკვეთილიდან სკოლიდან მივდივარ და მთელს დღეს ხეტიალს ვანდომებ. სახლში, რომ მივდივარ ბნელა.
ამჯერადაც მარტო ვარ.
 
***  
-ლუ! -გახარებული სახით მეგებება მაიკო დეიდა. -როგორ ხარ საყვარელო?
-კარგად, თქვენ როგორ ხართ?
-ოხ, ნუ ამ „თქვენს“ ვერ გადაგაჩვიე რა!... -მორცხვად ვიღიმი. -შემოდი, შემოდი!
სამზარეულოში შევყავარ და წამში ცხელ ყავას მიდებს წინ. მემგონი არ იცის, რომ ყავას არ ვსვამ.
-აბა მომიყევი როგორ ხარ, რას შვები! -აღფრთოვანებული ხელებს ერთმანეთს უსვამს.
-კარგად ვარ მაიკო დეიდა, ნინიკოს სანახავად მოვედი სახლშია?
-არა, მაკოს გამოსაყვანად არის წასული ბაღში, მემგონი მალე უნდა მოვიდეს! -მაგიდას სასუსნავებით ავსებს.
მაიკოსთან უხერხულად არ ვარ, მაგრამ მთლად გახსნილად ყოფნაც არ შემიძლია, მახოსვს მე და ნინიკო პატარები, რომ ვიყავით და მასთან ავდიოდით მაიკო სულ სამსახურში იყო, მაკო რაც გაჩნდა მის მერე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, მაგრამ მაინც იშვიათად ვხედავ. ასე რომ „დაქალებივით“ ვერ მოვდიავრთ.
სანამ მაიკო ჩემი ცხოვრების ამბავს მეკითხება და თვალის ჩაკვრით მეუბნება, ისეთი ლამაზი ხარ დარწმუნებული ვარ შეყვარებული გეყოლება და მითხარი ვინ არისო, ნინიკოც ბრუნდება სახლში.
ბარათელი რომ მხედავს ჯერ გაკვირვებული მიყურებს და კარგად ჩაფუთნულ მაკოს ხელს უშვებს, ბავშვი კი ჩემსკენ მორბის და კალთაში მიხტება.
-დუ! -მხიარულად გაჰყვირის -დოგოლ მომეტატე!
მის საუბარზე ვიცინი და გულში ვიკრავ.
-მეც მომენატრე მაკუნა! -გულწრფელად ვეუბნები. პატარა ონავარი ცემი კალთიდან ხტება და თავის ოთახში გარბის.
-მე არც შემიმჩნია. -მხიარულად ამბობს მაიკო და ფეხზე დგება. -წავალ გავხედავ რამე არ გააფუჭოს.
ნინიკო თვალს არ მაშორებს, მეც ვუცინი.
-როგორ ხარ? -ვეკითხები.
-კარგად, შენ?
-რაღაც მინდა გითხრა ნი... -უხერხულად ვახველებ. -იქნებ ჩამოჯდე? -თავს მიქნევს და იქ ჯდება სადაც აქამდე მაიკო იჯდა. -ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ...
-არ ვარ -მაწყვეტინებს.
-კარგი რა, ვიცი რომ ხარ, ეს დღეები სულ გამირბიხარ, შენ მაგას კარგად ყოფნას ეძახი?
-...
-ასე რომ, მოკლედ გადავწყვიტე ყველაფერი მოვაგვარო. -ტუჩებს ვიკვნეტ. ეს ხომ ჩემი ნინიკოა? ჩემი საუკეთესო მეგობარი, ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით, ერთად გაზრდილებივართ... რატომ ვგრძნობ თავს უცხოდ და უხერხულად? -ბოდიში მინდა მოგიხადო, ვიცი ამ დღეებში სულ დისტანციას ვიკავებდი, არც ის მოგიყევი რა ვილაპარაკეთ მე და ახვლედიანმა მანქანაში, მანამდე სკოლაში, რომ მივდიოდით, მაშინაც გაგაბრაზე, ნი... უბრალოდ ახლა რთული პერიოდი მაქვს ხომ ხვდები? აი, შენს გარეშე კიდევ უფრო მიჭირს. მართლა გულწრფელად მენატრები ნი!...
-მეც მენატრები. -ნინიკოს თვალები უწყლიანდება. მეღიმება, თითქოს ბარიერი ინგრევა. -მაგრამ მეგობრები იმიტომ არსებობენ, რომ ერთმანეთს ყველაფერი მოუყვნენ და მხარში დაუდგნენ. ასე მეგონა არ მენდობოდი.
მისი აღიარება მახალისებს. ნინიკოს ყოველთვის ვენდობი.
-გენდობი სულელო!... უბრალოდ იმდენი რამე ხდება ჩემს თავს არც კი ვიცი როგორ მოგიყვე. ხანდახან მგონია, რომ გავაღებ პირს და ყველაფერს გეტყვი, მაგრამ სწორედ მაშინ ხმა მეკარგება ნი. აუცილებლად მოგიყვები დღეიდან ყველაფერს, ახალსაც და ძველსაც! ოღონდ აწი ასე არ გამაწამო და არ დამაიგნორო!
ნინიკო სკამიდან დგება და მეხუტება. მეც ჩემი საუკეთესო მეგობრის სურნელში ვიკარგები. დიდიხანი ვართ ჩახუტებულები. როდესაც ერთმანეთს ვშორდებით ნინიკოს სახეზე შავი ცრემლების ნაკვალევია.
-წყალგამძე ლაინერი უნდა გაჩუქო ბარათელი, თორემ ყოველ ტირილზე ასე აფრიკელივით იქნები. -ვიცინი. მასაც ეცინება და ისევ მეხუტება.
-იცოდე, არ მიყიდი და მთელი თვე მათემატიკის პასუხებს არ გამოგიგზავნი!... -მემუქრება და თითს ცხვირ წინ მიფრიალებს.
-აი, ეს უკვე ჩემი გოგოა, მიმწოლი!... -სიცილით ვამბობ და თავს უკან ვაგდებ.
დღეს მზე გამოვიდა, დილიდანვე ვხვდებოდი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
 
 
***  
კარზე კაკუნი მაღვიძებს თუ არა მაშინვე ვხვდები, რომ დავაგვიანე. ისევ. საწოლიდან დენდარტყმულივით ვხტები და ტანსაცმელს სინათლის სისწრაფით ვიცვამ. ოთახის კარს, რომ ვაღებ იქვე აყუდებულ მარიამს ვხედავ, ყურადღებას არ, ანუ უფრო ვერ, ვაქცევ. მაშინვე საპირფარეშოში შევრბივარ. მარიამი უკან მომყვება. სახეზე ფერი არ ადევს და ადგილზე ცქმუტავს.
-ლუ, შეიძლება გელაპარაკო? -მორიდებით იწყებს.
-არარსებობს! პრეტესტები მაქვს დღეს!... -საუბრისას პირიდან კბილის პასტის ქაფი მეღვრება. -დავაგვიანე, ჯანდაბა ამ მაღვიძარას!... არა ნინიკო ხომ გავაფრთხილე მომწერე თქო?!
-კარგი, სხვა დროს ვილაპარაკოთ. -იმედგაცრუებული ამბობს მარიამი. თავს ცუდად ვგრძნობ, თითქოს დავაღალატე. არ მინდა, რომ მარტო დავტოვო, მაგრამ დარჩენაც არ შემიძლია.
-ბოდიში რა მარიამ... -ხმას ვაწვრილებ. -გპირდები სკოლიდან პირდაპირ სახლში მოვალ და მერე ვილაპარაკოთ, კარგი?...
მარიამი მხრებს იჩეჩავს და თავის ოთახში შედის. საკუთარ თავს ვუბრაზდები, ადრე, რომ გამეღვიძა მასთან საუბარსაც მოვასწრებდი და პრე ტესტზეც არ დავაგვიანებდი!...
ქურთუკს ვიღებ და კიბეებზე ჩავქრივარ, ლიფტის ისედაც მეშინია და არ ვიყენებ. მივრბივარ და თვალის კუთხით ვხედავ როგორ იცვლება გამოსახულებები. დიდი სისწრაფით მოძრაობისას გარშემო ყველაფერი ნახატს გავს, თითქოს ფერებ შეხამებულ ილუსტრირებულ სამყაროში ხარ, სადაც გამუდმებით იცვლება ფონი.
სკოლის კიბეებზე რომ ავდივარ, სასწავლო ნაწილი მკაცრ მზერას მაყოლებს. მისთვის იოლი გასარჩევია მოსწავლეები. მოწესრიგებული და მოუწესრიგებელი. მე ალბათ მეორე კატეგორიისას მთვლის.
კლასში დაუკაკუნებლად შევრბივარ. დამსწრე თვალებს ატრიალებს. ნაცნობი ქალია, წინა წელსაც საატესტატოზე ის გვყავდა, მაშინაც დავაგვიანე და ალბათ მისი სიმპათიები ამიტომ გამოვიწვიე. (ნეტა ვახსოვარ?)
-ძალიან დიდი ბოდიში, საცობი იყო! -ვიტყუები მაშინვე. (კრეატიულობით არ გამოვირჩევი.)
-ქალბატონო ლუ!... -სარკასტულად ამბობს და ფურცელს მიწვდის. მადლობას ვუხდი და ცარიელ მერხთან ვჯდები. გარშემო ვიყურები, ნინიკო თვალებით მანიშნებს, ტესტირება, რომ დამთავრდება მოგკლავო. ‘ბოდიშს’ უხმოდ ვეუბნები და წერას ვიწყებ.
მე რომ მკითხოთ, ყველაზე მეტად უცხო ენა არის ადვილი, ცუდია, რომ ეს მათემატიკის გამოცდაა. რიცხვებს დაბნეული დავყურებ და გულში საკუთარ თავს ვლანძღავ, რატომ არ ვუსმენდი მათემატიკის მასწავლებელს?... რაც მოსმენილი მაქვს ისიც მიფრინდება თავიდან.
კალამს ვიღებ და ტეჩებთან მიმაქვს. ვცდილობ გავიხსენო ყველაფერი რაც მახსოვს. თავს ვაქნევ და ხმამაღლა (ზედმეტადაც!) ვვოხრავ. ოთახში ყველა მე მიყურებს. ნინიკო სახეს ხელებში რგავს.
-ბოდიშით... -ვჩურჩულებ.
-ლაპარაკი არ შეიძლება. -მკაცრად მაფრთხილებს დამკვირვებელი.
ნახევარი საათის შემდეგ ჩემს ნახევრად აჭრელებულ საგამოცდო ფურცელს დავყურებ და სიმწრისგან კბილებს ერთმანეთს ვაჭერ. ერთადერთი ამოცანა დამრჩა ამოსახსნელი და ვერ ვაკეთებ. ბოლომდე ვერ მიმყავს, შუაში რიცხვებიც მერევა და საბოლოოდ ისეთ პასუხამდე მივდივარ რომელიც სავარაუდო პასუხებში მოცემული არ არის.
-5 წუთში ნაწერები ჩამაბარეთ. -ამბობს დამკვირვებელი და საათს დაჰყურებს. ყურები მიგუბდება და თვალები ცრემლებით მევსება. რატომ ვერ ვხსნი?
თავიდან ვიწყებ და ყველა ფორმულას ვწერ. რიცხვები მაინც არ ემთხვევა ერთმანეთს. ფეხს ნერვოზიანივით ვათამაშებ. დაბლა-მაღლა. ისევ და ისევ არასწორი პასუხი!
ვიღაც მეჯახება და კალამს მაგდებინებს. მის ასაღებად ერთდროულად ვიხრებით.
-პასუხი „ბ“ არის, ფორმულები სწორად გიწერია, უბრალოდ რიცხვებში გაქვს შეცდომა, ისეთები აიღე რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება, პასუხამდე ვერ მიხვალ, უბრალოდ „ბ“ შემოხაზე.
ახვლედიანი საგამოცდო ფურცელს დამკვირვებელს აძლევს და კლასიდან გადის. ჯერ გაკვირვებული ვუყურებ იმ ადგილს სადაც წამის წინ იდგა, შემდეგ კი მის ნაკარნახებ პასუხს ვხაზავ და ნახევრად ცარიელ კლასს ვტოვებ.
ნინიკო დერეფანში მელოდება. როგორც კი მხედავს ჩემსკენ გამორბის და აღტაცებული იწყებს ხტუნვას.
-გამოცდაც ასეთი იოლი თუ იქნება, ყველაზე მაღალ ქულას გამოვიტან!... -ყვირის და მეხვევა. -შენ როგორ დაწერე?
-იმედია კარგად! -ვვოხრავ. -ნი, დილით ხომ გთხოვე დამირეკეთქო?
-გირეკავდი!... მერე ლიკასაც დავურეკე და არ აიღო, მარიამის ნომერი კიდე არ მაქვს. აგიფეთქე ტელეფონი, არ შეგიმოწმებია? -გაკვირვებული მიყურებს.
-არა, დაიცა... -მობილურს ჩანთაში და ჯიბეებში ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ. -მემგონი სახლში დამრჩა, ისე ჩქარა წამოვედი, შარვალი მეცვა თუ არა ეგეც არ შემიმოწმებია!
ნინიკო იცინის და ხელმკლავს მიყრის. დერეფანში მივაბიჯებთ. გარშემო ვიყურები, მაინტერესებს ახვლედიანიც იქ არის თუ არა, მაგრამ არსად ჩანს. სულ ოდნავ იმედგაცრუებული ვარ.
-პიცერიაში წავიდეთ და აღვნიშნოთ კარგად დაწერა! -მთავაზობს ბარათელი და ტელეფონს იღებს. -ვთანხმდები და ვიცინი. პიცის ჭამა საგამოცდო სტრესს თუ არ მომხსნის, ცარიელ მუცელს მაინც დამიოკებს.
ნახევარ საათში ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ და პიცის დიდ ნაჭრებს შევექცევით. ნინიკო ჯერ თვალებ მოჭუტული მიყურებს, შემდეგ ტაშს უკრავს ხმადაბლა და თეფშს წინ წევს.
-მოყევი! -მიბრძანებს თანაკლასელი და ხელებს ნიკაპის ქვეშ იწყობს.
-რა მოვყვე?
-შენი და ახვლედიანის ამბები.
-ახლა?... -წუწუნს ვიწყებ -სხვა დროს, რომ იყოს?
-არა ლუ!... -წარბებს კრავს და ხელებს მაგიდაზე აკაკუნებს. -ახლავე!
-კარგი... დიდი ისტორია არც არის...
 
 
***
კარზე კაკუნი რომ გავიგე წიგნის ფურცლებს შორის კალამი მოვათავსე და ისე დავკეცე, რომ არ დამვიწყებოდა რომელ გვერდზე ვიდექი. ლიკამ ოთახში თავი შემოყო და წარბი აწია.
-ღამეა უკვე ლუ, რატომ არ გძინავს?
-ვკითხულობდი და გავერთე ლიკუ. ეხლა მოხვედი შენ?
-კი, ხვალ ვისვენებ... შენი და სად არის არ გინახავს?
-არ არის ოთახში?
-არა!... კატოსთან არის?.. არ გაგაფრთხილა სად ვიქნებიო?
ტელეფონს ვამოწმებ, მაგრამ მარიამისგან არცერთი შეტყობინება არ მხვდება. მხრებს ვიჩეჩ.
-ჩემთვის არაფერი მოუწერია, შენ ხომ არ გითხრა ლიკუ და ხომ არ დაგავიწყდა? -წარბს ვწევ.
-არაფერი, დაურეკე აბა. -ლიკა მეუბნება და განერვიულებულ მზერას სახეზე მანათებს. მარიამის ნომერს ვკრიფავ. მალევე იღებს.
-ლუუ... -ტირის. სუნთქვა მეყინება და გაკვირვებისგან თვალები შუბლზე ამდის. ჩემი მარიამი ყველაზე ძლიერი ადამიანია, ის არასოდეს ტირის. არ მინახავს ოდესმე ემოციებს ასე აჰყოლოდეს. არ მინახავს ზედმეტად გაბრაზებული, თუნდაც ზედმეტად ნაწყენი.
-მარ, კარგად ხარ? -მაშინვე ვეკითხები. -რა გჭირს? სად ხარ? ცუდად ხარ? -ათას კითხვას ერთად ვაყრი და მისი პასუხის მოლოდინში ვიტრუნები. სრუტუნის და ტირილის ხმები ისევ მესმის.
-მისამართს მოგწერ და მომაკითხე რაა!.. -სრუტუნებს. -ოღონდ მარტო მოდი გთხოვ ლუ.
ტელეფონს ვთიშავ და ლიკას ვაწყნარებ, მარიამს ვჭირდები და უნდა წავიდე. აუცილებლად.
ჩემი და ყველაზე ძლიერია, თუ ის ასეთი განადგურებულია ანუ რაღაც საშინელება დაატყდა თავს, პრობლემების მოგვარებაში ყველაზე კარგია, თუ ასეთ მდგომარეობაშია შესაბამისად მართლაც ძალიან, ძალიან ცუდად აქვს საქმე.

-დედიკო, ძალიან გთხოვ დამირეკე, ხომ იცი ვერ გავძლებ ასე. -ცრემლებს აფრქვევს ლიკაც. როდესაც საქმე შვილებს შეეხება ის ყველაზე სენსიტიური ადამიანი ხდება.

სადარბაზოში ჩავდივარ, ცივი ქარი მაშინვე მხვდება და ოდნავ მაფხიზლებს. ქურთუკის ჩაცმა დამვიწყებია და მხოლოდ ახლა ვამჩნევ.
მხრები მიკანკალებს. ჩემთვის მომლოდინე ტაქსის ვხედავ და მისკენ მოვდივარ. მოხუცი კაცია, ნაცრისფერ ულვაშებში ჩაუმალავს გაცრეცილი ბაგეები და ყავისფერი, დიდრონი თვალებით ამომყურებს.
მისამართ ვკარნახობ.
-შვილო, ფერი არ გადევს სახეზე, ხომ მშვიდობაა? -მეკითება დარბაისული ხმის ტემბრით. დამთბარი სახლის გემო რომ აქვს.
-იმედია ბიძია, იმედია. -ვჩურჩულებ ჩემთვის.
თბილისის ხედები ერთმანეთს ენაცვლებიან.
ლამპიონებით განათებულ
ქალაქში ყველაფერი აღაჟღაჟრბულია.
ყველაფერი მოწითალოდ არის შეღებილი.
ჩემი ქალაქი მიმზერს.
მაკვირდება.
აკვირდება ჩემს თითოეულ მოქმედებას და ჩუმდება.
ისევ ჩუმდება.
ისევ და ისევ...

დანიშნულების ადგილას მივდივართ. ტაქსის მძღოლს ფულს ვუხდი და გადმოვდივარ. თვალებზე ვატყობ გულში მლოცავს.
ჩუმი მადლიერებით ვპასუხობ.
მარიამს რომ ვხედავ სისხლი მეყონება, ყველა კუნთი ერთიანად მეჭიმება.

პატარა სკვერში ლამპიონის ქვეშ ჩამომჯდარა და ტირის. გული მიკვდება. ჩემი ყველაზე ძლიერი ადამიანი, ჩემი საფიცარი და ტირის. ასე გულამოსკვნილი ხმამაღლა ვითინებს.
-მარიამ!... -ხმამაღლა ვეძახი და მისკენ მივრბივარ. სკამიდან დგება და ძლიერად მეხვევა, დანამულ ღაწვებს ხელისგულით იმშრალებს. კვლავ ისტერიკული ტირილი უტყდება და სიტყვებს გაუგებრად ისვრის.
-ჩემი ბრალია... ვიცოდი... მაგრამ... აღარ... გეფიცები... ბოლო...სულ...

-მარიამ, ჩემო მარიამ! -თვალები ცრემლებით მევსება. სახეზე ხელს ვკიდებ და ჩემსკენ ვაბრუნებ. -დაწყნარდი მარიამ, ძალიან გთხოვ, დაწყნარდი!.. მოდი სახლში წავიდეთ დამშვიდდები და ადამიანს დაემსგავსები. მარიამ, ნუ ნერვიულობ ყველაფერი მოგვარდება, მარიამ! სულ ყველაფერი კარგად იქნება, მე შენს გვერდით ვარ, ხომ იცი? სულ შენთან ვიქნები. დაწყნარდი გთხოვ!...

მარიამი ცოტა წყნარდება, თვალებზე შერჩენილ ცრემლებს იშორებს და ისე მეკვრის თითქოს ჩემი კანის ნაწილი იყოს.
-ლუ, ჩემი მანქანა. -სრუტუნებს და მიყურებს. -აფთიაქთან დავტოვე. იქ ღამით აუცილებლად მოიპარავენ,წამოიყვანე გთხივ.

-კარგი, მადროვე. -ვეხუტები და ლოყაზე ვეფერები, შემდეგ ტაქსის ვაჩერრვ და შიგნით ვსვამ. წასვლამდე გასაღებს ვაძლევ და ტაქსის მძღოლს მისამართს ვკარნახობ და ლიკას ტექსტურ შეტყობინებას ვუგზავნი რომ მარიამს დახვდეს კორპუსთან.

აფთიაქი სამი ქუჩის მოშორებით ყოფილა. ღამე სიარულის არასოდეს მეშინოდა, ამჯერად კი უბრალოდ ადრენალინის მოზღვავება მსურს. მინდა ის ტკივილი დავახშო რაც მარიამის ასე ნახვისას ვიგრძენი, მინდა ის ზიზღი ჩავკლა რაც მისი ამტირებლის მიმართ განვიცადე.
მინდა მისი თითოეული ჭრილობა შევახორცო.
ტკივილი დავუამო.
ცრემლები დავუშრო.
ვინ და როგორ მოახერხა ჩემი გაუტეხელი დის ასე ატკიება?

მანქა ადგილზე მხვდება. შიგნით ვჯდები და ვლოცულობ რომ პოლიცია არ შემხვდეს.
მარიამს გულში მადლობას ვუხდი. მთელი ზაფხული მართვის მოწომობის ასაღებად რომ მამზადებდა და ტარება მასწავლა.

აფთიაქი პარკი და რამოდენიმე მარკეტი გდია მეორე სავარძელზე. არც ვაკვირდებო. ერთი სული მაქვს როდის მივალ სახლში და მარიმას დავინახავ დამშვიდებულს.
ჩემს მარიამს.
სკოლის გზაზე რომ გავდივარ შვებით ვსუნთქავ. მხოლოდ რამოდენიმე წუთი. აღარც პოლიციის შემეშინდება და აღარც მარიამის დარდი მექნება.
წითელი შუქი თვალს მჭრის და სავარძელზე მიყრილ მარკერებს ვუყურებ.
კარგად რომ ვაკვირდები ვარჩევ. არცერთი მათგანი არ არის მარკერი.
ეს ორსულობის ტესტებია და თითოეული მათგანი დადებითია.
სუნთქვა მეყინება და მზერა მათხე მიშეშდება.
მარიამი ორს...

ფიქრს ძლიერი შეჯახების ინერცია მაწყვეტინებდ და მხოლოდ წამოერად ვასწრებ ფანჯრიდან გახედვას.
სანამ ყველაფერს სიბნელე შთაბთქავს ალექსანდრე ახვლედიანის მწვანე თვალებს ვხედავ.



№1  offline წევრი LaLiDze

მოუთმენლად ველოდები <3 მომწონს ახვლედიანი,კაი ტიპია

 


საინტერესო ისტორიიაა.
და ასევე საინტერესოა როგორ გაგრძელდება მომავალში.
ველოდები შემდეგ ნაწილს.

 


№3  offline მოდერი lemongiirl

meocnebe avadmyopi
ეს ისტორია საიტზე ადრეც იდო ხომ ასეა ,რამდენიმე თვის წინ ვნახე და აღარ იდო.თუ ვცდები მე მაპატიეთ,უბრალოდ ყველაფერი ემთხვევა.ძალიან მაინტერესებს რა მოხდა მათ შორის ან თორნიკეს რა დაემართა მართალია ვარაუდები მაქვს მაგრამ,რა ვიცი რავიცი
იმედი მეორე ნაწილს მალე დადებ რადგან ძალიან მომეწონა და მოუთმენლად დაველოდები ❤ ❤ ❤



კი, იდო ადრეც და წავშალე, ახლაც ვფიქრობდი წავშლი-მეთქი, მაგრამ ისეთი საყვარელი კომენტარი წერია უბრალოდ ვერ გავიმეტე♥️❤️

LaLiDze
მოუთმენლად ველოდები <3 მომწონს ახვლედიანი,კაი ტიპია



ახვლედიანი არის შოკიმოკიდაცემა♥️
ბროწეულისფერი


საინტერესო ისტორიიაა.
და ასევე საინტერესოა როგორ გაგრძელდება მომავალში.
ველოდები შემდეგ ნაწილს.


მადლობა, ალბათ მეორე ნაწილსაც მალე გაღირსებთ!♥️❤️

 


№4  offline წევრი Maia G.

მშვენიერია,ყოჩაღ❤გაგრძელებას ველოდები????❤

 


№5  offline წევრი chemibichi

დადე რა მეორე ნაწილიც????
მოუთმენლად ველი????♥️

 


№6 სტუმარი ნია

რამდენი ხანი გასულა
აღარ დებ მეორე ნაწილს?

 


№7 სტუმარი სტუმარი Yellow

ღმერთო ჩემოოო
ანანნოო ეს რაგამიკეთეე
მღუპავ გოგოო????
ისეთ ემოციებში ვიყავი და ისე ვკითხულობდი და ისე მორჩა და გაგრძელებას რომ ვერ ვკითხულობ ახლა ლამისაა გავგიჟდეე ..
შოკში ვარ
ძალიან საინტერესო და ჩამთრევია
მომწონს მთხრობელის დამოკიდებულება ყველასადმი
ყველაფერს გაფაციცებული ვკითხულობდი და ხო მართლა ძალიან ძალიანნ მაგარო გოგო ხარრ
ბოდიში ამ არეული კომენტარისთვის ისეთი როგორიც ახლა მე ვარ :დდ
უბრალოდ რომ არ გადმომეცა ელემენტარული გრძნობა მოთხრობის მიმართ გავსკტებოდი ალბათ :დდ
ჰოდაა მთავარი..
აუცილებლად უნდა დაიწეროს და დაიდოს ამის მეორე ნაწილი
ახლა ისეთ ინტრიგაში ვარრ ..
ჰოდა აბა შენნ იცი
გელოდებიიი დიდი მოოთმინებით ..♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent