შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაორება ( პორფირიის საგა) თავი1. [ უკანასკნელი გზა ]


26-11-2018, 01:10
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 287

იმ დღეს, ზუსტად ისეთი ამინდი იყო, როგორიც ბებიას უყვარდა. წინა საღამოდან მოყოლებული შეუჩერებლად წვიმდა, ქუჩები თითქმის დატბორილიყო. წვიმისაგან დამძიმებულ მიწაზე, ფეხის ყოველი დადგმისას ორმოები კეთდებოდა, რომლებიც წყლით ივსებოდა, შემდეგ კი ბუშტებიანი ნაკადი მთავარ, ქუჩის დინებას უერთდებოდა. სიცივის მიუხედავად, ავტომანქანის მინა ნახევრად ჩამოწეული მქონდა. მართალია ნელა მივდიოდით, მაგრამ წვიმა მაინც ძლიერად ასხამდა უკანა სავარძელზე, ჩემ მხარეს და თითქმის მთელი სახე მისველდებოდა.
წვეთებიან მინას ჩაფიქრებული შევყურებდი, როცა გვერდით ვიღაც შეირხა. მკლავზე ოდნავ ვიგრძენი მისი შეხება და მხოლოდ მაშინღა გამახსენდა პოლი, მისი ცივი გამოხედვა და აცრემლებული თვალები. მისი ტკივილის გააზრებისას, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მისკენ გახედვის შემეშინდა. რამოდენიმე წამით, ცერად გავაპარე თვალები. განერვიულებული იჯდა, მერე კი, როცა ჩემი მზერა დაიჭირა, ნელა გადმოიხარა და უსიტყვოდ ასწია მანქანის მინა.
ასეთ დროს, ჩემზე ფიქრსაც ახერხებდა, ან ვისზე უნდა ეფიქრა? ვინღა დაგვრჩენოდა ერთმანეთის მეტი? ხელთათმანით მოვიწმინდე შუბლზე შემორჩენილი წვიმის წვეთები და ისევ ფანჯარაში გავიხედე. უკვე ქალაქის ბოლოში გავსულიყავით, სახლებიც აღარსად ჩანდა და ფანჯრებიდან სევდიანად მომზირალი ხალხიც გამქრალიყო.
მანქანამ გეზი მარჯვნივ აიღო და იმ ერთადერთ გზას გაუყვა, რომელიც სასაფლაოზე მიდიოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შემდგომში ამ გზის გავლა, არამხოლოდ ბიცოლა ანასა და ბიძია სკოტის - პოლის მშობლების, არამედ ბებიას სანახავადაც მომიწევდა. გულში ვოცნებობდი, რომ სულ ცოტაც და გამომეღვიძებოდა, მერე კი ირგვლივ მიმოვიხედავდი და დამფრთხალი, ჩემს საშინელ კოშმარს ბებიას ვუამბობდი.
_ ელის_ ახლაღა მომმართა პოლმა და გაჩერებული მანქანის კარი გამიღო. საშინლად არ მინდოდა გადმოსვლა, მზარავდა გარდაცვლილი, გაყინული ბებია რუთის წარმოდგენა და ის, რომ უკანასკნელ გზაზე უნდა გამეცილებინა. მანქანიდან ძალით გადმოვიზლაზნე, პოლის მკლავს ძლიერად მოვეჭიდე და შავებით შემოსილი ხალხიც დაიძრა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს, მით უფრო მიკანკალებდა ფეხები და ვცდილობდი უკან არ გამეხედა, საიდანაც სასახლეს მოაბრძანებდნენ.
სიკვდილი, უეცრად გატყდება თავს. მისი აჩრდილი მოდის, ცივ, დაუნდობელ ხელებს გხვევს და ერთიანად გეუფლება. გართმევს შენთვის უძვირფასესს და თავს გახსენებს. მას შეუძლია შეგანჯღრიოს, გამოგაფხიზლოს, გონს მოგიყვანოს და რეალური ცხოვრების სიმძაფრე ბოლომდე შეგაგრძნობინოს. ჩვენი ყოველი წუთი ხომ დათვლილია. ხოლო, როცა ამ ყოველივე კარგად მივიწყებულს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობ, სწორედ მაშინ ხვდები - რაოდენ უსუსური ხარ და უმწეო.
წვიმას თითქმის გადაეღო, მაგრამ ჩვენს წინ მიმავალი ქალბატონები, სველ ტანსაცმელსა და გატალახიანებულ ფეხსაცმელებზე წუწუნებდნენ საზიზღარი ხმით. დროდადრო თავჩაქინდრულ, დანაღვლიანებულ პოლს გავხედავდი და ძალის მოკრებვას ვცდილობდი, რათა მისთვის რაიმე სანუგეშო მეთქვა, მაგრამ ამაოდ. სულ რამდენიმე წამი და ჩემს უძვირფასეს ადამიანს მესაფლავეები მიწას მიაყრიდნენ, როგორც მორიგ მიცვალებულს, საფლავის ქვაზე წარწერით - რუთ უიტმენი.
პროცესიამ ბუნდოვნად ჩაიარა,ისევე როგორც წინა ღამით ნანახმა სიზმარმა,რომლის გახსენებასაც უშედეგოდ ცდილობ. მარჯვენა ხელი საშინლად მტკიოდა დაჭიმულობისაგან,ალბათ ძლიერად ვეჭიდებოდი პოლს.უკვე შინ ვბრუნდებოდით და საქარე მინა ისევ ჩამოწეული მქონდა,ამჯერად იქიდან მხოლოდ ცივი ჰაერის ტალღები შემოდიოდა და გრილად მეცემოდა სახეზე . პოლს მისი აწევა არ უცდია,მარჯვნივ ოდნავ გადახრილი იყურებოდა ფანჯარაში და ხელები ნაცრისფერი პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო. მართალია მშობლები მასაც შორეულ ბავშობაში დაეღუპა და ისინი კარგად არ ახსოვდა,მაგრამ მათი ხსენებისას ყოველთვის განერვიულებული ტოვებდა ოთახს,ან სევდანარევი,ვითომდა მხიარული ხმით ცდილობდა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა. ახლა კი ორივენი დიდი ტრაგედიის წინაშე ვიდექით დამუნჯებულნი და ერთმანეთში მხოლოდ თანაგრძნობიანი გამოხედვის გაცვლა შეგვეძლო. სახლში შესვლა სასაფლაოზე წასვლაზე მძიმე აღმოჩნდა.გაუნძრევლად ვიდექით და ისევ მდუმარედ გავყურებდით სახლისკენ მიმავალ უცნობთა სილუეტებს. ბოლოს კი,როცა ეზო დაცარიელდა ნელა გადმოვედით მანქანიდან და ფერი გვეცვალა, წარმოვიდგინეთ ის გზა,რომელიც ოთახამდე მისასვლელად უნდა გაგვევლო. პოლმა წამით გამომხედა,მძიმედ ამოისუნთქა და შეტრიალებულმა დინჯად შეაბიჯა სახლის ზღურბლზე. მინდოდა რაც შეიძლებოდა სწრაფად შევსულიყავი ოთახში და დამეძინა,საშინელი,მძიმე ფიქრებისაგან ცოტა ხნით დამესვენა, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი. იქვე შორიახლოს ჩემი კლასელებიც იდგნენ. ბებიას გარდაცვალების დღიდან მოდიოდნენ ჩემს სანახავად,თითქმის მთელი სკოლიდან. მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა არასდროს მქონია. უცნაურია, როგორ ხდის სიკვდილი ადამიანს ვალდებულს.
თავს ძალა დავატანე და შესასვლელში შესულმა სწრაფად გავიხადე წითელი პალტო. ის იყო, ფეხსაცმლის თასმები უნდა შემეხსნა,რომ გაურკვეველი ზუზუნიდან ორი ან სამი ადამიანის ლაპარაკი მომესმა, ჩემი სახელი გავიგონე და ამიტომაც ცნობისმოყვარედ დავუგდე ყური. ერთ-ერთი მათგანი მოგუდულად საუბრობდა,თითქოს პირში რაღაც ჩაშჩარესო,აჩქარებით,მაგრამ მაინც განაგრძობდა
_ ხო,ელისა თუ ალისა,ისეთი მშვიდი სახით იდგა,არც კი განძრეულა,წარმოგიდგენიათ?ცრემლიც კი არ გადმოუგდია_წინადადება დაასრულა და ჩაიხროტინა.
_ თქვენ წესიერად ჩემი სახელიც კი არ იცით_გაუცნობიერებლად ფეხშიშველი წამში აღმოვჩნდი ოთახში და მხოლოდ მაშინღა ავათვალიერე ვულგარული გარეგნობის მსუქანი,შუახნის ქალი,რომელიც დაბნეული და გაოგნებული სახით მიყურებდა დანარჩენებთან ერთად.
_ ელის,ჯობს დაისვენო და ჩანთა ჩაალაგო,წინ დიდი გზა გაქვს_მომმართა მეორე სართულის მოაჯირზე დაყრდნობილმა დეიდა ემამ და თავაზიანი ღიმილით შეეცადა სიტუაციის განმუხტვას.
დეიდას სიტყვების შემდეგ, არც იმ ქალისთვის და მითუმეტეს სხვებისთვის არაფერი მითქვამს, რომ არა მისდამი პატივისცემა სათქმელს ბოლომდე ვიტყოდი, იმ დროს კი უბრალოდ გაჩუმება და ოთახამდე მშვიდობიანად ასვლა ვამჯობინე. თავში უამრავი შეკითხვა მიტრიალებდა,ამ ყველაფერს კი დიდი შავი ფონი ჰქონდა,სიცარიელისა და მარტოობის ფონი,ამიტომაც მაღიზიანებდა მათი ასეთი საქციელი და სად იყვნენ აქამდე?ნუთუ ბებია,მე ან პოლი ასე ვძულდით?ნუთუ სიკვდილი ერთადერთი ნაძალადევი მიზეზი იყო,მიზეზი რასაც ამ ხალხის,რომლებსაც ჩემი ნათესაობა ერქვა ერთად შეკრება შეეძლო?
_ ბებია_ მძიმედ ამოვისუნთქე და ყელში მობჯენილმა ბურთმა, უფრო მეტად შემაწუხა. თითქოს ირგვლივ არავინ იყო ისეთი, ვისაც რეალურად ესმოდა და იაზრებდა. განა რამდენ ხანს იგლოვებდნენ ბებიას? რამდენს იტირებდნენ მის გამო? რამდენჯერ გაიხსენებდნენ, ან პატივს მიაგებდნენ მის ხსოვნას? ისევ ახალი დღე გათენდებოდა და ყველა თავის საქმეს გააგრძელებდა. განა ეს ყველაფერი ცუდი იყო? ამ ხალხისთვის, ბებიაჩემის სიკვდილი სიცოცხლის დასასრულს ნამდვილად არ ნიშნავდა. მხოლოდ მე ვიყავი ასე, მაგრამ...
იცვლებოდა რამე? სამყარო და ყველაფერი ირგვლივ, ისევ ისე განაგრძობდა არსებობას. მზე ისევ ამოვიდოდა, დღეს ისევ შეენაცვლებოდა ღამე. ცაზე, ვარსკვლავები გააგრძელებდნენ კიაფს და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ იწვიმებდა. რამდენჯერ იქნებოდა ისეთი ამინდი, როგორი ბებია რუთს უყვარდა.
მინდოდა იმ დღეს რაც შეიძლება სწრაფად ჩაევლო და მათი სახეები ჩემი გონებიდან გამქრალიყო. დერეფანში გასულს საშინელი შეგრძნება დამეუფლა,წამითაც აღარ გავჩერდებოდი იმ სახლში, სადაც მის ხმას ვეღარ გავიგონებდი. რომ სცოდნოდათ როგორ მინდოდა ტირილი,მაგრამ სიცარიელის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. ეს სიცარიელე კი შინაგანად მღრღნიდა და მფიტავდა,ყველა და ყველაფერი მძულდა,მაღიზიანებდა ოთახები , სახლი,ნივთები და ყველაზე მეტად საკუთარი უსუსურობა ის,რომ ტირილიც კი არ შემეძლო.
მთელ სახლს ბებიას სუნი მოსდებოდა. არ ვიცი,შეიძლება მეჩვენებოდა კიდეც .
ან იქნებ, მისი ოთახიდან გამოდიოდა ოდნავ მოტკბო, ყვავილების სურნელი. ეს ყველაფერი ხომ სწორედ იმ წუთებს მახსენებდა, როცა თავისუფლად შემეძლო ჩავხუტებოდი, შემეგრძნო მისი სხეულის სითბო და სუნი.
ფიქრებში გართულმა მის ოთახს ჩავუარე. კარი ოდნავ ღია დაეტოვებინათ, წამით დავაპირე შიგნით შესვლა,მაგრამ როგორც კი სახელური ჩამოვწიე მაშინვე უკან დავიხიე. იქ ბებია აღარასდროს იქნებოდა. სწრაფი ნაბიჯით წავედი ჩემი ოთახისკენ და საშინელ ფიქრებს თავი ოთახში შევაფარე.
ჩემ ლოგინზე ჩამომჯდარი,თავჩაღუნული პოლი ახალი სკოლის ბროშურებს ათვალიერებდა,თვალები შეშუპებოდა,ალბათ ტიროდა.
_ ბებიას უნდოდა რომ...
_ ვიცი,_გაღიმება ვცადე,ლოგინზე ჩამოვჯექი და სკოლის ბროშურა გამოვართვი,რომელსაც მწვანე ასოებით დიდად ეწერა HOWARD_ მინდა,რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე.
_ არ შემიძლია,ახლა არა,ახლა არა...
იმ მომენტში პოლის სიტყვებს მართლა ვერ ვიაზრებდი,არ მესმოდა რას შეეძლო მისი დაკავება იმ ადგილას,რომელსაც უკვე აღარ ერქვა სახლი.
ჩვენი სიჩუმე მზარავდა,აღარ მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექით გაუნძრევლად,ერთხანს ისიც კი მეგონა,რომ კარი გაიღებოდა და ბებია რუთი ოდნავ განაწყენებული ხმით სასადილოდ გვიხმობდა.მალე კარი მართლაც გაიღო,მაგრამ იქიდან ბებიას მაგივრად დეიდა ემა შემოვიდა.მის დანახვაზე ავნერვიულდი,ეტყობა ისიც ღელავდა,სახეზე აშკარა უხერხულობა გამოხატვოდა და ჩვენთვის სათქმელ შესაფერის სიტყვებს ეძებდა.
დეიდა ემა სულ ორჯერ მყავდა ნანახი.პირველად როცა ბებიას ჩვენზე მეურვეობას ეცილებოდა,ხოლო მეორედ მის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ამ ისტორიას მანამ არ წავიკითხავ, სანამ იმ ძველს არ გააგრძელებ. იქნებ შეგაშინო ჩემი მუქარით:დდდ ეს ხუმრობით და მაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ფანჯრების მწმენდავი, ლოდინი ტყუილი არ გამომივიდეს.

 


№2  offline წევრი melanqoliki

Chikochiko
ამ ისტორიას მანამ არ წავიკითხავ, სანამ იმ ძველს არ გააგრძელებ. იქნებ შეგაშინო ჩემი მუქარით:დდდ ეს ხუმრობით და მაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ფანჯრების მწმენდავი, ლოდინი ტყუილი არ გამომივიდეს.

აუცილებლად გაგრძელდება და მალე დასრულდება კიდეც ❤️ ცოტა ფენტეზზე გადავერთე იმედია მოგეწონებათ.
ფანჯრების მწმენდავს დავასრულებ და ერთიანად ავტვირთავ. პარალელურად ამ ფენტეზის წერას ვიწყებ, ძველ ნაწერებს ვასწორებ და იმედია შეაფასებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent