რჩეული (თავი პირველი)
სოფია - ბრძენი. ელენე - რჩეული. *** მწუხრის მოჟამებულს, მესამედ შეჰკითხა ვაჟმა ყმაწვილ ქალს სახელი და ასულმაც თვალთა ბრიალით გაუმხილა. ელენე მქვიაო, ელენე. ჩადრი უფარავდა პირ-სახესა და თავის კიდეს, მხოლოდ თვალები მოუჩანდა. მოელვარე ზღვისფერი თვალები და მასში ხედავდა მანდილოსნობის მსუბუქ კეკლუცობას ვაჟი. კოცონს მიუბრუნდა კვლავ და მოელვარე ცეცხლის ალებმა, გოგოს თვალები წარუდგინა ნათლივ. კვლავ მიჰხედა ასულს და რას ხედავს, გამქრალა ანაზდეულად გამოჩენილი, ისევე ფარულად გაპარულა, როგორც მოსულა. ფეხზე წამოიჭრა ვაჟი და გარშემო მყოფებს გახედა. არავის შეემჩნია ასულის არც გამოჩენა და არც წასვლა. იუცნაურა ჭაბუკმა, თუმცა პირმშვენიერი გოგო ეახლა მარტოდ დაგულებულს და მანაც გაიფიქრა, სახე მაინც მოუჩანსო მშვენიერი ამ ქალწულს. გადაავიწყდა ელენე. თითქოს არც არსებულაო, ღვინის მოლანდებებს მიაწერა მისი ხილვა და მიუბრუნდა პირმშვენიერ ქალწულს, რომელიც პირველ სხივებამდე აღარც იყო რა ქალწული. *** ასეთი წესი ჰქონდა მეფის მშვენიერ დას, თვეში ერთხელ, ნავახშმევს, როდესაც მთელი სასახლე სადარბაზოდ გაიკრიბებოდა ან საწოლ ოთახს მიაშურებდა, გადაიცმევდა ხოლმე ძონძის ტანსაცმელს, გაიყოლებდა უღალატო მონას თავისას - სელმას, და მიაშურებდა იქ სადაც სიცოცხლე ჩქეფდა. მხოლოდ ღვინოობის ღამეებს მეფესთან ერთად ატარებდა იგი, ვინაიდან იმ დღეებში ძმას უყვარდა მასთან ერთად მოელვარე მთვარის ცქერა და ვარსკვლავებზე დაკვირვება. დანარჩენ დროს, სასახლის ბაღში სეირნობდა ან კი თავის დარბაზში ჩაჰკირკიტებდა წიგნებსა და ფილოსოფების ნააზრევს. ხშირად იხმობდა მეფე საყვარელ დას, უყვარდა მასთან განმარტოებით საუბარი და ყველაფერში გულახდილი იყო ასულიც, გარდა ერთისა. ჯერ არვისთვის გაემხილა, სასახლიდან გაპარვების ამბავი, რომლის შემდგომაც გულაჩქარებულს, ნაღველი მოაწვებოდა ხოლმე, აკი მუდამ ოცნებობდა ცხოვრებაზე სასახლის მდუმე კედლების გარეთ. სულ ახალგაზრდა იყო ასული და მაინც, იმდენად დაეჭკვიანებინა ჟამთა სვლას იგი, ვერვინ უბედავდა ბალღად მოხსენიებას. ცხრამეტი დარი გამოევლო, ცხრამეტ წელიწადს ეცხოვრა მხოლოდ და მაინც, ბრძენი კაცი განაბული უსმენდა ხოლმე მის საუბარს. უყვარდა მეფეს თავისი და და ცივ ნიავს არ აკარებდა მას. ერთი კი არა იცოდა რა, დარდისაგან გული დასწვრილებოდა საბრალო ასულს და მიზეზი მხოლოდ ეს ცხოვრება გამხდარიყო მისი, ტყვესავით, სასახლის გალავანს შიგნით მოქცეული, უზრუნველი და უნაყოფო ცხოვრება. *** -ყური დამიგდე ერთ წუთს! -შეეკამათა სელმა მეფის დას, პატრონს თავისას. სხვა ვერავინ შეჰბედავდა ასულს ასეთ თამამ პირსიტყვაობას, თუმცა სელმა მასთან ერთად იყო აღზრდილი და დებივით უფრო იყვნენ, ვინდრე პატრონ-მონასავით. -გთხოვ სელმა, ამაღამ უეჭველად ვერავინ შეგვამჩნევს! -გაუღიმა მეფის დამ ერთგულს და შემოეხვია წელზე. -მენდე, მარტის ფესტივალი მძვინვარებს ქუჩებში, იცი როგორ მწადდის მისი ხილვა?! დანებდა სელმა პატრონს და მანაც სიხარულის ტაში შემოკრა. ქათქათა სახეზე აღტკინების სიწითლე შემოაწვა და ძლიერ დაამშვენა ამან ასული. -ნავახშმევს სელმა, აქ დამელოდე და წავიდეთ შემდეგ. -ერთი აკოცა საყვარელ მონას და მერე კი გავარდა დარბაზიდან. რაღაც შარს გადაგვყრის ორთავესო, გაიფიქრა სელმამ, მაგრამ აღარაფერი უთხრა და ძონძების გამდმოლაგებას შეუდგა საგულდაგულოდ გადამალული სკივრიდან. *** -სოფია-ელენე! -ღიმილით შეეგება მეფე დას სუფრაზე და თავის მარცხნივ მოიხმო იგი. -მეფეო! -სხვა ვერ შეჰკადრა სოფია-ელენემ მეტი, დაინახა სტუმრები ჰყავდა მოწვეული სასახლეში მეფეს. აქამდის სულ მარჯვნივ ეჯდა სუფრას იგი, თუმცა ახლა მისი ადგილი შავოსან ყმაწვილს დაეკავებინა. ნეტავ ვინ არისო, გაიფიქრა ასულმა და თვალი აარიდა. არ უნდოდა სააშკარაოდ გამოეტანა მისი ცნობისმოყვარეობა. შაოსანი ყმაწვილი, სხვა არავინ იყო რა თუ არა ახალი სპასალარი მეფისა, უცხო ქვეყნიდან გზავნილი და დიდად გულზე არც ეხატებოდა მეფეს, სხვა ქვეყნის შვილის სასახლეში მიღება, სათვალთვალოდ გამოგზავნაო კეისარმა უეჭველადო, ფიქრობდა ამას, თუმცა კი ვერ შეჰბედა კეისარს ურჩობა და მიიღო ახალი მხედართმთავარი. გაიცანიო, მიმართა დას, ჩვენი სპასალარიო, ბათუ. სოფია-ელენემ გაუღიმა მხედართმთავარს, მისგან თავის დაკვრა მიიიღო მხოლოდ. ყმაწვილს ეტყობოდა, მრავალგზის ომგამოვლილი, რომ იყო და მარჯვენა წარბთან თვალის კიდემდე იარა დასდევდა მცირე. თვალში მოხვდა ასულს ეს, მშვენიერ პირსახეს მოხდომებიაო ეს ნაიარევი. გაიფიქრა და გულში ინატრა, ნეტავ მალე მოთავდებოდესო ეს ვახშამი. მარტის ფესტივალზე უნდოდა ძლიერ დასწრება, ეგებ ცეცხლისმფრქვეველი ჯამბაზებისთვისაც მიეკვლია და მერე გაიხარებდა გულს. ახალგაზრდა მეფემ სხვა სტუმრებიც წარუდგინა დას, თუმცა ყმაწვილ ქალს ისინი ისე არ დააინტერესა როგორც მხედართმთავარი, ბათუ. ასე, რომ უგულისყუროდ დაუკრა თავი თითოულს და კვლავ კარგად დაბრაწულ ხორცს მიუბრუნდა. ფარულად აპარებდა მზერას მეფისაკენ, ეგებ მალე დაიღალოს და დაგვითხოვოსო ყველა დარბაზიდან. მოუთმენლობა ავარდისფრებულ ლოყებზე დაეტყო დიაცს. მეფემ შენიშნა მისი სიწითლე და დაიღალაო ალბათ, ეს გაიფიქრა. ნადიმი მოთავდა თუ არა, შეიცადა სოფია-ელენემ, ჯერ მეფე, შემდეგ სპასალარი, დიდგვაროვნები გაუშვა წინ. სპეციალურად აყოვნებდა, დროის გასვლა ეწადა, იცოდა შუაღამე გადასულს შეუმჩნევლად გაიპარებოდა. მეფეს გამოემშვიდობა და თავის ოთახში შემოვიდა. სელმა უკვე გამზადებული დაუხვდა. მსახური თავადაც მოეხმარა სოფია-ელენეს, ჩააცვა მდაბიორული, უბრალო ტილოსაგან შეკერილი კოჭამდე კაბა, კრგად ნახმარი ფეხ-სადებები და მხოლოდ თავსაბურავი დაუტოვა აბრეშუმისა, მზის ჩასვლის ფერი. შემოიხვია სახესა და თავზე ასულმა და შეუმჩნევლად გამოიპარა ოთახიდან. სელმამ შეამოწმა დარბაზები და რა დარწმუნდა არავინ არისო უხმო მეფის დას, გალავნის პირას მიღწეულებს წამოეწიათ უცხო ჩრდილი. შედგნენ ორივენი. უცხო გვერდში ამოუდგათ და მასში ახლად გაცნობილი მხედართმთავარი ამოიცნო ასულმა. შეშინდა, ვაითუ მიცნოსო. მართლაც ეუცნაურა ორი მანდილოსნის დანახვა ასე გვიან სასახლის კარიბჭესთან სპასალარს და შეეკითხა, ვინა ხართო-თქვენ. მეფის დის მოახლენი ვართ, დაგვითხოვა ამ ღამით, მარტის ფესტივალზე მივდივართო. უთხრა სელმამ. არ იუცნაურა მდაბიოს ჩაცმულობა სპასალარმა. ერთ კი აკვირვებდა. ჩადრში გახვეული გოგო, თვალები, რომ მოუჩანდა მხოლოდ, ეცნობოდა და ვერ იხსნებდა ვის ეკუთვნოდა ასეთი ლამაზი, ლურჯი ფერის თვალები მის ხილულს. გამოხედვაში შეატყო, დიაციც იცნობდა მას. გამომცდელად უყურებდა, თითქოს მზერით ახელებდა, ჰა, მიცნობ თუ არაო?! დაგემგზავრებითო, მეც მაგ ფესტივალზე მივივარო. იცრუა მხედართმთავარმა და გვერდში ამოუდგა მანდილოსნებს. ერთად გაუყვნენ გზას. სელმა ატიკტიკდა და იმდენი ილაპარაკა, დაღალა კიდეც ბათუ. ჩადრიანს არა უთქვამს რა და წამით ინატრა უცხოელმა, ეგებ ხმა გაიგოს, მაშინ მაინც, უეჭველად ვიცნობო ამ თვალების პატრონს, თუმცა კი პირში არაფერი უთქვამს მისთვის. მთავარ მოედანს მიაღწიეს და თვალები გაუბრწყინდა ჩადრიანს. მისი გამოხედვა ბალღივით წმინდა, გაოცებული გახდა. ჭინკები და სპეტაკი ვარსკვლავები აუთამაშდა წამსვე ღვისფერში. სელმას ხელი დაავლო და წინ გაიჭრა. შეხე, რა საოცრებააო. ჩუმად უჩურჩულა ერთგულს და ხალხით გადავსებულ მოედანს შეერია. სურდა, გადამალვოდა უცხომიწელს, თუმცა გაწბილდა. მალევე წამოეწია სპასალარი და მზერით ანიშნა, მიგიხვდიო საწადელს. ერთი შეხედა სოფია-ელენემ ბათუს, მის შავ თვალებში აბრდღვინებული ცეცხლის ალები სხეულზე შემოეხვია და წამით დატყვევდა თითქოს ყმაწვილი ქალი, თუმცა მალევე გამოერკვა. წინ გაიხედა და ცეცხლისმფრქვეველი ჯამბაზის დანახვისას გაიტაცა ბრბომ იგი. სულ წამით მოსძვრა საბურავი პირ-სახიდან, და მოლანდება ეგონა ბათუს, ვერ იქნებაო იგი, ღვინის თრობამ მოიტანაო მისი პირსახე ჩემს ხატებაში, აბა მეფის დას რა ესაქმება შუაღამისას სავსე ქუჩაშიო?! მერე, ქარმაც მოიტანა სელმას ძახილი. „ელენე, დამიცადეო!“ შედრკა სპასალარი, ეს ხმაც ბახუსს გადააბრალა, ბევრი მომსვლიაო დალევა სასახლეში. წამსვე გამობრუნდა და პირი იქცია ბრბოსგან, რომელსაც ჩაეყლაპა ჩადრიანი ქალიშვილი და ცეცხლის მფრქვეველი ჯამბაზით აღტკინებული, ღელავდა ვით ზღვა. სასახლისაკენ წავიდა ბათუ, გზად იხსნებდა მეფის დას, პირმშვენიერსა და თოვლივით თეთრსა. არა, ვერ იქნებოდაო ეს მონა-იგი! გაიფიქრა და კიდეც მიაღწია სასახლის ზღურბლზე. *** დაუგვიანდა სასახლეში მობრუნება ასულს და წუხდა, პირველ სხივებს, რომ ვერ შეასწრო შიგ. გალავანი გადაიარა ჩუმად, სელმა უკან მოჰყვებოდა. ბრბოში ჩადრი დაეკარგა და ახლა ძონძებში გამოწყობილს, ყველა იცნობდა სახე შეუფარავს. ფრთხილობდა სოფია-ელენე, არ უნდოდა ვინმეს დაენახა. სასახლის კედლებში ისე შეაღწია, თავჩაღუნული მონებისა და მხედრების მეტი არავის გდაყრია რა! გაეხარდა ოთახამდე მიღწეულს და ის იყო სელმას გამოღებულ კარებში უნდა შესულიყო, ხმა გაიგო, ერთობ ნაცნობიც და ასე განსხვავებული. „გამოგიჭირეო!“ წარბი შეეკრა ბათუს. ახალ სპასალარს. ----------------- დადამ! დავბრუნდი, კვლავ შუასაუკუნეებში ვმოგზაურობ! იმედია მოგეწონებათ, სოფია-ელენე და ბათუ, ახალი სპასალარი. -ისე, ისტორიული რომანები უფრო გიყვართ თუ თანამედროვე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.