შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეორე ნაწილი (29-50 თავი) სრულად )


19-10-2017, 18:35
ავტორი murachashvili
ნანახია 16 069

ოცდამეცხრე თავი
ერთი კი შეავლო თვალი ციხის უფროსის კაბინეტს ელენემ, იგივე კედლები, იგივე ფარდები, თუმცა ავეჯი აშკარად შეეცვალა ირაკლის. მარჯვენა კედელთან ორკაციანი სამი სავარძელი და ჟურნალების მაგიდაც დაემატებინა მასპინძელს. იქვე კუთხეში პატარა მაცივარი და ბარიც დაედგა, ოთახის შუაში სამუშაო გრძელი ხის მაგიდა და გორგოლაჭიანი სკამი მოეთავსებინა.
ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ელენეს, როცა გაიაზრა, რომ ირაკლის ოთახის წყობა დეპარტამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ზუსტი ასლი გახლდათ. ერთად-ერთი რაც ამ ოთახის ინტერიერში აშკარად არ ჯდებოდა, მაგრამ პატრონი ვერ შელეოდა, კუთხეში მიდგმული რკინის სკამი გახლდათ.
- თორნიკეს სკამი?! - უსიამოვნოდ გასცრა, როცა ამავე სკამზე მიბმული ქართველიშვილი გაახსენდა.
- ვისთვის სკამი და ვისთვის საწამებელი იარაღი! - ირონიულად გამოეპასუხა საკუთარი ხმა.
- ყავა, ჩაი? - ფიქრებიდან ირაკლის მეგობრულმა ტონმა გამოიყვანა.
- ნუ წუხდებით, სასადილოში მივირთვი... - იქვე მდგომ პირველივე სავარძელზე ჩამოჯდა ელენე.
- არც წვენი? - ამჯერად მაცივრიდან ჩაცივებული ნატურალური ალუბლის წვენი გამოიღო მამაკაცმა.
- არა, გმადლობთ! - ხელოვნური თავაზიანობით პოზიციას არ იცვლიდა გოგონა.
- ელენიკო, ელენიკო, როგორ ფიქრობ, არ დადგა დრო საბოლოოდ დავივიწყოთ ჩვენი მტრობა?! - გვერდით სასურველზე მეტად ახლოსაც კი მიუჯდა მამაკაცი.
- მტრობა? განა მტრები ვართ? - გველნაკბენივით წამოხტა ელენე ადგილიდან.
- არა?! მაშინ რატომ მერიდები?! - ქვემოდან, უტიფრად შესცქეროდა ირაკლი სახეალეწილ ქალიშვილს.
- ბატონო ირაკლი, ვერ ვხვდები, რა მიმართულებით მიგყავთ საუბარი?!..
- ვერა?! უცნაურია... - ირონოულად გაეცინა - კისერი მეტკინა ასე ყურებით, იქნებ ჩამოჯდეთ, ელენე?! - ქალიშვილის სახელი განსაკუთრებული მახვილით წარმოთქვა მან.
- როგორც თქვენ ბრძანებთ! - ცდილობდა თავაზიანობის ნორმებს ამოფარებულს დაემალა გაღიზიანება, თუმცა იგივე სავარძელში აღარ დამჯდარა, ამჯერად მოპირდაპირე მხარეს დაუსკუპდა ქალიშვილი.
- მაინც მგონია, რომ წვენი გინდა! - თბილად გაუღიმა ირაკლიმ და სითხით სავსე ჭიქა ჟურნალების მაგიდაზე დადგა, თუმცა გოგონას აღება არც კი უფიქრია, ერთი კი შეხედა ამრეზით და ისევ წინ მჯდომს მიუბრუნდა - უცნაური გოგო ხარ, ელენე, სხვა შენს ადგილზე...
- უკაცრავად, ფამილარობისთვის, ბატონო ირაკლი, აქ ჩემი უცნაურობების განსახილველად შემომიყვანეთ?! - საკუთარი დამოკიდებულების დაფარვას აღარ ცდილობდა ელე.
- არა საქმე მქონდა, თუმცა ვაღიარებს, როცა ქვეშევრდომთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვს, გინდა მანაც პატივისცემით გიპასუხოს. შენგან კი სამწუხაროდ მხოლოდ სიცივეს ვიღებ.
- ქვეშევრდომთან?! არ ვიცოდი. თუმცა თქვენვე აღნიშნეთ, თქვენ უფროსი ბრძანდებით, მე კი ქვეშევრდომი. - აშკარად ერთობოდა ელენე - ერთმანეთთან მეგობრობას არავინ გვთხოვს, მხოლოდ კოლეგიალური ურთიერთობით თუ შემოვიფარგლებით, საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მექნება.
- ცოტა მეტიც რომ მოვინდომო?! - თვალები დაუწვრილდა ვნებისგან ირაკლის.
წინ მჯდომ მამაკაცს ყურადღებით აკვირდებოდა ელენე, იქნებ სხვა დროს, სხვა სიტუაციაში სიმპატიურადაც კი მოსჩვენებოდა, მაგრამ ამ წუთში მხოლოდ ზიზღს გრძნობდა.
- თქვენივე კეთილდღეობისთვის, არ მოვინდომებდი! - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- მემუქრები კიდეც?! - ახარხარდა ირაკლი - რადგან ასე გსურს, ხელებიც ამიწევია! ჩემზე აშკარად ზედმეტად ცუდი წარმოდგენა შეგექმნა, არც მოძალადე ვარ და არც მექალთანე. ამ შემთხვევაში მხოლოდ უფროსის როლით შემოვიფარგლები. - თვალი ჩაუკრა გოგონას, წამოდგა, სხარტი ნაბიჯით მისივე სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა, ქაღალდების საკმაოდ მოზრდილ დასტას დასწვდა და გოგონას დაუდევრად მიუყარა - ამ დოკუმენტებზე შენი ხელისმოწერები მჭირდება!.
- ჩემი?! - ეჭვით გახედა ელემ წინ გაშლილ თაბახის ფურცლებს.
- დიახ, შენი. ერთ საქმეზე მოწმედ უნდა გამოხვიდე. - ხმა გაუმკაცრდა ირაკლის.
- კარგით, წავიღებ, გავეცნობი და ხელმოწერილს შემოგიტანთ.
- არა, არა, ქალბატონო, ეს საბუთები დღესვე მჭირდება. - ხელისმოსაწერად კალამი მუქარანარევი სიცილით მიაწოდა მამაკაცმა.
- არ დაგიგვიანებთ, გადავხედავ და დღესვე შემოგიტანთ!... - მიამიტურად ააფახუნა თვალები გოგონამ და ისევ ქაღალდებს დასწვდა.
- მგონი ვერ მიმიხვდი! - ტონი შეეცვალა ირაკლის - დოკუმენტებზე ხელი ახლავე უნდა მომიწერო!...
- ბატონო ირაკლი... - უსუსურად ცდილობდა ელენე მისი პოზიციის დაცვას.
- გელოდები! - პირფერობა აღარ ახსოვდა, ამჯერად აშკარად ემუქრებოდა მამაკაცი.
ბოღმა ახრჩობდა ელენეს. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ აყვირებულიყო.
- ზოგჯერ მოთმინებით მეტის გაკეთება შეგიძლია! - ჯუმბერის სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში.
- ამ ეტაპზე იქნებ მართლაც ასე სჯობს! - მეტი გამბედაობისთვის საკუთარ თავს შეუძახა.
მაგიდაზე დაგდებულ კალამს დასწვდა, ხელები უკანკალებდა, თუმცა მაინც მოახერხა ფურცლების დასტაში ხელისმოსაწერი გრაფის მოძებნა. მიუხედავად ირაკლის იქ დგომისა, თვალი მაინც გაექცა ნაბეჭდი ტექსტისკენ. პირველივე სვეტში ნათლად ამოიკითხა, განცხადება, მსჯავრდებულ, თორნიკე ქართველიშვილის განმეორებით დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
- ხელმოწერა ყველა გვერდზე მჭირდება, სახელი და გვარი, სრულად და გარკვევით! - აშკარად კმაყოფილი, ისევ დირექტივებს აძლევდა ირაკლი.
- დიახ, გასაგებია! - მოწოლილი ცრემლების შეკავება როგორღაც შეძლო, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ისევ სავარძელში მოთავსდა, დოკუმენტები კალთაშივე დაილაგა და ნელ-ნელა დაიწყო ხელისმოწერა.
- უცნაური გოგო ხარ. გიყვარს დრამატიზმი. ხედავ?! სულაც არ ყოფილა რთული! - ირონიულად უღიმოდა ირაკლი.
- მართალი ბრძანდებით. სულაც არაა რთული! - სულ ცოტაც და ბოღმისგან დაიხრჩობოდა.
ცალი თვალით გახედა მაგიდაზე დადებულ ალუბლის წვენს. ქაღალდების დასტიანად გადაიწია ჭიქისკენ. ორივე ხელით ისე მოეჭიდა ჭურჭელს, თითქოს ჭიქის დავარდნის ეშინოდა.
- ხომ გითხარი, წვენი გენდომებაო?! - ისევ ირონიულად იცინოდა მამაკაცი.
- როგორც ყოველთვის ამჯერადაც მართალი გამოდექით! - უჩვეულოდ კმაყოფილმა დახედა ვითომ შემთხვევით კალთიდან ჩაცურებულ ფურცლებს და ხელიც გაუშვა სითხეს.
- ოხ, მე შენი!... - ირაკლის უწმაწური გინება სწრაფადვე მისწვდა სმენას. მოულოდნელმა ძლიერმა ბიძგმა უკან გადააგდო ელენე, წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო, გოგონა ძირს დავარდა. თვალებ დაქაჩული მამაკაცი რამდენიმე წამში ზემოდან მოექცა. მთელი ძალით, გამეტებით ურტყამდა ქალიშვილს. თუმცა ელენე ვერც ტკივილს გრძნობდა და ვერც სასოწარკვეთას, საკუთარი ნამოქმედარით ზედმეტად კმაყოფილს, მხოლოდ ერთი ადარდებდა, ჯიუტად ერთ წერტილს მისჩერებოდა და ელოდა. ძირს გაშლილ თაბახის ფურცლებზე ნელ-ნელა იშლებოდა მოწითალო სითხე, სრული კმაყოფილება მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა წვენმა მთლიანად დაფარა ქაღალდები. ერთად-ერთი რაც გაიაზრა ის იყო, რომ ემბრიონის პოზაში მყოფმა სახეზე აიფარა ხელები.
- დედას მოგი... დედას!- ისევ ღრიალებდა მამაკაცი. ისევ ურტყამდა მოკუნტულ გოგონას.
ძნელია იმის თქმა რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი. იქნებ წუთები, იქნებ წამებიც, თუმცა გოგონას საუკუნედ ეჩვენებოდა. რაღაცამ გაიჭახუნა, რაღაცამ გაიტკაცუნა. მხოლოდ ძლიერი ტკივილის შემდეგ აღიქვა, რომ ეს მისივე დამტვრეული ძვლების ხმა გახლდათ.
- ირაკლის რას აკეთებ?! სულ გაგიჟდი?! - სადღაც შორიდან ჩაესმა ჯუმბერის ღრიალი. თითქოს ყველაფერი მეორდებოდა, ამჯერად ელენეს ნაცვლად მანანა კიოდა. ამჯერად თავად იყო მსხვერპლი. გამოსახულებები სულ უფრო და უფრო გაფერმკრთალდა, გონებას კარგავდა ელე.
ბადრაგებმა როგორც იქნა მოახერხეს და აადღლიზეს ქალიშვილს.
- ამის შემდეგ გეცოდინებათ ვისთან გაქვთ საქმე, ამის შემდეგ გეცოდინებათ!... - ისევ იმუქრებოდა ირაკლი - და აღარ მომიგზავნი შენს კახპებს...
- ასეთი მხეცი როგორ ხარ?! - მიუხედავად ბადრაგების შუაში დგომისა, მაინც მოახერხა მანანამ და კატასავით სახეზე მისწვდა.
- ოხ. მე შენი... -ამჯერად მისკენ გაიწია დასარტყმელად ირაკლიმ.
- მოგკლავ, მე შენი! - მოულოდნელად იარაღი იმარჯვა და შუბლზე დაადო ჯუმბერმა ციხის უფროსს.
ასეთი გაცოფებული ნამდვილად არავის ენეხა მოადგილე. ყველა ხვდებოდა, რომ ირაკლის ერთი ზედმეტი მოძრაობაც და მუქარას შეასრულებდა, ხელი არ აუკანკალდებოდა, ისე გამოჰკრავდა სასხლეტს თითს. თვითგადარჩენის ინსტინქტი ზედმეტად კარგად ჰქონდა განვითარებული. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც იმდენი გაიაზრა, რომ ხმა არ ამოეღო. გაფითრებული, უარესის მოლოდინში თვალებ დახუჭული ელოდა განაჩენს.
- ბატონო ჯუმბერ, არ გინდათ, გთხოვთ, - შემართული იარაღი ისევ მანანამ ჩამოაწევინა - ახლა ელენეს უნდა მივხედოთ... - გოგონას შემხედვარე ცრემლებს ვეღარ იკავებდა ქალი.
- ჰო, ელენე, - თითქოს ახლაღა გაახსენდა - ელეს უნდა მივხედოთ! - შემართული იარაღი დაუშვა ჯუმბერმა, ერთ-ერთ ბადრაგს ანიშნა უგონოდ მყოფი გოგონა ხელში აეყვანა - რეზბალნიცაზე დარეკეთ, ჩემი მანქანით ავიყვანთ! - ეს კი... - ამჯერად ისევ უძრავად მდგომ ირაკლის გახედა - ძაღლივით დააბით. აი, ამ რკინის სკამზევე მიაბით. - ზიზღით გამოსცრა კბილებში - იცოდეთ, თუ ბრძანებას არ შეასრულებთ, საკუთარი თავით აგებთ პასუხს! - მუქარით გახედა უხერხულად აწურულ ბადრაგებს მამაკაცმა და უკან მიჰყვა ოთახიდან გასულებს.
- ინანებ ჯუმბერ, ამ საქციელს ნამდვილად ინანებ! - ბადრაგებთან პირისპირ დარჩენილს ისევ დიდი გული მიეცა ირაკლის.
- ახლა რა იქნება ბატონო ჯუმბერ?! - ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომ მანანას მკერდზე მიეხუტებინა ელენე და პატარა ბავშვივით ეფერებოდა.
- ერთად-ერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ადრე თუ გვიან სანანებელი გამიხდება, ირაკლის ცოცხლად დატოვებაა. - ქალისკენ არც კი გაიხედავს ისე უპასუხა მამაკაცმა.
დეპარტამენტის ეზოდან სწრაფი სიჩქარით გავარდა სირენებ ჩართული ავტომობილების კოლონა. ორთაჭალის მოედანზე წრის დარტყმა არც კი უცდიათ, საწინააღმდეგო მხარეს პირდაპირ გადაკვეთეს გზა და სულ რამდენი წუთში ციხის საავადმყოფოს ეზოში გაჩნდნენ.
მთავარი ექიმი საავადმყოს ექიმებთან ერთად პაციენტთან იყო საოპერაციოში. მის კაბინეტში კი პრობაციისა და სასჯელაღსრულებით სამინისტროს ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს, სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის თავმჯდომარესა და რამდენიმე ძალოვანი უწყების წარმომადგენელს თათბირი გაემართათ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, იქვე იყვნენ ციხეში ირაკლისთან ერთად ელენს მიერ ნანახი რამდენიმე სამხედროს ფორმიანიც.
- ის გოგო უნდა გააჩუმოთ! - განაჩენივით ჟღერდა ჩინოსანის ხმა.
- გაგვიჭირდება. ელენე არც პატიმარია და არც მსჯავრდებული, ასე მარტივად არ ჩაყლაპავს შეურაცყოფას... - სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა ჯუმბერი.
- ხვდებით მაინც ამ ამბის გახმაურებას რა მოჰყვება?! ისედაც ჭორები დადის პატიმრებზე ძალადობის შესახებ, ჟურნალისტებს ძლივს ვიგერიებთ, სირცხვილით სად გავამხილოთ, რომ პატიმრები კი არა, საკუთარი თანამშრომლებიც კი ვერ დაგვიცავს? - საუბარში ჩაერია თავმჯდომარე.
- ჟურნალისტებს უყვართ ყველაფრის გაბუქება... - თითქოს სიტუაციის განმუხტვა სცადა იქვე მდგომმა სამხედროს ფორმიანმა მამაკაცმა, რომელში ციოლად სეიცნობდით ირაკლის მეგობარ გიორგის.
- გაბუქება?! მაინც რას გულისხმობ გაბუქებაში? ნორმალურად გეჩვენება დღევანდელი ფაქტი? იქნებ ისიც ნორმალურია დაოჯახებული მამაკაცი თანამშრომელ ქალებს გასაქანს არ აძლევდეს?! ალბათ ისიც არაა გასაკვირი, ვიღაცაზე გაბრაზებული, ჯავრის ამოსაყრელად პატიმრებს სცემდე. - ბრაზს ვერ მალავდა თავმჯდომარე - იქნებ ამიხსნა, შენ როგორ ხედავ ამ ამბავს?! ისე მარტივად საუბრობ, მგონი დროა შენთანაც მოვიდეთ და ბავშვთა კოლონიაში არსებული მდგომარეობითაც დავინტერესდეთ! - ნახევრად მუქარით გამოუცახადა მან.
- მისი გამართლება არც კი მიცდია. არც მე ვემხრობი მსგავს მეთოდებს, თუმცა ამ ამბის გახმაურება არაფერს გვარგებს, ირაკლის იმდენი დამსახურება კი აქვს, რომ ვიღაც კახპას არ გადავაყოლოთ.
- შენს ადგილზე სიტყვებს შევარჩევდი... - აღარ მოერიდა სამინისტროს წარმომადგენლის იქ ყოფნას, თვალები დაუბრიალა თავმჯდომარემ გიორგის.
- ფეხებზე გვარგებს თუ არა ამ ამბის გახმაურება! ჩემი კარიერის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეგ ირაკლი დაუსჯელი არ დარჩება! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან ჯუმბერი.
- გასაგებია, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს. ირაკლის უკან ფარნავაზ მოლოდინაშვილი დგას. გენპროკურორის განაწყენება კი...
- არ გიფიქრია გიორგი, რა რეაქცია ექნება მოლოდინაშვილს მისი სიძის ვაჟკაცობის ამბებს რომ შეიტყობს? - ინეტერესით ჩაეკითხა თავმჯდომარე.
- ყველამ კარგად ვიცით, რომ უდოს კომისიაზე გასაგზავნად პატიმრებისგან სერიოზულ კუშებს მაზავდით. - ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიმართა ჩინოსანმა გიორგის - იმასაც უნდა მიმხვდარიყავით, რომ საქმე მოითხოვდა ასეთ გადაწყვეტილებას. ეს გოგონა შემთხვევითი თანამშრომელი ვერ იქნებოდა. იმის მაგივრად გვერდში დასდგომოდა. მასთან ეთანამშრომლა, პირიქით. რქებით დაეტაკა. იმდენი ჭკუაც არ ეყო, გაჩერებულიყო და გვერდზე გამდგარიყო. ხვდებით მაინც ვის უპირისპირდებით?!
- მსგავს ბრალდებას ვერ წამომიყენებთ. ბავშვთა კოლონიაშიც მოვიდა ფსიქოლოგი, მასთან თანამშრომლობის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. - უნებურად თავისმართლებაზე გადავიდა გიორგი.
- ფრთხილად უნდა იყოს ფარნავაზი, მისი შეუბღალავი რეპუტაცია ამ ვაჟბატონმა არ დაასამაროს... - აშკარად ხმამაღლა ფიქრობდა თავმჯდომარეც.
თავმჯდომარეს სიტყვა კაბინეტში მთავარი ექიმის შესვლამ შეაწყვეტინა. დაძაბული მზერით მიაჩერდნენ დაღლილ მამაკაცს:
- მგონი გადავრჩით! - კაბინეტში მყოფებს აშკარად მძიმე ტვირთი მოეხსნათ მხრებიდან, ერთმანეთს კმაყოფილებმა გადახედეს მოთათბირეებმა.
- მადლობა ღმერთს! - როგორ იქნა შუბლი გახსნა სამინისტროს წარმომადგენელმა - ასეა თუ ისეა, ახლა ამ ამბის გახმაურება არ გვაწყობს. - ამჯერად უშუალოდ ჯუმბერს მიმართავდა მამაკაცი - ირაკლის დასჯა ყოველთვის შეგვიძლია, ოღონდ მისივე მეთოდებით, მისივე გზებით! - კარგად მიუხვდნენ რასაც გულისხმობდა სამინისტროს წარმომადგენელი, ზედმეტი კომენტარების გარეშე წამოიშალნენ და ხმაურით დაიშალნენ.

ოცდამეათე თავი
რომ გეკითხათ მალავდნენ, თითქოს არავის უნდა გაეგო ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ, თუმცა კულუარებში ყველა ამაზე საუბრობდა. ზუზუნით, ტალღისებურად კამერიდან-კამერაში გადადიოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, სულ უფრო და უფრო ბუქდებოდა და ფორმდებოდა. ვიღაც ამტკიცებდა, რომ ირაკლიმ მისი საყვარელი სიკვდილის პირას მიიყვანა. ვიღაც ამბობდა, რომ გოგონა ორსულად დარჩა და მამაკაცს აშანტაჟებდა, ამ ამბავს შენს ოჯახს გავაგებინებო. რეალურ მიზეზს კი ყველა გვერდს უვლიდა. თითქოს განგებ არ ამბობდნენ.
- აბა, რა ეგონა? ირაკლის ასე იოლად როგორ ჩაიგდებდა ხელში?! - ნიშნის მოგებით ესაუბრებოდა ციხის ეზოში ერთ-ერთი სამზარეულოში მომუშავე ქათამი თავის კამერის მეზობლებთან ერთად კედელთან ჩაცუცქულ საკმაოდ ასაკიან კრიმინალს. შუბლ შეკრული ისმენდა მამაკაცი ფსიქოლოგისა და ციხის უფროსის დაპირისპირების შესახებ შეთხზულ ლეგენდას.
- შენთვის შეფასება არ გვითხოვია, სათქმელი დაასრულე? ხოდა დაახვიე?!... - ღრენით გახედა წინ მდგომ, უკმაყოფილოდ ტუჩებ მოპრუწულ მამაკაცს კრიმინალებს შორის ყველაზე ასაკიანმა. სიტყვის შებრუნება ვერ გაბედა ქათამმა, განაწყენებული გაერიდა მამაკაცებს.
- გიგა, გჯერა რასაც ეს ნაბოზვრები ყვებიან?! - ეჭვით გახედა ერთ-ერთმა წარბზე იარის მქონე მამაკაცმა კრიმინალებში ყველაზე მხცოვანს.
- ჩემო წარბა, ასე მარტივად რომ ვიჯერებდე ყველაფერს რასაც ლაპარაკობენ, აქამდე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. - ირონიულად გაეცინა გიგაურს.
- ეგ, ნაბოზვარი ირაკლი თანამშრომელს საცემრად ასეთი მსუბუქი მიზეზის გამო არ გაიმეტებდა.
- საყვარლობის ამბავი არც მე მჯერა, ეტყობა რაღაცაზე შეეწინააღმდეგა და გაუსწორდა მისი მეთოდებით. - მისი ვარაუდი გამოთქვა წარბამ.
- ბევრი შერჩა, ზედმეტად ბევრი, ვინც ნასეტკობაზე არ დასთანხმდა, ყველას ახალი „სროკი“ დაუმატა. - საუბარში ჩაერია ერთ-ერთი.
- მაგ გოგოზე დღემდე ცუდი არაფერი თქმულა. ვისაც კი შეხება ჰქონია, ყველა აქებდა. გივის საქმე მაგის წყალობით გამოვიდა. ბიჭებსაც ეხმარებოდა კომისიაზე საბუთების გაგზავნაში. ამბობდნენ თავმჯდომარის კაციაო. - საუბარში ჩაერია იქვე მდგომი მეორე კრიმინალიც.
- თავმჯდომარის? ვისზე ლაპარაკობთ?! - წარბას ამოუდგა გვერდით თორნიკე.
- ვისზე და ციხის ახალ ფსიქოლოგზე.
- ვერ გავიგე?! - ძარღვებში სისხლი გაეყინა ელენეს ხსენებაზე ქარველიშვილს.
- ქათმებმა ამბავი მოიტანეს, ირაკლის პატიმრების ცემა აღარ ჰყოფნის და თანამშრომლებზე გადავიდაო! - ზიზღით გადააფურთხა წარბამ.
- და, ელენეს რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან?! - ხელოვნური გულგრილობით იკითხა ვაჟმა.
- რაღაცით ვერ მოხიბლა მისი უფროსი... - თვალებ დაწვრილებული ყურადღებით აკვირდებოდა ვაჟის თითოეულ მიმიკას გიგაური, არც მისი გაფითრებული სახე გამორჩენია და არც ტკივილამდე ერთმანეთზე დაჭერილი ყბები.
თუმცა, ახლა არც თამაშის დრო ჰქონდა და არც ემოციების დაფარვის, ეზოში მყოფ კრიმინალებს ყურადღებას აღარ აქცევდა ქართველიშვილი, პირდაპირ კარებში მდგომი ბადრაგისკენ მირბოდა ვაჟი.
- რაღაც ზედმეტად ავარდა შენი მეზობელი, - წარბასთავის არც კი შეუხედავს, კბილებში გამოსცრა არაბულმა - ყურადღება მიაქციე, ირაკლისთან პრობლემები არ გვჭირდება!

- დეპარტამენტის თავმჯდომარესთან მინდა შეხვედრა! - ბადრაგის გაოცებული მზერა არ შეიმჩნია, მისვლისთანავე გამოუცახადა თორნიკემ.
- მხოლოდ თავმჯდომრესთან? მინისტრიც ხომ არ შეგახვედროთ?! - ირონიულად გაეცინა სამხედრო ფორმიანს.
- გასაგებად გითხარით, თავმჯდომარესთან მინდა შეხვედრა! - ცივი, ზიზღით სავსე თვალებით უმზერდა ვაჟი წინ მდგომს.
არ ვიცი მის მზერაში რა დაინახა, თუმცა ბადრაგს წინააღმდეგობის გაწევა აღარც უფიქრია. რაცია მოიმარჯვა და რეჟიმის განყოფილების ცვლის უფროსს დაუკავშირდა.
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მსჯავრდებულ ქართველიშვილს ადმინისტრაციასთან სურს შეხვედრა!- ირონიულად ჩასძახა ვიღაცას.
- ადმინისტრაციასთან არა, თავმჯდომარესთან! - საკუთარი მოთხოვნა დაუკონკრეტა თორნიკემ.
- ამას როგორმე ჩვენ გადავწყვეტთ! - ღრენით ამოხედა რაცია მომარჯვებულმა ბადრაგმა.

საკუთარ საკანში ნარზე თვალბ დახუჭული იწვა თორნიკე, ვეღარ ამჩნევდა ვერც საკნის სივიწროვეს, ვეღარც ხალხმრავლობას, აღარც დახუთული ჰაერი და თითქმის სხეულში გამჯდარი ნესტის სუნი აღიზიანებდა, უბრალოდ იწვა და ფიქრობდა. თვალწინ ისევ ელენეს მწვანე ცრემლებით სავსე თვალები ედგა, მისი თმის სურნელი, თითქოს ნათლად დაინახა როგორ ურტყამდა ირაკლი, ისე მძაფრად შეიგრძნო, რომ ძვლებიც ეტკინა.
- ეს როგორ ვერ გათვალა? როგორ ვერ დაიცვა, როგორ ვერ დაეხმარა?! - ამჯერად საკუთარ თავზე ბრაზდებოდა - ჩავაძაღლებ, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს!
თავმჯდომარესთან შეხვედრის იმედი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა ციხის უფროსის ნახვაზეც არ იტყოდა უარს. ო, როგორ უნდოდა ახლა ირაკლი დაემარტოხელებინა მისივე კაბინეტში და გვერდები დაენგრია. სიმწრისგან ისე ჰქონდა მუშტები მოღერებული, თითქოს წინ მართლაც ციხის უფროსი ედგა. მიუხედავად იმისა, რომ ასე სძულდა, არასოდეს არ სდომებია მისი განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ ამდენჯერ ცემა, ერთხელაც არ შეუბრუნებია ხელი ქართველიშვილს, ერთხელაც კი არ უცდია თავდაცვა, მაგრამ ახლა, დაიფიცებდა, რომ ხელიც კი არ აუკანკალდებოდა ისე მოსპობდა. მიუხედავად იმისა, რომ გულით უდოდა ციხიდან გასვლა, ახლა ელენეს გამო მართლა ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, მართლა დაიმატებდა სასჯელს, გონებაში სახავდა ახალი მკვლელობის გეგმას, რომელიც ბევრად უფრო სასტიკი ფორმით იქნებოდა ჩადენილი ვიდრე კვანტალიანის მკვლელობა.
- ვინმეზე ხარ გაბრაზებული?!... - გვერდით ნარზე ჩამოუჯდა წარბა.
- არა, გეჩვენება. - თვალები არც კი გაუხელია, ღრენით უპასუხა ვაჟმა.
- ვითომ?! ჩემი შენდამი დამოკიდებულება კარგად იცი, მაგრამ ვიდრე რამეს მოიმოქმედებ კარგად დაფიქრდი...
- ამ სიტყვებს შენ მეუბნები, თუ გიგაური?! - ირონიულად გახედა ბიჭმა.
- ჯერჯერობით მე...
- ვერ მიგიხვდი?! - ნარიდან წამოიწია ვაჟმა და ჯიქურ მიაჩერდა წარბას თვალებში.
- ვიღაც რიგითი თანამშრომლის გამო, ადმინისტრაციასთან სიტუაციის დაძაბვა არ გვიღირს... - გიგას სიტყვები გაიმეორა წარბამ.
- რიგითი თანამშრომელი, ადამიანი რომელიც პატიმრების განთავისუფლებისთვის იბრძოდა?! თქვენთვის მეც რიგითი პატიმარი ვარ?!...
- თორნიკე, ნუ მიქარავ...
- მე?! რატომ რამეში ვცდები? ჩვენება რომ არ მივეცი, გიგაურის წინააღმდეგ, გვერდები გამიერთიანეს, თავად კი ჩემი ცემის შემდეგ გაურიგდა ირაკლის ციხეში სასმლის შემოტანაზე? ეგ იყო მისი მადლიერება?!
- გიგაური მოლაპარაკებაზე თუ წავიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეგ თანხა ციხის „ობშიაკში“ შესულიყო და ისევ პატიმრებს ესარგებლათ...
- შენ? განა ჩემთვის „სროკის“ დამატებისას არ გიფეშქაშა ციხის უფროსმა ახალი, გარემონტებული კამერა?!
- იქნებ ისიც მითხრა, რომ მეც გარიგებაზე წავედი?! - ვაჟის სიტყვებმა გააღიზიანა წარბა.
- არა?! - ირონიულად ჩაეკითხა თორნიკე.
- ამ სიტყვებს მხოლოდ იმიტომ გპატიობ, რომ პატივს გცემ! კამერა მეკუთვნოდა და მივიღე, კარგად დაფიქრდი ვის ელეპარაკები! - ტონს აუწია მამაკაცმა.
- გეკუთვნოდა?! - ირონიულად ხარხარდა ქართველიშვილი - თქვენი საქმის თქვენ იცით. მე არც გარიგებებში ვერევი და არც ის მაინტერესებს ვინ, სად და რაში ისარგებლეთ, ჩემისთანების ხარჯზე. ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ, მაგრამ ნურც მე მასწავლით როგორ მოვიქცე.
- ვერ გცნობ, თორნიკე! - გაოცებული უმზერდა გაცოფებულ ბიჭს წარბა - მეგონა ხვდებოდი რომ სხვებთან არ გაიგივებდით, პატივს გცემდით და შეძლებისდაგვარად პროვილეგიებითაც სარგებლოდი, ამას კი დაფასება უნდა, ძმაო...
- მართლა?! იქნებ ამიხსენათ რაში გამოიხატება ჩემი პრივილეგირებულობა? მხოლოდ თქვენისთანებისთვის ხელის დაფარებაში? იქნებ სჯობდა მეც მეთანამშრომლა ირაკლისთან? რა ჯანდაბად ვიხლი ჩემს სახელს, თუ ჩემივე ახლობელს ვერ დავიცავ?! - ემოციებს ვეღარ მალავდა ვაჟი.
- აქ იმისთვის არ დავჯექი, რომ მტელმა კამერამ მოიმინოს ჩვენი საუბარი. ხმას დაუწიე! - თვალები დაუბრიალა წარბამ - ასეა თუ ისე, ირაკლისთან როგორღაც აწყობილი გვაქვს საქმე. ის ჩვენ არ გვეხება, ჩვენ - მას. რაც შეეხება შენი „სროკის“ დამატებას, ჩვენს სფეროში ასეა, ერთხელ რომ ციხეში წახვალ, გარეთ გასვლაზე არ უნდა იფოქრო. მით უმეტეს ისეთ „სროკზე“ შენ რომ შემოხვედი. კაცმა არ იცის აქ რამდენ ხანს გაჩერდები, კარგად დაფიქრდი, მაგ გოგოს გამო გიგაურიც არ გადაიკიდო?
- გიგაური?! შენ ვერც კი ხვდები რას მეუბნები... - მწარედ გაეცინა თორნიკეს - ელენეს გამო გიგაურს კი არა მთელ სამყაროს დავუპირისპირდები...
- ასეთი ძვირფასია?! - გაოცებული უმზერდა წარბა აჯაგრულ ქართველიშვილს.
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თქვენთვის რიგითი თანამშრომელი, ჩემთვის ყველაფერია, ჩემი სიცოცხლეა.
- ანუ არ გაჩერდები?
- იმ ნაბოზარ ირაკლის ღორივით რომ დავკლავ და მის თავს ფეხებთან დაგიგდებთ მხოლოდ მაშინ... ხომ იცი, რომ გამკელეთებლი ვარ? ხელი შეშლა არც კი იფიქროთ!...
- ხელებიც ამიწევია. ჩავთვლი, რომ უკანასკნელი სიტყვები არ გამიგია. მე ჩემი სათქმელი გითხარი, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია...
- ქართველიშვილო, გამოდი, შენთან სტუმარია! - კამერის კარების გისოსებში ბადრაგი გამოჩნდა.
დარწმუნებული იყო, რომ მის მოთხოვნას დეპარტამენტის თავმჯდომარის ნახვის თაობაზე, ირაკლის მოახსენებდნენ. თავისთავად ცხადია, რომ სწორედ მას ელოდა თორნიკე, არ კი უკითხავს ვინ იყო ვიზიტორი, თავდახრილი, უკან ხელებ დაწყობილი მორჩილად გაჰყვა შეხვედრების ოთახში, თუმცა დარბაზში შევიდა თუ არა იმედი გაუცრუვდა.
ვიზიტორებისგან უჩვეულოდ დაცლილ დარბაზში მნახველის სკამზე ჯუმბერი ელოდა. შორიდანვე შეათვალიერეს ტუსაღმა და მოადგილემ ერთმანეთი. ერთი-ერთზე, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ჯუმბერი და ქართველიშვილი.
- თქვენ?
- იმედია მართლა თავმჯდომარეს არ მელოდი? - ირონიულად ჰკითხა მამაკაცმა.
- არა, თუმცა...
- თუმცა ირაკლის ხილვა გერჩივნა?
დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, უსიტყვოდ დაჯდა მისთვის განკუთვნილ სკამზე. ერთი-ერთზე, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ჯუმბერი და ქართველიშვილი.

- გოგონას მდგომარეობა თუ გაინტერესებს, ახლა უკვე კარგადაა, ციხის საავადმყოფოში დავაწვინეთ, სანდო ხელშია...
- „რეზბალნიცაზე“?! ანუ ირაკლის პასუხსგებაში მიცემას არ აპირებთ?
- ამ ეტაპზე, ალბათ ვერ...
- ნეტა რატომ არ მიკვირს?! - მწარედ გაეცინა თორნიკეს - ელენესთან რა ხელი ჰქონდა? რა უნდოდა? რას ერჩოდა?
- არ ვიცი შენ რა მიზეზი გითხრეს, მაგრამ... - აშკარად სიტყვებს არჩევდა მამაკაცი.
- რა მაგრამ? - ასე ნაკოწიწები მოთმინება, უკვე ღალატობდა ქართველიშვილს.
- რაღაც ჩვენების მიცემა სთხოვა და გოგონამ უარი უთხრა.
- რაღაც?! მაინც რა ჩვენების?!
- მაგდენი არ ვიცი. - თვალი აარიდა ჯუმბერმა.
- მართვა არ იცით, თუ თქმა არ გსურთ?
- ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
- მაინც?!
- რამდენადაც მე მითხრეს, ირაკლი შენთვის „სროკის“ მომატებასთან დაკავშირებით საბუტებს ამზადებდა და მისი ჩვენება სჭირდებოდა...
- გინდათ მითხრათ, რომ ახლა ელენე ასეთ დღეში ჩემს გამოა?! - ძარღვებში სისხლი გაეყინა თორნიკეს - მაშ ჩემი ხელახლა „გასროკვა“ უნდოდა? ამაზე იოლი რაა? ავუხდენ ნატვრას ბატონ ირაკლის, მორიგი სასჯელი მისი მკვლელობის გამო მექნება! - ამ წუთებში აშკარად აღარ ახსოვდა ვინ ეჯდა წინ.
- ნუ ბოდავ, ქართველიშვილო! - ხმას აუწია ჯუმბერმა - ყველაზე იოლი მასე მოქმედებაა, პრინციპში ჩვენ საწინააღმდეგო არც არაფერი გვაქვს, ორივე შემთხვევაში დეპარტამენტი მოგებული დარჩება. ერთად-ერთი ვინც დაზარალდება შენ და ელენე იქნებით. ირაკლის ზედმეტი წვალების გარეშე მოვიშორებთ, თუმცა შენთან სულ სხვა წინადადება გვაქვს.
- არ მითხრათ, რომ ისევ თანამშრომლობას მთავაზობთ! - ირონიულად ახარხა თორნიკე - ბოზს ვგევარ? - ზიზღით მიაჩერდა წინ მჯდომს.
- ბოზს არა, თუმცა ჭკვიან კაცს კი. თუ ჩვენი პირობებით იმოქმედებ, ირაკლიზე შურისძიებასაც შესძლებ და ციხიდან გასვლასაც. მგონი დაფიქრებად გიღირს.
- ერთად-ერთი რაც მინდა, ისაა, რომ ირაკლი მოვსპო...
- თუ დაუფიქრდები, მეც სწორედ მაგას გთავაზობ! - ვაჟის სიტყვები კარგად ენიშნა, უკვე გამარჯვებას ზეიმობდა მოადგილე.
- კეთილი, თქვენი მეთოდებით ვიმოქმედებ, ოღონდ ერთი პირობით...
- ხომ იცი, ვაჭრობას ვერ ვიტან...
- ელენე უნდა ვნახო. რადაც არ უნდა დამიჯდეს, მასთან უნდა მოვხვდე...
- გაგიჟდი? ჩვენი თანამშრომლობის შესახებ არავინ უნდა იცოდეს, საავადმყოფოში რა მიზეზით მიგიყვანო?- გაღიზიანდა მამაკაცი.
- არ გინდათ, ბატონო ჯუმბერ, პატარა ბიჭი არ ვარ. ავიტკიებ ბრმა ნაწლავს, მართალია არ მაქვს მაგრამ მაინც...
- მაიმუნობ, ქარველიშვილო...
- მაშინ ვენებს გადავიჭრი და ეგაა. სავადმყოფოში დაწვენის მიზეზიც გექნებათ! - პოზიციებს არ თმობდა ვაჟი.
რამდენიმე წამით ყურადღებით აკვირდებოდა ჯუმბერი.
- ჯანდაბას შენი თავი. მიგიყვან რამდენიმე წამით. ოღონდ ახლავე იცოდე, პალატაში ვერ შეხვალ, უბრალოდ დაინახავ. ეგაა და ეგ...
- ახლა თქვენ ვაჭრობთ, ბატონო ჯუმბერ? - ამჯერად გულწრფელად გაეღიმა თორნიკეს.
- ასე, გამოდის. შენთან შეხვედრისთვის ერთი საათი მქონდა გამოყოფილი. ამ პერიოდში, თავმჯდომარის ბრძანებით, არც მოგიკითხავენ და არც აქ შემოვლენ. გვეყოფა?!
- რა თქმა, უნდა გვეყოფა! - ადგილიდან წამოხტა ქართველიშვილი.


ოცდამეთერთმეტე თავი
ისევ სწრაფად მიდიოდა ჯუმბერი, ისევ აკვირდებოდა თანამგზავრს. დეჟავუს მძაფრი განცდა არ ტოვებდა მამაკაცს. ისტორია მეორდებოდა, თუმცა ახლა აფორიაქებული ელენეს ნაცვლად, ტუჩებ მოკუმული ქართველიშვილი ეჯდა გვერდით. ავტომობილი „რეზბალნიცის“ სადგომზე გააჩერეს და საავადმყოფოსკენ ფეხით გააგრძელეს გზა.
მთავარი ექიმი ეზოშივე ელოდა, ვაჟისდა გასაკვირად, გეზი საავადმყოფოს უკანა კედლისკენ აიღეს. იქ არსებული სარდაფის მომცრო ზომის კარები ღია დახვდათ, სარდაფიდან რკინის კიბეებით მესამე სართულზე, მთავარი ექიმის კაბინეტამდე ისე ავიდნენ, რომ ბადრაგებსა და მომსახურე პერსონალს არაფერი გაუგიათ.
- არ გეშინიათ ამ საიდუმლო ასასვლელის შესახებ პატიმრებსაც რომ გავუმხილო? - ვერ მოითმინა, ირონიულად იკითხა თორნიკემ.
- შენ?! - ხმამაღლა ახარხარდა ექიმი, თან თეთრი ხალათი მიაწოდა ვაჟს - ოდნავ მაინც თუ ვერკვევი ადამიანებში, იმდენი კი მესმის, ვინმესთვის თქმა რომ გდომოდა, აქ ნამდვილად არ იკითხავდი.
- ამას რომც აპირებდე, ელენეს გამო არ გააკეთებ! - დამაჯერებლად, ისე უპასუხა ჯუმბერმა, რომ ხალათ მოსხმული ვაჟისკენ არც გაუხედავს - ესეც კისერზე დაიკიდე, შენ ახლა გამოკვლევაზე მოწვეული ექიმი ხარ! - ფონოდოსკოპი მიაწოდა ვაჟს - ფუჭი საუბრებით დროს ვკარგავთ, წავედით...
ამაყი ნაბიჯებით ნამდვილი ექიმივით მიჰყვებოდა ვაჟი წინ მიმავალ მოადგილეს. ელენეს პალატას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ორი ბადრაგი იცავდა.
მთავარი ექიმის თანხლებით მისული მოადგილისა და უცნობი თეთრ ხალათიანის დანახვაზე წელში გაიჯგიმნენ და სამხედრო სალმით მიესალმნენ.
- თავისუფლად...- მეგობრულად გაუცინა ჯუმბერმა -პაციენტთან ექიმი გვყავს გამოკვლევებისთვის. ბატონო თორნიკე, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი ვიზიტი?
- ზოგადი სიტუაციის გასაანალიზებლად ალბათ, ნახევარი საათი გვეყოფა... - საქმიანად უპასუხა ვაჟმა.
- ნახევარი? ბევრია. თხუთმეტი წუთიც გვეყოფა. - ბღვერით გამოხედა ჯუმბერმა და ისევ ბადრაგებს მიუბრუდა - მგონი ყავის დასალევად საკმარისია, - თვალი ჩაუკრა ბადრაგებს - ცოტა დაისვენეთ და თხუთმეტ წუთში ისევ პოსტს დაუბრუნდით.
მისი ნათქვამით გახარებულ ფორმიანებს გაპროტესტება აზრადაც არ მოსვლიათ, მაშინვე საავადმყოფოს სასადილოსკენ აიღეს გეზი.
- ჩემი მაჭანკლობა ამით დასრულდა, თხუთმეტ წუთში გარეთ გელოდები! - ვაჟისდა გასაკვირად მარტო დატოვა ჯუმბერმა და მთავარ ექიმთან ერთად ისევ მის კაბინეტში დაბრუნდა.
როგორც იქნა გამბედავობა მოიკრიფა და პალატის კარებზე დააკაკუნა. მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან არავინ გამოხმაურებია, რამდენიმე წამით მაინც შეყოვნდა, ცხოვრებაში პირველად ესმოდა საკუთარი გულისცემა, უცნაურად ღელავდა თორნიკე, ღრმად ჩაისუნთქა და პალატაშიც შევიდა.
მოსალოდნელი სანახაობისთვის თითქოს შემზადებული ეგონა თავი, მაგრამ ნანახმა მაინც გადააჭარბა წარმოდგენილს. მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. რამდენიმეჯერ დახუწა და გაახილა თვალები, თითქოს ასე სურდა ცუდი სიზმრიდან გამოდხიზლება. მიუხედავად მისი უსუსრუ მცდელობისა, სანახაობა მაინც არ შეცვლილა. თეთრ სახვევებს შორის ერთად-ერთი ნაცნობი შტრიხი რაც გოგონასთან დააკავშირებდა, მისი ღია წაბლისფერი თმა გახლდათ. დაჭიმული ფეხზე გირები ეკიდა. მარჯვენა ხელი გიფსით დაეფისქირებინათ.
- ირაკლი შენი!... - მთელი ბოღმა ახლა ამ სიტყვებში ჩადო.
- თორნიკე?! როგორც იქნა მოხვედი... - მიუხედავად სისუსტისა, სახვევებიდანვე იგრძნო როგორ იღიმოდა გოგონა.
- სიმართლე გითხრა შეხვედრის ადგილად ცოტა უკეთეს ადგილს ავირჩევდი! - მისი რეაქცია რომ არ შეემჩნია, ხუმრობითი ტონით უპასუხა ვაჟმა და მის საწოლს მიუახლოვდა.
- აბა, მხოლოდ მე ხომ არ მოგინახულებდი საავადმყოფოში?! - თავადაც აჰყვა ხუმრობაში გოგონა.
- ანუ გინდა მითხრა, რომ ეს მასკარადი, მხოლოდ იმიტომ დადგით, რომ აქ შემოგეტყუებინე?! არ გეჩვენება, რომ ასეთი საქციელი, ბოროტ ხუმრობას ჰგავს? ცოტა უკეთესი მეთოდი ვერ შეარჩიეთ?! - ისევ აგრძელებდა ვაჟი.
- სამწუხაროდ არ შემითანხმა ირაკლიმ, ნამდვილად შევთავაზებდი წამების ბევრად უფრო ცივილიზებულ მეთოდებს! - არ უნდოდა, თუმცა, ტკივილმა მაინც გაკვეთა ხმა.
- ენე, ჩემო ენე! როგორ შემაშინე... - ვეღარ მოითმინა ვაჟმა, დაბინტულ სხეულთან ჩაიმუხლა, საღი მარცხენა ხელი ჩაბღუჯა - რომ იცოდე, როგორ შემაშინე!... - თან ჰკოცნიდა ხელისგულზე და თან ჩურჩულებდა ვაჟი.
- მაპატიე, არ მინდოდა, დედას გეფიცები, არ მინდოდა! - ცრემლებმა გაბზარა ქალიშვილის ხმა.
მისი ხელისგული სახეზე ჰქონდა მიხუტებული, მიუხედავად წამლების სუნისა, მაინც მძაფრად აღიქვა ქალიშვილის სურნელი, ისე სტკიოდა მისი ტკივილი, ახლა ყველაფერს გასცემდა, ოღონდ თავად ყოფილიყო ქალიშვილის ნაცვლად ამ სახვევებში. ბოღმა აღრჩობდა. ცხოვრებაში პირველად ატირდა თორნიკე, ობოლმა ცრემლმა გაიკვლია გზა. მისმა ცრემლებმა დასწვა ხელისგულები ელეს, მაგრამ მოცილება არც კი უფიქრია. ფრთხილად, მისთვის ჩვეული სინაზით მიეფერა გაუხეშებულ ნაკვთებზე.
- დედაშენმა იცის? - როგორც იქნა დუმილი დაარღვია ვაჟმა.
- არა. ჯუმბერმა დაურეკა და უთხრა, თითქოს მივლინებაში გამიშვეს რამდენიმე დღით.
- შენი აზრით, ამ დაწყევლილი საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში მოახერხებ გასვლას? - ბრაზი გაერია ვაჟს ხმაში.
- არა, უბრალოდ ვიტყვით, თითქოს ავარიაში მოვყევი და ეს დაზიანებებიც ამიტომ მაქვს...
- ფიქრობ რას ამბობ? მათგან რით განსხვავდები? გამოდის მათ მარაზმში იღებ მონაწილეობას? - აღშფოთებული წამოხტა ვაჟი.
- წრე უკვე დაძრულია თორნიკე, უკან ვერაფერს დავაბრუნებ. დღევანდელმა მოვლენებმა უბრალოდ ყველაფერი დააჩქარა... - საქმიანად საუბრობდა ქალიშვილი.
- მგონია შენს ნაცვლად ჯუმბერი მელაპარაკება. - ირონია ვერ დაფარა თორნიკემ - აზროვნებ რას ამბობ? სახვევებში არ ჩანხარ, შენ კი რაღაც წრეზე დარდობ...
- მე მხოლოდ ერთი რამ მინდა, ირაკლი და მისი მსგავსები ამ სისტემისგან შორს უნდა იყვნენ.
- ირაკლი და მისი მსგავსები შენი სადარდებელი არაა. აქედან უნდა წახვიდე, გესმის ენე, უნდა წახვიდე! ადრეც ხომ გთხოვე, გემუდარები... - ისევ ქალიშვილთან ჩაიმუხლა ვაჟმა.
- ზედმეტად შორს შევტოპე, უკან ვეღარ დავიხევ.
- ელენე, მომისმინე - მძიმედ სუნთქავდა თორნიკე - ახლა გმირობანას თამაშის დრო არაა. ეს ხალხი არ დაგინდობს, გესმის არ დაგინდობს!
- მგონი თავადაც ხვდები, რომ სულაც არ ვთამაშობთ!
- მაოცებ ენე.
- ჩემზე ნუ დარდობ თორნიკე.
მე კი მხოლოდ ერთი რამ მსურს. შენ უნდა იყო სულელი ხარ, დედას გეფიცები, ვერ ხარ კარგად. ირაკლი კი არა, მომისმინე, თოკო.
- არ გეჩვენება ენე-ნე, რომ ჩემი აქ ჩემი ყოფნის გამო, შურისძიებისთვის საკმაოდ ცუდი ფორმა შეარჩიე?! - ნახევრად ხუმრობითი ტონით ღმუილის დასაფარად მომუშტულ ხელზე იკბინა ვაჟმა.
- სადაც ამდენ ხანს მოვითმინე, სამი თვეც გავძლებ, სულ ცოტა ხნით ვიქნები აქ და წავალ... - ხმადაბლა თითმის თავისთვის ჩაილაპარაკა ქალიშვილმა.
- წახვალ და ეს სამი თვე რას გიწყვეტს? - ისევ გაღიზიანდა ვაჟი.
- მიწყვეტს... - ჯიუტად იმეორებდა ელე.
- მაინც რას?
- ამ სამ თვეში გამოხვალ! - იმხელა ტკივილით უთხრა ეს სიტყვები, რომ მორიგი საყვედური პირზე შეაშრა ვაჟს.
- რომ ვერ გამოვიდე?!..
- გამოხვალ! - ჯიუტად ისევ თავისას იმეორებდა გოგონა.
- ენე, გთხოვ, ოღონდ წადი სამსახურიდან და შენს თავს ვფიცავარ, ყველაფერს გავაკეთებ, ღონდ ამ წყეული ადგილიდან გამოვიდე, ოღონდ ვიცოდე, რო უსაფრთხოდ ხარ...
- შენც ხომ იცი, რომ წასვლა გამოსავალი არაა? ჩემს მოძებნას რა უნდა?1 - ირონიულად გაეცინა ქალიშვილს.
- ბიჭებს, აკას ვეტყვი და ჩემს გამოსვლამდე ისინი დაგიცავენ.
- ნუ ბავშვობ, ყველაზე კარგი თავდაცვა, ახლა მოულოდნელი თავდასხმაა. ამაში კი შენი დახმარება მჭირდება...
- ჩემი? იმედია შენც თანამშრომლობას არ მთხოვ?
- არა. ჩემი თხოვნა ბევრად მარტივია. მამაოს დაუკავშირდი.
- ნიკოლოზს ამ ამბავთან რა აკავშირებს?
- ირაკლის წინააღმდეგ არსებული კომპრომატების ერთი ეგზემპლარი ჩემ კაბინეტში მქონდა შენახული. ჯუმბერი იყო მისული, ოთახი თავდაყირა დახვდა დაყენებული, აღარც საბუთებია ადგილზე. საბედნიეროდ თავი დავიზღვიე. დოკუმენტაციის მეორე ასლები მეხსიერების ბარათზე გადავიტანე და ნიკოლოზს მივაბარე.
- უფლება არ გქონდა, ელე. მამა ნიკოლოზი ამ ამბავში როგორ გარიე?!
- სხვა გზა არ მქონდა. სანდო ადამიანი მჭირდებოდა, მასზე ახლობელი კი არავინ გვყავს. ჯუმბერს ვერ ვეტყოდი სად მქონდა შენახული დოკუმენტები, ამიტომაც ვთხოვე შენი აქ მოყვანა. არც ვინმეს ჩაშვებას გთხოვ, არც ჩემს გამო შურისძიებას, მხოლოდ ის მინდა, ეს დოკუმენტები პროკურატურაში მოხვდეს.
- დარწმუნებული ხარ, რომ შენი გეგმა გაამართლებს?!
- უნდა გაამართლოს.
- ელენე, - საკმაოდ მკაცრად ჟღერდა თორნიკესგან წარმოთქმული გოგონას სრული სახელი - იმედია გახსოვს, შენზე ძვირფასი არავინ რომ არ მყავს.. - იმხელა სითბო ჩაააქსოვა უკანასკნელ სიტყვებში ქართველიშვილმა, რომ სუნთქვა შეეკრა, ცრემლების დასამალად მზერა აარიდა ვაჟს.
- ჩვენი დაშლის დროა! - მთავარ ექიმთან ერთად გამოჩნდა ჯუმბერიც.
- არ დაგავიწყდეს, ენე, რაც გითხარი, ეს ცხოვრება მხოლოდ მაშინ მიღირს, თუ შენც იქ ხარ! - ისევ მარცხენა ხელზე დასწვდა ვაჟი, ისევ გრძნობით დაუკოცნა აცახცახებული ხელისგული და მამაკაცებს გაჰყვა.

ისევ სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის ავტომობილში ისხდნენ თორნიკე და ჯუმბერი. ისევ ორთაჭალის ციხისკენ მიიკვლევდნენ გზას, თუმცა ამჯერად აღარ ჩქარობდა მამაკაცი. მსჯავრდებულსა და სამართალდამცველს შორის ზღვარი წაშლილიყო. ნელ-ნელა ამჩნევდა ჯუმბერი, რომ თორნიკეს მიმართ სიმპატიით იმსჭვალებოდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მასში ხელაღებული კრიმინალის დანახვაც უჭირდა. ალბათ, თავად ქართველიშვილიც ასე იყო მის მიმართ განწყობილი. ეს მათ ურთიერთობასაც ეტყობოდა. გვერდი-გვერდ მსხდომნი დაძაბულობის, ყოველგვარი ფამილარობის გარეშე საუბრობდნენ.
- უცნაურია შენი და ელენეს დამოკიდებულება. რამდენიმეჯერ გოგონასაც ვკითხე, თუმცა პასუხი მაინც ვერ მივიღე, ერთმანეთს საიდან იცნობთ?! - მიუხედავად იმისა, რომ პირად საქმეში უკვე ჰქონდა დასმულ კითხვაზე პასუხი ნანახი, მაინც ინტერესით ჩაეკითხა მამაკაცი.
- ბავშვთა სახლიდან! შემდეგ ელე მისმა ბიოლოგიურმა დედამ დაიბრუნა, მე კი ქართველიშვილებმა მიშვილეს. - მისდა გასაკვირად, ვაჟმა საკმაოდ გულახდილად უპასუხა.
- და, იქ როგორ მოხვდით?
- ზუსტად არც მე ვიცი, თუმცა ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, ჩემს მშობლებს არ მივუტოვებივარ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას ტრაგიკულად დაიღუპნენ... - ტკივილით გაეღიმა ბიჭს.
- ეგ საიდან იცი, გახსოვს? - მსგავსი დეტალი პირად საქმეში ნამდვილად არ ყოფილა აღნიშნული, აშკარად გულწრფელად დააინტერესდა მამაკაცს.
- არა, ჩემმა დედობილმა მითხრა. ჩემი მშვილებლები კარგად იცნობდნენ, ერთმანეთთან მეგობრობდენ.
- მდა, არ გქონია მარტივი წარსული. ალბათ, რთულად გადაიტანდი მათ გარდაცვალებას.
- არ გინდათ, ბატონო ჯუმბერ, ჩემს ციხეში მოხვედრას მძიმე ბავშვობით ნამდვილად ვერ ახსნით, პირიქით, არაჩვეულებრივი მშობლები მყავს, არა მგონია ღვიძლს მშობლებს მათზე მეტად ვყვარებოდი. - ხმა დაუთბა ვაჟს აღმზრდელების ხსენებაზე - უბრალოდ ასე მოხდა, დღეს აქ ვარ...
- უცნაურია, თუ მშვილებლებთან ასეთი კარგი ურთიერთობა გაქვს, უარს რატომ აცხადებ მათთან შეხვედრაზე? თავს ისჯი?
-კარგად შეგისწავლიათ ჩემი საქმე... - სხვა დროს ალბათ გაღიზიანდებოდა, თუმცა ახლა სიცილით გამოხედა ვაჟმა - რთულია ახსნა.
- მაინც?!
- უბრალოდ ასე გადავწყვიტე, შედარებით მარტივია.
- უბრალოდ?!... კვანტალიანიც შემთხვევით შემოგაკვდა?
- ახლა დაკითხვაზე ვარ? - ირონიულად გამოხედა ვაჟმა.
- არა, ჩათვალე, რომ ცნობისმოყვარეობის გამო გეკითხები, თუ პასუხის გაცემა არ გსურს...
- როგორ გეკადრებათ. უბრალოდ არის შემთხვევები, როცა შენს გულს უნდა დაუჯერო. იქნებ კანონსაც არღვევდე, მაგრამ მაინც ასე ხდება.
- გული ხმის დაჯერება, უდაოდ საინტერესო თეორემაა! - ირონიულად გაეცინა ჯუმბერს.
- აი, თუნდაც ირაკლის შემთხვევა ავიღოთ. ერთხმად ვაღიარებთ, რომ ნაძირლობისა და გარყვნილების სრული განსახიერებაა. უბრალოდ ვერავინ უბედავს მისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენას. უცებ კი გამოჩნდება ვინმე თავზე ხელაღებული, აღარ დაფიქრდება, გარისკავს და მოუმთავრებს ირაკლის არსებობას. ირაკლი მსხვერპლი იქნება, არავის გაახსენდება მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ის კი ცივსისხლიანი მკვლელი. არადა, უბრალოდ სხვაზე მეტად გამბედავი აღმოჩნდა, ეგაა და ეგ....
- და რა გვრჩება შედეგად? ახალი კრიმინალი, რომელსაც ოთხ კედელს იქით გზა არ რჩება. არსებობს უკეთესი მიდგომაც...
- მაინც? - ამჯერად თავად თორნიკე ჩაეკითხა ჯუმბერს.
- ვაგროვებთ კომპრომატებს და კანონიერი გზით ვცდილობთ ირაკლის მსგავსების დამარცხებას.
- ამის რეალური შანსი რომ არსებობდეს, ხომ ისედაც გამოიყენებდით?
- და ვინ გითხრა, რომ არ ვიყენებთ? უბრალოდ ბევრად რთული გზაა გასავლელი, ვიდრე მკვლელობა...
- კომპრომატებს მარტო ვერ შეაგროვებ, ერთგული გუნდია საჭირო, მკვლელობისთვის კი ერთიც საკმარისია...
- ალბათ მართალი ხარ, სამაგიეროდ ბევრად უკეთესი და სწორი გზაა.
- უცნაური მიმართულებით მიგყავთ საუბარი. თქვენს მიერ დასახულ გეგმაში მეც მაქვს როლი?
- ამ გეგმაში ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენთვის განკუთვნილი როლი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შენც. - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ჯუმბერმა.
- მაინც?!
- თუნდაც ელენეს დაცვა! - ღიმილით გამოხედა მამაკაცმა.
- ელენს დაცვა როლი არაა, ეგ ჩემი ცხოვრების აზრია... - ღრენით გახედა ვაჟმა.
- მაშინ უკეთეს როლსაც გამოგინახავთ, ციხის „ობშიაკის“ წყაროებზე მოიძიებ ინფორმაციას.
- მე პირველი როლი უფრო მომწონს, „ობშიაკის“ თემა მე არ მეხებოდა და არც შემეხება.
- კეთილი, იყოს შენებურად. თუ გადაიფიქრებ, გამაგებინე. - თვალი ჩაუკრა მამაკაცმა, ციხის ეზოში შევიდნენ და ავტომობილიც იქვე გააჩერეს. ხუთი წუთიც არ დასჭირდათ, შეხვედრების ოთახში მისასვლელად. როგორც გავიდნენ, იგივე გზით შევიდნენ პატიმარიცა და მისი მნახველიც.

ოცდამეთორმეტე თავი
ისევ ბადრაგის თანხლებით გაიარა საკუთარი საკნისკენ მიმავალ გზას თორნიკემ. შიგნით შესულს არ დახვდა წარბა, ზედმეტი კითხვებით არავის შეუწუხებია, მისივე ნარზე წამოგირებული ისევ ფიქრობდა ქართველიშვილი. თითქოს არაფერი, მაგრამ გოგონას თხოვნა ზედმეტად ემძინებოდა. ციხეში მოხვედრის დღიდან სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი მამა ნიკოლოზი. მოძღვარი ჩვეულებისამებს სინანულისკენ მოუწოდებდა, ვაჟი კი სულაც არ თვლიდა თავს დამნაშავედ. უკანასკნელი სტუმრობისას, იკამათეს. დაემუქრა კიდეც მამაო, რომ თუ მთელი გულით არ მოინანიებდა, ცხონება არ ეღირსებოდა.
- მე? მე არ მეღირსება ცხონება?! - ახარხარდა თორნიკე - იმ ნაძირალა კვანტალიანს?
- რისი თქმა გსურს?
- მე ერთი ცოდვა არ მეპაიება, ხოლო კვანტალიანს შეუნდობს ღმერთი ამდენ სისაძაგლეს? - კითხვა დაუკონკრეტა ვაჟმა.
- ცოდვას წონა არ აქვს, არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. ბევრი და ცოტა. - ხმას აუწია ნიკოლოზმა - ვინ მოგცა უფლება სხვისი ცოდვები შეაფასო?
- ცოდვა, ცოდვა ჩაგიხვევიათ და რა არის რომ ცოდვა მამაო, განა დედამიწიდან ერთი პატარა მუწუკის მოშორება ცოდვად მეთვლება?
- ცოდვა ნებისმიერი წინააღმდეგობაა ღვთის ნებისადმი. - მოთმინებით უხსნიდა მოძღვარი - უფალს სურს, რომ ყველა ადმიანი ცხონდეს და შეიცნოს ჭეშმარიტება. რადგან ჭეშმარიტებაა თავად ღმერთი. მას უნდა ყოველი ადამიანი მივიდეს უფალთან. თუ ადამიანი ღმერთთან არ მიდის, იგი სცოდავს, რადგან ხსნას მარადიულ სასუფეველს მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ეს სურს.
- თავი ქადაგებაზე მგონია. - ირონია არ დაიშურა ვაჟმა - ერთი რამ კი გავიწყდებათ მამაო, ადრე თუ გვიან ყველა კვდება, არც მე ვიქნები გამონაკლისი და თუ თქვენი თქმით ცხონება არ მიწერია, გამოდის მე და კვანტალიანი ერთად მოვიხარშებით კუპრში...
- უკვდავი არავინ ვართ, არც მე ვაპირებ მიწაზე გამოკერებას, ადრე თუ გვიან ყველა წარმავალი ვართ. თუმცა მინდა იმედი ვიქონიო, რომ სიკვდილის ნაცვლად გარდავიცვლები. იგივეს გისურვებ შენც.
- სასაცილოა, მამაო. ორივე შემთხვევაში შედეგი მაინც ერთია. ცოცხალი არ ხარ!
- შენგან ნამდვილად მიკვირს, თორნიკე. დავიჯერო ამდენი წლები ტაძარში ვერაფერი გასწავლე?! - აშკარად გულწრფელად გაანაწყენა ვაჟის სიტყვებმა მოძღვარი - არსებობს გარდაცვალება და სიკვდილი, როცა სული ხორცს ეყრება - ეს გარდაცვალებაა, ხოლო როცა სული სცილდება უფლის სახეს - ეს სიკვდილი და ჯოჯოხეთია. სიკვდილი მართლაც საშინელია. ეს სამოთხეში არ იყო და ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგია. დედამიწაზე ცხოვრება ადამიანისთვის დროებითია. ესაა ის მორიგეობა, რომლის დროსაც ადამიანი აგროვებს სულიერ საუნჯეს და ამით ბრუნდება სამშობლოში.
- ანუ, თუ მეღირსა და გარდავიცვალე, სული წავა და ამით დასრულდება?
- სულაც არა, სულისა და ხორცის ერთმანეთისაგან გაყრა დროებითია. საყოველთაო აღდგომის შემდეგ ისინი ისევ ერთად იქნებიან სულისა და ხორცის ერთობა სასუფეველში ცხოვრების აუცილებელი პირობაა. თუმცა ეს იქნება არა ისეთი ხორცი, როგორიც ჩვენ გვაქვს, არამედ ჰაეროვანი, როგორიც ჰქონდა ქრისტეს აღდგომის შემდეგ.
- თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ თუ პირფერი არ ვარ, არც ზიარების შანსი მაქვს?! კარგით. ვთქვათ ვაღვარღვარე ნიანგის ცრემლები, ჩემივე სიგრძის სანთლით ხელში თუ დავემხე მუხლებზე და ისე გთხოვეთ პატიება ჩადენილის გამო, მაშინ მაპატიებთ?! რა შეიცვლება მამაო? მაშინ არ ვიქნები მკვლელი, თუ კვანტალიანი გაცოცხლდება?
- პირფერობითა და მსახიობური ცრემლებით მე რომც მომატყუო, ღმერთს რა პასუხს გასცე? შენ ჩემზე უკეთ იცი, რომ ახლა კვანტალიანზე მეტად შენი ბედი მაღელვებს. თუ მონანიებისას გულწრფელი იქნები, შენ გადარჩები, შენვე ცხონდები...
- მაპატიეთ მამაო, მაგრამ რომ მოინანიო, შენივე ჩადენილი უნდა გაწუხებდეს, მე კი ვერ მოგატყუებთ. დღემდე ვთვლი, რომ კვანტალიანმა დამსახურებული სასჯელი მიიღო. ისიც ზუსტად ვიცი, რომ გამეორების შანსი რომ მქონდეს, უკან არ დავიხევ, ხელი არ ამიკანკალდება ისევ გამოვასალმებ სიცოცხლეს.
- შეუძლებელია. შენ ასეთი სასტიკი ვერ იქნები... - ვაჟის ნათქვამით გაოგნებული უმზერდა მამაკაცი - მოვა დრო და ბრაზი გადაგივლის, გულში სიმშვიდე დაისადგურებს და მიხვდები, რომ არაფერი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ, რომ როგორ ძლიერადაც არ უნდა გატკინონ, მოწინააღმდეგე სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო. მოვა დრო და გულწრფელად ინანებ, თავადვე დამირეკავ და მთხოვ აღსარების ჩაბარებას.
- ეგ როდის იქნება? - ირონიულად ჩაიცინა ვაჟმა.
- არ აქვს მნიშვნელობა როდის, მე დაგელოდები. მოთმინებით დაგელოდები და აუცილებლად მოხვალ ჩემთან.
- მამაო, თქვენ გამოგიცდიათ რა არის მტრის განადგურება?
- არა, სამაგიეროდ გამომიცდია რამხელა ცდუნებაა წინ გედგეს საძულველი ადამიანი, შეგეძლოს მისი მოკვლა, საბოლოოდ მოსპობა და მაინც ცოცხლად ტოვებდე.
- სამწუხაროდ, მე არ გამოვდექი თქვენსავით ძლიერი... - მაინც გაეპარა ხმაში სინანული ვაჟს.
აღარაფერი უთქვამს მამაოს, ზურგი შეაქცია ვაჟს და ისე წავიდა არც კი დაემშვიდობა. იმ დღის შემდეგ აღარც მისულა თორნიკესთან. მართალია მაინც არ ნანობდა ბიჭი კვანტალიანის სიკვდილს, მაგრამ დღემდე ისევ ძველებურად სტკიოდა ზურგშექცეული მოძღვრის წასვლა ქართველიშვილს.
დიდხანს ფიქრი არ დასცალდა საკანში წარბა დაბრუნდა.
- რა უბედურებაა ეს ბოტასები ფეხებში რომ მედება?! - წიხლი ამოარტყა იქვე მიგდებულ სპორტულ ბოტასს - ვინაა მორიგე? კამერა არ უნდა მიალაგოთ? - უჩვეულოდ გაღიზიანებული მამაკაცი იქვე მდგომ ქათამს ღრენით დაეტაკა.
კარგად იცოდნენ მისი ხასიათი, გაბრაზებულზე სჯობდა წინააღმდეგობა არ გაეწიათ, საკანში მყოფმა პატიმრებმა ხმის ამოღება ვერ გაბედეს, უსიტყვოდ ანიშნეს ქათამს სად დაედო ცალად დარჩენილი ბოტასი.
- ასე რამ გადაგრია, შე ჩემა?! - ამჯერად ინტესით თორნიკემ გახედა გვერდითა ნარზე მოთავსებულ კრიმინალს.
- გიგაურთან ვიყავი გასული. - ჩუმად ისე უპასუხა წარბამ, რომ დანარჩენებს არ გაეგოთ მისი სიტყვები.
- და?
- იმ ნაბოზარ ირაკლის უბრძანებია ციხის ფსიქოლოგი „რეზბალნიაზე“ ჰყავთ დაწვენილიო.
- მერე? - ელენეს ხსენება კარგად არ ენიშნა ვაჟს.
- რა მერე? გოგონა უნდა გავასაღოთ, თან ისე რომ მის სიკვდილს დიდი ხმაური მოჰყვეს. თანაც სასურველია ეს იმ პატიმარმა ჩაიდონოს, ვისაც დღე-დღეზე გაშვებას უპირებენ, ანუ უდოს კომისიისთვის გასაგზავნების სიიდან რომელიმემ.
- ამით რას მოიგებს ირაკლი?
- როგორ თუ რას? გოგონას, როგორც მოწმეს მოიშორებს, ჯუმბერისა და თავმჯდომარის ყოფნა არ ყოფნის საკითხიც დაისმება და ეს ვითომ შეწყალების პროგრამაც შეწყვეტს არსებობას...
- და, ამ ამბავთან გიგაურს რა აკავშირებს? - სახეზე მიტკლისფერი დასდებოდა ქართველიშვილს.
- მართლა მიამიტი ბავშვივით ხარ, თუ ძალით იშტერებ თავს?! - ახლა თორნიკეზე გაბრაზდა წარბა - ირაკლიმ გიგაურს დაუკვეთა, მან კი შემსრულებლად მე ამირჩია.
- წეღან არ მეუბნებოდი ყველაფერს პატიმრების სასიკეთოდ ვაკეთებთო?! ის გოგონა ხომ დაკავებულებს ეხმარებოდა, ასე მარტივად იმეტებთ?! - უკვე ატყობდა, რომ ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა სადაცაა აყვირდებოდა ვაჟი.
- არ ვიცი, თორნიკე, დედას გეფიცები, ყველაფერ წმინდას გეფიცები, ვეღარაფერს ვიგებ! - ნერვიულად ჩარგო თავი ხელებში წარბამ.
- წმინდას? - ირონიულად ჩაეკითხა ვაჟი - არ მესმის, ან ადმინისტრაციას რა პონტში უნდა დავეხმაროთ, ან ირაკლის შნირები რატომ უნდა ვიყოთ? ჩვენი პოზიცია არ გვაქვს? ერთად-ერთი ადამიანი ვისაც პატიმრებზე ოდნავ მაინც შესტკიოდა გული იმ ს გამო როგორ გავიმეტოთ?!
- არ გინდა ეს პათეტიკა, ქართველიშვილო. ჩემთან პირფერობა არ გჭირდება, პირდაპირ თქვი, რომ ეგ გოგო შენი ახლობელია... - ქვემოდან ირონიულად გამოხედა წარბამ.
- ამას მიხვდი და გიგაურის ბრძანებას მაინც შეასრულებ?! - ყელზე ძარღვები დაებერა თორნიკეს. წარბამ რამდენიმე წუთს უყურა თვალებში ვაჟს, შემდეგ მზერა უსიტყვოდ აარიდა - არადა, რომ გკითხონ მეგობრები ვართ! - იმედგაცრუება ვეღარ დამალა თორნიკემ.
- „რაღაც უნდა მოვიფიქრო, უსიკვდილოდ უნდა მოვიფიქრო... ეგ გიგაური ხომ ხევსურია? ხშირად გამიგია, როგორ ამაყობს მისი წარმომავლობით“. - მის ნარზე მოთავსებული გამოსავალს ეძებდა ქართველიშვილი. - მამა ნიკოლოზი, ელენემაც ხომ მასთან მთხოვა დაკავშირება. ის დამეხმარება, ის მეტყვის როგორ მოვიქცე... თუ არადა, რაც არის არის, მე დავასწრებ, გიგასაც გავასაღებ და იმ დამპალ ირაკლისაც ზედ დავაყოლებ! - მუქარით მუშტავდა ხელებს ვაჟი.
ნარიდან ლამის წამოფრინდა.
- სამ დღეს გთხოვ, სულ რაღაც სამიოდე დღეს. - ისევ წარბას მიადგა ვაჟი, რომელიც საკნის შუაგულში მდებარე მოზრდილ მაგიდასთან ემალირებული, ლითონის ჭიქით, „კრუშკით“ დანარჩენ პატიმრებთან ერთად მიირთმევდა სპეციალური წესით მოდუღებულ მუქ ჩაის - თუ ამ დღეებში ვერ გადავაფიქრებინებ და ბრძანებას არ შეცვლის, რაც გინდა ის ჰქენი.
- ტყუილად წვალობ, გამორიცხულია თორნიკე, ჯერ არ ყოფილა, რომ გიგამ გადაწყვეტილება მიიღოს და ის შეცვალოს.
- ამჯერად მოუწევს. ენენეს ვფიცავარ, მოუწევს.
- ღმერთმა ქნას, ძმაო, მე მხოლოდ გამიხარდება!...
- ტელეფონი მჭირდება! - ჩაიდანთან მდგომმა ერთ-ერთმა, ბეჭებში მოხრილმა გამხდარმა პატიმარმა ჩიფირით სავსე ჭიქები დანარჩენ ტუსაღებს ჩამოურიგა და თორნიკეს საგულდაგულოდ გადამალული ძველი მოდელი ნოკია მიაწოდა.
მოგეხსენებათ, რომ პატიმრებს ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ ადმინიტრაციის სათანადო ნებართვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ, საკანში მისი ქონა ხომ საერთოდ გამორიცხული გახლავთ. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბადრაგების მოსყიდვა მაინც შეძლეს. ერთი ცალი ფანრიანი ნოკია, მისივე დაფარული ნომერით მთელ საკანს ლამის ათას დოლარამდე დაუჯდა. ანგარიშსაც რიგ-რიგობით ავსებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბადრაგებმა იცოდნენ ტელეფონის შესახებ, პატიმრები მაინც ფრთხილობდნენ, ცდილობდნენ ხშირად არ ესარგებლათ ტელეფონით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ამდენი წლის შემდეგ, ახლა პირველად მოითხოვა ქართველიშვილმა ტელეფონი.
- იმედია დარეკვა ჩვენი საუბრის გამო არ გადაწყვიტე, ვინმეს გაფრთხილებას აპირებ?! - ეჭვით შეხედა წარბამ - ხომ იცი ეს ამბავი, რომ გავიდეს... - მამაკაცის ხმაში ფარული მუქარა მაინც იგრძნო ვაჟმა.
- ასე მიცნობ?! თუ არ მენდობი, მოისმინე საუბარი? - უტიფრად უმზერდა ვაჟი.
- გენდობი თორნიკე, და იმედია ამ ნდობას არ გამიცრუებ! - ღრენით კბილებს შორის გამოსცრა მამაკაცმა.
თუმცა თორნიკე მას აღარ უსმენდა, მამა ნიკოლოზის ნომერს კრეფდა.
კარგა ხანს გადიოდა ზუმელი, მოძღვარს ან არ ესმოდა ან დაფარულ ნომერს არ პასუხობდა, მაინც არ ნებდებოდა ვაჟი, ჯიუტად რეკდა და რეკდა.
რამდენიმე დღე მონასტერს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა, კარგახნის დამჯდარი მობილური ტელეფონი დასამუხტად მიეერთებინა ნიკოლოზს, თავად კი
მონასტრის ეზოში მამაოებს ესაუბრებოდა. თმა გასჭაღარავებოდა წინამძღოლს, თეთრი წვერი მკერდზე ეფინებოდა, თუმცა ისევ ძველებურად გამართული, მისი ბუბუნა ხმით მოძღვრავდა და რჩევებს აძლევდა ბერებს.
ტელეფონის ხმა ეზოშივე გაიგონა.
- მე შევალ და იქ ვუპასუხებ! - მხარზე ხელი დაადო და ისე შეაჩერა ტელეფონის მოსატანად შემართული ახალგაზრდა ბერი. შავოსნებს ბოდიში მოუხადა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა კელიისკენ. ის-ის იყო ტელეფონის გათიშვას აპირებდა თორნიკე, რომ ზუმერი შეწყდა და მეორე მხრიდან ამდენი ხნის მონატრებული ხმაც გაისმა:
- გისმენთ!
მოძღვრის ხმის გაგონებაზე ძარღვებში დაუარა სითბომ. უნებურად ცრემლები მოაწვა ვაჟს. კარგად ხვდებოდა, რომ ამ სიტუაციაში ერთად-ერთ რეალურ იმედად მხოლოდ ნიკოლოზი დარჩენოდა.
- მამაო! - ხმა გაბზარვოდა თორნიკეს.
აშკარად არ ელოდა მის ზარს მოძღვარი. სხვა დროს ალბათ, გაუხარდებოდა კიდეც მისი ხმის გაგონება, მაგრამ ამჯერად დაიძაბა. ზედმეტად კარგად იცნობდა ჯიუტ აღზრდილს, მონანიების გამო ტელეფონზე რომ არ დაურეკავდა იმასაც ხვდებოდა. ამდენი წლის შემდეგ რისთვის მიეწერა ვაჟის უცაბედი გამოჩენა ვეღარ ხვდებოდა. გონებამ სულ რამდენიმე წამში გადახარშა ყველა სავარაუდო ვერსია, თუმცა პასუხამდე მაინც ვერ მივიდა.
- მშვიდობაა?! - ხმა გაბზარვოდა მღელვარებისგან მოძღვარს.
- მჭირდებით. ჩვენ ორივეს გვჭირდებით!...- თითქმის ჩურჩულებდა, თუმცა ნიკოლოზმა მაინც გაიგონა.
ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა მოძღვარს, კარგად ახსოვდა აღზრდილის „ჩვენ“ ვის ეკუთვნოდა, მისი მუდარა ბავშვობიდანვე მხოლოდ ენე-ნეს უკავშირდებოდა, ახლაც მისთვის ითხოვდა, მისთვის უხმობდა.
- გააფრთხილე ბადრაგი, ორ საათში მანდ ვიქნები და ზიარებაზეც გამოხვალ!
- გმადლობთ! - უკვე გათიშულ ტელეფონში უთხრა ქართველიშვილმა.



ოცდამეცამეტე თავი
როგორც ყოველთვის, პირობა ამჯერადაც შეასრულა მამაომ, ზუსტად ორ საათში ორთაჭალის ციხესთან გააჩერა არაბულისეული ძველი მოდელის წითელი ნივა, რომელიც ტრადიციისამებრ ისევ აკამ აღუდგინა. უცნაური შესახედი იყო დუგებით გალამაზებული, გათანამედროვებული ავტომობილი. მნახველთათვის განკუთვნილ შესასვლელთან მდგომმა ბადრაგებმა ყურადღებით შეათვალიერეს მონიკელებული ნივა:
- აი, მესმის, - აშკარად მოეწონა - რა „იდეინია“ ვიღაც! - სიცილით გახედა ავტომობილს.
ალბათ, ყველას ელოდნენ, მაგრამ ნივიდან ანაფორით მოსილი მოძღვრის გადმოსვლას ნამდვილად არა. თეთრწვერა ნიკოლოზის დანახვაზე თავი ვერ შეიკავეს და საკმაოდ ცინიკური რეპლიკებითაც შეამკეს ბადრაგებმა:
- აი, მესმის, მამაომ ამაზე ნაკლები ავტომობილით არ უნდა იაროს.
- რაა ამისთანა, ერთი ჩვეულებრივი ნივაა, დუგები რომ მოხსნა, კაპიკია მაგის ფასი. წლებით ალბათ, ბაბუაჩემის ხნის მაინც იქნება. - დაიწუნა ვიღაცამ აკას შემოქმედება.
- ღადაობ, ტო? „იმენნა“ გეტყობა რომ მანქანების გაგებაში არ ხარ, ჯერ მარტო დისკები აქვს ერთი მანქანის ფასი, სალონი ნახე რა. - ერთ-ერთმა ავტომობილთან გადაინაცვლა და ახლოდან შეათვალიერა - „ნავაროტკები“ ნახე რა.... ტიპს უკანა ხედვის კამერაც კი აქვს...
- აბა, აბა, რომ ჰკითხო ეკლესიას ფული არ აქვს, არადა კი გულაობენ...
მათი საუბრისთვის ყურადღება არ მიუქცევია მოძღვარს, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი არაბულისეულ წითელას ამაყად რომ იწონებდა ავტოსადგომზე თავს. ავტომობილის გარშემო მოტრიალე ბადრაგებს გვერდი აუარა და ციხისკენ მიმავალი მნახველთათვის განკუთვნილი კარებისკენ აიღო გეზი. გზადაგზა რიგში დგომით გაბეზრებულ მნახველებს ლოცავდა და ნელ-ნელა მიიწევდა წინ.

შეუმჩნეველი არ დარჩენია ლოდინით გაბეზრებულს, საკნის სარკმლთან მდგომ თორნიკეს მამაოს ეზოში შესვლა. შორიდანვე შენიშნა მისი სათამაშო ავტომობილის მოზრდილი ტყუპისცალი. ღიმილით უმზერდა მიუხედავად გარშემო მყოფი ფორმიანებისა, დინჯი მოძრაობით როგორ შეკეცა სარკეები, პატარა ბავშვივით სათუთად როგორ მიეფერა ავტომობილს.
- არ იცვლება! - თბილად გაეღიმა მოძღვრის შემხედვარეს. სარკმელს სწრაფი ნაბიჯით მოშორდა და ბადრაგის მოლოდინში თავადაც საკნის კარებთან აიტუზა.
- ქართველიშვილო, შენთან მოძღვარია მოსული. არ ვიცოდით ცოდვები თუ გაწუხებდა, ღმერთისაც გწამს?! - ირონიულად უცინოდა საკუთარი ხუმრობით გახალისებული ბადრაგი.
ხმა არ ამოუღია თორნიკეს, ხელები ჩვეულებისამებრ ისევ უკან დაიწყო და თავ დახრილი, ოდნავ ბეჭებში მოხრილი მორჩილად გაჰყვა ალაზღანდარებულ მამაკაცს.

ერთად-ერთი ვისთან შეხვედრაც თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ პატიმრებს, სასულიერო პირები გახლდნენ. მოძღვართან მათ საუბარს არ ესწრებოდნენ ბადრაგები. აღსარების საიდუმლოს მკაცრად იცავდნენ მამაოები. თუმცა ბოროტი ენები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზეც არ ამბობდნენ უარს, ივიწყებდნენ ღვთის წინაშე დადებულ პირობას და მიღებულ ინფორმაციას ირაკლის მსგავს ნაძირლებს აწვდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკეს ბოლო წლებში მამა ნიკოლოზთან ნაკლები შეხება ჰქონდა, ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ ბავშვობიდანვე არსებული მოწიწება არ განელებია. რაც არ უნდა ეთქვათ და რაც არ უნდა მოესმინა, მამაოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ვერასოდეს დაიჯერებდა. ამჯერადაც ბრმად სჯეროდა, რომ ერთად-ერთი ადამიანი, ვინც ამ რთული სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვიდა მისი მოძღვარი იქნებოდა. აღსარებისთვის გამოყოფილ მცირე ზომის ოთახში ისეთი მოწიწებითა და სიყვარულით უმზერდა მხარბეჭიან, კარგად შევერცხლილ შავოსანს, თითქოს წინ მხსნელი ედგა.
შუბლშეკრული აკვირდებოდა ამდენი ხნის უნახავ ვაჟს ნიკოლოზი. თორნიკეს გაუხეშებულ ნაკვთებში ამოკითხული სიხარული და იმედის სხივი შეუმჩნეველი არ დარჩენია, ღიმილმა წვერით დაფარული სახე გაუნათა. მერე რა რომ წინ ზრდასრული, თითქმის ორ მეტრამდე მამაკაცი ედგა, ორივე ხელი გაშალა და ჩაიხუტა მონატრებული აღზრდილი. უჩვეულო სიმშვიდე იღვრებოდა ნიკოლოზის ხელებიდან. ძნელია იმის თქმა რამდენ ხანს იყვნენ ასე ჩახუტებულები, თუმცა შიში გაქრა, პანიკა განელდა და სიხარულით აღივსო ვაჟმა. თორნიკეს ხასიათში მომხდარი ცვლილება არ გამორჩენია მოძღვარს, კმაყოფილი აკვრიდებოდა მომხდარ გარდატეხას მამაო.
- აბა, ორიოდე სიტყვით მომიყევი რამ შეგაწუხა, - ოთახში მდგომ პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა - ასე რამ დაგაფრთხო, რომ ჩემთან დარეკვა გადაწყვიტე?! - წინ მჯდომს თმები ისე მოუჩეჩა ბიჭს, როგორც ბავშვობაში.
- ორიოდე სიტყვა ალბათ არ მეყოფა... - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ქართველიშვილს.
- არსად მეჩქარება. დრო ბევრი გვაქვს...
თორნიკე დაწვრილებით უყვებოდა მომხდარს. ნელ-ნელა ღიმილი ეკარგებოდა ნიკოლოზს, გიგაურის გაჟღერებაზე, საერთოდ მოიქუფრა.
- ახლა რას აპირებ? - დაძაბული შეეკითხა თორნიკეს.
- ჩემი საქმე მაინც წასულია. სასჯელის გაზრდა არ ამცდება, ბარემ გავუმარტივებ საქმეს ადმინისტრაციას, დავიწყებ გიგაურით და დავასრულებ ირაკლით... - გულგრილად საუბრობდა ქართველიშვილი.
- შენი აზრით, ეგ სწორი გზაა? - ყურადღებით დააკვირდა მოძღვარი ვაჟს.
- აქ სწორი გზა არ არსებობს, არის გარდაუვალი და აუცილებელი...
- და, თუ გეტყვი რომ ცდები?
- ვითომ? - ეჭვით ახედა ვაჟმა.
- ზოგჯერ შენგან დანახული მხოლოდ ილუზიაა, რეალობას კი ვერ ამჩნევ. შენ ახლა მოვლენებს გამძაფრებულად აღიქვამ, შენში სიძულვილმა იმძლავრა და საღად აზროვნების უნარიც დაგიკარგა...
- საღ აზრს მთხოვთ? ჩვენ ხომ ელენეზე ვსაუბრობთ, მის უსაფრთხოებაზე?!.. - აღშფოთება ვერ დამალა ქართველიშვილმა.
- გმადლობ, რომ შემახსენე! - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ნიკოლოზს - მაგრამ ვისაც არ უნდა ეხებოდეს, საღი აზრი ყოველთვის უნდა შეინარჩუნო..
- მაოცებთ! - აშკარად გაბრაზდა თორნიკე.
- მისმენ, მაგრამ მაინც ვერ აანალიზებ. - მისი გაღიზიანება არ შეიმჩნია, ისე გააგრძელა მამაომ - ცხოვრება რთულია თორნიკე, იმაზე რთული ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ბევრი რამ იქებ ვერ ახსნა და ვერც გაუგო, მაგრამ რაც დღეს დაფარული და საიდუმლო გგონია, ხვალ აუცილებლად ცხადდება.
- ვერ მიგიხვდით, რომელ საიდუმლოზე საუბრობთ?
- ვერც მიმიხვდები, თუმცა მხოლოდ ერთს გკითხავ, ჩემი გჯერა?! - გამომცდელად შეხედა თვალებში მოძღვარმა.
- რა თქმა უნდა! - დაუფიქრებლად უპასუხა ვაჟმა.
- ახლავე უნდა გაითვალისწინო, რომ წინ რთული გზა გველის, იმაზე რთული ვიდრე ორი ადამიანის მკვლელობაა. ამისთვისაც მზად ხარ?!
პასუხად ისევ თავი დაუქნია ვაჟმა.
- კეთილი. -კმაყოფილმა გაიღიმა მამაომ - შენი ნათქვამიდან, თუ სწორად გავიგე, სამ დღიანი ფორა გვაქვს. თუმცა ამდენიც არ გვჭირდება.
- რას გეგმავთ?
- ერთი დღე მომეცი, მხოლოდ ერთი, გიგაური თავისივე მოქმედებით გაგცემს კითხვებზე პასუხს. - კრიმინალის ხსენებისას ზიზღი მაინც ვერ დამალა ნიკოლოზმა.
- მამაო, დარწმუნებული ხართ?
- რა თქმა უნდა, ერთად ერთი რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ რაც ხდება ყველაფერი ღვთის ნებაა, შემთხვევით კი არაფერი ხდება! - თბილად უღიმოდა მოძღვარი.
- ისევ ქარაგმები? - სევდა გაერია ხმაში ვაჟს.
- არა, მოვიდა დრო წლების წინ დაწყებული ფარსი დავასრულოთ.
- ფარსი? - საბოლოოდ დაიბნა ვაჟი.
- დიახ, ფარსი, რომელმაც უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა.
- ვერ ვხვდები, ვის გულისმობთ? - ცნობისმოყვარე მინდიასეული თვალებით უმზერდა ვაჟი.
ღვიძლ მამამასთან ამხელა მსგავსება ახლაღა შენიშნა მოძღვარმა. ტკივილმა ისევ გაკვეთა ძველი იარები, ისევ ეტკინა დაკარგული მეგობარი.
- მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გიგაური წინ არ დაგიდგება, ვის, ვის და გიგას სისხლში ხელს არ გაისვრი! - ისევ თბილად უღიმოდა მოძღვარი.
- ამის მართლა გჯერათ? - არ უნდოდა, მაგრამ ეჭვმა მაინც გაუბზარა ხმა.
- მჯერა თორნიკე, მჯერა! - ვაჟის დაძაბული სახის დანახვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა.
კიდევ ერთხელ ჩაიხუტა ვაჟი და დაიშალნენ. შედარებით დამშვიდებული ბრუნდებოდა ქართველიშვილი საკანში. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი ნიკოლოზზე. დაღვრემილი, ჩაფიქრებული ჩაჯდა მინდიასეულ ავტომობილში, უკანა სავარძელზე მოზრდილი ტყავის საქაღალდეს გახედა. მობილურზე ნომერი აკრიფა.
- სად ხარ? - უხილავ ობიექტს ჰკითხა მოძღვარმა - არსად წახვიდე, ნახევარ საათში შენთან ვარ.

გენერალური პროკურატურის ეზოში ლიკას საქმის შემდეგ არ იყო ნამყოფი ნიკოლოზი. წარსული კი მთელი სიმძაფრით ისევ აწმყოდ ქცევას ლამობდა. მოგონებები მთელი სიმძიმით აწვებოდნენ მხრებზე. ერთიორად აღიზიანებდა გიგაურთან მოსალოდნელი შეხვედრაც, თუმცა მაინც მიდიოდა. ამჯერად ბევრად დიდი მისია ეკისრებოდა, ახლა მინიმუმ ორი ადამიანის ბედი იყო მის ხელში.
მიმღებში საშვიც დაშვებული დაჰხვდა და გენერალური პროკურორის კაბინეტამდე პოლიციელმაც მიაცილა.
ფარნავაზ მოლოდინაშვილის კაბინეტი ისევ ძველებურად, კომუნისტების დროინდელი მაღალჩინოსნების კაბინეტების მსგავსად იყო მოწყობილი. იატაკზე მოწითალო, მოშინდიფრო ფერის ხალიჩა დაეგოთ, ფანჯრებს ამავე ფერის ხავერდის თეატრალური ფარდები ამშვენებდა. ოთახის შუაგულში თათბირისთვის განკუთვნილი დიდი გრძელი, ყავისფერი ხის მაგიდა და გარშემო მასიური, რბილი სკამები შემოეწყოთ. სავარაუდოდ ამავე ფირმის სამეული და ჟურნალების მაგიდა. ერთად ერთი თანამედროვე შტრიხი, რაც ოთახს ამშვენებდა კომპიუტერი და მოზრდილი, პლაზმური ტელევიზორი გახლდათ.
- ამას რას მოვესწარი, ნიკოლოზ! - მთელი გულით გაუხარდა მოლოდინაშვილს მისი დანახვა.
- სიმართლე გითხრა არც მე მეგონა, ჩემი ფეხით თუ მოვიდოდი პროკურატურაში! - ისევ ძველებულად მეგობრულად მოეხვია ხელზე სამთხვევად დახრილ ფარნავაზს - მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა... - სახე მოეღრუბლა მამაოს.
- იმდენად სერიოზულადაა საქმე, რომ აქ მოსვლა გადაწყვიტე? იქნებ რესტორანში გადაგვენაცვლა? - მობილურს დასწვდა - დავრეკავ ბიჭებთან და გავიხსენოთ ძველი დრო!- წინასწარ იფშვნეტდა ხელებს მოლოდინაშვილი.
- რა გითხრა?! მოდი ჯერ ამ საბუთებს გადახედე და დანარჩენზე შემდეგ ვიფიქროთ! - ელენეს მიერ გადაცემული ტყავის მოზრდილი საქაღალდე წინ დაუდო გენერალურ პროკურორს.
- რა დევს მაგ საქაღალდეში? იმედია ბომბი არაა?! - სიცილს ვერ იკავებდა ფარნა.
- ვისთვის ბომბი, ვისთვის სამარე.... გააჩია როგორი თვალით შევხედავთ! - ხუმრობაში აჰყვა მოძღვარიც.
- უკვე მაშინებ, ნიკოლოზ! -მეტი ხილვადობისთვის მაგიდაზე დადებული აბაჟურიც აანთო მამაკაცმა.
სათითაოდ ფურცლავდა საქაღალდეს. თითოეულ დოკუმენტს ყურადღებით კითხულობდა, მუდამ თავდაჭერილს მღელვარებისგან ხელების უცახცახებდა.
- ასეთი ხეპრე როგორაა, რამდენჯერ გავაფრთხილე, რამდენჯერ, მე ამის.... - მოძღვრის იქ ყოფნას აღარც მოერიდა უწმაწურად იგინებოდა ფარნა - ახლა რა ვქნა?! მითხარი რა ვქნა?! ჩემი ხელით ხომ არ მოვკლავ, მე მაგის....
- ახლა? ჩემი თქმა არც გჭირდება, კარგად ხვდები რაც უნდა ქნა...
- სიძეა ეგ ახვარი, სიძე. ჩემ შვილს ასე როგორ მოვექცე?! შვილიშვილები?! მათ როგორ ავუხსნა?!
- არ ვიცი, ფარნა, არ ვიცი! - მეგობრის განწყობა თავადაც გადაედო - მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეგ ნაგავი დროულად უნდა მოიშორო. ისევ ბავშვების სასარგებლოდ, ისევ შენივე შვილის გადასარჩენად.
- რთულია ნიკოლოზ, რომ იცოდე როგორი რთულია. - ტკივილით გაეღიმა გენერალურ პროკურორს -ყველაზე რთული იცი რაა? ჩემივე შვილი გამიგიჟა, ტო... დააბოლა, ეს ფოტოები რომც ვაჩვენო, მეტყვის შეთითხნილია, დამონტაჟებულიაო, გესმის შენ?! „იმენნა“ გამოათაყვანა.
- არჩევანი გაქვს? - ინტერესით, გამომცდელად ჩაეკითხა მოძღვრავი.
- ზედმეტად რთული არჩევანია, ნიკოლოზ, ჩვენს ძმობას გეფიცები, ზედმეტად მძიმე. ცალ მხარეს ჩემი კაცობა, ჩემი ცხოვრებაა, მეორე მხარეს კი....
- გოგონა, რომელმაც ეს მასალები შეაგროვა, ჩემი გაზრდილია, - მუქარასავით ჟღერდა მამაოს სიტყვები - ახლა ირაკლის დამსახურებით სიცოცხლისთვის იბრძვის. მგონი არც ვაჟია შენთვის უცნობი. აკას და თეკლეს რომ თავი დავანებოთ, მინდიას რა პასუხს აძლევ?! მისი ერთად-ერთი მემკვიდრე ოთხ კედელში დავამწყვდიოთ?!
- არ გინდა, გთხოვ. დღემდე კვანტალიანის ამბავი ვერ მომინელებია. ახლა კიდევ ეს დაემატა.
- მე ვერაფერს გირჩევ, შენი გადასაწყვეტია, როგორც სინდისი გიკარნახებს ისე მოიქეცი.
- ახლა იცი რა მინდა?! შორს გაქცევა, ყველასგან და ყველაფრისგან, უბრალოდ დამალვა. ბევრს ვითხოვ?
- ბევრს არა, შეუძლებელს.
- და, ცხოვრებაში ერთხელ ეგოისტი რომ ვიყო?! დავივიწყო მეგობრები, ოჯახი, ვალდებულებები, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ვიფიქრო?
- მოახერხებ?! - ისევ გამომცდელად უმზერდა ნიკოლოზი.
ფარნამ თავი დახარა, ვეღარ გაუძლო მსაჯულად მოვლენილ მოძღვარს.
- წავალ, შენ კი იფიქრე, როგორც გულმა გიკარნახოს ისე მოიქეცი. რაც არ უნდა გადაწყვიტო, ნებისმიერ შემთხვევაში შენთან ვარ.
- სადღაა გული... - ტკივილით გაუღიმა ფარნავაზმა უკვე მიმავალ მეგობარს.

ნიკოლოზი გავიდა თუ არა, მობილურზე აბულაძის ნომერი აკრიფა და ერთგული გამომძიებლის ხმაც გაიგონა.
- ძმურად, ჩემთან შემოდი რა...
- რაც არ უნდა მოხდეს, ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ვერავინ მიხვდეს ამ საქმეში ჩვენ თუ ვართ გარეული.
- გასაგებია.
- ისიც არ დაგავწიყდეს, ირაკლის ფაქტზე უნდა გამოვიჭეროთ. ოღონდ იცოდე კვანტალიანის შემთხვევა არ უნდა განმეორდეს.
- როგორც ამ საბუთებიდან ჩანს, შენი სიძე ციხეში, დახურულ სივრცეშია დიდ გულზე. გარეთ როგორ გამოვიტყუოთ?!
- არა მგონია გაგვიჭირდეს, რამეს მოვიფიქრებთ, ამ ამბავში შენ მხოლოდ ერთი გევალება, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გამოცხადდე..
კარგად ამჩნევდა გამომძიებელი, როგორ უჭირდა საუბარი ფარნავაზს. ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს, გენერალურ პროკურორს დაემშვიდობა და საკუთარ პრობლემებთან მარტო დატოვა მამაკაცი.
გენერალური პროკურატურიდან გამოსული ნიკოლოზი კი ამჯერად მუხიანისკენ მიაგელვებდა მის წითელას. უკვე შებინდებული იყო, როცა დუმბაძის ქუჩაზე გადაუხვია, არაშენდად წოდებულ კარკასს გასცდა და ელენეს სახლთან გაჩერდა.
მოძღვრის სტუმრობა არ გაჰკვირვებია მაიკოს. ნიკოლოზი მათი ხშირი სტუმარი გახლდათ.
- კარგია რომ მოხვედი, არც ელენეა, მარტო მყოფს სადილობაც მეზარებოდა, - სამზარეულოში გაუძღვა ქალი - სულ რამდენიმე წუთში გავშლი მაგიდას, ხომ გშია?
-სახლში არაა? როგორაა? სადაა? - თითქოს პასუხი არ იცოდა, ისე ჰკითხა მოძღვარმა.
- სამსახურში დატვირთეს ძალიან. მივლინებაშია რამდენიმე დღით. უკვე მომენატრა ეგ მაიმუნი. - შვილზე თბილად საუბრობდა მაიკო.
- დარწმუნებული ხარ? - გამომცდელად ჩაეკითხა მამაკაცი.
- არა?! - მოძღვრის კითხვა ეხამუშა ქალს და გაზქურასთან მდგომმა გაოცებულმა გამოხედა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომ მამაოს.
- მომისმინე, ძალიან გთხოვ, ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამ, უბრალოდ ერთ ადგილზე უნდა გამომყვე!.
- სად? - ცოტაც და ალბათ ატირდებოდა დაძაბულობისგან მაიკო.
- ციხეში.
- გაგიჟდი? - ფამილარობის გარეშე მიმართა ქალმა - ციხეში რა მინდა? მაიკოს უჭირს რამე? - პანიკა გაერია ხმაში.
- დროა გიგაურებს სიმართლე გავუმჟღავნოთ!
-მეხუმრები?! - მამაკაცის სიტყვებზე ფერი დაეკარგა ქალს, წონასწორობის შესანარჩუნებლად თავადაც ჩამოჯდა ქალი - მოვკვდები და მაგათთან მაინც არ მივალ!.
- ვიცი, რომ შენთვის მძიმეა, მაგრამ ისევ ელეს სასიკეთოდ, ისევ ჩვენი გოგონას გადასარჩენად, ახლა ამ საიდუმლოს შენახვის დრო აღარაა. - პატარა ბავშვივით ემუდარებოდა მოძღვარი.
- მაგათგან კარგს როგორ ელი?! გამორიცხულია...
- დამიჯერე, სხვა გზა რომ არსებობდეს, აუცილებლად ავირჩევდი...
- ვერა ნიკოლოზ, არ შემიძლია! - ისევ არ თმობდა პოზიციას ქალი.
- ვერ გავიგე, ეს საიდუმლო შვილის დაკარგვად გიღირს? - საბოლოოდ გაბრაზდა მოძღვარი.
- ნიკოლოზ, ყველაფერ წმინდას გაფიცებ... - მუდარით უმზერდა ქალი - მითხარი, რა ხდება ჩვენს თავს? - ჯიუტ ცრემლებს ვეღარ იკავებდა მაია.
- შენს შვილს ვჭირდებით. ყველა ერთად, მეც, შენც და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს გიგაურებიც კი.
დაძაბული უმზერდა მამაოს ქალი, ცრემლებს ყლაპავდა, ერთი სული ჰქონდა ეკითხა, რა სჭირდა მის ერთად-ერთს, მაგრამ პასუხის შიშით კითხვის დასმა ვერ გაბედა. სასურველი კითხვის ნაცვლად, სულ სხვა რამ იკითხა:
- მამაო, ხვდებით ამას რა მოჰყვება?!
- შენი წამების დასასრული, - პატარა ბავშვივით ჩაიხუტა აცახცახებული ქალი - ელენეს გადარჩენა, სამართლიანობის აღდგენა, რომელი ერთი ჩამოგითვალო?! - თავზე აკოცა მამაომ.
- დარწმუნებული ხართ? - ცრემლებით სავსე თვალებით ახედა ქალმა და როგორც კი მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ისევ მორიგი კითხა დასვა: - დღესვე მივდივართ?
- არა. დღეს უკვე გვიანია. აღარ შეგვიშვებენ. თან შენი შეყვანის თემაც, წინასწარ უნდა შევათანხმო ადმინისტრაციასთან. ხვალ მივიდეთ.
- კარგი, რადგან ასე გსურს. წავიდეთ. უბრალოდ...
- რა უბრალოდ?
- არ დამიმალო, ჩემი ელე ხომ კარგადაა?
- დამიჯერე მაიკო, უკეთესად რომ იყოს, დროს ყველაფერს წერტილი დავისვათ...
- მჯერა, მამაო, ჩვენ თქვენი გვჯერა! - თვალეზე მომდგარი ცრემლები ხელით მოიწმინდა და გულწრფელად გაუღიმა მოძღვარს.

ოცდამეთოთხმეტე თავი
თითქმის ოცდაათი წელი სრულდებოდა რაც ნიკოლოზი საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობდა. ერისკაცობისას ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღეს მისი ნებით შეიმოსებოდა, უარს იტყოდა იმ სიამოვნებებზე, რასაც ცხოვრება ჰპირდებოდა, ალბათ, სასაცილოდ არ ეყოფოდა. თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. არ უნანია, ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი საკუთარი მოქმედების სისწორეში. ტაძრის კედლებში მოიპოვა ეგზომ ნანატრი სიმშვიდეც და თავისუფლებაც. იქვე ასწავლეს მოთმინებაც და პატიებაც.
ღრმად სჯეროდა, რომ არ არსებობდა უპატიებელი ცოდვა. ყოველ შემთხვევაში დღემდე მრევლსაც ამას უქადაგებდა. იქნებ უნდოდა კიდეც ასე ყოფილიყო, თუმცა ახლა, როცა ციხის შეხვედრების ოთახში მაიკოსთან ერთად გიგაურის გამოჩენას ელოდა, გრძნობდა, რომ მისი მცდელობა უბრალო თავის მოტყუება ყოფილა. ისევ პირვანდელივით სტკიოდა, ისევ მძაფრად ბობოქრობდა გულში სიძულვილი და შურისძიების სურვილიც არ აძლევდა მოსვენებას. საკუთარ ფიქრებში ჩაძირულს იქვე მჯდომი უჩვეულოდ გაჩუმებული მაიკოც არ ავიწყდებოდა. პერიოდულად გახედავდა ხოლმე მობუზულ, აცახცახებულ ქალს. ეშინოდა გიგაურის, არა, უფრო ბრაზი მოსდიოდა, რომ ვერ შესძლო, მოიუხედავად მონდომებისა, მაინც ვერ შეძლო მისგან მიყენებული ტკივილის დავიწყება.
ოდნავ შეირხა მაიკო, თვალები დაძაბულობისგან დაქაჩა, როგორც კი კოლიდორიდან შემოსული მძიმე ნაბიჯების ხმა კარებთან შეწყდა, რკინის ურდულმა უსიამოვნოდ გაიღრჭიალა და ბადრაგის თანხლებით გიგაც გამოჩნდა.
სამი წყვილი თვალი ერთმანეთს აკვირდებოდა. უსიტყვოდ აფასებდნენ, უსიტყვოდ წონიდნენ. საშუალო სიმაღლის, ოდნავ ბეჭებში მოხრილი გიგაური აშკარად არ ელოდა საკანში ნიკოლოზთან ერთად ქალის დანახვას. ცივი, მინისებური მზერით შეავლო თვალი სტუმარს. მიუხედავად გავლილი წლებისა, მაინც იცნო დაუპატიჟებელი სტუმარი. უდაოდ ძნელი იყო დავიწყება, გუშინდელი დღესავით ახსოვდა შეყვარებული ძმა როგორ უამბობდა და აჩვენებდა მაიკოს ფოტოს. მერე რა, თუ არ შედგა მათი ურთიერთობა?! გიგაურისთვის ის მაინც მისი ძმის რჩეულად დარჩა, ერთად-ერთ ქალად, რომელიც მის ძმას ცხოვრების აზრად ჰქცეოდა.
დამამთავრებელ კლასში მყოფი მეგობრებთან ერთად, ექსკურსიაზე ხევსურეთში, მუცოს ხეობას სტუმრობდა მაიკო. სწორედ იქ ნახა ქალმა პირველად დოღში მონაწილე უმცროსი გიგაური. შავი გრუზა თმები ფაფახივით დაჰყროდა შუბლზე. მის ველურ ბუნებას შერწყმოდა შავი ბედაურიც. თვალებს აკვესებდა ვაჟი. ცხენი და მამაკაცი ერთ არსად ქცეულიყვნენ. ლიდერობას მიჩვეულნი პირველობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. აღტაცებული უმზერდა მაიკო გამარჯვებულებს.
ხალხის ბრბოსგან უცნობი ქალიშვილის გამორჩევა არ გასჭირვებია. სწორედ მაშინ მიისაკუთრა სიფრიფანა გოგონა.
თავიდანვე ხვდებოდა გიგა, რომ ამ ურთიერთობას მომავალი ვერ ექნებოდა. ზედმეტად ნაზი და განებივრებული მაიკო ზედაც არ უყურებდა აჩრდილად ქცეულ უმცროს გიგაურს. ეცნო და ზედმეტადაც კი ეტკინა მაშინ უმცროსი ძმის სიყვარული. გოგონას მზერაში იყო რაღაც, რაც უზომოდ აგონებდა ლიკას.
- საბედისწერო ქალი ჩანს, ასეთი ქალისგან შორს უნდა გადგე!... - მაშინ სასტიკ განაჩენად მოეჩვენა ძმის სიტყვები უმცროს გიგაურს.
- შენ ასე მოიქცეოდი? - ინტერესით ჩაეკითხა მაშინ უმცროსი.
- ვერ შევძელი და კი ხედავ შედეგს. - ირონიულად გაეცინა - შენ კი უნდა შეძლო... -ისევ ბრძანებასავით ჟღერდა გიგას სიტყვები.
- უმისობა ჩემთვის სიკვდილია, ჯოჯოხეთი. - თავი დახარა ვაჟმა.
- უნდა დაივიწყო, სხვა გზა არ გაქვს, შენთვის, ჩემთვის, ყველა ჩვენგანისთვის.... - ისევ მისას იმეორებდა გიგა.
- არ შემიძლია, უმისოდ ყოფნას ვერ გადავიტან!... - მუდამ ამაყს, ძმისთვის მზერა არც ამჯერად აურიდებია.
შემდეგ? თითქოს რაღაც მომენტში დაუთმო მაიკომ, თითქოს მიიღო კიდეც ვაჟის სიყვარული. უმცროსმა ძმამ მისი სიხარული ისევ უფროსს გაუზიარა. ბედნიერი იყო მაშინ გიგა, იფიქრა კიდეც, რომ გოგონას შეფასებისას შეცდა, რაღაც მომენტში დაიჯერა კიდეც, რომ გიგაურებსაც ჰქონდათ სიყვარულის უფლება, რომ ის რაც ვერ მოახერხა უფროსმა ძმამ, როგორც იქნა უმცროსმა შეძლო.
თუმცა, შეცდა უმცროსი, მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა ვერა და ვერ შეაყვარა თავი მაიკოს, ზუსტი მიზეზი მათი დაშორების არ იცოდა გიგამ და არც არასდროს უკითხავს.
ახლა უმზერდა ყოფილ სარძლოს და ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო მისი ძმის ცხოვრება მაიკოს რომ იგივე გრძნობით ეპასუხა.
ტკივილით უმზერდა ქალიც. ფრაგმენტებად უტივტივებდა მოგონებები, ასე საგულდაგულოდ რომ ჩქმალავდა წარსულში და ივიწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ზედმეტადაც კი იზიდავდა ვაჟი, მისი ველური, დაუმორჩილებელი ბუნება ყოველთვის აფრთხოვდა ქალს. მალევე მიხვდა, რომ დენთივით ფეთქებადსა და ეჭვიან მამაკაცთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებოდა. იქამდე გადაწყვიტა დაშორება, ვიდრე მათი ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებდა. მსუბუქი ფლირტი, რომელიც სულ რაღაც მეგობრების წრეში ორიოდე პაემანს მოიცავდა იოლად, ყოველგვარი დანანების გარეშე გაიმეტა დასანგრევად, თუმცა ასე მხოლოდ მაიკოს ემარტივებოდა. ერთი შეხედვით მსუბუქი ინტრიგა უმცროსი გიგაურისთვის ნამდვილ, დამანგრეველ, საბედისწერო სიყვარულად ქცეულიყო, ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაეწყვიტა და სულაც არ აპირებდა მისი ცხოვრებიდან გაქრობას.
მეგობრებთან ერთად მიიღო ყველაზე საბედისწერო, ყველაზე დამანგრეველი გადაწყვეტილება უმცროსმა. ამჯერად აღარ მისულა ძმასთან, აღარ გაუმხელია გულისნადები. იცოდა, წინასწარვე იცოდა გიგაურმა, რომ მაიკოს ვერ დაიმორჩილებდა, ვერც თავს შეაყვარებდა, მაგრამ მაინც გარისკა. ხევსურეთში გაიტაცა გოგონა. მთაში ერთ-ერთ მიტოვებულ ქოხში გადამალეს ბიჭებმა ძვირფასი ნადავლი. ტირილიტა და კივილით დაღლილი მაიკო შიშისგან ცახცახებდა, თუ ყინვა გასჯდომოდა ძვლებში ვეღარ ხვდებოდა. ერთად-ერთი რაც მაშინ უმცროს გიგაურს თავში უტრიალებდა ურჩი და ჯიუტი არსების მორჯულება გახლდათ. აღარ ახსოვდა აღარც სიყვარული, აღარც სინაზე.
უმზერდა აცახცახებულს, ამდენი ტირილისგან სახე დასიებულს და საკუთარი თავი სძულდა უმცროს გიგაურს, მუდამ ქალების ყურადღებით განებივრებულს ახლა სიყვარულის მათხოვრობა რომ უწევდა. საკუთარი თავი ხომ სძულდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ახლა ეს დაბეჩავებული ქალიც სძულდა. დიახ, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა ერთი ადამიანის მიმართ თუ შეეძლო ასეთი ურთიერთგამომრიცხავი გრძნობების ქონა.
ყველაფერში უნორმო იყო გიგაური, სიყვარულშიც, სიძულვილშიც. რომ გეკითხათ დაუფიქრებლად გეტყოდათ, რომ ცხოვრებაში მაიკოზე მეტად არავინ ჰყვარებია, თუმცა ახლა სძულდა კიდეც. იმ ავადმყოფური სიყვარულის გამო, მისი დავიწყების საშუალებას რომ არ აძლევდა. ესოდენ მწველი თვალების გამოც, მისი მუდამ წითელი ტუჩების გამოც და საერთოდ, რომ არსებობდა ამიტომაც. რა დალევდა სიძულვილის მიზეზს.
გაღიზიანებულმა გოგონა ოთახში გამოკეტა და თავად მეგობრებთან გავიდა საქეიფოდ. რკინის ზამბარიან ლოგინზე ემბრიონის პოზაში იწვა მაიკო და ისე ტიროდა, როგორც იქნა დაიღალა ამდენი ვაებით, ვერც კი გაიგო როდის ჩაეძინა.
უმცროსი გიგაური კი მეგობრებთან ერთად ლუდსა და ანწლის არაყს მიირთმევდა. ნაბახუსევს კიდევ ერთხელ მოუნდა მაიკოს ნახვა. ბიჭებმაც შეაგულიანეს:
- ქალწულობას რომ დაკარგავს, სახლში დაბრუნებას ვეღარ გაბედავს, მონატაცები და შეცდენილი ვის რაში სჭირდება, აქეთ შეგეხვეწება ცოლად მოყვანას! - გველივით უსისინებდა ერთ-ერთი.
უმზერდა დამშვიდებულს, ისევ ძველებურად ლამაზს, ესოდენ სასურველს და თავს ვერ ერეოდა, იმდენად უნდოდა მისი მოფერება, ფრთხილად შეეხო, მთელი სინაზე ამ ერთ შეხებაში ჩააქსოვა. დენდარტყმულივით წამოვარდა ქალი, შეშინებული, გაავებული უმზერდა წინ მდგომს. ისევ გაიწია მისაფერებლად გიგაურმა, თუმცა ქალი დაუსხლტა, ახლოს არ იკარებდა, აფთარივით იცავდა თავს, აქეთ-იქით აწყდებოდა კუთხეებს, თუმცა დაიღალა, აღარც ბრძოლის თავი ჰქონდა, აღარც წინააღმდეგობის, მოდუნდა, მუხლებზე დაეშვა. ხელში აიყვანა გიგაურმა ბუმბულივით მსუბუქი ქალი. ველური ჟინით უკოცნიდა სახეს. წამში შემოაძარცვა თხელი ქვედაბოლო, დიდად არც საცვლების გახდაზე უწვალია. დედიშობილა დარჩენილი გოგონა ხელებით ცდილობდა სხეულის სასირცხვო ნაწილების დაფარვას, თუმცა ისევ უშედეგოდ, როგორც იქნა აისრულა საწადელი გიგაურმა თითქმის გათიშულ ქალთან.
ამჯერად ცივი, უემოცი სახით უმზერდა საძულველ მამაკაცს და ცრემლიც აღარ სდიოდა თვალებიდან, აღარც ეზიზღებოდა, აღარც სძულდა, უბრალოდ ეცოდებოდა, ყველაზე მეტად სტკიოდა მისი დაკარგული ქალწულობა, დანგრეული ცხოვრება, ყველაფერი ერთად სტკიოდა და საბოლოოდ ანგრევდა.
- ასე ნუ მიყურებ, გესმის, ასე ნუ მიყურებ! - ქალის თვალებში დანახულმა სიბრალულმა დააფრთხო გიგაური.
- ბარემ მომკალი! - მუდარით უმზერდა სიამაყე წართმეული გოგონა.
- შემიყვარე მაიკო, გთხოვ... ოღონდ შემიყვარე და დედას გეფიცები, შენს თავს ვფიცავარ შენზე ბედნიერი ქალი არ ივლის ამ ქვეყნად... - ქალთან მუხლებზე დადგა გიგაური.
ირონიულად უმზერდა გოგონა საკუთარივე მოქმედებით განადგურებულ მამაკაცს.
- მძულხარ. მთელი არსებით, მთელი გულით და სასჯელად ეს სიძულვილიც გეყოფა! - უკანასკნელი იარაღი, გესლი და ღვარძლი არ დაიშურა ვაჟისთვის.
და, ისევ შეცდა გიგაური, სიყვარულის მათხოვარმა მთელი ძალით მოუქნია ხელი. თუმცა გოგონას სულაც არ სტკენია მისი დარტყმული. გონებამ მისითვე მიიღო გადაწყვეტილება. გრძნობა დაკარგულს არაფერი ახსოვდა.
გამთენიისას მოვიდა გონს. მთელი სხეული სტკიოდა, დაჟეჟილი მუხლები ძლივს გამართა. დაძაბული, გაფითრებული სახით უმზერდა წინა ღამის ორთაბრძოლის შედეგად სახე დაკაწრული, გამოფხიზლებული გიგაურიც. იქვე იდგნენ მისივე მეგობრებიც.
- შეგიძლიათ იამაყოთ ქალბატონო მაიკო. რადგან გათხოვება არ ისურვეთ, უფრო დიდი ბედნიერების მოზიარეც გახდით... - ირონიულად შესცინა ერთ-ერთმა და ურცხვად შეათვალიერა თითქმის შიშველი ქალი.
- რას გულისხმობს? - გონებამ მყისვე შემოჰკრა განგაშის ღილაკი, შეშინებული უმზერდა წინ მჯდომ გიგაურს.
- ერთის ნაცვლად სამთან გაატარე პირველი ღამე. ასეთ ორგიებზე ხალხი ოცნებობს. - ისევ იღრიჭებოდა ერთ-ერთი.
ცივი თვალებით გახედა გიგაურმა ალაზღანდარებულ მეგობრებს.
- მაიკო, გთხოვ. ყველაფერს დავივიწყებ. დედას გეფიცები ამ ღამეს საერთოდ არ გავიხსენებ, ოღონდ დამთანხმდი, ოღონდ...
- შენი ძმაკაცების ნახმარი?! - სიმწრისგან ისტერიულად ხარხარებდა მაიკო - არაკაცო, შეუძლებელია! - საბრალოდ ღმუოდა ქალი. სხეულზე დარჩენილ საღ ნაწილებს იხოკავდა, თავადვე იკაწრავდა - ასე როგორ გამიმეტე, ასე როგორ...
თავდახრილი იჯდა მაიას საცოდავობით არანაკლებ განადგურებული გიგაური. ორმაგად სძულდა ქალს, ორმაგად ეზიზღებოდა თითოეული. წამითაც არ უფიქრია მისი ბინძური წინადადების მიღება. აზრადაც არ გაუვლია. გაჭირვებით აითრია წელი. შემოძონძილი ტანისამოსი შეძლებისდაგვარად შეისწორა და იმ დაწყევლილი სახლიდან წამოვიდა.
ალბათ, უცნაურია, მაგრამ მისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. თავისუფლად გამოუშვეს ბედის ანაბარად დარჩენილი გოგონა.

ასე მარტოდ-მარტო უცხო მხარეში, ბილიკ-ბილიკ მილასლასებდა და მიდიოდა კაცმა არ იცოდა სად. ზოგჯერ ვარდებოდა, მაგრამ ადგომას მაინც ახერხებდა. ყურადღებით აკვირდებოდა გარემოს, მაგრამ ვერც სახლებს ხედავდა, ვერც ხალხს. მხოლოდ უსაშველოდ აწვერილი კლდეები და გადაჭიმული უღრანი ტყე. სადღაც შორიდან უცნაური ნადირის ღმუილი მოესმა, იქნებ ძაღლიც იყო, მაგრამ შეშინებულ ქალს ყველგან პირდაღებული მგელი ელანდებოდა, შიშით გაჩერებასა და სულის მოთქმასაც ვერ ბედავდა, იმ წყეული სახლისგან რაც შეიძლება შორს უნდა გაქცეულიყო. დროის აღქმის უნარი მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, როცა შიმშილისგან მუცელი აეწვა. ახლაღა შენიშნა, რომ უკვე ბინდდებოდა, სულ ცოტაც და დაღამდებოდა. თავად კი ისევ უღრან ტყეში დაბოდიალობდა. სასოწარკვეთილი მუხლებზე დაემხო, ბევრიც არ აკლდა პანიკაში ჩავარდნამდე.
- ასეთი რა დავაშავე, რა?! - ვინ იცის მერამდენედ კითხულობდა.
საპასუხოდ სმენას ოდნავ მოსწვდა შორიდან მოსული დედო ზარის ხმა. არ კი იცოდა, საიდან ჰქონდა კიდევ ენერგია, ინსტინქტურად წამოვარდა და ხმას მიჰყვა.
სადღაც შორს რეკდა ეკლესიის ზარი. უკვე დაბნელდა, უცნაური ღამე იყო. უმთვარო, უვარსკვლავო, უკუნ სიბნელეში გზის გაკვლევა ჭირდა, თუმცა გოგონა მაინც მიიწევდა წინ. წყლის ხმით ხვდებოდა, რომ ახლოს მდინარე მიედინებოდა. სადღაც შორს ოდნავ ბჟურავდა სინათლეც, სწორედ იმ ნათებისკენ მიდიოდა ქალიშვილიც. მხოლოდ მოგვიან მიხვდა, რომ ნათება მოძრაობდა, პერიოდულად ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა. სმენა დაძაბა, ახლაღა გაიაზრა, რომ მკრთალი სინათლე გაღმა, ოღროჩოღრო გზაზე მიმავალ ავტომობილს ეკუთვნოდა.
- თუ საავტომობილო გზაა, სადღაც სოფელიცაა!.. - როგორც იქნა გადარჩენის იმედიც გაუჩნდა მაიკოს.
დაღმართს დაუყვა, წყლის ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა. არადა წყალგაღმა იმედად ჩანდა გზა. ქვანაყარი ბილიკებით ჭალაზე ჩავიდა.
- როგორმე უნდა გადავიდე, როგორმე უნდა... - საკუთარ თავს თავადვე ამხნევებდა.
- ახლა იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ ცივ მდინარესთან გამკლავება შესძლოთ, მით უმეტეს რამდენიმე ნაბიჯში წყალზე გადასასვლელი ხიდიცაა! - მამაკაცი ხმის გაგონებისას უნებურად შეჰკივლა ქალმა.
იმდენად მოულუდნელი იყო იქ ანაფორით შემოსილი, თბილად მომღიმარი მამაოს ხილვა, რომ თავიდან მოჩვენებაც კი ეგონა. ასე შეხვდნენ პირველად მონასტრისკენ მიმავალ ნიკოლოზი და მაიკო. ასე მიიყვანა თავშესაფარში.
- რა იქნებოდა მაშინ რომ არ შემხვედროდა?! - მადლიერებით გახედა გვერდით მჯდომ აწ უკვე ორმოცდაათ წელს გადაცილებულ მოძღვარს.
სიჩუმით გაბეზრებულმა გიგაურმა თავადვე დაარღვია დუმილი:
- უცნაურია ამდენი წლების შემდეგ ჩვენი შეხვედრა, ორმაგად უცნაური კი ამ ქალბატონის აქ ყოფნაა. რას მივაწერო ამდენი სიხარული, ჩემო ნიკოლოზ?!
- კარგად თუ დააკვირდები, ამ ცხოვრებაში ბევრი რამ მოგეჩვენება უცნაურად, ალბათ ჩვენი ერთად ჯდომაც, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება... - მამაკაცის ირონიულ ტონზე ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა მამაოს.
- დაბერებულხარ ნიკოლოზ, ქარაგმებით საუბარიც დაგიწყია...
- რომ გითხრა შენ ისევ ახალგაზრდულად გამოიყურებიო, ზედმეტად პირფერი ვიქნები?! - ირონიაში არ ჩამორჩა ნიკოლოზიც.
- შენთან ალეგორიებით საუბარს არ ვაპირებ, სათქმელზე გადადი, ნიკა!
- აქ მარტივი მიზეზით ვართ მოსული. გავიგე, ისევ ძველ ხელობას დაბრუნებიხარ...
- რა ხელობას?!
- ქალთა მკვლელობას! - ირონიულად გაუცინა მოძღვარმა - პირველი მკვლელობისას მიზეზად ეჭვიანობა მოიტანე, ყოველ შემთხვევაში, თუ სწორად მახსოვს, სასამართლოში შენ საქციელს ასეთი ახსნა მოუძებნე. ახლა?!
- ვერ გავიგე, რაზე მელაპარაკები?! - თავი გამოიშტერა გიგამ.
- ვითომ?! თავს ტყუილად ხომ არ იკატუნებ?!.. - ისევ გამომცდელად უმზერდა ნიკოლოზი.
- აქაოდა, ანაფორა მაცვიაო, გგონია ყველას ჭკუას უნდა ასწავლიდე?! კარგად გიცნობ ნიკა. როგორც არ უნდა შეინიღბო, როგორც არ უნდა შეიმოსო ისევ ის ხარ. შენი ფარისვლური ღიმილით ვერ მომატყუებ. - შეურაცყოფაზე გადავიდა გიგაური.
- არც ვაპირებ შენთვის ჭკუის დარიგებას. - ხმა გაუკაცრდა მოძღვარს - უბრალოდ მინდოდა მენახა, როგორ გამოიყურება ერთად-ერთი ძმის შვილის მოღალატე ადამიანი.
- საბოლოოდ გაგიჟდი ხომ, რომელ ძმიშვილზე ლაპარაკობ? - დენდარტყმულივით ადგილიდან წამოხტა გიგაური.
- იმ ძმიშვილზე, ახლა „რეზბალნიცაში“ დალილავებული რომ წევს. იმ ძმიშვილზე, მაიკომ შენი ძმისგან რომ გააჩინა. იმ ძმის შვილზე, ცოდვებს რომ ვერ გაუძლო და არაბულთან თავი მოიკლა.... - კარგად დაიანახა უკანასკნელ სიტყვებზე, როგორ გაფითრდა გიგაური, თუმცა გაჩუმება აზრადაც არ მოსვლია - დიახ, სწორედ იმ ძმის შვილზე, გულის გადასაშლელად მინდია არაბულის გარდა ვერავინ რომ ვერ იპოვა.... - ცეცხლზე ნავთს ასხამდა მამაო.
- ჩემს ძმას პრობლემა რომ ჰქონოდა, არაბულთან კი არა ჩემთან მოვიდოდა! - ბღვერით გამოხედა ოთახში წინ და უკან მოსიარულე გიგაუარმა.
- დარწმუნებული ხარ? იქნებ აღარ ჰქონდა მოსასვლელი პირი? იქნებ ვერ გითხრა მისი და მისი მეგობრების ვაჟკაცობის შესახებ?
- ნიკოლოზ, არ გინდა, გთხოვ! - მუდარით მკლავზე შეეხო მაია.
- რა არ უნდა?! კიდევ რას მალავ?!
- ამას ჩემგან არ უნდა იგებდე. მაიკოს ამიტომაც ვთხოვე წამოყოლა... - მიუხედავად იმისა, რომ სძულდა მაინც შეეცოდა სრული სიმართლის გასაგებად გიგაური.
- ნერვებზე თამაშს მორჩი, ნიკოლოზ! უფლება მაქვს ვიცოდე....
- იძალადეს, მხოლოდ შენმა ძმამ კი არა, სამივემ... - ხმის კანკალით ძლივს ამოღერღა ქალმა და შეხვედრების ოთახიდან გავარდა, სხვა დროს ალბათ გაჰყვებოდა მოძღვარი, მაგრამ ახლა აზრადაც არ მოსვლია მისი შეჩერება.
- ქალზე, რომელიც ცოლად უნდოდა?! შეუძლებელია! - აღარაფერი დარჩენილიყო ცივი და ირონიული გიგაურისგან, სასოწარკვეთილი დაეშვა სკამზე.
- გიკვირს?! არ ელოდი?! მე ის უფრო გამიკვირდა, რომ მისი ვაჟკაცობის შესახებ სიკვდილის წინ არაბულს უამბო, მაინც და მაინც ჩემს მინდოს...
- ამიტომ მოკლა არაბულმა, ეს ნაბოზვროვა არ აპატია?!
- არა, ვინ, ვინ და არაბული მკვლელი არ იყო და ეს შენც კარგად იცი. თუმცა თვითმკვლელობას ალბათ კიდევ ეს სჯობდა.
- ბიჭებმა...
- მათი გამართლება არც კი სცადო. საკმარისია!... - აღრიალდა მამაო.
- დავიბენი, ყველაფერს ვფიცავარ, ვერაფერს ვიგებ... - თავი ხელებში ჩარგო გიგაურმა.
- როგორც იქნა ნერვების მოთოკვა შეძლო ნიკოლოზმა:
- ნამდვილად გჯეროდა, რომ იმ ნაბიჭვრებმა შენი ძმის მკვლელობის გამო იძიეს შური?! ცდები, გიგა. - პირველად მიმართა გიგაურს სახელით - უბრალოდ შენი ძმის მიერ დატოვებული მოწმის ეშინოდათ და ამის გამო ორი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლეს, ორსული, მშობიარე ქალიც კი არ დაინდეს.
- მხოლოდ ორი? პატარა არაბულს სათვალავში არ თვლი?! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ელენე ჩემი ძმიშვილია?! - ტკივილით, ირონიულად გაეღიმა გიგაურს.
- მინდოდა მოვსულიყავი და შენთვის ყველაფერი მეთქვა, მაგრამ მაიკოს ვერ ვახტებოდი. ვერც ელენეს ვუღალატებდი და ვერც არაბულებს, აღსარების საიდუმლოს მითუმეტეს ვერ გავცემდი.
- თუ სწორად მივხვდი, გოგონა შენ გაზარდე?!
- გიკვირს?! ოდნავ მაინც რომ იცნობდე შენ ძმიშვილს ამ კითხვას არ დამისვამდი, მერე რა, რომ მაგ ბავშვში გიგაურების ბინძური სისხლი ჩქეფს, მე მაინც საკუთარი შვილივით მიყვარს.
- ნიკოლოზ, თუ საიდუმლო არაა, მხოლოდ ერთი რამ გამიმხილე. ვისგან გაიგე ელენეს მკვლელობას რომ ვგეგმავდით?
- უკვე გითხარი, ცხოვრებაში ბევრი რამ არის უცნაური, ამჯერად არაბულმა იზრუნა გიგაურის გადარჩენაზე... - ირონოულად გაეცინა ნიკოლოზს.
- ვერ გავიგე?! - საბოლოოდ დაიბნა გიგა.
- თორნიკე ქართველიშვილი, დიახ, დიახ, შენთან მჯდომი თორნიკე, ელენე გიგაურის ბავშვობის მეგობარი, მინდია არაბულის ერთად-ერთი ცოცხლად დარჩენილი მემკვიდრეა.
მისი ცხოვრების შემდეგ რამე თუ გააკვირვებდა არ ეგონა გიგაურს. გაოგნებული და გაოცებული უმზერდა ნიკოლოზს.


ოცდამეთხუთმეტე თავი
- ეგეც ბედის ირონია, თორნიკე ქართველიშვილი... - სიცილი წასკდა გიგაურს - არადა, სულ ვფიქრობდი რომ ზედმეტად მაგონებდა ვიღაცას. აზრადაც არ მომსვლია მაგ ბავშვის თქვენთან დაკავშირება... თვითონ მაინც იცის ვინ ვარ?!
- არა. - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ნიკოლოზმა.
- არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, თუმცა უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა, არაბულების მკვლელობაში ხელი მართლა არ გამისვრია.
- შენ რატომ გაისვრიდი?! განა შემსრულებლები ცოტა გყავდა, თუნდაც ის ნაბოზღვრები...
- კარგად იცი ჩვენი წესები. ოჯახის საქმეში სხვას არ გავრევდი, საკუთარი ძმის სისხლის ასაღებად უცხოს არ დავიხმარდი. არასოდეს... - კბილებში ცივად გამოსცრა გიგამ.
- გინდა მითხრა, რომ მკვლელები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ?
- გიკვირს?! შენვე არ თქვი, დანაშაულის დაფარვას ცდილობდნენო?! - ირონიულად ჩაეცინა გიგაუარს.
- ალალად მითხარი, ხომ ნამდვილად გჯეროდა, რომ შენი ძმა არაბულმა მოკლა, არ აპირებდი სისხლი აღებას?!
- რადგან ვაპირებდი, მკვლელიც მე ვარ?! ვის - ვის და ორსულ ქალს ნამდვილად არ გავიმეტებდი.
- ეგ უკვე საინეტერსოა...
- არ გინდა ეგ ირონიული ჩაცინება. - ბღვერით შეხედა გიგაურმა - შენც კარგად იცი, რომც გამოვპარულიყავი, ისედაც მუდმივ მისჯილ ადამიანს სასჯელს ვეღარ დამიმატებდნენ. ვაპირებდი კიდეც ამის გაკეთებას. თუმცა აღარ დამჭირდა, დამასწრეს, არაბულები ჩემს გამოსვლამდე გაისტუმრეს იმ ქვეყნად.
- გინდა დამარწმუნო, რომ ციხიდან გამოსული დაიწყებდი სიმართლის კვლებას და არაბულებს დაინდობდი?
- არა, ეგ არ მითქვამს. უბრალოდ მცირეწლოვანი ბავშვისა და ორსული ქალის მკვლელობა ჩემთვისაც კი ზედმეტია.
ესოდენ საძულველ თვალებში უმზერდა მოსისხლე მტერს ნიკოლოზი. ასაკს შეეცვალა ორივე, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არსებული დამოკიდებულება ისევ იგივე დარჩენილიყო. თვალებით ზომავდნენ, თვალებით წონიდნენ. ვერ გაუძლო გიგაურმა მამაოს მზერას. თვალი აარიდა.
- იცი, ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა... - ტკივილით გაეღიმა გიგაურს - ბევრჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა ის დღე რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. რა იქნებოდა შენ და შენი მეგობრები რომ არ გამოჩენილიყავით.
- იმედია ახლა ჩემთვის გულის გადაშლას არ აპირებ?!
- არ გინდა, ნიკოლოზ. ახლა, როგორც მოძღვარს ისე არ გესაუბრები, როგორც კაცი კაცს, როგორც მტერი მტერს. მაგრამ უნდა გითხრა. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება მეც ვთქვა ჩემი სათქმელი? ოდესმე გინახავს, როგორ უყურებს შენთვის სანატრელი ადამიანი სხვას აღტაცებული თვალებით? ოდესმე გიფიქრია სამყაროსთვის ჩემი თვალებით შეგეხედა? ვიცი, რომ ეგოისტს მიწოდებ, მაგრამ ვერ გავუძელი. ქალი რომელიც მთელი ზაფხული გაღიმებული არ მენახა, იმ საღამოს ბედნიერებისგან დაფრინავდა. გელოლიავებოდა, თავს გევლებოდა. შენ კი... იცი როგორ ვოცნებობდი, რამდენჯერ მინატრია, ერთხელ მაინც შემოეხედა თბილად?! შენ კი ამ ყველაფერს ისე იღებდი, თითქოს გეკუთვნოდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. რატომ? ამიხსენი რატომ?
ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა მოძღვარს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ზედმეტად ეცნო გიგაურის ტკივილი, მისი ეჭვებიც კი. თვალი აარიდა წინ მჯდომს.
- წარსულში ქექვას აზრი აღარ აქვს. არც იმაზე ფიქრს რა შეიძლებოდა ყოფილიყო...
- ალბათ, თუმცა...
- რა თუმცა?! - ინეტერესით ჩაეკითხა მოძღვარი.
თუმცა მიუხედავად ხმაში გაპარული სინანულისა, სათქმელი აღარ დაუსრულებია გიგაურს, გამომცდელი მზერით მომზირალ ნიკოლოზს თვალი აარიდა და თავი დახარა.
ერთმანეთისთვის სათქმელი აღარაფერი დარჩენოდათ, ნიკოლოზი წამოდგა, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი თავდახრილ გიგაურს და შეხვედრების ოთახი დატოვა.

ყოველგვარი გაფორმების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ის ღამე გიგაურმა თეთრად გაათენა. მოგონებებში ისევ ხევსურეთში ტრიალებდა. უდარდელი ბავშვობა, შემდეგ ნადირბისას გარდაცვლილი მამა. ერთმანეთის მხარში მდგომი ორი ძმა გიგაური. მისი დაკავების გამო პირველი განშორება უმცროსთან და ძმის თვალებში დანახული ცრემლები.
ლიკას მეგობრებში ჩაბუდებული ზიზღი, საყვედურები, ბრალდებები.
თუმცა მათ შორისაც იყო ერთი და გამორჩეული, რომელიც არც საყვედურობდა, არც შურისძიებით ემუქრებოდა. ცხენზე ამხედრებულ, ფოფოხიან მინდია არაბულს გულწრფელად ეცოდებოდა მისივე გრძნობის ტყვე, თითქოს მისი ესმოდა კიდეც. აშკარად არ ელოდა არაბულისგან თანაგრძნობას, მაშინ ორმაგად ეტკინა მხედრის თვალებში დანახული სიბრალული, რომ არა მინდიას მაშინდელი მზერა, ალბათ დღემდე ვერც მიხვდებოდა რამ უბიძგა მის უმცროს ძმას არაბულთან გულახდილობისკენ.
თითქოს ახლაც ჩაესმოდა ნიკოლოზის კითხვა:
- რაღა მინდია, რაღა ჩემი მინდო?
- იმიტომ რომ მას გული ჰქონდა, მოსმენა შეეძლო, იმიტომ რომ მას სიბრალული შეეძლო....
უჩვეულოდ ეტკინა მისი ძმის თვითმკვლელობა და ორმაგად ეტკინა არაბულისა და მისი უდანაშაულო მეუღლის სიკვდილიც. იქნებ სჯობდა კიდეც ისევ მინდია ჩაეთვალა მისი ძმის მკვლელად? რაც უფრო იაზრებდა რამხელა სიცრუის მსხვერპლად იქცნენ, უფრო და უფრო ბრაზით ევსებოდა გული.
- ასე როგორ გაგიმეტეს? ასე როგორ შეგაცდინეს? ძმაკაცის, ძმადნაფიცის საცოლეს როგორც ქალს როგორ შეხედეს? ვფიცავ, რადაც არ უნდა დამიჯდეს შურს ვიძიებ, შენთვისაც, არაბულებისთვისაც. თქვენი შვილებისთვისაც!...
ახლა თორნიკე რომ არ ენახა, ალბათ გულიც გაუსკდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, ვეღარ მოითმინა საკუთარი საკანი ფრთხილი ნაბიჯით დატოვა და კოლიდორის მოპირდაპირე მხარეს აიღო გეზი.
დილის საუზმის შემდეგ საკუთარ საკნებში ისვენებდნენ პატიმრები, როცა გიგაურის ერთ-ერთი შნირი ქართველიშვილის საკანში შევიდა და გეზი სწორედ მისკენ აიღო.
- გიგას შენი ნახვა უნდა... - ზედმეტი ფამილარობის გარეშე მიმართა თორნიკეს.
- თავად მობრძანება არ იკადრა?!
- მოწმეები არ სჭირდება. შენ და წარბას ეზოში გელოდებათ... - ღრენით უპასუხა მამაკაცმა და ვაჟის პასუხს აღარც დალოდებია, საკანიც დატოვა.
კარგად ხვდებოდა თორნიკე, მისთვის ზიანის მიყენება რომ სდომოდა, ასე შემოვლითი გზებით არ დაიბარებდა გიგაური. არც ელჩს გამოუგზავნიდა შუამავლად, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის სასთუმალს ქვეშ დადებული დანა ამოიღო. შარვლის უკანა ჯიბეში შეიანახა, თავით ანიშნა წარბას გამომყევიო და გეზი ეზოსკენ აიღო.
გარეთ წვიმდა, თუმცა სისველე ნამდვილად არ აწუხებდა გიგაურს. დაძაბული ელოდა ქართველიშვილს. შორიდანვე შეათვალიერა მისკენ მიმავალი ვაჟი. ბოლომდე მაინც არ ენდობოდა თორნიკე, ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდებოდა ციხის ავტორიტეტს.
ოდნავ თავის დაქნევით მიესალმნენ ერთმანეთს.
- ვგონებ, ხვდებით რატომაც დაგიბარეთ... - დაძაბული დუმილი ისევ გიგაურმა დააღრვია.
- კარგი იქნება, თუ აგვიხსნი! - ღრენით გამოსცრა ქართველიშვილმა.
- მე მთხოვ ახსნას?! - ირონიულად გაეცინა გიგას - მგონი გავიწყდება ვის ელაპარაკები, ზედმეტს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე?!
- რამდენადაც მახსოვს, სწორედ თქვენ დაგვიბარეთ, აქ ჩვენი ინიციატივით არ მოვსულვართ... - ორონიაში არ ჩამორჩა თორნიკეც.
- მომისმინე, ყმაწვილო. ისიც კარგად გეცოდინება, რომ გიგა გიგაური არავის არაფერს არ უხსნის. მე ბრძანება გავეცი... - მუქარით გახედა წარბას - რომელიც ჯერ კიდევ არ შესრულებულა. მაინტერესებს მიზეზი...
- რამდენიმე დღე მჭირდება, ასე მარტივი არაა ციხის საავადმყოფოში შეღწევა...
- მითხრეს სამი დღე გითხოვია. დარწმუნებული ხარ რომ ეს ვადა გეყოფა?!
- წესით უნდა მეყოს... - ყოყმანით დაეთანხმა წარბა.
- წესით? მე შენი წესები არ ვიცი, სამ დღეში ის გოგო მკვდარი უნდა იყოს. გესმის ჩემი?! - თვალები მუქარით დაქაჩა გიგაურმა.
გაფითრებული უმზერდა თორნიკე გიგას. მამაკაცის უკანასკნელი სიტყვები აშკარად ბოლო ზღვარი აღმოჩნდა. თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, ვეფხვისებური ნახტომით ისკუპა. ვაჟისგან თავდასხმას აშკარად არ ელოდა გიგა, წონასწორობა ვერ შეიკავა და ძირს დავარდა, თუმცა გაბრაზების ნაცვლად, მოულოდნელად ახარხარდა გიგაური.
- ხომ გეუბნებოდი, ფიცხი ბიჭია მეთქი! - ზემოდან მოქცეულ თორნიკეს გიგასთვის დასარტყმელი დანა ხელში გაუშეშდა, როცა შენიშნა რომ ცივი იარაღის ნაცვლად ხელში ხის პატარა ნაფოტი ეჭირა. არ დაბნეულა ქართველიშვილი, იარაღის ნაცვლად, ყელში თიტებს უჭერდა, ასე ცდილობდა გიგაურის დახრჩობას.
- კარგი საკმარისია, მართლა არ შემოგაკვდეს. სხვა თუ არაფერი, შენი ელენეს ბიძაა... - სიცილს ვეღარ იკავებდა წარბა.
როგორც იქნა მოადუნა თითები ქართველიშვილმა, მისკენ დახრილმა მამაკაცმა მოხერხებულად ააწიწკნა მოწინააღმდეგეს, მეგობრულად გაუწოდა ხელი გიგაურს და წამოდგომაში დაეხმარა:
- ხომ გეუბნებოდი, სწრაფია ეს მაიმუნი...
- კი, ვიცოდი, მაგრამ მთლად ასეთსაც არ ველოდი! - ყოველგვარი წყენის გარეშე ისრესდა კისერს გიგაური და დასვრილი ტანისამოსის გასუფთავებას ცდილობდა.
გაოცებული და დაბნეული უმზერდა ქართველიშვილი უწყინარი სახით მდგომ მამაკაცებს, რომლებსაც მისი მოქმედების გამო სიბრაზე ნამდვილად არ ეტყობოდათ.
- დაგაბნიეთ? - როგორც იქნა დაასრულა სიცილი გიგაურმა - ფიცხი ბიჭი კი ჩანხარ, მაგრამ ისეთი გენისა ხარ, არ მიკვირს, თუმცა ამჯერად ერთ მხარეს ვართ ქართველიშვილო, მე და შენ ერთად უნდა ვცადოთ ჩემი გოგონას გადარჩენა.
- მომესმა, თუ მართლა ჩემიო ასე თქვით?!...
- არა, არ მოგესმა, ჩემი ძმიშვილია, ასე რომ მგონი ზედმეტი ახსნა აღარ გჭირდება. ერთად უნდა გავიყვანოთ ამ სიბინძურიდან.
- როგორც გავიგე, გოგონა დამტვრეულია, სამედიცინო დახმარება სჭირდება, არც მისი გადაადგილებაა იოლი... - საუბარში ჩაერია წარბაც.
- ვერ გავიგე? ჩვენ სამნი ელენეს გაპარების გეგმას ვადგენთ? - სიცილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ - მოდით, მაგ საკითხს მე მივხედავ. თქვენ კი დროებით ირაკლიზე იზრუნეთ.
- გინდა დამარწმუნო, რომ გოგონას საავადმყოფოდან გაყვანას შენით მოახერხებ? - ეჭვით ჩაეკითხა გიგაური.
- მოვახერხებ, აუცილებლად მოვახერხებ, თქვენ ირაკლიზე იზრუნეთ დანარჩენს კი მე მივხედავ.
- კეთილი, იყოს შენებურად. ვნახოთ, ერთი რა ბიჭი ხარ! - თვალი ჩაუკრა გიგაურმა, მეგობრულად დაუტყაპუნა მხარზე ხელი და შენობაში რიგ-რიგობით შებრუნდნენ.
იმ დღეს კიდევ ერთხელ ითხოვა მობილური თორიკემ, თუმცა ამჯერად ნიკოლოზის ნაცვლად თეკლესთან დარეკა.
მის ზარს ნამდვილად არ ელოდა ქალი, სიხარულისგან ლამის კიოდა, ისევ პატარა ბავშვივით ეფერებოდა მონატრებულს. ღიმილით უსმენდა დედობილს. მოთმინებით ელოდა, როდის გადაუვლიდა პირველი ეიფორია.
- ღმერთო როგორ გამახარე, ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ გიჭირს? - ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა ქალი.
- კარგად ვარ, თეკლე, კარგად... - სიცილს ვერ იკავებდა თორნიკეც - უბრალოდ, შენი დახმარება მჭირდება.
- ჩემი?! - ხმა დაუსერიოზულდა ქალს.
- კი, შენი. შენთან საავადმყოფოში ერთი პალატა უნდა გამოგვიყო.
- ვერ გავიგე, ვინმე უნდა დავაწვინოთ?
- ამას ტელეფონში ვერ აგიხსნი. უბრალოდ მინდა მენდო.
- გენდობი თორნიკე, რა თქმა უნდა გენდობი, მაგრამ მინდა ვიცოდე, რომ ამის გამო მდგომარეობას არ დაიმძიმებ, სასჯელს ისევ ციხეში ხომ არ დაგიმატებენ?!...- ხმა გაებზარა თეკლეს.
- დედა, იქნებ არასწორადაც მოგეჩვენოს, იქნებ ვერც გამიგო, მაგრამ... - მუდარა გაერია ხმაში ვაჟს.
- კარგი, იყოს შენებურად... - ქალის ხმაში გაპარული სასოწარკვეთა არ გამოჰპარვია ვაჟს.
- რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შენთან ვართ! -თეკლეს ცრემლები გადაფარა აკას ომახიანმა ხმამ.
- არ ინანებთ, თქვენს თავს ვფიცავარ, არ ინანებთ! - სიხარულს ვეღარ მალავდა ვაჟი - ყველაფერს ვერ აგიხსნით, ასე ტელეფონში ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად აგიხსნით...
- კარგი, თორნიკე, კარგი... - როგორც იქნა თავს მოერია თეკლე - უბრალოდ ის მაინც მითხარი, პალატა რამდენი ხნით დაგჭირდება?!
- ალბათ, თვემდე...
- კარგი, ოთახი მზად იქნება...- ხმა ჩამწყდარმა უპასუხა დედობილმა.
- დედა, მაინც რომ გაითვალისწინო, პაციენტი ქალია... - კარგად იცოდა თეკლეს ხასიათი, თვალებ დაწვრილებული, ეშმაკური სახით დაელოდა დმის რეაქციას.
- როგორ თუ ქალი?! - ნერვიულობა სულ დაავიწყდა, ეჭვიანობისგან აპილპილდა თეკლე.
- ეს ღა, აკლდა... - ტელეფონის მეორე მხარეს ხარხარებდა აკა.
- მავნებელო - შვილობილს მაიმუნობას კი მიუხვდა, მაგრამ ეჭვიანობას ბოლომდე ვერ შძლია - ციხეში ქალს რა უნდა?
- მაგას რომ გნახავ მაშინ მოგიყვები, ან ნიკოლოზს ჰკითხე. - ახალი ინტრიგა ჩააგდო.
- ისიც გარიე ამ გაურკვევლობაში? - მიუხედავად ფარული საყვედურისა, აშკარად შვება იგრძნო აკამ ნიკოლოზის ხსენებაზე.
- პალატა ხვალვე მზად მექნება, იცოდე, ფრთხილად იყავი...- ისევ ჭკუას არიგებდა თეკლე.
- ამას არ დაგივიწყებთ!
- მიყვარხარ! - შვილობილის ბედნიერი ხმის გაგონებაზე ღიმილი გაეპარა თეკლეს. შემდეგი ზარით დათას და იკას დაუკავშირდა.
- ეეე, დაკარგულო, გაგახსენდით როგორც იქნა! - ჩვეულებისამებრ როხროხებდა დათა.
- ჩემთან უნდა მოხვიდეთ, ოღონდ ციხეში არა, „რეზბალნიცაზე“.
- რეზბალნიცაზე რა გვინდა, ტო? თოკო, ხომ მშვიდობაა? - საავადმყოფოს ხსენებაზე პანიკა შეერია ხმაში იკას.
- არის რა, ერთ ჩემს ახლობელს პრობლემები აქვს, დახმარება მჭირდება, მქნდეს თქვენი იმედი?
- დაგვცინი, ტო? ძლივს რაღაცაზე დაგვიძახე, მოვალთ აბა რას ვიზამთ... - ჩვეულებისამებრ ისევ ხალისიანი იყო დათა.
- ოკ, მაშინ ხვალ საღამოს გელოდებით! დანარჩენს იქ გაგაგებინებთ! ესეც ასე, დანარჩენს ჩვენვე მოვაგვარებთ! - კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი.

ოცდამეთექვსმეტე თავი
- ვაა, ჩემი!... ოხ, ჩემი!... ეს რა ქენი?! რატომ, ტო?!.. - გამთენიისას წარბას ღრიალმა ფეხზე წამოყარა მძინარე პატიმრები.
- ბადრაგი, ჩქარა, ბადრაგი!... - საკუთარ ნარზევე მწოლიარე, ვენებ გადაჭრილი თორნიკეს დანახვაზე მყისვე აზუზუნდნენ პატიმრები.
- ექიმი, ექიმი.... - საკნის კარებზე აბრახუნებდა ვიღაც - დაჭრილია, სისხლისგან იცლება!
- რა გაბღავლებთ ამ დილაადრიან? - ბღვერითა და ჯიჯღინით გახსნა ბადრაგმა კლიტე, თუმცა როგორც კი გათიშული, საკუთარ სისხლშივე მწოლიარე ქართველიშვილი დაინახა, რაციაში ჩასძახა: - ექიმი, კამერაში „ტრუპია“.
- „ტრუპი“ შენ ხარ თუ კარგია... - ღრენით ახედა წარბამ თორნიკესკენ დახრილ ბადრაგს, რომელიც დაჭრილს პულსს უსინჯავდა.
- განგაშია, განგაში! სწრაფად ექიმი! - ისევ რაციაში ჩასძახა და მოისროლა კიდეც - ოღონდ არ მოკვდე რა!... - ხელის ერთი მოსმით სუფთა ზეწარს კუთხე მთელ სიგრძეზე ჩაახია და ექიმის მოსვლამდე კარგად გაწაფული მოძრაობით დასერილ მყესებზე არტახები შემოახვია.
- აი. ეს მესმის. ასე ოსტატურად!... - აღტაცებულები უმზერდნენ პატიმრები ქართველიშვილის სიცოცხლისთვის მებრძოლ ბადრაგს.
- დიდი ვერაფერი, სამოქალაქო ომში როცა იბრძვი, ცოტა მეტიც უნდა შეგეძლოს... - საკუთარი ნაშრომით უკმაყოფილო ფორმიანმა ოფლით დაცვარული შუბლი ხელის მტევნით მოიწმინდა - თუმცა მგონი საავადმყოფოში გადაყვანამდე სისხლს შევაჩერებთ. - იმედიანად თქვა მამაკაცმა.
- ჩვენც ეგ გვინდა... - ჩუმად ჩაიბუტბუტა წარბამ.
საგანგაშო სიგნალით, სირენების კივილით სასწრაფოს ავტომობილით ისევ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს თორნიკე. თითქმის ერთ საათში გონს მოსული ქართველიშვილი ისევ ძველ პალატაში იწვა და საკუთარი გონებამახვილობით კმაყოფილი ღიმილით შესცქეროდა გაღიზიანებულ მთავარი ექიმს.
- სიცოცხლესთან ასე თამაში შეიძლება?
- გეშლებათ, თამაში კი არა, კარგად დაგეგმილი ნაბიჯია... - საკუთარი მოქმედებით აშკარად კმაყოფილი უღიმოდა ქართველიშვილი.
- რომ ვერ მოესწრო, რომ ვერ...
- მაგრამ ხომ მომისწრეს?
- მგონი მართლა ვერ ხარ ნორმალური! - ნერვებისგან მთლად ცახცახებდა მამაკაცი - როგორ გაბედე, საკუთარი თავი ასე როგორ გაიმეტე?!
- წარბა გაფრთხილებული მყავდა...
- გადაირიე ხომ?!
- ძალიან გთხოვთ, აღარ გვინდა ზედმეტი დრამატიზმი. ჩემთვის მთავარი შედეგია, ახლა თქვენთან ვარ...
- ასე ძალიან თუ გინდოდა საავადმყოფოში დაბრუნება, გეთქვა და ჩემით გადმოგიყვანდი, ვერ ვთხოვდი ჯუმბერს?!..
- მაგაზე არ იღელვოთ, ბატონი ჯუმბერი ისედაც საქმის ყურშია, სხვათა შორის ჩემი იდეაც ძალიან მოეწონა.
- ისიც შენსავით არანორმალურია. მოიცადოს ერთი...
- ზურგს უკან საუბარი კარგი არაა ექიმო... - აშკარად ხუმრობის ხასითზე იყო ვაჟი.
- არც პირში თქმას მოვერიდები. დამაგლიჯეთ ნერვები... - თორნიკეს მდგომარეობას აშკარად საკუთარი ოჯახის წევრივით განიცდიდა მთავარი ექიმი. - დარწმუნებული ვარ, დიდხანს არ მოგიწევთ ცდა. ბატონი ჯუმბერიც მალევე გვესტუმრება და დანარჩენს თავადვე აგიხსნით....
თითქოს ვაჟს ელოდებოდა, აქოშინებული შემოვარდა პალატაში ჯუმბერიც.
- აი ეს მესმის, ასე სწრაფად თუ იმოქმედებდით, ნამდვილად არ მეგონა, ყოჩაღ შენ! - ექიმისგან განსხვავებით კმაყოფილი ხელებს იფშვნეტდა მამაკაცი.
- ავანტიურისტი, საზიზღარი ადამიანი ხარ და ეს ბავშვებიც შენს ჭკუაზე გადაიყვანე! - ღრენით გახედა მთავარმა ექიმმა.
- როგორ გეკადრებათ, ახალი თაობა ბევრად კრეატიულია... - ექიმის გაღიანებული ტონი არ შეიმჩნია - ვაღიარებ, ჩემზე უკეთესი აზრებიც კი მოსდით.
- ჯუმბერ...
- არ, უნდა ამას ჯუმბერი!. - საქმიანად შეხედა ისევ სასაყვედუროდ შემართულ ექიმს - მგონი ისედაც ხვდები, რომ სათამაშოდ არ გვაქვს საქმე. რადგან აქამდე მოვედით, უკან ხომ ვერ დავიხევთ?! ელენეს რეანიმობილით შენს მიერ მოცემულ მისამართზე გადავიყვანთ.
- ხომ არ გაგიჟდით, გოგონას მოძრაობა არ შეიძლება... - გაპროტესტება სცადა მთავარმა ექიმმა.
- გპირდებით, შენს პაციენტს არაფერს დავუშავებთ, როცა უსაფრთხოდ გვეყოლება, მისი ნახვის უფლებასაც მოგცემთ... ეს ყმაწვილი ელენეს პალატაში უნდა გადავიყვანოთ, ოღონდ ისე, რომ ვერავინ გაიგოს. ბადრაგებს მე მივხედავ. სამედიცინო პერსონალს კი - შენ. - ისევ დირექტივებს გასცემდა ჯუმბერი - შენი მეგობრები საათს ვერ ცნობენ? ხომ უთხარი შუადღის შემდეგ მოდითო?
- რა თქმა უნდა, ასე გავაფრთხილე.
- ხოდა ზუსტად შეასრულეს შენი მითითება. დილიდან აქ დგანან! - სიცილი გაეპარა ხმაში მამაკაცს.
- აქ? საავადმყოფოში? - თვალები ჭყიტა ვაჟმა.
- არა, გარეთ გალავანთან. იმედია ჭკუა ეყოფათ და სამ საათამდე შენობაში მართლა არ შემოვლენ. ტელეფონი თუ დაგჭირდეს, ამ აპარატით ისარგებლებ. - შავი ფერის მობილური მიაწოდა ვაჟს - ნომერი არ ისმინება, შეგიძლია თავისუფლად ისაუბრო. ჩემი და თავმჯდომარის ტელეფონის ნომრები თავადვე შევიყვანე, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდებით. მოკლედ შენვე უზრუნველყოფ, რომ მნახველები რიგ-რიგობით შემოვიდნენ. ისე, რომ ელენეს გაყვანის შემდეგაც კი პალატაში მნახველთა რიგი არ შეწყდეს. ისე უნდა მოიქცეთ, რომ ყველას ეგონოს თითქოს გოგონა ისევ საავადმყოფოშია.
- არ მეტყვით რას გეგმავთ?! - ცნობისმოყვარედ ჩაეკითხა ექიმი.
- სამწუხაროდ ვერა, თუმცა შენი დახმარება მაინც მჭირდება. როგორმე უნდა მომიხერხო და ორიდან სამ საათამდე, ამ სართულზე არც ერთი საავადმყოფოს თანამშრომელი არ უნდა გააჭაჭანო.
- სამედიცინო პერსონალზე მე კი ვიზრუნებ, მაგრამ ბადრაგები? ისინი მე არ მექვემდებარებიან.
- შენ შენს თანამშრომლებს მიხედე, ციხის პერსონალზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.
- კეთილი, იყოს თქვენებურად. - მიუხედავად იმისა, რომ ჯუმბერისა და თორნიკეს მოქმედების გეგმას დიდად არ ეთანხმებოდა, მაინც მთელი გულით უნდოდა მათი დახმარება, პალატიდან გასულიც კი არ იყო, მდივანთან დარეკა:
- ორ საათზე თათბირი დანიშნე. საავადმყოფოს მთელი პერსონალი, სანიტრებიც კი, ყველა უნდა დაესწროს...
- ორი რომ შესვენების დროა? - დაყენებული ხმით ტელეფონში გაეპრანჭა გოგონა.
- ჰოდა, დაისვენებენ თათბირზე. - ხმა გაუკაცრდა მთავარ ექიმს.
- გუშინდელი ცვლა რომ წავიდა?! - მორიგი კითხვა მოაყოლა მდივანმა.
- რომ მიდიოდნენ არ უნდა ეკითხათ?! - თითქოს გაღიზიანდა ექიმი.
- დავრეკავ და ვეტყვი, დაბრუნდნენ! - უფროსის საამებლად უცებ ნახა გამოსავალი მდივანმა.
- არა, არა... - ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ახარხარებულიყო - არაა საჭირო, დაისვენონ, დანარჩენები მოუყვებიან. მაგრამ დღეს ვინც არიან, სანიტრიან - ექიმებიანად, რეგისტრატურის თანამშრომლებიც კი, ყველა, უკლებლივ, ერთ საათში ჩემს კაბინეტში გამოცხადდნენ. თათბირზე ვინც არ მოვა, შეუძლია პატაკი დაწეროს, საკუთარი სურვილით სამსახურიდან განთავისულებაზე. - ისევ მკაცრი ხმით ჩასძახა ტელეფონში და გათიშა კიდეც.
- უფროსი კი არა, უზურპატორი ხარ! - მხიარულად ხარხარებდა ჯუმბერი - საწყალი გოგო, ალბათ ხელის კანკალით რეკავს თანამშრომლებთან...
- მოკლედ, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. - კმაყოფილს გაეღიმა მთავარ ექიმსაც - საყვედურის მიზეზს რა დალევს. პირობას გაძლევთ მინიმუმ ორი საათი გამოწერილი აქვთ ჩემი ლექციის მოსმენა.
- ამდენი დროც გვჭირდება, უპატრონოდ არ დაგვიტოვო პაციენტები! - ისევ იცინოდა ჯუმბერი.
პირობის შესრულება ნამდვილად არ გასჭირვებია მთავარ ექიმს. მოხერხებულ ჯუმბერს ანალოგიური თათბირი საავადმყოფოს ერთ-ერთ თავისუფალ პალატაში ციხის თანამშრომლებისთვის თავადაც დაენიშნა. ბადრაგებისა და რეჟიმის თანამშრომლებიანად უკლებლივ ყველა იქ იყო. ორი საათისთვის უჩვეულო სიჩუმე სუფევდა საავადმყოფოში.
დათა და ირაკლი, პირველი მნახველები უკვე თორნიკესთან იყვნენ პალატაში, გეგმის მცირე მონახაზი სწრაფადვე გააცნო ბიჭებს.
- თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია... - სიცილს ვერ იკავებდა დათა.
- აუტანელი კაცი ხარ, რომ გკითხონ იტანჯები, არადა, ციხეშიც კი ახერხებ გოგოების შებმას... - ფხუკუნებდა ირაკლიც.
- ხომ კარგად იცით, რომ ელე სულ სხვაა...... - ღრენით გახედა გაკრეჭილ მეგობრებს.
- ვიცით, აბა არ ვიცით?! ისე ლამაზი მაინცაა? - ეშმაკურად იცინოდა ირაკლი.
- იმედია ნუნუ ექიმივით არ იქნება... - ხუმრობაში აჰყვა დათაც.
- ვინ ნუნუ ექიმი? - ფიქრებში გართულმა დაბნეულმა ახედა თორნიკემ.
- მახინჯი ქალი, პატიმრებს ლამაზად რომ ეჩვენებოდათ..
- ლუმინალი, ნუნუ ექიმო... - მეტიჩარა ხმით დაეჯღანა ირაკლი.
- ჰა, თოკო, აღიარე, ციხეში ჯდომისას გემოვნება ხომ არ გაგიფუჭდა?! - არ ჩუმდებოდა დათა.
- გემოვნება თქვენ გაგიფუჭდებათ, მაიმუნობას თუ არ მორჩებით! - თავში წამოარტყა ქართველიშვილმა.
- გემოვნების რა გითხრა და ნერვები ნამდვილად გაგფუჭებია, ასეთი მყრალი არ მახსოვხარ! - ხელით ისრესდა დათა ნატკენ ადგილს.
- ჰე, მორჩით ახლა. - საათს დახედა ირაკლიმ - გასვლის დროა.
კოლიდორში გამოსულმა ბიჭებმა ერთხელ კიდევ მიიხედ-მოიხედეს, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ კოლიდორში მათ გარდა არავინ იყო, გეზი ელენეს პალატისკენ აიღეს.
- მართლა ლამაზი ყოფილა, ხომ იცი! - ჩუმად გადაულაპარაკა დათამ ირაკლის მათი შესვლით გაოცებული გოგონას დანახვაზე.
- ჰე. კარგით, რა გჭირთ?! ახლა მაინც დასერიოზულდით! - ბღვერით გახედა კარებში აწურულ ბიჭებს თორნიკემ.
- ასე სწრაფად შენს ნახვას არ ველოდი, აქ რას აკეთებ? ხელებზე რა გჭირს?! - ბიჭებისთვის ყურადღება აღარც მიუქცევია, ვაჟის მკლავებზე სახვევების შენიშნა თუ არა შეშფოთდა ელე.
- არაფერი, შენი ნახვა მომინდა და ყველაზე მარტივი მეთოდი შევარჩიე... - უდარდელად გაუცინა თორნიკემ - ისე ქალბატონო ენე-ნე, მოგხდენიათ „რეზბალნიცის“ ჰაერი... - სახეზე ოდნავ შესამჩნევად გადაჰკრა სიწითლემ ქალიშვილს, მისი რეაქცია არც კი შეიმჩნია ისევ უდარდელი ხმით გააგრძელა - მაგრამ გული უნდა დაგწყვიტო, სხვაგან უნდა გაბრძანდეთ, ეს პალატა ჩვენ გვჭირდება...
- ხუმრობ?! - გაოცებულმა ჭყიტა თვალები ელემ.
- დედას გეფიცები, არა. აი, ბიჭებს ჰკითხე თუ გინდა... - ყურებამდე გაკრეჭილ ბიჭებს გახედა ვაჟმა.
- თორნიკე, რა ხდება?! ისევ ირაკლის ოინებია?
- არა გრცხვენია?! რა უნდა ხდებოდეს, უბრალოდ ასეა საჭირო... დედას გეფიცები, მართლა არაფერია, უბრალოდ ეს საავადმყოფო პატიმრებზეა გათვლილი, შენთვის ბევრად უფრო კომფორტული ადგილი შევარჩიეთ და იქ უნდა გადაგიყვანოთ... - ისევ უწყინარი სახით ცრუობდა ვაჟი.
- კი, მაგრამ ექიმი სადაა? ჯუმბერი? ამას შენ რატომ მეუბნები?! - ხმაში პანიკა გაერია გოგონას.
- ელე, ენე - უცებ შეასწორა სახელი - ჩემი გჯერა?! - როგორც იქნა დასერიოზულდა ქართველიშვილი. გოგონას საწოლზევე ჩამოუჯდა და თვალებში მიაჩერდა - ძალიან გთხოვ, - სიფრიფანა თითები ხელისგულებში მოიქცია - ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამ, უბრალოდ მენდე. ამ ერთხელ, მენდე, რამდენიმე წუთში ჩვენები შემოვლენ და წაგიყვანენ, მე კი ბიჭებთან ერთად შენს პალატას დავიპყრობ...
- მე, მე კი გენდობი, მაგრამ... - ხმა უკანკალებდა ელენეს.
- რა მაგრამ?
- სიმართლე მითხარი, ეს ყველაფერი ირაკლის გამოა?
- უნდა წახვიდე, უნდა წაყვე... - პასუხს ისევ თავი აარიდა ვაჟმა.
- დედას გეფიცები, არაფერს გკითხავ, ვისაც გინდა იმას გავყვები, ოღონდ...
- რა ოღონდ?
- სასჯელს ხომ არ დაიმატებ?! მითხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამის გამო სასჯელს არ დაგიმატებენ. მითხარი, რომ ჩემი გაპარებით თავს საფრთხეში არ იგდებ...
სამწუხაროდ ვერ ეუბნებოდა მისთვის სასურველ ფრაზას, დუმდა თორნიკე, უძირო, მწვანე თვალებში უმზერდა და მაინც დუმდა.
- არ მინდა, უშენოდ არ მინდა... - ცრემლებმა მაინც გაუბზარა ხმა ქალიშვილს.
- ჭირვეული ბავშვივით იქცევი. არადა, კარგად იცი, რომ!... - ნერვებისგან აცახცახებულ თითებზე კოცნიდა ვაჟი.
უარყოფის ნიშნად ისევ თავს აქნევდა გოგონა.
- ახლა სიჯიუტის დრო არაა...
- არ მინდა... - პოზიციებს არ თმობდა ელე.

საავადმყოფოს ეზოში შეფერხების გარეშე შევიდა ყავისფერი მოძველებური ფორმის რეანიმობილი. თეთრ ხალათიან ქალს საკაცით ხელში მიჰყვებოდნენ ასევე ხალათებით შემოსილი სამიოდე მამაკაცი. ოთხივემ გეზი მესამე სართულისკენ აიღეს:
- ცოტა დაბლა რომ დაეწვინათ არ შეიძლებოდა? როგორ ფიქრობთ, ლიფტი აქვთ? - დუდუნებდა გოგა.
- თეკლე, რაღაც მოისუსტებ. ვერ გაითვალისწინეს, პირდაპირ გასასვლელში დაეხვედრებინათ?! .... - სიცილით გაჰკრა მხარი გვერდით მიმავალ ქალს ასათიანმა.
- შენ არაფერს გვეტყვი? - წინ მიმავალ მეუღლეს გახედა ქალმა.
- მგონი ეს პალატაა... - ალაზღანდარებულ მეგობრებს კმაყოფილმა გამოხედა აკამ.
ფრთხილად შეხსნეს კარები და როგორც კი შიგნით მდგომი ბიჭები დაინახეს, ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ.
- აბა, ხომ არ მოიწყინეთ უჩვენოდ?! - თეკლემ მხიარულად შესცინა ბიჭებს და ყურადღებით დააკვირდა ლოგინში მწოლიარე ქალიშვილს, არც მისი ცრემლებით სავსე თვალები გარმოჩენია და არც თორნიკეს ტორებში მოქცეული მისი სიფრიფანა თითები - როგორც ვხვდები, სიტუაციაში უკვე გარკვეულხართ, წავიდეთ?! - ნაძალადევი მხიარულებით ცდილობდა ხმაში გაპარული ბზარის გადაფარვას.
- ელენეს, წამოსვლა არ უნდა, ასე ამბობს, თეკლეს არსად გავყვებიო! - ქვემოდან შესცინა თორნიკემ თავზე წამომდგარ დედობილს.
- არ გადამრიო. ერთი პატარა გოგო ვერ დაითანხმე?! - თვალები დაუწვრილდა თეკლეს - მოიკოჭლებ, თორნიკე, მოიკოჭლებ! - თმები აუჩეჩა შვილობილს - შე პატარა მეტიჩარა, შენ არ იყავი, რომ მეხვეწებოდი, შენი შვილი ვიქნები, მეც შენთან წამიყვანეო?! - ისე მიეფერა ელენეს, თითქოს ისევ პატარა ორი წლის კულულებიანი გოგონა იყო - ასე რომ დავირაზმეთ ქართველიშვილებიან ასათიანებიანად, ახლა გვიწუნებ?!
- არა, თეკლე დეიდა, უბრალოდ... - ცრემლებისგან ხმა გაებზარა ელეს.
- უბრალოდ ჩემს გამო ეშინია, სასჯელი არ დამიმატონ... - ქალიშვილის ნაცვლად ფრაზა თავადვე დაასრულა ვაჟმა.
- როგორ ფიქრობ, ამის საფრთხე რომ არსებობდეს, თორნიკეს აქ დავტოვებდი?! ცუდზე ნუ ფიქრობ... უფლება არ გაქვს, ჩვენს წამოწყებაში ეჭვი შეგეპაროს. - თვალები დაუბრიალა ქალიშვილს თეკლემ, მის თანხმობას აღარც დაელოდა, შვილობილი დაიხმარა, ჭანჭიკებით დაჭიმული ფეხი ფრთხილად დააშვებინა. საკაცეზე გადაყვანაში დათა და ირაკლიც დაიხმარეს და ძვირფასი პაციენტი ციმ-ციმ წამოიყვანეს.
როგორც იქნა ეზომდეც მიაღწიეს. გოგონა რეანიმობილში დააწვინეს და შვებით ამოისუნთქეს.
- აი, ეს მესმის, „იმენნა“ გიჟია მამიდაჩემი... - კმაყოფილი თეკლეს შემხედვარე სიცილს ვერ იკავებდა ირაკლი.
- მესმის იცოდე! - თვალების ბრიალით გამოხედა ქალმა გაკრეჭილ ბიჭს.
- რომ იცოდე, როგორ მიყვარხართ! - მთელი ძალით ჩაიხუტა თეკლე თორნიკემ.
- თავს მოუფრთხილდი... - შვილობილის მკლავებში მოქცეულმა საბოლოოდ დაკარგა ასე ნაკოწიწები მხნეობა.
- წასვლის დროა... - გონს მეუღლის ხმამ მოიყვანა. სწრაფად მოშორდა შვილობილს და რეანიმობილში ელენეს მიუჯდა გვერდით. - რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შენთან ვართ. სხვა თუ არავინ, ეს გოგო ხომ მაინც გელის... - ეს სიტყვები ისე უთხრა სხვას რომ ვერ გაეგო და თითქმის დაძრულ რეანიმობილში შეხტა აკაც.



ოცდამეჩვიდმეტე თავი
- ჩემო რომეო, ცუდადაა შენი საქმე! - სიცილით დაჰკრა ხელი იკამ რეანიმობილს მიჩერებულ თორნიკეს.
- შეიძლება, შეიძლება! - ოდნავ შესამჩნევად გაეცინა ვაჟს.
- რადგან შეიძლებაო ახსენე, მაშინ მოქმედების დროც დამდგარა, როგორც ერთმა ნიჭიერმა კაცმა გვითხრა: „სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას!“ - პათეტიკურად წარმოსთქვა დათამ.
- რა გენაღვლებათ, იღლაბუცეთ და იყავით!
- ღლაბუცია ბიჭო ეს?! - განაწყენებული სახით შეხედა იკამ უმადურ მამიდაშვილს - შენს გამო მთელი ოჯახი დავირაზმეთ, საციხედაც კი გავიხადეთ საქმე!
- ცოტაც და ავტირდები.... - ირონიულად გახედა თორნიკემ გვერდით მიმავალ ბიჭებს.
- გაჩუმდით, თუ ძმა ხართ! ეს საქმე რომ არ გამოგვივიდეს ტირილი და ვიშვიში მერე ნახეთ თქვენ! - ალაზღანდარებულ ბიჭებს გამაფრთხილებლად გამოხედა კიბეებზე მიმავალმა დათამ.
- შეგვეშინდა, შეგვეშინდა! - ისევ იკრიჭებოდა იკა.
- ასათიანი, როგორც ყოველთვის ნიჭიერი ხარ!
სამივენი, როგორც იქნა ისევ პალატაში ავიდნენ.. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ მისალაგებლად და ელენეს იქ ყოფნის დამადასტურებელი კვალის მოსასპობად. კმაყოფილებმა შეათვალიერეს მილაგებული პალატა.
- ჰე, ოთხი ხდება. წავედით აბა. პირველი, ოფიციალური მნახველის სტუმრობის დროა.
უფროსებს თათბირი დაესრულებინათ, საავადმყოფო ისევ თანამშრომლებით იყო სავსე, ელენეს პალატასთან ისევ იდგნენ მორიგე ბადრაგები. რეგისტრატურაში თაბახის ფურცელზე ჩამოეწერათ სავარაუდო სტუმრების სია, რომელთა სახელზეც უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ იყო საშვები დაშვებული.
რიგი მიდიოდა, რიგი მოდიოდა.
- ვერ გავიგე, სააავადმყოფოა თუ საკონცერტო დარბაზი. ამდენი უცხო ადამიანი, როგორ შეიძლება?! - მორიგ მნახველს პირადობის მოწმობას უმოწმებდა და თან ჯიჯღინებდა ერთ-ერთი თანამშრომელი.
- ჯობია ენას კბილი დააჭირო, თავმჯდომარის ბრძანებაა... - ღრენით გამოხედა მეორემ.
- ბრძანება, ბრძანება... მაგ გოგოს აქ ყოფნა სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს.
- არამკითხე მოამბეო, ხომ გაგიგია?! - ისევ შეუღრინა გვერდით მდგომმა - ჩვენი საქმე მომსვლელთა გადამოწმებაა, დახედე პირადობას, მიეცი საშვი და დაასრულე.
- მიეცი საშვი ხომ?! - ირონიულად გახედა პირველმა შემოსასვლელში, მნახველთა შორის ვიდეო კამერითა და ფოტო აპარატით მდგომ დათას და იკას.
- უკაცრავად, ვისთან მიბრძანდებით?!
- ვიღაცას ციხის ფსიქოლოგი უცემია, ინტერვიუ უნდა ჩამოვართვათ... - ალალი ღიმილით შესცინა იკამ დაბღვერილ ფორმიანს.
- თქვენი პირადობები თუ შეიძლება...
- აუ, პირადობა არ მაქვს და ჟურნალისტის „ბეიჯი“ არ გამოდგება? - ჯიბეეს ისე იქექავდა, თითქოს პირადობას ეძებდა დათა.
- კარგი რა, რამდენჯერ გაგაფრთხილე?!... - უკმაყოფილოდ აჯიჯღინდა იკა.
- უკაცრავად, მაგრამ პირადობის გარეშე ნამდვილად ვერ შეხვალთ... – ხმა გაუკაცრდა პირველ ბადრაგს.
- ვერ გადამირჩები... - თვალების ბრიალით დასწვდა დათას კამერას და შესასვლელისკენ გაემართა იკა.
- უკაცრავად, მაგრამ ვერც კამერებს შეგატანინებთ. შენობაში აპარატურის შეტანა აკრძალულია! - წინ გადაუდგა ბადრაგი.
- გაგიჟდით?! - ბრაზი შეერია ხმაში იკას - თქვენი აზრით აქ რისთვის ვარ მოსული? ჟურნალისტი კამერის გარეშე სად გაგიგიათ?
- უკაცრავად, მაგრამ საშვის დაშვებისას კამერისა და აპარატურის შესახებ არაფერია ნათქვამი...
- თქვენ ხომ არ!... - დროულად მოასწრო გაჩუმება ვაჟმა - თავმჯდომარესთან დავრეკავ, უფლებას არ მოგცემთ ინტერვიუ ჩამიგდოთ... - ისე დასწვდა მობილურს თითქოს მართლა რეკავდა.
ალბათ, ნახევარ საათზე მეტ ხანს მაინც აყურყუტეს მიმღებში, როგორც იქნა საბოლოოდ ვიდეო კამერით შეიარაღებული იკა პალატამდე მიაცილეს.
- რა არის ეს, ტო?!... - ჯიჯღინით შევიდა თორნიკესთან.
- ისე დაიგვიანე, ვიფიქრე გეგმა ჩაგვეფუშა თქო...
- არა ტო... რა ჩაგვეფუშა, დარწმუნებული ვარ, აქამდე თუ არა, ახლა მაინც დარეკავენ ბადრაგები ირაკლიკოსთან...
- იმედია...

სულაც არ გამოპარვია ციხის საავადმყოფოს ეზოში უჩვეულო ხალხმრავლობა ციხის უფროსს. დილიდანვე არ ჩერდებოდა მისი ტელეფონი. საკუთარ კაბინეტში ბორგავდა ირაკლი. ვინ იცის მერამდენედ დახედა საათს.
- სად ხარ ამდენ ხანს? - ღრენით შეხედა კარებში გაჩხერილ თანამშრომელს.
- გიგაურმა უარი თქვა შეხვედრაზე.
- ვერ გავიგე?! არ უთხარი ჩემთან რომ მოდიოდა?
- რა თქმა უნდა...
- ჩემთან შეხვედრაზე თქვა უარი?! - აშკარად ყურებს არ უჯერებდა ირაკლი.
- დიახ. ასე თქვა შეუძლოდ ვარ და ირაკლისთან ვიზიტებზე სიარულის დრო არ მაქვსო...
- რა ვიზიტებზე, რის ვიზიტებზე, მე საპიკნიკედ და საჭორაოდ ვეძახდი?! მე მაგის... - უწმაწურად იგინებოდა ციხის უფროსი.
- არ ვიცი, ბატონო ირაკლი. - უხერხულად აიწურა თანამშრომელი.
-არ ვიცი, არ ვიცი... - ხმაში გამოაჯავრა თანამშრომელი - აბა, რა ჯანდაბა იცით?! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან მამაკაცი.
- თან ასე დამაბარა, მისი უაზრო ბრძანების შესრულებას არ ვაპირებო...
- თუთიყუშივით რომ იმეორებ მის სიტყვებს, ფოსტალიონი ხარ, შე ჩემა?! ვერ გავიგე?! მე მაგას ვინმეში ხომ არ ვეშლები?! - სიბრაზისგან აცახცახდა ირაკლი - ეგ არაფერი, შენთვისაც მოვიცლი, გიგაურო, შენთვისაც! - ისტერიული გამოსვლა მობილურზე შემოსულმა ზარმა შეაწყვეტინა.
- ვინ?! ხუმრობ? რა ჟურნალისტები?... მერე თქვენ რას მიკეთებთ?! ასეა, ასე, ტილს რომ თავზე დაისვამ... ამათი დედა... მაგას... - აღარც თანამშრომლის იქ ყოფნას ერიდებოდა მაგიდაზე კოხტად დალაგებულ საკანცელარიო ნივთებს აქეთ-იქით უმისამართოდ ისროდა - აღარავინ შეუშვათ მაგ ნაბოზარ გოგოსთან, არც ის ჟურნალისტები გაუშვათ შენობიდან... არ მაინტერესებს, კამერის წართმევა რომც დაგჭირდეთ, ჩანაწერები ჩემთან უნდა მოხვდეს... იცოდეთ, საკუთარი თავით აგებთ პასუხს... როგორ თუ ვერა?! გაგიჟდით? სად წავიდნენ? ჩემი ხელით მოვკლავ, ჩემი ხელით ჩავაძაღლებ...
ირაკლიმ გაოცებული თანამშრომელი მისივე კაბინეტში დატოვა და გაცოფებული შენობიდან გავარდა.
შესაშური სისწრაფით საავადმყოფოს ეზოში შევარდა, თანამშრომელთათვის განკუთვნილი კარებით ისე შევიდა, რომ რეგისტრატურას გვერდი აუარა და სირბილით აუყვა მესამე სართულისკენ მიმავალ კიბეებს. ჯიქურ შეხსნა კარები და მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. ვის - ვის და პალატაში ქართველიშვილის დანახვას ნამდვილად არ ელოდა. თორნიკეს მნახველთა მიღება თითქმის დაესრულებინა. ორიოდე სტუმარს ელოდა და ისინიც ალბათ წუთი-წუთზე გამოჩნდებოდნენ.
- ელენე?
- უიჰ, უკაცრავად ბატონო ირაკლი, თქვენი გაფრთხილება დაგვავიწყდა, თქვენი მსხვერპლი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს... - ირონიულად შესცინა პაციენტის ლოგინზე მწოლიარე ვაჟმა.
- აბა ჩვენება მისცაო, ინტერვიუც ჩამოართვესო?!
- ვერაფერს გეტყვით, იქნებ ჩამოართვეს კიდეც?! - ისევ ირონიულად იცინოდა ქართველიშვილი.
- ეს მასკარადი შენი დაგეგმილია?! რა ჩაიფიქრეთ? ნაადრევად ხომ არ ზეიმობ გამარჯვებას? გგონია, იმ ცინგლიანი გოგოს გაპარებით ჩემს განადგურებას შეძლებ? - სიბრაზისგან ცახცახებდა ირაკლი.
- მე?! როგორ გეკადრებათ. სად მაქვს ამდენი შესაძლებლობა?! თითქმის დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ფსიქოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობით თქვენ უფრო იყავით დაინტერესებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეგ გოგო თქვენ მოგწონდათ, თქვენ ელოლიალევებოდით და ანებივრებდით საჩუქრებით... - უტიფრად უცინოდა თავზე წამომდგარ ციხის უფროსს ვაჟი.
- ბევრს იღებ შენ თავზე, ზედმეტად ბევრს...
- ახლა იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ მემუქრებოდეთ! - კბილებში ცივად გამოსცრა თორნიკემ - და საერთოდაც, მეგონა გაგიხარდებოდათ, როცა გაიგებდით, რომ აქ არსებულ პირობებზე ბევრად უკეთესი კლინიკა მოვუძებნე... -
- მოგკლავ, ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ და იმ კახპასაც ზედ დაგაყოლებ... - აფთარივით ყელში სწვდა მწოლიარეს - მე ირაკლი არ ვიყო, თუ დანაპირები არ შევასრულო.
იქნებ შეესრულებინა კიდეც მუქარა, იქნებ მოეხერხებინა კიდეც თორნიკეს დახრჩობა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, დაზიანებული მკლავებით აშკარად უჭირდა დასუსტებულ ვაჟს წინააღმდეგობის გაწევა.
რეგისტრატურაში კი ქაღალდის ფურცელზე მონიშნული უკანასკნელი სტუმრებიც მოთმინებით ელოდნენ საშვის დაშვებას. მამაო აკადემიურად ჩაცმული მამაკაცის თანხლებით პალატისკენ ნელი ნაბიჯით მიიწევდა.
- გგონია ეს შეგრჩებათ?! ჩაგაძაღლებ. ხელი არ ამიკანკალდება ისე ჩაგაძაღლებ! - გამეტებით ურტყამდა ვაჟს ირაკლი, რომელიც რატომღაც საერთოდ არ ცდილობდა თავდაცვას.
- არც კი გაბედო! - დასარტყმელად შემართული მუშტი ჰაერში გაუშეშდა.
პალატის კარებში ნიკოლოზთან ერთად იდგა გენერალური პროკურორი, ფარნავაზ მოლოდინაშვილი, სიბრაზისგან მთელი სხეულით ცახცახებდა პროკურორი. როგორც იქნა ნება იბოძა ირაკლიმ და ხელი გაუშვა ქართველიშვილს.
- ამას რომ ეს ნაბოზვრები მისით ვერ მოიფიქრებდნენ, უკვე მივხვდი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან შენ თუ იქნებოდი, ნამდვილად არ მეგონა... - ზიზღით მიაჩერდა სიმამრს.
- ოდნავ მაინც თუ აფასებ საკუთარ სიცოცხლეს, გირჩევ სიტყვები შეარჩიო... - დარტყმულ ადგილს ხელით ისრესდა თორნიკე.
- დამხმარე გამოგიჩნდა და გული მოგეცა?! წეღან ვინ იკლაკნებოდა ტკივილისგან?! - ირონიულად ეცინებოდა ირაკლის.
- აბა, ყმაწვილო ღირდა თავისუფლება ერთ ცემად?! - მოლოდინაშვილმა ისე მიმართა თორნიკეს თითქოს ირაკლის იქ ყოფნას ვერც კი ამჩნევდა.
- აქ ყოფნისას იმდენჯერ მომხვდა, ბატონო ფარნავაზ, ერთით მეტი ნამდვილად არაფერია, მით უმეტეს როცა ასეთი სასიამოვნო მისია მეკისრებოდა...
- გაბოზდი ქართველიშვილო?! - ირონიულად ახარხარდა ქართველიშვილი - არადა, რომ გეკითხა თანამშრომლობაზე უარს ამბობდი.
- შენისთანა ნიჭიერი ნამდვილად ვერ ვარ, მაგრამ მგონი ცუდი მოწაფე არ გამოვდექი. ყოველ შემთხვევაში რაც მთხოვეთ ნამდვილად მოვიპოვე... - ლოგინთან მდგომი პატარა ტუმბოს უჯრა გამოხსნა და შიგნიდან მიმაგრებული პატარა კამერა მოხსნა და გენერალურ პროკურორს მიაწოდა.
- მაგ ჩანაწერს იურიდიულ ფაქტად ვერ გამოიყენებთ? - აღრიალდა ირაკლი.
- უიჰ, ეგ დეტალი გამოგვრჩა, პროკურორისგან ნებართვა არ მიგვიღია... - ახარხარდა ფარნავაზი.
- მგონი ისედაც ხვდები, ცუდ მდგომარეობაში ხარ ყმაწვილო, ორი არჩევანია, ან განცხადებას დაწერ, წახვალ სამსახურიდან და ამ ჩანაწერის არსებობასაც დავივიწყებთ ან შენივე გარემონტებული კამერებიდან შეარჩევ ერთ-ერთს და ციხეში ჩაჯდები...
- მაშანტაჟებთ?! გგონიათ ეგ ანაფორა გიშველით? - წამოეყინჭა ირაკლი -გაგანადგურებთ, მე ირაკლი არ ვიყო, თუ!...
სიტყვის დასრულება არ დასცალდა მოულოდნელად ქართველიშვილის ხელი მოხვდა ყბაში და მოწყვეტით ძირს დავარდა.
- აი, ეს მესმის... კარგი მარცხენა გქონია! - ახარხარდა ნიკოლოზი.
- შემოდით, ბიჭებო! - აბულაძესთან ერთად გარეთ მდგომ სპეცნაზელებს გასძახა მოლოდინაშვილმა.
თვალის დახამხამებაში ადგილები გაცვალეს ციხის უფროსმა და პატიმარმა. ამჯერად თავდახრილი, ხელბორკილებ დადებული ირაკლი გაჰყავდათ პალატიდან.
- ამდენი თუ შეგეძლო თავს რატომ აცემინებდი? - დალილავებულ ადგილებს უმოწმებდა მოძღვარი.
- რა ვიცი, რამდენიმეჯერ ვცადე, მაგრამ ჩემი ხელის შებრუნება ძვირად დაუჯდათ ბიჭებს, ჩემზე გაბრაზებულმი მათზე ამოიყრა ჯავრი.ერთ-ერთი ისე ცემა, ხერხემალი დაუზიანა. - თავისთვის ჩაილაპარაკა ვაჟმა.
- რაც არის არის. მგონი თავმჯდომარე პირობას შეასრულებს და გენერალური პროკურორის თავდებობით ვადაზე ადრე გამოსვლის უფლებას მოგცემს.
- ცდებით ბატონო ფარნავაზ... - კარებში ბადრაგებთან ერთად ჯუმბერი გამოჩნდა - გადავიფიქრეთ, თორნიკეს პირობითით ვერ გავანთავისუფლებთ!
- როგორ თუ ვერ, თქვენ ხომ დაგვპირდით, საპატრიარქოს შუამდგომლობაც ხომ წარმოვადგინეთ?! - გაღიზიანება ვერ დამალა ნიკოლოზმა.
- რა ვქნა, ჩვენ პატარა ადამიანები ვართ... - მხრები აიჩეჩა ჯუმბერმა.
- როგორ თუ... ხომ შევთანხმდით? მე დაველაპარაკები... - მობილურს დასწვდა მოლოდინაშვილი.
- არ გინდათ, ბატონო ფარნავაზ. რაც არის - არის. ორ თვეში ისედაც სრულდება ჩემი სასჯელი... - იმედგაცრუება არ შეიმჩნია ქართველიშვილმა, თავი მორჩილად დახარა და ხელები გაუშვირა ბადრაგებს ბორკილების დასადებად.
- გეწყინათ?! არადა მეგონა გაგიხარდებოდათ? პირობითი სასჯელის ნაცლად სრული შეწყალება გაქვს პრეზიდენტისგან...- ბორკილების ნაცვლად განთავისუფლების ბრძანება გადასცა ჯუმბერმა.
რამდენიმე წამით გახევებული უმზერდა ქართველიშვილი თაბახის ფურცელზე ნაბეჭდ ასოებს. ერთად-ერთი სიტყვა რომლის ამოკითხვაც შესძლო: - განთავისულდეს! თვალები აუჭრელდა თორნიკეს, ცრემლები მოაწვა, თუმცა თავის შეკავება მაინც შესძლო. იქნებ ვიღაცისთვის არც იყო დიდი საჩუქარი, მაგრამ ემოციები ეხრჩობდა ვაჟს. ათ წლიანი ჯოჯოხეთი როგორც იქნა სრულდებოდა.
- ბატონო ჯუმბერ! - მადლობის ნიშნად მთელი ძალით მოეხვია ბიჭი.
მიუხედავად დიდი სიმპატიისა აშკარად არ ელოდა მოადგილე მუდამ ჯმუხი თორნიკესგან მსგავს რეაქციას, თავიდან დაიბნა, თუმცა ბოლოს თავადაც მოეხვია ყოფილ პატიმარს.
- იმედია აქ აღარ გნახავთ, ქართველიშვილო! - მეგობრულად უტყაპუნებდა მხრებზე ხელს მასზე ბევრად მაღალ ვაჟს.
- იმედია! - ბედნიერმა შესცინა ვაჟმა. ერთხელ კიდევ დაემშვიდობა მამაკაცს და მოძღვრისა და მოლოდინაშვილის თანხლებით ციხის საავადმყოფოდან წამოვიდა. რატომღაც საერთოდ არ გაჰკვირვებია, როცა გალავანთან წითელ ნივასთან მდგომი დათას მანქანა დალანდა. ჩვეულებისამებ ისევ ელოდნენ ბიჭები.

ოცდამეთვრამეტე თავი
ზუსტად ალბათ ვერ აღვწერ და ვერც იმის გადმოცემას მოვახერხებ, რა ხდებოდა ქართველიშვილებთან. თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც აღვნიშნავ. მონატრება და მუდმივი სევდა სიხარულსა და ბედნიერებას შეეცვალა. მისაღებში დიდი სუფრა გაეშალათ. მუდამ მოწყენილი თეკლე ამჯერად იღიმებოდა, ჩვეულებისამებრ ოთახიდან-ოთახში დაფარფატებდა და მის სითბოს უნაწილებდა სტუმრებს. თურმე როგორი ცოტა სჭირდებოდა აკას. უმზერდა მეგობრებში მჯდომ თორნიკეს, მეუღლის გაბრწყინებულ სახეს და გულზე მალამოდ ედებოდა მამაკაცს.
- ესეც დასრულდა, ამასაც გავუძელით!... - კმაყოფილმა გახედა მამა ნიკოლოზს.
- დასრულდა კი?
- რას გულისხმობ?! - მოძღვრის კითხვაში გაპარული ირონია არ ესიამოვნა ქართველიშვილს.
- ვიცი, რომ ძნელია აკა, განსაკუთრებით შენთვის და თეკლესთვის, მაგრამ...
- მაგრამ?!
- შენც კარგად იცი, რომ ფესვებისგან, წარსულისგან გაქცევა შეუძლებელია. შეხედე თორნიკეს, იგივე მზერა, იგივე მიმიკა. ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ, მის საუბარს ვისმენ და მგონია ისევ მინდია მელაპარაკება. როგორც არ უნდა ვეცადოთ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ორივემ ვიცით, მის ძარღვებში არაბულების სისხლი სჩქეფს. ფესვები კი უკან უხმობენ...
- უკან?! თორნიკე ქართველიშვილია, ის ჩემი ვაჟია, ასე იყო და ასე დარჩება!... - იმის წარმოდგენაზეც კი რომ ერთ დღეს შეიძლება შვილობილს მათზე უარი ეთქვა ტანში გასცრა აკას.
- ეგოისტობ. არადა, იცი რომ მართალი ვარ... - ღიმილი ვერ შეიკავა გაჭირვეულებული მეგობრის შემხედვარე მოძღვარმა.
- მათ შეხედე! - ვაჟთან მოცეკვავე მეუღლეს სიყვარულით გახედა აკამ - არ შეიძლება ბედნიერებით ჩვენც დავტკბეთ?!
- ვერ გავიგე, მართლა ფიქრობ, რომ თუ სიმართლეს ვეტყვით, არაბულების კერას მისი მემკვიდრე თუ დაუბრუნდება, ნაკლებად ეყვარებით?
- მემკვიდრე?! არ გეჩვენება რომ სასაცილოდ ჟღერს? რომელ კერას?! - გაღიზიანდა აკა - სად უნდა დაბრუნდეს? ხევსურეთში? გავერანებულ ეზოსა და სალ კლდეებში? იქ შურისა და მტრობის მეტი რა დარჩენია? ვინ?
- თუ აღარ გახსოვს, შეგახსენებ, იქ მისი მშობლების საფლავია, იქ მისი ფესვებია, არ დაბადებული და... - ცივად გამოსცრა კბილებში მოძღვარმა, განაწყენებულმა მეგობარს ზედაც აღარ შეხედა, წამოდგა და აივანზე გავიდა.
შუბლი შეუშვირა გრილ ნიავს. ემოციებით დაღლილს ესიამოვნა სიგრილე. თუმცა მარტო ყოფნა დიდხანს არ დასცალდა. მეუღლესთან ერთად თავადაც აივანზე გამოვიდა აკა.
- ჩემი გაბუსხული, ჩემი გაბუტული, არ მეტყვი რა გეწყინა? - თბილად მოეხვია ქალი.
- არა გრცხვენია?! - გვერდულად გახედა აწურულ ძმაკაცს ნიკოლოზმა - რა უნდა მწყენოდა, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოვედი...
- ტყუილები არასოდეს გეხერხებოდა! - მხიარულად აკისკისდა თეკლე.
- ნიკოლოზი თვლის, რომ დროა თორნიკეს მისი ღვიძლი მშობლების შესახებ სიმართლე გავუმხრილოთ. - მზერა აარიდა მოაჯირს დაყრდნობილმა მეუღლემ.
- სიმართლე?! თორნიკემ იცის მისი ბიოლოგიური მშობლები რომ არ ვართ. ისიც იცის ვინ იყვნენ მისი მშობლები...
- მხოლოდ ფოტოთი მშობლების ცნობა ცოდნა არაა... - ხმა გაუკმაცრდა ნიკოლოზს.
- კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობთ... - თვალი აარიდა აკამ.
სხეულში უსიამოვნოდ გასცრა თეკლეს, თვალები ცრემლებით აევსო, გამომცდელად მომზირალ მამაკაცებს მზერა აარიდა.
- დარწმუნებული ხარ?! - ხმა ჩამწყდარი ჩაეკითხა - ელენე უყვარს, თქვენც კარგად ხვდებით მისთვის რამხელა დარტყმა იქნება... - ცრემლებმა გაუბზარა ხმა თეკლეს.
- რა აუცილებელია წარსულის ქექვა, მით უმეტეს, რომ გიგაურები საერთოდ არ იყვნენ გარეული მკვლელობაში? დავტოვოთ ისე როგორც იყო... - თეკლეს ცრემლების დანახვაზე ისევ ნერვებმა უმტყუნა აკას.
- დამიჯერეთ, ჯობია ახლა გაიგოს, ვიდრე...
- ვიდრე?!
- არ ვიცი, იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მაინც მგონია, ჯობს სიმართლე გავუმხილოთ. შემდეგ კი თავადვე გადაწყვიტონ. - უკვე ნანობდა ამ თემაზე საუბრის დაწყებას, მეგობრების თვალებში დანახულ ტკივილს ვეღარ უძლებდა ნიკოლოზი.
- თავს ნუ იდანაშაულებ. - განცდებს მიუხვდა და ისევ ძველებურად მოეხვია ბავშვობის მეგობარს - როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, მართალი ხარ. უფლება აქვთ იცოდნენ, შემდეგ კი თავად მოიფიქრონ. - ქსუტუნებდა თეკლე.
- ვიცი, რომ თქვენთვისაც მტკივნეულია, მაგრამ... - პატარა ბავშვივით თავზე ეფერებოდა თეკლეს.
- არ გინდა, ნიკუშ... - ისევ საერო სახელით მიმართა მოძღვარს, მისი მკლავებიდან თავი დაიძვრინა და მეუღლის მსგავსად თავადაც მოაჯირს დაეყრდნო თეკლე. თითქოს ასე საუბარი უფრო უმარტივდებოდა - შენც კარგად იცი, რომ ამ საიდუმლოს ადრე თუ გვიან მაინც ვეტყოდით...
- უბრალოდ ამდენი ტკივილის შემდეგ, იქნებ ცოტა ხნით დასვენების საშუალება მიგვეცა, თან ის გოგო იმდენად წრფელი გრძნობით უყვარს... - საუბარში ჩაერია აკაც.
- რატომ დუმხარ? - გვერდით მდგომ თავდახრილ მოძღვარს მოლოდინით გახედა - აზრი არ აქვს, ხომ?... ადრე თუ გვიან უკვე დადგა.. - სევდიანად გაეღიმა თეკლეს - უფლებას მომცემ სიმართლე მე რომ გავუმხილო?!...
ცრემლებით სავსე თვალებში უმზერდა თეკლეს მადლიერი მოძღვარი. კარგად ხვდებოდა რამდენად მძიმე მისია იტვირთა მის სუსტ მხრებზე, მაგრამ პირველად ცხოვრებაში არ ჰყოფნიდა გამბედაობა წინააღმდეგობა გაეწია ბავშვობის მეგობრისთვის, პირველად ცხოვრებაში ეგოისტურად უხაროდა, თავად რომ არ უწევდა თორნიკესთან საუბარი.
მიუხვდა თეკლე, როგორც ყოველთვის გაუგო. ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა მამაკაცებს, ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა, სახეზე ისევ ბედნიერი ღიმილი აიკრა და უკვე კარგად შეზარხოშებულ სტუმრებს დაუბრუნდა.

თითქმის გამთენიისას გაისტუმრეს უკანასკნელი სტუმარი. როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა თორნიკემ. ახლა დასვენებაც შეიძლებოდა. ათი წლის შემდეგ აწ უკვე საკუთარ ოთახში, საპატიმროს ნარისგან ბევრად განსხვავებულ, კომფორტულ საწოლზე იწვა, მაგრამ რატომღაც ბედნიერებას ვერ გრძნობდა. ყურადღებით აკვირდებოდა ძველ ნივთებს. რალზე მიღებულ მედლებს. თითოეული დეტალი ისევ იგივე წყობით, ხელუხლებლად შეენარჩუნებინა თეკლეს. თითქოს მის ცხოვრებაში ის ათი წელი არც კი ყოფილა. თითქოს დილით წავიდა და საღამოს დაბრუნდა. მაგრამ მაინც საოცრად გაუცხოვებული ეჩვენა ერთ დროს ესოდენ საყვარელი კედლები. წიგნების თაროზე ისევ იდგა წითელი ნივის მაკეტი. იქვე იდგა შემინულ ჩარჩოში მოთავსებული ფოტოც, ისევ ძველებურად უცინოდნენ ბიოლოგიური მშობლები.
იქვე მდგომი ტუმბოს უჯრა გამოხსნა. თვალი წლების წინ უჯრაში მოთავსებული უბის წიგნაკისკენ გაექცა. სქელ, კარგა ხნის შელახულ ყდას თითები ფრთხილად გადაუსვა, გადაშალა და პირველივე გვერდზე ჩაკრულ ფოტოს დააკვირდა. მამა ნიკოლოზს სადედოფლო კაბაში გაპრანჭული პატარა ელენე ხელში აეყვანა, თავისუფალი ხელით კი თორნიკეს იხუტებდა. როგორც ყოველთვის ეგოისტი გოგონა მამაოს სიყვარულს ვერ უყოფდა და გაკაპასებული სახით ფეხს ურტყამდა ვაჟს მოსაშორებლად. მოხერხებულ ფოტოგრაფს სწორედ მისი გაავებული სახე დაეფიქსირებინა.
- ენე-ნე... - ღიმილი გაეპარა ხმაში თორნიკეს. ფოტოზე ასახულ გამოსახულებას ისე ნაზად მიეფერა თითქოს იგრძნობდა. უბის წიგნაკიდან ამოიღო ფოტო და ავტომობილს მაკეტთან საპატიო ადგილზე გამოჭიმა.
ამჯერად მშობლების ფოტოს დააკვირდა. ყურადღებით უმზერდა თბილად მომღიმარ მინდია არაბულს. შემდეგ სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი. დანახულმა მსგავსებამ გულში ტკივილით გაკენწლა.
- არ გძინავს?! - ფიქრებიდან კარებში მდგომმა თეკლეს ხმამ გამოიყვანა.
- არა, მოგენებებს ვუკირკიტებ... - სევდა გაერია ხმაში თორნიკეს.
- ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება? - პატარა გოგოსავით ჭინკები უხტოდა თვალებში დედობილს.
- შენი დახმარება ყოველთვის მჭირდება! - ღიმილი ვერ შეკავა ქართველიშვილმა.
ფოტო, სასთუმალთან ტუმბოზევე დადო, თავად კი საწოლზე მოთავსდა. კედლისკენ ისე ჩაიჩოჩა, რომ აშკარად ადგილი თეკლესაც დაუტოვა. ისე მიუწვა ქალი თითქოს ისევ პატარა ბიჭი იყო, თუმცა ბავშვობისგან განსხვავებით, ამჯერად თვითონ დაადო თავი მკერდზე შვილობილს.
- რომ იცოდე, როგორ მენატრებოდით! - როგორც იქნა მისცა გრძნობებს გასაქანი, ძლიერად ჩაიხუტა დედობილი.
არ უნდოდა თეკლეს, მაგრამ ყელში მოწოლილი ტკივილი ცრემლებად მაინც დაედინა.
- ჰა, ახლა, ტირი?! თეკლე, ხომ არ დამიბერდი?! - სიცილი გაერია ხმაში თორნიკეს.
- სულელო! - ტირილნარევ ხმაში ღიმილი მაინც გაეპარა ქალს - უბრალოდ... - ამჯერად თავად დასწვდა ტუმბოზე მოთავსებულ არაბულების ფოტოს - რომ იცოდე როგორი ლამაზები იყვნენ, როგორი თბილები...
- შენზე თბილი ვერ იქნებოდა... - უკმაყოფილოდ ამოიღრინა, ხელიდან გამოაცალა მშობლების ფოტო და ტუმბოზე გადმობრუნებული დადო ვაჟმა.
- ამ თემას ყოველთვის ვერ გაექცევი, ადღე თუ გვიან შენც შექმნი ოჯახს, შენც შეიყვარებ...
- ვერ გავიგე, თეკლე... მეგონა აქ მონატრების გამო შემოხვედი, არადა მორალი გქონია წასაკითხი... - ირონიულად ჩაეცინა ვაჟს.
- ისედაც მიჭირს. ძლივს მოვიკრიფე გამბედავობა, ძალიან გთხოვ მათქმევინე... - მუდარით ახედა ქალმა.
- კარგი თეკლე, ოღონდ შენ არ ინერვიულო და თუ გინდა მთელი ღამე მოგისმენ... - ისევ იცინოდა ვაჟი.
- სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, ელენე გიყვარს.
- ახლა არ მითხრა დედამთილის სინდრომი დამემართა და სარძლო არ მომწონსო...- ეჭვით დახედა ვაჟმა.
- არასერიოზული ადამიანი ხარ! მე მშობლებზე გელაპარაკები შენ კი დედამთილობაზე - გაღიზიანებულმა მკერდში ჩაარტყა მუშტი.
- ვხუმრობ, დედა, ვხუმრობ... - თავზე აკოცა გაკაპასებულ ქალს - ამდენ ნერვიულობას და შემოვლითი გზების ძებნას, თქვი პირდაპირ რაც გაქვს სათქმელი, შენც დაისვენებ და მეც...
- შენი მშობლები ვინც იყვნენ კარგად იცი, სულ გეუბნებოდით, რომ ტრაგიკულად დაიღუპნენ, მაგრამ...
- რა მაგრამ?! - მთელ სხეულში გააცია, დაძაბულობიგან საკუთარი ხმა ვეღარ იცნო ქართველიშვილმა.
შვილობილის ხელებიდან თავი გაინთავისუფლა თეკლემ, ლოგინიდანაც წამოდგა. წინ ისე დაუჯდა, რომ ვაჟის არც ერთი მიმიკა არ გამორჩენოდა. მისი რეაქციის მიხედვით არჩევდა სიტყვებს, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადა სათქმელის შერბილება, ოდნავ მაინც შემსუბუქება, მაინც არ გამოსდიოდა.
მთელი სხეულით ციებიანივით ცახცახებდა თორნიკე.
- გამოდის ერთი მხდალი, არაკაცი გიგაურის გამო მოხდა ეს ყველაფერი?! - კბილებში ზიზღით გამოსცრა საძულველი გვარი - მკვლელები სად არიან? - ჩაწითლებული თვალებით ახედა ნერვიულობისგან მასზე არანაკლებ გაფითრებულ თეკლეს.
- არ ვიცი, ოფიციალურად ძიებამ ვერაფერი დაადგინა...
- მაგათი ძიება და მაგათი... - დედობილის იქ ყოფნას აღარ მოერიდა - დავიჯერო, არც გიგამ იცის?!
- არ ვიცი, თორნიკე, არ ვიცი... ჩვენს სულ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ. წლების განმავლობაში გიგაურებს ვთვლიდით მკვლელებად...
- არიან კიდეც! რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეასრულა?! ის ნაბოზვარი გიგაური რომ თავის სიმაღლეზე მდგარიყო, კაცი რომ ყოფილიყო, არც ამხელა ტრაგედია არ დატრიალდებოდა. როგორ დამიმალეთ, როგორ არ მითხარით? აზრობთ მაინც, რომ მე და გიგაური ერთ ციხეში ვიჯექით? კაცს ჩემი მშობლების მკვლელად თვლიდით და მე არ მითხარით?!... - თავს ვეღარ აკონტროლებდა, ბოლო ხმაზე ღრიალებდა ვაჟი.
- და, რომ გცოდნოდა რას იზამდი?!
- რას? რას და მისი ძმის ვაჟკაცობისთვის მას მოვთხოვდი პასუხს, ისევე ჩავაძაღლებდი, როგორც...
- შეუძლებელია, შენ ასეთი არ ხარ...
- მე?! ცუდად მიცნობთ, ძალიან ცუდად... - ირონიულად ხარხარებდა თორნიკე - თუმცა არც ახლაა გვიან. ვიპოვი, ყველას ვიპოვი ვინც ამ ამბავში იყვნენ გარეული და... - ოთახში დაწყობილ საგნებს უმისამართოდ ისროდა ქართველიშვილი.
- გაგიჟდი?! - ხმაურზე აკაც შევიდა - გაჩერდი! - მიუხედავად იმისა, რომ თეკლეს კივილი გადაფარა მამობილის ღრიალმა, შვილობილს მისი მაინც არ ესმოდა. აფექტში მყოფი გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა სახეში მამაკაცის მოქნეული ხელი მოხვდა. მისი დაბნეულობით მყისვე ისარგებლა. მკლავებით საბოლოოდ შებოჭა და მკერდში ჩაიხუტა ვაჟი - მარტო არ ხარ. მათი გარდაცვალება ჩვენც გვტკივა. წლებია გვტკივა. ერთად ვიპოვით. ერთად დავადგენთ ვინ იყვნენ. გიგაც დაგვეხმარება, ოღონდ გაჩერდი, გაჩერდი ბოლოს და ბოლოს!
კიდევ რაღაცას ეუბნებოდა აკა, კიდევ დიდხანს ამშვიდებდნენ, თუმცა გაშეშებული, უემოციო სახით უსმენდა ვაჟი.
- ელე?! ელენემ იცის?! - ხმა ჩამწყდარმა მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნიეს ქართველიშვილებმა.
- რატომ? იამაყებდა ბიძით! - ირონიულად გაეღიმა ვაჟს.
- არ გინდა, თორნიკე. მაგ გოგოს არაფერი დაუშავებია...
- მაგ გოგოს არაფერი დაუშავებია... - ტკივილით გაიმეორა დედობილის სიტყვები - ეგეც მართალია, ენე-ნეს არაფერი დაუშავებია... - წელმოწყვეტილი წამოდგა ვაჟი. ტორნადო გადავლილ ოთახს ერთხელ კიდევ შეავლო თვალი და გამოვიდა.
- თორნიკე!...
- ძლიერია თეკლე, ახლა შეცოდებაზე მეტად, მარტო ყოფნა და ფიქრი სჭირდება... - აკამ ხელით შეაჩერა დასადევნებლად მომართული მეუღლე.


ოცდამეცხრამეტე თავი
ეულად მიაბიჯებდა ნათება შეპარულ ქუჩებში. ადრე ალბათ ბიჭებთან დარეკავდა, გამოსვლას თხოვდა, მაგრამ ახლა... უბრალოდ მიდიოდა, უმისამართოდ, მიდიოდა საკუთარ ტკივილთან პირისპირ მდგომი. კარგა ხანია სიმარტოვეს შეჩვეოდა თორნიკე. უნდოდა ეღრიალა იქნებ ეტირა კიდეც, მაგრამ გაკერპებულს ხმა არ ამოსდიოდა. კბილს კბილზე აჭერდა, ტუჩს ტუჩზე, მაგრამ კვნესას მაინც არ უშვებდა.
- უფლება არ მაქვს, უფლება... - კრიჭა შეკრული მუშტებს ისე უჭერდა, რომ საკუთარივე ფრჩხილებისგან ხელისგულები დაესერა.
თითქოს უგზო-უკვლოდ დადიოდა არადა, ფეხებმა მისითვე მიიყვანეს საავადმყოფოს ეზოში. ისევ ნაცნობი ბაღი, მოფილაქნებული შესასვლელი. წარსულის გახსენებაზე ისევ ტკივილით გაეღიმა. როგორი ლაღი იყო, როგორი უპრობლემო...
- თორნიკე?! - ქალის გაოცებულმა ხმამ ფიქრებიდან გამოიყვანა - ვეღარ გიცანი... - გაოცება სიხარულმა შეცვალა.
ყურადღებით დააკვირდა თბილად მომღიმარ თეთრ ხალათიანს. ოდნავ სრულ, ორმოციოდე წლის ქალში გონებამ გაჭირვებით, ფრაგმენტულად აღიდგინა დედობილის პრანჭიკელა მდივანი.
- თქვენ კი საერთოდ არ შეცვლილხართ. ექიმიც გამხდარხართ!. - ქალბატონის მკერდზე მიკრული ბეიჯიდან ამოიკითხა მისი თანამდებოდა.
- ასეა, ასე... თეკლესთან ძნელია ოცნებების დავიწყება, დამეხმარა და... - ხალისიანად ჩამოარაკრაკა მისი სამედიცინოზე სწავლის ისტორია ხალათიანმა.
- თეკლე ასეთია, მზრუნველი და მუდამ მეოცნებე... - მამაკაცის ხმაში ჩაგუბებული სევდა არ გამოჰპარვია ექიმს.
- შენ ალბათ ახალ პაციენტს ეძებ? - სწრაფად შეცვალა საუბრის თემა - მეორე სართულზე, ხელ მარცხნივ. ინტენსიურში მოიკითხე და მიგასწავლიან გოგოგოები. - ნახვის საათები რომ არაა?
- დედაშენმა უკვე დარეკა, პერსონალი გაფრთხილებულია, უპრობლემოდ შეგიშვებენ...
- მიმიხვდა?! თეკლე, თეკლე... - ღიმილი გაეპარა ხმაში.
საავადმყოფოში არაფერი შეცვლილიყო, გარდა ინტერიერისა. კომფორტულად მოწყობილი მიმღები საავადმყოფოს, მით უმეტეს ნარკოლოგიურის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა. ყველგან ყვავილები, ყველგან სიმწვანე, კედლის მარჯვენა მხარე მთლიანად ერთ დიდ აკვარიუმს ჰქონდა დაკავებული. თუმცა ვაჟი ყველაფერს ამჩნევდა ამ სილამაზის გარდა. მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა პალატისკენ.
ფრთხილად შეაღო კარები. თეთრ თეთრეულში, ისევ გირებზე დაკიდებული ფეხით მშვიდად ეძინა ელენეს. ღია წაბლისფერი, მოოქროსფრო მკერდზე დაფენილი კულულები მონოტონურად აუდ-ჩაუდიოდა. იქვე მდგომ მეორე ლოგინზე ნახევრად მჯდომარეს, ჟურნალით ხელში, ჩაცმულს ჩასძინებოდა მაიკო.
ტკივილით უმზერდა ქართველიშვილი ბავშვობის ერთად-ერთ სიყვარულს. სულ რაღაც გუშინ ისე ახლობლად ეჩვენებოდა, ისევ სჯეროდა, რომ შეეძლო დაკარგულის დაბრუნება, მაგრამ ახლა?!
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვაჟი. საყვარელ არსებასთან დაიჩოქა.
- რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე!... - საკუთარი ხმა თავადაც ვერ იცნო მერე რა რომ მისი არ ესმოდათ?! არც სჭირდებოდა ეს ქართველიშვილს. ცხოვრებაში პირველად, როგორც იქნა საკუთარ თავთან მაინც მოახერხა და აღიარა.
- მაპატიე ენე, ძალიან გთხოვ მაპატიე… - სულ ოდნავ ემთხვია გაცრეცილ თითებზე. სულ ოდნავ კიდევ გადაუსვა ბალიშები ღიმილ შეპარულ ტუჩებზე. აშკარად იგრძნო მისი შეხება ქალიშვილმა, შეიშმუშნა.
- თორნიკე! - ძილ ბურანში მყოფს ღიმილი გაეპარა ხმაში ელენეს. თუმცა არ გაჰღვიძებია.
შვილის ხმაზე წამოიწია მაიკომაც. ცივად გაუშვა ხელი ქართველიშვილმა, გველნაკბენივით მოშორდა სასთუმალს. ფაქტზე წასწრებულივით გამოვარდა პალატიდან.
- ყმაწვილო?! - უკვე მიმავალს კოლიდორში დაეწია ხმა.
გაქცევა არც კი უფიქრია, უკან მდგომი ქალისკენ შებრუნდა.
- შეიძლება გავიგო, ვინ ბრძანდებით?! - მკაცრად უმზერდა უცნობს მაია.
- გააჩნია თქვენ როგორ მიცნობთ, ქალბატონო მაია... - მისი მშობლების გარდაცვალების უნებურ მიზეზს დაუფარავი ზიზღით უმზერდა ვაჟი.
- ამდენი სახელი გაქვთ?! - გუმანით მიხვდა სტუმრის ვინაობას მაიაც.
- მე ჩამოგითვლით და თქვენთვის სასურველი თქვენვე შეარჩიეთ, თორნიკე არაბული, ობოლი თავშესაფრიდან, თორნიკე ქართველიშვილი ან უბრალოდ თქვენი შვილის ბავშვობის მეგობარი...
- რაღა დაგიმალოთ და მე უკანასკნელს ავირჩევდი. - ტკივილით გაეღიმა მაიკოს.
- არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, ალბათ მეც... - ხმა გაებზარა ვაჟს - მაგრამ...
- არჩევანი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ დანახვა უნდა შეძლო... - უნებურად მამა ნიკოლოზის სიტყვები ამოუტივტივდა მეხსიერებაში ქალს.
- გჯერათ რასაც ამბობთ?
- მჯერა... - მტკიცედ ჟღერდა მაიას სიტყვები.
- თქვენი აზრით, ორსულ დედასაც ჰქონდა არჩევანი?! მინდიასაც? ჰკითხა კი გიგაურმა უნდოდა თუ არა მისი მოსმენა?! მითხარით მაია, თქვენ აირჩიეთ? გემუდარებით, მათი ვინაობა გამიმხილეთ, თქვენ ხომ იცით ვინც იყვნენ? თქვენ ხომ გახსოვთ?
- და, რას მოგიტანს ამის ცოდნა?
- რას? არ ვიცი... მაგრამ უფლება მაქვს ვიცოდე...
- არა, თორნიკე. მაპატიე, მაგრამ არ გეტყვი. ვატყობ წინ სერიოზული საუბარი გველის, იქნებ ჩამოვჯდეთ?! - მოსაცდელში მდგომ გრძელ სკამზე ანიშნა მაიამ - მათი ვინაობის ცოდნის უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. - ისევ თემას მიუბრუნდა ქალი - ის იზრუნებს, ის იძიებს შურს მისი ძმის გამოც და უსამართლოდ დაღუპული არაბულების გამოც.
- გიგა გიგაური?! - ირონიულად გაეცინა ვაჟს - ზედმეტად დიდ იმედს ხომ არ ამყარებთ მაგ კაცზე?! მგონი გავიწყდებათ, გიგა ციხეშია... - გვერდით დაუჯდა ვაჟიც.
- ეგ შენი პრობლემა არაა. როგორმე თავად მოაგვარებს. - კბილებში ცივად გამოსცრა ქალმა - წლები დამჭირდა მომხდარის დასავიწყებლად. წლები დამჭირდა საკუთარი შვილის შესაყვარებლად. ხვდები მაინც ეს რას ნიშნავდა?! წარსულის დევნა არაფერში გამოგადგებათ არც შენ და არც ელეს. რაც უფრო მეტს გაქექავთ, უფრო მეტ სიბინძურეს აღმოაჩენთ. არ გინდათ, გთხოვთ!. - მუდარით უმზერდა წინ მდგომს ქალი.
- გამოდის უარს მეუბნებით?!...
- ამ ბინძურ ომში თქვენ ორნი მხოლოდ მსხვერპლნი ხართ. ყველაფერს წყალში ნუ ჩაყრი. ამდენი იმისთვის არ იწვალეთ, რომ ისევ ციხეში შებრუნდე...
- ამას თქვენ ვერ გადაწყვეტთ... - ხმა გაუმკაცრდა ვაჟს.
- ალბათ, არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვართ. ვეძებდით, ბევრჯერ ვცადეთ მათი ადგილმდებარეობის დადგენა, თუმცა უშედეგოდ.
- თუ საიდუმლო არაა ვისთან ერთად ეძებდით?
- ნიკოლოზთან და ვასიკოსთან ერთად. თეკლე და აკაც გვეხმარებოდნენ, დანარჩენი მათი მეგობრებიც, მაგრამ..
- გინდათ დამარწმუნოთ, რომ მამა ნიკოლოზი შურისძიებაზე ფიქრობდა? - ირონიულად ახარხარდა ქართველიშვილი.
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შურისძიებაზე კი არა, სამართლიანობის აღდგენაზე.
- სამართლიანობა უცნაური სიტყვაა, ძნელად მოსაპოვებელი... ზოგჯერ მის ძებნაში იქნებ თავადაც კი იქცე კრიმინალად...
- თუმცა თქვენ ორს მაგ სიტყვის არსი სხვადასხვა გვარად გესმით.
- სხვადასხვაგვარში რას გულისხმობთ?
- დამნაშავეების დაკავებას...
- ასე მგონია თქვენს ნაცვლად დედაჩემი მესაუბრება. ყოჩაღ თეკლეს კარგად დაიტრენინგებიხართ! - ირონიულად გაეცინა ვაჟს.
- სასწორზე ზედმეტად დიდი რამ დევს. თქვენი ბედნიერება და წარსული. არჩევანს თუ სწორს არ გააკეთებ, ბევრი ადამიანი დაზარალდება... - ვაჟის ირონია არ შეიმჩნია ქალმა.
- თქვენი აზრით სად არიან?
- რას გაიგებ?! ან დაიღუპნენ, რასაც მათი ცხოვრების წესიდან გამოდინარე ვერ გამორიცხავ, ან სახელი და გვარი შეიცვალეს, ან იქნებ ქვეყანაც კი დატოვეს. მათი გავლენის მქონე ხალხს არ გაუჭირდებოდათ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიპოვეთ.
- ქალბატონო მაია, ისევ მატყუებთ?!
- არა. - ვაჟის გამომცდელ მზერას თვალი აარიდა ქალმა.
- იმედია სწორად გამიგებთ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც გეტყვით. იცით ხშირად მიფიქრია თქვენზე, ელენეზე.... არ დავმალავ მთელი არსებით მძულდით, რომ გითხრათ ახლა მიყვარხართო მოგატყუებთ. თუმცა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ახლა მე და თქვენ ყველაზე მეტად ვგავართ.
- მესმის შენი... - აშკარად ზედმეტად ეტკინა თორნიკეს ნათქვამი. ცრემლების დასამალად თავი დახარა ქალმა.
- არა, შეუძლებელია ჩემი გესმოდეთ. უბრალოდ ტკივილი, ბოღმა მაღრჩობს. ეს გრძნობა იმდენად დიდია რომ ყველაფერი გადაფარა. ესოდენ ნალოლიავებ, დამალულსაც კი აჯობა, მასაც მოერია...
- ცდები. - მოსაუბრეებს თავზე დაადგნენ თეკლე და აკა.
- იქნებ იფიქრო რომ ჭკუას გარიგებთ, იქნებ არც ჩვენი მოსმენა მოინდომო...
- არაფერია უცნაური გული რომ გტკივა. - შვილობილის წინ დაიჩოქა თეკლემ - არც ისაა გასაკვირი, თუ შურისძიება გსურ. პირიქით. მე ის უფრო გამაგიჟებდა უმოქმედოდ რომ მჯდარიყავი, მაგრამ კარგად უნდა დავფიქრდეთ.
- შენს წარმომავლობას წლობით იმის გამო არ ვმალავდით, - მეუღლეს წამოდგომაში დაეხამარა აკაც - რომ შენით ჩაუვარდე მტერს ხახაში.
- დამეხმარებით?!
- ეჭვი გეპარება?! - ღიმილი ვერ შეიკავა აღზრდილის კმაყოფილ სახის დანახვაზე აკამ.

გქონიათ განცდა, როცა უკან მოგიხედავთ, საკუთარი ცხოვრებისთვის თვალი გადაგივლიათ, თითქოს ყველაფერი სწორად გაქვთ გაკეთებული, მაგრამ მაინც ვერ ისვენებთ, რაღაც გჭამს და შიგნიდან განგრევს?!. იცი რომ სწორად იქცევი, მაგრამ გული სულ სხვა მიმართულებით მიგაქანებს?! სხვაგან მიგიწევს?! მძაფრად მოსწოლოდა მოგონებები პლასტმასის ბიდონებით დატვირთულ ცხენზე ამხედრებულ ხევსურულ ტანისამოსში გამოწყობილ, გრძელ თმიან, შავ წვეროსან ყმაწვილს. მიუხედავად ზაფხულისა მაინც ციოდა მთაში.
- ახლა სადაა? რას შვრება?! ალბათ ასე სჯობს, ალბათ... - ლურჯ, თითქმის მოშავო თვალებში მაინც გაკვესა ტკივილმა.
ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ქვემოთ დარჩენილ ხეობას, არაფერი შეცვლილიყო, ისევ წვრილ ზოლად მიიკლაკნებოდა მუდამ მშფოთვარე არაგვი.
- ერთ დღეს შენც მიმატოვებ?! - ხელი მოუთათუნა ფაფარზე ერთგულ ცხოველს.
ცხენმა ყურები ცქვითა, თითქოს მიუხვდა პატრონს ტკივილს. თავი შეარხია, ერთი კი შედგა ყალყზე და ადგილიდან მოწყდა.
გაშლილი ფაფარი სახეში სცემდა, მაგრამ ვერ გრძნობდა მხედარი. ქარის დინებას აყოლილი ვაჟი ხევსურეთის მაღლობებზე მიაგელვებდა შავ ბედაურს. მოკლე ბილიკებით, ტყე-ტყე ააჭრა დაცლილი სოფლისკენ. თავშესაფრის ეზოს ერთი კი შეავლო თვალი და მეზობელი ნაკვეთისკენ გადაუხვია.
ახლად მოთიბული ბალახის სუნი მაშინვე იგრძნო. რკინის ბადით შემოსაზღვრული სათიბი ახალგაზრდებით იყო სავსე. ვიღაც ცელს იქნევდა, გოგოები უკვე გამომშრალ ბალახს ერთ ადგილზე აგროვებდნენ და დედაოების დახმარებით თივის ზვინებად აწყობდნენ. კეკლუცი სახით მომზირალი გოგოების დანახვაზე ღიმილი გაეპარა სახეზე, ცხენზე დამაგრებული წყლის პლასტმასის ბიდონები მოჰხსნა და მთიბავებისკენ აიღო გეზი.
ოდნავ მოშორებით წელს ზემოთ შიშველი ორი მამაკაცი შეწყობილად, სინქრონში იქნევდა ცელს. პროფესიონალის მზერა ნამდვილად არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ვაჟები საკუთარ საქმეში დიდად გაწაფულნი არ იყვნენ.
- ამის, დედაც... ისევ გამეჭედა! - ბალახებში უშნოდ წარჭობილი ცელის პირის ამოძრობას უშედეგოდ ცდილობდა ერთ-ერთი.
- ფრთხილად იყავი, პირი არ ჩაგიტყდეს, თორემ ვერც გადავურჩებით! - ეზოში შემოსული მხედრისკენ თავით ანიშნა მეორემ.
- დაბრუნდი?! როგორც იქნა... - სახე გაბადრულმა ჩამოართვა პირველმა ვაჟმა წყლის ჭურჭელი.
- ასე მოგენატრეთ? - ჭინკები უხტოდა მხედარს.
- მონატრების რა გითხრა და გვეგონა წყლიანად დაგკარგეთ! - სიცილს ვერ იკავებდა ცელის ტარტზე დაყრდნობილი მეორე მთიბავი.
- არა, რა ძმაო... რაც არ შემიძლია, არ შემიძლია. არაა ჩემი საქმე თიბვა... - უკმაყოფილო სახით მოისროლა დაბლაგვებული ცელი პირველმა.
- მერე რა ძალა გადგია?! აგერ ქალები გჯობნიან ჭკუაში. დაიჭირე შენც ფოცხი და... - იქვე მომუშავე ახალგაზრდა გოგონებისკენ ანიშნა მხედარმა.
- ცუდი იდეა არ ჩანს... - ჩვეულებისამებრ დაუწვრილდა თვალები ვაჟს, ერთ-ერთი მოკლე ჯინსის შორტებში გამოწყობილი ასე ოც წლამდე გოგონას გავლისას.
- მიდი, მიდი, იქნებ ბედიც გაგეხსნას... - სიცილით ჩაუკრა თვალი მეორემ.
- ნიჭიერი კაცია მამა ნიკოლოზი... მხოლოდ მას თუ მოაფიქრდებოდა ბანაკში მყოფი გოგოებისთვის მუშაოების შეთავაზება.
- შრომამ შექმნა ადამიანი...
- ვინ თქვა ეგ?! - ღიმილით გახედა მხედარმა ვაჟს.
- არ ვიცი, მაგრამ ამისგან განსხვავებით უდავოდ ჭკვიანი კი იყო... - ახარხარდა მეორე მთიბავი.
- დამცინეთ, დამცინეთ და დროა მართლა ფოცხისკენ გადავინაცვლო... - თვალები აათამაშა პირველმა.
- მიდი, მიდი, ჩითის კაბა და გრძელი ნაწნავები ჩვენზე იყოს... - შიშველი ტარზანივით ველური ყიჟინით წასული მეგობრის დანახვაზე ახარხარდა ხევსურულ ფორმიანი.
- გოგოებო, თქვენთან მიმიღებთ? - ხმა დაიწვრილა ვაჟმა.
- ფუ, სოფლელებიღა გვაკლდნენ!... - მოშორებით მდგომმა ვაჟებმა ზუსტად ვერ გაიგეს, რომელმა მათგანს ეკუთვნოდა ზიზღით წამოსროლილი ფრაზა. თუმცა ღიმილ წაშლილი ვაჟისთვის ესეც საკმარისი გამოდგა, მაშინვე მეგობრებისკენ მობრუნდა არშფოთებული სახით.
- ეეე, გაიგონეთ რა თქვა?!
- კი, სოფლელიო! - ყურებამდე იკრიჭებოდა უჩვეულოდ კმაყოფილი მხედარი.
- ცოტაც მოითმინე ჩემო დათა, ამ საღამოს ერთი კარგად მოვილხონოთ, მთვრალმა ერთი-ორი შენებურად გააფრინე და მართლა ვეღარ გაგარჩევენ ხევსურებისგან!
- ირაკლი, შენთვის მითქვამს იუმორი შენი საქმე რომ არაა? - ღრენით გახედა განაწყენებულმა მეგობარმა.
- გატყუებს, იკა, შურით კვდება. იუმორის მეფე ხარ! - თვალი ჩაუკრა წვეროსანმა.
- დამცინეთ, დამცინეთ. რა გენაღვლებათ. ისე გაიგე, შენი ელე რომ დაბრუნებულა გერმანიიდან? - ღიმილი სახეზე შეაშრა ალაზღანდარებულ მხედარს.
- მილიონჯერ მაინც გითხარით...
- ეგ გოგო შენი არაა.... - წინადადება თავად დაამთავრა იკამ.
- რა თქმა უნდა. შენი არაა... მოკლედ ჩვენი ზესექსუალური ფსიქოლოგი...
- დათა! - ალაზღანდარებულ ვაჟს ღრენით გახედა მხედარმა.
- არადა, ჩემი არააო... - სიცილი ვეღარ შეიკავა ვაჟმა - მოკლედ, წარმატებით გაუვლია მაგისტრატურის კურსი და გზააბნეული შვილი უბრუნდება სამშობლოს.
- ვერ გავიგე? რომელი სამშობლოს? - ბღვერით გახედა თორნიკემ.
- ელენეც აქ მოდის. თავშესაფარში...
კბილი კბილზე ნერვიულად დააჭირა, ტკივილმა ისევ ძვებულად გასერა. კვნესა რომ არ აღმოხდენოდა, თითებიძლიერად მომუშტა.
- მაინცადამაინც დღეს უნდა გეთქვა?! - ირაკლის საყვედურნარევი ხმა მოსწვდა სმენას.
- თეკლემ შემჭამა. ერთი კვირაა ვწვალობ.
მეგობრებს აღარ უსმენდა, ისევ ცხენზე იჯდა თორნიკე, ისევ ხეობისკენ მიაგელვებდა ბედაურს.


მეორმოცე თავი
ისევ ცხენს მიაგელვებდა თორნიკეს, მიმართულებაზე დიდად არ ფიქრობდა, თუმცა ჭკვიანი ცხოველი თავადვე იკვლევდა გზას. კარგად ნაცნობი ბილიკებით სასაფლაოზე მიიყვანა ვაჟი. საქონლისგან დასაცავად მავთულებით ჩახლართული კარები შეხსნა და ტერიტორიაზე შევიდა, თითქმის მკერდამდე ბალახებში მიიკვლიევდა გზას. სასურველი საფლავის მოძებნა არ გასჭირვებია.
- რომელ შურისძიებაზეა საუბარი, იმდენიც კი ვერ ვაღირსე, რომ ცელი ამოვიტანო და ბალახის ზღვა მოგაშოროთ!... - შიშველი ხელებით გლეჯდა დაისე ასუფთავებდა ძვირფას საფლავს.
როგორც იქნა გამოჩნდა საფლავის ქვაც და მასზე გამოსახული ახალგაზრდა წყვილის ფოტოც. ოფლით დაცვარული შუბლი ხელითვე მოიწმინდა. სევდიანი თვალებით უმზერდა მშობლებს. ასეთი ჩვევა ჰქონდა, თითქოს ფიქრისთვის სხვა ადგილი არ არსებობდა, ყოველთვის აქ ამოდიოდა ბიჭი. ახლაც ხელებში ჩაერგო თავი და ისევ დათას ნათქვამს უტრიალებდა.
- ორი წელი გავიდა. ორი უსაშველო წელი. მე კი მაინც ვერაფერი შევძელი... არ ჩანან, არც მათი ოჯახებია დარჩენილი. თითქოს ცამ უყო პირი. ასეთი რამ ხდება?! - მომღიმარ თვალებში მიაჩერდა მამის ფოტოს - ვიცი, რომ არა, მაგრამ...
თვალებს ხუჭავს და სააადმყოფოში ელენესთან უკანასკნელი შეხვედრა ახსენდება.
- ხელს მკრავ? - ისევ ქალიშვილის ცრემლებით სავსე თვალები უდგას წინ.
- არა, უბრალოდ მინდა ჩემგან შორს იყო, ვიდრე....
- ვიდრე?! - დაძაბული ხმით ეკითხება ქალი.
- ვიდრე ეს საშინელება არ დასრულდება.
- რომ არ დასრულდეს ან უარესი, რომ ვერ მიაგნო? მაშინ?
- დასრულდება, ადრე თუ გვიან, ყველაფერი დასრულდება... - საკუთარი სიტყვების მყარად სჯეროდა ვაჟს.
- და, მე?... - პასუხის მოლოდინში თვალებში უმზერდა წინ მჯდომ ვაჟს.
- რა შენ? - ვერ მიუხვდა კითხვას.
- მე რა ადგილი მაქვს შენს ცხოვრებაში?
- შენ ჩემი ენე ხარ, ჩემი ენე-ნე... - ხმა გაუთბა თორნიკეს.
- მხოლოდ ენე? - თითქოს მეტს ელოდაო, საკუთარი თიკუნი უჩვეულოდ ეტკინა გოგონას.
- ელე, მომისმინე... - გოგონას სიფრიფანა ხელები ტორებში მოიქცია ვაჟმა - ახლა სხვა გზა არ მაქვს. გეგმას უნდა მივყვეთ. უნდა დავბრუნდე. შემდეგ...
- და ეგ შემდეგ რომ არ დადგეს? - ისტერიკა ეპარებოდა ხმაში ქალიშვილს.
- დადგება, აუცილებლად დადგება... - ძლიერად ჩაიკრა გოგონა.
- მეც რომ წამოვიდე? გემუდარები მეც წამიყვანე... - მისი მკლავებიდან თავის დახსნა არც კი უცდია, ტკიპასავით მიეკრა მკერდზე ელე.
- არა, არ შემიძლია... - ტკივილით აღმოხდა თორნიკეს.
გრძნობდა როგორ უნამავდა მკერდს ცრემლებით. თითოეული მისი ცრემლი სტკიოდა, დამდუღრულივით ეწვოდა სველი ადგილები, მაგრამ მაინც არ იცვლიდა გადაწყვეტილებას.
- მაშინ წადი, სულ წადი! - თითქოს გონს მოვიდაო, მისი მკლავებიდან მყისვე გაინთავისუფლა თავი - მეც წავალ შორს, ძალიან შორს. იქ, სადაც შენ არ იქნები. იქ, სადაც არავინ იქნება, ისეთი შენს არსებობას რომ გამახსენებს...
- ენე...
- ასე აღარასოდეს დამიძახო!... - ნერვებისგან ერთიანად ცახცახებდა ელე - არ მჭირდები, არც შენი დამადლებული სიყვარული მინდა, არც შენი შურისძიება მაინტერესებს. აღარასოდეს დაბრუნდე...
პირობა შეასრულა ქალმა. მართლა წავიდა. გასაქცევად ევროპა შეარჩია. როგორც უკვე აღვნიშნე, გერმანიაში არჩია მაგისტრატურის გავლა. არც ერთი ზარი, არც ერთი წერილი. მხოლოდ ახლობლებისგან გაგებული ამბები, მათგან ნათქვამი, კარგად არისო.
მიუხედავადა იმისა, რომ უხაროდა გოგონას წარმატება, სადღაც გულის სიღრმეში, მაინც უნდოდა მისი დაბრუნება. ეგოისტურად უნდოდა, მასაც ისევე მონატრებოდა, როგორც თავად ენატრებოდა, მასაც ისევე ეფიქრა და ეთენებინა ღამეები, როგორც თავად ათენება. ისიც ისევე დატანჯულიყო უმისობით, როგორც თავად. ეგოისტი იყო? მერედა როგორი.
ასე გავიდა ორი უსაშველო წელი ელენეს გარეშე. თითქმის დაიჯერა კიდეც, რომ ქალმა მუქარა შეასრულა. შეძლო დავიწყებაც და აღარც დაბრუნდებოდა.
ელე კი...
რა იცოდა ქართველიშვილმა, რამდენი ღამე გაატარა მონატრებისგან ტირილსა და ცრემლებში. რამდენჯერ დაირწმუნა თავი, რომ შეძლებდა, აუცილებლად დაივიწყებდა წარსულს და თორნიკესაც. თუმცა, მიუხედავად სურვილისა, არ გამოუვიდა. ვერ შეძლო. ბარემ იქადნებოდა, ემუქრებოდა, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. ორი წლის შემდეგ ბიძისგან მამის გვარ მიღებული, ელენე გიგაური საქართველოში ბრუნდებოდა. ბრუნდებოდა და თბილისში დარჩენის ნაცვლად, ხევსურეთში, მამა ნიკოლოზთან მიდიოდა. დაეხმარებოდა ობოლ ბავშვებს. ყოველ შემთხვევაში ყველას, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილ მაიკოსაც კი ნამდვილად ამაში არწმუნებდა. თუმცა გულის სიღრმეში თავადაც კარგად იცოდა ვისკენ მიიწევდა. ხმამაღლა არასოდეს აღიარებდა, თუმცა ზოგჯერ, თუ გაუმართლებდა თორნიკესაც ხომ ნახავდა, ასე გულში ჩაგუბებულ მონატრებასაც შედარებით იოლად გაუმკლავდებოდა.
- თქვენ შორის იმხელა სხვაობაა. კარგად შეხედე, ელე საკუთარ ცხოვრებას. წინ იმხელა პრესპექტივა გაქვს. ხევსურეთში რა დაგრჩენია? ვინ?
მაგრამ გოგონა ჯიუტად დუმდა. შეთქმულივით სიტყვას არ ძრავდა.
- თავს ორმაგად დაიტანჯავ... - განაჩენივით ჟღერდა დედის სიტყვები, თუმცა ჯიუტი გოგონა მაინც მონდომებით ამზადებდა ბარგს, ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდა დანიშნულების ადგილზე.
- დამპირდი, რომ თავს გაუფრთხილდები, დამპირდი, რომ... - უკვე წასასვლელად მომზადებული შვილის დანახვაზე ცრემლებმა მაინც გაუბზარა ხმა მაიკოს.
- კარგი, რა დე, არ გინდა... ასე გერმანიაში რომ მიშვებდი, ამშინ არ გამომტირებიხარ! - სიცილი წასკდა ქალიშვილს - შენც ხომ კარგად იცი, რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ! - თბილად ჩაეხუტა დედას - ომში ხომ არ მივდივარ?! ხშირად დავრეკავ. შაბათ-კვირაობით შენც ჩამოხვალ...
კარგად იცოდა მაიკომ რომ მართალი იყო გოგონა, მაგრამ მაინც ვერ წყნარდებოდა დედის გული. შინაგანი ფორიაქი ვერა და ვერ მოიშორა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა ქართველიშვილების ოჯახი, მაინც არ უნდოდა ელენეს თორნიკესთან ყოფნა. ალბათ ნაწილობრივ ვერც გაამტყუნებდი. ყოველთვის როცა გოგონას ცხოვრებაში თორნიკე ჩნდებოდა მორიგი პრობლემებიც ღვარად იჩენდა თავს. ქართველიშვილის მათ ცხოვრებაში გამოჩენა და გადარჩენისთვის ბრძოლის დაწყება ერთმანეთის თანმხლებ მოვლენებად მოიაზრებოდა. მოდი და, ნუ აფიროაქდებოდი, მოდი და, ნუ განერვიულდებოდი. მაგრამ ქალის განცდები ოდნავადაც არ აწუხებდა გულის ძახილს აყოლილ გოგონას. მიდიოდა მისი ოცნებისკენ და უკან არც კი იყურებოდა.

ალბათ, დიდხანს იქნებოდა სასაფლაოზე საკუთარ ფიქრებში ჩაძირული თორნიკე, რომ არა მობილურზე შემოსული ფარნავაზ მოლოდინაშვილის ზარი.
- ნიკოლოზთან ვრეკავ და ვერ ვუკავშირდები, თორნიკე როგორ ხართ? - მოკითხვის შემდეგ პირდაპირ წამოიწყო აწ უკვე პენსიაზე მყოფმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა.
- ეს რამდენიმე დღეა, მონასტერში უჭირს ტელეფონს დაჭერა, ხომ მშვიდობაა ბატონო ფარნავაზ?
- მეტ ნაკლებად, მეტ ნაკლებად... - მამაკაცის ხმაში გაპარული ფორიაქი ცუდად ენიშნა ვაჟს.
- ვერ გავიგე?!
- დილით დამიკავშირდნენ, ჩვენთვის საინტერესო პირებმა შეცვლილი სახელებით და გვარებით წუხელ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.
- წუხელ? როგორც იქნა, ესეიგი გამოჩნდნენ? - საკუთარი გულისცემა თავადვე ესმოდა ვაჟს.
- კი, სახელებსა და გვარებს, რომელიც საზღვარზე დააფისირეს დაგიმესიჯებთ, კიდევ არის სიახლე...
- კიდევ?!
- ირაკლიმ მისი გავლენები გამოიყენა, შუამდგომლობა დააყენა შეწყალებაზე და...
- და დაუკმაყოფილეს?! - ირონიულად გაეცინა ვაჟს.
- სამწუხაროდ. მისი ბოღმა ხასიათი რომ ვიცი, არაა გამორიცხული...
- გამოდის ცხელი ზაფხული გველის ბატონო ფარნავაზ?!.
- ასე გამოდის. მე დღესვე გამოვდივარ, იცოდე ფრთხილად იყავი, ზედმეტი მოძრაობისგან თავი შეიკავე, საღამოს უკვე მანდ ვიქნები...
- ნუ ღელავთ ბატონო ფარნავაზ, რადგან ამ დღეს ვეღირსეთ.... გავაფრთხილებ მამა ნიკოლოზს. ჯიბრით, ელენესაც ახლა მოუნდა დაბრუნება... - უკანასკნელი სიტყვები აშკარად მისთვის ჩაილაპარაკა. მოლოდინაშვილს უკვე გაეთიშა ტელეფონი.

ორმოცდამეერთე თავი
ძველებურმა, ალბათ ერთ დროს მოყვითალო ფერის, მგზავრებით სავსე „პაზიკა“ ავტობუსმა ჟინვალიდან ფშავ-ხევსურეთისკენ მიმავალ, მიწაყრილიან გზაზე ისე გადაუხვია, რომ მძღოლს მუხრუჭის მნიშვნელობა აშკარად დაავიწყდა. მსგავსი გაუფრთხილებლობის გამო, ვიღაცამ შეიკურთხა, ვიღაცამ პირიქით ისარგებლა და მკვეთრ მოსახვევში გვერდით მჯდომს ვითომ შემთხვევით ჩაეხუტა. ვიღაცას საერთოდ დავიწყებოდა სად იმყოფებოდა, არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომა უშლიდა ხელს და არც სივიწროვე, ერთი ბოთლი ჭაჭა უხეიროდ მოეყუდებინა, თავადაც ქეიფობდა და დანარჩენ მგზავრებსაც გულმოდგინედ ეპატიჟებოდა.
სწორედ ამ ავტობუსით მგზავრობდა ელენეც, რომ გითხრათ, კომფორტულადო, ნამდვილად მოგატყუებთ. გვერდით მჯდომ ბამბაზიის, ყვავილებით მოჩითულ ხალათში გამოწყობილ ქალს უადგილობის გამო ფეხებში ჩაედგა რკინის, ალუმინის სათლი, რომლითაც სავარაუდოდ ყველს დაატარებდა, ამასაც სათლიდან წამოსული სუნი მიხვდებოდით.
ხალხით სავსე ავტობუსში სუნთქვა ჭირდა, ამას ემატებოდა აბეზარი, მოქეიფე მგზავრისგან წამოსული სასმლისა და საკვების სპეციფიური სუნიც. ნორმალურ ადამიანს ალბათ გულისრევას დააწყებინებდა, თუმცა მგზავრები ისეთი სახეებით ისხდნენ თითქოს უჩვეულოს ვერაფერს ამჩნევდნენ. რამდენიმეჯერ ფეხით მიაწვა და პატრონისკენ გააცურა მისკენ საკმაოდ თავხედურად ჩამოცურებული სათლი. თუმცა უშედეგოდ, მეპატრონე ან ვერ მიუხვდა, ან არ შეიმნია. პირიქით, ფაქტიურად გოგონას ფეხების დასაწყობად ადგილი აღარ დარჩა.
- უკაცრავად, ქალბატონო, ალბათ ვერ მამჩნევთ, მაგრამ ეს სავარძელი აშკარად ორ მგზავრზეა გათვლილი და აქ მეც ვზივარ! - ქალის სითავხედით გაბეზრებულმა ელენემ ცივად გამოსცრა კბილებში.
თუმცა ხალათიანმა ან ვერ გაიგონა, ან სულაც არ აღელვებდა მისი გაღიზიანება. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა. მოკუნტული ფეხები სანახევროდ გაშალა და სათლზე გადაფარებულ პირსახოცზე შემოალაგა.
- რას აკეთებ?! - წარბები აწკიპა მისი საქციელით აშკარად გაბრაზებულმა ქალმა.
- ჩემი კუთვნილი ადგილის დაკავებას ვცდილობ... - ირონიულად გაეცინა გოგონას.
- ამხელა ქალი არ უნდა დაფიქრდე რას აკეთებ?! ახლავე ჩამოიღე ფეხები! - გასცა ბრძანება ქალმა.
- დიდი სიამოვნებით!... - უხეშად გაჰკრა ხელი და სათლი ისევ ქალის მიმართულებით გააცურა - იცოდეთ ამ ხაზს ერთი სანტიმეტრითაც თუ გადმოაცილებთ, - ფეხსაცმლის წვერით მტვრიანს საფარზე ვირტუალური საზღვარი მოუნიშნა - ავტობუსს გავაჩერებინებ და თქვენს სათლს მოვისვრი!... - ლამის თავადაც კი დაიჯერა მისივე მუქარის. სიცილი რომ არ წასკდომოდა გვერდით მინა შეეხსნა, მიუხედავად გარედან შემოსული მტვრისა, დახურვა აზრადაც არ მოსვლია. თავი სანახევროდ გაყო და ისე ჩაისუნთქა ჟინვალიდან მონაბერი გრილი და ნოტიო შეპარულ ჰაერი.
თუმცა მისი გაფრთხილება აშკარად დიდხანს არ ეყო ქალს. რამდენიმე წუთში ისევ ნელ-ნელა იწყო ელენეს მხარეს სათლის ჩაცურება, ცალი თვალით კი დახედა ფეხებში მდგომ ჭურჭელს, მაგრამ მორიგი სკანდალის მოწყობა დაეზარა ქალიშვილს და ისევ ბედთან შეგუება გადაწყვიტა. საკუთარი მოქმედებით აშკარად ზედმეტად კმაყოფილმა ქალმა გამარჯვებული მზერით ერთი კი შეხედა გვერდით მჯდომ მოკუნტულ გოგონას, სათლის გამო ომი აშკარად მოგებულად ჩათვალა და ვითომც არაფერიო ისე ჰკითხა:
- პირველად ხარ?!
- არა. უბრალოდ დიდი ხანია არ ვყოფილვარ... - ქალის მეგობრულ ტონზე ღიმილი ვეღარ შეიკავა ქალიშვილმა.
- ლამაზია ჩვენი კუთხე!... განსაკუთრებით ზღვა... - მგონი მისი პასუხი არც კი გაუგია. ისევ აგრძელებდა ქალი.
დაგუბებულ წყალში არეკლილ ტყის სიმწვანეს ჩააცქერდა ელე, ვეღარ გაარჩევდით სად სრულდებოდა ტყე და სად იწყებოდა წყალი. სადღაც მოშორებით წერტილივით მოჩანდა ნავზე მჯდომი მეთევზეც.
- ეგ ზღვა კი არა, სახრჩობელაა. კომუნისტებისგან აგებული სახრჩობელა. - გესლით წარმოსთქვა ერთ-ერთმა მგზავრმა.
- რატომ სახრჩობელა?! - დაბნეულმა ახედა თავზე მდგომ მამაკაცს.
- გახედე! - სასაფლაოების მსგავსად შემოსაზღვრულ ადგილებზე ანიშნა. მარმარილოს ქვაზე გამოსახულ ახალგაზრდა ვაჟის ფოტოს დანახვაზე ტანში გასცრა ქალიშვილს - ერთ-ორ ჭიქას დალევენ და სახლამდე ვეღარც აღწევენ...
- ეჰ. ბევრი ცოდვა-მადლი ახსოვს ამ გზას. ყველაფერს სასმელს ვერც დააბრალებ.
- სასმელს ვერა, თუმცა უმეტესად მიზეზი მაინც ეგაა... - პოზიციებს არ სთმობდა მამაკაცი.
- ეგაა, ეგ. არ იციან დალევა და მონელება. - უკან მჯდომ, უჩვეულოდ ჩაჩუმებულ მოქეიფეს გახედა ბამბაზიის ხალათიანმა. ვაჟს ჩასძინებოდა.
- ამის ძილს ძილი ჰქვია?! - უკმაყოფილოდ გააქნია თავი, კიდევ დიდხანს საუბრობდა ქალი, თუმცა ფიქრებში წასული ელენე აღარ უსმენდა, ისევ მწვანედ მოლივლივე წყალს უმზერდა. ცოდვა-მადლის ხსენებაზე წარსული გაახსენდა, გიგაურებისა და არაბულების უაზრო დაპირისპირება, ისევ თორნიკე დაუდგა თვალწინ და ვეღარც ცრემლები შეიკავა. ამდენ ხანს ნაგროვებმა ბოღმამ და ტკივილმა ერთდროულად იფეთქა და ცრემლებად დაიღვარა.
- კარგად ხარ? - მსგავს რეაქციას ნამდვილად არ ელოდა, შემცბარი უმზერდა ხალათიანი ქალი.
- მთელი გზა სიკვდილზე და ავარიებზე ლაპარაკობთ, გაბეზრდა ბავშვი! - მძღოლმა წინიდან შეუღრინა მგზავრებს.
- უკაცრავად, უბრალოდ გული ამიჩუყდა... - უხერხულად იშმუშნებოდა ელე.
- ასე თქვი, შე ქალო, კი დაგვიხეთქე გულები... - მეგობრულად შესცინა ხალათიანმა და ისევ თავზე მდგომ მამაკაცთან გააგრძელა საუბარი.

მგონი არც ერთი წყარო და პურის საცხო არ გამოუტოვებიათ, ავტობუსი გზადა - გზა იმდენჯერ გაჩერდა, რომ სამი საათიან გზას ექვი საათი მოანდომეს. ამ ჯიღჯიყში ფუტკრების სკასავით მოზუზუნე ავტობუსმა, სოფელ მაღაროსკარის გადასახვევამდეც მიაღწია. კიდევ ერთხელ მოსჭრა თვალი არაგვზე გაჭიმულმა ბეწვის ხიდებმა, მთის კალთებზე შეფენილმა სოფლებმა. მეჯომარდეთა ნავებიდან ყვითელი ქუდებითა და სამაშველო ჟილეტებით შემოსილი, კბილებამდე გაკრეჭილი, ბედნიერ სახეებიანი უცხოელები ისე აქტიურად უქნევდნენ ავტობუსს ხელს, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე მოციმციმე თვითმფრინავი დაენახოთ.
- აი, ხალხი. ცხოვრებაც იციან და დროს ტარებაც. ჩვენ კი არ გვგვანან... - ინტრიგნულად ჩააგდო სიტყვა ვიღაცამ წინიდან.
- რითი გვჯობიან ვითომ? - წამოენთო ხალათიანი და ავტობუსში ახალი განსახილველი თემაც აგორდა: „ევროპა და ბედნიერი მომავალი“.
ავტობუსს უკვე მოესწრო ხევსურეთისკენ გადახვევა, ვიწრო პერევალზე ყოჩაღად მიიკვლევდა გზას „ასი წლის“ ავტომობილი.
- სულ ცოტაც და მელე შატილში ვიქნებით! - უკვე ვეღარ ითმენდა, ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდა დანიშნულების ადგილზე.

როგორც იქნა შებინდებისას დასრულდა უსაშველოდ გაწელილი და მომაბეზრებელი მგზავრობაც. ვიღაცამ სანახევროდ გამოფხიზლებული, ძილისგუდა მგზავრიც შეაღვიძა და ხმაურით ჩამოიშალნენ.
- ძვლებს ვეღარ ვგრძნობ. მგონი ყველაფერი მტკივა!... - წუწუნებდა ერთ-ერთი გოგონა.
ელენე კი უდარდელი სახით, ყურადღებას არ აქცევდა გაჩერებასთან, სოფლის ბირჟაზე მჯდომ ალაზღანდარებულ ხევსურებს, მოთმინებით ელოდა მძღოლს როდის ჩამოიღებდა ბარგს. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
- დავავიწყდი?! - ჩაბნელებულ შარაგზას შუბლშეკრული გასცქეროდა, მობილურით ჯიუტად ცდილობდა მამა ნიკოლოზთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, ბედს შეგუებულმა, მობილურით ამჯერად ხზა გაინათა, მეორე ხელით მოზრდილ გორგოლაჭებიან ჩემოდანს ხელი სტაცა და ოღრო-ჩოღრო გზას ფეხით გაუდგა.
ბირჟაზე მჯდომ ახალგაზრდებს ერთ-ერთი, შავებში ჩაცმული ვაჟი სწრაფი ნაბიჯით გამოეყო, თავზე თითებით გადაივარცხნა საგულდაგულოდ დატკეპნილი თმა და ნელი მოძრაობით ელენესკენ გაემართა.
- მძიმე ჩანთების ტარება თქვენისთანა მანდილოსანს არ ეკადრება! - მოხერხებულად აართვა ტვირთი ღიმილად დაღვრილმა ხევსურმა.
- ნუ წუხდებით. ჩემითაც მოვახერხებ... - ჩანთას დასაბრუნებლად წაეპოტინა გოგონა. თუმცა უშედეგოდ.
- ჩვენებური არ ჩანხარ. აქ კი უცხო ქალის მარტო სიარული არ შეიძლება... - საკუთარ მომხიბვლელობაში ზედმეტად დარწმუნებულმა ვაჟმა ჭროღა თვალები ხარბად შეანათა უხერხულად აწურულ ელენეს.
- რატომ სოფელში ნადირია?! - ირონიულად გაეცინა გოგონას.
- გააჩნია ნადირში რას გულისხმობთ, - მისი ირონია არ შეიმჩნია ვაჟმა - ზოგს ფინია ძაღლისაც კი ეშინია...
- მთავარია ეგ ნადირი ორფეხა არ იყოს. სხვას ყველაფერს მოევლება! არც ისეთი უცხო ვარ და არც ისეთი მშიშარა თქვენ რომ გგონიათ. მეგობრები მომაკითხავენ! - გაღიზიანება ვეღარ დაფარა ქალიშვილმა.
- მაშინ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მეგობრებამდე მიგაცილებთ და გზად მცირე ექსკურსიასაც მოგიწყობთ ჩვენს სოფელში... - ისევ თავაზიანობად დაიღვარა ხევსური.
- მგონი ვერ მიმიხვდით. უკვე საკმარისად ვისიამოვნე თქვენი სტუმართმოყვარეობით, გაცილება არ მინდა! - კბილებში ავად გამოსცრა ელემ.
- ეეე. შენ ცოტა ავიც ყოფილხარ ხომ იცი! - თავაზიანობის ნორმებს სწრაფადვე უღალატა ვაჟმა - კბენაც იცი?! თუმცა ეგ არაფერი, სიავის დაცხრობაც იოლად შეგვიძლია!
- ვერ გავიგე, გაურკვევლად გიხსნით?!
- ფრთხილად გოგონი, თორემ მეგობრების ნაცვლად..
- მემუქრები?! - სიბრაზისგან ცახცახებდა ელე.
- არა. გაფრთხილებ! შემიძლია ვიყო თბილი და ალერსიანიც და ასევე შემიძლია ვიყო ცივი და სასტიკიც! - გაჩეჩილი თმები ყურთან ფრთხილად გადაუწია ელეს, თუმცა მისი ზიზღით სავსე, აპილპილებული მზერა შენიშნა თუ არა - არჩევანი შენზეა, რომლის ხილვა გსურს...
- იმედია ცოტა დროს მაინც მომცემ, მოსაფიქრებლად! - შიშის დასამალად, ისევ ირონიულად იცინოდა გოგონა.
მოულოდნელად თვალები შარაზე გამოვარდნილმა ავტომობილის ფარებმა მოსჭრა. ალბათ, არასოდეს ისე არ გაჰხარებია ელენეს, როგორც ახლა სოფლის გზაზე მოწითალო ფერის ნივის დანახვა იყო.
- მადლობა ღმერთს! - თავი უსაფრთხოდ დაიგულა, კმაყოფილი ღიმილით მიაჩერდა ავტომობილს - აბა, რაო რას მეუბნებოდი, სიცივესა და სისასტიკეზე?! -აშკარად გულმოცემული წინ მდგომს ყოყლოჩინა მამალივით გაეყინჭა.
ნივამ ავტობუსების გაჩერებასთან მდგომ მოზრდილ ბირჟას ერთი საპატიო წრე დაარტყა, ვიღაცას შორიდანვე აუწია ხელი და მკვეთრი მუხრუჭებით სწორედ მათი მიმართულებით წამოვიდა.
- იმას რომ!... - ისევ ჩამოშლილი თმისკენ წაიღო ხელი ვაჟმა, თუმცა გოგონამ სახის გაწევა მოასწრო.
- არც კი გაბედო შენი ბინძური ხელებით შეხება! - საჭესთან მჯდომი მძღოლის დანახვაზე მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა ქალიშვილი.
ჩამოსვლისთანავე თორნიკესთან შეხვედრას ნამდვილად არ ელოდა, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში.
- ჯანდაბას, ნორმალურ ფორმაში მაინც ვყოფილიყავი! - მტვრიან ჯინსებზე უკმაყოფილოდ დაიხედა.
სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ინსტინქტურად ხელები გაწეწილი თმისკენ წაიღო. გული ისე გამალებით უცემდა, ეგონა მკერდს გამოარღვევდა. საკუთარ მოქმედებაზე, თავადვე გაეცინა. თუმცა მისი დაბნეულობისთვის აშკარად არ მიუქცევია ყურადღება ვაჟს, ავტომობილიდან გადმოსული თვალებით ბურღავდა წინ მდგომ თავხედს.
- თორნიკე, ძმა. არ გრცხვენია?! სიბნელეში გოგონას მარტოს ხომ არ მივატოვებდი, ხომ იცი ათასი სულელი დადის, უბრალოდ ვაცილებდი! - მიამიტი სახით შესცინა ხევსურმა.
- მართლა?! - ელენესკენ არც კი გაუხედავს, ისე მიმართა ვაჟმა.
- მორჩი ახლა ჰერკულესობას! - გაბეზრებულმა გოგონამ ხევსურის ნაცვლად თორნიკეს შეუღრინა, ავტომობილის მგზავრებისთვის განკუთვნილი კარები თავადვე გამოხსნა და სალონში ჩაჯდა.
- იცოდე. ერთხელ კიდევ ამ გოგოსთან ახლოს რომ დაგინახო!... - კბილების კრაჭუნით გამოგლიჯა ხელიდან ვაჟს ჩემოდანი, საბარგულში უხეშად შეაგდო და მკვეთრი მოძრაობით დაძრა ავტომობილი.
- არ უნდა მომიკითხო?! და, საერთოდაც, ჩემ ჩანთას ასე ნუ ისვრი... - ვაჟის უხეშობით განაწყენებულმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა საყვედური ამის გამო მაინც უთხრა.
- მგონი. ღირსი იყავი მდგარიყავი იმ ოღრობეში შენს ახალ რომეოსთან ერთად! - ღრენით გამოხედა გვერდში მჯდომს ვაჟმა.
- და, საერთოდაც, ამ მანქანით მამა ნიკოლოზი არ დადის?! - მისი ტონი არ შეიმჩნია გოგონამ.
- მოვლენებს ჩამორჩი ელენიკო, რაც აქ დავბრუნდი, ავტომობილი მე დავიბრუნე...
- ხამო, ერთ ნივას ვერ შეელიე?! - ირონიულად შესცინა გოგონამ.
- ვიღაცისთვის ნივა, ვიღაცისთვის კი მთელი ცხოვრებაა... - ტკივილმა გაკვეთა ვაჟის ხმა - დახვედრასთან დაკავშირებით, ზედმეტი ილუზიები რომ არ შეიქმნა, ახლავე გეტყვი, ერთი კვირაა მონასტერში ელექტრო ენერგია არ აქვთ. არც ტელეფონი იჭერს. ასე რომ ნიკოლოზს ვერ დაუკავშირდებოდი. გუშინ იყო ჩამოსული და მე მთხოვა დაგხვედროდი. უარს ხომ არ ვეტყოდი?! - საკუთარი ტყუილის ლამის თავადაც კი დაიჯერა ვაჟმა.
- ანუ ვიღაცაც გავხდი?! ვერ გავიგე, მამაო რომ არა, არ დამხვდებოდი? - აშკარად განაწყენებულს ცრემლებმა გაუბზარა ხმა.
- შენც ეგ არ გინდოდა, გიგაურის ქალო?! - გვერდულად გამოხედა ქალიშვილს.
- მე?! შენ წამოხვედი ამ ჯურღმულში და მე მინდოდა?! - წყენა სიბრაზემ გადაფარა, უცებ აპილპილდა ელენე.
- შენც კარგად იცი, რომ მართალიც ვიყავი, შენი ადგილი აქ არ იყო! - გაბუსხული ელეს შემხედვარეს სიცილი რომ არ წასკდომოდა, თვალი აარიდა ვაჟმა.
- საერთოდაც პირდაპირ უნდა შეგეძლოს საუბარი, ენე-ნე - ხმის ტემბრში აჯავრებდა გვერდით მჯდომს - შენი ადგილი ჩემთან არაა, არც ჩემს გვერდით და არც ჩემს სიახლოვეს. შეგიძლია პოლიციას გამოუძახო და შენთან მოკარებაც კი ამიკრძალო...
- დედას გეფიცები, „იმენნა“ პატარა ბავშვი ხარ! - ამჯერად გულიანად ხარხარებდა ვაჟი.
- პატარა კი არა, დებილი ბავშვი, ისევ ასე სულელივით რომ ვვარდები.
- პრინციპში ვერ შეგედავები.... - ისევ იცინოდა თორნიკე.
- არ გინდა თავიდან დავიწყოთ?! - ეშმაკურად გამოხედა გოგონამ.
- თავიდან, როგორ?! - ავტომობილი დაამუხრუჭა ვაჟმა და ინეტესით მიაჩერდა გვერდით მჯდომს.
- გამარჯობათ, მე ელენე გიგაური ვარ! - საკუთარი სახელი და გვარი მახვილით წარმოთქვა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა ვაჟს.
- გამარჯობათ, მე თორნიკე ვარ, არაბული! - ჩამოსართმევად გამოშვერილ ხელს ირონიულად დახედა და გოგონა გულში ორივე ხელით ჩაიხუტა.
- იცი როგორ მომენატრე?! - ჩახუტებულმა ამოიქსუტუნა ქალიშვილმა.
- ხომ გეუბნები ბაცანა ხარ მეთქი, პატარა ბაცანა! - თმები აუჩეჩა ვაჟმა, მარწუხებივით მოხვეული მკლავებისგან გაანთავისუფლა და ავტომობილი დაძრა.
- ეეე, კარგი რა, ისედაც აჩეჩილი მაქვს!. - ხელებით სცადა თმის გასწორება ელემ.
- ტყუილად წვალობ, ასე უფრო დააფრთხო ნადირს! - საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი გაეკრიჭა არაბული.
- ტუტუცო!... - თავისთვის ჩაილაპარაკა ღიმილ შეპარულმა.
- აღიარე, ეს ტუტუცი მაინც ყველაზე მაგარი ბიჭია მსოფლიოში! - სასაცილოდ გაებღინძა უმცროსი არაბული. გაბრაზება აღარ გამოსდიოდა, მისი ღიმილი რომ არ დაენახა, სახე აარიდა გოგონამ.




თავი ორმოცდაორი
- აბა, პირველად სად მივდივართ, მონასტერში თუ თავშესაფარში? - როგორც იქნა დასერიოზულდა ვაჟი.
- მტვრიანი ვარ, თან დაღლილიც. ჯობს თავშესაფარში მივიდეთ. მონასტერში ხვალ ავალ. თან არც შესაბამისად ვარ ჩაცმული! - ჯინსის შარვლის ალაგ-ალაგ ამოგლეჯილ ადგილებზე თვალით ანიშნა ელემ - იმედია გზას არ გაგიმრუდებ...
- ისეთი თავაზიანი და მორიდებული ხარ, პირდაპირ მიკვირს... - ახარხარდა თორნიკე - რომც გინდოდეს, გზას ვერ გამიმრუდებ, ბოლო რეისი მეც თავშესაფრისკენ მაქვს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ დღესვე სჯობს ნიკოლოზის ნახვა, არამგონია შარვლის გამო დაგიწუნოს.
- დღესვე? - ვაჟის ხმაში ფარული დაძაბულობა არ გამორჩენია ქალიშვილს - რამეს მიმალავ?!
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ვაჟმა.
- კარგი რა, ყოველთვის ასე იქცევი... - გაღიზიანდა ელე.
- ასე? მაინც როგორ?
- პრობლემებზე სასაუბროდ ნიკოლოზს იყენებ შუამავლად...
- იმიტომ რომ დავიღალე, აღარც შენთან ჩხუბი მინდა....
- ანუ, მართალი ვარ? მონასტერში იმიტომ არ მიმარბენინებ, რომ მოძღვარს მოვენატრე, მართლა რაღაც ხდება?!
ვაჟი ისევ დუმდა, ელენესკენ არც კი იყურებოდა, ჯიუტად უმზერდა ჩაბნელებულ ტრასას.
- პატარა არ ვარ... - ცრემლებმა ხმა გაუბზარა ელეს.
- ვიცი, ენე... იქნებ მართალიც ხარ, ალბათ სჯობს, ისევ მე გითხრა. - მშვიდად სასაუბროდ ავტომობილი გვერდით გადააყენა და გააჩერა არაბულმა - ისინი დაბრუნდნენ ელე...
- ვინ ისინი? - დაძაბულობისგან გული გამალებით უცემდა ქალიშვილს.
- არაბულების მკვლელები. მამაშენის მეგობრები... - ირონიულად გაეცინა ვაჟს.
- მამაჩემის მეგობრები? - ყური უხეშად მოსჭრა ვაჟის სიტყვებმა - ცდები თორნიკე, მეგობრებს ასე არ იმეტებენ. - ზიზღი ვერ დამალა ელემ - ანუ დაბრუნდნენ?! უკვე აქ არიან?
- ჯერჯერობით არა. რამდენადაც ფარნავაზმა გაგვაფრთხილა ირაკლიც გამოდის ციხიდან. ასე რომ, სიფრთხილის ორმაგი ნორმები უნდა დავიცვათ. კაცმა არ იცის რა აქვთ ჩაფიქრებული...
- იმედია იმის თქმას არ ცდილობ, რომ პოტენციური მტრის შიშით თავშესაფრის კედლებში ტუსაღივით ვიჯდე და გარეთ გამოსვლის მეშინოდეს...
- არა, მაგრამ მინდა მარტო სიარულს, უცხო ხალხთან კონტაქტს მოერიდო...
- უკვე გითხარი და ისევ გავიმეორებ, პატარა აღარ ვარ. თავს როგორმე დავიცავ. იმ ხალხს მხოლოდ შენი არ მართებთ.
- ამით რის თქმას ცდილობ?! - გაღიზიანებული თვალებში ჩააცქერდა ვაჟი.
- ისინი, მეც შენსავით მეზიზღებიან. ისინი, რომ არა მამაჩემი თავს არ მოიკლავდა. დროთა განმავლობაში, იქნებ მაიასთანაც დაელაგებინა ურთიერთობა. ისინი, რომ არა შენი მშობლებიც ცოცხლები იქნებოდნენ!...
- მგონი, მაინც ვერ იაზრებ რა კატეგორიის ხალხთან გაქვს საქმე...
- მშვენივრად ვიაზრებ...
- და მაინც შენსას ერეკები?! წადი ამ წყეული ადგილიდან! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან თორნიკე.
- არც კი ვიფიქრებ. ახლა წასვლის დრო არაა...
- ელე, გთხოვ! - მუდარით უმზერდა ვაჟი.
- ორი წელი ვიყავი წასული. - ხმა აუკანკალდა ემოციებისგან - ორი უსაშველოდ გრძელი წელი იცი რამდენია? აღარ შემიძლია... - ისევ ცრემლები მოაწვა და თვალები აარიდან გვერდით მჯდომს.
- ენე... - მხარზე ფრთხილად შეეხო ვაჟი. თუმცა მისი ხელი უხეშად მოიშორა განაწყენებულმა გოგონამ - არ გინდა, გთხოვ... ხომ შეგიძლია სიფრთხილის ნორმები მაინც დაიცვა, მეტს ხომ არაფერს გთხოვ?!
- სიფრთხილე ისევ წასვლას და თქვენგან შორს ყოფნას ნიშნავს?!
- თუნდაც...
- გაზრახ შვრებით, ხომ?! - ისევ გაცხარდა გოგონა.
- რას ვშვრები განზრახ?
- მეგონა ოდნავ მაინც მოგენატრებოდი. მეგონა...
- ამ სიტუაციასთან მონატრება რა შუაშია?! გგონია, ამ ყველაფერს შენს მოსაშორებლად ვიგონებ?! - ჯიუტად თვალს არ აშორებდა გოგონას.
რაღაცის თქმა უნდოდა ელეს, თუმცა ვერ შეძლო, აცახცახებულს ისევ ცრემლებმა უღალატეს. მლაშე სითხე, როგორც ყოველთვის მის სისუსტეზე მეტყველებდა.
გაუხეშებული, დამაზოლებული ხელებით ისევ ჩვეული სიფრთხილით შეეხო ყვრიმალზე ვაჟი, ისევ ძველებურად დასწვა თითის ბალიშები სითხემ. ისევ ძველებურად ეტკინა მისი ცრემლები. ორივე ხელით მიიზიდა მისკენ ქალიშვილი. ესოდენ მონატრებულ თვალებში უმზერდა, სახე იმდენად ახლოს ჰქონდა, რომ გოგონას სუნთქვას ტუჩებზე გრძნობდა, თუმცა ბაგეებს არც კი ეხებოდა, თვალებ დახუჭული თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა:
- რაც არ უნდა მოხდეს, მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენს წინააღმდეგ რომც ამხედრდეს, ერთად - ერთი რაც უცვლელი დარჩება, ჩემი შენდამი სიყვარულია! უფლებას არ მოგცემ ეჭვი შეგეპაროს, გესმის ენე, უფლებას არ მოგცემ!
მართალია ვაჟის ხმაში ჯიბრი და სიბრაზე იგრძნობოდა, მაგრამ გოგონას მაინც გაეღიმა. მიუხედავად ცრემლებისა, უკვე ბედნიერი იყო. სულ სამად-სამი სიტყვა ეყო დაკარგული მხნეობის დასაბრუნებლად. მისი განწყობის ცვლილება მაშინვე იგრძნო ვაჟმაც, სახეზე ხელები გაუშვა.
- ჩემი გჯერა?! - ამჯერად ინტერესით დააცქერდა.
ელენეს სიტყვაც არ დაუძრავს. სავარძლიდან სულ ოდნავ წამოიწია და ვაჟისკენ დაიხარა, ამჯერად თავად მოიქცია ხელებში ვაჟის სახე. ინტერესით დააცქერდა ლურჯ თვალებში და ასე უჩვეულოდ ახლოს მყოფ არაბულს თავადვე აკოცა. ეს არ იყო არც ჟინიანი, მით უმეტეს არც ვნებიანი კოცნა, თუმცა თორნიკეს გასაგიჟებლად ნამდვილად საკმარისი აღმოჩნდა. კმაყოფილმა, ეშმაკური ღიმილით დახედა ვაჟს, ის ის იყო ისევ საკუთარ ადგილს უნდა დაბრუნებოდა, რომ თორნიკემ მისკენ მიიზიდა, ამჯერად თავად კოცნიდა მონატრებულს, ამჯერად თავად ეალერსებოდა ესოდენ სასურველს. სათითაოდ უკოცნიდა სახეს, თვალებს, ტუჩებს.
ერთიანად ცახცახებდა ვნებას აყოლილი ქალი, მისი მკლავებისგან თავის დაღწევა აზრადაც არ მოსდიოდა, მთელი სხეულით ეკვროდა მკერდზე საყვარელ მამაკაცს. იქნებ ოდესმე ენანა კიდეც ელეს მსგავსი სითამამე, მაგრამ ახლა ნამდვილად ბედნიერი იყო.
ისევ თორნიკე მოეგო გონს, გოგონასთვის ხელების გაშვება აზრადაც არ მოსვლია, ზემოდან მომზირალ, აცახცახებულ ქალს ისევ თვალებში უმზერდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა:
- ასეთი კოცნის შემდეგ ნამდვილად რთულია ბავშვი გიწოდო! - კმაყოფილმა გვერდულად შესცინა გოგონას.
- მე... მე... აუტანელო!... - ახლაღა მოეგო გონს ელე, სირცხვილისგან სად დამალულიყო აღარ იცოდა. ისევ სატირლად გამზადებული, აჭარხლებული ვაჟის ხელებიდან დასხლტომას ლამობდა.
- უკვე გითხარი, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?! - მარწუხებივით შემოხვეული მკლავებით ისევ მისკენ მიიზიდა.
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი ისე დაუქნია, რომ ვაჟისთვის აღარც შეუხედავს.
- ისიც გითხარი, შენს გარეშე რომ ვერ ვიცოცხლებ?
- ალბათ! - ვაჟის მკერდს ჩახუტებული მისთვის ჩურჩულებდა გოგონა.
- ანუ, არ მითქვამს?! - ღიმილი გაეპარა ხმაში თორნიკეს.
- არა. - მეტიჩარა, გაბუტული ხმით უპასუხა ელემ.
- შენ ხომ ისედაც იცი?! - ისევ უღიმოდა ვაჟი.
- ვიცი...- თავადაც იცინოდა გოგონა.
- და, შენ?
- რა მე?
- შენ გიყვარვარ? - ინტერესით უმზერდა ბიჭი.
- ხომრობ ხომ? - გაოცება სიბრაზემ შეცვალა.
- არა.
- ამას როგორ მეკითხები?! - აღშფოთდა ელე.
- ასეთი რთული სათქმელია?! - არანაკლებ გაღიზიანდა ვაჟიც.
- მე, მე... - ისევ აირია გოგონა.
- შენ, შენ... - ქალიშვილის თმებში ჩარგო თავი - აი, დასრულდება ეს საგიჟეთი, დაგვადგება საშველი, ვიქორწინებთ და გახდები ქალბატონი ელენე არაბული ან ქართველიშვილი, ეგ უკვე შენ გადაწყვიტე...
- ვერ გავიგე, ასე მთხოვ ხელს?! - მისი დაბნეული სახის შემხედვარე ღიმილი ვერ შეიკავა თორნიკემ.
- ასე გამოდის! იმედია წინააღმდეგი არ ხარ. ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ... - ცხვირზე თითი გაჰკრა ვაჟმა და ისევ აუჩეჩა თმა.
- წინააღმდეგი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ...
- მაგრამ?! - უნებურად დაიძაბა ვაჟი.
- გიგაურს ძლივს მივეჩვიე, გვარის გამოცვლას ვეღარ გადავიტან!... - კმაყოფილი გაეკრიჭა ქალიშვილი.
-არადა, მეგონა მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვარი ჩემს ცოლს ექნებოდა...
- თითო ნაკლი ყველას აქვს. - დაეჯღანა გოგონა.
- ჯანდაბას, იყავი ისევ ელენე გიგაური... - მოწყალება გაიღო არაბულმა - ისე რამე რომ იყოს დღესვე ხომ არ წამოხვიდოდი ჩემთან, ბარემ ბიჭებიც აქ არიან, ნიკოლოზიც ხვალვე დაგვწერს ჯვარს.- მთელი მისი მომხიბვლელობა ჩადო თორნიკემ ამ სიტყვეში და დაძაბული მიაჩერდა ელენეს.
- არ გამოგივა. ეგ მაცდური მზერა მხოლოდ თბილისში ჭრიდა. - აკისკისდა ქალიშვილი.
- ანუ თბილისში რომ მეთხოვა, გამომყვებოდი? ახლა რა შეიცვალა?- ცოტა არ იყოს განაწყენდა ბიჭი.
- ხევსურობა გიშლის ხელს. ვეღარ აფერისტობ... - აკისკისდა ელე.
- დღესვე ცოლად გამომყევი მეთქი გეუბნები და შენ კიდევ აფრისტობო.
- აფერისტობ, აბა რას აკეთებ?! იაფად გინდა გამოხვიდე... - პოზიციას არ სთმობდა ელე.
- აი, თურმე რა ყოფილა. - მხიარულად ახარხარდა ვაჟი - არადა, წეღანდელი მხურვალე კოცნის შემდეგ, მეგონა წინააღმდეგი არ იქნებოდით...
- ეგ რა შუაშია? - აპილპილდა აწითლებული გოგონა.
-შუაში კი არა, თავშია... - ისევ ხარხარებდა ვაჟი - ქორწინების გარეშე მსგავსი საქციელი?! ქალბატონო ელენე, ეს ნამდვილად არ გეპატიებათ! - პატარა გოგოსავით დატუქსა.
- აუტანელი ხარ! - აწითლებული და გაბუსხული ისევ საკუთარ ადგილს დაუბრუნდა გოგონა.
- მე?! სხვა რა გზაა, რადგან ეჭვი ჩემს ხელგაშლილობაში შეგეპარათ, დასკუპტით თქვენს მხარეს და მოთმინებით დაელოდეთ ქორწილს, დაჩქარება არც კი იფიქროთ, ერთი ან ორი წლის შემდეგ ალბათ გვეღირსება კიდეც!...- თვალი ჩაუკრა გაბუსხულს და ავტომობილიც დაძრა.
- ორი წელი?! - სასოწარკვეთა გაერია ელეს.
- იქნებ მეტიც. რას გაიგებ?! ნახე რამდენი პრობლემა გვაქვს, პირველ რიგში პოტენციური მტრების მოშორება, რა იცი რა ხდება?! იქნებ ვერც კი მივიდეთ ქორწილამდე. თუ ყველაფერს მშვიდობით გადავიტანთ, აზრი ჩვენებსაც ხომ უნდა ვკითხო, იქნებ სულაც არ უნდა თეკლეს შენი რძლობა?! ისე რა მაგარი სანახავი იქნები, დედაჩემმა რომ დაგიწუნოს. - საკუთარი ხუმრობა აშკარად სასურველზე მეტად ართობდა თორნიკეს - მაიკომაც ხომ უნდა მოიფიქროს, იქნებ არც მას უნდა ყოფილი კრიმინალი სიძედ?! მგონი ბიძაშენთან პრობლემები არ მექნება. როგორ ფიქრობ მე შევეფერები თქვენს ოჯახს?!
- ბაცანა ხარ, არასერიოზული ადამიანი!... - აშკარად გაღიზიანდა ელე.
- შეიძლება, მაგრამ აღიარე, რომ შენ ეს ბაცანა ყველაზე მეტად გიყვარს. უფს, უკაცრავად, თქვენ ხომ ამ სიტყვას ხმამაღლა ვერ ამბობთ! - სიცილის შესაკავებლად ტუჩებმოწკუპულ გოგონას გვერდულად გამოხედა.
- მოგეცა ხომ სალაპარაკო?! - უკვე ნანობდა ელე საუბარში რომ აჰყვა.
- ვხუმრობ, - როგორც იქნა დასერიოზულდა თორნიკე, ქალიშვილის მარცხენა ხელი ტორებში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა - აი, ნახავ როგორი ქორწილი გვექნება, შენ ულამაზესი პატარძალი და ჩემი დედოფალი იქნები. შემდეგ იქნებიან პატარა არაბულები, ქართველიშვილები, გიგაურები და... ელე, ხომ ბევრი შვილი გვეყოლება?
- მინიმუმ თერთმეტი.
- რატომ თერთმეტი? - ვერ მიუხვდა ვაჟი.
- საკუთარი ფეხბურთის გუნდი გვეყოლება. შენ მსაჯი იქნები, ისინი კი ითამაშებენ. - სერიოზული ხმით უპასუხა გოგონამ.
სულ რამდენიმე წამით გამოხედა ვაჟმა.
- ბაცანა! - ვიდრე ვაჟი ეტყოდა თავადვე დაასწრო ელემ.
ღიმილი მაინც გაეპარა არაბულს, ვეღარც ქალიშვილმა შესძლო მიმიკის გასწორება, ორ ხმაში იცინოდნენ გვერდი-გვერდ მსხდომნი, არაბული და გიგაური.
თავი ორმოცდასამი
თავშესაფრის პატარებს ახალი აღმზრდელისა და ფსიქოლოგის საპატივცემულოდ ფერადი, საჰაერო ბურთებიც დაებერათ და ოთახები სადღესასწაულოდ მოერთოთ. დედაოების დახმარებით შეშის ღუმელზე შოკოლადის ტორტიც კი გამოეცხოთ და შუშხუნებით შეიარაღებულნი მოუთმენლად ელოდნენ ახალ ბინადარს. თავშესაფრის ეზოში შევიდა თუ არა წითელი ნივა, მხიარული ყიჟინით გამოცვივდნე ბავშვები. პატარების სიხარულს ის უფრო აორმაგებდა, რომ მიუხედავად ღვიძლ დედასთან გავლილი წლებისა, ელენეს დღემდე მაინც თავშესაფრის ბინადრად მოიაზრებდნენ.
- მე აღარც კი მიყურებთ ხომ, თქვე პატარა მოღალატეებო?! - გაიბუსხა ვაჟი.
- იციან ბავშვებმა ვის უნდა ჩაეხუტონ, ხიბლი დაკარგე თორნიკე! - მხიარულად დაეჯღანა გოგონა.
- ვითომ?! აბა, ვის უნდა ტკბილეული?! - ხელში შეათამაშა ბრჭყვიალა პოლიეთინის პარკებში შეფუთული კამფეტები ვაჟმა და წიწილებივით შემოხვეულმა ბავშვებმაც მისკენ გადაინაცვლეს.
- გგონია მაჯობე?! - ამჯერად ელე ჩაძვრა ავტომობილის საბარგულში, მოზრდილი ჩემოდანი ძლივს გამოიღო - აბა, ვის უნდა ახალი სათამაშოები? - გოგონას სიტყვის დასრულებაც არ დააცადეს, გახსნილ ჩემოდანში იქექებოდნენ პატარა მავნებლები.
- რა ჰქვია შენს საქციელს? - აშკარად განაწყენდა თორნიკე.
- მექრთამეობა... - მიამიტი ღიმილით გახედა გოგონამ.
- მგონი კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, შეიძლება თქვენთვის ბავშვების ნდობა?!... - თავშესაფრის შენობიდან გამოვიდა ნიკოლოზი.
- თქვენც აქ ხართ?! - წამიერად დაავიწყდა თორნიკესთან პატარების ყურადღებისთვის ქიშპობა, ელენე ხელზე ემთხვია მოძღვარს. სულ რამდენიმე წუთით ყურაღებით დააკვირდა ბედნიერებისგან აციმციმებულ თვალებში მამაკაცი და მონატრებული აღზრდილი ძლიერად ჩაიხუტა.
- იცოდე, ახლა ჩახუტებაშიც რომ შემეცილო!.. - მამაოს მკლავებში მოქცეულმა კაპასა სახით ახედა თავზე წამომდგარ თორნიკეს.
- ოდესმე გაიზრდებით?!
- ამას რა გაზრდის, კაპასა, ავი ქალია... - გოგონას ნაცვლად ვაჟმა გასცა პასუხი.
- ბოროტო, გასკდი შურით შენ რომ არ გეფერებიან?!
- სირცხვილია, ბავშვების მაინც მოგერიდოთ, ისინიც აღარ კინკლაობენ... - მსუბუქად დატუქსა მოძღვარმა.
- მამაო აღიარეთ, ხომ მე უფრო გიყვარვართ?! - თვალი ისე ჩაუკრა ბიჭმა, რომ გოგონას არ დაენახა.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... - ხუმრობაში აჰყვა მოძღვარიც.
- შეუძლებელია!... ეს როგორ შეიძლება? ეს მავნებელი ჩემზე მეტად?! - ისევ ძველებურად გაკაპასდა ქალიშვილი.
- მგონი მართლა უნდა დაფიქრდეთ, რა უნდა ამას ბავშვებთან, ჯერ თავადაა გასაზრდელი?! - კმაყოფილი ახარხარდა თორნიკე.
- კარგით რა... - ფეხებს აბაკუნებდა, აცრემლებული ელე.
- ჩერჩეტო!...
- ნეტა გამაგებინა ასე სახელდახელოდ ტირილს როგორღა ახერხებ ეს ამხელა ფსიქოლოგი ქალი?! - წინ მდგომ ასლუკუნებულ გოგონას თმები აუჩეჩა ნიკოლოზმა.
- თავს გაცოდებთ, რომ მოეფეროთ. - ცეხცლზე ნავთს ასხამდა ბიჭი - აფერისტობს. ყურადღებას იქცევს... - გოგონას მოქნეული მუშტი რომ აერიდებინა, მოძღვარს მოეფარა ვაჟი.
- თქვენი იმედი აქვს და დიდ გულზეა. ჩავარდები ჩემ ხელში და ნახავ!... - სიცილით დაემუქრა ელეც.
- ანუ იმედი მაქვს? დამიჭირე აბა თუ მაგარი ხარ! - პატარა ბიჭივით გაიქცა თორნიკე.
მათი შემხედვარე ვავშვებს დავიწყებოდათ სათამაშოებიცა და ტკბილეულიც, გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ მოძღვრის გარშემო მორბენლებს, რომელთაც თავშესაფრის ბანზე არსებული სივრცე აღარ ეყოთ და ეზოში გადაინაცვლეს. მათი სრბოლა აშკარად გადამდები აღმოჩნდა. ველური ყიჟინით პატარებიც ჩაებნენ თამაშში, კივილ-წივილით ვეღარ გაიგებდით ვინ ვის მისდევდა.
- კარგი საკმარისია, დავიღალე ამდენი სირბილით! - მოულოდნელად ელენესკენ შემობრუნდა წინ გავარდნილი ბიჭი.
- ანუ, მნებდები?! - თვალები დაუწვრილდა კმაყოფილ გოგონას.
- ასე გამოდის.
- ცოტა ადრე ვერ დამნებდი? მეც დავიღალე! - ვეღარ სუნთქავდა ელე.
აქოშინებულ გოგონას ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა. მოულოდნელად მოიქცია მარწუხებად ქცეულ მკლავებში, ხელში აიტაცა და აკისკისებული რამდენიმეჯერ დაატრიალა.
- რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ! - ვნება მორეულმა ყვრიმალთან მსუბუქად აკოცა.
- რას აკეთებ, გაგიჟდი?! - თევზივით აფართხალდა მდევრიდან მსხვერპლად ქცეული აწითლებულ გოგონა.
- არარომანტიულო ადამიანო, დამაცადე ამ წამებით ტკბობა! - ცხვირზე გაჰკრა თითი თორნიკემ და სათუთი ტვირთიანად გასწია მომღიმარი ნიკოლოზისკენ.
- დამსვი სულელო, გვიყურებენ! - ისევ ფართხალებდა ელე.
თუმცა მისი აშკარად არ ესმოდა, მხრებში გაშლილი, ლაღი ნაბიჯით მიაბიჯიბედა თავშესაფრისკენ თორნიკე. მხიარული ყიჟინით ამალად მოჰყვებოდნენ პატარებიც.
- ფოტო უნდა გადაგიღოთ და დავაწერო „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“... - ხარხარებდა ნიკოლოზი.
- ხმამაღლა ნუ ამბობთ, თორემ ზოგიერთები პრინცობასაც დაიბრალებენ და საბოლოოდ დავიღუპეთ! - მადლობის ნაცვლად, ფეხქვეშ სიმყარე იგრძნო თუ არა მხიარულად დაეჯღანა ვაჟს და კმაყოფილი მოძღვარს ამოეფარა.
ასე მაიმუნობასა და ხუმრობაში მგონი რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ დასრულდებოდა ის საღამო. ჟივილხივილითა და ამდენი თამაშით დაღლილი ბავშვები აღმზრდელებმა და დედაოებმა საძინებლებში გადაანაწილეს.
დამშვიდობებისას მამა ნიკოლოზმა და თორნიკემ ორ ხმაში ისევ სიფრთხილისკენ მოუწოდეს ელეს და ერთად წავიდნენ.
დედაობს თავშესაფრის დალაგებაშიც დაეხმარა და როგორც იქნა მისთვის გამოყოფილ მცირე ზომის კელიაში შევიდა. მისი ოთახი ხალვათად იწყო გაწყობილი. ხის პადონებისგან აწყობილ საწერ მაგიდას რამდენიმე ფურცელთან ერთად, ნავთის ლამპაც ამშვენებდა. იქვე იდგა ისევ ხისვე ძველებური კარადაც. კარებზე დატანილი ალაგ-ალაგ აჭრელებული სარკით. რკინის, ნიკელის რიკულებიან ზამბარიან ლოგინზე, თეთრი გახამებული თეთრეული გადაეკრათ. თითქოს არაფერი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი იყო ელე. ემოციებით დაღლილს ბარგის ამოლაგების თავი ნამდვილად არ ჰქონდა, ტანისამოსი გაიხადა თუარა სიცივისგან აკანკალებული ლოგინში შეწვა. შუა ზაფხულში უზომოდ ესიამოვნა მატყლის საბანი. თვალწინ ისევ თორნიკე ედგა, ღიმილი ნელ-ნელა ეპარებოდა სახეზე, სასიამოვნო ემოციებით დახუნძლულს უკვე თვალებიც ელულებოდა, რომ უცებ აურკვეველი კრუსუნის ხმა შემოესმა.
- ალბათ კნუტია. - გვერდი იცვალა საწოლში. თუმცა ხმამ იმატა. ოთახში აშკარად ვიღაც იყო და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ტიროდა.
ლოგინიდანვე მისწვდა კედელზე დატანილ ჩამრთველს და განათებულ ოთახში გაოცებულმა მიიხედ-მოიხედა. კარებში ასე სამი-ოთხი წლის წაბლისფერ კულულებიანი გოგონა იდგა. ხელში ცალში ყურ მოგლეჯილი, მტვრიანი ბაჭია დაეჭირა და გულამოსკვნილი ტიროდა.
- აქ რას აკეთებ? რატომ ტირი? ვინმემ გაწყენინა? - დაფეთებული წამოვარდა ლოგინიდან, პატარა ხელში აიტაცა და კითხვების კორიანტელი დააყარა.
- მე, მე, ჩემი კურდღელი… - ისევ სლუკუნებდა გოგონა.
- ვინმემ გაგიფუჭა?!- დაგლეჯილ ბაჭიაში ძლივს ამოიცნო მისი ჩამოტანილი სათამაშო.
- ეზოში დამრჩა და მურამ შემიჭამა... - გული ამოუჯდა ბავშვს.
- მურამ?! - სიცილი ძლივს შეიკავა ელემ - ეგ არაფერი, ახალი ვიყიდი.
- ახალი არ მინდა... - ტირილს უმატა გოგონამ.
- იცი, რომ შენისთანა ლამაზმა გოგონებმა არ უნდა იტირონ? - გაწეწილი თმები გადაუწია და ცრემლები ფრთხილად მოსწმინდა ხელის გულებით - ცოტა შემცივდა. მოდი, ახლა შენს ოთახში წაგიყვან, დაიძინე, ხვალ კი ვაბანაოთ და ვუექიმოთ შენს ბაჭიას.
- ყურსაც მიმიკერებ? - ხელისგულში მოქცეული მოგლეჯილი ყურის ნარჩენი სახესთან მიუტანა პატარამ.
- მიგიკერებ!
- კარგი ხარ! - კმაყოფილმა შესცინა გოგონამ - შენთან რომ დავიძინო? - მეტიჩარა სახით გაეპრანჭა პატარა.
ისეთი ლამაზი იყო, ისეთი საყვარელი.
- გემრიელად თუ ჩამეხუტები, დავიძინოთ! - ღიმილი გაეპარა ხმაში ელეს.
- მაგრა, მაგრა?! - უკვე ლოგინში მწოლიარე ბედნიერი უღიმოდა გოგონა.
- მაგრა, მაგრა! - სიცილით გაიმეორა ბავშვის ნათქვამი, მატყლის საბანი კარგად შემოუკეცა და ორივე ხელით ჩაიხუტა საწოლის მოწილე - არ მეტყვი, რა გქვია?
- ინტერესით ჩაეკითხა ელე.
- ნინი... - ძილ-ბურანში უპასუხა ბავშვმა.
- კოკროჭინა, ნინი...

ასე გახდა ელენე თავშესაფრის ყველაზე ახალგაზრდა და თბილი აღმზრდელი. მართალია დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ პატარებს იმდენად დიდი სითბოთი და სიყვარულით ექცეოდა, რომ მათი გულის მოგება არ გასჭირვებია. ნამდვილად უყვარდა თითოეული, თუმცა ყველასგან გამორჩეული მაინც მეტიჩარა ნინი ჰყავდა. ბავშვებთან ურთიერთობა მასაც დაეხმარა, ნელ-ნელა მოდუნდა, მოეშვა და რომ არა ყოველ მისვლაზე ნიკოლოზისა და თორნიკეს გაფრთხილებები, იქნებ დაევიწყებინა კიდეც საფრთხის არსებობა.
ნელ-ნელა ზაფხულიც იწურებოდა. ხევსურეთი ტურისტთა ტალღას ღირსეულად იგერიებდა. უცხოენების კარგად მცოდნე თორნიკემ გიდის ფუნქცია იკისრა. თბილისში ჯგუფის დაკომპლექტებაში დათა და იკა ეხმარებოდნენ. თავად ჩასულ ექსტრემსა და გართობას მოწყურებულ სტუმრებს ადგილზე ხვდებოდა, საოჯახო სასტუმროებში აბინავებდა და წინასწარ დადგენილი ტურით ხან მუცოს ციხეს დაატარებდა და ხან გუდანსა და შატილში.
როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, შინ მისვლამდე აუცილებლად შეივლიდა ელენესთან. ბევრჯეს საუბარში გართულ წყვილს თავზეც დასთენებიათ. ზოგჯერ კი, თუ სტუმრობისთვის ზედმეტად გვიანი გახლდათ, უბრალოდ იჯდა მისივე ეზოში, გაჰყურებდა თავშესაფრის ეზოს და ოცნებობდა. მხოლოდ ნათება შეპარული ცის დანახვაზე ხვდებოდა, რომ ფიქრში კიდევ ერთი უძილო ღამე დასთენებოდა თავზე.
სტუმრები და მნახველები არც მონასტერს აკლდა. მლოცელთა ერთი პარტია მიდიოდა, მეორე მოდიოდა. ნიკოლოზი და მამაოები მათ მიღებას ვეღარ ასწრებდნენ. იშვიათად ახერხებდა ელენესთან ჩასვლა. ისევ გოგონა თუ აიყვანდა წირვაზე დასასწრებად პატარებს. თეთრ სამოსში გამოწყობილი გოგო - ბიჭები მგალობლებთან ერთად გალობდნენ, ზიარებისას სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივდებოდნენ და შოშოებივით პირდაფჩენილნი ელოდნენ მათთვის განკუთვნილ სეფისკვერებს. შეიძლება ზიარების აზრს დიდად ვერც იგებდნენ, თუმცა ერთი რამ ცალსახად იცოდნენ, სეფისკვერების გამო ნადვილად ღირდა უზმოზე ყოფნაც და ეკლესიაში ამდენ ხანს ფეხზე დგომაც.

იმ დღესაც ასე იყო. თუმცა რატომღაც უჩვეულოდ დამძიმებული იყო მოძღვარი. დილიდანვე თორნიკემ ელენე და ბავშვები ამოიყვანა მონასტერში. რაღაცაზე იცინოდა ვაჟი, მაგრამ მისი სიტყვები აშკარად არ ესმოდა მოძღვარს. ნიკოლოზი ცაფიქრებული დიდხანს უმზერდა ერთმანეთის გვერდი-გვერდ მდგომ ქალ-ვაჟს. აღმზრდელის კალთაზე ტკიპასავით მიწებებულ ნინის და უნებურად წარსული ახსენდებოდა. თითქოს ისევ მინდია და სალომე ედგნენ წინ. უგუნებობას იოლად მიუხვდნენ.
- მამაო, ხომ კარგად ხართ? - რამდენიმეჯერ ჩაეკითხა ქალიშვილი, თუმცა მოძღვარმა პასუხს თავი აარიდა.
ნიკოლოზის განწყობა კარგად არ ენიშნა თორნიკეს. აჩქარდა, ელენე ბაშვებთან ერთად ისევ თავშესაფარში წამოიყვანანა, თავად კი ისევ მონასტერში დაბრუნდა. დიდხან უკირკიტა მამაოს, ხან როგორ დაუსვა კითხვა და ხან როგორ, თუმცა უგუნებობის მიზეზი მაინც ვერ ათქმევინა. შუბლ შეკრული მოძღვარი ჯიუტად დუმდა. საბოლოოდ მწუხრის ლოცვისთვის განმარტოება მოიმიზეზა და მონასტრის ეზოში, ახლად აშენებულ მცირე ზომის ტაძარში შევიდა მამა ნიკოლოზი. მუხლებზე მდგომი მოძღვარი მხურვალედ დიდხანს ლოცულობდა.
უკნიდან ფეხის ხმა შემოესმა, ტაძარში აშკარად ვიღაც შემოვიდა. კარგად იცოდა ნიკოლოზმა, მასთან ლოცვის დროს შემოსვლას ვერც ბერები გაბედავდნენ და არც მრევლის რომელიმე წევრი. მით უმეტეს არ შევიდოდა თორნიკე. გრძნობდა უცნობის დაძაბულ, გახშირებულ სუნთქვას, თუმცა მოძღვართან არც ის მისულა.
ნიკოლოზი აშკარად არ ჩქარობდა და უცნობიც ჯიუტად ელოდა ლოცვის დასრულებას. უკვე კარგა ხნის შებინდებული იყო, როცა ლოცვა დაასრულა, ემოციებისგან დაღლილი მძიმედ წამოდგა და კარებისკენ შემობრუნდა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მაცხოვრის ხატთან თავდახრილი, სანთლით ხელში იდგა გიგა გიგაური.


თავი ორმოცდაოთხი
არც გაოცება, არც სიბრაზე, არც კითხვა, როგორ? არც კითხვა, რატომ? თითქოს ელოდა კიდეც. ამჯერად ტაძარში მდგომნი ისევ უსიტყვოდ აკვირდებოდნენ ერთმანეთს. დახურულ სივრცეში გატარებულ წლებისგან გაცრეცილ, გათეთრებულ სახეზე კაპილარებიც კი ემჩნეოდა გიგას. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, მის სახეს ავადმყოფურს მაინც ვერ უწოდებდი. რაღაც ნამდვილად შეცვლილიყო გიგაურში. თვალებში უცნაური სხივი, სიცოცხლის სურვილი დაჰბრუნებოდა.
- ხედავ, დავმარცხდი?! სუსტი ვყოფილვარ, ნიკოლოზ. - დუმილი დაარღვია სტუმარმა - ჩემივე ფეხით მოვედი შენთან!
- საინტერესოა, ვისთან იბრძოდი გიგაურო?!
- შენთან, ღმერთთან და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს საკუთარ თავთანაც კი...
- ჩემთან ბრძოლა დიდი ხნის დასრულებული გქონდა. სამწუხაროდ იგივეს დანარჩენებზე ვერ გეტყვი. უდაოდ ძლიერი მტრები გყოლია. - ირონიულად გაეცინა მოძღვარს - შეიძლება გავიგო, როგორ გამოხვედი ან აქ რამ მოგიყვანა?!.
- უხერხულ კითხვას სვამ. ჩემთვის გამოსვლა პრობლემა რომ არ იყო შენც კარგად იცი. უბრალოდ, დღემდე ამის საჭიროება არ ყოფილა...
- ახლა რა შეიცვალა?
- დროა, ნიკოლოზ.
- რისი დროა? - ინტერესით ჩაეკითხა მამაო.
- სვავები გვიტრიალებენ, არც ირაკლია უმოქმედოდ.
- სვავები?! იმედია შენ არწივობაზე არ დებ თავს! - ირონიულად გაეცინა მოძღვარს.
- ქიშპობის დრო აღარ გვაქვს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთმანეთს ვჭირდებით. - დაიძაბა გიგაური.
- ასე მგონია მიტინგზე გამოდიხარ, თუმცა ზოგჯერ მართალიც ხარ. - მშვიდად უპასუხა მოძღვარმა.
- უკვე ხეობაში არიან! - ნიკოლოზის გულგრილ ტონს ყურადღება არ მიაქცია გიგაურმა.
- ეგეც ვიცი.
- მერე?! - აშკარად გააღიზიანა მოძღვრის სიმშვიდემ სტუმარი.
- ვერ გავიგე, რა გინდა გიგა?!
- ვერა?! ამას სერიოზულად მეკითხები?! შურისძიების, სამართლიანობის აღდგენის დროა, ნიკა... - ხმას აუწია საბოლოოდ გაბრაზებულმა გიგაურმა.
- იმედია მოსამართლის როლი შენ არ იკისრე?... - ირონიულად ჩაეკითხა მამაო.
- არა, მოსამართლეობას შენ გარგუნებ, მე კი ჯალათის როლიც დამაკმაყოფილებს...
- ჯალათის?! - გაოცებულმა შეხედა მოძღვარმა - გამოდის შეცდომებზე ვერაფერი გისწავლია.
- ცხოვრებაში ერთხელ მეც ხომ უნდა მოვიქცე სწორად?
- შორისძიებაზე ფიქრი სწორია?!
- დაიმსახურეს... - კბილებში გამოსცრა გიგაურმა.
- დაიმსახურეს?! ამას ვინ წყვეტს, შენ?!
- ამას როგორ ახერხებ? მართლა მშვიდად ხარ, თუ მეჩვენება?! მათ ხომ მინდიაც...
- არაბულების ხსენება არც კი გაბედო... - ზიზღით გახედა მოძღვარმაც.
- გგონია მსიამოვნებს რაც ხდება?! უფლება რომ მქონდეს, საერთოდ დავივიწყებდი არაბულებსაც და თქვენც, შენ წარმოიდგინე საკუთარ ძმასაც კი ამოვრეცხავდი ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ...
- რა მაგრამ?
- ელენეს რა ვუყო?! როგორ დავიკიდო ერთად-ერთი ძმისშვილი?!
- ელენე რა შუაშია არაბულებთან?
- ხუმრობ თუ მე მიმოწმებ ნერვებს?! იმის შემდეგ რაც ერთმანეთისთვის გააკეთეს გინდა დამაჯერო, რომ ის ბიჭი ჰკიდია?
- ნუ გავიწყდება, ტაძარში დგახარ! - შეუღრინა მოძღვარმა.
- მახსოვს. - არ ჩამორჩა გიგაც.
- მართლა? რაღაც არ გეტყობა...
- სიტყვებზე ნუ მეკიდები. გეუბნები ის შენი სანაქებო თორნიკე საფრთხეშია, როგორც არაბულების მემკვიდრე, მასთან ერთად ელენეც და შენ მხოლოდ სიტყვებს მისწორებ?!
- ყველაფერს მისი დრო აქვს. მათთვის დადგენილი ღვთის სასჯელს ვერსად გაექცევიან...
- შეიძლება ყველაფერში სხვას ელოდებოდე? ისევ ღმერთმა თქვა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო!... დროა ნიკოლოზ, დრო! - ჯიქურ უმზერდა მოძღვარს თვალებში.
- საკმარისია! ვინ მოგცა უფლება, ღვთის სამართალში ეჭვი შეიტანო?! ვინ მოგცა უფლება გადაწყვიტო, ვის რა სასჯელი ეკუთვნის? შეიგნე, შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინ სამართლიანობაზე უნდა ილაპარაკოს. თვითნებურად ვერ იმოქმედებ გიგაურო, უფლებას არ მოგცემ!... - დაიგრგვინა ნიკოლოზმა.
- გამოდის, სულ ტყუილად მოვსულვარ შენთან, ან რისი იმედი მქონდა?!...- ტაძრიდან თითქმის გამოვარდა გიგა.
- შენ ჩემთან კი არა, უფლის სახლში ხარ მოსული დაყველაზე კარგად შენვე იცი რისთვისაც! - უკან გამოჰყვა მოძღვარიც.
- გგონია, ამ შენს ციხე სიმაგრეში უსაფრთხოდ ხარ?! გგონია, ვერ მოგწვდებიან?! - მისკენ შებრუნდა გიგა.
- გინდა დამაჯერო, რომ ჩემზე ღელავ?! - ირონიულად გაეცინა მოძღარს.
- მათთვის მღვდელი კი არა, მოწმე ხარ, მოწმე რომელიც უნდა მოიშორონ!... - ისე შეანჯღრია წინ მდგომი, თითქოს ნიკოლოზის აზრზე მოყვანას ცდილობდა.
- ცუდად მიცნობ, გიგაურო. - ხელი უხეშად გაინთავისუფლა მოძღვარმა.
- გიგა?! - აშკარად გაუკვირდა თორნიკეს ტაძრის ეზოში მოძღვართან მოკამათე მამაკაცის დანახვა - რა ხდება?
- არაფერი. გიგაურმა შეიტყო ჩვენი სტუმრების აქ ყოფნის შესახებ და პანიკაში ჩავარდა!
-ეგ ქედმაღლობა დაგღუპავს ნიკა! - კბილებში გამოსცრა გიგამ.
- იქნებ დამღუპოს კიდევ, არაფერის გამორიცხული. შენი ლგოკით ჩემი აგნადგურება თუ უნდათ, ახლა ცოცხალი არც უნდა ვიყო. თუმცა ერთ რამეს მაინც გეტყვი, ისინი უკვე ბრძანდებოდნენ ტაძარში. იმდენად მხდალები არიან, რომ ახლოს მოსვლაც ვერ გაბედეს. ქურდულად, აი იმ კუთხეში იდგნენ.... - თავით მონასტრის ეზოს შესასვლელისკენ ანიშნა - იქიდან აცეცებდნენ საზიზღარ თვალებს.
- ხვდები მაინც რაზე ლაპარაკობ?! - მათთან მისულ თორნიკეს აღარ მოერიდა გიაური და ისევ ხმას აუწია - მათთვის მოწმე ხარ, მოწმე, რომელიც უნდა მოიშორონ!
- და რა გინდა გიგა, შიშისგან კანკალი დავიწყო?! - ზიზღით გახედა მამაკაცმა.
- კანკალს არა, თავდაცვას გთხოვ!
- სასაცილოდ არ გეჩვენება, გიგა გიგაური თავდაცვისკენ მომიწოდებდეს?! - ირონიულად ჩაეკითხა თორნიკეს, რომელიც სერიზული სახით ისმენდა მათ დიალოგს და ჩარევა აზრადაც არ მოსდიოდა.
- ჩემი აქ ყოფნის შესახებ არ იციან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ისევ ციხეში ვარ, შესაბამისად არც სიფრხილის ნორმებზე ფიქრობენ, ჯერ - ჯერობით თავისუფლად მოქმედებენ. შემიძლია მოულოდნელობი ეფექტით ვისარგებლო და...
- დარწმუნებული ხარ, რომ არ იციან?! - ისევ ირონიულად ჩაეკითხა მოძღვარი.
- რა თქმა უნდა!
- გიგა, ვინმე გახლავთ?! - მოულოდნელად შეაწყვეტინა თორნიკემ.
- არა.
- უცნაურად არ გეჩვენებათ, ფარებ გამორთული მანქანით სიარული?
თავით გზისკენ ანიშნა თირნიკემ. ყურადღებით დააკვირდნენ ვაჟის მიერ ნაჩვენებ მიმართულებას. მონასტრის ეზოდან სულ ოდნავ ჩანდა ფარებგამორთული, მუქი ფერის ავტომობილი როგორ მიიკვლევდა გზას ტყის მასივისკენ.
- გვითვალთვალებენ! - მღელვარება წამითაც არ შესტყობია ნიკოლოზს.
- ასე ახლოს მოსვლის საშუალებას როგორ აძლევთ?! - აღშფოთდა გიგა.
- ნუ ღელავ, როგორც მოვიდნენ, ისევე წავლენ, ორი კვირაა ასე სეირნობენ. შენც გილოცავ, გიგაურო! თუ აქამდე შენი სტუმრობის შესახებ არ იცოდნენ, დღეს ნამდვილად შეიტყობენ! - ხელი მეგობრულად დაუტყაპუნა მხარზე.
- ძალით შვრები? ჩემი გაგიჟება გინდათ?!
- მომისმინე, გიგაურო. მხოლოდ შენ არ ღელავ და ნერვიულობ. წლებია ველოდებით მაგათ გამოჩენას. წლებია, მახეს ვუგებთ დასაკავებლად, უფლებას არ მოგცემთ შენი სუპერმენობით ამდენი ნაწვალები წყალში ჩაგვიყარო... - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარებოდან მოძღვარი.
- წინ ყოფილხართ წასული, გეგმა გქონიათ, ისეთი დებილები გგონიათ, რომ თქვენს მიერ შედგენილი სცენარით იმოქმედებენ?! -ხმას აუწია გიგამ.
- საკმარისია. მათი დაკავება შენი პრობლემა არაა და შეიგნე ეგ.
- თქვენი უბედურება იცით რაა?! ზედმეტად თვითდაჯერებულები ხართ. სათანადოდ ვერ აფასებთ მათ უნარებს.
- დიდი მადლობა, ჩვენზე ზრუნვისთვის! - ცინიზმი არ დაიშურა ნიკამ.
- გესლიანი ენა გაქვს. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არც გამოვიხედავდი თქვენსკენ, მაგრამ...
- რა მაგრამ? - ამჯერად თორნიკე ჩაეკითხა გიგაურს.
- ელენეს რა ვუყო?! თქვენი წყალობით ეგ ჯიუტი გოგოც საფრთხეშია.
- ჩვენი წყალობით? იმედია შექმნილ სიტუაციაში ჩვენ არ გავადანაშაულებ... - ნელ-ნელა სიბრაზე თორნიკესაც ერეოდა.
- აბა ვისი ბრალია? რას ელოდებით? ვის ელოდებით? მათ განადგურებაზე იოლი რაა? ერთი „აბოიმა“ სულ ეყოფათ მთელ მათ გვარსა და ჯილაგს.
- შენც კარგად იცი, გიგა, რომ თითქმის ოცდაათი წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო არავის დააკავებენ. გვინდა ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ თავის დაძვრენა იოლად ვერ შესძლონ... - ისევ თორნიკეს შეეცოდა განერვიულებული მამაკაცი და გადაწყვიტა მათი გეგმები გაეზიარებინა.
-იმას რასაც შენ შეცდომას ეძახი, ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს. შემდეგ გვიანი რომ იყოს?! იქნებ სჯობდა პირველი დარტყმა ჩვენვე მიგვეყენებინა?
- მორჩი გიგა. კარგად იცოდი, რომ შურისძიებაზე არ დაგეთანხმებოდი, მაგრამ მაინც მოხვედი. შენი გადაწყვეტილების სისწორეში თავადვე გეპარებოდა ეჭვი.
- ერთი რამ იცოდე, შენც და შენმა ღმერთმაც, სულ რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიხრუკო, ელენეს უბატონოდ ხმაც რომ გასცენ, მის სიცოცხლეს ვფიცავ, ხელი არ ამიკანკალდება, სიკვდილს სანატრელს გავუხდი. თოთოეულს მათგანს ყველაზე სადისტური ფორმით ამოვხდი სულს... - ისე ემუქრებოდა ნიკოლოზს, თითქოს მისი ბრალი იყო დამნაშავეების დღემდე დაუსჯელობა.
- ამ ორი დღის გამომცხვარ ბიძას შეხედე ერთი რა დღეშია. მხოლოდ შენ გიყვარს ეგ ბავშვი?!
- თქვენზე ნაკლებად არც მე არ მინდა ჩემი მშობლების მკვლელებზე შურისძიება. თუმცა მაინც მინდა, სამართლიანობის მჯეროდეს. ახლა ნებისმიერი ზედმეტი მოქმედებით შეიძლება დავაფრთხოთ და ქვეყნიდან გაგვექცნენ. მოდით დავაცადოთ სამართალდამცავებს მათი საქმე გააკეთონ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. თუ არაფერი გამოგვივა, ყველაზე იოლი მათი ლიკვიდაციაა... - ცივად, საქმიანად ისე მსჯელობდა თორნიკე, თითქოს საქმე ადამიანების სიცოცხლეს არც ეხებოდა.
- თორნიკე, ამ ომში შენ არ ერევი! - თვალების ბრიალით გააჩუმა მოძღვარმა - ყველაზე წმინდა, რაც შენ ახლა გევალება, ელენეს პატრონობაა. დანარჩენს კი მე და გიგა მივხედავთ.
- როგორც იქნა მოხვედი აზრზე?! - კმაყოფილმა ჩაიცინა გიგაურმა.
- გიგა! - ღრენით გახედა მოძღვარმა.
- კარგი ნუ ცხარობ. ისე მღვდლისთვის ასეთი ხასიათი შეიძლება?! მაგარი უცნაური კაცი ხარ. გული რომ არ დაგწყდეს, ჯერ შენს გეგმას მივყვეთ, - ისე გააგრძელა თითქოს ვერ შენიშნა ნიკოლოზის გაბრაზება - თუ არ გაამართლებს, ჩემს გეგმას რაღა უდგას წინ?! - კმაყოფილმა თვალი ჩაუკრა თორნიკეს.
- შედეგი მაინც ერთი გვექნება, ის ნაბოზვრები ერთხელ და სამუდამოდ გაქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან! - გიგას აჰყვა თორნიკეც.
- ეკლესიაში ხართ! - ამჯერად ღრენით თორნიკეს გახედა მამაომ - სათქმელი უკვე გითხარით. მსგავსი მეთოდებით ბრძოლა არ დაგვჭირდება...
- ჩვენც ეგ გვინდა, ნიკოლოზ... არც ჩვენ ვართ სისხლს მოწყურებული გიჟები. - კმაყოფილი იცინოდა გიგაური.
- თორნიკე, არ შეგაცდინოს იცოდე, შეუთანხმებლად არაფერი გააკეთო! - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ვაჟს.
- ნუ ღელავთ, მამაო. ყველაფერი კარგად იქნება, თქვენს ბიჭს არ დავაზიანებ, არც ვაცდუნებ... - სიცილი ვეღარ შეიკავა გიგაურმა.
გაღიზიანებული მოძღვარი ვაჟს დაემშვიდობა, გიგას აღარც შეხედა ისე შევიდა საკუთარ კელიაში.
- სულ ასეთი ფხუკიანი იყო, თუ მე ვმოქმედებ ასე დადებითად?! - ისევ იცინოდა მამაკაცი, თუმცა თორნიკეს დაძაბული სახის დანახვაზე მყისვე გაჩუმდა - როგორ ფიქრობ ახლა წასვლა სწორი იქნება? -აშკარად ვაჟის აზრები ამოიკითხა.
- არ ვიცი, აქამდეც გვითვალთვალებდნენ, თუმცა ასე ახლოს არ მოსულან. მგონი ჯობს დავრჩე და...
- თქენი მართლა გამკვირვებია, სამიზნე კურდღლებივით სხედხართ და ელით?!
- ხომ გესმოდათ მოძღვრის?!
- იქნებ ცდება ნიკოლოზი?!
- შეიძლება ცდება კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ასე სჯობს.
- კეთილი იყოს თქვენებურად. დაიცადეთ და ელოდეთ. მე კი ჩემ გეგმას მივყვები.
- თქვენს გეგმას?! - ეჭვით ახედა ვაჟმა.
- ნუ გეშინია, ღმერთმა ქნას თქვენი სტრატეგია მართებული გამოდგეს, მე ჩემი მოქმედებით ნამდვილად არ დაგაზარალებთ, უბრალოდ ერთი ნაბიჯით წინ ვიქნები!... - თვალი ჩაუკრა გიგაურმა და მონასტრის ეზოდან გავიდა.
- მომავალ სიმამრს შენ რატომ არ გაჰყევი?! - მოძღვრის კელიის კიბეზე მჯდომ თორნიკეს თავზე ნიკოლოზი წამოადგა.
- აქ ყოფნა მირჩევნია.
- გიგაურმა შენც შეგაშინა?! - ღიმილი გაეპარა ვაჟის სერიოზული სახის შემხედვარე მამაოს.
- რომ დაგჭირდეთ?
- ჩემზე ნუ ფიქრობ. ახლა აქ კი არა, ბავშვებთან და ელენესთან უნდა იყო. მათი უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია. მონასტერზე ასე აშკარად თავდასხმას ვერ გაბედავენ და რომც გაბედონ, თავდაცვას ჩვენითაც შევძლებთ. სოფელში წადი, მე იქ უფრო მჭირდები.
- კი, მაგრამ ელენე დილით ვნახე...
- ნუ მაიძულებ ძალით გაგადო!.. დაჯექი ავტომობილზე და წადი! - უჩვეულოდ მკაცრად ჟღერდა მოძღვრის სიტყვები.
კიდევ აპირებდა შეწინააღმდეგებას ვაჟი, თუმცა ნიკოლოზის გაკერპებული სახის დანახვაზე შეწინააღმდეგება ვეღარ გაბედა. მორჩილად დახარა თავი და მიუხედავად იმისა, რომ ფეხები უკან რჩებოდა, მაინც გაემართა ავტომობილისკენ.
- ამაღამ აქ შენი ადგილი არაა. - ალაყაფიდან გავიდა თუ არა წითელი ნივა, შვებით ამოისუნთქა - ვნახოთ ერთი რისი მაქნისები ხართ! - მოთვალთვალეებს ღრენით გახედა და კელიაში ბერებთან შევიდა მოძღვარი.

- თვითდაჯერებული, ქედმაღალი იდიოტი! როგორ გაბედავენ, როგორ აკადრებენ. მაგ წვერით თხასავით რომ დაგკიდებენ, მერე ისწავლი ჭკუას! - ფეხით მოუყვებოდა გზას ნიკოლოზზე გაბრაზებული გიგაური.
თუმცა, როგორც კი მოთვალთვალეთა ავტომობილს გასცდა, აქეთ-იქით მიმოიხედა, დარწმუნდა რომ ვერავინ დაინახავდა, გადაუხვია, და სირბილით ვიწრო ბილიკს დაადგა. ამ ადგილებს ბავშვობიდანვე კარგად იცნობდა გიგა, ხშირად წამოსულა უმცროს ძმასთან ერთად სანადიროდ, კვირაობით მჯდარან ნადირის მოლოდინში. წლების შემდეგ დაბრუნებული ისევ ნადირობდა გიგაური, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო სახიფათო მტერზე ნადირობდა. ფრთხილობდა გიგა, მერე და როგორ ფრთხილობდა.
პანტერისებული ნაბიჯით მიიწევდა წინ, ჩაბნელებულ ავტომობილს უკანა მხრიდან მოუარა და ისე დაიმალა, რომ ავტომობილისთვისაც ეთვალთვალა და მონასტრის ეზოც დაენახა.
- ეს სულელი ბიჭიც წამოვიდა?! - უკმაყოფილოდ გახედა მონასტრის ეზოდან გამოსულ არაბულების წითელ ნივას.
უცნაური შეგრძნება დაუფლებოდა მამაკაცს, ადერენალინის მოზღვავებას გრძნობდა, თითქოს ისევ თხუთმეტი წლის ბიჭი იყო. გაფაციცებული, სუნთქვა შეკრული აკვირდებოდა სიბნელეში მოძრავ ლანდებს. მამაკაცისდა გასაკვირად, სულაც არ ისხდნენ მოთვალთვალეები უძრავად. ნათლად დაინახა, რამდენიმე შეიარაღებულმა მამაკაცმა, როგორ გადმოიღეს ავტომობილის საბარგულიდან რკინის ჭურჭელი, „კანისტრები“.
- რა ჯანდაბას აპირებენ?! - სუნთქვა შეკრული ფრთხილი ნაბიჯით აედევნა მონასტრისკენ წასულ ლანდებს.
სწრაფად მოძრაობდნენ მამაკაცები. სხარტი მოძრაობით მონასტრის გალავანს მთელ სიგრძეზე მოასხეს სითხე. ნავთისა და ბენზინის სუნი ტყეშივე იგრძნო გიგაურმა, ერთ-ერთმა ლანდმა ანთებული სანთებელა ხელში შეათამაშა და მონასტრისკენ მოისროლა. მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშებულ გიგაურს სროლა დავიწყებოდა, თვალებ გაფართოებული უმზერდა როგორ აბრიალდა ცეცხლის ალი, შესაშური სისწრაფით წამებში მოედო გალავანს ცეცხლი, სულ რამდენიმე წამი და მთელი მონასტერი წითლად აალდა.
ერთხელ კიდევ ახედა რამდენიმე წუთის წინ გამოვლილ შარას თორნიკემ, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ეკლესიის გუმბათს და სოფლისკენაც გადაუხვია. ის - ის იყო არაგვზე გადებულ ხიდზეც გადავიდა და ტყიდან ავარდნილმა კვამლმაც მიიქცია მისი ყურადღება. მონასტერი იწვოდა.

თავი ორმოცდახუთი
ფიქრი არ დასჭირვებია ვაჟს, ავტომობილი მყისვე მოაბრუნა და ისევ მონასტრისკენ მიმავალ გზას დაადგა. სიბნელეში მოძრაობა უჭირდა, თუმცა მაინც ახერხებდა ავტომობილის პარალელურ რეჟიმში მართვასაც და მობილურზე რეკვას. რესპოდენტი ჯიუტად დუმდა.
- ჯანდაბა, მოლოდინაშვილო, რომ გკითხონ ყველაფერს აკონტროლებ, არადა ტელეფონს არასოდეს იღებ!... - ზიზღით გამოსცრა კბილებში და მობილური გვერდზე მოისროლა.

სამრეკლოზე განგაშის ზარებს რეკდნენ. ხანძრის შესახებ მალევე შეიტყვეს ბერებმა. სულ რამდენიმე წუთში გამოიშალნენ კელიებიდან. ნაწილი ჭიდან იღებდა წყალს, ვიღაც რკინის სათლებს ავსებდა ცეცხლის ჩასაქრობად, ვიღაც ჭურჭელს მოარბენინებდა, ვიღაცას რეზინის შლანგები მოემარჯვებინა, თუმცა უშედეგოდ. ცეცხლი უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
- გალავანთან ქვიშა ყარეთ, ცეცხლი ტყეს რომ მოედოს დავიღუპებით! - ნიკოლოზის ბუბუნა ხმა სიბნელეშიც გამოარჩია გიგაურმა.
თითქოს წინამძღოლს ელოდნენო, ბერებმა სათლებს თავი ანებეს, ამჯერად მონასტრის ეზოში დაყრილ სამშენებლო მასალას მიადგნენ. ქვიშას და ქვა-ღორღს ურიკებითა და ნიჩბებით წრიულად აყრიდნენ მონასტრის გალავანს.
- ეს რა ჰქნეს ამ ძაღლის შვილებმა?! - ნერვებისგან ცახცახებდა წინამძღოლი.
- გამორიცხულია, ცეცხლს ვერ შევაჩერებთ! - გვერდით მდგომი ერთ-ერთი ბერი ეჭვით უმზერდა ალაპლაპებულ ცეცხლს.
- ხატები და ძვირფასი ნივთები უნდა გამოვაბრძანოთ ტაძრებიდან! - ისევ გაისმა ნიკოლოზის ბრძანება.
გიგაური არ ჩქარობდა გამოჩენას. მამაოებს მისი დახმარება აშკარად არ სჭირდებოდათ. გიგას ყურადღება მთლიანად ისევ ტყეში ჩასაფრებულ თავდამსხმელებისკენ იყო მიპყრობილი.
მონასტრის მთავარი ტაძრისკენ რამდენიმე ბერის თანხლებით გარბოდა ნიკოლოზი. თუმცა მხოლოდ ნიკოლოზი არა. ნათლად დაინახა გიგაურმა, ტყის ჩაბნელებული მასვიდან როგორ გამოცოცდა ორი ლანდი, სხარტი მოძღაობით აუარეს გვერდი მთავარ შესასვლელს და უკვე ჩამორღვეული გალავნიდან მონასტრის ეზოში შეუმჩნევლად შეაღწიეს. არც გიგაურს უფიქრია დიდხანს. თავადაც უკან გაჰყვა ლანდებს.
გარემოს აშკარად კარგად იცნობდნენ. მიზანმიმართულად თავადაც მთავარი ტაძრისკენ აიღეს გეზი. უცნობებს ყურადღებას არავინ აქცევდა. მამაოები და ბერები ტაძრებიდან და კელიებიდან ხატებსა და ძვირფას ნივთებს მოაბრძანებდნენ.
- ზედმეტად ახლოსაა! მცირე ტაძარში შესვლას ვერ მოვახერხებთ! - დანანებით შეხედა გალავნიდან გადმოსულ ალს ერთ-ერთმა ბერმა.
- მაცხოვრის ხატი?! - უკვე გამობრძანებულ ხატებში მცირე ტაძარში დაბრძანებული ხატო არ ჩანდა.
პატრიარქისგან მონასტრისთვის საგანგებოდ დაწერილ ხატს ასე მარტივად ნამდვილად არ დასთმობდა. თუმცა ტაძრის ცენტრალურ შესასვლთან უკვე მიეღწია ცეცხლს. თვალი მარცხენა კედელთან მდგომ რკინის ხარაჩოებისკენ გაექცა. ამდენი წლის შემდეგ, ანაფორა ერთი ხელის მოსმით გადაიძრო და ხარაჩოებისკენ გაქანდე. მასვე მიჰყვა გიგაურიც.
- აქ რას აკეთებ? - ღრენით გამოხედა ნიკოლოზმა ხარაჩოზე მაიმუნივით შემხტარ გიგას.
- ცხოვრებაში ერთხელ მოვინდომე გულწრფელად ლოცვა და მაშინაც ქურდივით მიწევს ტაძარში ძრომა! - ირონიულად გაეცინა მამაკაცს - თან არა მგონია ამ სარკმელში შეძრომა დახმარების გარეშ მოახერხო! - ტაძრის ვიწრო სარკმელს ეჭვით გახედა გიგამ.
- ტაძარში შეხვალ?!
- უფლებას მომცემ?! - ანცი ბავშვივით უელავდა თვალები გიგაურს.
- რა თქმა უნდა! - უნებურად გაეღიმა ნიკოლოზს - აქედან შედი, ყველაზე მოკლე გზა ახლა ხატამდე მისასვლელად ეს კიბეა, უკანა გზაზე ისევ აქეთ დაბრუნება აღარ გარისკო, სავარაუდოდ ცეცხლი მოგწვდება. ტაძრის გუმბათისკენ აიღე გეზი. ხატი იმ სარკმლიდან მომაწოდე, მეც იქ დაგხვდები! - ხელით გვერდით, გუმბათისკენ ამსვლელი ხარაჩოსკენ მიუთითა, უკვე ტაძარში მყოფს.
მოხერხებულად შეძვრა სარკმელში, მიუხედავად შენობაში შეღწეული ცეცხლისა საკურთხევლამდე მისვლა მაინც არ გასჭირვებია. დასვენებული ხატი მკერდზე სათუთად მიიკრა და კმაყოფილმა ზემოთ აიხედა. თუმცა მოძღვრის ნაცვლად სარკლმელში ცეცხლის ალი იკლაკნებოდა.
- აქეთ ვარ, იჩქარე, ცეცხლი მატულობს! - მეორე მხრიდან გაიგონა მოძღვრის ხმა - გუმბათისკენ ამოდი კიბეებით, იქიდან გადმოხვალ ხარაჩოზე!...
სირბილით აუყვა გუმბათზე ამსვლელ კიბეებს გიგაური. რამდენიმე წამში სარკლემში ნიკოლოზიც გამოჩნდა. მკერდზე მიხუტებული ხატი მოძვარს მიაწოდა და თავადაც ხვლიკივით გაძვრა ფანჯარაში.
- როგორ ფიქრობ, ჩასვლას მოვახეხებთ?! - თითქმის სამ მეტრამდე სიმაღლეზე მდგომმა გიგამ ეჭვით ჩახედა ცეცხლ მოდებულ ხარაჩოებს.
- რა თქმა უნდა მოახერხებ, აუცილებლად მოახერხებ! - მეგობრულად გაუღიმა მოძღვარმა.
სხვა დროს ალბათ შეეშინდებოდა, იქნებ საკუთარი ასაკიც გაჰხსენებოდა, იქნებ ეყოყმანა კიდეც გიგაურს, მაგრამ ახლა იმდენად დიდი იყო გადარჩენის სურვილი, იმდენად დიდი იყო ადრენალინი, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ ახერხებდა. ადგილს არჩევდნენ, ერთმანეთს ხელიდან-ხელში აწვდიდნენ ხატს. ხელები ეწვოდა გახურებული ხარაჩოებისგან. ალაგ-ალაგ გრძნობდა როგორ წვდებოდა ალიც, თუმცა ახლა ამაზე საფიქრად არ ეცალათ.
- ორ მეტრზე მეტი არ იქნება, გადახტომის დროა, გიგა! - ნიკოლოზის ხმა მოსწვდა სმენას.
- ხატი?! - ყოყმანით გახედა კაცმა.
- ქურთუკი მომეცი და გადახტი! - დუტის თბილი ჟილეტი მყისვე გაიხადა გიგაურმა.
- შეძლებ?!
- შევძლებთ! - იმედიანად შესცინა მოძღვარმა.
იმხელა რწმენა და იმედი ჩანდა მის ნათელ თვალებში, წამით აღარ დაფიქრებულა გიგაური. თვალები დახუჭა და გადახტა. ფეხქვეშ სიმყარე იგრძნო, თუ არა გაოცებულმა თვალები გაახილა. გარშემო ყველგან ცეცხლი იყო მოდებული. ის კი ბალახზე უვნებლად იდგა. ამჯერად ნიკოლოზს ახედა. ხატით ხელში მდგომი წინამძღოლი ცრემლებ მორეული თვალებით ზემოდან დაჰყურებდა მონასტრის ეზოს. ჩვეულზე ბევრად დიდი მოეჩვენა გიგაურს. იქნებ იყო კიდეც?! წვერი გასჩეჩოდა, თმები გასწეწოდა, ცეცხლის ალი კი ჯიუტად მიიწევდა მისკენ.
- ნიკა, გადმოხტი! - საკუთარი ხმა ვეღარ იცნო გიგამ.
ქვემოთ მდგომს ჩამოხედა მამაომ. არ მოსჩვენებია, აშკარად გაუღიმა. თუმცა არც მოძღვრის გვერდზე მიმართული მზერა გამორჩენია გიგას. ახლაღა გაიხედა, ახლაღა შენიშნა იარაღ შემართული ერთ-ერთი მოთვალთვალე. ხელი უკან წაიღო, ახლაღა გაახსენდა, რომ იარაღი ქურთუკის შიდა ჯიბეში ედო.
- ამის დედაც! - ვეფხვისებური ნახტომით ისკუპა თავდამსხმელისკენ.
თითქოს მას ელოდაო, ფრაგმენტულად დაინახა როგორ გადმოხტა ნიკოლოზიც. იარაღის მჭახე ხმამ რამდენიმეჯერ გაკვეთა ჰაერი.
- არა! - დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა გიგაური.
ზემოდან მოჰქცეოდა თავდამსხმელს და გამეტებით ურტყამდა სახეში.
- საკმარისია, გაჩერდი! - ვიღაცის ძლიერმა ხელმა როგორც იქნა მოახერხა და ნახევრად უსულო მძორი ხელიდან გააგდებინა გააფთრებულ გიგას.
- ჰა, რა ქენით, მოასწარით დაკავება?! - ერთ-ერთი, საშუალო ასაკის ბერი უჩვეულოდ საქმიანად ჩაეკითხა გვერდით მდგომ ანაფორიანს.
- რა თქმა უნდა, ოთხივე ავიყვანეთ! - ღიმილით შესცინა მეორემ.
- აწი ამ მასკარადის დასრულებაც შეგვიძლია! - ანაფორა გაიხადა პირველმა.
გაოცებული უმზერდა გიგაური ჯინსებში გამოწყობილ, შეიარაღებულ მამაკაცს.
- ნიკა?! - შეშლილი აცეცებდა თვალებს გიგა - ნიკა სადაა?!...
- უკვე მოგენატრა ნიკოლოზი?! - ირონიულად შესცინა ანაფორიანმა.
- შენც იმათთან ხარ?! შენს დედას.... - ქეჩოში სწვდა გაცოფებული გიგა უაზროდ გაკრეჭილს.
- საკმარისია! ახლა ჩემს თანამშრომლებს არ დაერიო, - ხმა რომ არ ამოეღო, დანარჩენების მსგავსად, ანაფორით შემოსილ, გამურული ბერში მოლოდინაშვილს ნამდვილად ვერ მოიცნობდა - ყოჩაღ ბიჭებო, კარგად იმუშავეთ! - მისი გაოცებული მზერისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, სამოქალაქო ფორმიან აბულაძეს მხარზე მეგობრულად დაუტყაპუნა ხელი.
- მაგარი ნამუშევარია, ვერაფერს იტყვი, მთელი მონასტერი გადაწვეს! - ირონიულად გაეცინა გიგაურს.
- სამწუხაროდ, ყველაფერი ვერ გავთვალეთ, თუმცა რაც მთავარია მსხვერპლი არ გვაქვს....
- აღარ იტყვით, სადაა ნიკა?! - მათი უდარდელი ტონი აშკარად აღიზიანებდა გიგაურს.
- ასეთი მგრძნობიარე თუ იყავი, რას წარმოვიდგენდი! - ირონიულად დასცინოდა ყოფილი პროკურორი.
- ფარნა! -ღრენით ახედა გიგაურმა.
- სულ როგორ უნდა გიჟდებოდე?! ასე თუ გააგრძელებ, შენი და ნიკას უცნაურ სიყვარულის ამბავსაც დავიჯერებ!
- წინამძღვარი გარეთ გავიყვანეთ, სავარაუდოდ დამტვრეულია, თუმცა ცოცხალია. სასწრაფოს მოსვლამდე, თორნიკეა მასთან...- ისევ აბულაძეს შეეცოდა განერვიულებული გიგა.

ნივის სავარძელზე გადაეწვინათ მოძღვარი. მხარი ერთ დროს ალბათ თეთრი ფერის ბინდით ჯვარედინად გადაეხვიათ, თუმცა სისხლს ჭრილობიდან მაინც გამოეჟონა და წითლად შეეღება. სახე გაფითრებოდა, ტუჩებს იმდენად ძლიერად აჭერდა, რომ სილურჯე შეჰპარვოდა, თუმცა მაინც ახერხებდა დაგუბებული გმინვის შეკავებას. განერვიულებული, სახე ალეწილი უმზერდა თორნიკე აღმზრდელს.
- დაჭრილია?! - გიგაურის შეშფოთებული ხმის გაგონებაზე გაჭირვებით გაეღიმა ნიკოლოზს.
- სროლა არ სცოდნიათ, ტყვიამ მხარში გაიარა! - მიუხედავად ტკივილისა, მაინც ხუმრობდა მოძღვარი - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, შენი ვალიც თუ მექნებოდა გიგაურო!
- ვალი?! - გაოცებული ჩაეკითხა ნიკოლოზს.
- ვერ გათვალეს, ერთი ტყვია ქურთუკსაც მოხვდა...
- ქურთუკს, - აღიდგინა მკერდზე როგორ მიიკრა ქურთუკში გამოკრული ხატი ნიკოლოზმა - მკერდშიც დაჭრილი ხარ? ხატი?!
- ასე მარტივად ვერ მომიშორებ, მხოლოდ ერთი ტყვია მაქვს მოხვედრილი! - ისევ გაეღიმა ნიკას.
- ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა, ტყვია ხატის ჩარჩოშია გაჭედილი!... - გაოცება ვერ დამალა გიგაურმა, როცა იქვე დასვენებულ მაცხოვრის ხატს შეავლო თვალი.
- მაგას ბედი კი არა, ღმერთის წყალობა ჰქვია! - ირონიულად გაეცინა თავზე წამომდგარ ფარნავაზს.
- გვეშველა როგორც იქნა! - კმაყოფილებმა ახედეს რეანიმობილის ნაცვლად გამოგზავნილ ვერტმფრენს.
- ზოგჯერ დროულადაც მოდიან! - ტკივილმა გასერა მკერდში. ნიკოლოზის გარდა ალბათ ვერც ვერავინ მიუხვდა რა იგულისხმა გიგაურმა.
- ყველაფერი კარგად იქნება! - სულ რამდენიმე წამით გამოხედა საკაცეზე მწოლიარე მოძღვარმა. სულ რამდენიმე წამით, თუმცა აღარ იყო სიძულვილი, აღარც მტრობა. საკუთარ თავზე მეტად ახლა მამაოს მისი ტკივილი აწუხებდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მთელი გულით ეცოდებოდა მხრებში მოხრილი გიგა.












თავი ორმოცდაექვსი
ელვის სისწრაფით გავრცელდა მონასტრის დაწვის ამბავი ხეობაში. შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობა ტაძარში სიარულითა და მარხვით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ღვთის მოშიშობა სისხლში ნამდვილად ჰქონდათ გამჯდარი. ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად უყვარდათ ნიკა და მისი ოჯახი. უკვე საეკლესიო ცხოვრებას შემდგარი ნიკოლოზის მიმართ არსებული სიყვარული კი უსაზღვრო მოწიწებაში და პატივისცემაში გადაეზარდათ. განსაკუთრებით იმით ამაყობდნენ, რომ ნიკოლოზი მონასტერს სწორედ საკუთარ დედულეთში აშენებდა.
ახლა რა გამოვიდა?! ისევ ხევსურებმა, ისევ მათმავე სისხლმა და ხორცმა გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს ამდენი წლების ნაშრომი?! სიწმინდეებზე თავდასხმას თითოეული პირად შეურაცყოფად აღიქვამდა. აღშფოთებული და გაღიზიანებული მოსახლეობა თავშესაფრის ეზოში შეკრებილიყო. იქვე იყვნენ თორნიკეც და ბიჭები. შედარებით ასაკიანები იხსენებდნენ და მოზარდ თაობასაც უამბობდნენ ეკლესიის წინააღმდეგ წლების წინ, კომუნისტების მიერ ჩადენილ ვანდალურ ფაქტებს, ასევე ყვებოდნენ რა ბედი ეწიათ იმ ოჯახებს, ვისი ოჯახის წევრებიც გარეულნი იყვნენ მსგავს დანაშაულებში.
- მაგრამ ასეთი რამ, მონასტრის გადაწვა?! სად გაგონილა, რომელი ჯიშისანი არიან, ვინ არიან?! თავს ლაფი დაგვასხეს.
- ბრალი მათი და მათი შთამომავლების. რაც მოიგეს დანარჩენებმა, იმასვე მოიგებენ ესენიც. გახსოვს ქავთარაანთ გივი, ხატობას შესაწირი რომ მოიპარა?! - ქოთქოთებდა ვიღაც ქალი.
-აბა, აბა... გაუწყრა კიდეც ხატი. ციხე სანატრელი გაუხდა საცოდავს. ერთი ბიჭი ჰყვანდის და ისიც ინვალიდი... - ხევსურულად მოუქცია მეორემ.
- აბა, აბა... საბრალო როგორ დაიტანჯა.
- ასეა, ასე პაპის ნაჭამმა ნიორმაო, ხომ გაგიგიან?
- ეჰ, მე კი გამიგია, მაგრამ ამათ?! ამბობენ დამნაშავეები სრულად ვერც დაიჭირესო. ერთი კიდევ გარეთ დარჩენილა. - თავი გადააქნია ერთ-ერთმა.
- მაგასაც მიხედამენ, ხეირი არც მაგას დაადგება! - დათამ ისე მოუქცია იქაურ კუთხეზე ადგილობრივი გეგონებოდა.
- აქ ლაპარაკით ტყუილად დროს ვკარგამთ, დამნაშავეებს პოლიცია მიხედამს - თავზე დამხობილი ფოფოხი შეისწორა უხუცესმა - ჩვენ კი ავიდეთ მონასტერში, ბერებს დავეხმაროთ. იქნებ მოვახერხოთ და ნიკოლოზის გამოსვლამდე კელიებიც აღვადგინოთ.
- აბა, რა... ეგეც ხეირია, ეგეც საქმეა. - აშკარად მოეწონათ მოხუცი ბერდიას წინადადება ხალხს. ხმაურით წამოიშალნენ.

ნიკოლოზის მდგომარეობა სულაც არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ერთი ტყვია მხრის ძვალში გაჭედილიყო და ქირურგიული ჩარევის გარეშე ამოღება შეუძლებელი გახლდათ. მეორე იარა გამჭოლი ხასიათის გახლდათ, თუმცა ყოველდღიურ დამუშავებას ისიც საჭიროებდა. ექიმების აზრით, შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით მამაო მინიმუმ ორი კვირა მაინც უნდა დარჩენილიყო საავადმყოფოში.
- რას ამბობთ! - აღშფოთებული ნიკოლოზი კოპებ შეყრილი უმზერდა პალატაში შეკრებილ მომღიმარ მეგობრებს.
- რა იყო, რა არ მოგწონს?! თან დაისვენებ, თან გამოშუშდები! - შესცინა თეკლემ.
- მართლა გჯერა, რომ ეხლა დასვენების დროა?! - ისევ შეუღრინა მოძღვარმა.
- შეიძლება არცაა, მაგრამ გჭირდება! - მეუღლეს დაუჭირა მხარი აკამაც.
- უბრალო ნაკაწრის გამო ლოგინში გორაობას არ ვაპირებ! - ისევ შეუღრინა მეგობრებს.
- ჩემი ბუზღუნა, ჩემი დუდღუნა! - მხიარულად კისკისებდა ასათიანს ჩახუტებული იაკო.
- დიდი არჩევანი მაინც არ გაქვს. ან საავადმყოფოში უნდა იწვე, ან ჩვენი საზოგადოება აიტანო. - გვერდულად იცინოდა გიორგიც.
- თქვენს საზოგადოებაში რას გულისხმობთ?! - ეჭვით გახედა ერთმანეთს ჩახუტებულ დასა და სიძეს.
- ჩვენც მოვდივართ ხევსურეთში. მონასტრის აღდგენაში დაგეხმარებით... - მათ ნაცვლად აკამ უპასუხა.
- პირადი ექიმიც იქვე გეყოლები!... - მეუღლესვე აჰყვა ქალი.
- ანუ, თქვენც მოდიხართ?! - იმდენად იყო მიჩვეული დისა და სიძის საზღვარგარეთ სიარულს, რომ მათი გადაწყვეტილება აშკარად ეხამუშა.
- რაო, ნიკოლოზ. არ მიგვიღებ, თუ სამეგობროში აღარც შევდივართ?! - სიცილი აუტყდა მოძღვრის რეაქვიაზე ასათიანს.
- გერმანიაში არ მიდიოდით?
- დავიღალეთ ნიკა. - ამჯერად ძმას ჩამოუჯდა ლოგინზე იაკო - მუდამ შვილის მონატრებით ვცხოვრობთ. დათუნა უკვე კაცია. არადა ისე გაიზარდა, ზოგჯერ ვუმზერ ამხელა კაცს და ვერც კი აღვიქვამ, რომ ჩემი შვილია. - ხმა გაებზარა ქალს.
- როგორც იქნა მიხვდით! - ამოიდუდღუნა იქვე მდგომმა თავ დახრილმა ვასიკომ.
- შენ ვისზე ლაპარაკობ, მთელი ცხოვრებაა დაწანწალებ?! - ისევ პატარა ბავშვივით დაეჯღანა უფროს ძმას მოფარებული იაკო.
- ესე იგი, დარჩენა გადაწყვიტეთ? - საღი ხელით თმები აუჩეჩა ანცად მომღიმარ დას ნიკამ.
- დროა დავასრულოთ წანწალი. აშკარად აქ უფრო გჭირდებით. - ცოლის ძმებს თვალი ჩაუკრა ასათიანმა.
- დათუნამ იცის?- ამჯერად თეკლე ჩაეკითხა ბავშვობის მეგობრებს.
- არა, გუშინ გადავწყვიტეთ! - კარგად მიუხვდა დასა და სიძეს გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს ნიკოლოზი, ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა.
- რაღაც სასარგებლო გუშინდელ მოვლენებშიც ყოფილა!... - მათი გადაწყვეტილება მთელი გულით უხაროდა თეკლეს.
- მოკლედ, თუ საავადმყოფოში არ გაჩერდები, იცოდე ორმაგად იზარალებ. - სიცილით გამოუცხადა მოძღვარს აკამ.
- საინტერესოა მაინც რით მემუქრებით? - ღიმილი გაეპარა ხმაში მამაოს.
- გავიხსენებთ ახალგაზრდობას, ასათიანები, არაბულები და ქართველიშვილები ტრადიციისამებრ შევიკრიბებით ისევ ხევსურეთში. - მხიარულად ჩაარაკრაკა თეკლემ.
- მოლოდინაშვილებს არ მიგვიღებთ თქვენ ბანდაში? - პალატის კარებში გამოჩნდა გაკრეჭილი ფარნაც.
- განა ჩვენი წასვლა დაცვის გარეშე იქნება?! - გაეცინა ნიკოლოზს.
- ბებერი გვარდია ისევ ფორმაშია. - ბუბუნებდა მოლოდინაშვილი.
- თქვენ ისეთი გეგმები გაქვთ, მით უმეტეს არ შეიძლება ჩემი ლოგინში გორაობა!

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯიუტმა ნიკამ მისი გაიტანა, უარი თქვა საავადმყოფოში დარჩენაზე, ხელწერილი დაწერა, მეგობრებთან ერთად მოზრდილი ესკორტით გეზი ისევ ხევსურეთისკენ აიღო. იქნებ უცნაურადაც მოგეჩვენოთ ასეთი აურზაურის შემდეგ მათი მოგზაურობისთვის მხიარულის წოდება, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ერთმანეთთან ყოფნა მაინც უზომოდ უხაროდათ. ასაკობრივი ზღვარი აშკარად წაშლილიყო მშობლებსა და შვილებს შორის. მონატრებულები ერთმანეთით ივსებოდნენ.

რა თქმა უნდა ხანძრით მიყენებული ზარალი დიდი იყო. ფაქტიურად მიწასთან იყო გასწორებული მცირე ტაძარი, აღარ არსებობდა მონასტრის გალავანიც, ერთ დღეში განადგურებულის აღდგენას თვეობით მუშაობა სჭირდებოდა. ნიკოლოზის მონასტერში დაბრუნებამ აშკარად სტიმული მისცა ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე ხალხს. შებინდებისას იშლებოდნენ და სოფელში ბრუნდებოდნენ.
დაღლილ ხალხს ტრადიციად ექცათ სოფელში დაბრუნდებისთანავე არაბულების ეზოში შეკრება, მცირედი ტრაპეზი ბოლოს ქეიფში გადადიოდა, იწყებოდა კაფიები, ვიღაც ფანდურზე დაამღერებდა ლეგენდებად ნათქვამ სიმღერებს, ვიღაც ფერხულშიც ჩაებმებოდა. ისეთი ტაშ-ფანდურის ხმა გადიოდა დღესასწაული გეგონებოდა.
იმ დღესაც ასე იყო. არაბულების ეზოში აფორიაქებული, განერვიულებული დედაო პირდაპირ თეკლესა და იაკოსთან მჯდომ ელენესკენ გაემართა.
- დედაო თამარ, მშვიდობაა?! - აფორიაქდა გოგონა.
- ნინიკოს მაღალი სიცხე აქვს. წამალი კი მივეცი, მაგრამ ტირის, შენ გკითხულობს...
წინადადების დასრულება აღარ დააცადა გოგონამ, უკვე თავშესაფრისკენ გარბოდა.
ის-ის იყო ეზოში უნდა შესულიყო, რომ ორღობეში უცნობი ავტომობილიც გამოჩნდა. მარცხენა საქარე მინა ჩაიწია და უცნობი, ალბათ ელენეს ასაკის გოგონა გამოჩნდა.
- უკაცრავად, ბოდიშს ვიხვდი. - შორიდანვე დაუძახა ქალიშვილმა - თორნიკე არაბული სად შეიძლება ვნახოთ? - გაურკვეველი აქცენტით, მხიარულად შესცინა უცნობმა.
- თორნიკე?!
- დიახ, თბილისიდან მოგვასწავლეს, გამოცდილი გიდიაო... - საუბარში ჩაერია ასე ორმოცდაათ წლამდე მამაკაციც.
- თორნიკე ახლა მონასტერშია. თუმცა მისი ნახვა ხვალ დილით აი, იმ სახლში შეგეძლებათ. - ხელით ანიშნა ხალხით სავსე არაბულების ეზოზე.
- ანუ, სახლში არ ბრძანდება?! - მოულოდნელად ზურგსუკან მოესმა ირონიული ხმა.
ნაცნობი ხმის გაგონებაზე ერთი კი წამოიკივლა და თავშესაფრის ეზოსკენ გაქანდა. თითქოს ჯიბრით დამხმარეც არავინ ჩანდა.
- მორჩი ფართხალს?! - მდევრის სუნთქვა იგრძნო თუ არა კისერთან ძლიერი მკლავებიც წამში შემოეხვია და ჰაერში უსუსურად აფართხალებული ელე ავტომობილის მიმართულებით გაათრია.
- მიშვ... - პირზე აფარებულმა ტორმა აღარ დააცადა, კივილის ნაცვლად ყელიდან ხროტინი ამოუვიდა.
- ფეხები დაუჭირე!... - ვიღაცას უბრძანა მამაკაცმა.
ხელ-ფეხ შებორკილი გოგონა ამჯერად კბილებით ცდილობდა თავდაცვას.
- სულ კატასავით როგორაა ეს დედა... - მოქნეული მუშტი მთელი ძალით უთავაზა პირველმა სახეში.
- ფრთხილად შე ჩემა, არ შემოგაკვდეს...
- ამას რა მოკლავს, ქაჯია ეს დედა... - ისევ უწმაწურად იგინებოდა კაცი.
- მორჩი გინებას და დამეხმარე. - ასაკით შედარებით დიდმა ღრენით ახედა.
გათიშულ გოგონას პირში ბინძური ჩვარი ჩასტენეს. მხოლოდ ეს არ იკმარეს, პირი აუკრეს და ავტომობილის საბარგულშიც ჩააგდეს. საბრალოდ ერთი კი ამოიგმინა ელემ და თავზეც დააფარეს.
- არ გაიგუდება?! - ინტერესით აფახუნებდა თვალებს ავტომობილის საჭესთან მჯდომი გოგონა.
- ჩვენც ეგ გვინდა, გაიგუდოს და ჩაძაღლდეს! - ღრენით გამოცრა კბილებში შედარებით ასაკიანმა.
- ოღონდ ისე, რომ მისმა რომეომაც უყუროს...- ჩაიქირქილა პირველმა.
- სახიფათო ადამიანი ხარ ირაკლი, სახიფათო! - კმაყოფილი იცინოდა ასაკიანი.

ვერ მოისვენა თეკლემ. რამდენიმეჯერ ისიც კი იფიქრა, რომ ელენესთან თავშესაფარში წასულიყო, მაგრამ სტუმრების მოერიდა, არადა ხალხიც არ ჩქარობდა დაშლას. ისევ მობილურით ცდილობდა დაკავშირებას და ამბის გაგებას. თუმცა უშედეგოდ. ზუმერი გადიოდა და გადიოდა, გოგონა კი ტელეფონს არადა არ იღებდა. საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა. ვეღარ მოითმინა, ეზოში მჯდომ სტუმრებს აღარ მიაქცია ყურადღება და წასასვლელად წამოდგა.
- საით?! - კითხვით ახედა აკამ.
- ელენემ არ დაბრუნდა, არც ტელეფონზე მპასუხობს.
აკამ დასალევად მომარჯვებული ჭიქა ისევ მაგიდაზე დააბრუნა, სწრაფად წამოდგა და კარებისკენ წასულ მეუღლეს წამოეწია. მიუხედავად იმისა, რომ გზას ხელის ფანრით ინათებდნენ, ოღროჩოღრო გზაზე მაინც ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ და თან ისევ ზარს უშვებდნენ.
თითქმის თავშესაფრის ეზომდე იყვნენ მისულნი, როცა წყვილის ყურადღება ბალახებში მოციმციმე ნათებამ მიიპყრო. შორიდანვე მიანათა ფანარი, ჩაიცუცქა და ინტერესით დააცქერდა ტელეფონის ეკრანზე აციმციმებულ საკუთარ ნომერს.
- სიჩქარეში ეტყობა ტელეფონი დაუვარდა! - თბილად გაეღიმა აკას.
თეკლემ ხელის ფანარი ამჯერად გარშემო შემოატარა და ღიმილი სახეზე მიეყინა. ხის ტოტზე შერჩენილი ელენეს შარფის ნაგლეჯი ალამივით ფრიალებდა. ქალიშვილის მოტაცებისას მომხდარი ორთაბრძოლის შედეგად ალაგ-ალაგ დამტვრეული ტოტებიც იქვე ეყარა.
- ელე! - საკუთარი ფიქრების თავადვე შეეშინდა ქალს.
- ელენე! - ხმამაღლა დაიძახა აკამ, თუმცა პასუხი არავის გაუცია.
ამჯერად უკვე სირბილით გარბოდნენ თავშესაფრისკენ. თუმცა მათ და სამწუხაროდ, გოგონა არ ჩანდა.
- ღმერთო გვიშველე! - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ერთიანად აცახცახებული თეკლე. - არ გინდა! - მკერდში ძლიერად ჩაიკრა მეუღლე - ახლა პანიკა ვერ გვიშველის! - უკვე მოლოდინაშვილთან რეკავდა აკა.

მონასტერში საპატრიარქოდან დაზიანებული ფრესკების აღსადგენად მხატვარ- რესტავრატორები და ხატმწერები ჰყავდათ სტუმრად. რესტავრატორებმა ესკიზების შედგენა გვიან ღამით დაასრულეს და ისევ თბილისში დაბრუნდნენ. თორნიკე და ნიკოლოზი მათ მიერ დატოვებულ გრაგნილებს უკირკიტებდნენ. ის-ის იყო უკანასკნელი გრაგნილიც დაახვიეს რომ ნიკოლოზთან ფარნამ დარეკა.
- მოიწყინეთ უჩვენოდ?! - ჩვეულებისამებრ თბილად უპასუხა მოძღვარმა, თუმცა ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა - მოვდივართ!... - გაღიზიანებულმა დახვეული გრაგნილები ისევ ხარაჩოზე მიყარა.
- რა ხდება? - ნიკოლოზის გაბრაზება არ გამოჰპარვია თორნიკეს.
- სოფელში მივდივართ! - ვაჟისკენ არც გაუხედავს, ავტომობილისკენ გარბოდა ნიკოლოზი.

ელენეს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. მთავარი ეჭვმიტანილი რა თქმა უნდა ირაკლი იყო. პოლიცია შემოწმების გარეშე არ ატარებდა ხეობიდან თბილისისკენ მიმავალ ავტომობილებს, დაუკავშირდნენ საზღვარზე მყოფ სამხედროებსაც, თუმცა უშედეგოდ. დამნაშავეები თითქოს ცამ ჩაყლაპა. არც გამტაცებლები ჩანდნენ და არც ელენე. არავინ დაკავშირებია ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, არც გამოსასყიდი მოუთხოვიათ, არც რაიმე კონკრეტული პირობები წამოუყენებიათ. პრინციპში, მსგავს საქციელს არც ელოდნენ. კარგად ხვდებოდნენ, რომ გაბოროტებული ირაკლი მსხვერპლს ასე იოლად არ დათმობდა.
ეძებდა ყველა, ეძებდნენ თითქმის ყველგან. აკამ, გიორგიმ და ნიკოლოზმა ფარნას დახმარებით მოინახულეს ყოფილი სიძის მეგობრებიც. თუმცა ყველა ერთხმად იმეორებდა, რომ ირაკლი არ უნახავთ.
სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, პოლიციამ ბოლოს ირაკლის ოჯახის მიერ წლების წინ მიტოვებული სოფლის სახლიც კი მოინახულეს. თუმცა სოფელში გავერანებულ, მაყვლის ბუჩქებით დაფარულ ეზოსა და ნასახლარს აშკარად ეტყობოდა, რომ ყოფილ პატრონებს მინიმუმ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფეხიც არ ჰქონდათ იქ დადგმული.
ასე ძიებასა და ძებნაში კვირაზე მეტი გავიდა. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ელენეს ცოცხლად დაბრუნების იმედი საბოლოოდ გადაეწურათ, თუმცა ამას გოგონას ახლობლებს ვერ ეუბნებოდნენ.

თავი ორმოცდაშვიდი
მონასტრის დიდ ტაძარში შეკრებილიყვნენ მეგობრები. საკურთხეველთან დაესვენებინათ მაცხოვრის ხატი. თავდახრილი ლოცულობდა წინამძღოლი. იცოდა, თითქმის სასოწარკვეთილებამდე მისულ ახლობლებს, განსაკუთრებით მაიკოს ყველაზე მეტად გამხნევება და იმედი ახლა სჭირდებოდათ. შეძლებისდაგვარად ახერხებდა კიდეც გაგიჟებული დედის დამშვიდებას, მაგრამ ხვდებოდა, რომ მუდამ ოპტიმისტურად განწყობილს ნელ-ნელა შიში იპყრობდა. როგორ არ ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო, არადა სუსტი ყოფილა. რეალობა მთელი სიმძიმით მხრებზე დასწოლოდა.არადა, უნდოდა საკუთარ თავში ისევ ეპოვა ძალა, უნდოდა სახეზე ღიმილის შენარჩუნება, თუნდაც სასოწარკვეთილი დედის, თუნდაც მისივე გაზრდილი უმცროსი არაბულის გამო, მაგრამ არ გამოსდიოდა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ტაძარში გვერდით ედგა გიგაურიც. შუბლშეკრული მამაკაცი ჩუმად ლოცულობდა. სიტყებს ვერ გაარჩევდი, მაგრამ დარდსა და მწუხარებას ნამდვილად შეამჩნევდი.
- უფალი იყოს ჩვენი შემწე! - ერთხელ კიდევ გადასახა ჯვარი მოძღვარმა მრევლს, იქვე მდგომ მეგობრებს, მლოცველებს და ტაძრიდან მონასტრის ეზოში გამოვიდნენ.
- პოლიციის იმედი ტყუილად გვაქვს, რაც დრო გადის, ირაკლისა და მისი ამფსონების პოვნის შანსი უფრო და უფრო მცირდება! - აშკარად დანარჩენების აზრი გააჟღერა დათამ.
- პოლიციის იმედი არც გვაქვს, ყველა შესაძლო ადგილას ვეძებთ, მაგრამ იდეებიც აღარ გვაქვს... - თითქოს თავს იმართლებდნენ აკა და გიორგი.
- ის მაინც რომ ვიცოდეთ ვინ ეხმარება, რაღაც ვერსიები კიდევ გვექნებოდა... - საუბარში ჩაერთო ფარნავაზიც.
- თუ სამართალდამცავებს დავუჯერებთ, ხეობიდან არ გასულან. სავარაუდოდ აქვე, სადღაც ახლოს იმალებიან. - მუქარით მომუშტა ხელი თორნიკემ.
- იქნებ ადგილობრივებიდან ეხმარებიან?- საკუთარი ვერსია წარმოსთქვა თეკლემაც.
- გამორიცხულია. ელენე ყველას უყვარს. აქ მტრები არ ჰყავს... - მაშინვე უარყო მისი აზრი ნიკოლოზმა.
- ელენეს არ ჰყავს, მაგრამ?!...- ეჭვით გახედა გიგას თორნიკემ.
გიგაური მსჯელობაში არ ერეოდა, თუმცა ყოფილ მტრებს ყურადღებით უსმენდა და თეკლეს ნათქვამმაც ჩააფიქრა.
- იქნებ მართალია თეკლე?! ვერ გაერთიანდებოდნენ?! - მეუღლის აზრი უფრო განავრცო აკამაც.
- თუ სწორად მახსოვს, არაბულების მკვლელებიდან ერთი დასაჭერია... - ხმამაღლა მსჯელობდა გიორგი.
- ზეზვა და ირაკლი?! - ბრაზით მომუშტა ხელები - ამას ვერ გაბედავდა!
- თუ, მაინც გაბედა?! - თვალებში მიაჩერდა თორნიკე.
- კვალზე გასასვლელად ყველაზე უტოპიური აზრიც უნდა დავამუშავოთ. - დაიბუბუნა ფარნავაზმაც.
- თუ თქვენი ვერსია სწორია, მაშინ მართლა არ გაუჭირდებოდათ დამალვა.ზეზვა ამ მთებს ზედმეტად კარგად იცნობს.
- დროა ხეობის ჩხრეკა შევწყვიტოთ და მთებში გადავინაცვლოთ. - საკუთარი ვერსია წამოაყენა ვასიკომ.
- ამბობენ, დამნაშავეები საკუთარ დანაშაულის ადგილს უბრუნდებიანო. - ამჯერად იაკო ჩაერია საუბარში.
- იქნებ იმ ქოხშიც კი არიან, მე რომ მმალავდნენ?! - ხმა გაბზარვოდა მაიკოს.
- ვერსიები საკმაოდ ბევრი გვაქვს. - აშკარად იმედი მიეცა ყოფილ პროკურორს.
- აქ ჯდომით ვერაფერს გავაკეთებთ. დროა გავიყოთ ჯგუფებად და ძებნა ჩვენით დავიწყოთ!... - ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს რამე დავაკელით! - აშკარად განაწყენდა მოლოდინაშვილი.
- არაფერი დაგიკლია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენი დახმარებით ბევრად უკეთესი შედეგი გექნებათ! - თბილად გაუღიმა მოძღვარმა გაბუსხულ მეგობარს.
- საკამათო და საწყენი არაფერია. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვეძებთ. - მე, დათა და იკა, მუცოს ხეობას დავუყვებით... - თითქოს თორნიკეს ელოდნენო გვერდით დაუდგნენ ბიჭებიც.
- მე და გიორგიც თქვენთან ერთად მოვდივართ. - მათი მიმართულებით გადაინაცვლეს მამებმაც.
- მე მონადირის ქოხებით ვიწყებ... - თავი არც აუწევია ისე ჩაიბურტყუნა გიგაურმა.
- კეთილი, პირველად მაიკოს ქოხით დავიწყოთ! - გიგაურის გაოცება არ შეიმჩნია ვასიკომ, ისე გაეშურა იქვე დაბმული ცხენისკენ.
- ფარნა, შენ აბულაძის დახმარებით, ისევ საზღვარსა და ხეობას გააკონტროლებ, მე კი თქვენთან მოვდივარ! - ძმასა და გიგაურს ანიშნა დამელოდეთო, თავად კი კელიაში შევიდა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ხელში რამდენიმე სანადირო თოფითა და ტყვიებით სავსე მასრებით გამოვიდა ნიკოლოზს. სათითაოდ ჩამოურიგა მხედრებს, ერთი წყვილი კი თავად აისხა.
- თავი ტყეში გავარდნილი ფირალი მგონია, მონასტერია თუ იარაღის საწყობი? ამდენი ტყვია-წამალი კარგახანია არ მინახავს. - იცინოდა გიგაური.
- სანადიროდ ჩვენც დავდივართ! - ღრენით გახედა ირონიულად მომღიმარს ასათიანმა.
- ნადირობაში ადამიანებზე ნადირობაც შედის?!
- როცა გაიძულებენ, თავიც უნდა დაიცვა! - ისევ უბღვერდა ნიკოლოზი.
- ღმერთმანი უცნაური კაცი ხარ. ამდენი იარაღი თუ გქონდათ, მონასტერი რატომღა დააწვევინეთ?! - გაოცება ვერ დამალა გიგაურმა.
- ბოლოდროინდელი მოვლენების გადამკიდე, იძულებული გავხდით შეგვეძინა. - თავადაც ცხენს მოახტა მოძღვარი.
- დედას გეფიცები თავი ომში მგონია...- ჯირითით დაედევნა წინ წასულ მამაკაცებს დათა.
მონასტრიდან გამოსულმა ცხენოსნებმა გეზი ზემოთ, მთებისკენ აიღეს. სულ რაღაც ნახევარი საათის სავალში ჯგუფი ორად გაიყო, ბიჭებმა აკასა და გიორგის თანხლებით გეზი მუცოს ციხისკენ აიღეს, მეორე ნაწილი კი პირობისამებრ აღმართ-აღმართ აუყვნენ უღრან ტყეს მონადირეების მიერ აშენებული ქოხებისკენ გაემართნენ.
სულ რაღაც ერთი საათის სავალში ტყის მასივი დასრულდა და ალპური ზონაც დაიწყო. არანაირი ცივილიზაციის კვალი, მხოლოდ გაუკაცრიელებული, მკაცრი ბუნება, სადღაც შორიდან ყმუოდა ნადირი. მოშიშვლებული კლდეები ამაყად გადმოჰყურებდნენ ხევსურეთს.
ერთმანეთის იმედად დარჩენილიყვნენ მძებნელები. მიუხედავად გზის სირთულისა, მაინც მოხერხებულად მიიკვლევდა გიგაური გზას. ერთმანეთის მხარდამხარ მდგომი ძმები.
- უცნაური რამაა ცხოვრება, ოდესმე იფიქრებდი რომ მე და შენ ასე ერთად, გვერდი-გვერდ ერთი მიზნისთვის ვიბრძოლებდით? - სიჩუმე დააღრვია გიგაურმა.
- ადამიანი ბევრ რამეს ვერ ხვდება. ყველაფერი ღვთის ნებაა. ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ. ეგაა და ეგ... - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ნიკოლოზმა.
- ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო?! - სიცილი წასკდა გიგაურს.
- ასე გამოდის. - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ნიკას.
- ასე ბევრს კი არ უმართლებს, თავში არ აგივარდეს, გიგაურო!... - ირონიულად გაეცინა ვასიკოს.

გონს მოსული ელენე აქეთ-იქით იყურებოდა. თუმცა ვერაფერს ხედავდა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ავტომობილის საბარგულში მოკუნტულმა თვლა დაიწყო, რამდენჯერ მოუხვია ავტომობილმა. არც ამ მეთოდმა გაამრათლა. ავტომობილმა აშკარად იმდენჯერ მიუხვ-მოუხვია, რომ საბოლოოდ სათვალავი აერია. ერთად -ერთი რასაც ჯიღჯიყით არჩევდა ის იყო, რომ ოღრო - ჩოღრო გზაზე მოდიოდნენ.
როგორც იქნა გაჩერდა მანქანა. იგრძნო როგორ მიჯახუნდა რამდენიმეჯერ კარები. საბარგულს ახადეს თუ არა გაფაციცებით მიიხედ-მოიხედა, თუმცა გარშემო ტყით დაფარული მთების გარდა ვერაფერი შენიშნა. საბარგულიდან ამოიყვანეს თუ არა, თვალებიც აუკრეს, უკვე ცხენებზე მჯდომმა გამტაცებლებმა ხურჯინებზე გადაიკიდეს ტყვეც.
- მე როგორ მოვიქცე? - ერთი კი გამოხედა საბარგულიდან ამოყვანილ გაკოჭილ ქალიშვილს და ირაკლის მიაჩერდა უცნობი გოგონა.
- ამაღამვე დაბრუნდები თბილისში, მანქანას რაც შეიძლება სწრაფად მოიშორებ. იცოდე კვალი არ უნდა დატოვო! - მუქარა გაერია ხმაში მამაკაცს.
- არა გრცხვენია, ირაკლიკო?! ყველაფერი ისე იქნება, შენ რომ გინდა! - კეკლუცი ღიმილით შესცინა ქალმა.
- იცოდე, ავტომობილის გაყიდვა არც კი იფიქრო, პირდაპირ ჯართში! - გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი ზეზვამ.
გოგონამ ერთი კი გახედა მათი ტვირთიანად მთებისკეს წასულ წყვილს და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. როგორც მოსალოდნელი იყო, სხვა ავტომობილებთან ერთად ისიც გააჩერეს. თუმცა საჭესთან ქალი შენიშნეს თუ არა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ზერელედ შეათვალიერა ავტომობილი და უპრობლემოდაც გაატარეს.

ცხენზე გადაკიდებული გოგონა კიდურებს ვეღარ გრძნობდა. რამდენიმეჯერ შეფართხალდა, თუმცა მამაკაცის ძლიერმა ხელმა ისევ ცხენის გავაზე მიაკრა. ზიზღით გააჟრჟოლა, კიდევ ერთხელ შეფართხალდა, თუმცა მისი საზიზღარი ხელის მოშორება მაინც ვერ შეძლო.
- სულ ცოტაც ფისოვ და დასრულდება შენი მგზავრობაც!.. - კარგი მეგობარივით მოუთათუნა ხელები ბეჭებზე ზეზვამ.
- ფისო კი არა, ქაჯია, ალქაჯი... - ირონიულად გაეცინა ირაკლის.
- ქაჯი?! იცოდი მსგავსი თვისებები გენეტიკურად რომ გადაეცემა?!... - ახარხარდა უცნობი - ესე იგი, წინ კარგი გართობა გველის.
- უცნაური კაცი ხარ ზეზვა. იმის მაგივრად რომ ბრაზდებოდე, აშკარად გართობს ეს სიტუაცია. - გაოცებულმა აღიშნა ირაკლიმ.
- გავბრაზდე, როცა მიზანთან ასე ახლოს ვარ?! ახალბედას არ გავხარ, წესით უნდა იცოდე, ზედმეტი ემოციები საქმეში ხელს გიშლის. შურისძიებისთვის კი ცივი გონებაა საჭირო, მით უმეტეს თუ მოწინააღმდეგე გიგაურია...
- გიგაურის ასე გეშინია?! - ირონიულად ჩაეკითხა ირაკლი.
- გამწარებული და დაბოღმილი ადამიანი დაჭრილ ნადირზე უარესია.
- არ გითქვამს, მაინც რატომ მტრობთ ერთმანეთს? - ინტერესით ჩაეკითხა ირაკლი.
- ბევრის ცოდნა დაგღუპავს ირაკლი! - შეუბღვირა მამაკაცმა - აქედან უნდა გადავუხვიოთ და აი იმ მთაზე ავიდეთ!- ხელით ანიშნა გზისკენ.
მგზავრებმა ბილიკიდან გადაუხვიეს, ტყეში შევიდნენ და ერთ-ერთი მონადირის ქოხისკენ აიღეს გეზი. როგორც იქნა დასრულდა უთავბოლოდ გაჭიმული მგზავრობა. გოგონა ცხენიდან ჩამოსვეს, მისთვის ხელ-ფეხის გახსნა აზრადაც არ მოსვლიათ, უხეში მოძრაობით შეაგდეს მცირე ზომის ფიცრულში. სურსათით სავსე ხურჯინები ჩამოიღეს და ცხენებიც იქვე მიაბეს.
- ახლა, რას ვაკეთებთ? - ინტერესით ჩაეკითხა ირაკლი.
- ახლა?! შენ ერთობი! - თავით ქოხისკენ ანიშნა ზეზვამ - მე კი ველი... ჩიტუნიები დაგებულ მახეში როდის გაებმებიან. - ჩაიქირქილა ზეზვამ.
- რატომ მაინცდამაინც აქ?!
- აქ დაიწყო და აქვე დასრულდება ჩვენი დაპირისპირება.
- ანუ არ იტყვი, როგორ დაიწყო?
- უკვე გითხარი, ზედმეტ კითხვებს სვამ! - ღრენით გამოხედა მამაკაცმა.
- კარგი, იყოს შენებურად. - სიცილით ასწია ხელები ირაკლიმ - ჩემთვის მთავარია სასურველი შედეგი მივიღო, სხვა არც არაფერი მაინტერესებს.
- შენ გოგონა გჭირდებოდა, მე - გიგაური... პირობას ვასრულებ. ზედმეტი კითხვებით არც მე შეგაწუხებ და არც შენ...
- დრო დამდგარა ჩემი მომხიბვლელობა კიდევ ერთხელ გამოვავლინო! - თმაზე ხელი გადაისვა ირაკლიმ და სახეზე მაცდურ ღიმილ აკრული ქოხისკენ გაემართა.
თუმცა შიგნით შესულს ღიმილი სახეზე შეეყინა.
- ამის დედა!... - უწმაწური გინაბის გაგონებისთანავე ზეზვაც უკან მიჰყვა.
აქეთ -იქით გაოცებულმა მიმოიხედა. ქოხში მხოლოდ სურსათით სავსე ხურჯინები ელაგა. სულ რამდენიმე წუთის წინ გოგონას იქ ყოფნაზე მხოლოდ იატაკზე დაყრილი თასმები და თხელი მოსასხამი მოწმობდა.
გაცოფებულები გარეთ გამოცვივდნენ. ახლო-მახლოს მთლიანად შემოირბინეს ტერიტორია, თუმცა ელენეს კვალიც არ ჩანდა.
- ხომ ვერ აორთქლდებოდა?! სადღაც ხომ უნდა გამძვრალიყო? - ხვრელის ძებნაში ქოხს უვლიდა გარშემო ზეზვა.
- ხომ ვამბობდი, ქაჯია მეთქი ეს დედა... - ისევ გინებით იოხებდა გულს ირაკლი.
- ქაჯი კი არა, ჭკვიანია, თითქმის ოცდახუთი წელი ვემზადებოდი შურისძიებისთვის და ამ თითისტოლა გოგომ გამაბითურა?! - ისტერიულად ხარხარებდა ზეზვა კედელში მცირე ზომის ხვრელის დანახვაზე.
- აქ როგორ გაეტია?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ირაკლის.
- როცა გიჭირს ხვრელში კი არა ნემსის ყუნწშიც გაძვრები! - ისევ იცინოდა ზეზვა - შორს ვერ წავოდიდა, ხელის ფანარი აიღე და მოვძებნოთ!...
არადა, სულაც არ იყო გოგონა შორს წასული. ტყეში ერთ-ერთ ხეს ამოფარებული, ერთიანად აცახცახებულმა რამოდენიმე წუთით დაისვენა, ოდნავ სული მოითქვა, ერთხელ კიდევ გახედა ქოხთან მოსიარულე მამაკაცებს, რომლებსაც მიმართულება აშკარად შეეცვალათ და ტყის მასივისკენ, ელენესკენ მოდიოდნენ.
დიდხანს აღარ უფიქრია, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და გაიქცა, თუმცა რამდენად ერქვა ამას სირბილი ვერ გეტყვით. აშკარად ძნელი იყო მისი წვალებისთვის ამ სახელის დარქმევა. სციოდა, ყინვისგან აკანკალებდა, ზოგჯერ ვარდებოდა, ეკლებსა და ტოტებზე ფეხის ტერფები ეკაწრებოდა, მაგრამ ნაკლებად ანაღვლებდა. დაძაბული გონება ზედმეტად ახლოს აღიქვამდა მდევრის ფეხის ხმას, ალბათ ესეც ეხმარებოდა დასუსტებულ სხეულს გაქცევისთვის ძალა მაინც ჰქონოდა. პანიკურად ეშინოდა, ზუსტად იცოდა ახლა ირაკლისა და ზეზვას ხელში მოხვედრას ყველა მიუღებელი, თვით სიკვდილიც კი სჯობდა. სხვა რაღა დარჩენოდა?! ისტერიულად, მთელი თავგანწირვით გარბოდა. იმ წუთებში აშკარად გაგიჭირდებოდათ ელენესთვის ნორმალურის წოდება. მთვარის შუქზე ოდნავ ჩანდა თმა გაწეწილი, სახე შეშლილი, ამდენი დავარდნით საბოლოოდ შემოხეული კაბის ამარა დარჩენილი ქალი. ისტერიის ზღვარზე მყოფს, ეს შეგრძნება კიდევ უფრო ეხმარებოდა, თითქოს ორმაგ ძალას აძლევდა გასაქცევად. თუმცა გონებამ ნელ-ნელა სძლია პანიკას. ნელ-ნელა ისევ დაიწყო ფიქრი. ზემოდან გადახედა ხელისგულივით გადაშლილ ხეობას. მართალია სიბნელეში ორიენტაციის აღება უჭირდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ სადღაც ქვემოთ უნდა ყოფილიყო მუცოს ციხე სიმაგრე.
- თუ იქამდე მივაღწევ, თუ მივალ!...
თუმცა ფიქრები ნადირის ხმამ შეაწყვეტინა, ბალახებიდან, სულ რამდენიმე სანტიმეტრში აშკარად ფოსფორისფრად ანათებდა ცხოველის თვალები, თუ მისი თვალების ზომით ვიმსჯელებდით, ცხოველი დიდი ზომის ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა სხეულში უსიამოვნოდ მაინც გასცრა:
- ვერ მომერევი, როგორმე მივალ, აუცილებლად მივალ!.. - ჯიბრით, მტკიცე ხმით შეუძახა ოთხფეხას, მოზრდილ ქვას დასწვდა და სიბნელეში უმისამართოდ ისროლა, თუმცა ნადირი იქ აღარ იდგა.
სამაგიეროდ მისი ყურადღება არც თუ ისე შორს მოციმციმე ფანრის ნათებამ მიიპყრო. მდევარი აშკარად ეწეოდა.

თავი ორმოცდარვა
უცნაურია ცხოვრება, რაც უფრო გინდა ბედნიერება, უფრო მეტად რთულად მისაღწევი ხდება. მიიწევ მიზნისკენ, მიიწევ და გგონია, რომ შენგან სულ რაღაც ერთი ხელის გაშვერაზეა, სულ ცოტაც და სადაცაა მიწვდები, შეეხები, მის სურნელსაც შეიგრძნობ. ნელ-ნელა იჯერებ, რომ შენც შეგიძლია დანარჩენების მსგავსად მოდუნდე და უბრალოდ ცხოვრებით დატკბე, მაგრამ ბედისწერა გებრძვის და გებრძვის. რაც უფრო ცდილობ სრულყოფილებას, უფრო და უფრო შორდები მას. შემდეგ იმედსაც კარგავ, საბოლოოდ კი ბედს ეგუები. იჯერებ, რომ შენი სურვილები უბრალოდ ულუზიაა, ეს ყველაფერი ილუზიაა.
ელესაც სწორედ ასე დაემართა. საქართველოში დაბრუნებისას, მყარად სჯეროდა, ოღონდ თორნიკესთან მისულიყო, ისევ ენახა და ბედნიერ ცხოვრებასაც შეძლებდა. არადა, მისი დაბრუნება და მორიგი პრობლემების გამოჩენაც ერთი იყო. ჩამოსვლის დღიდან წამიც კი არ ყოფილა მშვიდად. სულ დაძაბული, სულ საფრთხის მოლოდინში. ზოგჯერ ფიქრობდა, რომ მართლა ღირდა წასვლა, თუნდაც რამდენიმე თვით გარიდება, მაგრამ იმის წარმოდგენაზეც კი, რომ წინ ისევ უსაშველო მონატრება ელოდა, ტანში სცრიდა. ვინ იცის რამდენჯერ გაუმეორა საკუთარ თავს:
- ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დალაგდება!
მაგრამ არადა არ ეღირსა დასასრული.
და აი, ისევ იბრძოდა, ისევ გარბოდა. ხელებით იშორებდა ხის ტოტებს. უკან, თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ირაკლი. რამდენიმეჯერ დასაჭერად წაეპოტინა კიდეც მამაკაცი, თუმცა გოგონამ ისევ შეუძლებელი შეძლო და ხელიდან გაუსხლტა.
- როდემდე აპირებ ნეტა ასე შლეგიანივით სირბილს?! - უწმაწურ გინებაში მამაკაცის მუქარანარევი ღრენაც გაიგონა.
- ნეტა როდემდე?! - ამჯერად სასოწარკვეთილი თავადვე ჩაეკითხა საკუთარ თავს. მართალია გარბოდა, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ ნელ-ნელა ფეხებში ძალა ეცლებოდა - აღარ შემიძლო!... - ცრემლები აღრჩობდა, უნებურად წაიბორძიკა.
წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელით ბუჩქებსა და ტოტებზე მოჭიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ, მოწყვეტილი დავარდა, თუმცა ადგილზე გაჩერების ნაცვლად, დაგორდა. რამდენიმეჯერ ყირა-ყირა გადასვლის შემდეგ, იმდენი კი გაიაზრა, რომ სახეზე ხელები აეფარებინა, ემბრიონის პოზაში მყოფი ქალიშვილი ისევ ტრიალს აგრძელებდა.
- ესეც დასასრული! - გონებამ მისით გაანალიზა, სხეული ნიადაგს აშკარად აღარ ეხებოდა.
დროის აღქმა უჭირდა, მაგრამ მისი ფრენა ალბათ სულ რამდენიმე წამით გაგრძელდა, თვალები ძლიერად დახუჭა მოსალოდნელი ვარდნის შიშით, თითქოს შეემზადა კიდეც, ტკივილისთვის, თუმცა მოლოდინი აშკარად არ გაუმართლდა. ფოთლებით დაფარულ ნიადაგზე მოწყვეტით, მთელი სხეულით დაეხეთქა, დაღმართზე რამდენიმე ბრუნი კიდევ გააკეთა და სადღაც ორმოს მაგვარ ადგილას ჩავარდა.
ისევ თვალებ დახუჭული ელოდა როდის ეტკინებოდა. როგორც იქნა გაბედა გამოძრავება. ხელებით მოისინჯა დაჟეჟილი სხეული, თუმცა მოტეხილობის მსგავსი ვერაფერი შენიშნა. მიუხედავად სიბნელისა, მაინც ელოდა როდის წამოადგებოდა თავზე ირაკლი.
თუმცა მამაკაცი აღარ ჩანდა. ზემოთ აიხედა. ბუნდოვნად არჩევდა კლდის ქიმზე გადმომდგარ ხელის ფანრებით შეიარაღებილ მამაკაცებს.
- აქედან გადმოვვარდი?! - აშკარად ზედმეტად მაღლა მდგომად ეჩვენა მთვარის შუქით ოდნავ განათებული ირაკლი.
- სად არის? - სმენას მოსწვდა ზეზვას ღრენაც.
- არ ვიცი. სულ რამდენიმე წამის წინ აქ იყო. ახლა კი თითქოს მიწამ ჩაყლაპა! - ხელის ფანარს წრიულად ატრიალებდა მამაკაცი.
- ხელიდან გაუშვი?! - ზიზღი გაერია - ამის დედაც... ამდენი რისთვის ვიწვალეთ?! - ღრიალებდა ზეზვა.
- უკეთესიცაა, ხელის გასვრა აგვცდა. დიდი ალბათობით, აქედან გადავარდნილი, ცოცხალი ვერ დარჩენოდა... - ხმამაღლა ფიქრობდა ყოფილი ციხის უფროსი.
- შენი ალბათობების... - ისევ იგინებოდა მამაკაცი - არ ვიცი, არ ვიცი, ვიდრე გვამს ჩემი თვალით არ ვნახავ...
- ახლა ძებნას აზრი მაინც არ აქვს. გათენდეს და გავაგრძელოთ დევნა.
- მივქარე, რომ დაგიჯერე. ფეხდაფეხ მიყვებოდი და ვერ დაიჭირე. ხვალ ვინმეს მომძებნი ხარ?! - უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი მამაკაცმა, თუმცა ქოხისკენ წასულ ირაკლის მაინც გაჰყვა.
როგორც იქნა მოდუნდა, მოეშვა ელე, ოდნავ შვებით ამოისუნთქა. პანიკის შეტევამაც გადაუარა და ტვინმაც შედარებით რაციონალურად იწყო მუშაობა. თვალიც შეეჩვია სიბნელეს და მისი ახლანდელი სამყოფის შესწავლა დაიწყო. ნესტისა და შმორის სუნს თუ ყურადღებას არ მივაქცევდით, დასამალად სულაც არ იყო ცუდი ადგილი. მისი უსაფრთხოდ დავარდნის გარანტი სავარაუდოდ სწორედ ის ფოთლები გახლდათ ასე დაუდევრად რომ თელავდა ფეხით.
- გათენებამდე ალბათ ერთი საათი მაინც მექნება. - ცას ახედა გოგონამ - მუცომდე ჩასვლასაც როგორმე მოვახერხებ. - მტკიცედ უმეორებდა საკუთარ თავს - მუდამ ტურისტებით სავსე ციხეში იმედია, ვინმეს მაინც ვნახავ, რომ სოფლამდე ჩასვლაში დამეხმაროს.

საკუთარი ჩანაფიქრით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ ვეღარც დაღლას გრძნობდა, გვერდებიდან რვაფეხის საცეცებივით გამოშვერილ ხის ფესვებს ეყრდნობოდა და ორმოდან ამოსვლას ასე ცდილობდა. რამდენიმე უსარგებლო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა მოახერხა და მიწის ზედაპირზეც ამოძვრა. ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო თუ არა, სწრაფად ჩამოიფერთხა მტვრისა და ფოთლების ნარჩენები და სირბილით ისევ ციხის მიმართულებით მიმავალ გზას დაადგა. ნათება შეპარული ცის წყალობით ორიენტაციის აღება აღარ უჭირდა, როგორც იქნა ბინდი საბოლოოდ გაიცრიცა, მთებს შორის ნელ-ნელა ამოგორდა წითელი ბურთიც.
ერთი კი მოავლო მწვანედ ამოწვერილ მთებსა და კლდეებს თავლი, სხვა დროს ბუნების ამ საოცრებით ტკბობას მოინდომებდა, მაგრამ ახლა თვალები მხოლოდ მუცოს ხეობას ეძებდნენ. საკმაოდ შორს, იმაზე ბევრად შორსაც კი ვიდრე თავად წარმოიდგენდა, მოჩანდა მუცოს ციხე სიმაგრე მთელი მისი დიდებულებით.
სხეულზე მიყენებულ იარებსა და ნაკაწრების დღის შუქზე კიდევ ერთელ შეავლო თვალი.
- რაც არის არის, სხვა გზა მაინც არ მაქვს! - მიუხედავად მზის სხივებისა, თხელი მოსასხამის ნარჩენები შეძლებისდაგვარად შემოიხვია და ისევ ფეხით დაუყვა დაბლობს. მართალია შიოდა, სწყუროდა კიდეც, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აშკარად ბევრად სწრაფად მიიწევდა ციხისკენ.

ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორი ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე იქნებოდა ელენეს მიერ გავლილი გზა. მალვით, პარვით, როგორღაც მაინც მიიწევდა წინ. ემალებოდა როგორც ოთხფეხა, ასევე ორფეხა მდევარს. საკვებად ველურ, ნედლ თხილსა და ალაგ-ალაგ შერჩენილ ხის სოკოს იყენებდა. ხშირად ენახა სოკოს საკრეფად წასული ბავშვები ხის სოკოს უმად როგორ მიირთმევდნენ, თავად მაიკოსგან დაშინებული, მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებას ვერ ბედავდა, თუმცა ახლა იმდენად შიოდა, რომ მაიკოს მიერ დადგენილი ეს უკანასკნელი უსაფრთხოების წესიც უარყო.
საბოლოოდ როგორც იქნა მიაღწია ციხე-სიმაგრემდეც, დამხმარე რომც ვერ ენახა, დამალვის აშკარად მეტი საშუალება ჰქონდა. გული სიხარულით აევსო და სიხარულის ყიჟინაც კი აღმოხდა.
რაც შეეხება ზეზვას და ირაკლის. მეორე დილას, როგორც კი იანათა ისევ მიაკითხეს ქალიშვილის გადავარდნის ადგილს. გულმოდგინედ გადაქექეს მიწის თითოეული მონაკვეთი. რა თქმა უნდა ელენეს ცხედარს ვერ მიაგნეს, თუმცა ამის ილუზია ნამდვილად არ ჰქონია მამაკაცს. სამაგიეროდ ორმოსთან მოთელილი ბალახით იოლად მიხვდნენ, რომ გოგონა ვარდნას უვნებლად გადარჩენოდა. როგორ ძლიერდაც არ უნდა სდომოდა ელეს კვალი არ დაეტოვებინა, ზეზვას მსგავს გამოცდილ მონადირეს ნამდვილად ვერ მოატყუებდა. ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ უმცროს გიგაურს. თუმცა რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ამჯერად მის დაკავებას აღარ ცდილობდნენ.
- მოითმინე, ირაკლი. მოითმინე. ძალადობა ამ შემთხვევაში აღარ წაგვადგება. დასახმარებლად აუცილებლად მოაკითხავენ. ეს ჩერჩეტი გოგო მისი ფეხით მიგვიყვანს მტერთან!

გიგა, ვასიკო და ნიკოლოზიც არ ისხდნენ უქმად. მამაკაცებს უკვე მიეღწიათ დანიშნულების ადგილზე. ქოხში ხელუხლებლად დაწყობილი ხურჯინებით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბინადრებს სწრაფად დაეტოვებინათ სამყოფელი. გამოცდილი მდებარივით დაათვალიერეს ქოხთან დარჩენილი კვალი.
- ადგილზე ორი ცხენით მოსულან. თუმცა ერთს აშკარად უფრო მძიმე ტვირთი ედო. - ხმამაღლა ფიქრობდა გიგა.
- მართალი ხარ, ჩლიქის ეს კვალი უფრო ღრამაა. - დაეთანხმა ვასიკო.
- აქ მხოლოდ ცხენებმა გაიარეს, ელენეს ნაკვალევი არ ჩანს! - იმედგაცრუება დაეტყო ხმაში გიგაურს.
- ნუ გეშინია, ისიც ცხენზე იჯდა! - ჩვეული სიდინჯით უპასუხა მოძღვარმა. - თუმცა აშკარად გაექცათ.
- ამას როგორ მიხვდი? - ამჯერად ინტერესით ვასიკო ჩაეკითხა.
- ქოხში ეს ვიპოვე... - ხელში შეათამაშა ჭრელი ქსოვილი.
- მისი მოსასხამის ნაგლეჯი... - ძმიშვილის სამოსის ამოცნობა არ გასჭირვებია გიგას.
- აი, აქ კი, - ხვრელისკენ დაიხარა მოძღვარი და სველ ფოთლებზე მიანიშნა - ქალის ფეხის ნაკვალევია დარჩენილი.
- თუმცა არც მდევარს დაუგვიანია, მისი ნაკვალევი მამაკაცების ნაბიჯებითაა გადაფარული... - მსჯელობაში ჩაერთო ვასიკოც.
- ყოჩარ ელენე, ყოღარ! - სიამაყით აღივსო ძმიშვილის საქციელით გიგაური - უნდა ვიჩქაროთ, ისევ არ დაგვასწრონ! - მყისვე გაახსენდა ხიფათი.

ოცდაოთხ საათზე ნაკლები იქნებოდა გასული, როცა გიგაურმა წინ მიმავალი ზეზვა და ირაკლი შენიშნა. მამაკაცები ისევ ქურდულად, პარვით მიჰყვებოდნენ ელენეს. სამალავში მოხერხებულად მოკალათდა. იარაღი შემართა, მოწინააღმდეგეები მიზანში ამოიღო. სულ ცოტაც და სასხლეტსაც გამოჰკრავდა თითს.
- იქნებ არც უნდა გეუბნებოდე, მაგრამ შეცდომას უშვებ! - ნიკოლოზი წამოადგა თავზე.
- შეცდომას?! ცდები ნიკა, ასე სწორად არასოდეს მიმოქმედია. ამ მკვლელობებს ცხოვრებაში არ ვინანებ. - მუქარით გამოსცრა კბილებში.
- და, შედეგად რას მივიღებთ, ისევ ციხეში აპირებ დაბრუნებას?!
- აღიარე ნიკოლოზ, შენი ცხოვრება ბევრად მარტივი იყო, ჩემი ციხეში ყოფნის დროს... - ირონიულად გაეცინა გიგაურს.
- ახლა რასაც გეტყვი, შენც კარგად იცი, მაგრამ მაინც გაგიმეორებ. არსებობს დანაშაული და არსებობს სასჯელიც. როცა აშავებ მაშინ დამსახურებული პასუხისმგებლობისთვისაც მზად უნდა იყო. - წარსულზე საუბარი ისევ ძველებურად უჭირდა მოძღვარს - ლიკას მკვლელობის გამო გასამართლებას ნამდვილად იმსახურებდი, მაგრამ ახლა სხვა შემთხვევაა...
- და, ახლა რა შეიცვალა?! - ირონიულად ჩაეკითხა გიგა.
- ისევ მკვლელობა და ციხეში წასვლა არ ღირს...
- ცდები, სწორედ ახლა ცდები. ამათ განადგურებას მკვლელობას ვერ დავარქმევ. ეს სამართლიანობის აღდგენაა.
- გაჩერდი, - ხელით თოფის ლულა დააწევინა ნიკოლოზმა - ფარნამ და ბიჭებმა უკვე იციან ირაკლის კვალში რომ ვუდგავართ. თორნიკე მუცოსთან გველის.
- მუცოში ვინმეს დაკავება, თივის ზვინში ნემსის ძებნას გავს.
- რამეს მოვიფიქრებთ! - ისევ საკუთარ პოზიციას იცავდა ნიკოლოზის.
- საერთოდაც, მუცომდე რომ იმოქმედონ? - ისევ ყოყმანობდა გიგაური.
- ჩვენც ხომ მივყვებით?! თუ დავინახავთ, რომ აქტიურ შეტევაზე გადავლენ, მაშინვე ჩავერიოთ. - სამალავში მჯდომებთან შეძვრა ვასიკოც.
- გეთანხმები. - ძმას გახედა მოძღვარმა - წინასწარ მოქმედება საჭირო არაა. ჩვენი მიზანი ახალი დანაშაულის ჩადენა კი არა, დამნაშავეების დაკავებაა.
- ისე ლაპარაკობ მღვდელი კი არა, ჟანდარმი მგონიხარ.
- ირონიის გარეშე! - ღრენით ახედა ვასიკომ.
- დარწმუნებულები ხართ?! - მისი სიბრაზე არ შეიმჩნია. ყოყმანით ახედა ნიკოლოზს.
- ვაცადოთ სამართალდამცავებს. ციხეში ჩაჯდომას ყოველთვის მოასწრებ.
- ჩემთვის უცხო მაინც არაა, საკუთარი სახლივითაა... - გაეცინა გიგაურს.
- ჰა, ახლა. ვიდრე აქ ვგუგრგურებთ, გაგვექცევიან ის ახვრები!
- როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ შენც მართალი ხარ! - ფრთხილი ნაბიჯებით ისევ ირაკლისა და ზეზვას აედევნენ.

თითქმის ოთხ დღიანი წვალების შემდეგ, შებინდებისას, როგორც იქნა მიაღწია მუცოს ხეობამდე ელენემ. კარგა ხანია შეამჩნია გოგონამ უკან აყოლილი მდევარი, არც გიგაურისა და მასთან მყოფი ძმები იქვე ყოფნა გამორჩენია. ემოციების შეკავება ძლივს შეძლო. ერთი სული ჰქონდა გაქცეულიყო და მოძღვარს მოჰხვეოდა. თუმცა დროულად მიუხვდა ჩანაფიქრს და თავადაც გაჩუმება არჩია.
- მეთამაშებით?! რადგან თავს არ მესხმით, ესეიგი რაღაცას გეგმავთ, ან ელით. კეთილი იყოს თქვენებურად. ვნახოთ, საბოლოოდ ვინ დარჩება მოგებული! - შიში და პანიკა ამჯერად ადრენალინს შეეცვალა - ოღონდ ხეობამდე ცოცხალი მივიდე და სულ ძმრად ამოგადენთ თავხედობას! - აშკარად გული მისცემოდა დახმარების იმედით გულმოცემულს - ერთი ციხემდე მივაღწიო და შემდეგ ვნახოთ როგორ მოახერხებთ დაჭერას!

პირველივე კოშკი გამოჩნდა თუ არა სიხარულით გააკანკალა.
- იმედია დახუჭობანა გიყვარდათ ბიჭებო, ვნახოთ როგორ ითამაშებთ!... -ზედმეტად კმაყოფილს გაეღიმა და პირველივე შესახვევში გადაუხვია.
უკანვე მიჰყვნენ ირაკლი და ზეზვა, თუმცა გოგონა აღარსად ჩანდა.
- ამის დედაც... - ისევ იგინებოდა ირაკლი - ხომ გებნებოდი ქაჯია მეთქი?!
- ჰოდა, მისივე ჯაქეთის ციხეში დავმარხოთ! - ირონიულად გაეცინა ზეზვას და კოშკში ლანდივით გამსხლტარ გოგონას ფეხდაფეხ მიჰყვა.

- თორნიკე, ელეს არ მივყვებით?! - ხეობის შესასვლელში სამეულის მოძრაობა შენიშნეს ბიჭებმაც და მოლოდინით შეაცქერდნენ მეგობრები ღიმილად ქცეულ ვაჟს.
- ყოჩარ, ენე-ნე. - ბავშვობის დროინდელი მისეული სტრატეგია გაახსენდა არაბულს - აი, იმ კოშკთან ავიდეთ. - მთის წვერისკენ მიმავალ კოშკზე მიუთითა ვაჟებს - იქიდან ბევრად იოლად დავეხმარები!
მოსალოდნელი გამარჯვებით კმაყოფილი არაბული სხარტი ნაბიჯით აუყვა ბილიკებს, ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ბიჭებიც. მოკლე გზებით გადაჭრეს ერთ დროს ხალხით სავსე, აწ უკვე დაცლილი ეზოები და ვაჟის მიერ მითითებულ კოშკსაც მიადგნენ.
- შენობიდან ორი გამოსასვლელია. შენ აქ დარჩი! - ირაკლის ანიშნა არაბულმა.
- დედას გეფიცებით, თავი ვეფხისტყაოსანში მგონია. - სიცილი აუტყდა დათას.
- რატომ ვითომ?!..- მეგობარს ხუმრობას ვერ მიუხვდა თორნიკე.
- სამი მეგობარი ციხეში დამწყვდებული დედოფლის გადასარჩენად ვიბრძვით. ფილმი რომ გადაიღონ, ტარიელის როლი გარანტირებული გაქვს... - კმაყოფილი იკრიჭებოდა დათა.
- სამწუხაროდ, რუსთაველს რომანში მასხარა არ ჰყავდა, არადა სხვა როლი არ მოგიხდება! - მხიარულად იცინოდა იკა.
- არაფერი რომანტიული შენში რომ არ დევს, ამიტომაც ხარ ასეთი მყრალი!... ვინმემ რომ ჩაგიაროს, სამხედრო სალამი არ დაგავიწყდეს! - თორნიკეს მიერ მითიტებულ პოსტზე სამხედრო თოფით შეიარაღებულ, ჯარისკაცივით ატუზულ მეგობარს მხიარულად დაეჯღანა და ვიდრე იკა პასუხს დაუბრუნებდა, წინ მიმავალ არაბულს დაედევნა.



თავი ორმოცდაცხრა
კოშკში შევიდა, წამიერად გაჩერდა, სიბნელეს შეეჩვია თუ არა, თვალი მოავლო კოშკის პირველ სართულში არსებულ ერთად-ერთ, აწ უკვე გომურად ქცეულ ოთახს. კოშკი რამდენიმე სართულიანი სათავსოსგან შედგებოდა. ერთ დროს მტრისგან თავის დასაცავად აგებულ ნაგებობას, მოსახლეობა აშკარად საქონლის სადგომად იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ახლა ცარიელი იყო, ირგვლივ მაინც თივისა და ნაკელის მწარე სუნი იდგა.
მეორე სართულზე ასასვლელ ვიწრო ჭრილთან ხის, უმოაჯირეო კიბე მიედგათ. თუმცა გოგონას კიბეზე აძრომა არც კი უფიქრია, გეზი მარცხენა კუთხისკენ აიღო. იმდენად თავდაჯერებულად მიაბიჯებდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ კოშკში ადრეც იყო ნამყოფი.
სადგომის მარცხენა მხარეს ფარდაგით დაფარული მოზრდილი ხის სკივრი იდგა. სკივრზე გადაფარებული მცირე ზომის მტვრიანი ნაჭერი, ალბათ სამუზეუმე ექსპონატად უფრო გამოდგებოდა, როგორც ხევსურული, უიშვიათესი ორნამენტების ნიმუში. თუმცა დაუდევარი პატრონის ხელში, ჭილობის ნაგლეჯად ქცეული, ახლა მხოლოდ სკივრის საფარებლადღა გამოდგებოდა. სწრაფი მოძრაობით ახადა სკივრს თავი და ყოყმანის გარეშე შიგ ჩახტა. სკივრის ძირიც ანალოგიური ნაჭრის ნაგლეჯით იყო დაფარული. ხელები ფსკერზე მოაფათურა და როგორც კი ერთ ადგილას სიცარიელე იგრძნო, ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა. სხარტი მოძრაობით გადახადა ნაჭრის საფარი, სკივრის თავსაფარს თავადვე მისწვდა და დაკეტა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, სკივრის ძირი აშკარად გახვრეტილი გახლდათ. საკმაოდ ვიწრო ხვრელიდან რიყის ქვით ნაკეთები კიბის საფეხურები ოდავ მოჩანდა. უკვე ესმოდა კოშკში შემოსული ირაკლისა და ზეზვას ხმაც.
- აქ არ შემოვიდა, სად გაქრა?! - გაოცებული აცეცებდა თვალებს ირაკლი.
- სად წავიდოდა?! - ხის კიბეზე სანახევროდ ასული ისევ უკან ჩამობრუნდა ზეზვა - მაღლა არ ჩანს. ალბათ, თივაში დაგვემალა! ჰა, შენ ფიწალი და ეძებე! - რკინის, საკმაოდ ბასრი სამკაპი გადაუგდო მამაკაცმა.
დასაკარგი დრო აღარ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კიბისკენ ჩასასვლელი ჭრილი საკმაოდ მცირე ზომის გახლდათ, ელენე გვერდულად შებრუნდა და საფეხურებისკენ მოხერხებულად გაძვრა. კიბის საფეხურები მაქსიმუმ ნახევარ მეტრამდე განის, ალბათ ორმეტრა ბახევრამდე სიმაღლის მქონე გვირაბს უკავშირდებოდა, რომელიც თავისმხრივ რამდენიმე ნაწილად იშლებოდა.
მარჯვნივ გადაუხვია და გზა ყოველგვარი ყოყმანის გაერშე გააგრძელა. უკანასკნელად აქ ყოფნის შემდეგ აშკარად შეცვლილიყო მგდომარეობა. სიძველისგან დახეთქილ, სიპი ქვისგან ნაგებ გვირაბის კედლებს დაზიანებები მომატებოდა, ზოგიერთ ადგილზე კედლებთან ერთად ჭერიც ჩამონგრეულიყო, მთვარის შუქს გვირაბშიც შეეღწია და მკრთალად ანათებდა. თუმცა მთვარესთან ერთად მიწისქვეშა დინებასაც ენახა გასაქანი, გვირაბის ფსკერი სანახევროდ დაეფარა. გოგონა შეძლებისდაგვარად ცდილობდა დაგუბებული წყლისთვის გვერდი აევლო, თუმცა უშედეგოდ, ფაქტიურად ნახევრად სველი მუხლებამდე გაყინულ წყალში მიაბიჯებდა. სიცივისგან აკანკალებდა, კბილს კბილზე აცემინებდა.
- ამათ რომც გადავურჩე, ფილტვების ანთებას ნამდვილად ვერ გადავიტან! - ცრემლებს ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო.
ახლაც ისევ თვალწინ დაუდგა, ბავშვებთან ერთად დახუჭობანას თამაშის დროს როგორ აღმოაჩინა ეს გასასვლელი. ზუსტად ახსოვდა ბავშვებისა და აღმზრდელების შიშით დაზაფრული სახეები, მათი განწირული ელენე. მათი გაოცებული და გახარებული სახეები, როცა გოგონა კომპლექსის მთავარ კოშკში უვნებელი აღმოაჩინეს. ემოციებით დაბრმავებულებს აზრადაც არ მოსვლიათ ეკითხათ, როგორ მოხვდა იქ. ელეს კი მიუხედავად მათი პანიკისა, შიშისა და ცრემლებისა უბრალოდ უხაროდა. თავს დღის მთავარ გმირად გრძნობდა. გმირად, რომელსაც მისი პირადი აღმოჩენა, კოშკებს შორის საიდუმლო გასასვლელი ჰქონდა.
სულ რამდენიმე თვის წინ, როცა მუცოს ხეობის შესახებ არსებულ ლეგენდებს თორნიკე უამბობდა, თავადაც მთელი არსებით მოუნდა მისი გაოცება. ვაჟს მისი პატარა საიდუმლო გაუზიარა, გასასვლელი არა მხოლოდ აჩვენა, ამ გზით არაბულთან ერთად მთავარ კოშკამდეც ავიდა. ახლაც ტანში სიამოვნებით გააჟრჟოლა წარსულის გახსენებაზე.
- არადა, მაშინ ეს გზა ასე რთულად არ მეჩვენებოდა, არც ამდენი ნანგრევები იყო, არც ეს წყალი... რა შეიცვალა ამ თვეებში?! - შიში სულ უფრო და უფრო ემატებოდა - მიხვდება, უნდა მიხვდეს! - ჩურჩულით, ლოცვასავით იმეორებდა.
სიბნელეში თითქოს რაღაცამ გაირბინა, რბილი მასის ტერფებზე შეხება იმდენად რეალურად იგრძნო, რომ ადგილზე შეხტა. შიშისგან კივილი რომ არ აღმოხდენოდა, პირზე ორივე ხელი აიფარა. მხედველობა დაძაბა, გარედან სულ ოდნავ შემოსულ შუქზე აშკარად გაარჩია მასზე არანაკლებ შეშინებული, კუთხეში ბურთივით მოკუნტული თაგვი. საკუთარ სიმხდალეზე თავადვე გაეცინა.
- არაფერი განსაკუთრებული, ისევ ძველი ისტორია მეორდებოდა. ისევ გვირაბში დაკარგული პატარა გოგო ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საკმაოდ სასტიკი მტერი გიდგას კვალში, ისევ გახვალ, ისევ გადარჩები. სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს. სხვაგვარად ვერ მოიქცევი! - ისევ მიიწევდა წინ და ისევ თავადვე იმხნევებდა თავს - სულ ცოტაღა ელე და სამშვიდობოს ხარ!
მისმა მეთოდმა აშკარად გაჭრა. ნელ-ნელა აშკარად დამშვიდდა, ახლა მხოლოდ სიცივეღა აწუხებდა. მისი გამოთვლით სავარაუდოდ თხუთმეტ წუთამდე გზა კიდევ ექნებოდა დარჩენილი და გვირაბის ბოლოსაც მიუახლოვდებოდა. ფრთხილი ნაბიჯით მიიკვლევდა გზას და რაც უფრო უახლოვდებოდა მიზანს უფრო და უფრო უხაროდა. როგორც იქნა მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. გვირაბის ბოლოს ისევ დაინახა ხის კარი.
- მოვედი, როგორც იქნა მოვაღწიე! - ბედნიერებისგან ადგილზე ხტუნაობდა.
საკმაოდ ვიწრო კარი კმაყოფილმა გამოხსნა, თუმცა მოულოდნელობისგან ღიმილი სახეზე შეაშრა. თვალებს არ უჯერებდა. კოშკში შემსვლელი კედელი ჩამოშლილიყო და შიგნით შემავალი ქვა-ღორღს დაეფარა.
- შეუძლებელია! - სასოწარკვეთილს მუხლები მოეკვეთა - შეუძლებელია, ღმერთი ასე არ გამწირავს!
თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა. მთავარ კოშკში ასასვლელი გზა აღარ არსებობდა. სახელდახელოდ ნაკოწიწები მხნეობისგან აღარაფერი შერჩენოდა. მთელი სხეულით აცახცახებული მიწაყრილს ხელებით ფხოჭნიდა. მისი სიფრიფანა თითებით ცდილობდა ბარიერის მოშორებას, თუმცა აშკარად უშედეგოდ. მოზრდილ ქვებს ძვრაც ვერ უყო.
გვირაბს მეორე მხრიდან მოსდგომოდნენ დათა და თორნიკეც. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა, არაბული ნათლად გრძნობდა ელენეს იქვე ყოფნას. საკუთარი ძალებით მონდომებით ცდილობდნენ ბარიერად ქცეული კედლის კარღვევას. უმისამართოდ ისროდნენ ქვებს, ახლა მთავარი გოგონამდე მდევარზე ადრე გაღწევა იყო.
დროს არც ირაკლი და ზეზვა კარგავდნენ. ფიწალი რამდენიმეჯერ მოიქნიეს თივის გროვაში, მალევე მიხვდნენ, რომ გოგონამ თავშესაფრად სულ სხვა ადგილი გამოიყენა. მათი ყურადღება აშკარად უადგილო ადგილას მდგომმა მოზრდილმა სკივრმა მიიპყრო. არც შემცდარან. სკივრს თავი ახადეს და საიდუმლო გასასვლელის ხვრელიც შეამჩნიეს.
-აი, თურმე სად წასულხარ პატარა ალქაჯო! - ღრენით გამოსცრა კბილებში ირაკლიმ.
- გეგონა მხოლოდ შენ იცი ეს გზა?! შეცდი ქალბატონო, მერედა როგორ! - მუქარით აბრიალებდა თვალებს ზეზვაც.
- ეს გზა სად მიდის?
- სულ რამდენიმე თვის წინ, მთავარ კოშკში ადიოდა. თუმცა ამას წინებზე მიწისძვრისგან დაზიანდა და შესასვლელი მიწამ დაფარა.
- ანუ, გინდა მითხრა, რომ ხვრელი მეორე მხრიდან ამოქოლილია?! - გაგონილით აშკარად კმაყოფილი მხიარულად ახარხარდა ირაკლი.
- ასე გამოდის. ის ლაწირაკი გოგო მისივე ხაფანგში ისე გაება, ხელის გასვრაც არ დაგვჭირდა! - არანაკლებ კმაყოფილი გახლდათ ზეზვა.
- ვერ მიგიხვდი?! - ინტერესით ჩაეკითხა ირაკლი.
- ამ ხვრელსაც თუ ამოვქოლავთ, რაც რთული ნამდვილად არაა, გირაბიდან გამოსვლას ვეღარ მოახერხებს. გიგაურის ქალბატონი ისე გაქრება, მის ცხედარსაც კი ვეღარ იპოვიან.
- და, ამოქოლვას როგორ აპირებ?
- სკივრი ისე გადმოვაბრუნოთ, რომ ხვრელი მთლიანად დაფაროს, არა მგონია იმდენი ძალა ჰქონდეს, რომ ამ ჯაბახანის გაწევა მოახერხოს!
- მართალია ზედმეტად სასტიკი ხარ, მაგრამ ჭკვიანურია! - მამაკაცის აზრი მოეწონა ირაკლის.
ზეზვასთან ერთად სკივრს დაეჯაჯგურა. თუმცა ერთი შეხედვით მსუბუქი ყუთი, სულაც არ აღმოჩნდა იოლად დასაძრავი. ტყვიასავით მძიმე ნივთს ორივენი მთელი ძალით ეჯაჯგურებოდნენ. როგორც იქნა მიზანს მიაღწიეს. თითქმის გაქვავებული სკივრი ადგილიდან დაიძრა, მოწყვეტით გადმობრუნდა და ხვრელი მთლიანად დაფარა. ვარდნისგან სანახევროდ დაშლილ სკივრს ზემოდან თივაც მიაყარეს და საბოლოოდ მოსპეს იქ ხვრელის არსებობის კვალიც.
- ესეც ასე, ვნახოთ რას მოიფიქრებ თავის დასაძვრენად ქალბატონო ელენე! - კმაყოფილი ქირქილებდა ზეზვა.
- ახლა წავიდეთ, დანარჩენებსაც მივხედოთ! - საკუთარი ნამოქმედარით ზედმეტად კმაყოფილი ღიმილით გამობრუნდნენ კოშკიდან.

ტყის მასივში შეუჩნევლად გამაგრებულიყო აბულაძე პოლიციის სპეცჯგუფთან ერთად. მოლოდინაშვილის ბრძანების მოლოდინში, იქიდან აკვირდებოდნენ ზეზვას და ირაკლის, რომლებმაც ვიწრო ბილიკებით ისევ გადაკვეთეს სათიბები და ტყის მასივისკენ, სწორედ მათი საფარისკენ აიღეს გეზი.
წყვილმა თავი სამშვიდობოს დაიგულა თუ არა, იქვე ხეებთან დაბმულ ცხენებისკენ გაეშურნენ, ის -ის იყო უკვე უნაგირზე უნდა შემჯდარიყვნენ, რომ ზეზვამ შუბლზე იარაღის ცივი ლულაც იგრძნო.
- ნაბიჯს გადადგამ და სიცოცხლესაც გამოესალმები! - გიგაურმა კბილებში ზიზღით გამოსცრა.
- საინტერესოა. იმედია შენ არ აპირებ ჩემ შეჩერებას! - ხელი აუკრა მამაკაცმა და სხარტი მოძრაობით შეახტა ბედაურს.
თუმცა გიგას რატომღაც სულაც არ უცდია მისი შეკავება. ირონიული ღიმილით გაიხედა ტყისკენ. თითქოს მას ელოდნენო, გიგაურის მზერას ჰაერში გასროლილი გამაფრთხილებელი ტყვიების ჯერიც მოჰყვა. გარშემო ამაყად აწვერილი მთები ექოდ გამოეხმაურნენ სროლის ხმას. ელოდნენ როდის შეჩერდებოდა მხედარი. თუმცა მოულოდნელად დაფრთხა ცხოველი, რამდენიმეჯერ ყალყზე შედგა. ცხენზე ამხედრებული მხედარი შებარბაცდა, შექანდა, წონასწორობის შენარჩუნება სცადა ზეზვამ, თუმცა უშედეგოდ. ყალყზე შემდგარმა ცხენმა მაინც მოახერხა მხედრის ჩამოგდება, ზეზვა უნაგირიდან კი გადმოვარდა, მაგრამ უზანგებიდან ფეხის განთავისუფლება ვერ მოახერხა. თოკებში ახლართულ მხედართან ერთად ფაფარაშლილი გარბოდა შეშინებული, თეთრი ბედაური.
- არა, რა... ადამიანი ჯიუტი რომ დაიბადება, მისი საშველი არ იქნება. ხომ გავაფრთხლე?! - მხრები უდარდელად აიჩეჩა გიგაურმა.
- შენ რას ფიქრობ გიორგი? - გვერდულად გახედა ფარნავაზმა იქვე მდგომ აბულაძეს. - ბიჭები გაჰყვებიან. იმედია ცოცხალს მიუსწრებენ, თუ არადა... - ზეზვას ბედი დიდად არც გამომძიებელს ანაღვლებდა.
- წლების განმავლობაში გეჩიჩინებოდი და მაინც ვერ გასწავლე. როცა სახლიდან გადიხარ, უნდა დაიბარო სად გეძებოთ! სხვა თუ არაფერი ოჯახისწევრები ვართ! - ირონიული სიცილით მიუახლოვდა ყოფილ სიძეს მოლოდინაშვილი.
- როგორც ვხედავ არ გაგიწირდა ჩემი მოძებნა! - ირონიაში არ ჩამორჩა ირაკლიც.
- არა. თუმცა როცა ორთაჭალაში იჯექი, თავს ბევრად მშვიდად ვგრძნობდი!
- შენ მაგაზე არ ინერვიულო, ფარნავაზ. ახლა ისეთ ადგილას გადავიყვანთ, რომ საძებარი ნამდვილად არ გეყოლება. - მხარზე ირაკლის ისე დაუტყაპუნა ხელი აბულაძემ, თითქოს დასასვენებლად ეპატიჟებოდა.
- საყვარელი სიძის მონახულებას როცა მოისურვებ, ისევ ორთაჭალის ციხეს მიაკითხე, პატიმრებმა განსაკუთრებული კამერა მოუმზადეს. უკმაყოფილო ნამდვილად არ დაგრჩება! - კმაყოფილი იცინოდა გიგაური.
- ყოჩაღ, ყოჩარ. ალბათ, ტაშს უნდა გიკრავდე გიგაურო. სულ ეს იყო შენი ძველბიჭობა და ქურდული გაგება?! რომ გეკითხა პროკურატურასთან თანამშრომლობას არ იკადრებდი, თუ ძმიშვილის გამო გაბოზებაც მოსულა?
- გიგაურის შინაგან მრწამსზე დარდს ციხეშიც მოასწრებთ, ბატონო ირაკლი, ახლა კი ის გვითხარით ელენე სადაა?!. - ღრენით გახედა იქვე მდგომმა ნიკოლოზმა.
- უიფ, ელენე. თქვენი საყვარელი ელენე. სამწუხაროდ არ მახსოვს. ან იქნებ მახსოვს კიდეც?! - ირონიულად იცინოდა ირაკლი - რას გაიგებთ?!
- საკმარისია! - ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა მოლოდინაშვილს, აღარც იქ მდგომებს მოერიდა და სპეცრაზმელებს შორის მდგომ სიძეს გაშლილი ხელი მთელი ძალით შემოარტყა.
- ოხ. მე შენი! - თავადაც გაიწია მოლოდინაშვილისკენ. თუმცა პოლიციელეებმა მისი დაკავება მოასწრეს, ყოველი შემთხვევისთვის ხელბორკილებიც დაადეს და უკვე მოსული პოლიციის მანქანისკენ წაიყვანეს - ოდესმე, თუ სინდისი ზედმეტად შემაწუხებს, იქნებ გთხოვოთ კიდეც აღსარებისთვის მესტუმროთ მოძღვარო. - ავტომობილში ჩაჯდომამდე პირიდან სისხლი ზიზღით გადმოაფურთხა ირაკლიმ და უკან მდგომებს გამოხედა - მხოლოდ მაშინ, თუ გეტყვით სად ეძებოთ თქვენი საყვარელი ელეს ცხედარი.
- ცხედარი? როგორ თუ ცხედარი?! - უკვე დაძრულ ავტომობილს დაედევნა გიგა, თუმცა როგორც კი მიხვდა, რომ პოლიციას ვერ დაეწეოდა, გეზი პირველი კოშკისკენ აიღო.
- დამშვიდი, კოშკი ცარიელია, შიგნით არავინაა, არც ცოცხალი და არც მკვდარი. - ეზოსთან შეეგება ვასიკო.
- ელე?! - დაძაბულობისგან სუნთქვა უჭირდა მამაკაცს.
- არ ვიცი. ბიჭები ეძებენ!

თავი ორმოცდაათი
დასასრული
ბევრი აღარ უფიქრიათ მამაკაცებს, თავადაც მთავარი კოშკისკენ აიღეს გეზი. ჩამოწოლილი ნანგრევების თხრაში თორნიკეს და დათას ირაკლიც ეხმარებოდა. თუმცა გვირაბში სივიწროვის გამო, აშკარად უჭირდათ მოძრაობა. ფაქტიურად არაბული თხრიდა, დათა კი სველ მასას ზემოთ ეზიდებოდა. იქვე მდგომი იკა ხელის ფანრით ცდილობდა მეგობრებისთვის გზის განათებას.
- ეს დედა აფეთქებული უფრო და უფრო მძიმდება, - ძლივს ამოათრია მიწის მოზრდილი ბელტი დათამ - გამძვრა სული!... - ვეღარ სუნთქავდა ვაჟი.
- ამოდი, ამოდი, - ხელი გაუწოდა ამოსასვლელად მეგობარს ვაჟმა - ახლა ჩემი ჯერია! - ფანარი დათას მიუგდო და ამჯერად თავად ჩაძვრა არაბულთან. ვიდრე ბიჭები მიწის თხრით იყვნენ დაკავებულნი, უფროსებიც მიუახლოვდნენ კოშკს.
- დარწმუნებული ხარ, რომ აქ იქნებიან? გარეთ არავინ ჩანს?! - ეჭვი შეეპარა ხმაში ასათიანს.
- თუ ხალხს დავუჯერებთ, მტრისგან იოლად თავის დასაცავად, კოშკები ერთმანეთთან მიწისქვეშა გვირაბებით იყო დაკავშირებული. კოშკი, კი რომელშიც ელენე შევიდა, სწორედ ამ შენობას უკავშირდება. - დინჯად უხსნიდა მოძღვარი.
- უნდა დამეჯერებინა მამაჩემისთვის, ავტომობილების ჩხიკინს აშკარად არქიტექტორობა სჯობდა! - მუცოს ხეობის სიამაყეს, მთელი დიდებულებით წამომდგარ ქაჯეთის ციხეს გაოცებული უმზერდა აკა.
- პირველად ხედავ?! - ირონიულად გვერდი გაჰკრა ასათიანმა.
- არ გესმის. რამდენჯერაც არ უნდა ნახოს, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს პირველად ხედავს. - აკას ნაცვლად გამოეპასუხა ვასიკო.
- სულ ვფიქრობ, ამხელა ქვებს ამოტანა არ სჭირდებოდა?! ან როგორ ამოიტანეს მთის წვერზე ასეთი მასალა, ან ვინ ააგო?! - მეგობრების ირონია არ შეიმჩნია ქართველიშვილმა.
- მშენებელი არსაკიძე რომ არ იქნებოდა, ფაქტია... - ისევ ხუმრობდა გიორგი.
- თუ იმ მოციმციმე ყვითელი ნათებით ვიმსჯელებთ, ჩვენი ბავშვები მარცხენა მხარეს არიან... - ხელის ფანრის ციალი შენიშნა აკამ.
- ისე ისტერიულად იქნევენ, ნიძლავს დავდებ დათაა! - სიცილი ვერ შეიკავა დისშვილის მოქმედებაზე ნიკოლოზმა.
- რა ხდება?! - დაძაბული სახით, სარდაფში მომზირალ შვილს თავზე წამოადგა ასათიანი.
- რა ვიცი, საათზე მეტია ვჩიჩქნით და დიდი ვერაფერი შედეგია.
- ხელით თხრით?! - ამჯერად აკა ჩაეკითხა დაბლა მდგომებს.
- არა, ვიღაც მადლიანს დამტვრეული წერაქვის ნარჩენები დაუტოვებია და... - წამიერად ამოყო თავი არაბულმა, ოფლით დაცვარული შუბლი ხელის მტევნით მოიწმინდა და ისევ უკან მიბრუნდა.
- იმ დალოცვილს ერთი ტომარაც რომ დაეტოვებინა, არ იქნებოდა ცუდი... - ქშენა ქშენით ამოძვრა თხრილიდან იკაც.
- სულ ცოტა ხნის წინ ავთანდილსა და ფრიდონს ეჯიბრებოდით, ახლა კი ქალებივით წუწუნებთ! - მაღლა არც კი აუხედავს, ისევ წერაქვი მოიქნია თორნიკემ.
- ხედავთ?! ჩვენი ბიჭიც იღრინება! - უფროსების გვერდზე დგომამ აშკარად დადებითად იმოქმედა დათაზე და ხუმრობის ხასიათზეც დააყენა.
- ვერ გვქონია, კარგი ამბავი... - უკმაყოფილოდ დაიჯღანა ვასიკო.
- აქვე რესტავრატორების ბანაკია. სამუშაო იარაღები ექნებათ. იქნებ დაგვეხმარონ? - ყოყმანით იკითხა გიორგიმ.
- მაგარია, იქნებ დინამიტიც ჰქონდეთ, ორ წამში გავანთავისუფლებდით გვირაბს?! - ენაზე იკბინა დათამ, როგორც კი დანარჩენების შეკრულ შუბლებს შეხედა.
- ამ ბავშვს ვინმე გააჩუმებთ, თუ?!... - ღრენით გახედა გიგაურმა.
- დინამიტი და ბომბები გვინდა ისედაც დანგრეულ ციხეში?! - არანაკლებ აღშფოთდა თორნიკეც.
- კიდევ კარგი შენზე რომ არაა დამოკიდებული ჩვენი ბედი, დაგვწყვიტავდი ყველას ერთ დღეს! - კრეჭით ამოსძახა ქვემოდან იკამ.
- კარგით, ამ უაზრო ღლაბუცში დროს ნუ ვკარგავთ. აკა შენ მე გამომყევი. - მყისვე დაასაქმა ქართველიშვილი მოძღვარმა - ისე დარწმუნებული ხართ, რომ ელენე ნამდვილად აქ გამოვა?! - ამჯერად ქვემოთ მომუშავე ბიჭებს ჰკითხა მან.
- უკვე დარწმუნებული ვერაფერში ვერ ვიქნები. არადა, ერთად-ერთი გზა პატარა კოშკიდან აქ მოსახვედრად ეს გვირაბია. - იმის წარმოდგენაზეც, რომ ახლა გოგონა იქ მარტო იყო ხმა გაებზარა ვაჟს.
- ამის დედაც, მაინც და მაინც ახლა მოუნდა წვიმა?!.. - უკმაყოფილოდ იგინებოდა გიგაური ელვისგან წითლად შეფერადებული ცის დანახვაზე.
- აქ გავიყინე და ელენე თუ მართლა მაგ ჯურღმულშია... - გასათბობად ადგილზე ხტუნაობდა დათა.
- ეს ბიჭი სულ ასეთი ოპტიმისტი იყო?! - გაოცებულმა გახედა იკამ თორნიკეს.
- არ ვიცი, მაგრამ დედას გეფიცები, აქედან ამოვალ თუ არა მაგრად გცემ! - მუშტი მოუღერა თორნიკემ.
- ცემა - ტყეპას, ჯობს საქმეზე ვიფიქროთ. იქნებ გავიყოთ?! ამ გვირაბს მხოლოდ ერთი გასასვლელი ხომ არ აქვს? როგორღაც ხომ შევიდა შიგნით? - ამჯერად საქმიანად, სერიოზული სახით, ხმამაღლა ფიქრობდა დათა.
- ირაკლის და ზეზვას შიშით ელენე უკან არ გაბრუნდება... - მსჯელობაში აჰყვა იკაც.
- თუმცა, ჩვენ ხომ შეგვიძლია მასთან შესვლა? მეორე მხრიდანაც რომ მოვუაროთ?! - მეგობარს ჩანაფირს იოლად მიუხვდა თორნიკე.
- იცი როგორ უნდა შეხვიდე?! - მოუსვენრობისა და მღელვარებისგან ადგილზე ცქმუდავდა გიგაური.
- მოახერხებთ! - არაბულის ნაცვლად იმედიანად იკამ უპასუხა.
- მაშინ, თქვენ ორმა - გიგაურსა და ხვრელში მდგომ არაბულს მიმართა მოლოდინაშვილმა - ქვემოდან მოაუარეთ და გვირაბში იქიდან შედით. ჩვენ კი, თხრას გავაგრძელებთ. იმედია ნიკოლოზი და აკაც მოგვაშველებენ ხელსაწყოებს. ვეცდებით როგორმე ბარიერი გავარღვიოთ.

ამჯერად პოლიციის პიკაპით ისევ პირველ კოშკს დაუბრუნდნენ გიგაურისა და არაბულის წყვილი. რას - რას და ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა გიგა, რომ ერთ დღეს არაბულების უკანასკნელ მემკვიდრესთან ერთად გიგაურების ერთად-ერთი პირმშოს გადარჩენისთვის მოუწევდა ბრძოლა. იქნებ ვერც თორნიკეს წარმოედგინა, რომ მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილს გვერდით ამოუდგებოდა. თუმცა ცხოვრება ჩვეულებისამებრ ისევ მისი წესებით, უცნაურად ეთამაშებოდათ ორივეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მტრობა არ ყოფილა, მაინც ვერ უწოდებდი მეგობრებს. ახლა კი, მხარდამხარ მდგომნი, გვერდი-გვერდ, ერთდროულად, თითქმის სინქრონში ყრიდნენ ჩასასვლელის ამოსაქოლად გამოყენებულ თივას. სანახევროდ დაშლილ სკივრის ექაჩებოდნენ და ათავისუფლებდნენ გვირაბში შემსვლელ გზას.
როგორც იქნა მოახერხეს, შესასვლელი გაანთავისუფლეს და ვიწრო ხვრელიც გამოჩნდა. არ შემცდარა არაბული. ზუსტად ახსოვდა საიდუმლო შესასვლელის მდებარეობა.
- დარწმუნებული ხარ, შეეტევი?! - ეჭვით გახედა გვერდით მდგომ ახოვან ვაჟს გიგამ.
- ელე ხომ გაძვრა?! - ირონიულად გაეღიმა ვაჟს.
- თქვენ ორს შორის მგონი არის სხვაობა...
- მთავარი მონდომებაა. - თავდაჯერებულად, ოდნავ გვერდულად შებრუნდა არაბული, ხელები მაღლა ასწია, სანთლის ფორმა მიიღო და გიგაურისდა გასაკვირად, საკმაოდ მოხერხებულად, უპრობლემოდ ჩაძვრა ხვრელში.
- თაგვივით ხარ?! - თორნიკეს მოქნილობით გაოცებული გიგაური თავადაც არანაკლები სისხარტით მიჰყვა უკან.
- არა, ციხეში კარგი მასწავლებლები მყავდა. - სიცილით უპასუხა არაბულმა.
შუბლზე მისამაგრებელი ფანრები მეშახტეებივით თავზე დაიმაგრეს და გვირაბს გაუყვნენ.
- ტექნიკა ჩვენ არ გვაქვს და ხელსაწყოები. - ალაგ-ალაგ ჩამოშლილ მიწას შუბლშეკრული აკვირდებოდა გიგაური - ერთი პატარა ბიძგიც საკმარისია, სამუდამოდ აქ რომ დავიმარხოთ.
- გეშინიათ?! - ირონიულად ჩაეკითხა თორნიკე.
- არა. უბრალოდ დასანანი იქნება, ამხელა ეპოპეის შემდეგ სიცოცხლე გვირაბში დავასრულოთ.
- თქვენი არ ვიცი და მე პირადად ამაღამ სიკვდილს ნამდვილად არ გვეგმავ. - ღრენით კბილებში გამოსცრა ვაჟმა.
- სიკვდილს წინასწარ გეგმავენ?!- ახარხარდა გიგაური, თუმცა როგორც კი მისივე ხმა ექოდ დაუბრუნდა გაჩუმდა.
- უცნაური კაცი ხართ. არაფერი გაქვთ საერთო ციხეში მჯდომ გიგაურთან. - ჯიქურ გახედა გვერდით მომავალს თორნიკემ.
- მაინც როგორი წარმოგედგინე?! ცივი, სასტიკი, სისხლის მსმელი?! - ინტერესით ჩაეკითხა მამაკაცი.
- თითქმის. მეგონა ციხის ცხოვრებისთვის იყავით გაჩენილი. ტიტული, სახელი, თქვენი ავტორიტეტი ძვირად ფასობს. თუმცა ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ვაღიარებ აზრი შემაცვლევინა, სასიამოვნოდ გაოცებულიც კი დავრჩი...
- სასიამოვნოდ გაოცებული?!... - ვაჟის სიტყვები ირონიულად გაიმეორა გიგაურმა - როგორც გაირკვა, არც შენ გქონია ბევრი საერთო ციხეში მჯდომ ქართველიშვილთან.
- რას გულისმობთ?!
- ჟარგონები, ჩხუბი, დაუმორჩილებლობა... - თითებზე ჩამოთვალა გიგამ.
- ვერ მიგიხვდით, ამ თვისებებს ნაკლად მითვლით?
- არა, ნაკლად რომ ჩამეთვალა, ახლა აქ ერთად არ ვიქნებოდით. - ვაჟისთვის არც შეუხედავს, ისე ამოიღრინა გიგაურმა - თუმცა ახსნას ვერ ვუძებნიდი. თურმე გენეტიკის ბრალი ყოფილა... - ჩაიცინა მამაკაცმა.
- გენეტიკის?! - გვერდულად გახედა ვაჟმა.
- შენში მინდია არაბულის სისხლი ჩქეფს. ბრმა უნდა იყო ეს ვერ შენიშნო. - თორნიკეს გასაკვირად თბილად გაეცინა გიგაურს.
- ჩემში მხოლოდ არაბულების კი არა, ქართველიშვილების გენიცაა. აკას და თეკლეს ამაგს ვერასოდეს დავივიწყებ.
- არც ვივიწყებთ. თეკლეს სიჯიუტე, არაბულების სიფიცხე, გიგაურების სითამამე, - ფიქრებში წავიდა გიგა - ფიქრობ, გაუძლებ?!
- ვერ მიგიხვდით?!... - აშკარად დაიბნა თორნიკე.
- შენი და ელენეს ოჯახი აღვწერე, თქვენი პატარა, ან პატარები... - ხმა დაუთბა გიგაურს.
- პატარა? ფიქრობთ, მაგ ეტაპამდე მივალთ?!... - ღიმილი გაეპარა ხმაში ვაჟს.
- მიხვალთ. აუცილებლად მიხვალთ. - იმდენად დარწმუნებით უთხრა გიგაურმა, თითქოს ნათლად ხედავდა მათ ცხოვრებას - დროა დავასრულოთ. გიგაურებსაც და არაბულებსაც სიმშვიდე გვჭირდება.
- გეთანხმებით. დროა დავასრულოთ. - მამაკაცის სიტყვები გაიმეორა თორნიკემაც - სამი სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი გვირაბიდან მისთვის სასურველი შეარჩია, წყლის გუბურას მოხერხებულად გადაახტა და გვერდით გაუხვია.

ძალა გამოცლილი, გაყინული ელენე ისევ სანახევროდ გამოხსნილ, მიწით ამოქოლილ კარებთან იჯდა. აღარც ფეხზე დგომის თავი ჰქონდა, აღარც მიწის ჩიჩქნის. თითქოს ბედსაც შეჰგუებოდა. დაძაბული, აცახცახებული ელოდა როდის წამოეწეოდა მდევარი. თუმცა, როგორც კი ბარიერს მიღმა ხმაურისა და კედლის მტვრევის ხმა გაიგონა, იმედიც მიეცა. იქვე მიგდებული საკმაოდ ბასრი ქვით შეძლებისდაგვარად თავადაც ცდილობდა ბიჭების დახმარებას. კუთხეები ხელისგულებს უსერავდა, თუმცა დიდად არ ანაღვლებდა. ახლა მთავარი მხოლოდ აქედან გაღწევა იყო. ახლა მხოლოდ თორნიკემდე მისვლა სურდა. თუმცა მაინც გრძნობდა, ყინვა ნელ-ნელა ერეოდა. მკლავებში ძალა სულ უფრო და უფრო ეცლებოდა. მუხლებზე დაჩოქილი გოგონა, გულში, უხმოდ ლოცულობდა. გგონიათ არ უნდოდა დაძახება, საშველად მოხმობა, მაგრამ ვეღარც ხმას იღებდა. ასე უსუსურად თავი არასოდეს ეგრძნო, ახლა სულ ერთი იყო ვინ იპოვიდა, ვინ გაიყვანდა ამ ჯურღმულიდან, ოღონდ გასულიყო, ოღონდ გაეღწია. თუმცა მოულოდნელად კედლის მეორე მხარეს სრული სიჩუმე ჩამოწვა. აშკარად შეწყვიტეს ნგრევა. აღარც ბიჭების საუბარი ესმოდა.
- წავიდნენ, დამტოვეს?! - პანიკაში მყოფს ერთიანად ცახცახი დააწყებინა.
ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გვირაბის მეორე ბოლოდან ექოდ მომავალი ნაბიჯისა და მამაკაცების ხმაც გაიგონა, მისი სისუსტეც წამიერად გაიფანტა. შეშლილი, შლეგიანი, დამფრთხალი ნადირივით ცქვიტა ყურები.
- შეუძლებელია! - ჯერ კიდევ გაურღვეველ ბარიეს სასოწარკვეთილმა გახედა - არ დავნებდები. ისევ მათ არ ჩავუვარდები ხელში, ამას... - ხელში მოქცეულ ქვის ნატეხს ველური თვალებით დახედა გოგონამ.
- ეს თვითმკვლელობაა! - სიცოცხლეს მოწყურებული შინაგანი ხმა გაჰკიოდა გონებაში.
- არა. თავისუფლებისთვის ბრძოლაა... - ღრენით გააჩუმა უდროო დროს აკივლებული სინდისი.
- ასეთ სისუსტეს ნიკოლოზი არ გაპატიებს...
- მაიას ბედს არ გავიზიარებ!
ახლა ფიქრის დროს აღარ ჰქონდა. ჯიუტად გააქნია თავი, თითქოს ასე მოიშორა აბეზარი აზრები. ხელის ცახცახით წაიღო ხელის მტევანზე ლურჯად გაკლაკნილი ვენებისკენ აწ უკვე სასიკვდილო იარაღად ქცეული ქვის ნატეხი. თუმცა მაინც ვერ გაიმეტა საკუთარი თავი, ფრთხილად, მარჯვენა საჩვენებელი თითით მონიშნა ტრაექტორია, სადაც სულ რამდენიმე წამში იარა უნდა ყოფილიყო. თვალები დახუჭა, თითქოს ასე ნაკლებად ეტკინებოდა და მთელი ძალით დააწვა ქვის ზედაპირს. ნათლად იგრძნო, როგორ გასერა კანი. გაყინულ სხეულში ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა. ვენიდან გადმოსული სითხე თბილად ედებოდა ხელის მტევანს.
- ბარემ მეორეც და...
ფაქიზად გადაისვა ხელი მარჯვენა მკლავზეც. თუმცა მაინც ყოყმანობდა.
- სუსტი ხარ, ელე, სუსტი! - თითქოს ღრენით უმზერდა უჩვეულოდ გაბოროტებული ორეული, მაგრამ დიდხანს ფიქრი არ დასცალდა. მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა.
- სადღაც აქ უნდა იყოს, ყურადღებით მოათვალიერე! - სმენას მოსწვდა ხმა. მართალია თორნიკეს თავზე დამაგრებული ფანარი თვალებში ანათებდა, მაგრამ შორს მდგომ სილუეტში საყვარელი მამაკაცის ამოცნობა მაინც შეძლო.
- შენს მდგომარეობაში ჰალუცინაციებიც ნორმალურია, გეჩვენება! - ისევ ქირქილებდა ბოროტი ორეული.
ხმას ვერ იღებდა ემოციებისგან დამუნჯებული გოგონა. მართალია ვერ ეძახდა, მაგრამ მაინც იღიმოდა გიგაური.
- ელენე?! - იქვე მდგომი ვაჟი აშკარად არ იყო მოჩვენება - ენე... - ჩქარი ნაბიჯით მისკენ მიიწევდა არაბული.
გული გამალებით უცემდა უმცროს გიგაურს. ტუჩებმა მისით, უხმოდ წარმოსთქვეს ვაჟის სახელი, საკუთარი ხმა აშკარად არ გაუგია, ასე მონატრებული ძლიერი მკლავებით, მთელი ძალით მკერდში იკრავდა არაბული მთლიანად მასზედ მინდობილ ქალიშვილს.
- სულელო გოგო, ეს რამ ჩაგადენინა?! - დაკრუნჩხული თითების გახსნასა და ქვის ხელიდან გაგდებინებას უშედეგოდ ცდილობდა გიგაური.
გონება დაკარგული ელენე თითქოს განგებ, თითებს არ შლიდა. ბასრი იარაღი ისევ ჭრიდა ხელის გულებს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო ტკივილს ვეღარ გრძნობდა ქალიშვილი. მთელი სხეულით ეკვროდა არაბულს. ახლა მისით იყო სავსე. ვაჟის სიმხურვალე ჰყოფნიდა გაყინულს.
- სისხლს კარგავს. ჩემი პერანგი არტახისებურად გადავუჭიროთ!. - მაისურზე თითქმის ნახევარი კალთა შემოიხია გიგამ.
ერთიანად გაფითრებულ თორნიკე იქვე ჩამუხლულიყო. კალთაში ჰყავდა მისვენებული საყვარელი არსება. შინაგანად მთელი სხეული უთრთოდა, თუმცა მაინც ყოჩაღად ახერხებდა სახვევის დადებას. მღელვარებას მხოლოდ ნერვიულობისგან დაჭმული ტუჩებით თუ შეამჩნევდი.
- სად ხართ? - სადღაც ზემოდან ესმოდათ მოძღვრის ხმა.
- აქეთ, ნიკოლოზ, აქეთ! - ფანარს ნიშნად იყენებდა გიგაური.
- გასასვლელისკენ აღარ წახვიდეთ. რესტავრატორებმა თოკები გვათხოვეს! - ერთ-ერთი სანახევროდ ჩამოშლილი ხვრელიდან შემომავალი მთვარის შუქი მამა ნიკოლოზმა დაფარა.
სულ რამდენიმე წუთში ჩამოიშალა კანაფის წნულებისგან აწყობილი სამი კიბე, რომლის ბოლოებიც პოლიციის პიკაპზე მიემაგრებინათ.
- სხვა გზა არ გვაქვს. საკაცედ კიბეს გამოვიყენებთ. - ზემოდანვე ჩამოსძახა ვასიკომ.
ერთმანეთის გვერიდი-გვერდ იდგნენ ისევ გიგაური და არაბული. ქამრებით მიამაგრეს კიბეზე გათიშული გოგონა.
- შენ თავი აკონტროლე. აწევის დროს რამეს არ მიარტყას. მე ქვემოდან დავიჭერ! - დირექტივებს გასცემდა გიგაური.
ელენე ციმციმ, ნელ - ნელა აჰყვადათ მაღლა. როგორც იქნა, ეღირსათ სამშვიდობოს ამოსვლა, როგორც იქნა ეღირსათ სუფთა ჰაერზე დგომაც. მოლოდინაშვილს ამჯერადაც ეყოჩაღა, პირველადი დახმარებისთვის თეკლეც და მისი ჯგუფიც წამოეყვანა.
- დილეტანტია ჩვენი გოგო, ჭრილობა საშიში არაა. ვენა არ დაუზიანებია... - ღიმილით ახედა თეთრ ხალათიანმა დედობილმა თორნიკეს.
- ამდენი სისხლი?! - ეჭვით უმზერდა ვაჟი.
- კაპილარები აქვს დასერილი, ამიტომაც მოსდიოდა ამდენი სისხლი. თუმცა ეგ სულაც არ ნიშნავს რომ კარგადაა. ამდენი ემოციების შემდეგ დამამშვიდებლები ნამდვილად არ აწყენს.
- მხოლოდ დამამშვიდებლები? ექიმს არ ვაჩვენოთ?! - თეკლეს კომპეტენტურობაში აშკარად ეჭვი შეეპარა გიგაურს.
- შენი ხათრით, გადასხმაც გავუკეთოთ! - სიცილი ვერ შეიკავა ქალმა და გოგონას გასათბობად თბილი პლედი დააფარა.
- ნორმალური ექიმი არ გვყავს? - გაღიზიანდა გიგა.
- მე რას მიწუნებ?! - წარბი ასწია ქალმა.
- იურისტების ექიმობა არ გამიგია მე. - ღრენით გამოხედა მამაკაცმა.
- გიგაურო, არ გამაცოფო, თორემ...
- რა თორემ?! - ირონიულად ჩაეკითხა მამაკაცი.
- რეანიმობილში მჯდომ ექიმებს ვეტყვი, უკან გაბრუნდნენ! - სიცილი ძლივს შეიკავა თეკლემ და უკან მდგომ ექიმებს ანიშნა გოგონა წაეყვანათ.

დრო იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე არაბულები, გიგაურები, ასათიანები და ქართველიშვილები წარმოიდგენდნენ. ბევრი რამ იცვლებოდა. ბევრი რამ იშლებოდა, თუმცა ერთი რამ ისევ უცვლელი იყო. მთის წვერზე იდგა მამათა მონასტერი. სოფელში ისევ იყო ობოლთა თავშესაფარი. არაბულების ეზოში ისევ იდგა რესტავრირებული წითელი ნივა. ავტომობილით წლებია აღარავინ დადიოდა. არც ვინმე მოძრაობდა. მხოლოდ ერთი ხუჭუჭა თმიანი, შავგვრემანი, ლურჯთვალება, ხუთიოდე წლის ბიჭუნა შეძვრებოდა ხოლმე სალონში, ჯიუტად აჭერდა ხელს სიგნალის ღილაკს და ენერგიულად ატრიალებდა საჭეს.
ახლაც ასე იყო.
- მინდია, სად ხარ? - თვალებზე ხელი მოეჩრდილა სახლის ბანზე გადმომდგარ გოგონას.
- ისევ გაგექცა?! - მხიარულად იცინოდა ხევსურული ორნამენტებით გაწყობილი ჩოხით შემოსილი მამაკაცი.
- კარგი რა, გალიაში დამწყვდეული ნადირივითაა, აქ ჩამოსვლა და აღმა-დაღმა სირბილი ერთია. ისევ დავკარგეთ! - ხმა გაუმკაცრდა ქალს.
- აქ მაინც ირბინოს თავისუფლად... - შვილი გაამართლა მამაკაცმა.
- იცოდე, ვეტყვი მამა ნიკოლოზს და აღარ მოგცემს ტკბილეულს! - მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანდა, კარგად იცოდა ქალიშვილმა, რომ ბავშვს მისი ესმოდა.
- მამა ნიტოლო, მე ხომ მომცემს? - სასაცილოდ მოუჩლიფა ენას ორიოდე წლის, პერანგისამარა მდგომმა ოქროსფერ თმიანმა გოგონამ.
- აი, ჩემი გოგოც მოსულა. - ხელში აიტაცა პატარა მამაკაცმა - მამა ნიტოლო, კამფეტებს რომ მოგცემს, მეც ხომ გამიყოფ? - ცხვირით გაეხახუნა ქალიშვილს.
- მინდიასაც მივცემთ?! - არც ძმა დაივიწყა პატარამ.
- ჩემი სალომე, ჩემი ცხოვრება! - მხიარულად აკისკისებული ქალიშვილი ჰაერში რამდენიმეჯერ დააბზრიალა არაბულმა.
- აუ, მეც რა, მეც... - ვეღარ მოითმინა, კუთხიდან გამოყო ხუჭუჭა თავი, სამალავიდან გამოძვრა ანცი თვალებით მომზირალი მინდიაც და მამას ჩამოეკიდა მკლავზე.

მიუხედავად იმისა, რომ ხეობა მოსახლეობისგან დაცლილიყო, ყოველ ზაფხულს მაინც ივსებოდა ხალხით არაბულების ეზო. საღვთოზე შეკრებილი გიგაურები და არაბულები ერთად ყოფნას ზეიმობდნენ.
ყოველ აღდგომის შემდგომ ორშაბათს სადღესასწაულოდ გამოწყობილი მინდია და სალომე წითლად შეღებილი კვერცხებითა და პასკით ხელში მიაბიჯებდნენ ბალახით დაფარულ სასაფლაოზე.

მამათა მონასტერმა ბევრი წინამძღოლი გამოიცვალა. თუმცა ხეობაში მცხოვრებ ხევსურებთათვის რომ გეკითხათ, მონასტრის ერთად-ერთ ღირსეულ წინამძღოლად აუცილებლად მათივე კუთხის შვილს, მამა ნიკოლოზს დაგისახელებდნენ.
ხალხის მეხსიერებაში ბოლომდე დარჩა მამათა მონასტრის ეზოში მჯდომი თერთწვერა, ბუბუნა ნიკოლოზი, მასთან მოკამათე შავი პერანგით შემოსილ გიგაურთან ერთად. თუმცა მიუხედავად, ნიკოლოზის მრავალგზის თხოვნისა, გიგა გიგაური საეკლესიო ცხოვრებას არ შესდგომია.

დასასრული



№1  offline წევრი marikuna18

saswauli iyo♡♡ bevri vitire magram #1istoria rac ki wamikitxavs♡♡♡ maladec ♡♡

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

marikuna18
saswauli iyo♡♡ bevri vitire magram #1istoria rac ki wamikitxavs♡♡♡ maladec ♡♡

მგონი თქმაც არ უნდა როგორ გამახარეთ. დიდი მადლობა, რომ არ დაიზარეთ და წაიკითხეთ.

 


№3  offline წევრი izabella

არაფერი ბანალური, არაფერი გაზვიადებული. დასაწყისიდანვე რომ ჩაგითრევს და ბოლო მომენტამდე ინტერესს არ დაკარგავ. გულწრფელად გამიხარდება ერთ დღესაც თუ აღმოვაჩენ წიგნის მაღაზიაში გასაყიდად დადებულს, რადგან ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია წიგნად გამოცემას. ❤❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

izabella
არაფერი ბანალური, არაფერი გაზვიადებული. დასაწყისიდანვე რომ ჩაგითრევს და ბოლო მომენტამდე ინტერესს არ დაკარგავ. გულწრფელად გამიხარდება ერთ დღესაც თუ აღმოვაჩენ წიგნის მაღაზიაში გასაყიდად დადებულს, რადგან ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია წიგნად გამოცემას. ❤❤❤

უყურადღებიდ არ ჩამთვალოთ, უბრალოდ ახლა ვნახე თქვენი მოწერილი. დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის

 


№5 სტუმარი ბასილისა..

აი, უბრალოდ, არ ვიცი რომელი სიტყვა შეესაბამება ამ ნაწარმოებსა და თქვენს ნიჭიერებას, სიტყვა, რომელიც აღწერს და გადმოსცემს იმ განცდებს რასაც 2 დღეა კითხვისას ვგრძნობ.. იმ ემოციებს, რომლების გამოც უკვე ადგილს ვეღარ ვპოულობდი.. თითქოს სიხარულის, ან აღელლვების, ანდაც ბედნიერების.. და მე რატომღაც მივხვდი და არგამჩენია ის აზრი, რომ რატომ ჰქვია მოთხრობას "ბედნიერების რეცეპტი". დიახ, ჩემი აზრით, თვით მამა ნიკოლოზი იყო ბედნიერება.. თავშესაფარი და ყოველი მათთან დაკავშირებული ადამიანითუ მოვლენა...
ელენე.. ენე-ნე, აი, ეს გოგონა ჩემთვის რაღაც საოცრად არაამქვეყნიურია.. არარეალური ყველაფრით, განსაკუთრებით შინაგანად, ძლიერი მებრძოლი სულის ქალი.. თავიი ისე შემაყვარა რაღაც მომენტში მომინდა და ამწუთამდეც მაქვს ის მომენტი რომ მთელი გრძნობით მინდა ჩემი და ყოფილიყო,ანდაც მეგობარი და ერთხელ ჩავხუტებოდი.. ოხ, ნეტა კი..
თქვენ კი, თქვენობით იმიტომ მოგმართავთ რომ თითქმის დედისტოლახართ და ამაში ვატევ მთელ მოკრძალებასა და პატივისცემას, შეუდარებლად წერთ და გაფასებთ! ყოველი დღე გიგრძელოთ უფალმა ყველა სიკეთესთან ერთად მკითხველის გულისა და თვალის გასახარად ❤️ მიყვარხართ !

 


№6 სტუმარი სტუმარი დი კო

სიტყვები არ მყოფნის.... ისეთი ტკივილიანი და თან სიყვარულით სავსე ისტორიააააა..... მართლა ტირილით წავიკითხე და ყველა პერსონაჟის ემოცია გავითავისე...წერა არ შეწყვიტო არასდროს ყველას არ შეუძლია ასე წერით"ადამიანობის" გადმოცემა... :))))კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ მართლა სიტყვები არ მყოფნის :)))))))):) ;)

 


№7  offline მოდერი Nanaga

ადრე ვკითხულობდი ნაწილ ნაწილ და მერე დამეკარგა, ახლა აღმოვაჩინეე და უზომოდ გამიხარდა

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ბასილისა..
აი, უბრალოდ, არ ვიცი რომელი სიტყვა შეესაბამება ამ ნაწარმოებსა და თქვენს ნიჭიერებას, სიტყვა, რომელიც აღწერს და გადმოსცემს იმ განცდებს რასაც 2 დღეა კითხვისას ვგრძნობ.. იმ ემოციებს, რომლების გამოც უკვე ადგილს ვეღარ ვპოულობდი.. თითქოს სიხარულის, ან აღელლვების, ანდაც ბედნიერების.. და მე რატომღაც მივხვდი და არგამჩენია ის აზრი, რომ რატომ ჰქვია მოთხრობას "ბედნიერების რეცეპტი". დიახ, ჩემი აზრით, თვით მამა ნიკოლოზი იყო ბედნიერება.. თავშესაფარი და ყოველი მათთან დაკავშირებული ადამიანითუ მოვლენა...
ელენე.. ენე-ნე, აი, ეს გოგონა ჩემთვის რაღაც საოცრად არაამქვეყნიურია.. არარეალური ყველაფრით, განსაკუთრებით შინაგანად, ძლიერი მებრძოლი სულის ქალი.. თავიი ისე შემაყვარა რაღაც მომენტში მომინდა და ამწუთამდეც მაქვს ის მომენტი რომ მთელი გრძნობით მინდა ჩემი და ყოფილიყო,ანდაც მეგობარი და ერთხელ ჩავხუტებოდი.. ოხ, ნეტა კი..
თქვენ კი, თქვენობით იმიტომ მოგმართავთ რომ თითქმის დედისტოლახართ და ამაში ვატევ მთელ მოკრძალებასა და პატივისცემას, შეუდარებლად წერთ და გაფასებთ! ყოველი დღე გიგრძელოთ უფალმა ყველა სიკეთესთან ერთად მკითხველის გულისა და თვალის გასახარად ❤️ მიყვარხართ !

მაპატიეთ პასუხი რომ ვერ მოგწერეთ, როგორ გამიხარდა თქვენი სიტყვები გამოხატვა მიჭირს. უზომოდ ბედნიერი ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა. მამა ნიკოლოზი ჩემი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია და უნორმოდ მიხარია თქვენც ასევე რომ მიიღეთ. ელენეზე კი რა გითხრათ. ელე - ენენეა, ჩემი ენენე.... დიდი მადლობა ამ ემოციისთვის და ასეთი სიხარულისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes

სტუმარი დი კო
სიტყვები არ მყოფნის.... ისეთი ტკივილიანი და თან სიყვარულით სავსე ისტორიააააა..... მართლა ტირილით წავიკითხე და ყველა პერსონაჟის ემოცია გავითავისე...წერა არ შეწყვიტო არასდროს ყველას არ შეუძლია ასე წერით"ადამიანობის" გადმოცემა... :))))კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ მართლა სიტყვები არ მყოფნის :)))))))):) ;)

Hermann
ადრე ვკითხულობდი ნაწილ ნაწილ და მერე დამეკარგა, ახლა აღმოვაჩინეე და უზომოდ გამიხარდა

მაპატიეთ ძალია გთხოვთ,უყურედღებობაში არ ჩამომართვათ. ახლა ვნახე თქვენი მოწერილი. დედას გეფიცებით, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ყველა ისტორია ხომ მიყვარს, მაგრამ ეს განსაკუთრებით. უნორმოდ მიხარია ისევ რომ კითხულობთ. ისეთი აჟიტირებული ვარ, იმედია ბევრი სისულელე არ დავწერე, მიყვარხართ და მიხარია თქვენი თითოეული სიტყვა kissing_heart kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

გავგიჟდი გადავირიე ისე მომეწონა აი არ ვიცი.საოცრება ხარ❤❤❤

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ანა
გავგიჟდი გადავირიე ისე მომეწონა აი არ ვიცი.საოცრება ხარ❤❤❤

დიდი მადლობა ანა ასეთი სიტყვებისთვის. ძალიან მიხარის, რომ მოგეწონათ kissing_heart

 


№11 სტუმარი სტუმარი ანნა

აი უკვე მერამდენედ ვკითხულობ ამ ისტორიას არ ვიცი, მაგრამ ისევ ისე ვიტირე, როგორც პირველად... საოვრებაა, ძალიან ძალიან ძალიან კარგია

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ანნა
აი უკვე მერამდენედ ვკითხულობ ამ ისტორიას არ ვიცი, მაგრამ ისევ ისე ვიტირე, როგორც პირველად... საოვრებაა, ძალიან ძალიან ძალიან კარგია

უზომოდ გამახარე ანა, დიდი მადლობა kissing_heart

 


№13 სტუმარი სტუმარი მიკა

აი, მერამდენედ ვკითხულობ და არ მბეზრდება.. მახსოვს, პირველად სათაური რომ ვნახე, იმესი გამიცრუვდა, უინტერესო იქნება და არ შეეფერება ავტორსთქო (არადა თქვენს ისტორიებს ვეძებ სულ, რომ შემოვდივარ).. ერთ დღესაც საინტერესო ვერაფერი ვნახე და მოდი, ბარემ ვნახავ რაზეა დაწერილითქო და თურმე რამხელა სიამოვნებას ვაკლებდი თავს.... გული მწყდებოდა რომვკითხულობდი, ვხვდებოდი, დასაწყისი გამოვტოვე და კომენტარებში ვნახე, რომ "ჩანახატი" იყო დასაწყისი დაა აი უკვე მერამდენედ ვკითხულობ და არ მომბეზრებია.ყველა პერსონაჟი მიყვარს ძალიან,, აი, სახელები და გვარებიც კიირომ მომწონდა ეგეთი ერქვა ყველაას.. მყავს ერთი პერსონაჟიც, რომელსაც ვაიგივებ საკუთარ თავთან. ერჹი სიტყვით, უნიჭიერესი ადამიანი ხართ.... გყვარობთ და მიხარია, რომ არსებობთ

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი მიკა
აი, მერამდენედ ვკითხულობ და არ მბეზრდება.. მახსოვს, პირველად სათაური რომ ვნახე, იმესი გამიცრუვდა, უინტერესო იქნება და არ შეეფერება ავტორსთქო (არადა თქვენს ისტორიებს ვეძებ სულ, რომ შემოვდივარ).. ერთ დღესაც საინტერესო ვერაფერი ვნახე და მოდი, ბარემ ვნახავ რაზეა დაწერილითქო და თურმე რამხელა სიამოვნებას ვაკლებდი თავს.... გული მწყდებოდა რომვკითხულობდი, ვხვდებოდი, დასაწყისი გამოვტოვე და კომენტარებში ვნახე, რომ "ჩანახატი" იყო დასაწყისი დაა აი უკვე მერამდენედ ვკითხულობ და არ მომბეზრებია.ყველა პერსონაჟი მიყვარს ძალიან,, აი, სახელები და გვარებიც კიირომ მომწონდა ეგეთი ერქვა ყველაას.. მყავს ერთი პერსონაჟიც, რომელსაც ვაიგივებ საკუთარ თავთან. ერჹი სიტყვით, უნიჭიერესი ადამიანი ხართ.... გყვარობთ და მიხარია, რომ არსებობთ

იმდენი ხანია აღარ მინახავს კომენტარები, ამ ისოტიაზე, მით უმეტეს ასეთი დადებითი. ვკითხულობ თქვენ სიტყვებს და უზომოდ მიხარია, დიდი მადლობა. მეც ძალიან მიყვარს ეს ისტორია და ბედნიერი ვარ თქვენც რომ მოგწონთ.

 


№15  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყოო❤️❤️ადრე წავიკითხე და ისევ მომინდა გადაკითხვა❤️❤️ასეთი აწყობილი და გამართული ისტორიები იშვიათობაა❤️❤️

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი იყოო❤️❤️ადრე წავიკითხე და ისევ მომინდა გადაკითხვა❤️❤️ასეთი აწყობილი და გამართული ისტორიები იშვიათობაა❤️❤️

დიდი მადლონა თამუნა, დღეს დილით ვნახე თქვენი კომენტარი. მინდა გითხრათ, რომ თქვენი შფასება დიდი სტიმულია kissing_heart

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

ისეთი კარგი იყო სიტყვებიც რომ არ მყოფნის, მიყვარს თქვენი ისტორიები ^^
საინტერესო სიუჟეტი, პერსონაჟები და გარემო...
ფილმსაც კი დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ ნაწარმოების მიხედვით^^
საოცრება ხართ, რომელმაც სულ უნდა წეროს და წეროს...

 


№18  offline წევრი Blue Butterfly

ამ ისტორიის კითხვა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. იმ დროს ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა და მხოლოდ კითხვა თუ გადამარჩენდა და გადამატანინებდა მდგომარეობას. პირველივე ნაწილის წაკითხვისთანავე შევიგრძენი თითოეული ემოცია და უზომოდ შემიყვარდა. ისტორიის წერა დასრულდა, მაგრამ ჩემთვის არასდროს დამთავრებულა მისი თავიდან წაკითხვის შესაძლებლობა. ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, უზომოდ ბედნიერი ვარ რომ მისი წაკითხვა შემიძლია. ძალიან გამიხარდება თუ წიგნის რომელიმე მაღაზიაში ერთ დღესაც შევალ და ვიპოვი წიგნს სათაურით "ბედნიერების რეცეპტი". ალბათ ჩემს გარდა კიდევ მრავალი მკითხველია, რომელიც მოუთმენლად ელოდება ამ დროს. ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია და მისი ავტორი აღიარებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ჩემი ბავშვობის ასე საოცრად გალამაზებისთვის. ის ცუდი დრო ამ ისტორიამ გადამატანინა. ძალიან მეამაყება რომ ასეთი ნიჭიერი ხალხია საქართველოში. ეს ისტორია ჩემი ბედნიერების რეცეპტია.

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი მარიამი
ისეთი კარგი იყო სიტყვებიც რომ არ მყოფნის, მიყვარს თქვენი ისტორიები ^^
საინტერესო სიუჟეტი, პერსონაჟები და გარემო...
ფილმსაც კი დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ ნაწარმოების მიხედვით^^
საოცრება ხართ, რომელმაც სულ უნდა წეროს და წეროს...

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ძალიან გამახარეთ kissing_heart

Blue Butterfly
ამ ისტორიის კითხვა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როცა პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. იმ დროს ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა და მხოლოდ კითხვა თუ გადამარჩენდა და გადამატანინებდა მდგომარეობას. პირველივე ნაწილის წაკითხვისთანავე შევიგრძენი თითოეული ემოცია და უზომოდ შემიყვარდა. ისტორიის წერა დასრულდა, მაგრამ ჩემთვის არასდროს დამთავრებულა მისი თავიდან წაკითხვის შესაძლებლობა. ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, უზომოდ ბედნიერი ვარ რომ მისი წაკითხვა შემიძლია. ძალიან გამიხარდება თუ წიგნის რომელიმე მაღაზიაში ერთ დღესაც შევალ და ვიპოვი წიგნს სათაურით "ბედნიერების რეცეპტი". ალბათ ჩემს გარდა კიდევ მრავალი მკითხველია, რომელიც მოუთმენლად ელოდება ამ დროს. ნამდვილად იმსახურებს ეს ისტორია და მისი ავტორი აღიარებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ჩემი ბავშვობის ასე საოცრად გალამაზებისთვის. ის ცუდი დრო ამ ისტორიამ გადამატანინა. ძალიან მეამაყება რომ ასეთი ნიჭიერი ხალხია საქართველოში. ეს ისტორია ჩემი ბედნიერების რეცეპტია.

ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი. ძალიან მიხარია ოდნავ მაინც თუ დაგეხმარეთ. თქვენი სიტყვები უზომოდ მათბობს და მახარებს. მადლობა კიდევ ერთხელ რომ არსებობთ და კითხულობთ. თქვენ გამო, ასეტი თბილი სიტყვების გამო ნამდვილად ღირდა ამ ისტორიის შექმნა.

 


№20  offline წევრი OKI ME

ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა. ცოტა დიდ, ვრცელ კომენტარს ვწერ. რა ვქნა, ვეცადე არ გამომსვლოდა ამხელა თუმცა იმდენი რამის დაწერა მინდა არ ვიცი, ვეჭვობ მაინც ვრცელი კომენტარი გამომივა. მიჭირს ემოციების დატევა.

პირველ რიგში გეტყვი, რომ არ დავიღლები იმის გამეორებით თუ რა შესანიშნავი ისტორიაა. ჩანახატზე კი დავწერე კომენტარი თუმცა რამდენიმე სიტყვით აქაც ვახსენებ.

უსაზღვრო ემოციებით დავიტვირთე. ამ ორმა ისტორიამ შეიძლება ითქვას გამანადგურა, დამანგრია, დამაფიქრა. ემოციებს ვერ ვიტევ. აი, მანამდე ჩანახატი ხომ წავიკითხე, ვიტირე, ვიდარდე, ვინერვიულე და დავიმართე ჩემი საძულველი შაკიკი. ემოციურად ბოლო მომიღო. ალბათ, კარგა ხანს მხოლოდ სახალისო ისტორიებს წავიკითხავ. გამომფიტა, ემოცია აღარ დამიტოვა. :დდდ თითოეულის ტკივილის განვიცდიდი. საოცარი ისტორია. საოცრად აღწერ ყველაფერს. ჩემამდე იმდენად მოგაქვს, იმდენად ეხება სულს, უდავოდ საოცარი ნიჭი გაქვს წერის. ხო, ალბათ ერთადერთი რასაც ვერ გპატიობ ეს ლიკას სიკვდილია. ვიცი, ვხვდები, რომ ისტორიაში ასახული გაქვს ის რაც ზოგადად, რეალურად ხდება. ლიკას ამბავმა შეცვალა გმირების ცხოვრება. ჩანახატმა, იმდენად იმოქმედა ჩემზე, ვთქვი, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ წავიკითხავდი ბედნიერების რეცეპტს, ვინაიდან ბოლომდე კიდევ არ გამოვსულვარ ამ ისტორიიგან მიღებული ემოციებიდან. არ ვიცი რა ჯობდა, მომეცადა და მერე წამეკითხა თუ პირიქით. ფაქტია, რომ დასრულებისთანავე დავიწყე კითხვა. ბოლომდე გადახარშვა ჯერ ისევ მიჭირს. ალბათ კიდევ კარგა ხანს გამყვება ეს ემოციები და კიდევ დიდ ხანს ვიფიქრებ ამ ისტორიის გმირებზე. მილიონ ვერსიას დავამუშავებ გონებაში, თუ რა და როგორ იქნებოდა შესაძლებელი. რა იქნებოდა ლიკას, რომ ეცოცხლა, როგორი იქნებოდა ნიკას და ლიკას მომავალი? რა იქნებოდა მინდია და სალომე რომ არ მოეკლათ, როგორ გაიზრდებოდნენ ერთად პატარა და-ძმა არაბულები? რა იქნებოდა ჩემ უსაყვარლე პერსონაჟ თეკლეს და აკას კიდევ რომ ყოლოდათ შვილი? არ ვიცი ბევრ ვერსიას უშვებს ჩემი გონება. სავარაუდოდ, ამ ისტორიის გახსენებისას როგორ სასიამოვნოდაც გამეღიმება ასევე თვალზე ცრემლიც მომერევა აუცილებლად. რამდენიმე დღე დავისვენებ, ყოველგვარი ისტორიების წაკითხვისგან თავს შევიკავებ. ძალებს მოვიკრებ და ასე შევუტევ სხვა ისტორიებს. :დდდ

მინდიას და სალომეს სიკვდილი იყო შოკი. პირდაპირ ვამბობ, რაც სალომეს სიკვდილის სცენაზე დავაკელი ტირილი აქ ავანაზღაურე. აღწერა ისეთი გაქვს, თვალწინ დამიდგა სრული სიზუსტით, დეტალებში. ის, გზა სადაც მიდიოდნენ, როგორ გადაუდგნენ, იარაღი, თორნიკეს გაფრთხილება, სალომე, გასროლის ხმა, შეჯახება, თორნიკეს შიში, ტირილი. ყველაზე მეტად ცხოვრრბისგან დაჩაგრული თორნიკე აღმოჩნდა. ამდენი ფსიქოლოგიური დარტყმა.

ელენე თავიდანვე საოცრება იყო და არის. რატომღაც ჩავთვალე, რომ ვასიკო და მაია ერთად იქნებიდნენ. არ ვიცი რატომ თუმცა დასაწყისში ასე ჩავთვალე. ასე მინდოდა. არ მემეტებოდა მაია და ელენე მარტოობისთვის, ოჯახიდან გარიყვისთვის. უჰ, ბევრი რამე მეგონა, თუმცა აი ასე, ჩემი დასკვნები სრულად ჩამოშალე :დდ ვფიქრობდი რომ იქნებოდა ასე თუმცა ბოლოს აღმოჩნდებოდა ისე, რასაც საერთოდ ვერ ვიფიქრებდი. უფროსწორად არ ვიფიქრებდი. დაშვებას ვაკეთებდი, თუმცა იმდენად არ მინდოდა გამეწირა ამხელა ტკივილისთვის თითოეული ისტორიის პერსონაჟი, რომ თავს ვიტყუებდი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მქონოდა იმხელა ძალა რითაც შევცვლიდი ბევრ ცუდს კარგით. ბავშვური, მიამიტური ოცნებაა რომელიც შენ ამ ისტორიებით ისევ გამახსენე :დდ

ოო, აი იუმორზე როგორ არ დავწერო? საოცრად გაქვს ყველაფერი დაწერილი. დაძაბული მომენტების მიუხედავად უცებ ჩნდებოდა ბიჭების ხუმრობები, გიგას და ნიკას ერთმანეთისთვის ნათქვამი, ირონია გარეული იუმორი. სიტყვები აღარ მყოფნის ამდენი ემოციის გადმოსაცემად.

ისე როგორ გავალ ბოლოსკენ ჩემი ნიკოლოზი და გიგა გიგაური, რომ არ ვახსენო. დავიდან უარყოფითად განვეწყვე. ლიკას და ნიკოლოზის ამბავი ვერ ვაპატიე. თუმცა ახლა უკვე გიგასაც ვუგებ. არა, ვუგებ. ან, ალბათ უფრო მეცოდება, მებრალება, იმის გამო რაც საკუთარ თავს გაუკეთა. დიდი განსხვავებაა მაშინდელ, პატარა, ახალგაზრდა გიგასა და ახლანდელ გაზრდილ, ჩამოყალიბებულ კაცს შორის. ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილი მიიღო გიგამ. საბოლოოდ მოახერხა ჩემი გაკვირვება გიგამ. ადვილი არაა, მიხვიდე იმ ადამიანთან ვისი ბედნიერებაც მოკალი, გაანადგურე. დიდი გამბედაობა უნდა. აი, აქ მივხვდი კიდევ ერთხელ, რომ ის პატარა გიგა რომელიც სასამართლოში ლაჩრულად ამტკიცებდა სისულელეებს ახლა სულ სხვა ადამიანი. აღარ არის ის სულელი, ლაჩარი, პატარა ბიჭი. ისტორიის ბოლოს სრულიად დავრწმუნდი იმაში, რომ მე, გიგაც მიყვარს. სხვა პერსონაჟების მსგავსად გიგაც შემაყვარე.

ნიკოლოზი, საოცრებაა. ჰო, თავიდან დამწყდა გული, მისი ამ გადაწყვეტილების გამო. არ მემეტებოდა. განა ვერ ვხვდებოდი, რომ დიდმა ტკივილმა გადააწყვეტინა. ეკლესიის გარეშე ვერ იცხოვრებდა. თუმცა, რა ვქნა, ეგოისტურად არ მემეტებოდა. ერთი შეხედვით თითქოს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია. ყოველ შემთხვევაში "ჩანაწერი"-დან ასე ჩანს. მაგრამ, ვფიქრობ ამ ორივე ისტორიაში, მთავარი გმირები სწორედ ნიკოლოზი და ლიკა არიან. ლიკას ერთი შეცდომა ქონდათ სასწავლებელ მაგალითად ყველას. რომ დავფიქრდი მივხვდი, ყველაფერი ნიკოლოზის ირგვლის ტრიალებს. ამბები მის ირგვლივ ვითარდება, ეპიცენტრში ნიკოლოზია. პერსონაჟების გაჭირვების ტალკვესია ნიკოლოზი. დასასრული სასწაული იყო. ნიკოლოზი და გოგა ერთად. ერთ დროს მტრები ახლა კი მეგობრები. ყველაზე ძლიერი ადამიანი ნიკოლოზი არის ❤️ ❤️

 


№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Megioki
ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა. ცოტა დიდ, ვრცელ კომენტარს ვწერ. რა ვქნა, ვეცადე არ გამომსვლოდა ამხელა თუმცა იმდენი რამის დაწერა მინდა არ ვიცი, ვეჭვობ მაინც ვრცელი კომენტარი გამომივა. მიჭირს ემოციების დატევა.

პირველ რიგში გეტყვი, რომ არ დავიღლები იმის გამეორებით თუ რა შესანიშნავი ისტორიაა. ჩანახატზე კი დავწერე კომენტარი თუმცა რამდენიმე სიტყვით აქაც ვახსენებ.

უსაზღვრო ემოციებით დავიტვირთე. ამ ორმა ისტორიამ შეიძლება ითქვას გამანადგურა, დამანგრია, დამაფიქრა. ემოციებს ვერ ვიტევ. აი, მანამდე ჩანახატი ხომ წავიკითხე, ვიტირე, ვიდარდე, ვინერვიულე და დავიმართე ჩემი საძულველი შაკიკი. ემოციურად ბოლო მომიღო. ალბათ, კარგა ხანს მხოლოდ სახალისო ისტორიებს წავიკითხავ. გამომფიტა, ემოცია აღარ დამიტოვა. :დდდ თითოეულის ტკივილის განვიცდიდი. საოცარი ისტორია. საოცრად აღწერ ყველაფერს. ჩემამდე იმდენად მოგაქვს, იმდენად ეხება სულს, უდავოდ საოცარი ნიჭი გაქვს წერის. ხო, ალბათ ერთადერთი რასაც ვერ გპატიობ ეს ლიკას სიკვდილია. ვიცი, ვხვდები, რომ ისტორიაში ასახული გაქვს ის რაც ზოგადად, რეალურად ხდება. ლიკას ამბავმა შეცვალა გმირების ცხოვრება. ჩანახატმა, იმდენად იმოქმედა ჩემზე, ვთქვი, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ წავიკითხავდი ბედნიერების რეცეპტს, ვინაიდან ბოლომდე კიდევ არ გამოვსულვარ ამ ისტორიიგან მიღებული ემოციებიდან. არ ვიცი რა ჯობდა, მომეცადა და მერე წამეკითხა თუ პირიქით. ფაქტია, რომ დასრულებისთანავე დავიწყე კითხვა. ბოლომდე გადახარშვა ჯერ ისევ მიჭირს. ალბათ კიდევ კარგა ხანს გამყვება ეს ემოციები და კიდევ დიდ ხანს ვიფიქრებ ამ ისტორიის გმირებზე. მილიონ ვერსიას დავამუშავებ გონებაში, თუ რა და როგორ იქნებოდა შესაძლებელი. რა იქნებოდა ლიკას, რომ ეცოცხლა, როგორი იქნებოდა ნიკას და ლიკას მომავალი? რა იქნებოდა მინდია და სალომე რომ არ მოეკლათ, როგორ გაიზრდებოდნენ ერთად პატარა და-ძმა არაბულები? რა იქნებოდა ჩემ უსაყვარლე პერსონაჟ თეკლეს და აკას კიდევ რომ ყოლოდათ შვილი? არ ვიცი ბევრ ვერსიას უშვებს ჩემი გონება. სავარაუდოდ, ამ ისტორიის გახსენებისას როგორ სასიამოვნოდაც გამეღიმება ასევე თვალზე ცრემლიც მომერევა აუცილებლად. რამდენიმე დღე დავისვენებ, ყოველგვარი ისტორიების წაკითხვისგან თავს შევიკავებ. ძალებს მოვიკრებ და ასე შევუტევ სხვა ისტორიებს. :დდდ

მინდიას და სალომეს სიკვდილი იყო შოკი. პირდაპირ ვამბობ, რაც სალომეს სიკვდილის სცენაზე დავაკელი ტირილი აქ ავანაზღაურე. აღწერა ისეთი გაქვს, თვალწინ დამიდგა სრული სიზუსტით, დეტალებში. ის, გზა სადაც მიდიოდნენ, როგორ გადაუდგნენ, იარაღი, თორნიკეს გაფრთხილება, სალომე, გასროლის ხმა, შეჯახება, თორნიკეს შიში, ტირილი. ყველაზე მეტად ცხოვრრბისგან დაჩაგრული თორნიკე აღმოჩნდა. ამდენი ფსიქოლოგიური დარტყმა.

ელენე თავიდანვე საოცრება იყო და არის. რატომღაც ჩავთვალე, რომ ვასიკო და მაია ერთად იქნებიდნენ. არ ვიცი რატომ თუმცა დასაწყისში ასე ჩავთვალე. ასე მინდოდა. არ მემეტებოდა მაია და ელენე მარტოობისთვის, ოჯახიდან გარიყვისთვის. უჰ, ბევრი რამე მეგონა, თუმცა აი ასე, ჩემი დასკვნები სრულად ჩამოშალე :დდ ვფიქრობდი რომ იქნებოდა ასე თუმცა ბოლოს აღმოჩნდებოდა ისე, რასაც საერთოდ ვერ ვიფიქრებდი. უფროსწორად არ ვიფიქრებდი. დაშვებას ვაკეთებდი, თუმცა იმდენად არ მინდოდა გამეწირა ამხელა ტკივილისთვის თითოეული ისტორიის პერსონაჟი, რომ თავს ვიტყუებდი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მქონოდა იმხელა ძალა რითაც შევცვლიდი ბევრ ცუდს კარგით. ბავშვური, მიამიტური ოცნებაა რომელიც შენ ამ ისტორიებით ისევ გამახსენე :დდ

ოო, აი იუმორზე როგორ არ დავწერო? საოცრად გაქვს ყველაფერი დაწერილი. დაძაბული მომენტების მიუხედავად უცებ ჩნდებოდა ბიჭების ხუმრობები, გიგას და ნიკას ერთმანეთისთვის ნათქვამი, ირონია გარეული იუმორი. სიტყვები აღარ მყოფნის ამდენი ემოციის გადმოსაცემად.

ისე როგორ გავალ ბოლოსკენ ჩემი ნიკოლოზი და გიგა გიგაური, რომ არ ვახსენო. დავიდან უარყოფითად განვეწყვე. ლიკას და ნიკოლოზის ამბავი ვერ ვაპატიე. თუმცა ახლა უკვე გიგასაც ვუგებ. არა, ვუგებ. ან, ალბათ უფრო მეცოდება, მებრალება, იმის გამო რაც საკუთარ თავს გაუკეთა. დიდი განსხვავებაა მაშინდელ, პატარა, ახალგაზრდა გიგასა და ახლანდელ გაზრდილ, ჩამოყალიბებულ კაცს შორის. ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილი მიიღო გიგამ. საბოლოოდ მოახერხა ჩემი გაკვირვება გიგამ. ადვილი არაა, მიხვიდე იმ ადამიანთან ვისი ბედნიერებაც მოკალი, გაანადგურე. დიდი გამბედაობა უნდა. აი, აქ მივხვდი კიდევ ერთხელ, რომ ის პატარა გიგა რომელიც სასამართლოში ლაჩრულად ამტკიცებდა სისულელეებს ახლა სულ სხვა ადამიანი. აღარ არის ის სულელი, ლაჩარი, პატარა ბიჭი. ისტორიის ბოლოს სრულიად დავრწმუნდი იმაში, რომ მე, გიგაც მიყვარს. სხვა პერსონაჟების მსგავსად გიგაც შემაყვარე.

ნიკოლოზი, საოცრებაა. ჰო, თავიდან დამწყდა გული, მისი ამ გადაწყვეტილების გამო. არ მემეტებოდა. განა ვერ ვხვდებოდი, რომ დიდმა ტკივილმა გადააწყვეტინა. ეკლესიის გარეშე ვერ იცხოვრებდა. თუმცა, რა ვქნა, ეგოისტურად არ მემეტებოდა. ერთი შეხედვით თითქოს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია. ყოველ შემთხვევაში "ჩანაწერი"-დან ასე ჩანს. მაგრამ, ვფიქრობ ამ ორივე ისტორიაში, მთავარი გმირები სწორედ ნიკოლოზი და ლიკა არიან. ლიკას ერთი შეცდომა ქონდათ სასწავლებელ მაგალითად ყველას. რომ დავფიქრდი მივხვდი, ყველაფერი ნიკოლოზის ირგვლის ტრიალებს. ამბები მის ირგვლივ ვითარდება, ეპიცენტრში ნიკოლოზია. პერსონაჟების გაჭირვების ტალკვესია ნიკოლოზი. დასასრული სასწაული იყო. ნიკოლოზი და გოგა ერთად. ერთ დროს მტრები ახლა კი მეგობრები. ყველაზე ძლიერი ადამიანი ნიკოლოზი არის ❤️ ❤️

როგორი გახარებული ვარ ვერც კი გეტყვით. უზომოდ გამაბედნიერეთ. მიყვარხართ ძალიან

 


№22 სტუმარი სტუმარი Lali

ეს რა იყო არ ვიცი ემოციებიდან ვერ გამოვსულვარ.სიამოვნებით შევიძენდი წიგნად ამას და გაუფრთხილდებოდი საგულდაგულოდ.ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა.სიტყვები არ მყოფნის ემოციებისთვის❤❤❤

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი Lali
ეს რა იყო არ ვიცი ემოციებიდან ვერ გამოვსულვარ.სიამოვნებით შევიძენდი წიგნად ამას და გაუფრთხილდებოდი საგულდაგულოდ.ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა.სიტყვები არ მყოფნის ემოციებისთვის❤❤❤

დიდი მადლობა ლალი, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი ემოციებია <3

 


№24 სტუმარი ეკა

ეხლახანს წავიკითხე,სასწაული იყო❤❤❤

 


№25  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ეკა
ეხლახანს წავიკითხე,სასწაული იყო❤❤❤

დიდი მადლობა ეკა. მიხარია რომ მოგეწონათ <3

 


№26 სტუმარი სტუმარი რუსკა

რაც კარგია,კარგია.ყოჩაღ ავტორს.მართლაც სქაიამო ნოთ და მთელი გრძნობების ფრქვევით წავიკითხეე

 


№27  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი რუსკა
რაც კარგია,კარგია.ყოჩაღ ავტორს.მართლაც სქაიამო ნოთ და მთელი გრძნობების ფრქვევით წავიკითხეე

დიდი მადლობა რუსკა, მიხარია რომ მოგეწონათ

 


№28 სტუმარი სტუმარი ლიკა

მართლაც ძალიან კარგია, წარმატებები!.. ♥️

 


№29 სტუმარი გიული

სიამოვნებით წავიკითხე,მადლობა ამისთვის,ძალიან კარგად წერთ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent