რჩეული (თავი მეორე)
*** მზის პირველ სხივებს ესალმებოდა გარემო. ოქროსფრად ლიცლიცებდა იგი. მწუხრ განდევლილი, სიხარულით ლამუნობდა მიწა. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ყოველი ბედნიერი მოჩანდა თითქოს. აივნის კიდეზე, მოჩუქურთმებულ ქვის მოაჯირს დაყრდნობოდა ასული და გადაჰყურებდა ყოველივეს, სასახლიდან დანახულს. გული უცემდა აჩქარებით, ძლიერ და ძლიერ. ეჭვი იპყრობდა, ვაითუ გამცეს იმ ურჯულომო! მეფეს ეახლოს და გასტეხოს ჩემთვის მოცემული სიტყვაო. მერე უეჭველად აუკრძალავდა მეფე სასახლიდან ცხვირის გაყოფას და მიუჩენდა ვინმე პირქუშ მხედარს კარის მცველად! ეგებ, სელმაც დაესაჯა, ურჩობისთვის! ო, არა! როგორ გამომიჭირაო ამ სპასალარმა, გუნებაში სწუხდა იგი. ბათუ, უცხომიწელი მხედართმთავარი, აივნის კარებთან გაჩერებულიყო და მშვიდად უყურებდა ასულს. ანერვიულებულს, ავარდისფრებოდა ლოყები და ქათქათა კანს ერთობ მშვენოდა ეს ოდნავი სივარდისფერე. გარემო განათდა. ფერებით შეიმოსა იგი. ლალისფერი შუქი დასთამაშებდა აივნის კიდეს. იუნინის, ლაჟვარდის ნათება იჭვრიტებოდა ოთახის შუა. -რად იპარებით ხოლმე, სასახლიდან?! -შეჰკითხა ვაჟმა და მომლოდინე თვალები დაასვენა ასულს სახეზე. შემობრუნდა სოფია-ელენე, თვალებში შეხედა ვაჟს და იქ ამოკითხული იჭვნეულობა და სიძლიერე ტალღებად ჩაეღვარა სხეულში. ო, როგორი უდრეკი იყო მის წინაშე მდგომი ყმაწვილი, ჟამთასვლას სიჭაბუკის მხიარულება, რომ გაექრო მისთვის. ალბათ ბალღბაც არ ჰქონიაო, საცოდავს. გაიფიქრა ასულმა და შეაძრწუნა ამა ფირმა. მე რაში მენაღვლებაო, თუნდაც სულ ასეთი სერიოზული დაბადებულიყოო! თავი გააქნია უხვ ფიქრთა გასაფანტად და ანაზდეულად გაუღიმა ყმაწვილს, მოვთაფლოო ეგებ და არ ჩამიშვასო მეფესთან. -თქვენ გამოცდილი მეომარი ხართ, -კეკლუცურად აუკიაფდა თვალებშ სხივი. -გეცოდინებათ, სასახლის გარეთ, რა ხალხი ცხოვრობს! მე კი, მინდა ჩემს ძმას დავეხმარო, იგი თუმცა ბრძენი და ჭკვიანი მეფეა, თავად მბრძანებელი, მაგრამ ხალხისა არა იცის რა! მე კი, დროდადრო სასახლიდან გავდივარ და ბრბოში ვერევი, მაინტერესებს მათი აზრი მეფეთ მეფეზე! მოგეხსენებათ, არავის ძალმიძს უკეთ შეფასება მმართველისა, იმათზე უკეთ ვისაც მართავენ. ჰოდა, ინტერესად მიმიღია მეც მათი აზრი და ჟამიდან ჟამზე, ყურს ვუგდებ მათ! -მე კი მომეწონა თქვენი სიტყვა, თუმცა ეჭვი შემიჩნდა ერთი, -დაფიქრებულად მიუგო ბათუმ. -თუ თქვენ ყოველივე ამას მეფის სასიკეთოდ სჩადიხართ, რაღას უმალავთ მას? -ჩემს ძმას, ძლიერ ვუყვარვარ, -მზისფერი თმები ზურგს უკან გადაიწია ასულმა და მასში ყმაწვილური აღტკინება შენიშნა სპასალარმა. -მოგეხსენებათ, ჩემს მეტი არა ჰყავს დედ-მამის შვილი და აროდეს დაუშვებს ზიანი მომაყენოს ვინმემ, თუმცა კი, რასაც ჟამიდან ჟამზე სასახლიდან გაპარვით ჩავდივარ, მეტად საზიანოა ჩემთვის! ვინმემ, რომ მიცნოს, მეფის და რომ ვარ, საფრთხეც შემექმნება, თუმცა სწორედ აქ გამოვიყენე ჭკვიანი თვალი და ჰიჯაბის ტარება დავიწყე. ჩემს თავსაბურავს, მთელს სახეზე ვიხვევ და მხოლოდ თვალებით, უეჭველია ვერვინ მიცნობს ერთხელ ნახული! -გაეცინა ასულს, -ეს ხომ თქვენს თავზე გამოსცადეთ თავად, განა წუხელ არ იყო, მიყურებდით და ვერა მცნობდით! -ჭკვიანურია! -კვერი დაუკრა სპასალარმა და ერთხანს უყურა. არ მინახავსო, დიაცი აქამდის, ასეთი სისცოცხლე მოტრფიალი ყოფილიყოსო, თან სტყუოდეს და თანაც ისე, თავადვე იჯერებდესო ყოველივეს ნათქვამს. წმინდა წყლის სიმართლე მოგეჩვენებაო მისი ყველა ნათქვამი, ახლაც, თითქოს უტყუარად ამბობსო ყოველს. ბევრ ომ გამოვლილი იყო ბათუ, სპასალარი ახალი სასახლისა და ცხოვრების იმ მცირე ხანში, ყმაწვილკაცობისას, რომ მოასწრო, ხალხი შეიცნო. ყველა რჯულისა, ყველა ასაკის, სქესისა და წარმომავლობის და თუ კი რამ შეეძლო, ადამიანის წაკითხვა იყო, უბადლო იყო ამ საქმეში. ათას ქვეყანა დავლილი, მილიარდობით კაცგამოვლილი, წამში ხვდებოდა მტყუანს და მართალს. სტყუოდა ელენე, მაგრამ სპასალარმა თავი მოაჩვენა, ვერ მიგიხვდიო მზაკვრულ სიტყვას, მეფის რჩეულო და გპატიობო ამ დილას ყოველს. მკვერცხლად გასწორდა, დილამშვიდობისა უსურვა და გაეცალა ასულის დარბაზს. *** ჯერ სიყვარული არ შეეცნო ასულს. ცხრამეტი წლისას, მხოლოდ ამბათ თუ გაეგონა ქალური სიყვარულის ისტორიები და არც აწუხებდა სიცოცხლის მოყვარულს ეს ყოველივე. ერთი კი აფორიაქებდა ჟამიდან-ჟამზე; სასახლეში სპასალარს, რომ ჩაუვლიდა და მისასალმებლად ხელს ართმევდა ვაჟი, უცნაურ თრთოლვას გრძნობდა იგი, მრავალგზის უცნობს და ვერ გაეგო, რა იწვევდა მასში ასე ერთობ გაუგებარ ტალღებს, გრძნობისას. აღარ ეშინოდა იმის, სპასალარი მეფესთან გამცემსო. ისედაც ხედავდა, ვერ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება ურჯულოსა და მის ძმას. თვეზე მეტი გასულიყო, სასახლიდან არ გასულიყო ასული და სევდიანად გაჰყურებდა სარკმელიდან მდუღარე ჰალაქს. ეზმანებოდა ქუჩები, სავსე ქალ-ვაჟითა, დედა-შვილითა, ძუძუმტეთი და მოხუცებულნი, სავსე იყო ყოველი კიდე ქუჩისა და ჩქეფთა სიცოცხლე, აქამდის ასე ძვირფასი მისთვის. -სელმა, ყური მიგდე. -გასძახა ერთგულს, -დღეიდან სამი დღის მერე, სავსე მთვარეობისას ერთი ვარსკვლავი გამობრწყინდება ჩემგან ჩრდილოეთით, უთუოდ, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იქნება იგი! -კვლავ ტელესკოპით გაჰყურებ ზეცას?! -გაიკვირვა საწოლ ოთახში მყოფმა და აივანზე მყოფს გადმოხედა, ღამის ცას ტელესკოპით, რომ აკვირდებოდა. -უეჭველია გეუბნები, გამოჩნდება ის ვარსკვლავი. „ფავორი“ ჰქვია ფრანგულად სელმა, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია რაც კი არსებობს, ამ დღეობებზე ჩნდება, პირველად ფრანგებს აღმოუჩენიათ და იმდენად მოსწონებიათ დაურქმევიათ „ფავორი“ -ანუ რჩეული ჩვენთვის. თუ გახსოვს შარშანწინ, ამდროს ვუთვალთვალებდი ფავორს, მაგრამ ვერა დავლანდე რა! ახლა ვხვდები, დროში შემშლია მხოლოდ, ამ წელს უეჭველია გამოჩნდება ეგ ვარსკვლავი და დაგანახებ! -ბედნიერების მომტანი იყოს ნეტავ, ელენე, ცუდი სიზმრები დამჩემდა ამ ბოლო დროს, ეგებ მაგ ვარსკვლავმა მშვიდი ძილი დამიბრუნოს, მშვიდობა იქნეს ეგებ! -აღელვებულმა ჩაილაპარაკა სელმამ, აკოცა პატრონს თავისას და გაბრუნდა საწოლ ოთახში. შენიშნა ასულმა, ვერ უნდა ყოფილიყო კარგად. მართლაც, ბოლო დღეები სელმა, სულ მწყურვალ შველს ხედავდა სიზმარში, ულამაზესს. მიდიოდა ახლოს, თვალებით სთხოვდა ცხოველი, შემასვიო წყალი. მიჰქონდა სელმას, პეშვით, მაგრამ მიუტანდა თუ არა ახლოს იღვრებოდა ის წყალი და განაწყენებული შველი ტყეში იკარგებოდა კვლავ. ნეტავ, მართლაც ბედის მომტანი იყოსო რჩეული ჩვენთვის. *** სპასალარი ბათუ მეფესთან ერთად სათათბირო ოთახში იყო განმარტოებული და მტრულად შეჰყურებდა ბრძანებელს მისას. მრავალ გზის ყოფილა სამეფო კარებზე და არც ერთი მეფისთვის, კეისრისთის, იმპერატორს თუ სულთნისთის თავი არ მოუდრეკია მას და არც აქ იყო გამონაკლისი. სამხრეთიდან, წვრილ აზნაურებს უჩიოდა მეფე. გაერთიანებულიყვნენ და უკვე სახიფათო არმიად ქცეული ემუქრებოდნენ სასახლეს. არ იქნებაო გონივრული, გადატრიალების მოხდენა, შიდა ომები დაგვასუსტებს და ძალას წაგვართმევსო. რაიმე გზა გამოვნახოთო ეგებ, მშვიდობა შევინარჩუნოთო. -მე კი ერთს ვფიქრობ, მათი მთავარი, ალ-ჰაქიმის ვაჟი, ალექსანდრე გადმოვიპიროთ ჩვენსკენ. განათლებული ყმაწვილია და ყოველმა იცის აქაურმა, ბადალი არ ჰყავს ნადირობაში. თანაც უცნაური ხელობის მქონე ყოფილა, მატიანობას მისდევს თურმე. არ ენდომება მამის გაწირვა უაზრო ომში, სისხლის ღვრა არავის არგებს. უეჭველია, ცოლი შევრთოდ მას მშვენიერი, თანაც ისეთი თქვენი მორჩილი, რომ იყოს და მერე კი უეჭველად იყუჩებს ჰაქიმი! -ცოლი? -ჰო, თავადის ქალი! -თავი დაუქნია სპასალარმა მეფეს. -ვინ უნდა შევრთო, სულ ახლახანს გაათხოვა ბიძაჩემმა თავის უფროსი ქალი, უმცროსი კი სულთლად ბალღია ჯერ! ეგებ... არა! დაფიქრდა მეფე და მისი ფიქრები ასგზის მისწვდა სასახლის მცოვრებთ, აზნაურებს და თავადებს თუმცა კი, ვერცერთხელ ვერ ამოიგდო თავიდან სოფია-ელენეზე ფიქრი. უწყრებოდა თავს, არ მივათხოვებო ჩემს დას აჯანყებულთ, თუმცა იცოდა, წესიერი ყმაწვილი იყო ალექსანდერ, ოჯახიც შეძლებული და გვარიანი, სამთავროს დედოფალი გახდებოდა დაი მისი. გული რეჩხს უწყებდა, მაგრამ მაინც წარმოსთქვა. „ეგებ, სოფია-ელენეო?“ წამოწითლდა სპასალარი, ბათუ. თვალები ბრაზით აუელდა, არაო, ხმამაღლა თქმა უნდოდა თუმცა ვერ შეჰკადრა მეფეს თავის ფიქრების სააშკარაოზე გამოტანა და ხმლის ვადისკენ იყო ხელი. გაუხშირდა სუნთქვა და დაეძაბა მრავალგზის დაფლეთილი სხეული. „არა, ოღონს სოფია-ელენე არა და სხვაი ვინც გსურთო!“ იეჭვნაურა მეფემ მისი ეს სიტყვა. „რა მოხდაო სპასალარო, ბათუ. რად არაო დაი ჩემი, სოფიე-ელენეო?!“ -------------------
და, აი ეს მეორე თავიც. სახელი ბათუ მე აკაკის "გამზრდელიდან" შემიყვარდა ძალიან. მანამდეც მომწონდა, მაგრამ შემდეგ უკვე "ფავორი" გახდა ჩემთვის. -თქვენი რჩეული სახელი რომელია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.