რჩეული (თავი მესამე)
*** ეჭვიანი შეიქნა იმ დღის შემდეგ მეფეი. თავის დას აღარ უშვებდა საწოლი ოთახიდან. ეშინოდა, არ გადაეყაროსო სპასალარს სადმე. ბრძენთაბრძენ ბაიბალას ეთათბირა მეფე, რა ვუყოთო აჯანყებულებს და ბაიბალამაც უარჰყო, არ ივარგებსო მეფის დის მითხოვება ალექსანდრესთვის. გლეხის ქალი შეჰყვარებიაო მემატიანეს, მამაი უშლის მის სიყვარულსო. სულ თლად გადარევს სხვისი შერთვა და ვერც მამას დაუწყნარებსო გულს. სისასტიკეს მოვუხმოთო მათ დასაცხრომად. სპასალარი და ათასი წვრთნილი ჭაბუკი გავგზავნოთო, თქვენი ვაჟიც მხარ და მხარ გავაყოლოთო, დომენიკი და გაუსწორდნენო აჯანყებულებს. დაანგრიონ მათი ციხე ქალაქები, ცეცხლში დაფერფლონ პირუტყვი და ფაცხა-ფუცხები. მოსავალი აუოხრონ და შემდეგ ვნახოთო, როგორ ინდომებს აჯანყებას სამხრეთის ხალხიო. დასთანხმდა მეფეი, მაგრამ გულში ერთი მაინც იფიქრა. არ გვიღალატოსო ბათუმ, მხედართმთავარმა. ბრძენთაბრძენმა ბაიბალამ დაამშვიდა, თუ გვიღალატაო მაგ ურჯულომა, უცილობლად გავთავისუფლდებით კეისრის თვალყურისგან და თავს წავაცლითო. იწონა მეფემ ნათქვამი და მოიხმო სპასალარი. ომში მიდიხართო შენ და დომენიკი, ჩემი ვაჟიო. *** სოფია-ელენე კვლავ უხალისოდ გადაჰყურებდა სასახლის ბაღჩას და ბატის ბუმბულს ატრიალებდა ხელში. სიტყვებს ვერ ჰპოულობდა, რა დავწეროო?! სამი დღის უკან მოეტანა სელმას - მის ერთგულს, წერილი მისთვის. სასახლის დერეფანში გადავეყარეო სპასალარს, ბათუს. მან მიბრძანაო თქვენთვის წერილის მორთმევა და გაუჩინარდაო მყისვე. წიგნში ბევრი არა ეწერა რა, სპასალარი ატყობინებდა ასულს, ომში მივდივარო სამ დღეშიო. მეფემ ამიკრძალა თქვენს ოთახთან ახლოს ჩავლა და ამ წიგნზე რომ შეიტყოს მარჯვენას მომკვეთსო უთუოდ, მაგრამ უნდა შევბედო და გითხრა. არცერთი ბრძოლიდან არ მდომებიაო დაბრუნება ისე ძლიერ, როგორც ახლაო. რადგან და რადგან, თქვენ მეგულებითო სასახლეშიო. ამასაც გაუძლებდა სოფია-ელენე, ფორიაქ გარეშე, მაგრამ ერთი იყო ამ ნაწერში. სულ სულ კიდეზე პერგამენტის, სულ მცირე სტროფად, ლუპის გარეშე შეიძლება ვერც შეგეცნო წარწერა იგი. „ჩემო ყვავილო.“ და ამ სიტყვამღა მოჰგვარა ასულს სიყვარულის ის ნორჩი თრთოლვა, რაც იცის ხოლმე ახალჟამს შეწყვილებულ საყვარლებში. ლოყათა სიწითლე, გულის უთანასწორო ბაგა-ბუგი და უცილობლად გარდაუვალი, ფიქრები მიჯნურისათვის. -ჩემი გული ტყვედ ჩავარდნილა სელმა, -ეუბნებოდა ასული ერთგულს, -რა გავაკეთო, ვეღარც ვიშორებ მასზე ფიქრებს და არც კი მინდა, ძმას შევეურჩო. -დღეს მიბრძანდება სპასალარი სამხრეთს. უთანასწორო ბრძოლა იქნებაო ჭორაობდნენ საჭურისები, მაგრამ მათ რა გაეგებათ?-არც არაფერი! -დღეს? -გაიკვირვა ასულმა და მის გულში შიშის ზარმა ჩამოჰკრა უმალ. „უნდა ვნახოო!“ განუცხადა სელმას და ისეთი გულით შეევედრა დამეხმარეო, არცერთგზის, რომ არ უთქვია მისთვის. *** დომენიკი და ბათუ ჯარის სათავეს უნდა გასდგომოდნენ. სასახლის ბაღთან შეაჩერა სპასალარი უფლისწულმა და ეს უთხრა მხოლოდ. -შენი ნახვა სურთ მხედართმთავარო, -გადაუკრა სიტყვა მალულად და მოთვალთვალე მონებს შეჰხედა. -ბაღის კიდემდე მე გამოგყვები იქ კი დაგხვდება, თუმცა იცოდე, მეფის თვალი ყველგან მოსწვდება. ხუთ წუთსა გაძლევ მხოლოდ! გაუკვირდა სპასალარს, ვის უნდაო ჩემი ხილვა თანაც ფარულად. არ აღტკინებულა, დარდს შეეპყრო მისი გული, დიდხანს ელოდა საყვარლისგან წერილს ფარულსა და გამგზავრების ბოლო წუთები დამდგარიყო, მისგან კი სიტყვაც არ გაეგონა. „არად ჩასთვლიდა ჩემს წერილს დაი მეფისა“ ფიქრობდა დუმალ, „განა მე ვინ ვარ? სპასალარი, ის კი მზე არის, ცის კიდიდან! მე რას შევწვდები მას, ან კი სად სძალულს მზესო ჩემი დანახვა!“ მისი თვალებისთვის ფიქრობდა იგი, რაოდენ ლამაზია და მღელვარეო ორი ირისი, ზღვა დაეტევა შიგ და წარღვნას მოუვლელს ხილულს ყოველთას. გაჰყვა უფლისწულს სპასალარი ბაღის კიდემდე. ოსტატურად ჩამოიცილა ახალგაზრდა ვაჟმა მოთვალთვალენი და სიბნელეში ერთადერთი ნათელი წერტილისკენ გაუძღვა მდევარს. -აქ შენი გზაა, უკვე მთავარო. -მარჯვედ გაუღიმა და მხარზე ხელი დაჰკრა უცხომიწელს. სპასალარმა ასი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ, ვერას არჩევდა სიბნელეში, მაგრამ შენიშნა. ტოტების ტკაცუნს აეტანა იქაურობა და როდესაც მომლოდინე დაინახა, მაშინ დაიძრა საზარელი სამხრეთის ქალი და უმალ ჩამოუვარდა სახიდან ჩადრი. სოფია-ელენე იყო. და მას ელოდა. სპასალარი შესდგა, შეხედა ქარისაგან აწითლებულს, მთვარის სხივი მზედ დაჰნათვოდა. შუქთა ჩრდილები დასთამაშებდნენ ასულის სახეზე. ახალგაზრდას, ყმაწვილქალობის სიამაყე შეჰპარვოდა და მაინც, ყველაზე ლამაზი არსება იყო, რაც მას ენახა. მორცხვად გაუსწორა ქალმა თვალი მხედართმთავარს, მაინც კეკლუცობდა ზღვის ტალღები მის სიღრმეში. -მე თქვენი ხილვა მეწადა, ვიდრე ომს გაუდგებოდით. -ჩაილაპარაკა ქალმა, თანაც თვალს არ აშორებდა სპასალარს, მის სახეზე გადასულ ფერთა პალიტრას. -მე კი მეგონა, არად ჩააგდეთ ჩემი წერილი. -შესიტყვა ბათუმ და ახლოს მიიწია საყვარლის სხეულთან. მისი სახიდან გამოწრთვნილი შუქთა ხილვა უნდოდა. დააკვირდა ასულს და დასტურად, აროდეს ენახა ასეთი მშვენიერი არსება ქვეყანაზედ. უბადლო თავის ჯიშში. უმალ ჩრდილავდა ყველა ქალის ხატებას იგი. -თავად იფიქრეთ სპასალარო ასე, მე კი საბაბი არ მომიცია. -მხრები აიჩეჩა ქალურად ასულმა და სულ მცირე ღიმილმა გაუბადრა სახე. შეხედა სპასალარმა ამას და დაიფიცა, ამისათვის, ამ ღიმილისთვის განვუტევებდი სულს აქვე ახლავე და ვერვინ შემედავებოდაო. მხოლოდ ამის ხილვად ღირდა ცხოვრებაო, ჩემი თლად უნაყოფო. -აკი, თქვენ არ მოგიწერიათ წიგნი საპასუხო. -ფიქრით სხვას ფიქრობდა, თქმით სხვას ამბობდა მხედართმთავარი. -ეს მხოლოდ იმად, რომ ჩემი ძმის გაბრაზებას ვერიდებოდი. -იცრუა ქალმა. -და ახლა, რას ეტყვით უცაბედად, რომ წამოგვადგეს თავზე და დაგინახოთ ჩემსას მობაასე? -წარბი აზიდა სპასალარმა, ოდნავ იწყინა მისი სიტყვები. -ვეტყვი უტყუარს, მე აქ დომენიკოს გამოსათხოვად ვარ. -მისი ამო ხმა ყურთასმენას მისწვდა კვალვ და სიცოცხლის ახალი სხივით განგმირა საყვარლის გული. სპასალარს უნებურად, გაებადრა სახე, თუმცა კი არ შეურხევია ტუჩები. აღტკინდა თვალები მისი. ასული ხომ ცრუობდა, ის აქ განა მართლაც დომენიკოს გამო იყო, არამც და არამც, მხოლოდ და მხოლოდ მისთვის. სოფია-ელენე, აქ მხოლოდ მის გამოსათხოვად მოსულიყო. -ამ ომს მოვიგებ და გამარჯვებული დავბრუნდები შინ, მხოლოდ შენთვის ელენე. -მისი ბაგენდან წარმოთქმული სახელი, ელენე, იმოდენ საამურად ჟღერდა, ასულს თვალები მიენაბა. ნეტავ კიდევ ეთქვა. „ელენე! ელენე! ელენე!..“ განუწყვეტლივ ჩაესმოდა ქალს ყურში. -უცილობლად უნდა დაბრუნდე. -ჩურჩულით თქვა მან. სპასალარი მიეჭრა საყვარლის სხეულს და თავის უხეშ მხრებში მოიქცია. სითბო გადმოიფრქვა ასულისაგან და ჩაეღვარა ეს სპეტაკი გრძნობა მხედართმთავარს. და იცოდნენ საყვარლებმა, აქ იწყებოდა და სრულდებოდა სიცოცხლე მათი. აღარა იყო სოფია-ელენე გარდა ბათუსი, და აღარა იყო ბათუ გარდა სოფია-ელენესი. შუაღამის დარმა ჩამოჰკრა და დაშორდნენ ერთურთს. ამობრწყინდა ცის კიდეზე ვარსკვლავი, მნათობთ-მნათობი, კაშკაშა ყველაზე და მბრწყინავი ყველაზე. ახედა ასულმა ცის კიდეს და უწესრიგოდ განლაგებულთ შორის ამოიცნო იგი. -აწ შეხედე, ამობრწყინებულა „ფავორი“ ზეცას და ის გაგინათებს გზას ბნელს, ომისაკენ მიმავალს. -მბრწყინავი ვარსკვლავი, ვარსკვლავების დედოფალი, რჩეული. -თავისვის ჩაილაპარაკა ბათუმ. გაუკვირდა ასულს ეს, რომ იცოდა, თუმცა აღარა უთხრა რა და გვერდში ამოუდგა მას. ასი ნაბიჯი გაიარეს მხოლოდ და დომენიკის მკლავებში მოქცეული სელმა დალანდეს. თვალი მოჰკრა თუ არა პატრონს, სელმამ თავი გაინთავისუფლა და ლოყებ აღაჟღაჟებული დადგა მის გვერდით. უფლისწულს ჩაეღიმა და სპასალარსა და მამიდას შეჰხედა მისას, ასაკით ერთი წლით პატარა, რომ იყო თავად მასზე. -დომი! -სიხარულით მიეჭრა ასული ძმიშვილს და ჩაეხუტა. გზა დაულოცა ორთავეს, წასვლამდის ერთხელ გადაეხვია საყვარელს მისას და როგორც კი უფლისწულმა და სპასალარმა ზურგი იქციეს, მიეჭრა სელმას, ორივეს გაბრწყინებოდა ცრემლები თვალებში და მათში „ფავორის“ სიდიადე ილანდებოდა. *** რჩეული დარჩა, მისი საყვარელი კი გზას გაუდგა. -------------
ისტორიებში ყოველთვის მიტაცებდა სხვა და სხვა კლასის წარმომადგენლების სიყვარულის ისტორია. თითქოს მაშინ ვხვდებოდი ყველაზე მეტად, რომ მატერიალური მხარე ვერ გაანადგურებს წრფელ გრძნობებს. (რაც დღეს-დღეობით სიცრუეა :)) -თქვენ მოგწონთ განსხვავებულ კლასთა წყვილის ისტორიები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.