შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (სრულად)


18-02-2019, 23:52
ავტორი lemongiirl
ნანახია 3 387

“სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი


***
საღამოს ფერი ედო გარემოს, ყველაფერი სიმშვიდეში ჩაძირულიყო. მზის ბოლო სხივებს ეთხოვებოდა მოყინულ მთებზე აღმართული, მუხის ხე. შუაღამემდე გაწვიმებას არ აპირებდა, გზის მშვიდად გაგრძელება შეეძლო. ძვლების ტკივილი კლავდა, თავიც ისე ჰქონდა დამძიმებული თითქოს ნაცადი მჭედლის მიერ გამოყვანილი ურო ეგდო შიგნით. სიცივისგან გადალურჯებულ სხეულს წამოდგომა აიძულა. იცოდა, ვერაფრით გაჩერდებოდა.
დამბალი ფოთლები მოიშორა ფეხებიდან, სამკურნალო ბალახები ზურგზე მოკიდებულ აბგაში მოათავსა. ხეებივით გამომხმარი, გაზითხული თმის ღერები კაბის ნახევით შეიკრა და ტილოსაგან გამოჭრილ თავსაბურავში შემალა. შავი კაკლის თლილ ჯოხს ხელი მაგრად მოუჭირა და წამოდგა.
ძვლების ღრჭიალი გაიგო, წამიერი თავბრუსხვევაც იგრძნო. ისე თითქოს, დასავლეთის ჯადოქარმა შეულოცაო, რომელზეც დიადი ლეგენდები დადიოდა სამეფოებში. ჰაერის ნაკადი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და გზა გაანაგრძო.
ნელი ნაბიჯით მოძრაობდა, ძირითადად ტყისა და მდელოების გასაყარზე; ნადირისაგან თავის დაღწევა, რომ შესძლებოდა. ატალახებულ შლამში ჯოხით სინჯავდა ნაბიჯის დასადგმელ ნაბიჯებს და ისე აგნებდა.
სახე მთლიანად დაფარული ჰქონდა, მხოლოდ ალიონივით ცისფერი თვალები მოუჩანდა. ორი მოელვარე ირისი, რომელიც ვარსკვლავებს ანათებდა. სულ რაღაც ცხრამეტიოდე თოვლი გამოევლოთ ამ თვალებს, ცხრამეტი თოვლის მოსვლა და დნობა. აქედან ორი ზამთარი გზაში გაატარა, ორ თოვლის მოსვლას ტყეში, უდაბურ და გაუვალ ადგილას შეეგება და ამ ყინვასა და შლამში ჩამალულმა გამოაღწია გაზაფხულამდე.
მის მელნისფერ თვალებს ყველაფერი კარგად ახსოვდა, მაგრამ ყველაზე ნათლად პირველი გარეთ გატარებული თოვლის კრისტალების ვარდნა. პირველი დაშორება მშობლიურ კერასთან, ფაცხისა და ლეღვის მსხვილი ტოტებისგან შეკოწიწებულ ქოხთან. ახსოვდა პირველი ნაბიჯები თეთრი საბურველისაგან დაფარულ გარემოში, ახსოვდა თითოეული ნაბიჯი, ფიქრი და დამპალი ბოსტნეულის სრესის ხმასავით მყიფე თოვლის ხრაშუნი მის ფეხქვეშ.
მგზავრის შეხვედრა იშვიათი იყო. მხოლოდ ორჯერ დაემგზავრა ადამიანი. ორად ორჯერ და იმასაც ნანობდა. ნანობდა, როგორ მისცა საკუთარ თავს უფლება სხვასთან ერთად გაევლო დაკისრებული მანძილი. პირველი, კვიპროსელი მონის ქალიშვილი, არიანდა იყო, სუსტი აღნაგობის, ბაგეწითელი და თაგვის ბეწვისფერი თვალების გოგონა. მტევნების მოძრაობით ანიშნებდა ხოლმე, როდესაც შიოდა. სიკვდილის ბოლომდე ხედავდა მის თვალებში გაშენებულ ქალაქებს, მერე თვალები გაეყინა და ქალაქებიც დაინგრა.
მეორე თანამგზავრი, სპარსი გამოქცეული მეზღვაური იყო. იუსუფი. იუსუფს აბანოზის ხისფერი თვალები და ჩაფსკვნილი სხეული ჰქონდა, დილით გრილ ცეცხლზე შემოდებული თუჯისავით მომრგვალო მუცელი და მსხლის ფორმის თავი. იუსუფი ასაკით არ იქნებოდა სპარსეთის პრინცზე დიდი, მაგრამ ეტყობოდა საწუთროში მწარე გზა ჰქონდა გავლილი, შუბლსა და წარბებს შორის დამჩნეულ ნაკეცებზე ეტყობოდა. მის ბოლო წუთებსაც შეესწრო, მაშინ რამოდენიმე კურცხალი გადმოაგდო კიდეც, ყორნებისთვის საგლეჯ სხეულზე. შემდეგ გზა გააგრძელა და დაიფიცა, რომ არავის დაიმგზავრებდა თან.
მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრი რჩებოდა ოქროს უბემდე მისაღწევად. საზღვართან შეპარვის გზაც იცოდა გადმოცემით, გუშაგებისთვის გვერდის ავლაც შეეძლო, ტყვეებში შეიპარებოდა. ორად ორი მთვარის გამოჩენა რჩებოდა, მესამეზე უკვე მიუახლოვდებოდა ნანატრს.
შუაღამისას გაწვიმდა. ცამ გამეტებით დაიწყო ცრემლების ყრა. თასი აავსო როგორც სჩვეოდა და სქელი ხის ფუღუროსთან ჩამოჯდა. პირველ ნათებამდე რამოდენიმე წუთიღა იყო დარჩენილი, სულ ცოტას შეისვენებდა და ცის ვაების დასრულების თანავე, როდესაც ღრუბლები პირს გახსნიდნენ გზას გააგრძელებდა. ხვალ ამ დროს უკვე დანიშნულების ადგილას იქნებოდა.
ტოტის ტეხვისა და შლამის ჩაზნექვის ხმა მოესმა თუ არა გაინაბა და მოახლოებულ ნაბიჯებს სუნთქვა შეკრული შეხვდა. არ იქნებოდა ოთხ სულზე მეტი. მის უკან მოთავსდნენ როხროხით და მოფარებულში გაშალეს საგზალი. ვერაფერი გაეგო მათი საუბრიდან, მაგრამ სმენას არ ადუმებდა. იცოდა, ერთიც რომ წამომდგარიყო მათ ხელში ჩავარდებოდა და ავი ბედი ექნებოდა. მისი მისია კი დაუსრულებელი და ამაო აღმოჩნდებოდა.
ღრუბლების პირიდან მზის სხივებმა გამოანათა. გარემო გაინაბა და ტიტველ ხეებზე შერჩენილ ფოთლების შრიალით შეეგება მას. ადვილად გაარჩევდით ლოდსა და ადამიანს. შეკრთა, მისი გზა წასული იყო. ან ახლავე უნდა გაქცეულიყო, ან ვინ იცის რომელი გადამთიელის ხელში აღმოჩნდებოდა.
წამოემართა, მალვით მივიდოდა ლოდისკენ, იქიდან კი პირტიტველა ნაძვების მალვით განაგრძობდა გზას. სამი ნაბიჯი გადადგა, ერთი რჩებოდა ლოდამდე მისაღწევად როდესაც მის საბურავს გვერდით ჩაიწუილა ქონგურიდან ნასროლმა ისარმა და ნაძვის პირზე ჩაესო. თვალები დახუჭა. მახეში გაება.
წამი არ დასჭირვებიათ მის შესამჩნევად, მხარში ჩაავლეს უხეში ტორი და მიაბრუნეს. ოთხი მეომრის პირისპირ იდგა, არ იქნებოდნენ ასაკით მასზე ბევრად დიდები, მაგრამ თვალებში ისეთი კუშტი ვარსკვლავები უელავდათ ტანში გასცრა.
მისთვის გაუგებარ ენაზე დაიხრიალა ერთ-ერთმა და წარბი შეკრა. მეორემაც დაიხრიალა და გადმოიფრქვა მისი პირიდან ასე ნაცნობი სიტყვები.
-საით გაგიწევია?
დუმილი არჩია ხმის ამოღებას. თავი გააქნია და შეკრა ბაგენი. მესამემ, ყველაზე მაღალმა და განიერმა, ლოტოსის ყვავილივით ამჟავებულმა მწარედ გაარტყა სილა სახეში. მოქნეული ხელის დარტყმაზე მეტად მისმა ხმამ შეაშინა. ისევ გაუგებარ ენაზე როხროხი და შემდეგ სამი მეომრის ხარხარი.
-ნუთუ მუნჯია? -იკითხა მეოთხემ და კუნაპეტი შავი თვალები მიანათა მას. მიუახლოვდა და ხმლისაგან დაკოჟრილი თითები ყბაში წაუჭირა. სახის საფარველი მოხსნა და წამიერად გაშეშდა. დანარჩენებმაც შეწყვიტეს როხროხი და პირდაფჩენილები მიაშტერდნენ გზააბნეულ მგზავრს.
-ნუთუ გინახავთ მსგავსი სილამაზე? -იკითხა პირველმა და გოგოს მიუახლოვდა. -გინდ მუნჯი იყოს, გინდაც სიტყვის გაგება ვერ შეძლოს, მის ხატება არ გააჩნია ჩვენს მეფეს, ჩვენ კი ძღვენად შევწირავთ მას, როგორც ახლად მოგებული ომისათვის ჯილდოს და სისპეტაკის ნირს.
-რა სისულელებს როშავ! -თავში წამოარტყა მეორემ პირველს. -ჩვენ სასახლეშიც კი არ შეგვიშვებენ, არა თუ მეფეთა დარბაზში!
პირველი განარისხა მეორე მეომრის ქმედებამ და უხეში ბალნით დაფარული სახე დაუმრგვალდა და ბრაზისაგან პომიდორივით გაუწითლდა. ხელები მუშტად შეკრა და ისე ძლიერ დასცხო მის წინ მდგომს, ერთი შექანდა მეორე მეომარი და მერე მიწაზე დავარდა.
-ჭკუა სულ დაკარგე მაგ გამოლაყებულ თავში?! -ამოიროხროხა პირველმა და დავარდნილ მეომარს ზიზღით სავსე მზერა ესროლა. ზე წამოჭრა მეორე მეომარი და გაჩაღდა მათ შორის ბრძოლა. ვერც ერთი ეგუებოდა არ არსებული ნამუსის შერცხვენას და მუშტებ მომარჯვებულები ებრძოდნენ ერთმანეთს.
გოგომ იფიქრა იქნებ ამასობაში დრო ვიხელთო და გავიქცეო და უჩუმრად გაპარვაც კი დააპირა, როდესაც მეოთხე მეომრის მახვილმა თვალმა შეამჩნია და თმაში წაავლო ხელი. არ დაუკვნესია, თუმცა კი სახე ტკივილისაგან ძლიერ დაემანჭა.
ამასობაში მესამე მეომარს, მოჩხუბარების გაშველება მოუსწრია და ახლა, ის ორნი, ერთმანეთს გადარეული თვალებით შესცქეროდნენ და თავიანთ ენაზე იკურთხებოდნენ. ლაფში ამოვლილებს სახე სრულიად გაუხეშებოდათ და მხოლოდ ქონში ჩაძირული წურბელასავით მოსრიალე თვალებიღა მოუჩანდათ.მეოთხე მეომარი, რომელიც კვლავ მის თმებში იყო ჩაფრენილი ალაპარაკდა საერთო ენაზე და თანაც ალმაცერად გახედა მის ხელში სახე დამანჭულ ქალიშვილს.
-მართალია მაჰირი, ჩვენ მეფის კარზე არავინ შეგვიშვებს. ჯობია ეს პატარა ლამაზმანი ჩვენთვისვე დავიტოვოთ. -სახე ბოროტული ღიმილით მოექცა და თვალები სურვილისაგან აუღელდა. -ომგამოვლილებს, სიამოვნება ნამდვილად არ გვაწყენს.
-ყური დამიგდეთ, -დაიღმუვლა წყობიდან გამოსულმა პირველმა. -ნუთუ არ გამოაცხადეს ომის დასრულების შემდგომ, რომ სავსე მთვარეობის მეორე დღეს მიღება გაიმართებოდა მეფის დარბაზში, ჩვენი გულისხმიერი მმართველი კი გულღიად მიიღებდა ყოველივეს, ვისაც კი რაიმე სათხოვარი გააჩნდა მასთან! სწორედ დღეს იქნება სავსე მთვარეობის გარდასული დღე და ჩვენ ამ მიღებაზე შევძლებთ წარვუდგინოთ იგი, როგორც ჩვენი გულითადი ძღვენი და შემდგომ, თავში ქვა კი უხლიათ იმ გაზულუქებულ ნაბიჭვრებს, შეუძლიათ ისე გამოიყენონ ეს გოგო, როგორც თავად მოესურვებათ, თუგინდ მოხუცი მეფის ხარჭად, ან კი მათი ჭუჭყიანი სათლების მხეხავად! მთავარია, ჩვენ რამოდენიმე ქისა ოქროს გამოვკრავთ ხელს!
პირველი მეომრის ნააზრები დანარჩენებსაც ჭკუაში დაუჯდათ და როდესაც, საბოლოოდ წარმოიდგინეს სასახლიდან ოქრო-ვერცხლით დამშვენებულები, როგორ გამოდიოდნენ ქუჩებში ერთხმად გადაიხარხარეს და მოეხვივნენ პირველ მეომარს, რომელსაც მსგავსი ბრძნული იდეა გაუჩნდა.
გადაწყვიტეს, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, თავიანთ კუთვნილ ქისებს აუცილებლად მიიღებდნენ და ამიტომაც, შემოთავაზებული გეგმის აღსრულებას შეუდგნენ.
არაფერს ამბობდა, არც მეომრებისთვის გაუწევია წინააღმდეგობა ცხენზე რომ შემოსვეს და გააქროლეს. ეს მხოლოდ მიზანთან დაახლოებას ნიშნავდა. ახლა ორი მთვარის მაგივრად პირველივე მთვარეს მიაღწევდა მარმარილოს ზღვის უბეში.
მეომრები არაფერს ამბობდნენ, ჯაჭვის პერანგებით დაფარული მკლავებით ჩასჭიდებოდნენ პირუტყვის უნაგირს და ფინიკის წკნელს უშენდნენ ფერდში.
მიქროდა თოვლივით სპეტაკი ულაყი და მიაქროლებდა მასაც, გარშემო ტყის მაგიერ დიდი გალავანიც გამოჩნდა. ქვით მოკირწყლული ქუჩები და უცხო სანელებლების სურნელით მოფენილი ქალაქი.
ცამდე რომ ააღწია გავარვარებულმა გორგალმა მაშინ მივიდნენ ქალაქში. არსად შეჩერებულან მაშინვე მეფეთა სასახლეში გასწიეს. თვალის მოვლება მხოლოდ ლოდებივით შემდგარ მეომრებისთვის მოასწრო, მაშინვე მკლავში სწვდა მესამე მეომარი რომელიც უკვე მეათასე მესამეს წარმოადგენდა ამდენ წითელ ფორმიანს შორის.
სასახლის კარიბჭე ფართოდ გამოეღოთ და სავსე იყო იქაურობა. ერთმანეთში ჭიანჭველებივით ირეოდნენ სხვა და სხვა წარმოშობისა და ფენის ხალხი. დღევანდელ დღეს, ათასწლეულში პირველად იყო სასახლის კარები მათთვის ღია და ისინიც თვალებ გაფართოებული შესცქეროდნენ აქამდის შორიდან ნანახ დიდებულ სასახლეს.
დარბაზში შეათრიეს, შავი ქვით ნაგებში. უზარმაზარი მაგიდის გასწვრივ სამი სკამი ჩამწკრივებულიყო. იქაურობა სავსე იყო, ბუზებივით ირეოდა ერთმანეთში ხალხი. თითოეული მათგანის თვალთახედვა მაგიდის გარშემო განლაგებული სკამებისკენ იყო მიბჯენილი.
მეომრებმა ცენტრისაკენ მიმავალ გზაზე უხეშად ჩამოიშორეს ხალხი და მკლავის ქნევით მივიდნენ დანიშნულების ადგილას. ვერ იძიებდნენ მოთმინებას, როდესაც საკუთარ, აწ უკვე მისაკუთრებულ ოქრო-ვერცხლს წარმოიდგენდნენ. ათასი მთხოვნელები შემგომ როგორც იქნა მათი ჯერი დადგა, ვერაფრის დანახვა ვერ მოასწრო გოგომ, კოჭის ძვალთან ტკივილი რომ იგრძნო. ლითონის ფეხსაცმელი გვარიანად ჩასცხო „მეორე“ მეომარმა და გოგოც პირქვე დაემხო. ტკივილი სხეულში დაიქსაქსა.
რამდენი ასეთი ტკივილი გამოიარა ორი ზამთრის განმავლობაში დაუთვლელია. პირის მობრუნებას არ აპირებდა, ასე დარჩა. დამხობილი სამეფო საგვარეულო ხალიჩაზე. მეომრებმა ქედი მოიხადეს და ხელის აქნევა დაინახეს თუ არა, მესამემ რომელიც ყველაზე წინ იდგა საუბარი დაიწყო.
ვერაფერი გაიგო, სიტყვებს ვერ არჩევდა, მხოლოდ რამოდენიმე ნაცნობი ბგერა გაარჩია და მათგან წინადადების აწყობა შეძლო. „მიიღეთ ძღვენი ჩვენი.“
რამდენი ხანი საუბრობდნენ მისთვის გაუგებარ ენაზე არ იცოდა, ასეთი ენების აღრევის დამსახურება იყო ის, რომ მხოლოდ საუბრის ნაწილს იგებდა. როგორც ჩანს საკუთარი სიბრძნე განდმოათხია მესამე მეომარმა, რომელსაც შიგა და შიგ ჩაერთვებოდა სულმოუთქმელი პირველი მეომარი. ოცდათხუთმეტჯერ დათვალა საკუთარი თითების რაოდენობა. შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო, ძალიან ახლოს. ყურთან.
თავსაბურავი მოაძრეს და თმაში წვდნენ. წამოაყენეს. თვალი გაუსწორა მის წინ მდგომს. თანამდებობით არ უნდა ყოფილიყო მთავარ გენერალზე ნაკლების, ასაკით კი მეფისწულზე დიდი. იუნონას ფერი თვალებიდან იმზირებოდა. მის ირისებში დაინახა ანთებული ქალაქი, ერთადერთი და მოელვარე გადატვირთული ქუჩების ქალაქი.
ჯერ მისთვის გაუგებარ ენაზე ალაპარაკდა, გოგოს შეუვალ გამომეტყველებაზე გაეღიმა, ბაგეები ჩატეხა და ქალაქი გაანათა. ოთხი სიტყვა თქვა საერთო ენაზე, იცოდა მიხვდებოდა.
-მოგესალმები ოქროს რქის უბეში.
გოგოს სიტყვა არ დაუძრავს, თავი დააქნია. აზრი არ ჰქონდა ჩხუბს, ყვირილსა და აყალმაყალს. გეგმა სჭირდებოდა, სანდო და გამჭრიახი გეგმა, არეულობით არაფერი ეშველებოდა.
-ჩემო მეფეო, საერთო ენაზე საუბრობს. -ოკიანისფერ თვალება მიუბრუნდა ყველაზე დიდ ტახტზე მჯდომს და თავი დაუკრა.
მეფეს ნახევარი ფეხი სამარეში ედგა. მის ნაკვთებსა და გამოხედვაში დაინახა ეს. თოვლისფერ წვერ-ულვაშზე და აკანკალებულ ტორებზე შეატყო. სახე ზიზღით დამანჭა მისი შეხედვისას.
მოხუც მეფეს საერთოდაც არ ადარდებდა გვიან შემოსწრებული უცხო მიწელი ქალიშვილი და აპირებდა კიდეც მეომრების უსიტყვოდ გასტუმრებას, ვინაიდან კაცი ვერ დათვლის მერამდენე ქალიშვილი შესთავაზეს ამ დღის განმავლობაში, თუმცა მეფისაგან განსხვავებით ეფისვაჟს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გოგოს კი არა ქალღმერთს ხედავდა მის წინ, ხატებას.
ხელი უნდა აექნია, სამეფო ბეჭდებით დატვირთული, სიბერისაგან ჩამოწელილი თითები ხელმწიფეს, უფლისწული მისკენ რომ გადაიხარა და ყურში უჩურჩულა. არ იქნებოდა სამი წამი გასული, ახლად მოსულის წინ მდგარი იხმეს ხელმწიფესთან. სამოცი ნაბიჯი გადათვალა გოგომ, სამოცი ლითონის ფეხსაცმელებით განვლილი ნაბიჯი, მეფის ტახტრევანამდე მისაღწევად.
სამოცი ტერფის ამოძრავება აშორებდა წლების მიზანს. მხოლოდ და მხოლოდ სამოცი. თითები მომუშტა და ჰაერის ნაკადით ამოავსო ფილტვები. ახლა გონების მოხმობა ეწადა, მხოლოდ დაფიქრება.
მხოლოდ ბგერებად აღწევდა მეფისა და მთავარსარდლის მოლაპარაკება მის ყურამდე. მაინც არჩევდა გაღიზიანებულ ტონს. ბოლოს მთავარსარდალმა თავი დახარა და მეფის ვაჟს ისე გახედა, თითქოს ქარქაშიდან ხმლის ამოღებას და მის ადგილზე განგმირვას აპირებდა. გოგოს ერთობ გაჰკრა სიამოვნების ტალღებმა, როდესაც მსგავსი რეაქცია შეამჩნია. მთავრსარდალი მორჩილად შებრუნდა და უცხომიწელისკენ დაიძრა. მკლავში უხეშად მოჰკიდა ხელი და წასვლამდე მეომრებს მიუბრუნდა. კვლავ ადგილობრივ ენაზე უთხრა რაღაც, მძიმე ტონით და გაურჩეველი ინტონაციით. მეომრები გაშრნენ. სახიდან ფერები გადაუვიდათ და შემოდგომასავით ჩამოყვითლებული წვერები გადაუთეთრდათ.
როგორც ჩანს მათი გეგმა ოქროს ქისებზე ჩაფლავდა. მათ სახეებზე ამოიკითხა ეს და გულში ესიამოვნა კიდეც, თუმცა კი, სახეზე არაფერი გამოჰხატვია.
მთავარსარდალმა აჩქარებული ნაბიჯით გააშორა იქაურობას. დარბაზში ყველას მზერა მას გაჰყვა, რამოდენიმეს შეძახილიც აღმოხდა. უცხომიწელის არამიწიერმა სილამაზემ მათი ცნობისმოყვარეობა გაიყოლია.
რამოდენიმე მეომარი მიჰყვებოდათ ჩირაღდნებით განათებულ დერეფნებში, ბოლოს შავი კარის წინ შეჩერდნენ. მთავარსარდალმა ზურგს უკან გააპარა მზერა და მეომრები ადგილზე გაშეშდნენ. გოგოს უხეშად უბიძგა და ოთახში შეაგდო, თავადაც შევიდა.
კარი მძიმე, რკინის ურდულით გადაკეტა და უცხომიწელს მიაპყრო მზერა. გოგომ თვალი თვალში გაუყარა. რისი დამტკიცება უნდოდა, ალიონის მზესავით ლამაზი ტან-პირის პატრონს, ზამთრის კუნაპეტ ღამეებ გამოვლილს, რა სურდა, რა დაჰკარგვოდა ამ დაწყევლილ მიწაზე?!
-გიშრისფერი დალალებით და ოკიანისფერი თვალებით ვხვდები საიდანაც იქნები, იმის ცოდნაც კი არ მჭირდება აქ რატომ ხარ და რა მიზნები გამოძრავებს აქაურობის წინაშე, მხოლოდ ერთს გეტყვი. სამ შანს მოგცემ. პირველს ახლა გაძლევ. ამ სარკმლიდან გადაძვერი და გაშორდი ამ სასახლეს, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია! -ხმა მკაცრი ჰქონდა, ისეთივე დაბოხებული როგორც მეომრის მახვილს. მოზრდილი წვერით დაფარული პირ-სახე გახევებული. იცოდა ვინც იყო. მაშინვე იცნო.
-ისკანდერ. -მხოლოდ ამ სიტყვებისთვის აამოძრავა ბაგეები და მთავარსარდალი მიხვდა, არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა შეღებულ სარკმელს კედლის ჭრილში.
ის რჩებოდა.

მოსაღამოვებულს, ცის წვერზე რომ ეკიდა მზე და მთების დიდრონ ლანდში იჩრდილებოდა სასახლის ყველაზე მაღალ კოშკში მიიყვანეს. ისკანდერთან საუბარი არ დასცალდა, მხოლოდ მეომრის გაკვირვებული სახის დანახვა მოასწრო, კარებიზე ბრახუნი, რომ ატყდა და მთავარსარდალს მისი გამოღებაც მოუწია. მეფის ვაჟის მეომარმა მთავარსარდალს ადგილობრივ ენაზე გადასცა დანაბარები და ისკანდერმაც გოგოს გადმოხედა.
„ალექსანდრე“ ყველა ასე მიმართავდა მას, ისკანდერს.
გოგოს კვლავ მკლავში უხეშად ჰკიდა ხელი და გარეთ მომლოდინე მოსამსახურეებს ჩააბარა მისი თავი. წასვლამდე მიანათა მისი ქალაქი, შემდეგ ნაბიჯით გალია მანძილი გასასვლელამდე და სასახლის კუშტ კედლებში გაუჩინარდა. გოგო მოსამსახურეებს დააკვირდა, არ იქნებოდნენ მასზე უფროსები, ტილოს ნაჭრის სამოსელით იყვნენ შემოსილი, კარგად ნახმარი და მუხლის თავში გაცრეცილით. თმები მოწითალო თავსაბურავში შეემალათ, პირ-სახე კი გიშრისფერი, გამჭვირვალე საფარველით შეემოსათ. მხოლოდ თვალები მოუჩანდათ. ჩამქვრალი ქალაქების სამყოფელი.
ყველაზე მაღალ კოშკში დასავლეთის სარკმლის გვერდით არსებულ ოთახში შეუძღვნენ. წამიერად გაშეშდა ამ ოთახის ელფერით გოგო. ვარდის სურნელი ტრიალებდა გარშემო. ცივ ფილებზე შემდგარი მეტალის სათლი სურნელოვანი წყლით იყო სავსე, იის ფურცლები და ვარდის ნახარშებიც უხვად ჩაესხათ შიგ. მოსამსახურეები გვერდზე გადგნენ, აშკარა იყო ანიშნებდნენ, რომ სხეული უნდა დაებანა.
არ შერცხვენია ზედმეტი ნაჭრისაგან განთავისუფლება, ორი წლის ნახევ-ნაგლეჯი, გადაგლეჯილი ზეწრები მოიშორა სხეულიდან და ცხელ წყალში ჩაწვა, წამიერი ნეტარება იგრძნო და სიამოვნებისაგა თვალები დახუჭა, არც კი ახსოვდა ბოლოს ცხელი წყლით, როდის ისიამოვნა. სხეულზე მალამოდ მოედო წყლის სურნელება და სიამოვნება მოგვრილმა ძალიან ხმადაბლა ამოიკვნესა ნეტარებით. მაშინვე მისცვივდნენ მონები, თავს ეხვივნენ. ზოგი თმებს ჰბანდა, ზოგი ტანს უხეხავდა. დამტვრეულ ფრჩხილებს, დაკოჟრილ თითებს, გადახეთქილ სიწითლე-სილურჯეებით სავსე ტანს თავს ევლებოდნენ და ამზადებდნენ. თუმცა კი, გოგოსთვის გამოუცნობი იყო, ასე გულღიად რად შეხვდნენ სასახლეში და რად მიუჩინეს მოსაწესრიგებლად მონები.
შუაღამემდე დაჰყო ვარდის სურნელოვან ოთახში, როდესაც მისი ბრინჯაოსფერი კანი სხვადასხვა საცხებით და აბრეშუმის სამოსით დაფარეს, შემდეგ დატოვა იქაურობა. გიშრისფერი თმა წელს ქვემოთ სწვდებოდა, მისი თავსაბურავში დამალვა ეწადათ მონებს, მაგრამ არ დასცალდათ. უნდოდა თავისუფლება ჰქონოდა. არ იცოდა სად მიდიოდა, თუმცა სადაც არ უნდა ყოფილიყო ამ გზის დასასრული, უშიშრად მივიდოდა იქ.
მიჰყვებოდა მონებს, თავაწეული, სელის ფრიალით, საღამოს მზისფერი ნაჭრის სრიალით და სიამაყის სხვიბით განათებული. ჩირაღდნების მილეული შუქი უნათებდა გზას. აზრადაც არ მოსვლია მონებს შესიტყვებოა, ვინაიდან იცოდა, განურჩევლად სამეფოსა და ადათისა, სასახლის დაქირავებულ მონებს, ეკრძალებოდათ ხმის ამოღება. მათ მხოლოდ დავალებას აძლევდნენ და მისი შესრულების გასაქანს.
გუშაგთა გმინვა ექოდ ისმოდა ცივი ქვის კედლებში, დერეფნებს მიუყვებოდა ხმები და გარშემო ეხვეოდა მას. მათ მზერას გრძნობდა, ტანზე რომ დათარეშობდნენ. პირტიტველ ყმაწვილთა ქშინვას და ჟინით აღტკინებულ ირისებს. არ ერიდებოდა თითოეული მათგანისთვის თვალის გასწორებას. უცნაურ გრძნობასაც კი ჰგვრიდა თითოული მათგანისაგან მისვენებული მზერა.
კარის წინ შედგნენ მონები, უზარმაზარი მუხის ხისაგან ნათალი, ყორნის ბუნმულით შემკობილი კარები სრიალით გაიღო. ქარქაშიანებმა პირი იცვალეს, წესი იყო ასეთი, ქალთა შეხედვა ეკრძალებოდათ. წარმოდგენა არ ჰქონდა ვისი ოახი იქნებოდა, თუმცა კი, დიდი დარბაზი დახვდა კარს მიღმა, ფერადი ფილები ბრწყინავდნენ შუაღამის მთვარის ფონზე, ბაღჩის ყვავილებით შემკობილი საჩირაღდნე ორნამენტები ეკიდა კედლებზე, სურნელოვანი სანთლებით იყო განათებული იქაურობა.
დარბაზის ცენტრში, ტახტზე დაბრძანებულ უფლისწულს ესვენებოდა სარკმლიდან შემოსული ფერადი ბრწყინვალება. ლალისფერი, ზურმუხტისფერი, ძოწისფერი... მისი კუნაპეტი შავი თვალები ამ ნათებებივით ელავდნენ. ვეფხვის ტყავისაგან შეკერილი ლაბადა მოეგდო მხრებზე, პირუტყვის ნარჩენებისგან დაბწნილი, ფერადი თველბით შემკობილი თავსაფარი ეხურა და მაინც, ურჩი შავი თმა კისერს ქვემოთ ლამობდა გამოღწევსაას. დაბალი წვერ-ულვაშით დაფარული ბაგენი უცნაურად უღიმოდა.
პირველად ხედავდა უფლისწულს და მაინც, რაღაც აღზევებულ გრძნობათა კვალს ტოვებდა მასში ეს დიდებული, მომავალი ხელმწიფე. აროდეს დაფიქრებულა, რა მოხდებოდა უფლისწულის წინ თუ წარსდგებოდა და ალბათ სწორედ ამიტომაც, ენაჩავარდნილი, სიტუაციისაგან გაბრუებული იდგა მის წინაშე.
კარები მიიხურა, მარტო დარჩა, მონებმა დატოვეს მეფის ვაჟის პირისპირ. უფლისწულიც გამომწვევად შესცქეროდა უცხომიწელ დიაცს, მზესავით ნათელს, მთვარესავით მიუწვდომელს, ვარსკვლავივით თვალწარმტაცს და იბურებოდა მის გონებაში მყოფი ქალის ხატება.
-ჩამოჯექი! -მის წინ მდგომი ტახტისაკენ მიუთითა მეფის ვაჟმა. არ მორიდებია მის შეთავაზებას, ადგილი დაიკავა და მზერა გაუსწორა მეფის ვაჟს. მის თვალებში ვერ დაინახა ქალაქები, იქ, უდაბურ და გაუკვლეველ სიშავეში კოშკი მოჩანდა მხოლოდ, უდაბური და მიუვალი კოშკი. სხეულში გასცრა ღვინით სავსე ბოკალი, რომ გაუწოდა უფლისწულმა. დაბნეულმა ხელი გაუწოდა და გამოართვა. ჩააჩერდა, არ აპირებდა დალევას. არც ერთი ყლუპის. მრავლად ჰქონდა გაგონილი იმ საწამლავთა შესახებ, რომლებიც შესაძლო იყო სასმელს გარეოდა და ადამიანის წამიერ სიკვდილს, ანდაც, ტანჯვით სიკვდილს იწვევდა.
-არ დალევ? -გაიკვირვა უფლისწულმა, შეხსნა ბაგენი და ტკბილი სითხე გადაუშვა სხეულში.
-განა წესია დიაცის, ეწაფებოდეს ღვინოს? -იმდენი ხანი იყო ხმა არ ამოეღო, როდესაც ბოლოს და ბოლოს დაილაპარაკა საკუთარი ბგერები ეუცხოვა. თავადაც გაუკვირდა, რად შეჰკადრა უფლისწულს და პირდაპირ რატომ არ უთხრა უარი. უფლისწულმა გამომწვევი მზერა მოატარა მის სხეულზე, ხმა მისი ბულბულის გალობად ჩაესმოდა ყურში. წამიერად თვალები მინაბა და სამუდამოდ ჩაიბეჭდა მისი ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვები.
-თავისუფლად საუბრობ, არ უნდა იყო გლეხი. -წარბი ასწია ვაჟმა და კვლავ ჩამოასხა სითხე თავის ბოკალში. -ვიცი რომ გცნობ, ამ ცხოვრებაში შეიძლება არა, წინა ცხოვრებაში უეჭველად ნანახი მყავდი. -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მან და ღვინო მოსვა. გაანახევრა თასი და კვლავ თავის ადგილას დადო.
გოგომ არაფერი უპასუხა. თვალი ტახტის გვერდით არსებული ქარქაშისაკენ გაექცა, უცხოელი მჭედლის მიერ გამოთლილი მახვილი განისვენებდა შიგ, მახვილი რომელცზეც ლეგენდები დადიოდა სამეფოებში. დრაკონის ცეცხლით შექმნილი, ზევსის უროთი ნაჭედი, ჯადოქრის მიერ ნათლევი, შავი ტყის წიაღის მახვილი. ყველაზე ძვირფასი თვლებით შემოსილი, რომელიც ოქროს უბის უფლისწულს ებოძა.
მისი მზერა უყურადღებოთ არ დარჩენია მეფის ვაჟს და მწარედ ჩატეხა ტუჩის კუთხენი. დაბალ წვერზე ხელი მოისვა და გოგოს მიანათა ყორნისფერი თვალები.
-ანგელოზის მახვილი. -სახელწოდება წარმოთქვა უფლისწულმა. გოგომაც მისკენ გაიხედა და თვლაები აუელდა.
-მე ვიცი მისი სახელი. ყველა სამეფოში, ყველა მიწაზე ამ მახვილზე უცხო ზღაპრებია შეთხზული -მისი ნაზი საუბრის მოსმენისას კვლავ გაეღიმა ყმაწვილს. ღვინო მოწრუპა და აალებული თვალები მიანათა გოგოს.
-შენ რომელი მიწიდანა ხარ? -უკან გადაიხარა და გოგოს მომლოდინედ მიაჩერდა. პასუხისთვის თავის არიდეის გზებს ეძებდა გოგო გონებაში, თავში აზრად მხოლოდ ის მოუვიდა, რომ უფლისწულთან სიტყვათამაშით გავიდოდა ფონს, ასე, რომ გაბედულად შეაჩერდა თვალებში.
-მეგონა თქვენსავით განსწავლული ხელმწიფე იოლად ერკვეოდა ყველა სამეფოს ხალხში, შევმცდარვარ. -ღვინის ჭიქა ბაგესთან მიიტანა გოგომ, წამით მართლაც იფიქრა უფლისწულმა, რომ ღვინის მათრობელა სიტკბოს უპირებდა გასინჯვას დიაცი, მაგრამ მხოლოდ დაყნოსა ტკბილი სურნელი და თასი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა.
რას ხედავდა ამ უცხომიწელში უფლისწული, რომელსაც მრავალი ბრძოლისას უნახავს ბაგეწითელი დიაცები, მის ფეხქვეშ, რომ ეგებოდნენ. ისინიც უნახავს ზიზღით და წყრომით, რომ შესცქეროდნენ. უნახავს გამორჩეულები სილამაზითა, გონებითა და გულითა. უნახავს ათასობით გიშრისფერ დალალებიანი გოგონა, უამრავი ოკიანისფერ თვალება, მაგრამ არცერთი ჰგავდა მას. ამ უცხომიწიელ დიაცში უფლისწული სხვას ხედავდა, მიუღწეველს და მიუვალს.
-თუ ღვინის სიტკვბოს გემოს დაუდებ, ნებას მოგცემ ანგელოზის მახვილი მოსინჯო შენს ხელში. -წარმოთქვა უფლისწულმა და მის რეაქციას დააკვირდა. არ უფიქრია დიდ ხანს, რომელი ერჩივნა, მტანჯველი სიკვდილი თუ ცნობიერების დაკმაყოფილება, თანაც უფლისწულმაც იგივე თასიდან ჩამოისხა ღვინო და აგერ უკვე მეოთხედ აცარიელებდა ბოკალს. არაფერი მოუვიდოდა თუ გასინჯავდა, თანაც მახვილს ხელში თუ დაიჭერდა შესაძლებელი იქნებოდა მისი მოსინჯვა. თასი აიღო და ერთადერთი ყლუპი მოსვა იქიდან. მეფის ვაჟმა ბაგე ჩატეხა, იცოდა, გრძნობდა, რომ მახვილის დასაკავებლად ყვეალფერზე წავიდოდა.
წამოდგა უფლისწული, უძვირფასესი ქსოვილით შემოსილი ტანის მიხვრა-მოხვრით მივიდა ქარქაშამდე და ხელში აიღო, არც იცოდა რატომ შესთავაზა გოგოს მისი ხელში დაკავება, ალბათ მის თვალებში გაბრწყინებულმა ცნობის მოყვარეობამ მიიზიდა ასე ძლიერ და სწორედ ამიტომ მოუნდა ენახა, რა რეაქცია ექნებოდა, როდესაც მახვილს ხელში დაიჭერდა. მასთან მიუტანა და ხელებში ჩაუდო.
გოგო ჯერ გაკვირვებული დააჩერდა მახვილს, შემდეგ კი უფლისწულს ამოხედა დამრგვალებული სფეროებით. არ ეგონა მართლა თუ მისცემდა მეფის ვაჟი თავის მახვილს და სწორედ ამიტომ, უკვირდა. არც იცოდა რატომ იხმო მან თავის მოსასვენებელში, რატომ გაუბა საუბარი და საერთოდაც, იმის მიზეზსაც ვერ პოულობდა რატომ დაიტოვა უფლისწულმა უცხომიწელი გოგო სასახლეში, როდესაც მეფე, აშკარა უგულო იყო მის მიმართ. თუმცა კი ახლა, რახან ხელთ ემოსა მისი მახვილი, ქარქაშიდან ამოაძრო და თვალი შეავლო. მართლა, უბადლო იყო იგი და ისეთი თვალწარმტაცი, წამიერად მზერა დაებინდა უცხომიწელს.
უფლისწული შესცქეროდა გოგოს და უცხო წვას გრძნობდა სხეულში, აქამდე აროდეს, რომ არ განუცდია. ის, თუ როგორ ათვალიერებდა მახვილს, გამოცდილი მჭედელივით, ერთობ ართობდა მეფის ვაჟს. მოუნდა შესიტყვებოდა, აინტერესებდა აქამდის თუ ჰქონდა ხელთ სხვა მახვილი, თუმცა არ დასცალდა.
კარები ხმაურიანად გაიღო და იქ ფერდაკარგული, განრისხებული მთავარსარდალი გამოჩნდა. როდესაც მახვილ აღმართულ გოგოს ჰკიდა თვალი, მაშინვე ქარქაშისკენ იტაცა ხელი და იშიშვლა ხმალი.
-ელისაბეტ! -ისკანდერის ბოხი ხმა ცივმა ფილებმა ექოდ გადმოსცეს და ახლა ყველა მხრიდან ესმოდა საკუთარი სახელი.
„ელისაბეტ, ელისაბეტ...“
-ალექსანდრე, შემოგვიერთდი! -გადახედა უფლისწულმა. მთავარსარდალმა წარბები შეკრა და ჯერ მახვილ მომართულ გოგოს, შემდეგ კი მშვიდად მდგარ მეფის ვაჟს დააჩერდა.
-აქ რა ხდება? -გაიკვირვა მან, თუმცა კი, თავისი ხმალი ხელიდან არ გაუგდია. მეფის ვაჟმა ალმაცერად გადახედა და კვლავ გოგოს მიუბრუნდა.
-უცხომიწელს ჩემი მახვილი მოეწონა, ვიფიქრე ცუდი არ იქნებოდა, მისთვის ახლოდან, რომ მენახებინა. -აღნიშნა მან. ელისაბეტმა ანგელოზის მახვილი უკან დაუბრუნა უფლისწულს და ახლა მელი ინტერესით მიაჩერდა ისკანდერს. -შენ კი ალექსანდრე, აქ რას აკეთებ? -წარბი აზიდა მეფის ვაჟმა.
მთავარსარდალი დაიბნა. რას აკეთებდა უფლისწულის ოთახში, შუაღამისას, როდესაც იცოდა, რომ ეს ის დრო იყო, არავის უნდა შეეწუხებინა იგი. მიზეზის მოფიქრება უჭირდა, თუმცა კი სიმართლე ის იყო, რომ უცხომიწელისთვის შემოვიდა დარბაზში. მანამ კი, როდესაც დაინახა მონები როგორ შეუძღვნენ ელისაბეტს ოთახში, ეჭვიანობამ გაჰკრა კბილი და ბოლთის ცემა დაიწყო უფლისწულის ოთახთან. შევიდოდა და რას ეტყოდა? საბოლოოდ, როდესაც მიხვდა, რომ ვეღარ აიტანდა უმოქმედოდ ყოფნას მართლაც შეხსნა კარები და ახალა, ვეღარ პოულობდა მიზეზს, რა ეთქვა მისთვის, რით ემართლებინა თავი.
-მინდოდა მოვსულიყავი და პირადად მეთქვა, რომ სასახლის კარიბჭე კვლავ ჩაიკეტა და მცველებმა გარემო შეამოწმეს, არცერთი მაცხოვრებელი ამჟამად არ იმყოფება სასახლის ტერიტორიაზე. -მტკიცედ უთხრა ახლად მოფიქრებული მიზეზი მთავარსარდალმა მეფის ვაჟს. უფლისწულმა მოჭუტული თვალებით გახედა მას, თუმცა აღარაფერი უთქვამს და კვლავ გოგოს მიუბრუნდა, რომელიც ასე დაუფარავად შესცქეროდა ალქესანდრეს.
ეჭვმა გაკრა კბილი მეფის ვაჟს, მთავარსარდალს ახედა, როდესაც მისი მზერაც ამოიცნო გოგოზე დასვენებული, მრისხანების ტალღებმა დაუარეს სხეულში. წარბები შეკრა და კვლავ ალექსანდრეს ახედა.
-უცხომიწელის სახელი საიდან მოგეხსენება, მთავარსარდალო? -ალექსანდრე ამ კითხვამ მხოლოდ წამიერად შეაკრთო. ელისაბეტს გახედა, რომელიც ასევე გაკვირვებული თვალებით მისჩერებოდა უფლისწულს. არ დაბნეულა.
-მას, მე სახელი სწორედ მაშინ გამოვკითხე, როდესაც თქვენ მისი დარბაზიდან გაყვანა და მონებისთვის ჩაბარება მიბრძანეთ. ვერ დაუშვებდი მცირედი ინფორმაციის გარეშე მაინც, თქვენს სიახლოვეს მოგვეშვა იგი. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა მიზნები ამოძრავებდათ ან მას, ან კი იმ ღატაკ მეომრებს, რომელთაც ძღვენად გიძღვნეს უცხომიწელი.
ალექსანდრეს პასუხმა მეფის ვაჟი დააკმაყოფილა და თავი დაუკრა მორჩილად. თუმცა კარები კიდევ ერთხელ შეიხსნა და ამჯერად ერთ-ერთი ხარჭა შემოვიდა ოთახში. თავდახრილი, არცერთი ვაჟისთვის არ გაუსწორებია მზერა და ახლაღა გაახსენდა ელისაბეტს, რომ თავად ოდნავაც არ მოუდრეკია თავი უფლისწულის წინაშე. უცნაური კმაყოფილება იგრძნო იმასთან დაკავშირებით, რომ მეფის ვაჟს ამის გამო არ უსაყვედურია, თითქოს მას განსაკუთრებული პრივილეგიები გააჩნდა.
ხარჭა მთავარსარდალს მიუახლოვდა და ყურში თვალებ დახრილმა ყურში უჩურჩულა რაღაც. ალექსანდრემ თავი დაუკრა მას და გოგომ ოთახი ისე უცაბედად დატოვა, როგორც გამოჩნდა.
-უფლისწულო, სასახლის ჰანუმმა შემოგითვალათ, რომ სანამ ახალბედასთან სიმარტოვით დატკბებით, მას სურს იგი სასახლის მკურნალთან შეამოწმოს, თქვენივე უსაფრთხოებისთვის.
ბრაზი მოერია ელისაბეტს, მათ ეგონათ, რომ სარეცელის განაწილებას აპირებდა უფლისწულთან, პირველივე ღამეს. თანაც, ეგონათ, რომ შესაძლებელი იყო უფლისწულისთვის რაიმე დაავადებაც აეკიდებინა. თავი შეურაცყოფილად იგრძნო და ზე წამოიჭრა. ალექსანდრემაც და უფლისწულმაც გაკვირვებულებმა გადმოხედეს მას. გოგომ ბრაზის დამორჩილება ვერ მოახერხა და სწრაფად შეესიტყვა უფლისწულს.
-მე თქვენთან სარეცელის გაზიარებას არ ვაპირებ, არასოდეს!
მეფის ვაჟს სახე დამცინავმა ღიმილმა გაუპო და ალექსანდრეს რაღაც ანიშნა თვალებით. მთავარ სარდალმა კი გოგოს უხეშად ჩაავლო ხელი და ოთახიდან გაიყვანა. მონებმა გამოსულნი იხილეს თუ არა, მაშინვე უკან აეკიდნენ. უხეშად, ძალით მიათრევდა გოგოს ისკანდერი და ზედაც არ უყურებდა.
-ისკანდერ! -ბრაზით წარმოთქვა მისი სახელი ელისაბეტმა და მკლავი გაინთავისუფლა. ერთ ადგილას შედგა, მონებმაც მოშორებით ჰპოვეს ადგილი და თავდახრილებმა მიაყურადეს მათ. -რა უფლებით მეხები? თანაც ასე უხეშად!... -აღშფოთებულმა გამოხედა გოგომ.
-ყური დამიგდე უტვინო გოგოვ, -მწარედ ჩაისისინა მთავარსარდალმა. -ერთხელ გაგაფრთხილებ, თუ გინდა აქაურ ყოფას გადაურჩე, ტლიკინს მოეშვი! -ეს უთხრა და კვლავ უხეშად ჰკიდა ხელი. ელისაბეტმა თავის გასათავისუფლებლად გაიბრძოლა, მთავარსარდალმა კი უფრო ძლიერად დააჭირა მტკივან მკლავზე თავისი ტორები და გზა წარბშეუხრელად განაგრძო. -ახლა სასახლის ჰანუმს ჩაგაბარებ, თუ სიცოცხლე გინდა, გირჩევ ყური დაუგდო მას თუ არა და, სიამოვნებით გიხილავ დილეგში გამომწყვდეულს.
ეტკინა ისკანდერისაგან ეს სიტყვები, თუმცა აღარაფერი უთქვამს. უსიტყვოდ დაფარა მანძილი ჰანუმის სამყოფელამდე მთავარსარდალთან ერთად და როდესაც საბოლოოდ შეჩერდა ალექსანდრე, მხოლოდ შემდეგ ახედა მას, განათებულ ქალაქებში შეაჩერდა და მეომრის სახეზე წამიერი ცვლილება ამოიცნო, რომელის მაშინთვე ცივმა ფასადმა დაფარა.
უსიტყვოდ გაეცალა ისკანდერი იქაურობას. ელისაბეტს უკვირდა მოვლენების მსგავსი განვითარება. რამოოდენიმე საათის წინ, ოცნებობდა, როგორმე კონსტანტინოპოლამდე მიეღწია, ახლა კი, ოქროს უბის სასახლეში იყო, აწ უკვე ხარჭად შერაცხული და თანაც, ისკანდერთან ერთად, რომელსაც ახლა ყოველი „ალექსანდრეს“ უწოდებდა და მთავარსარდალიც გამხდარიყო.


***
შეღებული სარკმლიდან მოჩანდა მთვარის ბრწყინვალებით განათებული ბაღჩა. ქვესკნელისფერი ცის შუაგულში ელავდა ვერცხლის სფერო, თითქოს სწორედ მისთვის ანათებდა გარემოს. რული არ მოჰკიდებია და უკვე მერამდენედ ითვლიდა სელის ნაჭრისაგან შეკერილ საფარზე მოქარგულ ყვავილებს.
ისკანდერმა, რომ დატოვა დერეფანში ეულად მდგარი, მხოლოდ შემდეგ შეუძღვნენ მონები ხარჭების სამყოფელში და შემდეგ იხილა ჰანუმი. ძაძებით შემოსილი, მკაცრი აღნაგობის ქალი, რომელმაც დანახვის თანავე აითვალწუნა ულამაზესი უცხო მიწელი. ერთი ახედა ალმაცერად და უცო ენაზე რაღაც თქვა. ზარის რეკვასავით გაისმა მისი წკრიალა ხმა და ოთახში შემოცვივდნენ მონები, იატაკამდე იყვნენ დახრილნი, ეტყობოდა, ჰანუმს სასახლეში ყველა გვარიანად ჰყავდა დაშინებული. ელისაბეტს უხეშად ჩაავლეს ხელი და გაიყვანეს. ჯერ მკურნალთან შეუძღვნენ, რომელიც უხეშად ათვალირებდა გოგოს სხეულს და ოდეს დარწმუნდა ყველაფერი რიგზე იყო, ცივად ჩამოიშორა იგი.
სასახლის წესისამებრ ხარჭების ოთახში გაამწესეს, გაპროტესტება არც უცდია, მაგრამ გულში მწარედ ეცინებოდა. რამდენი სატანჯველი განვლო, რამდენი განსაცდელი გამოიარა, საბოლოოდ კი კვლავ ისე იღებდნენ როგორც მონას.
სასახლის ჰანუმმა ცალკე ოთახი გამოუყო, არ გაკვირვებია. მწარედ გაჰკრა გულში იმ ფაქტმა, რომ უფლისწულის ხარჭა უნდა ყოფილიყო. რათქმაუნდა საკუთარ მიზანს არ გადაუხვევდა, ეს ნიღაბიც, მოჩვენებითი სიმშვიდეც, თავდახრილობაც. ყველაფერს მხოლოდ ერთი რამისთვის ჩადიოდა, იცოდა, საწადელს მაინც მიაღწევდა.
დარაბები მიხურა და სანთელი ჩააქრო, არ შეეძლო ნათებაში თვალის მოხუჭვა. სუსხიანი თოვლის ღამეს არ იძინებდა, იმდენად თეთრად ანათებდა სუდარასავით შემოსილი გარემო. განთიადამდე ვერ ჩაიძინა, მხოლოდ ოდნავ ნათებასთან ერთად მიილულა მისი თვალები, დამძიმებულ იქუთუთოები შეაწება და ძილს მიეცა.
დიდხანს არ დასცალდა სამყაროსაგან მოშორება, დილით, ლაგამ მოჭერილი ულაყივით დასჭექა ჰანუმის ხმამ ხარჭების ოთახში, მისი კარიც წამში შეიხსნა. სწრაფად გამოერკვა და თვალებიდან ძილის ბოლო ნაშთები გააქრო. ზე წამოიჭრა და მიაჩერდა მონებს, თავდახრილები, როგორ ზიზღითა და ბოროტებით აღსავსე თვალებით უცქერდნენ.
არცერთი მონის ხმა არ გაეგონა, იცოდა, აკრძალული ჰქონდათ საუბარი, მათი ბაგეებიდან ბგერის გაგონებაც კი კანონის უზენაესი სასჯელით ისჯებოდა, დამახინჯებით, დასახიჩრებით, ხშირ შემთხვევაში სიკვდილითაც.
ტანში გასცრა მათ შემხედვარეს, ახლა როგორც მეფის ხარჭას ისე უმზერდნენ, ჭუჭყიანი ზეწარივით დაჰყურებდნენ ზემოდან. ზოგნი ალბათ მის ბედსაც ნატრობდა, ვინ ყოფილა უცხო მიწიდან მობრძანებული და მაშინვე უფლისწულის ოთახში აღმოჩენილი. იქაურობა ხომ მხოლოდ რჩეულებს ეკუთვნოდათ და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდათ მეფის ვაჟთან გატარებული თითოეული წამი. ისევე ებღაუჭებოდნენ მას როგორც დამფრთხალი ბალღი დედის კალთას. ან შესაძლოა, მათ ვერაგ განცდებს საერთო არაფერი ჰქონდა ისეთ წმინდა ხატებასთან როგორიც დედა იყო.
თავი გააქნია, ნუთუ შეეძლო მშობელ დედაზე ეფიქრა და არ შეზიზღებოდა ეს უშველებელი, მარტოსულობითა და ბოროტებით გაჟღენთილი სასახლე, უღმერთო კაცთა მიერ აგებული, უღმერთო ხალხისთვის, უღმერთო მართველისათვის.
მონებს გაჰყვა უკან და საერთო ოთახში შევიდა. იქაურობა სავსე იყო ახალგაზრდა გოგონებით. თითოულს ძვირფასი სამოსელი ემოსა. ზოგი ბუხართან ახლოს დაბრძანებულიყო, ერთმანეთთან საუბრით ირთობდა თავს. რამოდენიმეს საქსოვიც გაეშალა და მთელი ინტერესით მუშაობდნენ მასზე. ასევე იყვნენ ისინი, ვისაც ნაქარგები გამოჰყავდათ აბრეშუმის ქსოვილებზე. უმეტესობა უქმად იჯდა და ჰანუმს შესცქეროდა, რომელიც მონებს ახალ მითითებას აძლევდა. ელისაბეტს იქაური გარემო ეუცნაურა, თავად, არასდროს ყოფილა მისი ასაკის ამდენი გოგონას გარშემო და ახლა, როდესაც მათ ხედავდა უცნაურად გრძნობდა თავს. ბუხრის წინ, მოშორებით მდგარ მომცრო ტახტზე დაიკავა ადგილი და ცეცხლის სითბო მაშინვე შემოეხვია სხეულზე. რამოდენიმემ მიაპყრო კიდეც მზერა და დაუფარავად ათვალიერებდნენ ახლად შემოსწრებულს. ზოგი შურით, ვინაიდან ყველამ იცოდა მისი უფლისწულის ოთახში ყოფნის ამბავო; ზოგი სიბრალულით, რადგანაც ამჩნევდნენ მის თვალებში გამაფებულ სევდისფერ ღრუბლებს. ზოგი აღბრთოვანებით, ვინაიდან გასაოცარი იყო მშვენება მისი.
ცოტა ხანს დაჰყო ასე უსაქმოდ მჯდომმა, ტკბებოდა მშვიდი გარემოთი. რამდოენიმე ცნობის მოყვარე მზერას არც კი იმჩნევდა. თუმცა მალევე აიტანა მოუთმენლობამ. აინტერესებდა, ნუთუ მთელ დღეს ასე ატარებდნენ ხარჭები სანამ მათ უფლისწული იხმობდა. ნუთუ ასეთი უაზრო და სხვის გუნებაზე მორგებული იყო მათი ყოფა?! თავად, მსგავსს ალბათ არასოდეს დასჯერდებოდა.
ცოტა ხანში, ჰანუმმა, რომ მოათავა მონებისთვის გნკარგულების გაცემა, ხარჭებს მოუბრუნდა და მკაცრი მზერით აათვალიერა თითოული. უსაქმოდ მყოფს, აშკარა რისხვა ელოდა მისგან. ისეთ ხმაზე დასჭექა, ცა და დედამიწა შეყარა. წამოიყარნენ ხარჭები და შეაჩერდნენ მას.
-უსაქმოდ რას გაჩერებულხართ? მოემზადეთ, საუზმეზე უნდა წახვიდეთ!
ელისაბეტმა საუზმის ხსენებაზე იგრძნო მოშიება. გოგონები წამოიშალნენ და მწკრივში ჩადგნენ. ისიც მათ შორის მოექცა და ნაკად გაჰყვა უკან. სასახლის კედლებში მიაბიჯებდა, გვერდით მიჰყვებოდნენ სასახლის ქალბატონები, რომელთაც ხარწების წვრთნა, მათთვის ყურადღების მიქცევა ევალებოდათ. ასევე უკან ასდევნებოდნენ მონები, თავდახრილები, რომ მიუყვებოდნენ გზას.
სასადილო ოთახი დიდი იყო, უამრავი ადამიანისთვის განკუთვნილი, შემაღლებულზე ცალ-ცალკე იყო ერთმანეთისგან გამოყოფილი დაბალი ხის მაგიდები. ჯგუფებად დასხდნენ გოგონები და თავიანთ ულუფას დაელოდნენ. ელისაბეტი მარტო აღმოჩნდა სულ ბოლოს მდგარ მაგიდაზე. პროტესტის გრძნობა არც გასჩენია, ვინმესთან საუბრის თავი არც ჰქონდა, უბრალოდ სურდა მშვიდად მიერთვა საჭმელი.
აზუზუნდნენ გოგონები, ჩამოატარეს საკვები და თან ჭამა დაიწყეს, თან ერთმანეთში ჩურჩული. თუ მოლაპარაკეებს შეამჩნევდა სასახლის ქალბატონი, მაშინვე წკნელის ჯოხს დაარტყამდა მაგიდაზე გაფრთხილების ნიშნად.
მშვიდად მიირთვა საკვები და როდესაც მოათავა დანარჩენ გოგონებთან ერთად შეერია მწკრივს. ისევ საერთო ოთახში დაბრუნდნენ. გოგონები ისევ ჩვეულ ყოფას მიჰყვნენ. ელისაბეტს კი სასხლის ქალბატონი მიუახლოვდა.
-გამომყევი. -უბრძანა მან. ეხამუშა სხვისი ბრძანების მიღება გოგოს, თუმცა არაფერი უთქვამს, ისევ თავისთვის აჯობებდა ასე. უკან გაჰყვა, როდესაც ერთ-ერთ გამოყოფილ ოთახში შეიყვანა იგი. -შენ მხოლოდ საერთო ენაზე საუბრობ, არა? -შეეკითხა ქალბატონი. ელისაბეტმა თავი დაუქნია. -შესაბამისად, ჩვენ მასწავლებელი, მოგიჩინეთ, რომელიც ადგილობრივ ენას შეგასწავლის.
მასწავლებელი შუა ხნის ჩია კაცი იყო, ლაპარაკისას ჩლიფინებდა. ელისაბეტს ყურადღება არც მიუქცევია მისთვის, ამ დროს იმისთვის იყენებდა, რომ დაფიქრებულიყო ბოლო დროინდელ მოვლენებზე. ერთი დღის წინ უდაბურ ტყეში მარტოდ-მარტო იყო და ოცნებობდა კონსტანტინოპოლამდე ჩაეღწია, რათა ცხოვრება იქ განეგრძო. ახლა კი, მისთვის ყველაზე საძულველ ადგილას იმყოფებოდა, ყველაზე საძულველი ხალხით გარშემორტყმული. როგორ არ ეცადა, შურისძიებას არ მოეწამლა მისი გუნება ორი წელიწადის განმავლობაში, რამდენჯერ შეცვალა მარშუტი კონსტანტინოპოლიდან აქაურ, ბარბაროსულ სასახლემდე, თუმცა საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტა მშვიდად ცხოვრებისთვი მიეყო ხელი. ბედისწერამ კი მაინც და მაინც იმ ადგილას მოიყვანა, სადაც მისი სული სიმშვიდეს ვეროდეს ჰპოვებდა. იქ სადაც მისი შურისძიება, მისი რისხვა ასოდენ აკიაფდა და სადაც ბორმა და ღვარძლი გაუძლიერდა. ბედისწერა აბუჩად იგდებს ყოველთ.
მეცადინეობა, რომ დაამთავრეს ელისაბეტს მონები ეახლნენ და ანიშნეს გაჰყოლოდა. არაფერი უთქვამს, არც კითხვები დაჰბადებია, მონებსშორის მოქცეული მიაბიჯებდა დერეფნებში და როგორც ყოველთვის, ხალხის მზერაც მას მიჰყვებოდა ფეხ და ფეხ. განა უძვირფასეს სამოსში იყო საქმე?.. ან გიშრისფერი დალალების მზინვარებაში, თუნდაც ალიონის ცის ფერ თვალებში?... მისი უცხო სილამაზე, ასე რომ შემოიჭრა ცივი ფილებით გარშემორტყმულ სასახლეში, სადაც კაცთა მაგივრად კაცუნები ბუდობდნენ მართლაც დიდი მითქმა-მოთქმის საგანი იყო, მაგრამ ამდენ ქვეყანაში ნალაშქრ, უამრავ სახელწიფო აოხრებულ ხალხს, უამრავ შეშინებულ დედაკაც გამაუბედურებელ ხალხს, განა სილამაზე გაუკვირდებოდა! არამც და არამც! უკვირდათ მხოლოდ მისი სიმშვიდე, რომელიც იცოდნენ, ზღვასავით იყო, ერთ მომენტში წყნარი, მეორე წუთს ბობოქარი ტალღებს შორის სიკვდილს უქადდა ყველას. ხედავდნენ მასში დამაქცეველსა და გამაუბედურებელს, მაგრამ ვინ გაუბედავდა უფლისწულის ხარჭას შესიტყვებას.
კვლავ ყველაზე მაღალ კოშკში მიიყვანეს, საცხებით დაშაქრეს მისი სხეული, სურნელოვანი ზეთები წაუსვეს წვრილი, გამოყვანილი კისრის კიდეში, ახალთ-ახალი აბრეშუმის ზედატანი გადააცვეს, ფრინველის ტყავისაგან შეკერილი ფეხსაკიდები ამოაცვეს და თმა დაუვარცხნეს. მისი თავსაბურავში შემალვა კვლავ იუარა. მიხვდა, ამ პროცედურას უფლისწულთან შესვლამდე სჩადიოდნენ, რათა ხორციელად წმინდა და უმწიკვლო წარსდგომოდა მას.
კვლავ უფლისწულთან მიიყვანეს, შეხსნეს კარები და აღმოჩნდა მის წინაშე. ტახტზე დაბრძანებული შესცქეროდა, გუნზე ვერ იყო, წარბებ შუა ნაოჭები დამჩნეოდა, დიდძალი ფიქრის შედეგი იქნებაო, გაიფიქრა და მწარედ გაეცინა გულში. ვერ მიხვდა კვლავ იგი რატომ იხმო, რატომ მოხდა, რომ სასახლეში ერთი დღის მოსულმა ხარჭამ მის ოთახში უკვე მეორედ ამოყო თავი. იქნებ მისთვის ბოლოს ნათქვამ სიტყვებში იყო საქმე, როდესაც შეჰპირდა, თქვენთან სარეცელს აროდეს გავიზიარებო! ასე ხომ, ჯერ არცერთ სულიერს არ შეჰკადრეია მისთვის, უცხომიწელმა კი მოელვარე თვალებით, ისე მგზნებარედ წარმოთქვა ეს სიტყვები, დაუცხრომელი სურვილი გაუჩინა მეფის ვაჟს.
მუხლი უნა მოეყარა, იცოდა. ელოდა პრინცი მის წინაშე დამხობილ ქალიშვილს, პატიების თხოვნით და კურცხლებით რომ აიკლებდა? არა, რათქმაუნდა! მისი უცხომიწიელი ასეთი არ იყო, არ ითხოვდა პატიებას და არც თავს დაუხრიდა. ამიტომ ერთი თვალი ჰკიდა აბრეშუმით შემოსილ სხეულზე, შემდეგ მკერდზე, ბაგეზე და საბოლოოდ მიაღწია თავის ხატებას, ლურჯისფერ თვალებს. ტუჩის კუთხენი ჩატეხა.
-ჩამოჯექი. -კვლავ მის წინ მდგომი ტახტისაკენ მიუთითა. ელისაბეტი ჩამოჯდა და წყრომით გახედა მის წინ მჯდომს, მუხლის თავებზე რომ ედო მარცხენა მტევანი, მარჯვენაში კი ნაცად ნაჭედ დანას ათამაშებდა. ისროდა ცისკენ და მიწაზე დავარდნამდე კვლავ თითებშუა იქცევდა. ვერცხლის ბრწყინვალება ედებოდა გოგოს, წამით თვალიც კი მოსჭრა.
სიტყვა არ დასცდენია, მდუმარედ აკვირდებოდა მეფის ვაჟს და საკუთარ გონებაში ლუქავდა თითოეულ დეტალს მის შესახებ. უფლისწულს არ გამოჰპარვია და მაცდურად გახედა დიაცს.
-იცი აქ რატომ ხარ? -შეესიტყვა.
-არა. -გოგომ წარბი ოდნავ აზიდა და კვლავ ფანჯრიდან მომავალ მზის მცხუნვარე სხივებს გახედა.
-აქ იმიტომ ხარ, რომ დღეიდან შენ უფლისწულის ხარჭა ხარ, ჩემს საკუთრებაში! -თითქოს მისი ხმა არ გაუგია ისე გაანდო ყმაწვილმა. გოგოს გაეღიმა. ნათელი მოეფინა ამ ღიმილით მის სახეს. ისეთივე მშვენიერი იყო, როგორც ცის კამარაზე გაბრწყინებული ვარსკვლავები. უფლისწულს უსიამო შეგრძნებამ გაჰკრა გულის წიაღში. წამით ჭყიტა თვალები, და თასიდან ღინო მოწრუპა ამ განცდის გასაქარვებლად.
-ცდებით, ძალიან ცდებით. -მშვიდად მიუგო გოგონამ, წარბიც არ შეუტოკებია უფლისწულს, თვალ ყურს ადევნებდა მას, სწადდა გაეგო რა ჰქონდა სათქმელი მის უცხომიწელს. -მე არავის საკუთრება არ ვარ!
-ასე ფიქრობ? -ირონიული ღიმილი მიაგება მეფის ვაჟმა.
-არ ვფიქრობ, ეს ასეა.
-ნუთუ?
-ჩემი სათქმელი უკვე მოგახსენეთ.
უფლისწულმა წარბები შეკრა, იწყინა გოგოს სიტყვები. მაგრად მოუჭირა ბეჭდით დამშვენებული თითები ღვინის თასს და ერთიანად გადაჰკრა. მერე კვლავ მიაჩერდა წინ მჯდომს, მისი სილამაზის მშვენება მწველი იყო. უნდოდა მიახლოვებოდა, გამოყვანილ კისერზე მიალერსებოდა, თითებით შეხებოდა მის ბრინჯაოსფერ კანს და სითბო ეგრძნო მისი. ადრე არასოდეს გასჩენია ასეთი წყურვილი სხვის მიმართ, მხოლოდ ის იყო, მისი უცხომიწელი.
გუნება გაუფუჭდა და მაშინვე დაითხოვა უცხო მიწელი. არარ უნდოდა მასთან საუბრის გაგრძელება. გოგო წამოდგა, აბრეშმის ქსოვილი ოდნავ შეისწორა და მედიდური მოძრაობით გაშორდა უფლისწულის ოთახს. გაიყოლა მისი მზერა და ფიქრი...


სანამ მონებთან ერთად ხარჭების ოთახში დაბრუნდებოდა, გზად ისკანდერი შემოხვდა. ძლიერ სურდა მასთან დალაპრაკება ამიტომ შეჩერდა. მთავარსარდალიც მის წინ დადგა და თვალებში შეაჩერდა გოგოს.
-უფლისწულს ეახლე? -ეჭვით ჰკითხა ისკანდერმა.
-დიახ. -თავი დაუქნია გოგომ. -გუნებაზე ვერ იყო, ამიტომაც მალევე გამომისტუმრა ოთახიდან. -მთავარსარდლის ეჭვები მაშინვე გაფანტა. ალექსანდრემ შვებით ამოისუნთქა და გზის გაგრძელება დააპირა, თუმცა მოულოდნელად შედგა და გოგოს მოუბრუნდა.
-ელისაბეტ, რის გამო ჩამოხვედი აქ? -იკიხა და პასუხს მოუთმენლად დაელოდა.
-სინამდვილეში, მე სრულებითაც არ ვგეგმავდი აქ ჩამოსვლს ისკანდერ, მინდოდა კონსტანტინოპოლშ წავსულიყავი და იქ მშვიდად მეცხოვრა, თუმცა რადგან აქ ვარ, ვეღარაფერს ვიზამთ. -მშვიდად მიუგოგო გოგომ.
-ისევ გტანჯავენ წარსულის დემონები? -შეესიტყვა მთავარსარდალი და დამუნჯებულ გოგოს, რომ ჰკიდა თვალი, მაშინვე გაეცალა იქაურობას.
“წარსულის დემონები“ ეს სიტყვები უტრიალებდა გონებაში მთელი საღამო, როდესაც უკვე ყველა ხარჭამ თავისი საქმე მოათავა და დაბინავდნენ, ოთახში შევიდა და მიწვა სარეცელზე. დარაბები შეხსნილი იყო და მთვარის შუქი დაგნათვოდა სხეულზე. ვერცხლისფრად აალებული იყო იმ წამს.
თვალები მოხუჭა და მაინც, კვლავ „წარსულის დემონები.“ წამოდგა. თასში ცივი წყალი ჩამოისხა, დალია. ვერ ისვენებდა. თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა, იცოდა უნდა გაცლოდა იქაურობას სანამ საკუთარი თავის აღსასრული, თავადვე იქცეოდა.
ერთი კვირა გასტანა, ამ ფიქრებში ჩაფლულიყო, გეგმებს აწყობდა. მეფის ვაჟი იმდ ღის მერე მხოლოდ ორჯერ იხილა, ერთხელ სრულიად შემთხვევით მეცადინეობიდან ხარჭების ოთახში ბრუნდებოდა. უფლისწული კი თავისი ამალით მიემართებოდა სადღაც. სასახლის ქალბატონმა უბრძალა წელში მოხრილიყო, რომ უფლისწულისთვის პატივი მიეგო, თუმცა ასე არ მოიქცა და მოგვიანებით ზურგში ამის გამო, კაკლის თლილი ჯოხიც მიიღო. მეორედ კი თავად უფლისწულმა იხმო იგი ოთახში, შევიდა თუ არა უხმოდ დაუწყო დაკვირვება და მტანჯველი სიჩუმის საათის შემეგ გაბრაზებულმა დაითოვა, თითქოს თავად ყოფილიყოს რაიმეში დამნაშავე. ამ დღეების განმავლობაში ისკანდერისთვის არცერთხელ მოუკრავს თვალი.
ჩუმად გაიპარა ოთახიდან, სასახლის ყველაზე დიდ ტერასას მიადგა. უჩუმრად გავიდა და ცივ ფილებზე ჩამოჯდა. მარმარილოს ქვით ნაგები ტერასიდან მოჩანდა სასახლის შემოგარენი. საღამოს გრილი სიო არხევდა მის დალალებს, თვალებანთებული გაჰყურებდა სიშავეში ჩაძირულ მიდამოს. შორს, გალავნისაგან დაშორებით თეთრად აელვებული ტყე მოჩანდა, მისი ორი ზამთარი.
ნაბიჯების ხმა მისწვდა ყურთასმენას. არ შეშინებია, მხოლოდ ინტერესის, ჟინის დასაკმაყოფილებლად გახედა. დერეფნის ბოლოდან მოდიოდა, მძიმე ფეხსაცმელებს ისე ამოძრავებდა, ისე მჩატედ თითქოს სულაც არ ემოსა. მხრებზე მოგდებული ატლასის, მეწამული ლაბადა შრიალით მოსდევდა. ჩირაღდნის შუქზე ელავდა კრისტალისებრი თვალები. დაბალი წვერით შემოსილი პირ-სახე ისევე მოღუშვოდა, როგორც ცა ჭუჭყისფერი ღრუბლებით შემოსილი. თავბრუს ხვევა იგრძნო. თითქოს გააბრუეს. ლოყა მარმარილოს ცივ მოაჯირს მიადო. ბრინჯაოსფერი კარი სიცივით დაეხორკლა წამეულად გაშორდა სიცივის საგანს. თვალები ნათლად გაახილა და თავბრუსხვევა გაქრა. გაქრა ყოველივე, მის წინ აღმართული კოშკების გარდა, კოშკების რომლებიც გარშემო უკუნითი წყვდიადი ელავდა. მზერა აარიდა მის თვალებს, აფორიაქებდა მათში არსებული კოშკების ელვარება.
-მეშვიდე მთვარე ჩაესვენება ამ საღამოს, მეშვიდე მთვარეა ამ სასახლში ფეხი შომოდგი, მეშვიდე მთვარეა, ძილი შემერღვა; ღამეული ვარსკვლავების მაგიერ, შენს სფეროებში აკიაფებულ ელვარებას ვითვლი. დიახ, მეშვიდე მთვარეა უცხომიწიდან, ბურუსიანი წარსულით მოხვედი ჩემს სასახლეში და ჩემს სულში ისე ჩასახლდი, გააზრებაც არ დამაცადე. მისი სრული ქაოსი მოახდინე!... ახლაც, ასე არხეინად, ეულად დაბრძანებულხარ ჩემს სანუკვარ ადგილას და გაჰყურებ ხედს, რომლის ყურებისას მე აღარ მძალულს სილამაზის აღქმა, ვინაიდან შენი ხატება ჩემს სულიერებაში მშვენიერების ერთადერთი შესატყვისია. შენ რჩები, მხოლოდ შენ... ვფიცავ, არასოდეს მერგოს მეფის გვირგვინი თუ სიმართლე არ იფრქვეოდეს ამ წამს ჩემი პირიდან, თუ ყოვლი სიტყვა გულის წიაღიდან არ ამომქონდეს შენთვის. შენ, უცხომიწელმა ისე მიმისაკუთრე, რომ თავად სულს გავყიდი შენთვის. მე შენ გეკუთვნი, ელისაბეტ. მფეთქვი ორგანო შეუტოკდა, წამიერად სუნთქვაც კი დაავიწყდა. დეფორმირდნენ ბაგენი მისნი, არ იღიმოდა, არც ბრაზობდა, უცნაურად შეერხა ტუჩის კუთხენი. ალიონის ცისფერი თვალები ერთ ფენად დაეცვარა სითხით. გვერდით გაიხედა, ერთმა კურცხალმა მაინც იჩინა თავი. ეს არ იყო ბედნიერების გამოვლინების ცრემლი. ეს ბოღმისა და ზიზღის დაუფარავი ნიშანი იყო. წამოდგა, აბრეშუმის ქსოვილისათვის არ დაუხედავს, წინ აღემართა უფლისწულს და ნამიანი თვალები მიანათა. შიშმა შეიპყრო ვაჟი, ეშინოდა გოგოს თვალებში ამოკითხული უსახელო გრძნობების, რომლებიც ნელ-ნელა სიძულვილად დეფორმირდებოდნენ. ნაბიჯით წინ წაიწია, იმდენად მიუახლოვდა აჰმედს, რომ ვეფხის ტყავის საფარველში ჩაძირული, მზისფერად შემოსილი სხეული წამიერად აუთრთოლდა უფლისწულს. -ნუთუ უგულოს სძალულს გულის გაცემა? -იმხელა ღვარძლი, ბოროტება, ავსიტყვობა ჩააქსოვა ამ ერთ კითხვაში, უფლისწულს წამით საყრდენი გამოეცალა და რომ არ წაქცეულიყო ტერასის ცივ მარმარილოს მოაჯირს დაეყრდნო ხელით. თავს ისე გრძნობდა, თითქოს გოგოს თვალებში ამოკითხულმა გრძნობებმა, ერთიანად, წყლის ჭვავლივით შეუტია. -ადამიანის განსჯა შეცნობის გარეშე გძალულს?... აღმაფრთოვანებს შენი უგულობა, ნუთუ შეიძლება სხვას დააბრალო გრძნობებისა და ემოციების არქონა, როდესაც თავად საკუთარ თავში კლავ ყოველივეს, კლავ და ამით შენს თავზე მეტად მე მანადგურებ; მომილოცავს ელისაბეტ, შენ საწადელს მალე მიაღწევ. იმდენად მტკიცე, შეუვალი და ამავდროულად ემოციებით გაჟღენთილიყო მისი ბაგედან წარმოთქმული სიტყვათა ტემბრი, საკვირველში ჩააგდო გოგო. უფლისწულს წამითაც აღარ დაუცდია, იქაურობას ისევე დიდი ნაბიჯებით და „თავადური“ მიხვრა-მოხვრით გაშორდა, როგორც გაჩნდა. არ უფიქრია მასზე დიდხანს, იჯდა და გაჰყურებდა ალიონშეპარულ მიდამოს, რომელიც თანდათან ნათდებოდა. მზის სხივები ეფერებოდა გარემოს, ისევე როგორვც დედა მიეალერსება ხოლმე ჩვილს,
ოთახში დაბრუნდა; არ გამოუძინია, მაშინვე საქმეს შეუდგა. მეცადინეობაზე წავიდა და პირველად მართლა ისმენდა მასწავლებლის რჩევა-დარიგებებს. უნდოდა ადგილობრივი ენა კარგად შეესწავლა, რომ აღარაფერი გამორჩენოდა. შემდეგ სხვა ხარჭებთან ერთად ქარგვას სწავლობდა. სადილად, რომ გაიყვანეს სასახლეში დიდი ფუსფუსი ატეხილიყო. უჩუმრად გამოჰკითხა ერთ-ერთ ხარჭას რა ხდებოდა და ისიც შეიტყო, რომ სასახლეში დედა დედოფალი ბრუნდებოდა. ზიზღით აივსო მაშინვე. თუ აქაურ მეფეზე ძლიერ ვინმე სძაგდა ცხოვრებაში, სწორედ დედოფალი იყო. დაუნდობელი, სასტიკი ქალი, რომლის სისხლიანმა სამართალმაც ცხოვრება გაუმწარა.
ლუკმა არ გადასვლია ყელში. იჯდა თვალებგაშტერებული და ფიქრობდა იმაზე თუ, როგორ აღმოჩნდა სასახლეში. ახლა, როდესაც დედოფალი მასთან ასე ახლოს იმყოფებოდა, ნუთუ ვერაფერს მოიმოქმედებდა, დიდი ხნის განმავლობაში მის მიზანს, ხომ სწორედ ამ ქალის განადგურება წარმოადგენდა. უნდოდა ისეთი ნაწამები ენახა როგორც თავად იყო.
გასვლის დრო, როდესაც მოვიდა ჰანუმი შემოვიდა სასადილოში, ყველას აცნობა, რომ ჯერ ვერ გავიდოდნენ, ვინაიდან დედა-დედოფალს უნდა ჩაევლო ამ დერეფანში. ელისაბეტმა არ იცოდა რამ მოუარა, თუმცა, როდესაც ოდნავ გამოღებული კარიდან დედოფლის სილუეტს მოჰკრა თვალი, რომელსაც ათობით მოსამსახურე მიჰყვებოდა ფეხდაფეხ, რომელიც თავაწეული, სიამაყით მიაბიჯებდა, გულმა ვერ გაუძლო და გასასვლელისკენ გაიქცა. სულ ცოტა აკლდა, დერეფანში გასვლამდე, შემდეგ ალბათ დედოფალთან მივარდებოდა და რას იზამდა თავადაც არ იცოდა, თუმცა მთავარი იყო გაღია აქედან.
რათქმაუნდა სასახლის ქალბატონებმა მაშინვე გააკავეს უცხომიწელი და დედოფლის გაშორების შემდეგ გაათრიეს კიდეც სასადილოდან. უდავოა, დასჯა არ ასცდებოდა.

მეორე დღე იყო. კი არ დადიოდა დალასლასებდა. სფეროები ჩაშავებოდა, ტანი ოდნავ მოეხარა. მთელი ძალით წმენდდა ლალის თვლებ დაქარგულ კაბას. თვალს არ აშორებდა მეწამულისფერ სილამაზეს და თვალებს ძალით ახელდა.
სამი დღის განმავლობაში უმოწყალოდ ამუშავეს, ყველაფერი გააკეთებინეს რაც კი შეიძლებოდა სასახლეში ექნა. საჭმელ-სასმელი არ მიუციათ, ღამითაც საკუთარი ოთახის მაგიერ სარდაფის ცივ ფილებზე ეძინა. სამი დღე თვალით ვერ ნახა ისკანდერი, ვერც უფლისწული აჰმედი, თუმცა მისი ნახვის სურვილი არც ჰქონდა. დედოფალთან მომხდარი ინციდენტი ძვირად დაუჯდა. მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ მხოლოდ საკუთარ თავსუ უწყრებოდა, ნუთუ სძალმიძდა ეშრომა მათთვის, ეკეთებინა მათთვის, დახმარებოდა მათ, ვინც ამოდენ გაუმწარა სიცოცხლის ყველზე ნორჩი წლები.
მესამე მთვარე ილეოდა, სარდაფის სარკმლიდან მოჩანდა ჭუჭყისფერი ღრუბლებით შემოსილი ცა. არ იცოდა ეძინა თუ ეღვიძა, თავბრუ ესხმოდა, იმოდენ გაბრუებული იყო ვერ აღიქვამდა რეალობასა და ილუზიას. მოგონებები გადაეშალა თვალწინ და ივარაუდა, რომ სიზმარში იყო. მხოლოდ ხატებად თუ გამოეცხადებოდა ის ტკბილი წლები.
მისთვის მეთოთხმეტე გაზაფხული იყო, ბუნიობისათვის ემზადებოდნენ. ახსოვდა მზის მცხუნვარება, თბილი სახეები, ღიმილი. ისკანდერი... ისკანდერი რომ დაინახა მისი სიზმარი იმდენად განათდა, იმდენად თითქოს მზის ყოველი ნათება მისთვის იყო განკუთვნილი. მორცხვ ბაგეზე სიწითლემ გადაუარა და თვალები დახარა, ჭაბუკმაც შენიშნა ყოველივე და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა. ახალგაზრდა პირსახე ოდნავ შესამჩნევი, დაბალი წვერ-ულვაშით შეემოსა, ტანზე ტილოს სამოსელი ემოსა, თავს კი ცხოველთა მეფის ტყავისაგან გამოქნილი საბურავი უმშვენებდა.
მორცხვად აპარებდა თვალს მისკენ და გული უფრიალებდა. ისკანდერი... მისი ისკანდერი იჯდა, მშობელი მამის გვერდით და ალუმინისფერი თასიდან რიდით წრუპავდა მოტკბო სითხეს. გვიან წავიდნენ, დუქანში გადაინაცვლეს მამაკაცებმა. ეგონა ისკანდერიც წავიდა და მოიწყინა. კერის მაცხოვრებს უღიმღამო ღიმილი აჩუქა და თავდახრილი გაემართა საკუთარი ქოხისკენ. ბნელოდა, იგრძნო მისი იქ ყოფნა და მიბრუნდა. სიტყვის თქმა არ დასცალდა, ისე ჩასჭიდა ხელი და შავი ტირიფის ბოლოს ამოაფარა. გაფართოებული სფეროებით შეჰყურებდა ჭაბუკს და თანაც, აღელვებული, მფეთქავი ორგანოს დაოკებას ცდილობდა.
-ისკ...
-სჩჩ!... -არეულად შესჩურჩულა ვაჟმა და წამიერად, მხოლოდ წამით წაეტანა მის აწითლებულ ბაგეს. მისთვის სამყარო იყო, იმ წამს აკიაფდა ისკანდერის თვალებში ქალაქები, გაშენებული ქუჩებითა და განათებული სარკმლებით. მას მერე სულ თვალებში შესციცინებდა, ეშინოდა არ გამქრალიყო ქალაქები მისი სფეროებიდან და გამუდმებით ამოწმებდა. მოუხშირა შეხვერდებს, ტილოს ტანისამოსს ჩაცმამდე საგულდაგულოდ ამოწმებდა, არ უნდოდა მასთან ნაკლით მისულიყო.
განათებული სახეები, ბედნიერი ღიმილი და მზით განათებული ხატება გაქრა. წინ კვლავ ნესტიანი სარდაფი, სიცივისგან აკანკალებული კედლები და სარკმლიდან მოკამკამე, ტალახიფერი ცა დაუდგა. სხეული გადაულურჯდა სიცივისაგან, მაგრამ არ წუწუნებდა. არც იწუწუნებდა. არასოდეს დაანახებდა საკუთარ სისუსტეს მტერს. ბოლოს და ბოლოს, ორ ზამთარს გადაურჩა ტყეში. მშიერ-მწყურვალს, სიცივისაგან აკანკალებულს, გათოშილს უვლია წინ. შეუჩერებლად. აძლებინებდა ერთადერთი, მიზანი შურისძიებისა.
დილეგის რკინის კარებმა გაიღრჭიალა და სიბნელით მოცულ გარემოში ეს ხმა იმდენ ექოდ დაბრუნდა, სათვალავი აერია. თვალები არ გაუხელია, ან შეიძლება გახელილიც ჰქონდა, უბრალოდ სიბნელეში ვერ ხვდებოდა.
-ელისაბეტ... -ჩურჩული გაიგო და ხმისკენ გაიხედა. ჩირაღდანი შემოიტანა და გარემო გაანათა. ცეცხლის ალი ჭრილობაზე მალამოსავით მოედო დაობებულ, ნესტისგან აყროლებულ კედლებს. ისე შეისისხლხორცეს თითქოს ეთხოვებოდნენ. გოგომ მხოლოდ ერთხელ ახედა, უფლისწული იყო, ზემოდან დაჰყურებდა. წვერ-ულვაშით დაფარულ სახეზე ცეცხლის ალის ჩრდილები სასაცილოდ დასთამაშებდნენ. გაეღიმა. უფლისწულის კოშკი დაინახა, არც უფიქრია ისე შეჰნათა საკუთარი ღიმილი და შემდეგ კვლავ მილულა თვალები. ახლა ძალიან სჭირდებოდა განათებული სახეების, მომცინარი ბავშვების, მცხუნვარე მზის ხილვა.
ფრთხილად აიყვანა მისუსტებული სხეული, ეგონა დაილეოდა, ისეთი პატარა იყო, ისეთი უსუსური ეგონა მის ხელებში არც გამოჩნდებოდა. ტანისამოსის ფრიალით გაიარა დერეფნები და ბოლოს საკუთარ ოთახამდე მიაღწია, გუშაგებმა ერთმანეთს გადახედეს და კარი შეხსნეს. საწოლზე დააწვინა და ხოტა ხანი აკვირდებოდა. დალურჯებულ სახეზე ნელ-ნელა მოსდიოდა ფერი, ღაწვებიც წითლად შეეღბა, ტუჩის კუთხეც სასაცილოდ ჩატეხა. მაშასადამე, სასიამოვნო ხატება ეწვია სიზმარში. მძიმე ფეხსაცმელი გაიძრო და გვერდით მიუწვა, ისე ჩაიხუტა მისი გამთბარი, პატარა სხეული თითქოს შტორმისაგან მის დაცვას ლამობდა. ცოტა ადროვა, შემდეგ თავადაც გადაეშვა უსიზმრო ძილში.
დილით სარკმლიდან შემოპარულმა, გაჩახჩაღებულმა მზის სხივებმა გამოაღვიძა. სხეული გასთბობოდა, სურნელოვან ბალიშზე ედო თავი და გვერდით მწოლიარე სხეულს გრძნობდა. გულის არეში ტკივილი იგრძნო, როდესაც უფლისწული დაინახა. ანუ მისი სიზმარი სულაც არ ყოფილა სიზმარი, მართლა ზამთარში ცხოვრობდა, გაუბედურებული, აჭლექებული თოვლიანი ტალახის ქვეყანაში.
უფლისწულს მშვიდად ეძინა, მისი ფშვინვა ოთახში ექოდ გაისმოდა. ცალი ხელი საბურავის ქვეშ ამოედო, მეორე თბილი, მატრყლის გადასაფარებლისათვის ჩაებღუჟა. წარბები ოდნავ შეკროდა, შუბლი გახსნილი და ტუჩები სულ ოდნავ ღია ჰქონდა.
ათვალიერა ელისაბეტმა ვაჟი, წუნის პოვნა სურდა, ეწადა მისი სიმახინჯის დანახვა, სააქაოს გადმოტანა მისი სულისა, თუმცა ვერ შეძლო. შესძრა უფლისწულის მშვენებამ და მისი ხატება იმოდენ ჩაებეჭდა გონებაში თავადაც შეშინდა.
მონებმა კარები შეხსნეს და უფლისწულის ოთახში შევიდნენ. არცერთს არ გაჰკვირვებია „ხარჭის“ იქ ყოფნა. თავი არც აუწევიათ ისე შემოიტანეს ლანგარზე დაწყობილი საკვები და ოთახიც წამში მადისაღმძვრელი სურნელებით გაივსო. მეფის ვაჟმა ბაგის კუთხე ჩატეხა და ნელა გაახილა თვალები, თითქოს სურდა სიზმარს არ გაჰქცეოდა.
გოგოს იქ დანახვამ, მის საწოლზე, მედიდურად წამომჯდარი, რომ იყო და უდრეკი მზერით შეჰყურებდა ღიმილი მოჰფინა სახეზე. თავადაც წამოჯდა და ხალათის კიდები შეისწორა. მონებმა კარები, რომ მიხურეს შემდეგ შეაჩერდა დიაცს, მისი სილამაზე დილის სხივების შუქზე შეიცნო, უცქერდა და არა ეგულებოდა მასზე ძვირფასი, მასზე მშვენიერი ამა ქვეყანაზე. კვლავ გაეღიმა საკუთარ განაფიქრზე და საწოლიდან წამოდგა. გოგო ხმაგაკმენდილი აკვირდებოდა მის თითოეულ მოქმედებას, ელოდა. ყოველ წამს ელოდა რას იზამდა მეფის ვაჟი.
-დამეწვიე. -გასძახა უფლისწულმა და ლაბადა მოიგდო ტანზე, რომელიც ისე ზუსტად დააჯდა ბეჭებზე, თითქოს სწორედ მისთვის იყო შექმნილი.
გოგოს არ უფიქრია, წამოდგა. სამი დღის მშიერ-მწყურვალი, ლანგრის წინ, მოქარგულ ბალიშებზე დასკუპდა და შეაცქერდა საკვებს, ოხშივარი რომ ასდიოდა. ნერწყვი ჩაუგუბდა პირში და მძიმედ გადააგორა.
ვერცხლის მათლაფა დაუდო წინ მეფისწულმა და ზედ კარგად შებრაწული ხორციც გადაუდო. შემდეგ თასი ღვინით შეუვსო და როგორც სჩვეოდა ისე მიაჩერდა მას.
ილუკმებოდა ელისაბეტი და ცდილობდა არ შეემჩნია უფლისწულის მწველი მზერა. მეტი რომ აღარ შეეძლო ღვინო დააყოლა ხორცს და რაჰათლუჰუმი მოიქცია ნატიფ თითებს შორის.
-რათქმაუნდა. -თავისთვის ჩაიჩურჩულა უფლისწულმა. გოგომ თავი ასწია და გამომცდელი მზერა მიაპყრო ყმაწვილს.
-რამე მითხარით?
-არაფერი. -თავი გააქნია მეფის ვაჟმა და თასიდან ღვინო ნელა მოწრუპა. თითებზე აცმიული ბეჭდები მზის შუქზე ელავდნენ და ფერადი სინათლე ებნეოდა გოგოს სახეზე. გიშრის, ძოწის, ლალისფერი...
-გუშინ რატომ დამეხმარეთ?
-აკი, მე უკვე გითხარი მიზეზი ჩემი ყოველი ქმედებისა. -წარბი ასწია მეფის ვაჟმა.
-ნუთუ თქვენ ყოველივეს მხოლოდ ჩემი სიყვარულისათვის სჩადით?
-რა თქმა უნდა არა, მაგრამ შენს სიყვარულს ბევრ რამეში ვითვალისწინებ.
-მართლა, გსურთ გამაკვირვოთ?... -ირონიულად შეხსნა ბაგე გოგომ და გამომწვევი მზერით შეუტია უფლისწულს.
-გამომდის?
-შეიძლება, შეიძლება არც გძალმიძთ ასეთი რამის ჩადენა. ვინ იცის...
-დილეგში როგორ გაძელი სამი დღე მშიერ-მწყურვალმა?
-სხვები როგორ ძლებენ?
-ვერ ძლებენ. -თვალებ ჩამქვრალმა უპასუხა უფლისწულმა და თასიდან ღვინო ერთიანად გადაჰკრა. მოიღრუბლა. აშკარად აღარ იყო გუნებაზე, ელისაბეტი მიხვდა, რომ მტკივნეულ საკითხს შეეხო.
-მაშ, რატომ ათავსებთ კაცს იქ სადაც დაიღუპება?
-რატომ სცოდავს ყოველი? -კითხვა შეუბრუნა მეფის ვაჟმა. ბრაზი მოეკიდა გოგოს. წარბები შეკრა და ისე მიაჩერდა უფლისწულს. მისი კოშკები ელავდნენ, გაჩაღჩაღბული იყო მათი გარემოწირი.
-ნუთუ გძალულს სხვისი ცოდვების განსჯა, როდესაც მხრებზე ამხელა სიმძიმე გაწევს? -უფლისწულმა პირი იბრუნა, სარკმლიდან გადაშლილ ხედს შეაჩერდა და მდუმარედ განაგრძო ღვინის სმა. ისეთი სიჩუმე იყო იოლად გაიგეს მძიმე ნაბიჯების ხმა. ელისაბეტი საკუთარ თავს გაუწყრა, რატომ შეეძლო მისი ნაბიჯებით ცნობა?...
კარები შეხსნეს გუშაგმა და შემოატარეს მთავარსარდალი. ხელში პერგამენტები ეჭირა, ცალ ხელში მოშიშვლებული ხმალი ჩაებღუჯა და დაკვირვებით მისჩერებოდა რაღაცას, პერგამენტზე გამოსახულს.
-უფლისწულო, -თავი არ აუწევია ისე მიმართა მას და ხმალი ქარქაშში დააბრუნა. -საგვარეულო შეკ.... -სიტყვა ბაგეზე შეეყინა ელისაბეტს, რომ შეხედა. მზერა გაცვალეს, მწველი ალებითა და ქალაქებით სავსე მზერა.
მეფის ვაჟი დაიბნა, არ გამოსჩენია ყოველივე მის ჭრილ თვალთახედვას და იმდენად მოიღრუბლა ხელი გაჰკრა თასს. ტკბილი სითხე აბრეშუმის ქსოვილზე გადაეღვარა გოგოს და მოულოდნელობისგან წამოიკივლა. უფლისწულმა წყრომით შეხედა და ანიშნა გასულიყო მისი ოთახიდან.
არ დაბნეულა ელისაბეტი. წამოდგა, მთავარსარდალს გვერდი აუარა და ისე გავიდა შეხნილ კარებში უკან აღარ მოუხედავს. კრთან ატუზული მონები უხმაუროდ მიჰყვნენ. ხარჭების ოთახში შევიდა და ჰანუმს ეახლა. მოსაწესრიგებელი დრო მისცეს და ახალი დავალება.
მთელი დღე შრომაში გალია. საღამოს საკუთარ ოთხში იყო, სარკმლიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა ყოველივეს. ბრწყინავდა ბნელეთი და სიჩუმეში ჩაძირულიყო ბარბაროსთა სასახლე. განთიადისას, მზის ჩასვლის ჟამი რომ დადგარიყო, გამოეღვიძა. მძიმედ სუნთქავდა. სმენა დაძაბა. გაიგონა.
მისი ღრიალი გაიგონა, ეძახდა. მთელს სასახლეში ექოდ გაისმა, ისე ღრიალებდა, იმხელა ხმაზე, ისეთი გრძნობით, ქვის კედლები ისხლიტავდნენ მისი ბაგედან გამოსულ თითოეულ სიტყვას.
გამოეღვიძა ზამთრის ძილ მიცემულ სასახლეს. შიშნარევად გამოარო კარები და ყური მიუგდო.
-ელისაბეტ!..
სამჯერ, საბედისწერო ზარივით გაისმა ხმა, ახლოვდებოდა ნელ-ნელა და ემატებოდა გოგოს ცახცახი. ეულად იდგა ზღურბლს მიღმა და გულმხრურვალედ ეძებდა სალოცავ სიტყვებს, ვერ შეძლო გახსენება. გონება დაძაბა და ბაგეები ჩუმი ჩურჩულით ააყოლა სალოცავებს.
„უფალო ღმერთო ჩვენო, შემიწყალენ მე...“
მკერდზე ჩამოკონწიალებული ვერცხლის მედალიონს ჰკიდა ხელი და მთელი ძალით მოუცმო რწმენას. მის სხეულში, სულში დაბუდებულს. მასში ფესვებ გადგმულს.
ტიროდა ელისაბეტი და იღვენთებოდა სასახლის კედლები. გაიხსნა ცა და ქუხილით დაეშვა მოგრძო წვიმის წვეთები მიწას. მკაცრი ზამთარი ელოდათ მარმარილოს ზღვის უბეში მყოფთ;
ტიროდა ელისაბეტი, იფრქვეოდა მისი თვალებიდან კურცხლები და შეხსნილი ზეცაც გლოვობდა მასთან ერთად, უფალი დასტიროდა თავის შვილთ.
-ელისაბეტ!...
ღრიალი გაუფერულდა, გაფერმკრთალდა და ისე ჩამოინგრა, როგორც მყიფი თიხით ნაგები ქალაქი; ჩალით, გამხმარი ყლორტებით შეკოწიწებული, გადაწებილი, გაჩაჩანაკებული ქალაქი. ჩამოინგრა ღრიალი და მისი ნამსხვრევები მიმოიფანტა გოგოს მკერდზე, მის სულში, სხეულში. საბოლოოდ გაუჩინარდა გოროზ კედლებს შორის, შემოიარა ბნელი, ნესტიანი დერეფნები და გაუჩინარდა.
ვერც კი იცნო ვისი ხმა იყო. ასე რომ ღრიალებდა გამწარებული მის სახელს. ვერ იცნო, არც იცოდა იმდროებიდან ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა საოცრად შეაშინა.
ტიროდა ელისაბეტი, დასტიროდა საკუთარ უსუსურობას და უწყრებოდა გუნებაში საკუთარ თავს. ამდენი წლის შემდეგ, ამდენი დღის, ღამის, მთვარისა და მზის შემდეგ, კვლავ უკან დასდევდნენ „წარსულის დემონები“. აჩრდილებული მოგონებები.
გათენებამდე საწოლზე იყო, ემბრიონის ფორმაში დაწოლილი და ტიროდა. მანამ ტიროდა სანამ ცრემლი არ შეაშრა. იფრქვეოდა მისი თვალებიდან ტკივილი, შიში, მოგონებები. იტირა ბევრი, იტირა დიდი ხანი, მანამ სანამ საბოლოოდ არ მიაღწია მზემ ცის წვერს და დიადურად არ ჩამოეკონწიალა მას. მერე ღრუბლებმა გადაფარეს მანათობელი სფერო.
მეორე დღე დადგა ოქროს უბეში, ბურუსისფერი დილა გათენდა. ჭუჭყისფერი ღრუბლების საფარის ქვეშ შემალულ სითბოს წყაროს მისტიროდა სასახლე. მოჟამული იყო გარემო და ასე, გოლიათივით აღმართული დიდებული სასახლეც თავმომწონედ, საზარლად დაჰყურებდა დედაქალაქს. სიკვდილის სუნით აყროლებული სასახლე.
შეაგვიანდა. სხეულს ვერ ამოძრავებდა, ისეთი დასუსტებული იყო. ამდენი ხანი ზიზღი აძლებინებდა, ახლა კი ერთიანად დაიცალა ემოციებისაგან, ცრემლებს გამოაყოლა შინაგანი ფიქრი, მალული გრძნობა. ახლა კი სუსტად გრძნობდა თავს, დამცავი ფარის გარეშე.
ჰანუმმა მონები შეუგზავნა, ყველას სურდა გაეგო უფლისწულის ხარჭა რატომ იყო ჩაკეტილი ოთახში. მუნჯობდნენ მონები. ერთადერთი თვალები მოუჩანდათ, ჩამქვრალი თვალები, ფერფრად ქცეული ქალაქების ბუდე და ისიც დახრილი ქჰონდათ. შეაჟრჟოლა მათ დანახვაზე, ზე წამოიჭრა და წყლით სავსე თასი ისროლა. არცერთი გარყეულა, მხოლოდ შეხტნენ წამიერად და თვალები კვლავ დახარეს. ელისაბეტმა შეამჩნია დაკოჟრილი თითები როგორ ჩაავლო ტილოს დაკემსილ ნაჭერს ერთ-ერთმა და გული შეუქანდა.
მიჩვეულები იყვნენ, მონები. ყვირილს, წამებას, გაწყრომას... მონები ხომ ამისთვის არსებობდნენ? გული შეუტოკდა. სიბრაზით აევსო თვალები და შეხსნილ კარებში გაუჩნარდა. ბრაზით სავსე მიჰქროდა დერეფნებში და ხარჭების მიერ გაყოლილ მზერას ზურგის ქარად მიაქროლებდა. მიდიოდა, თვალებ დასიებული, თმა გაწეწილი, ბაგე უფერული ასული და იმზირებოდა ისეთი მზერით, მუქარა რომ იყო უფრო. მთელ სასახლეს, რომ ემუქრებოდა.
გაუცნობიერებლად დაეჯახა. პირქვე დაეცა და გაუცნობიერებლად მოეჭიდა ხელით ცივ ფილებს. გაუჭირდა წონასწორობის აღდგენა. ზე წამოიჭრა. მის თავს ისკანდერი იდგა, თვალები წყრომით ავსებოდა. მის ქალაქებში შუქი ჩამქვრალიყო.
-საით გაგიწევია? -საერთო ენაზე შეჰკადრა ყმაწვილმა და გვერდს ამოუდგა.
-შენი ნახვა მწადდის ისკანდერ!... მერამდენე დღეა ამ სასახლეში ვათენებ, შენ კი არც ერთხელ ინებე ჩემთან მობრძანება, ნუთუ ასეთი იოლია გაექცე წარსულს?... ნუთუმ სრულიად არ ფიქრობ ჩემზე?... შენ არც კი გძალმიძს იცოდე თუ როგორ ვიტანჯები მე, შენ ასე ახლოს ხარ, ერთ სასახლეში ვცხოვრობთ, ერთ ჭერ ქვეშ გვძინავს, ვჭამთ, დავდივართ შენ კი მაინც, იმოდენ შორს ხარ ჩემგან, ამ ორი ზამთრის მანძილზე რომ არ ყოფილხარ! ნუთუ აღარ გიყვარვარ ისკანდერ?
სურდა ეტირა, ძლიერ უნდოდა მისი თვალები მლაშე სითხით დაცვარულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. ალბათ, მთელი ცხოვრების სატირელი ამოიტირა წუხელ ღამით, როდესაც წარსულის მოჩვენებები გამოეცხადა. მართლა ვერ გაერკვია იმ დროს ეღვიძა თუ ეძინა, თუ ეძინა მაშასადამე კოშმარი იყო, ხოლო თუ ყოველივე ფხიზელ გონზე გამოეცხადა, მართალი ყოფილა თქმულებანი აჩრდილებზე, რომლებიც ცოდვილ სულს აროდეს ასვენებენ.
ისკანდერმა თვალი ჰკიდა გოგოს არეულ პირ-სახეს, შესხნილ საკინძეს, დალოლიავებულ თმებს და გული მწარე გრძნობამ შეიპყრო. როგორ შეეძლო, მაინც ასეთი მშვენიერი მდგარიყო მის წინაშე, როგორ შეეძლო მზერით გაენადგურებიინა მისი თვითყოფა?... რა იყო მასში ისეთი, რაც გამუდმებით იზიდავდა, შუაღამის მთვარეზე მეტად.
-დაფიქრდი რას ამბობ, ხომ გაგაფრთხილე!...
-რა თქმა უნდა ისკანდერ, შენ მხოლოდ გაფრთხილებებით ცოცხლობ! რაც ფეხი შემოვდგი ამ სასახლეში მუქარის მეტი არა გიქნია რა!
-განა ჩემგან რამეს მოელი?
-ჰო, სულელი ვარ, როგორ მჯერა შენი! შენგან? -მწარე სიცილით შეხსნა ბაგენი გოგომ და ისეთი ხმა ამოუშვა, ალექსანდრეს წამიერად შეეშინდა მისი, ნაბიჯი უკუდგა და ისე შეაჩერდა გოგოს, მის წინ აღმართულს. თვალებით ნაპერწკლებს რომ ისროდა, ისეთ ნაპერწკლებს, ერთ დღეს აუცილებლად, რომ იმსხვერპლავდა ამა სასახლეს. ამა ხალხს, ამა ცხოვრებას!
-ელისაბეტ!
-შენ მე ისევ პატარა სულელი გოგო გგონივარ ისკანდერ!... -დასერიოზულდა დიაცი და სიმწრით გამოსცრა კბილებს შორის. -გგონია კვლავ შენს შეხებას ველი, გგონია კვლავ შენ გელი! გგონია ისევ ყველაფერს დავკარგავ შენთვის!...
-ჩემთვის? ამას როგორ ამბობ, ნუთუ მე მდებ ბრალს ყოველივეში? -აღშფოთდა მთავარსარდალი და წარბები შეკრა, ხელი ქარქაშისაკენ იღო და გრძელი თითები მაშნვე მუშტად შეკრა. სიფიცხე არას არგებდა იცოდა, მაგრამ ამ პატარა გოგოს წამიერად შეეძლო მისი წყობიდან გამოყვანა.
-რას ამბობთ თქვენო უმაღლესობამ, -ირონიულად დასცდათ გოგოს ბაგეებს ეს სიტყვები, -თქვენ როგორ დაგადანაშაულებთ იმაში, რაც მე გამოვიწვიე?
-ელისაბეტ! შენი ბრალი არ იყო, ხომ იცი.... -სიტყვა პირზე შეეყინა როდესაც გოგომ ხელი ზე აღმართა და გამყინავი მზერით შეაჩერდა მას.
-გიკრძალავ, იქაურობაზე საუბარს გიკრძალავ გესმის! -დაიღრიალა გოგომ, ხმის იოგები ჩაეწვა, ყელი გაუსაძლისად ასტკივდა. -შენ იქ არ იყავი!... შენ ჩვენ გვიღალატე, შენ ხალხს უღალატე ისკან... ალექსანდრე! -ზიზღით შეასწორა სახელი გოგომ. -დღეიდან მორჩა ჩემი გულიანობა, დღეიდან მე უფლისწულის ხარჭა ვარ, შენ კი მთავარსარდალი. დღეიდან ყველა ძაფი გაწყდა!...
გაშეშებულიყო მთვარასარდალი და მაინც, მზერით სჭამდა მიმავალ გოგოს, მტკიცე ნაბიჯებით, რომ მიიწევდა წინ. არც კი შემობრუნებულა მის სანახავად. მანამ უყურა სანამ სასახლის მდორე ლაბირინთში არ გაუჩინარდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სვავები უგლეჯდნენ ტანს, თავს საშინელი ლეშივით გრძნობდა, ზამთრის ყინვაში მიგდებულს რომ დასჩხავიან სვავები. გული საშინლად ასტკივდა. გონებაში გამუდმებით მისი სიტყვები უტრიალებდა.
„ყველა ძაფი გაწყდა“
უფლისწულის ოთახამდე, რომ მიაღწია მისი ბრაზი უკვე ძლიერ ბობოქრობდა. შეუძებელი იყო მშვიდად ყოფნა. აჩქარებით სუნთქავდა და ბაგეს იჭამდა ბრაზისგან. მცველებმა კარი შეუხსნეს. შიგ შეატარეს დიაცი და თავად გაბრუნდნენ. წესი იყო ასეთი, ასულისათვის შეხედვა ეკრძალებოდათ, რამე თუ დიდი იყო შიში მათი ბილწი გრძნობებისა.
ოთახში შესულს ზედ დაესვენა მრავალფერი ნათება და აბრეშუმის ქსოვილზე გამოხატულ ფერებს შეაჩერდა. ტერასაზე გამავალი კარები ღია იყო და სპეტაკი თვლისფერ ფარდებს მარმარილოს ზღვისგან მოტანილი, მლაშე ნიავი არხევდა. მოფრიალე ქსოვილის უკან უფლისწულის სილუეტი მოსჩანდა. იდგა ეულად, მარტოსული და მაინც სიდიადით შეპყრობილი, რომ ასხივებდა დიდსულოვნებას, გადაჰყურებდა ოქროს უბის გულს, და უცნაური ჭინკებით ჰქონდა თვალები შეპყრობილი.
მიუახლოვდა გოგო, გვერდში ამოუდგა და თავადაც გადახედა მოფუსფუსე ქალაქს. წვიმისფერ ნისლსი, რომ ჩაძირულიყო. ქალაქს, რომელიც ასე სძაგდა და რომელსაც ხშირად ხედავდა კაცთა თვალებში. ქალაქს რომელიც გახრწნილების ბუდედ მიაჩნდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მარმარილოს ქვით ნაგებ ქალაქს, ხალხის სიყვარულით, ბოროტებით, სიღარიბით, სიამაყით სავსე ქალაქს და შეაჟრჟოლა.
-გელოდი. -მხოლოდ ეს უთხრა უფლისწულმა და ერთხელ, ურცხვად მოავლო თვალი მის გვერდში მდგომს, გოგომ არ შეიმჩნია მისი მწველი მზერა, თვალი აარიდა და შეხსნა ბაგენი. ღრმად შეისუნთქა ნესტით გაჯერებული ჰაერი, ზამთრის სუსხმოდებული, ფილტვებში ჩაუშვა და თითქოს წამიერად გამოფხიზლდაო. გადახედა მის გვერდით მდგომს და მხოლოდ ეს შეესიტყვა.
-მინდა შენი სიყვარული მასწავლო, აჰმედ.
ფესვი ღრმად გაედგა ყველაზე ცივი დროების პირველ თვეს, სუსხიანი ქარი უბერავდა გარშემო წუილით და დააქროლებდა თოვლის ფანტელებს აქეთ-იქით. კრისტალებივით ცვიოდა ფიფქი ციდან და იპენტებოდა გარემო. თეთრ სუდარაში ეხვეოდა ყოველივე. გადაჰყურებდა ელისაბეტი მიდამოს და გულში ნაცნობი შეგრძნებები უკიაფდებოდა, როგორ გასტანა ორი ზამთარი მარტოდ მარტომ? როგორ შეძლო ყინვის გადატანა, შიმშილის, ტკივილის?!.. ცახცახმა მოიცვა გოგო და ურცხვად გამობრუნდა. ზურგი აქცია მეფის ვაჟს და ოთახში შევიდა. სურნელოვანი სანთლებიდან უხვად იფქრქვეოდა სინათლე და დასთამაშებდა მას, ალიონის ცის ფერ თვალებზე. ბუხარში ტკაცა-ტკუცით იწვოდა ნედლი ხის ნაჭრები.
უფლისწული გოგოს უკან მიჰყვა. ტერასის შეხსნილი კარებიდან მოქროლილი ნიავი კვლავ არხევდა თეთრ ფარდებს, უფლისწული ხან სილუეტად წარუდგებოდა თვალწინ, ხანაც ადამიანად.
ადამიანი... ისიც ადამიანი იყო. უფლისწული აჰმედი, მეფის ვაჟი, მომავალი მეფე, ტახტის მემკვიდრე. ისიც ადამიანი იყო, ადამიანური გრძნობებით.
ფიქრებისაგან თავბრუ ეხვეოდა. სიბრაზის დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ მაინც ისევე ელავდა მისი თვალებიდან გამკრთალი სხივები, ისე, რომ უეჭველად ლამობდა ვიღაცის მსხვერპლად შეწირვას.
-რატომ? -შეესიტყვა უფლისწული და ტახტზე ჩამოჯდა. ბეჭდებ აცმული ხელი წვერით შემოსილ სახეზე ჩამოისვა. ელისაბეტმა მზერა გაუსწორა და წარბები შეკრა. დუღდა ემოციები მასში და უფრო ეგზოტიკურსა და მიუწვდომელს ხდიდა უფლისწულისთვის ეს მას.
-რას გულისხმობთ?
-რატომ ახლა, რატომ მოგინდა ჩემი შეყვარება? -მშიდად განუმარტა უფლისწულმა.
-ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა? მთავარი ხომ ის არის, რომ თქვენ ჩემს სიყვარულს დაუფარავად შეძლებთ...
-მე ისედაც დაუფარავად გეტრფი. -აღნიშნა მეფის ვაჟმა.
-გასაგებია, მაგრამ ახლა შესაძლებლობა გეძლევათ, რომ თქვენი გრძნობები ცალმხრივი არ იყოს! ნუთუ არ გსურთ ჩემი სიყვარული?
-საპასუხო სიყვარული არ ისწავლება, ის უბრალოდ უნდა იგრძნო. მე არ მძლულს თავი შეგაყვარო.
-ანუ უარს მეუბნებით?
-რას გულისხმობ უარში, მე გინმარტავ, რომ არ მძალმიძს თავი შეგაყვარო. მიუხედავად ჩემი დიდძალი გრძნობებისა შენს მიმართ, ჩემი სიყვარული წმინდაა, მას არ შურს, არ არის ბოროტი!... არ მინდა ამ გზაზე გაუფერულდეს და ისევე გაჭუჭყიანდეს, როგორც ხორციელში გადმოტანილი იდეალი.
-მაშ, გაიდეალებული გყავთ საკუთარი სიყვარული?
-დიახ, მე მიყვარს ჩემი სიყვარული შენდამი. მინდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს იგივე გრძნობით მიპასუხო, მაგრამ არ შემიძლია მე შეგასწავლო ეს. როგორც სიარული არ უსწავლებია არავის, ეს შენით გააკეთე ოდესღაც. იმედი მაქვს ოდესმე იგრძნობ, მიხვდები რაზეც ვსაუბრობ.
ელისაბეტს აღარაფერი უთქვამს. სიტყვა არ დასცდენი ამ თემაზე დიდი ხანი. დატოვა თუ არა უფლისწულის ოთახი თავი ასწია და სასახლის ყოფაში გადაეშვა. თითქმის ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. მეფის ვაჟი აღარ ნახულობდა, ისკანდერს კი თავად არ იმჩნევდა. ხარჭებთან ერთად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.
ღმავდებოდა ზამთარი ოქროს უბეში. მკაცრდებოდა სასახლე. ელისაბეტი ცდილობდა საქმეზე გადართულიყო, რომ „წარსულის დემონებს“ გონებაში შემოღწევის უფლება არ მიეცა. ცდილობდა არ ეფირა, თუმცა სად წაუვალთ სარეცელზე თავდადებულნი მძმე ფიქრებს.
სასახლე საზეიმო წვეულებისათვის ემზადებოდა. მთლად აფუსფუსებულიყო ხალხი. ჰანუმი დილაუთენია შესძახებდა და ყვლე ხარჭა ერთიანად წამოიშლებოდა საწოლიდან, დადგებოდნენ ერთ რიგად და ინაწილებდნენ საქმეს. ელისაბეტს გამუდმებით მარტო მუშაობა ხვდებოდა წილად და ეჭვები ღრღნიდა, აინტერესებდა ერია თუ არა ამაში ვინმეს ხელი.
ნელსაცხებლებით გალამაზებული ბრინჯაოსფერი კანი სიცივისაგან შესეთეთრებოდა. თოვლისფერი, აბრეშუმის ქსოვილი ემოსა, სახეზე კი გამჭვირვალე პირბადე ჩამოეფარებინა. გიშრისფერი დალალები ორ ნაწნავად ჰქონდა ჩამოშვებული. სავსე ბაგენი მოუჩანდა თვალწარმტაცად, წითელად შეღებილი. იუნინისფერ თვალთა გარშემო ფერადობები შემოეყარა. საოცრება იყო. მიდიოდა დერეფანში, გაყინულ ფილებს შორის, აკიაფებული ჩირაღდნების მიერ შექმნილ ულამაზეს დარბაზში, მარტოობის საუკუნო სამყოფელში და თან მიჰქონდა ყველა სულიერის მზერა. არ დამცხრალიყო სასახლე მის მშვენებაზე საუბრით.
ხარჭები მარცხენა კედელთან იყვნენ განლაგებულნი. ელოდნენ ჰანუმის მინიშნებას, რომ „მაღალ საზოგადოებაში“ შერეულიყვნენ და დაუფარავად ეძიათ თავიანთი მსხვერპლი. შეემოსათ ცივ ფილებით ნაშენი დარბაზები ძოწისფერი, ლალისფერი, აგუას ფერი ფარდებითა და ატლასის ნაჭრებით. ჭარბობდა ფერადი ნათებები და რთული იყო განგერჩია მორთულ-მოკაზმული ხატებები ერთურთისგან.
სამეფო ოჯახი საპატიო ტახტზე ისხდნენ, ღვინის თასებით ხელში აკვირდებოდნენ ერთმანეთში ბუზებად არეულ ხალხს. ვერ ხედავდა თუმცა ნათლად გრძნობდა უფლისწულის მწველ მზერას გოგო და გულში უცნაური კმაყოფილების გრძნობა ეღვრებოდა. შორიდან ვერ არჩევდა დედოფალს, თუმცა იცოდა იქ იყო, ზემოდან დაჰყურებდა ყოველივეს. ზიზღმა გაჰკრა კბილი გოგოს დედოფლის წარმოდგენაზე და თლილი თითები მუშტად შეკრა.
დასავლური მუსიკა, რაჰათლუჰუმის მოტკბო სურნელება, თასებში ჩამოსხმული ღვინო, დაბრაწული ხორცი, მზენაცქერი ხილეულობა. ყველაფერი იყო გარშემო. ტილოს დაკემსილი ნაჭრით შემოსილი მონები, რომ დაატარებდნენ უჩუმრად და შეუმჩნევლად. ჰანუმმა ხარჭებს ანიშნა და ისინიც ტალღისებრ შეერივნენ ბრბოს, შეერწყნენ „მაღალ საზოგადოებას“ და ნათლად დაუწყეს ძიება მათ ახალ მსხვერპლს.
რჩეულებს, მათ ვისაც წილად ხვდათ საცეკვაო ნომრის შესრულება გზა გაუნთავისუფლეს და მათ გარშემო წრე შეკრეს. საგულდაგულოდ გალამაზებული, მშვენიერი მანდილოსნები მწკრივში დადგნენ და ერთმანეთს ისე მიეჯაჭვნენ ვით გადაბწნილი კალათი. აკვნესდა საკრავები და მათაც ნარ-ნარით შემოუფრინეს მიდამოს. გამომწვევი მოძრაობებით და შესაშური მიხვრა-მოხვრით ლამობდნენ მაღალჩინოსანთა ყურადღების მიპყრობას, თუმცა ყოველივეს გულში ერთი ედო რა, ეწადათ უფლისწულის ინტერესი გაეღვივებინათ, ვინაიდან პატივი იყო უდიდესი მის სარეცელში ღამის გათევა.
იდგა ელისაბეტი კუთხეში, ცივი ფილების კედელს მიყრდნობოდა და ზედ დაჰნათვოდა ჩირაღდნის ნაირ-ნაირი ნათება. უელავდა პირბადიდან მომზირალი თვალები და შეჰყურებდა ბარბაროსთა საყუდელს. ნუთუ ეს იყო გართობა მათთვის, ქალების მზერა, ღვინოს სმა და უგემოვნო მუსიკის სმენა? გული ერეოდა ყოველივეზე, თუმცა ერთადერთი რაც იქ აძლებინებდა, უფლისწული იყო.
მეფის ვაჟი მოცეკვავეებს გადახედავდა, მათ პირ-სახეს, ამობურცულ მკერდს, წვრილ წელს დააკვირდებოდა და თვალები კვლავაც იმ ერთადერთისაკენ გაურბოდა, ასე რომ დაეპყრო მისი შინაგანი სამყარო. იდგა ეულად, იდგა მარტოსულად, თუმც იდგა ამაყად. იზიდავდა მისი სიმარტოვე, უნდოდა გვერდში ამოსდგომოდა და გაექარწ....ბინა ყოველი დარდი მისთვის, უნდოდა მხიარულების ნოტაზე დაეყვანა მის გუნება, თუმცაღა იცოდა, არ სძალმძიდა იმ ადამიანის გარშემო ყოფნა, რომლის მიმართაც ასე მტკიცე გრძნობები გააჩნდა, იმ ადამიანის, რომელიც იცოდა საპასუხოდა არაფერს გრძნობდა.
დედოფალმა მზაკვრული მზერა მოავლო დარბაზს და შვილს მხარს ზემოდან გადახედა. მისი პირმშო იყურებოდა დარბაზში, თვალებით სჭამდა ყოველ სულიერს და ხედავდა მის მზერაში ქალი, რათა ყველა დედა გრძნობს შვილის გასაჭირს. დაობლებულიყო სული მისი და გამრთელება მხოლოდ ერთს ეწადა. დიდხანს არც უძებნია, მისი თვალები მაშინვე დაესვენა იმ ერთადერთ სილუეტს, რომელსაც მზერას არ არიდებდა უფლისწული. უცხომიწელი დიაცი, სასახლეს ძღვენად მიძღვნილი. მისი მოსვლის დღიდან გებულობდა ნაირ-ნაირ ჭორებს, იმასაც იგებდა, უფლისწულს საუკეთესოდ მიუჩნევიაო, რამოდენიმე ღამეც კი გადაბმულად გაუთევია მის სამყოფელში. ლეგენდები დადიოდა სასახლეში უცხომიწელის მშვენიერებაზე და სწადდა დედოფალს, შეეცნო იგი. ერთ-ერთ ხარჭას უხმო. ყურში უცხო ენაზე ჩასჩურჩულა რამ და კვლავ შვილს გადახედა. დაობლებულიყო მზერა მისი, აუხდენელის სურვილით.
ხარჭა ხალხში გაუჩინარდა, დედოფალმა შორიდან მოჰკრა თვალი როგორ მიეჭრა ეულად მდგომს და როგორ უჩურჩულა ყურში. გაიგო რა, მაშინვე ამოჰხედა აელვებული თვალებით დიაცმა დედოფალს და მათი მზერა ერთურთ შეეყარა. გაშეშდა ელისაბეტი, მიეყინა ადგილს, სცდილობდა გონებაში გაეხსენებინა, რამდენი წელი იყო დედოფალთან შეხვედრას ლამობდა?.. რამდენი წელი იყო მის თვალებში ჩახედვას და იქიდან სულის ამოწოვა სწადიდა?...
ცხრამეტწლიანი ცხოვრების მანძილზე, თუ რამ შეიგნო ეს იყო, არ შეედავო დედოფალს, ვინაიდან სისხლიანია სამართალი მისი. ხარჭას უკან გაჰყვა. თავბრუ ეხვეოდა და იდღაბნებოდა გამოსახულებები ერთმანეთში. მოცეკვავეთა სილუეტები, მოხარხარე კაცთა ძეგლები, ჩუმჩუმელა მონების ფაჩიფუჩი. შორიდან ესმოდა საკრავების ხმა. მიჰყვებოდა უხმოდ ხარჭას და მიდიოდა ცხოვრების მიზნისაკენ.
სამეფო ოჯახთან მიახლოებულმა, შენიშნა როგორ უყურებდა უფლისწული მას. თვალები ოდნავ გაჰფართოვებოდა, მის თვალებში დახატული კოშკები კი შიშის ზარით ელავდნენ. ნაკადულებად იღვრებოდა ფერადი ნათება და მის სახეს იმოდენ მშვენებად ეფინებოდა, წამით გული შეუტოკდა დიაცს. ნუთუ ენახა ქვეყნად მასზე ლამაზი რაიმე?
დედოფალმა გაიღიმა. მისი საზარელი ღიმილი ტალღებათ გაიშალა გარშემო და დაიზაფრა ყოველი მისი შემხედვარი. უფლისწულმა კითხვებით სავსე მზერა მიაპყრო მშობელს, თუმცა თვალი მაინც გოგოსაკენ გაურბოდა. იდგა მშვენება, ანგელოზივით ლამაზი, თეთრ კაბაში გამოწყობილი. დალალებ შევარცხნილი, ბაგე წითელი, მოელვარე ალიონის ცისფერი თვალებით, იდგა ეულად, მაგრამ ამაყად და შესცქეროდა სამეფო ოჯახს, შესცქეროდა ზიზღით, ბოღმითა და ბოროტებით, თუმცა არ ჰკარგავდა სისპეტაკეს ყოველის მზერით.
ენა ჩაუვარდათ მხილველს, დაუფარავად დაასრიალებდნენ ქონში ჩაძირულ თვალებს დიაცის სხეულზე. არა ენახათ მშვენება მსგავსი.
დედოფალს მისი თვალწარმტაცობა არა მოეწონა რა, წარბები შეკრა და მკაცრი მზერით მოავლო თვალი ყოველთ. ყურად იღეს გამაფრთხილებელი თვალშემოვლება და ყველამ უკლებლივ, გარდა უფლისწულისა, აარიდა მზერა მშვენიერ ასულს.
ელისაბეტი დედოფალს უმზერდა, ქალის თვალებში ეძებდა ცხოვრების და არა არსებობის ნიშან-წ....ბს, სურდა ეხილა მისი სული, სურდა მისი ცხოვრება ეხილა, თვალებში, რომლებსაც დაეტყვევებინა მბრძანებელი ყოვლის, თვალებში, რომელიც ღიმილით შესცქეროდა ყოველივე მოკლულს. თვალებში, რომელიც დაუფარავი ზიზღით და ამზერით უმზერდა მრავალი წლის წინ მის მშობელთ, უსულოდ, რომ ეყარენ ზამთრისაგან მოყინულ მიწაზე.
გაოგნდა გოგო, თუ რამ ენახა წუთი სოფელში, მსგავსი არა იყო რა. სრული სიშავოება ამოიკითხა ქალის თვალებში. არც ქალაქები, არცა კოშკები, ქუჩები ან გაშენებული სოფელ-მინდვრები; წყვდიადი ელავდა მათში, ყოვლისმომცველი ავი წყვდიადი, რომელთაც ყორნებივით შემოსხდომოდნენ საზარელი მხლებლები თან და ზე დასჩხაოდნენ.
გააკანკალა ელისაბეტს, დედოფლის სილამაზე ამოდენ მშვენიერი, არამიწიური იყო და მაინც, იმდენი ზიზღი სუფევდა მასში, იმდენი ბოროტი ძალა, პირველად შეეშინდა ცხოვრებაში იმის, რომ სარწმუნოს ადამიანი არ წარმოადგენს.
-გვიცეკვე რამე, განთქმულო უცხომიწელო. -ირონიული ღიმილით გამოსცრა კბილებს შორის დედოფალმა და მიაჩერდა გოგოს.
არ სურდა ცეკვა, მაგრამ ერიდებოდა წყვდიადის განრისხებას. თვალი მოავლო უფლისწულს, რომელიც კვლავ შიშ-ჩამდგარი თვალებით უმზერდა გოგოს. მეფის ვაჟმა შეუმჩნევლად დააქნია თავი და მისი კოშკები საცეკვაო სცენისაკენ მიმართა. ელისაბეტმა მინიშნება გაიგო და სცენისაკენ მძიმე ნაბიჯებით წავიდა.
შეჩერდნენ მოცეკვავენი და ამზერით გადახედეს უფლისწულის რჩეულს. ბოღმა ამოიკითხა მათ მზერაში გოგომ, ბოღმა და შური. არა სწადდა ცეკვის შესრულება სამეფო ოჯახისთვის, მაგრამ იცოდა უნდა შეენარჩუნებინა სიცოცხლე მისი.
საკრავების ხმა შორეული ჰანგებივით ჩაესმა ყურში, გაოგნდა როდესაც ნაცნობი მელოდია ამოიკითხა. დამკვრელებისკენ შებუნებულს ისკანდერი დაუხვდა მათთან ახლო-მახლო მდგარი. თვალები უელავდა ბრაზისაგან, თუმცა იცოდა, ამჯერად მისი განრისხების ადრესატი თავად არ იყო. მთავარსარდალმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და შეტოკდა გული დიაცისა. მზერა აარიდა მას და მხოლოდ ფერად ნათებებს დაუდო გული. ეწადდა რაიმე საგნის ხილვა, რათა დაეწყო მოძრაობები. წამში გულთ იღო უფლისწულის მწველი თვალები და მათ შეაჩერდა.
რა შეაჩერდა მის კოშკებს, არა გაუხედავს სხვა მხარეს. თითქოს ყოველივეთი აგრძნობინებდა, თითოეულ მოძრაობას მას უძღვნიდა. ცეკვავდა უცხომიწელი და გარინდულიყო მთელილ დარბაზი ოხვრის სიჩუმეში. წამიერად გადაუვლიდა შეძახილები და ჩაწყდებოდა კვლავ. გაოგნებულნი შესცქეროდნენ მის მოძრაობებს, ნუთუ ეწადდა უცხომიწელს, მთელი სასახლის გულის მისაკუთრება?
გვიან მორჩნენ საკრავები სლუკუნს. ბოლო მოძრაობაზე შეეყინა ხელები გოგოს. სიჩუმე გამეფებულიყო გარშემო და მოეცვა ყოველივე. ელავდნენ ათასობით მნათობი ირისები და თითოეული მისი მშვენებისაკენ იყო მიმართული.
დროების შემდგომ იქუხა ტაშმა. აღტაცებული აწებებდნენ მტევნებს ერთურთს და აღფრთოვანების გამოხატვას ლამობდნენ ამით. ჩაიძირა დარბაზი აპლოდისმენტების ზღვაში და კვლავ შეერწყა ორად გაყოფილი ბრბო ერთურთს. შეუმჩნევლად გაიპარა ელისაბეტი სცენიდან, დარბაზიდან გასვლამდე ისკანდერის აელვებულ თვალებს ჰკიდა მზერა, თუმცა არ შეიმჩნია და ოსტატურად გაუჩინარდა გროზ კედლებს შორის.
მიჰქროდა გოგო მიჰქროდა სასახლეში, კლდეშეუვალი ფილების შორის და ამოჯდომას ჰქონდა გული. არ ეწადა დაჯერება იმ სიმართლის, რომელშიც მტერთათვის გართობის საგანი გახდა. მის სხეულს აკვირდებოდა ყოველივე და ღმერთმა იცის რა ბილწი ფიქრები მოსდიოდათ თავში. სიმწრის კურცხალი გადმოუგორდა ლოყაზე ასულს და ის იყო უნდა შეეხვია დერეფანში, რომ ძლიერად ჩაავლეს ხელი და ინერციით შებრუნებული, მაშინვე უფლისწულის მკერდზე მიხუტებული აღმოჩნდა.
აჩქარებით უცემდა მეფის ვაჟს გული და მისი გულისცემა ნოზთა სიმღერას შეადარა გოგომ. მისი უცხო სურნელება შეიგრძნო და კვლავ გადმოაგდო რამოდენიმე ცრემლი, ოღონდ რაღასი, არა იცოდა რა.
-როგორ შემეშინდა, რომ რამეს გავნებდა. -მის ყურთან ჩაიჩურჩულა უფლისწულმა და უფრო ძლიერად მიიკრა გოგო. ელისაბეტმაც გაუბედავად მოჰხვია სიფრიფანა მკლავები ვაჟს და მის იდილიაში ჩაიკარგა.
ნისლისფერი ბურუსი შემოეხვია გარემოს. შუაღამე კარგა ხნის გადასულიყო. მეწამული ფერი ედო ღრუბლებს. სასახლე ინელებდა ახლად გადახდილ დღესასწაულს. დიდებულ, მოჩუქურთმებულ, ფერებად დაღვრილ დარბაზს უჩუმრად აწესრიგებდნენ მონები. ხარჭები სიფრიფანა, აბრეშუმის კაბებით მიყრდნობოდნენ ცივ ფილებს, ერთ მწკრივად და შეჰყურებდნენ ჰანუმს.
არა იშურებდა კომპლიმენტებსა და საყვედურებს აღტკინებული, ოდნავ შიშ-შეპარული გოგონებისთვის ჰანუმი და ძაძებში გახვეულ სხეულს მოუქნელად დაასრიალებდა მათ წინ. ელისაბეტი არ უსმენდა. მისი გონება ახლა სხვა მოვლენებს დასტრიალებდა თავს და შეწითლებულ ტუჩის კუთხეებს მალულად სტეხდა. არ შეუმჩნევია ბოროტული, შურით სავსე მზერა ხარჭებისაგან და რომც შეემჩნია არ ადარდებდა. ეს გოგონები, რომელთაც ძლიერ უხაროდათ არისტოკრატთა წრის მამაკაცების, ცხოველური ჟინით შეპყრობილი კაცუნების ოდნავი ყურადღებაც კი მისთვის არას წარმოადგენდნენ რა. ისინი ყიდდნენ სხეულს, უფლისწულის, მეფის, დედოფლის სახელით. სასახლის სახელით. ფუფუნებისათვის ყველაზე საშინელს სჩადიოდნენ.
გვიან გაუშვა დარიგებული გოგონები ჰანუმმა და ელისაბეტიც თავაწეული მიჰყვა ხარჭების ნაკადს. მათ ოთახებს ჩაუარა და საკუთარში შეიჭრა. ემოციებისაგან ერთიანად აფორიაქებულმა დარაბები შეხსნა და სურნელოვანი სანთლით გაანათა ოთახი. ერთ ადგილს ვერ ისვენებდა, გამუცმებით აქეთ-იქით დადიოდა ოთახში. იხსენებდა ყველაფერს და წამიერი აღტაცება ხან ბრაზით, ხან ზიზღით, ხანაც ღიმილით ეცვლებოდა.
დედოფალი. შედგა მისი თვალების გახსენებაზე გოგო და სპაზმებივით დაუარა ყელში სიძლვილის და შიშის ნაკადმა. თითქოს იხრჩობოდა, ჩასუნთქვა ვეღარ შესძლო და მივარდა ფანჯარას და ღრმად შეისუნთქა გარედან მომავალი ცივი ნაკადი.
სიცარიელე, წყვდიადი. სწორედ ეს დაინახა მის თვალებში და სწორედ მაშინ გაანალიზა დედოფლის სულის რეალური სიმძიმე. თვალთ დაუბნელდა. ზიზღი ახრჩობდა მის მიმართ. ნუთუ ადამიანს ჰყოფნიდა ძალა ყოფილიყო ასეთი შავ-ბნელი? საზარელი მოგონებები ამოუტივტივდა თავში და საწოლზე გაწვა. ნება მისცა წარსულს გადმოღვრილიყო მის თვალწინ.
წლების წინ, როდესაც ელისაბეტი ჯერ კიდევ თოთხმეტი ზამთრის შვილი იყო და მის სახლში გამუდმებული მხიარულება სუფევდა, მაშინ, როდესაც ისკანდერი მისთვის ხატივით იყო და მარადჟამ მასზე ფიქრში ათენებდა და აღამდებდა, მაშინ, როდესაც ყველაზე ბედნიერი ადამიანი ეგონა საკუთარი თავი... სწორედ მაშინ დაეწია ბედის ვაება და საზარელი კლანჭები ჩაავლო. სწორედ მაშინ, როდესაც დაუშვა, რომ მისი ცხოვრება უბედურებისგან შორს იყო, მაშინ წამოეწია ბოროტი დროება და თითოეული კმა-ყოფაში, ბედნიერებაში გატარებული დღე სისხლად, ცრემლებად და სიკვდილად ანთხევინა.
თვალებში ცრემლები გაუკიაფდა გოგოს მაშინდელი საკუთარი თავის წარმოდგენისას. ხელები თავზე იტაცა და ერთობ მოკუნტული მიესვენა სარეცელზე. ნუთუ, სძალმიძდა მის გვერდით ცხოვრება ვინც ცხოვრება დაუნგრია, ვინც ყველა ხატი და ყველა წმინდა დაუმსხვრია, ვინც სული ამოგლიჯა და წაიღო?... ერთ ჭერ ქვეშ, საზიარო ჰაერითა და ცით ცხოვრება? გულს ურევდა ამ ყოველივეზე ფიქრი.
წამოდგა, უჩუმრად გაიარა დერეფნები აბრეშუმის ქსოვილის ფრიალით და ნაცნობ ტერასას მიადგა. ამჯერად არ იყო ეულად. სილუეტად აღმართული უფლისწული, ლაბადაშესხმული ბეჭებით მიჰყრდნობოდა სასახლის ცივ ფილებს და გაჰყურებდა სიმშვიდეში ჩაძირულ მიდამოს. მიდამოს რომელსაც ეძინა, ეძინა საშინელის მოლოდინში.
-მეგონა ჰანუმთან დაგტოვე. -სხვათაშორის აღნიშნა უფლისწულმა და გოგოს მიანათა თვალები.
-ვიხრჩობი. -მხოლოდ ეს თქვა გოგომ და გვერდი დაუმშვენა მეფის ვაჟს. ოდნავ გააკანკალა. სიცივემ შთანთქა მისი სხეული.
-ცუდად ხარ? -წამოენთო უფლისწული და მხრებში ჩააფრინდა გოგოს. თავი ააწევინა და სახეზე დაუწყო თვალიერება. დაასრიალებდა მზერას მის უთქმელ სილამაზეზე და გული უტოკდებოდა. უყვარდა, როგორ უყვარდა...
-ჰო, -კოშკებს ჩააჩერდა გოგო. მის სიშავეში აღმართულ კოშკებს. -ცუადა ვარ!... ვიხრჩობი ამ სასახლეში, სუნთქვა არ მძალმიძს. ასე მგონია ყოველ დღე, ყოველ წამ სასუნთქ ჰაერს მიკეტავენ! მძულს ეს შეგრძნება, მძულს!...
-ელისაბეტ! -შიშისფერმა გაჰკრა აჰმედის თვალებში და გოგოს ხელი ძლიერად მოჰხვია მხარ-ბეჭზე. მთელი სიფრთხილთ ჩააჩერდა ოკეანის აღელვებულ თვალებში და ბაგე შეხსნა. -მითხარი ყოველივე, გთხოვ გამანდე შენი საიდუმლო და დაისვენე! -ვედრება გაკრთა უფლისწულის ხმაში და უცხო ნოტების დაჭერისას თვალები ინტერესით ჭყიტა გოგომ. ტალღებათ დაუარა მისმა სანატრელმა ბგერებმა სხეულში.
-არა!... -გადაჭრით უპასუხა გოგომ და თავი მისი მარწუხებისგან გაინთავისუფლა. პირი იბრუნა უფლისწულმა, იწყინა გოგოს პასუხი და კვლავ შავ დროებას გადააცქერდა.
-ნუთუ არ გინდა, დაისვენო? მიეცი შენს სულს უფლება, ჩემს ხელებში განთავისუფლდეს!... -ჩაიჩურჩულა ვაჟმა.
-შენ თუ გაგანდე აჰმედ, შენ თუ გაგანდე, შემდეგ რა დამრჩება მე?... შენ ზურგს მაქცევ, ვინაიდან უძლურია ადამიანი ოჯახის წინაშე. მით ყოვლისა უფლისწული!... შენი მოვალეობები გაიძულებენ ყოველივეს და მე რა დამრჩება აჰმედ? მე თუ შენ ჩემი საიდუმლო გაგანდე, ჩემი სული შენს ხელში აღმოჩნდება, შიშველი და დაჭრილი, შენი უარყოფა კი მას გაანადგურებს. -მტკიცე ხმით განუცხადა გოგომ და მისკენ შებრუნდა, თვალებით მისი კოშკები იპოვა და მიაპყრო ყველაზე გულწრფელი მზერა, რაც კი ამ დროის მანძილზე უფლისწულს უხილავს. -მინდა გიყვარდე... მინდა მაგრძნობინებდე, რომ გიყვარვარ. მინდა მეც შეგიყვარო. თუმცა შეუძლებელია გასაქანი მივცეთ ჩვენს გრძნობებს, რადგან მე მხოლოდ ერთადერთი მისია მაკისრია ცხოვრებაში, მისი შესრულების შემდეგ კი, უნდა გავფრინდე...
-სად გძალმიძს გაფრენა? -შეესიტყვა უფლისწული, ინტიმური გარემოებითა და გოგოს გულახდილობით გაბრუებული.
-შორს, იქ სადაც საკუთარი სულის სიმძიმეს ნათლად შევიგრძნობ. -მწარედ გაეღიმა გოგოს.
უფლისწული ზევიდან დაჰყურებდა, მთასავით აღმართულიყო უცხომიწელის წინ და ვერ აშორებდა მზერას. მზერას, რომელიც სავსე იყო ცეცხლის ალებით, მწველი მზითა და მაინც გაუვალი კოშკებით. სურდა, ძლიერ სურდა ელისაბეტს მის კოშკში შესვლა სდომოდა, თუმცა, რაოდენ ძლიერიც იყო ტიტულით, იმოდენ უძლური იყო გრძნობებით გოგოს წინაშე. ენა გადაისვა ბაგეზე და მზერა აარიდა გოგოს. უხვი იყო წყენა მის თვალებში და არ სურდა ენახა მის უცხომიწელს. არ სურდა დაენახებინა, რაოდენ დიდი გავლენა ჰქონდა მის სიტყვებს. როგორ სერავდა და ანაწევრებდა ფოლადის მახვილივით აღმართული სიტყვები მისი.
-მე შენ ვერ დაგამძიმებ აჰმედ, ეს არასწორია. -თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ. უფლისწულმა პირი იბრუნა გოგოსკენ და წვერ-ულვაშით შემოსილი სახე გაკვირვებით მოცრიცა.
-მე მინდა, მინდა, რომ შენი ნაწილი გავხდე. მინდა მამძიმებდე, მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულივით მსუბუქია ყოფა შენი!... -ხმა გაუმკაცრდა მას.
-ეს არასწორია! -გაიმეორა გოგომ მრისხანებით. იმოდენ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, თითოეულის სხეულიდან წამოსული მწველი სითბო ერწყმოდა ერთურთს. შეაჟრჟოლა მწველი სიამოვნებისაგან გოგოს და ნაბიჯის გადადგმა სცადა მისგან შორს. სიამოვნებისაგან შორს. უფლისწულმა წელზე მოჰხვია ხელები და გოგო მიიზიდა მთელი ძალით.
-მე გითხარი ელისაბეტ, გითხარი, რომ მხოლოდ მაშინ შევძლებდი შენი გრძნობების დანახვას, როდესაც ამას შენი ნებით დამანახებდი. უარით გაგისტუმრე თხოვნისას, როდესაც გინდოდა ჩემი სიყვარული მესწავლებინა, რადგან ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა კი, შენ ოკეანისფერ თვალებში ვხედავ, ყინული ლღვება ელისაბეტ, გაზაფხული მოდის და შენც ნელ-ნელა ფერადდები. ჩემს სულში უკითხავად შემოაღწიე, მე კი შენსაში ისეთი სიფრთხილით შემოვდივარ, რადგან არ მძალმიძს გატკინო!... მინდა იცოდე, რომ მე ეს მინდა. ჩემი ნდობა შეგიძლია ელისაბეტ, ჩემი ნდობა შეგიძლია!...
მეტი ვეღარ გაუძლო გოგომ. მამაკაცის ძლიერ მკლავებში ახლართული სხეული მოადუნა და მთელი სიცხადით შეაწება საკუთარი ტუჩები უფლისწულისას. მწველი ტალღები გავრცელდა მის სხეულში, ფეხის თითებიდან იწყეს სვლა, მუხლისთავიდან მუცელში დაგუბდნენ, მუცლიდან მკერდში და საბოლოოდ ტუჩებამდე ამოაღწიეს. სიამოვნების ამოძახილი დასცდა მის ბაგეებს, როდესაც მეფის ვაჟმაც კოცნითვე უპასუხა.
ორი სული ერთურთს შეერწყა. მძინარე, სიშავეში ჩაკარგულ ბუნებას ოხვრამ გადაუარა, თუმცა არა ადარდებდა უცხო მიწელს, მის სხეულში ადუღებულ სისხლზე და უწონობის საოცარ შეგრძნებას მიენდო. მკლავები შემოჰხვია უფლისწულს კისერზე და მისი მძიმე ტორების თმაზე შეხებაც იგრძნო. გააჟრიალა, ერთიანად დაიღვარა მისი სხეული სიამოვნებად, როდესაც მეფის ვაჟმა ხელები თმებიდან ზურგზე ჩაასრიალა და ზურგზე ოდნავ მტკივნეულად მოუჭირა.
ჰაერის უკმარისობამ ერთურთს დააშორა აღტკინებული სხეულები. ხელები გულთან მიიტანა ელისაბეტმა და მფეთქავი ორგანოს დარტყმებს მიაყურადა, ისე საოცრად, ისე დიდებულად ჟღერდა ყოველივე ეს, მელოდია მოაგონდა გოგოს და გაიღიმა, მელოდია, რომელიც წვეულების შემდეგ აჰმედზე მიხუტებულმა აღმოაჩინა.
უფლისწულს გახედა, რას გრძნობდა იგი?... მისი კოშკები ელავდნენ, ელავდნენ ფერებად და საუკუნეებად. მისი კოშკები ნელ-ნელა სანთლებად იღვრებოდნენ და თუმცა, ესოდენ დიადი სამყოფელით იწონებდნენ თავს. უფლისწულის თვალებში ელისაბეტის ხატება მოჩანდა და გოგოს საკუთარი თავის დანახვისას, სიყვარულით აკიაფებულ თვალებში ცრემლები მოჰგვარა ლაჟვარდიფერ თვალებში.
მეფის ვაჟი გოგოს სახეს შეაჩერდა და თვალთა ელვა ნათლად დაანახა ელისაბეტს. შემდეგ ტუჩის კუთხე ჩატეხა, სასიამოვნო ღიმილმა გაუპო სახე და სითბოდ ჩაიტალღა გოგოს სხეულში.
-მიყვარხარ ელისაბეტ, შენზე გასაოცარი მე არავინ შემხვერია... -ჩაიბუტბუტა მან და საყვარლის სხეული მიიკრა თავისაზე.
ყინვაშეპარული სასახლე ელავდა. ღრიალებდა ქარი დარაბებს მიღმა და ემუქრებოდა ბარბაროსთა ბუდეს. იდგა გოგონა, აკანკალებული და გადაყჰყურებდა ქარიშხალს, რომელიც პირტიტველ ხეებს უკანასკნელ ფოთლებს აძარცვავდა და სრულიად ობლად ტოვებდა საზარელი ზამთრის წინაშე. თავად, სითბო გამჯრდარ ოთახში, ფეხებ შემორთხმული დაბრძანებულიყო უფლისწულის მოპირდაპირე ტახტზე და სარეცელზე მშვიდად მწოლიარეს იშვიათად თუ არგუნებდა მზერას.
ათასგვარ ფიქრს მოეცვა მისი გონება. წურბელებივით დასრიალებდნენ აზრები, მოგონონებები და მომავლის წარმოდგენები მის გონებაში. საბოლოოდ თვალებიდან პირში, პირიდან კი ყელში აცოცდებოდნენ და ძრწოლა ატანილ გოგოს სუნთქვა უჭირდა.
ვერ არგუნა გუნებას სიმშვიდე. წამოდგა და სიარულს მოჰყვა ოთახში. ფერთა გამა კვლავ დაჰნათვოდა სხეულზე და კვლავ ესოდენ თვალწარმტაცი იყო. კვლავ ისეთი იყო, როგორც პირველი შემობრძანებისას უფლისწულის ოთახში, თუმცა მაინც იმოდენ განსხვავება იყო მაშინდელ და ახლანდელს შორის, გუნება აერღვა გოგოს და წამიერად არეული მარგალიტებივით იწყეს გამოდინება სიმშვიდისფერმა კურცხლებმა. უხმოდ მოსთქვამდა უცხომიწელი. შემდეგ შესდგა და ცრემლები განიშორა ბრინჯაოსფერი კანიდან. სისველე სრულიად ამოიშრო და კვლავ ტახტს მიუბრუნდა.
მისი მთავარი მიზანი, სასახლეში მოსვლისა შურისძიება იყო. სურდა საბოლოოდ თავადაც ისე გაენადგურებინა თითეოული აქ მყოფი, როგორც ერთ დროს მისი ყოფა იქცა შემოდგომის ქარწაღებულ ნაფლეთებად. სურდა თავადაც იმოდენ ეტკინა მათთვის, როგორც ერთ დროს მისი სულის ნაწილებად დაშლისას თავად ეტკინა, სურდა მათთვისაც დაენახებინა როგორია საყვარელი ადამიანის გულიდან ამოგლეჯვა. როგორია როდესაც ყველაზე სარწმუნო გტოვებს ქვეყნად ბედის ანაბარა. როგორია როდესაც ეულად დადიხარ, ერთი, გაქვს მხოლოდ ზიზღი, ბოღმა და მოგონებები.
ზაფხულის მოგონებები ზამთრის სუსხიან დღეს...
ახლა, ახლა რას სჩადიდა?... ნელ-ნელა სასახლის ყოფას ეჩვეოდა, თავად ხდებოდა ოდესღაც მისთვის საძულველი და გრძნობდა, როგორ აღწევდა კანს შიგნით ეს საშინელი შემბოჭავი შეგრძნება. ის მათნაირი ხდებოდა. ბარბაროსი.

განთიადი ჩუმი ნაბიჯებით შემოიპარა სასახლეში და მნათობი სფეროც ცის წვეროსაკენ გაცურდა. უფლისწულმა საყვარელს მიუალერსა და ოთახიდან გაუშვა. სიმშვიდე სუფევდა გარშემო, გარემოც ჩამდგარიყო და მდორე თვალებით შესცქეროდა მას, თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდა და გამომცდელად ჩასჩერებოდა სულის წიაღში, იქ სადაც საბოლოოდ ადამიანთა მოდგმა ილევა.
უწყვეტი ჩანჩქერივით მოედინებოდა ფიქრები უფლისწულის გონებაში. თვალებს შორის ჩამჯდარი ნაოჭი, მის ახლად დაკაცებულ პირ-სახეს ბრძნულ ელფერს სძენდა, ვინაიდან ფიქრის შედეგია იგი. ულევი ფიქრის...
რაოდენ მართალიც არ უნდა ყოფილიყო უფლისწული, იცოდა მის უცხომიწელთან მაინც ცოდვებით დამძმებული წარსდგებოდა. დამნაშავე იქნებოდა და სიამაყით და სუფთა სულით ვერასოდეს შეხედავდა თვალებში. მარტო სტოვებდა მას, მდიდრულ სიმდაბლეში ამოვლებულს, წუმპეში, რომლისაგან თავის დაღწევაც თავადაც ისე სწადდა, ისე ძლიერად...
ის ხომ მას ტოვებდა,
ტოვებდა რათა საკუთარი ქვეყნის ბედობა დაეცვა,
რათა ხალხისთვის ებრძოლა,
ტოვებდა, რათა მოეკლა...
ომისთვის ტოვებდა.


უჩვეულოდ მდუმარე დღე კარგს არაფერს უქადდა სასახლეში მყოფთ, არც გოგოს მოსწონდა ეს მდუმარება, რომლის დროსაც ასე იოლად იპარებოდნენ წარსული ჭრილობები მის სხეულში და ხმაგაკმენდილს აწამებდნენ. ერჩივნა ჰანუმის კივილი მოესმინა, ხარჭების ტირილი, სიცილი, გოდება... სურდა ხმა გაეღო სახე ჩამომტირალ მონებს, ფერად სამოსში გამოწყობილ დიდგვაროვნებს.
სასახლე შეთქმულებას ამზადებდა მის წინააღმდეგ. იცოდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ცივ ფილებს მიყრდნობილი სასახლის უდიდესი დარბაზის სარკმლიდან გადაჰყურებდა ტალახისფერ ღრუბლებს და თავი ფიქრებში გადაეშვა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ რაღაც საშინელი უახლოვდებოდა.
ჰანუმი ერთ მწკრივად დამდგართ დასტრიალებდა თავს და ელავდა მის თვალებში უთქმელი სიახლე, ოდეს თუ არ ეწადდა გაეგონა მისი პირიდან ნაჩქეფი სიტყვები, ახლა იმოდენ აინტერესებდა, რომ მოუსვენრად დაიწყო ადგილზე წრიალი.
ჰანუმმა განაცხადი გააკეთა.
აირია დარბაზი და ხარჭების ემოციებში აზელილ მყუდროებას ხაზი გადაესვა წამსვე. ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგს შურდა, ზოგს უხაროდა. ყველას თავისი წარმოდგენა ჰქონდა და ყველა თავისებურად აღიქვამდა ახალ ამბავს.
გვიან გაანალიზა, რომ კივილი რომელიც გაიგონა და რომელმაც შესძრა მთელი დარბაზი საკუთარი პირიდან იყო. ეს კივილი, შურისძიების, იმედგაცრუების და ნდობის ტკივილი იყო. აუსრულებელი პირობების და გადაგვარებული ნდობის. ბაგეს დაცდენილი ცრემლები იყო, ტკივილის ამსახველი და სიმწრის ღრიალის შესაკავებლად ძლიერ მუშტებად შეკრა მტევნები.
გამოეყო გრძნობა აყოლილ ხარჭებს, გაკვირვებულ ჰანუმს და მდუმარე მონებს. გაარღვია ის უხილავი კედელი, რომელიც ასე ძლიერ იჭერდა მისგან შორს და გაიქცა. იცოდა სად მიდიოდა. სურდა მთელი თავისი სათქმელი მიეხალა უფლისწულისთვის, სურდა დაენახებინა რაოდენ უსუსურ მდგომარეობაში ჩააყენა იგი, რომ შემდეგ თავს ისევე დასტყდომოდა, როგორც გველეშაპი საშინელი წუმპედან ამოწვერილი. მთელს სასახლეს წყევლად მოვლინებოდა. სურდა, სურდა ენახა აჰმედს რად აქცია პირობის გატეხვით იგი.
-ელისაბეტ!
ნაცნობმა ხმამ გაჰკვეთა ჰაერი და სუნთქვაშეკრული მიბრუნდა გოგო მთავარსარდალისაკენ, რომელიც ამღვრეული ქალაქებით შესცქეროდა გოგოს. მისი დანახვა აღარ იწვევდა ემოციათა ნაკადს სხეულში, მისი დანახვა აღარას იწვევდა თუ არა ზიზღს და აწმყოს უქონლობას. მართალია, ისკანდერს ეჭიდებოდა ოდეს იგი ერთადერთი იყო ვინც წარსულის მზიან დღეებს გაახსენებდა, მის გონებააში აანთებდა ჩამუქებულ ოთახებს და იმ სატრფიალო მოგონებებს მზის შუქზე გამოიტანდა. თუმცა ახლა აღარ სჭირდებოდა ისკანდერი, აღარ სჭირდებოდა მისი გახსენება, ღამეული სიზმრები მასზე. წარსული წარსულში დარჩა, ოდეს მომავალი კვლავ წინ არის და ელის მას.
-ალექსანდრე. -სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე და გაბრაზებული სახის ნაკვთების მოთოკვას შეეცადა. აბრეშუმის შესამოსი მაგრად მოიქცია მუჭში და თავის ნაზი რხევით წინ ჩამოშლილი აბანოზისფერი თმა უკუაგდო.
მთავარსარდალს წამიერად მოვარდნილი ემოციების ჭავლისაგან გმინვა დასცდა პირიდან. გოგო მის წინაშე ელავდა. მისი ბრაზი იმოდენ მწველი იყო, სურდა ალები მოსდებოდა სხეულზე. ქარქაშზე იტაცა ხელი და მაგრად მოუჭირა, არ ეწადდა გრძნობების მის წინაშე გამოაშკარავება. ის ხომ, უფლისწულის ხარჭა იყო.
-საით გაგიწევია? -წარბი შეკრა მამაკაცმა და ჯმუხი ნიღაბი მოირგო სახეზე, იმ ტკივილის დასაფარად რასაც ახლა განიცდიდა.
-უფლისწულს უნდა ვეახლო. -ირონიულად მიუგდო გოგომ ორიოდ სიტყვა და გვერდში ამოუდგა. მისი სურნელი თავბრუს ახვევდა მთავარსარდალს და მხოლოდ წამიერად თვალები ძლიერ დახუჭა, მონატრებული სურნელება ღრმად შეისუნთქა და გონებაში დალუქა, არ სურდა ოდეს გაქცეოდა იქიდან. -თქვენის ნებართვით. -თავი დაუკრა ელისაბეტმა და გზა გააგრძელა. თვალი შეაყოლა მიმავალს ალექსანდრემ და გულის ტკივილი იგრძნო, იმოდენ დიდი და საშინელი ადგილზე ჩაიკცეცა და მკერდზე ხელები იტაცა.
ახლა უკვე ნათლად ხვდებოდა, უკანასკნელი სიმებიც გაწყვეტილიყო მათ შორის.

კარები ისეთი ძალით შეგლიჯა უფლისწული ტერასიდან გამოვარდა, გაკვირვება ჩაეღვარა თვალებში მისი დანახვისას და ტკივილი. ბურუსისფერი გახდნენ მისი კოშკები, მოწითალო ბურუსის, წითელი კი ტკივილის საყვარელი ფერია. მის წინ იდგა, ღვთაება. უცხომიწელი, მისი უცხომიწელი და უელავდა თვალები ბრაზითა და იმედგაცრუებით და იმოდენ ზიზღით შესცქეროდა მას, უფლისწულმა პირი იბრუნა მისგან და უკვე კარგად დაზუთხულ ტექსტს ბააგეები ჩურჩულით ააყოლა.
-აჰმედ! -მომთხოვნი ტონი ერია მის ხმაში. გზა გადაკვეთა მათ შორის და წინ ამოუდგა მეფის ვაჟს. წითელი ფერი ემოსა, ბაგენიც წითლად შეღებვოდა, იუნინისფერი თვალები საოცრად გამოჰკვეთოდა. ბრინჯაოსფერი კანი სიბრაზისგან ასწითლებოდა. უფლისწულმა დამნაშავესავით ჩახარა თავი, ვინაიდან არ ეწადდა მისთვის თვალის გასწორება. -უფლისწულო! -იმხელა ღვარძლით შესძახა დიაცმა შექანდა წამიერად მეფის ვაჟი და წონასწორობის დასაცავად კვლავ მას დაეყრდნო. ნანატრ სხეულზე შეხება ეკლებივით მოხვდა მის გულს. თვალები ძლიერ დახუჭა შემდეგ კი კვლავ გაახილა და ჩაშავებული კოშკებით მიაჩერდა.
-გისმენ. -მის ხმაში სიცივის გარევა სძალმიძდა უფლისწულს, თუმცა ვერა მოახერხა რა, სიმკაცრე წაგლეჯილმა ოდნავ ამღვრეული მზერა მის ირისებზე დაუშვა და იქ დაინახა ელისაბეტმა.
რა იდგებოდა მათ შორის ყველაზე მეტი, თუ არა კვლავ დედოფალი.
-ომში მიდიხარ აჰმედ! -გამოსცრა გოგომ და მისი დიდი ხელი თავისაში ჩაიბღუჯა. -ომში! -მის ხმას სიტკბოების ნოტები შეეპარა. -მე მტოვებ აჰმედ? -ხმამაღლა გაჟღერებული ყველაზე საშინელი აზრი ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა გოგოსთვის და ჰაერის უკმარისობის გამო ტერასას მიაშურა. შეაჩერდა მოფუსფუსე მეომრებს, სასახლის წინ, რომ იკრიბებოდნენ და მათი ჟინი იმოდენ ნათლად დაინახა გოგომ, შესძაგდა თითოეული მათგანი, ვინაიდან აჰმედის წართმევას ლამობდნენ.
უფლისწული მიუახლოვდა გოგოს და მის გვერდით დაიკავა ადგილი. თავადაც ველს გააჩერდა, არ ეწადდა გოგოს თვალებში ამოკითხული იმედგაცრუებისათვის თვალის გასწორება, თავს ისედაც უკანასკნელ მძორად ჰგრძნობდა, პირობის გატეხვის გამო.
-შენსა და ჩემს შორის, დადებულ პირობას შორის ყოველთვის იდგება რაღაც. ასე არაა? -ხმადაბლა ჩაილაპრაკა გოგომ, თითქოს თავში არეულ ფიქრებს მისცა გასაქანიო. უფლისწულისთვის არც შეუხედავს, ისე იგრძნო როგორ დააქნია მან თავი უხმოდ. -და ეს ყოველთვის შენი სახელმწიფო იქნება, რომელიც მე ასე მძაგს! ეს ყოველთვის დედოფალი იქნება, რომელიც ასე მძულს! მეფე იქნება, რომლის სიკვდილსაც ხილვებად ვხედავ სიზმარში! ეს ყოველთვის დაწყევლილი სასახლე იქნება, რომლის დანგრევა ზმანებად მეხატება ყოველ წამს! შენ ეს იცოდი აჰმედ და მაინც მომეცი პირობა არა?... -ხმა წართმეოდა უცომიწელს და მხოლოდ და მხოლოდ ხავილით შესჩიოდა საყვარელს. მეფის ვაჟმა კვლავ უხმოდ დაუქნია გოგოს თავი და ერთადერთი, ეული კურცხალი ჩამოუგორდა ლოყაზე. არ უნდოდა ამის შემჩნევა გოგოს, არ ეწადდა მისი სინანულის დანახვა.
-გამოსავალს მოგცემ აჰმედ, ოღონდ უნდა დამიჯერო... რადგან, ეს ბოლო შანსია შენი და ჩემი, ეს ბოლოა, მართლაც და უკანასკნელი, რომლის იქითაც არა იქნება წყვდიადის გარდა რაიმე.
-გამოსავალი არ არსებობს. -მკაცრად დასცდა მეფის ვაჟის ბაგეებს და მომუშტილი ხელი ღონიერად დასცა ტერასის მოჩუქურთმებულ მოაჯირს. თითქოს თავის უბედობას უსწორდებოდა, თუმც წყალს წაუღია მისნაირი უბედობაო წამით გაიფიქრა ელისაბეტმა და შემდეგ საკუთარი გამოსავალი გააჟღერა.
-თან წამიყვანე აჰმედ.

ბრდღვინავდა სასახლე, წრიალებდა ხალხი და ოვაციები ისმოდა გალავნის იქით. ელავდა ცივი ფილებით ნაშენები, ბარბაროსთა ბუდე. თავის გამოზრდილს ემშვიდობებოდა, აცნობიერებდა რა, რომ შეიძლება საკუთარი პირმშო აღარ დაჰბრუნებოდა და გრუხუნებდა სასახლე ყველაზე საშინელი დუმილით. ბრბოდ შეკრებილიყო ხალხი და ზოგი ყიჟინით, ზოგი ცრემლებით მიაცილებდა მეომართ. შეიშალაო უფლისწული, ფიქრობდნენ ზოგნი, ამ ზამთრის პირში საომრად წასვლა ვის გაუგიაო! გაუწყდება მეომართ ნახევრი და თავადაც ამ უაზრო ახირებას შეეწირება, დატოვებს სასახლეს უპატრონოდო. სასახლის კუთხეში მსხდარი მისანნი დიად გამარჯვებას უქადნენ მას და დაბერებულ ხელებს ჰაერში აქნევდნენ მასთან გამოსამშვიდობებლად.
წინ მიიდიოდა უფლისწული, გვერდში ორი მხედარი ამოსდგომოდა, ზურგს კი მეომართა ზღვასავით არმია უმაგრებდა. ცივი იყო ამინდი, ძვალ რბილში ატანდა ყინვა და თავიდანვე იცოდა ყოველივემ. შეეწირებოდა ამ ომს სასახლის შვილები და სტიროდა სასახლე, ყველაზე საშინელი დუმილით.



შვიდ მთვარეს გამოეთხოვა გზაში აწურული არმია. ისმოდა მეომრების ღმუილი, ქშინვა; სიცივისაგან გახელებული, წარბშეკრული მამაკაცების, ფართოდ გახელილი თვალებიდან მომავალი გამჭოლი მზერა აიძულებდა არც ერთი წამით არ მოედუნებინა ყურადღება და ცდილობდა მაქსიმალურად აეარა გვერდი მათ წინ გამოჩენას.
პირველად ხდებოდა, დიაცი არმიას ემგზავრებოდა და მიუძღვოდა მათ უფლისწულის გვერდში ამომდგარი, ვერ ეპუებოდა მეომართა რაზმი ამას. თუმცა დიდი ჰქონდათ უფლისწულის შიში და ეწადათ სიცოცხლე, ამიტომაც მხოლოდ უხმო, უხამსი სიტყვებს მიუგდებდნენ ხოლმე თვალებით და დამცინავი მზერით აგრძნობინებდნენ, რომ არა მეფის ვაჟი მის გვერდით, მთელი არმია ისე გადაუვლიდა და გადაჯეგდა მას, არც კი დაფიქრდებოდნენ.
ხმლების ალესვის ხმა პარანოიას უქადდა ელისაბეტს. ეგონა უკვე ჭკუიდან გადადიოდა და დაემსგავსებოდა ქუჩაში მოხეტიალე შეშლილთა არმიას. ღამით ვერ იძინებდა, შვიდი ღამის მანძილზე რული არ მოჰკიდებია. საგრძნობლად ეცვალა ფერი და ნაავადმყოფარს დაემსგავსა. გვერდიდან ვერ შორდებოდა უფლისწულს, იგი დაცულად აგრძნობინებდა თავს და თუ ოდეს, არც კი ეწადდა გულში გაევლო, რომ უსაფრთხოებისთვის მამაკაცის მხარს უკან დგომა მოუწევდა, ამჯერად მხოლოდ მასთან შეეძლო მშვიდად ყოფნა.
ისკანდერი ღელავდა. ღელავდა და ხედავდა მის ქალაქებში ჩაბუდებულ მალულ ლტოლვას ელისაბეტი. აშინებდა მისი ცივი ურეაქციობა და ხედავდა, რომ ოდეს მისთვის საფიცარი და ხატად ქცეული უფლისწული, მთავარსარდალს ფარული შურით ეზიზღებოდა.
სასახლის დატოვებასთან ერთად უშფოთველობაც დატოვა და თითქოს ახლა მისი სული უფრო ძლიერ დამძიმებულიყო, არ შეეძლო ნაბიჯის გადადგმაც კი, რომ ყელში არ წაეჭირა უსიამო გრძნობას. გულს ურევდა საკუთარი თავი. თუმცა კი ვერას ხვდებოდა მეფის ვაჟი მისი სულიერი სნეულების მიზეზს, ელისაბეტმა იცოდა. იცოდა და სტკიოდა ყოველივე.
იცოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ზამთრის წინ სწორედ ასე მოემართებოდა მეფის არმია მისი სოფლისკენ, მისი ლამაზი დღეებისაკენ. ახსოვდა მათი შემოსვლა, პანიკა, შიში, სისხლის მწარე სუნი და ხანძარმოკიდებული სახლები. ქალები, ბავშვები, მამაკაცები. გახიზნულები და მკვდრები. უსულოდ, რომ ეყარნენ მიწაზე და მათი ქალაქები დიდი ხნის დამსხვრეული იყო... ჩამქვრალი და უფუნქციო. ახსოვდა ის საშინელი, მჟავე გემო რომელიც პირში ჩაეღვარა, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მეომარმა მთელი ძალით მოუქნია მუჭი. ახსოვდა როგორ ებღაუჭებოდა მიწას ფრჩხილებით და როგორ ევედრებოდა, მეომარს. ცრემლებად იღვრებოდა და საშინელი ტკივილი კლავდა. არ უსმენია მისი ლოცვისთვის უფალს, არ უსმენია მისი ვედრებისთვის მეომარს, რომელიც ისე ექცეოდა როგორც პირუტყვს. ისე დაისაკუთრა მისი უმანკო სხეული, თითქოს საქონელი ყოფილიყო ანდაც ნაჭრის თოჯინა, უგრძნობი და უხმო... სამაგიეროდ გოგონა უსმენდა მის ხვნეშას და როდესაც საქმე დაასრულა, შემდეგ მის შემზარავ ხარხარს. უსმენდა მის აჩქარებულ გულის ცემას, როდესაც გოგოს სასტიკად სცემდა და უკვირდა, როგორ უფეთქავდა ეს ორგანო მას და როგორ არ უფეთქავდა რამოდენიმე მეტრის დაშორებით მწოლიარე ახალგაზრდა გოგონას, ოქროსფერი თმები რომ ჰქონდა მოფენილი გარშემო და თვალები ღიად დარჩენოდა საბედისწერო მომენტში.
ახსოვდა როგორ წამოდგა მამაკაცი მისი სხეულიდან, როდესაც ეგონა, რომ მსხვერპლი მკვდარი იყო და როგორ შეისწორა ჯაჭვის პერანგს შიგნით მომზირალი ნაჭრის შარვალი. შემდეგ კი მხოლოდ მომენტებად ელანდებოდა ყოველივე. როგორ წამოდგა, როგორ აიღო მახვილი ხელში და ახსოვდა მეომრის ღრიალი და მისი სისხლი, წითელი მდორე სითხე როგორ შეერწყა უამრავი მოკლულის სისხლს და როგორ გათეთრდა მისი თვალებში გამეფებული წყვდიადი.
ის საშინელი, დასაწვავი და ათასგზის დაწყევლილი დღე არ აძლევდა მოსვენებას, გამუდმებით ზმანებად ეცხადებოდა გამომშვიდობება სისპეტაკესთან; გამომშვიდობება მშობლებთან; გამომშვიდობება ისკანდერთან; გამომშვიდობება საკუთარ თავთან.
მეხსიერებას ამოსაგლეჯი, გამაუბედურებელი დღე არ ანებებდა გონებას, ამძიმებდა მის სულს და სწორედ მეშვიდე მთვარეს ჩაიკეცა მუხლებზე და ბაგეები ანთებული თვალებიდან მომავალმა ცრემლებმა დაუსველა.
უფლისწული რჩეულ მეომრებთან და მთავარსარდალთან ერთად სათათბიროდ გასულიყო, დიდი დღე ელოდათ ხვალ ოქროს უბის არმიას, თავს უდნა დასხმოდნენ კონსტანტინოპოლს.
ქალაქთა დედოფალს.
ყველა ხვდებოდა რაოდენ დიდი თავგანწირვა იყო ეს, თუმცა ვეროდენ ბედავდა ხმის გაღებას გაგულისებული უფლისწულის თვალსაწიერში. პირს იბრუნებდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ხმები დადიოდა მათ ბანაკებში, ჭკუიდან შეიშალა უფლისწული, დედოფალს აუჯანყდა, უცხომიწელზე ქორწინება ეწადდა და სწორედ ამიტომაც მიუღწეველს მიუღწეველს ჰყო ხელიო, სურდა დედისათვის დაემტკიხებინა რომ კვლავ პირდაფჩენილი პაწია ბალღი არ იყო. ხმა დადიოდა, შეშლილა დედოფალიც და შვილი სასიკვდილოდ გაუმეტებიაო, თავისი ხელით მიუყვანია საიქიოს კარს როდესაც ომში გაუშვაო.
არა აინტერესებდა აგორებული ჭორები მეფის ვაჟს, მისთვის ერთადერთი წარმოადგენდა მნიშვნელოვანს, კონსტანტინოპოლის დაპყრობა, რათა უცხომიწელი მოეპოვებინა და თავისად ეგულა.
თათბირიდან გაბრაზებული დაბრუნდა, წარბშეკრულმა გაიარა მანძილი და საკუთარ კარავში შევიდა თუ არა ხმამაღლა შეიკურთხა. იცოდა, იცოდა რომ წააგებდა. ამ ომში ორივესთან დამარცხდებოდა.
მუხლმოკეცილ უცხომიწელს, რომ ჰკიდა თვალი ეგონა მფეთქავი ორგანო გაუჩერდა. კუთხეში, საცოდავად მიყუჟულიყო მისი უცხომიწელი, მუხლებზე შემოეხვია ხელები და შეშინებული, ცრემლით სავსე თვალებით შესცქეროდა მას. მხრები უთრთოდა ტირილისაგან და აბანოზისფერი დალალები გაოფლილ შუბლზე ეკვროდა.
მიეჭრა გოგოს და მის წინ ჩაიმუხლა. იმოდენ ტკივილს ლანდავდა მასში ვეღარ გაუძლო და ძლიერ მოჰხვია ხელები. ელისაბეტის სიფრიფანა სხეული მკლავებში მოიქცია და როგორც კი მისი სითბო თავისად დაიგულა უცხომიწელმა, იგრძნო როგორ ძლიერად ატირდა იგი.
მისი თავშესაფარი იყო აჰმედი. ამიტომ ეკვროდა ძლიერ, ძლიერ და სტიროდა თავის უბედობას. სტიროდა ყოველივეს და იოხებდა გულს ამით. ძლიერად ეხუტებოდა და არ უშვებდა მას, თითქოს შერწყმა სწადიდა მასთან, სურდა ერთ მთლიანობად ქცეულიყვნენ.
სიმამაცე სადღაც გაქრა. გადაიკარგა და მხოლოდ შიში დარჩა მის თვალებში დაბუდებული. უსიტყვოდ გაუგო უფლისწულმა, არ სჭირდებოდა შეხსნილი ბაგედან გადმონადენი ბგერები. მისი თვალები ისედაც ყოველივეს აღუწერდნენ.
მანამ ისხდნენ ასე სანამ წყვდიადისფერ ცაზე შემოსილი ჭუჭყისფერი ღრუბლები არ განათდნენ და დედამიწას არ გადმოხედეს.
პირველი ნათებისას კოცნის კვალი დაუტოვა უფლისწულმა ელისაბეტს და წავიდა. ომი ელოდა. სისხლისფერი, სიკვდილის სადარაჯოს მდგონი. კოშკისფერი სიკვდილი.

იბრძოდნენ ყოველნი კონსტანტინოპოლს. დღეებით ადრე დაძრულა ხმა სამეფოში, ოქროს უბის უფლისწული უნდა ეწვიოსო ქალაქების დედოფალს, თან დიდძალი არმია მოყავს და დაუბარებია, გაიქცნენ სანამ მოასწრებენო.
არ შეურყევია ამ დანაბარებს თავმომწონედ გამოჭიმული დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი. პირი უქცევია ჯარისაკენ, გახიზნეს მთებში ქალები და ბავშვები, მამაკაცებმა კი, სულ ახლად დაკაცებულებმაც, წვერ მოუსვლელებმაც, ხმლები დაიჭირეს ხელში და დედაქალაქისათვის ბროძალაში უყვეს თავი.
იბრძოდა ყოველი და ზამთრის სუსხს ხვითქად ჩამოსული ოფლის მსხვილი წვეთები აძლებინებდათ. ისმოდა გარშემო ხმლების ლაწა-ლუწი, დაჭრილების ღრიალი, თუმც ყველაზე ხმამაღალი გარშემო, მაინც მიცვალებულთა დუმილი იყო და იმოდენს ამბობდა მათი გათეთრებული თვალის გუგები, ჭკუიდან იშლებოდნენ მხილველნი.
სამ დღეს გასტანა სისხლიანმა ომმა, დაუღალავად იბრძოდნენ ორივე მხარე. არ თმობდა პოზიციებს კონსტანტინოპოლი და არ ეშვებოდა მის სიდიდადეს წატანებული ოქროს უბე. რაღა ექნად, საგრძნობლად დაღლილი და გამოფიტული არმიები მხოლოდ მესამე დღეს მოასვენეს და ისე გაეყარნენ ერთმანეთს.
ბიზანტიის გული ეცემოდა და ხედავდა ყოველივეს უფლისწული. გახარებოდა? სად იყო სიხარულის დრო, შეაკვდა ხელებში მეომართა ნახევარი. რა პირით დაბრუნებულიყო უკან, როგორ განეცხადებინა მათი მშობლებისთვის, მათი ოჯახისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მის სიყვარულს შეეწირა ამოდენ ვაჟკაცი. ქვეყნის დასაცავად დაუღალავად მშრომელი ახმახი.
მთავარსარდალი უფლისწულის გასაჭირს ხედავდა, აგიზგიზებულ კოცონთან მარტონი ისხდნენ. თვალი გაეშტერებინა ცეცლის ენებისთვის მეფის ვაჟს და თვალებში იმოდენ დიდი სევდა ედგა, გული შეუწუხდებოდა მხილველს.
-რას ჩაფიქრებულხარ, უფლისწულო? -სიტყვა შეჰკადრა ალექსანდრემ და თავად წინ დადებულ ხანჯალს დაუწყო ლესვა. მეფის ვაჟმა ცერად გადმოჰხედა, თითქოს სულ ახლახანს აღმოაჩინა მარტო, რომ არ იოყ და კვლავ კოცონს არგუნა მზერა.
-ომზე მეფიქრება ალექსანდრე, ომზე. -თავი გააქნია მეფის ვაჟმა.
მთავარსარდალმა ყური ათხოვა მეფის ვაჟს, ეგონა, გულის ნადებს გაუმხელდა. თუმც არ ჩქარობდა უფლისწული, შორეული ფიქრების მთვარის სინათლეზე გამობრწყინებას და მხოლოდ ალების ყურებას სჯერდებოდა. ამოდენ გარდაცვლილის, გადარჩენილის, დაჭრილის ყურებისას, მაშინ, როდესაც მის წინ აღმართულიყო ქალაქთა დედოფალი და მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯი აშორებდა აუხდენელ ბედნიერებას, მაინც იმ ერთადერზე ეფიქრებოდა. მის სანუკვარ უცხომიწელზე. მის უცხომიწელზე.
ელისაბეტი იმ კარავში მძინარე დატოვა. მაშინ, როდესაც ბალღივით ძლიერ მიეჭირა ქუთუთოები ერთურთს, ოდნავ ბაგე შეხსნილი, მშვიდი და ამავე დროს, აღელვებული სახით ეძინა. შვიდი დღის მანძილზე პირველად ჩაძინებულის გაღვიძებას მოერიდა და მხოლოდ და მხოლოდ მცირე ხნით დაეკონა ბაგეებზე. შემდეგ კი ზურგი აქცია და წამოვიდა.
ო, რად დაუჯდა მისგან წამოსვლა უფლისწულს. ყოველ ნაბიჯზე ეგონა მიბრუნდებოდა, ხელს ჩაჰკიდებდა და მაგრად ჩაიკრავდა გულში, შემდეგ კი ქალაქების დედოფალში, კონსტანტინოპოლში მოიყვანდა, არა როგორც მტერს, არა როგორც მომდურნეს. არამედ მხოლოდ უგონოდ შეყვარებულ ქალს, რომელთან ერთადაც დასახლდებოდა და რომელთან ერთადაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა.
ო, როგორი სანატრელი იყო მისი ეს ზმანება და მაინც, როგორ ჰმატებდა სიმძიმეს მხრებზე უფლისწულის ტიტული. დედოფალთან გაუთავებელი ომი, მეფის უმოქმედობა და ამოდენა სამეფო, თითოეული მაცხოვრებლით მას, რომ შეჰყურებდა. მხოლოდ და მხოლოდ აჰმედზე ამყარებდნენ იმედებს.
მთავარსარდალმა ერთხანს უცქირა მდუმარებით შემოსილ უფლიწულს, შემდეგ, როდესაც მიხვდა სიტყვის დამცდენი არ იყო, პირი იბრუნა ჩრდილოეთისკენ და ცხენების სადგომელისაკენ წავიდა სადაც რამოდენიმე პირტიტველა მეომარი კოცონთან დამჯდარიყო და ყელგახვრეტილ თასებში დასხმულ სასმელს აგემოვნებდა. მთავარსარდლის მიახლოებას ფეხზე ადგომით შეხვდნენ და წამოიშალნენ კოცონთან მსხდომნი. არა შეიმჩნია რა, მათი თავაზიანობა ალექსანდრემ და პირდაპირ იქვე დამდგარ პირუტყვს გაუსწორა მზერა.
-ყველაზე მარდი რომელია ამათგან?
-აღმოსავლეთის ცეცხლი, ყველაზე ნაქებარი და გამოწვრთნილია, მთავარსარდალო! -თავდახრილმა მოახსენა მათგან ერთ-ერთმა. ალექსანდრემ ბიჭი აათვალიერა და წარბები შეკრა.
-გაამზადეთ. -თავი დააქნია მთავარსარდალმა.
პირუტყვი შეკაზმეს და აღვირი გაუწოდეს ალექსანდრეს. მთავარსარდალმა ცხენის სათავეები ხელთ იღო და გაემართა კოცონისაკენ სადაც განმარტოებით იჯდა ჩაფირებული უფლისწული. მიუახლოვდა და მის ხატებას ნათლად დააკვირდა. გამოყვანილი სახის ნაკვთები და სამეფო სისხლის სილამაზე დასდევდა მეფის ვაჟს გვარში. იმოდენ თვალწარმტაცი იყო, ეულად მჯდომი, ცეცხლის ალებით შემოსილი, მთავარსარდალმა ერთი სევდიანად გააქნია თავი და მიუახლოვდა.
-უფლისწულო. -თავი მოიდრიკა მის წინაშე. მეფის ვაჟს არ აუხედავს, თავი დააქნია მდუმარედ. -თუ ახლავე წახვალთ, პირველი ნათებისას უკვე აქ ინებით. -უფლისწულის გაკვირვებულმა მზერამაც არ დააყოვნა ამის მოსმენის შემდგომ და ჯერ მთავარსარდალი შემდეგ კი პირუტყვი აათვალიერა მის გვერდში მდგომი, თავმომწონედ გამართული, წამიერად რომ შეიცნო უფლისწულის მზერა და თავი გააქნია ომახიანი ჭიხვინით.
-რას გულისხმობ ალექსანდრე? -დასჭექა მეფის ვაჟმა.
-ბანაკში, არ გაგიმხელთ მიზეზს, თუმცა უკვე ნათლად შესატყვისია გული დაგრჩენიათ იქ, და უგულოდ ამ ომს ვერ მოვიგებთ. თუ უფლისწულმა არ შეიგრძნო მთელი გულით გამარჯვება, მაშ, ჩვენ ხელქვეთს გვწადდის იგი?
-შემცდარხარ ალექსანდრე, მე გულიც და სულიც საბრძოლო ველისაკენ მიმიჩქარის. -თავი მოიტყუა უფლისწულმა და მთავარსარდალმაც აღარ დააყოვნა. მსუბუქად ჩაიცინა და იქაურობას გაეცალა. პირუტყვი მეფის ვაჟის გვერდში მდგომი დასტოვა.
იორჭოფა უფლიწულმა, უძალიანდებოდა სურვილებს, მაგრამ სძალმიძს კი საღ გონებას გულის უსასრულო სენის დაძლევა? არ იყო გასული დიდი დრო მთავარსარდლის გაუჩინარებიდან ცხენზე ამხედრდა უფლისწული, ერთი შესძახა „ჰერიო“ და ომახიანად, მკვერცხლად გაშორდა იქაურობას.
მიიწევდა აღმოსავლეთის ცეცხლი წინ და გული უხტოდა მასზე ამხედრებულ უფლისწულ აჰმედს. მიიჩქაროდა მისი გულისკენ, რომელიც ბრძოლის ველისგან მოშორებით, ბანაკის კარავში, მძინარი დატოვა.
მიქროდა და ეგებებოდა უცაბედად წამოსული წვიმა მას. დასტიროდა ზეცა შეყვარებულებს და ეთხოვებოდა მათ სიდიადეს, წუთიერი დუმილით. წამოიჭექებდა, გაიხსნებოდა ცა, გადმოჰყრიდა კურცხლებს, შემდეგ კვლავ დადუმდებოდა და გზას გაუხსნიდა უფლისწულს. მისი სატრფოსკენ მიმავალ გზას.
მიუახლოვდა თუ არა ბანაკს, გულმა სხვანაირად იწყო ფეთქვა, აღელდა ერთიანად. სხეულით გრძნობდა საყვარლის სიახლოვეს და არა ადარდებდა სხვა. კარავთან მივიდა და ომახიანი ჭიხვინით შეჩერდა აღმოსავლეთის ცეცხლი, იგრძნო მხედრის მოუსვენრობა. მკვირცხლად გადმოხტა გამოცდილი მხედარი ცხენიდან და შეაჭრა წამსვე კარავში. უკვე სული ეხუთებოდა მასთან სიახლოვისგან. ერთი სული ჰქონდა ეხილა მისი ოკიანისფერი თვალები და გულში ჩაეკრა მისი სიფრიფანა სხეული. აბანოზისფერ თმებზე ჩამოესვა ხელი.
როდის ჩასთვლიმა არ იცოდა, თუმცა ის კი ახსოვდა როგორ გამოიღვიძა ძილიდან აფორიაქებულმა. გული ისეთი სიჩქარიდ უცემდა, თითქოს ამოხტომას ლამობდა მისი სხეულიდან. არ იცოდა რა იყო ამის მიზეზი, თავბრუ დაეხვა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად საწოლის გვერდით მდგარ, წყლის თასს მიუბრუნდა. კანკალს ატანილი ხელიდან უცაბედად გაუსხლტა წყლით სავსე თასი და მიწაზე ხმაურით დაეხეთქა.
საწოლიდან წამოვარდა წინ და უკან სიარული დაიწყო, იმოდენ ჰყავდა ემოციებს შეპყრობილი, ეგონა გული გაუსკდებოდა. ცახცახმა აიტანა, თვალები აუწყლიანდა. რა ხდებოდა?
ყვირილი უნდოდა და ის იყო თავში ხელის შემორტყმას აპირებდა, თავს დატეხილი გაურკვევლობისაგან, რომ კარავში უფლისწული შემოიჭრა. სამი დღის განმავლობაში ზმანებად ელანდებოდა და ახლაც, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი ეგონა.
-მელანდები? -ამოიკნავლა საცოდავად. ვერც კი ხვდებოდა ეს ხმა მართლა თავად ამოუშვა პირიდან თუ არა. ხავილს უფრო გავდა. მასთან ერთად ცრემლებმაც უწყვეტლივ იწყეს დენა. მისი თავშესაფარი სჭირდებოდა.
უფლისწულმა არ უპასუხა. მანძილი მათ შორის ნაბიჯებში დაფარა და თავისი უცხომიწელი მკლავებში მოიმწყვდია. თმაზე ხელი ჩამოუსვა და ისე ძლიერად, ისე საოცრად დაეკონა ბაგეზე, ერთი კურცხალი თავადაც გადმოუგორდა დახუჭული თვალებიდან.
ეგონა შეიშლებოდა ეს ყოველივე სიზმარი, რომ ყოფილიყო. ეგონა ჭკუიდან გადავიდოდა ახლა მართლა მოლანდება რომ მდგარიყო მის წინ ამიტომ მის მკლავებს უხეშად მოშორდა და აკანკალებულმა ხელის გულით შეიწმინდა ცრემლები, რომლებიც მისი თვალებიდან დენას არ სწყვეტნდნენ.
-მითხარი აჰმედ, მითხარი, რომ აქ ხარ, რომ არ მელანდები. გთხოვ, მითხარი.
გული მოუკლა უფლისწულს მისი უცხომიწელის ასე ხილვამ და წამიერად ხმის გაღება ვერ შეძლო. შემდეგ კი კვლავ მიეჭრა ჩაიხუტა სუსტი სხეული და მის თმებში თავჩარგულმა ამოიხრიალა.
-არ გელანდები ელისაბეტ, მე აქ ვარ! შენს გვერდით ვარ უცხომიწელო. აქ ვარ!...
საყვარლის სხეულს გვერდიდან არ იშორებდა, თითქოს გული დაუბრუნდა სხეულსო და გოგოსთან განშორება ერთიანად აუჩეხავდა სხეულს. უნდოდა მანამ მოსიყვარულებოდა მას სანამ წასვლის ჟამი არ მოუკაკუნებდათ კარებზე. იცოდა ეს ელისაბეტმა, ხვდებოდა და მთელი სხეული უხურდა, მოსალოდნელი გამომშვიდობებისაგან. უნდოდა შეეგრძნო უფლისწული, თხემით ტერფამდე.
ამიტომაც შემოიძარცვა აბრეშუმის ქსოვილი სხეულიდან და უფლისწულსაც გააშორეა იგი, მის ალერსში დალია ღამე და საბოლოოდ, პირველი სხივების დროს, როდესაც ერთ მთლიანობად იქცნენ, როდესაც ერთმანეთს სულიერად და ხორციელად შეერწყნენ ერთადერთმა ცრემლმა გაიკვლია გზა მის სახეზე და ეს ცრემლი, ეს ერთადერთი კურცხალი არათუ დარდის, ბედნიერებისა იყო.
ელისაბეტმა იცოდა, რომ ერთხელ იმ დაწყევლილი სასახლიდან ფეხის გამოდგმის შემდეგ შიგნით აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მას ფიცი ჰქონდა დადებული გარდაცვლილი მშობლების საფლავთან, რომელიც საკუთარი ხელით გათხარა. ფრჩხილებით, მუშტებით ჩიჩქნიდა მიწას. ვერ დაუშვებდა, ვერაფერით დაუშვებდა დაეტოვებინა მათი უსულო სხეულები მიწის ზემოთ, რომ წაებილწათ ცხოველებს იმაზე უარესად ვიდრე კაცთა მოდგმამ წაბილწა ისინი.
საკუთარი ფიცი იყო ერთადერთი რაც შერჩენოდა ელისაბეტს, მის დათმობას არ აპირებდა. ხატად ჰყავდა, ყველაზე წმინდად მისი მშობლების საფლავი და მათი სახელის აბუჩად მოხსენიებას საკუთარ თავს ნამდვილად ვერ აპატიებდა. ალბათ ამიტომ იპყრობდა სევდა სასახლესთან გამოთხოვებისას, როდესაც მთავარსარდალსა და უფლისწულს შორის მიაჭენებდა ცხენს და საბოლოოდ ეთხოვებოდა ბარბაროსთა ბუდეს, ადგილს სადაც ხორციელ ბოროტებას ერთად მოეყარა თავი და კვარცხლბეგზე შემომჯდრები გადმოჰყურებდნენ სამყაროს და ანადგურებდნენ მას. სძულდა ელისაბეტს სამყაროში გამეფებული ბატონობა, სძულდა, როგორი უსამართლო იყო იგი, სძულდა, როგორი უძლური იყო ზოგი, და როგორი ძლიერი -სხვანი.
უფლისწულმა, რომ დატოვა და გამომშვიდობებისად პირობად კოცნა დაუტოვა ბაგეზე, გაახსენდა ელისაბეტს ყოველი და მოეგო ცივ გონებაზე. იგი აღარასოდეს აპირებდა დაბრუნებოდა სასახლეს, თუმცა კი, მისი განადგურება კვლავინდებურად წამდა, ხედავდა, ეს სურვილი მასში მიძინებულიყო და სამაგიეროდ, უფლისწულთან ყოფნის წადილი გამძაფრებულიყო ცეცხლის ალივით. კოცონად მოსდებოდა მის სხეულს და შთაინთქავდა ყოველივე სხვას რასაც კი გოგო შეიგრძნობდა.
-ნუთუ, ნუთუ მართლა არის შესაძლებელი თავი ანებო შურისძიების წადილს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი, მოუთოკავი გრძნობისათვის, რომელიც ერთობ მძვინვარობს სხეულსა და სულში, მძვინვარობს იმგვარ, რომ სუნთქვაც აღარ მძალმიძს მის გარეშე, თითქოს ჩემი სული წაიყოლა თან, იქ შორ მანძილზე და სხეული, სხეული უსულოდ გამოფიტულია, მკვდარი! -თავის თავს შეუგონა ელისაბეტმა.
კარავში დაიწყო სიარული. უნდა ეფიქრა, ეფიქრა ყოველივეზე. აბანოზისფერი თმები ანაზდად შემოხვეულ აბრეშუმისხალათზე ჩამოჰყროდა კულულებად, ისე მშვენებად, ისე ლამაზად მეტყველ უნარსდაკარგავდა მხილველი, ყოველი. მოშიშვლებულ მხრები უჩანდა პირველი სხივების ნათებაზე და მისი ბრინჯაოსფერი კანი, ისოდენ ბზინავდა, ვერცერთი ნელსაცხებელი ვერ ხელყოფდა მის სილამაზეს. თვალები ჰქონდა სავსე ფიქრითა და შეგონებით და მისი ერთობ აღტკინებული და შორს მჭვრეტი ირისები, ელვარებდნენ და ცეცხლის ალებს აფრქვევდნენ გარშემო.
ოჰ! ნუთუ ვინმეს სძალმიძდა ასეთი მშვენების ხილვა სხვას, მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა იგი და მხოლოდ ის ერთი იხილავდა ყოველ დილას ფიქრისაგან აღტკინებულსა და მშვენიერს, მხოლოდ ის ერთი ჩახედავდა დამშვენებულ, ოკიანისებრ თვალებში და ის ერთი შესძლებდა შეხებოდა თაფლივით ტკბილ, ღვინოსავით მათრობელა, მეწამულისფერ ბაგეებს, მაგრამ, ვაი, რომ არა სჩანდა ის ერთი, შორს იყო მისგან. მკვირცხლად, შეუდრეკად და მამაცად ეპოტინებოდა დიდების ქალაქს, დედოფალსა და ცენტრს ყოველივესას, კონსტანტინოპოლს.
იბრძოდა მეფის ვაჟი საყვარელი ქალისათვის და მისი ქალი, მიმოდიოდა აქეთ-იქით. ვეღარ შესძლო ერთ ადგილს ყოფნა და შეხსნა კარავი, გავიდა გარეთ და თოვლად დაპენტილ მდელოს გახედა.
მზის პირველი სხივები ეფერებოდა მდელოს, ეპოტინებოდა, ეალერსებოდა მსხვილ ფიფქებს და ისინიც, უკარება გოგონებივით, მაშინვე ხელთ ადნებოდნენ და ქრებოდნენ. არ უჩერდებოდნენ არვის. მათ შემხედვარეს სევდა მოაწვა დიაცს და გულგამალებით დაიწყო ფიქრი.
მას ხომ ჰყვარებია აქამდეც, სიყვარული კი საფიცი იყო ადრე, ახლა კი უფრო მოვალეობათა შესრულებას ჰგავდა თითოულისათვის. შეუძლებელი იყო გყვარებოდა ის ვინც, შენი ტოლ-სწორი არ აღმოჩნდებოდა და რა იცოდა ამაზე უკეთ ელისაბეტმა. რა, იცოდა...
მეფის ვაჟი, სამეფო ოჯახის წევრი, ქალაქების, ქვეყნებისა და სახელმწიფოების მმართველი იყო. თავად, გლეხის ოჯახში აღზრდილი, შურისძიებითა და იდუმალებით მოცული უცხომიწელი. რა მომავალი ელოდათ მათ, თუ არა, უფლისწულის მეფის გვირგვინი, მას კი - ხარჭობა!
ოჰ, როგორ ცდებოდა და ეთამაშებოდა ბედისწერა. სიმწრის ცრემლი მოადგა თვალზე. ერთობ აუღაჟღაჟდა ლოყები გაბრაზებისაგან, აროდეს დაუშვებდა უფლისწულის ხარჭა გამხდარიყო, აროდეს დაუშვებდა დაბრუნებდა იმ სასახლეს, არასოდეს!
მაშ, რა იქნებოდა მომავალი მათ, როდესც მეფის ვაჟი აუღებელ ციხესიმაგრეს, ბიზანტიის გულს აიღებდა და თავის სიყვარულს ხელით მოართმევდა გოგოს? რა იქნებოდა გაგრძელება მათი დაუწერელი ისტორიისა, რომლის ფურცლებიც, ასე ერთობ ცოტა შერჩენოდა უყდოდ გამოთლილ წიგნსა. რა ელოდა ელისაბეტს, უცხომიწიდან მოსულს, უცხო მიწაზე მყოფს?...
ცივი ჰაერი შემოეხვია გოგოს სხეულზე და კერად მიიღო იგი, როგორც ორი ზამთარი სწავლობდა. სიცოცხლეს, ყოფას და არსებობას სწავლობდა...
შუაღამისას დასრულდა ბრძოლა. შუაღამისას აღრიალდა გამარჯვებულის ღრიალით მეომართა შეცოტავებული, მაგრამ მხნედ მყოფი არმია და შუაღამისას გადაწყდა ბედი მთვარის შუქზე ფიცდანადებ შეყვარებულთა.
საინტერესოა, რას სჩადის ადამიანი ისეთ ცოდვას ზემოთ, რომ მისი ბედისწერა ეთობ რთული და შავი ღრუბლებით მოცული იწერება, საზარელი მოვლენათა წყობა და არსება. რას უშავებს ყოვლისშემძლეს ჯერ არ დაბადებული, არ გამოთლილი სული, რომ მას სასჯელად არგუნებს ყოფას საშინელსა და ტკივილს გაუსაძლისს, ნუთუ გამოცდაა ყოველივე და მამა ყველასი სცდის მის ქმნილებებს, ნუთუ ერთობა იგი?... ნუთუ დასცინის კაცობრიობის ბედს და თოჯინებივით ათამაშებს მათ. მაშ, რად არის, რომ ჭრილობის შესამსუბუქებლად მათ არგუნებს გრძნობას, რომლითაც ერთ სულს მეორეს მიაჯაჭვებს და შემდგომ, ამგვარი ნეტარების ტალღებით მოცულს, ტანჯვად უქცევს ერთად ყოფნას?!
რად არის დაწერილი, რომ საყვარლებს აროდეს სძალმიძთ ერთად ყოფნა საბოლოოდ?
„მამაო, მცდი?“ გაიფიქრა ელისაბეტმა და შუაღამის ვარსკვლავებს მიაპყრო მზერა. „შენ მე ორ არჩევანს მაძლევ, ერთი გამანადგურებს, მეორე კი სულს გამინადგურებს. მამაო, ნუთუ მეთამაშები?... ნუთუ გამომრჩა რაიმე, ნუთუ შენს მინიშნებებს ვეღარ ხედავს ჩემი თვალები?... გთხოვ მიჩვენე გზა, მიჩვენე ხსნა!...“ შეევედრა უფალს, შემოქმედს ყოვლისას ელისაბეტი, მუხლი მოიყარა, პირჯვარი გამოისახა და ზე წამოიჭრა. მისი სხეული ციებიანივით კანკალმა აიტანა და წამიერად, როდესაც მთვარის შუქმა გაუელვა ჩრდილოეთით ყველაზე მეტად გაბრწყინებულ ვარსკვლავ და მისი ნათება გოგოს თვალებს დაესვენა, ბინდი გადაეკრა ყოველივეს და ელისაბეტმა ბაგენი შეხსნა. გაშეშებულმა მიმოიხედა და დაუპატიჟებელმა ცრემლებმა გაუკვეთა გზა. მდელოს გაშორდა და მხოლოდ კარავში შესვლის წინ მოუბრუნდა სიცარიელეს, კვლავ ზეცას მიაპყრო მზერა და ამოიჩურჩულა: „იყოს ნება შენი!“ იმოდენ მტკიცედ და საოცრად გარემომაც გარინდულმა დაუხარა თავი და ნათელ ვარსკვლავებს ღრუბლების ჩრდილი მოედო სევდად.
კარავში დაბრუნდა ელისაბეტი და სწრაფად შეიმოსა სხეული, რომელსაც უცვლელად ახსოვდა საყვარლის ალერსისაგან შერჩენილი სიამოვნების ტალღები. თავსაბურავი წამოიხურა. უფლისწულის მოსასხამი შემოიგდო მხრებზე და ყველა დანარჩენ ხარახურას თავი მოუკრა, მხოლოდ პატარა საგზალი გამოუვიდა, თუმცა კი ყველაზე მძიმეს იქ ტოვებდა, იმ პატარა კარავში.
საწერ მაგიდას მიუჯდა და ცარიელი გრაგნილი იგდო ხელთ. მელანში ჩააწო ბუმბული და ასოების გამოყვანას შეუდგა, წერდა მთელი გრძნობით, წერდა სიმართლეს და ეალერსებოდა საყვარელს სამიჯნურო, გულიდან წამოსული სიტყვებით. წერა რომ მოათავა, წერილი მოსასხამში მიჩურთა და გარეთ გავიდა. მისთვის დატოვებული ულაყი იქვე იყო შებმული და პატრონის დანახვაზე ერთი გვარიანად ამოიჭიხვინა. პირუტყვს ხელი ჩამოუსვა და ზედ მკვირცხლად მოაჯდა. დრო არ იცდიდა, უნდა წასულიყო...
მიქროდა პირუტყვი და ზედ შემჯდარ ელისაბეტს ღვთიური ნათება დასდევდა თან. ისეთი თვალწარმტაცი იყო, ვარსკვლავები თვალებს ხრიდნენ, მთვარემაც კი ელვარებას უკლო მის ფონზე. აროდეს იყო ქვეყნიერება ამოდენ მშვენების მხილველი.
კონსტანტინოპოლს რომ მიაღწია, ინათა. პირველი სხივები მიეალერსა და გააბრწყინა მისი ხატება. ეგონა ეჩვენებოდა წინ ლაშქარი რომ დალანდა. უძილობისაგან და გადაღლილობისგან დამძიმებული ქუთუთოები მკვირცხლად მიაკრა ერთურთს და როდესაც გაახილა, ცხენზე ამხედრებული აჰმედი იხილა.
მეფის ვაჟი ცხოველური ჟინით მოაჭენებდა პირუტყვს მისკენ და რაღაცას გასძახოდა. მისი სიტყვები ჰაერს აპობდნენ და უსასრულობაში იკარგებოდნენ. მიუახლოვდნენ შეყვარებულნი ერთმანეთს და პირი იქციეს ერთურთისაკენ. მარდად ჩამოხტა მეფის ვაჟი ცხენიდან და მიეჭრა დიაცს, ხელი ჰკიდა სწრაფი სინაზით და ჩამოახტუნა ცხენიდან. მთავარსარდალს გადახედა, რომელიც მოჭუტული თვალებით უცქერდა მათ, რაღაც შესძახა უცხო ენაზე და ხელი ჩაჰკიდა საყვარელს. მდელო სისწრაფით გადაატარა და გაშიშვლებული ცაცხვის ხის მწკრივში, გასაცოდავებული ჩრდილის ქვეშ დააყენა იგი. ხატს შეჰხედა მისას და გაუპო ღიმილმა ბაგე. დაეწაფა საყვარლის ტუჩებს და ისე დაეკონა მათ, ვერავინ გამოჰგლეჯდა ხელიდან, რომ არა უჰაერობა.
-ელისაბეტ, მე გავიმარჯვე, შენ ჩემი ხარ დღეიდან, მხოლოდ ჩემი ხარ და ჩვენ გვძალმიძს ერთად ყოფნა!... -ახარა საყვარელს და ბედნიერების ალებით გარშემოცული თვალები მიანათა მას. თვალები, რომლებშიც კოშკები იმაზე მეტად ნათელი მოეჩვენა ელისაბეტს ვიდრე არასდროს. ხელი მოჰხვია კისერზე და თავად დაეწაფა მის ბაგეებს. შემდეგ როდესაც მოშორდა დაიჩურჩულა.
-ვშიშობ, რომ განშორება მოგვიწევს უფლისწულო აჰმედ... -და თან გადმოჰყვა ამ სიტყვებს უამრავი დაუთვლელი მარგალიტი მისი თვალებიდან.


უფლისწული განრისხდა; გაგიჟდა; გადაირია; სასოწარკვეთილებას მიეცა. ჯერ ღრიალებდა, შემდეგ მუხლმოდრეკილი ევედრებოდა დარჩენას. ელისაბეტის სახეზე ცრემლების ნიშანიღა დარჩენილიყო მხოლოდ, თავი იმოდენ მტკიცედ ეჭირა არათუ ემოციას სიცოცხლის ნიშან-წყალს არ ამჟღავნებდნენ მისი ოკიანისფერი თვალები, ახლა ჩამქვრალ ვარსკვლავთა შუქურას, რომ დამსგავსებოდა უდიდესი სიცარიელით.
ეწადა უფლისწულს ჩასწვდომოდა მის სიტყვას, თუმცა კი ვერ მოჰგებოდა თავის გონებას. არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ბრძოლა, რომელმაც ასოდენ დიდი წარმატება მოუტანა, ფეხ ქვეშ გაუფინა ქალაქების დედოფალი-კონსტანტინოპოლი, მაინც წააგო. დამარცხდა უიარაღოდ, უმეომროდ, უსისხლოდ. წააგო საკუთარ გულთან. მიუხედავად მისი დიდძალი გამარჯვებისა, იმ გამარჯვების, რომელზეც მალე ლეგენდებს შეთხზავდნენ, რომელზედაც უამრავი პოეტი აამღერებდა საკრავს და მემატიანეები ოქროს წიგნში შეიტანდნენ. ის მაინც აგებდა, აგებდა ყველაზე სანუკვარსა და მნიშვნელოვანს-სიყვარულს;
სასოწარკვეთილების ტალღა, რომ ჩამოირეცხა განრისხებული უფლისწული გონებას ვერ მოგებოდა, ამიტომაც ელისაბეტის გამოკეტვა ბრძანა. იხმო რამოდენიმე მეომარი, რომელთაც ჭაბუკი თვალები ჭინკებითა და ომის გამარჯვებისაგან მოგვრილი სიხარულით ანთებოდათ და მათ უბრძანა საყვარლის დილეგში გამოკეტვა. უბრძანა მისთვის ედარაჯად, რომ არსად გაქცეულიყო.
ელისაბეტს არ გაჰკვირვებია, იცოდა მისი გული ახლა ათას ნაწილად იშლებოდა, იცოდა, უფლისწულს ეგონა, რომ მან უღალატა, თუმცაღა ასე არ ყოფილა, თავადაც სასოწარკვეთილების პიკს იყო და მაინც ყოველ წამს უღრღნიდა ფიქრი გონებას, „ეგებ არასწორს სჩადი?“, მაგრამ ვერ ბედავდა შეწინააღმდეგებას ბედისწერასთან. ამიტომ დამორჩილდა უფლისწულს და დილეგში ამოყო თავი. თუმცაღა საუბარი კი სჭირდებოდა მასთან, რადგან ყველაფერი აეხსნა. სურდა მისი გაეგო.
მოსაღამოვდა. ელისაბეტი კვლავ დილეგში იყო, შესცქეროდა ახლად ამობრწყინებულ ვარსკვლავებს და მათი ათასფერება ევლებოდა ბრინჯაოსფერ კანს გარშემო. თვალები იმოდენ აუღელდა წამიერად, ეგონა ცრემლებს გადმოყრიდა მისი ოკეანეები, თუმცაღა არ უწვიმია სევდის ნიაღვარი იმ საღამოს. ცხოვრებაში პირველად, იმოდენ უბედური ტრაგედიის შემდგომ სჯეროდა, რომ მომავალი რაღაც კარგს უქადდა და სწორედ ამიტომ იჯდა სულ განაბული. სწორედ ამიტომ გაეპო ბაგეები უფლისწულის დანახვისას და ზე წამოიჭრა საყვარელთან შესახვედრად.
-აჰმედ... -ბაგენი შეხსნა და ისოდენ ღიმილით დააჯილდოვა მეფის ვაჟი, წამიერად გაშეშდა იგი და მის წინ არსებულს, არნახულ სილამაზეს შეაჩერდა. მის უცხომიწელს, ქვეყნად უნახავ მარგალიტს, რომელიც მაინც და მაინც მის ხელში აღმოჩნდა და ასე იოლად უსხლტებოდა ხელიდან.
-ელისაბეტ!... -არაამქვეყნიური წუხილით წარმოსთქვა მისი სახელი, განშორების სევდა შევერცხლილმა ჭაბუკმა და საყვარლის პირდაპირ შეჩერდა. -ვგონებ, გძალმიძს ამიხსნა ყოველივე ის რაც მითხარი, ნუთუ... ნუთუ შენ აღარ გწადდის ჩვენი კავშირი?
ელისაბეტს სული ასტკივდა. გული ექავებოდა, იმდენად, რომ წამსვლელი იყო სხეულიდან ამოეკვეთა და გადაეგდო, რომ ეს საშინელი გრძნობა გაჰქარწ....ბოდა.
-უფლისწულო აჰმედ, -მოჩვენებითი სიმშვიდით წამოიწყო მან, მთვარის შუქის ნათება დაჰნათვოდა მათ სილუეტებს და მათ გამოსამშვიდობებელ მომენტს უცხო ელფერს სძენდა, ძოწისფერი სევდით, გიშრისფერი მწუხარებით და იუნინისფერი კურცხლებით, რომლებიც არცერთის თვალებს არა სტოვებდნენ. -თქვენ წასული იყავით იმ ჟამად, როდესაც ბიზანტიონის... კონსტანტინოპოლის ასაღებად იბრძოდით და მე შემიპყრო უსახელო სევდამ, არათუ მარტოობის, თქვენი დაკარგვის მეშინოდა და ვთხოვე უფალს, ეჩვენებინა ჩემთვის გზა იმისა, რომ თქვენთან ვყოფილიყავი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, რომ ჩემი სიყვარული არ გაქარწ....ბულიყო უჟამოდ, უფალმა კი მაჩვენა გზა. ყური მიგდეთ, ვინაიდან ეს ყოველივე ფრიად საინტერესოა. საჭიროა განშორება მხოლოდ ხუთი ზამთრის განმავლობაში, ათვლილი დღევანდელობიდან, გაზაფხულის პირველ დღეს ბავშვი დაიბადება, რომელიც ხსნა იქნება თქვენი და იმავე დღეს, კუბო გამოვა სასახლიდან, რომლის მწუხარებაც, შვებასავით ჩამოგაწვებათ მხრებზე. მე ვერ ავხსნი იმ სასწაულს რაც ვიხილე, ვგონებ, არც მძალმიძს მოვლენების წინასწარი შეფასება, თუმცაღა, გვერდს ვერ ავუქცევ იმ ფაქტს, რომ მე ნათლად ვნახე ყოველივე ეს, ხუთი ზამთარი, გზას გაგვიხსნის ერთმანეთის საყოლებლად. ჰოდა, მივენდე ბედისწერას უფლისწულო, თქვენც ასე მოიქეცით.
მეფის ვაჟი გარინდული უსმენდა და როდესაც გოგომ საუბარი დაასრულა თავისი კოშკები მიაპყრო მას და თუმცა კი ნათლად დაინახა მის გამოხედვაში, ყოველ სიტყვას სიმართლეს ამბობდა, მაინც და მაინც, განშორების ტკივილით მოცულმა აამოძრავა ბაგენი და შეუძახა საყვარელს.
-კი მაგრამ, ახლა რა გვიშლის ხელს ერთად ყოფნაში?... მე ხომ კონსტანტინოპოლი ავიღე?! -სასოწარკვეთილების გამოძახილს ჰგავდა მისი წამოძახილი, თუმცა კი ელისაბეტს ესმოდა მისი და სევდიანი ღიმილი აჩუქა უკანასკნელად.
-უფლიწულო, გამიგია, რომ სიყვარული ტანჯვაზე და განშორებაზე მტკიცდება. -ჩაიჩურჩულა მან.
-მაშ, თქვენ გწამთ ამის? -გაიკვირვა მეფის ვაჟმა.
-მე იმის მწამს რაც ვნახე. -მტკიცედ უპასუხა გოგომ.
-მე კი იმის მწამს, რომ კონსტანტინოპოლზე გამარჯვებით, შენი გულიც სამუდამოდ მოვიგე და ჩვენი სიყვარულის თავისუფლებაც. ნუთუ არ გწადის გაიგო, რომ დედოფლის მოთხოვნა შევასრულე, მე ეს ბრძოლა მოვიგე, მან კი მშვიდად უნდა მიგიღოს სასახლეში, როგორც ჩემი დედოფალი. -აღმოხდა მას.
-მაგრამ, თქვენ არ გესმით უფლიწულო. მე ვერ ვიქნები იმ სასახლეში, რომელიც ჩემთვის ტკივილთან ასოცირდება. მე ვერ ვიქნები იმ ხალხის გარემოცვაში, ვინც წარსულ ტანჯვას ნათლად მაგრძნობინებს თითოეული წამის განმავლობაში, თქვენ კი ვერ მოშორდებით მას, ვინაიდან მხრებზე გაკისრიათი სიმძიმე დიდი, რომელცი თავად თქვენი ქვეყანაა.
-და მაინც, შენთვის ჩემი იქ ყოფნა საკმარისი არ აღმოჩნდა, არ გყვარებივარ ისე, როგორც მე მინდოდა, რომ გყვარებოდი. -ჩაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა უფლისწულმა და თავი დახარა, რათა მის თვალებში გამკრთალი მწუხარება არ დაენახა გოგოს.
-ტყუილია! -წამოიძახა გოგომ. -მე თქვენ მთელი ჩემი გულით მიყვარხართ, თუმცა კი იმ სასახლეში ჩემი ყოფნა გამანადგურებს, ეს თავგანწირვაა და რა აზრი აქვს სიყვარულს იმას, რომელშიც ერთი სულიერათ მკვდარია, მეორე კი უაზროდ ბედნიერი!
-მაშ, გგონიათ, რომ თქვენი უბედურების ჟამს მე ბედნიერი ვიქნები? -იწყინა უფლისწულმა.
-არა, მე მგონია, რომ ორივე გავუბედურდებით, თუ იმას არ გავაკეთებთ რაც მე გირჩიეთ.
-მაშ, საბოლოოდ, მაინც წასვლის მომხრე ხართ? გამოთხოვებისა და საშინელი ტანჯვის, რომელიც სულიერად დაგვასნეულებს ორთავეს?! -აღშფოთდა მეფის ვაჟი და სიბრაზით გაჰკრა ხელი იქვე მდგარ თასს.
-დიახ. -მტკიცედ მიუგო გოგომ, თუმცა არავინ იცის, რად დაუჯდა ეს სიტყვები. როგორ დაიფერფლა ტანჯვისაგან მისი სული იმ მომენტში და როგორ წყლულად ასტკივდა ჭრილობა აქამდის უქონელი.
-არ მოხდება ეს! ვიდრე მე ცოცხალი ვარ, შენ ვერ დამტოვებ შენი ნებით! -აღმოხდა უფლისწულს და იქაურობას გაეცალა. მიდიოდა და მთვარის შუქზე ელავდა მისი მოფრიალე ლაბადა, ისეთი დიდსულოვანი, მედიდური იყო მისი სილუეტი ენა წაერთვა უცხომიწელს. ვეღარც დაძახება შეჰკადრა და ვერც ამოტირება. იქვე ჩასრიალდა დანამულ მიწაზე, თავი ხელებში ჩარგო და თმები მხრებზე ჩამოიშალა. იცოდა, ეს მათი ბოლო შეხვერა იყო.
-ტირილს აპირებ? -გაისმა ხმა გვერდიდან და გოგომ თავი ასწია მხოლოდ, რათა დაენახა გვერდით მდგომი. ვინ იქნებოდა თუ არა ისკანდერი. უცრემლო თვალები კვლავ დახარა და გვერდით მდგომს გუნი არ ათხოვა.
-დამტოვე ისკანდერ. -ჩაიჩურჩულა და შემთხვევით ბაგედან დაცდენილი „ისკანდერი“ არ შეიმჩნია, არადა დაჰპირდა მთავარსარდალს, აწ სულ „ალექსანდრეს“ დაგიძახებო.
-თქვენი ლაპარაკი მოვისმინე. -სხვათაშორის აღნიშნა მთავარსარდალმა და წინ დაუდგა გოგოს. ჯერ თვალი მოავლო ღამის წყვდიდში მანათობელ მის ხატებას, შემდეგ მუხლი მოხარა და მიწაზე დადგა, სახე მის პირდაპირ შეაჩერა და ხელი ნიკაპქვეშ ამოუდო. შეკრთა უცხომიწელი და მაშინვე ეჭვნარევი მზერით შეაჩერდა მას. -დამშვიდდი, არაფერს გავნებ. -უთხრა ალექსანდრემ და მის თვალებში ჭვრეტა განაგრძო.
არასასიამოვნო გრძნობა დაეუფლა ელისაბეტს. ვერ იტანდა მის შეხებას, თავი გაატრიალა და მისი შეხებისაგან განთავისუფლდა. ფეხზე წამოიჭრა და დილეგის მეორე ბოლოში გადგა. ალექსანდრეც მას მიჰყვა.
-ნუთუ, ასე გაშინებს ჩემს გვერზე ყოფნა? -წარბი შეკრა მთავარსარდალმა.
-ალბათ, ყველაზე ბოლო რაც მაშინებს, შენ ხარ ალექსანდრე. -დაღლილი ხმით ამოილაპარაკა გოგომ, თუმცა ხმის შეუსაბამოდ მტკიცე თვალები მიანათა მთავარსარდალს. -აქ რა დაგრჩენია?
-გახსოვს, როდესაც სასახლეში მოხვედი, გითხარი, რომ სამ შანსს გაძლევდი. -ხმა დაიბოხა ალექსანდრემ და თვალები განვლილი დროის ნათებით აენთო. -პირველი შანსი მაშინ მოგეცი და გაქცევა შემოგთავაზე. -აღნიშნა და გაეღიმა. -შენ კი უარი მითხარი. ორი შანსი კი კვლავ გამოუყენებელი დაგრჩა, ვინაიდან თქვენს ლაპარაკს ყური მოვკარი, ვგონებ, გაქცევა და წასვლა გინდა. მართლაია, უფლისწულის ერთგული ვარ, თუმცა კი წარსული დროის ხათრით მეორე შანსს ახლა მოგცემ. გონივრულად გამოიყენე.
ალექსანდრემ ეს თქვა თუ არა დილეგს გაეცალა. ელისაბეტი ცოტა ხანს გაშეშებული იდგა, შემდეგ კი დაინახა. დილეგის საკეტი ძირს ეგდო, კარები კი ღია იყო. ერთ წამს დაფიქრდა, ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა მან უკვე იცოდა.
ამიტომ კარები ფართოდ გამოაღო და წავიდა.
სიმშვიდე სუფევდა კონსტანტინოპოლში. ქალაქების დედოფალი ზამთარ საბურველ შემოფარული ისე იწონებდა თავს, ისე ამაყად წამოეწია ცხვირი, ვერვინ იფიქრებდა ახლახანს აუოხრებია ოსმალების დიდძალ ჯარსო. ასეც იყო.
უფლისწული აჰმედის გაურკვეველი მდგომარეობის გამო, მეომრების ყურადღება მოდუნდა და სწორედ მაშინ, როდესაც იფიქრეს კონსტანტინოპოლზე გავილაშქრეთო, როდესაც ეგონათ ქალაქების დედოფალი დააჩოქეს, წამოიწია იგი მთელი თავისი დიდებით და ზურგში ჩასცხო ხანჯალი ამაოხრებლებს.
კონსტანტინოპოლზე გამარჯვება უფლისწულისთვის დროებითი ილუზია აღმოჩნდა და როდესაც ქალქის სადაავეები კვლავ ბიზანტიელებმა იგდეს ხელთ, არათუ იგი, სიყვარულიც წააგო.
დამარცხდა ორმაგ ბრძოლაში ორივე მხრიდან და სასახლეში შერცხვენილი დაბრუნდა. თუმცა კი არ ადარდებდა აღარაფერი ქვეყანაზედ და ერთადერთი რაც ეწადა მისი უცხომიწელის დაბრუნება იყო. უცხომიწელის, რომელმაც დატოვა.
ალექსანდრემ გაუშვა იგი. ელისაბეტი არასოდეს ყოფილა ისეთი, გალიაში, რომ გამოემწყვდიათ და პირველივე შესაძლებლობაზე გაფრინდა. ვერ გაძლებდა იქ, სადაც ოთხ კედელში იქნებოდა მოქცეული. იქ, სადაც ვერ გაშლიდა ფრთებს, სადაც თავისუფლებით ვერ დატკბებოდა.
ჟამთა სვლას დაეტყვევებინა სასახლე. ზამთრის პირზე, გაზაფხულის შხაპუნა წვიმებმა შეიხნსა საკინძე და გულში ჩაიკრა ყინვისაგან გახევებული, გაქვავებული სასახლე და თიტქოს, კვირტების აყვავებასთან ერთად ბედნიერება მოეფინა სასახლის მკვიდრთ. არა იყო რა აჰმედის საშველი. ხმა დაიძრა სამეფოში გაგიჟებულაო მეფის ვაჟი, წუხანო დიდგვაროვნები, კონსტანტინოპოლის ომის წაგების შემდგომ გადასულა ჭკუიდან და ვერცერთი მკურნალი ვერ შველისო მის სნეულებას.
გლოვობდა სასახლე დიდი ხნის განმავლობაში, დაკარგულ ვაჟს გლოვობდა. პირი, რომ აღარა ჰქონდა მიწისაკენ და თვალებით ცას აჰყურებდა მუდამ. მოუჯადოვებიაო იმ უცხომიწელ დიაცს ჩვენი უფლისწული და მისი შველა შეუძლებელიაო, ესღა უთხრეს სამეფო ოჯახს მკურნალებმა აიკრეს გუდა ნაბადი და გაეცალნენ იქაურობას.
შავით შეიმოსა სასახლე და გარშემო მოთქმა გოდებას მოჰყვა ყოველი სულიერი, აღარა ჰყავდა მეფეს მემკვიდრე ძლიერი და რაღა ექნათ. დედა დედოფალი, მისი წყვდიადისფერი თვალებით შვილის სასთუმალთან ათენებდა, თუმცა კი ვერცერთხელ შეჰბედა საკუთარ თავს, ეღიარებინა, ყოველი რაც მოხდა მისი გულქვაობის ბრალი, რომ იყო და ამიტომ უცხომიწელს აბრალებდა ყოველივეს.
მხოლოდ ალექსანდრემ იცოდა, ერთი სენი სჭირდა მეფის ვაჟს და მისი სახელი სიყვარული იყო. თუმცა არაფერს ამბობდა და დინჯად დააბოტებდა ცივ კედლებს შორის, სასახლის შთანთქმულ დიდებულების მოგონებებში.
დრო გადიოდა, მდინარესავით მიჰქროდა ურჩად და ერთადერთი იმედი რჩებოდათ საყვარლებს უტყუარ ფიცად.

***
ზაფხულის მწველი მზე ოქროსფერ ნათებას ჰფენდა გარემოს. კვირტებად დაღვრილი ყვავილოვანი ხეებიდან უხვად იფრქვეოდა მოტკბო სურნელება და ხვათქ ადენილ ქუჩებში, მომღიმართ ეგებებოდა.
შორს, ამწვანებულ მდელოზე, ხეებიდ ჩრდილში აგებული საოცარი სახლიდან ხმაურით გამოვარდა პატარა გოგონა, მზისფერი, ოქროებად ავარვარებული კულულები უბრწყინავდა სინათლეზე.
წითელი ბაგები შეეხსნა და ისეთ ხმაზე კისკიდებდა, ანგელოზთ საამური გალობა მორჩვენებოდა მხილავს.
შეჰნატროდა გოგონას ბუნების ნაზი ყვავილობა, უცინოდა მზე და რჩრული იყო იგი, რათა ისეთ დროებას მოევლინა ქვეყანას, ზამთარზე მხოლოდ საზარელი მოგონებები თუ მოუკაკუნებდათ უფროსთ.
გოგონას უკან აბანოზისფერ თმიანი დიაცი გამოჰყვა, ალიონისავით ცისფერი თვალებით შეჰყურებდა ქალიშვილს და ბაგე წითელნი უღიმოდა. ერთმანეთიდან მთვარესა და მზესავით განსხვავდებოდნენ და თვალის ერთი მოვლებით ვერც კი გაიფიქრებდით ორთავეს ერთი სისხლი, რომ უჩქეფდათ ძარღვებში. საოცარი შესახედაობის იყო ბალღი და ასაკით არა სცდებოდა ოთხ ზაფხულს.
მდელოზე მოკისკისე დარბოდა და ყვავილებსა და პეპლებს ეალერსებოა. ბალღური, სუფთა თვალებით შეჰნათვოდა გარემოს და სილამაზის ისეთ ხატებას ხედავდა გადაფენილს მდელოებზე, ბადის სანუკვარი ოქროთი, რომ იყო დაწნული.
დიაცმა შეიცადა დაღამებამდე, ადროვა ოქროს კულულებას თამაში და მოსაღამოვებულს, მთვარის პირველი სხივები, რომ იგემა მიდამომ, ხელი ჩაავლო შვილს და მასთან ერთად დაბრუნდა ქოხში.
კონსტანტინოპოლის მიწებზე არსებობდნენ ორივენი. ხუთი წელი იყო უკვე ამ სახლში ბუდობდა, აქ მოევლინა ქვეყანას მისი ქალიშვილი, როდესაც მარტოობითა და ტკივილით გატანჯული იკლაკნებოდა და ებრძოდა გონის კარგვას. სწორედ მაშინ, შემოდგომის ნოტიო ჰაერი, რომ უბერავდა და თან დააკონწიალებდა მოშიშვლებული ხეების ერთადერთ საფარველს, გახუნებულ, დამბალ ფოთლებს, სწორედ მაშინ მისწვდა ყურთასმენას ბავშვის ტირილი და იცოდა, პირობა იყო იგი, მისი აღუწერელი სიყვარულისა. ჟამთასვლას მხოლოდ უფრო, რომ გაეძლიერებინა. მთვარის ბრწყინვალება დაჰნათვოდა ახალშობილს ზედ და უბოძა სახელი, ვითარცა მთვარის ბრწყინვალება - აისელ.
ახლადშობილს გამორჩეული ნიშანი დაჰყოლოდა მშობელი მამისაგან და მისი თვალები, შავად აკიაფებული ირისები, კოშკებად ევლინებოდა ელისაბეტს. იცოდა, აისელი აჰმედის საჩუქარი იყო, რომელიც ხუთი წელისწადის მარტოობას გაუქარწ....ბდა და შეხვედრის წუთებს რაჰათლუჰუმივით დაატკბობდა.
ელოდა ელისაბეტი, ელოდა ჰორიზონტზე მისი უფლისწულის გამოჩენას და ამ ლოდინს მალამოსავით ედებოდა აისელის ყოფა.

***
გოდების დღე დამდგარიყო სასახლეში. ერთდროულად სიხარულისა და მწუხარების მომსწრე შეიქნა ყოველი სამეფოში მყოფი და უკვირდათ, ბედის წერის თამაშში ჩაბმულაო ამ სასახლის ყოფა. მწუხარება დაურთო ყოველ ბედნიერებას, უბედო ვარსკვლავზე აშენებულაო სამეფო ოჯახის წიგნი და ახლა იმკიან ყოველ ბოროტს რაც ჩაუდენიათო.
დედოფალის სიკვდილს გლოვობდა ყოველი ერთისმხრივ, თუმცა კი, სიხარული უფრო დიდი ჰქონდათ იმჟამად. დედოფალს სიკვდილამდე ვაჟი გაუჩენიაო და ჭკუაშეშლილი უფლისწულის მაგიერ, ახლა მასზე ამყარებდა იმედებს მთელი სამეფო.
მეფის პატივსაცემად, ვაჟს მეჰმედი უწოდეს თურმე და ერთპიროვნულად ტახტის მომავალ მემკვიდრედ დაასახელეს. დედოფალი კი მიწას მიაბარეს. მისი ბოროტება ჩაქრა ქვეყანაზედ და ბრწყინავდა მხოლოდ და მხოლოდ ახალი მემკვიდრით მოცული ბედნიერება გარემო.
მკითხავები თავს იგიჟებდნენ, ყოველი აღტაცებული იყო. ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულაო პატარა მეჰმედი და იგი იქნებაო ჩვენი წინამძღვარი, რომელიც საზღვრებს გადაგვიშლისო და თვალუწვდენელ ტერიტორიებს შემოჰმატებსო სამეფოს. გაამთელებს და გააერთიანებსო ჩვენს მიწებს და ძმის მაგიერ, იგი დაიპყრობს, აუღებელს -კონსტანტინოპოლსო.
ზარ-ზეიმი იყო გამართული სასახლეში და დარაბებიდან ოქროს მონეტებს ისროდნენ უხვად. დააცხრებოდნენ გლეხის ბავშვები მონექტებს. ჩამოატარებდნენ სასახლის ქალბატონები რძესა და ზეთს. ბედმა გაგვიღიმაო დღევანდელ დღეს, ჩვენი მხსნელი დაიბადაო და იყო ერთი ჟრიამული.
შავი კუბო გამოიტანეს სასახლიდან, ბავშვის ტირილიც გაიხსნა და უმთავრესი, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩამოეხსნა მხრებიდან უფლისწულ აჰმედს.
მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო გონს და საყვარლის ნათქვამი ყოველი სიტვა გაიხსენა გუნებაში და მხოლოდ მაშინ ეწვია ბედნიერების ანგელოზი უფლისწულს. მეფის ოთახში შეიჭრა და როგორც შეშლილს შეშვენის, სიტყვებარეულად უთხრა სათქმელი, დაითხოვა მბრძანებელმა იგი და არც მიუქცევი დიდად ყურადღება ჭკუიდან გადასული პირველი ვაჟისთვის. მთავარი იყო, მოევლინა ქვეყნიერებას მეჰმედი, რომელიც ისტორიას შეცვლიდა.
და გაშორდა უფლისწული სასახლეს, რომელიც უბედურების კერა იყო მისთვის.
მთავარი იყო მოევლინა ქვეყნიერებას მეჰმედი, რომელიც ისტორიას შეცვლიდა.


***
არავინ იცის როდის შეხვდა აჰმედი ელისაბეტს და როდის გაიცნო საკუთარი ქალიშვილი. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ კონსტანტინოპოლის მიწებზე მშვიდად და ბედნიერად იცხოვრეს წლები და მათი სიყვარული ხატებათ ჰყავდათ ადგილობრივებს.

***
1453 წლის 29 მაისს მეჰმედ მეორემ კონსტანტინოპოლი აიღო. მატიანეს არ შერჩენია ცნობები უფლისწული აჰმედის შესახებ, თუმცა კი, ხალხში დადიოდა მითმა-მოთქმა, უფლისწულმა მეჰმედმა საკუთარი ძმა გაიმეტაო და ამოუწყვიტავს მისი ოჯახი.
მხოლოდ მისი პირველი ქალიშვილი, აისელი დაუნდიაო, ისეთი შეუფასებელი სილამაზის იყო ყმაწვილი ქალი, გულში ჩავარდნიაო მეფის ვაჟს. დაუსნეულებია მისი გული აისელს უარით და გულ გატეხილი ყოფილა მთელი ცხოვრება მეჰმედ მეორე. სატრფოსგან უარყოფილი.

***
ლეგენდა ყოფილა სასახლის კედლებში, მთავარსარდალს შეჰყვარებიაო უცხომიწელი დიაცი. ასაკით პატარა ყოფილა მასზე და მეფის გული დაუპყრიაო დიაცს. მთვარესავით ბრწყინავდა მისი მშვენება და ტყვევდებოდაო ყოველი მხილველი.
სასახლეში მოუყვანია მეჰმედს ეს დიაცი და მისი თვალის შევლებით ცოცხლობდაო მხოლოდ. მთავარსარდალს კი ისე ძლიერ ყვარებია უცხომიწელი, უარი უთქვამს ტიტულზე და მასთან ერთად გაქცეულაო შორს უწვდენელ მთებში.
ისკანდერი რქმევია იმ მთავარსარდალს, დიაცს კი აისელი.








----------
ისიამოვნეთ?



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

ძალიან კაია ყოჩაღ

 


№2  offline წევრი Gemini mood

Woow dzaan momewona ❤jruantelma damiara bolo abzacebis kitxvisas❤❤dzaan visiamovne am istoriit saswauli iko❤

 


№3  offline მოდერი lemongiirl

Gemini mood
Woow dzaan momewona ❤jruantelma damiara bolo abzacebis kitxvisas❤❤dzaan visiamovne am istoriit saswauli iko❤


უღრმესი მადლობა❤️

სტუმარი ლიზი
ძალიან კაია ყოჩაღ

გმადლობთ!❤️

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

 


№5  offline მოდერი lemongiirl

მარტო სახლში
vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი whidout name

სასწაული ისტორიააა. ემოციებით დამტვირთა. ძალიან კარგად წერთ

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა ????

 


№8 სტუმარი სტუმარი Mnemosyne

კომენტარი არასდროს დამიტოვია არავის ისტორიაზე,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ბევრი ფავორიტი ისტორია მაქვს და აქტიური მკითხველი ვარ,მაგრამ ეს იყო რაღაც სასწაული.ასე მეგონა დროში ვმოგზაურობდი,იმდენად იდეალურად გქონდა აღწერილი თითოეული დეტალი.იგრძნობა ძალიან დიდი ცოდნა,წარმოსახვის უნარი,გრძნობა,რომ რასაც წერ გიყვარს და თითოეულ სიტყვას თავს ევლები.განსაკუთრებულია ისიც,რომ ისტორიული მოვლენები გაქვს ჩართული და ეს კიდევ უფრო რეალურს ხდის ისტორიას.ჩემ ფავორიტთა სიაში შევიტან დიდი სიყვარულოთ და ვიცი,კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები.მიხარია,რომ აღმოგაჩინე.წარმატებას გისურვებ ♥️

 


№9  offline წევრი TamoTi

გამიკვირდა ასეთი ცოტა შეფასება რომ აქვს❤️❤️მართლა ძალიან კარგი იყო❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent