შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი


26-03-2019, 19:26
ავტორი guroo
ნანახია 1 378

შემოდგომის ოქროსფერი გადაეფინა არემარეს. ქუჩები მოირთო და გადაჭრელდა ყვითელ-წითელი ფოთლებით, ხეებიც ნელ-ნელა შიშვლდებიან და ასე ემზადება ბუნება ზამთართან შესახვედრად. სრული სიშიშვლე - აი რა იქნება ზამთარში - უსიცოცხლო და თოვლით დაფარული გზები, სახლები, მთები… მზის სხივები აირეკლება ქათქათა თოვლზე და თვალს მოგვჭრის ყოველი შეხედვა ამ საოცრებისა.
აგერ იმ მდელოზე ერთი ხე დგას. ეულად, მარტოსულად განაბული ითმენს შემოდგომის თავქარიანობას. ფესვები ღრმად და მყარად გაუდგამს მიწაში, რათა ზამთრის ცივმა და მშრალმა ქარმა არ მოგლიჯოს; თოვლის სიმძიმემ არ გადააყირავოს. თავის ჭრელა-ჭრულა ფოთლებს ხმაურიანად აშრიალებს. გამოცდას უტარებს — აბა, რამდენად მჭიდროდ შეუძლიათ მას მიეკრონ; სადამდე ეყოფათ ქლოროფილი, რომ არ მოკვდნენ, არ გახმნენ… განუწყვეტლივ აშრიალებს; თითქოს სამყაროს დიადი, ამოუცნობი არსიდან გამომდინარე რაიმე მნიშვნელოვან ქმედებას ჩადიოდეს და ჩქარობს, მუდმივ მოძრაობაშია.
მანამდე კი ჯერ კვლავ შემოდგომაა... ჯერ კიდევ იგრნობა სიცოცხლე, ჯერ კიდევ შეიმჩნევა მოძრაობა, რომელსაც ვერ შევეწინააღმდეგებით და, შედეგად, ხეები შიშვლდებიან...
არც ქარი იშლის თავისას: უბერავს და უბერავს, არ აინტერესებს წინ რა დახვდება. ყოველივე ის, რაც ჩვენთვის აკრძალულია, მისთვის ნებადართულია: ანგრევს ყვლაფერს. ის ხეც განა მისი წაქცეული არაა? მაგრამ აბა ვინმემ ამისათვის პასუხი მოსთხოვეთ, ის ყურსაც არ დაგიგდებთ, არ მოგისმენთ, არც კი შემოგხედავთ, იმ ხეს და კიდევ მრავალ სხვა რამეს, რაც აქამდე გაუნადგურებია, ზედ მიგაყოლებთ და სინდისი სულაც არ შეაწუხებს. რა უსამართლობაა!
საოცარია, მაგრამ კარგა ხანია არ უწვიმია. ბევრს მოენატრებოდა ის საამური სუნი, წვიმის შემდეგ რომ ტრიალებს ჰაერში. ზოგჯერ ნაწვიმზე ცისარტყელაც გამოჩნდება ხოლმე - ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი დაგვირგვინებაა!
ხალხს უყვარს წვიმაში სიარული... ზოისაც უყვარს... ეს არც თუ ისე მაღალი, შავგვრემანი გოგო დაინახავს თუ არა რომ გაწვიმდა, უმალ გარეთ გარბის და წვიმაში იწყებს სეირნობას.
აი ახლაც ნაზად წვიმს, დიდად ვერ დასველდები კაცი, ეტყობა მალე გადაიღებს. ზოი არ აყოვნებს და ქუჩაში გადის. გასეირნებას აპირებს, იმედი აქვს მალე გადაიღებს და გამოფენაზე ნახატებსაც დაათვალიერებს. ქუჩაში ნელა მიაბიჯებს და ტკბება სააუცხოო პეიზაჟით: ტროტუარი უკვე ოდნავ დასველდა და პრიალი გააქვს, ის ჭრელი ფოთლებიც დასველდა, ახლა უფრო მეტი და მეტი ფოთოლი ვარდება ძირს. წვიმამ იმატა… ავტომობილები მიაშხაპუნებენ და გზაზე წამოსულ ნიაღვრებს კვეთენ, ეჯახებიან; აქეთ-იქით შხეფებს ისვრიან და ზოის ასხამენ, რომელიც მიაბიჯებს აწ უკვე გალუმპული... ქუჩაზე ჩამწკრივებული კაფეები ხალხით გაივსო, რომელთა სახეზე მხოლოდ ერთი აზრი იკითხება: "ნეტავ მალე გადაიღოს წვიმამ". ზოი კი კვლავ მიაბიჯებს... არ ადარდებს, რომ დასველდა. პირიქით, სხვებისგან განსხვავებით სიამოვნებს კიდეც ეს. ტკბება ყველაფრით, რაც ირგვლივაა. ბედნიერია... სახე უღიმის, ქვედა ტუჩზე ხაზი აქვს, რომელიც შუაზე ჰყოფს აღნიშნულს; დიდი, შავი თვალები აქვს და ეს თვალები მუდამ გაბრწყინებულნი იყურებიან თავიანთი ბუდეებიდან, ორი სქელი წარბი იცავს ამ მოციმციმე სიმრგვალეებს და შუბლს იშვიათად თუ უფარავს მუქი, გრძელი შავი თმა. გამოკვეთილი ყვრიმალები ყოვლთვის ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას, მოპუსკული ცხვირი კი ოდნავ აპრეხილი აქვს. ეს გოგო ხშირად იხედება სარკეში, მაგრამ ნურას უკაცრავად! ის სიმახინჯეს ხედავს, სულიერ სიმახინჯეს.
შავი ტყავის მანტო აცვია და სახე მის საყელოებში აქვს ჩარგული, სირაქლემას ჰბაძავს: თავი კი აქვს დამალული, მაგრამ ცდება, რომ ფიქრობს ვერავინ მხედავსო. ადამიანები ხშირად გაურბიან სხვებს, განმარტოება სურთ.
ბევრს ეშინია განმარტოების. ზოგს უბრალოდ არ ესმის საერთოდ რა საჭიროა ეს უკანასკნელი, რადგან მარტოობასთან აიგივებენ. ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა.
წარმოიდგინეთ ყუთი, რომელიც სავსეა უამრავი ნივთით, ჩვენთვის ძალზედ საინტერესო ნივთებითაც. ჩვენ კი მასთან ახლოსაც არ მივდივართ, არ ვიქექებით შიგნით, თითქოს არც არსებობს, არც თვითონ გვიხმობს მოდით და ნახეთ რამდენ რამეს ვიტევო. აბა რა იქნება, როცა ხედავს როგორები ვართ. რა ბოროტები და ავსულები ვჩანვართ, ალბათ, მის თვალში. როგორი ცინიკოსები, დაუნდობლები... ალბათ, ამიტომაც არ გვეძახის და გვახსენებს თავს.
ადამიანები ამ ყუთს ვგავართ: ვუყურებთ არარაობების მთელ ჯარს და სურვილი აღარ გვაქვს კომუნიკაციის. ამაზრზენნი და აუტანელნი არიან ჩვენთვის ეს უკანასკნელნი და ვცდილობთ გავექცეთ მათ, გავურბივართ ასეთებს.
თითოეული ჩვენგანი სავსენი ვართ ღრმა და ფაქიზი გრძნობებით, ფიქრებით, მშფოთვარე სულით — ზუსტად ისე, როგორც ყუთია სავსე უამრავი საინტერესო ნივთით, მაგრამ ზოგიერთ ჩვენთაგანს ახლოს არავინ ეკარება, არავინ ცდილობს შეხედოს მათ გამჭირვალე სხეულს, რათა შინაგანი რაობა დაინახონ ამ სხეულის მიღმა. ამის კეთების სურვილს იმიტომ კარგავენ, რომ გრძნობენ ამ ადამიანებს ისინი სძულთ.
აი, ეს არის მარტოობა - ზიზღი სხვათა მიმართ და ამის გამო იზოლაცია.
ხოლო რაც შეეხება განმარტოებას, ეს არაჩვეულებრივი რამაა: ყველა ჩვენგანს სჭირდება, არ უნდა გავურბოდეთ მას, არ უნდა უარვყოთ იგი. განმარტოება არ ნიშნავს მარტოობას. ეს არის საკუთარ თავთან დარჩენა და ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის გააზრება, გათვითცნობიერება, თვითშესწავლის ხელოვნება.
ზოიმ იცის რა არის განმარტოება... ახლაც ამას ცდილობს და ნელა მიაბიჯებს ქუჩაში. ჩაურგია თავი მანტოს დიდ და გრძელ საყელოებში და ასე ცდილობს თავი დააჯეროს, რომ განმარტოებულია. გამონთავისუფლებული აქვს თავი ყოველგვარი ფიქრისგან. უბრალოდ მიაბიჯებს და აკვირდება ირგვლივ ყვლაფერს. ტკბება შემოდგომის ფრაგმენტებით. და აი, უკვე თრობასაც გრძნობს ბედნიერებისაგან...
წვიმამ გადაიღო... ზოი საგამოფენო დარბაზში შევიდა. გულდასმით დაუწყო ნამუშევრებს თვალიერება. ცდილობს თითოეულ მათგანში რაღაც ახალი და შთამაგონებლი დაინახოს, შემდეგ მთელი დღე რაღაც აკეთოს ამ შთაგონებით ნაკარნახევი, აკვირდება ყოველ კუთხე-კუნჭულს და შემდეგ ერთად კრებს ამ წვრილ-წვრილ შთაბეჭდილებებს, ერთიან სურათს უყურებს და შიგ რაღაც აზრს ეძებს. თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებს და გვერდით მდგომ მოხუც ქალბატონს უზიარებს, რომელიც სრულებითაც არაა მონდომებული ასე ღრმად გაშიფროს ნამუშევრები.
ზოიმ შენიშნა, რომ მოხუცმა ქალმა განცვიფრებული და რაღაცნაირად თბილი სახით შეხედა; სახეზე ხელი გადაუსვა და მანაც იგრძნო როგორ ჩაეღვარა სხეულში უჩვეულო სითბო, თითქოს თბილ სახლში დაბრუნდა.
წამიერად ზოის გული აუჩუყდა; ტირილი მოუნდა. თვალებში მარჯვენა ცერი გამოისვა: არ უნდოდა, რომ ცრემლები გადმოეყარა. უცნაური განცდა დაუფლებოდა… სახლიდან გამოსვლისას შინაგანად რაღაც სიცარიელეს გრძნობდა, ახლა კი თითქოს შეევსო ეს სიცარიელე. ვერ ხვდებოდა რატომ გახადა ამ ქალმა ასეთი გულჩვილი.
მოხუცი კვლავინდებურად თბილი სახით შეჰყურებდა. მისი გამომეტყველებიდან აშკარა ინტერესი გამოსჭვიოდა. გეგონებოდათ, რომ რაღაცას იკვლევდა ზოის სახეზე. როგორც იქნა, უჩვეულო დუმილი დაარღვია და ზოის ჰკითხა:
- შვილო, აქ გამოფენილ ერთ-ერთ ნახატზე დახატულ გოგოს ძალიან გამსგავსებ. შემთხვევით შენ ხომ არ ხარ? კი, კი ნამდვილად შენ ხარ. ზუსტად ასე გაცვია ნახატშიც. ისე ძალიან მომეწონა! მინდოდა მეყიდა, მაგრამ გადავიფიქრე. მგონი, ამის შესახებ არაფერი იცი, ხომ? სახეზე გეტყობა ეს.
- ქალბატონო, ალბათ, გეშლებათ… მე ნამდვილად არავის დავუხატივარ. თუმცა, დიდი სიამოვნებით ვნახავ იმ მახატს. მოხარული ვიქნები, თუ გამიძღვებით.
- კი ბატონო! წამობრძანდით. მე ვფიქრობ, ნამდვილად შენ ხარ, შვილო, იმ ნახატზე გამოსახული.
რამდენიმე ნამუშევარს გასცდნენ, სადღაც დარბაზის კუთხეში მივიდნენ. მხოლოდ ერთი ტილო ეკიდა კედელზე… თითქოს ყველაზე განსაკუთრებული ადგილიც კი ეჭირა. ყოველი შემთხვევისთვის, განცალკევებით ეკიდა, არცთუ ადვილად შესამჩნევადგილას.
-აი, ეს არის, შვილო! მხატვარი კი, აგერ ის ბიჭია; — ოდნავ მოშორებით მდგარ ახალგაზრდა მამაკაცზე მიუთითა ზოის.
ზოიმ მხატვარს შეხედა. საკმაოდ ახალგაზრდა და სიმპატიური ეჩვენა. მოკრძალებულად ეცვა; თავზე გადახუნებული ქუდი ეხურა; ფეხსაცმელები, როგორც ეტყობა, წვიმაში ამოეწუწა..
ზოი მიუახლოვდა ნახატს, მზერა შეანათა და სახტად დარჩა, როცა საკუთარი თავი ამოიცნო: ერთ-ერთ პარკში, სკამზე იჯდა. ფეხებთან ჩიბა ეწვა, რომელიც ერთი კვირის წინ მოუკვდა. საწყალი ზოი გაანადგურა საყვარელი ძაღლის დაკარგვამ.
გაოგნებული იყო. ვერ ხვდებოდა როგორ აღმოჩნდა ამ ნახატზე, თანაც ზუსტად იმ ტანსაცმელში, რომელშიც ახლაა გამოწყობილი. ეს დიდი კითხვის ნიშანი არადა არ ქრებოდა მისი ფიქრებიდან...
მთლიანობაში ნახატზე დატანილი იყო ბუნებიდან გადმოტანილი სინამდვილე - შემოდგომის კიდევ ერთი სიჭრელე.
ზოის გონებაში რაღაც ამოუტივტივდა; გაახსენდა, რომ ერთ დილას ჩიბას ასეირნებდა პარკში. ცოტა ხნით სკამზე ჩამოჯდა; უცნაური გრძნობა ჰქონდა დაუფლებული: თითქოს ვიღაც დაჟინებით უყურებდა, მაგრამ ვერ გაბედა გარშემო მიმოეხედა და დაენახა ვინ აკვირდებოდა ასე გამეტებით, ადგა და წავიდა...
ყველაფერი სწრაფად გაიხსენა, ახლა გაურკვევლობა გაქრა, მაგრამ უმალ ახალი წარმოიშვა: ამჯერად ზოის ის აკვირვებდა თუ როგორ მოახერხა ამ მხატვამა მისი ისე კარგად დახატვა, რომ მსგავსება ზუსტია. ის ხომ ხუთი წუთითაც არ გაჩერებულა იქ.
ფიქრებისა და კითხვების ბურუსიდან ახალგაზრდა ჭაბუკის თავმდაბლურმა მისალმებამ გამოარკვია. ბიჭის ხმის იოგებიდან ნაზმა ბგერებმა გამოარხიეს ჰაერში და მორცხვად გაიჟღერეს გოგოს ყურებში. ზოიც მიესალმა და როდესაც მხატვარისკენ იბრუნა პირი, ბიჭსაც ზუსტად იგივე განცვიფრება აღებეჭდა სახეზე, როგორიც მოხუც ქალბატონს ჰქონდა. ზოისთვის რთული აღმოჩნდა ასეთი მზერისათვის დიდხანს ეყურა, მყისვე თვალები დაბლა დახარა, თითქოს დაიმორცხვა. ძალიან დაიბნა, აშკარად ეტყობოდა არ იცოდა რა ექნა ან რა ეთქვა. მხატვარიც გაქვავებული იდგა და ხმას ვეღარ იღებდა... შემდეგ ძალა მოიკრიბა და თავი ხელში აიყვანა, თავდაჯერებულობა დაიბრუნა, შეეცადა თავი რაც შეიძლება ამაყად დაეჭირა და სახეზე ყველა კვალი გაექრო, რაც მის აღელვებაზე მიუთითებდა. თქვა: - ეს თქვენ ხართ, ქალბატონო. მაპატიეთ, რომ თქვენი ნებართვის გარეშე დაგხატეთ, უფრო მეტიც - საჯარო გავხადე ეს უკანასკნელი. მე უბრალოდ მინდოდა პლენერზე დამეხატა და სინამდვილე ამესახა ჩემ ნამუშევარში. შუა ხატვის პროცესში ზუსტად იმ სკამზე ჩამოჯექით, რომლასაც ვხატავდი და გადავწყვიტე თქვენ ამ ნახატის ნაწილი გამეხადეთ. მე ჩემი დანაშაულის გამოსასყიდად მინდა გაჩუქოთ ეს ნამუშვარი, - ძლივს მოაბა თავი ამ სიტყვების თქმას, ეშინოდა ბლუყუნი არ დაეწყო. გრძნობდა გული როგორ ეხეთქებოდა გულმკერდის მიერ წარმოქმნილ ერთგვარ კედელს, გრძნობდა ძარღვებში როგორ უჩქეფდა სისხლი, ხელებს ერთ ადგილას ვერ აკავებდა, სულ უნდოდა, რომ სადღაც წაეღო, მაგრამ ვერსად ჰპოვეს მისმა ხლებმა და გულმა სიმშვიდე.
- არა, მე არ ვბრაზობ, რომ დამხატეთ. უბრალოდ ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ გავბრაზებულვარ ნახატს მაინც გამოგართმევთ; — ზოიმ მხატვარს გაუღიმა და სახეზე მიაშტერდა. უკვე აღარ გრძნობდა არანაირ უცერხულობას. რაღაც კარნახიბდა, რომ ამ ბიჭთან ამგვარი თამაში შეიძლებოდა და თანაც თავს სავსებით უსაფრთხოდ გრძნობდა.
ნახატი ისე აიღო, თვალიც არ დაუხამხამებია, არც დაელოდა, რომ პატრონს მიეცა, თვითონ დასწვდა თვალსა და ხელშუა. ბიჭისთვის თვალი არ მოუშორე ია.
ბევრი რამ დაუგროვდა დღეისთვის, რითაც თავს გაირთობს. დაჯდება ბუხართან, საყვარელ სავარძელში და იფიქრებს საათობით ყვლაფერზე, რაც დღეს იგრძნო, განიცადა, შეემთხვა, იფიქრა… უდიდესი სიამოვნებით გადაეშვება ამ უძირო ზღვაში. ახარებს იმის პერსპექტივაც, რომ მის ოთახს ახალი სურათი შეემატება. ასე გეგმების დაწყობით გართულმა სახლამდე მიაღწია.
მოსაღამოვებული იყო, ზოგიერთ ოთახში სინათლე ენთო და გარეთ გამეფებულ წყვდიადს ჯიქურ ებრძოდა. მისი ოთახიდანაც მოკიაფობდა სინათლე.. ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. ზოი შეშფოთებული შევიდა სახლში.



№1  offline წევრი izabella

ძალიან მომეწონა დასაწყისი. ისე ლამაზად იყო აღწერილი ყველაფერი, თითქოს მეც ზოისთან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში.

 


№2  offline მოდერი guroo

izabella
ძალიან მომეწონა დასაწყისი. ისე ლამაზად იყო აღწერილი ყველაფერი, თითქოს მეც ზოისთან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში.
.

მიხარია, რომ მოგეწონათ.
თქვენი კომენტარი პირველია... ხომ ხვდებით, როგორი ძვირფასი გახდა ჩემთვის❤️

 


№3  offline წევრი Rania

Mteli sizustit. Grmad da shtambecdavad asaxavt yovelivess. Zalian momeconaa. Imedia gagrzelebac male iqnebaa. Ashkarad etyoba rom gansxvavebuliaaa. Yochagggg
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline მოდერი guroo

Rania
Mteli sizustit. Grmad da shtambecdavad asaxavt yovelivess. Zalian momeconaa. Imedia gagrzelebac male iqnebaa. Ashkarad etyoba rom gansxvavebuliaaa. Yochagggg


აუცილებლად იქნება გაგრძელება!
მადლობაა❤️❤️

 


№5  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№6  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№7 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ისევ ხელახლა ვიწყებ, ისევ მომწონს, რა თქმა უნდა)) ისე აღწერ გარემოს, განცდებს, გრძნობებს, იმდენად რეალურად, ვფიქრობ მე რატომ არასდროს მიფიქრია მსგავსად( ისევ ვდუმდები...
მინდა, სანამ ბოლომდე ავალ, ახალი თავებიც შეემატოს(( ძალიან მინდა..

 


№8  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
ისევ ხელახლა ვიწყებ, ისევ მომწონს, რა თქმა უნდა)) ისე აღწერ გარემოს, განცდებს, გრძნობებს, იმდენად რეალურად, ვფიქრობ მე რატომ არასდროს მიფიქრია მსგავსად( ისევ ვდუმდები...
მინდა, სანამ ბოლომდე ავალ, ახალი თავებიც შეემატოს(( ძალიან მინდა..

არ მეცალა და ვერ გცემდი პასუხს. კომენტარებს კი ყოველდღე ვამოწმებდი, სიამოვნებით ვკითხულობდი და ბედნიერი დავდიოდი ჩემ მოსაწყენ სამსახურში.
ზოის წერას რახანია თავი გავანებე, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მივუბრუნდები. ახალი თავები, ღმერთმა იცის, როდის შეემატება. არც ახლა მაქვს დაწერილი ცოტა. ასე რომ, იკითხე და იკითხე, მალე არ მორჩება :დდ
ეს თავი რომ დავწერე, მაშინ ისე რომანტიკულად ვგრძნობდი თავს, ისეთ სასიყვარულო ქარცეცხლში იყოგახვეული მთელი ჩემი არსება, რომ არ შეიძლებოდა, უბრალოდ შეუძლებელი იყო, რაღაც მონაკვეთები ძალიან საყვარლობა არ გამომსვლოდა.

 


№9  offline წევრი khatia khatia

ვაუუ აი საღოლლ მართლა ძაან მაგარია სასწაული ბუნების აღწერა და სასწაულად გადმოცემული დეტალები,რომელიც მოთხრობის წაკითხვას უჩენს მკითხველს. მე პირადად ძაან მომეწონა და მინდა გითხრა,რომ მშვენივრად გაქვს გადმოცემული თითოეული დეტალი. რაც შეეხება შეენიშვნებს მე აღარც კი ვიცი რა შენიშვნა უნდა მოგცენ.მე პირადად არანაერი შენიშვნა არ მაქ საღოლ ❤❤❤ასე განაგრძე ❤❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№10  offline მოდერი guroo

khatia khatia
ვაუუ აი საღოლლ მართლა ძაან მაგარია სასწაული ბუნების აღწერა და სასწაულად გადმოცემული დეტალები,რომელიც მოთხრობის წაკითხვას უჩენს მკითხველს. მე პირადად ძაან მომეწონა და მინდა გითხრა,რომ მშვენივრად გაქვს გადმოცემული თითოეული დეტალი. რაც შეეხება შეენიშვნებს მე აღარც კი ვიცი რა შენიშვნა უნდა მოგცენ.მე პირადად არანაერი შენიშვნა არ მაქ საღოლ ❤❤❤ასე განაგრძე ❤❤❤

მეგონა აღარავინ წაიკითხავდა, ვიდრე არ დავასრულებდი. რამდენი ხნის წინანდელია... იმედია სხვა თავებსაც წაიკითხავ და გამანებივრებ ხოლმე კომენტარებით. თავს ისე ბედნიერად ვგრძნობ, შეიძლება არც ჩამეძინოს ამაღამ.
მადლობა.

 


№11  offline წევრი Artificiality

მოკლედ მოვედი, ისეთი აღფრთოვანებული იყავი კომენტარებით, რომ ვეღარ მოვისვენე და წავიკითხე. :დდ იმედი მაქვს ეს მხატვარი ბიჭი არაა ის რომლისთვისაც აპირებდი, რომ რომელიმე პერსონაჟს მაგის ნახატებზე მოეშარდა. თორემ არ გაპატიებ, როგორი საყვარელია. ზოი უკვე მიყვარს, თავისი შავი თმებით და ძაღლების სიყვარულით. საოცრად, რომ წერ ეგ უკვე მგონი ბევრგან დამიწერია და თუ გინდა კიდევ მიიღე კომპლიმენტად :დდდ მოვალ ახალ თავებზე და იქაც დაგიკომენტარებ მერე. ❤️
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№12  offline მოდერი guroo

Artificiality
მოკლედ მოვედი, ისეთი აღფრთოვანებული იყავი კომენტარებით, რომ ვეღარ მოვისვენე და წავიკითხე. :დდ იმედი მაქვს ეს მხატვარი ბიჭი არაა ის რომლისთვისაც აპირებდი, რომ რომელიმე პერსონაჟს მაგის ნახატებზე მოეშარდა. თორემ არ გაპატიებ, როგორი საყვარელია. ზოი უკვე მიყვარს, თავისი შავი თმებით და ძაღლების სიყვარულით. საოცრად, რომ წერ ეგ უკვე მგონი ბევრგან დამიწერია და თუ გინდა კიდევ მიიღე კომპლიმენტად :დდდ მოვალ ახალ თავებზე და იქაც დაგიკომენტარებ მერე. ❤️

შენ არ ხარ ნორმალური, ჰო? ❤❤ მალე პირი გამეხევა ღიმილისგან.
ეგ ის მხატვარია. სწორად ამოიცანი. ჩემთან საყვარელი პერსონაჟები არ არსებობენ. ამას მალე ნახავ, როცა შუა ნაწილამდე მიხვალ.
სალომე, მადლობა ადრე ნათქვამი კომპლიმენტებისთვისაც და ახლანდელისთვისაც!
ეს დღე კარგახანი არ დამავიწყდება. ყველაფერი საოცარია.❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent