შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური


30-03-2019, 20:27
ავტორი ფუმფულა ))
ნანახია 890

ყოველ დილით, უნივერსიტეტში წასვლამდე, მის სახლთან მდგარ კაფეში სადილობდა. საუზმეზე ყოველთვის ერთსა და იმავეს უკვეთავდა: საშუალო ჭიქით ცხელი, უნალექო, შოკოლადიანი ყავა, ერთი ნაჭერი ვაშლის ნამცხვარი და გვერდით თავისი დაუმთავრებელი რომანი „უშენოდ“! თაიას ყველა კარგად იცნობდა, მისი დანახვისას ყველა თბილად ესალმებოდა და, რა თქმა უნდა, თაიაც გაიკრიჭებოდა. ბავშვივით აუციმციმდებოდა თვალები. კაფეში ძირითადად შუახნის ხალხი იყრიდა თავს. ხშირად იყვნენ ახლებიც, მაგრამ მუდმივ კლიენტებსაც შეხვდებოდით. ახალგაზრდა ქალბატონი ყველაზე მეტად კაფეს მთავარ მზარეულ ნენეს უყვარდა. ნენე თითქმის შვილიშვილად თვლიდა. მოხუცებულს არ გაუმართლა და დარჩა შინაბერა, თუმცა გოგონას გამოჩენის შემდეგ სულაც აღარ აწუხებდა თავისი შინაბერობა. მალე კარში ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა. იმ დახლისკენ გაემართა, სადაც ტკბილეულობა ეწყო. საყვარელი ვაშლის ნამცხვრის ნაჭერი აიღო, ორლარიანი მონეტა იქვე დატოვა და თავისუფალი ადგილისკენ დაიძრა. საქმით გართულ ნენეს სულაც არ შეუმჩნევია თაიას შემოსვლა. გოგონამ მხრიდან კომპიუტერის ჩანთა მოიხსნა, ელვაშესაკრავი გახსნა და იქიდან ახლად ნაყიდი ლეპტოპი, წიგნები და რვეულები ამოაძვრინა. სულ მალე უნივერსიტეტში გამოცდები ეწყებოდა და სულაც არ სურდა რომელიმე ჩაეფლავებინა. ამიტომაც ცოტახნით შეაჩერა რომანი. გოგონა ნენეს ხრინწიანმა ხმამ შეახტუნა:
–ნენა შვილო, ახლა გეყოფა ეს ნამცხვარი? მოშიებული იქნები ნენა
–არა, დეიდა ნენე, არ მშია... მადლობთ ჩემზე მზრუნველობისთვის! ძალიან მიყვარხართ
–შენ გენაცვალოს ნენე. თბილად მოეხვია გოგონას ფუმფულა მოხუცი.

დაახლოებით ათ წუთში კაფეში წარმოსადეგი ქალბატონი შემოვიდა. რამდენიმე სახის ნამცხვარი იყიდა და როდესაც გასვლას აპირებდა; ბავშვები გიჟებივით შეცვივდნენ კარში, ერთ–ერთმა მათგანმა ვერ შეძლო გვერდის ავლა და პირდაპირ შეასკდა ქალს. ნამცხვრები გაფუჭდა. ჩანთაც გაიხსნა და ნივთებიც დაცვივდა ძირს.
იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ქალს დრო დასჭირდა აზრზე მოსასვლელად. თაია ელვისებურად გაჩნდა შემთხვევის ადგილზე, უზრდელი ბავშვების მაგიერ უდანაშაულო გოგონამ მოუხადა ბოდიში, დაყრილი ნივთები ააკრეფინა, ნამცხვრებიც ნენეს ახლიდან ჩააწყობინა მუყაოს ყუთში და თბილად გააცილა მომხიბვლელი ქალბატონი კაფედან. უკვე მოსაღამოებული იყო, თაია კაფედან გასვლას აპირებდა, მაგრამ უეცრად მის სკამთან ახლოს მუქი ლურჯი ნივთი შენიშნა, ასაღებად დაიხარა და ხელში სქელი წიგნისმაგვარი შერჩა, რომელიც ტყავის ლამაზი შესაკრავით შეეკრათ. მაშინვე მიხვდა იმ ქალბატონის იქნებოდა შუადღისას კაფეს რომ ესტუმრა. გადაშალა და პირველივე გვერდზე ეწერა: „პირადი დღიური’
ადა ჩადუნელი ღარიბ ოჯახში დაიბადა. თოთო იყო მშობლები რომ გარდაეცვალა და ამიტომ დეიდას მოუწია მისი გაზრდა. დეიდას დიდად გულზე არ ეხატებოდა და მოვალეობის მიზნით პატრონობდა თვრამეტ წლამდე, მერე კი ისე მიაბრძანა სახლიდან, როგორც ნივთს იშორებენ ადამიანები. ადას დედა, ნინა სულ პატარა იყო როცა გაიპარა და დამ როგორც კი გაიგო საშინლად გაცეცხლდა. შეხვედრის დროს უმცროს დას ცივად მიახალა: „იცოდე შენს შვილს არც ვაღიარებ და არც დავეხმარები!“ ნინას საშინლად ეტკინა გული, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. ნინას მეუღლე იოანე საუკეთესო მამა და ქმარი აღმოჩნდა. ქორწინებიდან 4 თვის თავზე ნინამ მეუღლეს ახარა: „ჩვენ შვილი გვეყოლება–ო“
ამის გაგონებაზე დემეტრე სიხარულისგან ხტოდა. მთელი ორსულობის პერიოდში ნინას თავზე დაჰფოფინებდა, ცდილობდა რთული სამუშაო თვითონ შეესრულებინა... „კიბეზე არ ახვიდე, შენთვის არ შეიძლება ხომ იცი“ „დიდხანს ნუ დგახარ ფეხზე, დაიღლები“ ამ და სხვა ფრაზებს ეუბნებოდა ქმარი. ცოტა არ იყოს და ხანდახან ბრაზდებოდა ქმარზე, ალბათ ეს ბრაზიც ამ ორსულობის გამო იყო. რაც შეეხება გულჩვილობას. პატარა რამეზეც კი ღაპა–ღუპით გადმოუშვებდა ცრემლებს. პატარას დაბადებამდე არცერთმა არ იცოდა ბიჭი იქნებოდა თუ გოგო, ამიტომაც სახელის შერჩევაზე იმდენად არც უფიქრიათ. ცხრა თვემდე დედის მუცელში მყუდროდ იყო და აი ერთ წვიმიან ღამეს მობეზრდა მყუდროდ ყოფნა და გადაწყვიტა გამომძვრალიყო. ნინას საშინელი ტკივილები დაეწყო, ელვის სისწრაფით გააქანეს საავადმყოფოში. დაბადებისთანავე ახალგაზრდა წყვილს ახარეს გოგოაო. ბევრი მარჩიელობის შემდეგ გადაწყდა, პატარას ადას ვარქმევთო. ადა საკმაოდ ჭირვეული ბავშვი გახლდათ. მთელი ღამეების განმავლობაში არც დედას და არც მამას არ აძინებდა. ადა წლისა სრულდებოდა მისი დედ–მამა რომ დაიღუპნენ. ისინი სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ, როდესაც ვიღაც შეშლილი გადმოუხტა ავტობუსს, მძღოლიც დაიბნა და მთელი სისწრაფით შენობის კედელს შეასკდა. ავტობუსში ორმოცდაათამდე მგზავრი იჯდა, მათგან მხოლოდ სამი გადარჩა.
პატარას მეურვედ დეიდამისი მიუჩინეს. ყველაზე საზიზღარი ქალი იყო თებროლე, ასე ერქვა. თებროლე დასანახად ვერ იტანდა, ერთი სული ჰქონდა მალე გაზრდილიყო და მოეშორებინა თავიდან. თანდათან იზრდებოდა ადა და გრძნობდა იმ სიძულვილს, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა. მალე მიეჩვია იმ აზრს რომ მარტო მოუწევდა ბრძოლა ამ სამყაროში როგორმე ცოცხალი გადარჩენილიყო...ერთ მზიან დღეს ადა სახლთან ახლოს, ბაღში სკამზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. კითხვაში ისე გაეპარა დრო ვერც მიხვდა. ბინდდებოდა. სასწრაფოდ სახლისკენ გაიქცა. გულამოვარდნილმა კარზე დააკაკუნა, თუმცა შეშვების მაგიერ თებროლემ ნივთებით სავსე ჩემოდანი გამოუგდო და თან მოაყოლა „მომწყდი თავიდან, ისედაც დიდხანს იცხოვრე ჩემს ხარჯზე, ახლა წადი და საკუთარ თავს თვითონ მიხედე“–ო!
ადა ბავშვობიდან წერდა დღიურებს. შვებას წერაში გრძნობდა, ამიტომაც გადაწყვიტა წერას მიჰყოლოდა. თავიდან პატარ–პატარა ჩანახატებით დაიწყო და ერთხელაც გადაწყვეტილება მიიღო შეჭიდებოდა უფრო რთულს, რომანს.



№1  offline მოდერი guroo

გაგრძელებას დაველოდები. მაინტერესებს რა შეგიძლია❤️ იმედი მაქვს, გამაოცებ :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent