შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზის დასასრულს /სრულად/


22-06-2019, 22:28
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 59 529

კოკისპირულად წვიმდა. ლამპიონების მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა ოთახში მყოფი ქალის სხულამდე . სიზმარს ხედავდა, ქვედა ტუჩი კბილებსშორის ჰქონდა მოქცეული, თითებით ზეწარს იყო ჩაფრენილი. მთელი სხეული დაჭიმვოდა, კანი დაცვარული და ყვრიმალები აწითლებული ჰქონდა. თვალები სწრაფად გაახილა,ღრმად ჩაისუნთქა და წამოჯდა. თითებიც კი სტკიოდა, ცაცხაცებდა და სხეულს ვერ იმორჩილებდა. მკლავები სხეულზე მოიხვია მოიკეცა და მერე ცრემლებმა დაუნამა ღაწვები .
კიდევ ერთი სიზმარი , კიდევ ერთი წარმოსახვის ნაყოფი , კვალი რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა სხეულზე და მოგონებები რომლებსაც ეჭიდებოდა. ის კი ისევ არ ჩანდა, არ იცოდა როდის გახდებოდა რეალური მისი სიზმრები, არ იცოდა როდის მივიდოდა ის და უკვე მისი მონატრება ანადგურებდა . ყოველ დღე სარკეში ჩახედვისას ხედავდა ქალს რომელიც უფეროლდებოდა , ნელ-ნელა ხედავდა სხვა ადამიანს იმ სხვას რომელიც წლების წინ დაამარცხა ისევ ბრუნდებოდა.
ციოდა, კანკალებდა , წონასწორობის დაცვაც კი უჭირდა მაგრამ მაინც წამოდგა, ოთახი გაიარა . ცივ იატაკზე,გაყინულ ოთახებში მიაბიჯებდა მანამ სანამ თეთრი როიალი არ გამოჩნდა. დაჯდა, კლავიშებს შეეხო ,თვალები დახუჭა და დაკვრა დაიწყო. კლავიშებს ეხებოდა თავისი გრძელი, თხელი თითებით და ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა სინათლით. წვიმაც შეწყდა, მზემ ღრუბლები მიმოფანტა ის კი ისევ ისე , წელში გამართული, თავაწეული იჯდა და უკრავდა ,მაგრამ მასში არსებული ქალი ემბრიონის ფორმაში სადღაც კუთხეში იყო მოკეცილი და იხსენებდა იმ წამს პირველად რომ დაინახა , პირველად აუჩქარდა გულისცემა და პირველად იგრძნო მისი სიახლოვე.
ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში უკრავდა, იქ სადაც ყოველთვის ქალაქის ელიტარული საზოგადოება იკრიბებოდა. მაშინ პატარა იყო, 20 წლის გოგონა რომლისთვისაც იმ ადგილას დაკვრა დიდი შანსი იყო. თვეების განმავლობაში უკრავდა და შეკრებილ სტუმრებს არც კი უყურებდა, უბრალოდ ხედავდა მანძილს გასახდელიდან როიალამდე . განიცდიდა სრულ მეტამორფოზას, ჯდებოდა როიალთან კლასიკური კაბით რომელიც სულს უხუთავდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით რომელსაც ძლივს შეეჩვია და თმები რომლებიც ზურგზე არეულად ეყარა. იმ ღამეს კი დაკვრა შეაწყვეტინეს , ვიღაც მიუახლოვდა მისი ხმა ესმოდა იქვე იდგა ახლოს და თავისი ბოხი ხმით , სერიოზული ტონით სადღეგრძელოს ამბობდა. დაკვრა შეწყვიტა და რომ გაიხედა ის უკვე მასთან იდგა. წითელი ღვინით სავსე ბოკალი როიალზე დადგა და გაუღიმა
-ნებას მომცემთ შემოგიერთდდეთ? - პასუხი ვერ უთხრა დამრგვალებული ცისფერი თვალებით უყურებდა და ინსტიქტურად ჩაიწია მისტვის ადგილი რომ გაეთავისუფლებინა. დაჯდა , პერანგის მკლავები აიკეცა და გრძელი თითები აამოძღავა, ყველა მას უყურებდა და გასუსული ელოდა. ის კი აშკარად არ ღელავდა. ჭიქა აიღო, ღვინო დალია და წითელი სითხით დანამული ტუჩები ერთმანეთს შეახო- დიდი ხანია არ დამიკრავს, იმედია გადამარჩენ, პიანისტკავ - ჩუმად უთხრა ნოტების ფურცელი გადაშალა და კლავიშებს შეეხო.
ის რამდენიმე წამი იყო მის ცხოვრებაში გარდამტეხი წამი, დრო რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, პირველი ბზარი გააჩინა .
დაასრულეს თუ არა მაშინვე გაისმა ტაშის ხმა, ბატონი წამოდგა, რევერანსით დაემშვიდობა გოგონას ,ჭიქა აიღო და ისევ იქ ,მის ზურგს უკან წავიდა .
იმ საღამოს შემდეგ ყოველთვის იყურებოდა დარბაზში, ყოველთვის ეძებდა ნაცნობ სახეს, ნაცნობ ხმას ,მაგრამ თვეები ისე გავიდნენ რომ ის არ ჩანდა დარჩა მხოლოდ მისი კვალი და გოგონას წარმოდგენები. ყოველ ჯერზე როდესაც იმ სკამზე ჯდებოდა ფირობდა მასზე, ფიქრობდა რომ ის ისევ მივიდოდა და ერთად დაუკრავდნენ,მაგრამ ისე დაკარგა სამუშაო რესტორანში რომ ბიჭი მეორედ აღარ უნახავს.
მას შემდეგ წლები გავიდა , უამრავი რამ მოხდა ,მაგრამ ის ღამე არასდროს გაფერმკრთალებულა მის მეხსიერებაში...
დღე შვეულებისამებრ მუსიკით დაიწყო და დაასრულა . ეს იყო მისი საქმე, მისი სამყარო, ცხოვრება და ყველაფერი რაც გააჩნდა. კლავიშების და თითების ურთიერთობა იყო მისი ცხოვრების მთავარი საზრდო...
მარტო ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში ,მას შემდეგ რაც დედამისი მეორედ გათხოვდა და ქვეყნიდან წავიდა. სამშობლოს დატოვება არ სურდა და დარჩა ბინაში რომელიც მისთვის გამორჩეულ ადამიანს, მის ბებოს ეკუთვნოდა. ქალს რომელმაც დაკვრა ასწავლა და მისი ნიჭის ყველაზე მეტად სჯეროდა.
კაფეში იჯდა მეგობართან ერთად
-რა მოხდა ისევ დაგესიზმრა?
-ხვალ მივფრინავ, კონცერტი საღამოს მაქვს და მგონია რომ ვერ შევძლებ
-როდის უნდა მიხვდე რომ წავიდა და აღარ დაბრუნდება
-არ გინდა გთხოვ, შენ ვერ გამიგებ
-ვერავინ გაგიგებს, ფსიქოლოგი გჭირდება რომელიც ამ ამოკვიატებას მოგაშორებს ... ან სხვა კაცი , ტემპერამენტიანი სიმპათიური კაცი
-არ მჭირდება სხვა, მხოლოდ გაბრიელი მჭირდება ...ის და არავინ სხვა
-უთავმოყვარეო ქალი გაგხადა მაგ შენმა გაბრიელმა, ოღონდ შენთან იყოს უბრალოდ მოვიდეს გ.გჟ.მოს და წავიდეს და ყველაფრისთვის მზად ხარ. იცი რომ არ უყვარხარ , იცი რომ არც შეგიყვარებს უკვე ექვსი წელი გავიდა და ამ ექვსი წლის განმავლობაში სულ ელოდები . უაზროდ ელოდები მაშინ როდესაც უამრავი ბიჭია ირგვლივ, რა აქვს მას ისეთი სხვებს რომ არ აქვთს. ლაშას მაგალითად, ბიჭს ჭკუა ეკეტებოდა შენზე და შენ ისე მოიშორე თავიდან როგორც ვიღაც არარაობა. გაგყინა მაგ შენმა გაბრიელმა, გაგაქვავა და ადამიანი აღარ ხარ
-სალომე მე და შენ ექვსი წელია ამაზე ვსაუბრობთ და როდის შეიგნებ რომ უძლური ხარ ? თუ ვერ მიტან ასეთს მაშინ დამტოვე
-დაგტოვო ? კი ხარ ღირსი მართლა დაგტოვო და რომ შეიშლები მერეც არ გნახო , მაგრამ არ მოგცემ უფლებას. არ დავნებდები მაინც მოგაშორებ მაგ კაცს აი ნახავ
-და მერე დავქორწინდეთ სადმე ამერიკის რომელიმე შტატში ?- გაიღიმა და გრძელი წამწამები ახაამხამა
-საშინელი გოგო ხარ... გარყვნილო ქალო - გაბრაზდა სალომე და ტუჩები დაბრიცა
-მიყვარხარ
-მე უფრო თუ ის
-სალომეე
-რატომ არ მეუბნები რომ მე უფრო გიყვარვარ
-წავიდეთ, ბარგი უნდა ჩავალაგო
-დედაშენს არ ნახავ? გაიგებს რომ ესპანეტში იყავი და არ მოინახულე
-მე მადრიდში მივდივარ ის სევილიაში ცხოვრობს ხომ არ გავიწყდება, მე კი მეზარება მგზავრობა, მეზარება იმაზე გაუთავებელი საუბარი რომ მარტო ვარ, არავინ მინდა როიალის გარდა და რომ ვენატრები, რომ მამაჩემისთვის არ უღალატია და ვაპატიო რომ გათხოვდა ... დამღალა ერთი და იგივე სიტყვებმა
-ხომ გეუბნები აუტისტი ხდები ნელ-ნელა და მალე მეც მომიშორებ
-ამიტომ უნდა შეეშვა შენს პაციენტებს და იფიქრო სიყვარულზეც
-შენ რომ გიყურებ საერთოდ მძულს კაცთა მოდგმა
-ყოველთვის გძულდა და მგონი მართლა მე გიყვარვარ...ვიფიქრო ორიენტაციის შეცვლაზე?
-უკვე მაღიზიანებ...სახლში გამიყვანე და თავიდნა მომშორდი- მის მანქანაში ჩახტა ,ღვედი შეიკრა და იქედან უყურებდა გოგოს.
სალომე სახლთან დატოვა და თავადაც გაემართა ბინისაკენ. ბარგი ჩაალაგა, შემდეგ სააბაზანოში შევიდა ჯაკუზი აავსო და ქაფიან წყალში ჩაეშვა, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამში ისევ მისი სახე დაინახა , მისი ჭაობისფერი თვალები და ხარბი მზერა. ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებდა, სხეულის თრთოლვას გრძNობდა ,სუნთქვა გაუხშირდა თითები წყლის ქვეშ დამალულ სხეულზე გადაიტანა . თითებს მონოტორულად ამოძღავებდა, ტუჩები გაეპო და ჩუმი კვნესა წასკდა, შემდეგ კბილები ჩაასო ქვედა ტუჩს და რამდენიმე წუთის შემდეგ ძალაგამოცლილი ამოვიდა ჯაკუზიდან. მოწესრიგდა , წამალი დალია, მაღვიძარა დააყენა და დაიძინა.
ფრენის დროს ყოველთვის წიგნს კითხულობდა . შესვლისთანავე მოკალათდდა, ჩანთიდან ყურსასმენები და წიგნი ამოიღო, კომფორტულად მოკალათდდა და მთლიანად მოსწყდა გარესამყაროს. ფანჯრის მხარეს იჯდა და შიგადაშიგ ღრუბლებს უყურებდა. შემდეგ ვიღაც დაჯდა მის გვერდით, წიგნი აართვა და ყურასასმენებიც მოაშორა
-სოფიო , როგორ ხარ?
-გაბრიელ - გაოგნებული უყურებდა, წამით ისიც კი იფიქრა რომ ეჩვენებოდა. ბიჭი სერიოზული სახით უყურებდა მერე სოფიოს დაბნეული გამომეტყველება რომ შენიშნა ჩაიცინა
-საინტერესო დამთხვევაა- მისკენ მიიწია, კოსიდან ჩამოვარდნილი თმის ნაწილი ყურს უკან გადაუწია და მერე ყბის კუთხეში აკოცა. ისე ახლოს იყო სოფოს სუნთქვაც კი გაუჭირდა, მისი სურნელი ისე დაეტაკა ცხვირიც აეწვა, თვალები მინაბა და ტუჩზე წამსვე გადაისვა ენის წვერი- შენ და შენი დაუდევარი კულულები - გაიცინა და სავარძელს მიეყრდნო- კონცერტი გაქვს?
-ხო ...
-დიდხანს აპირებ დარჩენას?
-რამდენიმე კონცერტი მაქვს ... შენ , არ ვიცოდი საქართველოში თუ დაბრუნდი
-მხოლოდ რამდენიმე დღით ვიყავი ახლა ისევ ვუბრუნდები ესპანეთს ... ვეცდები მოვიდე , მომენატრა შენი მოსმენა - ლაპარაკობდა მშვიდად და თან ქალის სხეულს ათვალიერებდა ისე თითქოს ცვლილებებს ელოდა- ისევ ისეთი ხარ ...
-როგორი
-მარტოსული და ჩემზე შეშლილი - საშინელი კაცი იყო გაბრიელი სოფიო ამას დიდი ხნის წინათ მიხვდა. ალბათ არ არსებობდა ქალი დედამიწაზე ვინც ამ კაცს უკეთ იცნობდა ვიდრე სოფიო , მაგრამ მაინც სწორი იყო სოფიო შეშლილი იყო . ჯერ თვალებში უყურებდა, რწმუნდებოდა რომ გაბრიელის მზერა სწორად გაიგო და შემდეგ თავად გადაკვეთა ზღვარი.
ჯერ მსუბუქად შეეხო მის თხელ ტუჩებს , შემდეგ მისი ქვედატუჩი ტუჩებსშორის მოიქცია და მსუბუქი კვნესა წასკდა მოზღვავებული ემოციისგან. თითქოს ნაწილებად დაიშალა იქვე, როგორ შეიძლებოდა უბრალოდ შეხებისას გათიშულიყო. თითები თმაში შეუცურა და მისი ტუჩების მოძრაობას აჰყვა შემდეგ იგრძნო როგორ შეცურდა მისი ცხელი ენა და შესაბამისად დახვდა. იღიმოდა ბატონი , ხელი მის ფეხებსშორის ჰქონდა უკვე შაცურებული,მაღალწელიანი შარვლის შიგნით შეღწევა გაუჭირდა მაგრამ მაინც მოახერხა და თავადაც ამოიოხრა ქალის სისველე რომ იგრძნო . მერე კეფაზე მოსდო მეორე ხელი და ტუჩზე კბილები შაასო
-ამის დედაც ...მეზიზღება თვითმფრინავებში ჟ.მაობა და შენ ისევ მაიძულებ . უკვე მეორედ- ამოიოხრა უჟანგბადობისგან შეჩერებულმა და ისევ აკოცა . მერე ნაბიჯების ხმა გაიგო და უცებ გასწორდა. პერანგი გაისწორა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სწრაფად წავიდა
სოფიო რამდენიმე წამს იჯდა და სივრცეს უღიმოდა, შემდეგ იქეთ წავიდა საითაც გაბრიელი . კარზე ზუსტად ოთხჯერ დააკაკუნა და შემდეგ აღმოჩნდა. რამდენიმე წამში ნახევრად შიშველი კარს იყო ზურგით აკრული, ფეხები გაბრიელის წელზე ჰქონდა შემოხვეული , მის მოძღაობას გრძნობდა და ნაწილებად იშლებოდა. არაფერი იყო ამქვეყნად გაბრიელის და ვნების გარეშე. მისი დაბინდული მზერა, თითები რომლებიც საჯდომზე და თეძოზე უჭერდნენ . სხეული რომელიც სულ დაენამა , ხმა რომელსაც ბოლოს ისიც ვერ აკონტროლებდა და კულმინაცია . გაბრიელის სიამოვნებისგან შეცვლილი სახე, ღიმილი და შემდეგ სიცარიელე. უცებ რომ გამოეცალა კაცის სხეული ფეხზე დგომა გაუჭირდა, დაეცემოდა ცალი ხელი რომ არ მოეხვია გაბრიელს
-მე ... უბრალოდ
-დიდი ხანია ს.ქსი არ გქონია სოფიო ? - ტუჩებზე გადაუსვა თითები და ზემოდან დააცქერდა- ისევ?
-გაიწევი ? უნდა ჩავიცვა ...კარზე აკაკუნებენ
-
-შენი სახე რომ იცნონ?
-სოფიო - გაიცინა და მერე ისევ დაუწყო კოცნა - ტუჩები დაგისივდა
-გაბრიელ - როგორი უსუსური იყო, როგორ უყურებდა ლაპარაკობდა ან იქცეოდა . გაბრიელის წინ გადაშლილი წიგნივით იყო ყოველთვის რაც უზომოდ ახალისებდა კაცს . ამდენ ღიმილს ვერავინ იმსახურებდა ,სოფიოს საწინააღმდეგო ქცევები ყოველთვის ახალისებდა. წლების გასვლის მიუხედავად,მიუხედავად მისი სექსუალური ფანტაზიებისა ყოველთვის მასთან საუბრისას დაბნეულ თინეიჯერს ემსგავსებოდა პირველად რომ უნდა აკოცოს ბიჭმა.
-შენ ისევ მხოლოდ ჩემი ხარ ! - ზურგი აქცია , ონკანი მოუშვა . მოწესრიგდა, სახეზე წყალი შეისხა და მერე გაიხედა მისკენ
-უმნიშვნელო კითხვების დასმა როდის დაიწყე
-არ დამიწყია ... მხოლოდ იმას ვკითხულობ რაც მაინტერესებს და ეს კითხვა არ იყო
-იქნებ ცდები
-ისევ აკაკუნებენ . მზად თუ ხარ გავიდეთ- აწეწილ თმას შეუბერა და მერე გავიდა.
კართან ვიღაც ხანშიშესული ქალი იდგა , მშვიდად აუარა გვერდი და თავისი სავარძლისკენ დაიძრა.
რთული იყო დარჩენილი რამდენიმე საათის მასთან ახლოს და შორს გატარება. ვერც ისაუბრებდნენ იმიტომ რომ გაბრიელს არ უყვარდა ზედმეტი სიტყვები მითუმტეს იქ სადაც სოფიოს გარდა სხვა ადამიანებიც იყვნენ .
შემდეგ სანამ თვითმფრინავს დატოვებდნენ გაბრიელმა წიგნში ფურცელი ჩაუდო და გაუჩინარდა. როგორც ყოველთვის უკან მოუხედავად წავიდა, თავისი მოზომილი, დინჯი ნაბიჯებით . აეროპორტში ვიღაც ქალი დახვდა , ლამაზი შავგვრემანი ქალი სოფომ ჩემოდანი როგორც კი აიღო მაშინვე გასასვლელისკენ წავიდა. ტაქსი გააჩერა და სასტუმროს მისამართი უთხრა. ყელში უჭერდა უკვე ყველაფერი , აგიჟებდა და მოსვენებას არ აძლევდა. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა უფრო მეტად სძულდა საკუთარი თავი,მაგრამ მაინც იცოდა რომ გაბრიელს ვერ შეეშვებოდა.
დრო საშინლად გაიწელა სანამ ნომერში შეაღწია , შემდეგ შესასვლელშივე დატოვა ბარგი , გახდა დაიწყო და მანამ ვერ შეძლო მშვიდად სუნთქვა სანამ გრილი წყლის ჭავლის ქვეშ არ აღმოჩნდა. დიდხანს იდგა კედელზე მიყრდნობილი , შემდეგ ხალათი მოიცვა , თავზე პირსახოცი მოიხვია და საწოლზე დავარდა. ჩანთიდან პლანშეტი ამოიღო სალომეს მისწერა და შემდეგ გამოჩნდა კიდეც ეკრანზე
-რას ნიშნავს ნახე.... ხომ არ მოგეჩვენა და ვიღაც უცხოს ხომ არ გაუშალე ფეხები ცაში
-კლინიკაში ხარ?
-სოფიოო
-ის იყო, რამდენიმე დღით ჩამოვედიო და ისევ დაბრუნდა ... აქ რჩება . იხალისა იმით რომ ისევ მარტო ვარ და მასზე ვგიჟდები , ისევ ისეთია ჰაერში ჩემთან იყო ხმელეთზე სხვა ქალი დახვდა, ვიღაც ვინც მის გემოვნებაში ჯდება .
-როდის მიხვდები რომ ნაგავია და არ გიმსახურებს
-დიდი ხანია მივხვდი სალომე
-მერე ? როდის ეტყვი უარს
-მისმაართი დამიტოვა, ალბათ მისი სახლის
-ააჰ ევროპაში რადგან ვართ მის სახლში მისვლის ნებას გაძლევს?
-სალომე , რომ დავინახე ...რომ ვაკოცე მივხვდი რომ იმაზე მეტად მენატრებოდა ვიდრე ვიაზრებდი
-წახვალ ხომ? მითხარი რომ არ წახვალ...მითხარი რომ მასთან არ მიხვალ . იქ უნდა დაგხვდეს იმ ესპანელ ლამაზმანთან ერთად
-და რომ წავიდე რა...მივიღებ იმას რაც მინდა და შემდეგ დავბრუნდები საქართველოში
-დაბრუნდები უფრო დამძმებული მდგომარეობით და მოგკლავ. თუ მიხვალ გეფიცები, ჩვენს 15 წლიან მეგობრობას გეფიცები აღარასდროს დაგელაპარაკები !
-სამ საათში კონცერტი მაქვს...მისაღებში დამხვდნენ ორგანიზატორები, სავსე იქნება მთელი დარბაზი . აქ მზიანი ამინდია, სასიამოვნოდ გრილა
-სოფიო
-არ წავალ , დამშვიდდი ახლა უნდა გავიდე. ორგანიზატორებს უნდა შევხვდე და ჩემი მივიწყებული ესპანური გავიხსენო
გამოიცვალა და საქმეს შეუდგა. ამ დროს ნამდვილად არაფერზე ფიქრობდა. ესპანურად საუბარი ვერ შეძლო, მაგრამ ინგლისურად შესანიშნავად გამოსდიოდა. კონცერტამდე ყველაფერი შეამოწმა, ისაუბრა, ისადილა კიდეც და შემდეგ ისევ ნომერში დაბრუნდა.
საღამოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, წარმოუდგენლად კარგად . შემდეგ წვეულებაზე გადაინაცვლა, იქაც დაუკრა ერთხელ და ახალი ნაცნობები შეიძინა.
წლების წინ , მაშინ როდესაც ჯერ კიდევ დამწყები იყო არავის ესაუბრებოდა. ერიდებოდა ხალხთან კონტაქტს, კოლეგებთანაც კი. ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, მუდამ ჯინსებით , უზარმაზარი მაისურებითა და არეულად შეკრული თმით. მისი ურჩი თმა კოსად რომ იკვრებოდა საოცარი სანახავი ხდებოდა, მისი ღია ცისფერი თვალები ისეთი გამჭვირვალე იყო თითქოს სარკეში იყურებოდი და იქ საკუთარ ანარეკლს დაინახავდი.
არ იყო ჩვეულებრივი თინეიჯერი, არ იპრანჭებოდა, არ აქცევდა ყურადღებას ბიჭებს, არ უყვარდა ჭორაობა . სკოლაშიც მხოლოდ მინიმალურ ცოდნას იღებდა, უკრავდა, წიგნებს კითხულობდა და უცხო ენებს სწავლობდა. ბებია უკრაინელი ჰყავდა , ბავშობიდან სამ ენაზე ესაუბრებოდა . შემდეგ ინგლისური და გერმანული ისწავლა სკოლაში სიარულის დროს. სკოლის შემდეგ იტალიური და სულ ცოტა ესპანურიც ვინაიდან ამ ქვეყანას ხშირად სტუმრობდა.
კონსერვატორიაში სწავლის დროს კონცერტებზე გასვლაც კი არ უნდოდა ხოლმე. თავისტვის მარტო დაკვრას არჩევდა, არ უყვარდა როდესაც აქებდნენ, არც ყურადღების ცენტრში ყოფნა უწევდა. საზოგადოებაში გამოჩენა ყოველთვის გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებდა, თავისუფლად ვერ გრძNობდა თავს და ამიტომაც მარტო ყოფნას არჩევდა.
სალომე იცნობდა ძალიან ბევრ ადამიანს , ამიტომ სოფიოსაც ჰყავდა ბევრი ნაცნობები . ისე უბრალოდ იცოდა მათზე ,მათაც იცოდნენ სოფიოზე და თუ საჭიროება იყო კონტაქტობდა კიდეც მათთან.
თუმცა კომპლექსიანიც არ იყო, რაღაც სხვა შეგრძნებები ჰქონდა უცნაური კომფორტის გრძNობა რაც ყველაფერს მართავდა. ურთიერტობა , საუბარი ყველასთან შეეძლო საბოლოო ჯამში ,მაგრამ მისთვის მხოლოდ სალომე იყო ....სალომე და როიალი.
18 წლისაც არ იყო დედამისი, ნინო ქვეყნიდან რომ წავიდა . თავდაპირველად მუშაობდა , დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მორიგი საუბრისას უთხრა რომ თხოვდებოდა და თავისზე ბევრად უფროსი კაცი გააცნო.
შემდეგ მუშაობის დაწყება გადაწყვიტა, თავიდან გაუჭირდა რესტორნებში დაკვრა . ხშირად იცვლიდა სამსახურს და პარალელურად სწავლას აგრძელებდა.
ახლა კი სრულიად სხვა ქალი იყო , გაზრდილი, შეცვლილი, მომღიმარი, კომუნიკაბელური და ქალური . უკვე ცნობილი პიანისტი იყო და საკმაოდ ბევრმა იცოდა მასზე .
გვიან დაბრუნდა ნომერში, მაკიაჟი მოიშორა და დაიძინა. დაღლილობამ იმდენად იმოქმედა რომ უბრალოდ გაითიშა. დილამდე არც კი შეტოკებულა, შემდეგ სასტუმროს რესტორანში ჩავიდა სასაუზმოდ და გამოუჩნდა კიდეც დღის პარტნიორი. სასტუმროს ერთ-ერტი მფლობელი რომელიც კლასიკური მუსიკის მოყვარული იყო და აშკარად მოხიბულული იყო სოფიოს შესრულების მანერით.
კონცერტამდე მთელი დრო მასთან ერთად გაატარა, უამრავ თემაზე ისაუბრეს. ქალაქში ისეირნეს, ბოლოს ისევ როიალთან აღმოჩნდა . მომდევნო სამი დღე ისე გავიდა რომ ძალაც აღარ ჰქონდა , ხალხთან ურთიერთობა ყველაზე მეტად ართმევდა ენერგიას და შესაბამისად მარტო დარჩენას რომ ვერ ახერხებდა უკვე ცუდად იყო. ერთი თვისება რაც ჰქონდა იყო ის რომ სამშობლოს გარდა სხვა ქვეყანაში ვერასდროს გრძNობდა თავს კომფორტულად .
ბოლო ღამეს ატარებდა ესპანეთში და მაინც ისვე ისე უკრავდა როგორც პირველად.
მაგიდასთან იდგა ჭიქით ხელში და კამერას უღიმოდა მის გვერდით რომ გაჩნდა ჩვეული მშვიდი გამომეტყველებით
-გაზრდილხარ ამ ორი წლის განმავლობაში
-სამი წელი გავიდა გაბრიელ და ხო , უკეთ ვუკრავ
-უფრო უკეთ უგებ გულშემატკივრებს, თვალთმაქცობა გისწავლია და ეს ღიმილი რომელიც გეზარება . დავიჯერო ვერ ხვდებიან რომ გეზიზღება აქ ყოფნა ?
-რატომ გგონია რომ მეზიზღება როდესაც ვხედავ ჩემი შემოქმედების მოყვარულებს, ადამიანებს რომლებსაც გულწრფელად მოსწონთ ჩემი შესრულების მანერა
-და როგორ გგონია იმ წითურ ს.რს შენი შესრულებული კლასიკა უფრო მოსწონს თუ შენი ლამაზი მკერდი
-და შენს ახალ საყვარელს არ მოსწონს კლასიკური მუსიკა ? რატომ არ დაპატიჟე
-ძვირი დამიჯდა აქ შემოსვლა
-დაგპატიჟებდი გაბრიელ
-მახსოვს პირველად რომ გამოდიოდი დიდ სცენაზე . თავდაჯერება არ გქონდა, გეგონა რომ არ იმსახურებდი იქ დგომას. ვერ იგებდი რატომ იყო ყველა ადგილი დაკავებული და სულ მთლად გაფითრებული იყავი, გაყინული...იმ მანძლიდანაც კი ვხედავდი როგორ გითრთოდა სხეული . ის კაბა ისე გქონდა ტანზე მოტმასნილი მინდოდა შემომეხია და ისე დამესვი სახლში , ნახევრად შიშველი რომ უკრავდი არაამქვეყნიურად. ბევრჯერ ვიყავი შენს კონცერტზე მას შემდეგ, მაგრამ არასდროს უკრავ ისე როგორც იქ , შენს სახლში ჩემი სურნელით კანზე მაშინ როდესაც მე საწოლში ვწევარ და გისმენ - ისე საუბრობდა რომ არ უყურებდა, სადღაც შორს იყურებოდა . შორიდან რომ დაგენახათ მათი წყვილი იფიქრებდით რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ. სოფიომ თავი დახარა სახეზე აღბეჭდილი ემოციები რომ არ შეემჩნიათ . თითები ისევ გაეყინა, თავს ვეღარ ერეოდა ძალა არ ჰქონდა
-მაშინ 21 წლის ვიყავი , სულელი ბავშვი
-მაშინ ნამდვილი იყავი . ახლა სურვილებს უარყოფ მიუხედავად იმისა რომ იცი შენი ცხოვრების მთავარი სურვილი მე ვარ !
წავიდა , ისევ გავიდა და დატოვა სრულიად აშლილი სოფიო უცხო ადამიანების გარემოცვაში. ათობით ადამიანი იყო მის ირგვლივ ,მაგრამ მაინც მარტო იდგა.
დროზე ადრე დატოვა იქაურობა , სწრაფად მიაბიჯებდა ვინმეს რომ არ შეეჩერებინა. გვიან მიხვდა რომ უკან მიჰყვებოდა, იცოდა რომ ის იყო . იცოდა რომ არ უნდა გაჩერებულიყო , ოთახის კარი გააღო მხოლოდ შემდეგ მიიხედა უკან.
ოთახში იყო, მის ნომერში დადიოდა ისე თითქოს საკუთარ სახლში იყო. ჭიქა სასმელით აავსო , პიჯაკი მოიშორა პერანგი მკლავებზე აიკეცა და სავარძელში მოთავსდდა . მშვიდად მიირთმევდა ვისკის და სოფიოს უყურებდა
-გამაბრაზე ხომ იცი
-უფლება არ გაქვს
-ისიც იცი რომ ყველაფრის უფლება მაქვს რაც კი მინდება ...გინდოდა რომ მოვსულიყავი?
-არც მიფიქრია რომ მოხვიდოდი
-ყოველთვის მე მოვდიოდი შენთან და გეგონა რომ ახლა არ მოვიდოდი? - ხმას აუწია და ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა
-შენ სამი წლის წინ წახვედი , ერთ დღეს უბრალოდ წახვედი მეც მეგონა რომ მეორე დღეს ან მეორე კვირას ან მეორე თვეს დაბრუნდებოდი და დიდხანს ვამზადებდი შენს საყვარელ კერძებს უეცრად მოვარდნილს რომ დაგხვედროდა. ყოველ ღამეს სახლში ვატარებდი და ველოდი რომ გააღებდი კარს ისე როგორც ყოველთვის შემოხვიდოდი, ფეხსაცმელს იქვე დატოვებდი , ჰალსტუხს მოისროდი დაგინახავდი და მივხვდებორი როგორ იყავი. შენ კი დამირეკე და მითხარი რომ ჩემთან ლაპარაკი გჭირდებოდა , მთვრალი იყავი ვიღაცამ გაგაგიჟა და უბრალოდ საუბრისას მითხარი რომ გეზიზღებოდა აქაურობა და არ იცოდი როგორ გაუძლებდი ესპანეთში გადოცხოვრებას. შენ წახვედი გაბრიელ , ისე წახვედი რომ არც მითხარი
-ასაკის მატებასთან ერთად ყველა ქალი ერთმანეთს რატომ ემსგავსებით, არადა არავის ჰგავდი
-ხო , ჩემს დონეზე არავინ იყო არასდროს . მულტიფუნქციური მონა ოცდამეერთე საუკუნეში, მაღალორგანიზებულ დაპროგრამებულ რობოტიც რომ ვერ შემედრებოდა
-აი თურმე რა , ყელში ამოგივიდა ამდენ ხანს ამას მიმალავდი? არ მეგონა თუ დაგღალე ...თუმცა არა , არ იღლებოდი არასდროს გადათენებული ღამეებით რომელსაც ჩემს მკლავებში მოქცეული ატარებდი ოხვრითა და კვნესით - მიუახლოვდა , ზემოდან უყურებდა და კბილებს ერთმანეთს აჭერდა. თვალები უნათებდა , ნელ-ნელა გიჟდებოდა. მოთმინების მენზურა ჰქონდა რომელშიც წვეთები ეცემოდა და ივსებოდა
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემთვის ვინ ხარ და ვერასდროს გაიგებ იმიტომ რომ საკუთარი თავის გარდა ვერავის ვერასდროს დაინახავ . სამი წლის წინ ...არა ზუსტად 30 თვის წინ დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი ყველაფერს შენთვის ,მაგრამ დასრულდა . ის რაც იყო , ზოგჯერ არც ვიცი რა ერქვა ჩვენს ურთიერთობას მხოლოდ ის ვიცი რომ ორივე ვიღებდით იმას რაც გვსურდა და ახლა არ გაქვს უფლება რომ მიბრაზდებოდე, რომ გწყინდეს , მოთხოვნებს მიყენებდე ან რაიმეს ელოდე ჩემგან
-კარგად უმუშავია ექიმ სალიოს , რომელმაც არ იცის რომ მე ყველა ჩემს ქალს ყოველი ნახვის შემდეგ არ ვ>>მავ , არც მისი ცხოვრბეით ვინტერესდდები, არც ველაპარაკები და არც ჩემი ყველა ბნელი საიდუმლო იცის
-შენი საიდუმლოები ჩემთან ერთად დაიმარხება შენ ხომ იცი
-რომ ვიცოდი იმიტომ ფლობ საშიშ ინფორმაციებს ... ხვალ მიდიხარ ? - თითები თმაში შეუცურა -თმებს რა უქენი ამ სამი წლის განმავლობაში,იცოდი არ მოვიდოდი და აუშვი ხო?- ლოყაზე აკოცა და მერე ყბაზე გადავიდა- გეყოფა , მე ხომ ვიცი რომ სურვილით იწვი. მთელი სხეულით ვგრძნობ - თითებით კაბის შესაკრავი იპოვნა და ნელა გახსნა ,შემდეგ შიშველ კანზე შეეხო
-გაბრიელ
-დარჩი ცოტა ხნით , შვებულებას ავიღებ და გავეპაროთ ჩვენს ცხოვრებას-თავისი მწვანეებით უყურებდა და გონებას ურევდა
-არ გინდა გთხოვ , საკუთარ თავს მაზიზღებ გაბრიელ
-რომ გიყვარვარ იმიტომ? - ჩაიცინა და უკვე მის ტუჩებს მიაღწია- ტეხავს სიყვარულის უნარის გამო საკუთარი თავი შეიძულო
-როგორ შეგიძლია ასეთი მლიქვნელი იყო, როგორ გამოგდის ზუსტად იმ სიტყვების მოფიქრება რომელიც გჭირდება
-სოფიო დარჩები თუ არა
-არა -არც კაბა გაუსწორებია, არც მოშორებია. უბრალოდ იდგა ასე გულაჩქარებული, სურვილმორეული და მაინც უარს ეუბნებოდა
-არა...არა ?
-ხვალ მივფრინავ
-მართლა გყავს ვინმე? - უკან დაიხია, თავზე ხელი გადაისვა და ჭიქას მიუბრუნდა. ბოლომდე რომ დაცალა შემდეგ გაუსწორა მზერა. სოფიოს პირველად გაეცინა ამდენი ხნის შემდეგ . შებრუნდა ფეხსაცმელი გაიხადა. კაბაც მოიშორა პენუარი იქვე გადაიცვა და მერე საწოლზე დაჯდა-სოფიო დამცინი?
-ცუდად ხარ?
-ცუდად ?
-რატომ სვამ სულელურ კითხვებს? რა გჭირს შენი ტვინი ამდენ ჩახლართულ ამბავს ვეღარ უძლებს?
-სოფიო
-არავინ მყავს, მაგრამ უნდა გადაგეჩვიო
-უნდა გადამეჩვიო,მაგრამ ვერ გადამეჩვიე
-და შენ თვითკმაყოფილებით კვდები
-შეიძლება რომ დავრჩე თუ შენს გვერდით რომ დავიძინო ვეღარ გადამეჩვევი
-დარჩი.
რამდენიმე წუთით სააბაზანნოში შევიდა, მაკიაჟი რომ არ მოეშორებინა გაგიჟდებოდა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში დაბრუნდა. საწოლზე იწვა უკვე გაბრიელი ისე როგორც იძინებდა ხოლმე , ბალიშებს იყო მიყრდნობილი ნახევრად იწვა და ისე უყურებდა. სოფიოც მოთავსდდა, ბალიშებს მიეყრდნო და ზემოდან დახედა
-არ ვიძინებთ?
-რჩევა მჭირდება
-ანუ ჩემი გამოყენება გადაწყვიტე...რამე პრობლემა გაქვს?
-ლაშა თოდუას ვუყვარვარ - ჭიქა აიღო , წყალი დალია გაბრიელი კი წამსვე წამოჯდა
-ვინ ლაშას, ლაშასთან რა გესაქმება...ლაშასთან რა გინდა გოგო
-ერთი წლის წინ გამოჩნდა, რომ მითხრა ვინც იყო მაშინვე გამახსენდა . ცოტა ხნის შემდეგ მითხრა რომ მოვწონდი და ურთიერთობის დაწყება უნდოდა
-მერე ?
-მერე...რა მერე რა გგონია რომ რა
-როგორ მოიშორე , ვაფშე მოიშორე თუ დავბრუნდე და დედა ვუტირო
-სალომეს გული გაუსკდება იმ ბიჭს რამე რომ დამართო
-მაგ გოგოს კაცების არაფერი გაეგება...ტყავიდან ძვრებოდა ხო ლაშასთან რომანი რომ დაგეწყო
-მოსწონდა კაცი ჩემს ცხოვრებაში რომელიც მე არ მაინტერესებდა და ის აკეთებდა ყველაფერს ჩემს შესაბმელად
-ს.რი ჩემი ქალები როგორ უნდა მოსწონდეს მთელი ცხოვრება დედას შევ>ცი
-ცოტა ხნით ვფიქრობდი რომ ჩვენზე იცოდა, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ აზრზე არ იყო
-ნიჭიერ ქალებზე გადავიდა ? რომ კოტრდება იცის და ცნობილი ქალი უნდა ჰყავდეს გვერდით?
-რატომ გგონია რომ რაღაც სხვა მიზეზის გამო ვუყვარვარ
-მაგ სიტყვას ნუ ამბობ...არ უყვარხარ
-რა იცი რომ არ ვუყვარვარ ,არ შეიძლება მეც შევუყვარდე ვინმეს?
-შეიძლება, მაგრამ ვინმე კაცს და არა მისნაირ ნაბიჭვარს . სანამ შეგიყვარებს ხომ უნდა გადამეჩვიო,ხოდა ჯერ გადამეჩვიე
საწოლში მჯდომს ხელი ჩაავლო და ზემოდან მოექცა.
-გაბრიელ
-მითხარი რომ არ მოგწონს
-ლაშა?
-არავინ
-ეგოისტი გახდი გაბრიელ?
-დარჩი !
-გაბრიელ
-მჭირდები, დარჩი -აკოცა , მფეთქავ არტერიაზე მიაწება ტუჩები და შემდეგ ქვემოთ გადაინაცვლა- დარჩი სოფიო
-არ შემიძლია
-შეგიძლია, შენ სრულიად ყველაფერი შეგიძლია ... რა გინდა იმისთვის რომ დარჩე
-შენ რა გინდა ჩემგან , რატომ უნდა დავრჩე
-მომენატრა სოფიო რომელიც მარტო ჩემთვის უკრავს , სოფიო რომელსაც ჩემი მოსმენა შეუძია და სოფიო რომელიც ასეთ დროს მეუბნება სრულიად მშვიდად რომ ჩემს საცოდავ მტრადწოდებულს უყვარს ...რა გინდა კიდევ რომ გითხრა
-კიდევ როგორ იკერებიან ქალები...მომენატრე თუ არ ჭრის
-სოფიო უბრალოდ დარჩი
-რას მთავაზობ - წამოიწია და გაიცინა
-ვილაპარაკოთ , დავისვენოთ ს.ქსის გარეშე...თუ გაუძლებ
-აი უკვე გამოწვევაზე გადახვედი
-რამდენ რამეს ვცდილობ და ისევ ვერ გითანხმებ ? თუ უკვე დაგითანხმე და უბრალოდ გაინტერესებს რაზე ვარ წამსვლელი
-მაკვირვებ
-მეც , ამდენს არასდროს მალაპარაკებდი სულ იცოდი რა მინდოდა რეალურად და დავიჯერო ახლა ვერ ხვდები რა მინდა ამდენს რომ მალაპარაკებ?
-ვერ დავრჩები , დედაჩემი გაიგებს და მასთან წასვლა მომიწევს რაც არ მინდა
-ისევ არ ხვდები?
-ჩემთვის კითხვების დასმა არ გიყვარდა , ხოდა ნუ შევიცლებით
-სოფიო ასე არ მიშლიდი ნერვებს ადრე
-წუწუნებ იცი?
-ვიცი და ბავშვობაშიც არ მოვქცეულვარ ასე ... ანუ მიდიხარ
-მივდივარ
-მაგასაც ვნახავთ- მოკლე პენუარი წამში მოაშორა ზემოდან მოექცა და ხელები ისე შეუკრა სოფიოს გონს მოსვლა არ ადროვა . ისევ ისე მოიქცა როგორც სუდა, საკუთარი თავიც კი გააკვირვა იმდენ ხანს ცდილობდა სიტყვებით მის დარწმუნებას .
წლების წინ სრულიად სხვაგვარი იყო მათი ურთიერთობა. გაბრიელმა არც კი იცოდა პირველად როდის შეხვდა სოფიოს, არ იყო მის მეხსიერებაში ის ღამე როდესაც მის გვერდით როიალთან იჯდა და უკრავდა. არ ახსოვდა ძალიან ბევრი რამ , მაგრამ იყო დეტალები რაც უბრალოდ არ ავიწყდებოდა.
დილით რომ გაიღვიძა მარტო იყო საწოლში. იფიქრა რომ გაბრიელმა დატოვა რაც არც ისეთი უჩვეულო მოვლენა იყო, თითქმის არასდროს შეეძლო ღამით დარჩენა. საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოში შევიდა . შემდეგ ბარგის ჩალაგება დაიწყო , წასვლამდე სადილობა გადაწყვიტა , სალომეს ელაპარაკა და შემდეგ რესტორანში ჩავიდა. მაგიდასთან იჯდა მისი ყავის ფინჯანი რომ აიღო და დალევა დაიწყო
-დიაბეტი ისევ არ გაქვს? ამდენი წელია შაქარს სვამ ცოტა ყავით და წყლით -ჭიქა დააბრუნა და მერე მიმტანს დაელოდა , შეკვეთა მისცა და თითები მაგიდაზე აათამაშა
-აქ რას აკეთებ
-სადილობას ვაპირებ, შენი ბარგი მანქანაშია
-აეროპორტში მაცილებ?
-ხო, აეროპორტში მივდივართ
სადილობის დროს ზედმეტ სიტყვასაც არ იტყოდა. ნახევარი საათი მშვიდად, დინჯად მიირთმევდა და სოფიოც უყურებდა
-უნდა წავიდე , შენი მანქანა არ ვიცი სად არის და ახლა უნდა ვეძებო ჩემი ბარგი? ან საერთოდ ვინ შეგიშვა
-წავედით
მშვიდად წამოდგა და წინ წავიდა. ისიც მიჰყვებოდა, მანქანაში რომ ჩასხდნენ ჯერ მშვიდად იყო . რამდენიმე წუთში რომ მიხვდა სადღაც მისთვის გაურკვევლ ადგილას მიდიოდნენ ჭკუიდან შეიშალა .
-სად მივდივართ
-შეგიძლია დაიძინო, ჯერ ვერ ჩავალთ
-შენ სრულ ჭკუაზე არ ხარ ხომ?
-გეყოფა , გუშინ რაც გაგიტარე ის და გაჩუმდი
-რა გინდა ? სხვა ვერავინ იპოვნე ამ დედამიწაზე ? მაინცადამაინც მე უნდა შემშალო?
-შენ უკვე შეშლილი ხარ და სხვაზე ენერგია უნდა დავხარჯო რაც მეზარება. დამშვიდდი და შეწყვიტე უაზრო ჯუჯღუნი
რამდენიმე საათი იყვნენ გზაში და შემდეგ პატარა დასახლებაში შევიდნენ , ერთ -ერთ სახლთან გააჩერა მანქნა და გადავიდა. ჩემოდნები გადაიტანა და სახლში შევიდა, ჩანთები საძინებელში შეიტანა და სოფიოს გახედა
-მელოდებიან , უნდა დავბრუნდე შენ კი ჩემი ტელეფონიც კი აიღე და აქ ეჭვი მაქვს ინტერნეტი საერთოდ არ არის
-არ დაგვჭირდება ... დავწვეთ, საშინლად მტკივა ზურგი
-საერთოდ არ გაინტერესებს ჩემი მდგომარეობა ხომ? საერთოდ არ გადარდებს როგორ ვიქნები ამ ერთი კვირის შემდეგ ...რატომ მექცევი ასე -თვალები აემღვრა და ხმა ჩაუწყდა
გაბრიელი საწოლზე იჯდა და მშვიდად უყურებდა . მისი ცრემლებიც კი არ მოქმედებდნენ. ისევ სოფიომ უპასუხა საკუთარ თავს- უბრალოდ გინდა და იმიტომ ... სხვა არაფერი გადარდებს
-ანუ რა უნდა გააკეთო?- საწოლზე კომფორტულად მოკალათდდა და რამდენიმე წუთში ისიც მის გვერდით დაწვა. ზურგი აქცია , დიდხანს ტიროდა შემდეგ ჩაეძინა . გაბრიელი საწოლიდან წამოდგა და გარეთ გავიდა. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, უკონტროლოდ იქცეოდა. არ ფიქრობდა და ეს ყველაფერი ჭკუას აკარგვინებდა.
ორი დღე დარჩა მასთან ერთად, შემდეგ გაბრიელი სადღაც გავიდა . ბარგი ჩაალაგა, ტაქსი იპოვნა და პირდაპირ აეროპორტში წავიდა . პირველად ტოვებდა გაბრიელს, პირველად მიდიოდა მისგან .
როგორც კი ჩაფრინდა მაშინვე სალომესთან წავიდა. სახლის კართან იდგა და ოცნებობდა რომ მარტო ყოფილიყო სახლში. როგორც იქნა გამოჩნდა , აშკარად მორიგეობის შემდეგ იყო დაბრუნებული და ნახევრად ეძინა ,მაგრამ სოფიო რომ დაინახა გამოფხიზლდა
-ცუდად ვარ ... მგონია რომ მალე მოვკვდები - ცრემლები წამოუვიდა, სალომეს ეხვეოდა და ტიროდა. ის კი გაშეშებული იდგა, თმაზე ეფერებოდა და ვერაფერს ამბობდა.
მთელი დღე სალომეს ოთახში გაატარა, დამამშიდებელი მისცა გაბრიელის ლანძღვის დასრულების შემდეგ პატარა ექიმმა და შემდეგ იქვე ჩაეძინა.
მეორე დღეს დაუბრუნდა ბინასაც და საკუთარ ცხოვრებასაც. უფრო მეტად ჩაიკეტა, კიდევ უფრო შორს იდგა ყველაფრისგან. იჯდა უკრავდა და მეზობლებიც უფრო ხშირად აკითხავდნენ, საყვედურობდნენ ხმა გვაწუხებსო, მაგრამ მაინც ვერ ანებებდა თავს. საერთოდ გაქრა სცენიდან და ასე გავიდა თითქმის ორი თვე
ქუჩაში მიდიოდა, გამოუძინებელი, ძალაგამოცლილი და წინ არც იყურებოდა. თავზე კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული რომ არავის ეცნო . მარკეტში უნდოდა შესვლა ხვდებოდა რომ საჭმელი სჭირდებოდა , ბოლოს რა ჭამა არც კი ახსოვდა. მარკეტს გვერდი აუარა, ისეთი ამინდი იყო რატომღაც სეირნობა მოუნდა, გზას აგრძელებდა სანამ ერთ-ერთ რესტორანთან რამდენიმე შავი ჯიპი არ დაინახა. გზა თითქმის გადაკეტილი იყო ვიღაც ისეთი გამოდიოდა ჩვეულებრივ მოკვდავებს ახლოს რომ არ აკარებდნენ. არც შეუმჩნევია წინ წავიდა ისევ ისე თავდახრილი სანამ ვიღაც კუნთმაგარმა არ შეაჩერა. თავი ასწია და წამსვე უკან დაიხია თავზე ქუდი გადასძვრა , უცნაურად იგრძNო თავი , შეეშინდა კიდეც ისე უყურებდნენ როგორც დამნაშავეს. რაღაცას ეუბნებოდნენ შენობიდან რომ გამობრძანდა ბატონი გაბრიელი მამასთან და რამდენიმე ბიჭთან ერთად . თავის ტკივილი იგრძNო, თვალები დახუჭა უკან წასვლა უნდოდა ,მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა ყველაფერი შავმა ფერმა შთანთქა .
გონს რომ მოვიდა საავადმყოფოს პალატაში იწვა ,სრულიად მარტო . ისევ თავბრუსხვევას გრძNობდა, საწოლზე იჯდა კარი რომ გაიღო და ექიმი შევიდა. ისე ესაუბრებოდა წამით ინგლისის დედოფალი ეგონა თავი. გადაღლილობის და სტრესის გამო დაკარგეთ გონება, ანალიზების პასუხები დამაკაყოფილებელიაო . ფსიქოლოგთან მისვლა ურჩია შესთავაზა კიდეც ერთ-ერთი მათგანი. სოფომ მაშინვე ჰკითხა წასვლის უფლებას თუ მომცემთო და ექიმი როგორც კი გავიდა ჩაცმა დაიწყო . სწრაფად უნდოდა წასულიყო , მაგრამ ისევ გაიღო კარი და ვიღაც ბიჭი გამოჩნდა სერიოზული სახით
-ქალბატონო სოფიო , ბატონმა გაბრიელმა გამოჯანმრთელება გისურვათ . გთხოვათ თუ რაიმე გჭირდებათ მე შემატყობინოთ და ვეცდები რომ
-გმადლობთ, თავისუფალი ხართ. შეგიძლიათ წახვიდეთ
-სახლში უნდა წაგიყვანოთ თუ რა თქმა უნდა სხვაგან არ გგნებავთ წასვლა... გთხოვთ - კარი გაუღო და დაელოდა როდის გავიდოდა.
თითები უკანკალებდა, მუშტები შეკრა და ჯიბეებში ჩაიწყო, ქურთუკი შეიკრა, თავზე ისევ ქუდი ჩამოიფხატა და კაპოიუშონიც არ დავიწყნია. წინ მიდიოდა და უკან არ იყურებოდა. მიმღებში მივიდა და ჯიბიდან საფულე ამოიღო ბიჭმა თავი რომ შეახსენა
-უკვე მოგვარებულია ქალბატონო სოფიო
-მოგვარებულია. ხო , რა თქმა უნდა-ჩუმად თქვა და ამჯერად შენობა დატოვა.
-აქეთ , გთხოვთ - მანქანისკენ ანიშნა ბიჭმა ,მაგრამ გაჩერდა
-ბატონ გაბრიელს გადაეცით რომ სახლამდე მიმაცილეტ, რომ კარგად ვარ და მადლობა გადაეცით დახმარებისთვის ისიც უთხარით რომ , თუმცა სხვა არაფერია საჭირო
წავიდა , ტაქსი გააჩერა და სახლში დაბრუნდა. საღამომდე საწოლზე იწვა, გათიშული და ვეღარც უკრავდა. ცოტა ხნით ჩაეძინა, მაგრამ მალევე გაიგო კარის გაღების ხმა რასაც მისი ნაბიჯები მოჰყვა და ისიც გამოჩნდა. ოთახში შუქი აანთო და საწოლისკენ დაიძრა, როგორც ყოველთვის ფანჯარასთან დადგა , სიგარეტს მოუკიდა . პერანგის ღილები გაიხსნა და სოფიოს მზერა გაუსწორა
-მეჩვენები ხომ? ყველაფერი სიზმარია ... თვითმფრინავის ამბავიც და ახლა აქ არ ხარ
-იცი ახლა ასე რატომ ხარ?
-რატომ
-იქედან რომ გამეპარე და დამტოვე ს.რივით იმიტომ ! საკუთარ სურვილებს რომ გადააბიჯე რაღაც ს.რული აზროვნების თუ რაღაც დედისტ.ვნის გამო იმიტომ ...
-წადი გთხოვ- თავი თითქმის მუხლებამდე მიიტანა ისე იყო მოკეცილი , აღარც უყურებდა
-სალომეს დაურეკე?
-ვიცი რომ დრო არ გაქვს , შეგიძლია წახვიდე
-რა თქმა უნდა წავალ, საერთოდ არ იმსახურებ რომ აქ ვიყო
-მე არასდროს გიმსახურებდი დავაბრუნოთ უკან განვლილი წლები-ისევ ცრემლები სდიოდა. რამდნეიმე წუთს გაბრიელის ღრმა სუნთქვა ესმოდა, შემდეგ სიმსუბუქე იგრძნო, ჰაერში იყო, მის გულთან ახლოს . შემდეგ წყლის ჭავლის ქვეშ იდგა ტანსაცმლით , ჯერ ძალიან ცივი იყო და ცახცახი დაიწყო , შემდეგ წყალიც გათბა და მოდუნდა. ტანსაცმლისგან ათავისუფლებდა და სახეზე ეფერებოდა, ტუჩები დაუკოცნა და კედელს ააკრა. სწრაფად მოიშორა ტანსაცმელი , მუცელზე შეისვა გოგო და კედელს ხელებით მიეყრდნო
-შემომხედე!
-რა საჭიროა- მკლავები მოხვია და კოცნა დაუწყო. შემდეგ თითები მის სხეულზე ასრიალა. შარვალი გაუხსნა ხელი უბეში ჩაუცურა და თითების ნელი მოძრაობა განაგრძო. გაბრიელმა ხელები გაუკავა და მის მოდუნებულ სხეულს შეერწყა. ჯერ ნელა მოძრაობდა , თვალებში უყურებდა ,შემდეგ უფრო უხეში გახდა, თითებს საჯდომზე უჭერდა , კულმინაციამდე მოშორდა მის ათრთოლებულ სხეულს , კედლისკენ სახით შეაბრუნა და თითები შეუცურა ფეხებსშორის , მეორე მტევანით მის მკერდს ჩააფრინდა ძლიერად უჭერდა , ყელში კბენდა და შემდეგ სოფიოს კვნესას ოხვრა დაურთო . ზურგს ცხელი წყალი უწვავდა,სწრაფად შეცვალა ტემპერატურა და სოფიოს მუცელზე შეუცურა ხელი
-დავბრუნდი , აღარ წავალ და უფლებას არ მოგცემ რომ გადამეჩვიო - ხმა ისევ დაბოხებული ჰქონდა, სუნთქვა აჩქარებული . კედელთან, კუთხეში მოქცეულ ქალს უყურებდა და თითებს მის მოდუნებულ სხეულზე დაატარებდა .
......................
სალომეს კურსელის დაბადებისდღე იყო რომელსაც სოფიოც იცნობდა და ერთ-ერთ კლუბში წავიდნენ აღსაღნიშნად. ყველა ცეკვავდა , ერთობოდა, სალომეც ბრბოში იყო გარეული სოფიო კი ბართან იჯდა და კოქტეილს ნელა წრუპავდა. ტანზე გამოყვანილი მოკლე კაბა ეცვა, მხრებში გამართული იჯდა და მუსიკას რითმულად აყოლებდა ფეხის მოძრაობას , თითებს ხის ზედაპირზე ათამაშებდა , თავის სამყაროში იყო .
მის გვერდით სულ ვიღაც ჯდებოდა, შემდეგ ისევ დაიკავეს ადგილი და ამჯერად ნაცნობი ხმა გაიგო . ხმა რომელიც მხოლოდ ერთხელ მოისმინა და სამუდამოდ დაიმახსოვრა
-ორმაგი ვისკი ,ყინულით - ბარმენს უყურებდა , აშკარად ცუდად გრძNობდა თავს. ჭიქა წამსვე დაცალა და კიდევ ერთი შეუკვეთა, რომ ვერ დამშიდდა შემდეგ საერთოდ ბოთლი სთხოვა და თავად გაავსო ჭიქა. არავის უყურებდა, მხოლოდ სვამდა სანამ ალკოჰოლმა მოქმედება არ დაიწყო . სოფიო მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალის მოუშორებლად უყურებდა და აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას, ისეთი აღელვებული ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. ვერც კი იაზრებდა რომ გაშეშებული იჯდა სანამ მის მწვანეებს არ გადააწყდა. ისე გახედა როგორც მსხვერპლს , წამებში შეათვალიერა მთელი მისი სხეული ვისკით დანამულ ტუჩებზე ენის წვერი გაისვა და სოფიოსკენ მთელი ტანით დაიხარა, თითები წელზე მოხვია , ტუჩები ყურთან მიუტანა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. არაფერი უთქვამს, უბრალოდ წამოდგა და სოფიოც თან გაიყოლა. მისი თითებიდან წამოსული სიმხურვალე მთელს სხეულში ვრცელდებოდა, რამდენიმე წამში მელოდიას აყოლებდა სხეულს და მის სხეულთან ისე ახლოს იყო გულისცემა უკვე ყველა საზღვარს სცდებოდა. მკლავები ფრთხილად მოხვია ყელზე ის კი მის ყელში დაატარებდა ტუჩებს, თითებით ყველგან ეხებოდა და გონებას ურევდა. საკუთარი თავი შორიდან რომ დაენახა ალბათ იქვე მოკვდებოდა ის კი სრულიად უცხო კაცის სხეულზე მოხვეული მუსიკის რიტმს აყოლებდა სხეულს , მის ყელს პირველად რომ შეახო ტუჩები თავად წასკდა მსუბუქი, ჩუმი კვნესა შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეეხო და თითებიც აამოძრავა . გაბრიელის გახშირებული სუნთქვა ესმოდა და ჰაერი კანზე ეფრქვეოდა. სრულიად ფხიზელი იყო ,მაგრამ მაინც ასეთი არასდროს ყოფილა.
-გამომყევი - მხოლოდ მისი ნათქვამი რამდენიმე სიტყვა გაიგო რომელსაც ვერ იმახსოვრებდა ასე უბრალოდ ემორჩილებოდა. სადღაც ბნელ კუთხეში ცივ კედელზე რომ ააკრა და კაბის ქვეშ თითები შეუცურა ინსტიქტურად გააჩერა. მის მაჯაზე თითებით იყო ჩაფრენილი ის კი ანთებული მზერით უყურებდა. ვერ გაუშვა, უარი ვერ უთხრა , ვერ გაიქცა თავისკენ მიიზიდა და ტუჩები მის ტუჩებს შეახო. არ ყოფილა გაუბედავი არც ერთი წამით , ემოციებს აჰყვა, საკუთარ სურვილებს და ვნებას რომელიც მის თითოეულ უჯრედს აკონტროლებდა და შესანიშნავად მართავდა.
-აქ არა...ჩემთან წავიდეთ -კოცნის დროს უთხრა და ასე აღმოჩნდნენ პირველად მის ბინაში.
ის უხეში იყო , ვიღაცაზე გაბრაზებული, ჭკუიდან გადასული უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას ცდილობდა ჟინის დაკმაყოფილებით , სხვა არაფერი ადარდებდა მხოლოდ განტვირთვა სურდა . სოფიო კი პირველად აძლევდა კაცს შეხების საშუალებას, კაცს რომლის სახელიც კი არ იცოდა ,მაგრამ მისით შეპრყობილი იყო . არაფერი ადარდებდა , მხოლოდ მის შეხებაზე ფიქრობდა, ათასი ემოცია ცვლიდა ერთმანეთს, გრძNობები ერთმანეთს ერეოდა , არაფერი იყო იმ ღამით რომანტიკული არც ამაღელვებელი , მხოლოდ ვნება იყო , მხოლოდ სურვილი და სხვა არაფერი.
მთელი ღამე მისი ხმა ესმოდა, მისი ტუჩები ეხებოდა ,მის თვალებს ხედავდა მზერას რომელიც მას შემდეგ ვეღარ წაშალა მეხსიერებიდან.
გამთენიისას დაეძინა გაბრიელს, ისე დაწვა რომ აღარც ეხებოდა . სოფიოს კი მოძრაობის უნარიც არ ჰქონდა, დიდხანს ეგონა რომ უბრალოდ ვეღარ შეძლებდა სხეულის დამორჩილებას. შემდეგ სააბაზანოში შევიდა, უკვე გათენებული იყო ექვსი ან შიდი საათი იქნებოდა სააბაზანოდან რომ გავიდა . ცოტა ხნით უყურებდა გაბრიელს , მიხვდა რომ ეღვიძა და უბრალოდ თვალებს არ ახელდა . სავარაუდოდ იხსენებდა წინა ღამით მომხდარს და ფიქრობდა როგორ დაეტოვებინა სახლი. სოფიოს საკუთარ ფიქრებზე გაეღიმა, საკუთარ თავსაც დასცინოდა შეიძლება.
-შვიდი საათია, შენი მანქანა კორპუსის მარჯვენა მხარესაა, შენი ტანსაცმლის ნაწილი დერეფანშია , ნაწილი აქვე...ტელეფონი შარვლის ჯიბეშია სავარაუდოდოდ და მისი ხმაც ისმის. გირეკავენ , მგონი უკვე მესამედ ... - ფეხზე წამოდგა , სველი თმები მაღლა აიწია და ოთახიდან გავიდა.
წყალს სვამდა სამზარეულოში ის რომ გამოჩნდა . უემოციო სახით , ხელი მოხვია და მაგიდაზე დასვა . მის ფეხებსშორის მოექცა და ხის ზედაპირს ხელისგულით დაეყრდნო უყურებდა სოფიოს გაფართოებულ ცისფერ სფეროებს და არაფერს ამბობდა
-მე ...
-ვინ ხარ - ყელზე მოუჭირა თითები და უფრო ახლოს მივიდა
-სოფიო ...სოფიო კანდელაკი - ვერ ხვდებოდა ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა . უკან გადაიხარა ,მაგრამ არ გაუშვა ისევ მისი ტუჩების შეხება იგრძნო , დაბუშებულ ტუჩებს ძლივს აყოლებდა მის მოძრაობას . მერე უცებ მოშორდა და ტუჩები გაილოკა, ჩვევად ჰქონდა და ისე აკეთებდა თუ არ აკვირდებოდი ვერც შეამჩნევდი
-სასიამოვნო იყო , სოფიო შენი პირველისთვის ზედმეტადაც კი ... ეცადე ჩემნაირებთან აღარ დაწვე - ოდნავ გაიღიმა და წავიდა .
აი ასე მიდიოდა სულ, მიდიოდა და სოფიოც უშვებდა.
ის დღე მთლიანად როიალთან გაატარა, ასეთი მშვიდი და ბედნიერი არასდროს ყოფილა. უკრავდა და იხსენებდა თითოელ დეტალს განვლილი ღამიდან.
ეს არ იყო ნორმალური, შესაძლოა სწორიც არ იყო , მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა უბრალოდ უნდოდა , უნდოდა და იცოდა რომ ის არავის ჰგავდა, ვერ გეტყოდათ რატომ ფიქრობდა ასე როდესაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოველი იყო . უბრალოდ მთელი არსებით გრძNობდა რომ ის კაცი არ ჰგავდა სხვა არავის...
სალომემ კარი რომ ჩამოიღო შემდგე შეეშვა როიალს და გაღიმებული დახვდა ზღურბლზე გააფთრებულ დაქალს, რომელიც ცოტაც და პანიკაში ჩავარდებოდა. დილიდან ურეკავდა სად გაქრიო , ის კი არ პასუხობდა და მერე ნახევარი საათი რომ უკაკუნებდა უკვე სოფიოს დახრჩობაც შეეძლო თანაც იმ გაბადრული სახის გამო. ყავაზეც დაპატიჟა, თავად მოუმზადა და რეაქციაც არ ჰქონია მის საყვედურებზე. შემდეგ მშვიდად მოუთხრო წინა ღამის ამბავი და თავისი წვენის წრუპვა განაგრძო სანამ სალომე მდუღარე ყავით იხრჩობოდა .
იმ დღეს პირველად იკამათეს, პირველად გააოცა სალომე მისმა ქცევამ არა ყოველთვის განსხვავებულები იყვნენ ,მაგრამ მანამდე ეუბნებოდა რომ ძალიან ჩაკეტილი იყო და არ ერთობოდა ახლა კი შოკში იყო და თავადაც არ იცოდა რას ეუბნებოდა.
აი ახლაც დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ დილით სალომეს ხმამ გამოაფხიზლა. მარტო იწვა საწოლში, სხეულზე საბანი ჰქონდა მოხვეული , სრულიად შიშველი იყო. ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად წავიდა
-დილამშვიდობისა...როგორც იქნა გამოვაღწიე საავადმყოფოდან. საჭმელი მოგიტანე და იცოდე არ შემშალო , 24 საათი ფეხზე ვიდექი საშინელი პაციენტები მყავდა და რომ არ ჭამო დაგაინტუპირებ და მერე ზონდით გადაგაყლაპებ , გეფიცები- ბინაში შევარდა თავისი ჩანთა იქვე დადო და პროდუქტებით სავსე შეკვრით სამზარეულოსკენ წავიდა - შენი საყვარელი ფუნთუშებიც კი მოგიტანე
-დაბრუნდა - მილასლასებდა ისევ , მერე კედელს მიეყრდნო და სალომე დაადუმა
-ვინ- თქო რომ ვიკითხო უაზრობა იქნება ხომ? პირდაპირ რომ ვიკივლო შეიძლება? მეზობლებს გავაღვიძებ? დაბრუნდა და ეგრევე აქ მოეთრა ხო ეგ ეგოისტი
-მითხრა დავბრუნდი და უფლებას არ მოგცემ გადამეჩვიოო...ისევ დაიწყო თამაში , სრულიად სხვა პოზიციიდან და ვერ ვაზროვნებ. ვგრNძობ რომ უკვე ვეღარ ვხვდები რა აზრები უტრიალებს ტვინში
-როცა ხვდებოდი რა ? რამე მნიშვნელობა ჰქონდა? რა დონის ეგოისტია ... - ჩანთას მივარდა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა- თავს ვანებებდი და ისევ დამაწყებინეთ ხომ? ჩემი ფილტვის კიბოც მაგის ბრალი იქნება შენს დაშტერებასთან ერთად- უცებ მოუკიდა, ღრმა ნაფასი დაარტყა და კვამლს სიტყვები მიაყოლა - ყავა მინდა. უნდა გამოვფხიზლდე ... შენ ისეთი სახე გაქვს მგონი წუხელ გაგთელა
-საწოლში დამაწვინა და რომ დამეძინა წავიდა
-ოუუ ღმერთო როგორ ზრუნავს შენზე ექვს წლიანი მონობის შემდეგ ... გული ხომ არ აგიჩუყდა პატარავ
-სალომე შენ მას არ იცნობ
-ნეტავ რატომ არ ვიცნობ...იმიტომ ხომ არა რომ იმალება და შენც მალავ , ჩემგანაც კი
-ის არ არის საშინელი, მას უბრალოდ არ ვუყვარვარ და ამის გამო ვერ შევიძულებ . მას არ მოვუტყუვებივარ და არასდროს უთქვამს რომ ჩემთან იცხოვრებდა, ერთად ვიქნებოდით ხუთი შვილი გვეყოლებოდა და ჩვენ ვიქნებოდით მთელი ქვეყანა- ჩუმად ლაპარაკობდა მერე სკამზე დაჯდა და სახეზე ხელები ჩამოისვა- ცუდად ვარ მის გარეშე, უბრალოდ ვკვდები მის გარეშე და ის უთავმოყვარეო, სულელი ,მაგრამ მცირედით ბედნიერი დრო მენატრება . მშურს იმ დროის
-და გინდა რომ ისევ მისი მშვიდი ნავსაყუდელი გახდე? მისი ჟინის დამაკმაყოფილებელი, მისი ფანტაზიების გამცოცხლებელი, მისი მესაიდუმლე, მეგობარი, მრჩეველი, მზარეული , მრეცხავი და კიდევ რა
-არ აქვს მნიშნელობა...მე მის გარდა მაინც არავისთან ვიქნები არანაირი ფორმით. რა გინდა რომ ასეთს მიყურებდე ? ასეთს და მაგარს ვიდრე მშვიდს და უთავმოყვარეოს?
-თავმოყვარეობა არაფერ შუაშია...ყველას ჰყავს კაცი ვისაც ს.ქსი უნდა და ამაში არაბუნებრივი არაფერია,მაგრამ მისი ყოველი წასვლა და დაბრუნება გიქმნის ცხოვრებას. უბრალოდ საყვარელი რომ იყოს, როცა მოუნდები მოდიოდეს და შენც სიამოვნებას იღებდე მისგან გგონია პრობლემა იქნებოდა? მან გაგანადგურა, ისე რომ არც იცის რომ გაგანადგურა და არც გააგებინებ , არც დაინახავს, არც დაინტერესდება და ამიტომ მეზიზღება
-მან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, მაშინ როდესაც არ ველოდი და არც ვითხოვდი . შენ არ იცი და ვერც გეტყვი ... არ მაინტერესებს არაფერი. ამ საღამოსვე გავალ სადმე, დავუბრუნდები ჩემს ცხოვრებას
-რომელ ცხოვრებას , კონცერტს რომ იკიდებდი მხოლოდ იმიტომ რომ ის აქ გელოდა და შენთან განტვირთვა სურდა? ამ ცხოვრებას?
-ამჯერად ყველაფერს შევძლებ, ყველაფრის შეძლებას შევეცდები ... მე მხოლოდ მუსიკა და შენ მყავხართ , ის კი ჩემს ცხოვრებას ყველა ფერით ავსებს ერთად
-შემდეგ მიდის
-ხო მიდის და სიბნელეში მტოვებს - მეგობარს უყურებდა , ზუსტად იცოდა რომ სალომე იყო ერთადერთი ვინც მასზე გულწრფელად ღელავდა. სხვა არავინ იყო ვინც ასე მთელი გულით და სულით ფიქრობდა მის მდგომარეობაზე- მიყვარხარ ხომ იცი, მიხარია რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ- მოეხვია და ლოყაზე აკოცა - საუზმეს მოგიმზადებ და მომიყევი როგორ ჩაიარა შენმა მორიგეობამ
-თუ ღმერთი გწამს რა დროს ჩემი მორიგეობაა...ვჭამოთ და დავიძინოთ . ჩემს საწოლში ოღონდ იმ არსების სუნით აქოთებულ და ათასი ბაქტერიით დაბინძურებულ ადგილს არ გავეკარები ჩემი ნატიფი სხეულით - სახე დამანჭა და თითები სასაცილოდ გაჩაჩხა.
დარჩენილი დღე სალომესთან გაატარა, შემდეგ კი მათი საერთო მეგობრის კაფეში წავიდა სადაც პატარა ხელოვნების ბუდე იყო მოწყობილი. იქ ხშირად უკრავდა ხოლმე ისე უბრალოდ სიამოვნებისთვის და სხვის შემოქმედებასაც ეცნობოდა.
ერთი კვირა დასჭირდა სრული რეაბილიტაციისთვის , შემდეგ საკუთარ თავს დაუბრუნდა. ცხოვრობდა ისე როგორც მანამდე შემდეგ კი წვეულებაზე მიიწვიეს. ცნობილი კომპანიის იუბილე იყო და არ უყვარდა ბიზნესმენების გარემოში ყოფნა, მაგრამ უარის თქმა ასეთ წინადადებაზე აშკარა თავხედობა იქნებოდა. ცოტა ხნით უყურებდა მოსაწვევსა და იხსენებდა კომპანიიდან წარდგენილი გოგონას სიტყვებს. შემდეგ მობილური აიღო და დაურეკა. პირველივე ზარს არ უპასუხა, გაეღიმა წარმოიდგინა როგორ ეძებდა შესაბამის ადგილს მასთან სასაუბროდ შემდეგ კი თავად დაურეკავდა. ხუთ წუთში დაურეკა
-გისმენთ
-მოვიდე და დავუკრა თუ მიზეზი მოვიგონო
-შემოთავაზება მიიღე
გაუთიშა და ალბათ საქმიან გარემოს დაუბრუნდა.
განსაკუთრებულად მოემზადა, კაბას დიდხანს არჩევდა. მხოლოდ სახლიდან გასვალმდე ღელავდა შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და დანიშნულების ადგილას მივიდა. იქ უკვე სტუმრები შეკრებილიყვნენ, ბევრი იცნობდა კლასიკური მუსიკის მოყვარულებად რომ ასაღებდნენ თავს . ყველას კარგად იცნობდა, თთქმის ყველას საიდუმლო იცოდა და ეღიმებოდა მათი დანახვისას. მათი საუბრის მანერა, თიტქოს არისტოკრატები იყვნენ, ცისფერსისხლიანები ისე კი ჩვეულებრივი ქურდები იყვნენ, ერთმანეთს პარავდნენ, ატყუებდნენ , ვაჭრობდნენ სხვადასხვა საქონლითა და ერთმანეთის ცხოვრებით შემდეგ კი იკრავდნენ ბედნიერი , კეთილი ადამიანების სახეებს .
ბატონი მიხეილი , საღამოს მთავარი ვარსკვლავი როგორც ყოველთვის საოცარი სიტყვით გამოვიდა ისაუბრა საკუთარ მრავალწლიან მოღვაწეობაზე და იმ ყველაფერზე რაც მეუღლესთან ერთად შექმნა. ქალბატონი თამარიც მის გვერდით იდგა და სტუმრებს ხვდებოდა. ორივეს იცნობდა და შესაბამისად თავად მივიდა და მიულოცა.
მიხეილმა როგორც ყოველთვის აბრჭყვიალებული მწვანე თვალები მიაპყრო და ხელზე ეამბორა
-მშვენიერო სოფიო ... მიხარია რომ ჩვენი მოწვევა მიიღე . იმედია საჩუქრად გვიძღვნი ერთ კომპოზიციას მაინც
-აუცილებლად- მსუბუქად გაუღიმა და მის გვერდით მდგომ თამარს მიაპყრო მზერა . ეს ქალი ყოველთვის აშინებდა ისეთი მზერა ჰქონდა გეგონებოდათ თვალის დაუხამხამებლად მოკლავს ნებისმიერს ვინც კი გზაზე გადაეღობებოდა- ქალბატონო თამარ
-ძვირფასო ... იმედია ისიამოვნებ ამ საღამოთი
ქმართან ერთად დატოვა სოფიო და სხვა სტუმრებთან გადაინაცვლეს. ცოტა ხნის შემდეგ თავად აიღო მიკროფონი და კიდევ ერთი განცხადება გააკეთა
-ჩვენი ოჯახი ყოველთვის ეხმარებოდა ნიჭიერ ხელოვანებს და ვამაყობთ კიდეც ამ მშვენიერი, ნიჭიერი გოგონას კარიერულ ზრდაში წვლილი რომ შევიტანეთ . სოფიო კანდელაკი, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს ... საოცარი სოფიო . გთხოვ ძირფასო -შავი როაიალი იდგა დარბაზის ცენტრში თითქოს სოფიოსთვის იყო განკუთვნილი. ოვაციების ფონზე მივიდა როიალთან და შეკრებილ მაყურებელს გაუღიმა
-ნამდვილად დიდია წილოსანების დიდებული ოჯახის წვლილი ჩემს ცხოვრებაში და არა მხოლოდ . ისინი იმდენ ნიჭიერ ახალგაზრდას ეხმარებიან წარმატების მიღწევაში რომ საუკუნეები ვერ წაშლის მათ სახელს - შინაგანად გულისრევას გრძNობდა, საკუთარი ღიმილი უკრავდა სუნთქვას. კიდევ თქვა რამდენიმე წინადადება და შემდეგ დარჩნენ ის და კლავიშები.
მთელი გრძNობით უკრავდა როდესაც მის გვერდით ცარიელი ადგილი შეივსო, კლავიშებზე გამოჩნდენ გაბრიელის თითები და საკუთარი სამყარო დატოვა. ვეღარ უკრავდა ,რამდენიმე წამს უბრალოდ კაცის თითებს უყურებდა შემდეგ იგრძNო როგორ აივსო მისი სხეული ფერებით ,თითქოს ანათებდა.
დაასრულა, ყველაფერი მორჩა და დედამიწაზე დაბრუნდა. გაბრიელი წამოდგა, ოვაციები არ წყდებოდა ,,ყველა მათ უყურებდა წილოსანი დაიხარა და ხელზე ეამბორა
-მომიტევეთ ჩემი თავხედობა ქალბატონო სოფიო, უბრალოდ მინდოდა შემეხსენებინა ჩემი მშოლებისთვის რომ სულ ტყუილად ცდილობდნენ მთელი 10 წელი ჩემგან პიანისტი შეექმნათ- ჩვეულ ამპლუაში იყო, ხალხთან ურთიერთობდა და ასობით ადამიანს ერთდროულად ურევდა გონებას, შთაბეჭდილებას ახდენდა თავისი გალანტურობით. ყველა ქალი წამებში ჩამოდნა, კისკისებდნენ და უეცრად გამოჩენილ უფლისწულს ეგებებოდნენ.
ერთხელაც არ შეუხედავს მას შემდეგ ისე დატოვა და შეერია სრუმრების რიგებს. ბოლოს ჭიქაც აიღო და განცხადების გაკეთება დაიწყო. სოფიო პირველად არ ხედავდა ამ ყველაფერს, მაგრამ მისმა ბოლო სიტყვებმა გააოცა, იმდენად რომ პირდაპირ მის მზერას შეეჩეხა
-მალე მიხილავთ პარლამენტში , ხალხისთვის და ყველა ჩვენგანის კეთილდღეობისთვის . დაე წარმატებული იყოს ყველასთვის ჩემი სამშობლოში დაბრუნება . ჩემს ტახტს, მამას იმპერიაში კი ჩემი უმცროსი ძმა , ნიკოლოზ ხოფერია დაიკავებს...
იღიმოდა, ნიკოლოზს უყურებდა რომელიც გაოგებულ ხალხს შორის მიაბიჯებდა და ერთი გამოსვლით ასამარებდა მიხეილ წილოსანის ერთმართველობას.
ეს იყო დაბრუნება რომელიც ომის დაწყების ტოლფასი იყო და ეს მხოლოდ სოფიომ იცოდა იქ მყოფ სტუმრებს შორის. სოფიომ და წილოსნებმა ,სხვა არავინ .
წილოსნები და მიხეილის უკანონო შილი , ნიკოლოზ ხოფერია რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა. ეს იყო სკანდალი რომელიც ვირუსივით გავრცელდა მაღალი ფენიდან დაბალ ფენებში და მთლიანად მოიცვა მთელი ქვეყანა. ყველა ვინც წილოსნებს იცნობდა...
......
სოფიომ ქაოსს თავი დააღწია, სახლში დაბრუნდა. გამოიცვალა და მისაღებში დაჯდა, იცოდა რომ მივიდოდა. იმ ღამით აუცილებლად მივიდოდა და არც შემცდარა. ღამის სამ საათზე გააღო კარი და როგორც კი ბინის კედლებში აღმოჩნდა მაშინვე შეეცვალა მთლიანად სახე, სუნთქაც კი აღარ ჰქონდა ისეტი როგორც შესვლამდე. ფეხსაცმელი მოიშორა, შიშველი ტერფებით მიაბიჯებდა იატაკზე და პერანგისგანაც თავისუფლდებოდა . მინის მაგიდაზე დადებული ვისკის ჭიქა აიღო და ბოლომდე დაცალა. დივანზე იჯდა და სოფიოს უყურებდა, სიბნელე იყო სადღაც კუთხეში მდგომი სანათის გარდა არაფერი ენთო მთელს ბინაში
-რა ჩაიდინა მიხეილმა ისეთი ომი რომ გამოუცხადე
-მთელი 35 წელი , მთელი ჩემი არსებობა მისი დანაშაულია . ნიკოლოზის 24 წელი და დედაჩემი
-ეგ ყველაფერი ხომ ვიცოდი , სხვა?
-სხვა... კიდევ რა - მზერა მოარიდა და დივანს მიეყრდნო - არ მოხვალ? - ხელი გაშალა მისკენ და დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა. შემდეგ ხელი მოხვია და მისი პატარა სხეული მკლავებში მოიქცია . ტუჩებს მონაცვლეობით უკოცნიდა და თითებს მის თმაში დაატარებდა შემდეგ თავი უკან გადასწია ,თვალები დახუჭა
-რატომ გადაწყვიტე პოლიტიკაში გარევა, ხომ იცი რომ თავს ვერ დააღწევ
-შენ კი იცი რომ ესაა ჩემი მთავარი მოწოდება, ასე დავასაქმებ ჩემ გონებას და დავიკმაყოფილებ ეგოს. ვინ იცის იქნებ მომავალი პრეზიდენტის ქალი ხარ - იცინოდა, თავი ისევ უკან ჰქონდა გადაწეული მერე ხელები სახეზე აიფარა და სიცილი განაგრძო- გული მერევა
-ნიკოლოზი თავს გაართმევს თუ მის მართვასაც შენ აპირებ
-ჯერ დავეხმარები ,შემდეგ თავს გაართმევს.
-როგორ დაითანხმე ამ ჭაობში შესვლაზე
-იცის რომ ნებისმიერ დროს გავუწვდი ხელს და ამოვიყვან
-და არ იცის რომ შენც ჭაობში ხარ
-დრო რომ დადგება თავად იპოვნის გზას
-შენ ის გაწირე
-მე მას ის მივეცი რასაც იმსახურებდა , უფლება ჰქონდა და მიიღო კიდეც. დროა მორჩეს გართობას და საქმესაც მიხედოს , ბავშვი აღარ არის . მისი სურვილების დაკმაყოფილების დრო აღარ მექნება , ამიტომ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, უნდა გაიზარდოს
-გაბრიელ...ჩემი იქ ყოფნა ვინ მოინდომა
-ხომ იცი რომ მიხეილი შენი ნახვის შანსს არ გაუშვებდა ხელიდან ...
-მაშინებს , მგონია რომ ჩვენზე იცის და იმიტომ მაკვირდება სულ ასე
-მე ხომ გითხარი ჩემს გარდა არავის და არაფრის უნდა გეშინოდეს - ისევ აკოცა, ამჯერად ყელზე მიაწება ტუჩები ,თითებით ხალათის ქამარი გახსნა და მისი სიშიშვლე რომ იგრძნო გაეღიმა
-ყველაფერი კარგად იქნება?!- მის ტუჩებს შეეხო და ჩუმად უთხრა
-არა ,მაგრამ შენ ჩემთან იქნები
-შენთან ვიქნები -მშვიდად იყო, ჯერ სახეს უკოცნიდა ,მერე ყელზე გადავიდა და ნელ-ნელა მთლიანად მისი სხეული მოიცვა. გაბრიელი დიდხანს იყო უმოქმედოდ, შემდეგ როგორც ყოველთვის ყველაფერი დაავიწყდა. ის რამდენიმე საათი რაც სოფიოსთან გაატარა მეორე დღის ენერგიულად დაწყების გარანტია იყო ყოველთვის.
გამთენიისას გაეღვიძა , მძინარე სოფიო საწოლში დატოვა და გაუჩინარდა.
ყველგან წილოსანი იყო განხილვის საგანი, ინტერნეტი, ტელევიზია, ადამიანები. სადაც კი გაიარა ყველა მასზე საუბრობდა , გაბრიელზე და მიხეილის უკანონო ვაჟზე . საოცარ ამბებს ამბობდნენ , სოფიო კი არასდროს არაფერს იმჩნევდა როცა საჭირო იყო ამ ჭორაობაშიც ისე ერთვებოდა რომ გეგონებოდათ წარმოდგენა არ ჰქონდა სიმართლეზე.
-დამღალეს რა...ყველა ამ გაბრიელ წილოსანზე ლაპარაკობს. ეგ აკლდა ახლა ქართულ პოლიტიკას . ბიზნეს სექტორს საკუთარი ტიპი აკლდა პოლიტიკაში ნეტავ?
-შენც დაიწყე ჭორაობა სალო?
-ისე რა სიმპათიურია ... ფოტო ვნახე სადაც შენს გვერდით ზის და უკრავს . ამასაც ხომ არ მოსწონხარ
-არა , უბრალოდ გამოსვლის ნაწილი ჰქონდა დაგეგმილი. ფურორი მოახდინა , ყურადღება მიიპყრო
-როგორი იდეალური ჩანს- ფოტოებს სქროლავდა და წარბები მაღლა ჰქონდა აწეული- ვინაიდან მგონია რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ ვიცი რომ ისიც გამოავლენს ოდესმე საკუთარ სახეს...ალბათ პოლიტიკოსი რომ გახდება შემდეგ ვნახავთ
-ხომ არ მოგეწონა სალომე?- გაეცინა და ყავის ფინჯანი წინ დაუდგა , მის ტელეფონში ჩაიჭყიტა
-სიმპათიურია, რაღაცნაირი მზერა აქვს ...რაღაცნაირია და შენ ხომ იცი მე ტყუილად არ მიჩნდება ინტერესები. ვგრძNობ ეს კაცი რაღაც ისეთს გააკეთებს ...მომწონს ხო და იქნებ გამაცნო - თვალები აატრიალა და მერე მობილურიც გადადო- ოქრო ხააარ, ისე მეზარებოდა ყავის მომზადება - ფინჯანი აიღო და თვალები მინაბა -ხვალ კორპორატიული გვაქვს და ხომ წამომყვები?
-მოსაწყენი იქნება, მღლით ეს ექიმები ხომ იცი
-გიყურებ და ვხვდები რომ წუხელ წვეულების შემდეგ სახლში მოსულს გეწვია შენი კურო
-ნუ ეძახი ეგრე , მეცინება- აკისკისდდა და კარადაზე ჩამოჯდა , წვენს სვამდა და იღიმოდა
-არა ნუ ერთი კვირა უნდა ავიღო შებულება დავაკვირდე ბიჭებს ჩემს ირგვლივ , ან კლუბში წავაალ ან სადმე იქნებ მეც მომინდეს ვინმე და განვიტვირტო, მაგრამ რაც მე შიშველი კაცები მინახავს და შარდის ბუშტის კათეტერები გამიკეთებია ძალზედ მეეჭვება შიშველმაც იმოქმედოს ჩემს გ’ორმონებზე - ისე ლაპარაკობდა სოფიო უფრო გაამხიარულა-აუ ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად?
-რას იცვამ?
-როგორ მიყვარს პირდაპირ საქმეზე რომ გადავდივართ ჩემო მშენიერო...აიღე ჩანთა წავედით შოპინგზე . ისე ჩაიცვი რომ მაშინდელივით კლასიკის მოყვარულები არ გამოხტნენ არ დაიწყო ფოტოების გადაღება და ავტოგრაფი
-შენი ლურჯი ნიღაბი მათხოვე და იმით ვივლი
-აი ისევ, როგორ ხასიათზე ხარ ...საოცარია
-გეყოფა- ხმაურით აკოცა ლოყაზე და საძინებლისკენ გაიქცა.
სალომემ მაინცადამაინც წილოსანის სავაჭრო ცენტრს მიაშურა . რაღაც სეილია მაგათი კომპანიის იუბილეს გამო და გაუფრთხილდი საწყალი სტუდენტის ბიუჯეტსო განუცხადა.
დიდხანს დადიოდნენ მაღაზიებს შორის, სალომე ისეთი ჭირვეული იყო არაფერი მოსწონდა და სოფიოსაც ახალისებდა. ბოლოს სოფიოც შევიდა გასახდელში და სალომეს გასართობად ჩვენების მოწყობა გადაწყვიტა. ქალბატონი სავარძელში იჯდა და გაბუსხული იყურებოდა რაღაც უბედურება რომ ჩაიცვა , კაბაზე ბეწვი მოიგდო და ფეხისწვერებზე დამდგარი თეძოს რხევით მიაბიჯებდა . ბოლოს რაღაც მოკლე კაბა ეცვა , უზარმაზარ ქუსლიან ფეხსაცმელზე და ძლივს მიაბიჯებდა
-სალიოო ამ ლუქზე რას ფიქრობ? - ხელები გაშალა დატრიალდა და დაინახა გაბრიელი ნიკოლოზთან ერთად. დერეფანში მიაბიჯებდა უცებ რომ გაჩერდა , უფრო სწორად ნიკოლოზმა გააჩერა. აშკარად შემჩნეული ჰყავდა პიანისტი - ჯანდაბა- ტუჩზე იკბინა და ეცადა სიწითლე დაემალა
-ქალბატონო სოფიო...რა საოცარი დამთხვევაა
-ბატონო ნიკოლოზ, აქ არ გელოდით
-როგორც სჩანს ჩვენს ახალ კოლექციას ეცნობით- ღიმილით შეათვალიერა და რომ არა სალომე აშკარად უხერხული სიტუაცია იქმნებოდა
-ხომ გეუბნებოდი გიპოვნის შენი ფანი , გიცნობს და ფოტოსთვის შეგაწუხებენ-თქო. სჯობს გასახდელში დაბრუნდე და შემდეგ გადაგიღებთ ფოტოს, სელფი არ უყვარს ...ცოტა პრეტენზიულია ხოლმე როგორც ყველა ხელოვანი
-ნუთუ - ამჯერად ხმამაღლა გაიცინა ნიკოლოზმა და მერე გაბრიელს გახედა. სოფიო უკვე გასახდელისკენ მიაბიჯებდა ,მაგრამ ფეხი გადაუბრუნდა და წილოსანი რომ არა ალბათ ფეხს მოიტეხდა
-ფრთხილად, სოფიო თორემ საახალწლო კონცერტზე ეტლით მოგიწევთ მოსვლა - თავისი მწვანეებით უყურებდა და სოფიომ იცოდა კარგი არაფერი ელოდა
-გმადლობთ დახმარებისთვის, ახალ წელს კორპორატიულზე ვერ მოვალ . საახალწლო კონცერტზე უნდა დავუკრა
-ხოო, ეგ უკვე ნიკოლოზის და მისი თანაშემწის მოსაგვარებელი საქმეა . არ წავიდეთ? დარჩა მეასე მყიდველი საჩუქრის გარეშე . ნახვამდის- სალომეს გაუღიმა და ხელზე აკოცა- იმედია კმაყოფილი დარჩებით შენაძენით
-დარწმუნებული ვარ- დაბნეული უყურებდა გაბრიელს და მერე ნიკოლოზს.
ბიჭები რომ წავიდნენ და ხალხის ყურადღებაც თან გაიყოლეს სალომე სოფიოს შეუვარდა გასახდელში
-დავიღუპე...ფოტოებს გადამიღებდნენ და აჩვენებენ როგორ შოპინგობს ცნობილი პიანისტი . როგორი კაბები უყვარს სინამდვილეში და კიდევ ათასი უბედურება
-იმათ იმდენი დაცვა მოჰყვებოდათ არ გადაიღებდნენ ფოტოებს ნუ ღელავ...
-არა ისინი მაინც საიდან გამოჩნდნენ
-იმ აყლაყუდამ როგორ დაგიჭირა ...მართლა რამხელა ყოფილა მე კიდე დაფოტოშოპებული მეგონა
-წავედით რა...იყიდე ის კაბა და გავიდეთ
-შენ?
-მე ჩემს შავ კომბინიზონს ჩავიცვამ
-გაიყინები ადამიანო იმას ზურგი მთლიანად ამოჭრილი აქვს ის მძივები რას გიშველის
-დაქალი ექიმი მყავს, დამალევინებს წამლებს და გამომაჯანმრთელებს
როგორღაც გააღწიეს სავაჭრო ცენტრიდან, ისეტი ამბები იყო აღარავის ახსოვდა პიანისტი. ბატონი წილოსანი და ხოფერია საჩუქრებს არიგებდნენ ,ჟურნალისტებიც იყვნენ , ფოტოგრაფებიც ,მოკლედ ხმაური იყო.
გვიან დატოვა სალომემ და შემდგე როიალთან დაჯდა. უკრავდა გაბრიელი რომ მივიდა, ხელი ჩაავლო და როიალზე შემოსვა
-რა იყო ეს , ნიკოლოზს ენა ვერ ჩავაგდებინე მთელი დღე იხსენებდა შენს ჩაცმულობას სიარულს და იცინოდა
-სულელი ძმა გყავს რა გავაკეთო? არასერიოზულია
-იყიდე ის კაბა?
-დამცინი?
-გიხდებოდა
-იმედია ფოტოები არ გააგვიღეს
-იყო რამდენიმე ,მაგრამ მე მაქვს - რამდენჯერმე აკოცა და მერე მოშორდა- რაო სალომემ , რომ წავედი მეც გამომლანძღა?
-მოეწონე
-ხო , გაწითლდა რომ ვაკოცე
-ნუ ხარ საშინელი
-ნიკოლოზი კი მიადუმა ,გამოიყვანა შენი ფანი
-შემეშინდა იქვე არ დაეწყოთ კამათი თორემ სალომე რომ არ გაჩუმდებოდა ხომ იცი
-ვიცი ხო, ფეხებზე ვკიდივართ მდიდრები და კიდევ უფრო ჩვენი გავლენები
-მილიონერსაც ,მილიარდერსაც და მათხოვარსაც მე უნდა ვუმკურნალო ანუ ჩემს წინ ყველა თანაბარიაო , ღმერთი ვარ დედამიწაზეო - სალომეს სიტყვების ციტირება მოახდინა და ძირს ჩამოხტა
-მშია , რაღაც შტერულ ალაფურშეტზე ვიყავი და შამპანიურით ვარ გაჭყეპილი...რა გაცინებს
-როგორ წუწუნებს დიდი გაბრიელ წილოსანი , ექსკლუზიურად ჩემთან
-ის ჯაკუზი გამოცვალე თუ ისევ ვერ ჩავეტევი
-ნუ დასცინი ჩემს ჯაკუზს , შხაპი მიიღე - წარბები შეკრა და სამზარეულოში მიიმალა
ერთი საათის შემდეგ უყურებდა როგორ მიირთმევდა ბატონი მის მომზადებულ კერძს ნეტარი გამომეტყველებით
-მთელი სამი წელი მშიერი ვიყავი , ვინ არ მოვათრიე სახლში და ასე ვერავინ ამზადებს ხბოს ხორცს ...
-საოცარი კომპლიმენტია ... შეიძლება ავალაგო თუ მეც შემჭამთ ბატონო გაბრიელ
-შენ რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან გამითამამდი , რა ხდება?
-ვბერდები და რიდსაც ვკარგავ ნელ-ნელა
-მე ახლა უნდა წავიდე და იმ ცანცარისთვის რაც სავაჭრო ცენტრში განახორციელეთ მოგვიანებით გაგისწორებთ ანგარიშს- აკოცა და შემდეგ ამღერებულ მობილურს უპასუხა- მოვდივარ, დამელოდონ- მობილური გათიშა და ხმამაღლა შეიკურთხა . მერე ისევ აკოცა სოფიოს
-რომელი საათია იცი?
-ზედმეტი მოგდის იცი? - ყბაზე მოუჭირა თითები უხეშად აკოცა და წავიდა.
მთელი ღამე ვერ მოისვენა , გული ცუდს უგრძნობდა. ზუსტად იცოდა რაღაც ისეთი ხდებოდა მის თავს რაც საფრთხეს უქმნიდა. უკრავდა ისევ და თან მოგონებებში ეფლობოდა
მეორე შეხვედრის შემდეგ თითქმის ორი თვე იყო გასული და სოფიოს უკვე უზომოდ ენატრებოდა. ზოგჯერ ეჩვენებოდა კიდეც, მისი მსგავსი აღნაგობის ბიჭს სადმე რომ შეხედავდა ჩერდებოდა და აკვირდებოდა. ერტი თვის შემდეგ იმ კლუბშ სიარულიც კი დაიწყო, სალომე სულ მთლად გააგიჟა ის კი აშკარად არ იყო კლუბის ხშირი სტუმარი და იმ დღეს უბრალოდ შემთხვევით აღმოჩნდა იქ.
ახალი სამსაური ჰქონდა, ერთ-ერთ ბენდში უკრავდა ახალი გამოწვევა იყო მისთვის და მალე შეეჩვია კიდეც, იყო რაღაც განსხვავებული სიამოვნება ამ ყველაფერში. გვიან ღამით დატოვა შენობა დანარჩენებს დაემშიდობა და ფეხით წავიდა. ეზოდან რომ გავიდა ირგვლივ მიმოიხედა ,მაგრამ ტაქსი არსად ჩანდა . რამდენიმე წუთში საიდანღაც მანქანა გამოჩნდა და პირდაპირ მის წინ გაჩერდა. უკან დაიხია და ალბათ მალე გაიქცეოდა კიდეც ისე შეეშინდა ფანჯარა რომ არ ჩამოწეულიყო და გაბრიელი არ დაენახა
-დაჯექი - მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა და ისიც წამსვე დაიძრა,კართან შეჩერდა რწმუნებოდა რომ ნამდვილი იყო-სწრაფად
რამდენიმე წუთის შემდეგ აზროვნება რომ დაიწყო უკვე მის გვერდით იჯდა ის კი სწრაფად მართავდა მანქანას .
-როგორ მიპოვნე...სად მივდივართ- ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს
-მარტივად ! შენთან მივდივართ, წინააღმდეგი ხარ? -თავისი მწვანეები მიანათა , მზერა მოავლო მის სხეულს და ძლივს შესამჩნევად გაეღიმა
-მე არა ...
თითები უკანკალებდა, კორპუსთან ახლოს რომ გააჩერა მანქანა საერთოდ გაეყინა სხეული. წინ მიდიოდა ის კი უკან მიჰყვებოდა მშვიდი ნაბიჯებით , ბინის კარი ძლივს გააღო . გასაღები დაუვარდა ის რომ აეკრო ზურგიდან, თავად გააღო კარი და სოფიოსთან ერთად შევიდა ბინაში. კარი როგორც კი მიხურა მაშინვე აკოცა ...
ისევ იგივე მეორდებოდა, ისვე ვერაფერზე ფიქრობდა და სრულიად სხვა ქალი ცოცხლდებოდა მის სხეულში. ამჯერად ფხიზელი იყო გაბრიელი და მარტივადაც არ გათიშულა. სუნთქვააჩქარებული დაემხო მის მოღეღილ მკერდზე და შემდეგ გვერდით გადაწვა, დაცვარულ შუბლზე ხელი გადაუსვა შემდეგ არეული თმები გაისწორა და მუცელზე დაწოლილ სოფიოს ზემოდან უყურებდა.
შემდეგ საწოლიდან წამოდგა , შარვლის ჯიბეში სიგარეტი იპოვნა და მოუკიდა. საწოლზე იჯდა , ეწეოდა და უყურებდა
-ალკოჰოლის შემცველი გაქვს რამე ?
-არა
-საერთოდ არაფერი ტო?
-არ მიყვარს და სახლშიც არ მაქვს
-ერთი ბოთლი ნორმალური ვისკი იყიდე , გქონდეს მომდევნო ვიზიტისთვის
-შენ
-გაბრიელი მქვია ...საფერფლეც არ გაქვს ალბათ - წყლიან ჭიქაში ჩააგდო სიგარეტი და შემდეგ ჩაცმა დაიწყო . სოფიო უკვე საწოლში იჯდა , მკერდიც არ დაუმალავს ისე უბრალოდ უყურებდა და არ იცოდა რა უნდა ეთქვა
-ვინ ხარ , გაბრიელ - უკვე ზურგით მდგომს უთხრა და პასუხის მოლოდინში მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა
-არავინ !
აი ესეც მესამე შეხვედრა და სრულიად განსხვავებული შეგრძნებები.
მეორე დღეს ყველაფერი გამოცვალა , მანამდე თუ მოუწესრიგებელი იყო სახლი მას შემდეგ სულ ყველაფერს ალაგებდა, თავადაც აღარ დადიოდა ისე ხშირად არეული თმებით და დაშავებული თვალებით. რამდენიმე ბრენდული სასმელი შეიძინა , ჭიქებიც კი არ ჰქონდა ამ სასმელებისთვის. იმ ღამით შეამჩნია რომ მისი თხელი ფარდები არ მოსწონდა გაბრიელს , ისინიც კი გამოცვალა. მთელს სახლში სქელი ფარდები დაკიდა, იმდენად რომ ბინა მთლიანად ჩაბნელებული იყო თითქოს ციხესიმაგრეს დაემსგავსა ყველაფერი.
სულ ელოდა, მაგრამ არ ჩანდა. ბოლოს იმედი რომ გადაეწურა და იფიქრა აღარასდროს გამოჩნდებაო სადარბაზოში შესულს სიბნელეში დახვდა . ზურგიდან აეკრო და პირზე ხელი ააფარა
-მე ვარ, მშვიდად იარე - წამით შეეხო და ისევ მოშორდა . სიბნელე იყო სადარბაზოში, ლიფტში რომ შევიდნენ ისევ მის უკან იდგა ნორმალურად ვერ ხედავდა. უცნაურად ეცვა , ბინის კარი სწრაფად გააღო და ოთახში შუქი რომ აანთო წამსვე წამოიკივლა პირზე თავად აიფარა ხელები და ამღვრეული თვალებით შეხედა მის სისხლიან პერანგს რომელსაც წამში მოიშორა ბიჭმა
-იმედია ბამბა ან ბინტი გაქვს - სავარძელში ჩაეშვა და მუცელზე არსებულ ჭრილობას დახედა- დედას შევ.ცი
სოფიოს სისხლის ეშინოდა, პანიკური შიში ჰქონდა ცუდი მოგონებები ახსენდებოდა და საერთოდ ითიშებოდა როდესაც ვინმეს მსგავს მდგომარეობაში ხედავდა ,მაგრამ მაშინ მხოლოდ გაბრიელის დახმარება სურდა. სალომეს დამსახურებით სახლში ყველაფერი ჰქონდა , როცა რამეს სწავლობდა ქალბატონი რეპეტიციებს სოფიოსთან გადიოდა.
ხალიჩაზე მუხლებით იდგა , კბილებს ერთმანეთს აჭერდა გონება რომ არ დაეკარგა და ისე აკეთებდა ყველაფერს. ჭრილობა რომ შეუხვია ხალიჩაზე დაჯდა და ინსტიქტურად მიეყრდნო მის ფეხს
-ხომ კარგად იქნები- ჩუმად უთხრა , თვალები დახუჭული ჰქონდა მისი სუნთქვა ესმოდა და შემდეგ სიგარეტის სუნი რომ იგრძNო თვალები გაახილა. სწრაფად გასწორდა და მზერა მიაპყრო. ცივი მზერით უყურებდა და მშვიდად ეწეოდა
-სასმელი ისევ არ გაქვს?
-დაჭრილი ხარ და შენ
-ესენი აქ უნდა იყოს ?- სისხლიან ბამბებზე ანიშნა და გახსნილ ყუთზე ათასი რამ რომ ეყარა შიგნით
არაფერი უთქვამს , ისე აიღო ყველაფერი და სააბაზანოში გაიქცა. ბამბები ნაგვის ყუთში ჩაყარა, ყუთი დაახეთქა და მერე შენიშნა თითებზე სისხლი ეცხო , ონკანი სწრაფად მოუშვა, იბანდა ნერვიულად უსვამდა თითებს ერთმანეთს შემდეგ ოთახიდან გავიდა, ხელებს ისევ უყურებდა და ნელ ნელა ებინდებოდა გონება. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თვალებდაბინდულმა და დერეფანში გონდაკარგული დავარდა.
თვალების გახელა სპირტის მძაფრმა სუნმა აიძულა. საწოლზე იწვა და გაბრიელი იჯდა მის გვერდით ხელში სპირტიანი ბამბით
-რა იყო ეს
-სისხლის მეშინია
-სერიოზულად? - სიცილი აუტყდა. იჯდა და ხარხარებდა , მერე თვალებამღვრეულ გოგოს ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა- სხვა დროს დაჭრილს ნუ მივარდები
-ცუდად იყავი, გტკიოდა და მე არ ვიცოდი ჭრილობა ღრმა რომ ყოფილიყო? - თვალებს ახამხამებდა და მალე ცრემლებით დაენამა ლოყები . სახეზე ხელები აიფარა
-ეშმაკმა დალახვროს - ისევ ჩაიცინა, აგიჟებდა სოფიოს ეს მდგომარეობა. სრულიად გულწრფელი და სუფთა . მისი პატარა მთრთოლვარე სხეული და სურვილი რომელის საერთოდ ავიწყებდა იქ მისვლის მიზეზს -შემომხედე - თავი მაღლა ააწევინა და ყბაზე მოუჭირა თითები - კარგად ვარ !
კარზე ზარის ხმა გაიგო და დაკვრა ვეღარ განაგრძო. იფიქრა რომ ის იყო და სწრაფად გაიქცა. ზღურბლზე სრულიად უცხო ბიჭი დახვდა , ისიც ნახევრად შიშველი იყო ,აშკარად გაბრაზებული ჩანდა სანამ მოკლე ხალათში გამოწყობილი სოფიო დაინახა
-თქვენ...სოფიო ხართ? - დაბნეული უყურებდა - მე
-მეზობელი ხართ?
-დიახ ...ახალი , თქვენს ქვემოთ და
-მაპატიეთ, ალბათ არ დაგეძინათ მეგონა რომ ქვემოთ ბინა ცარიელი იყო . შეგიძლიათ მშვიდად იყოთ
-ჯანდაბა ...არ მეგონა ცნობილი პიანისტი თუ ცხოვრობდა ჩემს ზემოთ თორემ არ შეგაწუხებდით . მე დემეტრე მქვია - ხელი გაუწოდა და გაუღიმა
-სასიამოვნოა დემეტრე- სოფიომაც ჩამოართვა და გაეცინა ბიჭის რეაქციის დანახვისას. შემდეგ ლიფტის კარი გაიღო და ის გამოჩნდა - უკაცრავად უნდა შევიდე, ახლა შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ - ბიჭი ფაქტობრივად აიძულა წასულიყო
-დიახ , რა თქმა უნდა . ნახვამდის - სწრაფად შებრუნდა და კიბეზე დაეშვა. სოფიომ კარი მიხურა და იქვე დადგა. მალევე გააღო ბატონმა და შეშლილი სახით გამოჩნდა
-ის ლაწირაკი ვინღა იყო
-ქვედა მეზობელი, რომელიც გავაღვიძე
-რომელიც გააღვიძე და დაყ.ევებული უყურებდა შენს ძუძუებს ... ალბათ სახლში შესვლამდე გ..თ>ვა
-ასეთ ცუდ ხასიათზე რატომ ხარ, ცუდად დასრულდა შეხვედრა?
-შენი ცინიზმი და იგნორი ერთად არ მომწონს - ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა- იმ გამოს.რებულს არ ეკონტაქტო იცოდე
-უძილობის კონპენსაციას ფინჯანი ყავითა და ნამცხვრით ვაპირებდი
-ეჭვი მაქვს კიდევ ვერ დაიძინებს - თვალები უნათებდა, იღიმოდა და მასთან ერთად მიდიოდა საძინებლისკენ. სოფიო მანამ მიდიოდა უკანსვლით სანამ საწოლზე არ დაეცა
-ქვემოთ კვნესის ხმა არ ჩავა
-ვნახოთ !
............
სალომეს სახლთან ელოდა , გაეღიმა რომ დაინახა ისეთი ლამაზი იყო , წარმოუდგენლად ლამაზი. მანქანაში ჩაჯდა ,ღვედი შეიკრა და მერე გაუღიმა ეგობარს
-მიყვარხარ იცი?
-პატარაავ გაკოცებდი , მაგრამ შენი ტონალურის გემო არ მინდა გავსინჯო- გაიცინა და მერე ხმაურით აკოცა ლოყაზე- მეც მიყვარხარ
რესტორანის ერთი ნაწილი მთლიანად ჰქონდათ დაკავებული მედიკებს , შესაბამისად ირგვლივ სულ მედიკოსები იყვნენ და სოფიო მხოლოდ რამდენიმე მათგანს იცნობდა ვინც სალომესთან ახლოს იყო ან ცნობილი ექიმი გახლდათ. სოფიო სალომეს გვერდით იჯდა და შორიდან ადევნებდა ყველაფერს თვალს. ბოლო წლების განმავლობაში შეეჩვია სიტუაციის კონტროლს და მალევე მიხვდა რომ ვიღაც უყურებდა, ეს ვიღაც ბოლოს იპოვნა კიდეც
-რა ჯანდაბა
-რა მჟავე იყო ? გითხარი ბევრი წიწაკა აქვს-თქო
-ის ბიჭი ვინ არის...გიასთან მაგიდაზე რომ ზის და აქეთ იყურებდა
-საყვარლის გაჩენას თუ გადავწყვეტ ის იქნება ... მესამეკურსელია , ცოტა პატარაა ,მაგრამ არაუშავს ჯერ კიდევ ნორჩი ვარ არა?
-ჩემი მეზობელია, წუხელ ვუკრავდი შიშველი ამომივარდა და მერე გაბრიელიც მოვიდა- ჩუმად ელაპარაკებოდა და თან თეფშს უყურებდა
-ანუ მე იქ რომ დავაბიჯებ ის ჩვენს ქვემოთაა?
-მართლა მოგწონს?
-რატო არ უნდა მომწონდეს...პირველ კურსზე იყო ავარიაში რომ მოხვდა მე ვიყავი მორიგე რეანიმაციაში შემაგდეს რაღაც ხდებოდა იქ და მას შემდეგ ვიცნობ. შემდეგ აქ დაიწყო მუშაობა
-მე აქამდე რატომ არ ვიცოდი
-მნიშვნელოვანი არ არის და იმიტომ ... მოეწონე ხომ? თვითონ გიტარაზე უკრავს და მგონი ტამტამზეც
-საერთოდ არ მინდა რომ ზედმეტად დაინტერესდდეს ჩემით, გაბრიელი რომ დაინახოს ერთ დღეს მერე რა გავაკეთო
-იქნებ მოგეწონოს ვინმე მის გარდა
-არ მომწონს
-წამით მაინც დამანახა ის შენი კურო მეტი არ მინდა...ვინ არის ასეთი ღმერთკაცი არავინ რომ არ მოგწონს
მთელი საღამო გრძნობდა მის მზერას, შემდეგ ყველა რომ აცეკვდა მივიდა და მის გვერდით დაჯდა. სოფიომ ღიმილი მოიშორა სახიდან და ცოტა უხეშადაც კი ესაუბრა ის კი იმდენად საყვარელი იყო ღიმილს ძლივს იკავებდა. სალომეს რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და ზემდეტად კარგ ხასიათზე იყო. ცეკვა -ცეკვით მიუახლოვდა მაგიდას და დემეტრეს გაუღიმა
-ბატონო დემეტრეე როგორ ბრძანდებით?
-შესანიშნავად და მგონი შენ ჩემზე უკეთ ხარ
-აჰაამ, სოფო მეუბნებოდა ნეტავ ვინმე სიმპათიური მეზობელი გადმოცხოვრდეს ჩემთან ისეთი რომ დამინდოს და ღამით დაკვრის საშუალება მომცესო , გაუმართლა შენ მთელი ღამეები ან კლინიკაში ხარ ან მეცადინეობ
-სხვა დროს ნამდვილად არ შევაწუხებ , მეგონა რომ ვიღაც მაღალ ხმაზე უსმენდა მუსიკას და იმიტომ ამოვედი
-სალომე , მგონი დროა წავიდეთ
-ხოო, წავედით. დემეტრე შენც ხომ არ გაგიყვანოთ?
-თუ არ შევაწუხებ სოფიოს
-არ შეწუხდება, ჩუმად დაჯექი უკანა სავარძელზე და ეგ არის- გაუღიმა და თავისი ნივთები აიღო
სოფიოს არაფერი შეუმჩნევია ,მაგრამ სალომეს მოკვლის სურვილი ჰქონდა. ბიჭი მართლაც უკანა სავარძელზე დაჯდა , სალომე წინ დასკუპდა ჯერ ის მიიყვანა სახლში შემდეგ კი კორპუსთან გააჩერა.
-გმადლობ კომფორტული მგზავრობისთვის , ტაქსით სიარულს ვერ ვეჩვევი დამღლელია
-მართვის მოწმობა არ გაქვს?
-ჩემი მანქანა სულ ცოტათი დამტვრეულია
-სულ ცოტათი- გაეცინა ,მაგრამ ისეთი სიჩუმე იყო მისი ხმა მკვეთრად ისმოდა-ხმაურიანი ვარ
-ლიფტით ვერ წამოვალ ... ფეხით ავიდეთ არ შეიძლება?
-კლაუსტროფობია?
-ხოო
-და კლინიკაში რომ გიხდება ლიფტში შესვლა რას აკეთებ პაციენტები კიბით აგყავს?
-გამომიჭირე...
-სალომესთან ერთად ხშირად მორიგეობ?
-სინამდვილეში სალომე ჩემი ანგელოზია
-როგორ?
-გადამარჩინა ... თქვენ როდის გაიცანით
-წლების წინ
კიბის საფეხურებს მიჰყვებოდნენ, მალე სუნთქვა აუჩქარდა თან მაღალქუსლიანები ეცვა და მეექვსეზე უკვე კედელს იყო მიყრდნობილი. დემეტრე კი აშკარად მხნედ გამოიყურებოდა. სალომეზე ალაპარაკებდა ბიჭს , თავად ქალბატონი არასდროს ამბობდა რომ კარგად ასრულებდა თავის საქმეს. დემეტრე კი სხვა ექიმების დამოკიდებულებაზეც უყვებოდა, თურმე ყველა ერთხმად აღიარებდა სალომეს ნიჭსა და მონდომებას.
ბინის კართან იყო უკვე ბიჭი რომ შეჩერდა
-იმედია ამ ღამით არ დაუკრავთ ქალბატონო სოფიო... ხვალ მორიგე ვარ და გამოძინება მჭირდება
-ჩუმად ვიქნები, გპირდები
ბიჭი რომ წავიდა კარი გააღო და ბინაში შევიდა. ფეხსაცმელი გაიხადა და წვივები დაიზილა
-ჯანდაბა , მგონი ვეღარ გავივლი - თმებიც გაიშალა და ისე დაიძრა მისაღებისკენ
-ადრე პატარა სულელი ბიჭები არ მოგწონდა- გაბრიელის ხმა რომ გაიგო შიშისგან შეხტა. სავარძელში იჯდა და ღვინოს მიირთმევთა სიგარეტიც იქვე იყო
-აქ რა გინდა
-ხომ არ წავიდე და გადროვოთ ახალგაზრდებს გართობა
-მთვრალი ხარ?
-ხომ იცი რომ შემიძლია გავაქრო
-რისთვის რომ მელაპარაკება? შეიშალე? ხვდები მაინც რას აკეთებ?
-ვერ ვხვდები , მაგრამ ...თუ გამაბრაზებ შენც კისერს მოგიგრეხ ხომ იცი- ბარბაცით მიუახლოვდა და ყელში წვდა- ჩემთან და სხვასთან ერთდროულად ვერ იქნები, შანსი არ არის - ტუჩებზე დააცხრა და მერე ისე გახია ნაჭერი რომ მძივებიც იატაკზე დაცვივდა . აღარაფერს ამბობდა, სოფიოს სხეულს უმოწყალოდ ექცეოდა კოცნიდა , თითებს უჭერდა , ტკენდა ,მაგრამ მანამ არ ჩერდებოდა სანამ ძალა არ გამოეცალა. მერე საწოლზე დამხობილს ზურგზე აკოცა და მასთან ერთად დაეშვა ბალიშებს შორის.
ის წამები ყოველთვის დიდხანს გრძელდებოდა, სულიერი ტკივილის დრო რომელიც სადღაც ღრმად ილექებოდა და შემდეგ მთელს ორგანიზმს წვეთ-წვეთად აწოდებდა საწამლავს.
გაუნძრევლად იწვა , მისი სუნთქვა ესმოდა ყურთან ,სუNთქვა რომელიც ნელ-ნელა მშვიდდებოდა . შემდეგ თითები ეხებოდა ხერხემალზე ,მალებზე რომლებიც ასე გამოკვეთილი იყო მის გალეულ სხეულზე
-შემომხედე
-მეძინება
-სოფიო შემომხედე !
-ისევ ? კარგი - გადაბრუნდა ,თითქოს უემოციო გამომეტყველება ჰქონდა. მკლავები ყელზე მოხვია და მისკენ მიიწია
-გეყოფა !
-კარგი , მეყოფა - ხელები მოაშორა წამოჯდა და გაიცინა- შენ როგორც გინდა
-მძიმე დღე მქონდა , მე
-მესმის ,მძიმე დღე გქონდა- ცოტა ხნით უყურებდა მის თვალებს მერე დაიხარა თავი მკერდზე დაადო და სხეულზე აეკრო . გაბრიელს არასდროს არაფრის გამო უთხოვია მისთვის პატიება , მაგრამ სოფიო ყოველთვის ხედავდა მასში პატიების მიზეზს. ან უბრალოდ უნდოდა დაენახა
დილამდე დარჩა გაბრიელი , მასაც მშვიდად ეძინა კარზე ზარის ხმა რომ გაიგეს
-ჯანდაბა - სწრაფად წამოდგა და სოფიოც გააღვიძა- ვინ შეიძლება იყოს
-სალომე იქნება ... აქ რატომ ხარ
-დამეძინა , ვერ მოიშორებ?
-თუ სალომეა ვერა
-ანუ უნდა დავიმალო? კარადაში ხომ არ შევიდე
-რა იყო გათხოვილი ქალის საყვარელი არასდროს ყოფილხარ?
-შენ წარმოიდგინე არა !
სოფიოს უკვე ხალათი ეცვა და არეულ თმებს იკრავდა. ის კი შარვალს იცვამდა და პერანგს უშედეგოდ ეძებდა . სოფიომ კარი დახურა და გარეთ გავიდა ,მართლაც სალომე იყო
-სად ხარ აქამდე ადამიანო ლამის დემეტრესთან ჩავედი ვიფიქრე იქ ხომ არ დარჩა და ჩემმა სიმპათიურმა ხომ ვერ შეაბა-თქო
-ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძა სალომე?
-ლექციები მაქვს დღეს პირველზე მეწყება და რომ არ დამზარებოდა ავდექი...ყავა მინდა ჩემო ტკბილო?- ძლივს შეხედა და მერე გაჩერდა- რატომ გაქვს ასეთი სახე?
-როგორი სახე მაქვს ...ამ წამს გავიღვიძე და ლამის საწოლიდან გადმოვვარდი
-კაცის სუნი აგდის , ვამპირთან იჟ.მავე თუ რა არის ყელი რას გიგავს - ჩვეულებისამებრ ყველაფერი წამში შეამჩნია ყბაზე მოუჭირა და თავი გადააწევინა
-სალომეე
-იქ არის ხომ? ოო ღმერთო ჩემო ის იქ არის. როგორ მოხდა რომ ამ დრომდე დარჩა , ასეთი შეცდომა როგორ დაუშვა ხომ ჯანმრთელადაა ? - ხმამაღლა ლაპარაკობდა და კარს უყურებდა-ოჰ როგორ მინდა ახლა მანდ შემოვვარდე და დავინახო შენი სახე , ჯანდაბა
-სალომე - წინ გადაეღობა ყოველი შემთხვევისთვის
-ასე ნუ მიყურებ, ხომ იცი შენი თხოვნა ჩემთვის კანონია. წავედი , დემეტრესთან ჩავალ - ღრმად ჩაისუნთქა და სწრაფად შებრუნდა- და მაინც , დამპალი , ეგოისტი ხარ რომელიც კომპლექსებითაა სავსე და ეშინია
ბინა დატოვა და კარი ხმაურით მიხურა. სოფიო კი იქვე დარჩა შემდეგ კარი გაიღო და გაბრიელიც გამოჩნდა
-როგორ მინდოდა გამოვსულიყავი და დამენახა მისი რეაქცია ... ვგიჟდები მაგ გოგოზე - გაიცინა და მერე სოფიოს მიუახლოვდა - ტყუილად მიყურებ ასე, ხომ იცი სალიოზე არ ვბრაზდები . ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია შენთვის- ცხვირის წვერი კანზე გაუსვა მერე ყელში აკოცა , ხანგრძლივად მიაწება ტუჩები თითქოს კვალს გააქრობდა . წამით მიაპყრო თავისი მწვანეები და მერე უკანმოუხედავად წავიდა.
.................
ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში ჟიურის წევრად იწვევდნენ და ტელევიზიაში მივიდა, შავი ყელიანი სვიტერი ეცვა ,პიჯაკი და კლასიკური შარვალი. რამდენიმე საათი საუბრობდა პროექტის სცენარისტებთან , ყველაფერს გაეცნო და შემდეგ დატოვა იქაურობა.
ახალი საქმე ექნებოდა, ახალ გარემოში იქნებოდა და ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა. თანაც ხანგრძლივი პროექტი იქნებოდა , შესარჩევი ტურებიც წინ ჰქონდათ . კაფეტერიაში გაიარა, სალომეს საყვარელი ტკბილეულობა იყიდა და კლინიკაში წავიდა. პირდაპირ შევიდა ქალბატონთან და მორიგეობისგან გადაღლილს თავზე დაადგა
-სიყვარულო
-ჰმ, უნდა მომქრთამო?
-დემეტრეს ყავა უფრო გემრიელი იყო თუ ჩემი?
-დემეტრეა თვითონ გემრიელი...ზემოთაა ქირურგიაში ბატონი - დონატი აიღო და ლამის მთლიანად გაივსო პირი. აშკარად მშიერი იყო და ელვის სისწრაფით ჭამდა ყველაფერს. მერე ეტლით ბავშვი მიჰყავდათ თვალი გააყოლა და უცებ წამოდგა-წამომყევი
-სად ? ახალი ამბავი მაქვს...იმ პროექტს დავთანხმდი. მალე ტელევიზიითაც მიხილავ , რომ მოგენატრები . სად მიმარბენინებ გოგო
-ხომ იცი მეოთხეზე ლეიკემიით დაავადებული ბავშვები არიან...ერთ-ერთს მე რომ გიყვებოდი ორი დღის წინ გაუკეთეს ოპერაცია . იქ პიანინოა თუ რაც ქვია იმას არ ვიცი, მოკლედ კლავიშები აქვს და შენ რამე ისეთს დაუკრავ ყველა რომ გაამხიარულო. ამღერო და გაახალისო
-ამ შენობაში რომ არ იყვნენ ადრე? აქამდე რატომ არ მითხარი, მოვიდოდი ხოლმე. მოიცა ასე შესვლა შეიძლება?
-იქ არის ფორმა იმათ ჩაგაცმევ და შევიდეთ ... - ლოყაზე ხმაურით აკოცა. პატარა ბავშივით იყო, სითბოს ასხივებდა ყველასთან ვინც იმ კედლებში დააბიჯებდა,მაგრამ ის ბავშვები სალომესთვის სუსტ წერტილს წარმოადგენდნენ ,სოფიოც ხშირად სტუმრობდა
სალომემ თავისი მეორე ფორმა მისცა, გამოაწყო ნიღაბიც გაუკეთა და ისე შეიყვანა ბავშვებთან რომ ვერავინ იცნობდა. ექიმიც იქ იყო რომელსაც სოფიოც იცნობდა, ბავშვები ოთახში იყვნენ , ყველა სხვადასხვა რამეს აკეთებდა ზოგს წვეთოვანიც ედგა სოფიო მანამ არ შეუმჩნევიათ სანამ კლავიშებს არ შეეხო და დაკვრა არ დაიწყო. მერე თავისი ცისფერი თვალები მოავლო ყველას , ნიღაბი რომელზეც მიკიმაუსი ეხატა მოიშორა და ბავშვებს გაუღიმა.
ზოგჯერ ძალიან ცოტაა საჭირო სიხარულისთვის, ვერაფერს ცვლი ,მაგრამ ფერებით ავსებ. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც ბავშვების თვალებში ანთებულ სხივებს ხედავ, მათ გულწრფელ ღიმილს ,მათი პატარა სხეულების მოძრაობას მუსიკას რომ ყვებიან და მერე გეხვევიან თავიანთი პაწაწინა თითებით.
ვერავინ ხედავდა სოფიო კანდელაკის შინაგან ტკივილს,მხოლოდ სალომე და სხვა არავინ. სალომე ,რომელსაც გულში დანის დარტყმაც ვერ ატირებდა ბავშვებთან მისი დანახვისას ცრემლებს ძლივს იკავებდა. ბოლოს გულმა რომ ვეღრა გაუძლო ოთახიდან გავიდა კედელს მიეყრდნო ,სახეზე ხელები აიფარა და ცრემლებს გასაქანი მისცა. ტკიოდა, იმდენად ტკიოდა რომ არაფერს შეეძლო ამ ტკივილის გაყუჩება.
სოფიო კი ისევ მათთან იყო, ფოტოებს იღებდა, ექთნები ვიდეობს უღებდნენ, ვიღაც ლაივშიც იყო. არაფერს აქცევდა ყურადღებას მხოლოდ ბავშვებს და მათ მშობლებს , გადაღლილებს, ენერგია გამოცლილებს , სევდისფერი თვალებით და მაინც ღიმილით სახეზე.
ბოლოს ბავშვები ძალიან რომ არ გადაღლილიყვნენ ხალიჩაზე დაჯდა და მათთან ერთად შეუდგა უზარმაზარი ფაზლის აწყობას. საღამომდე იქ იყო, შემდეგ ყველას დაჰპირდა რომ ისევ მოინახულებდა და წავიდა.
სახლში მისვლისთანავე დაკვრა დაიწყო . გაბრიელს ელოდა,მაგრამ არ ჩანდა არადა ძალიან სჭირდებოდა მისი ნახვა. გვიანი იყო მობილური რომ აიღო და დაურეკა
-მოდი გთხოვ
-არ შემიძლია
-კარგი
-ცუდად ხარ?
-არა, ისე უბრალოდ მინდოდი
საწოლზე იწვა და დაძინებას ცდილობდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და გულისცემა აუჩქარდა. საწოლზე ჩამოჯდა, თავზე ხელი გადაუსვა და ზემოდან დახედა
-რა გჭირს
-დარჩები?
-ვერ . სახლში სტუმრები მელოდებიან
-და აქ ხარ?
-რა გჭირდება - ამღვრეულ თვალებში უყურებდა
-ათი წუთი დარჩი , ჩამეხუტე და მერე წადი . შეგიძლია?
გაბრიელმა პიჯაკი გაიხარა საწოლზე დაწვა, სოფიოს სხეულს მოეხვია და მის თითებს ტუჩები შეახო. წლების წინ სოფიო ვერ დაურეკავდა, ისიც არ მივიდოდა, არც მის გვერდით დაწვებოდა, არც თითებს დაუკოცნიდა ახლა კი მის გამო ალოდინებდა ხალხს რომელსაც მისი კარიერის დასამარება შეეძლო.
........
გაბრიელის ვიზიტები ნელ-ნელა ხშირდებოდა,თავიდან მხოლოდ ღამით მიდიოდა . მოულოდნელად ჩნდებოდა და ძალიან ცოტას ლაპარაკობდნენ. პირველად რომ სთხოვა დაუკარიო თითები ისე გაეყინა ეგონა არაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ ისე არასდროს დაუკრავს როგორც მაშინ როდესაც მეორე ოთახში მყოფი წილოსანი უსმენდა და უყურებდა . არაფერი უთქვამს, არც ერთი სიტყვა ,მაგრამ თითქმის ყოველი ვიზიტისას სთხოვდა დაკვრას. ზოგჯერ მის გვერდით იჯდა ჭიქით ხელში, სვამდა ,უყურებდა ან თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე უსმენდა. სოფიოს მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა მის ტვინში რა ამბები ტრიალებდა, რაც უფრო დიდი დრო გადიოდა მით უფრო მეტი რამ იცოდა მის შესახებ,უშუალოდ გაბრიელის შესახებ და არა მისი ცხოვრების . ინსტიქტურად დაიწყო დაკვირვებები და შეისწავლა კიდეც მისი განწყობა. არ იცოდა რა გვარი იყო, რას აკეთებდა, მის ოჯახისწევრებზე, ცხოვრების სტილზე არაფერი იცოდა ,მაგრამ იცოდა როგორი იყო მისთვის სიმშვიდე, მისი საყვარელი საჭმელი, საყვარელი გარემო, მისი განწყობის ამოცნობა შეეძლო ერთი შეხედვით ,მისი სუნთქვის ხმაც კი ბევრ რამეს ეუბნებოდა. არ ჰქონდა კითხვები და გაბრიელიც სწორედ ამიტომ იყო იქ ასე ხშირად, ერთადერთი ადამიანი იყო სოფიო მის ცხოვრებაში ვინც არაფერს სთხოვდა, არაფერს ავალებდა, არაფერს ეკითხებოდა და არაფერი უნდოდა თავად გაბრიელის გარდა.
არ იყო წილოსანი ის კაცი მარტივად ნდობა რომ შეეძლო , არც ემოციებს ჰყვებოდა და არც სურვილებს. არ არსებობდა მისთვის სენტიმენტები და სისუსტეები ,კარიერისტი იყო, მოთამაშე რომელიც ირგვლივ ყველას ატყუებდა თავისი მრავალი ნიღბით და ეს ყველაფერი იმდენ ხანს გრძელდებოდა რომ გრძNობდა საკუთარ თავს კარგავდა. სოფიოს გამოჩენა კი პირველივე ღამის შემდეგ შვება იყო. ის იყო ქალი რომელმაც არაფერი იცოდა გაბრიელის შესახებ, არც ფულის გამო ხვდებოდა,ა რც ძალაუფლების, არც რაიმე ამბიცია ჰქონდა , უბრალოდ გაბრიელი იზიდავდა და რაც მთავარია იყო სრულიად გულწრფელი ,მასში არაფერი იყო დაფარული .
იმ ღამის შემდეგ რამდენიმე კვირა საერთოდ არ გახსენებია სოფიო, შემდეგ როდესაც ისევ ყველაფერი ყელში ამოუვიდა, როდესაც ყველამ და ყველაფერმა თავი მოაბეზრა ერთმა მეგობარმა ჰკითხა ბოლოს როდის დაისვენეო და რომელიმე ფეშენებელური სასტუმროს ან კურორტის ნაცვლად გაახსენდა ქალაქის ერთ ჩვეულებრივ უბანში, ჩვეულებრივი ბინა და ჩვეულებრივი ქალი თავისი ცისფერი თვალებით . დიდხანს იხსენებდა მის სახელს შემდეგ კი ყველაფერი გაიგო რაც კი შეიძლებოდა დასჭირვებოდა. ცოტა ხნით აკვირდებოდა კიდეც მის ცხოვრებას და რომ დარწმუნდა არავითარი შეხება ჰქონდა მის ცხოვრებას გაბრიელის ცხოვრებასთან მეორედ შეხვდა.
ყოველ ჯერზე ისეთ რამეს აკეთებდა რომ სოფიოს გამოცდას უწყობდა, ის კი ისევ ისეთი იყო არ იცვლებოდა. ბოლოს საბოლოოდ მოდუნდა და მშვიდად დაიწყო სოფიოს ბინაში მოულოდნელი ვიზიტები.
-გასაღებს ავიღებ- ერთ დღეს ასე უბრალოდ აიღო მისი ბინის გასაღები და მას შემდეგ პირდაპირ შედიოდა დღის ნებისმიერ მონაკვეთში. იცოდა სოფიოს დღის განრიგი, ყველაფერი იცოდა ,ყველაფერს აკონტროლებდა და უყურებდა როგორ იცვლებოდა კანდელაკი მის თვალწინ. ქალური გახდა, დახვეწილი, მიმზიდველი აშკარად დიდ დროს და რესურსს უთმობდა საკუთარ გარეგნობას სრულიად შეიცვალა თითქოს, მაგრამ მაინც ისევ ისეთი იყო ზედმეტი მაკიაჟის გარეშე, ყოველგვარი ხელოვნურობისგან შორს
-რატომ არ გაქვს კონცერტები კონსერვატორიაში, რატომ არ გიცნობენ საჭირო ადამიანები- უსმენდა კითხვა რომ დაებადა და სოფიოს გვერდით დაჯდა
-იქ ვარ სადაც ჩემი ადგილია
-ვინ განსაზღვრა შენი ადგილი - ვერ იტანდა უამბიციო ადამიანებს ,მითუმეტეს როდესაც ნიჭიერი იყო ეს უკანასკნელი
-არ შემიძლია , ხალხის წინ დაკვრისთვის მზად არ ვარ
-პედაგოგი ხომ გყავდა...სხვა იპოვნე ვინმე ვინც საზოგადოების წინაშე გამოგაჩენს და ცნობილს გაგხდის, ისეთი ვინც დაგეხმარება
-არ მინდა, მე ასეც კარგად ვარ
-იმსახურებს მსმენელი რომ შენნაირ შემსრულებელს უსმინოს და დატკბეს, ნუ იქნები ეგოისტი . აჯობე საკუთარ თავს და გააკეთე ყველაფერი შენი საქმისთვის !
-გგონია რომ გამომივა? იცი რამდენი გენიოსია ჩვენს ქვეყანაში? მე უბრალოდ ვუკრავ
-შენ ის გაქვს რაც ძალიან ცოტას , გიყვარს ეს კლავიშები და სხვა არაფერი მათ გარდა
ასე მკაცრი ტონით აქეზებდა მანამ სანამ კონკურსზე მისვლა არ აიძულა. გამარჯვებული ერთ-ერთ ცნობილ მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელებდა უფასოდ სწავლას და ნამდვილად დიდი კონკურსი იყო. სოფიო თავიდან ძალიან ღელავდა ,მაგრამ ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ თანდათან უფრო მონდომებული ხდებოდა . იმდენს უკრავდა გაბრიელის მისვლასაც ვერ ამჩნევდა ხოლმე ისიც მიდიოდა როდესაც ცუდად იყო, ოთახის ბოლოში იდგა უსმენდა ,უყურებდა მშვიდდებოდა ,ყველაფერს ივიწყებდა და მიდიოდა.
-ხვალ ფინალია ...- გაბრიელის მკერდზე ედო თავი და ქვემოდან უყურებდა ის კი თვალებდახუჭული იწვა
-მერე?
-მეშინია
-წაგების?
-მოგების იმედი ისედაც არ მაქვს, უბრალოდ არ მინდა რომ ცუდად დავუკრა
-რატომ არ გაქვს მოგების იმედი
-ის გოგო ვინც ჩემი მთავარი კონკურენტია ძალიან ცნობილი ოჯახიდანაა, ყველას იცნობენ ვინც ჟიურიშია და მეეჭვება მე გავიმარჯვო
-რომელი საუკუნეა , თანაც იმ კონკურსს ვიღაც ბიზნესმენის ფონდი არ აფინანსებს?
-მერე რა , ყოველთვის ის იმარჯვებს ვინც გზას იპოვნის გამარჯვებისკენ . ფონდი მაინც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ხელოვანებისთვის, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ინსტრუმენტები აჩუქეს ისეთი მისი შეძენის საშუალება არასდროს რომ არ ექნებოდა მის ოჯახს . კიდევ უამრავ კარგ საქმეს აკეთებენ,მაგრამ გამარჯვებულებთან დაკავშირებით მათ ცნობები არ აქვთ, ვის ეცლება ახლა დეტალების განსახილველად
-მორჩი სისულელეებზე ფიქრს, უბრალოდ დაუკარი ისე რომ ყველა გაგიჟდეს
-მაპატიე, ალბათ თავი ისევ აგტკივდა იმდენი ვილაპარაკე - სახეზე ხელები აიფარა და მერე წამოჯდა - დაიძინე ,ხომ თქვი ხვალ მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო- გაუღიმა და მშვიდად დადო თავი ბალიშზე.
დილით ისე წავიდა რომ წარმატებაც არ უსურვა, არც დაემშვიდობა.
სალომე იყო მასთან და ამხნევებდა სცენაზე გასვლის წინ , ის კი ისე ღელავდა ცოტაც და გული გაუსკდებოდა. კულისებში იყო, დარბაზი მთლიანად სავსე იყო ყველა კონკურსანტს ამხნევებდნენ , დარბაზიდან ესალმებოდნენ ის კი მარტო იდგა . დარბაზში მჯდომ სალომეს ეძებდა რომელმაც როგორღაც მეორე რიგში დაჯდომა მოახერხა და იქედან უყურებდა.
თვალები დახუჭული ჰქონდა და კონცენტრირებას ცდილობდა წამყვანის ხმა ესმოდა ,მაგრამ მის სიტყვებს არ იაზრებდა სანამ ყველანი არ ახმაურდნენ . ფარდასთან მიცვივდნენ და სცენისკენ იხედებოდნენ
-არ მჯერა რომ ისაა...წარმოუდგენელია არასდროს მოდიოდა ხოლმე. სულ წარმომადგენელი დადიოდა
-როგორი სიმპათიურია, ვგიჟდები
-იმედია ფოტოს მაინც გადადაიღებს ჩვენთან...ღმერთო თითები ამიკანკალდა ახლა რას დვაუკრავ- გოგონების კომენტარები ესმოდა. ბიჭებიც გაკვირვებულები იყვნენ ის კი სცენისკენ მიმავალ წილოსანს უყურებდა. უცნაურს, ისეთს არასდროს რომ არ ენახა . კლასიკურ სამოსში გამოწყობილი დინჯად მიაბიჯებდა, წამყვან ქალს უყურებდა და იღიმოდა. ხელზე ეამბორა და აფორიაქებულს მიკროფონი გამოართვა. ყველას მიესალმა , ისაუბრა რაოდენ მნიშნელოვანი იყო მსგავსი კონკურსები , ყველას წარმატება უსურვა და პირობა დადო რომ მისი ოჯახის კომპანია კიდევ ბევრ საქმეს გააკეთებდა ქართველი ტალანტებისთვის.
შემდეგ ისევ ჩაიარა კიბე და ჟიურის წევრებს შორის დაიკავა ადგილი. გაქვავებული იდგა და უყურებდა მის მომღიმარ სახეს, როგორ ესაუბრებოდა გვერდით მჯდომ ქალს და სხვა ჟიურის წევრებს. ქულებს ფურცელზე იწერდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა.
სოფიომ უკან დაიხია, იფიქრა რომ სცენაზე არ გავიდოდა და იქედან შორს წავიდოდა,მაგრამ უეცრად სალომე გამოჩნდა
-მოვიდნენ და მითხრეს შეგიძლიათ შეხვიდეთო და გამოვვარდი
-ვინ მოვიდა
-არ ვიცი ვიღაც გოგო ... სიყვარულო რა ფერი გაქვს, არ მითხრა რომ ისევ ვერ დამშვიდდი იცოდე ახლა გავგიჟდები. შემომხედე? შენ ხარ მათ შორის ყველაზე ნიჭიერი შენ მწვერვალებს დაიპყრობ ისინი უბრალოდ თამაშობენ შენთვის კი ესაა ცხოვრება და იცოდე საშუალება უნდა მომცე რომ ვიტრაბახო და ყველას შევაშურო ,იმ საოცარ პიანისტს მარტო მე ვიცნობ, მე ვუყვარვარ-თქო
როგორ შეიძლებოდა მისთვის მოესმინა, ეყურებინა როგორ სჯეროდა მისი და უარი ეთქვა. სალომე ცოცხალი თავით არ გაუშვებდა შენობიდან.
ბოლოს საკუთარი სახელი გაიგო, შემდეგ გულისცემა ესმოდა და სხვა არაფერი . მიდიოდა სცენისაკენ და უყურებდა მხოლოდ შავ როიალს, მას და მეტს არაფერს. იგრძNო მისი მზერა, იცოდა უყურებდა თავისი მწვანეებით და მზერას წამითაც არ მოაშორებდა . წარმოიდგინა რომ ისევ სახლში იყო, ისევ ნახევრად შიშველი იჯდა და მხოლოდ მისთვის უკრავდა ,შემდეგ ტაშის ხმა ესმოდა, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა . ჟიურის რამდენიმე წევრიც მათ შორის ის კი იჯდა კმაყოფილი სახით, უყურებდა და ტუჩებს ისველებდა,შემდეგ თავი დახარა და ფურცელზე რაღაც დაწერა .
ვინაიდან ბოლო კონკურსანტი იყო ყველაფერი დასრულდა, იდგა სხვა პიანისტებთან ერთად და იატაკს უყურებდა. ელოდა როდის დასრულებოდა ყველაფერი და იქედან წავიდოდა. ბატონ გაბრიელს სთხოვეს გამარჯვებულის დასახელება და ისიც კონვერტით ხელში აღმოჩნდა სცენაზე ზუსტად მის წინ გაიარა . ისევ დაიწყო საუბარი
-მართალია ჩემი ხმა სხვამ მიიღო,მაგრამ მე არაკომპეტენტური აღმოვჩნდი . ინგლისში ერთი წლით გაემგზავრება სოფიო კანდელაკი - ვერ იჯერებდა, ის მის წინ იდგა გამარჯვებულისთვის განკუთვნილ ჯილდოს აწვდიდა, შემდეგ ტუჩები ლოყაზე შეახო, გილოცავო უთხრა და ისევ მოშორდა. წელი მოხვია , კამერას გაუღიმა სამახსოვრო ფოტოსთვის . შემდეგ სხვებთან გადაინაცვლა და ბოლოს საერთოდ აღარ იხედებოდა მისკენ .
ვიღაცები ულოცავდნენ, ვიღაცები ზურგს უკან ლაპარაკობდნენ. სალომე სცენაზე იყო მისკენ მირბოდა კიოდა და მერე გაგიჟებული კოცნიდა. ეს იყო კიდევ ერთი გარდამტეხი სხივი მის ცხოვრებაში, კარიერაში და რომ არა ის გამარჯვება ბევრი რამ არ იქნებოდა.
სახლში იყო და ელოდა მის გამოჩენას, სალომეს აღნიშვნის უფლებაც კი არ მისცა. დივანზე იჯდა და ელოდა როდის გაარებდა კარს ის კი თითქოს განგებ იგვიანებდა შემდეგ კი მშვიდი სახით შევიდა, შამპანიურის ბოთლით, შესვლისთანავე მოხსნა საცობი და ჭიქები აავსო
-გილოცაავ
-არ წავალ- ჭიქა არ გამოართვა . ისეთი ცივი სახით მანამდე არასდროს ყოფილა , ასეტი გაყინული მანამდე არასდროს უნახავს გაბრიელს
-სად არ წახვალ
-ინგლისში... არ მჭირდება შენი ბოძებული გამარჯვება , არც შენი დაფინანსებული სწავლა
-მე რომ მდომოდა ექვსციფრიან ჩეკსაც გამოგიწერდი და კონკურსი არ დამჭირდებოდა, გონს მოდი
-დავაგვიანე კიდეც, ძალიან დავაგვიანე ... ცნობილი ბიზნესმენის ცნობილი შვილი მისი უდიდებულესობა გაბრიელ წილოსანი ვერ ვიცანი. ამდენი თვის განმავლობაში . იდიოტი ვარ ...ისე ჩემს მოსაშორებლად ამდენი ენერგიის და ფულის დახარჯვა არ იყო საჭირო გაბრიელ, თხოვნაც საკმარისი იქნებოდა რომ არავისთვის არაფერი მეთქვა ,რომ დამევიწყებინე
-კიდვე დიდხანს გააგრძელებ ბოდვას? ხალხი შოკში ჩააგდე ყველა გადაირია ისე უკრავდი მე წითურს მივეცი ხმა და მეც კი დამიკიდეს ტიპებმა და რა გინდა რომ არ წახვიდე ? აქ დარჩე იმ სოროში უკრავდე და კაპიკებს გიხდიდნენ?
-რომ გაიგონ საყვარლები ვართ როგორ გგონია რა მოხდება
-შენ მაგაზე ფიქრით ნუ დაიღლი თავს...ბარგი ჩაალაგე , ხვალ ტელევიზიაში მოხვალ ჩაწერაზე . მადლობას გადაუხდი ჩვენს კომპანიას და იტყვი რომ მაქსიმალურად შეეცდები საქართველოს სახელი ყველგან გააჟღერო . მორჩი სისულელეებს თავს ნუ ამატკიებ თორემ წასვლამდე აღარ გნახავ- ხელი ჩაავლო ,თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა
-გამიშვი - ხელები აამოძრავა ,თვალებამღვრეული უყურებდა მერე ზურგი აქცია და ცრემლები შეიმშრალა
-რანაირი ხარ ... დედას შევ..ცი. იმაზე ჭედავ რომ შენ გაიმარჯვე იმდენად არ ხარ გარტყმაში რა მაგრად უკრავ,იმის ნაცვლად რომ მითხრა რატომ აქამდე არ მითხარი ვინ იყავიო . ნორმალური არ ხარ ხომ? - უღრიალა , ჭიქა იატაკზე მოისროლა და მერე მკლავში წვდა- შემომხედე და მორჩი ტირილს - ყბაში წვდა და თავი ააწევინა- გაიმარჯვე , შენთვის ხმის მოცემას არ ვაპირებდი. არც იქ მოსვლას, მე მჭირდებოდა იქ მოსვლა და იმის ჩვენება რაოდენ უშუალო ვარ და როგორ ვაქცევ ყურადღებას ჩემი ოჯახის ყველა წამოწყებას. შენი მოშორებისთვის რა უნდა გამეკეთებინა , ერთი წლით ლონდონში გაგიშებდი უმაღლეს სასწავლებელში ? ვინ ხარ შენ ამდენი რომ გავაკეთო შენგან გასათავისუფლებლად. შენ ერთადერთი რაც გაბადია და გაგაჩნია ეს თითებია, ის კლავიშები და შენი გაჩუმება თუ დამჭირდება ოდესმე ამ თითებს ისე დაგამტვრევ დაკვრა რომ ვეღარასდროს შეძლო - თითებს უჭერდა, უყვიროდა და თვალებამღვრეულს უყურებდა სანამ ძალა ეყო. შემდეგ მის ათრთოლებულ თხელ ტუჩებს დააცხრა და ჰაერში აიტაცა მისი გალეული სხეული ...
............
დრო ისე სწრაფად გადიოდა , სწრაფად და მშვიდად რომ სოფიო რაღაც დიდ გამოცდას ელოდა. ყოველთვის ასე ხდებოდა მისი ცხოვრება ზღვასავით იყო ქარიშხალის მოლოდინში დინებას მიჰყვებოდა . საქმე, გაბრიელი, სალომე და სხვა არაფერი .
უყურებდა გაბრიელის გამოსვლებს, სულ რაღაც იწერებოდა, სხვადასხვა გადაცემაში ჩანდა , შოუებსაც არ ტოვებდა და ყველგან იყო საითაც არ უნდა გაეხედა. ხშირად უზიარებდა თავის აზრს და ისიც მშვიდად ისმენდა , ზოგჯერ იჯერებდა ზოგჯერ ეკამათებოდა .
თვეები ერთმანეთს ცვლიდა და დაძაბულობაც იმატებდა. ნიკოლოზს საბოლოოდ გადააბარა მართვის სადავეები და იქაურ საქმეებს თითქმის შეეშვა, პოლიტიკოსებთან ფარული ომი დაიწყო , ზოგს უახლოვდებოდა და ისეთ ქსელებს ხლართავდა ცოტა შეძლებდა დანახვას.
ერთ საღამოს გაგიჟებული მივიდა , იგინებოდა და სახეზეც აჭრელებული იყო. ბოთლს თავი მოხსნა და მიიყუდა
-რა მოხდა?
-ვიღაც არანორმალურმა ადვოკატმა მოგებული საქმე წამაგებინა ... დედას შევ.ცი ეს ვინ იყო შემოკაკუნდა თეძოს რხევით მეთქი ვიღაც გადაღებილი კუკლაა ნაყიდი დიპლომითთქო და ჩემი ადვოკატი დააყ.ევა იმენა დედა გვიტირა მე და ნიკუშას
-კომპანიის საქმესთან დაკავშირებით?
-მეც ხო წავყევი ნიკუშას , არადა მოგებული საქმე იყო . ეს გიჟი სად იპოვნეს არასდროს მინახავს თორემ უეჭველად დამამახსოვრდებოდა
-დიდი თანხა დაკარგეთ?
-მთელი საქმე დავკარგეთ , ჩემი დეგენერატი ძლივს დავაკავე სასამართლოში გინება რომ არ დაეწყო
-დამშვიდდი და იფიქრე როგორ გამოასწორო სიტუაცია
-ვერაფერს გამოვასწორედ და ვაფშე ეგ ,მარა ის მაგიჟებს ჭკუით როგორ მაჯობა იმ ჩათლახმა საღინაძემ სად იპოვნა ის ქალი
სოფიო დიდხანს უსმენდა როგორ საუბრობდა მთელს სასამართლო პროცესს იხსენებდა აღტაცებული იყო რეალურად, უბრალოდ თავს ვერ უტყდებოდა . შემდეგ სოფიომ იპოვნა ქალბატონი ადვოკატი მარიამ მაკალათია და სუნთქვაშეკრული უყურებდა მის ფოტოებს. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იყო მასზე, ინსტაგრამი და ფეისბუქიც ბევრს ამბობდა. სრულყოფილი იყო , ერთი შეხედვით ცნობილი ფოტომოდელი გეგონებოდათ,მაგრამ აშკარად განათლებული ,ჭკვიანი და სერიოზული გოგო იყო
-არ ჰქონია დიდი გამოცდილება, მაგრამ მასწავლებლები ჰყოლია კარგი
-ვის
-მარიამს
-ვინ მარიამს
-შენს მშვენიერ ადვოკატს რომელმაც მიწასთან გაგასწორათ წილოსნები - საწოლზე ავიდა და მის გვერდით დაჯდა - ამერიკაში უსწავლია, ცნობილ ადვოკატებთან ერთად მუშაობდა ვიღაც გივი მაკალათიას შვილია ,რომელიც წლების წინ გარდაცვლილა და ახლა
-მისი ცოლი,ქალბატონი ეკა მართავს ოჯახის ქონებას რადგანაც მისი ვაჟი ბატონი ლაზარე ჯერ კიდევ ოცი წლისაა და ორ ძროხას არ ანდობენ-თვალები გაახილა, წამოჯდა და სოფიოს პლანშეტი გამოართვა - ეს ყველაფერი გიგიმ მოგწერა ასე უცებ?
-ხო ... იცნობდი ადრეც?
-ბავშვი მახსოვს, თმაგაწეწილი დარბოდა ხოლმე წვეულებებზე რას ვიფიქრებდი ასეთი ქალი თუ დადგებოდა იმ ფუმფულა ბავშვისგან . პატარა იყო რომ გაუშვა ეკამ
-მგონი დროა დაუბრუნდე ბიზნეს სექტორს , საინტერესო ამბები გელის წინ . ეს ქალბატონი ელენა მგონი მალე დატოვებს პოსტს და უფროს ქალიშვილს გადააბარებს სადავეებს
-მერე მე რა , იკითხოს ნიკოლოზმა კონკურენტების მოგერიება რომ დასჭირდება. არა მართალია კომპანიონებიც ვართ რამდენიმე საქმეში და ბევრი სრულიად განსხვავებული საქმე აქვთ,მაგრამ მაინც
-25 წლისაა, ფაქტორბივად ბავშვია იურისტობისთვის და უკვე საქმე მოუგო შენს 50 წლის ადვოკატს რომელსაც ამ გოგოს ასაკის სტაჟი აქვს
-სოფიო შემომხედე - უყურებდა ის კი ისევ პლანშეტს დაჰყურებდა
-გხედავ მერე?
-რა გგონია ახლა მე ამ არანორმალურ ქალზე საუაბრი მინდა?
-არ ვიცი - გაიცინა და პლანშეტი გადადო. მერე ზემოდან მოექცა - და მაინც რა სურს ბატონ გაბრიელს?
-ამ პოზაში რომ დარჩე სრულიად შიშველი და თან სინქრონში იმოძრაო
-საინტერესოა- ქვედა ტუჩზე აკოცა თან იღიმოდა და მის შიშველ გულ-მკერდზე თითებს ასრიალებდა . საჯდომზე თითები რომ მოუჭირა მაშინვე მოიშორა და კოცნით შეისწავლა კაცის სხეული.
მარიამზე იმ ღამით აღარ უსაუბრიათ, მაგრამ სოფიოს არ დავიწყნია, მეტიც მასზე ცნობილი ყველა ინფორმაცია კარგად შეისწავლა და მოემზადა კიდევ ერთი გადატრიალებისთვის რომელიც მის ცხოვრებას ელოდა.
.........
დათბა, ბუნებამ გაიღვიძა, ყველაფერი გამოცოცხლდა . სოფიოს საქმიანობაც ტელევიზიაში თანდათან უფრო საინტერესო ხდებოდა, ახალი სიტუაცია ძალიან მოსწონდა. ბავშვები ხომ საერთოდ აგიჟებდნენ იმდენად ნიჭიერები იყვნენ თავს ვერ იკავებდა და კულისებში მყოფებს ამხნევებდა, ეფერებოდა კიდეც . წარმოდგენა არ ჰქონდა მათთან მკაცრი როგორ უნდა ყოფილიყო,მაგრამ მაინც ინარჩუნებდა ობიექტურობას. შემდეგ პირველი სატელევიზიო ჩვენებაც გაიმართა და დაიწყო განხილვა . აშკარად კარგი გადაწყვეტილება იყო პროექტში მონაწილეობა, ყველა დადებითად საუბრობდა მასზე და მისდაუნებურად იზრდებოდა ცნობადობაც.
-არ შეიძლება რომ მოვიდე და დავესწრო ამ ჩაწერებს? ან როდის დაიწყება პირდაპირი ეთერები სიგიჟემდე მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს
-შენც უყურებს სალ?
-შენ სადაც ხარ როგორ შეიძლება მე არ ვიცქირო იქეთ
-ჩემი გოგო კარგ ხასიათზეა?
-ექიმმა ოპერაციის დასრულების უფლება მომცა . ბავშვი რომ ამოვიყვანეთ ნაკერი მე დავადე თავიდან ბოლომდე და ახლა ველი როგორ განვითარდება , ვიცი კარგად გამომივიდა ისე მიყურებდა ბატონი ირაკლი
-საბოლოოდ გადაწყვიტე გინეკოლოგობა?- თეფშს უყურებდა და ჩუმად ლაპარაკობდა. სალომე კი მას არ აშორებდა მზერას
-ხო , მორჩა ვეღარავინ გადამიბირებს
-როგორი შეგრძნებაა არასდროს მეუბნები
-სოფ
-მომიყევი როგორია როდესაც ბავშის ხმა გესმის და უყურებ ქალს რომელიც დედა გახდა, პირველად ან კიდევ ერთხელ მისცა ახალ სიცოცხლეს არსებობის საშუალება
-საოცრებაა, გგონია რომ რაღაც ძალიან დიდი საქმე გააკეთე . ხომ იცი რამდენ განყოფილებაში ვიყავი ამ წლების განმავლობაში. რამდენიმე სიკვდილსაც გადავარჩინე ცოტა რომ ვიტრაბახო, მაგრამ იქ რასაც ვგრძNობ მსგავსი არსად არაფერია
-როგორ გგონია მოხუცი ვარ ახალი პროფესიის ასარჩევად?- თავი ასწია და ამღვრეული ცისფერები მიანათა სუნთქვაშეკრულ სალომეს,რომელმაც არ იცოდა რა უნდა ეპასუხა
-სოფიო შენ ... მაშინ უარი უნდა თქვა პიანისტობაზე და შენი ცხოვრება დაასრულო. ხომ იცი ექიმი რომ გახდები მერე ყველაფერი მორჩება, უბრალოდ ვერ შეუთავსებ სხვა პროფესიას
-დამშვიდდი ,პატარავ ეგრეც არ გავგიჟდებულვარ...ვიცი რომ ვერ შევძლებ. ხომ შემომიშვებ ხოლმე განყოფილებაში
-უზომოდ მიყვარხარ - უყურებდა და იღიმოდა
სალომესთან იყო სახლში , მასთან ერთად ამზადებდა მის საყვარელ ყველიან „პელმენებს“ და ფქვილით თამაშობდნენ თან. სალომე ვეღარ სუნთქავდა იმდენი მიირთვა და დივანზე იყო გაწოლილი ტელეფონი ეჭირა და სქროლავდა უცებ რომ წამოჯდა
-ქვეყნის უსიმპათიურობას უსექსუალურესობა ქალი უპოვნია
-ვის სალ?
-გაბრიელ წილოსანი ვინმე მარიამ მაკალათიასთან ერთად მივიდა წვეულებაზე ... ნუ ფოტოებში ერთად ჩანან , ოჰ ეს გაბრიელი ისე უყურებს ვითარცა დამშეული ლომი ირემს
-ანუ ახალი წყვილი გამოჩნდა , საჭორაო თემა ექნება ხალხს
-ხო აბა შენ არც შიშველი დადიხარ, არც ცნობილი ტიპის საყვარელი ხარ მეტი სკადალი გჭირდება ძვირფასო
-საკმარისი მსმენელი მყავს, მერე შენთან ერთად სავაჭრო ცენტრში სიარულს ვეღარ შევძლებ
-ახლაც ვერ დადიხარ...- სალომეს ელაპარაკებოდა და საქმეს აგრძელებდა. ფოტოები არ უნახავს, საერთოდ არ უხლია ხელი მობილურისთვის . სალომესთან ერთად დაჯდა ტელევიზორის წინ და რაღაც ფილმი ნახეს ერთად. ბევრი პოპკორნით, ჩიფსებით და კოკა-კოლით გაიყვანეს მთელი ღამე, როგორც ყოველთვის როდესაც არც სოფიოს ჰქონდა კონცერტი და არც სალომეს სამუშაო დღე.
დილით მობილურის ხმა ესმოდა ,მაგრამ გაღვიძებას არ აპირებდა სალომეს მიეხუტა ,მაგრამ ქალბატონმა თავად მიაჩეჩა მობილური
-ის გირეკავს , იცოდე ვუპასუხებ მეათედ რეკავს უკვე- როგორც ყოველთვის გაღვიძება მისთვის პრობლემა არ იყო . სოფიოს კი თვალების გახელაც უჭირდა. პასუხის გაცემა ვერ მოახერხა ისე გაიგო სალომეს ბოხი ხმა
-გისმენთ...სოფიას სძინავს თუ მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ ნუ მაიძულებთ გავაღვიძო - სალომეს კიდევ ერთი ნიჭი პაროდიები იყო და მათ შორის კაცებს ისე აჯავრებდა რომ ეჭვიც არ შეგეპარებოდათ . ამჯერადაც შესანიშნავად გამოუვიდა სოფიოს ჯერ უნდოდა მობილური გამოეგლიჯა,მაგრამ მერე რატომღაც გაჩერდა უყურებდა და ეცინებოდა ისეთი სერიოზული სახით იჯდა საწოლში ქალბატონი ექიმი . მობილური გათიშა და თვალებგაფართოებულმა დახედა სოფიოს- არ დაიჯერა , ნუთუ ასე ცუდად გამომივიდა
-უბრალოდ თავდაჯერებული იდიოტია და იცის რომ არ ვღალატობ ...
-კარგი სალომე არ გააღვიძოო მითხრა და ჩაიცინა კიდეც მგონი ...ისე რაღაცნაირად ნაცნობი ხმა ჰქონდა რომ გითხრა სად ხარო . დღისითაც მოდის ხოლმე ?
-მე მეძინება , შენ არა?
-ნწ, წამოდი დარბაზში წავიდეთ ცოტა ვივარჯიშოთ თორემ ძალიან მოვდუნდი . დიდხანს ფეხზე დგომას ვეღარ ვუძლებ . წამო რაა , თვალს წყალს დავალევინებ თორემ აწი სულ ფეხმძმეებს და იმათ ქმრებს უნდა ვუყურო როგორ წუხდებიან საოპერაციოში ფეხებშორის გამომძვრალი ბავშვის დანახვისას. თუ მომწყინდება სექსოლოგობას მივაწვები
-ცხოვრება წინაა ძვირფასო ...მაშ ვვარჯიშობთ დღეს?
-იმდენი უნდა მოვახერხო იმ ფორმიდანაც კი ესალმებოდეს ჩემი უკანალი ყველას
-არანორმალურო
მთელი დღე სალომესთან გაატარა. ჯერ დარბაზში წავიდნენ , ივარჯიშეს, კალოერიები დაწვეს, სალომემ იქაც იგიჟა და სიცილისგან სუნთქვა ეკვროდა ბოლოს სოფიოს.
-აღარ შემიძლია,წავედით გადავაჭარბეთ ვარჯიშის და თვალების ცეცების ყველა ნორმას
შემდეგ ისევ კაფეში დასხდნენ, თავიანთ საყვარელ ადგილას იყვნენ და საყვარელ კერძს მიირთმევდნენ სოფიოს რომ დაურეკეს და წვეულებაზე დაპატიჟეს . ვინაიდან ახალი ნაცნობი იყო უარის თქმა უტაქტობა იქნებოდა, მასთან ერთად მუშაობდა ტელევიზიაში . სალომეს ეწუწუნა და ბოლოს ისიც წაიყვანა.
სალომეს ახალი ნაცნობები შესძინა და ისეთ ადგილას დასხდნენ მშვიდად რომ ყოფილიყვნენ. გაეღიმა ნაცნობი სახის დანახვისას, იქ არც მეტი არც ნაკლები მარიამ მაკალათია იყო და როგორც ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. სოფიო მთელი საღამო აკვირდებოდა მის ქცევას , არ იყო ტიპიური გოგოშკა, იყო მასში ძალიან ბევრი ღირებული თვისება მისი გარეგნობის და ნიჭის გარდაც.
-შენც დაგაინტერესა მარიამმა?
-ჰა?
-ვხედავ რომ მას უყურებ , კი შესანიშნავად უთალთვალებ ,მაგრამ მე ხომ ვიცი
-ოხ სალომე, სალომეე
-რა ლამაზია არა?
-საოცრად, თვალს ვერ ვწყვეტ
-გაბრიელთან არ ყოფილა
-საიდან დაასკვენი- გაეცინა
-მასთან რომ იყოს ისიც აქ იქნებოდა, ის კი არ ჩანს დაკავებული ქალი
-ვგიჟდები შენს დასკვნებზე...წავიდეთ მგონი დროა ხო?
-წავედით
სახლში მიიყვანა სალომე და შემდეგ ქუჩებში ხეტიალი დაიწყო. იცოდა სახლში გაბრიელი დახვდებოდა და თითქოს განგებ იგვიანებდა. არასდროს ეჭვიანობდა სხვა ქალებზე, წარმოუდგენელი იყო მისთვისაც,მაგრამ მხოლოდ ტკიოდა ამას კი ეჭვიანობა არ ერქვა. უნახავს როგორ კოცნიდა გაბრიელი მის წინ სხვა ქალს და თან არაერთხელ.
როდესაც ასე თუ ისე ცნობილი გახდა ხშირად დადიოდა სხვადასხვა კლუბებში , ზოგჯერ უბრალოდ დროის გასაყვანად მიდიოდა იქ სადაც კარგი მუსიკის მოსმენა შეიძლებოდა . ერთხელ სრულიად შემთხვევით გადაეყარა გაბრიელს და მის მთვრალ მეგობრებს ,რომლებიც გოგონებთან ერთად ისხდნენ. სვამდნენ , ცეკვავდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. მიუხედავად ბატონი წილოსანის იმიჯისა ზოგჯერ ასეთი გამოჩენებიც ჰქონდა მთლად წმინდანად რომ არ შეერაცხათ. პირველად რომ დაინახა როგორ ეკვროდა სხეულზე ვიღაც გოგონა ეგონა რომ სუნთქვას ვეღარ შეძლებდა, გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და თვალების საშინელი წვა იგრძნო. გვერდს უმშვენებდა გოგონა რომელიც არ იყო ვიღაც უბრალო ნაშა, იყო მათი საერთო სამეგობროს წევრი , ერთ-ერთი იმათგან ვინც გაბრიელის ცოლობაზე ან უბრალოდ მასთან ყოფნაზე ოცნებობდა . დაინახა რომ გაბრიელმაც შეამჩნია, ზუსტად იცოდა რომ შეამჩნია ,მაგრამ ისევ დალევას აგრძელებდა არც გალეშილი იყო ,მაგრამ იცინოდა და გოგონას ესაუბრებოდა. მერე ხელი წელზე მოხვია ახლოს მისწია და ყელში აკოცა შემდეგ ვეღარ გაუძლო და გაიქცა, არ უნახავს გაგრძელება. გაბრიელი იმ ღამეს არ მისულა , არც შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში. რომ შეხვდა არაფერი უთქვამს, არ იყვნენ მაშინ იმ ეტაპზე სოფიო კითხვებით რომ აავსებდა. ან რა აზრი ჰქონდა მას სტატუსი არ ჰქონდა , არც გაბრიელს უთქვამს ოდესმე ჩემი ერთგული იყავიო მხოლოდ ის მოთხოვნა ჰქონდა რომ იქ არავის უნდა ენახა, არავის უნდ სცოდნოდა მის შესახებ .
იყო შემთხვევა როდესაც გაბრიელის ერთ-ერთი მეგობარი ცდილობდა მის შებმას, იქვე იყო ბატონი ,მაგრამ არაფერი გაუკეთებია. არასდროს მიდიოდა სოფიოსთან , თუ სიტუაცია არ მოითხოვდა არც ესალმებოდა. წლების შემდეგ მიხვდა რომ გაბრიელი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშ ერეოდა თანაც ისე რომ ზოგჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდა სოფიოს, სრულიად შემთხვევით გაიგო როგორ მოექცა ბიჭს რომელიც თავს არ ანებებდა. არასდროს კარგავდა მოთმინების უნარს განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვინც განგებ იწვევდა, შესაშურად მშვიდი იყო და სწორედ იმ დროს ესხმოდა მტერს თავს როდესაც არავინ ელოდა, მუშტიკრივის გინების და სიგიჟეების გარეშე ისე ანადგურებდა ყველას ვინც გზად გადაეღობებოდა რომ ჭკუიდან გადაჰყავდა სოფიო. რთული იყო მისი ხასიათის შეცნობა,მაგრამ ბოლოს ისიც მოახერხა რომ მტკიცებულებების მიუხედავად ხვდებოდა მის ბრალეულებას.
რაც შეეხება გაბრიელს და მის ქალებს არც აქ იჩენდა თავშეუკავებლობას როგორ ლამაზ ქალთანაც არ უნდა ჰქონოდა საქმე. მოკლედ საკუთარ სურვილებსაც არ აძლევდა ბოლომდე საკუთარი თავის მართვის უფლებას. ყველა ქალი ვისთანაც კი გაბრიელს ურთიერთობა ჰქონია ულამაზესი იყო, მაგრამ არა სულელი. საშინლად ვერ იტანდა სულელ ქალებს, შესამჩნევად სულელებს და ხელოვნურებს. ყოველთვის , ყველა საქმეში პრეტენზიული იყო და არაფერს არ ეხებოდა რაღაცის გამო. რთული კაცი იყო წილოსანი , იმაზე რთული ვიდრე სოფიოს წარმოედგინა და მაინც ის საკუთარ თავსაც არ იცნობდა ბოლომდე...
ბინაში რომ შევიდა მისი სურნელი მძაფრად იგრძნო , თვალები დახუჭა, გახდა დაიწყო და ისე დაიძრა მისაღებისკენ. თითქმის შიშველი იყო წილოსანის წინ რომ დადგა ,ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და თავი გვერდით გადახარა
-მელოდი?
-თავხედობ!
-ბრაზობ?- როგორც კი ხელის შეხება სცადა კაცმა მაშინვე უკან დაიხია- ძალიან?
-სოფია- ხმაც შეეცვალა, მაინც რა უცებ შეეძლო მისი მშვიდი მდგომარეობიდან გამოყვანა, როგორი სხვანაირი იყო ის კაცი ბინის ზღურბლის გადალახვის შემდეგ . როგორი სხვანაირი იყო მისი მზერა როდესაც სოფიოს უყურებდა, არასდროს უყურებდა სხვა ქალებს მსგავსად , ან სოფიო ვერ ხედავდა სწორად. არავისთან ტოვებდა ნიღბებს, არავისთან თავისუფლდებოდა, არავისთან იყო ისეთი როგორიც იყო, არავისთან გარდა სოფიოსი და ეს იცოდა კანდელაკმა მხოლოდ მან იცოდა რამხელა ძალაუფლება ჰქონდა ხელთ , მხოლოდ სწორი მიმართულება სჭირდებოდა და მას , გაბრიელ წილოსანს დაიმორჩილებდა
5.
.......
საწოლში იწვა სრულიად შიშველი , გაბრიელი ეწეოდა და ისიც თავისდაუნებურად ეხვეოდა სიგარეტის კვამლში . ცოტა ხნით უყურებდა შემდეგ მშვიდად დაიწყო საუბარი
-მარიამი ვნახე, ულამაზესია
-ვინ მარიამი
-გაბრიელ- ჩაიცინა და ისე შეხედა . კაცმა სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ზემოდან დახედა ანთებული თვალებით
-რას ფიქრობ პიანისტო?
-კაცი რომ ვიყო გულგრილად ვერ ავუვლიდი გვერდს , მარიამის მსგავსი ქალები ხშირად არ იბადებიან
-მერე?
-იცი რაც, შესანიშნავად იცი ხომ ასეა- დაჯდა , პრიალა ნაჭერი ფეხებსშორის ჩასრიალდა, მკერდს მხოლოდ თმა უფარავდა
-მერე შენ რა - გაბრიელმა თმაში სწრაფად შეუცურა თითები მაღლა აუწია და მკერდი მოუშიშვლა. ცერი ქვედა ტუჩზე გადაუსვა და უფრო ახლოს მიიწია. თვალებში უყურებდა ,ისიც არ აშორებდა მზერას- არ ვაპირებ გამწარებული , გენიოსი, ჯიუტი, ამაყი ქალიშვილის შებმაზე ფიქრს არც მაგდენად მინდა ...ხომ იცი მეზიზღება ქალიშვილებთან ჟ.მაობა და ენერგიის ფუჭად ხარჯვა - თითებს სოფიოს გამკვრივებულ მკერდზე დაასრიალებდა , მერე მუცელზე და წელზე გადაინაცვლა ბოლოს ჰაერში ასწია - შენ შემაცდინე, მთვრალი ვიყავი და ვერ მივხვდი რომ ს.ქსის აზრზე არ იყავი
სოფიომ ჯერ მსუბქად წამოიკივლა მერე მთელი სხეული ერთიანად დაეჭიმა , ხმა ვერ გააკონტროლა და არც ცდილობდა . გაბრიელი თვალის მოუშორებლად უყურებდა , ძლიერად უჭერდა თითებს და ჭკუიდან გადადიოდა სოფიოს ღიმილს რომ ხედავდა, აგიჟებდა იცოდა რაღაც ისეთს ფიქრობდა რაც ბოლომდე ვერ ამოხსნა. საწოლისკენ სახით შეაბრუნა მისი თმა მაჯაზე დაიხვია და ძლიერი ბიძგით შეერწყა ქალის სხეულს, გონება საბოლოოდ დაებინდა, მის ცისფერ სფეროებს ვეღარ ხედავდა და თვალებიც დახუჭა. არ იყო ნორმალური მისი ბოლოდროინდელი დამოკიდებულება ამ ქალის მიმართ, არ იყო ეს გაბრიელის მდგომარეობა იცოდა და მაინც ვერაფერს აკეთებდა, ვერცერთი მისი ნაბიჯი ვეღარ ახდენდა ქალზე მოქმედებდას. ხვდებოდა რომ მთლიანად გაშიშვლდა კანდელაკის წინაშე და აღარაფერი დარჩა რასაც ის ვერ ხედავდა, ამ დონემდე როდის მივიდა არ იცოდა , არც უფიქრია , არასდროს უფიქრია , არცერთი შეხვედრისას მას შემდეგ რაც მიხვდა რომ სოფიო მასზე უგონოდ იყო შეყვარებული.
საწოლის მეორე მხარეს დაეცა და ბალიშებს შორის გაწოლილ ქალს შეხედა, უნდოდა დაენახა მისი დაღლილობა, თუნდაც ტკივილი ის კი ისევ ისე უყურებდა და მზერით დასცინოდა, აგიჟებდა
-დარწმუნებული ვარ ის ჩემზე ჭკვიანია და უფრო მარტივად ისწავლის როგორ მოგანიჭოს სიამოვნება საწოლშიც ...
-გაგიჟდი ხომ?
-გეყოფა ჩემთვის შენი ფიქრების დამალვა , მე შენი ცოლი არ ვარ არც შენი გული მაქვს მე და შენ ს.ქსი გვაქვს , საოცარი ,მაგრამ გადავიტან როგორმე უშენობას ჩემი გამოცდილებით ვიპოვნი სხვას- ზურგზე დაწვა და გაიცინა
-ორი დღე დაგტოვე სალომესთან და გაგაგიჟა ხომ?
-ამ ბოლო დროს საოცრად გამოგდის ყველაფრის სალომეზე გადაბრალება
-ის ფოტოები ნახე და დაიჯერე? ერთმანეთი დავჭამეთ სანამ შენობაში შევედით , შემთხვევით მობრძანდა ზუსტად იმ დროს მე რომ მივედი. დაგვიანება და პომპეზური შესვლა სურდა ალბათ
-ხვდები ?
-რას ვხვდები
-როგორ ხარ აღტაცებული მისით...იცი პირველი ქალია ვინც შენი დანახვისას არ დნება, გაგიჟებს, გებრძვის და მოგიგო კიდეც
-თუ ღმერთი გწამს, არ აღიარებს სხვებივით თორემ შეუძლებელია არ მოვწონდე
-რაღაც არამგონია , დღეს მშვენივრად ეფლირტავებოდა იმ ქერას აღარ მახსოვს რა ქვია გაგა თუ გიგა საერთოდ არ ახსოვდი არც შენ და არც შენი ლამაზი სახე
-არ დაბადებულა ჯერ ადამიანი რომელიც მაჯობებს, მითუმეტეს ქალი თანაც ბავშვია ჯერ
-მეეჭვება პედოფილიაში გეთვლებოდეს , მან უკვე გაჯობა რამდენიმე მილიონი ხელიდან აგართვათ შენც და შენს ნიკუშასაც- საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა .
გაბრიელმა იმ ღამით საუბრის გაგრძელება აღარ ისურვვა ფიქრობდა რომ კონტროლს საბოლოოდ დაკარგავდა და საერთოდ დატოვა კანდელაკის ბინა.ის კი მთელი ღამე როიალთან იჯდა და უკრავდა , თავზე რომ დაათენდა შემდეგ მოწესრიგდა და სახლი დატოვა.
.........
სოფიოს აღარ საუბრობდა მარიამზე, მაგრამ გაბრიელის ცხოვრებაში იმდენად ხშირად იყო ქალბატონი მაკალათია ,რომ სიტყვებიც აღარ იყო საჭირო. ძირითადად დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენდნე, მარიამს არც მისი საქმიანობა მოსწონდა, არც მის პოლიტიკურ მისწრაფებებს აღიარებდა და განდიდების მანიით შეპყრობილ კაცად თვლიდა წილოსანს.
პირველი შეხვედრა კარგად არც ახსოვდა , მხოლოდ ბრაზი და გაოცება დარჩა სასამართლო პროცესიდან. მეორედ კი სრულიად სხვა გარემოში შეხვდნენ, არასამუშაო ფორმაში არც იმდენად სერიოზული იყო ქალბატონი მარიამი და არც უემოციო. სახე უბრწყინავდა, ხშირად იღიმოდა , საუბრობდა და მაინც უცნაური შინაგანი თავდაჭერილობა ჰქონდა რომლის სწავლაც შეუძლებელია. არაფერი იყო მასში ხელოვნური და ეს ორი სახე სასამართლოში და მის გარეთ სრულიად ბუნებრივი იყო. გაბრიელს კი საინტერესო ქალები ყოველთვის თვალში ხვდებოდნენ , იზიდავდნენ და აინტერესებდა ყველაფერი მათ შესახებ . მალევე მიხვდა რომ მარიამი არავის ჰგავდა , მანამდე საერთოდ არ ენახა მისი მსგავსი ქალი და უაზროდ დიდი იყო მასთან დაახლოვების სურვილი
_საოცარი პროცესი იყო, ჩემი ადვოკატი მიწასთან გაასწორეთ. გადმოგიბირებდით დიდი სიამოვნებით დედათქვენთან რომ არ მუშაობდეთ
_აღმოჩნდა რომ დედას მოგება არ სურდა, გითმობდათ იმ ადგილს და ახლა ჰგონია რომ თქვენს ოჯახთან დაძაბული ურატიერთობა ექნება
_დაამშვიდეთ ქალბატონი ეკა და უთხარით რომ ცივილურად მივიღეთ ეს დამარცხება . სისულელე იქნება თქვენნაირ ქალთან წაგებული ბრძოლის გამო სიტუაციის გართულება _ისე უყურებდა და უღიმოდა აშკარად მოქმედებდა მარიამზე . მისი დაბნეულობა და შინაგანი ფორიაქი ,რომელსაც მთელი არსებით გრძნობდა, საოცრად ართობდა .
წვეულებაზე მისული რომ დაინახა სწრაფად გადავიდა მანქანიდან და მის გვერდით დადგა
_რა საოცარი დამთხვევაა...არ მეგონა თქვენ თუ სადმე იგვიანებდით _ ხელზე აკოცა და დააბნია უეცარი გამოჩენით
_გაბრიელ , სხდომისთვის სამზადისი სულ სხვაა და წვეულებისთვის სრულიად სხვა. ამ დროს მეც ჩვეულებრივი ქალი ვხდები რომელივ ყველგან იგვიანებს ... არ მითხრათ რომ თქვენც სალონში გატარებული დროის გამო დააგვიანეთ
_ რაღაც ძალიან არ მომწონს ეს თქვენიბითი ფორმა, ბოლოს და ბოლოს ბავშვობიდან გიცნობ
_დედა მახსენებდა , მაგრამ ვერა და ვერ გავიხსენე როგორი იყავით თინეიჯერობისას . მაშინ ძალიან პატარა ვიყავი
_არც ამდენად უფროსი ვარ მარიამ... ნუთუ ასე ცუდად გამოვიყურები
_ძალიან კარგად იცით როგორც გამოიყურებით ... არ გინდათ ჩემი კომპლიმენტები . უკაცრავვად , დედა მელოდება _ დარბაზში სესვლისთანავე დაემშვიდობა და წავიდა.
_აუღებელი ციხესიმაგრის როლს რომ თამაშობს_ თვალი გააყოლა მისი უნაკლო სხეულის დახვეწილ მოძრაობას.
_არ თქვა რომ შენც დაგატყვევა _ ნიკოლოზი როგორც ყოველთვის უეცრად გაჩნდა თავისი ირონიითა და მახვილგონიერებით
_კიდევ ვინ , შენ ხომ არა
_ჩემთვის ზედმეტად უხეში და სერიოზულია. ქალები რომლებიც მაშინებენ ვერ აღმაგზნებენ
_ავადმყოფი ხარ , მთავარი ქალში ს.ქსი კი არა აზროვნებაა . როგორ გასიამოვნოს მაგის სწავლება ყოველთვის და ყველასთვის შეიძლება , ბავშვო
_მოთმინების უნარი არ მაქვს, სჯობს თავიდანვე ყველაფერი იცოდეს. მარიამს რაც შეეხება მართლა ყველას მოსწონს ვისაც კი ვიცნობ ცოლიანსაც და უცოლოსაც ... დაშტერებულები დადიან და ანძ.ევენ ახლაც მისი დანახვისას. დააკვირდი რამდენს მოსდის დორბლი
_საინტერესო იქნება შურით გასკდებიან ყველანი როდესაც ქალიც კი მათი სასურველი მეყოლება
_მომესმა?
_გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ვნახოთ თუ ყველა ფარულ გამოცდას ჩააბარებს შესაძლოა შენი რძალი გახდეს და გაითვალისწინე მასთან საუბრის დროსაც კი
_რა მოსაწყენი იქნება თქვენი წყვილი , თანაც რეალური... შენნაირები მისნაირებს ირთავენ და მერე მთელი ცხოვრება იდეალურობისკენ სწრაფვას აგრძელებენ, ბავშვებიც იდეალურები გეყოლებათ და იმათაც მოაქცევთ ჩარჩოებში
_შენ იპოვნე მასზე უკეთესი ქალი და შენ გააკეთე ჩემზე მაგარი ბავშვები ... ცინგლიანო , ნახევრად ჩემი გაზრდილი რომ ხარ ხომ არ გავიწყდება _ მიაბიჯებდა და ჩუმად ელაპარაკებოდა თან ხალხს ესალმებოდა.
_სამაგიეროდ მიხეილმა გაგვაკეთა ორივე ... აშკარად დედებს დავემსგავსეთ . შენ ზედმეტადაც კი
_დედას რაც შეეხება
_ქალბატონი თამარი გუშინ შემხვდა , მითხრა რომ გამანადგურებს თუ რამეს არასწორად გავაკეთებ, თქვენს გვარს შევარცხვენ და წავბილწავ შენს სახელს . კიდევ მითხრა რომ ტუტუცი ბავშვი ვარ და თუ კარგი ბიჭი არ გავხდები იმაზე მეტჯერ მიხმარენ ვიდრე დედაჩემი მამაჩემმა
_ნიკოლოზ
_დაახლოებით ასე მითხრა, მართლა . იცი ახლა მივხვდი რომ დედაშენის გამო არ მომწონს ძლიერი და სერიოზული ქალები ყველაფერზე პასუხებით და შემტევი ხასიათით
_მალე დამშვიდდება ხომ იცი
_მე ვიცი რომ არ დამშვიდდება და მესმის მისი , ისიც მესმის რომ გულს ურევს ჩემი დანახვა და შენგან განსხვავებით მისი დამოკიდებულების ცვლილებას არ ველი
იმ საღამოსგან არაფერი დარჩენილა სხვა გარდა ჭორებისა, ფოტოებისა და სტატიებისა რომლებიც იყო პირველი ნაბიჯები მარიამთან ურთიერთობაში. წვეულების მეორე დღესაც შეხვდა მაკალათიას ქალს სწრაფად , მძიმე ნაბიჯებით მიაბიჯებდა მისი ფეხსაცმლის ხმაც კი უცნაურად არაგამაღიზიანებლად ჟღერდა . თმები ზურგზე ეცემოდა მოძრაობისას და მისი თვალები ბრაზისგან ელავდნენ
_ჟურნალები ნახეთ? ვერ ვხვდები ამ ქვეყანაში ასე არსებობს პრესა და ნიუსები? იგონებენ რაღაც აფსურდულ ამბებს და მერე მთელი კვირა ან თვე ჭორაობენ?
_დილა მშვიდობისა მარიამ, ყავას მიირთმევ ? ახლა ვაპირებდი სასაუზმოდ გასვლას
_ახლა კაფეშიც დაგვინახავენ და მალე ჩვენი ქორწილის თარიღზეც ისაუბრებენ
_მე ამ დროს ქორწილები არ მომწონს, უფრო შემოდგომის მიწურულს, ზამთრის დასაწყისში ... თოვლი და თეთრი კაბა საოცარ ნაზავს ქმნიან
_რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ შენ შეუწყვე ხელი ამ ჭორების აგორებას
_რატომ მე და არა შენ. ჩამოხვედი, დავიწყებულ ქვეყანაში, პატარა ადვოკატი რომელსაც არავინ იცნობს ვიწრო წრეების გარდა და ხვდები კაცს რომელიც ქვეყნის სასურველ კაცებს შორის პირველ ადგილზეა . ვის უფრო აწყობს ეს ჭორები მე , კაცს რომელსაც რომანების გარეშეც შესანიშნავად მიცნობენ თუ შენ , პატარა ქალბატონო დიდი ამბიციებით
_შენ , როგორ ბედავ ჩემს ამ აფსურდში დადანაშაულებას. ასეთ მიღებულ ცნობადობას მირჩევნია არავინ იცოდეს ჩემს შესახებ ... რაში მჭირდება შენი ყოფილი ქალის იმიჯი, ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული , ნარცისი კაცი ხარ , რომელიც
_მგონი ცივი ყავა მაინც არ გაწყენდა ... აშკარად აღელვებული ხარ პატარა ქალბატონო_უყურებდა და ხალისობდა მისი თავშეკავებული თითქოს შენიღბული გაბრაზებით. ტონს რომ აკონტროლებდა და თვალები უელავდა
_ნუ მომმართავთ ასე ბატონო გაბრიელ, მე საერთოდ ნება არ მომიცია შენობით ფორმაზე გასასვლის და მითუმეტეს ასე საუბრის . ის ფაქტი რომ თქვენ ასაკიანი ხართ ბავშვად არ მაქცევს და თუ შეიძლება კორექტულობა გამოიჩინეთ, ჯელტმენობაც და გააქრეთ ეს ჭორები ისე როგორც იქცევით ხოლმე, თორემ შესაძლოა პირველ სასიყვარულო სკანდალში გაეხვეთ თქვენ და თქვენი დიდებული რეპუტაცია . მშვიდ დღეს გისურვებთ_ თავი მაღლა ასწია, მზერა გაუსწორა , გაუღიმა და შემდეგ ზურგი აქცია
_ვთხოვ დაწერონ რომ ნოემბერში ვქორწინდებით... წინააღმდეგი არ ხართ ხომ?
_თავხედი ხართ ბატონო გაბრიელ
_თქვენ კი მშვენიერი ხართ როდესაც ბრაზობთ პატარა ქალბატონო
ასე არავის ესაუბრებოდა,.ასე არავის ეთამაშებოდა მაგრამ თავს ვერ იკავებდა. გაუაზრებლად ამბობდა ყველა სიტყვას და ასე უბრალოდ ცდილობდა მის გაბრაზებას . ისეთი საყვარელი იყო ამ დროს , რომ ცდუნება დიდი იყო.
მაგრამ მაინც არ ფიქფობდა მასზე ბევრს. სოფიოსთან ვიზიტისას მისი მინიშნებები, მისი სიტყვები, საერთლ მდგომარეობა , ყველაფერი აიძულებდა გადაწყვეტილების მიღებას . ბოლოს უკვე ხვდებოდა რაც უნდოდა მარიამისგან, მაგრამ მაინც ვერ ხედავდა მასში საჭირო დოზით სასურველ ქალს, მხოლოდ სასურველს ცოლს ხედავდა ისე როგორც კომპანიონს რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით ეყოლებოდა.
შემდეგ ჭორები შეწყდა , გაბრიელის საქმიანობაზე უფრო მეტს საუბრობდნენ . მაშინ როდესაც მეგობრებთან იყო მარიამზე ისმენდა ამბებს
_აქ არ გელოდი _ერთ_ერთ შეხვედრაზე მოულოდნელად გაკოჩენილს უთხრა
_პოლიტიკისგან არც ისე შორს ვარ
_არ მითხრა რომ სასამართლოს შენობას პარლამენტში გაცვლი
_შენ ასე უსმენ ყველას? _ ჩურჩული აშკარად არ უყვარდა მისკენ გაიხედა და გაბრიელიც დასჯილი ბავშვივით გაჩუმდა .
ჩუმად იყო და მშვიდად ისმენდა საუბარს. შემდეგ ისე დატოვა იქაურობა რომ გაბრიელს არც დაემშვიდობა. ბატონი თავად გაჰყვა უკან და მანქანასთან მისულს დაეწია
_მარიამ
_გისმენ, ცოტა დრო მაქვს და თუ მნიშვნელოვანი არ არის
_გავიგე რომ ბავშვთა სახლის აშენება გინდოდა და ქველმოქმედება გიტაცებს ... მნიშვნელოვანი დახმარება შემიძლია გაგიწიო
_შენ ადამიანების იმ კატეგორიაში შედიხარ ქველმოქმედება ხელოვნური სიკეთისთვის რომ სჭირდებათ ნიღბად?
_ხელოვნური სიკეთეა მილიონების დახარჯვა?
_სიკეთეა ხუთ ლარს რომ მისცემ მშიერ ბავშვს მთელი გულით ისე რომ ვერავინ გხედავს ღმერთის გარდა ... არ მჭორდება პოლიტიკოსის პიარკამპანიაში ჩართვა
_ჩემი სტატუსი არაფერ შუაშია ... მოდი სხვა დროს ვისაუბროთ სადმე მშვიდ გარემოში . დაგიკავშირდები თავისუფალ დროს ახლა აღარ შეგაყოვნებ
მარიამთან დაკავშირება ვეღარ მოახერხა , აღარც ჰქონდა დრო ამ ყველაფრისთვის და მასზე ფიქრისთვისაც ვერ მოიცალა , მაგრამ ქალბატონი თავად დაუკავშირდა
_გამაჯრობა გაბრიელ , მარიამი ვარ
_მარიამი?
_მაკალათია
_ამ დილაადრიან რამ შეგაწუხა პატარა ქალბატონო?_ჯერ კიდევ საწოლში იწვა და ხმაც შესაბამისად დაბოხებული ჰქონდა
_დილით თუ არაფერი გაქვს გეგმაში საუზმეზე გეპატიჟები ჩემთან . საქმიანი წინადადება მაქვს
_ერთ საათში შევხვდებით
_შევთანხმდით _მობილური გადადო და საწოლიდან სწრაფად წამოდგა. რომ იბანავა, მოწესრიგდა და გარდერობში დადგა მერე მიხვდა რომ სამოსს არჩევდა და საერთოდ არ მოეწონა ამ პატარა გოგოს ამხელა მნიშვნელობას რომ ანიჭებდა. არც ისე ძალიან უყვარდა ადამიანების განდიდება , მაგრამ მარიამისადმი დამოკიდებულებას ვერ ცვლიდა .
წლების წინ იყო ბოლოს იმ სახლში მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მარიამი თოჯინებით თამაშობდა. მხოლოდ კადრები ახსოვდა მისი ბავშვობიდან , ძირითადად მამასთან იყო მის მუხლზე ჯდებოდა ეხვეოდა სანამ ის საქმეზე საუბრობდა ან სუფრასთან იჯდა მარიამი მის მხარზე თავდადებული ჩუმად უყურებდა ყველას . დიდი თაფლისფერი ყვალები ჰქონდა , გრძელი წამწამები და რომ იცინოდა ლოყაზე ღრმული უჩნდენოდა
მისგან განსხვავებით მარიამს აშკარად არ უდიქრია საკუთარ გარეგნობაზე. უმაკიაჟოდ დახვდა ჭრელი სარაფნითა და რაღაც კომფორტული ფეხსაცმლით.
_არაფერი შეგიცვლიათ ... მგონი ისევ ისეა როგორც ადრე
_ხო ეს ეზო მამამ მოაწყო და ჩვენც ვცდილობთ ყველაფერი ძველებურად შევინარჩუნოთ. მისი დარგული ხეებიც გაიზარდნენ უკვე ... აივანზე დავსხდეთ
მეორე სართულზე ავიდნენ და შემდეგ აივანზე მოხვდნენ.
_კომფორტულად მოეწყვე... ყავას დალევ ალბათ ხომ?
_უშაქროს
_ახლავე დავბრუნდები _ სწრაფად წავიდა და მალევე დაბრუნდა . ფინჯნები დაალაგა და თავადაც ჩამოჯდა
_მარტო ხარ ?
_დედა აქ აღარ ცხოვრობს ...
_მოსამსახურეც არ გყავს?
_ასეთი უგემურია ჩემი მომზადებული ყავა ? _ გაიღიმა და მზერა გაუსწორა
_მიკვირს , შენი სტატუსის მქონე გოგონები რამდენიმე დამხმარის გარეშე ვერ ცოცხლობენ
_ჩემთვის მარტო , მშვიდად ყოფნა უფრო კომფორტულია , შენ მგონი ისევ ვერ დააღწიე თავი მიხეილის ციხესიმაგრეს. რამდენიმე დღის წინ დამპატიჟა თამარმა და საუბრის დროს თქვა
_თინეიჯერობისას პირობა დამადებინა, ცოლს სანამ არ შევირთავ ამ სახლში ვიცხოვრებ_თქო და ასე გამოვიდა . პირობას მახსენებს როდესაც სხვაგან ვრჩები
_მგონი ძალიან ადრე დაგირეკე , გაგაღვიძე ... შეგიძლია ისაუზმო . ყველაფერი ჩემი მომზადებული არ არის _ისევ გაიცინა და გაბრიელიც აიძულა ერთ_ერთი კერძი დაეგემოვნებინა
რამდენიმე წუთის შემდეგ საქმეზე გადავიდა ქალბატონი მარიამი . ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა და არა მხოლოდ. გაბრიელი ყურადღებით უსმენდა , საკუთარი აზრებიც გაუზიარა და ამ საუბრის განმავლობაში კიდევ უფრო ყურადღებით აკვირდებოდა მის აზრივნებას , შეხედულებებს და ისე კიმფორტულად გრძნობდაა თავს საქმე რომ არ ჰქონოდა კიდევ დიდხანს დარჩებოდა ალბათ.
........
ყოველი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო თავისუფალი დიალოგები ჰქონდათ, მარიამმიც მშვიდად ესაუბრებოდა და მასთან ოფისშიც კი მივიდა. საქმეებში ჩაფლული უკვე გაგიჟების ზღვარზე იყო კაბინეტის კარი რომ შეაღო
_შეიძლება ბატონო გაბრიელ?
_მარიამ?
_გამარჯობა ... იმედია ცუდ დროს არ მოვედი . მგონი ადგილი ვიპოვნე _ ოთახში შევიდა და მისი მაგიდისკენ დაიძრა. ხელში საქაღალდე ეჭირა და სიხარულისგან დაფარფატებდა
_ძალიან კარგია ... _ ფოტოები და ნახაზები ნახა. ყველაფერს გადახედა და მერე მარიამს უყურებდა . უხსნიდა სად რას ააშენებდნენ, ყველა ოთახზე იცოდა , ყველაფერზე ნაფიქრი ჰქონდა და უზომოდ ბედნიერი იყო
_ვერ გავიგე ბავშვები როგორ ავარჩიოთ ... ყველას ხომ ვერ დაიტევს ეს ადგილი_უცებ მოიწყინა , სავარძელში ჩაჯდა და მაგიდას დაეყრდნო _ ძალიან რთულია ბოლო თეთრსაც მათ მივცემდი რომ ვიცოდე მათ სწორ გზაზე დაყენებას შევძლებ . ვერ ვიქნები ბოლომდე მეოცნებე და ვერ დავიჯერებ რომ ყველა შეეშვება ქუჩის ცხოვრებას დაიწყებს კითხვას, მუშაობას, დაემორჩილება კანონებს, გადაიხდის გადასახადებს და გახდება კანონმორჩილი , ქვეყნის სრულუფლებიანი წევრი . რატომაა ასეთი რთული ადამიანების ნდობა
_ყველას გვაქვს ჩვენი ბნელი მხარეები . ადგილი , გარემო სადაც ვიბადებით და ვიზრდებით დიდ გავლენას ახდენს ამ ბნელი ლაქების განვითარებაში და შენნაირი აღმზრდელები თუ ეყოლებათ მგონი მეც ვირწმუნებ ადამიანების ცვლილებას და დავიჯერებ რომ სასწაულების მოხდენა შეიძლება , რომ ყველას აქვს გამოსწორების შანსი, ბნელი ლაქების წერტილებად ქცევის შანსი _სერიოზული იყო, უყურებდა მის სევდისფერ თვალებს და საშინლად უნდოდა ჩახუტებოდა. ასე უბრალოდ მოხვეოდა და ეთქვა რომ საოცარი ადამიანი იყო , მაგრამ არ შეეძლო
_ძალიან ბევრი დეტალია , ალბათ ამჯერად შეცდომაც ბევრი იქნება , მაგრამ ყურადღებით ვიქნები და ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო . მთავარია ყველაფერი მოვაწესრიგოთ. დოკუმენტებს რაც შეეხება , ყველაფერი მოვაგვარე . მთავარია პროექტის მიხედვით გავაკეთოთ შენობა
_ყველაფერი გამოვა ... თავისუფალი დრო გაქვს მუშაობისგან ძალაგამოცლილს ვახშამზე რომ დამეწვიო?
_მგონი მოვახერხებ
_ოღონდ ცოტა ხნით ბავშვებზე საუბარს გიკრძალავ_ყველაფერი უცებ მიალაგა , ტელეფონი აიღო და წამოდგა.
მარიამი გვერდით მიჰყვებოდა , უცნაური სურნელი ჰქონდა არა მძაფრი, არა გამაღიზიანებელი რაღაც ბუნებრივად კარგი და გაბრიელის რეცეპტორებს მარტივად აღიზიანებდა , წამით თვალებიც კი დახუჭა უკეთ რომ შეეგრძნო .
რესტორანში რომ შევიდნენ თავისუფალი მაგიდა დაიკავეს და შეკვეთაც მისცეს
უკვე მიირთმევდნენ გაბრიელმა საუბარი რომ წამოიწყო
_მსუყე კერძებს არ უშინდები აშკარად
_ფორმის შენარჩუნებას შიმშილის გარეშეც ვახერხებ
_ფორმულა გაქვს რაიმე?
_არ მითხრა რომ გჭირდება
_ვარჯიშისთვის დრო აღარ მაქვს , არც ძალა და იქნებ დამჭირდეს
_მოახერხებ რაიმეს დარწმუნებული ვარ _ წვენი მოსვა და მერე ისე შეხედაგაბრიელს გაეცინა
_ახალი იდეა მოგივიდა ხომ?
_უბრალოდ მაინტერესებს ბავშვებზე საუბრის უფლებას რატომ არ მაძლევ ... არ გიყვარს ბავშვები?
_მიყვარს, უბრალოდ ისეთი ემოციურიც არ ვარ როგორც შენ
_ყველას ჰგონია რომ ბავშვები ხმაურიანი, მტირალა არსებები არიან რომლებსაც მხოლოდ მზრუნველობა სჭირდებათ და ენერგია რომელსაც მთლიანად გაცლიან
_ასეცაა ... ბავშვები მთელს ენერგიას იტაცებენ განსაკუთრებით დედისგან
_მე კი მგონია რომ ვერაფერი მომანიჭებს ისეთ ბედნიერებას, სიხარულს, პოზიტივს და დადებით ემოციებს როგორც შვილი . როგორი განწყობითაც შეხვდები ახალდაბადებულს ისეთივე ხასიათი ექნება, რომ იგრძნობს დადებით მუხტს ბევრსაც არ იტირებს, არც ჭირვეული იქნება საერთოდ მგონია რომ ადამიანებს უბრალოდ სწორი მიდგომა სჭირდებათ
_ამდენი დრო გავიდა და მაინც ვერ ვიჯერებ რომ სასამართლოში მყოფი მარიამი ხარ...იქნებ ტყუპისცალი იყო ის ქალი რომ შემოვიდა და ყველა გააქვავა
_მათ შორის შენც !
_რა თავდაჯერებულობაა... მე არ მიათქვამს რომ
_იმ სასამართლოს რადგან ვერ ივიწყებ შესაბამისად ისევ დარჩა შენში იმ დღიდან შთაბეჭდილებები და ნუ უარყოფ
_აჭარბებ, მაგრამ მაინც უცნაურია ასეთი ემოციური რომ ხარ და ამავე დროს ასეთი ძლიერი
_არ ვთვლი რომ ძლიერი ვარ, მე უბრალოდ საკუთარი საქმე ვიცი, კარგად გამომდის როდესაც სიტუაციაც ხელს მიწყობს , თუმცა ყველაფერი წინაა
_დარწმუნებული ვარ საუკეთესო ადვოკატი გახდები და იმედია ჩემს წინააღმდეგ აღარასდროს იქნები
_ვნახოთ , ვერაფერს გამოვრიცხავთ
_ე.ი ბავშვები ძალიან გიყვარს და მომავალ მრავალშვილიან დედას ვუყურებ
_თუ ჩემს მომავალ ქმარსაც ეყვარება ბავშვები შეიძლება , თუ არ ენდომება , მაშინ ორზე შევჩერდები
_ორიც არ არის ცოტა
_დედისერთობა მოგწონდა? შენ ხომ ნიკოლოზზე უფროსი ხარ
_არ ვიცი , ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მე მაინც დედისერთად ვგრძნობ თავს . მრავალშვილიანი ოჯახოს შვილებს სრულიად ზხვაგვარი ცხოვრება აქვთ
_მე ზუსტად ვიცი რომ ჩემი ძმის გარეშე ყველაფერი უფერული იქნებოდა და თუ ღმერთი ნებას მომცემს ორ შვილის დედა აუცილებლად გავხდები
_ამ საუკუნეში ყველაფერია შესაძლებელი
_ათეისტი ხარ გაბრიელ?
_არა, მაგრამ დარვინის თეორიების, ექიმებისა და მეცნიერების მიღწევებისაც მჯერა . ოოუ ჩვენი აზრები ისევ არ ემთხვევა ?
_მოკლედ ვიტყვი , მე მჯერა რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და როგორც არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ბოლოს მაინც მის არჩეულ მიზნამდე მივალთ.
_ბოლოს ყველანი დავასრულებთ ამქვეყნიურ ცხოვრებას და შემდეგ რა გველის ეგ ნამდვილად არ ვიცი. არც მინდა ვიცოდე , ჩემი ცოდვებით საერთოდ არ მაწყობს იმქვეყნიური ცხოვრების არსებობა და ჯოჯოხეთში მოხვედრა
_საინტერესოა გეშინოდეს ჯოჯოხეთის და ხდებოდე პოლიტიკოსი. არის რაღაც შენში მაზოხისტური ...
_პატარა ქალბატონო დამცინით?
_გაბრიელ ნუ მეძახი ასე
_ნუ ართულებ ... დესერტი არ შევუკვეთოთ?
_ტკბილეული არ მიყვარს
_არც შოკოლადი?
_არც შოკოლადი
_ნაყინიც არ გიყვარს?
_შენ გიყვარს ?
_ამიტომ ხარ ასეთი მწარე ზოგჯერ ... განწყობას არ იმაღლებ
_აფსურდული ჰიპოთეზაა _ გაიცინა და ისევ წვენი მოსვა .
გაბრიელი ისევ აპირებდა რაღაცის თქმას მათ მაგიდასთან ბიჭი რომ მივიდა და მიესალმა
_მარიამ , როგორ ხარ?
_ანდროო , აქ რას აკეთებ... აბა ქალაქიდან გავდივარო? _ ფეხზე წამოდგა და მოეხვია , ლოყაზეც აკოცა. ბიჭიც ისეთი გაბრწყინებული სახით უყურებდა გაბრიელს არ გამორჩენია . დაიძაბა კიდეც, უცნაური იყო ეს შეგრძნება , საერთოდ არ მოსწონდა ბიჭის ხელები მარიამის წელს ასე თამამად რომ ეხვეოდნენ ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე . მარიამმა ბოლოს გააცნო კიდეც
_გაბრიელ გაიცანი ჩემი ბავშვობის მეგობარი , ანდრო
_სასიამოვნოა _ ხელი ჩამოართვა და ზრდილობის გამო გაუღიმა _ შემოგვიერთდდით ...
_არა , ხელს აღარ შეგიშლით . ბიჭები დასხდნენ ალბათ უკვე . თუ დრო და სურვილი გექნება შემოგვიერთდდი _ ლოყაზე აკოცა წასვლის წინ , გაბრიელს დაემშვიდობა და შემდეგ მაგიდებს შორის გაუჩინარდა
_ბავშვობის მეგობარი თუ პირველი სიყვარული _პირდაპირ უთხრა და მზერა გაუსწორა
_ცუდია ქალისა და მამაკაცის მეგობრობის თუ არ გჯერა .ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს რომ მექალთანე ხარ და ვერცერთ ქალს უყურებ გულგრილად
_განაჩენის გამოტანა ასე უცებ არ შეიძლება . ხომ შეიძლება ბავშვობის სიყვარულთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს
_ჩემი აზრით არარსებობენ პირველი მეორე და მეოთხე სიყვარულები . არსებობს ერთი სიყვარული და მასთან მხოლოდ მეგობრობა ჩემთვის წარმოუდგენელია . ანდრეა კი მეგობარია
_როგორც სჩანს მარიამ მაკალათია კაცებთანაც ისეთივეა როგორიც სასამართლოში. აფასებს, დასკვნები გამოაქვს, აკვირდება და ბოლოს განაჩენი გამოაქვს
_ასეთი რადიკალურიც არ ვარ , უბრალოდ რომანტიკა და რეალიზმი ჩემში თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული
_ანუ გჯერა რომ სიყვარული მარადიულია და თან გგონია რომ გრძნობებს არ აჰყვები და იმას შეიყვარებ ვისაც გონება აირჩევს?
_შეიძლება ასეც ითქვას , ბევრს არ ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით. არც საუბარი მიყვარს
_როგორც სჩანს პატარა ქალბატონის გული ჯერ კიდევ თავისუფალია
_სრულიად...
შემდეგ დაურეკეს , უნდა წავიდეო უთხრა , სწრაფად დაემშვიდობა და წავიდა. გაბრიელი უკან გაჰყვა , მაგრამ ისე ჩქარა მიდიოდა მალევე მანქანაში იჯდა.
..................
სალომემ ახალი კაფე იპოვნა, აღტაცებული იყო და სოფიოსაც იმდენ ხანს ეწუწუნა რომ ბოლოს იქ აღმოჩნდნენ. მაგიდასთან ისხდნენ კარი რომ გაიღო და ბატონი გაბრიელი გამოჩნდა მარიამთან ერთად. კარში იდგა და იღიმოდა, მარიამი პირველი გაატარა . კეტები, დახეული ჯინსი და ტოპი ეცვა ადვოკატს, ძალიან ბუნებრივი იყო . აშკარად თავისუფლად იქცეოდა , გაბრიელის მიმართ ნდობა ჰქონდა გაჩენილი და ისე საუბრობდა როგორც მეგობართან.
-სოფია გესმის?
-მაპატიე
-მოგეწონა -მეთქი?
-გემრიელია სალ , თანაც ძალიან
-შემომხედე და მითხარი რა მოხდა ახლა ამ ორ წამში სანამ მე ვქოთქოთებდი
-უკვე დათბა, შენი საყვარელი სეზონია შენ კი ისევ გადაღლილი ხარ ყველაფრით ... წავიდეთ სადმე მე და შენ? შაბთ კვირას მცალია... პარასკევის მორიგეობა გაუცვალე ვინმეს
-ერთად გავიპაროთ ჩემო მშვენიერო?
-მხოლოდ მე და შენ
-მმმ, ჭუიდან ვიშლები ასე რომ ამბობ - გაიცინა და მერე ხმაურით აკოცა ლოყაზე. ისევ მთელი გულით გაეღიმა , სალომე წამალი იყო . შემდეგ მისი მზერა იგრძნო , არ გაუხედავს ისე გაიყვანა იქედან სალომე რომ არ შეუმჩნევია წყვილი.
მთელი კვირა ისე გავიდა რომ გაბრიელი მასთან არ მისულა, მარიამთან იყო სხვა ათასი საქმე ჰქონდა და სოფიოც იმას იგებდა რაც ყველამ იცოდა. მის ფოტოებს ხედავდა, ვიდეოებს, გიფებს. ყველა მათზე საუბრობდა, მაგრამ თავად გაბრიელი და მარიამი არაფერს ამბობდნენ.
პარასკევიც მოვიდა, როგორც კი დატოვა ტელევიზიის შენობა მაშინვე სალომესთან წავიდა სამსახურში. ნახევარი დღე მაინც კლინიკაში გაატარა , მაგრამ სოფიოს მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მთლიანად მასზე გადაერთო. ზუსტად იცოდა რაღაც ხდებოდა რაც ისევ არ იცოდა, ისევ ვერ ეუბნებოდა სოფიო , ზოგჯერ ძალიან ბრაზობდა, გიჟდებოდა რომ ის არ ენდობოდა მერე თითქოს ესმოდა მისი და ნდგობა არაფერ შუაში იყო.
ლოპოტაზე წაიყვანა იცოდა რომ იქ მისვლა უნდოდა და ვერასდროს მოახერხა,თანაც უყვარდა სიმშიდე, წყლისა და ტყის ნაზავი სოფიოს კი სალომეს ბედნიერება უყვარდა.
მანქანიდან რომ გადავიდა ხტუნვა დაიწყო და სოფიოსკენ გაიქცა
-მიყვარხაარ...უსაყვარლესი ხარ, უმაგრესი ყველაზე კარგი
-წავედით, ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ძირფასო... სასტუმროში და არა მხოლოდ
-მმმ რა საინტერესოდ ჟღერს უკვე ვგრძNობ როგორ იწყებს რელაქსაციას ჩემი სხეული
ნამდვილად მოახერხეს განტვირთვა იმ სამი დღის განმავლობაში და თან ისე როგორც არასდროს. ორივე ბედნიერი იყო, არცერთს ახსოვდა პრობლემები , არც ერთანეთის გარდა ფიქრობდნენ ვინმეზე და ცხოვრებაში ზოგჯერ ძალიან საჭიროა რამდენიმე დღე რომლითაც გამოეთიშები ყველაფერს თუნდაც დაბრუნებულს დანგრეული დაგხვდეს ის რაც ასე გადარდებდა და გჭირდებოდა.
-სად ხარ?- ნაცნობი ხმა რომ გაიგო ტბაზე იყო , პლედში გახვეული იჯდა და ღვინოს აგემოვნებდა
-შენ?
-მთვრალი ხარ?
-მგონი ხო
-სად ხარ სოფია
-საუბარი თუ გჭირდება გისმენ, თუ ს.ქსი განმარტოვდი და ვეცდები
-სალომე მანდ არის?
-წავიდა, მალე დაიძინებს
-მარტო ხარ სადღაც სიცივეში?
-მე სულ სიცივეში ვარ. ავიტან როგორმე ლოპოტის გრილ ჰაერს
-ეცადე არ გაიყინო- გაუთიშა, არ ელოდა რომ ასე მალე დაასრულებდა საუბარს, მაგრამ ძალიანაც არ გაჰკვირვებია . გრძNობდა როგორ კარგავდა გაბრიელს, ამჯერად სამუდამოდ უშვებდა ,ეს ნელი და მტანჯველი დაავადებით სიკვდილს ჰგავდა
...................
უცნაური ვინმე იყო მარიამი. ყველას და ყველაფრის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა . ერთხელ სახლში რომ ელოდა დაინახაა მანქანიდან როგორ გადმოვიდა ხელში თავსაფრით, გრძელი კაბით , უბრალო პერანგით და ლოცვების წიგნით . სრულიად ბუნებრივი იყო , საერთოდ არ ჰგავდა იმ წამს იმ წაუკუნის ქალს , გეგონებოდათ უბრალო გლეხის გოგოა და მალე ბაღჩაში ჩავა ხილისა და ბოსტნეულის დასაკრეფადო. გაბრიელი არც დაინახავს ისე მივიდა სახლამდე და კარი გააღო
_არ ვიცოდი ტაძარში თუ დადიოდი
_გაბრიელ აქ რას აკეთებ ამ დროს
_არ ვიცი, უბრალოდ შემოგიარე . ვიფიქრე მარტოა და დაველაპარაკები_თქო
_შემოდი ... ჩაის დალევ? თუ ყავა
_დავლევ ჩაის ... ალბათ დაღლილი ხარ თუ გინდა მე გავაკეთებ
დაღლილი რატომ უნდა ვიყო გაეცინა _პირიქით, ყველაზე მშვიდი და ბედნიერიც ახლა ვარ. შენ ალბათ ლოცვა არასდროს წაგიკითხავს და ბოლოს ეკლესიაში რომ მოგნათლეს მაშინ იყავი
_მე მგონია რომ რთული ცხოვრება აქვთ იმათ ვინც სულ ლოცულობენ, მარხულობენ და ცდილობენ ცოდვები არ დააგროვონ აღსარებამდე
_ვინც ცდილობს და ამაზეა კონცენტრირებული ის ალბათ ტანჯულობს ყოველი მარხვის დროს , წირვის დროსაც უჭირს ალბათ გაჩერება არ ვიცი, მე უბრალოდ მივდივარ წირვას ვესწრები , ვლოცულობ ან უბრალოდ იქ ვდგავარ ერთ ერთ კედელთან და იქაურობა მამშვიდებს. იმ დროს არაფერზე და არავისზე ვფიქრობ არც ჩემი ოჯახი არსებობს, არც სახლი, არც სამსახური, არც მტრები უბრალოდ მე და სიმშვიდე ვართ , ჩემთვის ღმერთსაც სიმშვიდის სახე აქვს . ამის ახსნა რთულია უბრალოდ უნდა გრძნობდე .. ყველა სემთხვევაში ლოცვაც არ განიჭებს სიმშვიდეს იმიტომ რომ რაღაც მიზნით იწყებ ლოცვას მერე რომ ეზიარო ან არ ვიცი იმიტომ რომ გითხრეს უნდა ილოცოო . მოკლედ ჩემთვის სულის სიმშვიდე იქ არის_ჯერ კიდევ დილის 12 საათი იყო , გაბრიელი კი იქ იჯდა , მარიამის სამზარეულოში და უყურებდა როგორ ამზადებდა საუზმეს. რამდენიმე წუტში უკვე ისიც მაგიდის მეორე მხარეს იჯდა და თავის ტოსტს მიირთმევდა ჩაისთან ერთად. გაბრიელს არ უყვარდა არც ყავა არც ჩაი , მაგრამ მასთან ყოფნის დროს მაინც მიირთმევდა. მარიამს ვერ ეტყოდა ღვინო ან ვისკი მომიტანეო . სხვანაირი ხდებოდა მის გვერდით და ზოგჯერ ისეთ თემებზე საუბრობდა მანამდე რომ არც უფიქრია. მარიამი ისეთი გოგო იყო მისგან ბევრი რამის სწავლა რომ შეიძლებოდა , მისი აზრი ამა თუ იმ საკითხზე დაგაფიქრებდა . გაბრიელი მის გვერდით თავს მშვენივრად გრძნობდა იმის მიუხედავად რომ მაინც ნიღბით იყო .
რაც უფრო დიდ დროს ატარებდა მარიამთან მით უფრო მეტად შორდებოდა სოფიოს, მაგრამ ხედავდა როგორი სხვანაირი იყო მასთან , რამდენი რამ იცოდა კანდელაკმა და რა მარტივი იყო მასთან ურთიერთობა. მარიამი ამაყი იყო, თავდაჯერებული და პრინციპული უკან დახევა შეეძლო თუ მიხვდებოდა რომ ცდებოდა, ქედმაღალი არ იყო და არც დანაშაულის აღიარებაზე იტყოდა უარს , მაგრამ არასდროს იქნებოდა ისეთი როგორიც გაბრიელს სურდა. ის არ იყო ქალი რომელსაც თავის ნებაზე მართავდა, მაგრამ იყო ის ვინც გაბრიელ წილოსანს სჭირდებოდა.

.................
გაზაფხულის ბოლო დღეები იწურებოდა გვიან სახლში დაბრუნებულს თავზე რომ დაადგა . ისე უყურებდა სოფიოს რომ არ უყვარდა, გაბრაზებული, გაურკვევლობაში მყოფი და გონებაარეული .
ზურგი აქცია და ტანსაცმლის ჩაცმა განაგრძო. სარკესთან დაჯდა, მაკიაჟი მოიშორა შემდეგ თმა დაივარცხნა და მისკენ შებრუნდა
-გისმენ
-მე კიდე შენ გელოდები როდის ამიხსნი
-რას? რაიმე არ იცი და გინდა მე განგიმარტო ?- გაუღიმა და ფეხი ფეხზე გადაიდო - საინტერესოა
-სად დადიხარ
-საქმეები მაქვს, ცნობილი გავხდი უკვე ზედმეტადაც კი ... იმაზე მეტი მუშაობა მიწევს ვიდრე ვიფიქრებდი და ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი- მშვიდად ესაუბრებოდა და ქვემოდან უყურებდა. სხეული ეწვოდა სულთან ერთად ისე უნდოდა რომ მისულიყო , საუბრის ნაცვლად მოხვეოდა და მისი სუნი შორიდან რომ აღწევდა ახლოდან ეგრძნო. ხელისგულები ეწვოდა
-ცდილობ მე დამემსგავსო?- მისმა კითხვამ დააბნია , მაგრამ გაეღიმა
-გგონია გამომივა?
-შეუძლებელია !
-არაფერია შეუძლებელი სიცოცხლის დაბრუნების გარდა - მშვიდად უყურებდა მის მწვანეებს,ისევ გაიღიმა
-ხომ იცი რომ არაფრის ახსნას არ ვაპირებ , მეზიზღება მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ვერ ხვდები რომ მარიამთან რომანი არ მაქვს
-ასე მარტივად არ გახდება შენი ქალი , მარიამია - გაიცინა ისევ ფეხზე წამოდგა და თითები თმებში შეიცურა - დღეს ძალიან დავიღალე. ბავშვებთან მუშაობა სტრესულია , ემოციურები არიან და ჰგონიათ რომ თუ ვერ გაიმარჯვებენ ყველაფერი მორჩება არადა ძალიან ნიჭიერები არიან
-მე და მარიამს უბრალოდ საერთო ინტერესები გვაქვს , მასთან ერთად ბევრი რამ შემიძლია გავაკეთო . მისი რესურსებით , ჭკვიანია და შემიძლია საქმე ვანდო ... ბავშვებისთვის დრო არ მექნებოდა და ახლა ყველაფერთან ერთად იმ ადგილსაც გავაკეთებთ. არ ვიცი რამდენად გამოვა ქუჩაში მყოფი ბავშვების ჩარჩოებში მოქცევა და მარიამის თითქმის ოცნებამდე მისული გეგმების ასრულება, მაგრამ ასიდან ოცმა რომ შეძლოს ცხოვრების შეცვლა ესეც დამაკმაყოფილებს
-აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები ვისაც სურს შეცვალოს საკუთარი მომავალი და გამოიყენებს თქვენს მიცემულ შანსს - საწოლზე დაწვა, ბალიშს მოხვია მკლავები . გაბრიელი ბოლოში იჯდა და გვერდულად უყურებდა
-ტვინს მირევ
-მეე?- ხმამაღლა გაიცინა და წამოჯდა- მაინც როგორ ვახერხებ შენი უნივერსალური გონების არევას - თითები თმაზე შეახო მერე დაიხარა, პერანგის საყელო გადაუწია და ყელში აკოცა.თავი მხარზე დაადო, თვალები დახუჭა, მკლავები მუცელზე შემოხვია და გაირინდა
-სოფიო
-დარჩები, უცნაურად ვარ ...ცუდი შეგრძნება მაქვს, ვიცი რაღაც მოხდება . თუ შეგიძლია არ დამტოვო რა ,თუნდაც ცოტა ხნით . სალომე სამსახურშია , იქ ვერ მივალ
-რამე მოხდა და მიმალავ? - მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას,მაგრამ ბოლოს მაინც შეეხო თმაზე -სოფიო რამეს მიმალავ?
-არა, უბრალოდ ...არასდროს გიგრძვნია წინასწარ რომ რაღაც ცუდი გელის წინ?
-არაფერიც არ გელოდება, რა უნდა მოხდეს თუ მეტყვი ყველაფერს მოვაგვარებ ხომ იცი რაც არ უნდა იყოს
-ხო , ყველაფერს მოაგვარებ - თითები ლოყაზე ჩამოუსვა , მერე ყბაზე გადავიდა, ტუჩებზე ცერა თითი გადაატარა რომ აკოცა გაეღიმა
-ყველაფერს ,მაგრამ შენ არასდროს არაფერს მთხოვ
-ერთ დიდ და მთავარ თხოვნას ვინახავ , უარი რომ არ მითხრა მერე - ტუჩები მის ტუჩებს ფრთხილად შეახო და მერე სიმსუბუქე იგრძნო.
ცვლილებები რომლებიც წლების განმავლობაში თავისთავად ხდებოდა . გაბრიელის განწყობაზე თუ ფიქრობდა მიუხედავად საკუთარი მდგომარეობისა იმ ღამით წილოსანი იყო მზრუნველი, ისევ სიტყვების გარეშე , მაგრამ მაინც გრძნობდა მის უცნაურ სითბოს პირველად არ ფიქრობდა მასზე ,პირველად იყო ასეთი ემოციებისგან დაცლილი და მშვიდი.
დილით კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა, თორმეტს ათი წუთი აკლდა, სახლში მარტო იყო . ჩაიცვა და კარის გასაღებად წავიდა . სრულიად უცნობი ბიჭი რომ დახვდა ზღურბლთან გაუკვირდა , თანაც მისი სახე ისეთი იყო რომ უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა.
-სოფიო კანდელაკი ,ხომ?
-დიახ ... რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-თქვენ არაფრით, აქ დგომა არ მინდა ისედაც დიდხანს გელოდით - ხელით მსუბუქად უბიძგა და ბინაში დაუპატიჟებლად შევიდა. სოფიომ ხალათი კიდევ უფრო მჭიდროდ შეიკრა და მისკენ შებრუნდა
-ვინ ხართ ასე რომ მივარდებით სახლში?
-ჩემი ვინაობა ამ ეტაპზე თქვენთვის არაფრისმომცემია- სახლი მოათვალიერა და მისაღებში შევიდა , სავარძელში მოკალათდდა ,ჩაეცინა ვისკის ჭიქის დანახვისას და მერე სოფიოს ქვემოდან ახედა
-იცით საერთოდ არ მაქვს დრო , ან მითხარით რა გგნებავთ ან წაბრძანდით. კარი იცით საითაც არის
-სხვანაირი წარმომედგინა გიორგის შვილი- ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო-ენატრები , გადავცემ რომ კარგად ხარ
გიორგიო რომ გაიგო მუხლები მოეკვეთა, დივანზე დაჯდა და წერილს დაავლო ხელი . ბიჭმა ვისკის ბოთლი აიღო და ისევ ჩაიცინა
-კარგი გემოვნება ჰქონია შენს კაცს...მომავალ შეხვედრამდე მშვენიერო
-მოიცადე , ასე ვერ წახვალ . სად არის , შენ ვინ ხარ .... მამა , როგორაა მითხარი - უცებ წამოვარდა და წინ გადაეღობა. ძალიან ახლოს იყო , ხელები მის მკერდზე და მკლავზე ჰქონდა მიბჯენილი და ამღვრეული თვალებით უყურებდა ბიჭის ყავისფერებს -გთხოვ მითხარი სად არის
-წერილშია ყველაფერი რაც უნდა იცოდე - მისი ხელები მოიშორა , თვალი მოსწყვიტა სოფიოს ცისფერებს და სწრაფად წავიდა.
დიდხანს უყურებდა წერილს, გახსნას ვერ ბედავდა. წლები იყო მას შემდეგ გასული რაც ბოლოს ნახა მამა, ბოლოს ჩაეხუტა, ბოლოს გაიგო მისი ხმა. მისგან მხოლოდ უხილავი საფარი დარჩა, მხოლოდ ფული ანგარიშზე რომელიც არასდროს ილეოდა, ვერ გაარკვია სად იყო , არც ამის ძალა ჰქონდა , არც რესურსი, აქამდე არავინ გამოჩენილა მის სიახლოვეს , არავინ და ახლა ხედავდა მის წერილს. მის ნაწერს და ცრემლებით ასველებდა ფურცელს. თვალები ისე დაებინდა კითხვასაც ვერ ახერხებდა
„მომენატრე ჩემო ცისფერთვალება გოგო
წარმოვიდგენ როგორი ხარ სინამდვილეში და მინდა რაც შეიძლება მალე გნახო. შენ ხარ ერთადერთი რაც მაბადია ხომ იცი ჩემო გოგო. ვიცი მიბრაზდები, ცხოვრება აგირიე შენც და დედაშენსაც , ვიცი არ ვარ პატიების ღირსი ,მაგრამ შენ არ უნდა გცოდნოდა მე სად ვიყავი. სულ მალე დავბრუნდბეი, სულ ცოტაც დარჩა ჩემო პატარავ , მერე აღარასდროს დაგტოვებ.
იმედია კარგად ხარ, არაფერი გიჭირს და თავს ართმევ ამ წყეულ ცხოვრებას. მიყვარხარ ჩემო სოფია .
მიშო კიდევ მოვა , თუ რამე გჭირდება შეგიძლია ენდო ჩათვალე რომ მე მთხოვ „
სულ ეს იყო , სულ რამდენიმე წინადადება და მაინც საკმარისი იყო ტკივილისა და ბედნიერების განცდისთვის.
გიორგი ცოცხალი იყო, სადღაც შორს იყო , სადღაც სადაც უჭირდა უმისობა სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა . ის დაბრუნდებოდა , ისევ ნახავდა , მარტო აღარ იქნებოდა .
მთელი დღე უცნაურად ამაღლებული განწყობით გაატარა და თან ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ვიღაც უთვალთვალებდა. სალომესთან იყო სადღამოს უცებ რომ წარმოიდგინა როგორ ნახა იმ ვიღაც მიშომ გაბრიელი და წამსვე წამოვარდა
-რა ხდება...რაღაცას მოგიყვებიო და გარბიხარ?
-ტელეფონი სად დავდე
-აქ არის
-მომეცი - უცებ გამოართვა და გაბრიელის ნომერი აკრიფა. არ პასუხობდა, მერე როგორც იქნა უპასუხა- ჩემთან არ მიხვიდე...უბრალოდ არ მიხვიდე მერე აგიხსნი - გაუთიშა და დაჯდა
-რატომ არ უნდა მოვიდეს , გადაკარგული სოფლელი ნათესავი შეიფარე?
-დაჯექი და მოგიყვები- გაიღიმა და მოყოლა დაიწყო. სალომე ჯერ შოკირებული იყო მერე წამოვარდა და მოეხვია, მერე ორივე ტიროდა, მერე ათასი კითხვა ჰქონდა ,ბოლოს იმ მიშოზე ეკითხებოდა და თავზე დაათენდათ.
რამდენიმე დღე ისე გავიდა რომ აღარც გაბრიელი გამოჩენილა და აღარც მიშო, მაგრამ სულ რაღაცის მოლოდინში იყო .
ტელევიზიიდან რომ გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა უკანა სავარძელზე მჯდომი გაბრიელი დაინახა და თვალები გაუფართოვდა
-იარე ...
-აქ რა გინდა, ტელევიზიის ეზოში ხარ იცი?
-რა ხდება შენს ბინაში
-აქ მოგიყვე?
-გუშინ მოვედი , მაგრამ სანამ სადარბაზოში შემოვიდოდი ვიღაც ტიპი შევამჩნიე . შენი ფანჯრების ქვეშ იდგა და აშკარად არ იყო სხვასთან . ვინ ჯანდაბაა და რა უნდა , ახალი ვინმე გადაგეკიდა არ მითხრაი და მაშინ იმიტომ იყავი ცუდად?
-თუ ღმერთი გწამს , ბოლოს როდის დაგიმალე კაცზე ამბავი და როდის გავხდი ცუდად სხვის გამო
-სოფიო იქნებ თქვა რა ხდება
-მამას წერილი მომიტანა, ცოცხალია, კარგადაა და დაბრუნდება. არ ვიცი სად არის, რას აკეთებს, მაგრამ დაბრუნდება რადგან მომწერა ე.ი დარწმუნებულია თორემ არ მომწერდა. ის ბიჭი კი ალბათ ისაა ვინც წერილი მომიტანა
-საქართველოში ბრუნდება?
-არ ვიცი , მომწერა მალე დავბრუნდებიო და აღარ დაგტოვებო
-ძალიან კარგია...მიხარია
-მე კიდევ სიზმარი მგონია
-და რომ წაგიყვანოს? ან რომ ჩამოვა მერე რა იქნება...ის ტიპი დაცვად დაგიყენა ?
-ეწერა მიშოს შეგიძია ყველაფერი სთხოვოო , ენდეო. ვიფიქრე რომ სადღაც ახლოს იქნებოდა და იმიტომ გითხარი არ მოხვდიე-თქო . მამაჩემს ნამდვილად ვერ გადაურჩები
-ნუ მაშინებ
-შენ არ იცნობ მამაჩემს, წარმოდგენაც არ გაქვს რა შეუძლია და ის ბიჭიც უცნაური იყო . ცოტა ხნით არ მოხვიდე , მერე გავარკვევ ყველაფერს. დამირეკე ან არ ვიცი
-შენს სახლში მოდი ხვალ ღამით...
-გაბრიელ
-გასაღები გაქვს , იქ ისევ ყველაფერია და ისევ შენ გელოდება ის სახლი
მანქანიდან ჩავიდა ,სოფიომ გზა განაგრძო . უკვე ღამე იყო , პროდუქტებით სავსე შეკვრები ეჭირა კარი საჯდომით მიხურა, ზურგით მიეყრდნო და ფეხსაცმელი როგორღაც მოიშორა მერე დერეფანი გაიარა, სამზარეულოში შევიდა . ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და ყელამდე შეკრული პერანგის ღილების გახსნა დაიწყო,შემდეგ იგრძნო რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. სამზარეულოს უზარმაზარ დანას დაავლო ხელი და უკან შებრუნდა, სიგარეტის კვამლში გახვეული ნაცნობი სახე რომ დაინახა ხმამახლა დაიკივლა
-შენ ? აქ რას აკეთებ ... ჩემი სახლის კარი გატეხე? - ბიჭი ირონიული მზერით უყურებდა .
-საინტერესო ცხოვრება გაქვს ლამაზო ...თითქმის მაოცებ - ტუჩებსშორის მოიქცია სიგარეტის ღერი ,თვალები დააწვრილა და ღრმა ნაფასით შესუნთქული ნიკოტინის კვამლი მისი მიმართულებით გაუშვა . სოფიოს მისი სითავხედ ეუკვე აგიჟებდა, პერანგის ღილები შეიკრა, დანა დადო ,თვალები აატრიალა და მაგიდაზე დადებული წყლით სავსე ჭიქა სახეზე შეასხა
-ვერ ვიტან სიგარეტს რომ ეწევიან ჩემს სახესთან და შენნაირი თავხედებიც მეზიზღებიან
გაწუწული ბიჭი ჯერ თვალებდახუჭული იდგა, ყბები დაეჭიმა სახეზე ხელი ჩამოისვა და მერე ისე უცებ წვდა სოფიოს სიტყვა ჰაერში გააწყვეტინა . ანთებული თვალებით უყურებდა, ხელები მის ირგვლივ ჰქონდა დალაგებული და მერე მთელი სხეულით მიაწვა
-შენ მე ვინ გგონივარ გოგო , ნაწილებად დაგჭრი და ისე დავახვედრებ შენს თავს მამაშენს. ვეტყვი როგორი ცხოვრებაც გაქვს და თუ გგონია რომ რამეს მეტყვის ძალიან ცდები . ფრთხილად იყავი არ გამაგიჟო თორემ არ დაგინდობ იცოდე
-სერიოზულად? - ჯერ უყურებდა, მთელი სხეული უკანკალებდა შემდეგ გაიცინა და სულ გააგიჟა ბიჭი- მიყვირი და გგონია შემაშინებ? თმის ღერი რომ ჩამომივარდეს გიორგი საკუთარ ხორცს გაჭმევს და ჩემს ცხოვრებაში არაფერია ისეთი რისი მოყოლაც შეგიძლია , ფრთხილად შენ იყავი , თორემ მეეჭვება მამაჩემს მოწეონოს მისი ნდობით რომ ისარგებლე და ჩემთან თამაში დაიწყე - თითები აამოძრავა, მის სხეულს ეხებოდა მერე წვერიან ლოყაზე მოუთათუნა და გაიღიმა .
ბიჭმა უკან დაიხია , როგორც კი შეეხო მაშინვე და მერე ხარხარი დაიწყო. წყლის გრაფინი აიღო და სოფიოს თავზე გადავლო
-ძალიან ცხელი ხარ პატარავ, გაგრილდი და დაიძინე
გაწუწული, თვალებგაფართოებული და ხელებგაშლილი დატოვა სამზარეულოში და წავიდა. პირველად იყო ასეთი გაგიჟებული, კივილი დაიწყო და მერე სწრაფად აიღო მობილური
-დღეს შეგიძლია მოხვიდე?
-კარგად ხარ?
-მინდიხარ , იმდენად რომ ვიწვი
საჭესთან დაჯდა და ნაცნობი ადგილისკენ დაიძრა.
სახლი რომელიც გაბრიელმა აჩუქა , ყველაფრისგან შორს იყო დერეფანში უზარმაზარი როიალი იდგა , ყველაფერი ისე იყო მოწყობილი რომ მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ თავი. ლამაზი პატარა ეზო ჰქონდა და ირგვლივ არავინ ცხოვრობდა ისეთი რომ ეტყოდა ღამით ნუ უკრავ დაგვაძინეო. ქალაქთანაც ახლოს იყვნენ, ყველაფერი იყო სოფიოს სიმშვიდისთვის, გაბრიელის კომფორტისთვისაც, მაგრამ ქალბატონმა უარი უთხრა გადასვლაზე. საერთოდ რამდენიმე დღე ჰქონდათ იქ გატარებული ისიც გაბრიელის დაჟინებული მოთხოვნით .
მანქანა ეზოში გააჩერა, სახლის გასაღები ჯიბეში ედო . იმ წამს გრძNობდა რას განიცდიდა გაბრაზებული გაბრიელი,როდესაც ვერაფერი ამშვიდებდა და სოფია სჭირდებოდა. პირველად გამოიყვანეს მწყობრიდან, ბოლო დროს ისედაც არ ჰგავდა იმ საყვარელ უემოციო გოგოს ადრე რომ იყო. სახლში დადიოდა , ვერ ისვენებდა სანამ მანქანის ხმა არ გაიგო და გაბრიელი არ გამოჩნდა. წამსვე ადგილს მოსწყდა და სხეულზე აეკრო. კოცნას მანაც კოცნით უპასუხა თან ეღიმებოდა, ჰაერში ასწია და კაბა სხეულიდან მოაშორა
-სოფია
-ჩშშ...მთლიანად მინდა გამოვიყენოთ დრო რომელიც გაქვს- დივანზე იწვნენ, გაბრიელს ზემოდან მოექცა და კვნესის თანხლებით შეუერთდდა მის სხეულს. რითმულად მოძრაობდა, იღიმოდა, გაბრიელს უყურებდა და მის თითებ მკერდზე რომ ეხებოდნენ. შემდეგ წელზე გადავიდნენ. მწვერვალს თითქმის ერთდროულად მიაღწიეს და ოხვროთ გადაეშვნენ უფსკრულში
-ჯანდაბა ...ასე ვინ გაგაბრაზა
-საიდან მოიტანე
-სოფია შენი გაბრაზება ვინ მოახერხა - დასიებულ ტუჩებზე აკოცა და თითები მის ზურგზე აასრიალა. მერე საჯდომზე გადავიდა
-იმ ვიღაც მიშომ - თავი გაბრიელის მკერდზე ედო, იმხელა იყო ბატონი მთლიანად იკავებდა დივანს და მისი ადგილი აღარ რჩებოდა. მიშოო რომ თქვა ისე წამოიჯდა გაბრიელი სოფიოც თან გაიყოლა
-ისევ ნახე? რა უთხარი
-ბინაში იყო ჩემთან და კიდევ კარგი შენც არ მოხვედი . იქ რომ ენახე წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა, ვიღაც შეშლილია ,თავზეხელაღებული იდიოტი
-სოფია - ყბაზე მოუჭირა თითები და მზერა გაუსწორა- შეგეხო?
-ყოველთვის რატომ გგონია რომ ყველა კაცი ჩემში ქალს ხედავს
-შენ მე ნუ მასწავლი ვინ რას ხედავს და მიპასუხე რა მოხდა
-ნუ მიყვირი , უარესად მომეშლება ნერვები
-შენ ნერვები ჩემზე არ გეშლება და ის ვინ მიგდია
-გაქვს იმდენი დრო რომ მასზე საუბარში გავლიოთ?
-მართალია, საუბრი გარეშეც მივხედავ - კეფაზე მიაბჯინა ხელისგული და ტუჩებზე დააცხრა...
-არაფერს გააკეთებ, ის მამაჩემის გამოგზავნილია და რამე რომ დაემართოს ... ამდენი წლის შემდეგ გინდა რომ ჩვენი საიდუმლო გამჟღავნდეს და თან მამაჩემმა გაიგოს პირველმა?
-მოიშორე , იქ არ დავინახო თორემ საშინელებას დავმართებ- ზემოდან მოექცა სოფიას და ანთებული თვალები მიაპრო- გასაგებია?
-აჰაამ - ტუჩი კბილებსშორის მოიქცია, ფეხები წელზე შემოხვია და თავი უკან გადასწია -გავერთობი და გავიგებ როგორია როდესაც ვიღაც საინტერესოს იშორებ
.........
სალომესთან ერთად იყო მიშოს მანქანა რომ შენიშნა და გართობა გადაწყვიტა
-რას აპირებ გაგიჟდი? ვერ გცნობ
-ვერც მე ვცნობ სსაკუთარ თავს და იცი მომწონს , როდესაც მხოლოდ თავს არ იცავ ენერგიის მოზღვავებას გრძნობ - გამაგრილებელი სასმელის ქილა და ბატიბუტით სავსე ჯამი აიღო. ეზოს კარი გააღო გარეთ გავიდა და მანქანისკენ მშიდი ნაბიჯებით დაიძრა, დაიხარა, ფანჯარაზე მიუკაკუნა და მანაც მაშინვე დაბლა დასწია მინა. იცინოდა , სოფიოს უყურებდა და იღიმოდა
-რაიმე საინტერესოს ყურება პოპკორნის გარეშე მოსაწყენი იქნება ... იმედია მოგეწონება, სალომე გეცოდინება ჩემი მეგობარია მან მოამზადა - გადაიხარა ჯამი ფეხებსზე დაუდო ქილა მეორე სავარძელში ისროლა და სუნთქვაშეკრულ ბიჭს თვალი ჩაუკრა- გემრიელად მიირთვი
ზურგი აქცია და წავიდა . ეზოში შედიოდა სალომეს გაფართოებულ თვალებს რომ წააწყდა და მერე წელზე ხელის შეხება იგრძნო
-ახლომხედველი ვარ , პირველ რიგებში მიყვარს ჯდომა ... გამარჯობა სალომე . შესანიშნავად გცოდნიათ პოპკორნის მომზადება, მარილიც ზომიერად არ აქვს - გაიღიმა და გაოგნებულ გოგოს ხელზე აკოცა
-სერიოზულად?
-ისაუბრეთ , მე ხელს არ შეგიშლით. ხო მართლა კოლა არ მიყვარს , ფანტა მირჩევნია
-უკაცრავად მე ვერ გავიგე აქ რა ხდება საერთოდ...ან თქვენ ვინ ხართ ჯელტმენო- ხელი ისევ წინ ჰქონდა გაშვერილი სალომეს და მიშოს უყურებდა ჯერ კიდევ საავადმყოფოს ფორმაში გამოწყობილი
-თქვენ ექიმი ხართ თუ ექთანი , რომელ განყოფილებაში
-თქვენ რომ ვერ გიმკურნალებთ ჯერ-ჯერობით ისეთში
-ანუ?
-გინეკოლოგია და მაინც ვერ გავიგე რა ხდება იქნებ განმიმარტოთ რა საჭიროებას ატარებს სოფიოს თვალთვალი. მართალია ცნობადი სახეა,მაგრამ ისეც არა დაცვა რომ სჭირდებოდეს, თქვენ კი არ ჩანხართ ის ბიჭი უსაქმურობით რომ კვდებდოეს და ლამაზ ქალებს უკან დასდევდეს
-ექიმის გამჭრიახი გონება ხედავთ ქალბატონო სოფიო? როგორ მშვიდად და წყნარად მესაუბრება მიუხედავად იმისა რომ ვაღიზიანებ - პოპკორნს მიირთმევდა და სოფიოს უყურებდა- ძირფასო სალომე, გპირდებით დღეს ბოლო დღეა შემდეგ ქალბატონი სოფიო თვალითაც ვერ მიხილავს სანამ არ მიხვდება რომ ვჭირდები და არ დამირეკავს ნომერზე რომელიც მის ტელეფონშია ... ნახვამდის . გმადლობთ პოპკორნისთვის, სასიამოვნოა თქვენნაირ ქალიშვილებთან საუბარი - სალომეს ამჯერადაც ხელზე აკოცა და წავიდა.
ორივე ჩუმად იყო და მერე ერთმანეთს უყურებდნენ
-რა იყო ეს
-რა გააკეთა ნახე? რა თავხედურად საყვარელია, მგონი დაევასე სალ
-რა იყო მეთქი სოფიო, როგორ იქცევი... ვის ემსგავსები ხვდები?
-ვის ვემსგავსები სალ
-ვიღაც სხვას, იმ ადამიანს რომელიც შენში არ არის და რომელიც შენს არსებას ვერ მოერგება. შენ არ ხარ ასეთი სოფ და იცი მე რასაც ვგულიხმობ
-იქნებ დროა ასეთი გავხდე , რა მომიტანა ჩუმად ყოფნამ, სიმშვიდემ და უემოციობამ.
-ხელოვნურობა რას მოგიტანს
-ვერთობი , ვხალისობ და სხვაგვარად ვხედავ ყველაფერს
-რა ხდება , რა ჯანდაბას აკეთებს ის ახლა მიშო რომ გამოჩნდა სად ხვდები
-აღარ ვხვდები ხშირად
-ტემპერამენტი დაკარგა კურომ?
-სხვა ინტერესის ობიექტი ჰყავს და ჩემთვის არც დრო რჩება არც მოთხოვნები , არც სურვილები რომლის ასრულებაც შემიძლია . ნელ-ნელა ქრება ჩემი ადგილი მის ცხოვრებაში და იქნებ შემდეგ დასრულდეს ყველაფერი
-ღმერთო მას ვიღაც ახალი ჰყავს და შენ ამ ყველაფერს მოჩვენებითი სიმშვიდით მიყვები ახლა ? უყვარს?
-ჯერ არ, მაგრამ შეუყვარდება ვიცი
-საიდან მოიტანე
-ის ისეთია როგორიც მას სჭირდება, მას ყველაფერი აქვს რაც შეიძლება კაცს სურდეს, გაბრიელის მსგავს კაცს . კარგად ვიცნობ, ვიცი რომ ისაა ქალი ვინც მისი ცოლი და სამუდამო მეგზური გახდება, ვინც შეითავსებს ჩემს ფუნქციებსაც და სრულყოფილი იქნება
-სრულყოფილება არ არსებობს და არც ის იქნება შენზე რაიმეთი აღმატებული, მას ვერავინ შეიყვარებს ისე როგორც შენ , არც სხვა გასწირავს თავს მის გამო
-მაგრამ მისცემს ყველაფერს რაც სჭირდება
-და მაინც რა სჭირდება ასეთი
-ოჯახი, ცოლი რომელსაც საზოგადოებას წარუდგენს და იამაყებს, ცოლი რომელიც საქმეებშიც დაეხმარება და ცოლი რომელიც შვილებს აჩუქებს - ბოლოს ხმამაღლა თქვა და წამოდგა
-მის გამო არ...
-არაფერი თქვა, გაბრიელს ნუ დაადანაშაულებ . აქ არა , ამ საქმეში არა
-ახლა ნამდვილად ჭაობში ეფლობი , უკვე ყელამდე დაგფარა
-ველოდები როდის მშთანთქავს
სალომეც დატოვა , მასთანაც მოახერხა კამათი. საკუთარ თავთან ჰქონდა ჭიდილი , საკუთარ თავსაც კი გაურბოდა უნდოდა მარტო დარჩენილიყო, სრულიად მარტო .
სახლში იყო, წითელ როიალთან იჯდა და უკრავდა. სრულიად სხვაგვარად ჟღერდა ხმა იმ სახლში, თითქოს იმ ადგილიდან სრულიად დედამიწაზე ვრცელდებოდა ხმები . არ შეჩერებულა გაბრიელის დანახვისას, მის წინ იჯდა ბიჭი და უსმენდა
-რატომ ფიქრობ რომ მე და მარიამი ერთად ვიქნებით- საუბრის განწყობაზე იყო იმ ცხელ საღამოს წილოსანი
-ყველაფერი აქვს რაც შენ გჭირდება, რაც შენს ცოლს უნდა ჰქონდეს...ჭკვიანი ქალია. არ არის გრძნობებს აყოლილი ქალი რომელიც ერთი ეჭვიანობით დაანგრევს ყველაფერს. შენს გვერდით იქნება ყოველთვის ,ერთგულად თუ შენ არ განარისხებ ამისთვის კი უბრალოდ პატივისცემა, სითბო და ყურადღება სჭირდება. ისეთი ქალია რომლის შეყვარებაც შეიძლება და გაღმერთებაც
-შენ ხომ იცი ცოლს თუ შევირთავ მის გარდა ყველა ქალზე უარს ვიტყვი და ამით დავასამარებ თავისუფლებას
-ოცდათხუთმეტი წლის ხარ უკვე , ისე გამოიყურები ყველას ბევრად ახალგაზრდა ჰგონიხარ, მაგრამ უკვე კაცი ხარ რომელსაც პოლიტიკოსობა სურს ,მათ კი სჭირდებათ გვერდით ქალი რომელიც ზურგს გაუმაგრებს და თან ხალხის სიყვარულს დაიმსახურებს
-არ მინდა ჩემს ამბიციებს პირადი ცხოვრება შევწირო - თავდახრილი იჯდა , ჭიქას დაჰყურებდა და თითებს მის ზედაპირზე ამოძრავებდა. სოფია მის გვერდით დაჯდა, თავი მხარზე დაადო და მოეხვია - კიდევ ბევრი რამ არ მინდა რაც ქორწინებას მოჰყვება თანაც დარწმუნებული არ ვარ რომ მარიამი მემეტება ჩემი ცოლობისთვის. ჯერ კიდევ ცოცხლობს მასში მეამიტი ბავშვი , მიუხედავად მისი სიძლიერისა
-ამიტომ ვარ დარწმუნებული რომ შენს გაგებას შეძლებს, თუ მოანდომებ წაგიკითხავს , ისიც დაგინახავს და შენ შეგიძლია მისთვის კარგი ქმარი იყო
-როგორ შეგიძლია სხვა ქალზე მელაპარაკო როდესაც იცი რომ დამკარგავ , თანაც საბოლოოდ
-გავთავისუფლდები
-ისე ამბობ თითქოს წყევლაა ჩემთან ყოფნა
-შენ როგორ გგონია წყევლა ჩემს გრძნობაზე უფრო ძლიერი , მტკივნეული და განუკურნებელია? -თვალებში უყურებდა,ხელისგულით მის ლოყას ეხებოდა და იღიმოდა
-და როგორ გგონია ჩემი ქორწინება გაგათავისუფლებს ამ წყევლისგან? - მწვანეები გაუმუქდა, ჭიქა დადო , მკლავები მოხვია და თავისკენ მიიზიდა- არაფერი რომ არ შეცვალოს რას გააკეთებ
-ვიპოვნი ახალ საყვარელს , რომელიც დანთებულ ცეცხლს ჩააქრობს
-მინიმუმ საკუთარი სიტყვების უნდა გჯეროდეს ქმედება რომ განახორციელო - ქვედა ტუჩზე კბილები ჩაასო და მერე აკოცა
-რომ გავიგოთ ქორწილამდე უნდა მიხვიდეთ...მეეჭვება მარიამი მალე დაითანხმო
-მარიამი ჩემზე მეტად შენ მოგწონს - დივანზე დააწვინა და ზემოდან მოექცა,მკერდი მოუშიშვლა მკლავები თავთან გაუკავა
-იდიოტივით იქცევი და ნაკლებად სექსუალური ხდები- ზემოდან მოექცა სრულიად გაშიშვლდა - ასე თუ გააგრძელებ ქორწილამდე დავშორდებით
-საშინელი ქალი ხარ
-ვცდილობ არ ჩამოგრჩე
საწოლში იწვნენ. გაბრიელს სოფიოს მხართან ედო თავი და თითებს მის მუცელზე დაატარებდა. ნაიარევს ეხებოდა რომელიც საკმაოდ დიდი იყო
-რატომ არ იკეთებ ოპერაციას, ხომ აქრობენ ახლა ასეთ ნაიარევს
-მინდა რომ მახსოვდეს
-რა ავარია?
-ყველაფერი რაც წარსულში მოხდა...იქნებ ყველაფერი დამავიწყდეს , მას რომ შევხედავ კითხვები გამიჩნდება - თვალები ჯერ ჭერს მიაპყრო უნდოდა თავი შეეკავებინა, შემდეგ დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა- ასე არ მოგწონს?
-ხომ გითხარი რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ... უბრალოდ დამაინტერესა
-შენი შრამები არ გინდა გააქრო?- თითები მხარზე შეახო და ეცადა ყურადღება გადაეტანა
-გოგონებს შრამიანი ბიჭები მოსწონთ, არ გაგიგია?
-არ ვიცოდი
-ხვალ რომ თავისუფალი ვარ იცოდი? -ქვემოდან ახედა და თითები მუცლიდან ქვემოთ ჩაასრიალა - დაძინების აუცილებლობა არ დგას
ყველაფერი დროებითია, სიამოვნებაც, ბედნიერებაც, სიხარულიც ყოველთვის სრულდება და იცვლება ტკივილით, უბედურებით , შიშით .
გაბრიელს მშვიდად ეძინა ის კი მის გვერდით იჯდა და ფიქრობდა როგორი იქნებოდა მათი არდაბადებული ბავშვი , ვინ იცის მერამდენედ იხსენებდა იმ წყეულ დღეებს და ტკივილი ყოველ ჯერზე უფრო ძლიერდებოდა...
................
ინგლისში წასვლამდეც დაიწყო ცვლილებები სოფიოს ცხოვრებაში , რამდენიმე ტელევიზიაში მიიწვიეს მასზე საუბრობდნენ. ზოგჯერ ცნობდნენ კიდეც და თავს უხერხულად გრძნობდა სალომესთან ერთად წვეულებაზე რომ წავიდოდა ან უბრალოდ სადმე სადაც ნაცნობებს ხვდებოდნენ. ყველა ულოცავდა, ყველა საუბრობდა მის მომავალზე და ნიჭზე ვითომ მანამდე არცერთმა იცოდა როგორი კარგი პიანისტი იყო.
გაბრიელი კი არსად ჩანდა, ბოლოს ეგონა რომ ვეღარსდროს ნახავდა . უკვე ბარგი მზად ჰქონდა, მალე სახლიდან აეროპორტში წავიდოდა, დამშიოდბებას ვერ იტანდა და სალომეს აეროპორტში მისვლის უფლება არ მისცა. მისაღებში იჯდა , ჩემოდნები კართან ელაგა ,თვალები დახუჭა და სახლის სურნელი შეიგრძნო, ყველა მნიშვნელოვანი დღე რომელიც იმ კედლებში ჰქონდა გატარებული . შემდეგ ტელეფონზე დაყენებულმა ზარმა შეახსენა რომ გასვლის დრო იყო. ტაქსი გამოძახებული ჰყავდა, ჩემოდნები ჩაიტანა , ძლივს გავიდა სადარბაზოდან და მანქანის ძებნა დაიწყო სანამ სადგომიდან არ დაიძრა შავი ჯიპი. ეცნო წილოსნების მანქანა, მაგრამ გაბრიელს იქ მაინც არ ელოდა სანამ უკანა კარი არ გააღო ახალგაზრდა ბიჭმა იქ კი სავარძელზე მოკალათებული ბატონი დაინახა.
დაჯდა , ჩემოდნები იმ უცნობმა ჩააწყო საბარგულში და შემდეგ საჭესთან მოთავსდდა.
-არ ველოდი რომ აეროპორტშიც თქვენ გამაცილებდით- დაბნეული უყურებდა, ჭკუიდან იშლებოდა ისე უნდოდა მისი კოცნა . გაბრიელი კი თვალის მოუშორებლად უყურებდა, შემდეგ პირდაპირ თავისკენ მიიზიდა , მუხლებზე დაისვა და კოცნა დაუწყო. მანამ კოცნიდა სანამ სუნთქვა არ შეეკრათ. ზემოდან უყურებდა ,სუნთქვა უჭირდა და თვალს არ აშორებდა მის მწვანეებს. თმები სახეზე ჰქონდა ჩამოშლილი გაბრიელმა ისევ აკოცა და თითები თმაში შეუცურა
-არავის მისცე საშუალება რომ გაჯობოს, თორემ გეფიცები გავიგებ და უკან დაგაბრუნებ - ყელში კოცნიდა და მაისურის შიგნით შიშველ მკერდზე ეფერებოდა
-გაბრიელ ის ...ჩვენ მანქანაში
-არ ესმის , ნუ ღელავ -შემდეგ მანქანა გაჩერდა და მარტონი დარჩნენ
-ახლა აქ არ უნდა იყო ხო? - ათრთოლებული თითებით ხსნიდა ქამარს და ტუჩებს სახეზე აკრობდა
-გამოსამშვიდობებელი ს.ქსის გარეშე შენი გაშვება გადამინდა ...გვიან გამახსენდა რომ დღეს მიფრინავდი- სუნთქვააჩქარებული ლაპარაკობდა , თითებს საჯდომზე უჭერდა და მისი სხეულის მოძრაობას უყურებდა დაბინდული მზერით.
წარმოდგენა არ ჰქონდა რეალურად რას ფიქრობდა,ა რც აინტერესებდა არც ეცალა გაანალიზებისთვის. შემდეგ თვითმფრინავში ჩაჯდა და მთელი წლით დატოვა სამშობლო.
მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა წინ რა ელოდა. ისე ბავშვი იყო, 21 წლის სულელი გოგო რომელსაც ეგონა რომ მისი მთავარი პრობლემა გაბრიელისგან შორს ყოფნა იქნებოდა.
ენის ცოდნის მიუხედავად გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, სრულიად სხვა სამყაროშ აღმოჩნდა, სხვა ცხოვრება დაიწყო და რადიკალურად შეიცვალა მისი თითოეული დღე. ზოგჯერ ფიქრისთვისაც არ ჰქონდა დრო . საინტერესო იყო მისთვის სწვალების პროცესი , ისევ დარჩნენ მარტო კლავიშები და სოფიო. სალომესთან ლაპარაკი აღარ შველოდა, სულ უნდოდა რომ ყველაფერი მოეყოლა . მისი სახლში შევარდნა , ჩანთის დაგდება და „ყავა მომიმზადე რაა“ ენატრებოდა . გაბრიელი ენატრებოდა, ყოველ ღამე ხედავდა და ჭკუიდან იშლებოდა.
საშინლად გახდა, სულ თავბრუსხვევა და გულისრევა ჰქონდა. ბოლოს რეპეტიციის დროს ცუდად გახდა ,იმდენად ცუდად რომ ოთახის დატოვება მოუხდა.
შემდეგ კლინიკაში აღმოჩნდა ანალიზების პასუხით ხელში იჯდა ექიმის წინ და განაჩენს ისმენდა-ფეხმძიმედ იყო , სამი თვის იყო ნაყოფი აბორტის გაკეთება აკრძალული იყო და საერთოდ წარმოდგენაც არ ჰქონდა როგორ უნდა მოქცეულიყო. გაბრიელთან ვერ დაბრუნდებოდა და ვერ ეტყოდა რომ ფეხმძიმედ იყო, იცოდა თავად მიიყვანდა ექიმთან და მერე სამუდამოდ დაშორდებოდა, თუმცა იმ დროს გაბრიელზე ნაკლებად ფიქრობდა .
ორი დღე გაატარა ოთახში გამოკეტილმა , ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა. სიხარულს გრძNობდა იმის გამო რომ გაბრიელის ნაწილს ატარებდა მუცლით ,მაგრამ იმდენი რამ იყო რაც ბავშვის გაჩენაზე უარს ათქმევინებდა.
გათიშული იყო ტაქსში რომ ჩაჯდა და ძლივს ნაპოვნი კლინიკის მისამართი უკარნახა. მუცელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და ფანჯრიდან იყურებოდა, საცობში მოხვდნენ, დრო გაიწელა საკუთარ თავს უმეორებდა რომ ბავშვი უნდა მოეშორებინა ,მაგრამ ვერ შეძლო. უცებ სთხოვა მძღოლს რომ გაეჩერებინა. საცობში იდგნენ , ფული გადაუხადა მძღოლს არ უსმენდა ისე გააღო კარი და ლამის გადახტა მანქანიდან. თავი უსკდებოდა, გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. მირბოდა, თიტქოს საკუთარ თავს გაურბოდა იმ ნაწილს რომელიც უმეორებდა რომ კლინიკაში უნდა წასულიყო და ბავში მოეკლა. მერე ვერ გაიგო საიდან გამოჩნდა მანქანა , სადღაც გადავარდა საშინელ ტკივილს გრძNობდა , სისხლის გემოს პირში , ხედავდა ცას რომელიც ნელ-ნელა შავდებოდა შემდეგ აღარაფერი ესმდოა აუტანელი ხმაურიც შეწყდა და სიჩუმემ შთანთქა.
რამდენიმე კვირა უგონოდ იყო, საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში იწვა უამრავ აპარატზე შეერთებული სოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე .
შემდეგ თვალები გაახილა , თეთრ კედლებიან პალატას მზერა მოავლო. არაფერი ახსოვდა, საუბარიც არ შეეძლო , დროსაც ვერ აღიქვამდა ხედავდა ექთნებს, ექიმებს, ესმოდა ,მაგრამ ვერაფერს ამბობდა შემდეგ სალომე დაინახა , მისი ცრემლიანი თვალები და ნინო.
დიდხანს იწვა ჩუმად, არაფერს ამბობდა , ნელ-ნელა იხსენებდა ყველაფერს და განიცდიდა ტკივილს რომელსაც ვერავითარი გამაყუჩებელი ვერ გაუყუჩებდა. ცრემლები სდიოდა თვალებიდან და სალომეს უყურებდა
-მადლობა რომ არ დამტოვე - ლოყაზე შეახო ტუჩები და მერე ცრემლები წამოუვიდა-ჩვენ შევძლებთ , გეფიცები
-მტკივა , მე ის დავკარგე
დრო ისევ გადიოდა , ისევ გრძელდებოდა ცხოვრება ტკივილით , შეხორცებული ჭრილობებით ,თაბაშირების გარეშე , ნაკაწრების გარეშე და მაინც ტკივილით.
დადიოდა, ლაპარაკობდა, ჭამდა, უსმენდა, სუნთქვა აღარ უჭირდა ,მაგრამ მაინც იხრჩობოდა.
სალომე იყო ისევ მის გვერდით , ბოლო დღეს ატარებდა კლინიკაში
-ბრუნდები ?
-არა
-აქ დარჩები?
-ნინოს გავყვები
-წამოვიდე?
-სახლში დაბრუნდი, ცხოვრება გააგრძელე
-სოფ
-კარგად ვარ , სახლში დაბრუნდი
-დარწმუნებული ხარ?
-წასვლის დროა- ფეხზე წამოდგა, მუცელზე ჰქონდა ხელი მიდებული და ისე მიაბიჯებდა. ნელა დადიოდა , ისევ ტკიოდა , მაგრამ მაინც ყველაზე მეტად იმ ჭრილობის ატანა უჭირდა მუცელზე რომ ჰქონდა და არასდროს დაავიწყდებოდა.
სალომე გაუშვა თვითონ ნინოს გაჰყვა პორტუგალიაში, იმ დროს იქ ხოვრობდა ქმართან ერთად. ჩუმად იყო, არაფერს ეუბნებოდა ქალს . სახლში შესვლისთანავე ოთახში გამოიკეტა, საწოლზე იწვა და ფიქრობდა ყველაფერზე რაც მის ცხოვრებაში მოხდა .
-აღარ გეყო ასე წოლა ? არ მოკვდი, ცოცხალი ხარ და ნუ იქცევი ასე . ახლავე ადექი, მოწესრიგდი და თავს მიხედე გეყოს რაც ჩაიდინე
-რა ჩავიდინე დედა
-რა ჩაიდინე? მეკითხები კიდეც? მე განმიკითხავდი, არ მელაპარაკებოდი იმის გამო რომ საკუთარ ცხოვრებას მივხედე და თვითონ რა გააკეთე ...ვიღაცისგან დაფეხმძიმდი სულელო გოგო და თავი დაიღუპე . აი შენმა მარტო ცხოვრებამ რა შედეგი გამოიღო, კმაყოფილი ხარ? მე ხომ ცუდი ვარ, მე საშინელი ქალი ვარ მე არ მიჯერებდი და მიიღე შედეგი
-მაპატიე რომ შეგაწუხე, არ ვიცოდი უგონოდ მყოფმა შენ თუ დაგირეკავდნენ თორემ ვეტყოდი ნინო არ შეაწუხოთ-თქო , თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს თავის მოხუც ,მაგრამ მდიდარ ქმართან ერთად თქო
-ეგ მოხუცი იყო რომ გადაგარჩინა, იცი მაინც რამდენი გადვაიხადეთ იმ კლინიკაში ? რამდენი დაუჯდა იმ კაცს შენი სიცოცხლე? მამაშენსაც არ უწვალია მაგდენი შენთვის , იმ მოხუცის წყალობით ხარ ცოცხალი უგუნურო გოგოვ
-და რატომ გადამარჩინე, ვინ გთხოვა ... შემომხედე , შემომხედე გგონია მინდა რომ ცოცხალი ვიყო? გგონია მინდა ასე ვიცხოვრო?
-გეყოფა
-მეყოფა, ნამდვილად მეყოფა ... მამა რომ წავიდა მაშინ დავრჩი მარტო და შენი არსებობა ჩემი ცხოვრებიდან უნდა გამექრო. ყველა დოკუმენტიდან, ყველა ჩანაწერიდან უნდა გამქრალიყავი , მაპატიეთ რომ შეგაწუხეთ, მაპატიეთ რომ ფული დაგიხარჯეთ ...აუცილებლად დაგიბრუნებთ
-შენ არ გესმის ...შენ არაფერი გესმის ხომ? შენ წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავ ჩემთვის და მაინც მამაშენივით იქცევი, მხოლოდ ის გესმის რაც გინდა. შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემი ნაწილი ნუ მექცევი ასე...რომ დამირეკეს რომ მითხრეს რაც გჭირდა და იქ რომ გნახე
-ხო მე არ ვიცი და ვერასდროს გავიგებ, დავკარგე შვილი საყვარელი კაცისგან და დედობის შანსი მასთან ერთად , რატომ? იმიტომ რომ შემეშინდა , შემეშინდა რომ ვერ მოვახერხებდი მის მარტო გაზრდას, შემეშინდა და იმიტომ წავედი იქ ... ღმერთმა დამსაჯა იმ გადაწყვეტილებისთვის და უკან დახევის უფლება არ მომცა. მე ვერასდროს გავიგებ შენ რას გრძნობ დედა
-არ წახვიდე გთხოვ , სად მიდიხარ...ასე სად უნდა წახვიდე . არ გაგიშვებ, სოფიო
-არ გინდა გთხოვ, მარტო მინდა ვიყო
-სოფიო , დამპირდი
-რას დაგპირდე
-რომ იცოცხლებ, გთხოვ
-ჩემი სიცოცხლის ერთი ნაწილი უკვე დავასრულე , დაველოდები კიდევ ერთ სიკვდილს
სუნთქვა შეეკრა , სახეზე უკითხავად ჩამოსული ცრემლები შეიმშრალა და საწოლიდან წამოდგა. სახლში გაჩერება ვერ შეძლო
............
მთელი დღე გაბრიელთან უნდა გაეტარებინა წესით, ბატონის გეგმით თავისუფალი დრო ჰქონდა თანაც სოფიოსთვის განკუთვნილი,მაგრამ ჰამაკში გაწოლილ წილოსანს დაურეკეს . მობილური სოფიომ მიუტანა და მის გვერდით დაჯდა
-ვინ არის?
-მარიამია - გაუღიმა და წვენი მოსვა
-რით დავიმსახურე თქვენი მოწყალება ქალბატონო მარიამო? - გამომეტყველებაც კი შეეცვალა. სოფიო ჩუმად უყურებდა და თან მარიამის სიტყვებიც ესმოდა
-თავისუფალი ხარ როგორც გავიგე , სახლში არ ბრძანდები და გადავწყვიტე წაგებული დღეს ჩავიბარო, შესანიშნავი ამინდია
-შენი ინფორმატორები გყავს? დღეს დაკავებული ვარ
-მატყუებ , შენი დღის განრიგი მოვპარე შენს თანაშემწეს და გავიგე რომ დღეს ისვენებ . ნუთუ თავს არიდებ პირობის შესრულებას
-კარგი რა მარიამ სხვა რამე მთხოვე
-ნამდვილი პოლიტიკოსი ხარ , დაპირებას არ ასრულებ. ასეც ვიცოდი
-შენ კი ბავშვი ხარ , პატარა ბავშვი
-ნახვამდის, არჩევნებზე შენ არ მოგცემ ხმას - გაუთიშა და დატოვა გაბრიელი წარბებშეკრული
-სულელი ბავშვი
-რა წააგე
-რაღაც პრობლემა იყო მითხრა მე მოვაგვარებო, ვუთხარი ბავშვების საქმე ეგ არ არისთქო მითხრა თუ გავაკეთებ პარკში წამოხვალ და ყველა ატრაქციენზე დაჯდებიო . მოკლედ ახლა უნდა სადღაც პარკში წამიყვანოს პატარა ბავშვივით და დამსვას იმ უაზრო კარუსელებზე. მერე ალბათ ვიდეოსაც გადამიღებს და იღადავებს ჩემს არანორმალურ ძმასთან და ძმაკაცებთან ერთად
-დროა წახვიდე, ბავშვებს ბამბის ნაყინები უყვართ არ დაგავიწყდეს მარიამს უყიდო ... დაუმტკიცე რომ უჟმური და მატყუარა პოლიტიკოსი არ ხარ
-სერიოზულად?
- ისე ნუ ჩაიცვამ როგორც სხდომებზე...თორემ მიხვდება რომ მოხუცი ხარ
-მოხუცი ვარ?
-წადი გაბრიელ , თუ არ იმოქმედებ მარიამს წაგართმევენ
-ვინ წამართმევს
-გავიგე რომ ანდრო ასათიანს უყვარს ბავშობიდან ... ერთადაც მინახავს და მგონი მარიამსაც მოსწონს. ისე კი აქვს რაღაცნაირი შარმი იმ ბიჭს , უცნაური მუხტი - ჰამაკში კომფორტულად მოთავსდდა და თვალები დახუჭა
-ეგ შენ საიდან გაიგე
-შენც ხომ იცი რომ მართალს ვამბობ ...
-არ მინდა წასვლა, მერე დრო აღარ მექნება. მამაშენიც დაბრუნდება
-გინდა და გეყოფა სურვილების ჩემგან დამალვა . ნუ იქცევი კარგი ბიჭივით, აღარც ბიჭი ხარ და არც კარგი
გაუშვა. ისევ ჰამაკში იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა, მანქანის ხმა ესმოდა და ცრემლები დაუკითხავად მიუყვებოდნენ გზას ლოყიდან ყელისაკენ , სადღაც უფსკრულში იკარგებოდნენ და კანს ასველებდნენ.
.........
გაბრიელი მარიამთან ერთად მიდიოდა ერთ-ერთ პარკში და საკუთარ თავს დასცინოდა
-ნამდვილი ბავშვი ხარ, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე?
-ნუ ჯუჯღუნებ...ნახოს ხალხმა როგორი საყვარელი ხარ
-საყვარელი ვარ?
-პოლიტიკოსებს ტყუილების თქმა უწევთ
-ანუ საყვარელი არ ვარ? აბა როგორი ვარ
-უცნაურად შებოჭილი ... ჩარჩოები გაქვს და დარწმუნებული ვარ ნერვიულობ იმაზე თუ რას იფიქრებენ იქ რომ დაგინახავენ პატარა ბიჭივით მხიარულს და უდარდელს
-რა ჩემი შესაფერისია ატრაქციონებზე გართობა
-შემეფერება -ამ სიტყვასთან ცუდი დამოკიდებულება მაქვს . ყველაფერი შეიძლება შეიფერო , ყველაფერი რაც გულიდან მოდის და რაც გაბედნიერებს
-მე არასდროს მაბედნიერებდა მსგავსი გართობა ... მეამიტი სულელი ბავშვიც არასდროს ვყოფილვარ . შენ კი ალბათ დიდხანს იცხოვრე ვარდისფერი სათვალით, ბუასი გეშინოდა ან ვიღაც მოგონილი არსებების, გეგონა რომ ბავშვები წეროებს მოჰყავთ , ყველა ადამიანი კეთილია და ფიფქიას მსგავსად შენც ელოდები თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს-უკვე მანქანიდან გადასული იყო და მარიამს არც უყურებდა ეზოში იყურებოდა . წინ მიდიოდა, მარიამიც გვერდით მიჰყვებოდა ,ცოტა ხნით ჩუმად იყო მერე გადაწყვიტა რომ საუბრის გაგრძელება ღირდა და უპასუხა
-მამა რომ გარდაიცვალა ათი წლისაც არ ვიყავი , ლაზარე ოთხი წლის იყო . გვყავდა უამრავი მტერი და რომ არ გავკოტრებულიყავით დედამ ყველა და ყველაფერი დაგვივიწყა კომპანიის გარდა. იმ დროს ფაქტობრივად დედაც დავკარგე და არაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში ფერადი გივის გარდაცვალების შემდეგ . გივიკო იყო ჩემთვის ერთადერთი ადამიანი ვინც ყველაფრის უფლებას მაძლევდა, თავს პრინცესად მაგრძNობინებდა და მამასთან ერთად ზღაპრული სამყაროც მოკვდა ჩემთვის . პრინცს რაც შეეხება, მე თუ მოვინდომებ ყველა მეფე იქნება ჩემს გვერდით მილიონერიც ,მილიარდერიც და მუშაც რომელსაც რამდენიმე ასეული ლარი აქვს თვიური შემოსავალი. მამა ამბობდა მეფეებს დედოფლები ქმნიანო თუ დედოფალს სწორად ვერ შეარჩევ ტახტსაც დაკარგავ და საკუთარ თავსაცო - სერიოზული იყო , სევდიანიც
-და მაინც არ ხარ უხასიათო, ცივი ქალი
-მე ჩარჩოები არ მაქვს , რაც სწორად მიმაჩნია და რასაც ვგრძNობ იმას ვაკეთებ
-კარგიი როგორც სჩანს შენც დიდი ხანია მსგავს ადგილას არ ყოფილხარ...მოდი ყველგან დავჯდეთ სადაც შევძლებთ რომ დავჯდეთ- ირგვლივ მიმოიხედა , სათვალე გაისწორა და ბილეთების შესაძენად გაეშურა.
ბევრ ადგილას იყვნენ, არც ისეთი მოსაწყენი იყო და ზოგჯერ ყვირილიც კი მოუნდა . მარიამი ემოციების გამოხატვას არ ერიდებოდა, მაღლა რომ ავიდნენ ხელები გაშალა და დიდხანს იყო თვალებდახუჭული. ამერიკული მთები მცირე ექსესით დაასრულეს. მარიამი რომ გადმოვიდა წონასწორობა დაერღვა და ცოტა ხნით შეჩერება მოუხდათ
-კარგად ხარ?- მკლავი მის წელზე ჰქონდა შემოხვეული , სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ზემოდნა დახედა- მგონი გადაიღალე
-არადა არ ჩანდა ასეთი თავბრუდამხვევი- თვალები დახუჭა და ხელები წილოსანის მხრებზე დააწყო- უნდა დავჯდე თორემ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ წავიქცევი ... ნუ დამცინი- გაბრიელმა რომ გაიცინა წამსვე წარბები შეკრა და ტუჩები წინ გამოსწია
-რა საყვარელი ხარ - იცინოდა თან სკამისკენ მიჰყავდა , ლოყაზე ხმაურით აკოცა და დასვა- წყალს მოგიტან მანდ იჯექი
-ასე ცუდადაც არ ვარ - ქვემოდან ახედა , გაბრიელი ისევ იცინოდა. წვენი მოუტანა და მის გვერდით დაჯდა-ზურგს უკან რას მალავ?
-ბამბის ნაყინიც არ გიყვარს? -უზარმაზარი ბამბის ნაყინი ეჭირა ხელში და უყურებდა მარიამის რეაქციას
-ვგიჟდებიი...- წვენის წრუპვას შეეშვა და ნაყინის ჯოხი ხელიდან გამოსტაცა
-შოკოლადი არ უყვარს და ბამბის ნაყინი კი - ჩუმად ლაპარაკობდა და უყურებდა როგორი ნეტარებით მიირთმევდა, თითები რომ გაილოკა ხარხარი დაიწყო-არ არსებობს
-შენ ოდესმე გიჭამია ბამბის ნაყინი?
-არ მიყვარს- ცოტა მოპარა და გასინჯა - გამიყოფ?
-ნწ ...არ გაგიყოფ
-ცუდო - წარბები შეჭმუხნა და უკვე მარიამი იცინოდა
-ღმერთო ჩემო
-მე გაგიკოფ ... ალ მოიწკინო . დედიტომ ოლი მიკიდა და აგალ მინდა- სრული შოკი ჰქონდა ერთიციდა გოგონა რომ მიუახლოვდა თავისი ბამბის ნაყინით, თითები სულ ტკბილი ჰქონდა, ტუჩებზეც ეტყობოდა კვალი. ახლოს მივიდა და ნაყინი გაუწოდა- გამომათი ,მათა აგალ მინდა- დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა, პაწაწინა ცხვირი და ძალიან გამხდარი იყო. სიფრიფანა ტანზე ჯინსის შარვალი და პერანგი ეცვა რომელზეც ბევრი სხვადასხვა ფერი გული იყო გამოსახული
-ძალიან დიდი მადლობა, პატარავ - გამოართვა და მერე მისკენ დაიხარა. პაწაწინა ხელზე აკოცა და უღიმოდა- გინდა იმ გემში ჩაგსვავ ...ან ცხენებზე
-ნწ, ალ ჩეიძება . დედიტო მელოდება - თავი გააქნია და უკან დაიხია
-სად არის შენი დედიკო?- მარიამი ჩაერთო საუბარში და ფეხზე წამოდგა- მოდი წავიდეთ შენს დედიკოსთან და თან მითხარი რა გქვია - ხელი გაუწოდა და თან უღიმოდა
-მალიამი
-მართლა? გაიგე? მარიამი მქვიაო- გაბრიელს მიუბრუნდა -იცი მეც მარიამი მქვია
-ჩემი საქელი?
-ხო ,შენი სახელი მქვია ... სად არის შენი დედიკო?
-აი იქ - ხელი გაშალა და გამოჩნდა კიდეც ქალი- მოლბიც
-მარიაამ დე სად წახვედი? წვენი გიყიდე და უცებ გაქრი
-ქომ გითქალი დავჯდებითქო- ჩუმად უთხრა და გაუღიმა. ქალმა სული რომ მოითქვა და წყვილს შეხედა თვალები გაუფართოვდა
-თქვენმა შვილმა ბამბის ნაყინი გამიყო... უსაყვარლესი ბავშვი გყავთ - გაბრიელი ბამბის ნაყინით ხელში იდგა და იღიმოდა.
ქალი გაოგნებული იყო წყვილის ამოცნობის შემდეგ და გაბრიელიც საბოლოოდ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ბოლოს მყუდრო ადგილას დასხდნენ და სიცილი დაიწყეს
-ღმერთო ჩემო , რა ამბები იქნება ინტერნეტში წარმოდგენაც არ მინდა.
-მგონი შარში გავყავით თავი
-ხომ გინდოდა ჩემით თამაში, ხოდა შედეგებსაც დაელოდე
-იცი ახლა რა მინდა?
-რა
-წავიდეთ, ყველა საბავშვო ატრაქციონთან და ვიპოვნოთ ბავშვები რომლებსაც დედიკოები ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ და წასვლა არ უნდათ - წამოდგა ,დატრიალდა, საჭირო მიმართულება შეარჩია და უახლოესი ატრაქციონისკენ გაემართა
-არც შენ ყოფილხარ ნორმალური- ჩუმად თქვა და უკან გაჰყვა.
იმაზე მეტი ბედნიერება მიიღო იმ პატარა, მომაბეზრებელი, ჭიჭყინა არსებებისგან ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. საერთოდ ბავშვების ხმაური და ეს აურზაური არ უყვარდა, იქაც მომენტებში გაქცევა უნდოდა და გიჟდებოდა მარიამი როგორ უყურებდა ამ ყველაფერს მშვიდად.
როგორღაც დაასრულეს ეს ვოიაჟი და მანქანაში ჩასხდნენ. ცოტა ხნით ჩუმად იყვნენ მარიამი ვიღაცას ესაუბრებოდა მობილურით , მალევე მიხვდა რომ ანდრეა იყო და იეჭვიანათთქო ვერ გეტყვით, მაგრამ არც ნასიამოვნები იყო დიდად
-საღამოს სახლში ვიქნები და შეგიძლია მესტუმრო...არა, მარტო არ ვარ რა ხდება ? კარგი საღამოს მითხარი , ნახვამდის - მობილური ჩანთაში დაბრუნა და გაბრიელს გახედა- აბა? რას იტყვი დღევანდელ დღეზე?
-მოლოდინს გადააჭარბა...
-დრო რომ მექნება ისევ ამოვალ...
-საღამოს დაკავებული იქნები?
-რა ხდება ? საქმე თუ გაქვს შემიძლია ახლავე მოვაგვარო
-არა, ვიფიქრე ამ ბავშვთა სამყაროში ჩაგდების გამო სადმე ზრდასრულების გასართობ ადგილას წამომყვებოდი და როგორც მივხვდი სტუმარი გეყოლება ამ ღამით , დაკავებულიც იქნები
-გაინტერესებს ანდრეას სტატუსი ჩემს ცხოვრებაში და ასეთი შემოვლითი გზით აპირებ გაიგო?
-და რა სტატუსი აქვს ანდრეას?
-არა ერთი, არამედ მრავალი
-მაბნევთ ადვოკატო, მაგრამ არ გამოგივათ
-ნუთუ
-ანდრეას უყვარხარ , შენ არ გიყვარს,მაგრამ მაინც არ წყვეტ მასთან ურთიერთობას მიუხედავას იმისა რომ იცი მისი არასდროს იქნები,რაც ბოროტებაა ქალბატონო მარიამ. ბიჭს უფრო და უფრო უყვარდები , ბოლოს დაიტანჯება
-ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევისა და რჩევების მოცემის უფლება რომ არ გაქვს მგონი იცი
-და მაინც შენ იცი რომ მართალი ვარ
-ნახვამდის ...- მანქანიდან გადავიდა - ხვალ შევხვდებით- კარი მიხურა და წავიდა.
...........
ცხელი ზაფხულიც დაიწყო გიორგი კი ისევ არ ჩანდა . არც მიშო აწუხებდა, იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე და მშვიდადვე მიდიოდა. კონკურსი დასრულდა, ეს ეტაპიც ამოწურა. მარიამი და გაბრიელი უფრო ხშირად იყვნენ ერთად, მაგრამ ბატონი არ ჩქარობდა იმდენად იყო დაბნეული პირველად არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და უბრალოდ დინებას მიჰყვებოდა და სპონტანურად იღებდა გადაწყვეტილებებს. ყველაფერი ისე იყო როგორც სოფიო ვარაუდობდა.
კლინიკაში იყო ისევ ბავშვებთან ატარებდა დროს მერე სალომესთანაც გავიდა და ახალდაბადებულ ბავშვებს შორიდან უყურებდა
-როდის მოხვედი
-პაციენტთან იყავი
-როგორ ჩაიარა დღემ
-ნორმალურად, შენთან?
-ორი მშობიარობა მივიღეთ დღეს ... გოგონების დღეა . ერთი წითურია , გამთენიისას დაიბადა
-ბავშვი უნდა ავიყვანო ... თუნდაც სხვა ქვეყანაში . გაბრიელი ცოლს რომ შეირთავს წავალ და სხვა ცხოვრებას დავიწყებ
-რას გააკეთებს ?
-ცოლს შეირთავს
-გადაწყვიტა?
-გადაწყვეტილი ჰქონდა , უბრალოდ ასე მარტივად ვერ თხოვს იმ გოგოს ცოლობას. რომ სთხოვს დარწმუნებული უნდა იყოს რომ თანხმობას განუცხადებს და მერე ალბათ მალევე დაქორწინდებიან- ბავშვებს უყურებდა და ჩუმად ლაპარაკობდა . არავინ იყო იქ მათ გარდა
-და შენც ეხმარები ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხომ?
-ბედნიერი იქნება მასთან , მშვიდი ... მე კი , მე წავალ
-დაიღუპები, შენ ვერ გაუძლებ მის გარეშე და რომ მოვიდეს ცოლიანი კაცის საყვარელი გახდები
-არ მოვა , ცოლს არ უღალატებს
-ხო ის ისეთი წესიერია
-შენ მას არ იცნობ... ცოლს არასდროს უღალატებს
-არც შენ უნდა იყო ვიღაც გაურკვეველი პიროვნების, საიდუმლო საყვარელი , მაგრამ ხარ !
-ვიცი რასაც ვამბობ და გეყოფა !
-შენ ვერ ხვდები ის როგორაა შენზე დამოკიდებული, წარმოდგენა არ გაქვს...ის ქალი რომ გააბრაზებს, რომ აწყენინებს, იჩხუბებენ ან რამე მოხდება შენ მოუნდები, მორჩილი მოუნდება
-ისეთ ქალს ირთავს ტყუილად არც ეჩხუბება და მასთან ჩხუბიც სიამოვნებას მიანიჭებს
-შენ , შენ შეურჩიე ის ქალი. შენ ჩაუნერგე ტვინში და ისიც გემორჩილება
-ტყუილია
-ასეა!
-სალომე
-შენ გაგიჟდი, შეიშალე
-ეს გზის დასასრულია და არ აქვს მნიშნელობა როგორი იქნება ...
-მეშინია რომ ვერ გადაიტან
-შენ ხომ იქნები ჩემთან -მისკენ გაიხედა და თვალებამღვრეულს გაუღიმა- მეორედ არ მოვკვდები სანამ შენ გეყვარები და გატკენს უჩემობა - მისკენ მიიწია ,თავისზე ოდნავ მაღალს ლოყაზე მიაწება ტუჩები და თმაზე მოეფერა- მაპატიე ყველა ტკივილი რაც ჩემ გამო განგიცდია
-შენ ჩემი ნაწილი ხარ , ნუ მთხოვ პატიებას. აღარ გაბედო , გესმის?
-ყველაზე მეტად მიყვარხარ - თავი მხარზე დაადო და მკლავები მოხვია. პატარა ბავშვივით იდგა დერეფანში და იმ დაუცველ ჩვილებს ჰგავდა კედლის მეორე მხარეს რომ იწვნენ და ტიროდნენ.
იქვე,მის ზურგს უკან იყვნენ ქალები რომლებიც ძალაგამოცლილები მხოლოდ ბედნიერებით სუნთქავდნენ. ქალები რომელთა ადგილს ვერასდროს დაიკავებდა და ეს იყო ერთადერთი მდგომარეობა რისიც შურდა ამ ცხოვრებაში,ერთადერთი რის გამოც ყველაფერს დათმობდა რომ შესძლებოდა
ავარიის შემდეგ რეაბილიტაციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. სრულიად მარტო იყო უცხო ქვეყანაში და არაფერზე ფიქრობდა სიკვდილის გარდა. ყოველ ჯერზე როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა სალომეს ზარი ისმოდა , ან რაღაც ხდებოდა რაც უკან დახევას აიძულებდა. უნივერსიტეტში დაბრუნებამ ნაწილობრივ იმოქმედა. მაქსიმალურად ცდილობდა დაკარგული თვეების აღდგენას. სწავლის დასასრულს კი სამშობლოში დაბრუნდა. სალომესთან არც უსაუბრია , ჩემოდნები ბინაში დატოვა და პირდაპირ მასთან წავიდა.
უნივერსიტეტის ეზოში იდგა და ელოდა მის გამოჩენას. მოწყენილი მობიჯებდა, ხელში წიგნები ეჭირა, მკერდზე ჰქონდა მიკრული და აშკარად არ იყო დედამიწაზე. გული ეტკინა, მისი დანახვისას საშინლად ეტკინა იმ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ამ გოგოს აღარასდროს დატოვებდა
_პატარავ...
_სოფოო _ეხვეოდა , კოცნიდა და იცინოდა
_ყავა დავლიოთ სალ? _თმაზე გადაუსვა თითები და გაუღიმა
_შენთან ?
_ჩემთან !
სალომე მთელი კვირა მასთან იყო, სახლი მოაწესრიგეს , ამბები დეტალურად განიხილეს . შემდეგ მიხვდა რომ სოფიოს ჯანმრთელობასთან დაჯავშირებით პრობლემა აღარ ჰქონდა და ნელ_ნელა ცდილობდა ძალების აღდგენას.
კონსერვატორიაში მივიდა, კიდევ ერთი კონცერტი ჰქონდა. იქაურ გამოცდილებას უზიარებდა მისწავლეებს და კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. თანდათან უფრო ცნობილი ხდებოდა . ერთ_ერთ საღამოზე გაბრიელი გამოჩნდა, მისმა ნახვამ ყველაფერი ისევ თავდაყირა დააყენა . ისევ აღმოჩნდა მის მკლავებში, ისევ იქ იყვნენ, მის ბინაში და ზედმეტი სიტყვების გარეშე იღებდნენ სიამოვნებას. პირველი ვიზიტი მალევე დასრულდა, რამდენიმე წუთის შემდეგ წავიდა , მაგრამ მალევე ისევ მივიდა
_იმედია დარწმუნდი შენს შესაძლებლობებში
_ხო , დიდი ცვლილებები მოახდინა ჩემს ცხოვრებაში ინგლისში გატარებულმა ერთმა წელმა _ ჩუმად თქვა და ეცადა თემა აღარ გაეგრძელებინა _შენ როგორ ხარ
_ძველებურად მაღიზიანებენ , მებრძვიან და მიწვევენ ... მგონი არაფერი მომხდარაა განსაკუთრებული _ სოფიოს მისი პერანგი ეცვა და ღილების გახსნა რომ დააიწყო ბოლომდე ისევ ვერ ჩავიდა . ხელები მოიშორა და თავად გახდა დომინანტი . წილოსანმა რამდენიმე დღის შემდეგ მოთმინება დაკარგა, იმ დღეს ისედაც ცუდ განწყობაზე იყო და თვალის დახამხამებაში გააშიშვლა , ხელით მსუბუქად უბიძგა და საწოლზე დავარდნილს ზემოდან დახედა. პირველად მაშინ შეხედა მის ჭრილობას რომელიც ჯერ კიდევ ზედმეტად უხეში ჩანდა . სოფიომ ხელებით დაფარვა სცადა, საბანიც კი მიიფარა , მაგრამ არ ადროვა
_სოფიო
_პერანგი მჭირდება , არ შემეხო , გთხოვ _ უკან მიიწია და სწრაფად გადაიცვა პირველივე მაისური რომელიც იქვე საწოლთან იდო .
_დამშვიდდი _ საწოლზე დაჯდა და თავისკენ მიიზიდა. ისევ აკოცა, თითები მის შიშველ ფეხებზე აასრიალა_მოდუნდი , მშვიდად ისუნთქე _კოცნიდა და თან ისე რომ მუცელზე არ ეხებოდა. დაამშვიდა, სიამოვნებისგან გამოწვეული დაღლილობით ისარგებლა და ზემოდაან მოექცა. მაისური ისევ მოაშორა, დაჭიმულ სხეულს ტუჩებით მიუყვებოდა. ჭრილობაზეც აკოცა და მერე შეხედა
_რა დაგემართა არ მეტყვი?
_მე ... ტაქსით მივდიოდი . საცობი იყო , მეჩქარებოდა და ვიფიქრე რომ ფეხით წასვლა სჯობდა , გავრბოდი და მანქანა ვერ დავინახე. დამეჯახა , შორს გადავვარდი და დიდი ჭრილობა მქონდა , მინაზე დავეცი ამიტომაა ასეთი უსწორმასწორო. არ მინდა გახსენება
_ასე მძიმედ იყავი ? მერე?
_მოტეხილობებიც მქონდა , ტვინის შერყევა. რამდენიმე კვირა უგონოდ ვიყავი...მერე არაფერი. რეაბილიტაციის კურსი გავიარე , ვიმკურნალე უნივერსიტეტში დავბრუნდი და სწავლა განვაგრძე. ეს ჭრილობა დარჩა , ექიმმა თქვა რომ დროთა განმავლობაში ბუნებრივ ფერს მიიღებს _თვალებში უყურებდა და ატყუებდა_ ძალიან უშნოა ხომ ?
_მთავარია კარგად ხარ და მნიშვნელოვანი არაფერი დაგიზიანდა ... თუ რომელიმე ორგანო დაზიანდა. ღვიძლი, თირკმელი, ელენთა არ ვიცი რა ვერ ვერკვევი
_არაფერი_მაშინვე უთხრა და ისევ დაიფარა მუცელზე თხელი მატერია_უკვე კარგად ვარ
_იქ მარტო იყავი ? რატომ არ დამიკავშირდი რომ გამოფხიზლდი
_და რას გააკეთებდი
_მომვლელს დაგიქირავებდი, ექთანს რომელიც შენზე იზრუნებდა ...
_მარტო არ ვიყავი...ჩემი მეგობარი ჩამოვიდა . დედაც იქ იყო რომ გავიღვიძე
_რატომ არ შეეშვი საერთოდ ყველაფერს... სხვა დროს ისევ გაგიშვებდი
_მგონი ძალიან ღელავ ... საშიშად გამოიყურებ ჩემი ჭროლობა _ თავი ბალიშზე ედო და ისე უყურებდა
_მიხარია რომ კარგად ხარ და დაბრუნდი. ჭრილობაზე ნუ იფიქრებ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს . აღარ ეცადო ხოლმე მსგავსი ამბების დამალვას
მას შემდეგ აღარასდროს უკითხავს ავარიის შესახებ. სოფიოს ზედმეტად ენდობოდა და მისი სიტყვების გადამოწმება არცერთხელ უფიქრია . ეს იყო ერთადერთი და ყველაზე დიდი საიდუმლო გაბრიელსა და სოფიოს შორის.
.............
ივნისის შუა რიცხვები იყო, საღამოს სახლში დაბრუნდა. იცოდა მარტო იქნებოდა და მშვიდად იყო. უცნაურად გადაღლილი შევიდა ბინაში, კარი მიხურა და საძინებლისკენ წავიდა. თითქმის კართან იყო , თმიდან სარჭი მოიშორა და მერე იქვე გაიყინა
-პრინცესა - ნაცნობი ხმა იყო, თითქმის დავიწყებული ხმა . წლები იყო მას შემდეგ რაც ბოლოს ასე დაუძახა. იქ იყო მის ზურგს უკან, მისი გულისცემა ესმოდა და საკუთარს ვეღარ გრძნობდა. ნაბიჯების ხმა ესმოდა რომელიც მასთან შეწყდა, სულ ერთი ნაბიჯი დასჭირდა ერთი სვლა , რომელმაც წლების განმავლობაში განცდილი მონატრება ერთად შეკრიბა და მის მკლავებში მოქცეულმა გააქრო. დაბინდული თვალებით ვერაფერს ხედავდა, თავი მკერდზე მიადო, მის უჩვეულოდ გამხდარ მკლავებში ჩაიმალა და მაინც როგორი ძლევამოსილი იყო მისთვის გიორგი კანდელაკის დიდრონი ხელები. ვერაფერი უთხრა, მისი ტუჩების შეხებას გრძNობდა თმაზე, მისი თითების შეხებას სახეზე და პატარა ბავშვივით ქვითინებდა
-მააა... მამიკო - წამწამებს ახამხამებდა როგორმე გამოსახულება რომ გაუმჯობესებულიყო და დაინახა კიდეც მისი ცისფერი თვალები , ისინიც წყლიანები იყო. შეცვლილი იყო მამა, დაბერებული, სულ გაჭაღარავებული წვერით, გამელოტებული და უცნაურად ძალაგამოცლილი- როგორ მომენატრე - ისევ მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა - მეგონა აღარ დაბრუნდებოდი ...მეგონა მოგკლეს
-ჩემო ერთადერთო ... როგორი შეცვლილი ხარ. როგორი ლამაზი ხარ - ცრემლები შეუმშრალა და მისი სახე ხელებში მოიქცია - დავბრუნდი, როგორც იქნა შენთან ვარ
მთელი ღამე მასთან ჩახუტებულმა გაატარა, უყვებოდა ამბებს საკუთარ კარიერაზე. იხსენებდა ბოლო 10 წელს რომელიც მის გარეშე გაატარა და ცდილობდა მისგანაც გაეგო რაიმე ,მაგრამ გიორგის არაფრის თქმა სურდა. მისი გამოტეხვა კი შეუძლებელი იყო ამიტომ ისევ უბრალოდ დაკვირვებით შემოიფარგლა . მის მკერდზე ედო თავი და ბავშივით მშვიდად ეძინა, დილით რომ გაიღვიძა სწრაფად წამოდგა. საწოლში იყო და თან მარტო , უცებ წამოდგა ხალათიც არ ჩაიცვამს ისე გავარდა ოთახიდან და მისაღებში რომ დაინახა შვება იგრძნო. ბატონი მიშოც იქ იყო რაღაცაზე საუბრობდნენ სოფიო რომ შეუვარდათ და გიორგის მოეხვია
-მეგონა სიზმარი იყო...რა კარგია რომ ისევ აქ ხარ
-აქ ვარ, შენ კი შიშველი ხარ
-შებრუნდეს უთხარი - მიშო ნამდვილად არ ადარდებდა, მამამისს იცნობდა, მაგრამ მაინც არ მოერიდა
-სოფია !
-საერთოდ ვინ არის ეს ბიჭი ... იშვილე ?
-შეიძლება ასეც ითქვას და შენ სჯობს მეტი სტუმართმოყვარეობა , ქალური სინაზე და სიმშვიდე გამოიჩინო
-რომელიც საერთოდ არ აქვს - მიშო თითქოს იატაკს უყურებდა ,მაგრამ მაინც შეხედა და თვალი ჩაუკრა
-მიხეილ!
-სახლში იქნები ხომ? საუზმეს მოვამზადებ. კვერცხი ლორთან და ყველთან ერთად ისევ გიყვარს? - გადიოდა და თან ესაუბრებოდა. ჩაიცვა და შემდეგ სამზარეულოში გადაინაცვლა, მიშო რაღაცას უხსნიდა და ისიც ყურადღებით უსმენდა სოფიას არაფერი ესმოდა , კითხვაც არ უნდოდა . სუფრასთან რომ დასხდნენ შემდეგ გადახედა ორივეს
-მა
-უგემრიელესია ... შესანიშნავად ამზადებ. მაშინდელს აშკარად სჯობს
-ხომ მითხარი ყველაფერი დასრულდაო...რაზე ლაპარაკობთ
-სოფია ხომ იცი რომ არ მიყვარს როდესაც ჩემს საქმეებში ერევიან მა... მე გითხარი რომ მორჩა, ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენგან შორს წასვლას მაიძულებს . სანამ ცოცხალი ვიქნები შენს მშვიდ და უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე ვიზრუნებ
-როგორ , მდიდარს წაართმევ ისევ? მამა მე მაქვს შესანიშნავი შემოსავალი რომლითაც
-როგორც ჩანს ძალიან შეიცვალე ჩემო პატარავ, დაგავიწყდა ჩემი წესებიც
-არაფერი დამვიწყნია მამა, უბრალოდ მე გავიზარდე ძალიან ადრე და მარტო როდესაც ხარ თავს ვერ გრძნობ ქალად რომელიც სხვაზეა დამოკიდებული . მე არ მჭირდება სხვისი მილიონები, არ მჭირდება ჭუჭყიანი ფული და უძილო ღამეები , მჭირდები შენ
-სრულიად კანონიერ საქმეს ვიწყებთ, დავბერდი ქურდობისთვის და ციხეში დასაბრუნებლად სიცოცხლის დროც აღარ მაქვს . მე არასდროს მომიტყუებიხარ და ახლა გეუბნები რომ უბრალოდ ბიზნესს ვიწყებთ სხვა არაფერი
-ბიზნესი , შენ და ეს ...გგონია შენს სახელს რომ გაიგებენ არ ჩაგისაფრდებიან ? იცი რამდენი ბიზნესმენია საქართველოში? იცი როგორ ჭამენ ერთმანეთს ? საქმეებს უთითხნიან რომ ჩაძირონ მეტოქეები და შენი წარსულით მშვიდად ცხოვრებას აპირებ არაკაცებს შორის? მეუბნები რომ თავს შეიკავებ და თავდასხმას არ პასუხებ?
-პიანისტკა თურმე ჩუმად ბიზნესზე სწავლობდა...არადა მეგონა მხოლოდ კლავიშებთან ურთიერთობდი
-ჩემი სახელი არ ფიგურირებს არსად, მიშოს საქმეა რომლიდანაც უბრალოდ წილს ავიღებ და დავეხმარები
-შესანიშნავია , მიხეილი ისეთი მშვიდი პიროვნებაა უპრობლემოდ იცხოვრებს დარწმუნებული ვარ . ძმობილო მიხეილ - მისკენ გაიხედა და გაუღიმა- არ გაბედო სისულელის ჩადენა რომელიც მასაც გახვევს შარში თორემ გეფიცები აგკუწავ მამა რომ ისევ დავკარგო
-ხომ გეუბნებოდით არც ისეთი ნაზი და საყვარელია თქვენ რომ აღწერდით, გგავთ-თქო თქვენ კი არ მიჯერებდით
-ძალიანაც საყვარელი ვარ , იმათთან ვინც სახლში არ მივარდება და ჩემთან ფლირტს არ ცდილობს
-ფლირტს? შიშველი რომ დადიხარ და კაცი გიყურებს ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს რომ გეი არ არის
-რაზე საუბრობთ ახლავე შეწყვიტეთ ყველაფერი თორემ ორივეს მოგივლით - ხელი დაარტყა მაგიდაზე კაცმა და მათაც შეწყვიტეს კამათი
-ყურადღებას ნუ მიაქცევ, ციხიდან ახალგამოსულს შიშველი დამხვდა და უბრალოდ თვალები ვერ დავხუჭე ის კი გააფთრდა . არაფერი მნიშვნელოვანი
-ციხიდან? -ოთახიდან გასული იყო მისი ხმა რომ გაიგო და წამსვე დაბრუნდა- მამა, ეს თუ ციხეში იყო წერილი ... ანუ შენც ამდენი წელი ციხეში იჯექი?
-ჯანდაბა ... მე წავალ რა. თქვენ ისაუბრეთ სხვა დროს გადავიდეთ საქმეზე
-დარჩი მიშო. ხო ათი წელი ვიჯექი და დროზე ადრე გამომიშვეს . არ იცოდი იმიტომ რომ არ მინდოდა იქ მოსულიყავი, არ მინდოდა ვინმეს იქ ენახე და საერთოდ ჩემი საქმისგან შორს უნდა ყოფილიყავი. ახლა სუფთა ფურცლიდან ვაგრძელებ დარჩენილ ცხოვრებას ...პატარავ შემომხედე , სანერვიულო არაფერია
-მე შენი ნახვის შანსი მქონდა , შენ მე ეს შანსი წამართვი . ნინოს ეგონა რომ სპეცოპერაციის დროს მოგკლეს
-მაგ ქალის სახელიც არ ახსენო გაფრთხილებ
ალბათ ბევრჯერ იკამათებდნენ იმ დღეს მშვიდობის მტრედივით რომ არ გამოჩენილიყო სალომე. სახლში შესულმა გიორგი რომ დაინახა ცოტა ხანს გაშეშდა მერე ხტუნვა დაიწყო
-გიორგი ბიძიააა... როგორი შეცვლილი ხართ ძლივს გიცანით
-სალომე? ერთი ციდა დაგტოვე და შენ ექიმი ხარ უკვე? - მოეხვია და გაუღიმა - როგორ ხარ ?
-კარგად, შესანიშნავად...მიხარია თქვენი ნახვა
-მეც მიხარია ჩემო კარგო...
ბედნიერი იყო
გვერდით ჰყავდა საყვარელი,მონატრებული მამა და სალომე . სხვა რა სჭირდებოდა ყველაფრის დასავიწყებლად . გაბრიელის გადაფარვა მის ცხოვრებაში ალბათ მხოლოდ გიორგის შეეძლო , სხვას არავის და ეს უკვე ღვთის ნიშანი იყო .
.........
-მამა დაბრუნდა - როგორც კი მისი ხმა გაიგო მაშინვე ახარა და ქუჩაში რომ არ ყოფილიყო ალბათ ცეკვას დაიწყებდა
-შეხვედრაზე ვარ - ორი სიტყვა და ისევ ის ტკივილი რომელიც პირველი არ იყო. ასეთი იყო ყოველთვის, არასდროს ინტერესდებოდა სოფიოს ამბებით , ბოლო დროს იყო უბრალოდ უცნაურად თბილი ახლა კი ისევ ისეთი გახდა.
სოფიომ კი გზა განაგრძო , გზა შინისკენ სადაც ელოდნენ სალომე, გიორგი და მიშო.

.........................
სოფიოს საქმეები ჰქონდა , მაგრამ ყველაფერი გადადო და ახლა უბრალოდ მარკეტში დადიოდა, გიორგის საყვარელ კერძებს იხსენებდა იმათ რისი მომზადებაც შეეძლო და დანარჩენის ყიდვას აპირებდა.
არაფერი აინტერესებდა, სჯეროდა რომ შეიცვლებოდა, სჯეროდა მისი სიტყვების და ბედნიერი იყო. სადარბაზოსთან მიშო შეხვდა და პარკები გამოართვა
-შენ მოამზადებ?
-აჰაამ
-მეც ვრჩები ვახშმად
-დარჩი - იღიმოდა და ისე მიაბიჯებდა. ლიფტში ერთად შევიდნენ , სახლის კარი თავად გააღო და პირველიც შევიდა. მიშომ ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და მერე შეხედა
-მოგეხმარო?
-დანის გამოყენება გეხერხება ალბათ
-დამცინი?
-ნაწილებად დაჭრას შენ მიპირებდი
-არც შენ ჩამომრჩი და ნუ იქნები დაბოღმილი...თუ გინდა მოგეხმარები, მშია და რაც მალე შევჭამ მით უკეთესი
-კარგი ხო , მოდი ხელები დაიბანე და ხახვი დამიჭერი
-უნდა ამატირო? - გაიცინა და მზადებას შეუდგა. მართლა ცრემლები მოსდიოდა და სოფიო დასცინოდა. გიორგი კარში იდგა და შორიდან უყურებდა ორივეს. მერე მათთან მივიდა და მაგიდასთან ჩამოჯდა .
სოფიოს მობილური განათდდა, გაბრიელი ურეკავდა ,მაგრამ პასუხის სურვილი არ ჰქონდა. საერთოდ გათიშა ტელეფონი და მშვიდად განაგრძო მზადება. ბევრი ილაპარაკეს , შემდეგ ივახშმეს და ბოლოს სოფიო როიალთან დაჯდა. ორივე განაბული უსმენდა დაინახა როგორ მოუკიდა სიგარეტს გიორგიმ და მიშომ ხელიდან აართვა,უკვე მეორედ ხედავდა მსგავს სცენას , შეამჩნია მაგრამ იმდენად იყო აჟიტირებული ყურადღების გამახვილება ვერ მოახერხა.
დანარჩენი დღეები სულ მიშოსთან და გიორგისთან ერთად გაატარა. კონცერტი ჰქონდა და პირველად უნდა ენახა გიორგის. ისეთი აღელვებული იყო სულ პირველი გამოსვლა ახსენდებოდა, სცენაზე რომ გავიდე და გიორგი დაინახა გულისცემა აუჩქარდა, მისი ცისფერი სფეროები ამღვრეული იყო, უღიმოდა და სიამაყით უყურებდა.
ბედნიერებაა როდესაც ხედავ შენთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს რომელიც შენით ამაყობს, უბრალოდ შენითაა ბედნიერი და შენი არსებობა მისთვის სიცოცხლის ძალაა.
ეგონა რომ ფრთები ჰქონდა და მალე გაფრინდებოდა. ყველა დეტალი გაორმაგებით ახარებდა , ის დღე მის ცხოვრებაში იყო ყველაზე ბედნიერი . კონცერტის შემდეგ ყველანი ერთად წავიდნენ რესტორანში, მიშოსაც აღარ ეკინკლავებოდა, შეეჩვია კიდეც მის ხასიათს, სალომე კი ფაქტობრივად ძმაკაცივით ექცეოდა, როგორც ყველა მამრს რომელიც არ აღიზიანებდა.
სუფრასთან ისხდნენ, საყვარელი კერძები , ადამიანები , საუბარი სასიამოვნო თემაზე და მშვიდი გარემო . რა უნდა დასჭირვებოდა სხვა სრული სიმშვიდისთვის. ოჯდა, იღიმოდა და ყველას აკვირდებოდა
-დადგა დღე როდესაც სოფიო კანდელაკის მამა ვარ და არა გიორგი კანდელაკი , ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა არა სულ პირველად რომ აგიყვანე ხელში ყველაზე კარგად მაშინ ვიყავი - ხელზე აკოცა და მერე ჭიქა ასწია - ჩემს სოფიას გაუმარჯოს
-ჩვენს სოფის გაუმარჯოს- მიშომ თვალი ჩაუკრა და ჭიქა მის ჭიქას შეახო
-ჩემი სიამაყე სოფიკო , ჩემი გოგოა ეს ქუჩაში რომ მივდივართ და გვაჩერებენ სთარი მგონია თავი ... ამ ბოლო დროს მირეკავენ კიდეც და მეკითხებიან რაღაც ამბებს - სალომემ ჭიქა ასწია და მერე სიცილი დაიწყო- ვგიჟდები შენზე , პატარავ- ლოყაზე აკოცა და მერე ჭიქა ბოლომდე დაცალა- გავლოთდდები ამდენი აღნიშვნებით ეს დოქტორი ქალი
-დღეს რამდენი ბავშვი დაიბადა სალიო ?
-ხუთი ჯერ-ჯერობით ორი გოგო , სამი ბიჭი
-სხვა ქალების მშობიარობას უნდა უყურო სულ? შენ არ აპირებ ვინმე გააბედნიერო სალიკო?
-კარგით რა გიორგი ბიძია , მე ჯერ ცხოვრება წინ მაქვს იმ ჩემს მეორე ნახევარსაც სადღაც რომ დადის ვადროვებ ცხოვრებით ტკბობას
-სოფიოც აშკარად არ აპირებს და ვიფიქრე ბაბუის სტატუსს ვინმე განმაცდევინებს-თქო...
-აგერ მიშიკო ტყუილად გვყავს? მიუშვით და ცხრა თვეში მოგიყვანთ ბავშვს - მხარზე დაჰკრა ხელი მიშას და მერე თვალი ჩაუკრა- ჰა მიშკა , ამ რამდენიმე თვეში რაც სვაბოდაზე ხარ ხო არ გაამრავლე გვარი შენი
-ღმერთო ჩემო, ექიმი რომ ხარ ყველამ არ იცის . ასე რომ ლაპარაკობ იმიტომ ხარ მარტო
ისინი ლაპარაკობდნენ , სოფიოსთან კი მიმტანი გოგონა მივიდა და წერილი ჩუმად გადასცა. პატარა ფურცელზე გაბრიელის ნაწერი გაარჩია და წამსვე წამოდგა. არც წაუკითხავს ისე თქვა საპირფარეშოში გავალო და რომ მოშორდა მაგიდას შემდეგ დახედა ფურცელს. მიაბიჯებდა გვერდით რომ დაუდგა ბატონი და მასთან ერთად განაგრძო სვლა
-აქ რა გინდა
-ერთი კვირაა არ მპასუხობ ზარებზე, არც შეტყობინებებზე. გიგისთან დარეკვა დამჭირდა რომ გამეგო სად და როგორ იყავი ...გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?
-საკუთარ თავს თავისუფლების ნება მივეცი ,დროს ვატარებ საყვარელ ადამიანებთან ერთად ისე როგორც შენ
-საყვარელი ადამიანი ვინ არის მიხეილი?- სადღაც ოთახში შეიყვანა და კარი მიხურა- მიპასუხე
-არ გიხდება სულელური გამოხტომები... არ ღირდა აქ ჩემს გამო მოსვლა. მეჩქარება და ძალიან გთხოვ სისულელეს ნუ ჩაიდენ, მიხედე საკუთარ თავს, მარიამს და ქვეყანას
-სამაგიეროს მიხდი? ვერ დაგელაპარაკებოდი , უბრალოდ არ შემეძლო და როგორც კი მოვახერხე
-საქმეც მაგაშია, ჩვენ უკვე ერთმანეთისთვის დრო აღარ გვაქვს . თუ ვიპოვნით შევხვდეთ ისევ, ახლა ნამდვილად არ შემიძლია 10 წლის უნახავი მამის დატოვება და შენთან გამოქცევა- მის ტუჩებს თავისი შეახო და შემდეგ მარტო დატოვა.
...........
მარიამის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ზოგჯერ მართლაც შემთხვევით ხვდებოდა და ბოლოს სრულიად დაუგეგმავად მოქმედებდა. არაფერზე ფიქრობდა და ცდილობდა ის ნიღაბი ბუნებრივად ეტარებინა რომელიც მასთან ჰქონდა მორგებული. მარიამი კი ნიღაბს არ ატარებდა, ყოველგვარი დაკვირვების მიუხედავად ის ისევ ისეთი ბუნებრივი იყო, მისი სული იმ ტახტს იკავებდა გაბრიელი ვერასდროს რომ ვერ მიუახლოვდებოდა . სწორედ ეს სჭირდებოდა გაბრიელ წილოსანს , ქალი რომელიც ყველას ეყვარებოდა და რომელიც გულწრფელ დახმარებას გაუწევდა ხალხს.
უზომოდ ლამაზი იყო. ეშხიანი, მიმზიდველი, ვნებიანი არაფერი აკლდა სრულყოფილება იყო ისეთი ყოველთვის რომ მოსწონდა,მაგრამ მაინც ვერ ჰყვებოდა მასთან ვნებას . თავს იმით იმართლებდა რომ მარიამი სხვებს არ ჰგავდა და მასთან ცეცხლით თამაში არ არგებდა, რომ ის ცვლიდა მისი თამაშის ტაქტიკას.
დილით ადრე მივიდა მის სახლში, უკვე მერამდენედ იყო მისი სტუმარი აღარც კი ახსოვდა. დაზეპირებულივით გაიარა დერეფანი. კარი დამხმარე ქალმა გაუღო რომელიც დასალაგებლად იყო მისული , რატომღაც გადაწყვიტა რომ ოთახში უნდა ასულიყო , სწრაფად აიარა კიბე და მის საძინებელს მიაშურა.
საწოლშიც კი ისე იწვა რომ გაბრიელს გაეღიმა , ფრთხილად მიუახლოვდა და თავისუფალი ადგილი დაიკავა. მერე ლარნაკიდან ერთი ყვავილი აიღო და ლოყაზე შეახო, წამსვე შეეცვალა გამომეტყველება ბალიშში ჩამალა სახე და გვერდი იცვალა. იდაყვს დაეყრდნო ,ზემოდან უყურებდა , მისი სურნელი იყო ყველგან სასიამოვნო , ტკბილი სურნელი . სწორი თმა მხრებს უფარავდა , თითები ბალიშზე ჰქონდა მოხვეული პენუარი ეცვა რომლის ბრეტელიც მხარზე ჩამოცურდა ყვავილიც სწორედ ამ ადგილს შეახო და მაღლა აუყვა, ყელზე გადაინაცვლა და შემდეგ მარიამმაც გაახილა თვალები. წამში დაჯდა და თვალებგაფართოებულმა შეხედა საწოლზე მიწოლილ წილოსანს
-მეჩვენები ხომ?
-გეჩვენები ხოლმე პატარა ქალბატონო? - ლოყაზე აკოცა და ყვავილი პერანგის იმ ნაწილში ჩაუშვა გრძელი ღერით მკერდი რომ უჩანდა - საინტერესოა
-ნამდვილი ხარ?- მისკენ შებრუნდა და უკან დაიხია . სახეზე ჩამოისვა ხელები და მერე ყვავილი მკერდის ღარიდან მოიშორა- აქ რას აკეთებ ამ დროს- საბანი მიიფარა და წარბები შეკრა . ერთი ხელით საბანს იჭერდა, მეორე სახეზე ჩამოყრილ თმაში შეიცურა
-დილამშვიდობისა ,მშვენიერო მარიამ
-შენ სადაც გამოჩნდები ხოლმე მშვიდობა ახლოსაც არ მოდის...
-დაკვირვებას აწარმოებ?
-რა კარგ ხასიათზე ხარ...ასე ადრე რამ გაგაღვიძა
-რა უმადური ვინმე ხარ, დილით ადრე ავდექი ვიფიქრე პირველი მე დამინახოს რომ გაიღვიძებს-თქო და შენ მეჩხუბები
-საიდან მოიტანე რომ შენი ნახვა მინდოდა ახალგაღვიძებულს
-სხვათაშორის თვალებდაშუპებულიც ლამაზი ხარ
-ვიცი - გაიცინა და თავი მაღლა ასწია
-ღმერთო ჩემო დილასაც კი აქვს ეს თავდაჯერებულობა
-ახლა რაღაც სიამაყის შეგრძNება უნსა მქონდეს გაბრიელ წილოსანი დილით ჩემს საწოლში რომ არის ხო?- აშკარად განწყობა შეეცვალა და გართობა დაიწყო
-პატარა მარიამი ჩემი ნერვებით თამაშს აპირებს?
-პატარა მარიამი , ბანაობას აპირებს და დიდი გაბრიელი დაელოდება?
-გაბრიელი მგონი შემოგყვება კიდეც - თვალი გააყოლა მის სხეულს და სიცილი აუტყდა წინ რომ დატრიალდა
-მასხარა
აივანზე დახვდა ყავის ფინჯნებით. იქ ყოფნა ყველაზე მეტად უყვარდა მარიამს და შესაბამისად გაბრიელიც ყოველთვის ამ ადგილს ირჩევდა. მაგიდასთან იჯდა და ელოდა მისი ნაბიჯების ხმას
-მეგონა წახვედი ...
-დიდი დრო გჭირდება მომზადებისთვის
-ყავა გაცივდა?
-მგონი
-დრო უნდა გაგეთვალისწინებინა
-მომავალში მეცოდინება რომ ორი საათი გჭირდება მომზადებისთვის
-აბა რა ხდება, რამ შეგაწუხა ამ დილაადრიან
-მომენატრე და მოვედი...
-ოჰ ეს მწვანეების ელვარება , თითქმის გონებას მირევს- გაიცინა და თავი უკან გადასწია
-თითქმის?
-ბოლომდე ვერ
-თვითშეფასებას მიქვეითებ უკვე მარიამ
-გეყოფა! - ფეხზე წამოდგა და მოაჯირს მიეყრდნო
-რა მეყოფა ?
-იცი რაც- სერიოზული იყო ქალბატონი. გაბრიელი მიუახლოვდა მის წინ დადგა და ხელებით მოაჯირს დაეყრდნო -გაბრიელ
-რატომ ჯიუტობ მარიამ?
-არ ღირს - დაბნეული იყო მისი სიახლოვით,მაგრამ მაქსიმალურად იკავებდა თავს . გაბრიელმა ცხვირის წვერი კანზე შეახო , სასიამოვნო არომატი ჰქონდა ,მაგრამ სრულიად სხვას იყო შეჩვეული. უჭირდა მისი აღქმა, ტუჩები ოდნავ შეახო ყბის კუთხეში და თითები ინსტიქტურად მოუჭირა რკინის რგოლს
-ღირს და თან როგორ
-საინტერესო ხარ , ყოველთვის ,ყველგან-მისი თითები ლოყაზე რომ შეეხო გაეღიმა ,მაგრამ ყბაზე რომ მოუჭირა და თავი ააწევინა გაუკვირდა- გგონია ამ ყველაფრით დავიჯერებ რომ მოგწონვარ?
-შეიძლება რომ არ მომწონდე? - თითზე აკოცა და გაიცინა - თვითონაც ხომ ხვდები ყველაფერს
-ყოველთვის ისე არ ხდება როგორც უნდა მოხდეს 99% რომ იყოს ალბატობა ის ერთი პროცენტიც ბევრს ცვლის
-გინდა მითხრა რომ არ გაინტერესებ?- უკან დაიხია , ბრაზობდა უკვე
-ახლა გინდა ვისაუბროთ?
-რატომაც არა ...მიპასუხე
-კარგი , გავარკვიოთ მდგომარეობა - გაიღიმა და სავარძელში მოთავსდდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, წელში გამართული იჯდა, თავი მაღლა ჰქონდა აწეული
-არ მჯერა რომ ასე იქცევი
-გეყოფა ,მოიშორე ნიღაბი . მართალია შენზე თითქმის ათი წლით პატარა ვარ ,მაგრამ ბავშვი არ ვარ და იმაზე უკეთ შემიძლია ყველაფრის გაანალიზება ვიდრე წარმოგიდგენია
-მაინც რას აანალიზებ მარიამ ეჭვი გეპარება ჩემი ქმედებების გამომწვევ მიზეზში?
-არ ვიცი სხვებს როგორ აჩვევ შენს ნიღაბს, მაგრამ მე ვხვდები რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია ზედმეტადაც კი . რომანტიკოსი, საყვარელი და თითქოს ჩვეულებრივი ქალით შეპყრობილი კაცის სახე საერთოდ არ არის შენი, მეტიც ადრე უფრო მომწონდი ვიდრე ახლა . ასე ნუ მიყურებ ,გთხოვ მე ვიცი საკუთარი თავის ფასი ,იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ დაინახე და გაჩვენე . მე მარიამ მაკალათია ვარ შენს ცხოვრებაში არსებულ ქალებს შორის ყველაზე განსხვავებული და შენც როგორც ყველაზე გონიერმა, გამჭრიახმა და ყოვლისშემძლემ მიხვდი რომ გაბრიელ წილოსანს, ვჭირდები ! - მზერა გაუსწორა და ისევ გაიღიმა . თითებს ჯერ მაგიდის ზედაპირზე ათამაშებდა შემდეგ მოშიშლებულ მუხლებზე გადაიტანა და გაჩერდა . საოცრება იყო მისი თავდაჯერებულობის ხილვა , ამაზე მაგარი არაფერი არსებობდა და გაბრიელს საერთოდ არ ადარდებდა ის ფაქტი რომ თითქმის ბოლომდე გაშიფრა
-საოცრება ხარ! - ჩაიცინა, თავი წამით დახარა მერე სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებსშორის,მოუკიდა და კვამლში ჩაიკარგა ცოტა ხნით- გააგრძელე ,გთხოვ
-შენთან დროის გატარება მიყვარს , არც შენ ჰგავხარ ვინმე სხვას და შეიძლება ერთადერთიც ხარ თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იდეალური კაცი ხარ ჩემთვის. ვინაიდან სრულყოფილება არ არსებობს ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს შენთვის სრულყოფილი ... მე რომ იმ კატეგორიის ქალებს მივეკუთვნებოდე სია რომ აქვთ იდეალური მამაკაცის ბევრ პლიუსს დაგიწერდი და მარტივად დავიჯერებდი ,რომ შენ ხარ ის კაცი მე რომ მჭირდება , მაგრამ ასე მარტივადაც არ არის .ხომ ასეა ?
-სრულიად გეთანხმები - სიგარეტი თითებსშორის ჰქონდა მოქცეული, მოაჯირს იდაყვით ეყრდნობოდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და ანთებული თვალებით უყურებდა წინ მჯდომ ქალს - განა შენ ხარ ის ქალი ვისაც სიმარტივე სჭირდება?
-მე არც მატყუარა კაცი მჭირდება გვერდით ... უნდა გცოდნოდა რომ ისიც საკმარისი იქნებოდა რასაც რეალურად ფიქრობდი და გრძნობდი ჩემს მიმართ . მე ხომ არ ვარ ვიღაც ბანალური გოგო რომელსაც ერთი ნახვით სიყვარულის სჯერა და ჰგონია რომ შენნაირი კაცი სიყვარულს მისცემს საკუთარი თავისა და ცხოვრების მართვის უფლებას. შენ არ ხარ ის კაცი გულს რომ უსმენს და გრძნობებს ჰყვება
-და სწორედ ამიტომ გაინტერესებ
-როგორი სწორი სიტყვაა, ზუსტად ! ჩვენ ერთმანეთი გვაინტერესებს და გვჭირდება
-მარიამ
-იყავი გულწრფელი , არავინ გვისმენს აქ მხოლოდ მე და შენ ვართ. ორი კარიერისტი , ეგოისტი ,ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანი- მის წინ დადგა და მზერა გაუსწორა - სინამდვილეში რას ელი ჩემგან
-იმას რასაც შენ ჩემგან ... ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება . იდეალური წყვილი ვიქნებით ყველასთვის , მე შენი წარმატების გარანტია ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. სიმშვიდის და სრული უზრუნველყოფის , სიძლიერის , თავისუფლების ...ჩემი საშუალებით შეძლებ გააკეთო ისეთი საქმეები რომლის გაკეთების უფლებას აქამდე სტატუსი არ განიჭებდა. ძალაუფლება იქნება შენს ხელთ და თუ გამომივა , მეც
-მე არ მჭირდება ამ ყველაფრისთვის ყალბი ურთიერთობა , ხომ იცი ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ რომ არიან
-მე და შენ არასდროს დავემსგავსებით სხვებს - თითები თმაში შეუცურა და ტუჩთან ახლოს აკოცა - ვცადოთ ერთად სიყვარულისა და სიმშვიდის შექმნა?
-ვცადოთ- ჩუმად უთხრა. თვალებში უყურებდა წილოსანის მხურვალე ტუჩების შეხება რომ იგრძნო ტუჩებზე . არ შეიძლებოდა ასეთი კაცის მკლავებში ყოფილიყავი და არაფერი გეგრძნო ,მაგრამ ეს არ იყო პეპლები რომელზეც სმენოდა, არც სიყვარულთან ჰქონდა რაიმე საერთო. გაბრიელი მისმა სავსე ბაგეებმა შეიტყუა და დიდხანს ვერ მოსწყდა , სხვანაირი იყო მისი კოცნაც კი , თითქოს ამით რაღაც ძალას იღებდა .
...............
მარტო იყო. გიორგი და მიშო სადღაც იყვნენ წასულები, მთელი დღე არ აპირებდნენ დაბრუნებას . სალომეც მუშაობდა და გადაწყვიტა სამყაროს ახალ ამბებს გასცნობოდა. ერთი თვის განმავლობაში ნორმალურად პოსტებიც კი არ ჰქონდა წაკითხული. ბატონი გაბრიელი ლიდერობდა ყველგან ან ნიკოლოზი. რამდენიმე ავტორი გიორგიზეც წერდა და ინსტიქტურად ანერვიულდა, მაგრამ ისეთი არაფერი ჰქონდათ მხოლოდ ის ეწერა რომ დაუდასტურებელი ცნობით საქართველოში დაბრუნდა .
პლანშეტში იყურებოდა მობილურის ხმა რომ გაიგო და პირდაპირ უპასუხა . ერთ-ერთი ტელევიზიიდან იყვნენ გადაცემაში იწვევდნენ , დიდხანს ესაუბრეს და ბოლოს დასთანხმდა. საერთოდ არ სურდა პირად ცხოვრებაზე საუბარი,მაგრამ გასართობი გადაცემა იყო და გადაწყვიტა გამოჩენილიყო ეკრანზე დიდი ხნის შემდეგ, თანაც იცნობდა იმ ჟრნალისტს და უარი ვერ უთხრა.
გადაღება იმ დღესვე იყო, მოემზადა და მშვიდად გაემართა დანიშNულების ადგილისკენ. ნაცნობები ნახა გზად, ყველგან შეიარა და შემდეგ საგრიმიოროში შევიდა . სკამზე იჯდა და თან წამყვანს ესაუბრებოდა
_ძალიან გთხოვ რაღაც სკანდალში ნუ გამხვევ თორემ ხომ იცი აღარასდროს მოვალ შენს გადაცემში
_ნუ ღელავ ძვირფასო სკანდალური გადაცემა ისედაც გამოვა ისეთი წყვილი მეყოლება სტუმრად ექსკლუზივი იქნება
_საინტერესოა ...
_ხომ არ გეჩქარება, თუ დრო არ გაქვს ცალკე ჩაგწერ
_არ მეჩქარება
მოემზადა , ჩაწერაც დაიწყო.პირველი სტუმარი სხვა ჰყავდა . ცნობილი მომღერალი რომელიც გამოკითხვის მიხედვით ერთ_ერთ სასურველ სარძლოდ ითვლებოდა. სოფიოს ძალიან ახალისებდა მსგავსი გადაცემები და საკმაოდ აჟიტირებული შევიდა სტუდიაში. სავარძელში კომფორტულად მოკალათდდა ახლოს წინა სტუმრებთან და კამერას გაუღიმა
_ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი გახდი სულ მცირე დროში და შენი პოპულარობა მხოლოდ კარიერამ განაპირობა ჩვენ ვნახაეთ სიუჟეტი სადაც მოქალაქეები დიდი სითბოთი საუბრობენ შენზე ... ყველას გვაინტერესებს თავისუფალია სოფიო კანდელაკი თუ შენს თაყვანისმცემლებბს უკვე შანსი აღარ აქვთ_ შესავლების შემდეგ მთავარ თემაზე გადავიდა
_უზომოდ მახარებს ხალხის დამოკიდებულება, ვერასდროს წარმოვიდგენდი ოდესმე ქუჩაში თუ გამაჩერებდნენ და ფოტოს გადაღებას ითხოვდნენ. ყოველთვის დადებით ემოციებს ვიღებ და შემთხვევით ვისარგებლებ ყველას მადლობას გადავუხდი თქვენი ეთერის საშუალებით
_სოფ მგონი თავს არიდებ მთავარ კითხვას . თავისუფალია თუ არა სოფიო კანდელაკი
_სოფიო კანდელაკი ჯერ კიდევ ძიების პროცესშია და ელის ადამიანს რომელთანაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს
_აი ეს პასუხი ნამდვილად ბევრს გაახარებს , მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ამ ასაკამდე იქნებოდა შენს ცხოვრებაში კაცი რომელსაც კარგად გვიმალავ
_პოპულარობამ მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრა და შესაბამისად მხოლოდ საქმეზე კონცენტრირება მჭირდებოდა ბოლო წლების განმავლობაში . არავის გაუკვირდება როგორც სესილიმ თქვა რთულია ძალაგამოცლილმა ფლირტზე იფიქრო და უფრო ძნელია იპოვნო ადამიანი რომელიც გაუძლებს ჩემი ცხოვრების რიტმს . ზოგჯერ მთელი ღამე ვუკრავ და წარმოიდგინეთ რაიმე საქმისგან გადაღლილი კაცი ჩემს გვერდით რომელსაც უბრალოდ გამოძინება სურს _იღიმოდა და ისე საუბრობდა როგორც ტიპიური სთარი. საოცრად გრძნობდა ამ როლში თავს , ასეთ მომენტებში გაბრიელის ესმოდა და ემსგავსებოდა კიდეც. თუმცა იქ , კამერების წინ ყველა ირგებდა რაღაც ნიღაბს
სოფიოს გეგმებზეც ჰკითხა , პროექტებზე ისაუბრეს ჩანაწერები აჩვენეს მისი კონცერტებიდან . შემდეგ შესვენება გამოაცხადა სტუმრები იგვიანებდნენ
_ასეთს ვის ელოოდები ... პრეზიდენტი გყავს ახალ ცოლთან ერთად?
_უფრო მაგარი ვინმე მყავს კიდევ უფრო მაგარ გოგოსთან ერთად . იმდენი ხანია ველოდები მათ თანხმობას რომ ცოტაც და გავგიჟდებიდი . რა არ გავაკეთე პირველად აქ რომ მოსულიყვნენ _ჩუმად ლაპარაკობდა რომ აცნობეს მზად არიანო და შემდეგ სოფიოც ინტერესით უყურებდა შემოსასვლელს. მის წინ იყო განთავსებული დივანი რომელზეც წყვილი მოთავსდდებოდა . უკვე წასვლა სურდა და გვერდით მჯდომს უყურებდა ნაცნობი სახელი რომ გაიგო და მზერა იატაკზე მიეყინა , აღარც ესმოდა ცოტა ხნით, მხოლოდ ხმაური იყო და შემდეგ უყურებდა როგორ მიაბიჯებდნენ მარიამი და გაბრიელი მათთვის განკუთვნილი ადგილისკენ. დარბაზიდან ოვაციები ისმოდა, მანაც ინსტიქტურად დაუკრა ტაში და გაიღიმა .
საოცარი შესავალი ჰქონდა მომზადებული წამყვანს, მათ ფოტოებს აჩვენებდა ჟურნალ_გაზეთებიდან სტატიების მონაკვეთებს კითხულობდა და ბოლოს კითხვაც დასვა „ნამმდვილად ერთად არიან ქვეყნის ყველაზე სასურველი კაცი და უმშვენიერესი მარიამ მაკალათია ?“
_პირველ რიგში მიხარია რომ თქვენი გადაცემის სტუმარი ვარ და სწორედ თქვენი ეთერის საშუალებით შევძლებთ ამ მითქმა_მოთქმას ბოლო მოვუღოთ _მარიამი იღიმოდა, ხელი გაბრიელის მაჯაზე ედო და წილოსანიც მისკენ იყურებოდა. დაძაბული იყო აშკარად არ ელოდა იქ სოფიოს ხილვას , მაგრამ თავს ართმევდა . მარიამი საუბრობდა იმაზე რომ თავდაპირველად ყველაფერი ჟურნალისტების მოგონილი ჭორები იყო და არაფერი ხდებოდა იმ დროს მათ შორის
_მაგრამ
_მაგრამ ზოგჯერ ჟურნალისტები ერთგვარი მაჭანკლები ხდებით და თქვენი დანახული დუეტი ნამდვილად გარდაიქმნება წყვილად. შეიძლება ითქვას მადლობაც უნდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს ვინც ჩვენზე წერდა ჭორების გამო უფრო ხშირად ვხვდებოდი მარიამს და ბოლოს მისი გაცნობაც მოვახერხე
_და ჩემი საყვარელი კითხვა... სინამდვილეში როდის გაიცანით ერთმანეთი
_სინამდვილეში მარიამი სულ პატარა იყო პირველად რომ ვნახე ... ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ , მას შემდეგ წლები გავიდა და იმ დროს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ის პატარა გოგონა ოდესმე ჩემთვის სასურველი ქალი გახდებოდა
_მაშინ მეც ვერ ვიფიქრებდი რომ მისნაირი სერიოზული ბიჭი ბოლოს ის პრინცი გახდებოდა რომელზეც მაშინ ვოცნებობდი
_პრინცზე ოცნებობდი? თეთრი ცხენი რომ არ მყავს ? _ ისე შეიცხადა სოფიოსაც კი გაეცინა. მერე მიხვდა როგორი გარინდული უყურებდა მათ დუეტს და ხვდებოდა რომ გაბრიელი არ თამაშობდა. დაძაბულობის მიუხედავად მაინც სიმართლეს ამბობდა და მარიამთან არ ტყუოდა . უცნაური გრძნობების ნაზავი დაატყდა თავს იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში წარმოუდგენელ ტკივილსაც გრძნობდა და სიხარულსაც იმის გამო რომ არ ცდებოდა და იმ დროს ხედავდა იმას რასაც ვერავინ სხვა.
ისევ წამყვანი სააუბრობდა , შემდეგ კი ბოლო კითხვით მიმართა
_ქორწილი არჩევნებამდე გველის თუ გამარჯვების შემდეგ
_მოდი ქორწილთან დაკავშირებით სხვა დროს გესტუმრებით_ გაბრიელმა გაიცინა და მარიამს მზერა მოაშორა _ ხელის თხოვნამდე ნუ მათქმევინებთ ყველაფერს თორემ ელფერი დაეკარგება სიურპრიზსაც
_ანუ ქორწილი იქნება
_ვნახოთ ...
_მე დარწმუნებული ვარ რომ იქნება... ჩემს წინ იმდენი წყვილი მჯდარა უკვე რომ ზუსტად ვხვდები ვისი ურთიერთობა დასრულდება ქორწილით და ვისი არა. მოდი დამპირდით რომ ქორწილის ექსკლუზიურ კადრებს მე მივიღებ , ჩვენი მაყურებელი გახდება თქვენი წყვილის ბედნიერების პირველი თვითმხილველი
_ამდენი ინფორმაციის შემდეგ პირობასაც მადებინებ...საოცარი ჟურნალისტი ხარ
და ისევ მისი მონოლოგი. ყველას ბედნიერება უსურვა, მაყურებელს დაემშვიდობა და გადაღებაც დასრულდა. სოფიომ ღიმილი მოიშორა სახიდან და მიკროფონის მოშორება დაიწყო . დაეხმარნენ შემდეგ , ყველა წამოიშალა, ვინ ვის ესაუბრებოდა ვერ გაიგებდი. წამყვანი ისევ გაბრიელთან იყო და მადლობას უხდიდა ზურგით იდგა და რაც შეიძლება მალე წასვლა სურდა . ის იყო ხალხს შორის მოკლე გასასვლელი იპოვნა მარიამის ხმა რომ გაიგო
_სოფიო ... ერთი წუთით დამელოდეთ _ნაბიჯების ხმა ესმოდა.ღრმად ჩაისუნთქა და მისკენ შებრუნდა. მასზე დაბალი იყო მაღალქუსლიანებზე მდგომიც კი უყურებდა მის თაფლისფერ ციმციმა თვალებს და ყველანაირი უარყოფითი ემოცია უქრებოდა
_ძალიან მიხარია აქ რომ შეგხვდით... თქვენთან დაკავშირებას ვცდილობდი და ვერ მოვახერხე . უკაცრავასდ ასეთ დროს რომ გესაუბრებით საქმეზე
_ყურადღებით გისმენთ , მარიამ . რით შემიძლია დაგეხმაროთ
_შეგიძლიათ თქვენი ნომერი მომცეთ ? მნიშვნელოვანი საქმე მაქვს , აქ საუბარი უბრალოდ არ გამოვა და თუ შეძლებთ რომ შემხვდეთ
_მარიამ , არ წავიდეთ? _ბატონი გამოჩნდა და მისი ხელი მარიამის წელზე . სოფიო რომ დაინახა მზერა შეეცვალა _სოფიო როგორ ხარ ?
_შესანიშნავად ... მიხარია თქვენი ამბავი ბატონო გაბრიელ _მზერა გაუსწორა და ოდნავ გაუღიმა
_თქვენ იცნობთ ხომ? სულ დამავიწყდა შენთვის მეკითხა ....
_ბატონ გაბრიელის თანაშემწეს აქვს ჩემი ნომერი რომლითაც მიკავშირდებიან ხოლმე ახლა კი დაგტოვებთ , თქვენის ნებართვით
დრო იხელთა და წავიდა . იმ დღეს ნამდვილად არ იყო მზად ამ სანახაობისთვის , სწრაფად მიდიოდა სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და ეზო არ დატოვა. სახლში წასვლა არ უნდოდა გზაში გაჩერდა და თავი საჭეს მიაყრდნო
_ჯანდაბა ...ჯანდაბაა როგორ ვერ ერევი თავს. ცოტაც და ყველაფერი აშკარა გახდებოდა. ღმერთი ისევ დამცინის ახლა აჩენს ყველგან გაბრიელს. მალე უნდა წავიდე აქედან რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე_ მანქანა ისევ დაძრა და ქალაქგარეთ სახლში წავიდა. გაბრიელისგან შეტყობინებაც მიიღო და როიალთან დაჯდა მის გამოჩენამდე
_მეც სხვა დანარჩენ საქართველოსთან ერთად უნდა გამეგო თქცენი სიყვარულის ამბავი?
_ვცდილობდი მეთქვა , მაგრამ დრო არ გქონდა ჩემთვის
_დრო არ მქონდა შენ კი გეჩქარებოდა ყველაფრის გასაჯაროვება ... მარიამს უკანდასახევ გზებს ასე უჭრი?
_შესანიშნავად ხვდება რასაც ნიშნავს ჩემთან ყოფნა და გზების გადაკეტვა არ სჭირდება
_რეკორდულ დროში შეაყვარე თავი ... საოცრებებს ახდენ
_არ ვუყვარვარ, იცის რომ მისი ქმრობის საუკეთესო კანდიდატი ვარ და ის არაა მეოცნებე გოგო რომელიც მართლა პრინცს ეძებს
_ისიც ყალბია ?
_ისე როგორც მე
_ჩემთან რა უნდა იმედია ქორწილამდე არ გადაწყვიტე სიმართლის თქმა
_ჩემი და შენი ურთიერთობა ბოლომდე ყველასთვის საიდუმლოდ დარჩება . შენთან სხვა საქმე აქვს... შენი გულშემატკივარია და შანსი არ გაუშვა, უნდა საქველმოქმედო ღონისძიებაზე დაუკრა რადგანაც იცის რომ ბავშვები გიყვარს . შენზე მელაპარაკებოდა მთელი გზა აინტერესებდა მართლა უშუალო და კარგი ხარ თუ სწერვას ნიღაბს მალავ_მასთან დაჯდა და თმები ყურს უკან გადაუწია, სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა
_დავთანხმდები , მაგრამ ბევრს არ ვესაუბრები . მასთან მეგობრობა ნამდვილად არ მინდა
_რომ იცოდეს რამხელა წვლილი გაქვს მისი მომავალი სტატუსის მიღებაში _ ლოყაზე აკოცა, მერე ყბაზე
_შეყვარებული გყავს , დაგავიწყდა?
_რომელი შეყვარებული, დიალოგის ბოლოს შევთანხმდით რომ კარგი წყვილი ვართ და რომ ერთმანეთი მოგვწონს. ცოტაც და ხელშეკრულებას მომიტანს სადაც იქნება ჩამოწერილი რა მეკრძალება ... მატერორებს, უნდა რომ მმართოს მთლიანად დამიმონოს და არ იცის , წარმოდგენაც არ აქვს რომ ერთი ნაბიჯი მჭირდება მის გასაგიჟებლად _ თითები თმაში შეუცურა , ხმა დაუბოხდა, უყურებდა მის ფერმკრთალ ტუჩებს და გონება ერეოდა
_შენ მასთან ყალბი არ ხარ... შენ უკვე გიჟდები მასზე უბრალოდ რამდენიმე მარიამი კიდევ დარჩა რომელიც არ გინახავს და რომელსაც ბოლოს შეიყვარებ
_გეყოფა! _ ადგომის საშუალება არ მისცა . ხელი ჩაავლო და პირდაპირ კლავიშებზე დასვა ზემოდან დააწვა ,ყბაზე უჭერდა და თვალებში უყურებდა _ ასე მარტივად და მალე ვერ მომიშორებ , შენ ჩემი ხარ და თუ მოვინდომებ სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იქნები
_ცდები_ გაიცინა , ფეხები წელზე შემოხვია მისი შარვალი დაბლა დასწია , ხელები ყელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა _ მე უკვე აღარ ვარ შენი ქალი
კლავიშების ხმა ისმოდა, რომელსაც არეული კვნესა ერეოდა. ქალის სახელი რომელსაც კაცი ოხვროთ ამბობდა და ქალის სხეული რომელის სრულიად შიშველი იწვა როიალზე .
მის ჭრილობას ეხებოდა ტუჩებით სუნთქვააჩქარებული გაბრიელი და მერე ისევ თავისკენ მიიზიდა ქალის სხეული . ხელში აიყვანა და საძინებლისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა .
_როგორია
_არ იცი როგორია?
_როგორც ქალი გაბრიელ
_არ გამისინჯავს
_მატყუებ
_არ გატყუებ
_ვიცი რომ ვერ იტან ქალებზე საუბარს , მაგრამ
_ყოველ კვირას ტაძარში დადის, ნამდვილი ქრისტიანია. მარხულობს ოთხშააბათს და პარასკევს, მძიმე მარხვასაც იცავს. ახსარებას აბარებს და ისე უბრალოდ კი არა , ნამდვილად სიამოვნებს ეს პროცესი . არ მეგონა თუ არსებობდაა ადამიანი რომელიც რაღაცის გამო არ დადიოდა ტაძარში. _ თავი ბალიშზე ედო, ჭერს უყურებდა მერე თვალები დახუჭა _ არ მინდება მისი ცდუნება , არ მინდა რომ ჩემ გამო დაიტანჯოს .
_შენ მას უკვე ღალატობ იცი?
_ვიცი, მაგრამ
_ღალატს გამართლება არ აქვს და შენც ნუ მოუძებნი...როდის თხოვ ხელს
_როცა მივხვდები რომ მზადაა
_მე კი მგონია რომ მზად არის ...
_მე დროის გაყვანას ვცდილობ და შენ მოვლენებს აჩქარებ?
_არ უნდა გააჭიანურო ის საქმე რომელიც დროულად უნდა გააკეთო
_არ ვარ დარწმუნებული რომ შევძლებ ვიყო ქმარი ...
_შენ გეშინია რომ მიხეილს დაემსგავსები რაც არ მოხდება
_რატომ , მე არ მყავს საყვარელი...არ მიყვარს თავისუფლება , გართობა და მაინც არ ვირთავ ქალს რომელიც ...თუმცა მიხეილს თამარი უყვარს , მიუხდდავად ღალატისა , მაინც აღმერთებს და ამიტომ არის მის წინაშე მონასავით მუხლებზე მდგომი ყოველთვის . მე არ მინდა ასე იყოს , მე სრულყოფილი ოჯახი მინდა და არა ისეთი როგორიც მათ აქვთ . მე კი ზედმეტად ვგავარ მიხეილს
_და მაინც შენ შენ ხარ და არავის გავხარ
_ძალიან გეტკინა?
_რა
_ჩვენი იქ დანახვა ასე მოულოდნელად და ასე ერთად
_კმაყოფილების შეგრძნება მაქვს , ჩემი ნაწინასწარმეტყველები მართლდება
_მაზოხისტი ხარ
_ანუ რჩები ?- აკოცა და თითები თმაში შეუცურა
_გიორგიზე არ მომიყვები?
_გიორგიზე თუ მიშოზე
_იმ ბიჭს არ მოსწონხარ , დიდხანს გიყურებდით . არასდროს შემოუხედავს ისე როგორც ქალისთვის რომელიც უნდათ
_შენ ისე მიყურებ ვერავინ მიხვდება რომ წლებია მჟ.მავ
_და რა გინდა მითხრა რომ ვცდები და ისიც უბრალოდ თამაშობს? სისულელეა ! ჩემს მერე მასთან არ იქნები
_არ ვიქნები, მეგობარია და ნამდვილად არ მიყურებს როგორც ქალს. უბრალოდ თავისებურად არანორმალურია
_ახლა სად არიან თუ ჰგონიათ რომ დაქალთან რჩები
_საქმე ჰქონდათ და ქალაქიდან გავიდნენ
_გიორგი თავის საქმიანობას აგრძელებს?
_მამა საქართველოში არასდროს არავის ძარცვავდა და შენ ეს იცი , შენი ირონია კი უადგილოა
_ნუ ბრაზდები... მამაშენი კანონიერი ქურდია და უშუალოდ რაიმეს მოპარვა არ სჭირდება საქმის გასაგრძელებლად.
_და რას მეუბნები რომ სხვებს ხვდება , საქმეს არჩევს და სხადნიაკი აქ ახლა სადღაც?
_მე არაფერს ვამბობ
_მამა ყველაფერს შეეშვა , უნდა მშვიდი სიბერე ჰქონდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ასეც იყოს . შენ კი უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვს როგორია ის... გგონია ვიღაც კრიმინალია ბევრი ტატუთი , ბოხი ხმით, ნარკომანი და ყელზე ბენდენით?
_სოფიო ვიცი როგორია მამაშენი
_აჰ მასზეც გიგის ურეკავთ და ინფორმაციას გაწვდის?
_სოფიო
_შენ იცოდი ის სადაც იყო?_უცებ გაუნათდდა გონება , დაჯდა და მზერა გაუსწორა _ შემომხედე და მითხარი რომ მისი საქმე არ გამოიძიე. ყველაფერი არ გაიგე და ახლა სადღაც არ გიდევს ინფორმაცია მამჩემზე. მითხარი რომ არ იცოდი სადაც იყო
_მე უბრალოდ
_იცოდი? იცოდი რომ ციხეში იყო და არ მითხარი!
_ვიცოდი რომ ცოცხალი იყო , ხომ გეუბნებიდი რატომ გგონია რომ დაგიმალავდი
_არ ვიცი _მისკენ გადაბრუნდა და თავი მკერდზე დაადო
_თავისუფალი ვარ და ჩემი ცხოვრების მეგზურს ვეძებო ისე თქვი მეც კი დავიჯერე
_თავისუფალი ვარ და ვეძებ კაცს რომელიც ჩემთვის იქნება
_დიდხანს მოგიწევს კიდევ ძიება
_ასეთი ცუდი ვარ რომ ვერ ვიპოვნი უბრალო მოკვდავს რომელთანაც მშვიდად ვიქნები?
_უბრალო მოკვდავი და შენ
_უბრალო მოკვდავი და მე
......
დილით თავად დატოვა გაბრიელი და ბინაში დაბრუნდა . უკვე სამზარეულოში იყო გიორგი რომ შევიდა . ჩუმად მიდიოდა , ეგონა რომ სოფიას ეძინა და წინ რომ გადაეღობა არ იცოდა როგორ დაემალა სისხლიანი ტანსაცმელი
_მამა ... დაჭრილი ხარ?
_დამშვიდდი , თვალები დახუჭე არაფერია ჩემი სისხლი არ არის. მე კარგად ვარ გეფიცები . გავიხდი და _ იცოდა სოფიოს რაც ემართებოდა სისხლის დანახვისას და სწრაფად მოიშორა პერანგი _აი მორჩა
_აღარ მეშინია , მოვერიე შიშს ... ვინმე დაჭერი თუ სცემე მამა
_მე არაფერი გამიკეთებია ...
_აბა ?
_სოფიო რა გინდა რომ გითხრა
_არაფერი მამა ... არაფერი . აზრი აღარ აქვს , ჩემს წინ ისევ სისხლია , ისევ სისხლში ხარ
_მიშომ იჩხუბა და დაჭრეს ნუ მთხოვ რომ სხვა რამე გითხრა . ახლა უნდა გავიდე და საჭირო წამლები ვუყიდო . სისხლიანი ვერ შევიდოდი აფთიაქში
_ახლა სად არის თვითონ
_წავიდა
_სად
_სალომესთან
_საად? სალომესთან წავიდა დაჭრილი?
_მე არ ვიცოდი სად მიდიოდა ... მისამართი რომ მომწერა მერე მივხვდი რომ იქ იყო
_აქ დარჩი... მე ვიყიდი ყველაფერს და ავუტან. შენ საერთოდ ნუ ჩაერევი _ ჩანთა აიღო და წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ სალომეს სახლში იყო
_სად არის
_საძინებელში, ჩემთან
_მოვკლავ ! აქ მოსვლა როგორ გაბედა
_აბა რა უნდა ექნა.... სისხლისგან დაცლილიყო?
_სერიოზულად? შენ ვერ ხვდები ხო ვისთან გაქვს საქმე
_თუ ღმერთი გწამს , ცუდ კაცებზე მე ნუ მელაპარაკები _ ჩუმად უთხრა და საძინებლის კარი გააღო. თითქმის შიშველი იწვა საწოლზე უკვე შეხვეული ჭრილობით . სალომეს წვეთოვანიც მოეწყო და ბატონი მშვიდად იწვა
_ვაა სოოფ?
_იდიოტო აქ რამ მოგიყვანა ... მეტი არ მინდა ვინმე გეძებდეს და სალომემდე მოვიდეს გეფიცები ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს
_საერთოდ არ გიცნობს გიორგი ... მეუბნებოდა სისხლის ეშინიაო და შენ მოკვლით მემუქრები სულ
_ხო გიორგი აღარ მიცნობს, შენ კი ნამდვილად აგისრულებ დაპირებას . სხვათაშორის ამ სახლში სალომეს მშობლები ცხოვრობენ და რომ მოვლენ რა გინდა რომ უთხრას ამ გოგომ
_სანამ მოვლენ მანამ წავალ და არავინ მომდევს... უბრალოდ ვიჩხუბე და იმ უსუსურმა დანა გამიყარა
_ პოლიციას უნდა მიმართო ამ დროს და ექიმს
_შესანიშნავად ვგრძნობ თავს ... სალომეს ჰქონია ოქროს ხელები
_მეძინება საშინლად... მოგვიმზადე საჭმელი რა _ საწოლზე დაწვა მიშოს გვერდით და ქვემოდან ახედა . აშკარად არ ადარდებდა სოფოს შიშები _ საერთოდაც თუ მიხედავ კარგი იქნება , მეძინება
_არ მჭირდება , ნახე როგორ მიყურებს საწამლავს ჩამიყრის საჭმელში ...
_შენ არ გინდა საჭმელი ეგ წვეთოვანი რისთვისაა რა გგონია ... გაჩუმდი და არც იფიქრო მოძრაობის დაწყება . ჩემი ნატიფი ნაკერი უშნოდ რომ დაგაჩნდეს თავიდან გაგჭრი და გაგკერავ
_არანორმალური ხარ ...ოროვე არანორმალურები ხართ და მაშინებთ უკვე
_ჩშშ _პირზე ხელი ააფარა და შემდეგ კომფორტულად მოკალათდდა
_დარჩები?
_სჯობს შენც დაიძინო ... ქვემოთ ვიქნები
მთელი დღე მათთან გაატარა. სალომეს მშობლები იმ დღეს არ ბრუნდებოდნენ და გაუმართლა ბატონ მიხეილს. იმ ორის სიგიჟის გამო ზედმრტად მხიარულადაც კი გაატარა დრო. მიშო სულ სხვდასხვა ინტერპრეტაციით ყვებოდა დაჭრის ამბებს. მერე ტანსაცმელი უყიდეს რაღაც საოცრება პეპლებიანი პერანგი და წითელი შარვალი . ლამის დაახრჩო სალომე. შარვალი არ ჩაიცვა ისევ თავისი ჯინსი მოირგო და პერანგი ისეთ მდგომარეობაში იყო სხვა გზა არ ჰქონდა .
_სალომე _ უყურებდა როგორ ცვლიდა თეთრეულს და დადიოდა ოთახებს შორის ყველაფერი რომ მიელაგებინა
_ჰო
_მოგწონს?
_სერიოზულად მეკითხები ?
_იქნებ მოგწონს და არ აღიარებ
_ მიყვარს როგორც ადამიანი და ნუ გეშინია ჩემ გამო, არავინ არაფერს დამიშავებს .
_რა გჭირს
_ჩვენთან კლინიკაში ვიღაც გოგო მოვიდა , როგორც ჩანს ჩემს ნაცვლად უნდათ აიყვანონ და არ ვიცი მე რას გავაკეთებ
_ის გოგო ვინ არის
_ჭყონიას საყვარელია...ერთად ცხივრობენ უკვე , ბატონი მოწადინებულია რომ მისი ქალბატონი ექიმი გახდეს . როგორ დაიგრიხება ნეტავ განახა
_რომელ კლინიკაში გინდა გადახვიდე
_იქ მინდა დავრჩე , ყველაზე კარგი სიტუაციაა და ყველაზე მეტი პაციენტიც იქ არის , შესაბამისად გამოცდილებად.
_ხოდა დარჩები ...
_და მაინც როგორ , კლინიკა მისია იმას აიყვანს ვინც თავად უნდა
_ახლა უბრალოდ დამშვიდდი და მაგაზე არ იდარდო .. შემდეგ ვნახავთ რა მოხდება
სალომესგან რომ წამოვიდა მაშინვე გაბრიელს დაურეკა
_თხოვნა მაქვს ... შეგიძლია მნახო?დამელაპარაკო ან არ ვიცი მოგწერ თუ არ გცალია
_თხოვნა შენ?
_გიხარია ხო?
_საშინლად! აბა რით შემიძლია გემსახურო ?
_სალომეს გამოშვებას აპირებენ და მინდა ისე გააკეთო რომ ყველაფერი ასწავლონ , ნორმალურად მოექცნენ და როცა საჭირო იქნება ექიმადაც დატოვონ
_ხო რა თქმა უნდა სალომეს გარდა ვისთვის გამოიყენებდი თხოვნას...გიგის დავურეკავ გავარკვევ რა ხდება მანდ და მერე მოვიფიქრებ რამეს
_შენი ჩარევა რომ არ გახდეს საჭირო ისე ... არ მინდა გამოჩნდე მერე პრობლემები შეგექმნება
_ნუ ღელავ .მოვაგვარებ ... ხვალ საღამოს შეიძლება დრო მქონდეს
_მე არ მცალია ... მადლობა დახმარებისთვის
მის ზარს ელოდა, მაგრამ მთელი საღამო არ ჩანდა. მერე რაღაც ფაილი მიიღო და ფაქტობრივად ჭანტურია ჰყაავდა ხელში. იმ საღამოსვე წავიდა ბატონთან შესახვედრად, მისი ბინის კართან იდგა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა. ქალმა გააღო კარი მოკლე შორტსა და ტოპში გამოწყობილმა , სოფიო რომ იცნო გაშეშდა.
_ბატონი ირაკლი სახლშია?
_დიახ... მობრძანდით . ფეხმძიმედ ხართ? _ ისე ჰკითხა სოფიომ სიცილი ვერ შეიკავა
_არა , სხვა საქმე მაქვს
ირაკლიც გამოჩნდა . ისიც დაიბნა , როგორც იქნა მასთან მარტო დარჩა . ჩანთიდან ფაილი ამოიღო და მაგიდაზე დაუდო . ჭანტურია გაკვირვებული უყურებდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა
_ეს საიდან...როგორ
_ბევრი დრო არ მაქვს თქვენს განყოფილებაში ახლახანს გადმოვიდა სალომე დოლიძე და მინდა რომ მის კომფორტზე იზრუნოთ და იცოდეთ რომ ის თუ წავა თქვენი კლინიკიდან თქვენც არ დარჩებით დიდხანს . იმედია ეს სააუბარი ჩვენ ორს შორის დარჩება და თქვენი მეგობარი ქალიც არ გაიგებს...
_დიახ , რა თქმა უნდა . გასაგებია . არავითარი პრობლემა ... სალომე ძალიან ჭკვიანი გოგონაა და პირადად ვიზრუნებ მის კარიერულ ზრდაზე
სახლში დაბრუნდა , უკვე გვიანი იყო . გიორგი მისაღებში ლეპტოპთან იჯდა და რაღაცას უყურებდა. გამოიცვალა და დარჩენილი დრო დაძინებამდე მის გვერდით გაატარა.
რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, სალომე ყოველი მორიგეობის შემდეგ გაოცებული საუბრობდა ექიმების დამოკიდებულებაზე და სართოდ ყველაფერი სხვანაირადააო ბოლოს ყავის ფინჯანი რომ დაუდო სოფიომ წარბშეკრულმა ახედა
_რატომ მგონია რომ ეს ცვლილებები შენი გამოწვეულია
_რა ცვლილებები, გრძნობ რომ გიზიდავ პატარავ?
_გეყოფა ... ჩემს მოტყუებასაც ახერხებ. იმ დამპალმა როგორ შეგცვალა
_რა გინდა სალომე ?
_რა გააკეთე
_რადგან გიორგის შვილი ვარ გგონია საქმეების მოგვარება შემიძლია? პიანისტი ვარ მე არც ადვოკატი არც
_რა გაუკეთე
_სალომე
_ვიცი და გთხოვ ნუ მატყუებ
_რა მნიშვნელობა აქვს , გააკეთე შენი საქმე და გაიბედნიერე ცხოვრება. არავის აქვს უფლება დაგჩაგროს მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი კადრი დაასაქმოს. ამაზე ნუ იფიქრებ ისეთი არაფერი გამიკეთებია , ჩემი ფანი აღმოჩნდა ირაკლი
_ფანოღს უსმენს სოფია
_ანუ მომატყუა?
_სოფიო
_უბრალოდ მიიღე ის რაც გაქვს და დაიკიდე სხვა დანარჩენი . მომიყევი გუშინ როგორი პაციენტები გყავდა
შემდეგ ისმენდა ამბებს ბოლო მორიგეობიდან და იყო უზომოდ მშვიდი.
...........
მარიამმა დაურეკა , მისი ხმა რომ გაიგო სწორედ იმ დროს უყურებდა გაბრიელს რომელიც წასასვლელად ემზადებოდა
_გამარჯობა მარიამ
_იმედია არ გაგაღვიძე
_არა, ადრე ვიღვიძებ ხოლმე
_გახსოვს ტელევიზიაში ყოფნისას გითხარი რომ საქმე მქონდა და მაინტერესებს დროს თუ გამონახავ საუბრისთვის
_მახსოვს , დღეს თავისუფალი ვარ მითხარი სად შევხვდეთ და მოვალ ნებისმიერ დროს
_ძალიან კარგი ორ საათში შეძლებ კაფეში მოსვლას?
_ორ საათში შევხვდებით
მობილური გადადო და იქვე მჯდომ წილოსანს გახედა
_ასე არ შემიძლია ხომ იცი... დანაშაულის შეგრძნება არავის მიმართ მქონია ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ახლა კი მას რამდენჯერაც შევხვდები მექნება შეგრძნება რომ მისი ქმარი ჩემთან წევს
_მე მისი ქმარი არ ვარ
_მასთან ხარ და არგუმენტად არ გამოგადგება ის ფაქტი რომ ჯერ მასთან არ წევხარ ... არ მინდა ყველაფრის გაჭიანურება. სუფთა სინდისით მინდა ვიცხოვრო და რომ შევხვდები ყოველ ჯერზე დანაშაულის შეგრძნება არ მაწუხებდეს
_რას მთავაზობ ... _სიგარეტს მოუკიდა და კვამლში გახვეულმა მიაპყრო მზერა ნახევრად შიშველ ქალს
_დავასრულოთ ... დღესვე დამტოვე წარსულში , განაგრძე ცხოვრება მასთან ერთად შენი ტკვილიც და სიხარულიც მას გაუზიარე . დაივიწყე ჩემი არსებობა და ყველაფერი მარტივი იქნება შენთვისაც . მე ხომ ვიცი რომ შინაგანად განგრევს ეს მდგომარეობა
_ხელს რომ ვთხოვ შემდეგ ვეღარ მიხილავ ვერცერთ საწოლში ... მანამდე არაფერს დავასრულებ. რამდენიმე თვე ვიღაც ნაშების აგდებაზე და მათ გაჩუმებაზე ვერ ვიფიქრებ, ვერც ს.ქსის გარეშე გავირთულებ ცხოვრებას ასე რომ მაშინ დავასრულებ როდესაც საჭიროდ ჩავთვლი _ მისკენ მიიწია სიგარეტის გემოთი გაჟღენთილი ტუჩები შეახო და წავიდა
სოფიოს არაფერი უთქვამს , გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა . ყველა თავისი ნივთი აიღო , კარი ჩაკეტა , გასაღები იქ დადო სადაც ინახავდა ხოლმე და წავიდა. უკან მიხედვაც არ უნდოდა, მაგრამ მაინც ბოლოჯერ მოავლო მზერა სახლს რომელთანაც სრულიად განსხვავებული ემოციები აკავშირებდა.
კაფესთან იდგა და უყურებდა მარიამს , რატომღაც გვიან გადაწყვიტა მისვლა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ისევ გაბრიელის სუნი ასდიოდა კანზე და მარიამი მაშინვე გამოიჭერდა. შემდეგ საკუთარ ფიქრებზე გაეცინა , კარი შეაღო და მშვიდად დაიძრა მაგიდისაკენ რომელთანაც უკვე მოკალათებულიყო ქალბატონი მაკალათია
_მგონი დავაგვიანე ...
_არაუშავს , მეც ახლახან მოვედი ... დაჯექი , გთხოვ _ ფეხზე იდგა და უღიმოდა_ იმედია ჯერ არ გისაუზმია
_არა , ვერ მოვახერხე , თუმცა დიდი დროც არ მაქვს . მამა მელოდება , სახლში დროულად უნდა მივიდე. ჩემი თავისუფალი დღეებით სარგებლობა უნდა
_მესმის ... მაშ დიდ დროს არ წაგართმევ. ძალიან მომწონს თქვენი შესრულების მანერა, რამდენიმე კონცერტს დავესწარი მარსელში ორი წლის წინათ, მადგრიდშიც და საქართველოშიც ცოტა ხნის წინათ და სამწუხაროდ თქვენი პირადად გაცნობა აქამდე ვერ მოვახერხე. გაბრიელმა მითხრა თქვენი ურთიერთობის შესახებ _ეს რომ უთხრა ისე დაიძაბა თითქოს ორგანოებს გლეჯდდნენ შიგნიდან _გავიგე რომ ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გაგიცნოთ . მითხრა რომ საქველმოქმედო ღონისძიებებში ხშირად იღებთ მონაწილეობას და საკმაოდ უშუალო ადამიანიც ხართ ამიტომ თავს უფლებას მივცემ გთხოვოთ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ფონდს ვაარსებთ მე და გაბრიელი რომლის ერთგვარი წარდგენაც იქნებაა ეს კონცერტი და მინდა დაუკრათ
_ძალიან მიხარია რომ შესაძლებლობა მექნება ჩემი წვლილი შევიტანო , აუცილებლად მოვალ და თუ საჭირო იქნება სხვა დროსაც მივიღებ მონაწილეობას, თუ რა თქმა უნდა საქართველოში ვიქნები.
_ჰონორარი
_უბრალოდ დამიკავშიდდით , შემატყობინეთ დეტალები ღონისძიებასთან დაკავშირებით და სხვა არაფერია საჭირო... ნუ როიალი რა თქმა უნდა _გაუღიმა და შემდეგ წამოდგა_ ახლა კი მაპატიეთ , უნდა დაგტოვოთ

მარიამს დაემშვიდობა და სწრაფად დატოვა შენობა. უბრალოდ არ შეეძლო, სუნთქვა ეკვროდა . მისთვის წამება იყო მარიამთან გატარებული ყოველი წამი.
ზუსტად იცოდაა იმ დღის შემდეგ რომ გაბრიელს აღარ შეხვდებოდა როგორი განრისხებაც არ უნდა გამოეწვია. ყველაზე სულელური ნაბიჯით დაიწყო, ტელეფონის ნომერი შეცვალა, გიორგისთან ერთად ახალ სახლში გადასვლას დასთანხმდა და ბარგის ჩალაგებას შეუდგნენ. სალომე და მიშოც ეხმარებოდნენ. სახლში ყველაფერი მზად იყო ამიტომ მეორე დღესვე გადაცხოვრდნენ. მხოლოდ ტანსაცმელი და საკუთარი ნივთები წაიღო სხვა ყველაფერი ხელუხლებელი დატოვა. კიდევ ერთი მოგონებებით სავსე კარი დახურა და ახალ სახლში ახალი ცხოვრების დაწყების იმედით გადავიდა.
რამდენიმე კვირა შეჩვევა უჭირდა, სახლში ცხოვრებას გადაჩვეული იყო და საერთოდ სხვა ატმესფერო იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სალომე და მიშო ხშირად რჩებოდნენ, ახალი სახლი ორივეს მოსწონდა. გიორგიც ორმაგად ბედნიერი იყო
ვახშმობდნენ , ისევ მხიარული განწყობა იყო ირგვლივ . შემდეგ გიორგის ხველა დაეწყო და ოთახი სასწრაფოდ დატოვა
_რა სჭირს
_ზოგჯერ ასე საშინლად ახველებს...ვთხოვ ექიმთან წამომყვეს და არ მიჯერებს . შენც დაელაპარაკე სალომე ექიმო რა _ სოფიომ მიშოს გახედა ჩუმად რომ იყო _ შენ რატომ არაფერს ამბობ
_ბავშვი ხომ არ არის... მარტოც მივა ექიმთან . თან შენ ისეთი ცნობილი ხარ უკვე რომ გაუტყდება თერაპევტთან ჯდომა
_შენ გაჰყევი ოღონდ წავიდეს
_მე მივიყვან კარგ ექიმთან ...საერთოდ ანალიზებს გავაკეთებინებ
_რა? სოფიო აწუწუნდა ხომ? ალერგია მაქვს და არ მიჯერებს
_რომელი ალერგია მამა ...
_არ ვიცი რაზე მაქვს , ნუ ამწვავებ პრინცესა ... ჯერ არ მოვკვდები
_მამაა
_რა? მამები რომ კვდებიან არ იცოდი? ჭაღარაც მაქვს უკვე 56 წლის ვარ მა , პატარა აღარ ვარ სხვათაშორის. ახლა სარკეში ჩავიხედე და წვერი გამითეთრდა , თმა აღარ მაქვს ... მგონი დავბერდი
_და მაინც საოცრად სიმპათიური ხარ გიორგი ძია ... რა დროს სიბერეა. მე მოვიტან ხვალ ფონენდოსკოპს და გაგსინჯავ
_გინეკოლოგი რომ გსინჯავს ის დროა რო ექიმთან უნდა გავრბოდე
უცნაური იყო მისი ქცევა და განსაკუთრებით მიშოს დუმილი. სოფიო უკვე ყველაფერს აკვირდებოდა , დეტალებსაც ამჩნევდა და თანდათნ უფრო ეშინოდა. ერთ ღამეს გიორგის სპაზმური ხველება დაეწყო , საწოლიდან რომ წამოდგა და მის ოთახთან მივიდა მიშო უკვე იქ იყო და რაღაც წამალს აძლევდა. ხელი ჰქონდა მოხვეული და წყალს აწოდებდა
_მორჩა ... ხუთი წუთიც და გაივლის_საწოლზე დააწვინა და მერე იქვე ჩამოჯდა . გიორგი ჩუმად იყო, ისევ სწრაფად სუნთქავსა , მაგრამ უკეთ იყო_როდის ეტყვი
_როცა მივხვდები რომ დრო აღარ მაქვს
_იქნებ ისიც გვეცადა
_ერთ თვეს მომცემენ და ის ერთი თვე საავადმყოფოში უნდა გავატარო დაუძლურებულმა და სოფიოც იქ გადავაცხოვრო? არ მინდა ... მირჩევნია მის გვერდით ვიყო და ვუყურებდე ბედნიერს სანამ დავასრულებ ამქვეყნიურ ცხოვრებას და მივალ გზის დასასრულს

იგრძნო როგორ გამოეცალა ძალა, სრულიად დაცარიელდა თითქოს აღარც სუნთქავდა. უბრალოდ იდგა და ნელ_ ნელა იკეცებოდა. ეს იყო ტკივილი რომელიც ყველაფერს ფარავდა, ის რასაც ამდენხანს ელოდა ის ტკივილი რომელიც ისევ წარუშლელ კვალს დატოვებდა.
იატაკზე იჯდა დიდხანს , მერე გამოფხილდა , ცრემლები შეიმშრალა და გიორგისთან შევიდა. მიშო სავარძელში იჯდა , ჩასძინებოდა. გიორგისაც ეძინა, რამდენიმე საათი იყო ალბათ გასული. ჩუმად მიაბიჯებდა ისე თითქოს მოჩვენება იყო , საწოლზე ავიდა გიორგის გვერდოთ დაწვა და მკლავები მოხვია. მის სურნელს გრძნობდა, მის სითბოს და ცდილობდა ყველაფერი დაემახსოვრებინა
_პრინცესა აქ რას აკეთებ
_შემეშინდა და მოვედი,ისე როგორც ბავშვობაში
_ახლა რომ არ წვიმს _ მისი თითები თმაზე ეხებოდა .თვალებს ვერ ახელდა, ეშინოდა რომ წამსვე ატირდებოდა და სახე მის ყელში ჩამალა
_მეშინია რომ სამუდამოდ დამტოვებ ... უშენობის მეშინია მა
_სოფიო
_შენ ხო ყოველთვის ბოლომდე იბრძვი მა ... გთხოვ ახლაც ვიბრძოლოთ მე და შენ _ თვალები გაახილა და თავისი წყლიანი ცისფერები მის ამღვრეულ ცისფერებს გაუსწორა.
_პატარავ ... ჩემო ერთადერთო_ თითები თავზე გადაუსვა და მერე შუბლზე აკოცა _ზოგჯერ გაჩერება და სხვა გზით წასვლაა ბრძოლა ... მე ბრძოლა მოვიგე შენთან რომ დავბრუნდი, მოვასწარი შენი კონცერტის ნახვა და კიდევ ბევრ წამს მოვასწრებ შენით რომ დავტკბე.დავიწყებ დღეს თითქოს ისაა ბოლო და რომ დადგება დღე რომელსაც უჩემოდ დაიწყებ უბრალოდ განაგრძე , მე სადღაც ახლოს ვიქნები სულ რომ არაფერი არსებობდეს იქ მაღლა წარმოდგენილი სამყარო ტყუილი რომ იყოს მაინც მოვალ როგორმე შენთან . შენ ჩემი ბედნიერება ხარ, ერთადერთი_ცრემლებს უშრობდა, მაგრამ ვეღარ ერეოდა. მერე მკლავებში ისე მოიქცია როგორც პატარა ბავშვი და მანამ ეფერებოდა სანამ ორივეს არ ჩაეძინა. მიშო იყო მხოლოდ სუნთქვაშეკრული, მერე წამოდგა ოთახი დატოვა. მიდიოდა დერეფანში და ხვდებოდა რომ სულ მალე მარტო დარჩებოდა , უფროსი მეგობარი აღარ ეყოლებოდა , არავინ იქნებოდა ვინც მას გაუგებდა ყველა სხვაზე თავად უნდა ეზრუნა . მიდიოდა მანამ სანამ ნახევრად ღია კართან არ გაჩერდა, სალომეს მშვიდი სახე დაინახა და ინსტიქტურად დაიძრა მისი საწოლისკენ. ჩუმად დაწვა საწოლზე და მოიკეცა რომ არ შეხებოდა , მისი ძილი რომ არ დაეფრთხო , მაგრამ სალომეს მაინც გაეღვიძა . უცებ წამოიწია და მიშო რომ დაინახა უფრო შეეშინდა
_მიშო რა დაგემართა
_აქ ვიქნები რა
_მიშო
_დავიღალე _ თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა წამოჯდა ზა სახეზე ხელები ჩამოისვა_ მაპატიე, გაგაღვიძე. დაიძინე ისევ
_სხვა დროს საბანზე აღარ დაწვე , ზემოდან დაიფარე _ საბანი გამოაცალა მერე ზემოდან დააფარა და თავი ბალიშზე დადო_ ამ პოზაში გძინავს ხოლმე?
_საუკეთესო ხარ სალომე ექიმო _ მკრთალად გაეღიმა ისევ დაწვა და თავი მის მხართან ახლოს დადო. სალომემ თითები თმაში შეუცურა და მანამ ეფერებოდა სანამ ორივეს არ ჩაეძინათ.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, როგორი ძლიერი ხარ, როგორი დაუნდობელი, ცივი და უხეში ცხოვრებაში აუცილებლად დადგება დღე როდესაც ვიღაცის გვერდით ყოფნა მოგინდებათ მის მკლავებში სუსტი , უმწეო ბავშვივით ყოფნა და შეგრძნება რომ ისევ არსებობს ვიღაც ვინც შენს გრძნობებს დაიცავს.

..........

სოფიოს მთელი განრიგი შეიცვალა, მხოლოდ გიორგი აინტერესებდა და სხვა არაფერი. მთელს დღეებს მასთან, მიშოსთან და სალომესთან ატარებდა. სახლი არასდროს იყო ცარიელი, სულ რაღაცას ამზადებდა ,სულ იღიმოდა, სულ კოცნიდა გიორგის და ისე იქცეოდა როგორც ადრე , პატარა საყვარელ ბავშვს ჰგავდა . სალომე რომ უყურებდა თითქოს ვეღარ ცნობდა იმდენად ბედნიერი იყო
არაფერი აინტერესებდა, სჯეროდა რომ შეიცვლებოდა, სჯეროდა მისი სიტყვების და ბედნიერი იყო.
მარკეტიდან მოდიოდა, სადარბაზოსთან მიშო შეხვდა და პარკები გამოართვა
-შენ მოამზადებ?
-აჰაამ
-მეც ვრჩები ვახშმად
-დარჩი - იღიმოდა და ისე მიაბიჯებდა. ლიფტში ერთად შევიდნენ , სახლის კარი თავად გააღო და პირველიც შევიდა. მიშომ ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და მერე შეხედა
-მოგეხმარო?
-დანის გამოყენება გეხერხება ალბათ
-დამცინი?
-ნაწილებად დაჭრას შენ მიპირებდი
-არც შენ ჩამომრჩი და ნუ იქნები დაბოღმილი...თუ გინდა მოგეხმარები, მშია და რაც მალე შევჭამ მით უკეთესი
-კარგი ხო , მოდი ხელები დაიბანე და ხახვი დამიჭერი
-უნდა ამატირო? - გაიცინა და მზადებას შეუდგა. მართლა ცრემლები მოსდიოდა და სოფიო დასცინოდა. გიორგი კარში იდგა და შორიდან უყურებდა ორივეს. მერე მათთან მივიდა და მაგიდასთან ჩამოჯდა .
სოფიოს მობილური განათდდა, გაბრიელი ურეკავდა ,მაგრამ პასუხის სურვილი არ ჰქონდა. საერთოდ გათიშა ტელეფონი და მშვიდად განაგრძო მზადება. ბევრი ილაპარაკეს , შემდეგ ივახშმეს და ბოლოს სოფიო როიალთან დაჯდა. ორივე განაბული უსმენდა დაინახა როგორ მოუკიდა სიგარეტს გიორგიმ და მიშომ ხელიდან აართვა,უკვე მეორედ ხედავდა მსგავს სცენას , შეამჩნია მაგრამ იმდენად იყო აჟიტირებული ყურადღების გამახვილება ვერ მოახერხა.
დანარჩენი დღეები სულ მიშოსთან და გიორგისთან ერთად გაატარა. კონცერტი ჰქონდა და პირველად უნდა ენახა გიორგის. ისეთი აღელვებული იყო სულ პირველი გამოსვლა ახსენდებოდა, სცენაზე რომ გავიდე და გიორგი დაინახა გულისცემა აუჩქარდა, მისი ცისფერი სფეროები ამღვრეული იყო, უღიმოდა და სიამაყით უყურებდა.
ბედნიერებაა როდესაც ხედავ შენთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს რომელიც შენით ამაყობს, უბრალოდ შენითაა ბედნიერი და შენი არსებობა მისთვის სიცოცხლის ძალაა.
ეგონა რომ ფრთები ჰქონდა და მალე გაფრინდებოდა. ყველა დეტალი გაორმაგებით ახარებდა , ის დღე მის ცხოვრებაში იყო ყველაზე ბედნიერი . კონცერტის შემდეგ ყველანი ერთად წავიდნენ რესტორანში, მიშოსაც აღარ ეკინკლავებოდა, შეეჩვია კიდეც მის ხასიათს, სალომე კი ფაქტობრივად ძმაკაცივით ექცეოდა, როგორც ყველა მამრს რომელიც არ აღიზიანებდა.
სუფრასთან ისხდნენ, საყვარელი კერძები , ადამიანები , საუბარი სასიამოვნო თემაზე და მშვიდი გარემო . რა უნდა დასჭირვებოდა სხვა სრული სიმშვიდისთვის. ოჯდა, იღიმოდა და ყველას აკვირდებოდა
-დადგა დღე როდესაც სოფიო კანდელაკის მამა ვარ და არა გიორგი კანდელაკი , ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა არა სულ პირველად რომ აგიყვანე ხელში ყველაზე კარგად მაშინ ვიყავი - ხელზე აკოცა და მერე ჭიქა ასწია - ჩემს სოფიას გაუმარჯოს
-ჩვენს სოფის გაუმარჯოს- მიშომ თვალი ჩაუკრა და ჭიქა მის ჭიქას შეახო
-ჩემი სიამაყე სოფიკო , ჩემი გოგოა ეს ქუჩაში რომ მივდივართ და გვაჩერებენ სთარი მგონია თავი ... ამ ბოლო დროს მირეკავენ კიდეც და მეკითხებიან რაღაც ამბებს - სალომემ ჭიქა ასწია და მერე სიცილი დაიწყო- ვგიჟდები შენზე , პატარავ- ლოყაზე აკოცა და მერე ჭიქა ბოლომდე დაცალა- გავლოთდდები ამდენი აღნიშვნებით ეს დოქტორი ქალი
-დღეს რამდენი ბავშვი დაიბადა სალიო ?
-ხუთი ჯერ-ჯერობით ორი გოგო , სამი ბიჭი
-სხვა ქალების მშობიარობას უნდა უყურო სულ? შენ არ აპირებ ვინმე გააბედნიერო სალიკო?
-კარგით რა გიორგი ბიძია , მე ჯერ ცხოვრება წინ მაქვს იმ ჩემს მეორე ნახევარსაც სადღაც რომ დადის ვადროვებ ცხოვრებით ტკბობას
-სოფიოც აშკარად არ აპირებს და ვიფიქრე ბაბუის სტატუსს ვინმე განმაცდევინებს-თქო...
-აგერ მიშიკო ტყუილად გვყავს? მიუშვით და ცხრა თვეში მოგიყვანთ ბავშვს - მხარზე დაჰკრა ხელი მიშას და მერე თვალი ჩაუკრა- ჰა მიშკა , ამ რამდენიმე თვეში რაც სვაბოდაზე ხარ ხო არ გაამრავლე გვარი შენი
-ღმერთო ჩემო, ექიმი რომ ხარ ყველამ არ იცის . ასე რომ ლაპარაკობ იმიტომ ხარ მარტო
ისინი ლაპარაკობდნენ , სოფიოსთან კი მიმტანი გოგონა მივიდა და წერილი ჩუმად გადასცა. პატარა ფურცელზე გაბრიელის ნაწერი გაარჩია და წამსვე წამოდგა. არც წაუკითხავს ისე თქვა საპირფარეშოში გავალო და რომ მოშორდა მაგიდას შემდეგ დახედა ფურცელს. მიაბიჯებდა გვერდით რომ დაუდგა ბატონი და მასთან ერთად განაგრძო სვლა
-აქ რა გინდა
-ერთი კვირაა არ მპასუხობ ზარებზე, არც შეტყობინებებზე. გიგისთან დარეკვა დამჭირდა რომ გამეგო სად და როგორ იყავი ...გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?
-საკუთარ თავს თავისუფლების ნება მივეცი ,დროს ვატარებ საყვარელ ადამიანებთან ერთად ისე როგორც შენ
-საყვარელი ადამიანი ვინ არის მიხეილი?- სადღაც ოთახში შეიყვანა და კარი მიხურა- მიპასუხე
-არ გიხდება სულელური გამოხტომები... არ ღირდა აქ ჩემს გამო მოსვლა. მეჩქარება და ძალიან გთხოვ სისულელეს ნუ ჩაიდენ, მიხედე საკუთარ თავს, მარიამს და ქვეყანას
-სამაგიეროს მიხდი? ვერ დაგელაპარაკებოდი , უბრალოდ არ შემეძლო და როგორც კი მოვახერხე
-საქმეც მაგაშია, ჩვენ უკვე ერთმანეთისთვის დრო აღარ გვაქვს . თუ ვიპოვნით შევხვდეთ ისევ, ახლა ნამდვილად არ შემიძლია 10 წლის უნახავი მამის დატოვება და შენთან გამოქცევა- მის ტუჩებს თავისი შეახო და შემდეგ მარტო დატოვა.
...........
მარიამის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ზოგჯერ მართლაც შემთხვევით ხვდებოდა და ბოლოს სრულიად დაუგეგმავად მოქმედებდა. არაფერზე ფიქრობდა და ცდილობდა ის ნიღაბი ბუნებრივად ეტარებინა რომელიც მასთან ჰქონდა მორგებული. მარიამი კი ნიღაბს არ ატარებდა, ყოველგვარი დაკვირვების მიუხედავად ის ისევ ისეთი ბუნებრივი იყო, მისი სული იმ ტახტს იკავებდა გაბრიელი ვერასდროს რომ ვერ მიუახლოვდებოდა . სწორედ ეს სჭირდებოდა გაბრიელ წილოსანს , ქალი რომელიც ყველას ეყვარებოდა და რომელიც გულწრფელ დახმარებას გაუწევდა ხალხს.
უზომოდ ლამაზი იყო. ეშხიანი, მიმზიდველი, ვნებიანი არაფერი აკლდა სრულყოფილება იყო ისეთი ყოველთვის რომ მოსწონდა,მაგრამ მაინც ვერ ჰყვებოდა მასთან ვნებას . თავს იმით იმართლებდა რომ მარიამი სხვებს არ ჰგავდა და მასთან ცეცხლით თამაში არ არგებდა, რომ ის ცვლიდა მისი თამაშის ტაქტიკას.
დილით ადრე მივიდა მის სახლში, უკვე მერამდენედ იყო მისი სტუმარი აღარც კი ახსოვდა. დაზეპირებულივით გაიარა დერეფანი. კარი დამხმარე ქალმა გაუღო რომელიც დასალაგებლად იყო მისული , რატომღაც გადაწყვიტა რომ ოთახში უნდა ასულიყო , სწრაფად აიარა კიბე და მის საძინებელს მიაშურა.
საწოლშიც კი ისე იწვა რომ გაბრიელს გაეღიმა , ფრთხილად მიუახლოვდა და თავისუფალი ადგილი დაიკავა. მერე ლარნაკიდან ერთი ყვავილი აიღო და ლოყაზე შეახო, წამსვე შეეცვალა გამომეტყველება ბალიშში ჩამალა სახე და გვერდი იცვალა. იდაყვს დაეყრდნო ,ზემოდან უყურებდა , მისი სურნელი იყო ყველგან სასიამოვნო , ტკბილი სურნელი . სწორი თმა მხრებს უფარავდა , თითები ბალიშზე ჰქონდა მოხვეული პენუარი ეცვა რომლის ბრეტელიც მხარზე ჩამოცურდა ყვავილიც სწორედ ამ ადგილს შეახო და მაღლა აუყვა, ყელზე გადაინაცვლა და შემდეგ მარიამმაც გაახილა თვალები. წამში დაჯდა და თვალებგაფართოებულმა შეხედა საწოლზე მიწოლილ წილოსანს
-მეჩვენები ხომ?
-გეჩვენები ხოლმე პატარა ქალბატონო? - ლოყაზე აკოცა და ყვავილი პერანგის იმ ნაწილში ჩაუშვა გრძელი ღერით მკერდი რომ უჩანდა - საინტერესოა
-ნამდვილი ხარ?- მისკენ შებრუნდა და უკან დაიხია . სახეზე ჩამოისვა ხელები და მერე ყვავილი მკერდის ღარიდან მოიშორა- აქ რას აკეთებ ამ დროს- საბანი მიიფარა და წარბები შეკრა . ერთი ხელით საბანს იჭერდა, მეორე სახეზე ჩამოყრილ თმაში შეიცურა
-დილამშვიდობისა ,მშვენიერო მარიამ
-შენ სადაც გამოჩნდები ხოლმე მშვიდობა ახლოსაც არ მოდის...
-დაკვირვებას აწარმოებ?
-რა კარგ ხასიათზე ხარ...ასე ადრე რამ გაგაღვიძა
-რა უმადური ვინმე ხარ, დილით ადრე ავდექი ვიფიქრე პირველი მე დამინახოს რომ გაიღვიძებს-თქო და შენ მეჩხუბები
-საიდან მოიტანე რომ შენი ნახვა მინდოდა ახალგაღვიძებულს
-სხვათაშორის თვალებდაშუპებულიც ლამაზი ხარ
-ვიცი - გაიცინა და თავი მაღლა ასწია
-ღმერთო ჩემო დილასაც კი აქვს ეს თავდაჯერებულობა
-ახლა რაღაც სიამაყის შეგრძNება უნსა მქონდეს გაბრიელ წილოსანი დილით ჩემს საწოლში რომ არის ხო?- აშკარად განწყობა შეეცვალა და გართობა დაიწყო
-პატარა მარიამი ჩემი ნერვებით თამაშს აპირებს?
-პატარა მარიამი , ბანაობას აპირებს და დიდი გაბრიელი დაელოდება?
-გაბრიელი მგონი შემოგყვება კიდეც - თვალი გააყოლა მის სხეულს და სიცილი აუტყდა წინ რომ დატრიალდა
-მასხარა
აივანზე დახვდა ყავის ფინჯნებით. იქ ყოფნა ყველაზე მეტად უყვარდა მარიამს და შესაბამისად გაბრიელიც ყოველთვის ამ ადგილს ირჩევდა. მაგიდასთან იჯდა და ელოდა მისი ნაბიჯების ხმას
-მეგონა წახვედი ...
-დიდი დრო გჭირდება მომზადებისთვის
-ყავა გაცივდა?
-მგონი
-დრო უნდა გაგეთვალისწინებინა
-მომავალში მეცოდინება რომ ორი საათი გჭირდება მომზადებისთვის
-აბა რა ხდება, რამ შეგაწუხა ამ დილაადრიან
-მომენატრე და მოვედი...
-ოჰ ეს მწვანეების ელვარება , თითქმის გონებას მირევს- გაიცინა და თავი უკან გადასწია
-თითქმის?
-ბოლომდე ვერ
-თვითშეფასებას მიქვეითებ უკვე მარიამ
-გეყოფა! - ფეხზე წამოდგა და მოაჯირს მიეყრდნო
-რა მეყოფა ?
-იცი რაც- სერიოზული იყო ქალბატონი. გაბრიელი მიუახლოვდა მის წინ დადგა და ხელებით მოაჯირს დაეყრდნო -გაბრიელ
-რატომ ჯიუტობ მარიამ?
-არ ღირს - დაბნეული იყო მისი სიახლოვით,მაგრამ მაქსიმალურად იკავებდა თავს . გაბრიელმა ცხვირის წვერი კანზე შეახო , სასიამოვნო არომატი ჰქონდა ,მაგრამ სრულიად სხვას იყო შეჩვეული. უჭირდა მისი აღქმა, ტუჩები ოდნავ შეახო ყბის კუთხეში და თითები ინსტიქტურად მოუჭირა რკინის რგოლს
-ღირს და თან როგორ
-საინტერესო ხარ , ყოველთვის ,ყველგან-მისი თითები ლოყაზე რომ შეეხო გაეღიმა ,მაგრამ ყბაზე რომ მოუჭირა და თავი ააწევინა გაუკვირდა- გგონია ამ ყველაფრით დავიჯერებ რომ მოგწონვარ?
-შეიძლება რომ არ მომწონდე? - თითზე აკოცა და გაიცინა - თვითონაც ხომ ხვდები ყველაფერს
-ყოველთვის ისე არ ხდება როგორც უნდა მოხდეს 99% რომ იყოს ალბატობა ის ერთი პროცენტიც ბევრს ცვლის
-გინდა მითხრა რომ არ გაინტერესებ?- უკან დაიხია , ბრაზობდა უკვე
-ახლა გინდა ვისაუბროთ?
-რატომაც არა ...მიპასუხე
-კარგი , გავარკვიოთ მდგომარეობა - გაიღიმა და სავარძელში მოთავსდდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, წელში გამართული იჯდა, თავი მაღლა ჰქონდა აწეული
-არ მჯერა რომ ასე იქცევი
-გეყოფა ,მოიშორე ნიღაბი . მართალია შენზე თითქმის ათი წლით პატარა ვარ ,მაგრამ ბავშვი არ ვარ და იმაზე უკეთ შემიძლია ყველაფრის გაანალიზება ვიდრე წარმოგიდგენია
-მაინც რას აანალიზებ მარიამ ეჭვი გეპარება ჩემი ქმედებების გამომწვევ მიზეზში?
-არ ვიცი სხვებს როგორ აჩვევ შენს ნიღაბს, მაგრამ მე ვხვდები რომ ეს ყველაფერი ხელოვნურია ზედმეტადაც კი . რომანტიკოსი, საყვარელი და თითქოს ჩვეულებრივი ქალით შეპყრობილი კაცის სახე საერთოდ არ არის შენი, მეტიც ადრე უფრო მომწონდი ვიდრე ახლა . ასე ნუ მიყურებ ,გთხოვ მე ვიცი საკუთარი თავის ფასი ,იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ დაინახე და გაჩვენე . მე მარიამ მაკალათია ვარ შენს ცხოვრებაში არსებულ ქალებს შორის ყველაზე განსხვავებული და შენც როგორც ყველაზე გონიერმა, გამჭრიახმა და ყოვლისშემძლემ მიხვდი რომ გაბრიელ წილოსანს, ვჭირდები ! - მზერა გაუსწორა და ისევ გაიღიმა . თითებს ჯერ მაგიდის ზედაპირზე ათამაშებდა შემდეგ მოშიშლებულ მუხლებზე გადაიტანა და გაჩერდა . საოცრება იყო მისი თავდაჯერებულობის ხილვა , ამაზე მაგარი არაფერი არსებობდა და გაბრიელს საერთოდ არ ადარდებდა ის ფაქტი რომ თითქმის ბოლომდე გაშიფრა
-საოცრება ხარ! - ჩაიცინა, თავი წამით დახარა მერე სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებსშორის,მოუკიდა და კვამლში ჩაიკარგა ცოტა ხნით- გააგრძელე ,გთხოვ
-შენთან დროის გატარება მიყვარს , არც შენ ჰგავხარ ვინმე სხვას და შეიძლება ერთადერთიც ხარ თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იდეალური კაცი ხარ ჩემთვის. ვინაიდან სრულყოფილება არ არსებობს ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს შენთვის სრულყოფილი ... მე რომ იმ კატეგორიის ქალებს მივეკუთვნებოდე სია რომ აქვთ იდეალური მამაკაცის ბევრ პლიუსს დაგიწერდი და მარტივად დავიჯერებდი ,რომ შენ ხარ ის კაცი მე რომ მჭირდება , მაგრამ ასე მარტივადაც არ არის .ხომ ასეა ?
-სრულიად გეთანხმები - სიგარეტი თითებსშორის ჰქონდა მოქცეული, მოაჯირს იდაყვით ეყრდნობოდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და ანთებული თვალებით უყურებდა წინ მჯდომ ქალს - განა შენ ხარ ის ქალი ვისაც სიმარტივე სჭირდება?
-მე არც მატყუარა კაცი მჭირდება გვერდით ... უნდა გცოდნოდა რომ ისიც საკმარისი იქნებოდა რასაც რეალურად ფიქრობდი და გრძნობდი ჩემს მიმართ . მე ხომ არ ვარ ვიღაც ბანალური გოგო რომელსაც ერთი ნახვით სიყვარულის სჯერა და ჰგონია რომ შენნაირი კაცი სიყვარულს მისცემს საკუთარი თავისა და ცხოვრების მართვის უფლებას. შენ არ ხარ ის კაცი გულს რომ უსმენს და გრძნობებს ჰყვება
-და სწორედ ამიტომ გაინტერესებ
-როგორი სწორი სიტყვაა, ზუსტად ! ჩვენ ერთმანეთი გვაინტერესებს და გვჭირდება
-მარიამ
-იყავი გულწრფელი , არავინ გვისმენს აქ მხოლოდ მე და შენ ვართ. ორი კარიერისტი , ეგოისტი ,ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანი- მის წინ დადგა და მზერა გაუსწორა - სინამდვილეში რას ელი ჩემგან
-იმას რასაც შენ ჩემგან ... ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება . იდეალური წყვილი ვიქნებით ყველასთვის , მე შენი წარმატების გარანტია ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. სიმშვიდის და სრული უზრუნველყოფის , სიძლიერის , თავისუფლების ...ჩემი საშუალებით შეძლებ გააკეთო ისეთი საქმეები რომლის გაკეთების უფლებას აქამდე სტატუსი არ განიჭებდა. ძალაუფლება იქნება შენს ხელთ და თუ გამომივა , მეც
-მე არ მჭირდება ამ ყველაფრისთვის ყალბი ურთიერთობა , ხომ იცი ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ რომ არიან
-მე და შენ არასდროს დავემსგავსებით სხვებს - თითები თმაში შეუცურა და ტუჩთან ახლოს აკოცა - ვცადოთ ერთად სიყვარულისა და სიმშვიდის შექმნა?
-ვცადოთ- ჩუმად უთხრა. თვალებში უყურებდა წილოსანის მხურვალე ტუჩების შეხება რომ იგრძნო ტუჩებზე . არ შეიძლებოდა ასეთი კაცის მკლავებში ყოფილიყავი და არაფერი გეგრძნო ,მაგრამ ეს არ იყო პეპლები რომელზეც სმენოდა, არც სიყვარულთან ჰქონდა რაიმე საერთო. გაბრიელი მისმა სავსე ბაგეებმა შეიტყუა და დიდხანს ვერ მოსწყდა , სხვანაირი იყო მისი კოცნაც კი , თითქოს ამით რაღაც ძალას იღებდა ,მაგრამ სოფიოს ერთ შეხებასაც ვერ შეედრებოდა.
...............
მარტო იყო. გიორგი და მიშო სადღაც იყვნენ წასულები, მთელი დღე არ აპირებდნენ დაბრუნებას . სალომეც მუშაობდა და გადაწყვიტა სამყაროს ახალ ამბებს გასცნობოდა. ერთი თვის განმავლობაში ნორმალურად პოსტებიც კი არ ჰქონდა წაკითხული. ბატონი გაბრიელი ლიდერობდა ყველგან ან ნიკოლოზი. რამდენიმე ავტორი გიორგიზეც წერდა და ინსტიქტურად ანერვიულდა, მაგრამ ისეთი არაფერი ჰქონდათ მხოლოდ ის ეწერა რომ დაუდასტურებელი ცნობით საქართველოში დაბრუნდა .
პლანშეტში იყურებოდა მობილურის ხმა რომ გაიგო და პირდაპირ უპასუხა . ერთ-ერთი ტელევიზიიდან იყვნენ გადაცემაში იწვევდნენ , დიდხანს ესაუბრეს და ბოლოს დასთანხმდა. საერთოდ არ სურდა პირად ცხოვრებაზე საუბარი,მაგრამ გასართობი გადაცემა იყო და გადაწყვიტა გამოჩენილიყო ეკრანზე დიდი ხნის შემდეგ, თანაც იცნობდა იმ ჟრნალისტს და უარი ვერ უთხრა.
გადაღება იმ დღესვე იყო, მოემზადა და მშვიდად გაემართა დანიშNულების ადგილისკენ. ნაცნობები ნახა გზად, ყველგან შეიარა და შემდეგ საგრიმიოროში შევიდა . სკამზე იჯდა და თან წამყვანს ესაუბრებოდა
_ძალიან გთხოვ რაღაც სკანდალში ნუ გამხვევ თორემ ხომ იცი აღარასდროს მოვალ შენს გადაცემში
_ნუ ღელავ ძვირფასო სკანდალური გადაცემა ისედაც გამოვა ისეთი წყვილი მეყოლება სტუმრად ექსკლუზივი იქნება
_საინტერესოა ...
_ხომ არ გეჩქარება, თუ დრო არ გაქვს ცალკე ჩაგწერ
_არ მეჩქარება
მოემზადა , ჩაწერაც დაიწყო.პირველი სტუმარი სხვა ჰყავდა . ცნობილი მომღერალი რომელიც გამოკითხვის მიხედვით ერთ_ერთ სასურველ სარძლოდ ითვლებოდა. სოფიოს ძალიან ახალისებდა მსგავსი გადაცემები და საკმაოდ აჟიტირებული შევიდა სტუდიაში. სავარძელში კომფორტულად მოკალათდდა ახლოს წინა სტუმრებთან და კამერას გაუღიმა
_ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი გახდი სულ მცირე დროში და შენი პოპულარობა მხოლოდ კარიერამ განაპირობა ჩვენ ვნახაეთ სიუჟეტი სადაც მოქალაქეები დიდი სითბოთი საუბრობენ შენზე ... ყველას გვაინტერესებს თავისუფალია სოფიო კანდელაკი თუ შენს თაყვანისმცემლებბს უკვე შანსი აღარ აქვთ_ შესავლების შემდეგ მთავარ თემაზე გადავიდა
_უზომოდ მახარებს ხალხის დამოკიდებულება, ვერასდროს წარმოვიდგენდი ოდესმე ქუჩაში თუ გამაჩერებდნენ და ფოტოს გადაღებას ითხოვდნენ. ყოველთვის დადებით ემოციებს ვიღებ და შემთხვევით ვისარგებლებ ყველას მადლობას გადავუხდი თქვენი ეთერის საშუალებით
_სოფ მგონი თავს არიდებ მთავარ კითხვას . თავისუფალია თუ არა სოფიო კანდელაკი
_სოფიო კანდელაკი ჯერ კიდევ ძიების პროცესშია და ელის ადამიანს რომელთანაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს
_აი ეს პასუხი ნამდვილად ბევრს გაახარებს , მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ამ ასაკამდე იქნებოდა შენს ცხოვრებაში კაცი რომელსაც კარგად გვიმალავ
_პოპულარობამ მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრა და შესაბამისად მხოლოდ საქმეზე კონცენტრირება მჭირდებოდა ბოლო წლების განმავლობაში . არავის გაუკვირდება როგორც სესილიმ თქვა რთულია ძალაგამოცლილმა ფლირტზე იფიქრო და უფრო ძნელია იპოვნო ადამიანი რომელიც გაუძლებს ჩემი ცხოვრების რიტმს . ზოგჯერ მთელი ღამე ვუკრავ და წარმოიდგინეთ რაიმე საქმისგან გადაღლილი კაცი ჩემს გვერდით რომელსაც უბრალოდ გამოძინება სურს _იღიმოდა და ისე საუბრობდა როგორც ტიპიური სთარი. საოცრად გრძნობდა ამ როლში თავს , ასეთ მომენტებში გაბრიელის ესმოდა და ემსგავსებოდა კიდეც. თუმცა იქ , კამერების წინ ყველა ირგებდა რაღაც ნიღაბს
სოფიოს გეგმებზეც ჰკითხა , პროექტებზე ისაუბრეს ჩანაწერები აჩვენეს მისი კონცერტებიდან . შემდეგ შესვენება გამოაცხადა სტუმრები იგვიანებდნენ
_ასეთს ვის ელოოდები ... პრეზიდენტი გყავს ახალ ცოლთან ერთად?
_უფრო მაგარი ვინმე მყავს კიდევ უფრო მაგარ გოგოსთან ერთად . იმდენი ხანია ველოდები მათ თანხმობას რომ ცოტაც და გავგიჟდებიდი . რა არ გავაკეთე პირველად აქ რომ მოსულიყვნენ _ჩუმად ლაპარაკობდა რომ აცნობეს მზად არიანო და შემდეგ სოფიოც ინტერესით უყურებდა შემოსასვლელს. მის წინ იყო განთავსებული დივანი რომელზეც წყვილი მოთავსდდებოდა . უკვე წასვლა სურდა და გვერდით მჯდომს უყურებდა ნაცნობი სახელი რომ გაიგო და მზერა იატაკზე მიეყინა , აღარც ესმოდა ცოტა ხნით, მხოლოდ ხმაური იყო და შემდეგ უყურებდა როგორ მიაბიჯებდნენ მარიამი და გაბრიელი მათთვის განკუთვნილი ადგილისკენ. დარბაზიდან ოვაციები ისმოდა, მანაც ინსტიქტურად დაუკრა ტაში და გაიღიმა .
საოცარი შესავალი ჰქონდა მომზადებული წამყვანს, მათ ფოტოებს აჩვენებდა ჟურნალ_გაზეთებიდან სტატიების მონაკვეთებს კითხულობდა და ბოლოს კითხვაც დასვა „ნამმდვილად ერთად არიან ქვეყნის ყველაზე სასურველი კაცი და უმშვენიერესი მარიამ მაკალათია ?“
_პირველ რიგში მიხარია რომ თქვენი გადაცემის სტუმარი ვარ და სწორედ თქვენი ეთერის საშუალებით შევძლებთ ამ მითქმა_მოთქმას ბოლო მოვუღოთ _მარიამი იღიმოდა, ხელი გაბრიელის მაჯაზე ედო და წილოსანიც მისკენ იყურებოდა. დაძაბული იყო აშკარად არ ელოდა იქ სოფიოს ხილვას , მაგრამ თავს ართმევდა . მარიამი საუბრობდა იმაზე რომ თავდაპირველად ყველაფერი ჟურნალისტების მოგონილი ჭორები იყო და არაფერი ხდებოდა იმ დროს მათ შორის
_მაგრამ
_მაგრამ ზოგჯერ ჟურნალისტები ერთგვარი მაჭანკლები ხდებით და თქვენი დანახული დუეტი ნამდვილად გარდაიქმნება წყვილად. შეიძლება ითქვას მადლობაც უნდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს ვინც ჩვენზე წერდა ჭორების გამო უფრო ხშირად ვხვდებოდი მარიამს და ბოლოს მისი გაცნობაც მოვახერხე
_და ჩემი საყვარელი კითხვა... სინამდვილეში როდის გაიცანით ერთმანეთი
_სინამდვილეში მარიამი სულ პატარა იყო პირველად რომ ვნახე ... ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ , მას შემდეგ წლები გავიდა და იმ დროს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ის პატარა გოგონა ოდესმე ჩემთვის სასურველი ქალი გახდებოდა
_მაშინ მეც ვერ ვიფიქრებდი რომ მისნაირი სერიოზული ბიჭი ბოლოს ის პრინცი გახდებოდა რომელზეც მაშინ ვოცნებობდი
_პრინცზე ოცნებობდი? თეთრი ცხენი რომ არ მყავს ? _ ისე შეიცხადა სოფიოსაც კი გაეცინა. მერე მიხვდა როგორი გარინდული უყურებდა მათ დუეტს და ხვდებოდა რომ გაბრიელი არ თამაშობდა. დაძაბულობის მიუხედავად მაინც სიმართლეს ამბობდა და მარიამთან არ ტყუოდა . უცნაური გრძნობების ნაზავი დაატყდა თავს იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში წარმოუდგენელ ტკივილსაც გრძნობდა და სიხარულსაც იმის გამო რომ არ ცდებოდა და იმ დროს ხედავდა იმას რასაც ვერავინ სხვა.
ისევ წამყვანი სააუბრობდა , შემდეგ კი ბოლო კითხვით მიმართა
_ქორწილი არჩევნებამდე გველის თუ გამარჯვების შემდეგ
_მოდი ქორწილთან დაკავშირებით სხვა დროს გესტუმრებით_ გაბრიელმა გაიცინა და მარიამს მზერა მოაშორა _ ხელის თხოვნამდე ნუ მათქმევინებთ ყველაფერს თორემ ელფერი დაეკარგება სიურპრიზსაც
_ანუ ქორწილი იქნება
_ვნახოთ ...
_მე დარწმუნებული ვარ რომ იქნება... ჩემს წინ იმდენი წყვილი მჯდარა უკვე რომ ზუსტად ვხვდები ვისი ურთიერთობა დასრულდება ქორწილით და ვისი არა. მოდი დამპირდით რომ ქორწილის ექსკლუზიურ კადრებს მე მივიღებ , ჩვენი მაყურებელი გახდება თქვენი წყვილის ბედნიერების პირველი თვითმხილველი
_ამდენი ინფორმაციის შემდეგ პირობასაც მადებინებ...საოცარი ჟურნალისტი ხარ
და ისევ მისი მონოლოგი. ყველას ბედნიერება უსურვა, მაყურებელს დაემშვიდობა და გადაღებაც დასრულდა. სოფიომ ღიმილი მოიშორა სახიდან და მიკროფონის მოშორება დაიწყო . დაეხმარნენ შემდეგ , ყველა წამოიშალა, ვინ ვის ესაუბრებოდა ვერ გაიგებდი. წამყვანი ისევ გაბრიელთან იყო და მადლობას უხდიდა ზურგით იდგა და რაც შეიძლება მალე წასვლა სურდა . ის იყო ხალხს შორის მოკლე გასასვლელი იპოვნა მარიამის ხმა რომ გაიგო
_სოფიო ... ერთი წუთით დამელოდეთ _ნაბიჯების ხმა ესმოდა.ღრმად ჩაისუნთქა და მისკენ შებრუნდა. მასზე დაბალი იყო მაღალქუსლიანებზე მდგომიც კი უყურებდა მის თაფლისფერ ციმციმა თვალებს და ყველანაირი უარყოფითი ემოცია უქრებოდა
_ძალიან მიხარია აქ რომ შეგხვდით... თქვენთან დაკავშირებას ვცდილობდი და ვერ მოვახერხე . უკაცრავასდ ასეთ დროს რომ გესაუბრებით საქმეზე
_ყურადღებით გისმენთ , მარიამ . რით შემიძლია დაგეხმაროთ
_შეგიძლიათ თქვენი ნომერი მომცეთ ? მნიშვნელოვანი საქმე მაქვს , აქ საუბარი უბრალოდ არ გამოვა და თუ შეძლებთ რომ შემხვდეთ
_მარიამ , არ წავიდეთ? _ბატონი გამოჩნდა და მისი ხელი მარიამის წელზე . სოფიო რომ დაინახა მზერა შეეცვალა _სოფიო როგორ ხარ ?
_შესანიშნავად ... მიხარია თქვენი ამბავი ბატონო გაბრიელ _მზერა გაუსწორა და ოდნავ გაუღიმა
_თქვენ იცნობთ ხომ? სულ დამავიწყდა შენთვის მეკითხა ....
_ბატონ გაბრიელის თანაშემწეს აქვს ჩემი ნომერი რომლითაც მიკავშირდებიან ხოლმე ახლა კი დაგტოვებთ , თქვენის ნებართვით
დრო იხელთა და წავიდა . იმ დღეს ნამდვილად არ იყო მზად ამ სანახაობისთვის , სწრაფად მიდიოდა სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და ეზო არ დატოვა. სახლში წასვლა არ უნდოდა გზაში გაჩერდა და თავი საჭეს მიაყრდნო
_ჯანდაბა ...ჯანდაბაა როგორ ვერ ერევი თავს. ცოტაც და ყველაფერი აშკარა გახდებოდა. ღმერთი ისევ დამცინის ახლა აჩენს ყველგან გაბრიელს. მალე უნდა წავიდე აქედან რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე_ მანქანა ისევ დაძრა და ქალაქგარეთ სახლში წავიდა. გაბრიელისგან შეტყობინებაც მიიღო და როიალთან დაჯდა მის გამოჩენამდე
_მეც სხვა დანარჩენ საქართველოსთან ერთად უნდა გამეგო თქცენი სიყვარულის ამბავი?-არც შეუხედავს ისე უთხრა, მხოლოდ დაკვრა შეწყვიტა
_ვცდილობდი მეთქვა , მაგრამ დრო არ გქონდა ჩემთვის
_დრო არ მქონდა შენ კი გეჩქარებოდა ყველაფრის გასაჯაროვება ... მარიამს უკანდასახევ გზებს ასე უჭრი?
_შესანიშნავად ხვდება რასაც ნიშნავს ჩემთან ყოფნა და გზების გადაკეტვა არ სჭირდება
_რეკორდულ დროში შეაყვარე თავი ... საოცრებებს ახდენ
_არ ვუყვარვარ, იცის რომ მისი ქმრობის საუკეთესო კანდიდატი ვარ და ის არაა მეოცნებე გოგო რომელიც მართლა პრინცს ეძებს
_ისიც ყალბია ?
_ისე როგორც მე
_ჩემთან რა უნდა იმედია ქორწილამდე არ გადაწყვიტე სიმართლის თქმა
_ჩემი და შენი ურთიერთობა ბოლომდე ყველასთვის საიდუმლოდ დარჩება . შენთან სხვა საქმე აქვს... შენი გულშემატკივარია და შანსი არ გაუშვა, უნდა საქველმოქმედო ღონისძიებაზე დაუკრა რადგანაც იცის რომ ბავშვები გიყვარს . შენზე მელაპარაკებოდა მთელი გზა აინტერესებდა მართლა უშუალო და კარგი ხარ თუ სწერვას ნიღაბს მალავ_მასთან დაჯდა და თმები ყურს უკან გადაუწია, სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა
_დავთანხმდები , მაგრამ ბევრს არ ვესაუბრები . მასთან მეგობრობა ნამდვილად არ მინდა
_რომ იცოდეს რამხელა წვლილი გაქვს მისი მომავალი სტატუსის მიღებაში _ ლოყაზე აკოცა, მერე ყბაზე
_შეყვარებული გყავს , დაგავიწყდა?
_რომელი შეყვარებული, დიალოგის ბოლოს შევთანხმდით რომ კარგი წყვილი ვართ და რომ ერთმანეთი მოგვწონს. ცოტაც და ხელშეკრულებას მომიტანს სადაც იქნება ჩამოწერილი რა მეკრძალება ... მატერორებს, უნდა რომ მმართოს მთლიანად დამიმონოს და არ იცის , წარმოდგენაც არ აქვს რომ ერთი ნაბიჯი მჭირდება მის გასაგიჟებლად _ თითები თმაში შეუცურა , ხმა დაუბოხდა, უყურებდა მის ფერმკრთალ ტუჩებს და გონება ერეოდა
_შენ მასთან ყალბი არ ხარ... შენ უკვე გიჟდები მასზე უბრალოდ რამდენიმე მარიამი კიდევ დარჩა რომელიც არ გინახავს და რომელსაც ბოლოს შეიყვარებ
_გეყოფა! _ ადგომის საშუალება არ მისცა . ხელი ჩაავლო და პირდაპირ კლავიშებზე დასვა ზემოდან დააწვა ,ყბაზე უჭერდა და თვალებში უყურებდა _ ასე მარტივად და მალე ვერ მომიშორებ , შენ ჩემი ხარ და თუ მოვინდომებ სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იქნები
_ცდები_ გაიცინა , ფეხები წელზე შემოხვია მისი შარვალი დაბლა დასწია , ხელები ყელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა _ მე უკვე აღარ ვარ შენი ქალი
კლავიშების ხმა ისმოდა, რომელსაც არეული კვნესა ერეოდა. ქალის სახელი რომელსაც კაცი ოხვროთ ამბობდა და ქალის სხეული რომელის სრულიად შიშველი იწვა როიალზე .
მის ჭრილობას ეხებოდა ტუჩებით სუნთქვააჩქარებული გაბრიელი და მერე ისევ თავისკენ მიიზიდა ქალის სხეული . ხელში აიყვანა და საძინებლისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა .
_როგორია
_არ იცი როგორია?- ბალიშზე იყო მიყრდნობილი, სოფიას კი მის მკერდზე ედო თავი
_როგორც ქალი გაბრიელ
_არ გამისინჯავს
_მატყუებ
_არ გატყუებ
_ვიცი რომ ვერ იტან ქალებზე საუბარს , მაგრამ
_ყოველ კვირას ტაძარში დადის, ნამდვილი ქრისტიანია. მარხულობს ოთხშააბათს და პარასკევს, მძიმე მარხვასაც იცავს. ახსარებას აბარებს და ისე უბრალოდ კი არა , ნამდვილად სიამოვნებს ეს პროცესი . არ მეგონა თუ არსებობდაა ადამიანი რომელიც რაღაცის გამო არ დადიოდა ტაძარში. _ ჭერს უყურებდა მერე თვალები დახუჭა _ არ მინდება მისი ცდუნება , არ მინდა რომ ჩემ გამო დაიტანჯოს .
_შენ მას უკვე ღალატობ იცი?
_ვიცი, მაგრამ
_ღალატს გამართლება არ აქვს და შენც ნუ მოუძებნი...როდის თხოვ ხელს
_როცა მივხვდები რომ მზადაა
_მე კი მგონია რომ მზად არის ...
_მე დროის გაყვანას ვცდილობ და შენ მოვლენებს აჩქარებ?-ხმას აუწია,თვალები გაახილა და ზემოდნა დახედა
_არ უნდა გააჭიანურო ის საქმე რომელიც დროულად უნდა გააკეთო
_არ ვარ დარწმუნებული რომ შევძლებ ვიყო ქმარი ...
_შენ გეშინია რომ მიხეილს დაემსგავსები რაც არ მოხდება
_რატომ , მე არ მყავს საყვარელი...არ მიყვარს თავისუფლება , გართობა და მაინც არ ვირთავ ქალს რომელიც ...თუმცა მიხეილს თამარი უყვარს , მიუხდდავად ღალატისა , მაინც აღმერთებს და ამიტომ არის მის წინაშე მონასავით მუხლებზე მდგომი ყოველთვის . მე არ მინდა ასე იყოს , მე სრულყოფილი ოჯახი მინდა და არა ისეთი როგორიც მათ აქვთ . მე კი ზედმეტად ვგავარ მიხეილს
_და მაინც შენ შენ ხარ და არავის გავხარ - ტუჩები მის ტუჩებს შეახო, თითები თმაში შეუცურა და დიდხანს კოცნიდა
_ძალიან გეტკინა? - ზედ მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და მზერა გაუსწორა
_რა
_ჩვენი იქ დანახვა ასე მოულოდნელად და ასე ერთად
_კმაყოფილების შეგრძნება მაქვს , ჩემი ნაწინასწარმეტყველები მართლდება
_მაზოხისტი ხარ- ყბაზე მოუჭირა თითები. შინაგანი ბრაზი ახრჩობდა სოფიოს ასეთი ქცევის გამო. ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს რომ მისი მოშორება სურდა ქალს
_ანუ რჩები ?- აკოცა და თითები თმაში შეუცურა
_გიორგიზე არ მომიყვები?-რადგან სოფიომ საუბრის თემა შეცვალა ისიც ეცადა მისთვის საინტერესო საკითხზე გადაეტანა ყურადღება
_გიორგიზე თუ მიშოზე
_იმ ბიჭს არ მოსწონხარ , დიდხანს გიყურებდით . არასდროს შემოუხედავს ისე როგორც ქალისთვის რომელიც უნდათ
_შენ ისე მიყურებ ვერავინ მიხვდება რომ წლებია მჟ.მავ
_და რა გინდა მითხრა რომ ვცდები და ისიც უბრალოდ თამაშობს? სისულელეა ! ჩემს მერე მასთან არ იქნები
_არ ვიქნები, მეგობარია და ნამდვილად არ მიყურებს როგორც ქალს. უბრალოდ თავისებურად არანორმალურია
_ახლა სად არიან... თუ ჰგონიათ რომ დაქალთან რჩები
_საქმე ჰქონდათ და ქალაქიდან გავიდნენ
_გიორგი თავის საქმიანობას აგრძელებს?
_მამა საქართველოში არასდროს არავის ძარცვავდა და შენ ეს იცი , შენი ირონია კი უადგილოა-მაშინვე მოშორდა და ისე დაჯდა რომ აღარ ეხებოდა
_ნუ ბრაზდები... მამაშენი კანონიერი ქურდია და უშუალოდ რაიმეს მოპარვა არ სჭირდება საქმის გასაგრძელებლად.
_და რას მეუბნები რომ სხვებს ხვდება , საქმეს არჩევს და სხადნიაკი აქ ახლა სადღაც?
_მე არაფერს ვამბობ
_მამა ყველაფერს შეეშვა , უნდა მშვიდი სიბერე ჰქონდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ასეც იყოს . შენ კი უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვს როგორია ის... გგონია ვიღაც კრიმინალია ბევრი ტატუთი , ბოხი ხმით, ნარკომანი და ყელზე ბენდენით? ჩემს სახლში მოიყვანს თავის მეგობრებს და საქმეების გარჩევას დაიწყებს ?
_სოფიო ვიცი როგორია მამაშენი
_აჰ მასზეც გიგის ურეკავთ და ინფორმაციას გაწვდის?
_სოფიო
_შენ იცოდი ის სადაც იყო?_უცებ გაუნათდდა გონება , ტონს აუწია და მზერა გაუსწორა _ შემომხედე და მითხარი რომ მისი საქმე არ გამოიძიე. ყველაფერი არ გაიგე და ახლა სადღაც არ გიდევს ინფორმაცია მამჩემზე. მითხარი რომ არ იცოდი სადაც იყო
_მე უბრალოდ
_იცოდი? იცოდი რომ ციხეში იყო და არ მითხარი!
_ვიცოდი რომ ცოცხალი იყო , ხომ გეუბნებიდი რატომ გგონია რომ დაგიმალავდი
_არ ვიცი _მისკენ დაიხარა და თავი მკერდზე დაადო
_თავისუფალი ვარ და ჩემი ცხოვრების მეგზურს ვეძებო ისე თქვი მეც კი დავიჯერე -ინსტიქტურად გაახსენდა სოფიოს სიტყვები და გამომეტყველება წამყვანის წინ რომ იჯდა
_თავისუფალი ვარ და ვეძებ კაცს რომელიც ჩემთვის იქნება
_დიდხანს მოგიწევს კიდევ ძიება
_ასეთი ცუდი ვარ რომ ვერ ვიპოვნი უბრალო მოკვდავს რომელთანაც მშვიდად ვიქნები?
_უბრალო მოკვდავი და შენ ?!
_უბრალო მოკვდავი და მე
......
დილით ადრე გაიგო კარის ხმა და წამსვე გავიდა ოთახიდან . გიორგი დერეფანში იყო, ჩუმად მიდიოდა , ეგონა რომ სოფიას ეძინა და წინ რომ გადაეღობა არ იცოდა როგორ დაემალა სისხლიანი ტანსაცმელი
_მამა ... დაჭრილი ხარ?
_დამშვიდდი , თვალები დახუჭე არაფერია ჩემი სისხლი არ არის. მე კარგად ვარ გეფიცები . გავიხდი და _ იცოდა სოფიოს რაც ემართებოდა სისხლის დანახვისას და სწრაფად მოიშორა პერანგი _აი მორჩა
_აღარ მეშინია , მოვერიე შიშს ... ვინმე დაჭერი თუ სცემე მამა
_მე არაფერი გამიკეთებია ...
_აბა ?
_სოფიო რა გინდა რომ გითხრა
_არაფერი მამა ... არაფერი . აზრი აღარ აქვს , ჩემს წინ ისევ სისხლია , ისევ სისხლში ხარ
_მიშომ იჩხუბა და დაჭრეს ნუ მთხოვ რომ სხვა რამე გითხრა . ახლა უნდა გავიდე და საჭირო წამლები ვუყიდო . სისხლიანი ვერ შევიდოდი აფთიაქში
_ახლა სად არის თვითონ
_წავიდა
_სად
_სალომესთან
_ სალომესთან წავიდა დაჭრილი?
_მე არ ვიცოდი სად მიდიოდა ... მისამართი რომ მომწერა მერე მივხვდი რომ იქ იყო
_აქ დარჩი... მე ვიყიდი ყველაფერს და ავუტან. შენ საერთოდ ნუ ჩაერევი _ ჩანთა აიღო და წავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ სალომეს სახლში იყო
_სად არის
_საძინებელში, ჩემთან
_მოვკლავ ! აქ მოსვლა როგორ გაბედა
_აბა რა უნდა ექნა.... სისხლისგან დაცლილიყო?
_სერიოზულად? შენ ვერ ხვდები ხო ვისთან გაქვს საქმე
_თუ ღმერთი გწამს , ცუდ კაცებზე შენ ნუ მელაპარაკები _ ჩუმად უთხრა და საძინებლის კარი გააღო. თითქმის შიშველი იწვა საწოლზე უკვე შეხვეული ჭრილობით . სალომეს წვეთოვანიც მოეწყო და ბატონი მშვიდად გამოიყურებოდა
_ვაა სოოფ?
_იდიოტო აქ რამ მოგიყვანა ... მეტი არ მინდა ვინმე გეძებდეს და სალომემდე მოვიდეს გეფიცები ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს
_საერთოდ არ გიცნობს გიორგი ... მეუბნებოდა სისხლის ეშინიაო და შენ მოკვლით მემუქრები სულ
_ხო გიორგი აღარ მიცნობს, შენ კი ნამდვილად აგისრულებ დაპირებას . სხვათაშორის ამ სახლში სალომეს მშობლები ცხოვრობენ და რომ მოვლენ რა გინდა რომ უთხრას ამ გოგომ
_სანამ მოვლენ მანამ წავალ და არავინ მომდევს... უბრალოდ ვიჩხუბე და იმ უსუსურმა დანა გამიყარა
_ პოლიციას უნდა მიმართო ამ დროს და ექიმს
_შესანიშნავად ვგრძნობ თავს ... სალომეს ჰქონია ოქროს ხელები
_მეძინება საშინლად... მოგვიმზადე საჭმელი რა _ საწოლზე დაწვა მიშოს გვერდით და ქვემოდან ახედა . აშკარად არ ადარდებდა სოფოს შიშები _ საერთოდაც თუ მიხედავ კარგი იქნება , მეძინება
_არ მჭირდება , ნახე როგორ მიყურებს საწამლავს ჩამიყრის საჭმელში ...
_შენ არ გინდა საჭმელი ეგ წვეთოვანი რისთვისაა რა გგონია ... გაჩუმდი და არც იფიქრო მოძრაობის დაწყება . ჩემი ნატიფი ნაკერი უშნოდ რომ დაგაჩნდეს თავიდან გაგჭრი და გაგკერავ
_არანორმალური ხარ ...ოროვე არანორმალურები ხართ და მაშინებთ უკვე
_ჩშშ _პირზე ხელი ააფარა და შემდეგ კომფორტულად მოკალათდდა
_დარჩები?
_სჯობს შენც დაიძინო ... ქვემოთ ვიქნები
მთელი დღე მათთან გაატარა. სალომეს მშობლები იმ დღეს არ ბრუნდებოდნენ და გაუმართლა ბატონ მიხეილს. იმ ორის სიგიჟის გამო ზედმეტად მხიარულადაც კი გაატარა დრო. მიშო სულ სხვდასხვა ინტერპრეტაციით ყვებოდა დაჭრის ამბებს. მერე ტანსაცმელი უყიდეს რაღაც საოცრება პეპლებიანი პერანგი და წითელი შარვალი . ლამის დაახრჩო სალომე. შარვალი არ ჩაიცვა ისევ თავისი ჯინსი მოირგო და პერანგი ისეთ მდგომარეობაში იყო სხვა გზა არ ჰქონდა .
_სალომე _ უყურებდა როგორ ცვლიდა თეთრეულს და დადიოდა ოთახებს შორის ყველაფერი რომ მიელაგებინა
_ჰო
_მოგწონს?
_სერიოზულად მეკითხები ?
_იქნებ მოგწონს და არ აღიარებ
_ მიყვარს როგორც ადამიანი და ნუ გეშინია ჩემ გამო, არავინ არაფერს დამიშავებს .
_რა გჭირს
_ჩვენთან კლინიკაში ვიღაც გოგო მოვიდა , როგორც ჩანს ჩემს ნაცვლად უნდათ აიყვანონ და არ ვიცი მე რას გავაკეთებ
_ის გოგო ვინ არის
_ჭყონიას საყვარელია...ერთად ცხივრობენ უკვე , ბატონი მოწადინებულია რომ მისი ქალბატონი ექიმი გახდეს . როგორ დაიგრიხება ნეტავ განახა
_რომელ კლინიკაში გინდა გადახვიდე
_იქ მინდა დავრჩე , ყველაზე კარგი სიტუაციაა და ყველაზე მეტი პაციენტიც იქ არის , შესაბამისად გამოცდილებაც
_ხოდა დარჩები ...
_და მაინც როგორ , კლინიკა მისია იმას აიყვანს ვინც თავად უნდა
_ახლა უბრალოდ დამშვიდდი და მაგაზე არ იდარდო .. შემდეგ ვნახავთ რა მოხდება
სალომესგან რომ წამოვიდა მაშინვე გაბრიელს დაურეკა
_თხოვნა მაქვს ... შეგიძლია მნახო?დამელაპარაკო ან არ ვიცი მოგწერ თუ არ გცალია
_თხოვნა შენ?
_გიხარია ხო?
_საშინლად! აბა რით შემიძლია გემსახურო ?
_სალომეს გამოშვებას აპირებენ და მინდა ისე გააკეთო რომ ყველაფერი ასწავლონ , ნორმალურად მოექცნენ და როცა საჭირო იქნება ექიმადაც დატოვონ
_ხო რა თქმა უნდა სალომეს გარდა ვისთვის გამოიყენებდი თხოვნას...გიგის დავურეკავ გავარკვევ რა ხდება მანდ და მერე მოვიფიქრებ რამეს
_შენი ჩარევა რომ არ გახდეს საჭირო ისე ... არ მინდა გამოჩნდე მერე პრობლემები შეგექმნება
_ნუ ღელავ .მოვაგვარებ ... ხვალ საღამოს შეიძლება დრო მქონდეს
_მე არ მცალია ... მადლობა დახმარებისთვის
მის ზარს ელოდა, მაგრამ მთელი საღამო არ ჩანდა. მერე რაღაც ფაილი მიიღო და ფაქტობრივად ჭანტურია ჰყაავდა ხელში. იმ საღამოსვე წავიდა ბატონთან შესახვედრად, მისი ბინის კართან იდგა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა. ქალმა გააღო კარი მოკლე შორტსა და ტოპში გამოწყობილმა , სოფიო რომ იცნო გაშეშდა.
_ბატონი ირაკლი სახლშია?
_დიახ... მობრძანდით . ფეხმძიმედ ხართ? _ ისე ჰკითხა სოფიომ სიცილი ვერ შეიკავა
_არა , სხვა საქმე მაქვს
ირაკლიც გამოჩნდა . ისიც დაიბნა , როგორც იქნა მასთან მარტო დარჩა . ჩანთიდან ფაილი ამოიღო და მაგიდაზე დაუდო . ჭანტურია გაკვირვებული უყურებდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა
_ეს საიდან...როგორ
_ბევრი დრო არ მაქვს თქვენს განყოფილებაში ახლახანს გადმოვიდა სალომე დოლიძე და მინდა რომ მის კომფორტზე იზრუნოთ და იცოდეთ რომ ის თუ წავა თქვენი კლინიკიდან თქვენც არ დარჩებით დიდხანს . იმედია ეს სააუბარი ჩვენ ორს შორის დარჩება და თქვენი მეგობარი ქალიც არ გაიგებს...
_დიახ , რა თქმა უნდა . გასაგებია . არავითარი პრობლემა ... სალომე ძალიან ჭკვიანი გოგონაა და პირადად ვიზრუნებ მის კარიერულ ზრდაზე
სახლში დაბრუნდა , უკვე გვიანი იყო . გიორგი მისაღებში ლეპტოპთან იჯდა და რაღაცას უყურებდა. გამოიცვალა და დარჩენილი დრო დაძინებამდე მის გვერდით გაატარა.
რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, სალომე ყოველი მორიგეობის შემდეგ გაოცებული საუბრობდა ექიმების დამოკიდებულებაზე და სართოდ ყველაფერი სხვანაირადააო ბოლოს ყავის ფინჯანი რომ დაუდო სოფიომ წარბშეკრულმა ახედა
_რატომ მგონია რომ ეს ცვლილებები შენი გამოწვეულია
_რა ცვლილებები, გრძნობ რომ გიზიდავ პატარავ?
_გეყოფა ... ჩემს მოტყუებასაც ახერხებ. იმ დამპალმა როგორ შეგცვალა
_რა გინდა სალომე ?
_რა გააკეთე
_რადგან გიორგის შვილი ვარ გგონია საქმეების მოგვარება შემიძლია? პიანისტი ვარ მე არც ადვოკატი არც
_რა გაუკეთე
_სალომე
_ვიცი და გთხოვ ნუ მატყუებ
_რა მნიშვნელობა აქვს , გააკეთე შენი საქმე და გაიბედნიერე ცხოვრება. არავის აქვს უფლება დაგჩაგროს მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი კადრი დაასაქმოს. ამაზე ნუ იფიქრებ ისეთი არაფერი გამიკეთებია , ჩემი ფანი აღმოჩნდა ირაკლი
_ფანოღს უსმენს სოფია
_ანუ მომატყუა?
_სოფიო
_უბრალოდ მიიღე ის რაც გაქვს და დაიკიდე სხვა დანარჩენი . მომიყევი გუშინ როგორი პაციენტები გყავდა
შემდეგ ისმენდა ამბებს ბოლო მორიგეობიდან და იყო უზომოდ მშვიდი. სალომე იყო ერთადერთი ვისაც არასდროს დატოვებდა, ვისთვისაც ყველაფერს გააკეთებდა და ვისი ბედნიერებაც აბედნიერებდა . უსაზღვროდ იყო მის სულში სალომე დოლიძე...
...........
მარიამმა დაურეკა , მისი ხმა რომ გაიგო სწორედ იმ დროს უყურებდა გაბრიელს რომელიც წასასვლელად ემზადებოდა
_გამარჯობა მარიამ
_იმედია არ გაგაღვიძე
_არა, ადრე ვიღვიძებ ხოლმე
_გახსოვს ტელევიზიაში ყოფნისას გითხარი რომ საქმე მქონდა და მაინტერესებს დროს თუ გამონახავ საუბრისთვის
_მახსოვს , დღეს თავისუფალი ვარ მითხარი სად შევხვდეთ და მოვალ ნებისმიერ დროს
_ძალიან კარგი ორ საათში შეძლებ კაფეში მოსვლას?
_ორ საათში შევხვდებით
მობილური გადადო და იქვე მჯდომ წილოსანს გახედა
_ასე არ შემიძლია ხომ იცი... დანაშაულის შეგრძნება არავის მიმართ მქონია ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ახლა კი მას რამდენჯერაც შევხვდები მექნება შეგრძნება რომ მისი ქმარი ჩემთან წევს
_მე მისი ქმარი არ ვარ
_მასთან ხარ და არგუმენტად არ გამოგადგება ის ფაქტი რომ ჯერ მასთან არ წევხარ ... არ მინდა ყველაფრის გაჭიანურება. სუფთა სინდისით მინდა ვიცხოვრო და რომ შევხვდები ყოველ ჯერზე დანაშაულის შეგრძნება არ მაწუხებდეს
_რას მთავაზობ ... _სიგარეტს მოუკიდა და კვამლში გახვეულმა მიაპყრო მზერა ნახევრად შიშველ ქალს
_დავასრულოთ ... დღესვე დამტოვე წარსულში , განაგრძე ცხოვრება მასთან ერთად შენი ტკვილიც და სიხარულიც მას გაუზიარე . დაივიწყე ჩემი არსებობა და ყველაფერი მარტივი იქნება შენთვისაც . მე ხომ ვიცი რომ შინაგანად განგრევს ეს მდგომარეობა
_ხელს რომ ვთხოვ შემდეგ ვეღარ მიხილავ ვერცერთ საწოლში ... მანამდე არაფერს დავასრულებ. რამდენიმე თვე ვიღაც ნაშების აგდებაზე და მათ გაჩუმებაზე ვერ ვიფიქრებ, ვერც ს.ქსის გარეშე გავირთულებ ცხოვრებას ასე რომ მაშინ დავასრულებ როდესაც საჭიროდ ჩავთვლი _ მისკენ მიიწია სიგარეტის გემოთი გაჟღენთილი ტუჩები შეახო და წავიდა
სოფიოს არაფერი უთქვამს , გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა . ყველა თავისი ნივთი აიღო , კარი ჩაკეტა , გასაღები იქ დადო სადაც ინახავდა ხოლმე და წავიდა. უკან მიხედვაც არ უნდოდა, მაგრამ მაინც ბოლოჯერ მოავლო მზერა სახლს რომელთანაც სრულიად განსხვავებული ემოციები აკავშირებდა.
კაფესთან იდგა და უყურებდა მარიამს , რატომღაც გვიან გადაწყვიტა მისვლა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ისევ გაბრიელის სუნი ასდიოდა კანზე და მარიამი მაშინვე გამოიჭერდა. შემდეგ საკუთარ ფიქრებზე გაეცინა , კარი შეაღო და მშვიდად დაიძრა მაგიდისაკენ რომელთანაც უკვე მოკალათებულიყო ქალბატონი მაკალათია
_მგონი დავაგვიანე ...
_არაუშავს , მეც ახლახან მოვედი ... დაჯექი , გთხოვ _ ფეხზე იდგა და უღიმოდა_ იმედია ჯერ არ გისაუზმია
_არა , ვერ მოვახერხე , თუმცა დიდი დროც არ მაქვს . მამა მელოდება , სახლში დროულად უნდა მივიდე. ჩემი თავისუფალი დღეებით სარგებლობა უნდა
_მესმის ... მაშ დიდ დროს არ წაგართმევ. ძალიან მომწონს თქვენი შესრულების მანერა, რამდენიმე კონცერტს დავესწარი მარსელში ორი წლის წინათ, მადგრიდშიც და საქართველოშიც ცოტა ხნის წინათ და სამწუხაროდ თქვენი პირადად გაცნობა აქამდე ვერ მოვახერხე. გაბრიელმა მითხრა თქვენი ურთიერთობის შესახებ _ეს რომ უთხრა ისე დაიძაბა თითქოს ორგანოებს გლეჯდდნენ შიგნიდან _გავიგე რომ ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გაგიცნოთ . მითხრა რომ საქველმოქმედო ღონისძიებებში ხშირად იღებთ მონაწილეობას და საკმაოდ უშუალო ადამიანიც ხართ ამიტომ თავს უფლებას მივცემ გთხოვოთ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ფონდს ვაარსებთ მე და გაბრიელი რომლის ერთგვარი წარდგენაც იქნებაა ეს კონცერტი და მინდა დაუკრათ
_ძალიან მიხარია რომ შესაძლებლობა მექნება ჩემი წვლილი შევიტანო , აუცილებლად მოვალ და თუ საჭირო იქნება სხვა დროსაც მივიღებ მონაწილეობას, თუ რა თქმა უნდა საქართველოში ვიქნები.
_ჰონორარი
_უბრალოდ დამიკავშიდდით , შემატყობინეთ დეტალები ღონისძიებასთან დაკავშირებით და სხვა არაფერია საჭირო... ნუ როიალი რა თქმა უნდა _გაუღიმა და შემდეგ წამოდგა_ ახლა კი მაპატიეთ , უნდა დაგტოვოთ
მარიამს დაემშვიდობა და სწრაფად დატოვა შენობა. უბრალოდ არ შეეძლო, სუნთქვა ეკვროდა . მისთვის წამება იყო მარიამთან გატარებული ყოველი წამი.
........
გვიანი იყო, სახლში ბოლო დროს აღარ მიდიოდა. ბინაში იძინებდა და დამღლელი დღის ბოლოს მშვიდად ყოფნას ცდილობდა. ბევრმა არც იცოდა მისი ბინის მისამართი,სულ რამდენიმე მეგობარმა და მარიამმა. კარი გააღო, სახლში შევიდა, გასაღები იქვე დადო და მისაღებისკენ წავიდა თან ისე რომ მობილური ეჭირა და სოფიოსთან დაკავშირებას ცდილობდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად ბრაზობდა, ცდილობდა ინიციატივა არ გამოეჩინა ,მაგრამ უკვე მოთმინება ეწურებოდა. ჩუმად შეიკურთხა, საძინებლისკენ მიდიოდა მისაღებში შუქი რომ აინთო და წამსვე გაჩერდა. მობილურისთვის ხელი არ გაუშვია ისე შებრუნდა და თითქმის ვერ დაფარა ემოციები სავარძელში მჯდომი გიორგი კანდელაკი რომ დაინახა. მისი ვისკის ჭიქით ხელში, სიგარეტიც იქვე საფერფლეში იწვოდა
-სტუმარი მყოლია მე კი დამიგვიანია- ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და უემოციო ნიღაბი აიკრა სახეზე. გიორგიმ ჩაიცინა, დაცლილი ჭიქა მაგიდაზე დადო და წინ მდგომს მზერა გაუსწორა
-არაუშავს
-დავმშვიდდი- ჭიქა და ვისკის ბოთლი აიღო , მის წინ დაჯდა დაისხა, მასაც დაუსხა და მერე დალია - თქვენი სახელი ?
-დავიჯერო იმ კაცის სახელი არ იცი ვისი ციხიდან დასახსნელად მილიონი გადაიხადე? - თავისი ცისფერებით უყურებდა. ღმერთო როგორ ჰგავდა სოფიო
-ცხიდან გამოხვედით? გილოცავთ ...- ისევ არაფერი ეტყობოდა, მაგრამ გიორგის ასე მარტივად ვერ მოატყუებდა-დაე უკან აღარ დაბრუნდეთ... ჩემთან სტუმრობა რატომ გადაწყვიტეთ , აშკარად არ მახსენდება ვიღაც დამნაშავის გამო თავი შემეწუხებინა - სავარძელს მიეყრდნო, ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს მოუკიდა
-სწორი გადაწყვეტილება მიგიღია პოლიტიკოსობა რომ გადაგიწყვიტავს- გიორგიმ ისევ გაიცინა -საინტერესოა რა მოხდება რომ გაიგონ როგორ დაიხსენით ციხიდან კანონიერი ქურდი
-აშკარად ცრუ მისამართზე ბრძანდებით , ჩემი სახელისთვის ჩირქის მოცხება არ გეკადრებათ - ფეხზე წამოდგა - სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი , გახსოვთ ალბათ კარი საითაც არის
-ჩეკის გამოწერა არ გამოვიდოდა იმედია ქეშზე უარს არ იტყვი . ანგარიში სწრაფად გავასწოროთ მეორე საკითხზე რომ გადავიდეთ. ამდენი დროც არ მაქვს ლაწირაკებთან სასაუბროდ რომლებსაც ჰგონიათ რომ თავს დაიშტერებენ და დამაბოლებენ - შავი ჩანთა ედო სავარძელთან , მაგიდაზე დადო დოლარების შეკვრები მინის ზედაპირზე დაყარა და გასწორდა
-ბატონო გიორგი მე ამ ფულს რომ არ დავიტოვებ ხომ იცით . გთხოვთ უბრალოდ წადით აქედან და დაუბრუნდით თქვენს ოჯახს - ღრმად ჩაისუნთქა ნიღაბის ნაწილი მოიშორა და თავის სიმაღლე კაცს მზერა გაუსწორა
-ამით ანგარიშს ვასწორებთ, მიზეზი დარწმუნებული ვარ იმაზე მეტად გამოიყენე ვიდრე წარმოდგენა მინდა ახლა კი - თეთრი საყელო მაღლა ასწია, გაასწორა და მერე თითები მოუჭირა აშკარად აფეთქების ზღვარზე იყო,ძარღვები სულ დაებერა
-რაღაც აშკარად ცუდად გაიგეთ და უნდა გავარკვიოთ . არ მინდა თქვენთან რაიმე გაურკვევლობა- ისე გააკეთა რომ ხელები მოაშორებინა საყელოდან ,მაგრამ გიორგის მოთმინების უნარი ამოეწურა. ცისფერი თვალები ისე გაუმუქდა როგორც სოფიომ იცოდა ხოლმე გაბრაზებისას. ყბები დაეჭიმა , მუშტები შეკრა და თავი გვერდით გადახარა
-ყელში ამომივიდა ,მოკლედ გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი
-გიორგი -ისევ აპირებდა საქმის მოგვარებას. ბოლომდე ეგონა რომ გიორგიმ სიმართლე არ იცოდა
-სოფიოს კიდევ მიუახლოვდები და შენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა. ისე გავაკეთებ შენი რეპუტაცია, ოჯახი, ბიზნესი, კარიერა ყველაფერი რაც გიყვარს, გადარდებს და გაინტერესებს მიწასთან გასწორდება. ამ ფულს დაიტოვებ, ანგარიში გასწორდება და შენთან ვალში აღარ ვიქნები , შევძლებ გაგანადგურო და შენ იცი რომ მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს. ბოლოს რასაც გავაკეთებ შენი გაქრობა იქნება
-სოფიო - სოფიოო რომ გაიგო მერე იგრძნო როგორ მოუწირა ხელში , მზერაც კი შეეცვალა . იმის გააზრება რომ გიორგიმ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ ჭკუიდან შლიდა
-მისი სახელის წარმოთქმაც აღარ გაბედო
-არ გაპატიებთ ხომ იცით
-შენ ძალიან კრგად იცი ჩემი მდგომარეობა და შენ ბევრად მეტი გაქვს დასაკარგი ვიდრე მე. სხვა სათამაშო იპოვნე
შეცდომა რომელიც სადღაც დაუშვა , რაღაც გამოეპარა, რაღაც ვერ გათვალა და კანდელაკმა ბოლომდე გაანადგურა . ყველა კარტი გახსნა და სწრაფად წავიდა.
გაბრიელი დიდხანს იდგა ერთ ადგილას, მერე ყველაფერი ჰაერში ასწია ხელში რაც მოყვა დაამსხვრია და ბოლოს ძალაგამოცლილი დაეშვა იატაკზე
-არ გამოვა ...ასე არ გამოვა . არ შეიძლებოდა რომ გაეგო . შეუძლებელია !
.............
ზუსტად იცოდაა რომ გაბრიელს აღარ შეხვდებოდა როგორი განრისხებაც არ უნდა გამოეწვია. ყველაზე სულელური ნაბიჯით დაიწყო, ტელეფონის ნომერი შეცვალა, გიორგისთან ერთად ახალ სახლში გადასვლას დასთანხმდა და ბარგის ჩალაგებას შეუდგნენ. სალომე და მიშოც ეხმარებოდნენ. სახლში ყველაფერი მზად იყო ამიტომ მეორე დღესვე გადაცხოვრდნენ. მხოლოდ ტანსაცმელი და საკუთარი ნივთები წაიღო სხვა ყველაფერი ხელუხლებელი დატოვა. კიდევ ერთი მოგონებებით სავსე კარი დახურა და ახალ სახლში ახალი ცხოვრების დაწყების იმედით გადავიდა.
რამდენიმე კვირა შეჩვევა უჭირდა, სახლში ცხოვრებას გადაჩვეული იყო და საერთოდ სხვა ატმესფერო იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სალომე და მიშო ხშირად რჩებოდნენ, ახალი სახლი ორივეს მოსწონდა. გიორგიც ორმაგად ბედნიერი იყო
ვახშმობდნენ , ისევ მხიარული განწყობა იყო ირგვლივ . შემდეგ გიორგის ხველა დაეწყო და ოთახი სასწრაფოდ დატოვა
_რა სჭირს
_ზოგჯერ ასე საშინლად ახველებს...ვთხოვ ექიმთან წამომყვეს და არ მიჯერებს . შენც დაელაპარაკე სალომე ექიმო რა _ სოფიომ მიშოს გახედა ჩუმად რომ იყო _ შენ რატომ არაფერს ამბობ
_ბავშვი ხომ არ არის... მარტოც მივა ექიმთან . თან შენ ისეთი ცნობილი ხარ უკვე რომ გაუტყდება თერაპევტთან ჯდომა
_შენ გაჰყევი ოღონდ წავიდეს
_მე მივიყვან კარგ ექიმთან ...საერთოდ ანალიზებს გავაკეთებინებ
_რა? სოფიო აწუწუნდა ხომ? ალერგია მაქვს და არ მიჯერებს
_რომელი ალერგია მამა ...
_არ ვიცი რაზე მაქვს , ნუ ამწვავებ პრინცესა ... ჯერ არ მოვკვდები
_მამაა
_რა? მამები რომ კვდებიან არ იცოდი? ჭაღარაც მაქვს უკვე 56 წლის ვარ მა , პატარა აღარ ვარ სხვათაშორის. ახლა სარკეში ჩავიხედე და წვერი გამითეთრდა , თმა აღარ მაქვს ... მგონი დავბერდი
_და მაინც საოცრად სიმპათიური ხარ გიორგი ძია ... რა დროს სიბერეა. მე მოვიტან ხვალ ფონენდოსკოპს და გაგსინჯავ
_გინეკოლოგი რომ გსინჯავს ის დროა რო ექიმთან უნდა გავრბოდე
უცნაური იყო მისი ქცევა და განსაკუთრებით მიშოს დუმილი. სოფიო უკვე ყველაფერს აკვირდებოდა , დეტალებსაც ამჩნევდა და თანდათნ უფრო ეშინოდა. ერთ ღამეს გიორგის სპაზმური ხველება დაეწყო , საწოლიდან რომ წამოდგა და მის ოთახთან მივიდა მიშო უკვე იქ იყო და რაღაც წამალს აძლევდა. ხელი ჰქონდა მოხვეული და წყალს აწოდებდა
_მორჩა ... ხუთი წუთიც და გაივლის_საწოლზე დააწვინა და მერე იქვე ჩამოჯდა . გიორგი ჩუმად იყო, ისევ სწრაფად სუნთქავსა , მაგრამ უკეთ იყო_როდის ეტყვი
_როცა მივხვდები რომ დრო აღარ მაქვს
_იქნებ ისიც გვეცადა
_ერთ თვეს მომცემენ და ის ერთი თვე საავადმყოფოში უნდა გავატარო დაუძლურებულმა და სოფიოც იქ გადავაცხოვრო? არ მინდა ... მირჩევნია მის გვერდით ვიყო და ვუყურებდე ბედნიერს სანამ დავასრულებ ამქვეყნიურ ცხოვრებას და მივალ გზის დასასრულს

იგრძნო როგორ გამოეცალა ძალა, სრულიად დაცარიელდა თითქოს აღარც სუნთქავდა. უბრალოდ იდგა და ნელ_ ნელა იკეცებოდა. ეს იყო ტკივილი რომელიც ყველაფერს ფარავდა, ის რასაც ამდენხანს ელოდა ის ტკივილი რომელიც ისევ წარუშლელ კვალს დატოვებდა.
იატაკზე იჯდა დიდხანს , მერე გამოფხილდა , ცრემლები შეიმშრალა და გიორგისთან შევიდა. მიშო სავარძელში იჯდა , ჩასძინებოდა. გიორგისაც ეძინა, რამდენიმე საათი იყო ალბათ გასული. ჩუმად მიაბიჯებდა ისე თითქოს მოჩვენება იყო , საწოლზე ავიდა გიორგის გვერდოთ დაწვა და მკლავები მოხვია. მის სურნელს გრძნობდა, მის სითბოს და ცდილობდა ყველაფერი დაემახსოვრებინა
_პრინცესა აქ რას აკეთებ
_შემეშინდა და მოვედი,ისე როგორც ბავშვობაში
_ახლა რომ არ წვიმს _ მისი თითები თმაზე ეხებოდა .თვალებს ვერ ახელდა, ეშინოდა რომ წამსვე ატირდებოდა და სახე მის ყელში ჩამალა
_მეშინია რომ სამუდამოდ დამტოვებ ... უშენობის მეშინია მა
_სოფიო
_შენ ხო ყოველთვის ბოლომდე იბრძვი მა ... გთხოვ ახლაც ვიბრძოლოთ მე და შენ _ თვალები გაახილა და თავისი წყლიანი ცისფერები მის ამღვრეულ ცისფერებს გაუსწორა.
_პატარავ ... ჩემო ერთადერთო_ თითები თავზე გადაუსვა და მერე შუბლზე აკოცა _ზოგჯერ გაჩერება და სხვა გზით წასვლაა ბრძოლა ... მე ბრძოლა მოვიგე შენთან რომ დავბრუნდი, მოვასწარი შენი კონცერტის ნახვა და კიდევ ბევრ წამს მოვასწრებ შენით რომ დავტკბე.დავიწყებ დღეს თითქოს ისაა ბოლო და რომ დადგება დღე რომელსაც უჩემოდ დაიწყებ უბრალოდ განაგრძე , მე სადღაც ახლოს ვიქნები სულ რომ არაფერი არსებობდეს იქ მაღლა წარმოდგენილი სამყარო ტყუილი რომ იყოს მაინც მოვალ როგორმე შენთან . შენ ჩემი ბედნიერება ხარ, ერთადერთი_ცრემლებს უშრობდა, მაგრამ ვეღარ ერეოდა. მერე მკლავებში ისე მოიქცია როგორც პატარა ბავშვი და მანამ ეფერებოდა სანამ ორივეს არ ჩაეძინა. მიშო იყო მხოლოდ სუნთქვაშეკრული, მერე წამოდგა ოთახი დატოვა. მიდიოდა დერეფანში და ხვდებოდა რომ სულ მალე მარტო დარჩებოდა , უფროსი მეგობარი აღარ ეყოლებოდა , არავინ იქნებოდა ვინც მას გაუგებდა ყველა სხვაზე თავად უნდა ეზრუნა . მიდიოდა მანამ სანამ ნახევრად ღია კართან არ გაჩერდა, სალომეს მშვიდი სახე დაინახა და ინსტიქტურად დაიძრა მისი საწოლისკენ. ჩუმად დაწვა საწოლზე და მოიკეცა რომ არ შეხებოდა , მისი ძილი რომ არ დაეფრთხო , მაგრამ სალომეს მაინც გაეღვიძა . უცებ წამოიწია და მიშო რომ დაინახა უფრო შეეშინდა
_მიშო რა დაგემართა
_აქ ვიქნები რა
_მიშო
_დავიღალე _ თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა წამოჯდა და სახეზე ხელები ჩამოისვა_ მაპატიე, გაგაღვიძე. დაიძინე ისევ
_სხვა დროს საბანზე აღარ დაწვე , ზემოდან დაიფარე _ საბანი გამოაცალა მერე ზემოდან დააფარა და თავი ბალიშზე დადო_ ამ პოზაში გძინავს ხოლმე?
_საუკეთესო ხარ სალომე ექიმო _ მკრთალად გაეღიმა ისევ დაწვა და თავი მის მხართან ახლოს დადო. სალომემ თითები თმაში შეუცურა და მანამ ეფერებოდა სანამ ორივეს არ ჩაეძინათ.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, როგორი ძლიერი ხარ, როგორი დაუნდობელი, ცივი და უხეში ცხოვრებაში აუცილებლად დადგება დღე როდესაც ვიღაცის გვერდით ყოფნა მოგინდებათ მის მკლავებში სუსტი , უმწეო ბავშვივით ყოფნა და შეგრძნება რომ ისევ არსებობს ვიღაც ვინც შენს გრძნობებს დაიცავს.

...............
კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო სოფიოს ცხოვრებაში, გაბრიელის გარეშე და გიორგის დაკარგვის მოლოდინში. ყოველი დღე იწყებოდა იმაზე ფიქრით რომ ის აღარ იქნებოდა, მაგრამ ამ შიშს საკუთარ სხეულში ამწყვდევდა.
მასთან ერთად ყველა სულელურ და გიჟურ იდეას რეალობად აქცევდა. ზოგჯერ სრულიად მარტონი იყვნენ , ზოგჯერ მიშოც იყო მათთან . არასდროს უნდოდა მათი პირადი სივრცე დაერღვია სამაგიეროდ გიორგი არ ანებებდა წასვლას და შორს დგომას. ყოველთვის მოხვევდა ხელს მხარზე , მერე სოფიოს ჩაკიდებდა თითებს, ლოყაზე აკოცებდა და ისე განაგრძობდა დაწყებულ საქმეს. მიშო მისი ცხოვრების ნაწილი გახდა ის და სალომე იყვნენ სოფიოს გვერდით ყოველთვის.
სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა გიორგის ცხოვრება. ყოველი დილა განსხვავებულად მძიმედ იწყებოდა , სუსტი ადამიანი გამოდიოდა კარიდან ,მაგრამ მისი მზერა არ იცვლებოდა ისევ ისეთი მტკიცე იყო, ისევ ისეთი ძლიერი.
ექიმთან ვიზიტისას სანამ მის დიაგნოზს მოუსმენდა ეგონა რომ მაინც იყო იმედი, მაგრამ შემდეგ გაიაზრა რომ მისი ცხოვრების გაფერადება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე იძულება რომ ბოლო დღეები საავადმყოფოში, უცხო ადამიანების გარემოცვაში გაეტარებინა და წამლებით გაჟღენთილი ჰაერით აევსო ფილტვები რომლებსაც მეტასტაზები მთლიანად მოსდებოდა. ციხეში მოხვედრამდე ჰეპატიტს ებრძოდა , შემდეგ კი ყველაფერი უფრო გართულდა , დამძიმდა და ახლა რომ უყურებდა თითქმის სასწაული იყო.
...............
მანქანაში იჯდა თითქმის გათიშული, გამოუძინებელი და ფიქრებში წასული წინ რომ გადაეღობა და გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. მანქანიდან გადმოსულმა ნაცნობმა სხეულმა აგრძნობინა როგორი დაღლილი იყო ყველაფრით, როგორ ვერ უმსუბუქებდა ვერავინ ტკივილს რომელიც მასში კიდევ ერთ დიდ ჭრილობას ქმნიდა. იგრძნო მონატრება, ტკივილი, სასოწარკვეთილება, სისუსტე და მანქანის სალონი მისი სურნელით გაივსო. მისი თითები შეეხო სახეზე . გაყინულ კანზე ცხელი ფალანგები ეხებოდა და ამღვრეულ თვალებში უყურებდა მისი მწვანეები
_იცი? _ სამი ასოც ძლივს წარმოთქვა და ცრემლებმაც გადალახეს ჯებირები , კანზე იწყეს დენა და მის თითებსაც შეეხნენ რომლებაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს
_ვიცი -მისი მწვანეებს სევდისფერი დაჰკრავდა
_ვერ გავუძლებ...ვხედავ როგორ ქრება ნელ_ნელა და მტკივნეულად . ვხედავ როგორ ცდილობს აიტანოს ტკივილი და ვგრძნობ უძლურებას . მინდა წავიყვანო საკუთარი ფილტვი გადავუნერგო, ღვიძლიც გადავუნერგო მინდა ყველა მეთოდი გამოვიყენო რაც კი სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოუგონიათ , მაგრამ ვერ ვეკამათები ვერ ვახერხებ მის დარწმუნებას რომ ოპერაციას გაუძლებს და კიდევ უფრო მალე არ დავკარგავ_თვალები დაბინდული ჰქონდა ხმადაბლა და ნაწყვეტ_ნაწყვეტ საუბრობდა და სუნთქვაც უძნელდებოდა . ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მალე გონებას დაკარგავდა და თითქოს უნდოდა კიდეც ცოტა ხნით მაინც გათიშულიყო . მერე სიმსუბუქე იგრძნო , ისე დაისვა მუხლებზე გაბრელმა თითქოს პატარა ჩიტი იყო , სულ ერთიციდა .
შემდეგ იყო სიმშვიდე , აუხსნელი, გაუგებარი , მაგრამ მაინც სიმშვიდე რომელიც არსად იყო სხვაგან გარდა მისი მკლავებისა. მხოლოდ მაშინ იყო როდესაც მისი თითების შეხებას გრძნობდა, მისი სხეულის ტემპერატურას და გულისცემას . არ არსებობდა სიტყვები რომლებიც ანუგეშებდა და გაბრიელიც დუმდა.
ბოლოს ისევ მარტო დარჩა ისე თითქოს გაბრიელი მოჩვენება იყო რომელიც ასე დროულად გამოჩნდა. სახლში დააბრუნდა და მისაღებში რომ ვერ დაინახა გიორგი წამსვე გამოეცალა ძალა, სწრაფად გაიქცა მისი საძინებლისკენ და შვება იგრძნო იქ რომ დახვდა. მიშო მისულიყო და საუბრობდნენ
_გამარჯობა მიშო
_პრივეტ სოფ ...
_მა ... დალიე წამლები ?
_დავლიე... მოდი ჩემთან დაჯექი
ხელი ჩაკიდა, მის გვერდით დაჯდა და მათ საუბარში ჩაერთო . საერთოდ აღარ უნდოდა გიორგისგან შორს ერთი ყოფნა. მის გვერდით იძინებდა თითქმის სულ , ეხვეოდა, კოცნიდა და იხსენებდა ბავშვობის ტკბილ მოგონებებს. თითქოს ეშინოდა რომ ამ ამბებს მეტჯერ ვეღარ მოისმენდა
..............
გაბრიელს უამრავი გეგმა ჰქონდა, საარჩევნო ციებცხელება არ ქრებოდა. თითქმის აღარ ჰქონდა თავისუფალი დრო . მარიამი ხშირად იყო მის გვერდით, თუმცა ხშირად ქვეყნიდან გადიოდა საათებს ატარებდა კაბინეტში ლეპტოპით ხელში , ყოველ ახალ საქმეს მთელი ყურადღებით სწავლობდა , დეტალები რომ არ გამორჩენოდა და ბოლოს წარმატებისგან ამაყი მშვიდად დააბიჯებდა.
ისევ მის აივანზე იყვნენ , წვიმდა და სასიამოვნოდ გრილოდა. ვისკის სვამდა მარიამი კი თვალს არ აშორებდა
-სინამდვილეში რა გაწუხებს გაბრიელ
-არ მინდა რომ დავმარცხდე და ყველაფერი უნდა გავაკეთო მოგებისთვის
-შენ ისედაც ყველაფერს აკეთებ და ამ საქმით სიამოვნებას იღებ- მის გვერდით დაჯდა, ფეხები მოკეცა და დივანს მხრით მიეყრდნო - რაღაც სხვა გადარდებს , რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ისეთი ფიზიკურად რომ ვერ აგვარებ- წვერიან ლოყაზე შეახო თითები და თავი გვერდით გადახარა- ხომ იცი , შეგიძლია მესაუბრო
-ვიცი - ხელისგულზე აკოცა და თავისკენ მიიზიდა- შენ საიდან ხვდები მე რა მაწუხებს
-განმიცდია მსგავსი , თანაც ხშირად და ვერ ვიტან პრობლემებს რომლთა მოგვარებაც არ შეგვიძლია. მეზიზღება უსუსურების შეგრძნება და ეს ბრძოლა ღმერთთან - თავი გაბრიელის მხარზე ჩამოსდო და თვალები დახუჭა
-არ მეტყვი ეკა აქ რატომ არ ცხოვრობს?
-შენ მეტყვი რა გაწუხებს?
-ერთი ადამიანი ავადაა , ის ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და ვფიქრობ რა იქნება ის რომ აღარ იქნება . როგორ ფიქრობ შეიძლება საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი როგორმე გაუქრო სხვას?
-შეუძლებელია, უბრალოდ მასთან იყავი . მიდი ხელი ჩაკიდე და აგრძNობინე რომ მარტო არ არის. მამა რომ გარდაიცვალა მე ლაზარეს ხელს არ ვუშვებდი, ის ძალიან პატარა იყო ,მაგრამ მასაც სტკიოდა ის რაც მე , ისე არა როგორც მე ,რადგან ბოლომდე ვერ იგებდა რა ხდებოდა ,მაგრამ სტკიოდა და მასთან ყოფნა შვება იყო . ვიცოდი რომ ის მყავდა და მამამ მარტო არ დამტოვა
-მაგრამ ისევ გტკივა
-ეს ტკივილიც უფერულდება იცი? მერე სულ ისეთ მომენტებს იხსენებ რომელიც გაბედნიერებს, ამ მოგონებებით მას აცოცხლებ შენს წინ ჩნდება, გრძნობ მის სითბოს, თვალებს რომ ხუჭავ მოდის...იცი ბავშვობაში მეგონა რომ ძილის წინ თუ მამაზე ვიფიქრებდი მოვიდოდა, ისევ მაკოცებდა შუბლზე ძილის წინ და მერე წავიდოდა. დიდხანს მეჩვენებოდა რომ მოდიოდა, ვიღვიძებდი და ვეძებდი . იმედი მაქვს ღმერთი თავისთან არ წაიყვანს შენი მეგობრის საყვარელ ადამიანს- თვალები აემღვრა ,მაგრამ მაინც შეიკავა თავი - არ მიყვარს როცა ვტირი მამას გახსენებისას. ცრემლები მის სულს ამძიმებენ
-არ იტირო , ტირილი რომ მოგიხდეს შეიძლება შევეჩვიო და ყველაზე ნაკლებად შენ ცრემლებს ვიმსახურებ- ხელი ზურგზე ჩამოუსვა , წელზე მოხვია და თან ლოყაზე აკოცა , ყვრიმალთან ახლოს - დაიმახსოვრე ,კაცები ცრემლებს არ ვიმსახურებთ არასდროს!
-შენ რა , ჩემთვის გულის ტკენას აპირებ ? - გაიცინა და ქვემოდან მიანათა თაფლისფერები - გაგანადგურებ ხომ იცი
-არ დაუშვა რომ შენს გულში მანამ შემოვიდე სანამ არ მიხვდები რომ შეგიყვარე
-ზოგჯერ ძალიან მაშინებ , მეშინია იმ ნდობის რომელიც გამოგიცხადე
-რა კარგია ასეთი რომ ხარ, ყველა ქალი შენნაირი რომ იყოს ... მაშინ , მაშინ რთული იქნებოდა ჩვენი ცხოვრება და შეიძლება ასეთი ნაბიჭვრებიც აღარ ვყოფილიყავით - თავი უკან გადასწია . სოფიაზე ფიქრებს ვერ იშორებდა, მის განადგურებულ სახეს და ჩამქრალ თვალებს. რამდენიმე კლინიკაში გადააგზავნინა გიორგის ანალიზები სოფიოსგან მალულად, მაგრამ ყველას ერთი პასუხი ჰქონდა და აგიჟებდა ეს ამბავი, გიჟდებოდა სოფიას ტკივილის შემსუბუქებას რომ ვერ ახერხებდა.
-გაბრიელ
-გისმენ
-მალე დავასრულებთ ბავშვთასახლში რემონტს, ყველაფერი მზად იქნება და კონცერტიც უნდა გავმართოთ მალე ... სოფიოს ვერ ვუკავშირდები და როგორ ფიქრობ გადაიფიქრა?
-არ ვიცი . მის გარეშეც გამოვა...შენ უბრალოდ დაგეგმე და დანარჩენს მიხედავენ ჩემები
-მივხედავ ყველაფერს , უბრალოდ
-უბრალოდ რა
-არ ვიცი სოფიოს რომ ვუყურებ სცენაზე უცნაური შეგრძნება მაქვს სულ. ბევრი პიანისტი მინახავს, მაგრამ ის როიალთან რომ ჯდება დედოფალი ხდება ისე კი ...ისე უცნაურად მარტივია
-მარტივი?
-ხო , მარტივი უბრალო და არაფრით გამორჩეული . სრულიად სხვაგვარი წარმომედგინა
-შენც ხომ უკრავ
-თუ ღმერთი გწამს ეგ როდის იყო აღარც კი მახსოვს - გაიცინა . გაბრიელმა კი მისი ყურადღების გადატანა მოახერხა . მერე მანქანის ხმა გაიგეს ეზოდან და მარიამი წამსვე წამოდგა - ლაზარეა... - სახე გაუნათდდა და მერე გაბრიელს გახედა- გთხოვ მის გამოხტომებს ყურადღებას ნუ მიაქცევ- ლოყაზე ხმაურით აკოცა და სახლში შევიდა. შესასვლელში დახვდა ძმას , ყელზე ჩამოეკიდა და რამდენჯერმე აკოცა-პაწაწოო სად დადიხარ? მომენატრეეე
-მეც მომენატრე და მოვედი , თუმცა მარტო აშკარად არ ხარ- გაბრიელს რომ შეხედა კიბის თავში იყო და მშვიდად მიაბიჯებდა- უნდა ჩაგვესიძოს თუ რა ხდება- ჩუმად უთხრა და ყელში აკოცა
-გთხოვ
-როგორ ხარ ლაზარე?
-შესანიშნავად ვიყავი რომ მეგონა ჩემს დასთან მარტო ყოფნას შევძლებდი და ახლა მის შეყვარებულთან ერთად მომიხდება დროის გატარება
-მეც მეგონა რომ თავისუფალ დროს შეყვარებულთან გავატარებდი,მაგრამ მისი ძმა გამოჩნდა და ახლა მასთან მომიწევს მარიამის გაყოფა
-რა საყვარლები ხართ...ორივენი- მარიამი იღიმოდა და თან ლაზარეს ეკვროდა- პაწაწინაა გეყოფა
-ეჭვიანობს ...შენნაირი და რომ მყავდეს ალბათ მეც ვიეჭვიანებდი
-არ ვეჭვიანობ, მიკვირს მარიამი როგორ ვერ ხვდება რომ შენთვის ზემდეტად კარგია ... საძინებელში ავალ და მალე დავბრუნდები- მარიამს აკოცა და გაბრიელს გვერდით ჩაუარა
-წავედი... მარტოს დაგტოვებთ- ხელი მოხვია და რამდენჯერმე აკოცა- არაფერი უთხრა, მართალს ამბობს , თუმცა შენ არავინ გიმსახურებს- ტუჩებზე შეეხო , ისევ ვერაფერ იგრძნო ის რაც სჭირდებოდა
-ყოველთვის მიდიხარ და ერთად ყოფნას როდის შეეჩვევით
-გვექნება დრო ამისთვის...ახლა წავალ აშკარად სჭირდებოდი და იმიტომ მოვიდა ასე მოულოდნელად. მეც წავალ ჩემს ნებიერა ნიკუშას მოვინახულებ , მარტო დავტოვე საქმეებთან და დედაჩემთან- გაიღიმა ,შუბლზე აკოცა და შემდეგ წავიდა.
.........
საქმეზე ვერ გადაერთო, არც ნიკუშასთან ვიზიტმა უშველა. სოფიო არ ჰყავდა , სოფიო ცუდად იყო და უბრალოდ ვერ მოისვენებდა. გვიან ღამით მის სახლთან ახლოს გააჩერა მანქანა, მერე ფეხით განაგრძო გზა და ეზოში შევიდა . სახლში სიჩუმე იყო, წესით ყველა დაძინებული უნდა ყოფილიყო . მეორე სართულზე ავიდა , სოფიოს ოთახი დერეფნის ბოლოს იყო ,იმ მხარეს არავის ეძინა . ოთახში არავინ იყო, კარი მიხურა და შემდეგ გაიგო სააბაზანოდან გამოსული წყლის ხმა. ჯერ შეჩერდა, შეიძლებოდა იქ სალომე ყოფილიყო და კარის გაღება ნამდვილად არ აწყობდა, შემდეგ ფრთხილად ჩამოსწია სახელური და კუთხეში , იატაკზე მჯდომი სოფიოს დანახვისას სუნთქვა შეეკრა.
მუხლები მოხრილი ჰქონდა, თავი დახრილი და აშკარად არ იყო გონს . მთელი ოთახი ორთქლით იყო დაფარული , წყალი მის სხეულს არ ეხებოდა , კანკალებდა . ვერც გაბრიელის მიახლოება იგრძნო, ონკანი გადაკეტა და პირსახოცი მოახვია მხოლოდ შემდეგ ასწია თავი ჩამქრალი თვალებით უყურებდა , სრულიად ცარიელი მზერით თითქოს სხვა ადამიანი იყო და საერთო არაფერი ჰქონდა სოფიოსთან რომელსაც წილოსანი იცნობდა.
არაფერი უთქვამს , ხელში აიყვანა , სხეულზე მიიკრა და გაყინულ კანზე შეახო თბილი ტუჩები. სხეული გაუმშრალა, ხალათი ჩააცვა და საწოლზე დასვა
-სოფიო - მისი სახე ხელებში მოიქცია და მერე ისევ მოხვია მკლავები. არ იცოდა რა უნდა ეთქვა უბრალოდ პლედში გახვეულს ხელებს არ უშვებდა თმაზე ეფერებოდა და გაყინულ თითებზე კოცნიდა
-იცი მე ამ დღეს დავკარგე სიცოცხლე , გზის დასასრული ვნახე ახლა კი მამა მტოვებს...
გაბრიელს წარმოდგენა არ ჰქონდა რა დღე იყო , ან რა მოხდა იმ დღეს . მხოლოდ გიორგიზე ფიქრობდა
-ამერიკაში წავიყვანოთ...რამდენიმე თვე შეიძლება
-მითხრა მშვიდად მინდა მოვკვდე, ჩემს საწოლში შენი სუნით გაჟღენთილ ოთახში , ჩემს ქვეყანაში მაშინ როდესაც ღმერთი მოისურვებს ჩემს წაყვანასო და მე არ მინდა რომ მისი სურვილი შევასრულო არ მინდა რომ გავუშვა
-გახსოვს ბებომ რომ დამირეკა ? მთაში მივდიოდით , ერთი კვირა გვქონდა დაგეგმილი მან კი მე დამირეკა მთელი თავისი დიდი ოჯახიდან და მითხრა რომ მივსულიყავი. შენც იქ იყავი , ვიცი რომ მანქანაში ვერ გაჩერდი და მოხვედი . გახსოვს რა მითხრა სიკვდილის წინ?
-მარტო ვიბადებით , სრულიად შიშვლები ტყუპისცალიც რომ იყოს ჩვენს გვერდით მასაც კი ვშორდებით და ვიწყებთ ჩვენს ცხოვრებას რომელიც შეიძლება რამდენიმე საათს გაგრძელდეს, თვეს, წელს ეს წლები თავისი ცოდვებით, ტკივილით, სიკეთით, სიხარულით ჩვენი ნაწილია . ვკარგავთ ადამიანებს, ქონებას, სილამაზეს ანდაც ახალგაზრდები და ლამაზები მივდივართ აქაური ცხოვრების გზის დასასრულს ისევ სრულიად მარტონი , ვრჩებით მოგონებებში
-მანამ ვიცოცხლებთ სანამ ერთი ადამიანი მაინც გაგვიხსენებს და იქ რომ მშვიდად ვიყოთ ჩვენი ნაწილები ,ისინი ვინც ჩვენზე ფიქრობენ თავიანთ გზას უნდა აგრძელებდნენო -ჩუმად თქვა და თვალები გაახილა- მაგრამ რომ ვერ ვუძლებ ამ ჩემს ცხოვრებას?
-რადგან აქ ხარ, ჩემს გვერდით მასთან ახლოს ეს ნიშნავს რომ ძალა გაქვს ცხოვრების გაგრძელების ...შეძლებ , უნდა შეძლო და დაიჭირო ყოველი წამი , შექმნა ახალი მოგონებები
-არ მინდა რომ შევძლო, დავიღალე
ისევ ვერ დარჩა მის გვერდით. ნაბიჯების ხმა გაისმა სიჩუმეში, კიდევ იყო ვიღაც ვინც მასზე ფიქრობდა და ვერ იძინებდა. კარი ჩაკეტილი რომ დახვდა აშკარად შეეშინდა და წამსვე დააკაკუნა
-სოფ...სოფიო კარი გამიღე ნუ გამაგიჟებ თორემ მიშოს გავაღვიძებ ჩამოვიღებ ამ კარს და...სოოოფ ,გთხოვ
-გესმის მისი ხმა? ახლა შენ რომ აღარ იყო წარმოიდგინე მას რა დაემართება - მისი სახე ხელებში მოიქცია. არ უნდოდა მის ტუჩებს შეხებოდა, არ უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო მაინც იპოვნა საერთო წერტილი მის ფერმკრთალ ბაგეებთან და მერე იგრძNო ის რაც მხოლოდ სოფიას შეხებას შეეძლო , სისხლმა სწრაფად დაიწყო მოძრაობა თავისი კვალი დაუტოვა და აივნიდან გადაძვრა
სალომე კი კარს იყო მიყრდნობილი, უკვე ცრემლებმორეული და ხელისგულებით ეხებოდა ხის ზედაპირს. კარი გააღო და წამსვე იგრძნო მისი ძალა , თავს რომ დაატყდა, მკლავები მაგრად მოხვია და ძალაგამოცლილმა ენერგია გაუზიარა. შეიძლება იყო ცუდად, ნაწილებად იშლებოდე და სხვას უზიარებდე ენერგიას? შეიძლება გეშინოდეს, სული გიკვდებოდეს და სხვას ძალას აძლევდე? ყველაფერი შეიძლება როდესაც გრძნობებთან მივდივართ, როდესაც სულს ვეხებით არაფერია შეუძლებელი აი ასე მიდიხარ, ეხვევი ენერგიას მას აძლევ და შემდეგ უკან იბრუნებ
-საშინელი ხარ და ვერ გიტან... ხომ იცი
-ეგოისტი ვარ და არ უნდა გიყვარდე ... შენ არა
-კარი როგორ ჩაკეტე , ხომ იცოდი რაც დამემართებოდა
-მეგონა მიშოსთან იყავი
-ვიყავი , მაგრამ ვერ დავიძინე ახლა უკვე
-ექვსი წელი გავიდა ... ისევ მტკივა ჭრილობა რომელიც ექვსი წლის წინ შეხორცდა . მაშინ ერთი იყო ახლა კი უამრავია ... ყველგანაა . მთელს სხეულში და მანამ არ დასრულდება სანამ მთლიანად არ დამასახიჩრებს- იატაკზე დაჯდა კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა
-ძალიან მარტივია სიკვდილი , სიცოცხლეა რთული და მე ვიცი ,რომ ... ის აქ იყო ხომ?- თვალები ამღვრეული ჰქონდა, ბურთი ყელში ებჯინებოდა და ხმა უწყდებოდა. თვალები რომ დახუჭა საუბრის გაგრძელება უნდოდა სურნელი რომ იგრძნო -აქ იყო და კარიც იმიტომ გქონდა ჩაკეტილი
-აქ იყო , ტუჩებზე მის სითბოს ვგრძნობ ისევ ...მის სურნელს ვსუნთქავ . აქ იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა რომ ჩვენს არდაბადებულ შვილს ვგლოვობდი . ყველაფერს დავთმობდი მისი სურნელი მაინც რომ მეგრძნო , რომ მენახა როგორი იქნებოდა
-უნდა იცოდეს მისი გამოჩენის შემდეგ რომ დაიწყე განადგურება , უნდა იცოდეს რომ მისი ბრალიცაა როდესაც ცდილობს ტკივილი შეგიმსუბუქოს
-არ უნდა იცოდეს, მისი ტკივილი ჩემს ტკივილს ვერ გააქრობს , გააძლიერებს
…….
………………
წილოსანი იმ ღამის შემდეგ ვეღარ ნახა . აღარ იყო არც დრო და არც საშუალება.
წილოსანი საკუთარ თავს ებრძოდა ცხოვრებაში პირველად რაღაც სხვასაც გრძNობდა ისეთს მის ტვინს და მიღებულ გადაწყვეტილებას რომ ეწინააღმდეგებოდა . არ უნდოდა ცვლილებები, არ უნდოდა გზიდან გადახვევა ამიტომ მოქმედებაზე გადავიდა.
მშობლებთან ვახშამზე მივიდა , ნიკოლოზი მის გვერდით იჯდა და ისიც ელოდა განცხადებას რომ დროულად გაცლოდა იმ სახლს
-მარიამს ცოლობას ვთხოვ სულ მალე და მინდა ქორწილისთვის მზად იყოთ. ოფიციალური ნიშნობით თარიღს შევუთანხმებ და როგორც წესია ისე ვთხოვთ ეკას მის ხელს
-შესანიშნავი ამბავია... მგონი ასეთი სწორი გადაწყვეტილება მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიგიღია შვილო - მიხეილი აღფრთოვანდა და არც დაუფარავს ემოციები.
-ასე მალე ? მეგონა არჩევნების შემდეგ იქორწინებდით
-ნიშნობა იქნება და ქორწილს მერის სტატუსით გადავიხდი ან მანამდე
-მე საერთოდ არ მომწონს ეს აზრი- თამარმა განაცხადა და შვილს მზერა გაუსწორა- გიყვარს? -რას ეკითხები, მარიამს არ იცნობ?
-შენზე სიმპათიურები, ჭკვიანები და ერთგულები მეფიებოდნენ სიყვარულს და თუ იდეალურობის მიხედვით დავქორწინდებოდი შენ თითსაც ვერ დამაკარებდი ვერასდროს !- წამსვე მიუბრუნდა ქმარს და წარბებაზიდულმა მიახალა სათქმელი- რადგან იდეალურია არ ნიშნავს რომ ავტომატურად გიყვარს თორემ მაშინ ნიკუშასაც ეყვარება, პეტრესაც, პოლიკარპესაც , მთელს ამის საძმაკაცოს და ყველას ვინც გაიცნობს
-და თქვენ რომ გიყვარდათ ერთმანეთი რა მიიღეთ
-შენ მიგიღეთ სხვათაშორის და 36 წლიანი თანაცხოვრება
-და თანაცხოვრებიდან მეათე წელს როდესაც თქვენმა სიყვარულმა საზღვრებს გადააჭარბა საყვარელმა მამამ „გრძნობები“ დედასაც „შეაფრქვია“ და მეც მიმიღეთ . ასე არ არის დეიდა თამარ?- ნიკოლოზი ჩაერთო სრული სიმშვიდით და ქალს მთელი გამომეტყველება შეეცვალა
-როგორც ნიკოლოზმა აღნიშნა , სიყვარული სულაც არ ნიშნავს მშვიდ და სრულყოფილ ოჯახს. დედა , გთხოვ მარიამი ისე მიიღე როგორც მას შეეფერება თორემ შენც არ გაპატიებ მისი ნერვის შეტოკებას. ვინაიდან და რადგანაც მისთვის ისიც საკმარისია რომ ჩემი ცოლი ხდება . ახლა კი დაგტოვებთ, უნდა მოვიფიქრო ჩემს ღვთაებრივ ქალბატონს როგორი ხელისთხოვნა შეეფერება და ეამება- ღვინის ჭიქა მაღლა ასწია- გაგვიმარჯოს - ბოლომდე დაცალა და შემდეგ წავიდა .
ნიკოლოზიც უკან გაჰყვა , მალევე დაეწია და გვერდით ამოუდგა
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ რომ გარისკვად ღირს
-შენი ქალი უნდა გახდეს საკუთარ თავში უნდ აიყო დარწმუნებული რისკის მართებულობაში კი არა...იფიქრე მაინც იქნებ თავისუფლება სჯობდეს ყველაფერს ნუ დაიმატებ ახალ ცოდვას , ნუ დაუმახინჯებ იმ გოგოს ცხოვრებას. ერთადერთი რაც ვიცი ისაა რომ წილოსნების კაცები სახიფათონი ხართ
ნიკოლოზმა დატოვა , ფიქრისთვისაც ჰქონდა დრო ,მაგრამ მაინც აღმოჩნდა მარიამის სახლში . გვიანი იყო მის ოთახში რომ შევიდა . ფანჯარასთან სავარძელში იჯდა წიგნით ხელში და მთელი გატცებით კითხულობდა . გაბრიელი კარში დარჩა, იდგა და უყურებდა სანამ მარიამმა არ გადადო წიგნი და მზერა არ გაუსწორა
-დაუპატიჟებლად სტუმრობა სისხლში გაქვს წილოსანო
-სისხლში მაქვს სიჯიუტე , თავდაჯერილობა და ცოტა სიგიჟე - მისკენ დაიძრა , მალევე მიუახლოვდა და ხელი წელზე შეუცურა- შენ რა გაქვს სისხლში?
-შენ რომ ასე მიყურებ და მიახლოვდები სისხლის მოძრაობას ვგრNძობ მხოლოდ .მისი ბიოქიმია და გენეტიკა არ ვიცი- მკლავები მოხვია და ყბაზე აკოცა. მერე ცხვირის წვერი კანზე შეახო და გაიღიმა- რამ აგაფორიაქა გაბრიელ ?
-ვფიქრობდი როგორი ხელისთხოვნა იყო შესაფერისი ერთი ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და საოცარი ქალისთვის
-ნუთუ- აშკარად დაიბნა , არ ელოდა
-ბევრი ვიფიქრე
-ძალიან?
-საკმაოდ
-მაინც რას ფიქრობდი
-ვიფიქრე მისი ასაკის გოგონებს ბანალურობები უყვართ ბევრი ვარდებით, სანთლებით და ბეჭდით. ან კიდევ ფურცლებით სადაც ეწერებოდა რაღაც ფრაზები ... მოკლედ მივხვდი რომ ბანალურობა არ მოეწონებოდა და უარს მეტყოდა გაბრაზებული. ის კი რომ ბრაზდება მაშინებს
-სწორია , ნამდვილად უარს გეტყოდათ და შემდეგ დიდხანს მოგიწევდათ ლოდინი ახალი შანსის მისაღებად
-მერე ვიფიქრე რომ სადმე მშვიდ ,ლამაზ ადგილას წავიყვანდი დაველაპარაკებოდი და
-მაგრამ მიხვდი რომ რომანტიკულ ფრაზებს თუ მოფიქირებდი,მოამზადებდი და ეტყოდი მიხვდებოდა რომ თამაშობდი და მაინც უარს გეტყოდა
-ზუსტად, ეგრე ვიფიქრე...საიდან მიხდვი
-ქალური ინტუიცია- გაეღიმა
-კიდევ ვიფიქრე
-საერთოდ ხომ არ დავანებო თავიო?
-ეგეც
-რას ამბობ- საყვარლად შეიცხადა და ტუჩებზე ხელი აიფარა- გულს მტკენ
-აი ზუსტად ეგ ვიფიქრე, ქალს ვთხოვ ხელს რომლის გულთან არაფერი მაქვს საერთო-თქო და თუ ღირს ასეთი ქალის ცოლად შერთვა მისი დატანჯვა რომ გამომივიდეს მერე რა იქნება-თქო
-მერე ?
-მერე მასთან საუბარი გადავწყვიტე რადგანაც ეს გადაწყვეტილება ორივე მხრიდან უნდა იყოს გააზრებული
-და მაინც?
-მაინც მგონია რომ ეს ქალი მჭირდება და ვეცდები თავს მშვიდად გრძნობდეს ჩემს გვერდით
-მხოლოდ მშვიდად?
-დაცულად, თავისუფლად და კიდევ როგორც მოუნდება ისე
-და თუ ბატონობა უნდა?
-გონიერი ბატონის ქვეშევრდომობა უფრო სასიამოვნოა ზოგჯერ
-რატომ არ მჯერა შენი... ალბათ იმიტომ რომ შენ ხარ ყველაზე დაფარული სულის მქონე კაცი რომელიც კაცმა არ იცის როდის იქნება ბატონი, როდის მონა, როდის კეთილი როდის ბოროტი, როდის უმოწყალო და როდის მოწყალე ...არც ის ვიცი საერთოდ რატომ ვარ შენს გვერდით. არც ის ვიცი რატომ მომწონს ასე ძალიან გაბრიელ წილოსანის ცოლის სტატუსი ...სტატუსი რომელიც შეიძლება სტატუსად დარჩეს
-ისევ არ ვიცი რა მინდა რომ გითხრა...რა უნდა გითხრა , ერთია რა შემიძლია ,მაგრამ რა არ მინდა...ამიტომ მარიამ მზად ხარ გახდე წილოსანი თუ ეს ბეჭედი ისევ შევინახო და დაველოდო დღეს როდესაც მივხვდებით რომ დროა- ბეჭდის ყუთი გახსნა ,მის წინ იდგა და უყურებდა
-რატომ უნდა გადავდოთ მერე როდესაც შეგვიძლია ახლა - ჩუმად თქვა რამდენიმე წუთის შემდეგ და მარჯვენა ხელი გაუწოდა
რამდენიმე წამში მის არათითს ნიშნობის ბეჭედი ამშვენებდა ,მაგრამ თავს ვერ გრძნობდა ემოციების ზღვარზე უბრალოდ იცოდა რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო და ბოლოს რაღაც მიზანს შეასრულებდა.
.............
გაბრიელის ნომერი რომ დაინახა გიორგისთან იყო ოთახში . რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხა მარტო დარჩენა და მაშინვე დაურეკა
-როგორ ხარ
-უკეთ , შენ ?
-ძველებურადაა ყველაფერი
-მარიამის ფოტოები ვნახე ...ლამაზი ბეჭედი აგირჩევია
-უბრალოდ მივედი , ვისაუბრეთ და დამთანხმდა
-ოფიციალური ნიშნობა როდის იქნება... ჯერ არაფერს ამბობს უბრალოდ მის ბეჭედზე დაიწყეს საუბარი
-კარგად გამოდის ხალხის დაინტერესება
-გადაიღალე?- მისი ხმა უცნაურად ჟღერდა და ინსტიქტურად ჰკითხა
-მოსაწყენია ეს აურზაური ... საცოდავი კონკურენტები და სულელური თამაშები
-მალე დასრულდება გზის ეს ნაწილი და დაიწყება ახალი
-დღეს კონცერტია , მოხვალ? არ ვიცი როგორ ,მაგრამ მარიამმა გაიგო რომ მამაშენია ცუდად და გადაწყვიტა რომ აღარ უნდა დაერეკა
-ალბათ ვერ მოვალ
-არ იფიქრო ამაზე, თავს ნუ გადაიღლი
-დიდი ხანია არ დამიკრავს
-დაუკარი . დარწმუნებული ვარ გიორგის სულს დაუმშვიდებ
მობილური გადადო და როიალს შეხედა , მტვერი დასდებოდა კლავიშებს რაც მანამ არასდროს მომხდარა. კვირაზე მეტი იყო გასული მას შემდეგ რაც არ დაუკრავს. არეული თმა შეიკრა და სკამზე დაჯდა. თვალები დახუჭა, თითები ფრთხილად შეახო კლავიშებს და შემდეგ მათი ნაწილი გახდა. დრო გააჩერა, სივრცეში დაიკარგა თვალები რომ გაახილა სრულიად სხვა შეგრძნება ჰქონდა უხილავი ძალა რომელიც ამოძრავებდა
-მა- საძინებელში რომ შევიდა გიორგი ფანჯრიდან იყურებოდა. მის გვერდით დაჯდა და თავი მხარზე დაადო
-გახსოვს ბებომ პირველად რომ დაგსვა პიანინოსთან ...მე მახსოვს . ჩვენი ჩხუბის ხმა გადაფარე შენი პაწაწინა თითებით
-დედას არ უნდოდა რომ დამეკრა...ხმაური მაგიჟებსო ამბობდა . რა კარგია რომ ბებომ მაინც მასწავლა არა?
-ძალიან კარგია ,თორემ ახლა იქნებოდი ეკონომისტი ან მასწავლებელი სულ გადაღლილი და ერთფეროვანი - თითები თმაში შეუცურა და შუბლზე აკოცა- ადრე უფრო ხვეული თმა გქონდა
-ხშირად ვისწორებ და შეიცვალა ,მაგრამ მაინც ხვეულია
-მიყვარს მე შენი კულულები, როიალთან რომ ჯდები ასე არეული თმით და სხვა ადამიანი ხდები , მიყვარს შენი სახე და სიმშვიდე დაკვრის დროს რომ გაქვს . იცი ახლა , ასე შორს ვიყავი და ვგრძნობდი როგორ კარგად იყავი იქ , როიალთან. დამპირდი რომ ყოველთვის დაუკრავ, ნებისმიერ დროს როცა მოგინდება უბრალოდ მიხვალ და დაუკრავ
-ისედაც სულ ამას ვაკეთებ
-დიდი ხანია არ დაგიკრავს და ვხედავდი როგორ დამძიმდი, ახლა კი სულ სხვანაირი ხარ
-მაა ... მიყვარხარ
-პირველად რომ დამიძახე მამა მაშინ მივხვდი შენ იყავი ჩემ ცხოვრებაში სინათლის სხივი . სულ ერთი სიტყვაა, ერთი პატარა სიტყვა და რამხელა ბედნიერებაა როცა მამა ხარ
-ბედნიერებაა შენ რომ ხარ ჩემი მამა ...
-შენი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა ჩემზე კარგი კაცი რომ ყოფილიყო მამაშენი ,მაგრამ მე შენს თავს ვერავის დავუთმობდი . არ შემეძლო
-კარგია რომ არ დამთმე...სხვისი ცხოვრება არ მინდა ყველა ტკივილის მიუხედავად
იმ წამს გადაწყვიტა რომ უნდა წასულიყო. მიშო როგორც კი მივიდა მაშინვე მომზადება დაიწყო და მალევე გავიდა სახლიდან.

წვეულებაზე შესვლის წამიდან მიიქცია ყურადღება. უკვე გვიანიც კი იყო , მაგრამ მაინც მშვიდად მიაბიჯებდა. სადღაც შორს ხედავდა მარიამსა და გაბრიელს . პირდაპირ მათკენ დაიძრა, მაკალათია გაკვირვებული უყურებდა
-სოფიო
-გილოცავ მარიამ ამ შესანიშნავი საქმის წამოწყებას- აკოცა და უკან მდგომ გაბრიელს მზერა გაუსწორა. მონატრებამ დაუარა მთელს სხეულში
-გმადლობ...გავიგე რომ პრობლემები გქონდა და ვერ გავბედე შენი შეწუხება
-პირობას ყოველთვის ვასრულებ...აუცილებლად დავუკრავ
-იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და შენი პრობლემა მალე მოგვარდება
-გმადლობ
-სოფიოო, მიხარია შენი დანახვა- გაბრიელიც მივიდა ხელზე აკოცა და გაუღიმა
-გაბრიელ ... მგონი დროა როიალთან გადავინაცვლო
-გთხოვთ - ხელი გაშალა და დაელოდა.
უყურებდა როგორ მიაბიჯებდა როიალისკენ, ეს უბრალოდ ქალი ამ დროს ქალღმერთი იყო ყველასთვის და არ არსებობდა დაბრკოლება რომელიც კლავიშებს დააშორებდა.
იჯდა, უკრავდა და სუნთქვას უჩერებდა ირგვლივ მყოფებს. გაბრიელი მარიამს უყურებდა, მისი მუსკის ხმა ესმოდა და ხვდებოდა რომ მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა იყო.
დაუკრა, რამდენიმე სტუმარს შეხვდა მოკლე განცხადებაც გააკეთა და შემდეგ შენობა დატოვა. მშვიდად მიაბიჯებდა მანქანების სადგომისკენ , გრილოდა გარეთ ,ღრმად ჩაისუნთქა და შეჩერდა
-მომენატრე
-მოხვალ ? - ახლოს იყო და თან ძალიან შორს , იმდენად შორს რომ მასთან შეხება აღარ შეეძლო
-გელოდებიან გაბრიელ
გვერდით შეაბრუნა თავი, მისკენ არ გაუხედავს ისე განაგრძო გზა სახლისაკენ...
..........
დღეები ისევ ისე დაუკითხავად მიდიოდნენ, იკარგებოდნენ, წარსულში რჩებოდნენ და კვალს ტოვებდნენ
იმ ღამით ვერ მოისვენა. მიშოც მასთან იყო არ საუბრობდნენ , მაგრამ სოფიოს მარტო დატოვება არ უნდოდა გიორგი იმდენად ცუდად იყო. გამაყუჩებლები აღარ მოქმედებდა თავს ვეღარ ერეოდა ტკივილი იმდენად ძლიერი იყო . სოფიო მის გვერდით იჯდა, მისი თავი მუხლებზე ედო და ეფერებოდა
_ შენთან ვარ მა , ყველაფერი გაივლის ... ყველაფერი გაივლის _ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. დაცვარულ შუბლზე ხელი გადაუსვა და იგრძნო როგორ მოუჭირა თითები მაჯაზე მერე ხელისგულზე აკოცა
_მარტო შენს გამო ღირდა სიცოცხლე _ ჩუმად თქვა და მერე სახეარეულ მიშოს შეხედა _ თავს მიხედე და ყოველი დღით დატკბი . არ დაუშვა რომ მეორედ მოხვდე იმ ჯოჯოხეთში ... _ ერთი ხელი ბიჭის მტევანზე ჰქონდა ჩაკიდებული მეორე სოფიოს თითებზე . მერე ქვემოდან ახედა სოფიოს და თავისი ცისფერები მშვიდად დახუჭა. სახეზე ღიმილი მოეფინა და ბოლოჯერ ამოისუნთქა
_მა ... მამიკო , მა არ დაიძინო რა მამა გთხოვ , გთხოვ მა _ ჩუმად ეძახდა, სახეზე ეფერებოდა და ტიროდა . ყველაფერი ისევ შავმა შთანთქა, ჯერ მხოლოდ მიშო იყო მერე სუნთქვააჩქარებული სალომე გამოჩნდა რომელიც მასთან ერთად ტიროდა მერე ოთახიდან გაიყვანეს და გიორგის ვეღარ ეხებოდა.
კიდევ ერთი ჭრილობა გაჩნდა, ჭრილობა რომლის კვალიც არასდროს გაქრებოდა.
საღამომდე სახლში ყველაფერი შეიცვალა. მერე სკამზე იჯდა უჩვეულოდ ცივ ოთახში და ხედავდა სრულიად უცხო ადამიანებს რომლებიც მოდიოდნენ ყოველ დღე და მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მოდიოდნენ, მხარზე ხელს ადებდნენ და მერე მიშოსთან მიდიოდნენ. მიშო აგვარებდა ყველაფერს , მაგრამ თავადაც აღარ ჰქონდა ძალა.
საძინებელში მარტო იწვა , თავი უსკდებოდა, ტირილისგან დასიებული თვალები სტკიოდა და სული ეწვოდა. მოკეცილი იწვა სახლში სადაც სიჩუმე გამეფებულიყო მალე ალბათ გათენდებოდა კიდევ ერთი დღე დაიწყებოდა გიორგის გარეშე . ფანჯარას უყურებდა და სადღაც შორს იყურებოდა ნაცნობი სითბო რომ იგრძნო
_სოფ _თითები თმაზე შეახო და მერე ცრემლიან ლოყაზე აკოცა. იქ არ ელოდა, არც უფიქრია რომ მივიდოდა სხეული ძლივს დაიმორჩილა მისკენ რომ შებრუნებულიყო . თავი მკერდზე მიადო , ქვემოდან უყურებდა , თითები ლოყაზე შეახო
_სამუდამოდ დავკარგე და ვერაფერი გავაკეთე , რატომ ვარ ასეთი უძლური
_შენ არაფერი შეგეძლო იმაზე მეტი რაც გააკეთე, ცხოვრების აზრი იყავი მისთვის , იბრძოდა რომ შენთან გაეტარებინა დარჩენილი დრო და სიმშვიდე აჩუქე მის სულს _ზემოდან უყურებდა, თითებით ნაზად შეუმშრალა ცრემლები და მერე ტუჩებზე შეეხო _დარწმუნებული ვარ შენით ამაყობდა _თითები მის წელზე გადაიტანა და ტუჩები დაუკოცნა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, მონატრებამ სძლია იქ არ უნდა ყოფილიყო , მის მკლავებში და მისი კოცნის უფლებაც არ ჰქონდა , მაგრამ მაინც იქ იყო ღალატობდა მაკალათიას და საერთოდ არ აწუხებდა სინდისის ქენჯნა.
გათენდა ის კი ისევ ისე იჯდა , სოფიო მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და ცრემლებს უმშრალებდა .
_უნდა წახვიდე ხომ იცი რაც მოხდება აქ რომ დაგინახონ
_წავალ, ოღონდ დამპირდი რომ ძალას მოიკრებ _თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა
_ხომ იცი ახლა რაც მინდა ყველაზე მეტად
_მითხარი რა გინდა , უბრალოდ მითხარი _ ხელის გაშვებას ვერ ბედავდა ეგონა რომ მაშინვე წაიქცეოდა
_მინდა რომ თვალები დავხუჭო და მასთან წავიდე ... შეძლებ?
_ეგ აღარ თქვა , აღარასდროს
_შენი წასვლის დროა გაბრიელ _ისევ დაწვა, ზურგი აქცია და რაღაც წერტილს გაუსწორა მზერა.
შემდეგ სალომე შევიდა , საჭმელი შეუტანა ისევ მის გვერდით დაწვა, უყურებდა და არაფერს ამბობდა
_გარეთ ისევ ხალხია?
_ხო ...
_მიშო იქ არის?
_კი
_მას წაუღე ის საჭმელი , მე არ მინდა . არც იქ ჯდომა შემიძლია , არ შემიძლია იმ ხის კედლების ყურება რომელიც მამაჩემის სხეულს ფარავს . იქ სულ მარტოა
_სოფ
_რა მოხდა _ ისეთი მზერა ჰქონდა მაშინვე მიხვდა რომ რაღაცის თქმას ვერ ბედავდა
_ინფორმაცია გავრცელდა , მიშო ცდილობდა , მაგრამ ვირუსივით გავრცელდა. ყველა საუბრობს გიორგის გარდაცვალებაზე და შენზე
_ამის გამო არ იქნები ასე ... მთავარი ამბავი მითხარი . ამაზე მეტად რამ უნდა მატკინოს_დაჯდა და სახეზე ხელები ჩამოისვა. პირი უშრებოდა, წყლის ჭიქა აიღო და რამდენიმე ყლუპი მოსვა
_სულ ცოტას გაჭმევ რა... გთხოვ , მეც შევჭამ შენთან ერთად
_ნუ მექცევი ასე ... ნუ შიმშილობ ჩემთან ერთად
_თუ არ შეჭამ ლუკმასაც არ შევჭამ ხომ იცი
_სალომე გთხოვ
_სულ რამდენიმე ლუკმა და გეფიცები წავალ _ ლანგარი მუხლებზე დაიდო და თავად აჭმევდა
საკუთარი წარსული ახსენდებოდა ...8 წლის იყო სოფიო რომ გაიცნო მშობლებმა მოისურვეს რომ დაკვრა ესწავლა და უკვე მეორე წელი იყო ვერაფერს იგებდა . ერთ დღეს პედაგოგმა დატუქსა, გამოლანძღა და არ იცოდა სახლში როგორ წასულიყო იცოდა დედას დაურეკავდნენ მას კი არ უნდოდა მშობლებთან ოროსანი ბავშვის სახელით მისვლა. ეზოში იჯდა და ტიროდა ვიღაც რომ მიუახლოვდა ,თავი ააწევინა და თავისი ცისფერი თვალები მიანათა. სოფიო იყო პირველი ვინაც ცრემლები შეუმშრალა, განწყობა გამოუკეთა თანაც ისე რომ თითქოს არც ამშვიდებდა. ძალიან ბევრი ნაცნობი ჰყავდა მაშინაც, მაგრამ სოფიოს არავინ ჰგავდა. ოთხი წლით იყო მასზე პატარა, მაგრამ მაინც კარგად უგებდა, როგორც კი დაინახავდა მაშინვე მისკენ გარბოდა. უყვარდა მისი მოსმენა, სოფიოს გულში მალევე შეაღწია და ასე ნელ-ნელა გახდნენ საუკეთესო მეგობრები. ერთად იყვნენ ყოველი გაჭირვების დროს, მაშინ როდესაც ყველგან არეულობა იყო გიორგი წავიდა, ნინოსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა სოფიოს . სალომემ ყველაფერი იცოდა , ყოველთვის ყველაფერს უყვებოდა სოფიო. ყველაზე მძიმე ეტაპი სალომეს ცხოვრებაში მისი უფროსი ძმის ავადმყოფობა იყო . უეცრად აღმოჩენილი ლეიკემია და მთლიანად ამოტრიალებული ცხოვრება . აღარავინ დარჩა , არავის ჰქონდა მისთვის დრო ის კი შორიდან უყურებდა საყვარელი ადამიანების ტკივილს და სული ეწვოდა
-პატარავ სახლში არ მიდიხარ?- სკოლის ეზოში მჯდომს მიუახლოვდა და ტოსტი მიაწოდა
-არ მინდა
-მეც არ მინდა, ხომ არ გადავაგდებთ. ჭამე და მერე სადმე წავიდეთ
-წუხელ ცუდად გახდა, დედა ტიროდა, მამა ყვიროდა სასწრაფოს იძახებდნენ. სულ სისხლიანი იყო ყველაფერი ...შემეშინდა . გავიქეცი, დავეცი ,მაგრამ არავინ მოსულა ჩემთან - ცრემლები წამოუვიდა და სახე ხელებში ჩამალა- ეგოისტი ვარ ხომ? ჩემი ძმა საავადმყოფოშია და მე საკუთარ თავზე ვფიქრობ
-ასე არ არის ,პატარავ შენ მასზე ზრუნავ . უკვე ერთი წელი გავიდა
-ის კი უფრო რთულადაა... მეშინია სოფ
-კარგად იქნება
-სახლს ყიდიან... გუშინ მყიდველი იყო მოსული. ჩემს ოთახში შემოვიდა და ყველაფერი დაათვალიერა . მალე გადავალთ ალბათ , ჩემს ძმას ჩემს ზურგისტვინს გადაუნერგავენ კარგად იქნება ხო?
-კარგად იქნება
სოფიო ამშვიდებდა დიდხანს, ძალიან დიდხანს ,მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი მორჩა. სალომეს ზურგისტვინი გადაუნერგეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ტკიოდა, პატარა იყო და იტანდა იმ ტკივილებს ოპერაციის დროს რომ გადაიტანა ოღონდ მისი ძმა ყოფილიყო კარგად, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ . ერთ დილას ოთახში შესულს იოანეს ცივი სხეული დახვდა და იმ დღეს სალომე გზის დასასრულს უახლოვდებოდა , სოფიო რომ არა მთელი მისი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა.
არცერთი წამით არ დაუტოვებია, სულ მასთან იყო . ჭამას აიძულებდა, მერე გარეთ გაჰყავდა. რომ ემეცადინა და სკოლაში წასულიყო ათას რამეს იგონებდა. სალომეს მშობლებზეც კი ზრუნავდა მაშინ როდესაც სახლში უამრავი პრობლემა ჰქონდა მაინც მეგობრის გვერდით იყო. სალომეს არასდროს ავიწყდებოდა ის დღეები , რამდენად ბედნიერსაც არ უნდა ეცხოვრა იოანეს საფლავთან მისული ისევ წყვდიადში ეფლობოდა ,ტკივილი შთანთქავდა მის სულს ,მაგრამ მაინც აგრძელებდა ცხოვრებას .
-დავიღალე ...მინდა რომ მეც ჩემს იოსთან წავიდე
-მხოლოდ იმიტომ რომ დაიღალე, მოგბეზრდა და გტკივა ყველაფერი უნდა დაასრულო? სრულიად ჯანმრთელი ხარ, ღმერთმა გადაწყვიტა რომ შენ უნდა იცხოვრო ხომ? იო თავისთან უნდოდა ჰყოლოდა შენ კი აქ დაგტოვა ,მშობლებთან. გინდა რომ ისინიც დატოვო , სრულიად გაანადგურო და მე? მე რას მიპირებ ... გინდა მარტო ვიყო და დავიტანჯო ხომ ? მაშინ მოიკალი თავი და მეც წამოვალ. ოღონდ მაჯების გადასერვა არ მინდა. ჩემს ხელებს ვერ შევეხები
-შენ არ გესმის...მტკივა, ვეღარ ვუძლებ
-ისინი როგორ უძლებენ...შენ გამო უძლებენ. ყველა რაღაც მიზეზის გამო აგრძელებს ცხოვრებას და
-ის ანგელოზი იყო...რატომ წაიყვანა ღმერთმა ის და რატომ დამტოვა მე
-შენ გვჭირდები და იმიტომ, შენ იქ ვერ გაგიძლებდა ალბათ და იმიტომ . შენ აქ მეტი რამის გაკეთება შეგიძლია შენი ტვინით რომელიც ახლა გათიშული გაქვს და იმიტომ . მშია და იქნებ ჭამო რამე თორემ მალე გონებას დავკარგავ
-არ ჭამე?
-ხომ გითხარი თუ არ შეჭამ მეც არ შევჭამ-თქო
-სულელი ხარ შენ
-ხო, შენც
წლების შემდეგ იჯდა და იგივეს უმეორებდა, სოფიოსაც გაახსენდა ამ წინადადებით ყველაფერი . მისკენ მიიწია თავი მუხლებზე დაადო და მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა. დიდხანს იყვნენ ასე , ორი ლუკმა საჭმელიც ჭამა და ტირილიც შეწყვიტა.
-ნეტავ იქ ერთმანეთს ნახავენ?
-ნახავენ და გიორგი ბიძია ეტყვის რომ კარგი გოგო ვარ . შეაშურებს შენ ვერ ესწრები სოფიოს კონცერტებსო მე კი ვუყურე და ყველამ გაიგო მისი მამა რომ ვარო - თმაზე ეფერებოდა, იღიმოდა და თან ცრემლებით ეფარებოდა სახე
-მეშინია რომ დამავიწყდება ...ერთ დღეს გავიღვიძებ და დამავიწყდება
-შეიძლება გაუფერულდეს. რაღაცები აღარ გახსოვდეს, მაგრამ არასდროს დაგავიწყდება
-შენ გახსოვს?
-ბოლო ამოსუნთქვამდე მემახსოვრება...
................
დერეფანში მიაბიჯებდა შავებში ჩაცმული , ცოტაც და ეზოში გავიდოდა ზღურბლზე მდგომი ნონო რომ დაინახა და წონასწორობა დაკარგა. ქალს თავზე შავი თავსაბურავი მოეხვია და ტიროდა
_დეე ... ჩემო გოგოო
_არ შემეხო_ ისეთი ხმა ჰქონდა მთელი სახლი მოიარა _არ გაბედო და ნაბიჯი აღარ გადმოდგა _ თავიდან შავი ნაჭერი მოაშორა და იატაკზე დააგდო_ შენი ქმარი ცოცხალია , შენ მამა დიდი ხნის წინ დაკარგე და იქ ასვლის უფლებას არ მოგცემ. მამასთან მიახლოების უფლება არ გაქვს , შენ მას ბოლო მოუღე
_რას ამბობ სოფო ... შენ როგორ შეგიძლია
_ნუ ტირი , ნუ ტირი დედა შენ ის არ გიყვარდა. არასდროს გიყვარდა შენ მისგან მხოლოდ ფული და ძალაუფლება გინდოდა. შენ სტატუსი მოგწონდა და მისთვის ძირის გამოთხრა . აქედან წადი თორემ ძალის გამოყენებით გაგაგდებენ _ზურგი აქცია და სასწრაფოდ შებრუნდა უკან. მთელი სხეული უთრთოდა , თვალები ეწვოდა და თავის შეკავება უჭირდა სანამ მარტო არ დარჩა .
ინფორმაცია გავრცელდა და მას შემდეგ უამრავი ვინმე მიდიოდა პანაშვიდებზე , თითქოს გული ძალიან შესტკიოდათ . თანაც ერიდებოდნენ ზედმეტი კომანტარების გაკეთებას, სოფიოს ტირილიც აღარ შეეძლო უკვე თავს იკავებდა ფარისეველთა ჯგუფების წინ და მხოლოდ ღამით იცლებოდა ემოციებისგან.
დაკრძალვის დღეს ყველაფერს ბუნდოვნად აღიქვამდა. სალომე და მიშო იყვნენ მის გვერდით. საფლავებს შორის მიაბიჯებდნენ და წონასწორობას კარგავდა. ხმა ესმოდა , ხედავდა როგორ ეშვებოდა ხის სასახლე მიწის სიღრმეში და თვალები ებინდებოდა. ყველგან შავებში ჩაცმული კაცები იყვნენ, უცხო ადამიანები და გიორგი იქ , მარტო სრულიად მარტო . მაღლა ცას უყურებდა, სივრცე ნელ_ნელა პატარავდებოდა თითქოს შთანთქავდა ყველაფერს , თვალთ დაუბნელდა , წონასწორობა დაერღვა და ის იყო უნდა ჩაკეცილიყო მუცელზე ხელი რომ მოეხვია და მთელი სხეულით აეკრო წილოსანის სხეულს
_გონება არ დაკარგო , ძალა მოიკრიბე _ მისი ხმა ესმოდა ყურთან ძალიან ახლოს . თითებზე უჭერდა და საყრდენის როლს ასრულებდა მისი ძალაგამოცლილი სხეულისთვის-გაუძელი,ვიცი რომ შეგიძლია
მერე ისე გაქრა თითქოს იქ არც ყოფილა, სალომეს შეხებას გრძნობდა მიდიოდა და უყურებდა სადღაც შორს მიმავალ შავებში გამოწყობილ ბიჭს რომელშიც ვერავინ ამოიცნობდა წილოსანს.
სახლში რომ შევიდა ყველაფერი ცარიელი იყო , დადიოდა ოთახებს სორის და მაინც არაფერს ჰქონდა ძველებური ფერი. იქაურობა გიორგის გარეშე ცარიელი იყო.
მიშოს და სალომეს უთხრა რომ მარტო უნდოდა ყოფნა და საძინებელში შეიკეტა, მაგრამ დიდხანს მაინც არ დატოვეს მარტო . სალომე შევიდა და გვერდით
_ხომ გითხარი დაისვენეთქო
_ვისვენებ... შენს საწოლში
_მიშო?
_წავიდა...რესტორანში იმ ხალხთან
_ხოო
_ის ბიჭი ვინ იყო , შავ ტყავის ქურთუკსა და სათვალეში , თავზე ქუდი ეხურა ... მე მიშოს ველაპარაკებოდი რომ დაგიჭირა. დავინახე როგორ მოგხვია ხელი და რაღაც გითხრა
_ის იყო
_გაბრიელი?
_ხო ... გაიგო და მოვიდა
_ხუთი წუთით მოვიდა , ვიზიარებო გითხრა და წავიდა ... ხო , რამხელა ნაბიჯია _ ჩუმად ლაპარაკობდა . მერე საერთოდ გაჩუმდა
_უნდა წავიდე... ცოტა ხნით დავრჩები და მერე წავალ . იქ სადაც არასდროს მიცხოვრია
იმ დღეს სხვა არაფერი უთქვამს . დამამშვიდებელი დაალევინა სალომემ და მისი დამსახურებით დაეძინა.
........
გზაში იყო, საფლავებს შორის სწრაფად მიაბიჯებდა. ჭკუიდან იშლებოდა, ცხოვრებაში პირველად უნდოდა ყოფილიყო ჩეულებრივი კაცი , სრულიად უცნობი ყველასთვის , უნდოდა უკან დაბრუნებულიყო სოფიო იქ არ დაეტოვებინა და მის გვერდით ყოფილიყო ისე როგორც ის იქცეოდა. გაჩერდა, ხეს მიეყრდნო და მერე მუშტი მიარტყა
-ჯანდაბაა... ამის დედაც - სახეზე ხელები ჩამოისვა და მერე ისევ განაგრძო გზა. მანქანაში იყო მარიამმა რომ დაურეკა
-სად ხარ
-სახლში
-შენთან ვარ გაბრიელ
-ბინაში ვარ მარიამ
-ბინასთან ვარ გაბრიელ
-მოვდივარ!
მობილური გადადო და დიდი სიჩქარით მოშორდა სასაფლაოს ტერიტორიას.
ჰოლში იჯდა მარიამი , როგორც კი დაინახა მაშინვე მშვიდად წამოდგა და ლიფტისკენ წავიდა. მის გვერდით იდგა და არაფერს ამბობდა სანამ სახლში არ შევიდნენ. ქურთუკი მოიშორა და მისაღებისკენ წავიდა. მარიამმა ვისკი დაუსხა და წინ დაუდო, მაშინვე დაცალა ჭიქა და დივანს მიეყრდნო . სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი
-ოდესმე გქონია მომენტი როდესაც გინდოდა რომ უბრალო ყოფილიყავი?
-არასდროს , არც მექნება იმიტომ რომ მე ისედაც ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც მინდა
-არასოდეს თქვა არასოდესო ხომ გაგიგია... ვინ იცის იქნებ დადგეს დღე როდესაც გენდომება რომ სუსტი იყო, ჩვეულებრივი სუსტი ქალი რომელიც სხვაზე იქნება დამოკიდებული ცხოვრებაში ერთხელ მაინც
-რისი გაკეთება გინდოდა და რა ვერ გააკეთე . მითხარი იქნებ მე შევძლო
-ნწ, ვერ შეძლებ ან მე შემიძლია ან არავის სხვას
-გაბრიელ შენ არ მიხვედი შეხვედრაზე რომელზეც გელოდნენ
-მე მელოდნენ შესაბამისად მაშინ შემხვდებიან როდესაც მოვისურვებ
-შენ არ გაწყობს ახლა ამპარტავნობა და ქედმაღლობა ხომ იცი
-არ გინდა, გთხოვ . დარიგებები არ გინდა , მეზიზღებოდა ყოველთვის როდესაც რაღაცას მასწავლიდნენ , რაღაცას რაც ჩემი გადასაწყვეტი იყო
-შენი გადასაწყვეტია ის რაც მხოლოდ შენზე მოქმედებს და მე როდესაც იქ ვზივარ და მიწევს იმის ახსნა თუ რატომ დაიკიდე ფეხებზე ყველაფერი ეგ უკვე ჩემი საქმეა - ხმას აუწია, თვალები აენთო და ფეხზე წამოდგა - საერთოდ რა დღეში ხარ . პრობლემა გაქვს? ტვინი გაანძრიე და მიხვდი როგორ მოაგვარო
-გეყოფა-მეთქი ... შენ წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავს პრობლემა რომელსაც ვერც ფულით მოაგვარებ, ვერც ნაცნობები გიშველის, ვერც ჭკუა საერთოდ არ არსებობს გზა რომლითაც მოაგვარებ- იღრიალა , როგორც ყოველთვის ჩვეულ ამპლუაში იყო. ჭიქა იატაკზე დაანარცხა და ფეხზე წამოიჭრა- შენ , ჩემი ცოლი გახდები და შესაბამისად ვალდებული ხარ მოაგვარო საქმეები როდესაც მე არ ვიქნები . იმიტომ რომ ეს საქმეები ავტომატურად შენზე იმოქმედებს - თვალებში უყურებდა და ტონიც საკმაოდ მკაცრი ჰქონდა. წესით მარიამი უნდა გაჩუმებულიყო,მაგრამ წარბები მაღლა აზიდა ხელი თმაში შეიცურა და სიცილი დაიწყო
-სერიოზულად? შენ ცოლი ვინ გგონია გაბრიელ ? ეს შენ უნდა მოაგვარო ის პრობლემები რომელსაც მე ვერ გადავჭრი . მე შენი მდივანი ან თანაშემწე კი არ ვარ...ჩემზე იმოქმედებს? ვითომ რატომ იმოქმედებს ...თუმცა როგორ არ თუ ჩემი ქმარი ხელმოცარული იდიოტი გახდება გამიტყდება - თავი გვერდით გადახარა და ისევ ჩაიცინა- გეყოფა , გონს მოდი . ან დაივიწყე ეგ პრობლემა რაც ტვინს გიღრღნის ან მოაგვარე მე ჩემი საქმეებიც თავზე საყრელად მაქვს ძვირფასო საქმროვ - თითები ერთ ლოყაზე შეახო , მეორეზე აკოცა და მერე უკან დახევას აპირებდა გაბრიელი რომ წვდა , თავისკენ მიიზიდა და მის ტუჩებს გიჟივით წაეტანა. მჭიდროდ მოხვია მკლავები , კედელზე ააკრა და თავის დაღწევის საშუალება მოუსპო, ტუჩებიდან ყელზე რომ გადავიდა მარიამი თმაში წვდა და თავი უკან გააწევინა სუნთქვააჩქარებული უყურებდა, თვალები უელავდა . ქვედა ტუჩზე კბილები მოსდო და მეორე ხელი ყბაზე მოუჭირა მერე თავი უკან გადასწია
-ასე მშვიდდები ხოლმე? - ტუჩები ერთმანეთს შეახო და მერე კბილები ჩაასო ქვედა ტუჩს - ხშირად გაგაბრაზებ
-და გგონია ახლა მშვიდად ვარ? - ხელისგულით კედელს მიეყრდნო და თან მაჯაზე აკოცა- ჩემი გაბრაზება არ ღირს პატარა ქალბატონო
-ნწ, ეს ჩემი გაბრაზება არ ღირს. მე ვერაფერი მამშვიდებს და შენ აშკარად მარტივად მართვადი ხარ
-მარტივად მართვადი?- ისევ მის ტუჩებს უყურებდა, რაღაც მეტი უნდოდა . ის ხომ ასეთი კარგი იყო და მაინც არ იყო ის რაც ბოლომდე დააკმაყოფილებდა . ისევ აკოცა ,პიჯაკის ღილი გაუხსნა , მხოლოდ ბრა ეცვა , თითები შიშველ კანზე რომ შეახო და იგრძNო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული მარიამს. მისი გულისცემა ესმოდა , გრძნობდა როგორ ყვებოდა ვნებას და ისევ ვერ განიცდიდა იმას რაც სჭირდებოდა . თითები მოუჭირა გამოკვეთილ თეძოზე და მერე მისი თითებიც შეეხო მაჯაზე
-გეყოფა - ტუჩები ყბაზე მიაწება . თითები ლოყაზე ჩამოუსვა და ყურთან აკოცა- გეყოფა იმის დაჯერება რომ ჩემს სუსტ წერტილს იპოვნი და გამომიყენებ
-საშინელი ქალი ხარ- გაიცინა , ამოისუნთქა და თავი მხარზე დაადო . ყელში აკოცა და პიჯაკის ღილები ისევ შეუკრა -ასეთი სექსუალური საცვლებით სიარული ცოდვა არ არის მარიამ?
-დანაშაულია !
-მიდიხარ?
-გინდა რომ დავრჩე? შენ ლაპარაკისთვის მზად არ ხარ მე კი მოსმენის გარდა სხვა არაფერი შემიძლია რომ შემოგთავაზო
-ხვალამდე
-ხვალ ვერ გნახავ, ანდროს დაბადების დღეა და დილიდან გავდივარ ქალაქიდან
-და წვეულებაზე მე არ მეპატიჟება?
-ნწ, პოლიტიკოსები და ელიტარული საზოგადოების წევრები არ უყვარს
-შენ ხარ მხოლოდ გამონაკლისი ხომ? საერთოდ წვეულება იქნება თუ მხოლოდ შენ და ის იქნებით- ჭიქას მიუბრუნდა, ისევ დალია და სავარძელში მოთავსდდა- საერთოდ რატომ უთმობ ამდენ დროს ვიღაც ვიგინდარას რომელსაც უყვარხარ ,თანაც წლებია და სავარაუდოდ ძილშიც შენზე უდ.ება - ამაზრზენი იყო ,პირველად მარიამთან და რეაქცია ისეთი მიიღო როგორიც სოფიოსგან არასდროს უნახავს . შებრუნებული იყო უკვე , ჩანთას იღებდა უცებ რომ მობრუნდა
-აღარასდროს გაბედო და ასე არ ისაუბრო იმ ადამიანებზე ვისთანაც ურთიერთობა მაქვს. მე შენს ნაცნობებზე არ ვსაუბრობ, არავისზე არასდროს მომწონს თუ არა და კეთილი ინებე , პატივი დამდე და
-და რა ? მე შენი საქმრო ვარ ის კი კაცი რომელსაც ბავშვობიდან აგიჟებ . ამით სიამოვნებას იღებ და ვერ ეშვები თუ რა ხდება. თვითკმაყოფილებას გრძნობ როდესაც იცი რომ ის შენ გემონება?
-ანდრო ჩემთვის იმაზე მეტია ვიდრე შენ წარმოგიდგენია და მისი უაზრო სიყვარულის, ვნების ან გატაცების ჩარჩოში მოქცევა არც გაბედო! ჩემს ეგოს არ სჭირდება მონა, აი შენ კი ალბათ გყავს სადმე ერთი ასეთი დამოკიდებული რომელთან მისვლისას რწმუნდები თუ რა მაგარი ხარ და ახლა , ნერვებმოშლილი და გაღიზიანებული შეგიძლია მასთან წახვიდე. ქორწილამდე მაინც ცოტა დრო რჩება ... მე კი ხვალ ყველასთვის მიუწვდომელი ვიქნები
გაუშვა, შეეძლო მისი შეჩერება , მასთან კამათიც შეეძლო მისი საწოლში შეტყუებაც ,მაგრამ არაფერს ცდილობდა და თავისუფლებას აძლევდა ყველაფრის მიუხედავად.
დიდხანს იჯდა ვისკის ჭიქით ხელში, თითქმის მთელი ბოთლი დაცალა და შემდეგ მობილურს უყურებდა. უნდოდა დაერეკა, მაგრამ იცოდა საუბრის ძალა არ ექნებოდა. არ იცოდა სხვა რისი გაკეთება შეეძლო, მასთანაც ვერ მივიდოდა .
თვალებს ხუჭავდა და მის სახეს ხედავდა, განადგურებულ სახეს და დანისლულ თვალებს . ღრუბლიან ცას ჰგავდა მისი თვალები , წვიმდა მის სულში და ცრემლებად იღვრებოდა კანზე
...........
მთელი დღე გზაში იყო. სოფლებს ვერ იტანდა, ქალაქში დაიბადა , გაიზარდა და დასასვენებლადაც ფეშენებელურ კურორტებზე დადიოდა. წელიწადში ერთ დღეს ატარებდა ხოლმე სოფელში . წვიმდა და გზაც გაიწელა, საშინლად დაღლილი იყო აგურით ნაშენები სახლი რომ დაინახა . ჯერ მანქანა გააჩერა, მერე ყუთი აიღო, დამშვიდდა და გადავიდა. ეზოში მინდორი იყო, მაგრამ წვიმას მაინც გაეჩინა გუბურები . სახლში შესვლამდე დასველდა, დაისვარა და მაინც კართან მისულმა ხალისიანი ხმით დაუძახა იუბილარს
-ანდროოოო .... ანდროოოო - ისე იძახდა როგორც ერთი მეზობელი მეორეს საკუთარი ეზოდან და იღიმოდა. კარი მალევე გაიღო, ბიჭი გაწუწული იყო, ტალახიანი შარვლით და უბრალო მაისურით იდგა და გაკვირვებული უყურებდა ტორტის ყუთით მდგომს სანთელი იმ წამს რომ აენთო და გილოცავო გაღიმებული ეუბნებოდა
-მარიამო - ლურჯი თვალები დაუწვრილდა, იღიმოდა და ვერ იჯერებდა რომ მარიამი იქ იყო. სანთლის ჩაქრობის შემდეგ ტორტი გამოართვა და მისაღებისკენ გაუძღვა. გამათბობელი ჩართო ,სახლში სიცივე იყო აშკარად ახალი შესული იყო თავადაც.
ცოტა ხნის შემდეგ თბილ ოთახში იჯდა , ირგვლი ყველგან წიგნები ეწყო სადაც კი შეიძლებოდა. სუნიც შესაბამისი იყო, ხის და წიგნების ერთმანეთს ერეოდა. ანდროს საფირმო ტყის ჩაის აგემოვნებდა და ბიჭს უყურებდა
-როგორც ყოველთვის მარტო ატარებ დაბადებისდღეს?
-იდეაში არავინ იცის როდის დავიბადე ... ჩემი სხვა მეგობრები სხვა დღეს აღნიშნავენ ხომ იცი
-ასე ნუ მიყურებ
-აქ რა გინდა მარიამ
-წავიდე?
-როგორ ჩაიარა შენმა ნიშნობამ - თითზე მორგებულ ბეჭედს გაუსწორა მზერა
-შესანიშნავად ... - ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა - როდის დატოვებ ამ ადგილს ანდრო?
-არასდროს
-არ გბეზრდება აქ ყოფნა?
-შენ არ გბეზრდება იმ ჭუჭყიან, ხმაურიან ქალაქში ყოფნა და მილიონობით ადამიანის ყურადღება?
-სოფელში ცხოვრება და ფერმერობა სჯობს?
-ჩემი სული მშვიდადაა, გონებაც სუფთაა ყოველგვარი დამღლელი ფიქრების გარეშე და იქ თუ არ ვიქნები სამოთხეში არც აქ მაქვს ჯოჯოხეთი
-მე ჯოჯოხეთში არ ვცხოვრობ
-იმ კაცის ცოლი ხდები რომელსაც არ უყვარხარ, რომლისთვისაც ხელშეკრულება ხარ და შენთვისაც სწორი ცხოვრების გეგმის ნაწილია. ჭაობში ხარ მარიამო
-რა ჯანდაბად მჭირდება ეს სიყვარული როდესაც სხვა ყველაფერი მაქვს
-როცა სიყვარულია სხვა ყველაფერი გაქვს , როდესაც არ არის უბრალოდ რობოტი ხარ
-დღეს არ გვინდა ამაზე საუბარი , ლაზარეს გამოვგზავნი შენთან და ერთად ისაუბრეთ გაბრიელზე
-მე მასზე არ ვსაუბრობ მარიამ , მე შენზე ვსაუბრობ . შენ იღებ ამ გადაწყვეტილებას , შენ გინდა მისი ცოლობა და გგონია რომ ესეც ისე გამოვა როგორც რომელიმე შენი საქმე . ქორწინება კი საქმე არ არის, არ აქვს განსაზღვრული დასაწყისი და დასასრული , არც საზღვრები აქვს , არც ჩარჩოები
-არ გინდა ,გთხოვ ... მე უკვე თამაშში ვარ და ახლა ისღა დამრჩენია ფინალამდე მივაღწიო
-და იცი რა იქნება გზის დასასრულს?
-მთავარია ისევ ისეთი ვიყო როგორიც ახლა ვარ
-ერთადერთი რაც დაგღუპავს ეს შენი თავდაჯერებულობაა მარიამო , სხვა არაფერი !
-დაბრუნდი რა ქალაქში, მენატრები ... მჭირდები - მის წინ დაჯდა ხელებზე შეეხო თავდახრილს
-რა უმოწყალო ხარ მარიამ...საერთოდ არ ფიქრობ იმაზე რომ შენი მის გვერდით დანახვა არ შემიძლია . გინდა რჩევები მოგცე, გესაუბრო და რისთვის, შენ ხომ მაინც იმას აკეთებ რასაც მოიფიქრებ, დაიჯერებ ... დაიჯერებ რომ სწორია
-ქორწილამდე ,გთხოვ
-ამისთვის ჩამოხვედი? - გაიცინა, სავარძელს მიეყრდნო და ხელები გაითავისუფლა- ხვდები რომ შეცდომას უშვებ და გინდა როგორმე დამშვიდდე ხო? გინდა გითხრა რომ სწორ არჩევანს აკეთებ?
-ის არ არის ცუდი კაცი და შემიყვარდება , ვიცი . მასაც შევუყვარდები ბოლოს , რა არის ეს სიყვარული ასეთი რომ არ შეიძლებოდეს როდესაც ისეთია როგორზეც ყველა ოცნებობს
-შენ არ ოცნებობდი არასდროს
-მე კაცებზე ოცნებისთვის დრო არ მქონდა და იმიტომ , თორემ სიმპათიურ, ჭკვიან , მიზანდასახულ და შემდგარ კაცზე მეტი რა მენდომებოდა
-არ ვიცი , დიდი ხანია აღარ ვიცი საერთოდ სწორად გიცნობ თუ არა
-ნუ მელაპარაკები ასე
-რა მარტივად შეგიძლია გაბრაზება - გაიღიმა ისევ
-ზიხარ აქ, სოფელში უვლი ცხოველებს ამ ტალახში, ჭუჭყში და ნ.ხვში ატარებ ცხოვრების საუკეთესო წლებს. მოხუცი კაცივით ჯდები ჩრდილშ წიგნებით ხელში და მეუბნები რომ მე ვიღებ არასწორ გადაწყვეტილებას . შენ საკუთარ ცხოვრებას განვითარების საშუალებას არ აძლევ უკვე წლებია , ერთ ადგილას გაყინე საკუთარი კარიერა გინდა მთელი ცხოვრება მარტომ გაატარო ძაღლებთან, ცხენებთან და ძროხებთან
-ასეთი გნახა უკვე გაბრიელმა თუ ჯერ არა- ბიჭს რეაქცია არ ჰქონია , ისევ ისე იჯდა და უყურებდა
-როგორ მინდა დაგახრჩო
-განზრახ მკვლელობას შეგტენის ვინმე ჭკვიანი ადვოკატი და რამდენი წელია? 15 თუ ნაკლები?
-ანდრო- ისევ დამშვიდდა და ტკბილად საუბარი განაგრძო - მჭირდები , რომ დაინახო მასში ის რასაც მე ვერ ვხედავ
-შენ მას ისეთს ხედავ როგორიცაა ... რა გინდა რომ დავუმეგობრდე?
-ქორწილშიც არ მოხვალ?
-სხვა არაფერი მინდა იმის გარდა რომ ოდესმე სიყვარულისგან შეიშალო და მიხვდე ყველა იმ ტკივილის სიმძაფრეს რომელსაც განმაცდევინებ
-ანდრო
-მე შენთან საუბარი დავასრულე და დანარჩენს თავად ნახავ
.............
მომდევნო რამდენიმე კვირა ჯოჯოხეთი იყო , მხოლოდ წამლების საშუალებით იძინებდა .
არაფერი აინტერესებდა , არავის უსმენდა , ოთახიდან გასვლაც არ უნდოდა. ეგოისტობდა , ხედავდა მიშო როგორ იყო , მაინც მის გამხნევებას ცდილობდა ის კი არაფერს აკეთებდა.
-სოფ- სალომეს კოცნამ გამოაფხიზლა, თავზე ეფერებოდა- არ ივახშმებ?
-მეძინება
-კიდე წამალი დალიე?
-მიშომ დამიმალა , ერთი მქონდა და ის დავლიე . მარტო მინდა ყოფნა , მიშოსთან წადი გთხოვ და მერე ჩამოვალ
-კარგი - ისევ აკოცა და წავიდა.
მიშოს რომ უყურებდა სრულიად სხვა ემოცია ეუფლებოდა, ხედავდა მის ტკივილს ,მაგრამ არ შეეძლო ისე დაემშიდებინა როგორც სოფიო. არ იცნობდა უბრალოდ ამდენად კარგად.
წვერმოზრდილი, თმაარეული, შავებში ჩაცმული , სიგარეტის კვამლით დაფარული იდგა ოთახში ფანჯარასთან და სადღაც შორს იყურებოდა. სალომე რომ შევიდა ქვემოდან ახედა
-არ მოდის ხო?
-მეძინება და მერე ჩამოვალო . წამლები მართლა დაუმალე?
-ხო , მე მივცემ როცა საჭირო იქნება. ასე დამოკიდებული გახდება ხომ ხედავ როგორცაა
სალომეც ფანჯარასთან იყო, მერე რაფაზე შემოჯდა და მინას ზურგით მიეყრდნო. სიგარეტის ღერი თითებიდან აართვა მიშოს და ტუჩებშორის მოიქცია. უკვე შესუნთქული ჰქონდა მიშო გონს რომ მოვიდა და გამოართვა
-ჯანდაბა...სალომე კარგი რა
-რა ჯანდაბაა ... შერეული აქვს რამე- ხელი მაღლა ასწია და წარბები შეკრა- ასე სად იყიდე
-მოიცა შენ რა
-მომიწევია მიშო ... ეგეთი ბავშვიც არ ვარ - გაიცინა და ღერს დააკვირდა- არადა სიგარეტი მეგონა . შენ ყოველდღე ეწევი?
-რა მნიშვნელობა აქვს
-არაფერი,უბრალოდ ცოტა ხანში ფუჭი ტყვიების სროლას დაიწყებს შენი იარაღი და ბავშვისთვის შრომატევადი მუშაობა დაგჭირდება - გაიცინა ისევ და თვალი ჩაუკრა
-მეღადავები?
-ნწ, დედას გეფიცები . ამის უკუეფექტი ეგაა - ღერი დაუბრუნა და წვერიან ლოყაზე აკოცა- დაუჯერე სალომე ექიმს თორემ მოგიწევს ექიმთან ვიზიტები და გაგიტყდება მერე ცოლთან
-გადავიტან როგორმე - მისი გამხიარულება ვერ მოახერხა. ისევ ისეთი სერიოზული გამომეტყველებით იდგა . ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და კედელს მხრით მიეყრდნო
-ყველაფერი გაივლის ხომ იცი
-რომ გაივლის სწორედ ეგ არის უბედურება... გაივლის და მერე მივხვდები რომ აღარავინ მყავს. გიორგი იყო ჩემთვის ყველაფერი , ცხოვრება მასწავლა ... უბრალოდ მამაზე მეტი იყო ჩემთვის. ახლა ნამდვილად ობლად ვგრძნობ თავს
-მარტო როგორ ხარ ... მე და სოფიო ხომ ვართ. თუ რადგან ქალები ვართ გგონია რომ დახმარება არ შეგვიძლია და პირიქით ზრუნვა გვჭირდება მხოლოდ
-არ მავიწყდება , შენთან სიცოცხლით ვარ დავალებული . სოფიო კი ჩემთვის გიორგის ნაწილია , ალბათ და რომ მყოლოდა მასაც ასე შევიყვარებდი .
-ჩემი დის ძმა გამოდიხარ ხედავ? - თითები მის თმებში ახლართა და ბიჭმა თავი მხარზე რომ მიაყრდნო სუნთქვა შეეკრა - მოგატყუეს მგონი, ვაფშე არ მოიტანა შენმა მოსაწევმა. სად წაიღე
-ჩშშ... -მისი თითები ტუჩებთან მიიტანა აკოცა და მერე ისევ გაჩუმდა
-მიშო იცი ასე ტყის კაცს გავხარ- ჩუმად უთხრა, ლოყით ეხებოდა მის თავს მერე ტუჩები შეახო . მიშო დიდხანს არ დარჩენილა,მალევე მოშორდა და წავიდა. რომ ჰკითხა სად მიდიხარო არაფერი უპასუხა ის კი ისევ იქ იჯდა, მის ოთახში ცივ მინაზე მიყრდნობილი უცნაური სითბოთი გულში და ათასი ფიქრით .
შემდეგ ისევ სოფიოსთან დაბრუნდა , მის გვერდით დაწვა. სოფიო თვითონ ჩაეხუტა და ისე ჩაეძინა რომ ვერც გაიაზრა როგორ ხვევდა მარწუხებს სიზმრები.
.....................
სალომე როგორღაც სამსახურში გაუშვა , მაგრამ მიშოს ვერაფერი მოუხერხა ის არ შორდებოდა , ჩუმად იყო, ზოგჯერ საერთოდ არც უახლოვდებოდა ,არ აწუხებდა , მაგრამ მაინც სახლში იყო .
ეზოში გავიდა, მიშოს გვერდით იჯდა და საუბრობდა მობილურზე შეტყობინება რომ მიიღო
_"დიდხანს თუ დარჩები მის გვერდით ჩამოვალ და თითებს დავამტვრევ !“
გაბრიელის მოწერილს არ ჰგავდა , მაგრამ მაინც მისი ნომრიდან იყო და დაიძაბა. ფეხზე წამოდგა ირგვლივ მიმოიხედა და მერე ისევ მოუვიდა დეტყობინება „საძინებელში ამოდი „
_ცუდად ხარ ? სოფ
_არა , არაფერია მე უბრალოდ ზემოთ ავალ დავიძინებ შენ რჩები დღეს თუ მიდიხარ
_წეხან ხომ გითხარი საქმეები მაქვს და უნდა წავიდე_თქო ... ბარემ წავალ, მაგრამ ცუდად თუ ხარ?
_არა ... ეგრეც არ ვარ უბრალოდ დაძინება მინდა .არ ინერვიულო , მიხედე საქმეებს
_ დარწმუნებული ხარ?
_სრულიად _ ბიჭს აკოცა , დაემშვიდობა და მერე სწრაფად დაიძრა მეორე სართულისკენ . ბატონი კიბესთან დახვდა , ეწეოდა და სერიოზული გამომეტყველებით უყურებდა
_აქ როგორ შემოხვედი
_ის სულ აქ რჩება?
_კითხვა დაგისვი
_კარიდან
_რომელი კარიდან ... ასე დადიხარ ქუჩებში? ყველა გიცნობს უკვე
_კითხვა მეც დაგისვი
_ეს სახლი მისიცაა
_შენს საკუთრებაშია ეს სახლიც და კიდევ ბევრი რამ რაც მამაშენს ეკუთვნოდა . მიშოს ბიზნესიდეაც კი მისი იყო და სხვათაშორის წილის მფლობელიც ხარ
_არც იფიქრო რომ მიშოს დაუპირისპირდე
_თავის შავ საძმოს დამიპირისპირებს?
_გაბრიელ მიშო ჩემს გვერდითაა , მამას ის ძალიან უყვარდა და შენ თუ მას მხოლოდ შენი ამოკვიატების გამო ავნებ გეფიცები არასდროს გაპატიებ
_საინტერესოდ ჟღერს
_რა გინდა გაბრიელ? არ გყოფნის ის აურზაური რაც შენს ირგვლივაა ? მიშო არ არის ის კაცი ვინც უნდა გადაიმტერო
_კაცი? 24 წლის ბავშვზე მეუბნები რომელმაც ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა ? არ გაჩუქა რამდენიმე ძვირადღირებული სამკაული რომელიც სახლებიდან და საიუვილერო მაღაზიებიდან გამოიტანა და დღემდე ვერ იპოვნეს?
_გაბრიელ წადი გთხოვ ...
_ისაა კაცი რომელიც ჩამანაცვლებს ?
_ის ყველაფერია ჩემთვის იმის გარდა რაც შენ იყავი ... მე და შენ დასრულდა და ჩანაცვლება არ იქნება , ცხოვრების გაგრძელებაა და მე ახლა საერთოდ არ მაქვს საკუთარ თავზე და პირად ცხოვრებაზე ფიქრის სურვილი
_შენთან ლაპარაკი მინდა
_არასწორად დაიწყე
_არ მომწონს სხვა კაცი შენს გვერდით შენგან განსხვავებით მე ეგოისტი ვარ და არ მინდა ჩემი საკუთრება სხვას დავუთმო
_ჩემი რომ ყოფილიყავი არც მე დაგთმობდი ... თუმცა სისულელეა ამაზე საუბარი შენ, ცნობილი და ღირსეული ოჯახის შთამომავალი , პოლიტიკოსი გაბრიელ წილოსანი და მე , კანონიერი ქურდის შვილი, უბრალო პიანისტი გოგონა ერთად არასდროს ვიქნებოდით და შენ იმდენად გადაიღალე ბოლო დროს რომ როგორც სჩანს აზროვნების უნარი დაკარგე . სჯობს შენს მომავალ ცოლს ესაუბრო იმაზე რაც გაწუხებს , დარწმუნებული ვარ რჩევებსაც მოგცემს და დაგამშვიდებს როგორმე . ყოველ შემთხვევაში მე ახლა არ ვარ იმ მდგომარეობაში რომ ვინმეს მოვუსმინო _ უხეში იყო, მზერაც ცარიელი ჰქონდა , გული ტკიოდა, სუნთქვა ეკვროდა ისე უნდოდა მისულიყო და მის მკლავებში აღმოჩენილიყო . მოესმინა, მისთვის მოესმინა და ყველაფერი სხვა დაევიწყებინა, მაგრამ ამის უფლება აღარ ჰქონდათ არცერთს .
_შენ არ გინდა რომ წავიდე _ ცოტა ხნით თვალებში უყურებდა , მერე მისკენ გადადგა ნაბიჯები და მანძილი გააქრო _ შენ უბრალოდ ამ სულელური ხერხით ცდილობ თავიდან მომიშორო _ თითები ლოყაზე შეახო, ყელზე გადავიდა და გულზე მიაბჯინა ხელისგული_ შენ მე გჭირდები და ჩემს ადგილს შენს ცხოვრებაში ვერავინ ვერასდროს დაიკავებს _ ყბაზე აკოცა, ყურთან ახლოს და მერე ტუჩებზე გადავიდა, მაგრამ სოფიო მოშორდა
_იცი ახლა ვინ ხარ? ერთი სუსტი კაცი რომელსაც უნდა რომ უფრო დაპატარავდეს, ჩემს კალთას ამოეფაროს, იწუწუნოს საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე რომელიც თავად გაართულა რადგანაც სულ უმტკიცებს საკუთარ თავს რომ მაგარია, რომ ყველაფერი შეუძლია და მერე მოდის ჩემთან , მოდის და ხდება ერთი უსუსური კაცი რომელმაც სიმშვიდე ვერსად იპოვნა. უმადური კაცი რომელსაც ჰყავს საოცარი ქალი გვერდით, ყველაზე ლამაზი, სექსუალური, მიმზიდველი, ჭკვიანი ქალი რომელიც მის ყველა ნაბიჯს გაამყარებს და ის მაინც დამპალი მოღალატე გახდა , მაინც შეურაცხყოფას აყენებს ამ ქალს , რადგანაც ვერ ეგუება იმ ფაქტს რომ მონა დაკარგა , მონა რომელსაც თავის სურვილების შესაბამისად გამოიყენებდა. სიამოვნებით მოგემსახურებოდი, მაგრამ ახლა ის კაცი დავკარგე ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა და სურვილი არ მაქვს შენს გამო გავხდე ჩვეულებრივი კ.ხპა ვისთანაც მიდიან და ვნებებს იცხრობენ სანამ მათი საყვარელი , დიდებული და უმწიკლო ქალები მათი ცოლები გახდებიან და მოთხოვნებს დაუკმაყოფილებენ. გმადლობ რისკისთვის დაკრძალვაზე რომ მოხვედი, თუმცა ვალშიც კი იყავი ჩემთან ამ წლებისთვის და ალბათ ვალდებულად ჩათვალე თავი ... შეიგნე რომ მე აღარავინ ვარ შენს ცხოვრებაში შეეშვი ჩემს დახმარებას, ჩემი ნაცნობების ცხოვრებაში ქექვას და მთლიანად მე შემეშვი!
_შენ , აზრზე არ ხარ რას ამბობ
_გაგაბრაზეთ ბატონო გაბრიელ? რა გავაკეთო ბოლოჯერ დავწვე თქვენთან თუ ძალის გამოყენებით დამეუფლებით რათა ბრაზი გააქარწყ.ოთ _თვალებში უყურებდა შეშლილ წილოსანს და საბოლოოდ უსვამდა წერტილს მათ ურთიერთობას. ნაწილებად იშლებოდა , ნადგურდებოდა , მაგრამ მაინც არ აპირებდა უკან დახევას
_ყველაფერს იმიტომ აკეთებ რომ შენზე უარი ვთქვა _ ხელი ჩაავლო და ტუჩებზე დააცხრა, მაგრამ სოფიო ისევ გაშეშებული იდგა _ ნუ იქცევი ასე ... ასე ნუ იქცევი _ ყბაზე მოუჭირა თითები ის კი ისევ ისე უყურებდა
_საინტერესო ვინმე ხარ...რომ ბრაზობ მაშინ განსაკუთრებით ძლიერ გინდივარ _ ირონიულად გაუღიმა , ერთი ხელი სახეზე შეახო მეორე შარვალში ჩაუცურა და გაყინული თითები შეახო მის ღირსებას _მიყვარს ეს შეგრძნება , მგონი მხოლოდ ამის დათმობა მიძნელდება _ტუჩები მის ტუჩებს შეახო და თითების მოძრაობა განაგრძო _ ჯანდაბა... აშკარად ორივეს გვჭირდება გამოსამშვიდობებელი ს.ქსი
_ასე ნუ იქცევი _ თვალები სულ ჩაუწითლდა, სხეული დაეჭიმა ნიკაპზე მოუჭირა თითები და ახლოს მიიზიდა _ნუ მაგიჟებ
_კიბის საფეხურებზე არასდროს გვქონია... კარი რომ გააღონ პირდაპირ ჩვენ დაგვინახავენ
_სოფიო შენ მე არ
_გეყოფა ... იმით დავასრულებთ რითაც დავიწყეთ. შენ ბევრი ლაპარაკი არ გიყვარს, არც მზრუნველი ხარ და არც გადარდებს როგორ ვიქნები _ უკანსვლით მიდიოდა , ტანსაცმელს იშორებდა მერე გაბრიელსაც აღარ შეეძლო ფიქრი სურვილმა სძლია, ბრაზმა და მისი სიტყვებისგან მიღებულმა შხამმა მოიცვა . სწრაფად მოიშორა სამოსი და ზემოდან მოექცა ქალის შიშველ სხეულს. თვალებდაბინდული უყურებდა სოფიოს სხეულს, მისი ხმა თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმოდა, თითებს ისე უჭერდა თითქოს მალე წაართმევდნენ , ტუჩებს გავარვარებულ კანზე აწებებდა და ვერ კმაყოფილდებოდა , რაღაც მეტი სურდა იმაზე მეტი ვიდრე ხელთ ჰქონდა. არ უნდოდა ბოლო ყოფილიყო, კვალის დატოვება სურდა და თან მისთვის ტკენა არ უნდოდა ის კი სულ უფრო და უფრო იწვევდა . ბოლოს უყურებდა საკუთარ სხეულზე მოქცეულ ქალს და მის თეძოებზე ჩაფრენილ თითებს მაღლა მიასრიალებდა , მკერდს რომ მიაღწია სოფიოს ცისფერები ჩაქრნენ, თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია გაბრიელს კი მისი მზერის ნახვა უნდოდა მისკენ მიიწია თითები თმაში შეუცურა ძლიერად მოუჭირა და შემომხედეო უბრძანა ,მაგრამ ეს აღარ იყო ბრძანება მისი ხმა ზედმეტად გამტყდარი და სუსტი იყო ბრძანებისთვის. მისი თხელი თითები განიერ ბეჭებზე ეწყო და მასზე მთელი სხეულით დაყრდნობილი ქალი უყურებდა ცარიელი ცისფერი თვალებით . ბოლოს გაიცინა , ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ისე მოშორდა
_სოფიო
_მორჩა ... შენი წასვლის დროა
_წავალ, მაგრამ იცოდე ვერასდროს ვერაფერს იტყვი და გააკეთებ ისეთს რომ შეგიძულო და შენზე სამუდამოდ ვთქვა უარი!
საწოლის ცენტრში იწვა სრულიად შიშველი , ესმოდა ნაბიჯების ხმა რომელიც სულ უფრო და უფრო შორდებოდა , გულისცემა უჩერდებოდა , კვდებოდა და წყვდიადში იკარგებოდა. საწოლიდან ბარბაცით წამოდგა, ზეწარს ხელი ჩაავლო და იატაკზე გადმოყარა ყველაფერი დიდხანს ისროდა ნივთებს უმისამართოდ ბოლოს იატაკზე დაეშვა , მუხლებზე იდგა , ყვიროდა და გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ შვებას ვერაფერი ჰგვრიდა, მხოლოდ ძალა გამოეცალა საბოლოოდ დაკარგა თავი . ზეწარში გაეხვია, ცრემლებით სავსე თვალები დახუჭა და მისთვის ეს იყო გზის დასასრული.
..........
სახლში იყო, სვამდა , ეწეოდა და თავი მაინც უსკდებოდა ფიქრებით რომლებსაც ვერ იშორებდა . არ შეიძლებოდა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე დაეტოვებინა სოფიოს, არ შეიძლებოდა ახლა ასეთ მდგომარეობაში ქალის გამო ყოფილიყო . ყველაფერი დაივიწყა ბოლო დროს , მეგობრები, ოჯახი, ნიკოლოზიც მარტო დატოვა საქმეებთან ადრე კი ყველაფრის ერთად მოგვარება შეეძლო . მისი ტვინი ყველა საქმეს უმკლავდებოდა ახლა კი მხოლოდ სოფიო ,მისი სიტყვები და ეს საშინელი მდგომარეობა იკავებდა მთელს ადგილს, ძალას აცლიდა და უღონოს ხდიდა
-მოწევ? - ნიკოლოზი როდის მივიდა ვერ გაიგო. არც ის იცოდა როგორ აღმოჩნდა იქ
-ისევ ეწევი?
-დღეს მეც დედამოტყ,ული დღე მქონდა ...განტვირთვა მჭირდება
-ეგ მიშველის ვითომ?
-რა პესიმიზმია ძმაო ჩემო , ვერ გცნობ .... შეგჭამა ხომ პოლიტიკამ- მოუკიდა , ტუჩებსშორის მოიქცია და მერე გაიცინა - მომითხრე რა გაწუხებს
-ყველაფერი
-ამის დედაც ცოდვები დაგიგროვდა და შენი იდეალური ტვინი ტრ.კში გაგზავნა?
-როგორ ახერხებ ასეთი იყო ...ყველაფერი ყ.ეზე დაიკიდო
-ყველაფერი არა ხალხის აზრი , იდეალურობა და სრულყოფილება - თვალები დახუჭა და ცოტა ხნით გაჩუმდა. გაბრიელი ეწეოდა თან სვამდა
-მე ასეთი ვარ , ვერ შევიცვლები... მართლა დამპალი ვარ?- დიდი დრო იყო უკვე გასული ნიკოლოზი დუმდა მერე გასწორდა და მზერა მიაპყრო
-საქმე იცი რაშია? ბავშობიდან ტვინს გიტყნავდა დედაშენი , მიშას გაზიზღებდა იმიტომ რომ ალბათ თავის სიამაყეს ვერ გადააბიჯა ბევრჯერ და ის შიგადაშიგ განტვირთვისთვის გარბის სხვადასხვა ქალთან . მთელი ბრაზი და ბოღმა შენში ჩააქსოვა , გგონია რომ თუ რაიმე შეგეშალა,თუ მცირედი სისუსტე გამოავლინე რაღაც ისე თუ ვერ მოხდა შენ რომ გინდოდა მორჩა , საცოდავი ხდები . აზრზე არ ვარ ახლა შენს ტვინში რა ხდება,გაბრიელ წილოსანი მე მაგრად არ მევასება ...ჩემი ძმა გაბრიკო კი მაგარი კაცია . შენ რომ დაიჯერებ ამას და შეწყვეტ საკუთარ თავთან, სურვილებთან ბრძოლას მერე მიხვდები რატომ მევასები ასე ძალიან
-შენ მხოლოდ იმ გაბრიელს იცნობ შენი ძმა რომ არის . შენი ძმა გაბრიელი ხო , ალბათ არ არის ცუდი ტიპი . არც მერი გაბრიელი იქნება დამპალი ქვეყანას ვერ ავაყვავებ, მაგრამ არც უარესს გავუკეთებ შენ ხომ იცი დედამოტყ.ლი პოლიტიკოსების რიგში არ ჩამწერს ისტორია
-რამდენი გაბრიელი ცხოვრობს შენში ... შვილიკო გაბრიელითაა უკმაყოფილო მამა მიხეილი თუ ძმაკაცი გაბრიელი დააკლდათ ბიჭებს . კიდე ვინ შეიძლება იყო - ძალიან სერიოზული სახე მიიღო , ფეხზე წამოდგა და სიარული დაიწყო -ამის დედაც, პატარა მარიამმა კლანჭები გამოაჩინა ხომ? მაშინებს ეგ ქალი დედას გიტირებსთქო გეუბნებოდი...არ არსებობს დედამიწაზე ქალი რომელიც ცხოვრებას არ აგირევს . ვაფშე ყველაფერი მაგათი ბრალია მარა შენ როდის იყო პ.ნისის გარდა რაიმეთი რეაგირებდი მდედრობით სქესზე
-ახლა რომ გიყურებ ვხვდები რომ მომესწრო ბიჭი...ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შვილი მარიგებს ჭკუას - სიცილი დაიწყო დივანს მიეყრდნო ჭიქა ბოლომდე დაცალა და ფეხები მაგიდაზე გაშალა- მიდი გაიქეცი კიდე იქნება სადმე სასმელი და მოიტანე
-შ.გ თუ არ გქონდეს ბ.ზის შვილი ვარ - ახარხარდა და მერე თავზე დაადგა- მითხარი 35 წლის ასაკში ქალებმა მაინც მოაღწიეს შენს ტვინამდე ხომ?
-დავაი რა
-უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი
-ნიკოლოზ
-მივდივარ ხო , მოგიტან ნუ შემ.ცი
-რა სიტყვებია, ტუტუცი - იცინოდა და უყურებდა ბუზღუნით მიმავალს .
ნიკოლოზი ნამდვილად იყო ის ადამიანი რომლის არსებობის გამო მიხეილის მადლიერი იყო. ეს იყო ერთადერთი მიხეილის ცოდვა რომლის გამოც არასდროს არაფერი უთქვამს და მართალია ნიკოლოზმა მისი ყველა საიდუმლო არ იცოდა ,მაგრამ ის იყო ადამიანი რომელსაც ბოლომდე ენდობოდა .
............
გაბრიელი სრულიად ქაოსში ჩაიკარგა. არჩევნები კარს იყო და ის იმის ნაცვლად რომ მხოლოდ საქმეზე ყოფილიყო კონცენტრირებული კიდევ ათას ამბავზე ფიქრობდა. მარიამი, კომპანიის პრობლემები, ნიკოლოზი, მშობლები და სოფიო . ცოტაც და გადაიწვებოდა, შეხვედრები, ტელევიზიებში პირდაპირი ჩართვები, დებატები და ეს აურზაური რომელიც მის ტვინს გადატვირთვის საშუალებას არ აძლევდა.
დრო საერთოდ აღარ ჰქონდა, არავისთვის და არაფრისთვის. შემდეგ იყო არჩევნების დღე , ყველაზე გრძელი და დამღლელი დღე მის ცხოვრებაში . დღე რომელიც ძალიან ბევრ რამეს წყვეტდდა მის ცხოვრებაში , დღე რომელმაც აჩენა რომ შანსი ჰქონდა დიდ პოლიტიკაში და მისი თავდაჯერება ყალბი არ იყო.
მართალია მეორე ტური იყო საჭირო ,მაგრამ ცხადი იყო რომ გაიმარჯვებდა. თუმცა ეს გამარჯვება მხოლოდ ხალხის სიმპათიებით არ იყო განპირობებული, ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გაიარა სახელმწიფოს მმართველების კეთილგანწყობა რომ მიეღო და მათთან მძაფრი დაპირისპირება არ ჰქონოდა.
საბოლოო ჯამში გუნდთან და ოჯახთან ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას. რესტორანში იყვნენ , შუაღამე იყო . გადაღლილი, თითქმის გათიშული უყურებდა ყველას ვინც იქ იყო. აივანზე იდგა, ეწეოდა და თვალს არ აშორებდა ადამიანებს რომლებიც მის გამარჯვებას იზიარებდნენ. ყველას ჰქონდა თავისი მიზანი, ზრახვები და ჩანაფიქრები.
მიხეილი ახალ გზებს ხედავდა, თამარი ამაყობდა იმით რომ ასეთი შვილი გაზარდა. ნიკუშას უსწორდებოდა რომ მისი ძმა კიდევ ერთ საქმეს უმკლავდებოდა, გუნდის წევრებს თავიანთი სარგებელი ჰქონდათ და ბოლოს მარიამი რომელიც ძალიან მშვიდად შეხვდა მის გამარჯვებას. ახლაც ზედმეტი ზარ-ზეიმის გარეშე მიემართებოდა მისკენ ჭიქა ღვინით ხელში
-გმადლობ - ჭიქა გამოართვა
-კიდევ ერთ მიზანს მიაღწიე ...
-მეორე ტური წინ არის
-ეგ უბრალოდ დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვაა მეტი არაფერი...უკვე ქალაქის მერის ცოლი ვარ
-შენც არ ხარ ჯერ ჩემი ცოლი- ჩაიცინა ,ღვინო მოსვა და მერე მზერა მიაპყრო . მარიამი როგორც ყოველთვის ღიმილით შეხვდა
-ხო, იმდენი უარყოფითი თვისება ჩნდება შენში რომ შეიძლება ხელისმოწერის დროს მიგატოვო- ახლოს მივიდა და ტუჩები მის ტუჩებს შეახო -მოდუნდი,თორემ ყველა მიხვდება რომ აქ ყოფნა საერთოდ არ გინდა - ჩუმად უთხრა და გაიღიმა- მეც ყელში მაქვს
-ხოდა იფიქრონ რომ ერთად გვინდა ყოფნა და აღნიშვნა- ხელი წელზე მოხვია და ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა
არჩევნების მეორე ტური დაინიშნა თუმცა აშკარა იყო რომ წილოსანი გახდებიდა მომავალი ქალაქის მერი . სოფიომ ზუსტად იცოდა რომ რაღაც შეთანხმებას მიაღწია მთავრობასთან და იმიტომ დაუთმეს მერობის ტიტული. ქორწილი დეკემბრის პირველ შაბათს დანიშნეს და წილოსანს არჩევნების გარდა საქორწილო სამზადისიც წინ ჰქონდა. ისევ და ისევ არ თმობდა ადგილს და ვერავინ იპყრობდა ისეთ ყურადღებას როგორსაც მაკალათია წილოსანის წყვილი ერთადაც და ცალ_ცალკეც.
.............
ქორწილის მოსაწვევი ეჭირა ხელში და იღიმოდა. როგორი სითავხედე იყო მისი ქორწილში დაპატიეჟება, გამოწვევას ჰგავდა ეს ყველაფერი გაბრიელისგან მაგრამ ვერ ხვდებოდა რას ელოდა
_ქორწილში დაგპატიჟეს?
_როგორც სჩანს სალიო ... წავიდეთ?
_მომავალი მერის ქორწილში გეპატიჟებიან და ფიქრობ წახვიდე თუ არა?
_არ მაქვს ქორწილების ნერვები მე ხომ ისედაც ვიცნობ ორივეს
_მეც დამპატიჟეს _მიშო იმ წამს შევიდა დივანზე დაჯდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო _ ჩემთან ერთად წამოდი ის თუ არ მოდის
_შენ რაღა გინდა ამათ ქორწილში ... როდის გაიცანი
_მარიამს ვიცნობ დიდი ხანია , გაბრიელიც გავიცანი ორი თუ სამი თვის წინათ
_მარიამს საიდან იცნობ
_ მის ძმასთან ვმეგობრობდი ადრე
_როგორი გოგოა სულ მაინტერესებდა წილოსანის რჩეული ქალი _სალომე აშკარად დაინტერესებული იყო
_მის ძმას გაბრიელი არ მოსწონს ამბობს რომ ეგოისტი ა და საკუთარ თავზე შეყვარებული , კარიერისტი მამიკოს ბიჭი რომელიც მარიამის სურვილების დაკმაყოფილებას და მის გაბედნიერებას ვერასდროს შეძლებს , მაგრამ დედამისს ყოველთვის მოსწონდა სასიძოდ გაბრიელი და მარიამიც რომ დაუახლოვდა ვერაფერი გააწყო თორემ ახლაც წინააღმდეგია მათი ქორწინების.
_მე კი მგონია რომ ერთმანეთს ძალიან უხდებიან და ქორწილში ერთად რომ წახვალთ მომიყევით როგორი გამოვა საუკუნის ქორწილი . მე კი საჩუქარს გაგატანთ წყვილთან -სოფიომ მშვიდად თქვა და ვახშმის მზადება განაგრძო.
უცნაურად დაცლილი იყო ემოციებისგან , გამოფიტული და ურეაქციო . ერთი წლის წინ რომ გაეგო გაბრიელის ქორწილში ეპატიჟებოდნენ ალბათ გული გაუსკდებოდა ახლა კი თიტქოს გაიყინა ისიც და მისი გულიც . ალბათ ეს ნამდვილად იყო დასასრული იმ სოფიოსი რომელიც გაბრიელის გარდა არავისზე და არაფერზე ფიქრობდა.
.................
ქორწილის სამზადისი ნამდვილად მოქმედებდა მის ფსიქიკაზე და თავის შეკავება უკვე უჭირდა. მარიამს სრულიად გრანდიოზული ქორწილი სურდა და ესეც აგიჟებდა
-ქორწილს გეგმავ თუ მასკარადს მარიამ- ერთ დღეს ყელშ რომ ამოუვიდა ნიღაბი მოიშორა და სრულიად მშვიდად უთხრა. ეგონა გააბრაზებდა მან კი ხმამაღლა გაიცინა
-მასკარადია ჯერ-ჯერობით ჩვენი ქორწინებაც და რა გავაკეთო ათი კაცი დავპატიჟო და 17 წლის ბავშვებივით მოვაწეროთ ხელი? მთელი ქვეყანა ელოდება ჩვენს ქორწილს
-მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს და იქნებ არ გამხვიო ამ ამბებში...აიღე ჩემი ბარათი გააკეთე ყველაფერი
-შენ გგონია მე მომწონს ეს პროცესი? ეკლებზე ვზივარ ცოტაც და გავგიჟდები , ასეთი უინტერესო საქმე ცხოვრებაში არ მიკეთებია. გუშინ ვარჩევდი მილიონი ხელსაწმენდიდან ერთს თითქმის ყველა ერთმანეთს ჰგავდა და ძლივს შევიკავე თავი რომ ის დიზაინერი არ მიმეხრჩო. თეფშები, ჭიქები და ჯანდაბა ყველაფერი მაგიჯებს უკვე . რომ მიყვარდე ალბათ ყველაფერს დვაიკიდებდი და შენთან ერთად სადმე გავიქცეოდი . ეკას გული გაუსკდებოდა და დაკრძალვის დროს დავბრუნდებოდი
-დალევ?
-ღვინო გაქვს?
-წითელი თუ თეთრი
-წითელი - ფეხსაცმელი მოიშორა , ფეხები დივანზე დააწყო და თმიდანაც მოიშორა სამაგრი. თითები თმაში შეიცურა და თვალები დახუჭა
რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე ჩუმად იყო, გაბრიელი ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა მარიამი ღვინოს მშვიდად აგემოვნებდა და მოდუნებას ცდილობდა ,მაგრამ აშკარად არ ასვენებდა რაღაც
-რა ხდება კაბა ვერ შეარჩიე? ხომ იცი ყველა ვარიანტში დიდებული იქნები
-ხომ იცი ეს დეტალები ჩემთვის უმნიშნელოა და მაგ ამბავზე არ ჩავიციკლები ...
-მაშ რამ შეაწუხა ქალბატონი მაკალათია
-ეკა 32 წლის იყო რომ დაქვრივდა . მის ასაკში ქალები ჯერ კიდევ არ არიან გათხოვილები ის კი ორი შვილით და ათასი საქმით მარტო დარჩა ... სულ ვამბობ მამას ვგავარ-თქო, მაგრამ ასე არ არის
-და ახლა მიხვდი ამას? - მის გვერდით დაჯდა და მზერა გაუსწორა
-ახლა ვაღიარე ... მეც მასავით ცივი ვარ . მამა ასეთი არ იყო , მამას სიყვარული შეეძლო . დედა რომ ყოფილიყო მის ადგილას ზუსტად ვიცი ის სხვა ქალს არ შეიყვარებდა
-მარიამ
-ხო , ეკა იმიტომ არ ცხოვრობს მამას სახლში . პირველად რომ გავიგე სხვა კაცთან იყო 16 წლის ვიყავი , შევიშალე - ჩაიცინა და ისევ მოსვა ღვინო - საშინლად ვეჩხუბე , ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო მამას შემდეგ სხვა კაცთან ყოფნა . მერე მივხვდი რომ ის უბრალოდ ცხოვრებას მიჰყვებოდა მას მამასთვის სიცოცხლეში არასდროს უღალატია, მაგრამ მთელ დარცენილ ცხოვრებას მარტო ვერ გაატარებდა. ამ მსხვერპლის გაღება არ შეუძლია ყველას, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ალბათ მათ ვისაც ნამდვილად უყვარს , კი არ უყვარს აღმერთებს . დედას არავის გაღმერთება არ შეუძლია ზედმეტად გულქვაა ამისთვის
-არ მეგონა ეკასთან თუ დაძაბული ურთიერთობა გქონდა ...
-არ მაქვს. უკვე აღარ... უბრალოდ ის მამას სახლში აღარ ცხოვრობს . მარტოა და მის პირად ცხოვრებაში არ ვერევით
-და ახლა რატომ გაწუხებს ეს ამბავი... რამე მოხდა? თუ გგონია რომ მე მექნებოდა ცუდი რეაქცია
-არა , არა იდიოტი არ მგონიხარ გაბრიელ- გაიცინა და თვალები დახუჭა- მგონი დედას ჰყავს ვიღაც ვინც რიგითი კაცი არ არის მის ცხოვრებაში და თქმას ვერ ბედავს. მე კი არ ვიცი რომ მითხრას უნდა გაგაცნოთ კაცი რომელსაც ვუყვარვარო რას ვეტყვი . პატარა ბავშვივით ვიქცევი ?
-ალბათ არასდროს შევეგუებოდი დედაჩემის ცხოვრებაში სხვა კაცის არსებობას ... მამას ყოველთვის ჰყავდა ვიღაც სხვა ქალი და მე ეს ფაქტი ყოველთვის გულს მირევდა. არასდროს მესმოდა დედა როგორ რჩებოდა მაინც მასთან
-მერე მიხვდი?
-უყვარს
-შენ გყვარებია გაბრიელ? - ამ კითხვას არ ელოდა ,საკმაოდ დიდი პაუზა გამოუვიდა მარიამი კი თვალს არ აშორებდა
-არა , არასდროს !
-ჩემი ერთი მეგობარი დარწმუნებულია რომ უსიყვარულოდ ცხოვრება არასდროს იქნება სრულყოფილი , რომ ჯერ სიყვარული არსებობს და შემდეგ დანარჩენი სამყარო თავისი ყველა სახით , რომ ამ გრძNობის განცდის გარეშე სიკვდილამდეც მკვდარი ხარ
-და შენ რას ფიქრობ
- მე ვფიქრობ რომ სიყვარული გასუსტებს , უძლურს გხდის, დამოკიდბეულს ვიღაც სხვა ადამიანზე . ის ბოჭავს შენი სულის თავისუფლებას, მთლიანად ვრცელდება ვირუსივით იკავებს გულს, სულს, ტვინს და მართავს მთელს შენს არსებას. რომ შეიყვარებ მერე აღარასდროს იქნები თავისუფალი ყოველთვის იქნები მონა იმ ადამიანის ვინც გიყვარს და თუ მასაც იგივე გრძნობა არ აქვს ჯოჯოხეთი ხდება მთელი შენი ცხოვრება
-იცი რატომ აგირჩიე? - თითები თმაში შეუცურა, თავისკენ მიიზიდა და მის ტუჩებთან დაიწყო ლაპარაკი - ზუსტად ჩემნაირი ხარ , შენი ტვინი ისე აზროვნებს როგორც ჩემი და ჭკუიდან მშლი - ტუჩები უთრთოდა მაკალათიას, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გაბრიელმაც სწორედ ამ დროს აკოცა . გაეღიმა ისევ ისე დაბნეული მარიამი საერთოდ სხვა ხდებოდა იცოდა მისი მართვა შეეძლო , იცოდა მასზეც მოქმედებდა ისე როგორც ყველა სხვა ქალზე , მაგრამ უცნაურად ამხიარულებდა ეს ამბავი . ამჯერადაც გაიღიმა და ისე მოშორდა ტემპერატურა მომატებულ გოგოს , ტუჩებზე თითი გადაუსვა და მერე მზერა გაუსწორა
-როგორ მეზიზღებით ეს გაიძვერა , უკიდეგანოდ სიმპათიური კაცები რომლებმაც კარგად იცით ქალების შინაგანი ქალღმერთის მართვა - ჭიქა აიღო ისევ დალია და თან საუბარი განაგრძო
-კიდევ არის ვინმე ვინც შენს ქალღმერთს ეთამაშა?
-როგორ გგონია პირველი ხარ?
-ზედმეტად ქედმაღალი ხარ იმისთვის რომ მხოლოდ სიამოვნებისთვის გაეჟ.მე ვინმეს - თავი უკან გადასწია და ისე უყურებდა
-იდიოტი ხარ
-არ მითხრა რომ ვცდები და ტყუილად ველი რომ ქორწინების ღამე პირველი იქნება
-აუტანელი ხარ და არასერიოზული საერთოდ აღარ ხარ სექსუალური - იღიმოდა და ღვინოს წრუპავდა
-მაინტრიგებ ?
-ვითომ ძალიან გაინტერესებს
-მარიამ
-კარგი რაა ორივემ კარგად ვიცით რომ გკიდია რამდენთან ვიყავი თუ არ ვიყავი
-საიდან მოიტანე
-24 საათი გავატარე კაცთან რომელსაც იცი რომ ვუყვარვარ სადღაც , არც კი იცოდი სად და რეაქცია არ გქონია
-აი თურმე რაშია საქმე ... არ მითხრა რომ ჩემი ნაბოძები ბეჭდით თითს ანდროს სხეულზე დაატარებდი . მოხუცი ვარ უკვე უაზრო ეჭვიანობის სცენებისთვის , რომ მიღალატებ მერე პირდაპირ ვიმოქმედებ და მე ძალიან იშვიათად ვცდები ხოლმე შენ კი პატარა ქალბატონო არც ისეთი მაგარი ხარ როგორც გგონია- იღიმოდა და მწვანეებიც უბრწყვიალებდა. აგიჟებდა მარიამის გამოწვევა, ძალიან დიდი დოზით ჰგავდა ეს ქალი და ამის გააზრება ტვინს ურევდა. ზოგჯერ ეშინოდა კიდეც , ზოგჯერ კი მშვიდად იყო და მაინც ბოლომდე ვერ დუნდებოდა .
...............
როიალთან იჯდა და უკრავდა . მხოლოდ ამ დროს პოულობდა შვებას და სულ უფრო და უფრო მეტს უკრავდა. ზოგჯერ ისე მიდიოდნენ სალომე და მიშო რომ ვერც იგებდა, რამდენჯერ მისულან , უსაუბრიათ, გაუკეთებიათ რაც სჭირდებოდათ და წასულან ისევ თანიანთ საქმეებზე სოფიო კი სამყაროს მოწყვეტილი იჯდა და უკრავდა.
მიშო სახლში არ იყო , საქმეები ჰქონდა და მისვლის შემდეგაც გვიან ღამემდე მუშაობდა. სალომე დასცინოდა საქმიანი ბიჭი გახდაო და ხშირად კამათობდნენ კიდეც, მართალია იქვე რიგდებოდნენ,მაგრამ სოფიოს ახალისებდნენ. ბავშვებივით იყვნენ ორივე , მიდიოდნენ დაღლილები, მშივრები, წუწუნებდნენ , სოფიოს ეხუტებოდნენ ან ერთმანეთს . ერთნაირად ჯდებოდნენ სავარძელში , ფეხებს მაგიდაზე შლიდნენ და ორივეს უყვარდა კანდელაკი.
როიალთან იჯდა მიშო რომ მივიდა , არ იცოდა როდის დაბრუნდა მაგრამ დაინახა როგორ დადგა სიგარეტით ხელში
-როდის მოხვედი?
-ახლახანს... გააგრძელე რა
-რა გჭირს ?
-მაგრად მომბეზრდა კაბინეტის ბიჭობა და ეს პიჯაკებიანი ს.რები საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით . პიდ.რასტები არიან ჩვეულებრივი
-ვერასდროს შეეჩვევი, უბრალოდ გააკეთე ის რაც გჭირდება და დანარჩენი დაიკიდე
-ვაა სოოფ , მაოცებ- გაიცინა და თავზე აკოცა -როდის დაუბრუნდები სცენას ... ვიცი რომ შემოთავაზებები გაქვს
-მალე
-მართლა?
-დროა უკვე დავუბრუნდე საკუთარ ცხოვრებას...
მიშოსთან ერთად იყო მისაღებში სალომე რომ მივიდა და დივანზე დავარდა
_რა გჭირს სალიო? _ წამოიწია და თავისკენ მიიზიდა გოგო
_მეძინება-თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა
_რთული მორიგეობა გქონდა? _ თავზე გადაუსვა ხელი და მერე შუბლზე აკოცა
_ხო... რთული მშობიარე გვყავდა. შემეშინდა, ბავშვი არ სუნთქავდა
_მერე ? გადაარჩინეთ?
_კი , კარგად იქნება . ის ქალი მარტო იყო , არავინ ჰყავდა გვერდით ... ქმარი არ ჰყოლია და საყვარელს მიუტოვებია
_და შენ იქ ყველა ამბავს იგებ და ყველაზე ღელავ?
_ექიმს მხოლოდ პაციენტის გადარჩენა არ ევალება...ადამიანობა უნდა გამოიჩინოს და როგროც შეუძლია დაეხმაროს პაციენტს რომ შემდგომ უფრო მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს
_ხო , მაგრამ შენნ ცხოვრებას ვერ შეუცვლი ადამიანებს . იმ ქალის ნაბიჭვარ საყვარელს ხომ ვერ შეცვლი და ხომ ვერ ეტყვი მოდი და შენს შვილს მიხედეო. ქალები ბავშვებს ტოვებენ და საერთოდ ყველა შენნაირი კარგი არ არის
_იქნებ მეც არ ვარ კარგი
_აუუ სოფოო მოდი რა გაჭედა შენმა დაქალმა და მოვცხებ
_აქ ვარ _ კედელს იყო მიყრდნობილი ხელში ლანგარი ეჭირა და იმ ორს უყურებდა _ მიყვარხართ იცით? _მაგიდაზე დადო საჭმელი და მერე მიშოს გვერდიათ დაჯდა. ისიც ჩაეხუტა და სალომეს თავზე ხელი გადაუსვა
_რა ხასიათზე ხართ ... ეს ქალები მაგიჟებთ რა . რაზე იგრუზებით... ცხოვრება წინ გაქვთ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ დაფიქრდით ცოტა და მომიხსენით სადარდებელი _ ორივეს თავზე აკოცა და მერე ხელი მოხვია _ თქვენ რომ გიყურებთ ქალთან მიახლოებაც მეშინია. ერთი ისტერიჩკა რომ დავიმატო რომელიც შეიძლება შემიყვარდეს ალბათ გავგიჟდები
_მიშიკოო საყვარელი არ გყავს?_ ქვემოდან ახედა სალომემ და ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია. მიშოს თავი დივანზე ჰქონდა მიყრდნობილი უცებ რომ გაახილა თვალები
_როგორ გგონია
_რამდენი წელი იჯექი ციხეში იქნებ აღარც მოგწონს ქალები
_ქალბატონო გინეკოლოგო თქვენ სექსოლოგობაზე ისევ ხომ არ დაფიქრდით _მიშო არ წამოეგო ანკესზე და თამაშში მშვიდად აჰყვა_ თუ ძალიან გაინტერესებს შენ კიდევ დიდხანს ქალიშვილი დარჩები , ვგონებ და ლაივში გაყურებინებ ..დისერტაცია დაიცავი თუ რასაც აკეთებთ ექიმები და მერე გაარკვიე ქალები მომწონს, კაცები თუ ორივე ერთად
_ააჰ ჯგუფურები გიზიდავთ ბატონო მიხეილ?
_მომაშორეთ ეს უზრდელი ექიმი ვინმემ
_გეყოფათ ბავშვებო ცელქობდა... ჭამეთ თორემ გაცივდება
_ბოლოსდაბოლოს მარტო ხარ თუ გყავს ვინმე
_ ვინ უნდა მყავდეს სალომე გგონია მცხელა ახლა მე სიყვარულობანას თამაშისთვის? არ მიცნობ? როგორ წარმოგიდგენია ჩემი ამ ამპლუაში ხილვა
_საყვარელი იქნები შენი ჯელტმენობისა და მზრუნველი ხასიათის გათვალისწინებით
_სოფიო რა უნდა შენს დაქალს? ვინმეს მირიგებს? ნიძლავი დადე თუ რა გჭირს
_უბრალოდ ვფიქრობდი ჩვენს სასიყვარულო ისტორიებზე და უცებ გამახსენდი
_თავისუფალი ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები ...ახლა ძალიან მშია და იქნებ დამაცადოთ
_არანორმალურები ხართ _უყურებდა და იღიმოდა.
როდესაც იცი რომ უყვარხარ ცხოვრებას აგრძელებ, რადგანაც მიზეზი გიჩნდება არსებობისთვის
..............
სახლში მარტო იყო, ქორწილის წინა დღეს ყველაფრისგან შორს დარჩა . მობილურიც გამორთო და საერთოდ მოშორდა გარესამყაროს. დარწმუნებული იყო რომ გაბრიელთან ქორწინება მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა , მაგრამ არ იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო. ორივე ერთნაირები იყვნენ, თითქმის ყველა საკითხზე მსგავსი შეხედულება ჰქონდათ ,მაგრამ მაინც რთული იყო სიმშვიდის შენარჩუნება .
წვეულებაზე უარი თქვა, გაბრიელისგან განსხვავებით არ შეეძლო გაეთენებინა მისთვის უაზრო სიტუაციაში და ახლა მარტო იჯდა ჭიქა ღვინით ხელში ,სრულიად ცარიელ სახლში. იქ სადაც ყველაზე ბედნიერი წლები გაატარა . მისი ბარგის ნაწილი უკვე ახალ სახლში იყო , ახალ გარემოს უნდა შეჩვეოდა, ახალ ცხოვრებას სტატუსს და თავად გაბრიელს ,რომელიც ზოგჯერ ძალიან აშინებდა თავისი დაფარული ხასიათით.
დივანზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე ეწყო ხელში ღვინის ჭიქა ეჭირა, მის ზედაპირზე დაატარებდა თითებს, თავი უკან ჰქონდა გადაწეული და თვალები დახუჭული. სიჩუმე ნაბიჯების ხმამ დაარღვია , არ შეტოკებულა ისე უსმენდა მოახლოებულ ხმას . გვერდით მიუჯდა , ჭიქა გამოართვა, წამით შეეხო თითებზე და მერე ღვინო დალია
-წვეულებაზე არ უნდა იყო?
-ქალაქის მერი კ.ხპებთან ქორწილის წინა ღამეს?
-მეგობრებთან
-რომლებიც ისე საუბრობენ თითქოს ცოლს კი არ ვირთავ ცხოვრებას ვემშიდობები
-იმიტომ რომ თავად შესწირეს ყველაფერი თავიანთ ქალებს
-შენ არ გინდა ?
-რომ მეკუთვნოდე? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავი ისევ უკან გადასწია- ყოვლისშემძლე არ ვარ...მარტო ყოფნა მინდოდა
_და იმაზე ფიქრი რაზეც მე ვფიქრობ
_არ მითხრა რომ შენც გეშინია არ გამოგიყენო და მარტო დაგტოვო
_მე მეშინია რომ გატკენ და მეზიზღებიან კაცები რომლებიც პირობას დებენ და არ ასრულებენ
_ძლევამოსილ გაბრიელ წილოსანსაც კი ეშინია ქორწინებით ბოძებული პასუხისმგებლობის
_მარტივია როდესაც მარტო ხარ , მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ შემდეგ კი ორის ნაცვლად უნდა გადაწყვიტო . იფიქრო ისე რომ ორი ადამიანი დარჩეს მოგებული და არა ერთი... არადა ხომ ვიცით რომ ორივე ვერასდროს მოიგებს . ქორწინებაა არაამქვეყნიური კონტრაქტი როდესაც ვალდებული ხარ იფიქრო მის გეთილდღეობაზე, სიმშვიდეზე, ბედნიერებაზე, კომფორტზე და ისე უნდა მოახერხო რომ თავადაც განიცდიდე ამ ყველაფერს
_შეუსრულებელ მისიაზე მესაუბრები?
_ზუსტად ეგაა და რა გავაკეთო?
_ქორწილიდან გინდა მოტყდე და ჩემთან მოხვედი რომ შემითანხმდე?
_მარიამ ვერ ხვდები რა მაწუხებს?
_გეშინია რომ იდეალური ქმარი ვერ იქნები?
_არა... იდეალური ქმრები არ არსებობენ , იდეალური ცოლები არსებობენ
_ანუ გეშინია რომ მე ვერ ვიქნები ეგ უკანასკნელი?
_უფრო არ ვიდრე ვერ
_რაც უფრო ნაკლებს მოითხოვ მით უფრო იდეალური ვიქნები
_შენც ასე მოიქცევი?
_მე სულ რამდენიმე რამ მინდა :პატივს რომ მცემდე, არ მატყუებდე , გაიაზრო რომ ხვალიდან ყველა არსებული საიდუმლო ხიდს გააჩენს ჩვენს შორის და იცოდე რომ თუ იმ ბეჭედს მოვირგებ მერე მაქსიმალურად ვეცდები შენი ნაწილი გავხდე გონების, ცხოვრების , სულის , სხეულისაც _ ისევ იგივე პოზაში იყო , თვალები ბოლოს გაახილა და ჭიქა გამოართვა
_ძალიან მარტივი მოთხოვნები გაქვს და თან ძალიან რთული
_და შენ რა გგონია როგორია იდეალური ცოლი
_რა საინტერესოა ახლა რომ ვსაუბრობთ ამაზე არა?
_ნეტავ ვინმეს ჰქონია ასეთი ქორწინების წინა საღამო? ყველა თავისუფლებით ტკბობას , გართობას და ათასი უხამსობის ჩადენას ცდილობს თითქოს მერე არ შეეძლებათ რომ უღალატონ , მოატყუონ, კიატოვონ, ატკინონ . მე და შენ კი ვსაუბრობთ ...
_იმ სხვებს ჰგონიათ რომ სამარადისო სიყვარული აკავშირებთ მიუხედავად იმისა რომ ქორწილის წინა ღამეს სიძე ვიღაც სტრიპტიზიორს საცვალში ფულს უდებს და არა მხოლოდ
_და მაინც როგორია შენთვის იდეალური ცოლი?
_აქამდე არ მიფიქრია , მართლა
_ახლა დაფიქრდი
_ალბათ უნდა მიცნობდეს , იცოდეს როდის როგორ ვარ , იცოდეს რა მიყვარს და ამაზე უკეთ იცოდეს რა მეზიზღება . მენდობოდეს და არ ვიცი კიდევ რა
_როგორ უნდა გიცნობდეს სხვა როდესაც საკუთარ თავს არ ვიცნობთ კარგად. არ არსებობს ადამიანი რომელმაც იცის როგორია , იმიტომ რომ არ ვიცით წინ რა გველის. როგორ ცხოვრებას გვიგზავნის ღმერთი და რისი გაკეთება მოგვიხდება ცხოვრების გასაგრძელებლად...
_როდესაც იცი როგოგ გრძნობს თავს შენს გვერდით მყოფი ადამიანი ეს უკვე იმას ნიშნავს რომ იცნობ , მარიამ
_ზოგჯერ ისე ვარ რომ თავადაც არ ვიცი რა მინდა, რა მიშველის, საერთოდ მინდა თუ არა რამე ან ვინმე რომ იყოს სიახლოვეს ანუ ხვალ ქორწილში აღარ მოხვალ?
_მგონი ჩემი თავიდან მოშორება გინდა თან ისე რომ მე დამაბრალი
_ოდესმე თუ შენი მოშორება გახდება საჭირო თავად მიგატოვებ . კარგად დაიმახსოვრე შენი გაშვება კი არ გამიძნელდება მიტოვებული ქალის ამპლუაში ყოფნა არ შემეძლება არასდროს
_შენ ყველაფერზე გიფიქრია
_დიდი დრო მქონდა დილიდან , თანაც ყველაფერი შესაძლოა მოხდეს . იცი რა ვისწავლე ამ 25 წლის განმავლობაში? როგორი ზუსტი გეგმაც არ უნდა გქონდეს ყოველთვის უნდა იყო მზად გამოყვალი მდგომარეობისთვის და ყველა მოსალოდნელ საფრთხეს თუ გაითვალისწინებ, მიახლოებით მაინც , ეს გეგმა ბოლოს შესრულდება . ისე კი არაფრის დაგეგმვა არ შეიძლება , სისულელეა
_ასე მოქმედებ სასამართლოში?
_ცხოვრებაშიც
_რას ვიფიქრებდი ის პატარა საყავრელი ბავშვი ოდესმე ჩემი ცოლი თუ გახდებოდა
_ვერც მე ვიფიქრებდი სისის ბიჭი თუ მომეწონებოდა ოდესმე
_სისი? _ ჯერ იხსენებდა მერე ხარხარი აუტყდა , იმდენ ხანს იცინოდა ძლივს შეძლო სუნთქვა. მარიამიც არ იყო უკეთეს დღეში
_აუუ გახსოვს როგორ უყვარდი ? მე მახსოვს როგორ ლაპარაკობდა შენზე
_სისიი აუუ ტოო რა ამბავი გაიხსენა ... საერთოდაც მე სისის ბიჭი არ ვყოფილვარ. თვითონ ეგრე ამბობდა?
_აჰაამ... მაშინ 16 წლის სისი ფიქრობდა რომ შენი ცოლი გახდებოდა და ხვალ ჩვენს ქორწილში იქნება
_ყველას ბიჭი რომ ვყოფილიყავი ვინც მ.ნეტს მიკეთებდა შენამდე ნამდვილად ვერ მოვაღწევდი ...
_გულისამრევია _ ტუჩები დაბრიცა და სახე დამანჭა
-რაა გულისამრევი მარიამ მ.ნეტი? - ისევ ახარხარდა . მერე ყბაზე მოუჭირა თითები ისე როგორც პატარა ბავშვს და ლოყაზე ხმაურით აკოცა- საყვარელო შენ
-იდიოტო ... ისაა გულისამრევი რო ასე საუბრობ მასზე
_ღრმა ბავშვობა გამახსენე მთელი 20 წელი გავიდა . ოცი წლის შემდეგ ამ დღეს გავიხსენებთ ალბათ და რაღაცები საერთოდ არ გვეხსომება ახლა რომ გვადარდებს ის ამბები საერთოდ გაქრებიან მეხსიერებიდან
_20 წლის შემდეგ იმედია ჩემს გარდა არცერთი ქალი გემახსოვრება ვინც გეხებოდა მანამდე
_ცოტა სითამამე მარიამ თორემ ასე ვერ გახდები ერთადერთი ...
_სითამამეში რას გულისხმობ ს.ქსზე კი არ უნდაა ისაუბრო უნდა გქონდეს . ამ თემაზე ახლა საუბრის გაგრძელებას არ ვაპირებ
_მეც არ მინდა ჩემი ყოფილი ქალების გახსენება _ ღვინო დალია და ეცადა მშვიდი გამომეტყველება მიეღო. არადა ზუსტად იცოდა მარიამს ტვინის რომელიღაც სექტორით საშინლად აინტერესებდა ინფორმაცია მის ყოფილ ქალებზე. გაბრიელს კი საერთოდ არავინ ახსენდებოფა სოფიას გარდა არადა მის გარდა რამდენი ჰყოლია. 25 წლამდე ალბათ ყველასთან იყო ვინც კი დააინტერესებდა . მერე რაღაც შეიცვალა , რატომღაც ყელში ამოუვიდა ხმაური , ერთი და იგივე სიტუაცია , ქალები და მოსაწევი. მერე სოფიო იყო , საერთოდ ვერ იხსენებდა მიზეზს რის გამოც მივიდა მასთან მეორედ
_ვინ გაგახსენდა
_არავინ
_ნუ მატყუებ მაინც
_შენთვის საინტერესო არავინ _ მის ტუჩებს შეეხო და მალევე მოშორდა _ შენი მარტო დარჩენის დროა . ხვალ შევხვდებით და დავიწყებთ გზას დასასრულის დასაწყისისკენ
_გზა დასასრულის დასაწყისისკენ ... საინტერესოდ ჟღერს _ ისევ დახუჭა თვალები , ისევ ისმენდა მისი ნაბიჯების ხმას და შემდეგ ისევ ფიქრებში ჩაიკარგა.
გაბრიელი კი სულარეული მიაბიჯებდა . მარიამთან საუბარი ყოველთვის საინტერესო იყო , მაგრამ მაინც ვერ ამშვიდებდა იმიტომ რომ იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა და არა იმას რაც გაბრიელს სჭირდებოდა . არავინ იცოდა მას რა სჭირდებოდა , არავინ სოფიოს გარდა მასთან მისასვლელი გზა კი დიდი ხნის წინ გახდა მიუვალი.
მიდიოდა და ხვდებოდა რომ სულ მარტო იყო, ძლევამოსილი გაბრიელ წილოსანი რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი ჰქონდა რასაც მოისურვებდა , უამრავი მეგობარი, კეთილისმსურველი , გასართობი, ძალა, სტატუსი ყველაფერი რაზეც შეიძლება იოცნებო ქალაქიც კი მის განკარგულებაში იყო ახლა კი მიდიოდა და წასასვლელი არსად ჰქონდა. ადრე არც ფიქრობდა, ზუსტად იცოდა სად უნდა მისულიყო,თვალდახუჭულის კი პოულობდა სოფიას ბინას , გასაღებს მოარგებდა საკეტს , გადაატრიალებდა და იმ წამიდან ყველაფერს უკან ტოვებდა . ახლა კი იხრჩობოდა , სუნთქვა უჭირდა სავსე იყო ემოციებით და არ არსებობდა მათგან გათავისუფლების გზა .
.........................
მთელი ღამე როიალთან იჯდა , ისევ წარსულში მოგზაურობდა და იხსენებდა ყველა ბედნიერ, მშვიდ წამს რომელიც გაბრიელის გვერდით გაატარა. ტკივილს გრძNობდა, რომელიც სულს უსახიჩრებდა . ზუსტად იცოდა ის ახლა სადღა უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა, იცოდა სადღაც რამდენიმე კილომეტრით შორს იყო და შვებას ეძებდა.
თვალები დახუჭული ჰქონდა, თითებს ამოძღავებდა მხოლოდ ისე კი ქანდაკებას ჰგავდა . სული ტკიოდა, უმოწყალოდ
მანქანაში იჯდა და შორიდან უყურებდა ბედნიერ წყვილს .
ვეღარ ხედავდა გაბრიელის სულს, ვეღარ გრძნობდა , უბრალოდ უცხო ადამიანს უყურებდა მშვენიერი პატარძლის გვერდით .
ბინაში დაბრუნდა, წლების შემდეგ პირველად სვამდა
გაითიშა, გონება დაებინდა , ვეღარ აზროვნებდა
შუაღამე იყო , მალე მზე ამოსვლას დაიწყებდა
კარის ხმა გაიგო , ნაცნობი მოძრაობების ხმა ვიღაც ფეხსაცმელს იხდიდა, მძიმედ სუნთქავდა ისე თითქოს მალე საერთოდ შეწყვეტდდა ჟანგბადის მიღებას , მერე შიშველი ტერფებით მიაბიჯებდა და ამასაც ხედავდა .
ფეხზე იდგა , თვალებდაწითლებული უყურებდა სახეს რომელიც მოჩვენება უნდა ყოფილიყო ,მაგრამ არ იყო
-სოფიო - ასე არასდროს უთქვამს მისი სახელი, წაშლილმა სახემ თითქოს აღდგენა დაიწყო და მაინც მისი სული ცარიელი იყო სანამ არ მივიდა წონასწორობა დაკარგულ ქალთან და მკლავები არ მოხვია- აქ ხარ ხომ? რა კარგია რომ აქ ხარ - სახე მის სახესთან ახლოს მიიტანა, სურნელი შეისუნთქა და ოდნავ გაიღიმა- რა კარგია რომ ხარ . ღმერთმა დამწყევლოს - გონარეულ ქალს სახეს უკოცნიდა, სხეული ეწვოდა უკვე , ნახევრად გახდილი პერანგი მოიშორა და სოფიოს ყელზე მიაწება ტუჩები
-მომშორდი...თავი დამანებე , შენ ნამდვილი არ ხარ და არც შენ მჭირდები. შემეშვი ერთხელ და სამუდამოდ გაქრი ჩემი გონებიდან- ხელი ჰკრა,მაგრამ ვერ მოიშორა, მუშტებს ურტყავდა და ცრემლებით დაბინდული მზერით უყურებდა მის დანისლულ მწვანეებს- აღარ შემიძლია მეტი, ხომ გაგიშვი რატომ არ მიდიხარ
-მჭირდები...მარტო შენ მჭირდები , სხვა არავინ მინდა ამის დედაც - ხმაჩამწყდარი ლაპარაკობდა, ხელს არ უშვებდა, ისევ კოცნიდა და ტანსაცმლისგან ათავისუფლებდა. არ აქცევდა ყურადღებას მის სიტყვებს, კივილს, ფართხალს ჭკუიდან გადავიდოდა რომ არ დაუფლებოდა. ისე კოცნიდა თითქოს ყოველ წამს სიკვდილს ელოდა და უნდოდა რომ მოესწრო, უნდოდა რომ თან გაეყოლა ყველა შეგრძნება რასაც მასთან განიცდიდა . თითქოს რაღაც მონსტრი ჩაუსახლდა სულში და ის აკონტროლებდა ყველა მის ქმედებას.
-გამიშვი...გამიშვი შენ სხვისი ხარ - კიოდა ხელებს ამოძრავებდა, მაჯებზე გაბრიელის თითები უჭერდნენ . ისეთი მანამდე არასდროს უნახავს, მაგრამ არ აინტერესებდა, არცერთი მისი გრძნობა, არაფერი ადარდებდა იმის გარდა რომ ის უკვე სხვისი ქმარი იყო, ქალის რომელიც თეთრი კაბით უმშვენებდა გვერდს რამდენიმე საათის წინ, ქალს რომლის სურნელიც უკვე შერეოდა მის სხეულს
-სოფ...ჩემო სოფიო - მის სხეულს დაპატრონებული ოხრავდა და ცრემლებით სავსე ცისფერებში უყურებდა,ისიც თითქოს განგებ არ აშორებდა მზერას. ზუსტად იცოდა მისი სუსტი წერტილი და უკვე ძალაგამოცლილი, ხმაჩავარდნილი უყურებდა ცარიელი მზერით - მითხარი რომ შენც გჭირდები...მითხრაი რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა- სიტყვებს ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა და საწოლზე დამხობილს ზურგს უკოცნიდა- სოფიო - ისევ კოცნიდა, თითებს ისევ მის ხეულზე დაატარებდა ,თვალებზე ლიბრგადაკრული მხოლოდ ორ ხალს უყურებდა ბეჭზე წყვილად რომ აჩნდა კანზე და ზუსტად იმ ადგილას დაადო თავი .
დიდხანს მხოლოდ ორი ადამიანის სუნთქვა არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს . ერთი ემბრიონის ფორმაში იწვა საწოლის ერთ მხარეს და ხმაურიანად სუნთქავდა ,თითქოს სპაზმი მალე დაახრჩობდა . მეორე კი თითქოს არც სუნთქავდა, თითებით ზეწარზე ჩაბღაუჭებული, ცრემლებით ასველებდა ნაჭერს და გაყინული მზერით უყურებდა სადღაც შორს უხილავ წერტილს.
დრო , დრო მაინც ალაგებს ყველაფერს გონება ისევ ტეხს ჩარჩოებს, გლეჯს ურდულებს და იაზრებ ყველა იმ დანაშაულს რომელიც მისი ბნელ საკანში გამოკეტვის შემდეგ ჩაიდინე. ურჩხული როდესაც საწადელს აღწევს სადავეებს ტოვებს, ბნელ კუთხეში ბრუნდება და იქედან ტკბება საკუთარი შემოქმედებით. ყოველთვის დგება დრო როდესაც დამნაშავეც მსხვერპლი ხდება.
-სოფიო- თითები ისევ შეახო და გამოაფხზლა , წამსვე მოიშორა მისი ხელი
-არ გაბედო !
-რას აკეთებ სოფიო- სხეულზე ზეწარ მოხვეულმა ღია ფანჯრისკენ რომ დაიწყო სვლა წამსვე წამოდგა. მისკენ ნაბიჯი გადადგა ის კი გაჩერდა და ისე გაიცინა თითქოს სულში ეშმაკი ჩაუსახლდა , თვალები სულ მთლად წითელი ჰქონდა თითქმის აღარ ჩანდა ცის-ფერები
-გილოცავ, შეგიძულე და მწვანე ჭაობმა გშთანთქა . გილოცავ, ცოლი შეირთე და ისიც გაანადგურე. გილოცავ , არაკაცი გახდი და ეს გზის დასასრულია
-შემომხედე გთხოვ . ისე შენ რომ იცი , შემომხედე და დაინახავ როგორ ვარ . მიშველე ,გთხოვ-თვალებში უყურებდა , მანძილი გადალახა ფანჯრის რაფას თავად მიეყრდნო და სოფიოს ზემოდან უყურებდა
-შეგეშინდა?- თავი გვერდით გადახარა და მერე ფანჯარას გახედა- გგონია თავს მოვიკლავ? გეგონა აქედან გადავხტებოდი და ასე დავასრულებდი? შენ არ იცი რომ მე დიდი ხნის წინ დავასრულე, მოვკვდი უკვე რა ხანია...ღმერთო ჩემო,მე უკვე 6 წელზე მეტია გვამი ვარ - სიცილი დაიწყო ,ზეწარს ხელი გაუშვა. სრულიად შიშველი იყო სხეულზე სიწითლეებით, მუცელზე ჭრილობით და არეული ხვეული თმებით- არა , არააა უკვე შვიდი წელია მოვკვდი ხოო ზუსტად შვიდი წელია . რა დამთხვევაა არა? მე შენ პირველად ზამთარში დაგინახე და მაშინ მოვკვდი . უბრალო სოფიო ,რომელსაც მხოლოდ კლავიშები და სალომე გააჩნდა მაშინ მოკვდა პირველად, უბრალოდ მე ვერ მივხვდი .
-სოფიო შენ მე ... მე ამ დროის განმავლობაში უზომოდ მომენატრე. ჭკუიდან შევიშალე , გეფიცები შევიშალე ...ხომ ხედავ რა გავაკეთე . საკუთარი ცოლი, საკუთარი ქორწილის ღამეს დავტოვე, სრულიად მარტო ახალი სახლის ახალ საძინებელში . იქ საიდანაც უნდა დამეწყო ახალი ცხოვრება მარიამ წილოსანთან ერთად ... იქ დავტოვე და გამოვიქეცი. გაბრიელს ვაჯობე რომელიც არასდროს ტოვებდა საკუთარ ნიღაბს, ნიღაბს რომლითაც აკეთებდა იმას რაც არასდროს სურდა. მე ის დავტოვე , იქ დავტოვე და შენთან მოვედი ....საშინელება ჩავიდინე ,მაგრამ შენ
-მაგრამ მე გჭირდები? მე და შენ არ ვარსებობთ... მე არ ვარსებობ არააა გაიგე. მე შენი საყვარელი არ ვიქნები! მე შენ მარიამთან არ დაგაშორებ, მე შენ უფლებას არ მოგცემ
-შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია . შენი , შენი გესმის? შენ მოხვედი ჩემ ცხოვრებაში პირველად, შენ მომიყვანე აქ . შენ მაჩვენე რომ შეიძლება ყველაფრისგან შორს იყო უბრალოდ გაბრიელი და არა გაბრიელ წილოსანი. შეიძლება მოთხოვნების გარეშე, ფულის, პოლიტიკის, ბიზნესის, ელიტის, ტყუილისა და ფარისევლობის, ნიღბების გარეშე უბრალოდ უყვარდე ქალს, უბრალოდ გხედავდეს და იცოდეს რა გჭირდება . შენ შემაჩვიე ამ ყველაფერს, შენ მექეცი ნარკოტიკად და აქამდე ლომკის გარეშე ვიყავი იმიტომ რომ ნებისმიერ დროს ვიცოდი რომ შემეძლო მეპოვნე , სისხლში ხარ უკვე . შენ ეს იცი, იცოდი და უფლება მომეცი წავსულიყავი სხვა ქალთან. შენ მაზოხისტი ხარ და გინდა რომ მეც დავიტანჯო. შენ იცოდი ,რომ მე სხვა ქალს ჩემს ცხოვრებაში ვერ ავიტანდი. შენ ხომ იმაზე კარგად მიცნობ ვიდრე მე საკუთარ თავს - ღრიალებდა, თვალებდაწითლებული, შეშლილი სახით იდგა და მისი ხმა ყველაფერს ანგრევდა ირგვლივ
-მე ყველაფერი ვიცოდი, შენ კი არაფერი ... ხო შენ , ყოვლისმცოდნე გაბრიელ გგონია ოდესმე შეძლებდი ჩემგან წასვლას მე რომ მიზეზი არ მქონოდა? გგონია დავინტერესდდებოდი შენი რეპუტაციით და მხოლოდ იმიტომ ვდუმდი რომ მე კანონიერი ქურდის შვილი ვარ და შენ უმწიკლო რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსი? გინდა სიმართლე იცოდე ? გინდა იცოდე ამ მდგომარეობაში რატომ ვართ? - ტონს თანდათან უმატებდა, კონტროლს კარგავდა და უკანასკნელ ძალას იკრებდა . ეს დასასრული იყო - ყველაფერი ამ ჭრილობის დამსახურებაა, ჭრილობის რომლის სიღრმეში სიცარიელეა...ნაიარევი რომელსაც არასდროს წავშლი . ჩემი და შენი ამბავი იქ დასრულდა , ექვსი წლის წინ როდესაც მე მანქანას შევუვარდი მუცელში ჩვენი შვილით. იქ ლონდონის ქუჩებში, იქ როდესაც გადავწყვიტე რომ უნდა მომეკლა ერთადერთი რაც მჭირდებოდა სრულყოფილებისთვის. მოვკალი გესმის? ჩემი და შენი შვილი მოვკალი , შანსი მოვკალი, დედობის ყველანაირი შანსი ამ ჭრილობამ დაასამარა. იმ უზარმაზარმა მინამ რომელმაც 21 წლის ასაკში მომიღო ბოლო . - უკან იხევდა, ხელები გაშლილი ჰქონდა , სრულიად ცარიელი იყო, შიშველი გრძნობებით, სინდისით , საიდუმლოს გარეშე - მე სოფიო კანდელაკი ვარ, კანონიერი ქურდის შვილი . შენი არდაბადებული შვილის არგამხდარი დედა შენ კი გაბრიელ წილოსანი ხარ ,კაცი რომელის ცხოვრებაშიც ჩემი ადგილი არ არის და შენ უნდა წახვიდე ,უნდა გამათავისუფლო ამ ტკივილისგან - ქანდაკებად იქცა მისი სხეული, უღონოდ ჩამოყრილი ხელებით, სისხლიანი თვალებით, ცრემლებით რომლებიც ფარავდნენ სახეს, გზას იკვლევდნენ ყელზე და ლავიწებს შორის სიღრმეში იკარგებოდნენ. გაჩერების ზღვარზე მყოფი გულისცემით და ჭრილობით რომელიც იმ წამს შეზიზღდა გაბრიელს .
ვეღარ უყურებდა წილოსანის ჩამქრალ თვალებს რომლებიც უახლოვდებოდნენ, სულ უფრო და უფრო ახლოს იყვნენ მისი მწვანეები რომლებიც ყველაფერს შთანთქავდნენ.
შებრუნდა.ზურგი აქცია , უნდოდა გამქრალიყო ,მაგრამ მოძრაობა აღარ შეეძლო. წილოსანის ხელები მუცელზე ეხვეოდნენ, შიშველ კანს გაყინული ხელისგულით შეეხო ,გრძელი თითებით მთლიანად დაფარა უშნო ჭრილობა . მისი გულისცემა ყურთან ახლოს ესმოდა,მისი გაყინული ტუჩები ეკვროდნენ ყელზე და ყინულივით ცივი ცრემლები ეცემოდნენ მხარზე .
ტკივილი რომელიც პირველად იყო ორმაგი, ორ სხეულში, ორ სულზე გაბატონებული საერთო იარებით რომლებიც არასდროს გაქრებოდა.
..............
სოფიომ დატოვა
პირველად ცხოვრებაში გაიღვიძა და სოფიო არ დახვდა
არსად იყო , მთელი ბინა სუნთქვაშეკრულმა მოიარა. წონასწორობას ვერ იცავდა , კედელზე მიყრდნობილი იდგა და ეძახდა, მაგრამ არ ჩანდა. ტელეფონი თან არ ჰქონდა, არაფერი ჰქონდა სოფიოს ნივთები კი ხელუხლებელი იყო . მხოლოდ წერილი იპოვნა საძინებელში დაბრუნებულმა
„გავთავისუფლდი!
ახლა როცა ვიცი რომ საიდუმლო აღარ გვაქვს , გაგათავისუფლე ჩემგან და ყველა კითხვისგან რომელიც გაწუხებდა.
გეფიცები შენი სიყვარული არასდროს მინანია .
შენ ხარ ჩემში არსებული სინათლეც და სიბნელეც ჩემი შავ-თეთრი ცხოვრების მთავარი ნაწილი.
ხომ მეუბნებოდი შენ თუ მთხოვ ყველაფერს შევძლებო. დრო მოვიდა ! ჩემი იმ ერთი სურვილის შესრულების დრო -სახლში დაბრუნდი , ახალი ცხოვრება დაიწყე და არ მომძებნო .
შენ იმდენად ბევრი ხარ ჩემში დედამიწაზე არსებულ ყველა გრძნობას გადააჭარბე „
..........
სოფიო წავიდა
სოფიო აღარ იყო და ეს დასასრულს ჰგავდა
ჭკუიდან იშლებოდა, ღრიალებდა და ფურცელს დაბინდული მზერით უყურებდა
-შენ მე ასე არ მომექცეოდი! შენ არ შეგეძლო ასე მომქცეოდი, შენ არ შეგეძლო ჩემი ამ მდგომარეობაში დატოვება . შენ მარტო არ უნდა იყო, მეტად აღარ სოფ
-გიგი სად წავიდა ... სოფიო წავიდა. გაიგე სად წავიდა - ტელეფონი აიღო და გიგის დაურეკა
-არ შემიძლია . მაპატიე !
-გიგიიი იცოდე სოფიოს თუ ვერ დავიბრუნებ გაგანადგურებ...გიგიიიი - მობილური საწოლზე დააგდო და ისევ იღრიალა- ამის დედაც. ყველა გზას მიჭრი ხომ? ყველა გზას მიჭრი ზუსტად იცი რაც შემიძლია გავაკეთო ხომ? გგონია გამოგივა ? ჯანდაბაა - მუშტები კედელს დაუშინა და მერე სახლში წავიდა.
მისი მითითებების შესრულება დაიწყო
გონებაარეული მიაბიჯებდა, თავი უსკდებოდა, ვერაფერს გრძნობდა, ვერაფერზე ფიქრობდა სანამ მარიამი არ დაინახა
-ძვირფასო... არ მჯერა რომ შენ ხარ
-მარიამ
-ისეთი განადგურებული სახე გაქვს თითქოს მიგატოვეს, ქორწილის ღამეს- ფეხზე წამოდგა და მისკენ დაიძრა-შემოდი, კარში რატომ დგახარ ეს ხომ ჩვენი სახლია სადაც ჩვენი ნახევრად ყალბი ქორწინების წლები უნდა გაგვეტარებინა- ტონს აუწია, სახეზე გამოხატული სიმშვიდე ნელ-ნელა იმსხვრეოდა
-პატიებას ვერ გთხოვ, არ მინდა რომ მაპატიო, არ მინდა რომ დაივიწყო ეს ღამე თუმცა ერთადერთია რასაც არასდროს ვინანებ. სხვა დანარჩენს მგონი ყველაფერს ვნანობ, ამ სიყალბეში შენს ჩათრევას, იმის დაჯერებას რომ გამოვიდოდა
-რომელ სიყალბეზე ვსაუბრობთ მე ხომ ვიცოდი რომ ეს ყველაფერი თამაში იყო იმ ბრბოსთვის რომელიც გვიცნობს და თვალს ადევნებს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ შენ მე დამამცირე ისეთი რამ გააკეთე რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი - თითები თმაში შეიცურა და თვალები წამით დახუჭა, ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა ,მაგრამ თავის შეკავებას ისევ ახერხებდა- თავი ასეთი სუსტი, უძლური და საცოდავი არასდროს მიგრძვნია არადა ძალიან მარტივი იქნებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება . ვიცი რომ საერთოდ არ მიმსახურებ, მაგრამ შენ ასე არ უნდა მოქცეულიყავი და მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ისეთი შენ რომ ანგარიში გაგისწორო . შეუძლებელია ეს მოვახერხო, ამიტომ მეტყვი რა ჯანდაბა მოხდა გუშინ და შემდეგ გადავწყვეტ როგორ მოვიქცე -ისევ დაუყვირა ის კი გათიშული იდგა ერთ ადგილას
-უბრალოდ დავასრულოთ მარიამ...რაც გინდა ის გააკეთე. მე არ შეგეწინააღმდეგები, გეფიცები ახლა იარაღი რომ დამიმიზნო უბრალოდ თვალებს დავხუჭავ და დაველოდები როდის მომკლავ
-შეუძლებელია ასე წასულიყავი მხოლოდ იმიტომ რომ უცებ მიხვდი არ ღირდა ... შენ არ ხარ ის კაცი ცოლს რომელიც მკლავებში ჰყავდა ხელს გაუშვებდა ... რამე გჭირს? ავად ხარ? ქალები არ მოგწონს, ჩემნაირები არ მოგწონს თუ რა უნდა ვიფიქრო . უბრალოდ კი არ გაჩერდი, გაიქეცი და ახლა ისეთი დაბრუნდი თითქოს მოკვდი, სული სადღაც დატოვე ახლა კი ასე წართმეული სულით ,მხოლოდ ფიტული მოძრაობ
-ოდესმე სიკვდილზე გიფიქრია მარიამ? - კედელს მიეყრდნო და მერე ნელ-ნელა ჩაიკეცა
-განგებ აკეთებ ხომ? იცოდი გაგიჟებული დაგხვდებოდი და გინდა თავი შემაცოდო? იცი ვერ მოგკლავ, იცი შურს ვერ ვიძიებ იცი ცოდვას არ ჩავიდენ შენს გამო და განგებ აკეთებ ხომ? - უკან დაიხია- შეიძლება გავგიჟდე - ზეწარს ხელი ჩაავლო და იატაკზე მოისროლა ყველაფერი- გავგიჟდები...გავგიჟდები და მართლა მოგკლავ ჩემი ამ მდგომარეობამდე მიყვანისთვის. გაგანადგურებ გეფიცები , მიწასთან გაგასწორებ თუ არ მეტყვი ისეთ მიზეზს რომ გავჩერდე
გაბრიელი კი იატაკზე იჯდა , კედელს მიყრდნობილი და გონება არეული. ისევ ესმოდა სოფიოს ხმა რომელიც ყველაფერს უყვებოდა,მისი შეშლილი ხმა და სისხლიანი თვალები სულს უწამლავდნენ. დიდი დრო იყო გასული მარიამმა ყველაფერი რომ დაამსხვრია ირგვლივ და ენერგია გამოეცალა შემდეგ გაჩერდა. მთელი სხეული უთრთოდა, ვერ მშვიდდებოდა ,გაბრიელის ეს მდგოარეობა კიდევ ერთ ჩიხს აჩენდა და აზროვნება აღარ შეეძლო.
-ჯანდაბა, ღმერთმა დაგწყევლოს...მითხარი რატომ გაიქცი - წილოსანს თვალები ერთი წერტილისთვის ჰქონდა გაშეშებული და ცრემლები მოსდიოდა. მის მოპირდაპირედ ხალიჩაზე დაეშვა, ზურგით საწოლს მიეყრდნო ირგვლივ ყველაფერი თავდაყირა იყო , მაგრამ ვერცერთი აღიქვამდა
-ჩემი ბრალია ...მე გავანადგურე - უფრო თავისთვის თქვა ვიდრე მარიამის გასაგონად და მერე თვალები დახუჭა - ვერ დავინახე, სუსტი, საცოდავი და სულელი კაცი ვარ ... ცხოვრება დავუნგრიე , გავანადგურე და მაინც მინდა რომ ჩემთან იყოს . ხომ შემიძლია სხვა ნებისმიერით ჩავანაცვლო, მაგრამ არა ...მხოლოდ ის შევწირე მსხვერპლად ჩემს სიმშვიდეს და ახლა არ მინდა რომ დამტოვოს. მჭირდება ! ჟანგბადივით მჭირდება მისი არსებობა იქ სადაც დავინახავ , ვიგრძნობ , შევეხები
-ღმერთო ჩემო- მარიამმა თავი ვერ შეიკავა და ისტერიული სიცილი დაიწყო - შენ ვიღაც გიყვარს ... სხვა ქალი იმდენად გიყვარს რომ ვერ უღალატე . გაგტეხა, გაგანადგურა ხომ ხედავ... ვიღაც ქალის გამო მიმატოვე - ისევ გაეცინა და ფეხზე წამოდგა-საოცრებააა...ვიღაც ქალის გამო გაიქცა ჩემგან თვით გაბრიელ წილოსანი -ჭკუაზე აღარ იყო . სახეზე წამოწითლდა,თმები არეული ჰქონდა და თვალები ამღვრეული
-ის ქალი ვიღაც არ არის , არც ყოფილა და არც იქნება. ის ჩემი ქალია! ქალია რომელიც გაბრიელს სჭირდება იმაზე მეტად ვიდრე გაბრიელ წილოსანს შენ სჭირდები. მჭირდება რომ კარგად ვიყო , რომ ვიარსებო, ვიფიქრო, ვიმუშაო, ვიაზროვნო...უბრალოდ მჭირდება და შენ წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავს მისი წასვლა ჩემი ცხოვრებიდან
-და ვინ არის ასეთი რომ წავიდეს და აღარ დაბრუნდეს. მე გიშვებ, გათავისუფლებ, არ მჭირდები არც ერთი წუთით მინდა შენი გრძNობები, უკვე შეხებაც აღარ მინდა და არც არასდროს მენდომება - ფეხზე იდგა, ვერც აზროვნებდა ნორმალურად. ყელში ჰქონდა უკვე ამოსული, ბრაზისგან გაგიჟებული იყო, მაგრამ ხვდებოდა რომ ისევ თავად დაიმცირებდა თავს. უბრალოდ არ სჭირდებოდა კაცი, გაბრიელ წილოსანი არც მის გამო ბრძოლას აპირებდა- უბრალოდ გააჩუმე , ვინმემ რომ გაიგოს მის შესახებ
-ძალიან მგავხარ და მეცოდები ... მეც შენს ასაკში ზუსტად შენნაირი ვიყავი, არა შენ ცოტა უფრო ჭკვიანი ხარ სულს არ იმძიმებ მე კი შურისძიება ყოველთვის მიყვარდა. ხანგრძივი, ჩუმი და მტკივნეული შურისძიება შენ კი საკუთარ თავს იცავ ,მაგრამ ასე თუ გააგრძელებ ოდესმე მიხვდები რომ ყველაფერი მაშინ დაკარგე როდესაც გეგონა რომ აღარაფერი გაკლდა სრულყოფილებამდე -როგორღაც ფეხზე დადგა ,ცრემლებს ვერც გრძნობდა და შემშრალება არც უფიქრია. ჯიბიდან სიგარეტის ღერი ამოიღო, თითები სულ გაყინული ჰქონდა და ძლივს მოუკიდა
-თუ ღმერთი გწამს, რომეოდ ნუ გადაიქცევი. არ არსებობს ქალი რომელსაც ვერ დაიბრუნებ თუ შენი იყო და სხვა ვინმე არ უყვარს. თუმცა მარადიული არაფერია ზეციური სახლის გარდა. შეიძლება ის სხვა მიატოვოს და შენთან მოვიდეს...მაპატიე მაგრამ ახლა საერთოდ არ მაქვს შენ დაკარგულ სიყვარულზე დარდის სურვილი ,ნერვები, ძალა... შენი ნაშა კი დაგიბრუნდება ნუ ღელავ
-გეყოფა!- ისე დაიყვირა თითქოს მარიამი იყო რაიმეში დამნაშავე- შენ მასზე ასე საუბრის უფლება არ გაქვს. შენ იმას ვერასდროს გადაიტანდი და გააკეთებდი რაც მან ჩემთვის გააკთა. შენ უბრალოდ არ შეგიძლია გიყვარდეს ისე როგორც მას ...ამის უნარი არ გაქვს , სხვა ყველაფერი შეგიძლია გააკეთო,ზუსტად ვიცი რომ შეგიძლია საოცრება ხარ რომელზეც მართლა ვგიჟდები , მაგრამ ის ...ის მიწიერი არ არის და მე ის ვერ დავინახე სანამ საბოლოოდ არ დავკარგე. სანამ გზის დასასრულამდე არ მივიყვანე და ბოლომდე არ გავანადგურე... ვეღარ გაუძლო, ვეღარ აიტანა და წავიდა . ისე წავიდა რომ ვიცი ვერ ვიპოვნი ...იცი რატომ ვერ ვიპოვნი? ის ჩემს ტვინშია, იმაზე კარგად იცის ყველაფერი რასაც გავაკეთებ ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. ის ყველგანაა ჩემს ტვინშიც, სულშიც, ყველა უჯრედშია და მაინც დამტოვა. სულელია და დამტოვა...სულელია , როგორი სულელია რომ ჰგონია ვინმე ჩაანაცვლებს. არადა ხომ ვიცი რომ მართლა სჯეროდა ამის ...სჯეროდა რომ შენ შეგეძლო ჩემი გაბედნიერება მე კი შენთვის ღირსეული ქმრობა . სულელია, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთვის ამდენი რამეს გაუძლო . შენ არ შეგიძლია მასზე ისაუბრო
-თუ ღმერთი გწამს ...გასაგებია, ტიპიური შეყვარებული კაცი რომელსც სრულყოფილი ჰგონია მხოლოდ ის ქალი რომელიც უყვარს. არ შემიძლია ეს ბანალური დრამები , გეყოფა შენც. შხაპი მიიღე, დაისვენე , დაფიქრდი ,ნიღბები მოირგე თორემ თამაში რომ დაგვჭირდება არ გამოგივა. რომ დაისვენებ მიხვდება შენი ტვინი როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ სახლში ერთად და თან ცალცალკე ! მერე მასწავლე როგორ გადიხარ სახლიდან ისე რომ ვერავინ შეგნიშნოს და წავალ, ვილოცებ იქნებ დავმშვიდდე , დავალაგო აზრები
გაბრიელი ისევ თავის ფიქრებში იყო ჩაძირული. ყველაფრის დასრულება უნდოდა, ყველაფრის გარკვევა. აღარ უნდოდა ნიღბები , აღარ უნდოდა მარიამთან ისე მოქცეულიყო როგორც ადრე, მარიამში იმდენ საკუთარს ხედავდა რომ ეშინოდა ისიც მის გზას არ დასდგომოდა
-მან ჩემს შესახებ ყველაფერი იცის...წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ვიყავი ,მაგრამ არასდროს არაფერი უკითხავს . არ აინტერესებდა მდიდარი ვიყავი , ღარიბი, სოფლელი თუ ქალაქელი, არც ის ადარდებდა სად ვმუშაობდი, ვიყავი თუ არა წარმატებული, მიზანდასახული თუ ჭკვიანი. არაფერი ადარდებდა , არაფერი უკითხავს და მაინც ყველაფერი იცოდა იმიტომ რომ ვგრძნობდი შემეძლო მეთქვა ნებისმიერი რამ რასაც ვგრNძობდი, რაც ხდებოდა. წარმოუდგენელი ქალია , ერთი შეხედვით სრულიად უბრალოა , სუსტია და დამყოლი , მაგრამ ახლა ვხვდები რომ ძალიან ხშირად ისე ვაკეთებდი ყველაფერს როგორც ის იტყოდა . ზუსტად იცოდა მე რა მჭირდებოდა, ზუსტად იცოდა როგორ უნდა გავემხნევებინე, დავემშვიდებინე, გავებედნიერებინე და შენ თუ გგონია რომ მასთან უბრალოდ ვიწექი და ის უბრალოდ ჩემი საყვარელია რომელსაც არ ვუღალატე ძალიან ცდები. არასდროს ყოფილა ჩემთვის ღალატი პრობლემა, წუხელაც შემეძლო შეიძლება მინდოდა კიდეც შენი სხეული,მაგრამ წამით მისი სახე დავინახე. საერთოდ არ გგავს , ოდნავადაც კი ... სოფიოს ვხედავდი ვიცოდი და მაშინ დაგამცირებდი ყველაზე მეტად ამის შემდეგ რომ დავუფლებოდი შენს სხეულს. შენ ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ, ბევრი რამის განსაზღვრა შეგიძლია , მაგრამ ვერაფერს გააკეთებდი მის ადგილას...კაცს რომ აღმერთებდე ის კი მხოლოდ გიყენებდეს და ვერ ხვდებოდეს შენს ადგილს მის ცხოვრებაში დატოვებდი არა...შენ ზუსტად გეცოდინებოდა რომ მისი მართვა შეგიძლია. შენ სულ პატარა ,სრულიად უდროო დროს, სრულიად მოულოდნელად რომ დაფეხმძიმებულიყავი კაცისგან რომელსაც აღმერთებ და დაგეკარგა შენი საყვარელი ღმერთის დამსახურებით ისიც და მასთან ერთად დედობის ყველა შანსიც რას გააკეთებდი ... ხომ მიხვიდოდი და ყველაფერს ეტყოდი კაცს რომელმაც ცხოვრება აგირია. ყველა ეტყოდა, ყველა გააგიჟებდ,ა ყველა დაახრჩობდა სინდისის ქენჯნით. არავინ დაუმალავდა, არავინ დაუბრუნდებოდა, არავინ დაუთობდა საკუთარ ცხოვრებას და იმის გამო რომ მას შვის ვეღარ გაუჩენდა არ მისცემდა უფლებას სხვა ქალთან წასულიყო. არავის შეუძლია უყვარდეს კაცი ისე რომ მისთვის ქალს არჩევდეს, აკეთებდეს ყველაფერს რომ წავიდეს და მიიღოს ის რაც სჭირდება. წავიდა, ჩემი სოფიო წავიდა ეგონა რომ შევძლებდით მე და შენ . მეც დავიჯერე რომ შევძლებდი სხვა ქალთან ცხოვრებას, მაგრამ ვერ შევძელი ! არ შემიძლია თავი შეგაყვარო, არ შემიძლია გაგაბედნიერო, არაფერი შემიძლია სტატუსის მოცემის გარდა, არაფერი გამაჩნია ანგარიშების, სახლების, მანქანების და სახელის გარდა. ეს წყეული სახელი ...გაბრიელ წილოსანი - შეშლილი იყო,რომ ლაპარაკობდა იმ წამს ალაგებდა ყველაფერს გონებაში, ყველაფერი ერთად დააწვა მხრებზე. ყელში უჭერდა და ახრჩობდა . ყვიროდა, ხმა ჩაუწყდა მარიამი კი გაოგნებული იდგა. აქამდე მსგავსი არაფერი ენახა და მითუმეტეს ასეთი გაბრიელ წილოსანი კოშმარშიც არ წარმოედგინა- გგონია დაგამცირე? გგონია შენი თავმოყვარეობა გავთელე და ეს იყო ყველაზე ცუდი რაც გამიკეთებია? შენ წარმოდგენა არ გაქვს მე როგორი ცხოველი ვარ ... შენ დაგტოვე და იქ წავედი, მასთან. არ მეგონა რომ იქ იქნებოდა, მაგრამ მინდოდა რომ იქ ყოფილიყო . მინდოდა განადგურებული დამხვედროდა და დავმშვიდებულიყავი რომ დავინახავდი როგორ ეტკინა ჩემი დაკარგვა. რომ დავინახე , რომ შევეხე, მისი სურნელი რომ ჩავისუნთქე მივხვდი რომ ყველაფერი მინდოდა მისგან და ფეხებზე მეკიდა მას რა უნდოდა, ისიც მამაჩემზე უარესი რომ ვარ, ისიც შენ რომ მიგატოვე და გავიქეცი. ისიც ის რომ ყვიროდა, ტიროდა და მეწინააღდეგებოდა...გულისამრევია ხომ? ვეღარ მისმენ , წარმოდგენაც არ გინდა ის კი მართლა მაღმერთებს. შენ ხომ მაინც წახვალ, ამ ყველაფრის შემდეგ რაც მაგ ღმერთმა გადაგატანინა წახვალ და ილოცებ , იმარხულებ ისიც ასეა ოღონდ ის მე მაღმერთებს...მაღმერთებდა და არ ვიცი რა მოხდება დრო რომ გავა და ვერ ვნახავ. მე ის გავანადგურე მხოლოდ იმიტომ რომ გაბრიელ წილოსანი ვყოფილიყავი არადა შემეძლო , ხომ შემეძლო უბრალოდ გაბრიელი ვყოფილიყავი და მის გვერდით მშვიდად მეცხოვრა
-ავადმყოფი ხარ...შენც და ისიც . ეს არაა ნორმალური, ეს არაა სიყვარული ეს....თქვენ . მე არ მინდა რომ ასე შემიყვარდეს, მიხარია რომ არ შემიძლია. მიხარია რომ აზროვნება შემიძლია შენ კი არ ვიცი , წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გააკეთო... იქნებ დროა მორჩე ეგოისტობას, მესაკუთრეობას , მის განადგურებას და მისცე უფლება დაისვენოს შენგან, წავიდეს და შენ იმსახურებ რომ გერქვას სხვა ქალის ქმარი, ითამაშო შენი ნიღბებით ,იყო მისგან შორს და დაიტანჯო. წარმოიდგინო როგორია როდესაც ელოდები მისგან ნაბიჯს ... მის ადგილას რომ ვიყო სამუდამო ტანჯვისთვის გაგიმეტებდი ! ცხოვრებაში პირველად მინდა ადამიანი ნაწილებად დავჭრა ჩემი დამცირებისთვის და თან მინდა რომ შევეშვა. მის ადგილას დიდი ხნის წინ გაგანადგუებდი ....მე კი , მე უბრალოდ მებრალები შენც და საკუთარი თავიც ასეთ უფსკრულში რომ გადავეშვი
არ ადარდებდა გაბრიელ წილოსანი, არც ფიქრი შეეძლო,არც ლოგიკური დასკვნების გამოტანა და სწორი აზროვნება . უბრალოდ მიდიოდა იმ სახლიდან ასე არეული ნაბიჯებით, ყინვაში თხელი ნაქსოვი კაბით და შეშლილი გონებით.
მანქანაში ჩაჯდა და დიდი სიჩქარით გაეცალა წილოსანის სახლს. მხოლოდ გზას უყურებდა , უკან არ მიუხედავს და სურვილიც არ ჰქონია. ვერ ხვდებოდა სად მიდიოდა, წამითაც არ დაფიქრებულა უბრალოდ გზას აგრძელებდა.
ღამე იყო მანქანა რომ გააჩერა . ეზოში შევიდა, სახლის კარი გააღო, ტალახიანი ფეხსაცმელი მოიშორა და ბუხრის გვერდით სავარძელში მჯდომის სხეულზე ისე მოთავსდდა როგორც პატარა ბეღურა. მხოლოდ შემდეგ მისცა ცრემლებს გასაქანი , სახე მის ყელში ჩამალა და სიტყვების გარეშე გათავისუფლდა ემოციებისგან.
გაბრიელი კი საკუთარი ხელით შექმნილ ჯოჯოხეთში მარტო იყო ,სრულიად მარტო და ტკიოდა არდაბადებული შვილი, განადგურებული სოფიო, საკუთარი სიბრმავე ტკიოდა და მაინც ისევ ეგოისტურად სჭირდებოდა სოფიო.
დრო გადიოდა, ერთი კვირა სახლიდან არც გასულა. მერის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებდა შემდეგ დაიბრუნა გაბრიელ წილოსანი და საქმიანობის შესრულებას შეუდგა . ისევ ისეთი იყო გაბრიელ წილოსანი, მერი რომლის საქმიანობაზეც შეუჩერებლად საუბრობდნენ. ისეთ საქმეებს აკეთებდნენ ყველამ დაივიწყა წილოსანის პირადი ცხოვრება, მარიამი არ ჩანდა და ეჭვიც არ უჩნდებოდათ ეგონათ რომ ცოლის ამპლუას ირგებდა. გონს რომ მოვიდა მაშინვე გაარკვია მისი მდგომარეობა, არ უსაუბრია ,მაგრამ იცოდა რომ კარგად იყო.
ერთი კვირის შემდეგ ისევ მივიდა სოფიოს ბინაში. ყველგან ისევ მისი სურნელი იყო, კარს მიყრდნობილი იდგა და თვალებს არ ახელდა, ყველა წამი კადრებად მიდიოდა მის თვალწინ ყველანაირ სოფიოს ხედავდა მომღიმარს, სერიოზულს, როიალთან მჯდომს, მძინარეს ხედავდა გადაღლილს და თავად მხოლოდ ბედნიერი იყო იქ შესვლის შემდეგ ,სულის სიმშვიდეს გრძნობდა.
ოთახები მოიარა, არეული საწოლი თავად გაასწორა და ზემოდან დაწვა. სოფიოს ბალიშზე დადო თავი , თვალები დახუჭა და მშვიდად დაიძინა. მას შემდეგ თითქმის ყოველ ღამე მიდიოდა ,შინაგანად ყოველ წამს ელოდა კარის გაღებას და მისი ნაბიჯების გაგებას. მის ტყავში იყო, მის ადგილას წარმოიდგენდა თავს და ისიც ისე ელოდა როგორც სოფიო .
როიალთან ჯდებოდა, თვალებს ხუჭავდა და გრძნობდა ყოველ მის ამოსუნთქვას. გრძნობდა სოფიო როგორ ეხებოდა კლავიშებს, უყვარდა? არა , ეს არ იყო სიყვარული ამ გრძნობას ერთი სახელი ვერ შეუქმნიდა ჩარჩოებს, ზღვარს ვერ დაუწესებდა ...
.......
მანქანაში ჯდებოდა მიხეილმა რომ დაურეკა . არ უნდოდა მასთან საუბარი,მაგრამ მაინც უპასუხა
-სად ხარ
-მამა ახალდაქორწინებულსაც არ მაცლით ცხოვრებას?
-სახლში მოდი, გელოდები. ახლავე!
-ამის დედაც ... შენღა მაკლდი მამა
სწრაფად წავიდა. მანქანა ეზოში გააჩერა და სახლში მშვიდად შევიდა ისე თითქოს არაფერი ხდებოდა. მიხეილი მისაღებში იყო და როგორც კი შევიდა მაშივე შეტევაზე გადავიდა
-რა ჯანდაბაა...მარიამი სად არის
-იცი მოსამსახურე არ შემირთავს ცოლად, არც მზარეული და სახლის გარეთაც აქვს საქმეები. წავიდა ალბათ სადმე
-როდის უნდა მიხვდე ბიჭო რომ შენ მე ვერაფერს გამომაპარებ
-ნუ ღრიალებ ძალიან გთხოვ თორემ დავურეკავ თამარას და ვეტყვი რომ მამიკო მწყობრიდან გამოვიდა
-რა გააკეთე...ამჯერად რა შარში გაეხვიე თქვენო აღმატებულებავ. შენ ხომ შეცდომებს არ უშვებ, შენ ხომ სრულყოფილება ბატონი გაბრიელი ხარ და ჩემსავით ქალები არ გირევენ ცხოვრებას
-წადი თორემ გეფიცები მთელს ბრაზს შენზე ამოვანთხევ...წადი და შემეშვი სანამ მოთმინებას დავკარგავ
-ისე ხარ განადგურებული რომ ასე მალე კარგავ კონტროლს? როგორ მოხდა შენ რომ მშვიდად არ მპასუხობ
-რა ხდება გვიან გადაწყვიტე შურისძიება ნიკოლოზის გამოჩენის გამო?
-შენ მართლა იდიოტი ხარ ხომ? გგონია რომ არ მდომოდა უფლებას მოგცემდი? გმადლობ რომ ჩემი ჩარვეის გარეშე აიყვანე ჩემი შვილი ტახტზე, თამარისგან მიხსენი
-ხო როგორ არა, კიდევ შვებულებაში გაგიშვი თან სამუდამოდ და ახლა ვერ იფიქრებ რითი გაირთო თავი . ალბათ კიდევ უფრო ბევრი ქალი გ>ჟიმე
-შენ მე ვერასდროს დამაფასებ, ვერ მიხვდები რა შემიძლია ხომ?
-მიხეილ რატომ იწყებ ისევ ჩემთან ბრძოლას? მე ხომ გითხარი ესპანეთში წასვლის წინ ანგარიშს რომ გაგისწორებ გავჩერდები-თქო ახლა თავიდან გინდა დავიწყოთ?
-თბილისის მერი ხარ, ბევრი რამის გაკეთება აღარ შეგიძლია ... არც ცოლის გაშვება. ვინმემ რომ გაიგოს ახლადმოყვანილი ქალი სადღაც სხვაგან ცხოვრობს პირველ რიგში იტყვიან რომ არ გიდგება ...მერე იტყვიან რომ მარიამმა დაგიკიდა , ბოლოს იფიქრებენ უღალატაო და მაშნაც მაგარი ს.რი გამოდგები ახლადმოყვანილ მაკალათიას რომ უღალატებ . მერე რომ გაარკვიონ და გაიგონ ვისთან ჟ.მაობ იტყვიან ეს რა უგემოვნო ყოფილაო
-აქედან წადი
-მალე დედაშენი მოგაკითხავს და ილოცე არ მიხვდეს რა ხდება შენს სახლში . თორემ მერე ნახავ როგორ განადგურდება შენი ლამაზ უკანალიანი პიანისტკა
-რა გულის ამრევი ხარ ... ზიზღსაც ვერ ვგრძნობ შენს მიმართ. დამღალეთ, ყელში ამომიხვედით შენც და ისიც თქვენს მოთხოვნებს შორის ვიჭყლიტებოდი ყოველთვის. სულ სხვადასხვა რამ გინდოდათ ჩემგან, ყოველთვის განტევების ვაცი ვიყავი მე უნდა მომეგვარებინა ყველაფერი, მე უნდა მეზრუნა თქვენს იმიჯზე, მე უნდა მეთამაშა რომ ბედნიერი ბავშვი ვიყავი , მშობლების ნებიერა ბიჭი, მამიკოს განებივრებული მილიონერი გაბრიელი რომელსაც არაფერი აკლია. გახსოვს ბოლოს როდის მომეცი ფული? მე არ მახსოვს... ყოველთვის ყველაფერს თავად ვაკეთებდი, არასდროს მოვსულვარ შენთან თხოვნით და მაინც არ მანებებთ თავს. რა გინდა, რას ვერ იღებ, რა გჭირდება რომ დაისვენო და შემეშვა ერთხელ და სამუდამოდ. იცი რა? შენ ჩემზე ეჭვიანობ, ის გაგიჟებს რომ თამარას სიგიჟემდე ვუყვარვარ და მისთვის იდეალური ვარ. ის რომ მასთან არასდროს მიკამათია და ყოველთვის ჩემს სურვილებს აყენებდა წინ , არადა არცერთ ყოფილა ჩემი ნამდვილი სურვილი ყველაფერი თავად უნდოდა . ყელში ამომიხვედით ...იმდენად გინდოდა ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი გაგეკონტროლებინა , გცოდნოდა რას როდის ვაკეთებდი . ჩემი ქალი გინდოდა , არ აპირებდი მისთვის თავის დანებებას სანამ არ შემშალე და არ მაღიარებინე რომ მასთან ვიყავი
-მაინც არ მესმის რა ნახე იმ გოგოში ასეთი. კი საოცრად უკრავს მაგრამ, სად მარიამი და სად ის...ერთი ჩვეულებრივი გოგოა . ახლაც ის არის ჩარეული ხომ? სერიოზულად? გინდა მაკალათია გადავიმტეროთ იმ ბ.ზის გამო?
-გაგანადგურებ-თქო ხომ დაგპირდი ბოლოს , ოთხი წლის წინ რომ ვილაპარაკეთ სოფიოზე- ყელში წვდა და ისე მოუჭირა თითები საერთოდ ვერ აზროვნებდა. ღღიალებდა, თვალები გაუფართოვდა, ჩაუწითლდა და ისე დაჰყურებდა ზემოდან კაცს- მე შენ გითხარი სოფიოს ახლოს რომ გაეკარო, ზედმეტად რომ შეაწუხო ან რამე მითხრა კიდევ მასზე სიკვდილს მოგანდომებ-თქო ... შემეშვი მეც და ჩემს ცხოვრებასაც ნუ მაიძულებ
-სულელი ბავშვი ხარ ... ვერ იზრდები . ამდენი წელი ერთ ქალს ტყნ.ვ და არ მოგბეზრდა როგორ მაინტერესებს რას აკეთებს ასეთს შენი სოფიო -როგორც კი ამოისუნთქა მაშინვე განაგრძო
-შენი დედაც...შენნაირი რომ არ ვარ იცი როგორ მიხარია? შენნაირი ავადმყოფი რომ არ ვარ და ყველა ქალის კაბის ქვეშ შეძრომა რომ არ მინდა. ჩემი პრინციპები რომ მაქვს სხვის ცოლებს რომ არ ვჟ.მავ, განსაკუთრებით ძმაკაცის ცოლებს რომ არ ვეარშიყები არასდროს ...ხო ძმაკაცის ცოლებს, ასე რატომ მიყურებ? გგონია მე არაფერი ვიცი? შენ ერთადერთი სოფიო გყავდა ჩემს წინააღმდეგ , იმიტომ წავედი რომ არ მინდოდა მისი გარევა ჩემს ცხოვრებაში . მე კი ყველაფერი ვიცი, ყველა შენი ბინძური საქმე რაც კი ოდესმე გაგიკეთებია და გეფიცები ისე ვიზამ რომ შენს მოსაკლავად რიგები დადგება , მერე თითსაც არ გავანძრევ და ვუყურებ როგორ დაგაგდებენ ღორივით დაკლულს სადმე
-მე მამაშენი ვარ, შენი მამა ვარ და ასე ვერ მომექცევი ვიღაც ქალის გამო
-მამაჩემი რომ ხარ იმიტომ გითმენდი ამდენ ხანს ახლა კი ყელში მაქვს ყველაფერი და ყველას მიწასთან გავსწორებ ვინც წინ გადამეღობება. არავის და არაფერს დაველოდები, არც ლაპარაკს დავიწყებ იცოდე - თავზე ედგა და საყელოდან ხელს არ უშვებდა. მერე მოშორდა თავზე ხელი გადაისვა და უკან არც მიუხედავს ისე განაგრძო-თვალით არ დამენახო მე თუ არ მოვალ, თამარაც მომაშორე თორემ სკანდალი რომელშიც გავეხვევით შენი ცოდვების სააშკარაოზე გამოტანა იქნება . ვინ იცის იქნებ კიდე გამომიჩნდნენ ძმები და დები რომლებსაც სხვა კაცების გვარები აქვთ, ცხოვრობენ მშვიდად და ჰგონიათ რომ შენთან საერთო არაფერი აქვთ. მერე აღარავის დააინტერესებს ჩემი და ჩემი ცოლის ცხოვრება
..............
სოფიოს გაუჩინარებამ მიშოზეც იმოქმედა. რამდენიმე დღე თადაც დაკავებული იყო და არ უნდოდა ზედმეტად ჩარეულიყო კანდელაკის ცხოვრებაში . არ უნდოდა შეეწუხებინა და შემდეგ რომ არ გამოჩნდა სალომეს ესტუმრა
-შეიძლება?- გაუღიმა ზღურბლზე მდგომს და მის გამომეტყველებას დააკვირდა
-მიშიკო რა სიურპრიზია ...მეგონა აღარ გაგახსენდებოდა ჩემი არსებობა
-არ მითხრა რომ ნაწყენი ხარ ექიმო - ლოყაზე აკოცა და პიცის ყუთი მიაწოდა მანამდე ზურგს უკან რომ მალავდა-შენ რომ გიყვარს
-ჰმ, ასე უნდა მომქრთამო? - ყუთები გამოართვა და მისაღებისკენ დაიძრა. ისეთი საყვარელი იყო მიშომ ღიმილი ვერ შეიკავა. უკან გაჰყვა და მერე მინის მაგიდასთან დაჯდა
-მეგონა მოხვიდოდი, საქმეები გქონდა შენ კი არ გამოჩნდი. რატომ მიბრაზდები?
-არ გიბრაზდები, მართლაც მქონდა საქმეები. გამოცდებიც მაქვს, სამუშაოც და ყველაფერი ერთად მაწუხებს-პიცის ნაჭერი ჩაკბიჩა და ისე განაგრძო საუბარი როგორც ჩვეოდა ხოლმე. აშკარად არ გრძნობდა ცუდად თავს რაც უფრო აბნევდა მიშოს
-სალომეე
-შენ არ მიირთმევ? თუ არ გიყვარს ხო, უგემოვნოვ
-სოფიო სად არის?
-მოგენატრა ხო მისი მომზადებული კერძები. მზარეული დაიქირავე ან ჩემთან მოდი ხოლმე რომ არ ვმორიგეობ მოგიმზადებ რამეს
-არ მეტყვი სად წავიდა? როგორ არის, ან ასე გაუფრთხილებლად რატომ გაქრა
-წავიდა, დასვენება სჭირდებოდა. სულის სიმშვიდე და ნუ იდარდებ, ის ახლა შესანიშნავად გრძნობს თავს . დამშვიდდება, მიხვდება რომ დაბრუნების დროა და შემდეგ ნახავ
-შენ იცი ხომ სადაც არის
-რადგან მე ვიცი და შენ არა ეს იმას ნიშნავს რომ მე უნდა ვიცოდე და სხვამ არავინ-ისევ ის ეუდარდელად საუბრობდა. პიცას მიირთმევდა. კოლაც დააგემოვნა და შემდეგ მზერა გაუსწორა- საკუთარ საქმეებს მიხედე, სოფიოს არაფერი დაუშავდება
-სალომე შენ იცი? - დასერიოზულდა, სალომეც გასწორდა და მზერა მიაპყრო
-რა უნდა ვიცოდე
-იცი...რა თქმა უნდა იცი. როდის გითხრა , წასვლის წინ ხომ? იმ კაცმა ცხოვრება აურია . მე არ მითქვამს გიორგისთვის იმის ნახევარიც რაც გავიგე . არ მინდოდა ენერვიულა, ვიცოდი ვერ გადაიტანდა და შემეშინდა რომ დროზე ადრე დაგვტოვებდა. უნდა მომეკლა ის და აღარაფერი მოხდებოდა. მე კი ვიფიქრე რომ სოფიოს ცხოვრებაში არ უნდა ჩავრეულიყავი ახლა კი კაცმა არ იცის სად წავიდა. მის გამო გაიქცა სადღაც და მე ვერ დავიცავ, გიორგის პირობა მივეცი , დავპირდი რომ დავიცავდი ,მაგრამ ვერ მოვახერხე
-მიშო
-არ გინდა, ნუ მომატყუებ გთხოვ. შენ ხომ არ გიყვარს ტყუილები
-უბრალოდ ვერ გეტყვი სად არის. კარგად არის , დარწმუნებული რომ არ ვიყო აქ ასე მშიდად რომ არ ვიქნებოდი ხომ იცი არა? შენ არაფერი დაგიშავებია, სოფიოს ძალიან უყვარხარ, გაფასებს და რომ დაბრუნდება აუცილებლად მოვა შენთან. გთხოვ უბრალოდ არასდროს გაახსენო ის რაც იცი, არ აქვს მნიშვნელობა რა გაიგე არ მინდა რომ მითხრა, არც ამაზე საუბარი მინდა. სოფიოსაც არ ენდომება როდესაც დაბრუნდება და იცოდე სამუდამოდ უნდა დამარხო გონებაში ყველაფერი რაც გაიგე
-რომ ვხედავ ხოლმე როგორ საუბრობს მინდება ტელევიზორი მოვისროლო ...
-მაინც არ მესმის საიდან გაიგე მასზე- ცოტა ხანს ჩუმად იყო,მაგრამ მაინც ჰკითხა
-ციხეში რომ მოვხვდი გიორგი უკვე იქ იყო . მასთან ერთად ოთხი წელი გავატარე იმ საღორეში და შემდეგ გამოვედი. ის კი დარჩა, ვიცოდი უკვე ცუდად რომ იყო . მის გამოყვანას ვცდილობდი,მაგრამ არ გამოდიოდა . გიორგის მდგომარეობა რომ დამძიმდა , კლინიკაში ჰყავდათ მისი ადვოკატი რომ მოვიდა და მითხრა ერთ კვირაში გაათავისუფლებენო. იმ დროს არ მაინტერესებდა რა ხდებოდა, გიორგი საერთოდ ფრენას თუ გაუძლებდა არ მეგონა, მაგრამ ძალები მოიკრიბა და ისე დაბრუნდა სოფიოსთან. მე უკვე ვიცოდი მისი საყვარლის ვინაობა, მაგრამ არ ვიცოდი მთელი მათი ამბავი. შემდეგ გიორგიმ მთხოვა გამერკვია იმ ადამიანის ვინაობა ვისთანაც ვალში იყო ,რადგანაც აშკარად არავინ იყო მისი მეგობრებიდან.
-გაბრიელმა გაათავისუფლა? - სიტყვები თავისთავად წამოსცდა და მერე სახეზე აიფარა ხელები- მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერი რაც კი მათ შორის მომხდარა და დღემდე ვერ ვხვდები რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა მომეშორებინა სოფიო მისგან ...ან უნდა გამეკეთებინა ეს თუ არა. ვერ ვხვდები როგორი კაცია , უნდა მეშინოდეს სოფიოს გამო თუ არა
-და ახლა როგორ გადაწყვიტა მისგან თავის დახსნა...
-გზის დასასრულს მივიდნენ , სოფიო უნდა წასულიყო. მისი ცხოვრების კიდევ ერთი ნაწილი დასრულდა და ახალი წიგნის დასაწყებად მისი გათავისუფლება იყო საჭირო , სულის ჭრილობების მოშუშება
-არ გენატრება?
-როცა ვიცი რომ კარგადაა, არა
-და მისგან შორს კარგად იქნება?
-მასთან ახლოს და თან შორს ყოფნა უფრო რთული იყო ყოველთვის
-ასე შეყვარებას ოდესმე შეძლებ?- თავი დახრილი ჰქონდა სიგარეტის ღერი თითებსშორის მოექცია და მას დაჰყურებდა
-მას არ უყვარს ...სოფიო შეპყრობილი იყო გაბრიელის დანახვის პირველივე წამიდან, ეს კი ყველას არ შეუძლია .
-მე კი მგონია რომ შენ ისეთი საოცარი ცოლი იქნები როგორი მეგობარიც ხარ ... შენ რომ არ იყო მის გვერდით სოფიოც არ იქნებოდა
-იცი ჩემ ყველა მოგონებაში არის ერთი ადამიანი მაინც რომელსაც სულის ტკივილი აწუხებს და ახლაც ვგრძნობ რომ შენ რაღაც სხვაც გაწუხებს, რაღაც რაც ძალიან გაღელვებს - მის წინ დაჯდა და ლოყაზე შეახო თითები-რამ დაგასევდიანა მიშიკო?
-სევდით დავიბადე სალიო- გაიცინა და თვალები დახუჭა
-შენ გაქვს ძალა რომელსაც შეუძლია გააქროს შენი ტკივილი, სევდა და ყველა მოგონება ერთ კუთხეში მიამწყვდიოს .
-ომს რომ დავასრულებ შემდეგ გავთავისუფლდები, მაგრამ ყველა პრობლემას ვერ გადავჭრი
- არ მეტყვი რა პრობლემა გაქვს?
-ვერ ვიტან გრძნობებს რომლებიც ტვინს მირევენ - მაჯაზე აკოცა . შემდეგ კი უკანმოუხედავად დატოვა სახლი ...

.................
გაბრიელი მარტო დატოვა. სულ მარტო დატოვა საკუთარი სურნელით გაჟღენთილ საწოლში და ეს იყო დასასრული ურთიერთობის რომელსაც სახელი არ ჰქონდა, წლების რომლებმაც უამრავი ემოცია მისცა, ტკივილიცა და სიხარულიც.
მიდიოდა და იხსენებდა ყველა ამბავს , ყველაფერს რაც სამუდამოდ იყო დალექილი მის მეხსიერებაში. ძალა ეცლებოდა, სალომე დაინახა და ჩაიკეცა.
-სოფიო ... სოფიო შემომხედე - მისი ხმა ესმოდა, უსიამოვნო სურნელს გრძნობდა და ნელ-ნელა ფხიზლდებოდა. თავი მის მუხლებზე ედო, არ შეუცვლია მდგომარეობა ისე აკოცა ხელებზე და მერე თვალები დახუჭა
-დასრულდა სალ
-სოფ
-მივდივარ
-სოფიო ასე სად წახვალ, იცი მაინც როგორ გამოიყურები?
-გაბრიელ წილოსანს ვტოვებ საკუთარ თავთან, საკუთარ ცხოვრებასთან და მივდივარ
-სოფიო ... ვის ტოვებ?
-მაპატიე რომ გიმალავდი...ხომ არ გამიბრაზდები- თავი მხარზე დაადო და ყბაზე აკოცა
-შენ ჩემთანაც ითამაშე...ახლა რა მოხდა. თავად აიძულე მარიამის შერთვა და მის ბედნიერებას შორიდან ვეღარ უყურე ? გეგონა ვერ მიგატოვებდა და მაინც გაქცია ზურგი ხომ?
-მე მასში არასდროს შევცდარვარ... ის მოვიდა , წუხელ ჩემთან იყო . ახლა ჩემს საწოლშია და ყველაფერი იცის ჩემზე , მასზე და ჩვენს ბავშვზე
-სოფიო რას ამბობ
-მას ჩემსავით არავინ იცნობს, მაგრამ არ მეგონა თუ ამას გააკეთებდა. დროა წავიდე , აქამდეც უნდა წავსულიყავი ,მაგრამ არ მეგონა თუ ეს ღამე იქნებოდა ...
-გიპოვნის ... ის უკვე უკონტროლოა ხომ ხედავ. გიპოვნის, ის საშიშია...ყველანი საშიშები არიან. მას ვერ დაემალები
-ნუ გეშინია- გაუღიმა და სახეზე მოეფერა- არ იტირო ... მე ის ვერ მიპოვნის . არ მომძებნის , დამელოდება და მერე დაიღლება. მობეზრდება, ახალ ცხოვრებას დაიწყებს და მიეჩვევა უჩემობას
-სოფიო
-მიყვარხარ . შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ ... მე დავბრუნდები შენთვის , იმისთვის რომ ვნახო როგორ იქნები ბედნიერი
-სად მიდიხარ არ მეტყვი?
-ღმერთთან ახლოს და თან შორს
-სოფ
-ზუსტად ვერ გეტყვი სად...ის მოვა. აუცილებლად მოვა რომ იფიქრებს ძალა აღარ მაქვსო და მას როდესაც უნდა ამქვეყნად ყველაზე უკეთ გამოსდის ადამიანების დარწმუნება
-ხომ კარგად იქნები
-გეფიცები სალ -გაუღიმა ისევ და მერე წამოდგა - მეჩქარება, მალე გაიღვიძებს და დროულად უნდა გავიდე ქალაქიდან
-ხომ არ მატყუებ
-სალ - თვალებში უყურებდა და იღიმოდა- დავბრუნდები და მე შენ მანამ არ დაგტოვებ სანამ სულ მთლად ჭაღარა თმა არ გვექნება ორივეს - მოეხვია, თავზე აკოცა და წავიდა.
მას შემდეგ ორი თვე გავიდა .
მთის წვერზე აშენებულ მონასტერში იყო , ზარების ხმა ესმოდა ახლადაყვავებულ ეზოში იდგა შავებით შემოსილი ცასა და მიწას შორის . ხედს უყურებდა და მშვიდად სუნთქავდა წვიმის სურნელს , ნელ -ნელა ცვიოდნენ უწვრილესი წვეთები ციდან . თვალებში მზის სხივი ენათებოდა და თან კანზე წვეთები ეცემოდა, თენდებოდა იებით სავსე მინდორზე დაჯდა და კითხვა განაგრძო .
ასეთი მშვიდი არასდროს ყოფილა. მარტოობა ასე არასდროს სიამოვნებდა, იქ იყო სამოთხე რაც კი შესაძლოა დედამიწაზე ენახა და რაც უფრო დიდი დრო გადიოდა მით უფრო ნაკლებს ფიქრობდა წარსულზე.
ზოგჯერ მარტო ყოფნაა რთული, სიჩუმე, სიმშვიდე და უმოძრაობა გაგიჟებს . ზოგჯერ კი პირიქით გინდა რომ მარტო იყო, სადღაც შორს გარესამყაროსგან, ცივილიზაციისგან, ჭორებისგან , სიმშვიდეში , ღმერთთან ახლოს და უბრალოდ ადამიანებთან რომლებიც სიმშვიდეს განიჭებენ . დედათა მონასტერში რამდენიმე ქალთან ერთად ცხოვრობდა ,მათ ეხმარებოდა უვლიდა ეზოს, ყვავილებს, ბოსტანს, ეხმარებოდა უპოვრების დაპურებაში. მათთან ერთად დადიოდა სოფელში, ლოცულობდა და წერდა. როდესაც მოგონებები სუნთქვას უკრავდნენ იწყებდა წერას,ცხოვრებაში პირველად კლავიშების გარდა სხვაგან ჰპოვა სიმშვიდე . ფურცელზე გადაჰქონდა ყველა განცდა და ეს უბრალოდ წარსულში მოგზაურობა კი არ იყო თითქოს იქ , იმ გვერდებზე ტოვებდა განცდილს, სხვა თვალით ხედავდა განვლილს ,ისე როგორც მკითხველი წიგნს, ხედავდა როგორც ვიღაც სხვა ადამიანის ცხოვრებას და ასე უფრო მარტივი იყო. ისეთ ამბებს აკვირდებოდა რასაც მანამდე ვერ ამჩნევდა . შემდეგ მიდიოდა პიანინოსთან უკრავდა სრულიად სხვა ნაწარმოებებს და როგორც ადრე ,ახლაც ბედნიერდებოდა კლავიშების შეხებისას უკვე მძიმე ემოციებისგან დაცლილი მხოლოდ სიმშვიდეში იკარგებოდა. კომპანიონებიც ჰყავდა , გალობდნენ და ეს იყო მომენტი რომელიც არასდროს წაიშლებოდა მისი მეხსიერებიდან.
მხოლოდ სალომე სჭირდებოდა და სხვა არაფეფერი. სალომე ენატრებოდა ,უზომოდ ენატრებოდა მისი ქოთქოთი, კნუტის თვალები და „ყავა მინდა სოფ“ . ეგოისტობა სძლევდა ხოლმე და უნდოდა მიეწერა, ეთქვა სადაც იყო და თავისთან მიეყვანა, იცოდა რომ ყველაფერს დატოვებდა და მასთან მივიდოდა,მაგრამ არ უნდოდა კიდევ ერთხელ მოეშორებინა საკუთარი ცხოვრებისგან , კიდევ ერთხელ დაევიწყებინა საკუთარი საქმე და სოფიოსთვის დაეთმო მთელი თავისი ცხოვრება. რაც უფრო მეტს წერდა მით უფრო უკეთ ხედავდა როგორ ექცეოდა სალომეს, როგორ ტკენდა, როგორ აიძულებდა ყველაფერი დაევიწყებინა. არ აძლევდა უფლებას საკუთარი ცხოვრება ჰქონოდა , რაც უფრო ცუდად იყო უფრო მეტ დროს ითხოვდა სალომესგან და ბოლოს გოგოს საერთოდ წაართვა პირადი ცხოვრება . სალომე იყო მის ცხოვრებაში არსებული საგანძური, ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი.
მიშოც ენატრებოდა, გიორგის დანატოვარი იყო მისთვის და მისი დანახვისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ გიორგის კვალს ხედავდა. მისი ბედნიერებაც უნდოდა , მათ გამო აუცილებლად დაბრუნდებოდა ცოტა ხნით მაინც. ახლა კი უბრალოდ სჯეროდა რომ ისინი ერთად იყვნენ, ერთმანეთის გვერდით და მიშო იზრუნებდა სალომეზე .
..........
პირველად ხვდებოდა ამდენი წლის შემდეგ, პირველად მივიდა მასთან კიდევ ერთ რისკზე წავიდა და მაინც იცოდა რომ არასდროს ინანებდა.
ბინის კართან იდგა და ელოდა როდის გაუღებდა ბიჭი . ნაბიჯების ხმა გაიგო, მერე მიხვდა რომ უკვე კართან იდგა და იქედან უყურებდა , რამდენიმე წამში გაუღო
-გაბრიელ
-არ შემომიშვებ?
-შეიშალე ?
-სიგიჟესაც გადავაჭარბე - ჩაიცინა და ზღურბლი გადალახა.
მის წინ იჯდა სიგარეტითა და არყით სავსე ჭიქით ხელში და უყურებდა მის თავშესაფარს, ადგილს საიდანაც აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს
-აქ რა გინდა გაბრიელ
-იცი რაც მინდა
-ჩემი პასუხიც იცი...არ დაგეხმარები
-რა გინდა , უბრალოდ მითხარი და ნებისმიერ რამეს მოგცემ ხომ იცი
-არაფერი მინდა
-გიგი
-არა-თქო ხომ გითხარი
-ასეთი რა გითხრა
-გამაკვირვა იცი? ცოტა ხნით ენაც ჩამივარდა...არადა მეგონა ძალიან სუსტი იყო ამდენ ხანს რომ დაგემონა
-შენ ჩვენზე არაფერი იცი
-ერთადერთი ადამიანია ვინაც იცის რომ შენთან ვმეგობრობ, ვმუშაობ და საერთოდ მიცნობ. სხვა რა უნდა ვიცოდე იმის გარდა რომ მას ნებისმიერ დროს შეეძლო ჩემთვის დაერეკა და ეთხოვა ნებისმიერი რამ რისი გაკეთებაც ჰაკერს შეეძლო . მას შენი განადგურებაც შეეძლო, ყოველთვის და ახლაც შეუძლია ორივე მიწასთან გაგვასწოროს
-დაგემუქრა?- სიგარეტი ტუჩებსშორის ჰქონდ ამოქცეული , გაიცინა და მერე კვამლი გამოუშვა- ჯანდაბა, დაგემუქრა?
-არა, მაგრამ ეგეც იგულისხმებოდა...რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ გაბრიელ?
-15 წლის იყავი რომ გაგიცანი ...ახლა რამდენის ხარ
-30 ... ხოდა ამ 15 წლის განმავლობაში მე არავინ მინახავს ვის გამოც უკან დაგიხევია, თავი გაგიწირავს, ვაბანკზე წასულხარ. შენ კი კანონიერი ქურდი გამოიყვანე ციხიდან , რამდენიმე მილიონი დახარჯე ხალხის მოსაქრთამად, ყველაფრის დასაფარად, გასაწმენდად და ეს რომ გაიგონ არათუ განადგურდება შენი კარიერა არამედ დაგიჭერენ და კიდევ ათას უბედურებას დაგაბრალებენ და რისთვის , იმისთვის რომ სოფიოს ცოცხალი ენახა. გაეგო რომ მამას უყვარდა, აღმერთებდა ალბათ და მერე ? მერე იქ იყავი, ლამის ყველა კამერა გავთიშე რაც ირგვლივ იყო რომ ხუთი წუთი მისულიყავი დაკრძალვაზე ... უკონტროლო გახდი გაბრიელ ახლა კი როგორც მან თქვა ჭაობში ხარ , ყელამდე ჭაობში და ბოლომდე ჩაიძირები თუ არ მოშორდებით ერთმანეთს
-ასე გითხრა და შენც დაუჯერე? ახლა კარგად ვარ? გგონია ამაზე უარესი შეიძლება რამე დამემართოს?
-შენ სოფიოზე მეტად გიყვარს ის ყველაფერი რასაც ამდენი წელია ქმნი, შენი საქმე , შენი რეპუტაცია ყველაფერი , ამდენი წელი ამისთვის იბრძოდი და ერთ დღეს როდესაც ყველაფერს დაკარგავ სოფიოს შეიძულებ მისთვის რომ დათმო ყველაფერი
-უბრალოდ მითხარი სად არის. ვნახავ , შორიდან დავინახავ გავიგებ როგორაა და მერე წავალ
-ვიცი მე შენი შორიდან ნახვა...რამდენჯერად ნახე იმდენჯერ მიხვედი
-მთელი სამი წელი არ მინახავს რაზე მელაპარაკები ...
-იმიტომ რომ შორს იყავი , უამრავი საქმე გქონდა და ფიზიკურად არ გეცალა რომ გამოქცეულიყავი
-რომ ვიპოვნო, ცუდად რომ იყოს და ვჭირდებოდე გეფიცები შენზე ვიყრი ჯავრს
-ცუდად შენს გვერდითაა. შხამივით ხარ ქალებისთვის
-გიგი
-არ გაინტერესებს მარიამი როგორაა ანდროსთან?
-იმედია ჩემს შეცდომებს დააკვირდება და მიხვდება იმ ბიჭის ფასს
-სულ გაგიჟდი ხო? შენი ცოლი ახლა იქნებ სხვა კაცთან წევს და არ გადარდებს?
-კარგი იქნებოდა რომ მოდუნებულიყო, მაგრამ ის ბიჭი აშკარად იდიოტია...
-ასე რატომ გამომხედე- ქვემოდან რომ შეხედა და მერე გასწორდა ბიჭმა წარბები შეკრა
-შენც ხო არ მოგწონს ქალბატონი მაკალათია
-ქალი თანაც შენნაირი? ჩემთვის ზედმეტია ... მიდიოდი მგონი
-კიდევ რა გითხრა მეტყვი?
-მისი ვიდეო მაქვს სადღაც...გინდა? - ამოიოხრა და მერე უთხრა
-კონცერტი?
-ეგეც და სხვაც...- ცოტა ხნით გავიდა. შემდეგ ჩიპი მისცა და თვალები აატრიალა- წადი ახლა, მაღიზიანებ აქ რომ ხარ , ჩემ პირად სივრცეში
ისიც დატოვა. არაფერი გამოსდიოდა და ჭკუიდან გადადგიოდა . სახლში მისვლისთანავე ლეპტოპთან დაჯდა და ვიდეო ჩართო. ერთ -ერთი სასტუმროში იყო გადაღებული , ეგვიპტეში იყვნენ . ის ორი კვირა ყველაფრისგან შორს გაატარეს მას შემდეგ 4 წელი მაინც იქნებოდა გასული. ორივე გარუჯულები იყვნენ, სოფიოს გრძელი ჭრელი კაბა ეცვა მას კი მაისური და შორტი. საიდანღაც მუსიკის ხმა ისმოდა სოფო კი ცეკვავდა და იცინოდა , ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ნახა აღარც კი ახსოვდა. ისე მიაბიჯებდა ეგონა რომ მალე ეკრანიდან გადმოვიდოდა და მოეხვეოდა, მის სურნელს იგრძნობდა ისეთს მაშინ რომ ასდიოდა მის კანს. ჟრუანტელმა დაუარა, გულისცემა გაუხშირდა და მერე უცებ შეეკრა სუნთქვა. ლეპტოპი დახურა და იღრიალა , ჭკუიდან იშლებოდა.
გარეთ გასვლა და უბრალოდ სეირნობაც აღარ შეეძლო, ან რაღაც ისეთი უნდ აჩეცვა რომ სახე დაეფარა ან დაცვასთან ერთად უნდა ევლო. მისი ყოველი დღე ორ ნაწილად გაიღო სამუშაო დრო როდესაც მხოლოდ საქმეზე იყო კონცენტრირებული და შემდეგ ღამე , ღამე როდესაც ყველა ტკივილი ერთად იპყრობდა, ყელზე მარწუხებს უჭერდა და სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა. სახლში იკეტებოდა , ყოველ ღამე უყურებდა სოფიოს ვიდეოებს. უსმენდა როგორ უკრავდა , თვალებს ხუჭავდა და წარმოიდგენდა რომ ისევ იქ იყო, მეორე ოთახში , ნახევრად შიშველი იჯდა სკამზე . მისი სურნელი იფანტებოდა, ყოველ ჯერზე როდესაც ბინის კარს აღებდა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა სიცარიელე , ბალიშსაც აღარ ჰქონდა მისი სურნელი. სუნამოები იქ იყო, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სოფიოს სურნელი ,სოფიოს სურნელი სხვა იყო საკუთარ სურნელთან შერეული მისი სურნელი უყვარდა .
ისევ გააღო ბინის კარი, ისევ გადალახა ზღურბლი ცარიელ სივრცეში რომელმაც მთლიანად შთანთქა. რამდენიმე დღე მისვლა ვერ მოახერხა, ზედმეტად ბევრი საქმე ჰქონდა როიალთან რომ დაჯდა და მტვრის ფენა შენიშნა გიჟს დაემსგავსა. პერანგი გაიხადა და ძვირადღირებული თეთრი ნაჭრით წმენდდა თითოეულ მილიმეტრს .
სკამზე იჯდა , კლავიშებზე ედო თავი და ისე ეძინა. თანაშემწემ დაურეკა ,შეახსენა რომ შეხვედრა ჰქონდა და შემდეგ გამოფხიზლდა.
ბაღებთან დაკავშირებულ ცვლილებებს გეგმავდნენ და იმ დღეს ერთ-ერთ საჯარო ბაღში უნდა მისულიყო. საერთოდ არ ახარებდა ეს ამბავი, საქმეს აკეთებდა იმას რაც შეეძლო ბიუჯეტით და რაც საჭირო იყო,მაგრამ ეს ცერემონიები ყელში ჰქონდა.
გამოიცვალა,შედარებით თავისუფლად ჩაიცვა ბავშვებთან პიჯაკითა და ჰალსტუხით მისვლა არ უნდოდა. თანაშემწეს არც უსმენდა ისედაც ყველაფერი იცოდა და მათი გეგმები არ ადარდებდა, არც მათ დაწერილ სიტყვას კითხულობდა , ეზიზღებდოდა რაღაცების დაზუთქვა და ეს სიყალბე ხალხთან.
მანქანაში რომ ჩაჯდა უცებ მიხვდა რომ დაგეგმილ ადგილას წასვლა არ უნდოდა და წამსვე შეცვალა ყველა გეგმა. სხვა ბაღის ნომერი უთხრა ქალაქის გარეუბანში და ყველა გააგიჟა
-იქ არ გველოდებიან...ისინი მოუმზადებლები იქნებიან
-სერიოზულად? ყველა ბაღისთვის იყო ცვლილებები ხომ? ხელფასი ყველას ერთნაირი აქვს, ბავშვებიც ერთნაირები სწავლობენ . ვნახოთ როგორ დაგვხვდებიან და რამდენად იმოქმედა ამ კანონმა- ბოლო დროს ზედმეტად უხეში იყო, მანამდე თუ უფრო რბილად მეტი ცინიზმით და ნაკლები ყვირილით აგვარებდა საქმეებს ახლა ტემბრზეც არ ფიქრობდა. პირველი გადავიდა მანქანიდან და ჟურნალისტებიც უკან მიჰყვნენ . პირდაპირ გააღო კარი და შევიდა
ბავშვები გიჟებივით დარბოდნენ, საიდანღაც ტირილის ხმა ისმოდა წამსვე თავის ტკივილი იგრძნო . შემდეგ ხედავდა მომვლელებს, ბაღის გამგეს და ყველა იქ მომუშავე პირს რომლებიც ცდილობდნენ სწორად ემოქმედათ
-გადაიღეთ ...ყველგან შედით და ნახეთ როგორ მოქმედებს კანონები, რამდენად შეესაბამება მათი მოთხოვნები მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს -ჟურნალისტებს უყურებდა მერე კი ბავშვებისკენ წავიდა. ხალიჩაზე დაჯდა და ერთ-ერთი გოგონა ფეხზე დაისვა. ბავშვი ჯერ გაკვირვებული უყურებდა მერე თოჯინა გადადო და ისე დააკვირდა- იცი ვინ ვარ?
-ლამაზი ბიჭი ტელევიზორიდან რომელიც დედას მოსწონს - მშვიდად განუცხადა და პატარა ცხვირზე ხელი გაისვა . გაბრიელმა სიცილი ვერ შეიკავა. სხვა ბავშვებიც მივიდნენ, ზოგმა იცნო კიდეც , ზოგი ზედმეტად თამამი იყო და თავისი ინიციატივით მოეხვია . ყველა რაღაც კითხვას უსვამდა . ცოტა ხნით საუბრობდა , იცინოდა და არავის აქცევდა ყურადღებას. მერე ყველა გააჩუმა როგორღაც და კითხვების დასმა დაუწყო. ბავშვები როგორც ყველაზე სუფთა, გულუბრტყვილო და გულწრფელი ადამიანები ყველაფერ იმას ამბობდნენ რაც ინფორმაციისთვის სჭირდებოდა. ნელ ნელა იცვლებოდა მის ზურგს უკან მდგომარეობა. მერე ბავშვებს შეეშვა და წამოდგა. ცუდად ხდებოდა უკვე, აღარ შეეძლო თავის შეკავება ვეღარც საქმეზე ფიქრობდა . ტვინში მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა რომ მისი შვილიც უნდა ყოფილიყო მათ მსგავსად ბაღში, მერე სკოლაში, უნივერსიტეტში. სუნთქვა ეკვროდა და თანდათან უფრო მეტად უნდოდა იქედან გაქცევა. ყველაფერი დაივიწყდა , ისეთი განცხადება გააკეთა ყველას გაბრაზება რომ გამოიწვია და შემდეგ ისევ მანქანისკენ დაიძრა. ჟურნალისტები კითხვებს უსვამდნენ , არ ჩერდებოდნენ
-მორჩა ის დრო ყველაფერი რომ იგეგმებოდა და ვხედავდით არარეალურს. დღეიდან დავინახავთ იმას რაც გვჭირდება, მივალთ იქ სადაც პრობლემაა . დასრულდა თავის მოტყუება, დროა დავინახოთ რა პრობლემა აქვს ჩვეულებრივ ადამიანებს რომლებიც ქმნიან უმრავლესობას. სახელმძიფო დაწესებულებში, ბაღებში და სკოლებში დადის ჩვენი ქვეყნის მომავალი . მორჩა დრო როდესაც ვალდებულებებს არ ვასრულებდით, ყველას ვინც მუშაობს,ყველას ვინც ხელფასს იღებს სახელმწიფოსგან ვალდებულია შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და მე გპირდებით , რამდენად ხარისხიანი იქნება თქვენი შრომა იმდენად გაიზრდება ხელფასები
კიდევ ბევრი რამ თქვა შემდეგ კი თავი დააღწია ჟურნალისტების ხროვას. მანქანისკენ მიდიოდა ერთი ბავშვი რომ დაინახა, რაღაც პატარა პიანინოსთან იჯდა, ხვეული თმა ჰქონდა და ყველაფრისგან შორს იყო , თავის ფიქრებში, საკუთარი კომფორტის ზონაში. ისე დაიძრა მისკენ რომ არც გაუაზრებია, დაიხარა და თავზე აკოცა
-პიანისტი გინდა გახდე?
-ქო
-აუცილებლად მოვალ შენს კონცერტზე, ხომ დამპატიჟებ- თვალები ემღვრეოდა . ბავშვი კი გაბადრული უყურებდა და თვალები უბრწყინავდა
-დაგპატიჯებ - ლოყაზე შეახო თავისი პატარა თითები . წილოსანი კი საბოლოოდ გატყდა. ეს იყო დასასრული როდესაც მისი საქმე გრძნობებმა დაფარა. სწრაფად წავიდა, იმდენად სწრაფად რომ გონს რომ არ მოსულიყო ალბატ საჭესთანაც თავად დაჯდებოდა. ბოლო წამს გააღო უკანა კარი და სავარძელში დაიკავა ადგილი
-წავედით ...სწრაფად !
მთელი სხეული უკანკალებდა, მანქანა სწრაფად მიდიოდა . სიგარეტს ძლივს მოუკიდა მერე ძლიერად მოქაჩა და მაინც არაფერს ჰქონდა აზრი . მანქანა გააჩერეო დაუყვირა და შუა გზიდან გადავიდა გიჟივით მიდიოდა, შეურაცხადს ჰგავდა, ისევ ესმოდა მისი ხმა, ისევ ხედავდა მის შეშლილ სახეს და იმაზე მეტად ტკიოდა ვიდრე მაშინ. ბორდიულზე იჯდა, სახე ხელებში ჰქონდა ჩამალული , კანკალებდა და ღრიალებდა.
მერე ფეხით განაგრძო გზა, თითქმის სირბილით მიაბიჯებდა . სახლში შევიდა და სულ აერია გონება მარიამი რომ დაინახა ჩვეულ ფორმაში ,ჩვეული მზერით მდგომი აშკარად დიდი ხნის მისული იყო და უკვე გასვლას აპირებდა. გაბრიელი რომ დაინახა სვლა შეწყვიტა , თითები ერთმანეთში ახლართა და მზერა გაუსწორა
-არ მეგონა ასე მალე თუ დაბრუნდებოდი -თავის შეკავება სცადა , მაგრამ მარიამმა კარგად იცოდა როგორ მდგომარეობაშიც იყო
-რას დაემსგავსე ამ ორ თვეში ... სარკეში საკუთარ ანარეკლს ხედავ ხოლმე?
-შენ გამოიყურები შესანიშნავად. სოფელმა და სიმშვიდემ აშკარად დადებითად იმოქმედა შენს განწყობაზე
-ისევ არ იცი სად წავიდა კანდელაკი?- მარიამიც არ ჩამორჩა და ძალიან მშვიდად გააჩერა
-მარიამ
-არც ისეთი მარტივი ყოფილა როგორიც მეგონა, შეცდომა დავუშვი . თურმე სწორად ვერ შევაფასე, იმაზე ძლიერი ყოფილა ვიდრე მეგონა, იმაზე კარგად შესძლებია გრძNობების დაფარვა ვიდრე მე ოდესმე წარმოვიდგენდი. ვფიქრობ და ახლაც ვერ ვიგებ როგორ შეეძლო ჩემს გვერდით ასე მშვიდად ყოფნა. ალბათ შენ ასწავლე თვალთმაქცობა თორემ ის ზედმეტად სუფთაა, ასე ვერ შევცდებოდი
-რას აპირებ
-რას უნდა ვაპირებდე. სანამ დამშვიდდები და მოვიფიქრებთ როგორ უნდა მოვიხსნათ ეს ყულფი ყელიდან დაგელოდები ... კი ვგავართ, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი ვისაც შეუძლია შეურაცხყოფის გამო გაგანადგუროს . თუმცა ისედაც განადგურებული ხარ, ამაზე უარესს ვერაფერს გაგიკეთებ, ვერც გისურვებდი . მგონი სჯობს დაივიწყო ჩემი სტატუსი, მე უკვე ისე გიყურებ როგორც ადრე,მანამ სანამ ერთად ყოფნას შემომთავაზებდი . ასე უფრო თავისუფლად ვიგრძნობ თავს ახლა კი მეჩქარება - მარტო დატოვა , თავადაც უჭირდა თან იმაზე მეტად ვიდრე წარმოიდგენდა, მაგრამ მაინც კარგად ხედავდა გაბრიელის ტკივილს.
...........
რამდენიმე დღე ისე გავიდა ნორნალურად ვერც ხედავდნენ ერთმანეთს. ორივე გვიან ბრუნდეებოდა საძინებელში იკეტებოდა და რამდენიმე წუთს თუ გაატარებდნეენ ერთად . იმ საღამოსაც გვიან დაბრუნდა, დამღლელი დღე ჰქონდა და პირდაპორ სააბაზანოში შეიკეტა. ერთი საათი იდგა ალბათ წყლის ჭავლის ქვეშ შემდეგ კი საძინებელში გავიდა. მარიამი კართან იდგა და ელოდა
_შემოდი
_გაუთვალისწინებელ ვახშამზე დამპატიჟეს
_ქმართან ერთად?
_ეკა მაწვება ... ერთად თუ არ გვნახავს მისი მოტყუება მომიწევს და არ მინდა რაღაც დიდი ამბავი შევთხზა
_მოემზადე და წავიდეთ
დიდხანს საუბარიც არ სჭირდებოდა შესანიშნავად იცბობდა მარიამის საქმეებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მის წრეში ტრიალებდა. არაფერი იყო რთული, პატარა სპექტაკლი და ყველაფერი დასრულდებოდა.
ორი საათის შემდეგ უკვე მათი საერთო ნაცნობის სახლში იყვნენ. გაბრიელის გამოჩენამ ყურადღება მიიქცია, ქალაქის მერი როდი სტუმრობდა ყველას ოჯახში. თავდაპირველად მაინც პოლიტიკაზე დაიწყეს საუბარი. მარიამი აშკარად ვერ გრძნობდა თავს მშვიდად და ამას შორიდანაც ამჩნევდა. გვიან შეამჩნია რომ სტუმრებს შორის მხოლოდ ნათესავები იყვნენ, ლაზარეც მივიდა გვიან და აქ უკვე ეჭვები გაუჩნდა. მარიამის გვერდით გადაინაცვლა და მზერა გაუსწორა
-წასვლა მინდა
-რა ხდება იცი?
-მახეა , დედაჩემის მოწყობილი მახე და მეც გავები - ღრმად ჩაისუნთქა, თითები უკანკალებდა- რაღაც ისეთ თუ მოხდება ... ჯანდაბა - შუბლზე მოუსვა თითები და თვალები დახუჭა- რატომ ღმერთო, რატომ იცი ყველა პრობლემის ერთად გამოგზავნა.
-დამშვიდდი . ემოციები აკონტროლე თორემ სულ კანკალებ
-არ მაინტერესებს . ახლა ჩემთვის მხოლოდ ლაზარეა მნიშნელოვანი და სხვა არაფერი . ემოციების დაფარვის არც სურვილი მაქვს არც ძალა - ისევ შეხედა ერთად მდგომ წყვილს და შემდეგ ის მოხდა რასაც ელოდა.
წყვილმა ოჯახს ძალიან მშვიდად განუცხადა რომ ერთად აპირებდნენ ცხოვრებას, იქორწინებდნენ და კიდევ ათასი რომანტიკული ფრაზა უნდა ეთქვა ალბათ ლაზარემ რომ იფეთქა. მარიამი რამდენიმე წამს უმოქმედოდ იყო, აშკარად უჭირდა წონასწორობის დაცვაც. შემდეგ ლაზარეს წინ დადგა და მაჯაზე ჩაავლო თითები
-გეყოფა პატარავ, უბრალოდ გეყოფა ხომ იცი რომ არ ღირს
-მარიამ თქვენ ხომ იცოდით რომ ეს დღე ოდესე დადგებოდა. ორივეს თქვენი ცხოვრება გაქვთ უკვე და არ მესმის რატომ არ მაქვს უფლება რომ ვიცხოვრო მშვიდად იმ ადამიანთან ერთად ვინც მიყვარს . რატომ უნდა ვიმალებოდეთ დამნაშავეებივით
-ეკა ჩვენ ახლა წავალთ და შენ , მშვიდად იყავი ახალ ოჯახთან ერთად. შეგიძლია ყველას აჩვენო რომ ბედნიერი ხარ . ახალი ამბები რომ გექნება ასე სხვებთან ერთად შეგვატყობინე ჩვენც
-მარიამ
-არ დამელაპარაკო ... არ გაბედო ! შენ შეგეძლო სხვაგვარად რომ გემოქმედა,მაგრამ აქ მოგვიყვანე ყველანი აქ შეგვკრიბე და უშუალოდ რეალობის წინ დაგვაყენე ეს კი კლდიდან გადაჩეხვას ჰგავს ეს ფარსია ახლა ჩემთვის . წავედით , გთხოვ- ლაზარეს მზერა გაუსწორა და ბოლოს მაინც წაიყვანა .
-ამის დედაც სულ გაგიჟდა, გაგიჟდა ხომ? რა გააკეთა მარიამ...მართლა ჰგონია რომ გათხოვების უფლებას მივცემ
-სახლში წავიდეთ...წამოდით და იქ ვისაუბროთ- გაბრიელმა მანქანის კარი გაუღო და ლაზარეც აიძულა უკან გაჰყოლოდა.
სასაცილოც კი იყო ამ მდგომარეობაში მარიამის პრობლემაზე რომ ფიქრობდა და გაგიჟებული ლაზარეს მოსმენა უხდებოდა.
ფაქტი ყოველთვის უცვლელია, ერთი პრობლემა მეორეს დროებით გავიწყებს თუნდაც არ აღემატებოდეს მასშტაბით მაინც ფარავს იმ მთავარს და ცოტა ხნით გონებასაც მთლიანად იკავებს.
მარიამი და ლაზარე მარტო დატოვა. ეზოში იყო და ეწეოდა ლაზარე რომ წავიდა, უფრო სწორად გაიქცა
-ნუ გეშინია,პატარა ბიჭი აღარ არის. არაფერი დაუშავდება
-არ უნდა მივსულიყავი... არ მეგონა ასე ყველასთან ერთად თუ მეტყოდა რომ თხოვდება.
-შეეშინდა მარტო საუბრის და ამიტომ გააკეთა ეს სხვებთან ერთად უკან დასახევი გზა რომ მოეჭრა. ხომ ხვდები
-უკვე ძალიან ბევრჯერ მომიჭრეს უკან დასახევი გზა - მზერა გაუსწორა და სავარძელში დაჯდა- ლაზარეზე ვფიქრობ თორემ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებს , რას ილაპრაკებენ მთავარი მაინც ის არის რომ მამას დავიწყება შეძლო , არც უყვარდა ალბათ არასდროს . ხალხის აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს ,ბოლოს მაინც ყველა ყველაფერს გაიგებს და ჭორაობას დაიწყებს
-ლაზარე დამშვიდდება , არ ინერვიულო . ბავშვი აღარაა და საკუთარ ემოციებს თავად გაუმკლავდება
-ჩვენზე რომ გაიგოს შეიშლება...ჩემი წინდაუხედავობით ვანერვიულებ და სხვა არაფერი მადარდებს ლაზარეს გარდა.
-ჯერ ნუ ეტყვი და შემდეგ ვეცდები მე დაველაპარაკო...
-თუ ღმერთი გწამს, რა მნიშვნელობა აქვს საუბარს. ფაქტი ერთია და ყველაფერი იმდენად ჩახლართულია რომ იმასაც ვერ ავუხსნი ახლა აქ შენს გვერდით მშვიდად რატომ ვზივარ ისე თითქოს ქმარი კი არა ვიღაც ნაცნობი ხარ რომელთანაც უემოციოდ შემიძლია საუბარი
-დაიღალე, ემოციურად გამოიფიტე და ძალა აღარ გაქვს ახლა ჩემთან უაზრო ომის. იცი რომ ვერაფერს შეცვლი და ფუჭად აღარ ფლანგავ ენერგიას, არც თავს დაიმცირებ ამით . შენ მარიამ მაკალათია იქნები ყოველთვის სანამ ასე მყარად იდგები ფეხზე და ჩემნაირ , დამნაშავე ნაბიჭვრებს თავს არ გაუყადრებ უაზრო ომით
-მეგონა მგავდი და ამიტომ გადავწყვიტე რომ შენი ცოლი უნდა გავმხდარიყავი. მეგონა ვერაფერს გააკეთებდი ისეთს რითაც გამაკვირვებდი, რასაც ვერ გავიგებდი და რაც შემშლიდა. ზოგჯერ შენზე მეტად უემოციო და ცივი ვარ , მაგრამ შენ შეიცვალე . მე ვერ ვხედავდი შენში არსებულ კაცს რომელსაც გამეტებით უყვარდა სხვა ქალი . მე მხოლოდ ეს ვერ გავითვალისწინე, ვერ წარმოვიდგენდი და ახლა ომს აზრი არ აქვს . იბრძვიან საყვარელი კაცისთვის მაშინაც კი როდესაც მის გულში სხვა არის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ის ღამე პირველი და უკანასკნელი იყო . დედაჩემთან ჩხუბსაც აზრი არ აქვს, რას გავაკეთებ ერთადერთ მშობელს დავშორდები ვეტყვი რომ ვერ ვაპატიებ ბედნიერებას მამაჩემის გარეშე? და რას მივიღებ ტკივილის გაძლიერების გარდა, რაც არ უნდა გააკეთოს მე ხომ ვუყვარვარ და ჩვენზე მეტად ვერავის შეიყვარებს. მხოლოდ ჩემს ემოციებს ვნებს მისი გათხოვება სხვა არაფერს დამაკლებს , მხოლოდ ლაზარეზე ვფიქრობ ჩვეულებრივი ქართველი კაცია და ამ ამბის გადახარშვას არ ვიცი ოდესმე შეძლებს თუ არა
-ახლა რომ ვსუნთქავ , აქ რომ ვზივარ და ვარსებობ მხოლოდ იმის დამსახურებაა რომ ქვეცნობიერად მჯერა დრო ყველაფერს შეცვლის ,ოდესმე თუ შეძლებ გონს მოსვლას და სწორად მოქმედებას თავად შექმნი საკუთარ სიბნელეში სინათლის სხივებს
მარიამმა რომ დაიძინა ისევ მარტო დარჩა საკუთარ ფიქრებთან . მოგონებები სწორედ ამ დროს ჩნდებოდნენ და სულს იპყრობდნენ, მარწუხებში იქცევდნენ , ახრჩობდნენ ყველა სხვა აზრს . მხოლოდ მოგონებები იყო , ყველაფერი რაც ადრე ვერ დაინახა, ყველაფერი რაც თავად ჩაიდინა, რაც თავად შექმნა ახლა სულს უხუთავდა. საკუთარი უმოქმედობა , არასწორი ნაბიჯები და ფიქრები ,ყველაფერი ერთად ესხმოდა თავს.
სოფიო კი ამ დროს მშვიდად იწვა საკუთარ საწოლში, ყველაზე უბრალო, მაგარ საწოლში ყველაზე მშვიდად და კომფორტულად ეძინა. ყველა ემოციისგან თავისუფალს ისე თითქოს საკუთარი ტკივილი გაბრიელს დაუტოვა იმ ღამით და მხოლოდ ჭრილობები დარჩა , ჭრილობები ტკივილის გარეშე .
დილით ადრე გაიღვიძა . ჭრელი გრძელი კაბა ჩაიცვა და გარეთ გავიდა, მზის ,ყვავილების და მთის სურნელი ერეოდა ერთმანეთს.
არავინ იცოდა გაბრიელს რომ მთა უყვარდა მხოლოდ სოფიომ .
სოფიო წაიყვანა რამდენიმე დღით სიმშვიდეში იქ სადაც არავინ იყო სხვა . კი ამბობდა ზღვაზე ბევრი ვინმე იქნება , დაგვინახავენო,მაგრამ სისულელე იყო ეს ყველაფერი კიდევ ერთი ნიღბად გამოყენებული სიტყვები რომლებიც სოფიოზე მაშინაც არმოქმედებდა. მთავარი იყო მისი მზერა და გამომეტყველება, დილით ადრე ადგომა მინდორზე მშვიდად რომ დაჯდებოდა და უყურებდა მისთვის წმინდა სივრცეს
-სამოთხე დედამიწაზე ალბათ ასეთია - მისი ხმა ესმოდა ყურებში . ისევ გრძობდა მის ტუჩებს ხელისგულზე რომ ეხებოდა და თითები ეწვოდა ისე უნდოდა ისევ შესძლებოდა მის თმებზე შეხება . მაშინ მის გულზე ედო თავი , სახეზე მზის სხივები ეთამაშებოდათ და პირველად უყვებოდა საკუთარ ბავშვობაზე . ისიც ყურადღებით უსმენდა , თითებზე კოცნიდა, იცინოდა და ბოლოს დასცინოდა პატარა სოფიოს . მერე გაებუტა , დაჯდა, ზურგი აქცია და ხმას არ სცემდა სანამ არ ჩაეხუტა . ყველგან კოცნიდა , იცინოდა და ისევ აბრაზებდა. ასეთი იყო გაბრიელი, უბრალოდ გაბრიელი თავისი გეგმებით, აზრებით,მიზნებით და მაინც სიმშვიდის მოყვარული სახეზე თბილი ღიმილით , სიცილის დროს თვალები რომ ეხუჭებოდა და ისეთ ხმას უშვებდა პატარა ბავშვს მოგაგონებდათ . ის უბრალოდ იდეალური იყო , სოფიოს თვალით დანახული ნამდვილი გაბრიელი იყო იდეალური და არა გაბრიელ წილოსანი რომელიც უამრავ ნიღაბს ქმნიდა მისი სულის დასაფარად.
..................
დღეები გადიოდა , გაბრიელი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ფიტულს რომელიც უბრალოდ არსებობდა.
ყველა გზა გამოიყენა რაც კი შეეძლო,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
უკვე ზაფხულის სიცხე წვავდა ქალაქს ,ყველა მხიარული იყო , ყველა შვებულებას ელოდა და ქალაქიც იცლებოდა. კაბინეტში იჯდა , უკვე ღამდებოდა , არავინ იყო შენობაში დაცვის გარდა. სახლში წასვლა არ უნდოდა მიუხედავად იმისა რომ მარიამს ფაქტობრივად ვერც ხვდებოდა მისთვის თავისუფლების დარღვევა არ უნდოდა. ვერც ისვენებდა კედლებში გამომწყვდეული.
სოფიოს ბინაში მივიდა ისევ, მთელი სახლი მოიარა მხოლოდ მტვრის სუნი იყო . მარტოობის ,სიცარიელის სუნი და სიბნელე რომელსაც ოთახში ჩამოფარებული სქელი ფარდები ქმნიდა. გაახსენდა როგორი ნათელი იყო ეს ოთახები მაშინ როდესაც პირველად მივიდა და შემდეგ როდესაც უთხრა სიბნელე მიყვარსო. ასე გაავრცელა სოფიოს ცხოვრებაშიც ბნელი ფერები,რომლებმაც ბოლოს მთლიანად შთანთქეს
ყველა ფანჯარასთან მივიდა და სქელი ფარდები მოაშორა, სახლი მაშინვე გაივსო სინათლით. შემდეგ სოფიოს გარდერობში შევიდა . ყველა კაბაში ჰყავდა ნანახი, ყველა ტანსაცმელი რაც იქ იყო . ერთ-ერთ თაროზე ლამაზად დაკექცილი პერანგები იპოვნა, ჯინსები და რამდენიმე კლასიკური შარვალიც იყო . ის ნაწილი მთლიანად გაბრიელის ტანსაცმელს ეჭირა, მის ნივთებს რომლებიც ასე განსხვავდებოდნენ სოფიოს ფერადი კაბებისგან.
ყუთი იპოვნა რომელშიც ფოტოები იდო და იქვე ხალიჩაზე დაჯდა. სულ სალომესთან ერთად იყო , თითქმის ყველა ფოტოში იცინოდა და ისეთი ბუნებრივი იყო ჩვეულებრივი სამოსით, თითქმის მოუწესრიგებელი, მაკიაჟისა და ხელოვნურობის გარეშე, აწეწილი თმებით . ფოტოებს თუ დააკვირდებოდით მიხვდებოდით რომ მის ცხოვრებაში გაბრიელი გამოჩნდა, სულ უფრო და უფრო ქალური ხდებოდა , უფრო დახვეწილი ,მაგრამ არაიმდენად ბუნებრივი. ლამაზი იყო, იმაზე მეტად ლამაზი ვიდრე მანამდე ,მაგრამ მაინც არ იყო კომფორტული ძვირადღირებულ სამოსში, სახეზე მაკიაჟითა და დამორჩილებული კულულებით. სალომე იყო ყველგან, კლინიკაში, სახლში , კლუბში, რესტორანში საკუთარი ფოტო ვერსად იპოვნა . არ იყო , არსად იყო ფოტო რომელზეც ერთად იყვნენ ან მხოლოდ გაბრიელი იქნებოდა.
ვერ იხსენებდა მომენტს როდესაც ფოტო გადაიღეს. სულ რამდენიმე გაახსენდა და ისიც თავად ჰქონდა მობილურში . რეალურად იქ გაბრიელის კვალი არ იყო, ტანსაცმელიც სულ ახალი იყო და ვერავინ ვერასდროს მიხვდებოდა რომ იქ ვიღაც მიდიოდა. სოფიო ისე ანადგურებდა მტკიცებულებებს თითქოს სულ ელოდა დროს როდესაც ვიღაც მათ გამოჭერას ეცდებოდა. არასდროს უქმნიდა პრობელმას, არასდროს აკეთებდა ისეთ რამეს რაც გაბრიელს ავნებდა .
ისევ იქ იჯდა, პატარა ოთახში სოფიოს მომღიმარ ფოტოებს უყურებდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და გულისცემა აუჩქარდა, სისხლი ისე სწრაფად მოძრაობდა თითქოს მალე კედლებს დაანგრევდა . სწრაფად წამოდგა, ენერგიით სავსე ,ღიმილ შეპარული მიაბიჯებდა სანამ ოთახში მდგომი სალომე არ დაინახა ცივი მზერით რომ უყურებდა და ჩუმად სწავლობდა მის მდგომარეობას
-სალომე - ჩუმად წარმოთქვა მისი სახელი და თავზე ხელი გადაისვა თითქოს ეს გამოაფხიზლებდა
-ხვდები როგორია როდესაც ელოდები მის დაბრუნებას? როდის მოვა , მოწყალებას გაიღებს და დაგიბრუნდება?
-წასვლამდე გესაუბრა ხომ? ისე არ წავიდოდა შენ რომ არ დაემშვიდებინე , შენ არ დაგტოვებდა
-არასდროს მომწონდი , მაგრამ ვერ წარმოვიდგენში შენ თუ იყავი ის კაცი რომელმაც ჩემი სოფიო გაანადგურა ისე რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა
-სალომე ... შენ ხომ იცი რომ უჩემოდ კარგად ვერ იქნება. მითხარი სად წავიდა
-არ მითხრა
-ნუ მატყუებ
-იცოდა რომ ოდესმე ჩემთან მოხვიდოდი და დარწმუნებას ეცდებოდი ამიტომ არ მითხრა
-აუცილებლად ვიპოვნი და ბოლოს მოვუღებ ამ ჯოჯოხეთს
-ჯოჯოხეთი? შენ წარმოდგენაც არ გაქვს სოფიოს ჯოჯოხეთზე, ის ახლა მშვიდად არის . ყველაფერი თქვა, გათავისუფლდა შენგან , დაასრულა საკუთარი ჯოჯოხეთი. გგონია ცუდად ხარ? გგონია ამ მზერით შემომხედავ და გულს ამიჩუყებ, შემეცოდები და ვიფიქრებ რომ იმსახურებ სოფიოსთან ყოფნას? მე ვნახე როგორ განადგურდა ჩემი სოფიო შენი გამოჩენის შემდეგ. ვუყურებდი რამდენიმე კვირა როგორ იწვა უგონოდ და მეგონა რომ დამტოვებდა, შემდეგ უარესი მოხდა . გაიგო რომ შვილი დაკარგა, გაიგო რომ ვეღარასდროს გახდებოდა დედა, სულ მცირე შანსიც არ ჰქონდა და მას შემდეგ ვხედავ როგორ კვდება ყოველ წამს . ნელ-ნელა და მტკივნეულად ...შენ ვერასდროს იგრძNობ იმ ტკივილს რაც სოფიომ განიცადა. ის უშენოდ მშვიდადაა, ბედნიერია და შენ აღარ გაქვს უფლება ისევ თავიდან აურიო ცხოვრება. ნუ იქნები ამდენად არაკაცი ერთხელ მაინც იფიქრე მასზე და არა საკუთარ თავზე
................
გაბრიელი ეზოში იყო, სიგარეტს მოუკიდა და ვარსკვლავებით სავსე ცას მიაპყრო მზერა. დროის აღქმა ისევ დაკარგა , შემდეგ მარიამი დაჯდა მის გვერდით ღვინის ბოთლი და ჭიქები დააწყო მაგიდაზე
_ისევ ვერ იპოვნე? _სავსე ჭიქა მიაწოდა _ თუ ვერ დაიბრუნე
_არ უნდა რომ ვიპოვო
_და აქვს ამხელა ძალა რომ შენ ვერ მიხვდი სად შეიძლება იყოს, შენი ყველა რესურსი უძლურია და გინდა რომ ასე იჯდე და ელოდო?
_არ მითხრა რომ გებრალები
_საერთოდ მეგონა რომ სუსტი წერტილი არ გქონდა, ოდესღაც გექნებოდა, მაგრამ აქამდე გაანადგურებდი ახლა კი ვხედავ როგორ ნადგურდები და არ მომწონს . ასე ქალაქი ერთადერთ ნორმალურ მერს დაკარგავს და მეც დავკარგავ სახელმწიფო ძალას . მდიდრები ქველმოქმედებას უბრალოდ გასართობად იყენებენ შენ კი სახელმწიფოს აიძულებ იმოქმედოს ... ასე, მშიერი, გამოუძინებელი და გათიშული დიდხანს ვერ გაძლებ
_ბიუჯეტის გადანაწილებას ვცდილობ, მაგრამ არც ისე მარტივია. ძალიან ბევრი პრობლემაა და პირდაპირ უსახლკაროებთან ვერ მივალ მარიამ . ვინც მუშაობს , შრომობს და მაინც გაუსაძლის პირობებშია ჯერ იმათზე ვფიქრობ
_ამას ფიქრს ეძახი? სიგარეტით, სასმელით და ენერგიის გარეშე სიარულს... ბაღში რა გააკეთე , თავი დაკარგე. მესმის ძალიან ცუდად ხარ, მაგრამ ახლა წარსულს ვერ შეცვლი
_მომავალსაც ვერ ვმართავ ჩემი წარსულის გამო...სუსტი წერტილი რომ არ მინდოდა მქონოდა და რომ ვხვდებოდი სოფიო იყო ერთადერთი ამიტომ არ იცის არავინ მასზე. საკუთარ თავსაც კი ვუმალავდი , გააზრების საშუალებას არ ვაძლევდი სანამ ჭაობში არ ჩავიძირე
_ჭაობიდანაც შეიძლება ამოსვლა, მთავარია არ დაიხრჩო და ცოტაც გაუძლო . შენ კი საერთოდ არ ცდილობ , თითქოს ფარხმალი დაყარე და თვითგვემაში ხარ
_შენ ისევ დატოვე ანდრო , ისევ უარი თქვი გრძნობებზე და შენც ჩემსავით იქცევი. იშორებ იმას ვინც შენი სუსტი წერტილია
_მე სხვა ბევრი სუსტი წერტილიც მაქვს და ანდრო სოფიო არ არის... ანდროს უბრალოდ ამოჩემებული ვყავარ ბავშვობიდან და არ ცდილობს სხვა შეიყვაროს, მაგრამ არც ჩემთან ყოფნას ცდილობს. იქაც არ დარჩა, მეორე სახლში გადავიდა მარტო დაამტოვა და მითხრა როგორც დაეცი ისე იპოვნე ფეხზე დგომის გზაო_გაბრაზდა , მზერაზეც კი დაეტყო როგორი გაბრაზებული იყო ანდროზე. ჭიქა ბოლომდე დაცალა და ისევ გაავსო _ ნერვებს მიშლის , შენ კი თქვი ის არასდროს არაფერს მეკითხებოდა, არ მაწუხებდა და არ მაგიჟებდაო . საერთოდ მასთან სულ მე მივდიოდი , ყველაფრისგან შორსაა და იმიტომ . იმას მეუბნება რასაც სხვები ვერ გამიბედავდნენ არც ჩემი ნერვები ადარდებს არც მიზნები არც გრძნობები ... ხოდა ბოლოჯერ ვნახე ! _ სავარძელს მიეყრდნო მეორე სკამზე გაშალა ფეხები და ჭიქას გაუსწორა მზერა
-სხვისი კაცის ცოლი ხარ მისთვის და იმიტომ დაგტოვა _გაეღიმა. მერე გაეცინა მარიამი ასეთ დროს ისეთი ბავშვური ხდებოდა თავს ვერ იკავებდა- ან რა გინდოდა რომ გაეკეთებინა. რას ელოდი რომ მიდიოდი
_არაფერსაც არ ველოდი... უბრალოდ შენგან წასვლა მინდოდა და იქ საერთოდ რატომ წავედი არ ვიცი. საერთოდაც მას რომ საკმარისად ვყვარებოდი, საკმარისი ძალა რომ ჰქონოდა ქორწილს ჩაშლიდა. ახლა არ მითხრა რომ მას ვაბრალებ ყველაფერს...უბრალოდ მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი არ დავუშვებდი ამ ქორწილს. მას კი ძალა არ ეყო. თქვენ, კაცებს გგონიათ რომ ძლიერები ხართ სინამდვილეში კი როდესაც საქმე გრძნობებს ეხება ქალები უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე კაცები. თქვენ ბავშვებს ემსგავსებით მიუხედავად იმისა რომ თითქოს პირველ ნაბიჯს დგამთ მაინც ვერ უძლებთ ურთიერთობებს და გიყვართ ქალის კალთაზე ცრემლების შემშრალება
_ცხოვრების მთავარი ადამიანი ისაა ვისთან მისვლაც ყოველთვის გინდა... ფიქრის , შენი ტვინი ყოველთვის რომ პოულობს მასთან მისასვლელ გზას და
_ძალიან გთხოვ შენს სოფიოს მიხედე მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება აშკარად სჯობს ყოველთვის მას მივხედო რაც უპირობოდ მიყვარს, მსიამოვნებს, მაბედნიერებს
-შენზე უკეთ ვიცი რა ძლიერია სიამოვნება რომელსაც საკუთარი შესაძლებლობებით იღებ. როდესაც ხვდები რომ გამოგივიდა, ვიღაცას გონებით აჯობე ,ყველაფერი გათვალე და თავაწეულს შეგიძლია გავლა. მართალია ასეთი ძალა არ არსებობს, მაგრამ ეს ის ძალაა რომელიც ბოლოს ენერგიას გაცლის და უკან არაფერს აბრუნებს მხოლოდ დიდება რჩება რომელსაც ოდესმე აუცილებლად დაკარგავ. საყვარელი ადამიანი კი ორმაგ ბედნიერებას განიჭებს , მისი ბედნიერებაც გაბედნიერებს და საკუთარიც . ენერგიას არასდროს კარგავ, არ გბეზრდება
-თქვენ ეგ ორმაგი ბედნიერება დათმეთ. გგონია რომ ახლა მშვიდადაა უშენოდ? ფიქრობს რომ ჩემთან ხარ და ბედნიერია? ვერანაირ ლოგიკურ დასკვნამდე ვერ მივდივარ. მხოლოდ იმიტომ დაგთმო რომ შვილს ვერ გაგიჩენს? შენთვის ხომ არააქ ამას მნიშვნელობა , არ იცის რომ ბავშვებზე ჭკუას არ კარგავ?
_როცა ვიღაც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს მხოლოდ მასზე ფიქრობ , იმ მაქსიმუმს წარმოიდგენ რამაც შეიძლება გააბედნიეროს . იმას რასაც თავად ვერ მისცემ და გირჩევბია გაუშვა ვიდრე დაიტოვო და გააუბედურო
_შენც მასავით იქცევი ახლა, აძლევ წასვლის უფლებას შენგან შორს ყოფნის უფლებას . საბოლოო ჯამში კი ისსიც იტანჯება და შენც.
_რას მთავაზობ მარიამ?
_იპოვნე, უთხარი რომ გჭირდება , რომ ცუდად ხარ და წამოიყვანე. მერე გონს რომ მოხვალ, მიიღებ შენს წამალს და აზროვნებას დაიწყებ . გადავწყვეტთ განქორწიბების მიზეზად რას დავასახელებთ გავთავისუფლდები მეც და თქვენც მშვიდად იცხოვრებთ. ცოტა ხნით საერთოდ წავალ ქვეყნიდან ლაზარესთან ეფთად დავისვენებ და მერე ყველაფერი რომ ჩაწყნარდება დავბრუნდები . შენ , ჩემი მოკავშირე იქნები ცხოვრების ბოლომდე და ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ
_არ წამომყვება ... რომ ვიპოვნი , ვეტყვი ყველაფერს რასაც ვგრძნობ და იმასაც რომ შენთან არ ვარ და არც ვიქნები მაინც არ წამომყვება იმიტომ რომ დაიღალა ამ ყველაფრით და ჩემთან ერთად ახალი ომის დაწყების ძალა აღარ ექნება
_შენ რა გეშინია? _ უცებ წამოიწია და კისკენ სებრუნდა მთელი ტანით_გეშინია რომ უარს გეტყვის , ვერ დაითანხმებ და იმიტომ არ ცდილობ ყველა რესურსის გამოყენებას? თუ ღმერთი გწამს ნახე რას დაემსგავსე, სულ რომ მუხლებზე დგომა მოგიხდეს მის წინ ,სულ რომ ვენები გადაიჭრა ამ შენს ყოფას აჯონებს მთავარია დაიბრუნო
_შიში არაფერ შუაშია
_აბა რა არის ... ერთ სოფიო კანდელაკს რომელიც ამდენი წელია შენზე აბოდებს როგორ ვერ დავითანხმებ დაბრუნებაზე . მაშინ იყო შენთან როცა გეგონა არ გიყვარდა, ახლა შეიშალე და უარს გეტყვის?
_მარიამ ჩემთან ყოფნამ შეიძლება კიდევ ახალი ჭრილობები გაუჩინოს და ვერ გადავიტან უარესად რომ იგრძნოს თავი.
_იცი რა? მაქსიმალისტი უნდა იყო როგორც ტანჯულობ ისეე უნდა იბრძოლო მერე რომ დაიბრუნებ ფარად გადაეფარო და ოდესმე მოიქცე იმ კაცივით სუსტ ქალებს მშვიდად რომ აცხოვრებენ საკუთარი შრომის, ნერვიულობის და ტანჯვის ხარჯზე . ნუ იქცევი იდიოტივით, გეყოს უკვე შენი ცოლი რომ ვარ ეგეც საკმარისია მგონი იმის მაგალითად რომ შენი ტვინი დიდი ხნის წინ გაითიშა. იმდენად არ გინდოდა იმის აღიარება რომ სოფიოს მონა ხარ საკუთარ თავს დააჯერე რომ ჩემს ქმრობას შეძლებდი... მერე ხომ ხედავ სადამდეც მივედით მე იდიოტი და შენ სულელი. გეყოს პატარა ბიჭივით მოქცევა და გახდი ისეთი კაცი როგორიცაა გაბრიელ წილოსანი საქმის შესრულების დროს
_ნეტავ ისეთი მარტივი იყოს გრძნობებთან წამოწყებული საქმე როგორც სხვა დანარჩენი . ყველაფერი რაშიც გული ერევა უკვე დაუგეგმავი, რთული და თითქმის შეუსრულებელი ხდება . მე ისიც არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება რომ არ გავათავისუფლო ჩემგან... იქნებ აქამდე რომ გამეშვა , ესპანეთიდან რომ არ დავბრუნებულიყავი ან უბრალოდ დაბრუნების შემდეგ აღარ მივსულიყავი ყველაფერი უკეთ ყოფილიყო
-მძაგს ეს თვითგვემა, წარსულზე ფიქრი და იმით ტვინის ჭ....ტვა ეს რომ არ მექნა რა იქნებოდა ან ის რომ გამეკეთებინა რა მოხდებოდა. ამით შედეგი რა იქქნება , არაფერი მხოლოდ არეული ტვინი, დამძიმებული სული და შედეგად უმოქმედობა. მეც დავჯდები , ვიფიქრებ რომ საოცრება მარიამ მაკალათია პატარა სულელი გოგოს მსგავსად გათხოვდა , ახლა ჩვეულებრივი მიტოვებული ქალია რომელსაც ჰყავს ყველას საოცნებო კაცი ქმრად , კაცი რომელიც მისტირის ქალს რომელიც ერთ ჩვეულებრივ ქალად მიაჩნდა, ქალს რომელსაც ხვდებოდა, ეტრფოდა მის შემოქმედებას და აზრზეც ვერ მოვიდოდა რომ შეიძლებოდა მის ქმარს და იმ ჩვეულებრივ ქალს რაიმე საერთო ჰქონოდათ- ისევ აუწია ხმას , ემოციებს აღარ მალავდა. არც თავიდან უცდია ნიღბით ჯდომა როგორც ყოველთვის ისეთი იყო როგორც სინამდვილეში _ წარსულის შეცდომებიდან ჭკუის სწავლა უნდა შეგეძლოს, უნდა დაინახო, გაიაზრო და დატოვო წარსულში . ნუ იქცევი საცოდავი კაცივით რომელსაც მხოლოდ გლოვა შეუძლია _ფეხზე წამოდგა , ჭიქა მაგიდაზე დადო და თავი მაღლა ასწია . მართლა არაფერი იცვლებოდა ამ ქალში , სულ შეეძლო ფეხზე დგომა და ისე მოქცევა რომ ბრაზსა და ბოღმას არ დაებრმავებინა.
_როგორ შემეძლო შენი ცოლად შერთვა , როგორ ვერ მივხვდი რომ შენნაირ ქალს ქმრობას ვერ გავუწევდი და ერთმანეთი მეგობრად გვჭირდებოდა . იმ ადამიანად შენს ტვინში შემოძრომა რომ არ სჭირდება თავადაც რომ იგივეს ფიქრობს და გათიშვის დროს მისი გამოფხიზლებაც ყველაზე უკეთ შეუძლია
_მე გათიშული არ ვარ ... არც ვიქნები და ის ერთი შეცდომაც მეყოფა შენი ცოლის სტატუსით რომ დავიმახინჯე ბიოგრაფია _ცხვირი შეჭმუხნა და თვალები აატრიალა _შენ კი აშკარად სიბერემ შემოგიტია და იმ ავადმყოფობამ სიყვარულს რომ ეძახიან . ხომ ხედავ ბრძოლის უნარი დაგიკარგა და ყველა უჯრედი დაიკავა, მოწამლა შენი ტვინიც და ახლა ერთი უუნარო კაცი ხარ რომელიც საკუთარი და საკუთარი ქალის კეთილდღეობისთვის ვერ იბრძის მხოლოდ იმიტომ რომ ეშინია საკუთარი თავის, ეშინია რომ ისევ ატკენს
.........
გაბრიელი დატოვა , ჩანთა აიღო და საერთოდ სახლიდან წავიდა.
ვეღარ უძლებდა, ეს ემოციები კლავდა ანადგურებდა და ყველაფერი ერთად აგიჟებდა
არ შეიძლებოდა , არ შეიძლებოდა ამდენ ემოციას, ამდენ პრობლემას ერთად შემოეტია. პრობლემას რომელსაც ვერ მოაგვარებდა ვერც გონებით, ვერც შესაძებლობებით ვერც გეგმებით ყველაფერი ისე მიდიოდა რომ გათვლების გაკეთება შეუძლებელი იყო.
სახლში მივიდა , თავის მონატრებულ სახლს შეაფარა თავი.
სახლს რომელშიც იყო ყველა მოგონება რომელიც უყვარდა , სახლს რომელშიც ბედნიერება იყო.
ღვინის ეფექტს მას შემდეგ გრძნობდა რაც სახლში შევიდა. რამდენი დღე იყო უკვე გასული რაც მისი ხმა არ გაუგია, რაც არ უნახავს.
ქორწილის შემდეგ სოფელს რომ შეაფარა თავი დილით გაღვიძებულს წასული დახვდა. უსიტყვოდ მიატოვა და გაიქცა ისე რომ არც მოუსმინა ,არაფერი ჰკითხა . მიატოვა და წავიდა, მთელი დღე ელოდა შემდეგ კი სოფელიც დატოვა. არავინ იცოდა , ავტობუსში ჩაჯდა და ისეთ ადგილას წავიდა ვერავინ რომ ვერ იპოვნიდა.
ახლა ტელეფონს უყურებდა, უამრავი სათქმელით , ემოციით და გრძNობით სავსეს უნდოდა ყველაფერი ეთქვა ,უნდოდა გაელანძღა, უნდოდა ახლოს ჰყოლოდა და დაერტყდა. ბრაზობდა, ყველა უჯრედი ეწვოდა ამ შეგრძნებისგან .
კიდევ დალია, აივანზე დაჯდა და მობილურზე ნაცნობი ნომერი მეათასედ აკრიბა, თითის მარტივი შეხება და შემდეგ მისი ხმა გაიგო
-მარიამო
-მეზიზღები . ვერ გიტან , მძულხარ და არასდროს გაპატიებ - საუბარი რომ დაიწყო ცრემლებმაც იწყეს დენა . ღრმად სუნტქავდა ქვითინი რომ არ დაეწყო მაგრამ არ გამოუვიდა. მისი ხმის გაგონება არ უნდოდა, მობილური გათიშა და სახე ხელებში ჩამალა- როგორ ვერ გიტან , როგორ ვერ გიტან რომ იცოდე.
დიდხანს ტიროდა, მანამ სანამ ძალა არ გამოეცალა . შემდეგ სააბაზნაოში შევიდა, დიდხანს იდგა ცივი წყლის ქვეშ და გონს რომ მოვიდა საძინებელში დაბრუნდა.
-არ გაქვს უფლება ... უფლება არ გაქვს შემიძულო- ნახევრად სველ თმას ივარცხნიდა მისი ხმა რომ გაიგო და იქვე გაშეშდა მისი თითების შეხება რომ იგრძნო
-ანდრო
-არ უნდა მენატრებოდე, შენზე საერთოდ არ უნდა ვფიქრობდე, შენგან შორს უნდა ვიყო იმიტომ რომ მანადგურებ . შენ სხვისი ქალი ხარ, შენ ჩემი არასდროს იქნები და მე აქ არ უნდა ვიყო - მის თმაში ჰქონდა სახე ჩამალული ,მის ზურგს უკან იდგა და ხრინწიანი ხმით საუბრობდა
-აქ არ უნდა იყო... დიახ , შენ აქ არ უნდა იყო . უფლება არ გაქვს , ჩემთან მოსვლის , ჩემი დანახვის უფლებაც არ გაქვს, არც შეხების, არც მოახლოების უფლება გაქვს - მოშორდა ,მისკენ შებრუნდა ანთებული თვალებით და იღღიალა- ვერ გიტან, მეზიზღები შენც და ყველა გრძნობა რაც შენთან მაკავშირებს. ყველა შეცდომა რაც კი დავუშვი შენი ბრალია, ვერ მოგერიე , ვერ მოგერიე ...ღმერთმა დაგწყევლოს, როგორ ვერ გიტან ასეთი რომ ხარ. ვერ გიტან გესმის?
-რა გინდა მარიამ, რა გინდა რომ გავაკეთო . მითხარი რა დარჩა ჩემგან რაც ვერ მიიღე
-შენ არაფერი გაგიკეთებია...შენ დანებდი, შენ არ იბრძოლე, შენ არაფერი გააკეთე ჩემთვის . შენ ჩემი სუსტი წერტილი ხარ , იმდენად სუსტი რომ მეშინოდა ყოველთვის. ბავშვობიდან მეშინოდა რომ რაღაც დაგემართებოდა და თან მეზიზღებოდა შენი მზერა. ვიცოდი რომ გიყვარდი და გტკიოდა ჩემი ტკივილი, ვიცოდი და ვერ ვიტანდი ამ შეგრძნებას. მეშინოდა რომ მეტკინებოდა და შენ გატკენდი . გამიშვეს და მაინც არ გაქრი, ყოველთვის ასე მიყურებდი , ყოველთვის ასე მექცეოდი . მეჩხუბებოდი, პირში მომახლიდი სათქმელს , მეტყოდი შეცდომას დაუშვებო და მტოვებდი
-რა უნდა გამეკეთებინა, შენს წინააღმდეგ როგორ უნდა წავსულიყავი. როცა ვცდილობდი ყოველთვის უარესს აკეთებდი. ცდილობდი ჩემს ჯიბრზე გაგეკეთებინა ყველაფერი და ახლა რა უნდა გამეკეთებინა მითხარი . მე შენგან წავედი, შორს წავედი თანაც დიდი ხნის წინ . რას ელოდი ჩემგან მარიამ
-მოდიხარ, მიყვირი, ახლაც ვერ იგებ რა უნდა გაგეკეთებინა ...ვერ ხვდები რა მჭირდებოდა. საკუთარ თავთან ბრძოლაში დავმარცხდი, თავს ვარწმუნებდი რომ გაბრიელთან ერთად შევძლებდი შენგან გაქცევას, ყველაფრის მიღებას და არაფრის დაკარგვას. ისე გავები მახეში ლამის ისიც გადავიყოლე...ისიც ჩემნაირი იდიოტია ,მაგრამ მას ჰყავს ის ვინც ყველაფერს გააკეთებს გაბრიელისთვის შენ კი , შენ არასდროს მოქცეულხარ ისე როგორც შეყვარებული კაცები იქცევიან. არასდროს გიცდია , ჯანდაბა თვითონაც აღარ ვიცი რა გავაკეთო . დავიღალე , ყველა და ყველაფერი მეზიზღება . საკუთარი თავიც, შენც , იდიოტი გაბრიელიც რომელმაც თვალი დროულად ვერ გაახილა და ვერ მიხვდა რა ჭაობშიც იყო, მეზიზღება მისი სუსტი ქალიც , მეზიზღება საერთოდ ეს სიყვარული, დედაჩემი მეზიზღება რომელიც გათხოვებას აპირებს და ჩემს ძმას ანადგურებს. შენი დანახვაც აღარ მინდა და არ გაქვს უფლება აქ იყო , მე ხომ სხვა კაცის ცოლი ვარ - ცრემლები შეიმშრალა თავი მაღლა ასწია და უკან დაიხია
-გაბრიელს ვინ უყვარს...შენ ეგ გაიგე და იმიტომ წამოხვედი?
-აჰ ახლა დაგაინტერესათ? მაშინ რომ მოვედი განადგურებული მხოლოდ საკუთარ ბრაზს რატომ ხედავდი, რატომ ხედავდი ჩემში სხვა კაცის ქალს და არა შენს საყვარელ ქალს . აქედან წადი, წაბრძანდი შენს სოფელში ქათმებთან, ძროხებთან და ბუნებასთან . აიღე წიგნი და დაჯექი ხის ჩრდილში ...შენ მე დიდი ხნის წინ დამთმე
-ისევ თინეიჯერ გოგოს ემსგავსები რომელიც მიდის და უკან დაბრუნებას ნატრობს , მიდის მხოლოდ იმიტომ რომ თავმოყვარეობა არ უშვებს . შენ ,შენმა თავმოყვარეობამ, შენმა ოჯახმა და ყველაფერმა რასაც აღმერთებ აქამდე მოგვიყვანა. შენ , შენი ამოკვიატებული აზრებით, წარმოდგენებით და სიჯიუტით . შენ მონა გჭირდებოდა, შენ გჭირდებოდა კაცი რომელიც ყველა შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და მე არ შემეძლო შენი მონობა . მეზიზღება შენი საქმეები, მეზიზღება ის სიყალბე რაც შენს ირგვლივაა , სიყალბე რომელმაც გშთანთქა. შენი ოცნებები, შენი სურვილები, შენი სიკეთე ... შენში არსებული მარიამი რომელსაც დიდი მიზნები ჰქონდა ყოველთვის . შენ გაიყინე, შენ გაქვავდი , მოგშორდი,მაგრამ მაინც ვერ წავედი შენგან . ვერც მე გიტან , მეც მეზიზღები იმიტომ რომ ასეთი ხარ . ახლა წილოსანის ქალი გახდი, ყველასთვის ცნობილი მერის ცნობილი ცოლი ხარ და მაინც უბედური ხარ
-გგონია ამიტომ ვარ უბედური რომ მას სხვა უყვარს? არ მადარდებს , რომ დავფიქრდი მივხვდი რომ არ მაინტერესებს და მიხარია, ბედნიერი ვარ რომ მიმატოვა, რომ წავიდა იმ ღამეს მასთან გაიქცა, მიხარია რომ იმ დღეს ამოეწურა მოთმინების ფიალა და მიხარია რომ სწორედ იმ დროს მოვიდა გონს. ყველაზე ნაკლებად მადარდებს ხალხი რას იტყვის, ახლა ყველაზე ნეკლებად მადარდებს სხვების აზრი . მე მაინც გავაკეთებ იმას რაც მინდოდა, გაბრიელი მაინც დამეხმარება და აუცილებლად შევუცვლი ადამიანებს ცხოვრებას, იმ ადამიანებს ვისაც შია , სცივა და წამლის გარეშე კვდებიან. მე არაფერი დამიკარგავს, წილოსანი უბედურს ვერასდროს გამხდის იმიტო რომ ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს . შეუძლებელია იმ ადამიანმა გატკინოს ვინც სულერთია შენ ...შენ მატკინე მაშინ შენი სისუსტით. მე შენს უუნარობას ვერ ვეგუები, მეზიზღები ასე რომ გამიშვი, მეზიზღები არაფერი რომ არ გააკეთე და იქ იჯექი მაშინ როდესაც მე ვთხოვდებოდი. მეზიზღები იმიტომ რომ გელოდი, მეზიზღები იმიტომ რომ მეგონა მოხვიდოდი და გავგიჟდი, შევიშალე ბრაზისგან . მინდოდა ყველაზე ბედნიერი დედოფლის სახე მქონოდა, მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა , მინდოდა იმ კაცის გავმხდარიყავი ვის შეხებაზეც ჩემს გულს რეაქცია არ ჰქონია. მეზიზღები შენც და საკუთარი თავიც
-მარიამ შენ
-აქედან წადი ...ანდაც მე წავალ. ქმარი მარტოა და ისე ცუდადაა ვღელავ, არ მინდა თავს რამე დაუშაოს. შენ კი არ გაბედო და არ მოხვიდე , მორჩი , დასრულდი ჩემთვის !
............
ყველა შვებულებაში იყო, ქალაქი იწვოდა და მუშაობა ყველას ეზარებოდა. საქმეზე კონცენტრირებასაც ვერ ახერხებდა . სოფიოზე ფიქრობდა რომ გაახსენდა ადგილი სადაც ბოლოს ზაფხულის რამდენიმე დღე ერთად გაატარეს. საშინლად მოუნდა იქ წასვლა, იმდენად რომ ყველაფერი დაგეგმა , ორი დღე გათავისუფლდა სრულიად სამყაროსგან .
ბარგი ჩაალაგა და სახლი დატოვა.
სოფელში მიდიოდა, არაფრით გამორჩეულ მთიან სოფელში სადაც ვერავინ შეამჩნევდა. ერთადერთი ადგილი იყო სადაც ისევ იგრძნობდა სოფიოს სიახლოვეს.
საღამოს უკვე სახლში იყო.
ფანჯრები გააღო, სახლში სუფთა ჰაერი შეუშვა და შემდეგ ოთახები მოიარა. საძინებელში რომ შევიდა გაეღიმა , სოფიოს გზაში ჩაეძინა და ხელში აყვანილი ჰყავდა , ისიც პატარა ბავშვივით მშვიდად იწვა და გაღვიძება არც უფიქრია . მეორე დილას ინება თვალების გახელა და შემდეგ დაათვალიერა ყველაფერი. თავის ნებაზე მიალაგა, სადილი მოამზადა, ეზოში ბალახი მოჭერიო გაბრიელს რომ უთხრა ლამის დაიხრჩო. ბოლოს იმდენჯერ უთხრა მთელი ეზო გააწმენდინა და მინდორში პიკნიკი მოაწყო.
საწოლზე იჯდა და წლების შემდეგ ხედავდა ყველაფერს რასაც სოფიო იმ დღეების განმავლობაში აკეთებდა. ხედავდა მის ხვეულ თმას , ჭრელ მოკლე კაბებს და მისი სიცილის ხმა ესმოდა.
კარადაში ისევ იყო მისი რამდენიმე კაბა , გაბრიელის პერანგებიც ეკიდა . მტვერი მოსდებოდა ყველაფერს, მოსვენება ვერ შეძლო. დილაადრიან დატოვა სახლი და სოფლის ორღობეს ფეხით აუყვა. მაღლა ტყე იყო , მდინარე უნდა გადაგევლო პატარა ხიდით და მეორე მხარეს ,მთაზე მონასტერს დაინახავდით.
სწორედ ამ გზას გადიოდა გაბრიელი. მდინარეს რომ მიაღწია სუნთქვა უჭირდა, სწრაფად იარა და დაღლილი იყო. იქვე ლოდზე დაჯდა, პირზე ცივი წყალი შეისხა და მოპირდაპირე მხარეს აღმართულ მონასტერს მიაპყრო მზერა.
მზის სხივები ეცემოდა მონასტრის გუმბათს, მთის წვერზე კი ქალის სხეული ჩანდა. შორს იყო,მაგრამ გულისცემის შენელება მაინც მოახერხა. ჭრელი კაბა ეცვა, მაღლა ცას უყურებდა და არეულ თმას თავსაფრის ქვეშ მალავდა. მის სახეს ვერ ხედავდა, ვერ ხედავდა მის თვალებს , ვერ ხედავდა მის ნაკვთებს, მაგრამ იცოდა რომ ის იყო.
სუნთქვაშეკრული მიაბიჯებდა, იმდენად სწრაფად მიდიოდა რომ მხოლოდ ტაძარს უყურებდა. საცალფეხო ბილიკი მიდიოდა მთაზე. შორიდან ბავშვების ხმა ისმოდა, კვირა იყო და ყველანი გარეთ იყვნენ. სოფელი იღვიძებდა, ქუჩაში უამრავი ხალხი იყო, ტყისკენ ნახირს უშვებდნენ. ყველაფრის ხმა ერთად ისმოდა, ძაღლები ყეფდნენ და ძლივს ააღწია მონასტრის ეზომდე. სოფიო ვერ დაინახა , ეზოში აღარ იყო მინდორში იდგა და ირგვლივ ყველაფერს აკვირდებოდა. მერე დაინახა ჭრელი კაბით ქალი რომელიც დაღმართს მიუყვებოდა სწრაფი ნაბიჯებით, თმიდან თავსაფარი მოიშორა , თმა კოსად შეიკრა და თავსაფარი მოიხვია. მერე ბავშვები გამოჩნდნენ, მის ირგვლივ იდგნენ , საუბრობდნენ ,ისიც იცინოდა მათთან ერთად, მათ შორის ყველაზე პატარა ხელში აიყვანა, ლოყები დაუკოცნა და ისე განაგრძო გზა.
უკან მიჰყვებოდა, შორიდან უყურებდა და ისე მიჰყვებოდა თვალსაც არ აშორებდა. მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა და სულის სიმშვიდეს გრძნობდა. სოფიოს ხედავდა, ბედნიერს,მშვიდს, ძველებურად თავისუფალსა და მომღიმარს.
ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ , პატარა მიტოვებული ქოხი იდგა მხოლოდ და მინდორში უამრავი ყვავილი იყო. ბავშვები თამაშობდნენ, ის კი იჯდა და გვირგვინებს აკეთებდა პატარა ქალბატონებისთვის. მერე მათთან ერთად დარბოდა, მისი ჭრელი კაბის ბოლოები ყვავილებს ეხებოდა , სახეზე ჩამოშლილ ურჩ კულულებს ქარი არხევდა და ლოყები სულ მთლად წითელი ჰქონდა . გაბრიელი კი ისევ იქ იდგა ,მასთან ძალიან ახლოს და თან შორს.
უნდოდა მისულიყო, ხელი ჩაეკიდა და მკლავებში მოექცია. უნდოდა მისი მზისგან ახურებული კანის სურნელი ეგრძნო ,მაგრამ ვერ მიდიოდა. მისი ბედნიერება და სიმშვიდე ისევ გაუჩინარდებოდა უკან რომ დაებრუნებინა იმ ჯოჯოხეთში სადაც ჯერ კიდევ უამრავი ბრძოლა ჰქონდა მოსაგები, კიდევ ბევრი პრობლემა რომელიც სოფიოს დაბრუნებამდე უნდა მოეგვარებინა ,რომ შემდეგ მასთან ერთად მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება.
ღობის უკან იდგა და ისე უყურებდა სოფიოს , შემდეგ დაიმალა . დიდი ხნის შემდეგ გაჰყვა უკან. თითქმის მთელი დღე აკვირდებოდა, საღამოს პიანინოს ხმაც ესმოდა, ბავშვები მღეროდნენ ჯერ შემდეგ მოხუცებიც შევიდნენ და რაღაც ძველ სიმღერებს მღეროდნენ. ბოლოს დედაოებთან ერთად ტაძრისკენ დაიძრა . იქვე მეზობელ სახლში შევიდა დასაძინებლად , ცოტა ხნით შუქი ენთო შემდეგ სანათი ჩააქრო და ალბათ დაიძინა. წუთებს ითვლიდა , ფიქრობდა მიახლოებით რამდენ ხანში დაიძინებდა . უკვე ციოდა , მაგრამ ვერ აღიქვამდა . ყველამ რომ დაიძინა შემდეგ შევიდა ეზოში, ოთახის კარი ფრთხილად გააღო და მოჩვენებასავით შევიდა. ხის ზედაპირს ზურგით მიეყრდნო და პატარა ოთახში გამეფებული სოფიოს სურნელით აივსო ფილტვები. ყველგან მისი კვალი იყო, კედელთან მდგომ საწოლზე ეძინა საწოლის ბილოს პატარა კარადა იყო სარკით . როგორც ყველთვის ახლაც მარჯვენა მხარეს იწვა, ერთი ხელი ბალიშის ქვეშ ედო მეორე ზემოდან და მშვიდად სუნთქავდა.
პირველად ვერ ეხებოდა, ადრე დროს არ კარგავდა სანამ სურვილის სიმძაფრეს იგრძNობდა მანამ კოცნიდა. ახლა კი მუხლებზე იდგა მის საწოლთან და თმაზეც ვერ ბედავდა შეხებას, ეშინოდა რომ მშვიდ ძილს დაურღვევდა. შინაგანად კი ელოდა რომ გაიღვიძებდა, რომ იგრძNობდა მის მიახლოებას, ადრე ხომ ყოველთვის გრძნობდა ,ახლაც გამოფხიზლდებოდა , წამოიწეოდა ,გაუღიმებდა და აკოცებდა.
გული ისე ტკიოდა სუნთქვაც გაუჭირდა, ღრმად ჩაისუნთქა და მერე ხმამაღლა სუნთქვაც ვერ შეძლო. დიდხანს უყურებდა, თვალს არ აშორებდა მას კი მშვიდად ეძინდა . გამთენიისას წამოდგა, გასვლამდე მაინც ვერ შეიკავა თავი და ფრთხილად შეახო ტუჩები მოშიშვლებულ ყელზე, მისი თმის სურნელიც შეისუნთქა . ოთახიდან სწრაფად გავიდა, იმდენად სწრაფად რომ გამოფხიზლებულ სოფიოს ძლივს დაემალა. კედელს იყო მიყრდნობილი და სუნთქვას ცდილობდა , მერე ეზოდან ისე გაქრა თითქოს იქ არც ყოფილა. სწრაფად დაბრუნდა სახლში და ძალაგამოცლილი დაეცა საწოლზე.
დიდხანს იწვა უძრავად და ცდილობდა საკუთარ ეგოიზმთან გამკლავებას. მის ნახევარს უნდოდა რომ უკან დაბრუნებულიყო სოფიასთან მისულიყო დაევიწყებინა მისი გრძNობებიც, ის ომიც რაც წინ ელოდა და თავიდან ჩაეგდო ცეცხლში . მეორე ნახევარი კი გაჩერებას აიძულებდა , გონს მოსვლას და ყველაფრის დალაგებას, აზრების დაწყობას , გეგმების დასახვას და სოფიოსთვის მშვიდი გარემოს შექმნაზე ფიქრს.
ერთმანეთს ებრძოდნენ სოფიოს ნახვით გაბედნიერებული გაბრიელი და დაუკმაყოფილებელი მეორე ნახევარი რომელსაც არ ეყო მისი შორიდან ცქერა .
ბოლოს მაინც დაამარცხა საკუთარი სურვილები, სოფიოს გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგა,მასზე იფიქრა და ცხოვრებაში პირველად ჰქონდა გეგმები სხვისი ბედნიერებისთვის. პირველად აპირებდა ბრძოლას საკუთარი კარიერის ხარჯზე.
სოფიო კი მის სურნელს გრძნობდა , მის სიახლოვეს იმ პატარა ოთახში და თავი ისევ სიზმარში ეგონა. კანზე მის შეხებას გრძნობდა, უცნაური ჟრუანტელი არ შორდებოდა სხეულიდან. როგორც კი დაასრულა დილის საქმეები , მაშინვე დატოვა ყველაფერი და მდინარის მეორე მხარეს გადასვლა გადაწყვიტა. ხშირად არ დადიოდა იმ სახლში ,მაგრამ რამდენჯერმე ვიზიტი მაინც გაბედა. შიგნით არ შესულა ისე ,უბრალოდ ეზოში შედიოდა, ცოტა ხნით რჩებოდა და მერე უკან ბრუნდებოდა. ახლაც ჩაიარა დაღმართი, სვლა ინსტიქტურად შეანელა იცოდა ,უკვე ზუსტად იცოდა რომ ის იქ იყო სულ ახლოს და ვერ ხვდებოდა ეს როგორ მოხდა. გაბრიელ წილოსანს იმ სახლში არაფერი ესაქმებოდა, ვერ ხედავდა ,მაგრამ ფანჯრები ღია იყო. ღობესთან იდგა და იქედან უყურებდა სახლს, რამდენიმე ნაბიჯი ყველაფერს შეცვლიდა მან კი უკან დაიხია, მთელი სხეული ეწვოდა სახლიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოსული წილოსანის დანახვისას. მუხლებში სისუსტე იგრძნო მიწაზე დაჯდა,მუხლები მკერდთან მიიტანა და ასე ჩუმად უყურებდა მანქანისკენ მიმავალს. მთელი სხეულით გრძნობდა მის მზერას უკან რომ რჩებოდა, ბოლოს ისევ შებრუნდა სადღაც ტყის მიღმა ტაძრის გუმბათს უყურებდა მერე ღრმად ჩაისუნთქა სახეზე ჩამოისვა თითები და მანქანაში ჩაჯდა. სწრაფად, ხმაურით დატოვა სოფელი და სოფიო არეული გრძნობებით , სრულიად გაურკვეველი ფიქრებით. ვერ ხვდებოდა რა აზრები ტრიალებდა წილოსანის გონებაში . სახლში შევიდა , რამდენიმე საათი იყო უკვე გასული წილოსანის წასვლის შემდეგ. კარი ღია იყო ,სახლში ყველგან მისი კვალი იყო. მაგიდაზე მინდვრისყვავილები ეწყო მის ქვეშ კი ფურცელი .
თვალები აემღვრა, გულისცემა გაუჩერდა ,დიდხანს უბრალოდ უყურებდა ყვავილებს ყოველ დილით თავად რომ კრეფდა და საუზმეზე მაგიდას ამშვენებდა. წერილს თითები შეახო და ცრემლები შეიმშრალა ასოების გარჩევა რომ შესძლებოდა
„არასდროს გაპატიებ უშენობისთვის რომ გამიმეტე . გეფიცები არ გაპატიებ ,მაგრამ უკვე ყველა დანაშაულისთვის დაგსაჯე და გადავაჭარბე კიდეც .
მენატრები !
დაგიმსახურებ და დაგიბრუნებ ,გეფიცები
შენს ერთადერთ თხოვნას ვერ შევასრულებ , არ შემიძლია, მაპატიე
უბრალოდ მაპატიე ყველა დღე ამ წყეულ ლოდინში რომ გაატარე. მაპატიე ყველა წუთი ეს წყეული მონატრება რომ განიცადე
მაპატიებ?!
გზის დასასრული უშენოდ ვერ იქნება . უჩემოდაც არ იქნება
უშენოდ ცხოვრება არსებობაა „
კალიგრაფიაც კი არეული ჰქონდა . თითქოს არც იყო წილოსანის დაღვეწილი ნაწერი. შეიძლება დაინახო წერილის კითხვისას ადამიანის სული და გესმოდეს მისი გულისცემა?
შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება როდესაც ყველაფერი დაკარგული გაქვს, როდესაც მხოლოდ გრძNობები გაგაჩნია და სხვა არაფერი.
.........
დაუბრუნდა ქალაქს, საკუთარ ქალაქს ადგილს სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო შესაცვლელი , ჯერ კიდევ ჰქონდა უამრავი გეგმა და მიზანი რომელსაც ვერ გააქრობდა.
ნელა ატარებდა მანქანას , გარეთ ისევ ცხელოდა ყველა გადაღლილი იყო სამუშაოსგან და არავის ეტყობოდა ბედნიერება . ოდესმე ყველას ცხოვრებაში დგებოდა მომენტი როდესაც საყვარელი საქმეც კი დამღლელი ხდებოდა და კარიერისტიც ვერ აუვლიდა გვერდს ამ მომენტს.
გაბრიელი ორ არჩევანს შორის ზღვარზე იყო და არ არიდებდა თავს მოწოლილ ფიქრებს.
ორი არჩევანი ჰქონდა, ორი უკიდურესად განსხვავებული არჩევანი და თუ ერთ მხარეს აირჩევდა უკან ვეღარ დაიხევდა. ბოლო სვლა იყო , ბოლო გზა რომელიც უნდა გაეგრძელებინა დასასრულამდე, მანამ სანამ ახალი გზა არ გაჩნდებოდა ახალი დაბრკოლებებით, ახალი სურვილებით და შესრულებადი შეუსრულებელი საქმეებით.
მანქანა ეზოში გააჩერა , გადასვლამდე დაინახა სავარძელში მჯდომი მარიამი რომელიც აშკარად არ იყო დედამიწაზე.
მშვიდად მიაბიჯებდა , ძალა აღარ ჰქონდა და თან ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა. მის წინ დაჯდა და მანაც წამსვე გაახილა თვალები
-მოამზადებ განქორწინებისთვის ყველაფერს?
-იპოვნე?- ჩაიცინა და ჩაწითლებული თვალები თითქოს გაუნათდდა- თავისუფლების დროა?
-შენი თავისუფლების კი, ჩემ თავისუფლებამდე ჯერ კიდევ შორია
-არ წამოვიდა?
-სიმშვიდეში დარჩენის უფლება მივეცი... საკუთარი სურვილის ასრულების უფლება
-მეეჭვება მისი სურვილი იყოს შენგან შორს სუნთქვაც კი
-მარიამ ...
-ყველაფერი მზად იქნება . ხელს მოვაწერთ თუ არა წავალ
-სად წახვალ
-სადმე შორს . იქ სადაც მარტო ვიქნები , დავისვენებ და დაველოდები
-დაელოდები?
-მიპოვნის თუ დამკარგავს
-არ მისცე უფლება რომ დაგკარგოს - დაიხარა, თავზე აკოცა და ისევ დატოვა.
მარიამი ერთადერთი იყო ვისიც არ ეშინოდა, იცოდა რომ ზუსტად ისე მოიქცეოდა როგორც საჭირო იყო , მაგრამ წინ ჰქონდა საქმეები რომლებსაც დიდი დრო, ენერგია და გეგმები სჭირდებოდა.
უნდოდა სწრაფად ემოქმედა და მაინც ვერ აჩქარდებოდა. სოფიო იქ მშვიდად იყო და სხვა ყველაფერი უფერულდებოდა .
კაბინეტში იჯდა ტელეფონით ხელში და პირველად ელოდა მის პასუხს. შემდეგ ნაცნობი ხმა გაიგო , ნაცნობი ტემბრით და ინსტიქტურად გაეღიმა. სხვაგავარად არ შეიძლებოდა
-მორიგეობისგან გადაღლილი, მარტოსული გინეკოლოგი გისმენთ . თუ არ მშობიარობთ ან ჭინთვები არ გაქვთ გთხოვთ დროს ნუ დამაკარგვინებთ , ვითიშები
-მართალი იყავი ... ის ჩემგან შორს მშვიდადაა და მანამ იქნება სანამ სიმშვიდეს და ბედნიერებას ერთად არ მივცემ
-შენი არ მჯერა
-უბრალოდ მასზე ნუ ინერვიულებ. მე არ მივალ , მის სურვილს არ შევეწინააღმდეგები . იქ კარგადაა და ალბათ მხოლოდ შენ ენატრები , სხვა არავინ
-მაინც ვერ გიტან და ეს არ შეიცვლება !
გაუთიშა . გაბრიელს გაეღიმა, მობილური დადო და ისევ დოკუმენტებს მიუბრუნდა.
სალომემ კი საშინელი სულის ტკივილი იგრძნო. გაბრიელისგან წამოსული ემოციები ბორკილებივით მოედნენ სხეულზე და არ შეეძლო მარტო დარჩენა. მიშოსთან უნდა წასულიყო, მშობლები უბრალოდ გააფრთხილა გავდივარო და მასთან გაიქცა.
სახლში შესვლისთანავე იპოვნა, მისაღებში იდგა ყავის ფინჯნით ხელში . არეული თმით ნახევრად შიშველი და ტუჩებსშორის მოქცეული სიგარეტით
-სალო - გოგო ისე მოეხვია ამოსუნთქვის საშუალებაც არ მისცა. თავი შიშელ მხარზე დაადო და ხელები წელზე შემოხვია
-ცუდად ვარ მიშო ...
-რა მოხდა - წამსვე გათავისუფლდა, ხელები მოხვია და შუბლზე აკოცა- რა დაგემართა ასე ადრე ...სამსახურში მოხდა რამე?
-გაბრიელმა სოფიო იპოვნა ... მითხრა კარგად არისო. არ მივალო , მივხვდვი რომ მომენატრა და ვერ ვიგებ რა სჯობს გაბრიელისგან შორს იყოს თუ ახლოს
-როგორი ხარ...ღმერთო ჩემო როგორ შეგიძლია ასე სხვა ადამიანზე ინერვიულო. ისე თითქოს შენ მიგიძღვის ბრალი. შენ რა უნდა გააკეთო სალომე ისინი თავად განაგებენ საკუთარ ცხოვრებას. თავად მივიდნენ ამ მდგომარეობამდე - თითები თმაში შეუცურა, უკან გადაუწია და მერე ცრემლები მოაშორა- ეს ექიმი ქალი როგორ ატირდები ხოლმე
-მე შემეძლო, მეტი შემეძლო. ყველაფერი ვიცოდი და შემეძლო სოფიო როგორმე გამეჩერებინა. ახლა მგონია რომ გაბრიელიც იტანჯება მის გარეშე და ცუდად ვარ . მენატრება , მეც მინდა ვნახო
-გეყოფა სალომე . ოდესმე ხომ უნდა იფიქრო საკუთარ თავზეც , სოფიოს მეტს ვერაფერს გაუკეთებ გაიგე , ის ბავშვი არ არის . როდესაც დასჭირდები მოვა , როდესაც მოეატრები მოვა, უკეთ გახდება და დაგიბრუნდება . დაივიწყე ის ორი და იფიქრე საკუთარ თავზე , ნახე 24 საათიანი მუშაობის შემდეგ იმის ნაცვლად რომ მშვიდად გეძინოს აქ ხარ
-სხვანაირად არ შემიძლია . როგორ არ გესმის ... დავიღალე . რატომ ექცევა ღმერთი ასე , რატომ არ შეიძება ბედნიერი იყოს . რატომ არ შეიძლება ბედნიერი იყოს როცა ასე უყვარს თუ გაბრიელსაც არ შეუძლია მის გარეშე ცხოვრება ესეც ხომ სიყვარულია . რატომ არსებობს ბარიერები როცა სიყვარულია
-იმიტომ რომ მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი
-საკმარისია , საკმარისია და მეტიცაა
-შენ არ გყვარებია სალომე. არ გქონია შიში რომ შენი სიყვარულით ატკენ, რომ დააზარალებ, რომ სიმშიდეს დაუკარგავ. არ გიფიქრია რომ მისთვის საკმარისი არ ხარ, რომ ის უკეთესს იმსახურებს - მზერაც კი შეეცვალა , პერანგი მოიცვა და სიგარეტს მოუკიდა- შენ არ იცი
-როგორ შეიძლება არ იმსახურებდე თუ გიყვარს...სოფიოც ასე ფიქრობდა. თავიდანვე ასე ფიქრობდა და მე ვერ დავარწმუნე , ვერ ვაჩვენე როგორი აღმატებულია ყველა სხვასგან . არ შეიძლება შეგეძლოს სხვა ადამიანის სიყვარული და ყველაზე მაღლა არ იდგე
-და მაინც მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი
-სიყვარული და სწორად მოქმედებაა საჭირო. უბრალოდ უნდა გადადგა ნაბიჯი და იბრძოლო სიყვარულისთვის !
-ვიცი სადაც არის სოფიო - პაუზის შემდეგ უთხრა და მზერა გაუსწორა - დიდი ხანია ვიცი. ისიც ვიცი გაბრიელი როგორაა სოფიოს გარეშე . მთელი ეს დრო მინდოდა რომ მისთვის შუბლი გამეხვრიტა , მაგრამ ახლა მეც არ ვიცი
-წამიყვან მასთან ? - დიდხანს ფიქრობდა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა შემდეგ კი მიშოსთან ერთად დაადგა გზას რომელიც სოფიოსთან მიიყვანდა.
მანქანა რომ გააჩერა მიშომ წამსვე გადავიდა. სოფიოს ხედავდა ,ისიც უყურებდა და მისკენ მირბოდა.
-სალ ... პატარავ - მკლავები მოხვია და ლოყაზე აკოცა- მომენატრე -გაიღიმა და მერე მშვიდად მდგომ მიშოს ხელი გაუწოდა- შენც მომენატრე
-როგორ ხარ -თავზე აკოცა და გაუღიმა - დაბრუნებას აღარ აპირებ?
-მიშო
-მეც მაინტერესებს
-წამოდით დავსხდეთ
მიშომ მალევე დატოვა ორივე და გარეთ გავიდა, იქვე იყო ახლოს . შორიდან უყურებდა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ორ ქალს და ისინიც არ აშორებდნენ თვალს .
სოფიომ ყველაფერი უამბო , სალომეც უყვებოდა გაბრიელის ამბებს. ყველაფერს რაც იცოდა და შემდეგ დიდხანს ფიქრობდნენ მომავალზე, იმაზე თუ როგორ გაგრძელდებოდა ყველაფერი. ცხოვრებაში პირველად სალომე არაფერს ამბობდა გაბრიელის წინააღმდეგ .
-მე ხომ არ ვიცოდი აქამდე თუ მივიდოდით...მე ხომ არ ვიცოდი მას თუ ასე ეტკინებოდა უჩემობა . ის ხომ გაბრიელ წილოსანია - თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე , ცას უყურებდა და ათრთოლებულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა
-ზღვარზე ხართ სოფ , დასასრულისკენ ორი გზაა მხოლოდ გაბრიელისგან შორს და გაბრიელთან ახლოს
-წავიდეთ სალ
-სად ?
-სადმე კიდევ უფრო შორს
არავინ იცის ღმერთი რას უმზადებს. მის წინაშე კიდევ როდის აღიმართება ბარიერი დასასრულისკენ მიმავალ გზაზე. მუდმივი ამ ქვეყნად არაფერია, სიყვარულიც შესაძლოა გაუფერულდეს, მონატრებამაც დაკარგოს ძალა, მოგონებებიც წაიშალოს, სიმშვიდის შენარჩუნებაც ვერ შევძლოთ . დაინგრეს ყველაფერი ირგვლივ და დავრჩეთ მარტონი სამყაროს წინაშე ,მაგრამ როდესაც არსებობს ადამიანი რომელიც ყველაფერს დათმობს შენთვის გაქვს ძალა რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გააქრობს .
.............

გარბიხარ, მაგრამ გაქცევასაც არ აქვს აზრი. გულის სიღრმეში გრძნობ რომ დაბრუნდები, ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდები. დაბრუნდები ან ის მოვა, გიპოვნის და წასვლის საშუალებას აღარ მოგცემს .
ზოგჯერ ყველაფერი უაზრო ხდება დარჩენაც, წასვლაც, ჩხუბიც, სიჩუმეც და შენ უბრალოდ ერთ-ერთ მათგანს ირჩევ, ირჩევ იმას რომელსაც იმ წამს შეძლებ,რომლის ძალაც გაქვს და მიდიხარ.
წასვლა არასდროსაა მარტივი . როდესაც მიდიხარ უკან ყოველთვის რჩება რაღაც გეზიზღება, რაც გიყვარს, რაც დაასრულე ან უბრალოდ დატოვე იმ იმედით რომ ოდესმე დაბრუნდები ან დაგიბრუნებს. შედარებით მარტივია როდესაც იცი სად მიდიხარ, როდესაც გაქვს თავშესაფარი , გყავს ადამიანი რომელსაც უამბობ ყველაფერს ან უბრალოდ მიხვალ და მასთან ყოფით მიიღებ სიმშვიდეს . თუ არავინ და არაფერია თავშესაფრად სრულიად მარტო რჩები ან გაუმკლავდები ან დამარცხდები.
გაბრიელი მარტო იყო თავშესაფრის გარეშე უამრავი პრობლემის წინაშე . ეს იყო დრო როდესაც გეგმებზე ვერ იფიქრებდა, უნდა მიჰყოლოდა დინებას და ემოქმედა სიტუაციის შესაბამისად.
ყველაფერი ნადგურდება, ინგრევა და შენ უნდა შეძლო ამ პროცესის შეჩერება ისე რომ ნანგრევებში არ მოყვე.
მთავრობის წინააღმდეგ მიდიოდა, იბრძოდა მშვიდად ,გათვლილი ნაბიჯებით და თან კანონიერი ქმედებებით. სრულიად სუფთა იყო და სწორედ ეს წარმოადგენდა მის უპირატესობას. სწორედ ეს იყო მისი მთავარი ღირსება მაშინ როდესაც ბიზნესმენი იყო და ახლა როდესაც პოლიტიკოსი გახდა.
ყველა სფეროში პრობლემა იყო, არაფერი მოსწონდა და უამრავი გეგმა ჰქონდა.
როგორც ყველგან და ყოველთვის მთავარია თანამოაზრეები გყავდეს, ადამიანები რომლებიც შენს გვერდით იქნებიან , ისეთივე ენთუზიაზმით შეასრულებენ საქმეს როგორც შენ , არ ითაღლითებენ და შენს მოტყუებას არ შეეცდებიან.
ზედმეტად ბევრი შეხვედრა ჰქონდა, დაძაბული პერიოდი იყო ყველგან და ნორმალურად ვეღარ ახერხებდ აყველაფრის გადაკითხვას, მაგრამ ხელის მოწერის დროს რამდენიმე ტიპის დოკუმენტს განსაკუთრებით აკვირდებოდა.
მუქარების მიღება დაიწყო, ყველა შეხვედრაზე გრძNობდა დაძაბულობას და არაფერი იყო ისე როგორც ადრე. მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი დაასრულა, ისე დაასრულა რომ სიმშვიდე მოეპოვებინა. არ არსებობდა საქმე რომელსაც გამოსავალს ვერ უპოვნიდა.
დაიღალა, გამარჯვებაც კი აღარ ახარებდა სრულყოფილად. მანქანაში ჩაჯდა , მთელი საღამო გზაში იყო უბრალოდ რომ ენახა. მხოლოდ ერთხელ დაენახა , ეგრძნო რომ კარგად იყო და მერე უკან დაბრუნებულიყო.
სოფელში ჩავიდა, ფეხით გაიარა ნახევარი გზა , წვიმდა და სულ სველი იყო მონასტერში რომ ავიდა. ყველგან იყო, ყველგან სადაც სოფიოს ნახვას შეძლებდა ,მაგრამ ის აღარ იყო. ის არსად იყო
-გისმენთ შვილო, რით შემიძლია დაგეხმაროთ. მობრძანდით , სულ გაყინულხართ , ცხელ ჩაის შემოგთავაზებთ
-დედაო... აქ ერთი ქალი იყო . სოფიო
-სოფიო წავიდა შვილო ... უკვე რა ხანია
სხვა არაფერი ესმოდა. ისევ გაეხსნა ჭრილობა , თითქოს სისხლისგან იცლებოდა, სუნთქვა უჭირდა, მკერდზე ხელი მიიჭირა და უკანმოუხედავად დაეშვა მთიდან მომავალ ბილიკზე. ფეხი უცდებოდა, კოკისპირულად წვიმდა , სიბნელე იყო უკვე. არაფერს აკვირდებოდა, სოფიო აღარ იყო, სოფიო ისევ წავიდა. იმდენად არ უნდოდა მასთან ყოფნა რომ წავიდა, არ დაუჯერა , არ ენდო, არ დარჩა , არ დარჩა ისევ წავიდა.
ტყეში იყო მუხლებზე რომ დაეცა და იღრიალა. სულ მთლად ტალახში იყო ამოსვრილი, მიწას მუშტებს უშენდა და ღრიალებდა.
მანქანამდე ძლივს მიაღწია, თვალები დაბინდული ჰქონდა და გზა რომ ცარიელი არ ყოფილიყო ალბათ რაიმეს შეეჯახებოდა.
სახლში სწრაფად შევიდა , დილა იყო უკვე ,კარი ხმაურით მიიხურა და სანამ კიბე აიარა მარიამიც გამოჩნდა
-როგორც იქნა მოხვედი...მობილურზე არ მპასუხობდი და ვარ მოგილოცე. შამპანიურიც გამიცივდა , არადა პომპეზურ მოლოცვას ვაპირებდი ყოვილო მეუღლევ - ხმაურით გამოჩნდა ქალბატონი სანამ გაბრიელი დაინახა მანამ ლაპარაკობდა, იცინოდა და მერე გაშეშდა- გაბრიელ
-წავიდა! ისევ წავიდა...წერილი დავუტოვე , იცოდა როგორ ვიყავი და მაინც გაიქცა - ისე იღრიალა თითქოს გონს იმ წამს მოვიდა- ახლა ჰგონია რომ ვერ ვიპოვნი ? რომ ისევ დაველოდები და არ წამოვიყვან? უნდა რომ გაიქცეს და ჰგონია გამოუვა , წარმოგიდგენია? ფიქრობს რომ მე , გაბრიელ წილოსანს დამემალება
-დამშვიდდი უბრალოდ
-უბრალოდ აღარაფერია, უბრალოდ არაფერი იქნება არასდროს იქ სადაც მე ვარ ! მორჩა იმ წესებით თამაში ქალბატონმა რომ იცის . ფიქრობს რომ მიცნობს, ფიქრობს რომ ჩემს გონებაშია ხომ? არადა წარმოდგენაც არ აქვს რისი გაკეთება შემიძლია მისთვის , ამის გარდა ყველაფერი იცის და სწორედ ამიტომ არ არის ჩემთან , მშვიდად და ბედნიერად
-რას აპირებ - აშინებდა გაბრიელის ასეთი მდგომარეობა . უყურებდა კედელს აკრული ცხოველად ქცეულ ყოფილ ქმარს და წარმოდგენაც არ ჰქონდა რას აპირებდა მისი არეული გონება. უკონტროლო იყო, ასეთი ადამიანი ყოველთვის საშიშია და თუ ეს ადამიანი გაბრიელ წილოსანია უკვე ამოქმედებულ ნაღმს წარმოადგენს- გაბრიელ...რას აპირებ-მეთქი გკითხე- ოთახში შესულს უკან მიჰყვა. ზედა რომ მოიშორა და სააბაზანოს კარი ცხვირწინ მიუხურა იქ გადაუკეტა გზაც. რამდენიმე წუთის შემდეგ თითქმის მშვიდი გამომეტყველებით გამოვიდა, თეთრი პერანგი და შავი შარვალი ჩაიცვა. თმა დაივარცხნა, სარკეში არ ჩაუხედავს ,მხოლოდ წამით შეხედა საკუთარ ანარეკლს და შემდეგ მიუბრუნდა მარიამს
-გილოცავ თავისუფლებას. აღარასდროს ეცადო იმ კაცთან ურთიერთობას ვინც შენზე უგონოდ შეყვარებული არ იქნება, სხვა უბრალოდ ვერ გაუძლებს შენს ძალას, შენს ხასიათს და გახსოვდეს რომ მე შენთან ვალში ვარ , სამუდამოდ !
-გაბრიელ ისე ნუ მელაპარაკები თითქოს გილიოტინაზე ასასვლელად ემზადებოდე. მაშინებ -ქვემოდან ახედა წინ მდგომს. მისი მწვანეები იმდენად მშვიდი იყო ნამდვილ ჭაობს ჰგავდა -გაბრიელ
-როდის მიფრინავ
-რას იტყვი
-სიმართლეს
-რომელ სიმართლეს , სიმართლე ყველას გააგებინებს რომ ძლევამოსილი მარიამ მაკალათია საცოდავი ქალია და სასამართლოს გარდა ძალაუფლება არსად აქვს
-ეგ სიმართლე არ არის ! შენ ღირსეული ქალი ხარ და გყავს კაცი რომელიც გაღმერთებს ... უბრალოდ წადი , უბრალოდ გააკეთე ის რაც გინდა . დაისვენე ჩემგან, დედაშენისგან, საქმეებისგან, ამ სამყაროსგან და მენდე ის ღამე უკანასკნელი იყო როდესაც დაგამცირე. სხვა კი ჩემს გარდა ამას ვერავინ ვერასდროს ვერანაირი გზით ვერ შეძლებს - შუბლზე აკოცა და წავიდა
-გაბრიელ ...ჯანდაბა გაბრიელ სისულელეს ნუ ჩაიდენ. ისე ნუ მოიქცევი უკან დასახევი გზა რომ აღარ გქონდეს
არ წასულა. დარჩა, ბარგი ჩაალაგა მაგრამ მაინც ვერ წავიდა. არ შეეძლო ასე გაქცევა და მისი მიტოვება მერე რა რომ არ უყვარდა როგორც კაცი. პატივს სცემდა ყველაფრის მიუხედავად და ამ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა. ეს დამოკიდებულება ყოველთვის ჰქონდა ამ კაცის მიმართ და არ შეეძლო მისი მარტო დატოვება მთელი სამყაროს წინააღმდეგ. საოცარი შეგრძნება იყო როდესაც ელოდა რაღაც დიდს, რაღაც მასშტაბურსა და საშიშს.
მოლოდინის რეჟიმში იყო სახლის კარი რომ გააღეს. წამსვე წამოდგა და კიბისკენ დაიძრა. თითქოს ძალა გამოეცალა ანდრო რომ დაინახა კიბის ბოლოს. ისე ჩაიარა საფეხურები თითქოს დრო აღარ გადიოდა, ისიც არ საუბრობდა, არაფერს ამბობდა უბრალოდ უყურებდა სანამ არ მიუახლოვდა
-შენ
-მითხარი რომ არ მოვსულიყავი, რომ მოვრჩი და რომ დაგთმე . ბოლოს როდის დაგვიჯერებია ერთმანეთისთვის, გახსოვს? მე არა ...მთელი 20 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ან ერთმანეთთან ჯიბრში ვართ ან საკუთარ გრძNობებთან. არასდროს მითქვამს შენთვის რომ მიყვარხარ, არც ერთხელ მითქვამს, მთვრალსაც კი. მაგრამ შენ სულ იცოდი, ყოველთვის იცოდი რასაც ვგრძNობდი. მეც ვიცოდი და ველოდი რომ გონს მოხვიდოდი, მიატოვებდი შენს გეგმას სახელად ქორწინება, ჩემთან მოხვიდოდი და ცხოვრებაში პირველად გააკეთებდი იმას რაც გინდოდა. შენ კი მე მელოდი თურმე, ელოდი რომ მოვიდოდი ვიჩხუბებდით, ძალით წაგიყვანდი და მერე ძალიან დიდხანს , წლების განმავლობაში არ დამელაპარაკებოდი ისე როგორც მაშინ ჯეიმსი რომ ვცემე და იქედან წამოგიყვანე. არა ახლა ალბათ უარესს გააკეთებდი
-გეყოფა ...ასე ნუ მიყურებ და ასე ნუ მელაპარაკები. ხომ არ გავიწყდება სად ხარ, ჩემი ქმარი რომ მოვიდეს მერე რას გააკეთებ
-რომელი ქმარი
-სულ დამავიწყდა რომ ემოციების მოჭარბების ფონზე რაღაც ამბები წამომცდა და გგონია რომ მორჩა ჩემი და წილოსანის ამბავი?- გული უსკდებოდა , იტყუებოდა და ეს ამბავი აგიჟებდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო ისე უნდა სცოდნოდა რომ მისთვის ღირდა ყველა მომავალი ნაბიჯი , ყველა დღე რასაც მას მიუძღვნიდა
-ხომ იცი რომ ყველა და ყველაფერი შენს გარდა. შენი თვალების გარდა, რომლებიც ვერ მატყუებენ, მე ვერ . რაც არ უნდა მოიგონო , როგორი ნიღაბიც არ უნდა მოირგო მე ხომ ვიცი როგორია ჩემი მარიამო
-შენი მარიამო ... შენი მარიამო აბა სად არის შენი მარიამო. რაც გინდა ის იფიქრე, რაც გინდა ის დაიჯერე. მე აღარ მჯერა შენი მზერის, არც შენი სიტყვების . შენ არაფერი გააკეტე , შენ არ გაქვს ძალა , არ გაქვს საკმარისი ძალა რომ გაუძლო მარიამ მაკალათიას . მე კი არასდროს შევიცვლები, შენ მე ვერ მაქცევ პროვინციელ გოგონად რომელსაც ბუნება, ჩიტების ჟღურტული და სიმშვიდე უყვარს- ისევ ცდილობდა მასზე ზეწოლას, ისევ არ გაჩერდებოდა ანდროს რომ არ მიეზიდა თავისკენ და მის ტუჩებს არ დაპატრონებოდა. დიდხანს კოცნიდა, ისე ეხებოდა როგორც ყოვლისშემძლე ქალღმერთს და პატარა ემოციურ გოგონას ერთად. მარიამი მისი სული იყო , ეს კი გზა რომელიც დასასრულისკენ გრძელდებოდა
-ყველა მარიამი რომელიც შენშია დარჩება ისეთად როგორიც ახლაა , ისეთი როგორიც შენ გიყვარს, როგორიც მე მაგიჟებს , რომლის მოკვლაც მინდება, რომლის დახრჩობის სურვილიც მკლავდა ყოველთვის . ჩემი მარიამი კი ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემი იქნება , არავის არასდროს დავუთმობ , არც საკუთარ თავს
-მეზიზღები იმისთვის რომ გაღმერთებ -თავისკენ მიიზიდა აკოცა და მერე ისევ მოშორდა.
...........
ისე მიაბიჯებდა დერეფანში როგორც ადრე, ხმაურით, მშვიდად და ამაყად. მიაბიჯებდა თავაწეული, იღიმოდა, ყველას ესალმებოდა , მხრებში გამართული იყო და შინაგანი სისუსტის კვალიც აღარ ჰქონდა. გაბრიელ წილოსანი ყველა სხვა გაბრიელს თრგუნავდა ყოველთვის და ამჯერადაც ასე იყო. არ იყო ტანჯვა გაბრიელისთვის, არც მუხლებზე დგომა, მუდარა და ლოდინი იყო გაბრიელის , არც უკანდახევა შეეძლო მხოლოდ გზის შეცვლა ახალ რელსებზე გადასვლა და სწორი მიმართულების არჩევა.
პრესკომფერენცია მოაწყო. არავის გაჰკვირვებია, ყველა ახალ ამბავს ჟურნალისტების საშუალებით მთელს ქვეყანას უზიარებდა და ამჯერადაც რაღაც ახალ , გრანდიოზულ ცვლილებას ელოდა ყველა.
-დარწმუნებული ვარ ახლა ყველა ვინც სახლშია დიდი ინტერესით ელის ჩემს განცხადებას. ყველას მოსწონს ქალაქის მერი სანამ მშვიდად ცხოვრობს, აკეთებს ყველაფერს ქალაქის მოსახლეობისთვის . დანარჩენ საქართველოსაც სურვილი აქვს ჰყავდეს ერთი ადამიანი მაინც ვინც იზრუნებს ხალხის პრობლემებზე. დღეს ქვეყანაში პრობლემები რომ არის თქვენზე კარგად არავინ იცის , თქვენი ყველა უფლება ირღვევა და ამას ბოლოს ეჩვევით , აგრძელებთ ცხოვრებას წნეხის ქვეშ . მთელი დღეები ვფიქრობ როგორ უნდა მოვაგვარო ამ ხუთი წლის განმავლობაში ყველა პრობლემა , გეგმები სწორია,მაგრამ მაინც უშედეგო .რატომ? იმიტომ რომ გვიჭირს ახალ კანონებთან შეჩვევა, გვიჭირს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულება და დიახ, სანამ იარსებებს ერთი ადამიანი მაინც ვინც არ აკეთებს თავის საქმეს სისტემა გამართული არ იქნება - ზოგადად საუბრობდა. კონკრეტულს არაფერს ამბობდა. კითხვებს არ უსვამდნენ , ყველა უსმენდა სანამ ქალაქში უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე არ დაიწყო საუბარი. სანამ არ მოიყვანა მაგალითები და შემდეგ კითხვებსაც უპასუხა. ისე მშვიდი იყო თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ აპირებდა. ლაივ ჩვენება მთელ ტელე და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ყველა ხედავდა , სამსახურიდან დაბრუნებულიც, გზაში მყოფიც , სახლში მშვიდად მჯდომი ბებოც და თინეიჯერიც . საუბრის გაგრძელებას აპირებდა მარიამი რომ გამოჩნდა, მის გვერდით დადგა და ყველას ყურადღება მიიქცია. გაბრიელიც კი გააკვირვა, გაღიმებული უყურებდა და რაღაც საოცრებას ელოდა.
-ძვირფასო - გაუღიმა და შემდეგ ჟურნალისტებისკენ შებრუნდა. კამერას ისე უყურებდა თავისი თაფლისფერებით როგორც გაბრიელი წამის წინ. თითქოს ყველა მაყურებლის გონებაში შეღწევას აპირებდა , გავლენის გავრცელებას, მათ დაჰიპნოზებას- ვინაიდან მე და გაბრიელმა კარგად ვიცით თუ რა დიდია საზოგადოების ინტერესი ყველა ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების მიმართ , გადავწყვიტეთ პირდაპირ ეთერში , პირველებს შეგატყობინოთ ჩვენი ამბავი- გაბრიელს წამით შეხედა , ჩუმად იყო არაფერს ამბობდა და აშკარა იყო მარიამს რაც არ უნდა ეთქვა არაფერს უარყოფდა. მასზე იყო დამოკიდებული იმ წამს,მაგრამ მაინც არ ეშინოდა. არ ვიცი მარიამს ენდობოდა თუ უბრალოდ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ,მაგრმა ფაქტია ელოდა მის სიტყვებს- მე და გაბრიელმა განქორწინება გადავწყვიტეთ. ზოგჯერ არ არის საკმარისი ორი იდეალური ადამიანი იმისთვის რომ ცოლ-ქმრობა შედგეს , მთავარია დროულად მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და აწ უკვე ყოფილი ცოლ-ქმარი ვართ. მიუხედავად ყველაფრისა საერთო ინტერესებითა და აზრებით , მშვიდად განვაგრძობთ ცხოვრებას და იმედი მაქვს არ გამოიჩენთ უმადურებას, არ იჭორავებთ , არ მოიგონებთ ცრუ მიზეზებს . მე დარწმუნებული ვარ რომ წილოსანი ჩვენი ქალაქისთვის საუკეთესო მერი იქნება - მზერა გაუსწორა და ასე მის მწვანეებში ჩაძირული იდგა სანამ ჟურნალისტები ბობოქრობდნენ
- გამოვაკლდი ყველა იმ ჯოჯოხეთში მცხოვრებ ადამიანთა რიგებს ვინც სტატუსის გამო ივიწყებს საკუთარ პირად ცხოვრებას. იმედია ჩემი ხალხი არ იტყვის ჩემზე უარს იმის გამო რომ მარიამ მაკალათიას მსგავს დიდებულ ქალს ღირსეული ქმრობა ვერ გავუწიე . მგონი დროა ყველამ გავმიჯნოთ პირადი ცხოვრება და საქმე ერთმანეთისგან - ჟურნალისტებს ყურადღებას არ აქცევდა. ისეთი მზერა ჰქონდა ეკრანთან მიაჯაჭვებდა ყველას და ალბათ დიდხანს ,კიდევ დიდხანს ვერ გამოფხიზლდებოდნენ.
ერთად აქციეს ზურგი ყველას და ყველაფერს. მიაბიჯებდნენ ერთნაირად თავაწეულები, მშვიდი ,მაგრამ ხმაურიანი ნაბიჯებით და იღიმოდნენ, ისე იღიმოდნენ როგორც ყოველთვის. კმაყოფილებით სავსე ღიმილით და მაინც ბევრი სულიერი ტკივილით რომელიც ნიღბის ქვეშ ძლივს იმალებოდა.
-რატომ მოხვედი - მანქანაში ისხდნენ რომ გადახედა და პერანგის მკლავების აკეცვა დაიწყო
-შემეშინდა შენს გამოც და ჩემ გამოც ... არც გენდობოდი და არც მინდოდა რაიმე ისეთი გეთქვა რომ თავი გაგენადგურებინა
-საშიში ქალი ხარ- თავი გააქნია და მძღოლს უთხრა რომ აჩქარებულიყო- მიდიხარ ?
-ბარგი მანქანაში მაქვს ... შენ რას აპირებ
-კიდევ დამრჩა რამდენიმე სვლა და შემდეგ გზის დასასრულთანაც მივალ
-დასასრულთან რომელიც კიდევ ერთი გზის დასაწყისი იქნება
-ან უბრალოდ და ბრალიანად დასრულდება .
მანქანის კარი თავად გაუღო და დაელოდა როდის წავიდოდა ყველა . მარიამი უკვე ბარგით იდგა და მზერას არ აშორებდა
-რატომ არ ვნანობ ამ რამდენიმე თვეს იცი? ეს ყველაფერი რომ არა ვერ მივხვდებოდი როგორი უმნიშვნელოა შენი სრულყოფილებისკენ სწრაფვა გრძობებთან რომლებიც შენს სულში სახლობენ. რა მარტივია სულისთვის მიტევება და რა რთული იქნებოდა ჩვენი უშედეგო ომი . მიყვარს მე გაბრიელ წილოსანი და კიდევ უფრო მეტად სოფიოს გაბრიელი მიყვარს - გაიცინა ,ლოყაზე აკოცა და მერე სულ რამდენიმე წუთს იყო წილოსანის მკლავებში მოქცეული
-მარიამ ...უბრალოდ ეცადე დაივიწყო ყველა სიტყვა და ქმედება, უბრალოდ შეხედე და იგრძენი ის რაც მის სულში ხდება
-სისუსტეც შევიგრძნო გაბრიელ?- უკან დაიხია, იღიმოდა და ერთადერთ ჩანთას თითებს არ უშვებდა
-აუცილებელია პატარა ქალბატონო ...ჩვენი სისუსტე გვაძლიერებს
სწრაფად მიაბიჯებდა, დაგვიანება არ უნდოდა . იცოდა როგორ ღელავდა უკვე რამდენიმე მეტრში მდგომი მისი კაცი და თანდათან უფრო თავისუფლდებოდა. ყოველი ნაბიჯის შემდეგ მშვიდდებოდა. ფართოდ იღიმოდა კაცს რომ მოეხვია, ყელში აკოცა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა
-შეგეშინდა ხომ? გეგონა არ მოვიდოდი
-დარწმუნებული ვიყავი ,იმიტომ რომ მაღმერთებ
-სიცრუეა...ეს შენ მაღმერთებ - ისევ გაიცინა, თითები მის თითებში ახლართა და ისე განაგრძო გზა . ყველაზე დიდი და სწორი გზა დასასრულისკენ
..................
საჭესთან თავად დაიკავა ადგილი. დაცვა უკან მიჰყვებოდა მანამ სანამ წილოსნები რეზიდენციასთან არ შეჩერდა.
სახლში მშვიდად შეაბიჯა , ყველა ნიღაბი მოიხსნა და მისაღებში მყოფ გაგიჟებული მშობლების წინ აღმოჩნდა. თამარა თითქმის გონებას კარგავდა, მიხეილი იგინებოდა , ყვიროდა და ცოფებს ყრიდა. ტელეფონები არ ჩერდებოდა , აურზაური იყო თითქმის ცარიელ სახლშიც კი
-გეყოფათ - ბოლოს დაიყვირა , ვისკის ჭიქა დადო , სიგარეტს მოუკიდა და წარბები მაღლა აზიდა- რა გიკვირთ? მარიამს რომ დავშორდი თუ ძალა რომ მეყო აღიარებისთვის , ძალა რომელიც თქვენ არცერთს გქონდათ. შენ არ დაშორდი ნაბიჭვარს რომელიც მთელი ცხოვრება გღალატობდა, შენ კი არ გათავისუფლდი მარწუხებისგან და არ იცხოვრე ისე როგორც გინდოდა. რატომ? იმიტომ რომ გეშინიათ, ძალაუფლების რომელიც გაქვთ გეშინიათ რომ თქვენი ნამდვილი სახე დაანგრევს ყველაფერს. მე კი მივხვდი რომ ჩემი რეალური სახე , ჩემი სიმშვიდეა ყველაზე დიდი ჯილდო რაც კი რამ მოუცია ღმერთს. ყველაფერი სხვა შეიძლება ნებისმიერს ჰქონდეს, ყველაფერი შეიძლება გააჩნდეთ ისეთი ქალის გარდა მე რომ მყავს . სულ მალე , ძალიან მალე მოვიპოვებ სიმშვიდეს და მერე შევძლებ ყველა მწვერვალის დაპყრობას რაზეც მიფიქრია და რაზეც ფიქრს ვერ ვბედავდი
-შეიშალე ხომ? საბოლოოდ გაგიჟდი-მიხეილი მაინც ცდილობდა თავის კონტროლს თამარი კი სავარძელში გაუნძრევლად იჯდა
-ქალის გამო ხდება ეს ყველაფერი? - ჩაიცინა . ზუსტად ისე გაბრიელმა რომ იცოდა ხოლმე- ვიცოდი რომ ბედნიერი არ იყავი , ვიცოდი რომ მოსვენება დაკარგული გქონდა და მაინც სანამ ამ მდგმარეობამდე არ მიხვედი ფიქრი ვერ შეძელი ხომ? იცი მაინც რა შეიძლება მოხდეს?
-ნუ ღელავ, შენ შვილზე მაინც ყველა ილაპარაკებს, ყველა შურით გასკდება რომ შენ ხარ გაბრიელ წილოსანის დედა. იამაყებ რომ შენი დამსახურებაა ჩემი ასეთად ჩამოყალიბება...პრეზიდენტიც გავხდები ოდესმე და ჩემი პირველი ლედი სოფიო კანდელაკი იქნება- ღიმილიანი გამომეტყველებით უყურებდა დედას რომელმაც ფერი დაკარგა , ფეხზე წამოვარდა და წინ აესვეტა შვილს
-შენ რა გინდა რომ ის გოგო იყოს შენს გვერდით სიცოცხლის ბოლომდე? ვიღაც პიანისტის გამო ხარ ამ მდგომარეობაში?
-დრო არ მაქვს ახლა საკმარისი, ზემდეტად მომენატრა და სანამ გონებას დავკარგავ მანამ უნდა ვიპოვნო. მგონია რომ ჩემი სიცოცხლის საათები იწურება . გახსოვს ერთხელ მითხარი მეზიზღება მამაშენი ,მთელი არსებით მძულს იმიტომ რომ მის გარეშე არსებობა არ შემიძლიაო
-გაბრიელ , შვილო
-ხომ იცი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ , შენც და ისიც მიუხედავად თქვენი ცოდვებისა , თქვენი დანაშაულისა რომელიც ჩემს წინაშე გაქვთ მე არასდროს მიქცევია თქვენთვის ზურგი,მაგრამ გეფიცები , გეფიცები ყველაზე წმინდას რაც ოდესმე მქონია სოფიომ თქვენ გამო ოდემსე არაკომფორტულად რომ იგრძნოს თავი სამუდამოდ დამკარგავთ ისე თითქოს თქვენთან კავშირი არასდროს მქონია - ზემოდან უყურებდა. მშვიდად ესაუბრებოდა, მერე დაიხარა თავზე აკოცა და მერე მიხეილს გახედა სავარძელში რომ იჯდა გაჩუმებული- გასაგებია ბატონო მამა?
-არ მეგონა ასე თუ გიყვარდა ... მართლა არ წარმომედგინა
-რთული ყოფილა სხვა რომ საკუთარ თავზე ბევრად მეტად მნიშვნელოვანი, ღირებული და საყვარელია
სახლიდან გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და მალე ტრასაზეც მიაქროლებდა მანქანას . უყურებდა საყვარელ ქალაქს რომელსაც აუცილებლად შეცვლიდა უკეთესობისკენ. უყურებდა შენობებს, ადამიანებს , ქუჩებს და შემდეგ გაჩერდა. ქალაქიდან იყო უკვე გასული შეტყობინება რომ მიიღო
-ჩემი ფერი აქვს მონატრებას გაბრიელ? - სუნთქვა შეეკრა, ტელეფონის ეკრანს უყურებდა და გულისცემა უჩქარდებოდა
-შენი მონატრების ფერია უკვე მთელი სამყარო. კიდევ ბრაზის ფერია, სიყვარულის და შენი ცის’ფერებია - ტექსტი ძლივს აკრიფა ,თითები უკანკალებდა. რატომ არ ურეკავდა ვერ იგებდა . არადა როგორ უნდოდა მისი მონატრებული ხმის გაგება
-ხედავ დასასრულისკენ მიმავალ გზას? მე უკვე იქ ვარ და გელოდები
თვალები დახუჭა, უბრალოდ მოდუნდა აზროვნება არ შეეძო ,მაგრამ გრძნობდა სადაც უნდა წასულიყო. არ იცოდა ,ზუსტად არაფერი იცოდა, მაგრამ მიდიოდა სახლში რომლის ყველა მოგონებაც სოფიოს ეკუთვნოდა. სხვა არავინ მიახლოებია იქაურობას, სახლს რომელშიც სოფიოსთან ერთად ყველაზე მშვიდი დღეები ჰქონდა გატარებული. იქ იყო ყველაფერი რაც სოფიოს უყვარდა . სახლი რომლის მშენებლობისას მხოლოდ სოფიოზე იყო კონცენტრირებული, წარსულის მოგონებებში არსებული ერთ-ერთი არეგოისტური ნაბიჯი იმ ადგილის შექმნა იყო. ფერადი ეზო, უზარმაზარი ფანჯრები, ბევრი სინათლე, როიალი, სიმყუდროვე და სოფიო
ეზოში გააჩერა მანქანა და ემოციებისგან გადაღლილი გადავიდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, წამით დახუჭა თვალები და წონასწორობა დაეკარგა სახლიდან გამოსული როაილის ხმა რომ გაიგო. სოფიო უკრავდა! იქ იყო , როიალთან იჯდა და უკრავდა. სწრაფად მიაბიჯებდა სანამ სახლში არ შევიდა, მერე სუნთქვაც კი დაავიწყდა.
როიალთან მჯდომი დაინახა, ნამდვილი იყო, არ ქრებოდა . იჯდა არეული თმებით, თხელი ნაჭრისგან შეკერილი კაბით რომელიც ზურგს ოდნავადაც არ უფარავდა. მის ბეჭზე განთავსებულ წყვილ ხალს ხედავდა, მის სურნელს გრძნობდა , მის სითბოს. ხედავდა მის ხვეულებს არეულად რომ ეყარა მხრებზე და გულისცემა თანდათან უორმაგდებოდა. მზერა დაებინდა, მიუახლოვდა ,მაგრამ ვერ შეეხო ეშინოდა რომ გაქრებოდა. თვალები დახუჭა, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა მის გვერდით დაჯდა, თვალები დახუჭა და კლავიშებს შეეხო . მასთან ერთად უკრავდა ისე როგორც სულ პირველად, წლების წინ . ორივე ხედავდა, ორივეს ახსოვდა წარსულის კადრები - სოფიო, გაბრიელი და როიალი .
მელოდია დასრულდა, მაგრამ გაბრიელი ისევ მასთან იყო, ისევ ეხვეოდა მისი მკლავები, ისევ გრძNობდა მის სითბოს და სურნელს , საკუთარ სურნელთან შერეულს . ხედავდა მის მწვანეებს ,ისეთს როგორიც არასდროს უნახავს , ასეთი გაბრიელი არ იცოდა, ასეთი გაბრიელი მხოლოდ მისი იყო, ეს მზერა და ტკივილი რომელსაც ორივე ატარებდა. მათში არსებული ჭრილობები რომლებსაც ერთმანეთის გარდა ვერავინ გაუყუჩებდათ, დღეები რომლებსაც ვერავინ გაუფერადებდათ , გრძNობები რომლებიც მხოლოდ ერთმანეთისთვის ჰქონდათ .... გზა დასასრულისკენ ვერ იარსებებდა გაბრიელისა და სოფიოს გარეშე
25.05.2019

მინდოდა გამესწორებინა და შემდეგ დამედო მაგრამ ისევ ისეთსვტვირთავმოთხოვნის გამო იმდენი ელოდით და იმდენმა მომწერეთ რომ გადავწყვიტე დამებრუნებინა ისტორია რომელმაც ყველა ჩემი მაშინდელი ემოცია წაიღო , ერთანად დაიტია და ბოლომდე გამომფიტა იმდენად რომ მგონი კიდევ ძალიან დიდანს ვერ დავწერ ისტორიას, შესაძლოა საერთოდაც ვეღარ დავწერო . იმედია ნახავთ და თავიდან წაიკითხავთ ხოლმე



№1  offline წევრი ფარვანა

გამიხარდა რომ დავინახე^^
არ დამავიწყდება არასოდეს ის ემოციები რასაც ამ ისტორიის კითხვისას განვიცდიდი
მადლობა რომ დადე ისევ და შევძლებთ როცს მოგვინდება მაშინ წავიკითხოთ თავიდან
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№2 სტუმარი მე და შენ

ვგიჟდები.
ვაფრენ.
ჩემი ნერვები ამათმა შეჭამეს ????
სოფიო, გაბრიელი და როიალი ❤️

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმე როგორ მწყდება გული რომ წაიშალა ძველი კომენტარები და ემოციები დავკარგეთქო ასე მგონია ახლა. მიხარია ისევ რომ გაგახარათ ამ სიახლის დანახვამ
heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი კირა

აუ რა კარგი გოგო ხარ მარიამ რომ დადე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიამ შეიწირა ჩემი ნერვული სისტემა სახლში თუ სამსახურშიი, ნუ ერთ-ერთი ფავორიტია შენი ისტორებიდან????

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

კირა
აუ რა კარგი გოგო ხარ მარიამ რომ დადე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიამ შეიწირა ჩემი ნერვული სისტემა სახლში თუ სამსახურშიი, ნუ ერთ-ერთი ფავორიტია შენი ისტორებიდან????

მგონი ეგ ნერვების წყვეტა მოგვენატრა მეც და თქვენც
მაგრამ სადღაა მუზა დაიკარგა გაიქცა გზის დასასრულის მერე
smile

 


მარიამ, როგორ მენატრებოდა ეს ისტორია და როგორ გამიხარდა ისევ, რომ დადე heart_eyes თავებად რომ დებდი მინიმუმ ორჯერ მაქვს თითო თავი წაკითხული, ახლა სრულდ წავიკითხე, უკვე მეორედ და ყოველ ჯერზე განსხვავებული ემოციებია heart_eyes ალბათ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ ისტორიას, ვერაფრით შეველევი სოფიოს, გაბრიელს და როიალს heart_eyes

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მარიამ, როგორ მენატრებოდა ეს ისტორია და როგორ გამიხარდა ისევ, რომ დადე heart_eyes თავებად რომ დებდი მინიმუმ ორჯერ მაქვს თითო თავი წაკითხული, ახლა სრულდ წავიკითხე, უკვე მეორედ და ყოველ ჯერზე განსხვავებული ემოციებია heart_eyes ალბათ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ ისტორიას, ვერაფრით შეველევი სოფიოს, გაბრიელს და როიალს heart_eyes

ჩემი გაბრიელი, სოფიო და როიალი
მაგატ მომინელეს ქალი laughing
მართლა უსაზღვროდ მიხარია ასე რომ მოგწონთ ეს ისტორია
heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი Maia G.

თავიდან გადავიკითხე.........
არ მომწყინდება არასდროს შენი ისტორიების მეორედ,მესამედ,მეოთხედ და ა.შ. წაკითხვა
როგორ მინდა პირადად გიცნობდე და გაგიზიარო ის ყველა ემოცია,რასაც შენს მიმართ ვგრძნობ,დაგელოდები ახალი ისტორიის მოლოდინში ❤❤❤❤❤

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

მაია❤
თავიდან გადავიკითხე.........
არ მომწყინდება არასდროს შენი ისტორიების მეორედ,მესამედ,მეოთხედ და ა.შ. წაკითხვა
როგორ მინდა პირადად გიცნობდე და გაგიზიარო ის ყველა ემოცია,რასაც შენს მიმართ ვგრძნობ,დაგელოდები ახალი ისტორიის მოლოდინში ❤❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა
მართლა ვერ გამოვხატავ სიტყვებით იმ სიხარულს რასაც ვგრძNობ როდესაც ვხედავ როგორ მოგწონთ ეს ისტორია
heart_eyes heart_eyes

 


№10  offline წევრი აბაშიძე

ამ წუთისთვის არ შემიძლიაა იმ მძიმე ემოციების თავიდან განცდა რაც კითხვისას განვიცადე.
ალბათ რამდენიმე თვეში კვლავ წავიკითხავ.
კვლვავ შევიგრძნობ.
კვლვავ გავივსები.
მაგრამ ახლა ვერ.

ჩემი ფავორიტი ისტორია!

უბრალოდ სასწაული!
უბრალოდ გამანადგურებელი!
უბრალოდ სრულყოფილი!
უბრალოდ სულის შემხუთავი!
უბრალოდ დაუვიწყარი!
უბრალოდ შეუდარებელი!
უბრალოდ ყველაზე მძიმე!
უბრალოდ სულისშემძვრელი!
უბრალოდ და ყევლაზე ბრალიანად!

თითოეული ემოცია მოხსოვს.
თითოეული ცრემლი.
თითოეული მომენტი.
თითოეული გაბრაზება.
თითოეული ნერვების მოშლა.

ყვრლანაირი გაბრიელი მახსოვს.

უბრალოდ ეგოიატი.
უბრალოდ საყვარელი.
უბრალოდ სოფიოს გაბრიელი.
უბრალოდ,უბრლოდ.
და ბოლოს...
უბრლაოდ უგონოდ შეყავრებული გაბრიელი.

იცი სად ვიტირე ყველაზე მეტი?
წერილს როცა კითხულობდა სოფიო.
აი იმ წერილს სადაც გაბრიელის გრძნობები ყველაზე მეტად ჩანდა.
სადაც ყველაზე მეტად გამოხატავდა.

სალიო.
სალიო ჩემთვის იყო და დარჩება მეგობრის ეტალონად.
სალიოს და მიშოს სიყვარული.
ბოლომდე აუხსნელი მაგრამ.
მაინც...

დასასრული იყო იდეალური.

სოფიო,გაბრიელი და როიალი.

გზის დასაწყისი.
გზის დასასრული.
ანალოგი ერთმანეთისა.

ამ გზის დასასრულის შემდეგ ხომ კვლავ ახალი გზა დაიწყო.
კვლავ როიალთან ერთად.

შენ მარიამ.
სხვა რომ არაფერი გქონდეს დანაწერი.
არაფერი გქონდეს განაკეთები.
სხვა რომ ვერაფრით დამამახსოვრდე.
ეს ისტორია.
ამ ისტორიით სულ იქნები გონების რომელიმე კუთხეში.

იცი სულ ვარიდებდი თავს იმის თქმას რომ მიყვარხარ.
აი სულ მებანალურებოდა ეს სიტყვა.
მითუმეტეს არ გიცნობ და ცოტა უხერხულიც კია გითხრა რომ მიყვარხარ.
მაგრამ.
შეუძლებელია არმიყვარდე ან თუ მანც არ უდუდიდეს პატივს არვგცემდე იმის გამო რასაც ქმნი
თუ მაიც არ არაა რაა.
თუ სიყავრულს არ რაღაც აღმატებულს მაინც ვგრძობ რაა.

იცი?
ჩემთვის ყველაზე მაღლა დგახარ.
ისეთები წავიკითხე ერთხელ ეჭვი შემეპარა.
მაპატიე რაა.
მაგრამ შენ მაინც სხვა ხარ.
გეფიცები საერთოდ სხვა.

ერთხელ რომ მოხვიდე და დაგვიწერო საერთოდ ვწყვეტ წერასო ალბათ ჭკუიდან გადავალ.
ამ ისტორიის შემქმნელმა არ შეიძლება უბრალოდ წერა შეწყვიტოს.
უბრალოდ სხვა ისტორიებს აღარ ვეხები თორე მათი უმრავლესობა უბრალოდ გენიალურიბაა.

მომკალით და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ ერთ დღეს შენს წიგნს დავიჭერ ხელში.
გატაცებით წავიკითხავ და კიდევ ერთხელ ავღფრთოვანდები.

მოკლედ მარიამ.
ხო სულ ერთანირად ვამთავრებ.
კი კი სულ.
ამის შემდეგვისტორია გიდევს და ანუ ისეთი ბანალური ვეღარ ვიქნები.
მაგრამ მაინც ბანალურად.

მიყვარხარ მარიამ.♥

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
ამ წუთისთვის არ შემიძლიაა იმ მძიმე ემოციების თავიდან განცდა რაც კითხვისას განვიცადე.
ალბათ რამდენიმე თვეში კვლავ წავიკითხავ.
კვლვავ შევიგრძნობ.
კვლვავ გავივსები.
მაგრამ ახლა ვერ.

ჩემი ფავორიტი ისტორია!

უბრალოდ სასწაული!
უბრალოდ გამანადგურებელი!
უბრალოდ სრულყოფილი!
უბრალოდ სულის შემხუთავი!
უბრალოდ დაუვიწყარი!
უბრალოდ შეუდარებელი!
უბრალოდ ყველაზე მძიმე!
უბრალოდ სულისშემძვრელი!
უბრალოდ და ყევლაზე ბრალიანად!

თითოეული ემოცია მოხსოვს.
თითოეული ცრემლი.
თითოეული მომენტი.
თითოეული გაბრაზება.
თითოეული ნერვების მოშლა.

ყვრლანაირი გაბრიელი მახსოვს.

უბრალოდ ეგოიატი.
უბრალოდ საყვარელი.
უბრალოდ სოფიოს გაბრიელი.
უბრალოდ,უბრლოდ.
და ბოლოს...
უბრლაოდ უგონოდ შეყავრებული გაბრიელი.

იცი სად ვიტირე ყველაზე მეტი?
წერილს როცა კითხულობდა სოფიო.
აი იმ წერილს სადაც გაბრიელის გრძნობები ყველაზე მეტად ჩანდა.
სადაც ყველაზე მეტად გამოხატავდა.

სალიო.
სალიო ჩემთვის იყო და დარჩება მეგობრის ეტალონად.
სალიოს და მიშოს სიყვარული.
ბოლომდე აუხსნელი მაგრამ.
მაინც...

დასასრული იყო იდეალური.

სოფიო,გაბრიელი და როიალი.

გზის დასაწყისი.
გზის დასასრული.
ანალოგი ერთმანეთისა.

ამ გზის დასასრულის შემდეგ ხომ კვლავ ახალი გზა დაიწყო.
კვლავ როიალთან ერთად.

შენ მარიამ.
სხვა რომ არაფერი გქონდეს დანაწერი.
არაფერი გქონდეს განაკეთები.
სხვა რომ ვერაფრით დამამახსოვრდე.
ეს ისტორია.
ამ ისტორიით სულ იქნები გონების რომელიმე კუთხეში.

იცი სულ ვარიდებდი თავს იმის თქმას რომ მიყვარხარ.
აი სულ მებანალურებოდა ეს სიტყვა.
მითუმეტეს არ გიცნობ და ცოტა უხერხულიც კია გითხრა რომ მიყვარხარ.
მაგრამ.
შეუძლებელია არმიყვარდე ან თუ მანც არ უდუდიდეს პატივს არვგცემდე იმის გამო რასაც ქმნი
თუ მაიც არ არაა რაა.
თუ სიყავრულს არ რაღაც აღმატებულს მაინც ვგრძობ რაა.

იცი?
ჩემთვის ყველაზე მაღლა დგახარ.
ისეთები წავიკითხე ერთხელ ეჭვი შემეპარა.
მაპატიე რაა.
მაგრამ შენ მაინც სხვა ხარ.
გეფიცები საერთოდ სხვა.

ერთხელ რომ მოხვიდე და დაგვიწერო საერთოდ ვწყვეტ წერასო ალბათ ჭკუიდან გადავალ.
ამ ისტორიის შემქმნელმა არ შეიძლება უბრალოდ წერა შეწყვიტოს.
უბრალოდ სხვა ისტორიებს აღარ ვეხები თორე მათი უმრავლესობა უბრალოდ გენიალურიბაა.

მომკალით და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ ერთ დღეს შენს წიგნს დავიჭერ ხელში.
გატაცებით წავიკითხავ და კიდევ ერთხელ ავღფრთოვანდები.

მოკლედ მარიამ.
ხო სულ ერთანირად ვამთავრებ.
კი კი სულ.
ამის შემდეგვისტორია გიდევს და ანუ ისეთი ბანალური ვეღარ ვიქნები.
მაგრამ მაინც ბანალურად.

მიყვარხარ მარიამ.♥

მიყვარს მე შენი ემოციები
ყველა სიტყვა რომელსაც წერ ჩემი ისტორიის ბოლოს
ბედნიერი ვარ რომ ჩემ მკითხველს შორის ერთ-ერთი ხარ
ბედნიერი ვარ რომ ასე მოგწონს ჩემი ისტორიები
heart_eyes heart_eyes

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

ია
ძალიან მომეწონა ,კარგია რომ ერთ წყვილზე კონცენტრირდი და გაამართლა...მომწონდა სხვა ისტორიებიც მაგრამ ძალიან გაბნეული იყავი ბევრ წყვილში ,წარმატებები

მადლობა
heart_eyes

 


№13 სტუმარი sopo

უძლიერესი ემოციით და განცდებით ავივსე.დიდი მადლობა.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.უძლიერესი ხარ!!!

 


№14  offline წევრი ნინი_7

გილოცავ! გადამირჩი... გაბრიელის ნაბიჭვრული საქციელები ნერვებს მიშლიდა, სოფიოს მოთმინება და სისუფთავეც, არსებობენ ნეტავ მართლა ასეთი ადამიანები? მშურდა მისი მოთმინების და გულწრფელობის ბოღმის და სიბოროტის გარეშე რომ აკეთებდა ყველაფერს. მარიამი რომ გამოაჩინე ისე გემუქრებოდი არ ვიცი რა... ვფიქრობდი ესენი ერთად რომ დატოვოს ბედნიერად შეახმატკბილოს და სოფიოს მიშო დაუტოვოს ანდაც მერე მონასტერში დატოვოს მთელი დღე დავუთმობ მის ლანძღვასთქო,მიუხედავად იმას რომ ძალიან მიყვარხარ, აქ შემოსვლისას ჯერ შენს ნიკს ვეძებ ხოლმე პირველ რამდენიმე გვერდზე. არ მომწონდა მარიამი მიუხედავად იმისა რომ სრულყოფილებად ხატავდი,მურმანის ეკლად მესობოდა.. მოკლედ მშვენივრად დააწყვილე როგორც ყოველთვის,დასასრულიც შესანიშნავი ჰქონდა,მაგრამ სოფიოსთვის სასწაული რომ მოგეხდინა და ბავშვი ყოლოდათ ბედნიერად ვიგრძნობდი თავს, რას ერჩოდი ესე რომ გადაუწურე წყალი და ყველა პროცენტით წაართვი დედობის შანსი? unamused

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

sopo
უძლიერესი ემოციით და განცდებით ავივსე.დიდი მადლობა.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.უძლიერესი ხარ!!!

heart_eyes
ძალიან დიდი მადლობა

ნინი_7
გილოცავ! გადამირჩი... გაბრიელის ნაბიჭვრული საქციელები ნერვებს მიშლიდა, სოფიოს მოთმინება და სისუფთავეც, არსებობენ ნეტავ მართლა ასეთი ადამიანები? მშურდა მისი მოთმინების და გულწრფელობის ბოღმის და სიბოროტის გარეშე რომ აკეთებდა ყველაფერს. მარიამი რომ გამოაჩინე ისე გემუქრებოდი არ ვიცი რა... ვფიქრობდი ესენი ერთად რომ დატოვოს ბედნიერად შეახმატკბილოს და სოფიოს მიშო დაუტოვოს ანდაც მერე მონასტერში დატოვოს მთელი დღე დავუთმობ მის ლანძღვასთქო,მიუხედავად იმას რომ ძალიან მიყვარხარ, აქ შემოსვლისას ჯერ შენს ნიკს ვეძებ ხოლმე პირველ რამდენიმე გვერდზე. არ მომწონდა მარიამი მიუხედავად იმისა რომ სრულყოფილებად ხატავდი,მურმანის ეკლად მესობოდა.. მოკლედ მშვენივრად დააწყვილე როგორც ყოველთვის,დასასრულიც შესანიშნავი ჰქონდა,მაგრამ სოფიოსთვის სასწაული რომ მოგეხდინა და ბავშვი ყოლოდათ ბედნიერად ვიგრძნობდი თავს, რას ერჩოდი ესე რომ გადაუწურე წყალი და ყველა პროცენტით წაართვი დედობის შანსი? unamused

კმაყოფილი აშკარად არ დარჩენილხარ საბოლოო ჯამში და უფრო მეტად გაბრაზებულხარ ვიდრე გისიამოვნია
smile
ვწუხვარ მაგრამ სულელური იქნებოდა შანსი რომ ჰქონოდა და გაბრიელისგან გაქცევა მაინც სდომებოდა. მთავარი მიზეზი იმისა რომ გაბრიელისთვის არ იბრძოდა უშილობა იყო და ეგ ზღაპარი არ მოუხდებოდა ამ ამბავს grimacing

 


№16  offline აქტიური მკითხველი uchveulo

სრულყოფილება ხარ ნამდვილად ❤️

 


№17  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

შეპყრობილი ვარ ამ ისტორიით, ამ გრძნობების ორომტრიალით, ასეთი უმაგრესი გადმოცემით, უბრალოდ შეპყრობილი ვარ... ასეთი სავსე, ასეთი ემოციურად მსუყე, გამართული ყველა თვალსაზრისით... აღმოჩენა ხარ... საოცარი ფანტაზიით, საოცარი შინაგანი სამყაროთი! ბრავო!!!

 


№18 სტუმარი Baron

მეორე ნაწილი რო დაწერო ძააალიან ბევრს მოვითხოვთ ???? sweat sweat თან მიშოს და სალომეს სიყვარულის ისტორია დასაწერია, მიშოს და სალომეს ისტორია, რომ იყოს და გაბრიელი და სოფიოც გამოჩნდნენ ხანდახან smiling_imp smiling_imp

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
სრულყოფილება ხარ ნამდვილად ❤️

heart_eyes heart_eyes

Baron
მეორე ნაწილი რო დაწერო ძააალიან ბევრს მოვითხოვთ ???? sweat sweat თან მიშოს და სალომეს სიყვარულის ისტორია დასაწერია, მიშოს და სალომეს ისტორია, რომ იყოს და გაბრიელი და სოფიოც გამოჩნდნენ ხანდახან smiling_imp smiling_imp

მეორე ნაწილი არ ექნება ამ ისტორიას
ზუსტად ვიცი და ტყუილად ვერ დაგპირდებიტ
მიხარია რომ ასე დაგაინტერესათ

Sofia-sofie
შეპყრობილი ვარ ამ ისტორიით, ამ გრძნობების ორომტრიალით, ასეთი უმაგრესი გადმოცემით, უბრალოდ შეპყრობილი ვარ... ასეთი სავსე, ასეთი ემოციურად მსუყე, გამართული ყველა თვალსაზრისით... აღმოჩენა ხარ... საოცარი ფანტაზიით, საოცარი შინაგანი სამყაროთი! ბრავო!!!

heart_eyes
ძალიან დიდი მადლობა

 


№20  offline წევრი TamoTi

რომ დავიწყე კითხვა ვერფრით მოვშორდი არადა იმდენი საქმე მქონდა რომ რავი♥♥ე.ი. საოცრება და საუკეთესო რომ ხარ კი გეცოდინება უკვე♥♥ისიც საოცრად კარგი რომ იყო♥♥საოცარი ემოციებით ავივსე♥♥ყველაფერი ისე სწორად გქონდა აღწერილი და დაკავშირებული საბოლოო ჯამშო რომ ის მცირე უკმაყოფილებაც მთლიანად გამიქრა რაც მქონდა გარკვეულ ეპიზოდ

რომ დავიწყე კითხვა ვერფრით მოვშორდი არადა იმდენი საქმე მქონდა რომ რავი♥♥ე.ი. საოცრება და საუკეთესო რომ ხარ კი გეცოდინება უკვე♥♥ისიც საოცრად კარგი რომ იყო♥♥საოცარი ემოციებით ავივსე♥♥ყველაფერი ისე სწორად გქონდა აღწერილი და დაკავშირებული საბოლოო ჯამშო რომ ის მცირე უკმაყოფილებაც მთლიანად გამიქრა რაც მქონდა გარკვეულ ეპიზოდებზე♥♥ძალიან ნიჭიერი ხარ და ყველა შენი ნაწარმოები ერთმანეთზე უკეთესია♥♥♥გყვარობ შენს საყვარელ გმირებთან ერთად♥♥♥

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

Tamuna Gogaladze
რომ დავიწყე კითხვა ვერფრით მოვშორდი არადა იმდენი საქმე მქონდა რომ რავი♥♥ე.ი. საოცრება და საუკეთესო რომ ხარ კი გეცოდინება უკვე♥♥ისიც საოცრად კარგი რომ იყო♥♥საოცარი ემოციებით ავივსე♥♥ყველაფერი ისე სწორად გქონდა აღწერილი და დაკავშირებული საბოლოო ჯამშო რომ ის მცირე უკმაყოფილებაც მთლიანად გამიქრა რაც მქონდა გარკვეულ ეპიზოდ

რომ დავიწყე კითხვა ვერფრით მოვშორდი არადა იმდენი საქმე მქონდა რომ რავი♥♥ე.ი. საოცრება და საუკეთესო რომ ხარ კი გეცოდინება უკვე♥♥ისიც საოცრად კარგი რომ იყო♥♥საოცარი ემოციებით ავივსე♥♥ყველაფერი ისე სწორად გქონდა აღწერილი და დაკავშირებული საბოლოო ჯამშო რომ ის მცირე უკმაყოფილებაც მთლიანად გამიქრა რაც მქონდა გარკვეულ ეპიზოდებზე♥♥ძალიან ნიჭიერი ხარ და ყველა შენი ნაწარმოები ერთმანეთზე უკეთესია♥♥♥გყვარობ შენს საყვარელ გმირებთან ერთად♥♥♥

ძალიან მიხარია რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ
ჩემთვის ერთ ერტიმთავარი ისტორიია და უზომოდ ბედნიერი ვარ მკითხველზეც თუ იმოქმედებს
heart_eyes heart_eyes

 


№22  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა ვწნა ეს ისტორია ძალიან ძალიან მიყვარს, სასწაული გამოგივიდა <3

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინი

მარიამ .შენი ისტორიები ძალიან მომწონს .ყველა წაკითხული მაქვს თან 2 -3ჯერ .შენს ერთ ისტორიას ვეძებ ." Bad boys and good girls"აქ ვერ ვნახე არ დევს და შეგიძლია მითხრა სად შეიძლება რომ წავიკითხო .ძალიან მომენატრა ეგ ისტორია .

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინი
მარიამ .შენი ისტორიები ძალიან მომწონს .ყველა წაკითხული მაქვს თან 2 -3ჯერ .შენს ერთ ისტორიას ვეძებ ." Bad boys and good girls"აქ ვერ ვნახე არ დევს და შეგიძლია მითხრა სად შეიძლება რომ წავიკითხო .ძალიან მომენატრა ეგ ისტორია .

საიტზე არარ არის
წავშალე რომ დავარედაქტირო მაგრამ როდის იქნება არ ვიცი

ablabudaa
რა ვწნა ეს ისტორია ძალიან ძალიან მიყვარს, სასწაული გამოგივიდა <3

heart_eyes heart_eyes
ძალიან დიდი მადლობა

 


№25  offline მოდერი naattii

პირველად არ ვნანობ, რომ ისტორიის კითხვას მთელი დღე დავუთმე, პირველადაა რომ წარმოდგენა არ მქონდა როგორ დასრულდებოდა, მესიამოვნა საშინლად განადგურებული გაბრიელი, რა ვქნა სულ სოფიოს განადგურება ვერ წარმოვიდგინე და პირველი ისტორიაა ამ საიტზე რომელიც ამხელა მოცულობის წავიკითხე და ზედმეტი ერთი წინადადებაც ვერ ვიპოვე. ყოჩაღ ❤️
პ.ს. მიშო და სალომე რატომ მოტეხე თავიანთი ჰეფი ენდის გარეშე :D

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

naattii
პირველად არ ვნანობ, რომ ისტორიის კითხვას მთელი დღე დავუთმე, პირველადაა რომ წარმოდგენა არ მქონდა როგორ დასრულდებოდა, მესიამოვნა საშინლად განადგურებული გაბრიელი, რა ვქნა სულ სოფიოს განადგურება ვერ წარმოვიდგინე და პირველი ისტორიაა ამ საიტზე რომელიც ამხელა მოცულობის წავიკითხე და ზედმეტი ერთი წინადადებაც ვერ ვიპოვე. ყოჩაღ ❤️
პ.ს. მიშო და სალომე რატომ მოტეხე თავიანთი ჰეფი ენდის გარეშე :D

სიტყვები არ მაქვს
რომ გადმოვცე სიხარული
ისეთი შეფასება იყო რომ მგონი დავმუნჯდი
უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№27 სტუმარი სალსალ

როდის დაიწყებ ახალ ისტორიას ??

 


№28  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ სასწაული ხარ ..
სოფიას გავვხარ, ის როიალთან შენ კიდევ კლავიატურასთან... შეუდარებელი ხარ

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

terooo
შენ სასწაული ხარ ..
სოფიას გავვხარ, ის როიალთან შენ კიდევ კლავიატურასთან... შეუდარებელი ხარ

ძალიან დიდი მადლობა
ასეთი შედარება უდიდესი კომპიმენტია heart_eyes

 


№30  offline წევრი shany shany

მეორეთ წავიკითხე ჯერ მაგრამ უფრო სხვანაირად დავიწყე პერსონაჟების შეფასება. მარიამის მიმართ აღარ მიგრძვნია გაბრაზება და უფრო მეტად ვუგებდი. სოფიოს ტკივილი უფრო მეტად მტკიოდაა უბრალოდ გაბრიელზე არ შემიცვლია იდნავადაც აზრი. ის უნდა დატანჯულიყოო ისე როგორც დაიტანჯა. ეს სჭირდებოდაა მას ღირსიც იყო სიბმავის გამო. დაა ხომ არ გიფიქრიაა მიშოს და სალიოს ისტორია უფრო გაგვივრცოო და დაგავატკბო მათიიი???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent