განთიადის მოყვარული ბიჭი [თავი მეხუთე]
ბუჩის ყეფა მაღვიძებს. მიხარია, რომ ფეხის ტკვილის ვეღარ ვგრძნობ. როგორც ყოველთვის, სკოლაში მივდივარ. უკვე სადარბაზოსთან ვარ, როცა გიორგის ვხედავ და უზომოდ ბედნიერი ვხდები. ერთმანეთს ვეხვევით, შემდეგ კი სკოლისკენ მივდივართ. ჭიშკარს ვუახლოვდებით. -მოდი, ცალ-ცალკე შევიდეთ. არ მინდა ერთად დაგვინახონ და შეურაცყოფა მოგვაყენონ. - მეუბნება აღელვებული. -კი მაგრამ... ანდა, კარგი. - ვპასუხობ განაწყენებული ხმით. ამ დროს, უკნიდან იკას შეძახილი მესმის: -უკვე ერთადაც დადიან ჩვენი გვრიტები... -შე სირო, დაყენდი და ნორმალურად ილაპარაკე, თორემ... -კარგი, დაანებე თავი. - ვაწყვეტინებ გიორგის. მემორჩილება და სკოლაში შედის. ამასობაში ზარი ირეკება და პირველი გაკვეთილი იწყება. კლასში ერთფეროვნებაა. ვიღაც ქაღალდებს ისვრის, ვიღაც მასწავლებლის ნერვებზე თამაშობს, ვიღაცამ გაკვეთილი არ იცის... შესვენებაზე დერეფანში გავდივარ. გიორგი როგორც ყოველთვის, გოგოებითაა გარშემორტყმული. ეს რა თქმა უნდა, დიდად არ მსიამოვნებს, მაგრამ შემჩნევას არ ვაპირებ. როცა ერთმანეთის მზერას ვიჭერთ, გიო თვალს მიკრავს. მეც თვალის ჩაკვრითვე ვპასუხობ. სოფის და ლიზას უცნაურ მზერას ვგრძნობ, მაგრამ არ ვიმჩნევ. იქაურობას მალევე ვეცლები. როგორც იქნა, ზარი ბოლო გაკვეთილის დამთავრებას გვამცნობს. უკვე თითქმის ჭიშკრიდან უნდა გავიდე, როცა გიორგი მაჩერებს: -დღეს ცოტა არ იყოს, ცუდად გამომივიდა... მგონი აჯობებს, რომ მე და შენ სადმე გავისეირნოთ. საუბარი არ გვაწყენდა. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? -კარგი, გავისეირნოთ. - ვპასუხობ და ხელს ვკიდებ. დიდხანს ვსეირნობთ ასე, ხელი-ხელ ჩაკიდებული და ვსაუბრობთ. დრო მჭირდება, რათა ის უკეთ გავიცნო. რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად, ჩემს თვალში მით უფრო უკეთესი ხდება. ახლა ის აღარ არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის რაღაცას ამარიაჟებს და ტრაბახობს. ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად მასიამოვნოს და ჩემთან გულწრფელი იყოს. -ანა, მოდი მკითხე რაც გაინტერესებს. ყველაფერზე გიპასუხებ. - მეუბნება და ისეთი თვალებით მიყურებს, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი ხდება. მინდა მის შესახებ ყველაფერი გავიგო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. -შეგიძლია ამიხსნა, რატომ მექცეოდი ასე? რატომ მაძულებდი თავს და რატომ ცდილობდი ჩემი დამცირების შანსი ხელიდან არ გაგეშვა? -არ ვიცი როგორ გითხრა... ის დანამდვილებით ვიცი, რომ იდიოტი ვიყავი. ვცდილობდი ამით ხალხზე შთაბეჭდილება მომეხდინა და გამომდიოდა კიდეც. ამას ზედმეტად შევყევი, თუცა ვერ ვხვდებოდი, რომ ასე თავი იმათ თვალში ავიმაღლე, ვინც ნამდვილად უტვინოა. ადრე ვცდილობდი, შენზეც მომეხდინა შთაბეჭდილება, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ გავაცნობიერე, რომ შენთან ასე არაფერი გამომივიდოდა. იმიტომ, რომ შენ მათნაირი არ ხარ... შენ განსხვავებული ხარ. ეს ნორმალურია და ძალიან კარგია. ეს მომწონს შენში. თავს ყოველთვის იფასებ, მაგრამ შინაგანად მაინც გულჩვილი და საყვარელი ხარ. როცა გავაცნობიერე, რომ მომწონდი, მაშინ დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ გექცეოდი. ნორმალურად ვერ ვფიქრობდი. მაშინ მივხვდი, რომ ასე აღარ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ამის შეწყვეტა არა იყო მარტივი. კარგა ხანს ვაგრძელებდი “ჩემებურობას” მაგრამ ბოლოს დავნებდი... მაპატიე, ვერ ვაანალიზებდი... ამ დროს მის ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ვხედავ. -კარგი, გასაგებია. გთხოვ, ნუღა გააგრძელებ. - ვეუბნები და ხელს ძლიერად ვუჭერ. - ახლა ხომ ყველაფერი სხვანაირადაა, მოდი ნუღა გავიხსენებთ. ამ დროს, ძლიერად მიხუტებს და ყელში მკოცნის. მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის. მკლავებს წელზე ძლიერად ვხვევ და კარგა ხანს არ ვუშვებ. სკამზე ვსხდებით. თავს თბილ მხარზე ვადებ. გიო თითებს თმაში მიცურებს. თვალებს ვხუჭავ და ცალ ხელს ვკიდებ. უცნაური, გრძელი თითები აქვს... -არ გინდა კინოში წავიდეთ? - მეკითხება გიორგი. -კარგი, სიამოვნებით. საშინელებათა ფილმს ვარჩევთ. პოპ-კორნს ვყიდულობთ. კარგი ადგილები გვხვდება. მის გვერდით ჯდომა სიხარულს მგვრის. ეკრანი უეცრად ნათდება და ფილმი იწყება. სიუჟეტი მართლაც საინტერესოა. ერთ მომენტში ისე მეშინია, რომ გიოს პატარა ბავშვივით ვეხვევი. გიორგი დამცინის, მე ვბრაზდები: -ნუ იცინი! -კარგი, კარგი. - მპასუხობს სიცილით. კინო ნამდვილად საინტერესოა და თითქმის სამი საათი გრძელდება. გამოსვლისას, ტელეფონს ვამოწმებ და დედაჩემისგან სამი გამოტოვებული ზარი მხვდება. -გიო, ერთი წუთით გავალ, დედაჩემს დავურეკავ. - ვამბობ და გასასვლელისკენ მივდივარ. დედას ვეუბნები, რომ მეგობართან ერთად ვარ კინოში და ახლა ნინისთან ასვლას ვაპირებ. ისიც ზედმეტი შეკითხვისგან თავს იკავებს და მითიშავს. გიორგის ვუბრუნდები და ვხედავ, რომ ის ჩემს სკოლელ სოფის ელაპარაკება. თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ არ ვიმჩნევ. სოფი მესალმება და მეც მისალმებით ვპასუხობ. ძალიან მიხარია, რომ გიორგი წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. -მასთან ერთად ხარ? - ეკითხება სოფი და დამცინავად მიყურებს. გიორგის გამომეტყველება ეცვლება და თავს უკრავს. ამ დროს, უფრო ახლოს მიზიდავს. სოფის ემშვიდობება და გარეთ გავყავარ. -ანა, ხომ იცი, სოფი როგორიცაა. გთხოვ, ყურადღებას ნუ მიაქცევ და ნურაფერი გეწყინება მისგან. შენი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ, ეს იცოდე. პასუხის ნიშნად ვეხუტები. დიდხანს ვსეირნობთ, შემდეგ კი ვეუბნები: -ნინისთვის ჩვენი ამბავი არ მითქვამს... ნამდვილად ეზიზღები და ვიცი, რომ ვერ გამიგებს. შეგიძლია, მომხდარის მისთვის ახსნაში დამეხმარო? ძალიან მჭირდები. -კარგი, თუ გინდა ახლავე ვუთხრათ. ყველაფერს ავუხსნი და დავარწმუნებ, რომ ჩემთან ბედნიერი იქნები. -მადლობაა(ჩემებურად ღღ) ხიდზე გადავდივართ და შესახვევში მარჯვნივ ვუხვევთ. ნინისთან ავდივართ. კარს დედამისი აღებს და სახეზე ეტყობა გაკვირვება, როცა გიორგისთან ერთად მხედავს. ვეხვევი და ნინის ოთახში შევდივართ. ნინი შესვლისთანავე გაოცებული სახით მიყურებს. -აქ მოსვლას, მითუმეტეს ანასთან ერთად როგორ ბედავ?! გაეთრია დროზე, თორემ... -ნინი, გაჩერდი. ასახსნელად მოვედით... - ვაწყვეტინებ. -მაგასთან ერთად რის ახსნას აპირებ, არ გამაგიჟო. წავიდეს გაეთრიოს დროზე აქედან და ნუ გეხება. -საკმარისია ნინი. მოვედით, რომ ყველაფერი აგიხსნათ. ვიცი, ძალიან გიკვირს და ბრაზობ, მაგრამ... ამ დღეებში მომხდარი ამბების მოყოლას ვიწყებ. აქა-იქ ყველაფერს ვუყვები. რაღაც მომენტებს ვტოვებ. შუა საუბარში გიორგი ეჩრება და მოყოლას ჩემს მაგივრად აგრძელებს. მისი ხმა ძალიან საყვარლად ჩამესმის ყურში. როცა ჩემზე ლაპარაკობს, ტანში ჟრუანტელი მივლის. ნინი გაოგნებული გვაკვირდება. ვხვდები, რომ გიორგის არ ენდობა და მართალიცაა. მის ადგილას მეც ასე ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ასე უცებ მჯერა, რომ ის ისეთი არაა, როგორსაც აქამდე ვიცნობდი. ის სრულიად სხვა პიროვნებაა, რომელსაც ასეთად თავი მოჰქონდა. როცა გიორგი საუბარს ასრულებს, ნინი მეკითხება: -დარწმუნებული ხარ? გჯერა მისი? -კი! - ვპასუხობ და გიორგის ვუყურებ. -მაშინ, ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი, მაგრამ შენ, - ახლა გიოს უბრუნდება. - მას თუ გულს ატკენ, მწარედ გაზღვევინებ, დამიჯერე. ნინისთან მივდივარ და ვეხუტები. ისიც მეხუტება და ყურში მჩურჩულებს: -გენდობი. შენი არჩევანია. რამე თუ მოხდება გთხოვ, არ დამიმალო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.