შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ისტორია(თავი3)


12-04-2020, 15:54
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 164

ჩემი ისტორია
თავი3
როდესაც მელანიაა ფიქრებიდან გამოერკვა სამზარეულოსკენ გასწია სადაც ნატალია აჩის გაკეთებულ ბლითებს შეექცეოდა
-მელანია როგორც ჩანს აჩი ძალიან გემრიელ ბლითებს აკეთებს,სულ რომ არაფერი ვთქვათ კვერცხის ნაჭუჭები მაინც არ მხვდება ჭამისას.ნატალიამ ცინიკურად ჩაიცინა
-გრცხვენოდეს მელანია ესეიგი კვერცხის ნაჭუჭები გხვდება ხო მაშინ თვითონ მოიმზადე ხოლმე.ზევით ავალ ჩანთას ჩამოვიტან და გავიდეთ თორემ დავაგვიანებთ.
-კარგი კარგი ნუ გწყინს შენც კარგად ამზადებ.მიდი ჩამოიტანე ჩანთა და გავიდეთ.მელანია ოთახში ავიდა კიდევ ერთხელ გადაამოწმა ჩანთა თმაში ჩაბნეული ყვავილი გაისწორა და ოთახიდან გავიდა
-ნატალია მზად ხარ გავდივართ
-კი მზადვარ.კარები კარგად ჩაკეტე
-ნუ ნერვიულობ ნატალი
-კარგი,მითხარი დღეს რა გეგმები გაქვს აჩის უნდა შეხვდე?
-ნატალია ნუ სულელობ დღეს არ მცალია სკოლის მერე ცეკვაზე უნდა წავიდე იქიდან კი ტრენინგებზე არ მცალია.
-კარგი რა მელანია როდემდე უნდა იყო ასეთი მოსაწყენი არ მოგბეზრდა მხოლოდ სწავლა და ცეკვა?ცოტა გამხიარულდი
-კარგი ნატალი მორჩი ჭკუის სწავლებას თან ნახე უკვე სკოლასთან ვართ უნდა შევიდეთ.უცებ აჩის ხმა გაისმა რიმელიც მელანიასკენ მოდიოდა,მელანია ერთბაშად აკანკალდა და სახეზე აწითლდა ტანში ჟრუანტელმა დაუარა
-მელანია ისევ გამარჯობა დილით ჩვენი ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია და იქნებ გველაპარაკა
-კარგი მელანია მე შევალ სკოლაში.გაკვეთილზე გნახავ.იმ წამსვე გაუჩინარდა ნატალია
-გისმენ რამე გინდა?ბევრი დრო არმაქვს სწრაფად მითხარი.
-დამშვიდდი მელანია დიდ დროს არ წაგართმევ უბრალიდ დღეს შენთან ერთად ყავის დალევა მინდა თუ რათქმაუნდა დაკავებული არ ხარ.მელანია მაშინვე ანერვიულდა სულ ყველაფერი დაავიწყდა სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა რა გიჟური დღე იყო.აჩიმ ყავაზე დაპატიჟა ეს ხომ მისი ოცნება იყო და აი დადგა ის დღეც
-კარგი წავიდეთ სად და რომელზე მოვიდე?
- სკოლის შემდეგ პარკში დაგელოდები ლამაზო.უთხრა აჩიმ ლოყაზე ნაზად აკოცა და უმალ მოშორდა მელანიას.
-ღმერთო ნუთუ ეს მართლა ხდება მან მე მაკოცა ლოყაზე თან ყავაზე დამპატიჟა ვერ ვიჯერებ.ღმერთო მგონი ვგიჟდები ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი.გაეცინა მელანიას და მაშინვე ნატალის დაუწყო ძებნა.მთელი სკოლა შემოიარა ბოლოს კი კაფეტერიაში იპოვა.
-ნატალია აქ რას აკეთებ მთელს სკოლაში გიჟივით გეძებდი
-შეგეძლო დაგერეკა.
-უი ეგ სულ დამავიწყდა
-კაი მომიყევი რამოხდა რა გითხრა აჩიმ.ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნატალიამ ცნობისმოყვარე მზერით გახედა მელანიას
-მან მე ყავაზე დამპატიჟა დღეს სკოლის შემდეგ პარკში უნდა შევხვდე.
-რაა ყავაზეე,ეს ხო ძალიან მაგარია გილოცავ მეგობარო. ნატალია მელანიას გადაეხვია
-ეს ყველაფერი არარის მან მე ლოყაზე მაკოცა.მელანია მაშინვე გაგაწითლდა
-ოჰაა...ლოყაზე გაკოცა? მელანია ეს ხომ ძალიან მაგარია.სკოლაში ზარის ხმაც გაისმა რაც გაკვეთილის დაწყებას აუწყებდა
-კარგი მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი გაკვეთილი იწყება,დროებით ნატალი
-მიდი მიდი და რო მორჩები გაკვეთილებს მომწერე.წარმატებები.ის დღე ძალიან გაიწელა მთელი გაკვეთილები მელანია კონცენტრაციას ვერ ახდენდა თითქოს რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა ეს მისთვის რაღაც ახალი იყო დაუცხრომელი წყურვილი აჩის დაუფლების მაგრამ თან ამ გრძნობას შემოჰპარვოდა შიში რომელიც მელანიას ბოჭავდა,ეს იყო აჩის დაკარგვის შიში რომელსაც მელანიას გონებაში ღრმად ქონდა გადგმული ფესვები.ბოლო გაკვეთილის გამოსვლის ზარიც გაისმა მელანია უმალ გონს მოეგო და მაშინვე წერილის წერა დაიწყო ნატალისთვის.
-ნატალიი გავდივარრ სახლში რომ მივალ დაგირეკავ დღეს ჩემთან დარჩი დედაჩემი არ იქნება.მელანიას მხოლოდ დედა ჰყავდა მამა დიდი ხნის წინ დაკარგა ავტოკატასტროფით.წერილზე მალევე მიიღო პასუხი
-კაი ლამაზო.ოღონ არ ინერვიულო და სისულელეებიი არ ილაპარაკო ეს უბრალიდ პაემანია.წარმატებები.
მელანიამ ბოლო შტრიხები შეისწორა სახეზე და პარკისკენ გასწია როდესაც სკამზე მჯდომარე სრულიად აუღელვებელი აჩი დაინახა მაშინვე აკანკალდა.
-ჰეი აბა რას შვები?ჰკითხა აჩის მელანიამ ძალიან მშვიდი ხმით.
-შენ გელოდებოდი ლამაზო.დღემ როგორ ჩაიარა?
-არაჩვეულებრივად.აბა რომელ კაფეში მივდივართ?
-მელანია პატარა საქმე გამომიჩნდა და პირდაპირ გეტყვი სათქმელს.
-კარგი გისმენ
-პროექტი მაქვს გასაკეთებელი დამოუკიდებელ თემაზე და სკოლაში ერთადერთი ხარ ვინც საოცარ პროექტებს წერს შეგიძლია დამიწერო?მელანია გაბრაზდა როდესაც ეს მოისმია როდესაც მიხვდა რო აჩის ის უბრალოდ ჭირდებოდა და არაფერს გრძნობდა მის მიმართ.
-არა არც კი მჯერა ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გააკეთე რომ გინდოდა შენთვის პროექტი დამეწერა?არც კი მჯერა იცი არა არდაგიწერ და საერთოდ გაეთრიე აქედან არც კი მინდა შენი დანახვა.ბოლი ხმაზე ყვიროდა მელანია თითქოს მასში თავმოყრილმა სამი წლის დაგროვებულმა ემოციებმა ერთად იფეთქა მელანია თავს კონტროლს ვეღარ უწევდა და მის ლამაზ ბაგეებს ცრემლები ასველებდა
-მელანია არმესმის ასე რამ გაგაბრაზა?გაკვირვებული ხმით იკითხა აჩიმ რამაც მელანია კიდევ უფრო განარისხა.
-უბრალოდ გაეთრიე აქედან.ვერგიტან.აჩიმ გაოცებულმა დატოვა იქაურობა.მელანია კი სკამზე ჩამოჯდა ვერ გაიგო მის თავს რა ხდებოდა პირველად იგრძნო აჩისადმი დაუოკებელი ზიზღი მაგრამ ამოვდროულად ის მაინც უყვარდა მიუხედავად ყველაფრისა.როგორც კი სახლში მივიდა ნატალიას დაურეკა შემდეგ შხაპი მიიღო ამასობაში კარზე ზარიც გაისმა.
-ჩემო საბრალო ამდენი რატომ იტირე თვალების სულ დაგსივებია.ნატალი მელანიას მაგრად მოეხვია.
-ნატალი აღარ შემიძლია მეტს ვეღარ ავიტან მე ხომ ის მიყვარს ეს რატომ გამიკეთა გული ძალიან მატკინა.მელანიას ცრემლები განუწყვეტლივს სდიოდა თვალებიდან
-კარგი პატარავ დამშვიდდი ის შენს ცრემლებს არ იმსახურებ არგინდა ასე ნუიქცევი გთხოვ.მოდი ოთახში ავიდეთ და ცოტა ხნით დაიძინე.როდესაც ოთახში ავიდნენ ნატალიამ მელანიას ლოგინი გაუშალა ცხელი ჩაი მოუმზადა და აუტანა.
-მადლობ ნატალი შენ ნამდვილად კარგი მეგობარი ხარ
-სისულელეებს ნუ ამბობ.
-იცი ნატალი რაღაცას მივხვდი.ტირილით თქვა მელანიამ
-რას მიხვდი აბა ერთი მეც მომიყევი.
-ადამიანები რომლებიც გვიყვარდება ისინი ჩვენთვის ახალ სამყაროს წარმოადგენე,სამყაროს სადაც ყოველთვის ბედნიერები ვართ,მასაც ზუსტად ისევე ვუყვარვართ როგორც ჩვენ ისინი,მაგრამ როდესაც რეალობაში ვბრუნდებით სიცარიელე გვხვდება ადგილი სადაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ შეგვამჩნიონ მაგრამ მათ უბრალოდ არ ვაინტერესებთ და ცრემლებში ჩაფლობილებს მხოლოდ ის სამყარო გვრჩება იმედად სადაც ვუყვარვართ და იმ გამოგონილ სამყაროში განვაგრძობთ ცხოვრებას.მეც სიცარიელეს ვგრძნობ თანაც ძალიან დიდს მეგონა მასაც ქონდა გრძნობები მე მას ვენდე მაგრამ მიღალატა ყველაზე საშინელი კი ისაა რომ მე ის არ მეზიზღება მაინც მიყვარს და ვერ ვივიწყებ არ შემიძლია მისი დავიწყება.ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.ბოლოს კი ტირილისაგან დაღლილს მიეძინა.თითქმის შუა ღამე იყო როდესაც მელანიას გამოეღვიძა,ლოგინზე წამოჯდა ჯერ ვერ აღექვა სიტყვაცია თავი სტკიოდა მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა რატომ ალბათ ეს იმის ბრალი იყო რომ ბევრი იტირა ჯერაც არ სჯეროდა გუშინდელი დღე ჯერაც არ სჯეროდა აჩის საქციელი როდესაც ახსენდებოდა ტირილი უნდებოდა მაგრამ თავს იკავებდა.თვალები მოიფშვნიტა და ბნელით მოცულ ოთახში სადაც გამაყრუებელი სიჩუმე სუფევდა ნატალის დაუწყო თვალიერება მალევე იპოვა მდივანზე მისძინებოდა.მელანია ადგა ყავა გაიკეთა იფიქრა თავის ტკივილი გამივლისო მაგრამ ის ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა იმას რიმ სიყვარულისგან გამოწვეულ ტკივილს ჭიქა ყავა ვერ გაუყუჩებდა.მელანია გრძნობდა სიყვარულის ტკივილს ტკივილს რომელიც ყველა ადამიანს იმონებს.შემდეგ ისევ ოთახში დაბრუნდა ლოგინში შეწვა თითქოს არ სურდა აჩიზე ფიქრი მაგრამ მოსვენება ჰქონდა დაკარგული ყოველ წამს მასზე ფიქრობდა და ვერ გაერკვია ეს რა გრძნობა იყო მიუხედავად იმისა რიმ სამი წლის მანძილზე აჩის დაუფლების სურვილი კლავდა ეს გრძნობა რაღაც ახალი იყო გულიდან ამომავალი რომელიც ყელში ბურთივით ეჩხირებოდა არიცოდა რა ექნა დაბნეულს და დამფრთხალს. ერთის მხრივ აჩის ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას ვერ პატიობდა მაგრამ მისი საქციელი მას ზიზღის საბაბს არ უჩენდა პირიქით თითქოს კიდევ უფრო მეტად უყვარდებოდა.მთელი ღამის მანძილზე თვალიც კი არ მოუხუჭავს თითქოს ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო შოკური მდგომარეიბიდან,მზის სხივებს უკვე შემოეღწიათ ოთახში და მელანიას თეთრ ქათქათა სახეზე კიაფობდნენ,ნატალის მდივანზე მოკალათებულს ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა როდესაც ზარის ხმა გაისმა და თავზარდაცემულივით წამოხტა
-მელანია რახდება რომელი საათია? ასეთ დროს ვინ უნდა იყოს?ნატალი თავზარდაცემულივით აყრიდა კითხვებს მელანიას

-ჯერ 7 საათია,დამშვიდდი ალბათ დედაა შენ დაიძინე დრო კიდევ გაქვს მე ჩავალ და გავარკვევ.მელანია უმალ წამოდგა ლოგინიდან ხალათში თბილად გაეხვია და კარის გასაღებად ქვევით სართულზე ჩავიდა როდესაც კარი გამოაღო დაინახა ის ვისი დანახვაც იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად უნდოდა,აჩი და მაშინვე მიხვდა რომ ეს დღეც არანაკლებ გიჟური იქნებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

რჩევები გაგითვალისწინებია, საყვარელო. მიხარია. heart_eyes

 


№2  offline წევრი Sikete gadamdebia

სტუმარი მარიამი
რჩევები გაგითვალისწინებია, საყვარელო. მიხარია. heart_eyes

Mlმიხარია რომ მოგეწონა????????
--------------------
ნ.ჩობანიძე

 


№3  offline წევრი Niaka

ვაიმეეეე დროზე გააგრძელე წერაა უკვე ძალიიანნ მომწონსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent