აკრძალული ფორთოხალი 3
ახალი ცხოვრების პირველ კვირას ვერაფერს ვაკეთებდი, არც გარეთ გასვლის და ქალაქის დათვალიერების სურვილი არ მქონდა. ყოველ დილით, საუზმის შემდეგ ეზოში გავდიოდი და ჩემს დღიურში ჩანაწერებს ვაკეთებდი. აი, მაგალითად რამდენიმეს შემოგთავაზებთ. „ მესამე დილა გათენდა თავსუფლების. ჩემი პატარა ოთახი დიდ სასახლედ მეჩვენება. ყველაფერს ჩემი ხელი დავატყვე, ყველგან ჩემი ნივთი მივდე. ჩემი სუნით და სულით ავავსე თითოეული ბზარი კედელზე. ბზარი ყველგანაა, მაგრამ ვცდილობ შევავსო. მხოლოდ ერთ ბზარს ვერ ვშველი. ბზარს დედა ჰქვია და ყველაზე მეტად ის ჩანს ჩემი ოთახის კედლებზე. მინდა ყვავილები შემოვიტანო, იმედია სახლის მეპატრონე დამრთავს ნებას და ჩემს ოთახში ბაღს გავაშენებ. თავისუფლების მცენარეებს ყოველ დღე მოვრწყავ საკუთარი ცრემლით და საბოლოოდ ულამაზეს ყვავილს მოისხამს. იცი რა ლამაზია თავისუფლების ყვავილი? ყველას და ყველაფერს ამჯობინებ. საოცარი სურნელი აქვს, ფერს დაზუსტებით ვერ გეტყვი, სჯობს თავად ნახო. დაახლოებით ისეთია, როგორც ცა დაისის დროს. მე მხოლოდ ფოტოზე მინახავს, იმედია მალე რეალობაშიც ვიხილავ და დავტკბები. ძალიან მინდა ბედნიერი ვიყო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“ „მეხუთე დილა გათენდა. ყველაფერი ძველებურადაა. უკვე ვეჩვევი ახალ გარემოს. დღეს გარეთ გასვლასაც ვაპირებ. იქნებ რაიმე საინტერესო ვიპოვო, ან უბრალო სამსახური მაინც. მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო. დედაჩემის გამოტანებული ფულიც სამ თვეზე მეტს არ მეყოფა. არც მინდა ამ ფულზე ვიყო დამოკიდებული. ჩემით უნდა შევქმნა, ჩემით უნდა გავაკეთო. დღეს მუცელი საშინლა ამტკივდა. საწოლზე ემბრიონის ფორმა მივიღე და ისე დავწექი, მაგრამ არ მიშველა. გამაყუჩებლად ჰაერი ჩავისუნთქე, მაგრამ მივხვდი, რომ წარსული მტკიოდა. ჰაერი რას უშველიდა, ამიტომ ისევ ვერანდაზე გავედი და ქუჩას გადავავლე თვალი. ცოტა მიშველა.“ სწორედ მეხუთე დღეს გავედი პირველად გარეთ. ფეფოს ნაყიდი ჯინსის შარვალი და თეთრი, სადა მაისური ჩავიცვი. მინდოდა შეუმჩნეველი ვყოფილიყავი, თუმცა ეს მარტივი არ იყო. ყველა რენტგენის თვალებით მიყურებდა და ჩემს დიაგნოსტირებას ცდილობდა. შემაწუხა ყველას მზერამ, დამღალა ამდენმა და ასე აშკარა ცნობისმოყვარეობამ და თავი კაფეში ამოვყავი. ეს არის ერთადეთი კაფე ამ ქალაქში. არ ვიცი სტილის გამო თუ ბუნებრივობით, მაგრამ ეს კაფე ძველია. ძველია ჭურჭელი და შპალერი , ძველია გადასაფარებლებიც, აქა-იქ გაყვითლებული წერტილებით, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი მაინც საინტერესო და დამაფიქრებელია. თითქოს წარსულში მოგზაურობ, ოცი-ოცდაათი წლით უკან გადადიხარ. კედლებზე ცარიელი ჩარჩოებიც ამაზე გაფიქრებინებს. მობეზრდათ ფოტოებს სულ ერთ კედელზე უმოქმედოთ ყოფნა და გაიპარნენ. იქნებ შეუყვარდათ კიდეც ერთმანეთი ნახატის გმირებს და ერთად გაიქცნენ შორს, იქ, სადაც ჩარჩოები ვერ შემოსაზღვრავს მათ სიყვარულს. განა მარტო ნახატები ცხოვრობენ ჩარჩოებში?! ჩვენი ცხოვრებაც ხომ ერთ დიდ ჩარჩოშია მოქცეული. ვაი თუ ამ ჩარჩოდან გაპარვა მოინდომე, ვაი თუ აქედან გაქცევა დააპირე. ყველა ჩარჩოიანი, რომელთაც იმდენად დააპატარავეს საკუთარი საზღვრები, რომ ძლივს ეტევიან, დაგიჭერენ და ახალ ჩარჩოს ჩამოგაცვამენ თავზე. როგორი ირონიულია ჩვენი ცხოვრება, ნახატები გარბიან, თავს აღწევენ ჩარჩოებს, ჩვენ კი გვიწევს ცხოვრების ბოლომდე ვიცხოვროთ სხვის მიერ დადგენილი საზღვრებით. -გამარჯობა. დიდი ხანია თქვენს ნახვას მოველი - კართან მომეგება დაახლოებით ჩემი ასაკის, ჟღალთმიანი გოგო, რომელიც საოცრად სანდომიანი სახით შემომჩერებოდა და მაკვირდებოდა - ყველა თქვენზე საუბრობს, ამიტომ ვთქვი, უცნაურად არ მიიღოთ - ეცადა თავი გაემართლებინა, მაგრამ მე თვალი მის ყელსაბამზე დამრჩა, რომელიც ამ კაფესავით ძველი იყო - აქეთ მობრძანდით, ეს მაგიდა ყველაზე მეტად თქვენ შეგეფერებათ. -რატომ? რაიმე განსაკუთრებული აქვს? -ტურისტების უმრავლესობა ვერანდაზე ან ფანჯრებთან ახლოს სხდებიან, რადგან ქალაქის ხედით დატკბნენ. აქედან ხომ ულამაზესი ველი მოჩანს, ველის ბოლოს კი დიდი მდინარე, თუმცა ეს მაგიდა კაფის ზუსტად ცენტშია, ანუ თქვენ შეძლებთ ყველა შემომსვლელი გააკონტროლოთ და დააკვირდეთ. -რატომ უნდა დავაკვირდე სხვებს, როდესაც ეს თავად არ მომწონს? - გამეცინა, თუმცა მისმა ნათქვამმა მაფიქრებინა, რომ ჩემზე უკვე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ნაფიქრი. -რადგან ქალაქის ყველა მკვიდრი შეისწავლოთ. რომ მიხვდეთ ვის ენდოთ და ვის არა, ეს გადარჩენს ერთადერთი გზაა. აქ ვერ დაიმალები, აქ ვერ მოტყუები, აქ ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. დამიჯერე. -კარგი, დავაკვირდები, მაგრამ იქნებ ფეფოზე მომიყვე ცოტა რამ - ფეფო ჩემთვის იდუმალ ადამიანად ასოცირდებოდა. ყველაფერს თავად აკეთებდა, ყველა საქმეს თავად უძღვებოდა. ქალაქში მაღაზია ჰქონდა გაქირავებული, ხანდახან სახლსაც აქირავება ხოლმე ჩემნაირ ხეტიალებზე და ამით ირჩენდა თავს. -კარგი, მხოლოდ ფეფოზე, დანარჩენი შენთვის მომინდვია - სკამი გამოწია და ამბის მოსაყოლად მოემზადა - ფეფო დიდად ნატანჯია ამ ცხოვრებისგან. ოცდაორი წლის ასაკში გათხოვდა. ჯეკო ჩვენი ქალაქისთვის საყვარელი პიროვნება იყო, ყველა დიდ პატივს სცემდა, რადგან ჩვენი ქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთა. გააშენა ულამაზესი ბაღი, ფოსტის შენობა ააშენა, იბრძოდა ყველაფრისთვის, რაც ჩვენს ქალაქს უკეთეს მომავალს მისცემდა. ფეფოც ეგეთი ქალი იყო. ფიზიკურად მაღალი, კოხტა, ბაღში მუშაობდა და დიდი თუ პატარა მის ქებაში იყო დილიდან საღამომდე. ერთ დღესაც ჯეკომ თავისი დის შვილი მიიყვანა ბაღში და მანდ დაიწყო დიდი სიყვარულის ისტორია. მთელი ქალაქი ლეგენდებს ყვებოდა მათ სიყვარულზე. თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს, ნამდვილი სიყვრული ჰქონდათ და არა ისეთი ძალადობის ქონა-არ ქონით რომ განსაზღვრავენ სიყვარულ-უსიყვარულობას. შეუღლდნენ, აიშენეს სახლი, სადაც ახლა შენ ცხოვრობ, თუმცა შვილი არ უჩნდებოდათ. ყველა ფეფოს ადამანაშუალებდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ, არ უნდოდათ რამე ეწყენინებინათ. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ფეფო უშვილო იყო. რამდენიმე წელი ბრძოლაში გაატარეს ბიუროკრატიასთან და საბოლოოდ, ხუთი წლის შემდეგ პატარა ბიჭუნა იშვილეს. ყველაფერს აძლევდნენ, ყველა შესაძლებლობას სთავაზობდნენ და გზას უშლიდნენ. თვრამეტი წლის რომ გახდა ბიჭი ქალაქიდან წავიდა, თქვენ ჩემი მშობლები არ ხართო და სამუდამოდ გამოხურა გამზრდელი მშობლების სახლის კარი. დიდი ძებნა გამოცხადდა მაშინ. რომელი ქალაქიდან აღარ ჩამოდიოდნენ ნაცნობები და ეუბნებოდნენ აქ და აქ ვნახეთ თქვენი შვლიო, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნიეს და შეეგუენ მწარე რეალობას. ჯეკო ამ ამბიდან ორ წელში გარდაიცვალა. გულმა ვეღარ გაუძლო და მარტო დატოვა თავისი სიყვარული, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება უღირდა. ამ ბიჭის შესახებ დღესაც არაფერი ისმის. თითქოს მიწამ ჩაყლაპა, არავინ გამოჩენილა და უთქვამს ვნახეთო. ამის შემდეგ ფეფო მარტო უძღვება ცხოვრებას. ხშირად გამოჰფენს ხოლმე მისი შვილის ტანსაცმელს აივანზე. იმ ოთახის საბანსაც და ბალიშსაც ხშირად აფიცხებს ხოლმე მზეს. თითქოს არ უნდა რელობას შეეგუოს და თუკი ქალაქში ვინმე ახალგაზრდა ჩამოდის ყველას სახლის კარს უღებს. ამბობს, ასე ვუმკლავდები ჩემს უშვილობასო. -როგორ, ნუთუ ერთხელ მაინც არ ჩამოვიდა და ნახა დედა, რომელმაც გაზარდა. ის გამზრდელ მშობლებზე კი არა ბოლოგიურ მშობლებზე უნდა გაბრაზებულიყო, რომლებმაც მიატოვეს. -ორი ლეგენდა დადის მას შემდეგ ქალაქში, მაგრამ ვერავინ ამტკიცებს ვერცერთს. ერთის თანახმად ფეფოს შვილი ბიოლოგიურმა მშობლებმა იპოვეს, რომლებმაც პატიება სთხოვეს მას და საოცარი სახლი და ფული შესთავაზეს თუკი ის მათთან გადავიდოდა და ისიც წაყვა. მეორე ვარაუდის მიხედვით კი, ფეფოს ვაჟმა ინანა საკუთარი საქციელი, თუმცა ვერ შეძლო უკან მობრუნება და თვეში ერთხელ ღამით ჩამოდის ქალაქში და დედის სახლს უყურებს. -ამ ამბებს ვინ იგონებს, იქნებ ცოტა რამ მაინც მართალია - ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩავიწერე „ფეფოს შვილის ამბავი“, მაგრამ რა მამოძრავებდა ამ წინადადების ჩაწერისას ვერ ამომიხსნია. -ამბებს ხალხი იგონებს. ამბის შეთხზას არაფერი უნდა, ახლაც შემიძლია ჩემეული ვერსია გითხრა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს ვარაუდზე დაყრდნობილი იქნება. -იქნებ რაიმე შეემთხვა და ციხეშია ან საერთოდ გარდაცვალა? -ფეფოს შვილს ერთი კარგი მეგობარი ჰყავდა აქ, სალიკო, რომელთანაც მთელი ბავშვობა გაატარა. დასავით ჰყავდა და მას მისწერა ერთადერთი შეტყობინება ორი-სამი თვის წინ. „ცოცხალი ვარ. კარგად ვარ.“ მხოლოდ ეს და არაფერი სხვა. პასუხი დაუბრუნა, მილიონი შეტყობინება გაუგზავნა, მაგრამ ამაოდ. პოლიციაც კი არკვევდა, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მიაკვლიეს და ისევ იდუმალ ამბად დარჩა. -როგორი გამწარებული ცხოვრება ჰქონია ფეფოს - გულწრფელი სინანული აღმომხდა - რატომ უნდა გაუკეთო ასე საკუთარ მშობელს, რომელმაც სიყვარულის გარდა არაფერს გაგაკარა, არაფერი განახა. -არიან, ჩემო კარგო, დაუნახავი ადამიანები. თან არცისე ცოტა - მაგიდიდან ადგა და სკამი თავის ადგილს დაუბრუნა - სჯობს მუშაობა გავაგრძელო. -ერთ კითხვაზეც მიპასუხე და შემდეგ ჩაი მომიტანე თუ შეიძლება - თითები ჩანთაში ჩავაცურე და კალამი ამოვიღე, თუმცა ფურცლები ვერ ვიპოვე - ხომ არ იცი ვინმე ვისაც შეიძლება დასაქმებაზე მივაკითხო? -ძალიან რთულია აქ რაიმეს პოვნა. მაგრამ ვეცდები დაგეხმარო, თუმცა იცოდე, შენი ამბის მოყოლა მოგიწევს. აქ ტყუილუბრალოდ არ ჩამოხვიდოდი. რაღაც მიზეზი აუცილებლად იარსებებს. თუმცა ჯერ კარგად გამიცანი და თუკი გადაწყვეტ, რომ მენდო, მაშინ შეძლებ მეგობარი იპოვო ჩემი სახით. მეც გავიქეცი ჩემი ოჯახიდან. გულის სიღრმეში მესმის იმ ბიჭის, რომელიც ახლა იმალება. ადამიანებისგან არა, ემალება საკუთარ წარსულს და ცდლობს ის სადმე ლეიბის ქვეშ, ან მოგონებების ძველ მეტალის ყუთში შეინახოს, რომ ყოველდღე არ შეეჩეხოს მის ფრაგმენტებს. ამ საუბრის დასრულებისას საოცრად მომენატრა დედაჩემი. დიახ, მე ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ღამით, მარტო დარჩენილ, უსუსურ გოგოს საკუთარი სახლი ენატრებოდა. რთულია, ძალიან რთულიც კი, წახვიდე ოჯახიდან. დატოვო ადამიანები, რომლებმაც შეგქმნეს და აცნობიერებდე, რომ ის ცუდი მოგონებები მხოლოდ საზოგადოებაში დამკვიდრებული საშინელი სტერეოტიპების გამო ხდებოდა. რა, განა მამაჩემს არ ვუყვარდი?! ღამღამობით არ შემოდიოდა და მძინარეს შუბლზე არ მკოცნიდა?! მაგრამ მას ასწავლეს, რომ ქალი არ უნდა გაანებივრო და ყველაფრის უფლება არ უნდა მისცე. თქვენ გგონიათ მამაჩემს დედაჩემი არ უყვარდა?! მაგრამ მისთვის რაიმეს ნება რომ მიეცა მშობლების წინააღმდეგ უნდა წასულიყო, ეს კი ვერ შეძლო. მე შევძელი, მაგრამ რომ არა დედაჩემი, რომ არა ჩვენი დიალოგი, ახლა ჩემი ქმრის სახლში ვიქნებოდი. ქმრის, რომელსაც არც კი ვიცნობდი. მე მჯერა ეს იდეა მამაჩემის არ იყო, თუმცა დაეთანხმა. მე მას არ ვამართლებ, მაგრამ თუკი ვინმე ან რამე დასასჯელია, მაშ, საზოგადოება ჩავსვათ ციხეში, მაშინ ჩვენ მიერ დადგენილი სტერეოტიპები გამოვკეტოთ ჯინის ჭურჭელში. ჩავკეტოთ ძალიან ძლიერად, ათი, ასი ან ათასი ბოქლომით და ვიცხოვროთ იარლიყების გარეშე, რომელიც ყველა ჩვენგანს აკერია. ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სუპერმარკეტია, სადაც თითოეულ ჩვენგანს აწერია აღწერილობა და მათ შორის ფასიც კი. დიახ, ჩვენ ხშირად ვიყიდებით. ხშირად გროშების, იშვიათად კი მილიონის საფასურად. გოგონები იყიდებიან, მაგრამ მე მოვიგლიჯე ჩემი ფასის იარლყი, ძალიან მტკივნეულად, ძალიან დიდი ტკივილის ფასად და სადღაც შორს, ნაგვის ურნაში მოვისროლე. იარლიყს ჩემი ხორციც ამოყვა, ვხედავდი როგორ მდიოდა სისხლი, თუმცა ყველა ტკივილი გაქარწყლდა. შრამი დამრჩა, ცხოვრებისგან დიდი შრამი დამიტოვა ჩემმა გადაწყვეტილებამ, მაგრამ მე დახლიდან გავიქეცი. არავის მივეცი საშუალება ჩემზე ევაჭრა და საკუთარი ფსონები ჩამოედოთ. მე ქალი ვარ და არ ვიყიდები. მაგრამ ვინც ქალს ყიდულობს ის კაცია, თუ არა’კაცი?! ან ის მშობელი მშობელია, რომელიც შვილს ორი ძროხის და სამი ინდაურის ფასზე ჰყიდის?! მაგრამ ხშირად ადამიანები ვერ ვხედავთ, ან სწორად ვერ ვაფასებთ რეალობას და ისეთ მშობლებსაც კი ვტკენთ გულს, როგორც ფეფო იყო საკუთარი შვილისთვის. არ მეშლება, მან ის ბიჭი საკუთარ შვილად, სისხლ და ხორცად მიიღო, მაგრამ ახლა სად არის? მარტო დატოვა ქალი, რომელმაც მთელი საკუთარი რესურსი მოახმარა. გაიქა, ისიც გაიქცა, იცის კუდამოძუებული მელასავით გაიქცა, მაგრამ რას გაექცა? კარგ, ბედნიერ მომავალს და ოჯახს? განსჯა მარტივია. მეც შემიძლია უამრავი საზიზღრობა დავწერო ბიჭზე, რომელსაც არც კი ვიცნობ. შემიძლია ვლანძღო, არაკაციც კი ვუწოდო, მაგრამ ვინმემ ვიცით მისი ისტორია? ვინმემ ჩევიხედეთ მის გულში? მეც გავჭორე, მეც თქვენთან ერთად აღვშფოთდი და მომინდა მასზე ათასი საზიზღრობის დაწერა. მეც საზოგადოებას შევუერთდი, სადაც უცხო ადამიანის გაჭორვა არაფერია. არც მისთვის შეურაცჰყოფის მიყენებაა დიდი ტრაგედია. მეც იმ ნაწილს შევუერთდი, რომელიც გადათელავს, ზედ გადაუვლის ადამიანს და არც კი დაფიქრდება რამდენად დიდ ტრამვას აყენებს თავისი ბინძური სიტყვით, პირში ვერდატეული გესლით და კუჭის წვენივით მწარე შეფასებებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.