შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი წიგნაკი (ნაწილი 1)


14-05-2020, 05:38
ავტორი indicible
ნანახია 932

პროლოგი
შეგვიძლია ცხოვრების რაღაც ნაწილი ისე გავატაროთ, თითქოს არაფერი შეგვრჩენია გასული წლებისგან. თითქოს ამოვგლიჯეთ ის ფურცლები და ახლა უკვე ცხოვრების მშვიდ რიტმში გაგრძელების უფლებასაც ვაძლევთ საკუთარ თავს. მერე უცბად ბრახ და ვხვდებით, რომ ის ფურცლები, რომლებიც ამოვგლიჯეთ, თურმე საგულდაგულოდ გადაგვინახავს სადღაც, თავს ვერ ვუტყდებოდით უბრალოდ. რას ვაკეთებთ ამის შემდეგ? ვანადგურებთ ამ ფურცლებს და ვაგრძელებთ ამდენი ხნის ნანატრ ყოფიერებას, თუ?..

იისფრად განათებული უბანი
ჩემი კორპუსის ეზოზე ცალკე წიგნი დაიწერება. რაც კი რამე ვისწავლე, იქნებოდა ეს გოგი და თენგო ბაბუს ნარდის თამაშის ტექნიკა, თუთის ხეზე ძრომიალი თუ ლილი ბებოს ახალგაზრდობის თავბრუდამხვევი ისტორიების ეზოს ბავშვებთან ერთად სხვადასხვა კუთხით გარჩევა, ყველაფერი იმ პატარა, ხეებითა და ლიმნისფერი ღობეებით შემოსაზღვრულ სივრცეში ვისწავლე.

წლებთან ერთად რამდენიმე მოხუცი ამღვრეული თვალებით გავაცილეთ ეზოდან.
ერთმანეთს ვუმალავდით აცრემლებულ მზერას ბავშვები, უფროსწორად, გოგონები ვუმალავდით ბიჭებს, მერე რომ არ დაეცინათ. შემდეგ მოვიმიზეზებდით რამეს, ავიდოდით კორპუსში და სადარბაზოს კიბეებთან ამოჭრილი ფანჯრებიდან უკვე დაუფარავი ცრემლებით გადავყურებდით ჩვენს ეზოს.
რატომღაც ჩვევად გვექცა ასე მოქცევა, წლების განმავლობაში ასე ვიდექით და ვუყურებდით, როგორ ცარიელდებოდა ეს სივრცე იმისგან, რასაც აქამდე მის განუყოფელ ნაწილად აღვიქვამდით.

მერე, ზუსტად იმ დღეს, როდესაც მე და ჩემი მეზობელ-მეგობარ-და-ძმა-ყველაფერი- მაშო ავალიანი სკოლიდან ვბრუნდებოდით და მერვე კლასის სირთულეებს ჩვენთვის უჩვეულო სერიოზულობით განვიხილავდით, ეზოში უცხო ხალხი და რაღაც დიდი მანქანა დაგვხვდა. ახალ განათებებს ვამონტაჟებთო, შეგვეგება ჩვენი უბნელი საბა, რომელიც ჰაერივით ისრუტავდა ყოველ ინფორმაციას, რაც ამ ეზოს ეხებოდა, ამის სხვებთან გაზიარება კი მთელი ბედნიერების ტოლფასი იყო მისთვის.
-თან ჩვეულებრივ განათებებს კი არა, რაღაც ფერსო, ვერ გავიგე რა თქვეს. -აღფთოვანებით გვახარა საბამ და წყლის ბოთლი მოიყუდა.
ასაკით ჩვენზე გაცილებით უმცროსი საბას ნათქვამი ერთ ყურში შევუშვით და მეორედან გამოვუშვით. ვის რაში ანაღვლებდა ყვითლად განათდებოდა უბანი თუ თეთრად, ეზოს მაგივრად დროს ახლა უკვე სკოლის მიმდებარე პარკებში, ერთმანეთის სახლებსა თუ ახალ-ახალი ქუჩების აღმოჩენებში ვატარებდით.

იმ საღამოს ეზო იისფრად განათდა. ფანჯარაში შემოღწეულმა ფერმა ისე გამაკვირვა, მახსოვს, მეგონა რაღაც ზებუნებრივი მოვლენის მომსწრე ვხდებოდი. შემდეგ იყო ფანჯრებიდან გადმოდგომა და წყევლა, ქება, ბავშვების ჟრიამული და დედების ყვირილი ეზოში ჩასვლის უდროობასთან დაკავშირებით.

მე კი აივანზე ვიდექი, მოაჯირზე იდაყვდაყრდნობილი ჩემს საყვარელ მარილიან ჟელიბონს ვაცმაცუნებდი და იმაზე ვფიქრობდი, რომ როცა ამ ნათურებს სულის ღაფვის დრო მოვიდოდა, პროტესტანტ მეზობლებს აუცილებლად უნდა გადავღობვოდი წინ, თორემ აუცილებლად ჩვეულებრივი ფერის ნათურებს დაამონტაჟებინებდნენ. საშინლად მომწონდა იისფერი, მითუმეტეს კი ამ ფრად განათებული მთელი ჩემი ბავშვობა, აწმყო და, ალბათ, მომავალიც.

პროტესტანი მეზობლების ყბაში ჩავარდნას მე, მაშო და რამდენიმე ჩვენნაირი უბნის რევოლუციონერი იმით გადავურჩით, რომ ისედაც მკრთალად განათებულ იისფერს ყველა მალევე შეეჩვია. ზოგი მათგანი უკვე ტრაბახობდა კიდეც ამ ფაქტით.

ასე შემორჩა იისფერი სინათლე ჩვენს ეზოს, რომელიც შემდეგ უკვე წლების განმავლობაში ანათებდა მას.

ერთ ასეთ წელს, კონკრეტულად კი მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ წასული მაშო ტელეფონზე იქაური გამოსაშვები საღამოს შესახებ მიყვებოდა, უბნის ყველაზე მშვიდობიან და ფერად ჩვენს ეზოში ყვირილი ატყდა. გულში ვთხოვე ღმერთს, ნეტა აქ გიორგი არ იყოს-მეთქი, თუმცა ამის გაფიქრება და ფანჯრიდან ძირს დაგდებული გიორგის დანახვა ერთი იყო.


გიორგი თოლორდავა
ხომ არიან ადამიანები, პირველი საუბრისთანავე რომ ფიქრობ, ნეტა ამასთან არ დამაჭერინა ცხოვრებაში საქმე არასდროს, თორე ან ეს გამოესალმება სიცოცხლეს, ან მეო- აი სწორედ ეგ ადამიანია გიორგი. ჩემი ეზოს გვერდით ცხოვრობდა, მაგრამ მეცხრე-მეათე კლასამდე ნანახიც კი არ მყავდა. ერთი ზაფხულის საღამოს, როცა ჩემებზე გაბრაზებული მაღაზიაში აჩქარებული ნაბიჯებით მივდიოდი, დამეწია და სიჩქარეში ძირს დავარდნილი საფულე მომცა. მადლობა გადავუხადე, ჩემი თავი დავტუქსე და გზის გაგრძელება იგივენაირ სწრაფ და გულისამოსავარდნელ ტემპში დავაპირე, როცა უკნიდან ვიღაცამ სახელით მომმართა და მეც ელვის სისწრაფით გავტრიალდი ხმისკენ. საფულის მოწოდებისა და მადლობის გადახდის მომენტში სახესაც არ დავკვირვებივარ, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი. ახლა კი ცხადად ვხედავდი ჩემს წინ მდგარ უცნობ ბიჭს, რომელზეც პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ალბათ ამას საფულის მოწოდების მომენტში არ გაუღიმია, თორე ასე თავქუდმოგლეჯილი ვერ გავბრუნდებოდი ეგრევე-მეთქი. ცხადია, ეს სიმპათია იმ წამსვე ჩავმარხე ტვინის რომელიღაც ბნელ კუთხეში.
-მეჩქარება და ორი კითხვა მაქვს: საიდან იცი ჩემი სახელი და რატო იკრიჭები? -უხეშად ვკითხე მე და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებს პატარაობიდან არ ვწყალობდი, ამასთან ზედმეტი ჰო არ მომივიდა-მეთქი, უცბად გავიფიქრე.
გიორგის ხასიათი რომ მცოდნოდა, ამ კითხვას ასეთი ფორმით ალბათ მხოლოდ განზრახ გასაბრაზებლად დავუსვამდი.
-ჯერ ერთი, მაისურზე გაწერია სახელი და მეორე- კომუნიკაციას როცა ისწავლი ადამიანებთან, შემდეგ გაგცემ მეორე კითხვაზე პასუხს. -მითხრა უფრო უხეშად. სამი წამის წინ არსებული საოცარი ღიმილის მქონე უცნობი ტიპი, რომელიც ბიჭების იმ იშვიათ გამონაკლისთა სიას მივაწერე, რომელთა მიერ ჩემზე დატოვებული პირველი შთაბეჭდილება არა არანაირი, არამედ სასიამოვნო იყო, წამში გადაიქცა ზუსტად იმ ტიპად, როგორებსაც მთელი ჩემი ბავშვომა ყველაზე მეტად ვებრძვოდი- ცინიკური, თავხედი და სიმპათიური- ამ სამი მთავარი ეპითეტით დახასიათებულ ტიპად.
ისედაც გაღიზიანებულს, არ მინდოდა კიდევ რაიმე დამემატებინა ჩემი ხასიათისთვის და პასუხის გაუცემლად გავაგრძელე გზა. სახლიდან ცოფების ყრით გამოვარდნილს სულ არ მახსოვდა, რომ ცეკვის მაისურის უკან დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი ჩემი სახელი- ლეა.

ზაფხულის იმ საღამოდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა კვარიათიდან თბილისში დასიცხულ-დამწვარი წუწუნით ჩამოვედი, მაშომ თავისი ახალი მეგობარი დამახვედრა- ნინი თოლორდავა. დიახ, იმ თავხედი უცნობი ტიპის და, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა იმ უზრდელს.
მაშოსთვის აქამდე არაფერი მომიყოლია გიორგიზე, არ მინდოდა კიდევ ერთხელ მომშლოდა ნერვები ჯერ ჩემ თავზე და მერე მასზე. იმ საღამოს კი, როცა ნინი გამაცნო, დავაზუსტე, ხო არ იცი, ამას ძმა თუ ჰყავს-მეთქი და ამანაც აღფრთოვანებით დამიწყო იმ იდიოტის გარეგნული პორტრეტის აწყობა და შემდეგ გაკვირვებით მკითხა, თუ საიდან ვიცოდი. ყველაფერი მოვუყევი, თუმცა, მაშოს ეტყობოდა, რომ ჩემ მიერ მისი დახასიათება სულ ცალ ფეხზე ეკიდა, ისეთი აღფრთოვანებული იყო მისი ჯელტმენობით.

***

ისე მინდოდა მეყვირა, რომ მთელ მსოფლიოს გაეგო ამის შესახებ. გზა აუღელვებელი ნაბიჯებით გავაგრძელე, თითქოს არაფერი გამიგია.
არ მინდოდა ვინმეს რამე შეემჩნია და იმიტომ.
არ მინდოდა ვინმეს საუბრის დაწყების საბაბი მისცემოდა და იმიტომ.
მინდოდა, უბრალოდ რაც შეიძლება მალე ამოეწურათ ეს გაუთავებელი მსჯელობების ნაკადი და ნორმალურად გაანალიზების საშუალება მომცემოდა, რადგან ჩემთვის იმ წამს არანაირი მიზეზი და გარემოება არ არსებობდა, რაზეც ამ ამბის გაგებიდან წამის მეასედში დაიწყეს მსჯელობა. მთავარი ჩემთვის ის ერთადერთი ფაქტი იყო, რომ მას ალბათ ვეღარასდროს ვნახავდი.



№1  offline წევრი Ninogavtadze

ძალიან კარგი ნაწერია ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent