შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გიყვარს, ცა სულ სხვა ფერია (ნაწილი 3)


2-11-2020, 10:36
ავტორი სესილია
ნანახია 1 888

როცა დედა ხდები, გული სხვანაირად იწყებს ფეთქვას, ამას ვერავინ გაიგებს, მხოლოდ დედებს ესმით ეს ხმა. როცა დედა ხდები, შენი ცხოვრება შენ აღარ გეკუთვნის, შენს ცხოვრებაში მუდამ არის ადამიანი, რომელზეც ფიქრს ვერ წყვეტ და ეს შვილია. რაც მეტია ეს განსხვავებული გულის ფეთქვა, მით მეტი ენერგია და სიყვარული მატულობს დედის გულში.
მართამ მძინარე შვილებს ნაზად შეუსწორა გადასაფარებელი და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.
- მზია დეიდა, თუ მორჩით საქმეებს, დღეს შეგიძლია ადრე წახვიდეთ.
- დიდი მადლობა, შვილო. ჭურჭელს ამოვამშრალებ და წავალ მაშინ.
- კარგით, მე აივანზე ვიქნები.
- კარგით.
მართა ხის სარწეველაში ჩასკუპდა და მობილური მომარჯვა.
- Hi, girls.
- ოჰ, მართუნია როგორ მოხდა, რომ მოიცალე? - ვაშლი ჩაკბიჩა სარამ.
- მივაძინე და მოვიცალე.
- აჰამ, კარგია.
- ის სად არის, რომ არ გვეპასუხება? - კესანეზე იკითხა მართამ.
- ალბათ, არ ცალია.
- აქ ვარ გოგოებო, - მოწყენილი სახით გამოჩნდა კესანე.
- ოდესმე ამის გაღიმება თუ გვეღირსება, ღმერთო? - ხელები მაღლა აღაპყრო სარამ.
- ნუ ღლაბუცობ რაა, - უფრო გაიბუსხა კესანე.
- რა მოხდა?
- დღეს 7 საათზე მეგონა სახლში მივიდოდი, გამოვიცვლიდი და დავეგდებოდი ოთახში, მარა არა, ვინ მაცლის?
- და ვინ არ გაცლის?
- ეს, - თვალებით მარცხნივ გადაატრიალა, გოგოებმაც მობილურის მარცხენა მხარეს ჩააშტერდნენ.
- და მანდ, რომ არავინ ჩანს?
- უფროსი, რა ვერ მიხვდით. - სატირლად მოემზადა კესანე.
- რა მოხდა? პაემანზე დაგპატიჟა? - ტაში შემოკრა სარამ.
- ამას, მხოლოდ პაემნები, რატომ ელანდება? თან ჩემი? ვითომ თვითონ წვრილ შვილიანი იყოს!!!
- მორჩა, არ ვიღებ ხმას. - ტუჩებზე ხელი აიფარა სარამ.
- რადა თანაშემწეს ფუნქცია, რომ შევითავსე ახლა შეხვედრებზე უნდა ვიარო მასთან ერთად და დღეს რესტორანში მივდივართ, არაბების ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უნდა შევხვდეთ.
- აა, სამსახურია დაო, აბა როგორ გინდა? კარგი და შეუცვლელი კადრი, რომ ხარ, უნდა აიტანო. - თქვა მართამ.
- როდემდე? - სასოწარკვეთით წამოიძახა კესანემ.
- სანამ ცოლად არ წაყვები, - ჩუმად ჩაიბუტბუტა სარამ, თან ხელის ფრჩხილებს ისე აკვირდებოდა, თითქოს პირველად ნახულობდა.
- კარგი, დამშვიდდი. სამსახურია, აბა რა უნდა ქნა? - დაამშვიდა მართამ, - ხო საღამოს ამბები მერე მოიწერე. აბა გკოცნიით და ჭკვიანად.
- დროებიით.

***
მანქანა რესტორნის ეზოში გააჩერა კესანემ, ირგვლივ ბევრი ხალხი ირეოდა, ღია ტერასები სავსე იყო ოჯახებით, მეგობრებით.
- მოხვედი უკვე? - კარებს ხელი ჩამოადო ლექსომ.
- თქვენ?
- სხვას, ვინმეს, ელოდი? - გაეღიმა ბიჭს, - მგონი დღეს ერთად ვხვდებით ახალ პარტნიორებს.
- კი, ასეა. - მანქანიდან გადმოვიდა კესანე.
- მაშინ წავედით. - წინ გაატარა მადნილოსანი.
- ბატონო ლექსო, თქვენი მაგიდა მზად არის. წამობრძანდით. - ოფიციანტი წინ გაუძღვა წყვილს.
- კარგით, მადლობა. - უთხრა ოფიციანტს ლექსომ და სკამი გამოსწია, კესანე კი აქეთ-იქეთ იყურებოდა. - არ დაჯდები?
- კი, კი ახლავე. - დაბნევით ჩამოჯდა კესანე, ჩანთიდან საბუთები ამოალაგა და დოკუმენტებს დაუწყო ცქერა.
- მითხარი, რა გიყო?
- ბატონო?
- მითხარი, რა გიყო? - ლექსო მწველ მზერას არ აშორებდა გოგოს, რომელსაც ლოყები ოდნავ შეეფაკლა მღელვარებისგან.
- და რა უნდა მიყოთ? ვერ მივხვდი რას გულისხმობთ?
- სულ ასეთ დაძაბულ რეჟიმში, რომ ხარ, არ მომწონს.
- ეს ჩემი სამსახურია. - წელში გაიმართა კესანე და თმები უკან გადაიწია.
- მომწონს ასეთი ერთგული და მშრომელი, რომ ხარ. - თვალს არ აცილებდა ლექსო.
- დიახ, მე ასეთი ვარ. - სიცივეს უმატებდა ხმაში კესანე.
- მერე, მე მომწონს, - ცხვირზე ხელი მოისვა ლექსომ, - ამიტომაც ხართ ახლა ჩემს გვერდით.
- მგონი მოვიდნენ, - წელში გასწორდა კესანე.
- მოგესალმებით, მეგობრებო. - შეეგება სტუმრებს ლექსო, - მობრძანდით, - სუფრასთან მიიწვია სტუმრები. - გაიცანით ჩემი მარჯვენა ხელი, კესანე.
- ძალიან სასიამოვნო, - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
ტურისტულ კომპანიებს შორის საუბარი და მსჯელობა დიდხანს მიმდინარეობდა, ბოლოს შეთანხმება შედგა.
- ეს ფაქტი უნდა ავღნიშნოთ, - ვისკებით სავსე ჭიქები ასწიეს პარტნიორებმა.
- ბევრი წარმატება და წინსვლა ჩვენ.
- ნამდვილად, ნამდვილად. - უხაროდა ლექსოს ახალი წარმატება.
გვიან ღამე დაიშალნენ.
- მანქანა ავტოსადგომზე გიყენია, ხომ? - ჰკითხა ლექსომ კესანეს.
- დიახ.
- მაშინ წავედით.
- კესოო.
- ნიცაა, როგორ ხარ? - გადაკოცნეს გოგოებმა ერთმანეთი.
- მე კარგად და შენ? გოგოები როგორ არიან?
- ჩვენც კარგად, გამოგვიარეთ, ასე დაკარგვა არ შეიძლება. - უსაყვედურა კესანემ.
- ხომ, იცი ოჯახმა როგორ იცის.
- კი, კი მართაც მასეა. ორი ბავშვის ხელში სახლიდან ძლივს გამოგვყავს.
- გამიხარდა, რომ გნახე. აბა დროებით.
- დროებით. შევხვედრამდე.
კესანემ ლექსოს დაუწყო ძებნა და ის მის მანქანასთან იპოვა.
- არ გააღებ?
- მე მომყვებით? - იუცხოვა კესანემ.
- ცოტა ნასვამი ვარ.
- ხო, ეგ კი.
- ანუ ტაქსით წავიდე? - ტაქსების სადგომისკენ გაიხედა ლექსომ.
- არა, რას ამბობთ. დაბრძანდით.
ლექსო მძღოლის გვერდით მოკალათდა, კესანემ ნელი სვლით დატოვა ავტოსადგომი.
- იმედია გზას ძალიან არ გაგიმრუდებთ, მეზობელ უბნებში ვცხოვრობთ.
- რას ამბობთ, შუა ქუჩაში ხომ არ დაგტოვებდით.
- თქვენზე მსმენია, რომ მანქანას კარგად მართავთ.
- კი, ბავშვობაში ჩემმა ძმამ მასწავლა და დიდი ხანია მყავს პირადი მანქანა.
- თვალებზეც, რომ ხელი აგაფაროთ, მაშინაც? - ეს თქვა და თვალებზე ხელი ააფარა ლექსომ გოგოს, კესანემ კი სწრაფად დაამუხრუჭა.
- რას აკეთებთ? - შეშინებული თვალებით შეხედა, ბიჭმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეკოცნა, სხვანაირად იზიდავდა ეს გოგო.
- მაპატიე, - უხერხულად იგრძნო თავი ლექსომ, გოგოს შეშინება ნამდვილად არ უნდოდა, ვერ ხვდებოდა როგორ დაახლოვებოდა და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
გზა სიჩუმეში გალია.
- აქ გამიჩერე.
- თუ გნებავთ კორპუსთან მიგიყვანთ.
- იყოს, ისედაც ბევრი შეგაწუხეთ. - მანქანიდან გადავიდა - მადლობა.
- ღამე ნებისა.
- ღამე ნების, კესანე. - გულიდან მთელი გრძნობით წარმოთქვა ეს სახელი.

***
ცხოვრებაში გვაქვს რთული და მარტივი გზები, ადამიანებს კი გვიყვარს გმირობანას თამაში და ძირითადად, რთულ გზას ვირჩევთ მიზნის მისაღწევად, მერე ამ რთულ გზებში ვიბლანდებით, ძალა გვეცლება და ვჩერდებით. ზოგს გმირობა ეზარება და პირდაპირ მარტივ გზას ირჩევს და მწვერვალსაც იოლად იპყრობს.
- და მე რატომ ავირჩიე ეს რთული გზა? - სავარძელზე იყო გადაწოლილი სარა, - სულ სწავლა, როგორ შეიძლება? ცოტა გადავიღალე...
- სარა, შენთან არიან, - ოთახში მანომ შემოიხედა.
- შემოვიდნენ, - გასწორდა სავარძელში სარა.
- ცუდ დროს ხომ არ მოვედით? - ოთახში დავითა და მურკა შევიდა.
- ვა, ვა რა ხალხი, - წამოდგა სარა, - როგორ ხართ? დავით? მურად? - ხელი გაუწოდა სათითაოდ.
- ჩვენ კარგად და შენ?
- მეც კარგად, რა მიჭირს. დაბრძანდით. - მდივანზე მიუთუთა სარამ, - აბა რამ შეგაწუხათ?
- არაბულად გვინდა თარგმნა. - დოკუმენტები ამოიღო დავითამ.
- ნოტარიულად გინდათ დამოწმება?
- არა, ისე მჭირდება. ტურისტული კომპანია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ არაბებთან გადის კონტაქტზე და გარკვეული დოკუმენტები გვინდა არაბულად ვთარგმნოთ.
- აჰა, ძალიან კარგი. არ იქნება პრობლემა, დავიტოვებ დოკუმენტებს და მზად, რომ მექნება დაგირეკავთ.
- სარაა, გელოდებიან. - დაუძახეს გოგონას.
- უკაცრავად, გავალ და დავბრუნდები.
მურკამ თვალი გააყოლა სარას.
- ამ გოგოს, ასეთი მოკლე შორტები სულ რატომ აცვია?
- და შენ რა?
- არა, ისე...
- ხომ არ მოგწონს? - ჩაეცინა დავითს მურკას წამოწითლებულ სახეზე.
- არაა, საიდან მოიტანე?
- არა, თუ მოგწონს ცუდი გოგო არ არის. საქმესაც ჩაგიწყობდი მის ძმასთან.
- მართლა? - სიხარულით წამოიძახა მურკამ.
- ყველაფერი გასაგებია, - მხარეზე ხელი მოუთათუნა დავითამ.
- ბოდიშით, გალოდინეთ. - შემოცქრიალდა სარა.
- არაუშავს, სამსახურია.
- ე.ი - ყურადღებით ათვალიერებდა დოკუმენტებს სარა, - სადღაც 5 დღე დამჭირდება, თუ ძაან გეჩქარებათ? არაბულის თარგმანებიც მაქვს და ინგლისურისიც და ამიტომ.
- კი, არ არის პრობლემა და თანხა?
- თანხაზე ნუ ვილაპარაკებთ.
- მაშინ ასე არ გამოვა, - ხელები უარის ნიშნად გაშალა დავითამ, ხოლო მურკა მწველ მზერას არ აცილებდა გოგონას.
- ნუ გეშინია გასამრჯელოს ავიღებ, - გადაიკისკისა სარამ, - უბრალოდ, შეღავათი იქნება, ამაზე უარს არ მივიღებ.
- კარგი, შევთანხმდით. - გაეღიმათ ბიჭებს.

***
როცა, მას ხვდები, შეიძლება პირველივე შეხვედრაზე, ვერ მიხვდე, ვერ იგრძნო, რომ ის - ის არის, რომ ის სიყვარულია, რომ ის შენი ცხოვრების თანამგზავრია, მაგრამ დამიჯერე გული სხვანაირად იწყებს ფეთქვას და საბოლოოდ, გრძნობა იმარჯვებს ხოლმე.
- ნანკა, კესანეს რა ჭირს?
- რავიცი, ბატონო ლექსო, დილიდან თავი არ აუწევია, მუშაობს.
- ამიტომაც არის ასე ფერდაკარგული თუ ავად არის?
- სავარაუდოდ, ბატონო ლექსო, წყალიც არ ექნება დალეული, ხომ ვიცი როგორი ტიპია? სანამ არ დაასრულებს დაგეგმილ სამუშაოს ბოლომდე, ასე იქნება.
- ასე? - შეშფოთდა ლექსო. - კარგი, ვიცი როგორ უნდა მივხედო. - ჩქარი ნაბიჯებით გაემართა კესანეს მაგიდისკენ, ხელი დაავლო და ისე, რომ კესანემ გააზრებაც ვერ მოასწრო და სწრაფად დატოვეს ოფისი.
- ლექსო, რას აკეთებ? - უკან მიყვებოდა კესანე და თან ცდილობდა ხელი გაეთავისუფლებინა. - არ მეტყვი? რა ხდება?
- მივდივართ.
- სად?
- სასადილოდ. - მანქანის კარი გამოაღო ლექსომ, კესანე კი გაფართოებული თვალებით უყურებდა ბიჭს.
- მერე ასე?
- აბა, როგორ? მთელი დღე წყალიც კი არ დაგილევია და რომ მეთქვა სადილზე გპატიჟებთქო, წამომყვებოდი? უარი არ მიიღება, ჩაჯექი. - კარები მიხურა და მანქანა სწრაფად მოსწყვიტა ადგილს.

- მობრძანდით, ბატონო ლექსო.
- გამარჯობა, დავით. ჩემი საყვარელი ადგილი თავისუფალია?
- დიახ, მიბრძანდით.
- მადლობა.
კესანე მორჩილი ბავშვივით დაყვებოდა ლექსოს და თან თავისთვის ჩუმად ბუზღუნებდა.
- მიყვარს ეს ადგილი და ეს ხედი, მთელი ქალაქი ჩანს აქედან.
- მეც მიყვარს, ხშირად დავდივარ აქ.
- მართლა? - გაიცინა ბიჭმა, - მიხარია, აბა რა შევუკვეთოთ? - მენიუ აიღო ლექსომ.
- ბერძნულ სალათას შევჭამ და ყავას.
- და აქ არის ის ყავა, როგორიც შენ გიყვარს?
- და მე როგორი მიყვარს, თქვენ იცით? - გაეცინა კესანეს.
- კი, - ცხვირთან ხელი მოისვა ლექსომ, - მოსახარშ ყავას პირდაპირ ცხელ წყალს ასხამთ და ეგაა.
- როგორ? - გაოცება გამოეხატა კესანეს, - თქვენ ეს საიდან იცით?
- ოო, მე ბევრი რამ ვიცი, ოღონდ - თითი უარის ნიშნად დააქნია, - არ მკითხო საიდან, საიდუმლოდ დავიტოვებ.
- კარგით, იყოს თქვენი საიდუმლო. - ტუჩები გაბრაზებით მოკუმა კესანემ.

***
ცხოვრება ბევრ იმედგაცრუებას გვპირდება ხოლმე, როცა გგონია მწვერვალს იპყრობ, ერთი არასწორი ნაბიჯი და მთელი ძალით ძირს ენარცხები. დამარცხება, იმედგაცრუება დიდი ტკივილია, მაგრამ თუ ძლიერი ხარ, ამაყად, წამოდგები და სვლას წარმატებისკენ ისევ დაიწყებ, წარსულის გამოცდილებით.
- კესანეე, კესოო. - ჭიშკართან იდგა სარა. - მარიკა დეიდაა, რამაზი ბიძიაა. - ეზოში იყურებოდა. - ნეტა არავინ არის სახლში? აბა ეს შუქები რატომ ანთია? დიმაა, მოიცა ეს რა ხმებია? - ნელ-ნელა აუყვა კიბეებს და გაშეშდა, - დიმა? - შიშით წამოიძახა.
- ოო, ვინ მოსულა. - ძლივს ამოილუღლუღა დიმამ, - მოდი ამ ჭიქით, შენ გაგიმარჯოს. - ერთი ამოსუნთქვით დალია კონიაკი.
- დიმა რა გჭირს? - ჩაიმუხლა მეგობართან, - ამდენი რატომ დალიე?
- სუუ, - წამოდგომა სცადა დიმამ, - ვაჰ, მაბრუალებს, - ისევ დაჯდა.
- გაგიჟდი? ეს მთლიანი ბოთლი, მხოლოდ, შენ დალიე? - ბოთლი გვერდით გადადო სარამ, - რა მოგივიდა აღარ იტყვი?
- იცი, რომ დავინახე მისი ნუშისებური გრძელ წამაწამა თვალები, შემიყვარდა. - ცას გახედა დიმამ და გაუღიმა, - პატარა შვლის ნუკრია, მინდა ხოლმე გულთან ჩავიკრა და მყავდეს ასე, სამუდამოდ.
- მერე?
- მერე, - თავი დახარა დიმამ, - დღეს ვუთხარი, რომ მიყვარდა და მან არაო, - ტკივილიანი ღიმილი გამოესახა ბიჭს, - გესმის? არაო, არაო! - დაიყვირა და ჭიქა ხელში შემოეფშვნა. - ვახ.
- დიმაა, ეს რა ქენიი? - შეიცხადა სარამ, სახლში შევარდა და პირველადი დახმარების ყუთი გამოიტანა.
- მეწვის, - წუწუნებდა დიმა.
- ჩემი დაჭრილი რომეო, უნდა მოითმინო. - ბინტით უხვევდა ხელს, - წადი ახლა და დაწექი, გადარეული. - მობილური აიღო სარამ, - კესა, სად ხარ?
- წყალტუბოდან ვბრუნდები ახლა, მალე ვიქნები სახლში.
- მე შენთან ვარ, დოკუმენტები მოგიტანე, მაგრამ
- რა მაგრამ?
- დიმაა მთვრალი, ხელიც კი გაიჭრა.
- რაა?
- ნუ კივი, - მობილური ყურს მოაცილა სარამ, - დავუმუშავე და დაწვა, ხოლო საბუთებს ინვოისით შენს ოთახში დავტოვებ, შემოგეხმიანები მერე.
- კარგი სარა, მადლობა. დროებით.

***
უწყვეტი კავშირი, რომ შედგეს ადამიანები სხვადასხვა სახის „რგოლებით“ , ხან ნებით, ხან კიდევ უნებლიეთ, ცდილობენ მთლიანი ჯაჭვი შეკრან. ხანდახან ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მთელი ცხოვრება ჩვენი თანმდევია და მის გარეშე სუნთქვაც ვერ წარმოგვიდგენია.
- სად ზმუის ეს ტელეფონი, - ძილბურანში , ხელების ცეცებით ეძებდა მურკა მობილურს, როგორც იქნა იპოვა და შეტყობინება გახსნა, - რაა? - გადმოვარდა ლოგინიდან. - მოიცა, არ არსებობს, - თვალები მოისრისა, სახეზე ხელები შემოირტყა, სიზმარში ხომ არ ვარო და ისევ გახსნა მოსული შეტყობინება, - „მურად, საბუთები მზად არის, შეგიძლია წაიღო“. ვაა, - მუშტზე იკბინა სიხარულისგან, - მე მომწერა, რა მაგარია. - ბოლთას სცემდა ოთახში, - მოიცა, ახლა რა მივწერო, თუ დავურეკო? თუ არ ვქნა არაფერი? არაა, უნდა მივწერო თუ დავრეკო? - თვალები მოჭუტა და სივრცეს გახედა, - აჰა, ვრეკავ.
- დიახ, მურად.
- გამარჯობა, სარა.
- გაგიმარჯოს.
- რომელზე მოვიდე?
- მე ხუთ საათამდე ვარ, მერე გავდივარ და ოფისში იქნებიან გოგოები 6 საათამდე.
- კარგი, მაშინ გამოვალ ახლავე.
- კარგით.
- დროებით. - სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა ბიჭი.

„როდესაც ადამიანი სულ პატარა ნაპერწკალს მოგიძღვნის სიყვარულისას, შენ იმ ნაპერწკალს სული უნდა შეუბერო, ცეცხლად დაანთო და უკან დაუბრუნო“ - ოთარ ჭილაძე.
- შეიძლება? - კარებში იდგა მურკა.
- კი, კი შემოდი. - ხელით ანიშნა სავარძელზე და საუბარი განაგრძო სარამ, - რას შვრება შენი გადარეული ძმა? ხელი როგორ აქვს? ... მე არ დამირეკავს, ვერ მოვიცალე, საგიჟეთი მაქვს სამსახურში... ამ დღეებში რამე მოვიფიქროთ, მართაც არ გვინახავს ... კარგი, მერე დაგირეკავ. - მობილური გათიშა სარამ, - აბა როგორ ხართ, მურად? - შესცინა.
- აჰ, მე კარგად და თქვენ? - გოგოს ღიმილმა დააბნია.
- მეც კარგად, აი, თქვენი საბუთები . - საქაღალდე აიღო მაგიდიდან და მიაწოდა.
- და თანხა?
- ინვოისი დევს და გადმომირიცხეთ, ვცდილობ ხელზე თანხა იშვიათად ავიღო.
- კი, არ არის პრობლემა, ჩვენთვისაც უფრო მოსახერხებელია.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ერთმანეთს უცქერდნენ და ისევ სარამ განმუხტა სიტუაცია.
- თუ სხვა საქმე არაფერი გაქვთ, თავისუფალი ბრძანდებით, მურად.
- არა, არაფერი. - დაბნეული წამოდგა ბიჭი, - აბა, დროებით. მადლობა.
- კარგად. - სარას ჩაეცინა და მუშაობა განაგრძო.


***
როცა სიყვარული მოდის, ბევრჯერ ამას ვერ ვხვდებით, ვერ ვიაზრებთ და ხშირად ხელს ვკრავთ მას ვინც ჩვენი მეორე ნაწილია, მერე კი დავდივართ, დავეძებთ...
- კესანე.
- დიახ, ლექსო.
- დღეს შეხვედრა გვაქვს.
- მაშინ, მე წავალ და რესტორანში შევხვდებით.
- კარგით.
- ხო, - მობრუნდა ლექსო, - შეგიძლია შენც ადრე წახვიდე, თუ გამოცვლა ან რამე მსგავსი გსურს.
- ასე, რომ წამოვიდე რამე დაშავდება? - ცალი წარბი ასწია კესანემ.
- ასეც მშვენივრად გამოიყურები, - ჩაეღიმა ბიჭს, - უბრალოდ...
- მაშინ ასე წამოვალ, არავის ვეპრანჭები მე. - გაბრაზებით წამოიძახა კესანემ.
- ოკ. ოკ. – ისევ ჩაეღიმა ლექსოს, - ნება თქვენია საქალბატონე კესანევ. ადიოსს. - ხელი ასწია და კარებში გაუჩინარდა.
- იდიოტი, როგორ მიშლის ნერვებს. - დოკუმენტები გაბრაზებით დაყარა მაგიდაზე.

***
მანქანა სწრაფი სიჩქარით მიჰქროდა ტრასაზე, მუსიკის ჰანგები ჰაერში იფანტებოდნენ. მძღოლმა დანიშნულების ადგილას მანქანა გააჩერა და ამაყი ნაბიჯებით შევიდა რესტორანში.
- საღამო მშვიდობისა, ბატონო ლექსო.
- კესანე?
- რა არ მელოდით?
- არა, რაღაც სხვანაირად ხარ.
- თმები ავიკარი და ალბათ, ამიტომ. - დარბაზს თვალი მოავლო.
- ძალიან გიხდება.
- გმადლობთ. - ცივად უპასუხა. - ჩვენი სტუმრების მაგიდა სად არის?
- მე, რომ მიგაცილო? - ეღიმებოდა ლექსოს გოგოს ცივ და ამაყ ქმედებებზე.
- წავიდეთ. - წელში გამართული მინარნარებდა მაგიდებს შორის.
- ჩვენი სტუმრებიც მოვიდნენ, - შემოსასვლელში არაბები და მათი წარმომადგენელი შემოვიდნენ.
ბიზნეს პარტნიორობაზე საუბარი გვიან საღამომდე გაგრძელდა, კესანე შავ ღვინოს ნელ-ნელა წრუპავდა, თან აუცილებელ საკითხებს ინიშნავდა და ატყობდა, რომ ერთმა ჭიქა შავმა ღვინომ უკვე თავბრუ დახვია.
- კარგით, რადგან შევთანხმდით დარჩენილ დეტალებზეც, გაგვიმარჯოს. - ჭიქები ასწიეს, მეორე ჭიქამ კესანეს აშკარად ძალა გამოაცალა.
- ბატონო ლექსო, ჩემს, არაბ სტუმრებს უკვე წასლვა სურთ.
- კი, არ არის პრობლემა, ბატონო მამუკა. შემდეგი შეხვედრა უკვე სასტუმროს წარმომადგენლებთან ერთად დავგეგმოთ და შემდეგ გავაფორმოთ ჩვენი ხელშეკრულებაც.
- კარგით, აბა შეხვედრამდე. - წამოდგნენ სტუმრები, - თქვენის ნებართვით, ჩვენ დაგტოვებთ.
- წავიდნენ? - შუბლზე ხელს იჭერდა კესანე, - ლექსო, ბატონო ლექსო, - თვალები მოჭუტა, - ყველაფერი ტრიალებს იცით?
- რაა? - ჩაეცინა ლექსოს, - შენ რა დათვერი?
- მემგონი. - დარცხვენილი თვალებით შეხედა.
- სამ ჭიქაში?
- მეც მიკვირს... - სატირლად მოამზადა ტუჩები.
- სუუ, - თითები ტუჩებზე მიადო ლექსომ, - არ იტირო, მე წაგიყვან.
- სად წამიყვან? - შეშფოთება დაეტყო კესანეს.
- სახლში, - გოგონას გაფართოებულ თვალებს, რომ წააწყდა, - შენს სახლში, - დააკონკრეტა ლექსომ.
- ნწ, არ გამოვა. - სკამზე თავი მიადო კესანემ.
- აბა როგორ მოვიქცეთ? - წვერებზე ხელი ჩამოისვა ბიჭმა.
- ცოტა დავისვენებ და მერე, ჩემით წავალ.
- მანქანაზე ნასვამ მდგომარეობაში დაჯდები?
- არ ვარ ნასვამი, სულ ცოტა დავლიე.
- კარგი, წავიდეთ. - წამოდგომაში დაეხმარა კესანეს და მანქანამდე ხელი არ გაუშვია. - ფრთხილად, - ხელი მიაშველა ჩაჯდომაში, - მოდი ახლა ღვედი გადავიკრათ.
- ღვედი? არ მინდა, ნწ - არათითს აქნევდა კესანე და ისტერიული სიცილი აუტყდა.
- „ღმერთო, რა საყვარელია, სიცილიც როგორ უხდება... „ - სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა ლექსო. - ღვედის გარეშე დაგვაჯარიმებენ და ხელფასიდან დაგიქვითავ, იცოდე.
- იყოს მასე, ჯარიმის გადახდა მირჩევნია.
- და 5 ქულას ვის ჩამოაკლებენ შენ თუ მე?
- ეგეც ჩემზე იყოს, მე ვიხდი. - სიცილისგან სლოკინი აუტყდა.
- წავედით, საქალბატონე კესანე, - მანქანა დაქოქა ლექსომ.
- მოიცა, ასე სახლში ვერ მივალ, - თავი გვერდულად მოაბრუნა კესანემ, - ჩემს დაქალთან წავიდეთ, სარასთან. - თქვა ეს და ჩაეძინა.
- ვახ, მივდივართ დაქალთან, რომლის სახელი ვიცით, მაგრამ მისამართი არა. - მანქანა გააჩერა ლექსომ, კესანეს მობილურში კი სარას ტელეფონის ნომერის ძებნა დაიწყო.

მწვანე მინდორზე ამაყად მიაბიჯებდა, მზის სხივის ათინათები მის გრძელ თმებზე დათამაშობდნენ, სასიამოვნო გრძნობა მთელი ძალით ცდილობდა მისი სხეულის დაპყრობას, უცებ ჩამოღამდა და მობილურის ხმამ დასჭექა, გოგონა ცდილობდა თავი დაეღწია სიბნელიდან და ისევ ნათელ მხარეს დაბრუნებოდა, მაგრამ ტელეფონი ჯიუტად რეკავდა.
- ვინ რეკავს? - ხელი გადაწია და ტუმბოდან მობილური აიღო, - უცხო ნომერია, არ ვუპასუხებ, არა მოიცა ხომ არის მშვიდობა? - წამოხტა უცებ - დიახ, გისმენთ.
- სარა, ბრძანდებით?
- დიახ, - გულს ბაგა-ბუგი გასდიოდა.
- სარა, მე ლექსო ვარ, კესანეს უფროსი.
- რა მოხდა ლექსო? - შეშფოთდა სარა.
- არაფერი, დამშვიდდით. უბრალოდ კესანემ დალია და ასე სახლში ვერ მივალ ჩემს დაქალთან მიმიყვანეო, თქვა ეს და ჩაეძინა.
- აჰა, ჩაეძინა და მერე?
- იქნებ მითხრათ თქვენი მისამართი და მოვიყვან.
- ა, კარგით. მოგწერთ შეტყობინებას.
- კარგი, ველდოები.
- კარგით. - ლოგინიდან წამოხტა სარა, - ოჰ, კესანე რა დალიე ამდენი? - ტანსაცმელს იცმევდა ბუზღუნ-ბუზღუნით. - კიდე კაი, ჩემები თბილისში არიან და ბებია-ბაბუას ძინავს. - ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა და ეზოში ჩავიდა. - ოხ, ეს დრო რა ნელა გადის, მოიცა დიმას დავურეკავ. მიპასუხე, მიპასუხე, - ნერვიულად სცემდა ბოლთას ეზოში. - აჰ, დიმა.
- ხო, სარა. - მძინარე ხმით უპასუხა დიმამ.
- გძინავს?
- აბა, რას უნდა ვაკეთებდე ღამე?
- მისმინე, დღეს კესანე ჩემთან რჩება, ხოდა მარიკას შენ უთხარი.
- რატომ რჩება?
- მინდა და მაგიტომ.
- თვითონ, რატომ არ დარეკა?
- ძინავს.
- მოიცა, რაღაცას მიმალავ.
- საიდან მოიტანე, რომ გიმალავ?
- კესანეს ძინავს, შენ გღვიძავს და მარიკას მე უნდა ვუთხრა ეგ ამბავი.
- მერე რაა?
- ამოღერღე, თორემ უკვე გამოვფხიზლდი და 5 წუთში შენს ჭიშკართან ვიქნები.
- ოო, ახლა გახდა დეტექტივი დიმიტრი. ნასვამია და რჩება ჩემთან, მორჩა, დამთავრდა საუბარი, წერტილი.
- უყურე შენ კესანეს, რომ ვერ თხოვდება მაგიტომ დალია? - ახარხარდა დიმიტრი.
- მოგივლი, ხვალ. - დაემუქრა სარა მეგობარს და მობილური გათიშა, რადგან ჭიშკართან მანქანა გაჩერდა.
- გამარჯობა, - მიესალმა ლექსო.
- გამარჯობათ, მე სარა ვარ.
- სასიამოვნო, მე ლექსო.
- ჩაეძინა ხომ? - ეშმაკურად ჩაეღიმა გოგოს, - ოხ, ჩემი ჩურჩუტელა. - მანქანის კარები გამოაღო, - კეეს, კესუნა, გაიღვიძე ჩემო ფერია, ჩემთან ხარ უკვე. - კესანემ თვალები ძლივს გაახილა, გაუღიმა მეგობარს და ისევ დახუჭა.
- ღრმად ძინავს, ხომ? - მანქანას მიეყრდნო ლექსო.
- აშკარად, მაგრამ ხომ არ მიწყენთ წყალი, რომ შევასხა?
- რატომ უნდა გიწყინოთ?
- მანქანის სალონი დაგისველდებათ ცოტა.
- არაუშავს, ზაფხულია, გაშრება.
სარა ეზოში შებრუნდა და უკან დიდი ჭიქით დაბრუნდა.
- კესო, კესანე, კესუნაა. - უძახდა ყურთან, - თუ ნებითა შენითა არა, მაშინ ძალითა ჩემითა, - სარამ დაქალს ცივი წყალი შეასხა სახეში.
- სარაა, რას აკეთეებ? - სახე მოიწმინდა კესანემ.
- გადმოდი მანქანიდან და მერე ვისაუბროთ.
მეგობარი ძლივს აიყვანა ოთახამდე, კესანე დაწოლილი არ იყო, მშვიდი ფშვინვა ამოუშვა.
- ჩემი გადარეული, გოგო. - გვერდით მიუწვა მეგობარს და ტკბილად დაიძინა.

შავ ლაბირინთში ხელების ცეცებით ცდილობდა გზის გაკვლევას, ხან რას ეხეთქებოდა და ხან რას, გრძნობდა უჰაერობა გუდავდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა:
- დედაა.
- კეს, კესანე, - მივარდა სარა ახალგაღვიძებულ მეგობარს, - რამე ცუდი გესიზმრა?
- ვაიმე, აქ ვარ? - ოთახში მიმოიხედა და ამოისუნთქა, - რაღაც კოშმარი ვნახე.
- კაი დაივიწყე, - შუბლზე თმები გადაუწია, - მისმინე, თავი ხო არ გტკივა? სალო ბებო, გვიმზადებს გემრიელობებს.
- ვაიმეე, ახლა მხოლოდ ყავა მინდა, მერე მოვიფიქრებ. - მობილურს დახედა, - ვახ, მარიკამ როგორ მოხდა, რომ არ დარეკა?
- ალბათ, ჰგონია, თუ გძინავს. - თმები აიწია სარამ.
- აჰა, რეკავს. - დახედა ეკრანს, - ხო, დე.
- როგორ ხარ, შვილო? ისე მოსულხარ და ისე წასულხარ არ გამიგია.
- აა, ხოო. არაუშავს... - ჩაეცინათ დაქალებს, - საქმეები მქონდა და არ ინერვიულო.
- დღესაც დაგაგვიანდება?
- არ ვიცი წინასწარ.
- კარგი, დედი. გკოცნი და მოუფრთხილდი თავს.
- მეც დეე. - მობილური გათიშა, - ვახ, რა ეძინა ასეთი, რომ ვერაფერი გაიგო?
- რას ნერვიულობ, წამო ვისაუზმოთ, მერე კი შენი მანქანის წამოსაყვანად წავიდეთ, რომ არც შენ და არც მე დაგვაგვიანდეს სამსახურში.
- აპარატის ყავა გირჩევნია თუ თურქული?
- იყოს აპარატის. უფრო მომაფხიზლებს.
- დილა მშვიდობისა, ჩემო ჩიტუნიებო, როგორ გეძინათ?
- სალო ბებო, როგორ ხართ? - ჩაეხუტა კესანე, - რა ხანია არ მინახიხართ.
- ასეა, დაიზარდეთ, დაფრთიანდით და დრო აღარ გაქვთ.
- ნამდვილად, კარგი იყო ბავშვობა, სტუდენტობა, ბევრი თავისუფალი დრო.
- აბაა, კარგია მოგონებები, - საუბარში ჩაერთო სარა, - მოიცა, შენი უფროსი მე რატომ მირეკავს? - გაოცებული გახედა კესანეს.
- უი, არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა კესანემ, - მიდი უპასუხე.
- გისმენთ... ა, დიახ... კი კესანე ჩემთან არის... რაა? აქ ხართ? რატომ?... კარგით, გამოვალთ ჩვენც მალე. დროებით.
- რა ხდება? -
- აქ არის.
- რაა?
- იძახე ახლა რაა, გეუბნები გარეთ არის და გელოდება.
- ჭკუიდან გადამიყვანს, - წამოხტა კესანე, - რა უნდა, რა?
- დამშვიდდი. - წამოდგა სარა, - ჩავიცვათ, გავიდეთ და გავიგებთ. ხტუნვით და პანიკით რას გაიგებ?

ლოდინი კარგის თუ ცუდის, ლოდინია და დრო ყველაზე მეტად მაშინ გადის ნელა და აუჩქარებლად.
- სად არიან ამდენ ხანს? - საათს დახედა ლექსომ.
- დილა მშვიდობისა, - გამოცქრიალდნენ გოგოები.
- მშვიდობიანი დილა, მშვენიერო ქალბატონებო.
- რატომ მოხვედი? – „ცოტა მშვიდად“ ხელი უჯიკა სარამ კესანეს.
- მანქანა, რომ ჩამოვიყვანოთ. - ჩაეღიმა.
- მე და სარა მივდიოდით.
- ნუ მოვაცდენთ, სარას. - გაუღიმა გოგონას.
- კარგი, რადგანაც მოაკითხეთ, მაშინ თქვენ წადით და მე სამსახურში გავარდები, თქვენის ნებართვით. - თქვა ეს სარამ, მანქანაში ჩაჯდა და დაქალი შეატოვა ლექსოს. - რომ კითხო, არაფერია და არადა ბიჭი იწვის. - იცინოდა მანქანაში.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

სამივე თავი ახლა წავიკითხე.. და აი ძალიან მომეწონა.
ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგად წერ.
იცოდე ხვალ ველოდები შემდეგ თავს.
წარმატებები
❤️

 


№2  offline წევრი სესილია

სტუმარი ანა
სამივე თავი ახლა წავიკითხე.. და აი ძალიან მომეწონა.
ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგად წერ.
იცოდე ხვალ ველოდები შემდეგ თავს.
წარმატებები
❤️

უღრმესი მადლობა, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

როდის დადებ?

 


№4  offline წევრი სესილია

სტუმარი ანა
როდის დადებ?

ველოდები ადმინისტრაცია როდის დაადასტურებს :)

სტუმარი ანა
როდის დადებ?

წესით მალე დაიდება,

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

მეც ველოდები მაშინ როდის დაადასტურებს ????❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი maiko

magari gogoxar momewona dzaloan gelodebii

 


№7  offline წევრი სესილია

სტუმარი maiko
magari gogoxar momewona dzaloan gelodebii

დიდი მადლობა, დაიდო გაგრძელება. ველოდები თქვენს შეფასებას ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent