შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...და მზე ამოვიდა (პირველი თავი)


15-12-2020, 11:14
ავტორი DiscoverYourWo(L)d
ნანახია 3 261

და აი ჩვეულებრივი დღე გათენდა, მაგრამ ჩემს გულში მაშინ არ თენდებოდა. ადგომა არ მინდოდა. წვიმდა. ციოდა. იმის იმედით, რომ ჯერ ჩემი ადგომის დრო არ იქნებოდა, საწოლთან მდგარ ტუმბოდან, ჩემი ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე. ათი საათი იყო. ავდექი და მოვწესრიგდი. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა. გაგიკვირდებათ და ძალიან მდიდრულ ოჯახში ვცხოვრობდი. ჩემი ოთახი იასამნისფერი ფერებისაგან შედგებოდა. დიდი და ლამაზი საწოლი. დიზაინრების მიერ შექმნილი ნივთები და ავეჯი. დიდი, ვერცხლის სარკე, რომელშიც მგონი არც კი ვიყურებოდი. დიდი ფანჯარა, დიდი და ძალიან ლამაზი ხალიჩა. ირგვლივ ყველაფერი იასამნისფერ ფერებში გადადიოდა. ყველაფერს მოახლეები ალაგებდნენ და აწესრიგებდნენ. მამაჩემის ხელში ლოგინის დალაგებასაც კი არ მაცლიდნენ. ავდექი და ჩემი უზარმაზარი გარდირობიდან, დიზაინრების მიერ შერჩეული, დღეისათვის განკუთვნილი ტანსაცმელი გამოვიღე. ნეტავ იცოდეთ, როგორ მქონდა მობეზრებული, ეს ნაქარდი, ძვირფასი თვლებით გაწყობილი, დიდებული და ულამაზესი კაბები, რომლებიც ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი და ყოველდღიური გამხდარიყო. მიუხედავათ ამისა, მოვირგე კაბა, ავიღე ხელ ჩანთა, მხრებში გავიმართე და მამაჩემის კაბინეტისაკენ გავწიე. საძინებლები და კაბინეტები მეორე-მესამე სართულზე იყო. ჩემი, ჩემი და-ძმის, მშობლების საძინებლები მეორე სართულზე. ჩემი და მამას კაბინეტიც ამავე სართულზე გახლდათ. მეორე სართული მთლიანად ,,ხის“ ფერებში იყო გაწყობილი. ირგვლივ ყველაფერი ძვირადღირებული და ლამაზი იყო. მამაჩემი, ნიკოლოზ დადიანი, დიდი ბიზნესმენი იყო. ასევე, ძალიან მკაცრი მამა და ოჯახის უფროსი. ქრისტიანი, დიპლომატი, სერიოზული და ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. როგორც იტყოდნენ, არც ჭიქის აწევა და კაცობა არ ეშლებოდა. საქმის გარჩევაც კარგად შეეძლო. ნიკოლოზს განსაკუთრებით ვუყვარდი და აზრს ყოველთვის მეკითხებოდა. ყოველ დილას თერთმეტის ნახევარზე მის კაბინეტში, ბიზნესის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა განგვეხილა და კლიენტებზე უნდა გვესაუბრა. ამ საუბარს ვესწრებოდით მე, ნიკოლოზი, ჩემი ძმა დემეტრე და ნიკოლოზის მეგობარი ოჯახის შვილი დანიელ ანდრონიკაშვილი. მე ცხრამეტი წლის ვიყავი. დემეტრე კი ჩემზე ერთი წლით უმცროსი. დანიელი ოცი წლის იყო. ნიკოლოზი კი ოცდათვრამეტი წლის იყო. შევედი კაბინეტში. ნიკოლოზ და დემეტრე უკვე იქ იყვნენ. მეც დათქმულ დროზე მივედი. ნიკოლოზს არ უყვარდა არაპუნქტუალური ადამიანები. დანიელი არ ჩანდა, რაზეც დემეტრე ბრაზობდა. მან წელს ჩააბარა ბიზნესის უნივერსიტეტში და თორმეტ საათზე ლექციები ეწყებოდა. ეს საუბარი კი არანაკლებ ერთი საათი გრძელდებოდა, ასე კი დემეტრე დააგვიანებდა. ნიკოლოზს კაბინეტი ძალიან დიდ და საქმიან ოფისად გამოიყურებოდა. ირგვლივ ყველაფერი ყავისფერ ფერებში იყო. მთელ მაგიდაზე საკანცელარიო ნივთები დაეწყო და კაბინეტში ჰქონდა წიგნების დიდი თარო. სანამ ჩვენ დანიელს ველოდებოდით, ნიკოლოზმ მოასწრო და გუშინდელი დღის ანგარიშები დაგვირიგა, რომ გადაგვეხედა. ამ დროს, კი დანიელმა კარებზე დააკაკუნა და შემოვიდა.
- დანიელ! რატომ დაიგვიანე? - იკითხა ნიკოლოზმა, მკაცრი და ბრძანებლური ტონით.
- მაპატიეთ, დედა შეუძლოთ იყო და ვერ დავტოვე, სანამ მამა არ მოვიდა.
- კარგით, მოდით დავიწყოთ, თორემ დრო არ გვეყოფა. - თქვა ნიკოლოზმა და მაგიდის გარშემო დავსხედით.
დანიელ ანდრონიკაშვილი, ოცი წლის ყმაწვილი, ბიზნესის უნივერსიტეტის მესამე კურსელი იყო. ის ძალიან მომხიბვლელი იყო. მაღალი, გამხდარი, ძლიერი ბიჭი იყო. შავი თვალებითა და შავი თმით. წვერები ოდნავ წამოზრდოდა. მისი ტანის მოყვანილობა არასოდეს, არავის არ გვინახავს, მაგრამ დედამისი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი, ყოველთვის ამბობდა, რომ დანიელს იდეალური აღნაგობა ჰქონდა. ის კარგი მოსაუბრე და მხიარული ადამიანი იყო. საქმეშ კი ძალიან მოწადინებული გახლდათ. მას ყოველთვის ოფიციალურ სამოსში ვხედავ. პერანგი, ჰალსტუხი, პიჯაკი და ა.შ.
დემეტრე საშუალო სიმაღლის, გამხდარი, თაფლისფერთვალება ბიჭია. ის ძალიან ჭკვიანია. ნიკოლოზს ძალიან ჰგავს თვისებებით, მაგრამ დემეტრე უფრო გამგებია და არც ისე მკაცრია, როგორც ნიკოლოზ. მას უყვარს გიტარაზე დაკვრა. ის თავისუფალია. ყოველ დილას, შვიდ საათზე დგება და ვარჯიშობს. მას იდეალური აღნაგობა აქვს. ვარჯიშის შემდგომ შხაპს იღებს და აივანზე გადამდგარი გიტარაზე უკრავს. ამ დროისათვის კი უკვე 9 საათია. მასზე ბევრი გოგონა გიჟდება. ის ოფიციალურად იცვამს სახლის გარეთ და მამასთან. დანარჩენ შემთხევაში, მხოლოდ თავისუფალი პერანგი და ჯინსები.
დავიწყეთ ანგარიშების განხილვა. ერთ საათიანი საუბრის შემდგომ, შევჯამდით და საბუთები მოვაწესრიგეთ. ახლა კი ყველა უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავით. მეც, დანიელიც და დემეტრეც ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით. ყველას ჩვენ-ჩვენი მანქანები გვყავდა. ნივთები ავიღე. ბიჭები გარეთ გავიდნენ და კაბინეტში მე და ნიკოლოზ დავრჩით.
- დროებით მამა. - ვუთხარი მე და უნდა გამოვსულიყავი. უცებ დამიძახა და სკამისკენ მიმითითა. მეც დავჯექი და გაკვირვებული ვუყურებდი, რადგან საქმე უკვე დასრულებული გვქონდა.
- ანა! მინდა ეს ყველაფერი წინსწარ გითხრა. მათ არ სურდათ, ჯერ-ჯერობით, რომ ეს გცოდნოდა, მაგრამ...
- რა ხდება მამა? - ავღელდი მე.
- ანა, აბელმა და ეკატერინემ, დანიელისათვის შენი შერთვა შემომთავაზეს.
მე ენა დამება. მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შევძელი.
- რა? - შემეშნდა, დავიბენი და არ ვიცოდი ეს რა გრძნობა იყო.
აბელ ანდრონიკაშვილი დანიელის მამა იყო. ის ნიკოლოზის კარგი მეგობარია. აბელი ყველას საყვარელი ბიძია და მამა ეგონათ. მე კი ამ კაცში რაღაც სხვას ვხედავდი. აბელში ტყუილს და ფულის სიყვარულს ვხედავდი.
- ანი, გამეცი ხმა.
- მამა, მე არ მიყვარს დანიელი.
- დიახ, ვიცი, მაგრამ მოგიწევს, რომ 2 თვეში მას ცოლად გაჰყვე.
- რას ამბობ? - ვიყვირე მე.
- ტონს როგორ უწევ ნიკოლოზ დადიანთან? - თვალები დამიბრიალა ნიკოლოზმა.
- მამა, მე ვერ გავყვები მას. - ვცდილობდი დავშვიდებულიყავი და ეს შემეგნებინებინა მისთვის.
- უნდა გაჰყვე. - მტკიცედ მითხრა მან.
- კი მაგრამ რატომ ვარ იძულებული? - ცრემლები მომეძალა მე.
- აბელთან ვალში ვარ, მან გადაგარჩინა გახსოვს? ამის სანაცვლოდ შენი ხელი მთხოვეს. კარგი რა, რატომ ართულებ შვილო. დანიელი ძალიან კარგი ახალგაზრდაა. შენ მას ცოლად გაჰყვები და თუ ამას არ გააკეთებ, შეგიძლია აქედანვე დაივიყწო, რომ მამაშენი ვარ, რადგან მამაშენი არავის არ რჩება ვალში. ეს საუბარი დასრულებულია. წადი უნივერსიტეტში.
მე დავიბენი, სწავლის თავი არ მქონდა. აი ამაზე ვამბობდი, ჩემს გულში დაბნელდა-თქო. სიცოცხლე აღარ მინდოდა. მტკიოდა, მაგრამ ტირილის უფლება არ მქონდა. ჩემი ცრემლები ჩემივე გულში იღვენთებოდა. მტკიოდა.
აბელმა მართლად გადამარჩინა, მაგრამ რის ფასად... ორი წლის წინ, როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, თანაკურსელებმა წვეულება მოვაწყეთ. ერთ-ერთმა სტუდენტმა წამალი გაიკეთა. ამან ძალიან შეგვაშინა და გაგვაკვირვა ყველა, რადგან ამ უნივერსიტეტში ყველა ცნობილი მამების, ცნობილი შვილები ვიყავით და ეს არავის არ გვეკადრებოდა. შემდეგ ამ ბიჭმა გადაწყვიტა ჩვენთვის ძალით გაეკეთებინა ეს წამალი. ამ დროს კი აბელი და დანიელი გამოჩნდნენ, რომლებიც თურმე იქვე იყვენენ, მოპირდაპირე შენობაში ბიზნეს-მოლაპარაკებაზე. დანიელმა და აბელმა გადამარჩინეს და ამისთვის ორივეს ვალში ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა ეს ვალი ჩემი თავით გადამეხადა. ჩამოვედი კიბეებზე, იქ დავინახე ჩემი და, თაია იდგა და მე მელოდებოდა.
- დილამშვიდობისა ანი!
მე ხმის ამოღება არ შემეძლო და გავუღიმე.
თაია 17 წლის, მეთორმეტე კლასელი იყო. ის ძალიან კარგად სწავლობდა და ოჯახს ასახელებდა. ძალიან კარგი და იყო, ის ყოველთვის მეხმარებოდა ყველაფერში.
- ანი! რა მოგივიდა? - თვალებში ჩამხედა მან.
მე ტირილს ძლივს ვიკავებდი. მეშინოდა, და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა თავისუფლება.
- არაფერი თაია, მეძინება. როდესაც დავბრუნდები ლექციებიდან, მერე ვისაუბროთ . - ეს სიტყვები ძლივს ამოვღერღე და კარებისკენ გავიქეცი.
გარეთ დემეტრე და დანიელი მელოდებოდნენ. ნეტავ იცოდეთ, როგორ არ მინდოდა დანიელი ნახვა. ნეტავ იცოდა ამის შესახებ?
- დანიელ უნდა ვისაუბროთ. - ვთქვი მე და ჩემი მანქანის კარისაკენ მივუთითე.
- ანი, ახლა გვაგვიანდება, უნივერსიტეტიდან გავიაროთ სადმე.
- კარგი, მაშინ დამელოდე, როდესაც ლექციები დაგიმთავრდება.
- აღარ მივდივართ? ათ წუთში ლექციები მეწყება. - უკმაყოფილება გამოთქვა დემეტრემ.
მანქანაში ჩავჯექი. უნივერსიტეტში არ მინდოდა. ამოვისუნთქე და მიუხედავად ჩემი ოჯახის წესებისა, უნივერსიტეტის გზას გადავუხვიე. იქიდან კი ავტობანი იწყებოდა, რომელიც სად მიდიდოდა არ ვიცოდი, მაგრამ წავედი... მეგონა სახლში აღარ დავბრუნდებოდი. მეზიზღებოდა ყველაფერი. მეზიზღებოდა ეს სიმდიდრე, ეს გადარჩენა. აბელი მეზიზღებოდა. ნიკოლოზიც მეზიზღებოდა და დანიელიც.
საათს დავხედე, ჯერ კიდევ ავტობანზე მივდიოდი. უკვე ლექციები დამთავრებულიყო. არვიცოდი რა ხდებოდა იქ. მელოდებოდა თუ არა დანიელი. მხოლოდ წვიმას და გრძელ გზას ვხედავდი. მეშინოდა. მივდიოდი ბოლო სიჩქარით. გადიოდა საათები და გზა არ სრულდებოდა. მიკვირდა და მეშინოდა. ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. ნიკოლოზი მირეკავდა, ჩემი პირადი მოახლეც, დემეტრეც, თაიაც, დანიელიც და დედაც. დედაზე არ მისაუბრია. მინდა გითხრათ, ის საუკეთესოა. ელისაბედ (ელა) დადიანი. ჩემი დედიკო. მე ის ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ ვერ ვუყვები თუ როგორ მტკივა. მე... არვიცი, თითქოს მერიდება მისი, მრცხვენია, რომ სხვა თვალით შემომხედავს. დავინახე თუ არა მისგან შემოსული ზარი, ვერ გავძელი და ვუპასუხე.
- ანა, სად ხარ? - თითქოს წამოიყვირა, არ მოელოდა, რომ ვუპასუხებდი. ნერვიული და ატირებული ხმა რომ გავიგონე, მეც ცრემლები წამომივიდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- დედა...
- ანა, ახლავე მოდი სახლში.
- დედა, ყველაფერი კარგადაა, მალე დავბრუნდები, უბრალოდ დღეს განტვირთვა გადავწყვიტე.
- უნივერსიტეტი გააცდინე, არავის არ პასუხობდი, ეს არის განტვირთვა? იცი, რომ ახლა ბიძია აბელი, დეიდა ეკატერინე და დანიელიც აქ არიან და შენს გამო შეწუხდნენ?
- აღარ დამირეკოთ, მალე მოვალ. - ოდნავ კატეგორიული ტონით ვუთხარი და შემდგომ მისი გაუბრალოება ვეცადე. - არ ინერვიულოთ, ცხრამეტი წლის ვარ, პატარა ხომ აღარ ვარ.
- კარგი შვილო, მალე მოდი - მითხრა დედამ და ტელეფონი გათიშა.
ვნერვიულოდი. ჩემდა საუბედუროდ ტელეფონი დამიჯდა. როდესაც ჩანთაში სატენს ვეძებდი, გამახსენდა, რომ დილას, ნიკოლოზს კაბინეტში დამრჩა. მხოლოდ რადიო და მისი საათი მქონდა. მანქანის მობრუნება და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ ავტობანზე ვერ ვატრიალებდი. უნდა მევლო მანამდე, სანამ არ ვიპოვიდი მანქანის მოსაბრუნებელ ადგილს. მოსაღამოვდა, მზე ჩადიოდა, ტელეფონი არ მქონდა, მე კი მანქანა უნდა მომებრუნებინა. კიდევ რამდენიმე წუთი ვიარე. ძალიან სწრაფად მივდიოდი. რამდენიმე წუთში კი კიდევ უფრო დაბნელდა. უკვე ექვსი საათი იყო. დეკემბერში კი ამ დროს ბნელდება. ძალიან მციოდა და მშიოდა. ტელეფონიც უნდა დამეტენა. იქვე დავინახე, რომ პატარა ქოხიდან სინათლე გამოდიოდა. მანქანა იქვე გავაჩერე და წვიმაში გავიქეცი. ორი წუთი სირბილი მომიწია და საკმაოდ დავსველდი. კარებზე კაკუნი დავიწყე. ძალიან მციოდა. ხელები მიკანკალებდა. კარი ახალგაზრდა ბიჭმა გამიღო. ცხრამეტი-ოცი წლის იქნებოდა. ძალიან თავისუფალი ჩაცმულობით, რომელიც მე ჩემს გარემოცვაში არასოდეს არ მინახავს. თეთრი, დიდი, მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, დახეულ ჯინსებზე. გამიკვირდა, როდესაც მისი თმები დავინახე. ჩვენს ოჯახში, ყველა მამაკაცს თავი თითქმისდა გადაპარსული აქვთ ან როგორც ახლა ამბობენ : ,,დაბალზე აქვთ“ . ამ ბიჭს თმები სულ სხვანაირად ჰქონდა. თანამედროვე სტილი ჰქონდა. მის შემდგომ დიდ ხანს ვეძებდი ბიჭების ვარცხნილობას ინტერნეტში, რომ გამეგო თუ რა სტილის ვარცხნილობა ჰქონდა ამ ბიჭს. ბოლოს მივაგენი. ამ ბიჭის ვარცხნილობას- ,,Tousled Tuft” ჰქვია. და მას ეს ძალიან უხდებოდა. ის იყო მაღალი, თეთრკანიანი, შავი თმებითა და შავი თვალებით. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, რომ წვიმას და სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი. ღრმა და საყვარელი გამოხედვა. ადრე ბიჭი მოკლემკლავიან და დიდ მაისურში არასოდეს მინახავს. არც ბიჭის კუნთები არ დამინახავს. მის მაისურში, მის კუნთებს ვხედავდი და მას ძალიან ,,მაგარი“ აღნაგობა ჰქონდა. მეგონა, რომ მისი მკლავებით მუხის მიწიდან ამოგლეჯვასაც შეძლებდა. ეს ყველაფერი წამებში გავიაზრე. როგორც გითხარით კარი გამიღო, თმებზე ძალიან ლამაზად და მომნუსხველად გადაისვა ხელი და მითხრა:
- გამარჯობა! - და გამიღიმა. მისი ხმა, როგორი ღრმა და საყვარელი ხმა ჰქონდა. მისი ტემბრი არ იყო არც მკაცრი და არც მომთხოვნი. მისი ხმა სიყვარულსა და ბედნიერებას გამოხატავდა და მისი ღიმილი. მეგონა ჩავიკეცებოდი. მისი ძალიან ლამაზი ტუჩები და მისი ხელები.
ენა დამება. არ ვიცოდი რა მეთქვა და ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოვიღე.
- გამარჯობა! ძალიან წვიმს მე კი მანქანა ვერ შემოვაბრუნე ავტობანზე, რომ სახლში დავბრუნდე. ძალიან მცივა. შეიძლება შემოვიდე, ცოტა გავთბე, ტელეფონი დავტენო და მალევე წავალ.
- რათქმაუნდა, შემოდი - გამიღიმა მან და კარისაკენ მიმითითა.
შევედი. ძალიან მყუდრო სახლი იყო. ბუხარში ცეცხლი ენთო. იქვე დივანი იდგა და ბუხართან კი სქელი ხალიჩა. იქვე მაცივარი და ბარის სტილის სამზარეულო. ბუხართან გიტარა იდო. ძალიან გემრიელი სუნი ტრიალებდა. უცნაურმა ბიჭმა ჩამიარა გვერდი და ბუხართან დაგებულ ხალიჩაზე დაწვა. ასეთი თამამი ბიჭები არასოდეს არ მინახავს. ეს ეტიკეტში არ შედიოდა, მაგრამ ახლა იმდენად მეზიზღებოდა ჩემი მდიდრული და ,,ეტიკეტური“ ცხოვრება, რომ იმ ბიჭზე ვიფიქრე კიდევაც, რომ აი ეს იყო ნორმალური ადამიანი, რომელიც იმას აკეთებდა რაც სურდა და არ აინტერესებდა სხვა რას იფიქრებდა.
- რას დგახარ? მოდი გათბი - ღიმილით მითხრა მან და ხალიჩისკენ მიმითითა.
- ახლავე, მადლობა - ვუთხარი და გავუღიმე. ჩემი ქურთუკი საკიდზე დავკიდე და ბუხართან მივირბინე, რომ მალე გავმთბარიყავი. ტელეფონიც შევაერთე.
- შეიძლება თქვენი სახელი გავიგო? - ვიკითხე მორიდებით.
- არა, ვმალავ ჩემს სახელს - სიცილი დაიწყო მან. ვერ წარმოიდგენთ რა საყვარლად იცინოდა. ეს ბიჭი, ჩემი წრიდან რომ ყოფილიყო შეიძლებოდა მომეკლა ამ ფრაზისთვის, მაგრამ ის იმდენად საყვარელი იყო, რომ მეც სიცილი ამიტყდა.
- კარგად გამაცინე, ძალიან ლამაზი ხარ. - მითხრა მან. გეფიცებით, ეს რომ დანიელს ან ვინმე სხვა ნაცნობ ბიჭს ეთქვა ვიუკადრისებდი და ზედაც აღარ შევხედავდი. მისგან კი მესიამოვნა.
- მადლობა - გავუღიმე მე და ბუხართან ხელები უფრო ახლოს დავიჭირე.
- შენ რა გქვია? - მკითხა მან.
- მე ანი დადიანი ვარ.
- დადიანი... დადიანების მამულიდან ხარ? - თითქოს აგდებულად თქვა ეს.
- უკაცრავად?
- საბოდიშო არაფერია - გაიცინა მან.
- შენ რა გქვია? - ვკითხე და ცოტა ბრძანებლურად გამომივიდა.
- მე ასკლიპიოტოდე ვარ. მოფერებით ასპის მეძახიან. - გამიღიმა მან.
ეს რა იყო? გამიკვირდა. თითქოს გადამიარა მისდამი აღტაცებამ და გაკვირვებამ. ერთი თავხედი და უცნაურ სახელიანი ბიჭი იყო. ზრდილობისთვის გავუღიმე და წასვლა მოვიმიზეზე.
- კარგი, ახლა უნდა წავიდე. მადლობა ყველაფრისათვის.
- კარგი, აბა კარგად იყავი.
ქურთუკი ჩავიცვი და ის იყო უნად გავსულიყავი, რომ მან უცბად მომაძახა:
- ნოე.
- რა თქვით? - ვიკითხე ზრდილობიანად. მინდოდა მალე წავსულიყავი ამ ვიღაცა ასკლიპიოტოდეს სახლიდან.
- ნოე მქვია. - გამიღიმა, წამოდგა, თმებზე ხელი გადაისვა. - ბოდიშით, უბრალოდ ცოტა გაგეხუმრეთ. ნოე აბულაძე. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და ბოდიშით, დადიანებთან არაფერი არ მაქვს საწინააღმრდეგო. - გაიცინა და ხელები განზე გაწია მის სიტყვებთან ერთად.
მეც გამეღიმა. თითქოს სიბრაზემ გადამიარა. დარჩენა მომინდა, მაგრამ მე ხომ უკვე ვთქვი, რომ უნდა წავსულიყავი.
- იცი, შეგიძლია ცოტა ხანს კიდევ დარჩე, თუ გინდა. ვახშმობას ვაპირებ. - ძალიან საყვარლად შემომხედა მან.
- დიდი სიამოვნებით - გავუღიმე მე და ქურთუკი ისევ საკიდზე მოვათავსე.



№1 სტუმარი ინა

ანა რა კარგი დასაწყისია .* იმედია მალ მალე დადებ შემდეგ თავებს

 


№2  offline წევრი DiscoverYourWo(L)d

ინა
ანა რა კარგი დასაწყისია .* იმედია მალ მალე დადებ შემდეგ თავებს

მადლობაა <3
დიახ ვწერ, და მალე დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent