ორმოცი საშობაო ანგელოზი (დასასრული)
თავი 10 შეხვედრა ზოგჯერ როგორი უცნაურია ადამიანის წრფივი ბუნება. როგორ ძალუძს ყველაფრის არევ-დარევა, ან თავისივე არეულის დალაგება, როგორ შეუძლია იყოს გულქვა, სიძულვილით სავსე ან პირიქით სიყვარულის მორევში გადატყორცნილი. ბუნება უსიტყვოდ გვამცნობს თავის ჩანაფიქრს, ადამიანი კი მას სიტყვებს შთაჰბერავს და თვის წიაღში მიჩურთავს. ყველა სხვადასხვაგვარად განიცდის, ყველას განსხვავებული აქვს ფიქრები, განსხვავებულად აზროვნებს ყოველი გონება, სისხლს მოწყურებული თუ უბრალოდ მშვიდი ცხოვრების მსურველი. ზოგს ხიბლავს როდესაც სხვები მასზე კარგს ფიქრობენ, სხვებს ეს არც აინტერესებთ, მითუმეტეს ისინი ცდილობენ სამყაროს და ადამიანების გრძნობებითა და ტკივილით თამაშს. საერთო ერთი აქვთ - ადამიანებს - ყველას ერთნაირად სტკივა, თუმცა გამოხატვის ხერხებია სხვა. თავის ბინაში ჩაკეტილი ბოლო სამი დღე სახლიდან არ გამოსულა როუზი. ვერ გადაჰქონდა შვილების წართმევის ფაქტი. ეჭვები სტანჯავდა, თუ რა შეიტყო საბამ, რას ფიქრობდა ახლა მასზე როდესაც სიმართლე იცოდა, ან როგორ შეხედავდა ის მის პირისპირ მდგარს. ვერაფრით გაებედა მისვლა, მილოცვაც კი, უბრალოდ ტექსტურ შეტყობინებასაც ვერ გზავნიდა. როგორც კი ხელში აიღებდა ტელეფონს მაშინვე კანკალით უვარდებოდა და გონება უარყოფდა გულის წამოწყებულ ქმედებას. საბა მთელი ღამით ფხიზლობდა. ლუდის ქილები მოიმარაგა და წინ დაიწყო, რათა მთელი ღამის საგზალი ჰქონოდა. ერთ წერტილს გაშეშებული უყურებდა, აიღებდა ქილას, მოსვამდა, კვლავ დადგამდა, შემდეგ ისევ აიღებდა და ასე ატარებდა მთელ ღამეს. ერთ საათიანი წიგნის კითხვამაც ვერ დააძინა, ან ცდიდა საერთოდ ძილს? უეცრად ტელეფონმა დარეკა, ელა რეკავდა, მცირე ხნით ისაუბრეს, აინტერესებდა ბავშვები როგორ იყვნენ და ყურმილიდანაც კი იგრძნო ლუდის სუნი. დაუცაცხანა, ამდენ ბავშვზე ხარ პასუხისმგებელი და რას აკეთებო. რატომ სვამ ამ შუაღამითო. საბამაც განაცხადა - „ყველაფერმა დამღალა ელა, დავიღალე მუდმივი მარცხით, დავიღალე იმედგაცრუებითა და საშინელი ცხოვრებით, რომელიც არა და არ მექცა ბედნიერებად. დავიღალე.“ ამ სიტყვების მოსმენისთანავე ელამ კომპანიონი გჭირდებაო, ახლავე ჩავიცვამ და შენთან მოვალო, საბას დიდი ძალისხმევა დასჭირდა რათა ეს გადაეფიქრებინა მისთვის, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა. -ელა უკვე კარგად ვარ, არ გინდა არაფერი. -მოვდივარ! - თქმისთანავე გათიშა და ჩასაცმელად გაემზადა. საბამაც დაკიდა ყურმილი და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. „მიღალატა? - ფიქრი მეუღლეზე გადაიტანა. - მან მიღალატა. ეს როგორ გააკეთა, თან ვისთან მიღალატა, ვიღაცა გალეულ, თავმოტვლეპილ სამშობიაროს ექიმთან... მიზეზი? შემდეგი ბავშვის გაჩენა რომ გაუმარტივდეს და გვერდით „ნამდვილი“ მამაკაცი ედგას? მე რომ ძლივს ვიკავებ თავს ფხიზლად ვიყო და სისხლის დანახვაზე გული მიმდის ნუთუ ამის გამო გამცვალა სხვაში? აჰ... ახალი საყვარელი მშობიარობაში ფულსაც არ გამოართმევს ალბათ, თვითონვე ეცოდინება რა გააკეთოს და როგორ ამშობიაროს, დიახ... დიახ... ყველაფერი გაუთვლია და სწორედაც რომ ეს მაცოფებს. არც ერთხელ დაურეკავს, არც ერთხელ. ხომ არ გონია მე დავურეკავ და პატიებას ვთხოვ, პატიება თავად უნდა მთხოვოს! თან ისიც საკითხავია ვაპატიებ თუ არა, ბავშვები? ბავშვები კი მე მეყოლება, მის ახალ „ბოიფრენდთან“ არ გავაჩერებ არც ერთ წამს... ღმერთო რომ წარმოვიდგენ თუნდაც როგორ უწოდებენ ჩემი შვილები მას მამას, ან როგორ ეხება სასიამოვნოდ ის ჩემი ცოლის ხელს, ნაზად იღებს და კოცნის. არა... არა... არა... „ ფიქრები თავიდან მოიშორა და ლუდი მოსვა. თითქოს მას გაატანა ყოველი ბინძური და არაფრის მთქმელი ფიქრი. -ყველა ქალი ერთმანეთს ჰგავს. ფიქრობენ თუ რაში დაზოგონ საკუთარი სახსრები და როგორ მიიღონ მოგება სასარგებლო მამაკაცის არჩევანში. რაც პოლიციელი ვიყავი ჩემთან ერთად უსაფრთხოდ და თავს მშვიდად გრძნობდა ჰო? როგორც კი დავკარგე სამსახური მაშინვე სხვა დაითრია... უხ ამის! წინა სამი დღე საკუთარ გამოძიებას ატარებდა საბა. ლეოც გამოწერეს საავადმყოფოდან და შესანიშნავი დახვედრა მოუწყო მეგობარს ყვავილებითა და მუსიკით. თან შემდეგ გაიხუმრა კიდეც, მე მაგარ ნაშას ველოდებოდი აქ შენ ვინ გამოგგზავნესო. გადაეხვივნენ და მაშინვე საკუთარ სახლში წაიყვანა ბავშვების სანახავად. ლეო რომ დაინახეს ძალიან გაუხარდათ, ისინი კი ჯერ კიდევ კუთხეში მიყუჟულიყვნენ ვინც ეს ჩაიდინა და სანამ ლეომ არ დაუძახა მანამდე მასთან არც მისულან. ხელი გადახვია მათ და უთხრა ნუ დარდობთო, ვის არ მოსვლია, უკვე კარგად ვარ და ყველაფერი სტაბილურადააო, თუმცა ეს უნდა იყოს გაკვეთილი იმისა, რომ უფრო ყურადღებით და ჭკვიანად იყოთო. მამის როლი მოირგო თითქოს და მზრუნველობას ამჟღავნებდა მათდამი. ლეოსა და საბას მისვლიდან რამდენიმე საათში პოლიციის მანქანაც მოადგა მისი სახლის ჭიშკარს. ბავშვები შეშინდნენ. განსაკუთრებით პატარა იაკობი, რომელიც მარტო სიბნელეშიც ვერ რჩებოდა. მათთვის პოლიცია რამის დაშავებასთან იყო ასოცირებული, დასჯასა და სიცოცხლის ხელყოფასთან. ამიტომ ყველანი მაქსიმალურად ჭკვიანად და გაუნძრევლად ისხდნენ. -რაშია საქმე ოფიცერო? - საბამ გააღო კარი, წვრილი გალეული მამაკაცი პოლიციის ფორმაში შიგნით შემოვიდა, აღრენილად გადახედა ყველას, თვალი მიმოატარა და ისე თითქოს თვლას შეუდგა კარგა ხანს არ მოაცილა ბავშვებს თვალი. -სასამართლოს უწყება მოვიტანე. - თქვა მან და გვერდზე მოგდებული პატარა ჩანთიდან კონვერტი ამოიღო. -უწყება? რასთან დაკავშირებით ხომ ვერ მეტყვით? აა, თუ თქვენ როგორც ოფიცერს არ გაქვთ უფლება წერილის გახსნის და მასში ჩახედვის, მაგრამ შემოსვლისთანავე შეგატყვეთ როგორი ჩუმი და ცნობისმოყვარე ხარ, ამიტომ ყოველ წერილს საგულდაგულოდ კითხულობ და ამოწმებ სანამ მიიტანდე არა? რა წერია ამ წერილში ოფიცერო? -ჩემი მოვალეობაა მხოლოდ გადმოგცეთ ის და სხვა არაფერი. -მე ძალიან კარგად ვიცი რა არის შენი მოვალეობა და რა არა. თავად პოლიციაში ვმუშაობდი წლებია და თქვენნაირებს კარგად ვიცნობ. მადლობა უწყებისთვის, ახლა კი დაახვიე აქედან, ჩქარა! -როგორი უხეში ხარ? - მაშინღა ჰკითხა ელამ როდესაც კარი ცხვირ წინ მიუჯახუნა პოლიციელს. -რაო ხომ არ აღგაგზნებს? - ჩაეცინა საბას. -საბა! რა სიტყვებს ხმარობთ ბავშვების წინაშე. - გაუბრაზდა გუგული და ლეომაც თავში წამოარტყა. მხოლოდ ბავშვები იცინოდნენ. -აბა ვნახოთ აქ რა გვაქვს. - წერილს მიუბრუნდა დოლიძე. - სასამართლოს გადაწყვეტილებით, - ხმამაღლა დაიწყო კითხვა მან. - თქვენ არ გაქვთ უფლება თავშესაფრის გახსნის და ოცზე მეტი ბავშვის ყოლის მასში. სასწრაფოდ დაცალეთ შენობა და ბავშვები გადაეცით მთავრობის მიერ გამოგზავნილ პირს, რომელიც თქვენთან ხვალ იქნება, თქვენ კი დილით თერთმეტ საათზე გამოცხადდით ჩანიშნულ სხდომაზე სასამართლოში. პატივისცემით ბლა ბლა ბლა... -რაო? - ელამ გამოართვა წერილი და სამჯერ მაინც გადაიკითხა. - ესენი ხომ ნორმალურები არიან. ვინ შეატყობინა მას ამის შესახებ? -მე... - თავზე წამოადგათ უცნობი ქალბატონი. საკვირველი იყო საიდან შემოაღწია უჩუმრად სახლში და ისე რომ ვერავინ შენიშნა. -ვინ ბრძანდებით? -მე იმ თავშესაფრიდან მოვდივარ, საიდანაც თქვენ რამდენიმე დღის წინ ერთი გოგონა უხეშად წაიყვანეთ და არც გაქცეული ბიჭი, ანთიმოზი არ დაგვიტოვეთ. ეს ხომ სამარცხვინო და უმსგავსო საქციელია! -იცით რა, ქალბატონო? ანთიმოზი ისე შემიყვარდა როგორც შვილი და მას ვერაფრით ვერ დავთმობ, და აი ეს თქვენი ღვარძლიანი ენა კი უკან გაიტენეთ. მოდიხართ აქ... - თანდათან უახლოვდებოდა საუბრისას. - ჩემს სახლში და მსგავს რამეს ითხოვთ, პოლიციას მიგზავნით, სასამართლოში მიბარებთ. იცით ვინ ვარ? სად ვმსახურობდი? საერთოდ იცით რისი გაკეთება შემიძლია? მაგ... -საბა არ გინდა. - შეაჩერა ელამ და ქალის ჯიბეზე მიუთითა. - ჩამწერი. ყოველ შენს წარმოთქმულ სიტყვას იწერს. -ეს მაინც არ გამოადგება სამხილად. ვერაფერს დაამტკიცებს. - მიუახლოვდა, ჯიბეში ხელი ჩაუყო და ჩამწერი მოწყობილობა ამოიღო. ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია. -მე მხოლოდ ანთიმოზი და სალი მჭირდებიან, თუ არ გადმომცემთ მათ ბატონო საბა, მოგიწევთ ყველას დათმობა ვინც აქ არის. უკლებლივ ყველასი. - თვალებში უყურებდა საბა მას, ყურება არ შეუწყვეტია ისე დააგდო ჩამწერი და ფეხი დაარტყა. მისი ფეხის დარტყმა და ჩამწერის ნაწილებად ქცევა ერთი იყო. -ჯაშუში ხართ? -რას ბრძანებთ? - შეუბედავად ჰკითხა საბას. -ჯაშუში ხართ-თქო? -კიდევ გაქვთო ქალბატონო ჩამწერიო? - უთარგმნა ლეომ. არაფერი თქვა. საბას ძალით მოუწია ქალის კედელთან მიყენება და ყველაფრის თავად შემოწმება. ნამდვილად არაფერი ჰქონდა, ანთიმოზი შიშით ცახცახებდა ამ ქალის დანახვაზე, სალი მაგიდის ქვეშ იმალებოდა. სასამართლოც ზუსტად დროულად დაიწყო. ესწრებოდა გათქვეფილი მოსამართლე, ძუძუებ ამოყრილი პროკურორი, სახე მოჟამულ ზვიგენს რომ უგავდა და ადვოკატები. სასამართლოს არ დაუტოვებია დრო ადვოკატის ძებნის, თუმცა როგორც კი თავშესაფრის ბებიაქალი გაისტუმრეს მშვიდობიანად, თუ მშვიდობიანს დავარქმევდით რაც საბამ მას დამართა, ლეოს გაახსენდა რომ საავადმყოფოში ერთი მედდა მუშაობდა, რომელიც ძალიან ოცნებობდა ადვოკატობაზე. ხშირად ეჯდა ხოლმე საწოლთან და ესაუბრებოდა მის სურვილებსა და ოცნებებზე, ლეო კი უსმენდა და ეხმარებოდა, რჩევებს აძლევდა. მაშინვე დაურეკეს. -იმედია ამად ღირს მეგობარო. - უთხრა საბამ. -აი ნახავ, მაგარია. თვითნასწავლი თუმცა მართლა ღამეებს რომ აკლავს წიგნებზე ისეთი. მეუბნებოდა, რომ უბრალოდ პირველ ნაბიჯს ვერ დგამდა...ჰო, ალო... დიახ, ხატია შენ ხარ? - რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ საბოლოოდ დაითანხმა შეხვედრაზე და ისიც მაშინვე მათთან გაჩნდა. ერთად გაიარეს ყოველი დეტალი, გაარკვია რომელი მუხლი ეწინააღმდეგებოდა იმ მუხლს, რის გამოც საქმე იყო აღძღული და როგორ შეეძლოთ მოგება. მოწმეებად ბავშვები და ისინი უნდა გამოეძახა ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ საქმეში. ყველა თანახმა იყო, ოღონდაც მოეგოთ. რამდენიმემ ტირილი დაიწყო. მიხვდა რაშიც იყო საქმე და არ უნდოდა იმ ადგილის დატოვება, სადაც თავი უკვე სახლში ეგრძნოთ. განსაკუთრებით იყო ერთი პატარა ბავშვი, სახელად მაია. მას ძლიერ უყვარდა საბა. საღამოობით კალთაში ჩაუჯდებოდა ხოლმე და ზრდასრულ საუბარს გაუბამდა, თითქოს უკვე დიდი იყო. ხშირად ეხუტებოდა და ეუბნებოდა რომ უყვარდა, ყველაზე მეტად ის განიცდიდა, ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებზე და საბას იმასაც ეკითხებოდა - შენთან ვეღარ ვიცხოვრებთო? -იცხოვრებთ ჩემო პრინცესა, იცხოვრებთ. - კვლავ დაიჯინა ჩვეულ ადგილზე და მუხლს ათამაშებდა, რომ ზევით-ქვევით ეკონწიალა ბავშვს. გაამხიარულა და კვლავ ჩაეხუტა. -მიყვარხარ მამა. - საბასაც მოადგა ცრემლი. გული აუჩუყდა. თითქოს უფალმა შეისმინა საბოლოოდ მისი ვედრება და გოგო აჩუქა. იმდენად უყვარდა ეს გოგო, და ყოველი მათგანი რომ იმასაც ამბობდა თითოეული ლოცვა შეისმინა განა ერთ-ერთიო. იმდენჯერ მინდოდა ბავშვი, იმდენჯერ ვთხოვე რომ ყველა უთუოდ მომიყვანაო. -არ მინდა იმედი გავუცრუო მათ. - ცალკე გაიყვანა ლეო. - თვალებში რომ მიყურებენ თითქოს ჩემში ხედავენ იმედს. ეს იმედი მინდა კიდევ დიდ ხანს დაინახონ. ამიტომ კიდევ ერთხელ გეკითხები, ნამდვილად მაგარია? დაგვეხმარება? -სტო პროცენტნა! ეტა ხაროში სლუში. ხაროში ხაროში, იფ. - ხელებისმოძრაობით თავისებურად აჩვენებდა მის სიკარგეს. -მანდ კი არა თავში რა უდევს, თავში. -მანდ უდევს თუ უდევს, ცარიელი ტვინია. -ჰოდა მორჩა. სასამართლოში ყველა ჩუმად იყო. ელოდებოდა მოსამართლე დაიწყებდა და გამოაცხადებდა ჯერ თავის არგუმენტებს, შემდეგ კი პროკურორს გადასცემდა სიტყვას. პროკურორი, ისეთი ნახმარი ქალი გამოდგა, ზუსტად რომ ტიპიური, რომელიც ადგილის შესანარჩუნებლად უკადრებელსაც კი იკადრებდა. მას სძულდა ბავშვები და იმდენად სძულდა მათ დანახვაზე აიღრინებოდა და თავისთვის რაღაცას იტყოდა ისე, რომ არავის გაეგონა, მაგრამ პირის მოძრაობით დიდებული გამომძიებელი საბა ასკვნიდა რომ ილანძღებოდა. ეს საქმე მოიგო ხატიამ, დიდებულმა, თვალხატულა, ბრწყინვალე გოგომ, რომელიც შიგნიდანაც ისეთივე ლამაზი აღმოჩნდა როგორც გარეგნულად. მისი დახვეწილი საუბარი ყველა არგუმენტს აქარწ....ბდა, რასაც კი პროკურორი წამოაყენებდა. ერთი სიტყვით არც აცდიდა საუბარს ისე ჩაურთავდა ხოლმე თავის სათქმელს, რამაც ნამდვილად განაცვიფრა მოსამართლე ალექსანდრე. ყველაფრად ღირდა ბავშვების ბედნიერი სახეები, როდესაც მოსამართლემ უფლება მისცა ოციც და ორმოცი ბავშვიც ჰყოლებოდა იმ ბინაში, თუმცა მოითხოვა კიდევ მეტად გაფართოება რომ ყველა ნორმები დაეკმაყოფილებინათ. ამაზე დიდი სიხარულით დათანხმდა დოლიძე. პირიქით მეც მაწყობს, ვიწროდ ვგრძნობ თავს ამ სახლშიო, ფიქრობდა. სიხარულითა და გულების აჩქარებული ფეთქვით დაბრუნდნენ შინ. გაახარეს გუგულიც და სხვა ბავშვები, რომლებიც სახლში დარჩნენ. გუგულის მონაყოლით ისე გასუსულები ყოფილან არაფერს აკეთებდნენ, არ თამაშობდნენ, არ საუბრობდნენ, არც ჭამდნენ, იქამდე სანამ ახალ ამბავს არ გაიგებდნენ. -ამ ბავშვებში საოცარ რამეს ვხედავ. და თქვენშიც საბა, იმდენად შეაყვარეთ თავი რომ არც ერთს სურს აქედან წასვლა, არავის სურს იყოს მარტო, მხოლოდ თქვენთან ყოფნა სურთ და ეს საოცარი ნიჭია. სიტყვები არ მყოფნის, როდესაც ისინი მოდიან და მამათი მოგმართავენ ეს ხომ საოცარია და როდესაც გულში გიკრავენ მე მომდის შვილო ცრემლები. -მადლობა ბებო. -რასაა რომ მკადრებ. - განაცხადა ქალმა. - ამ ახალგაზრდა ქალს ბებოს როგორ მეძახი. - საჩვენებელ თითს უქნევდა და იცინოდა. თუმცა იჯდა ცარიელ ოთახში, სვამდა ლუდს და არ იცოდა უნდა გახარებოდა ამ ყველაფრის გამო თუ უნდა ეტირა. უნდა განცვიფრებოდა თუ გაბრაზებულიყო და ყველაფერი დაელეწა. გრძნობები უტევდნენ, აგლეჯდნენ სათითაოდ ხორცის ნაგლეჯებს და მთლიანად ძარცვავდნენ სხეულს კანისგან. კარზე გაისმა კაკუნი. ძალიან ჩუმი, თუმცა მაინც გასაგონი ხმა. -მოვედი! - შემოვარდა ემოციით, მთლიანად გაწუწული და სველი. -რა გჭირს? - სულ აერია გონება დოლიძეს. -რა მჭირს? წვიმს... ნუთუ ვერ შენიშნე ამდენი ხანია რომ ზიხარ და გარკვეულ პრობლემებს უმკლავდები. -ვერა, ვერ შევნიშნე. უი, მართლა როგორ წვიმს, შემოდი შემოდი. -მზე სადღაც გაქრა ეს ბოლო ორი დღეა. მიგვატოვა... -აბა რა გგონია, ხვალ შობაა. -უკვე დღეს. -ჰო დღეს. - ჩაიქნია ხელი. - შობაა და თან ჩემი დაბადების დღე. ვერ ვბედავ და ვერ ვწყევლი ჩემს დაბადებას, რადგან ასეთ წმინდა დღეს გავჩნდი. -რა? დღეს დაიბადე? გილოცავ! - გახარებული გადაეხვია და გადაკოცნა ელამ. -მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო. -რა ხასიათზე ხარ რა არის? -არაფერი ვიცი. სამყარომ წვივი მომტეხა, გამანადგურა, მაცამტვერებს მისი გარემომცველი სისასტიკე. გულს მიკლავს, შთაგონებებს მართმევს. -ეი, ეი... მოდი გონს! - გალაწუნების ხმა მეორე სართულზე აღწევდა. საბას ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ამით ეკითხებოდა - ნუთუ ეს დავიმსახურეო. - რა გჭირს, სადა ბანაობ?! გამოფხიზლდი თორე ჩაგაყოფინე ცივ წყალში თავი! -არა, ეგ არ ქნა. - შეევედრა სიმკაცრით დაგრგვინებულ ელას. ქალი უკვე შეჩვეოდა თითოეულ ამ სახლში მცხოვრებ ადამიანს, ასევე შეჩვეოდა საბას და აღარ ედარდებოდა ის თუ რას ეტყოდა. მთავარია რომ გულიდან ამბობდა ყოველ სიტყვას. წამით სისუსტემ სძლია საბას და ელას ტუჩებისკენ წაიღო, კოცნა ეწადა... საბოლოოდ კი იმით დაგვირგვინდა შობის წინა ღამე რომ ცივ აბაზანაში ჩურთა თავი დოლიძემ და გამოფხიზლებულს სირცხვილის გრძნობისგან ვეღარ შეეხედა მანდილოსანისთვის. წინა დღეს ტელეფონი ეჭირა ხელში, ურეკავდა როუზის მაგრამ არ პასუხობდა. ცდილობდა არ გაემჟღავნებინა თავი, რომ ცუდად იყო, ბავშვებთან მაინც ღიმილით ატარებდა დროს და თან ეთამაშებოდა. -აბა ბავშვებო, ხვალ სურვილების ჩაფიქრების დღეა. როცა დაღამდება ყველამ რაღაც უნდა ჩაიფიქროთ და მომავალ წელს ის აუცილებლად აგიხდებათ, ცოტა დროღა რჩება. გიხარიათ? - ეკითხებოდა მათ. -დიახ, - თქვა ელენემ, მორცხვად რომ იჯდა მთელი დღეები, მაგრამ ახლა მაინც გაებედა სიტყვის თქმა. -ძალიან მაგარია, აი ისეთი მაგარი რომ არ ვიცი... მე და დედა... ერთად ვატარებდით ხოლმე დროს შობას, ახალ წელს, ახლა მართალია მარტო ვარ, დედის გარეშე მაგრამ თქვენთან ერთად ვიქნები და ესეც ძალიან მიხარია. - ლაშა ცურტაველი საოცრად დინჯი და მოსიყვარულე ყმაწვილი იყო. მართალია წონაც აწუხებდა, მაგრამ ისეთი ხალისიანი ბავშვი იყო, რომ მისთვის კი არ მოგინდებოდა დაცინვა, არამედ თავად დასცინოდა საკუთარ თავს, დაცინვით მოიხსენიებდა და აქეთ ეუბნებოდნენ გოგოები, რომ ეს ტყუილი იყო, რომ საყვარელი იყო, რომ საოცრად სიმპათიური გახლდათ. ისეთი ბიჭი იყო, თითქოს აჯადოებდა გარშემომყოფთ და ახალისებდა. -მიყვარს შობა! - საერთოდ არ უსმენდა გური, მაგრამ მაინც გამოეხმაურა საბას. -ამბობენ შობას მართლაც სასწაულები ხდებაო, მართალია მე დედიკოს დაბრუნებას ვთხოვ ყოველ წელს უფალს, მაგრამ არ მიბრუნებს. - გამხიარულების ნაცვლად ლელა ცუდ გუნებაზე დადგა. მაშინვე მივიდა მასთან საბა და ჩაეხუტა. ხელში აიყვანა ექვსი წლის ქალბატონი და ზურგზე შემოისვა. -სამაგიეროდ ცხენი გაჩუქა. - ცდილობდა გაერთო და სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. - ხომ მაგარია? მაგარია არა? -კი... როდესაც ქანცი გამოეცალა და დასვა ლელა, მაშინ ბავშვებს ასეთი კითხვა დაუსვა, თუმცა სანამ ამას იზამდა ყველა სათითაოდ დასვა მის წინ, გაშლილ ნოხზე და უთხრა რომ ყურადღებით ესმინათ მისთვის. ელა გვერდით ედგა, ისე შეჩვეოდა იქაურობას სულ დავიწყნოდა სამსახური და საკუთარი მოვალეობები. რამდენიმე დღე სამსახურს აცდენდა და საბას ეხმარებოდა ბავშვების მოვლაში. მათ სწავლა-განათლებაში. მართალია სპეციალურად მათთვის მასწავლებლები დაიქირავა სახლის პატრონმა, რომლებიც ყოველდღიურად გარკვეული ცხრილის შესაბამისად მოდიოდნენ და ასწავლიდნენ. თუმცა მათ სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ერთად უწევდათ მუშაობა, ამიტომ ცდილობდნენ ყველასთვის დაეთმოთ დრო და სხვადასხვა მეთოდოლოგიით ესარგებლათ, რომ ყველას გაეგო მისი ლექცია. საბა და ელა ეხმარებოდნენ უკეთ გაგებაში და დავალებების წერაში მცირე წვლილი შეჰქონდათ. გუგულის როდესაც ეცალა და საკუთარ ოჯახისგან გარბოდა მაშინვე მეზობლად გადმოირბენდა ხოლმე, სადაც იცოდა რომ სიხარულით მიიღებდნენ და გულში ჩაიკრავდა ოცდაათზე მეტი ბავშვი. -ვის რა გსურთ რომ გამოხვიდეთ? იაკობ შენით დავიწყოთ. -მე მეხანძრე მინდა გამოვიდე. - თქვა იაკობმა და ხელები ისე დაიჭირა, თითქოს წყლის შლანგი ეჭირა და ცეცხლს აქრობდა. - აი ასე ჩავაქრობ ხოლმე ცეცხლს და გადავარჩენ ყველას. -ლაშა შენ? -ექიმი. -საინტერესო პროფესიაა, ლადო შენ? -ბიზნესმენი. მინდა თავად განვკარგო ჩემი შემოსავლები და მყავდეს ბედნიერი ოჯახი. -მმმ, მთავარაია წადილი და მონდომება ხომ იცი მეგობარო? და ყველაფერი გამოვა, აი ნახავ. შემდეგი? -მე მინდა ვიყო სიყვარული. - თქვა ანამ, რომელსაც ჭრელი კოპლებიანი კაბა ეცვა და ბრჭყვიალებით ჰქონდა მოხატული სახე. -სიყვარული? ეს მარსიდან ჩამოიტანე? -დიახ. - თავს უქნევდა სიხარულით ბავშვი. -როგორ მომწონს. სიყვარული მეც მინდა ვიყო, დამეხმარები? - კვლავ თავი დაუქნია ანამ უხმოდ. - გური შენ რა გინდა გამოხვიდე? -პოლიციელი. -ეგ რომ საშიში პროფესიაა? როგორც მეხანძრეობა. -მერე რა. პოლიციელი მინდა გავხდე, როგორც შენ იყავი პოლიციელი და ადამიანების დახმარებაში მივიღო მონაწილეობა. -ყოჩაღ ყოჩაღ, ეს რა კარგი ბავშვები ხართ! - საბას სიტყვები ყველას ძალას და მხნეობას ანიჭებდა. ეს მათ თვალებშიც კარგად იკითხებოდა. მართალია იყვნენ ცელქები და მოუსვენრები, მაგრამ გამგებიანი და ჭკვიანი ბავშვები იყვნენ. იყო ზოგი, საოცრად ჯიუტი, როგორიც დავითი იყო, რომელიც არც სწავლობდა, არც კითხვებზე პასუხს აძლევდა საბას და არც საერთო მიმდინარეობებში ერეოდა, მაგრამ მაინც ახარებდა დოლიძეს მათი მოვლა-პატრონობა და გულს უხარებდა ამდენი ბავშვი. გადაწყდა, თავშესაფარი არ ერქმეოდა მათ ადგილს, არამედ სიყვარულის სახლი და ყველას ასე ავალებდა რომ მოეხსენებინა. სიყვარულის სახლი იყო სიცოცხლის და სიმყუდროვის დაბადების ადგილი, სიმშვიდის სასუფეველი. -მე მინდა დედა გავხდე. - თქვა თამომ. -ხომ მაგრამ ეგ რომ პროფესია არაა? - ჰკითხა საბამ და გვერდით მოისვა. -მე მინდა ვიყო დედა. - კვლავ ჯიუტად გაიმეორა მან. -გასაგებია, დედა აუცილებლად გახდები, მაგრამ სხვა რა გინდა რომ გააკეთო? -დედა უნდა ვიყო! - განრისხებულმა იყვირა ბოლოს. -კარგი, კარგი იყავი დედა. - დანებდა საბა. - დაჯექი შენს ადგილზე. კიდევ ვის უნდა გვითხრას? არავის?... გისმენ ანთიმოზ, გისმენ. -ერთი კითხვა მაქვს. -გისმენთ. -მაინტერესებს, ზოგადად როდესაც ადამიანი იბადება, იზრდება, მშობლებს უყურებს და ბედნიერია მათით, ისინი არიან კუმირები და გმირები მათი და ეს დაბადებული ბავშვიც ცდილობს ან დედას, ან მამას დაემსგავსოს ყველაფრით. მისი ხასიათებით დაწყებული პროფესიით დამთავრებული. ბევრია მამის კვალს რომ მისდევს ხოლმე, მაგრამ ჩვენ ვისაც ეს გამოცდილება არ გვაქვს რა პროფესიას უნდა დავადგეთ, რა საქმეს უნდა მოვკიდოთ ხელი? -თქვენ მე გყავართ ანთიმოზ! თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ჩემს გზას უნდა დაადგეთ. ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან, ყველას აქვს გამორჩეული ინტერესი რაიმესადმი, ან გარკვეული რამ გამოსდის მარტივად, ეს დროთა განმავლობაში უნდა იპოვოთ თქვენში, დროთა განმავლობაში მიხვდებით თუ რა გზას უნდა გაჰყვეთ. -მეც ვიტყვი საბა შეიძლება? - ჩაერთო ელა. -რა თქმა უნდა. -ცხოვრება ანთიმოზ, დროსავით სწორი და უსწორმასწორო როდია. ცხოვრება ძაფებივითაა გადახლართული ერთმანეთში, სად კვეთენ ერთმანეთს, სად შორდებიან. რა თქმა უნდა, მამა და დედა იმისთვის გვყავს რომ მათგან ვისწავლოთ, მათ შევყუროთ ხელებში და გავიმეოროთ, მაგრამ არსებობს ზღვარი. ზოგი მათ კვალს მისდევს, ზოგი რადიკალურად განსხვავებულ რამეს ირჩევს. ცხოვრება გზას ჰგავს, რადიკალურად სწორს, მაგრამ გზაჯვარედინებით სავსეს, სადაც უამრავი ფიქრი გჭირდება თუ საით? თითქმის ყოველ ეტაპზე ცხოვრების გჭირდება რომ ეს კითხვა დასვა. ამ კითხვებზე სწორი თუ არასწორი პასუხის გაცემის წყალობით ყალიბდები იმ ადამიანად ვინც ხარ სინამდვილეში. ელას შემხედვარე ამ მომენტს იხსენებდა, კვლავ და კვლავ. გამოფხიზლებული თვალს ვერ უსწორებდა. გუშინდელი დღესავით სურდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო, მაგრამ გუშინ კიდევ რაღაც მოხდა. როუზიც ესტუმრა, კარზე აკაკუნებდა საღამო ხანს, როდესაც ყველა წასული იყო და მხოლოდ ბავშვები იყვნენ სახლში. რა ძალისხმევად დაუჯდა რომ კართან არ მისულიყო, როგორ უნდოდა, მაგრამ იმ დღეს კარი არ გაუღო. როუზის გატრიალება მოუწია უკან. ამის შემდგომ ჭრილობაზე ფეხი დააბიჯესო თითქოს, მაღაზიაში ლუდი შეიძინა, მოკალათდა და ფიქრში სმას შეუდგა. -როგორ ხარ? - ელას კიდევ ერთხელ უნდა გაელაწუნებინა სახეში, მაგრამ სწრაფი და ელასტიური მოძრაობით ხელი დაუჭირა. -შეწყვიტე. ფხიზლად ვარ. ბოდიში უნდა მოგიხადო. -კარგი დაივიწყე. -არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მაპატიე. -გეყო-თქო! -რას ვაპირებთ? -რას და დღევანდელი დღე უნდა აღვნიშნოთ. - გახალისდა ელა. -კი შობა უნდა აღინიშნოს. არ მინდა იმედი გავუცრუო ჩემ ბავშვებს. -როგორი მზრუნველი ხარ. შენნაირი მზრუნველი ბევრი არ არის, ამიტომ მათ სჭირდები საბა. მე კი მჯერა რომ გადასარევ მეურვეობას გაუწევ მათ და აგრძნობინებ თუ როგორ ძვირფასები არიან შენთვის. -აუცილებლად. -ფული დაგრჩა? -კი ჯერ ექვსიათასი კიდევ მაქვს. საგრძნობლად იაფად გამოვედი იმ ყველაფერში, რაც დღემდე გამოვიარეთ. -მაშინ წავედით მაღაზიაში... -კი ბატონო...- კარისკენ დაიძრა, როცა ელამ გამოსძახა. -პირბადე, პირბადე... -უი ჰო. ეგ რამ დამავიწყა. - მასაც გამოუტანა ერთი გამოუყენებელი პირბადე და საყიდლებზე გაიქცნენ. დილით ყველაფერი მორთულ-მოკაზმული დახვდა ბავშვებს. იმდენად გახარებულები იყვნენ, რომ გულები სიხარულით უფეთქავდათ. ასევე დახვდათ ნაძვის ხე თითქმის ჭერამდე აწვდილი ორას ათ სანტიმეტრიანი, გალამაზებული, სათამაშოებითა და ნათურებით მორთული. ანათებდა და ბრჭყვიალებდა იგი. ყველაფერი ის დახვდათ ბავშვებს, რაც ახალი წლის მოსვლისგან უხარიათ. საღამოს კი მეგობრები დაპატიჟეს, ამჟამად ელას ანთიმოზიც ეხმარებოდა გემრიელობების მომზადებაში, საცივი, ბაჟე, ჩაშუშული, ტკბილი გოზინაყი და ტკბილეულობა, ყველაფერი იყო მათ სუფრაზე. ეპილოგი საღამო საკმაოდ ცივი აღმოჩნდა. თუმცა თოვლი თბილისში არ მოსულიყო. ყინავდა, ბავშვები წყვილებად ისხდნენ და ერთმანეთს ჩახუტებით ათბობდნენ, საუბრობდნენ, თამაშითაც ვეღარ თამაშობდნენ იმდენად ციოდა. რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებული გამათბობელი კი იმდენად ვერ ყოფნიდა მთელ სახლს და მაინც ალაგ-ალაგ, ოთახებში სიცივე აღწევდა. საბა დაპირდა რომ ხვალიდან ყველაფერს გამოასწორებდა და ცალკეული ოთახებისთვისაც იყიდდა გამათბობელს, თუნდაც დენზე შესაერთებელს. სიყვარულის სახლში კი ყველამ იცოდა, როდესაც საბა რამეს იტყოდა ის აუცილებლად ასრულდებოდა, ამიტომ სიცივე ცოტა ხნით დაივიწყეს და სიყვარულმა გაათბო მათი გულები. სტუმარს სტუმარი ემატებოდა, ისმოდა სასიამოვნო საახალწლო მუსიკები და ზოგ მათგანს უკვე ცეკვაც დაეწყო მათზე. სუფრაზე ძირითადად მსმელები ისხდნენ, ვისაც ჭიქა ღვინით სავსე აეწიათ და ერთმანეთს ლოცავდნენ, მამაკაცები, მათი ცოლები კი ცეკვავდნენ. ქმრების დაყოლიებასაც ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ისინი გაუნძრევლად, ფესვებგადგმულ ხეებსავით ისხდნენ, რომელთა განძრევაც შეუძლებელი იყო. მათი უმეტესობა ღიპიანი და ღაბაბიანი მამაკაცი გახლდათ, თუმცა საბას ძველი ნაცნობი და კარგი მეგობრები. დასაპატიჟებელი სიიდან არავინ გამორჩენია, თავისი ყოფილი უფროსიც კი მოიწვია, რომელიც არსად ჩანდა, როგორც ჩანს გადაწყვიტა იმ გარემოში არ ყოფილიყო, სადაც ამპარტავან, უგულო და პირმოთნე ადამიანად აღიქვამდნენ და მსგავს შეკრებას მოერიდა. ის იყო ორი ჭიქა აიღო შამპანურით სავსე და ელასთან უნდა მისულიყო, რომ კარზე ზარი იყო. ჯერ ლადოს დაავალა გაქცეულიყო და კარი გაეღო, თუმცა შემდეგ შეაჩერა, თავად გავაღებო და კარისკენ დაიძრა. ჭიქები შემოსასვლელში ტუმბოზე დადო და გააღო თუ არა კარი სახეზე ღიმილი შეაშრა. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, ტუმბოს დაეჯახა და ჭიქები გადმოყარა. დაბნეულმა შუშის ნატეხების სათითაოდ აკრეფა დაიწყო, როდესაც ელა ცოცხით მოვიდა მოსაშველებლად, შემდეგ წამოიმართა, თავი გაიმაგრა და სტუმარს შეხედა. -გამარჯობა როუზი. -გამარჯობა საბა. - სახელით მიმართა მანაც. მისივე მიმართვაში აკლდა ის სითბო და სიყვარული, რასაც ადრე აქსოვდა, როდესაც ბუნჩულას, ფუმფულას, ან საყვარელ ფისუნიას ეძახდა. ეს დააკლდა საბას, თუმცა არ შეიმჩნია. -რა ლამაზად გამოიყურები, ვისთვის გამოეწყვე? - აგდებულად ჰკითხა და სახლში შეიპატიჟა. -არავისთვის, უბრალოდ ასე მოვედი ჩაცმული. მინდა რაღაც აგი... -არ გინდა, შემოდი და გაერთე, გაძლევ ბავშვების ნახვის უფლებას, მე ყველაფერი მესმის. -არა არ გესმის. რამდენი ბავშვი გყავს აქ? -ოცდაცხრამეტი. -როგორც ჩანს ოცდაცხრამეტი ბავშვის მამა ხარ და უფრო მეტად ხარ ბედნიერი. იმპულსურად მოვიქეცი რომ ასე დაგტოვე, ამის მიზეზი კი შემდგომში გავიგე. ყოველდღე გაღიზიანებული, გაცოფებული და სამყაროზე გაბრაზებული ვიყავი, ყველაფერზე. არაფერი მახარებდა, მხოლოდ ვბრაზობდი, რაც ადრე მიყვარდა, იმ კერძს აღარ ვეკარებოდი, რაც მძულდა ის შემიყვარდა. ხან რა მინდებოდა უცებ, ხან რა... შენ მინდოდა გვერდით ყოფილიყავი და ყველაფერი ეს თავად დაგენახა. -შენ სხვა კაცთან ატარებდი ყოველ საღამოს, ეს მეტისმეტია უკვე, ამაზე საუბარი არ მინდა. -ის ჩემი გინეკოლოგია და სხვა არაფერი. ნუთუ ვერ ხვდები? მაწამებდა ფიქრი რომ გიმალავდი, მტანჯავდა ჩემივე ქმედება, მაგრამ ცოტა დროღა იყო დარჩენილი და გადავწყვიტე შობას, შენს დაბადების დღეს დავლოდებოდი. სულ რაღაც შვიდ თვეში საბა, შვიდ თვეში მეორმოცე ანგელოზის მამა გახდები. -რა? ო არა, ეს მართლა ხდება? თუ ამით უბრალოდ ჩემი მოტყუება გაქვს გადაწყვეტილი. -არ გატყუებ, ანალიზებსაც გავიკეთებ შენთან ერთად თუკი ჩემი ნდობა დაკარგე. ყველაფერს ვფიცავარ, შენ ხარ ჩემი სიყვარულის მარადიული მზე, გული ჩემი. ეს ბავშვიც შენია და ახლა როგორც ექიმისგან შევიტყვე სამოცდაათი პროცენტია ალბათობა იმისა, რომ გოგო იყოს. გესმის? შენი ნანატრი ოცნება აგისრულდა, მალე თაია გვეყოლება, ჩვენი თაია. - გულაჩვილებულნი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ამას შორით მდგარი ელა უყურებდა. ბოღმით ასკდებოდა ყოველი ძარღვი სახეზე, გულში იმედ ჩაკლულს გაქცევა უნდოდა ამ სახლიდან, მთელი ეს დღეები რომ შეალია. გაიქცეოდა კიდეც, კარში ერთ ახალგაზრდა სიმპათიურ ყმაწვილს რომ არ დასჯახებოდა. თორმეტი ხდებოდა, როდესაც საბამ ჭიქა ასწია და სადღეგრძელო წარმოთქვა, ბედნიერების, სიხარულისა და სიყვარულის. იმ სიყვარულის რომელიც თავისი მეუღლის სხეულში სითბოთი იზრდებოდა. დალოცა მისთვის ძვირფასი ადამიანები, იმდენად იყო გახარებული წყენა, ნერვიულობა და ყველა სხვა ცუდი ფიქრები მაშინვე ჩაკლა საწყისშივე. დალოცა ის ქალები, ვინც სხეულში ლამაზ არსებას ატარებდნენ და საბოლოოდ ყველას გაუმარჯოსო თქვა. გახდა თუ არა თორმეტი ზარმა ჩამორეკა. თუმცა კარზე იყო ზარი, ყველა გაოცდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინ აკლდა ამ შესანიშნავ საღამოს. ბევრი იფიქრეს, იმარჩიელეს და ერთმანეთს გადახედეს, თუმცა ვერაფერი მოიფიქრეს და კვლავ კარისკენ გაატრიალეს თავები. სულის ხმოვანების წიაღიდან ამოფრენილმა მტრედმა აუწყა ყველას რომ რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში ყოფილიყვნენ. საბამ გური გაგზავნა კარის გასაღებად. ისიც სწრაფად გაიქცა კარისკენ, რომ ჯერ კართან მდგომი წვიმაში არ ელოდინებინა სტუმრები და შემდეგ კი მოწვეული, სუფრასთან მსხდარი სტუმრებისთვის დაეკმაყოფილებინა ეს ცნობისმოყვარე მზერა. -საბა! - ნაცნობი ხმა შემოესმა. - საბა... ვიპოვე, საბა... - ეს მამა იოანე იყო. ბიჭთან ერთად შემოვიდა, რომელსაც მარჯვენა ხელსა და მარცხენა ფეხზე თაბაშირი ეკეთა და ეტლზე იჯდა სიარულის გაჭირვებისა გამო. - ვიპოვე საბა! - მამაოს უსაზღვრო ბედნიერების ჰქონდა ხმა. იმდენად გახარებულიყო, თითქოს თავზე მილიარდ დოლარიანი ჯეკპოტი დასცემოდა ან უეცრად მუსტანგი მოეყენებინათ მის კარის წინ, მაგრამ არა... მასზე მეტად ბედნიერი გახლდათ, რადგან ფიქრობდა რომ მან საბოლოოდ იხსნა ერთი სული, რომელიც დაღუპვისკენ ერთ დროს თავად წარგზავნა. -გიორგი? - სასმლით ხელში მიეჭრა საბა სტუმრებს. -გიო! - ანთიმოზიც გაგიჟდა სიხარულისგან, როგორც კი ეს დაინახა. - როგორ ხარ? -არამიშავს, თქვენ რო... -სად იყავი ბიჭო, რო აძებნინე ამხელა ხალხს შენი თავი? -მეძებდით? - გაკვირვებულმა შეხედა მათ. -კი, გეძებდით, - პასუხობს იოანე. - თან ძალიან, ძალიან დიდ ხანს გეძებდით. - თვალზე ცრემლს იწმენდს და შემდეგღა უყურებს აუარება ხალხს, რომელიც სუფრასთან ახალ სადღეგრძელოს უცდის. ამის ნაცვლად მათ ტაში შემოსცხეს, ეს იყო არა ყიჟინა, არამედ ძალის და იმედის მიმცემი ნუგეში მამაოსთვის. ანთიმოზი გადაეხვია მეგობარს და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. გიორგიმ ამოიკვნესა ტკივილისაგან. - უი ბოდიში. უბრალოდ ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. ათი დღე გავიდა, მაგრამ ჩემთვის თითქოს მთელი საუკუნე. -ველოდებოდი საბა, ეკლესიაში ვიყავი რომ მესტუმრა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა იმდენად გამიხარდა ეს ვიზიტი. უფალს მადლობა შევსწირე, რომ ეს სასწაული დაუშვა და გიორგი ცოცხალი დამიბრუნა. ძალიან ბედნიერი ვარ. შეიძლება ვინმემ მკითხოს რატომ ვიყავი ამ ბავშვისადმი ასე განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში, მაგრამ პასუხი ზედმეტად პირადია, ის ჩემი შეცდომის წყალობით აღმოჩნდა მარტო. -ასე ნუ ფიქრობთ მამაო. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ვიყავი, უამრავი ცხოვრებისეული გამოცდის მოლოდინში, დაბნეული და გაუწონასწორებელი. ყველაფერს ღმერთს ვაბრალებდი და ამიტომ გავიქეცი. მაპატიე. -პატიებას შენ არ უნდა ითხოვდე შვილო. - ხელი მხარზე დაადო იოანემ. - პატიებას მე უნდა ვთხოვდე უფალს. შობას გილოცავთ ყველას. - ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანა და დალოცა იქ მყოფნი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ბავშვები უზომოდ ბედნიერნი იყვნენ. ასეთი მჭიდრო კავშირი არავისთან უგრძნიათ, რაც ერთმანეთთან იგრძნეს. შეისისხლხორცეს და შეიყვარეს ყოველი მათგანი, ვინც სიყვარულის სახლში იზრდებოდა. საბამ თვალებით ელას ძებნა დაიწყო და ოთახის შუაგულში იპოვა, ქერათმიან, ოცდაერთი-ოცდაორი წლის ბიჭთან ერთად ცეკვავდა, საკმაოდ უბრწყინავდა თვალები და გაახსენდა მათი საუბარი, გაცნობის პირველ დღეს, ქორწინებაზე რომ ჩამოაგდეს. -როგორც ჩანს ოცნება მასაც აუხდა. - თავისთვის ჩაილაპარაკა და შამპანური, რომელიც ჯერ კიდევ იმ ხნიდან ეჭირა, რაც იოანე და გიორგი მოვიდნენ, მოსვა. უყურებდა გაბედნიერებულ ოჯახებს. უყურებდა ანთიმოზსა და გიორგის, უზომო ბედნიერებისგან სავსეთ, უყურებდა მამაოს, რომელიც გაფაციცებით აკვირდებოდა ბავშვებს, განსაკუთრებით კი გიორგის შეხედავდა ხოლმე კვლავ, ამჯერად იმაში დასარწმუნებლად რომ აღარ გაიქცეოდა, თუმცა გიორგის თვალებში იხატებოდა ის ნაპერწკალი, რომელიც შინ ყოფნისას უჩნდება ხოლმე ადამიანს. ის შინ იყო, თავს სახლში, მშვიდ გარემოში გრძნობდა და დარწმუნებული იყო დოლიძე, რომ სიყვარულის სახლიდან, იქ სადაც ამდენი სიყვარული იყო გაქცევა აღარასდროს მოუნდებოდა. შესცქეროდა ელას და იმ ყმაწვილს, რომელთან ერთადაც დროს ატარებდა. ელამაც წამით დაიჭირა მისი მზერა, საბამ კი თვალი ჩაუკრა იმის მისანიშნებლად რომ ბედნიერი იყო მისი ბედნიერების ყურებით. და ბოლოს, თვალს შეავლებდა ხოლმე მის უმშვენიერეს მეუღლეს, რომელსაც მართალია ჯერ არ ეტყობოდა მუცელი, მაგრამ ის მის მზეს ატარებდა მუცლით, მის ბედნიერებას და მის მეორმოცე ანგელოზს. დიახ, ის ორმოცი საშობაო ანგელოზის მამა გახლდათ. დასასრული როგორც იქნა დასრულდა ჩვენი ისტორიაც! ალბათ როგორ ელოდით მის დასასრულს, როგორ გინდოდათ დაგელაგებინათ ყველა ფაზლი და წარმოგედგინათ მთელი სურათი, რომლის საშუალებასაც მე არ გაძლევდით, ამ კონკრეტულ მომენტამდე. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან, დიდი მადლობა რომ კითხულობდით და მაგრძნობინებდით რომ ჩემთან იყავით. მართალი იყო სხვაგვარად ვგეგმავდი ყველაფერს, ვგეგმავდი ზუსტად მიყოლას და დასრულებას ამ ნაწარმოებისაც შობისთვის, მაგრამ გარკვეული შეფერხებების, უმუზობის თუ სამსახურის გამო ვერ მოვაბი თავი. არადა რა კარგი იქნებოდა არა? როდესაც ჩვენს ველით შობას, აქაც შობისთვის რომ ემზადებიან, ესეთი გეგმა მქონდა, თუმცა არა უშავს. მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ შობის მადლი და სასწაული. ის თუ რა ძალა აქვს მას. აუცილებლად დააკომენტარეთ და გამაგებინეთ თქვენი აზრი. ჰოდა კიდევ, არა ელა, ნამდვილად არ გამომრჩენიხარ, არ დამიჩაგრიხარ. ბოლოსთვის ტკბილ ლუკმად გინახავდი. :დდ სიყვარულით ერკე მიდასი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.