სასრულეთი (თავი 37) +18
თავი 37 "გაშიშვლდი, რათა გაიხაროს შენი სხეულის ხილვითა! განიძვრე სამოსი, რათა განისვენოს შენზედ; გაუღვიძე სურვილი, - საქმე დედაკაცისა, მაშინ ვეღარ იცნობს ნადირი მისი, მის ველზედ რომ აღიზარდა, სიყვარულით მოგეკვრება იგი." ენხედუანა, მთვარის პირველი ქურუმი ლეა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა საყვარელი კაცის გამო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში გადახვიდოდი, სადაც ტურისტის ჭაჭანებაც არ იქნებოდაო, ერთი გულიანად გავიცინებდი, ისიც რომ ეთქვათ, ქმარს მიატოვებ და გადამთიელს გაეკიდებიო, უკვე შეურაცხყოფად მივიღებდი, და რომ დაემატებინათ ისე გააღმერთებდი რომ მის გამო რელიგიურ განსხვავებებსაც დაივიწყებდი და საკუთარ ნათესავ-მეგობრებს მოიძულებდიო, ხომ საერთოდ გიჟად შევრაცხავდი. და აი, ახლა მე ხორცშესხმული ღმერთკაცის მკლავებში ვეგებები მზის პირველ სხივებს, რომელიც ფლამინგოსფერი სახლის სარკმელში ჯიუტად ცდილობს შემოჭრას და ჩემი უწინდელი ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს მგვრის. თითქოს რეინკარნაცია ისე განვიცადე, რომ ფიზიკურად არ გარდავცვლილვარ და ახლა ჩემში სრულიად სხვა სული ცოცხლობს. განიერ გულ-მკერდზე თავმიდებული ყურს ვუგდებ სულის საზრდოს გულისცემას და უნებურად ჩემს ფეთქვასაც მის რიტმს ვაყოლებ. ნელ-ნელა თავს ზემოთ ვწევ და სიამოვნებით თვალს ვადევნებ ამქვეყნად ყველაზე სასურველ პროფილზე მიმიკების თამაშს, ხან რომ ბავშვური ღიმილი გადაურბენს, ხან კიდევ შუბლს ისე შეჭმუხნის, გეგონება სამყაროს სადარდებელი მას აჰკიდესო. ემოციების ფერხულში ჩაბმული გული გონების ხმას საგულდაგულოდ ახშობს და ბაგეები თავისთავად იწევენ ესოდენ სასურველ სისხლისფერ ტუჩებზე. და მანამ, სანამ ნექტარსმოწყურებულ ფუტკარივით ვეწაფებოდი ამ უკანასკნელს და მოურიდებლად ვუფრთხობდი მის პატრონს მშვიდ ძილს, გამოფხიზლებასთან ერთად ძლიერი ხელები სუროსავით შემომკროდა მთელს სხეულზე, მისკენ ძალუმად მიზიდულზე და მკვრივ საჯდომზე ერთიანდებოდა. ერთმანეთში ახლართული ორი სხეული არ იშურებდა საპირისპირო სქესისადმი ლტოლვის იმპულსების გზავნას, ნახევრად გამჭვირვალე აბრეშუმის ქსოვილი ვეღარ ფარავდა დაბერილ კერტებს, საცვლის შიგნითაც კი გრძნობდა ერეგირებული ასო საშოს კარიბჭიდან მომავალ სეკრეციას. ისევ დავუდმა შეძლო თავის მოთოკვა, რომ აგზნების ფაზა არ გადაღვრილიყო პლატოსა და კოიტუსში. მართალია ერთმანეთს მოვაშორეთ ურთიერთდანატრებული სხეულები, მართალია, ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ამ დროს საპირისპირო სქესის ორგანიზმში მიმდინარეობდა, ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებოდა, მაგრამ ერთი რამ ორივეს საერთო გვქონდა, ეს იყო სურვილი, მიგვესაკუთრებინა და სამუდამოდ ჩვენად გვეგულებინა ერთმანეთის სხეულები. ისევ რამდენიმე წუთი მოვპარეთ აისს აჩქარებული გულისცემის დამშვიდებაში. მისი ძლიერი მკლავებით გულმოცემული მზად ვიყავი სამყაროს შუბლით დავპირისპირებოდი. ზლაზვნით მოვშორდი საძინებელს, თითქოს სიმშვიდისა და ბედნიერების უკანასკნელ წუთებს ვემშვიდობებიო. მაინდამაინც არ მხიბლავდა დავუდის შეთავაზება, ექსკურსია მოეწყო ტურისტებისგან დაცლილ, შაჰიდებით სავსე ქალაქში. თან ვაღიარებ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანს, ახალ თავგადასავლად მესახებოდა თუნდაც ერთი დღე, სანამ უღიმღამო, ფერებდაკარგულ, ახლო აღმოსავლეთის თახლმოსილ ჩაგრულ ქალთა ერთფეროვან ყოფას ვეზიარებოდი. დილის რიტუალის, საუზმის დროსაც უხმოდ მიმზერდა დავუდი და თითქოს ჩემს სახეზე აღბეჭდილი ემოციების წაკითხვას ცდილობდა. - ლეა, შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ჩემთვის ბაღდადი კვლავ ძლიერ და ფერად ქალაქად რჩება, მიუხედავად ბოლო პერიოდის სირთულეებისა. ბევრმა ადგილობრივმა უარი განაცხადა კონფლიქტებსა და ძალადობაზე და გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ შეძლეს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი საყვარელი ქალაქი არ დაიშრიტება ჩვეული ხალხმრავალი აურზაურისგან, ოპტიმიზმშერეული ყოველდღიური სარჩოსთვის ბრძოლისგან, ზღაპარშეზავებული ისტორიების გაზიარებისგან, რამაც შესძლო და საუკუნეების ქარტეხილებს გამოატარა მესოპოტამიის ბებერი გული. ვეცდები იმის მეათედი მაინც განახო და გაგრძობინო, რაც განზრახული მაქვს. ბაღდადის ამჟამინდელი სახელმწიფო ღალატობს მის ხანგრძლივ და სახელოვან ისტორიას. იგი ერთ დროს სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრი იყო. დღეს, სამწუხაროდ, თითქოს ჩემი ქალაქი მრავალწლიანი განკითხვის დღის ადგილად იქცა, ქალაქად ბორკილებში, ქალაქად ნაღმზე.თუმცა საერთაშორისო ვიზიტორებს ურჩევენ უსაფრთხოების მიზნით მწვანე ზონაში დარჩნენ და ვითომდა ღირსშესანიშნაობებიც აქ მოაწყვეს, მაგრამ ქალაქის ნამდვილი სახის დანახვა, სწორედ რომ დაცულ მხარეს იქეთ შეგვიძლია. - მერედა არ გეშინია, დავუდ? მაპატიე, მაგრამ ამ ქალაქში ფერებს საერთოდ ვერ ვხედავ ალაგ-ალაგ ამოჩრილ პალმებს თუ არ ჩავთვლით. ყველაფერი ქვიშისფერია. - ეს შუამდინარეთისფერია ლეა, მე დაგეხმარები მასში ფერთა გამის აღმოჩენაში. უსაფრთხოებაზე კი ნუ დარდობ. ჩვენი მანქანა შეჯავშნულია, ესეც რომ არა, უკან კბილებამდე შეიარაღებული დაცვა გამოგვყვება, არც მე ვიქნები უსაქმოდ. - თქვა თუ არა არაბული სამოსის კალთიდან იარაღის ტარი მაჩვენა. ჩემდაუნებურად შევცბი. ჩემს თვალწინ ევროპული იერის, ხორბლისფერკანიანი ზურმუხტისთვალა პრინცი უცებ გადაიქცა არაბულ შეიხად. ხმაამოუღებლად გავყევი. პირველი დანიშნულების პუნქტი ერაყის მუზეუმი იყო. აი თურმე, რატომ თავმომწონეობდა ვაჟბატონი. მესოპოტამიას - მიწას ორ მდინარეს შორის - უძველესი შუმერების, ასურეთისა და ბაბილონის აკვანს, თითქოს კალთა სწორედ ამ მუზეუმში დაებერტყა. ჩვენამდე მოღწეული ძველისძველი ცივილიზაციების მემკვიდრეობა თავმომწონედ და მედიდურად მიმზერდა შუშის ვიტრინებიდან. დავუდმა თავის თავზე აიღო გიდის ფუნქცია. ისე მონდომებით მიხსნიდა, გავეხუმრე კიდეც, ჯობია გიდობა დაიწყომეთქი. - მესოპოტამიის დასახლება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყო. თავდაპირველად ბუნებრივი და კლიმატური პირობებით უფრო კომფორტული ჩრდილოეთ მესოპოტამია დასახლდა. გსმენია ოდესმე კულტურების - ხასუნის, ხალაფის შესახებ? იმდენად ძველი კულტურები არიან, რომ ჯერ კიდევ არცერთი ეთნიკური ჯგუფისთვის არ არიან მიკუთვნებულები. ეს კი ელ-უბეიდეს არქეოლოგიური კულტურის ნიმუშებია, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე ათასწლეულში სახლობდნენ. - ხელით მიმანიშნა უზარმაზარ ქვის ქანდაკებებზე. ზოგი მათ შუმერების წინაპრად, პროტო შუმერებად მოიხსენიებს. იცი? ბევრჯერ გვიკამათია მე და ბატონ თემურს ამ საკითხზე. მას სჯერა, რომ სწორედ ელ-უბეიდეს, პროტოშუმერების კულტურიდან მოვდივართ გურჯებიც და შუმერებიც. მახსოვს ენობრივ მსგავსებებსაც იხსენებდა. - ბატონი თემური? ასე ახლოს ხართ ერთმანეთთან? - კი აბა რა გეგონა, რატომ დაგვთანხმდა დაუდ ფაშას საიდუმლოებების გარკვევაზე? ან შენი აზრით მაინცამაინც შენ რატომ მოიგიწია დაუდ ფაშას საისტორიო წყაროებზე მუშაობა? - გამოგიტყდები ვეჭვობდი კიდეც, მაგრამ კარგია, რომ შენი პირით მითხარი. - ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ბავშვურად ვუჩქმიტე. - რომ იცოდე, თემური უქმად არ არის, დამპირდა, რამდენიმე თვეში თბილისში რომ დავბრუნდებით, ბომბა ამბავს დაგვახვედრებს. - საინტერესოა, თუმცა ამ მუზეუმში რომ ხარ, შეუძლებელია სხვა რამეზე იფიქრო. თითქოს ათასწლეულების წინ მოგზაურობ და ხელით ეხები იმდროინდელ ყოფას. - მე და თემური განსაკუთრებით დაგვაახლოვა შუმერების ისტორიის სიყვარულმა. სწორედ ბატონი თემურისგან შევიტყვე, რომ შუმერული ეპოსის ერთ-ერთი პირველი გამშიფვრელი ქართველი მიხაკო წერეთელი იყო. იცოდი? მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ყველა ძველაღმოსავლურ ლურსმნულ დამწერლობას იცნობდა და ასევე პროტოქართველურ ენებსაც. საბჭოთა კავშირისგან დევნილმა 1924 წელს კონსტანტინოპოლში გამოსცა თარგმანი “გილგამეშის ეპოსისა”. თუმცა საქართველოში ამ გამოცემას დღის სინათლე არ უნახავს. თემურსაც ამიტომ სჯერა ქართველებისა და შუმერების ცივილიზაციების ნათესაობის ამბავი. მე დავაკავშირე თემური მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, მათ კი ბრიტანელ მკვლევარებთან. 2010 წელს კემბრიჯში სწორედ ამ ნაცნობობის წყალობით მთელმა მსოფლიომ შეიტყო მიხაკო წერეთლის არსებობა და პირველ მთარგმნელთა სამეულში დასახელდა. აღფრთოვანებული შევსცქეროდი დავუდს. ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ყოველ ჯერზე ჩემს გაოცებას. თითქოს ადამიანი კი არა, ერთი დიდი ამოუცნობი განტოლებების სკივრია, რომლის ამოხსნაც საოცარ სიამოვნებას განიჭებს. - დავუდ, ვერ წარმოიდგენ, როგორ მაოცებ. ამდენი რამ საიდან იცი? - ჯერ სად ხარ. - თავმომწონედ ჩაიღიმა. -ამას ხედავ? - თვალით დარბაზის შუაგულში შუშის ვიტრინაში წამოჭიმულ უზარმაზარ ქვის დისკოზე მიმანიშნა, რომელზეც წრიულად ლურსმნული დამწერლობით იყო გამოკვეთილი წარწერები.მეორე მხრიდან კი დაკვირვებული თვალი შესანიშნავად გაარჩევდა მსხვერპლშეწირვის რიტუალის მსგავს გამოსახულებას. დისკოს აშკარად ეტყობოდა რამდენიმე ნაწილად გახლეჩისა და შემდგომ შეერთების კვალი, ორ ადგილზე მცირე ფრაგმენტებიც აკლდა. - ეს ალებასტრის დისკოა, რომელიც აქვე, ბაღდადთან ახლოს იპოვეს. იცი ეს წარწერა რას გვეუბნება? - თვალები ცნობისმოყვარედ შემომანათა, მის თვალებში სწორედ ის მწვანე ტყის ჭინკები ათამაშდნენ, ასე რომ მიყვარდა. - “ეს ენხედუანა, ნანნას ჭეშმარიტი მსახური, ნანნას ცოლი და სარგონის ასული, სამყაროს მეფისა, ქალღმერთ ინანასი.” - ისე გამოთქმით წარმოსთქვა წამით მართლაც აქადეველი ქურუმი გეგონებოდათ. ენხედუანა სამყაროს პირველი ქალი პოეტი და ქურუმია, რომლის შესახებაც ჩვენ გვსმენია, ლეა. - სიტყვები არ მყოფნის, ეს. ეს,... უბრალოდ გაოცებული ვარ. - ენდეხუანა ერთდროულად მითიური პერსონაჟიცაა და ისტორიულიც. იგი აქადის სამეფოს მბრძანებლის სარგონის ასულია, მთვარის ღმერთ ნანნას ქურუმი. ამავდროულად ცოლიც. ჩემთვის შენც ასეთი ხარ ლეა, ნახევრად ქალღმერთი და ნახევრად ადამიანი. ხან ისე შემიპყრობს ხორციელი ლტოლვა შენდამი, რომ მაშინვე მსურს ჩემს ცოლად გიგულო, დავეუფლო შენს სხეულს და მასზე ჩემი საკუთრების ბეჭედი დავსვა. ხან კიდევ, ისეთი მიუწვდომელი ხარ, ისეთი ფაქიზი და სპეტაკი, როგორც ქალღმერთი, რომლისთვისაც მზად ვარ მსხვერპლად ყველაფერი გავიღო გარდა იმ სიყვარულისა, რასაც მის მიმართ ვგრძნობ. შენი თითოეული მცდელობა, დამავიწყო მოცემული პირობა და ავყვეთ გულისთქმას, შევიცნოთ ერთმანეთი სიტყვა-სიტყვით მახსენებს მიხაკო წერეთლის მიერ გაქართულებულ ენხედუანას ტაეპებს. "გაშიშვლდი, რათა გაიხაროს შენი სხეულის ხილვითა! განიძვრე სამოსი, რათა განისვენოს შენზედ; გაუღვიძე სურვილი, - საქმე დედაკაცისა, მაშინ ვეღარ იცნობს ნადირი მისი, მის ველზედ რომ აღიზარდა, სიყვარულით მოგეკვრება იგი." ნელნელა მომიახლოვდა. ნიკაპქვეშ თითები ამომდო, თვალებით მომეალერსა და გააგრძელა: -შენი თვალები, შენი ტუჩები, ეს დაბერილი მკერდისთავები, შენი თმები და შენი სხეული, საკურთხეველზე მიწვევენ მსხვერპლად." - ესეც ენხედუანაა? - არა ეს ჩემი იმპროვიზაციაა. - სასაცილოდ ჩაიქნია ხელი. - არ გინდა, თქმა, ვიცი, რომ ჩემგან პოეტი ვერ დადგება. - ჯობია ისევ გიდობას მიაწვე. - სიცილით შევაგებე პასუხი, თუმცა მისი მცდელობაც კი უზომოდ სასიამოვნო იყო ჩემთვის, მითუმეტეს ნახევრად მითიურ ქურუმზე შედარება. - თუ ასეა გამოდის რომ, ეს შენ ხარ დავუდ ჩემი ღმერთი, ჩემი მთვარე, შენ ხარ ნანნა, მთვარის უზენაესი ქურუმი, მე კი შენი ქალი, შენი ქურუმი, რომელიც მზად არის ჩაუქრობლად აკმიოს სიყვარულის პატრუქი. იცი? როდესაც ისტორიაში შუმერულ ცივილიზაციას ვსწავლობდით, არასდროს მსმენია ამ, როგორც შენ ამბობ, ნახევრად მითიური, ნახევრად ისტორიული გმირების შესახებ. შუმერული მითოლოგიიდან რაც მახსოვს, ეს ქალღმერთი ინანაა. - მართალი ხარ ლეა, ინანა ყველაზე ცნობილი ქალღმერთია. სიყვარულისა და ბრძოლის ქალღმერთი. მაგრამ ამავდროულად ის მეძავების ქალღმერთიც იყო. ურუქში, მის საკულტო ტაძარში საღვთო როსკიპები ემსახურებოდნენ, ხოლო სექსი ერთგვარი რიტუალი იყო, რომლითაც მსახურები განასახიერებდნენ მითიურ წყვილს ინანასა და დუმუზის. სწორედ ამიტომ არ შეგადარე ინანას. სწორედ ამიტომ ხარ ჩემი ენხედუანა. უნებურად სევდამ მომიცვა. მიუხედავად ჩემი არცთუ უმწიკვლო, ნაღალატევი წარსულისა, დავუდის თვალში მაინც აღმატებულ და წრფელ გრძნობის ობიექტად ვრჩებოდი. ფიქრებიდან გამოსაფხიზლებლად ისევ მუზეუმზე საუბრის გადატანა მივიჩნიე.თან მართლაც გაოცებული ვიყავი, რომ ამ უზარმაზარ სივრცეში მარტონი დავაბოტებდით. - უზარმაზარი სივრცეა, შთამბეჭდავი. იცი რა მაინტერესებს, როგორ ახერხებს მუშაობას, საშიში არ არის? - მერე ვინ გითხრა, რომ ფუნქციონირებს? მუზეუმის დირექტორი ჩემი მეგობარია, ჩათვალე, რომ შემოპარულები ვართ. აქაურობა მართლაც შთამბეჭდავია პირველმნახველისთვის. 28 გალერეას და საცავს მოიცავს. აი ეს კი ასურულ-ბაბილონური სივრცეა. აქ ყველაზე მეტად ვგრძნობ კავშირს. დაუდ ფაშას ოცნებაც ხომ ბაბილონური სამეფოს აღდგენა იყო, რომელიც არ დასცალდა. - არ მითხრა, რომ შენ გინდა მისი სურვილი აასრულო. თავი მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია და მალევე საუბარი ისევ მუზეუმის ექსპონატებზე გადაიტანა. *** შუადღის მზე ქვიშისფერ ქალაქს ზედ თავზე აცხუნებდა, როდესაც მუზეუმი დავტოვეთ. რა უცებ გასულა დრო. ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. გაოცებული და აღფრთოვანებული. საღამომდე თითქმის ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობა მოვინახულეთ, რაც ომს და ტერორისტებს გადაურჩათ და სადაც შესვლა საშიში არ იყო. ძველი მედრესეები, ფირუზისა და ზურმუხტისფერი ორნამენტებით გაფორმებული მეჩეთები, ქაიდისიჰას ხმლები, ძველი ბაზარი და მონუმენტები, ეს ყველაფერი მართლაც მატებდა აქამდე უხილავ ფერებს ბაღდადს და წუთით მაინც დიად წარსულს აცოცხლებდა. უცებ ერთ თანამედროვე ქუჩაზე გადავუხვიეთ. ალაგ- ალაგ ვიტრინებიდან ძველი წიგნები და კუბოკრულ თავსაბურავიანი მამრების დამშეული მზერა ერთდროულად გვეფეთებოდა, ზოგან კი ძველი მანუსქრიპტები და სქელყდიანი არაბული ორნამენტებით გაფორმებული ფერად-ფერადი წიგნები ზედ ქუჩაშივე გამოეფინათ, იქ რომ ყოფილიყავით, თქვენდაუნებურად ასოციაცია ჩვენს მშრალ ხიდსა და გამოფენაზე გაგიჩნდებოდათ. აი, თურმე რატომ მთხოვა დავუდმა აბრეშუმის შარფის ყელზე ჩამოდება, ვერც გავაცნობიერე, ისე უცებ დავიფარე თმები თეთრი აბრეშუმის თავშლით, რომ აბეზარი მზერა თავიდან მომეშორებინა. - ეს ალ-მუტანაბის ქუჩაა. გახსოვს ადრე მისი პოეზიიდანაც წაგიკითხე რამდენიმე ლექსი. მუტანაბი ჩვენთვის იგივეა, რაც ქართველებისთვის რუსთაველი, იტალიელებისთვის დანტე. სწორედ ეს არის ბაღდადის ლიტერატურული, ინტელექტუალური გული. - მიუხედავად ამისა, აქაც ისეთი დახამებულები მიყურებენ, როგორც ბაზარში. მაშინ რა განსხვავებაა მათ შორის? - აქ დახამება არაფერ შუაშია. - თითქოს ეწყინასავით. - უბრალოდ ულამაზესი ხარ, ლეა, ყველასგან განსხვავებული, მითუმეტეს აღმოსავლელი ქალებისგან. აქაურებმა რაც არ უნდა ქერად შეიღებონ თმა, ან ფერადი ლინზები ჩაისვან, ვერც თავთუხისფერს მიიღებენ თმის ფერს და ვერც თვალებს მიანიჭებენ მომწვანო-მოთაფლისფერო ელვარებას. აქ ევროპელი, მითუმეტეს ასეთი მშვენიერი ქმნილება, არცთუ ისე ხშირი სიამოვნებაა თვალისთვის. - ამის თქმა იყო და ხელი ჩამჭიდა, ეგრევე ვიგრძენი, როგორ მორიდებით ჩახარეს მზერა. თითქოს ამ ჟესტით დავუდმა აგრძნობინა, ეს ჩემი ქალია და რამე არ შეგეშალოთო. ვიტრინებს შორის ყურადღება მიიქცია ორენოვანმა ინგლისურ-არაბულმა წარწერამ და დავუდმაც სიხარულით შემიყვანა შიგნით. სანდომიანსახიანმა ევროპულ სამოსში გამოწყობილმა შავგვრემანმა მამაკაცმა სიხარულით მიგვიღო და შეგვიპატიჟა. თმები თმის მუსით საგულდაგულოდ გადაეპრიალებინა ისე, რომ ნათურის ქვეშ ლაპლაპი გაუდიოდა. გამოგიტყდებით, ვერასდროს ვიტანდი ალაპლაპებულ თავებს, ცეკვის დროსაც თმის ბუსუსებს რომ ძალით გადაგვიქაჩდნენ ჩიხთიკოპში, საშინელი დისკომფორტი მქონდა. ჩემთვის გადაგლესილი თმა დაუბანლობასთან უფრო ასოცირდებოდა. ბოლო ხანს შევამჩნიე, რომ შედარებით "გამოსულ" არაბებს თმები სულ ჟელეთი და მუსით აქვთ აპოხილი, კიდევ კარგი დავუდი მათ არ ჰგავს და მის ურჩ ქოჩორს არაფერი ემუქრება, ჩემი თითების ხლართვის გარდა. - სალამ მალეიქუმ აჰმედ, გაიცანი ეს ლეაა, ჩემი ნიშანლი. - მალეიქუმ ალ სალამ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო. - აჰმედ, დღეს ლეა მუზეუმში მყავდა წაყვანილი. - მუზეუმში? დავუდ იქ შესვლა როგორ მოახერხეთ? ჩვენს მკვლევარებსაც კი სპეციალური საშვი სჭირდებათ.- დავუდმა თვითკმაყოფილმა აზიდა წარბები. მოკლედ ლეა ძალიან დაინტერესდა შუმერული ცივილიზაციით. განსაკუთრებით ქართველებთან ამ ცივილიზაციის კავშირი აინტერესებს. მისტერ სმიტის ნარკვევი ხომ ისევ გაქვთ, რომ წაიკითხოს? - როგორ არა, იმ შენი გურჯი მხცოვანი მეგობრის მეტს მგონი არც არავის მოუკითხავს. თქვენ ჩაი მიირთვით და მე გამოგიტანთ. მთელი საღამო აჰმედის მოცემულ 2010 წლით დათარიღებული ნარკვევის კითხვაში გავატარე. ისე გავერთე კითხვით, დავუდის წყრომაც დავიმსახურე მას მერე, რაც ამაოდ რამდენჯერმე ეცადა ჩემს ყურადღების მიქცევას. ლამის წიგნის ფურცლებზე იეჭვიანა. მეც ვერთობოდი მისი რეაქციებით. უხმოდ ვივახშმეთ და მაშინვე საძინებელში გავეშურე, რომ უფრო მყუდროდ შემძლებოდა წაკითხვა. ისე ჩამითრია, სულ აღარ ვღელავდი, ხვალინდელ დღესა და არც დავუდის ოჯახის მოსალოდნელ შეხვედრაზე. “ და ენხედუანა არ არის მთვარისაგან შობილი ინანასგან განსხვავებით, მაგრამ ის მთვარის პატარძალია, საკრალური ქორწინების რიტუალში ენხედუანა მდედრ მთვარედ იქცევა, ის მონაწილეობს ღმერთისა და ქალღმერთის, ქალისა და კაცის, ცისა და მიწის შერწყმაში, ღვთაებრივ ერთობაში. ნინგალის დედათა წესი მთვარის ციკლს ასახავს და წარმოითქმის ზმნით შხრ. შუმერული ენა ერთადერთი ენაა ჩვენამდე ცნობილი, სადაც მენსტრუაციას თავისი ზმნა აქვს. ნინგალის ერთ-ერთი ასტრალური გამოსახულება ქალღმერთი იშხარაა, რომელიც სხეულით ატარებს დედათა წესს, მთვარის ციკლს.” და აი მისტერ სმიტი ამ დროს ახდენს მიხაკო წერეთლის ციტირებას: “ხეთელთა ქალღმერთი იშხარა, ადგილთა დედოფალი, ცნობილია საქართველოში, აფხაზეთში მას აშახარად მოიხსენიებდნენ.” აფხაზი იშხარა იშთარის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედაც რომ ხორციელ სიყვარულს განაგებდა და მას უკავშირებდნენ ნეფე-დედოფლის საქორწინო ღამეს, სასიყვარულო სარეცელს”. უზარმაზარ ქვიშიფერ ნაგებობებს შორის ფეხშიშველი მივუყვებოდი მოკირწყლულ გზას. წინ წარმართული საკულტო ტაძარი მთელი თავისი სიდიადით აღემართათ და თავმომწონედ დასცქეროდა ათასწლეულებში გაქვავებულ ქალაქს. ნელ-ნელა მივუყვებოდი ქვის კიბეებს და გეზი საკურთხევლისკენ მქონდა აღებული. საკურთხეველში, მხვერპლშესაწირ მაგისის ზემოთ უზარზამარ ქვის კედელს ქალღმერთ იშთარის შიშველი ქანდაკება ფარავდა, რომლის ფეხთითაც ფრთოსანი ცხოველები გართხმულიყვნენ. - ენხედუან. კედლებიდან გაისმა მამაკაცის მომნუსხველი ხმა. - დიადო ნანნა. -თავისით აღმოხდა ჩემს სხეულს. - იჰქმენ იშთარ. - გაისმა მამაკაცის ხმა და ნელ-ნელა დაიწყო ჩემს წინ აღმართულმა ქვის ქანდაკებამ განსხეულება. ნელ-ნელა შემომეძარცვა დავუდის მოცემული გამჭვირვალე გრძელი პერანგის და ნიავს ცად გაჰყვა. - იშთაარ, გარდაისახე იშხარ. - ექოდ გასჭექა მამაკაცის ხმამ. ვხედავდი, როგორ იღებდა განსხეულებული ქანდაკება ჩემს იერს. სულ ცოტა ხანში კი ირონიული ღიმილით ზემოდან დამსცქეროდა ჩემი ორეული. სრულიად შიშველი ოდნავ უხერხულობასაც კი არ გრძნობდა მედიდურად მომზირალი. - ნანნა- აღმოხდა ორეულს და უეცრად მის გვერდით დედიშობილა დავუდი გაჩნდა. თითქოს არა მეტაფორული, არა ალუზიური, არამედ პირდაპირ ღმერთკაცი გამხდარიყო. გასხივოსნებული შიშველი სხეული ისეთი მომნუსხველი იყო, ძლივსძლივობით გადავყლაპე მოზრდილი ნერწყვის ყლუპი. - დავუდ, აქ ვარ, მე აქ ვარ. - ამოვიხალვე. - ენხედუან, სახება იშთარ- უჩვეულო ჟღერადობის ბგერები აღმოხდა პირიდან, სწორედ ის ხმა შევიცანი, კედლებიდან რომ გაისმოდა ექოდ. - ნანნა- გაიმეორა ქალმა და ვნებით სავსე მზერა მიანათა. - არა, დავუდ, ეს არ ქნა, მე აქ ვარ. - ამაოდ ვხაოდი, ჩემი ხმა თითქოს ტაძრის უსასრულობაში იკარგებოდა. რაც უფრო გავიბრძოლებდი, უფრო და უფრო გამჭვირვალე ვხდებოდი, ირონიულად მომღიმარი განსხეულებული ქანდაკება კი, რომელსაც ჩემი სახე მიეღო, ჩემს თვალწინ მხედრის პოზაში ეუფლებოდა საყვარელი კაცის სხეულს, ისიც აღფრთოვანებულ მზერას არ აშორებდა და ხვნეშას უმატებდა. ქალღმერთის კვნესა ეკლებივით მიფლეთდა გამჭვირვალე სხეულს, აჩრდილად ქცეული სხეულთან უკანასკნელ კავშირსაც ვწყვეტდი.ამაოდ ვცდილობდი დაფლეთილი სხეულის შეკოწიწებას და მასში ჩაძვრომას, რომ დავუდისთვის ხმა მიმეწვდინა. - ლეა, რა მოგივიდა, აქ ვარ, ლეა, შენთან ვარ. - შორიდან ჩამესმოდა დავუდის ხმა, თუმცა კი თვალნათლივ ვხედავდი როგორ აღწევდა კულმინაციას გასხივოსნებული დავუდის სხეულში ღმერთკაცი განსხეულებულ ქალღმერთთან. - ლეა კარგად ხარ? - თვალები გავახილე თუ არა დავუდის შეშინებულ მზერას წავაწყდი. - მე იქ ვიყავი, მე, ენდეხუანი, იშთარი, ნანნა. - გაუგებრად ვბლუყუნებდი ჯერ კიდევ სიზმრიდან შერჩენილ სახელებს, აჩქარებული პულსაცია და ცივი ოფლი მახვედრებდა დავუდის შეშფოთების მიზეზსაც. ყველაფერი იმდენად ცხადზე უცხადესი იყო, ვერ დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ქვეცნობიერის დაცინვა იყო. - ჩუუ, მე შენთან ვარ, ყველაფერი კარგადაა, თავის მკლავებში ჩამიხუტა დავუდმა და მეც ისე მჭიდროდ მოვეხვიე, თითქოს უკანასკნელად ვეფერებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.