შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულზე გაგიჟებული თავი1


9-04-2021, 12:34
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 163

თავი1
პირველი შეხვედრა
პრობლემებთან ბრძოლა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.ყოველთვის სასოწარკვეთილ ადამიანად მომქონდა თავი მომწონდა როცა საკუთარი თავი თავადვე მეცოდებოდა,სხვები ჩემში ყოველთვის ძლიერ ადამიანს ხედავდნენ ადამიანს,რომელიც ნებისმიეს საკითხში იყო ჩახედული და მისთვის დაბრკოლებები არ არსებობდა.“ყოვლისშმძლე ნატა“ ყველა ასე მომმართავდა და ყოველთვის როცა რჩევა ჭირდებოდათ ჩემთან მოდიოდნენ რადგან იცოდნენ დახმარებაზე უარს ვერასდროს ვეტყოდი მეც ვიჯექი საათობით ვუსმენდი მათ პრობლემებს და ცოტა ხნით მაინც ვივიწყებდი ჩემს საშინელ,სასოწარკვეთილებით სავსე ცხოვრებას.ჩემი გონების ყველა ნაწილი სხვისი ამბით იყო გატაცებული ამიტომ ჩემ თავზე ფიქრის დრო არასდროს მრჩებოდა.მე ყოვლისშემძლე ნატა ვიყავი ამიტომ ვცდილობდი ეს სახელი შემენარჩუნებინა.გულის სიღრმეში კი ზუსტად ვიცოდი,როგორი უსარგებლოც ვიყავი არვიცი რატომ მაგრამ მიყვარდა სხვისიპრობლემების მოგვარება და მათი მომღიმარი მადლიერი სახეების დანახვა.დროთა განმავლობაში მომღიმარი სახეები გაქრა და მათ ადგილას უმადურება აღმოცენდა ახლა ყვეა საკუთარი კეთილდრეობისთვის მიყენებს და მეც ვაძლევ მათ ამის უფლებას.ალბათ იმიტომ,რომ მომწონს როცა ვიაზრებ შემიძლია სირთულეების გადალახვა მართალია ეს სირთულეები ჩემს ცხოვრებას არ უკავშირდება მაგრამ მაინც კარგია,როცა ვიცი რომ ვარსებობ.ყველა ადამიანს უწევს გარკვეული სირთულეების გადალახვა ასაკის მატებასთან ერთად,საკუტარ პრიორიტეტებში გარკვევა და პასუხისმგებლობების აღება თავისსავე ქცევებზე.ძალიან დამაგვიანდა ამ ყველაფრის გააზრება და ჩემ დაპაუზებულ, განუვითარებელ და უპრაქტიკო ცხოვრებას შეწირა ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული 5 წლიანი სიყავრული სახელად რატი.
ქალაქური ცხოვრება ჩემთვის არასდროს იყო, ყოველთვის თავისუფლებისკენ ვილტვოდი ამ თავისუფლებას ბებია დავარქვი.ბებიაჩემი, ვისთანაც მთელი ბავშვობა გავატარე, კოჯორში ცხოვრობდა.დიდი ეზო, ლამაზი ბაღი, ტყე, უსასრულო ჰორიზონტი, დაუსრულებელი სივრცე.მეც ვიდექი ჩვენს დიდ ეზოში და ვტკბებოდი თავისუფლებით.კოჯორში ყოფნა ყველაზე მეტად მიყვარდა, აქ თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი, ვუსმენდი ხეების ლაპარაკს, შემეძლო ლამაზი ყვავილების ცქერით დავმტკბარიყავი,ტყეში დაკარგვამდე მესეირნა, ჩიტებთან ერთად მემღერა, ბალახზე ფეხის დაბიჯებისას მეგრძნო დედამიწის სუნთქვა,წვიმის დროს აივანზე ვმჯდარიყავი, პლედში გახვეული და დედამიწის ტირილის ხმით საათობით დავმტკბარიყავი,ხიდან ახლამოწყვეტილი ვაშლი მეჭამა, თვალდახუჭულს რადგან მისი გემო ასე უკეთესათ მამახსოვრდებოდა.
პატარა უბანში ვცხოვრობდი სულ რამდენიმე ბავშვი ვიყავით, ვმეგობრობდით და დროის უმეტეს ნაწილსაც ერთად ვატარებდით,ერთად ვცელქობდით ვყვებოდით და ვიგონებდით საშინელებათა ამბებს, ვაშინებდით ერთმანეთს. გადიოდა დრო ისინი იზრდებოდნენ მე გაზრდა არმინდოდა მეშინოდა დიდად ყოფნის,სირთულეების, პრობლემების, დიდური ცხოვრების.ასეთ თვითუარყოფაში გავხდი ცამეტლი წლის და პირველად მომიწია ცხოვრებაში ჩემი ასაკისთვის თვალის გასწორება.მოპირდაპირე უბანში ერთი ბიჭი ცხოვრობდა რატი ერქვა,დიდი სამეგობრო წრე ყავდა არც თუ ისე კარგი სახელი ჰქონდათ მათ.ყველა მაშინებდა მისით ამბობდნენ, რომ დედ-მამა მოუკლეს და ახლა ცხოვრებაში ერთადერთი რაც სურთა მშობლების მკვლელების დასჯა და საკუთარი ხელებით მათთვის სიცოცხლის მოსწრაფება იყო.ზედმეტად სულელურად და ბავშვურად ჟღერს, მაგრამ მაშინ ამ ისტორიამ იმდენად შემაშინა ჩემი წრფელი და ჯერ კიდევ ახალი გრძნობები დათრგუნა და მეც ასე ვცდილობდი მის თავიდან მოშორებას.საშინლად სიმპათიური იყო.დაკუნთული სხეული,ბოხი ხმა,საშინლად მკაცრი გამოხედვა,მისი თვალები ქვიშისფერი იყო,მზეზე უციმციმებდა,საშინლად ღრმა და დამაფიქრებელი გამომეტყველება ჰქონდა.კაცის მკვლელს ნამდვილად არ ჰგავდა.პირველად ზუსტად კოჯორში ვნახე. ჩვეულებისამებრ მშვიდი დღე იყო სახლიდან გარეთ გასვლა ცოტა არ იყოს მეშინოდა,ზუსტად ვიცოდი ტყეში დამხვდებოდა და არვიცოდი იმ შემთხვევაში თუ ჩემთან გამოლაპარაკებას მოისურვებდა,როგორ მომეშორებინა.მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი,მისი ერთი სიტყვაც რომ სანატრელი გამიხდებოდა.
დილა ბებიის ალერსიანი კოცნით დაიწო,რომელმაც ოცნებების სამყაროდან მწარე რეალობაში გადმომტყორცნა.
-ნატა,დილამშვიდობისა.ბებიაჩემი ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ახლო ადამიანია,ჩემი სულის ნაწილი,ადამიანი რომელსაც არასდროს არაფერს არ ვუმალავ და დიდი ყურადღებით ვუსმენ მის რჩევებს,ისტორიებს თავის ახალგაზრდობაზე.მის კალთაში ვკალათდები, დაბერებულ ცრემლიან თვალებში დიდხანს ვუყურებ თითქოს მის სევდანარევ ცრემლებს ვშიფრავ და მათში დამალულ საიდუმლოებებს გულდასმით ვკითხულობ.ბებიაც არ აყოვნებს და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ისტორიის მოყოლას იწყებს,დედაჩემის დაბადების ამბავს.
-დედაშენი,ლამაზი, თეთრი ,ჭორფლებიანი და წითური ბავშვი იყო,ზუსტად შენი ასლი.ბებიამ ყოველთვის იცის რისი მოსმენა მსურს თითქოს ჩემს სულში ზის და ყოველთვის იმას მეუბნება რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს.მისი კალთიდან ძირს ვისკუპე ყველაზე ლამაზი კაბა გამოვიღე,ჩემი ქალაბიჭობის მიუხედავად კაბები ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო,მოვირგე და მაშინვე ეზოში გავედი.ზაფხული კოჯორში სამოთხეს ჰგავს.ყველაფერი მწვანეა,სიცოცხლის კვალი ამჩნევია,ჩიტები თავის გუნებას არ ღალატობენ და საამურად გალობენ,გრილი ნიავი სახეზე სასიამოვნოდ მხვდება.მეც ვიღებ პლედს და ჩვენს დიდი ეზოში კაკლის ხის ჩრდილქვეშ ვკალათდები,წიგნს ვიმარჯვებ და ვიწყებ კითხვას.ჯერ ერთ ფრაზას ვკითხულობ, ვხურავ წიგნს ვხუჭავ თვალებს და ამ ფრაზის ინტერპრეტაციას ვაკეთებ საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში.ვაცოცხლებ ფრაზას და წარმოვიდგენ მის სინამდვილეს.ამასობაში ჩემი საუზმეც მზადაა,ბებიას გაკეთებული კვერცხიანი პურები,კვერცხი, რაღა თქმა უნდა,ჩვენი ქათმისაა და ფინჯანი ჩაი,რომლის არომატსა და სუნზე ჭკუა მეკეტება.გემრიელად ვსაუზმობ,ვყვები ჩემს არც თუ ისე საინტერესო სიზმარს,ვუსმენ ბებიას შეგონებებს და ვცდილობ მომენტით დავტკბე.საუზმის შემდეგ ბაბუას ვეხმარები ეზოს საქმეებში.ჯერ ვგვით ეზოს, შემდეგ ჩვენს საყვარელ ძაღლს ლუსინდას ვაჭმევთ,ქათმებს ვუშვებთ,ბოლოს კი ბაღში გადავინაცვლებთ.ბებია უფლებას მაძლევს ახალი ყვავილები დავთესო.მეც გახარებული დავეძებ ჩემი ბაღის ატრიბუტებს და ვემზადები იმისთვის,რომ ახალ სიცოცხლეს დავუდო დასაბამი.ჩემთვის ბუნება ზედმეტად სათუთი თემაა,რადგან მის სიცოცხლის უნარიანობას ზედმეტად სერიოზულად აღვიქვამ.ვრწყავ ჩემი ხელით დათესილ კიტრსა და პომიდორს,სანახევროდ,ჩემს გაფუჭებულ საქმეს ბაბუა ასწორებს.მე ვაშლის ხის ქვეშ ვკალათდები დიდი მწვანე ვაშლით ხელში და გემრიელდა შვექცევი.ამასობაში ეზოდან ჩემი მეგობრის ხმა მესმის.ეს მარიამია:
-ნატა,ნატა სად ხარ?ამ ხმის გაგონება ყველაზე მეტად მიყვარს,მატყობინებს იმას, რომ კიდევ ერთი დღე იწყება,რომელიც უამრავი მოგონებით იქნება სავსე.
-ბაღში ვარ ჩამოდი.მეც არ ვაყოვნებ პასუხს და პირგამოტენილი,შეძლებისდაგვარად,მარიამის ძახილს ვპასუხობ.
-ქალბატონო,შენ ისევ კოტრიალობ,ადექი წავიდეთ ბავშვები გველოდებიან.როგორ მსიამოვნებდა ამ სიტყვების მოსმენა ბავშვები გველოდებიან,თითქოს ახლიდან ვიბადებოდი.
-ახლავე ქალბატონო მარიამ,ვპასუხობ მეგობარს ირონიული სახით და უმალ ფეხზე ვდგები.
ჭიშკართან მისული უკან ვტრიალდები,ეზოს თვალს ვავლებ.ქათმები იქვე მიმოფანტულან,შორიდან ბაბუას სილუეტსაც ვამჩნევ, ბებია სახლის კარებთან დგას და მაფრთხილებს ბევრი არ ვიცელქო.იმ დღეს ვიგრძენი,რომ სახლიდან გასული იგივე ადამიანი არ დავბრუნდებოდი,ზუსტად ამიტომ ვემშვიდობებოდი ყველაფერს, რადგან ზუსტად ვიცოდი გაზრდა მომიწევდა.არც შევმცდარვარ.
სახლის წინ ბავშვები შეკრებილიყვნენ,სათითაოდ მეხუტებოდნენ და მიყვებოდნენ დღის გეგმებზე,კამათობდნენ არ იცოდნენ ჯერ წრეში ბურთის თამაში უნდოდათ, თუ ორდროშობანასი,ან იქნებ სულაც დაჭერობანათი დაგვეწყო.ერთი რამ ზუსტად ვიცოდი ახლა არც დაჭერობანას თამაშის ხასიაძე ვიყავი და არც ორდროშობანის.ჭიშკარს როგორც კი გადავაბიჯე დავინახე რატი,პიროვნება, რომელმაც მაიძულა გაზრდა,პიროვნება რომლის გამოც ერთ დღეში სრულიად გარდავიქმენი.ის მთელი თავისი ქარიზმატულობით შემომცქეროდა და მიღიმოდა,მე მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი ახლა თუ შიშს იმის უფლებას მივცემდი,რომ მხდალივით დავმალულიყავი, მთელი დარჩენინი ზაფხული ასე მომიწევდა შიშში გატარება. ამიტომ თავი გავიმხნევე და აღმოვჩნდი მის პირდაპირ მარტოდ მარტო 13 წლის მშიშარა გოგონა ნატა,რომელსაც შიშის მიუხედავად შუყვარდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

რაღაც მინდა გთხოვოთ ერთი აპი არის და იქ შეგიძლია რაღაც ლამაზი ჩანახატები დაწერო და ხალხი ნახავს,ხოდა შეიძლება ეს დავაკოპირო?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent