სიყვარულზე გაგიჟებული თავი2
თავი2 მისი ტუჩები,წარუშლელი ისტორია ჩემში სიამოვნების განცდა ბევრად მეტი იყო ვიდრე შიში,ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი,მის ღიმილში ვიძირებოდი,ლოყებს შორის გაჩენილ ორმოებში ვიკარგებოდი და სულელურად ვუღიმოდი,ალბათ საშინელი დასანახი ვიყავი.გრძნობა,რომელიც იმ წამიდან ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა საშინლად სასიამოვნო,მაგრამ ამავდროულად საშინლად ამაღელვებელი იყო.რამდენიმე წამი დამჭირდა სიტყვაციის აღსაქმელად,ბოლო რაც იმ დღიდან მახსოვს ჩემკენ წამოსული რატია,რომელსაც ზურგი ვაქციე და მშიშარასავით სახლში შევვარდი.ამ საქციელს დღემდე ვნანობ.ზუსტად ვიცოდი მომიწევდა მასთან მარტო დარჩენა, რისიც ძალიან მეშინოდა.ცამეტი წლის გოგონასთვის,რომელსაც დაჭერობანას თამაშის მეტი არაფერი უკეთებია რთული იყო ამ მდგომარეობაში ყოფნა.ორ უკიდურესობას წავაწყდი.როდესაც რომანტიულ წიგნებს ვკითხულობდი,ან იმავე ჟანრის ფილმებს ვუყურებდი დარწმუნებული ვიყავი რეალურ ცხოვრებაში მსგავსი სიყვარული შუძლებელი იყო.ალბათ იმიტომ, რომ არ მჯეროდა სამყაროში ვიღაც მართლაც ჩემთვის იყო შექმნილი.იმ დღეს დავიჯერე სიყვარულის არსებობის,ალბათ იმიტომ, რომ ეს სიყვარული რატის თვალებში დავინახე.ეს იყო მორევი, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად მექაჩებოდა სიღრმეში და არმაძლევდა იქიდან ამოსვლის საშუალებას.ვიყავი ცამეტი წლის დაბნეული შეშინებული გოგონა,რომელსაც ერთ დღეში მოუწია გაზრდა. -ნატა იქნებ დამელოდო,რატომ გარბიხარ,ნატა!!!! ჩემი სახლში შემოვარდნა და მარიამის არაამქვეყნიურ ხმაზე ღრიალის დაწყება ერთი იყო.გაუაზრებლად მივრბოდი ეზოს ბოლოში,გავიარე შიდა ეზო და ბაღის ბოლოში ბალახებში გავიშოტე,სასაცილო დასანახი ვიყავი.სიმწვანეში ჩაფლული ლოყებაწითლებული,გოგონა რომელსაც თვალები უციმციმებდა სიხარულისგან მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით მისი ბედნიერი თვალების მიღმა შიშსაც დაინახავდით. -ნატა ასე ნუ იქცევი გთხოვ,მითხარი სად ხარ.მარიამი არ ცხრებოდა თავისსავე სიმაღლის ბალახებში დაიარებოდა და დამეძებდა.რთული ამოსაცნობი არ იყო სად ვიქნებოდი. -ნატა,მაინც ხო გიპოვე.რატო გაიქეცი? მისი შეშფოთებული და ამავდროულად განაწყენებული სახე ცხოვრებაში არ დამავიწყდება. -მე,მე უბრალოდ... -იქნებ უკვე დროა გაიზარდო.საყვედურის ტონით მითხრა მარიამმა,ფეხზე წამოდგაა, ზურგი მაქცია და კარისკენ წავიდა. -თუ საუბარი მოგინდება ტყეში ვიქნები.ვიცოდი რომ ჩემზე დიდხანს ვერ გაბრაზდებოდა,მას ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი ამიტომაც ვიყავით სულ ერთად. -მაპატიე კარგი? -მე კი არა პატიება რატის თხოვე!ამ პასუხმა დამაფიქრა,იქნებ მართლა უნდა მეთხოვა პატიება მისთვის არ იყო სწორი საქციელი ის რაც გავაკეთე,ზუსტად ვიცოდი ისიც ჩემსავით დაბნეული იყო.ფიქრებიდან ბებიაჩემის ხმამ გამომარკვია. -ბებო ხო გთხოვე ამ ბალახებში ნუ დადიხარ.მზრუნველი ხმით მითხრა ბებიამ. ღამე ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა.ჩემში ვნებათა ღელვას იწვევდა,მიყვარდა აივანზე ჯდომა,ჭრიჭინების ხმის მოსმენა,უკუნით სიბნელეში ყურება,ყველაზე მეტად ღამეში ჩემი მელანქოლიურობა მიზიდავდა.იმ დღეს ზედმეტად მელანქოლიური ვიყავი,როგორც დღე ასევე ღამეც განსხვავდებოდა.მიყვარდა აივანზე ჯდომა ჩაის დალევა და იმაზე ფიქრი თუ როგორ დავხმარებოდი ქუჩაში მყოფ ძაღლებს.ბავშვობიდან ზედმეტად მიყვარდა ცხოველები,როდესაც 7 წლის გავხდი ბაბუას ვუყურებდი როგორ აშენებდა ჩვენი ძაღლისთვის ქოხს,მეც გადავწყვიტე ასეთივე პატარა სახლი,ქუჩაში მყოფი ძაღლებისთვის ამეშენებინა. მოვიმარაგე ფიცრები,ლურსმები, ჩაქუჩი და შევუდექი აშნებას.ყოველთვის ზედმეტად მოუხელთებელი ვიყავი,შემთხვევით ფეხში ჟანგიანი ლურსმანი შემერჭო,რის გამოც აცრებზე დავდიოდი და მკაცრ დიეტას ვიცავდი.იმ დღის შემდეგ ამიკრძალეს მსგავსი რაღაცეების კეთება.მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ნემსიანი ექთანი ხელში წვეტიანი ნივთით რატო მოემართებოდა ჩემკენ და მტკენდა.რახან ძაღლებს სახლი ვერ ავუშენე მათთვის ჩემი საკვების განაწილება გადავწყვიტე,როცა ბებია საჭმელს მიმზადებდა,მე არ ვჭამდი და როგროც კი დროს მოვიხელთებდი ძაღლებთან მიმქონდა,მაგრამ ერთ-ერთმა ძაღლმა კბილი გამკრა ისევ და ისევ აცრებზე დავდიოდი და მკაცრ დიეტას ვიცავდი,ისევ ვერ ვიგებდი ნემსიანი ექთანი რატომ მტკენდა.ზედმეტად ჯიუტი ბავშვი ვიყავი ამიტომ მსგავსი რაღაცეები ჩემზე გავლენას არ ახდენდა,მალევე მიხვდნენ ამას ჩემი ბებია-ბაბუა და არც დაუშლიათ ჩემთვის ამის კეთება.ბაბუა სახლის აშნებაში დამეხმარა,ბებია კი ჩემთან ერთად აჭმევდა ძაღლებს.რატის გამოჩენამდე ჩემი გონება მხოლოდ ბუნებაზე ძაღლებსა და გაჭირვებულ ადამიანებზე ფიქრობდა.იმ დღეს ეს უკანასკნელი რატიმ ჩაანაცვლა,ჩემდა გასაკვირად მხოლოდ ის მომდიოდა გონებაში.ღიმილი,თვალები,გაკვირვებული სახე,ის სიამოვნება როცა მას ვუყურებდი ისეთი გრძნობა მეუფლებოდა მეგონა გაფრენას შევძლებდი მასზე ფიქრიც კი ჩემი სხეულის თითოეულ წერტილს ათრთოლებდა და სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა.ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ გადამეწყვიტა უნდა მომეხადა თუ არა მისთვის ბოდიში,ზედმეტად პრინციპული ვიყავი ამიტომ არ ვაპირებდი მასთან საუბარს მაგრამ ძალიან მინდოდა.მთელი კვირა მარიამი ამის გამო არ მელაპარაკებოდა მეც ეს დრო უქმად არ დავკარგე,უამრავი სასიყვარულო რომანი წავიკითხე,იმაზე მეტი ყვავილები დავრგი ვიდრე საჭირო იყო,ახალი სახლი ავუშენე ჩემს მეგობრებს და რაც ყველაზე მთავარია,ახალ გრძნობას,რომელიც ჩემთვის უცხო იყო წარმატებით ვუმკლავდებოდი. მკლავდა მისი ნახვის სურვილი მაგრამ ვცდილობდი არ მეფიქრა.ეს დიდიად არ დამხმარებია მხოლოდ ერთი კვირით შვძელი მისთვის თავის არიდება საბოლოოდ კი ერთ რამეს მივხვდი.არ აქვს მნიშვნელობა,როგორ შვეცდებით საკუთარ თავებს გავექცეთ ეს მხოლოდ დროებითია,მაინც მოგვიწევს გავუსწორთთ თვალი იმას ,რაც ყველაზე მეტად გვაშინებს. ერთკვირიანი დასვენება ნამდვილად დამეხმარა გარდაქმნასა და ახლა ადამიანად ჩამოყალიბებაში.იმ დღეს მზე უჩვეულოდ ანათებდა,ყველაფერს ბედნიერების ელფერი გადაჰკრავდა,მეც ვიდექი ახალგაღვძებული აივნის კუთხეზე თვალებდახუჭული მზეს ვეფიცხებოდი და სიზმარზე ვფიქრობდი.რატი დამესიზმრა,მისი ლამაზი თვალები,ტუჩები,ძლიერად მეხუტებოდა და მიმეორებდა „მიყვარხარ“.სიზმარს ცხადად წარმოვიდგენდი და დებილივით ვიცინოდი.სიზმარში მართლაც კარგი იყო მის დაკუნთულ მკლავებში ყოფნა. -ნატა,როგორ მომენატრე,ეზოდან ხმა შემომესმა მაგრამ,იმდენად ვიყავი რატიზე ფიქრებში გართული ყურადღება არ მივაქციე იქამდე სანამ მარიამი ერთი კარგად არ მითავაზა სახეში -ეი,პრინცესა გეყოს ოცნება გაემზადე გავიდეთ. - ძალიან ლამაზი სიზმარი ვნახე.მორცხვად ავხედე მარიამს -ესეიგი ამიტომაც გინათებს თვალები,შემთხვევით ეს სიზმარი რატიზე,ხომ არ იყო?ირონიულად მკითხა მარიამმა მაგრამ მე ვიტყოდი მისი კითხვა უფრო რიტორიკული იყო რადგან პასუხი ზუსტად იცოდა. -საზიზღარი ხარ. -სწრაფად მოწესრიგდი,ტყეში გავიდეთ და მშვიდად მომიყევი ეგ შენი საოცარი სიზმარი.უმალ ოთახს მივაშურე ჯინსი და წითელი ჰუდი ჩავიცვი,უამრავი სუნამო მივიბკურე,იმდენად ბევრი რომ ჰუდი სულ დავასველე.ეზოში გავედი.მარიამი ბებიას ესაუბრებოდა,როგორც კი დამინახა სიცილი დაიწყო. -ამ სიცხეში მაგის მეტი ვერაფერი ჩაიცვი. -მე მცივა.ვუპასუხე მარიამის დამცინავ კითხვას,რომელიც ცოტათი მეწყინა და კიბეებზე ჩავედი.ბებო მელოდებოდა,როგორც კი მასთან მივედი გადავეხვიე და მარიამთან ერთად სახლის კარებში გავუჩინარდი.იმ დღეს ტყეც უჩვეულოდ ლამაზად მომეჩვენა,ყველაფერს ჩემს უცნაურ სიზმარს ვაბრალებდი.მე და მარიამმა ჩვენს საყვარელ ადგილს მივაშურეთ. -აბა ქალბატონო გისმენ. -მოგიყვები მაგრამ არ დამცინო -ვერ დაგპირდები.მიპასუხა მარიამმა და როგორც ჩვევია ხოლმე გადაიხარხარა.თვალები დავხუჭე სიზმარი დეტალურად გავიხსენე და დავიწყე: -ტყეში ვიდექით,მკლავებში ვყავდი მოქცეული,მთელი არსებით ვგრძნობდი,როგორ კანკალებდა,დრო და დრო თვალებში მიყურებდა და მიმეორებდა „მიყვარხარ“.ამ სიტყვის წარმოთქმა საშინლად მიძნელდებოდა,არვიცი რატომ მაგრამ მიჭირდა.თვალები,რომ გავახილე მარიამი აღარ იყო ჩემს წინ რატი იდგა,ზუსტად იგივე ღიმილითა და ქვიშისფერი თვალებით,რომელიც დღეს კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. -ესეგი ჩემს მკლავებში იყავი?მიღიმოდა და მაცდური მზერით მიყურებდა,ჩემი ნერვიულობის საზღვარმა პიკს მიაღწია.პასუხი ვერ გავეცი ალბათ იმიტომ,რომ ზედმეტად მეუცნაურა ჩვენი მდგომარეობა. -და მაინც,როგორი გრძნობა იყო.დაჟინებული მზერით მიყურებდა და ცდილობდა ჩემი თვალების მეშვეობით,ემოციურო მდგომარეობის დადგენას -მე ,მე ,მე არვი... სიტყვის დამთვარება ვერც კი შევძელი ზუსტად ორ წამში მის პატარა ტუჩებში ვიკარგებოდი,საშინლად ვბრაზდებოდი მასზე მაგრამ ისე მომწონდა მისი შეხება თავს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი,მის ტუჩებში ჩაფლობილს ერთადერთი რაც მაღელვებდა ჩემი შიში იყო.როცა ჩემს ტუჩებს ეხებოდა მეგონა ნამიან ბალახზე ფეხშიშველი დავდიოდი და მათ სუნთქვას ვგრძნობდი,როცა მის ტუჩებს ვეხებოდი,ახალი ისტორიის წერას ვიწყებდი,რომელსაც ვერავინ ვერ წაშლიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.