შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შინ


2-05-2021, 21:29
ავტორი Vider Rediv
ნანახია 641

ძალია ცუდად ყოფილხართ? არაფერი გტკივა და თან, თითქოს, ყველაფერი. ცალ-ცალკე კი არა, ერთად გტკივა. ფიქრობ მერამდენედ. რამდენად ძლიერი ხარ? გაუძლებ? რამდენად ხარ საერთოდ?.. თუ გაიცრიცე, დაპატარავდი, ქრები.. სხვების თვალში კი არა, შენს თავთან იფერფლები.. აღარც გეცოდება, არც გიყვარს, გძულს ან მოგწონს.. არანაირი გრძნობა აღარ გრჩება ერთ დროს შენად წოდებულ თავთან. სიცარიელეს შენში კი არ უშვებ, თავად ხდები ერთი დიდი ორმო, რომელშიც ჩავარდი, არც ამოსასვლელია, არც ამომყვანი. საკუთარი თავის ყველაზე მარტოსულ ბნელეთში ჰკარი ხელი შენს არსებობას.. ახლა, რაც არ უნდა მოხდეს ან ითქვას, აზრი არ აქვს. არც იმას აქვს აზრი, რომ სუნთქავ. ჰაერის ფილტვებში თავისუფლად მიმოსვლა სულაც არ ყოფილა სიცოცხლის ნიშანი. ადამიანები ცოცხლადაც კვდებიან. და ახლა, შენ ცოცხალ-მკვდარი კი არა, მკვდარ-ცოცხალი ხარ.
საიდან მოდის ტკივილი, რომელიც ასე უხვად დავიგროვე? რატომ ვგრძნობ თავს მარტოსულად? - არვიცი. იქნებ ვიცი? მაგრამ არ ვაღიარებ. ხანდახან, მგონია, რომ არავის ვუყვარვარ და არც მე მიყვარს არავინ. არანაირი ადამიანური გრძნობა არ მაქვს. ვარსებობ და ამ არსებობით ვკვდები. ვწევარ, ერთ წერტილს ვიჩემებ, რომელიც საერთოდ არ არის ჩემი. ვუყურებ, ვუყურებ, ვფიქრობ, მერე ისევ ვუყურებ და თენდება. ოთახი ნათდება, მე ეს ნათებაც მძულს. თითქოს ჯერ კიდევ წამის წინ მოხდა იგივე და უკვე ვმეორდები.
თვალი გავახილე, პირველად ძირს მიგდებული ბალიში დავინახე და მივაშტერდი. ღია თვალებ დარჩენილ მიცვალებულს ვგავდი, რომელიც ნატრობდა დღის სინათლე ვინმეს დაესრულებინა და თვალების დახუჭვაში მომხმარებოდა. ისევ იგივე. ღამე დასრულდა და გათენდა, ვინ იცის მერამდენედ მეორდებოდა არაფრის მომცემი დღე. უფრო და უფრო ვცარიელდებოდი.
ოთახში დედა შემოვიდა. არ მინდოდა შეშინებოდა, თვალი ბალიშს მოვაშორე.
- გავიღვიძე. ვუთხარი ყალბი ბედნიერებით და შევხედე.
- ყავა დავლიოთ?
- დავლიოთ.
გასვლისთანავე თვალები მაგრად დავხუჭე და მთელი დღის სამყოფი ყალბი ბედნიერება ჩავისუნთქე. მხოლოდ ღამე მეიმედებოდა. საკუთარ თავს ყოველ დილით ვუმეორებ, რომ მალე დაღამდება, დაწვები და ისევ სიმართლეს შემოუშვებ. მართალ ემოციას, სიცარიელეს, სიმარტოვეს. ვერავინ დაინახავს შენს გარდა, მაგრამ შენც საკმარისი იქნები..
რატომ არიან ახალგაზრდები უბედურები?
- შენ იცი?
- არვიცი
- არც შენ?
- არც მე.
ჩემში მცხოვრებ ყველა მეს ვკითხე. არცერთმა ვიცოდით.
დაბადებისას შენი პირველი შეხება სამყაროსთან ტირილით იწყება. ექიმები ამას სიცოცხლის ნიშნად აღიქვამენ, უხარიათ. თუმცა, იქნებ ამ ტირილს ახალი სამყაროს შიში იწვევს? იქნებ ყველა დროსა და სივრცეში იმაზე მეტი გესმის ვიდრე გგონია, გრძნობ, ხედავ და გაშინებს ის, რასაც გაურკვეველი გაგრძელება ჰქვია. ადამიანს დაბადებიდან გეშინია. მაშინაც გეშინია, როცა ბავშვური დაუდევრობით , ან ზრდასრული წინასწარი განზრახვით დააშავებ.
წამით დაფიქრდი ბავშვობის მთავარ შიშზე და შენს ახლანდელ შიშს შეადარე. გაიზარდე, დროს შორის შუამავლად იქეცი, შეცვალე შიში, მაგრამ ვერ გააქრე. და მაინც, შიში ცალკეულად არ არსებობს. მისი მთავარი სასიცოცხლო წყარო თითოეული ჩვენგანია. გვეშინია არა რაღაც კონკრეტულის, არამედ მთლიანად ამ ოთხ ასოს მიღმა არსებული სიცარიელის, რომელიც მუდმივად ჩვენით ცდილობს ამოივსოს.
მე ვაღიარე, რომ მეშინია. აღიარა შენც და იქნებ ერთმანეთის შიშები გავინაწილოთ. სამყაროში ყველაფერი თავისთავადია, ზოგჯერ ძაფები, რომელიც სამართავად გააბი არ გემორჩილება და შენ კი არა, თვითონ გამოძრავებს. ამ დროს, ყველაფრის შიში სასაცილოა საკუთარი თავის შიშთან. ხვდები, რომ ეს გრძნობა ჰაერში კი არა, შენშია. შიში შინ გყავს, ამიტომ გაუთავებელი ში-შინ-ი გესმის.. შენში მცხოვრები, უცნობი, შენივე თავის შიშინი.
როცა დავფიქრდი საიდან მოდიოდა შიში, ბევრი ვარიანტი განვიხილე. ჯერ, კონკრეტულს დავუკავშირე, მაგალითად თაგვს, ან გველს, იქნებ უაადამიანობას, ან ალერგიას.. ბევრი ვარიანტია, რომელსაც შეგვიძლია ხელი შევაწმინდოთ.. როგორ აღვიქვამთ ამ შიშს, საიდან ჩნდება ჩვენში? იქნებ, ხელიდან ფეხიდან, ყურიდან ან თვალიდან? თუ ბევრ კითხვას დასვამ, ცოტა პასუხს იპოვნი, ამ ცოტაში კი ერთს, რომელიც ზუსტად პასუხობს კითხვას. და, საიდან ჩნდება შიში ჩვენში? - არსაიდან, ის არც არასდროს წასულა ჩვენგან, თითოეულ ჩვენგანშია, სადღაც ძალიან შორს ან ახლოს. ჩვენი პიროვნული კონტურის ერთ, ან მეორე კუთხეში, შეიძლება შუა გულშიც, იქ, სადაც კომფორტულად მოკალათდება და საცხოვრიის აიგებს. შიში ჩვენშია და გამუდმებით ში-შინ-ად გვახსენებს თავს.
ამ სამყაროში ერთნაირ რაღაცეებს, შეიძლება სხვადასხვა ფერი, სუნი გემო ჰქონდეთ. გრძნობებს სხვადასხვა სახელი ერქვათ და განსხვავებულად წარმოვიდგენდეთ იმას, რაც ჩვენც, უკვე, ათასჯერ წარმოგვიდგენია.
მუშაობის პროცესი, სწავლის პროცესი, ან სხვა ნებისმიერი პროცესი ჩემთვის სულის
შემხუთავ ჩარჩოსთან ასოცირდება. თავი კაფკას „პროცესის“ პერსონაჟად წარმოგვიდგება, თითქოს ერთ დიდ აფსურდში გავიხლართე და დავიკარგე. ეძიე თვალები, ხან დიდი ყავისფერი, მწვანე, ცისფერი ბურთები, რომაა, რომელიც თითქოს საცაა გაიხსნება და გადაგვყლაპავსო, ჩაიხედე, იქ საკუთარი თავი და მასზე მეტად შიშები დაინახე, ახლა არ შეგეშინდება, ახლა მარტო არ ხარ.
და მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ არაუშავს თუ გეშინია, არაუშავს თუ შენშიც თანაცხოვრობს ეს გრძნობა, რადგან აუცილებლად მოერევი, თვალს, გულს გაუსწორებ და დაემშვიდობები შიშს, რომელიც შინ გყავდა. ჩვენში მცხოვრები, სრულწლოვანებას მიღწეული შიში, სიტყვად უნდა იქცეს, რომელიც ჰაერში ისე გაიფანტება, თითქოს ჩვენში არც არასდროს უცხოვრია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent