წარსულის აჩრდილი
გარეთ უცნაური ქარი ქროდა,ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე ოთახში შემოპარული სიცივე.ოთახი არც თუ ისე დიდი იყო,მხოლოდ ერთი სკამი იდგა,რომელზეც ჩემი ნაჯღაპნებით გავსებული ფურცლები ელაგა.ფანჯრიდან ქარმა დაუბერა,ნაწერები მიმოიფანტა,ყველა კუთხეში გაიფანტა ფურცლები,რომლებზეც მთელი ჩემი სიყვარული დავატიე.ოთახში საშინელი ქაოსი იყო, ზუსტად ისეთივე როგორიც ჩემს გონებაში.ვიდექი მოგონებებით სავსე ოთახში,სრულიად მარტო და ვცდილობდი ამ ყველაფრისგან რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი.გარეთ საშინელი ქარი იყო,გასვლისთანავე ვიგრძენი სიგრილე,რომელიც ნამდვილად მესიამოვნა.ქუჩას გავუყევი.უკუნით სიბნელეში სილუეტი დავინახე,ადამიანის სილუეტი,ვინაობის დადგენა არ გამიჭირდა, რადგან პირველი ის ჩემმა სულმა იცნო.ცხოვრების სიყვარული.ქუჩას მოუყვებოდა უწყინრად,თავისი საყვარელი ველოსიპეტიც გვერდით ჰქონდა.ყველაფერი თავიდან დაიწყო და ბრძოლა მისი დავიწყებისთვის დასრულდა,რადგან ვიცოდი მცდელობა გამეშვა ჩემი გონებიდან უფრო მეტ ტკივილს მაყენებდა,ვიდრე დაჯერება იმისა,რომ მე მისი პატარა გოგო აღარ ვიყავი.იდგა ჩემს წინ და თავისი უჩვეულო ღიმილით შემომცქეროდა,ვუყურებდი თვალებში მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით,მათში სიყვარული გამქრალიყო.ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა,ან რისი მოსმენა სურდა ჩემგან.იქნებ ძალიან ძლიერ ჩავხუტებოდი,ისე როგორც ამას ჩემს ოცნებებში ვაკეთებდი,ან უბრალოდ გავტრიალებულიყავი და მექცია ზურგი მისთვის იქამდე სანამ ამას თავად გააკეთებდა.უბრალოდ ვიდექი და ველოდებოდი სიტყვებს,რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად მსურდა.ის დუმდა და მიყურებდა, მე კი მისი სიყვარულის მორევში კიდევ უფრო მეტად ვიძირებოდი.დუმილი მისმა სიტყვებმა დაარღვია და მითხრა ლამაზად გაცვია.ეს იყო სიტყვები,რომელიც პირველად მითხრა მაშინ როცა ჯერ არც კი მიცნობდა.ამ სიტყვებით დაიწყო ისტორია,რომელიც ამავე სიტყვებით დაასრულა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.