შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს მიღმა და ზღვარს შორის (ნაწილი 10)


18-06-2021, 16:12
ავტორი სესილია
ნანახია 1 876

- თამარა დეიდა, თქვენ ხომ არ გაქვთ იმ ქალის ნომერი, სადაც ადა ცხოვრობს? ვურეკავ დღეს მთელი დღეა, თან იცის, რომ ხვალ დიდი ვახშამი და სტუმრიანობა გვაქვს. რაღაც ჭირს უეჭველი, თორემ მაგან მასე არ იცის. - ნერვიულობდა ქეთი.
- იმ ქალის ნომერი არ მაქვს, მაგრამ მისი მეზობლის კი მაქვს, დავრეკავ ახლავე. - სათვალე შეისწორა და ნომრის მოძიება დაიწყო, - ნაირა, მე ვაპირებდი ახლა შენთან დარეკვას... - შემომავალ ზარს უპასუხა, - რას ამბობ? მაგ საკითხზე ვრეკავდი მეც... დედა რა მითხარი ახლა ეს? კარგი, კარგი. თუ რამე შენც გამაგებინე, თუ მე რამეს გავიგებ მე დაგირეკავ. - აღელვებულმა გათიშა მობილური.
- რა ხდება, თამარა დეიდა?
- ადა სახლში გუშინს მერე არ გამოჩენილა. ახლა ხო ხედავ 8 საათია დაწყებული... - საათს გახედა.
- ვაიმე რაღა ვქნათ? კიდევ რამე ხო არ მოუვიდა? - სკამზე მოწყვეტით დაეშვა ქეთი.
- ვის რა მოუვიდა? - სამზარეულოში ძმები შემოვიდნენ.
- ისა... ადა...
- ადას რა მოუვიდა? - კბილებში გამოცრა გეგამ.
- მეორე დღეა არ გამოჩენილა არც სახლში და არც ჩვენთან, არც მობილურს პასუხობს...
- წავედით.
- სად მიდიხართ? - უკან გაჰყვა შვილებს ქეთი.
- არ ვიცი, ის ვიცი, რომ უნდა ვიპოვო და დავაბრუნო. - ყვიროდა გეგა.
- სად შეიძლება იყოს? - ღელავდა იონა.
- საღორიაზე ავიდეთ, ვნახოთ იქ.
მანქანას გიჟივით მიაქროლებდა გეგა. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა.
- არა, არა, არა! - მუჭებს ურტყამდა საჭეს, - იმედია ჩემს გამო არ იქცევა ასე, იმედია თორემ... აჰჰჰ... - დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა გეგა.
- ძმაო, დამშვიდდი, ვიპოვით. - მანქანის სახელურს ებღაუჭებოდა იო.
მანქანა არ გამოურთავს ისე გადმოვიდა გეგა და იქვე მყოფ კაცებთან მივარდა.
- გამარჯობა.
- ღმერთმა გაგიმარჯოს.
- აქ ადრე ადა ცხოვრობდა, ბინა რომ დაიწვა, ალბათ გემახსოვრებათ...
- კი, კი როგორ არა.
- ეს დღეები აქ ხომ არ გინახავთ?
- არაა, მას შემდეგ აქ არც გვინახავს.
- აბა სად უნდა წასულიყო? - გაგიჟებას მყოფმა გეგამ თავზე ხელები შემოიჭდო.
- მისი მშობლების სასაფლაოზე, შეიძლება იყოს. - ვარაუდი გამოთქვა ერთ-ერთმა.
- სასაფლაოზე? - იომ ძმას გახედა.
- წავედით, ვიცი სადაც არის. - მანქანაში ჩასხდნენ და ავანგარდის გზას გაუყვნენ. - როგორ ჩამობნელდა, წვიმაც დაიწყო. ფარანი ხო გიდევს მანქანაში?
- სად უნდა შევუხვიო?
- ეკლესიასთან ბოლოში შეუხვიე და ბოლომდე გაუყევი გზას.
ზაფხულის თავსხმა წვიმა იყო, საოცრად ციოდა. ძმები ფარნებით მიუყვებოდნენ საფლავებს შორის ვიწრო გზებს.
- ადაა, ადაა... - ეძახდა გეგა.
- აი, აქ არის. - წითელი ვარდებით მოხატულ ქვას იომ ფარანი მიანათა. - მოიცა ეს ვინ წევს აქ?
მშობლების საფლავზე ემბრიონის ფორმაში მოკუნტული ქალი იწვა უგონო მდგომარეობაში.
- ადა, ადა. - გეგამ პულსი გაუსინჯა საყვარელ ქალს , - ადა, არ გაქვს უფლება ასე მომექცე, ადა. ხომ იცი, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. ვერ შევძლებ, ვერ გადავიტან... - გულში იხუტებდა და ცდილობდა გაყინული სხეული გაეთბო.- ჩქარა მანქანა დაქოქე, გათბობა ჩართე, მე კი ადას წამოვიყვან. - ფრთხილად აიყვანა ხელში და სიბნელეში ნელა გაუყვა გზას. - იო, სახლში დარეკე, ცხელი აბაზანა მოამზადონ, სხეულის ეტმპერატურა აქვს დავარდნილი და ოჯახის ექიმიც გამოიძახონ, კლინიკაში მარტო ვერ დავტოვებ მთელი ღამე.
- ახლავე, ახლავე. - მორჩილად ასრულებდა ძმის მითითებებს.
სახლში ყველა მობილიზებული დახვდათ. გეგამ ადა ფრთხილად ჩააწვინა აბაზანაში.
- დანარჩენს მე მივხედავ. - გარეთ გამოუშვა შვილი ქეთიმ და ადას ფრთხილად გახადა. - ადა, რა მოხდა ნეტავ? - თბილი წყლით სხეულს ფრთხილად უზელდა, ცრემლებს ვერ იკავებდა. მერე კი მეუღლის დახმარებით საწოლში ჩააწვინა.
- შემოვიყვანო ექიმი? გადასხმას დავუყენებო. - ლევანი თვალს არ აცილებდა ფერმკრთალ ადას.
- კი, უთხარი შემოვიდეს.
- არა, არა... - ჩუმად ბუტბუტებდა ადა, თვალებიდან კი ცრემლები მოდიოდა.
- ადა, - მივარდა ქეთი.
- არა, არა... - ტირილს არ წყვეტდა მძინარე გოგო.
- რაღაც კოშმარს ხედავს, სიცხეც უწევს. - შუბლზე ხელი დაადო ექიმმა. - რაღაც დიდი სტრესი აქვს მიღებული. გადასხმას დავუყენებ ახლა, თუ ღამე მაღალ სიცხეს მისცემს, დამწევსაც დაგიტოვებთ.
- კარგით, ნოდარ ექიმო.
მთელი ღამე გეგა ადას არ მოცილებია. ადა კი მთელი ღამე ბორგავდა და ტიროდა. სიცხე ხან აუწევდა, ხან კიდევ მთელი სხეული ყინულივით ცივი უხდებოდა.
გამთენიისას მთელი ღამის ნაბრძოლმა თვალები, რომ გაახილა მძინარე გეგას სახე შემოეფეთა. შეკრთა. სუნთქვა შეეკრა. შეეშინდა კიდეც, თუმცა სულიერად სიმშვიდე იგრძნო, გაეღიმა გეგას შეჭმუხნული სახით ძილზე და შუბლიდან ნიკაპამდე ნაზად ჩამოაყოლა თითი.
- ყველაფერი ზღვარს მიღმაა... ზღვარს შორის კი გაჭედილი ვარ და ვერც ზღვარს ვცდები, ვერც უკან ვიხევ... აწინ კი რა იქნება? რა მოხდება? როგორ მოვიქცე? - ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა.
- ტკივილი არ დამალო, ძალიან რთულია... - თვალები გაახილა გეგამ და ადას ლურჯ თვალებს შეანათა. - შენ ხომ ჩემზე მეტად იცი რამდენად რთულია ამის დამალვა...
- ბა-ბატონო გეგა, - დარცხვენილმა, ადამ, თვალები ძლიერად დახუჭა.
- ჩემი ნუ გრცხვენია, ხომ იცი რომ მომწონხარ, არა მიყვარხარ...
- ბატონო გეგა!
- აჰ, ძალიან დიდ სტრესში ვარ! - გულზე ხელი მიიდო კალანდაძემ.
- რატომ? - თვალები მოჭუტა ადამ.
- რადგან ჩემი შეყვარებული ისევ „ბატონ გეგას“ მეძახის.
- მე თქვენი „შეყვარებული“ არ ვარ!
- ადამიანები დაბადებიდან მარტოსულები არიან, ამიტომ მუდამ ძიებაში არიან, რათა იპოვონ ვინმე, ვინც მარტოსულობას შეუმსუბუქებს. მე კი გიპოვე, ამიტომ ტყუილად ცდილობ ჩემს თავიდან მოცილებას. - ადას ხელი თავის ხელებში მოაქცია და გულში ჩაიკრა.
- ხელი გამიშვით, ბატონო გეგა!
- არასოდეს გაგიშვებ, დიდხანს ველოდი ამ დღეს, როდესაც შენს ხელს ჩემს ხელს ჩავჭიდებდი. - ჩაბღუჯულ ხელებს ფრთხილად ეამბორა.
- გთხოვთ, ბატონო გეგა. მე არ ვარ ის, ვინც უნდა გიყვარდეთ... - ადამ ათრთოლებული ხმით დაიჩურჩულა.
- ჯერ მოძლიერდი, ბევრი სალაპარკო გვაქვს. - შავი თვალები მკაცრად მიაპყრო ადას ლურჯ თვალებს.
- სალაპარკო? - აიწურა ცხადაძე.
- დიახ. ორი ოჯახი, რომ გვანერვიულე, ხომ არ დაგავიწყდა? იქეთ ის ბებო, ვისთანაც ცხოვრობ და აქეთ ჩვენ? მარტო, რომ აღარ ხარ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრე?
- მარტო?
- დიახ, მარტო!
- მასეთი თვალებით რატომ მიყურებთ?
- როგორი თვალებით?
- თითქოს ნაწყენი ხართ.
- არადა ისე მინდა ჩაგეხუტო, თავს ძლივს ვიკავებ! - გაუღიმა.
- ბატონო გეგა, - საბანში ჩაიმალა ადა, თუმცა უცებ რაღაც გრძნობამ შეიპყრო, რომელიც მის მთელს სხეულს და ფიქრებს სასიამოვნოდ მოედო.
- წავალ ახლა, შხაპს მივიღებ. იცოდე არ ადგე და იბორიალო აქეთ-იქეთ. ორი დღის უჭმელი ხარ და სადღაც გონებას დაკარგავ და ჭკუიდან არ გადამიყვანო, არ გინახავს შენ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა.
- კარგით. - საბნიდან თავს არ წევდა ადა, გეგას კი ეცინებოდა.


***
ხანდახან ადამიანების გზები ისეთ დროს და ისეთ მომენტში გადაიკვეთებიან, რომ ვერც კი ვიაზრებთ, ვერც კი ვგრძნობთ თუ რაოდენ ახლოს ვართ ერთმანეთთან ან საერთო მიზანთან.
- იონა, სად ხარ?
- აქ ვარ დედა, - მოჟამული სახით სავარძელში იჯდა შუათანა კალანდაძე.
- ხომ შეგიძლია, რომ მომეხმარო? ხომ ხედავ დღეს რამდენ სტუმარს ველოდებით? თან ადაც ვერ მეხმარება, შეუძლოდაა.
- უკეთ ვარ ქეთი დეიდა. - ფერმკრთალი ცხადაძე კარებში იდგა.
- ადა, რატომ ადექი?
- სიცხე არ მაქვს და წოლა კიდევ არ შემიძლია.
- მოგვკლავს გეგა. - იომ შუბლზე ხელი მირტყა.
- რატომ? ეს ჩემი სამსახურია და მე უნდა ვიმუშაო.
- ძალიან არ გადაიტვირთო გთხოვ, თუ თავბრუ დაგეხვევა ან რამე მაშინვე დაჯქი.
- მე მივეხმარები. - წამოხტა იო.
- მიდი, თორემ სტუმრები მალე მოვლენ და სუფრა გაწყობილი არ არის.
ერთი საათის შემდეგ კალანდაძეების მისაღები სავსე იყო სტუმრებით.
- ქეთი, ეს ჩემი და და სიძეა, ანა ბერიძე და დათო ადამაშვილი.
- ძალიან სასიამოვნოა, მობრძანდით. - შემიპატიჟა მისაღებში, - ხვიჩა, მარეხი სად არის?
- დღეს ქორწილის დიზაინი ჰქონდა, თან ვერ გააუქმა, და მეც მალე უნდა წავიდე.
- დარეჯან დეიდას, როდის გამოწერენ?
- აკვირდებიან, რადგან ასაკში მოხდა გულზე ოპერაციის გაკეთება, თან ნარკოზის ქვეში, ცოტა გონებაც არეული აქვს.
- უი, რას ამბობ. არაუშავს, მალე კარგად იქნება.
- ჩვენც მაგის იმედი გვაქვს.
- ქეთი დეიდა, - მისაღებში შემოცქრიალდა ადა. - ყველაფერი მზად არის.
- კარგით, წამობრძანდით და საუბარი სუფრასთან განვაგრძოთ. - მაგიდასთან მიიწვია სტუმრები ბატონმა გიორგიმ.
- ადა. - მკლავში დაიჭირა გეგამ გოგო, - იცოდე ამის გამო მოგეკითხება.
- რის გამო? - შეშინებულმა ამოიბუტბუტა.
- რომ არ ისვენებ, სიკვდილს ხელიდან მეორედ გამოგგლიჯეთ და შენ დღეს ისე იქცევი, თითქოს მთელი ღამე წუხელი სიცხით მე ვიწვოდი.
- ბატონო გეგა. - ადამ დამნაშავე ბავშვივით თავი დახარა.
- წადი ახალ ოთახში და დაისვენე, მერე უნდა ვილაპარაკოთ.
- კარგით.
- გეგა ფეხზე რატომ დგხარ? მოდი , აქ დაჯექი. - დაუძახა თედომ.
- კი, კი ახლავე.
- მოდით, - ფეხზე წამოდგა ბატონი გიორგი. - ჩვენს ამ შეკრებას გაუმარჯოს. მიხარია, რომ ჩვენს ოჯახურ ვახშამს ანა და დავითი ესწრებიან, რომლებიც დიდიხანია საქართველოში არ ყოფილან. იმედია თქვენს პატარა მეგობარს, თედოს მიბაძავთ და თუ სამუდამოდ არა, ხშირად ჩამოხვალთ თქვენს სამშობლოში, ადრეც ვთქვი და კიდევ განვმეორდები, საქართველოს კარგი შვილები არ ჰყავს დასაკარგი. ქართველებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი, რომ უკეთესი ეკონომიკა და ძლიერი ქვეყანა დავუტოვოთ ჩვენს შთამომავლობას.
- დიახ, გეთანხმებით, გიორგი. - დაეთანხმა ნუგზარ დიდიძე. - მიხარია, რომ აქ ვარ წლების შემდეგ.
- მადლობა, აქ ჩვენი მოწვევისთვის. - ჭიქა ასწია დათომ, - გისურვებთ ყველა მიზნების ასრულებას. 20 წელზე მეტია საქართველოში არ ვყოფილვართ გარკვეული მიზეზების გამო. რაც ჩამოვედი, მგონია სხვაგან ვარ, კი ვიცოდი, რომ ბევრი რამ იცვლებოდა, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვაა. ვეცდებით მე და ჩემი მეუღლე, ხშირად თუ არა ზაფხულობით მაინც ჩამოვიდეთ და არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს.
- გაიხარე, შვილო. აბა ღვინო როგორ მოგწონს?
- ღვინო, საკმაოდ სასიამოვნო დასალევია, არომატიც შესანიშნავია.
- გეგას მარნიდან არის. - ამაყად გადახედა შვილისშვილს ბაბუამ.
- მართლა? - მიუბრუნდა გეგას.
- დიახ, თერჯოლაში მაქვს პატარა ვენახი. ნელ-ნელა ვიზრდებით და ვითარდებით.
- თერჯოლაში როგორც ვიცი მევენახეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული.
- კი, თერჯოლის ღვინოები, რომლებიც მზადდება ფერდობზე და დაქანებებზე გაშენებული ვაზის ყურძნებისგან, საოცარი სინაზით, სისრულით და თავისებური არომატით გამოირჩევა.
- თქვენ რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული?
- ზოგადად ჩვენს მხარეში ფართოდ არის გავრცელებული: ცოლიკაური, ციცქა, დონდღლაბი, ძელშავი, მაჩანოური, საფერავი, ქვიშხური, ალიგოტე, ოცხანური, პინო შავი, კრახუნა, თეთრი კაპისტონი, რქაწითელი. მე, ცოლიკაური და ციცქა მაქვს ამ ეტაპზე. თუმცა სხვა ჯიშებსაც ვგეგმავ.
- ძალიან კარგი, შემდეგ ჩამოსვლაზე, აუცილებლად გეწვევით რთველში.
- დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ ჩემს მარანში.
- დავით, ჩვენი რესტორნის გახსნაზე უნდა ჩამოხვიდეთ. - საუბარში ჩაერთო ბატონო გიორგი.
- რესტორანი როდის იხსნება?
- სავარაუდოდ, ოქტომბერის ბოლოს.
- ისე, თედო, ოქტომბერი ისეთი კარგი პერიოდია, შეგიძლია შენივე ქორწილით გახსნა. - თვალი ჩაუკრა დათომ მეგობარს.
- ეჰ... - უიმედოდ ჩაიქნია ხელი.
- ეს „ეჰ“ რას ნიშნავს? დავიჯერო ვინმე კიდევ ვერ მოძებნე ვინც შენს გულს ააფორიაქებს? - გაეღიმა.
- საყვარელო, - მიუბრუნდა მეუღლეს ანა, - რუსეთში ვერ მოძებნა და აქ იპოვიდა ასე უცებ?
- მაგაშია საქმე, მოვძებნე მაგრამ...
- რა მაგრამ? - ყურები ცქვიტეს იომ და თომამ.
- ვინმე გიწუნებს? - მუშტი დაარტყა გიორგი ბაბუამ.
- რა სჭირს ჩემს თედოს დასაწუნი? - აყვირდა იო. - ვინ გიწუნებს, ძმაო, გვითხარი, ყველანი მასთან მოგყვებით.
- ჯერ გოგომ არ იცის...
- კი არ იცის... - ჩაეცინა თომას.
- აბა ჯერ თუ გოგომ არ იცის, რატომ ამბობ რომ გიწუნებს?
- გულახდილი ვიყო?
- თავისთავად. - იომ თედო შეაგულიანა.
- მეშინია, რომ გოგოს ოჯახი უარს მეტყვის, დამიწუნებს!
- ვინ არს შვილო, ასეთი ოჯახი, შენ რომ უარს გეტყვის? ჩამოყალიბებული, ზრდილობიანი, შენი საქმე გაქვს, მიზანმიმართული, პასუხისმგებლიანი მამაკაცი ხარ! - შეამკო გიორგიმ თედო. - ხომ, იცი მე ადამიანების არჩევანში არ ვცდები.
- დიდი მადლობა, გიორგი ბიძია.
- აღარ იტყვი ვინ მოგწონს? - არ ჩერდებოდა იო.
- დიახ შვილო, აქ ვართ, მხარს დაგიჭერთ ყველა. - გაუღიმამ მამამ შვილს.
- მაშინ, - ფეხზე წამოდგა თედო, - რადგან არ იშლით, გაგნდობთ თუ ვინ დაეპატრონა ჩემს გულს და მჯერა მიიღებთ მას. მე ... - თვალი მოავლო სუფრას, მერე კარებში შემოსულ ბაიკოს გაუღიმა და წელში გამართულმა თქვა, - მე ბაიკო მიყვარს...
ამის გაგონება და ბაიას ხელიდან ყველაფერი გაუცვივდა.
- შენ ჩემი ბიცო გიყვარს? - ვითომ არ იცოდა იონამ ისე წამოხტა.
თედო კი აჭარხალებულ ბაიკოს არ აცილებდა თვალს, უკვე ქალის მზერიდან გრძნობდა თუ როგორი მძიმე საუბარი ელოდა, გვიან ღამით.
- ეე, თედო ძია. - მივარდა თომა მასთან, - რა მაგარია. დედაჩემი გიყვართ?
- ღმერთო ჩემო, მგონი ბრაზილიურ სერიალში მოვხვდი. - გეგამ კეფა მოიქექა, სხვები კი შოკური მდგომარეობიდან ნელნელა გამოდიოდნენ.
- სიწყნარე! - მკაფიოდ დასჭექა ბატონი გიორგის ხმამ. - ორივე მოდით ჩემთან. - ორივე გვერდი-გვერდ დააჯინა.
- გიორგი ბიძია. - ხმის ამოღება სცადა ებრალიძემ.
- სუუ! - გააჩუმა რძალი, - დიდიხანია რაც გიყვარს? - მიუბრუნდა თედოს.
- დიახ.
- შეძლებ მის გაბედნიერებას?
- დიახ.
- იცით, ბაია ჩემთვის შვილივითაა. ჩვენ ორივემ დიდი ტკივილი გამოვიარეთ და ვიცი, რომ ჩემი შვილი დღემდე ცოცხლობს მის გულში და შესანიშნავ შვილს ზრდის. თუმცა არ მინდა ეგოისტი ადამიანი ვიყო, ცხოვრების გაკვეთილებიდან ყოველთვის ვსწავლობ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 70 წელს გადავცილდი, ვიზრდები და ვცვლი ჩემს ბევრ შეხედულებებს, რადგან ცხოვრება ვითარდება და მას ფეხი აუცილებლად უნდა ავუწყოთ. ბაიკო, ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდა, ის ახლაც ახალგაზრდაა, რადგან 34 წელი დამერწმუნეთ ბევრი არაფერია, ამიტომ მე არ მაქვს უფლება ამ ქალს, იგივე ჩემს ქალიშვილს ბედნიერების უფლება წავართვა და თუ ჩემი ნებართვა გჭირდებათ, ჩემგან ეს გაქვთ. მამაშენი კი რას იტყვის ეგ მას ჰკითხე. - ბატონმა გიორგიმ უხეხრულობის დასაფარად ჩაახველა.
- მე რა უნდა ვთქვა? ჩემი შვილი ვისთანაც ბედნიერი იქნება, მეც ეგ გამაბედნიერებს. 34 წლის კაცია, ცოლს მე ვერ ავურჩევ. გილოცავთ. - ჭიქა ასწია ბატონმა ნუგზარმა.
ბაია და თედო მოულოდნელად განვითარებული მოვლენების გამო გაცებულნი ისხდნენ და ვერ გაეგოთ რა ექნათ.
ბატონ ნუგზარს სხვები აყვნენ და წყვილს ბედნიერებას უსურვებდნენ. თედო სიხარულისგან ფრინავდა და დამორცხვილ ბაიას ხელს არ უშვებდა.
მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა კალანდაძეებში.
- ადა, სად მიდიხარ? - კარებში დაიჭირა გეგამ გოგო.
- სახლში.
- ჯერ უნდა ვისაუბროთ.
- რაზე?
- რაზე? - თვალები გაუფართოვდა, - ნუთუ ასე უცებ დაგავიწყდა? რა მოხდა გუშინ? რატომ იყავი უგონოდ შენი მშობლების საფლავზე და ა.შ.
- აუცილებლად უნდა გიპასუხო? - ხმა გაებზარა ადას.
- დიახ! ვალდებულიც ხარ! წინააღმდეგ შემთხვევაში ჭიშკრიდან ვერ გადახვალ! - შეუვალი იყო გეგას ხმა.
- ყველაფერი დამთავრდა, რადგან ჩემი ინდეტობა გაქრა, აღარავინ ვარ! - ხმა აუთრთოლდა და აცრემლებული თვალები შეანათა უფროს კალანდაძეს.
- ვერ მივხვდი? რას ნიშნავს შენი სიტყვები?
- იმ დღეს როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ, რატომღაც გადავწყვიტე ჩემს სოფლეში წავსულიყავი, მენახა ნასახლარი, სადაც 8 წელი ვცხოვრობდი. ბევრი, რომ არ ვისაუბრო იქ მიღებულ განცდებზე თუ ემოციებზე, ბებიას დატოვებული წერილი გადმომცეს, საიდანაც გავიგე, რომ ნაშვილები ვარ... - სიცილ-ტირილი აუვარდა ადას.
- არა... - ძლივს ამოთქვა გეგამ.
- ანუ... - საუბარი სლუკუნით განაგრძო, - რა გამოდის? დაბადებისთანავე მშობლიურ კერას მომწყვიტეს, გამაშვილეს... მერე 6-8 წლის ასაკში გამზრდელი დედ-მამა და ბებია დავკარგე და ასე მარტო გავიზარდე... ამდენხანს ადა ცხადაძე ვიყავი და ახლა ვინ ვარ? ვინ? გაგიჟებას ვარ, თავში თითქოს ფუტკრების სკა მაქვს, ფიქრები ისე დაქრიან და დაბზუიან. ვერ ვუძლებ, გული მესერება, ჩემს თავს ვეკითხები ვინ ვარ? ან ასეთი ბედისწერა რატომ დამეწერა? ახლა რა უნდა ვქნა? ან რატომ დამიტოვა ეს წერილი ბებიამ? აჰ, მიჭრს, მტკივა, არც სახლში მინდა, არც გარეთ. უბრალოდ, ისეთი საქმე მინდა, რომ დრო არ მქონდეს ფიქრის, შემდეგ კი გათიშულს მეძინებოდეს... ასეთი არეული არასოდეს ვყოფილვარ...
- ადა... - ხელი ჩასჭიდა, - სიტყვები არ მაქვს... არ ვიცი ასეთ სიტუაციაში რა უნდა გითხრა? მრცხვენია, რომ საყვარელ ქალს ვერ ვანუგეშებ, ისე როგორც საჭროა. - თავი დახარა.
- ბატონო გეგა, გთხოვთ.
- რას მთხოვ?
- ნუ ამბობთ, ნუ ამბობთ, რომ „თქვენი საყვარელი ქალი“ ვარ! ადრე თუ რაღაც შანსი მქონდა, ახლა, ახლა ინდეტობა წაშლილი ქალი ვარ, ადამიანი, რომელიც იმაზე მარტოსული და ეულია, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი არსება. არ შეგიძლიათ მოგწონდეთ, თან ასე ხმამაღლა ნუ ამბობთ. ვინმემ არ გაიგონოს. - ადამ, აივანს თვალი შიშით მოავლო.
- მოიცა, - გაეცინა გეგას, - შენ გგონია, რომ ჩემებმა ჩემი შენდამი გრძნობების შესახებ არ იციან?
- რა რა რა თქვით? - სახეზე ხელები აიფარა, - ვაიმე რაღა ვქნა? ღმერთო ჩემო, სად? სად გავიქცე? - თვალებს აცეცებდა.
- სად უნდა გაიქცე? - აივანზე ქეთი გამოვიდა.
- ქე-ქე-ქეთი დეიდა. - ენა აებლუკა ადას.
- რა ხდება? - შვილს ახედა.
- დღეს რადგან „ნებართვების გაცემის“ დღეა, იქნებ შენც დაგვრთო ნება?
- რა ნება? გარკვევით მითხარი, ისედაც ეიფორიებში ვარ სიხარულისგან და მოულოდნელობისგან. - საქანელაში ჩაჯდა ქეთი.
- ბატონო გეგა. - გაჩერება სცადა ადამ.
- ხომ იცი, რომ ადა მომწონს?
- მერე? - თითქოს სხვათაშორის იკითხა.
- მას არ მოვწონვარ...
- მერე? მოიცა, შენ არ მოწონხარ? - ქეთიმ გაკვირვებით გახედა თავდახრილ ადას.
- ქეთი დეიდა, გთხოვთ არ მოუსმინოთ. სულელობს რაღაცეებს, მართლა კი არ მოვწონვარ, არ დაიჯეროთ და არ ინერვიულოთ თქვენ. თუ საჭიროდ ჩათვლით სამსახურიდანაც წავალ, ოღონდ თქვენ არ იდარდოთ. - სწრაფად ჩაარაკრაკა ადამ.
- შვილებო, ჯერ ერთმანეთში გაერკვიეთ, რომ ჩამოყალიბდებით, მერე მოდით და ვისაუბროთ. - საქანალაში თავი გადაწია და თვალები მილულა.
- კარგი დე, წავალთ. ადას გავაცილებ სახლამდე.
- გთხოვთ, ბატონო გეგა, მარტო წავალ! - თვალები დაუქაჩა. - ნახვამდის ქეთი დეიდა.
- ხვალ თუ შეძლებ მოდი.
- კი, კი დილიდანვე აქ ვიქნები. - უკუსვლით გავიდა ეზოში.
- რას აკეთებ? - იცინოდა გეგა.
- ბატონო გეგა, ისედაც არეული ვარ, გთხოვთ, თქვენ მაინც დამანებეთ თავი.
- „ბატონი გეგა“ რამდენხანს უნდა მეძახო?
- სულ! რამე პრეტენზია გაქვთ? - თვალები დაკვესა.
- დიახ! იოს თუ არ ეძახი „ბატონ იონას“, მე რა დავაშავე? - გეგამ ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა.
- მან თავიდანვე მითხრა, რომ სახელით მიმემართა. - ადამ ნაბიჯებს აუჩქარა.
- ნელა იარე, რატომ გარბიხარ? გგონია გამექცევი? - წინ გადაუდგა. - ვიცი, რომ არეული ხარ. არ გამიბრაზდე, მინდა ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინო, სანამ რამეს გავარკვევთ.
- რამეს? - უიმედოდ ჩაილაპარკა. - უნდა გავრკვიო კი? ღირს? ღირს ავაფორიქაო ის ადამიანები, ვისთვისაც აღარ ვარსებობ?
- იქნებ გეძებენ? იქნებ არ იციან? სხვადასხვა მიზეზი და ისტორიაა, როცა ბავშვებს აშვილებენ...
- ახლა ზღვარს შორის ვარ გაჭედილი... არც იქეთ და არც აქეთ, ზუსტად რეალობასა და სიგიჟეს შორის არსებულ მილიმეტრიან საზღვარზე ვდგავარ და ... - სუნთქვა გაუხშირდა, მზერა ვარსკვალავებით მოჭედილ ცას მიაპყრო, რომ ცრემლებით სავსე თვალები გეგას არ შეემჩნია.
- იტირე, გულს ამით უშველი. სევდას ცრემლებს გაატან და ოდნავ სიმსუბუქეს იგრძნობ, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც შვებაა... ულამაზესი ხარ როცა იღიმი, მაგრამ თუ ტირილი მოგინდება საკუთარ თავს სიცილი არ აიძულო. კარგად მესმის შენში არსებული განცდები, ფიქრები... თუ გინდა ვიხეტიალოთ, თუ სახლში წასვლა არ გინდა...
- მე მარტო წავალ...
- ჰმ! და შენ როგორ გგონია? შუაღამისას ჩემს საყვარელ ქალს მარტო გავუშებ? მარტო აღარასოდეს დაგტოვებ, შენს გვერდით ვიქნები, ხმას არ ამოვიღებ, ხელს არ შეგიშლი. შენ კი იფიქრე, ან არ იფიქრო... თითქოს მარტო ხარ, მე კი შენი აჩრდილი...
ადა და გეგა უხმოდ მიუყვებოდნენ ლესელიძის ქუჩას. შეჩერდა ის, შეჩერდა ეს. დიდხანს უხმოდ უცქერდა ჯერ მდინარე რიონის ხეობას, შემდეგ თითქოს ლოცულობსო, თვალს არ აცილებდა, ხარების ეკლესიის გუმბათს. სადღაც შორს დაქროდნენ ადას ფიქრები, არეულ ისტორიებში, ერთმანეთთან დაკავიშირების გზებს ეძებდა და ინათა კიდეც...



№1  offline მოდერი ნეაკო

ძალიან კარგი და ემოციური ისტორიააა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ძალია მომწონს❤❤❤❤წარმატებები

 


№2  offline წევრი Elka Popova_2

Вгиждеби адазе. Царматебеби. Далиан момецона.

 


№3  offline წევრი სესილია

ნეაკო
ძალიან კარგი და ემოციური ისტორიააა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ძალია მომწონს❤❤❤❤წარმატებები



მადლობა ნეაკო. თქვენც წარმატებები :))

Elka Popova_2
Вгиждеби адазе. Царматебеби. Далиан момецона.



მიხარია ეკა, რომ მოგწონთ :))

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან ემოციური იყო,ადა ძალიან საყვარელია,როგორი სულიერად მდიდარი და ძლიერი გოგოა.

 


№5  offline წევრი სესილია

სტუმარი nancho
ძალიან ემოციური იყო,ადა ძალიან საყვარელია,როგორი სულიერად მდიდარი და ძლიერი გოგოა.


იმდენი ბრძოლა გამოიარა მარტომ, ძლიერი უნდა იყოს ნამდვილად :))

 


№6 სტუმარი kati

Vifiqre dasrulebas davelodebi da mere wavikitxavtqo, magram ver movitmine da ra gazlebs axla momdevno tavamde? marexis sityvebi gamaxsenda adas danaxvisas nacnobi tvalebi aqvso da misi dis shvili xo ar agmochndeba ada?

 


№7  offline წევრი სესილია

kati
Vifiqre dasrulebas davelodebi da mere wavikitxavtqo, magram ver movitmine da ra gazlebs axla momdevno tavamde? marexis sityvebi gamaxsenda adas danaxvisas nacnobi tvalebi aqvso da misi dis shvili xo ar agmochndeba ada?


მიხარია, რომ წაიკითხეთ :)) ვნახოთ რა გამოვა და ვინ ვინ აღმოჩნდება ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent