თეთრი ბაირაღები ხილვა პირველი
ხილვა პირველი – გაიღვიძე, ზაზა! – თვალს ვახელ, თავზე მზე მადგას და თბილ ხელს მისვამს ლოყაზე. – გამარჯობა! – ვეუბნები და სიამოვნებისაგან ვინაზები. – გაგიმარჯოს, გაიღვიძე, თორემ მივდივარ! – კიდევ ხუთი წუთი! – ვემუდარები. – მე არ შემიძლია, კიდევ ხუთი წუთი ვიდგე ერთ ადგილას, ეგ ჩემზე კი არ არის დამოკიდე ბული, გაიღვიძე და, თუ გინდა, წამომყევი, მე მივდივარ! – მაფრთხილებს მზე და ცალი ფე ხი უკვე სარკმელში აქვს. – დამიცადე, უჩემოდ არ წახვიდე! – ვეუბნები შეშინებული და მაჯაში ვავლებ ხელს. – წავედით, ზაზა! – წავედით, მზეო! ჩვენ გავძვერით გისოსში, გავიარეთ ადმინისტრაციის შე ნობის წითელი თუნუქის სახურავი, მარცხნივ შევუხვიეთ,მაღლა-მაღლა ავედით და მზემ ნარიყალას ციხესთან დამტოვა. – საღამოს ჩემი ჩასვლისას აქ დამელოდე, ოღონდ დასავლეთის მხრიდან, – გამაფრთხილა და წავიდა დალოცვილი, ეჭვმიუტანელი, მსჯავრდადებული, ნათელი, ცასავით მართალი, სწო რუპოვარი და თავისუფალი. წავიდა მზე. * * * ვეებერთელა საწერ მაგიდას ვუზივარ და დილის ფოსტას ვათვალიე- რებ. წერილების უმრავ ლესობა ანონიმურია, ხალხი ერთმანეთს აბეზღებს. ვინ სად, როდის და რამდენ ქრთამს იღებს, ვის რომელი ხის ძირში აქვს ფული დამარხული, რომელ კედელშია შეშენებული ოქროებითა და ძვირფასი თვლებით სავსე ქოთნები. ვინ რამდენად ყიდის სამუშაო ადგილს თუ წილს და ვინ რომელ რესტორანში ქეიფობს არღნით ხელში ბოზებთან ერთად. ვინ რამდენ ბოთლ შამპანურს სვამს გარყვნილი დედაკაცის ძუძუსთავებიდან, ვის აქვსყალბი დიპლომი, როგორ იღებენ ქრთამს: ქალაქში ჩაწერაში, მანქანების გაფორმებაში და უამრავ სხვა რამეში, თვითონ ჩემი თანამშრომლებიც კი. როდესაც ასეთ წერილებს კითხულობ კაცი, უცებ გავიწ ყდება, რომ ქვეყნად არსებობს სუფთა ჰაერი, წმინდა მდინარე, შეურყვნელი ბალახი, მოუჭრელი ხე, მოუგლეჯელი ყვავილი, მგალობელი ჩიტი და უღრუბლო ცა, ყველაფერი მიწაზეა გარ თხმული და ტალახშია ამოსვრილი. გგონია, რომ დედამიწის დაშავებული ზურგი სავსეა ბალ ღამითა და ბოროტებით. ასე გგონია და, რომ არ დაიხრჩო და არ გაიჭყლიტო საკუთარ კაბინეტში, რომლის კედლებს თითქოს ყოველი მხრიდან აწვებიან და მოაგორებენ შენკენ, რომლის ჭერს თითქოს ყველა სართული დამხობია და ახლა ქვევით იწევს, რომ მიწასთან გაგასწო როს, დგები და აფორიაქებული ქუჩაში გარბიხარ, დადიხარ, ვიდრე ვინმე ახლობელი არ შეგ ხვდება და არ გაგიღიმებს ჭკვიანი თვალებით, არ გამოგიწვდის თბილ ხელს და არ გეტყვის: – გამარჯობა, ზაზა! აკვირდები მის გაქათქათებულ, ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად გაცრეცილ თეთრ საყელოს, ოდნავ დამტვერილ ნახმარ ფეხსაცმელს, მზისაგან დამწვარ სახეს, გახუნე ბულ წარბებს, გულზე მოგეშვება და, როგორც მაცოცხლებელ ჟანგბადს, ისე ღრმად ჩაისუნ თქავ ჰაერს, რომელიც მის გარშემო დგას და მის ღიმილს მოჰყვა.– დაიღალე? – გკითხავს ის. – ძალიან დავიღალე, აი აქ მტკივა! – კეფაზე იდებ ხელს. – მძიმე სამუშაო გაქვს, როგორ გათეთრებულხარ! – გეუბნება ის. – შესვენებაზე გამოდი? – ეკითხები შენ. – ვინ მოგასვენებს, ჩემო ზაზა, ტრესტში გავრბივარ, თათბირზე მეძახიან. – მეუბნება ის, საათ ზე იცქირება და ხელებს შლის, რა ვქნა, მეჩქარებაო. – გამომიარე სამსახურში, თუ რამე დაგჭირდეს, არ მომერიდო! – სთხოვ შენ. – ღმერთმა ნუ დამაჭირვოს შენი თავი! – იცინის ის. – ისე გამოგივლი! – ისე გამომიარე! – ეუბნები შენ. მერე რაღაც გიხარია და გახსენდება, რომ ქვეყნად არსებობს სუფთა ჰაერი, წმინდა მდინარე, შეურყვნელი ბალახი, მოუჭრელი ხე, მოუგლეჯელი ყვავილი, მგალობელი ჩიტი, უღრუბლო ცა და დედამიწის დაშავებულ ზურგზე არც იმდენი ბალღამია, იმ წერილების ავ ტორებს რომ ჰგონიათ. წესით ეს წერილები ბუხარში უნდა შეყარო და ცეცხლს მისცე, მაგრამ, საუბედუროდ, ზოგიერთ მათგანში მართალი სწერია დაუნდა შემოწმდეს. რამდენიმე წერილი პირადად მე მეხება. აი ერთი: „პატივცემულო „მინისტრო!“ მინისტრი, რატომღაც, ბრჭყალებშია. „ეს ქვეყანა ჩალით დახურული ნუ გგონიათ, თქვენი დროც მოვა და ვნახავ თქვენს ცოლ-შვილს აყუდებულს „გუბერსკის“ კარზე „პერედაჩით“, ეს სიტყვებიც ბრჭყალებშია. „თემურ-ლენგს და ჩინგისხანს არ უქნია საქართველოსთვის, რა საც თქვენ უკეთებთ! აავსეთ ციხე ქართველებით! ეს არის თქვენი ერის შვილობა? თქვენისთანა „ერისშვილი“ უნდა მოკვდეს“. ერისშვილიც ბრჭყალებშია, „ჩაძაღლდეს და არ დაიმარხოს. განგება“. – ასე აწერს ხელს. ეს ვიღაც ბრიყვია და არ იცის, რომ მე ვარ მინისტრი, მყავს ჯარი და, რაც მთავარია, მაქვს მთელი ინსტიტუტი თავისი საექსპერტო უნიკალური ლაბორატო რიით და მე შემიძლია ხვალვე გავიგო მისი ვინაობა, მაგრამ მე ვიღებ წერილს, ცეცხლს ვუკიდებ, ერთხანს ხელში მიკავია და შემდეგ საფერფლეზე ვდებ. წერილი იწვის, იწვის, ფერფლად იქცევა და ჰაერში ატაცებული პატარა ნამცეცა ფთილები ოთახში იწყებენ ფრენას ფარვანებივით. ელექტროღილაკს ვაჭერ თითს, კარი იღება და ჩემი მდივანი გოგონა შემოდის.– თინიკო, წერილები წაიღე და ერთი ეგ საფერფლეც გააყოლე და ფერფლი გადაყარე! – მერე გაზეთს ვშლი. – ბატონო ზაზა, იქ ერთი დარბაისელი ჭაღარა ქალი გელოდებათ! – ვინ არის? – ვიღაცის დედაა! – დედა? თუ დედაა, მოიცდის, დედა სად წავა?! – უკვე ძალიან დიდი ხანია, იცდის, ბატონო ზაზა! – რა უნდა? – თქვენ უნდიხართ! – მიპასუხა მდივანმა და გაეცინა. – რა გაცინებს? – აქ ვინც მოდის, ყველას თქვენთან საუბარი სურს, მე კი ვეკითხები, რა გნებავთ-მეთქი, და ყველა ასე მპასუხობს, ბატონ მინისტრს მოვახსენებო. – შემოვიდეს! მდივანი გავიდა და კაბინეტში თოვლივით სპეტაკი არც თუ ისე ხნიერი ქალი შემოვიდა. ისეთი სანდომიანი სახე ჰქონდა, უნებურად ფეხზე წამოვდექი. მან ოდნავ შესამჩნევად თავი დამიკრა. მეც დავუკარი თავი და დავჯექი. – დაბრძანდით, ქალბატონო! – ვუთხარი მე. იგი წამოვიდა და საწერ მაგიდასთან მიდგმულ სხდომათა გრძელი მაგიდის ბოლოში დაჯდა. ნაცრისფერი საწვიმარი ეცვა, ყელზე შავი თეთრ წინწკლებიანი ყელსახვევი ჰქონდა შემოხვეული, გამოხედვა – სევდიანი და ოდნავ დამცინავი. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ვიგრძენი, ძალიან ნატანჯი და ამაყი ქალი იყო, დიდი გაჭირვება თუ არა, იგი აქ ჩემთან არ მოვიდოდა. შავი საკვოიაჟიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო და სახეზე მოისვა. ღელავდა, ხელები ოდნავ უთრთოდა, მარჯვე ნა ხელის ორი თითი გაყვითლებული ჰქონდა ნიკოტინისაგან. ეტყობოდა, დიდი ხანია ეწეოდა და ძალიან ხშირ-ხშირად. ღმერთო, სად მინახავს ეს ქალი და ნეტავ რა უნდა მთხო ვოს, რა ნაცნობი სახე აქვს, სირცხვილი არ ვჭამო და უბრალო რამეზე უარი არ ვუთხრა, მაგ რამ ვაითუ ისეთი რამ მთხოვოს, რომ... – რა გნებავთ, ქალბატონო? – ვკითხე მე. – მე ჩემი შვილის თაობაზე გაწუხებთ, პატივცემულო, მინისტრო! – მითხრა მან და ახლა ნიკაპი აუთრთოლდა. მე ავდექი, მივედი, წინ წყალი დავუდგი, სიგარეტი მივაწოდე და ვთხოვე: – აი, ქალბატონო, წყალი და სიგარეტი, დალიეთ, მოწიეთ, დაწყნარდით და ისე მომიყევით ყველაფერი, ოღონდ ნუ იტირებთ, თორემ არაფერი არ გამოგვივა. – ქალმა წყალი მოსვა, სიგარეტს ხელი არ ახლო. – ვინ ბრძანდებით, ქალბატონო? – ვკითხე მე. – მე ზაზა ნაკაშიძის დედა გახლავართ. – თქვა მან. – ზაზა ნაკაშიძე, ზაზა ნაკაშიძე, ჩემი სეხნია ყოფილა, ზაზა ნაკაშიძე! – ვერ გავიხსენე მე. – რა სჭირს თქვენს შვილს? – ჩემი შვილი, რესტორან „მადაში“ მაისში რომ მკვლელობა მოხდა, იმ საქმეში ურევია! – თქვა ქალმა და გაფითრდა. – აა, ზაზა ნაკაშიძე, „მადაში“ მომხდარი მკვლელობა! – გამახსენდა მე მთელ თბილისში გახმაურებული საქმე. – თქვენ რა გქვიათ, ქალბატონო! – ანა, ანიკო ნაკაშიძე! – მე მგონია, სიტყვა „ურევია“ ის სიტყვა არ არის, ქალბატონო ანიკო, რომელიც თქვენ შვილს მიესადაგება. – მართალი ბრძანდებით, შვილო, მაპატიეთ, რომ ასე მოგმართავთ. – რას ბრძანებთ! – ჩემი შვილი არც კი ურევია მაგ საქმეში, იგი უბრალოდ იქ იყო. – ყველა პატიმრის დედა ასე ამბობს, ქალბატონო ანიკო, და ყველა ეჭვმიტანილი პატიმარიც, ვიდრე დანას, რევოლვერს ან ბოთლს ხელში არ დავუჭერთ. – ვიცოდი, შვილო, ამას რომ მეტყოდი, როდესაც შენთან მოვდიოდი, ისიც ვიცი,რომ ყველა ფრაზა, რომელსაც ახლა აქ ვიტყვი, უსაშველოდ გაცვეთილია და უსაშველოდ გაცვეთილი იქნება პასუხი, რომელსაც თქვენ მომცემთ. – მაშინ, როგორ მოვიქცეთ? – თქვენ უნდა მენდოთ მე და ჩემს შვილს პატიოსან სიტყვაზე! – მაშინ მე რა ვუყო იმ რვა მოწმესა და გამომძიებლის პატიოსან სიტყვებს, რომლებიც, გარდა პატიოსანი სიტყვისა, კიდევ ფაქტებით არის გამაგრებული? – მე მესმის, ბატონო მინისტრო, თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროთ, ან საღებავი გადაუსვათ, წაშალოთ და ზედ ახალი ფრესკა დახატოთ. – როგორ ბრძანეთ? – ვკითხე მე. – ადამიანი ფრესკა არ არის, შვილო, რომ ერთ სიბრტყეში უყურო, ადამიანს, როგორც ქანდაკებას, ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება. – მართალი ბრძანდებით, ქალბატონო, მაგრამ „მადაში“ ჩადენილი მკვლელობა ხელოვნება არ არის და ციხე ხელოვნების ნიმუშთა საგამოფენო დარბაზი. – კარგი პასუხია, ბატონო მინისტრო,მაგრამ სწორი არ არის. თუ ადამიანის აღზრდა ხელოვნებაა, მაშინ ადამიანს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე უნდა მიუდგე და მოექცე. – რატომ გგონიათ, ქალბატონო, რომ თქვენი შვილი ხელოვნების ნიმუშია, მე და ჩემი თანამ შრომლები და მოწმეები – საგამოფენო დარბაზში მოსული ბრიყვი მაყურებლები, რომლებიც შთაბეჭდილებათა წიგნში მარტო – არ ვარგას და არ მომწონს – წერენ! – მე ეგ არ მიკადრებია თქვენთვის, მაგრამ თქვენს გამომძიებელს, გაგუას, არ შეუძლია გაუგოს ჩემ შვილს. – რატომ! – იმიტომ რომ მას სწორედ ის აკლია, რაც ჩემს შვილს სჭირდება. – კერძოდ? – კაცთმოყვარეობა, გულისყური და მოთმინება. – რაღა დარჩა საწყალ გაგუას? – შემეცოდა მე გაგუა. – სისხლის სამართლის კოდექსი, – მიპასუხა მან. – მერედა, ეგ ცოტაა? – ცოტაა, ძალიან ცოტა, კაცთმოყვარეობის, გულისყურისა და მოთმინების გარეშე. – თქვენ გგონიათ, საქმე რომ სხვას გადავცე, თქვენს შვილს რამე ეშველება? – დარწმუნებული ვარ. – პირველად ვხედავ საკუთარი შვილის სიმართლეში ასე დაჯერებულ დედას. – მე შვილის კი არა, საკუთარი თავის მჯერა! – კარგია თუ ასეა. – ასეა, იმიტომ რომ მე იგი მკვლელად არ გამიზრდია. – არც ერთი დედა არ ზრდის შვილს მკვლელად, მორფინისტად და ქურდად. – მე მას ოცი წლის განმავლობაში სახარებას ვასწავლიდი და ვუკითხავდი ძილის წინ. – მეც დედაჩემი გერმანულს მასწავლიდა, ქალბატონო ანიკო, მთელი ათი წელი, გამიშვებდა ხოლმე გერმანულის მასწავლებელთან, გვარიც მახსოვს მასწავლებლის – ნეიგაუზი, მე კი გერმანულის ნაცვლად მთელი დღე ვიჯექი ვარაზის ხევში ბიჭებთან ერთად და ოთხი თითით სტვენას ვსწავლობდი და ჩინებულადაც ვისწავლე... – პატივცემულო მინისტრო, შემახვედრეთ ჩემს შვილს! – მთხოვა მან. – ეგ ყოვლად შეუძლებელია, ქალბატონო, ძიების დამთავრებამდე. – შემახვედრეთ, შვილო, და მე მას ყველაფერს მართალს ვათქმევინებ. – შეუძლებელია. – როგორც გამონაკლისი. – ასეთ გამონაკლისებს ჩვენ არ ვუშვებთ. – მე მას ყველაფერს ვათქმევინებ! – თქვენ გგონიათ? – დარწმუნებული ვარ! – ისე თქვა ქალმა, რომ შემრცხვა, ნუთუ ამ ქალს ასე სჯერა თავისი ძალისა და შვილის, რომ იმას, რასაც მე უნდა ვპირდებოდე, თვითონ მპირდება. როგორი რეაგირება უნდა გავაკეთო მე? უნდა მეწყინოს თუ უნდა დავრთო ნება? – თქვენ ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდით? – ვკითხე უცებ. ქალბატონს გაეღიმა. – რატომ იღიმებით? – ვკითხე მე. – თქვენ ადგილზე მე ყველა პატიმარს გავუშვებდი და ციხის ფანჯრებიდან თეთრ ბაირაღებს გადმოვფენდი, მაგრამ, ალბათ, ამიტომ არ ვარ თქვენს ადგილზე, – გაიღიმა ნაკაშიძის დედამ. – აი, ხომ ხედავთ, ესე იგი მე მართალი ვარ! – ვუთხარი ნიშნისმოგებით. – რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ ახლა თქვენ წარმომიდგინეთ დედათქვენის ადგილზე! – მიპასუხა მან. – მე დედაჩემს ასეთ დღეში, თქვენ რომ ხართ, არასოდეს ჩავაგდებ და ვერც წარმოვიდგენ. – ვუთხარი მე, ცოტა არ იყოს, ამაყად და უკმეხად. – მაგას ნუ იტყვით, შვილო! – თქვა ქალბატონმა და თავი ჩაღუნა. - მე ისევ შემრცხვა, ალბათ, ასე არ უნდა მეთქვა, და ამან გადაწყვიტა ყველაფერი. – კარგი, ვეცდები, შეგახვედროთ, – ვთქვი მე. – თქვენ, ალბათ, ძალიან ბევრი ხალხი გაწუხებთ, – მითხრა მან და ფეხზე წამოდგა. – წინათ უფრო ბევრი ხალხი მაწუხებდა, ახლა თითქმის არ მაწუხებენ. – რატომ? – მკითხა გაკვირვებით. – არ ვიცი, ალბათ, იმიტომ, რომ იციან, სულ ერთია არ დავეხმარები.– ტყუილია ეგ, თქვენ ისე თი თვალები გაქვთ, არ შეიძლება ეგ მართალი იყოს. – ნუ მეფერებით, ქალბატონო, თუ თქვენი შვილი მართალი არ არის, ვერაფერი ვერ უშველის. – გმადლობთ, შვილო, მე მეტს არაფერს არ გთხოვ! – თქვა მან, შეტრიალდა და ისე გავიდა ოთახიდან, არც გამომშვიდობებია. მე ყურმილი ავიღე და სისხლის სამართლის განყოფილების უფროსის ნომერი ავკრიბე. – პოლკოვნიკი ასათიანი გისმენთ! – თქვა ყურმილმა. – მინისტრი გელაპარაკებით, მომიტანეთ ბრალდებულ ზაზა ნაკაშიძის საქმე! – გისმენთ, ამხა ნაგო გენერალო! – მიპასუხა ყურმილმა. ბრალდებულ ზაზა ნაკაშიძის საქმე... ბრალდებულ ზაზა ნაკაშიძის საქმე... დაიძრა საქმე დერეფნიდან დერეფანში, ოთახიდან ოთახში, ხელიდან ხელში და უცებ მივხვდი, სად მენახა ადრე ეს ძუ ვეფხვივით პირგამეხებული ჭაღარა ქალი. იგი დედა იყო ჩემი, საკუთარი დედა, ვიდრე დამაპატიმრებდნენ და მე შვილი ვიყავი მისი, საკუთარი შვილი, ვიდრე მინისტრი გავხდებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.