ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (თავი 5)
- ტარიელ, ნუ გადამიყვანე ჭკუიდან, ისედაც ყველგან აქტივები, პასივები და ორისის პროგრამა მელანდება, და შენ კიდევ, ნუ მიმატებ, შენს წუწუნს. - ფურცლებს ვალაგებდი სამუშაო მაგიდაზე. - ნინეე, რაღაც მაქვს არეული. - მერე თხოვე მაგდას და დაგეხმარება. - იცის ვითომ? - თავი გადააქნია უიმედოდ და კარებს გახედა. - შენი გამოზარდე და ახლა მე მეკითხები? - როდის ეგ? - ..... - თვალები დავხუჭე, ვცადე ხმა და ბრაზი დამებალანსებია და ისე მეთქვა, - ან გახვალ აქედან ან მე იძულებითი წესით გაგიშვებ!!! - ხო, კაი, კაი. ბუზღუნა და ბრაზიანო, ივლი კიდევ მასე მარტო... თორე მე კი აგიტან, როგორმე... თვალები გაბრაზებით მოვწკურე და გამჭოლი მზერით გავაცილე ოთახიდან. - ხო, - ვუპასუხე მობილურს. - არ ვიცი, დათუნა, ვნახოთ. ექსელის ფორმით გადმომიგზავნე და ვნახავ... კაი, ჩემო ბიჭო. - აი, სად ყოფილხარ... - მეძებდი? - არა. - აბა აქ რატომ ხარ, თუ არ მეძებდი? - ვიცოდი, სადაც იყავი და მოვედი, რათა მენახე. - რთულ გზაზე ვდგავართ, არაა? - ჩვენი ბრალია, სწორი გზები გავიმრუდეთ... - მე აქ დავბრუნდი, შენ ცოლი მოიყვანე და მონასტერიც აირია, ხომ? - გამეღიმა. - თუმცა, არასწორი გზა შენ აირჩიე, მე უბრალოდ დავბრუნდი და შენ გელოდებოდი... - გეთანხმები, - მცირე ფიქრის შემდეგ მიპასუხა, - შეცდომა მე დავუშვი, თუმცა სიყვარული მაინც დარჩა. - ჰმ, - გამეცინა და თავი გადავაქნიე, - ისევ ოცნებების ქარავანში ხარ, ხომ? - კი, „ჩვენი ოცნებების ქარავანში“. - გვერდულად გამომხედა. - ფრთხილად, იყავი მარტო ხარ და მაღლა აფრენილმა სიმწარე არ იგემო. - უკონტროლო ქარავანში არ ვარ, საჭესთან ვზივარ და ვიცი მიზანს, როგორ მივაღწიო, თან მწარე გამოცდილებაც მაქვს. - ყინულის არ გეშინია? - რა ყინულის? - ჩვენს შორის, რომ აღმართულა? - ჰმ, - ჩაეღიმა, - არა, რადგან „გლობალური დათბობის“ იმედი მაქვს. - გზაჯვარედინზე ვდგავართ ისევ, როგორც მაშინ... - და ახლა რას აპირებ? - მკითხა დამიანემ. - შენ, შენ რას აპირებ? - რომელ გზასაც აირჩევ, იმ გზით წამოვალ. - გაშლილ თითებს დაუწყო ცქერა. - ნანობ, რომ არ წამოყევი, მაშინ, ჩემს გზას? - კი, და ახლა უნდა გამოვასწორო... რთული იქნება, მაგრამ „გლობალური დათბობის“ იმედი მაქვს... - გაიმეორა ისევ. - იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა, ასე გეტყოდა ჩემი ბებიკო, რომელიც აღარ არის... როგორ მენატრება მისი ღიმილი, ჩახუტება... ის, ხომ ჩემი ერთადერთი იყო? ადამიანი, რომელიც მავსებდა, მესაიდუმლე, გამგები... შენ და ბებიამ ერთროულად მიმატოვეთ... ის პერიოდი ყველაზე მტკივნეული იყო და არ მინდა ისევ მეტკინოს, გესმის? - ჩანთას ხელი მოვკიდე და ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას. - მაამ, როგორ ხარ? - კაბინეტშო შევიჭყიტე. - ვმუშაობ და შენ? - მეც ეგრე, საჭმელი უნდა გამოვიძახო და რა გინდა, რომ შევუკვეთო? - არ მშია, თუ რამე სახლში გავალ და იქ შევჭამ. - აჰა, მამიკოსთან მიხვედი და მე დაგავიწყდი ხომ? - უცებ ყურთან ტარიელის ხმა გავიგონე. - მგონი შენ, მთალად, გაგიჟდი. - ყური მოვისრისე, - რატომ ჩამყვირე? -ყურზე მივიჭირე ხელი. - მე პიცა მინდა, „მარგარიტა“. - აბა ისე, ქალი შენ არ გეკარება და პიცა მაინც ჭამე „მარგარიტა“. - ენა გადმოვუტიტე. - უფროსოო, - შევარდა მამაჩემთან, - მე ვერ ავიტან ასეთ დამცირებას, მორჩა, მე ვწერ განცხადებას და სამსახურიდან უნდა გაუშვათ, ნინე. - აჰა, ანუ მე მიშვებ? მეთქი შენ მიდიხართქო. - ხელები ჩავიხვიე გულთან. - მეტი არ მცხელა ახლა, მე წავიდე, წადი შენ. - აწია მაღლა ხელები. - შენ მიშველე, ღმერთო. - თვალები ავაპყარი ჭერს. - ხუმრობა იქეთ იყოს და ირმა, რომ მიდის რას აპირებთ? - ვინ მიდის? - ვითომ პირველად გაიგონა, ისე მკითხა ტარიელმა. - ირმა. - დედა, რას მელაპარაკები და მერე? - წარბები შეკრა. - და რატომ მიდის? - თხოვდება და იტალიაში გადადის საცხოვრებლად. - უჰაა, რა იყო არ მოეწონა ქართველი ბიჭები და იტალიელს მიყვება? - დამცინავად ჩაილაპარაკა. - შენნაირს იტალიელი არ აჯობებს? - ვგესლავდი. - ა, კიდევ. - ხელით ანიშნა მამაჩემს, - ხო ხედავ უკვე მეორედ დამჩაგრა. - შენ ხომ არ გეგულება ვინმე, ნინე? - მკითხა მამაჩემმა, ისე რომ ყურადღება არ მიუქცევია ტარიელის სიტყვებისათვის. - მე, მართაზე ვფიქრობ, თუ დამთანხმდება. - მე წინააღმდეგი ვარ, - წამოიყვირა ტარიელმა. - მაგალითად, რატომ? - ორ გველს ოფისში ვერ ავიტან. - მოწკურა თვალები, - ხომ არის ორით ერთი ახლა? - ვერ ხარ ხო შენ? - ხელი ავუქნიე, - ხოდა ბანკში მუშაობს, აქვს შეხება, თან ცოტას დავეხმარები, შევუწყობთ ხელს პირველი ორი კვირა და მერე აქეთ ასწავლის ზოგიერთებს კარგ ბუღალტრობას. - არაა, ცუდი აზრი ეგ ხომ იცი? დაელაპარაკე საღამოს მართას და გამაგებინე რას გეტყვის. - კაი, მა. - გავუღიმე, მერე კი ტარიელს მივუბრუნდი. - ესეც სამით ერთი, ჩემს სასარგებლოდ. - ნეპოტიზმია, ყველგან ნეპოტიზმია.- უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა. - ირმუშკი რას შვრები? - შევიხდე ოთახში, - არ გშია? - არ შია ამას, - ხელი ამიქნია ტარიელმა. - ვითომ რატომ? - იქედნურად გახედა ირმამ. - თხოვდები და უნდა იდიეტო, ცოტა ქონები გაქვს, - მოწკურა თვალები. - ოჰ, - დოინჯები გააკეთა ირმამ. - შენ ვის ელაპარაკები? ჩემ ფრანჩესკოს ძალიან მოვწონვარ ასეთი ფუფმულა, ამიტომ დამშვიდდი. - ფრანჩესკო, მანჩესკო, - გაბრაზებით ჩაილაპარაკა, - მე ხო ვერ ვიპოვე ვინმე. - უიმედოდ გადააქნია თავი. - მყავს ერთი გოგო, თუ გინდა. - თვალი ჩამიკრა ირმამ. - მერე? რამდენი წლისაა? - რავი, არჩევნებზე ერთი სამჯერ კი არის ნამყოფი. შენ რამდენჯერ იყავი არჩევნებზე? - არ მახსოვს. - მოიცა, მოიცა, - ჩავერიე საუბარში. - რა შუაშია არჩევნებზე წამოსვლა- წასვლა წლოვანებასთან? ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველ წელსაა არჩევნები და 20 წლის გოგოც, შეიძლება, სამჯერ იყოს ნამყოფი არჩევნებზე, რა ლოგიკით აზროვნებთ? გადამრევთ მე თქვენ ?! - გულთან ჩავიხვიე ხელები. - მაგაში, გეთანხმები. - თავი დამიქნია ტარიელმა. - წამოდით, თორემ გაცივდა პიცა. - სასადილო ოთახისნკენ გავეშურე. **** ახალმა წლებმა უღიმღამოდ ჩაიარეს, არაფრის ხალისი მქონდა... რატომღაც მეგონა დამიანე რამე სიურპრიზს მომიწყობდა, მაგრამ ახალი წელიც კი არ მოულოცავს... მიხაროდა, რომ ჩემი ათასი კლიტულით ჩაკეტილი ყუთიდან გრძნობებს არ მივეცი ამოსვლის უფლება. - შეიძლება? - ღია კარებში დამიანე იდგა. - კი, კი, შემოდი. - წამოვდექი დაბნეული. - როგორ ხარ? - სკამი გამოსწია და დაჯდა, მეც დავჯექი, რატომღაც დავიძაბე, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა. - კარგად, და შენ? - წყალი მოვსვი, „ რა მეტაკა? რატომ ვარ ასე დაჭიმული?“ ჩემს თავს ვეჩხუბებოდი ფიქრებში. - მეც კარგად, - ფანქარი აიღო ხელში, - როგორ ჩაიარა ახალმა წლებმა? - ნორმლურად და შენსკენ? - ვცდილობდი ხელების თრთოლვა დამემალა, „რა ჯანდაბა დამემართა?“ - ჩემსკენაც. - დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა. - რატომ მოხვედი? რამე საკითხი გვაქვს გასარკვევი? - სათვალეები შევისწორე. დამიანე ფრთხილად წამოდგა, კარები მიხურა და მომიახლოვდა. - კი, გვაქვს გასარკვევი. - თვალი ჩამიკრა. - და რა? - სკამს ავეკარი. - მომენატრე... თავს ვერაფერს ვუხერხებ... სულ თვალწინ მიდგახარ... - მისი ვნება მორეული სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა, ვცდილობდი კონტროლი არ დამეკარგა, მისი ცხვირი ჩემს ცხვირს შეეხო, თმები ნაზად გადამიწია, მე კი ვგრძნობდი კონტროლის მართვა უფრო მიჭირდა. - ნუ აკეთებ ამას, - წამოვიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. - გთხოვ მაპატიე, ნინე, გთხოვ... - ჩემს თმებზე კვლავ განაგძობდა თამაშს, ერთადერთი ვისი შეხებაც თმებზე მსიამოვნებდა დამიანე იყო. - გაჩერდი, - უცებ წამოვხტი, სუნთქვა ამიჩქარდა, - გაჩერდი. - ანუ ისევ იქ ვართ? ისევ გზაჯვარედინზე? - იმედგაცრუებულმა გაიღიმა. - გთხოვ, - ვეცადე ხმა არ ამკანკალებოდა. - კარგი, ნინე. - ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა, სუნთქვა შემეკრა, - დროებით. - კარებთან მისული შემობრუნდა, - იცოდე მე დაგელოდები... სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი, ისე ჩამოცხა თუ მე დამცხა ამ შუა ზამთარში არ ვიცი. ოთახში ვერ გავჩერდი, მეგონა რომ იწვოდა აქაურობა. - ძაან ცხელა, - ცივი წყალი ჩამოვასხი ბინულიდან. - გათბობა ხო არ უნდა გამოვრთოთ? - ხელი დავიბერე, - ტარიელ, არ გცხელა? ტარიელი ცალ წარბ აწეული მომიახლოვდა, აშკარად რაღაც ბრძნულის თქმას აპირებდა. - ნინე, კარგად ხარ? - კი, - მესამედ ჩამოვისხი ცივი წყალი. - ნინე, რაღაც უნდა გითხრა, - შეპარვით დამიწყო თქმა. - გისმენ, - მოვემზადე მე. - ასაკით პატარა აღარ ხარ, - თავი დანანებით გადააქნია, - მასე დაეწყო ბებიაჩემსაც, ხან ცხელოდა, ხან ხურდებოდა, ხან ციოდა... - მერე, ტარიელ, მერე? - ვატყობდი ნერვები მეჭიმებოდა. - რადა, კლიმაქსი ხო არ დაგეწყო? - ამოროშა მორიგი სისულელე. - რაა? - გადამცდა წყალი, კინაღამ დავიხრჩვი. - ნელა, გოგო, ნელა. - ზურგი კინაღამ ჩამინგრია, ისე ჩამცხო ხელები. - მასე სანერვიულოც კი არაა, თუ გათხოვდები არ ინევრიულო, მე არ გაგამხელ, და ან სუროგატიდან გააჩენ ბავშვს, ან იშვილებ ან რავიცი ათასი რამე არსებობს, უშვილოდ არ გადაშენდები. - ღმერთო ჩემო, შენ ვერ ხარ ხო კარგად? - შუბლთან თითი დავიტრიალე, - რა კლიმაქსი? რა სუროგატი დედა? არაა, ახლა უფრო დამცხა. - ხელი დავიბერე ისევ, - წავედი მე, კაბინეტში ვიქნები. - ნწ, - უიმედოდ გადააქნია ტარიელმა თავი, - აშკარად, კლიმაქსის ნიშნებია. ირმაა, მოდი აქ, გაანებე თავი მაგ სან ფრანცისკოს. - რა, სან ფრანციკოს? - მიუხალოვდა ირმა, - ხომ ხარ კარგად? - აბა, რა ქვია შენს საქმროს? - ფრანჩესკო, ტარიელ. - უკმაყოფილოდ ახედა ირმამ. - ფანჩესკო, სან ფარნციკო, ერთი ოხერია. წამო, წამო კაბინეტში ნინეზე უნდა მოგიყვე, თან ვიმუშაოთ. - ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა, - მაგდა შენც მოდი აქ. - გისმენთ, ბატონო ტარიელ, რით შემიძლია დახმარება? - ფაილები მიიხუტა გულთან. - მისმინე, შენც იცოდი სან-ფრანცისკოზე? - ცალი წარბი აწია ტარიელმა. - და სან- ფრანცისკოზე ვინ არ იცის? - აჰა, ე.ი ყველამ იცოდა ჩემს გარდა და რატომ? - ეს თქვენი გეოგრაფიის მასწავლებელს უნდა ჰკითხოთ რატომ არ გითხრათ სან-ფრანცისკოზე. - მხრები აიჩეჩა დაბნეულმა მაგდამ. - გოგო, ხო ხარ შენ კარგად? ჩემს ცხონებულ მასწავლებელს, საიდან ეცოდინებოდა ირმას საქმრო სანფრანცისკოზე? ხომ ხარ კარგად? - ბატონო ტარიელ, თქვენ ფრანჩესკოზე მეკითხებით? - გაეღიმა მაგდას. - უყურე იღიმის კიდეც, ფრანჩესკო და სან ფრანციკსო რამ გაყო? - არაფერმა, საერთოდ არაფერმა, ბატონო ტარიელ. - ტარიელ, აღარ უნდა მორჩე, ჩემი საქმორს, საკითხის განხილვას? - შემოვიდა ღია კარებში ირმა. - ან სახელის დამახსოვრებას რა უნდა? - იცი? ჩემო ირმა, - თავი გადააქნია მან, - მე უფრო ტექნიკური გონება მაქვს, ჰუმანიტარული არასოდეს გამომდიოდა და ამიტომ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ. - გასაგებია. - ხელი ჩაიქნია ირმამ, - ხო, რისი თქმა გინდოდა ნინეზე? - რა და მემგონი , - აქეთ-იქეთ გაიხედა, ვინმე ხო არ უსმენდა და ჩუმად თქვა, - კლიმაქსის ნიშნები აქვს. - რაა? - ახლა ირმას გადაცდა ყავა, - ეს საიდან მოიტანე? - რადა დღეს სულ ცივ წყალს სვამს და გაიძახის როგორც ცხელა, როგორო, როცა გარეთ მინუს 5 გრადუსია. - აშკარად, გეტყობა ტარიელ რომ ტექნიკური გონება გაქვს, ამიტომ შეეშვი ჰუმანიტარულ საგნებს. - თვალი ჩაუკრა ირმამ და მუშაობას შეუდგა. თითქოს გავნელდი, არ ვიცი რამ მიშველა, იმან რომ ბევრი ცივი წყალი ვსვი, მინუს 5 გრადუსში ღია ფანჯარასთან, რომ ვზივარ თუ ემოციებმა გადამიარა. ციფრები, ციფრები ჩემი ფიქრების გამფანტავები არიან. - ხო, დათუნა. ვაა, კაი იდეაა. კი ამოვალ სამსაუხრის მერე, კი მართას ვეტყვი და ერთად წამოვალთ. რამე გინდა წამოვიღო? კაი, აბა დროებით. სამსახურის მერე მე და მართა წყნეთის გზას მივუყვებოდით ჩვენ ჩვენს ფიქრებში გართულები. - მოვედიით, - კარები ომახიანად შევაღე, და ჩემი თათუსია შემომეგება მაშინვე. - მამიდა, რა მომიტანე? - აჰა, ამ ბავშვს მე კი არ ვუნდივარ , ჩემი მოტანილი ტკბილეული აინტერესებს, მამიდაა, მთლად მამაშენს კი ნუ დაემგვანები, მიბაძე შენს, ლამაზ, დედიკოს. - ვაკოცე შუბლზე და მისთვის განკუთვნილი ტკბილეულის ცელოფანი მივეცი. - რა კარგი სურნელი ტრიალებს, არ გინდათ რამეში დაგეხმაროთ? - კი რაა, გთხოვ მაგიდა გაშალეთ შენ და მართამ. ჭურჭელი და გადასაფარებელი კი იცი სადაც არის. მე და მართა მაგიდას ვშლიდით, მეგობრები ნელნელა გვიერთდებოდნენ, ირგვლივ სასიამოვნო განწყობა და პოზიტვის მუხტები დაფრინავდნენ. - კარებზე არიან და გავხედავ, - გავემართე კარების გასაღებად. - შენ? - სუნთქვა მომენტალურად გამიჩერდა. - არ მელოდი? - მიღიმოდა. - არა. - ძლივს ამოვილაპარაკე. - შეიძლება, რომ შემოვიდე თუ აქ ვიდგეთ? ისე არ ვარ წინააღმდეგი, მთელი ღამე ვიდგებოდი და გიყურებდი. - მიღიმოდა ისევ. - შემოდი, მისაღები ოთახი იქეთ მხარესაა, შედი და მეც მალე მოვალ. - ცივად გავეცი მითითებები. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, კედელს მივეყრდენი დაბნეული, მინდოდა ვინმეს გავსაუბრებოდი. „ - მართა, მართა - ვეძახდი, თუმცა ისე იყო გართული ლაპარაკში, ვერ გავაგონე. - არაა, ალბათ სამყარო დამცინის ან იქნებ, დამიანეც? ამ დილით არ ეყო, რომ ამაფორიქა და ახლა აქ არის და ერთობა ჩემს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. - შუბლზე გადავისვი ხელი, - არადა, რა საყვარლად იცინის. - ვუყურებდი დამტკბარი. - ნინეე, მოფხიზლდი რაებზე ფიქრობ? - შემოვუძახე ჩემს თავს და ოთახში ამაყად შევაბიჯე. - ნინე, დაიკო, ბარემ ფეხზე ხარ და წყალი მომიტანე რაა. - კაი, - არ მქონდა შეპასუხების თავი და სამზარეულოში გავფრატუნდი. - რატომ გეღიმება, ხოლმე? - მაცივარს მიეყრდნო მართა. - რა კითხვაა ახლა ეს? - გამიკვირდა. - მუმია ხომ არ ვარ, რომ არ ვიღიმოდე? - გამოტყდი რაა, ისევ ხომ გიყვარს? - მიღიმოდა მაცდურად. - ჩემი გაღიმება სიყვარულთან რა შუაშია? ან ქარაგმებით რატომ მელაპარაკები? როდის მერე აღარ ხარ პირდაპირი? - მივაშტერდი. - ღიმილი იმ შუაშია, რომ დაინახავ ეგრევე გადაგკრავს სახეზე და თუ გიყვარს ისევ ისე ან შენ რატომ იტანჯები და ან მას რატომ ტანჯავ? - და შენ რა იცი რომ ვიტანჯები და მითუმეტეს, ის რომ იტანჯება? - კონტრშეკითხვა დავსვი. - ოო, - მომანჭა ტუჩები და დაფიქრდა, - გული მიგრძნობს. - გული მეც ბევრ რამეს მიგრძნობს, ამიტომ ჯობია ჭკვიანად იყო. - ღმერთო, რა შევცოდე? - აიხედა მართამ ზემოთ. - ბევრი რამ, - ჩავილაპარაკე. - ბატონოო? - გაოცდა ის, - დამისახელე ერთი მაინც, - გაბრაზებით მოჭუტა თვალები. - სიგარეტს ეწევი... - არა რა ღმერთო, ეს უნდა იყოს ჩემი დაქალი ? სუფთა საგუგულეს სადაქალოში უნდა იჩითებოდეს. - საგუგულე ვინ არის? - აჰა, ახლა დაგავიწყდა ხომ? ალბათ კანონპროექტიც ერთად დაწერეთ და ახლა ვერ იხსენებ ხო? ეჰ, გუგული არ გაპატიებს მაგას. - თავი გადააქნია. - ვერ ხარ ხო, შენ ცოტა? - თმები ავუჩეჩე და სამზარეულოდან წყლით სავსე გრაფინით გავფრატუნდი. - კიდე კაი დაიკო, რომ გამოჩნდი თორემ ცისკარას გამოგზავნას ვაპირებდი, ვიფიქრე დევმა ხო არ დაატყვევა ჩემი დაიკო და წყალს არ ატნევსთქო. - ჩემი, ხუმარა, ძამიკო ხარ შეენ, - თმები ავუჩეჩე მასაც და იქვე ჩამოვჯექი. - დამიანე, ძალიან მიხარია რომ მოხვედი, მიხარია, რომ გაგიცანი და შენი სახით კარგი მეგობარი შევიძინე, ამიტომ შენ გაგიმარჯოს. - ჭიქა აწია და დალოცა. - მეც მიხარია ჩემო დათუნა, მე და ნინე დიდიხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი გზები ბოლო პერიოდია გადაიკვეთა და მიხარია, რომ დავემგობრდით. შენც დალოცვილი იყავი. - მგონი ცუდად გავხდები, - გადმომჩურჩულა მართამ. - რატომ? - გაუნძრევლად ამოვიჩურჩულე მე. - ამ ორზე. - თვალებით მანიშნა დამიანეზე და დათუნაზე. - ეს ორი მეგობარი, ძაან მაგარია. - და ნეტა რომ გაიგოს დათუნამ თქვენი ამბავი, ისევ გააგრძელებს მეგობრობას? - და რა საჭიროა რომ გაიგოს? იმეგობრონ. - რას ჩურჩულებთ თქვენ ორნი? მიდით, დალიეთ დამიანეს სადღეგრძელო. - გადმოგვხედა ჩემმა ძმამ. - ვინ იფიქრებდა, რომ მე დამიანეს სადღეგრეძელოს ვიტყოდი ჩემს სახლში? - გადავუჩურჩულე ისევ მართას. - ვერავინ, - დამეთანხმა ისიც. - დაგლოცავთ დამიანე, - ერთდროულად ავწიეთ ჭიქები დაქალებმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.