შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (თავი 7)


11-08-2021, 10:52
ავტორი სესილია
ნანახია 1 687

- ნინეე, - შეშინებული სახით შემოვიდა მართა.
- რა იყო? - დავიძაბე უცებ.
- რაღაც ავურიე ორისში, ანგარიშებში, რომ გადავდივარ მიწითლებს რამოდენიმეს.
- არაუშავს, რომელიღაც ანგარიში გექნება არასწორად დაკრედიტებული ან დადებეტებული, რასაც შემდეგ ორისის პროგრამა გიწითლებს.
- აჰა, ანუ დავაკორექტირებ და გასწორდება ხომ?
- კი, ნახე რომელი დავალება შეიყვანე არასწორად და მაშინვე გასწორდება.
- კაი.

- ოჰ, გვრიტებო, როგორ ხააართ?

- ჩვენ კარგად, ტარიელ და შენ? - სათვალეები შევისწორე.

- რავიცი, მეც კარგად. მისმინე, - თვალები მოწკურა, - ახალი ხომ არაფერია?

- და რამე უნდა იყოს, ახალი?

- არ ინერვიულო შენ, მე მივხედავ მაგ საქმეს.

- ეს, რომ მიხედავს ეგრევე დალაგდება ყველაფერი, - გადაიკისკისა მართამ.

- წამოდი, წამოდი ბევრს ნუ იცინი, თორე გაგიჩნდება ნაოჭები. - ხელკავი გამოსდო და ოთახიდან გავიდნენ.
- როგორ ხარ? - კარებთან დამიანე იდგა.
- კარგად და შენ? - უცებ ვიგრძენი, წელს ქვემოთ, როგორ დავკარგე მოძრაობის უნარი.
- არამიშავს, გაიხარე. - ცხვირზე მოისვა თითი, - ტარიელი სად არის ხომ არ იცი? აქეთ გამომიშვეს და როგორც ვხედავ არც აქ არ არის.
- ალბათ აივანზე გავიდა მართასთან ერთად.
- კარგი, მადლობა. აბა ნახვამდის. - დამემშვიდობა და დამტოვა გაოცებული. თავი გავაქნიე, ხელზეც ვიჩქმიტე, ხომ არ დამესიზმრათქო. გუშინდელი საღამოს მერე, ასე ცივად თუ მომესალმებოდა არ მეგონა.
- მგონი ცოტა უბერავს, - ხელები გაბრაზებით გავშალე, - ვინ ვგონივარ ამას? იდიოტი! ცინიკოსი ! თავხედი! - გულიანად ვილანძღებოდი.
- ვის ლანძღავ? - თავზე დამადგა მართა.
- შენი აზრით?
- კაი დამშვიდიდი, დღეს ხომ იცი სადაც მივდივართ?
- კი, სპექტაკლზე.
- ძალიან კარგი, ამიტომ მოეშვი და მე გამახსენე ახლა ამ ორისში რაღაცეები. - ჩემს გვერდით სკამი მოაჩოჩა და ათოსანი ბავშვით გაიჯგიმა.

- სადაც მე ვარ, ეს იქ უნდა იყოს? - თეატრის წინ მდგომს ვაკვირდებოდი.
- ვისზე ამბობ? - მკითხა მართამ და აქეთ- იქეთ მიმოიხედა, - დამიანე, აშკარად შენი, თანამგზავრია. - თვალი ჩამიკრა და გადაიკისკსა.
- ვითომ, კარგად იხუმრე, ახლა? - ამრეზით ენა გადმოვუტიტე.
- გოგოებო, როგორ ხართ? - დამიანე ჩვენსკენ გამოემართა.
- უტაა, - გამიხარდა ძველი ნაცნობის დანახვა.
- ნინეე, - ისიც წამოვიდა ჩემსკენ და გადამეხვია. - როგორ ხარ? როგორ გამიხარდა შენი ნახვა. - მზერა მართაზე შეაჩერა.
- ხო, ეს ჩემი მეგობარი მართაა, ეს კიდე უტა.
- სასიამოვნო. - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
- ანო საითაა?
- ახლა ლონდონშია, ხომ იცი მოგზაურობა უყვარს და მისი პროფესიაც უწყობს ხელს.
- გამიხარდა ძალიან. დამიანეს არ უთქვამს აქეთ, თუ იყავი.
- დამავიწყდა თქმა.
- აბა რა გაგახსენდა?
- იცი შენ რაც , - თვალი ჩამიკრა და ჩაეღიმა.
- ნინე, წავედით, გველოდებიან. - დამიძახა მართამ.
- ახლავეე, - ვუპასუხე, - იცოდე, მეწვიე ჩემთან ოფისში. გავიხსენოთ ძველი დრო, აბა შეხვედრამდე ბიჭებო. - ხელი დავუქნიე და კაკუნით გავემართე თეატრის შესასვლელისკენ.
- ისევ გიყვარს, ისევ ძველებურად, უფრო მეტადაც თუ არა. - ჩაილაპარაკა უტამ.
- რამე ახალი მითხარი, - მხარზე ხელი დაადო ძმაკაცს. - თორემ სიყვარული, რომ ისევ ძლიერად ფეთქავს და მწვავს, ეს ცხადია.
- და რის გამო? შენი ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო იტანჯები, ნამდვილ სიყვარულს დროებითი არჩიე და აჰა, სდიე ახლა.
- ვიცი, აღარ მინდა ამის შეხსენება. ახლა შენი გვერდით დგომა მჭირდება.
- მე აქ ვარ, მაგრამ ჯობია ახლა რისთვისაც ვართ მოსულები იქ წავიდეთ და მაგ საკითხი საღამოს განვიხილოთ.




***
- რას აკეთებ?
- "ეს როგორ ყველგანაა?" - გავიფიქრე გულში.
- ნათურას ვცვლი. - გავაგრძელე ნათურის დაგება.
- და ოფისში სხვა ვინმე არ მოიძებნა, შენ რომ არ ახვიდე მანდ და გამოცვალო?
- ეტყობა, არა. - გულგრილად ვუპასუხე და სკამიდან ჩამოვხტი.
- ანუ როდესაც "ჩვენი ოცნების ქარავანში" ნათურა იქნება გამოსაცვლელი, შენ გამოცვლი, არა? - ჩუმად ჩამჩურჩულა ყურთან და ვიგრძენი ერთიანად როგორ შემეკრა სუნთქვა, ვნებისგან.
- ჰმ, - ჩავახვლე, რომ სულის ფორიაქი არ შემტყობოდა, - ელექტრიკოსი თუ გინდა მიგასწავლი.
- ეტყობა არ იცნობ ელექტრიკოსებს, თორემ უკვე გამოძახებული გეყოლებოდა. - ჩემს სავარძელში მოკალათდა.
- რა გინდა? - უცებ გავბრაზდი.
- ოჰ, გამიბრაზდი, ჩიტო? - საზურგეზე გადაწვა, ვგრძნობდი ნერვები როგორ მეჭიმებოდა და ვცდილობდი არ ავყოლოდი.
- დამიანე, - მაგიდას შემოვუარე და ხელებით დავეყრდენი სავარძლის სახელურებს. - კიდევ ერთხელ და ამასთანავე უკანსკნელად გაფრთხილებ, - მეტი ეფექტისთვის წარბები შევკარი, - გადაწყვიტე გიყვარვარ თუ არა, და თუ გადაწყვეტ, რომ გიყვარვარ, მაშინ მოიქეცი ისე როგორც შეყვარებულ ზრდასრულ მამაკაცს შეეფერება და თუ გადაწყვეტ, რომ აღარ გიყვარვარ, მაშინ მოიქეცი ისე, როგორც ჩამოყალიბებულ ზრდასრულ მამაკაცს შეეფერება, მისი სამსახურის თანამშრომელთან. - ხელები ავიღე და წელში გამართული კაბინეტიდან გავედი.
- ყოჩაღ ! - ტაშის კვრით შევიდა კაბინეტში მართა. - რის მიღწევას ცდილობ?
- არაფრის... - გაუაზრებლად წამოიძახა დამიანემ.
- გეტყობა... - თავი გადააქნია გოგომ. - ესაა შენი პირობა? ესაა, რომ თქვი ნინეს არ გავაბრაზებო?
- ხო, რაღაც ავირიე, - წამოდგა ის, - უნდა დავლაგდე, ცოტა.
- ამას ახლა მიხვდი, რომ უნდა დალაგდე?
- რომ ვხედავ, არ ვიცი რა მემართება, - თმებზე ხელი გადაისვა დამიანემ, - ხანდახან მინდა გულთან ჩავიკრა, ხანდახან კი მისი სიცივე მეც გადმომედება. ძალიან ვარ არეული.
- და „დარეული“ როდის იყავი? - ისევ უკმაყოიფლოდ გადააქნია თავი მართამ, - გაერკვიე, ჩამოყალიბდი და ისე იმოქმედე. ბავშვი, ხომ არ ხარ „ტომი-ჯერის“, რომ თამაშობ?
- „ტომია“ ეგ, პატარა ტომი. - ოთახში, უტა შემოვიდა. - მოგესალმებით, როგორ გიკითხოთ, მშვენიერო ქალბატონო?
- მოგესალმები, - ხელი გაუწოდა მართმა, - მე კარგად და თავად?
- თქვენი ნახვის შემდეგ უკეთესად.
- ოჰ, - გაიკეკლუცა გოგომ.
- „ჯერი“ სად არის?
- „ჯერი“?
- ნინე - ჯერია, შენი კიდე ტომი. - გაიცინა უტამ. - შენ დასდევ , ის დარბის და ასე.
- ეს, კარგად იხუმრე. მომეწონა. - გაიცინა ლოყებ აფაკლულმა მართამ.
- აი, მეც მოვედი. ჩემი სახელი გავიგონე და ... - შევედი ოთახში.
- როგორ ხარ, ჩემო პრინცესა?
- კარგად უტა და შენ? - გადავკოცნე ის, - გამიხარდა შენი ნახვა. ფეხზე რატომ დგახართ?
- იყოს, იქნებ გავიზარდო ცოტა.
- ოჰ, ახლა აპირებ სიმაღლეში გაზრდას? რა სასაცილო ხარ. - გამეცინა.
- რა საზოგადოება, რა ხალხი... - ხმაურით შემოვიდა ოთახში ტარიელი. - გამარჯობა, - მიუახლოვდა უტას, - ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?
- არა, მაგრამ გავიცნოთ. მე, უტა ვარ.
- მე, ტარიელი და მოხარული ვარ.
- მეც.
- და თქვენ ვინ ხართ?
- ტარიელ, რა კითხვები გაქვს? - დავუქაჩე თვალები.
- ჩემი მეგობარია. - წამოდგა დამიანე.
- შენი მეგობარი თუ არის, მაშინ ჩემი მეგობარიცაა. - გაიღიმა ტარიელმა.
- დიდი პატივია ჩემთვის. - უტამ თავი მადლობის ნიშნად დახარა.
- ხანდახან მგონია, რომ სიზმარში ვარ. - გადავჩურჩულე მართას.
- მარტო ხანდახან?
- აბა არ მითხრა, რომ სულ სიზმარში ვარ. - შეწუხება გამომეხატა სახეზე.
- რადგან ასე გაღელვებს ეგ ფაქტი, მაშინ ხანდახან ხარ, სიზმარში. - ჩაეცინა მართას.
- ხოდა იმას ვყვებოდი, რომ ისე დავთვერი, რომ შევდექი ექსკალატორზე, წავიქეცი და ასე დაწოლილი ამიტანა და ძლივს ამაყენა ორმა კაცმა.
- შენ, ექსკალატორზე, წაქცეული... - ვხარხარებდით ამის წარმოდგენაზე.
- მოიცათ, ახლა ირმაზე გეტყვით.
- აბა, გვითხარი. - შეაგულიანა მართამ.
- იცოდით მის ქმარს, რომ ვერ უცვნია?
- ვინ ? ირმა?
- და ეს როგორ?
- ფრაჩენსკოა თუ ფრანცისკო, ღამე რო გაუღვიძია უცებ არ გახსენებია ცოლი, რომ მოიყვანა და ვინ ხარ შენო? ეჩხუბებოდა თურმე მძინარე ირმას.
- ვაიმეეე, არ შემიძლია. - ბოლო ხმაზე გაჰკიოდა მართა და ჩვენც გულიანად ვიცინოდით.
სიცილში უცებ შემზარავი კივილის ხმა შემომესმა.
- გაჩერდით, ეს რა ხმაა? - გავაჩერე ისინი.
- არაააა. არაააა. - გვერდით ოთახიდან განწირული კივილი ისმოდა.
- მაგდაა. - ვიცანი მისი ხმა და გიჟებივით გვარდით მასთან.
მაგდა ერთიანად მოკუნტულიყო, ძირს იყო ჩაკეცილი, სახე ტკივილისგან შეშლილს დამგვანებოდა, ხელებს ძირს ურტყამდა, შეშლილივით იქცეოდა. ამ სცენამ ყველა გაგვაშეშა, სუნთქვა შეგვეკრა.
- მაგდუ, - ნელა მივუახლოვდი, ჩავიმუხლე მის წინ. - რა მოხდა?
- ჩემი ძმა...
- ხო შენი ძმა, მერე?
- აღარ არის, გესმის? - შეშლილი თვალებით შემომხედა.
- რას ნიშნავს, აღარ არის? - გული ამიჩქარდა.
- მანქანა დაეჯახა გესმის? აღარ არის, ვერ ჩავეხუტები, ვერ დამიძახებს, ვერ... არააა. - ტკივილისგან დაიკრუნჩხა.
- ჩქარა, რას დგხართ? ფანჯარა გამოაღეთ, წყალი მომეცით. რას მომჩერებიხართ? - ძალა მოვიკრიბე უცებ და მთელი ხმით ვიღრიალე.
დამიანემ გოგონა ხელში აიყვანა და იქვე მდივანზე, ფრთხილად, მიაწვინა.
- მაგდუ, - ხელები მეკავა მისი, - ვინ გითხრა ეს ამბავი?
- მობილურზე დამირეკეს... - ჩუმად ამოთქვა. ბოლო შემოსული ზარი ვნახე მობილურში და გადავრეკე.
- ალო, თქვენ დარეკეთ ამ ნომერზე?
- დიახ, ქალბატონო. პატრულ-ინსპექტორი ზვიადი გისმენთ.
- ბატონო ზვიად, ანუ ავარია მართლა მოხდა? - შუბლს ვისრესდი აღელვებული,
- დიახ, სამწუხაროდ... თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე ოჯახის ახლობელი ვარ, და სად უნდა მოვიდეთ?
- ბიჭი რესპუბლიკურ საავდმყოფოში გადაიყვანეს, ალბათ იქედან სამხარაულში ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
- კარგით, მადლობა. - ჩაფიქრებული ვიჯექი, მთელი შინაგანი ორგანოები მეწვოდა, სამარისებული სიჩუმე იდგა ოთახში, ყველა ჩვენს ფიქრებში ვიყავით გართული.
- არაა, - წამოიკივლა მაგდამ, - არა... არა... დედიკო, მამიკო... - ბუტბუტებდა ის.
- არ წავიდეთ? - თქვა უტამ.
- ხო, უნდა წავიდეთ, - წამოვდექი. - მაგდუ, გთხოვთ, ვიცი რთულია, მაგრამ ახლა უნდა მოიკრიბო ძალა და წავიდეთ გესმის?
- არ მინდა, არაა... - თავზე შემოიჭდო ხელები, - რა ვუთხრა ჩემს მშობლებს? როგორ შევხედო ჩემს ძმას? ვერ წამოვალ, არ შემიძლია... ჩემი ნაბოლარა, ჩემი ძამიკო...
- რა ვქნათ? - აცრემლებული თვალებით შევხედე მართას.
- ნეტა თუ იციან უკვე მისმა მშობლებმა?
- ეცოდინებათ ალბათ...
- მაგდუ, გთხოვ, კარგი? - ისიც თითქოს დამნებდა, ენეგრია გამოშრეტილი ადგა და თავდახრილი გავიდა კაბინეტიდან.

სიცოცხლე, თითქოს ყველაზე მეტად, რომ გვიყვარს და ვაფასებთ... ასე წამებში ქრება, იკარგება ან ჩნებდა, იბადება... თითქოს სიკვდილის არსებობა ამქვეყანაზე, როგორც სიცოცხლის არსებობა ჩვეული ამბავია... ასეც უნდა იყოს, კანონზომიერია, თითქოს... მაგრამ ასეთი ახალგაზრდა, ასეთი ბავშვი გარდაცვალებები რატომ არსებობს? არ მინდა, რომ არსებობდეს... არ მინდა სიცოცხლეით სავსე ახალგარზდები, ბავშვები ასე უდროოდ მიდიოდნენ... ან რატომ ვცდილობთ ჩვენი სიჩქარით როგორც ჩვენი, ისე სხვისი სიცოცხლე ხელვყოთ... დავასრულოთ როგორც ჩვენი, ისე სხვისი ცხოვრება? რატომ? რისთვის? როდემდე? ძნელია, რთულია, მტკივნეულია...

***
- ნოდარი ძია, რომელზე შეძლებ მოკითხვას? - სათვალეები მოვიძრე და თვალები მოვისრისე. - კარგი, 20 წუთში ჩამოვალ.
ოფისში ნელნელა დავიწყე განათებების ჩაქრობა, ფანჯრები შევამოწმე, კომპიუტერი გამოვრთე, ოფისი სიგნალიზაციაზე ავიყვანე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.
- როგორც იქნა, - მომესმა ნაცნობი ხმა.
- აქ რას აკეთებ?
- შენ გელოდები.
- მე?
- ხო, რა არ შეიძლება?
- არ ვიცი, ალბათ ხო. - დავიბენი უცებ.
- წამო, წაგიყვან.
- სად?
- სახლში.
- არა, ძია ნოდარი მოვა, ის წამიყვანს. - ქუჩას გავხედე.
- ძია ნოდარი? - გაკვირვება აღებეჭდა სახეზე.
- ხო, ჩემი პირადი ტაქსის მძღოლია.
- მერე უთხარი და აღარ მოვა.
- არა, მე მხოლოდ მას ვენდობი, მართას, ჩემს ძმას და მამაჩემს. შენ ვერ ჩაგიჯდები, ეს გადაწყვეტილია. - ამ დროს ტაქსიც მოვიდა და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი მანქანისკენ.
- გიჟი ხარ... - მომესმა დამიანეს ხმა.
- შენ გამაგიჟე... - ჩავილაპარაკე ჩემთვის და კარები მივიხურე.

ოფისში იდუმალი სიმშვიდე იყო, ყველა შინაგანად დასევდიანებული ვიყავით, მაგდას ტკივილი ყველას გვტკიოდა.
- მამიდაა, - ამ სიჩუმეში თათუსიას წკრიალა ხმა გაისმა.
- მამიდას გოგო მოსულაა, - ჩავიხუტე გულთან ჩემი ფერია. - რა ლამაზი ხარ მამიდა, ეს თმები როგორ გიხდება?
- მასწავლებელმა გამიკეთა, მიხდება ხომ?
- შენ ყველაფერი გიხდება, მამიდას გულო. - ვაკოცე ისევ, - აქ ვინ მოგიყვანა?
- მამიკომ, მაგრამ ბაბუასთანაა და მე შენთან გამოვიქეცი.
- ვაიმეე, ეს ვინ მოსულა აქ. - იმხელაზე დაიყვირა ტარიელმა, გული გადამიქანდა.
- ტატოო, როგორ ხაარ? - ჩაეხუტა თათუსია მას.
- მე კარგად და შენ? - მუხლებზე დაიჯინა. - აბა მომიყევი ბაღის ამბები, რა ხდება ბაღში? შეყვარებული თუ გყავს?
- ბაღში ზეიმისთვის ვემზადებით და შეყვარებულიც კარგად მყავს.
- რაა? მოიცა შენ მართლა გყავს შეყვარებული? - შეიცხადა ტარიელმა.
- ხო, - „რა გაგიკვირდა“ სახე მიიღო თათუსიამ.
- აი, თაობა, აი, ბავშვები. - წამოდგა ტარიელი, - ე.ი ჩემს მამიდაშვილს, რომ კითხეს, ბაღში შეყვარებული თუ გყავსო, იმან უპასუხა სახლში დედიკო არ აკეთებს და შესაბამისად არც, ბაღში მიყვარსო. ბავშვს ეგონა საჭმელზე თუ ეკითხებოდნენ! დრო იცვლება, თაობებიც, დედაჩემს როგორ ვეტყოდი შეყვარებული მყავსო.
- შენ რა, გყავდა შეყვარებული? - ახლა მე გავოცდი.
- კი, აბა არ მყავდა? უბრალოდ ახლა ვერ ვიპოვე, ჩემი შესაფერისი.
- და ის სად წავიდა?
- რავიცი მე? ზოგი გათხოვდა, ზოგი სად არის და ზოგი მგონი აღარც არის. - ჩაფიქრდა ის.
- მოგესლამებით, მშრომელებო. - კარებში იდგა დათუნა.
- ძამიკო, როგორ ხარ? - გადავკოცნე ის.
- მე კარგად დაკარგულო, ასე კი არ შეიძლება მიაყარო ოჯახს ნაცარი, გამოგვიარე ხოლმე, მოგვიკითხე, რა იცი რა ხდება, იქნება გვინდა მე და ლილეს მარტო სადმე წასვლა და თათუსიას შენთან დატოვება.
- დედაა, რა საყვარელი მყავხარ. მაგიტო გჭირდება ხომ და? ნეტა შენ თუ დაიტოვებ ჩემს შვილს, განმარტოება, რომ მომინდება ქმართან?
- ოღონდ შენ ეგ მაღირსე და მე დავიტოვებ პირადად. - ხელი მომხვია დათუნამ.
- რავა ყველას უნდა ჩემი თავიდან მოცილება. - თმები ავუჩეჩე ძმას.
- კაი, ახლა გულს ნუ ამიჩუყებ. - ამოილაპარაკა ტარიელმა.
- შენ, სუს. - დავუბრიალე თავლები.
- არ მოდიხარ სახლში? წაგიყვანდი.
- არა, სამუშაო მაქვს და ძია ნოდარი მომაკითხავს.
- კარგი. აბა დროებით.
- დროებით. - მობილური აწკრიალდა, - გისმენთ, ქალბატონო აზა, როგორ ბრძანდებით. - წელში გავიმართე ჩემდაუნებურად.
- კარგად ნინე, თქვენ როგორ გიკითხოთ? ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?
- არა, რას ამბობთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- საქმიანი შემოთავაზება მაქვს, თუ რა თქმა უნდა დრო გაქვს.
- მითხარით და შემდეგ განვიხილოთ ჩემი დროის გრაფიკი. - გამეღიმა.
- საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლების და ფინანსების მართვის შესახებ ვატარებთ ტრენინგს ჩვენს სტუდენტებთან და გვინდა მოწვეული ლექტორი, იყოთ ჩვენთან.
- ქალბატონო აზა, როგორი დიდი პატივია. - ავღელდი უცებ და ოთახში დავიწყე სიარული, - და ტრენინგის ხანგრძლივობა რამდენია? გექნებათ, გარკვეული მონახაზი.
- კი, სასწავლო მოდული მოიცავს : ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და ანგარიშგების არსი, საგადასახადო ვალდებულებები; ფინანსური ანალიზის მომზადება; ფინანსური პროგნოზირება; ბიზნესის დაფინანსების წყაროები; ბიზნესგეგმის არსებობის აუცილებლობა და მისი შემადგენელი კომპონენტები.
- თემა საკმაოდ ვრცელია, - დავფიქრდი.
- კი, მაგრამ დრო გაქვთ მოსაფიქრებლად, ტრენინგები ზაფხულში იგეგმება.
- კარგით, მაშინ მოვიფიქრებ და დაგიკავშრდებით.
- აბა, დროებით.
- დროებით. რა დრო მოსულა, - საათს გავხედე, - ძია ნოდარი არ მოვიდა ნეტა? - ავკრიბე ნომერი. - მოსულიხართ უკვე? კარგი ახლავე ჩამოვალ, ბოდიში რომ გალოდინეთ.
ოფისი სიგნალიზაიცაზე ცოცხალი თავით არ ავიდა, რომ გეჩქარება მაშინ გებორკება ხელები, მესამე ცდაზე როგორც იქნა გამომივიდა, კარები გადავკეტე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.
- ძია ნოდარ, მაპატიე ხო? - კარები მოვიხურე სწრაფად. - დრო ისე უცებ გამეპარა, ვერც კი მივხდი.
- არაუშავს.
- ხმაზე რა გჭირთ? გაცივდით?
- ხო, - ჩაახველა. რაღაც მეეჭვა, არ იყო ისე ყველაფერი, როგორც უნდა ყოფილიყო.
- ძია ნოდარი თქვენ არ ხართ, - ავეკარი კარებს, არ ვიცი ეს რას მიშველიდა, თუმცა წამის მეასედებში წარმოვიდგინე როგორ იქნებოდა ყველა ტელევიზორში ჩემი უსიცოცხლო თეთრ ზეწარ გადაფარებული სხეული გამოჭიმული, ტაქსისტმა ახალგაზრდა ქალი მოკლა. - არაა, - ჩემივე ფიქრებმა შემაშინა და შევიკივლე.
- ნინე, რა მოგივიდა? - მანქანა გაჩერდა და დამიანე შეინებული სახით მიყურებდა.
- შენ? - ამოვისუნთქე, - შენ რატომ ხარ აქ? რატომ გყავს ძია ნოდარის მანქანა?
- აბა, სხვას არ ვუჯდები მანქანაშიო და ვთხოვე ძია ნოდარის, კარგი კაცია ისე, მაშინვე დამთანხმდა.
- არანორმალური ხარ!
- რატო გიკვირს? გამაგიჟე და გიჟებიდან ყველაფერს უნდა ელოდო.
- ღმერთო ჩემო, - შუბლი მინას მივადე.
- აი, მოვედით.
- სად? ეს არ არის ჩემი სახლი, - არ გადმოვდიოდი მანქანიდან.
- ნუ ჯიუტობ, - ხელი გამომიწოდა.
- არა-თქო!
- მაშინ აგიტატებ, - წამოვიდა, რომ ხელში ავეყვანე.
- ხო , კარგი. - შევაჩერე, - მე თვითონ. - მობუზული გადმოვედი მანქანიდან. - რომელ სართულზე ხარ? - ავხედე კორპუსს.
- მეათე.
- დავიღლები,
- რატომ? ლიფტით ავალთ.
- არა!
- ლიფტის როდის მერე გეშინია?
- დღეიდან.
- კარგი, მაშინ ავიდეთ ფეხით. - ნელნელა მივუყვებოდით კიბეებს. - კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში. - ფართოდ გამიღო კარები.
- კეთილი იყოს. - მორიდებით შევედი.
- მოდი, ნუ გერიდება, ხომ იცი არა , მარტო ვცხოვრობ. - მიღიმოდა, - მოკალათდი მდივანზე და მეც მოვალ.
ბინა პატარა და კომფორტული იყო, ფანჯარასთან მივედი, ლამაზი ხედი იშლებოდა, ხელისგულივით ჩანდა მტკვირს ორივე სანაპირო. მანქანები მთელი სისწრაფით მოძრაობდნენ, ზოგს სად და ზოგს სად მიეჩქარებოდა.
- აბა რას დალევ?
- მე? არაფერს, ანდა წყალს თუ შეიძლება.
- შენი საყვარელი წვენი მაქვს, ბროწეულის, ის ხომ არ გირჩევნია?
- ჰმ, - ირონიულმა ღიმილმა გადამირბია სახეზე, - კარგი იყოს ბროწეულის წვენი.
- და შენი საყვარელი სპაგეტიც მალე იქნება მზად.
- სპაგეტი? - ისევ გამეცინა, - ნუთუ? ასე ...
- არ ელოდი?
- არა, ეს მოლოდინები არ მქონდა...
- მიხარია, თუ შევძელი. - თვალი ჩამიკრა, - ხომ იცი, როგორი მოუხერხებელი ვარ ასეთ რაღაცეებში.
- არაა, - თითი დავუქნიე, - შენ ძალიან კარგად გამოგდის ადამიანების გაოცება და სიურპრიზების მოწყობა.
- მე? არაა, ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ეგ ჩემი არ არის... - დაიმორცხვა.
- ოჰ, ნუ მორცხვობ! ცოლის მოყვანის სიურპიზი კარგად გამოგივიდა.
- დაიწყო, - მხრები ჩამოყარა. - ამ საკითხს ვერასდროს ვერ ამოვწურათ, ხომ?
- არ ვიცი... - წვენი მოვსვი.
- ანუ ისევ იქ ვართ...
- სად?
- გზაჯვარედინზე...
- ვართ კი, გზაჯვარედინზე? იქნებ ჩვენი გზები ისევ პარარელურ ჭრილშია? იქნებ არც გადაკვეთილა, შენი სხვა გზით წასვლის შემდეგ? - ისევ მოვსვი ჭიქიდან წვენი.
- ასე ფიქრობ? - სპაგეტიანი თეფშები მაგიდაზე დაალაგა, - მე კი პირიქით მგონია, გზაჯვარედინის ეპიცენტრში ვართ, მე ჩემი გზა არჩეული მაქვს და შენს არჩევანს ველოდები.
- მაშინ ელოდე...
- დრო ბევრი მაქვს, - თვალი ჩამიკრა და ღვინო მოსვა.
- მოიცა, შენ რა ღვინოს სვამ?
- ხო, მერე რა მოხდა?
- მერე ვინ წამიყვანს სახლში?
- არ ინერვიულო, მოვაგვარებთ მაგ საკითხს და შენ რატომ არ სვამ? შენი საყვარელი ღვინო ვიყიდე, სპეციალურად.
- ძალიან მომზადებულხარ, დაგეტყო უტას ხელი. - ღვინის ბაკალი მაღლა ავწიე.
- უტა, ოო, უტა პროფესიონალია. - გაეცინა.
- მიხარია, აქ რომ არის. კარგი ადამიანია, ბევრი კარგი რამ მახსოვს მისგან.
- ჩემგან არა? - წაიეჭვიანა დამიანემ.
- ჰმ, - ჩამეღიმა, - შენგანც.
- ეს "ც" არ მომეწონა, - აიბზუა ცხვირი. - მოკლედ, მოვრჩეთ გეომეტრიის, პარალელიპედების, სამკუთხედების და გზაჯვარედინების განხილვას და მივირთვათ სპაგეტი, - შევატყვე როგორ ეწყინა და ცადა თემიდან გადახვევა.
- გემრიელია, - გემრიელად ვილუკმებოდი, თან ღვინოს ვწრუპავდი.
- ბევრი არ მოგივიდეს.
- რა?
- ღვინის დალევა, უკვე მესამე ბაკალია. - საყვარლად მიღიმოდა ის.
- ნუ ღელავ, - თითი ავწიე, - მეტს აღარ დავლევ, თუმცა მგონი უკვე მომეკიდა. ცოტა მაბრუალებს.
- ვიცი ეგ შენი ბრუალი რითიც მთავრდება. - ჩაეღიმა.
- რით? - წარბები შევკარი.
- არ გვინდა გახსენება, გერმანიას ვიტყვი მხოლოდ.
- ოო, გამახსენდა, - ამიტყდა სიცილი, - მგონი, ჩემს გამო, ახალი ზედა გადასაგდები გაგიხდა.
- კი და ვალი გაქვს, მაშინ დამპირიდი, რომ მაჩუქებდი სანაცვლოს.
- მახსოვს... - უცებ დავსევდიანდი.
ვისხედით ჩუმად, ჩვენს ფიქრებში, მოგონებებში, აუხდენელ თუ მომავალ ოცნებებში, ჩვენს ფიქრებში გასუსულები, სინანულ შეპარულები, სიყვარულს მონატრებულები... ვისხედით და უხმოდ ვწრუპავდით ბაკალ ღვინოს...
დილით თვალი, რომ გავახილე დამიანეს სახე დავინახე.
- შეენ? - წამოვჯექი უცებ და თავებით შევეჯახეთ.
- ვაა, მეტკინა. - ხელი მოისვა დამიანემ.
- მეც. - უსიამივნოდ დავიჭყანე.
- სად? აბა, მაჩვენე. - ისე ახლოს მოვიდა, სუნთქვა შეგვეკრა ორთავეს.
- იყოს, გამიარა. - ამოვუჩურჩულე.
- კარგი. - დაიხია უკან.
- ასე ახლოს რატომ მიყურებდი, რომ მეძინა?
- ბოდავდი. - წარბები აათამაშა.
- ვბოდავდი? - შევიკივლე, - რას?
- რავიცი ძალიან კი მინდოდა ჩემი სახელი წამოგცდენოდა, მაგრამ ... - ხელები უიმედოდ გაშალა, - მხოლოდ დებეტი, კრედიტი, ვალდებულება და შიგ და შიგ ტარიელს იძახდი.
- ტარიელს? - გამეცინა.
- და ტარიელზე ხომ არ ვიეჭვიანო? - მოწკურა თვალები.
- ვერ ხარ, ხომ კარგად? - წამოვდექი. - რომელი საათია?
- ალბათ 10 იქნება?!
- რაა? დამაგვიანდა სამსახურში. - ფეხსაცმელების ჩაცმა დავიწყე, - მობილური სად არის? მართა მომკლავს. - შემეშინდა უცებ მისი გაბრაზებული სახე, რომ წარმოვიდგინე და შემამცივნა.
- გირეკავს. - მობილური მომაწოდა დამიანემ.
- ხო მართა, სად ვიყავი? რომ მოვალ გეტყვი, არ წახვიდე უჩემოდ სამსახურში, ხო აი, ჭკვიანი გოგო, მადლობა, მოვალ მალე, ნუ მეჩხუბები. - გავთიშე მობილური, - რამ ჩამაძინა, ან ვერ გამაღვიძე? ღამე აქ რომ გამათენებინე? გაცოფებულია, თუ გადავრჩი დღეს ე.ი მინიმუმ 20 წელი ვიქნები ცოცხალი.
- ძალიან დამაიმედე, - მომიახლოვდა ის. - მე მინიმუმ 100 წელი მინდა, რომ იცოცხლო, თანაც ბედნიერმა.
- თუნდაც სხვასთან ერთად? - თქვი ეს და დავინახე როგორ უცებ ჩაუქრა სიყვარულით სავსე თვალები, როგორ უცებ გაბრაზდა, ფაქტიურად ცივი წყალი გადავასხი.
- მზად თუ ხარ, წავედით. - ცივად მითხრა და შემოსასვლელში გავიდა.

მართას სახლამდე გზა სიჩუმეში გაილია, ვგრძნობდი, როგორ იყო დაძაბული, მაგრამ რატომღაც ეს ფაქტი სულ არ მადარდებდა.
- მადლობა ვახშმისთვის და მასპინძლობისთვის.
- არაფრის, სასიამოვნო საღამო იყო ნამდვილად.
- ისე თავიდან ვიფიქრე მოდი გავბრაზდებითქო, მაგრამ რომ ვნახე თუ როგორ იყავი მომზადებული, გაბრაზებამ გადამიარა. - თავი დავხარე.
- მიხარია, რომ მოგეწონა. რადგან მინდოდა ლამაზი საღამო მეჩუქებინა, ხომ იცი რომ არ გამომდის...
- ამჯერად გამოგივიდა, - ვცდილობდი ჩემი უხეში ნათქვამი გამომესწორებინა.
- მაშინ ხშირად მოგიტაცებ, გინდა?
- ოო, მეშინია არ გაგიტკბეს მერე.
- მე თუ შენ?
- რა "მე თუ შენ?"?
- მოტაცება და ჩემთან ყოფნა.
- ოი, ოი, - თითი დავუქნიე, - რა ცუღლუტი ხარ, ვინც არ გიცნობს. ნახე რა გეგმები დაუსახავს. კარგი წავედი, იმედია გადავურჩები მართას. - მანქანიდან გადმოვედი, - აბა კარგად და დაუბრუნე ნოდარი ძიას მისი მანქანა.
- დავუბრუნებ აბა რას ვიზამ? აბა შეხვედრამდე.
კიბეები სწრაფად ავირბინე, კარებზე დაკაკუნებაც ვერ მოვასწარი, მართამ, მრისხანე სახით, გამიღო უკვე.
- ოჰ, მობრძანდა პრინცესა? სად დადიხარ? რას აკეთებ? კარგად ხარ? წუხელ ძლივს გადავურჩი ნანუს, მოსვლა უნდოდა და რაები ველაპარაკე აღარ მახსოვს.
- ამოისუნთქე მართა, მეც რომ გითხრა ჩემი.
- შეხედე ამას, ვეუბნები ნანუ მოდიოდათქო და ეს კიდევ მაცადეო.
- მე აბა, დამიანემ მომიტაცა.
- რაა? - იმხელაზე იყვირა, შევხტი.
- რა გაყვირებს, გოგო? - ყურზე მივიდე ხელი.
- წამოდი ჩქარა, - ხელი ჩამკიდა, მისაღებში გამიყვანა, მდივანში ჩამსვა და თვითონ ჩემს წინ მოკალათდა, - ჰე, აბა გისმენ.
- მართა, პოპკორნი არ გაქვს?
- რა პოპკორნი?
- აბა ისე მიყურებ, მგონია, რომ “კინო” ვარ.
- თემას ნუ უხვევ. - წარბი ამიწია.
- ხო კაი, - ჩავიქნიე ხელი და ყველაფერი მოვუყევი.
- ვაა, ვაა, ვააა. - დადიოდა წინ და უკან.
- ქალბატონო, კინოში ასე სიარული არ შეიძლება. - ვუთხარი მართას.
- " VIP კინო ოთახში", ვარ ამიტომ მინდა ვივლი, მინდა წამოვწვები.
- კარგი მაშინ მე წავალ, მოვწესრიგდები და წავიდეთ მერე სამსახურში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent