შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკრების გული (თავი 9)


28-08-2021, 11:01
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 172

***
განცდილი ემოციებისა და ფიქრებისგან დაღლილს, ხანგრძლივის ბრძოლის გავლა მიხდება ძილთან, რომ როგორღაც თავის სამფლობელოში მიმიღოს და იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, ვმარცხდები - ხოლმე, გამთენიისას, ამ ბრძოლისგან გადაღლილს, თვალები მეხუჭება.
დასვენება, ახლა ყველაზე მეტად მჭირდება და მგონი, რამდენიმე საათით მაინც გამომივიდოდა, მაგრამ დილაუთენია თავზე მთელი სანათესაო მადგება და მაშინვე მეღვიძება. (ფრთხილი ძილის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე)
ყველასთვის ცალ-ცალკე მიწევს იმის თქმა, რომ კარგად ვარ და ყველაფერმა ჩაიარა, თუმცა მათ სახეებზე სიმშვდეს მაინც ვერ ვხედავ.
განსაკუთრებით დედა, ისე ფორიაქობს, უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაც კიდევ მჭირს და არ ვიცი, თუმცა მალევე პალატაში ექიმი შემოდის და კმაყოფილი სახით მეუბნება, რომ დღეს მწერს.
მხოლოდ ფეხზე მაძლევს მითითებებს, რომ უმჯობესია რამდენი დღე ვიწვე, სტრესს და ნერვიულობას მოვერიდო (ტვინის შერყევის გამო) და კიდევ წამლებს მიწერს, რეცეპტს კი დედას აძლევს.
ნელ-ნელა ყველა წასვლას იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოდიან პალატაში ანუკი და ვაკო.
მათი ერთად დანახვისას, ისე მაჟრჟოლებს და მაკანკალებს, თითქოს მოსისხლე მტრები იყვნონ და პირველად ვხედავდე ერთმანეთის გვერდი გვერდ.
მაშინვე თვალებით მანიშნებს კვაშილავა და უკვე ვხვდები, რომ გამომეტყველება მაქვს შესაცვლელი.
რამდენიმე წამით, ხმის ამოღებასაც კი ვერ ვახერხებ, თუმცა მადლობა ღმერთს, დედა ჩემს მაგივრად ეუბნება, რომ ექიმმა გამწერა და მე, უბრალოდ ღიმილით ვუდასტურებ.
ვაკო სახლში მიყვანას გვთავაზობს, რაზეც უარს არ ვეუბნები.
რაც მალე დავტოვებ ამ შენობას, მით უკეთესი.
ამ პალატაში არსებული ჰაერიც კი, იმდენად სხვანაირია, თითქოს გამუდმებით გახსენებს, სად ხარ, რატომ ხარ და რა დაგემართა.
მე კიდევ ეს მინდა?!
თავში ისედაც ისეთი ქაოსი მაქვს, ნამდვილად არ მაკლია სტრესული ფიქრები,
მაგრამ ყველაზე ცუდი, ამ დროს მაინც ისაა, რომ მისი მართვა არ შეგიძლია და უბრალოდ იძულებული ხარ გაუძლო, რადგან საკუთარი თავისგან ვერსად გაიქცევი.
*
სახლში მისვლისთანავე, ვაკოს და ანუკის დაჟინებით, ისევ საწოლში ვწვები.
არ მინდა, რაღა საწოლი.
საწოლიდან არ ავდექი და წამოვედი?!
არაფერი არ ესმით, თან დედაჩემმაც კვერი აუბა, ჩემს მოსვლამდე ადგომის უფლება არ მისცეთ, უნდა დაისვენოსო და მეტი რა უნდათ, კარგი ზედამხედველებივით მადგანან თავზე.
- რა დამჟავებული სახე გაქვს, ალე.
რაგინდა, ქალბატონი ხარ, რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ, ბალიშს გაგისწორებ, როგორც ფილებში. სადილს მოგიმზადებ, ყავას. - თავზე დამფარფატებს ანუკი.
- ადგომა მინდა. - წარბებს ვკრავ.
- რომ ადგე, რას გააკეთებ, ასკინკილით უნდა იარო?
- ცოტა ხანი იწექი, მოთმინების უნარი საერთოდ არ გაქ? - საწოლს მეორე მხრიდან უვლის კვაშილავა, გვერდით მიჯდება და ყავარჯენს ტუმბოზე აყუდებს.
საპასუხოდ, უბრალოდ ღრმად ვოხრავ.
ძალიანაც მინდა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევისთვის, მოტეხილი ფეხი ჩემი გამარჯვების შანსებს, მნიშვნელოვნად ამცირებს.
- ისე, გეფიცებით მეც რამე უნდა დავიმართო ფეხზე და ყავარჯენი დავითრიო, ტრიუმვირატი ვიქნებით. - ჩემსა და კვაშილავას შორის ჯდება ანუკი და ფეხებს იკეცავს.
- შენ და შენი ისტორია. - თვალებს ვატრიალებ.
ოღონდ შესაძლებლობა მიეცეს, რომ მსოფლიო ისტორიიდან გააკეთოს რაიმე შედარება და მასზე ბედნიერი არავინაა.
- რავქნათ, აბა? - ჩვენსკენ იწევა, მუცელზე წვება და იდაყვებით ეყრდნობა საწოლს. მერე, ნიკაპთან მიაქვს ხელები და თითებს სახეზე ათამაშებს.
ამ წამს, ისეთი საყვარელი და ბავშვურია, მე ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ მოვეხვიო, ვაკოსკენ ხომ საერთოდ გახედვა არ შემიძლია.
იმის წარმოდგენაც კი, რას გრძნობს ახლა, საშინელებას მმართებს.
- რა სახეებით მიყურებთ, რა იყო? - ორივეს ინტერესით გვაკვირდება.
მაშინვე ჩემსკენ აბრუნებს თავს კვაშილავა და ვიცი, რომ ახლა უნდა შევხედო.
ჯანდაბა.
ძლივს ვახერხებ თავის შეტრიალებას და... ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს საკუთარ თვალებს ვეჩეხები.
აუტანელია. საკუთარი მზერის, სხვის თვალებში დანახვა, კიდევ უფრო აუტანელია. თითქოს, ჩემშიც იღვიძებს ეს გრძნობა.
მიუხედავ იმისა, რომ ერეკლე ჩემს წინ არაა, მაინც.
- ეპაა, თქვენ რა, საიდუმლოებები გაქვთ?! - მაშინვე ხმას იმკაცრებს ანუკი. სწრაფად იხდის ფეხსაცმელს, ჩვენსკენ ცოცდება და ამჯერად, შუაში გვიჯდება.
- არა... - ხმადაბლა ვპასუხობ.
- აბა რა თვალებით ლაპარაკობდით, თქვენ გგონიათ ბრმა ვარ?
ვეღარ ვპასუხობ. ამჯერად კვაშილავას უბრუნდება.
- ვაკო.
- ხო... - არც უყურებს, ისე ეუბნება.
- ჩვენ ბაღიდან ერთად მოვდივართ, ერთ კლასში, ერთ მერხზე ვიჯექით, ერთ უნივერსიტეტში... შენ რა, დამიკიდ.ე?
ღმერთო, რას ეუბნება.
ოხ, ვაკო... საიდან აქვს ამხელა მოთმინება ვერ ვგებულობ.
- საიდან მოიტანე.
- რა საიდან მოვიტანე, მე არ ვარ შენი ანი?! ალე ჩემზე უკეთესი მეგობარია?! ერთმანეთისგან გვარჩევ?!
ღმერთო, როგორ მინდა რომ ვაკო შევაჯანჯღარო და შემოვახედო.
- არაფერს არ მეუბნები, არა?! დუმილი თანხმობის ნიშანია... - ადგომას აპირებს, თუმცა ზუსტად მაშინ ავლებს კვაშილავა ხელს.
ოხ, დაწყევლილი ავარია.
ახლა უნდა ვდგებოდე და მარტო ვტოვებდე, ვინ იცის, იქნებ გამოტყომოდა სიყვარულში. ჩემს წინ კი ამას არ იზამს. ყავარჯენს უნდა მივწვდე...
- გამიშვი ხელი, ყველაფერი გავიგე!
- ან... ისე არ არის, როგორც გგონია.
ჩემი ანი ხარ, სულ ასე იყო და იქნება.
- მაშინ რას მიმალავ? ბავშვობიდან გიცნობ და ვიცი, როდის მატყუებ.
ეს ახლანდელი შემჩნეული არ მაქვს, რაღაც არის, რასაც არ მეუბნები და წეღან ალესაც ანიშნებდი თვალებით.
როგორც იქნა, ყავარჯენს ვწვდები, თუმცა ზუსტად ამ წამს, ორივეს ჩემზე გადმოაქვს მზერა და ვჩერდები.
ახლა თუ გავინძრევი, საუბარს შეწყვეტენ.
ჯანდაბა.
რა გავაკეთო.
რა მურმანის ეკალივით ვარ აქ.
- არაფერი არაა.
- ნუ მატყუებ, შენი ბავშვი არ ვარ! - იმხელას უყვირის, შიშისგან ვხტები.
ანუკი თუ გაბრაზდა, მასთან საუბარი ხუმრობაც არაა.
- მე მეხება, არა?! რატომ მატყუებ?!
- ტონს დაუწიე...
- რომ არ დავუწიო?! - განგებ, კიდევ უფრო ხმამაღლა აგრძელებს.
- სიურპრიზი იყო... უფროსწორად, ასე მინდოდა...
რაო? ახლა ჭკუიდან გადავალ.
რა მოთხარა, ღმერთო.
ახლა ხომ შეეძლო ეთქვა, მაგრამ...
არა, ვერც გაამტყუნებ, მარტო უნდა იყვნონ, ეს რომ გააკეთოს.
ვიცი, ადვილი არაა.
ანუკის რომ არ ეთქვა ერეკლესთვის, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას ოდესმე შევძლებდი.
- რა სიურპრიზი? - მაშინვე მშვიდდება და თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს.
- შენი დაბადების დღისთვის...
ჯერ გაშტერებული უყურებს, მერე მე მისწორებს მზერას.
- ხომ იცით, რომ აღნიშვნა არ მიყვარს?
- ამიტომაც, ეს, განსაკუთრებული რაღაც არის... - ტყუილი არ მიყვარს, მაგრამ ახლა უნდა მეთქვა. იმედი მაქვს, როცა სიმართლეს გაიგებს (იმედი მაქვს მალე გაიგებს) მაპატიებს.
- მართლა? - საკუთარ თავს უფრო უსვამს კითხვას.
ზოგადად, ანუკი ყველაფერს მარტივად იჯერებს. ეს მიამიტობა ღუპავდა ყოველთვის და ამის გამო ვეჩხუბებოდი სულ. ვინ იცის, ჩემთვის რომ მოესმინა და საკუთარ თავზე ემუშავა (რამდენადაც ეს შესაძლებელია) სიმართლეს, დაშორების ნაცვლად მიახლოებოდა კიდეც.
- მე... გიყვირე, არა? - ძლივს უსწორებს ვაკოს თვალს.
- არაუშავს, ან.
კვაშილავა, როგორც ყოველთვის ვერ უბრაზდება.
- მაპატიე... - მისკენ იწევა და ლოყაზე კოცნის. მერე, ხელებს ხვევს და ეხუტება.
მის თმაში რგავს თავს კვაშილავა და თვითონაც ხვევს ხელებს.
- ხომ ისევ შენი ანი ვარ?
- შენ სულ ჩემი ანი ხარ...
ღმერთო...
შიგნიდან მე მეწვის და მგლეჯს ეს რაღაც, როგორ... როგორ იტან ამას ვაკო.
ძლივს ვიკავებ თავს, რომ ტირილი არ დავიწყო.
არცერთი სიყვარული არ იმსახურებს, მხოლოდ ცალ მხარეს.
არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ამ ტკივილს.
*
ისევ თავის ჭაობში მიმათრევს ემოციები და მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ თავი შევიკავო, აღარ გამომდის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუ ხმას ამოვიღებ, თავისით გადმომცვივდება ცრემლები.
ჩემი ხომ რთულია, მაგრამ როდესაც შენთვის ახლობელი ადამიანი იგივე დღეშია, იგივე საშინელებას განიცდის და შენ, უბრალოდ უყურებ, ცოცხლად სიკვდილს ჰგავს.
საერთოდ ყველაფერი მავიწყდება.
ისიც კი, რომ ვარსებობ.
მთლიანად მასთან არის ჩემი ფიქრები და მეც.
ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, წამიერად შევხედე თვალებში და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სამუდამოდ ჩავიკარგე იქ.
სუნთქვას მიჭერს...
არ ვიცი, ამას როგორ უნდა გავუძლო.
როგორ უნდა ვუყურო ანუკის თვალებში და ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი არ ვიცი.
იქნებ უკეთესიც ყოფილიყო, რომ ეს ამბავი არ გამეგო.
თავიც დავიღუპე და ვაკოც ცუდ მდგომარეობაში ჩავაგდე.
ყოველ წამს, ნებსით თუ უნებლიეთ ვაგრძნობინებ, რომ აღარ შემიძლია. იცის, რომ არაფერს არ ვეტყვი, მაგრამ ჩემი ცუდად ყოფნაც დავუმატე...
ახლა, მხოლოდ საკუთარს კი არა, ჩემს ტანჯვასაც ატარებს და ეს, მისთვის ისეთივე რთულია, როგორც ჩემთვის, მისი ტკივილის ტარება.
'მაპატიე...' - ანუკისთან ერთად, ვერაფრით მოვახერხე თქმა და მხოლოდ წასვლის შემდეგ ვუგზავნი შეტყობინებას კვაშილავას.
ბოლოს და ბოლოს, ჩემს გამო მოუწია ტყუილის თქმა, რომ არ შემეხედა, შეიძლება ანუკისაც ვერაფერი ეგრძნო. არ გაბრაზებულიყო, არ ეყვირა. შეიძლება ბოლოს მაინც შერიგდნენ, მაგრამ ამ უსიამოვნო შეგრძნებას, რომ დამნაშავე მე ვარ, ვერ ვაქრობ.
'თავს ნუ იდანაშაულებ, შენი ბრალი არაა ალე, დაივიწყე'
მალევე მომდის პასუხი.
ვერ ვმშვიდდები. მაინც ვერ ვმშვიდდები და რა გავაკეთო.
'ხვალ ერთად ვუყუროთ
,,შტურმი'' ,,ვოლფსბერგერის'' დაპირისპირებას?' - მალევე მომდის მეორე შეტყობინებაც.
ო, ღმერთო... მატჩი.
ხვალ ხომ ერეკლეს კლუბის თამაშია.
ავსტრიის ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება.
როგორ ამომივარდა თავიდან.
'ჰო, გამომივლი?' - სწრაფად ვუგზავნი პასუხს.
'ვინაიდან შენი ფეხი უფრო ცუდ დღეშია ვიდრე ჩემი, კომპრომისზე მივდივარ'
ოდნავ მეღიმება.
კვაშილავამ ყოველთვის იცის, როგორ გამაღიმოს.
ნეტავ მეც შემეძლოს, სულ წამით მაინც დავავიწყო ყველაფერი, მაგრამ იუმორი, ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.
ისევ მომდის შეტყობინება, თუმცა ამჯერად ეს ჩემს დილას გაგზავნილ შეტყობინებაზეა პასუხი.
'მას ხვალაც დავისვენოთ, რა.
ხომ იცით, ავსტრიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი მატჩია'
რა თქმა უნდა, ჩემი ფეხბურთზე შეყვარებული აბიტურიენტები...
*
იმის მიუხედავად, რომ ვიცი ვერაფერი ვერ მიშველის ფინალურებზე თუ არ ვიმეცადინე, საშინლად მეძინება და ბალიშს ვერ ვღალატობ.
ჩემი ძილის ამბავი რომ ვიცი, მაინც გამეღვიძება და შუაღამეც რომ იყოს, მაშინ ნამდვილად დავიწყებ მეცადინეობას.
საკუთარ თავში დარწმუნებული და დაიმედებული ვხუჭავ თვალებს, თუმცა როცა ვახელ, სასიამოვნო სიურპრიზი მხვდება.
დილაა.
ეს რა ხდება, მთელი ღამე ისე მეძინა, საერთოდ არ გამეღვიძა?!
რატომღაც ძალიან წარმოუდგენელია. საათსაც ვამოწმებ ტელეფონზე, მაგრამ არა, რატომ არის წარმოუდგენელი, განა საავადმყოფოში მე არ გავათენე?
ჯანდაბა.
უნდა გამეთვალა, რომ ამის გამო ღრმად დამეძინებოდა.
ისევ ვერ ვიმეცადინე.
ახლა, ახლა მაინც უნდა ავიღო ეს ჯანდაბა წიგნები, მაგრამ ზუსტად ამ წამს აღებს კარებს დედა და მისთვის, საუზმეზე უარის თქმა გამორიცხულია.
სანამ მე ამ ფეხით საწოლიდან ავიზლაზნები, გამოვიცვლი და ა.შ
კი, კარგი დრო იქნება, ალე.
*
საუზმესთან ერთად, ინსტაგრამს 'ვსქროლავ'.
ისეთი არაფერი, რატომღაც მეგონა, რომ ერეკლე მომწერდა...
თუმცა არა, რატომ უნდა მოეწერა.
ვინ ვარ მე მისთვის.
მეგობარი.
ჰო, რიგითი მეგობარი.
ჩემნაირი, ათასი ჰყავს და რა თქმა უნდა, ყველას არ წერს.
წასვლამდე მითხრა მოგწერო და უკვე მომწერა.
რა მეგონა, ყოველდღე ასე გაგრძელდებოდა?
ამას უნდა შევეგუო.
ჩემთვის თუ ყველაფერია, მისთვის იგივე სტატუსი არ მაქვს და არც მექნება...
ღრმად ვსუნთქავ.
ჯანდაბა. ვიცი, რომ ტელეფონი უნდა დავდო, მაგრამ
გული არ მითმენს და მაინც გადავდივარ მის გვერდზე, მის 'Following - ებში.'
უამრავ ცნობილი ადამიანი ჰყავს გამოწერილი და იქვე მე.
ოდნავ მეღიმება.
ახლაც კი ამოვარდნაზე მაქვს გული და წამიერად, სამყაროსაც კი ვწყდები.
რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის...
Story-ზე, 'შტურმის' გუნდის ფოტო უდევს, ვარჯიშისას. პარალელურად, დღევანდელ მატჩსაც აანონსებს.
მატჩი, მატჩი 3 საათშია.
ჯანდაბა, რა მალე გადის დრო!
სასწრაფოდ ვთიშავ ტელეფონს და წინასწარ მოტანილ წიგნებს ვიღებ.
იმედია, ცოტა რამეს მაინც მოვასწრებ.
*
დრო იმდენად მალე გადის, კარზე ზარის ხმა რომ მესმის, მაშინვე საათზე ვიყურები და იმის მიუხედავად, რომ ისიც ამას მიდასტურებს, რატომღაც მაინც ვერ ვიჯერებ.
ძლივს ვდგები ფეხზე და ყავარჯენ მომარჯვებული მივდივარ გასაღებად.
საინტერესოა, როდის დავამუღამებ ასე სიარულს. ჭიანჭველად გადავიქეცი.
მაგრამ არა, მგონი მასზე ნელაც კი დავდივარ.
უკვე ზუსტად ვიცი, რომ კვაშილავა მოვიდა, თუმცა კარს ვაღებ და მასთან ერთად, კიდევ 2 სიურპრიზი მხვდება.
- ალეე... - გუგას მხრებზე ჩემომჯდარი დათა, ჩემი დანახვისთანავე აღტაცებით უკრავს ტაშს და მერე, ხელითაც მესალმება.
- შოკში ხარ, ძმა? - თვალს მიკრავს თორდია და კარგი ნაცნობივით შემოდის სახლში.
- დათა აიკიდა და მერე მე ამეკიდა. - მოკლედ მიხსნის სიტუაციას კვაშილავა და ისე, რომ ჩემს პასუხს არ ელოდება ისიც მათ მიჰყვება.
ცალი ხელით ვხურავ კარს და ძლივს ვახერხებ მოტრიალებას. არა რა, მგონი თავიდან ვსწავლობ სიარულს.
- ალე. - მისაღების ზღურბლთან მეგებება დათა. - ძალიან გამეხარდა, გუგამ რომ შენთან მომიყვანა. ფეხზე რა დაგემართა?
- პატარა ავარიაში მოვყვევი, ძვირფასო. მნიშვნელოვანი არაფერი. -ცალი ხელით ვეფერები თმაზე.
- აუ ძმა, მაპატიე რა, შენს სანახავად რომ ვერ მოვედი. - უკვე დივანზე მოკალათებული გუგა, შეწუხებული სახით მებოდიშება - ბიძაშენი ძაან ხოდზეა, დილიდან საღამომდე ფოშტის ცხენებივით გვარბენინებს.
ოდნავ მეღიმება მის ხუმრობაზე.
- ერთი არ მოგიგიათ პოლონეთთან. - ზუსტად 'უფროსივით' ემუქრება ვაკო.
- აუ ძაან ვნერვიულობ, ტო. ზედიზედ 3 მარცხი გვაქ, თან შენც აღარ ხარ.
- ნუ ბოდავ, მიქაძე რას მიკეთებს.
- ჩემი ძმაც ხომ იქნება. - ადგილზე ხტუნვას იწყებს დათა.
- ოო, შენი ძმა რომ არ გვყავდეს, დარხევინო მერე ნახე შენ. - ხელის აწევით ეთანხმება თორდია.
- ჯერ ცოტა ადრეა. - კვაშილავას გვერდით ვჯდები და პულტს ვიღებ.
- დაახლოებით 20 წუთი დარჩა. - მაჯაზე არსებულ საათზე იყურება გუგა-მოიცა, ტაბას დავურეკოთ. ვაკო, მიდი შენ გვაზავას დაურეკე.
ბიჭო, ბიჭო, რა ამბებია ერთმანეთის ერკინებიან. - სიცილით იღებს ტელეფონს.
გვაზავა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველია, (გუგას მსგავსად) და ამავდროულად 'ვოლფსბერგერის' წევრი. ვინაიდან დღეს 'შტურმი' და 'ვოლფსბერგერი' ერთმანეთს ეჯიბრება, აქედან გამომდინარე გვაზავას და ტაბატაძეს, ერთმანეთის წინააღმდეგ უწევთ თამაში.
- რად გინდა ეხლა ეგ მაიმუნობა? - ოხვრით იღებს ტელეფონს კვაშილავაც.
- მიდი, მიდი, დარეკე შენ. აქ მაინც ნუ კაპიტნობ. - თვითონ, უკვე რეკავს და ხმამაღალზეც აყენებს.
ვაკოც იგივეს იმეორებს.
ზარები გადის, თუმცა არცერთი არ იღებს.
უკვე მგონია, რომ არც აიღებენ. ბოლოს და ბოლოს, ვის სცალია ამ დროს ტელეფონისთვის, თუმცა ზუსტად ამ წამს მესმის ერეკლეს ხმა და მთელს სხეულში მაჟრჟოლებს.
- გუგა რა იყო, მოგენტარე? - სიცილით იწყებს ლაპარაკს.
- რაშვები, გასახდელნაიასა შინა ხარ? -არც თორდია აკლებს იუმორს.
- იეს, დავარიშ კაპიტან. - ამჯერად კვაშილავას ტელეფონიდან მესმის გვაზავს ხმა.
- დაიცა. - სასწრაფოდ დგება ფეხზე გუგა და ვაკოს უჯდება მეორე მხრიდან. თავის ტელეფონს კი, მის ტელეფონს ახუტებს.
- ტაბაა, დაელაპარაკე მოწინააღმდეგესა.
- რას ბოდიალობ ბიჭო.
- ეე, ტაბა იყო ეხლა ეგ თუ მომელანდა?- სრული სერიოზულობით კითხულობს გვაზავა.
- არ მოგელნადა, ჩემო ძმაო, აბა ისე თქვენ ერთმანეთს ვინ დაგალაპარაკებთ, კეთილ საქმესა ვაკეთებთ ჩვენე აქანე.
იმდენად სასაცილოდ ელაპარაკება ამ კილოთი, რომ ეჭვი არ მეპარება, მისგან კარგი მსახიობი გამოვიდოდა.
- ბიჭო, რაშვები ეე, ერეკლე. რახდება მანდ?
- მშვიდობა, სოლიდარობა, შენთან?
- რავიცი სიწყნარე. ნეტა ესენი განახა აქ, შენი ისე ეშინიათ, გეგონება მეორედ მოსვლა იყო.
- არის კიდეც, ბიჭო. დღეს უნდა დაანგრიოს ეგენი. - მაშინვე ეთანხმება თორდია.
- ფრთხილად იყავი, ნანგრევებში არ მოხვდე. - სიცილით ემუქრება ტაბატაძე.
- მეტი საქმე არ მაქ, შენ მოწყობილ ნგრევაში მოვყვე რაა. აქეთ მიფრთხილდი.
- კაი წავედი, მწვრთნელი მეძახის. აბა შენ იცი, წარმატებები.
- შენც, შენც.
- ესენი ერთ მოედანზე, სხვადასხვა მაისურებში არ წარმომიდგენია და რა გავაკეთო. რომ დავინახავ, ალბათ მაშინაც ვერ დავიჯერებ. - სიცილით აქნევს თავს გუგა.
- უკვე 10 წუთი დარჩა. - ისევ ხტუნაობს დათა. - ჩემი ძმა ეკრანზე იქნება.
- წავალ ყავას გავაკეთებ, ხო დალევთ?- ნელა ვდგები ფეხზე.
- დაიცა ალე, არ იწვალო ამ მდგომარეობაში.
- არ ვწვალობ, რამდენიმე ნაბიჯშია სამზარეულო.
ღიმილითაც ვუდასტურებ და პირდაპირ იქით ვიღებ გეზს.
თორდია ისევ ქაქანს იწყებს, ამის შემყურე, მართლა მაინტერესებს სტადიონზე როგორ ძლებს ხოლმე ამდენი ხანი ჩუმად.
- დაგეხმარო? - მოულოდნელად ჩნდება ჩემს წინ დათა. იმდენად ვარ ფიქრებში გართული,
ვერც კი მივხვდი, როდის გამომყვა.
- მეც ვიცი ყავის გაკეთება, დედას ვუყურებ - ხოლმე.
- მართლა? - ოდნავ ვუღიმი - მაშინ ჭიქა დადე მაგიდაზე - კარადიდან ვიღებ და ვუწვდი.
თვალებში აღტაცება უკრთება. ისე უხარია, თითქოს საჩუქარს ვუწვდი.
მაშინვე მართმევს, მაგიდაზე დებს და ახლა, დანარჩენების გამოსართმევად მორბის.
- იცი რამდენი შაქარი უნდა ჩაყარო? - კოვზს ვაძლევ და სკამზე ვჯდები.
- ნწ, ეგ არ ვიცი. -სწრაფად აქნევს თავს-დედა ამბობს, რომ შაქარი და მარილი კარგი არ არის და არაფერს არ უშვება.
- მართლა? - უფრო საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას. გამოდის, ყველაფერს უმარილოს და უშაქროს აკეთებს სახლში.
ღმერთო, ასე ხომ საშინლად უგემური იქნება. როგორ ჭამენ?!
- ვიცი, რომ უშაქროდ უგემურია. ერთხელ, დედას ჭიქიდან დავლიე და არ მომეწონა, მაგრამ ჩემი ძმა ამბობს, რომ შაქრით უფრო უგემურია.
ანუ, ერეკლე უშაქროს სვამს. ნეტავ, ამის ცოდნა ოდესმე, სადმე თუ გამომადგება.
სწრაფად მიწვდის კოვზს, თუმცა, რატომღაც კოვზზე კი არა, მის ხელზე არსებულ ხელნაკეთ სამაჯურზე გამირბის თვალი.
ძალიან უცნური ბურთები და ფერთა შეხამებაა, მსგავსი, არასდროს არაფერი მინახავს.
- ეს დედამ გააკეთა? - სამაჯურზე ვანიშნებ.
რატომღაც, პირველი ქალბატონი ქეთი მახსენდება, მისი ხელოვნებისადმი სიყვარულიდან გამომდინარე.
- არა, თიკამ.
თიკამო? მექანიკურად მიფართოვდება თვალები. ყველაფერს, ყველაფერს წარმოვიდგენდი და თუ ამ გოგოს, ასეთი რაღაცეები იტაცებდა, ვერასდროს.
- თიკა ბევრ სამაჯურებს აკეთებს. ჩემს ძმასაც გაუკეთა, მაგრამ მან ჯერ არ იცის. უფროსწორად არ უნახავს.
დღეს ჩვენთან იყო დილით, ჩემს ძმას რომ ველაპარაკებოდი. მერე ისიც ელაპარაკა, მოწყენილები იყვნენ. ერეკლემ უთხრა, რომ გოლს მიუძღვნის. თიკამ კი სამაჯური დაუტოვა და წავიდა.
დათას სიტყვები, გაორებულად ჩამესმის ყურში.
'ერეკლემ უთხრა, რომ გოლს მიუძღვნის'
'თიკამ სამაჯური დაუტოვა და წავიდა'
რაღაც, ძალიან ძლიერად მიჭერს ყელში და თითქოს, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
ის...
ის იმ გოგოს გოლს მიუძღვნის.
ნუთუ ვცდებოდი, ნუთუ ის უყვარს?!
მაგრამ მაშინ, რატომ იყო ამხელა სევდა მის თვალებში. ისინი ხომ ერთად არიან, თიკასაც უნდა მის გვერდით ყოფნა.
თვალებში მაწვება.
თავს ვხრი და საფეთქელზე ვიჭერ თითებს.
- ალე, ცუდად ხარ? - შეშინებული თვალებით მიყურებს დათა.
მისი ხმა, იმდენად ბუნდოვნად და შორიდან ჩამესმის, თითქოს 2 კილომეტრის მოშორებით იდგეს.
- არა, კარგად ვარ, საყვარელო. - ვცდილობ, ხმა არ ამიკანკალდეს, თუმცა რამდენად გამომდის, არ ვიცი.
თავში, მხოლოდ მისი სიტყვები მიტრიალებე.
'ერეკლემ უთხრა, რომ გოლს მიუძღვნის'
ღმერთო...
ამის ყურება არ შემიძლია.
ამას ვერ გავუძლებ.
- სად ხართ ამდენი ხანი? - მოულოდნელად გვადგება თავზე კვაშილავა. - დაიწყო მატჩი.
- ჩემი ძმა გამოჩნდა? - მაშინვე გარბის სამზარეულოდან დათა.
- ალე, კარგად ხარ? - მხარზე მადებს ხელს ვაკო და ჯერ კიდეც ცარიელ ჭიქებს, გაოცებული დაჰყურებს.
- ცოტა... ცოტა თავბრუ მეხვევა. - ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთმანეთზე. - ოთახში გავალ და დავისვენებ... ჩემს გარეშე უყურეთ. - ნელა ვდგები ფეხზე.
- რას ამბობ, ამდენად ცუდად ხარ? - კარგად შესამჩნევი შეშფოთება ეხატება სახეზე - ასე უცებ რა მოხდა, მანანა დეიდას დავუძახო? სასწრაფო?!
- არა ვაკო, ნუ პანიკობ. ისეთი არაფერია, ტვინის შერყევის გამოა. ექიმმა თქვა, რომ არ უნდა გადავიღალო, ჩემს გარეშე უყურეთ. - გასვლას ვაპირებ, თუმცა მკლავში მავლებს ხელს.
- ალე, რა მოხდა?! თვალებში ცრემლები გაქვს, რას მატყუებ?!
- ვაკო, ახლა არა...
- ალე! - ოდნავ უწევს ხმას.
- ყურება არ მინდა, გაიგე?! ვერ ვუყურებ იმ მატჩს, სადაც ერეკლეს ყველა გოლი იმ გოგოსთვისაა, ეს არ შემიძლია. გამიგე და კითხვები აღარ დამისვა. ოთახში შევალ, შენ კი გუგას მარტო არ დატოვებ და არაფერს აგრძნობინებ. - საჩვენებელი თითით ვემუქრები და იქამდე ვაქცევ ზურგს, სანამ ჩემს ნათქვამს სრულად გაიაზრებს.
*
გაყინული ვარ.
ვერც ვფიქრობ, ვერც ვაზროვნებ.
უბრალოდ ვზივარ და იმ ერთ წერტილს ვერაფრით ვაშორებ თვალს, ასე უაზროდ რომ ამოვიჩემე.
გულისცემის ხმა აღარ მესმის, ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა სიჩქარის ტემპს უკლო, თუმცა ამას, სიმშვიდე არ მოუტანია.
დრო გადის...
გადის...
გადის...
მაგრამ მე, თავს ისე ვგრძნობ თითქოს ყველაფერი გაჩერებულია.
რამდენჯერმე შემოდის კვაშილავა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ მთელი მონდომებით ცდილობს ამალაპარაკოს და ხასიათზე მომიყვანოს, არაფერი გამოსდის.
ახლა არა.
სრულიად ძალაგამოცლილი ვარ.
მთელი სხეული საშინლად მაქვს დაჭიმული და ვგრძნობ, იმის მიუხედავად, რომ ეს საშინლად მაწუხებს, თუ გაქრება, ტირილს ვერ შევიკავებ.
უნდა შევეგუო.
ვიცი, რომ ამას უნდა შევეგუო და პატარა ბავშვივით, ყოველ ჯერზე, სიმართლესთან შეხვედრისას ტირილი არ უნდა დავიწყო, მაგრამ საკუთარი თავი არ მემორჩილება.
ამ გრძნობასთან იმდენად უძლური ვარ, საკუთარი თავი მძულს.
შეცდომა იყო.
მასთან მეგობრობა, მის სიახლოვეს ყოფნა უფრო მატკენს.
ეს არ უნდა გამეკეთებინა...
იმ რამდენიმე წუთიერი ღიმილისთვის, რომელიც მასთან ლაპარაკისას ბედნიერებას მანიჭებდა, საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩამეგდო.
მაგრამ ჩავაგდე, ეს გავაკეთე, ამიტომ ვალდებული ვარ, შედეგებს გავუძლო.
უცნაურად მახურებს, თუმცა ეს ზაფხულის სიცხის გამო არაა.
ეს, ზუსტად ის ცეცხლია ჩემში, რომელიც მე თვითონ დავანთე.
არადა, შემეძლო უბრალოდ ნაკვერჩხალი ამეტანა...
მართალია.
იმაზე უარეს ჯოჯოხეთს ვერავინ მოგიწყობს, ვიდრე შენ თავად მოუწყობ საკუთარ თავს.
*
მატჩის შემდეგ, ყველას ვაცილებ.
იმის მიუხედავად, რომ დათა და გუგა აღტაცებით მიზიარებენ ემოციებს, არაფერი არ მესმის.
მართლა ვცდილობ მოვუსმინო, მაგრამ ამ ყინულის ფაზიდან ვერ გამოვდივარ. თითქოს, ღიმილითაც კი ვეღარ ვუღიმი.
ეს პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში, როცა მატჩის შედეგები არ მაინტერესებს და ძალიან, ძალიან ცუდი გრძნობაა.
თითქოს, საკუთარი თავი გამომეცალა ხელიდან. ფეხბურთზე შეყვარებული გოგო, ქრობას იწყებს.
წასვლამდე, კიდევ ერთხელ მთავაზობს ვაკო დარჩენას და როგორც ყოველთვის, ორჯერ იმეორებს, რომ როგორმე ჩემამდე მოაღწიოს, თუმცა მაინც უარს ვეუბნები.
ახლა, არ შემიძლია მასზე მელაპარაკოს, დამამშვიდოს და მე ვუსმინო.
ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გონებაში ერეკლე აღარ იყოს, დროებით მაინც.
ვაკოს წინ, კი ეს შეუძლებელია.
დათას თმაზე ვეფერები.
ძალიან, ძალიან დიდი სითბო აქვს ამ ბავშვს.
- ცუდია, რომ ჩვენთან ერთად ვერ უყურე. - მოწყენილი თვალებით მიყურებს ქვემოდან.
ოდნავ ვუღიმი, ფრთხილად ვეხუტები და შუბლზე ვკოცნი.
ზუსტად ისეთი, უცხო სურნელი აქვს, როგორც ერეკლეს...
ვიშლები.
წამში ვუშვებ ხელს და სანამ გონება ამას ბოლომდე გაიაზრებს, გუგას ვუბრუნდები.
- მიხარია, რომ მოხვედი და მაპატიე, რომ მარტო დაგტოვე საკუთარ სახლში.
- არაუშავს, ძმა. შენ იყავი კარგად, ეგ რა სალაპარაკოა.
- კარგად. - ხელს მიქნევს დათა და კიბეებზე პირველი ჩარბის.
- აბა დროებით, გავეკიდო, თორემ დაეშვა. - სწრაფად მიჰყვება თორდია.
- ალე...
- ვაკო, გთხოვ. ხომ ხედავ, რომ კარგად ვარ. ამაზე არაფერი მითხრა...
საპასუხოდ, უბრალოდ თავს მიქნევს და ისიც მათ მიჰყვება.
კარს ვხურავ.
ღმერთო...
ნეტავ შემეძლოს ჩემს შიგნით მყოფ გრძნობებსაც ასე იოლად მივუხურო კარი...
*
ანუკის ვურეკავ და სალონში გაყოლას ვთხოვ. როგორმე, ყურადღება უნდა გადავიტანო.
არცერთი წუთი, არცერთი წამი არ უნდა იყოს თავისუფალი.
თუ ერთხელ დავკარგავ კონტროლს, ისევ ფიქრები შემითრევს, იქიდან კი, ადვილად ვეღარ დავაღწევ თავს.
იმის მიუხედავად, რომ ანუკი ბევრ კითხვებს არ მისვამს, ცხოვრებაში პირველად, მე არ ვაჩერებ ენას.
ათას ვარცხნილობის ფოტოს ვანახებ და ვცდილობ ავიყოლიო, რაც ნაწილობრივ გამომდის კიდეც, თუმცა გაკვირვებასაც ვიწვევ მასში.
ერთი ორჯერ მეკითხება, ხომ ყველაფერი კარგადააო, თუმცა სწრაფად ვპასუხობ 'კი'-ს და ისევ სხვა თემაზე ვიწყებ ლაპარაკს.
მალევე მივდივართ სალონში.
ანუკიც გვერდით მიჯდება და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სრულიად მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას თმის შეღებვის შესახებ.
- ქერა გიხდებოდა... - მაინც ვეუბნები.
- არა, მომბეზრდა. სულ შავად მინდა, შავი დედოფალი უნდა გავხდე. - სარკეში აფრთხილებს სტილისტს.
სულ რაღაც 1 საათი, ან შეიძლება უფრო მეტი (ანუკის თმის შეღებვის გამო) და სალონიდან სრულიად სხვა ადამიანები გამოვდივართ.
თავს ისე უცნაურად ვგრძნობ.
ჩემი გრძელი თმა, უბრალოდ გაქრა და მისი ადგილი, მოკლე კარემ დაიკავა.
მანქანის სარკესთან ვჩერდები და ჩაჯდომამდე, კიდევ ერთხელ ვუყურებ საკუთარ თავს.
- გიხდება, გიხდება, ჩაჯექი. - უკვე საჭესთან მოკალათებული გაჰკივის ანუკი.
ნეტავ, ცხოვრებაშიც ასეთი მარტივი იყოს ცვლილებები...
*
როგორც კი სახლში მივდივარ, მაშინვე წიგნებთან ვჯდები და დედას მოსვლამდე ვმეცადინეობ.
ეჭვი მეპარება, რომ ამან დიდი შედეგი გამოიღოს. 1 კვირაში, უკვე ფინალურებია, მე კი... ისევ იქ ვარ სადაც 1 თვის წინ ვიყავი, (საქართველო - საბერძნეთის მატჩამდე).
რა თქმა უნდა, იმან რომ ამდენი ხანი, ვერაფრით შევძელი მეცადინეობა, თავისი შედეგი გამოიღო.
მათემატიკა გამაფუჭებს.
საერთოდ რა ჯანდაბად მინდოდა მეორეულ პროფესიად?!
ღირსი ვარ.
უთქვამთ, ორი კურდღლის მდევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო.
ჩვეულებრივ, ღამეც ვიმეცადინებდი, მაგრამ ეს წამლები მაძინებს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ დავლევ, დედა გიჟდება.
ახლაც, მოსვლისთანავე ჭიქით მადგება თავზე და მხოლოდ მას შემდეგ, როცა რწმუნდება, რომ მართლა დავლიე, ჩხუბს მიწყებს.
- ასეთი სასწრაფო იყო ახლა თმის შეჭრა?! როგორ წახვედი მოტეხილი ფეხით?!
ღმერთო...
ისე შემოვიდა, რეაქცია არ ჰქონია.
თმა აღარც მახსოვდა.
- დედა, კარგი რა. ანუკიც ჩემთან ერთად იყო, მანქანით მივედით და მოვედით. - ღრმად ვოხრავ - ის მაინც გეთქვა გიხდებაო.
- გიხდება, მაგრამ საჩქარო არ იყო.
- იყო, საათი ვუნდებოდი დავარცხნას.
- ოხ, ალე. - სწრაფად ავლებს ჭიქას ხელს და კარისკენ მიდის.
- დედაა...
- რა?
- არ მიხდება?
მგონი მართლა იმიტომ თქვა, რომ არ მწყენოდა. სასწრაფოდ ვიღებ სარკეს და საკუთარ თავს ვაკვირდები.
- გიხდება დედა, უბრალოდ თვალი არ არის შეჩვეული.
იმეცადინე, ნუღარ ფიქრობ ამაზე.
ნელა ვდებ სარკეს მაგიდაზე და ისევ ღრმად ვოხრავ.
ყველაფერზე ვიფიქრებ, მაგრამ მასზე აღარ...
*
სწრაფად გარბის დღეები.
იქიდან გამომდინარე, რომ აბიტურიენტებს ბევრი გაკვეთილი გავუცდინე, ყოველ დღე ვიბარებ, მერე მეც ვმეცადინეობ (რამდენსაც ვასწრებ) და მიზანი მიღწეულია.
ჩემი გონება, მთლიანადაა დაკავებული.
მართალია, წამიერ ცდუნებას მაინც ვერ ვუძლებ და პერიოდულად, მაინც გამირბის თითები ინსტაგრამისკენ, მაგრამ მგონი, ისიც მეხმარება იმით, რომ არ მწერს.
გული არ მწყდება, უფროსწორად თავს ამაზე დაფიქრების უფლებას არ ვაძლევ.
უბრალოდ
ასე უკეთესია.
ჩემი ფინალურები ახლოვდება, ისევე როგორც ჩემი აბიტურიენტების გამოცდები.
ბოლო გაკვეთილზე, ერთმანეთს თბილად ვემშვიდობებით და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს.
ისინი ამას შეძლებენ.
მათში ბოლომდე ვარ დარწმუნებული, მაგრამ საკუთარ თავში, არცერთი პროცენტით.
*
ფინალურების კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთია, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო საშინელი ხდება.
ყველა საგანს კარგად ვხურავ (ასე თუ ისე, ვამყოფინე 1 კვირა)
მაგრამ მათემატიკას, 1 კვირა კი არა, 1 თვეც არ ეყოფოდა.
ფაქტობრივად ძლივს გადავრჩი, რომ არ შემეტენა, მაგრამ რად გინდა...
ძვირფასი ლექტორი ისეთ ქულას მიწერს, სტიპენდიას ვემშვიდობები.
ჰო,
ველოდებოდი, ჩემი ბრალია, ვის დავაბრალო.
უნდა მემეცადინა, კონცენტრაცია მომეკრიფა, თავი არ დამეკარგა, მაგრამ არა, ვერ გავაკეთე...
ვერაფრით ვიკავებ ცრემლებს - მე დავმარცხდი.
არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი რთული ფეხზე ადგომა.
მთელს დღეებს საწოლში ვატარებ და იმის მიუხედავად, რომ დედა ყოველ დღე, საათობით მაწყნარებს, მაინც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან.
ამდენი წელია სტუდენტი ვარ, ამდენი წელი მიყვარდა, მაგრამ ეს არ მომხდარა, იმიტომ რომ მისგან შორს ვიყავი, ერთმანეთს არ ვიცნობდით...
ეს მე გავუკეთე საკუთარ თავს.
თვალებს ვხუჭავ.
ემოციებისგან ვერ ვიცლები...
ტირილი არ მშველის...
*
კვირა საღამოს, ანუკი მადგება თავზე და რასაც ქვია, ძალით მიმათრევს ვაკოსთან.
დღეს საქართველო - პოლონეთის მატჩია.
რა მალე გავიდა დრო, არა?!
რა თქმა უნდა ყურებას ვაპირებდი, მაგრამ საწოლიდან.
ანუკის დამსახურებით კი ახლა კვაშილავას სახლში, მათ შუაში ვზივარ.
იმის მიუხედავად, რომ ანუკის ფეხბურთი დიდად არ უყვარს, დღეს, რატომღაც ძალიან არის აჟიტირებული.
მგონი ჩემზე მეტადაც კი.
ჰო, მიხარია, ველოდი, მაგრამ კიდევ არის რაღაც გრძნობა, რაღაც უცნაური, რასაც სახელს ვერ ვუძებნი.
ერეკლეს არაფერში ვადანაშაულებ, თუ რამე დამემართა, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, მე დავმართე საკუთარ თავს, მაგრამ...
მაგრამ არ ვიცი, ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ ახლა ეკრანზე გამოჩნდება, უცნაურად მეკუმშება გული.
წინასგან განსხვავებით, ამ მატჩს ვერ გამოვტოვებ.
აქ საქართველოა, აქ ჩემი ქვეყანა იბრძვის.
აქ არაა ერეკლე, აქ საქართველოა.
- დაიწყო! - იმდენად მოულოდნელად ყვირის ანუკი, ვკრთები.
მე ხო, მაგრამ არც ვაკოა, მაინც და მაინც ძალიან აღტაცებული.
ფრთხილად ვაპარებ თვალს მისკენ და თითქოს, მის ფიქრებს ვიჭერ.
რა თქმა უნდა, ახლა იქ უნდა იყოს, პოლონეთში, სტადიონზე, ის კი ყავარჯნით ხელში ზის დივანზე.
საშინელებაა.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვანუგეშო და უბრალოდ მკლავზე ვადებ ხელს.
საპასუხოდ, უბრალოდ მიღიმის, თუმცა ეს ღიმილი, ნამდვილად არაა გულწრფელი.
კომენტატორები საუბარს იწყებენ და ანუკიც, მაქსიმალურად უწევს ტელევიზორს ხმას.
ღმერთო, რამ გააგიჟა ეს გოგო?!
- გამარჯობა, მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო. პირველი არხი იწყებს რეპორტაჟს პოლონეთიდან.
ფეხბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი, ქალაქ ტიხის სტადიონი თქვენს ეკრანებზე, პოლონეთის ნაკრები მასპინძლობს საქართველოს ნაკრებს.
სამწუხაროდ, მოგეხსენებათ პირველ ორ ტურში საბერძნეთთან და შვედეთთან, საქართველოს ნაკრებმა ვერ მოახერხა ქულების მოპოვება
რაც ძალიან დასანანია.
გავიტანეთ 1 გოლი, გავუშვით 2.
ნუ, იქ აღსანიშნავია ავტო - გოლი გვქონდა, თორდიას მხრიდან.
თუმცა, დღეს ის მაინც ძირითად შემადგენლობაშია.
ამ შეცდომის მიუხედავად, ენდობა მას... შალვა რაფავა.
- კი, კი თორდია ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია. - ამჯერად მეორე კომენტატორიც ერთვება საუბარში.
- ვნახოთ, ვნახოთ როგორი გამოვა დღევანდელი შეხვედრა.
ძალიან დიდი იმედით უყურებს საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი.
- გამოდიან, გამოდიან გუნდები მოედანზე.
ნუ, ჩვენ ალბათ მოვასწრებთ სასტარტო შემადგენლობის დასახელებას. ჩვენი ნაკრები პირველ რიგში, რა თქმა უნდა.
გული ისე მიჩქარდება, თითქოს იქ ვარ, ტრიბუნებზე.
პირველი მიქაძე გამოდის, როგორც კაპიტანი, მას მეკარე მოჰყვება და შემდეგ დანარჩენები.
მხოლოდ წამიერად ხვდება კადრში ტაბატაძეც, თუმცა ეს წამიც კი, ისევ ყველაფერს ერთად მმართებს შიგნიდან.
- აქვე, აქვე, უნდა ავღნიშნოთ, ჩვენი კაპიტანი, ვაკო კვაშილავა არ გვყავს დღეს, ტრამვის გამო.
მიქაძე ითამაშებს, მის პოზიციაზე.
სხვა მხრივ, ძირეული ცვლილებები არ გვაქვს.
კარში, ზვიადაძე.
ქორჩილავა მარჯვნივ, ბარბაქაძე მარცხნივ.
ნახევარმცველის შემტევის პოზიციაზე მეტრეველი იქნება სასტარტოში.
ცენტრი - გვაზავა, სიჭინავა.
საყრდენები - აკობია, ჭანტურია.
მარჯვნივ თორდია, მარცხნივ ნაკაიძე. და... რა თქმა უნდა ტაბატაძე არის გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე, ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი.
ახლა კი მოვუსმინოთ ჰიმნს!
პირველი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იწყება.
წამში ხვევენ ერთმანეთს მხრებზე ხელებს, მიქაძე, გულზეც კი იდებს თავისუფალ ხელს. დანარჩენები, უბრალოდ ყვებიან და სიტყვებს, თავადაც იმეორებენ.
ჰო, აბსოლიტურად ყველა, ტაბატაძის გარდა.
ყოველთვის ასე იქცეოდა და იქცევა.
ჩურჩულითაც კი არ აჰყოლია არასდროს ჰიმნს. სპეციალურად, ათასჯერ ვახვევდი ხოლმე გასული მატჩების ჩანაწერებს, მაგრამ არა.
გაუგებარია, სულ ასე რატომ იქცევა.
ისევ აჩვენებენ კადრში და ისევ თავისით მიჩქარდება გული.
ღრმად ვსუნთქავ, თუმცა არ მშველის.
სანამ კადრი სხვებზე არ გადადის, ვერაფრით ვიწყნარებ თავს.
ამასობაში, ჩვენი ჰიმნი მთავრდება და ახლა, პოლონეთის იწყება.
ვერ ვიტყვი, რომ მომწონს.
საერთოდ არცერთი ქვეყნის ჰიმნი არ მომწონს საქართველოს გარდა და რა ვქნა.
სულ იძულებით ვსუმენ - ხოლმე, ისიც მხოლოდ ფეხბურთის დროს.
როგორც იქნა მთავრდება და ახლა ფოტოებს იღებენ.
ეს მომენტი მიყვარს.
კომენტატორები, პოლონეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობასაც ასახელებენ და სასტვენის ხმაც ისმის.
თამაში იწყება.
- ოჰაა, ბევრი გოლი, ბევრი გოლი! - აღატაცებული უკრავს ტაშს ანუკი.
- ვაკო, მგონი ანუკი გამოცვალეს. - სრული სერიოზულობით ვეუბნები კვაშილავას.
ოდნავ ეღიმება, თუმცა არაფერს მპასუხობს.
მთელი ყურადღება, ისევ ეკრანზე გადამაქვს და მგონი, მეც იქ ვჩნდები.
ბურთი ჭანტურიას აქვს, თუმცა სწრაფადვე უგორებს ქორჩილავას, ის პირდაპირ ტაბატაძის მისამართით აკეთებს დარტყმას და...
- ჯანდაბა, რას აკეთებს?! - ყავარჯენი რომ არა, წამში წამოხტებოდა ფეხზე ვაკო.
უნებურად მეღიმება.
ერეკლეს მასტერკლასის მოწყობა უნდოდა ბურთის თავით აღებით, თუმცა საბოლოოდ, მარტო იმას აღწევს, რომ ზურგით ეცემა ძირს.
- აქ.. აქ, ძალიან უცნაურად მიიღო ერეკლე ტაბატაძემ ბურთი. - კომენტატორის ხმაშიც კი იგრძნობა, როგორ გააოცა ნაკრების გულმა ყველა.
- სამწუხაროდ, სამწუხაროდ, ფატალური აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის პირველი შეხება ბურთთან. - მაშინვე ეთანხმება მეორეც. - არაუშავს, არაუშავს, კარგად არის, ისეთი არაფერია.
- თავს იმშვიდებს თუ რას აკეთებს?! - ღრმად ოხრავს კვაშილავა.
- შენ გამშვიდებს, კარგად არის შენი ნაკრების გულიო. - ოდნავ მეღიმება.
- ნეტამც არ მინდა, კიდევ იგორაოს ძირს.
ამასობაში, ტაბატაძე საკუთარ ადგილს უბრუნდება და პირდაპირ მოწინააღმდეგის შემტევთან მართავს ბრძოლას, რომელიც მოურიდებლად მოიწევს ჩვენს ნახევარზე.
მას მალევე სხვებიც მოჰყვებიან და მდგომარეობა იძაბება.
- ვაიმეე, გოლს გაგვიტანენ ახლა?! - ადგილს ვეღარ პოულობს ანუკი.
- დაიცა, ისედაც დამაყრუეს ამ კომენტატორებმა. ვაფშე რატო გვიყენია ამხელა ხმაზე? - მაშინვე ვიღებ პულტს და ოდნავ ვუწევ.
მდგომარეობა იძაბება.
მე თუ მკითხავთ, ზედმეტად მალე გახურდა ეს პოლონეთი.
უკვე ჩვენს საჯარიმოში არიან და რატომღაც, ბურთის მფლობელს, ჯერ კიდევ ვერცერთი ვერ უწევს წინააღმდეგობას.
გული მიჩქარდება.
უკვე, რეალური საგოლე მომენტი იქმნება, თუმცა ზუსტად ამ წამს, მოწინააღმდეგეთა კაპიტანს, თორდია ეღობება წინ, წარმოუდგენლად სწრაფად აცლის ბურთს და იქვე, აკობიას უგორებს, მაგრამ ის, შიშისგან, მოულოდნელობისგან თუ დაბნეულობისგან იმხელა ძალით ურტყმას მარჯვნივ, ბურთი მთლიანად ჰკვეთს მოედნის ტერიტორიას.
- აქ, ქორჩილავასთვის უნდოდა მიეწოდებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. სამწუხაროა, სამწუხაროა.- უკვე სევდიანი ხმით აგრძელებს კომენტატორი. - განმეორებით ვნახოთ ეს კადრი.
- ბურთი გაიქცა, ახლა რა იქნება?! - რადგან კომენტატორები ჯერ კიდევ აკობიას გაფუჭებულს მისტირიან, ანუკი ვეღარ ითმენს და ჩვენ გვეკითხება.
თუმცა პასუხის გაცემის თავი, ნამდვილად არ მაქვს, უკვე ძალიან ვნერვიულობ.
- ხმა ამოიღეთ ხალხო!
- კუთხური. - მოკლედ პასუხობს კვაშილავა.
- და ეგ რა არის?
- მოუსმინე და გაიგებ.
ყველა საჯარიმოში იყრის თავს და თითქმის, მთლიანად ფარავენ მეკარეს.
- ვაიმე, ბურთი უნდა მოხვდეს რომელიმეს? - ისევ ემოციებშია ანუკი.
წამიერი სიჩუმე.
ყველა ემზადება.
ერთი, ორი, სამი დარტყმა და...
არარსებობს.
ისევ ერეკლე, ისევ თავით უნდოდა აღება თუ რა უნდოდა ვერ ვგებულობ.
გადავრჩით, მაგრამ ყველა ძირს მოღავდა ტაბატაძის გამო.
- რა ჯანდაბას აკეთებს, ახლა ჭკუიდან გადავალ!
- კარგი ვაკო, მშვიდად.
სწრაფად დგებიან ფეხზე.
შეტევა ახლდება, ისევ ჩვენს ნახევარზე, ისევ ჩვენს საჯარიმოში.
ამჯერად თორდია ეჯახება პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველს და დამსახურებულ ყვითელ ბარათსაც იღებს მსაჯისგან.
მის სახეს, ახლოს აჩვენებენ.
ვერ ვიტყვი, რომ კარგ მდგომარეობაშია.
- პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება, 0:0 ანგარიში.
კომენტატორს, სიტყვაც არ აქვს დასრულებული, სრულიად მოულოდნელად, პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი ცენტრიდან ურტყამს ჩვენს კარში და...
რა თქმა უნდა მეკარე ტყუილად ეცემა ძირს.
- გავიდა. ვერ შევაჩერეთ... შეახო ზვიადაძემ ხელი, მაგრამ ვერ მოიგერია. სამწუხაროა, სამწუხაროა.
პოლონეთის ნაკრები დაწინაურდა.
- რაა?! - აქედან ანუკი ყვირის ყველას მაგივრად.
მე და ვაკო, უბრალოდ შოკში ვართ.
- როგორ ვერ შეაჩერეს, ამდენი იყვნენ ერთად, თვითონ ერთი იყო.
არ შემიძლია, მათი გახარებული სახეების ყურება, არ შემიძლია.
თავს ვხრი და შუბლზე ვისვამ ხელებს.
სასტვენის ხმა მესმის, თუმცა მაინც ვერ ვწევ თავს.
- ცვლილებები, ჩვენს ნაკრებში.
გველესიანი გამოდის მოედანზე მეჩვიდმეტე ნომრად, ჭანტურიას ნაცვლად.
თამაში გრძელდება.
არც ისე დიდი დრო არაა დარჩენილი პირველი ტაიმის დასრულებამდე. ახლა მაინც, აღარ უნდა მივცეთ ჩვენს ნახევარზე ასე თამამად ყოფნის უფლება, თუმცა... რა თქმა უნდა, ეს ასეთი ადვილი არ არის.
საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნიან, მაგრამ მაინც, მთელს ენერგიებს, ისევ კარის დაცვას ვახმართ.
15 წუთი კიდევ გადის.
ანგარიში არ იცვლება.
კომენტარები კი პირველი ტაიმის დასრულებას გვამცნობენ.
*
მცირედი შესვენების შემდეგ, სარეკლამო ჭრა მთავრდება და ეკრანზე, ისევ ქალაქ ტიხის სტადიონი ჩნდება.
ამ შესვენების მანძილზე, არცერთი არ განვძრეულვართ ადგილიდან.
მე და ვაკო გასაგებია, მატჩზე ნერვიულობისა და ჩვენი ყავარჯნების გადამკიდე, მაგრამ ანუკი?!
არა, ძალიან უცნაურად იქცევა ეს გოგო. მგონი, ფეხბურთის ჩუმი ფანი იყო აქამდე.
მოედანზე, სათითაოდ გამოდის ნაკრების ყველა წევრი და თამაშის განახლებამდე, კომენტატორები გუნდებს შორის ცვლილებებს გვატყობინებენ, რაც ჩემდა გასაკვირად, ჩვენს გუნდშიც მრავლადაა.
როგორც წესი, ბიძიას ეს არ ახასიათებს. ეტაპობრივად ცვლის - ხოლმე.
ახლა, ამდენი ერთად რამ შეაცვლევინა.
კვაშილავაც არანაკლებ გაკვირვებულია.
თამაში იწყება.
თუმცა იწყება და რა იწყება.
რამ გააგიჟა ასე ეს პოლონეთი, როდის მერე გახდნენ ასეთი შემტევები.
ისევ იგივე.
ისევ უკან ვიხევთ, კარს ვიცავთ.
უნებურად, ერეკლეს სიტყვები მახსენდება, მებლატავებოდა, პოლონეთს თავზე უნდა დავამხო პოლონეთიო.
ვხედავთ, როგორც ამხობს.
არაფერში ვადანაშაულებ, ამიტომ არა.
მარტო ის ვერაფერს იზამს, მთლიანად გუნდი უნდა იყოს ერთიანი და ძლიერი.
ისევ სასტვენის ხმა.
ამჯერად, მსაჯი მოწინააღმდეგეს აძლევს ყვითელ ბარათს, მიქაძესთან დაჯახების გამო.
რას ერჩიან ამ მიქაძეს, ყველა აქეთ-იქიდან უვლის.
აქეთ ერეკლეს დასტრიალებენ თავზე.
იმდენი არიან, კიდევ კარგად ატარებს ბურთს და იმდენად ოსტატურად უგორებს მარჯვნივ ნაკაიძეს, აზრზეც ვერ მოდიან.
ნაკაიძე, მეტრეველი, ბარბაქაძე.
ნელ-ნელა, ჩვენ გადავდივართ მათ ნახევარზე და როგორც იქნა, მათ საჯარიმოსკენ მივიწევთ.
წამსვე ცოცხლდებიან კომენტატორები, რომლებიც აქამდე, თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ლაპარაკობდნენ.
პოლონეთის ნაკრები იბნევა.
თითქოს, ამდენად სწრაფად არ ელოდნენ ასეთ შეტევას. სულ რაღაც ერთი არასწორი დარტყმა მათი მხრიდან და...
კუთხური.
ქორჩილავა ემზადება დასარტყმელად.
ისევ მიჩქარდება გული.
ახლა... ახლა...
ბურთი ჰაერში ადის და იმის მიუხედავად, რომ მოწინააღმდეგეები მთლიანად იცავენ კარს, ბურთს ძალიან ოსტატურად იღებს ბარბაქაძე და პირდაპირ ტაბატაძეს უგორებს.
კომენტატორები, უკვე მხოლოდ 'დაარტყი'-ს გაჰკივიან, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ამის შანსი მართლა აქვს, თორდიას აძლევს საგოლე პასს და ისიც, წამში ურტყამს მეტოქის კარში.
- გოოოლ! გოოოლ! - კომენტატორები, ისეთი გახარებულები ყვირიან, მგონი ცეკვასაც კი იწყებენ.
აქეთ ანუკი ხტუნაობს.
მართლა ძალიან მინდა ადგომა, თუმცა სამწუხაროდ, ვაკოს მსგავსად ადგილიდან მიწევს ჩემი ემოციების გამოხატვა.
- არის! გუგა თორდია ათანაბრებს ანგარიშს 1:1 . განმეორებით ვნახოთ ეს არაჩვეულებრივი კადრი.
- შეეძლო ტაბატაძეს თვითონ დაერტყა, თუმცა... თუმცა მან ასე ჩათვლა საჭიროდ. აქ, ვხედავთ როგორი არაჩვეულებრივი საგოლე პასი მისცა.
განმეორებით ჩვენებას მალევე ასრულებენ და ამჯერად, ეკრანზე თორდიას აჩვენებენ, რომელსაც უკვე დაუსრულებია ტრადიციული შემორბენა და ახლა, ყველა ზედ ახტება.
ასეთ დროს, უნებურად ყოველთვის მეშინია - ხოლმე, რამე არ ატკინონ ერთმანეთს.
მხოლოდ თმის აჩეჩვა რომ კმაროდეს ჰო, მაგრამ ათი კაცი რომ ერთად დაგახტება, რანაირად უნდა გაუძლო არ ვიცი.
თამაში ახლდება და მდგომარეობაც, წამსვე იძაბება.
პოლონეთის ნაკრები, დათმობას არ აპირებს, თუმცა არც ჩვენთვის არის საკმარისი ანგარიშის გათანაბრება.
თითქოს ჩვენს ნახევარზე მოიწევენ, თუმცა უკან ვახევინებთ, შემდეგ ჩვენ მივიწევთ და ისინი გვახევინებენ.
ისევ მიეძინათ კომენტატორებს.
არ ვიცი, ამას მარტო მე ვგრძნობ - ხოლმე?
როცა საფრთხეს, შეტევას, ან გოლის გატანის მცდელობას ვერ ხედავენ, სულ ასე ემართებათ.
30 წუთი გადის.
ანგარიში არ იცვლება, ისევ 1:1
ამასობაში, ანუკის ხმაც საეჭვოდ ქრება. წამსვე ვაბრუნებ თავს მისკენ და... აი თურმე რამე.
- ვაკო. ვაკო... - ისეა ჩართული, ძლივს ვახედებ.
- რა?
- ანუკის ჩაეძინა.
მაშინვე მასზე გადააქვს მზერა და ოდნავ ეღიმება. მერე, პლედს მაწვდის სავარძლიდან.
- დააფარე.
სანამ მე, მოტეხილი ფეხით ვცოდვილობ და როგორღაც ვაფარებ, თურმე მდგომარეობა შეცვლილა.
უკვე, მოწინააღმდეგეთა საჯარიმოში ვართ.
- ასე უცებ ეს, როგორ მოახერხეს - თითქმის ვჩურჩულებ და რა თქმა უნდა, კვაშილავას არ ესმის.
რეალურ საგოლე მომენტებს ვქმნით, თუმცა არაფერი გამოდის.
ზედმეტად კარგადაც კი იცავენ კარს.
კიდევ 10 წუთი გადის.
- მთავრდება, მთავრდება მეორე ტაიმიც, ცვლილება არ არის, 1:1 ანგარიში. - მატჩის განმავლობაში, ათასჯერ მაინც იმეორებენ ანგარიშს.
უკვე მართლა ვფიქრობ, რომ აქაც ფრედ დავამთავრებთ, თუმცა... ზუსტად ამ წამს მოწინააღმდეგეთა ნახევარმცველი, მეტრეველს უდებს ფეხს ბურთის წართმევის მიზნით და ერთმანეთს ზედ ემხობიან.
წამსვე ისმის სასტვენის ხმა და მსაჯებიც ჩნდებიან.
- ჯარიმა უნდა იყოს წესით. განგებ, განგებ დაუდო ფეხი, განმეორებით ვნახოთ ეს კადრი.
განმეორებით კადრში, შენელებულ და მოახლოებულში, კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ ეს მართლა განგებ გააკეთა და ამას, მსაჯებიც ეთანხმებიან.
- საჯარიმო დარტყმა! აბა ვნახოთ, ვნახოთ. ეს ჩვენი შანსია, უნდა გამოვიყენოთ. ტაბატაძე ბურთთან!
წამსვე სცილდება ყველა მოთამაშე და მხოლოდ ის და მეკარე რჩებიან ერთმანეთის პირისპირ.
ღრმად ვსუნთქავ.
ბოლო წუთებია.
ან ახლა, ან არასოდეს.
ერთი, ორი, სამი... მსაჯი ნიშანს აძლევს, ბურთს ურტყამს და...
- გოოოოლ! გოოოოოოლ!
მოწინააღმდეგეთა მეკარე, სულ ტყუილად ეცემა ძირს.
კომენტატორები, უკვე ღრიალზე გადადიან.
- ერეკლე ტაბატაძე! ჩვენი ტაბა! ჩვენი იმედი! აბა რაა!
2:1
მან ეს შეძლო...
პოლონეთს დაამხო თავზე პოლონეთი.
***
როგორ შეუძლია ადამიანს, ერთდროულად ორი, ურთიერთსაპირისპირო რაღაც, თანაბარი რაოდენობით განიცადოს?
ბედნიერი ვარ, ჰო, დავფრინავ - თუმცა იმ სევდას მაინც ვერ ვაქრობ, ასე, დაუკითხავად რომ შემოიჭრა და გაბატონდა ჩემში.
მართლა აღარ ვიცი, ეს რისი სევდაა, თითქოს ყველაფერი ერთად შეერთდა.
იმედი მქონდა, რომ მეორე დილას, ეს გრძნობა გაქრებოდა და ბედნიერება გაიმარჯვებდა, თუმცა არაფერი შეცვლილა, საერთოდ არაფერი.
ანუკისთან ერთად ვბრუნდები სახლში და ისევ, ცხოვრების ჩვეულ ფერხულში ვებმევი.
უცნაურია.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ ზღაპარში ვიყავი.
ერეკლესთან მიმოწერის შემდეგ აღარ ამჩქარებია გული ასე...
ადამიანს, საკუთარი გულის აჩქარება რომ მოგენატრება.
მონატრება.
არა, არა ამაზე არ უნდა ვიფიქრო.
ეს ეტაპი უკვე გავიარე. საწყის პოზიციაზე დაბრუნება არ მინდა.
თავიდან გავლა აღარ შემიძლია.
ყურადღების გადასატანად, ბიძიას ვურეკავ გუშინდელი გამარჯვების მილოცვის მიზნით, თუმცა დაკავებაა.
ისევ?!
გუშინ ამიტომ არ დავურეკე, მეგონა მილოცვებს მოითავებდა, თუმცა არა... არა... შალვა რაფავა ცნობილი ადამიანია, ალე. რას იზამ.
დარეკვას, სჯობს ხვალ მივიდე და პირადად მივულოცო.
საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული, ტელეფონს ვდებ და ისევ წიგნებთან მივდივარ.
ჩემს დაკარგულ სტიპენდიას დავიბრუნებ.
მთელი ზაფხულის ამ მაგიდასთან გატარება რომც დამჭირდეს მაინც.
***
დილით, ანუკის ვურეკავ და ბიძიასთან გაყოლას ვთხოვ.
ჩვეულებრივ, ალბათ ვაკოს ვთხოვდი, მაგრამ არ მინდა ზედმეტად ვაწვალო, თან ანუკის ფეხბურთი შეუყვარდა.
ჩემი იდეა მოსწონს, მეც მივულოცავო, თუმცა ათას რაღაცას იმიზეზებს, სალონიო, შილაკიო, ესო ისო.
იმასაც კი აყოლებს, მალე ვიზამო, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა იმდენად მალე გააკეთა ყველაფერი, დაღამდა.
- რა პრეტენზიები გაქვს, არ მესმის. კაცი გუშინ ჩამოვიდა, ცოტა ხომ უნდა დაესვენა, არა? უთენია ხომ არ დავადგებოდით თავზე. - უკვე ბიძიას კართან მისული, ისევ თავს იმართლებს.
- ასე ნუ მიყურებ, სირცხვილი იქნებოდა.
- სირცხვილი ის უფროა, ღამე რომ ვადგებით თავზე. - ორჯერ ვაკაკუნებ კარზე.
- რა ღამე, 8 საათი ხდება ალე. რა დროს ღამეა, დღის სულით მოვედით.
საპასუხოდ უბრალოდ ღრმად ვოხრავ და ისევ ვაკაკუნებ.
დავიჯერო, სახლში არაა?
- გოგო, მუსიკის ხმა გამოდის თუ მელანდება? - ოდნავ კრავს წარბებს ანუკი.
- შენც გესმის? - იმდენად დაბალ ხმაზე ისმის, მეგონა, მე მეჩვენებოდა.
კიდევ აპირებს რაღაცის თქმას, თუმცა ზუსტად ამ წამს იღება კარი და არც მეტი არც ნაკლები, თვით ჩვენი ვიცე - კაპიტანი, მიქაძე გვრჩება ხელში.
- დიახ? - ინტერესით გვაკვირდება ორივეს.
ამასობაში, მუსიკა იცვლება და ახლა, უკვე ეჭვი არცერთს აღარ გვეპარება იმაში, რომ ეს რეალურია.
- სალამი. - მაშინვე იწყებს ანუკი - ჩვენ, ბატონ შალვასთან მოვედით. ალე, მისი ძმიშვილია - ჩემზე ანიშნებს - თუმცა, როგორც ჩანს, არ სცალია.
- აა, არა, არა, შემოდით. - სწრაფად გვეცლება კარიდან. - პატარა აღნიშვნასავით გვაქვს, აქაა სადღაც შალვა. - იმდენად დაბნეული ლაპარაკობს, აშკარად უკვე კარგი მთვრალია.
შიგნით შევდივართ და...
პატარა აღნიშვნას ნამდვილად ვერ ვუწოდებდი იმას, რაც აქ ხდება.
ლამის მთელი ნაკრები აქაა.
მაგიდა, სასმელი, მუსიკა, ვინ რას აკეთებს, ვერ გაიგებს კაცი.
სრული ქაოსია.
- ვაკოც აქაა? - პირდაპირ მიქაძის მისამართით სვამს კითხვას ანუკი.
- კი, ყველა აქაა.
- უყურე რა, არადა დილას ველაპარაკე და სიტყვა არ დასცდენია.
- რას გეტყოდა, ანუკი. შენთვის საინტერესო ინფორმაციაა? - მართლა ვერ ვხვდები, ეჭვიანი შეყვარებულივით რატომ იქცევა.
- მერე რაა, მე თუ ყველაფერს ვუყვები?! კარგი, წავალ მოვძებნი.
- რაა? ანუკი, კარგი რა. აქედან უნდა წავიდეთ, ბიძიას ჩვენთვის არ სცალია.
მართლა არ მინდა, აქ სადმე ერეკლეს გადავეყარო, ჭკუიდან გადავალ. ვიცი, მხოლოდ ერთი სიტყვაც რომ მითხრას, წამში დამავიწყდება ყველაფერი და თავს დავკარგავ. ისევ მის გარშემო დაიწყებს ფიქრები ტრიალს და მე, ამას ვერ გავაკონტროლებ.
არა, არა.
ამდენი იმისთვის არ მიწვალია, რომ ყველაფერი ჩამომენგრეს.
- დაიცადე ცოტა ხანი, ვნახავ და მოვალ. - მაინც არ იშლის თავისას.
- ანუკი. - მკლავში ვაფრინდები. - ჯერ ვერ მომყავდი, ახლა ვერ მიმყავხარ. რა ქცევებია, რა გემართება?
- შენ თვითონ რა გემართება, ალე. 2 წუთი ვერ უნდა მოიცადო? გავლანძღავ და მოვალ, ვახ. - სწრაფად ითავისუფლებს ხელს და მაინც მაგიდასთან მიდის.
ჯანდაბა.
ღრმად ვოხრავ.
ვცდილობ, იქით აღარ გავიხედო, მაგრამ მაინც იქით გამირბის მზერა და...
ვაიმე.
აქ არის.
აქ არის, აბა სხვაგან სად იქნებოდა?
ზუსტად ამ წამს შემოდის აივნიდან თორდიასთან ერთად და თან, გაქაფული ელაპარაკება რაღაცას.
მაშინვე ვტრიალდები და მეორე სართულის კიბეებზე ვიწყებ ასვლას, რამდენად სწრაფადაც ეს ყავარჯნით შემიძლია, თუმცა აშკარად აბობღება უფრო გამომდის.
ვერ მხედავს.
აქეთ არ იყურება.
მთავარი ესაა.
უკვე ბოლო საფეხურზე ვადგამ ფეხს და ის არის მშვიდად უნდა ამოვისუნთქო, ოთახიდან გამომავალ ბიძიას ვეჩეხები და ინსტიქტურად მეყვირება.
- ალე? შვილო, აქ საიდან გაჩნდი? - ღიმილით მეკითხება.
- მე... - თან ქვემოთ ვაპარებ თვალს. - სინამდვილეში, გირეკავდი, არ მიპასუხე და მოსვლა გადავწყვიტე, რომ მომელოცა.
- მართლა? უამრავი ზარი შემოდის, შვილო, არ მინახავს. მადლობა, გაიხარე. შენ როგორ ხარ?
- მე... მე კარგად. არ მეგონა, წვეულება თუ გქონდათ, თორემ არ შეგაწუხებდით.
- რა შეწუხებაა შვილო ოღონდაც. მეც არაფერი არ ვიცოდი. მოულოდნელად დამადგნენ ბიჭები თავზე, ავღნიშნოთო და - მხრებს იჩეჩავს. - წამო დაბლა ჩავიდეთ...
- აა, არაა. - მაშინვე ვაქნევ თავს. - ანუ, ანუკიც აქაა, ვაკოს ელაპარაკება და ჩვენ, წასასვლელები ვართ, მართლა. წამლები უნდა დავლიო, დედაც ინერვიულებს.
- კარგი, რა თქმა უნდა, როგორც გინდათ შვილო. დაბლა არ ჩამოხვალ?
- შენ ჩადი, მე საპირფარეშოში შევალ და ახლავე მოვალ.
- კარგი შვილო, ქვემოთ ვიქნები. - სწრაფად ეშვება კიბეებზე.
ღრმად ვსუნთქავ.
ღმერთო...
დღეს თუ აქედან ცოცხალი გავაღწიე, რაღა მომკლავს.
ძლივს მივდივარ ბიძიას ოთახამდე და როგორც კი შევდივარ, კარს კარგად ვხურავ.
აქ არავინ არ შემოვა, ყოველ შემთხვევაში იმედია.
ახლა საწოლამდე მივბობღავ.
არა, მითქვამს მე,
ეს ფეხი, ბოლოს მომიღებს.
კიდეზე ვჯდები, ყავარჯენს გვერდით ვაყუდებ და ტელეფონს ვიღებ.
'ანუკი, ბიძიას ოთახში ვარ, მაღლა. აქ ამოდი' - იმედია, შეტყობინებას ნახავს.
ღრმად ვსუნთქავ.
ექვსკურსია, ბიძიას ოთახში. საინტერესოა, აქ დრო როგორ უნდა გავიყვანო.
კედელზე ნაკრების ფოტოები აქვს. მედლები, სიგელები, სერთიფიკატები და ათასი რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი რა, რა დროს აიღო და როგორ, თავისუფლად სიარული რომ შემეძლოს, ავდგებოდი და კიდევ ერთხელ ვნახავდი.
გამეორება ცოდნის დედაა, თან დროს გავიყვანდი.
მაგრამ არა, ამ ყავარჯენს ვერ ვიტან, ისევ ტელეფონი მირჩევნია.
აბა ვნახოთ რა ხდება ინსტაგრამზე.
შესვლას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს მესმის დერეფანში სიმღერის ხმა და ვჩერდები.
- სიყვარულოოოო.... ტა-რაა-ტაა.
ღმერთო, ეს ერეკლეა?
ახლა გავაფრენ.
სწრაფად ვდებ ტელეფონს გვერდით და თავს ხელებში ვრგავ.
აქ რა უნდა, ყველა დაბლაა.
არ შემოხვიდე, არ შემოხვიდე.
გულში ალბათ ათასჯერ მაინც ვიმეორებ, თუმცა კარის გაღების ხმა მესმის და...
- აუ, შალვა.
ღრმად ვსუნთქავ და თავს ვწევ, აზრი არ აქვს.
- ეე, შენ აქ საიდან? - მაშინვე შემოდის და კარს ხურავს.
თვალს ვერ ვუსწორებ, ვიცი, მთელი ძალა წამში გამომეცლება.
ნელი ნაბიჯებით მოდის, თუმცა მაინც ეჯახება დაბალ მაგიდას.
ღმერთო, ამდენი როგორ დალია, წარმოუდგენელია.
- გეფიცები, შალვას ვეძებდი და... - მოწყვეტით ეცემა ჩემს გვერდით. - აუ ჩემი, თავი.
- თავის ტკივილი ხვალ ნახე.
- მინახავს. ორი დღე ვერ ვდგები ხოლმე. -ღრმად სუნთქავს და ახლა უკან სწევს თავს - გუშინ მიყურე? - ოდნავ ეღიმება.
- შენ არა, საქართველო პოლონეთის მატჩს ვუყურე.
- მერე ვინ მოიგო? - სიცილით მეკითხება და თავს, ჩემს მხარეს აბრუნებს.
საშინლად მეწვის სახის ის მხარე სადაც მიყურებს და ნელ-ნელა გულიც იწყებს აჩქარებას.
თავს ვეღარ ვაკონტროლებ...
- საქართველომ. - ძლივს ვეუბნები.
- ვისი წყალობით?
- ნაკრების.
- ეე, მე რატო მტეხავ? - ისევ ეცინება.
- არ გინდა რომ დაიძინო? - ამ ხნის მანძილზე, პირველად ვუსწორებ მზერას და ვგრძნობ, როგორ მახურებს მთელს სხეულში.
თვალები ამღვრეული აქვს, თუმცა მაინც... ისეთივე ლამაზი.
ისიც ეტყობა, რომ ძლივს ახელს, მაგრამ მაინც არ უნდა დახუჭვა.
მინდა, რომ პირველი თვითონ მომაშოროს მზერა, თუმცა ამას არ აკეთებს და აზარტში შევდივარ.
შინაგანად ისედაც ყველაფერი მემართება უკვე, მეტი რაღაც უნდა დამემართოს.
- შენ სულ ასეთი ლამაზი თვალები გქონდა? - ტუჩის კუთხეში ეღიმება.
- არა, ლინზებია.
- აშკარად, თორემ შევამჩნევდი.
- იქნებ არ გიცდია? - უკვე ნერვებს მიშლის ამ სერიოზულობით, მგონი მართლა დაიჯერა ლინზები.
- იქნებ, ამ გოგოს ჩემთვის თვალებში ამდენ ხანს არ შემოუხედავს? - სწრაფად იწევა ჩემსკენ და კიდევ უფრო დაჟინებით მიყურებს თვალებში.
სული მეხუთება.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჰაერი ძალიან გათბა გარშემო.
უკან დაწევა მინდა, მაგრამ არც ეს არ გამომდის.
- გაიწიე. - ინსტიქტურად პირდაპირ გულზე ვადებ ხელს და... ვგრძნობ, მის გულისცემას ვგრძნობ.
წამში გადმოაქვს მზერა ჩემს ხელზე და ისევ ეღიმება.
- ეგ ჩემი ხერხია, ნუ მპარავ. - თვითონაც გულზე მადებს ხელს.
უკვე მთელი კანი მეწვის.
სადაც მეხება კი, იქ საერთოდ ცეცხლი მეკიდება.
- თმას რა უქენი? - მეორე ხელით, ჩემი თმის ბოლოს იქცევს თითებშორის.
- გავაქრე...
- როგორც ნაპოლეონმა გააქრო დირექტორია?
აჰა, კიდევ ერთი ისტორიის მოყვარული გამოჩნდა.
- არადა, გიხდებოდა... - თითქოს, დანანებით ამბობს.
- ასე უფრო მომწონს.
- მასეც კაია. შენ ყველანაირი კაი ხარ. - ხელს, ნელ-ნელა ზემოთ ასრიალებს და ახლა, ყელზე მეხება თითებით.
- ერეკლე... - მაჯაში ვკიდებ ხელს, თუმცა ძალა აღარ მყოფნის იმისთვის, რომ გავაშვებინო.
- ხოო. - ისე მპასუხობს, ვითომც არაფერი.
ვეღარაფერს ვეუბნები, ვეღარც თვალს ვუსწორებ, ვერც ვინძრევი.
თავის დახრა მინდოდა და ესეც არ გამომდის.
მთელი სხეულით, ყველა უჯრედით ვგრძნობ როგორ მიახლოვდება და როგორ ქრება ჩემში ყველა გრძნობა, იმ ერთის გარდა...
ნიკაპზე მკიდებს თითებს და ნაზად მეხება ტუჩებზე.
თავისით მეხუჭება თვალები.
საკუთარი გულისცემა მაყრუებს და სულ სხვა სამყაროში გადავდივარ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქამდე არც ვარსებობდი და მხოლოდ ამ წამს, მისი შეხებით გავცოცხლდი.
ვერ ვსუნთქავ, თუმცა ესეც კი არ მაწუხებს...
ისევ ვიყინები, თუმცა ამჯერად ძალიან მალევე ვთბები.
ყველაფერი ერთად ხდება.
ასეთი რამ, არასოდეს, არასოდეს არ დამმართნია.
ოდნავ მშორდება, თუმცა ჩემში მაინც არაფერი არ წყდება.
ისევ მთელი კანი მეწვის და ისევ ცეცხლი მიკიდია ყინულზე.
ვგრძნობ, რომ მასშიც ხდება რაღაც და ისიც გრძნობს ამას.
ისეთი დაბნეული და გაოცებული თვალებით მიყურებს, თითქოს რაღაც სასწაულის შემსწრე გახდა.
- ეს... - ვერ აბამს. სიტყვება ერთმანეთზე ვერ აბამს. - ეს... შენ ხარ?
ვერ ვხვდები, რას მეკითხება, თუმცა თითქოს პასუხს ჩემგან არც ელოდება.
დენდარტყმულივით დგება ფეხზე და ოთახიდან გარბის.
ზუსტად ისე, როგორც ალბათ მე უნდა გავქცეულიყავი, თუმცა, ამჯერად როლები გავცვალეთ...
__________________________________________________________
სიყვარულებოო, მოვაღწიე როგორც იქნა.
ცვლილები დაიწყო
და მე, როგორც ყოველთვის
გელით
მოუთმენლად
სიყვარულით
თქვენი
ელა'ტრისი



№1  offline წევრი likuu_s

ვაიმე! ალექსანდრა უყვარს! უეჭველი უყვარს! ადრეც ეგ უყვარდა! სულ ეგ უყვარდა!
ვაახ!
ემოციებში ვარ, ვერ დაიჯერებ ისეთში.
რო ავხტი და დავხტი, ჩემი თავის გამიკვირდა!

ორჯერ მომკალი! პირველად ანუკის და ვაკოს საუბარმა და ყურებამ მომკლა!
მეორედ, თურმე თიკასთვის რომ უნდა გაეტანა გოლი ვაჟბატონს!

ეს მეორე ამბავი, ბოლოს მომხდარმა გადაწონა.

თავიდან ვიფიქრე აკოცებდა და მერე მეორე დღეს თითქოს არაფერი ისე მოიქცეოდა, მარა ბოლო მომენტი გარდამტეხი იყო. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება!

თიკას ამბები მაინტერესებს ძალიან!

ამათი ამბების ძალიან მაინტერესებს! წარსულში რა მოხდა, ან რა ხდება საერთოდ?! :დ
მინდა, რომ ყველაფერი მალე გაირკვეს, მარა მინდა რომ კიდე ბევრი რამე მომხდეს და გაგრძელდეს მოთხრობა, მალე არ დამთავრდეს.

იმედია ის სიტყვები, როთაც კომენტარი დავიწყე მართალია და რაღაცეები არ მომელანდა და არ მოვაბოდიალე. :დდ

მოკლედ მომეწონა ძალიან!

წარმატებები!❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

მოიცა მოიცა. სხვა ეგონა? აუ ნუ დაგვაგლიჯე ნერვები ელა. ვინ უყვარს ერეკლეს და რატომაა ამდენი ცალმხრივად შეყვარებული. სიყვარულსა მალვა უნდაო. გამოდით ამ ფრაზის ან და აღიარეთ ალესავით ყველამ. აუ მაინტერესებს ვაკოს გრძნობები. ძალიან აზარტული და დაძაბულია ტრის. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. მარიამობას გილოცავ.

 


№3 სტუმარი Ana-maria

ვაიმეე. ალეს თავმოყვარეობა სად გაქრა? მორჩა მეგობრობა. ტაბამ ბოლომდე გათელა და მემგონი დროა ალე გამოფხიზლდეს. ცოდვაა. გული დამწყდა....ჯერ გოლი სხვას მიუძღვნა,ახლა აკოცა და აღმოჩნდა სხვა ეგონა. როგორც არასდროს ისე ველოდები ახალ თავს

 


№4  offline წევრი likuu_s

უი, წინა კომენტარში იმდენად აჟიტირებული ვიყავი, სულ დამავიწყდა ანკა და ვაკოზეც მეთქვა.
ანკაში ძალიან საეჭვოდ დაიწყო ეს ცვლილებები. მგონია რომ ვაკო უყვარს და ეს თვითონაც ახალი გააზრებული აქვს.
ძაან კი ვფანტაზიორობ შეიძლება, მაგრამ მგონია ვაკოს და ალეს საუბარი მოისმინა საავადმყოფოში.

რავიცი, რავიცი.

მგონია, ძაან საცოდაობა იქნება ეს ორი ერთად რო არ იყოს.
მესმის, რთულია რომ ბავშვობიდან ერთად მოდიხართ, და-ძმასავით ხართ და უცებ ჰოპ სხვანაირად უყვართ ერთმანეთი.

ეჰჰ.
:დ

 


№5  offline წევრი ქიქი

ელა ტირს,რას მიკეთებ?რას მერჩი?
პირდაღებული,შოკირებული თვალებით ვიჯექი ეკრანის წინ და შესაფერის სიტყვებს ვეძებდი კომენტარი,რომ დამეწერა ,მაგრამ იმდენად დიდი შოკი მქონდა ,რომ ტელეფონს და კომპიუტერს ერთიანად გადავავლე წვენი,რომელიც გვერდით მედო.ახლა კომპიუტერის კლავიშებში ხილის პაწაწუნა ნაწილაკებია და წერაში მიშლის,მაგრამ მაინც დავწერ.
მატჩის ყველა ემოციას ისე აღწერდი გეფიცები მეგონა პირადად ვუყურებდი თამაშს.ჩემს საკუთარ მეს ვკითხულობდი შენს ემოციებში.ახლა უფრო მეტი შემართებით ველოდები ორ სექტემბერს,რომელიც ძალიან მოგვიახლოვდა და მე მაინც ნერვიულობით დავილიე.დღეებს უკუთვლით ვითვლი და ლამისაა თამაშამდე გულმა დამარტყას.თან გუშინ,რომ დაიწერა კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებსო გულიც და გონებაც ერთდროულად გამიჩერდა,თუმცა ყველაფერი მაინც წინ გვაქვს და მაინც ყველაფერი გამოგვივა♥
მატჩის ემოციებით იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული მეგონა მაგაზე უკეთესი ამ თავში არაფერი მოხდებოდა,მაგრამ...მაგრამ ბოლოში ეს რა იყო?ჩემი უკვე გაჩერებული გული თავიდან გაჩერდა.ორმაგი შოკი მაქვს.აკოცაა...მართლა აკოცაა...ვაიმეეეეეე,მიშველეთ.
ბოლო წინადადებამ საერთოდ სხვა განზომულებაში გადამაგდო.
"-ეს...ეს შენ ხარ?"-რაო რა მინდაო ერეკლემ?ყველანაირი შესაძლო ვარიანტი განვიხილე უკვე გონებაში,თუმცა არც ერთს ოდნავ მეტად არ მივემხრობი და ოცნების კოშკებს არ ავაგებ სანამ არ მოხვალ და ახალ თავს არ მოგვიტან.(მაინც იმაზე მეფიქრება,რომ მანამდე უყვარდათ ერთმანეთ და შემდეგ რაღაც მოხდა,რაღაც ისეთი,რამაც ალეს მოგონებები წაუშალა)
იმედია მალე დაგვიბრუნდები და მე ცოცხალი დაგხვდები♥

 


№6 სტუმარი Ana-maria

რამდენჯერმე გადავიკითხე და უცებ ვიფიქრე,იქნებ ტაბა მიხვდა ალე ის რომ იყო და იმიტომაც კითხა ეს შენ ხარ- ო? ვოცნებობ ვითომ?მემგონი ვაკო და ანუკისაც დაადგებათ საშველი. მოკლედ აზრებმა შემომიტია. მარიამობას გილოცავთ!!!

 


№7 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე ამ თავმა ამრია საერთოდ.ვინ ეგინა ტაბას ალე ვერ მივხვდი ანუს ხვა ეგონა სხვა კოცნიდა და ალე მოეჩვენა იმ სხვად?ვაიმე ელა ტრის რაც მე ამ ალეზე ვნერვიულობ შემიწირავს მგონი ეს ორი.ანუკის ფეხბურთისკებ ასე შემობრუნება მიკვირს და ვაკოსკენაც რაღაც მგონი ტრიალდება.აი ტაბას სხვა უყვარს და თიკა ასე სახლშიც დადის და გოლებსაც უძღვნის ანუ სერიოზულად არის საქმე როგორ მაინტერესებს ამათი ამბები.ის კი ვიცი სანამ ეა ისტორია დასრულდება გავგიჟდები და რომ დასრულდება მერე კიდევ უბდა წავიკითხო

არა ის დამავიწყდა დამეწერა რომ თავიდამ აშკარაფ ალე ეგონა იმიტომ რკმ ჩემი ხერხია ეს ნუ მპარავო გულზე რომ მიადო ხელი და გაიწიეო რომ უთხრა ასევე თმებიც ახსოვდა გრძელი და რა კოცნის დროს ეგონა მაინდამაინც სხვა?დავიბენი ტაბას ქცევით

 


№8 სტუმარი სტუმარი ...

ალექსანდრას თვითგვემამ დამღალა. ბოლო ნაწილამდე სულ გვემაში იყო. მესმის, რომ ჩაციკლულია, უყვარს და ა.შ, მაგრამ ავადმყოფობაში გადადის. ძალიან არასასიამოვნოა როცა ადამიანი ასეთი გასაცოდავებულია... ყოველ ახალ თავში რაღაც ხელჩასაჭიდს ველოდები, მაგრამ პატარა ნაპერწკალია სულ ბოლოს და ისიც ხელიდან გვეცლება... რეალურად რომ გითხრა, თავიდან რომ მიყვე და ისტორია აქამდე წაიკითხო, ერთი და იგივეა. ყოველ თავში ერთ ადგილს ტკეპნის ალექსანდრა. საერთოდ არაფერი არ იცვლება და ეს ფაქტორი არ მომწონს, მიუხედვად იმისა რომ იდეა და წერის სტილი კარგია. განვითარებას, დინამიკას ვისურვებდი. ამ ერეკლეს კიდე რაღა უნდა... ყველა პერსონაჟი იმდენად არეული და გაურკვეველია, რთულია რამეს მიხვდე. ცოტა დალაგებისკენ თუ წაიყვან რომელიმეს მაინც, კარგი იქნება...

 


№9  offline წევრი OKI ME

აი ინტრიგანი ხარ ჩვეულებრივი :დდდ. მეტი რა ვთქვა? :დდდ გაიგე ახლა ამ "ეს შენ ხარ?"-ში რას გულისხმობდა. ისე არქიმედეს წამოძახებულ ევრიკასავით კი გაიჟღერა ტაბას "ეს შენ ხარ"-მა :დდდ

ერთი ამის წარსული გამაგებინა. რა ტრიალებს საერთოდ ტაბას ტვინში ? :დდდდ ისე ინტრიგნულად დაამთავრე ეს თავი, ახლა მილიონი ვერსიას ჩამოწერს ჩემი ტვინი, რას შეიძლება გულისხმობდეს :დდდ

ღირსია, ხო გამოაშტერა უკვე და უცებ გამოაფხიზლა ჩემმა გოგომ. ჯერ სადააა.

არა თიკაზე მაინც მეფიქრება. ამ პატარა მაიმუნმა ბავშვმაც როგორ ჩაუკაკლა ყველაფერი ალეს? კიდევ მაგის მოყოლა უნდოდა კაცო? მაინც ვერ ჩამოვყალიბდი თიკას და ერეკლეს ურთიერთობაზე :/

ამ გოგოს ემოციების წაკითხვისას, მეც მასთან ერთად განვიცდი ყველაფერს.

ოოო, ანააა, ანუკაა, რაოოო მოფრინდა ჩიტო შენთანაც სიყვარული? :დდდდ ისე ჩაერთო ეს ფეხბურთში საეჭვოდ, რავიცი, რავიცი, დავიჯერო ვაკოს გაუმართლა? გაეხსნა გონება ანუკას და მიხვდა ჩემი ბიჭი რომ უყვარს? :დდდ

ოოო, ელა, ამირიე გონებაა რაა. ხო ხედავ უკვე რაებს ვწერ და ვფიქრობ :დდდ მილიონი ვერსია წამოვიდა უკვე გონებაში. ვაკო და ანუკასთან მიმართებაშიც, ალე-ტაბას და თიკა- ტაბასთან მიმათებაში. :დდდ

წავედით მე და ჩემი ფიქრები. ცოტას კიდევ დავფიქრდებით და მერე წანოგვეწევა ახალი თავიც, რამდენიმე დღეში რა. :დდდ

წარმატებები ელაა ❤️❤️❤️

 


№10 წევრი EllaTriss

likuu_s
ვაიმე! ალექსანდრა უყვარს! უეჭველი უყვარს! ადრეც ეგ უყვარდა! სულ ეგ უყვარდა!
ვაახ!
ემოციებში ვარ, ვერ დაიჯერებ ისეთში.
რო ავხტი და დავხტი, ჩემი თავის გამიკვირდა!

ორჯერ მომკალი! პირველად ანუკის და ვაკოს საუბარმა და ყურებამ მომკლა!
მეორედ, თურმე თიკასთვის რომ უნდა გაეტანა გოლი ვაჟბატონს!

ეს მეორე ამბავი, ბოლოს მომხდარმა გადაწონა.

თავიდან ვიფიქრე აკოცებდა და მერე მეორე დღეს თითქოს არაფერი ისე მოიქცეოდა, მარა ბოლო მომენტი გარდამტეხი იყო. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება!

თიკას ამბები მაინტერესებს ძალიან!

ამათი ამბების ძალიან მაინტერესებს! წარსულში რა მოხდა, ან რა ხდება საერთოდ?! :დ
მინდა, რომ ყველაფერი მალე გაირკვეს, მარა მინდა რომ კიდე ბევრი რამე მომხდეს და გაგრძელდეს მოთხრობა, მალე არ დამთავრდეს.

იმედია ის სიტყვები, როთაც კომენტარი დავიწყე მართალია და რაღაცეები არ მომელანდა და არ მოვაბოდიალე. :დდ

მოკლედ მომეწონა ძალიან!

წარმატებები!❤️❤️❤️❤️

ლიკუნა, ვიცი, ცოტა აგირიეთ თავგზა, თუმცა დავალაგებ ყველაფერს^^ ♡ ♡
მომკალიო, რომ დამიწერე, სანამ წავიკითხავდი, იქამდე მივხვდი, რა მომენტებსაც იგულისხმებდი და არ შევმცდარვარ.
მესმის, ჩემთვისაც რთული იყო...
თიკას ამბები, უფრო ვრცლად იქნება, პირობას ვდებ. ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ.
წინასწარ არაფერს ვიტყვი, თუმცა ერეკლესაც ჰქონდა იმის მიზეზი, თუ რატომაც მიუძღვნა გოლი.
ვნახოთ რა იქნება.
მიხარია, რომ მოგეწონა❤❤
ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის❤❤

Qeti qimucadze
მოიცა მოიცა. სხვა ეგონა? აუ ნუ დაგვაგლიჯე ნერვები ელა. ვინ უყვარს ერეკლეს და რატომაა ამდენი ცალმხრივად შეყვარებული. სიყვარულსა მალვა უნდაო. გამოდით ამ ფრაზის ან და აღიარეთ ალესავით ყველამ. აუ მაინტერესებს ვაკოს გრძნობები. ძალიან აზარტული და დაძაბულია ტრის. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. მარიამობას გილოცავ.

ქეთი, ჩემო საყვარელო, ვიცი, ბევრი კითხვა მოიტანა ამ ცვლილებებმა და ყველაფერს სჭირდება პასუხი, რაც ეტაპობრივად იქნება, რა თქმა უნდა.
ვაკოს და ანუკიც რაც შეეხება, მათზეც გავშლი შემდეგ თავში❤
მიხარია, რომ მოგეწონს და ელი❤
მეც გილოცავ!❤❤

Ana-maria
ვაიმეე. ალეს თავმოყვარეობა სად გაქრა? მორჩა მეგობრობა. ტაბამ ბოლომდე გათელა და მემგონი დროა ალე გამოფხიზლდეს. ცოდვაა. გული დამწყდა....ჯერ გოლი სხვას მიუძღვნა,ახლა აკოცა და აღმოჩნდა სხვა ეგონა. როგორც არასდროს ისე ველოდები ახალ თავს

ანამარია, ვიცი, ყველას საკუთარი შეხედულებები გაქვთ, იმ სიტყვებიდან გამომდინარე რაც ბოლოს ერეკლემ უთხრა ალეს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.
ვნახოთ, რა იქნება და როგორ♡
ვეცდები, შემდეგიც მალე იყოს❤❤

likuu_s
უი, წინა კომენტარში იმდენად აჟიტირებული ვიყავი, სულ დამავიწყდა ანკა და ვაკოზეც მეთქვა.
ანკაში ძალიან საეჭვოდ დაიწყო ეს ცვლილებები. მგონია რომ ვაკო უყვარს და ეს თვითონაც ახალი გააზრებული აქვს.
ძაან კი ვფანტაზიორობ შეიძლება, მაგრამ მგონია ვაკოს და ალეს საუბარი მოისმინა საავადმყოფოში.

რავიცი, რავიცი.

მგონია, ძაან საცოდაობა იქნება ეს ორი ერთად რო არ იყოს.
მესმის, რთულია რომ ბავშვობიდან ერთად მოდიხართ, და-ძმასავით ხართ და უცებ ჰოპ სხვანაირად უყვართ ერთმანეთი.

ეჰჰ.
:დ

ჰოო, მეთქი რატომ არაფერი თქვა მათზე თქო და :დ არაუშავს^^
გეთანხმები იმაში, რომ ანკაშიც დაიწყო ცვლილებები, თუმცა რატომ და რა მიზეზით, ამაზე შემდეგ თავებში ეტაპობრივად♡ ♡
გავმეორდები, მინდა, რომ მათი წყვილი შედგეს, ვნახოთ როგორ გამოვა❤❤❤

ქიქი
ელა ტირს,რას მიკეთებ?რას მერჩი?
პირდაღებული,შოკირებული თვალებით ვიჯექი ეკრანის წინ და შესაფერის სიტყვებს ვეძებდი კომენტარი,რომ დამეწერა ,მაგრამ იმდენად დიდი შოკი მქონდა ,რომ ტელეფონს და კომპიუტერს ერთიანად გადავავლე წვენი,რომელიც გვერდით მედო.ახლა კომპიუტერის კლავიშებში ხილის პაწაწუნა ნაწილაკებია და წერაში მიშლის,მაგრამ მაინც დავწერ.
მატჩის ყველა ემოციას ისე აღწერდი გეფიცები მეგონა პირადად ვუყურებდი თამაშს.ჩემს საკუთარ მეს ვკითხულობდი შენს ემოციებში.ახლა უფრო მეტი შემართებით ველოდები ორ სექტემბერს,რომელიც ძალიან მოგვიახლოვდა და მე მაინც ნერვიულობით დავილიე.დღეებს უკუთვლით ვითვლი და ლამისაა თამაშამდე გულმა დამარტყას.თან გუშინ,რომ დაიწერა კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებსო გულიც და გონებაც ერთდროულად გამიჩერდა,თუმცა ყველაფერი მაინც წინ გვაქვს და მაინც ყველაფერი გამოგვივა♥
მატჩის ემოციებით იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული მეგონა მაგაზე უკეთესი ამ თავში არაფერი მოხდებოდა,მაგრამ...მაგრამ ბოლოში ეს რა იყო?ჩემი უკვე გაჩერებული გული თავიდან გაჩერდა.ორმაგი შოკი მაქვს.აკოცაა...მართლა აკოცაა...ვაიმეეეეეე,მიშველეთ.
ბოლო წინადადებამ საერთოდ სხვა განზომულებაში გადამაგდო.
"-ეს...ეს შენ ხარ?"-რაო რა მინდაო ერეკლემ?ყველანაირი შესაძლო ვარიანტი განვიხილე უკვე გონებაში,თუმცა არც ერთს ოდნავ მეტად არ მივემხრობი და ოცნების კოშკებს არ ავაგებ სანამ არ მოხვალ და ახალ თავს არ მოგვიტან.(მაინც იმაზე მეფიქრება,რომ მანამდე უყვარდათ ერთმანეთ და შემდეგ რაღაც მოხდა,რაღაც ისეთი,რამაც ალეს მოგონებები წაუშალა)
იმედია მალე დაგვიბრუნდები და მე ცოცხალი დაგხვდები♥

ქიქიიი, როგორ გელოდი❤
მომიტევე, ჩემს გამო თუ დაგეღვარა წვენი ))
ემოციები, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მიხარია თუ ბოლომდე მოდის, გრძნობ და იქ ხარ, სადაც მე♡
სექტემბერს, მეც ისე ველოდები...
კვარაზე ვიტირე, გეფიცები. როგორ მინდოდა, მისი და ჩაკვეს დუეტი ))
ჯერ ტყუილი ინფორმაცია მეგონა, კომენტარებიც ამას წერდნენ, თუმცა მერე ინსტაგრამზეც გადავამოწმე და...
რას ვიზამთ...
გეთანხმები, ჩვენ მაინც ყველაფერი გამოგვივა❤❤ იმედი არ უნდა დავკარგოთ.
ერეკლეს და ალეს რაც შეეხება, ვიცი, რომ ბევრი კითხვა დაგროვდა და პასუხები ყველას გაინტერესებსთ, რაც აუცილებლად იქნება ❤
ამ ეტაპზე, ამის თქმა შემიძლია მხოლოდ^^^
პ.ს მიხარიხარ, ძალიან ძალიან ძალიან!❤❤❤❤ ყველანაირად ვეცდები მალე დავბრუნდე❤❤

Ana-maria
რამდენჯერმე გადავიკითხე და უცებ ვიფიქრე,იქნებ ტაბა მიხვდა ალე ის რომ იყო და იმიტომაც კითხა ეს შენ ხარ- ო? ვოცნებობ ვითომ?მემგონი ვაკო და ანუკისაც დაადგებათ საშველი. მოკლედ აზრებმა შემომიტია. მარიამობას გილოცავთ!!!

ანამარია, რა თქმა უნდა ყველაფერი შესაძლებელია.
ვაკოს და ანუკის ურთიერთობაც, გეთანხმებით, ნელ-ნელა განვითარებას იწყებს.
მეც გილოცავთ!❤❤❤❤

სტუმარი თამო
ვაიმე ამ თავმა ამრია საერთოდ.ვინ ეგინა ტაბას ალე ვერ მივხვდი ანუს ხვა ეგონა სხვა კოცნიდა და ალე მოეჩვენა იმ სხვად?ვაიმე ელა ტრის რაც მე ამ ალეზე ვნერვიულობ შემიწირავს მგონი ეს ორი.ანუკის ფეხბურთისკებ ასე შემობრუნება მიკვირს და ვაკოსკენაც რაღაც მგონი ტრიალდება.აი ტაბას სხვა უყვარს და თიკა ასე სახლშიც დადის და გოლებსაც უძღვნის ანუ სერიოზულად არის საქმე როგორ მაინტერესებს ამათი ამბები.ის კი ვიცი სანამ ეა ისტორია დასრულდება გავგიჟდები და რომ დასრულდება მერე კიდევ უბდა წავიკითხო

არა ის დამავიწყდა დამეწერა რომ თავიდამ აშკარაფ ალე ეგონა იმიტომ რკმ ჩემი ხერხია ეს ნუ მპარავო გულზე რომ მიადო ხელი და გაიწიეო რომ უთხრა ასევე თმებიც ახსოვდა გრძელი და რა კოცნის დროს ეგონა მაინდამაინც სხვა?დავიბენი ტაბას ქცევით

თამო, ვიცი, როგორ ბოლომდე ჩართული ხარ და ყველა დეტალს გულდასმით აკვირდები, ამას ვაფასებ♡ ♡
ყველა შენს კითხვაზე იქნება პასუხი, შემდეგ თავში ან თავებში.
ყველაფერს აქვს მიზეზი, თიკას სახლში ვიზიტებიდან დაწყებული, გოლის მიძღვნით დამთავრებული. მასზეც გავშლი, აუცილებლად.
კოცნის დროს, სხვა არ ჰგონებია, მესმის, რომ ყველამ სხვადასხვანაირად გაიგეთ და სხვადასხვა შეხედულებები გაქვთ, ბუნებრივია, იმიტომ რომ ორაზროვნად იყო.
ამ ეტაპზე, არ შემიძლია გითხრა რა იყო რეალურად, თუმცა ეს შემდეგ თავში იქნება აუცილებლად. ♡ ♡
პ.ს მიხარიხარ, როგორც ყოველთვის! ❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი

როგორიი კარგიი თავიი იყო.ემოციებით დატვირთული,შემდეგს ველოდები სულმოუთქმელად

 


№12 წევრი EllaTriss

სტუმარი ...
ალექსანდრას თვითგვემამ დამღალა. ბოლო ნაწილამდე სულ გვემაში იყო. მესმის, რომ ჩაციკლულია, უყვარს და ა.შ, მაგრამ ავადმყოფობაში გადადის. ძალიან არასასიამოვნოა როცა ადამიანი ასეთი გასაცოდავებულია... ყოველ ახალ თავში რაღაც ხელჩასაჭიდს ველოდები, მაგრამ პატარა ნაპერწკალია სულ ბოლოს და ისიც ხელიდან გვეცლება... რეალურად რომ გითხრა, თავიდან რომ მიყვე და ისტორია აქამდე წაიკითხო, ერთი და იგივეა. ყოველ თავში ერთ ადგილს ტკეპნის ალექსანდრა. საერთოდ არაფერი არ იცვლება და ეს ფაქტორი არ მომწონს, მიუხედვად იმისა რომ იდეა და წერის სტილი კარგია. განვითარებას, დინამიკას ვისურვებდი. ამ ერეკლეს კიდე რაღა უნდა... ყველა პერსონაჟი იმდენად არეული და გაურკვეველია, რთულია რამეს მიხვდე. ცოტა დალაგებისკენ თუ წაიყვან რომელიმეს მაინც, კარგი იქნება...

მესმის, რომ არასასიამოვნოა როდესაც ერთი და იგივე ტრიალებს, ტრიალებს.
უბრალოდ, ვცდილობ ალექსანდრას გრძნობები ბოლომდე მოვიდეს, ნახტომები არ იყოს.
არ მიყვარს, როცა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები . არ გაწელილი მიყვარს, ამიტომ ვცდილობ , შუალედი ვიპოვო.
შეიძლება ვერ ვახერხებ, მართალი ხარ, გადამიკითხავს და ზუსტად ვხვდები, რასაც მეუბნები. ვეცდები, რომ გამოვასწორო და პერსონაჟებიც დავალაგო.
მადლობა რჩევისთვის, ბევრს ნიშნავს!
❤❤❤❤

Megioki
აი ინტრიგანი ხარ ჩვეულებრივი :დდდ. მეტი რა ვთქვა? :დდდ გაიგე ახლა ამ "ეს შენ ხარ?"-ში რას გულისხმობდა. ისე არქიმედეს წამოძახებულ ევრიკასავით კი გაიჟღერა ტაბას "ეს შენ ხარ"-მა :დდდ

ერთი ამის წარსული გამაგებინა. რა ტრიალებს საერთოდ ტაბას ტვინში ? :დდდდ ისე ინტრიგნულად დაამთავრე ეს თავი, ახლა მილიონი ვერსიას ჩამოწერს ჩემი ტვინი, რას შეიძლება გულისხმობდეს :დდდ

ღირსია, ხო გამოაშტერა უკვე და უცებ გამოაფხიზლა ჩემმა გოგომ. ჯერ სადააა.

არა თიკაზე მაინც მეფიქრება. ამ პატარა მაიმუნმა ბავშვმაც როგორ ჩაუკაკლა ყველაფერი ალეს? კიდევ მაგის მოყოლა უნდოდა კაცო? მაინც ვერ ჩამოვყალიბდი თიკას და ერეკლეს ურთიერთობაზე :/

ამ გოგოს ემოციების წაკითხვისას, მეც მასთან ერთად განვიცდი ყველაფერს.

ოოო, ანააა, ანუკაა, რაოოო მოფრინდა ჩიტო შენთანაც სიყვარული? :დდდდ ისე ჩაერთო ეს ფეხბურთში საეჭვოდ, რავიცი, რავიცი, დავიჯერო ვაკოს გაუმართლა? გაეხსნა გონება ანუკას და მიხვდა ჩემი ბიჭი რომ უყვარს? :დდდ

ოოო, ელა, ამირიე გონებაა რაა. ხო ხედავ უკვე რაებს ვწერ და ვფიქრობ :დდდ მილიონი ვერსია წამოვიდა უკვე გონებაში. ვაკო და ანუკასთან მიმართებაშიც, ალე-ტაბას და თიკა- ტაბასთან მიმათებაში. :დდდ

წავედით მე და ჩემი ფიქრები. ცოტას კიდევ დავფიქრდებით და მერე წანოგვეწევა ახალი თავიც, რამდენიმე დღეში რა. :დდდ

წარმატებები ელაა ❤️❤️❤️

მეგი, ინტრიგანს პირველად არ მეძახიან, შემესისხლხორცა მგონი ეს სახელი :დ
რა კარგად შეადარე ევრიკას, მაგაზე არ დავფიქრებულვარ^_^
შენს ტვინში ხომ ჩამოიწერა მილიონი ვერსია და აქაც ჩამოიწერა :დ
გეფიცები, რეალურად რაც უნდა იყოს და რასაც ნიშნავდა ერეკლეს სიტყვები, მაგის გარდა , იმდენი კარგი ვარიანტები წამოვიდა მკითხველის მხრიდან, საგონებელში ვარ ახლა :დდ რა თქმა უნდა, ხუმრობით.
რაც უნდა იყოს, ის არ შეიცვლება.
ანუკისთან სიყვარული მოფრინდა თუ არა, მაგას შემდეგ თავში გაიგებთ, ისევე როგორც თიკას ისტორიას ❤
მიხარია, რომ ემოციები მოდის და კითხვისას, ალესთან ერთად ხარ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ❤❤
პ.ს მადლობა! ❤ როგორც ყოველთვის უდიდესი პოზიტივი მოდის შენგან.❤❤❤

სტუმარი ანი
როგორიი კარგიი თავიი იყო.ემოციებით დატვირთული,შემდეგს ველოდები სულმოუთქმელად

ანიი, მიხარია თუ მოგეწონა❤❤
ყველანაირად ვეცდები, შემდეგი მალე იყოს❤❤

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

გილოცავ მარიამობას ელ ძალიან მომეწონა ეს თავი საინტერესოა რამ შეცვალა ანიი და ერეკლე მინდა ეს ორი წყვილი შედგეს საოცარ მომენტზე შეწყვიტე დაგვიტოვე საფიქრალი რა იგულისხმა ერეკლემ ს

ეს შენ ხარო და გაქცევა რა პონტია იყო ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები????????????????????????????

 


№14 წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
გილოცავ მარიამობას ელ ძალიან მომეწონა ეს თავი საინტერესოა რამ შეცვალა ანიი და ერეკლე მინდა ეს ორი წყვილი შედგეს საოცარ მომენტზე შეწყვიტე დაგვიტოვე საფიქრალი რა იგულისხმა ერეკლემ ს

ეს შენ ხარო და გაქცევა რა პონტია იყო ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები????????????????????????????

მიხარია თქვენი გამოჩენა❤ მეც გილოცავთ, გფარავდეთ წმინდა მარიამი.

ანუკის ცვლილებებმა, ყველაში გამოიწვია ინტერესი, ვნახოთ, ვანხოთ.
ერეკლეს რაც შეეხება, ყველაფერს შემდეგ თავში გაიგებთ.
ვეცდები მალე იყოს.
მადლობა თქვენ! ❤❤❤❤❤

 


№15  offline წევრი marita1230

როგორ მიხარიხარ ხოლმე ელა'ტრის ვერ წარმოიდგენ♥
ემოციებით და გრძნობებით სავსე იყო როგორც ყოველთვის ♥
მემგონი , ვაკოზე ოფიციალურად ვარ შეყვარებული ♥ არვიცი რატომ მომწონს ასე ძალიან , უბრალოდ ისეთი სხვანაირია ...
ანუკის ასეთმა "ცვლილებამ" ცოტა დამაფრთხო , არვიცი რა არ ვიფიქრე... გოგოსგან რომელიც დის გულს ეძახდა ერთი თავის წინ ბიჭს , ეს ყველაფერი მთლად ვაკოს გამო ინტერესად ვერ აღვიქვი .. ძნელია ამის საკუთარ თავთან აღიარება , მიღება , გააზრება..
თუ ჭკვიანად არ იქნება , მე და ვაკოზე შეყვარებული გოგონები გავაგრძელებთ ამ ბიჭისთვის ბრძოლას!:D( ეს ხუმრობით , რა თქმა უნდა , ეს სიტუაცია რეალურად არცერთის ბრალი არარის )
ჩვენი ალე ასე მოუხერხებლად რომ ცდილობდა გაპარვას , მაგ სცენაზე მოვკვდი.. წარმოდგენაც არ მინდა რას იგრძნობდა მაშინ ვაკო ..
დათა ძალიან საყვარელი ბავშვია , გულღია და სიცოცხლით სავსე .
ერეკლეს მიძღვნილ გოლზე კი ძალიან გავბრაზდი , მაგრამ მისი ჩაწოდებული პასიც არ გამომპარვია როცა შეეძლო გატანა .. შეიძლება სულ არაფერს ნიშნავს , მაგრამ ..
ალე , როგორ მინდა ვთქვა რამის გააზრება , რამეს ცვლისთქო მაგრამ .. ერთია გაანალიზო ყველაფერი , "სწორი" გზა აირჩიო და მეორეა ის შეცვალო რასაც გრძნობ .. წლები გაატარა ამ გრძნობასთან ჭიდილში და მასში მცხოვრები ერეკლეს ჩაკვლაც ვერ მოუტანს თავისუფლებას ... რთულია , იმდენჯერ შეიძლება დაადგე გააზრების და აღიარების გზას , იმდენჯერ შეიძლება იფიქრო რომ უკან მოიტოვებ , რომ ბოლოს ალბათ სათვალავიც აგერევა .. ეს არ იმართება ..
ერეკლეს გამოჩენას ხომ გაფაციცებით ველოდებოდი .. ისე გამოჩნდა მეც ამიფორიაქა სული !
ბოლო ნაწილზე ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ უბრალოდ მომდევნო თავს დაველოდები ჩემი ვარაუდებით ♥

 


№16 სტუმარი one

ras gviketeb chemo gogo❤️ exa dasruleba iqneboda)))

 


№17 სტუმარი one

ai zustad emociebis zghva iyo)) imdenad gadmoscem emocias, zustad igrdznoba ales gancyoba)
moutmenlad veli shemdegs))
mariamobas gilocav❤️

 


№18 წევრი EllaTriss

marita1230
როგორ მიხარიხარ ხოლმე ელა'ტრის ვერ წარმოიდგენ♥
ემოციებით და გრძნობებით სავსე იყო როგორც ყოველთვის ♥
მემგონი , ვაკოზე ოფიციალურად ვარ შეყვარებული ♥ არვიცი რატომ მომწონს ასე ძალიან , უბრალოდ ისეთი სხვანაირია ...
ანუკის ასეთმა "ცვლილებამ" ცოტა დამაფრთხო , არვიცი რა არ ვიფიქრე... გოგოსგან რომელიც დის გულს ეძახდა ერთი თავის წინ ბიჭს , ეს ყველაფერი მთლად ვაკოს გამო ინტერესად ვერ აღვიქვი .. ძნელია ამის საკუთარ თავთან აღიარება , მიღება , გააზრება..
თუ ჭკვიანად არ იქნება , მე და ვაკოზე შეყვარებული გოგონები გავაგრძელებთ ამ ბიჭისთვის ბრძოლას!:D( ეს ხუმრობით , რა თქმა უნდა , ეს სიტუაცია რეალურად არცერთის ბრალი არარის )
ჩვენი ალე ასე მოუხერხებლად რომ ცდილობდა გაპარვას , მაგ სცენაზე მოვკვდი.. წარმოდგენაც არ მინდა რას იგრძნობდა მაშინ ვაკო ..
დათა ძალიან საყვარელი ბავშვია , გულღია და სიცოცხლით სავსე .
ერეკლეს მიძღვნილ გოლზე კი ძალიან გავბრაზდი , მაგრამ მისი ჩაწოდებული პასიც არ გამომპარვია როცა შეეძლო გატანა .. შეიძლება სულ არაფერს ნიშნავს , მაგრამ ..
ალე , როგორ მინდა ვთქვა რამის გააზრება , რამეს ცვლისთქო მაგრამ .. ერთია გაანალიზო ყველაფერი , "სწორი" გზა აირჩიო და მეორეა ის შეცვალო რასაც გრძნობ .. წლები გაატარა ამ გრძნობასთან ჭიდილში და მასში მცხოვრები ერეკლეს ჩაკვლაც ვერ მოუტანს თავისუფლებას ... რთულია , იმდენჯერ შეიძლება დაადგე გააზრების და აღიარების გზას , იმდენჯერ შეიძლება იფიქრო რომ უკან მოიტოვებ , რომ ბოლოს ალბათ სათვალავიც აგერევა .. ეს არ იმართება ..
ერეკლეს გამოჩენას ხომ გაფაციცებით ველოდებოდი .. ისე გამოჩნდა მეც ამიფორიაქა სული !
ბოლო ნაწილზე ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ უბრალოდ მომდევნო თავს დაველოდები ჩემი ვარაუდებით ♥

მარიტა, მე შენი გამოჩენა მიხარია - ხოლმე❤
იმდენად დეტალურად აკვირდები ყველაფერს, ძალიან მსიამოვნებს ეს ♡
ვაკო რომ ასე გიყვარს, ეგეც ძალიან მიხარია.
ჩემთვისაც რაღაც სულ სხვა, განსაკუთრებული პერსონაჟია.
ანუკიზე გეთანხმები, ლოგიკურად, მისი ცვლილებები ვაკოსთან არაა დაკავშირებული.
რაც შეეხება ერეკლეს, აი ძალიან მინდოდა, რომ მის საგოლე პასზე ვინმეს გაეკეთებინა კომენტარი და დაენახა ეს და მისი მნიშვნელობაც. ამაზე შემდეგ თავში იქნება.
მართლა სულ სხვანაირი სიხარული მომიტანა იმან, რომ შეამჩნიე ❤
ალეს პერსონაჟს რომ ბოლომდე გრძნობ და გესმის მისი, ეჭვიც არ მეპარება ამაში.♡ ♡
ბოლო ნაწილი, ყველასთვის დიდი ინტრიგაა, ვნახოთ... ვნახოთ ❤
პ.ს ❤❤❤❤

one
ai zustad emociebis zghva iyo)) imdenad gadmoscem emocias, zustad igrdznoba ales gancyoba)
moutmenlad veli shemdegs))
mariamobas gilocav❤️

ყოველთვის სულ სხვანაირად მიხარია - ხოლმე შენი გამოჩენა❣
მიხარია, თუ ყველაფერი მოდის და ისე გრძნობ და ხედავ, როგორც ალე.❣ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია^^
პ.ს მეც გილოცავ! ❣გფარავდეს წმინდა მარიამი

 


№19  offline წევრი Life is beautiful

ახლა ვიტირებ.
...
"ეს შენ ხარ?" ვინ არის?!
ვაიმე გული.. აი ამ სიტყვებმა! ამ სიტყვებმა.
აუ...
მართლა გავგიჟდები, ჟრუანტელი მივლის სიხარულით თან არც ვიცი ბოლომდე მიხაროდეს თუ არა, აქამდე ვაპირებდი ხოტბა შემესხა როგკრ! კარგად გქკნდა გადმოცემული თამაშის პროცელი, კომენტარორებიც კი იდეალურად იყო შერწყმული, განვითარებასთან, მაგრამ ეს?
ამას არ ველოდი თან,რომ არც ვიცი ისაა რასაც ვფიქრობ თუ არა..
ვაიმე...
აი რა დამმართეეე.
მართლა სიხარულის ცრემლები მარჩობს..
და ველი არანორმანულად...
მართლა ყველაფერი იმდენად იყო..
აი თავი მისკდება იმდენად.
ანუკიც! გაფერადდდა, სხვა ხიბლი შეიძლინა..
...
არა წავედი კაპლი ან ვალიდოლი დავლიო თორრ.. არ მიშველის არაფერი.. ♥️))))))
როგორ ველი და როგორი ინტრიგა იყო..
აი "პერფექტო" ❤️

გთხოვ მალე რა...
მიდა მიდა მიდააააა.

და ასე არეულ დარეული კომენტარისთვის ბოდიში. უბრალოდ პირპირ ცხელ გულზე.. შემომ ეჯღაბნა

და ჰიმნზე გამახსენდა, უცნაურია და შეიძლება არც ისე კარგი! მაგრამ ვერც მე ვერ მეხატება სხვა ქვეყნის ჰიმნები, დაკვირვებული ვარ ამაზე.
ხო..
მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თუ გაქვს მონასმენი, მემგონი.. ნუ მე მომწონს....
...
თვითგვემას, დიდი ნაწილი უკავია, მაგრამ
ჩანს ამაში გულრწფელობა...
რთულია ადამიანმა, მარტივად შეცვალო მოცემულობა, არა, უნდა შეცვალო!
ჩარჩოები დაამსხვრიო, მაგრამ...
როცა სულ ერც რელსზე გაქვს მოცვეთილი ბორბლები, ახალ რელსს იმდენად მარტივად ვერ შეეგუები და ვერც გადახვალ.
რომ იცი რომ ის შენი არაა, არ აქვს, აზრი ბრძოლას, ბროლაც კარგავს აზრს, ზოგჯერ დანებება უფრო ღირსეულია ვიდრე ბრძოლა.
იმ გადმისახედიდან რომ ერეს ალე არ უყვარს, მართლა ამორალური მგონია ბრძოლა, ის არც ბრძოლობს, შეგუებულია და ამ თვით განადგურების ინსტიქტს მიჰყვება. ყველას არ უმართლებს ხომ ამ საკითხში. შეიძლება მათ კი გაუმართლოთ რაც შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მოსაბეზრებელი წუწუნისმაგვარი წუხილი ასეა თუ ისე, ნორმანულად მიმაჩნია, რა თქმა უნდა, შეიძლება, ერეკლეს მიმართ დანენდეს და უბრალოდ ცხოვრება აიწყოს, მაგრამ საკუთარ თავასაც ეტყვი მე იმას არ ვფიქრობ, იმაზე არ ვდარდობ, არ მანაღვლებს რომ მან გოლი სხვას მიუძღვნა. ვერ, საკუთარი თავის მოტყუება
ყველაზე იდიოტური საქციელია

და ეს მაშინ, როცა სიმართლესთან შევუებული ხარ.
მაგრამ მწერლის პოზიციიდან თუ შევხედავთ, შენ ის ხდები, ანუ უნდა ილაპარაკო ის, რაც იმ პერსონაჟად ყოფნის დროს იგრძნობდი პირველ პირში.
რომ იყოს მესამე პირი, იქნება უფრო "ლაითი".

მოკლედ მართლა წავედი. ♥️

ხო კიდე გამახსენდა ამ ჩემს შერყეულ თვში. :დ
ანუკი - ვაკო..
არ ვიცი როგორ, მაგრამ ასე მგონია სხვას გულშემატკივრობდა.. :დ
არ ვიცი არ ვიცი.

წაცედი. :დ

 


№20 წევრი EllaTriss

Life is beautiful
ახლა ვიტირებ.
...
"ეს შენ ხარ?" ვინ არის?!
ვაიმე გული.. აი ამ სიტყვებმა! ამ სიტყვებმა.
აუ...
მართლა გავგიჟდები, ჟრუანტელი მივლის სიხარულით თან არც ვიცი ბოლომდე მიხაროდეს თუ არა, აქამდე ვაპირებდი ხოტბა შემესხა როგკრ! კარგად გქკნდა გადმოცემული თამაშის პროცელი, კომენტარორებიც კი იდეალურად იყო შერწყმული, განვითარებასთან, მაგრამ ეს?
ამას არ ველოდი თან,რომ არც ვიცი ისაა რასაც ვფიქრობ თუ არა..
ვაიმე...
აი რა დამმართეეე.
მართლა სიხარულის ცრემლები მარჩობს..
და ველი არანორმანულად...
მართლა ყველაფერი იმდენად იყო..
აი თავი მისკდება იმდენად.
ანუკიც! გაფერადდდა, სხვა ხიბლი შეიძლინა..
...
არა წავედი კაპლი ან ვალიდოლი დავლიო თორრ.. არ მიშველის არაფერი.. ♥️))))))
როგორ ველი და როგორი ინტრიგა იყო..
აი "პერფექტო" ❤️

გთხოვ მალე რა...
მიდა მიდა მიდააააა.

და ასე არეულ დარეული კომენტარისთვის ბოდიში. უბრალოდ პირპირ ცხელ გულზე.. შემომ ეჯღაბნა

და ჰიმნზე გამახსენდა, უცნაურია და შეიძლება არც ისე კარგი! მაგრამ ვერც მე ვერ მეხატება სხვა ქვეყნის ჰიმნები, დაკვირვებული ვარ ამაზე.
ხო..
მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თუ გაქვს მონასმენი, მემგონი.. ნუ მე მომწონს....
...
თვითგვემას, დიდი ნაწილი უკავია, მაგრამ
ჩანს ამაში გულრწფელობა...
რთულია ადამიანმა, მარტივად შეცვალო მოცემულობა, არა, უნდა შეცვალო!
ჩარჩოები დაამსხვრიო, მაგრამ...
როცა სულ ერც რელსზე გაქვს მოცვეთილი ბორბლები, ახალ რელსს იმდენად მარტივად ვერ შეეგუები და ვერც გადახვალ.
რომ იცი რომ ის შენი არაა, არ აქვს, აზრი ბრძოლას, ბროლაც კარგავს აზრს, ზოგჯერ დანებება უფრო ღირსეულია ვიდრე ბრძოლა.
იმ გადმისახედიდან რომ ერეს ალე არ უყვარს, მართლა ამორალური მგონია ბრძოლა, ის არც ბრძოლობს, შეგუებულია და ამ თვით განადგურების ინსტიქტს მიჰყვება. ყველას არ უმართლებს ხომ ამ საკითხში. შეიძლება მათ კი გაუმართლოთ რაც შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მოსაბეზრებელი წუწუნისმაგვარი წუხილი ასეა თუ ისე, ნორმანულად მიმაჩნია, რა თქმა უნდა, შეიძლება, ერეკლეს მიმართ დანენდეს და უბრალოდ ცხოვრება აიწყოს, მაგრამ საკუთარ თავასაც ეტყვი მე იმას არ ვფიქრობ, იმაზე არ ვდარდობ, არ მანაღვლებს რომ მან გოლი სხვას მიუძღვნა. ვერ, საკუთარი თავის მოტყუება
ყველაზე იდიოტური საქციელია

და ეს მაშინ, როცა სიმართლესთან შევუებული ხარ.
მაგრამ მწერლის პოზიციიდან თუ შევხედავთ, შენ ის ხდები, ანუ უნდა ილაპარაკო ის, რაც იმ პერსონაჟად ყოფნის დროს იგრძნობდი პირველ პირში.
რომ იყოს მესამე პირი, იქნება უფრო "ლაითი".

მოკლედ მართლა წავედი. ♥️

ხო კიდე გამახსენდა ამ ჩემს შერყეულ თვში. :დ
ანუკი - ვაკო..
არ ვიცი როგორ, მაგრამ ასე მგონია სხვას გულშემატკივრობდა.. :დ
არ ვიცი არ ვიცი.

წაცედი. :დ

თითოეულ სიტყვაში იგრძნობა, როგორი ემოციები გაქვს დაწერილი ♡
ბოდიში საჭირო არაა,მიხარია, რომ ზუსტად ცხელ გულზე დაწერე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია^^
ერეკლეს ბოლო სიტყვებმა, ისეთი ინტრიგა დატოვა, რომ...
მართლა ძალიან ძალიან მინდა, რომ მალე იყოს შემდეგიც, ვნახოთ♡
ჰიმნს რაც შეეხება, არ ვიცი, თუმცა ვნახავ აუცილებლად, დამაინტერესა ახლა, რომ მითხარი მომწონსო.
ალეზე, გეთანხმები.
როგორც ყოველთვის, ზუსტად, სწორად ხედავ ყველაფერს, რაღა დავამატო.
თვითგვემის ნაწილზე, ჰო, ყველაში გამოიწვია რაღაც დოზით უკმაყოფილება. მესმის, მართლა.
თუმცა ზემოთაც ავღნიშნე, მინდა, რომ ბოლომდე მოდიოდეს ყველაფერი, გრძნობებიდან დაწყებული ემოციები დამთავრებული, არც მე მეზედმეტება, მაგრამ... ვიმუშავებ მაგაზე.
ზოგადად, სწორად აღნიშნე, პირველ პირში წერა, სულ სხვაა.
რთულია და ზოგჯერ იმდენად შევდივარ ხოლმე 'როლში' იმდენად ის ვარ, რომ...
მესამე პირშიც მიწერია და იქ, შედარებით ადვილად კონტროლირებადია ყველაფერი.(პირადად ჩემთვის)
იქ ყველაფერს ვხედავ და განახებთ, აქ, ჯერ საკუთარ თავზე ვცდი, ვგრძნობ და მერე...
ჰო.
მოკლედ.
მიხარია, რომ 'პერფექტო' იყო. ^_^
❤❤❤❤❤❤❤

 


№21  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

გელოდები ხოლმე..

<3

 


№22 წევრი EllaTriss

პენელოპე
გელოდები ხოლმე..

<3

ქეთი, მიხარია... ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent