შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე რომელიც არ ვიცოდი 07


18-11-2021, 22:02
ავტორი ნაამა
ნანახია 1 608

სახლში შესულმა მაშინვე ოთახს მივაშურე. ისევ ტირილში ჩამეძინა. შუაღამისას გამომეღვიძა და ქვემოთ ჩავედი. იმდენად დაღლილი და უემოციო ვიყავი მთელი დღე გაგუდულს მეძინა. სიზმარიც კი არ მიანხავს. რაც იშვიათი გამონაკლისი იყო. ზოგადად ყევალფერი, რაც კაკის გამოჩენის შემდეგ მოხდა წინა, მის გამოჩენამდე, ცხოვრებისგან განსხვავდებოდა.
ქვევით გრძელი პიჟამოებით ჩავედი და მაცივრიდან ბოსტნეული გამოვალაგე.
მთელი დღის უჭმელს კუჭი მიბუყბუყებდა. ტელეფონს დავხედე უამრავი გამოტოვებული ზარი მეგობრებისგან. კაკის მესიჯები და ასე შემდეგ.
სამზარეულოს კარი გაიღო და დათო შემოვიდა. ცალი ხელით ვჭამდი, მეორეთი წერილებს ვანხულობდი.
-სად იყავი გუშინ?
-კაკისთან..
პირგამოტენილმა ვუთხარი და კიდევ ერთი ლუკმა ჩავიდე.
-რა?
-არაფერი მომხდარა.... პროსტა დავრჩი.
-ნეა?
-იძახე ნეა, არაფერი მომხდარა. უბრლაოდ დილით ლამის ვაკოცეთ და დეიდამისი შემოვიდა, როცა უკვე უნდა ეკოცნა.
-აუჰ ვერ ვიტან მაგ ქალს.
თალები აატრიალა და ჩამოჯდა
-რატო?
-ძაან კონსერვატორია. და კაკის ძმაზე მეტად მემგონი არავინ ეზიზღებ. არა და ანგელოზივით ბიჭია, კაკის კი არ გავს.
-ო დავაი რა. შეჭამ?
-აჰა მომე.
ჩანგალი ხელიდან ამართვა და გასინჯა.
-გემრიელი. ნეტა რატო ვიკლავ თავს ხორცის ჭამით?
-ნეტავ ბურგერებზე და მსგავს ხორცისშემცველ საჭმელზე ხომ არ ირევი?
-აუ კი. გოგა არ გიანხავს?
-არა როდის?მეძინა მთელი დღე.
-ნამდვიალდ კარგად ხარ?
-კი კი. რატომ მკითხდ გოგაზე?
-მთელი კვირაა არ მიანხავს არც კი მწერს.
-ო არიცი მაგის ამბავი? ისვე წაშლიდა სოციალურ ქსელებს.
-ნუ ხო წამოვლები აქ სასწაული.
არა და ზუსტად ვიცოდი ისევ ცდილობდა დათოსგან თავი შორს დაეჭირა. ხვალ თუ ზეგ აუცილებლად მოვიდოდა და ნამტირალები თვალებით შემონხედავდა. მერე? მერე გამთენიამდე სმაში გავატარებდით ღამეს.
ერთი კვირის შემდეგ
სამსახურიდან მოვდიოდი, კარში ისე გავედი არც ამიხედავს. ტელეფონს ვეძებდი ჩანთაში, უცებ ვიღაცას მთელი ძალით შევასკდი. შემკრთალმა ავხედე და ჩამეღიმა.
-აქ რას აკეთებ?
-საგურამოში მივდივართ ყველა და ლევანიმ მითხრა წამოიყვანეო. ხო და მეც გამოგიარე.
-მაგიტო ამიფეთქა ტელეფონი ?
-დიახ ქალბატონო. დამდებთ პატივს და წამოხვალთ ჩემთან ერთად?
-არ ვიცი ჯერ დედიკოს და მამიკოს უნდა ვკითხო.
თვალები ავუხამხამე და ფეხისწვერებზე წინ და უკან ვირწეოდი.
-მამიკომაც და დედიკომაც წადიო ასე დამაბარეს შენთან.
-მაშინ გამიძეხით მუსიე კაკი.ფუ არ ჟღერს კარგად.
სახე დავჭყანე და კაკის შევხედე.
-ხო რა ვუყოთ ჩემი მშობლები სახელების დარქმევაში მოიკოჭლებდნენ.
თვალები აატრიალა, ხელი ჩემს ხელში ახლართ და გასასვლელისკენ წავიდა. მანქანის კარი თავისი ხელით გამომიღო და დაელოდა სანამ ჩავჯდებოდი. მერე მანქანას მოუარა და ჩაჯდა.
-როგორ ხარ?
-რავი მშვენივრად.
-მაგას არ ვგულისხმობ... იმ დღეს რაც მოხდა.
-გამიარა, პირველ დღეს გამიჭირდა თორემ მერე აღარც გამხსენებია.
ვატყუებდი, თვალებში ვუყურებდი და ურცხვად ვატყუებდი. არა და ისევ დასტრესილი ვიყავი. ბევრი მეძინა და ცოტას ვმოძრაობდი.მეგობრებს ახლოს არ ვიკარებდი. ყოველდღე იმ ნაგავაის ხმა ჩამესმოდა, მაგრამ ვუძლებდი. ჩემი თავის წინაშე ვალდებული ვიყავი გამეძლო. მე მარტო დავიბადე, მარტო გავიზარდე და ყველა პრობლრმას მარტო უნდა გავმკლავებოდი. კაკიმ სიმღერა ჩართო და ცოტა დავწყნარდი. საგურამოში არც თუ ისე გვიან ჩავედით. კაკის გზას ვკარნახობდი ჩვენს სახლამდე. სახლში რომ შევედით არავის მივკარებივარ. ყევლა შორიდან მოვიკითხე და დივანზე ჩამოვჯექი.
-გოგა ჩემ თავს გაფიცებ წყალი დამალევინე რა.
-კარგი ლამაზო.
გამიღიმა და სამზარეულოში გაცუნცულდა. მე კი მზერა გაყინული ისევ დივანში ვიჯექი და ძალიან ხმამმაღლა ემსმოდა იმ ამაზრზენის ხმა"რამდენი გინდა ერთ ღამეში ლამაზო?". გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა გოგამ ბოლო ხმაზე მიკივლა ჩემივე სახელუ.
-ნეაააა.
შეშინებული შევხტი და გოგას ავხედე.გაკვირვებული მიყურებდა.
-რას შტერდები ეს ბოლო ერთი კვირაა. ვიზე ფიქრობ?
-არავიზე.
მოკლედ მოვუჭერი და ჭიქა გამოვართვი. ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. მე და ანომ საჭმელი გავაკეთეთ და მერე ბიჭებთან ერთად მისაღებში მდგარ აპატარა ჟურნალების მაგიდას მივუსხედით. ბავშვებივით ატყდნენ რამე მოვყვეთო. ათასი ისტორია გავიხსენეთ. გოგა ჩემზე ყვებოდა.მას ყოველთვის უყვარდა ჩემი ამბების მოყოლა.
-სავოიეში წაიყავნეს მშობლებმა 8წლის წინ , ვღაც პრინცი გაიცნო იქ ამან. მერე ეს პრინცი დასდევდა ხან რას ჩუქნიდა ხან რას. ეს კიდე უარზე იყო რაში მჭირდება გაზულუქებული იდიოტიო. იმ ბიჭსაც ნერვები მოეშალა ბოლოს და ქორწილის დღეს(ვიღაცის ქორწილშ იყო წაული ნეა) ამ ჩვენ გოგოს ყველას თვალწინ აკოცა. ამან კიდე ისეთი ძალით მოუქნია ხელი ღმერთო მაგის მაგივრად მგონი მე მეტკინა.
ყველა სიცილით კვდებოდა. იმ პრინცის სულელური საქციელისა და მაგ დღის შემდეგ სავოიე სამუდამოდ ამოვიძულე. წარმოიდგინეთ ტიპმა ყველას თვალწინ ძალით მაკოცა და მერე კიდე მე მეჩხუბა დედაჩემი. გოგამ ხელი გადამხვია და შუბლზე კოცნა დააპირა, ფეხზე რომ წამოვხტი და ბოდიში მოვიხადე დაგტოვებთ ორი წუთით თქო. გოგამ გაკვირვებული მზერა გამომაყოლა. ბოლოს ლევანიმ ამოიოხრა და იკითხა.
-ამას რა სჭირს? მთელი კვირააა ორ მეტრზე არ გვიშვებს არცერთს. გოგა რო გოგა იმასაც კი არ ეხუტება.
-ხო, რაც კაკისგან სახლში დაბრუნდა მაგის მერე სულ ძინავს და იდიოტურად ერთადგილს მიშტერებული ზის.
დათომ კვერიდაუკრა და გოგას გახედა. არცერთმა არაფერი იცოდა. ვერ ვეტყოდი. არ მიყვარდა სხვების შეწუხება ჩემი პრობლემებით. მხოლოდ კაკი შევაწუხე რადგან მართლა განვიცდიდი და ხმა რომ არ ამომეღო დავიხრჩობოდი.
-რა? აბა კარგად ვარო? მითხრა რომ გადახარშა და კარგად იყო.
ხმამაღლა გაიოაცა კაკიმ და იმ მხარეს გაიხედა სადაც მე გავუჩინარდი. ყველა კაკის მიაშტერდა.
-და რატო არ უნდა იყოს?
-რაც მოხდა იმის გამო. ვიფიქრე ცუდად იქნებოდა ისე ტიროდა იმ დღეს ლამის მე მოვკვდეი.
-რომელ დღეს ტიროდა არ გადამრიო.
ლევანიმ ჩაიფხუკუნა და ძმაკაცს შეხედა.
-ერთი კვირის წინ...
-შანსი არაა, ნეა არასდროს ტირის. ჩვილობის მერე მისი ტირილი არავის გაუგია, გამორიცხულია.
გოგა ბუტბუტებს და კაკის შეჰყურებს ლადო და დათოც ეთნხმებიან. მხოლოდ ანო ზის ჩუმად. კაკის გარდა ის ერთადერთია ვინც იცის რა მოხდა.
-ის კაკისთან იყო სახლში. წინა პარასკევის კლუბში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, ის არ მოვიდა გავგიჟდი ათასი რამე ვიფიქრე... ტელეფონი ავუფეთქ, მაგრამ არ მპასუხობდა, კაკიმ აიღო და მითხრა რომ ჩაეძნა.
ლევანიმ შეყვარებულს ისე გახედა თავიც არ გაუტოკებია. მერე მზერა კაკიზე გადაიტანა. აშკარად გაბრაზებული იყო.
-კაკი ნეა ღამე შენთან დარჩა?
ლევანს ყვები დაეჭიმა. კაკიმ თავი დაუქნია და სიტუაციაში ყველა სწორად რომ გარკვეულიყო მოყოლა დაიწყო.
-ის მართლა არ არის რასაც შენ ფიქრობ. ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. ნეამ ღამის 11ზე დამიერეკა, გაბზარული ხმა ჰქონდა და მთხოვა მიმეკითხა. მითხრა, რომ შენთან ნაჩხუბარი იყო და არც ის უნდოდა სხვებს ესე ენახათ. ესეში კი ატირებულს, შეშინებულს და ათრთოლებულს ვგულისხმობ-ყველა გფაციცებით უსმენდა, ვერავის გაეგო რატომ კაკაი?!შემეძლო ყველასთან დამერეკა, მაგრამ კაკი ავირჩიე, რადგან ის მაინც ახალი იყო და უფრო იოლი იყო მასთან მეტირა. - მივაკითხე, მაგრამ სახლშ არ უნდოდა, მერე ჩემთან წავიყვანე. მითხრა რომ მეტროთი კლუბში მიდოდა. რომ ჩასულა ვიღაც ბიჭს მისთვის ფული შეუთავაზებია, თქვენც კარგად ხვდებით რისთვის... მოკლედ ხელდბს უფათურებდა ხალხი კი ხმას არ იღებდა, მერე როგორღაც მოიშორა. ვიღაცეებმა საშინელებები მიაძახეს, რომ მისი ბრალი იყო. რომ მან გამოიწვაი ასეთი სამოსით კაცი. მოკლედ შეეშინდა...
ყველას თვალებში ცეცხლუ გიზგიზებდა. ლევანი წარმოიდგენდა, როგორ გამეტებით ურტყავდა იმ არაკაცს სახეში მუშტებს. მისთვის ყვეელაფერი ვიყავი. ჩემი ღიმილის გულისთვის ყვლაფერს აკეთებდა. და როცა მწყინდა ხალხს ისეთ რამეს მართებდა ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა. ფეხზე წამოდგა და ჩემთან გამოვიდა. მე ამ ყველაფრის დროს რას ვშვებოდი? ჩემს საძინებელში შეყუჟული კარის მოპირდაპირედ საწოლის კიდეს ამოფარებული, ერთადგილს მიშტერებული ვტიროდი. ისევ ცხადად ვგრძნობდი იმ ამაზრზენის შეხებას ჩემს წელზე, მერე ბარძაყზე. მის ჩურჩულს ყურთან და იმ ცხელ და საზიზღარ ჰაერს საუბრისას ზედ კანზე რომ მაფრქვევდა. ოთახში ლევანი შემოვიდა, თვალი მოავლო, მაგრამ ვერ დამინახა. მიხვდა სადაც ვიქნებოდი. მან იცოდა, როცა მეშინოდა, როცა ხასიათზე არ ვიყავი ყოველთვის საწოლის კიდესთან იატაკზე ვჯდებოდი. მომიახლოვდა და გაშეშდა, როცა მლაშე სითხით დაფარული ღაწვები შენიშნა.
-ნეა-მის ხმაში შიში, გაოცება,სასოწარკვეთა და თანაგრძნობა ერთდროულად იგრძნობოდა- ჩემო საყვარელო მოდი.
მკერდზე ამიკრა და ხელები თავზე შემომხვია.
ორივე ხელი წელზე შევუხურე და უფრო ავეკარი. მისგან საოცარი სითბო მოდიოდა. ვგრძნობდი რომ დამიცავდა.
-რატომ არ მითხარი...
-არ მინდოდა...
-რა არ გინდოდა? გგონაი ვერ გაგიგებდი? გგონია მეც სხვებივით შენ დაგადანაშაულებდი? მართლა გგონია რომ ეს ყვეალფერი ჩემგან შენი ღვიძლი ბიძაშვილისგან უნდა დაგემალა? მისგან ვისთვისაც მთელი სამყარო ხარ?
-არ მინდოდა შემეწუხებინე.
-დეგენერატი ხარ, მოდი აქ შე სულელეო. ყვეალფერი კარგად იქნება პატარავ. გაგივლის გპირდები. ამასაც გაუძლებ. ძლიერი ხარ.
-ვიცი, მარტო შევძ...
-არა მეც აქ ვარ. ყველა აქ ვართ, გამოგვიყენე ისე, როგორც გინდა. ასე ჩუმად ვერ იქნები. არ შეიძლება. ყველაფერს მატო ვერ გაუმკლავდრბი არ შეიძლება. შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ ვინც ოდესმე მიანხვას ბიძაშვილო. იცი როგორ შემეშინდა კაკიმ რომ მოყვა?! მეგონა გული გამიჩერდებოდა. წარმომიდგენია რას გრძბდი საყვარელო...
-მთელი სხეული მექავებოდა, ახლაც. მგონაი რომ ისევ მეხება. ახლა როცა შენ ჩემს ღვიძლ ბიძაშვილს გეხუტები ისვე მისი არასასიამოვნო სხუელი მახსენდება. ვის მკლავებში არ გამღვიძბია, მაგრამ ის, ის საშნელი ამაზრზები არსება იყო...
-ჩშშშ კარგად იქნები. შენ ამას გაუძლებ.
-მე... მიყვარხარ ლევან...
ამოვისრუტუნე და სხველი სახე მის კისრრში უფრო ღრმად ჩავრგე.
ღამე გოგასთან ერთად უნდა დამეძინა. დათო და ლადო ერთ ოთხში დაწვნენ. კაკი ჩვენს გვერდით ოთახში იძინებდა. ლევანი და ანოც ერთად. დაწოლამდე დავეტლატე და სიცილით გავაფრთხილე.
-ხმამაღა არ იკვნესოთ ხალხს გვძინავს აქ.
-როგორ მინდა რო დაგახრჩო შე ძუ***
ხელებით ჰაერში ჩემი დახრჩობის იმიტირება გააკეთა ანომ და თვალები მოჭუტა.
-ბევრს ნუ ტლიკინებ შინაბერავ.
ბავშვივით დამეჯღანა ბიძაშვილი, შეყვარებულს ხელი გადახვია და ოთხაში შევიდნენ.
გვაინი იყო გოგაზე ჩახუტებულს მეძინა. საოცარი სიზმარი ვანხე. სიზამრში ვიღაცას ვეცეკვებოდი, ჩემზე უფროსსა და სიმპატიურ კაცს. მხოლოდ ის შეგრძნებები მახსოვს მასთან ცეკვისას, რომ განვიცდიდი. მახსოვს როდორ ვიდექი მისგან ზურგით და ხელებს კისერზე მოუხერხებლად ვხვევდი, მაგრამ არ მახსოვს როგორი იყო უბრლაოდ ვიცი, ვიცი რომ სიმპატიური იყო.
გამომეღვიძა. ციოდა, მაგრამ სასიამოვნოდ. მხრებზე პლედი მოვიგდე, სიაგრეტის კოლოფს ხელი დავავლე და ტერასაზე გავედი.
აივნის რიკუკებთან მუდამ იდგა ჩემთვის განკუთვნილი სავარძელი. შიგ ჩავეში, ფეხები მოაჯირზე შემოვალაგე და სიგარეტს გავუკიდე. ერთი ნაფაზი რომ დავარტყი კვამლს ოხვრაც ამოვაყოლე.
-ეჰჰჰ. ყველაფერი კარგად იქნება ნეა, ამასაც გადაიტან! არავინ გჭრდება იმისთვის რომ გაუძლო..
ცოტახანს ცას ვუყურებდი, მერე წვიმა დაიწყო. არ ავმდგარვარ,არც გავტოკებულვარ. სიგარეტი ბოლომდე ჩავწვი და მოაჯირზე მივასრისე.
მერე სანაგვეში ჩავაგდე , პლედი სკამზე გადავკიდე და კიბეებისკენ წავედი. ჩემსავით დარტყმული ალბათ სხვა არავინ იყო ამ სამყაროში. ის იყო კიბეებზე ჩასვლას ვაპირებდი ვიღაც ხელზე რომ წამეპოტინა. მაშინვე გავიგე ნაცნობი ხმა.
-სად მიდიხარ?
-ეზოში.
-გაცივდები ნეა.
-კარგი იმუნიტეტი მაქ.
ხელი უხეშად გავაშვებინე ბიჭს და კიბეებზე გაღიმებული, პატარა ბავშვივით დავეშვი. ღიმილი უფრო გამიფართოვდა სახეზე ცივი წყლისწვეთები რომ დამეცნენ. საშინალდ ჭექდა. არა და ასეთი ამინდი არ უნდა ყოფილიყო, ისე კარგად იყო ცა მოწმენიდლი რომ ჩამოვედით. ახლა კი ქუხდა, ელვა ზეცას ლურჯად ანათებდა და ცა საზარელ ხმებს გამოსცემდა,მაგრამ ეს ყველაფერი ნაზ მელოდიად ჩამესმოდა. ხელები გავშალე და დავტრიალდი. ზეცას ვუყურებდი, რომელიც ზღვას მახსენებდა. ვტრიალებდი თავბრუსხვევამდე, მანამდე სანამ ძალა არ გაომეცლებოდა. ვკისკისებდი და მთელი სხეულით შევიგრძნობდი წვიმის სიცივეს. ისინი ისე დაცურავდნენ ჩემს სიფრიფანა სხეულზე ცოტაც და სიამოვნებისგან გავგიჟდებოდი. მინდოდა კაკი ჩამოსულიყო და ამ თავსხმა წვიმაში, ამ გრუხუნის ფონზე ჩემთან ეცეკვა. ამის ნაცვალდ აივნიდან მოჯადოებულივით მიყურებდა. ბოლოს მე ვინებე და გალუმპული ისევ ზევით ავედი. კაკის წინ დავდექი და კიდევ ერთ ღერს წავუკიდე.მასზე ვბრაზობდი. მინდოდა დრო უკან დამებრუნებინა და ბავშვებისთვის ჩემი ამბის მოუოლაში ხელი შემეშალა. გაბრაზებულმა ვკითხე.
-რატომ უთხარი?
-რადგან დაინტერესათ რა გჭირდა!
-რომ მდომოდა ხომ ვეტყოდი?გაბრაზებულმა შევხედე და ნაფაზი დავარტყი.
-რატომ არ უთხარი?
-რადგან მე ამ ყევალფერს მათ გარეშე უნდა გავმკლავებოდი გასაგებია?!მე ყველაფერს მარტო ვუძლებ. მარტო ვარ მთელი ცხოვრება, რადგან მარტო დავიაბდე და მარტო მოვკვდები. ჩემ პრობლემებსაც მარტო გავუმკლავდები. იმ დღეს ტირილი მინდოდა და ვიტირე. გაინტერესებ რატომ მოგიყევი შენ? შენთან რატომ ვიტირე?
-ისე ავუწიე ტონს ვერც გავიაზრე, კაკიმ თავი დამიქნია-რადგან შენ ისე არ მიცნობ როგორც გოგა, დათო, ანო, ლევანი და ლადო. შენ ახალი ხარ და არ გაგიკვირდებოდა ჩემი ცრემლები. მათ კი გაუკვირდათ ხომ ასე? ასეა რადგან არასოდეს მიტირია. ჩემი ტირილი არავის უნახავს. მე არ ვტირი გასაგებია?! მთელი ცხოვრება, როცა ცუდად ვიაყვი წყნარად ვიჯექი ოთახის კუთხეში და თავს ვაიძულებდი არ მეტირა. ტირილისას ჩემი თავის წიანშე სუსტი ვჩნდებოდი. მე კი სიუსტი არ ვარ. იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე შენ ან სხვა. მე ჩემითავის მეტი არავინ მყავს გასაგებია?! - დავჭექე და ჩამწვარი სიგარეტი სანაგვეში ჩავაგდე. - მათთან ვერ ვიტირებდი, რადგან ჩემი ტირილისგან გაკვირვებულები ვერ მომისმენდნენ. შენთნ კი, რადგან შენ მხოლოდ ახლა გამიცანი. არ უნდა გადაგეწყვიტა უჩემოდ. ეს ჩემი საქმე იყო და მე უნდა გადამეწყვიტა ვიტყოდი თუ არა.
-გეყოს ყვირილი ნეა. გავიგე, მაპატიე.
-ვიფიქრებ. მეორედ ასე არ მოიქცე.
-გპირდები.იცი, საოცრად ლამაზი ხარ. ახლა ამ წამს. გაბრაზებული და მთლიანად დასველებული.
ხელი თმაში შემიცურა და ტუჩებზე გიჟივით დამაცხრა. კოცნაში ავყევი, რადგან ეს მომენტი გონებაში უკვე მილიონჯერ გავიარე.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომწონს ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent