შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური ჰარემიდან, თავი 6, +18


27-01-2022, 18:31
ავტორი Impermeable
ნანახია 1 901

თავი 6,

თოფქაფის სასახლე, ფადიშაჰის დარბაზი

ვუახლოვდებოდი უზარმაზარ ჩუქურთმებით შემკულ კარიბჭეს და გული გამალებით სცემდა. მინდვრის პეპელათა და გაზაფხულის მახარობელ ჩიტთა გულისფეთქვა ჩემს მუცელს შინა შერწყმულიყო და ერთიან ცახცახს ავეტანე. წესისამებრ თავდახრილი შეველ უზარმაზარ დარბაზს შინა, რომლის ბოლოსაც დიდებული ტახტრევანი ამშვენებდა, საიდანაც შავ ხავერდის მოსასხამში გამოწყობილი მბრძანებელი იქედნურად მიხმობდა. ის ის იყო მუხლმოდრეკას და კაბის კალთაზე ამბორს ვაპირებდი რომ ფეხი კვარცხლბეკის საფეხურს წამოვჰკარ და ფადიშაჰის ფეხრთით მოწყვეტით დავეშვი. სირცხვილისგან ალმურმოდებულ თავის აწევის უნარი ცხრა მთასა და ცხრას ზღვას იქეთ გამფრენოდა.

- ბეზმიალემ ჰათუნ, ასრედ იცის ევროპული ფარჩების სიყვარულმა, ოსმანური ქათიბი რომ გცმოდათ, უთუოდ შეამჩნევდით ხალიჩებით დაფარულ საფეხურებს.

- მომიტევეთ, სულთანო, ჯანდაბა, ალაჰმაც დამსწყევლოს.. სულთანო კი არა მბრძანებელო.. - პასუხის გაცემისას ენა ისე დამება, რაც უფრო ვმეცადინეობდი, მაშინადვე სისულელეთა როშვას მოვჰყვებოდი. ასრედ რომ, ისღა დამრჩენოდა, თავჩაქინდრულს მომესმინა დარბაზში ხმობის მიზეზნი.

- განგებ სცდილობთ, თუ მეტის უცოდინრობით სჩადით მიუტევებელს საქციელებს ერთის მეორეზედ? თვით ფაშებიც კი რომ ვერ გიხსნით სასჯელისგან.

-მომიტევეთ, მბრძანებელო, თუკი უნებლიეთ განგარისხეთ.

-განმარისხეთ და მერმე როგორ? მაშ რას მივაწეროთ თქვენი ამოდენა ხნით გაუჩინარება და აუდიენციაზე არ მოსვლა?

- მე, მე, .. არა ვუწყოდი, რა მეთქვა, ქალფამაც და ქიზლარ აღამაც მკაცრად გამაფრთხილეს მომხდარის შესახებ კრინტი არ დამესძრა, სულაც არ მსურდა ჩემი ესოდენ მოხდენილი წვივები სამუდამოდ დაედაღათ ურჩობისთვის.

- თვალებში მიცქირე ჰათუნ და ისრედ მომახსენეთ პასუხი ჩემს კითხვაზედ.

როგორ მეუბნა მბრძანებლისთვის, რომე ყოველი იგი დანაშაული ჩემს მიერ ჩადენილი ნებსით თუ უნებლიეთ მისი გამოისობით ხდებოდა? სწორედ ფადიშაჰის საქციელი იყო ყოველივეს ჩემის ქცევისა თავი და თავი? ამჟამადაც მიბრძანა, რომე მზერა გამესწორებინა მისი უდიდებულესობისთვის, განა ქცევა ესრეთი სიკვდილით არ ისჯებოდა? მეორეს მხრივ, ბრძანებისადმი ურჩობაც ისეთსავე სასჯელს ითვალისწინებდა. აცახცახებულმა გავუსწორე ამღვრეული მზერა ყორნისფერ თვალთა მრისხანებას, არასოდეს აქამომდის არ მომსჩვენებია თალხისფერიასეთი ღრმა და იდუმალი. თითქოს განგებამ ჟამთა სვლა შეაჩერაო, მდუმარედ შევსცქეროდით ერთურთს და არცერთი ჩვენთაგანი წამით გულშიაც არ ივლებდა მზერის მოშორებას.

- არრა არს, რომელიცა დამალულ იქნების მბრძანებლის თვალთაგან.-ჭვრეტისმოუშორებლად მომიახლოვდა და ხელის ზურგი იმ ღაწვზე დამისვა, ჰოშიარს რომ სილით გაესილაქებინა. - სჩანს, ქალფებს ძალზედ უმეცადინებიათ, რომ სილურჯე იგი ღაწვთაგან ალაგებულიყო.

- თქვენ, თქვენ ყოველივე უწყით? - ერთიანად აცახცახებულმა ძლივსძლივობით ამოვთქვი. ჩემს ღაწვზედ მბრძანებლის ხელის თითების შეხებამ სხეულში უცნაური ჟრუანტელი მომგვარა.

- ჰათუნ, რომ უწყოდეთ, როგორი მშვენიერ ხართ, როს მეტისოდენი სიმორცხვისაგან ყვრიმალები აგწითლებიათ. დღეის ამას იქით ბინას ჰარემში დაიდებთ, ფავორიტთა შორის. ამ ღამეს კი პატივს დაგდებთ ჩემთან ხლებით.

ალბათ ქვეყნიერების ჰარემთა ჯარიენი ჩემს ალაგას მეტისმეტის აღტკინების ყიჟინას მოსცხებდა, ბუკს და ნაღარას დაჰკრავდა, თუმცაღა მე ძლიერ შეურაცხყოფილ და დამწუხრებულ შევიქენ მბრძანებლის შეთავაზებაზედ.

- არამც და არამც - უნებართვოდ წამოვიყვარე, რაზეც ფადიშაჰმა წარბები გაკვირვებისაგან აზიდა.

- ჰათუნ რა ბრძანეთ?

- მე თქვენი ჰარემის ჯარიე არ გახლავართ მბრძანებელო. ხარჭად ვერ დამისვამთ.

- ბედავთ და ჩემს ნებას ეწინააღმდეგებით?

- მე ესმა სულთნის აზრდილი ვარ და არა ჰარემის მონა. - უკანასკნელად გავიბრძოლე. სვინიდისის ხმას, რომე ისრედაც მეტისმეტის უფლება მივეც უცხო მამაკაცს, რომლის მხევალიც არ ვიყავ, ერთიანად ავეწითლებინე.

- სჩანს, ვერაფერი შეგითვისებიათ გუვერნანტკების მეცადინეობისგან, ურჩობისთვის სასჯელზედ მერმე ვიფიქრებ, ახლა კი დამსტოვეთ.

***

მუხლმოდრეკილი, თავდახრილი და თვალებდახუჭული უტყვად ვითმენდი ესმა სულთნის განრისხებას. პირველად ვიხილე აგრერიგად აღშფოთებული და ვერა მომეფიქრებინა, რა მეამბნა თავის გასამართლებლად.

- ბეზმიალემ, ხმა ამოიღეთ, რით განარისხეთ მბრძანებელი რომ საჩქარობოდ მოითხოვა ჩვენის მხრიდან თოფქაფის სასახლის დასტოვება.

- ესმა სულთანო, მომიტევეთ, მაგრამ მბრძანებელმა ხარჭად გახდომა დამიპირა.

- მერმე?

- მერმე უარი ვთსქვი

- უგუნურო დიაცო, როგორ შეჰბედე უარი ქვეყნიერების მბრძანებელს?

- ვინაიდან და რადგანაც მე რიგითი ჯარიე არა ვიყავ, მე ხომ თქვენი უდიდებულესობის აღზრდილი ვარ. ჩემის იწრო ჭკუით მოვისაზრე, რომ თქვენს დიდებულებას ჩრდილს მიაყენებდა უცხოელთა თვალში მისის აღზრდილის ჯარიელიქობა.

მართალია ესმა სულთანი თავდაპირველად განრისხებისგან ნაპერწკლებსა ჰყრიდა თვალთაგან, თუმცა მოულოდნელად დამშვიდდა და პირგაბადრულმა მომიგო.

- აღსდექი ჰათუნ, მაშალაჰ, კეთილგონიერებით მეც კი განმაკვირვე. მართალია, მბრძანებლის მიმართ ურჩობა უპატიებელ არს, მაგრამ ვიცი, როგორ შეგიმსუბუქო სასჯელი და როგორ დავასხა რძე ჩვენს ახლად ჩანერგილ თესლს ვენახზედ.
ოთახი არ დასტოვო რაც არ უნდა მოხდეს.

***

აღმოსავლური ორნამენტებით დამშვენებულ ლურჯ დარბაზს მრძანებლის სამუშაო სამყოფელის ფუნქცია ჰქონდა. დარბაზის შუაგულს ვენეციიდან ჩამოტანილი ბაროკოს სტილის მაგიდა ამშვენებდა ოთხი სკამითურთ. მარჯვენა კუთხეშიც იგივე ჩამომავლობის სავარძლები განეთავსებინათ. ოთახის მარცხენა მხარეს შორეული ჩინეთიდან ძღვნად მორთმეული წითელი შანდალი მოეთავსებინათ, მარჯვენა მხარეს კი თეთრი. დარბაზის ღრმა ნაწილში, ზუსტად შუაში საკურთხევლის დარად აღემაღლებინათ კვარცხლბეკი ორი საფეხურით და ზედ ფადიშაჰის სამუშაო მაგიდა განეთავსებინათ. მბრძანებლის თავზე კი უკან მზით განათებული დისკო 12 ნაწილად დაყოფილიყო, რომელიცა წელიწადის 12 თვესა და 12 ზოდიქოს ნიშანს აერთიანებდა.

ფიქრებში გართული მბრძანებელი მსახურის კარზე სამჯერ დაკაკუნებამ გამოაფხიზლა, რომელიც წესისამებრ რომელიმე მხევლის მოსვლას ამცნობდა, მბრძანებლის თანხმობის შემდეგ დარბაზში მხრებში გამართული, ყოველგვარი რევენანსების გარეშე შემობრძანდა მედიდური მზერით ჰოშიარ ქადინი, მბრძანებელს მომნუსხველი ღიმილი შეაგება, თავი ოდნავ დაუკრა და მტრედისებრი გოგმანით გაემართა კვარცხლბეკისაკენ. მუქი ზურმუხტისფერი დახურული ხავერდის კაბა ნათლად გამოჰკვეთდა ვიწრო წელსა და სავსე მკერდს. ორი ლოგინობის მიუხედავად, შესაშურ სხეულსა ჰფლობდა ჰოშიარ ქადინი და მბრძანებლის მაამებლად ამ სხეულის გამოყენებაც მშვენივრად უწყოდა.

- ჩემო გულის სულთანო, ფრიად გადაღლილ სჩანხართ. - მბრძანებლის კალთაზე ჩამოჯდა და თლილი თითებით საკინძეების შეხსნა დაიწყო, თან მომნუსხველ მზერას არ აშორებდა.

ღიმილივე შეაგება ფადიშაჰმა და მოწყვეტით დაეწაფა მარწყვისფერ ტუჩებსა და მკერდს, ბადრ მთვარეებად რომ ამოზიდულიყო გადაღეღილ საკინძეთაგან, ფადიშაჰის ურწყვ შავ წვერ-ულვაშ შორის ბაგეთაგან მომდინარე ცხელი სუნთქვა ძუძუსკერტებს ამკვირვებდა და ტაოს აყრიდა. კვნესა აღმოხდა ჰოშიარს. ვერშეკავებული კვნესა მისწვდა გამეხებულად მდგარ კარისკაცთა სმენასაც. არ ეჭაშნიგა მბრძანებელს მხევლის სითამამე და ბნელი ღამისთვის განკუთვნილი სითავხედე, დარცხვენილი მოშორდა მბრძანებლის თბილს კალთას, უხერხულად წაეთამაშა საკინძეებს შესაკრავად.

- ღამის სარეცლისთვის შემოინახეთ ვნება, ჰოშიარ ქადინ, ბაღდადითგან მოჰგვრილ სურნელს ნუ დაიშურებთ ჩემს საამებლად.

ღამის მოლოდინით აღტკინებულმა დასტოვა მბრძანებლის დარბაზი ჰოშიარმა და მხევალთ უბრძანა ჰამამის მომზადება. თვალის მომჭრელი უნდა ყოფილიყო. პარასკევის ღამის უარს აწ აინაზღაურებდა, მითუმეტეს რომ ჰარემის ბინადართა დუმილით იმ ღამით მომხდარი მბრძანებელმა არა უწყოდა რა.

***

-საჩქარობოდ მოემზადეთ, ბეზმიალემ ჰათუნ, ესმა სულთნის ბრძანებაა, რომ სასახლე დასტოვოთ.- გულიზარმა შემოსვლისთანავე ხმამაღლა გასძახა, ინაჩების ყურს რომ მისწვდენოდა და ხელი გულ-მკერდზე მიიდო, აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას შეეცადა. შემდგომ ამისა ისოდენ ფეხაკრეფით მომიახლოვდა, რომე თვალთაგან რომ არ მეხილა, ვიფიქრებდი იატაკს ტერფებს არ ახებსმეთქი.

- ბეზმიალემ, ეს ეშმა ჰოშიარის ოინებია, თუმცაღა ესმა სულთანმა ყოველივე შეიტყო, არაფერი შეიმჩნიოთ და დინებას მიჰყევით.

მადლიერი მზერით გავყევი გულიზარს ალაჰის ნებას მინდობილი. ბედნიერების კარიბჭესთან მხევალთათვის განკუთვნილი ლურჯი ეტლი იცდიდა. ფეხისთრევით ავბარბაცდი ეტლსა შინა, თითქოსდა ამით გარდუვალს რამეს ბედისწერას ავიცილებდი. სანამ ეტლის სარკმელს მუქი ხავერდის ქსოვილით დავფარავდი მედიდურად აღმართულ სასახლეს თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე, თითქოსდა ვემშვიდობებიო, ვინ უწყის, ეგებ აღარც დამცლოდა მისი მშვენიერების ხილვა.

როგორც კი ეტლმა მოკირწლული გზიდან ოღრჩო-ჩოღრო შეღმართებზე გადაუხვია, უცაბედად ცხენები ჭიხვინით შეჩერდნენ, ვგონებ, ყალყზე წამოიმართნენ, ვინაიდან ეტლი უკან გადაჰქანდა და თავი რომ შემეკავებინა მთელის ძალით ჩავეჭიდე საჯდომ ალაგას. უეცრად კარი შავოსანმა გამოგლიჯა, ხელი წელთ ჩამავლო და მთელის ძალით ამიკრა, იქვე მდგომ შავ ბედაურზე გადამსვა, ცხენს დეზები ჰკრა და ელვის სისწრაფით გააჭენა.
უღონოდ გავიბრძოლე მხედართან, შიშის ზარს მსცემდა უსულო საგანთა დარად რომ გარდავეკიდე ბედაურზედ, ამაოდ გავჰკიოდი იქნებ ვინმეს სულიერს ხმა მივაწვდინოო, ბედაურს აჭენებდა მხედარი ისოდენ მსწრაპლად, რომ ფლოქვებქვეშ მიწა გამოსცლოდა ტაიჭს. წამიერად ისიც გავიფიქრე, იქნებ ესმა სულთანმა გამოჰგზავნა მხედარი ჩემს დასახსნელად მეთქი, ამის გაფიქრებაზედ გაბრძოლება შევსწყვიტე და მხედარს თავი მოვაჩვენე, თითქოსდა გონება დამჰკარგვოდა. ცხენზედ მეტისმეტი ჯაყჯაყისგან გვერდები ისე დამლილავებოდა, მთავარი აქიმიც კი ვერას გახდებოდა გამოეცნო, რომელ ორგანოს რა ალაგი დაეკავებინა მუცელში. ალაჰის მადლით, ბედაურმა უკლო ფლოქვების ზათქს და მალევე შეჩერდა, მხედარმა შავ მოსასხმში გამახვია და მასზედ აზიდული უცხო რამ ქვითკირის შენობისკენ გამაქანა.

ცხენის უსიამო სუნს რომ ჩამოვშორდით, ტყის ფოთლების და სველი მიწასთან შორის ცხადად შევიგრძენ უჩვეულოდ ახლობელი სურნელი მხედრის გულ-მკერდიდან რომ მოჰქონდა ნიავს. მალევე განვიქარვე უსარგებლო ფიქრნი და ჩავსთვალე, რომ ეს სურნელი ზოგადად კაცთა მოდგმისთვისაა დამახსიათებელი. მე ხომ ინაჩებისა და მბრძანებლის გარდა მამაკაცი არრა მეხილა რა. თვალების გახელას არა ვსჩქარობდი, გადაწყვეტილ მქონდა, თუ შენობაში შესვლისას ესმა სულთანი ან მისი რომელიმე ერთგული მსახური არ დამხვდებოდა თავი გულწასულად მომეჩვენებინა და გაქცევა მეცადა. ეჭვებმა ერთი-ორად იმატა, როს ოსმალურად გაწყობილ სახლს ქვეშსაგებზედ მიმაწვინა, თავქვეშ პატარა ბალიში ამომიდო, გულისცემა გამისინჯა, და აბჯრის მოხსნას შეუდგა. დაძაბულობისგან გამეხებულ ვიწექ, თვალის ოდნავ გახელასაც ვერცა ვბედავდი. მცირეოდენ ხანში ვიგრძენი, როგორ დაიხარა ჩემსკენ, სახე თითებით განმითავისუფლა, სულაც არ იყო მეომრის ან მსახურის ხელებივით უხეში კანი მის თითებზედ. ერთხანს მის გახშირებულ სუნთქვას ჩემთან სულ ახლოს ვგრძნობდი, იმ ნაცნობ სუნთქვასაც, რომელიც ისევ კაცთა მოდგმის მახასიათებლად შევრაცხე. ცალი თვალი ოდნავ გავახილე და სარტყელში ჩარჭობილ აღმოსავლურ, თუმცახა ორლესულ ხანჯალს თვალი მოვკარ, ის-ის იყო უცნობი წვერით სახეზე უნდა შემხებოდა, რომე მოულოდნელობით ვისარგებლე, ხანჯალი ამოვაძვრე და ზემოდან მოვექეც, ისე რომ ხანჯალი ზედ ყელზედ მივაბჯინე.

- მბრძანებელო? - თქვენ აქ საიდან , გაოცებისგან ხმა გამიწყდა.

- ნამდვილი შეიტანი ხართ, ჰათუნ, ცნობისმოყვარე ვიყავ, სადამდე გასტანდა თქვენი თამაშობა გულისწასვლაზედ. ახლა კი თუ შეიძლება ეს ქორფა ტანი ჩემი სხეულითგან ასწიეთ, თუ არ გსურთ უმანკოებას აქ გამოგათხოვოთ.

სირცხვილისგან ერთიანად ალმოდებულმა ახლაღა გავაცნობიერე, რომ ზემოდან მოქცეული ზედ მის ღირსებას ვეხებოდი, მსწრაფლ წამოვიჭერ და განზე თავდახრილ დავდექ.

- მომიტევეთ მბრძანებელო.

ხმა აღარ გაუცია, მხოლოდ ცალყბად იღიმოდა და ამ ღიმილითვე მსჯიდა. სარკმელთან გაიხედა და უფრო თავისთვის ჩაიჩურჩულა, ლაზარ ბატონმა ცის ნამი მოგვგვარაო.

-ვერ მიგიხვდით, სულთანო.

შორეულ ფიქრებში გადასროლილმა ნოსტალგიით გააგრძელა:

- როს ისტანბულს გორახი შემოაწვებოდა და გვალვა დაიჭერდა, ყოველი სულიერი ალაჰს წვიმას ევედრებოდა. ვალიდე კი გურჯების ენაზედ ლაზარ ბატონს სთხოვდა წყალობას. მათს წარმართულს ღვთაებას ვისმე. ხმა დამდაბლებით ბანი მისცა და დაიღიღინა:

"ახ ლაზარე, ლაზარეო,
ლაზარ ბატონო
ცას ღრუბელი მოჰგვარეო
ლაზარ ბატონო,
აღარ გვინდა გორახიო,
ლაზარ ბატონო,
ახლა მოგვეც ცის ნამიო,
ლაზარ ბატონო."

გული მტკივნეულად შემეკუმშა. ცრემლებით ამოვთქვი:

- მეც გურჯების გორისა ვარ, მბრძანებელო, გურჯისტანში ჩემი ყოფისა ბევრი არღარა მახსოვს რა, არცა ოჯახი, არც ტოლ-ამხანაგნი, მაგრამ თქვენმა სიმღერამ სოფლის დღეობები გამახსენა. ჩვენც ვუმღერდით ლაზარეს, ოღონდ, ვგონებ ეგ მღერა ამ ამინდზედ უარესად იმოქმედოს, როს წვიმის გადაღება გინდოდეს, ცის ნამის წასვლა უნდა შევედრო ბატონს.

- მერმედ ვინ გაუწყათ, რომ წვიმის წასვლა მსურს? რაც უფრო ხანს იწვიმოს, აქ მით ხანს დავჰყოფთ. მე და თქვენ, არა ქვეყნიერების მბრძანებელი და ესმა სულთნის შვილობილი, ყოფილი ჯარიე, არამედ ის პატარა გოგონა და ყმაწვილი, უკვე დაქალებული და დაკაცებული, ზღვის სუნით გაჟღენთილ ბადის ქვეშ ერთმანეთს მიკრობილი რომ ვემალებოდით იანიჩრებს. წამით დაივიწყეთ ჩვენი წარმომავლობა, სტატუსი, დაე რაც აქ მოხდეს, აქვე დარჩეს, ნუ გეშინია ჰათუნ, შენს უმანკოებას არას ვავნებ რა.

აცახცახებული და მონუსხული მივუახლოვდი მბრძანებელს, რომელსაც მომხიბლავი ღიმილი არ შორდებოდა ყორნისფერ წვერ-ულვაშიდან, რომელთა შორისაც მარგალიტთა დარად ჩამწკრივებულიყო ქათქათა კბილები. მის ფართო გულ-მკერდს ისე ავეკარ, როგორც ზამთრის სუსხში თოვლში ჩარჩენილი ბეღურა. ერთხანს ასრედ ვიყავით ერთმანეთს აკრულნი, შემდგომად ამისა თავი ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და ტუჩებზედ დამეკონა. ისევ აფრიალდა გულისცემა, დერვიშთა ათასფერ კაბის კალთად გაიშალა აღტკინება გულ-მუცელში, თავდავიწყებული მივეც ვნებას, არად დაგიდევდით არცა წესებს, არცა ქანუნებს, არც მბრძანებლსა თუ მონას, აქ ამ ქვითკირის შენობაში მხოლოდ მაჰმუდ და ბეზმიალემ ვიყავით, ერთმანეთის სურვილით აღვსილი ორი სული.
კოცნაში გართულმა ვერც გავაცნობიერე როგორ განმძარცვა სამოსითგან, სრულად სახე რომ დამიკოცნა, ყელზე გარდინაცვლა და თავისი ნიშანი დასტოვა, მკერდისკენ გადანაცვლებულმა ძუძუსთავი ტუჩებ-ქვეშ მოიქცია, უნებურად კვნესა დამსცდა, რაზეც უფრო გახელებულმა ხელი ფეხებს შორის შემიცურა. აქამდე განუცდელმა სისველემ მომიცვა და შემეშინდა, ნუთუ მეტისმეტის სიამოვნებისგან გამეპარამეთქი, ჩემი ფიქრები თითქოს წაიკითხაო ირონიულად გაიღიმა და თითები სისველეში აათამაშა.

- ნუ მორცხვობ, ჰათუნ, მაჩვენე შენი ვნება. ასრეთ ქორფა და ქათქათა ძუძუ არცერთ ჯარიეზედ არ მიხილავს აქამომდის, მით უფრო ასრედ ვარდისფერ კერტებით. - ყურს ეხამუშა მაჰმუდის მეტისმეტი სითვახედით ამოთქმული სიტყვები, თუმცაღა გულმა იოლად დაახშო სმენა და მკერდს შემოფენილი კაცის სიმხურვალემ ნეტარების ჟრუანტელი მომგვარა. ენით ისრეთ ეფერებოდა კერტებს, თითქოს რაჰათ ლუხუმს აგემოვნებსო, საკუთარ თავს ვერღარა ვსცნობდი, ვნებით მოსილი, ლერწამივით ვიხრებოდი და ჯერაც განუცდელ და აკრძალულ ნაყოფს ვეზიარებოდი, ამჯერად მე განვათავისუფლე მხედარი სამოსთაგან და იმავე ფერებით და კოცნით დავფარე როგორც თავად მიწილადებდა. ერთხანს მადროვა მერმედ ისევ ქვეშ მომაქცია, ამჟამად წვერ ულვაში მზის წნულს შემახო და იქ ათასფერი პეპლები დააფრთიანა, შემდგომ ამისა ბოქვენს გაუყვა და ენის წვერით იმ ნაყოფს მაგემა, ადამი და ევა სამოთხითგან რომ დასცა. ამ უცნაურისა კანკალისა არრა გამეგებოდა რა, მეგონა გული გამიჩერდებოდა, შეშინებული თმებში ჩავაფრინდი და თავი ავაწევინე.

- შესწყვიტეთ, გეაჯებით. უცნაურმა რასმე შეგრძნებებმა მომიცვა.

- ეს ნეტარყუჩობაა ბეზმიალემ, ნუთუ აქამომდის არ განგიცდიათ? ჰარემის ჯარიეები მალულად ასწავლიან ერთურთს საკუთარი თავის სიამეს. თავისი სიამის წერტილების სცნობა მერმედ ეხმარებათ, რომე კაცსაც სიამოვნება მიანიჭონ თავისსავე ვნებით. საოცარი ნექტარი, გქონიათ, პატარა ფუტკარო, ბზუილს თუ შეეშვებით, დიდად დამავალებთ, ვითომც არაფერი ჩემი ნეტარების სამფლობელოში ლივლივი მანამდის განაგრძო, სანამ ქანცგაწყვეტილს მის გულ-მკერდზედ არ მიმეძინა.

***

როს ტყის ფოთოლთა ჩრდილქვეშ მზის პირველი სხივები დაეცა, ბედაური ქვითკირის შენობისკენ მიმართა, გზად ანკარა წყაროს წყალი პირ-სახეზედ შეისხა და მათარაც აავსო. გუშინდელს წვიმას ტალახისფრად შეეღება ხალიჩად დაფენილი ფოთლები და ცხენიც მეტის მეტის გაძნელებით მიჰყვა ბატონს. სახლში შესულმა ღუმელი აანთო და იქვე მძინარე მზეთუნახავს მიუახლოვდა. ანგელოზისებრ დარად ეძინა ყმაწვილქალს, გულით ინატრა, ნეტავ ვენეციელი მხატვარი ვიყო, რომე სამუდამოდ აღვბეჭდო ეს მშვენიერებაო. მარცხენა ხელი თავქვეშ ამოედო და უდვრტვინად ფშვენდა. სათუთად გადაუწია შუბლზე ურჩად დაფენილი ჩალისფერი დალალები. ნაზად შეახო ტუჩები მძინარეს და ყურთან დაუჩურჩულა:

-გაღვიძების დროა, ჰათუნ. - ჯერ მჭმუნვარედ შეჰკრა წარბები და ზლაზვნით დააშორა ქუთუთოები ერთურთს

- მბრძანებელო, თქვენ .. წამიერად გამიცოცხლდა წინადღით მომხდარი და დარცხვენილმა თავი ჩავხარე, ახლავე მოვემზადები.

- ჰათუნ მოიგონეთ, მე რა გამცნეთ, აქ რაც მოხდა, აქვე რჩება, ეს სიმორცხვე განიქარვეთ, ესმა სულთნის სასახლეში ბრუნდებით, ეტლი უკვე გელით. მეც გარეთ ვიქნები.

რატომღაც მბრძანებლის სიცივემ ყოველივე იმის შემდგომ, რაც გუშინ გარდაგხვდა, გული ჩამსწყვიტა. გონს მოდი ბეზმიალემ, საკუთარს თავს შემოვიძახე, რამდენჯერ უნდა გითხრა ოცნებებს ნუ მიჰყვებიმეთქი? უჩუმრად მოვემზადე და ეტლში ისე ავედი, მბრძანებლისკენ ერთხელაც არ გამიხედავს.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ეს რა ინტრიგა ჩაგვიგდე ჰა .?
და კიდევ შემომაკვდება ეს ჩვენი მბრძანებელი რას ქვია აქ დარჩება ყველაფერი რაც მოხდაო ????????‍♀️

 


№2  offline წევრი Impermeable

《Sunshine》
ეს რა ინტრიგა ჩაგვიგდე ჰა .?
და კიდევ შემომაკვდება ეს ჩვენი მბრძანებელი რას ქვია აქ დარჩება ყველაფერი რაც მოხდაო ????????‍♀️

რასაც ჰქვია მოცელა სიტყვით <3 ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები

 


№3 სტუმარი ana

Rodis daideba shemdegi?<3

 


№4 სტუმარი სტუმარი ალუბალი

ძალიან კარგი იყო ახალი თავი მალე დადე რა დიდი

 


№5 სტუმარი სტუმარი Tina

ძალიან მომწონს, იმედია მალე ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები ❤

 


№6  offline წევრი Impermeable

სტუმარი Tina
ძალიან მომწონს, იმედია მალე ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები ❤


დიდი მადლობა ❤ იმედი მაქვს, შემდეგი თავები და მასში ჩადებული მოულოდნელობები კიდევ უფრო მოგეწონებათ

სტუმარი ალუბალი
ძალიან კარგი იყო ახალი თავი მალე დადე რა დიდი

ხვალ დავდებ ახალ თავს ❤❤❤

 


№7  offline წევრი 《Sunshine》

სადაა ახალი თავი ???? ჯობს დიდი თავი იყოს ძალიან ამდენი ხნით რომ გაქრი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent