შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური ჰარემიდან, თავი 7


9-02-2022, 17:02
ავტორი Impermeable
ნანახია 1 736

ისტანბული, ეიუფის სასახლე

როს ესქისარაიში ვსახლობდი, ერთი ვინმე ნაქშიდილ სულთნის მხევალი, წარმომავლობით გურჯი ხშირად აბამდა ხოლმე მასლაათს ჩვენისებრ ქორფა ჰარემის ყვავილებთან და არც უხვ დარიგებებს იშურებდა. ერთხელაც ჰკითხა გოგონებს, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ ჰარემში ყოველივეზე მეტად. ზოგნმა მტრებსო, ზოგნმა ინაჩებსო, უცხო ვინმემ არ გვიხილოსო, ღალატსო და ასრეთ შემდეგ. თუმცაღა მხევალი არცერთს პასუხს არა სცნობდა დამაკმაყოფილებლად. ბოლოს კი იდუმალი ხმით გვამცნო:

- ორსა რამეს უფრთხოდეთ, აკრძალულის შეჰყვარებას და ქალს, რომელიც იბრძვის აკრძალულის გულის ერთგულებისთვის.

მიუხედავად ჩემის მეცადინეობისა, ვერცერთი ვერ ავირიდე. თავდავიწყებით ვეტრფი მბრძანებელს, რომლისთვისაც თურმე სრულიად უმნიშვნელო ვყოფილვარ, და მტრად მოვიკიდე ჰოშიარი, მბრძანებლის ფავორიტი, ქალიშვილების დედა და მუდმივად მოცადინე, რომ მემკვიდრე გაუჩინოს. ალაჰ, შენ მიწყალობე. აღარცერთს სულიერს აღარ ძალუძდა ამ გარემოებიდან ჩემის სულისა და გულის ხსნა. როს გულისსევდას ვერღარ ვფარვირდი ეიუფის ბაღს ვეშურვიდი. მადლობა ალაჰს, რომ ესმა სულთანმა ეიუფის სასახლეში ყოფნის ნება დამრთო. მართალია, გულგაწბილებულმა ყოველი პრივილეგია ჩამომართვა, რაც როგორც მის აღზრდილს მარქუამდა, მეტიც, მიუხედავად ჩემის ათასგზის მეცადინეობისა, სალმის ღირსადაც აღარ მხდიდა, მაინც მადლიერ ვიყავ, რომ რიგითი ჯარიე არრა გავხდი რა.

ფერებდაკარგული დღეები სრულებითაც არ უხდებოდა ისტანბულის ზეცას, არც ბოსფორი მივსებდა ფილტვებს ესოდენ საამური იოდშერეული სურნელით, არც თოლიების ირაო ალმობდა მზერას დაბინდულს, არც იალქნიან გემთა როკვა ზღვის შორეულ ჰორიზონტზე და ჩამავალ მზესთან გაჩაღული ალერსი. ნაცრისფერი ყოფა შემოდგომის ერთ ნისლიან დღეს გაქარწლყდა, როს ეიუფის სასახლეს ესმა სულთნის პირადი მოწვევით მის ჯულია პარდო ეწვია.ჯულიას სტუმრობას სასახლის ბინადართა უცნაური აღტკინება ახლდათ თან. ნორჩი ჯარიეების სრული უმრავლესობას პირველად ეხილა ბრიტანელი ახალგაზრდა ქალი მეტად თამამი და მოხდენი შესამოსელით. მათგან განსხვავებით გუვერნანტკებისგან მის ჯულიაზე მცირე რამ მსმენოდა. ეს შესანიშნავი ჰათუნი ფრიად განსხვავდებოდა აქაურ დიაცთაგან, მამაკაცისა საქმენი შესანიშნავად შეეთვისებინა, ბევრს მოგზაურობდა, იკვლევდა და ჩანაწერებს აკეთებდა აღმოსავლეთის ყოფაზედ, შიგადაშიგ მცირე ლექსებსა თუ ნოველებს წერდა. რამდენიმეს ნაწარმოებს პირადადაც ვსცნობდი, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით,სულთანი და მისი ოჯახის მთავარი ქალბატონები სასახლეში არ ბრძანდებოდნენ, ამრიგად მშვენიერი თანამეინახობა გავუწიე სტუმარს და ნაზიფე ჰანიმთან (ჯარიეების ზედამხედველი) ერთად სასახლის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერებინე. ვინაითგან მეც ევროპულ დიაცთა დარად მემოსა, მის ჯულიას ყურადღება უმალვე ნაზიფე ჰანიმის მისთვის ფრიად ეგზოტიკურმა სამოსელმა იპყრო. ჰანიმს ოსმალური ღია ცისფერი აბრეშუმის შარვალი ემოსა ყვითლად აყვავებული; რომელსაც შვეულად სდევდა ღია მწვანე და თეთრი ზოლები, ბოლოები ვარდისფერი ოქრომკერდით გამოეყვანათ; ამ აღმოსავლურ შიდა ჩაცმულობაზე ზემოდან პარიზული მოსასხამი მოესხა მტრედისფერი ატლასის, სქელ ტილოზე, ღრმა ჭრილითა და წყვილი დაშვებული შიფონის უზარმაზარი სახელოებით, მაჯებზე დამაგრებული ბრილიანტის საკინძებით. აღფრთოვანებული ათვალიერებდა ჯარიეების ჩაცმულობასაც კი და პარალელს ავლებდა ევროპელ მსახურებთან, მისი საუბრისას ალაჰს მადლობა შევსწირე, რომ აღმოსავლეთს დავიბადე და ეს ყოველივე ყოველდღიურ გასამრჯელოსთან ერთად გვქონდა მომადლებული სულთნისგან. მის ჯულია საოცრად მოიხიბლა სასახლის არხიტეხტურით, ბაღის მშვენიერებითა, ტერასებით, მოსასვენებელი კიოსკებითა თუ დარბაზების ნაქარგოვანი ქადიფეების მორთულობით, ევროპულ სტილს შეზიარებული აღმოსავლური ნაქარგობით გაფორმებული რბილი ავეჯით, ფარდაგებითა თუ კრეტსაბმელებით, აღფრთოვანებულმა გამიზიარა იდეა სრულად აღეწერა ისტანბულის ღირსშესანიშნაობები, ცხოვრების სტილი და ქალაქის ხატება უცხოელთათვის გასაგებ ენაზედ შემოენახა. აღტკინებული შევხვდი იდეას და ჩემის მხრიდან დახმარება აღვუთქვი ესმა სულთანთან აუდიენციაზედ ამ საკითხის განხილვისა. ამრიგად მის ჯულია პირველი ქალი მოგზაური იქნებოდა, რომელიც ოსმალეთის ყოფას გააცნობდა ინგლისის მაღალს საზოგადოებას, მეტადრე რომ მამაკაც მოგზაურთ ჰარემში შესვლა ეკრძალებოდათ და ძირითადად აღმოსავლური ზღაპრებითა და ფანტაზიებით თხზავდნენ ხოლმე აღწერილობებს. ვინაითგან ევროპის გარეთ მოგზაურობა მე-18 საუკუნემდე მამაკაცის პრივილეგია გახლდათ, დასავლეთს ორიენტალისტური ლიტერატურა აღმოსავლეთს გამოსახავდა არცთუ სიცხადესთან ახლოსმყოფი კლიშეებით. ეს კლიშეები ძირითადად ორიენტირებული იყო ჰარემის შესახებ იდეებზე, რომლებიც ასახავდნენ მხევლებს ტყვეობაში მყოფად ან ჩაგრულად, ხოლო მამაკაცთ, როგორც დესპოტებად და ტირანებად, ისლამური ფანატიზმის მორევში ჩაფლულებად. საუკუნეების მანძილზე ევროპელი მამაკაცი მოგზაურები იმავე მიმართულებით განაგრძობდნენ სვლას, ვინაითგან არცერთ მათგანს არ ჰქონდა საშუალება თვისივე თვალით ეხილა აკრძალულ ზონები, რომლებიც მხოლოდ ქალებისთვის იყო დაცული.

სწორედ მის ჯულია იქნებოდა ოსმალელ ქალთა ხმა დიდ ინგლისში, სწორედ ის გააცნობდა მსოფლიოს რომ რიგითი ჯარიეც კი ჰარემში არა უუფლებო უვიცი მონა, არამედ საშუალო ევროპელ ბურჟუას ქალიშვილზე უკეთ განსწავლული და დაფასებული გახლდათ. ვიმედოვნებდი, რომ მის ჯულიას წყალობით დასავლეთი იხილავდა, რომ ჰარემი ეს არის „საზოგადოება საზოგადოებაში”,ქალთა საზოგადოება, რომელიც სრულად უნიკალური სტრუქტურაა მის გარეთ არსებულ სამყაროსგან.

მის ჯულიას სტუმრობამ ორ დღეს გასტანა და თითქოს ისევ ძველებური ფერები დამიბრუნა სამყაროს აღქმისა, ისევ გამიღვიძა იმედი მომავლისა, მერე რა რომ მბრძანებლის გულის კარი ვერ შევაღე? მე ის მქონდა რაც არცერთ ჯარიეს. ცოდნა და იმედი სამყაროს შეცნობისა. გამომშვიდობებისას მის პარდოს ვსთხოვე თავისი შთაბეჭდილებები გაეზიარებინა ჰარემის ყოფაზედ. ჩემდა გასაკვირად, მესამე თვალისათვის მხევალთა ყოფა ჰარემში იყო „ფუფუნება და უსაქმურობა“, ვინაითგან მთელს დროს ატარებდნენ ჩაცმაში, მორთვა მოკაზმვაში, სიმღერებსა და დითირამბებში, რიტუალებში, შემდგომ ამისა იძინებდნენ და ან ჰამამს სტუმრობდნენ, ერთადერთი რამ რაც უკვირდა, თუ რაღატომ ვსდგებოდით სისხამ დილით. განა რა იცოდა მის პარდომ, როგორ მკაცრ რეჟიმში ვჰყავდით ქალფასა და აღებს.

***

მის ჯულია პარდოს სტუმრობიდან რამდენიმე დღე გასულიყო. ესმა სულთანს მისი გაცნობა თვით თოფქაფის სასახლეში რგებოდა და ერთურთთან გულითადი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ უხშირესი მიმოწერით. ჩემს მიმართ ისევ გულცივი გახლდათ მანამ, სანამ ერთ საღამოს თავის ოთახში არ მიხმო.

- ბეზმიალემ ჰათუნ, მართალია მბრძანებელთან მიმართებით იმედი გამიცრუე, მაგრამ ფრიად მოხარული ვარ მის პარდოსთან ჩვენის ყოფის ბრწყინვალედ წარმოჩენისა. მის პარდო თქვენი გონიერებით მოიხიბლა და სურვილი აქვს მის მხევლად მიგავლინოთ. ისტანბულის ყოფა-ცხოვრებისა აღწერა განუზრახავს და დახმარება სჭირდება.

-დიდი პატივია სულთანო. - თვალებგაბრწყინებულმა შევჰკადრე. ამაზე ვერც ვიოცნებებდი, თუ მის პარდოსთან განმამწესებდნენ, ევროპელ დიაცთა დარად ქვეყნიერების შეცნობა შემეძლებოდა.

- ალაჰ, ფრიად მაკვირვებთ ჰათუნ, ზოგ ხანს რომ საკვირველს გონიერებას გამოიჩენთ, მეორე ჟამს კი უგუნურებით წაჰბილწავთ.

- მომიტევეთ, სულთანო, თუკი ჩემდაუნებურად რაიმე ისე არ ვთქვი.

- თუ მბრძანებელს ოდნავ მაინც თქვენზედ გული მოუდის, უთუოდ უნდა შეიტყოს მის პარდოს განზრახვა, ვნახოთ რას გადაწყვეტს. ეს შენი უკანასკნელი შანსია ჰათუნ, ჰარემში უამრავი მზეთუნახავი ჯარიე ელოდება შენს ალაგს ყოფნას. ოთახი დასტოვე და ჩემს მითითებას დაელოდე.

ისევ მბრძანებელი. რომ გადავსწყვიტე, რომ მასზე გულისდარდი ფურცლებს გავატანე, ისევ შემოიჭრა გონებასა და გულში. მის პარდოს მხევლობა ერთადერთი გზა იყო საბოლოოდ დამენებებინა ფიქრნი თოფ ქაფის სასახლესა და მის ბინადართა ყოფაზე. უსასრულოდ გაიწელა ლოდინის დღეები. ერთ მშვენიერ, მწიფობისთვისთვის მეტისმეტად თბილს დღეს ეიუფის სასახლესთან ფაითაჰთის ეტლი გასჩერდა. ფაშას სამოსში მოსილი ორი მხცოვანი მიუახლოვდა სასახლის კარიბჭეს და ესმა სულთანი გამოეგება. სადარბაზო ოთახში გადინაცვლეს. აქ როგორც წესი, მხოლოდ სახელმწიფოს მნიშვნელობის საქმეებზედ მიაბრძანებდა ხოლმე სტუმართ. არრა ვუწყი რა, რა იუბნეს, თუმცა როგორც კი საუბარს მორჩნენ აღა მეახლა და მომზადება მსთხოვა. რაც რამ მებადა მცირეოდენი ბოხჩა შევკარ, წიგნები შიგნით გამოვკარი და ეტლისკენ გავეშურე.

ესმა სულთანმა მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა, გზა დამილოცა და დამაბარა ყურადღებით ვყოფილიყავ მის ცნობებზედ. ვერაფერს ვხვდებოდი, თუმცა კითხვის დასმას ვერღარა ვბედავდი, მორჩილად ავედი ეტლში, სადაც ჩემდა გასაკვირად ნაზიფე ქალფა დამხვდა და გზას გაფაციცებით დავუწყე თვალის დევნა.

როს თოფქაფის სასახლეს მივუახლოვდით, თითქოს გულს დიდი ლოდი მომხსნეს. მაშალაჰ, მადლობა ალაჰს, რომ სასახლეში მოვედით, თორემ შიშით ლამის სული განვუტევე. შესვლისთანავე გულიაზარი გამოგვეგება.

- ქალფა სადა არს? -წყრომით შესძახა ნაზიფე ქალფამ, ჰათუნი საჩქარობოდაა მოსამზადებელი.

მის ძახილზე ქალფა და აღაც გამოვდინენ, ბოხჩა ჩამომართვეს, და სულისმოთქმა არ დამაცადეს ჰამამის გზას გამიყენეს. მხევალთა სველი ნავსაყუდელი სასახლისა ფრიად განსხვავდებოდა მხოლოდ ოსმალური ჰამამებისგან, ამ ალაგს ქვეყნიერების ყოველი ნიშიდან მოებრძანებინა ნელსაცხებელნი, სუვერინები, მოქცეული მყარ და კეთილმოწყობილ კედლებში ჭედური რკინის კარიბჭით და საფეხურების ციცაბო ფენით, ნაწილობრივ ხელოვნური და ნაწილობრივ კლდეში გამოკვეთილი.ალბათ, არ არსებობს ფუფუნება მთელს მდიდრულ აღმოსავლეთში უფრო სრულყოფილი ან უფრო შთამაგონებელი, ვიდრე აბანოები. აქაური ჰამამი კი დასავლეთიდგან მოსული ათასი რჯულის აღტაცებას იწვევდა საარაკო "ათას და ერთ ღამეში" უცაბედი მოგზაურობის გამო - ჰამამის მთავარი არხიტეხტურა ხომ სწორედაც რომ ცხადად აქცევდა შემინულ, თეთრი მარმარილოთი, ბროკადით და ნაქარგებით შემკულ არემარეს. ჩემდა საკვირველად, ჰამამი მხევლებისგან თავისუფალი იყო, მხოლოდ ორი ჯარიე მომავლინეს ჩემდა მსახურად. ორთქლშერეული ნელსაცხებლების სურნელი შეიტანსაც კი ამოიყვანდა ჯოჯოხეთითგან, ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ყოფაში სწორედაც რომ ის იყო ბოლომდე დავმტკბარიყავ ჰამამის სიკეთით, ასე უხვად რომ გვიწყალობებდა შესულთ. ჰამამის შუაგულში ხავერდის მეწამული ბალიში განეთავსებინათ, რომლითაც სარგებლობის უფლება მხოლოდ საიმპერატორო პირებსა და საპატიო სტუმრებს ერგებოდათ. მხევლები თან მბადნენ, თან კი ღიღინებდნენ:

დაღლილი წარბით და მეოცნებე ჩაძირული თვალებით -
ვარდი წვიმით გაბრწყინდა: ბაზრობის გვერდით
მუხლმოდრეკილი მონა პრიალა თმას უკრავს;
ასხამს სურნელოვან წყალს დახრილ სახეზე,
და ანიჭებს სიყვარულს სხვა მადლს.

ჰამამის შემდგომ დედიშობილა დამაყენეს უზარმაზარი სარკის წინ და სირცხვილისგან ერთიანად აჭარხალებულს თავი სად წამეღო, არღარა ვიცოდი. მხცოვანი დიაცი მომიახლოვდა, შემფასებლურად ამათვალიერა, მოურიდებლად გამისინჯა სახე, კბილები, როგორც მონას რიგით ბაზრობაზე. განა მე არ ვიყავ მის ჯულია პარდოს ჰარემის განსაკუთრებულობასა და დასავლური აღქმისგან განსხვავებულობაზე რომ ვუამბობდი? ახლა კი დედიშობილა მდგარს, როგორც რასმე საქონელს ისე მსინჯავენ და სირცხვილისგან თვალებდახრილი მორჩილად ველოდები როს დასრულდება სატანჯველი. ამ ფიქრებიდან კერტებზე შეხებამ გამომიყვანა, უნებურად შევჰკივლე.

- მაშალაჰ, მაშალაჰ. - კმაყოფილმა ჩაიცინა დიაცმა. და აი, უკანაკსნელი გასინჯვა დაგვრჩა, ჩაისისინა და ხელი ჩემს ფეხებს შორის სარცხვინელისკენ წაიღო. უნებურად ხელი მოვუჭირე და გაწევა დავუპირე.

-სდექ, ჰათუნ, არ გაინძრე. როდესაც თითი საშოს ბაგეთა შორის შეაცურა, მოულოდნელობისგან ცრემლები წამომცვივდა. - ქალწულია, შეგიძლიათ მოამზადოთ- ხელი იქვე მდგარი სურით გადაიბანა ჯარიეს დახმარებით და ოთახიდან გავიდა.

ნაზიფე ქალფა მომიახლოვდა თავი ამაწევინა და მითხრა:

- აბა შენ იცი ჰათუნ, ესმა სულთანს იმედი არ გაუცრუო.

მეგონა, რომ სული ამომაცალეს და საკუთარს გვამს ზემოდან დავსცქერდო, ყველაზე მეტად იმან მატკინა, რომ ნაზიფე ქალფა და ესმა სულთანი ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, რასაც მიპირებდნენ და არაფერი უღონიათ, არც კი შემამზადეს. სხეულის ასე გასაგნება, ნივთიერ რამედ ქცევა არცერთ რელიგიას, კანონსა თუ ჩვეულებას არ ეკუთვნოდა ჩემის აზრით. უხმოდ ვიღვრებოდი ცრემლებად, წებოვანი სითხით თმის ნაზი საფარველისგან რომ მითავისუფლებდნენ სხეულის თითოეულ ნაწილს ტახტზე მიბმული, არც მაშინ გამიღია ხმა, ცრემლადღვრაც რომ ამიკრძალეს. იქბალთა დარად შემმოსეს, თეთრი სამოსელით მომრთეს და მომკაზმეს. მტკიცედ გადავსწყვიტე: ამ ყოველივეში თუ მბრძანებლის ხელი ერია, აროდეს, არასოდეს ვაპატიებდი.

აღა წინ გამიძღვა და უხმოდ გავიარეთ ვიწრო დერეფანი მბრძანებლის სამყოფელამდე. უკანასკნელი დარიგება მომცა, ფადიშაჰამდე ჩოქვით, მუხლმოდრეკილი უნდა მივსულიყავ, ფეხზე დაშვებულ კაბის კალთასთვის მეამბორა და მხოლოდ მაშინ ავმდგარიყავ, როცა მბრძანებელი ინებებდა.

ინაჩმა მორიდებით სამჯერ დააკაკუნა, შიგნიდან ხმა გაისმა: შემოვიდეს და მეც თეთრი სამოსელით მოსილი სანამ კარი საბოლოოდ დაიხურებოდა მბრძანებლის წინაშე დამაჩოქეს და თავი დამახრევინეს.

- ჰოშ გელდინიზ (კეთილი იყოს შენი მობრძანება) - ჩვეული ღიმილით შემომეგება და ხელი გამომიწოდა წამადგომად. მიუხედავად ჩემში გაჩაღებული შინაგანი მრისხანების კოცონის, მაინც განვციფრდი, მბრძანებელი აროდეს უწოდებდა ხელს მხევალს შესვლისთანავე. წესისამებრ ჩოქვით უნდა მივსულიყავი ტახტამდე, მის კაბის კალთასთვის მეამბორა. გამოწვდილი ხელი არად ჩავაგდე, უმალვე წამოვდექ, თავაწეულმა თვალი თვალში გავუყარე და უკმეხად მივუგე.

-ჰიშ ჰოშ დეღილიმ, მიუქარიმ (სრულებითაც არ გახლავართ კეთილად, მბრძანებელო).



№1  offline წევრი 《Sunshine》

ეს სად დაასრულე თავი აშკარად გულის შეტევა გინდა დამმართო ხო ? მალე დადე ახალი თავი იცოდე რა არ გეცოდებით?

 


№2 სტუმარი სტუმარი Nestani

Kargi iyo momecona zalian sainteresi dagrovebulze kargi yofila yvelas ertad cakitxva,Saocaru nacarmoebia velodebi axal tavs carmatebebi

 


№3 სტუმარი სტუმარი tina

ძალიან მომწონს და მინდა მალე შემოგვთავაზო შემდეგი თავი <3

 


№4  offline წევრი Impermeable

《Sunshine》
ეს სად დაასრულე თავი აშკარად გულის შეტევა გინდა დამმართო ხო ? მალე დადე ახალი თავი იცოდე რა არ გეცოდებით?

დიდი მადლობა რომ მომყვებით <3 შემდეგი თავი მართლაც მალე იქნება. ერთი საინტერესო ამბავი მინდა გაგიმხილოთ: მის ჯულია პარდოს ნაშრომებს წავაწყდი და მინდა მაქსიმალურად ახლოს დავწერო იმდროინდელ რეალობასთან. ესმა სულთნის მეგობარი გახლდათ რეალურადაც.

 


№5  offline წევრი 《Sunshine》

Impermeable
《Sunshine》
ეს სად დაასრულე თავი აშკარად გულის შეტევა გინდა დამმართო ხო ? მალე დადე ახალი თავი იცოდე რა არ გეცოდებით?

დიდი მადლობა რომ მომყვებით <3 შემდეგი თავი მართლაც მალე იქნება. ერთი საინტერესო ამბავი მინდა გაგიმხილოთ: მის ჯულია პარდოს ნაშრომებს წავაწყდი და მინდა მაქსიმალურად ახლოს დავწერო იმდროინდელ რეალობასთან. ესმა სულთნის მეგობარი გახლდათ რეალურადაც.


ვაუ ძალიან საინტერესოა წარმატებები <3

 


№6  offline წევრი 《Sunshine》

სადაა ახლი თავი გოგო ????

 


№7  offline წევრი Impermeable

მაპატიეთ რომ ვიგვიანებ, მაგრამ უკრაინის მოვლენების გამო ნამდვილად ვერ შემოგთავაზებთ ახალ თავს ამ დღეებში. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის. იმედია მალე გავაგრძელებ. Слава Україні!

 


№8  offline წევრი ლილილი

ყველა თავი ერთად ჩავიკითხე და ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხია. ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები,ველი

 


№9  offline წევრი Impermeable

ლილილი
ყველა თავი ერთად ჩავიკითხე და ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხია. ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები,ველი

მადლობა, მიხარია, რომ მოგწონთ, ამ დღეებში გავაგრძელებ ამ ისტორიას heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent