შეხვედრა წარსულთან (თავი 7)
2018 წლის ოქტომბერი სახლის მშენებლობა ისე დაასრულეს რომ არც კი მომიკითხია. ყველანაირი საკითხის მოგვარება მაიკომ აიღო თავის თავზე. კონტრაქტით გათვალისწიებული პირსაგამტეხლო გადაუხადა მაიკომ სოფოს კომპანის და სამშენებლო კომპანიასთან შუამავლობა ჩამოაშორა. პირდაპირ სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და ბოლომდეც მიიყვანა საქმე. ანდრიას დაბადებისდღისთვის სახლი უკვე დამთავრებული იყო, მხოლოდ ავეჯის და ინტერიერის მოწყობაღა იყო დარჩენილი. ინტერიერზე ანანომ და მაიკომ იზრუნეს და საკმაოდ დახვეწილი და გემოვნებიანი სახლი გამოვიდა. მყუდრო და მშვიდი. ნათელი სახლი. ვიტრაჟული ხედით და კეთილმოწყობილი ეზოთი. ამ დროის განმავლობაში გვანცამ რამოდენიმეჯერ მომიკითხა შეტყობინების სახით. სოფო არც მას და არც მე არ გვიხსენებია. გვანცამ იცოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად სოფომაც. გვანცასაც რომ არ ეთქვა დარწმუნებული ვარ ჩემი და აუცილებლად ჩააყენებდა საქმის კურსში. არ ვიმჩნევდი, მაგრამ შინაგანად ძალიან განვიცდიდი და სულ სოფოზე ვფიქრობდი. ვბრაზობდი რომ ასე უყურადღებოდ დამტოვა, თან სიგიჟემდე მენატრებოდა. ჩემში სიბრაზე და სიყვარული ერთმანეთს ებრძოდნენ. ერთ ნახევარს სოფოს ნახვა სიგიჟემდე უნდოდა, მეორე კი აკავებდა და უმტკიცებდა რომ მასზე აღარ უნდა ეფიქრა. ჯერ ჯერობით ბრაზი იმარჯვებდა სიყვარულზე და მტკიცედ ვიდექი რომ სოფოს ოფისის ან სახლის კარებთან არ ავტუზულიყავი პატარა ბიჭივით. თავს ძალიან მიტოვებულად და დამცირებულად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა რომ ველა თავს მეხვეოდა ერთის გარდა. არავინ ახსენებდა ჩემი თანდასწრებით სოფოს, თითქოს ტაბუდადებული იყო ეს თემა. ანანო ხშირად გვსტუმრობდა. საკმაოდ კარგ დროს ვატარებდით საღამოობით. ვხალისობდით, ვიცინოდით, მაგრამ მე ფიქრებით მაინც სხვაგან დავფრინავდი. ნახევარი არ მესმოდა რაზე ვსაუბრობდით. ვერ ვიაზრებბდი. დაპროგრამებულივით ვმოქმედებდი. სამსახურშიც გგულს ვერაფერს ვუდებდი. კაბინეტში ვიჯექი და კომპიუტერის ეკრანს უაზროდ მივშტერებოდი. კარებზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა. -მობრძანდით - უხალისოდ გავძახე -შეიძლება ბატონო ზურა? - თავი შემოყო მორიდებით ჩემმა მდივანმა -მოდი ირმა - ვუთხარი და კომპიუტერს მოვაშორე მზერა -ბატონო ზურა საბაჟოდან დარეკე - დაიწყო ირმამ ენის ბორძიკით - ტვირთთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა შეიქმნაო. -მერაბი სად არის მერე? - ტელეფონს მივწვდი და ავიღე გაოგნებისგან კინაღამ ხელიდან გამივარდა ტელეფონი. ეკრანს დავცქეროდი და ვერ გავრკვეულიყავი მეჩვენებოდა თუ მართლა ვხედავდი. ხმას ვერ ვიღებდი. ვერც ვინძრეოდი. ქანდაკებასავით გავქვავდი და ეკრანს დავშტერებოდი. -კარგად ხართ ბატონო ზურა? - ირმას შეშინებული ხამ ჩამესმა შორიდან - ბატონო ზურა. -ვიგრძენი ირმას შეხება ხელზე -კარგად ვარ - საცოდავი ბავშვივით ამოვილუღლუღე და ტელეფონი მაგიდაზე დავდე ისევ -წყალი დალიეთ - წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა -არ მინდა - გამოვართვი და იქვე მაგიდაზე დავდგი - მერაბს დაურეკე ირმა და მოაგვაროს ეგ საკითხი. ბეჭედი და ფაქსიმილია გაატანე თუ ჩემი ხელმოწერა გახდება საჭირო. -კარგით ბატონო ზურა - მითხრა და მალევე დატოვა ჩემი კაბინეტი. ცოტახანი ისვე ვუყურებდი ტელეფონს. მეშინოდა რომ ამეღო, მაგრამ ვერ ვხდებოდი რა მაშინებდა. ყურებმა გუგუნი დამიწყო, გულმა ბაგაბუგი. ნელა მივწვდი ისევ ტელეფონს. იმ იმედით დავხედე ეკრანს რომ შეტყობინება არ დამხვდებოდა და ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაწილი იქნებოდა, მაგრამ ამაყად მიმზერდა შეტყობინება. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ მომენტში რას ვგრძნობდი. ხელის კანკალით გადავუსვი ეკრანს თითი, ეს წამის მეასედები საუკუნედ გამეწელა სანამ შეტყობინება გაიხსნა. „როგორ ხარ?“ - მწერდა სოფო ენით ვერ გადმოგცემთ რა გრძნობა დამეუფლა შეტყობინება რომ გავხსენი. გამიხარდა თუ გავბრაზდი არ ვიცოდი. გრძნობები და ემოციები ერთმანეთში ამერია. პასუხის ათასი ვერსია ავკრიფე და წავშალე. ვერ ვხვდებოდი რა უნდა მიმეწერა. მენატრებოდა და თან ვბრაზდებოდი აქამდე რომ არ გამოჩნდა. ყველაფერს მივცემდი რომ ჩვენი ბოლო შეხვედრა გამქრალიყო და ისევ ერთად ვყოფილიყავით. გრძნობა რომელიც მის მიმართ მქონდა სრული სიგიჟე იყო. თავგზას მირევდა და გონებას მიბინდავდა. თითქოს მისი ყოველი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში მაჯადოვებდა და მაბრმავებდა,მაყრუებდა, მამუნჯებდა და საკუთარ თავს მაკარგვინებდა. გადავწყვიტე. არ ვუპასუხე. არც მე მოვიშალე ნერვები და არც მას. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვფიქრობ. ჩემ თავს მკაცრად დავუსვი საკითხრი რომ სოფოს ხუშტურებზე აღარ ვირბენდი და ის ქალი ზიანს ვეღარ მომაყენებდა. უნდა ვყოფილიყავი ძლიერი რომ მის დაძახილზე კუდის ქიცინით არ გავქცეულიყავი. საღამოს გეგმები გვქონდა, მაიკომ და ანანომ როგორც იქნა დაასრულეს სახლის მოწყობა და სანახავად მეპატიჟებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ იმ სახლში ცხოვრება არ მინდოდა მაინც დამიყოლიეს. სამსახურიდან სანამ გამოვიდოდი მაიკომ ათჯერ მაინც დამირეკა. საღამოს ირმას მითითებები დავუტოვე და ოფისის კარები გამოვიხურე. კიბეებს ჩავუყევი ლიფტს აღარ დაველოდე. არსად მეჩქარებოდა. ჯიბეში ტელეფონი ახმაურდა. ეკრანს დავხედე მერაბი რეკავდა და ვუპასუხე. -დიახ მერაბ - ვუპასუხე ომახიანად -ყველაფერი მოგვარდა ზურა. გაურკვევლობა იყო რაღაც - სწრაფად მომაყარა მერაბმა -მადლობა მერაბ, ეხლა საით? -ოფისში შევირბენ, საბუთებს დავტოვებ და მერე თავისუფალი ვარ. -საღამოს გამოდი მაშინ ჩემთან, ძველი დრო გავიხსენოთ. შენობიდან გამოვდივარ და თან ტელეფონზე ვსაუბრობს. პირდაპირ სადგომისკენ ვიღებ გეზს. მერაბს ველაპარაკები და არაფერს ვაკვირდები. საღამოს შეკრებაზე ვუთანხმდები და ვემშვიდობები. ჯიბეში გასაღებს ვეძებ. მალევე ვპოულობ და მანქანას ვაღებ. ნახევარი ტანით უკვე მანქანაში ვარ რომ ჩემი სახელი მესმის. ინსტიქტურად იქით ვიხედები სავარაუდოდ საიდანაც მეძახიან. ვშეშდები. სოფო მოიწევს ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით. მწვანე კაბა აცვია ტანზე მომდგარი, თმა უკან კეფაზე აქვს ცხენის კუდივით შეკრული, თხელი მოკლე ტყავის ქურთუკი და ქუსლიანი ფეხსაცმელი. რამოდენიმე ნაბიჟი და ჩემს წინ ჩერდება. როდის გადმოვედი მანქანიდან მეც არ მახსოვს. -როგორ ხარ? -თითის წვერებზე იწევა და ლოყაზე მკოცნის -კარგად - საკუთარი ხამც კი შორიდან მესმის -აქ რა გინდა? -შეტყობინებაზე არ მპასუხობ და იქნებ ასე მაინც გნახო - ოდნავ გამიღიმა სოფომ -სულ ეგ არის? - ვცდილობ თავი შევიკავო რომ არ ჩავიკრა გულში. ან პირიქით არ ვეჩხუბო. საკუთარ თავს ვებრძვი. ორივე მხარეს. გაბრაზებულსაც და შეყვარებულასც. -შენი ნახვა მინდოდა, შეგვიძლია ყავა დავლიოთ? - იქაურობას მოავლო თვალი, თითქოს ეუხერხულა იქ დგობა. -დღეს არა - საათს დავხედე - შეხვედრაზე მაგვიანდება. -შეხვედრის მერე შევხვდეთ - არ ნებდებოდა სოფო -ანანოს ვხვდები და მაგვიანდება უკვე - თვალი გავუსწორე მაინტერესებდა რეაქცია -შერიგდით? - ოდნავ ირონიულად გაიღიმა და მანაც თვალი თვალში გამიყარა -შეიძლება ეგრეც ითქვას - ვუთხარი და მანქანას მივუბრუნდი - თუ ფეხით ხარ შემიძლია გაგიყოლო - ისევ მივუბრუნდი სოფოს. -მადლობა - კეკლუცად გამიღიმა და მანქანას მოუარა კომფორტულად მოკალათდა სავარძელზე, გამომხედა და გამიღიმა. მეც გამეღიმა. მის ბავშვურობაზე. ძრავი ავამუშავე და ნელა დავძარი მანქანა. ვგრძნობდი ნელ-ნელა ბრაზი სადღაც რომ მეპარებოდა და უფერულდებოდა. ისევ მის მახეში ვებმეოდი. ვხვდებოდი მაგრამ საკუთარ თავს და გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდი. კიდევ გავხედე მონატრებულ ქალს, ის კი მშვიდად მიყურებდა და ოდნავ შესამჩნევად, კმაყოფილი სახით იღიმოდა. მან გაიმარჯვა, დიახ მან გაიმარჯვა ამას მეც მივდხვი და ისიც ხვდებოდა. ის ყოველთვის იმარჯვებდა ჩემთან. 2007 წლის მაისი მესამე კურსს ვხურავ და პრაქტიკებზეც დავდივარ მამაჩემთან სამინისტროში. იმდენი დროც არ მრჩება რომ სოფოს ხშირად მივაკითხო და თავი მოვაბეზრო ჩემი ყურადღებით. საკმაოდ დიდი მოცულობის საქმეს მავალებენ და მკაცრად მაკონტროლებენ სამინისტროში. მამაჩემის დავალებით ბოლომდე მწურავენ და ამოსუნთქვის საშვალებას არ მაძლევენ. ვზივარ კომპიუტერთან და ალგორითმების წერას მასწავლიან გარკვეული პროგრამებისთვის. შემდეგ ამ ალგორითმების „გატესტვას“ მავალებენ. ერთ კვირაში გამოცდები მეწყება. გადარბენაზე ვართ. კორპუსიდან კორპუსში დავრბივართ. კონსპექტებს ვაქსეროქსებთ. წიგნებს ვთხოულობთ. სრული საგიჟეთი გვაქვს. მე და მერაბი ღამეებს ვათენებთ მეცადინეობაში. სამსახურის მერე ვხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ ბილეთებს. ხო გასაკვირია „გეპეიში“ -იმ დროს რომ ესე ვირჯებოდით, სიმბოლური ძღვენითაც უწერდნენ ნიშნებს, მაგრამ ფიზიკაში თვით პრეზიდენტსაც რომ დაერეკა ვერაფრეს გახდებოდი. შესაბამისად გვიწევდა გვესწავლა თუ გვსურდა შემდეგ კურსზე გადავსულიყავით. ამ დილასაც მერაბს ველოდებოდი კორპუსის შესასვლელთან მისი კისკისი რომ შემომესმა. იქით გავიხედე საიდანაც სავარაუდოდ სოფოს ხმა მოდიოდა. სოფო და თავის მეგობრები რაღაცაზე იცინოდნენ და თან ჩემსკენ მოდიოდნენ. ერთი წამით ვიფიქრე კიდევაც რო ჩემზე იცინოდნენ. ნელა მომიახლოვდა სოფო და ჩემდა გასაოცრად გადამკოცნა და გულთბილად მომიკითხა. -როგორ ხარ? - გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა -კარგად შენ? - გავუღიმე და იქაურობას მოვავლე თვალი. -აბა რას შვები? - მეგობრულად მომკრა ხელი მხარზე -მერაბს ველოდები - გულუბრყვილო ბავშვივით ვუპასუხე -რა სასაცილო ხარ - გადაიკისკისა სოფომ - ზოგადად გეკითხები, საერთოდ რას შვები, რას საქმიანობ განა ამ მოცემულ მომენტში - დებილ ბავშვებს რომ უხსნიან, ზუსტად ისე ამიხსნა სოფომ. -ზოგადად რას ნიშნავს ვიცი - გავბრაზდი ცოტა - ზოგადადაც მერაბს ველოდები და ამ მომენტში კიდე შენ გელაპარაკები. -ოჰო - კიდევ გაეცინა სოფოს - ხო კაი დამშვიდდი, ეხლა გავრბივარ მე და საღამოს შევხმიანდეთ, სადმე გავისეირნოთ. -მერაბთან ერთად უნდა ვიმეცადიო, იქით კვირაში გამოცდები მაქვს. -მეცადინეობის მერე გავისეირნოთ. - გამიღიმა და წავიდა ისე რომ ჩემს პასუხს აღარ დალოდებია. უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი და დენდარტყმულივით შევტრიალდი. მერაბი იყო ატუზული და ინტერესით მიყურებდა. აინტერესებდა მართლა დაინახა რომ სოფო მესაუბრებოდა თუ მოეჩვენა. ორივეს გაგვეცინა. მივხვდით რომ რაღაც გაურკვევლობაში და არა ამქვეყნიურ მოვლენასთან გვქონდა საქმე. მერაბს აბრაზებდა მე კიდე მიყვარდა. მერაბს ჩემზე შეტკიოდა გული და მაგიტომ ბრაზობდა სოფოს ასეთ საქციელებზე. მე კიდე მიყვარდა და რაც არ უნდა გაეკეთებინა დიდი ხნით ვერ ვბრაზდებოდი. იმისც მრცხვენოდა თუ რას ფიქრობდნენ მეგობრები ჩემზე. სოფო ისე მექცეოდა როგორც სათამაშოს. ამას კი ბევრი თავმოყვარე კაცი ვერ აიტანდა. საკმაოდ დიდხანს ვმეცადინეობდით მე და მერაბი. რასაც ქვია თავი დავაკალით ფიზიკის წიგნს, მაგრამ ჩემს თავში არაფერი შედიოდა. მხოლოდ სოფოზე ფიქრებით მქონდა თავი გამოჭედილი და სხვს ვეღარაფერს იტევდა. -ეგ დაგღუპავს შენ, სხვა არაფერი - დაასკვნა ბოლოს მერაბმა და წიგნი დახურა. -ვხვდები - გამეცინა და საწერი კალამი უხალისოდ მივაგდე მაგიდაზე. -თუ ხვდები რატომ არ შეეშვები? გოგოები დაილია ამ ქვეყნად? მთელი კურსის გოგოები შენ შემოგნატრიან.- ცოტა პაუზა გააკეთა და დაამატაა- შენ კიდე დაბრმავებული დადიხარ. -სხვა რაღაცის თქმა გინდოდა აშკარად - გამეცინა -აღარ გაკადრე - გაეცინა მერაბსაც -ხომ ხვდები არა? რაღა მაგას გადაეკიდე. მაგის და მაინც შეყვარებოდა. ორი სხვადასხვა პოლუსია. „სოფო ალქაჯი“ და „გვანცა ანგელოზი“. ესე მაინც როგორ განსხვავდებიან. არ მესმის რააა.. - ხელები გაშალა მერაბმა -გვანცა ჯიგარია - გამეღიმა - ძმა არის. ძალიან კარგი გოგოა. ჰა ხომ არ მოგწონს? -თვალი ჩავუკარი და მხარი გავკარი მეგობრულად. -რა სისულელეა - გაეცინა უხერხულად მერაბს - მე შენ პონტში გითხარი თორემ მე რაა.. -აშკარად დაბნეულობა შეეპარა მერაბს. ხან წიგნს მიწვდა ხან რვეულს. აღარ იცოდა რე ექნა. -ხო კარგი - გამეცინა მის საქციელზე - თუ მოგწონს მე რას მიმალავ? ხომ იცი ჯიგრულად ვარ გვანცასთა და შეგაწევ ერთთ ორ სიტყვას. -არათქო -თითქოს გაბრაზდა და ეწყინა კიდევაც. - საერთოდ არ არის ჩემი ტიპაჟი -იმართლა თავი. -კარგი, გავიგე - ავწიე ხელები და ტელეფონის აწკრიალდა. აბა გამოიცანით ვინ იყო? დიან თავად ქალბატონი სოფო რეკავდა. ერთი პირობა ვიფიქრე არ ვუპასუხებთქო, მაგრამ მერე გამახსენდა რომ მისთვის არ პასუხი ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ მწყანე ღილაკს დავაჭირე თითი და ტელეფონი ყურთან მივიტანე. -არ მორჩი მეცადინეობას? - გაისმა მისი ხავერდოვანი ხმა ყურმილის იქით. -ეხლა ვაპირებდი დარეკვას - ვიცრუე და ჩემი თავისაც გამიკვირდა -პავლოვზე ვარ. (ყაზბეგის გამზ.) ანკასთან და გამომივლი? - ისეთი ნაზი და საყვარელი იყო ამ მომენტში რომ მისი ყველა უზნეო საქციელი სადღაც გაქრა და გაიფანტა. -გამოგივლი -დავნებდი საბოლოოდ - თხუტმეტ-ოც წუთში მანდ ვიქნები და ჩამოდი -გელოდები - გამარჯვებული ხმით მხიარულად ჩამძახა ყურმილში და გამითიშა. მერაბს გავხეედე, რომელიც დივანზე იყო კმაყოფილი სახით წამომჯდარი და ხელები გულზე დაეკრიფა. ისეთი სახით მიყურებდა, რომ მივხვდი ჩემზე ხელი ჩაექნია. მხრები ავიწურე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიჩურთე. -შენ ჭკუა და მეფული - ბოლოს ამოიოხრა მერაბმა და ფეხზე წამოდგა - ყველაზე კარგი კომბინაციაა გეფიცები - გაეცინა და მხარზე დამკრა მეგობრულად ხელი გამხნევების ნიშნად. -უნდა წავიდე - ჯინსის ქურთუკს მივწვდი და წასასვლელად გავემზადე -წარმატებები - კარამდე მიმაცილე მერაბმა - ნამდვილად გჭირდება ეხლა - გაეცინა მერაბს -შენ გვანცაზე იფიქრე - არ ჩამოვრჩი მეც. ბოლო სიტყვა დავუტოვე მერაბს და სწრაფად ჩავირბინე კიბეზე. რაღაც მომაძახა მაგრამ აღარ გამიგია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.