სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 14
მახსოვს მაისის ბოლო იყო,კაკის მშობლებმა სთხოვეს შენი შეყვარებული გაგვაცანიო.ჩემები იცნობდნენ,მხოლოდ ერთხელ ნახეს ,მაგრამ ისე მოეწონათ მთელი თვე აჟიტირებულები იყვნენ. -ჩემებს შენი გაცნობა უნდათ. -მართლა?რა კარგია,მაგრამ დეიდაშენი რო დამინახავს მომკალვს მაშინვე. გულიანად გავიცინე და მისი სერიოზული სახე რომ დავინახე მეც დავწყნარდი.არა და ჯერ კიდევ მახსოვდა ,თვეების უკან ,როგორი ზიზღნარევი მზერით მიყურებდა. -კარგი ხო.როდის? - შემდეგ შაბათს,შენ რო იცი ძაან რაღაცნაირად ჩაცმა ხოლმე არ გინდა რა. მითხრა და რაღაცნაირად შემომხედა.მომინდა ჯინაზე იმ მოკლე და გამომწვევი კაბებით მივულიყავი. -სად? -რესტორანში მისამართს მოგწერ საღამოს. -კარგი,მხოლოდ შენ მშობლებთან ერთად ვივახშმებთ? -ხო დარლამ არ მცალიაო ,მაგრამ ვიცი იქ ჩვენთან,ყველასთან ერთად ვახშმობა არ უნდა.დეიდა კი არაა აქ. -ააა გასაგებია. კაი გავიქეცი,შესვენება მიმთავრდება განახავ მერე. ტუჩებში მიწყვეტით ვაკოცე და სამსახურში გავიქეცი.არცისე გადატვირთული დღე იყო,მეტიც სახლში ადრე დავბრუნდი.ბიჭები უკვე დივანზე ჩამომწკრივებულები დამხვდნენ(ვინმე თუ მეტყვის მონიკა გელერივით რატომ არის ჩემი სახლი და ყველა აქ როგორ არის ყოველთვის?!). ლევანიც იქ იყო ,პატარა ბავშვივით ჩავუჯექი კალთაში და მოვეხვიე. -რაგჭირს? -არაფერი მომენატრე. -უიმე,გადი თუ ქალი ხარ რა. -დებილო. -ნუ მეტლიკინები. -აშკარად პრობლემები და კომპლექსები გაქვთ ამ ბიჭებს გოგო რო ენას გიბრუნებთ მაგაზე. დავიჯღანე და უცნაურად შევხედე. -კიდე ვინს ეტლიკინები? -ერთ მომაბეზრებელ,ავსულ კლიენტს. რა თქმა უნდა,დარლა ვიგულისხმე. -მიდი მიდი გადაფოფხდი ჩემი მუხლებიდან.რამსიმძიმე ხარ ,მგონი ინვალიდი დავრჩები. -ფუ რა ერთუჯრედიანი ხარ.ანო სადაა? -მამიდამისთან. -ოოო. -მეც წავედი ბიჭებო. ლადო წამოდგა და დაგვემშვიდობა -ეეე საით? -ერთი გოგოსკენ მიუწევს გული. დამცინავი კილოთი აიქნია ხელი დათომ და აჭარხლებულ ლადოს გადახედა. -ვინ გოგოსკენ? -ქუჩაში ცეკვავდა,სასწაულად ლამაზი გოგო იყო.შემთხვევით მოვკარი თვალი. ისეთი ლამაზია. ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა ლამის გული ამიჩუყდა. -გაიცანი მაინც? -კი,ნინე ქვია. -და ახლა პაემანზე მიდიხართ? -უფრო მის დასაყოლიებლად. -არა რა ამ ჩემ მეგობრებს ნაღდად გიჭირთ გრძნობებზე საუაბრი.ლევანი,გოგა,ანო, შენ, მგონი დათოსაც ეყოლება ვინმე საიდუმლო სატრფო. ერთი მე ვიცოდი თავიდანვე კაკიზე რომ მომწონდა და არც ვმალავდი. -არსად დაგეკარგოს. გაღიზიანებულმა მითხრა გოგამ და თვალები აატრიალა. -უიმე უჟმური ხარ. ხელი ავუქნიე ,ჩემს ოთახში ავედი,აბაზანა მოვიმზადე და მთელი კვირის ემოციებისგან გადატვირთული ცხელ წყალში ჩავწექი. ერთიანად მოვდუნდი და ლამის ჩამეძინა სააბაზანოს კარზე რომ მომიკაკუნეს. -აბაზანას ვიღებ და გამოვალ ოდესმე დამაცა რა. -მიდი მალე.შენთან საწუწუნოდ მოვედი.დათოსთან მარტო დიდხანს რომ ვერ ვძლებ ხო იცი. -კი როგორ არა.მიდი შენ გვრიტთან და მეც მალე მოვალ. არ ვიცი ალბათ კიდევ დიდხანს ვიწვებოდი აბაზანაში,გოგას თხოვნა რომ არა.მალევე ამივედი წყლიდან უცბად გადავიცვი კაბა და ქვევით ჩავედი. -რას შვებით ბიჭებო? -ოხ ინებივრეთ მადმუაზელ ნეა? -დიახ მუსიე დავით.უი შემდეგ შაბათს კაკის მშობლებს ვხვდები -რააა? იმხელაზე იყვირეს ორივემ,ლამის ყურის ბარაბნები გამისკდა.ალბათ ცოტა მაკლდა ,სისხლი რომ არ წამომსვლოდა ყურიდან. -რას კივით ხალხო ,ჩუმად ვერ იკითხავთ? -ანუ შეყვარებულის მთელ ოჯახს იცნობ? -ხო აბა.ისა და რა უნდა გავაკეთო? პატარა დაბნეული ბავშვივით ვიყავი,არასდროს არ გამიცვნია შეყვარებულის ოჯახი და წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. -არ ვიცი კომპლიმენტები უთხარი დედამისს,რამე ქალურზე ელაპარაკე და შენი ათასერთი საყვარელი არ ახსენო. თავლები დამიბრიალა გოგამ და მეც მობეზრებულმა შევხედე -მაგას ისედაც არ ვიზავ. -თუ რამეს შემოგთავაზებენ დასთანხმდი ოღონდ მაშინვე არა. ეცადე თავი მოაწონო რა. დათომ დაამატა და გოგას რაღაცნაირი მზერით გახედა. -მე და დათოც წამოვალთ ბართან დავჯდებით(თუ ექნა) ან შენს მაგიდასთან,რამე ცუდად თუ თქვი განიშნებთ.გაწყობს? -მაწყობს.ღმერთო როგორ მიყვარხართ. ორივეს ერთდროულად ჩავეხუტე და მათი ხელები წელზე რომ ვიგრძენი ჩამეღიმა. -ახლა რა ვაკეთოთ? -რამეს ვუყუროთ? -გოგა აარჩევ?. -რა თქმა უნდა. -აუ ეს მართლა კაი ფილმებს გვაყურებინნებს ხოლმე არა ნეა? თავი დავუქნიე.დათომ კი ეშმაკურად გახედა გოგას.წამით მომეჩვენა ,რომ რაღაც მეგობროაბზე მეტი იყო მათ შორის, მაგრამ მხოლოდ წამით. -ისა და თქვენი ძმაკაცი ხო ჯამთელადაა? -ვინ? -დარლა დათო რა გჭირს?! რაღაც ეს კვირანახევარია არ გამოჩენილა თავის მომაბეზრებელი და აბეზარი ხასიათით.მშვიდობააქ? -კი მგონი გაგეშვა. -მშვენიერი. არა და სადღაც გულის სიღრმეში მეწყინასავით. °°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°° შაბათს საღამოს კლასიკურ შავ შარვალსა და მოკლე ლიფის მსგავს ტოპში გამოწყობილი ,მხრებზე კოსტუმ მოგდებული,მაღლების კაკუნით კიბეებზე ჩავედი.ის იყო კარი უნდა გამეღო დათოსგან ესემესი მომივიდა. "გოგა ვერ ახერხებს წამოსვლას დედამისს უნდა დეხმაროს რაღაცეებში და დარლა მომყვება." "გაგიჟდი?" "არა,დაიკიდე დარლაა უცხო ხო არავინ" "მეზიზღები მაისურაძე" ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი. კაკი მანქანას მიყრდნობოდა და ხელები გულზე დაეკრიფა.ისეთი მომხიბლავი იყო იმ წუთებში.ტრადიციულად მომიკითხა, გზაში რაღაც სისულელეებზე ვისაუბრეთ,რესტორანში რომ მივედით გარემო ძალიან მომეწონა.მშვიდი და წყნარი. კაკი წინ გამიძღვა,მაგიდას რომ მივუახლოვდით მშობლებს გაუღიმა,ისინი ფეხზე წამოდგნენ და ღიმილითვე მომესალმნენ. -გამარჯობა -გამარჯობა. -დედა ნეა,ნეა დედაჩემი ლალი და მამჩემი თაზო -სასიამოვნოა. ხელი ჯერ ერთს ჩამოვართვი მერე მოერეს.კაკიმ,როგორც ჯენლტმენმა სკამი გამომიწია და მეც დავჯექი. მენიუს თვალი რომ გადავავლე 2 სალათი ძლივს ვიპოვნე.სულ ხორციანი კერძები ჰქონდათ.კაკის მშობლებმა რამდენიმე კერძი შეუკვეთეს,მე კი მხოლოდ სალათი.ან სხვას რას ვიზავდი,ვეგეტარიანელი გოგო,რომელიც ხორცს დასანახად ვერ იტანდა.ახლაც მიკვირს მაშინ ტირილი, როგორ არ ამივარდა. -აბა ნეა,რამდენი წლის ხარ? -26 ის ვხდები. -ესეიგი ჩვენი კაკის ტოლი ხარ. უცბად დაასკვნა უფროსმა ჯიშკატიანმა და კინაღამ გამეცინა. -დიახ. -რას საქმიანობ? -ერთ-ერთი რედაქტორი ვარ გამომცემლობაში. -მართლა?როგორი საინტერესოა. ალბათ ყოველთვის დაკავებული ხარ. -არც ისე,მსოფლიოში საუკეთესო უფროსი მე შემხვდა მგონი. გავიღიმე და სწორედ იმ დროს შეკვეთებიც მოიტანეს.თაზომ სისხლისფერი სითხე ბოთლიდან ჭიქებში ჩამოასხა. -როგორ გაიცანი კაკი? ეს ისევ ლალი იყო,რომელიც უამრავ შეკითხვას სვამდა. -კაკი ჩემი ბიძაშვილი მეგობარია. სალათი თეფშზე გადავიღე და კაკის გავხედე ,რომელიც მე მიყურებდა და თან თვალებით მიღიმოდა. -მის დაბადებისდღეზე გავიცანი ნეა.შემთხვევით წამოსცდა რომ მის ბიძაშვილს ანანო,ანუ ნეას დაქალი უყვარდა. მგონი ამით დამაინტერესა ,ან იმით როგორ ბავშვივით ეკინკლავებოდა ბიძაშვილს და თან იცინოდა. -რაღა ვქნა ძაან გარომანტიკოსდა თაზო ჩვენი ბიჭი. ორივეს გაეცინათ ,მერე ლალიმ რომ დაინახა სალათის გარდა თითი არაფრისთვის დამიაკრებია მე შემომანათა კაკის მსგავსი ნაცროსფერი თვალები. -ნეა,ძვირფასო მხოლოდ სალათს რატომ ჭამ ?გადაიღე.ნუ გერიდება. მომაჯდაოვებლად გამიღიმა ლალიმ და რაღაც კერძი მომაწოდა. -არა გმადლობთ,მართლა არ მინდა. -უარი არ მიიღება.ეგეთი მორცხვობა საჭირო არ არის,შენ ჩემი შვილის შეყვარებული ხარ,ფაქტობრივად შვილად გთვლი უკვე. ამჯერად მართლა მორცხვად ჩამეცინა ,თუმცა კიდევ ერთხელ გავიბრძოლე. -არა მე არ.... -ჩემი ხათრით. -ჭამე მართლა ძალიან გემრიელია. კაკიმ საყვარლად გამიღიმა და თავის ხელით დამიდო ხორცის მოზრდილი ნაჭერი თეფშზე.ჯერ კაკის ავხედე საწყალი თვალებით მერე ისევ ლალის და თაზოს.ყველას ჩემი სიამოვნება უნდოდა,მაგრამ ვაი რომ ეს ხორცოს ნაჭერი საკუთარ სხეულს მომაგონებდა,ვაი რომ წინ ლეში მედო და მე სვავი სულაც არ ვიყავი.ათასი ვერსია დამიდგა თვალწინ,როგორ მოკლეს საწყალი ძროხა ან სხვა ცხოველი,რისიც იყო.არ ვციი. დღემდე არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე რისი ხორცი იყო ასეთი დაბრაწული და ამაზრზენი ჩემს თეფშზე რომ წამოსკუპებულიყო. საჭმლის ულუფას ზიზღით დავხედე ,მერე ნაძალადევად გავიღიმე და ოთახს თვალი მოვავლე.ჩვენს უკან რამდენიმე მაგიდის მოშორებით დათო და დარლა ისხდენენ.ჩვენ გვიყურებდნენ.ორივეს გაკვირვებული და შეშლილი სახე ჰქონდა. ვიგრძენი თითქოდ დათოს და დარლას ესმოდათ რად მიჯდებოდა იმდენი ხორცის ყურებაც კი ,არა თუ მისი ჭამა. ვერც იმ მზერას ვუძლებდი ,მომთხოვნს და მომლოდინეს, კაკი ,ლალი და თაზო რომ მაპყრობდნენ.დანა ავიღე და პატარა ნაჭერი მოვაჭერი.ალბათ ნახევარი სიცოცხლე მაგ ულუფის მოჭრას და პირამდე მიტანას მოვანდომე.ბოლო 12 წლის მანძილზე ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი ხორცის ნაგლეჯი ,პირველი წამება და უკანასკნელიც. ვერ აღვწერ რად დამიჯდა ის ერთი ლუკა. ეს იყო ის საშინელი მომენტი ,როცა ის უნდა მექნა ,რაც მძაგდა. "მე ამას შევძლებ" გავიფიქრე და გამარჯვება ვიზეიმე როცა ლუკმა მძიმედ ჩავყლაპე. ერთის შემდეგ მეორე ვაიძულე და,იმ ზიზღის მიუხედავად სხეულის ყველა უჯრედი რომ მოეცვა,მე მაინც ვცდილობდი მეჭამა ის რაც მომიგდეს.რაც მაიძულეს. 2 წუთიც არ იქნებოდა გასული მუცელში საშინელი გრძნობა რომ გამიჩნდა. -უკაცრავად. მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი.ფეხზე წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯებით საპირფარეშოში გავიქეცი.დათომ კითხვისნიშნებით სავსე მზერა მომაპყრო,გვერდით რომ ჩავუარეთ,მაგრამ მისთვის არც შემიხედავს. ლამის ყველა ორგანო ამოვიღე.საპირფარეშო არ იყო მხოლოდ ქალების ან კაცების.საერთო იყო ამიტომ კარის გადაკეტვა მომიწია. ის იყო ცოტა დავმშვიდდი და ცივ იატაკზე ჩამოვჯექი კარზე რომ სუსტი კაკუნი გაისმა. -ნეა კარგად ხარ. დარლა იყო.კი დარლა იყო.არ მეჩვენებოდა.მან მომაკითხა,აინტერესებდა როგორ ვიყავი. არ მახსოვს როვორ გავხოხდი კარამდე და იატაკზე მჯდომმა გავაღე. ისიც უცბად შემოვიდა ,კარი მიხურა ,საკეტით გადაკეტა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. -კარგად ხარ? უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ვიგრძენი როგორ დამაირა გამყინავმა გრძნობამ სხეულში. მერე თვალზე ცრემლი მომადგა და ჩემი უმწეობა და უსუსურობა რომ გავაიზრე ტირილი ამივარდა. -ნეა რა გატირებს არ გადამრიო?! -არ შემიძლია ეს სპექტაკლკლი მშობლები და ის აზრი რომ ფაქტობრივად ძალით მატენეს ხორცი. თან ვინ ?ჩემმა საუკთარმა შეყვარებულმა. -რა ნაბ**ვარია ღმერთო. დარლამ მუშტი კედელს მიარტყა. მერე მე მომიბრუნდა,ჩაიმუხლა და წარმოდგენაა არ მაქვს მის მკლავებში როგორ აღმოვჩნდი. პირველად მაშინ, ცივ იატაკზე მჯდომსა და მასზე აკრულს, გამიელვა თავში რომ დავთანხმებოდი,მაგრამ ისე ვიყავი დაცლილი და დატანჯული ხმა არ ამომიღია. -ახლა გადი თორემ.ინერვიულებენ. -მეზიზღება იქ ჯდომა. -მე შენ ქალი მეგონე შენ კი ზიხარ და ტირი. დამცინა და ჩემგან დარტყმაც მიიღო. -აუტანელო,რას მოდიოდი საერთოდ ,რა გინდოდა რა. -მაინტერესებდა როგორ იყავი. -დათო? -გოგას ელაპარაკება ტელეფონზე წაგიყვანოთ აქედან? -არა!მე დავიწყე და ბოლომდე გავიყვან. -მიდი,შეგიძლია.ახლა მშობლებზე გკითხავენ ალბათ. -ან რა დამემართა. სახეზე წყალი შევისხი და დარლას კიდევ ერთხელ შევავლე მზერა. -მადლობა,რომ დაგაინტერესა როგორ ვიყავი. -არ მეგონა სიტყვა მადლობა თუ იცოდი. თვალები ავატრიალე და იქურობა დავტოვე. თითქოს საუკუნოდ იწელებოდა გზა საპირფარეშოდან მაგიდამდე და ეს გზა საკამარისი იყო იმისთვის რომ კაკიზე გავბრაზებულიყავი.ერთი არა რომ ეთქვა დედამისისთვის. მხოლოდ ერთი,ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთს არ გამოვივლიდი.არ მოომიწევდა ჩემს პრინციპებთან ბრძოლა და იმ ამაზრზენი საჭმლის ჭამა. სკამზე ისევ ისე მოკრძალებით დავჯექი.საუბარი შეწყდა და ლალიმ მე შემომხედა. -კარგად ხარ ნეა?ისე გაიქეცი... -დიახ ახლა უკვე კარგად ვარ -რა მოხდა? ეს უკვე კაკი იყო. -გული ამერია უბრალოდ. -კი მაგრამ რატომ? თაზომ გაოცებულმა მკითხა,აშკარა იყო ინერვიულეს. -ვეგეტარიანელი ვარ. -რატომ არ გვითხარი? -უბრალოდ ვერ მოვასწარი. თაზო კაკის გაბრაზებული უყურებდა,ის კი მე გაოცებული.მინდოდა ახლა ამ წამს მისთვის ყველა ძვალი სათითაოდ ჩამემტვრია ,იმისთვის რომ ეს მარაზმი მოაწყო და მაიძულა ის გამეკეთებინა რასაც სხვა დროს არ ვიზავდი. -და არ იცოდი შენ? -არა მამა. -რა შტერი უნდა იყო საყვარელ ქალს რა მოსწონს და რა მოსწონს რომ არ იცოდე?! -ნეა ბოდიში. -დავივიწყოთ. ცოტახანს ჩუმად ვისხედით მერე ისევ ლალიმ მკითხა. -შენი მშობლები რას საქმიანობენ? -დედაჩემი თიკა მახარაძეა,ადვოკატი. მამა კი რამდენიმე სასტუმროს,რესტორანს და ბარს ფლობს. -თიკას გოგო ხარ? -დიახ.იცნობთ? -თიკას ვინ არ იცნობს. "ალბათ მე!" -შენ არასდროს არსად არ ჩანხარ. ვიცოდი გოგონა რომ ჰყავდა, მაგრამ ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ,თან შენ, არ მეგონა. -ეს ჩემი თხოვნა იყო.ყურადღება მიყვარს,მაგრამ არა ისეთი ,როგორიც მშობლრბის გამო ჟურნალისტების და პაპარაცების უკანდევნაა. ჩრდილში ყოფნა მირჩევნია,არც ისე სასიამოვნოა როცა შენს პირად სივრცეს სხვები არღვევენ. -მართალი ხარ.საშინელებაა. -თანაც ჩემი მეგობრები ძირითადად ბიჭები არიან და წარმოიდგინეთ რა ჭორებს ააგორებდნენ. -საშინელს.ესეიგი შენ ლევანის ბიძაშვილი გამოდიხარ. -დიახ ,ფაქტობრივად ძმასავით მყავს. -დედაშენი როგორი ქალია? -კონკრეტულად რა გაინტერესებთ? -როგორი დედაა? -მისნაირი არავინ არის-ორაზროვნად ვთქვი და ნაძალადევად გავიღიმე- ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ უზრუნველი ცხოვრება მქონდეს. ბავშვობიდან ასეა.სახლში თითქმის არასდროს არის. მუშაობს და ცდილობს არაფერი მომაკლოს ასეა მამაც.მისნაირი დედა არავის ჰყავს-ბოლო წინადადება სარკაზმით ვთქვი ,მაგრამ ამას ვერავინ მიხვდა. უამრავი კითხვა დამისვა თიკაზე და საბოლოოდ კინაღამ ნერვებმა მიმტყუნა.მას ჩემზე მეტად დედაჩემი აინტერესებდა.იმდენი კითხვა ჩემზე არ დაუსვამთ რამდენიც მასზე.ბოლოს ალბათ დათოსაც ყელში ამოუვიდა ამდენი კითხვები თიკაზე და ჩემი მობეზრებული პასუხები და დამირეკა. -უკაცრავად უნდა ვუპასუხო. -მნიშვნელოვანია? -დიახ,ჩემუ უფროსია. ეზოში გავედი და დათოს ვუპასუხე. -რა იყო? -წავიდეთ ტვინი წაიღეს დედაშენზე კითხვებით და არა მგონია კარგად გრძნობდე თავს იმ ინციდენტის შემდეგ. -ხო კაკის წავაყვანინებ თავს.ვეტყვი რომ ანიმ დამირეკა და საქმე მაქვს. -კარგი.სამსახურთან ჩამოხვალ? -ხო მაგრამ მიდი შენ სახლში და მეც მოვალ.დარლა კიდე დააბრუნე საიდანაც წამოიღე. -ნივთია ჩემი ძაკაცი? -კი კარგი ნივთი. ჩამეცინა და ყურმილი დავკიდე. უკან საქმიანი იერით დავბრუნდი და უფრო მეტად რომ დამერწმუნებია ისინი ჩემს "გადაუხებელ და სასწრაფო საქმეში" სკამზეც კი არ დავმჯდარვარ ისე ვუთხრაი. -მაპატიეთ,სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ვახშმობა და საუაბრი.მართლა სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,მაგრამ უნდა გავიქცე,ანიმ დამირეკა,ჩემმა უფროსმა, ჩემი მწერალია მოსული და სასწრაფოდ უნდა დავურედაქტირო ახლაი თავი. -ამ დროს?უკვე 11 ხდება. -ვწუხვარ ბატონო თაზო.ცოტა შეშლილი გოგოა ,მაგრამ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. -წაგიყვან. -ხო ამ დროს მარტო ხომ არ გაუშვებ,დაელოდე და წაიყავნე მერე სახლში. -არა იყოს ძალაინ გვიან მომიწევს წამოსვლა და კაკიც ცოდოა. -მაშინ რას იზავ? დაეჭვებით შემომხედა ლალიმ,თითქოს ცდილობდა ტყუილში გამოვეჭირე. -დათოს ან ლევანის ვეტყვი მომაკითხონ. -დარწმუნებული ხარ? კაკიმ მზრუნველად შემომხედა და წამოდგა. -კი კი,მეტი რა საქმე აქ დათოს. -დათო ვინ არის? -ჩემი მეგოაბრი. ერთად ვცხოვრობთ. მგონი ბოლო აღარ უნდა მეთქვა რადგან ორივეს სახე წაეშალა და ვგონებ ჩემზე პირველი შთაბეჭდილება ფეხქვეშ გათელა. კაკიმ ჩემი სამსახურის შენობის წინ დამტოვა.როგორცკი დავრწმუნდი რომ სახლში წავიდა და ახლომახლოს არ იყო პირველივე ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. სიმართლე გითხრათ არ მახსოვს როგორ ჩავჯექი ჩემს მანქნაში და წავედი.ალაბთ მთელი საღამოს მანძილზე მიღებულმა ალკოჰომა თავისი ქნა და გონება ამირია.საკმაოდ გაბრაზებული,ნაწყენი და იმედგაცრუებული ვიყავი. შეყვარებული, რომელსაც ყოველთვის გულისყურით ვუსმენდი და ვუგებდი იგივეს არ აკეთებდა. ჩემთვის ყვეალზე მნიშვნელოვანი ფაქტიც კი დაივიწყა.მაიძულა ვმჯდარიყავი მის მშობლებთან რომელიც ჩემზე მეტად ჩემი ოჯახით დაინტერესდნენ.მე რომ უბრლაო სოფლელი გოგო ვყოფილიყავი ზედაც არ შემომხედავდნენ ალბათ,მაგრამ არა მე მათთვის საინტერესო ოჯახის, თავად თიკა მესხისა და მამუკა დანელიას, ქალიშვილი ვიყავი.ის ვინც არასდროს არსად არ ჩანდა ,ის ვიზეც არავი არაფერი იცოდა და ეს მეტად საინტერესო პიროვნებად თუ არა ნივთად მაინც მაქცევდა.ისეთად რომელსაც მუზეომში დადებ და ყველა თვალიერებას მხოლოდ იმიტომ დაუწყებს ,რომ ოდესღაც ვიღაც მნიშვნელოვანს ეკუთვნოდა. არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი აქ ,მაგრამ როცა გავიაზრე უკვე ღია კარში გაკვირვებული სახით იდგა და მიყურებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.