შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 15


9-04-2022, 18:40
ავტორი ნაამა
ნანახია 1 265

კარებში გახევებული გაკვირვებული მიყურებდა.
-აქ რა გინდა?
-დავლიოთ?
-ამ დროს ჩემთან დასალევად მოხვედი?
-შენ მე დამპირდი, დალევას მაშინ გავაგრძელებდით ,როცა შენს წინადადებაზე დაგთანხმდებოდი.
-ანუ შენ....
-ანუ.
არაფრის თქმა არ დავაცადე,მის  ტუჩებს გიჟივით ვეცი და ზურგს უკან კარი მივხურე. შეიძლება ვცდებოდი, როცა ამას ვაკეთებდი,მაგრამ არასდროს მინანია დარლასთან ის შეთანხმება.წამითაც კი .
    დილით მის მკლავებში გამომეღვიძა. წამით არ მინანია წინა ღამით მოხდარი. ვბრაზობდი თუ არა კაკიზე? იმდენად აღარ, მაგრამ მაინც.
სამზარეულოში ფეხშიშველი გავედი და  ბევრი ძიება არც დამჭირვებია ჭიქისა და ყავის საპოვნად.
დარლას ბინა საკმაოდ მყუდრო იყო.ფანჯარასთან სავარძელში ჩამივჯექი.ფეხები მკერდზე მივიხუტე და ყავისჭიქით ხელში ხედს გავაჩერდი.ვერც კი ვარჩევდი რას ვუყურებდი.ასე გაშტერებული ალბათ საკმაოდ დიდხანს ვიჯექი.ყავა გაცივდა და დარლას ხმაც შემომესმა  უკნიდან.
-მეგონა ისევ წახვედი.
-არა,ამჯერად არა.
-მე მიზეზი მაქვს ამას როტომაც ვუკეთებ კაკის მაგრამ შენ?
-როგორც შენ თქვი...ეს მეც მინდა.
-ბრაზობ არა?იმის გამო ,რაც გუშინ მოხდა.ბრაზობ რომ არ გაქცევს ყურადღებას და გაიძულებს ჩვენი საშინელი ოჯახი გაიცნო.
-ძალა არ დაუტანებია.
-იცავ?იმ ყველაფრის მერე ისევ მას იცავ? ძალაინ გულჩვილი ყოფილხარ .
-საერთოდ რატო არ წავედი რა, მომიშლი ახლა დილიდან ნერვებს.
-კარი იქითაა თუ გინდა წადი,თუ გინდა დარჩი და დამეწვიე საუზმეზე,ან თუ გინდა ერთად გავიდეთ სადმე კაფეში.
ორჭოფობა მაშინვე შემატყო.საბოლოოდ ტანსაცმელი ჩავიცვით და მის სახლთან ახლოს კაფეში ჩავედით.
-ჩემი სულელი ძმის გამო ბოდიშს მე გიხდი.
-რა შუაში ხარ საერთოდ.
ხელი ავიქნიე და ჩემი ცივი ყავა მოვსვი.
-ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა მასეთი დეგენერატი რომ არის.
-არ მინდა მაგაზე საუბარი,მაგრამ დედაშენმა მართლა ნერვები მომიშალა.
-ეგრე იცის.ყოველთვის ოჯახებით არჩევენ ყველას.მაგიტომ აღარ ვცხოვრობ მათთან.შეიძლება ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს,მაგრამ მათზე უკეთესი მაინც ვარ.შენ ჯერ კიდევ არ იცნიბ კაკის.
მის სიტყვებზე გამეცინა და ჩემი კუთვნილი ყავა მოვსვი.
-მესმოდა მშობლებზე როგორ საუბრობდი დედაჩემთან.ასე სხვასთან მათზე ვერასდროს ვისაუბრებ.
-გგონია ასეთი კარგები არიან?ცარიელი სარკაზმი და გაზვაიდება იყო რაც გუშინ მათზე ვთქვი.დათოს სახეზე დაბნეულობა არ დაგინახავს? მან იცის,ყველაფერი იცის... მასთან და გოგასთან იმაზე ახლოს ვარ ვიდრე თავად ანოსთან.
-გოგა? რაზმაძე?
-ხო.
-მოიცადე გოგასაც იცნობ?
-ერთად გავიზარდეთ.ერთ ლოგინში ამოვიზარდეთ ლამის.ის ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენაა და შენი ძმაც ვერ შემიყვარდება ისე ,როგორც ის.იცი რომ გოგაზე ეჭბიანოს კაიკ?
-მართლა?მე კიდე  გვიან გავიცანი გოგა.
ცოტახანს კიდევ ვისხედით მერე სახლში წავედი და თითქმის ნახევარი საათი ვისმენდი დათოს საყვედურებს იმის შესახებ რომ უნდა გამეფრთხილებინა თუ სახლში არ მივდიოდი.
   ერთი კვირის შემდეგ მთელი სამეგობრო ,კაკის ჩათვლით , ლევანიმ თავისთან დაგვპატიჟა.ანო გვერდზე მოისვა და ცოტახანში ფეხზე ღვინის ჭიქით ხელში წამოდგა.
-კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. ყველამ იცით რამდენხანს მიყვარდა ეს გიჟი გოგო.-ხელი ანოსკენ გაიშვირა და საყვარლად გაუღიმა-ვინაიდან და რადგანაც ნეას გარეშე ვერასდროს აღმოვჩნდებოდით წყვილი,ძვირფასო ბიძაშვილო ჯერ შენ გაგაგებინებ.მოდი.
დაბნეუი წამოვდექი ფეხზე და ლევანისთან მივედი.ჩემზე საკმაოდ მაღალი ჩემკენ დაიხარა და ყურში მიჩურჩულა.
-ოფიციალურად დაქალის მული ხდები.
-რააა?!
-ხო.
-თქვე გაფუჭებულებო, როგორ მტოვებთ მარტოს?
-კაკი გყავს.
ანო დამეჯღანა და ხელით შეყვარებულისკენ მანიშნა.
-ეეე ჩვენც გვითხარი რა.
გოგა აწუწუნდა და დათო და ლადოც აიყოლია.
-აგვისტოში მე და ანანო დავქორწინდებით.
მერე იყო ერთი ამბები ,ჟივილხილივ,  მილოცვები.მე და კაკი აივანზე გავედით.ჩემს ტუჩებსშორის მოქცეულ სიგარეტს ცეცხლი გაუკიდა და ინტერესით მომაჩერდა.
-ძალიან ბედნიერი ვარ.
-შენ რომ არა მართლა კიდევ დიდხანს მოუწევდათ ცდა.
- მაინც რამდენი რამის შეცვლა შეუძლია უბრალო სიტყვების. "ხომ ვიცი ანანო გიყვარს" ,ამ სიტყვებმა მთელი ცხოვრება შეცვალეს და არა მარტო ანანოსა და ლევანის ,არამედ ჩემიც. ის დღე რომ არა ალბათ ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წარიმართებოდა.

-Ასეა ყოველთვის უნდა უფრთხილდეთ შენ სიტყვებს ,არ იცი ისინი რას მოგიტანენ .შეიძლება მთელი ცხოვრება შეგუცვალოს, შეიძლება საყვარელი ადამიანები დაკარგო ,შეიძლება პირიქით ისინი იპოვნო ,მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს კისერზე.
-რა თქმა უნდა ,მთელი ცხოვრება შემთხვევითობაა,არ არსებობს არანაირი ბედისწერა. ჩვენ ყველანი ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვცხოვრობთ, ისინი განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს და იმას თუ რა შეიძლება მოხდეს .იმ დღეს მე რომ ხმა არ ამომეღო ლევანისა  და ანოს კი არა ჩვენც კარგა ხანს დაგვაგვიანდებოდა ერთმანეთის  პოვნა. არ ვიცი  შენშუ რა მომეწონა, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ძალიან მომწონხარ .შენ ის ერთადერთი ადამიანი ხარ ვის წინაშეც ოდესმე მიტირა, კარგი შეიძლება ერთადერთი არა ,რადგან იმ საღამოს შემდეგ გიგისთან და დათოსთანაც ვიტირე. Შენ ჩემში რაღაც შეცვალე, ის ბავშვი გამოაღვიძა დიდი ხნის წინ რომ ჩასძინებოდა .მთელი ჩემი არსება, მთელი ჩემი ცხოვრება არც ისე მარტივი ყოფილა. მიყვარს ჩემი მეგობრები,სამსახური,გარემო რომელშიც ვცხივრობ, მიყვარს ოჯახი რომელიც მაქვს და შემიძლია მოვკვდე მათ გამო და შენ გამოც.
Ის მე მიყურებდა და მიღიმოდა ეგონა რომ ,როცა ვუთხარი შენთვის მოვკვდები თქო ეს დიდ რამეს ნიშნავდა. სხვას რომ ეთქვა ...ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო ალბათ ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ჩემს ადგილას მე ვიყავი და ჩემთვის სიკვდილი არაფერი იყო. Სიკვდილი ყველასთვის შემეძლო. ვიცოდი რომ ეს მას ესიამოვნებოდა და მეც ვამბობდი ისევ და ისევ ,რადგან მომწონდა მის  თვალებში ჩემი თავის ანარეკლი ,მომწონდა როგორ მიყურებდა, როგორ მისმენდა, შეიძლება ზოგჯერ არც ,მაგრამ მაინც მისმენდა.
კაკი ჩემთვის ძვირფასი იყო და ის რომ სხვასთან ვიწექი ,სუალც არ ნიშნავდა რომ ის აღარ მიყვარდა..მისი ხელი წელზე ვიგრძენი,ტუჩები ტუჩებზე და თითქმის ჩამწვარი სიგარეტი აივნიდან მოვისროლე.
კიდევ კარგახანს გავაგრძელებდი კაკის კოცნას ტელეფონს რომ არ დაერეკა და არ კაკის დაეჟინებინა უპასუხეო.
ეკრანზე დემონი ეწერა და ალბათ სულმთლად გავფითრდი .
- გისმენ
- მეგონა ჩემს შემოთავაზებას იმიტომ დასთანხმდა რომ ჩემი ძმა არ გა****და.
-Რეებს ბოდიალობ
-Ქვევით ვარ
-რა?
-არ ელიდი? მიდი ჩამო.
-ვერა.
-რატომ?
-ახლა არ მცალია.
-ჩემს ძმასთან ზა*****ით ხარ დაკავებული არა?
-თუმდაც.თან ანო და ლევანი დაინიშნენ.
-მოსალოცი ამბავია.
-რა თქმა უნდა.მერე დაგირეკავ.
-მიდი მიდი გაიქეცი კაკისთან.
ჩაიფხუკუნა და ყურმაილი გათიშა.
ნერვები დამაგლიჯა მასთან ამ უწყინარმა დიალოგმაც კი.ჩემს ნერვულ სისტემას ათიანში უმიზნებდა და არტყავდა კიდეც.
-ვინ იყო?
კაკი სავარძელში იჯდა და მიღიმოდა.მასთან მივედი და კალთაში ჩავუჯექი.
-ჩემი მწერალი.
-გაგაბრაზა?
კულულებზე მეფერებოდა და თბილად ანთებული თვალებით მიყურებდა.
-ნერვებს მიშლის,ანის უნდა ვუთხრა სხვა რედაქტორს მიუჩინოს.
-მოდი აქ.
წელზე უფრო მეტად მომხვია ხელი და მკერდზე ამიკრო.მის გულისცემას ვუსმენდი და მასთან ერთად სინქრონში ვსუნთქავდი. ხელები უფრო მეტად შემოვხვიე წელზე და ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა.გული გამითბა.წვიმის წვეთების ხმა შემომესმა და ღიმილი სიცილში გადამეზარდა.მე ჩემს შეყვარებულს ბავშვივით ,ოთხად მოკეცილი კალთაში ვეჯექი, ვეხვეოდი და ეს ყველაფერი წვიმის ფონზე.იმ მელოდიის მე რომ ასე არაადამიანურად მსიამოვნებდა.
-წვიმა გიყვარს ხო?
-თავსხმა,გადაუღები წვიმა.იქ უნდა მეცხოვრა სადაც მზე თითქმის არ არის.
-რა მოგწონს მასში ასეთი?
-არ ვიცი.თავს კომფორტულად  ვგრძნობ,მე კი ყიველთვის იქ და მასთან ვარ ვინც თავს კომფორტულად მაგრძნობინებს.
-და მე?
-რა შენ?
-მე თავს კომფორტულად გაგრძნობინებ?
-არ ვიცი რა იქნება 1 და 2 წლის შემდეგ, მაგრამ ახლა და აქ შენ ჩემი სახლი ხარ.
მას  გაეღიმა და შუბლზე მეამბორა.
მყუდროება ლევანიმ დაგვირღვია. აივანზე მოსაწევად გამოსულმა სავარძელში მსხდომთ თვალი რომ მოგვკრა დაგვცინა.
-თქვენი სახლი არ გაქვთ?
-ბიცოლამ ხომ მითხრა ესეც შენიაო.
-3 წლის ბავშვივით ხარ.
კაკის მოვშორდი და ბიძაშვილის წინ ავისვეტე.
-საბოლოოდ გამოგივიდა ჩემთვის ანოს წართმევა.გილოცავ.
-ვერასდროს წაგართმევ შენ დაქალს.
-რა თქმა უნდა ჩემი ბ***რაა ეგ.
გადავიხარხარე და ოდნავ შევკრთი კაკი უკნიდან რომ ჩამეხუტა. ლევანიმ უფრო გაიცინა
-ოთახი დაგითმოთ თუ ნეასთან გადახვალთ სახლში?
-გ***ვი თორე დაქალს ნააადრევად დავაქვრივებ ,ვირო.
  ხელი მივცხე მხარზე და სახლში შებრუნებულს თვალი გავაყოლე.
ცოტახანში კაკის საქმე გამოუჩნდა და წავიდა.გოგა და დათოც მას შემდეგ არ მენახნენ რაც აივანზე გავედი.
-მეც წავალ აწი.ნეა წამო დატოვე მარტო გვრიტები,ბევრი საქმე ექნებათ.
ლადომ მკლავში წამავლო ხელი და ჩემი დრამებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გამათრია სახლიდან.
-ფუ რა საზიზღარი დედამთილი იქნებოდი რა.
-უიმე რა დროს ჩემი დედამთილობაა ახალგაზრდა გოგო ვარ.გადი გადაშენდი. იმ გოგოსთან რა ხდება?დაკერე თუ ვერ?
-ვერ.
-დაგეხმარო?
-როგორ?
-ვაეჭვიანოთ
წარბები ავუთამაშე და ნესტიანი ჰაერი შევისუნთქე.
-როგორ?
-ხომ თქვი რომ ქუჩის მომღერალია და დრო და დრო ცეკვავს კიდეც.მის სანახავად ერთად წავიდეთ.
-და ისე მოვიქცეთ, როგორც წყვილი?არა გმადლობ კაკი მომკლავს.
-გავაფრთხილებ ეგ არაფერი.თან ხომ იცი მუსიკა მიყვარს,ცოტას მეც ვისიამოვნებ.-ხელი ავუქნიე და ჭიშკართან შევჩერდი.-წავედი მე,მიდი გამაგებინე რას გადაწყვეტ პრინცესაზე.
-არა რა არაფერი არ გეშველება.
ხელი ჩაიქნია და თავის ქიცინით გაუყვა სველ,მტვრიან გზას.
დილით კაკის ზარმა გამაღვიძა სადმე გავიდეთო.პირველისთვის უკვე მყუდრო კაფეში ვისხედით და ნაყინს ვჭამდით.
-სადმე ერთად წავიდეთ?
-აგვისტომდე შვებულება არ მაქვს.
-ეეე მე აგვისტოში აღარ მაქ.
დაიწუწუნა და საწყლად შემომხედა.
-ჩემ ბედს.
შევიკურთხე. რაღაცეებს მიყვებოდა მის სამსახურზე და მაცინებდა. მასთან თავს მართლა ბედნიერად ვგრძნობდი.ვფიქრობდი რომ ჩემი ესმოდა და ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა,ალბათ იმ დღიდან მოყოლებული ,რაც მეტროში მომხდარის შემდეგ ღამე მის სახლში ყოველგავრი ზედმეტი შეხების გარეშე გავატარე. ალბათ მაშინ უფრო გამიმძაფრდა ის პაწუა გრძნობები.ისეთი სიძლიერე არასდროს ჰქონდათ ,რომ ლავისთვის შემედარებინა ,მაგრამ მასთან ურთიერთობა მეწვავდა.ყოველ ჯერზე, როცა ოდნავ მაინც მეხებოდა, შიგნიდან ვიწვოდი.რაღაც უცნაური მუხტი მოდიდოდა მისგან.იდელაური იყო მთელი არსებით და ხასიათით.მაბრაზებდა ხოლმე ,მაგრამ ამაშინც მის იდეალურ ხასიათს და მხარეს ვხედავდი. იმ დღესაც უაზროდ ბევრ და არასაჭირო ინფორმაციას ვცვლიდით.სახლში რომ მიმაცილა ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა და გაუჩინარდა.ყოველთვის ასე შვებოდა.ყოველთვის. თუ ვეტყოდი რომ წასულიყო კარგიო იტყოდა  და მიდიოდა,  მაშინაც თუ არ უნდოდა.პატივს მცემდა და ეს მართლა კარგი იყო.მასთან ყოფნისას ვგრძნობდი ,რომ ვიღაცას ერთი და ორი საათით კი არა მთელი მომავლით ვუყვარდი.მთელი მისი არსებით, გულით და გონებით. იმ გრძნობების არსებობის მჯეროდა ,რომელიც მანამდე სადღაც ქვესკნელში მოვისროლე. ალბათ მასში ყოველთვის ის მომწონდა თუ რას გრძნობდა ჩემს მიმართ და როგორ უსაზღვროდ შეეძლო ჩემი სიყვარული.ჩემი გესმით? უსახური ,ქარისფერი აჩრდილის სიყვარული.მისი ვინც ღალატობდა და ატყუებდა.მისი ვისაც სული დიდიხნის წინ დაეკარგა და უმისოდ წაბილწული დაიარებოდა ჭუჭყითა და ტალახით გატენილ დედამიწაზე. ის აზრი მომწონდა ,რომ მისთვის მთელი სამყარო მე ვიყავი,ყევალფრის გაკეთება შეეძლო ჩემთვის.ასე პირველად ვუყვარდი ვიღაცას.ასე პირბელად მექცეოდნენ.













ვიცი რომ ბევრ თქვენგანს არ მოსწონს ის ფაქტი ,რომ დარლა გამოჩნდა. თქვენი გადასაწყევტია რა მოგეწონებათ და რა არა,მაგრამ  მე  მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ვწერ.
პ.ს ყვეალს დიდი მადლობა ვინც ჯერ კიდევ კითხულობს,მიუხედავად იმისა მოსწონს ის თუ არა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent