დღიური ჰარემიდან, თავი 8 ( +18)
მერვე თავი ილქ გეჯესი (პირველი ღამე) “მახსოვს წუთები ნეტარყუჩობის, სხეულს ანთებდა თეთრი პერანგი... და ღამე ტუჩის ტუჩთან ურჩობის იყო ალივით ძუ და ვერაგი.” ინაჩმა მორიდებით სამჯერ დააკაკუნა, შიგნიდან ხმა გაისმა: შემოვიდეს და მეც თეთრი სამოსელით მოსილი მბრძანებლის წინაშე დამაჩოქეს და თავი დამახრევინეს სანამ კარი საბოლოოდ დაიხურებოდა. - ჰოშ გელდინიზ (კეთილი იყოს შენი მობრძანება) - ჩვეული ღიმილით შემომეგება და ხელი გამომიწოდა წამადგომად. მიუხედავად ჩემში გაჩაღებული შინაგანი მრისხანების კოცონის, მაინც განვციფრდი, მბრძანებელი აროდეს უწოდებდა ხელს მხევალს შესვლისთანავე. წესისამებრ ჩოქვით უნდა მივსულიყავი ტახტამდე, მის კაბის კალთასთვის მეამბორა. გამოწვდილი ხელი არად ჩავაგდე, უმალვე წამოვდექ, თავაწეულმა თვალი თვალში გავუყარე და უკმეხად მივუგე. -ჰიშ ჰოშ დეღილიმ, მიუქარიმ (სრულებითაც არ გახლავართ კეთილად, მბრძანებელო). -იქნებ შარბათმა გამოგიკეთოთ გუნება. - ღიმილნარევ ნაუბარში ვერა ვარჩევდი მასხრად მიგდებდა თუ მართლაც აღელვებდა ჩემი გუნება-განწყობილება. -გუნება-განწყობილებას მხოლოდ მის პარდოს მხევლობა გამომისწორებს. რად არ დამრთეთ ნება? ნუთუ თქვენც გმობთ ქალთა განმანათლებლობას? -ნუთუ მხევლობა გიჯობს სამყარობს მბრძანებლის სარეცლის გაზიარებას? -მერმეთ და მერთმეთ გავკადნიერდები და მოგახსენებთ მბრძანებელო. მე აროდეს ვიქნები თქვენი ხარჭა, მირჩევნია ეს ხანჯალი ახლავე გულში ჩამსცეთ. ვერცხლის ლანგარზე დაჭრილს ხილზედ ირიბად გადებულ ვერცხლისავე ხანჯალს ხელი ვსტაცე და მკერდს მივიბჯინე. პირველად ვიხილე, როგორ ეცვალა მბრძანებელს ფერი. ჭინკებად მოელვარე თვალები შიშმა დასჯაბნა, აზრზე ვერ მოველ, ისე გამაგდებინა ხელიდან და გულზე მიმიკრა. -სულელი გურჯი. როგორ გაივლე ამ ლამაზსა და დიდებულს გუნებაში, რომ ხარჭად დასმას გიპირებდი. ან სიცოცხლის აბდლად დასრულება რად განიზრახე. - აღელვებული მტუქსავდა მასზედ აკრულს და თმებს მალიმალ ამბორჰყოფდა. მბრძანებელმა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შიშს და კრძალვას ჰფენდა, მის მკლავებში ბეღურას დარად შემიფარა და სიყვარულისგან შლეგი ხმით მიამებდა შფოთვას. -ოსმალეთს მბრძანებლის მხევლობა დიდზე დიდი პატივი გახდათ ჰათუნ, მერმედ იყო საუკუნე იგი დიდებული, ყოვლისა მბრძანებელი სულეიმანი და სიყვარული ჰიურემისადმი, რომელსაც პირველად ერქუა ცოლი. და დღეს შენ ბეზმიალემ, დღეს შენ გერქვა ცოლი ჩემი, და მე ქმარი შენ ალაჰის ნებითა და განსჯით ორ ქვეყანასა ზედა. დღეს მე მოვწყვეტ ქალწულის წითელ ვარდს და გავაშენებ მასზედ ჩემს ედემს. მერმე რა მოხდა? ვითარცა მათრობელა რამ მცენარით თავბრუ გესხას, ეგრეცა მეტისმეტის განცდებისგან ნახევრად მთვრალი შევეგებე მბრძანებლის ძლიერ მკლავებს, მის სარეცელს რომ მაზიარა. და ახლა თითქოსდა მე ვიყავ მბრძანებელი ის კიდე მონა ჩემს საამებლად მოვლენილი. თითოეულ შეხებას, თითოეულ ამბორს იმდენად ფრთხილად სათუთად გასცემდა და ჩემს საპასუხო რეაქციას უკჭვრეტდა, წამით ისიც კი გავივლე გუნებაში, რომე ჩინური ფაიფურის უძვირფასესი ლარნაკი ვიყავ, რომლის შემტყდომასაც უფრთხოდა. თუმცაღა, ფიქრთა უკანასკნელი კაეშანიც კი გამიფანტა უდაბნოს ქვიშის დარად, როდესაც ჩემს კერტებს წვერშემოსილი ბაგეებით შეეხო. ერთიანად მომიცვა ჯერ კიდევ უჩვეულო ცახცახამ და ცხადად შევიგრძენ ფეხებს შორის არსებული სისველე, სადაც ჯერ ძლიერი და ამავე დროს ნაქანდაკევი თითების, შემდგომად კი უჩვეულოდ მკვრივის შეხება, რომელიც მის წინ აღმართული ბარიერის გარღვევას ლამობდა. ყრუ ტკივილს მბრძანებლის ალერსი ნელსაცხებლად ედებოდა და ნეტარებად აქცევდა ვითარცა ჯინი ქვას ოქროდ. როდესაც მეგონა, რომ ნეტარებისგან გულისცემა გამიჩერდა და ალაჰის სამყოფელისკენ გარდავინაცვლე, მბრძანებელმა ღიმილით მამცნო, ნუ შფოთავ, ნეტარ იყუჩე, შეიცან თავი შენი, ეს ქალისა და კაცის სიყვარულით ტკბობის მწვერვალიაო. მერმედ სრულად დამიკოცნა შიშველი სხეული და ნება არ დამრთო ქსოვილით დამეფარა. -ატმის ყვავილებად იფეთქა შენის მშვენიერების ნეტაყუჩობამ და გამაშლეგა, დღეის ამას იქით ამ სარეცლის მბრძანებელი შენ იქნები ბეზმიალემ სულთანო, შენი შიშველი სხეული იქნება სამყაროს ის რუკა, რომელზეც ახალ ზღვებსა და მიწებს აღმოვაჩენ, დავიპყრობ და ვიბატონებ. არცარა გაბედო ამ მშვენიერების ქსოვილქვეშ დაფარვა. - ჩვეული სიმტკიცე დაებრუნებინა დამთბარ ხმას. ვგონებ, ბოლოს აგრერიგად მხოლოდ ღრმა ყმაწვილობისას გურჯისტანს მეძინა, როს სოფლის რუს ჩხრიალა ხმა და ჩიტების საამური გალობა მაგებებდა განთიადს. როს გავიღვიძე, მზე უკვე სასახლის თავს დაჰყურებდა. ალაჰ, აქამომდის როგორ მეძინა? ან როგორ დამრთეს ნება აქამომდის მბრძანებლის სამყოფელს დავყონებულიყავ? როგორც ჩანს, მბრძანებელს თავად დაუფარავს აბრეშუმის ქსოვილით ჩემი მძინარე სხეული. წამოდგომისას ყრუ ტკივილმა კვლავ განმიახლა პირველი ღამის ემოციები მბრძანებლის სურნელს შეზრდილს. სასთუმალთან წერილმა იპყრო ჩემი ყურადღება. მაჰმუდის ხელწერა უმალ შევიცან. “ბეზმიალემ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ქალსულთნობასა შინა. ახლა ქალი ხართ, ალაჰის მონა მაჰმუდის ქალი, მაჰმუდის სულთანი. სულთანო, თქვენა ბრძანდებით ის ქალი, რომელშიც ალაჰმა შარბათად შეაზავა ქალური მომხიბვლელობა, ვნება და გონი, ბავშვურობა და სიბრძნე. “ჩემო საყვარელო ქალღმერთო, ჩემო ისტანბულო, ჩემო ძვირფასო სილამაზე, ჩემო ბაღდადო. ჩემო შვიდ მნათობზე უზენაესო, ჩემო ბრწყინვალებამ, ჩემო სიცოცხლის მხსნელო, ცეცხლითგან ფენიქსის დარად აღმსდგარო, ჩემო ყმაწვილქალო, მებადურის ბადის ქვეშ სითბოსგამცემო, ჩემი ყველაზე შინაგანი სურვილების თანამგზავრო, ჩემი ერთადერთო, ქვეყნიერების მბრძანებელი თქვენს ფერხთით დგას თქვენი სიყვარულის სადარაჯოზედ, მიიღეთ გული ჩემი და ეს ბეჭედი ცოლ-ქმრული პირველი სარეცლის სახსოვრად. მარად თქვენი მიჯნური მაჰმუდი.” ენით აღუწერელ ბედნიერებას შემოეღწია და ფესვები გაედგა ძვალსა და რბილში. და მეშინოდა, მეშინოდა ამ ბედნიერების. ნუთუ დასრულდა ყოველგვარი იჭვი, ყოველგვარი სატანჯველი? დღეიდან მე არრა ხარჭა, არცა ფავორიტი, არცა იქბალი ან ქადინი არამედ თვით მაჰმუდ მეორეს კანონიერი ცოლი ბეზმიალემ სულთანი ვარ. ჯერ კიდევ აღტაცების ბურანში მყოფმა სამჯერ ცერემონიალურად დავუკარი ტაში და მსახურნი მორიდებით შემოვიდნენ, შესამოსელიც შემომაწოდეს და მამცნეს ესმა სულთანი გელოდებაო. განსვენებული ვალიდე სულთანი რომ ცოცხალი ყოფილიყო, უმალ მას მაახლებდნენ აწ კი ვგონებ, ესმა სულთანს განუზრახავს ჩემის გამოისობით ვალიდესოდენ გავლენას გამოჰკრას ხელი და ჰარემი მართოს. უმალვე განვჭვრიტე ზრახვანი ცუდად შემალული და საკმაოდ უბრად ვეახელ ესმა სულთანს. მიუხედავად ჩემის დიდის პატივისცემისა, ვერას დავუშვებდი, ყოველივე იმის შემდგომ, რაც ჩემსა და მბრძანებელს შორის მოხდა, ფადიშაჰის უკან რაიმე დამალულ საქმესში განვეხვიე. სჩანს, სულთანი არ ელოდა ჩემგან უბრობას. დამშვიდობებისას გამაფრთხილებლად მამცნო: - თავს გაუფრთხილდი აწ უკვე ბეზმიალემ სულთანო. დაიხსომე, ჰარემი დიდია და საშიში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მზე თავის საუფლოს ბნელ ღამეს უთმობს. არვინ იცის მტრის ისარი საითგან გაისვრისო. - საოცრად მომხიბვლელი ღიმილით თავი დამიკრა და აჩქარებული დასტოვა დარბაზი ისრეთ, რომე თვისივე მხევალნი თოხარიკით დაედევნენ. ჯევრი ქალფამ ჰარემს ჩემი თავი წარუდგინა, ვითარცა ფადიშაჰის მეორე კანონიერი ცოლი და თანაკონსორტი. სიამაყით მოვავლე თვალი ჰარემის ბინადართ და უმალვე ამოვიცან ის მხევალნი, ნაქშიდილ სულთნის მიერ ესქისარაის დატოვებისას რომ მიმზერდნენ იქედნურად. ფარისევლური ღილიმით მიკრავდნენ თავს. შეიტანმა უწყის, რა ოინებს ხლართავდნენ ზურგს მიღმა. ჰოშიარი და სხვა იქბალები თავიანთ ოთახებში გაუჩინარებულიყვნენ. ჩემთვის კი იმ ოთახის კარი გაიღო, აქამომდის საუკუნეთა მანძილზე რომ საგულდაგულოდ დაეხშოთ. ჰიურემის, საფიესა და ქოზემ სულთნის სამყოფელი. ეს ძილისა და მოსასვენებელი ოთახებისგან შექმნილი სივრცე მხოლოდ კანონიერ ცოლთათვის განკუთვნილიყო და იმ უიშვიათეს ალაგთაგანი იყო, სადაც მბრძანებელიც კი შებრძანდებოდა. აღტაცებულს ჟამთსა სვლა ისე გამეპარა, მხოლოდ ჯევრი ქალფას ცნობამ მაგრძნობინა, რომ საღამო მოახლოებულიყო, როდესაც მბრძანებლის საამებლად მომზადება და მასთან ხლება მამცნო. ამჟამად სიხარულით შევუდექ სამზადისს. ჰამამის მხევალთ განვუცხადე, ძალისხმევა არ დაეშურებინათ, საუკეთესო ნელსაცხებლებით გაეჟღინთათ სხეულისა და თმის ჯაგრისები. ახლაღა შევიგრძენ სრულიად სულთნად ყოფნის ნეტარება. აი, თურმე რად ლამობდნენ ეგზომ ძლიერად მბრძანებლის გულისკენ მიმავალი გზის ბილიკის გაკვალვას მავანნი და მავანნი. *** -მოიცა რაღაც ვერ გავიგე, ანუ ჰარამხანის იმ ნაწილში, რომელშიც გვეგონა რომ ოსმალეთის ფადიშაჰებიც კი არ დაბრძანდებოდნენ, კანონიერი ცოლების სანახავად შედიოდნენ? - გაოცებულმა ვუთხარი თურქულად მუსტაფა ბეის, და თან შემოდგომისფრად გაცრეცილ ფურცლებზე ლამაზად გამოყვანილ ქართულ ასოებს არ ვაშორებდი თვალს, ალაგ-ალაგ არაბულით რომ ჩაენაცვლებინა ავტორს. ჟამთა სვლას ვერაფერი დაეკლო კალმით ნაწრთობი სიტყვებისთვის, მხოლოდ ფურცლებს ეცვალათ ფერი. რომ არა რკინის ლუსკუმა და უჟანგბადო სივრცე, ნამდვილად ვერ მოაღწევდა ჩვენამდე ეს ხელწერილები. ამიტომაც დრო მეტისმეტად მცირე მქონდა, სპეციალურად გამოყოფილ უჟანგბადო გამჭვირვალე ყუთში ვდებდი ყოველი ფურცლის გადაშლისას და გამჭვირვალე მინის მიღმა ვლამობდი ნაწერის გაშიფვრას. -შენ ვერც კი წარმოიდგენ ელენე, რა განძი ჩაგვივარდა ხელს. - კმაყოფილმა დაისვა ხელი ულვაშებზე და სათვალე შეისწორა. ეს გადატრიალებაა. ეს სრულად თავდაყირა აყენებს ჩვენს ხედვას ქალი სულთნების ცხოვრებაზე. - დიდი მადლობა მუსტაფა ბეი ნდობისთვის, კიდევ ვინ იცის ჩვენს გარდა? არსად არ შემხვედრია ასეთ აღმოჩენაზე ნიუსი. ბატონმა თემურმაც როდესაც მითხრა, რომ სტამბულში გიშვებ განსაკუთრებულ დავალებაზეო, ვერც კი წარმოვიდგენდი თვით ბეზმიალემ სულთნის დღიურის გაშიფვრა და თარგმნა თუ დამევალებოდა, თან ქართულად დაწერილის. -ჯერჯერობით ადამიანების ძალზედ მცირე ჯგუფმა ვიცით, ამიტომაც მოგაწერინეთ ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე. ეს არც მუჰიმეა (მნიშვნელოვანი მოვლენების დავთარი, რომელიც თოფქაფის სასახლის მუზეუმში ინახება - ავტ.), არც რაიმე ლიტერატურული ტექსტი ან ჰარემის ხარჯთაღრიცხვა. აქ ისე ცხადადაა ყველაფერი წარმოდგენილი, შეიძლება იმაზე მეტი ხმაური გამოიწვიოს საზოგადოებაში, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. დღეისათვის საკმარისია ელენე. დღიურის თითქმის მესამედი გავშიფრეთ. შეგიძლია დაისვენო, უბრალოდ თხოვნა მექნება სასტუმროში დარჩე და ქუჩაში სიარულს მოერიდო, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. *** ფიქრებშერეული მივუყვებოდი სასტუმრომდე მიმავალ მოკირწყლულ ქუჩას, 2 დღეღამეა ფაქტობრივად გადაბმულად ვიმუშავე, ახლაც, ეიფორიაში მყოფს ისე გამესიგრძეგანებინა სამი საუკუნის წინანდელი ქართველი ქალის განცდები და ემოციები, ისე მიმეტანა გულთან ახლოს მისი თითოეული შეგრძნება, რომ დარწმუნებით შემეძლო განმეჭვრიტა, ენდომებოდა თუ არა თავად ბეზმიალემ სულთანს ამ ფრიად ინტიმური გულისნადების დღის სინათლეზე გამოფენა. ფიქრებში გართული მანქანის მუხრუჭების ხმამ და მკლავზე ძლიერი დაქაჩვის შეგრძნებამ გამომიყვანა. . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.