დათარსული კაცი (თავი 4)
ათი იყო დაწყებული, მეორე დღეს ოდეტა ისევ რომ გამოჩნდა კოტეჯთან. ვერანდის კიბესთან გაჩერდა და ქვემოდან ამომხედა. სავესე მთვარის შუქზე შევძელი კარგად შემეთვალიერებინა. უბრალო თერთრი კაბა ეცვა. ხელში მომცრო ჩამოდანი ეჭირა. მშვენივრად გამოიყურებოდა. -გამარჯობა, ალი-ბაბა, მითხრა ოდეტამ. აი, მეც მოვედი. კიბეზე დავეშვი და ჩემოდანი გამოვართვი. ოდეტას პირისპირ მარტო დარჩენილი, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვგრძნობდი თავს. -სახლში შევიდეთ, ვთქვი მე. მისის მალრუ საა? გოგონამ ეშმაკურად გაიღიმა. -რა, ისიც მოიწვიე? არ მოვა. ოთახში შევედით. კარგი დავკეტე და შუქი ავანთე. დიქტოფონში ახალი ფირი იდო. აპარატი ამუშავდა. მთელი დღე ვფიქრობდი იმ დეტალებზე, რომელთა დამახსოვრებაც ოდეტას მოუწევდა. წერილის ტექტიც შევადგინე. მერე გუშინდელ ფირს მოვუსმინე მშვენიერი ჩანაწერი გამოვიდა. ფირი პაკეტში ჩავდე და კერძო ბანკში შევინახე. უკვე გამოჩნდა საკუთარი თავის რწმენა, ორმოცდაათი ათასი დოლარიც მეტისმეტად მიზიდავდა. დავასკვენი, პასუხისგებაში თუ მიმცემენ, მხოლოდ და მხოლოდ როგორც თანამონაწილეს-მეთქი, არადა, კაცმა რომ თქვას, ეგ მალრუ სასამართლოში თავის ცოლსა და ალიშვილს ხომ არ უჩივლებდა?! -დავიწყოთ, ვთქვი მე და დავჯექი. საქმე ძალიან ბევრი გვაქვს, დრო კი ძალიან ცოტა. ოდეტა სავარძელზე დაეშვა. გამომწვევი მოძრაობები ჰქონდა, ფეხები შეიკეცა, კაბის კალთა გაისწორა და მიამიტი თვალებით მომაჩერდა. მისმა მზერამ ცოტა არ იყოს, დამაბნია. მეტისმეტად თამადად ეჭირა თავი.. -რეა ჭკვიანი ქალია, როგორ წამოგაგო ანკესზე? განმიცხადა უცებ. ყურები ვცქვიტე. -არავითარ ანკესზე არ წამოვუგივარ! -როგორ არა, წამოგაგო, წამოგაგო. დიდხანს გითვალთვალა, სამა, იმ ბარში ვისკით იჭყიპებოდი. როგორც კი გაზეთში შენი გათავისუფლების ამბავი წაიკითხა, მაშინვე თვალი დაადგა. ხელჩანთაც განგებ დატოვა ტელეფონის ჯიხურში. დარწმუნებული იყო, რომ ფულს აიღებდი. მე კი არ მეგონა. დავნაძლევდით კიდეც, ათი დოლარი წავაგე. გაშტერებული ვიდექი, ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ მომაწვა სახეზე სისხლი. -მაშინ მთვრალი ვიყავი, ჩავიბურტყუნე. ოდეტამ მხრები აიჩეჩა. -რა თქმა უნდა უბრალოდ, ეს იმიტომ გითხარი, რომ სიფრთხილე არ დაკარგო. რეა ნამდვილი გველია, იმასთან ფხიზლად უნდა იყოს კაცი.. -ამდენი ფული რად გინდა? შევაწყვეტინე. ცხვირი შეიჭმუხნა. -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მოიფიქრე ჩემთვის რამე? მივჩერებოდი და ვცდილობდი, აზრი მომეკრიბა. იმის გაგებამ, რომ რეამ შეგნებულად გამომიჭირა, მეტისმეტად იმოქმედა ჩემზე. ეტყობა, ამათთან მართლა ასი ყური და ასი თვალი დამჭირდებოდა. -შაბათ საღამოსთვის შეუთანხმდი ვინმეს? ვკითხე მე. -კი. ,,ქეფითოლიუმში'' მივდივართ მე და დიზი შიინი, ზუსტად ცხრაზე მოვა კინოსთან. -მეგობარი ბიჭი თუ გყავს, ვისაც დროდადრო ხვდები ხოლმე? ცოტა ხნით ჩაფიქრდა. -მყავს თანაც რამდენიმე. -ერთიც სავსებით საკმარისია, სახელი და გვარი მითხარი. -მაშინ ჯერი უილიამსი. -შინ გირეკავს ხოლმე? -ხანდახან. -თქვენთან ყურმილს ვინ იღებს? -სებინი, ჩვენი ძველი მსხარური. -ჯერის ხმას იცნობს? -არა მგონია. უკვე რამდენიმე თვეა, აღარ დაურეკავს, რას დაიმახსოვრებდა. -მაშ, სახლში იტყვი, რომ მეგობართან ერთად კინოში მიდიხარ. საღამოს, ცხრას რომ თხუთმეტი დააკლდება, მე დავრეკავ და ტელეფონთან დაგიძახებ. მსახურს ვეტყვი, რომ უილიამსი ვარ. ეს იმ შემთხვევისთვის დაგჭირდება, თუ საქმეში პოლიცია ჩაერია. უილიამსი, ესე იგი მე, ,,მეკობრეების ქოხში'' დაგპატიჟებს, გეტყვის, რომ ძველი კომპანია შეიკრიბა, შენი დიზიც იქაა და თუ შეუერთდები, ძალიან გაუხარდებათ. შენ გაიოცებ, მაგრამ დათანხმდები, ოღონდ მამას არაფერს ეტყვი, რომ გაეგო, სად აპირებდი საღამოს გატარებას, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული არ დარჩებოდა. მერე ,,მეკობრეების ქოხში'' მიდიხარ, მეგობრებს ვერ ნახულობ და უკან ბრუნდები. ჩაბნელებულ ავტოსადგომზე ვიღაცები თავზე ტომარას გვაფარებენ და ძალით გტენიან მანქანაში. დაიმახსოვრე? თავი დამიქნია. -შენ ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უყურებ, არა? -სახუმარო არაფერია, ვთქვი მე, პოლიცია უილიამსაც დაკითხავს, ის კი დაიფიცებს, რომ ოდეტასთვის არ დაურეკავს და პოლიციაშიც მაშინვე მიხვდებიან, რომ ყველაფერი ,,მეკობრეების ქოხში'' შენს შესატყუებლად დაგებული მახე იყო. გაუკვირდებათ, როგორ ვერ იცანი უილიამსის ხმა. შენ კი უნდა აუხსნა, რომ ხმა ცუდად ისმოდა, მუსიკა იყო ჩართული და თან, აზრადაც არ მოგსვლია უილიამსის ვინაობაში დაეჭვება, გასაგებია? -მართლა გგონია, აქამდე მივა საქმე? მიყურებდა და თან ფრჩხილებს იკვნეტდა. -არ ვიცი. შენი დედინაცვალი დარწმუნებულია, რომ არ მივა, მაგრამ მაინც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ყურადღებით მისმინე, ახლა პოლიციისთვის მოსაყოლ ამბავზე გადავდივართ ესე იგი, ტომარაჩამოცმული და ხელებგაკავებული მანქანაში ზიხარ, იტალიური აქცენტით მოლაპარაკე კაცი გაფრთხილებს ერთი ზედმეტი გაფაჩუნება და კარგი დღე არ დაგიდგება. ხვდები, რომ შენ გარდა მანქანაში კიდევ სამნი სხედა. მათი საუბარი დაგიწერე. ზეპირად მოგიწევს დასწავლა. -გასაგებია, დამიქნია თავი. -მანქანა ხშირ-ხშირად უხვევს, ხვდები, რომ რამდენიმე წუთში გზატკეცილიდან გადაუხვია. საათ-ნახევრის შემდეგ მანქანა ჩერდება. ძაღლის ყეფა და ჭიშკარის ჭრიალი გესმის. მანქანა სადღაც შედის და ისევ ჩერდება. ყველა წვრილმანი უნდა დაიმახსოვრო, დეტალებს ჩაეძიებიან. ბევრჯერ დაუჭერიათ გამტაცებლები იმის წყალობით, მსხვერპლმა ძალის ყეფა თუ ჭაში ჩაშვებული ვედროს ხმა რომ გაიგონა. ასეთი წვრილმანებით ტვინს წაგჭამენ და მზად იყავი. ისევ დამიქნია თავი, მართლა ყურადღებით მისმენდა. -ახლა ვხბდები, დღეს რაღაში დაგჭირდი, თქვა მან. პოლიცია გინდაც არ ჩაერიოს, იმავე კითხვებს მამაჩემი მაინც დამისვამს. -ეგეც მართალია.. სამი დღე და სამი ღამე ჩაკეტილ ოთახში გამყოფეს. პოლიცია აუცილებლად მოგთხოვს იმ ოთახის დახაზვას. დაიმახსოვრე გამუდმებით ძაღლის ყეფა, ქათმების კრიახი და საქონლის ბღავილი გესმოდა და ამიტომ დაასკვენი, რომ ფერმაში იყავი. სახეზე მარტო ერთი გამტაცებელი ნახე და ის ქალი, ვისაც შენთვის საჭმელი მოჰქონდა. ამ ხალხის გარეგნობაც აგიწერე, ესეც ზეპირად უნდა დაიწავო. ამ ისტორიას არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიო. რამე სისულელეზე არ გამოაჭერინ თავი. -გასაგებია. -ოთახის გვერდით ტუალეტია. ერთ-ერთი ,, გამოსაჭერი'' კითხვა ესეც იქნება, მზად უნდა იყო, ტუალეტში გასვლის ნებას როცა გრთავდნენ, ქალი თან დაგყვებოდა. სახლის ამ ნაწილის გეგმაც დაგიხაზე: უბრალოდ, მოკლე დერეფანი, სამი კარი გამოდის დერეფანსი და სამივე ჩაკეტილია. ტუალეტში უნიტაზი გაბზარულია, ავზზე ჯაჭვის ნაცვლად თოკი ჰკიდია. დაიმახსოვრე, ეს დეტალები მონაყოლს დამაჯერებლობას შემატებენ. ჩაგიწერე, სამი დღის განმავლობაში რას გაჭმევდნენ, ამასაც დაიზუთხავ. არაფერი აურ-დაურიო იცოდე, პოლიცია სულს ამოგხდის. ენის წვერით ტუჩები გაილოკა. -შენი წყალობით ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მართლა უნდა მომიტაცონ, თქვა მან. -ძალიან კარგი, ასეც უნდა იყოს. ეს კიდევ წერილია, გადაწერე და მერე გავუგზავნი მამაშენს. ჯობია ეს საქმეც ახლავე მოათავო. წამოვდექი, შინიდან წამოღებული დიპლომატი გავხსენი, ხელთათმანები ჩავიცვი და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვიღე იაფფასიანი საფოსტო ქაღალდის ფურცელი. ოდეტა მაგიდას მიუჯდა. გვერდით ვიდექი და სანამ წერილის ტექსტს იწერდა მერე კონვერტზე მისამართს წერდა, თვალი არ მომიშორებია. ვთხოვე, კონვერტი დაელუქა, წერილი პაკეტში ჩავდე და დიპლომატში ჩავკეტე. ის ფურცლებიც გადავეცი, რომლებზეც ზეპირად დასასწავი წვრილმანები მქონდა ჩამოწერილი. -წაიღე და ყველაფერი კარგად დაიზეპირე, ვუთხარი ოდეტას. ზეგ საღამოს ცხრაზე მოხვალ, გამოცდას ჩაგიტარე. ქაღალდები ხელჩანთაში შეინახა. -სანამ წახვალ, შენი ახალი კაბა ვნახოთ პარიკშიც მინდა შეგხედო. ჩემოდანი გახსნა და მოთეთრო- მოციფრო კაბა, თეთრი ფეხსაცმელები და თვალისმომჭრელად ჟღალი პარიკი ამოალაგა. -შედი და გამოიცვალე, საძინებელ ოთახზე ვანიშნე. -ჩემი დედინაცვლის დაქირავებული კაცის კვალობაზე ბრძანებებს მშვენივრად იძლევი, მითხრა და კაბას დასწვდა. -თუ არ მოგწონს.. -პირიქით! შენთან ურთიერთობას რაღაც სიახლე შემოაქვს ჩემს ცხოვრებაში, მომწონს ჩემზე უფროსი მამაკაცები. -დროზე, მეჩქარება, დავუცაცხანე. ცხვირი შეიჭმუხნა, საძინებელ ოთახში გავიდა და კარი მოიჯახუნა. კიდევ უფრო უხერხულად ვიგრძენი თავი. რაღაც ისეთი, რაც ბუნებრივ, თითქოსდა ღრმად ჩამარხულ ინსტიქტებს მიღვიძებდა, ოღონდ მარტო მე არა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ადგილას ნებისმიერი მამაკაცი ასეთ დღეში იქნებოდა. დაოჯახების მერე ქალებში არ მივლია და არც ახლა ვაპირებდი ჩემი პრინციპის გადახვევას, თუმცა ვგრძნობდი, რომ ოდეტა მალრუ იოლი მოსაპოვებელი იქნებოდა. მის მოლოდინში ოთახში გავიარ-გამოვიარე. როგორც იქნა, საძინებლის კარიც გაიღო. პარიკს ოდეტა ძალიან შეეცალა, ძლივს ვიცანი. კაბას მხრებზე ხელით იმაგრებდა. -ამ ოხერ შესაკრავს ვერ ვწვდები. შემოტრიალდა და წელამდე შიშველი ზურგი მომიშვირა. -შემიკარით, თუ შეიძლება! ხელი ამიცახცახდა. ოდეტამ მხარს ზემოდან გადმომხედა. თვალებში ნაპერწკლები გაუკრთა. შესაკრავი მოვქაჩე. გული გამალებით მიცემდა. მობრუნდა, კისერზე ხელები მომხვია და ზედ ამეკრო. ერთიანად მოვეშვი, მერე თავს ძალა დავატანე და მოვიშორე. -ეგ უკვე მეტისმეტია, ვთქვი ხმაგაბზარულმა. ჯობია, მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები შევინარჩუნოთ. თავი გვერძე გადახარა და ეშმაკურად მომაჩერდა. -არ მოგწონვარ? -პირიქით, მაგრამ მოდი, ახლა ამაზე შევჩერდეთ. დაიჭყანა და ნაბიჯი უკან გადადგა. -მაშინ წავედი? -ჰო, მზის სათვალესაც თუ გაიკეთებ, მამაშენიც ვერ გიცნობს. ცხვირსახოცი ამოვიღე და ხელისგულებზე გადავისვი. -კარგი, გამოიცვალე. კაბასა და პარიკს აქ დატოვებ. ზეგ ცხრაზე შევხვდებით. თავი დამიქნია და საძინებელ ოთახში გავიდა. კარი ოდნავ ღია დატოვა. სიგარეტს მოვუკიდე და მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი. და უცებ დამიძახა. -ჰარი.. ამ კაბას ვერაფერს ვერ ვუხერხებ. ცოტა ვიყოყმანე, მერე სიგარეტი ჩავაქრე. -ჰარი.. წამოვდექი, კარი გასაღებით ჩავკეტე, შუქი ჩავაქრე და საძინებელ ოთახში შევაბიჯე. 2 ჩემს ჭიშკარში რომ შევუხვიე და მანქანა გარაჟს მივაყენე, სახლთან ჯიმი რენიკის, ბიუიკს'' მოვკარი თვალი და შევკრთი. იმ დღის მერე, რაც ციხესთან დამხვდა, რენიკი აღარც მენახა და აღარც მელაპარაკა მასთან, მას შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა და რენიკის არსებობაც გადამავიწყდა.ნეტავ რა უნდოდა? ნინა ალბათ ეტყოდა, სამსახური იშოვაო. თუ დაინტერესდებოდა, რენიკი ტყუილს იოლად გამოამჟღავნებდა, მე კიდევ, რაც ამ ვითომდა მოტაცების საქმეში გავყავი თავი, ყველაზე ნაკლებად პოლიციელებისკენ მიმიწევდა გული. თანაც, სინდისიც, გვარიანად მქეჯნიდა ჩემსა და ოდეტას შორის მომხდარის გამო. თავს ვირწმუნებდი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დამნებდა, მამაკაცზე საკუთარი ზემოქმედების ძალა და მათდამი ზიზღი რომ დაემტკიცებინა-მეთქი. ჩვენი სიახლოვე მოუთოკავი ვნების აფეთქება იყო და მეტი არაფერი. მკლავებიდან დამისხლტა, სიბნელეში ჩქარ-ჩქარა ჩაიცვა, თან რაღაც ჯაზურ მელოდიას უსტვენდა ჩუმად და მე საერთოდ აღარც შემამჩნევდა. -ზეგამდე, შემეხმიანა სიბნელიდან. კარგად იყავი. უჩუმრად გაქრა, მე კი ჯერაც საწოლზე ვიწექი, სირცხვილი მკლავდა, თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი და თან ოდეტაც მეზიზღებოდა. კარის გაჯახუნების ხმა რომ გავიგონე. წამოვდექი და დიქტოფონი გამოვრთე. კასეტა ამოვიღე და ყუთში შევინახე. მერე წყალი გადავივლე, სასტუმრო ოთახში გავედი და ზედიზედ ორი ჭიქა გაუზავებელი ვისკი გადავკარი, მაგრამ ვერც შხაპმა მიშველა და ვერც ვისკიმ, ვერაფრით მოვიშორე ისეთი შეგრძნება, თითქოს თავფეხიანად ჭუჭყში ვიყავი ამოგანგლული. ცალკე დანაშაულის განცდა მსპობდა ჩემზე გადაყოლილი ნინას წინაშე, დღედაღამ წელებზე ფეხს რომ იდგამდა, ოღონდ კი ცხოვრების რამე საშუალება გამოენახა. ნელი ნაბიჯით გავუყევი გარაჟიდან სახლისკენ მიმავალ ბილიკს, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და კარი გავაღე. ჰოლში კედლის საათი თორმეტის ათ წუთს უჩვენებდა. სასტუმრო ოთახიდან რენიკის ხმა და ნინას სიცილი ისმოდა, გავხევდი. მე და რენიკს ოცი წლი მეგობრობა გვაკავშირებდა. ერთად ვსწავლობდით. ყოველთვის პატიოსანი პოლიციელი იყო, ახლა კი ოლქის პროკურორის თანაშემწედაც დანიშნეს საპატიო და მაღალხელფასიან თანამდებობაზე. თუკი პოლიცია მართლა დაინტერესდებოდა მალრუს საქმით, გამოძიებაში მთავარ როლს სწორედ რენიკი შეასრულებდა. ღრმად ამოვიოხრე, სასტუმრო ოთახის კარს მივუახლოვდი და შევაღე. ნინა თიხის დიდი ქოთანი ედგა სამუშაო მაგიდაზე და ხატავდა. რენიკი სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ჩემს დანახვაზე ნინამ ფუნჯი გააგდო ხელიდან, ჩემკენ გამოექანა და კისერზე შემომხვია ხელები. მისი ტუჩების შეხებაზე უცნაური გრძნობა დამეუფლა. ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა ოდეტას შმაგი, ცხოველური ალერსი. ცოლი მსუბუქად მოვიშორე და დიდი ტანჯვისა და ძალდატანების ფასად რენიკს გავუღიმე. -სალამაი, ჯიმ, ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი. რა ქარმა გადმოგაგდო ჩვენთან? მაძებარი ყოველთვის მაძებრად რჩება. მისმა დაჟინებულმა მზერამ მიმახვედრა, რაღაცა იყნოსა-მეთქი, ჩემი არ იყოს, რენიკიც ნაძალადევად იღიმებოდა. -ჩემი ბრალი არ არის, ჰარი, თქვა, წამოდგა და ხელი გამომიწოდა. ერთი თვე ვაშინგტონში ვიყავი. ეს-ესაა ჩამოვედი. რას შვრები, როგორა ხარ? გავიგე, სამუშაო გიშოვია. -რაღაც სამუშაოს მაგვარი, ვთქვი მე, სულ არაფერს კი ჯობია. სავარძელში ჩავეშვი, ნინა სახელურზე ჩამომიჯდა, რენიკი ძველ ადგილს დაუბრუნდა. გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ გამომცდელად მიცქერდა. -მომისმინე, ჰარი, დაიწყო რენიკმა, დროა რამე სერიოზულ საქმეს მოეკიდო. მედოუზთან შეთანხმებას მოვახერხებ, რა თქმა უნდა, შენც დამთანხმდები. გაკვირვებული მივაჩერდი. -მედოუზთან? რაზე? -მედოუზი ჩემი შეფია, თქვა რენიკმა. შენზე ადრე ველაპარაკე. საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი კაცი გვჭირდება. შენ კი სწორედ ამ საქმისთვის ხარ დაბადებული. -არა მგონია. მას შემდეგ, რაც იმ ნაძირლებმა მომიწყვეს, პოლიციასთან ერთად მუშაობის სურვილი აღარ მქონდა ვერანაირი ხელფასი ვერ მომხიბლავდა. ნინამ მკლავზე მომიჭირა ხელი. -თუ ღმერთი გწამს, შეეშვი იმ ძველი ამბების ქექვას თქვა რენიკმა, ასეთი შანსი მეორედ არ გექნება, მართალია, ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვი, რა ხელფასს დაგინიშნავენ, მაგრამ წელში გაიმართები. მედოუზმა იცის, რა ავტორიტეტიც გაქვს საგაზეთო სამყაროში. ხელფასზე თუ მოვრიგდებით, სამუშაო შენია! ერთი კი გამკრა ფიქრმა, თავად უფალი ღმერთი მიბრძანებს მოტაცების ავანტიურაზე უარის თქმას და სოლიდური თანამდებობის დაკავებას-მეთქი, მაგრამ ისევ ორმოცდაათი ათასო დოლარი გამახსენდა და შევყოყმანდი. ამ თანხით შემეძლო საკუთარი თავის ბატონ-პატრონი გავმხდარიყავი. -ვიფიქრებ, ვუთხარი რენიკს. შეიძლება, ძველი ხროვა მართლა დაიფრინეს, ოღონდ სამმართველოში სამუშაოდ მაინც არ მიმიწევს გული. მიკლედ, მოვიფიქრებ. -უნდა დათანხმდე, შეშფოთდა ნინამ ზუსტად საშენო საქმეა. -ვთქვი, მოვიფიქრებ-მეთქი! რენიკი იმედგაცრუებული ჩანდა. -კარგი, ბატონო. თავს ვერ დავდებ, ხელფასზე მოვრიგდებით-მეთქი, მაგრამ თუს ეს მოხერხდა, სწრაფად უნდა იფიქრო, ამ ადგილზე კიდევ ორ კაცს აქვს პრეტენზია. -შემოთავაზებისთვის მადლობელი ვარ, პასუხს შეგატყობინებ. რენიკმა მხრები აიჩეჩა და წამოდგა. -კარგი, ჩემი წასვლის დროა. დამირეკე. მარტო რომ დავრჩით, ნინამ მითხრა: -ჰარი, შენ ხომ უარს არ იტყვი? -მოვიფიქრებ, ახლა კი დროა დავწვეთ. ნინამ მხარზე ხელი დამადო და თქვა: -დათანხმდი, თორემ ასე დიდხანს თავს ვერ გავიტანთ. -ნება მომეცი, ჩემი ცხოვრება მე თვითონ ავიწყო, მივუგე მშრალად. დაგპირდი, ვიფიქრებ-მეთქი. საძინებელ ოთახში გავედი, კასეტიანი ყუთი კარადაში შევტენე და ტანზე გავიხადე. სამზარეულოდან ხმაური ისმოდა, ნინა ჭურჭელს რეცხავდა. მე დავწექი. რენიკის წინადადება თუ ორმოცდაათი ათას? იქნებ ხელფასზე ვერ მოვრიგდეთ. იქნებ მოტაცება ჩაიშალოს. ჯობდა მომეცადა. თუმცა იქნებ მუდმივი სამსახურისა და ოდეტას მოტაცების შეთავსებაც მომეხერხებინა? ოთახში ნინა შემოვიდა, თავი მოვომძინარე. გაიხადა, ჩაწვა შუქი ჩააქრო. მომეტმასნა, მაგრამ გვედზე გავიწიე. ისე საძაგლად ვგრძნობდი თავს, ნამდვილად არ შემეძლო ცოლს მივკარებოდი. მეორე დღეს ხუთშაბათი იყო. ნინას ქოთნები წასაღებად მანქანა დასჭირდა. მე უსაქმოდ დავბორიალებდი ოთახიდან ითახში და ოდეტაზე ვფიქრობდი. დანაშაულის თავდაპირველი გრძნობა მომიჩლუნგდა. წუხელ, კოტეჯიდან რომ წამოვედი, ჩუმი აღთქმა დავდე ეს აღარ განმეორდება, ამ ერთხელ წამძლია სულმა, მაგრამ ეს პირველი და უკანსაკნელი იქნება-მეთქი. დილით კი, როცა სახლში წინ და უკან დავდიოდი, მთელი სუტუაცია სულ სხვა თვალით აღვიქვი. ნინას არაფერი არ დააკლდება, თუკი ოდეტასთან ერთხელ კიდევ წავიმაიმუნებ-მეთქი, ასე ვცდილობდი სინდისის მიყუჩებას. თუკი გუშინ ვერ მოვახერხე თავის შეკავება, ხვალ უარის თქმას რაღა აზრი ექნეოდა? გატეხილი აღარ გამრთელდებოდა და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, ოდეტას გაშმაგებული ალერსი ჩემი ნერვებისთვის სასარგებლოც არის-მეთქი და პარასკევი საღამოს მოლოდინში ლამის საათებს ვითვლიდი. დღისით ბანკში წავედი და მეორე კასეტაც პირველთან ერთად დავაბინავე, მერე პლაჟისკენ გავემარტე, კოტეჯში საცურაოდ გამოვეწყვე და მთელი დღე ზღვაზე გავატარე, ვბანაობდი და მზეს ვეფიცხებოდი. ოღონდ ოდეტაზე ფიქრი ვერ ამოვიგდე თავიდან. მეორე დილთ, როცა საუზმეს ვამთავრებდით, ნინამ მკითხა: -რენიკის წინადადებაზე რას იტყვი? -ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, ვუპასუხე მე, ვფიქრობ. მკაცრად შემომხედა, იძულებული გავხდი, თვალი ამერიდებინა. -სანამ შენ გადაწყვეტ, თქვა ნინამ, სამი გადასახდელი ანგარიში დამიგროვდა. ფული კი არა გვაქვს. ქვითრები მაგიდაზე დაყარა. -ავტოგასამართ სადგურში ბენზინის ნისიად მოცემაზე უარი გვითხრეს. დენის ფულს თუ არ გადავიხდით, ბნელში მოგვიწევს ჯდომა. მეპურეც აჯანყდა. რეას მოცემული ასი დოლარიდან სამოცი მონდა დარჩენილი. ბოლო ორი ანგარიშის გასწორება შემეძლო. -ამათ ანგარიშს გავანაღდებ, ვთქვი მე. ბენზინი მოიცდის, ავზში რამე დარჩა? -ნახევარი. -შეძლებისდაგვარად, ავტობუსით ვიმგზავროთ. -ხვალ ოთხი ქოთანი მაქვს წასაღები. რაც თავი მახსოვს, ნინას ხმაში პირველად შეეტყო გაღიზიანება. თვალებში შევხედე. უბედური, ყველაზე და ყველაფეზე გაბრაზებული ადამიანის გამოხედვა ჰქონდა. -მე არ მითქვამს, მანქანაზე საერთოდ უარი ვთქვათ-მეთქი. უბრალოდ ხანდახან ავტობუსითაც შეიძლება მგზავრობა. -ეგ უკვე გავიგე. -ჰოდა, ძალიანაც კარგი. ვიგრძენი, ნინას კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ უხმოდ შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. მეც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად. ასე დამდურებულები ჯერ არასდროს დავცილებივართ ერთმანეთს. შინიდან გავედი და ავტობუსის გაჩერებისკენ გავემართე. გზად ის ორივე ანგარიშიც გავასწორე. თხუთმეტი დოლარი დამრჩა. კვირის ბოლოს ბილ ჰოლდენი მომთხოვდა კოტეჯის ქირას, მაგრამ თუ გამიმართლებდა, იმ დროისთვის უკვე ორმოცდაათი ათასი დოლარის პატრონი ვიქნებოდი. საღამომდე დარჩენილი დრო ოკეანის ნაპირზე გავატარე, წამდაუწუმ საათს დავყურებდი და ოდეტას გამოჩენას მოუთმენლად ველოდი. ცხრის ნახევრისთვის პლაჟი დაცარიელდა. ვერანდაზე ვიჯექი და სკოლის მოწაფეს ვგავდი პირველი პაემნის წინ. ათი იყო დაწყებული, ოდეტა რომ გამოჩნდა. მის დანახვაზე სავარძლიდან წამოვხვტი, მკლავში ვწვდი და ჩემსკენ მოვიზიდე. იმწამსვე, თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადამესხა. -ხელები გასწიე, თქვა სუსხიანი ხმით. როცა მომინდები, თვითონ გეტყვი. გვერდით ჩამიარა და ოთახში შევიდა. გავოგნდი. სრულ არარაობად ვიგრძენი თავი. წუთიერი ყოყმანის შემდეგ მაინც უკან მივყევი და კარი მივიჯახუნე. შემოტკეცილ შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილს, შავი თმა უკან გადაეწია და ჯაჭვით შეეკრა ძალიან მიმზიდველი იყო. დივანზე მოკალათდა და ფეხები შეიკეცა. -ქალს, როგორც საკითრებას, ისე ნუ უყურებ, მითხრა ღიმილით, იმ დღეს გართობა მჭირდებოდა, დღეს აღარ. იმ წამს შემეძლო მომეკლა, შემეძლო ძალითაც დამემორჩილებინა, ოღონდ ამ სიტყვების თქმამდე, ამ სიტყვებმა უცებ მაპოვნიანა ჩემი ადგილი.. დავჯექი, ათრთოლებული ხელით სიგარეტს მოვუკიდე. -მადლობა ღმერთს, მამაშენი არა ვარ, ვუთხარი ბოლოს. თუ მახარებს რამე, ერთადერთი ეგაა. გაიცინა, ისიც ეწეოდა, ღრმა ნაფაზს არტყამდა და ბოლს ნესტოებიდან უშვებდა. -მამაჩემს რაღაც დაეტაკე? გაცოფდი, არა, მაგარი რომ გამოვდექი? შავ თმაზე ხელი გადაისვა, თან დამცინავად შემომცქეროდა. -გადავიდეთ საქმეზე? წარმოდგენაც არ მქონდა, ასეთი სიძულვილი თუ შემეძლო. დიპლომატი გაჭირვებით გავხსენი და ადრე გამზადებული ფურცლები ამოვალაგე. -ჩემს კითხვებს უპასუხებ, ვთქვი, ხმას ძლივს ვიმორჩილებდი. -რას ნერვიულობ, ჩაიცინა ოდეტამ. ხომ იცი, მეფური ჯილდო გელის. -მოკეტე! ვუთხარი უკვე მშვიდად, დაკითხვაზე ამდენს არ გატლიკინებენ. -რატომ წახვედი ,,მეკობრეების ქოხში''? რა იდგა ოთახში, სადაც გამოგამწყვდიეს? როგორ გამოიყურებოდა ქალი, ვისაც საჭმელი მოჰქონდა? სხვა ნახე ვინმე ფერმაში? თვალის დახამხამებაში მპასუხობდა, უყოყმანოდ, დაუფიქრებლად და უშეცდომოდ. ორი საათი ვცდიდი. ერთხელაც არაფერი შეშლია. ბოლოს ვუთხარი: -ივარგებს. თუ ჩვენი ვერსიიდან არ გადაუხვევ და ხაფანგში არ გაებმები, აუცილებლად გამოძვრები. დამცინავად გაიღიმა. -ფრთხილად ვიქნები.. ჰარი. წამოვდექი. -ესე იგი, ყველაფრისთვის მზად ვართ. ხვალ ათის თხუთმეტ წუთზე ,,მეკობრეების ქოხთან' ვიქნები. ფეხები ჩამოუშვა და წამოდგა. -კარგი, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ერთმანეთს მივაჩერდით. ოდეტას გაეღიმა და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი. -საცოდავო, თქვა მან. შეგიძლია მომიცაცუნო ხელები, ნებას გაძლევ. დავიცადე, სანამ ახლოს მოვიდოდა და სახეში გავარტყი. თავი გვერდზე გადაუვარდა. მეორედაც გავარტყი. გამეცალა, ხელები ლოყებზე აიფარა, გააფთრებული თვალებიდან ცეცხლს ყრიდა. -დამპალო! იწივლა, ამას არ დაგივიწყებ! დამპალო! -წადი! ვუთხარი მე, თორემ იცოდე, კიდევ მიიღებ! კარისკენ გაემართა, შეჩერდა და გამომხედა. -მადლობა ღმერთს, შენი ცოლი არ ვარ, თუ მახარებს რამე ერთადერთი ეგაა. უეცრად გადაიკისკისა, მთვარის შუქით განათებულ პლაჟზე გავარდა და სირბილით გაუყვა ნამიან ქვიშას. მზად ვიყავი, საკუთარი ხელით ყელი გამომეჭრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.