შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა, სიცოცხლისა . . . (თავი 4)


5-07-2022, 15:58
ავტორი სესილია
ნანახია 1 345

***
- მააქს, მაქსიმე ... - ყურთან ჩუმი ჩურჩული იგრძნო, - მააქს, გაიღვიძე... შენი ჩახუტება და კოცნა მომენატრა, ჩემში გიჟური ვნება ტრიალებს. თვალები გაახილე, გაიღვიძე... - თითების შეხებას შუბლიდან მთელი სხეულის მიმართულებით გრძნობდა.
ხმა, შეხება, სუნთქვა იმდენად რეალური იყო, მაქსიმეს თვალების გახელის ეშინოდა, სუნთქვა შეკრული საბანში გახვეული იწვა. გრძნობდა მთელ სხეულზე ცივმა ოფლმა როგორ დაასხა. შიშმა აიტანა, გააცია, თუმცა თავს ძალა დაატანა და მარჯვენა თვალი ოდნავ გაახილა, საკანში უკუნითი სიბნელე იდგა, რომელსაც პატარა სარკმელში შემომავალი მთვარის შუქი ოდნავაც კი ვერ ანათებდა. თითქოს კუთხეში ორი თვალი დაინახა, თითქოს კაბის შრიალიც მოესმა...
- არა, არა... - ამოიბუტბუტა, გრძნობდა მთელს სხეულზე თმები როგორ დაუდგა ყალყზე, - მოჩვენებები არ არსებობენ, არ არსებობენ. - თავს ამხნევებდა და თვალები ისევ მაგრად დახუჭა.
დილით მთლიანად სველმა გაიღვიძა. თანასაკნელები უკვე საუზმეზე წასასვლელად ემზადებოდნენ.
- მაქსიმე, არ წამოხვალ საჭმელად?
- მე? - დამფრთხალმა იკითხა.
- ხო, შენ. აბა ჩვენ ისედაც მივდივართ.
- არაა, არ მშია.
- რა გჭირს შენ? - მიუახლოვდა თემურა. - ასე რატომ ხარ გათეთრებული? თავს შეუძლოდ ხომ არ გრძნობ? ხო არ მოიწამლე?
- მე? არ ვიცი, ცოტა ცუდად მეძინა ღამე.
- მაშინ გააგრძელე ძილი.
- წავედით ბიჭებო, - გასცა განკარგულება „ჩორნამ“ და კარებს მიღმა გაუჩნარდა.
ბიჭები საკნიდან გავიდნენ თუ არა, მაქსიმე წამოხტა, ყველა კუთხე და კუნჭული მოათვალიერა.
- სად იმალები? ნუ მოდიხარ ჩემთან?! ცხოვრება ისედაც დავინგრიეთ ორთავემ, შენ მიწაში ხარ, ჭიები გჭამენ, მე კი აქ ვლპები ცოცხლად. ახლა რა გინდა? გინდა გავგიჟდე? ჭკუიდან გადავიდე? არ გეყო ცხოვრება რომ დამინგრიე? რატომ? რატომ მიღალატე? მე ხომ ასე ძლიერ მიყვარდი? - ატირებული მუხლებზე დაეშვა. - გთხოვ, აღარ მოხვიდე ჩემს სიზმრებში, იქნებ გადამიყვარდე... იქნებ გაპატიო... იქნებ... იქნებ... იქნებ შენც მაპატიო...

***
- ხო, მამიდა?
- სად ხარ დეა?
- მანქანას ვაყენებ სადგომზე.
- კარგი, შენები მოვიდნენ და გელოდებიან.
- ოჰ, დღეს ქარი არ არის და როგორ მოხდა რომ მოვიდნენ?
- ნუ ხარ შენ მაღვალაკი ენის პატრონი, დროულად მოდი.
- რავი მეხუთე სართულზე ვივიენთან ერთად ვერ ამოვფრინდები და ლიფტში კი შევდივარ უკვე.
- მოდი, მოდი. - მობილური გაუთიშა.
- ვივი, დე, ბებო და ბაბუ გესტუმრა. რომ მიხვალ ხელს დაუქნევ? - ბავშვი კუბიკრუბიკის აწყობას ცდილობდა და დედის საუბარს ყურადღებას არ აქცევდა. - ჩვენც მოვედიით, - მისაღებში ღიმილიანი სახით შევიდა დეა, მაგრამ უკმაყოფილო სახით მჯდომ მშობლების დანახვაზე ღიმილი სახეზე შეეყინა.
- მოხვედი ბებო? - შორიგარელედ მიეფერა ბავშვს ქალი და გამჭოლი მზერით გახედა შვილს. - როგორ ხარ ქალბატონო?
- კარგად... - ჩანთა ძირს დააგდო დეამ და ჯერ მამას, შემდეგ დედას გახედა, - რა ხდება?
- ვერ ხვდები?
- რომ ვერ ვხვდები იმიტომ ვსვამ კითხვას?!
- გუშინ მალვინამ დამირეკა, შენს ქალიშვილს თხოვე არ მიჩივლოსო! რატომ უნდა უჩივლო?
- ჰმ, - ირონიულად ჩაეღიმა დეას, - ოჰ, და მიზეზი არ უთქვამს? მე რომ მეკითხები? ან თუნდაც არ იცოდე, ალბათ მაინც მალვინას მხარეს დაიჭერ, იმიტომ რომ შენი ქალიშვილი ხომ მუდამ გარცხვენს? არა?
- დეა! - ხმა ამოიღო ჩუმად მჯდომმა კაცმა.
- რა დეა? რა დეა? - ძარღვები დაეჭიმა სახეზე, - იცი მაგ ქალმა რა გამიკეთა? ჩემი შვილის გადაყვანა მოითხოვა მშობლების პირით. თითქოს ვივიენის აუტიზმი გადამდები იყოს, თურმე „სვეწკ“ „ჰაი ლეველზე“ მყოფ დედებს ეშინიათ მათი შვილები არ დაავადდნენ აუტიზმით! ჰმ, სასაცილოა, ისიც კი არ იციან, რომ აუტიზმი გადამდები არ არის! არ არის ღირსი, რომ ვუჩივლო? მაგრამ ნერვების დაწყვეტის მეტს ვერაფერს მივიღებ! ისევ ვივიენს ვუფრთხილდები და ეს სამი თვეც ვატარებ მაგ ბაღში, შემდეგ კი წავა სკოლაში.
- სკოლაში? - გაოცებით წამოიძახა ქალმა.
- მოიცა აბა სკოლაში არ უნდა იაროს? ჰმ, - კბილებს შორის მოიქცია ტუჩები დეამ, თვალები აუწყლიანდა, - არა, სხვისი რა მიკვირს, საკუთარი ოჯახის წევრი არ ღებულობს ბავშვს, მამა რომ მამაა ისიც კი გაიქცა...
- ანუ არ აპირებ ხომ ჩივილს?
- მშვიდად იყოს! არ ვაპირებ! - დეას თვალები ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული, რომ ცრემლები შეეკავებინა.
- კარგი, მაშინ წავედით. - დემონსტრაციულად წამოდგნენ და ბინა დატოვეს.
დეა იქვე ჩაიკეცა, ცრემლებს მისცა უფლება, რომ საგუბარი დაეტოვებინათ და სახე მლაშე სითხემ მთლიანად დაუნამა. ადამიანი სადარდებლის გარეშე არ არსებობს, ზოგს ჩუმი, ზოგს კიდევ ხმაურიანი დარდი აქვს. ხმაურიანი დარდი კარგია, ხმაურობს და ყველამ იცის. ჩუმი დარდი კი მხოლოდ შენია, შენ იცი და შენ გადადგურებს ჩუმად, ნელნელა. დარდის დროს ყველაზე ძნელია გაღიმება, ხმამაღალი სიცილი. ამ დროს ცრემლი შენდაუნებურად გაწვება თვალებში, ხალხი ფიქრობს, რომ ეს ცრემლები გულიანი სიცილის ბრალია, არადა ეს ჩვენი ჩუმი, სხვებისთვის გაუზიარებელი დარდების მტკივნეული ცრემლებია.
- დე, - შორიდან მოესმა ვივიენის ხმა, რომელიც ხელის ჟესტიკულაციით მასთან მისვლას თხოვდა.
- ხო, დედი. - გაშლილი ხელისგულით სწრაფად მოწმინდა სველი სახე და შვილისკენ გახოხდა, - ვაა, დეე. ააწყვე უკვე ეს ფაზლი? როგორი ყოჩაღი გოგო მყავხარ, ჩემი უნიჭიერესი და ერთადერთი.
- რას შვრებით? - კარებში ლილი იდგა.
- მამი, მამიდა... რა კარგია შენ რომ მყავხარ, - ხელებგაშლილი გაემართა ქალისკენ და გულთან ჩაეკრა.
- ისევ მოგიშალეს ხომ ნერვები?
- ხომ გესმოდა მათი სიტყვები?
- კი... - ლილი თმებზე ნაზად უსვამდა ხელს ძმიშვილს. - ხომ იცი ჩვენთან როგორ არის? მშობლები ზოგადად თითქმის არასოდეს არ ეკითხებიან შვილებს თუ რა უნდათ. აკეთებენ ისე როგორც თვითონ უნდათ და სჯერათ, რომ მათ შვილებსაც ეს უნდათ. იმედია, დროთა განმავლობაში ისწავლიან მშობლები ჰკითხონ თავიანთ შვილებს როგორ გინდა? ასე ჯობია? აბა როგორ გირჩევნია? როგორ მოვიქცეთ და ა.შ. შვილი ამ დროს თავს უფრო დაცულად, დაფასებულად იგრძნობს და ანალოგიურად მოიქცევა ისიც, რა მაგალითსაც მშობელი მისცემს. მხოლოდ ცალმხრივად აწყობილი ურთიერთობები, სადაც მშობელია უპირატესი და შვილი მუდამ უმცირესობაში, ეს იწვევს ჩატეხილი ხიდების მეტ ზრდას, ვიდრე შენებას. შვილიც ისეთივე ინდივიდია, როგორც ჩვენ. მათაც აქვთ ფიქრები, მიზნები და ა.შ. მათი იგნორი კი არ შეიძლება, ასე მათ ფრთებს ვჭრით და ვკარგავთ.
- როგორ დავიღელე... სანამ შვილი მეყოლებოდა მეგონა, რომ ის რაც ჩემს თავს ხდებოდა, ასეც უნდა ყოფილიყო... იმედია, ოდესმე ჩემი მშობლები დაინახავენ იმას რასაც სხვები ხედავენ ჩემში... იმედია, ოდესმე ჩემით იამაყებენ.
- ხომ გითხარი არაა? მაგაზე ფიქრით თავს ნუ იტანჯავ.
- ეგეც მართალია, უბრალოდ პერიოდულად გული მტკივა და ეგაა.
- საჭმელს არ შეჭამ? - მოთუხთუხე ქვაბი გამორთო ლილიმ.
- რავი, კი. მერე უნდა გავიქცე. გუშინ ადრე, რომ წამოვედი, საქმეები დამიგროვდა. ჩემს გასაკეთებელს კი სხვა ვერ გააკეთებს.
- მაშინ, შენი ამბავი რომ ვიცი ღამეს გადაათენებ, ამიტომ ჭამე და მერე წადი. ვივის კიდევ მე მივხედავ.
- როგორ მიხარია, რომ მყავხარ... ჩემი იმედი და საყრდენი ხარ, - წელზე შემოხვია მამიდას ხელები და ზურგიდან მიეკრა.
- მეც, მეც ჩემო გულო.

მანქანა სალონის მოპირდაპირე მხარეს დააყენა. საშინლად ყინავდა. ჰაერში თოვლის სურნელი ტრიალებდა, ალბათ სადღაც ახლო მთებში გემრიელად ბარდნიდა.
- დემნა? - სალონის კიბეებზე ჩამომჯდარ კაცს მიუახლოვდა.
- დეა? დაბრუნდი. - წამოდგა.
- მელოდი?
- შეიძლება. - გაუღიმა.
- ასეთ სიცივეში გარეთ რატომ დგახარ?
- მაღაზიებს ვაკვირდები, შენს საქორწილო კაბებს, აი იქ იმ ყვავილების მაღაზიას და ვგრძნობ, რომ სიცოცხლე გრძელდება, მხოლოდ ჩემი არის დაპაუზებული და არ ვიცი როდის გაგრძელდება...
- არ ვიცი არა, ის აუცილებლად გაგრძელდება, ახალგაზრდა მამაკაცი ხარ, წარმოსადეგი და რა დროს ცხოვრების დაპაუზება და უიმედო საუბარია.
- როგორ ახერხებ, რომ ასე ლამაზად დამამშვიდო?
- ეგ ჩემი საიდუმლოა. არ შემოხვალ?
- არა, ცოტა გავივლი. თუ აქ იქნები, მერე შეიძლება შემოგიარო?
- კარგი, როგორც გინდოდეს. დროებით. - დაემშვიდობა და სალონის კარებებს მიღმა გაუჩინარდა.
- დეა, მოხვედი? - ზმორებით წამოდგა ნია.
- შენ აქ რა გინდა?
- ნუცის ველოდები.
- ნუცაც აქაა?
- კი.
- კარგი, გავალ ჩემს სამკერვალოში, რამოდენიმე კაბა მაქვს ასაწყობი.
- კაიც. - თავი ისევ მაგიდაზე ჩამოდო ნიაკომ და ფილმის ყურება განაგრძო.
- რატომ არის ერთი გოგო მოწყენილი? - ნაცნობი ხმის გაგონებაზე ლამის ჩაძინებულ ნიაკოს გული ამოუტრიალდა.
- იო? - დაფეთებული ფეხზე წამოხტა და აბურდული თმების გასწორებას შეუდგა.
- ასეც ლამაზი ხარ. - გაეცინა უმცროსს კალანდაძეს.
- ვიცი. - ცხვირი სასაცილოდ აბზიკა უცროსმა მხეიძემ. - აქ რამ მოგიყვანა, ასე გვიან?
- აქეთ ვიყავი და შუქები ანთებული, რომ დავინახე ვიფიქრე ერთ გოგოს ვნახავთქო!
- რატომ?
- არ იცი მაგ კითხვის პასუხი?
- არა კი ვიცი, გავიგე, რომ ... - გაჩუმდა და გამომწვევად გახედა, - თქვენზე ბატონო იოანა კალანდაძე ხუთი გოგო „აფრენს“!
- ოო, კიდევ იმავეს იმეორებს... - ცხვირში ჩაიდუდუნა ბიჭმა და ქვემოდან ახედა გოგოს, - კი, აფრენდნენ და მერე ყველა ერთად გაფრინდა... თუმცა...
- რა თუმცა? - ყურები ინტერესით ცქვიტა.
- ახლა მე მაფრენინებს ერთი გოგო და თუ არ დამიჭერს, ალბათ მეც გავფრინდები... - იომ საკუთარ თითებს დაუწყო თამაში.
- ის გოგო, არავის დაჭერას არ აპირებს! - ხელები გულთან ჩაიხვია ნიამ და გვერდზე გაიხედა.
- ანუ არ აპირებს?
- ნწ, არაო!
- კარგი. - წელში გაიმართა, - უნდა გავიდე, დამირეკეს.
- როდის დაგირეკეს? მობილურის ხმა არ გამიგონია... - აღელვებით იკითხა ნიაკომ.
- ჰმ, შენ ჩემი გულის ძახილი არ გესმის და რა გასაკვირია, მობილურის ხმა გაგეგოს? - გასაღების აცმას ხელი დაავლო იომ და უკან მოუხედავად დატოვა სალონი.
- იო... - ქვედა ტუჩი სატირლად მოებრიცა, - იო... მე უბრალოდ გეხუმრებოდი...
- რა გჭირს? - გადაღლილი სახით მიუახლოვდა უფროსი და თავის თავთან მოლაპარაკე ნიას.
- არაფერი... - ცრემლების დასამალად ფეხისაცმელებს დააშტერდა, - წავიდეთ?
- კი, წავედით, სიგნალიზაციაზე აყვანა არ დაგავიწყდეს.
- დეა დაბრუნდა, სამკერვალოშია.
- მართლა? მაშინ გასაღებით გადაკეტე.
- კარგი.

***
დღეები დღეებს მისდევდა, სინდისის ხმა კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მოსვენებას უკარგავდა მაქსიმეს.
- „არ უნდა მოგეკლა, არ გქონდა უფლება უფლისგან ბოძებული სიცოცხლე წაგერთმია ?! არ უნდა მოგეკლა, არ უნდა მოგეკლა“... -ჩურჩულებდა განუწყვეტლივ ხმა, მაქსიმე კი ნელნელა ბრძოლის უნარს კარგავდა თითქოს, ღამეები აღარ ეძინა, ათასგვარი არგუმენტებით ცდილობდა გაემართლებინა საკუთარი ქმედება, მაგრამ გრძნობდა მარცხს, თუმცა არ აპირებდა დანებებას, მისი თავმოყვარეობის და ამპარტავნების გამო...
- მამაო, რაღაც მინდა გკითხოთ, შეიძლება? - მორიდებით მიმართა მოძღვარს მცველმა.
- მკითხე შვილო და ვეცდები თქვენის სულის სადაგი რჩევა მოგცეთ. - თბილად გაუღიმა.
- იცით... - კითხვის დასმა დააპირა, როდესაც მამაომ ხელით ანიშნა „ერთი წუთითო“.
- თუ შეიძლება ამ საკანში შემიყვანეთ...
- ახლავე მამაო. - კარები გააღო.
- მშვიდობა თქვენდა. - მიესალმა პატიმრებს.
- დაგვლოცეთ, მამაო. - მიეახლნენ მოძღვარს ჯვარზე სამთხვევად. მანაც დალოცა ისინი, მაქსიმეც ემთხვია ჯვარს.
- როგორ ხართ შვილებო? - თბილად გაუღიმა ყველას.
- ციხის პირობებზე... - ჩაიდუდუნა თემურამ.
- არ ვიწუწუნოთ, შვილებო... როდესაც მოვა კეთილდღეობა ვმადლობდეთ უფალს და იგი ხანგრძლივი იქნება, მოვიდა უბედურება? ვმადლობდეთ უფალს და იგი დასრულდება.
- დიახ, მამაო. - მოწიწებით დაუქნია თავი თემურამ.
- განსაცდელს თუ უფლისგან მოვლენილად მივიღებთ და არ დავიწყებთ ვაებას და კითხვების დასმას „რატომ? რისთვის?“, დამიჯერეთ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ წარიმართება...
- მამა ანდრეა, რატომ არ ჯდებით?
- არა, მე უკვე მივდივარ. ღმერთმა დაგლოცოთ შვილებო და მოუკლებლად ილოცეთ. - კარებში, რომ გადიოდა უცებ მობრუნდა და , - შენ კი... - მაქსიმეს შეხედა თვალებში, - პარასკევს მოდი ჩემთან და აღსარება ჩამაბარე. - უთხრა და საკანი დატოვა.
მაქსიმე მამაოს ნათქვამმა ცოტა არ იყოს გააოგნა, ამ ადამიანს პირველად ხედავდა, მან კი აღსარების ჩაბარება მოსთხოვა!
- ნუ ღელავ მაქსიმე, ეტყვი უბრალოდ რაც გაწუხებს, ეგაა და ეგ. - თვალი ჩაუკრა თემურამ, - რა, აღსარება არ ჩაგიბარებია?
- არა, საიდან? ეკლესიაში ბოლოს როდის ვიყავი აღარც მახსოს და ისიც ძმაკაცის ბავშვი მოვნათლე, თორემ ეკლესიაში არასოდეს მივსულვარ სხვა მიზნით...
- არაუშავს, მამა ანდრეა დაგეხმარება.
- რაში? რაში უნდა დამეხმაროს?
- სულიერი გზის გაკაფვაში და იმ გზის პოვნაში, რომელსაც გზა სიცოცხლისა ჰქვია, ანუ მარადიული სიცოცხლე უფალთან...
მაქსიმე ჩაფიქრებული დადიოდა, რა უნდა მოენანიებია, როცა მოსანანიებელი არაფერი ჰქონდა?

***
- ანო, ფოლგები სად არის ვერ ვიპოვე.
- ჩემს უჯრაში დევს.
- აჰამ, ვიპოვე.
- გამარჯობაათ.
- ვაა, რა გოგოშკები მოსულან.
- როგორ ხაართ?
- ჩვენ კარგად და თქვენ?
- ჩვენც ანალოგიურად. ეს პრინცესა უკვე როგორი დიდი გოგოა, ტასო თმები უნდა გაიკეთო?
- სად აქვს თმები, რომ გაიკეთოს?
- შენ ხარ ახლა დეიდა? ბავშვზე ასე უნდა თქვა?
- რატომ მამიდაც დამეთანხმება, სალო, აქვს ჩვენს ბავშვს დიდი თმები?
- არაა, ყველას ბიჭი ჰგონია და ამიტომ სულ კაბებს ვაცმევთ.
- ანო, შეხედე ერთი ამ ჩემს თმებს რა დღეში მაქვს.
- ასე მე არ შემიჭრია და სხვაგან იყავი?
- გამანებე თავი, - ხელი ჩაიქნია, - ჩემმა დაქალმა წამათრია, წამო თმები გაისწორეო, ხოდა მის მეგობართან მიმიყვანა. მეთქი დამისწორეთთქო, იმ ქალმა გინდა თუ არა შესაჭრელიც გაქვსო, ხოდა იმაზე მახინჯი გამოვედი სალონიდან ვიდრე ვიყავი. - თავისივე ნათქვამზე აუტყდა სიცილი.
- აიი, შენ რომ არ გაერიო რამე სისულელეში არ შეგიძლია. წავა სადღაც, ვიღაცასთან ხან თმებს შეიღებავს, ხან სახეს გაიწმენდს და მერე მოდის და გაფუჭებულის გამოსწორებას ჩვენ გვთხოვს. - თავი გადააქნია კატომ.
- არა, მაგაში სწორი ხარ ჩემო კატუნა, ჩქარი ვარ და მოუთმენელი.
- ახლა რას უპირებ მაგ თმებს?
- რავიცი, შენ რას მირჩევ?
- გადაიხოტრე.
- რა ვქნა? მეღადავები ხომ?
- აბა, ისე გაქვს დაფუფქული რით გინდა რომ უშველო?
- ლამინირება გამიკეთე რაა, - ხელები თხოვნის ნიშნად შეატყუპა და თვალებიც საყვარლად აუფახულა.
- აჰ, აჰ. ჩაწერილი ხარ ხომ?
- კი, ცქრიალა ნიაკომ ჩამწერა გუშინწინ.
- მოიცადე, მოვრჩები მელირებას მალე და მოგხედავ.
- ოქრო მყავხარ. დეი, სად ხარ? - მოიძია დისშვილი.
- აქ არის ჩემთან, თმებს ივარცხნის. - გამოეპასუხა ანო.
- დეიდას კუდრაჭელაა ეგა. მოდი ჩემთან.
- მოიცა რაღაც უნდა ვკითხო, - ჩაიმუხლა პატარა გოგოს წინ ანომ, - ტასო, აბა მითხარი დეიდა უფრო გიყვარს თუ მამიდა?
- მამიდა... - ამოიკისკისა ბავშვმა.
- ეგ მასეა, ბოლოს რომელსაც კითხავ იმაზე გეტყვის ის მიყვარსო. - ქოთქოთებდა დეიდა. - შენ ის კითხე ყველაზე მეტს ვინ გირტყმასთქო!
- გოგო, მართლა სცემე ბავშვი? - გაუფართოვდა თვალები ანოს.
- ვაიმე, ამასწინ ისე შემოგველახა მე და მამიდამის, დედამისი ბავშვზე მეტად ტიროდა.
- ვერ ხარ ხო? - გაბრაზება დაეტყო კატოს, - პატარაა ჯერ და მერე ნახე 112-ში რომ დარეკავს და ძალადობისთვის 1 წელს გახეხინებს ციხეს.
- ეგ კაი დაიწყეს ისე, ჩემს დროს რაც დედაჩემი მირტყამდა და მწყევლიდა, არა სარტყამი კი ვიყავი კი არ ვუარყოფ, მარა ისე რა სიზუსტით ისროდა ხოლმე ჩუსტს, მიკვირს დღემდე?! ისე ოლიმპიადაზე მონაწილეობა, რომ მიეღო ოქროს ოქროზე ჩამოიტანდა.
- ახლა, ჩვენს დროს რომ ეს კანონი არსებულიყო, ფაქტიურად ნახევარი საქართველო ბავშვთა თავშესაფარში გავიზრდებოდით.
- კი, ნამდვილად. ახლა ოდნავ ხმას აუწევ და მუქარაზე გადმოდიან, დაგიჭერო. ეს ძალიან დამთრგუნველია მშობლისთვის, მგონი რომ მშობელსა და შვილს შორის საერთო ხიდი აუცილებლად მაშინ მყარდება, როდესაც ორივე მხარე ცდილობს მის აშენებას.
- სადღაა მშობელი და სადღაა შვილი? დედების უმრავლესობა საზღვარგარეთაა, მამებიც ხშირად ემიგრატნებად გვევლინებიან. მოხუც ბებიას და ბაბუას ვინ უჯერებს? ამიტომაც არის ის რაც არის...
- კი, ეგრეა. არასწორი ვიქნები თუ არ დაგეთანხმებით.
- ვანო, გეხვეწები თმის უთო მომაწოდე რა, ჩემსას რაღაც ეტაკა.
- ჰა, გამომართვი, - მიაწოდა ვანომ.
- ვანო.
- ხო ნია, - ფენი გამორთო.
- შენ როდის ისვენებ? ხვალ თუ ზეგ? ჩაწერა უნდა შენთან ერთ კლიენტს.
- მე ხვალ არ ვიქნები და ზეგ ჩაწერე თუ მაქვს თავისუფალი დრო.
- კაიც, ზეგ ჩავწერ. - შებრუნდა ნიაკო და გოგონას დაეჯახა, - უკაცრავად, ვერ დაგინახეთ.
- რას ამბობთ, ჩემი ბრალია.
- რით შემიძლია თქვენი დახმარება?
- დეასთან ვარ. ხომ არის?
- კი, კი მიბრძანდით. - სამკერვალოსკენ გაატარა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- უკაცრავად, გოგონა, ნაილის სალონია არ არის ეგ?
- ვისი სალონი?
- ნაილის, აი, გარედან ასე აწერია : Nail salon.
- აჰ, ქალბატონო როგორ გამაცინეთ, - ტუჩებზე ხელი აიფარა სიცილის დასაფარად ნიამ, - ინგლისურად nail ფრჩხილს ნიშნავს, ანუ ფრჩხილების სალონი, აქ შეგიძლიათ პედიკურიც გაიკეთოთ და მანიკურიც.
- აა, ანუ არასწორად წავიკითხე? აბა ნაილის სალონი არ ჰქვია?
- არა, ეს სალონი „იმპერიალი“-ა, რა მომსახურეობა გჭირდებათ, იქნებ ჩვენც შევძლოთ თქვენი დახმარება?
- არა, იყოს, სხვა დროს გამოვივლი.
- მაშინ ჩვენი სავიზიტო ბარათი ინებეთ, - ოქროსფერი ბარათი გაუწოდა, - და წინასწარ დაგვირეკეთ, რომ დავჯავშნოთ თქვენი მოსვლა ჩვენთან.
- კარგით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
- დროებით, ქალბატონო.
- ხომ არ დაიღალე? - უმცროსი დის მოღვენთილ სახეს ახლოდან აკვირდებოდა ნუცა.
- ცოტა, თუმცა უფრო გული მაქვს სევდით სავსე.
- გული? რატომ? - წყალი მოსვა.
- მგონი მომწონს.
- რა?
- რა არა, ვინ...
- მაშინ ვინ?
- ერთი ბიჭი...
- მერე?
- ოო, დაო, როგორი ინდეფერენტული ხაარ? - აბუზღუნდა ნიაკო.
- რატომ?
- ა, კიდევ. წადი, - მხრებში დაეჭიდა და გაგდება სცადა.
- ვერ ხარ ხო? - ნახევრად მიბრუნდა დისკენ, - ხან შენი ექს-შეყვარებულებით მემარიაჟები და ხან კიდე ახალ ვიღაცას იწონებ და არ მაცლი ნორმალურად კითხვის დასმის უფლებას და კიდევ მე ვარ ინდეფერენტული?
- დებო, რაზე კამათობთ?
- დეაა, უთხარი შენს დაქალს, ჩემზე იზრუნოს.
- რა არ ზრუნავს?
- ნწ.
- აჰ, ჭკუიდან გადავალ. რაზე აშარდა თუ ვხვდებოდე? - ხელები გულთან ჩაიმწყვდია ნუცამ და დას გამომცდელად დაუწყო მზერა, - დეაჩო.
- ხო, ნუც.
- მგონი ჩვენი ნია გაიზარდა.
- რას გულისხმობ?
- მგონი ვიღაც მართლა მოსწონს.
- ოო, ეგ კარგია მერე და ვინ არის? დაივიწყე ყოფილები უკვე? - ხელებით მაგიდას ჩამოეყრდნო დევიძე.
- კარგით რაა, ვითომ არ იცოდეთ ჩემი ბაღის და სკოლის ტკივილიანი ისტორიები. - ნიას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და საყვარლად სლუკუნებდა.
- აჰ, ნუც, ვერ დაგეთანხმები, ნიაკო ისევ პატარაა. ნახე ჯერ კიდევ როგორ მისტირის ბაღის და სკოლის სიყვარულებს. ახლანდელი იმედია გულს არ ატკენს, თორემ დავიღუპეთ, საბოლოოდ უარს იტყვის სიყვარულზე, ხომ ჩემო პატარა? - თავზე ხელი მოუთათუნა, - გამომხედე, - თავი ფრთხილად ააწევინა, - თუ მოგწონს უნდა უთხრა, ტირილით რას მოიგებ? ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც გამოცდილება სიყვარულში, თუმცა ეს გამოცდილება ჩვენია და ჩვენი სიყვარულის. ვთვლი, რომ ყველა სიყვარულს თავისი გამოცდილება და მიდგომა სჭირდება. ამიტომ წარსულში გამოცდილი სევდიანი ისტორებით ნუ განსაზღვრავ შენს ახალ და მომავალ სიყვარულს. სიყვარული ხანდახან ძალიან მარტივია, ხანდახან კი რთული, თუმცა ვერასოდეს ვერ განსაზღვრავ მათ მომავალს. უბრალოდ, მჯერა რომ დღევანდელი დღით უნდა დავტკბეთ და ხვალემ ხვალეზე იზრუნოს...
- ეე, რაებს ასწავლი! - გაბრაზდა ნუცა, - მასე ყველას მიენდობა და ყველას გაუშლის გულს, ასე უფრო დაშავდება.
- ღმერთო ჩემო, ყველას გულს როგორ გადაუშლი თუ შენც არ მოგწონს ის? გულში მაშინ უშვებ, თუ შენც მოგწონს. თუ არ მოგწონს როგორ მიიღებ?
- ეგეც მართალია, თუმცა დაო, - მიუბრუნდა უფროსი მხეიძე უმცროს მხეიძეს, - არავის, არასოდეს არ გამოაყენებინო შენი თავი, ხომ გესმის?!
- კი, მესმის.
- ძალიანაც კარგი, მაშინ დამღლელი დღის შემდეგ, ცოტა წაჭორავების შემდეგ, წავედით სახლში. - ნუცამ ჩანთა ზურგზე მოიგდო.
- წავედით, წავედით.
- შუქები ჩააქრეთ ხო?
- კი ყველა.
- რა ყველა, გარეთ განათება დატოვე.
- დატოვებულია.
- სიგნალიზაცია?
- ეგეც ჩართულია.
- კაი, წავედით მაშინ. - მანქანებისკენ განაწილდნენ გოგოები.


***
ნისლში გახვეულმა გაიღვიძა ქალაქმა. ჰაერში თოვლის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, ყინვის სუსხის ალები კი ლამაზად დასტყობოდა ფანჯრის მინებს. მანქანები და მოქალაქეები კანტიკუნტად მოძრაობდნენ. დემნა, ცხელი ყავის ჭიქით, ფანჯრიდან აკვირდებოდა თამარ მეფეზე ფრთხილ მოძრაობას. უფიქრო ფიქრებისგან კარზე ზარის ხმამ გამოარკვია, ფინჯანი იქვე მაგიდაზე დადო და კარების გასაღებად გაემართა.
- ნოდარ?
- დილა მშვიდობისა, დემნა. შეიძლება?
- კი, კი შემოდი. - მიიპატიჟა. - ყავა თუ ჩაი?
- ჩაის დავლევ, - სამზარეულოს კუთხის მდივანზე მოხერხებულად მოკალათდა სტუმარი.
- აბა რა ხდება? - ფინჯანი ჩაი წინ დაუდო დემნამ ნოდარს და თვალებში ჩააშტერდა.
- მალე გაიმართება ბოლო სასამართლო.
- ისევ უვადოს ითხოვს პორკურატურა?
- კი, სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით თუ გვაქვს ორი ან მეტი პირის მკვლელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. თუმცა მიკვირს უვადოს რატომ ითხოვს პროკურატურა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თვითონ ჩაბარდა, წინააღმდეგობაც არ გაუწევია და ვნახოთ იქნებ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
- და თვითონ როგორ არის? ისევ არ უნდა ჩემი ნახვა?
- რომ გითხრა კარგად არისთქო, რატომ უნდა მოგატყუო? - ფინჯანი ლამბაქზე დააბრუნა, - აშკარად უჭირს, შინაგან ბრძოლებშია და უნდა გაუძლოს, რომ ფსიქიკა არ შეერყეს... შენ ნახვაზე ხმას არ იღებს, დავაცადოთ, მალე გადაწყვეტილებაც გამოვა, თუ უვადო იქნება გავასაჩივრებ...
- მერე უხერხული არ იქნება?
- ვისი?
- დაზარალებული ოჯახების?!
- ვიცი, რასაც განიცდი შენც! არ ვიცი ვინმე თუ გაამართლებს მაქსიმეს ქმედებას, სიცოცხლის ხელყოფა გასამართლებელი არ არის! მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, შენი ძმაა და გინდა რომ უვადოდ იჯდეს ციხეში?
- აჰ, არ ვიცი... - დემნამ კბილები გააღრჭიალა და მუშტები შეკრა, - არც ნანუს და იმ სტივენს უნდოდა სიცოცხლის ასე დასრულება...
- ნუ გავიგეთ, მაგრამ როცა ღალატს აპირებ, ფრთხილი მაინც უნდა იყო! ერთჯერადია ეს თუ მრავალჯერადი. ისე რა იყო, მანდამაინც იმ დღეს რომ ჩამოვიდა ის სტივენი ქუთაისში და მანდამაინც იმ დღეს, რომ დაბრუნდა მაქსიმეც. იქნებ არ მომხდარიყო ის რაც მოხდა? ხანდახან თეორიებს და ასე კი არა ისე რომ მომხდარიყო ფიქრებს, ჭკუიდან გადავყავარ...
- ჩემი თქვი მე რა დღეში ვარ... ჯერ იმ სახლშიც კი ვერ შევედი, ვერ ვახერხებ მისვლას... შორიდან ვუვლი, შორიდან ვაკვირდები... - თავი ჩახარა, - არ ვიცი ოდესმე თავ აწეული თუ ვივლი? არ ვიცი ოდესმე...
- დემნა, ეცადე თავი ხელში აიყვანო. ეცადე, რომ თავს შენ მაინც ნუ დაისჯი... რადგან ჯერ ყველა თავის წილ ცხოვრებაზეა პასუხიმგებელი და შემდეგ შეიძლება სხვისი ცხოვრების წილ პასუხიმგებლობებზეც ვიფიქროთ!
- ნუ დავისჯი... ჰმ, - ირონიულად ჩაეღიმა, - მგონია რომ სუნთქვა შევწყვიტე და ამოსუნთქვა მიჭირს, მგონია სუნთქვის უფლებაც არ მაქვს... ზამთარია და სახეს ქუდებით ვიფარავ და მერე? მერე რა უნდა ვქნა? - ნესტოებ დაბერილი, თვალებში ცრემლი მოზღვავებული უყურებდა მეგობარს. - ვერც ქვეყნიდან წავალ, ასეც ვერ მივატოვებ ძმას, მშობლების საფლავებს და ... აჰ, - გულზე მჯიღი დაირტყა, - როგორ მინდა ამოვისუნთქო, როგორ მინდა თავისუფლად ვისუნთქო...
- დემნა! - მკაცრად დაუყვირა ნოდარმა, - გამოფხიზლდი! შენ ხომ არ ხარ მკვლელი? შენ ხომ არ ჩაგიდენია ეს დანაშაული? განა მაქსიმეს უნდოდა? გგონია ადამიანები დამნაშავეებად იბადებიან? არა! ისინი რიგ ცხოვრებისეულ მომენტებში არასწორ მიმართულებას ირჩევენ და შედეგიც არ აყოვნებს... ხშირად არასწორ გზას, ციხემდე მივყავართ... იცი რამდენი შემთხვევა მქონია ჩემი ადვოკატობის პერიოდში აფექტით ან დაუდევრობით ჩადენილი მკვლელობის? განზრახ მკვლელობაც მქონია... ზოგი ნანობს, ზოგი პირიქით... თუმცა შენ, შენ რატომ იმალები? შენ რატომ აპირებ იცხოვრო ისე თითქოს შენ ხარ დამნაშავე? შენ უბიძგე? შენ მოაწყვე ეს ყველაფერი? მაქსიმე მიიღებს იმას, რასაც მისი ქმედება იმსახურებს, ამიტომ მორჩი თვითგვემას გაიგე? - მისკენ მთელი ტანით გადაიწია და მხრებზე ხელები დაადო.
- გავიგე... - ჩუმად ამოიჩურჩულა.
- წავედი ახლა მე, - საათს დახედა, - პროცესი მაქვს და ამბებს გაგაგებინებ.
- კარგი, ნოდარ. შენი იმედი მაქვს, სანამ პირად კონტაქტზე გამოვა, შენ ხარ მე და ჩემი ძმის დამაკავშირებელი ხიდი.
- ვიცი, ნუ ღელავ. აცადე, შოკშია ჯერ კიდევ... დრო სჭირდება, რომ დაგელაპარაკოს...
- აბა დროებით. - კარები მიხურა და იქვე ჩაჯდა, ნოდარის სიტყვებზე ჩაფიქრებული.

ყინვა წვიმის წვეთებს შეერია და დედამიწისკენ ფარფატით წამოვიდნენ თოვლის ფიფქები.
- ვივი, ნახე თოვს. - დეამ გაშლილი ხელიგულები ფიფქებს შეუშვირა, თუმცა ვივის რეაქცია არ ჰქონია. - ვივი, იქნებ მოგეწონოს, ნახე რა ლამაზია... - ცდილობდა კონტაქტზე გამოეყვანა.
- თოვლის ფანტელებით ტკბები?
- დემნა?
- საღამო მშვიდობის, როგორ ხარ?
- რავი, კარგად და შენ? მაქსიმესკენ რა ხდება?
- რავი ძველებურად, მაქსიმეს სასამართლოს მოლოდინში.
- გასაგებია.
- ის პრინცესა შენი გოგოა?
- კი, ვივიენი.
- გამარჯობა, - მის წინ ცალ ფეხზე ჩაიმუხლა დემნა, - როგორი ლამაზი გოგო ხარ, რა გქვია? - ვივიენმა ყურადღება საერთოდ არ მიაქცია, თითქოს მისი სივრცის მიღმა იცქირებოდა. - არ მოვეწონე? - დეას გახედა დემნამ.
- არა, უბრალოდ ვივიენი განსხვავებულია, ყველასთან არ კონტაქტობს და მის სივრცეში ყველას არ უშვებს.
- ვერ მივხვდი... - დემნამ წარბები შეჭმუხნა.
- აუტისტური სპექტრი...
- აუტისტური? მოიცა, ეს...
- ხო, ყველაზე განსხვავებული და მზე ბავშვები არიან... ყველასთან არ კონტაქტობენ, თავიანთ სივრცეშიც ყველას არ უშვებენ... თუმცა, როგორც ამბობენ აუტიზმის მქონე გოგონებს შედარებით უფრო მეტად შესწევთ უნარი ჩასწვდნენ სოციალურ კონტექსტს, „ფეხი აუწყონ“ თანატოლებს, რის საფუძველზე ისინი ახერხებენ იმიტაციურ ურთიერთობებს... თუმცა ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, კარგად ეხერხებათ ხატვა, მათემატიკა და ა.შ.
- ანუ ახლა მე ვერ მივეკარები? ანუ მასთან დისტანცია უნდა მქონდეს?
- კი, ვივიენი ასეთია, ცოტა დისტანციას იკავებს, თუმცა აუტიზმს თავისი შეფასების კრიტერიუმები აქვს, საბედნიეროდ ჩვენ რთულ ფაზას არ მივეკუთვნებით, თუმცა ყველაფერი დაძლევადია, თუ მშობელი შვილთან ერთად იბრძოლებს. ჩვენ აგერ უკვე სამ წელზე მეტია ვსწავლობთ და ნელნელა უმჯობესდება მისი მდგომარეობა.
- ძალიან კარგი, ბევრი არ ვიცი აუტიზმის შესახებ, თუმცა მჯერა შენ არაფერს დააკლებ...
- ხო, ბევრმა არ იცის, ბოლო წლებია რაც აღარ მალავენ მშობლები შვილის აუტიზმს, ბოლო წლებია რომ დაიწყეს შვილების გარეთ გამოყვანა, ბოლო წლებია რომ დადიან ბაღში, სკოლაში... თუმცა საზოგადოებას მიმღებლობა უჭირთ... ბევრი ჯერ კიდევ შავი ჭირივით უყურებს და ჰგონიათ, რომ სახლებში ჩაკეტილები უნდა გვყავდეს ჩვენი შვილები, რომლებიც სულ ოდნავ განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან... - დეამ თავი დახარა, - იცი? ბილ გეითსი ერთ ერთი ყველაზე მდიდარი აუტისტია მსოფლიოში, იმასაც ამბობენ, რომ მისი ფირმის თანამშრომელთა 20% აუტისტები არიან, რადგან თვლის რომ პროგრამისტებისთვის აუტიზმის მსუბუქი ფორმა აუცილებელიც კია, რომ მუშაობის დროს ყურადღება არ გაეფანტოთ, ასევე ალბერტ აინშტაინი თანამედროვე ფიზიკის მამად წოდებული, ასევე ცნობილი ფეხბურთელი ლიონელ მესი... მთავარია მხარდაჭერა, მთავარია მივიღოთ და შევიყვაროთ აუტისტური სპექტრის ადამიანები და არ დავაბრკოლოთ...
- ნამდვილად, - დემნამ ვივიენს გახედა, რომელიც თოვლის ფიფქების დაჭერით იყო დაკავებული, წამიერად მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, ბავშვს მოულოდნელად სახე გაებადრა, ხელები გაშალა და დევდარიანისკენ გამოიქცა.
- მამა... - დაიძახა ვივიენმა და ფეხზე შემოეკრა.
დემნამ კითხვებით სავსე მზერა ჯერ ფეხზე მიწებებულ ბავშვს მიაპყრო, შემდეგ კი არანაკლებ გაოგნებულ დეას გახედა.
სიტუაციიდან ისევ დეა გამოერკვა.
- ვივი, - ცადა მისი შემობრუნება.
- მამა, მამა... - უფრო და უფრო ჯიუტად გაიძახოდა და ეკვროდა.
- დეა, - როგორც იქნა გამოერკვა დემნაც, - მოდი, ავყვეთ თამაშში, კარგი? მრთავ ნებას?
- კი, კი სხვა გზა არის? რომ არ დაგთანხმდე? - სასოწარკვეთით ამოილაპარაკა დევიძემ.
- ვივი, - თავზე ნაზად გადაუსვა ხელი, - გაგიხარდა, რომ დამინახე? გარეთ ძალიან ცივა და დედას სამკერვალოში ხომ არ შევსულიყავით?
- კარგი, - დიდრონი შავი თვალები დაუფახულა, ფართოდ გაუღიმა და პატარა ხელებით მჭიდროდ ჩაეჭიდა დემნას დიდ ხელებს. საოცარი გრძნობა დაეუფლა დევდარიანს, სუნთქვა გაუხშირდა და გაღიმებული სახით გაჰყვა.



№1 სტუმარი სტუმარი Nestani

Kargi iyo momewona da gamixarda ROM gagzelet motxroba sainteresoa warmatebebi tqven madloba

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო სიუჟეტია.კარგად წერ..როგორ მომწომს ეომ,აუტისტურ სპექტრს შეეხეთ.ცნობიერების ამაღლებისთვის შესანიშნავი პრევენციაა.მომწონს დეა და მისი ვივი.

 


№3  offline წევრი სესილია

სტუმარი Nestani
Kargi iyo momewona da gamixarda ROM gagzelet motxroba sainteresoa warmatebebi tqven madloba



მადლობა თქვენ გამოხმაურებისათვის heart_eyes ასევე გისურვებთ წარმატებებს

სტუმარი nancho
საინტერესო სიუჟეტია.კარგად წერ..როგორ მომწომს ეომ,აუტისტურ სპექტრს შეეხეთ.ცნობიერების ამაღლებისთვის შესანიშნავი პრევენციაა.მომწონს დეა და მისი ვივი.


მადლობა heart_eyes ხო ერთ ერთი მთავარი მიზანიც ეს მაქვს, რომ ამ კუთხით ცნობიერება აუმაღლდეთ ადამიანებს, აუტისური სპექტრის ბავშვებიც ისეთივე კარგები არიან როგორც სხვები და მინდა, რომ მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან აგრესი არ იგრძნობოდეს heart_eyes

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

საოცარია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

 


№5  offline წევრი სესილია

Marikagogolqdze
საოცარია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები


მადლობა, ვნახოთ რა გველის მომავალში heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent