გზა, სიცოცხლისა ... (თავი 5)
*** ციხეში დრო თითქოს გაჩერებულია. დღეები იმდენად გავს ერთმანეთს, რომ გგონია ჯერ კიდევ გუშინ მოხვედი აქ. ნაცრისფერი ბურუსია ირგვლივ, რეჟიმი, ყოველი ნაბიჯი გათვლილი, ჭამის განსაზღვრული დრო, სეირნობის განსაზღვრული დრო... ფიქრისთვის კი იმდენი დროა, გინდა რომ აღარ იფიქრო... წიგნს გულს ვერ უდებ, რადგან გაღიზიანებს კეთილი ისტორიები, ბოროტი ამბები კი გზაფრავს, რადგან შენიც გკმარა... ოთხ კედელში კი დრო იმდენდად გაჩერებულია, ლამის გაგიჟდე იმაზე ფიქრით, რომ ეს შეიძლება ასე წლებით ან სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს. საწოლში მოკუნტული იწვა მაქსიმე, თვალებ დაჭყეტილი, სადღაც შორეთში იცქირებოდა. - დევდარიანი. - კარებში მცველი იდგა. - დიახ. - არ განძრეულა ისე ამოიჩურჩულა. - ადექი, მამაო გიხმობს. - მამაო? - დიახ. - კარგი, ახლავე. - ტანსაცმელის სწორებით მორჩილად გაჰყვა სამლოცველოსკენ, სადაც მამა ანდრია ელოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს, მით უფრო უცნაური თრთოლვა ეუფლებოდა. - შედი! - მიუთითა მცველმა და თვითონ იქვე გრძელ სკამზე ჩამოჯდა. - მოხვედი, შვილო? - ღიმილიანი სახით შეეგება მამაო, - მოდი, დაჯექი, ნუ ხარ დაძაბული. - მაქსიმე იქვე სკამზე მორიდებით ჩამოჯდა. - აბა, შვილო, მითხარი როგორ ხარ? - კკკარგად. - დაძაბულობა უფრო და უფრო ემატებოდა, - თთქვენ? - როცა თქვენ ყველანი კარგად იქნებით, მეც კარგად ვიქნები. - ისევ გაუღიმა, - აბა მითხარი რა გაწუხებს?... - მე? მმმე, არაფერი. - გაღიმება სცადა. - არაფერი? - თითქოს გაუკვირდა მამა ანდრეას, ჩაფიქრდა და წვერზე ხელი ჩამოისვა. - ხო, არაფერი. მე ცხოვრებაში ცუდი არასდროს გამიკეთებია. სიკეთის მეტი არაფერი მითესია... მე უცოდველი ვარ! ამიტომ მოსანანიებელიც არაფერი მაქვს! და რაც შეეხება იმას, რომ ორი ადამიანი მოვკალი, ისინი ღირსები იყვნენ და მაგიტომ! თორემ უდანაშაულო კი არ მომიკლავს! - მაქსიმე მთელი აღგზნებით საუბრობდა, თვალები კი მრისხანებას გამოცემდნენ. - აბა რა უნდა მექნა? არ უნდა მომეკლა? მოღალატე უნდა დაისაჯოს! - გასაგებია, მესმის შენი. - მშვიდად უპასუხა მამაომ, თან გამჭოლ მზერას არ აცილებდა. - სახარება გაქვს წაკითხული? - არა, არამგონია... - აი, - წიგნი გაუწოდა, - გამომართვი და წაიკითხე... რასაც ვერ გაიგებ, მკითხე და დაგეხმარები... - თავისუფალი ვარ, მამაო? - სწრაფად წამოდგა, გული ეხუთებოდა, ერთ სულზე იყო, იქედან როდის გამოიქცეოდა. - კი, შვილო... - ნახვამდის, მამაო. - თავი დაუხარა. - ერთ-ერთი დიდი მამა, - მოულოდნელად დაიწყო მამა ანდრეამ, - პავლე თებაიდელი იგივე პავლე უხამური, ანტონ დიდის მოწაფე, შეძლებული არისტოკრატი გახლდათ. ერთხელ შინ დაბრუნებული თავს დაადგა ცოლსა და მის საყვრელს. იფიქრა, რომ მოვკლა, სამუდამოდ დავიღუპავ სულსო. დაუტევა ყოველივე და დამუდამოდ განერიდა იქაურობას... მაქსიმემ ბოლომდე მოუსმინა და ჩაფიქრებული დაბრუნდა საკანში. წიგნს ხელში ატრიალებდა და ფიქრობდა, ცდილობდა ჩაწვდომოდა არსს თუ რა იგულისმხა მამაომ, მან ხომ უთხრა, რომ უცოდველია? რომ სიკეთის მეტი არ უკეთებია? რომ მკვლელობა ღალატის გამო ჩაიდინა და ამას ცოდვად არ თვლიდა, აბა რატომ უთხრა ბოლოს ეს? რატომ? მთელი ღამე თეთრად გაათია. გამთენიისას კი ფიქრებთან ბრძოლაში ჩაეძინა. დილით უხასიათოდ გაიღვიძა, თუმცა ნორმალურად არც უძინია... სახარება დიდხანს ატრიალა ხელში, ხან გადაფურცლა, ხან დაყნოსა, ხან კიდე ალაგ ალაგ სიტყვები ამოიკითხა... ფიქრობდა წაეკითხა თუ არა? - წაიკითხე, ბევრ რამეს მიხვდები და ისწავლი... - ჩამოსძახა თემურამ. - რას მივხვდები? რას ვისწავლი? - ცივად იკითხა. - რას? რას და მიხვდები თუ რომელი გზით უნდა იარო, რომ მარადიული სიცოცხლე დაიმკვიდრო... - მარადიული სიცოცხლე? - სკეპტიკურად იკითხა, - კაი, მაინც რა საქმე მაქვს, წავიკითხავ. ეს დედანატ...ები დროც გავა. - OK! ხელს არ შეგიშლი, თუ რამე დაგეხმარები. - კაი... კითხვა მოვალეობის მოხდის მიზნით დაიწყო, ჰაერზე კითხულობდა და არ უღმავდებოდა თითოეულ სიტყვას, აზრი არ გამოჰქონდა... უბრალოდ კითხულობდა, რომ ეთქვა: „დიახ, მე წავიკითხე“... *** როცა ფიქრობ, რომ ყველაფერმა ხალისი დაკარგა... როცა ფიქრობ, რომ ცხოვრება უაზროდ იქცა... როცა ფიქრობ, როცა ფიქრობ... ხანდახან იქ სადღაც ბურუსში იმედის სხივი გაკიაფდება და სახეზე იმედის ღიმილი გადაგირბენს... ძალას იპოვი, რომ ბნელეთიდან თავი იხსნა და გზა ისევ ლაღად და მსუბუქად განაგრძო... - რაზე ჩაფიქრებულხარ? - ნუცა თავზე დაადგა ლამის ჩათვლემილ დეას. - ვაიმე, - შეხტა ის, - შემაშინე. - სახე მოისრისა გამოსაფხიზლებლად. - ხომ უნდა მიხვდე, რომ ფეხზე ვეღარ დგები და გამოძინება გჭირდება და წახვიდე სახლში? - ხო, მაგრამ დასამთავრებელი მაქვს, მალე აღდგომის მარხვაც დაიწყება და ცოტა შედარებით ამოვისუნთქებ. - დეამ კაბაზე თვლების დამაგრება განაგრძო. - ამ თვეში მართლა რა საგიჟეთი იყო, რამდენი დედოფალი იყო, მგონი ყველა დაქორწინდა. - კი, ყველა შენს გარდა. - ყავა წინ დაუდო უფროსს დას ნიამ. - აიი, ამის ენა ამომაგლეჯია ერთი. - სახე სასაცილოდ დამანჭა უფროსმა მხეიძემ. - ჰა, მოდი... - ენა გადმოუტიტა. - არა, რაა. გაფუჭებული ნაბოლარა ხარ, იცი რომ ვერ გაგჩეჩავ და მიწვევ. - როდის გაიზრდებით? - სათვალეების ზემოდან ახედა მოკამათე დებს დევიძემ. - მე კი გავიზარდე, ეს ვერ იზრდება და რა გინდა გოგო? არ მინდა ეს გათხოვება, ფლირტი და მისი ჯანი, ახლა ვიღაცის „ნასკები“ მარეცხინე. - „ნასკები“ არა წინდები. - ა, კიდო! - თვალებმოწკურულმა გახედა დას. - როდის აქეთ გახდი ფილოლოგი? - შემთხვევით დილა მწარე შოკოლადით ხომ არ დაგიწყიათ რომელიმეს? - იკითხა დეამ. - რატომ გვეკითხები? - ისე მწარედ იკბინებით... და მაგიტომ. - ნწ, მხოლოდ უშაქრო ყავა. - გაეცინათ, - მოიცა, ისე შენ ეს დღეებია არ მომწონხარ და რა გჭირს? - აუ, არ თქვათ... - ამოიხვნეშა დეამ. - არ ვიტყვით, ოღონდ თქვი შენ. - ვივიმ იცი რა გამიჩალიჩა? - ვივიმ? რაო აბა რა ქნა ჩვენმა პრინცესამ? - არ ვიცი სად მოელანდა, ან საიდან მოიტანა, ან მანდამაინც მაშინ რატომ მოუნდა... დემნას, მამა არ დაუძახა? - ვიის? - თვალები დაუფართოვდათ მხეიძეებს. - დემნას, მაქსიმეს ძმას. - მერე? - რავიცი, დემნამ კაი რა მოხდა მერეო. დამიძახოს, პირიქით გულს სხვანაირად მოხვდაო და ძლივს დავაწიწკნე ერთმანეთს. - როდის მოხდა ეგ? - გუშინწინ ღამ, რომ თოვდა. - რა გინდა, იპოვა ბავშვმა მამა. - სიცილი აუტყდა ნუცას. - არა გემოვნება კაი აქვს, აი ყოჩაღ ვივი. - შენ რამე ხომ არ დაგილევია? რა მამა იპოვა, რა გემოვნება აქვს? ცოტა ხომ არ უფრენ? - გაოცებული უცქერდა აჟიტირებულ დაქალს დეა. - ხო, კაი ახლა. ანდროს კი ჯობია. - და რა იცი რო ჯობია? - ვიზუალს ვგულისხმობ, თუმცა არც შინაგანად იქნება ცუდი. - დადო დასკვნა! - ტაში შემოკრა ნიამ. - რა იყო? რადგან მამაკაცებთან ურთიერთობებს გავურბივარ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ვერ ვცნობ! რომ, ვცნობ ამიტომაც გავურბივარ! - აბა, ოთო რომ თვალებს გიჟუჟუნებს, მაშინ რატომ დნები? - რა ქნას, პატარაა და საყვარელი. - მოიცა შენზე პატარაა? - კი, 28 წლისაა. - რა გინდა, თუ მოწონხარ და შენც მოგწონს, რა გიშლით ხელს? - არც არაფერი, „ვქრაშავთ“ ერთმანეთს და ეგაა. - აბა, მე რა ვქნა? - შენ? - ხო, მე... - ნია მდივანზე გადაწვა. - ვიღაც, რომ მოგწონს ხომ? მერე სადაა? - გავაბრაზე და არ შემხმიანებია... არც მე ვურეკავ... - ვინ არის? ჩვენ ვიცნობთ? - კი, იცნობთ... იონა კალანდაძე. - მოიცა ის იონა? კალანდაძეების ბიჭი? ახლა, რომ ქორწილი აქვთ? - ვის აქვს ქორწილი? - ნია დაფეთებით წამოხტა. - აუუ, რა სახე გაქვს. - სიცილი აუტყდა დეას, - მის ძმას აქვს ქორწილი, დაგავიწყდა? - უი, ხო. - მოეშვა, - აქ არ დადის ადა? მოიცა როდის აქვთ ქორწილი? დედა, გადამაცხელა, - ფურცლებს დასტაცა ხელი და მარაოსავით დაიწყო ქნევა, - არადა, რომ მოდის ადა, იმაზე მეტ ყურადღებას ვაქცევ ვიდრე სხვებს. - აჰ, რა კუდიანი ხარ. მომავალ რძალთან კარგ ურთიერთობებს იწყობ? - კვდებოდა სიცილით ნუცა, - პატარა მელაკუდა ხარ რაა, ანუ ისე ხარ უკვე იოს ცოლად მიჰყვები? მოიცა ეგ იო ხომ განთქმულია მისი ფლირტაობებით? - ნწ, ახლა აღარ არის მასე. - ვაა, რატომ? - ჩემს გამო! - ამაყად გასწორდა წელში. - მისმინე მორჩი მაგ ღლაბუცს, ხომ იცი ხვალ ბებია ექიმთან რომ უნდა წაიყვანო? - ისევ? - ისევ რას ნიშნავს? - წინა თვეში არ იყო? - წინა თვეში ნევროპათოლოგთან იყო. - აბა ახლა რის ექიმთან მივდივართ? - ახლა ეხო უნდა გადავიღოო. - მოიცა რისი ეხო? ორსულად ხომ არ არის? - ვერ ხარ შენ ცოტა, - ნუცამ დას თავში ხელი წამოარტყა. - კაი, ახლა არც მახუმრო. - ნიამ თავზე ხელი მოისვა, - ისე, მორიგეობით რომ ვატაროთ? წინაზე მე ვახლდი და ახლა შენ რომ წაჰყვე? - არ მცალია, დილიდან ჩაწერილია ხალხი, თან მე ბანკში ვახლდი ერთი კვირის წინ. - ბანკში რა გინდოდათ უჩემოდ? აჰა, როცა ფულის ეხება საქმე შენ მიყვები და მე უფულო საქმეებზე მიშვებ ხომ? - ვერ ხარ შენ კარგად, პენსიის ბარათის პაროლს ვადა გაუვიდა და მივყევი, თან ყოველ წელს ოპერატორებს ეუბნება, რომ მომავალ წელს ცოცხალი აღარ იქნება. თუმცა ჩვენ ყოველ წელს მივდივართ. - კი თქვენ მიდიხართ, მაგრამ ოპერატორები გხვდებიან სხვები ხომ? - კიი, მასეა. ვეუბნები თან, ნუ ეუბნები ამ ოპრატორებს მომავალ წელს ცოცხალი აღარ ვიქნები და თქვენ ვერ გნახავთ და ა.შ.-თქო. - იცინოდნენ გოგოები. - მოიცა რამდენი წლისაა ახლა მათიკო ბებია? - 88 წლის ხდება, ახლა, გაზაფხულზე. - მარა, რაც თავი მახსოვს, მის მერე კვდება. - გულიანად იცინოდა ნია. - მიხვალ მის ასაკამდე, არ არის შენი სასაცილო ბებია და დახედე მობილურს გასკდა ნარეკი. - ჩემი? - მობილურის ეკრანს, რომ დახედა უცებ სახეზე ხელები აიფარა. - რა იყო? - ის რეკავს. - ვინ? - იო. - მერე უპასუხე, რას უცდი? - მოიცა, - წელში გასწორდა, თმები გადაიწია, ხმა დაარეგულირა. - დიახ, - ისეთი ხმით უპასუხა, დაქალები ჩაბჟირდნენ. - არა, წელში რომ გასწორდა და თმები გადაიწია, ის ხედავს თუ რათ უნდოდა ამდენი პრანჭვა? - გადაჩურჩულა ნუცამ დეას. - რას გაუგებ ამ ახალ თაობას? - თვალი ჩაუკრა და სადედოფლო კაბა მანეკენს გადააცვა. - გავედი მე. - წამოდგა ნია. - სად მიდიხარ? - იო უნდა ვნახო. - მოიცა ამ დროს? - საათს გახედა ნუცამ. - ხო, რა იყო? - იცოდე არ დააგვიანო, აქ დაგიცდი! - პატარა ხო არ ვაარ? - ნიამ ტუჩსაცხი გადაისვა. - პატარა ხარ აბა რა ხარ? - მკაცრი მზერა მიაპყრო. - ჭკვიანად, თავი დაიფასე! ნია გულისფანცქალით გავიდა გარეთ, გრძნობდა მთელს სხეულში ემოციების ტალღები როგორ დგაფუნობდნენ. თვალები მოავლო მიმდებარე ტერიტორიას, იო ვერსად დაინახა, აღელდა. - მე მეძებ? - ჯიბლაძის ქუჩიდან შავი სილიუეტი გამოჩნდა, რომელიც ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ნიას. - იო? - ძლივს ამოხდა სახელი. ბიჭი ნელა მიუახლოვდა, თვალი თვალს გაუსწორა. - იცი? - ტუჩებთან ვნებისგან ანთებული ტუჩები ახლოს მიუტანა, ნიამ მომენტალურად სუნთქვა შეკრა, - ძალიან მომენატრე, - დაჩურჩულა ზედ ტუჩებთან და შუბლით თავი მხარზე ჩამოადო. - იო... - მთელი სხეულით მოჭიმული იდგა გოგო და არ იცოდა რა გაეკეთებინა. - შენ? შენ არ მოგენატრე? - ბიჭის სუნთქვა ყელში, დეას, სასიამოვნოდ ელამუნებოდა. - იო... - ხო, გავიგე რომ იო მქვია! - თავი აწია კალანდაძემ და გაბრაზებით ჩახედა თვალებში. - ი... - სუ, - ტუჩებზე ორი თითი დაადო, - თუ მხოლოდ ისევ ჩემი სახელის თქმას აპირებ, მაშინ არაფერი თქვა. უბრალოდ წავალ. - ზურგით შებრუნდა იონა. - იცი... - ბიჭი გაჩერდა, - იონა, იცი. - რა უნდა ვიცოდე? - ნახევარი სხეულით შებრუნდა გოგოსკენ. - ის, რომ მეც, მეც მომენატრე... - ძლივს ამოთქვა. - რა თქვი? - იოს გაგონილისგან გული გიჟივით უძეგრდა, თვალები დახუჭა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ კი სწრაფად შემოხვია ნიას ხელი წელზე და მთელი ძალით მიიკრა გულთან. - როგორ გამაბედნიერე... - ყურთან ჩაჩურჩულა და ხელი მის სახეზე ჩამოყრილ თმას ჩამოაყოლა. - მართლა? - თვალები მინაბა ნიამ. - ანუ დღეიდან ერთად ვართ? - ცხვირზე ხელი აკრა გატრუნულ გოგოს. - ერთად? მოიცა ეგ რას ნიშნავს? - ანუ ურთიერთობის ახალ საფეხურზე ვართ, ვიწყებთ ახალ ეტაპს... რა არ გინდა? - ეშმაკურად იღიმოდა იო. - წავიდე? - არა, არა სად უნდა წახვიდე... ისა... - დაიბნა უმცროსი მხეიძე, - მე ასე უცებ არ ველოდი... - აღელვება დაეტყო მის ხმას. - რას არ ელოდი? - ეღიმებოდა იონას. - იოო, მაბნევ, მასე ნუ მიყურებ. - ტუჩები გაბუსხა და ხელები გულთან ჩაიმწყვდია. - ოხ, რა ბუსუნა ხაარ! - არ ვარ... - გაბუსხული ტუჩებით აქეთ-იქეთ იცქირებოდა. - კარგი, ახლა უნდა წავიდე. ხვალ არადა ზეგ ჩემი ძმა საბოლოოდ ყოფს უღელში თავს და მის გვერდით უნდა ვიყო. - ხო, წადი. - ასე გამიშვებ? - როგორ ასე? აბა როგორ უნდა გაგიშვა? - ხო, კარგი... - ხელები დაუხსნა და გულთნ მიიკრა, - იცოდე, რომ დღეიდან ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი... - აბა ხოო... - ნიამ თავი გადააქნია. - პირველივე დღეს ნუ ვიკამათებთ. - არ ვართ ჯერ შეყვარებულები... - ნუ არ ვართ, მაგრამ მალე ვიქნებით. - ხელებში მომწყვდეულ ქალს ტუჩის კუთხეში აკოცა და საიდანაც მოვიდა, იქ გაუჩნარდა. ნია ეიფორიებით სავსე დაბრუნდა სამკერვალოში. - რა გჭირს? რატომ ხარ აწითლებულ-აჭარხალებული? - ნუცა ქორივით მიაფრინდა დას. - ვაიმე, დაო ნუ ჩამყვირი. - გეჩხუბა? იტირე? - აი, ჩხუბი და ტირილი რატომ გელანდება სულ? - აბა რა მოხდა, ჩქარა მითხარი. - ხმის ტონს უფრო და უფრო უწევდა. - ის, რომ ერთად ვართ. - სახეზე ხელები აიაფარა ბედნიერმა. - მოიცა, ანუ შეყვარებულები ხართ? - მოულოდნელობისგან ნუცამ პირი დააღო. - ნუ დასაწყის ეტაპზე ვართ და იმედია ყველაფერი გამოვა. - გაინაზა ნიაკო. - ვაა რა მაგარია, გილოცავ ნიაკოო. - გაუხარდა დეას. - მოიცა რას ულოცავ ჯერ? - დოინჯები შემოირტყა ნუცამ, - ე.ი ჯერ უნდა დავადგინო ვინ არის? რა უნდა? რა ოჯახი აქვს? რატომ შეუყვარდა მანდამაინც ჩემი და? სხვა უკეთესი რატომ ვერ ნახა და ა.შ. - ვერ ხარ, ხომ იცი შენ? - კი ვერ არის ეს კარგად, ვერა. - ხელები ააფრიალა დეაკომ და ბენდიერ ნიაკოს ჩაეხუტა. *** სივრცეს გაჰყურებდა. სახეზე თებერვლის სუსხი ელამუნებოდა, თითქოს ეს სუსხი აბრუნებდა რეალობაში, იმ რეალობაში რომელიც მინიმუმ 15 წელი გაგრძელდება. - აჰჰ... - ამოიოხრა, გულზე მჯიღი სხვების შეუმჩნევლად დაირტყა, არ უნდოდა პატიმრებს მისი ოხვრა-ხვნეშა შეემჩნიათ, თუმცა ყველა პატიმარს თითქმის ეს აერთიანებდათ, 99% თუ არა 90% მაინც წუხდა მის დანგრეულ ცხოვრებას და ოთხ კედელში მყოფობას. დღეში მხოლოდ ორი საათით სეირნობ, ისიც სადღაც მაღლა შენობის სახურავზე გისოსებ შემორტყმულ გალიაში, სადაც მხოლოდ ჰაერია ნაცნობ ან არ არის ნაცნობი... მარტო ხარ ამ ბრძოლაში, მარტო ხარ იმ წუთიდან რაც ოთხ კედელში ამოყოფ თავს, შენს ფიქრებთან, შენს ბედნიერ წარსულთან, ბნელ აწყმოსთან და ბურუსით მოცულ მომავალთან. ადამიანები ისჯებიან თავიანთი ჩადენილი დანაშაულებისათვის, ზოგისთვის მკაცრია კანონი, ზოგისთვის კიდევ არა... ზოგს ციხეში მოსვლა უხარია, თითქოს სახლშია, თუმცა ასეთი ცოტაა... ყველაზე რთული იმათთვისაა, ვისთვისაც ეს ყოფა და ცხოვრება არასოდეს დაშვებულა მის გონებაში... ცხოვრობ, დილით ბედნიერი იღვიძებ, სამსახურში მიიჩქარი, მეგობრებს ნახულობ, ერთობი, მოგზაურობ და უცებ გაუთვალისწინებელი რამ ყველაფერს გართმევს, მათ შორის იმედსაც, რომ ყველაფერი გამოვა, რომ ეს მყოფობა დასრულდება... საკუთარ თავს იმედის უფლებას არ აძლევ, რადგან ყველაზე მწარე ხომ იმედგაცრუებაა... ამიტომ სასოწარკვეთილებასა და იმედს შორის გავლებულ წვრილ საზღვარზე ნელა დაიარები, ცდილობ არცერთმა ჩაგყლაპოს, არც უიმედობამ და არც იმედიანობამ. ციხის კედლები, ეს სუნი, ეს ნესტი, ეს თეთრეული, ეს საჭმელი... ყველაფერი აუტანელი ხდება დღითი დღე, დღითი დღე გონება გერევა, ფიქრობ იმ გამოსავალზე, რომელიც არ არსებობს! ხო, არ არსებობს, სად გინახავთ მკვლელის გამოსავალი? მკვლელი სიცოცხლის ბოლომდე მკვლელია! მაქსიმემ თავი ჩაქინდრა, თვალებში მოზღვავებული ცრემლების დასაფარად, რომელსაც არც სიმწრის ჰქვია, არც ბედნიერების, ამ ცრემლებს სახელი არ ჰქვია, ან იქნებ ჰქვია? იქნებ პატიმრის ცრემლებია მისი სახელი? გული საშინლად ესერებოდა, ტკივილი ბევრჯერ გამჭოლი და მწველი იყო. ღრმად ამოისუნთქა, თავი უკან გადაწია, რკინის კლეტკებით დაჭრილ ცას ახედა, რომელიც ისეთივე მუქი და ნაცრისფერი იყო, როგორც მისი მომავალი. - აბა, პატიმრებო, ამოიწურა სეირნობის დრო, ვბრუნდებით საკნებში. - ასე, უცებ გავიდა ეს დრო? - რავიცი საკანში დრო არ გადის და ამ ჰაერზე ყოფნისას რავა უცებ მირბის საათის ისრები. - რავიცი მე... - ბუზღუნ-ბუზღუნით დაიშალნენ პატიმრები და საკნებში დაბრუნდნენ. - მაქსიმე. - ხო, თემურა. - მამა ანდრია იყო მოსული, გეძებდა. - მართლა? რა უნდოდა? - არ ეპიტნავა და სახე მომანჭა. - არ ვიცი. არ უთქვამს. - ორცხობილას გემრიელად ილუკმებოდა. - დევდარიანი, - კარები გაიღო. - დიახ. - წამოჯდა მაქსიმე. - მამა ანდრია თავისთან გიხმობს. - მამა ანდრია? - შეცბუნდა, არ ელოდა. - ახლავე, ახლავე, - პულოვერი გადაიცვა და მცველს გაჰყვა. სამლოცველოს კარზე ფრთხილად დააკაკუნა. - შეიძლება? - იკითხა შესვლამდე. - მოდი მაქსიმე, მოდი. - გამარჯობა, მამაო. - კარებთან თავდახრილი დადგა. - „სახარება წიგნი კი არა, ძალაა, ძალაა ცხოველმყოფელი, მომტანი სიხარულისა, დამარწყულებელი და მკვდრეთით აღმდგენი, ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი, მთელი ქადაგება სახარებისა შეიძლება გამოიხატოს ორი სტყვით“ ილაპარაკე და იმოქმედე. არა მარტო უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვიმოქმედოთ კიდეც, რამეთუ ეს გაცილებით დამარწმუნებელია პირველზე. როცა რამეს ისწავლი წმინდა სახარებიდან, ეცადე, საქმით აღარსულო - უფალს მშრომელი მოწაფე უყვარს, ვიდრე მსმენელი...“ - ამ სიტყვებით შეეგება მამაო სულიერ შვილს, - აბა, როგორ ხარ, მაქსიმე? წაიკითხე წმინდა სახარება? - კი, წავიკითხე... - ამოიბუტბუტა. - და მეტი არაფერი? - .... - მაქსიმემ თავი დახარა. - ანუ მოვალეობის მოხდის მიზნით წაიკითხე... წაიკითხე, რომ გეთქვა „დიახ, მე წავიკითხე“. - თბილად გაუღიმა და მხარზე ხელი მოუთათუნა. - მერე რა, მაინც კარგია. ზოგს მოვალეობის გრძნობაც არ აწუხებს... როცა შეძლებ კიდევ წაიკითხე, ოღონდ ეცადე უფრო დაკვირვებით, იქ ბევრ რამეს ისწავლი პირველ რიგში კი სინანულს და მიმტევლებლობას... თუმცა, როგორც ვატყობ არც სხვა ლოცვები იცი დიდად, ამიტომ, - პატარა ლოცვების წიგნი აიღო და გაუწოდა, - აქ, დილა-საღამოს ლოცვებია, იკითხე და როცა შეძლო სახარებაც წაიკითხე. ნელნელა ისწავლი და იგრძნობ ცვლილებასაც. - კარგით, მამაო. - ისევ თავდახრილი იდგა. - სახარება, წმინდა მოციქულთა მიერ დაწერილი წიგნთა კრებულია. მას ბერძნულად „ევანგელე“ ეწოდება. ქართულად ოთხთავადაც მოვიხსენიებთ. სიტყვა სახარება - ხარებას, სასიხარულო ამბის უწყებას ნიშნავს, სიხარულს უკავშირდება, რაც მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინებისა და მის მიერ კაცობრიობის გამოხსნის მაუწყებელია, ამიტომ დაკვირვებით წაიკითხე, ეს ჩემი თხოვნა იქნება. - ისევ გაუღიმა მამაომ სულიერ შვილს. - კარგით, მამაო. - ახლა წადი და როცა აქ მოვალ, დაგიძახებ. მაქსიმე დარცხვენილი დაბრუნდა, ბრაზობდა საკუთარ თავზე, რომ ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა, თან ისიც აოცებდა, რომ მამაოს ერთი წარბიც არ შეუხრია მისთვის, თბილად ესაუბრებოდა. ალბათ მის ადგილას თვითონ, რომ ყოფილიყო ღრიალით აიღებდა იქაურობას, რადგან ყველაზე მეტად ადამიანში უპასუხისმგებლობა ეზარებოდა, არადა თვითონ როგორ მოიქცა?! ამ ფიქრებში იყო გართული, რომ: - რა დაგემართა „ბრატუხა“? - ბეჭზე ხელი დაარტყა და გვერდით მიუჯდა „ჩორნა“. - არა, არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი... რა არის ადამიანის ცხოვრება, რამოდენიმე თვის წინ ცხოვრებით ვტკბებოდი, არ მაკლდა არაფერი, ხან იქ ვისვენებდი, ხან აქ... მაგრამ რამოდენიმე წამმა ყველაფერი თავდაყირა დაყენა, ეჰ! - ხელი უიმედოდ ჩაიქნია. - კი, „ბრატუხა“, ცხოვრება ასეთი უსამართლოა! არ იცი რას გიმზადებს, დღეს აქ თუ ხარ, ხვალ შეიძლება სასწაული მოხდეს და გარეთ აღმოჩნდე... მე უკვე მესამედ ვზივარ, ჩემო ძამია. შემომაკვდა ჩხუბში... განა განზრახ მინდოდა? მაგრამ ამათმა, მე ამათი... - გულიანად შეიგინა, - ოღონდ მკვლელობა დააფიქსირონ და იმას უკვე აღარ იძიებენ გაუფრთხილებლობა იყო, თვითდახმარება თუ ა.შ. ესენი პირდაპირ წერენ: განზრახ მკვლელობა!!! რადგან ასე უნდათ და მორჩათ! რადგან ნასამართლევი ვიყავი, ადრე ქურდობებზე ვიჯექი და კაცის მოკვლა ვის უნდა? არავის? მარა ეჰ, მე ამათი... - ისევ შეიგინა და ჩაფიქრდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.