სიცრუე ,რომელიც არ ვიცოდი 21
მის მკლავებში მოქცეულს გამომეღვიძა,სიცხეს ჯერ ისევ ვგრძნობდი.წინა ღამე სიზმარივით მახსოვდა.დიდხანს ვიწექი გაუნძრევლად დარლაზე მიშტერებული.ნუთუ მართლა აქ იყო და მისი დიდი, თლილი ხელებით ჩემს წელს ეხებოდა?ვერ ვიჯერებდი რომ წინა ღამის თითოოროლა მოგონება რეალური იყო.მხოლოდ მის მკლავებში ჩავარდნა და ის მომენტი მახსოვდა წამლები რომ დამალევინა, დანარჩენი უბრალოდ, გაკვრით.რომ გეკითხა რას ვუყვებოდი პასუხს ვერ გაგცემდი...არ გავნძრეულვარ,მისი სითბო ახლა მჭირდებოდა.პატარა ბავშვივით უმანკოდ ეძინა.რომ არ მცოდნოდა ზოგჯერ როგორი ნაძირალა შეეძლო ყოფილიო,ვიფიქრებდი მასზე უცოდველი ადამიანი სამყაროში არ არსებობს-თქო. იმ დღეს დარლას ადამიანობა ყველაზე უკეთ აღვიქვი.რამდენჯერ არ გამიღვიძია მის გვერდით, რამდენჯერ არ შევხებივარ მის სხეულს,სად არ უგრძვნა ჩემი ხელები,და არა მარტო ხელები,მაგრამ ასე პირველად ვუყურებდი.პირველად ვუყურებდი დარლას ,როგორც ცოცხალ,გრძნობებით სავსე ადამიანს,მას ვისი გულისტკენაც შეიძლება ადვილი არა,მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად იყო.ჯერ ისევ არეულ გონებას ვერ ვილაგებდი,ფირბეი ყველა მიმართულებით გარბოდნენ.დარლა როგორ უნდა შემძულებოდა?როგორ დავუშვი ის ადამიანი შემძულებოდა ვინც კაკის მსგავსად პირველად მომექცა დაუმსახუებლად კარგად?!ამაში კი წინა ღამის ამბებს ვგულისხმობ. ტელეფონი აწკრიალდა და ვერც კი მივხვდი საიდან აღმოჩნდა დარლას მხარეს ჩემი მობილური,ან საერთოდ ცოცხალი როგორ იყო? მის ასაღებად წამოვიწიე და დარლას ლამის ზედ გადავაწექი,ის იყო თითქმის მივწვდი ,რომ დარლამ გვერდი შეიცვალა და ზედ მთელი ჩემი სიმძიმით დავეცი. შეშინებული პირდაპირ ზღვის თვალებში ვუყურებდი შემთხვევით გაღვიძებულს.წამით მომეჩვენა რომ თვალებში რაღაც გაუკრთა.რაღაც სიხარულის მსგავსი. -ავად ხარ და მაინც ამხელა ძალა გაქ?ვინ ხარ ?მუტანტი? -დეგრადირებულო! წამოვიკივლე და მხარზე ხელი დავარტყი. -დილა მშვიდობის,რავი მეც კარგად. ბოხი,ნამძინარევ ხმა ჰქონდა.ის იყო წამოწევას და ჩემს მხარეს გადასვლას ვაპირებდი რომ ხელები ძლიერად შემომხვია და სწორედ ასე, სრულიად შემთხვევით ,მასზე პირდაპირი მნიშვნელობით ვიწექი. -არ მეგონა თუ რეალურად მოხვედი.აქ რატომ ხარ? -რადგან მინდა.-თმაზე მომეფერა-რატომ გეგონა რომ ასე იოლად გაგიშვებდი?.მანამ იქნები ჩემთან სანამ ასე მენდომება. -მართლა თოჯინა ხომ არ გგონივარ? გავბრაზდი და მისი მოშორება ვცადე,თუმცა ამაოდ.მწვანე თვალები რისხვისგან მიელავდა. -არა,რადგან თუ მე მინდა შენც გენდომება.ხომ იცი ჩვენი გრძნობები ცალმხრივი არასდროს უნდა იყოს. ჩამეღიმა.ცოტახანს ხმას არცერთი ვიღებდით. არ ვსაუბრობდით, მაგრამ ერთმანეთს ინტერესით ვუმზერდით.სანამ ლაპარაკს დაიწეყებდა ყოველთვის კეთილი ჩანდა,მაგრამ ხმას ამოიღებდა თუ არა გესლიანი და საზიზღარი ხდებოდა. ყოველთვის რაღაცაზე უნდა წაეკბინა,სხვანაირად უბრალოდ არ შეეძლო. -მართლა მეგონა რომ წარმოსახვა იყავი. გაბუტული თინეიჯერი გოგოსავით ამოვიდუდღუნე და სახე მის კისერში ჩავმალე. -ხშირად გელანდებოდი? მექანიკურად ,მაგრამ ინტერესით იკითხა.მომეჩვენა რომ ხმა შეურბილდა და დაუთბა. -არა,უბალოდ ვერ დავიჯერე რომ ვინმენ მომაკითხა.ანის გარდა არავინ იცოდა... ცოტა არ იყოს და მეშინოდა რომ ვეღარც ვერავინ მომაგნებდა და სიცხიანი აქ მოვკვდებოდი. -ნუ გეშინა ამ დედანატირები მარტოობის,ოდესღაც ხომ ყველა მარტო დავრჩებით.-სულელურად გამიღიმა და სახეზე ხელი შემიცურა.-არ შეგეშინდეს,მე იმაზე მალე დავრჩები ვიდრე შენ. -იდიოტი ხარ. თვალები უეცრად დავჭყიტე ,წამოვიწიე,მხარზე ხელი მივარტყი და წყრომით ჩავხედე თვალებში. განა სასიამოვნო იყო ამის მოსმენა?სულაც არა. -შენ კიდე ჩემი ლანძღვის თავი გაქ?უი ხო როგორ ხარ? -რავი ცოტა უკეთ... -სიცხე კიდევ გაქ? -მგონი. თავი ხელით გამიკავა და თავის თბილი ტუჩები შუბლზე მომაწება. სიამოვნებისგან თვალები მიმელულა და გავინაბე.ცხელი ტუჩები მალევე მომაცილა და მეც მის მკერდს დავუბრუნდი.ველიდი როდის იტყოდა რაიმეს,რომ საუაბრში ავყოლოდი. -ჯერ ისევ ცხელი ხარ.როგორ გაცივდი ასე ძალიან შეგიძლია ამიხსნა? მკაცრად და ინტერესით მკითხა,მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა ბრაზი. დარცხვენილმა თავი კვლავ მის კისერში ჩავრგე და ბურტყუნი დავიწყე. -ხომ იცი რომ წვიმაზე და წყალზე გაგიჟებული ადამიანი ვარ?! -ვიცი,მერე? -წინა კვირას ჩამოვედი, ესეც ხომ იცი ?მოკლედ ამ ორი თუ სამი დღის წინად სახლში ვიჯექი, ჩემი პენუარის ამარა და ღვინოს ვსვავდი. თავსხმა წვიმა დაიწყო , როგორც წვიმის მოყვარულმა ,ყევლაფერი დავიკიდე და გარეთ გავედი.კი დებილი ვარ ,პენუარის ამარა და თან ფეხშიშველი ,თითქმის საათი გარეთ არ უნდა ვყოფილიყავი მაგრამ იცი როგორ წვიმდა?-საწყლად ვკითხე და ავხედე-ისე ლამაზად ელავდა და ისე კარგად გრუხუნებდა... -მოიცა მოიცა... აბა ახლა უკან გადაახვიე და გაიმეორე რითი გახვედი? -პენუარით... დაბნეულმა მექანიკურად ვუპასუხე. -იმით წუხელ რომ გეცვა? მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ სხვა საღამურები მეცვა.დარლა გაცოფებული მომაშტერდა და ჩხუბი დამიწყო. -საერთოდ ნორმალური ხარ შენ?იმით გარეთ როგორ გახვედი ?მითუმეტეს სიცივეში და წვიმაში?! დაგიხევ იცოდე მაგ საღამურს. -შენ უნდა გკითხო საწოლში რას ჩავიცმევ და რას არა? -მგონი მაგ საწოლში უმეტესად მეც ვარ,ასე რომ კი. -ვაფშე რატო მოდიოდი თუ ისევ ჩხუბს აპირებდი.წადი რა.მომშორდი... შემეშვი. -ახლა მე წავალ და საჭმელს ვიყიდი,რომ მოვალ ავდგებით და მშვიდად დავილაპარაკებთ. გაცოფებული წავიდა სახლიდან.მე კი დამტოვა გაოცებული, ნერვებმოშლილი და სიცხიანი. ტელეფონს აღარ დაურეკავს,არც გამხსენებია.სანამ უკან დაბრუნდებოდა სამზარრულოში წყლის დასალევად გავედი და ისევ დავწექი.არ ვიცი ზედმეტი ემოციების ბრალი იყო თუ რა ,მაგრამ სიცხემ ისევ ამიწია.ახლა მეტად მციოდა.მეტიც, ვეღარ ვაზროვნებდი.გუშინდელი და იმის წინანდელი მდგომარეობა ახლოსაც ვერ მივიდოდა. გათიშული ძილბურანში ვიყავი ,როცა დარლა სახლში დაბრუნდა. -მოვედი.რამეს გაგიკეთებ. მოუსვენრად ვწრიალებდი საწოლში და მისთვის პასუხის გაცემასაც ვერ ვახერხებდი. -ნეა? პასუხი ისევ არ გამიცია,ახლა მხოლოდ ის ვიცოდი რომ საშინლად ვიყავი.მის წინ დაუცველი,უსუსური და საცოდავი ავადმყოფი ვიყავი.მარტო ის მესმოდა რომ ის აქ არ უნდა ყოფილიყო,რომ ასეთი არ მინდოდა ვინმეს ვენახე.ისიც მყოფნიდა რომ საშინლად მარტოსულმა ჩემი გრძნობები მეგობრებთან გადმოვაფქვიე. ოღონდ დარლა არ ყოფილიყო მაშინ იქ და რას არ მივცემდი. "ჩემს"ოთახში გიჟივით შემოვარდა.ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა წამით გაშეშდა.ჩემკენ გამოიქცა,მაშინვე შუბლი მომისინჯა და თერმომეტრი იღლიაში ჩამიჩრა.მოუთმენლად მიმოდიოდა ოთახში და ანერვიულებული ცდილობდა დრო გაეყვანა.ბოლოს ისევ შეშლილივით მომვარდა და თერმომეტრი ამომაცალა.ბუნდოვნად მახსოვს მისი სასოწარკვეთილი სახე.ლამის თერმომეტრი გაუვარდა ხელიდან. -ღმერთო ჩემო.ცოცხალი როგორ ხარ?!ჯანდაბა ...ჯანდაბა ....ჯანდაბა ასე ვერ დაგკარგავ .უნდა ვისუაბროთ ყევლაფერზე. ახალგაზრდა ხარ ასე არ შეიძლება.სასწრაფოდ წამალი...ხო ხო წამალი გჭირდება. ბუტბუტებდა და ოთახებში დადიოდა.წამალს ეძებდა,რომელიც იქვე, ტუმბოზე,მის თვალწინ იდო. ბოლოდ მიაგნო და აკანკალებული ხელებით დამალევინა. ცრემლები გაუაზრებლად მომდიოდა.საწოლის საზურგეს ვეყრდნობოდი და ვბუტბუტებდი. -წადი...არ...არ მინდა,უბრლაოდ წადი. -რას ბოდავ გოგო,ნორმალური ხარ შენ?სად წავიდე? -არ უნდა იყო აქ.არ მჭირდები უბრლაოდ წადი.წაეთრიე და არასდროს მოხვიდე. -ნეა ვიჩხუბებთ.ამ მდგომარეობაშიც კი იმაზე დარდობ რომ აქ ვარ? -არ მინდა,შენთან არ მინდა.ვერ გიტან...მეზიზღები ,რადგან ჩემზე არ უნდა ზრუნავდე .არ ვიმსახურებ კარგად მექცეოდე.არ ვარ ის ვისაც ვინმე კარგად უნდა ექცეოდეს. ხომ თქვი რომ ერთი ღამის თოჯინა ვიყავი,ხო და ასე დატოვე და წადი აქედან.ერთი ღამის ხალხზე ასე არ ზრუნავენ....წადი და ჩემს ცხორებაში ნუღარ დაბრუნდები.შენი ადგილი აქ არაა....არ მინდა შენი მზრუნველობა.ჩემით გამოვკეთდები..ამას საერთოდ არ უნდა ხედავდე.არ უნდა ხედავდე როგორი ვარ, როცა ცუდად ვარ. ცდილობდა ჩამხუტებოდა,მე კი მის მოშორებას ვცდილობდი. უშედეგოდ,უძალოდ ,არ გამოდიოდა. არც მას...ორივე ჯიუტი ვირები ვიყავით.მე მისგან გავრბოდი ის მეწეოდა.ჯოჯოხეთში ერთად ვვარდებოდით.ორივე უნამუსოები ვიყავით.ორივე ჩვენ-ჩვენი მიზეზეით ვღალატობდით სხვებს და სასაცილო მართლა ის იყო,რომ ერთმანეთი ასე გვძულდა,ვერ ვშორდებოდით და მაინც ყველაფრით ვგავდით. მისი გარეგნობა ჩემი ტიპის იყო,ხასიათი სრულიად განსხვავებული,კაკისთან კი პირიქით.ბოლო დროს ვფიქრობდი რომ ხასიათიც აღარ ჯდებოდა ჩემს იდეალში. -უბრალოდ წადი. -ხომ იცი რომ ვერ გამაგდებ ნეა?! -არ მჭირდები.არ მინდა...თავი დამანებე. ხელებს მკერდზე ვურტყავდი და მისგან თავის დაღწევას უშედეგოდ განვაგრძობდი. -ნეა არ გაგიშვებ ...არ შეიძლება ასე იქცეოდე. -შენც მძულხარ და ჩემი თავიც.არავისგან ვიმსახურებ კარგად მოპყრობას. მოღალატე,ეგოისტი ადამიანი ვარ... -ხო მეც.მერე? -რა მერე? -მერე რა რომ ასეთი ხარ? -არ უნდა მექცეოდე კარგად... -რადგან გგონია რომ ცუდი ადამიანი ხარ და ამას არ იმსახურებ? -ხო. ამოვისლუკუნე . -ყველა იმსახურებს ნეა ვიღაცას თუმდაც შენ ჩემს ძმას...არა მას არ იმსახურებ ,უკეთესს ნეა.კაკიზე და ჩემზე ბევრად უკეთესს.მერე რა რომ ათას კაცთან გაატარე ღამე?მერე რა რომ შეყვარებულს ჩემთან უღალატე?დაფიქრდი ,მიზეზს თუ არ მოგცემენ ამას არ აკეთებ. -მაინც საშინელი ვარ... -მინდა რომ ერთი კარგად შემოგარტყა და გონს მოხვიდე,მაგრამ ამას არ ვიზავ. ამის ნაცვალდ უფრო ძლიერად შემომეხვია. ენერგია გამოცლილს მიმეძინა.დარლამ ჩემს ძილში საჭმელი გააკეთა და რამდენჯერმე დამხედა კიდეც.სიზმარში ისევ ის წარსულის მწარე მოგონებები მეწვივნენ.გაოფლილს კივილით გამომრღვიძა .დარლა მკერდზე მიკრავდა და მამშვიდებდა. -დამთავრდა,უბრალოდ სიზმარი იყო.ყვეალფერი კარგად არის.აქ ვარ. -ვერ ვიტან...ვერ ვიტან ჩემს ბავშვობას. -მშვიდად ნეა. °°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°° შემდეგ გვიან საღამოს ანიმ ისევ დარეკა.უკვე კარგად ვიყავი და სიცხეც ასე თუ ისე აღარ მქონდა. დარლა სამზარეულოში იყო და ჩემთვის ისევ წვნიანს ამაზადებდა.ბევრი ვიწუწუნე ,რომ არ მინდოდა,მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.აბა სხვანაირად როგორ იზავდა უფროსი ჯიშკარიანი.არც კი ვიცი რომელი უფრო ჯიუტი იყო, კაკი თუ დარლა.ალბათ უფრო დარლა ,რადგან როგორც არ უნდა მეცადა მისგან თავს ვერასდროს ვაღწევდი. ყურმილს დავწვდი და გახარებულმა ვუპასუხე. -ანიიიი!!! -ღმერთო არ მეჩვენები ხო?მიპასუხე?ამ წამს შენ მე მიპასუხე და არ მელანდება ხომ? -არა არ გელანდები. -შენ ხარ ყოვლად გაფუჭებული და ეგოისტი ადამიანი ნეა!იცი მაინც რამდენი ვინერვიულე?!ლამის გავგიჟდი ყურმილს რომ არ იღებდი.გავაფრინე.რა არ ვიფიქრე!გატაცებიდან დაწყებული შენი სიკვდილით დამთავრებული ათასი იდეა მომივიდა ამ დაწყევლილ თავში. ეკლებზე ვიჯექი.გეფიცები შენი ზარის გარდ აღარაფერს აღარ ველოდი.მირიანს ისე მოვუშალე ნერვები ლამის დამშორდა. -კარგი კარგი დაწყნარდი, დამშვიდდი ჩემო სიყვარულო.სიცხე მქონდა ,საწოლიდან ვერ ვდგებოდი და ტელეფონის პასუხიც მესიკვდილებოდა შენ თავს ვფიცავარ.აი არაფრის თავი არ მქონდა. -რა? ახლა უფრო რატო ვნერვიულობ?!.შენი ხმა გავიგე და მაინც ცუდად ვგრძნობ თავს.-მისი სლუკუნი მესმოდა და სიცილს ვერ ვიკავებდი.ყოველთვის ზედმეტად ემოციური იყო.-მეგონა რამე სისულელ გააკეთე.იძახდი კარგად ვარ ,აღარ განვიცდიო და უცბად გაქრი.თან ხომ იცი ყველაზე დიდ სისულელეს ამ დროს აკეთებენ. -გეუბნები გავცივდი და ცუდად ვარ ახლაც. -მარტო ხარ?ის სიმპატიური ბიჭი არ მოსულა? -ვინ ბიჭი? - რაღაც უცნაური სახელი რომ აქვს.ღმერთო გამახზენე....სადღაც წამიკითხავს... -ანი ამორერღავ თუ რა ვქნა? დარლამ ტელეფონი ხელიდან ამართვა და ხმამაღალზე ჩართო. -აქ ვარ მივაგენი ,გადავარჩინე და ცოცხალია. -ანუ შენც მანდ ხარ.ძალიან კარგი. ჯიშკარიანი გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა. - მადლობა.შენი დამსახურებაცაა ახლა სიცხისგან რომ არ კვდება ეს შეშლილი ქაჯი. -ნუ მაწითლებ.კარგი .ხელს ხომ არ გიშლით? -არა საყვარელო.შენ ხელს არასდროს მიშლი. გავიღიმე და თბილად ვუთხარი. -დედა როგორი საყვარელი ხარ, ვინმესთან რომ წევხარ არც მაშინ? -ანი გცეემ. გამეცინა და დარლას გავხედე ,როემლიც ცოტა არ იყოს ეჭვიანი მზერით მიყურებდა. -არ უნდა მეთქვა ხო მაგ უსიპატიურეს ბიჭთან? -დაიკიდე იცის.ბოლოს და ბოლოს მისი ძმის შეყვარებული ვარ და მასთან ვწევარ. თვალები ავატრიალე და ანის ყვირილმაც არ დააყოვნა. -რას შვები? -მოიცა რა ნუ ყვირი თავი მტკივდება. -აბა შეყვარებულიაო? დარლას უკივლა ახლა. -ნუ ჩემი კაკისი რამ გაყო.რომ ჩამოვალთ მოგიყვებით არ ინერვიულო. -როდის ჩამოხვალთ თქვენ ? აუუ ახლა ინტერესით მოვკვდები. მირიანი მოვიდა გალაპარაკო? -რა იყო ეგეც ნერვიულობდა? -ხო გითხარი გადავრიე საწყალი ბიჭი-თქო. -მიდი. -მირო,ნეამ მიპასუხა.ცოცხალია ხო და აი ნახე არ გავგიჟებულვარ. -მირიანი ვინაა?-ყურში მიჩურჩულა დარლამ და ერთიანად დამბურძგლა. -ანის შეყვარებილი.იცი რა კაი ტიპია?! ნუ კაკის ვერ შეედრება .კი არ წევს ჩემთან მარა მაინც მაგარი ძმა გყავს. -თავიდან ნუ დამაწყებინებ დანელია თორემ მეორედ არ მოგაკითხავ შესარიგებლად. -ხომ იცი რომ ის მიყვარს და არა შენ. -ვიცი მაგრამ ისე ნუ იზავ რომ ჩემთან აქო და ადიდო.არც კი იცნობ. -ნეა,გადამირიე ხო გოგო? უცბად ჩამესმა ტელეფონში და საუბარი გავწყვიტე. -ბოდიშით არ ვაპირებდი.ჩემი საქონელი საყვარლის ბრალია ,რომელმაც ჩემი დეპრესია გამოიწვია და დეპრესიამ ისე გამაგიჟა,ისედაც წვიმაზე გაგიჟებული ადამიანი რომ გავცივდი საბოლოოდ. -რა უთხარი ასეთი ჰა? კუსავით გამოხტა ანი. -ნუ იცი,მგონი არ ღის ცოდნა. ბრინჯივით დაბნეულმა უთხრა და მე საწყლად შემომხედა. -არა ნეა ეს ბიჭი მომწონს ,მერე რო ჩამოხვალ ცალკე დავილაპრაკებთ. ამ ორის გარეშე. -კარგი-თვალები ავატრიალე და დარლას მივეყრდენი. -თავლებს ნუ ატრიალებ ამოგცვივდება. -ჩემი ძმაკაცი აკაკივითაა. ჩამჩურჩულა და გაეცინა. -არ ავატრიალებ კარგი. -ხო და ეგრე .გიყურებ იცოდე-დარწმუნებული ვარ ხელის ჟესტითაც მანიშნებდა ყურმილს მიღმა-ერთადაც სათუთი წყვილი იქნებით.ამ საყვარლის იარლიყის გარეშე. -წადი რა გოგა და დათოს შეუერთდი.მაგათნაირი ხარ შენც.არა და მეგონა კაკისთან უფრო მოგწონდი.კი იძახდი უხდებითო. -კაკი რო არ ახსენო ვერა ისე ხო?კაი ანი რომ ჩამოვალთ სავარაუდოდ ერთად გნახავთ მერე. დაემშვიდობა და ყურმილი გაუთიშა. ჩემს წინ იდგა,დოინჯშემორტყმული და გაცოფებული სახით მიყურებდა. -ავად რომ არ იყო გაჩვენებდი მე შენ კაკის და მასთან შენს იდეალურ წყვილს. -ზედმეტი ხომ არ მოგდის?მეგონა მხოლოდ სექსი იქნებოდა ყოველგავრი გრძნობებისა და მოვალეობების გაგრეშე. წარბები ნიშნისმოგებით მაღლა ავზიდე და მწვანე თვალები მივანათე.დაიბნა.ისე დაიბნა მეც გამიკვირდა. -გრძნობებზე და მოვალეობებზე ვსუაბრობ მე? -ხო და არც ვისაუბროთ .მე შენი ძმა მომწონს და მისი შეყვარებული ვარ. -გასაგებია.წამო საჭმელი ჭამე გირჩევნია. თემა უცბად გადაიტანა. -გემრიელია? იმდენი ხანი იყო საჭმელი არ მეჭამა მუცელი ამიბუყბუყდა და ლამის დორბლები წამომივიდა. -წამო.დაგეხმარო ადგომაში? -კი არ დავბერებულვარ.თან უკეთ ვარ. -ხო რადგან კაკიზე ფიქრობ ესეიგი კარგადაც ხარ. თავლები აატრიალა და სამზარეულოში გავიდა.ბავშვივით გავეკიდე უკან. -ნუ იბუტები.თავიდნავე იცოდი რომ შენს მიმართ გრძნობები არ მქონია. და არც მექნებოდა. -ეგ ისევ ეგრეა ,უბრალოდ კაკი ჩემთან ცამდე ნუ აგყავს.კარგად იცი რომ არ მიყვარს და მეტიც მისი ატანა არ მაქვს.სანამ იტყვი რომ ჩემი ძმაა და ასე არ შეიძლება მისი საქციელი გაარკვიე... გაარკვიე რა გაუკეთა ღვიძლ ძმას, რომელიც მასზე შვილივით ზრუნავდა.ძმას რომელიც აღმერთებდა და მისი მსგავსი არავინ ჰყავდა.გაარკვიე ნეა რა ქნა ისეთი რის გამოც მასზე დიდი მტერი ვერასოდეს მეყოლება.მერე ,როცა ამას გაიგებ ,დაფიქრდი და რომ გყოლოდა თუ აპატოებდი მას იმავეს?მის გვერდით ყოფნა თუ მოგინდებოდა ?ან თუ აიტანდი მის შემოგების მცდელობებს? როცა ამას გაიგებ და თავს ჩემს აგდილზე წარმოიდგენ, მერე მითხრაი რომ არასწორი ვარ,რომ კაკი ძმაა და ამ 6 წლის მანძილზე უნდა მეპატიებინა,რადგან ეს დიდი დროა ძალიან დიდი.დაფიქრდი ოჯახს თუ აპატიებდი მისთვის მხარისდაჭერას და შენს დადანაშაულებას. იმაზეც იფიქრე რატომ არ აპატიებდი შენს დას იმავეს . წვნიანით სავსე თეფში მაგიდაზე დაახეთქა.დავფიქრდი რატომ ვჩხუბობდით.რატომ არ ვცდილობდი მის მოსმენას.განა არ მესმოდა?უბრალოდ არ მინდოდა.იმ დღიდან ამოვიძულე ,რაც გავიგე რომ კაკის ძმა იყო.თითქოს სიძულვილი რამეს შეცვლიდა. თითქოს თუ შევიძულებდი მასთან აღარ დავწვებოდი..აღარ მომინდებოდა რომ მისნაირ ნაბ***არი ვყოფილიყავი. -მაპატიე. წვნიანს დავწვდი რომ მისთვის ყურადღება აღარ მიმექცია.ის მართალიც იყო მე არ ვიცოდი სრული ,არც არასრული, ისტორია.მხოლოდ ის არ უნდა გამეკიცხა.არასწორი ვიყავი. ჩემს წინ იჯდა და თავისივე მომზადებულ კერძს მიირთმევდა. -გემრიელია.არ გინდა სულ შენ გამიკეთო ხოლმე? -შენით გააკეთე.-გველურად გამიღიმა და დაამატა-ა უი ბოდიში.გამახსენდა რომ 26 თუ 27 წლის გოგომ საჭმლის კეთება არ იცი. -გველისწიწილო!არასდროს დამჭირვებია ჩემით რამის მომზადება. ყველაფერს რაც გამაჩნია მე მივაღწიე ,უმეტესად მაინც,მაგრამ საჭმელი სახლში სულ შინამოსამსახურის,ან მზარეულის ხელით კეთდებოდა.არავინ მაკარებდა გაზქურასა და ქვაბებს.შენი აზრით როცა ასეა ლოგიკური არ არის რომ მომზადება არ ვიცი?! -არის.მაგრამ არც ჩემთვის უსწავლებია ვინმეს. -ხო და თვითნასწავლო კულინარო პატივს დამდებ და რამის კეთებას მასწავლი? -მაინც რისას? -ნებისმიერი რამის.ოღონდ ხორცის არ იყოს და ... -ისე დამაინტერესა პიცას როგორ ჭამ? -ძეხვებს ვაცლი. მხრები ავიჩეჩე და ჭამა განვგრძე.ცოტახანს გაკვირვებული მიყურებდა. -ბურგერს? -ვეჯინბურგერი.არა ხინკალს და მწვადს საერთოს არ ვჭამ. გავიცინე და მის ლურჯ თვალებს გავუსწორე მზერა. -რანაირი სიცილი გაქ. -არ მოგწონს? -არა როხროხებ. -კარგი რახან ასე მთხოვ მეტს გავიცინებ და გავახარევ შენ სათუთ ყურებს. ●●●●●●●●●●●●●●●●●● სანამ მე სიცხიანი დარლასთან ერთად ვატარებდი დროს გოგა და დათო ჩემზე ნერვიულობაში ლამის ღამეებს ათევდნენ. გოგას სასმლის და ამდენი სტრესის შემდეგ საწოლში ძლივს მშვიდად ეძინა.დათო იქვე სავარძელში იჯდა და უყურებდა.მასზე ცალკე ნერვიულობდა,ჩემზე ცალკე.ოჯახიც ტვინს უჭამდა რომ მათ სახლიდან წასვლით არცხვენდა, თვმოყვარეობას ულახავდა, სხვის თვალში ამცირებდა და ამ ყველაფრის გამო უკან დაბრუნებულიყო.ყველაფრით დასტრესილი მძინარე ,ძლივს სუნთქვა დამშვიდებულ მეგობარს უყურებდა და გრძნობდა ,როგორ ეცვლებოდა გულისცემა .ჯერაც ვერ გაეგო ამდენი წლის მანძილზე გოგას დანახვისას ყოველთვის ასე რატომ ემართებოდა.ერთი დრო იამსაც ფიქრობდა რომ გიჟდებოდა,მაგრამ ყურადღებას უკვე აღარც კი აქცევდა. ბიჭს ანგელოზივით ეძინა.ბნელ ოთახს ფანჯრიდან შემოპარული, ლამპიონების ყვითელი სინათლე ანათებდა.გოგას სუსტად ეცემოდა სახეზე სინათლის სხივები და უფრო მეტ იდუმალებას ანიჭებდა. სავარძლიდნა ადგა და საწოლს ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა. იმდენად ჩუმით ,ვერც იფიქრებდი იატაკს თუ ეხებოდა.მის წინ ჩაიხარა და წინ ჩამოშლილი ,ოდნავ გრძელი, რამოდენიმე კულული სახიდნა გადაუწია. -ზოგჯერ როგორი საყვარელი ხარ ვერც კი წარმოიდგენ... ვერც კი გაიაზრა რას იძახდა.რომ გაიაზრა უკვე ნათქვამი ჰქონდა, თავს ერთი შემოარტყა რას იძახიო,მერე საწოლს მოუარა და მაისური გაიხადა.შარვალიც მის გზას გაუყოლა და საწოლში შეწვა. ალბათ სხვა რომ ყოფილიყო გოგას ადგილზე ამას არ იზვადა,მაგრამ ის ხომ გოგოა იყო,მისი საუკეთესო მეგობარი და მასთან ერთად ყველანაირი სიგიჟის გამკეთებელი. მთელი ღამე ვერ მოისვენა. შფოთავდა და ამდენი სტრესით დაღლილს გამთენიისას ძლივს ჩაეძინა. გოგას ათი საათისკენ გაეღვიძა,დათო პირდაპირ მის წინ იწვა.ასე ახლოს იყო და მაინც ისე შორს ეჩვენებოდა.ეგონა სულ რომ ზღვად ქცეული საწოლი გადაეცურა მასთან მაინც ვერასოდეს მივიდოდა. მზერა მალევე მოაშორა და ადგა.სანამ მისი სტუმარი გაიღვიძებდა გოგამ საჭმელი მოამზადა და სუფრა გააწყო.დათო თვალების სრესვით გავიდა სამზარეულოში და სკამზე ჩამოჯდა. -წყალი დამალევინე თუ ძმა ხარ რა. -მოდი მოდი შე გადარეულო.აუ თავი არ გტკივა? წუწუნით დაუდგა წყლის ჭიქა წინ.დათომ ქვემოდან ახედა და მხრები აიჩეჩა. -არცისე.რა იყო ორჭიქიანო გამოთვერი და პახმელიასაც ვეღარ უძლებ? -შენ ვიზე რას ამბობ.როგორც ნეა იტყოდა ხოლმე სამსმელს რომ დაყნოსავ უკვე მთვრალი ხარ. გაიცინა და მის წინ ჩამოჯდა.დათოს წამით მზერა გაუშტერდა.გოგა რომ იცინოდა მეგონა ჩემს წინ ბავშვი იყო.სახეზე რაღაც სასწაული ემართებოდა და ისეთი საყვარელი ხდებოდა ზოგჯერ მეც კი მინდოდა ჩამეკოცნა. -ნუ მაბრალებ რაღაცეებს თუ შეიძლებოდეს.ნეტა დარლამ რა ქნა.ნეას კიდევ ვერ უკავშირდები? -ვერა.როგორც კი ვნახავ მაშინვე დავახრჩობ.აი ამ ლამაზი ხელებით ,შეხედე დათი.-თლილი ხელები ჰაერში აათამაშა და დათოსაც მის სულელურ ქმედებაზე გაეცინა-წავუჭერ და დავახრჩობ.სამი წლის ბავშვივითაა,რას გაიქცა.აეხსნა მაინც.მთელი თვე მანერვიულა და ბოლოს გაიქცა. -საინტერესოა რა მოხდა ბათუმში ისეთი ამდენხანს რომ გაიძახოდა არავის ვიმსახურებო?! -არ ვიცი,მაგრამ კარგი ნამდვილად არაფერი. დათოს წინ სკამზე ჩამოჯდა და საჭმელი გადაიღო.კარგახანს ორივენი არაფერს ამბობდნენ.მერე დათომ ჩანგალი ჰაერში აიქნია,თანაც იმდენად უშნოდ რომ კინაღამ გოგას გაარტყა. -დარლას ხოარ დავურეკოთ? -თუ სიცოცხლეს ასეთ პატარა ასაკში არ გამომასალმებ მაშინ შეიძლება. -ბოდიში. -ბოდიშს მოგცემ მე შენ. თავში წამაორტყა და ტელეფონს დასწვდა.რამდენიმე ზუმერის შემდეგ დარლამაც უპასუხა. -რგორ ხარ? -კარგად გოგა შენ? -გოგა ხმამაღალზე ჩართე რა. დათომ დაუცაცხანა და გოგამაც წამში შეასრულა. -დათოც მანდაა? -ხო.მისმინე ნეაზე რამე ხომ არ გაგირკვევია? დათომ მითხრა რომ ჩამოხვედი აეროპორტში დაგხვედრია და ამბის გაგების შემდეგ წასულხარ ვიღაცას ეცოდინებაო. -ძმობას გეფიცები დარეკვა დამავიწყდა თქვენი ნეას გადამკიდე. ახლა კარგადაა ,ცოტახნის წინ გაიღვიძა და საუზმობს. -ნეასთან ხარ? ორივემ ერთდროულად იყვირეს და ერთმანეთს გაფართოებული თვალებით მიაშტერდნენ. -ხო. -როგორაა?სად ხართ?რატომ არ დაბრუნდით? -რომ ჩამოვედი სიცხე ჰქობდა ლამის იწვოდა-გოგას გული შეეკუმშა,ათასმა საშინელმა ფიქრმა გაუელვა თავში რა შეიძლება მომხდარიყო დარლას გარეშე.თვალზე ცრემლი მოაწვა და დათოს დანისნული მზერით შეხედა.მერე მის გვერდით გადაჯდა და მეგობარს აეტუზა -ახლა უკეთ არის,წამლები დავალევინე და სიცხეც აღარ აქვს.ამ დღებში დავაბრუნებ გპირდებით . -ვის ელპარაკები? ან ვის აბრუნებ,სად აბრუნებ? ჩემი ხმის გაგოენბაზე ბიჭებმა შვებით ამოისუნთქეს.საბოლოოდ დარწმუნდნენ რომ არაფერი იყო საშიში. -მოგკლავ როგორც კი გნახავ ქალბატონო. თუმცა მხელაზე იღრიალა დათომ რომ speaker-ის გარეშეც ცხადად გავიგე. -დათოა? -გოგაც.დაგალაპარაკო? -ხმამაღალზე ჩართე. -ქალბატონო ნეა მინდა გითხრათ რომ თქვენ წამება და სიკვდილით დასჯა მოგესაჯათ.სად დაადე თავი და წახვედი ასე უთქმელად ?!ვერ ხარ შეენ? -გოგა დაწყანრდი. -კარგია ანუ ჩემი სახელი ჯერ ისევ გახსოვს ხო? -გოგა კარგი რა. -გეფიცბეი ჩემი ხელით დაგახრჩობ.ან უკეთესი ლევაბის მოვაკვლევინებ შენს თავს. მთელი კვირაა ხან კაკის ვატყუებთ ხან შენ ბიძაშვილს და დაქალს. -გოგა აბა თუ დაწყანრდე. კიდევ ერთხელ გავიბრძოლე მის დასაწყანრებლად. -მართლა დამშვიდდი ცოტა. დათომ ხელი შემოხვია დასამშვიდებლად.გოგა მის მკლავებში გაინაბა და ოდნავ დაწყნარდა. -ნეა როდის ჩამოხვალთ? -ცოტა კიდევ გამოკეთდეს და ჩამოვიყვან გპირდები . ჩემს ნაცვლად დარლამ უპასუხა. -ძალაინ ციდად იყო? -ცოტა მაკლდა საავადმყოფოში რომ წამეყვანა. -ღმერთოოო ეგრე როგორ გაცივდი? -წვიმა დათო წვიმა.... ისე შემომხედა დარლამ მეგონა ადგილზე მომკლავდა. -ოხ ნეა ნეა.სად ხართ? -მცხეთაში. -მცხეთაში რა გინდოდა გოგო? ძლივს დამშვიდებული გოგა ისევ აფეთქდა. -ვისთან ხარ საერთოდ? -ანის სახლში ვარ'თ. -როგორ მინდა გცემო და ღერა ღერა დაგაპუტო ეგ თმები. კბილებში გამოცრა დათომ და თვალწინ დამიდგა მისი გაფართოვებული ჭროღა თვალები. მეტი აღარ გვისაუბრია დავემშვიდობეთ და ყურმილი დაკიდეს. დათო მის გვერდით მჯდარ ძმაკაცს ამშვიდებდა და თან ცდილობდა როგორმე აჩქარებული გულისცემა დაეიგნორებინა. -დაწყნარდი შე გულჩვილო ბავშვო. -გულჩვილი არ ვარ,უბრალოდ ნეაა.ის ნეაა დათო!თავის თავს არც კი უვლის.თუ პიკამდე არ მივიდა არაფერს ამბობს.ასე გაგიჟდება. -ვიცი,მაგრამ ხომ არ ამოვგლიჯავთ სიტყვებს?არ მოგბეზრდა ესე ძალით რომ უნდა ათქმევინო?!თუ მოუნდება გვეტყვის.როცა გადაივსება და აღარ ექნება ადგილი, შენც იცი, მოვა და ვულკანივით უცბად აფეთქდება .მცირედით მაინც. ორივე გაჩუმდა.უხმოდ განაგრძეს საუზმობა და ასევე უხმოდ აალაგეს სუფრა.დათო თავლებით გოგას თვალებს ეძებდა,რომელიც ყველანაირად ცდილობდა სატრფოს გაჰქცეოდა. გოგას მასთან ყოფნისას მუდმივად გრძნობდა როგორ გამალებით უცემდა გული და სუნთქვა ეკვროდა მოწოლილი ემოციებისგან.ბევრი რამის გაკეთება სურდა,მაგრამ რადგან ის მეგობარი იყო ,თანაც ბიჭი სხვა გზა არ ჰქონდა და ისვე თავდაუზოგავად ცდილობდა დათოს გადაყვარებას. თავის მხრივ არც დათო იყო ბოლომდე გულგრილი გოგას მიმართ,უბრალოდ მასაც იგივე მიზეზი ჰქონდა უკან დასახევად. თანაც ფიქრობდა რომ ეს გრძნობები უკან მოიტოვა. მერე როცა ყველაფერს მორჩნენ და დივანზე ჩამოსხდნენ გოგამ უცბად იკითხა. -დარლა მასზე კარგად ზრუნავს არა? -რა თქმა უნდა,ხომ იცნიბ მას?!ისიც ნეას ნაირია,მასზეც შეგიძლია იფიქრო რომ გულქვაა ,მაგრამ კარგად იცი ასე რატომაც არის. გოგოა ისევ ჩემზე ფიქრობდა. -შენი აზრით კარგად ვიქცევით როცა არ ვეუბნებით კაკის დაშორდი-თქო? -რას გულისხმობ? -იმიას რომ კაკის შეყვარებულია და დარლასთანაც აქვს ურთოერთობა. -ალბათ არა,მაგრამ ისინი ერთნაირები არიან.ნაკლზე მიუთითებენ და ვფიქრობ ერთმანეთს უკეთეს ადამიანებად გახდომაში დაეხმარებიან. ყველაფრის გამოსწორებას შეძლებენ თუ ერთად იქნებიან, თუმდაც ამ ფორმით.თანაც ნეა კაკისნაირს არ იმსახურებს. კარგად იცი რაც გააკეთა და ვფიქრობ არცერთი ქალი იმსახურებს მის გვერდით ყოფნას. მითუმეტეს ნეა,რომელიც სიყვარულის და პატივისცემის მეტს არავისგან არაფერს ითხოვს. -ანუ ფიქრობ რომ დარლას დეპრესიდან ნეა გამოიყვანს და იმ ადამიანად აქცევს ვინც სესილიმდე იყო? -ზუსტად,ნეას კი თუ ის ყურადღება და სიყვარული ექნება ,რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა ,სიცარიელის შევსების შანსი ექნება და ვფიქრობ მორჩება ყველასთან ყოფნას. თუ დარლა მიზეზს არ მისცემს რომ უღალატოს მასზე ერთგული არავინ იქნება. გოგას გაეღიმა.იცოდა დათო მართალი იყო.სწორად მსჯელობდა ჩემზეც და დარლაზეც. მერე ისევ უხერხული სიჩუმის გასაფანტად დათომ ჰკითხა. -ისევ ადნები იმ ვიღაცას თუ აღარ? -როგორ ფიქრობ? -ალბათ კი. -ალბათის გარეშე.ისეთია ვერასდროს შევწყევტ მის სიყვარულს.მის თვალებში ვარსკვლავებს ვხედავ და ერთადერთი ,რაც მინდა ხოლმე მის გვერდით სამუდამოდ დარჩენაა. -რა გულჩვილი ხარ. -შენ?არავინ მოგწონს ძმაო? -არ ვიცი.შეიძლება ისვე განმიახლდა გრძნობები იმის მიმართ ადრე რომ მიყვარდა. -ვინ?4 წლის წინ რომ ძლივს გადაიყვარე? დასცინა ,მაგრამ გულში რაღაცმ მწარედ გაჰკრა.უკეთესი იყო ,როცა არ იცოდა დათოს ვინმე მოსწონდა თუ არა.ასე უფრო უსაფრთხოდ იყო,ახლა კი გრძნობები გულზე ლოდივით აწვებოდა და მთელს მის არსებას ამძიმებდა.უნდოდა მთელი ხმით ეყვირა ,მაგრამ დუმდა. -ხო ეგ.კარაგდ იცი როგორ მიყვარდა. -რამ გაგახსენა მისი თავი?-ღიმილით ჰკითხა. დათომ მხრები აიჩეჩა. -არც კი ვიცი,მაგრამ მგონი ისვე მომწონს-გოგას მზერას არ აშორებდა.ორაზროვნად უყურებდა და ეშმაკურად იღიმებოდა,მაგრამ მეტრეველს ეს სულ არ შეუნიშნავს, მისი გონება სულ სხვა რამისკენ გარბოდა.წარმოიდგენდა როგორ მოუწევდა დათოს მეჯვარეობა და როგორ გაუტყდებოდა ათასჯერ ,ათას ნაწილად დამსხვრეული გული. მართლა ვწუხვარ რომ ამდენხანს დავაგვიანე,უბრალოდ არ მგონია ვინმეს ეცალოს ,როცა ეროვნულები აქვს ჩასაბარებელი. უფრო დიდი თავით დავბრუნდი და იმედია მაპატიებთ.უი ხო ემოციებისა და აზრის გაზიარება არ დაგავიწყდეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.