შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომუნისტი (მეოთხე თავი)


23-08-2022, 14:18
ავტორი murachashvili
ნანახია 2 168

მეოთხე თავი
იმ ღამეს თითქმის არ მიძინია, ისევ მილიონი პასუხგაუცემელი კითხვა. ასე საზიზღრად თავი არასოდეს მიგრძვნია. ერთი სული მქონდა გათენებულიყო. ველოდი, რომ მანანა ტრადიციულად ისე შემოაღებდა სასტუმროს კარს, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. არც ჩემი თარჯიმანი ჩანდა და აღარც ნაცნობი მძღოლი.
ჩემ წასვლამდე სულ რაღაც 2 დღე რჩებოდა. ახალი თარჯიმანი და მძღოლი, ერთი კი შევავლე თვალი ორივეს, იმდენად უსახური და ცივი მზერა ქონდათ, ვიტყოდი გაყინულიც კი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მათთან კომუნიკაციას და სადმე სიარულს ისევ სასტუმროს ნომერში ყოფნა ვამჯობინე.
ფანჯრიდან გადავყურებდი თბილისს, მაინც რამდენ რამეს მალავდა ეს პატარა, უტყვი ქალაქი. ავტომობილში მჯდომი მანანას დამფრთხალი, შეცბუნებული თვალები არ მავიწყდებოდა. ნეტა ახლა სად იყო, რას აკეთებდა, ვინ იყვნენ ის კაცები?
- გავგიჟდები!
დავყურებდი მისი ჩანთიდან ამოღებულ რვეულს, იქნებ ის იყო ამ ყველაფრის მიზეზი, ნეტა რა ეწერა, რა საიდუმლოს ფარავდა, რა უნდა მექნა თუ მათი ძებნის საგანი სწორედ ეს რვეული იყო, რა მოხდება, როცა რვეულს ვერ ნახავდნენ, ეჭვი ჩემზე რომ მოეტანათ?
ისიც კი ვიფიქრე დამეწვა, ფაქტი გამენადგურებინა, მაგრამ ვერ გავბედე, რაღაცამ გამაჩერა. ტვინში ყველა შესაძლო ვარიანტი დავატრიალე, დაუფიქრებლად გავანადგურებდი, მაგრამ ცნობისმოყვარეობაც მკლავდა გამეგო შინაარსი. ერთად-ერთი რაც მოვიფიქრე სასტუმროდან უნდა წამეღო და საიმედო ადგილას შემენახა. დიდხანს არც მიფიქრია, ფოტო აპარატით ასლების გადავიღე, ყოველი შემთხვევისთვის, თავი დავიზღვიე, ლენტი ამოვიღე აპარატიდან და ჯიბეში ჩავიდევი. სპორტულები გადავიცვი, კისერზე პირსახოცი გადავიკიდე, თითქოს სავარჯიშოდ მივდიოდი, ხელნაწერი საქამრეში ისე ჩავიტენე, რომ მაისურში არ შემტყობოდა და ნომერი დავტოვე.
მივიხედ - მოვიხედე, ჩემი მუდმივი ლანდად აყოლილი აგენტები, თარჯიმანთან და მძღოლთან ერთად ვითომ კონსპირაციულად ლიფტის წინ ტრიალებდნენ. შეუმჩნევლად კიბის უჯრედისკენ გავძვერი. მათ კი დავუსხლტი, მაგრამ სასტუმროს ჰოლში კაკებენს თანამშრომელთა მეორე პარტია ისე იჯდა, რომ კარში-შემსვლელ გამსვლელი დაენახათ.
სხვა გზა მაინც არ მრჩებოდა, კიბის მოაჯირზე შევხტი, სავენტილაციო სისტემის ცხაურს ოდნავ მივარტყი ხელი, ჩემსდა საბედნიეროდ მარტივად გაიხსნა, რვეული იქ შევაგდე და ჰოლში შეძლებისდაგვარად უდარდელი სახით გავედი.
სასტუმროდან ძუნძულით გეზი ქაშვეთის ტაძრისკენ ავიღე, იქვე მდებარე პარკში რამდენიმე წრე დავარტყი. სასტუმროში დაბრუნება აღარ მინდოდა, აგენტების თვალშისაცემად დიდი რაოდენობა ცოტა არ იყოს მაფრთხობდა, არადა რა უნდა მეკეთებინა? ისევ თბილისში უმისამართოდ ბოდიალი გადავწყვიტე. დრო სწრაფად გავიდა, ისე შემომაღამდა ვერც გავიგე. იქნებ გიჟადაც კი ჩამთვალოთ, მაგრამ სასტუმროში დაბრუნება აზრადაც არ მომსვლია. დავდიოდი ქუჩა-ქუჩა, ჩიხებში. გგონიათ ვინმესგავურბოდი? არა რა თქმა უნდა, უბრალოდ დრო გამყავდა, ზოგჯერ მარტოობა ყველაზე კარგი მეგობარია.
ზუსტად ამ დროს შევნიშნე ალბათ 25 წლამდე ახალგაზრდა, საკმაოდ თანამედროვედ ჩაცმული, ვიტყოდი სადღესასწაულოდ გამოპრანჭული წყვილი როგორ მიუახლოვდა საკმაოდ მოძველებურ შენობას, ყურადღება ალბათ იმით უფრო მიიქციეს, რომ ასეთი ჩაცმულობა ზედმეტად უადგილოდ მომეჩვენა, მით უფრო, რომ სადარბაზოში შესვლის ნაცვლად სარდაფისკენ აიღეს გეზი. სარდაფის კარი სულ რამდენიმე წამით გაიხსნა და ქუჩაში არსებული სიჩუმეც ბიტლების საკმაოდ ცნობილმა მელოდიამ დაარღვია. მეგონა მომესმა. დიახ, არამგონია ჩემი რეაქცია გასაკვირი ყოფილიყო. ყურებს ნამდვილად ვერ დავუჯერე. არც კი დავფიქრებულვარ ისე მივყევი უცნობებს.
რკინის, ვიტყოდი საკმაოდ უფერულ კარს მიღმა ჩემსდა გასაკვირად სრულიად სხვა სამყარო დამხვდა. მართალია კარზე გარედან არც წარწერა, ან რაიმე სახის მინიშნება, რომ აქ კაფე - რესტორანი იქნებოდა არ იყო, სხვადასხვა ფერის ნათურებით განათებულ დარბაზში ხალხის სიხალვათე ნამდვილად არ იგრძნობოდა. პატარ-პატარა მრგვალი მაგიდები ერთმანეთის ჩაყოლებაზე დაედგათ, ერთ რიგად ალბათ 10 ან მაქსიმუმ 15 მაგიდა მაინც იქნებოდა. მაგიდების განლაგება ისე იყო, რომ შუაში ადგილი რჩებოდა მოცეკვავე წყვილებისთვის. კუთხეში ოდნავ შემაღლებულ ადგილას მუსიკოსებისთვის გამოეყოთ ადგილი და უკრავდნენ, მაგრამ ნეტა გენახათ როგორ, ასეთ შესრულების მაღალ ტექნიკას ნებისმიერი როკ ანსამბლი ინატრებდა. სოლისტად გოგონა ყავდათ. თავისუფლად ეცვა, შლაქსები, დიდი ზომის გრძელ მკლავიან მაისურზე მკლავები აეკაპიწებინა, გრძელი თმა ორად ქონდა გაყოფილი, და მსხვილი ნაწნავები წინ გადმოეყარა. ცალ ფეხზე დაყრდნობილი, მუსიკის ტაქტს აყოლებდა მეორე ფეხს. დარბაზში მყოფები ხომ ერთობოდნენ და ცეკვავდნენ, მაგრამ არანაკლებად სიამოვნებდა და ხალისობდა თავად მუსიკოსიც.
მისი სახის გასარჩევად წინ მივიწიე, მაგრამ უშედეგოდ. არ ვიცი შემთხვევით, თუ სპეციალურად, მაგრამ ქალიშვილი მაყურებლებისკენ ისე იჯდა, რომ სახეზე განათების ჩრდილი ეცემოდა და დიდად არ ჩანდა.
თითოეული კომპოზიცია მაქსიმუმ 3 წუთს თუ გაგრძელდებოდა, ერთს მიჰყვებოდა მეორე, მეორეს - მესამე, არ ვარდებოდა ტემპი და არ იღლებოდნენ არც მსმენელები და არც მოცეკვავე წყვილები.
როკენროლი ფოქსტროტმა შეცვალა, შემდეგ პაფსა, საბჭოთაკავშირისთვის აკრძალული ყველა კომპოზიცია ამ ერთი ციდა გოგონას თითებიდან იღვრებოდა, აშკარად არ ადარდებდათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ხედვა არც მუსიკოსებს და არც დამსწრე საზოგადოებას. არანაირი შეზღუდვები, უყვარდათ და უკრავდნენ. გაგიჭირდებოდათ იმის თქმა რომელი რომელს ჯობდა. ამ ყველაფერში იმხელა თავისუფლებას და იმხელა პროტესტს ვხედავდი, ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ ჩემდა უნებურად, მეც ამ პროტესტის ნაწილად ვიქეცი. მუსიკოსის განწყობა და ემოციამ მეც მომიცვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის პატარა მოქნილ თითებში, იყო რაღაც ძალიან ნაცნობი და ძალიან ჩემეული. თავს დავდებდი რომ ეს მტევნები უკვე მქონდა ნანახი და ვიცოდი კიდეც ვის ეკუთვნოდა, ან იქნებ უბრალოდ მე მინდოდა ის ყოფილიყო?! წარმოუდგენელი იყო მისი ჩამოქნილი თითების დავიწყება. თვალწინ დამიდგა მანანა როგორ მიირთმევდა ნაყინს, დიახ ის იყო, თავს დავდებდი, რომ ნამდვილად ის იყო.
- სამთავრობო დელეგაციების თარჯიმანი და როკ მუსიკოსი? შეუძლებელია, ის ვერ იქნება. - მაინც მიჭირდა ბოლომდე დაჯერება.
თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა, ვიდრე ვყოყმანობდი, გოგონამ დაკვრა დაასრულა, დარბაზი განათდა და ისიც გამოჩნდა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ცოცხალი, მისი თვალებიდან ყველა ემოცია ერთად იფრქვეოდა.
სულ ორიოდე წამს, ოდნავ გვერდულად შემობრუნდა, თითქოს იცოდა სადაც ვიდექი. დავინახე მისი აციმციმებული თვალებთან გაჩენილი ნაოჭი, სიცილი, რომელიც ასე ძალიან უხდებოდა. მანანა მხოლოდ მე მიცინოდა, ან იქნებ მე მინდოდა ასე ყოფილიყო?! ადრენალინი, რომელსაც მუსიკის მოსმენისას ვგრძნობდი, გაოცებამ და სიხარულმა შეცვალა. ტაშს უკრავდა აღტაცებული საზოგადოება, მე კი მისი დანახვით გახარებული, ბედნიერი ვიღიმებოდი.
თამამად შეიძლება თქმა, რომ რესტორანში ხალხი დაშლას აშკარად არ აპირებდა. პირიქით უფრო და უფრო ემატებოდა, ვერ ვიტყვი რომ ყველა გაშლილ სუფრასთან ისხდნენ, ზოგიერთი უბრალოდ ფეხზე იდგა და ცოცხალი მუსიკით ტკბებოდნენ.
კონცერტი თითქმის გამთენიისას დასრულდა, მიუხედავად ღამისთევისა, საერთოდ ვერ ვგრძნობდი უძილობას და დაღლილობას. ერთად ერთი რაც მინდოდა მანჩო უნდა მენახა. როგორც იქნა მუსიკოსებმაც აკრიფეს ინსტრუმენტები, დარბაზში მაგიდები მიალაგეს და შენობაც დავტოვეთ.
ისევ ფეხით მივდიოდით რუსთაველზე. ქალიშვილს მისი გიტარა მხრებზე ქონდა მოგდებული, ჯინსებს და კედებში გამოწყობილ კიკინებიან გოგონას ნამდვილად არაფერი ქონდა საერთო თეატრში გრაციოზულად მოსეირნე ქალბატონთან. უცნაურია, თითქოს ორი სრულია სხვადასხვა ადამიანი არსებობდა და მე რატომღაც, ეს ჩანჩურა არსება უფრო მომწონდა.
ფიქრებში გართული მივუყვებოდით სასტუმროსკენ მიმავალ გზას. თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა, მაგრამ დუმილს არ ვარღვევდი. სიტყვაუხვობის სურვილით არც ის გამოირჩეოდა. სასტუმრომდე მისვლას დიდი დრო არ დაჭირდა. კაკებეს აგენტების გარეშე ჰოლი უჩვეულოდ ცარიელი მომეჩვენა. არ უნდა გამკვირვებია თავდაყირა დაყენებული ჩემი ნომრის ნახვა, ამას ველოდი კიდეც, მაგრამ ამას გაჩხრეკილი ოთახი კი არა, დარბეული უფრო ერქვა. აღარ იყო ჩემი პირადი ნივთები, და რაც მთავარია ფოტო პასპორტი. რომლის გარეშეც ქვეყნის დატოვება აშკარად წარმოუდგენელი იყო. აი, თურმე რატომ აღარ იყვნენ სასტუმროში აგენტები, ისედაც კარგად იცოდნენ, რომ მათ გარეშე ქვეყანას ვერ დავტოვებდი. ვიდრე მე ჩემ პრობლემებზე ვფიქრობდი, ისედაც დარბეულ ოთახს, მანჩო კიდევ უფრო მეტად ურევდა, რთული მისახვედრი არ იყო რასაც იცის მერამდენედ ეძებდა ერთი და იგივე ადგილას, თითქოს არ უნდოდა იმის დაჯერება რომ რვეული იქ არ იყო. ალბათ ჩემი მხრიდან სიბოროტე იყო, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა გამემხილა რვეული რომ იქ არ მქონდა შენახული, მაგრამ როცა დავინახე სასოწარკვეთილი, როგორ დაეშვა მუხლებზე და ატირდა, ვეღარ მოვითმინე.
- რას აკეთებთ, გაგიჟდით? - აცახცახებული, ატირებული ქალიშვილი მკერდში ჩავიკარი.
- ჩემი ბრალია, - გულამომჯდარი სლუკუნებდა - რვეული თუ მათ აქვთ დავიღუპეთ, ახლა რა უნდა ვქნა...
ისტერიკაში მყოფი ისე მოთქვამდა მეც კი შემაშინა, სიფრთხილის ნორმები საერთოდ დავიწყებოდა, მართალია მრავლობითში საუბრობდა, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ჩემზე ნამდვილად არ დარდობდა.
- დაასრულეთ ბოლოს და ბოლოს, - მისმა მოთქმამ წყობიდან გამომიყვანა და მთელი ძალით შევანჯღრიე - რვეული მე გადავმალე!
- თქვენ, ნამდვილად?! - იმდენად გაუხარდა, ჩემი უხეშობა არც კი შეიმჩნია.
- დიახ და ვიდრე არ ამიხსნით რა ხდება, დაბრუნებაზე არც კი იოცნებოთ! - ღიმილი შემეპარა ხმაში.
გოგონამ ახლაღა გაიაზრა ჩახუტებული რომ მყავდა, ჩემი მკლავებიდან უცებ დაიხსნა თავი.
- გამორიცხულია, ამას ვერ გაგიმხელთ. - უარყოფის ნიშნად გააქნია თავი.
- რა წერია იმ რვეულში ასეთი მნიშვნელოვანი? - ხმას ავუწიე ისევ.
- ვერ გეტყვით, ამაზე მხოლოდ ჩემი ბედი კი არა, სხვა ადამიანების სიცოცხლეცაა დამოკიდებული.
მასთან პოლემიკას არ ვაპირებდი, ჩემი გადარჩენილი ნივთებიდან რამდენიმე ხელი სამოსი ხელჩანთაში უცებ ჩავყარე და ნომერი დავტოვეთ.
- კარგით, იყოს თქვენებურად, ავიღოთ რვეული. მაგრამ მგონი მაქვს უფლება, ვიცოდე რის გამო ვრისკავ.
- არ იდარდოთ, მთავარია რვეული ადრესატამდე მივიტანო, მერე რომ დამაკაონ, არ ვიდარდებ, ნებისმიერ დროს ვიტყვი, რომ ამ ამბავში შემთხვევით აღმოჩნდით გარეული.
- რას ამბობთ, - მისმა ხალისიანმა ხმამ გამაღიზიანა - საკუთარი სიტყვების გესმით მაინც, ამდენს იმიტომ ვწვალობ, რომ საბოლოოდ ციხეში წავიდეთ?
- მე ვიცი ჩემი გზა. - ხმა გაუმკაცრდა - რვეული ადრესატამდე უნდა მივიტანო.
- ყველაფერზე გიფიქრიათ. - ირონია ვერ დავმალე.
- დიდი მადლობა. - ღიმილი ვეღარ შევიკავე, რვეულის გადაცემისას მანჩოს სიხარულით აციმციმებული თვალების დანახვაზე, გულში ისე ჩაიკრა როგორც ყველაზე ძვირფასი განძი - ახლა ჩემი ჯერია, როგორც დაგპირდით, შარში არ გაგრევთ, ახალი პასპორტის აღებაშიც დაგეხმარებით და ქვეყანასაც მშვიდად დატოვებთ.
- ასე მარტვია? - მისმა სიტყვებმა ცოტა არ იყოს გული მატკინა.
- რა თქმა უნდა. ახლა ჩემთან წამოხვალთ, ჩემი სტუმარი იქნებით, - პატარა ბავშვივით აწყობდა გეგმებს - შეიძლება ცოტა მეტ ხანს დაგჭირდეთ ისევ საქართველოში გაჩერება, მაგრამ გპირდებით დიდხანს არ დაგაყოვნებთ. - ბედნიერმა ისე შემომცინა, მისი ჩაჩვრეტილი ლოყების დანახვაზე სუნთქვა შემეკრა. საკუთარი აზრების შემრცხვა და თვალი ავარიდე.



№1 სტუმარი სტუმარი ანნა

არ მეყოოო :( თუმცა, ვითვალისწინებ, რომ შვებულების დროსაინც გამოძებნეთ დრო წერისთვის... საინტერესოდ განვითარდა მოვლენებიიი და დარწმუნებული ვარ, უფრო საინტერესო მელოდება წინ. წარმატებები და ბეეევრი დრო წერისთვის

 


არ მეყო :( თუმცა მიხარია, რომ მანანაში არ შევცდი და არ აღმოჩნდა ტიპური საბჭოთა მოხელე :(
ახლა იწყება მთავარი ამბავი ამ ისტორიის და მალ-მალე დადე რა :დ
ველოდები შემდეგს❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ანნა
არ მეყოოო :( თუმცა, ვითვალისწინებ, რომ შვებულების დროსაინც გამოძებნეთ დრო წერისთვის... საინტერესოდ განვითარდა მოვლენებიიი და დარწმუნებული ვარ, უფრო საინტერესო მელოდება წინ. წარმატებები და ბეეევრი დრო წერისთვის

რუსკიმარუსია
არ მეყო :( თუმცა მიხარია, რომ მანანაში არ შევცდი და არ აღმოჩნდა ტიპური საბჭოთა მოხელე :(
ახლა იწყება მთავარი ამბავი ამ ისტორიის და მალ-მალე დადე რა :დ
ველოდები შემდეგს❤️

დიდი მადლობა მოთმინებისთვის :D ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ. უზომოდ მიხარია რომ მოგწონთ.

 


№4  offline წევრი თ. ა.

ვფიქრობ ორივე დიდ შარშია გახვეული და ვერ იაზრებენ კიდევ. რა საშინელებაა როგორ უნდა აულრძალო ადამიანს კულტურა და ხელოვნება თუ ეს მისი ნება არ იქნება. კიდევ კარგი იმ დროში არ ვცხოვრობთ და იმედია უკანაც ღ მოგვიბრუნებენ.
იტალიელი კი უკვე შეყვარებულია მანანაზე. ძალიან საინტერესოდ ვითარდება ეს ყველაფერი.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თ. ა.
ვფიქრობ ორივე დიდ შარშია გახვეული და ვერ იაზრებენ კიდევ. რა საშინელებაა როგორ უნდა აულრძალო ადამიანს კულტურა და ხელოვნება თუ ეს მისი ნება არ იქნება. კიდევ კარგი იმ დროში არ ვცხოვრობთ და იმედია უკანაც ღ მოგვიბრუნებენ.
იტალიელი კი უკვე შეყვარებულია მანანაზე. ძალიან საინტერესოდ ვითარდება ეს ყველაფერი.

იმედია არც მოგვიწევს ისევ მსგ დღეების გავლა. ყველაზე საინტერესო ნაწილს მივუახლოვდით როგორც იქნა. მადლობა რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent