გაჩუქებული სიცოცხლე( თავი9-10)
თავი9 თვალები მძიმედ გავახილე,ბუნდოვნად ვხედავდი შუქს, იმ განათების შუქს, რომელიც პირდაპირ თვალებზე მანათებდა. ყრუდ წვეთოვნის ხმაც მესმოდა. აქეთ-იქით თვალებს შეშინებული ვაცეცებდი, ვერ ვარკვევდი სად ვიყავი. უცნაურ ხალხს ვხედავდი, თეთრი ხალათებითა და პირბადეებით, რაღაცას მესაუბრებოდნენ, არმესმოდა. თავბრუ დამეხვა, ღონემიხდილმა ბალიშზე დავდე თავი, ღრმად ამოვისუნთქე, შეხება ვიგრძენი. თვალები მძიმედ გადავატრიალე, შეთე იყო, გავუღიმე, გამიხარდა მისი დანახვა. ცოტა გონს მოვედი უკვე ხმებიც მესმოდა. თეთრ ხალათში ჩაცმული კაცი მესაუბრებოდა. -ტესა, კეთილი იყოს, უკვე აღარც ველოდით, რომ კომიდან გამოხვიდოდი. -ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. ისევ შეთეს შევხედე, ტიროდა, ცხოვრებაში პირველად ვნახე ატირებული. -ვერ, ვერგავიგე... -წინადადება ვერ დავასრულე საკმარისი ძალა არ მქონდა. -ტესა ბოლოს რა გახსოვს? -ისევ თეთრხალათიანი ექიმის მკაცრი, თუმცა სითბოთი სავსე ხმა. -ბოლოს, მე... -საწყლად ამოვილუღლუღე, საუბრის თავი არმქონდა. -კარგი ახლა დაისვენე,მოგვიანებით კიდევ შეგამოწმებთ.- ექიმი მიხვდა საუბრის თავი არ მქონდა, წვეთოვანი შეამოწმა, ნემსი გამიკეთა, კარებში გაუჩინარდა.მალევე ჩამეძინა. ... შეთეს განწირული ხმა ყურებში დიდხანს ჩამესმოდა. ვცდილობდი გამეხსენებინა მომხდარი. ბოლო რაც მახსოვს მანქანის ფანჯრიდან მოშვერილი იარაღი და გასროლა იყო. შეთეს გადავეფარე, არვიცი რატომ, უბრალოდ მას ვერ დავკარგავდი. ტყვია გულთან ახლოს მომხვდა, ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ რაღაც მეტალს ჩემს ორგანიზმში. ძირს დავეცი, დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ჯერ შეთეს ყვირილის ხმა მესმოდა, ძლიერად იკრავდა ჩემს სხეულს მკლავებში, ტირილით მეხვეწებოდა არ მიმეტოვებინა, მახსოვს სახეზე ხელით შევეხე, ძლივს წარმოვთქვი სიტყვები: “შენი ბრალი არაა“, ცრემლი ჩამომვარდა თვალიდან, ყველაფერი გაშავდა.შემდეგ ამ თეთრ საშინელ კედლებში გავიღვიძე. პალატაში წამლის სუნი იდგა, გულთან ახლოს დიდი ჭრილობა მქონდა, ახლა ჩემს სულიერ ტკივილებს ფიზიკურიც დაემატა. შეთე გვერდიდან არ მშორდებოდა, შეშინებული იყო. ბოდიშებს მიხდიდა, ვერ ვხვდებოდი რისთვის. ყველა თავს დამტრიალებდა: მშობლები, სალი, ელი, ჩემი ძმა. ყველა ვისცა ვუყვარდი, ვისაც ვადარდებდი, მეკი თვალებით მხოლოდ ერთ ადამიანს დავეძებდი, ჩემი რომანის ერთადერთ მკითხველს, უნდა მომეყოლა რა გადამხდა თავს, წერისთვის ისტორია არ მქონდა, მინდოდა სიხარულით მეთქვა, შეიძლება ამას ჩემი სიცოცხლე დასჭირდა, თუმცა ახლა ისტორია მაქვს მეთქი. ზუსტად ვიცი გაეცინებოდა, მეტყოდა სულელი ხარო. ... სიკვდილზე ხშირად არ ვფიქრობდი, ყველაზე მეტად მაშინებდა. ყველაფრის მიუხედავად მიყვარდა ჩემი ცხოვრება, მინდოდა კიდევ ბევრი რამ მომესწრო. მოგზაურობა, ნამდვილი სიყვარულის პოვნა, მთაში ცხოვრება უამრავ ცხოველთან ერთად, წიგნის გამოცემა. შვილებიც მინდოდა, მხოლოდ ორი. ამ ცხოვრებისგან კიდევ ბევრი მსურდა. არვიცი შეთეს რატომ გადავეფარე, ალბათ იმიტომ, რომ შემეშინდა, არ დამეკარგა, არ მიყვარდა, თუმცა არც იმდენად გულგრილი ვიყავი მისთვის სიკვდილის უფლება მიმეცა. დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. ცხოვრებაში ისიც და თავისი ოჯახიც საკმარისად დაიტანჯნენ, ამ ტკივილსაც ვერ დავუმატებდი, ვერც შეთეს ოჯახს და ვერც საკუთარ თავს. ჩემი სიკვდილი ბევრს არ გაანაწყენებდა, მხოლოდ ჩემს მშობლებს, ისინიც მალე შეეგუებოდნენ, უბრალოდ ჩემ გარეშე ცხოვრებას ისწავლიდნენ, იქნებ უკეთესიც იყო. აღარც სალის და ელის მოუწევდათ ჩემი უაზრობების მოსმენა, აღარც ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველი იქნებოდა იძულებული ჩემზე უამრავი უაზრო ისტორიები ესმინა. მაგრამ სიკვდილი მაინც არ მინდოდა, და ზუსტად ვიცოდი არც მოვკვდებოდი. პალატაში ისევ ექიმი შემოვიდა, ამჯერად პირბადე აღარ ეკეთა, მიღიმოდა კიდეც, იმედი მომეცა მალე გამწერდნენ, კოჯორი, ჩემი ოთახი მენატრებოდა. -აბა პატარა ქალბატონო, როგორ გრძნობ თავს ? -გვერდით მომიჯდა, წნევის გაზომვა დამიწყო. -დღესვე გამწერთ ხო ? -მონდომებით ვუღიმოდი, მეგონა ასე მაინც შევძლებდი აქაურობისთვის თავი დამეღწია. -არა, იმედები უნდა გაგიცრუო, კიდევ ორი დღე მოგიწევს აქ ყოფნა მერე შევხედოთ. -ისევ გამიღიმა, სახე მომეღუშა, შეთეს ავხედე, ისიც მიღიმოდა, შუბლზე ნაზად მაკოცა, დიდად არ დამხმარებია. -კარგით რა, ერთი დღე მაინც, გთხოვთ. -ჩემსას არ ვიშლიდი. -ტესა, ერთი თვე იყავი კომაში, სასწაულებრივად გადარჩი, შენი გულის ფუნქცია ჯერ კიდევ შესუსტებულია, და მართლა გჯერა, რომ ამაზე დამითანხმებ?! -ბრაზნარევი ტონით მიპასუხა ექიმმა. -და თქვენი სახელი? -ცოტა გვიან, მაგრამ მაინც ვკითხე. -ვალერი. -მძიმედ მიპასუხა. -კარგით ბატონო ვალერ, როგორც თქვენ მეტყვით. -ნაწყენი ხმით ვუპასუხე. -ახლა უნდა დაისვენო პატარა ქალბატონო, არანაირი დაღლა. -პალატიდან გავიდა. შეთე დიდხანს მეფერებოდა თმაზე. დროდადრო თვალები ცრემლებით ევსებოდა. არვიცოდი რა, თუმცა რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა, რაღაც რაც მეც და მასაც დაეხმარებოდა. -ასე ნუ განიცდი, ხო ხედავ კარგად ვარ. -თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა, რომელიც ხელის მარტივი მოძრაობით მალევე შევუშრე. -მე უბრალოდ... შენ რომ რამე მოგსვლოდა... -ჩემს ხელს ნაზად აკოცა. -არაფერი მომივა, ცოტახანი შენც დაისვენე კარგი? -ხელი სახიდან მოვაშორე და ხელზე მოვკიდე. -კარგი. -თვალები დავხუჭე,ისევ დამეძინა. ... უკუნით სიბნელეში ტყის შუაგულში ვიდექი, ხმები მესმოდა, ჩემს სახელს იმეორებდნენ, გარშემო სილუეტებს ვხედავდი, თუმცა ვერვარჩევდი,რისი ან ვისი სილუეტი იყო. მეშინოდა, ნაიარები მტკიოდა, ხმამაღლა ვყვიროდი, განწირული შეთეს ვეძახდი, დახმარებას ვთხოვდი. ჩავიმუხლე, ძლივსღა ვსუნთქავდი, უეცრად ყველაფერი განათდა, ჩემს წინ შავებში ჩაცმული კაცი იდგა, იარაღს მიმიზნებდა. ვთხოვდი არ ესროლა, ვემუდარებოდი. მაინც გაისროლა. ტყვია ამჯერად პირდაპირ შუბლში მომხვდა, ბევრი ვერაფერი ვიგრძენი. ყვირილით გამეღვიძა, მთლიანად ოფლში ვცურავდი, ვხვდებოდი მალე გავითიშებოდი. პალატაში ბატონი ვალერი შემოვარდა ექთნებთან ერთად, რაღაცას მეუბნებოდა, არაფერი მესმოდა, ისევ გავითიშე. ბევრი არაფერი მახსოვსს, როგორც მითხრეს, ნახევარი დღე ვიყავი უგონოდ. თვალები როცა გავახილე ისევ იგივე სურათი დამხვდა, ვალერი ექიმი, ჩემს გვერდით შეთე, რომელსაც ისევ ჩემი ხელი ეჭირა, პალატის კარებთან ატირებული დედაჩემი და ერთმანეთზე ჩახუტებული, ატირებული, სალი და ელი დავინახე. უცნაური სანახავი იყო. ექიმმა მითხრა შეტევა მქონდა. ჩემმა გულმა ფუნქციონირება შეწყვიტა რამდენიმე წამით, სარქველი მქონდა დაზიანებული, დიდი ალბათობით ეს ყოველივე მთელი ცხოვრება გამაწამებდა. შეთე ისევ ტიროდა, თან ცდილობდა არ დამენახა, ალბათ იმიტომ, რომ სცხვენოდა. ვთხოვე სალი და ელი შემოეშვა და მარტო დავეტოვებინე, უარი არ უთქვამს ხელზე მაკოცა და გავიდა. ორი წუთით მარტო მწოლიარე პალატის ჭერს მივაშტერდი, ჯერ კიდევ ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. მალე ელის შიშნარევი ხმა გავიგე. -ტესა,საშინლად ვინერვიულეთ. -ელი ჩემკენ წამოვიდა,ჩამეხუტა, იმდენად მაგარდ, რომ კინაღამ ჭრილობა გამეხსნა, ტკივილისგან უხერხულად შევიშმუშნე და უხეშად მოვიშორე. -ელი ცოტა ფრთხილად. -გავუღიმე. -ძალიან შეგვეშინდა ტეს,ასე როგორ მოიქეცი,ჩვენზე რატო არ იფიქრე. -სალი იერიშზე გადმოვიდა,ჩხუბის თავი არმქონდა ამიტომ უპასუხოდ დავტოვე. -გოგოებო... -პატარა პაუზა გავაკეტე,თითქოს ძალას ვიკრეფდი სალაპარაკოდ.-შეთე რამდენი ხანია აქაა? -მოყვანის დღიდან,მთელი თვეა შენს გვერდით ათენებს და აღამებს, სახლშიც არ წასულა, აქ გადმოცხოვრდა. -მესიამოვნა ამის მოსმენა, მოსმენა იმის თუ მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი.მნიშვნელოვანი, ან უბრალოდ თავს დამნაშავედ გრძნობდა. -ვერც კი წარმოიდგენ როგორ განიცდიდა, ამბობდა ხელს თუ გავუშვებ ჩემსას ვეღარ გაიგებს და წავაო. -გაღიმებული მიყვებოდა ელი. -ტეს,გითხრა შეთემ რამე, მისი მოკვლა რატომ უნდოდათ,რახდება? -მოსალოდნელი იყო სალისგან ამ კითხვის დასმა, პასუხი არც მე ვიცოდი ამიტომ უბრალოდ მხრები ავიჩეჩე. გოგოები საათზე მეტი ჩემს სასთუმალთან იჯდნენ, ათას სულელობას გეგმავდნენ, გაწერის შემდეგ რა უნდა გაგვეკეთებინა. -შეთე არ წასულა? -ერთსაათიანი განშორების მერე დანაკლისი ვიგრძენი. -არა,გარეთ გელოდება. -სალის გაეღიმა. -ახლა რომ გახვალთ უთხარით წავიდეს და დაისვენოს, თქვენც წადით მე უკვე კარგად ვარ, მართლა. -იმდენად დამაჯერებლად ვეუბნებოდი რამდენადაც შემეძლო, თუმცა მარტო დარჩენა ნამდვილად არ მსურდა. -სულელობ! ახლა ჩვენ გავალთ და შენ დაისვენე. -თვალი ჩამიკრა სალიმ, ელის ხელი მოკიდა და პალატიდან გავიდნენ. მუდმივ დაღლილობას, სისუსტეს ვგრძნობდი, ალბათ იმიტომ, რომ ერთი თვე უგონოდ ვიყავი და იმიტომაც, რომ ბევრი დამაძინებელი მქონდა გაკეთებული. ვერაფერზე ვფიქრობდი უბრალოდ ძილი მინდოდა. წყლის დასალევად ლოგინიდან წამოვიწიე, არგამომივიდა ჭრილობა საშინლად ამტკივდა, კვნესა აღმომხდა. ტკივილისგა უღონოდ მივწექი ლოგინზე, ღრმად ჩავისუნთქე, ვხვდებოდი ისევ გონებას ვკარგავდი, მალე ისევ ვიღაცის შეხება ვიგრძენი,შეთე იყო, არწასულა, გამიხარდა.ისევ დამეძინა. ბოლო ორი დღე ძილში გავატარე, იმედიანად ვიძინებდი და კიდევ უფრო იმედიანად ვიღვიძებდი.სურათი არ იცვლებოდა, ყოველ ჯერზე თვალის გახელისას ჩემს საწოლთან ახლოს სკამზე მჯდომ შეთეს ვხედავდი, ხელს არ მიშვებდა.ორ დღეში გამწერეს, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა სიარული ამიკრძალეს, დატვირთვა არ შეიძლებოდა.ჩემთან მუდმივად ვიღაც უნდა ყოფილიყო, თავიდან მშობლებმა გადაწყვიტეს მეც მათთან ერთად თბილისში გადავსულიყავი, ყველაზე მეტად ეგ არ მინდოდა. დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე, კოჯორში დავრჩენილიყავი, სალი და ელი გადმოვიდოდნენ ჩემთან და ყურადღებას მომაქცევდნენ.როგორც იქნა, საკუთარ ოთახს ვუბრუნდებოდი. შეთე ისევ არ მტოვებდა მარტო, ფაქტობრივად ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. უამრავი კითხვა მქონდა რატომ, ან რისთვის გახდა საჭირო სიკვდილისგან გადამერჩინა, კითხვა ბევრი იყო თუმცა დასმას ვერ ვბედავდი, არმინდოდა უარესად დამეძაბა, თუმცა აუცილებელი იყო.გაწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და საუბარი დავუწყე. თავი10 ... ბოლო რამდენიმე დღეა დამჩემდა ფიქრი უმოქმედობაზე,აი ისეთ უმოქმედობაზე ყველაზე მეტად,რომ გინდა მოქმედება მაგრამ რაღაც მომენტში იაზრებ,რომ არ შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა,უფრო სწორად შეგიძლია,მაგრამ არ აკეთებ და თავს აჯერებ თითქოს უმოქმედობა შენი ბუნებრივი მდგომარეობაა.მერე ფიქრდები და ხვდები,რომ იმაზე რაც ასე ძაან გინდა,მოქმედებაზე,მხოლოდ შენი პრინციპების გამო ამბობ უარს პრინციპების,რომლებმაც ცხოვრებაში ბევრი რამ დაგაკარგინა მოქმედებაზე უარს ამბობ შიშების გამო,რომლებიც ვერმოიშორე იმდენად მიეჩვიე მასთან ერთად არსებობას უკვე ვეღაც გრძნობ. ბოლოს ფიქრდები და ხვდები,რომ წარსულის შეცდომებს იმეორებ იმასაც ხვდები,რომ ისევ დაკარგავ საყვარელ ადამიანს და იმასაც,რომ ზუსტად იგივე სინანულის გრძნობა გაჩნდება შენში,რომელიც ყოველთვის არსებობდა და გარკვეულ დროს იმაზე მწარედ გახსენებდა თავს ვიდრე წარმოგედგინა.ბევრ რამეზე ფიქრობ ერთად, ბევრი გრძნობა გერევა ერთმანეთში შველასაც ითხოვ მაგრამ გარშემო არავინაა ვინც ხელს ჩაგჭიდებს, მოგისმენს, განუგეშებს.გარშემო არავინაა იმიტომ, რომ ამას მიეჩვიე. იმდენად ხარ შეგუებული მარტოსულობას,როგორც კი ვინმე გამოჩნდება მაშინვე უარყოფ, რადგან გეშინია შენივე მარტოსულობის დაკარგვის იმის დაკარგვის, რასთან ერთადაც წლებია არსებობ.თავს სულელურ ამბებს აჯერებ,თითქოს არასწორ ადამიანებს ირჩევ,ან იმას რომ არაქვს მოქმედებას აზრი, რადგან ბოლოს მაინც ერთია მარტოობა,საკუთარ თავს ეუბნები რისკი ეს ის აუცილებელი რამაა რასაც არც თუ ისე იშვიათად უკან ბედნიერება მოყვება.მაგრამ შენ ის ადამიანი ხარ,რომელსაც რისკის ეშინია იმდენად,რომ სიტყვის წარმოთქმისთანავე სული უფორიაქდება და შიში ეუფლება ისეთი შიში მაშინვე,რომ ისევ საკუთარ თავში ჩაკეტავს და გაჩუმებას აიძულებს. ჩუმდები იქამდე სანამ შენივე უმოქმედობა ყელში არ წაგიჭერს,როცა ეს მოხდება მიუჯდები საყვარელ მაგიდას, აიღებ კალამს ხელში დაწერ იმ ყველაფერზე რაც ამ უმოქმედობის უკან იმალება, გაავსებ ფურცლებს მიზეზებით,რომლებიც შენს თავში მოგონილი გამართლებებია შენივე უმოქმედობისა და თავს ინუგეშებ იქამდე სანამ ისევ არ წაგიჭერს ყელში სინანულის განცდა,რომელიც ამ ყოველივეს გამო დაგეუფლა. ჩემს ოთახში მოფუსფუსე შეთეს თვალცრემლიანი ვუყურებდი. ძალას ვეძებდი იმისთვის, რომ ჩემ უმოქმედობაზე, შიშებზე წინ დავმდგარიყავი და დამესვა კითხვები, რომლებზე პასუხების გაცემაც მხოლოდ შეთეს შეეძლო. საუბარი მინდოდა თუმცა, ხმა არ ამომდიოდა, სიტყვებიც არსაით ჩანდა, თითქოს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო გარდა შეთესი,რომელმაც მალევე შენიშნა ჩემს თვალებზე ცრემლები. -ტესა რამე გტკივა? გინდა სასწრაფოში დავრეკოთ? -აღელვებული მომვარდა, კითხვებს ერთბაშად მაყრიდა. მინდოდა მეთქვა თუ ექიმები ჩემი სულის განკურნებას შეძლებენ, ან თუნდაც ტკივილის გაყუჩებას მეთქი მაშინ დაურეკეთქო. არა მარტივი არიყო შეთესთვის ამის თქმა ამიტომ ისევ გავჩუმდი. -არაფერია, რაღაცაზე ჩავფიქრდი. -თვალებიდან ცრემლები სწრაფად მოვიშორე, რამდენადაც შემეძლო იმდენად დამაჯერებლად გავუღიმე. -გინდა მომიყვე? -გვერდით მომიჯდა, ისევ ჩემი ხელი ეჭირა. ვგრძნობდი სწორი მომენტი იყო, ახლა ნამდვილად უნდა დამესვა კითხვები. -შეთე რაღაც მინდა გკითხო, შეიძლება? -ვიცი რის კითხვასაც აპირებ, მე ის უფრო მიკვირს ამდენი ხანი, რომ არ მკითხე. -გამიღიმა. -რამოხდა? ის კაცები ვინიყვნენ? ან შენი მოკვლა რატომ უნდოდათ? -მოგიყვები, მაგრამ ჯერ წამალი უნდა დალიო. -წყლით სავსე ჭიქა ხელში მომაჩეჩა სამ სხვადასხვა წამალთან ერთად. მძიმედ დავლიე სამივე, წყლით დასველებული ტუჩის კუთხეები შევიშრე, ბოლომდე მოვემზადე ისტორიის მოსასმენად. -ყველაფერი ზედმეტად ჩახლართულია ახსნა გამიჭირდება მაგრამ ვეცდები. სადაც იბადება ადამიანი იქაური სული სჩემდება. მთლიანად იმ ადგილს ემსგავსება. პირველი იქ იდგამს ფეხს, საუბარსაც იქ სწავლობს. ადამიანები, რომლებთანაც იზრდება ასევე იმ ადგილს ეკუთვნიან. მე სვანეთში დავიბადე, ყველაზე ლამაზ ადგილას მთელს მსოფლიოში. ულამაზესი მთებით, მდინარეებით ცამდე აზიდული კოშკებით, მრავალფეროვანი ტრადიციებითა, და ჩემებური სვანური ხასიათით. სვანეთის კულტურა, ადათ წესები ძალიან საინტერესო თუმცა ზოგი მათგანი საშიშიცაა. ჩვენში სვანებს ერთი ძალიან ცუდი წესი გვაქვს სისხლის აღება, გვარებს შორის კლანური დაპირისპირება. ზოგადად მთის ხალხი საკმაოდ ამაყები ვართ, სიჯიუტითაც გამოვირჩევით ამიტომ თუ ჩვენს სიამაყეს შებღალავენ ამას არავის ვპატიობთ. ეს ისტორიაც ზუსტად ასე დაიწყო. ჩვენს გვერდით სახლში ერთი ოჯახი ცხოვრობდა გვარად დადვანები ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახი მთელს სვანეთში. ჩვენთან თანასოფლელები,განსაკუთრებით კარის მეზობლები, უფრო მეტი ვართ ერთმანეთისთვის ვიდრე ნათესავები. ხშირად ერთი საჭმელიც კი გაგვიყვია, სხვა დანარჩენზე, რომ აღარაფერი ითქვას. ჩვენი გვარების: დადვანებისა და შუკვანების დაპირისპირება ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბაბუის დროს დაიწყო. ერთ-ერთმა ყველაზე თავზეხელაღებულმა და სისასტიკით ცნობილმა დადვანმა, უტამ, ბაბუაჩემის, ვაჩეს, ძმა მოკლა. რეალური მიზეზი დღემდე არვიცით არცერთ მხარეს დასცალდა მოყოლა. როგორც კი ეს ამბავი ჩემმა დიდმა ბაბუამ, ვაჩემ, შეიტყო მაშინვე სისხლის აღება გადაწყვიტა და უტა მოკლა. აქედან დაიწყო დაუსრულებელი ხოცვა-ჟლეტა თაობების მანძილზე. ამ ამბავმა ბიძაჩემი უკვე შეიწირა, ჩემი გამზრდელი ბიძა, რის შემდეგაც იმიტომ, რომ მე მათიანი არ მოვკლა ჩემზე დაიწყეს ნადირობა. იქამდე არ გაჩერდებიან სანამ მეც მიწაში არ ჩამაწვენე. ან მე უნდა მოვკლა ისინი, ან თავად მე უნდა მოვკვდე. შეთემ ღრმად ჩაისუნთქა, ამომხედა, მის თვალებში საშინელი ბრაზი იკითხებოდა, ჩემ პასუხს ელოდა თუმცა არვიცოდი მისთვის რა უნდა მეთქვა, ან რისი თქმა იქნებოდა იმ მომენტში სწორი. -ეს...ეს ხომ სრული სისულელეა... -თვალები გაოცებისგან სამმაგად გამფართოებოდა. -შენ ამაში არ უნდა გარეულიყავი ტესა, ახლა ისინი შენც არ მოგეშვებიან, ყველაზე მეტად ეს მაშინებს. -მეეც? შეთე რასქვია მეც, რამნიშვნელობა აქვს მე ვიქნები შენ თუ ვინმე სხვა, აქ საქმე მხოლოდ ჩემშია? მართლა ვერვხვდები ამ სულელურ ტრადიციაზე ასე მშვიდად როგორ მიყვები. -ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად ვბრაზდებოდი შეთეზეც და ამ სულელურ ტრადიციაზეც ამაზე ისე საუბრობდა თითქოს ადამიანების კი არა ამ აფსურდს ცხვრების სიცოცხლე ეწირებოდა. - ვიცი რასაც ფიქრობ, მარგამ... -სიტყვა არ დავამთავრებინე. -რა მაგრამ შეთე, რა მაგრამ. სასწრაფოდ გადი ჩემი ოთახიდან, იმის მაგივრად ეს პრობლემა ცივილურად მოაგვარო დგახარ და მეუბნები ან მათ უნდა მომკლან , ან მე უნდა მოვკლა ისინიო. სულ გაგიჟდი ხო, ასეთი არ უნდა ყოფილიყავი, არა ამდენად ბოროტი. -ბოლო სიტყვის თქმა ვინანე, შეთესთვის ყველაფრის დაბრალება შეიძლებოდა თუმცა ბოროტი ნამდვილად არიყო,ეწყინა კიდეც. -ესეიგი ბოროტი ვარ, არვიცი ტესა მეგონა ცოტათი მაინც გამიგებდი, ყოველთვის იმაზე საუბრომ, რომ არავის ესმის შენი. ნურც გიკვირს იმიტომ, რომ შენ თავად არ გესმის არავისი საკუთარი თავისაც კი. -მიყვიროდა, მივხვდი ზემდეტი მომივიდა, თუმცა ამ ისტორიას ასე მშვიდად ვერმოვისმენდი. -შეთე, გადი აქედან არმინდა შენი დანახვა. -ფეხზე წამოდგა გაცხარებული გავიდა ოთახიდან, კარები ისე ძლიერ გაიჯახუნა სახელური მოტეხა. იმ მომენტში ყველაფერს ვგრძნობდი: ბრაზს,ზიზღს,იმედგაცრუებას, ტკივილს ოღონდ ფიზიკურს. ვერვიჯერებდი იმას რისი მონაწილეც გავხდი, ვერც იმას ვიჯერებდი ორი გვარი ასე დაუნდობლად როგორ ებრძოდა ერთმანეთს, ამ დროშიც კი. ვერც იმას შეთე როგორ მშვიდად მეუბნებოდა ჩემზე ნადირობენო ისე თითქოს ცხოველი ყოფილიყო. ყველაფერს წარმოვიდგენდი თუმცა ამას ნამდვილად ვერ. ბოლო ხმაზე ვქვითინებდი, რაღაც მომენტში საშინელი ტკივილი ვიგრძენი ჭრილობაზე დავიხედე სიხლი მომდიოდა. ეს ნამდვილად დიდი პრობლემა იყო. ოთახში მალევე შემოვიდნენ სალი და ელი, არაფერი უთქვამთ მაშინვე ჭრილობა დამიმუშავეს და თავიდან გადამიხვიეს. უკვე ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, სად იყო შეთე. მეშინოდა კიდეც საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა. სალი როგორც კი გადახვევას მორჩა ელი სამზარეულოში გაგზავნა ჩემთვის ფინჯანი ჩაის გასაკეთებლად. ზუსტად ვიცოდი ჩაი უბრალოდ მიზეზი იყო ჩემთან საუბარი უნდოდა, ელის ასეთ ამბებს ყოველთვის ვარიდებდით ხოლმე ზედმეტად შინდებოდა. -ტესა რამოხდა? იჩხუბეთ? -ისეთი არაფერი, საშინელი რაღაცები ვუთხარი. -არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი გოგოებისთვის, ეს შეთეს ისტორია იყო ამიტომ თუ ის არ მომცემდა უფლებას ვერ მოვყვებოდი. -ამჯერად რასმიმალავ ტესა, უკვე ძალიან დავიღალე, სულ ძალით გგლეჯ პირიდან სიტყვებს. -სალიმ ამოიოხრა, განაწყენდა კიდეც. -სად წავიდა ხომ არ უთქვამს? -არვიცი ტესა საშინლად გაბრაზებული იყო, გარეთ გავარდა. -ვურეკავ და არმპასუხობს, იმედია ცუდი არაფერი მოხდება. -თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინე. -გეყოფა ტესა რა, ახლა ნუღა ნერვიულობ, ამაზე იქამდე გეფიქრა სანამ მდგომარეობიდან გამოიყვანდი. -ცოტა მეწყინა სალიმ მხოლოდ მე, რომ დამადანაშაულა. არა ვიტყუები ძალიან მეწყინა. -სალი, შეგიძლია ოთახიდან გახვიდე? ცოტა ხნით მარტო მინდა ყოფნა. -რა თქმა უნდა, მე გავალ მაგრამ შენს ფიქრებს რასუზავ საინტერესოა. -მკვახეთ მომიგო სალიმ და ოთახიდან გაუჩინარდა. ... გულით მინდოდა ეს წიგნი ჩემ ბედნიერ ცხოვრებაზე ყოფილიყო, თუნდაც მოჩვენებითზე, მაგრამ მაინც ბედნიერებაზე.ამ წიგნში მაინც ვყოფილიყავი ყველასთვის საკმარისად კარგი, აქ მაინც არ მეფიქრა ყველაზე მე, მათ კი არასდროს ჩემზე. არგამოვიდა, ალბათ იმიტომ, რომ არვ ვიცი როგორ ვწერო იმ გრძნობაზე, რომელიც არგამომიცდია, რომელზეც საერთოდ არაფერი ვიცი. იქნებ ბედნიერება საკუთარი თავის მოსმენიდან უნდა დამეწყო. იქნებ საბოლოოდ თუ გავარკვევდი საკუთარ თავს რას ვერჩოდი, ან ასე რატომ მძულდა ყველაფერი რაც მე მიკავშირდებოდა, აღარ დავტანჯულიყავი. შეთემ მართალი მითხრა, სხვებს როგორ უნდა გაეგოთ ჩემი მაშინ, როცა მე თავად არ მესმოდა საკუთარი თავის. გარშემო ვიხედებოდი, ზუსტად ვხედავდი იმ ხუთ სიტყვას, რომელიც ჩემს ცხოვრებას აღწერდა: „ ყველაფერი რასაც ვეხები მე მემსგავსება“ ვხვდებოდი, ჩემს ქაოსში მხოლოდ მე აღარ ვიყავი, ჩემს უკან ის ადამიანები იდგნენ ვინც ცდილობდნენ დამხმარებოდნენ. სალი და ელი, მთელი ჩემი ბავშვობა, მე რომ არა ახლა რომელიღაც ბარში უნდა თვრებოდნენ და თავისი ცხოვრების საუკეთესო წლებით უნდა ტკბებოდნენ, თუმცა მათ ცხოვრებაში მე ვარ, არგამოუვათ. ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველი, ვიტყოდი მასაც ჩემს ტკივილით სავსე ცხოვრებაში ვითრევთქო, მაგრამ არა, ის ჩემზე უარესადაა, უბრალოდ არიმჩნევს, ყველაფერ უმკლავდება იმიტომ, რომ საკუთარი თავის სჯერა, საკუთარ პიროვნებას ბოლომდე ეჭიდება ამით ძლიერდება. რაც დრო გადის მით უფრო მეტად მაოცებს, ყველაფრის მიუხედავად იმედს არ კარგავს, არც საკუთარი თავის რწმენას, ან კარგავს მაგრამ მხოლოდ დროებით. არვიცი იქნებ მას უნდა მივბაძო, იქნებ დროა მეც დავკმაყოფილდე საკუთარი თავით, იქნებ საკმარისია ადამიანებში ხსნის გზის ძებნა, დროა ეს გზა მევე გავხდე საკუთარი თავისთვის. და შენ რას იტყვი ჩემი რომანის ერთადერთო მკითხველო, გამომივა? ღამდებიდა, შეთე ისევ არჩანდა, არც ზარებს პასუხობდა.ნახევრად ღია კარებში იმედიანი თვალებით ვიყურებოდი. ყოველ ჯერზე ფეხის ხმის გაგონებაზე ბოლომდე მჯეროდა ის იქნებოდა, თუმცა ყოველ ჯერზე ვცდებოდი. ხან სალი იყო ხან ელი, მონაცვლეობით მამოწმებდნენ.დღის სინათლე მალევე ჩაანაცვა იდუმალებით მოცულმა ბნელმა.მხოლოდ გარე განათებები რჩებოდა იმედათ, ძილი ისევ არმეკარებოდა. შეთეზე ვფიქრობი, ჭრილობაც საშინლად მტკიოდა, თუმცა ეს ტკივილი დიდად არ მაწუხებდა სულიერზე მეტად მაინც. დიდი ხანი ლოგინში თითქმის უმოძრათ მწოლიარე საკუთარ თავს თითქოსდა ზემოდან დავყურებდი, რაღაც განსხვავებულს ვხედავდი ჩემში. რაღაცას რაც თან იმედს მაძლევდა და თან კიდევ უფრო უძლურს მხდიდა ჩემი ფიქრების წინააღმდეგ. დიდი ხანი ვებრძოდი ძილს, ბოლომდე ველოდი შეთეს, რომ ისევ ხელი ჩაეკიდა, მშვიდად დამეძინა.არმოვიდა. სიზმრად ბევრი არაფერი მინახავს, მხოლოდ რაღაც გაურკვეველი სილუეტები. ღამის ოთხი ხდებოდა წყურვილმა გამაღვიძა. ჩემს გვერდით სავარძელზე ოთხად მოკეცილი შეთე იწვა, ჩასძინებოდა. ბევრი ვერაფერი დავინახე, მხოლოდ მისი სახე, გახეთქილი წარბი და ტუჩი, სისხლი სდიოდა. ისევ ჩემი ხელი ეჭირა. -შეთე,აქ რაგინდა? -ნახევრად ნამძინარები თვალები მოვიფშვნიტე, მაქსიმალურად ვეცადე ლოგინიდან წამოვწეულიყავი, მალევე გამჭოლი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. -შეთე გესმის? -ამჯერად ხელით გავამოძრავე. -ტესა, მოხდა რამე? -უმალ თავისი დიდი ყავისფერი თვალები შემომანათა. -აქ რაგინდა? თანაც ამ მდგომარეობაში ? -გინდა რო წავიდე? -ისევ ფეხზე წამოიჭრა ხმა, დაეძაბა. -არა, უბრალოდ გამიკვირდა აქ, რომ დაგინახე. -რომ არ მოვსულიყავი მთელი ღამე უნდა მენერვიულა. -თავი ჩაქინდრა, ხელიც გამიშვა. -მადლობა. -გავუღიმე. -რისთვის, იმისთვის, რომ ჩემს გამო კინაღამ მოკვდი? -ისევ თვალები აუცრემლიანდა. -მაგისთვისაც. -ორივეს გაგვეცინა. -კარგი ახლა დაიძინე. -საბანი გამისწორა, შუბლზე მაკოცა და თავის სავარძელს დაუბრუნდა. -შეთე, მანდ ძილით არ დაიღალე? ქვემოთ მდივანია, იქ დაწექი. -არა იქ არშეიძლება, ღამე რამე რომ დაგჭირდეს? ან უცებ ცუდად, რომ გახდე. -მაშინ ჩემი ლოგინი გავიყოთ საკმაოდ დიდია ორივე დავეტევით. -დარწმუნებული ხარ? - ისე როგორც არაფერში ამქვეყნად. -ისევ გავუღიმე. უცნაური გრძნობა იყო, შეთეს გულზე მედო თავი, სითბოს ვგრძნობდი, გამბედაობასაც, გაგიკვირდებათ მაგრამ ბედნიერებასაც. მგონი ეს ნამდვილად ბედნიერება იყო. უფრო იმედიანად დამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.