შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჩუქებული სიცოცხლე(თავი13-14)


13-02-2023, 13:42
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 343

თავი13
...
დაამტკიცე საკუთარი თავი. თქვენ რა გახსენდებათ ამ ფრაზის წაკითხვისას, ან ვინ. მე ის ადამიანები მახსენდებიან, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში, ჩემს გარშემო არიან. ამ ადამინებს , ყოველ წამს ყოველ წუთს ყოველ ნაბიჯზე უწევთ ჩემთვის საკუთარი თავის დამტკიცება. რომ ნამდვილად ვჭირდები, რომ ნამდვილად ვაინტერესებ, თუნდაც იმის დამტკიცება, რომ არ ვაწუხებ. კი ეს დამღლელია გთხოვდნენ მუდმივად საკუთარი დამოკიდებულებების, სინამდვილის დამტკიცებას. შეთესაც ყოველთვის ასე ვთხოვდი მისი პრიორიტეტი მე ვყოფილიყავი, სალის და ელისაც, ნიკასაც. თუ ვიგრძნობდი რაღაც ეტაპზე მათგან ცივ დამოკიდებულებას ვიკარგებოდი, თუ თავად არ მეხმიანებოდნენ თვეობით ვუჩინარდებოდი, როგორ ძაანაც არ უნდა მდომოდა საუბარი არასდროს ამას პირველი არ ვაკეთებდი. იქამდე სანამ ისევ არ დამაჯერებდნენ იმას, რომ მათთვის ზედმეტი არ ვიყავი. ჩემნაირი ადამიანები ხშირად ბეზრდებათ, რადგან ნდობას მათში ნაკლებად ხედავან და კი ნდობა ის გრძნობა იყო , რომელიც მე არმქონდა. მიზეზი მარტივი იყო მუდმივი იმედგაცრუების შიში.

იმ საღამოს ტირილისგან ღონეგამოცლილი, ტყეში თოვლით დაფარულ გზას მივუყვებოდი. უკუნით სიბნელეში შორიდან მხოლოდ შეთეს ზურგს ვხედავდი, ფეხები და ხელები სიცივისგან გამყინვოდა. პერიოდულად ვჩერდებოდი ტყიდან ფაჩუნის ხმა მესმოდა, ვაყურადებდი, იმაში ვრწმუნდებოდი მარტო რომ ვიყავი და გზას ვაგრძელებდი. რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ გზასთან აღმოვჩნდი. შეთე გაჩერებასთან იდგა, ხელები ჯიბეებში ეწყო. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, არადა დამპირდა აღარ მოვწევო, უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი. მალევე მის წინ მანქანა გაჩერდა, სიბნელის გამო ფიგურებს კარგად ვერ ვარჩევდი, რაღაც ქაღალდში გახვეული ნივთი მიაწოდეს და ელვის სისწრაფიდ მოწყდნენ ადგილს. შეთე ორი წუთით გაშტერებული უყურებდა ქაღალდში გახვეულ ნივთს, მალევე გონს მოვიდა ტელეფონს დაუწყო ძებნა, მივხვდი ჩემთან აპირებდა დარეკვას, მითხრა დამელოდე არ დაიძინო მოვდივარო. მაშინვე მთელი ძალით სახლისკენ გავიქეცი, შეთესთვის უნდა მიმესწრო. სირბილისგან მთელს თოვლს ფეხსაცმელებში ვიყრიდი, სახლში მისული მივხვდი ერთიანად გაყინული ვიყავი. მაშინვე ანთებულ ბუხარს მივუჯექი და შეთეს დავუწყე ლოდინი. დიდი ხანი არდამჭირვებია მალევე გაისმა კარზე ბრახუნი.
-ღიაა შეთე შემოდი. -თავის გაუმოძრავებლად გავძახე და ისევ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს გავუსწორე თვალი.
-რატო არ ჩაკეტე კარი?
-ხომ მითხარი მოვალო და აღარ დავკეტე, სად იყავი?
-არსად, პატარა საქმე მქონდა. -ისევ მომატყუა, ისევ არმენდო.
-გუშინ მთელი ღამე გელოდებოდი, მინდოდა პირველი თოვლისთვის ერთად გვეყურებინა. -თვალცრემლიანმა ჩემს გვერდით მჯდომ შეთეს გავხედე. -ამბობენ ვისთან ერთადადაც პირველ თოვას უყურებ ის შეგიყვარდებაო. -წინადადება ძლივს დავასრულე და თვალებთან მომდგარი ცრემლები საგულდაგულოდ დავმალე.
-მერე ჩვენ თოვლი რადგვინდა ისედაც ხომ გიყვარვარ. -იმედიანი თვალებით შემომხედა, გავუღიმე.
-მე ოთახში ავალ. -მოკლედ მოვუჭერი, ზურგი ვაქციე და ოთახში ავედი.

როცა თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალის ჩემთვის ყველაზე ემოციურ სერიებს ვუყურებ ხოლმე . მთავარი პერსონაჟი ყველაზე მეტად მგავს, მუდმივად ცდილობს ყველასთვის უბრალოდ კარგი კი არა იდეალური იყოს, ყველას მოსმენასა და ზრუნვაში გართულს თავისი თავი ყოველთვის გვერდზე რჩება ხოლმე. თქვენი აზრით შესაძლებელია ადამიანი იყოს უშეცდომო? რა თქმა უნდა, არა ეს არც სერიალის მთავარ გმირს გამოსდის, არც მე. ცდაც კი იმხელა ტკივილს მაყენებს მგონი ჯობია გავჩერდე, საკუთარი თავისთვის თუ არა სხვებისთვის მაინც. სერიალის მთავარი პერსონაჟი უბედურია თანაც ძალიან, ამ უბედურებაში ყველა მას ადანაშაულებს, მეც ასე ვარ თუმცა ჩემ უბედურებას თითქმის ვერავინ ხედავს. სერიალის ყურებასა და ტირილში გართულმა ვერც კი გავიგე ისე გაიღო ოთახის კარი, შეთე შემოვიდა.
-შეიძლება დავჯდე? -კარებთან აიტუზა.
-კი, შემოდი. -მაშინვე ცრემლები მოვიწმინდე, სერიალი დავასტოპე და ლეპტოპი გვერდით გადავდე. შეთემ ჩემს წინ პატარა სკამი დაიდო, ჩამოჯდა. ცოტა ხნით თავჩაქინდრული იჯდა, მერე ჩემი ხელები თავისში მოიქცია, თვალებში შემომხედა, სწორი სიტყვები იპოვა და დაიწყო.
-ტესა არ გიყვარვარ? -თვალები მაშინვე აუცრემლიანდა. სიმართლე გითხრათ ამ კითხვას ველოდი, ოდესმე აუცილებლად მკითხავდა ზუსტად ვიცოდი, თუმცა პასუხი არმქონდა. მიყვარდა თუ არა ეს მე თვითონაც არვიცოდი, შეიძლება კი, შეიძლება არა. მაინც უნდა მეპასუხა, სწორი დრო იყო იმისთვის მომეყოლა ის რაც მან მე მთელი სამი წელი გამომავლევინა, იქნებ სწორედ ეს სამი წელი იყო მიზეზი იმისა რატომაც არვენდობოდი ვინიცის.
-ცხოვრებაში ჩემი გზა არასდროს მქონია, მთელი 19 წელია მოგზაურივით დავეხეტები ყველა იმ ადამიანის გზაზე ვინც ჩემს გულს ეპატრონება. ბოლო სამი წელი ჩემი გზა შენ იყავი. ყველაზე სწორი და ნათელი, იმედებით და ბედნიერებით სავსე სამი წელი შენს გზაზე დავხეტიალობდი იმ იმედით, რომ დამინახავდი, იქამდე ვცდილობდი სანამ შენს გვერდით სხვა არ დავინახე, მაშინ მივხვდი შეთე შენი გზა მე არ მეკუთვნოდა, არც შენ იყავი ჩემი და არც მე შენი. მაშინ ზუსტად იქ გავჩერდი და სვლაც შევწყვიტე, დავიკარგე. შენ წახვედი თან მთელი ჩემი სამყაროც წაიღე, იმედები წამართვი, ოცნებებიც, ბოლო სუნთქვაც გამომაცალე და ასე დამტოვე ჰაერის გარეშე. ძალიან დიდი ხანი ვეძებდი შესაძლებლობას, წლები ვიდექი ერთ ადგილას და მაშინ როცა გადავწყვიტე ცხოვრების ჩემი გზა მეპოვნა ისევ გამოჩნდი. მარტივი არაა ისევ გენდო ისევ გამოგყვე. დიდი ხანია შენს გზაზე სიარული დავამთავრე, შენ კი ჩემსაზე ისედაც არ დადიოდი, ან როგორ ივლიდი მე ხომ ჩემი ცხოვრების გზა არმაქვს. -ბოლო სიტყვა ყველაზე მძიმედ ვთქვი და გავჩუმდი. შეთეს შევხედე ისევ თავი ქონდა ჩაქინდრული, ისევ ჩუმად იყო.
-ხშირად მიფიქრია როგორ შეიძლება ადამიანი ასეთ პატარა ასაკში ისე საუბრობდეს თითქოს უამრავი უბედურება გადაეტანოს მეთქი, ვერასდროს ვიგებდი შენში ამდენი უბედურება როგორ იყო, ან საიდან ჩნდებოდა. ახლა ვხვდები შენ ტკივილსა და დარდს თავად იგონებ. იმდენად გძულს ბედნიერება კართან მომდგარს უკან აბრუნებ და ისევ ბნელ ფერებში ცხოვრებას ამჯობინებ, შენს პრობლემებს ყოველთვის სხვებს აბრალებ. ამბობ არავის ვუყვარვარ არავის ვაინტერესებო, გარშემო ვერაფერს ამჩნევ, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ის ვინც მართლა მთელი გულით შენთანაა შენსავით უბედურდება, მათაც ნელ-ნელა აშავებ. გეუბნები მიყვარხარ მეთქი და შენ შენს თავს ამის გამოც სჯი, არ მაძლევ უფლებას ახლოს მოვიდე. შენს უბედურებაში არავინ დაადანაშაულო იმიტომ, რომ ბედნიერება თავად არ გსურს. -შეთეს სიტყვებმა კიდევ უფრო მეტ რამეზე დამაფიქრა, ჩემს წინ იჯდა და ზუსტად იმას მეუბნებოდა რაც ისედაც კარგად ვიცოდი, ვიცოდი მაგრამ არვაღიარებდი, მეშინოდა ბედნიერებისაც, სიყვარულისაც, მარტო დარჩენისაც.
-ანუ შენ ასე მხედავ? -ატირებულმა ვუპასუხე.
-მე შენ იმაზე ლამაზად გხედავ ვიდრე გგონია, მაგრამ არმაძლევ იმის საშუალებას შენც დაგანახო შენი თავი ნათელი ფერებით და ბედნიერებით, ხელს მკრავ. რახან ასე ძალიან გინდა მე წავალ, წავალ იქამდე სანამ თავად არ დამირეკავ და არ მეტყვი, რომ მზად ხარ მიმიღო, მზად ხარ მენდო. -მაშინ შეთემ ბოლოჯერ მაკოცა შუბლზე, ბოლოჯერ ჩამკიდა ხელი მალევე კარებში გაუჩინარდა. იქნებ სწორადაც მოიქცა, იქნებ უნდა მოეცა ჩემთვის მარტო ყოფნის საშუალება. ახლა ვხვდები ჩემი ცხობვრება ალბათიდან იქნებში გადავიდა. ვცხოვრობ თუმცა არვიცი რისთვის, ვცხოვრობ თუმცა მიზანი არმაქვს, აღარც იმედი. ჩემი ბოლო იმედი ახლა გვერდითა სახლში მკვდარი წევს, ადამიანი რომელთანაც ყოველთვის მიმესვლებოდა. კიდევ ერთი იმედი მქონდა თუმცა ახლა ვფიქრობ და ვხვდები ისიც არ მეკუთვნის მე. მგონი დრო იყო იმედები არა სხვა ადამიანებში არამედ საკუთარ თავში მეპოვა. ვამბობდი მარტოსულობა მიყვარს მეთქი მაგრამ ყოველთვის ვიღაცას ვეძებდი ვინც ჩეთან იქნებოდა. ვინც ჩემთან ერთად დაიტანჯებოდა.
...
ცოტა დაპირებებზეც უნდა გესაუბროთ. ადამიანები პირობებს მარტივად და ხშირად იძლევიან, ისე არც კი ფიქრობენ შეძლებენ კი შესრულებას. გეტყვიან გპირდები, მათი სიტყვები სამყაროში უგზოუკოლ იკარგება და შენც რჩები მოტყუებული. დიდი ხანია დაპირებების აღარ მჯერა მარტივი მიზეზის გამო, არასდროს ასრულებენ. ბებიაჩემი დამპირდა შენ გვერდით იქამდე ვიქნები სანამ დაგჭირდებიო და ახლა სადაა, უსიცოცხლოდ წევს მაცივარში. ველაპარაკები და ხმასაც არ მცემს ესეც მისი ასრულებული პირობა. შეთეც დამპირდა არმოგატყუებო მაგრამ ჩეგან ისევ რაღაცას მალავდა, თანაც წავიდა, პირველივე შესაძლებლობაზე მიმატოვა და წავიდა. ჩემი რომანის ერთადერთი მკითხველიც მპირდებოდა შენი არმესმის მაგრამ აუცილებლად გაგიგებო, ისიც მითხრა არმომბეზრდებიო, არც მას დავუჯერე. ნიკას პირობა იყო სიტყვები, რომლებიც ყველაზე არასწორი იყო, თუმცა ყველაზე სწორედ ჟღერდა. საკუთარ თავსაც ვპირდებოდი მოგისმენ მეთქი, მაგრამ არასდროს ამისრულებია არც ვაპირებდი. და თქვენ თქვენ გჯერათ დანაპირების? ადამიანების? მათი სიყვარულის?

იმ დღეს სახლი ყველაზე ცარიელი იყო, აღარც შეთე, აღარც გოგონები, ისევ მარტო ვიყავი. ეს მარტოობა თან მაწუხებდა და თან მსიამოვნებდა. შემეძლო ისევ უზომოდ სევდიანი ვყოფილიყავი ისე, რომ ამის დამალვა არმომწეოდა, ნელ-ნელა ვხვდებოდი ცრემლებიც მითავდებოდა, მაგრამ ტკივილი არსად მიდიოდა. ოთახში ლოგინზე მარტო მჯდომს ყველაზე მეტად ბებიაჩემი მტკიოდა, უთქმელი სიტყვებიც მტკიოდა, არასასურველი ბედნიერებაც, უბედურებაც, საკუთარი თავიც. სიჩუმე მელაპარაკებოდა, იმაზე მიყვებოდა რაც ისედაც ძალიან კარგად ვიცოდი, ვერვაჩუმებდი ვერც ჩემს ფიქრებს და ვერც საშინელ სიმარტოვეს, ბოლო ხმაზე ყვიროდა და დახმარებას მთხოვდა, არვიცოდი რა უნდა მექნა რით უნდა დამეწყო, ალბათ ბებიაჩემით. მაშინვე ლოგინიდან ავდექი ქურთუკი ჩავიცვი ბებიაჩემის სახლისკენ მიმავალ ბილიკს ჩუმად გავუყევი. მალევე მისი უსიცოცხლო სხეულის წინ აღმოვჩნდი. იმ დღეს იქ უშიშრად ვიდექი, ცრემლებს აღარ ვიკავებდი. უკუნით სიბნელეში გრუხუნის ხმები მესმოდა, მაცივარი გამოსცემდა ხმას. მკვდარი ბებიაჩემის გვერდით დავჯექი, დიდი ხანი ველაპარაკებოდი, ვსაყვედურობდი ასე რატომ მომექეცი მეთქი, მარტო რატომ დამტოვე მეთქი, გაბრაზებულმა საკუთარ თავს დავპირდი იმ ადამიანების გამო აღარ ვიდარდებ ვინც მტოვებენ მეთქი, მაგრამ ვერშევძელი პირობის ასრულება. დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი ბებიაჩემის კუბოს ჩახუტებული ვტიროდი, ბოლოს დამეძინა: დაღლილს, შეციებულს, უიმედოს, ბებიაჩემის კუბოზე დამეძინა.
...
სიტყვა ბევრია, თუმცა სწორი ძალიან ცოტა. ხშირად სწორი და არასწორი, მართალი თუ მტყუანი სიტყვის წარმოთქმას იმაზე დიდი ძალა სჭირდება ვიდრე ეს ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია. საუბარი რთულია, სწორი სიტყვებით საუბარი თითქმის შეუძლებელი. და თქვენთვის რაა არის სწორი სიტყვა? იმ ღამით ბებიაჩემის კუბოზე ჩახუტებულს ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ტკივილით სავსე თვალებში მანათებდა. მაშინ ვგრძნობდი ყველა ჩემი წარმოთქმული სიტყვა არასწორი იყო, მერე გავჩუმდი, ძალიან დიდი ხნით გავჩუმდი. ღამეს ჩემი შთანთქვის უფლება მივეცი, მაშინ ძველი ტკივილით სავსე ტესა ბებიაჩემთან ერთად დავმარხე, ის წარსულიც ბებიაჩემსვე გავატანე, ტვირტად, რომელიც მე ასე ძალიან მძულდა. ჩემს თავს დავპირდი მხოლოდ სწორი სიტყვებით ვისაუბრებდი, მერე გამახსენდა პირობა ეს ხომ ასევე ყველაზე არასწორი სიტყვებია. სიბნელემ პირზე ხელი ამაფარა, თვალებიც დამახუჭინა, დამაძინა.
ფართოდ გაღებულ ეზოს კართან ვიდექი. ხელები ერთმანეთზე მქონდა გადაჯვარედინებული, ნერვიულად ვაწვალებდი საკუთარ ფრჩხილებს.სახლიდან ხმები ისმოდა, ტირილის, მწუხარების, სიკვდილის ხმები. მალე ოთახიდან ბებიაჩემი გამოასვენეს. ეზოს შუაგულში ორ სკამზე დაასვენეს. გარშემო ევლებოდნენ, ემშვიდობებოდნენ, დასტიროდნენ. დედაჩემმა დამიძახა მოდიო, ბებიაჩემის უსულო სხეულთან მეპატიჟებოდა, არმივედი. იმ დღეს მეც იქ მოვკვდი. ვუყურებდი როგორ მიჰქონდათ ცხედარი, უკან მოტირალი ქალები მიჰყვებოდნენ. იმ დღეს იქ ჭიშკართან მდგომს ყველაზე სტანდარტული გრძნობა ყველაზე არასტანდარტულად მტკიოდა. ბებიაჩემს ბოლოჯერ ვხედავდი, ბოლოჯერ ვუყურებდი მის სიბერისგან დანაოჭებულ სახეს, ხელებს რომელიც გულზე ელაგა, ტუჩებს რომელიც ერთიანად გალურჯებოდა, სიკეთით სავსე თვალებს, რომელსაც აღარასდროს აღარ გაახელდა. დაკრძალეს.
ყველაზე მძიმე ერთი თვე იმაზე სწრაფად გავიდა ვიდრე, ტკივილი რომელიც სულ თან მსდევდა. ბებიაჩემი დაასაფლავეს, შეთე ისევ არსად ჩანდა. სამაგაიეროდ ყოველ დღე კართან ქოთნის ვიოლეტები მხვდებოდა, ყვავილები, რომელსაც თან ჰქონდა ბარათი ყოველ ჯერზე ერთი და იმავე წარწერით;
„ მე შენ გიპოვე, გამიხსენე“
ზუსტად ვიცოდი ამ ყვავილებს შეთე ტოვებდა, მეც ყოველ დღე ძველ ქოთნებს ახალს ვუდგამდი გვერდით, ბარათს კი საგულდაგულოდ ვინახავდი. სმა დავიწყე, ეს ალბათ ყველაზე ცუდი რამ იყო, მხოლოდ დალევის დროს ვგრძნობდი თავს მშვიდად. სალისთან და ელისთან კონტაქტი გავწყვიტე, ნიკასთანაც. ცოტა ხანი ჩემგან უნდა დაესვენათ, ეს იქამდე უნდა გამეკეთებინა სანამ მათ ჩემს თავს ყელში ამოვუყვანდი. დრო მჭირდებოდა იმისთვის, ამდენ ტკივილს გავმკლავებოდი, მეც თან არ გავეყოლებინე, ბებიაჩემთან არ წავეყვანე, გამოვიდა. ერთი თვე დამჭირდა თუმცა ჩემი თავი ისევ ფეხზე დავაყენე, ყველაზე იღბლიანი ვიყავი, შეიძლება ყველაფერში ლუზერი თუმცა ის მაინც შემეძლო საკუთარი თავი ჩემივე ტკივილისგან მეხსნა. იქამდე სანამ ისევ თავად არ მოვისურვებდი მასში ჩახრჩობას, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო, ამჯერად ბედნიერებისთვის უნდა მებრძოლა ბოლომდე, ყველაზე დიდი ბრძოლა კი პირველ რიგში საკუთარი დატანჯული თავისთვის უნდა გამომეცხადებინა.
1 იანვრის დილა ყველაზე უცნაურად გათენდა. ისევ კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა, მძიმედ ავწიე თავი ბალიშიდან, საშინლად მტკიოდა, ზედმეტი დავლიე. კარებზე უფრო ძლიერად აბრახუნებდნენ, ბებიაჩემის სიკვდილიდ მერე ამ ხმის მეშინოდა. ლოგინზე წამოვჯექი, ფეხები ძირს გადმოვალაგე მაშინვე ბოთლების ჭახუნის ხმა გაისმა. კიბეებზე ჩავირბინე, კარი გავაღე, სალი და ელი იყვნენ.
-აბა, უბედურო ერთი თვე გავიდა, ახლა ისევ შენი ტვინის ბურღები ვიქნებით. -სახეში შოკოლადები შემომაყარეს, გიჟებივით შემოცვივდნენ.
-ამ დილაუთენია რატო ამოხვედით, ძილი მაინც დაგეცდიათ. -უკმაყოფილო სახით ავხედე გოგონებს.
-ერთი თვეა არგვინახავს ერთმანეთი, არც კი გვილაპარაკია და მხოლოდ ამის თქმა გინდა? -ნაწყენი ხმით მითხრა ელიმ და ზურგი მაქცია.
-კარგით ხო, ცხვირი ნუ ჩამოუშვით, მეც მენატრებოდით, ცოტათი.
-ოხ ტესაააა. -სამივე ერთმანეთს გადავეხვიეთ, ახლა ნამდვილად ბედნიერი ვიყავი.
იმ დღეს მივხვდი ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი, ოღონდ უბედურების გარეშე, მხოლოდ ბედნიერებით უნდა გამომსვლოდა. გოგოები მაშინვე სამზარეულოში შეცვივდნენ მაცივრის კარები გამოაღეს, მხოლოდ სასმელი ელაგა, უკმაყოფილო სახით შემომხედეს, დატუქსვას ვერ ავცდებოდი.
-ტესა შენ რა გალოთდი? -სალიმ მაცივრიდან ლუდის ბოთლი გამოიღო და ხელში ათამაშებდა.
-იმედია მაგას არ მესვრი ხო? -სიცილით ვუპასუხე.
-ღირსი ხარ მაგრამ მეცოდები. -უკან დააბრუნა. -შეთესგან რაისმის? -სკამზე ჩამოვჯექი, მაშინვე თვალები ამიწყლიანდა, გვერდით ელი მომიჯდა.
-ხომ თქვი ერთი თვეო, გავიდა უკვე არ გინდა დაურეკო? იქნებ დროა ტეს. -თავისი ბრდღვიალა თვალები შემომანათა, ნაზად გამიღიმა.
-დავურეკავ. -მაშინვე ტელეფონს დავუწყე ძებნა, მალევე ვიპოვე მდივანზე ეგდო. შეთეს მივწერე, საღამოს ჩემთან მოსულიყო. გოგონები დიდხანს არ გაჩერებულან მალევე წავიდნენ. როგორც კი გავაცილე მაშინვე სამზარეულოს მაგიდაზე მდგარ ლეპტოპს მივაშურე, ცხელი შოკოლადი გავიკეთე და წერა დავიწყე.
...
დიდი ხანია ერთ თემაზე ხშირად ვფიქრობ. ათასობით აზრს ძლიერად ვეჭიდები თუმცა პასუხს მაინც ვერვიღებ. არსებობს თუ არა ბიჭის და გოგოს მეგობრობა? არსებობს თუმცა გააჩნია როგორი მეგობრობა. ბიჭი მეგობრები საკმაოდ ბევრი მყავს, მაგრამ მხოლოდ მეგობრები, ჩვენი ურთიერთობა ამ ზღვარს არ სცდება. ალბათ ახლა იკითხავდ მაშინ კითხვაზე პასუხს რატომ ვერპოულობო. თქვენ თუ გყოლიათ ბიჭი მეგობარი, რომელთანაც 24 საათი იყავით, ყველაფერს ერთად აკეთებდით, ერთად გაიზარდეთ, ყველაფერში მხარს გიჭერდათ, გიგებდათ, ზუსტად ისეთს გხედავდათ როგორიც იყავით. მე მყოლია არც ისე დიდი ხნის წინ. ამ ამბიდან დაახლოებით 2 წელია გასული. ერთი ბიჭი იყო თორნიკე ერქვა. კოჯორში ისვენებდა ჩემს მეზობლად. უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანი და მეგობარი იყო, პიროვნება რომლის დაკარგვაც არასდროს მსურდა თუმცა მომიწია. მასთან ვმეგობრობდი, უფრო მეტიც საუკეთესო მეგობრები ვიყავით, თუმცა ეს ასე მხოლოდ მე ვფიქრობდი, მას ვუყვარდი თანაც 5 წელი თავდავიწყებით. მე ეს რა თქმა უნდა ვიცოდი, მაგრამ მის მიმართ გრძნობები არმქონდა, ბოლოს ჩამომშორდა. მითხრა იმისთვის, რომ დაგივიწყო შენგან შორს უნდა ვიყოვო, ისიც მითხრა იქამდე სანამ შენს ღიმილს ისევ არ ვხედავ გრძნობებს ვუმკლავდები, მერე იღიმები და ყველა გრძნობა უკან მიბრუნდებაო. მთელი გულით ვეხვეწე არდავეტოვებინე, თუმცა მარტო იმიტომ , რომ მისი გაშვება არ მინდოდა მისთვის დარჩენა მეთხოვა საშინლად ეგოისტური საქციელი იყო, ამიტომ გავუშვი, სხვა გზა არიყო. ორი წელია არ მინახავს, არც გვილაპარაკია, უბრალოდ გაქრა ისიც და მისი ასავალ დასავალიც. უნახაობა ალბათ იმის ბრალია, რომ კოჯორში აღარ ამოდიოდა. ბევრჯერ მიფიქრია მისთვის მიწერა, მაგრამ არა, ისევ თავს ვერ გავახსენებდი ამდენად ეგოისტიც არ ვიყავი. ჩემი და თორნიკეს მეგობრობის ამბავი სამწუხაროდ აქ სრულდება. მისი სახით ყველაზე ახლო ადამიანი დავკარგე, და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ ბიჭის და გოგოს მეგობრობა, ახლო მეგობრობა, შეუძლებელია, რადგან ბოლოს მათგან რომელიმეს აუცილებლად უყვარდება. ყოველ ჯერზე როცა მასზე დაწერას ვიწყებდი, ყველაზე თბილი გრძნობებით ვივსებოდი, ყველა ჩვენი საუბარი მახსოვს, ისიც მახსოვს მის მხარზე რამდენჯერ მიტირია გულამოსკვნილს, რამდენჯერ გვიცინია პატარა უაზრობაზეც კი, ყოველთვის მიცავდა და მარტო არასდროს მტოვებდა, მეამაყებოდა, მასაც ვეამაყებოდი, თუმცა ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, ჩემ შემთხვევაში ვიტყოდი არასდროს. ახლა თორნიკე მხოლოდ წარსულია, მოგონება რომელსაც ყოველთვის ტკბილად გავიხსენებ. მას შემდეგ ასე ახლოს ბიჭთან აღარ ვყოფილვარ, სიმართლე გითხრათ მეშინოდა ამჯერად მე არ ვყოფილიყავი ის მეგობარი ვისაც შეუყვარდებოდა. თქვენ გჯერად ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
საღამო ისე მოვიდა ვერც კი გავიაზრე, ლეპტოპზე დამძინებოდა. კარის ხმამ გამაღვიძა, მაშინვე დავხურე ლეპტოპი და კარისკენ წავედი. შეთე იყო.
-არ დაგივიწყე. -კარის გაღებისთანავე ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მომენატრე.
-მეც, თან უზომოდ. -სახლში შემოვედით
-კარგად ხარ? -ისე მკითხა თითქოს არიცოდა, ან არმეტყობოდა.
-ალბათ კი, ალბათ არა , არვიცი. -ხელი ჩავკიდე, მისაღებში გავედით.
-ეს სახლიც მომენატრა. ტესა ერთი თვე მარტო რასაკეთებდი? -ამ კითხვას ველოდი.
-ვფიქრობდი, ვსვამდი, ისევ ვფიქრობდი და მერე ისევ ვსვამდი.
-და რამოიფიქრე?
-ვერაფერი. -იმედგაცრუებული ხმით ვუპასუხე, თან გავუღიმე.
-და ჩვენზე?
-ჩვენზე... მომწონს როგორც ჟღერს, ჩვენ...
-ეს პასუხი არაა ტესა.
-არვიცი შეთე, შენ გამო ბევრი ვიტანჯე მაგრამ შენ გარეშე უფრო ვიტანჯები, მეშინია მაგრამ ვფიქრობ დროა ამ შიშებს თვალებში ჩავხედო.
-ანუ ერთად ვართ?
-ჩვენ აქამდეც ერთად ვიყავით. -შეთეს მაშინვე თვალები აუციმციმდა.
-შენთვის საჩუქარი მაქვს. -დიდი პაკეტი მომაწოდა, ფრთხილად გავხსენი შიგნით ვარდისფერი ფუმფულა კურდღელი იდო.
-შეთე, კიმარა საიდან გაიგე. -აღშფოთებისგან სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
-ვიცი, რომ გიჟდები ფუმფულა სათამაშოებზე და ისიც ვიცი როგორი საშინელი ისტორიაც გაქვს მათთან დაკავშირებული, მაგრამ იქნებ მაშინ სხვა დამნაშავე უნდა მოგეძებნა მაგალითად საკუთარი თავი.
-არვიცი, მაშინ ბავშვი ვიყავი. -ცრემლების შეკავებას აღარ ვცდილობდი.
-ანუ დაიტოვებ?
-რა თქმა უნდა, უკვე დროა ძველი შიშები მოვიშორო. -მაშინვე ცრემლები მოვიწმინდე, კურდღელი გვერდით გადავდე, შეთეს მკერდზე მივეკარი. -მადლობა.
-ტესა, საოცარი გოგო ხარ და კიდევ უფრო საოცრად მიყვარხარ. -ორივენი გავჩუმდით.კარგი გრძნობაი იყო, ვიღაცა საკუთარ საოცრებად რომ გთვლიდა, მეც მჯეროდა, რომ მართლა საოცრება ვიყავი, ყველასი თუ არა მარტო შეთესი მაინც. იმ საღამოს მდივანზე ფილმის ყურებისას ორივეს ისე ჩაგვეძინა ვერც მივხვდით, ისევ მასზე მიხუტებული უგონოდ გავითიშე, ყველაფრისგან იმდენად დაღილი ვიყავი გასაკვირი არც იყო.
მეორე დილით წესით ყველაზე ბედნიერებს უნდა გაგვღვიძებოდა, თუმცა არც ეს დილა განსხვავდებოდა ჩემი სხვა ბოლოდროინდელი დილებისგან. თვალები გავახილე თუ არა შეთე დავინახე, თავზე მედგა ხელში გახსნილი ლეპტოპი ეჭირა, თვალები ცრემლებით ქონდა სავსე, მაშინვე მივხვდი რომანი წაიკითხა. გუშინ კომპიუტერი ისე გამოვრთე ფაილის გათიშვა დამავიწყა.
-შეთე, უნდა მომისმინო. -მაშინვე წამოვდექი.
-და რას ვუსმინო ტესა, რისი მოსმენაც მინდოდა ყველაფერი აქ წერია.
- რა ყველაფერი შეთე, რაწერია მანდ ისეთი რაც არ იცი. -მაშინვე მივხვდი ნიკას გულისხმობდა, ამაზე მასთან ლაპარაკს ისედაც ვაპირებდი, აღარ გამოვიდოდა.
-არადა მართლა მეგონა რო გიყვარდი. -თავს ნერვიულად აქნევდა.
-და ვინ გითხრა რომ ეგრე არაა. -ლეპტოპი ფეხებთან მომიგდო.
-შენმა რომანა. -ცრემლები მოიწმინდა, ზურგი მაქცია და გასასვლელისკენ წავიდა. ვერაფერი ვერ გავაკეთე, ტახტზე გაქვავებული გამომეტყველებით დავჯექი, ჩემი ბრალი იყო, ამჯერად მე ვატკინე შეთეს.

თავი14
ყოველ დღე ერთსა და იმავე ქუჩას, ზუსტად ერთნაირი განცდებითა და ფიქრებით მიუყვები. შენც იმ ფოთლებს ემსგავსები, რომლებიც ხეს შორდება და საითაც ქარი წაიღებს წინააღმდეგობის გარეშე იქ იდებს ბინას. შენც ასე უგზოუკლოდ დაეხეტები ამ ქვეყანაში, იმ გზებზე დადიხარ, რომელსაც ცხოვრება გირჩევს. ჩაფიქრებული მიდიხარ წინ, თავზე ვეებერთელა ხეები ამაყად დაგყურებენ. ნაცნობ ადამიანებსაც ხედავ: ყვავილების გამყიდველ ქალს, უსახლკარო კაცს, რომელიც დახმარებას ითხოვს, ძაღლს რომელსაც ყველა გავლაზე უღიმი, ეფერები. ისიც საწყალი თვალებით გიყურებს, ყოველ ჯერზე ერთნაირად უხარია შენი დანახვა, კუდის ქიცინით მორბის შენსკენ და მუდარით სავსე თვალებით გიმზერს. იმ მაღაზიის წინ ჩერდები, რომლის ვიტრინიდან თვალიერებაზეც გიჟდები. არასდროს შიგნით არ შედიხარ თუმცა ყველა ჯერზე როცა ჩაუვლი საგულდაგულოდ ათვალიერებ. ყოველ დღე ერთი და იმავე ჩაფიქრებული თვალებით შესცქერი გარშემო ყველაფერს, ისე თითქოს მათში შენ ნაწილს ტოვებ, მაგრამ საკითხავი ისაა სადამდე შეძლებ შენივე სულის გასხვისებას. რაღაც წამს ჩერდები და ხვდები ამ სამყაროს აღარ ეკუთვნი, თუმცა არც ის იცი რომელ სამყაროში ხარ, მერე გეღიმება, იმ ღიმილით თან სევდაც რომ ეპარება. თვალთან მომდგარ ცრემლს იშორებ და გზას აგრძელებ. ხეები ისევ თავზე დაგყურებენ, შორიდან ძაღლის სითბოთი სავსე თვალებიც მოჩანს, ისევ ცოცხალი ხარ.
საათზე მეტი მდივანზე გაშეშებული ვიჯექი, ტირილისთვის ძალა აღარ შემრჩენოდა. ურეაქციოდ წამოვდექი ფეხზე, ოთახში ავედი საშხაპეში ცხელი წყალი მოვუშვი, მალევე ყველაფერი ორთქლმა დაფარა. შეთეს მაისური გავიხადე, არგავრეცხე მისი სუნი ასდიოდა, მხოლოდ მაისურიღა მქონდა მისგან. ლამაზად დაკეცილი საწოლზე დავდე.მალევე ჩემს ტანზე ცხელი წყლის წვეთები ალიცლიცდა, მესიამოვნა.
რუსთაველის მეტროდან ახალ ამოსულს ჯერ კიდევ შენობაშივე სასიამოვნოდ მომხვდა გრილი ნიავი სახეზე, ქვის უსიცოცხლო ნაგებობიდან გამოსულმა ცივი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, რამდენიმე წამი ცენტრში თვალდახუჭული გავჩერდი საკუთარ თავს იმედთან ერთად ძალაც მივეცი, გზას გავუდექი. ისევ მელიქიშვილის გამზირს მივუყვებოდი, ადრინდელისგან განსხვავებული იმედით, აწყლიანებული თვალებით, გალურჯებული ტუჩებითა და ფიქრებით როგორ უნდა ამეხსნა ჩემი კურსელებისთვის ერთი თვით ჩემი გაქრობა, რთული დღე მელოდა წინ. პირველი ლექცია მეექვსე კორპუსში მქონდა, უზარმაზარი ხის კარი ბორძიკით გამოვაღე, მაშინვე ჩემი კურსელები დავინახე უამრავ კითხვას მაყრიდნენ, მეკითხებოდნენ ვინ ან რატომ მესროლა ტყვია, ამ კითხვაზე პასუხი არმქონდა ამიტომ უბრალოდ ვეუბნებოდი, რომ პირადული იყო და საუბარი არმსურდა. როგორც კი ბექამ დამინახა ისიც მაშინვე იმავე კითხვებით მომვარდა, მითხრა ცოტა გავისეირნოთ სანამ ლექცია დაგეწყებაო, უარი არვუთხარი გავყევი. ჩვენი კორპუსის გვერდით პატარა კაფე იყო იქ დავჯექით, დილით ყავა არდამილევია ამიტომ ჩემი საყვარელი ამერიკანო შევუკვეთე.
-ტესა უამრავი შეტყობინება მოგწერე რატო არ მპასუხობდი?
-არავისთან არმინდოდა ლაპარაკი და მაგიტო. -მშვიდად მივუგე, ცხელი ყავის ჭიქა ხელებში მოვიქციე და ხარბად დავეწაფე.
-მე არავინ ვარ?
-შენ ჩემი კურსელი ხარ. -მოკლედ მოვუჭერი
-კურსელი. -ჩუმად ჩაილაპარაკა ბექამ.
-რამე მითხარი? -ისე ვკითხე თითქოს ვერგავიგე.
-არა არაფერი, მე წავალ შენს ყავასთან მარტო დაგტოვებ.
-როგორც გინდა. - კარგადო მომაძახა და წავიდა. ნახევარ საათზე მეტი მე და ჩემი ყავა ერთმანეთს ვათბობდით, კუთხეში ვიჯექი და ყველა კაფეში შემომსვლელს ვაკვირდებოდი, რამდენჯერმე შეთესთან დარეკვა ვცადე, არმიპასუხა.

...
ლექციების დამთავრების შემდეგ სალისთან წავედი. სალი სოლოლაკში ცხოვრობდა, სახლი კოჯორშიც ქონდა, თუმცა უფრო ხშირად თბილისში იყო. მასთან საუბრაი მჭირდებოდა თანაც ძალიან. მისი საყვარელი ნამცხვრევბი ვიყიდე სანაცვლოდ კი ცხელი ყავაც დავიმსახურე. როგორც კი მივედი მაშივე შეამჩნია რაღაც მჭირდა, არც გამკვირვებია საკუთარი ხუთი თითივით მიცნობდა.
-ახლა რაღა მოხდა? -სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
-ვიჩხუბეთ.
-ისევ ტესა? მაგრამ არმიკვირს შენ ყველაფერში მხოლოდ პრობლემას ეძებ.
-მარტო ჩემი ბრალი არყოფილა.
-მოყევი და მაგას მერე გეტყვი ვისი ბრალი იყო. -ფინჯანში ცხელი წყალი ჩაასხა და თვალებით მანიშნა მეც დავმჯდარიყავი.
-ჩემი რომანი წაიკითხა.
-ოიი ეს მართლაც დიდი პრობლემაა. -ჩაფიქრებულმა მიპასუხა და ყავის ჭიქას ჩააშტერდა.
-მიყვირა, ლეპტოპი ფეხებთან მომიგდო და წავიდა.
-გასაკვირი არცაა სამართლიანად გაბრაზდა.
-საინტერესოა ყოველთვის ყველაფერი ჩემი ბრალი როგორაა, საერთოდ წავშლი იმ რომანს მხოლოდ პრობლემები მოაქვს. -აცრემლიანებულმა მოვსვი ჭიქიდან ყავა, რომელიც ჩემს ცრემლებს შეერია.
-რომანის წაშლას არავინ გთხოვს ტესა, რაზე გაბრაზდა მისი ისტორია რომ მოყევი?
-არა, ასე მითხრა არგიყვარვარო.
-კი მაგრამ ასეთი რაგეწერა. -პასუხი არგავეცი, არც ჩამეძია მაშინვე საუბრის თემა შეცვალა. -ქალბატონო ეს ვისი მაისური გაცვია?
-შეთესია, დილით მისი მაისური ჩავიცვი, ვიფიქრე, ასე მაინც იქნებოდა ჩემთან.
-მოიცა თქვენ რა...
-არც კი გააგრძელო რაც დაიწყე, არ მიცნობდე მაინც, ჯერ ერთმანეთისთვის არც კი გვიკოცნია რა სისულელეებზე ფიქრობ.
- აბა საიდან გაქვს მისი მაისური.
-ვთხოვე და მაჩუქა. -სალის გაეცინა.
-თხოვე? ღმერთო ტესა რა სასაცილო ხარ. -ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ხანდახან შეიძლება.
-ტესა დარწმუნებული ხარ, რომ შეთესთან ყოფნა გინდა?
-კი. -დარწმუნებით მივუგე.
-არვიცი მე მაინც მგონია, რომ მასთან არგინდა და თავს აძალებ გიყვარდეს.
-საიდან მოიტანე. -
-მინახიხარ შეთესთან ერთად ტეს, თანაც ყველაფრის მიუხედავად მუდმივად ჩხუბობთ მე ვიცი შენ როგორი ხარ იმ ადამიანებთან ვინც გიყვარს, შეთესთან ყოფნა აშკარად არგინდა. -პასუხი აღარ გავეცი, თვალები ავარიდე , ფანჯრიდან ცაში მოკაშკაშე ვარსკვლავებს მივაშტერდი. -ასეც ვიცოდი. -ჩუმად ჩაილაპარაკა სალიმ და ოთახიდან გავიდა.
იმ ღამით სალისთან უნდა დავრჩენილიყავი თუმცა გულმა არმომისვენა და კიდევ დავრეკე შეთესთან, მიპასუხა. ვთხოვე ვილაპარაკოთ მეთქი, უარი არ უთქვამს მანქანით მომაკითხა, ისევ კოჯორში ავედით. გზაში არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მის თვალებს ვაკვირდებოდი, ხანდახან გამომხედავდა ხოლმე მეც ვუღიმოდი, ცდილობდა მასაც იგივეთი არეპასუხა, მაგრამ არგამოსდიოდა, მერე უკმაყოფილოდ მეუბნებოდა რატო ვერასდროს ვახერხებ შენზე დიდი ხნით გაბრაზებასო მეც ვპასუხობდი იმიტომ, რომ ზედმეტად საყვარელი ვართქო, ორივეს გვეცინებოდა. ჩვენს საყვარელ ადგილას წავედით, ტყეში საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა, მანქანა გააჩერა ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? -ზუსტად ვიცოდი გაბრაზებული იყო თუმცა საუბარი უნდა დამეწყო. ორი წუთით ჩუმად იჯდა, ფანჯრიდან სიბნელეში იყურებოდა ისე თითქოს სიტყვებს დაეძებდა.
-არვიცი ტესა, ღირს რო გაბრაზება? ვერგიგებ საერთოდ თან.
-ვიცი, ვიცი რო რთული ადამიანი ვარ.
-ტესა ჩემთან თავს კარგად რატომ არ გრძნობ თუ გიყვარვარ?
-არვიცი. - ამ კითხვაზე არ მქონდა პასუხი
-იცი რა მიკვირს ამდენს ფიქრობ სულ და მუდმივად ყველა პატარა წვრილმანზე, მაგრამ მაინც არაფერი არ იცი. ამას მარტო შენ თუ მოახერხებ, მაოცებ. -უხეშად მიპასუხა.
-ბოდიში ვერ გაკმაყოფილებ ალბათ, მე ასეთი ვარ და თუ ვერ იღებ არავინ გთხოვს დარჩენას.
-ნიკასთან რატომ გრძნობ თავს კარგად?
-ისევ ნიკა. -თვალები უკმაყოფილოდ ავატრიალე. - შეთე იცი რა მაინტერესებს ნიკასთან რა ვერ გაიყავი, რატო გაწუხებს ეს საკითხი ასე ძალიან. -უკვე ვბრაზდებოდი.
-უბრალოდ მაინტერესებს მას რატომ უყვები ყველაფერს და მე არა.
-შეთე შენ მე უნდა გაინტერესებდე და არა ნიკა, ასეთ მომენტშიც კი შენ მასზე ფიქრობ, სულელურად არ მიგაჩნია? თანაც საიდან მოიტანე, რომ ნიკას ყველაფერს ვუყვები.
-რომანს მას აკითხებდი და მე არა, იგივე რაღაც მე რომ გამეკეთებინა არ გაბრაზდებოდი?
-მიმოიხედე გარშემო ახლა ჩემს გვერდით შენ ხარ და არა ნიკა, ჩემზე ბრაზდები მაგრამ იმას საერთოდ არ უკვირდები, რომ ნიკა ჩვენს ურთიერთობაში შენ შემოგყავს და არა მე.
-არვიცი უბრალოდ ხან... -სიტყვა არ დავამთავრებინე.
-იქნებ გვეყოს ნიკაზე საუბარი. -მკვახედ ვუპასუხე და მანქანის საზურგეს მივეყრდენი.
-კარგი, გპირდები მასზე სიტყვასაც აღარ გეტყვი.
-მადლობთ. - სიმართლე გითხრად შეთეს უაზრო ეჭვიანობები საკმაოდ მაღიზიანებდა, მასთან ურთიერთობის სურვილს მაკარგვინებდა. ნიკა ის ადამიანი ნამდვილად არ იყო ვის გამოც უნდა გაბრაზებულიყო, მით უმეტეს არც ასეთი ახლო ურთიერთობა გვქონდა, როგორც ამას შეთე აღიქვამდა. ცოტა ხანი ორივენი ჩუმად ვიჯექით, ყველა წინადადება აფსურდულად მეჩვენებოდა, რომელიც მინდოდა შეთესთვის მეთქვა, თითქოს სამყაროზე ყველა სიტყვა გაქრაო, თითქოს ჩვენს შორის სათქმელიც აღარაფერი იყო. ამჯერად დუმილი მან დაარღვია.
-წავიდეთ?
-ასე მალე მოგბეზრდა ჩემთან ერთად ყოფნა? -ნაწყენმა ვუპასუხე
-ვიფიქრე დაღლილი იქნებოდი.
-ვარ, მაგრამ წასვლა არმინდა.
-ჩემი მაისური გაცვია. -კმაყოფილმა შემომხედა
-ახლა შეამჩნიე? - ჩემსკენ გდმოიხარა, თითებით ტუჩებზე ნაზად შემეხო.
-საოცრად ლამაზი ტუჩები გაქვს. -მისკენ გავიწიე, მალე ჩვენს შორის ადგილი გაქრა, მისი ტუჩები ჩემსას შეერწყა, ახალი ისტორია დაიწერა. შეთეს და ტესას ისტორია.



№1 სტუმარი Ana-maria

ტესა მართლაც რომ მხოლოდ პრობლემებს ეძებს და ამიტომაც უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. ვერ მივხვდი რომელი უყვარს. იმედია ნათელი ფერები მოვა მის ცხოვრებაში. წარმატებები

 


№2  offline წევრი Sikete gadamdebia

Ana-maria
ტესა მართლაც რომ მხოლოდ პრობლემებს ეძებს და ამიტომაც უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. ვერ მივხვდი რომელი უყვარს. იმედია ნათელი ფერები მოვა მის ცხოვრებაში. წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა???? წინ საოცრად საინტერესო გაგრძელება გელით????
--------------------
ნ.ჩობანიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent