დაბუჟება.
ამიანები მიწიერი სამყაროს რობოტები ვართ, განსაკუთრებით ისინი რომელთაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემე გვაქვს. ვიღვიძებთ მას მერე, რაც მთელი ღამე ათასი ფიქრის, წრიალის, შფოთის, შიშისა და გოდების შემდეგ გამთენიას დაღლილებს, გარიჟრაჟის ჩიტების ჭიკჭიკსა და შეწითლებული ცის ფონზე ძლივს ჩაგვეძინება. სადღაც 2 - 3 საათში მაღვიძარა რეკავს, რომელსაც ჰგონია რომ სრულფასოვნად გამოვიძინეთ და ამის დასადასტურებლად ბედავს და გვეკითხება კიდეც გვეძინა თუ არა მინიმუმ 8 საათი. ვდგებით დასიებული თვალებითა და უძილობით შეშუპებული პლიუს კილოგრამებით რომლებიც არა ჭამამ, არამედ დარღვეულმა რეჟიმმა შეგვახორცა. რა თქმა უნდა ხასიათი უსაშინლესია, ამასთან ერთად ყველაფრის მიმართ ინტერეს დაკარგულები იძულებულები ვართ ჩავიცვათ და რა თქმა უნდა, უსაუზმოდ წავიდეთ იმ საქმეზე, რომელიც გაზრდასთან ერთდა გვავალდებულებს ჩავებათ იმ რობოტების რიგში, რომლებიც არასათანადოდ ანაზღაურებადი სამსახურებისკენ მიისწრაფიან. მუსიკა? მუსიკას უკვე წლებია ვეღარ ვუსმენ. მაღიზიანებს. თითქოს რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო დასასრულს ვერ ვუძებნი. ყველა დაწყებული საქმე მატყლის ძაფის დართვას ჰგავს რომელსაც ბებიები თაროზე შემოდებენ რაღაც დროით სანამ მისგან წინდას არ მოქსოვენ. წარსულში რომ ჩავიქექოთ უამრავი კარგი მოგონება ამოიძებნება. უამრავი იმდროინდელი მეგობარი, რომელიც დღეს ბრბოდ იქცა. როდესაც ყველაზე ახლობელს გინდა გაუზიარო შენი შინაგანი ნგრევა, რომელიც გარეგნულად ყველაზე მშვიდ ადამიანად გვაჩენს, საპასუხოდ ის შიში გვიმართლდება რომელიც ამ ყველაფრის საკუთარ თავში ჩაკვლასა და შემდეგ ისეთი სიმძიმის შეგრძნებას იწვევს, რომელიც ყველანაირ სახსარს, ნერვს, ძვალსა და რბილს ენით აღუწერელი ტკივილით მოსავს. ღამე, როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი ჩვევად მქონდა წამიერად უკან მოხედვა და თითქოს ყოველთვის ვგრძნობდი მინიმუმ ერთ მეგობარს, ნათესავს ან ოჯახის წევს იმედის ფარად, მაგრამ დღეს უკვე უკან მოხედვაც აღარ მინდა. აღარც სამსახური მაქვს, აღარც პირადი ცხოვრება, მაგრამ რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს არც არასდროს მქონია რეალური პირადი ცხოვრება. რა თქმა უნდა იყო აკვიატება, რომელიც 17 წლის ასაკში სიყვარული მეგონა, მაგრამ ნურას უკაცრავად! დიდი იმედგაცრუება და კომპლექსების ზღვა დამახეთქა თავზე ამ ყოველივემ. არც არასდროს ვყოფილვარ თავდაჯერებული გოგო, რომელსაც სხვისი აზრი ფეხებზე ეკიდა. პატარაობაში სულ მუხლებზე მუშტდაწყობილი და თვალებ გაფართოებული ვუყურებდი ტომი და ჯერის, ლუი ანდესრონს და ბვშვებს 402-ე ოთახიდან. ჰო რობოტა და რობოტუნებიც ძალიან მიყვარდა. ისე მამშვიდებს ამ ყოველივეს წარმოსახვით გახსენებაც კი. სკოლის ასაკში ყველა ვვოცნრბობთ რომ მალე გავიზარდოთ. ზოგს უხდება ის რეალობა და მოლოდინი რაც გაზრდაში წარმოუდგენია, მაგრამ ზოგს ისე გვანარცხებს მიწაზე წლები გვჭირდება მოტეხილი ფრთის შეხორცება და ახალდაბადებული ბავშვებივით თავიდან ფეხის ადგმა, ცხოვრებაზე დაწევა. იცით როგორი ძნელია ღამის შიშებთან მარტო გამკლავება? მითუმეტეს როცა მხედველობის პრობლემაც გაქვს და დამხმარე კონტაქტური ლინზის ან სათვალის გარეშე რომ ბურუსში რჩები. აქ სიბნელის ყველაზე მეტად გვეშინია. ახლა, წლების მერე ეს პრობლემა გადავჭერი ძვირადღირებული ოპერაციით, მაგრამ ბედის ირონიამ და ცინიზმმა ამით ტკბობაც ჩამაშხამა. ცუდია როცა ვიზრდებით და საკუთარ თავზე წინ სხვებს, თუნდაც ოჯახის წევრებს ვაყენებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.