შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტოკჰოლმის სინდრომი, დაწყნარდი გულო ( დასასრული)


29-07-2023, 09:44
ავტორი ვე რა
ნანახია 8 107

ჰტოკჰოლმის სინდრომი, დაწყნარდი გულო 1 თავი
(||| ნაწილი)

სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა ჯერ კიდევ მქონდა რაღაცის გაუგებარი იმედი. ჯერ კიდევ მქონდა მოლოდინი. ჯერ კიდევ ვგრძნობდი მასთან გაბმულ უხილავ ძაფებს. მაგრამ აფრინდა თვითმფრინავი და სულ სათითაოდ ამომწიწკნა გულიდან ჩემში ფესვებივით გადგმული მისი სხეული. ტკივილისგან გულზე ორივე ხელი მივიჭირე. ორივე ხელით დავებღაუჭე რაღაც უხილავს. მაგრამ ვიგრძენი, რომ ვერ შევძელი მისი ჩემში შენარჩუნება.

ფანჯრიდან ღრუბლებში გაუჩინარებულ საქართველოს გადმოვხედე და ის უკანასკნელი ცრემლიც დამეცა მკლავზე, რადაც ბაქარმა მაქცია.

ახლა მე სრულიად ცარიელი ვარ და ჩემში ქარები ღმუიან, როგორც სულიერისგან დაცლილ მარტოობის უდაბნოში. ახლა მე ვერაფერს ვგრძნობ. თითქოს ამ სამყაროდან სულ სხვა სიხშირეზე გადავერთე. ახლა მე მხოლოდ ინერცია ვარ. იმ ძველი ნელიკო აბაშიძისგან მხოლოდ სხეულიღა დარჩა და უკვე სრულიად გამოუსადეგარი მოგონებები. ვზივარ და ჩემ გარშემო უამრავი შავ_თეთრი კადრი რიალებს. ხანდახან ყველაზე სანუკვარს ხელს ვუწვდი, მინდა შევაჩერო წამით, მინდა უკან დავიბრუნო, მაგრამ მხოლოდ სრული სიცარიელე მეფეთება.

აეროპორტში დამხვდა დედა. ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა. მე სწორედ ეს მჭირდებოდა. არანაირი კითხვები, არანაირი საყვედურები, არანაირი სიბრალული. საუბრისთვის ჯერ მზად არ ვიყავი.

მე ამ სიყვარულით და ღალატის შხამით ვიყავი მოწამლული, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მსურდა.

დედას გულში ჩავეხუტე. ღმერთო ეს სურნელი! ეს თმები! ეს სიახლოვე! რა უცნაურია, რომ დედა ყოველთვის ყველაფრის წამალია.

საკუთარ თავს თითქოს გარედან ვუყურებდი და მიკვირდა ჩემი წამიერი ბედნიერება. მიკვირდა ჩემი ღიმილი. ჩემი არნახული სიმშვიდე.

მომენტებში ვამჩნევდი
დედაჩემის უცნაურ დაკვირვებულ მზერას და მწუხარებას მის უძილო თვალებში. მაგრამ ერთი პატარა სიტყვაც კი არ თქმულა ბაქარზე. დავინახე, როგორ ცივად დააკვირდა დედა ჩემს ბეჭედს, მაგრამ არაფერი უკითხავს.

ბეჭედი ვერ მოვიხსენი. პირიქით ჩავთვალე, რომ ჩემი სხეულის ნაწილი იყო. საკუთარ თავს ვერ მოვექცეოდი ასე, ვერ ვაიძულებდი ამ პატარა გოლგოთაზე უარის თქმას. ტკივილზე, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა და მისი სიმძიმეც მხოლოდ მე უნდა მეტვირთა მხრებზე! განა არ შეიძლებოდა ეს მცირედი მაინც შემენახა ჩემში და ჩემთვის?

იცით რა არის ყველაზე დიდი საშინელება?
საშინელებაა, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი უბედურებითაც მიიღოს სიამოვნება. საერთოდ სულ ყველაფერს მიეჩვიოს და თავისი ცხოვრების ყოველდღიურ რუტინადაც კი აქციოს ეს!
ასე მოვიქეცი მეც.
ვუყურებდი საკუთარ თავს და მებრალებოდა. კი, არ მოგესმათ! ასეთი ცარიელი და მაინც მომღიმარი ნელიკოს მიმართ სიბრალულს ვგრძნობდი.

სახლში მამა მელოდა, ჩემი თბილი და უზომოდ გონიერი მამიკო.
ის უპირობოდ ჩემს მხარეს იყო. მისთვის არ არსებობდა ნელიკოს ცუდი და მიუღებელი მხარეები. მამიკოს ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი, ჩემი იარებით, ჩემი ტკივილებით, ჩემი შეცდომებით.

_ მე ვამაყობ შენით , ჩემო ძლიერო გოგო!_ მითხრა და ჩამეხუტა.

_ როცა მზად იქნები, იცოდე, რომ მე აქ ვარ!_ მხოლოდ ეს მითხრა და მეტი არაფერი. და ეს სრულიად საკმარისი იყო!

_ ვაა, ეს ვინაა?_ გაოცების შეძახილი აღმოხდა დედას, როცა დულსე სამგზავრო ყუთიდან ამოვსვი.

_ ეს დულსე მიოა დე, ჩემი შოკოლადის კატა.
დულსემ ინტერესით მოათვალიერა ოთახი. მთელი სახლი მოიარა და ფეხზე გამეგლასუნა.

_ რაო, მოგეწონა აქაურობა? _ ვკითხე ერთგულ მესაიდუმლეს.
ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი და აივნის კარი ფართოდ გამოვაღე. რაც წამოვედი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა, თითქოს ჟანგბადი მაკლდა. უცნაურ დანაკლისს ვგრძნობდი და ეს მაფორიაქებდა. თითქოს სადღაც ვიყავი წასასვლელი.
თითქოს რაღაც მქონდა მოსასწრები, თითქოს სადღაც მაგვიანდებოდა. თითქოს გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. არ ვიცი, ვერ ვხსნი. უბრალოდ სუნთქვა მიჭირდა. ვგრძნობდი, როგორ ბობოქრობდა ჩემს მიღმა ქვიშის ქარბორბალა. ვგრძნობდი, როგორ ეხლებოდა ჩემი სხეულის კიდეებს. ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით მაღწევდა თავს.
"ბაქარი, ბაქარი, ბაქარი!" თითქოს ვიღაც ჩურჩულით გაუჩერებლად იმეორებდა მის სახელს ჩემში.
ხან ამიტანდა სურვილი გადამევლო საკუთარი თავისთვის, უარი მეთქვა პრინციპებზე და თავმოყვარეობაზე და უკან თბილისში მასთან გავქცეულიყავი. მაგრამ მეორეს მხრივ, ის უცნაური არარაობის და სიცარიელის გრძნობა ყველა ემოციას სჯაბნიდა ჩემში.

ვიჯექი ჩემთვის მარტო, გვერდით განუყრელად მეჯდა დულსე და გავყურებდით მზის ჩასვლას ესპანეთის დედაქალაქის ცაზე.
ხმაურობდა ქალაქი, მე მეძახდა, სრულიად უცხოს. სურდა ჩემთვის გული გადაეშალა, მაგრამ მე არ მსურდა მასთან მეგობრობა. მე არ მსურდა მისი გაცნობა. ახლა არაფერი არ მსურდა.
ისიც კი არ მსურდა, რომ ნელიკო აბაშიძე ვყოფილიყავი. მის გამო საკუთარ თავზეც უარს ვამბობდი.

_ დულსე რატომ მოხდა ეს?_ ვკითხე კატას.

_ ნუთუ შეუძლებელია ამ ყველაფრის გამოსწორება?

მე იმ კითხვას ვსვამდი, რომელზეც პასუხი ძალიან კარგად ვიცოდი. ვერაფერს ვერ გამოასწორებ იქ, სადაც არაფერია გამოსასწორებელი.
ყველაფერი უბრალოდ დამთავრდა და მე ამას უნდა შევგუებოდი. ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო.

რამდენიმე დღე ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი.
ბოლოს აუტანელი გახდა მშობლების დაბნეული და შეშინებული მზერა. ამიტომ გადავწყვიტე სახლიდან გავსულიყავი და სადმე სხვაგან მეძებნა ჩემი სიმშვიდის წერტილი. მივყვებოდი უცხო ქალაქის ქუჩებს და იმ ადგილებს ვხედავდი, სადაც მასთან ერთად ვატარებდი დროს.
ხან ხალხში მის ხუჭუჭა თმას ვხედავდი , მის მოელვარე შავ თვალებს და გული ტირილს იწყებდა.
მე კი მხოლოდ ერთი წამალი მქონდა ჩემი საბრალო გულისთვის. მანტარასავით ვუმეორებდი:

_ დაწყნარდი გულო! დაწყნარდი!

ერთ პატარა მყუდრო სკვერს მივაგენი და ჩამოვჯექი. უსაშველო მარტოობა მჭირდა , მგუდავდა და მახრჩობდა. ვინმე მჭირდებოდა, ვისაც უსიტყვოდ , უთქმელად გავუზიარებდი საკუთარ უბედურებას. ვინმე ჩემსავით მარტოსული და სევდიანი.

ხალხს ვაკვირდებოდი, უფრო კი წყვილებს, და მტკიოდა მათი სიყვარული. სულ რამდენიმე დღის უკან მე მე ვიყავი. ახლა კი გატეხილი და გადაგდებული სათამაშოსავით მიტოვებული ვიჯექი, სადღაც სრულიად უცხო ადგილას. იყო კი აქ ჩემი ადგილი?!





2

იქ, იმ სკვერში რომ ვიჯექი და თავი ყველაზე უბედური და უიღბლო რომ მეგონა, თითქოს ფონი იყო იმ ჩემი ტკივილის, ვიღაც აჩეჩილთმიანი სიმპატიური ახალგაზრდა კაცი მოვიდა და პატარა ფანტანის კიდეზე ჩამოჯდა. აქერცლილი, ძველი გიტარა ნაცრისფერი შალითიდან ამოიღო, ააწყო და საოცრად სევდიანი მელოდიის დაკვრა დაიწყო. მერეღა დავაკვირდი, იქვე გვერდით იისფერი კეპი ედო და კანტიკუნტი გამვლელები ხურდებს უყრიდნენ შიგ. ის კი თავის აუწევლად მხოლოდ ოდნავი ღიმილით იხდიდა მადლობას.

უცნაურად დამაინტერესა არა მისმა გარეგნობამ, არა მისმა მუსიკამ, არამედ მისმა სევდამ, რომელიც მისგან ისე იღვრებოდა, როგორც იმ ფანტანიდან წყალი. მართლაც წყალივით მოედინებოდა მისი სხეულიდან უცნაური ნაღველი და მისი ლამაზი გრძელი თითების გავლით სიმებს აჟღერებდა. უფრო ყურადღებით დავაკვირდი. მასაც ბაქარივით ხუჭუჭი თმა ჰქონდა, ოღონდ თმის რეზინით კეფაზე დაუდევრად აკეცილი. ნაცრისფერი ამოძენძილი მაისური ეცვა, შავი შელახული ჯინსი და შავი კონვერსები.
დაახლოებით ერთი საათი უკრავდა გაუჩერებლად.
და უკრავდა არც თუ ურიგოდ. უბრალოდ გრძნობას არ ატანდა, თითქოს სულ ერთი იყო მისთვის. თითქოს მვალეობას იხდიდა. შემდეგ დაკვრა მოულოდნელად შეწყვიტა, კეპი აიღო და ხურდები დაითვალა. ამოიოხრა და საყვედურნარევი მზერით ცაში აიხედა. მივხვდი ღმერთს უსაყვედურა რაღაც. გმეღიმა მის გულუბრყვილობაზე. წამოდგა და იქვე პატარა კაფეს მიაშურა.

ავდექი და უკან გავყევი. არც კი ვიცი, რატომ მაინტერესებდა ეს უცხო ადამიანი. მაგრამ თავისდაუნებურად ჩემი დარდის დროებით მოგერიებაში დამეხმარა. ახლა მისგან თითქოს თავს დავალებულად ვგრძნობდი. მივიდა და გამოფენილი საკვები შეათვალიერა. ხურდები ისევ გადაითვალა და მხოლოდ კოლა იყიდა. აშკარად შიოდა, მაგრამ ვერაფრის ყიდვას ვერ ახეხებდა. ცივი სასმელით ხელში და მხარზე გიტარით კაფედან გამოვიდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

_ ეს მგონი ჩემზე უბედურია, ვიღაცაა!_ ჩავილაპარაკე და გამოფენილ კერძებთან მივედი. მოვათვალიერე და რაღაც ჩვენებური ხაჭაპურის მსგავსი ვიყიდე, ორი მოზრდილი ნაჭერი. კარტოფილის და კვერცხის ომლეტის უცნაური ცომეული აღმოჩნდა. საკმაოდ მსუყე ჩანდა, ალბათ მოშიებულ ადამიანს კიდეც დაანაყრებდა. ორი პორცია ავიღე, გარეთ გამოვედი. მივედი და გვერდით მივუჯექი. ყურადღებაც არ მოუქცევია, ის კი არადა თითქოს კოლაც გადავიწყებოდა , უაზროდ ეკავა ხელში და ფილაქანს დასცქეროდა თვალგაშტერებით, სევდიან ოცნებებში თუ ფიქრებში ჩაძირული

_ Hola!_ მივესალმე და მგონი ამ სიტყვით ამოვწურე ჩემი ესპანური სიტყვების მარაგი. გაოცებით ამომხედა. მისი წილი საჭმელი ღიმილით გავუწოდე და ინგლისური მოვიშველიე.

_Please eat!

ჯერ მე მიყურა დაბნეულმა, შემდეგ ჯერ ისევ ცხელ სურნელოვან ცომეულს. მაგრამ არ გამომართვა. მივხვდი, ვერ მიხვდა, რატომ გავუნაწილე საკვები. მის გვერდით დავდე ქაღალდის ყუთში მოთავსებული ნაჭერი და ფანტანს გავხედე.

_ გემრიელი ყოფილა!_ უკვე საკუთარ თავს ვუთხარი ქართულად, მადიანად ჩავკბიჩე მოზრდილი ლუკმა და ლოყებგამობერილმა გავაგრძელე იმ უცნაური საჭმელის დაგემოვნება. უცებ მივხვდი, ასე გემრიელად რამდენიმე დღე იყო არაფერი მეჭამა. ის კი
იჯდა და ინტერესით მიყურებდა .

_My name is Nelliko!_ ისევ ეს უნივერსალური ინგლისური დავიხმარე.

_I'm Santino Diaz!_ მიპასუხა უცებ სასიამოვნო ხმით, ყუთი ღიმილით აიღო და ჭამა დაიწყო.

_ სანტინო!_ გამეცინა მე, ჩემი სანდრინიო გამახსენდა რატომღაც. ჩემი სანი. უცებ ისე მომაწვა სევდა, ისე მომიჭირა ყელში მონატრებამ, ისე მომინდა ტირილი, თავის შეკავება არც მიფიქრია. ამ უცნობი კაცის მხარზე ჩამოვდე თავი და გულამოსკვნით ავტირდი. ხელში მოკბეჩილი ესპანური ვითომ ხაჭაპურით, ყალბ სანდრინიოსთან, ყალბი და გატეხილი ნელიკო ტიროდა. გაშეშდა , დაიძაბა, გვერდულად ჩამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, არც გაწეულა. იჯდა და ელოდებოდა როდის დავიცლებოდი, როდის შევძლებდი ისევ თავისუფლად სუნთქვას. მაშინ მივხვდი, რომ მონათესავე სული ვიპოვნე. ვიღაც ჩემსავით ცარიელი, ვიღაც ჩემსავით უბედური, ვიღაც ჩემი ტკივილის თანაზიარი.

მთელი დღე ერთად გავატარეთ, თითქმის არ ვსაუბრობდით. მხოლოდ ერთმანეთს ადამიანურ თანაგრძნობას ვუზიარებდით. ბოლოს დამშვიდობებისას ჩემი მობილური გავუწოდე, მან კი საკუთარი ხელით ჩამიწერა თავისი ნომერი. სახელის გრაფაში სანი ჩავწერე და ნომერი შევინახე.
წამოსულმა უკან გავიხედე. ის ისევ იქ იდგა, სადაც დავტოვე. თითქოს მშობლიურ ქვეყანაში არსად ჰქონდა წასასვლელი. ისევე, როგორც მე.

დედაჩემი შეშფოთებული შემომეგება.

_ სად იყავი დე? მთელი დღე დაიკარგე! დარეკვა მინდოდა, მაგრამ სერგიმ არ დამარეკინა!_ გაბრაზებულმა გახედა მამას.

_ხოდა ძალიანაც კარგი ქნა! ბავშვი არა ვარ, რომ დავიკარგო!_ ავიჩეჩე მხრები დედაჩემის ტყუილ ნერვიულობაზე.

_ აჰა,ხომ გეუბნებოდი ირა!_ ჩაეღიმა მამას.

_ სხვათაშორის მეგობარი გავიჩინე!_ მათ გასაგონად ვთქვი მე და მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე.
დავინახე ერთმანეთს როგორ გადახედეს, თითქოს ამოისუთქეს. მეგობარი, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემთვის.
იცით რა იყო ყველაზე ირონიული ამ ამბავში? უკვე აზრი არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა ჩემი მეგობარი, რა ადამიანი იყო, ან საერთოდ რას წარმოადგენდა. იმ დეპრესიის ფონზე, რაც მე მჭირდა, ჩემი მშობლებისთვის მისი გამოჩენა უკვე იმედის სხივი იყო.

_ დე, ენის კურსებზე მინდა ვიარო!_ მოვუბრუნდი ირას და უკვე აშკარა სიხარული დავინახე მის სახეზე.

_ ყოჩაღ დედიკო! ყოჩაღ!_ ღიმილად დაიღვარა დედა.

კვირის ბოლოს უკვე კურსებზე ჩავეწერე და ესპანურის სწავლა დავიწყე. არასდროს მესმოდა იმ ადამანების, უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას ორ სიტყვას რომ ვერ აბამენ ერთმანეთს. საქართველოშიც ბევრი ეთნოსი ცხოვრობს და უმრავლესობა გამარჯობას ვერ გეტყვის ქართულად, აქ გატარებული ათეულობით წლების მიუხედავად. ჩვენ სამშობლოში თავადვე გვხდიან ვალდებულად მათ ენაზე ვისაუბროთ, იქნება ეს რუსული თუ სხვა რომელიმე ენა. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ! სწორედაც, სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხურო! პატივი უნდა სცე მასპინძელს და ამ პატივისცემის გამოხატვა ყველაზე უკეთ, მათ ენაზე საუბრითაა შესაძლებელი. თუ სრულყოფილად ვერა, საყველპუროდ მაინც ხომ ისწავლი, გაქცეულს ხომ მაინც მოაბრუნებ? ესეც რაღაცაა! ამიტომ მიზანი დავისახე და გულმოდგინედ შევუდექი სწავლას.

ჩემი ახალი მეგობარი კი ენის სწავლაში ძალიან მეხმარებოდა. მასთან არ მრცხვენოდა შეცდომების დაშვების, თამამად ვსაუბრობდი და ცოტა ხანში ენაც მივაჩვიე მჟღერ ესპანურს და ყურიც.

სანტინო საკუთარ თავზე არაფერს ამბობდა იმის გარდა, რომ 24 წლის იყო. გიტარისტი და ოჯახი არ ჰყავდა.

ძალან მალე შეამჩნია ნიშნობის ბეჭედი ჩემს თითზე და დაინტერესდა, რატომ ვატარებდი.

_ გათხოვილი ვარ!_ არ დამიმალავს მისთვის.

_ და სადაა შენი ქმარი?_ მკითხა გაოცებულმა.

_ საქართველოში!_ამოვიოხრე მე.

_ შენ რა მას აქ გამოექეცი? მაგრამ თუ ასეა ბეჭედს რაღატომ ატარებ?_ მიხვედრილი ბიჭი იყო სანი.

_ იმიტომ რომ მიყვარს!_ არც ეს დამიმალავს. მასთან ტყუილი არ მჭირდებოდა და ამიტომ ვაფასებდი ამ უცნაურ მეგობრობას.

_ სანი, არ მომიყვები რა გიჭირს?_მეც შევამჩნიე, რომ მხოლოდ ორი მაისური ჰქონდა და ერთი კონსერვები. და მთელი ის დრო, რასაც ჩვენ ერთად ვატარებდით. არ მუშაობდა და თავს ქუჩის მუსიკოსობით ირჩენდა.

_ ასე რატომ ცხოვრობ? მართალია ეს შენი არჩევანია, მაგრამ იქნებ დახმარება გჭირდება და მე რაიმე შემიძლია?_ არ მინდოდა მისთვის რამე დამეძალებინა. ჯობდა დრო მიმეცა , რომ ყველაფერი თავად მოეყოლა.

_ იცი, სინამდვილეში მოგატყუე ნელიკო!_ თავი ჩახარა მოწყენილმა.

_ სინამდვილეში ოჯახი მყავს, მშობლები და ორი ძმა, მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვი. მათთან მტყუანი ვარ! ეს ჩემი სასჯელია!
ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ასე უსახლკაროსავით ცხოვრება , ნუთუ შეიძლებოდა სასჯელად დაეწესებინა საკუთარი თავისთვის? რატომ? რისთვის?

_ მათ იციან, ასე რომ ცხოვრობ? _ რატომღაც ვიფიქრე, რომ მის ოჯახს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რას საქმიანობდა სანტინიო.

_ მომიყევი მათზე! შენს თავზე მიამბე სანი, ნახავ ერათად მოვნახავთ სწორ გზას._ გავამხნევე და მხარზე ხელი მოვუჭირე.

_ყველაფერი ოთხი წლის უკან დაიწყო, როცა პრესტიჟულ სამუსიკო სკოლაში მიმიწვიეს . ჩემებს ისე გაუხარდათ, ზეიმი მომიწყვეს და ისე გამაცილეს.
დედაჩემი, მია კოლონი, ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს იმით, რომ მისმა უმცროსმა შვილმა მისი გზის გაგრძელება გადავწყვიტე.
არც მამაჩემს დასწყვეტია გული, თავადაც ოცნებობდა ერთდროს მუსიკოსობაზე.
ჩემი უფროსი ძმები მუსიკისგან შორს არიან, მაგრამ ჩემს არჩევანს მათაც პატივი სცეს. პირველი წელი ასე თუ ისე მშვიდად გავლიე. წარმატებებიც ბევრი მქონდა და მარცხიც, მაგრამ მარცხი ჩემნაირ ენთუზიასტს ვერ შეაშინებდა.
თუმცა შემდეგ მხდა ის , რასაც არ ველოდი, არ ვგეგმავდი და არც მიოცნებია ამაზე, მე ზოე გავიცანი და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
გაჩუმდა და ფიქრებმა წაიღო. მივხვდი მასზე საუბარი უჭირდა.

_ იცი, როგორი გოგო იყო ზოე?_ საკუთარ ფიქრებს უფრო გაუღიმა, ვიდრე მე.

_ თამამი, მამაცი, უშუშარი! მე ზოე შემიყვარდა! მისით აღფრათოვანებული ვიყავი, მაგრამ ვერ გავბედე და გრძნობებში ვერ გამოვუტყდი. თუმცა ვამჩნევდი, თავადაც არ უნდა ყოფილიყო ჩემს მიმართ გულგრილი. იმ წლის ბოლოს ჩვენთან დავპატიჟე, მსურდა ჩემებისთვის გამეცნო. მეგობრის სტატუსით მომყვებოდა, არადა ოდნავ სიმამაცე რომ გამომეჩინა... _
ამოიოხრა, ალბათ პირველად ჰყვებოდა ამ ამბავს. თუ მოყოლა ასე უჭირდა, წარმომიდგენია, როგორ უხუთავდა სულს ამდენ ხნიანი დუმილი. დუმილი ყველაზე რთულია, როცა ხმამაღლა ყვირილი გინდა ადამიანს!

_ჩვენ მეღვინეობას მივსდევთ, იქ კატალონიაში, ჩვენი საოჯახო მეურნეობა საკმაოდ წარმატებულია და ერთგვარი პრესტიჟითაც ვსარგებლობთ ბაზარზე. მამაჩემს, პაბლოს ზუსტად საოჯახო ბიზნესის გამო მოუწია თავის დროზე უარის თქმა საკუთარ ოცნებაზე და პიანისტის ნაცვლად ღვინის ბიზნესის მეპატრონე გახდა. ასევე არიან ჩემი ძმებიც: როდრიგო და ... აქ გაჩუმდა, თითქო რაღაც ძალან მძიმე და რთულად ამოსათქმელი სახელი ერქვა მის შუათანა ძმას.

_ სანი, თუ არ შეგიძილია არ არის აუცილებელი!_ ხელი ჩავჭიდე ნერვიულობისგან გაყინულ ხელზე.

_ ნელიკო უკვე იმდენი დრო გავიდა, მე კი მაინც ვერ მოივინელე ჰუგოს ამბავი. ალბათ არსებობენ ისეთი ისრორიები სულში რომ გვისახლდებიან და შიგნიდან გვიგებენ ბარიერებს, რათა ვერასდროს ვერ გადავლახოთ თავი და საკუთარ თავს მიღმა დავრჩეთ მახეში გამომწყვდეულები. რათა ვერასდროს ვერ დავუბრუნდეთ საკუთარ თავის წმენას. ხოდა რას ვამბობდი?_ დაფიქრდა და წამით ისევ გაჩუმდა.

_ ხო, ზოე და მე მატარებლით გავემგზავრეთ კატალონიაში. ეს ჩვენი პირველი მოგზაურობა იყო. ბედნიერი ვიყავი ნელიკო. გეგმებს ვაწყობდი, რომ მას ჩემს საყვარელ ადგილას წავიყვანდი, სიყვარულში გამოვუტყდებოდი და წარაულს და მომავალს ასე გავაერთიანებდი.

ზოი შავგვრემანი იყო, შავთმიანი და მწვანეთვალება. შენსავით ლამაზი თვალები ჰქონდა , მაგრამ ბევრად მუქი. მისი კანი უცნაურად მუქი და ბრჭყვიალა იყო. ვუყურებდი და წამით არ მსურდა თვალთახედვიდან დამეკრგა. ზოი ჩელისტი იყო, იცი როგორი ნიჭიერი?
ზოი ოცნებას ჰგავდა ნელიკო.
ჩემებმა არ იცოდნენ, ისე უცბად დავადექით თავზე. ოჯახი ლამის ნახევარი წელი არ მენახა და მათი ნახვა ისე მიხაროდა, დედამ დამინახა, იყვირა და გამოიქცა სახლის დაღმართიდან.

_მამა, სანტინო ჩამოვიდა!_ აყვირდა ჰუგოც. უცებ ჩემს გვერდით ზოის მოჰკრა თვალი და ადგილზე გაშეშდა. მივხვდი მოეწონა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი...

ჩემებს ზოი მეგობრად წარვუდგინე, აბა რა უნდა მექნა? ვერ ვიტყოდი მიყვარსმეთქი! ჯერ მისთვის უნდა გამემხულა ჩემი გრძნობები და მერე ჩემი ოჯახისთვის. ვიფიქრე, ორი დღე არაფერს შეცვლიდა.
როგორც აღმოჩნდა, ზოგჯერ ორი დღე კი არა, წამები ცვლიან ყველაფერს!

არის რაღაც მომენტები, იმ წამს ვერ, თუ არ აქცევ ყურადაღებას, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ ბევრად ცხადად აღიქვამ, იაზრებ და აცნობიერებ ყველაფერს. ახლა რომ ვფიქრობ, პირველივე წამიდან ცხადი იყო, ზოიც აღფრთოვანდა ჰუგოთი. მე ხომ არა მიშავს , მაგრამ ჰუგო? ჰუგო ღმერთკაცი იყო!
ხოდა ისე მოხდა, რომ ზოიმ და ჰუგომ როგორღაც ჩემი არსებობა სრულიად დაივიწყეს. ორმა მონათესავე სულმა ერთმანეთი იპოვნა, მე კი, როგორც მესამე, სრულიად ზდმეტი ვიყავი. და ეს მოხდა მათი გაცნობისთანავე. ალბათ სწორედ ეს იყო, ერთი ნახვით სიყვარული.


3

სანტინოს ვუსმენდი, მის ტკივილს განვიცდიდი ისე, როგორც საკუთარს და ამით ჩემს დარდს ოდნავ ვივიწყებდი.

ღალატი. რა ნაცნობი და ხელშესახები გრძნობა იყო! იცოდე, შენი არაფრის მომცემი, სრულიად უაზრო ნაბიჯით ადამიანს გაანადგურებს და მაინც გადადგა? რა არის ეს, თუ არა მიზანმმართული ბოროტება?!

მხოლოდ ის იყო, რომ მე ათასჯერ მიფიქრია ამაზე მანამდე. სადღაც გულში ყოველთვის ვიცოდი, რომ ბაქარი ოდესმე გულს მომკლავდა და მაინც ჩავკიდე ხელი. ჩვენ ერთმანეთის საწინააღმდგო საწყისები გვქონდა , პლიუსი და მინუსი. ერთმანეთს მაგნიტივით ვიზიდავდით, მაგრამ რატომღაც თანაცხოვრებას ვერ ვახერხებდით, რადგან ეს მიზიდულობა ორივეს სულს გვიხუთავდა.

ხშირად მიფიქრია ,რა იქნებოდა სანტინოს რომ არ შევხვედროდი სწორ დროს და სწორ ადგილას. ის ჩემთვის ერთგვარი თერაპია იყო, რჩევები , რომლებსაც მას ვაძლევდი მეც ზუსტად შემეფერებოდა. სხვა სხვის ომში ხომ მართლაც ბრძენია? ასე ვიყავი მეც. გულში ჯერ მიკვირდა სანის სისუსტე და მერე საკუთარ თავზე ვბრაზობდი, განა მეც სწორედ მასავით არ დავიწყე დაცემა? განა მეც სანივით მილიონ ნაწილად არ დავიშალე? მაგრამ მის შეცდომებს როგორღაც საკუთარზე კარგად ვაანალიზებდი. ერთ დღესაც ხელი მოვკიდე და სახლში წავიყვანე.

_ დე , მა ეს სანტინო დიასია! ამ ეტაპზე ჩემი ერთადერთი მეგობარი და ახლობელი ადამიანი!_ მშობლებმა გაოცებით აათვალიერ_ჩაათვალიერეს სანი. კი იცნობდნენ ჩემი მონაყოლებიდან , მაგრამ ასეთს მაინც არ მოელოდნენ.

სანიმ მათი მზერა დაიჭირა და უხერხულად შეისწორა მხარზე მოკიდული გიტარა.

_ სასიამოვნოა!_ პირველი მამა მოეგო გონს და ხელი გაუწოდა.
სანის თვალებში შვების ნაპერწკალი გაუკრთა. ისე ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა დაკარგული, უფრო ადვილად მიიღებდა იმას, რომ ჩემებს სახლიდან გაეგდოთ, ვიდრე მათ მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს.

_ რა ლამაზი ბიჭია შვილო!_ ქართულად თქვა დედამ და სინანულით გადააქნია თავი.

_ ვახშამზე ხომ დარჩები შვილო!_ მივხვდი "შვილო" გულზე მოხვდა სანტინოს. თვალზე მომდგარი ცრემლი თითით მოიწმინდა.

_ სან, დედა , მამა! სანი დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს. დროებით, სანამ ფეხზე დადგბა და მერე საკუთარ გზას არ მონახავს!_ როგორც ჩემი მშობლებისთვის, ისევე სანტინოსთვის უეცარი და მოულოდნელი იყო ჩემი სიტყვები. მშობლები დადუმდნენ, სანიმ უკან დაიხია კარისკენ.

_ გაქცევა არ გაბედო გესმის!_ მკაცრად ვუთხარი მე.

_ რომ არა სანტინო ... ის რომ არა , მე ალბათ დღესაც საკუთარ ოთახში ვიჯდებოდი! რომ არა სანი მე ფეხზე დადგომას ვერ შევძლებდი, ვალში ვარ მასთან!_ ქართულად ვუთხარი მშობლებს._ ახლა მას დახმარება სჭირდება, გთხოვთ!

_ რას ამბობ ნელიკო! ეს არაა აუცილებელი!_ ისეთი ხმა ჰქონდა სანტინოს, ესეც კმაროდა, რომ მისი დახმარების სურვილი გასჩენოდა ადამიანს.

_ მესმის, რომ სრულიად უცხოა. მესმის , მაგრამ მე სხვაგვარად არ შემიძლია გესმით! _ თუ უარს მეტყოდნენ, მზად ვიყავი სანტინოს გავყოლოდი და მასთან ერთად მემღერა ქუჩაში, მაგრამ ჩემი სულიერი მეგობრის მიტოვებას არ ვაპირებდი. არ ვიცი, რა მჭირდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, როგორც ჭია ისე შემიძვრა გონებაში და იქ მოიკალათა. ეტყობა ესეც თვითგადარჩენის ინსტიქტი იყო, რადგან ვინმეზე მზრუნველობის სურვილი ფეხზე მყარად დგომის საუკეთესო მოტივაციაა.

_ ნელიკო მართალია._ ირას ბევრი არ უფიქრია. _ თუ მისი დახმარება შეგვიძლია, რატომაც არა?!

მამას არაფერი უთქვამს. მხოლოდ მაგიდას მიუჯდა და დასხედითო მიგვიწვია.

კარებში ბავშვივით აწურულ ბიჭს ხელი მოვკიდე და ლამის ძალით შემოვათრიე ოთახში.

_ დღეიდან შენც მათი შვილი ხარ სან! როცა უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს, დამიჯერე ისინი შეგიყვარდებიან!
სანტინო მაგიდასთან მოვიდა, სკამს ხელი მოჰკიდა გამოსწია და მერე ისევ თავის ადგილას დააბრუნა.

_ მე ამის ღირსი არ ვარ ნელიკო!_ მითხრა ჩუმად.
_ მე ეს სიკეთე არ დამიმსახურებია!

_ სან მოდი, დაჯექი და თავიდან მოუყევი ჩემებს შენი ამბავი. დარწმუნებული ვარ, მამა შეძლებს და გამოსავალს იპოვნის! მენდე, ხომ მენდობი!_ ვუთხარი და ხელი სკამზე დავუტყაპუნე.

_ მადლობა!_ მხოლოდ ეს თქვა თავჩახრილმა და მაგიდასთან დაჯდა.

უხმოდ ვვახშმობდით. ვხედავდი მამა როგორ აკვირდებოდა ამ უცხო ბიჭს. ვხედავდი დედა როგორ თნაგრძნობით უყურებდა შიგა და შიგ. და მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

მე სანი მჭირდებოდა, სანის კი ჩვენ!
ვახშმის შემდეგ, სანის საკუთარი ამბის მოყოლა ვთხოვე.

_ იმ საღამოს, მაგიდასთან, ზოის ჩელოზე დაკვრა სთხოვეს ჩემებმა. უარი არ უთქვამს.
სკამი ვერანდაზე აიტანა ფეხზე გაიხადა. გრძელი მოყვითალო სარაფანი მუხლებზე აიკეცა, შინდისფერი ჩელო ფეხებს შირის მოიქცია და historia de un amor ააჟღერა. მზე ჩადიოდა ვენახებს მიღმა და მის მძიმე მოწითალო სხივებში გახვეული ქალი ჯადოსნურს უფრო ჰგავდა ვიდრე ნამდვილს.
ვუყურებდი და თვალების დახამხამება არ მინდოდა. თითქოს ანათებდა ის ყვითელი კაბა. საოცარ ფერებად დნებოდა მზე ვერანდის სახურავზე და ეს სევდიანი მელოდია პირდაპირ გულში იღვრებოდა. ვუყურებდი, როგორ ახებდა ხემს სიმებს, როგორ დაასრიალებდა ზედ და ზოი ზღაპარული ფერია მეგონა ჯადოსნური ჯოხით ხელში.

_ რა საოცარი ქალია!_ მომესმა ჰუგოს აღფრთოვანებული ხმა. ძმას გავხედე და მისი თვალები დავინახე, თვალები, რომლებიც ზოის გარდა ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ. გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ცუდი წინათგრძნობა. ზოის გავხედე და მზის ჩამავალი სხივები ახლა სისხლისფრად ელვარებდნენ . თითქოს რაღაც ცუდს , საშინელს გვიმზადებდა წამის წინ მშვენიერი სამყარო.

მამას შვხედე, ყურადღებით უსმენდა. მისი არც ერთი ემოცია არ ეპარებოდა. სანი კი სადღაც საკუთარ წარსულში იყო ჩაძირული.

მეორე დღეს, როცა ავდექი და ვერანდაზე გამოვედი, ჩემები უკვე ყავას სვამდნენ. მხიარულად იცინოდნენ, ჩემს მომავალზე მსჯელობდნენ.

_ სანტინო როგორ გაგვახარე შენი ჩამოსვლით, მით უფრო ჰუგოა ბედნიერი!_ მითხრა დედამ.

_ ჰუგო? რატომ?_ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა დედა.

_ ნახე, როგორ გაუგეს ერთმანეთს, მშვენიერი მეგობარი ჩამოგვიყვანე შვილო._ დედა ვერანდას დაეყრდნო და წინ ვენახებიაკენ გაიშვირა თითი. მივხვდი, ისეთ რამეს დავინახავდი, რაც გულს მატკენდა, მაგრამ მაინც მივუახლოვდი აივნის მოაჯირს.

დავინახე ჰუგო და ზოი, ხელჩაკიდულები მისეირნობდნენ. თითქოს გუშინ კი არ გაიცნეს ერთმანეთი, არამედ მთელი ცხოვრებაა იცნობდნენ. თითქოს მანამდე მე არ მიცნობდნენ, თითქოს მე საერთოდ გავქრი ამ დედამიწიდან.
ჯერ ძალიან მეტკინა გული, მერე ეს ტკივილი ეჭვიანობამ და ბრაზმა შეცვალა. როგორი დასანახია, შენი საყვარელი ქალი, რომელთან ერთადაც ცხოვრების გატარებას გეგმავ, შენს 24 საათის წინ გაცნობილ ძმასთან ერთად მისეირნობს.

ზოი ზედმეტად თამამი ქალ იყო და ერთი დღის დევიზით ცხოვრობდა. ამბობდა, რომ ცხოვრება მხოლოდ ისაა, რასაც ახლა და ამ წამს განიცდი, რადგან წარსული გაშვებული შანსია, ხოლო მომავალი ზედმეტად არამდგრადი. ამიტომ ახლა და აქ უნდა იყო ბედნიერიო!_ სულ მეუბნებოდა, მაგრამ მე მაინც ყველაფერს სამომავლოდ ვდებდი, რადგან მეგონა, რაღაც მნიშვნელოვანმა დროს უნდა გაუძლოს და ზუსტად დრომ უნდა გამოსცადოს. როგორც მაგალითად სანატრელი ქალის მიმართ შენი სიყვარული.
მაგრამ ზოი მეტისმეტად მჩქეფარე იყო საკუთარი ბუნებით
და მე, როგორც ჩანს, მისი ტალღების სიმძლავრეს უბრალოდ ვერ გავუძელი.

ვერაფერი ვთქვი, ხმაც კი ვერ ამოვიღე. ან რაღა აზრი ჰქონდა რამის თქმას? თითებს ისე ვუჭერდი ხის მოაჯირს, ლამის იყო სისხლის მოძრაობა შემიწყდა.

_ რამე მოხდა სანტინო?_ მკითხა დედამ, ხელებზე რომ დამხედა.

_ კი დედა, მგონი უკვე ყველაფერი მოხდა!_ ვუპასუხე მე ჩამწყდარი ხმით.
დედამ დაეჭვებულმა გახედა ბედნიერად მომისკისე წყვილს, შემდეგ ისევ მე შემომხედა და მკითხა.
_ ნუთუ შენ ის...

_ აღარ გააგრძელო დედა!_ შევაწყვეტინე მე მკაცრად.

_სანი შვილო, ეს როგორ?_
დედას ზურგი ვაქციე და კიბეები ჩავირბინე. იქაურობას გავეცალე. არავის დანახვა აღარ მსურდა. სანაპიროსკენ დავეშვი. ფეხებმა თავისით მიმიყვანეს იმ ქარაფთან, საიდანაც ახალი ცხოვრების დაწყებას ვგეგმავდი. და სანამ მე მხოლოდ ვგეგმავდი, როგორც სჩანს , ჰუგომ პირდაპირ დაიწყო.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემმა ძმამ ძალიან მნიშვნელოვანი წამართვა. ვბრაზობდი მასზე და ეს ბრაზი უკონტროლო ემოციად იყრიდა ჩემს სხეულში თავს.

სახლში გვიან დავბრუნდი. დედამ ამოისუნთქა რომ დამინახა.
მაგიდა მოვათვალიერე, ზოი და ჰუგო გვერდიგვერდ ისხდნენ და რაღაცაზე მხიარულად იცინოდნენ. არცერთი არ მიმჩნევდა. განა შესაძლებელია ორ დღეში ასე დაუახლოვდე ვინმეს? განა ეს ნორმალურია? განა ცხოვრებაში ასე ხდება?
ნუთუ მე ყველაფერი მეჩვენებოდა და ზოი ჩემს მიმართ არაფერს გრძნობდა?!
როგორ შეიძლებოდა მომჩვენებოდა?!
მაგიდას მივუჯექი და უკმაყოფილების დაფარვა არც მიცდია.
ვგრძნობდი, ჩემ გამო უხერხულობას ყველა გრძნობდა, მაგრამ მე პატარა ჭირვეული ბავშვივით სწორედ ეს მიხაროდა.

მეორე დილას ადრე გამოვედი ოთახიდან, რადგან ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სახლის კედლები სულს მიხუთავდნენ. ვერანდაზე მდგარი სკამსაქანელა ვენახებიაკენ მივაბრუნე და ფეხებაკეცილი შიგნით ჩავჯექი. დილა იყო და ჯერ ისევ გრილოდა. ვცდილობდი არაფერზე არ მეფიქრა, მაგრამ ჰუგოს მიმართ ბრაზი არაფრით მიქრებოდა. ვერაფრით ვიაზრებდი იმას, რომ მას ჩემს გრძნობებზე ეარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
მაგრამ ზოი? ზოიც ვერაფერს ხვდებოდა დავიჯერო?
კარის ხმა გავიგე, არავისთან საუბარი არ მსურდა, დანახვაც კი არ მინდოდა არავისი. ამიტომ ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვიფიქრე, ვინც იყო გვერდით ჩამივლიდა და ვერც შემამჩნევდა.

მაგრამ ზოის სოცილი რომ გავიგონე, გული შემიხტა. სწორედ იმ წამს, როცა მისალმებას ვაპირებდი ჰუგოს ხმაც მომესმა:

_ მგონი შემიყვარდი ზოი!_ უთხრა ჩემმა ძმამ ჩემს საყვარელ ქალს.
იმ წამს ფერებისგან დაიცალა სამყარო.
დაველოდე მათ წასვლას. შემდეგ ჩავალაგე ჩემი ბარგი, რამის აუხსნელად და სიტყვის უთქმელად დავტოვე მშობლიური სახლი და საყვარელი ადამიანი. რადგან ზოიმ თავისი არჩევანი გააკეთა , აღარაფრის თქმას არ ჰქონდა აზრი.

_სახლიდან გავიქეცი, თუ საკუთარი თავისგანო?!_
განა შეიძლებოდა ორ ადამიანს ასე ზუსტად ერთნაირი ტკივილი ჰქონოდა?
საქართველოდან მეც ხომ საკუთარ თავს გამოვექეცი?!
ალბათ ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად უნდა შევხვედროდით, რათა ერთმანეთი გადაგვერჩინა.

ჰუგომ მამას შეხედა:
_ ხომ არ დაგღალეთ, ბატონო სერგო?

_ არა შვილო, თუ სურვილი გაქვს მე მოგისმენ. მოგისმენ ბოლომდე. რადგან მგონია მთავარი სათქმელი ჯერ არ გითქვამს. _ მამა მართალი იყო. გულმა უგრძნო მხოლოდ დაკარგული სიყვარულის ბრალი არ იყო სანტინოს თვითგვემა.

_ უნივერსიტეტი შევიცვალე. ქალაქიც შვიცვალე, მხოლოდ ნომერი არ შემიცვლია. მხოლოდ ტელეფონი გამოვრთე, რადგან ბოლომდე ვერ მოვიჭერი გზა ჩემი ოჯახისკენ. მათ კი არაფერს ვაბრალებდი, მე ვიყავი დამნაშავე, მაგრამ ჰუგოს ნახვა არ მსურდა. არ მინდოდა ისეთი რამე მეთქვა, ან მექნა, რასაც ბოლოს ვინანებდი. ამიტომ ვერიდებოდი. თუმცა ალბათ ვერც მათ ბედნიერ სახეებს გავუძლებდი. მხოლოდ დედის ზარს ვპასუხობდი, ისიც იშვიათად საერთო მეგობრებისგან ვიცოდი, რომ მეძებდნენ. რამდენიმე თვე გავიდა და ერთ მუსიკალურ პროექტში მივიღე მონაწილეობა. გავიმარჯვე და სოლიდური ჯილდოც მოვიგე.
ვიცოდი მიყურებდნენ, თვალს მადევნებდნენ და მეც მთელი ძალებით და თავდავიწყებით მივისწრაფვოდი წარმატებისკენ. თითქოს მათაც და საკუთარ თავსაც ვუმტკიცებდი, რომ საუკეთესო ვიყავი. ალბათ ბავშვური საქციელია, მაგრამ მე მხოლოდ ასეთი ხერხი ვიპოვნე ზოის დასავიწყებლად.

ერთ დღეს ერთი საერთო მეგობარი მესტუმრა და მათი ქორწილის მოსაწვევები მომიტანა.

_ რადგან ზარებს არ პასუხობ და ვერ ახერხებენ შენგან კონტაქტს, მე მთხოვეს შენთვის ამ მოსაწვევის გადმოცემაო!_ ხელს მწვავდა ის პატარა ოქროსფერ ყვავილებიანი ფურცელი.
ყველაფერი ამდენად სერიოზულად იყო, და მე მაინც ბავშვურად ვჭირვეულობდი. სადღაც გულის სიღრმეში შემრცხვა კიდეც. ალბათ მათ შორის მართლაც ძლიერი სიყვარული იყო. იქნებ დრო მოვიდა მეც ჩემი გზა გამეგრძელებინა?! ზუსტადათ ქორწილზე წასვლა იქნებოდა ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი. ახლა მე უკვე საკმაოდ წარმატებული ვიყავი, უამრავი შემოთავაზება მქონდა. პირადი ცხოვრებისთვის აღარც მეცალა. ამიტომ ქორწილზე წასვლა მტკიცედ გადავწყვიტე.

ყველას გულით გაუხარდა ჩემი დანახვა. ჰუგომ ნაბიჯი გადმოდგა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა. ისევ მე მივუახლოვდი, ისევ მე გავშალე მკლავები მის ჩასახუტებლად. თვალებზე ემჩნეოდა უკვე ყველაფერი იცოდა. ზოის მხოლოდ სიტყვით მივესალმე. მასთან დისტანცია აუცილებელი იყო ჩემთვის. შეცბა ასეთ უემოციო შეხვედრას არ ელოდა ალბათ.
მაგრამ ახლა მე მისი მეგობარი აღარ ვიყავი, თავს უცნაურად ვგრძნობდი.
საღამომ მხიარულად ჩაიარა. მეორე დღეს ქორწილი იყო.
ეზოს, ვერანდას, ბაღს ულამაზესად რთავდნენ. ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი იყო.
უაზროდ ვბოდიალობდი ბავშვობის სახლში. ძველ მოგონებებს ვაღვიძებდი. რა ბედნიერი დრო იყო ბავშვობა!რა უდარდელი და სიყვარულით სავსე!

ბილიკს მივყვებოდი ფიქრებში ჩაფლული და ვერც შევამჩნიე ფეხებმა ჩემი საიდუმლო ადგილისკენ რომ გადაუხვიეს.
ქარაფს მივუახლოვდი და მის ნაპირას დადგმულ სკამზე ჩამოვჯექი. წყლის უსასრულო სივრცეს გავხედე. რა ვართ ეს ადამიანები? ამ უსასრულო სამყაროში ერთ უაზრო ტკივილზე ჩაციკლულები, ვერ და აღარ ვამჩნევთ არაფერს გარშემო. როგორ შეიძლება ამხელა სამყაროში შენი არსებობა მხოლოდ ერთი ადამიანით იწყებოდეს და სრულდებოდეს? ხომ უაზრობაა?!

ამ ფიქრებში ვიყავი, როცა უეცრად ზურგს უკან ზოის ხმა მომესმა.

_ მიხარია შენი წარმატება სანტინო!_ თავს მისკენ შებრუნებაც ვერ ვაიძულე.

_ მადლობა!_ ვუპასუხე ზღვაზე თვალმოუშორებლად.

_ შენ ალბათ გძულვარ?_ მკითხა და გვერდით მომიჯდა.

_ არ მაქვს შენი სიძულვილის მიზეზი!_ ვუპასუხე ცივად.

_ მაპატიე სანტინო, არ მსურდა შენთვის გულის ტკენა, მაგრამ ასე კი გამოვიდა!_ ფეხზე ავდექი. არანაირად არ მინდოდა მისგან ამ უაზრო სიტყვების მოსმენა. მივხვდი, ზოიმ ყველაფერი იცოდა, როცა აქ მომყვებოდა. იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ და ორ დღეში ჩემს ძმასთან გააბა ფლირტი. მხოლოდ ახლაღა გავიაზრე, რომ ზოი ის ქალი არ იყო, ვინც ჩემი ძმის და ოჯახის დაკარგვად ღირდა.
ამის გაცნობიერებამ შვება მომიტანა.

_ ბედნიერებას გისურვებ ზოი!_ ვუთხარი და ფეხზე ავდექი. სახლისკენ მიმავალ ბილიკს დავადექი.
ზოი დამეწია წინ გადამიდგა და გაბრაზებულმა მითხრა.

_ შენც ჰუგოსავით მე მადანაშაულებ არა?_ ვერ მივხვდი ჰუგო რაში ადანაშაულებდა, როცა რამდენიმე საათში ცოლად მოჰყავდა.

_ რა გინდა ზოი!_ ვკითხე გაბრაზებულმა.

_ მე მის გამო ყველაფერზე უარი ვთქვი, ოცნებებზე, ჩელოზე ,წარმატებაზე შენზე!_ ატირებამდე ცოტაღა უკლდა.

_ ის კი ამბობს, რომ ჩემ გამო შენ დაგკარგა! ამას ხშირად მახსენებს! აღარ ვიცი, მჭირდება კი ეს ყველაფერი?_ ხელი სახლისკენ გაიშვირა.

_ იქნებ შევცდი? მე და შენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს! ორივე შემოქმედი ადამიანები ვართ! შენს გვერდით მეც შენსავით წარმატებას მივაღწევდი. იქნებ ვცდები და ჯერ კიდევ არ არის გვიან?_ მომიახლოვდა წელზე ხელები მომხვია და ტუჩებში მაკოცა. მოულოდნელობისგან დავიბენი, წამით სულ წამით ავყევი მის კოცნას, მაგრამ წამშივე მივხვდი, ისევ მახეში მაბამდა ეს ახირებული ქალი. ხელი ვკარი და მოვიშორე.

_ აღარ , გესმის აღარ გაბედო ჩემთან მოახლოვება! _ ამის თქმა იყო და მანქანის ბორბლების ღრჭიალი გავიგონე. გავხედე და გზაზე ჰუგოს მანქანა მიქროდა საოცარი სისწრაფით. მივხვდი დაგვინახა და სხვანაირად გაიგო.
სანამ რამის გაკეთებას მივასწრებდი, ან მოვისაზრებდი, დავინახე, როგორ დაკარგა ჰუგოს მანქანამ წონასწორობა და როგორ შეასკდა გზის პირას მდგარ ხეს. ზოიმ იკივლა, მე თვალთ დამიბნელდა, ჩემს თვალწინ მოხდა ეს ტრაგედია და ყველაზე დიდი დამნაშავე ამაში სწორედ მე ვიყავი.

ქორწილის ნაცვლად, კინაღამ გასვენება გადავიხადეთ. მაგრამ ჰუგო გადარჩა, თუმცა თავად არაფრად უღირდა ეს გადარჩენა!
სრულიად ჯანმრთელი კაცი, ეტლს მიეჯაჭვა. ზოის ნახვაც კი არ მოისურვა. ერთხელაც არ შეხედა. მე კი მხოლოდ ეს მითხრა:

_ ახლა გავთანაბრდით ძმაო! ახლა ერთმანეთის აღარაფერი გვმართებს!

როცა როდრიგომ ავარიის მიზეზი გაიგო, მუჭი მომიღერა დასარტყმელად, მაგრამ დედა ჩაგვიდგა შუაში.

_ გიღირდა? ამას გიღირდა?_ გაცოფებული მიყვიროდა ჩემი უფროსი ძმა.
მამა თავდახრილი იჯდა და სახეზე ფერი არ ედო.
მხოლოდ დედა ვერ მისწორებდა თვალს. მან ხომ ყველაფერი იცოდა თავიდანვე და არაფერი თქვა. დროს მიანდო მოსახდენი და აი მოსახდენი მოხდა!
საავადმყოფოდან გიჟივით გამოვიქეცი.
აღარაფერი აღარ მინდოდა. როგორ შემეძლო მე ცხოვრების გაგრძელება და ბრძოლა წარმატებისთვის , როცა ჩემი ძმა გავაუბედურე?

მას შემდეგ უკვე წელიწადნახევარია, ქუჩის მუსიკოსი ვარ. მე მეტი არ მჭირდება არსებობისთვის.
არც ჩემი და არც თქვენი ოჯახის ღირსი მე არ ვარ!

ცოტა ხანს იჯდა და ფიქრობდა, მერე წამოდგა, გიტარა მოიკიდა. მადლობა თქვა და კარისკენ წავიდა. ეტყობოდა ძალიან სურდა საკუთარ წარსულს და ტკივილებს დამალვოდა , მაგრამ საკუთარ თავს სად გაექცეოდა?! _ ვერსად!

4

ხშირად ვზივარ სიბნელეში აივანზე. სიბნელეს მე ვეძახი თორემ ღამითაც კი ბრდღვიალი გაუდის ქალაქს. ვზივარ და ვფიქრობ, თუ რა ძალიან ჰგავს ღამით ყველა ქალაქი ერთმანეთს. მაგრამ მშობლიური ქალაქი მაინც სხვაა. არ ვიცი, ალბათ სხვანაირად ნაცნობ მელოდიას მღერის. არა, სინამდვილეში დიდი ქალაქები მღერიან, თორემ ჩემი ქალაქი მხოლოდ ხმადაბლა ღიღინებს. მისი სიმყუდროვე მენატრება , მისი სიმშვიდე. წამით თვალს ვხუჭავ და მინდა წარმოვიდგინო, რომ რუსთავში ჩემს აივანზე ვზივარ და ისიც იქვეა, სადღაც ჩემს სიახლოვეს. ყველა ფიქრს მასთან მივყავარ. საოცარია არა? ახლა უფრო მეტად ვაძლევ უფლებას ფიქრებში მომიახლოვდეს, უაზრო კონტურები მისი სხეულის ფორმას იღებენ. მიახლოვდება და მე სიმშვიდე მავსებს. მიახლოვდება და ნაცნობი სურნელი დაუკითხავად მხვევს საკუთარ ხაფანგში. ამ ოცნებაში იმდენად რეალურია. ვფიქრობ, თვალს რომ გავახელ ჩემ წინ იდგება. ვახელ და ... არაა!

როგორ ხდება, რომ ადამიანი მეორე ადამიანზეა დამოკიდებული. რომ მიუხედავად ჩხუბისა, წყენისა, ტკივილისა და სიშორისა ეს დამოკიდებულება არ გვივლის. როგორ ხდება, რომ მისგან დატოვებული ტკივილი გასაშვებად არ გვემეტება? რატომ და როგორ ვაძლევთ უცხოს უფლებას ასე გაბატონდეს ჩვენს არსებაზე???
ისევ თვალებს ვხუჭავ და მასთან ვბრუნდები. რა სიამოვნებით გავცვლიდი რეალობას თუნდაც მხოლოდ ამ წარმოსახვაზე ისე,რომ არ ვიფიქრებდი არაფერზე, არ ვინანებდი არაფერს. რომ შემეძლოს თავით გადავეშვებოდი ჩემს არარეალურ ფიქრებში, ოღონდ ის იყოს ახლოს, ხელშსახებად ახლოს. აივანზე გაფენილ ჭრელ ნოხზე ვიკუნტები. ჩემს წინ დულსე ზის, ხელს ვუწვდი. კნავის, მაგრამ არ მეკარება. წარმოგიდგენიათ, რამდენად ბასრი ნაპირები აქვს ჩემს დამსხვრეულ აურას, რომ კატაც კი მარიდებს თავს? !

_ აქ რას აკეთებ ნელიკო, კარგი რა! ასე არ შეიძლება!_ აივანზე სანტინო გამოდის. ხელში ავყავარ და საწოლზე მაწვენს.
ჩვენ თითქოს ერთმანეთზე ზრუნვის კვირის დღეები გავინაწილეთ, ორშაბათი_ ნელიკო,
სამშაბათი_სანტინო,
ოთხშაბათი ისევ ნელიკო და ასე შემდეგ. თითქოს უსიტყვოდ მოვგვარდით და შევთანხმდით ამაზე.
ალბათ დღეს ჩემი დარდის რიგია. თუკი შეიძლება სევდას ჯერი ან რიგი ჰქონდეს. ეს ღამე ჩემია, ცოტას ამოვისუნთქებ საკუთარ ტკივილში და ხვალ ისევ ფეხზე ავდგები, რომ მორიგი ტკივილისას მე გავუწოდო მას დახმარების ხელი.

_ჩვენ ერთი გამოთქმა გვაქვს სან, მკვდარი მკვდარს ეკიდებოდაო!_ ვეუბნები მას, ვერ იგებს. ფიქრობს, ფიქრობს და ბოლოს იცინის.

ამ ბოლოს ის ბევრად უკეთაა, ხშირად საუბრობს სერგისთან. დედასაც ეხმარება სამზარეულოში. ირას თავიდან ეხამუშებოდა, მაგრამ ახლა ერთად ახვევენ ხოლმე ხინკალს. არც სჯერა, რომ ოდესმე სანის გარეშე ვცხოვრობდით. სანიმ სამსახური იშოვნა, თქვა: სხვის ხარჯზე ცხოვრებას არ ვაპირებო და ახლა საღამოობით ერთ_ერთ ბარში უკრავს. იმდენად მალე გაითქვა სახელი თავადაც უკვირს. მისი რამდენიმე ვიდეო ინტერნეტშიც გამოჩნდა. მალევე ამოიცნეს აგენტებმა ცოტა ხნის წინ გაუჩინარებული ამომავალი ვარსკვლავი და ყურადღებით აკვირდებიან.

სახლში მარტო ყოფნას ყველაფერი მირჩევნია. მიჭირს მარტოობა. ამიტომ მას დავყვები ბარში.

_ ბაქარზე მომიყევი ნელიკო! დარდი გამიზიარე! განთავისუფლდი!_ სანტინო მართალია, დარდის გულში ჩახვევა არ შეიძლება, თორემ გაგტეხავს საბოლოოდ. ვიცი, რომ მართალია, მაგრამ მასზე დუმილის უფლებას ისე ვინახავ , როგორც საკრალურ საიდუმლოს. მამაჩემიც არ ახსენებს ბაქარს, თითქოს მეხსიერებიდან წაშალა. მაგრამ მისი დუმილი სხვაგვარი დუმილია, მას არ სურს მისი სახელის ხსენება, როგორც რაიმე უწმინდურის.
ჩემთვის კი ბაქარი ყველაზე წმინდა საიდუმლოა. მხოლოდ ჩემი საკუთარი, და ეს ჯიუტი დუმილი ერთგვარი მარწუხია, რომ თქმით და მასზე საუბრით ამ ტკივილმაც არ დამტოვოს. მეშინია, რომ ერთ დღეს მასზე ფიქრისას ვეღარაფერს ვიგრძნობ! მირჩევნია მტკიოდეს! დაე იყოს ჩემი წყვდიადი, ოღონდ უმისოდ ნუ გათენდება. მივდივარ ამ წყვდიადში და საკუთარ თავს ვეძებ. გზად გაფანტულ საკუთარ ნამსხვრევებსაც ვაგროვებ, მაგრამ ყოველთვის რაღაც მაკლია. გულის ადგილას უზარმაზარი უფსკრულია და მხოლოდ ეს სიცარიელე მაიძულებს დავსვა ყველაზე მტკივნეული კითხვა:
_ რატომ? რატომ? რატომ?

_ ნუ ეძებ სამართალს ადამიანებში ნელიკო!_ ამაშიც მართალია სანტინო. ისიც ხომ ბრძენია ჩემს ომში, როგორც მე მისაში.

_ რატომ არ მიეცი უფლება აეხსნა? რატომ არ დაელაპარაკე? ნეტავ მეც მქონოდა ახსნის შანსი!_ რამხელა სინანულია მის ხმაში.

_ შენი ამბავი სულ სხვაა სან, შენ მანდ უბრალო ხარ!

_ ანუ რისი თქმა გინდა? რომ ის დამნაშავეა შენთან და შენ კი სრულიად მართალი?_ შემოლაწუნებას ჰგავს სანტინოს კითხვა.
" სრულიად მართალი!" განა შეიძლება ადამიანი სრულიად მართალი იყოს?! ეს შეუძლებელია და მე ამას ვაღიარებ.

_ ასე უაზროდ ნუ ზიხარ ნელიკო, რამე გააკეთე!_ ვფიქრობ, რისი გაკეთება შემიძლია. მაგრამ აზრად არაფერი მომდის.

_ ნუთუ არაფერზე ოცნებობდი? არაფერი გინდოდა?_ ისე უბრალოდ სვამს კითხვას სანტინო, რომ გონება წამიერად მინათდება.

_ სულ მინდოდა დამეწერა! _ისე გამიხარდა ჩემი პასუხი, თითქოს ახლაღა აღმოვაჩინე ჩემი მივიწყებული სურვილი.

_ ხოდა რას უცდი?_ გამიღიმა სანიმ და კიდევ ერთხელ ვუთხარი სამყაროს მადლობა, მისი თავი რომ გამომიგზავნა.

იმ საღამოსაც ერთად გავედით სახლიდან და მისი ბარისკენ გავემართეთ.

_ შენთვის საჩუქარი მაქვს!_ ჩანთიდან უბრალო გაზეთის ფურცელში ლამაზად გახვეული ნივთი ამოიღო და გამომიწოდა.

_ რა არის , შეიძლება გავხსნა?_ მხრები აიჩეჩა ეშმაკური ღიმილით. სწრაფად შემოვახიე ქაღალდი. მხოლოდ სანის შეეძლო უბრალო ნივთებისთვის საზეიმო ელფერის მინიჭება.
გაზეთში ლურჯყდიანი სქელი წიგნაკი იდო.

_ და აი ესეც!_ მითხრა, ცისფერი კალამი მომაწოდა ბოლოში ლურჯი ბუმბულით.

_ რა ლამაზია სან!_ მართლა ლამაზი რამე იყო, ძველებურ საწერ_ კალამს ჰგავდა, მაგრამ ბურთულიანი კალამი იყო. ძალიან გამიხარდა. ყოველთვის მიყვარდა კალმების და ფერადი წიგნაკების შეგროვება, თუმცა სტუდენტობის შემდეგ მათში ერთი სიტყვაც კი აღარ დამეწერა.

_ ნელიკო წერა დაიწყე! ნუ გეშინია, ნახავ სიტყვები თავისით მოვლენ. აი, ჩემთან ხომ დაბრუნდა მუსიკა!_ ხელი გიტარას მიარტყა._ შენთანაც დაბრუნდებიან გაქცეული მუზები, მხოლოდ გულით მოუხმე!

ბარში მივედით და მე აჩემებულ მაგიდას მივუჯექი ფანჯარასთან. მოღრუბლული დღე იყო. აშკარად წვიმას ეპირებოდა.
სანი სცენაზე ავიდა და ჩვეულად დაკვრა დაიწყო. ამ ბოლოს ვამჩნევდი, რაღაც სხვანაირად უკრავდა, არა ძველებურად ზერელედ და უგულოდ, არამედ მთელი გრძნობით, და მისი მოსმენა ერთ რამედ ღირდა. მას რომ ვუსმენდი, ფიქრებით ბაქართან ვბრუნდებოდი. ასე მოხდა ახლაც. ფანჯრიდან საღამოს ბინდში ჩაძირულ ქუჩას გავხედე, წვიმა წამოსულიყო.
მოულოდნელად არც მეტი, არც ნაკლები tango to evora გაისმა და პირდაპირ ვენებში ამიჩუხჩუხდა მისი მონატრება. ისევ ფანჯარას გავხედე და ფიქრებმა წარსულში დამაბრუნეს. იმ წამს იმდენად ცხადი იყო ჩემი ოცნება, რომ ისევ თვალებში ვუყურებდი და ვიძირებოდი მათში. სამყაროს მოწყვეტილი, სადღაც ჩემს პარალელურ სამყაროში, კვლავ მასთან ვცეკვავდი წვიმის ქვეშ. სულ რამდენიმე წუთით დამტოვა ჩემმა ტკივილმა, დარდმა და სევდამ, სულ რამდენიმე წუთით აავსო სხეული ენით აღუწერელმა ბედნიერებამ და ამან საოცარი შვება მომგვარა. იმ წამს ერთ რამეს მივხვდი, მე ფეხზე უნდა ავმდგარიყავი, ჩემი თავი მეპოვნა და პატიებისთვის საჭირო გამბედაობა მომეკრიბა. ნუთუ სირცხვილი იყო დამებრუნებინა ის, რაც ასე ვერაგულად წამართვეს? საკუთარ თავს დავპირდი, ვიბრძოლებდი იმ ბედნიერებისთვის, რომელიც თითქმის გადავიწყებული მქონდა.

თავი ავწიე. ბარში მსხდომი ხალხი არეულად მოვათვალიერე და უცბად ერთი კაცი მომხვდა თვალში. ეს უკვე რამდენიმე დღე იყო ვამჩნევდი, მოდიოდა, ბარის სიღრმეში ჯდებოდა და სანის უცნაურად უყურებდა. ახლაც მზერა მასზე იმიტომ შევაჩერე , რომ სულ ვიღაცას მაგონებდა. დავფიქრდი და სანის გავხედე, იმ დღეს მასაც უცნობივით კეპი ეფარა და მათმა უცნაურმა მსგავსებამ თვალი მომჭრა. ვიღაცის კი არა სანტინოს ასლი იყო, ოღონდ ბევრად მხარბეჭიანი, თმაც მისგან განსხვავებით მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, მაგრამ თვალები? ზუსტად სანტინოს სევდიანი თვალებით იყურებოდა.

ნუთუ ეს ჰუგო იყო? სანის ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ უფროს ძმას ძალიან ჰგავდა. არა ვერ შემეშლებოდა, ეს ჰუგო იყო! მაგრამ თუ ჰუგო იყო , ეტლში რატომ არ იჯდა? შევამჩნიე განუყრელი ხელჯოხი სკამზე მიეყუდებინა.

ღმერთო! სუნთქვა შემეკრა. სწორედ ძმის გაუბედურებას ვერ პატიობდა სანი საკუთარ თავს. ახლა კი გამოდის საპატიებელიც არაფერი ჰქონდა! ავდექი და ჩუმად მივუახლოვდი. ვაკვირდებოდი, მსურდა გამეგო, რა მიზნით იყო მოსული. მის სახეზე მხოლოდ სევდას ვხედავდი. არც ბრაზს, არც ტკივილს, მხოლოდ სევდას.

შემამჩნია და გაკვირვებით გამომხედა. იქნებ ჯობდა თვალი ამერიდებინა და სანტინო ბარიდან ჩუმად წამეყვანა? ასეთმა უაზრო ფიქრმაც კი გამიელვა, ვაითუ, მას სანი ჩემგან წაეყვანა. ვაითუ წაერთმია! მე კი სანი მჭირდებოდა, ის ჩემი საყრდენი იყო. ეგოისტ მეს სწრაფად მოვუგრიხე კისერი და სანამ ისევ აბობოქრდებოდა, მას გავუღიმე.

_ შეიძლება ჩამოვჯდე?_ ვკითხე და სკამს ხელი დავადე. თავი დამიქნია გაოცებულმა.
დავჯექი, და ახლა ახლოდან დავაკვირდი. სანის ძალიან ჰგავდა. თუმცა მას ბევრად უფრო რბილი და სიმეტრიული სახის ნაკვთები ჰქონდა.

_ გამარჯობა ჰუგო!_ მივესალმე ესპანურად. აი ახლა კი მართლაც დაუმრგვალდა ლამაზი თვალები.

_ თქვენ?_ ძმას გახედა. მე თავი დავუქნიე.

_ მე სანის და ვარ!_ გავუღიმე მხიარულად.

_ ვინ ხართ?_ დაიბნა ჰუგო. ისევ გავუღიმე და კვლავ თავი დავუქნიე.

_შეიძლება გკითხო, აქ რატომ მოდიხარ ხოლმე? არ გეგონოს თქვენს პირადულში ვერეოდე, მაგრამ თუ მისთვის გულის ტკენას აპირებ, უნდა გაგაფრთხილო, რომ ამის ნებას არ მოგცემ!_ ხმაში ფოლადი გავურიე. ძლივს მოახერხა სანტინომ ფეხზე ადგომა და ამაში ლომის წვლილი მეც მიმიძღვოდა , აღარაფერს ვიტყოდი ჩემს მშობლებზე. და ჰუგოს ნებას არ მივცემდი, რომ ეს ყველაფერი წაერთმია მისთვის!

შემათვალიერა და დაფიქრებით მითხრა:

_ ანუ და ხარ! ახალი ოჯახი? _ ამოიოხრა_ მაშინ გამოდის, მეც შენი ძმა ვყოფილვარ!

_ გენდო?_ ვკითხე ეჭვით.

_ უნდა მენდო! იცი რამდენი ხანია ვეძებ? რომ არა ის ვიდეო, რომელსაც ინტერნეტში წავაწყდი, ალბათ მის კვალსაც კი ვერ მივაგნებდი!

_ სანტინომ საკმარისად დაისაჯა თავი!_ მივახვედრე, რომ ყველაფერი ვიცოდი._ უკვე სრულიად საკმარისია! ახლა დროა ახალი ცხოვრება დაიწყოს. დღეს ამ მისამართზე მოდი! მაგრამ იცოდე,
სანტინო მარტო არ არის!

ფეხზე ავდექი და ფურცელზე დაწერილი მისამართი წინ დავუდე. ამომხედა, თვალები ახალი შუქით განათებოდა.

_ მაინც რა იღბლიანია ეგ საძაგელი! ასეთი კარგი როგორ გიპოვნა?_მკითხა ღიმილით.

_ ეს მე ვიპოვნე სანი, და მან კი გადამარჩინა!_ ჩემს მაგიდას დავუბრუნდი. დავინახე, როგორ აიღო ჰუგომ ქაღალდი და ჯიბეში ჩაიდო. გამეღიმა. დარწმუნებული ვიყავი, ის აუცილებლად მოვიდოდა ჩვენთან!

სახლშიც ერთად დავბრუნდით, დედა სამზარეულოში ტრიალებდა.

_მოხვედით ბავშვებო?!_ გამოგვძახა მხიარულად. მის ყოველ "ბავშვებოზე" სანი დნებოდა და ლღვებოდა. მე დივანზე გავიშხლართე. სანიმ ხელები დაიბანა და დედას შეაკითხა, ეხალისებოდა მასთან ერთად საჭმლის კეთება. ალბათ ძალიან ენატრებოდა დედამისი და ამ მონატრებას დედაჩემზე ზრუნვით ივსებდა.

მაგიდა გაშალეს და ჩევენ ოჯახის დანარჩენი ზარმაცი წევრებიც მიგვიწვიეს. მე სამზარეულოში შევედი კიდევ ერთი თეფში, ჭიქა და ჩანგალი გამოვიტანე და სანის პირდაპირ დავდე მაგიდაზე.

_ ვინმეს ველოდებით? _ მკითხა დედამ.

_ კი დედა და იმედია მოვა!_ დაფიქრებულმა ვუთხარი. სანი გაოცდა,

_ ვის ველით ნელი?_ რატომღაც ჩემი სახელის ეს ფორმა უფრო უყვარდა და ეადვილებოდა. მისი პირიდან კი სულ სხვანაირად, სასიამოვნოდ ჟღერდა.

კარზე ზარი გაისმა, მაგიდას მოვშორდი და სტუმრის შესახვედრად გავემართე. კარი გავუღე და როგორც მოველოდი ჰუგო იყო. ხელში ღვინის ბოთლით. ვიეჭვე მათი ვენახიდან უნდა ყოფილიყო.
მისაღებისკენ გავაცილე .

_ გამარჯობა!_ ღიმილით მოეგება დედა ჩემს სავარაუდოდ ახალ მეგობარს, მაგრამ სანის რომ შეხედა სახე შეეცვალა და შედგა.

_ ვინ არის შვილო?_ მე არა, სანტინოს ჰკითხა. გულმა უგრძნო უბრალო სტუმარი ვერ იქნებოდა.

_ჩემი ძმა, ჰუგო!_ უპასუხა სანიმ დედას და ფეხზე წამოდგა ფარდაკარგული.

5

გაოცებისგან და მოულოდნელობისგან იმდენად დაიბნა სანი, რომ მაშინვე ვერც კი გაიაზრა რა დაინახა. მხოლოდ მოგვიანებით შეკრთა და ჰუგოს ხელჯოხზე მიაჩერდა.

_ გამარჯობა ძმაო!_გაუღიმა და ოდნავ მხრები აიწურა ჰუგომ, თითქოს მაპატიე, მაგრამ ასე გამოვიდა, რომ გავლა შევძელიო. თითქოს ეს დანაშაული იყო.

_ ჰუგო!_ სიხარულით აენთო თვალები სანტინოს._ ჰუგო! იმეორებდა ძმის სახელს და საჭირო სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა. ვერც ადგილიდან იძვროდა.

_ მომენატრე ძმაო!_ ხელები გაშალა ჰუგომ. სანტინო ორ ნაბიჯში გაჩნდა ძმასთან და მაგრად გადაეხვია.

_ პატარა სულელი ძამიკო!_ ბავშვივით მოეფერა ჰუგო და გრძელი თმები აუჩეჩა.

_ ასე როგორ მოიქეცი, ჰა? ასე რანაირად გაუჩინარდი? იცი მია რა დღეში იყო?
როდრიგომ პოლიციაშიც განაცხდა, მაგრამ გვითხრეს, რომ ზრდასრულ ადამიანს აქვს უფლება, თუ საჭიროდ თვლის, ნათესავებზე უარი თქვას._ ახლა უკვე ბრაზობდა ჰუგო. თანაც ალბათ არც თუ უსფუძვლოდ.

_მე არავიზე მითქვამს უარი, უბრალოდ მე..._ ვხედავდი თქმა უჭირდა, რომ მომხდარში საკუთარ თავს იდანაშაულებდა.

_ მაგიდასთან გავაგრძელოთ საუბარი,_ დროულად ჩაერია დედა და ბიჭები სუფრასთან მოიპატიჟა.

_ სტუმარი ღვთისაა! ასე ამბობენ ჩვენთან!_ უთხრა ჰუგოს მამამ და დავსხდეთო ანიშნა.
ჰუგო ფართო ლამაზი ღიმილით იღიმოდა და ჩემს ოჯახს ისე ათვალიერებდა.

_ ალბათ საოცარი ხალხი ხართ, რახან სანტინო ასეთ პატივს გცემთ!_ უთხრა ბოლოს მამას.

_ პატივისცემა ბადებს პატივისცემას!_ მამა მართალი იყო. რომ არა სანტინოს მხრიდან გამოჩენილი სითბო და სიყვარული, ჩემი მშობლები ვერც შეძლებდნენ მისთვის გულის გახსნას.

_ ეს საწაული როგორ მოხდა?_ როგორც იქნა კითხვა გაბედა სანიმ. და ხელით ხელჯოხზე მიანიშნა.

_ მიამ არ მომცა დანებების უფლება! რასაც ჰქვია მაიძულა ! ხომ იცი, რა ძლიერი სული აქვს. შემდეგ კი კარისკენ მიმითითა და მითხრა: სანამ შენს ძმას არ დააბრუნებ, სახლში მოსული არ დაგინახოო! _ ხუნრობანარევი სიმართლით უპასუხა ძმას._სახლში დაბრუნების დრო მოვიდა ძმაო!

_ სანტინო უკვე სახლშია!_ მოულოდნელად, მეც ვერ გავიაზრე ისე, ვუთხარი ჰუგოს ეს სიტყვები. ყელში ბრაზმა მომიჭირა. ვერ დავუშვებდი, სანის დავეტოვებინე. თუ აქამდე ვახერხებდი ეგოისტი მეორე ნახვრის გაყუჩებას , ახლა საღი აზრი სულ გადამიკეტა ეჭვიანობამ.
სანიმ ყურადღებით გამომხედა. აკანკალებულ თითებზე ხელი მომიჭირა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. ვგრძნობდი, მორიგი პანიკური შეტევა მეწყებოდა. ჯობდა მაგიდას გავცლოდი, რომ ჰუგოსთვის თავზე არ დამეფშვნა რაიმე. უკვე ვნანობდი, რომ სახლის მისამართი მივეცი.
ავდექი და საკუთარ ოთახში შევიკეტე. კარი კი ძლიერად მოვიჯახუნე.
ვგრძნობდი, ოთხი წყვილი თვალი სულ სხვადასხვა ემოციით სავსე რომ მიმაცილებდა. ლოგინზე დავწექი და მოვიკუნტე.

_ ახლა სანიც მიმატოვებს და დარჩება ისევ მარტო ნელიკო და ტკივილი!_ დავიწუწუნე ხმადაბლა. კარებზე დამიკაკუნეს. ჯერ დედამ , მერე სანტინომ. მაგრამ მე არავისთან საუბარი არ მსურდა. ტელეფონი ავიღე და ნანუკას დავურეკე.

_ ნელიკოო, როგორ ხარ დაკარგულო? სავსე მთვარესავით ხანდახან რომ გამოანათებ ხოლმე!_მხიარული ხმა ჰქონდა მას. აშკარად გაუხარდა ჩემი ზარი.

_ შენ როგორ ხარ ნანუ? ბიჭები როგორ გყვანან? მომენატრეთ ძალიან._მართლა მენატრებოდნენ.

_ შენთან ლაპარაკი მომენატრა გიჟო!_ თვალი ჩამიკრა ნანუკამ.

_ ნანუკა იცი, გადავწყვიტე აქ გავაგრძელო სწავლა! _ სახე შეეცვალა, ვერ მივხვდი ეწყინა თუ გაუხარდა.

_ რა მოხდა?_ ვკითხე დაბნეულმა .

_ მეგონა დაბრუნდებოდი, ადრე თუ გვიან! ეტყობა, დაბრუნებას აღარ აპირებ!_ სევდიანად მიპასუხა მან.

_ დაბრუნებას? მაგაზე მეტად არაფერი მინდა, მაგრამ არ შემიძლია! არ შემიძლია მასთან ასე ახლოს! ვერ შევძლებ ნანუ! მოვკვდები!_ გულახდილობა მსურდა, რომ ცოტა ამომესუნთქა._ იქნებ დალაპარაკებოდი, იცი მისი..

_ არა! ნურაფერს მეტყვი! მასზე ნურაფერს მეტყვი! _ წამოვჯექი გაცხარებული._ ნუ მეტყვი, თორემ გამოვიქცევი და ისევ დამახრჩობს თავის მათრობელა ჭაობში. არა ვარ მზად ნანუ! მე საკუთარ თავს ვირჩევ ახლა! ვერ დავძლიე წყენა და ტკივილი, ჯერ ვერ მოვერიე! რაც არ უნდა ძალან მინდოდეს, ჰაერის ბოლო ყლუპიც რომ იყოს, ახლა არა გესმის? ახლა ბაქარი მხოლოდ შხამია ჩემთვის! დრო მომეცი ნანუ!_ ვთხოვე კი არა შევემუდარე.

_ დრო? დრო სწორედ ისაა, რაც მას არა აქვს. მაგრამ შენ მართალი ხარ! მისი ამბები აღარაა შენი პრობლემა! მანამდე უნდა ეფიქრა ამ ყველაფერზე! _ ვიცოდი ბაქარი ნანუკას ნახულობდა. ვიცოდი, ვგრძნობდი ამას და სადღაც გულის კუნჭულში მიხაროდა , რაღაც პატარა კავშირს მაინც რომ ინარჩუნებდა ჩემთან. მაგრამ მაოცებდა და მაგიჟებდა ის ფაქტი, რომ ბაქარი ჩემთან არ ჩამოვიდა. ისე არასდროს ითვალისწინებდა ჩემს აზრს და ახლა გახდა ასეთი დამჯერე?! მაგრამ ეტყობა ახლა ოჯახი ჰყავდა და აღარც უფლება და აღარც სურვილი აღარ ჰქონდა ჩემთან ჩამოსვლის. ვიღებდი ამ ამბავს, როგორც არსებულ რეალობას და ვფიქრობდი იმაზე, რომ უკვე დიდი დრო გავიდა და ალბათ უკვე შვილიც ჰყავდა შვილი, რომელიც მე არ მინდოდა მისგან. რომლის ყოლასაც მე კიდევ წლები არ ვგეგმავდი და მას კი ასე ძალიან სურდა, უკვე ჰყავდა.
ბავშვი ბავშვია რა აზრი აქვს ვინ იქნებოდა მისი დედა. ბაქარს ოჯახი ჰქონდა, ოჯახი, რომელიც ჩემთან უნდა შეექმნა. რამდენჯერ მიფიქრია ალისკაზე შურის ძიებაზე. რამდენჯერ წარმომიდგენია, რომ დავბრუნდი და ბაქარი წავართვი. რომ ახლა ის დარჩა მარტო და ჩემსავით გლოვის ზარი ედგა. მაგრამ საკუთარ თავს ამ ფსკერზე დაშვების უფლებას მე არასდროს მივცემდი. სწორედაც მე ნელიკო ვიყავი და არა ვიღაც გომბიო ალისკა!

_ არაუშავს, ახლა ბევრად უკეთაა ყველაფერი, ვინ იცის, იქნებ ყველაფერი კიდეც შეიცვალოს! მაინც მგონია, რაღაც ამბებს, რაც არ უნდა შორს გაექცე, მაინც ისე მოხდებიან, როგორც მოსახდენია! დაე, ყველამ მიიღოს საკუთარი სასჯელი! მიხედე შენს თავს. წიგნზე რა ისმის, გააგზავნე?_მკითხა ნანუკამ. მას მერე, რაც სანიმ ლურჯი წიგნაკი მაჩუქა საკმაო დრო გავიდა და ლექსების ერთი სრული კრებული და მზად მქონდა. ჩვენი ამბავიც მზად ყო, მაგრამ იმდენად საკუთარი იყო, რომ ვერაფრით ვაიძულე თავი გამომცემლობაში გამეგზავნა.

ნანუკას როგორც მჩვეოდა რამდენიმე ლექსი გადავუგზავნე. იყო ერთი რამ, ნანუკას სანტინოზე ბევრს არაფერს ვუყვებოდი. არ მინდოდა ეფიქრა , რომ მისი თავი ვინმეთი ჩავანაცვლე. ამიტომ ვდუმდი და იმ დღეს ველოდი, როცა მათ ერთმანეთს გავაცნობდი.

ნანუკასთან საუბარმა დამამშვიდა. ავდექი თავი მოვიწესრიგე და ოთახიდან გავედი.
ჰუგო უკვე წასულიყო. დარჩენაზე უარი ეთქვა, სასტუმროში ვცხოვრობო. მისამართიც კი დაეტოვებინა სანისთვის.

_ რა მოხდა შვილო? ასე რატომ მოიქეცი?_ გვერდით მომიჯდა ირა.

_ მაპატიე სან!_ დარცხვენილმა სანტინოს გავხედე._ ალბათ რა ბედნიერი იყავი, მე კი ყველაფერი გავაფუჭე.

_ ნელიკო, _ ახლოს მომიჯდა სანტინოც._ ახლა შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანი, ნუთუ ამას ვერ ხვდები? გგონია იქ დავბრუნდები და აქ მარტოს დაგტოვებ? _
საკუთარ ხელებს დააჩერდა დაფიქრებული.

_ რატომ ვართ ადამიანები ასეთი სულსწრაფები? და რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს აფექტურად. ცოტა რომ მეფიქრა? რამე რომ მეთქვა, იქნებ ამ ტკივილს ავარდები თავს.
მისი სიტყვები ძალიან მენიშნა. ამოვიოხრე.

_ სან შენ მაინც მოგიწევს სახლში წასვლა! ხომ ასეა მამა?_ ნათქვამის სისწორისთვის მამას ვკითხე აზრი. მაგრამ მამას დედამ დაასწრო.

_ აუცილებლად უნდა დაბრუნდე, თუნდაც ცოტა ხნით, მე როგორც დედა გეუბნები ამას!_ სანი წამოდგა და ირას მიუახლოვდა.

_ მადლობა, რომ ასე გესმით ჩემი! მადლობა, რომ სახლი მომეცით, როცა მიჭირდა. მადლობა, რომ სითბო არ დაიშურეთ, როცა სულში მციოდა! თქვენ ჩემი ოჯახი ხართ, ჩემი ხალხი ხართ!_ უთხრა და დედაჩემს ჩაეხუტა. გულაჩუყებულმა ირამაც ხელები მოხვია ისე ჩაიკრა გულში, როგორც მე მეხუტებოდა ხოლმე, როცა დარდიანს მხედავდა.

_ ვიცი და წავალ კიდეც, მხოლოდ ვისურვებდი რომ.._ სიტყვა აღარ გააგრძელა. ისევ საკუთარ ხელებს დახედა მოწყენილმა.

_ სანტინო!_ დაფიქრებული ხმა ჰქონდა მამას_ თუ გინდა, ჩვენც შენთან ერთად წამოვალთ! თუ მარტო წასვლა რთულია შენთვის!
სახე გაებადრა სანის. ამოისუნთქა.

_ მართლა? მე კიდევ თხოვნაც ვერ გავბედე, იქნებ არც გსურდათ სხვის ოჯახურ დრამაში მონაწილეობის მიღება._ მხიარულად წამოდგა ფეხზე_ დღესვე ვნახავ ჰუგოს და ვეტყვი, რომ ყველანი მივდივართ სახლში!

სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი, როგორმა გულნატკენმაც არ უნდა დატოვოს საკუთარი სახლი, მშობლიური სახლი მაინც სხვა სახლია. იქ დაბრუნება საკუთარ თავთან დაბრუნებას ჰგავს თითქოს. უცნაურად იცის მიჩვევა და მოგონებები, რომლებიც ამ სახლთან გაკავშირებს ხდებიან ის თვალით უხილავი ძაფები, რომლებიც მუდმივად შინისკენ გაქაჩებიან.

ვფიქრობ სწორედ ამგვარ მიზიდულობს გრძნობდა სანტინოც. ისევე, როგორც მე. უკვე ორი წელი ხდებოდა , რაც მე და სანი ერთმანეთს შევხვდით და ის ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. თითქოს ორივე სახლაში ვიყავით, მაგრამ მასაც და მეც მუდმივად გვქონდა მიზიდულობის შეგრძნება. ისეთი გრძნობა გვდევდა თან, თითქოს სადღაც წასასვლელები ვიყავით, თითქოს გვაგვიანდებოდა სადმე. შფოთვასავით თან გვდევდა ეს უცნაური გრძნობა. თავს მყუდროდ თითქმის ვერასდროს ვგრძნობდით. სანტინოსი არ ვიცი, მაგრამ მე იქნებ სინამდვილეში სახლი კი არა ბაქარი მიზიდავდა საქართველოსკენ?!

მეორე დღეს დილითვე მოვიდა ჰუგო. უცნაური კაცი იყო, გარეგნობას თუ არ ჩავთვლით, თითქმის არ ჰგავდა საკუთარ ძმას. სანი უფრო მორცხვი გაუბედავი და წყნარი იყო. აი ჰუგო კი პირიქით. მოძრავი, ენერგიული, ინტერესიანი იყო, თამამი და ოდნავ თავხედიც კი ეთქმოდა. უცნაური ყურება იცოდა, თითქოს შენს შესწავლას ცდილობდა და ამ მზერით გაბნევდა. როცა მის თვალებს მოულოდნელად გადააწყდებოდი.
არანაკლებ კარგად უკრავდა სანტინოსავით. და სიმღერაც არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ეს ყველაფერი იმ რამოდენიმე დღეში შევიტყვეთ მასზე, რაც გასამგზავრებლად საჭირო სამზადისს მოვანდომეთ.
ბოლოს ჩავბარგდით მისსავე მოზრდილ მანქანაში და კატალონიაში გავემგზავრეთ.

გოგოსთვის , რომელიც მიგზაურობის დიდი ისტორიით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, და რომელსაც დეპრეია სჭამდა შიგნიდან. ეს მოგზაურობა სასწაულის ტოლფასი იყო. ცოტა ხნით მართლა გადამავიწყდა დარდი და საწუხარი. ბედნიერებას გული და სული გავუხსენი და გავმხიარულდი.
სანი გიტარაზე უკრავდა და გვართობდა. ხან ესპანურ, ხან კი ჩემგან ნასწავლ ქართულ სიმღერებს მღეროდა აქცენტით და შეცდომით, მაგრამ მე მაინც ძალიან მიხაროდა. დულსე მიო კი ჩემს კალთაში გაშხლართულიყო და ამ ქცეყნად არაფერი არ ანაღვლებდა საკუთარი თვაის გარდა.

აშკარად გველოდებოდნენ. ჰუგოს გაფრთხილებული ჰყავდა მშობლები, რომ სანტინო ჩვენთან ერთად ბრუნდებოდა.
მანქანა გაჩერდა თუ არა ვერანდიდან საშუალო სიმაღლის შავგვრემანმა ულამაზესმა ქალმა ჩამოირბინა. ფარფალა ჭრელი სარაფნით და მოწნული ქუდით. ქუდი გზაშივე მოიხადა და გვერდზე მიაგდო.
ხელგაშლილი მორბოდა

_ სანტინო შვილო!_ ყვიროდა თან.
სანი მანქანიდან სწრაფად გადავიდა და დედისკენ რამდნიმე ნაბიჯი გადადგა. მაგრამ უფრო ფრთხილად და გაუბედავად. ქალი მოვარდა, ბიჭი გულში ჩაიკრა. ჯერ კოცნა და აღელვებული სწრაფად რაღაცას ეჩურჩულებოდა. შემდეგ კი მოფერებით რომ იჯერა გული, ყურში ხელი ჩაავლო და პატარა ბავშვივით გადაუგრიხა.

_საძაგელო, საზიზღარო ბიჭო!_ ეჩხუბებოდა თან.

_კარგი დედა, ისედაც მახინჯია და ყურს თუ მოაგლიჯავ სულ მთლად საშინელი იქნება!_ გამოეშველა მაღალი მხარბეჭიანი და ორივე ძმისგან სრულიად განსხვავებული ქერა ბიჭი. აშკარად როდრიგო. როგორც სანისგან ვიცოდი, მათი დიდი ბებია გერმანელი ყოფილა და როდრიგო სწორედ მას ჰგავდა.

_ რანაირად მოხდა რომ სამივე ჟურნალუდან გადმომხტრებს ჰგვანან? _ გაიოცა ირამ. გამეღიმა, დედაჩემი იშვიათად არიგებდა კომპლიმენტებს. მამა დუმდა. ვუყურებდი და ვხედავდი ვენახებს გაჰყურებდა უცნაური სევდით. ალბათ საქართველო თუ გაახსენა ვაზმა.

_ მამა!_ გამოვაფხიზლე ფიქრებში ჩაძირული. სანტინომ მშობლები მოიყვნა და გაგვაცნო.

_ მამაჩემი პაბლო, დედა მია, ესენი კი ჩემი შეძენილი ოჯახი არიან. სერგი, ირა და ნელი!_ ჩვენ შორის დადგა და მე და ირას მხრებზე ხელი გადაგვხვა.
მია მართლა ბედნიერი იყო, თვალები უღიმოდა. ჯერ დედას გადაეხვია, მერე მე.

_ მე ყველაფერი ვიცი, ჰუგომ მიამბო_ ჰუგოს გაუღიმა._ მადლობა ძალიან ცოტაა თქვენთვის, თქვენ მე შვილი დამიბრუნეთ!

არ შემიხედავს ამ ამბისთვის ასე, მაგრამ მია სადღაც მართალი იყო. რომ არა ჩემი მშობლების მუდმივი შეგონება, მზრუნველობა და მხარდაჭერა, სანი არ დაუბრუნდებოდა საყვარელ საქმეს. რომ არა მათი გულისხმიერება ალბათ ის ისევ ქუჩის მუსიკოსი იქნებოდა და ჰუგო ვერც მიაგნებდა.

მიას კაგად ჰქონდა გააზრებული ეს ყველაფერი. პაბლომ მამას ხელი მაგრად ჩამოართვა. ოჯახისგან განსხვავებით ის ცოტა სიტყვაძვირი იყო, მაგრამ ძალიან კეთილი და თბილი გამოხედვა ჰქონდა. ხასიათით როდრიგოც პაბლოს ჰგავდა მგონი.

საღამოს ვერანდაზე დავსხედით, სასიამოვნო საღამო იყო. მამამ და პაბლომ საერთო ენა სწრაფად გამონახეს. შეიძლება გასაკვირი არც იყო მეღვინისგან, რომ პაბლო შორიდან, მაგრამ მაინც კარგად იცნობდა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს. უამრავი კითხვა ჰქონდა, ჩვენებურ ყურძნის ჯიშებზე, დაწურვასა თუ ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიებზე. მამაპაპურ ქვევრებზეც უამრავი კითხვა დაუსვა. მამა უყვებოდა იმერეთში ეზოში დაფლული ქვევრის შესახებ, რომელიც ბაბუაჩემმა ჩემი დაბადების დღეს დაბეჭდა და ზუსტად ჩემი ხნის იყო. ახლაც, მოუხდელი და დაბეჭდილი.
გაოცდა კაცი, გადაირია. რისთვის ინახავს, რას ელოდებაო, დაინტერსდა.

_ ნელიკოს ქორწილს ელოდება, რომელსაც იქ, იმერეთში გადაუხდის. იმ ხის ქვეშ, რომელიც მამამ ჩემი დაბადების შემდეგ დარგო. _ აუხსნა მამამ და ამაზე კიდევ უფრო გაოცდა პაბლო.

_ რა სიმბოლური ტრადიციაა! რა საოცრებაა! თუ დამპატიჟებთ აუცილებლად გეწვევით ნელის ქორწილში!_ იცინოდა პაბლო. მეც გამეღიმა და ჩემი ქორწილი გამახსენდა. ჩემი არშემდგარი, ჩაშლილი და სევდიანი ქორწილი. უეცრად მოვიწყინე.

_ ნელი წამოდი, გავისეირნოთ!_ სანიმ იგრძნო ჩემი ხასიათის ცვლილება და მაშინვე შემომეშველა. ხელი გამომიწოდა და ნელი სეირნობით დავუყევით სანაპიროსკენ მიმავალ ბილიკს.

ისე მივადექით სანტინოს საიდუმლო ადგილს, ვერც კი გავიაზრეთ. სანი რომ შედგა და თვალი ქარაფის პირას მდგარ სკამს გაუშტერა, მაშინღა გავიაზრე, სად ვიყავი.

_ საერთოდ ვინ მოიგონა ეს სიყვარული ჰა?_ აბუზღუნდა ჭირვეული ბავშვივით .

_ ვინმესთვის სიკეთე მოუტანია საერთოდ?

_ ვიღაც მოცლილმა მოიგონა სან!ან ვიღაც მაზოხისტმა!_ მხარი ავუბი მეც.

_ჰოო, გატეხილი გულების საიდუმლო კლუბია?_ სიცილით მოგვეპარა უკნიდან ჰუგო და ჩვენს შორის ძალით ჩაეკვეხა. სანიმ ცერად გახედა, აშკარად არ ესიამოვნა მისი სითამამე. მე კიდე მასზე გამეცინა, აღმოვაჩინე, რომ სანიც ისევე ეჭვიანობდა ჩემზე, როგორც მე მასზე.

_ ჰუგო, ზოი სადაა? იმის მერე აღარ გინახავს?_ ისე მოულოდნელად მოიკითხა ზოი, მარტო ჰუგოს კი არა მეც გამაცია ცივად.

_ მასზე საუბარი აუცილებელია?_ სივრცეს გაუშტერა თვალი ჰუგომ და სახეზე წამის წინანდელი ბედნიერების ნასახიც კი აღარ დარჩა.

_ არც ის გამოვა, თუ მასზე არაფერს ვიტყვით!_ ისეთი უდარდელი ხმა ჰქონდა სანტინოს, რომ არ მცოდნოდა მისი ტკივილი, დავიჯერებდი, რომ მართლა არ ედარდებოდა არაფერი.

_ იყო მოსული, მხოლოდ მაშინ, როცა გაიგო, რომ ექიმებმა გავლის იმედი მომცეს._ ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა ჰუგოს, შემეცოდა. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. შემდეგ სანიმ ჩამავალ მზეს გახედა და გაეცინა.

_ სამყარო ასეთი მშვენიერია და ჩვენ აქ ზოის გამო მოვთქვამთ, ის კი ღმერთმა იცის, სად გრიალებს!_ ჰუგოსაც გაეღიმა.

_ ჰოოო, უსამართლობაა!_ დაეთანხმა უმცროს ძმას.

_ჰუგო!_ მძიმე ხმა ჰქონდა სანის და სერიოზული_ ნელიკო ზოი არ არის! ის ჩემი დაა!
არ ვიცი, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ იმის გამო, რომ მიფრთხილდებოდა და ჩვენს ურთიერთობას აფასებდა, სანი ცხოვრებაში პირველად იყო გაბედული და იმას იცავდა, რაც ასე ეძვირფასებოდა.

_ ვიცი!_ პატარა ბავშვივით გაიბუსხა ჰუგო.

_ ჩავთვლი რომ ჯეკპოტი მოვიგე ამ დედისერთა გოგომ! ციდან ტუზივით დამეცა სამი ძმა, იმედია არც როდრიგო იქნება უარს! _ გულიანად ვიცინოდი მე.

სახლში სხვა გზით დავბრუნდით. გრძელი, ვიწრო გზა იყო და ხეებს შორის სახლისკენ მიიკლაკნებოდა.
უცებ სანი გაჩერდა, ერთ ცარიელ ადგილს მიაჩერდა ხეების თანაბარი მწკრივიდან ამოღებული კბილივით რომ მოჩანდა.

_ ჰოო, პაბლომ მოჭრა ეგ ხე! ამბობდა, რომ ყოველი გავლისას ახსენებდა მომხდარს!_ რა უცნაურია, რომ ერთი ადამიანის ამბიციურობას და დაუფიქრებლობას ხშირად მთელი ოჯახის ტრაგედია მოჰყვება ხოლმე. ამ დროს ტკივილი იბადება, რომელიც მთელ ოჯახს თანაბრად სტკივა, მაგრამ იარად მხოლოდ ერთ_ერთ მათგანს რჩება.

_ ნელიკო გათხოვილი ხარ?_ მკითხა ჰუგომ როცა უკვე სახლში ვერანდაზე ვისხედით და ბეჭედზე დამაცქერდა.

_ შენთვის არ უსწავლებიათ, რომ ყველაფრის კითხვა არ შეიძლება?_გაცხარდა სანტინო.

_ სანი არაუშავს, არაფერია ამაში დასამალი, კი გათხოვილი ვარ. ჩემი ქმარი კი საქართველოში ცხოვრობს, უბრალოდ ასე გამოვიდა!_ როდესღაც ხომ უნდა შემძლებოდა ბაქარზე ხმამაღლა საუბარი?! იქნებ ახლა უნდა დამეწყო?

როცა გაიგეს დიასებმა, რომ სასტუმროში ვაპირებდით დარჩენას ზუსტად იმერელი აზნაურებივით გამოიდეს თავი, ოღონდ სრულიად გულწრფელად და საკუთარ ჭერქვეშ მოგვიჩინეს ბინა. მთელი კვირა ერთად ვატარებდით დროს, მოგვეწონა ერთმანეთი და კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მით უფრო პაბლომ და სერგიმ შეხედეს ერთმანეთს კარგი თვალით. მთელი დღეები ვენახს არ შორდებოდნენ, და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქართველოში უნდა ჩასულიყვნენ, რათა იქაური ღვინის დაყენების ტექნოლოგია ესპანეთშიც მოესინჯათ.

საღამოს ღვინოს ვწრუპავდით და ათას რამეზე ვჭორაობდით. დედები სამზარეულოში აწყობდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და ერთი კვირა ისე უცებ გაიპარა, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარით. დულსე მიო სრულ განცხრომაში იყო, ეს მიწაზე ფეხდაუდგმელი კატა მთელ მიდამოში დაწანწალებდა, მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა სახლში და სარწეველაში გაშხლართულს ეძინა ხოლმე დილამდე. ასე გამოდის , რომ რაც არ უნდა კარგ პირობებში გყავდეს ცხოველი ბინაში, ის მაინც ბუნების შვილია და თავს ბუნებაში უკეთესად გრძნობს.

ჰუგომ არ მოისვენა, უფრო სწორედ ვერ მოისვენა, სანამ ბაქარის და ჩემი ამბავი დეტალურად არ გამომკითხა.

_ და ასეთი სიყვარული ერთი სულელი ქალის უაზრო ცანცარს გადააყოლე?! საქართველიშიც ბევრი ზოი ყოფილა!_ სერიოზულად გაბრაზდა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ და ასე გაბრაზებული წავიდა სასეირნოდ. მაშინ გავიაზრე, რომ კაცი ყველგან კაცია და არც ეს მტკიცებულება შეიცვლება როდესმე.

_ რა ეძგერა?_ ახლა ამაზე გაბრაზდა სანტინო.

_ რა ეძგერა და გული დასწყდა! თავადაც ხომ წრფელ სიყვარულს ეძებდა და ზოი კი შერჩა ხელში! ცოტათი მაინც დამმსგავსებოდით გონიერებაში ძმები!_ როდრიგო მართალი იყო, საპასუხოდ სიტყვა ვერ იპოვნა სანტინომ.

ზუსტად წამოსვლის წინა საღამოს ჰუგომ მითხრა, რომ ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდათ ძმებს. ვერანდაზე დამსვა სარწეველაში, ხელში წითელი ტკბილი ღვინით სავსე ბოკალი დამაკავებინა. სანი ჩემს პირდაპირ დაჯდა გიტარით ხელში, ჰუგომ როდრიგო ლამის წიხლისკვრით გამოაგდო ვერანდაზე და სანის მიუსვა გვერდით და ხელში პატარა ჩხარუნა მიაჩეჩა.
თავადაც გიტარა დაიკავა და მოემზადა. მოულოდნელად ქართულად დაითვალა:

_ ერთი, ორი, სამი!_ და სიმებს ჩამოკრა.
სანი და როდრიგოც აჰყვნენ დაკვრაში და სანტინომ აქცენტით დაიწყო ნაცნობი სიმღერა:

_ შავთავალა ხუჭუჭთმიანი
ჩემს გულში შემოპარულა,
იგი ოცნების ზღვა არის,
მე მასზე ვფიქრობ ფარულად..._ არ ვიცი, რას აკეთებდა ბაქარი იმ წამს. რას ფიქრობდა, რა სტკიოდა თუ უხაროდა, მაგრამ აქ ესპანეთში ჩემი ახლად შეძენილი სამი ძმა სწორედ მასზე მღეროდა და მიღებული გადაწყვეტილების სიმართლეში მარწმუნებდა. რომ მე ფეხზე მყარად დგომა უნდა მესწავლა და მისთვის უკან საქართველოში დავბრუნებულიყავი.
თითზე მბრწყინავ ბეჭედს დავხედე. თითი გადავუსვი და საკუთარ თვას დავპირდი, რომ სუსტი,მტირალა და ჭირვეული ნელიკოს ადგილი აღარ იქნებოდა ჩემს გულში. ვენახებს გავხედე და მათ მიღმა მთვარე ანათებდა. სავსე, თეთრი და ლამაზი მთვარე. სწორედ ისეთი, როგორიც მაშინ სოფელში, უკვე ლამის ორი წელი იყო გასული იმ ღამიდან, აქნებ ცოტა მეტიც და მე ჯერ ისევ ცხადად მახსოვდა ყოველი წამი.

_ როგორ ხარ ბაქარ!_ ვკითხე სიცარიელეს. _ შეხედე ბაქარ რა ლამაზი ცაა! წარმოვიდგინე, რომ ჩემს გვერდით იჯდა.
თუმცა ვტყუოდი, მის გვერდით ბევრად ლამაზი იყო ცაც და მთვარეც. აქ ამ სილამაზეს უმისოდ რაღაც აკლდა. უკმარისობის მუდმივი შეგრძნება განმიახლდა. ბაქარი მაკლდა და მჭირდებოდა. თუ ეს დრო საკმარისი არ იყო მის დასავიწყებლად, გამოდის, მისი დავიწყება არც მეწერა. დაბრუნების დრო იყო. ცხოვრების განახლების, წინ წასვლის და ბედნიერების.

_ დრო მოვიდა ბაქარ!_ ვუთხარი მის ლანდს ჩურჩულით და თვალზე დაგორებული ცრემლი ხელის ზურგით მოვიწმინდე.
ავდექი და აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტო ვიჯექი ვერანდაზე. როდის გავიდნენ ბიჭები არც გამიგია. რადგან ჩემი წარმოსახვითი სამყარო ჯერ კიდევ
ბევრად უფრო ძლიერი და სასურველი იყო, ვიდრე რეალური. სწორედ ამ წარმოსახვითი სამყაროს ბლანტ და მათრობელა ჭაობში ჩაძირვის და ჩახრჩობის საშუალება არ მომცა სანტინომ.

ფეხებში დულსე ამეხლართა. ხელში ავიყვანე, ფუმფულა ყელში ვაკოცე და ვკითხე:

_ შენც მოგენატრა ის საძაგელი არა?_ დულსე აფართხალდა, აშკარად საკუთარი საქმე უფრო აღელვებდა, ვიდრე მე და ბაქარი. დულსე ბევრად რაციონალური იყო ვიდრე მე, ის იბრძოდა იმისთვის, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნდა სწორედ იმ წამს.


6

ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ რაღაც გამოსწორდება,
თავისთავად და ჩვენგან უთქმელად... მაგრამ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ასე არ ხდება. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ასე ბევრად მარტივი იქნებოდა ცხოვრება. სასიხარულოდ კი იმიტომ, რომ იმ შანსს დავკარგავდით გაუბედავი ნაბიჯების გამო რომ ვერაფრით მოგვეცემოდა.

სახლში დაბრუნებიდან დაახლოებით ორ კვირაში, ერთ საღამოს სანი ყვირილით შემოვარდა სამზარეულოში. პირდაპირ ირას ეძგერა და რაღაც საიდუმლო ჩურჩული გაუბა. შიგადაშიგ შეთქმულებივით გამომხედავდნენ და ბედნიერება პირდაპირ თვალებიდან ეღვრებოდათ. ვერ მივხვდი, რა უხაროდა სანის ასე ძალიან, ან რატომ ჩურჩულებდა დედა მხოლოდ მასთან.

რამდენჯერმე ვცადე გამეგო, მაგრამ პასუხი არც ერთმა გამცა. მხოლოდ იღიმოდნენ და დუმდნენ. რამდენჯერმე თავზეც წავადექი ამ ორს ჩუმად მოჩურჩულეს. აშკარად ჩემს სახელს ახსენებდნენ, მაგრამ ჩემი დანახვისთანავე სხვა თემაზე გადაჰქონდათ საუბარი და უცნაურ კმაყოფილებას, სახეზე რომ ეწერათ, ვეღარ იშორებდნენ.

და აი ერთ საღამოსაც, როცა მთელი ოჯახი მაგიდასთან ვისხედით, სანიმ საზეიმო და ბედნიერი სახით ჩემს წინ თეთრი მოზრდილი კონვერტი დადო. გაოცებულმა გავხედე მათ. მამამ აშკარად არაფერი იცოდა და მასაც ჩემსავით აინტერესებდა, მაგრამ დედას და სანტინოს თვალები უციმციმებდათ. კონვერტი ხელში ავიღე და მივხვდი, ერთ_ერთი ქართული გამომცემლობიდან იყო.
ნელა გავხიე. ნაბეჭდი ხელნაწერი და მოსაწვევი ამოვიღე.

_ ეს რა არის?_ ვკითხე გაოცებულმა ჩემებს.

_ წაიკითხე ნელიკო, წაიკითხე!_ხელები მოუთმენლად მოიფშვნიტა სანიმ. მოსაწვევი ავიღე და წავიკითხე. ვერ მივხვდი და ისევ თავიდან გადავიკითხე. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სადღაც სხვაგან ვიყავი და მისაღებში განვითარებულ სცენას სადღაც მაღლიდან დავყურებდი.

_ თქვენ რა ხუმრობთ?_ამოვხედე სანის_ როგორ? რანაირად?

_ სანიმ გააგზავნა შენი სახელით, დარწმუნებული იყო გაიმარჯვებდი!_ დედამ ხელი მოხვია სანტინოს.

_ გავიმარჯვე?_ ისევ ვერ დავიჯერე და ხელნაწერი ავიღე. ეს ხომ ჩემი პირველი წიგნის შავი ვარიანტი გახლდათ.

_ ღმერთო ჩემო! არ მჯერა! მამა ნახე!_ მამას მოსაწვევი ეჭირა და თვალცრემლიანი კითხულობდა.

_ სან! დე! ჩემი წიგნი დაიბეჭდება?! გესმით?_ ისე ვიყავი აჟიტირებული, როგორც პატარა ბავშვი სკოლაში პირველად წასვლის წინ.

_ სან მადლობა, როგორ გითხრა? რა გავაკეთო?_ ასე მეგონა, ყველა სიტყვა უძლური იქნებოდა მისდამი ჩემი მადლიერების გამოსახატავად.

_ უბრალოდ ჩამეხუტე!_ ხელები გაშალა სანტინომ და მეც მაგრად ჩავეხუტე.

_ ახლა კი, საქართველოში უნდა დავბრუნდეთ!_ სხვათაშორის თქვა მან და მე სიცივემ დამიარა სხეულში. შევკრთი. სანტინოს ამოვხედე.

_ რა თქვი?_ ვკითხე დაბნეულმა.

_ რა და საქართველოში ვბრუნდებით ნელიკო!_ მტკიცე ხმა ჰქონდა მას.
იმდენად მტკიცე, რომ ჩემს გულსაც ამტკიცებდა ამ ხმით. დავფიქრდი. რატომაც არა? სწორედ ასეთი მიზეზი მჭირდებოდა დასაბრუნებლად საჭირო გამბედაობის მოსაკრებად.

_ მართალი ხარ! დაბრუნების დროა!_ ვუთხარი და წელში გავიმართე.

ადამიანები ვცდილობთ სიმართლეს დავემალოთ.
მაგრამ რატომღაც იმას არასდროს ვფიქრობთ, რომ რაც არ უნდა ვმალოთ ან ვემალოთ რეალობას ის მაინც არ შეიცვლება. ის იმადვე დარჩება, რაც სინამდვილეშია. შევიცვლებით მხოლოდ ჩვენ. ერთ დროს ლაღები და გამბედავები ვიქცვით მხდალ და ლაჩარ არსებებად, ვინც ბრძოლის და ნამდვილი ცხვრების ნაცვლად ცრუ სიმართლეში არსებობას არჩევს.

მეც სწორედ ასე ვიმალებოდი, მისგან შორს და რატომღაც მეგონა, თუ ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებდი, ჩემი ტკივილის მიზეზი არსებობას შეწყვეტდა. ახლა უკვე პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სწორედ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ სიცრუე და მეტი არაფერი. რადგან სწორედ ბრძოლაა ნამდვილი ცხოვრება. თუნდაც გარდაუვალი დამარცხება გელოდეს, ცხოვრება ამ ბრძოლად ღირს. მხოლოდ მაშინღა გავიაზრე, რომ მე ლაჩარივით დავნებდი. რომ ვიღაცას, თუნდაც ბაქარს, ჩემთვის ბედნიერების წართმევის უფლება მივეცი.
ბაქარს ვინ ჩივის, ალისკას როგორ დავუთმე ჩემი ბედნიერება? ვიცი ჯინიანი პატარა ბავშვივით გამომდის , მაგრამ ბავშვები ყველაზე წრფელები არიან ურთიერათობებში და ყველაზე უკეთ ახერხებენ სასურველზე კონცენტრირებას. რა არის სხვა ცხოვრება, თუ არა სწრაფვა სასურველისკენ?! ხოდა მეც შეიძლება ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ მაინც გავიაზრე ეს მარტივი ჭეშმარიტება.

როგორც პატარა ბავშვი ითვლის დღეებს დაბადების დღემდე, მეც ასე ვითვლიდი დღეებს დაბრუნებამდე. ვნერვიულობდი და განვიცდიდი მასთან გარდაუვალ შეხვედრას.
ვფიქრობდი, ვაითუ მის გულში ჩემთვის აღარ იყო ადგილი. მას ხომ ჩვენი დაშორების შემდეგ ერთხელაც კი არ მოუწერია ჩემთვის. მას უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა, რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო. რა მქონდა მე?
რა მიზეზი მქონდა, რომ წინ სვლის ხალისი არ დამეკარგა? სანტინომ მიმახვედრა, რომ მე უმთავრედი მიზეზი მქონდა, რათა ჩემი ოცნებებისთვის მებრძოლა. მე ჩემი თავი მყავდა. უპირატესი ყველასა და ყველაფრის წინაშე და თუ ჩემი საკუთარი თავის ბედნიერებისთვის ბაქარი იყო საჭირო, სულ ცოტა უნდა მეცადა მაინც. იმას ხომ აღარ ვიტყოდი, რომ მეცადა, იქნებ ...
სინანული ყველაზე ღრმა და დამანგრეველი უფსკრულია მოუნელებელი სევდაა. იქნებ! რომ! ნეტავ!
ჩვენ ყველა საკუთარი უაზრო პრინციპებს გამო საკუთარ თავს თავად ვტკენთ გულს და მერე სხვებს ვაბრალებთ.
თუ მე დღეს მზად ვიყავი მებრძოლა მისთვის იგივე მიზეზის მიუხედავად, რა მიზეზითაც მაშინ დავტოვე, ამიხსენით, მაშინ რაღატომ ვკარი ხელი საკუთარ მეს და რატომ გადავჩეხე უიმედობის და ტკივილის ოკეანეში?!
იმიტომ რომ ადამიანებისთვის ამდენად ჩვეული და დამახასიათებელია საკუთარი თავის სიბრალული! მე მაშინ ბაქარის ღალატზე მეტად საკუთარი თავის სიბლბრალულს განვიცდიდისწორედ და ეს ვერაფრით მოვინელე.

საქართველოსკენ მე, სანიტინო და დულსე მიო გამოვემგზავრეთ. ისეთი დაძაბული ვიყავი, თითქოს აეროპორტშივე დამხვდებოდა ჩემი იქიდან გაცევის მიზეზი. რა თქმა უნდა, სანი ხვდებოდა ჩემს ემოციებს. ცოტა ხნის წინ ხომ თავადაც მსგავსი რამ გამოსცადა.

აეროპორტში შემოსვლის თანავე დამრია ხელი მოგონებებმა. გამახსენდა ? სასაცილო ნათქვამია ! არც არასდროს დამვიწყებია. ამ მოგონებებით ვიცხოვრე ორ წელზე მეტი და ახლაც სწორედ ამ მოგონებებმა მაიძულეს უკან დაბრუნება.
იმაზეც ვფიქრობდი, შეიძლებოდა თუ არა რომ ეს დაბრუნება გვიანი ყოფილიყო. მაგრამ იმაზე მეტად ვეღარ და აღარ შეიძლებოდა დავმსხვრეულიყავი ვიდრე აქიდან წასვლისას ვიყავი.

ასე რომ მე ახლა საკუთარ თავთან მაინც ვიყავი მართალი. არ ვიცი რა იყო ეს გრძნობა, წრფელი სიყვარული, გიჟური ვნება, თუ მართლაც სტოკჰოლმის სინდრომი, მაგრამ მე ამ გრძნობას ვერ მოვერიე. ამიტომაც დავბრუნდი.
ჩემმა მშობლებმა ძალიან კარგად იცოდნენ, სინამდვილეში თუ რატომ ვბრუნდებოდი სამშობლოში.

დედა უპირობოდ ჩემ მხარეს იყო. თუნდაც კიდევ ერთხელ დამეშვა შეცდომა. აი მამა კი ჯიუტად დუმდა და თავის პროტესტს და უკმაყოფილებას ამ დუმილით გამოხატავდა. არ ვიცი, იქნებ იმეფი ჰქონდა, რომ შერიგება შეუძლებელი იქნებოდა. ანდაც პირიქით, რომ ყველაფრის მოგვარებას შვძლებდი, მაგრამ ბაქარს კვლავ არ ახსენებდა არც ავად და არ კარგად. ეს ადამიანი სერგისთვის უბრალოდ არ არსებობდა.
მაგრამ მამამაც კარგად იცოდა, რომ მე ნებისმიერ ვარიანტში წერტილი უნდა დამესვა წარსულისთვის და ახალი თავი ისე გადამეშალა. და რას დავწერდი ამ ახალი ცხოვრების სუფთა ფურცლებზე ეს მხოლოდ ჩემი ადამიანური თავისუფალი და პირადი არჩევანი იყო. მამა ბაქარს არა, მაგრამ ჩემს სურვილს მხარს უჭერდა და პატივს სცემდა.

პირველივე ნაბიჯის შედგმისთანავე ვიგრძენი, რომ მე სახლში ვიყავი! ჩემს ნავთსაყუდელში! ჩემს თავშესაფარში! რამდენი მოგონება იყო ამ კედლებში?! ტკბილიც, მწარეც. აქ მთელი ცხოვრება იყო. მისაღებში თაროს მივუახლოვდი და ჩვენი ქორწილის სურათებით სავსე კონვერტი ავიღე ხელში. ზუსტად წამოსვლის საღამოს რომ მომიტანა კურიერმა და გაუხსნელად რომ მივაგდე თაროზე. თაროზე და არა ნაგბისყუღში! ზოგჯერ სულ ერთი პატარა ქმედებაც კი ჩვენს ნაცვლად საუბრობს. მე ვფიქრობდი, რომ უკან დასაბრუნებელ ხიდებს ვწვავდი, მაგრამ წარსულთან ფაქიზ და ძლივს შესამჩნევ ძაფებს ვაბამდი. იმ ძაფებს, რომლებსაც ერთ დღესაც ღუზად მოვეკიდებოდი და ტკივილის ოკეანის ფსკერიდან თავის დასაღწევად გამოვიყენებდი.

იქვე დივანზე დავჯექი და კონვერტი გავხსენი. პირველივე სურათზე სუნთქვა შემიჩერდა. ორი წლის მანძილზე ბაქარს მხოლოდ ფიქრებში, ოცნებებში და სიზმრებში ვხედავდი. არც მისი და არც ჩვენი ერთობლივი, ერთი პატარა სურათიც კი არ წამიღია ესპანეთში. ვფიქრობდი, თუ ვერ დავინახავდი, ადრე თუ გვიან მისი სახე გაუფერულდებოდა და გადამავიწყდებოდა. კი მართალი ხართ, ადამიანის სისულელეებს საზღვარი არ აქვს!
ერთი პაწაწუნა ხალიც კი არ დამვიწყებია, ერთი პაწაწუნა წამითაც კი,!
მაგრამ მაინც სურათს რომ დავხედე ჩემში ვულკანივით აბობოქრდა მონატრება და ამ მონატრებისგან გამოწვეული ტკივილი.
დაუძლეველმა სურვილმა ამიტანა თითები მის ხუჭუჭა თმაში ამეხლართა, ცხვირი მის ყელში ჩამეყო და მისი სურნელი მესუნთქა და კვლავ ფარივით მეგრძნო მისი სხეულის სიმტკიცე.

არ ვიცი რამდენად ვახერხებ თქვენამდე ჩემი ემოციების მოტანას. მაგრამ მე კი ლამის გამახრჩო ყელში გაჩხერილმა მწარე ბურთმა.
თუ აქამდე არ მჯეროდა ახლა დავიჯერე, რომ მე უმისოდ ჩემი საკუთარი თავის მხოლოდ ნამცეცი ვიყავი.

სანტინო ცდილობდა არ ესაუბრა. თითქოს საკუთარ თავთან მარტო ყოფნის საშუალებას მაძლევდა.
არ მღლიდა და უსიტყვოდ მედგა მხარში. შემდეგში ჩვენ ერთად დავდიოდით გამომცემლობაში, ერთად ვხვდებოდით საჭირო ხალხს. მან ჩემი ერთგვარი მენეჯერის ფუნქციაც შეითავსა. დაახლოებით კვირანახევარი ისე გავიდა არავის შევხმიანებივარ. აზრზე მოსვლას ვცდილობდი.

_ სან, რაღაცინდა გთხოვო!_ დავუჯექი ერთ საღამოს.

_ მისმინე, არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკანდასახევი გზა მქონდეს. ამიტომ ერთ რამეში უნდა დამეხმარო._ სანი ყურადღებით მისმენდა.

_მე ყველას ვეტყვი რომ ჩემი საქმრო ხარ! ყველას! ეს აუცილებელია ჩემთვის და მაპატიე თუ გეგონება , რომ გიყენებ!_გაეცინა.

_მაგ ცირკის დადგმას თუ აპირებდი, ჰუგოც უნდა წამოგვეყვანა!_ ახლა მე გამეცინა. ჰუგო ისე გააგიჟებდა ბაქარს, რომ ალბათ მუშტი_კრივის გარეშე ვერ გადარჩებოდნენ. ისე ხასიათით და ტემპერამენტით რაღაცნაირად ჰუგო ბაქარს მართლაც ჰგავდა.

ნანუკას რომ ვატყუებდი, სინდისი მქენჯნიდა. თითქოს არც დამიჯერა. მაგრამ არ გამოუხატავს ღია აგრესია. აი სნდრო კი მართლა გადამერია, როცა სოფლიდან ჩამოსულს "ახალ საქმროსთან" ერთად დავხვდი სახლში.

_ ვინააო? საქმროო?_ მოხოტრილ თავზე შემოიწყო ხელები და ოთახში გაიარ_ გამოიარა._ ახლა ნუ გადამრევ გოგო შენ! რა საქმრო? ასე უცებ საიდან მოიგონე საქმრო?

_ ორი წელი ცოტა დროა?_ ვკითხე გაბრაზებულმა. ანუ ბაქარისთვის შეიძლებოდა საყვარელიც, ოჯახიც, შვილიც და ნელიკოსთვის არა?!

სანტინო იდგა და ჩუმად უსმენდა. წამითაც კი არ დასტყობია სახეზე, რომ იმდენი ქართული უკვე ესმოდა, კარგად გაეგო თუ როგორ ლანძღავდა ქართულ სტილში სანდრინო.

_ ნელიკო, მგონი არ მოვეწონე!_ ესპანურად მკითხა მშვიდად.

_ ამას არავინ მოსწონს, არც ბაქარი მოსწონდა!_ გამეღიმა მე.

_ არ ვიცი, მაგრამ აშკარად ეჭვიანობს!_ სანდროს ემოციებს სწორად კითხულობდა.

_ რას ლაპარაკობთ? ქართულად ილაპარაკე ჩემთან!_ ეჭვით უბღვერდა სანის სანდრინიო.

_ თან სანის ეძახის გოგო! მიდი ბარემ სანდრო დაუძახე და ეგაა!_ წამოცდა, რასაც სინამდვილეში ფიქრობდა.
სანდროს ეჭვიანობაღა მაკლდა. ავდექი და აივანზე გავედი. მესმოდა მისაღებში როგორ ბურდღუნებდა უფროსი სანი. სამაგიეროდ უმცროსმა იცოდა , რომ მე ჩხუბი კი არა, მზრუნველობა მჭირდებოდა იმ წამს. ჭიქით ყავა და პლედი გამომიტანა ჩვეულად, როგორც იქ ესპანეთში აკეთებდა ხოლმე.

_ ვაიმე ლა ვუკო ლააა!_ გავიგონე ნაცნობი კინოფრაზა, როგორი ირონიით გაახმოვანა სანდრომ ამის დანახვისას და მობილურზე შემომავალ ზარს უპასუხა.
რა ილაპარაკა არ ვიცი, მაგრამ ზუსტად 15 წუთში მოქანდა მისი მეკობრის შავი ხომალდი. როგორ მიყვარდა ეს მანქანა და სულელი შეყვარებული გოგოსავით ვფიქრობდი ხოლმე, რომ ბაქარს ძალიან უხდებოდა.

გული მომეკუმშა, მომეკუმშა და გაიყინა. მანქანიდან ის გადმოვიდა. არა კი არ გადმოვიდა, გადმოიჭრა. ძველებურად გადარეული, მოუთმენელი და ცეცხლოვანი.
შორიდან და შეუხებლადაც მომდო ცეცხლის ალი და ამაბრიალა.
ვიგრძენი, ვეღარ ვსუნთქავდი. სანდრო კარში სწრაფად გავიდა კიბეები ჩაირბინა და ბაქარს წინ გადაუდგა. მას ხომ მართლა ეგონა სანტინო ჩემი საქმრო. ალბათ სიტუაციის განმუხტვა სურდა. ფუმფულა პუფიდან ადგომა არც მიცდია. პირიქით უფრო ჩავიმალე. სამაგიეროდ სანტინოს სწვავდა ცნობისმოყვარეობა და აივანს არ მოსცილებია. თვალს არ აცილებდა გაცოფებულ ბაქარს.

_ ჰოოო! _ ჩაილაპარაკა ბოლოს._ ახლა მესმის რამაც გადაგრია! აქამდე მეგონა ჰუგო იყო კაცის ეტალონი, მაგრამ აღმოჩნდა ბაქარი მართლაც სასწაული გყავს. ისე მიყურებს , რომ უარს არ იტყვის ჩემთვის სიფათის გაერთიანებაზე!
_ უკან მოუხედავად მითხრა სანიმ.

_ გიხაროდეს პატარა ქალბატონო!_ მომიბრუნდა, როცა სანდრინიომ ბაქარი ეზოდან წაიყვანა._ არაა ამ კაცს სიგიჟემდე უყვარხარ!
გული გამალებით მიცემდა, თითქოს მკერდში აღარ იყო მისთვის სამყოფი ადგილი. მისკენ მექაჩებოდა. მისკენ მიიწევდა. ხტოდა და ფართხალებდა.
ცოტაც და ალბათ გამისკდებოდა მღელვარებისგან.

_ დაწყნარდი გულო! დაწყნარდი!_ მუჭი ჩავირტყი. თითქოს გაიგებდა და მომისმენდა .
ბაქარისგან შორს კიდევ ვახერხებდი მის დამორჩილებას, მაგრამ მე მართალი ვიყავი, ერთი ცის ქვეშ მე უმისოდ ვერაფრით გავძლებდი. ვიჯექი და როგორც ლოცვას ახლა ამ ორ სიტყვას ვჩურჩულებდი:

_ დაწყნარდი გულო!
დაწყნარდი გულო! დაწყნარდი გულო!



7

ამ უკიდეგანო სამყაროში მარტოობისთვის ადგილი არ უნდა არსებობდეს. რატომ რჩება ადამიანი ამ ხალხმრავალ პლანეტაზე სრულიად მარტო? რატომ ვერ პოულობს თანამოაზრეს, დარდის და სიხარულის გამზიარებელს? ამ მშვენიერ, საოცარ სამყაროში რატომ დადის ჩამქრალი თვალებით? ან უფრო უარესი, თუ გაუმართლებს და იმ ერთადერთს იპოვნის, როგორღა უშვებს შემდეგ მის დაკარგვას? ვფიქრობ და პასუხი არ მაქვს. ისევ ვიძირები საკუთარ სიმარტოვეში! ვიხრჩობი უმისობაში და მაინც ვმოძრაობ, იმედით, რომელზე საუბრის უფლებაც ალბათ აღარ მაქვს...

თითქოს მე ვიყო სამყაროს ღერძი და სამყარო საოცარი სისწრაფით ბრუნავდეს ჩემ გარშემო.
მე მესმის ხმები...
მე ვგრძნობ ხალხს....
მე ვხედავ აისებს.... მაგრამ თითქოს მე აღარ მეხება ეს ყველაფერი. დავდივარ, ვიცინი, ვტირი, ვმღერი, ვწერ, მაგრამ მე მე მაინც არ ვარ.
საკუთარი თავი მის დაკარგვასთან ერთად სადღაც დავკარგე. ისე უმისამართლდ, როგორც აეროპორტში ჰკარგავენ ბარგს. თითქოს იდენტობა აღარ შემრჩა, თითქოს საკუთარი პიროვნება წამეშალა.

რატომ ხდება ასე? საქმე ის კი არაა, რომ მე ასე ვერ ვიცხოვრებ?! რომ ვერ გავძლებ?! ან ვერ გადავიტან?!
არა! მაგრამ თავს ძალით რატომ ვიტანჯავ? აი ეს ვერ გამიგია. თქვენ გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? თავად რატომ ვტკენთ გულს საკუთარ თავებს?!

მე კი ახლა რა დამრჩენია სინანულის და ფიქრის გარდა? რა დამრჩენია მოგონობებზე ძვირფასი?
გავყურებ მონატრებულ ქალაქს აივნიდან. გავყურებ და მანძილს ვეღარ ვგრძნობ მასსა და ჩემ შორის.
ის აქ არის!
ის შორს არის!
ის არ არის და მაინც მუდმივად საკუთარ თავში ვპოულობ. დიახ, ის აქ არის, ჩემს სიმარტოვეში! ის თავად არის ჩემი მარტოობა. მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ!
ვდარდობ მის გამო და მტკივა მის გამო!
მაგრამ მაინც არ მსურს, რომ ეს ტკივილი დამთავრდეს, გამოილიოს და ამოიწუროს!
რადგან სწორედ ეს ტკივილი აკავებს მას ჩემში. რადგან ტკივილის დასრულება მისგან განთავისუფლებას ნიშნავს, მე კი არ მსურს ასეთი თავისუფლება.
მე ვიცი, რომ ეს სიცოცხლე არ არის! ეს უბრალოდ ინერციაა! ეს არის მუდმივობის მახე, რომელშიც გავები და მე ვწვები ჩემსავე ხელით შექმნილ ნიუტონის აკვანში. სადაც მხოლოდ ინერცია და უცვლელი მუდმივობაა და ეს ძალიან ჰგავს სიცოცხლეს... მაგრამ სიცოცხლე მაინც არ არის, ეს მხოლოდ არსებობაა!

_ წამოდი ნელიკო, დაღამდა უკვე!_ მხარზე მეხება სანტინო და ოცნებისგან მაფხიზლებს. მორჩილად ვდგები და სახლში შევდივარ. სანდრინიო ბრუნდება და ჩვენ სამნი წყნარად ვვახშმობთ. სანდრო არაფერს მეკითხება ჩვენზე. მაგრამ აშკარად არ სიამოვნებს სანტინოსგან ჩემდამი გამოჩენილი მზრუნველობა. ეს მოჩვენებითი სიმშვიდე მღლის და უარესად მფიტავს.

_ ბიჭებო, დავიღალე.. დავწვები!_ ორივე ფეხზე დგება. ვგრძნობ ჩემზე ძალიან ღელავენ. მე კი არ მინდა ასე იყოს. ამიტომ ბედნიერად ვუღიმი მათ.

_ რა ბედნიერებაა სახლში დაბრუნება_ ვამბობ და სიმშვიდის ნიღაბს ვირგებ სახეზე.
ოთახში შევდივარ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ. ყველაგან ის კადრები ელავენ, თუ როგორ გადმოხტა ბაქარი მანქანიდან და როგორ გამოიქცა სადარბაზომდე. ნეტავ სანდრის რომ არ შეეჩერებინა და ჩემამდე მოსულიყო რას ვიზამდი? ნეტავ კარი რომ გამეღო და ის დამენახა, რას ვიზამდი? ახლა აქ რომ იყოს, რას ვიზამდი? რომ შემეხოს რას ვიზამ? რომ მაკოცოს? თვალებს ვხუჭავ და საწოლზე ვჯდბი. უცებ გიტარის ხმა მესმის. ვიღაც შავთვალას მღერის , მაგრამ ტექსტს ბაქარივით თავხედურად საკუთარ ნებაზე ცვლის.
"შავთვალა ხუჭუჭთმიანი შენს გულში შემოვპარულვარ, შენი ოცნების კაცი ვარ , შენ ჩემზე ფიქრობ ფარულად!" და მოულოდნელად მეღიმება. ის დღე მახენდება პირველად რომ მიმღერა ასე საკუთარ სამზარეულოში. აუტანელი, საძაგელი, თავდაჯერებული და საოცრად ქარიზმატული ბაქარი წარმომიდგა თვალწინ. ნეტავ ახლა როგორია? შეიცვალა თუ ისევ ისაა? ისევ ვფიქრობ, რატომ არ გამომყვა, თუნდაც დროებით? ან აქ რატომ მოვარდა? ნუთუ???

_ეს რა მაინცდამაინც შენ დაბრუნებას ელოდებოდა?_ ის ძველი სარკასტული ნელიკო იღვიძებს ჩემში.

_ გაჩუმდი!_ ვაჩუმებ მაშინვე.

რამდენიმე დღეში წიგნის საჯარო პრეზენტაციაა, ამაზეც ვნერვიულობ.
და იმაზეც, რომ ყოველ ღამე ვიღაც აივანთან ამ ოხერ სიმღერას მღერის. ვგრძნობ და ვიცი ბაქარის ამბავია , მაგრამ თავად არა სჩანს. რამდენჯერმე გადავწყვიტე მენახა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის. ეს საძაგელი ნანუკაც ჯიუტად დუმს.

_ ბიჭებო როგორ ხართ, ძალიან დაცხა არა?_ შევეგებე კიბეებზე ყიჟინით ამომავალ საბას და ბექას.

_ ხოო ნელიკო დაცხაა, ვერ ვიტან სიცხეს!_ ჩამეხუტა ბექა._ მაგრამ ნიტასთან აუზზე დავდივართ ხოლმე, რა მაგარი აუზი აქვთ იციი.
გამახსენდა ჩვენთან , ანუ ბაქარის სახლში რომ მსტუმრობდნენ ხოლმე, როგორ უყვარდათ აუზში ჭყუმპალაობა. გამეცინა.

_ ხოო, ცურვა თუ ისწავლეთ?_ ახლა საბას მოვუჩეჩე თმა.
პასუხი ბექამ დაასწრო, თან კიბის მოაჯირიდან ნანუკას ჩახედა.

_ მაგან არ იცის ცურვა, აი ნიტამ კი იცის!_ ვერ მივხვდი ნიტა ვინ იყო. ნანუკას არ უთქვამს მასზე არაფერი.

_ ტყუილია!_ ხელები მკერდზე დაიკრიფა საბამ.

_ მატყუარა! ძალიანაც კარგად ვიცი ცურვა!

_ ხო არა, სამკლაურებით? ეგ ცურვა ხომ აარაა!_ ისვ დასცინა ბექამ.

_ აბა რაა?

_ ტივტივი!_ ახარხარდა ბავშვურად და ახლა დულსე მიოს მოსაძებნად გავარდა. გაბუსხული საბაც უკან მიჰყვა.

_ აუუუ, რა ენერგია აქვთ ამ ბავშვებს! _ მოსალმების მაგივრად მითხრა ნანუკამ, ხელები გაშალა და გადამეხვია.

_ როგორ ხარ ნანუ?_ ჩავეკარი. ისე, რომ კინაღამ შემომეჭყლიტა ხელში.

_ მომენატრე საძაგელო, ოხ როგორ მომენატრე!_ მისმა ნახვამ გამაბედნიერა.

_ თაზო სადაა?_ ვკითხე მისი ქმარი რომ ვერ დავინახე.

_ ააა, თაზო?_ უცნაურად დაიბნა ნანუკა._ ის მეგობართანაა!

_ ვინ მეგობართან? _ რატომ დავინტერესდი მეც არ ვიცი. ნანუკას ზურგს უკან კარი მივხურე.

_ მამა ნიტასთან წავიდა და ჩვენ არ წაგვიყვანა!_ გულში ჩახუტებლი მოფართხალე მიოთი გამოვიდა ოთახიდან საბა.
შვამჩნიე, როგორ დაუბრიალა თვალები ნანუკამ შვილს. საბამაც მაშინვე გაიგო დედის მინიშნება დედას გულუბრყვილოდ ჩაუკრა თვალი, ვითომ საიდუმლოდ და ისევ ოთახისკენ გაბრუნდა.

_ რა ხდება ნანუკა? ვინაა ნიტა?_ ლამის იყო და ამ ნიტაზე ვიეჭვიანე, აშკარა იყო ბავშვებს ჩემთან ყოფნას მასთან აუზზე თამაში ერჩიათ.
ნანუკა დაფიქრდა. ცოტა ხანს დუმდა და მერე ისეთი სახით შემომხედა, აი ექიმი რომ ბოლო დიაგნოსტირებას უტარებს პაციენტს და მტკიცედ გამომიცხადა:

_ ნიტა ბაქარის გოგონაა!_ ელდა მეცა, გავშრი. ბაქარის გოგონა! გოგონა! რეკავდა ყურებში ზარივით.

_ შენ რომ ჩემთვის მასზე საუბარი არ აგეკრძალა, გცოდინებოდა, რომ ბაქარს მშვენიერი გოგონა ჰყავს, სახელად ნიტა და ჩემი ბიჭები მასთან მეგობრობენ._ როგორც ყოველთვის პირდაპირი იყო ნანუკა. ზედმეტადაც კი. ემოციას და სახის ნაკვთებს თავი როგორღაც მოვუყარე.

_ ბავშვები შვილთან და შენ მის ცოლთან მეგობრობ?_ თავისთავად დამცდა მწარე სიტყვები. ნანუკას ჩაეცინა.

_ ხომ ვიცი გულზე სკდები ისე გინდა, ბაქარზე მოგიყვე! მაგრამ სანამ არ მთხოვ სიტყვასაც კი არ გეტყვი!_ თვალი ამარიდა აივანს გახედა ამ ჯიუტმა ვირმა.

_ ხოო ხარი ხართან რომ დააბაო შენზე და ბაქარზეა ნათქვამი! დამსგავსებულხარ ხასიათით!_ პირველად გავიაზრე თუ რატომ დავაჯერე ყველა, რომ სანი ჩემი საქმრო იყო. აი სწორედ ამ მოულოდნელი და გაუსაძლისი მომენტისთვის. რომ როგორმე ღირსების შენარჩუნება შემძლებოდა. კარზე ზარის ხმა გაისმა. ფეხზე წამოვხტი და ბედნიერი ღიმილით შევეგებე სანტინოს.
ხელკავით და ჩურჩულით შევიყვანე მისაღებისკენ.

_ სან ნანუკა მოვიდა!_ გავაფრთხილე, რომ არ დაბნეულიყო.

_ ნანუ გაიცანი სანი, ჩემი საქმრო!_ ნანუკა ფეხზე წამოდგა და ინტერესით შეათვალიერა ახალ გამოჩეკილი სიძე.
სანიმ ხელი გაუწოდა ღიმილით და ესპანურად მითხრა.

_ ეს ისეთი ვინმე ჩანს, როცა სიმართლეს გაიგებს, მეეჭვება გადავურჩეთ!_ ბოროტად გამეღიმა. ძალიანაც კარგი თუ ეწყინებოდა ჩემი ტყუილი. თავად ხომ ახერხებდა ჩემს ზურგსუკან იმ საზიზღარ ალისკასთან ურთიერთობას?!

ადამიანები რომ არ იცვლებიან ეს ადრეც ხომ გითხარით. უბრალიდ რაღაც რაღაცეებს ეგუებიან და მოთმინებას სწავლობენ. შეიძლება, რაღაც მოვლენებიც გადააფასონ და შეხედულება შეიცვალონ, თორემ თუ ადამიანს სჯერა იმის, რასაც ამა თუ იმ საკითხზე ფიქრობს, შანსი არაა ადრე თუ გვიან არ მობეზრდეს სახეზე მორგებული ნიღაბი. მეც სწორედ ასე ვიყავი. მგონი განცდილმა ტკივილმა და დრომ ვერაფერიც ვერ მასწავლა. ისევ აფექტურად ვმოქმედებდი და იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ამომეყარა გულიდან, სულიდან და ფიქრებიდან, სწორი გზიდან გარსშემოვლით ვცდილობდი გამოსავლის პოვნას. სანი მაფრთხილებდა, მაგრამ მე არ ვუსმენდი. მაცოფებდა ის ფიქრი, რომ ბაქარი არ მოდიოდა ჩემთან. რომ არ ჩამოვიდა მანამდეც, ამაზე ვცდილობდი საეეთოდ არ მეფიქრა, თორემ სულ გკარგავდი წონასწორობას. ნანუკას სანი მოეწონა, ერთი სიტყვითაც კი არ გაუპროტესტებია ჩვენი ვითომ ურთიერთობა. რამდენჯერმე შევამჩნიე როგორი ინტერესით მიყურებდა ხელებზე. თუმცა არაფერი უკითხავს. რატომღაც არ მიეჭვია, რომ შეიძლებოდა ჩემი და ბაქარის ქორწინების ბეჭედი ეცნო იმ ძლივს შსამჩნევი ნიციალით. როგორც წესი ყველა ეს ოქროს რგოლი ხომ ერთმანეთს ჰგავს?! მაგრამ ნანუკა რის ნანუკა იყო, ასეთი დეტალები გამოჰპარვიდა?!

_ ესეიგი საქმრო არა?_ თვალი არ მოუშორებია ჩემი ბეჭდისთვის ისე მკითხა_ საქმრო ანუ! რატომაც არა?

გამოცა მისმა სიტყვებმა.

_ ყველას აქვს უფლება საკუთარი ცხოვრება ისე მოიწყოს , როგორც სურს! თუ თვლი, რომ სანიტინოა შენი ბედი, ესეიგი ბედია_ ყავა მოსვა და სანტინოს ღიმილით ახედა.

_ მე თქვენი მეჯვარე ვიქნები ანუ!_ დამცინიდა, ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა უკვე ვეღარ ვხვდებოდი.

_ და ანუ... _აღარ ვიცოდი საიდან მომევლო._ ლიკუნა როგორაა?
მაინც ვერ გავბედე ბაქარის ხსენება.

_ ეგ ის კითხვა არაა შენ რომ უნდა სვამდე, მაგრამ კარგადაა და აუცილებლად გინახულებს. აღმოჩნდა, რომ ახლა შენი თაყვანისმცემელია.
აუცილებლად მოვა შენთან ავტოგრაფისთვის. ამას კი მართლა აღარ ველოდი. ლიკუნა ჩემი მკითხველი?

_ რატომ გიკვირს ,ნიტამ ლიკუნა ძალიან შეცვალა._ წამით დაფიქრდა და დაამატა_ პრინციპში ყველა შგვცვალა!
აუცილებლად უნდა გაიცნო ნიტა ნელიკო!

მართლაც თუ არ ვაღიარებდი ეს არაფერს შეცვლიდა, მე მართლა მინდოდა ბაქარის შვილის გაცნობა. ბავშვის, რომლის არსბობამაც ასე თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება.

იმ საღამოს მირზას გავუარე მაღაზიაში. მარტო თადაშვილი არ იყო შეცვილი, ძველებურად დარბოდა, ქოთქოთებდა, ხმაურობდა, იმუქრებოდა და ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს დეტალურად მხოლოდ მირზა თუ მომიყვებოდა. მაგრამ შევცდი.

_ ნელიკოოო! გოგოოო! მართლა შენ ხარ!_ გამოექანა ყვირილით.

_ ვა ვა ვაააა! რა სტილია, რა ფერია!_ დამაბზრიალა მოურუდებლად და ჩემმა თმის ფერმა მართლაც აღაფრთოვანა.

_ ანუ დაგვიბრუნდი არა? თან ასეთი ამბით?!_ წიგნს გულისხმობდა._ ცოცხალ ავტორს მგონი პირველად ვხედავ!
მირზას ენერგია და ემოცია გადამდები აღმოჩნდა და გამახალისა. ყველაფერი მომაყოლა
და დამპირდა, რომ პრეზენტაციაზე შემომირბენდა. თუმცა ავტოგრაფიანი წიგნი წინასწარ ჩამომართვა, მაინც ყოველი შემთხვევისთვის.

_ თუ სამუშაო დაგჭირდება, იცოდე, რომ ჩემი კარი შენთვის ღიაა! ახლაც ძველი დრო კი არააა , არა რას დაუჯერე იმ სულელს? აბა შენი გაშვება იქნებოდა? ჰეჰ! წარმოიდგინე, როცა გაიგებენ ნელიკო აბაშიძე ჩემს მაღაზიაში მუშაობს, რა რიგი დამიდგება?!_ თან ხუმრობდა, თან არა.
მირზა მირზა იყო.

_ ბაქარს ნახულობ ხოლმე?_ ვკითხე ხმადაბლა.

_ იშვიათად, უფრო ნიტას გამო ვეხმიანები! შენ არ იცნობ არა ნიტას? ეჰ, რადენჯერ ვუთხარი შენთვის მოეყოლა, მაგრამ განა დამიჯერა! მაინც რანაირად შეიყარეთ ეს ჯიუტი თხები ერთად?_ გაოცებისგან გაშალა ხელები.

_ რა უნდა მოეყოლა?_ გამიკვირდა მისი ნათქვამი.

_ აჰ, არ იცი?_ გაჩუმდა. _ ჰოო! მოიცა ჯერ კიდევ არ შეხვედრიხართ ერთმანეთს?
თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
მაგრამ მირზას სიტყვა ვეღარ დავაცდენინე.
საუბარი ოსტატურად გადაიტანა სხვა თემაზე.

ის მომღერალი ყოველ ღამე მოდიოდა და ყოველთვის ერთი და იგივეს მღეროდა და მე დარწმუნებული ვიყავი, ბაქარის ამბავი იყო. თან ყოველ დღე უზარმაზარი იისფერ _მოლურჯო ჰორტენზიები მხვდებოდა კართან. ცოტა ხანში მთელი სახლი და აივანი ამ საოცარი ყვავილებით აივსო.
ვინ თუ არა გადარეული ბაქარი? ვინ თუ არა მისი ბობოქარი უდიდებულესობა. რას აკეთებდა? რის მიღწევას ცდილობდა? ამ მე რას ვცდილობდი? ის არ მოდიოდა. მე არ მივდიოდი. დრო კი უმოწყალოდ სწრაფად გადიოდა.

გამომცემლობამ მკითხველებთან შეხვედრის დღეები მოაწყო და ხვალ რუსთავის ჯერი იყო.
მიხაროდა? კი ნამდვილად მიხაროდა. მაგრამ თან ვნერვიულობდი. არ ვიცი, ნეტავ ღირდა კი ასე გულის გადაშლა და საკუთარ ტკივილზე ამდენად ღიად საუბარი? მაგრამ როცა ამ ამბავს ვწერდი, ვფიქრობდი, რომ ჩემი ისტორია, შეცდომები, ტკივილი, გრძნობები და ღიაობა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალებს დაეხმარებოდათ.
არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ყველა უნდა გაიქცეს, როცა დარჩენა ასეთი რთულია. არა , რა თქმა უნდა! ვის რამდენის ატანა და გაძლება შეუძლია არავინ იცის. არც ის იცის ადამიანმა, ვის რად უღირს ასეთი ტოქსიკური ურთიერთობები. მე ხომ ჩემი გაქცევით ვერაფერი შვცვალე, რადგან მაინც აქ ვიყავი და მაინც სულწასულად მიყვარდა ჩემი მტარვალი ესეც ხომ ფაქტი იყო?! მაგრამ რადგან ვამბობთ, რომ მთავარი ბედნიერებაა, მე გაქცევამ ვერ გამაბედნიერა და რაღა აზრი ჰქონდა მისგან შორს ყოფნას? მეტყვით პრინციპებიო, ფეხქვეშ გათელილი ღირსებაო, ღალატი და შეურაცხყოფაო.
მე არაფერი დამვიწყებია. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ჩამოსვლისთანავე არ გავიქეცი მასთან. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მასზე ერთი მნიშვნელოვანი კითხვაც კი ვერ დავსვი. მაგრამ გამიგეთ, მე ეს კაცი მიყვარდა! და ეს სიყვარული, როგორც დრომ აჩვენა, ჩემში ჩემზე ბევრად მეტი იყო

არ ვიცი, რას ფიქრობდა ბაქარი! წარმოდგენა არ მქონდა წაიკითხა თუ ჩემი "სტოკჰოლმის სინდრომი" . ვფიქრობ, სათაურიდანვე მიხვდებოდა ჩემს სათქმელს და თავხედობის მიუხედავად წაკითხვას ვერ გაბედავდა. ნეტავ როგორ ცხოვრობდა მთელი ეს დრო? ჩემსავით სტკიოდა? ჩემსავით კვდებოდა და სიკვდილისპირას მისული სიცოცხლეს თავიდან აგრძელებდა? მე სანის დავეყრდენი და ისე ავდექი, მისგან გათელილი. ვის დაეყრდნო ის? რამ ან ვინ მისცა ფეხზე ადგომის ძალა? და რაც ყველაზე და ყველაფერზე მთავარი იყო. რატომ? რატომ არ მომძებნა?!
აი ეს იყო ის კითხვა, რომელიც გულს შიგნიდან მიხრავდა, არ მკლავდა და არც მაცოცხლებდა.

სანიმ იზრუნა იმაზე, რომ კაფე მყუდრო და ნათელი ყოფილიყო.
ყველაფერი ჩემს საყვარელ მშვიდ ლურჯ ტონალობებში მორთო.
ბოლოს კი უცნობისგან გამოგზავნილი ჰორტენზიები მოაგროვა და კაფეში წაიღო.

_ ამდენი რად გინდა, სახლში მაინც არ ეტევა!_ გამიღიმა, როცა გაპროტესტება დავაპირე.

_ ნუ დარდობ, კიდევ გამოგზავნის. რადგან მხოლოდ ამის უფლებაღა აქვს ახლა!_მითხრა და ღიღინით გავიდა სახლიდან.
სარკესთან მივედი და ჩავიხედე. თან ნელიკო მიყურებდა იქიდან, თან არა. ბაქარის ჯინაზე ლურჯად შეღებილი თმა მხრებამდე მწვდებოდა. სანამ ერთად ვიყავით სულ მინდოდა, მაგრამ ბაქარს არ სურდა. არაფერს ამბობდა უბრალოდ ვიცოდი, რომ არ უნდოდა და თავს ვიკავებდი. თმის შეღებვაზეც კი არ გამაჩნდა საკუთარი მტკიცე გადაწყვეტილების მიღების უნარი და რომ შემეღება რა მოხდებოდა?! არც არაფერი, მაგრამ მის სურვილს ჩემივე ნებით საკუთარზე წინ ვაყენებდი. არასდროს არ ვიყავი მტკიცე და ყოველთვის მისგან დაბერილი ქარის მიმართულებით ვიდრიკებოდი. ვამბობდი უარს, მაგრამ ვნებდებოდი და ეს მომენტი ერთგვარ სიამოვნებასაც კი მანიჭებდა, თუმცა ვიცოდი, სწორი არ ვიყავი. შემდეგ ყოველი შეცდომის თანმხლებ სინანულს ბაქარს ვაბრალებდი, მის ხისტ ხასიათს და საკუთარ თავს თავადვე ვიცოდებდი თითქოს.
ურჩხული და ლამაზმანი, აი სწორედ ეს ზღაპარი გავიხადე რეალობად.
რატომ? რისთვის? ის კი შეეჩვია ჩემს წუწუნს და საერთოდ აღარ აღიქვამდა სერიოზულად. თუმცა ეს მე ვასწავლე თავად.
ხშირად ვფიქრობდი იმაზეც, თუ რატომ მიღალატა ბაქარმა.
საკუთარ თავს არ ვიდანაშაულებ ამაში. აქ დამნაშავე მხოლოდ მისი თავხედი, მესაკუთრე და აფექტური ბუნებაა! მე ბაქარს უფლება მივეცი, მის საკუთრებად ვექციე
და ეს ბაქარზე უფრო თავად მე დავიჯერე.
აი ამიტომ მიღალატა მან. რადგან შეიძლება უღალატო მხოლოდ შენს თანასწორს და თავისუფალ ადამიანს და არა შენს საკუთარ თუნდაც ძალიან საყვარელ თოჯინას.
თოჯინას, რომელიც ყველაფერს ისე მიიღებს და ისე აღიქვამს, როგორც შენი სურვილი იქნება. რომც ეტკინოს და ეწყინოს ხმას არ ამოიღებს და თავს იმით დაიმშვიდებს, ბოლოს მაინც ჩემთან მოვა, ბოლო სადგური მაინც ჩემთან აქვსო. ალბათ ასეც ვიფიქრებდი მეც, რომ არა ალისკას ორსულობა. ალბათ მეც ვიტირებდი , გავიქცეიდი, მაგრამ ბაქარი არ გამიშვებდა და დამაბრუნებდა. მეც დავიჯერებდი , რომ მნიშვნელოვანი ვიყავი. იქნებ ალისკასთვის ნიშნისმოგებითაც კი შემეხედა, ისე, როგორც ის მიყურებდა ქორწილის დღეს.
არ ვიცი, იქნებ იქამდეც კი დავშვებულიყავი, რომ სადღაც გულის სიღრმეში , როცა ღამით ჩემი ქმარი ჩემთან იქნებოდა , მეფიქრა იმ წამებზე, თუ როგორ მღალატობდა ბაქარი ალისკასთან და ამით ფარული და ამაზრზენი სიამოვნებაც კი მიმეღო.
არ ვიცი, რა და როგორ მოხდებოდა, რომ არა ის პაწაწუნა არსება. რომელსაც, როგორც გავიგე, ნიტა ერქვა. ვიაზრებ, რომ ეს ბავშვი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. რადგან მან თავისი არსებობით გონება გამინათა და არ მომცა სრულ ფსკერზე მყრალ წუმპეში სიყვარულის სახელით დახრჩობის უფლება.
ყველაფერი სულ სხვანაირად აეწყო ერთმანეთს. ნიტამ გზა დამანახა, თითქოს ის ბორკილი გაწყვიტა, რლითაც ბაქარის ფეხებთან ვიყავი დაბმული.
ნიტამ გადამარჩინა და გამანთავისუფლა.

სწორედ ამას რომ ვიაზრებდი, ვხვდებიდი რომ არ მძულდა ბაქარის შვილი. პირიქით მისი მადლობელიც კი ვიყავი ახლა.

მე და სანი მკითხველებთან შესახვედრად ერთად გავედით.
ამდენ ხალხს არც მოველოდი.
კითხვებს მისვამდნენ, აინტერესებდათ, რამდენად რეალური პიროვნება იყო წიგნისეული ბაქრი და რა ერქვა სინამდვილეში. ახლა რა ხდებოდა ჩვენ ორს შორის. რა გეგმები მქონდა სამომავლოდ.

8

ყველა კითხვას ლამის მონოტონური ღიმილით ვპასუხობდი. არათუ საკუთარი, სხვების გულწრფელი ემოციებითაც კი გადავიღალე. ალბათ მარტოობამაც მიჩვევა იცის და უცებ, ამდენი ხნის შემდეგ, ამდენი ხალხის შუაგულში ვიჯექი. მე ერთ დროს მხიარული და უდარდელი გოგო. ახლა კი უცნაური სევდის ნისლი მეხვია გარშემო. მაგრამ ამ უცნაურ მლურჯო_ მოიისფერო სევდის მიუხედავად ყველას ყურადღება მაინც ჩემკენ იყო მოქცეული. ყველას აინტერესებდა, როგორი გოგო ვიყავი მე, ბაქარის რჩეული. ბაქარის, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ყველას აღაფრთოვანებას იწვევდა. მათ ისიც კი არ იცოდნენ, რა ადამიანი იყო, ან საერთოდ არსებობდა თუ არა სინამდვილეში და მაინც რეალურ ნელიკოზე მეტად გულშემატკივრობდნენ.

_ მე აქ ვარ! _მინდოდა მთელი ხმით მეყვირა_
შემხედეთ მე აქ ვარ!

მაგრამ ვხვდებოდი, თუ რამდენად უაზრო და უცნაური იყო ჩემი წუხილი. წესით მე უნდა მეამაყა საკუთარი თავით. მაგრამ იმ სიხარულს ვერ ვგრძნობდი, რაც წარმომედგინა, როცა ამ წამზე ვოცნებობდი. ჩემი სევდის წიგნი კი სიყვარულის სახელით იყიდებოდა. უცნაურია არა? წიგნი, რომელიც განშორების და ტკივილის სიმბოლო იყო ჩემთვის, ურცხვად სიყვარულის სახელით იმოსებოდა და თავს იმად ასაღებდა, რაც სინამდვილეში არ იყო!

რაღაცნაირად დავპატარავდი, თითქოს საკუთარმა ამბავმა გადამყლაპა.
მკითხველები კეთილ სურვილებს მისურვებდნენ. უეჭელ შერიგებაზე საუბრობდნენ. მეკითხებოდნენ, როცა შერიგდებით ხომ დაწერო ამაზეცო?!
და უნებურად ყველაზე ღია ჭრილობაზე შეუბრალებლად მაჭერდნენ ფეხს. სადაც იყო გული გამისკდებოდა. ბაქარი! ბაქარი! ბაქარი! იმდენი ხანი იკავებდა ყველა თავს მისი ხსენებისგან, რომ უნებურად გული არ ეტკინათ ჩემთვის. ვიფიქრე კიდეც, იქნებ ეს სახელიც სხვა სახელებივით უბრალო გახდესმეთქი? იქნებ ერთ დღესაც, როცა შემთხვევით სადმე ყურს მოვკრავდი გული ცამდე აღარ შემხტომოდა და მუხლებში უცნაური სისუსტე აღარ მეგრძნო? იქნებ მოსულიყო ისეთი დროც, როცა ბაქარის ხსენებაზე მუცელში ათასობით პეპელა არ აფრიალდბოდა და გულიც მშვიდად გააგრძელებდა ფეთქვას.
მაგრამ იმ დღეს თითქოს სამყარომ პირი შეკრა და მეც უამრავ სიტყვას შორის ყოველ წამს მესმოდა: ბაქარი!
და ყველა ასეთ წამს გული გამალებით ცემდა! და ყველა ასეთ წამს ფრიალებდნენ ეს უცნაური პეპლები და სადაც იყო გინდაკარგული ამდენად ჭარბი ემოციებისგან სკამიდან ყველას თვალწინ ძირს გადმოვვარდებოდი. სანტინომ იგრძნო, თუ დაინახა, რომ მიჭირდა და ჭიქით წყალი მომიტანა. დაიხარა და ჩურჩულით მკითხა:

_ იქნებ დღეს დავასრულოთ?_სწორედ დროული იყო. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მხოლოდ იმ რამდენიმე წიგნსღა მოვაწერდი ხელს წინ რომ მეწყო და სახლში წავიდოდი, სანამ ხალხის თვალწინ სამარცხვინოდ გონებას დავკარგავდი.

მორიგი წიგნის ასაღებად გადავიხარე, რომ ვიღაცამ საკუთარი დამიდო წინ. არ შემიხედავს მისთვის ისე გადავშალე მინაწერის გასაკეთებლად და თან ვკითხე:

_რის დაწერას ისურვებდით?_ რომ წიგნი თავისით გაიხსნა და გამხმარი ჰორტენზიის ტოტზე გადაიშალა.
უნებურად თითები შევავლე და გული გამიჩერდა.
ჩემი ჰორტენზია. ბაქარის ნაჩუქარი, გადასაგდებად ვერ გამეტებული, ჩემი ჰერბარიუმის ჰორტენზია იყო.

_ მომენატრე საყვარელო!_ მისი ხმა ასე ახლოს გავიგონე. თითქოს ჩემს თავში გაისმა. გამოსაფხიზლებლად ტუჩზე ვიკბინე. თითები ამიკანკალდა მღელვარებისგან და ყვავილი უკან ფურცელში ჩავაბრუნე.

მისი სურნელით აივსო სივრცე. ნუთუ ამდენი ოცნებისგან უკვე ცხადში მელანდებოდა? თავის აწევა ვერ გავბედე საკუთარ თითებზე თვალგაშტერებულმა. ჩემს ხელთან ალბათ მილიმეტრის მოშორებით დადო თავისი ხელი და მის საქორწინო ბეჭედზე დავინახე ჩემი ინიციალი ასო "ნ".
აუცილებლად მისი თვალები უნდა დამენახა , რომ სუნთქვა კვლავ შემძლებოდა. თავი ავწიე, შავი ბრიალა თვალები შემეჩეხნენ და როგორც გაცნობის პირველ წამს, ახლაც ისე მომნუსხეს და დამატყვევეს.
ჩემდაუნებურად ოდნავ გამეღიმა. ბედნიერება ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემში. ჰაერმა ფილტვები ამივსო, ამოვისუნთქე და სუნთქვას ამოჰყვა:

_ შეენ?_ სულ არ შეცვლილიყო. მისი თამამი, თავხედი და მწველი თვალები.

ღმერთო! როგორ გავძელი ამდენ ხანს ამ თვალების გარეშე?
ჩემი სხეული ჩემგან დამოუკიდებლად მიიწევდა მისკენ. ხელი ავწიე და წამოზრდილ წვერით დაფარულ ლოყაზე მოვეფერე ჩემკენ დახრილს.
მაშინვე დამიჭირა თითები და ხელის გულზე მაკოცა. ვიგრძენი ძალის და საღი აზრის უკანასკნელი ნამცეციც მტოვებდა და გარშემო ჩამოწოლილი ნისლი მუქდებოდა. ხელი ნელა ჩამოვწიე, არ შემწინააღმდეგებია.

_ სანი!_ დავიჩურჩულე უღონოდ. სანტინო მაშინვე მოვიდა . წელზე ხელი მომხვია წამომაყენა. ბოდიში მოიხადა ჩემ ნაცვლად და ოთახიდან გასვლაში მომეხმარა.

არ გამიგია სახლში როგორ დავბრუნდით. მანქანის ფანჯრიდან ვიყურებოდი და მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი. ხელის გულზე მისი ტუჩების კვალი მეწვოდა. ხელი ავწიე და ზუსტად მისი კოცნის ნაკვალევს შვეხე ტუჩებით.

_ კარგად ხარ ნელიკო?_ მკითხა შეწუხებულმა სანტინომ რატომღაც ქართულად.

_ მეგონა გული წაგივიდოდა!_ გაეღიმა რატომღაც_ შენ კი არა ლამის მე წამივიდა გული, ისე მიყურებდა!

მის სიტყვებზე სანდრინიო შეცბა. მანქანა მყისვე გააჩერა და შუბლშეჭმუხნული მობრუნდა.

_ თქვენ რა ორივე იტყუებით?_ ავღელდი. სანის გაბრაზებულმა შევხედე თავი რომ გასცა. მას ეშმაკურად ჩაეცინა.

_ ისევე როგორც შენ , მეც ნელიკოს ძმა ვარ! და რომ არა მისი სულელური თხოვნა, ამ თამაშს არაფრით დავთანხმდებოდი!_ აიჩეჩა გულუბრყვილოდ მხრები.

_ ყველა ყველა და მე როგორ მომატყუე გოგო?_ მივხვდი სანდრის ძალიან ეწყინა. მაგრამ სწორედ მას უნდა დაეჯერებინა პირველს.

_ არა, კი მეუბნებოდა ჩემი მარიამი რაღაც არ ჰგვანან ეგენი შეყვარებულებსო , მაგრამ დავუჯერე?_ ახლა საკუთარ თავზე ბრაზობდა.

_ არა, მართლა იტყუებოდით ხო?_ თითქოს შვებით ამოისუნთქა.

_ არა, უნდა ამომეშვა იმ დღეს ის არანორმალური და რომ გაგიერთიანებდა თავ_ ყბას ნახავდი მერე!_ სანისაც გაეცინა.

_ნელიკოსთვის ერთ ცემას ავიტან როგორმე.

_ძმა ხარ ძმა!_ აჟიტირდა სანდრი._ ამოვისუნთქე რაა! ისე კია ღირსი ინერვიულოს ცოტა!
მანქანა დაქოქა და ბედნიერი ღიმილით გააგრძელა გზა.

_ და ახლა რას აპირებ?_ მკითხა სანდრიმ, ვერაფრით ისვენებდა.

_ არ გაბედო და ბაქარს არაფერი უთხრა!_ შევხედე და ვაიძულე დამპირებოდა. თუმცა მისი დაპირების იმედი აღარ მქონდა, მას ხომ ეგონა ყველაზე უკეთ იცოდა რაც მჭირდებოდა და ჩემს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებდა, როცა გზა ხსნილი ექნებოდა.

_არაფერი არ ვიცი! გესმის ? ახლა საერთოდ არაფერი ვიცი! მაცადეთ გონს მოვიდე!

_ სადმე გინახავს ორი ასე ერთმანეთზე სულელი და ჯიუტი ვირი?_ ჰკითხა სანიმ სანდრის.

_ არა ძმაო! ესენი წითელ წიგნში არიან შესატანები! როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობები!_ კიდევ დიდხანს ლაზღანდარობდნენ ბიჭები, მაგრამ მე არაფერი მესმოდა მათი საუბრიდან.

მე ის მსურდა! მინდოდა ჩავხუტებოდი და ყველა ტკივილის და დარდის დასავიწყებლად მხოლოდ მისი სურნელი მესუნთქა.

საღამოს დედამ დარეკა და სანტინოს დიდხანს ესაუბრა. სანიმ მხოლოდ ის მითხრა, რომ მალე ჰუგოც ჩამოდიოდა, რაღაც საქმეები უნდა მოეგვარებინა, სანამ მამა და პაბლო ჩამოვიდოდნენ. მეტწილად ბიზნესს ეხებოდა საქმე, მაგრამ ჰუგოს ხასიათი რომ ვიცოდი, არაფრით მოისვენებდა და ყველაფერში ჩაყოფდა თავის ლამაზ ცხვირს. ამოვიოხრე. ჰუგო კი ნამდვილად მოახერხებდა ბაქარის გაგიჟებას და ამით კარგადაც იხალისებდა.

ბიცოლაჩემმა სოფელში დაგვპატიჟა. ჰუგოს დაველოდებოდით და ბარემ ერთად წავიდოდით. ნანუკას და თაზოსაც დავურეკეთ. ძველებურად გვინდოდა მოგველხინა თან ჩემი წიგნის ამბავიც აგვეღნიშნა.

_ ნელიკო, ჩვენ გავალთ გარეთ, ლუდს დავლევთ და ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ!_ მითხრა სახლში დაბრუნებულს სანდრიმ.

_ მეც წამოვალ!_ ვთხოვე მე რადგან მარტო დარჩენა არ მინდოდა.

_ კაი ნელიკო რა, _ შემომიტია სანიმ_ ბიჭებს ბიჭურად გვინდა საუბარი!
ეს რაღაც ახალი იყო, სანტინო ზედმეტად ქართველივით რომ ალაპარაკდა.

_ ნუ გადამრიე , ჯერ ორი კვირაა აქ ხარ და ძალიან ნუ შეიჭერი როლში!_ როდის იყო მე ხელს ვუშლიდი ან ერთს, ან მეორეს? მაგრამ არაფრით წამიყვანეს. დემონსტრაციულად გავებუტე ორივეს და მკერდზე ხელები დავიკრიბე.

_ ძალიან არ იჯაჯღანო მერე!_ მომაძახა სანდრინიომ და გარეთ გაიძურწა. ან როდის მიჯაჯღანია ნეტა? გავიფიქრე გაოცებულმა. საერთოდაც არ გავცემდი ხმას არც ერთს. ახლა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდნენ, ორივენი გამექცნენ.

_არა კაცი ყველგან კაცია!_ ვბრაზობდი ჩემთვის_ ქართველიც , ესპანელიც და ჩინელიც! მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა. გავიბადრე. ვიფიქრე მიხვდნენ, რომ მეწყინა და ჩემ წასაყვანად დაბრუნდნენმეთქი.
კარი ღიმილით გამოვაღე:

_ ვიცოდი, რომ მოხვიდოდით!_ შევძახე გახარებულმა და ადგილს მივეყინე, როცა მათ ნაცვლად კარში ბაქარი დამხვდა. შევყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი. აი რატომ გაძვრნენ ის ქლესა ხვლიკები გარეთ. აბა, სანდრო ენას კბილს ხომ ვერ დააჭერდა. ახარა ალბათ, გატყუებდაო!

_ შეიძლება შემოვიდე?_ მკითხა და მაინც დაუპატიჟებლად შემოაბიჯა.
კარიც თავად მიხურა.

_ რატომ მიყურებ მასე!_ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. მე უკან დავიხიე.

_ ნელიკო არ ფიქრობ, რომ უნდა ვილაპარაკოთ!_ მითხრა და მისაღებში გავიდა. საიდანღაც გაფხორილი დულსე მიო შემოვარდა. ბაქარს გაეღიმა.

_ ვაა დულსეე!_ გაუხარდა მისი დანახვა და დაიხარა. მიო მიუახლოვდა, ხელზე დასუნა და თავი გაუგლასუნა. შემდეგ ფეხებში აეხლართა კრუტუნით.

_ დულსეს მოვენატრე!_ ამომხედა ეშმაკურად ბაქარმა. სურვილი გამიჩნდა ეს საძაგელი, ჩემი მტნჯველი თვალები დამეკოცნა მისთვის.

_ ხოო, კატას უფრო მეტი სიყვარული სცოდნია, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს!

_ რატომ არ მოხვედი?_ მისმა სითავხედემ გამაცოფა.

_ აბა რა ვქენი?_ გაოცებით შემომხედა.

_ არა! რატომ მაშინ არ მოხვედი!

_ მქონდა მიზეზი!_ მიპასუხა და თავი დახარა._ ახლა ხომ მოვედი?

_ ჰოო?_ გამეცინა მწარედ_ სულ ცოტა ორი წლით დაიგვიანე!

_ და შენც ამ ორ წელიწადში დაგავიწყდა, რომ გათხოვილი ხარ?_ მოღუშული წამოდგა ფეხზე.

_მე არავითარი ვალდებულება არ მაკისრია შენს წინაშე! სახლში რომ მიხვალ, ალისკა მომიკითხე!_ჩაეცინა.

_ აბა რას ვიზამ, იცი როგორ მოენატრე? ახლაც წამოსვლა უნდოდა, მაგრამ მე არ წამოვიყვანე!_ რაო? სისხლმა ტვინში ამასხა.

_ როგორ ბედავ ჩემ დაცინვას? როგორ ბედავ შენ.. შენ.._ ენაზე უამრავი სალანძღავი სიტყვა მადგა, მაგრამ არა და არ ამომდიოდნენ პირიდან. სიბრაზისგან ვცახცახებდი.
მომიახლივდა ხელზე ხელი მომკიდა და ჩემი ბეჭდიანი თითი კინაღამ თვალში მთხარა.

_ არ გეკითხება შენი საქმრო სხვისი ქორწინების ბეჭედს რატომ ატარებ?_ მკითხა ხმაჩახლეჩილმა.

_ გინდა შენც გაიგო რატომ?_ თავი დამიქნია_ იმიტომ რომ არასდროს დამავიწყდეს, რომ შენ არ უნდა გენდო!

_ ანუ არ მენდო არა? რამე ახალი თქვი. ისედაც ვიცი, რომ არ მენდობი. არც არასდროს მენდობოდი!_ სევდა გაერია ხმაში.

_ რა ნდობის ღირსი იყავი?_ უკან დახევას აღარ ვაპირებდი. მაგრამ მას მალე მობეზრდა კამათი. ხელი ზურგს უკან დამიჭირა და მეორე ხელით სახეზე მომეფერა.

_ ოხ ნელიკო, რატომ ხარ ასეთი უგულო ქალი!_ თითი ტუჩებზე გადამისვა. მივხვდი თავის შეკავება უჭირდა.
მეც თვალს ვერ ვაშორებდი მის ტუჩებს.
ორი წელზე მეტი იყო მას ვნატრობდი. ორ წელზე მეტი იყო მისი სურვილი მკლავდა. და ახლა ასე ჩემს წინ იდგა, ასე ახლოს , და მე მაინც იგივეს ვნატრობდი. მხოლოდ ვერაფრით ვბედავდი ნატვრის ასრულებას.

_ ასეთი როგორი?_ ვკითხე არეულმა.

_ ასეთი სასურველი!_ მიპასუხა და ძლიერად მაკოცა. ისევ ისე თავხედურად და მესაკუთრედ, როგორც სჩვეოდა.

_ ჩემი ნელიკო!_ ჩურჩულებდა შიგადაშიგ._ ჩემი პატარა ნელიკო!

_ გამიშვი ბაქარ!_ ვცადე მისი მოშორება. თავი შუბლზე ჩამომაყრდნო და ძლიერად ჩამეხუტა.

_ მითხარი, რომ ჩემ პატიებას შეძლებ! მითხარი, თორემ ისევ ვატკენთ ერთმანეთს, იმიტომ რომ შენს გაშვებას აღარ ვაპირებ! ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს, რომ გაგიშვა! ვერც თავად შენ!_ თავი ამაწევინა და თავალებში ჩამხედა.

_ მითხარი, რომ უკვე მაპატიე!_ მინდოდა მეთქვა, იმ წამსვე მეთქვა, რომ მას ვირჩევდი და ჯანდაბაშიც წასულიყო მთელი სამყარო, მაგრამ გამოცდილებამ ჭკუა მასწავლა. იმისთვის რომ ბაქარი ცოტათი მაინც დამემორჩილებინა, არ უნდა მეღიარებინა მისი აშკარა უპირატესობა. ახლა საკუთარი თავი მძულდა. გამოდის ბაქარის ოჯახს ვანგრევდი და ეს სულ აღარ მადარდებდა.

_ ბაქარ რატომ არ ჩამოხვედი?_ დავუსვი ისევ ის მთავარი კითხვა. ახლა მივხვდი, რატომ არავის ვაძლევდი მასზე საუბრის უფლებას, რადგან ეს ამბავი თავად ბაქარს უნდა მოეყოლა ჩემთვის.

_ შენ რომ იცოდე, რა მოხდა შენი წასვლის შემდეგ! სულ ცოტა შემიბრალებდი მაინც, უგულო ქალო!_ გაოცებულმა ავხედე. ბაქარი და სიბრალული? ნუთუ მომესმა?
ხელი მომკიდა და სავარძელში დამსვა, თავად ჩემს პირდაპირ დაჯდა და მოყოლა დაიწყო.

ყველა სიტყვას მასთან ერთად განვიცდიდი. ყველა ტკივილი მასთან ერთად მტკიოდა. მასთან ერთად ვმოგზაურობდი განვლილ უნუგეშო და უიმედო ორ წელიწადში. მე კი, სულელი, რას აღარ ვფიქრობდი. რას აღარ ვაბრალებდი. რას აღარ ვუგონებდი. როგორ არ მითხრა?
როგორ არ მითხრეს?
როგორ არავინ ჩამთვალა იმდენად გულისხმიერ და სწორ ადამიანად, რომ მისი ტკივილი ჩემამდე მოეტანათ? არც კი დავფიქრდებოდი, ისე დავბრუნდებოდი მასთან. თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მარტო არ ყოფილიყო. ალბათ მართლა არ ვიყავი ბაქარის ღირსი, რადგან მისთვის ტკივილის მეტი არაფერი მომიტანია. ამბის მოყოლა იმ სიტყვებით დაასრულა, რომ ესპანეთში წამოსასვლელი ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდა, როცა მე დავბრუნდი.

_ ახლა ხომ კარგადაა ნიტა?_ ვკითხე და თვალი ვეღარ გავუსწორე.
მე იმას ვფიქრობდი, რომ გაუსაძლისს გავუძელი და თავი ძლიერი მეგონა, მაგრამ ბაქარი სულაც თავიდან დაბადებულა.
დიახ, მიწასთან გასწორებული ამდგარა და თავიდან დაბადებულა! ახლა
მე აღფრთოვანებული ვიყავი მისით. მართლაც რომ გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი!

_ ბაქარ შეიძლება ნიტას გასაცნობად შენთან მოვიდე?_ გაოცებულმა შემომხედა.

_ ჩემთან?

_ ხო თუ უხერხულია, მაშინ სადმე შევხვდეთ. ძალიან მინდა მისი ნახვა.

_ შენ რა ხუმრობ ახლა?_ გული მომეწურა. ანუ ბაქარს არ სურდა, რომ მე მისი გოგონა მენახა?

_ ბოდიში, ალბათ არ უნდა მეთხოვა!_ თვალები ავარიდე.
მხრებში ხელი მომკიდა და სახე ამაწევინა.

_ჩემს სახლში? რა ჩემს სახლში? ის შენი სახლია, შენთვის ვიყიდე და იქ მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ იმედი მქონდა ერთ დღესაც დაგაბრუნებდი! ნიტას გაგაცნობ, რა თქმა უნდა! გინდაც ახლავე წავიდეთ! _ ვუყურებდი და ახლაღა ვიაზრებდი, რომ რატომღაც ბაქარის აქამდე სინამდვილეში არ მესმოდა. თითქოს სამყაროს ჩემივე შექმნილი პრიზმიდან ვუყურებდი და სულაც თავდაყირა ვხედავდი ყველაფერს. თითქოს მხოლოდ საკუთარი წარმოდგენებით ვხელმძღვანელობდი. არადა რამდენად პირდაპირი იყო ეს კაცი. როგორღაც ახერხებდა და საკუთარ თავს არასდროს კარგავდა. არც ტკივილისას. არც შეცდომების დაშვების დროს. არც სიყვარულში.
რას მოველოდი მისგან? არავინაა იმდენად იდეალური, რომ არასდროს დაუშვას დიდი ან პატარა შეცდომა.
მერე ამ შეცდომებს ერთმანეთზე ვაწყობთ, როგორც აგურებს და საკუთარ თავებს ციხეებს , არა უფრო სწორედ, გალიებს ვუშენებთ. ვამბობთ, რომ ამის პატიება არ შეიძლება! მაგრამ ვინ დააკანონა, სად წერია, რომ რაიმეს პატიება შეუძლებელია?! თუმცა თუ ყველაფერს ჩვენი პრინციპულობით და ქედმაღლობით ავწონით იქნებ ასეც იყოს. მაგრამ ჩვენ ხომ ორივემ გავიღეთ საჭიროზე მძიმე მსხვერპლი? მან შვილის გული დაიჭირა შიშველ ხელში. მე კი საკუთარი ბედნიერება. ალბათ ღმერთმა უკეთ იცის, ვის რა განსაცდელი მოუვლინოს. ძალიან არ მინდა, მაგრამ ამ ამბავში ღმერთის გარევაც მომიწევს. აბა რა ვთქვა სხვა? არც კი ვიცი, მსგავსი განსაცდელი მე რომ დამტეხოდა თავს, მისგან ბავშვი გამეჩინა და სრულ მარტოობაში შვილის სიცოცხლე
მხოლოდ ჩემს იმედად შემრჩენოდა ხელში. არა, ნამდვილად ვერ გავუძლებდი! მან კი შესძლო! მითხარით, ვინ იტყვის მტკიცებით, რომ სწორედ ასე არ შეიძლებოდა მომხდარიყო?!

_ ბაქარ!_ ისევ ლოყაზე მოვეფერე. შემომხედა და ისევ ხელის გულზე მაკოცა.

_ მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!_ ვუთხარი ხმის კანკალით.
მიყურა, მიყურა და სევდიანად გამიღიმა. შემდეგ ადგა და სიტყვის უთქმელად წავიდა და მე ვერაფერი ვეღარ ვუთხარი.

_ დაწყნარდი საწყალო გულო!_ ხელი დავადე ძლივს მფეთქავ ერთგულ მეგობარს.
ალბათ ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო!

9

იცით ყველაზე რთული ურთიერთობაში რა არის? არა, ღალატი არა! არც დაშორება, არც ტყუილი! ყველაზე რთული გაუგებრობაა. მით უფრო მისთვის, ვისაც უკიდეგანო ფანტაზია აქვს. არასდროს დაფიქრებულხართ, უეცარი დაშორებისას მთავარი ფიქრი რომ ყოველთვის არის კითხვა "რატომ" ? ეს მიზეზის ძიებაა. თითქოს თუ მიზეზს იპოვნი, ამით დარდს შეიმსუბუქებ. არადა იქნებ სულაც პირიქითაა? ჩვენ ვამბობთ, რომ უფლება გვაქვს ვიცოდეთ მიზეზი. რაში გვჭირდება ეს ყველაფერი? რადგან ამ კითხვაზე პასუხის მიღება, უბრალოდ ჩვენს უსაზღვრო ფანტაზიას აოკებს. და ჩვენ აღარ ვიგონებთ ერთმანეთზე გულისმომკვლელ სცენებს, აღარც ტყუილ იმედებს ვეპოტინებით და ჩვენს არსებას ერთიანად მივმართავთ ბრაზისკენ. სინამდვილეში ეს ბრაზი ემიციებისგან დაცლაში გვეხმარება, ოღონდ მთავარია მისი გაკონტროლება შევძლოთ. რათა იმდენად არ ჩაგვითრიოს, რომ გამოუსწორებელი შეცდომა ჩავიდინოთ.
აი სწორედ ამ ბრაზამდე ვერ მივედი ვერაფრით.

ვიჯექი და გაოგნებისგან სულშეგუბებული დასამშვიდებლად ვითვლიდი. რაღაც მომენტში თვლა მერეოდა და ისევ ჯიუტად ვიწყებდი თავიდან.

ბიჭები მხიარულად დაბრუნდნენ სახლში.

_კარგი დრო ატარეთ?_ ბაქარზე აღრენილს ისინი მომყვნენ ხელში.

_ აქამდე გეთქვათ, რომ ვუბღვერდი ამ პატიოსან კაცს!_ იკრიჭებოდა სანდრინიო_ ვახ, რა ოქრო კაცი ყოფილა! არა, ბაჯაღლო! ამის ძმაც თუ ასეთია, სულ დავხატულვარ და ეგაა!_
აჰა, შეიყარნენ ერთი ჭკუისები! ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დამეგობრებას მოახერხებდნენ. სანტინოს ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი ნიჭი ჰქონდა.

_ ვერც ერთს ვერ გიტანთ!_ წამოვხტი ფეხზე და საძინებელში შევიკეტე. არცერთი არ მოსულა იმის საკითხავად, თუ რატომ ვიყავი ასე ნაწყენი. ახლა აივნიდან მესმოდა მათი ხორხოცი და უფრო ვიბერბოდი ბრაზისგან.

ორ დღეში ჰუგოც ჩამოფრინდა. დახვედრა დაგვაგვიანდა. ჰუგოს კი რა მოაცდენდა? აეროპორტშივე მოუსწრია ვიღაც გოგოსთან ჩხუბი. გაწიწმატებული და აღრენილი შემოგვეგება.

_ სად ხართ აქამდე? ესაა თქვენი სანაქებო სტუმართმოყვარეობა, არა?_ მკითხა და თვალი იქით გააპარა, სადაც მისი ბრაზის ობიექტი ეგულებოდა.

_ რა მოხდა, რა დაგემართა?_ გაოცებულმა შევხედე აშკარად ყავისგან დასველებულ მაისურზე.

_ ვიღაც არანორმალურმა გადამასხა, სანამ თქვენ გელოდებოდით! ბოდიშიც კი არ მოუხდია თავხედს!_ ისევ იმ მხარეს გაიხედა, სადაც "თავხედი" ეგულებოდა. მეც თვალი მივაყოლი მის მზერას და გავშრი.
არც მეტი არც ნაკლები ლიკუნა იდგა. იდგა და ფართო ღიმილით მიყურებდა. თვალს არ მაშორებდა. ვერ გეტყვით, რომ მისი დანახვა გამიხარდა. ვერც იმას მოვიტყუები, რომ მისთვის თვალის აცილების და ვითომ ვერ ვიცანის, იდეამ არ გამკრა გულში, მაგრამ საკუთარ თავს ვაჯობე და მეც საპასუხოდ გავუღიმე.
თითქოს ამას ელოდა, გიჟივით გამოქანდა ჩემკენ.

_ რა ჯანდაბა უნდა, რას მომსდევს!_ შეჰყვირა ჰუგომ და ორი ნაბიჯით დაიხია, მაგრამ მისი გაიცება მაშინ უნდა გენახათ, როცა ლიკუნამ გულში ჩამიკრა და ხელები მაგრად მომხვია.

_ როგორ მინდოდა შენი ნახვა ნელიკო! როგორ მიხარია, რომ შეგხვდი!_ ჯერ ერთ ლოყაზე მაკოცა, შემდეგ მეორეზე. გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. ეს ის გოგო არ იყო? ნაცრისფერ თაგვს რომ მეძახდა და ცხვირს რომ მიბზუებდა?!
რა მოხდა? დავიჯერო ამდენად მოეწონა ჩემი წიგნი, რომ ახლა ერთგულ თაყვანისმცემლად გადაიქცა? მერე ნანუკას სიტყვები გამახსენდა.
"ნიტამ ლიკუნა შეცვალაო!" თუ ამ ქაჯის ასე შეცვლა შესძლო გამოდის ბაქარის გოგონა, სულ ცოტა ჯადოსნური ფერია უნდა ყოფილიყო.
ახლა კიდევ უფრო მომინდა მისი გაცნობა.

_ შენ რა ამ არანორმალურს იცნობ?_ ზიზღით აპრეხილი ზედა ტუჩით მკითხა ჰუგომ.

_ გამარჯობა სანდრი! როგორ ხარ?_ ახლა სანდრინიოს მიესალმა ჩემი ვერშემდგარი მული.

აჰა, ამდენად ახლო ურთიერთობაც კი ჰქონდათ?! გამაოცა მათმა შინაურულმა ქცევამ.
კი მაგრამ ჩემს წასვლას ელოდებოდნენ, რომ ასე ჩაძმაკაცებულიყვნენ ესენი? ნუთუ საერთოდ არაფერს ნიშნავდა მათთვის ბაქარის საქციელი? არა, ეს აშკარად რაღაც სხვა ფენომენი იყო?! პირველად დამებადა მთელი სიცხადით ის კითხვა, თუ რა მოხდა იმ დროის მანძილზე აქ, რაც მე არ ვიყავი.

_ ლიკუუ, როგორ ხარ გოგონი! ამ შაბათს შენც ხომ მოდიხარ ჩვენთან?_ სანდრის კითხვაზე მე სანდრის მივაჩერდი და ლიკუნა კი რატომღაც ჩემზე არანაკლებ გაოცებულ ჰუგოს.

_ კიი, რატომაც არა!_ წამით დაფიქრდა. _მაინც მომიწევს და ბარემ თავიდანვე წამოვალ! რაღაც უცნაური იყო მისი პასუხი. ორაზროვანი და ფარული მინიშნებით სავსე.

_ ნელიკო, გამიხარდა შენი ნახვა! ძალიან გამიხარდა, რომ დაბრუნდი! _ აშკარად გულწრფელი იყო ლიკუნა. აშკარად არ იცოდა მისმა ძმამ მგონი ისევ ისე რომ მიმატოვა, შერიგებაც ვერ მოვასწარით. მე თავი დავუქნიე და რაღაც ღიმილისმაგვარი მივიხატე სახეზე. ლიკამ კი კიდევ ერთხელ გულიანად გადამკოცნა, ჩამეხუტა და გაიქცა.

_ ჰუგოო რა მოხდა თქვენს შორის?_ ვკითხე ჩურჩულით.

_ გიჟია ვიღაცაა, ჯერ მდუღარე ყავა გადამასხა და მერე იქით გამლანძღა, შეიძლება ქართული არ მესმის, მაგრამ ბოდიშისმაგვარი არაფერი უთქვამს ნამდვილად!_ სველი მაისური გამოწელა ჰუგომ.

_ არაუშავს მანქანაში გამოიცვალე!_ გავუღიმე მე. თან დავამატე გამართლებასავით_ არაა ლიკუნა ცუდი გოგო!

_ საიდან იცნობ? რაღაც დიდად არ გაგხარებია მისი დანახვა.

_ჰოო, _ სიმწრით გამეღიმა მე_მიხვდი არა? ბაქარის პატარა დაა!

_ რაოო?_ თვალები დააჭყიტა ჰუგომ.

_ ხოო, ბაქარის დაიკოა ლიკა ჰქვია!_ თავი დავუქნიე მე.

_ იმედია ბაქარი ბევრად სერიოზულია, ვიდრე მისი და!_ ჰუგო სანტინოსგან განსხვავებით ბაქარის მიმართ მთლად სიმპატიით არ იყო განწყობილი.
ალბათ საკუთარი ეგოისტი ეგოს გამოძახილს თუ ხედავდა მასში.

ჰუგო მთლად თავისუფლად ჯერ კიდევ ვერ მოძრაობდა და ხელჯოხს იყენებდა. გამიკვირდა და მეუცნაურა ლიკუნასგან ასეთი საქციელი. რაც არ უნდა იყოს, ყავარჯნით მოსიარულე ადამიანს შეურცხყოფას ვფიქრობ, არ მიაყენებდა. ეტყობა რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია. ჰუგოსთან ერთად სანდრინიოს მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ გავემართეთ. ბიცოლაჩემი ლამის ყოველ ნახევარ საათში რეკავდა, მე კი ბარგიც კი არ მქონდა ბოლომდე ჩალაგებული.

ორ მანქანაში გავნაწილდით.
სანტინომ ჰუგო სანდრინიოსთან ჩატენა, და ნანუკას ბიჭები მოუსვა გვერდით. კი გამიკვირდა ნანუკამ ბავშვები თვალიდან რომ მოიცილა, მაგრამ ვიფიქრე, ასეც სჯობდა. ჰუგოს გაართობდნენ და არ მოაწყენდნენ.
მე კი ნანუკას მანქანაში ჩავჯექი. თუმცა ბარგი სანდრინიოსთან მედო.
გზას გავუდექით, მუსიკებით და მთელი ამბებით. ბიჭებმა მალევე გადაგვისწრეს და თვალს მიეფარნენ.

_ გოგო, იცი ვინ შეგვხვდა აეროპორტში? _ ვკითხე ნანუკას.

_ ლიკუნა იყო, რაღაც გაუგებრობა მოსვლია ჰუგოსთან.

_ მართლა?_ ცალი თვალით გამომხედა ნანუკამ.

_ ხოო და ყველაზე მაგარი, სანდრიმ სოფელში დაპატიჟა!_ გავუზიარე ჩემი აღშფოთება. მაინც ვერ ვიგებდი ლიკუნას ჩვენთან რა ესაქმებოდა.

_ჰოო? და წამოვიდეს მერე, შენ რას გიშლის?_ მთლად გამაოცა ნანუკას პასუხმა. როდის აქეთ ედაქალებოდა ლიკუნას? გარშემო ყველა და ყველაფერი შეცვლილი მეჩვენებოდა. და რატომ ჩამოვრჩი თავად ამ ცვლილებებს? ჩემთვის დროის ათვლა ჩემი წასვლისას შეწყდა ეტყობა და სწორედ ამიტომ ვიოცებდი თავს დამტყდარ ცვლილებებს.
ნანუკა და ლიკუნა? ჩამეცინა. ეს არ იყო, რომ ნატრობდა ერთი თმებით მათრევინაო რამდნიმე წლის უკან?

იმ ვენახებს რომ მივუახლოვდით, ჩემდუნებურად დავიძაბე. ყოველთვის ასე მემართებოდა, როცა აქ შემთხვევით ჩავივლიდით. დავინახე სანდრის მანქანა გაეჩერებინა ზუსტად იქ, სადაც მაშინ მე და ბაქარი ერთმანეთს შევხვდით. და ძრავში რაღაცას ინტერესით ჩასჩერებოდა.
თაზომაც მაშინვე გააჩერა მანქანა და გადავიდა. ნანუკა ქმარს მიჰყვა, და ბავშვებს დახედა.
მე კი ვიჯექი და როგორც ძველი ფილმის კადრებს ისე ვახვევდი გონებაში, ჩვენი შეხვედრის მოგონებებს. ფიქრებში და ცხად ფანტაზიებში ჩავიძირე.

_ მადლობის მაგიერია?_ მახსენდება მისი სულ პირველი სიტყვები და მეღიმება.
ინსტიქტურად გადავდივარ მანქანიდან და თავადაც არ ვიცი როგორ, მაგრამ სრულიად ვეთიშები სამყაროს. ის საბდისწერო სიმღერა მესმის. და გონებაში მისი სიტყვები კიდევ ერთხელ ხმიანდება.

_ შენთვის ზრდილობა არ უსწავლებიათ?!_ ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე უკვე ბრძოლით დაიწყო.

ჩვენ ასეთები ვიყავით, მარტივად არაფერი გამოგვდიოდა. მაგრამ რაც უფრო ვებრძოდით ერთმანეთს, მით უფრო გვაახლოვებდა ეს ბრძოლა. ცოტათი იღბალი იყო ჩვენი შეხვედრა, ცოტათი ონავარი კუპიდონის ოინი და ცოტაც გარდაუვალი ბედისწერა. სად გინდოდა ამ ყველაფერს გაქცეოდი და დამალვოდი?!

თვალები დავხუჭე და სწორედ ის წამი წარმოვიდგინე. როცა მისი თვალები ვიცანი. ახლაღა გავიაზრე , რომ თვალების გახელამდეც მასზე ვფიქრობდი. მის არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ სწორედ მას ვხედავდი. გავიაზრე, რომ ეს ქვეცნობიერის თამაში იყო, რომ მე ის მანამდეც მყავდა ნანახი. იცით, რომ წარმოსახვითი და სიზმრისეული სახეები, თქვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები არიან სინამდვილეში? ეს ადამიანები თქვენმა გონებამ აღბეჭდა და ქცეცნობიერის ფარულ სიღრმეებში გადამალა.
არავითარი მაგია და ჯადოქრობა! ყველაფერი მხოლოდ მეხსიერების მუდმივობაა, რომელიც საკუთარი სიმშვიდისთვის გადავიწყებული გგონია.

სად შევხვდი მანამდე ბაქარს? არ ვიცი, იქნებ სადმე კაფეში, ან კონცერტზე. სულაც ქუჩაში. იქნებ თეატრში? ანდაც მირზასთან მაღაზიაში? ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ჩემს გონებაში აღიბეჭდა და სიმშვიდეზე და ბედნიერებაზე ფიქრისას სწორედ საჭირო დროს და საჭირო ადგილზე ამოტივტივდა. აი ამიტომ გავიფიქრე მისი დანახვისას, რომ სწორედ მასზე ვფიქრობდი იმ წამს. სადღაც გულის სიღრმეში სწორედ ასე მინდოდა ყოფილიყო.
და სამყარომ ჩემი ხმა გაიგონა!

_რა გქვია!_ ხმამაღლა გახმიანდა მისი კითხვა.
გამეღიმა.
გამახსენდა საკუთარი პასუხი და უნებურად ისევ იგივე გავიმეორე :

_ ანა!_და თვალებიც გავახილე.

გულმა გულისცემა შეაჩერა.
ზუსტად ჩემს სახესთან სწორედ ის დავინახე, ვისზეც გამუდმებით ვფიქრობდი. შავთვალა, ხუჭუჭთმიანი, ძალიან ახლობელი ადამიანი, ჩემი სულის ნახევარი, და გულის ფეთქვა. პირდაპირ თვალებში მომჩერებოდა. ჯიუტად, თვალმოუცილებლად, ტუჩებზე თავხედური ღიმილით და ისე მაკვირდებოდა, თითქოს პირველად მხედავდა.

_ ანა? _ თვალებში ჭინკები აუცეკვდა.
_ გამარჯობა ანა, მე ბაქარი ვარ! მე აქ ერთ გოგონას უნდა შევხვედროდი სევდისფერი თმით, ხომ არ გინახავს?_ მკითხა და ლოყაზე მომეფერა.

_ ვინმეს მნიშვნელოვანს?
_ ვკითხე ინტერესით.

_ ჩემი ცხოვრების ერთ_ერთ მთავარ ქალს!_ მიპასუხა და ტუჩებზე ისე დამაცქერდა. მივხვდი, ცოტაც და თავშეკავება უმტყუნებდა.
გამახსენდა ეს ვენახები მხოლოდ ჩვენი გაცნობის საიდუმლოს მოწმეები რომ არ იყვნენ და უკან დავიხიე.

_ ერთ_ერთს?_ ვკითხე წარბის აწევით. გაეღიმა.

_ წამოდი, ეგ "ერთ_ერთი" რა ხანია გელოდება!_ ხელი მაჯაში ჩამავლო და თავისი "შავი მარგალტისკენ" წამიყვანა. მაშინღა შევამჩნიე, რომ ჩვენ გარდა იქ აღარავინ იყო. აღარც სანი, აღარც ჰუგო, და აღარც არავინ. ნანუკაც კი უსიტყვოდ გაპარულიყო.

"მეგობრებიც ასეთი უნდა?!"_ გავიფიქრე ღიმილით.


10

ბაქარის იდეალურ პროფილს ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი. არ ვიცი, სხვა როგორ ხედავდა მას, მაგრამ მე მის მიღმა ვერავის რომ ვეღარ ვხედავდი, ალბათ სწორედ ეს იყო სიყვარული.

ადრეც გითხარით, რომ დამსხვრეული უთიერეობები სარკეს ჰგვანან. შეკოწიწება აღარ უწერიათ. რადგან ათასი ბზარი დარჩება მათზე. ვერასდროს იქნებიან იდეალურები და ყოველთვის გაგახსენებენ უწინდელ საკუთარ თავებს. ისეთებს, როგორებიც იყვნენ დამსხვრევამდე.
მაგრამ არაფერი არ უშლის ხელს ახალი ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას, თუ საკუთარ თავში პატიების და განახლების ძალას იპოვნით. არ არის საჭირო წარსულის დავიწყება, მაინც არაფერი გამოგივათ! უბრალოდ ცუდ მოგონებებს არ მისცეთ უფლება, რომ ნათელ მოგონებებს აჯობონ. რადგან ამ მოგონებების შემოქმედი ისევ თავად თქვენ ხართ.

ამიტომ უბრალოდ ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოთ. ამ საოცარი წამიდან და ცხოვრება მიიღოთ ისეთი, როგორიც ზუსტად ახლაა.

მე რომ ბაქარი დღეს გამეცნო, რას შეცვლიდა ის, რომ მას პატარა გოგონა ჰყავდა? ალბათ არაფერს. მე ბაქართან ერთად მის შვილსაც მივიღებდი და მისი არეული ცხოვრების მიღებასაც ვისწავლიდი. ხოდა საკუთარ თავს რატომ არ უნდა მივცე კიდევ ერთი შანსი ახლა?!

რა თქმა უნდა, არ მიფიქრია, რომ წარსული გავლენას არ იქონიებდა ჩვენს მომავალზე, რადგან გამოცდილების მიუხედავად მეც და ისიც უწინდელი ჩვენივე თავები ვიყავით. უბრალოდ ამ ხანგრძლივმა დაშორებამ ერთმენეთის ფასი გვასწავლა.

დანგრევა ყოველთვის ადვილია, ნგრევის პროცესი კი, როცა ქვეცნობიერი ეგო ზეიმობს, სასიამოვნოდაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგრამ როგორც კი ბოლო აგური დაეცემა, სინანული მოვა. მოვა და გულში მახრასავით დაიბუდებს. დაუწყებ ძებნას დანგრეულ ბედნიერებას და მხოლოდ ნამსხვრევები შეგრჩება ხელში.

მონატრება კი გაგაოცებთ რამდენად ყოვლისმომცველი შეიძლება იყოს. გაგცინებათ თუ გეტყვით, რომ მისი მანქანაც კი მენატრებოდა. უამრავ ბედნიერ წუთს ინახავდა, თუმცა ბედნიერთან ერთად ბევრ ცუდ მოგონებასაც. არა, ახლა ამ მოგონებებით არსებული სიმშვიდის გაფუჭებას არანაირად არ ვაპირებდი.

_ სად მივდივართ ბაქარ?_გავხედე ჩაფიქრებულს. ჩვენ ისე ვიქცეოდით, თიქთქოს მართლა არაფერი მომხდარიყო ცუდი. თითქოს მეხსიერება წაგვიშალეს. თითქოს რაღაც შეწყვეტილი მომენტიდან გავაგრძელეთ ყველაფერი. ცოტას დავმშვიდდებოდით და აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებდით.

_ სახლში!_ მიპასუხა ღიმილით. ხელი ხელზე მომკიდა და ჩაიხუტა.

_ ბაქარ!_ რაღაცის თქმა მსურდა, მაგრამ ვერ გავბედე.
ვღელავდი ვაითუ ბავშვს არ მოვწონებოდი? ვაითუ არ მივეღე? კი ძალიან პატარა იყო, მაგრამ ბავშვები ხომ ძალიან გულწრფელები არიან ურთიერთობაში. ამის მეშინოდა. მეშინოდა, რადგან ის არა მხოლოდ ბაქარის, არამედ ალისკას შვილიც იყო. და ვაითუ ერთ დღეს დედამისს დაბრუნება მოსურვებოდა? აქამდე წარსულის გამო ვნერვიულობდი. ახლა წარსული ეჭვები მომავალზე ეჭვებმა ჩაანაცვლეს.

_ ნუ ნერვიულობ გესმის? _ ხელზე მაკოცა ბაქარმა._ ყველაფერი კარგად იქნება!

_ ის რომ დაბრუნდეს?_ ვკითხე და თვალი ავარიდე.

_ მოიხედე ნელიკო! ყველაფერი, რისი თქმაც გინდა, პირდაპირ მითხარი! ნუ გერიდება! შენ რომ წახვედი და ნიტა რომ ცუდად იყო, ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის. იცი რას მივხვდი?_ ინტერესით ვუყურებდი. მას ხომ არ სჩვეოდა ამდენი საუბარი და გრძნობების გაშიშვლება.

_ მივხვდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი უთქმელობამ გააფუჭა! უფრო სწორედ ჩემმა დუმილმა და ჩაკეტილობამ! ვიცი, რომ უამრავი რამის თქმა გსურდა და უამრავ რამეს ვერ იგებდი, მე კი სულ გავურბოდი შენთან გულწრფელ საუბარს!_ მართალი იყო. სანამ გაუგებრობით გამოუსწორებელ შეცდომას ჩაიდენენ ადამინებმა, რომ ისაუბრონ გულღიად უამრავ ტკივილს აირიდებენ თავიდან.

_ ის ვეღარასდროს დაბრუნდება ნელიკო!_ მითხრა და მე მას დავუჯერე.

სახლის წინ გააჩერა მანქანა. გამიღიმა და გადავიდა. მაგრამ მე ფეხი ვერ მოვიცვალე. ის ბოლო დღე გამახსენდა, როცა ნანუკამ წამიყვანა ამ სახლიდან. როცა ვფიქრობდი, რომ აქ აღარასდროს დავბრუნდებოდი. იმ ტკივილის გემო გამახსენდა, უცნაური ჟანგის თუ სისხლის.

ბაქარს გავხედე. კართან იდგა და მიცდიდა. დროს მაძლევდა, რომ საკუთარ თავში მეპოვნა დაბრუნების ძალა.

ისევ ჩემს გადაწყვეტილებაზე ეკიდა ჩემი მომავალი, თუ მე შესვლას ვერ გავბედავდი, ეს იქნებოდა უცილობელი დასასრული! მაგრამ თუ ზღურბლს გადავაბიჯებდი, ბაქარი აღარასდროს გამიშვებდა ამ სახლიდან. სახლიდან, რომელიც მან მე მიყიდა და რომელსაც მე ოქროს გალიას ვეძახდი.

რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. კარი გავაღე და ღიმილით გადავედი.
თან გზაში ნაყიდი ფუმფულა ვინი პუჰიც გადმოვიყოლე.

_ ყველაფერი კარგად იქნება!_ მითხრა ბაქარმა და ხელი გამომიწოდა.
შინაგანად ვღელავდი. და მის გამოწვდილ ხელს მაგრად ჩავეჭიდე.
ასე ხელგაუშვებლად მომხვია წელზე ხელი და ჩამიხუტა.
ნაპერწკლებმა დამიარეს სხეულში. აქ იყო, ჩემთან და მე მაინც გაგიჟებით მენატრებოდა. კარი გააღო და ჩემთან ერთად შეაბიჯა ეზოში.

_ კეთილი იყოს შენი დაბრუნება საყვარელო!_ მითხრა და ეზოში თავმოყრილმა მეგობრებმა მოულოდნელი ყიჟინა დასცეს. თან მოცისსფერო ბოლებს უშვებდნენ. გვიყურებდნენ და იცინოდნენ. ყველა აქ იყო, ყველა ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენდა. გაოცებისგან გავშრი, დედა , მამა, მია, პაბლო და როდრიგო, ესენიც კი იქ იყვნენ. ახლა მივხვდი, რას აკეთებდა ლიკუნა აეროპორტში. ჰუგოს გავხედე და ფართო ღიმილით მიყურებდა, ეს მსახიობი ესა! სანი, გიტარით ხელში ნაუცბადევად მოწყობილ სცენაზე უკრავდა და მღეროდა იმ საბედისწერო სიმღერას მე და ბაქარი ერთმანეთს რომ შეგვახვედრა. ნანუკა და თაზო ბედნიერი ღიმილით. ბიცოლაჩემი, მარი და ტყუპები. რომ არა მათი ნათლობა, ვინ იცის....

და სანდრო ყურებამდე გახეული პირით.

_ ვიცოდი წამოყვებოდი!_ გადამეხვია და ჰაერში დამაბზრიალა._ შენ კიდე, თუ ისევ მიქარავ რამეს უეჭველი იცოდე , ჩვენი ძმობის მიუხედავად მოგკლავთ!

_ ბევრნი ხართ?_ თავხედურად გაეღიმა ბაქარს.

_საკმაოდ!_ უპასუხა სანტინომ და ძმებთან ერთად სანდრინიოს ამოუდგა მხარში.

_ სრული ბატალიონი, რაღაც ვიზამ მომიწევს მორჩილება!_ ხელები ასწია ბაქარმა.

როდის დაგეგმეს? როდის მოასწრეს? როგორ არავის წასმოცდა?

ყველაზე წინ ბავშვები იდგნენ. მათ შორის
პატარა კულულებიანი გამხდარი გოგონა, რომელიც გატაცებით უკრავდა ტაშს და ისე მიყურებდა, როგორც დიდი ხნის ნაცნობ და მონატრებულ ადამიანს.

_ მგონი მიცნო!_ გაკვირვებულმა ავხედე ბაქარს.

_ დარწმუნებული იყავი გიცნო!_ გაეცინა მას. ალბათ ესაუბრებოდა ჩემზე._ ოთახში შენი უზარმაზარი ფოტო მაქვს, წინა ქორწილზე გადაღებული.

მისკენ წავედი და მის წინ ჩავიმუხლე.

_ გამარჯობა ნიტა!_ მივესალმე.

_ გამარჯობა ნელიკო!_ მომესალმა ისიც წკრიალა ხმით.

_ მეგობარი მოგიყვანე!_ დათუნია გავუწოდე.

_ხომ ჩვენთან დარჩები?_ მკითხა და გამხდარი მკლავები დათვთან ერთად მეც მომხვია!_ ახლა გეტყვით, რომ ყველაფერი ისე უნდა, მომხდარიყო, როგორც მოხდა! რომ ეს პატარა საოცარი სიცოცხლე მოვლენოდა დედამიწას. ყველაფერი ღირდა ამად, ყველა ის ცრემლი, რომელიც მე დავღვარე, ყველა ის ღამე, რომელიც თეთრად გავათენე, ყველა ის მარტოობის წამი , რომელიც აივანზე დულსესთან ერთად გავატარე. ახლა რომ არჩევანი მოეცათ ჩემთვის, მე არაფერს შევცვლიდი. იმედია, რომ გესმით ჩემი.

ლიკუნა შემომეგება და ნიტას ხელი ჩაჰკიდა.

_ მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დაბრუნდებოდი!_ ლოყაზე მაკოცა._ მიხარია, რომ აქ ხარ!

რუსუდანი ვიცანი,მაგრამ მის გვერდით მომავალი ყავარჯნიანი კაცი კი ვერა. თუმცა, რომ დავაკვირდი, საოცრად მივამსგავსე ბაქარი მას.

_ ნუთუ?_ ავხედე ბაქარს და მან თავი დამიქნია.

_ საყვარელო გაიცანი მამაჩემი, გოგი გოთუა!_ რამდენი რამე შეცვლილიყო და დალაგებულიყო. თითქოს მართლაც თავიდან იწერებოდა ჩვენი სცენარი, გასწორებული შეცდომებით და კეთილი დასასრულის კორექტირებით.

მშობლებს მივუახლოვდი.
დედას ჩავეხუტე და მამას გაოცებულმა გავხედე.

_ ვის ვის და შენ კი არ გელოდი მამა! ხმასაც კი არ იღებდი მასზე, მეგონა არსდროს აპატიებდი!_ მამას გაეღიმა.

_ კარგი არაფერი მქონდა სათქმელი, ჩემო გოგო და ცუდის თქმას, რა აზრი ჰქონდა, როცა შენ ადრე თუ გვიან მასთან დაბრუნდებოდი? ამიტომ ვიკავებდი თავს, რომ შემდეგ ჩემი სიტყვები წინ არ დამხვდომოდა და გული არ მეტკინა შენთვის!_ ჩემი კეთილი, გააზრებული და გონიერი მამიკო.

საღამოს გვიან დაიშალენ სტუმრები.
ზოგი ჩვენთან დარჩა, ზოგი რუსთავში დაბრუნდა. წასვლისას მირზა ღიმილით დამემშვიდობა:

_ ჰა რას იტყვი, ჩემს წინადადებაზე? ცნობილი ადამიანი კიდევაც წამადგება მაღაზიაში!_ ბაქარს გახედა და გადაიხარხარა.

_ დავფიქრდები
მირზა და თუ უკეთესი ვერაფერი ვნახე, აუცილებლად მოგაკითხავ!_ მეც გამეცინა.

_ ოჰ, უკეთესი! დიადი ნელიკო აბაშიძე!_ სიცილ სიცილით ჩაჯდა მანქანაში. უცებ შუშა ჩამოსწია და სერიოზულად გამომხედა.

_ ეი, ლიფსიტა , მაგ ზვიგენს თავი აღარ შეაჭმევინო იცოდე! და ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება!_ თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა.

_ არა ზოგი არ იცვლება, და მთელი ცხოვრება მავნე რჩება!_ ჩაილაპარაკა ბაქარმა, მაგრამ ძალიან თბილი და მხიარული ღიმილით.

საღამოს აივანზე ვიჯექი საქანელაზე და კალთაში მიძინებულ ნიტას თმაზე ვეფერებოდი.
თან აივნის მოაჯირზე დასკუპულ დულსეს ვუყურებდი.

_ მიო რა უცნაურია არა? თითქოს არაფერი შეცვლილა, მე და შენ ისევ ჩვეულად აივანზე ვზივართ, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ გესმის?!_ დულსემ კუდი აიქნია. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ მართლა ესმოდა ჩემი. იქნებ ჩემს ემოციას გრძნობდა?!

ხელი ნიტს ნაჭრილობევს გადავუსვი. გამაჟრჟოლა. იარა ახლაც კი შეუსაბამოდ უზარმაზარი იყო ამ სიცოცხლის ნამცეცთან.

_ როგორი ძლიერი გოგო ხარ ნიტა!_ ვუთხარი მძინარე ბავშვს ჩურჩულით._ მადლობა, რომ არ დანებდი და ბოლომდე იბრძოლე!
მადლობა, რომ მამაშენი დამიბრუნე!

ბაქარი შემოვიდა, ზურგიდან ჩაგვეხუტა და გაგვარწია.

_ დაეძინა არა? მარტო ჩემთან უყვარს აქ დაძინება! ვიცოდი, შეგიყვარებდა. ისე, როგორც მე მიყვარხარ! _ კისერში მაკოცა. _ არა, ჩემსავით ნელიკო მაინც არავის უყვარს!

არც ნელიკოსავით შეიძლებოდა ვინმეს ჰყვარებოდა ბაქარი.

_ იცი რა მითხრა მამაშენმა?_ თვალი ჩამიკრა ეშმაკურად.
_ ქორწილს მამაჩემის სახლში გადავიხდით, თქვენი ქალაქური ქორწილების არ მჯერა მეო! თანაც ნელიკოს სახელზე დაფლულ ქვევრს გავხსნით და იმით დავილოცებითო! გოგიც მის აზრზეა, მაგრამ თავის სახლში უნდა ქორწილი! არ ვიცი, როგორ შეთანხმდებიან!

_ გოგი და რუსუდანი?_ მინდოდა მეკითხა შერიგდნენმეთქი.

_ მთლად მასე ვერ ვიტყვი, მაგრამ დღეს მითხრა გოგიმ, ნელიკომ ცხოვრებისეული მაგალითი მაჩვენა ამხელა კაცს და გონს მომიყვანაო! ხომ ხედავ როგორი სასწაული ხარ!_ კიდევ მაკოცა._ იცი, ვეღარ ვითმენ და სანამ გავგიჟდი, მომიყვანე აქ ბავშვი გადავაწვინო.
ფრთხილად აიყვანა ხელში ნიტა. გულში ჩაიკრა და იავნანის ღიღინით შევიდა საძინებელში.

წამოვდექი და მოაჯირთან მივედი. დულსემ შემომკნავლა.

_ მიო იმ ღამეს ვინმეს რომ ეთქვა, ეს დღე დადგებოდა, დაიჯერებდი? ჰა?!_
ოთახიდან ფეხის ხმა მომესმა. უკან მოვბრუნდი და დავინახე, როგორ მიახლოვდებოდა ფეხშველი ჩემი ოცნების კაცი.

გული უცნაურად ამიჩქარდა. ეს გრძნობა არ იყო უკვე ნაცნობის და მომხდარის განმეორება. ეს რაღაც ახალი იყო.
მუჭი გულზე დავირტყი და ისე, რომ მომავალი ბაქარისთვის თვალი არ მომიცილებია, როგორც მანამდე ათასჯერ, საკუთარ გულს ვთხოვე:

_ დაწყნარდი გულო!
ბაქარი მომეხვია. თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.

_ვერ დაგპირდები, რომ ამაღამ შენს გულს დაწყნარება უწერია ჩემო სიხარულო!_ ხელები ყელზე მოვხვიე.

_ ნელიკო გამომყევი ცოლად, კიდევ ერთხელ!_ მითხრა ღიმილით. მე ფეხის წვერებზე ავიწიე და მონატრებულ ტუჩებში თამამად ვაკოცე.

დასასრული.....


(იმედია ეს დასასრული მოგეწონებათ, რადგან ჩემთვის როგორც ადამიანისთვის სტოკჰოლმის სინდრომი , ეს სიყვარული არ არის და პირველივე ნაწილთან დასრულდა. მაგრამ ჩვენ ყველას მოგვწონს ბედნიერი დასასრულები. ალბათ იმიტომ რომ იმედს გვიტოვებენ უკეთესის. მადლობა ვინც მოთმინებით მელოდებოდით, იმედია მოლოდინი გაამართლებს!)))

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

შეუდარებელი ხარ ვერა. არაჩვეულებრივი დასასრულია. იმედია მომდევნო ისტორიებიც ასეთი თავბრუდამხვევი და საინტერესო იქნება. ველით თქვენს ახალ ისტორიას. წარმატებებს გისურვებთ

 


№2  offline წევრი მოიისფრო

ჩემი დიდი პატივისცემა ავტორს, ძალიან ნიჭიერი ხართ და გადმოცემის კარგი უნარი გაქვთ, განსაკუთრებით, როცა ადამიანის ემოციებზე და გრძნობებზე საუბრობთ.
ახლა რაც შეეხება ისტორიას. "იმ ღამეს ეს მხოლოდ მისი სურვილი იყო, რაღაც ძალადობასა და მორჩილებას შორის." ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი ვერ წამომიდგენია ამის პატიება. ჩემთვის ნელიკო სუსტი ქალია, ბაქარი კი სოციოპათი. შესაბმისად, ვფიქრობ ასეთ წყვილს ჯანსაღი მომავალი ვერ ექნება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და რასაკვირველია ავტორს სრული უფლება აქვს ისე წარმართოს პერსონაჟების ბედი, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.

წარმატებები!

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მოიისფრო
ჩემი დიდი პატივისცემა ავტორს, ძალიან ნიჭიერი ხართ და გადმოცემის კარგი უნარი გაქვთ, განსაკუთრებით, როცა ადამიანის ემოციებზე და გრძნობებზე საუბრობთ.
ახლა რაც შეეხება ისტორიას. "იმ ღამეს ეს მხოლოდ მისი სურვილი იყო, რაღაც ძალადობასა და მორჩილებას შორის." ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი ვერ წამომიდგენია ამის პატიება. ჩემთვის ნელიკო სუსტი ქალია, ბაქარი კი სოციოპათი. შესაბმისად, ვფიქრობ ასეთ წყვილს ჯანსაღი მომავალი ვერ ექნება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და რასაკვირველია ავტორს სრული უფლება აქვს ისე წარმართოს პერსონაჟების ბედი, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.

წარმატებები!

მადლობა ჩემო კარგო მეც ავღნიშნე, რომ როგორც ადამიანისთვის ჩემთვის ეს ამბავი პირველი ნაწილის ბოლოს დამთავრდა. არ ვაპირებდი გაგრძელებას,მაგრამ მკითხველს ძალიან მოეწონა რატომღაც ეს ტოქსიკური წყვილი. და გაგრძელება მოითხოვა. ამიტომ მივეცი მათ მეორე შანსი. მადლობა გულწრფელი და კორექტული შეფასებისთვის თქვვენ.

 


№4 სტუმარი One

Unichieresi khart vera, udidesi simpatia chemgan, siamovnebit vikhilavdi wignad gamocemul , am shesanishnav nawarmoebs, warmatebebi, sul unda werot,suul))
Madloba zghva emociistvis❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

One
Unichieresi khart vera, udidesi simpatia chemgan, siamovnebit vikhilavdi wignad gamocemul , am shesanishnav nawarmoebs, warmatebebi, sul unda werot,suul))
Madloba zghva emociistvis❤️

უღრმესი მადლობა,მიხარია გულწრფელად))))

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთა

ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით უარესად ხდება, მაგრამ ასე ფურცელზე დაწერილი და გადმოცემული უფრო მძიმეა ხოლმე. ამიტომ მეც მოვირგე ვარდისფერი სათვალე და ვიტყვი, ამ ისტორიას სჭირდებოდა ასეთი განვითარება და ლამაზი დასასრულიც.

 


№7 სტუმარი ნი-კე

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე..არაჩვეულებრივად გადმოეცი ყველა გრძნობა,შეგრძნება,ფიქრი,აზრი,წარმოსახვა...კიი ,,სტოქჰოლმის სინდრომი"არ შეიძლება სიყვარული იყოს....და მაინც სიყვარული ეს ისეთი ამოუხსნელი რამაა,რომ ზუსტად შეუძლებელს შეგაძლებინებს...რაღაცნაირად სულ მჯერა რომ რასაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია,ის,ერთხელ მოდის ცხოვრებაში და ვისურვებდი ყველა სიყვარული ბედნიერების მომტანი ყოფილიყო...გამიგრძელდა სიტყვა...ჩემი დიდი პატივისცემა და აღფრთოვანება თქვენ..❤️წარმატებები უამრავი❤️❤️ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავი იყო❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მაკა

უმაგრესი იყო მადლობა ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ დამამუნჯა ისე გამიხარდა მადლობა ამ სიამოვნებისთვის❤️❤️❤️❤️ძალიან გამიხარდა ჩემი რუსთავიც რომ იყო მოხსენიებული მიყვარს ეგ ქალაქი❤️❤️❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ქეთა
ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით უარესად ხდება, მაგრამ ასე ფურცელზე დაწერილი და გადმოცემული უფრო მძიმეა ხოლმე. ამიტომ მეც მოვირგე ვარდისფერი სათვალე და ვიტყვი, ამ ისტორიას სჭირდებოდა ასეთი განვითარება და ლამაზი დასასრულიც.

მადლობა,ძალიან მიღარია რომ მკითხველს მოსწონს.

ნი-კე
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე..არაჩვეულებრივად გადმოეცი ყველა გრძნობა,შეგრძნება,ფიქრი,აზრი,წარმოსახვა...კიი ,,სტოქჰოლმის სინდრომი"არ შეიძლება სიყვარული იყოს....და მაინც სიყვარული ეს ისეთი ამოუხსნელი რამაა,რომ ზუსტად შეუძლებელს შეგაძლებინებს...რაღაცნაირად სულ მჯერა რომ რასაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია,ის,ერთხელ მოდის ცხოვრებაში და ვისურვებდი ყველა სიყვარული ბედნიერების მომტანი ყოფილიყო...გამიგრძელდა სიტყვა...ჩემი დიდი პატივისცემა და აღფრთოვანება თქვენ..❤️წარმატებები უამრავი❤️❤️ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავი იყო❤️❤️

კიი სიყვარულის ფემომენი ბევრ სიურპრიზს გვთავაზობს, უბრალოდ ამ საყვარულში საკუთარი თავი არ უნდა დაგვავიწყდეს. მადლობა დიდი.

სტუმარი მაკა
უმაგრესი იყო მადლობა ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ დამამუნჯა ისე გამიხარდა მადლობა ამ სიამოვნებისთვის❤️❤️❤️❤️ძალიან გამიხარდა ჩემი რუსთავიც რომ იყო მოხსენიებული მიყვარს ეგ ქალაქი❤️❤️❤️

მადლობა თქვენ. კი მშობლიური ქალაქია რუსთავი და მეც მიყვარს.

 


№10 სტუმარი ნია

ველოდებით ახალ ისტორიას. ისიც ამის მსგავსად საინტეტესო და უმაგრესი იქნება. მადლობა დიდი ასეთი კარგი ისტორიებით რომ გვანებივრებთ

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნია
ველოდებით ახალ ისტორიას. ისიც ამის მსგავსად საინტეტესო და უმაგრესი იქნება. მადლობა დიდი ასეთი კარგი ისტორიებით რომ გვანებივრებთ

მადლობა თქვენ რომ ემოციის და შეფასების გაზიარება არ დაიზარეთ

 


№12 სტუმარი სტუმარი ელენე

უფ ძალიან კარგი იყო. მართლაც ზუსტად გადმოსცემთ გრძნობენს და ემოციებს.
იცით?! იმდენი ცუდი ხდება ქვეყანაში, იმდენი უარყოფითი ადამიანი გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, იმდენად დაავიწყდათ ადამიანურობა , რომ ვფიქრობ ეს დასასრული ასეთი უნდა ყოფილიყო. იმედის მომცემი და ის რომ საკმარისია ამდენი ნეგატივი , რომ რაღაცით მაინც ვიყოთ ბედნიერები თუნდაც პატარა ისტორიის კარგი დასასრულით... წარმატებები !!!

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ელენე
უფ ძალიან კარგი იყო. მართლაც ზუსტად გადმოსცემთ გრძნობენს და ემოციებს.
იცით?! იმდენი ცუდი ხდება ქვეყანაში, იმდენი უარყოფითი ადამიანი გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, იმდენად დაავიწყდათ ადამიანურობა , რომ ვფიქრობ ეს დასასრული ასეთი უნდა ყოფილიყო. იმედის მომცემი და ის რომ საკმარისია ამდენი ნეგატივი , რომ რაღაცით მაინც ვიყოთ ბედნიერები თუნდაც პატარა ისტორიის კარგი დასასრულით... წარმატებები !!!

მადლობა, ალბათ მართალიც ხართ. ალბათ იმიტომ არ მიიღო მკითხველმა ამათი ცუდი დასასრული

 


№14  offline წევრი მირცა.

სასწაული ხარ! ასეთი კარგი ჯერ არაფერი წამიკითხავს, პირველმა ნაწილმა გამაოცა, მეორე ნაწილის დასასრულმა იმხელა ინტრიგა დამიტოვა... აი ეს კი ჩასაყლაპი ნაწილი იყო. დიდი მადლობა ამ ემოციისთვის ❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მირცა.
სასწაული ხარ! ასეთი კარგი ჯერ არაფერი წამიკითხავს, პირველმა ნაწილმა გამაოცა, მეორე ნაწილის დასასრულმა იმხელა ინტრიგა დამიტოვა... აი ეს კი ჩასაყლაპი ნაწილი იყო. დიდი მადლობა ამ ემოციისთვის ❤️

ძალიან დიდი მადლობა, სტიმულია პოზიტიური შეფასება))))

 


№16 სტუმარი Nino otxmezuri

♥️♥️კარგი იყო. წარმატებები. მომწონს თქვენი ხედვა. ♥️პოზიტივი იმედი შემოაქვთ გმირებს ყოველდღიურ ქაოსში.მადლობთ♥️

 


№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Nino otxmezuri
♥️♥️კარგი იყო. წარმატებები. მომწონს თქვენი ხედვა. ♥️პოზიტივი იმედი შემოაქვთ გმირებს ყოველდღიურ ქაოსში.მადლობთ♥️

მადლობა თქვენ, რომ შეფასების დატოვება არ დაიზარეთ.

 


№18 სტუმარი marta

ძალიან კარგად წერთ, მომწონს თქვენი ისტორიები და ამ ისტორიის პირველი თავიც მომეწონა, ვიფიქრე არ აპირებდით ტოქსიკური ადამიანების რომანტიზირებას, რაც პირველ თავში იყო ბაქარი ისევ ის დარჩა, ნელი კი ძალიან სუსტი ქალი, მახსოვს თავიდან ზუსტად თავისნაირ ქალებს დაცინოდა, რომლებიც ასეთ კაცებზე აფანატებენ. პირველი თავი თქვენთვის დასასრული იყო და აღარ უნდა გაგეგრძელებინათ(ეს მხოლოდ ჩემი აზრია) რაღაცნაირად უნდა დაინახოს საზოგადოებამ რომ მსგავსი ურთიერთობები არაჯანსაღია და ავადმყოფობაა ამის წაკითხვა და მოწონება.

 


№19  offline ახალბედა მწერალი ვე რა

marta
ძალიან კარგად წერთ, მომწონს თქვენი ისტორიები და ამ ისტორიის პირველი თავიც მომეწონა, ვიფიქრე არ აპირებდით ტოქსიკური ადამიანების რომანტიზირებას, რაც პირველ თავში იყო ბაქარი ისევ ის დარჩა, ნელი კი ძალიან სუსტი ქალი, მახსოვს თავიდან ზუსტად თავისნაირ ქალებს დაცინოდა, რომლებიც ასეთ კაცებზე აფანატებენ. პირველი თავი თქვენთვის დასასრული იყო და აღარ უნდა გაგეგრძელებინათ(ეს მხოლოდ ჩემი აზრია) რაღაცნაირად უნდა დაინახოს საზოგადოებამ რომ მსგავსი ურთიერთობები არაჯანსაღია და ავადმყოფობაა ამის წაკითხვა და მოწონება.

კი მართალი ხართ, ნამდვილად მინდოდა პირველი ნაწილით დასრულებულიყო, მაგრამ მკითხველმა დაიჟინა და მოითხოვა გაგრძელება. თუმცა სულ მთლად უმტკივნეულიდ ვერ ვაპატიე ბაქარს და მეორე ნაწილში ვცადე მისი შეცვლის მიზეზებზე მესაუბრა. ალბათ იმაშიც მართალი ხართ რომ ადამიანები არ იცვლებიან. მეც მჯერა მაგის, მაგრამ მეორე შანსისაც მჯერა ამავდროულად.შესაძლოა დუა გარდატეხებმა ცვლილებებიც გამოიწვიოს და მსოფლმხედველიბის გადაფასებაც. არ ვიცი. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. თუმცა მსგავსი თემის რომანტიზებას მეც არ ვუჭერ მხარს. ჩემთვის ადრეც აღვნიშნე, რომ სტოკჰოლმის სინდრომი პირველი ნაწილით დასრულდხა.

 


№20 სტუმარი აზა

ძალიან კარგი იყო.ძალიან მომწონს რომ შენს ყოველ ნაწარმოებში სიახლე დევს. არ გავს ერთმანეთს ინკუბატორის წიწილებივით????.სასიამოვნოდ წასაკითხია ყოველი მათგანი.მადლობა დიდი რომ წერ და ჩვენამდე მოგაქვს. დამერწმუნე დიდი საჩუქარია ემიგრამტისთვის. რომელსაც თავის ენაზე წიგნის კითხვა შეზღუდული აქვს.გაიხარეთ

 


№21  offline ახალბედა მწერალი ვე რა

აზა
ძალიან კარგი იყო.ძალიან მომწონს რომ შენს ყოველ ნაწარმოებში სიახლე დევს. არ გავს ერთმანეთს ინკუბატორის წიწილებივით????.სასიამოვნოდ წასაკითხია ყოველი მათგანი.მადლობა დიდი რომ წერ და ჩვენამდე მოგაქვს. დამერწმუნე დიდი საჩუქარია ემიგრამტისთვის. რომელსაც თავის ენაზე წიგნის კითხვა შეზღუდული აქვს.გაიხარეთ

მადლობა დიდიი. წაიკითხეთ და და ისიამოვნეთ.???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent