შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი5)


1-11-2023, 14:10
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 1 332

***
საზღვარი კარგა ხნის გადაკვეთილი ჰქონდა. ბებერი ოპელი ჯიუტად მიიკვლევდა გზას აზერბაიჯანის უსწორმასწორო გტაკეცილზე. ავტომობილი მოქანცული ცხენივით ფრუტუნებდა, წინ მიიწევდა და უკან თეთრი კვამლის შეიფს ტოვებდა. მისი ასაკის მანქანებით დიდი ხანია პრესტიჟულ ავტოსასაფლაოებს მიაბარეს, ამას კი დამსახურებული პენსიაც არ ეღირსა. აღმართში უჭირდა, თორემ დაღმართების მოახლოვებას გუმანით გრძნობდა, შორიდანვე ისეთი კისრისტეხით გარბოდა, რომ წრიპინა მუხრუჭები გაჭირვებით აკავებდა.
სცვიოდა ნაყოფი, ოქტომბრის თვეში, გზის პირას ჩალაგებულ უზარმაზარ კაკლის ხეებს. მძღოლს კი ცრემლები ნიაღვრად მოსდიოდა სიმშრალეს შეჩვეული თვალებიდან. ყველას ძლიერი, მტკიცე ადამიანი ეგონა. თავადაც ასე ფიქრობდა ალბათ. თუმცა ხშირად უოცნებია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიეცა ვინმეს შანსი, ყოფილიყო სუსტი. ახლაღა აუხდა ეს სურვილი. საყვარელი ქალის გაფიქრებაზე სიმწრის ცრემლებს ვერ იკავებდა. ტიროდა, მიჰქროდა და ღმერთს მეუღლის გადარჩენას შესთხოვდა.
მისი ფიქრები, დროდადრო ძმადნაფიცზე გადადიოდნენ. ყოველთვის სჯეროდა, ნამდვილი მეგობრობა მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში, სამუდამოდ გრძელდება. ის ყველა გამოცდას უძლებდა, როგორც დროის, ასევე მანძილის მიმართ. ეს არის ურღვევი ძმობა, ცხოვრებით გამოცდილი ძვირფასი საჩუქარი, რომელიც თვალის ჩინივით უნდა შევიყვაროთ და გავუფრთხილდეთ. ბოლო წლებში კი თითქოს მიავიწყდათ ერთმანეთი. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებოდათ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. არადა იყო დრო, დღე არ გავიდოდა ერთმანეთთან არ დაერეკათ, კვირაზე მეტი არ გავიდოდა ერთმანეთი არ ენახათ. სანადიროდ, სათევზაოდ არ წასულიყვნენ. ხანაც უბრალოდ ცხენებს შეკაზმავდნენ და თავგადასავლების ძიებაში რამდენიმე დღე გადაიკარგებოდნენ. ახლა კი აღარც ახსოვდა ბოლოს როდის იჯირითეს, როდის ინადირეს თუ ითევზავეს. იშვიათად, ისიც თვითონ თუ მოინდომებდა და ესტუმრებოდა, მიზეზად ნათლულის ნახვას მოიდებდა, სინამდვილეში კი ძმადნაფიცი ენატრებოდა. ლაშა არაბული მუდამ პომპეზურად ხვდებოდა. სანამ მოახლე ძვირად ღირებული კერძებით გაასწყობდა სუფრას, მანამ ნარდით ან რაიმე სამაგიდო თამაშით შეიქცევდნენ თავს. სუფრას მიმსხდარნი კი ისევ ზვიადი იღებდა საყვედურებს ძმადნაფიცისგან, „სად დაიკარგე? ხშირად აღარ მსტუმრობ ხოლმეო“. კომუნიკაციის ნაკლებობაში საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებდა ლიქოკელი. ლაშა არაბული იყო ყოველთვის მოუცლელი. თუმცა არც მას გაემტყუნებოდა. კარგად უწყოდა, მართლაც დღედაღამ სამსახურის საქმეებში იყო ჩაფლული, ხშირი მივლინებებითა და გაუთავებელი შეხვედრებით დატვირთულს ოჯახისთვისაც ნაკლები დრო რჩებოდა. ყოფილი სამხედროებიდან, ზვიადი ჯარში დარჩა. ლაშა არაბულმა კი სხვა გზა აიჩია და საკმაოდ წარმატებული ადამიანი გახდა.
ლიქოკელისთვის მეგობრობა დღემდე ფასდაუდებელ სალოცავს წარმოადგენდა, სალოცავს რომელსაც თაყვანს სცემდნენ და აკერპებდნენ. ვერ ბრაზდებოდა ძმადნაფიცზე, მხოლოდ სწყინდა, სწყინდა და უკვირდა არაბულის უყურადღებობა. განა აგვისტოს ომის დროს მის გვერდით არ იბრძოდა?! განა მისი გოგოს გამო რუსების ბაზაში შეიჭრა?! ამას არასდროს ინანებდა, საჭიროება თუ მოითხოვდა, დღესაც იგივეს გააკეთება ლაშასთვის. სწორედ ამის გამო უკვირდა მისი გულხელდაკრეფილი ჯდომა. ფული გამოუგზავნა. ამ სიტუაციაში ფულზე მეტად ძმა სჭირდებოდა გვერდით. ძმა, ვისაც ყველაზე მეტად შეეძლო მისი დახმარება. „იქნებ აღარც შეუძლია ბრძოლა, ახლა ხომ წარმატებული კაცია, ფულიანი, ფუფუნებას მიჩვეული. ვიცი შორს არის, მაგრამ ერთხელ მაინც დაერეკა?! მოვეკითხე, რჩევა მოეცა. არა არა, როგორც კი მე და თაკო დავბრუნდებით, კაპიკს კაპიკზე დავადებ, დროულად შევაგროვებ და მაშინვე დავუბრუნებ ამ ფულსაც“ - ფიქრებში საკუთარ თავს ესაუბრებოდა ზვიად ლიქოკელი.
ფიქრები მდებარეობის საგზაო მანიშნებელმა გააწყვეტინა. ქალაქ განჯამდე ხუთიოდე კილომეტრი რჩებოდა. ისმაილის ნომერი აკრიფა. შეატყობინა, დათქმულ ადგილას რამდენიმე წუთში ვიქნებიო. დამწუხრებული მასპინძელი, სიმამრთან ერთად ქალაქის შესასვლელში დაუხვდა ზვიადს.
ისმაილის სიმამარი კოლორიტულ პიროვნებად ითვლებოდა და მთელი ქალაქი პატივს სცემდა. ომის გმირი, ყოფილი სამხედრო, პოლკოვნიკი იბრაჰიმი დღესდღეობით განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. თუმცა ზვიადისთვის საჭირო ხალხთან საკმარისი კავშირები კვლავ ჰქონდა.
- სელამ-ალეიქუმ. - მიესალმა ლიქოკელი და ორივეს ხელი ჩამოართვა.
- გამარჯობა. - დამტვრეული ქართულით მიესალმა იბრაჰიმი. - კეთილი იყოს თვენი მობრძანება.
- იმედია უფროსო, იმედია. - მკვახედ ჩაილაპარაკა ზვიადმა. შემდეგ მოპირდაპირედ მდგარ ისმაილს გახედა, რომელიც ამ დრომდე უსიტყვოდ იყო და თავი დარცხვენილად ჩაეხარა.
- ისმაილ, არაფერს იტყვი?!
- რა უნდა ვთქვა მეგობარო. შერცხვენილი ვარ, სიტყვა არ მეთქმის შენთან.
- მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ. წეღან მითხარი კარგი ამბავი მაქვსო, გისმენ.
- ჰო. აქაურ უშიშროებაში შინაური კაცი ვნახეთ. გვითხრა, რომ თუ იმ სომხის მობილურის ნომერს გავიგებთ, ჩვენ შევძლებთ მისი ადგილმდებარეობის დადგენას.
- ნომერი მაქვს.
- ჩართული უნდა ჰქონდესო, თუ გამორთული ექნება ტელეფონი, მაშინ ვერაფერს გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში, ცდად ნამდვილად ღირს.
- გუშინ ჩართული ჰქონდა. ვრეკავდი არ პასუხობდა. ერთი სომხური, ერთიც ქართული ნომერი აქვს. მის დაცვას ვათქმევინე.
- ძალიან კარგი.
- იარაღზე რას მეტყვი?
- იარაღზე უკვე გველოდებიან. იბრაჰიმი წინ გაგვიძღვება, მე შენთან ჩავჯდები და მანამდე იმ სომხის ნომრებს გადავგზავნი მოსაძებნად.
- გასაგებია. დავიძრათ. - ჩაილაპარაკა ზვიადმა და ავტომობილისკენ მიტრიალდა.
ქალაქს კარგა მანძილით მოშორდნენ. მაგისტრალიდან გრუნტიან გზაზე გადაუხვიეს და ორიოდე კილომეტრში მიტოვებულ ნასახლარებს მიადგნენ. იბრაჰიმის ავტომობილი ერთ-ერთ ნასახლართან შეჩერდა. ნახევრად დანგრეული შენობის მასპინძელი მანქანების ხმაზე ეზოში გამოვიდა. ორმოციოდე წლის წვერიანი კაცი იბრაჰიმს შორიდანვე მიესალმა, დანარჩენებს კი ხელის მოძრაობით ანიშნა გამომყევითო.
- რაც მთხოვეთ ყველაფერი აქ არის. - დაიწყო მასპინძელმა. – გლოკი, ყუმბარები, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი არ იყო პრობლემა, მაგრამ M16 - ის შოვნა ძალიან გამიჭირდა. თანაც ამდენი მჭიდით. სამწუხაროდ ხუთი ათასი ვერ ვამყოფინე ამ ყველაფერს.
- რამდენია საჭირო? – იკითხა ზვიადმა.
- შვიდი ათასი. ესეც იბრაჰიმის ხათრით.
- ჩემი მეგობარი ახლა ხუთი ათასს დაგიტოვებს, დანარჩენზე კი ცოტა დრო მომეცით და მე მოგიტანთ. - ჩაერთო ისმაილი.
- რა გაეწყობა, ასე იყოს. - გახედა იბრაჰიმს მასპინძელმა. - ჩვენს ქართველ მეგობარს მოხმარების წესებს ავუხსნი და დავიშალოთ.
ზვიადმა ირონიულად გაიღიმა. არ არის საჭიროვო ჩაილაპარაკა და იარაღის მოგროვება დაიწყო. სტუმრებმა მალე ყველაფერი ავტომობილში მოათავსეს და ადგილი დატოვეს.
დღის ბოლოსთვის ზვიადისთვის უკვე ცნობილი იყო სამველ გრიგორიანის ადგილსამყოფელი. როგორც აცნობეს, სიგნალი ქალაქ აგდამიდან მოდიოდა, რაც მთიანი ყარაბაღის დედაქალაქამდე რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობდა. აღნიშნული ქალაქი ერთგვარი საზღვარი იყო აზერბაიჯის კონტროლირებადი ტერიტორიასა და მთიან ყარაბაღს შორის. შესაბამისად პირველი ბრძოლები სწორედ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ქალაქს „კავკასიურ ჰიროსიმას“ უწოდებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთ აზერბაიჯანის ომის დროს ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა სომხეთის მიერ. 1993 წელს კი სომხებმა მთლიანად დანაღმეს. ნაქალაქარი არ აღიარებული მთიანი ყარაბაღის შემადგენლობაში შედიოდა.
აგდამი მკვდარ ქალაქად იყო ქცეული. დანგრეულ შენობებში ერთადერთი მთელი მხოლოდ მეჩეთი და ძველი მუსულმანური სასაფლაო იყო. მიუხედავად ყველაფრისა ცნობისმოყვარე ტურისტები დღემდე ხშირად სტუმრობნენ ქალაქს. არადა ძალზე დიდი შანსი იყო იმისა, რომ ნებისმიერ დროს ნაღმზე დაებიჯებინათ ფეხი, გადაყროდნენ სხვადასხვა საშიშ ქვეწარმავალს, ანდაც საერთოდ დაკარგულიყვნენ. ტურისტებისა და ნოსტალგია შეპყრობილი დევნილების გარდა დახეტიალობდნენ ღორები და ძროხები. თანამედროვე მკვდარი ქალაქი პოლიტიკისთვის ბუფერულ ზონა გახდა, რომელსაც სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ ინაწილებდნენ. ეკონომიკისთვის სამშენებლო მასალების ნამდვილი წყარო იყო. სიცოცხლის ფასად ჩადიოდნენ განადგურებულ ქალაქში, გაჰქონდათ აგური, მილები, რკინეულობა და ასე შემდეგ.
ჩაფიქრებულ ლიქოკელს იბრაჰიმის მიცემული სხვადასხვა რუკები იატაკზე გაეშალა. საათზე მეტი იქნებოდა ხმა ამოუღებლად, გაუნძრევლად იჯდა სკამზე. ხან რუკებს დახედავა, პერიოდულად კი ჭერისკენ აღმართავდა მზერას. „ასეც არ გამოვა“ ქართულად ჩაიპარაკებდა და ისევ ფიქრს მიეცემოდა. მოულოდნელად დიდი აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქებას მანქანების გაბმული სირენები, პანიკა და ისტერიულ ყვირული მოჰყვა. იბრაჰიმი და ისმაილი ფეხზე წამოიჭრნენ.
- ტაჰმინა! - ყვირილით დაუძახა ისმაილმა პირველ სართულზე მყოფ მეუღლეს. - ბავშვები სად არიან?!
- რა ხდება, რა აფეთქდა?! - კიბეეებზე ამოიჭრა შეშინებული ტაჰმინა.
- სომხეთი გბომბავთ. - მშვიდად ჩაილაპარაკა ზვიადმა. - სარდაფში უნდა ჩავიდეთ.
მაშინვე ყველა სარდაფში დაეშვა. ზვიადმა რუკები მოაგროვა და თავადაც ქვემოთ ჩავიდა. ატირებული ბავშვებისა და ქალებს გვერდი აუარა და იბრაჰიმი გვერდით მოიხმო.
- დაამშვიდეთ თქვენები, არ მგონია დიდხანს ისროლონ ჭურვები.
- რატომ?
- დარწმუნებული ვარ სომხეთი აცნობიერებს რომ ფართომაშტაბიანი ომის პირობებში თვითონ ბევრად მეტად დაზარალდება. ვფიქრობ ის მხოლოდ ლოკალურად, ყარაბაღში იბრძოლებს.
- აბა ეს რა იყო?
- ეს ერთგვარი შეშინების მცდელობა იყო.
იბრაჰიმმა არაფერი უპასუხა.
- მესმის, რომ ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. რამდენიმე კითხვა დაგისვათ.
- გისმენ.
- ესეიგი თქვენ ამბობთ, რომ ქალაქ ტერტერის იქით ვეღარ წავალ?
- მანქანით ვეღარ. იქით უკვე ჩვენი ჯარი დგას. აღარავის ატარებენო. ჩათვალე, რომ ფაქტიურად ომი დაიწყო. ხომ ხედავ აქაც ისვრიან უკვე.
- მესმის, მაგრამ დღესვე უნდა წავიდე. დიდი ალბათობი გრიგორიანი ამ ქალაქში გავლით არის.
- რა თქმა უნდა. იქ რატომ უნდა გაჩერდეს, თუმცა დღესვე წასვლა არ ივარგებ. ვერ ხედავ რა ხდება? - გაოცდა იბრაჰიმი.
- უარესებიც მინახავს. ტერტერაში თუ გყავთ ვინმე ნაცნობი?
- მყავს. შემიძლია დაგახვედრო კაცი, ვინც საფეხმავლო გზას გიჩვენებს მთიანი ყარაბაღისკენ, მაგრამ აგდამი? იქამდეც რომც მიაღწიო, რაც წარმოუდგენლად მეჩვენება, ნახევარ უდაბნო უნდა გაიარო და თუ აგდამამდე მიაღწიე დამიჯერე სასაკლაოში მოხვდები.
- გზას გავიკვლევ. უბრალოდ ცხენი დამჭირდება ტერტერადან.
- ეგ არ არის პრობლემა. ორ ცხენს დაგახვედრებენ შენთვის და ისმაილისთვის.
- ახლახანს სასაკლაო უწოდე ადგილს სადაც მივდივარ და სიძე გინდა გამომაყოლო?
- ქართველო, პირველ რიგში ეს თავად ისმაილის სურვილია. ამასაც რომ თავი დავანებოთ... იბრაჰიმი წამით შეყოვნდა. - შვილო, მე კავკასიელი კაცი ვარ! ჩვენ მეგობრებს მარტო არ ვტოვებთ! გული დამწყდებოდა, რომ ეს არ ნდომებოდა. თანაც, ბიჭი დამნაშავედ გრძნობს თავს. - ხელით მიუთითაც სიძეზე. - მეგობარს და სტუმარს ვერ უპატრონა, დანაშაულის გამოსყიდვის შანსი უნდა მისცე.
- ბატონო იბრაჰიმ, სამხედრო იყავით და გეცოდინებათ რომ გამოუცდელი ადამიანი პირიქით ხელს შეუშლის მეორეს. მაპატიეთ მაგრამ მისი წამოსვლა არ გამოვა. ვაფასებ მისი და თვენს სურვილს და დიდი მადლობელი ვარ. უკვე დამეხმარეთ, მეტი არაფერია საჭირო.
გამთენიისას ისმაილი და ზვიადი უკვე ტერტერას გასასვლელთნ, ტყის პირას ელოდნენ იბრაჰიმის დაპირებულ ცხენს. მხედარი დროულად გამოჩნდა. მისალმების ნაცვლად პირადაპირ საქმეზე გადავიდა, უსაფრთხო გზა მიასწავლა, ცხენი დაუტოვა, წარმატებები უსურვა და უკან მალევე გაბრუნდა. ლიქოკელმა სამხედრო ჩანთა წამოიკიდა. ტანმაღალ ცხოველს ქოჩორზე მოეფერა, კისერზე ხელი შემოჰხვია და ზურგზე მოექცა.
- აქედან მარტო გავაგრძელებ გზას.
- მაშ დანაშაულის გამოსყიდვის შანს არ მაძლევ არა? - ყრუდ ჩაილაპარაკა ისმაილმა.
- თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი. შენ რომ დამნაშავეთ მიგიჩნევდე ცოცხალი აღარ იქნებოდი! - სევდიანი ღიმილით ჩაილაპარაკა და ცხენს ქუსლი ჰკრა.



№1 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ რა კაია როდის დაიდება სრულად ველი სულმოუთმენლად❤️❤️❤️გამიხარდა რომ გამოჩნდით.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

დაბრუნდი...როგორ გელოდი

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

დიდი ხანია აღარ დაგიდიათ ახალი თავი,მიხარია რომ ისევ აგრძელებთ წერას,იმედი მაქვს შემდეგ თავებსაც მალე დადებთ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

გამიხარდა რომ ვნახე იმედია დაწერთ ისე. არ გაუჩინარდებით ვაიმე როგორ გამიხარდა მომენატრა ამ ნაწარმოების კითხვა წავიკითხავ და დავაკომენტარებ კიდევ♥️♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი მერი

სურვილი აღარ მაქვს რომ წავიკითხო.თითქოს შინაარსი დამავიწყდა იმდენი ხანი გავიდა.არადაროგორი გულით ვკითხულობდი.

 


№6 სტუმარი სტუმარი ლალი

მე-2ნაწილის 1 დან 4 თავამდე სად ვნახო ,ავტორს ვთხოვ მიმითითოს აქ არ მიგდებს.არადა პირველი ნაწილი დავამთავრე დღეს გაგრძელება ვნახე გულში და მხოლოდ 5 თავია,გთხოვ ,,ჰოლანდიელი,, მიმითითოთ სად წავიკითხო.მადლობა წინასწარ

 


№7  offline მოდერი ჰოლანდიელი

სტუმარი ლალი
მე-2ნაწილის 1 დან 4 თავამდე სად ვნახო ,ავტორს ვთხოვ მიმითითოს აქ არ მიგდებს.არადა პირველი ნაწილი დავამთავრე დღეს გაგრძელება ვნახე გულში და მხოლოდ 5 თავია,გთხოვ ,,ჰოლანდიელი,, მიმითითოთ სად წავიკითხო.მადლობა წინასწარ


გამარჯობა ლალი. 5 თავი აქვე დევს. მარტივად, საიტის სერჩშიც რომ ჩაწეროთ "გერგეთისკენ მიმავალნი" ყველაფერს ნახავთ

 


№8 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

მეგონა მომეჩვენაააა ,რა კარგია რომ აგრძელებ ისტორიას საუკეთესოა 1 ნაწილი.

 


№9  offline მოდერი ჰოლანდიელი

სტუმარი Daldoni Daldoni
ისტორიას

მადლობა ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent