შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 8)


7-11-2023, 15:52
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 1 009

შუა ღამე გადასული იქნებოდა მოლაღურის ნანატრი სტვენა, რომ მოისმა. დენდარტმულივით წამოხტა ზვიადი. ათ წელზე მეტი იქნებოდა გასული ეს საიდუმლო სიგნალი აღარ მოესმინა. აქამდე, ნადირობისას თუ მოლაღურის სტვენას ყურს მოჰკრავდა სევდანარევად გაიღიმებდა. მაშინვე სადმე ჩამოჯდებოდა ხოლმე და სანამ ფრინველი სტვენას არ შეწყვეტდა, ნოსტალგიებსა და ფიქრებში ჩაძირული უძრავად იჯდა. ახლა ეს ის მოლაღური აღარ იყო, ეს ის იმიტირებული სტვენა იყო, რასაც ათ წელზე მეტ ხანს ელოდა. ეს მოლოდინი და ოცნება სწორედ მაშინ ექცა რეალობად, როცა ყველაზე მეტას სჭირდებოდა.
სასწრაფოდ საპასუხო სიგნალი გაუშვა და ბარგის მოგროვება დაიწყო. იარაღები აისხა, ჩანთა ზურგზე მოიგდო და სამანქანო გზისკენ დაეშვა. როგორც ჩანდა სიგნალი ადრესატამდე მივიდა, რადგან ორასიოდე მეტრში ავტომობილის ფარების წამიერად აციმციმდა.
უსიტყვოდ შეხვდა ორი მეგობარი ერთმანეთს. ძლიერად გადაეხვია ორი მებრძოლი. იმდენად ძლიერად, რომ უცხო თვალი იფიქრებდა სადაცაა ვეღარ ამოისუნთებენო.
- გადაყავი ახლა ხელი უკან და ჭამე რამე. - მანქანის დაძვრისთანავე, უკანა სავარძელზე, ქაღალდის ჩანთაზე მიუთითა ლაშამ. - ხომ ვიცი, ეს დღეები შოკოლადებზე იქნებოდი სულ.
- შენ გაიხარე რა. - სახე შესამჩნევად გაუნათდა ზვიადს. ორი დღის მშიერმა უმალ დასტაცა ხელი ჩანთას, გახსნა და სომხური ქაბაბი და ლავაში ამოაძვრინა.
- რა ხდება სტეფანაკერტში? - დანაყრების შემდეგ იკითხა ზვიადმა.
- იბომბება უკვე. ძლივს გამოვაღწიე.
- მაინც მგონია, რომ იქ წავიდნენ.
- ასეა. რაღაცეები გავარკვიე. გუშინ გრიგორიანის სახლს ვზვერავდი სტეფანაკერტში.
- რაო?
- ჰო. იქიდან ყოფილა წარმოშობით. ნათესავები ჰყავს სტეფანაკერტში. რამდენიმე სახლი, ჩამწკრივებულად სულ ეგენი არიან. თავადაც აქვს კაი მოზრდილი სახლი.
- თბილისში ვიყავი მაგის სახლში და სასტუმროშიც. გეცოდინება ალბათ.
- ვიცი, ვიცი, მაგრამ ის ნახატები რამ დაგაწვევინა ბიჭო?! ყველაზე მაგარი ბერკეტი დაკარგე გარიგებისთვის.
- მაგასთან გარიგებას არც ვაპირებ!
- არ იცვლები. - ღიმილი შეეპარა მეგობარს.
- მახსოვს სულ მეუბნებოდი, ჯერ ჭკუით უნდა აჯობო მტერს და სისასტიკის დროს ყოველთვის იპოვიო, მაგრამ ცხელ გულზე ადვილი საქმე არ არის ამაზე ფიქრი.
- მესმის.
რამდენიმე წუთი დადუმდნენ. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ზვიადს სასურველი კითხვის დასმა ერიდებოდა. ლაშამ კი არ იცოდა, როგორ დაეწყო საუბარი იმაზე, რაც აუცილებლად უნდა ეთქვა მეგობრისთვის. აუცილაბლად უნდა აეხსნა მეგობრისთვის ის გულგრულობა, რასაც აქამდე იჩენდა. მერამდენე დღე იყო ამაზე ფიქრობდა. გადაწყვეტილიც ჰქონდა, მაგრამ საუბრის დაწყება უჭირდა. ბოლოს ისევ ზვიადმა დაარღვია უხერხული დუმილი და რაც პირველი თავში მოუვიდა ის თქვა.
- უკრაინის ამბებს ადევნებ თვალს?
- ალაგ-ალაგ.
- ძველი ჰოლანდიელი რას იზამდა?
- რატომ მეკითხები?
- რავიცი, ისე...
- არ მიფიქრია მაგაზე.
- რამდენი ჩვენიანი დაიყუპა გმირულად...
- ნურავის ავკიდებთ გმირის მძიმე იარლიყს. მითუმეტეს ისეთებს ვინც თავის საქმეს აკეთებენ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. გმირობა ფულში არ ხურდავდება ზვიად, ეს ხომ იცი? არა თუ არ ხურდავდება, უფასურდება კიდეც. გმირია ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვას აჩუქებს სიცოცხლებს. აი ასეთები არიან იქ დასაფასებლები და არა ყველა, დამიჯერე. კიდებ ბევრი სხვებიც არიან გმირები. მაგალითად მარტოხელა მშობლები. მთელი დღე ქანცგაწყვეტილები რომ არიან შრომით და შინ მიბრუნებულები შვილთან თამაშის დროს გამონახავენ. თან ისე, რომ დაღლილობას არ აგრძნობინებენ ბავშვს.
- ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, მართლა პატრიოტებიც არიან იქ.
- არიან, მაგრამ ცოტა. დანარჩენების უმეტესობა ვითომ პატრიოტია, გახელებული პატრიოტი. ვითომ ახლა სამშობლოზე ფიქრობს, ვითომ სხვა ქვეყანაში საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვის. არ დაიჯერო იცოდე. სამშობლოზე ვინც ფიქრობს, ის მშვიდად, წყნარად აკეთებს საქმეს. გონებაში, სხეულში აქვს ჩადებულო რომ საქმე უნდა აკეთოს.
ისევ გაჩუმდნენ.
- მთელი რუსეთის სატელევიზიო არხები დასცინიან ზელენსკის, კლოუნი პრეზიდენტიაო და... -
- ზვიად! - გააწყვეტინა ლაშამ. - მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ. ისე კი ჩვენსას თუ შევადარებთ, იცი რას ვფიქრობ?
- რას?
- სჯობს ხელისუფლებაში კლოუნი იყოს, ვინც პრეზიდენტობამდე ამაღლდა. ვიდრე პრეზიდენტი, ვინც კლოუნდაც იქცა.
- ჰო, ალბათ.
არაბულმა სვლას უკლო. ცოტა დავისვენოთო თქვა და მარჯვნივ, გზიდან მოშორებით, ხეების ძირში გაჩერდა.
- მოვიწყინე ზვიად... პარასკევიდან ოარასკევამდე ვცხოვრობ. რათა პარასკევს საღამოს დანარჩენი დღეების დავიწყება შევძლო. მავიწყდება ისიც, რა შეიძლება იყოს ჩემი მთავარი მიზანი. რას ვცვლი იმისთვის, რომ მომავალზე მხოლოდ ჩემია ვთქვა? და ეს ჩემია, „მომიწყენია“ რითმად არ დარჩეს.
ზვიადი მდუმარედ უსმენდა.
- შეგიძლია კაცმა უბრალოდ თქვა, მაგალითად: ძალადობას არ ამართლებ და არ დააყოლო სიტყვა მაგრამ. შეგიძლია მართლა დაიწყო რაიმე ხვალიდან, ორშაბათიდან, ან სულაც ახალი წლიდან. ეს ყველაფერი შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც ახლა ჩემი სიტყვების მოსმენა. მაგრამ... - არაბული გაჩერდა, წყლის ბოთლი გახსნა და რამდენიმე ყლუპად მოსვა.
- რა მაგრამ? - ვერ ითმენდა მეგობარი.
- ეჰ, არ ვიცი... არაფერი. ანდა კაცმა საერთოდ, შეგიძლია ცხოვრებაში ყველაფერი დაიკიდო. - განაგრძო ლაშამ. - ჩაუჯდე მარველის რომელიმე გმირს და გჯეროდეს, რომ სამყაროს შეცვლა ფერად ელასტიკში გამოწყობილ სუპერგმირებს შეუძლიათ. იყო უდარდელად, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი თავი მაინც შეგახსენებს თავს. ახალგაზრდებს გვგონია, რომ შეგვიძლია ბევრი შეცდომა დავუშვათ, თითოს მაინც გვექნება საკმაო დრო მის გამოსასწორებლად. ახალგაზრდებს გვგონია, რომ მთელი სამყარო ჩვენია და შეგვიძლია რაც გვინდა, როგორც გვინდა ისე მოგვიქცეთ. ახალგაზრდებს გვგონია, რომ მზად ვართ ახალი ცხოვრების დასაწყებად, პრიორიტეტების შესაცვლელად. მაგრამ ყველაზე მეტად აქ ვცდებით. ჩვენ არა... მე ვცდები.
- ვერაფერო გავიგე ლაშა.
- ბევრ ახალგაზრდა ადამიანს უნდა რომ სულ წინ იყუროს. - განაგრძო არაბულმა. – წინ და წინ და ჰორიზონტისკენ. მის მიღმა ყველაფერი წარმოუდგენია. უსასრულობა, უძირობა, სასწაულები და სასიამოვნო ამბები. სურს საკუთარი რეალური მე დაივიწყოს. ჩამოიშოროს ყველაფერი რაც თითქოს არ მოსწონს, აღარ უნდა, დაიღალა. მოკლედ რადიკალურად შეცვალოს თავის ცხოვრება. იაროს, ირბინოს ჰორიზონტისკენ, მაგრამ შეიძლება ამ ჰორიზონტის კიდეს ვერასდროს მიაღწიოს. მერე კი თითქოს დავიწყებული, მიჩქმალული საკუთარი პიროვნება თავს აუცილებლად შეახსენებს. ზოგს ადრე, ზოგს კი შესაძლოა ძალიან გვიან.
- მოეშვი აბდაუბდას და ნორმალურად მითხარი რა გჭირს! - მოთმინებამ უმტყუნა ძმადნაფიცს.
ლაშამ პასუხად გულიანად გადაიხარხარა, კვლავ წყალი მოსვლა და განაგრძო.
- ნაღდი ცხოვრება ბრძოლებს შორის ინტერვალებში ყოფილა. გვიან მივხვდი ამას. მარტო იქ ხარობს ძმობა, სიხარული და ბედნიერება. არ მგონია ათასი წლის შემდეგაც ასე იყოს, მაგრამ იქნებ მანამდე ინტერვალები გაიზარდოს.
- ლაშა!
- კარგი, კარგი. - გაიცინა ისევ. - ოჯახი შევქმენი. შვილი მყავს. აღარ მინდოდა ხიფათში ყოფნა. ბაკურმაც ეს მთხოვა სიკვდილის წინ... კარგად იცი, მანამდე ხიფათის არასდროს შემშინებია. მათ გამო მეშინოდა ბიჭო... ხომ ხვდები?
- ვხვდები.
- ჩემი ცხოვრების, თითქოსდა შეცვლით ოჯახი გავაბედნიერე. სიმშვიდი, ჰარმონია, ბედნიერება მოვუტანე. მეც მაბედნიერებდა მეუღლის მადლიერი, სიყვარულით სავსე თვალები... მაგრამ, საკუთარი თავი დავკარგე... მეგონა, თუ შენგან თავს შორს დავიჭერდი ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა. ჰოლანდიელი საბოლოოდ უნდა წამეშალა ზვიად... მომეშორებინა ის სისასტიკე, ბრძოლის, აზარტის ჟინი რაც მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი. თავიდან ალბათ გამომდიოდა კიდეც, მაგრამ არ იცი რად მიჯდებოდა ეს ყველაფერი. მაპატიე ზვიად, მაპატიე რომ ჩვენს ძმობაში ჩავიჭერი და გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ!
- ლაშა, ჩვენს ძმობას არაფერი გაწყვეტს იცოდე. მტრადაც რომ მომკიდებოდი, სიცოცხლის ბოლომდე ჩემს გულში მაინც ძმა იქნებოდი... ახლა მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ და შენი პასუხის შემდეგ ამ თემას აღარ დავუბრუნდეთ, კარგი?
- კარგი.
- ახლა ვინ მელაპარაკება? ბატონი ლაშა, თუ მფრინავი ჰოლანდიელი?
- მფრინავი ჰოლანდიელი. - იყო პასუხი.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან კიდევ კარგი მეგობრები ერთად არიან და გაერკვევიან

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფია

ესე ჯერ არ გამხარებია

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

აუ ძაან მევასება ლაშას პერსონაჟი,ვინმე ასეთი მიპოვეთ დდდდ

 


№4 სტუმარი One

პირველმა ნაწილმა ზღვა ემოცია დამიტოვა))
ძალიან საინტერესოდ და დახვეწილად წერთ))
წარმატებები და ხშირი მუზები))

 


№5  offline მოდერი ჰოლანდიელი

One
პირველმა ნაწილმა ზღვა ემოცია დამიტოვა))
ძალიან საინტერესოდ და დახვეწილად წერთ))
წარმატებები და ხშირი მუზები))

მადლობა : )

 


№6 სტუმარი სტუმარი სოფია

კი მაგრამ აღარ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent