შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი (თავი 1)


27-11-2023, 02:02
ავტორი რუსანა
ნანახია 4 194

“ზამთარი ცივია მათთვის ვისაც თბილი მოგონები არ აქვს “

სადღაც წაიკითხა ,მაგრამ არ ეთანხმება. უამრავი ბედნიერი მოგონება აქვს ტკივილიანზე მეტიც კი , მაგრამ ზამთარი სულ ცივია , დღეები ნაცრისფერი , არც ყვავილებია და არც სიმწვანე , ჩიტების ხმაც არ ისმის , თითქოს სიცოცხლეს სძინავს და ყველაფერი დადუმებულია , მას კი ისე უყვარს სიცოცხლე , არაფერი ურჩევნია , ყოველი წამი უფლის საჩუქარია . განვლილი წამის დაბრუნება ის მაგიაა რომელსაც არავინ ფლობს , ის კი ყოველ წამს აფასებს, ღმერთმა უამრავი გრძნობა მისცა ადამიანებს ისინი კი ყოველთვის უარესს ირჩევენ , რატომ არ შეიძლება გიყვარდეს, მის ძველი სახურავში გაშენებული პატარა სახლი? რატომ უნდა სძულდეს ? ის ხომ მისია , სიძულვილი ადამიანებს ანადგურებს, სიყვარულლი კი აშენებს , ისე უყვარს და უვლის რომ ყველაფერი მოძველებულია მაგრამ მისი სამოთხეა, სულ თბილა ზამთრის მიუხედავად . იმდენი სიკვდილი ნახა , იმდენი სიცივე და გაყინული ადამიანები. შეუძლებელია უსიცოცხლობა და სიცივე უყვარდეს . დიდი ხნის წინ გადაწყვიტა რომ ყველაფერი უფლის ნებაა, რომ ყველაფერს ბუნება გვაძლევს , რომ ამ ყველაფერს გაფრთხილება ჭირდება , ღიმილით დაუსხა ბოლო ყვავილს წყალი და სიცივისგან შეწუხებული გაყინულ ლოგინში შეწვა, საბანში კარგად გაეხვა და თვალდახუჭულმა გონებაში ლოცვა დაიწყო . რწმენაც ერთერთი მათგანია იმ გრძნობებისგან რომელიც უყვარს ,სჯერა სწამს უნდა რომ დედამიწა ანათებდეს სიკეთით სიყვარულით ზუსტად ისე როგორც ფილმებშია ერთი სიტყვით ძალიან დიდი მეოცნებაა და ვერაფერს უხერხებს ამ თავის ხასიათს ამ დაუნდობელ სამყაროში ,არც დარდობს მთავარია თვითონა კმაყოფილი არ სჯერა რომ სამყაროს შეცვლის მაგრამ იცის რომ შეუძლია იმ ადამიანების ცხოვრება მაინც შეამსუბოქოს ვინც მის გარშემო ცხოვრებენ თუ არსებობენ ძნელი სათქმელია .

************
ეშმაკი მალე სახლში იქნება , დარწმუნებით თქვა ბექამ და დივანზე დაეშვა , ნახევრად შეხსნილი
თასმას გახედა მაგიდაზე ფეხების კომფორტულად შემოწყობის შემდეგ და ვაშლის ნხევარი ერთ პირის გაღებაზე გააქრო . - გეფიცებით ჩემი მოგონილი არაა ტელევიზორში თქვა ვიღაც ქალმა ეშამაკიაო.
-მაგიდიდან ფეხები ჩამოწიე , გამოიცვალე რაიმე წესიერი ჩაიცვი , ისეთი მაგხელა ნახვრეტები რომ არ ჰქონდეს და ადამიანს დაემსგავსე.
-ვოოვ ვოოოვ კარგი რა დედა შვილი ჩამოგდის მოეშვი ცოტა . მეორედაც ხმაურანად ჩაკბიჩა ვაშლი და პირის წკლაპუნით გააგრძელა . - ხომ იცი რომ ფეხებზე კ*** ია რა მაცვია, ან შენ რა გაცვია ან რისთვის ემზადები , აქ მაინც არ მოვა . ხმაში ირონია გაერია . - არ გაბრაზდე საყვარელო დედუნა , მარა როგორ არ უნდა გაბრაზდე ტო . ისე იქცევა თითქოს არ გიცნობს არა მაინც რა გააკეთე? უეჭველი იმასაც ბარათი დაუბლოკე ?
-ეხლა კარგად მომისმინე , დედის გვერდით მჯდარმა ქერა გოგომ ტელეფონიდან ამოიხედა და ძმას თავზე წამოადგა წვრილ წელზე ხელები მაგრად შემოიდო და ფეხი ააბაკუნა. დედას უნდა რომ ყველაფერი შეიცვალოს, ის ჩვენი ძმა, ნახევარ ძმაა ეშმაკი თუ უცხოპლანეტელი ჩვენია და ისე მოიქეცი რომ ნერვები არ დაგვაწყვიტო გაიგე ?
- მე რას მიწუნებ , ცუდი ტიპი ვარ ? ტყავის ქურთუკი შეისწორა .
-გაიგე რაც გითხარი ?
-გავიგე ნანუ , მაგრამ რატო იტანჯებით ვერ გავიგე , არაფერი შეიცვლება , 5 წელია არ დაურეკია . რეზო ბაბუსთან წავა . ბაბუს და ბებოს გამო ჩამოდის ან ვაფშე თავის სახლში . ეეე ისე ჩვენი ბებრები აპირებენ ჯვრის დაწერას შენ კიდე შეყვარებულიც ვერ გიპოვია. ისე მაგრად მშია , ენერგიულად წამოხტა თასმა შეიკრა და გეზი სამზარეულოსკენ აიღო . ტიპიური ახალგზარდა იყო , უზადო გარეგნობით , მომნუსხველი თვალებით , ხშირი წვერი და ბიჭისთვის იშვიათი ლამაზი ტუჩებით . საერთოდ არავინ უჩიოდა გარეგნობას მათ ოჯახში , მაგრამ ხასიათი ჰქონდა , განებივრებული პატარა ბიჭის , 22 წლის 13 წლის მოზარდს ჰგავდა . უნდოდა და ყველაფერი ჰქონდა , უსრულებდნენ ყველაფერს და თითქმის არასდროს იყო დაინტერესებული რა ხდებოდა მის გარშემო , საკუთარი სამყარო ჰქონდა . სამყარო
სადაც მხოლოდ მუსიკა , ალკოჰოლი და ბევრი სიცილი იყო .
-დედა . ნანუკამ თმა შეისწორა და ზუსტად დედის წინ ჩამოჯდა , რომელიც არც კი უსმენდა , მწვანე თვალები კედლისკენ ჰქონდა მიმართული და თხელ თითებს იმტვრევდა .-დედაააა. ჩვენც წავალთ ბაბუსთან საღამოს თუ მამას უნდა დაველოდოთ ?
- იქ მოვა . როგორც იქნა თვალები კედელს მოაშორა და შვილს შეხედა . – 5 წელი ნანუ , 5 წელი . ხუთი წელია საკუთარ შვილს გამარჯობაც არ უთქვამს . ბედნიერება ვერ მაპატია. თვალზე ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა .
-კარგი რა დედა არ ინერვიულო ჩვენ აქ ვართ . მამაც აქაა, თანაც ეხლა მამსაც ელაპარაკება . ბებომ თქვა რომ ბაბუ მოაგვარებს ყველაფერს . თან ლიკუნაც უკეთესადაა , აი რომ ნახავს რომ ჩვენ ყველა ერთად კარგად ვართ , ლიკუნაც ბედნიერია თვითონვე მოუნდება ჩვენთან ყოფნა . დედამ იმედით გახედა , შვილს და ისევ ღრმა ფიქრებს მისცა თავი .


*****
ის რაც ადამიანს ბავშვობაში უყვარს სამუდამოდ რჩება გულში , სიბერემდე გვახსოვს , გემო , საყვარელი ადგილი , სუნი , მაგრამ ის რაც სძულს ადამიანს ? ისიც სამუდამოდ რჩება გულში? მის შემთხვევაში კი , ამ ქალაქის ყველა
კუთხე სძულს , უფლება რომ მისცენ საკუთარი ხელით გადააქცევდა უღრან ტყედ და სამუდამოდ გააქრობდა , მაგრამ არ შეუძლია , ბევრი რამე შეუძლია , იმდენი ფული აქვს ქვეყანას იყიდის ,მაგრამ მისი გაქრობა არ შეუძლია . ყველამ იცის , მისი სახელი და სძულს მისი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილი რომაა, მისი ბავშვობა. ბავშვობა რომელიც ასე ტკბილია , მისთვის კი მხოლოდ ცუდი მოგონებაა. ალბათ იმიტომ რომ არასდროს ყოფილა ბავშვი . ბავშვობა იმ ქვეყანამ წაართვა სადაც მისი ბაბუის გვარი ყველამ იცოდა და გამუდმებით ეპირფერებოდნენ . სადაც მამამისმა თავი მოიკლა. ყოველი ხე სძულს, მცენარე კი არა უბრალო ქვაც კი . ბავშვობა იმ ქალაქმა წაართვა სადაც მისი სახელი ყველამ იცის მაგრამ სახე არავინ , თუმცა შეუძლიათ ერთი საათი ილაპარაკონ მის პოროვნებაზე კამერების წინ. ქალაქმა წაართვა დედა 10 წლის ბიჭს , რომელმაც გადაწყვიტა რომ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ეფიქრა . ბავშვობა იმ გზამ წაართვა რომელსაც ახლა გადის მისი ქალაქისკენ. გზამ რომელმაც მისი და ეტლს მიაჯაჭვა და სადაც არ უნდა წავიდეს ეს გზა აბრუნებს უკან . აქაურობას სამშობლო ჰქვია . სამშობლო სადაც უყვართ და სძულთ, სადაც შეუძლიათ ბოროტი და ქველმოქმედი უწოდონ . მას არავინ ეკითხება , რას გრძნობს , მასაც უყვრს თუ სძულს. ამ ქალაქის შვილად შერაცხეს და ისე ავალდებულებენ მასზე და ქვეყანაზე ზრუნვას თითქოს თავად შეექმნას. ვერაფერს უხერხებს , ალბათ უყვარს კიდევაც იქნებ იმდენადაც რომ მისი სიყვარული სიძულვილია.
-ქალაქში შევდივართ . ენერგიულად ჩასძახა გადამცემში გიორგიმ , შემდეგ მთელი ტანშემობრუნებულმა გაუღიმა . -მალე ვიქნებით ირაკლი.
-ჰო , ორი თითი ამოისვა თვალებში და წელში გამართვა სცადა . მუხლზე ჩამოდებული წიგნი გვერდით გადადო და მანქანის მინა აწია .- სახლი რა ეტაპზეა? უინტერესოდ იკითხა . პასუხი ისედაც იცის სანამ ადგილზე არ დაინახავენ არავინ გაინძრევა .-უსაქმურებით სავსე ქალაქი . ხმამაღლა ჩაილაპარაკა .
-მივხედავთ ირაკლი. არა მაინც რა სიცივეა , დეკემბერი არ მახსოვს ჯერ ესეთი .


******
-ქეთუშ , ახალ წელს ყავის აპარატი ვაჩუქოთ რა ჩვენს თავს . ფინჯანში მდუღარე წყალი ჩაასხა და მაშინვე მოსვა . პირი მეწვის ააააა. თან ხელით ინიავებდა . თეთრი ქუდი მოხერხებულად ჩამოიმხო თავზე და თმა შეისწორა.
-მმმმ რა ლამაზი ხარ ნუცი ? ოთახიდან გამოსულმა მეგობარმა მთქნარებით და ცალი თვალით გამოხედა.
-არაფერი შემიცვლია . მხრები აიჩეჩა .-ყვავილებს წყალი დაუსხი .შეიძლება დამაგვიანდეს . ის ჩამოდის , ღმერთო 6 თვეა ველოდები. ფინჯანი მაგიდაზე დადო და ფეხსაცმელების თასმების შეკვრა გულმოდგინედ დაიწყო.
-თვითონ თუ იცის რომ ელოდები და მის სახლში ჯაშუშივით შეიპარე? სავარძელში ჩაეხეთქა და დაქალის ფინჯანს დაუკითხავად წაავლო ხელი.
-ჯერ არა , მაგრამ მალე გაიგებს .-თან არ შევპარულვარ , მამაშენმა მიმიყვანა და თანაც ძალიან მჭირდებოდა ეს სამსახური .
-ფრთხილად დაო , სახუმარო ამბავიი არაა რა
და მითუმეტეს არ გაგიგია მაინც რა საზიზღარი კაცია ?
-არ მაინტერესებს , 6 თვეა ვცდილობ ხმა მივაწვდინო ,სხვა გზა არ მქონდა ეგეც რომ არა, კარგად იხდიან . თან ლიკუნა ძაან საყვარელი გოგა .
-თან ლიკუნა კარგი გოგოა , თან მისი ბებია და ბაბუა მილიონრები არიან თან მანებივრებენ , თან ლიკუნას ძმა ბექა სიმპათიურია , თან მისი მამიდაშვილს ჰერკულესივით იდიალურია . მეორე ძმა ქვეყნის ბატონია თან ეს თან ის გააჯავრა დაქალმა . მარტო ჩემთვის არ მოიძებნა ამ ქვეყანაში სამსახური ამოიოხრა . -ვეჭვიანობ .
-შენ ჩემი ნაწილი ხარ , ის სხვაა ის ადამიანია ვინც განსაკუთრებულად ჭირდება სხვა ადამიანები .
-ხო , ვიცი უცბად დასერიოზულდა . -ხომ იცი რომ ვხუმრობ , ყველა ამბობს რომ საყვარელი გოგოა . - დაგეხმარება? ცალი თვალი მოჭუტა ქეთამ .
-აბა რა , უკვე მითხრა . თან ამბობენ რომ დედამიწაზე ლიკაზე მეტად არავინ უყვარს.
- ტელევიზორში თქვეს რომ ვაჩნაძეს მხოლოდ ერთი ვინმე უყვარს და ისიც ირაკლი ვაჩნაძეაო .მამა ამბობს რომ სულაც არაა სიმართლე რასაც ამბობენ მაგრამ მე მგონია რომ ძალიან რისკავ , თან უკვე გვიანია რა ნუცი , ბავშვები წაიყვანეს , შენობას სადაც არის დაანგრევენ და რა გინდა ვერ გავიგე ?
-რა მინდა , რა მინდა და ვინმემ პასუხი აგოს იმ ბავშვობის დანგრევაზე , ვინმემ იზრუნოს რომ ერთად გაზრდილი ბავშვები ისევ ერთად იყვნენ .
-ღმერთო ჩემო ნუცა , ჩვენი ქალაქის მერიამაც კი ვერ შეცვალა ვერაფერი , შენმა პრინცმა კახუნამაც და გგონია რაიმე საყვარელ ნამცხვარს გამოუცხობ და ხელებში ჩაგადნება ?
-ღმერთო რა პესიმისტი და არაფრის მოიმედე ქალი ხარ დაუღრინა ნუცამ და ცისფერი პალტო ენერგიულად შემოიცვა. - საყვარელი ნამცხვარი თუ არა ვაშლის კეკსი მაინც მოეწონება .
- ან სექსი. გადაიკისკისა ქეთიმ .
-ღმერთო რა გარყვნილი ქალი ხარ.
-დროააა ქალო დროოოოოოოოო . უფრო უმატა სიცილის . - ისე ქალიშვილად მოკვდომას ბარემ ყოვლისშემძლე ამა ქვეყნისა არ გირჩევნია ?
-თუ ეგ იცოდი რატომ ჩაადნი ხელებში ზაზას ? გამახსენე სადაა ? აააა საბერძნეთში საცოლემ წაიყვანა. დაქალის მოწყენილი სახის დანახვაზე მთელი ტანით შემობრუნდა და დაქალისკენ დაიძრა -მოდი მოდი , არ ინერვიულო, ერთ დღესაც ჩვენთვისაც ამოვა ცისარტყელა. მაგრად მოხვია ხელები და შარფი რომელზეც ქეთა იჯდა წვალებით გამოაცალა . ცხვირამდე მოიხვია და ამოიოხრა . ტაში შემოკრა და კარიდან ისეთი სიმამაცით გავიდა თითქოს უკვე გარანტირებული ჰქონდა წარმატება. ეზოში გასვლისას იქვა მოფუსფუსე გამოსულ
ფუმფულა ქალს აკოცა. ქეთას და მის დედიკოს უნდა უმადლოდეს ჭერი რომ აქვს ,საყვარელი შვილივით მიღეს, ბინა უფასოდ დაუთმეს სანამ სამსახურს იპოვიდა, მართალია ქეთა დაბლა სართულიდან მაღლა ასახლდა და შეუსახლდა დამოუკიდებლობას მოწყურებული , მაგრამ კმაყოფილი იყო მარტოს რომ არ ეძინა. ქეთას მამამ უპოვა პირველი სამსახურიც , სახლის მამასახლისად ითვლებოდა ამიტომ არ გაჭირვებია იქ მოხვედრა. თანაც კი არ მოინდომა , თავად ლიკუნა შეეხვეწა დარჩენას . მფარველ ანგელოზებად მოევლინენ მისი გიჟი ქეთოს ფუმფულა მშობლები .ენერგიულად გადატრიალა თავისი ცისფერი ველოსიპედის პედლები . ერთი სიყვარულით გამოიხედა უკან. ჩვევად აქვს უკან მოხვედა , ორი სახლი გამოიცვალა უკვე , ორი სახლი და ორივე წაართვეს , მას შემდეგ იცის რომ მხოლოდ მოგონენბების და გრძნობების წართმევა არ შეუძლიათ , ამიტომ ყოველთვის ყველაფერს უყურებს და აკვირდება , იმახსოვრებს რომ ვეღარავინ ვეღარ წაართვას . გაყინულ ცხვირზე ხელი დაიდო და ცას ახედა.- რა დაგემართა დედა ბუნებავ ? რატომ გაგიჟდი ? რატომ გვყინავ? სულ პატარა აღმართი უნდა ჩაიაროს ვიწრო ქუჩაში და სამშვიდობოს იქნება გზას გადაკვეთს და საფეხმავლო ზოლში
ჩადგება, მიუხედავად იმისა რომ სამანქანო ჰგონია მოსახლეობის უმრავლესობას . მისია მარტივია , მთელი სიფრთხილით დაიწყო დაღმართის ჩავლა მაგრამ ისეთი სიჩქარით დაეშვა წამოიკივლა , ცოტა გაყინულმა გზამაც მიაშველა ხელი და დაღმართიანი ქუჩის ბოლოში წამში ჩაგორდა , ზუსტად გზის შუაში გაწვა და ველოსიპედიც ზემოდან დაეცა.- ააააააააა, კარგად დავიწყე აიიიიი. ნერვიულად წამოიკივლა და ბოლოს სიხარულით გადაიკისკისა . ვუუუუ , ეს აი ესააა ადრენალინი ხელები გაშალა , წამოდგომა არ უჩქარია , იცის მანქანა არ გამოივლის გზები ჩაკეტეს , აწ უკვე მისი უფროსი ჩამოდის . გაფიქრება ვერ მოასწრო რომ მანქანამ ცხვირთან გაუჩერა .
ისეთი სისწრაფით დაამუხრუჭეს ესკორტის მანქანებმა წინ მჯდარმა გიორგიმ ხელები წინ გაწია რომ თავი როგორმე შეემაგრებინა. შემდეგ ინსტიქტურად გაიხედა უკან და ირაკლის სახეზე რომელიც გამწარებული ეძებდა წიგნს გაეცინა . - გვერდის პოვნა სადაც გაჩერდი გაგიჭირდება .
-რა ჯანდაბა მოხდა , შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაწია , შავი თვალები მოჭუტა და წინა შუშაში გახვედა სცადა. - მიხვდა მერი რომ ფულის ჭამას უნდა მორჩეს და შუქნიშნები დააყენეს თუ …
-ხო ეს შუქნიშანი აშკარად ცისფერია .
- აი რა ხდება როცა ქალაქში ყველა
იდიოტის გამო ქუჩას კეტავენ . ხმამაღლა წამოიყვირა და ველოსიპედიანად წამოდგა .- დაკეტილია , ეს გზა დაკეტილიიიიააა კითხვა არ იცი ? ბუზღუნით მანქანებს წინა გზიდან გაჭირვებით გადაჩოჩდა რამის მატლივით მიჭყლიტეს და არც კი აპირებს ვინმე გადმოსვლას .. ენაზე იკბინა კარგად რომ მოავლო თვალი მანქანების რაოდენობას . ძნელი მისახვედრი არ იყო ვინ იჯდა იქ . ქუდი თვალებამდე ჩამოიწია და ცხვირი შარფში ჩაყო ველოსიპედიანად ზურგით შეტრიალდა და თავი დახარა . იქნება ვერ იცნონ სახლში რომ მივა . ყურადღებით გახედა ირაკლიმ ცისფერ პალტოს . საინტერესოა ახლა რომ გადავიდეს გაუმეორებს რომ იდიოტია ? ეჩვენება თუ დაემალა? ეჭვი არ ეპარება იცნო და დაიმალა . ხო ასე ხდება ყოველთვის. არავინ , ეუბნება სიმართლეს წინ. -ყველა
იდიტისთვის? კიდე ვისთვის კეტავენ გზას ამ
ქალაქში გიორგი ? სიამაყემ სძლია . ისეთი სისწრაფით გააღო კარი და გადავიდა გიორგიმ
გამორკვევა ვერ მოასწრო .
-გაგირკვევ , სრული სერიოზულობით დაქნია თავი გიორგიმ- ოღონდ დაბრუნდი მანქანაში . მალე თითქმის ყველა მანქანის კარი გაიღო .
იქამდე ჰქონდა გადაწყვეტილი სირაქლემასავით დამალვა ნუცას და თვალები დახუჭული სანამ მაქანების წასვლის ხმას არ გაიგებდა , მაგრამ მიხვდა როგორ მიჰკრა ვიღაცამ ხელი მისი ქუდის პომპონს . მთელ სახეზე ჩამოწეული ქუდი ხელის გულით აიწია შუბლზე . ჯერ ცალი თვალი გაახილა , მერე მეორე და ამოიოხრა . -ვიცოდი რომ რამე სიდებილეს გავაკეთებდი . გაუღიმა და მამაკაცის ცივი სახის დანახვაზე ისევ მოკუმა პირი . -გამარჯობა გიცანით ის ხარ ირაკლი . ენა თავისით გაექცა . რომ მიხვდა რომ მისი გამარჯობა სულაც არ შეუმჩნევია უკან გაიხედა . მერე ისევ დაბნეულმა წინ გამოიხედა და კარგად აათვალიერა .-სულ არ გავხართ ფოტოებს , მხიარული ხმით სცადა ისევ საუბრის დაწყება . -ეს ჩემი ხელთათმანია ჯერ ირაკლის ტორს შეავლო თვალი ხელში მაგრად რომ ჩაეკუჭა ერთიცალი ხელთათმანი მერე მეორეცალი ჯიბიდან ამოიღო რომ დარწმუნებულიყო მართლა თავისი იყო , უკან მოიხედა.- ნამდვილად ჩემია , ალბათ დაცემის დროს გადმომივარდა , თითი გაიშვირა ირაკლისკენ .- ხო აი ეს . ავიღებ თუ შეიძლება. ხელი გაწია რომ გამოერთმია ,მაგრამ ისევ არავინ უპასუხა . ხელი უკან გაწია დაბნეულმა კიდევ ერთხელ ამოისუნთქა ღრმად . -როგორ ცივა არა ? უკან მდგარ გიორგის შეხედა ამჯერად .
-სიცივე უფრო გაწუხებს თუ ის რომ ყველა იდიტისთვის კეტავენ გზას ? როგორც იქნა ამოიღო ხმა და ფეხებიდან დაიწყო მისი თვალიერება. ისეთი ცივი ხმა ჰქონდა ვერ გარჩია ნუცამ ნამდვილად რეალური იყო თუ არა. შეუძლებელია
ადამიანის ხმა ასეთ უცნაურ სიცივეს ატარებდეს . შავი ფერი დაკრავდა თვალებზე , კარგად ნათალი ცხვირი და გამოკვეთილი ყბა უფრო განსაკუთრებულ იერს აძლევდა , ერთდროულად სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა მაგრამ კარგად დაკვირვების მერე უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდა ნუცას , არანაირი ემოცია არ ეხტა, არც მას და არც არავის გარშემო , თოჯინებს გავდნენ , ყველა სხვადასხვა პოზაში იყო გაშეშებული თითქოს ასე გაყინაო.თეთრმა ფერმა გადაჰკრა ნუცას და ცისფერი ფერი კიდევ უფრო ფერმკრთალს აჩენდა . თეთრი კანი ლოყებზე ოდნავ შეწითლებოდა და მქრალი ვარდისფერი პომდაც კი ვერ ფარავდა სიცივისგან გალურჯებულ საყვარლად მომრგვალებულ ტუჩებს. ცდილობდა არ შემჩნია მაგრამ პატარა ცხვირი ისე ჰქონდა გაყინული სუნთქვის დროს სტკიოდა . თვალები გაუფართოვდა , დაბნეულობისგან ტუჩზე ისევ იკბინა და მხარზე ჩამოგდებული თმის ბოლოს წვალება დაიწყო -საერთოდაც სიცივე უფრო მაწუხებს . ამოილუღლუღა პატარა ბავშვივით .
-ხშირად კეტავენ გზებს ? უფრო მეტი ირონია გაურია ხმაში .
-არა მარტო თქვენთვის .
-ანუ მე იდიოტი ვარ . უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა , წელში გაიმართა და გზას თვალი მოავლო. დიდი ხანი გაჩერდა , არ უყვარს გამოჩენა და მითუმეტეს აქ არ უნდა გამოჩნდეს.
- ანუ არ მინდოდა მეთქვა ყველა იდოტისთვის კეტავენთქო მინდოდა მეთქვა რომ თქვენთვის დაკეტეს , მაგრამ არ ვიცოდი რომ თქვენ იყავით.
-ანუ გინდოდა გეთქვა მხოლოდ ერთი იდოტისთვის დაკეტეს , ჩემთვის ?. . ახლა მთელი ტანით შებრუნდა
-კი . არა , მოკლედ გზა თქვენთვის დაკეტეს მაგრამ იდიოტისთვის არა .ღმერთო მოკეტე ნუცა . თავის თავს ხმამაღლა მისცა შენიშვნა და ველოსიპედს ორივე ხელით ჩააფრინდა . -უნდა წავიდე , მაგვიანდება, ისევ ვერ შეიმაგრა ენა . -ისეთი სისწრაფით შესკუპდა ველოსიპედზე და დაიძრა , ვერც კი მიხვდა რომ სწორედ ამ კაცთან შესახვედრად მიეჩქარებოდა .
- ხელთათმანი დაგრჩა ნუცა .ხმამაღლა მიაძახა . გაეღიმა , ჩუმად მაგრამ თავისდაუნებურად სახეზე მომდგარმა ღიმილმა გააკვირვა . უყვარს როცა , არ იციან რა ქნან მის წინ , მაგრამ
დიდი ხანია ასე გულწრფელად დაბნეული , ადამიანი არ უნახავს . ირაკლის ხმა არც გაუგონია , ისე ჰქონდა გახურებული სახე სირცხვილისგან ხელთათმანების კი არა პალტოს არ ქონასაც ვერ შეამჩნევდა . ხელთათმანი ხელში შეათამაშა ირაკლიმ და გიორგის ნიშანი მისცა რომ
წასულიყვნენ.
-ჯერ სახლში გაიარე მინდა ვნახო .
- როგორც გინდა.


გაჭირვებით მიაღწია ჯანდიერების მამულამდე იჩქარა , ისე იჩქარა თითქოს ოცნების სამსახურში აგვიანდებოდა ისე თოთქოს ყველაზე კარგი დღე ელოდა წინ გადაყვლეფილი ფეხის მიუხედავად . ოცნების სამსახური არ იყო მაგრამ იმდენს უხდიდნენ , იმდენად მოწონდა ყოველი მისი მომზადებული კერძის მერე შექება და გაღიმებული სახეები კმაყოფილი იყო . თავისი პატარა ოცნება რომ საკუათარი პატარა რესტორანი
ჰქონოდა თითქოს მათ სახლში აუხდა , ულამაზესი სამზარეულო ჰქონდა აქ და აუდიტორია , ჯანდიერები. ჩვევად ექცა ყოველ დილას ლიკუნას ოთახში შევლა .
-ლიკუნაა მოვედიი . კოჭლობით შევიდა პირდაპირ საწოლზე შემოსკუპდა და სარკის წინ ეტლში მჯდომ გოგოს , რომელსაც თვალი არ დაუხამხამებია ყურადღებით დააკვირდა. -ჰეიი ლიკუნაააა .
-მაპატიე , სწრაფად შემობრუნდა ეტლიანად და გაუღიმა .- ისეთი ხმაურია , არ მესმის ისედაც ყველამ იცის რომ ხათრით ჩამოდის. ღიმილს სევდა გამოაყოლა და საკუთარ ფეხებს დააშტერდა.
-ვერაფერს ვიგებ , ლუკუნა არ გეწყინოს .
- ერთ დროს გაიგებ ყველაფერს ,მოგიყვები აუცილებლად .
-კარგი როგორც გინდა , მაგრამ ვერ ვიგებ ყველა ელოდება და ყველამ იცის რომ არაფერი იქნება კარგად ცოტა უცნაურია რა.არა უცნაური კი არა სიგიჟეა. ჩვეულებრივი მხიარული ხმით შემოსძახა . -გზაში ვნახე . ცოტა სხვანაირია ვიდრე ფოტოებზე. - მოთმინებ აშკარად ბევრი აქვს შენს ძმას იმდენი სისულელე წამოვროშე.
-5 წელია არ გვინახავს იცი ? ასე მგონია იმ ბოთლს ვალღვობთ რომელიც 5 წლის წინ გავყინეთ .
-ხო და ნუ დარდობ გამლღვალი ნაკლებად ცივი იქნება. დაილაპარაკებთ , ძველ დროს გაიხსენებთ ერთი სისხლი ხართ . ხელები გაუხახუნა ერთმანეთს
-მასთან არ ლაპარაკობ, ნუცა. შენ ამბობ შენსას ის გისმენს შემდეგ კი გეტყვის რა მოხდება , როდის როგორ და წერტილს დასვამს. ის არ საუბრობს ადამიანებთან , გისმენს და წყვიტავს.
-ნუ მაშინებ. ტუჩები დაბრიცა ნუცამ .
-არ გაშინებ , მინდა მზად იყო რომ შეიძლება ის რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია მისთვის არაფერი ღირს .
-ხომ დამეხმარები ?
- რითიც შემიძლია . დამფრთხალმა ლიკუნამ ფანჯარას შიშით გახედა . სახლის ეზო წამში გაივსო , ისეთი ხმაური შემოვიდა ბაბუამისის როხროხმა დააყრუვა მთელი ეზო - მოვიდა. ნუცას ხელი აუკანკალდა და ტუჩი ტუჩს მაგრად დააჭირა.
-ხო უნდა წავიდე , სამზარეულოში . სწრაფად წამოხტა საწოლიდან .
-არ დამტოვო რა ამოიკნავლა გოგომ . - აქ რომ მოვიდეს ? რა უნდა ვუთხრა ? ისედაც თვალს ვერ ვუსწორებდი ბოლოს , ახლა.. ახლააა ამაში მნახავს , ეტლს დახედა და აჩქარებულ გულზე ხელი დაიდო.
-ლიკუნა სისულელეს ნუ ამბობ, ეტლში ჯდომა დანაშაული არაა. სიბრაზემ წამოუარა ნუცას , განა რა უნდა იყოს ადამიანი რომლისაც ეტლით სარგევლობა დანაშაული ჰგონია და საკუთარ დას ასე სცხვენია.
-დანაშაულია ნუცა . ჩემი დანაშაული . ამოიკნავლა ლიკუნამ.

დიდხანს ათვალიერა უხმოდ ირაკლიმ მისაღები , ოჯახის წევრები რომელიც ასე სიხარულით შეჰყურებდნენ , უნდოდა ეგრძნო , ეჩვენებინა ოდნავი ღიმილით მაინც რომ ისიც კმაყოფილია , მაგრამ მისთვის საკუთარი თავისთვის ჯობნა და გადაბიჯება შეუძლებელი იყო , ამიტომ წარბი არ შეუხრია. თვალებით ეძებდა დას , რომელიც ასე უსამართლოდ შეეწირა მათი მშობლების უთავბოლობას , მის უპასუხისმგებლობას , თითქოს ყველას უნდა ეზრუნა მასზე მაგრამ ყველამ საკუთარ თავზე იზრუნა , მანაც კი დატოვა, მშიშარასავით გაიქცა , დამალვა ამჯობინა იმის აღიარებას რომ ერთადერთი საზრუნავი ჰყავდა და ვერ გაუფრთხილდა. დაღლილმა მოავლო თვალი კიდევ ერთხელ მისაღებს , ისედაც იცის რომ აქ არ იქნება, ოთახიდან არ გამოდის , ბოლოს რომ ნახა ლაპარაკიც კი არ შეეძლო , მაგრამ იქნებ რაიმე შეიცვალა , იქნებ წარსულის სისასტიკესთან შეხვედრა კიდევ ერთხელ არ მოუწიოს ? მძიმედ დახუჭა თვალები , მიეჩვია , არასდროს უკეთებს ცხოვრება მას საჩუქრებს. უინტერესოდ გახედა უზარმაზარ მოოქროვილ კიბეს რომელიც ჯანდიერების მამულის მთავარ სიამაყედ ითვლებოდა და თითქმის 3 საუკუნე შეუცვლელი სახით იდგა . ამ ისტორიულ კიბეს თუ გაივლის იცის იმ ერთადერთს შეხვდება ვისგამოც ასე შორს გაიქცა და მხოლოდ მის გამო დაბრუნდა .
-ლიკუნას ვნახავ. ოდნავ გაუღიმა ბაბუას რომელიც მთასავით იჯდა სავარძელში განიერი მხრებით ფარავდა საზურგეს და ისეთი გაბრწყინებული შეჰყურებდა ასევე ბრგე შვილიშვილს იფიქრებდით რაიმე ხელოვნების ნიმუშს უყურებსო. უფრო გამხდარი ახსოვდა უკვე მთლიანად შევერცხლილ ჯანდიერს შვილიშვილი რომელიც მისი სიამაყე და ტკივილი იყი . ზუსტად ისეთი კაცი დადგა როგორიც უნდოდა . როცა ფიზიკურ მსგავსებაზე უსვამდნენ ხაზს , პატარა ბავშვივით უხაროდა . სიამაყით იყო სავსე ირაკლის სილუეტის დანახვისას როგორ მიაბიჯებდა კიბეზე , კარგად გამოკვეთილი მხრებით . დინჯი აუჩქარებელი ნაბიჯებით . კიდევ ერთხელ ნახა , ახლა შეუძლია მოკვდეს კიდეც .
ჩვეული სიდინჯით გაიარა ჰოლი ირაკლიმ . ლიკუნას ოთახი სულ ბოლოშია , იცის ბავშვობიდან ეს ოთახი მოსწინდა ეზოს რომ გადაყურებდა , ფანჯარასთან იმალებოდა იქიდან აკვირდებოდა ეზოში შემომავალ და გამსვლელ ხალხს . მისი მოუსმენელი და დაუნახავი რომ არაფერი დარჩენილიყო . ახსოვს როგორ ახარა ლიკუნამ ყველას ვახშამზე როცა ირაკლიმ სახლის ეზოში ჩუმად აკოცა შეყვარებულს. 5წლით დიდი იყო ირაკლი მასზე , ლიკუნასთვის ის მამა იყო რომელიც არასდროს ჰყოლიათ , მამა რომელმაც ობლობისთვის გაიმეტა და სიკვდილი არჩია. ყოველი ამ ჰოლის გავლისას იღვიძებდა მოგონებები , ცოტა ტკბილი , ცოტაც მწარე , უფრომეტად სასიამოვნოდ შემაწუხებული. კედლებიდან უყურებდა მთელი ისტორია , საგვარეულო ისტორია, სისხლით და ოფლით აქამდე მოტანილი ტრადიციები, ქონება, გვარი. გვარი რომლის ტარებაც ასეთი პატივი იყო მაგრამ ის მაინც მამის გვარს ატარებდა .ჯანდიერებისთვის ის ერთადერთი ვაჟი არ იყო , მაგრამ ბაბუამისისთვის ერთადერთ საიმედო მემკვიდრედ ითვლებოდა, თავის ძმისგან და დეიდაშვილისგან განსხვავებით ის ყველაზე მეტად გავდა ხასიათით უფროს ჯანდიერს . ბექა გატუტუცებული ბავშვი იყო , რომელმაც დიპლომიც კი ვერ აიღო , მისი დეიდაშვილი სანდრო თითქოს ყველაფერს იდიალურად აკეთებდა , ყველას მარჯვენა ხელი იყო , მაგრამ ყველაზე კარგად მითითებების შესრულება გამოსდიოდა . ლიდერის თვისებები ნაკლებად ჰქონდა და ყველაზე მეტად ეს აწუხებდა ჯანდიერს . აი ირაკლი გამორჩეული იყო , საკუთარ თავს ხედავდა მასში იმ განსხვავებით რომ მას საკუთარი წარმომავლობა სძულდა. თუმცა არასდროს შეურცხვენია .
- იცი რა თუ ასე აპირებ ნერვიულობას ჯობია საერთოდ არ ნახო . კართან მიახლოვებულს ნაცნობი ხმა შემოესმა .დაუფიქრებლად შეაღო კარი. ზღურბლთან გაჩერდა და პირველი რაც დაინახა ნუცა იყო რომელმაც უმისამართოდ გაიხედა უკან , მერე მოტრიალდა ხელი ჰაერში ასწია და ურცხვად გაუღიმა .- გამარჯობა . ხმის კანკალით ლიკუნას გადახედა და კარისკენ დაიძრა- დაგტოვებთ მე , დროებით , თავდახრილმა აუარა გვერდი ირაკლის და ცოტა შორს რომ დაიგულა თავი ამოისუნთქა. დანახვაც კი ეშინია და აპირებს დაელაპარაკოს თანაც სერიოზულად და თანაც საქმეზე .
-დილამშვიდობისა .
-გამარჯობა ვარსკვლავო . გაუღიმა უფროსმა ჯანდიერმა და თვალი ჩაუკრა . ნუცას ოდანვ სიმორცხვემ გადაჰკრა და ოჯახის ქალბატონ ლილის შეხედა .
-აბა ხარ ციმციმის ხასიათზე ? ლილიმაც ღიმილით გააგრძელა და ახლა უკვე კარგად გააწითლდა.
-წავალ , საქმეს მივხედავ. კიდევ ერთხელ ჩვეული სილაღით გაუღიმა .
-ამ გოგოს რამის დავეჯახეთ . გადაჭრით თქვა გიორგიმ და ბუხართან ახლოს ჩაიმუხლა.

საწოლის კიდესთან ჩამოჯდა , თავს ვეღარ იმაგრებდა ფეხზე მდგომი. გულმა ისე მოუჭირა სადაც იყო უჰაერობისგან გაიგუდებოდ . სისხლი მოაწვა თვალებში , ზიზღის გრძნობას ვერაფერი მოუხერხა , ვერ იგებდა რა უფრო სძულდა ამ წამს უსამართლო ცხოვრება თუ საკუთარი თავი , რომ
ვერაფერი გააკეთა საკუთარი დის გადასარჩენად .ერთი ღრმად ჩაისუნთქა და სცადა არ შეემჩნია . უხერხულად შეკრა ხელები წინ და დას რომელმაც არ იცოდა სად წაეღ თვალები გაუღიმა .
-როგორ ხარ ლიკუნა ?
- კარგად შენ ? ლიკუნამაც ოდნავ გაუღიმა და კარგად დააკვირდა ძმას . -ცოტა შეიცვალე .
-არ მოგწონს? ხმა შეარბილა .- შენც შეიცვალე .
-ხოოო , ლიკუნამ ფეხებს დახედა და ირაკლი მიხვდა , არასწორად რომ გაიგო მისმა დამ მისი სიტყვები . სწორედ ის დრო იყო რომ უნდა ეთქვა , ის რაც ასე სჭირდებოდა ლიკუნას ჯერ კიდევ 5 წლის წინ ის კი ლაჩარივით გაიქცა .-ეგ არ მიგულისხმია, ხომ იცი რომ ჩემთვის სულ ერთია , მთავარი შენ ხარ, მე კი უბრალოდ.. .
-არ გინდა , ტუჩები დაბრიცა ლიკამ . -გთხოვ . არ აცადა სიტყვის დამთავრება .
- უნდა ვთქვა , იმიტომ არ წავედი რომ რამეში გადანაშაულებ , შენი ბრალი არაა. ხანდახან ცხოვრება ასეთ სიურპრიზებს გვიმზადებს . იმიტომ წავედი რომ შენი დანახვა არ მინდოდა ამ მდგომარეობაში . იმიტომ არა რომ არ მითხარი რა გიჭირდა , იმიტომ რომ უნდა მივმხვდარიყავი.
-არ გინდა , არ მინდა ამაზე ლაპარაკი დიდი ხანია იმ დღის დავიწყებას ვცდილობ . მოკლედ მოუჭრა დამ და აკანკალებული ხელი მუხლზე დაიდო. - მიხარია რომ აქ ხარ .
-ხო , როცა შენი 75 წლის ბაბუა გეტყვის რომ ქორწინდება ძნელია უარი უთხრა.
- ცოტა აჭარბებ ჯვარს იწერენ. გაეცინა ლიკუნას .
- სჯობს გვიან ვიდრე არასდროს არა? უფრო მოდუნდა , სხეული მოეშვა , თავისუფლად სუნთქვა დაიწყო
ირაკლიმ . - ისევ ბებოზე ალბათ ხო ? ჩაეცინა ირაკლის . სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა , ისე საუბრობდა დასთან თითქოს არც არასდროს წასულა. გულზე იმხელა რაღაც მოეშვა, ლიკუნამ კარი არ მიუკეტა ცხვირ წინ , ვერც კი იჯერებდა .
-ბებოს არ უთხრა ეგ . სულ ნერვიულობს ამ ბოლო დროს .
- ჰოო ნორმალურია , ყოველდღე ხომ არ არის პატარძალი .
-გეყოფა ირაკლი . ლიკუნასაც გაეღიმა . წინ ჩამოყრილი თმა გადაიწია უკან .
- გიხდება წითელი თმა . ალქაჯს გავხარ . მომხიბვლელად გაიღიმა და თვალი ჩაუკრა დას .
- ხო ნუცას იდია იყო . გაეცინა ლიკუნას . ცოტა ადრე რომ ჩამოსულიყავი ვარდისფერი მქონდა . გაიცინა ლიკუნამ .
- ჰმმ , საინტერესო იდეებს გაწვდის ნუ”ც”ა . უცნაურად გამოთქვა სახელი .
-ნუცა კარგი გოგოა . შენიშვნასავით გამოუვიდა.
- საწინაღმდეგო არ მითქვამს .
- ალბათ დაგელაპარაკება . საძირკველის მომზადება სცადა ლიკუნამ.
- რათქმაუნდა დამელაპარაკება . ჩაეცინა ირაკლის . ამ ქალაქში ყველა ელაპარაკება როგორცვე საშუალება აქვს.
-ნუცას საქმე აქვს . ცხვირი აიბზუა ლიკუნამ მიუხვდა ძმას დამოკიდებულებას . ეტლი ოდნავ ძმისკენ მიიწია კარგად რომ
გაესწორებინა თვალები .-მინდა რომ მოუსმინო , ირაკლი . ხმა დაისერიოზულა ლიკამ . -ეს მაინც უნდა გამიკეთო . აქამდე არაფერი მითხოვია . მტკივნეულ წერტილს შეეხო და ირაკლი მიხვდა საითკენაც მიჰყავდა დას საუბარი და გაეღიმა . დის გულუბრყვილობაზე , ნუთუ ჰგონია რომ საჭირია შეახსენოს წარსული მისთვის რომ რამე გააკეთოს? აქამდე როგორ მიიყვანა ურთიერთობა რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ?
-ხომ იცი რომ თხოვნა არ გჭირდება. დის წინ ერთ მოძრაობაში გაჩნდა და მის წინ ჩაიმუხლა. - უნდა იცოდე , რომ … ხელი მხრებზე დაადო დას .
- არა არ ვიცი . შეაწყვეტინა . -არ მინდა ვიცოდე , წამში შეიცვალა ლიკუნას განწყობა . -არაფერი არ ვიცი , არაფერი ვიცი გესმის ? თავი დამანებე. არ მჭირდება შენი ჩახუტება შენი მოწყალება . სწრაფად დაიწია უკან და ზურგი შეაქცია . ფანჯარასთან მიგორდა უმისამართოდ გახედა ჰორიზონტს. მისი დის მრავალფეროვან დიაგნოზებს შორის ბიპოლარული აშლილობა მთავარი პრობლემა
იყო რაც გამოჯანმრთელებას ხელს უშლიდა . კარგად იცოდა რომ არ უნდა დაეჟინებინა მასთან ლაპარაკი .არც უნდოდა ისე შეეკუმშა გული ერთ სიტყვასაც ვეღარ გამოთქვამდა . ძლივს აითრია სხეული თოთქოს ყველა ემოციისგან ამ 5 წუთში დაცალეს . ნელი ნაბიჯებით გავიდა და გამბედობაოც ვერ მოიკრიბა რომ დის ზურგისთვის შეეხედა . უაზროდ ჩაუყვა სახლის კიბეს ისეთი დაღლილი იყო იქვე კიბეზე ჩამოჯდებოდა სიამოვნებით მარტო რომ ყოფილიყო და ყველას თვალი არ მისჩრებეოდეს. ზუსტად იცის რა მოხდება უახლოესი დღეების განმავლობაში , მოუწევს იდიალურად ითამაშოს როლი ოჯახის წევრის რომელიც ძალიან კმაყოფილია სხვების ბედნიერებით . კოლექტიური ბედნიერება . საზოგადოებას ხომ
ასე ძალიან მოწონს თამაში თითქოოს ყველა ბედნიერია იმ ერთის ბედნიერებით და ის ერთი ყველა სხვას ბედნიერებით, არაადა არავინ ფიქრობს იმაზე , რომ ადამიანს არასდროს დაუვიწყებია თავისი წარმოშობა. მისი აზრით ერთადერთი ინსტიქტი რომელიც ადამიანს აქვს რეპტილისაა. რაც არ უნდა ბევრი ეცადოს ადამიანმა შექმნას უამრავი ილუზია საკუთარ აშენებულ სამყაროსი ვერასდროს დაივიწყებს იმას რაც ასე უნდა , ვერასდროს ოტყვის საკუთარ “მე”-ზე უარს , ადრე თუ გვიან მაინც წასძლევს სული , სული რომელსაც ასე უფრთხილდებიან და შემდეგ სწორედ ის სული იყიდება მათივე მანკიერებებზე . რა ეშველებოდა სამყაროს ვიღაცას რომ არ გამოეგონა , ყველა ის წესი , კანონი , რელიგია . რა ეშველებოდა? ადამიანები თავისუფლად დაიწყებდნენ იმ შეფარული სურვილების გაჟღერებას რომელსაც ასე ღრმად მალავენ ადამინების მიერვე შექმნილი ბარიერების გამო . ვერასდროს იტანს საზოგადოების ფარსს , რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო მეტად სძულს საზოგადოების მასკარადი , სიყალბე . მოუწევს , მოუწევს იყოს ამ საზოგადოების ნაწილი, მითუმეტეს რომ საკმაოდ გამორჩეულ ნაწილად მიიჩნევა ამ საზოგადოებაში და უფლება არ აქვს უგულვეყოფობის , უნდა თუ არა სხვა სისტემა ჯერ არ შექმნილა ადამიანების ჯგუფის ფუნქციონირებისა და უნდა თუ არა , ავტომატურად ხდება ყოველი ადამიანი ამ საზოგადოების ნაწილი . თანაც ჯერ კიდევ 17 წლისამ დაიწყო იმაზე ფიქრი რომ იმ საფეხურზე მოხვედრილიყო სადაც ახლაა. ყველაფერი გააკეთა, რომ ჰქონდა ის რაც აქვს , ყოფილიყო ის ვინც ახლაა და ახლა დროა თვალი გაუსწოროს იმას რაც შექმნა . ერთი სიტყვა არ გაუგია რა მოხდა , ინსტიქტურად ჩამოართვა ხელი დედას , რომელიც ისევ თითების მტვრევით დაბრუნდა თავის ადგილას და შვილს ცრემლმორეული თვალები აარიდა. მის წინ იჯდა დედა და და რომლებიც არცერთ ემოციას აღარ იწვევდა მასში , ნახევარ და-ძმას ყალბად გაუღიმა , სასიამოვნოდ მიესალმა მამინაცვალსაც რომელმაც არაფერი გაუკეთა ცუდი , მაგრამ რატომღაც ვერასდროს აღიქვამდა მის ცხოვრებაში ავტორიტეტად . ისეთი საღამო იყო რომელიც სძულს , დაძაბული , მაგრამ ყალბი ან იქნებ ნამდვილიც. ვინ იცის იქნებ ნამდვილად ბედნიერებიც იყვნენ მისი დანახვით რას გაიგებს . ფიქრებიდან მომღიმარმა სახემ გამოარკვია. მის წინ ოდანვ გადახრილი გოგო ყურებამდე უღიმოდა და ხელში ლანგარი ორი ხელით მაგრად ეჭირა . შიგა და შიგ სიმძიმისგან უკანკალებდა და ერთი სული ჰქონდა დაცლილიყო .
-ალუბალი თუ ლიმონი ? კიდევ ერთხელ გაიმეორა ნუცამ და ლანგარზე დალაგებულ ჭიქებს სიამაყით დახედა.
-უკაცრავად . სწრაფად გამოერკვა ირაკლი და ოდნავ შეირხა .
-ლიქიორია , ალუბალი და ლიმონი . თვალით ანიშნა ლანგრისკენ .
-ლიმონი ნუცას გამოგონებაა. სიამაყით წამოიყვირა ბექამ და ძმას თვალი ჩაუკრა , ისე თითქოს უსიტყვოდ ესმოდეთ ერთმანეთის . ყურადღება არ მიუქცევია ირაკლის , ნუცას გაუსწორა თვალი რომელსაც აშკარად ეხატა სახეზე ლანგრის ჭერისგან გამოწვეული დისკომფორტი.
-ლიმნის ლიქიორი ძალიან ბევრი საუკუნეა არსებობს იტალიაში და ახალი არაა. ლიმონი შაქარი და კარგი ხორბლის არაყია საჭირო. დამცინავად დააშორა ტუჩები ერთმანეთს, პატარა ჭიქას დემონსტრაციულად მოკიდა ხელი. -ვფიქრობ ცოტა მეტად უნდა ერკვეოდე სასმელებში , ბოლოს და ბოლოს სასმლის იმპერიის ერთერთი მემკვიდრე ხარ. დარწმუნებით თქვა და ძმას რომელსაც სახეზე შეაშრა ღიმილი ორი სიტყვით მოჭრა თავი ოჯახის წინ . სწორედ ამიტომ ვერ უგებდა ვერავინ ოჯახში. წამში შეეძლო ყველაფრის გაფუჭება და თანაც ისე რომ აშკარას ხდიდა თავს ყველაზე ჭკვიანად და მათზე მაღლა მდგომად თვლიდა. ირაკლის რეპლიკა არ შეუმჩნევია ნუცას , მაგრამ სახეზე ისეე შეახურა ბექას მიხრჩობა მოუნდა. ბავშვობიდან სულ ესე იყო , სულ ენა უსწრებდა ბექას . რამდენჯერ დატუქსეს სკოლაში ბექას გრძელი ენის გამო ვეღარ ითვლიდა. ირაკლიმ გაბედულად მოსვა სასმელი, იცის ბაბუის სახლში ლიქიორი წმინდა სითხედ რომ ითვლება , ამ სითხის გამო იქცა ისტორიად მისი ოჯახი ამიტომ იცის უხარისხო სასმელს ვერც იპოვის ამ სახლში რომ უნდოდეს , მაგრამ სასიამოვნოდ რომ მოელამუნა ენას ოდნავ შეპარული ვანილის გემო არ მოელოდებოდა. ახლა მიხვდა რატომ მიაწერეს ნუცას ეს გემო , ოდნავ გაეღიმა და გამოჭოლი მზერა ესროლა ნუცას რომელმაც ბოლო ჭიქა ბექას მიაწოდა და თან დაინახა, როგორ მიჰკრა ფეხის წვერი ბექას . უნდოდა ეთქვა რომ ვანილი ახალი რაღაც იყო , მაგრამ მის წინ ორი ახქლგაზრდა სილაღით სავსე ადამიანი იყო, რომლებსაც აშკარა პაექრობა ჰქონდათ თვალებით გამართული და გაეღიმა . მის ძმას ის პერიოდი ჰქონდა როცა სისხლი უდუღდა უკვე დიდი იყო , მაგრამ ჯერ კიდევ იმ ასაკში როცა შიშველი ხელებით შეეძლო შეჭიდებოდა მთებს . ნუცაც ასეთივე უნდა იყოს. რაც ნახა სულ იცინის . მხიარულია , სიცოცხლით სავსე , ცოტა უშიშარი და თან როგორ ლამაზია . ახლახანს დააკვირდა სხეულის ფორმებს , გამოყვანილ თეძოებს ხარბად შეავლო თვალი. იქამდე უყურა მონარნარე სხეულს სანამ თვალს არ მოეფარა, რამოდენიმე წამის შემდეგ მოაშორა ცარიელ გასასვლელს მზერა და ბაბუის მომღიმარ სახეს წააწყდა, დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაადაგორა ნერწყვი გამშრალ ყელში და ხელში შერჩენილი ლიქიორი ბოლომდე ჩაცალა . უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა მისაღებში და არავის უფიქრია მისი დარღვევა . უფროსწორად ყველა ცდილობდა მოეფიქრებინა რაიმე თემა რომ დაერღვიათ, მაგრამ ადვილი არ იყო. სწორედ ამიტომ ირაკლის მამინაცვალმა გადაწყვიტა რომ ოჯახისთვის მაგალითი მიეცა , ეჩვენებინა რომ დრო
იყო ყველა გაუგებრობა ჩამოეტოვათ და რატომღაც გადაწყვიტა რომ საქმეზე ლაპარაკი მათ მძიმე სიჩუმეს გაფანტავდა.
-ირაკლი მართალია რომ ყველა აქციის გაყიდვას აპორებ მეტალურგიული ქარხნის. იმდენი ჭორი გავრცელდა.. თითქმის ყველა პანიკაშია.
-აი რატომ არ უნდა მისცე ჭორს უფლება ანდრო რომ შენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს . ორაზროვნად გაუღიმა მამინაცვალს.
-ჩემთვის სულ ერთია მხრები აიჩეჩა ანდრომ და ჭაღარა შეპარულ თმაზე ხელი გადაისვა .
-ანუ შენმა კომპანიამ არ იყიდა აქციების 3 პროცენტი? მმმ შეიძლება მე მეშლება და სხვა ანდრო გაბრიჩიძე იყო.
-კარგი გვეყოფა საქმეზე ლაპარაკი ხელი აიქნია ლილიმ და შვილიშვილს გაუღიმა. რამდენი ხანი დარჩები შვილო? მოვამზადებინე ოთახი . ყველაფერი ისეა როგორც შენ გიყვარს .
-ეეე მე რატო არავინ მიკეთებს ყველაფერს ისე როგორც მე მინდა . დაიჯღანა ბექა.
-გაგიკეთებ ბებო , არ ინერვიულო უკვე ვუთხარი კარგი ჯოხი დამიმზადონ , ეგ არი შენ რაც გინდა. თბილი ხმით დაუყვა შვილიშვილს რასაც ყველას სიცილი მოჰყვა.
-აი ლილუ რო გეუბნებოდი ბაბუ ვაფშე გავაგიჟოთ მოტოთი მოგახევინებ ეკლესიიდანთქო დაივიწყე ეგ ამბები რა . ვითომ გაბრაზდა ბექა. მის კომენტარს თითქმის ყველას სიცილი მოჰყვა
-როგორც იქნა . ხელები აღმართა უფროსმა ჯანდიერმა კარში შემოსული მეორე შვილის დანახვაზე. ფუმფულა თეთრი ქალი ნელ ნელა მოდიოდა და თან მოსთქვამდა. ჩემი ბრალი არაა . ამან დააგვიანა შვილს მხარზე მიჰკრა ხელი რომელსაც არც შეუმჩნევია დედის რეპლიკა . ჯერ დაელოდა დეიდას კარგად ჩაეკრა გულში ირაკლი და შემდეგ თვითონ გადაეხვია ისე თითქოს დიდი ხანი არ ყავდა ნანახი. არადა თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა დეიდაშვილთან. მისთვის ის ოჯახის წევრი იყო , რომელსაც დაუფიქრებლქდ ანდობდა საკუთარ თავს, ოჯახის ამ ერთ წევრში მაინც გაუმართლა , სანდრომ ძაღლივით ერთგულება იცოდა და მეტი არც ჭირდებოდა ირაკლის. –
რადგან ყველა ვართ სუფრას მივუსხდეთ. ბაბუამ მხარზე დაჰკრა შვილიშვილებს ხელი და სასადილო ოთახისკენ ანიშნა წასულიყვნენ.სულ არ შია , მითუმეტეს მათთან ერთად არ უნდა მთელი ვახშმის გატარება . პირველი რასაც გააკეთებს ხვალიდან ყველას ისეთ სტრესში ამუშავებს რომ ერთ კვირაში დაუმთავრონ სახლი. მაგიდასთან ყველას თავის ადგილი ჰქონდა. ვერ გაიგებდით რა პრინციპით ანაწილებდა ადგილებს ოჯახის უფროსი მაგრამ მაგიდის ბოლოში ჯდომა თითქმის იგივეს რომ ნიშნავდა რასაც თავში ყველამ იცოდა , სწორედ ამიტომ ვერავინ ბედავდა იმ ადგილს გაკარებოდა . არც არავის ჰქონდა სურვილი უფროსი ჯანდიერის ყბაში მოხვედრილიყო. ჩვეული სიმშვიდით ელოდებოდა სხვების დაჯდომას , რადგან ისედაც იცოდა მისი ადგილი ზუსტად ბაბუის წინ მაგიდის ბოლოში იყო . მისთვის არასდროს ნიშნავდა ამ ადგილის დაკავება რაიმეს , მაგრამ ყოველთვის საჭირო იყო პატარა შეხსენება ყველასთვის , რომ განსაკუთრებულია. სანამ საკუთარი სახელებს ეძებდნენ მაგიდასთან ჩოჩქოლი საყვარელმა კისკისმა დააწყნარა .
-კარგი რა ნუცა . არ მინდა ხო გითხარი ? დუდღუნი ისმოდა თუმცა არავინ ჩანდა .
-ბევრს ნუ წუწუნებ , თქვა ყველაო , ესეგი შენც . იცოდე მაგ მუხრუჭს თუ არ გაუშვებ ხელს გაგიტეხავ და ნახავ მერე იქ წაგიყვან სადაც მინდა . გაუშვი ხელი .
-არა , არააა , რა შეშლილი ხარ . კისკისებდა ლიკა და თან გამეტებით აწვებოდა ყველა ღილაკს . შუა დერეფანში გაჭედილი იდგა, გამწარებული ნუცა აწვებოდა უკნიდან და მისი ოხვრა და ბუზღუნი ყველას ესმოდა . ისე ჰქონდა გადაწყევტილი ლიკუნას ოთახიდან გამოყვანა და ვახშამზე მიყვანა ვერავინ გადაფიქრებინებდა აწვებოდა თან გაოფლილი სახეზე ჩამოფხატებულ თმას უბერავდა . -ერთი ორიი სამიიი მიდი რა ლიკუნა , ხომ შემპირდი ? წავიდა ერთი ორიიიი . მთელი ძალით მიაწვა და არ მოელოდებოდა რომ იმ დროს აუშვებდა ლიკა ხელს მართვის ღილაკს . ისე გაგორდნენ ორივე ლიკუნა პირდაპირ მაგიდასთან შეგორდა ნუცამ თავი ვერ შეიმაგრა სცადა ეტლს გაყოლოდა მაგრამ პირდაპირ
სანდროს ფეხებთან გაგორდა , თმას კიდევ ერთხელ
შეუბერა და ჯერ ლიკუნას შეხედა რომელსაც ცრემლები სდიოდა სიცილისგან , მერე სანდროს და ირაკლის.
-ჰაი , სანდრო . ხელი ჰაერში აწია .
-ნუცა , როდესმე დაწყნარდები ? სანდრომ თავი გაადაქნია და მკლავებში წვდა რომ წამოეყენებინა . სწრაფად წამოწია და საყვარლად გაუღიმა .
-გამარჯობა ლალი დედა სანდროს დედას ხელი დაუქნია და ლიკუნას გადახედა.შემდეგ დიანას რომელიც ლიკუნას დანახვისას გაბრწყინდა. გეფიცები სამაგიეროს გადაგიხდი . დაიჩურჩულა .
-უკვე გადამიხადე აქ მომიყვანე . დაეჯღანა ნუცაც და თვალებ გაფართოვებულ
დედას შეხედა რომელიც გაოცებას და შვილის დანახვით გამოწვეულ ღიმილს ვერ ფარავდა . ლიკას ხილვა მართლაც რომ იშვიათი სიამოვნება იყო ოჯახისთვის და თანაც მისი ოთახის გარეთ. ისე შეჰყურებდნენ თითქოს სასწაული დაენახოთ.
-წესიერად მოიქეცი, ზურგს უკან ამოუდგა ნუცა მაგიდასთან უფრო ახლოს მიაგორა , ხელსახოცი ფეხებზე დაუფინა ოჯახს სრული
შემადგენლობით თვალი მოავლო და სწრაფად გაუჩინარდა.
-მიყვარს . ამოიკნავლა
სანდრომ და ლიკუნას მოუჯდა გვერდით .-უთხარი რომ მიყვარს ? . ირაკლი უინტერესოდ ჩამოჯდა და ტელეფონისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მეც მიყვარს . მოპირდაპირე მხრიდან გამოსძახა ბექამ და ბაბუას გაუღიმა რომელმაც თავი გაადაქნია .
-შენ მთელი 12 წელი გქონდა , რომ რამე გექნა . ხელსახოცი ესროლა სანდრომ ბექას .
- და ბოლოს კახას დარჩება . დამცინავად ჩაილაპარაკა ნანუკამ . რომელიც მთელი საღამო ჩუმად იყო პირველად თქვა რაღაც და პირველად შეხედა ირაკლიმ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ყველა დაიძაბა , ოჯახის წევრების მზერა ორად გაიყო , ყველამ იცოდა ირაკლის და კახას ისტორია ,ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ გადაეკიდნენ როცა სულ ახალგაზრდები იყვნენ . თითქოს არც არასდროს უცდიათ ურთიერთობის გამოსწორება , მიუხედავად იმისა რომ საერთო მეგობარი უამრავი ჰყავდათ მათი ყოველი შეხვედრა დაძაბული იყო . ალბათ იმიტომ რომ კახაც არა ნაკლებ გამორჩეული პიროვნება იყო . საკუთარ ნარცისიზმს ვერცერთი ვერ უხერხებდა ვერაფერს და გამუდმებით ცდილობდნენ ერთმანეთზე უკეთესები გამოჩენილიყვნენ . ერთმანეთის ჯიბრით ააშენეს და აყვავეს ქალაქი . კახა თუ სავადმყოფოს აფინანსებდა , ირაკლი სკოლას და ასე დაუსრულებლად. ხალხი კი ხშირად ხუმრობდა რომ მართლაც სასიამოვნო იყო სხვისი მტრობის ყურება. დიდად არ აინტერესებდა კახის პირადი ცხვოვრება ირაკლის, მითუმეტეს რომ არც თავად უჩიოდა მრავალფეროვნებას , მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარად იყო . ერთია კახი და მისი ქალები , მაგრამ სულ სხვა როცა ეს ქალი ღრმადაა შემოსული მის ოჯახში და ოჯახის ნახევარი სიყვარულს ეფიცება .
-სისულელეს ნუ ბოდვ ერთი ოჰ . ლალიმ ნანუკას მხარი მიკრა და დას შეხედა რომელიც შვილს ასევე ინტერესით შეჰყურებდა.
- სისულელე არაა დედა. თავი დააქნია სანდრომ . -კახისაც ისევე მოწონს , როგორც ჩვენი ქალაქის ბიჭების 80 პროცენტს. მერე რა მოხდა.
- გეყოფათ , ნივთი კი არაა . ნუცას არავინ მოწონს და არც სურვილი აქვს . ასე რომ დაიწყნარეთ თქვენი მამაკაცური ეგო. ლიკუნამ თითქმის მთელი თავისი სიმკაცრე გაურია ხმაში.
- როცა აქ ვართ სულ ამ გოგოზე ვსაუბრობთ . უნდა მიეჩვიო ირაკლი. პირველად გაუსწორა დიანამ შვილს თვალი და გაუღიმა . პასუხად დუმილი მიიღო ამიტომ მთელი საღამო ხასიათ წამხდარი იჯდა. ვახშამმა მონოტონურად ჩაიარა , თუმცა ბექა თავისი თავქარიანობით მაინც ახერხებდა ცოტა გაეხალისებინა ოჯახი . თავიდან ფოქრობდა რა კარგი იქნებოდა ვინმეს რომ ჭკუა ესწავლებინა ამ ბიჭისთვის მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ამისთვის ცოტა გვიანი იყო და რამოდენიმეჯერ გაეცინა კიდეც .
თითქმის 10 საათისთვის გადაწყვიტეს წასვლა სტუმრად მოსულმა ოჯახის წევრებმა და როგორცვე სახლი დაიცალა მიხვდა რამხელა შვება იგრძნო . მხოლოდ ლიკუნა და ბებია ბაბუა შემორჩნენ მასთან ერთად . ისე როგორც ადრე ძველ დროს , საღაამოობით ჩაის რომ სვავდნენ და ცდილობდნენ როგორმე სიმარტოვე შეევსოთ. ისევ უხერხული სიჩუმე იყო . მხოლოდ ლიკუნა აკვირდებოდა მისაღების ყიველ კუთხეს . ხშირად არ გამოდიოდა ოთახიდან ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს მისი მეორე გამოსვლა
იყო ისიც ნუცას წყალობით ამიტომ ყოველ
ჯერზე ამ ხელით მოხატული და მოჩუქურთმებული ნაწილების დანახვისას საოცარი გრძნობა ეუფლებოდა.
-ცხელი ჩაი და ძალიან გემრიელი ორცხობილებიი. ხმაურით დადგა ლანგარი შუაში ნუცამ . უკვე პალტოში იყო გახვეული და წასვლას აპირებდა როცა ჩაი მოითხოვეს . მისი მოვალეობა მხოლოდ მომზადება ისიც ძირითადი
კერძების მაგრამ ისე ვერ წავიდოდა ლიკუნა რომ არ ენახა ამიტომ თავად ითავა ჩაის მირთმევს . ისე თბილოდა სახლში და ისეთი ოფლი ასხავდა ლოყები საყვარლად ჰქონდა შეწითლებული . -მივდივარ. ღამემშვიდობისა სულ ყველას. ლიკუნას მხრებზე მოჰკიდა ხელი და მაგრად აკოცა ლოყაზე.
-ფრთხილად იარე. ლილიმ ხელი გაშალა მისკენ იმის ნიშნად რომ მასაც უნდოდა კოცნა. -ჩვენი ბრალია , გვიანობამდე დაგტოვეთ.
-ნუცა მძღოლს ვეტყვი. ბაბუამ
სათვალე მოიხსნა და ნუცას გაუღიმა .
-არა , როგორ გეკადრებათ. ხომ იცით რომ არ მიყვარს მანქანები მითუმეტეს ღამე და მითუმეტეს ამ ყინვაში. მადლობა . ჯერ კიდევ დიდხანა უნდა ვიცოცხლო. მხიარულად ჩამოიფარა თეთრი ქუდი და თითქმის ხტუნვა ხტუნვით დაიძრა კარებისკენ .
გარეთ გასულმა , ღრმად ჩაისუნთქა . როგორი გრძელი იყო , მთელი დღე აქეთიქით ტრიალებდა .
-რა კარგია , სუფთა ჰაერი . ღრმად ჩაისუნთქა კიდევ ერთხელ ჰაერი და ხელები ჯიბეში ჩაიყო . მხოლოდ ერთი ხელთათმანი ამოყვა ხელს და ამოიოხრა .დილანდელი ინციდენტი გაახსენდა . წესით უნდა დალაპარაკებოდა , მაგრამ პირველივე დღეს ხომ არ მივარდება ? მაგრამ დრომ რომ არ იცდის ? იქნებ ხვალ მიდის ? თან რა უცნაური კაცია? ეხლა რომ დაელაპარაკოს ? . რა უნდა უთხრას , უკაცრავად შენთან საუბარი მინდა? უკაცრავად შეგიძლიათ დრო დამითმოთ ? ბუტბუტით დაიწყო კითხვების დასმა. გამარჯობა , გარეთ ძალიან ცივა შენ კი ჩემი ხელთათმანი გაქვს, ხუთი წუთი შეგიძლიათ დამითმოთ ? გამარჯობა ..
-გამარჯობა , კი შენი ხელთათმანი მაქვს . შემიძლია 5 წუთი დაგითმო . ზურგს უკან მოესმა მამაკაცის ხმა და შეხტა . სწრაფად შემობრუნდა და სიცივისგან გაყინული ქვედა ტუჩი მოიკვნიტა სიმწრისგან დაიჯღანა .
-ამმ , მე მე მე დაუსრულებლად იმეორებდა და სიტყვას თავს ვერ აბავდა . -მივდიოდი . პატარა ხესთან მიყუდებულ ველოსკენ გაიშვირა თითი
-ჰმ , სულ ასეთი დაბნეული ხარ ? ჩაიღიმა ირაკლიმ.
-სულ არა , მაგრამ ხშირად . გამოტყდა ნუცა თანაც უარყოფას რა აზრი ჰქონდა დილიდან რამდენჯერაც ნახა იმდენჯერ სისულელე გააკეთა.
-გულწრფელობა იშვიათი თვისებაა. გაუღიმა ირაკლიმ. სიგარეტის კოლოფთან ერთად ნუცას ხელთათმანი ამოაყოლა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა და გაუწოდა. -ახლა მე ჩემს მენთოლის სიგარეტს მოვწევ რომლისთვისაც 5-7 წუთი მჭირდება იქვე მთავარი შესასვლელის წინ მარმარილოთი მოპირქეთებულ კიბეზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა , კარში მდგარ დაცვას გახედა რომლებიც აშკარად დაძაბულები იდგნენ და თვალს არ შორებდნენ. -ბიჭებო , დაისვენეთ . სამზარეულოში ცხელი რამით გაგიმასპინძლდებიან. იშვიადათ გასცემდა ბრძანებას თავად , ასევე იშვიათი იყო მისი კომუნიკაცია არასდროს იცოდნნე რა ეპასუხათ , გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა სწრაფად შეუსრულეს სურვილი და გაეცალნენ იქაურიბას.-ნუცა 1 წუთი გავიდა უკვე . ამჯერად გაუნძრევლად მდგარ გოგონასკენ მიმართა .- 6 დაგრჩა შეიძლება უფრო ნაკლებიც სიგარეტს გადახედა ნიშნის მოგებით .- დაიწყე . წელში გაიმართა და მთელი ყურადღება ისევ მისკენ მიმართა .
-ჰამმ , მე მინდოდა რომ დაგლაპარაკებოდით ბავშვთვა სახლზე , რომელიც დახლოვებით 120 წელია არსებობს .
-და მე რა შუაში ვარ ამ 120 წლის თავშესაფართან .
-თავში ხართ , გაუბედავად დაიწყო თუმცა თანდათან დაალაგა ყველა აზრი ნუცამ . -თქვენი ბრძანებით ამ შენობას დაანგრევენ . ბავშვები წაიყვანეს და ახალ რაღაცას ააშენებენ სავარაუდოდ
-მოიცა , შენ გგონია რომ თავად ვარჩევ ყველა შენობას ?
-არ ვიცი , მაგრამ ფაქტია შენობა და მიმდებარე ტერიტორია ახლა თქვენია და15 ბავშვი მოაშორეს შენობას რომელიც მათი სახლი იყო . სწრაფად ამოაძვრინა ტელეფონი და რაღაცის ძებნა დაიწყო შემდეგ სწრაფად მიირბინა მამაკაცთან და ეკრანი მიუტრიალა . -აი ეს შენობაა .
-არ მიკვირს რომ ანგრევენ . მზერა სწრაფად მოაშორა . -აქ ცხოვრობეა შეუძლებელია მითუმეტეს ბავშვების და გასაკვირიც არაა თუ წაიყვანეს . შესაბამისად შენობა გაიყიდა და ალბათ ჩვენ ვიყიდეთ.
-ვერაფერი გაიგე არა ? უცბად წამოენთო ნუცა მამაკაცის უდარდელი საუბრის გამო .
-უკაცრავად ? გაკვირვება ვერ დამალა .
-15 ბავშვი წაიყვანეს , მშობლიური ქალაქიდან , სკოლიდან უცხო ქალაქში უცხო ადამიანებთან და გასაკვირი არაფერია ?
-ნამდვილად არაფერი , კიდევ ერთი ძველი შენობა შეიძენს ახალ სიცოცხლეს , 15 ბავშვი უკეთეს პირობებში გადაიყვანეს და თუ იმას დარდობ რომ ამ ქალაქიდან წაიყვანეს ვინ იცის იქნებ უკეთეს ქალაქშიც ისღა დაგრჩენია იქ წახვიდე. სიგარეტის ნამწვავი იქვე გადაგდო და ფეხზე წამოდგა .
-კი მაგრამ , ისინი აქ გაიზარდნენ . აქ იყო მათი ცხოვრება ახლა მარტო სახლი კი არ წართვეს სხვაგან წაიყვანეს და ერთმანეთს მოაშორეს.
-იყო . თითქმის კბილებში გამოცრა ირაკლიმ და ზუსტად მის წინ ჩამოდგა . -ვერაფრით დაგეხმარები , ზოგჯერ ცვლილებები კარგიცაა.
-ხომ შეგიძლია დააბრუნოთ? რას ცვლის ის პატარა შენობა თქვენთვის?
-მართლა გინდა რომ იმ ობიან კედლებში დააბრუნო ბავშვები ? კარგად დაფიქრდი . გაბედულად აქცია ზურგი და სახლისკენ დაიძრა .
-ტყუილად გელოდეთ. ნუცამ
მხრები ჩამოყარა - სულ ტყუილად . სიმართლეა რასაც თქვენზე ამბობენ . ბოლო სიტყვები გაბედულად მიაძახა და ველოსიპედს ხელი მოკიდა.
-რატომ? რატომ მელოდებოდი? რატომ გგონიათ მ ქლაქის ყველა მაცხოვრებელს რომ აუცილებლად უნდა შევძლო და გავაკეთო ყველაფერი ადამიანებისთვის რომელსაც ერთდერთი რისი მოცემაც შეუძლიათ სიყალბეა. ისევ ნუცასკენ დაიძრა . რამოდენიმე წამში დაფარა მანძილი და პორდაპირ წინნდაუდგა ისევ, მაგრამ ამჯერად თვალი კარგად გაუსწორა.
- ისინი ბავშვები არიან , რა უნდა ქნან , რა უნდა მოგცენ? ცივ სუნთქვას ამოაყოლა ნუცამ სიტყვები .
- ვერ დაგეხმარები ნუცა . უბრალოდ შენი სურვილი რომ 15 ბავშვი აქ გყავდეს ამ ქალაქში იმ ფაქტს არ ცვლის რომ სხვაგან უკეთესად არიან.
-ხომ შეგიძლია დააბრუნო ? ვიცი რომ ყველაფერი შეგიძლია . დაუფიქრებლად გადავიდა შენობით მიმართვაზე . -მერმაც კი თქვამ , რომ შეგიძლია . ვიცი რომ შეგიძლია ერთი სიტყვით მისცე ყველაფერი რაც მათ ჭირდებათ.
-და რატომ მათ და არა სხვა უპატრონო ბავშვებს? რატომ მე და არა პასუხიამგებელმა ინსტანციებმა ? რატომ მე და არა მერიამ ?
-იმიტომ რომ შეგიძლია . აშკარა იყო რომ მისი უკანასკნელი იმედი უკან მოუხედავად მიფრინავდა და თან მიჰქონდა ნუცას თვალებზე მომდგარი ცრემლიც .-იმიტომ რომ რატომღაც ყველა ამ სამსახურზე მეტად შენი სიტყვა ფასობს ამ ქვეყანაში . ირაკლიმ თავი დაუქნია რამოდენიმეჯერ გაილოკა ქვედა ტუჩი და მიწას მიაშტერდა .
-რათქმაუნდა და ამიტომ მელოდებოდი. ყველას ამიტომ უნდა ჩემთან საუბარი . იცი თბილისში ჩემი სახლის მარჯვენა ნაწილში პატარა ოთახია , უფრო სათავსო ჩემი თანაშემწე იქ იმ საჩუქრებს და წერილებს ათავსებს რომელსაც აი ასე შენნაირი ხალხი მიგზავნის . ის ოთახი რომ არ არსებობდეს ჩემი სიტყვა ყველა იმ ინსტანციაზე მეტად არ დაფასდებოდა.
-ჩემნაირი ხალხი ? ჩაეცინა ნუცას . მერე , რას უშვებით ჩემნაირების წერილებს ? რა ხდება იქ ? . ამოილუღლუღა გოგომ . ყელში გაჩხერილმა ბურთმა მეტის უფლება არ მისცა მის ხმას .
-ის ოთახი სავსეა. დამცინავმა ღიმილმა გადაუარა სახეზე . -ყველა ის სურვილი რომ შევასრულო რაც იქაა , უბრალოდ ირაკლის არა , წმინდა ირაკლის დამიძახებდი. მე კი ძალიან შორს ვარ წმინდანისგან . ნუცას ქუდს ისევ ხელი მიჰკრა პომპონზე და გაუღიმა . - ორმაგი დრო დაგითმე ვიდრე გინდოდა. ზურგი შეაქცია და ჩვეული სიმძიმით წავიდა სახლისკენ -მშვიდობით ნუცა. გამოემშვიდობა ,იმაში ღრმად დარწმუნებული რომ ხვალ აქ აღარ იხილავდა , რადგან როგორც წესი როცა ასეთ ცივ უარს გასცემს უკან აღარ ბრუნდებიან ხოლმე . სახლში შესული ბუხრის წინ სავარძელში ჩაესვენა და მეორე მხარეს მჯდომ ბაბუას გაუღიმა, რომელიც იგივე ნაირად უყურებდა როცა ბავშვობაში რაიმე სისულელეს რომ ჩადიოდა და მისთვის ჭკუის სასწავლებელ ლექციას კითხულობდა .

აკანკალებულმა ნუცამ გაჭირვებით , მიიტანა საკუთარი ველო სახლამდე და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა . გამთბარი სახლი ვერაფერს შველოდა ათთროლებულ სხეულს . გაჭირვებით ჩამოისხა ჩაი და ქეთოს ჩამოუჯდა წინ.
-არაფერი მკითხო .უბრალოდ მანუგეშე ტუჩები მობრიცა და სავარძელში მოიკუნტა .
-კარგი . მხრები აიჩეჩა ქეთომ , მაგრამ როგორ დაგამშვიდო თუ სულ ცოტა ინფორმაცია მაინც არ მაქვს?
-რა ინფორმაცია გინდა ? იმ საძაგელმა კაცმა თქვა რომ არა , ერთ თითსაც არ გაანძრევს ჩვენი ბავშვების დასახმარებლად , რომ მე ვარ ეგოისტი , ისევ ამ დანგრეულ შენობაში რომ მინდა დავაბრუნო .
-მართალი უთქვამს . პირდაპირ მიახალა სახეში ქეთამ .
-სერიოზულად? შენც ?
-რა მეც ? ყველა
მაგას არ გეუბნება რომ სისულელა რასაც ითხოვ ? უკეთეს პირობებში წაიყვანეს .
-ისინი ერთმანეთს დააშორეს არავის არ გინდათ გაგება იმიტომ რომ არ იცით რას გრძნობენ ისინი . წამოიყვირა ნუცამ .
-ნუცა ხო , არ ვიცი მაგრამ ვცდილობ გავიგო , მესმის რაც მოხდა საშინელებაა მაგრამ მათი უკან ამ ქალაქში დაბრუნების თხოვნა რომ შენი მიჯაჭვულობის ბრალია მათზე , შენც ხომ ხვდები? არავინ დაგთანხმდება მათ უკან მოყვანაზე და მოვითხოვოთ რომ ერთად ჰყავდეთ იქ სადაც ჰყავთ. მაგას კახიც მოგიგვარებს . დამამშვიდებლად მოქმედებდა ქეთას ხმა მასზე . -ეე ისე სანდრომ ვერაო ?
- ჰო, სანდრომ თავიდანვე თქვა რომ რაც შეეძლო
იზამდა .
-მაგრამ რა აზრი აქვს თუ იმისი შენობა ? ამოიოხრა ქეთამ.
-ჰო და არ მინდა ზედმეტად შევაწუხო , ისედაც ძალიან დაგვეხმარა . ჰმმ რაც არის არის , მხრები ჩამოყარა ნუცამ. - რატომაა ასეთი სასტიკი ცხოვრება , რატომ არ შეიძლება ყველა ბედნიერი იყოს ?
- კარგი რა ნუცა , ნუ მოიწყენ , აი ნახავ მოგვარდება ყველაფერი . ისეთივე ლაღები და ბედნიერები იქნებიან . თანაც არც ისე შორია , შეგვიძლია ყოველ კვირა დღეს ვიაროთ.
- ქეთა , იმის ნახევარიც რომ იცოდე რა ხდება შენს თავს როცა სახლს გაცლიან , როცა ისედაც უსახლკარო ხარ . არცერთი ბავშვი არ უნდა გრძნობდეს ამას.
- ნუცა , გეყოფა მალე გაგიჟდები ამაზე ფიქრით , გეხვეწები უბრალოდ წინ გაიხედე .
-როგორ მინდა შენნაირად შემეძლოს უბრალოდ წინ გახვედა .
-შევძლებთ , ყველაფერს შევძლებთ . აქამდე ყველაფერი გამოგივიდა აი ნახავ .
-რა გამომივიდა ქეთა? სკოლა დავამთავრე კულინარიის კურსები გავიარე და მზარეულად ვმუშაობ და ქირით ვცხოვრობ შენს ბინაში . უხმოდ ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა .
-ჩემი მშობლების ბინაში , მერე რა , მზარეულად მუშაობ ერთერთ ყველაზე ცნობილ ოჯახში და ჯერ 21 წლის ხარ. ყველაფერში პოზიტივი უნდა დავინახოთ. სამზარეულოდან ჩიფსების დიდი შეკვრით დაბრუნდა და გვერდით მოუჯდა . -ვიცი რაც გვიშველის . რამე კარგი კომედია . მოძებნე . უბრძანა ნუცას ქეთამ და ისევ სამზარეულოში გავარდა . - პოპკორნსაც გავაკეთებ. ისე როგორიაა?
სამზარეულოდან გამოსძახა ქეთამ .
-ვინ ? გაეცინა ნუცას . უფროსწორად რომელი გაინტერესებს?
-ბექა და სანდროს ვიცნობ . ენა გამოყო ქეთამ .
- სიმაპტიური , დიდი და ბოროტი მგელი . არ გაჭირვებია აღიარება იმის რაც ფაქტი იყო. -და თან ისეთი ხმა აქვს რომ ძვლებში გრძნობ ვიბრაციას .



არ მკითხოთ აქ რას ვაკეთებ , მეც არ ვიცი ????‍ აქაურობა ჩემი იმ რუსკიტას ნაწილია რომელიც გამუდმებით მენატრება . არაფერს არ ველი და შეგიძლიათ თამამად მითხრა აბა რა აზრი აქვს საერთოდ რატომ გამოჩნდიო. არის მომენტები როცა რაღაცის კეთება ჩვენი თავისთვის გვჭირდება . მაპატიეთ ზედმეტად ეგოისტი ვარ , მაგრამ ასეა. იმდენი წელი გადის ყველაფერი იცვლება და ის პერიოდი როცა მე ეს გვერდი აღმოვაჩინე ყველაზე ბედნიერად მახსოვს . პატარა , მაგრამ უშიშარი მეს გასახსენებლად ვარ
მადლობა რომ არსებობთ .



№1 სტუმარი სტუმარი Tuta

კარგი ისტორიაა თუმცა, წერის ხარვეზებია, რომელიც შემდეგ გაბნევს.
ვგულისხმობ შემდეგს.
როდესაც დიალოგი მიმდინარეობს,მაგალითად:
-როგორ ხარ? - გაუღიმა
თქვენ არ წერთ "ტირეს" რომელიც საჭიროა იმისთვის მკითხველმა გაარჩიოს სად მთავრდება დიალოგი და იწყება ავტორის სიტყვები.
იმედი მაქვს მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი რუსანა

სტუმარი Tuta
კარგი ისტორიაა თუმცა, წერის ხარვეზებია, რომელიც შემდეგ გაბნევს.
ვგულისხმობ შემდეგს.
როდესაც დიალოგი მიმდინარეობს,მაგალითად:
-როგორ ხარ? - გაუღიმა
თქვენ არ წერთ "ტირეს" რომელიც საჭიროა იმისთვის მკითხველმა გაარჩიოს სად მთავრდება დიალოგი და იწყება ავტორის სიტყვები.
იმედი მაქვს მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ.
წარმატებები!



აუცილებლად გავითვალისწინებ ❤️ მადლობა ❤️????

 


№3 სტუმარი სტუმარი Salo

ღმერთო
თუ მჯეროდეს ???????????????????? გელოდებით ადამიანოოოო ????????

 


№4 სტუმარი იზიკო

გამიხარდა რომ გამოჩნდით. მიყვარს თქვენი ისტორიები.

 


№5  offline წევრი GMG

ძალიან საინტერესო ჩანს. მიხწრია თქვენი დაბრუნება.ველი შემდეგ თავს❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

მიხარია თქ ვენი გამოჩენა. ძალიან კარგი ისტორიაა. მალე დადეთ რაა. მოგვენატრეთ

 


№7  offline წევრი რუსანა

იზიკო
გამიხარდა რომ გამოჩნდით. მიყვარს თქვენი ისტორიები.

❤️❤️❤️❤️

GMG
ძალიან საინტერესო ჩანს. მიხწრია თქვენი დაბრუნება.ველი შემდეგ თავს❤️

❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი თ. ა.

როგორი მოულოდნელი იყო და სასიამოვნო. მიხარია რომ დაბრუნდი. მოგყვები. ნუცა კარგია და გადასდებს ირაკლისაც სიკარგეს. ვნახოთ რამდენად შეძლებს ნუცა მოერიოს თავს და პორველი არ გატყდეს.

 


№9  offline წევრი რუსანა

სტუმარი ნანა
მიხარია თქ ვენი გამოჩენა. ძალიან კარგი ისტორიაა. მალე დადეთ რაა. მოგვენატრეთ

????????????????

თ. ა.
როგორი მოულოდნელი იყო და სასიამოვნო. მიხარია რომ დაბრუნდი. მოგყვები. ნუცა კარგია და გადასდებს ირაკლისაც სიკარგეს. ვნახოთ რამდენად შეძლებს ნუცა მოერიოს თავს და პორველი არ გატყდეს.


მეც მიხარია , რომ კიდევ გახსოვართ ❤️

 


№10 სტუმარი მაია კევლიშვილი

თვალებას არ ვუჯერებ,როგორ მიხარია რუსო რომ დაგვიბრუნდი♥️

 


№11  offline წევრი რუსანა

მაია კევლიშვილი
თვალებას არ ვუჯერებ,როგორ მიხარია რუსო რომ დაგვიბრუნდი♥️

მე კიდევ ის მიხარია , რომ ისევ გახარებთ ჩემი გამოჩენა ❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი maco maco

ძალიან გამიხარდა ისევ რომ დაგინახე, ყველაფერის შეძლებას გისურვებ:) ხოოოო სიმპატიური ბოროტი მგელი და რაღაც მგონი რამოდენიმე ტურაც დახვდა:):):)

 


№13  offline წევრი რუსანა

სტუმარი maco maco
ძალიან გამიხარდა ისევ რომ დაგინახე, ყველაფერის შეძლებას გისურვებ:) ხოოოო სიმპატიური ბოროტი მგელი და რაღაც მგონი რამოდენიმე ტურაც დახვდა:):):)



აუ არ გიცნობ , მაგრამ
ჩემო ნათელმხილველო მომწონხარ ❤️❤️❤️

 


№14  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

შენი გამოჩენა სულ მოხარია, ძალიან მომწონს შენი ნაწერები! ამასაც ისეთი პირი უჩანს გაგვხდი დამოკიდებულს და მოლოდინის რეჟიმს გაგვიაქტიურებ მალე წავიკითხოთ შემდეგი ❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი რუსანა

ablabudaa
შენი გამოჩენა სულ მოხარია, ძალიან მომწონს შენი ნაწერები! ამასაც ისეთი პირი უჩანს გაგვხდი დამოკიდებულს და მოლოდინის რეჟიმს გაგვიაქტიურებ მალე წავიკითხოთ შემდეგი ❤️❤️❤️


უღრმესი მადლობა ❤️❤️

 


№16  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოო სასიამოვნო სიურპრიზია,როგორ გამიხარდიიი. ისტორიის დასაწყისი არაჩვეულებრივია და დარწმუნებული ვარ წინ მრავალი მძაფრი ემოცია გველის. ვფიქრობ წინა ისტორიებივით შეუდარებელ ისტორიას შექმნი...

 


№17  offline წევრი რუსანა

Daldoni Daldoni
ოჰოო სასიამოვნო სიურპრიზია,როგორ გამიხარდიიი. ისტორიის დასაწყისი არაჩვეულებრივია და დარწმუნებული ვარ წინ მრავალი მძაფრი ემოცია გველის. ვფიქრობ წინა ისტორიებივით შეუდარებელ ისტორიას შექმნი...

❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი მანცურა

რუსა ახლა წავიკითხე.სიმართლე რომ გითხრა ვინახავდი ცუდად რომ ვიქნები შევალ და წავიკითხავთქო იმიტომ რომ
მაბედნიერებს,ასმაგად მაბედნიერებს რომ გაგახსენდი შენი ერთგული მკითხველი და გამიზიარე.ისტორიას რაც შეეხება ხომ იცი რომ ვგიჟდები ასეთ წყვილებზე და აქ ამბები დატრიალდება?მტრისას!ირაკლის რომ
ჩვენი ნუცა მოარჯულებს ვიცი უკვე მაგრამ ვფიქრობ რომ არც ნუცას ელის კარგი დღე.წავედი ახლა მეორე თავი წავიკითხო და ვსოო აწი სულმოუთქმელად გელოდები და თუ არ გინდა მესენჯერი ავაფეთქო როგორც დაუმორჩილებელის დროს დაამთავრე ესეც????წარმატებები და გისურვებ მუზა არასდროს გაფრენილიყოს შენგან❤️

 


№19 სტუმარი მარუსა

დიდი ხანია ასე საინტერესოდ არფაერი წამიკითხავს.მადლობა

 


№20 სტუმარი გიული

ძალიან მომწონს,სიამოვნებით ვკითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent