შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 2 )


29-11-2023, 16:15
ავტორი რუსანა
ნანახია 2 311

მეორე დილით ის ადრე გაეღვიძა ირაკლის ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო . ასე ადრე არასდროს იღვიძებდა , მაგრამ იმდენად იყო გადაჩვეული ამ სახლში ყოფნას , ოთახი რომელიც მისი იყო უჩვეულო გრძნობებს უღვივებდა . პორველი რაც გაკეთა უზარმაზარ ეზოს გახედა რომელიც ისევ თეთრში იყო გახვეული და არც აპირებდა რომ საფარი მოეშორებინა. ჩვევად ექცა დილით სირბილი ტრადიცის დარღვევას არც ამჯერად აპორებდა . თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო რომ გიორგი არასდროს იყო კმაყოფილი მისი ქუჩაში გასვლის და მითუმეტეს ამ ქალაქში ამიტომ მაქსიმალურად სცდა ჩუმად გასულიყო . ჭიშკრამდეც ვერ მიაღწია .
-საით ? კარში გიორგი აესვეტა .
-როდესმე გძინავს ? თავი გააქნია ირაკლიმ და სპორტულის ელვა ბოლომდე შეიკრა .
-საკმარისი იმისთვის რომ შენ გაკონტროლო . გიორგიმ ქურთუკი გაიხსნა და ქუდი შეისწორა . - რადგან სავარჯიშო აპარატებს პროტესტს უცხადებ , დაე ერთად დავიტანჯოთ . კარში პირველი გავიდა. ნელი ნაბიჯებით მიყვა ირაკლიც . შემდეგ თვალი მოავლო ადევნებულ დაცვას
-ანუ ჯგუფურად ? წარბი აწია .
-აჰამ , ჯგუფურად , შენ ჩემს გვერდით უნდა იყო ორი წინ და ორო უკან. ისეთი სიცილი აუტყდა ყველას ვერ გაერკვა გიორგი რას მოჰყვა სიცილი და რომ დაფიქრდა თავადაც გაეცინა .
-გარყვნილი კაცი ხარ ირაკლი . სწრაფად გადანაწილა ბიჭები თითებით და როცა საბოლოდ დარწმუნდა რომ ყველაფერი ისე იყო როგორც უნდოდა . ნელი სირბილით დაიძრა .დახლოვებით ერთი საათის შემდეგ თითქმის ქალაქის შესასვლელთან გაჩერდნენ . განაპირას იყო ჯანდიერების მამული . მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა მისკენ ორივე მხარეს ულამაზესი ჭდრის ხეები მიუყვებოდა ქალაქიდან ამ გზას ერთი პატარა ხიდი ჰყოფდა .
-უფრო შორს ვერ წავალთ ირაკლი .
-ვიცი . გზის ბოლოდან ხიდის მეორე მხარეს დათოვლილ ქალაქს გახედა. ისეთი უცნაურ სითეთრე იდგა უნდა ეღიარებინა , მართლაც ულამაზესი სანახობა იყო . თვალები დახუჭა , სუფთა ჰაერის შესუნთქვა უნდოდა, ღრმად გადაუშვა გაყინული ჰაერი ცხვირში და თვალებ დახუჭულმა სცადა, ჯერ კიდევ ნახევრდ გაღვიძებული ქალაქისთვი ყური მიეგდო . სიმშვიდე რამდენიმე წამი გაგრძელდა . ხიდზე მათკენ მომავალი სილუეტი დალანდა . ცოტახანში კარგად გამოჩნდა ნაცნობი ცისფერი ლაბადა და თეთრი ქუდის პომპონი რომელიც აქეთ იქით ინძრეოდა პედლების ტრიალისას .
-დილამშვიდობისა . მხიარული ყიჟინით მიმართა ყველას და პირველი რაც გააკეთა ირაკლის აარიდა მზერა . პირდაპირ გიორგის გაუღიმა . ველოსიპედიდან სწრაფად ჩამოვიდა, ველოზე მიმაგრებული კალათიდან პატარა ყუთი გადმოიღო , სწრაფად გახსნა და გიორგის გაუწოდა .
-ორცხობილები ? სწრაფად ეცა ცხვირში ჯერ კიდევ თბილი ორცხობილების სუნი .
- კი სულ ახალია . ინებეთ . გიორგიმ ერთი აიღო . სათითაოდ ჩამოუარა ყველას. ირაკლიმდეც მიაღწია პატარა ლურჯმა ყუთმა და ცივად გაუქნია თავი უარის ნიშნად . კარგად დაკვირდა და არ გამოპარვია მის ნაწყენ თვალებს უარყოფით გამოწვეული სიბრაზე რომ გაერია . სწრაფად დახურა თავსახური და ასეთივე სისწრაფით შეტრიალდა . თითქმის გამეტებით ჩააგდო ყუთი ისევ კალათაში და გზა გაგრძელა.
-ეს გოგო ნერვებს მიშლის . ისევ ხიდისკენ შებრუნდა.
-აჰამ ნამდვილად აგიშლის . გაეცინა გიორგის .
-იუმორს ვერ მიგიხვდი.
-იუმორი არ იყო
დაგეთანხმე . გაუცინა გიორგიმ და ნიშნის მოგებით ჩაკბიჩა ორცხობილა.
-შენც ნერვებს მი***ავ . დარწმუნებით გამოცრა კბილებში ირაკლიმ და ჩქარი ნაბიჯებით დაიწყო სიარული შემდეგ ნელა გადავიდა სირბილზე . არ ახსოვს როგორ გაიარა მამულამდე გზა ნუცამ . -ორცხობილებმა რა დამიშავა? აამოიკვნესა როცა ორცხობილების ლანძღვას მორჩა. თავისთვის ჩაილაპარაკა . საერთოდ რატომ გაჩერდა ან რატომ შესთავაზა. მაგრამ ამ უზრდელი კაცის გამო ყველას ხომ ვერ გაუბრაზდება ? ისინიც ისეთივე თანამშრომლები არიან როგორც სხვები .
ტრადიცია არ დაურღვევია ლიკუნას შეუარა პირველად. შემდეგ თითქმის ყველა ოჯახის წევრს მიესალმა და ჩვეული მზიანი თვალებით და ხმურით შეირბინა სამზარეულოში.
-კოტე ბიძია, მაინც ვერ ვიგებ რანაირად მოდიხართ ესე ადრე . ქეთას მამას თავი მიადო მხარზე. უკვე ასაკში შესულმა კაცმაც არ დააყოვნა , თბილად გადაუსვა თავზე ხელი . -გამარჯობა სუყველას . რამოდენიმე მოფუსფუსე ქალს თვალი მოავლო .

ცოტახანში ყველა მაგიდას მიუჯდა , რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო
ირაკლისთვის ლიკა მასზე ადრე იყო მაგიდასთან კომფორტულად მოწყობილი და საუზმის მოლოდინში ძმას თვალს არ აშორებდა. ჯერ კიდევ ახსოვდა დის ეს სახე. ავისმომასწავლებლად აწვალებდა ჩანგალს ლიკუნა ცარიელ თეფშზე. სცადა მზერა აერიდებინა , მაგრამ სიჩუმე კიდევ უფრო ამწავებდა უსიამოვნო
გრძნობას. ისედაც ნათელი იყო მისი და ოთახიდან უმიზეზოდ არ გამოვიდოდა.
-კარგი ლიკუნა, რატომ მიყურებ თითქოს მე შენს თეფშზე დადებული საუზმე? სცადა დისთვის გაეღიმა და ოხვრით შემოსულ ბაბუას მიესალმა.
-არ გიყურებ . ტუჩები აიბზუა გოგომ.
-მიყურებ .- გაეცინა ირაკლის .-გისმენ.
-სათქმელი არაფერი მაქვს .-მტკიცედ თქვა და წითელი თმები შეისწორა.
-კარგი . სწრაფად მოუჭრა.. კარგად იცის დის ხასიათი ძალიან უყვარს როცა ანებივრებენ, ახლა თუ ჩააცივდება კითხვებით შემდეგ უარს ვეღარასდროს ეტყვის.
-კარგი ? - წამოენთო ლიკუნა რომ მიხვდა სულაც არ უფიქრია ჩაძიება მის ძმას . –ბაბუ ირაკლიმ ნუცას დახმარებაზე უარი თქვა . სწრაფად დაბეზღა ძმა . ისე როგორც ბავშვობაში და ამაყად აწია თავი , სახეზე ეწერა ნახავ ეხლა რაც მოგივაო. მომღიმარ ძმას თვალებმოჭუტული უყურებდა ბაბუის რეაქცის მოლოდინში .
-ალბათ ხვდები რომ თითქმის 31 წლის ვარ და ბაბუა ვერ შემაშინებს .
-ბაბუუ. გააკეთე რა რამე .
-რა გავაკეთო ბაბუ ? გაეცინა ბაბუასაც შვილიშვილის ჭირვეულობაზე . -ხომ იცი როგორ მინდა დახმარება ,მაგრამ ამას რომ არავის ხათრი არ აქვს არ იცი ბაბუ?
-კარგი რა ირაკლი რა . რა მოხდება რომ დაეხმარო ნუციკოს ? -არც ბებიამ მიიღი ლიკაზე ნაკლებად გაბრაზებული სახე .
-ანუ მთელმა ოჯახმა გადაწყვიტეთ რომ უნდა დავეხმარო? მაპატიეთ იმედების გაცრუება მომიწევს. სისულელეა რასაც ითხოვს . მხოლოდ მისი აკვიატება რომ უნდა ის ბავშვები აქ ჰყავდეს და იმ რაღაც ქოხს ბავშვთა სახლი ერქვას თანაც ამ ქალაქს არ უხდება ეს შენობა ერთით ნაკლები ლაქა მოშორდება . მორჩა ამაზე ლაპარაკი.
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ მის წინ მაგიდაზე ვიღაცამ თეფში ხმაურით დაახეთქა და შარვალზე დაეცა რამოდენიმე ფრანგული ომლეტის ნამცეცი. სწრაფად გამოიწია სკამიანად უკან , წამოდგა და ხელი ჩამოისვა .
-ის რაღაც ქოხი ვიღაცისთვის სახლია, ვიღაცისთვის თავშესაფარი , ვიღაცისთვის სამუშაო და შემოსავლის წყარო .ისე გამოსცრა კბილებში ყბები ეტკინა რამოდენიმეჯერ დაახამხამა თვალი ნუცამ,კარგად გასწორებულ ირაკლის საჩვენებელი თითი გულზე მიჰკრა და თვალები დააკვესა. -შენ კიდევ ერთი საკუათარ თავზე შეყვარებული , გაბოროტებული ვინმე ხარ , აქაო და რაღაცას წარმოვადგენო გგონია რომ სამყარო მარტო შენნაირებს იმსახურებს და ჩემნაირები დედამიწას ვამძიმებთ. თვალს თუ გაახელ , ერთხელ ქუჩაში თუ გახვალ აღმოაჩენ რომ ჩვენზე დგას ეს ქალაქი და ქვეყანაც .
სიტყვა გაუწყდა როცა ირაკლი მკლავში წასწვდა და ტკივლისგან კვნესა აღმოხდა .
-ირაკლი. ფეხზე წამოდგა უფროსი ჯანდიერი .
-ხელი გაუშვი შვილო .- ბების ხმაც მისწვდა მის ყურს. სწრაფად შეუშვა ხელი . მხრებში კიდევ უფრი კარგად გაიმართა და ერთი თავით ზემოდან გადმოხედა.
-ვიზრუნებ , გპირდები პირადად ვიზრუნებ რომ მტვერიც კი არ დარჩეს მაგ შენობიდან და გაჩვენებ ვინ ვარ მე და ვინ შენ და შენნაირები . . ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო უკან დაბრუნდა . მაგიდასთან კარგად გასწორდა , ხელსახოცი მუხლზე გადაიფარა და მაგიდაზე დადებულ თეფშს ხელი მიჰკრა. -ახალი მომიტანე , გაცივდა .
ისე დაიბნა ნუცა ვერ მიხვდა რა უნდა ექნა . ინსტიქტურად შებრუნდა სამზარეულოსკენ . უნდა გაიქცეს ? უკან მოუხედავად უნდა გაიქცეს . განა რა დარჩენია აქ . ერთადერთი ეს კაცი ეიმედებოდა და მწარედ შეცდა. ხელფასი ? განა უღირს ამ დამცირების ატანა ფულის გამო , ასეთი არასდროს ყოფილა . თანაც ადვილად იპოვის სამსახურს იმდენს ვერ გადაუხდიან რასაც აქ , მაგრამ..
-ნუცაა, არ იტირო რა . პირველად შევიდა სამზარეულოში ლიკუნა და გაკვირვებულ მსახურებს ნაზად გაუღიმა .ლიკუნა ლიკუნა დარჩენია აქ . თითქოს კითხვას პასუხი გასცა და გაშტერებული თვალები დახამხამა . უყვარს , ლიკუნაზე ზრუნვა , ისე როგორც მისი და ზრუნავდა მასზე. ლიკუნაზე ზრუნვა მისი დის ამაგის გადახდა იყო მისთვის . უნებურად წამოსცვივდა ცრემლები და ეჭვით მომზირალ კოლეგებს თვალი აარიდა.

-როგორ იქცევი ირაკლი ? არ გრცხვენია ? დატუქსა ბებიამ .
-მე უნდა მრცხვენოდეს? - თავი გადაქნია . -არ ვიცი რითი მოგაჯადოვათ , მაგრამ აშკარად დაგაბრმავათ.
-ნუცას რეპლიკაც არაა გასამართლებელი . დინჯად დაეთანხმა შვილიშვილს რეზო. იცის ახლა თუ არ დაუყვავა ისე გახელდება ვერაფრით დაამშვიდებენ . -მაგრამ ირაკლი შენც არა ხარ მართალი , იმის მიუხედავად მოგწონს თუ არა ხალხი ან თუნდაც შენობა , პატივი უნდა სცე. ისინიც ისეთივე ნაწილი არინ აქაურობის როგორც ჩვენ.
-აქაურობის ნაწილი არ ვარ . აქაურობის ნაწილი მაშინ ვიქნები როცა ისეთი
გახდება აქაურობა როგორიც მე მინდა.
-ამ ქალაქის პატრონი მხოლოდ შენ არ ხარ. ხმას აუწია ბაბუამ .
-არა , არ ვარ მაგრამ იმათი პატრონი ვარ ვინც ამ ქალაქს მართავს . - ბაბუის აწეულ ტონს მშვიდი ხმის ტემბრი შეახვედრა. ისე თითქოს არც აინტერესბდა მისი აზრი და გაციებული ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა .
-სოფლის სახლში გავუშვებ მაინც მინდოდა ვინმე გამეგზავნა დასახედად. გაუბედავად ამოთქვა ლილიმ .
- კარგი რა ბებო ? გაეცინა ირაკლის. -ბაღის ბავშვი აღარ ვარ დანებე თავი .
-ნეტავ იყო . წუწუნით წამოდგა ლილი . - ბაღის მერე სულ ასეთი ხარ.ცოტახანში ახალი საუზმე მოუტანეს ირაკლის , თუმცა ამჯერად სხვა მსახურმა და არც გაჰკვირვებია. დაუფიქრებლად გააპარა თვალი სამზარეულოს შესასვლელისკენ. საერთოდ რატომ დაბრუნდა ეს გოგო დღეს გუშინდელი უარის შემდეგ? რათქმაუნდა ფული , მთავარი მიზეზი ხომ ფულია. გემრიელად მოიქცია ლუკმა ყბებს შორის და ჩაფიქრებულ ბაბუას გახედა . დაღვრემილი ლიკა დაუბრუნდა მაგიდას და უკანასკნელი ძალა მოიკრიბა .
-ირაკლი შეიძლება ..
-ჭამე ლიკუნა . სიტყვის დამთავრება არ აცალა დას . იცის ახლა მისი თხოვნა და არ შესრულება მისი გულისტკენის ტოლია . -ისეთ რაღაცას ნუ მთხოვ რასაც ვერ შევასრულებ გთხოვ.უფროსწორად არ შევასრულებ. თავადვე ჩაასწორა თავისი წინადადება .
-მინდა შაბათს ტაძარში წახვიდე ჯვრისწერაზე, მამა დავითი დაწერს ბაბუს და ბებოს ჯვარს . დიდი ხანია გელოდება . თქვა სულ დამივიწყაო . .
-წასვლას ხვალ ვაპირებდი ასე რომ მაგაზე არ იდარდო.
-ხვალ სამშაბათია.
-ზუსტად . შაბათს ჯვრისწერა და იმედია ხვდები რომ ხალხით გაჭედილ ტაძარში არ დავდგები და მამაო ჩვენოს თქმას არ დავიწყებ . ცივად დააბრუნა ჩანგალი მაგიდაზე და ფეხზე წამოდგა . -გემრიელად მიირთვით. დის აწყლიანებულ თვალებს მზერა აარიდა . ბაბუას თავი დაუკრა და გავიდა .
-არ მჯერა რომ ეს ირაკლია.ამოიოხრა ლილიმ
- აცადეთ , ცოტა ამოისუნთქოს . - ქალების დამშვიდება სცადა უფროსმა ჯანდიერმა და მადა დაკარგულმა გახედა კარს სადაც ცოტახნის წინ მისი შვილიშვილი გაუჩინარდა . -როცა ვარსკვლავი ღრუბელს ხვდება გვიან ჩნდება ხოლმე სინათლე ცაზე.
-ლიკუნას უცბად მიუხვდა ბაბუას ნათქვამს და ეშმაკურმა ღიმილმა გადაჰკრა.
-მანანდე ყოველ ღამე იწვიმებს არა ?
-რაზე ლაპარაკობთ ? ვერაფერი გავიგე ლილიმ უკმაყოფილოდ მოსვა უკვე გაციებული ყავა.
ბაბუის სამუშაო ოთახში დაუკითხავად შეაღო კარი და დაუფიქრებლად ჩაჯდა მის სავარძელში. გაყინული მზერა ვერ აარიდა ბუხრის თავზე ჩამოკიდებულ ბაბუის პორტრეტს . შემდეგ მაგიდას გადახედა და სწრაფად იცნო მისი ხელ მოწერა ცარიელი ფურცლის ბოლოს მხოლოდ ერთი აბზაცი “მე რეზო ჯანდიერი “
-ვხედავ ადგილი გიპოვია . ვერც კი გაიგო ისე წამოადგა თავზე ბაბუა და მის უკან მოყოლილი დეიდაშვილი .
-ანდერძს წერ? თვალით ფურცლისკენ ანიშნა ირაკლიმ .
-ხო ვწერ. დრო აღარაა?
-კარგი რა ბაბუ .- ალექსანდრე მაგიდის წინ ჩამოჯდა . - ჯერ რა დროს ანდერძია ეხლა ქორწინდები. ირაკლის განძრევა არც უფიქრია . პირიქით ფართოდ გაიშალა მხრებში ბაბუის სავარძელში და თვალი კარგად გაუსწორა.
- სულ არ გაინტერესებს ჯვრისწერა და ეკლესია ჯანდიერო.- თვალები მოჭუტა ირაკლიმ.-ეს მასკარადი იმიტომ დადგი რომ აქ ჩამოგეყვანე .
ცივად მოისროლა ფურცელი მაგიდაზე. -გული უნდა დაგწყვიტო ჩემო ალექს , დეიდაშვილის გახედა .- ამ ცარიელ ფურცელზე სავარაუდოდ მეორე აბზაცში დაიწერები .
-ირაკლი. ხმა დაიბოხა ალექსანდრემ . -ჩემთვის სულ ერთია სად ვიქნები .პირველობა არასდროს მდომებია.
-ვიცი , არც მე . ტუჩი მარჯვენა მხარეს გაწია ჩაცინების ნიშნად .- შენი აზრით აქ აინტერესებს ვინმეს რა გვინდა ან შენ ან მე ? ნიშნის მოგებით ახედა ბაბუას. -აქ იმიტომ ჩამომიყვანე რომ შეგწმოწმებინა ვიმსახურებ თუ არა ამ სავარძელში ჯდომას? იმიტომ დამირეკე რომ გინდოდა შენი მნიშვნელოვანი დღე გამეზიარებინა არა ? რომ ჩვენი ბოლო ერთად გატარებული ცერემონია ყოფილიყო ? მაგრამ გიცნობ. გაინტერესებდა ვინ აიღებს ხელში სადავებს რომ სიკვდილის მერეც დარწმუნებული იყო ჯანდიერების დიდებულებაში . გაინტერესებს ვიმსახურებ თუ არა ამ სკამს ? სახელურებს დემონსტრაციულად დაარტყა ხელი და ფეხზწ წამოდგა. - ვიმსახურებ . საკუთარი შევქმენი , შენის ტარება არ გამიჭირდება . ასე გამზარდა ცხოვრებამ რომ უნდა ვმართო ან მე მართავენ . ვიმსახურებ ამ ოჯახში ერთადერთი ღირსეული გვარის ვარ . ვიმსახურებ კი , მაგრამ არ მინდა.
-გეყოფა ირაკლი. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა.
-სიმართლე იცი არა? ამოიხრიალა რეზომ და ირაკლის წინ სავარძელში ფეხმოწყვეტილი ჩაეშვა .
-მე სხვების სიმართლე ვიცი , უკვე ბევრი წელია და შენი ჯერ არ მომისმენია. იცი სულ მეგონა რომ დედამიწაზე ყველაზე უცოდველი კაცი იყავი . გაეცინა ირაკლის ,ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს ისე ვზომავდი, მეშინოდა იმ კაცის კრიტიკის რომელიც ერთადერთი შეუცდომელი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, , მაგრამ უცოდველი ადამიანი არ არსებობს . ბავშვიც კი არ არსებობს უცოდველი.
-ჩემი ბრალი არ იყო .
-თავად რომ არ გამოკარი სასხლეტს ხელი იმას არ ნიშნავს რომ შენი ბრალი არ იყო .
- მე საკუთარი შვილი დავიცავი. ხმას აუწია რეზომ . შვილიშვილის მიერ მოწყობილ სამსჯავროს ვეღარ უძლებდა .
- სხვისი შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ ? .
-გეყოფა . დაიღრიალა ჯანდიერმა და ფეხზე წამოხტა - მამაშენი ერთი სუსტი არაფრის გამკეთებელი კაცი იყო რომელსაც მხოლოდ ცოლის ცემა გამოსდიოდდა კარგად. ხო წავართვი ყველაფერი წავართვი და დავიფიცე რომ ვეღარასდროს
მიეკარებოდა ცოლ-შვილს . მაგრამ ნორმალური კაცი იბრძოლებდა , შეიცვლებოდა , ყვირილით მიახალა და შეტორტმანებული ირაკლის დანახვისას გული შეეკუმშა. დამნაშავეს თუ ეძებ აქ ვარ კი ბატონო , მაგრამ არასდროს მინანია თქვენი იქიდან წამოყვანა.
-მართალი ხარ რეზო . თავი დაუქნია ბაბუას.- აქ იმიტომ არ ვარ რომ დამნაშავეს ვეძებ . პირიქით ალბათ მადლობაც უნდა გითხრათ ჩვენზე ზრუნვისთვის . არ ინერვიულო საყვარელო ბაბუა . აქ იმიტომ ვარ, რომ ამჯერად იმას გავაკეთებ რაც მინდა და შენ ქვას არ მესვრი , უფროსწორად ვერ მესვრი .
-რა დაგემართა ირაკლი . ამოიგმინა რეზომ.
-გავიზარდე , ვისწავლე. სანდრო წამოდი გავისეირნოთ. დეიდაშვილს ისე ჩაუკრა თვალი თითქოს ორი წუთის წინ მან არ მოაწყო წარმოდგენა . ისე გავიდა ბაღში ჩაცმა არც უფიქრია . დათოვლილ ბაღს გახედა და ღრმად დაიწყო სუფთა ჰაერის სუნთქვა .
-არ რა გჭირს ? თავზე წამოადგა დეიდაშვილინდა კოლოფიდან ამოღებული ღერი ხელიდან გამოაცალა . თავად ჩაიდო და ანიშნა მომიკიდეო.
-მეგონა შეეშვი .
-შევეშვი . მტკიცედ დააქნია თავი და გაიცინა
-ნებისყოფა უბრალოდ შესაძლებლობა კი არა ხელოვნებაცა .
- არ მიყვარს ხელოვნება და შენც არ მევასები . რაც ჩამოხვედი სუ გა***ების ხასიათზე ხარ.
-ავიდეთ დავითასთან ? საუბრის თემა შეცვალა ირაკლიმ .
-მამა დავითთან ირაკლი .
-და მან იხილა ღმერთი პირისპირ და გადაწყვიტა განშორებოდა ამ სოფლის ფარისევლობას არა ? ცალყბად ჩაიცინა ირაკლიმ .
-შენც რომ გეხილა რამე და გერწმუნა ურიგო არ იქნებოდა . ხმაში ირონია გამოურია გიორგიმ , დინჯად ჩამოუდგა წინ და გაყინულ ხელებს ერთმანეთს უხახუნებდა . -მაკოს ველაპარაკე , მოკლედ შენმა საინვესტიციო
ჯგუფმა იყიდა ეგ ადგილი დახლოვებით 6 თვის წინ და ახალი ბიზნეს ცენტრი უნდა აშენდეს.
-ვთქვი რომ ბიზნეს ცენტრი ჩემს სახლთან ახლოს უნდა აშენდეს და არა ქალაქის ცენტრში .
-ქალაქის ცენტრში არაა . ამოიგმინა სანდრომ . -ანუ ისე ყიდულობ ანგრევ აშენებ არც კი იცი სად და რას ? სიბრაზე გაერია ხმაში.
-შენობების და აგურების ყურების თავი არ მაქვს , ციფრებიც მეყოფა . თანაც ერთი ცენტრია , წელიწადში ერთხელ თუ ჩავატარებთ რაიმე შეხევდრას . მხრები აიჩეჩა ირაკლიმ.
-და ის გოგო მზადაა ამ შენობის გამო მოკვდეს . თავი უკმაყოფილოდ გაქნია სანდრომ .
-შენობა პირდაპირ ტბის მოპირდაპირე მხარესაა. ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა გიორგიმ . -შენი სახლი კი ტბის მეორე მხარეს .
-მაგრამ ტბა ჩემი არაა ? ინტერესით ახედა სანდროს და გიორგის .
-ირაკლი ტბა ქალაქისაა. ხელები გაშალა სანდრომ .
-მერე რა , ბავშვთა სახლიც ქალაქის იყო . ჩემი მიწაც. სულ არ მინდა სახლის წინ ტბაზე მოტივიტივე ხალხი ვნახო. - ტბაც მჭირდება . მინდა რომ მთელი ის ტერიტორია შემოიღობოს .
-შეუძლებელია , ტბას არავინ მოგყიდის. გეყოფა ირაკლი ზედმეტ ყურადღებას იქცევ უკვე და არ გაწყობს ახლა ეკრანებზე შენი სახის ტრიალი კორუფციის რუბრიკაში.მითუმეტეს მაშინ როცა წინ არჩევნებია და შენი გეგმები სხვაა. ჯერ კარგად შეეავსე რიგები შენი ხალხით. ცდილობდა დამარწმუნებელი ხმა ჰქონდა სანდროს.
- ტბა მინდა და სანამ ცუდ რუბრიკაში მოვხვდებით რამე კარგიც ვქნათ . თვალი ჩაუკრა ანერვიუელებულ დეიდაშვილს . - 5 წუთში მზად ვიქნები . წელში გაიმართა . -გაემზადეთ , მერიაში მივდივართ . დროა გავაგებინოთ ამ ქალაქის მთავრებს ვინაა მთავარი .
-დავურეკავ და მოვა რა საჭიროა ქალაქში გახვიდე ?
-უნდა ვნახო ვისზე დგას ეს ქალაქი . ნუცას სიტყვები გაახსენდა და გაეცინა . -გარეთ გავლა მინდა და მორჩა . შემდეგ მამა დავითთან მივიდეთ.
-შენც ატყობ რომ უცნაურად იქცევა ?
-ამ ბოლო დროს არა დიდი ხანია ეგრეა , სანამ დავბრუნდებოდით მანამდეც .
-თანდათან კარგავს კარგ თვისებებს . ამოიგმინა სანდრომ .
-მანერებსაც . გიორგის სიცილი აუტყდა .
- ბატონი ირაკლი გელოდებათ . მსახურის ენით შემოუთვალა ირაკლიმ და არც დალოდებია ისე წავიდა მანქანებისკენ. კარგად მოკალათდა და დაბურული მინიდან გარეთ მდგარ დაცვას გახედა . წარბშეურხრელად იდგნენ და არც კი იმჩნევდნენ მინუსებში წასულ ტემპერატურას . ლოდინი , ლოდინი ის გაფლანგული დროა რომელიც ძვირად ფასობს . მას კი სძულს დროის გაფლანგვა . ყოველი წამს მნიშვნელობა აქვს , ერთმა წუთმა ხან შეიძლება სიცოცხლე გადაწყვიტოს . ცოტაც და მოთმინების ფიალა
აევსებოდა , სახლის გვერდითა კუთხიდან გამოსული ნუცა რომ არ შეემჩნია, მინას მიაჩერდა და თითქოს ვინმე გაიგებდა მის სუნთქვას , ისიც კი შეაჩერა რამოდენიმე წამით. კარგად შეფუთული იყო , გარეთ გამოსვლისას კარგად ჩაისუნთქა და საყვარელ
ველოსიპედს გახედა .მერე კართან აყუდებულ დაცვას გაუქნია ხელი მისალმების ნიშნად და უკან შებრუნდა სირბილით .
-ეს გოგო ნერვებს მიშლის . ხმამაღლა ამოილაპარაკა თითქოს მარტო არ ყოფილიყო მანქანაში და თავი საზურგეს მიაყრდნო . სიმშვიდე ისევნ ნუცას ხმაურმა დაურღვია მხიარულად უვლიდა სათითაოდ და ყველას ქაღალდის ჭიქებს ურიგებდა .
- ერთი ესეთი გოგო ჩვენც გვინდა თბილისში . ხმაურით ჩაჯდა გიორგი მანქანაში .
-სანდროს ჰკითხე თუ გამოუშვებს.
-მე რა შუაში ვარ ? გაშტერებული თვალი მოაცილა ნუცას და ირაკლისკენ მთელი ტანით შემოტრიალდა .
-ნეტა ახლა შენი სახე დაგანახა . სიცილი აუტყდა ირაკლის, პატარა ბავშვივით ანერვიულებული სანდროს დანახვისას.
-და შენ რატომ გადარდებს ?
-შენ გადარდებს რომ მე მადარდებს ? ღიმილი სიცილში გადაიზარდა .
- შენ თუ ეს გადარდებს ძმაო ხელები ამიწევია სანდრომ ხელები მართლა ზემოთ აწია.
-ისე რა კარგი იქნებოდა ვინმეს რომ შეიყვარებდეს.გადაიტანდა ყურადღებას და ხო ამივისუნთქებდით ჩვენ ყველა .
- სიყვარული უარესს ხდის ადამიანებს არ დაგავიწყდეთ ბიჭებო .

კარგად ათვალიერებდა , მანქანის მინიდან თითქმის ყველა შენობას , უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა ალაგალაგ აივნებს ჟანგი რომ მოსდებოდათ. გადათეთრებულ ქალაქში შავ ლაქებად ჩანდნენ ადამიანები. მხოლოდ ბაზრის წინ თუ შეამჩნევდი სიცოცხლის არსებობას , ალბათ სხვა გზა არ ჰქონდათ თორე როდის იყო ქართველი კაცი თავის ნებით -5 გრადუსში გარეთ დგებოდა ? სიმწრისგან ჩაეცინა როცა შუქნიშანზე შეჩერებულმა მოხუცი ბებო იქვე ქვაზე ჩამომჯდარი აკანკალებულ ხელებს გასათბობად უბერავდა . განა რა ღირს ვაშლი ? თავისთვის ჩაილაპარაკა უფრო.
-რათქვი ?
-არაფერი . მზერა აარიდა ქუჩაში გამოფენილ ცხოვრების უსამართლობას . საკუთარ ხელებს დააშტერადა იქამდე არ მოუშორებია თვალი სანამ მანქანის კარი არ გაუღეს. « ქალაქის მერია « ოქროსფერ ასოებს თვალი დაკვირვებით მიაყოლა.
- რაო მწვანე კარგად ფარავს შიგნით რაც ხდება ?
- ბატონი ორაკლი , ვინ შემოეგება კართან ვერ მიხვდა შემოეგება - არ ვიცოდით , სასწრაფოდ შეუძღვა წინ და აშკარად დაბნეულ თანამშრომლებს თვალი მოავლო. ყველა ერთ ადგილზე მიყინული იდგა და ისე უყურებდნენ თითქოს მოჩვენება დაენახოთ. -მობრძნადით მობრძანდით . აგაცილებთ.
-არაა საჭირო , უკვე აქ ვარ. -იშვიათად უნახავთ მათი მერი ვინმეს შესახვედრად ჩამოსულიყოს , მაგრამ არავის გაკვირვებია. გაჭირვებით ჩამოგორდა კიბეზე , სახე გასწითლებოდა და გზადაგზა კისერთან იჭერდა ჰალსტუხს.
-შალვა , მოიხსენი ეგ ჰალსტუხი თუ ღმერთი გწამს თავი არ შემოიხრჩო შემთხვევით.- სანდრომ ვეღარ მოითმინა ისე წვალობდა .
-გამარჯობა , გამარჯობა . ხელი შეაგება სანდროს და ირაკლისკენ შეტრიალდა მთელი ტანით. რომელმაც ზანტად ამოწია პალტოს ხელიდან მტევანი. -წამობრძანდით. ბატონებო .
ხელით ანიშნა კიბისკენ და პირველი ირაკლი გაატარა. უკნიდან სანდროს დიდი კითხვის ნიშნით სავსე თვალებით გადმოხედა. სანდრომაც თავი გაუქნია ისეთი არაფერიაო და მშვიდად მიჰყვა უკან. შალვა დობორჯგინიძე თითქმის მამისტოლა კაცი იყო , ირაკლის დახმარბით მოხვდა იქ სადაც იყო და პატარა ბავშვივით ეშინოდა მისი. დიდი ხნის წინ მისი ქალიშვილს და ირაკლის სასიყვარულო ისტორია რომ არა ალბათ მასაც გაუყენებდნენ ციხის გზას მაგრამ ირაკლის სხვა გეგმები ჰქონდა მისთვის .
- დაბრძანდი ბატონო, აბა მითხარი რით გაგიმასპინძლდე ? ყავა ჩაი , კონიაკი ვისკი შენ მარტო თქვი.
-ტბა . მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ და სკამის საზურგეს კარგად მიაწვა .
-ბატონო ? ვერ მიხვდა შალვა და დაბნეული თვალები გიორგის და სანდროსკენ მიმართა ხომ არ მომესმაო.
-შალვა რამდენი წლის ხარ? უეცრად წამოდგა ირაკლი და ფანჯრისკენ დაიძრა . არც კი შეუხედავს მერისთვის რომელიც დაბნეულობას ვეღარ მალავდა.
- 63-ის .
-ჰმმ, შენი აზრით პენსიაზე გახვალ? ლაბადის გახდა დაიწყო და იქვე სავარძელზე დადო . მერე ისევ ფანჯარას მიუახლოვდა და უმისამართოდ გახედა ჰორიზონტს.
-გავალ აბა რას ვიზამ . მაქამდე მივახწიო კაცო . მაგიდას ეცა უჯრიდან პატარა ჭიქები ამოაძვრინა და კარადისკენ დაიძრა.
-მე კი მგონია რომ პენსიის საცოდავ 280 ლარსაც აიღებ და ათასებსაც რომელსაც ყოველ თვე ვგზავნი აი ამ დამპალი ქალაქისთვის . მინას მიარტყა თითი და სწრაფად შემობრუნდა . -მგონია რომ რაღაც ეშველა აქაურობას , მაგრამ ერთი წესიერი ბავშვთა სახლიც კი არაა.
- ოჰჰ რა . ამოიოხრა შალვამ და დასხმა შეწყვიტა. - ნუცამ მოახწია შენამდე მაინც არა ? გიჟია ეს პატარა გოგო რა . აბა რა გითხრა ვერ გავაგებინე მე არ მეხება ამ ქალაქში სოციალურ სამსახურებს და ეგრე გადაწყვიტეს რომ არ ჭირდება ამ ქალაქს ეგ სახლი მას შემდეგ რაც ეგ ტერიტორია მოითხოვე შეგახსენებ. ნუციკოს კიდე გაგება არ უნდა .- სიმწრისგან გაადაგორა ნერწყვი პატარა ჭიქა წამებში ჩაცალა და ისევ შეავსო.
- ინებეთ . ჭიქებს წამოავლო ხელი და ჯერ გიორგის და სანდროს მიაწოდა მერე ირაკლისთვის მიტრიალდა .
-არ მინდა კონიაკი. მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ.
-აბა რა გინდა ? ყავა ? ჩაი ?
-ტ-ბ-ა . კბილებში გამოსცრა .
-ირაკლი , რაც გინდა მთხოვე მაგრამ ტბას ვერ მოგცემ შვილო . ხმა დაირბილა შალვამ.
-რატომ? ხალხი აჯანყდება ? გაეცინა ირაკლის .
- ტბა ხალხისაა , ტბა ქალაქისაა რანაირად უნდა მოგყიდო.ეგეც რომ არა მარტო მე ხო არ ვარ არა?
- შენ საბუთები გაამზადე , პრემიერს მე დავურეკავ . არ იდარდო.
- ხალხი ცოცხლად დამწვავს . -თავზე ხელი დაიდო შალვამ . პრემიერს კი არა მე მე დამწვავენ .
-რას იზამ . პატარა კაცზე ტყდება ჯოხი . წლების გამიცდილი ამბავია.
-რა გენაღვლება შენ , მაგ ბავშვთა სახლის გამო ეკლესიაშიც ვერ შევდიოდი .-შენ ხომ არ გიწევდა ყოველდღე ხალხთან ომი.
- შალვა ვინაა ხალხი ?ისე მარიამი როგორა? გავიგე გათხოვილა. უცბად გადაიტანა კითხვა.
- ორსულადაა. ამოიხრიალა შალვამ.
-რა კარგია , რომ მშობლები ეყოლება მაგ ბავშვს არა? ირონიული აღმოხდა სანდროს, თორე ამ დედამო*** ლ ქალაქში ერთ შენობაშიც ვერ შეიფარებდნენ.
-კარგი რა შე კაცო . 10 ბავშვი ცხოვრობდა მაგ გაუბედურებულ შენობაში. ნუცა აზვიადებს ყველაფერს ოჰ . არ იცით რა ემოციური ვინმეა . ვერ ელევა . მესმის კიდეც . ბავშვობა გაატარა მანდ და უჭირს განშორება. ისევ ჭიქა აიღი ამჯერად ნელა მოსვა.
-იქ
გაიზარდა ? მთელი ტანით შემობრუნდა ირაკლი და დეიდაშვილს დააკვირდა. გაკვირვება არ შეუმნიშნავს ამიტიმ ჩათვალა რომ ყველამ იცოდა . კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უყვართ “ობოლო” ბემბი .
-აჰამ . მანდ გაიზარდა , მაგრამ თქვენს კოტესთან ცხოვრობს, ნუცა მთელი ქალაქის შვილობილია ,კახა რო
გადარია ეგ ვიცი მაგრამ შენამდეც თუ მოვიდოდა არ მეგონა . თავი უკმაყოფილოდ გადაქნია .ააწრიალა მთელი ქალაქი რა.
-ასეა ყველა იბრძვის მისთვის ძვირფასისთვის. დარწმუნებით თქვა სანდრომ .
- საბუთებს მიხედე.- უცერემონიოდ ჩაიცვა და ისე გავიდა გარეთ არც დალოდებია თანმხლებთ. უკვე მანქანაში იყვნენ სანდროს გვერდიდან გახედა. -ნუცა , ჩემთვის მოვიდა სახლში არა?
-ყველამ იცის ეგ . გაეცინა სანდროს . ისე გელოდებოდა როგორც პრინცს ელოდებიან.
-და მაინც შემოუშვით სახლში დატოვეთ , აცადეთ კარგად გარეულიყო თქვენში, ებოდიალა ყველგან , მოისმინოს ყველაფერი და ეს იმის მიუხედავად რომ 63 წლის ბებერიც კი ხვდება რომ კახას გოგოა?
-ხო არ ღადაობ ? მანიაკი ხარ რა . წამოიყვირა სანდრომ. -გოგოს სამსახური ჭირდებოდა ეგ ერთი, მეორე ლიკუნამ სთხოვა დარჩენა პირადად და მესამე კახას ნაშა არაა.
-და შენი აზრით გუშინდელი უარის შემდეგ რატომ მოვიდა ისევ? რატომ არ მიდის ? ბოლოს ვინ ნახე ვის გამოც კახამ თავი შეიწუხა ?
-იქნებ იმიტომ რომ ჩვენნაირ ხელფას სხვა არავინ გადაუხდის და თან ჭირდება ? არ შეიძლება ყველაფერში შეთქმულებას ხედავდე ირაკლი. წამოეშველა სანდროს გიორგიც. -საით?
-ტაძარში. უხასიათობა ხმაშიც შეეტყო ირაკლის.

ულამაზესი იყო , ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი , ბოლოს როდის იყო არ ახსოვს , მაგრამ ამ ტაძრის დანახვისას ყოველთვის უცნაურიგრძნობა ეუფლებოდა. არასდროს უნახავს სილამაზე და სიმშვიდე ასე ბუნებრივად შერწყმული. ტაძრის ეზოში მომარაგებული სარემონტო მასალა არ გამოპარვია მხედველობიდან. ინტერესით მოათვალიერა ტაძრის ეზო და მათკენ მომავალი მამაოს დანახვისას გაეღიმა. როდის გადაწყვიტა მისმა ბავშვობის მეგობარმა მსახურება არ იცის მაგრამ ის დღე არასდროს დაავიწყდება ირაკლის რომ გაანდო სურვილი. იმდენი დასცინა სანამ ცრემლები არ წამოუვიდა მაგრამ ჯერ კიდევ უწვერომ ჩაიცვა ანაფორა .
-ირაკლი. ორივე ხელი ფართოდ გაშალა და დიდი ხნის უნახავი მეგობარი კარგად მოიქცია მკლავებში. -როგორ გამიხარდა შენი ნახვა.
-მეც , მხარზე მეგობრულად დაკრა ხელი და კიდევ ერთხელ ახედა ტაძარს . - გაგიახლებიათ.
-ღვთის წყალობით .- დაუქნია თავი.
-და ჩემი. ზურგს უკან ბოხი ხმა მისწვდა და მიუხედავად იმისა რომ ზუსტად იცოდა ვინ იყო , ისეთი სახით შეტრიალდა თითქოს გაუკვირდა .
-რა თავმდაბლობაა . გაეცინა სანდროს და სწრაფად გაუწოდა ხელი , მაღალ მოხდენილ მამაკაცს . -როგორ ხარ კახი?
-კარგად , თავად ? ირაკლისკენ გაწია ხელი სანდროს რომ მოაშორა და პირდაპირ გაუსწორა სახე . ისე თითქოს თვალებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსო ხელის ჩამორთმევის დროს არცერთს არ დაუხამხამებია . საოცარ სიმშვიდეს წამში შეერია დაძაბულობა და ყველას გადაედო. -ირაკლი , რა ქარმა გადმოგაგდო აა?- ისე მოიკითხა თითქოს ცოტახნისწინ მათ არ ჰქონდათ უხილავი დუელი გამართული.
-გავიგე რომ ერთი საყვარელი გოგო დიდიხანი მელოდებოდა . შიგნით ხომ არ შევიდეთ ცივა რაღაც .
სახე გაუცივდა კახის ისედაც ჟღალი წვერი წითელ ფერს მატებდა თეთრ კანზე და თითქოს თვალებიც ჩაუწითლდა.
-ჰჰ, გვერდით გაიხედა და ორი თითი ჩამოისვა წვერზე თითქოს ამით ცდილობდა ნერვების დაწყნარებას . მიუხვდა რეპლიკას, კარგად იცნობს ირაკლის იმდენად კარგად რომ ხან საკუთარი თავი აშინებს როცა მას ხედავს. იცის რომ აღიზიანებს და ამით ერთობა . ძმებივით გაზრდილებმა, ერთმანეთი როდის გადაიკიდეს ვერ იგებს, მაგრამ დიდი ხანია არაფერს უთმობს გათავხედებულ და ძალაუფლებით გაბღენძილ კაცს . -თქვენ შედით მე უკვე მივდიოდი. თვალი ჩაუკრა წინ მდგომთ. -ნუციკოს უნდა გავუარო მამაო დავით. ცოტა გვიან გამოვალ.არც კახი მოერიდა ნუცას ხსენებას. თუმცა ეფექტი არ ჰქონია ზუსტად, იცის ნუცა ახლა მასთანაა სახლში და სავარაუდოდ სამზარეულოში რაღაცას აკეთებს ან ლიკუნას ეჭორავება. როცა კახი გაეცალა სანდრომ ვერ მოითმინა .
-ეს რა იყო ? თითი ჰაერში აწია და დეიდაშვილს რა ჯანდაბ გჭირს მზერა მიაპყრო.
-სანდრო ვცდილობ მეტოქე ჩამოგაშორო.
-რა მეტოქე შენ ში*** გაქვს? რას სიყვარულს მტენი ვერ გავიგე.
-ბიჭებო იმედია ხვდებით რომ ეკლესიაში ხართ არა? -დავითი ჩაერთო დიალოგში. ს
-მამაო , ირაკლი შეშლილია . დარწმუნებით თქვა სანდრომ .
-შეშლილი ბოლოს სიყვარულის გამო იყო მახსოვს. გაეცინა დავითს.
-ხო და შეყვარებულია . უფრო მეტი სიმტკიცე გაურია ხმაში სანდრომ. - და რომ დამალოს მე მტენის .
-შეყვარებული ვარ მამაო გუშინ გაცნობილ ნუცაზე . სწრაფად დაეთანხმა ირაკლიც მხოლოდ იმიტომ რიმ სანდროს რეაქცია ენახა .
-მართლა ? პირდაღებული მოუბრუნდა დეიდაშვილი. -ალელუია ამას ვინმე შეყყვარდეს თან პირჯვარი გადაიწერა . -ოღონდ გიყვარდეს და..
-გეყოფათ ახლა . ხმა გაიმკაცრა დავითმა.თუ გინდათ სატრაპეზოში გამომყევით მარა მოეშვით უაზრო ღლაპუცს . პატარა ბიჭები აღარ ხართ და არც ნუცაა სათამაშო. ორი დღეა აქაა ირაკლი და კარგად გაიგო , მთელს ქალაქს მძაფრი რეაქცია აქვს ნუცაზე.უხმოდ იჯდა , დროდადრო რაღაც კითხვებს პასუხობდა და ისევ მშვიდად ადევნებდა ყურს მეგობრის საუბარს რომელიც ქადაგებას უფრო ჰგავდა.
-ირაკლი, ყოველდღე ვიგებთ შენ ამბებს .
-რაო ამჯერად კუდი აქვსო თუ ადამიანის სისხლს სვამსო რა თქვეს ?
-ირაკლი , ვერ იყო კარგი საქციელი ბავშვთა სახლის დანგრევა.
-ჯერ არ დაუნგრევია . შეასწორა სანდრომ . - მაგრამ აპირებს.
-მალე ტბასაც მიაყოლებს . დაამატა გიორგიმ.
-და თან ცუდად იქცევა სულ.
- თქვენ ის ბავშვები ხართ პატარა ძმას რომ აბრალებენ ყველაფერს? გაეცინა ირაკლის.
-ირაკლი , შენი საქამის შენ იცი. პატარა ქალაქი გვაქვს .არც ისე მზრუნველი ხელმძღვანელობით. ეცადე გიყვარდეს. სიყვარული აშენებს და აფერადებს. უფრი მეტი დრო უნდა გაატარო აქ.
-ჯერჯერობით აქ ვარ. ჩაეღიმა ირაკლის.
-დარჩი ჩვენთან ვახშმად .
-მადლობა , სახლში მელოდებიან. ხომ იცნობ რეზოს . რიტუალია საუზმე-ვახშამი.
კარგახანს შემორჩა მეგობართან სასაუბროდ. ისე ჰქონდა მონატრებული კარგი ამბების გახსენება ღიმილში გაიარა ორმა საათმა . ემოციებით სავსემ დატოვა იქაურობა და სახლამდე მიჰყვა კარგი განწყობა.
-ნერა, ჩამოვიყვანეთ. სახლში შესულს ახარეს.
-შენი ოცნების გოგო ჩამოსულა. დასცინა გიორგიმ.
-მე წავედი კარიდან შეტრიალდა სანდრო. მაგის დანახვა არ მინდა. კაცი ჭამია.
- კიდევ ერთხელ იტყვი რამეს ნერაზე და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ . ენერგიულად აირბინა სახლისკენ მიმავალი კიბე .-სადაა?
-ბუხართან დავაბით. ხალხზე იწევს.
-ნერაა , ნერააააა . მოვედი. მისაღებში შევიდა თუ არა გაშეშდა . ზურგთან გიორგი და სანდროც წამოადგნენ. ბუხარს მიშტერებოდა ირაკლი და საყვარელ ნაგაზს რომელსაც მის გარდა არავინ უყვარდა ზედაც კი არ შეუხედავს მისთვის. ერთი დაზარებით მოატრიალა თავი და ისევ ნუცას კისერში ჩარგო თავი.
-ყველას გახსოვთ 2017 წლის 12 აგვისტო ? ნიშნის მოგებით თქვა ლიკუნამ. ძმის გაოცებული სახის დანახვაზე .
-ირაკლის ცოლის შერჩევის კრიტერიუმი? რა დაგვავოწყებს . დაუდასტურა გიორგიმ.
და ყველას სიცილი მოადგა სახეზე.
-ნერაა . არ შეიმჩნია რეპლიკა . მედგრად გაემართა ბუხრისკენ . თავზე წამოადგა ნუცას და კარგად დააკვირდა.
-ძალიან საყვარელია . ლოყა გაუსვა ნუცამ ძაღლს. პირველად ვხედავ .
-ჩვენც პირველად ვხედავთ ამას . სანდრომ დარწმუნებით თქვა. ძირითადად ხალხს წელში გაწყვეტამდე ათრევს ხოლმე აქეთ იქით.
-ნერა , გამარჯობა . გვერდით ჩაიმუხლა ირაკლიც და ხელი გადაუსვა . მანაც არ დააყოვნა და ახლა ირაკლის ჩამოადო თავი მხარზე . ფეხზე წამოდგა ნუცა. მიხვდა ზედმეტი იყო და თან დილანდელი ინციდენტის შემდეგ ირაკლის დანახვისას თავს უცნაურად გრძნობდა. მთელი დღე იმაზე იფიქრა რა დაემართა . ასე როგო დაესხა ადამიანს . განა მისი ბრალია ყველაფერი? მან უბრალოდ გამოიყენა. ირაკლის ბრალი ხომ არაა უნიათო სისტემა რომაა ამ ქვეყანაში. ბოდიშს მოუხდის. აუცილებლად მოუხდის. ასეც რომ არა ადამიანს თავზე დაამხო საუზე საკუთარი ოჯახის წინ. -ვახშამს მივხედავ. თვალი ჩაუკრა ლიკუნას და სამზარეულოს კართან მისწვდ ძაღლის ყეფვა და ფუმფულა ნერაც გაჰყვა სამზარეულოში.
-კარგად ხარ ირაკლი? ხმა მოისაწყლა სანდრომ
-არ ინერვიულო გულში მაინც ეყვარები.
-ბაბუუ , შენ გახსოვს ირაკლის ცოლის მოყვანის კრიტერიუმი? მისაღებში შემოსულ ჯანდიერს არ აცალა ლიკუნამ .
-მახსოვს ბაბუ. ნერა რომ ქალს არ შეუღრენს იმას მოვიყვანო?
-ნერა სამზარეულოშია ნუცასთან ერთად.
-რატომაც არა ? ფეხზე წამოდგა, წელში გაიმართა და ამაყად გადახედა დეიდაშვილს. ხელს რა მიშლის ან ვინ?
-გეყოფათ ეხლა . არ მომწონს მე ეს ხუმრობა. შეუღრინა შვილიშვილებს ბაბუამ.
-რატომ? ცისფერი სისხლი , რომ არ აქვს?
-ირაკლი. ხმა დაისერიოზულა ჯანდიერმა.
-ვახშამი მზადაა .მსახურმა დინჯად მოახსენა.

ცოტახანში ყველა მაგიდას მიუჯდა,სასიამოვნო სუნს აფრქვევდა მის წინ დადებული თეფში თუმცა ვერ არკვევდა რა იყო.
-დღეს უნდა გაგაოცოთ. თავი დაუკრა მსახურთ უფროსმა კოტემ და წითელი ღვინო შეუვსო.
-აბა დღეს რას მივირთმევთ ნუცა ვარსკვლავო .
-უძველესი რეცეპტით მომზადებულ ქართულ კერძს. მაგიდის შუაში მარილი დადო . მხიარულად აიჩეჩა მხრები. -არ ვიცი რა ქვია . ინტერნეტში ვიპოვე.
-დღევანდელ ახალგაზრდებს ინტერნეტი რომ არ გქონდეთ რა გეშველებოდათ. ამოიგმინა ლილიმ.
-ამ კერძს ვერ შევჭამდით. მეუღლემ ღიმილით უპასუხა და ღვინის ჭიქა ჰაერში აწია. -ინტერნეტს გაუმარჯოს.
-მე მოვამზადე რეზო ბაბუ , ინტერნეტმა კი არაა შეუბღვირა ნუცამ რეზოს . ირაკლი რომ არ იცნობდეს ბაბუას არ გაუკვირდებოდა, მაგრამ აკვირვებს საკუთარი კუდაბზიკა ოჯახის დამოკიდებულება ამ გოგოს მიმართ. ინტერესით დააკვირდა ნუცას . ურცხვად შეავლო თვალი და არ აინტერესებდა თავად ნუცამაც რომ შეამჩნია მისი მზერა. “ვარსკვლავო” მართალია თვალები უბრწყინავდა დაბღვერილი სახის მიუხედავად. თეთრი სახეზე ლოყები ოდნავ შეუწითლდა ირაკლის მზერის დანახვისას მაგრამ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. ბავშვივით აღტკინებული აცეცებდა თვალებს.- აბა როგორია?
-მმმ, აღმოხდა გიორგის რომელმაც ყველას დაასწრო პირველი ლუკმის დაგემოვნება.
-გემრიელად მიირთვით. კიდევ ერთხელ გაუღიმა._შეიძლება ნერა გავასეირნო სანამ ვახშამი დასრულდება? კარგად შეტრიალდა ირაკლისთვის. არ იცოდა როგორ მიემართა ამიტომ იფიქრა თუ მისკენ მიტრიალდებოდა მიუხვდებოდა რომ მას მიმართავდა . ხმა არ გაუცია .მშვიდად მიიტანა ღვინის ბაკალი ტუჩებთან დააგემოვნა და ისევ უხმოდ შეხედა. წესით დუმილი თანხმობის ნიშანია , გაუგია ნუცას მაგრამ ირაკლის სახე უფრო არას გავდა. თავი უხერხულად დაუქნია გავიგეო და თითების მტვრევით შეტრიალდა უკან .
-ეზოშია. საბმელი არ გაუკეთო სწრაფად დადის შეიძლება წაგაქციოს. ინსტრუქტორივით ჩამოუთვალა ირაკლიმ.
მადლობის ნიშნად კიდევ ერთხელ დაუქნია თავი. სინამდვილეში ძაღლს რომ ჩააბარებს მტკიცედ აქვს ბოდიშის მოხდა გადაწყვეტილი. უბრალოდ შეამოწმა უპასუხებდა თუ არა . “ანუ ღირს დალაპარაკება “ ღიმილით მიაშურა ეზოს .
ვახშამმა მშვიდად ჩაიარა , დესერტის დრო იყო თითქმის ძაღლის ყეფვა რომ შემოესმა. სულ პატარა ლეკვი იყო რომ აჩუქეს კარგად იცის რომ ასე მხოლოდ მაშინ ყეფავს როცა რაღაც აწუხებს. -უკაცრავად. ბოდიში მოიხადა . სწრაფად გავიდა ეზოში და კართან მდგარ ძაღლს დაუძახა . -ნერა მოდი აქ .
-არ შემოდის . ჭიშკართან დგას . კართან მდგარმა დარაჯმა ცოტა წინ გამოიწია.
-ნერა, რა მოხდა ? ჭიშკრისკენ დაიძრა ირაკლი. როცა თითქმის მიუახლოვდა ძაღლი უფრო შორს გაიწია. -ნერაა , მარტო ხარ? მოდი აქ . ჭიშკარში გავიდა და ნახევრად ჩაბნელებულ გზას გახედა. ლამპიონები მხოლოდ მათი სახლის წინ ენთო. ძაღლი
უფრო ჩაბნელებული ადგილისკენ მიიწევდა და დრო და დრო ჩერდებოდა და ყეფვას აგრძელებდა. -გინდა რომ გამოგყვე? ნაბიჯს აუჩქარა ირაკლიმ. მიხვდა მარტო დაბრუნებული ძაღლი მის ნუცასთან წაყვანას ცდილობდა . ერთ ადგილას ყეფვას უმატა და გზის ნაპირას გაჩერდა. ჩავარდნილ ხევს გადახედა და ყეფვა გააგრძელა .
-ნერააა, აქ ვარ ნუ გეშინია
მალე ამოვალ დამელოდე რა. სადღაც ქვემოდან ნუცას ხმაც მოესმა . უნდოდა რამე ეკითხა , მაგრამ რატომღაც ხმა ვერ ამოუშვა დაუკითხავად ჩაუყვა დაღმართს , ერთი ლამპიონი ძლივს ანათებდა ბილიკს . რამოდენიმე მეტრის ჩასვლის შემდეგ მოჰკრა ძლივს თვალი იქვე ხეს მიყუდებოდა და მძიმედ სუნთქავდა. ისე შეკრთა ფეხის ხმაზე ხეს უფრო მეტად აეკრო . -ვინაა? ნერაა? თვალები მოჭუტა , შუბლიდან ხელი მოიშორა და სისხლიან თითებს დააკვირდა.
-დამალობანას ეთამაშები ძააღლს ? ნაცნობი ხმა რომ გაიგონა გოგომ ამოისუნთქა და ისევ შუბლზე მიიდო ხელი. ცოტაც მიუახლოვდა მამაკაცი და კარგად გაარკვია შუბლიდან ჩამოსული სისხლით ხელი და ცისფერი ლაბადა როგორ ჰქონდა ამოსვრილი. -რა მოგივიდა ნუცა ? სწრაფად ჩაიმუხლა მის წინ და შუბლიდან ხელი ფრთხილად მოაშორებინა.მიხვდა როგორ შეიშმუშნა ნუცა უხერხულობისგან -ნუ გეშინია , მანახე. სიბნელეში სცადა რამე გაერკვია თუმცა მხოლოდ სისხლს ხედავდა. სიარული შეგიძლია? მკლავებში მოკიდა ხელი და წამოაყენა.
-ირაკლიი. გიორგის ყვრილიც გაისმა ზურგს უკან.
-აქ ვართ. ხმამაღლა გასძახა. ცოტახანში სანათებით გამოჩნდა გიორგი და რამოდენიმე ბიჭი.
-5 წუთი ვერ უნდა მოგაშორო თვალი ? ირაკლი უკვე ნერვე… ეეეეი ნუცა? რა მოხდა? ვიღაცამ პირდაპირ ნუცასკენ მიანათა . შუქმა ისე მოჭრა თვალები ხელების აფარება სცადა თუმცა ირაკლის ისე ეჭირა მკლავებით ვერც კი გაანძრია და თავი დახარა.
-თვალები, ჩაიჩურჩულა ნუცამ.არ გაუგია ირაკლის თუმცა ჟესტით მიუხვდა რა აწუხებდა და უფრო კარგად ამოეფარა წინ. მკლავევიდან ორივე ხელი გაუშვა და ხელები თავზე მოკიდა . -გეფარები , მოდი თავი აწიე კარგად ვნახო. კარგად დააკვირდა სისხლის და თმის მასაში გახსნილ კანს და სცადა არ შეემჩნია ჭრილობის სიდიდე , სისხლი რომელიც ეგონა შუბლიდან მოსდიოდა სინამდვილეში თავიდან მოსდიოდა. -არაფერია. პატარა ნაკაწრი გაქვს . ხმა დაიმშვიდა . ნუცას გაეღიმა , არ იცოდა სინამდვილეში ასეთი ხმა თუ ჰქონდა. ყოველი მათი დიალოგი ირონიით და სიცივით იყო გაჯერებული აქამდე.-კიდევ რამე გტკივა? ცოტა მოშორდა და სხეულს შეავლო თვალი. ნუცამ უხმოდ გაუქნია თავი.
-თავბრუ მეხვევა. გაუბედავად ამოთქვა და შეტორტმანდა .
-ნუ გეშინია. სწრაფად მოიქცია ისევ ხელებში ირაკლიმ და თავი ოდნავ მაღლა აწია რომ კარგად დაედო თავი მის მკერდზე ნუცას .
-დაგსვრით. თავის განზე დაჭერას ცდილობდა გოგონა.
-ჰმმმ, ჩაეცინა ირაკლის. დამიჯერე ბევრი პერანგი მაქვს . ცოტახანს უყურა გიორგიმ არ უნდოდა მომენტი გაეფუჭებინა , თუმცა დიდხანს აქ დარჩენაც არ უნდა ყოფილიყო მაგრამ სანამ ნაბიჯი გადადგა სანდროც გაჭირვებით ჩამოვიდა და პირდაპირ მათ წინ მიიჭრაა. რა დაგემართა ? წაიქეცი ? ხელი გაუწოდა ნუცას , მანაც გაბედულად მოკიდა დიდიხნის ნაცნობს ხელი და ირაკლის ხელებისგან გათავისუფლდა .
-სიარული შეგიძლია ნუცა? უკნიდან წამოაძახა გიორგიმ , სხვა გზა არ ჰქონდა საერთო ღელვას უნდა შეერთევოდა რადგან ამ წამს ირაკლი დეიდაშვილს იმ მხეცივით უყურებდა რომელსაც ვიღაცამ ნადავლი გამოსტაცა და მზად იყო უკან დასაბრუნებლად კბილებით დაეგლიჯა .
-კი , კი . სანდროსაც გაუშვა ხელი ნუცამ და გიორგისკენ დაიძრა . ძაღლს გამოყევი და ფეხი დამიცდა .
-სირბილში ეჯიბრებოდი? ადამიანო როდის უნდა დაჭკვიანდე? შენიშვნებს არ აკლებდა სანდრო . . მხოლოდ ირაკლი იდგა უძრავად და რაზე ფიქრობდა კაცმა არ იცის. როცა თვალს მიეფარნენ ძაღლმა ისევ ყეფვა დაიწყო. ჩაიმუხლა და ორივე ხელით მოეფერა ერთგულ მეგობარს . -ჭკვიანი გოგო ხარ . დამშვიდდი , ღიმილით სცადა ცხოველი დაეშოშმინებინა . შენი ახალი მეგობარი კარგადაა.
რამოდენიმე წუთიანი პანიკის შემდეგ ყველა დამშვიდდა, თუმცა გადაწყდა რომ ნუცა აუცილებლად ჯანდიერებთან რჩებოდა . უფროსწორად როცა ლილი ბრძანებას სცემდა და ჯოხს დააკაკუნებდა იატაკზე ,ყველამ იცოდა რომ გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიანნძალიან ძალიან მომწონს, როგორგამიხარდა ახალი თავი, გელოდები მოუთმენლად ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი GMG

როგორ ველოდი ეს დღეები და მოლოდინმა გაამართლა,რა კარგი თავი იყო❤️ ნეტავ ირაკლის რა შეემთხვა ბავშვობაში,ან ნუცას ოჯახი თუ ჰყავდა რა მოხდა,რატომ გაიზარდა ბავშვთა სახლში? ძალიან მომწონს ისტორია და მალე დაგვიდე შემდეგი თავი ❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი რუსანა

GMG
როგორ ველოდი ეს დღეები და მოლოდინმა გაამართლა,რა კარგი თავი იყო❤️ ნეტავ ირაკლის რა შეემთხვა ბავშვობაში,ან ნუცას ოჯახი თუ ჰყავდა რა მოხდა,რატომ გაიზარდა ბავშვთა სახლში? ძალიან მომწონს ისტორია და მალე დაგვიდე შემდეგი თავი ❤️❤️❤️❤️

მიხარია რომ მოგეწონათ ❤️

ablabudaa
ძალიანნძალიან ძალიან მომწონს, როგორგამიხარდა ახალი თავი, გელოდები მოუთმენლად ❤️❤️❤️


❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი maco maco

რომელ ნერვებს უშლის ეს გოგო ვითომ რომ ეგონა არ ქონდა:):) რა საინტერესოა ვარსკვლალი რომ ღრუბელს გაანათებს მაშინ რა იქნება….

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

როგორ მომწონს. საოცრებაა. მალე დადეთ გაგრძელება

 


№6  offline წევრი რუსანა

სტუმარი maco maco
რომელ ნერვებს უშლის ეს გოგო ვითომ რომ ეგონა არ ქონდა:):) რა საინტერესოა ვარსკვლალი რომ ღრუბელს გაანათებს მაშინ რა იქნება….



ვითიმ რომ ეგონა არ ჰქონდა ❤️ რა კარგი ფრაზაა ????

სტუმარი ნანა
როგორ მომწონს. საოცრებაა. მალე დადეთ გაგრძელება

მიხარია რომ მოგწონთ ????????

 


№7 სტუმარი Елка

Далиан момцонс. Гаихарет

 


№8 სტუმარი სტუმარი Wero

აუ რა სააოცრადწერს. არმეყოოო და როდის დადებს შემდეგ თავს ერთსულზე ვარ????‍????

 


№9  offline წევრი Tatutatu

მიყვარს მეეე შენი ისტორიებიი გამორჩეულად, რამდენჯერ მაქ წაკითხული ნებისმიერი არიცი???? მიხარია რომ
დაბრუნდი…! ოო მთავარ გმირს რაც შეეხებაა იოლად არ მოიმტვრევს რქეებს ეტყობა ???? უცებ რომ თბებიან და ლღვებიან ეგ უფრო არ მომწონს პრინციპში????კარგია კატა-თაგვობანაც????????

 


№10 სტუმარი ნია

საოცრებაა არ მეყო, მალე დადეთ გაგრძელებაა

 


№11 სტუმარი Sally

მიხარია, რომ გამოჩნდით და თქვენი ჭიის გახარებასთან ერთად, ჩვენც გვახარებთ!

ძალიან სასიამოვნოდ იკითხება ისტორია და დეკემბერსაც ეს ზამთრის სიტუაცია და თოვლი ისე უხდება...

 


№12 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან ემოციური და კარგი ისტორიაა. გააგრძელეთ .

 


№13 სტუმარი მანცურა

უკვე ლღვება ყინული ოჰ ოჰ როგორ მიხარია????როდის ვნახავ ირაკლის სიყვარულისგან გაგიჟებულს ერთი სული მაქვს.სანდროო მევასები????

 


№14 სტუმარი სტუმარი ლალი

გელოდებით დადევით ახალი თავი დროზეეე????

 


№15 სტუმარი სტუმარი ნანა

მალე დადეთ გელოდებითთ

 


№16 სტუმარი ნია

რატომ აღარ აგრძელებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent