შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავი ძაფის თეორია (მე-2 ნაწილი)


18-12-2023, 15:27
ნანახია 828


სანამ მოვლენების სხვა კუთხით განვითარებაზე გადავალ, დიტოზე კიდევ ერთი-ორი ამბავი უნდა მოგიყვეთ. მგონი ჯერ კიდევ ზაფხული იყო, ან ნაადრევი შემოდგომა. დიტო მესიზმრა, პირველად. მახსოვს სიზმარში ვიღაც ბიჭი დამსდევდა და ნერვებს მიშლიდა, ამ სიტუაციისგან კი დიტომ მიხსნა - მივადექი მიშველე-თქო და თავი ჩემს შეყვარებულად გაასაღა. მერე ძაან საყვარელ პაემნზე ვიყავით გასართობ პარკში. რამდენიმე დღეში უბანში დიტოს ვუხსენე, რომ მესიზმრე თქო. ამ კომენტარზე ერთი ამბავი ატყდა, ყველა მომაწყდა ანუ შენ დიტო მართლა მოგწონსო. თავიდან თითქოს ავყევი და ახსნა დავუწყე რომ არ მომწონდა, რითაც ძალიან კარგად იმანიპულირეს და თავისი თეორიის განსამტკიცებლად გამოიყენეს. მერე სიზმარი დავასრულე და დიტოს ვუთხარი:
- იქაც კუდში დამსდევდი. - წუთიერი შოკი დაეტყო სახეზე.
- შენ რა გგონია მე კუდში დაგსდევ? - წყენანარევი ტონით მეკითხება დიტო.
- რა? არა? - ვეპასუხები ხუმრობით. აღარ მახსოვს ზუსტად რა მიპასუხა, მაგრამ შინაარსი დაახლოებით ის იყო რომ არ დამსდევდა და მე უბრალოდ ძალიან კარგი ფანტაზიის უნარი მქონდა. ნუ, არც მიკვირს მისი მხრიდან თავის დაძვრენის მცდელობა. იმის აღიარებით, რომ მართლა ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობდა, თავმოყვრეობას მეტად დაიმდაბლებდა. შესაბამისად, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით, რომელშიც ყველა ჩემს წყობილებიდან გამოყვანას ცდილობდა, ვინაიდან, ასეთი რამ “დავაბრალე” მათ ძმაკაცს.

მეორე საინტერესო ამბავი, რაც დიტოსთან შემემთხვა ისევ უბანში იყო, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მე და ჩემი და ჩავედით. იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ და ბოლოს თავისი ნომერიც ჩამაწერინა (ჩემიც ჩაიწერა), ყოველი შემთხვევისთვის, ოდესმე რამე თუ დამჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, მისი იმედი დღემდე მაქვს. მგონია, რა დროსაც არ უნდა დავურეკო, ნებისმიერ შემთხვევაში მიშველის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ინტერაქციების დასაწყისში ინსტაგრამის გამორთმევა სცადა, მაგრამ მაგ სიტუაციას თავი ავარიდე - ვუთხარი შენი ძალით დამატება რად მინდა თქო. სხვათაშორის, დღემდე ვუმადლი საკუთარ თავს მაგ გადაწყვეტილებას. შეიძლება იმ მომენტში დიტოს ძალიან გაუტყდა ეგ პასუხი, მაგრამ მაგის წყალობით არაფერი დაწყებულა ჩვენს შორის, თუნდაც მიმოწერის დონეზე (რატომ, მოგვიანებით გაიგებთ).


შემოდგომაზე უბნის შოუს ახალი სეზონი დაიწყო. მთელმა უბანმა ქაუნთერის სათამაშოდ პეკინზე ინტერნეტ კაფეში დავიწყეთ სიარული. მე მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, ჩემი პირველი გასვლისას. მანამდე ქაუნთერს გარტყმით ვთამაშობდი ხოლმე ჩემი ბიძაშვილის კომპიუტერში, ჯერ კიდევ 5-6 წლის ასაკში. ჩემი კვალიფიკაციაც შესაბამისი იყო - დამწყებზე დაბალი. დიდის ამბით დიტოს გუნდში ამირჩიეს (დიტომ ამირჩია). ალბათ, მიხვდებით რომ ყოველ ტურში პირველს მე მკლავდნენ. გაინტერესებთ ვინ მკლავდა ხოლმე? ვაჟბატონი ანდრია. დარწმუნებული ვარ ძალით აკეთებდა. უსერნეიმად ანდრო ეწერა და წითლად მიწერდა ხოლმე “Andro killed you”, “Andro gave you a headshot” და ა.შ. ბოლოს რომ ამომახსა, ვუკივლე, ანდრია ნუ მკლავ თავი დამანებე-თქო. მგონი, ცხოვრებაში მეორედ გავეცი ხმა და საკმარისი იყო. ბოლო ტურში, ისე აღმოჩნდა რომ ჩვენი გუნდიდან მხოლოდ მე დავრჩი ცოცხალი და დიტოს დავუძახე, რომ რაუნდი მოგვეგო. დიტოც, დიდი სიამაყით, უკან მომიდგა და ჩემს მაგივრად ითამაშა. ეგ ტურიც მოვიგეთ (ნუ დიტომ მოიგო). იმის მაგივრად რომ ეცადა ჩემთის ტრიპაჩი, როგორც კი ვთქვი, მე მოვიგე-თქო, მაშინვე გამომესარჩლა შენ კი არა მე მოვიგეო. ახლა ხედავთ რატომ არ მომწონდა? აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანდრია ძალიან მენაზებოდა მაგ კივილის შემდეგ და რით დავიმსახურე არ ვიცი.
უკანა გზაზე მაღაზიაში გავჩერდით. მე გარეთ დავრჩი ბიჭებთან. არ ვიცი რატო ვიყავი მატრაკვეცობის ხასიათზე, თან მთავარი გმირებიც იქვე იყვნენ, მაგრამ ლევანთან მივედი (ერთ-ერთი სამეგობროში, რომელსაც სხევბზე უფრო დიდი ხანია ვიცნობ), თავი მივადე და დავიწუწუნე ძალიან მეძინება-თქო. მიყვარს ამ სამეგობროს მარწუხებში მოქცევა. მჯერა, ვერასდრროს ხვდებოდნენ ვინ მომწონდა ან ვინ არა. მოცემულ ჟესტს ანდრია ცოტა უცნაურად შეხვდა. ნეტა ვიცოდე ვისთანაა.
ვინაიდან ანდრია ფიგურირებს ბოლო მომენტებია, ბარემ ერთ ამბავსაც მოგიყვებით მასზე. მგონი ჯერ კიდევ ნაადრევი შემოდგომა იყო. ბესეტკაში ვისხედით. სხვები კარტს თამაშობდნენ, მე კი კუთხეში ვიჯექი, სიმღერებს ვუსმენდი და ინსტაგრამს ვსქროლავდი (ეს იყო ჩემი ძირითადი საქმიანობა უბანში). ხასიათზე არ ვიყავი და მჯერა, შავი აურა მედგა თავზე. არ ვიცი რა მოელანდა ანდრიას, მაგრამ შუა თამაშისას მეკითხება:
- ლიზი, - მეძახის. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მერე კი თავი ავწიე და ვუპასუხე:
- გისმენ. - სახეზე მეტყობოდა გაღიზიანება.
- ერთი კითხვა მაქვს შენთან. - მეუბნება ჩვეული ხუმრობანარევი ტონით. სმენად ვარ ქცეული თქო თავის მოძრაობით ვაჩვენე და შესაბამისად, განაგრძო - აქ რისთვის ჩამოდიხარ ხოლმე?
დარწმუნებული ვარ, სახეზე მეტყობოდა გაღიზიანება, არ ვიცი რატომ სცდიდა საკუთარ ბედს. იმ მომენტში რამდენიმე ალტერნატიული პასუხი გადავხარშე გონებაში: ან ძალიან ცუდად უნდა მეპასუხა, ან უნდა დამეიგნორებინა, ან ანალოგიური ირონიით მეპასუხე. მესამე ვარჩიე - შეტევას შეტევითვე ვუპასუხე:
- აი შენ რომ გნახო ხოლმე მარტო მაგისთვის ჩამოვდივარ, - და გულგრილი ღიმილი დავუმატე. ასეთ პასუხს აშკარად არ ელოდა, მაგრამ გაეცინა. ის ხელი წააგო და თურმე თავისთვის ჩაილპარაკა “ამიტომ არ უნდა იმატრაკვეცო”-ო. რა იყო, პატარა ანდრია დავაბნიე და გული ავუფანცქალე? სასაცილოა და ღირსიცაა. მასხარაობას ამიტომ უნდა შეეშვას.


ამ ამბებიდან მალევე დიტოს დაბადების დღე იყო. რა ნამუსით უნდა დამვიწყებოდა 25 ოქტომბერს რომ აქვს დაბადების დღე. ბიჭმა უშუალოდ იზრუნა იმაზე რომ ზედმიწევნით დამემახსოვრებინა მისი დაბადების თარიღი. ის ხომ ასე ამაყობს მორიელი რომაა.
მოვიდა დიტოს დაბადების დღეც. გაითვალისწინეთ, არსად მყავს მეგობრებში და მხოლოდ მისი ნომერი მიწერია. აშკარად ერთადერთი ცუდი ალტერნატივა მქონდა მისალოცად. შესაბამისად, დავურეკე. არ მიპასუხა. მშვიდად გადავიტანე, ვინაიდან რომანტიკულად არ ვუყურებდი და მხოლოდ ზრდილობის გამო ვურეკვადი. მოგვიანებით კი გადმომირეკა, ორ წუთიანი ზარი იყო. გილოცავ, მრავალს დაესწარი, დიდი ბიჭი გაიზარდე-თქო და სულ ეს იყო. ვერ გეტყვით, რამდენად დაებუსტა ეგო დარეკვით რომ მივულოცე, მაგრამ მჯერა საკმარისი იყო ახალი კუდების გამობმისთვის.
ამის შემდეგ, ძალიან მალე პრაღაში წავედი, ჩემს დასთან. თავიდან მხოლოდ ერთი კვირით ვგეგმავდი ჩასვლას და მის მონახულებას, მაგრამ 3 თვე დავრჩი. მაინც ონლაინ ვსწავლობდი, არ ვმუშაობდი და შესაბამისად, დიდად არც მედარდებოდა საქართველოს გარკვეული ხნით დატოვება.
წასვლამდე, ერთი საინტერესო ინტერაქცია მქონდა ანდრიასთან. მახსოვს, ინტერნეტ კაფიდან ახალი მოსულები ვიყავით და ბესეტკაში ვისხედით. უფრო სწორედ, ორივე ბესეტკის მოაჯირებს ვიყვით მიყუდებულები ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს. არ ვიცი, რა მოელანდა, მაგრა, უცებ ლაპარაკი დამიწყო. ხან რას მეკითხებოდა, ხან რას. თან ხუმრობდა, რაზეც მართალია მეცინებოდა, მაგრამ იმის ბედნიერებას ხომ არ მივანიჭებდი, რომ ეფიქრა მისი ხუმრობები მართობდა, ამიტომ სიცილს ვიკავებდი და სარკაზმით ვპასუხობდი. მეგონა ეს ჩემი ნიღაბი მარტივი შესამჩნევი იყო, მაგრამ აშკარად არა. ისიც კი მკითხა “რატომ მეიაზვები”-ო. რეალურად კი ძალიან მსიამოვნებდა მასთან საუბარი. ბევრი რამ მომიყვა თავის თავზე, კარიერული რჩევებიც კი მომცა - თვითონ დიპლომატიას მიყვებოდა, მე მაშინ პოლიტიკა მომწონდა, ეს კი მეუბნებოდა შენ ისეთი გოგო ხარ საერთაშორისო და ელჩობა მოგიხდებაო, მე კი ვარწმუნებდი დიპლომატია რა ჯანდაბად გინდა პოლიტიკას გაყევი თქო. მოვლენებს რომ გავუსწრო სამი წლით, მე ახლა საერთაშორისოზე ვსწავლობ, ის კი პოლიტიკაშია ჩართული. ბედის ირონია.
კიდევ რამდენიმე ინტერაქცია მახსენდება ანდრიასთან და ბარემ მათ შესახებაც გეტყვით ორიოდე სიტყვით. ალბათ, გახსოვთ რომ გითხარით, ჩემი და ანდრიას ინტერაქცია გამარჯობის თქმით შემოიფარგლებოდა ხოლმე თქო. ზოგჯერ, სიტყვიერადაც კი არ ვესალმებოდი.
ერთ საღამოს ბიჭები ძალიან ნასვამები მოვიდნენ. მათ შორის ანდრიაც იყო. მუქი ფერის პალტო ეცვა. რომ მოვიდა, ყველას ჩამოურა და გადაკოცნა (რაც არ ახასიათებდა ხოლმე). ჩემამდე რომ მოვიდა გაჩერდა, შემომხედა, გამარჯობაო და ხელი გამომიწოდა. მეც ჩამოვართვი. უცებ ხელზე მომიჭირა და ინტენსიური მზერა მომაპყრო. მეც, რა თქმა უნდა, ტოლი არ დავუდე და არ გამიხედავს. ესე რამდენიმე წამს გაგრძელდა, ალბათ, ნახევარი წუთიც კი. სიტუაციიდან რომ გამოვერკვიე ხელი გავუშვი. ახლა რომ ვუფიქრდები (ორი წლის შემდეგ), შეხებას მოწყურებულივით იყო და მომენტით ტკბებოდა კიდეც. მოგატყუებთ, რომ გითხრათ მე არ ვტკბებოდი-თქო, მაგრამ გამოჭერის შიშით ხელი გავუშვი. ამ დღესვე, ერთი მომენტი მაშოს აწვალებდა და ვუღრიალე “ანდრია გარჩერდი”-თქო, და “ვუი, ჩემი სახელი სცოდნიაო”. მერე ელენე აიტაცა ხელში და სტადიონი მოატარა. მახსოვს, შურმა გამკრა, ელენეს ადგილას მე რომ ვიყო, როგორი შეგრძნება იქნებოდა-თქო.
იყო შემთხვევაც, როდესაც ერთად მინუს 5-იც ვითამაშეთ. სალომე და გიორგი (ელენეს შეყვარებული) იყვნენ სტადიონზე და შორიდან შევამჩნიე, რომ მინუს 5-ს თამაშობდნენ. მაშომ მითხრა:
- მიდი, თუ გინდა შენც ითამაშე.
- ვფიქრობ. - ორ წამიანი განხილვა მქონდა საკუთარ თავთან და წავედი სტადიონისკენ და შევუერთდი გიორგის და სალომეს.
რამდენიმე წუთში ანდრიაც მოვიდა და თამაშში ისიც შემოგვიერთდა. ისე მოხდა, რომ ჩემს შემდეგ იყო. თამაშის წესები გეცოდინებათ და შესაბამისად, მისი გაგდება მხოლოდ მე შემეძლო. ორი ხელი ვითამაშეთ, ორივე მოვიგე და ორივეჯერ გავაგდე ანდრია. ალბათ, ეგო შეელახა და მის მასკულინობას საფრთხე შეექმნა და ამიტომაც მესროლა ბურთი. გავიწიე და ავიცილე. ქაჯო-თქო მივაძახე. მოკლედ, არ დასრულდა კარგად ეგ ამბავი.

შემდეგი ამბავიც სპორტს ეხება, მაგრამ ამჯერად მე თამაშის მონაწილე არ ვყოფილვარ. მე და ანი სტადიონის წინ ვისხედით სკამზე და ვუყურებდით როგორ თამაშობდნენ ორ დროშობანას ბიჭები. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ თამაშის დროს ანდრიამ ჰუდი გაიხადა, რომლის შიგნითაც თეთრი მაისური ეცვა. გახდისას ჰუდს მაისური აჰყვა, მას კი ძალიან კარგი პრესი ჰქონდა, შესაბამისად, სანახაობაც ძალიან კარგი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე და ანი ძალიან დავტკბით.
ამ შემთხვევების გარდა, რამე მასშტაბური ინტერაქცია არ მაგონდება. მხოლოდ ჩუმი გამოხედვებით და მოსლამებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. უმეტესად არც ვაქცევდი ყურადღებას, რაც მას შემდეგ შევამჩნიე, როდესაც ჩემი ყურადღების დიდ ნაწილს იპარავდა.


პრაღაში გატარებული სამი თვე ნამდვილად სასიამოვნო იყო და ნაკლებადაც ვიყავი დასტრესილი. მაშინ დავრწმუნდი, რომ ლალისთან ერთად მარტო დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მართლა კარგი პერიოდი იყო და ბევრი საყვარელი მოგონება დავაგროვე. საწმუხაროდ თუ საბედნიეროდ უბანი არც აქ მშორდებოდა. რა თქმა უნდა, მაშო, უბნის მოამბე, სიახლეებს მაწვდიდა ხოლმე. არაფერი მასშტაბური. ერთი საინტერესო რაც გავიგე ის იყო, რომ ანდრიას უთქვამს ვინმე კარგი გოგო გამაცანი-ო. მაშომ პირველი ჩემი თავი შესთავაზა, რაზეც პასუხად ის მიიღო, რომ ეგ ძაან სწერვა არისო. პრეტენზიები ჩემს უხეშობაზე მხოლოდ ანდრიასგან არ წამოსულა. მთელი სამეგობრო განიხილავდა ჩემს უხასიათობას, საწყალი მაშო კი თავდაუზოგავად ცდილობდა ისრების მოგერიებას. დღევანდელი მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მისი ეს მცდელობები გარკვეული პერიოდი სარგებლიანი გამოდგა, მაგრამ ამ ეტაპზე მოცემულ სამეგობროსთან ურთიერთობა ცოტა გაუგებარ ფაზაშია.
დავუბრუნდეთ ჩეხურ თავგადასავლებს. კიდევ ერთი, რაც შემემთხვა და მთელი დრამა მქონდა - დიტო დავამატე შემთხვევით ფეისბუკზე. არ დამიჯერებთ. მოუხერხებლობას ზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს. მოკლედ, მე და ჩემი და ლოგინებზე ვხედვართ და მახსოვს, რაღაცზე ვლანძღავდი. ამ ლანძღვის პროცესში ტელეფონი ეკრანით დავდე ლოგინზე. ორ წუთში რომ ავიღე, შემოთავაზებული იუზერებიდან დიტოსთან იყო მეგობრობის მოთხოვნა გაგზავნილი. ბედი არ გინდა? ნუ წიოკი მქონდა, ავხტი, დავხტი, გავაუქმე ეს მოთხოვნა და ტელეფონი ისევ ისე დავდე. გამოიცანით რა მოხდა? თავიდან იყო გაგზავნილი. არ ქონდა უკვე აზრი გაუქმებას, შეტყობინება მიუვიდოდა და შესაბამისად, გაგზავნილი დავტოვე. იმ დღეს სხვებსაც გავუგზავნე, მაგრამ რაღა აზრი ქონდა. ეს ერთი ჩავარდნა რამენაირად უნდა გადამეხარშა. გაგიკვირდებათ და როცა ჩამოვედი ყელში ამომადინა ეგ დამატება (ცოტა უფრო ქვემოთ დეტალურად მოგიყვებით მაგ ამბავსაც).
პირველი გახანგრძლივებული გეგმით საახალწლოდ უნდა დავბრუნებულიყავით თბილისში, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა, ვინაიდან, ლალი საცხოვრებელ ნებართვას ელოდებოდა და ქვეყენას ვერ დატოვებდა, მე კი მას მარტო ვერ დვტოვებდი, ისედაც ვერ ეგუებოდა იქ ცხოვრებას. არადა რომ იცოდეთ რა ახალი წელი გავმაზე უბნის ხალხთან ერთად. პირველად დამწყდა გული სადღაც რომ არ ვიყავი, თან მჯერა იქ რომ ვყოფილიყავი ზოგიერთი რაღაც სხვანაირად აეწყობოდა. ნუ, რას ვიზამთ, ბედი არ იყო. ამ ყველაფერ ბედნიერებასთან 1-ლ იანვარს მე და ლალის კორონა დაგვიდასტურდა და ასე ბედნიერად გავატარეთ ახალი წლები.
საბოლოოდ, თებერვლის შუა რიცხვებში დავბრუნდით თბილისში, კულიჩას (ჩვენი მეგობრის) დაბადების დღისვის. ძალიან კარგი დღე იყო. ყველას მონატრებული ვყავდით და ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ ის დღე.


უბნის ხალხი ჩამოსვლიდან მალევე ვნახე. მათაც აშკარად დააკლდათ ჩემი სწერვობა. რომ გავედი იმ დღეს ბილიარდის სათამაშოდ წავედით პლეხანოვზე. სანამ დაბლა ჩავიდოდით (თან იმდენი ვიყავით) იქვე ბოქსის მსხლის აპარატი იდგა და რა თქმა უნდა, ბიჭებმა ეგოების დატოლება დაიწყეს. დიტომ ბევრჯერ იუარა, თავს იმართლებდა, “ხელში ძალა არ მაქვს, არ აქვს აზრი”-ო, მაგრამ ბოლოს მაინც დაარტყა და მისი გაფრთხილება მართალი აღმოჩნდა. ცოტა ხანში ანდრიაც მოვიდა თორნიკესთან ერთად. შორიდან დამიქნია ხელი, არადა მის მოსვლას მგონი ყველაზე მეტად ველოდი. თორნიკეს აქამდე არ ვიცნობდი, მხოლოდ მსმენოდა მასზე. რა თქმა უნდა, ისინიც ჩაერთნენ შეჯიბრში და გამოიცანით ყველზე მაღალი შეფასება ვინ აიღო? სწორია, ანდრიამ.
ამ გასართობის შემდეგ აღარ ჩავსულვართ ბილიარდის სათამაშოდ, მგონი საკმარისი მაგიდები არ იყო და დავიშალეთ. ნაწილი სახლებში წავიდა, მე, მაშო, თორნიკე, ანდრია, ლევანი და სანდრო კი უბანში დავბრუნდით. ცოტა უცნაური ექვსეული იყო, მაგრამ ამ ხალხს აშკარად ყველაზე მეტად მოვენატრე.
უბანში რომ დავბრუნდით, გამოკითხვა დამიწყეს თუ რას ვშვებოდი ეს სამი თვე პრაღაში. რატომღაც ანდრია ძალიან აქტიური იყო, კითხვებს ძირითადად ის სვამდა. არ მახსოვს ზუსტად რაზე ვისაუბრეთ (ლამის ორი წელი გავიდა ამ საუბრიდან), მაგრამ მთლიანობაში ჩემზე იყო აქცენტი.
შემდეგ დღეებში ერთი ცოტა უსიამოვნო ინტერქაცია გვქონდა. ბესეტკაში ვისხედით და რაღაცებს გნვიხილავდით. ანდრია ბესეტკის გარეთ იდგა, საუბარში არ იყო ჩართული და შორიდან მიყურებდა. თუ სწორად მახსოვს, ვარჯიშზე და ჯანმრთელობაზე ვსაუბრობდით, როცა არსაიდან ანდრიამ შემაწყვეტინა და მკითხა:
- და შენ რამდენი კილო ხარ?
ზოგადად, ძალიან არ მომწონს ის გარემოება რომ უბანში ჩემი გარეგნობა განხილვის საგნად იქცა და ყველა თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ჩემი სილამაზე განევითარებინათ და შესაბამისად, ცხვირი ჩაეყოთ ჩემს საქმეში. ანალოგიურდ, გამაღიზიანა ანდრიას კითხვამაც, ძალიან არა-მკითხე მოამბესავით ჩაგვეჭრა. წინადადება დავასრულე და მივუბრუნდი:
- და რა შენი ს საქმეა? - და გავაგრძელე საუბარი. უცებ ყველა გაჩუმდა. აშკარად არავინ მოელოდა ჩემს გაღიზიანებას. ანდრიასაც უხერხულობა შეეტყო, ალბათ, არ გეგმავდა ასეთ დასასრულს და მხოლოდ ყურადღების მისაქცევად მკითხა, მაგრამ ძალიან ცუდი დრო შეარჩია - ისედაც პრობლემები მქონდა ჩემს იმიჯთან.
ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც ჩემი გასვლითი პროგრამები სიახლე იყო ამ უბანში, რატომღაც ჩემი გარეგნობა და მისი გაუმჯობესების ხერხები უბნელთა საზრუნავი გახდა. ყველა ბიჭი თავს ვალდებულად მიიჩნევდა რჩევა მოეცა ჩემთვის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დამეკლო წონაში ან როგორ უნდა მევარჯიშა. მართალია, მათი აზრი ცალ წიხლზე მეკიდა, მაგრამ ყველას გვაქვს გარკვეული იდეალები გარეგნობასთან მიმართებით და როცა ხვდები რომ სხვებიც ამჩნევენ უკეთესის შესაძლებლობას, შენც კომპლექსების მარწუხებში ექცევი. საბედნიეროდ, ჩემი თვითშეფასების დაგდება ასეთი მარტივი არ არის, მაგრამ გავლენა აშკარა იყო. შესაბამისად, არც ჩემი რექცია იყო გასაკვირი ანდრიას კომენტარზე, მაგრამ, ვაღიარებ, ცოტა ზემდეტი მომივიდა.
საუბარი მალევე დასრულდა შექმნილი უხერხულობის გამო და ყველა წავიდა. მხოლოდ მე, მაშო და ანი დავრჩით. წარმოგიდგენიათ, ალბათ, რა დღე დამაყარეს. მიწასთან გამასწორეს. ყველაზე კდევამოსილს და ზრდილობიანს ეგ როგორ უთხარიო, ძალიან გაუტყდებოდაო და ა.შ. ეს რომ მითხრეს მეც ძალიან ვინერვიულე. ამ საუბრას ჩემი ხასიათისა და უცხოებთან ცივი დამოკიდებულების განხილვა მოჰყვა. თურმე, ანდრიას მაშომ ჩემი თავი რომ შესთავაზა, მაგ მომენტში ჩემი “სწერვობის” განხილვა ყოფილა. პროტესტი გამოუხატავთ ბიჭებს, “რატომ გვესწერვება”-ო. აღმომაჩინეს მთავარი პრობლემა. უკაცრავად მათ უაზრო ხუმრობებზე თუ არ ვიცინოდი. ნუ მოკლედ, იმ ღამეს დავთქვით, რომ ბოდიშს მოვუხდიდი. ასეც მოვიქეცი.
რამდენიმე დღეში უკრაინაში ომი დაიწყო და შესაბამისად, აქციებიც რუსთაველზე. ერთ-ერთ ასეთ აქციაზე მივდიოდით უბნის ხალხი. აღარ მახსოვს საიდან მოვდიოდი, მაგრამ ძალიან გამოკაზმული კი ვიყავი, ქვედა ბოლოთი და ვარდისფერი მოსაცმელით. რომ მივედი დიტო და ანდრია დამხვდნენ. დიტომ გადამკოცნა, ანდრიამ ჩემკენ გამოიხედა და თქვა:
- ეს ვინ არის? - და გატრიალდა.
ეს რომ თქვა მივედი მასთან და მოვუბოდიშე, თან სახელით მივმართე (ეს ხომ ყოველთვის ამართლებს). არ გიცნობ, ხელი გამიშვიო. მხარზე ჩამოვეკიდე, წამწამები დავუფახულე, კიდევ ერთხელ ვუთხარი “ძალით არ მინდოდა”-თქო და შემოვირიგე.
წავედით აქციაზე ლაშას მანქანით მე, მაშო, სანდრო, ანდრია და დიტო. საჭესთან მაშო იჯდა, გვერდით დიტო ეჯდა (არ მკითხოთ), უკან კი ლაშა, ანდრია და მე (ზუსტად ამ თანმიმდევრობით). გზად დიტო გაასმაგებულად მესწერვებოდა და მერჩოდა. სიმღერებს ის რთავდა, რაზეც მაშომ გააკეთა კომენტარი - “ვუი, ლიზას ფლეილისთი”-ო, რაზეც დიტომ დამცინავად ჩაილაპარაკა “დაჟე ასეთებს უსმენ”-ო. ასეთ მოპყრობას ურეაქციოდ ხომ არ დავტოვებდი და მეც რაღაც ჩავისისინე, ოღონდ სუნთქვას ამოვაყოლე, ისე ჩუმად ვთქვი, მაგრამ ბატონ ანდრიას ხომ მაინც უნდა გაეგო და მითხრა:
- რა იყო, შენ ასე სწერვობ ხოლმე?
ამ კომენტარზე მკაცრად გავხედე და მერე აღარაფერი უთქვამს.
მივედით აქციაზე. მანქანა თაბუკაშვილზე, ოპერის უკან დავაყენეთ და ფეხით ავედით. დიტო წინ გაიქცა. ისეთი სისწრაფით მიდიოდა, დაწევა არც გვიცდია. მაშო და ლაშა ერთად მიდიოდნენ. მე სადღაც შუაში ვიყავი, ანდრია კი ჩემზე ოდნავ წინ მიდიოდა, თან თითქოს ნაბიჯსაც ანელებდა.
მართალი აღმოვჩნდი. ერთი მომენტი დავეწიე და გვერდიგვერდ მივდიოდით. ფეხიც კი ამიწყო. არ ვიცი, დიტომ იგრძნო თუ რა იყო, გამოგვხედა, დაუძახა და თავისთან გაიყვანა. ბოღმის ბუკეტი.
ამ დღეს მეტი მნიშვნელოვანი ინტერქაცია არ გვქონია - მაშოს წამოსვლა უნდოდა და მალევე გამოვედით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent