შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 10)


10-02-2024, 00:02
ავტორი ერკე
ნანახია 450

თავი 10

სადღაც დიდ ოთახში შეიყვანეს, ირაკლი ნუგო და ბაკური ჯერ კიდევ ძლივს სუნთქავდნენ და გონზე ვერ მოდიოდნენ იმისგან რაც ნახეს. უძლიერესი ადამიანი, საუკეთესო მეგობარი, ბრძოლის ჟინით სავსე კაცი ნოდარი აღარ ჰყავდათ. ის არ იყო? სულ რომ გაიძახოდა ბელადის გზა უნდა დასრულდეს, მისი ავადმყოფური სული უნდა განიკურნოსო.
არასდროს ამბობდა, რომ ის უნდა მოკვდეს, როგორც ამას იძახდა გუგა, ნუგო ან ბაკური. ნოდარი სხვანაირი იყო, ძალზედ სასიამოვნო მზერა ჰქონდა, მაგრამ მანაც ეს ცხოვრება ტანჯვით გაიარა. მანაც დაკარგა საყვარელი ადამიანები და საბოლოოდ ამ წუთისოფელში ლხენას ვერ ეღირსა ისე დატოვა სამყარო. ირაკლი მცირედ შეიშმუშნა, თუმცა ვერ მოძრაობდა ისე იყვნენ დაბმულნი დიდ ცარიელ ოთახში, მხოლოდ დიდი თაღები რომ ჰქონდა, ფრესკებით იყო მოხატული და შემზარავად გამოიყურებოდა. უყურებდა ამ ნახატებს იკა და უკვირდა. თავში ერთადერთი აზრი ებადებოდა, რომ ეს ბოროტების ტაძარი უნდა ყოფილიყო, ბოროტების სასუფეველი თუკი შეიძლებოდა ასე ეწოდებინა. მარცხენა მხარეს დიდ თავიანი ცეცხლის მფრქვეველი გველეშაპი ეხატა, ისეთნაირად ეხატა თვალი რომ გაგეშტერებინა შეამჩნევდი თითქოს თვალებს ახამხამებს, მოძრაობს და რეალურად გამოიყურებაო, თუმცა ეს მხოლოდ ნახატი იყო, მის წინ ადამიანი შუბით, რომელიც ცეცხლის ალში იყო მთლიანად გახვეული და რთული გამოსაცნობი არ იყო თუ როგორ დასრულდებოდა ეს ჭიდილი. რა თქმა უნდა, ცეცხლი იქამდე შემუსრავდა მამაკაცს, სანამ შუბს გველეშაპს დაარტყამდა და ამით ბოროტების ზეიმი გარდაუვალი იქნებოდა. მის წინ ორი მამაკაცი იყო ნახატზე გამოსახული. ჯერ ეს ადამიანები ერთად ლხენის დროს იყვნენ აღბეჭდილნი, თითქოსდა არაფერი აკლდათ, გვერდით მშვენიერი ასულებიც უმშვენებდნენ გვერდს და სიცოცხლით სავსე თვალებით, სიყვარულით ანთებული მზერით შესციცინებდნენ ერთმანეთს. მეორე ნახატზე მის გვერდით კი ორი იგივე პიროვნება სამტროდ გადაკიდებულნი იყვნენ და ცდილობდნენ რაიმე დაეშავებინათ ერთმანეთისთვის. მიზეზიც ნაჩვენები იყო, მესამე ფრესკაზე კარგად იყო ასახული ერთ-ერთი მამაკაცი ამ ორიდან, როგორ იყო ჩამუხლული თავისი ქალის გვამთან და გლოვობდა. გული შეუტოკდა ირაკლის ამის დანახვისას და ჩაილაპარაკა:
-მორალი იგივე. სიყვარული ჩაანაცვლა ბოროტებამ. ჰმ...
ახლა უფრო დაძაბულ ფრესკას გახედა, რომელსაც დანარჩენი ადგილი ეკავა და ავსებდა მთლიანად. მასზე გამოსახული სამყარო, სიცილიას ჰგავდა, ძალზედ აგონებდა ბავშვობას ასევე ირაკლის, რაღაც უტივტივდებოდა გონებაში, მაგრამ ვერ აღექვა რა იყო ეს. ბავშვები თამაშობდნენ, ზრდასრულები უკან მსხდომნი საუბრობდნენ, მამები სვამდნენ იქვე შორიახლოს და მზერით თავიანთი ოჯახებისკენ გულმხურვალე სიყვარულის ნაპერწკალს ისროდნენ. დახატული იყო სიცილია, ბელადამდე, დაასკვნა ირაკლიმ და დეჟავუს შეგრძნება არ ასვენებდა. თითქოს სადღაც უკვე ენახა, აქამდე. ამოუტივტივდა გონებაში უცხოს ფიქრები, თითქოს საკუთარ ძმასთან ერთად, რომელიც არასდროს ჰყოლია ამ ტაძარში ხშირად შემოდიოდა და ფრესკებს ათვალიერებდა, უყურებდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმის მიხვედრაში თუ რას ნიშნავდა ყოველივე. მხიარულობდნენ, სიხარული მზით ნაფენ ბორცვებსაც კი ედებოდათ და არემარეს სხვანაირს ხდიდა, თითქოს უფრო ნათელს. ტვინი გადამიბრუნდაო დაასკვნა ირაკლიმ და სასოწარკვეთილებით კვლავ გაიბრძოლა ხელების გასათავისუფლებლად. თუმცა არაფერი გამოსდიოდა. სიზმარზე ფიქრობდა, სადაც მან და გუგამ უცნაურად ააფეთქეს ვიღაც დემონის სამფლობელო და შემდეგ გაეღვიძა. გუგას კვლავ ეძინა და ვერ გარკვეოდა რა ხდებოდა. უნდოდა ეკითხა ბიჭებისთვის, მაგრამ ვერ ბედავდა. არჩია გუგას დალოდებოდა და მისგან მოესმინა ყოველივე.
სიცილიასთან ერთად, შორეულ ბორცვის უკან ახლა შეამჩნია რაღაც საშინელი, რამაც თავზარი დასცა. იდგა კაცი იგი, ცეცხლის თვალებით და ამაზრზენი მზერით გაჰყურებდა სიცილიას. მისი თვალები ერთთავად ავლენდნენ მის მზაკვრულ ჩანაფიქრს და ამ კაცში ლავრენტი თუ ვიღაც... ბელადი ამოიცნო.
„და მოვა კაცი იგი“ - გაიფიქრა მან. – „წინასწარმეტყველება... ღმერთო... აი რა იყო იმ გრაგნილებზე და რა არის ასახული აქაც. ძალზედ რთულია მიხვდე ცოდნის ტაძარია ეს, შემეცნების, სიყვარულის საუფლო თუ ბოროტების თავშესაფარი, მაგრამ ყველაფერი ამ ძაღლის მოსვლას მოასწავებდა.“ - ისეთნაირად გამოკვეთა გონებაშიც სიტყვა ძაღლი რომ კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
-ნუგო რა ჭირს გუგას? - საბოლოოდ იკითხა ირაკლიმ, თუმცა თითქოს მის ხმის ამოღებას ელოდაო, მაშინვე ბელადის ხმაც გაისმა.
-აჰა! დაინტერესდი მისი მდგომარეობით? - მოვიდა ნელი ნაბიჯებით, ხელჯოხს იყენებდა კვლავ სასიარულოდ და უფრო მეტად ეტყობოდა რომ კოჭლობდა. სახეს ბრეცდა ტკივილისგან, უკან კი მისი დამქაშები მოჰყვებოდნენ. - ის სიკვდილისა და სიცოცხლის გასაყარზე დგას და იქ ჩარჩა. - განუმარტა თითქოსდა მოწიწებით ბელადმა. - სალამი ირაკლი. - ხელი გაუწოდა და შემდეგ დააყოლა: - უპს, ხელს ვერ ჩამომართმევ მაპატიე. - გაეცინა და ამ სიცილში შემზარავი სახე იხატებოდა.
-წადი შენი! - ირაკლი განრისხებისგან გაიბერა და ბელადს შეაფურთხა. - ამისთვის მოგეზღვება!
-რას მელაპარაკები! მომეზღვება? ჰაჰ... და ვინ მომიზღავს შენ? ლაწირაკი ხარ, გამოგგზავნეს ვითომ სიტუაციის გასარკვევად და თავადაც არ იცოდი სად ყოფდი თავს. შენ უკვე მკვდარი ხარ. იმ ავარიის დროს მოკვდი, საიდანაც ვითომდა გუგამ გამოგიყვანა. ეს ადგილი თავიდან სამოთხე იყო, სიცილია, ადამი და ევა, აკრძალული ნაყოფი, ცდუნება. ხომ გეცნობა? თქვენ ბევრ რამეს სწავლობთ, ძალზე ბევრ რამეს იკვლევთ, მაგრამ დამიჯერე უმეტესობა სრული სისულელეა და მეტი არაფერი. სამოთხე? კი... ადრე არსებობდა, ძალიან ძალიან ადრე. ახლა კი კეთილი იყოს შენი მობრძანება - ჯოჯოხეთში.
-ტყუი! ცრუობ! შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა! - შეუღრინა ირაკლიმ და გულისამრევად შეხედა. - შენ ამაზრზენი სისადისტე ხარ, საზოგადოების ჭირი, რწყილი და ხორცმეტი, რომელიც უნდა მოიკვეთოს ორგანიზმიდან. შენ საზოგადოების ნაწილი არ ხარ, ჭუჭყი ხარ, ნაგავი გესმის?
ბელადი ახარხარდა. თავის დამქაშებს გადახედა და მათაც დაიწყეს სიცილი.
-ამაზრზენიო... გესმით რა მიწოდა? სისადისტე? აჰაჰაჰ... - უცნაური იყო, თუმცა ხარხარებდნენ მისი მახინჯი მაჯლაჯუნები და სწორედ ეს აოცებდა ირაკლის, მათი სიცილი. ხედავდა რას მართებდა ბელადი მათ, როგორ ასახიჩრებდა და ამახინჯებდა, როგორ მართავდა და პატარა შეცდომაზეც თავისი ნებით ვინმეს კლავდა, თუმცა მათ სიცილი კვლავ შეეძლოთ. თუმცა გონებაში ივლებდა, რომ მალე დასრულდებოდა მათი განწყობა და სახეზე შეეყინებოდათ სიცილი.
-მოკეტეთ! - უეცრად აფეთქდა ირაკლი. როდესაც იღრიალა ხელები გავარვარებული ლავასავით გადაექცა, გაუწითლდა და თვალებში ცეცხლი აენთო. რკინა რომელზეც მიბმული იყო ჯაჭვებით სულ დაადნო და გაინთავისუფლა თავი. ბელადს პირი დაეღო და ვერ იჯერებდა რომ ეს მართლა ხდებოდა. ნელ-ნელა უკან იხევდა და შეშინებული ბავშვივით იკუნტებოდა, კუთხეში რომ მიიმალება არავინ დამინახოსო. ნუგო და ბაკურიც გაოგნებულნი იყვნენ ირაკლის შემყურე. მსგავსი რამ არ უნახავთ აქამდე, სიცილიაში ბელადისაც კი არ შეშინებიათ ისე როგორც ახლა ირაკლის ეშინოდათ. იგი მიიწევდა ბელადისკენ, ცეცხლის მფრქვეველი თვალებით და ირგვლივ ყველას გულში შიშს ბადებდა. მიუხედავად ამისა ბელადი თავის მაჯლაჯუნებს ამოუდგა უკან და დამიცავითო შეჰყვირა. - აჰაჰაჰა. - გაეცინა ირაკლის და თითი მიარტყა ერთ მათგანს, რომელიც მაშინვე ჩაიფერფლა. ბელადს კვერთხის იმედიღა ჰქონდა, რომელთანაც უნდა მიეღწია და ფარად ხალხს იყენებდა. - ესენი დაგიცავენ? სულელი ყოფილხარ. - თქვა ირაკლიმ ძალზედ მკვეთრი ბოხი ხმით, თითქოს ბოროტება შეჰპარვია და ჩასახლებულა მის სულშიო.
-არა, იკა. - ნაცნობი ხმა მოესმა, ძილბურანიდან. - მისი მოკვლა არაფერს გარგებს ახლა... - თვალებს ძლივს ახელდა გუგა და ცდილობდა გონს მოსულიყო. - ჩემო ძმაო.
-რა? - შეხედა გუგას და თავისი თავის შემხედვარე ფრესკა გაახსენდა. ყველაფერი თვალწინ დაუდგა. ყველაფერს მიხვდა თითქოს და გუგას მიმართვამ სულ უფრო მეტად გააოგნა. დამშვიდდა, ცეცხლი ჩაქრა, სხეული ნორმალური გაუხდა და გუგასთან მიიჭრა.
-რას მიყურებთ იდიოტებო? შტერებო? - გაიგონა უკნიდან ბელადის ხმა. - სანამ ისევ იმ სირბორბალად არ გადაქცეულა დროზე შეიპყარით! გაოგნებული ვარ. - კვერთხი აიღო და ძალაუფლების მოპოვების შემდეგ დამშვიდდა. კვერთხის გული ერთ ბოლოში აინთო, ოქროსფრად გავარვარდა და ირაკლისკენ მიუშვირა. მანამდე მოასწრო გუგას გათავისუფლება, თუმცა კვერთხის ძალით ოქროს გალია აუშენა გუგას და ირაკლის, სადაც ისინი უფრო მეტი მონდომებით დაამწყვდია. - აბა? - გადახედა ნუგოს და ბაკურის. - თქვენც ხომ არ მალავთ რაღაც სუპერ შესაძლებლობებს? გამიმხილეთ ნუ გეშინიათ.
ბიჭებმა თავი გადააქნიეს უარის ნიშნად და თვალები დახუჭეს.
-ისინი გაუშვი ბელადო. - გუგამ მიმართა მას.
-აბა დაგიჯერებ! ისინი ჩემი კოზირები არიან, თქვენთან ბრძოლაში... ირაკლი... - შეხედა გუგას. - ვინ არის ის?
-ის მამაჩემის შვილია. - თქვა გუგამ და თვალი თვალში გაუყარა ბელადს. - ისეთივე კანონიერი როგორც მე. დიდი ხანი იზრდებოდა ჩემგან შორს, მაგრამ დავიბრუნე და ახლა ვერაფერი შეგვაჩერებს. შენ ვერ შეგვაჩერებ ბელადო, ვერც ეს გალია.
ბელადი წინ გადმოიხარა.
-ვერ შეგაჩერებთ? ვაჟკაცებო, ჩემი სიცოცხლე ისედაც უკვე დასასრულს უახლოვდება, მე ვსუსტდები, თუმცა ჩემს ადგილზე სხვა მოვა და ასე გაგრძელდება მანამ სანამ სიცილია იარსებებს. ცხოვრება, რომელზეც თქვენ ოცნებობთ, აღარ არსებობს. ვეღარ დააბრუნებთ, რადგან მომავალი ტანჯვისაა. - ოქროს გალია თავისით მიწაში ჩავიდა, საიდანაც ვერაფრით ვერ უნდა დაეღწიათ თავი ძმებს, მაგრამ სანამ ბოლომდე ჩავიდოდა და დაიხურებოდა გალია მთლიანად ბელადის გულზე რაღაცამ გაიბრწყინა.
„ბროლის ბურთი“ - გაოგნებულმა გაიფიქრა გუგამ. – „ის ბელადის ხელშია.“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent